ქართული რეფერატული ჟურნალი

ძირითადი დებულებები

1. ტერმინები და განსაზღვრებები

რეფერატული ჟურნალი - პერიოდული საინფორმაციო გამოცემა, რომელშიც გამოქვეყნებულია პირველადი დოკუმენტების რეფერატები და რომელშიც მოცემულია საგნობრივი, ავტორთა ან სხვა საძიებლები. რეფერატულ ჟურნალში შეიძლება განთავსდეს, აგრეთვე, პირველადი დოკუმენტების ანოტაციები და ბიბლიოგრაფიული აღწერილობები.

რეფერატი (ლათ. refere - მოხსენება, შეტყობინება) - პირველადი დოკუმენტის მოკლე შინაარსი, რომელშიც მოცემულია ძირითადი მონაცემები და დასკვნები, და რომელიც ამავდროულად შეიცავს ამ პირველადი დოკუმენტის ბიბლიოგრაფიულ აღწერილობას.

ანოტაცია (ლათ.annotatio - შენიშვნა) - პირველადი დოკუმენტის მოკლე დახასიათება, რომელიც შეიცავს მის ძირითად დებულებებს, მიღწეულ შედეგებს და პირველადი დოკუმენტის ბიბლიოგრაფიულ აღწერილობას.

ბიბლიოგრაფიული აღწერილობა - ბიბლიოგრაფიული მონაცემების ერთობლიობა, რომელშიც იდენტიფიცირებულია დოკუმენტი და რომელიც აუცილებლად შეიცავს დოკუმენტის ავტორის ვინაობას, დოკუმენტის დასახელებას და ზოგიერთ სხვა მონაცემს (მოცულობა, ენა და ..).

პირველადი დოკუმენტიგამოქვეყნებული ან გამოუქვეყნებელი ნაშრომი, რომელიც შეიცავს სამეცნიერო კვლევისა და სამუშაოს შედეგებს.

2. ზოგადი დებულებები

2.1. ტექინფორმის მიერ გამოცემული ქართული რეფერატული ჟურნალის (ქრჟ) მიზანია ასახოს საქართველოში გამოქვეყნებულ პუბლიკაციათა მნიშვნელოვანი ნაწილი.

2.2. რეფერატი არ ცვლის პირველად დოკუმენტს, არამედ ეხმარება მკითხველს საქართველოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობაში და პირველადი დოკუმენტების სამეცნიერო მნიშვნელობის შეფასებაში, აგრეთვე, მისთვის საჭირო პუბლიკაციების მოპოვებაში.

2.3. ქრჟ პოლითემატური გამოცემაა, ინფორმაციის ნაკადის გაზრდის შემთხვევაში შეიძლება გამოიცეს თემატური რეფერატული ჟურნალები.

2.5. ჟურნალი შეიცავს ავტორთა, საგნობრივ და პირველადი წყაროების საძიებლებს.

3. ქართული რეფერატული ჟურნალის შინაარსი

3.1. ქრჟ მოიცავს რუბრიკებს: . საზოგადოებრივი მეცნიერებები; . საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები; . ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებები; ეკონომიკის დარგები; . დარგთაშორისი პრობლემები. თითოეული რუბრიკა შედგება ქვერუბრიკებისაგან.

. საზოგადოებრივი მეცნიერებები

1. სახელმწიფო და სამართალი. იურიდიული მეცნიერებები

2. სოციოლოგია. დემოგრაფია

3. ეკონომიკა

4. განათლება

5. ინფორმატიკა

6. სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები

. საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

1. მათემატიკა. მექანიკა. ფიზიკა. კიბერნეტიკა

2. ქიმია. ბიოლოგია

3. გეოლოგია. გეოდეზია

4. გეოგრაფია. კარტოგრაფია. ასტრონომია

5. სხვა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

. ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებები. ეკონომიკის დარგები

1. ენერგეტიკა

2. ელექტროტექნიკა. ელექტრონიკა. რადიოტექნიკა. კავშირგაბმულობა

3. ავტომატიკა და ტელემექანიკა. გამოთვლითი ტექნიკა

4. სამთო საქმე. მეტალურგია. ქიმიური მრეწველობა

5. მანქანათმშენებლობა. ხელსაწყოთმშენებლობა

6. მსუბუქი მრეწველობა

7. კვების მრეწველობა

8. მშენებლობა. არქიტექტურა

9. სოფლისა და სატყეო მეურნეობა. თევზის მეურნეობა

10. წყლის მეურნეობა. მელიორაცია

11. საგარეო და შიდა ვაჭრობა. ტურიზმი

12. ტრანსპორტი

13. მედიცინა. ჯანდაცვა

. დარგთაშორისი პრობლემები

1. ორგანიზაცია და მართვა

2. გარემოს დაცვა. ეკოლოგია

3. სტატისტიკა

4. სხვა დარგთაშორისი პრობლემები

3.2. ქრჟ-ში აისახება შემდეგი სახის პირველადი დოკუმენტები: პერიოდული გამოცემები; სამეცნიერო კონფერენციების და სიმპოზიუმების მასალები; სამეცნიერო შრომათა კრებულები; დისერტაციების რეფერატები; სამეცნიერო მონოგრაფიები; დეპონირებული სამეცნიერო შრომები; ცნობარები და ლექსიკონები; უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოები; უცხო ენაზე თარგმნილი სამამულო გამოცემები.

3.3. ქრჟ-ში არ აისახება შემდეგი სახის პირველადი დოკუმენტები:

-       სკოლების და საშუალო სპეციალური სასწავლებლების სახელმძღვანელოები;

-       სტანდარტები; ტექნიკური პირობები; ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმები, ნორმატივები და პრეისკურანტები.

3.4.  ქრჟ-ში შეიძლება გამოქვეყნებულ იქნას ქართველ ავტორთა საზღვარგარეთ გამოცემული პუბლიკაციების რეფერატებიც.

3.5.  ყველა სახის პუბლიკაციების რეფერატები ჟურნალში შეიძლება დაიბეჭდოს მათი გამოქვეყნებიდან ერთი წლის განმავლობაში.

3.6. რეფერატულ ჟურნალში დასაშვებია ავტორისეული რეზიუმეს გამოყენება რეფერატის ან ანოტაციის სახით.

3.7. უცხო ენაზე გამოცემული პუბლიკაციების დასახელება უნდა გადაითარგმნოს სიტყვა-სიტყვით ქართულად. თუ დოკუმენტის დასახელების თარგმანი არ ასხავს დოკუმენტის შინაარსს, შეიძლება ახალი შინაარსობრივი დასახელების ფორმირება, რაც მოცემულ უნდა იქნას კვადრატულ ფრჩხილებში.

3.8. ჟურნალში განთავსებულ ყოველ რეფერატს მინიჭებული აქვს ნომერი, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება და ერთმანეთისაგან გამოყოფილია წერტილებით. პირველი აღნიშნავს რეფერატული ჟურნალის ნომერს, მეორეთემატურ ქვერუბრიკას, მესამე- რეფერატის რიგით ნომერს თემატურ ქვერუბრიკაში. მაგ. ნომერი 1.5.50 აღნიშნავს, რომ რეფერატი განთავსებულია #1 რეფერატულ ჟურნალში, მიეკუთვნება 5 (ინფორმატიკა) ქვერუბრიკას და მისი რიგითი ნომერი ამ ქვერუბრიკაში არის 50.

4. რეფერატის შედგენის წესები

4.1. რეფერატულ ჟურნალში გამოქვეყნებული რეფერატის საშუალო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიმბოლოს.

4.2. რეფერატი უნდა დაწეროს მთლიანი ტექსტით, აბზაცების გარეშე.

4.3. რეფერატში არ შეიძლება მოყვანილ იქნას ნახატები ან ცხრილები (ქიმიურ შენაერთთა სტრუქტურული ფორმულების გარდა).

4.4. ბიბლიოგრაფიული აღწერილობა უნდა იყოს მოკლე, ლაკონიური და ამასთანავე პირველადი დოკუმენტის იდენტიფიკაციისათვის საკმარისი.

4.5. პუბლიკაციის ბიბლიოგრაფიული აღწერილობა უნდა მოიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს (ქვემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობით):

       პუბლიკაციის დასახელება ქართულ ენაზე:

       პუბლიკაციის დასახელება ორიგინალის ენაზე, თუ ის დაწერილია უცხო ენაზე;

       ავტორის (ავტორების) სახელი (ინიციალი) და გვარი;

       გამოცემის (ჟურნალის, წიგნის, მონოგრაფიის და სხვ.) დასახელება, გამოცემის წელი, ნომერი;

       გვერდები, რომლებზეც განთავსებულია პუბლიკაცია;

       პირველად წყაროში არსებული ბიბლიოგრაფიული მითითებების, ცხრილების, ილუსტრაციებირიცხვი;

       პირველადი წყაროს ენა.

4.6. რეფერატებსა და ანოტაციებში გამოიყენება შემოკლებები, რომლებიც შემუშავებულია მთელი რეფერატული ჟურნალისათვის და რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება პირველ ნომერში. დასახელებათა თვითნებურად შემოკლება სიმბოლოთა შემცირების მიზნით დაუშვებელია.

4.7. რეფერატი და ანოტაცია უნდა იყოს მოკლედ, გასაგებად და ლაკონიურად შედგენილი. სასურველია რეფერატი დაწერილი იყოს მოკლე წინადადებით, კავშირების და ჩართული სიტყვების გარეშე.

 4.8. პირველადი დოკუმენტის მიხედვით შედგენილი რეფერატი ან ანოტაცია მოწოდებულ უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე ელექტრონული ვერსიის სახით.

რეფერატის შედგენის თვალსაჩინო მაგალითი

უაკ 630:551.58

4.2.2. კლიმატის გლობალური დათბობის გავლენა აგროკლიმატური ზონების ცვლილებაზე. /. მელაძე, . თუთარაშვილი, . მელაძე/. ჰმი- შრომათა კრებული – 2008. – . 115. – გვ. 97-104. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მეტეოროლოგიურ დაკვირვებათა მონაცემების ანალიზისა და დამუშავების შედეგად დამყარებულია მაღალი კორელაციური კავშირი ჰაერის ტემპერატურის 100- ზევით გადასვლის თარიღს, აქტიურ ტემპერატურათა ჯამსა და ზღვის დონიდან სიმაღლეს შორის. დადგენილი კავშირების საფუძველზე შედგენილია რეგრესიის განტოლებები, რომელთა მიხედვით განსაზღვრულია აქტიურ ტემპერატურათა ჯამები აგროკლიმატური ზონებისათვის. გამოყოფილია 5 აგროკლიმატური ზონა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გავრცელები­სათვის. სცენარის მიხედვით ტემპერატურის 10-ით მატებისას ციტრუსების, ვაზის, ჩაის, სამარცვლე სიმინდის, საშემოდგომო ხორბლის და სხვა კულტურების გავრცელების ზონამ 100-150 მეტრით აიწია მაღლა, ამჟამად არსებული მათი გავრცელების ზონებთან შედარებით, ხოლო 20-ით მატებისას – 200-300 მეტრით.

ავტ.