თემატური რუბრიკები

 

გ9.1.    აგრარული მეურნეობის ზოგადი საკითხები

გ9.2.    აგრარული მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია

გ9.3.    ნიადაგმცოდნეობა

გ9.4.    მელიორაცია

გ9.5.    მარცვლოვანი კულტურები

გ9.6.    მებაღეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა

გ9.7.    მევენახეობა და მეღვინეობა

გ9.8.    ჩაი და სუბტროპიკული მცენარეები

გ9.9.    მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ვეტერინარია

გ9.10. სატყეო მეურნეობა

გ9.11. ბიოქიმია, ბიოტექნოლოგია და აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება

გ9.12. სასოფლო-სამეურნეო მანქანები

გ9.13. გენეტიკა-სელექცია

გ9.14. სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა დაცვა

გ9.15. აგროქიმია

გ9.16. აგრარული რადიოლოგია და ეკოლოგია

 


 

11. გ9. 1.  აგრარული მეურნეობის ზოგადი საკითხები

 

11.გ9.1.1. გლობალიზაცია და საქართველოს სოფ­ლის მეურნეობის სპეციალიზაციის პრობლემები. /. ქავთარაძე, . ქავთარაძე/. ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 51-58. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

შესწავლილია გლობალიზაციის პირობებში სოფ­ლის მეურნეობის სპეციალიზაციის პრობლემები; განხილულია სპეციალიზაციის განვითარების ეტა­­პობრიობა; დადგენილია სპეციალიზაციის მაჩვენებელი როგორც ქვეყნის მასშტაბით მთლი­ა­ნად, ისე რეგიონების მიხედვით. ეს მაჩვე­ნებელი რეფორმამდე არსებულ სპეციალიზაციის დონეს­თან შედარებით დაბალია, რისი მიზეზია ის, რომ ბოლო პერიოდში მთავარი ყურადღება მიექცა მარ­ცვლეულის, კარტოფილის და მეც­ხო­ველე­ო­ბის პროდუქტების, ანუ პირველადი საჭი­როების პროდუქტების, წარმოებას. დასახულია სასოფ­ლო-სამეურნეო სპეციალიზაციისა და კონცენტ­რა­ციის დონის ამაღლების სათანადო ღონის­ძი­ე­ბები. ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.1.2. ქვეყანას სჭირდება აგრარული მეურნე­­ბის განვითარების ახალი სტრატეგია (საქარ­­ველოს აგრარული მეურნეობის დღევანდელი მდგომარეობის ძირითადი ნიშნები და თავისე­ბურებები). /. ჭითანავა/. საქართველოს ეკონო­მიკურ მეცნიერებათა აკადემიის შრომები. – 2012. – . 10. – გვ. 189-205. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

განხილულია საქართველოში აგრარული მეურ­ნეობის განვითარების დღევანდელი მდგომა­რე­ობა, დახასიათებულია მისი ძირითადი ნიშნები, თავისებურებები და ტენდენციები; განსაზღ­­რუ­ლია მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომ­ლებ­მაც გამოიწვიეს სისტემური კრიზისი. შემო­თავა­ზებულია დარგის განვითარების ახალი სტრა­ტე­გიის ფორმირების კონცეპტუალური და მეთო­დო­ლოგიური მიდგომები; დასაბუთებულია აგრა­რული მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების გრძელვადიანი პროგრამის შედ­გე­ნა-განხორციელების აუცილებლობა.

ავტ.

11.გ9.1.3. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (ურბანული) მიწის მესაკუთრეობა. /. ეგია­შვი­ლი, . მესხიშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეც­­ნიერება და ტექნოლოგიები. – 2012. – #4. – გვ. 21-28. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არა­­სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად მიჩნეულია მიწა, რომელიც არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. საქართველოში არა­სა­სოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუ­თრების უფლების წარმოშობას წინ უსწრებ­და შენობა-ნაგებობების პრივატიზაციის საკით­ხები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მი­ღების შემდეგ (1997 .), რომელმაც მიწის ნაკვეთი და მასზე მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობები ერთიან უძრავი ნივთის ცნებაში გააერთიანა და დაუშვებლად ცნო, რომ მიწის ნაკვეთი და მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობა სხვადასხვა უფლების ობიექ­ტებს განეკუთვნებოდნენ (მუხლი 150), დღის წესრიგში დადგა არასასოფლო-სამეურნეო და­ნიშნულების მიწების კერძო საკუთრებაში გადა­ცემის საკითხი. სახელმწიფო საკუთრებაში არ­სებული უძრავი ქონების (არასასოფლო-სამე­ურ­ნეო დანიშ­ნულების მიწის) პრივატიზების ფორ­მებია: ) აუქციონი; ) პირდაპირი მიყიდვა და ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე. ამჟამად საქართველოში სახელმ­წიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები სრულად არ არის რეგისტრირებული, დაინტე­რესებული პირის მიერ შერჩეული მიწის ნაკვე­თის პრივატიზაციის შემთხვევაში სრულდება შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომ­ვითი სამუშაოები და ხორციელდება მიწის ნა­კვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სახე­­მწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახელზე და შემდგომ იწყება უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცედურა.

 ავტ.

 

11.გ9.1.4. მოსაზრებები მიწის კანონმდებლობის სრულყოფის შესახებ. /. მესხიშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2013. – #1. – გვ. 37-44. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

განხილულია საქართველოში მოქმედი კანონები, რომლებიც ეხება მიწის - უძრავი ქონების საკით­ხებს. აღნიშნულია, რომ აუცილებლობას წარმო­ადგენს ზოგიერთი კანონის ძალადაკარგულად გამოცხადება და ახალი კანონის მიღება. ასევე მო­ცემულია წინადადებები და მოსაზრებები კა­ნო­ნებ­ში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ.

ავტ.

 

11.გ9.1..5. აჭარის სოფლის მეურნეობის განვითა­რების ხელისშემშლელი ბუნებრივი ფაქტორები. /. ალასანია, . ნასყიდაშვილი/. საქართველოს სოფ­ლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 296-299. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარება დი­დად არის დამოკიდებული რეგიონის ბუნებრივ და გეოგრაფიულ პირობებზე, მის მთიან რელი­ეფზე და, განსაკუთრებით, აქ მიმდინარე სტი­ქიურ პროცესებზე, რომელთაგან ყველაზე ხში­რია მეწყერები, სელური მოვლენები, ზვავები, და სხვ. ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.1.6. აგრარული სექტორის განვითარების პერ­ს­პექტივები საქართველოში. /. გუბელაძე/. მეცნი­ერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 80-84. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

საქართველოს გააჩნია იმის პოტენციური შესაძ­ლებლობა, რომ არსებული სამელიორაციო ფონ­დის ეფექტური ფუნქციონირებით გადაწყვიტოს სურსათით უზრუნველყოფის პრობლემა, მკვე­თრად გაზარდოს ტრადიციული საექსპორტო პროდუქციის წარმოება, უზრუნველყოს კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითა­რება და სოფლის მოსახლეობის დასაქმება. დღე­ისათვის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ამ პო­ტენციურ შესაძლებლობათა პრაქტიკული რეა­ლი­ზაცია.

ავტ.

 

11.გ9.1.7. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო რეგუ­ლირების თეორიული საფუძვლები. /. ბადალი­ა­ნი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკით­ხები. – 2012. . 10. – #4. – გვ. 145-147. – რუს.; რეფ.: ინგლ., რუს.

გაანალიზებული და დასაბუთებულია სოფლის მეურნეობის სფეროს სახელმწიფო რეგულირება და შემოთავაზებულია ამ ფუნქციის რეალიზების მიწის რესურსების სპეციფიურ მახასიათებლებ­თან დაკავშირებული თეორიული საფუძვლები/ პოსტულატები. ლიტ. 3.

 ავტ.

 

11.გ9.1.8. სახნავი მიწების საკადასტრო შეფასების ძირითადი ინდექსის დადგენის პრინციპები. /. ეზეკიანი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. . 10. – #4. – გვ. 151-153. - რუს.; რეფ.: ინგლ., რუს.

საკადასტრო შეფასება ხდება დადგენილი თან­მი­მ­დევრობით: ტერიტორიის შეფასებითი ზო­ნი­რე­ბა, ნიადაგის შეფასება და დაჯგუფება, მიწის შეფასების სხვადასხვა მონაცემების დამუშავება. ზემოჩამოთვილი სიდიდეები საჭიროა მიწის გადასახადის განსაზღვრისთვის, იჯარის ფასის დასადგენად და მიწასთან დაკავშირებული ურ­თი­ერთოებების რეგულირებისთვის. ცხრ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.1.9. საიჯარო შემოსავლის ფორმირება და მი­წის შეფასებისთვის მისი დადგენის წესი. /. ეზე­კიანი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური სა­კითხები. – 2012. ტ. 10. – #4. – გვ. 154-157. – რუს.; რეფ.: ინგლ., რუს.

ამჟამად სომხეთის რესპუბლიკაში მიწის კადას­ტ­რი მიწასთან დაკავშირებული ურთიერთობის რე­გულირების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწი­ლია. ამასთან დაკავშირებთ დადგა მიწების საკა­და­ს­ტრო შეფასების განხორციელების აუცილებ­ლობა სომხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა რე­გიონში და მიწათსარგებლობის დონეზე არსებუ­ლი სასოფ­ლო-სამეურნეო სავარგულებიდან საი­ჯა­რო შემო­სავლების საფუძველზე. ცხრ. 4, ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.1.10. ბიოლოგიური აქტივების აღრიცხვის პრო­ბლემები. /. ჯუგურიანი, . გევორქიანი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. . 10. – #4. – გვ. 158-160. – რუს.; რეფ.: ინგლ., რუს.

განხილულია სომხეთის სასოფლო-სამეურნეო ორ­განიზაციებში საბუღალტრო ანგარიშებში ბიო­ლოგიური აქტივების წარმოდგენის საკით­ხები და ამ საფუძველზე ნაჩვენებია აქტივების ბიოტრან­ს­ფორმაციის აღრიცხვის სრულყოფის გზები აღ­რიც­ხვის სამამულო სისტემის ფინან­სური ანგა­რი­შგების საერთაშორისო სტანდარ­ტებთან დაახლო­ების პრინციპებიდან გამომ­დი­ნარე. ლიტ. 4.

 ავტ.

 

11.გ9.1.11. აგრარულ სექტორს ძლიერი სამეცნიერო-საინოვაციო ტექნოლოგიების ბაზა სჭირდება. /. შატბერაშვილი/. ახალი აგრარული საქართველო. – 2012. – #11. – გვ. 6-7. – ქართ.

განხილულია ირლანდიის სასოფლო-სამეურნეო კვლევის ადმინისტრაციის (TEAGASC) საქმი­ანო­ბა, აღწერილია ადმინისტრაციის ერთ-ერთი კვლე­ვითი ცენტრი - ეშტაუნის სურსათის ცენტ­რი. აქ უმაღლეს დონეზეა შესაძლებელი პროდუქ­ციის ტესტირება. ხელსაწყოების ბაზა შთამბეჭ­და­ვია ბიო­ფიზიკური, ბიოქიმიური, მიკრობიო­ლოგი­უ­რი და სხვა სახის ანალიზების ჩასატა­რე­ბ­ლად. აქ მუშაობენ უმაღლესი კვალიფაკაციის მქონე მეც­ნი­ერები და ინჟინრები. სასურსათო საწარმოების წარმომადგენლები ცენტრში ახ­დე­ნენ პროდუქ­ცი­ის ათვისების გამოცდას, პარამეტ­რების დადგენას და .., რასაც თავიანთ საწარ­მოში ვერ შეძლებ­დ­ნენ შესაბამისი ბაზის უქონ­ლო­ბის გამო. ცენტრს აქვს გადამზადების კურსე­ბი ფერმერებისათვის, კვების მრეწველობის მუ­შაკთათვის, მცირე სა­წა­რ­მოთა დახმარების პროგ­რამები.

. ჩხაიძე

 

11.გ9.1.12. სოციალური კაპიტალის როლი საქართ­ვე­ლოს სოფლის განვითარებაში. /. მუსხელი­შვი­ლი, . მეზვრიშვილი, . ნაცვლიშვილი, . ელი­ზ­­ბარაშვილი/. საზოგადოების კვლევის ცენტრი. – 2012. – 130 გვ. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

2010-2012 წლებში ჩატარებული კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოს სოფლებში არსებული ეკო­ნომიკური ურთიერთობების შესწავლას, თვი­სობრივი და რაოდენობრივი ხასიათის მონაცე­მე­ბის შეგროვებას, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად მოპოვებული მონაცემების სტატისტი­კურ კვლევას, ურთიერთობების ველის ინსტი­ტუ­ციურ ანალიზს. კვლევის შედეგად შესწავ­ლ­ილ იქნა ის სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკუ­რი პროცესები, რომლებმაც განსაზღვრა საქარ­თ­ველოში სოფლის დღევანდელი მდგომარეობა. გაანალიზებულია სოციალური კაპიტალის ცნება და ჩამოყალიბებულია მისი განსაზღვრის მეთო­დოლოგიური საფუძვლები, აღწერილია სოფლად არსებული კოოპერირება და სოციალური კაპი­ტა­ლი, გაკეთებულია დასკვნები და შემუშავებულია რეკომენდაციები სოფლის შემდგომი რეფორმე­ბი­სათვის.

. კოპალეიშვილი

 

11.გ9.1.13. EaP და საინოვაციო პროცესები სოფლის მეურნეობაში. /. შატბერაშვილი/. ევროგაერ­თია­ნების აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა და საქართველოს ინოვაციური განვითარების პერ­სპექტივები. – 2011. – გვ. 125-145. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

საქართველოსა და ევროკავშირში ეკონომიკური პო­ლიტიკების დაახლოება, რაც EaP მეორე (ეკო­ნო­მიკური) პლატფორმის ამოცანას წარმოადგენს, შე­უძლებელია ევროკავშირის სასოფლო-სამეურ­ნეო პოლიტიკის განხილვისა და საქართველოს­თვის ანალოგიური პოლიტიკის შემუშავების გა­რეშე. საქართველოს ამჟამად ასეთი პოლიტიკა არ გააჩ­ნია. რეალური პროცესი, რომელიც სოფლის მეურ­ნეობაში საერთოდ და, კერძოდ, სასოფლო-სამეუ­რ­ნეო საინოვაციო სისტემაში მიმდინა­რე­ობს, რა­დი­­კალურად განსხვავდება ევროპული­საგან. მიუ­ხედავად თვალსაჩინო მიღწევებისა, ევროკავშირ­ში თვლიან, რომ ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, უპი­რა­ტესად ინო­ვა­ციისა და მდგრადობის მიმართუ­ლე­ბით, რათა უპასუხოს ახალ გამოწვევებს, რო­გორიცაა: მდგრა­დი განვითარება კლიმატის ცვლილების პირო­ბებ­ში; ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარება; სურსათზე ფასების ზრდა; ბიოსაწვავის წარმოების აუცილებლობა და სხვ. შემდეგ ათწლედში გაიზრ­დება ფერმერების­თვის დახმარება საინოვაციო ღო­­ნისძიებების მი­მართულებით, როგორიცაა გა­რე­მოს­დაცვითი, სურსათის უვნებლობა-უსაფრთ­ხო­ების და სხვა სტანდარტების დაცვა. გაძლიერ­დე­­ბა სოფლის განვითარების (არასასოფლო-სამე­უ­რ­ნეო) საინო­ვა­­ციო ღონისძიებები. ასეთი სცენა­რი ზრდის საი­ნოვაციო სისტემის ყველა კომპონენ­ტის - განათ­ლების, კვლევის, კომერციალიზებადი ცოდნის დაგროვებისა და წარმოებაში გადაცემის მნიშვ­ნე­ლობას. საქართველოში საინოვაციო სის­ტე­­მის არსებული კომპონენტები, ყველა პარამეტ­რით, დეგრადაციას განიცდის (კვლევითი ორგანი­ზა­ცი­ები, საცდელი მეურნეობები), ხოლო საბაზრო ეკონომიკის პირობებში აუცილებელი ახალი კომ­პონენტები (სასოფლო-სამეურნეო საკონსულ­ტა­ციო სამსახური) არ იქმნება. ტენდენცია ევრო­პულ და მსოფლიო პრაქტიკას, საერთაშორისო ორგანი­ზაციების რეკომენდაციებს ეწინააღმდე­გება. ამის გამო არა მარტო ევროინტეგრაციის, არამედ სოფ­ლის მეურნეობის აღორძინების შე­საძ­ლებლობები დგება კითხვის ქვეშ. ევროკავ­შირში, ქვეყნებისა და რეგიონების დონეზე, სა­ქართველოსთვის სასარ­გებ­ლო მრავალი მოდელი არსებობს. მათ შესას­წავ­ლად EaP შეიძლება ეფექ­ტურად გამოვიყენოთ. ნახ. 4, ცხრ. 2.

ავტ.

 

გ9. 2. აგრარული მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია

 

11.გ9.2.1. კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიან მიწებ­ზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტრუქ­ტურის სრულყოფის გზები. /. შურღაია, . ზაქა­იძე, . კეკელიშვილი/. წყალთა მეურნეობის ინ­სტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 198-202. – რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია ინფორმაცია კოლხეთის დაბ­ლო­ბის დაშრობილ მიწებზე სასოფლო-სამეურ­ნეო კომპლექსის მდგომარეობის შესახებ. ცალ­მხრივმა სპეციალიზაციამ სუბტროპიკული კულ­ტურების წარმოებაზე ხელი ვერ შეუწყო სოფლის მეურნეობის ჰარმონიულ განვითარებას. მსოფ­ლი­ოში მარცვლეულზე მოთხოვნილებისა და, შესაბამისად, ფასების გაზრდის გათვალისწი­ნე­ბით, აგრეთვე მოსახლეობის ძირითადი სა­კვე­ბი პროდუქტების უზრუნველყოფის მიზნით შემო­თავაზებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგუ­ლე­ბის სტრუქტურის შეცვლა დაბლობის ცენტრა­­ურ ნაწილში. მარცვლეული და საკვები კულტუ­რების ქვეშ ფართობების ზრდა, მრავალწლიანი ნარგავების ხარჯზე, მოითხოვს ერთწლიანი მცე­ნარეებისათვის გათვალისწინებული დაშრობის ხერხების გამოყენებას კოლხეთის ამ ნაწილის მძი­მე, გაჯირჯვებადი ნიადაგების გათვალისწი­ნე­ბით. ხსენებული ხერხებია კვალისან კომბი­ნი­რებული დრენაჟის მოწყობა პლანტაჟის ფონზე. ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.2.2. ფერმერულ მეურნეობათა დივერსიფი­კა­ცია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. /. ხარაიშვილი/. ეკონომიკა და ბიზნესი. – 2012. – #2. – გვ. 95-108. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ფერმერული მეურნეობების დივერსიფიკაციის ანალიზმა გა­მო­ავლინა, რომ სუსტია ვერტიკალური და ჰორი­ზო­ნტალური კოორდინაციის დონე, განუვითა­რე­ბელია აგროსასურსათო ბაზრები, აგროსასურ­სათო პროდუქტების წარმოებაში შეზღუდულია ფინანსური რესურსები, მცირეა ფერმერულ მეუ­­ნეობათა ზომა, დეფიციტია ინოვაციებისა და კვლევების სფეროში, მოუწესრიგებელია ინფრა­სტრუქტურა, არ ხდება რისკების შეფასება და მარ­თვა, არ არსებობს აგროსასურსათო პროდუქ­ტების უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტრო­ლის მექანიზმი, არასაკმარისია სახელმწიფოს მხრი­დან ფერმერულ მეურნეობათა მხარდაჭერა, ფერმერულ მეურნეობათა მენეჯერების საერთო რაოდენობაში ჭარბობს ასაკოვანთა წილი. ნახ. 9.

ავტ.

 

11.გ9.2.3. დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის აგრარული სექტორის განვითარების კონ­ცეფცია. /. ღლონტი, . გურული, . დოლიძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 362-363. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

ტიპიური 100 საოჯახ მეურნეობის დეტალური შესწავლის საფუძველზე მოცემულია ეკონომი­კუ­რი მაჩვენებლების ანალიზი და დამუშავებულია მემცენარეობის სასაქონლო დარგების განვითარე­ბის პროგრამის პროექტი, რომლის განზოგადება შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს სუბ­­როპიკული ზონისათვის. ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.2.4. საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკო­ნო­მიკური პრიორიტეტებ. /. კოპალიანი, . უგუ­ლავა, . ჯობავა/. სუბტროპიკული კულტუ­რები. – 2010. – #1-4. – გვ. 364-366. – რუს.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

მოცემულია ქვეყნის სუბტროპიკული სოფლის მე­ურნეობის განვითარების ძირითადი მიმართუ­ლებები, რომელთა შორის მნიშვნელოვანია რე­სურ­სდამზოგავი და ინტენსიური ტექნოლო­გიე­ბის დამკვიდრება, სამრეწველო სპეციალიზაცია და კოოპერირება, სოციალური ინფრასტრუქ­ტუ­რისა და სპეციალისტების პროფესიული კვალი­ფი­ცირების სისტემის სრულყოფა. ცხრ. 1.

ავტ.

 

11.გ9.2.5. ოზურგეთის რაიონის ფერმერული მე­უ­რ­ნეობების ეკონომიკური მაჩვენებლების არსებუ­ლი დონის ანალიზი და განვითარების ძირითა­დი მიმართულებები. /. გალოგრე, . ღლონტი/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 367-369. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

გაანალიზებულია ოზურგეთის რაიონის მემცენა­რეობის დარგების ეკონომიკის არსებული დონე. კვლევის შედეგად გამოვლენილი წარმოების გა­დიდებისა და ეფექტიანობის ამაღლების რეზერ­ვების საფუძველზე განსაზღვრულია დარგების განვითარება ახლო პერსპექტივაში. ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.2.6. სოფლის მეურნეობის კაპიტალისტურ ურთიერთობაზე გადასვლის თავისებურებანი საქართველოში. /. პავლიაშვილი/. ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 59-64. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ცნობილია, რომ სამეურნეო რეფორმის გატარებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კაპიტალისტური ურთიერთობის განვითარებას საქართველოში. ამ მხრივ აღსანიშნავია სოფლის მეურნეობის ტრა­დი­ციულ დარგებში დაწყებული პროგრესული ცვლილებები. ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.2.7. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაციონალუ­რი ეკონომიკის ეკონომიკური სტრუქტურის ეფ­ექ­­ტიანობის გამოკვლევა და აგრარული სექ­ტო­რის სტრუქტურული რეფორმირების აუცი­ლებ­ლობა. /. იბრაგიმოვი/. ეკონომისტი. – 2012. – #3 – გვ. 60-65. – რუს.; რეფ.: ინგლ.

სტრუქტურული რეფორმების სოციალურ-ეკო­ნო­მიკური ეფექტიანობის კვლევა, დინამიკური მოვ­ლენებისა და პროცესების ანალიზი ეკონო­მი­კის სტრუქტურაში წარმოადგენს რთულ ამო­ცა­ნას, რად­განაც პრობლემა არა მარტო სახელმწი­ფოს ეკონომიკურ პოლიტიკაში ინსტიტუციური მექა­ნიზმების გამოყენების გამოკვლევაშია, არა­მედ იმაში, თუ რა ზომით მოგვცემენ სასურველ შედეგებს ქვეყნის ნაციონალური ეკონომიკის სო­ცი­ალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.2.8. სოფლის მეურნეობის დაზღვევა საქარ­თ­ვე­ლოში. /. ტაბატაძე/. ეკონომისტი. – 2012. – #4. – გვ. 93-95. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ჩამოყალიბებულია სოფლის მეურნეობისთვის და­მახასიათებელი რისკ-ფაქტორები და სასოფ­ლო-სამეურნეო რისკების მართვის სტრატეგია. განსა­კუთრებული ყურადღებაა გამახვილებული აღ­ნი­შ­ნული დარგის დაზღვევაზე. სოფლის მე­ურ­ნეო­ბის სფეროში დაზღვევის გავლენის შეს­წა­ვ­ლის მიზ­­ნით გამოყენებულია რეგრესიის მოდელი. ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.2.9. აგროტურიზმის საგანმანათლებლო-აღმზ­რდელობითი ფუნქცია და პერსპექტივები საქარ­თველოში. /. შარაბიძე/. ეკონომისტი. – 2012. – #4. – გვ. 68-71. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

საქართველოს მდიდარი ტურისტული პოტენ­ცი­ალი ქმნის კარგ ბაზას ქვეყანაში ტურისტული სა­ხეების (ეკოტურიზმი, აგროტურიზმი, სამთო­ტუ­რიზმი, ღვინის ტურიზმი, სოფლის ტურიზმი და . .) განვითარებისათვის, რაც აუცილებელი ფაქ­ტორია რეგიონული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის. ტურიზმის სახეებიდან მე­ტად საყურადღებოა აგროტურიზმი. განხი­ლუ­ლია აგროტურიზმის საგანმანათლებლო-აღმზრ­დელობითი ფუნქცია და მისი როლი ტურიზმის ეკონომიკის განვითარებაში. აგროტურიზმის ამ ფუნქციის განვითარება ხელს შეუწყობს ახალ­გა­ზ­რდების დაახლოებას სოფელთან და მათ სა­სოფ­ლო საქმიანობაში ჩაბმას. ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.2.10. სოფლის მეურნეობის საწარმოების ინვეს­ტიციური საქმიანობის ორგანიზაციისადმი კონ­ცეპტუალური მიდგომები. /. სლავინი/. ეკონო­მისტი. – 2012. – #4. – გვ. 72-75. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., რუს.

განსაზღვრულია აგრარული საწარმოების ინვეს­ტი­ციური პროექტების ეფექტურობის შეფასების მაჩვენებლები. გაანალიზებულია ნებისმიერი სა­რისკო გადაწყვეტილების შედეგი ინვესტიციური პროექტების ეფექტურობის შეფასებისას. ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.2.11. უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო პრო­დუ­ქტის მწარმოებლების ეფექტური რესურსული მხადაჭერის ფორმირება საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების განვითარების გზით. /. ტი­ხონჩუკი/. ეკონომისტი. – 2012. – #4. – გვ. 76-80. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., რუს.

განხილულია უკრაინის სასოფლო-სამეურნეო კომპლექსში განვითარების თანამედროვე ეტაპზე საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების ძი­რი­თადი პრობლემები. განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო საქონელმწარმოებლების ეფექტური რესურსული უზრუნველყოფის მიღწევის გზები საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების სის­ტემის განვითარების მეშვეობით. ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.2.12. ბიზნესის სახელმწიფო რეგულირების სის­ტემის სრულყოფის პრიორიტეტული მიმარ­თულებები კვების პროდუქტების ბაზრებზე. /. ტუბოლეკი/. ეკონომისტი. – 2012. – #5 – გვ. 43-49. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., რუს.

განსაზღვრულია სასურსათო საქონლის ბაზრებ­ზე მეწარმეობის სახელმწიფო რეგულირების სის­ტემის სრულყოფის პრიორიტეტული მიმართუ­ლე­ბები, გადმოცემულია მაკრო- და მიკროეკო­ნო­მიკური ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებენ სასურსათო ბაზრების განვითარებაზე. დასა­ბუ­თე­ბულია საშუალოვადიან პერიოდში მეწარმე­ო­ბის სახელმწიფო რეგულირების პრიორიტე­ტუ­ლი მიზნები სასურსათო ბაზრებზე. ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.2.13. სასურსათო უსაფრთხოების მხარდაჭე­რისა და რეგულირების მსოფლიო პრაქტიკა და მისი გამოყენების შესაძლებელობები უკრაინაში. /. რომანეცი/. ეკონომისტი. – 2012. – #6 – გვ. 22-26. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., რუს.

გამოკვლეულია სასურსათო უსაფრთხოების რე­გულირებისა და მხარდაჭერის მსოფლიო პრაქ­ტი­­კა. დასაბუთებულია მოსახლეობის სასურსა­თო უზრუნველყოფის ფიზიკური ხელმისაწვ­დო­მობის მდგრადი მექანიზმების შეფასების მეთო­დოლოგია. ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.2.14. ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტ­უნარიანობის ამაღლების შესახებ. /. კუნჭულია, . კოღუაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნე­ო­ბის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 300-303. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკისა და ვაჭრო­ბის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხე­ლსაყრელი პირობები შეიქმნა მაღალი ტექნოლო­გიებით წარმოებულ სუბსიდირებული პროდუქ­ციის იმპორტისათვის, რამაც თავის მხრივ, გამო­იწვია ბაზრიდან ქართული პროდუქციის განდევ­ნა. აღნიშნულის გამო, დღის წესრიგში დადგა მი­სი კონკურენტუნარიანობის ამაღლების პრობლე­მა, რაც დღევანდელ პირობებში, სახელმწიფოს მხრი­დან სერიოზული დახმარების გარეშე შეუძ­ლებელია.

ავტ.

 

11.გ9.2.15. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარ­მოებისა და გადამუშავების დარგობრივი სტრა­ტეგიის შესახებ. /. კუნჭულია, . მჭედლიშვი­ლი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნი­ერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 304-308. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

სოფლის მეურნეობის პრიორიტეტად გამოცხა­დე­ბისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მი­ლი­არდიანი ფონდის შექმნის პირობებში, აუცი­ლებელია დარგობრივი სტრატეგიების შემუშა­ვე­ბა და მის საფუძველზე პროდუქციის წარმოებისა თუ გადამუშავების ეფექტიანი გზების დასახვა, თუნდაც უახლოესი 5-10 წლის გათვალისწინე­ბით.

ავტ.

 

11.გ9.2.16. მოსაზრება მიწების კოოპერირებასთან დაკავშირებით. /. ფახურიძე/. საქართველოს სოფ­ლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 309-311. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია კოოპერირების და კოოპერატივე­ბის შექმნა, რომლებიც დასაბამს მისცემს მიწების კონსოლიდაციას.

ავტ.

 

11.გ9.2.17. გამოვიყენოთ კლასტერები საქართველოს დეპრესირებული რეგიონების ასაღორძინებლად. /. ღუდუშაური, . ბალიაშვილი, . ხარხელი, . ჯელია/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #4. – გვ. 43-46. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

კლასტერები მიჩნეულია საქართველოს დეპრესი­რებული რეგიონების - რაჭა-ლეჩხუმის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის და ნაწილობრივ კახეთის რეგიონების - აღორძი­ნების საშუალებად. თითოეული რეგიონისთვის მითითებულია საბაზო წარმოებები (მომსახურე­ბები) და დაყენებულია საკითხი, რათა საქართვე­ლოს ახალმა მთავრობამ ამ საბაზო წარმოებებზე დაყრდნობით შექმნას და დააფინანსოს კლასტე­რე­ბი. რაჭა-ლეჩხუმისთვის საბაზო დარგად მიჩ­ნეულია ტურიზმი, სამცხე-ჯავახეთისთვის - მე­სა­ქონლეობა და მისი ეკოლოგიურად სუფთა პრო­დუქტები, ქვემო ქართლისთვის - ეკოლოგი­­რად სუფთა საადრეო ბოსტნეული, მცხეთა-მთიანეთი­­თვის - ეკოლოგიურად სუფთა ქარ­თუ­ლი ჯიშის ხილ-ბოსტნეული, კახეთისთვის კი - მევენახეობა და მისი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები.

ავტ.

 

11.გ9.2.18. სოფლის მეურნეობის განვითარების პრო­­ლემები საქართველოში. /მ. ქუთელია/. ახალი ეკო­ნომისტი. – 2012. – #4. – გვ. 62-66. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

საქართველოს მოსახლეობის 46,8% სოფლის მაც­ხოვრებელია და აწარმოებს მთლიანი შიდა პრო­დუქტის მხოლოდ 9,3%-ს, რაც ამ სექტორში არსე­ბული ისეთი პრობლემებითაა გამოწვეული, რო­გორებიცაა: საბანკო სექტორის უნდობლობა, აგ­რო-დაზღვევის ხელმიუწვდომლობა, ტექნიკის პარკის განუვითარებლობა, შესაბამისი საგანმა­ნა­თლებლო ბაზის არარსებობა, სასოფლო-სამეურ­ნეო მიწების დაქუცმაცება, ფერმერთა შორის კო­ორდინაციის ნაკლებობა და ა.შ. ეს და სხვა მრავა­ლი დაბრკოლება, იწვევს იმას, რომ სოფლის მეუ­რნეობა ვერა და ვერ ჩამოყალიბდა აგრობიზ­ნე­სად. მდგომარეობის გამოსწორებისთვის აუცი­ლე­ბელია საფინანსო და სახელმწიფო სექტორე­ბის კოორდი­ნირებული მხარდაჭერა. უნდა შე­მუ­შავდეს გრძე­­ვადიანი სტატეგია და მაქსიმა­ლუ­რი ძალისხმევა იქნეს მიმართული მის განსახორ­ციელებლად, რათა საქართველოს სოფლის მეურ­ნე­ობის პოტენ­ციალის რეალიზებით მიღწეულ იქნეს ეკონომი­კური მდგომარეობის გაუმჯობესება ქვეყანაში.

ავტ.

 

11.გ9.2.19. საქართველოს გზა ევროპული ბაზრისკენ. /. კახიძე, . შენგელია/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #4. – გვ. 67-71. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

საქართველოსათვის ევროპის ბაზარი საინტე­რე­სოა, რადგან საქართველოს საგარეო ეკონომი­კუ­რი ურთიერთობის 1/3 სწორედ ევროკავშირზე მო­დის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სარ­გებ­ლობს GSP პრეფერენციებით, ექსპორტის გეო­გრაფია და მისი შემადგენლობა პრეფერენ­ცი­ების ამ სისტემის ამოქმედების შემდეგ მნიშვნე­ლოვნად არ შეცვლილა. როგორც ჩანს, მხოლოდ სატარიფო ბარიერები ევროპის ერთიან ბაზარზე შესვლის უმ­­თავრესი ბარიერი არ არის. დღეისა­თვის მნიშვ­ნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ნათ­ლად ჩამოა­ყალიბოს არა მხოლოდ სტრატეგიები, არამედ ამ სტრატეგიების რეალური განხორციე­ლება დაიწ­ყოს. ეს, უპირველეს ყოვლისა ისეთ ინსტიტუცი­ურ რეფორმებს ეხება, რომლებიც უზ­რუნველყო­ფენ არასატარიფო ბარიერების მოხს­ნას და საქარ­თველოს ერთიან ევროპულ ბაზარზე შესვლას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სტანდარტიზაციის, ტექნიკური მოთ­ხოვ­ნების, საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზა­ციას.

ავტ.

 

11.გ9.2.20. იაფი საწვავი გლეხისთვის. /. კუნჭუ­ლია, . კოღუაშვილი/. ახალი ეკონომისტი. – 2013. – #1. – გვ. 27-29. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

საქართველოს სოფლის მეურნეობაში მკვეთრად შემ­ცირდა ნათესი და ნარგავი ფართობების, პი­რუტ­ყვის სულადობის, სოფლის მეურნეობის ყველა სახეობის პროდუქციის წარმოების და შე­სა­ბამისად, მოსახლეობის სურსათით თვით­უზ­რუნველყოფის მაჩვენებლები. დაუმუშავებლად დატოვებულმა მიწის ფართობმა სახნავის 55-60%- გადააჭარბა, რაც სხვა მრავალ მიზეზთან ერთად, გამოწვეული იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის აღწარმოებისათვის საჭირო მატე­რიალური საშუალებების (ძირითადად სასუქე­ბის, შხამ-ქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო ტექ­ნიკისა და საწვავის) გაძვირებით. საწვავის შეს­ყიდვის ფასის ნაწილის, ან მთლიანად გახარ­ჯუ­ლი საწვავის ღირებულების სახელმწიფო პრო­გრამებში ჩართულ ფერმერისთვის დაბრუნების პრაქტიკას მრავალი ქვეყანა მიმართავს. ზოგ ქვე­ყანაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე გამო­სა­ყენებელ გაიაფებულ საწვავს სრულად ანაზღა­­რებენ (შვედეთში), ზოგან კი მხოლოდ ნაწი­ლო­­რივ (აშშ, გერმანია და სხვ.). საქართველოს­თვის ყველაზე მისაღებია სასოფლო-სამეურნეო სამუ­შაოების ჩასატარებლად შესყიდული დიზელის საწვავის სუბსიდირება არაპირდაპირი გადასახა­დების ანუ აქციზისა და დღგ- მანიპულირებით, რისთვისაც შესამუშავებელია მისი გამოყენების გამჭირვალე მექანიზმი და მისაღებია შესაბამისი კანონი საქართველოს პარლამენტის მიერ.

ავტ.

 

11.გ9.2.21. კერძო საკუთრება როგორც ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის განმსაზღვრელი ფაქ­ტო­რი. /. გერლიანი/. ახალი ეკონომისტი. – 2013. – #1. – გვ. 35-43. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ეკონომიკური თავისუფლების და კერძო საკუთ­რების საკითხი განსაკუთრებით საინტერესო და აქტუალურია პოსტსოციალისტური სივრცის­­ვის, სადაც გამონაკლისი არც საქართველოა, რა­მე­თუ აქ პოლიტიკური და ეკონომიკური წყო­ბი­ლების ცვლილებას თან სდევს საკუთრების ფორ­მაცვალებაც სახელმწიფო საკუთრებიდან კერძო საკუთრებაში გადასვლის სახით, რაც შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ მთავარ ცენტრალურ მოვ­ლენად პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ეკონო­მიკურ პოლიტიკაში. კერძო საკუთრების დაცვას­თან ერთად ძალზე მნიშვნელოვანია კერძო საკუ­­რების ფორმირების დონე ქვეყანაში, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეკონომი­კური თავისუფლების კვლევის შესაბამისი მაჩვე­ნებლების (ინდექსების) გაანგარიშებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად კერძო საკუთ­რებაა მიჩნეული. აქტივებზე კერძო საკუთრების საერთო მდგომარეობა ზეგავლენას ახდენს ეკო­ნო­მიკური თავისუფლების განმსაზღვრელ მაჩვე­ნებლებზე, რაც საბოლოოდ აისახება ეკონომი­კუ­რი ზრდის მაჩვენებლების ცვლილებაში და კერ­ძო საკუთრების თავისუფალი ფლობა-განკარგვის გარეშე გვაქვს ვითარება, როდესაც იზღუდება თავისუფალი არჩევანი და თავისუფალი ბაზარი, ხოლო მათ გარეშე ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი დაბალია. ამრიგად, კერძო საკუთრება და ეკონომიკური თავისუფლება მჭიდრო ურთი­­­­კავშირში არიან და ერთმანეთს განაპირო­ბე­ბენ.

ავტ.

 

11.გ9.2.22. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესები კონკურენციის სფეროში. /. ფეტელავა/. ახალი ეკონომისტი. – 2013. – #1. – გვ. 65-69. – ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

აღნიშნულია, რომ ანტიმონოპოლიური პოლიტი­კა განეკუთვნება შიგა ბაზრის პოლიტიკას, რომე­ლიც ეროვნული კანონმდებლობით რეგულირ­დე­ბა, ხოლო რაც შეეხება ვმო-ში გაწევრიანე­ბუ­ლი ქვეყნების ვაჭრობასთან დაკავშირებულ სა­კით­ხებს, მათი რეგულირება ხორციელდება სა­ერ­თაშორისო შეთანხმებების საფუძველზე. იქვე ხაზგასმულია, რომ საქართველო, სხვა გარდამა­ვალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მსგავსად, იძულებულია, ვმო- წევრი განვითარებული ეკო­ნომიკის მქონე ქვეყნებისაგან განსხვავებით გა­და­­რას არა მარტო კონკურენციის დაცვის სამა­­­ლებრივი და ინსტიტუციური უზრუნ­ველ­ყოფის პრობლემები, არამედ კონკურენციული გარემოს ფორმირების საკითხიც. ამასთან, რეალურად რომ მოხდეს ვმო- წევრი ქვეყნების მხრიდან საქართ­ვე­ლოს, როგორც თანასწორი პარტნიორის აღია­რე­ბა, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს საბა­ჟო წესებისა და მათი ადმინისტრირების, ინტე­ლე­ქტუალური საკუთრების უფლებების, რეპრე­სალიებისა და სხვა მსგავსი, ბიზნეს გარემოს მომ­წესრიგებელი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, რომლის პარალელურად აუცილებელია მოხდეს ქვეყანაში იმ სახელმწიფო ორგანოს გან­საზღვრა, რომელიც იქნება დამცავი პროცედუ­რე­ბის შესახებ ვმო- ხელშეკრულებით განსაზღვ­რუ­ლი წესების აღმსრულებელი ინსტიტუტი (ჩვენი აზრით, ასეთი ინსტიტუტი უნდა იყოს ქვეყნის კონკურენციის მთავარი ორგანო), რომ­ლის პარალელურად საჭიროა ქვეყნის შიგა საკო­ნკურენციო სამართალი (თავისუფალი ვაჭრო­ბისა და კონკურენციის შესახებ”) შესაბამისობაში იყოს მოყვანილი ვმო- წევრი, განვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების ანალოგიურ სტანდარტებთან. ამ უკანაკნელის განხორციელე­ბაში კი, მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებუ­ლი ევროკავშირის კეთილი ნება და პოტენციალი.

ავტ.

 

11.გ9.2.23. სასოფლო ტურიზმისა და აგროტურიზ­მისათვის გამოსადეგი განთავსების საშუალე­ბე­ბის კლასიფიკატორის შექმნის პრინციპები. /. ხუციშვილი, . მაისურაძე, . კავრელიშვილი/. კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – გვ. 198-210. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

სასოფლო და აგროტურიზმი სწრაფად ვითარდე­ბა ინდუსტრიულ ქვეყნებში. ამ მიზნით გამოსა­დე­გი განთავსების ადგილების შერჩევის კრიტე­რი­უმები პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ნაშ­რომის ავტორებმა შექმნეს კლასიფიკატორი სასო­­ლო და აგროტურიზმის პუნქტებისთვის. კლა­სი­ფიკატორი 3 კომპონენტს მოიცავს, რომლებიც სხვადასხვა პარამეტრით განისაზღვრება.

·  სოფლის სახლის ან ფერმის მიდამო (პარამეტ­რები: ლანდშაფტი, მანძილი დასახლებული პუნ­ქტებიდან, ღირშესანიშნავი ადგილები);

·  ტექნიკური და საყოფაცხოვრებო პირობები (პარამეტრები: რემონტი, ელექტრომომარაგება, გათბო­ბა, კონდიციონერი, წყალმომარაგება, აბა­­ზანა, ტუალეტი, ავეჯი, სამზარეულო, მან­ქანის სად­გომი, გამწვანება და ..);

·  დამატებითი მომსახურების შესაძლებლობა (პარამეტრები: დამატებითი კვება, სასწრაფო, ინტერნეტი, ბავშვის მოვლა, სასოფლო-სამე­უ­რნეო სამუშაოებში მონაწილეობა, დამატებითი ტურები და ..).

თითოეული კომპონენტის შეფასება ხდება ცალ­კე­ული პარამეტრის შკალის მიხედვით ამ კომ­პო­ნენტის მაქსიმალურ ქულასთან შედარებითი პროცენტის გამოთვლით.

ავტ.

 

11.გ9.2.24. ევროპული საინოვაციო პოლიტიკა სოფ­ლის მეურნეობის სფეროში. /. შატბერაშვილი/. მრავალდონიანი საინოვაციო პოლიტიკა და ევ­რო­­ინტეგრაცია. – 2010. – გვ. 245-280. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

მიუხედავად თვალსაჩინო მიღწევებისა, ევროკავ­შირში თვლიან, რომ ერთიანი სასოფლო-სამეურ­ნეო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, უპირატესად ინოვაციისა და მდგრადობის მიმართულებით, რადგან, ერთი მხრივ, შეუძლებელი ხდება ფერმე­რებისთვის სუბსიდირებით შექმნილი სათბუ­რისპირობების შენარჩუნება, ხოლო მეორე მხრივ, საჭიროა ახალ გამოწვევებზე რეაგირება. ესაა: მდგრადი განვითარება კლიმატის ცვლილე­ბის პირობებში; ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარება; სურსათზე ფასების ზრდა; ბიოსა­წ­ვავის წარმოების აუცილებლობა და სხვ. მომავალ ათწლედში ფერმერებისთვის გაიზრდება დახმა­რე­ბა საინოვაციო ღონისძიებების მიმართულე­ბით, ესაა: გარემოსდაცვითი, სურსათის უვნებ­ლო­ბისა და უსაფრთხოების და სხვა სტანდარ­ტების დაცვა. გაძლიერდება სოფლის განვითა­რე­ბის (არა სასოფლო-სამეურნეო) საინოვაციო ღო­ნი­ს­ძიებები. ასეთი სცენარი ზრდის საინოვაციო სისტემის ყველა კომპონენტის - განათლების, კვლევის, კომერციალიზებადი ცოდნის დაგრო­ვებისა და წარმოებაში გადაცემის მნიშვნელობას.

ავტ.

 

11.გ9.2.25. სასოფლო-სამეურნეო კრედიტებისა და დაზ­ღვევის კვლევის შედეგები. /. ჩარკვიანი, . ჭინჭარაული, . შატბერაშვილი/. გამომც. „ელკა­ნა“. – 2010. – 48 გვ. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ამ კვლევის მიზანია საქართველოში ფერმერული სესხების და დაზღვევის თანამედროვე მდგომა­რე­­ობის შესწავლა და სოფლის მეურნეობის და­ფი­ნანსების და დაზღვევის გაუმჯობესების რეკო­მენდაციების შემუშავება. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ კოლექტიური მეურნეობების სისტემა გაუქმდა და სასოფლო-სამეურნეო მიწის თანდათანობითი პრივატიზაცია განხორციელდა. აქედან გამომდინარე სოფლის მეურნეობაში ძი­რი­­თადად დომინირებს მცირე ფერმერული მეუ­რ­ნეობები, რომლებისთვისაც არ არის ხელმისა­წ­ვდომი სოფლის მეურნეობის კრედიტები და და­ზ­ღვევა. ამჟამინდელი სასოფლო-სამეურნეო ფი­ნან­სური ბაზარი და დაზღვევა ემბრიონის სტა­დი­აშია და ეს მნიშვნელოვნად აფერხებს საქართ­ვე­ლოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითა­რებას. კვლევის ფარგლებში 142 სხვადასხვა ზო­მის ფერმა საქართველოს ხუთ რეგიონში (აჭარა, გურია, კახეთი, სამეგრელო და სამცხე-ჯავახეთი) იქნა შესწავლილი იმ მიზნით, რომ დადგენილი­ყო მოთხოვნა სასოფლო-სამეურნეო სეს­ხებზე და დაზღვევაზე და ასევე ფერმერების ინფორ­მირე­ბუ­­ლობა ამ საკითხებში. ამავე დროს, ჩატარდა ფინანსური ინსტიტუციების (კომერცი­უ­ლი ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკრე­დიტო კავში­რები) წარმომადგენლების და სადაზ­ღვევო კომპა­ნიების თანამშრომლების გა­მო­კით­ხვა მათი სტრა­ტეგიის, ხედვის და კონცეფ­ციების შესწავლის მი­­ნით აგროდაფინანსებას­თან და დაზღვევას­თან დაკავშირებით. კვლევის მნიშვნე­ლოვანი ნა­წილი იყო სოფლის მეურნეო­ბის სექ­ტო­რის ცენტრა­ლუ­რი დაფინანსებიდან საბაზრო ეკონომიკაზე გა­და­­ვლაში აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილების კრიტიკული შესწავლა იმ მიზ­ნით, რომ მომხდა­რიყო შედარებითი ანა­ლი­ზი ზოგადი რეკომენ­და­ციების შესამუშავებლად იმათთვის, ვინც საქართველოში პოლიტიკას ქმნის. კვლევამ გა­მოავლინა რამდენიმე მსგავსი პრობლემა აღ­მო­სავლეთ ევროპის ქვეყნებში გარდამავალი პერი­ოდის დროს 90-იან წლებში და საქართვე­ლოში აგროდაფინანსების და დაზ­ღვევის თანა­მედროვე მდგომარეობაში. ცხრ. 28, ლიტ. 13.

ავტ.

 

11.გ9.2.26. აგროდაზღვევისა და აგროდაკრედი­ტე­ბის სისტემები და სოფლის მეურნეობის განვითა­რების ზოგადი კონტექსტი საქართველოში. /. შატ­ბერაშვილი, . ალასანია/. ბიომეურნე (სპეცია­ლური გამოშვება). – 2011. – #1(16). – გვ. 4-11. – ქართ.

განხილულია საქართველოში სოფლის მეურნეო­ბის დაზღვევისა და დაკრედიტების პრობლემები, შემოთავაზებულია მათი გადაჭრის გზები. აღნი­შ­ნულია პრობლემების ორი სახე: ფერმერული მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებული (პროდუქციის წარმოება) და პროდუქციის გასა­ღე­ბის პრობლემები. პირველადი წარმოების პრო­ბლემების ოთხი ტიპია განხილული: 1. ზოგადი პრობლემები, 2. სასოფლო-სამეურნეო ინფრასტ­რუქტურა, 3. ცოდნის ხელმისაწვდომობა, 4. საინ­ვესტიციო კაპიტალის ხელმისაწვდომობა. სასოფ­ლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზრის პრობლე­მე­ბად მიჩნეულია ინფრასტრუქტურული და მარ­კე­ტინგული პრობლემები. დასახელებულია არსე­ბუ­ლი პრობლემების გადალახვის გზები. ცხრ. 1.

. კოპალეიშვილი

 

11.გ9.2.27. სოფლის მეურნეობის დაზღვევის განვი­თა­რება საქართველოში. /. ახალბედაშვილი/. ბიომეურნე (სპეციალური გამოშვება). – 2011. – #1(16). – გვ. 12-22. – ქართ.

განხილულია მსოფლიოს ქვეყნებში მოქმედი სოფ­ლის მეურნეობის დაზღვევის მოდელები: სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი (საბერ­ძ­ნეთი), სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თა­ნა­მშრომლობაზე დაფუძნებული (ესპანეთი, პორ­ტუგალია), კერძო სექტორის მიერ კონტროლი­რე­ბადი (გერმანია, დიდი ბრიტანეთი). აღნიშნუ­ლია, რომ სოფლის მეურნეობის დაზღვევა საქარ­თ­ველოში ძირითადად მხოლოდ მევენახეობის დაზღვევის წარუმატებელ მცდელობებს მოიცავ­და, ბოლო პერიოდში კი სადაზღვევო ბაზარზე გამოჩნდა მეხორბლეობისა და მეცხოველეობის დაზღვევის შემოთავაზება. დასახელებულია სა­ქართველოში დაზღვევის განვითარების ხელ­შე­მ­შლელი პირობები, განხილულია დაზღვევის სქემები, მოყვანილია სხვადასხვა სახის პროდუქ­ტის დაზღვევის მაგალითები, აღნიშნულია სადა­ზ­ღვევო რისკები. დიაგრ. 4, ცხრ. 3, ლიტ. 2.

. კოპალეიშვილი

 

11.გ9.2.28. სასოფლო-სამეურნეო კრედიტები საქარ­თ­ველოში: რისკები და პერსპექტივები. /. თოქმა­ზიშვილი/. ბიომეურნე (სპეციალური გამოშვება). – 2011. – #1(16). – გვ. 23-36. – ქართ.

აღნიშნულია, რომ საქართველოს სასოფლო-სა­მე­ურნეო სექტორის წილი მთლიან საბანკო სესხებ­ში მხოლოდ ორ პროცენტამდეა, ძალიან მცირეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილიც (2007 . – 0,8%, 2008 . – 0,5%, 2009 . – 1,2%). და­სა­ხელებულია სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო ხაზების განვითარების ძირითადი ბარიერები, შემოთავაზებულია შესაძლო სქემები. ცხრ. 2, გრაფ. 4, ლიტ. 18.

. კოპალეიშვილი

 

გ9. 3. ნიადაგმცოდნეობა

 

11.გ9.3.1. ნიადაგგრუნტების თვისებების მართვა პო­ლიკომპლექსის გამოყენებით. /. იტრიაშვი­ლი, . კიკნაძე, . ხოსროშვილი, . შავლაყაძე, . და­დი­ანი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამე­ც­ნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 121-127. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია პოლიკომპლექსის ნიადაგგრუნ­ტებ­ზე ზემოქმედების მექანიზმი და ამის შედე­გად ძირითადი მახასიათებლების ცვლილებები. მოყვანილია პოლიკომპლექსის ხარისხობრივი და რაოდენობრივი დოზები, რომლებიც უზრუნვე­ლ­­ყოფს ნიადაგგრუნტების მახასიათებლების მიზნობრივ მართვას. ნახ. 3, ცხრ. 6, ლიტ. 2.

ავტ.

 

11.გ9.3.2. ფილტრაციის თავისებურებანი ნიადაგ-გრუნტებში. /. ყრუაშვილი, . კუხალაშვილი, . ინაშვილი, . ბზიავა, . ნატროშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 226-230. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ბუნებრივ-გეოტექნიკურ პირობებში გამავალ წყა­ლ­გამტარ არხებში ფილტრაციული მახასიათებ­ლე­­ბის განსაზღვრის თეორიული მოდელები იზო­­­­­­ტროპული წყალჟონვადი გარემოსათვის გა­მო­­­­­იყენება, რაც ზღუდავს მისი გამოყენების არეს. რადგან ფილტრაციული ფაქტორი ლოკა­ლუ­რი აგროსისტემების წყლის ბალანსის ფორ­მირებაში პერმანენტულად მონაწილე აქტიური კომპო­ნე­­ტია, იგი საფუძვლად უდევს სარწყავი ნორმის დადგენას. ფილტრაციის თავისებურე­ბე­ბიდან გამომდინარე, ნიადაგ-გრუნტის ფორო­ვან სისტე­მებ­ში წყლის მოძრაობასთან დაკავშირე­ბუ­ლი სა­კითხები უამრავ ურთიერთმართვად ფაქ­ტო­­თა ფუნქციას წარმოადგენს. ნაშრომში შემო­თავა­ზე­ბუ­ლი მოდელის საფუძველზე რეალური გრუნ­ტისათვის მიღებულია ფილტრაციის სიჩქა­რის, ფილტრაციის კოეფიციენტის, წყალგამტა­რობისა და ფორიანობის საანგარიშო დამოკიდე­ბულე­ბები. ნახ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

11.გ9.3.3. ნიადაგ-გრუნტში წყლის ფილტრაციის ანომალიებთან დაკავშირებული საკითხების შეს­წავლა. /. ყრუაშვილი, . კუხალაშვილი, . ინა­შვილი, . ბზიავა, . ნატროშვილი/. წყალთა მე­ურ­­ნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 231-236. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

დისპერსიულ-ჰიდრავლიკური ფოროვანი სისტე­მით წარმოდგენილ ნიადაგ-გრუნტის ტანში მიგ­რი­რებული წყალი სპეციფიკურ თვისებებს იძენს და შესაბამისად, რთულდება წყლის ფილტრა­ცი­ის მახასიათებლის დადგენა. ნიადაგ-გრუნტი, რომელიც მრავალკომპონენტიან გარემოს წარმო­ადგენს, სხვადასხვა მიკრო- და მაკრო- ზომის ნაწილაკებისგან შედგება და მასში მიგრირებული წყალი სხვადასხვა თვისებ იძენს. გამომდი­ნა­რე აქედან, შემოთავაზებული მოდელის საფუძ­ვე­ლზე დადგენილია აქტიური და პასიური ფორია­ნობის ცვლილების დიაპაზონები და ოპტიმალუ­რი მნიშვნელობები, რომელთა გათვალისწინე­ბით წყლის ფილტრაციის პროცესში გამოყვანი­ლია ფილტრაციის სიჩქარის, საწყისი გრადიენ­ტი­სა და მორწყვის ნორმის საანგარიშო დამოკი­დე­ბულებები. ნახ. 3, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.3.4. გლობალური კლიმატის ცვლილების გავლენა ნიადაგებზე. /.. ბლუმე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 5. – #2. – გვ. 106-112. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., ქართ.

დედამიწის ისტორიის მანძილზე აღინიშნება ტე­მ­პერატურის და ნალექების გლობალური, რეგიო­ნა­ლური და ლოკალური ცვლილებები. კოსმო­სურ მიზეზებს ემატება ვულკანიზმი, ტყის ხანძ­რები, გლობალური ყინულის, თოვლის და მცენა­რეული საფარის ცვლილებები. უკანასკნელი 100 წლის მან­ძილზე დედამიწის ტემპერატურა საშუ­ა­ლოდ გაიზარდა 1,5°C-ით, რასაც აქვს არა მარტო ბუნებ­რივი, არამედ ანთროპოგენური მიზეზები. ბუნებ­რივი ტყეებისგან განსხვავებით, სასოფლო-სამე­უ­რნეო მიწებიდან წყლის აორთქლების, სით­ბოს და ნახშირორჟანგის შემცირება, განსაკუთრე­ბით ურ­ბანიზებულ-ინდუსტრიულ აგრომელიო­რაციებში და მეთანის და აზოტის ქვეჟანგის გან­თავისუფლე­ბა სოფლის მეურნეობაში არის მე­ტად მნიშვნელო­ვანი ზეგავლენა გარემოზე. ვარა­უ­დობენ, რომ 21- საუკუნეში საშუალო გლობა­ლური ტემპერატურა გაიზრდება 2-3°C-ით, რაც ძირითადად გამოწვე­უ­ლი იქნება ნამარხი საწვა­ვის გამოყენებით და სოფ­ლის მეურნეობის ინ­ტე­ნ­სი­ფიკაციით. ტემპერა­ტუ­რის ზრდა, ნიადაგის ზედაპირთან CO2 მაღალი კონცენტრაცია და ნა­ლე­ქების გადიდებული რაო­დენობა განსაზღვ­რა­ვენ ბიომასის გადიდებული რაოდენობის ფორმი­რებას. მოსავლის ნარჩენების მეტი რაოდენობა და მაღალი ტემპერატურები აგ­რეთვე ზრდიან ნია­დაგის ორგანიზმების აქტი­უ­რობას. ნიადაგის უფრო მაღალი ტემპერატურები აგრეთვე ხელს უწყობენ ქიმიურ გამოფიტვას. მეო­რე მხრივ, გაზრდილ ნალექს შეუძლია უფ­რო მეტი რაოდენობით გამორეცხო საკვები ნივ­თიე­რებე­ბი. კლიმატის მოსალოდნელი ცვლილე­ბები და მათი გავლენა ნიადაგზე შეიძლება იცვ­ლებო­დეს ფარ­თო ფარგლებში. ზღვის დონის ზრდა გამოწვევს სანაპირო ნიადაგების დატბორ­ვას, რაც აუცილე­ბელს გახდის ახალი კაშხლების მშენებლობის ან ძველის გაძლიერებას. სანაპირო ნიადაგების მო­მა­ტებული ტემპერატურ გაზრ­დის მიკრობული ფორმაციების სასათბურე აირე­ბის ზრდას. მზრა­ლი ნიადაგები დაიწყებენ ლღო­ბას და შესაძლებე­ლი გახდება მათი ნაწი­ლობ­რივი გამოყენება სოფ­ლის მეურნეობაში. ნახ. 4, ცხრ. 2, ლიტ. 22.

ავტ.

 

11.გ9.3.5. ნიადაგის პათოგენური სოკოები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. /. ძიმისტარაშვილი/. სუბ­ტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 256-258. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

განხილულია ნიადაგის უმთავრესი პათოგენური სოკოები, რომლებიც იწვევენ მცენარეების, ფეს­ვის, ფესვის ყელის, ტუბერების, ძირხვენებისა და ბოლქვების ლპობას, მცენარეების ჭკნობას, ჩითი­ლების ჩაწოლას და სხვ. განხილვის საფუძველზე დამუშავდა გამომწვევი ორგანიზმების წინააღ­მ­დეგ ბრძოლის ისეთი ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდები, როგორიცაა: აგროტექნიკური, სანი­ტა­რულ-ჰიგიენური და ქიმიური. პირველად იქნა გამოცდილი ბიოლოგიური პრეპარატები 0,3%-იანი სპილენძის ოქსიქლორიდი-ნეორამი; 0,3%-იანი მაქსიმი; 0,2%-იანი ბაქტოფიტი; 0,2%-იანი ფიტოსპორინი და 0,5%-იანი ტრიხოდერმა, რომ­ლებმაც კარგი შედეგი აჩვენა. ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.3.6. ნიადაგის მოტკეპნის მნიშვნელობა, მისი სახეები და გამოყენებული მანქანა - იარაღები. /. ჭალაგანიძე, . ნასყიდაშვილი, . მოსაშვილი, . ლოლაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 15-23. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია, რომ მარცვლეული კულტურების (ხო­რ­ბალი, ქერი, შვრია, წიწიბურა, სიმინდი და სხვ.) მოსავლიანობის გადიდების აგროტექნო­ლო­გიის კომპლექსში, მშრალ და ნახევრად მშრალ, ქა­რისმიერ და წყლის მიერ ეროზიის ზონებში, მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკაოს თესვის­წინა და თესვის შემდგომმა ნიადაგის მოტკეპნამ. სამწუხაროა, მაგრამ ამ მიმართულებით კვლევები საქართველოში არ ჩატარებულა. წინამდებარე ნაშრომში მოტანილი მონაცემები უცხო მკვლევა­რ­თა მიერ არის შესრულებული. სურ. 9, ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.3.7. მოტკეპნის გავლენა ნიადაგის ტენიანო­ბა­ზე, სითბურ რეჟიმზე, სტრუქტურაზე, მცენა­რეთა ზრდასა და განვითარებაზე. /. ჭალაგანიძე, . ნა­ს­­ყიდაშვილი, . მოსაშვილი, . ლოლაძე/. სა­ქარ­თ­ველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 24-29. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია, რომ სხვადასხვა პირობებში და გარე­მო პირობებთან დაკავშირებით, ნიადაგის მოტ­კეპ­ნას სხვადასხვანაირი მნიშვნელობა ენი­ჭება. მშრალ ზონაში და მუნიციპალიტეტებში მოტ­კეპნა უზრუნველყოფს თესლის ნიადაგთან კარ­გად შეხებას და ნიადაგში მყოფი ტენის ნაკა­დის თესლისაკენ ადვილად გადადინებას, თეს­ლის დროულად გაღივებას და აღმოცენებას, აუმ­ჯო­ბესებს და ადიდებს ნათესის დგომის სიხში­რეს. ზონებში და მუნიციპალიტეტში, სადაც მეტი ტენიანობაა, მოტკეპნა ადიდებს ნიადაგის სით­ბურ რეჟიმს, აერაციას, უმჯობესდება მიკროორ­გა­ნიზმების მოქმედება, რის შედეგადაც ძნელად შესათვისებელი ქიმიური ნივთიერებები მცენა­რის­თვის ადვილად შესათვისებელ ელემენტებად გარდაიქმნება, რის გამოც ჩქარდება მცენარეთა განვითარების პროცესი. ნიადაგის ზედაფენის მოტკეპნა არამარტო ადიდებს ნიადაგის ტემპერა­ტურას, აგრეთვე ათანაბრებს ნიადაგის და ჰაერის ტემპერატურის მერყეობას მთელი დღე-ღამის გან­მავლობაში. ამიტომ, თესვისწინა და თესვის­შემ­დგომი ნიადაგის ზედაფენის სატკეპნელით მოტკეპნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აგროტექ­ნო­ლოგიური ღონისძიებაა. სურ. 1, ცხრ. 7, ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.3.8. ყავისფერი კარბონატული ნიადაგის პირ­ვე­ლადი დამუშავების სიღრმის გავლენა დიფერ­ნციულ ფორიანობაზე.  /. ონიანი/. საქართვე­ლოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკა­დე­მიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 168-171. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ყავისფერი, საშუალო სისქის, ძლიერ კარბონატული ნიადაგის 80, 60 და 30 სმ სიღრ­მე­ზე დამუშავებისა და ვენახებისათვის 46 წლის გან­მავლობაში გამოყენების გავლენა რიგთაშორი­სებში, რიგებში, ვაზთაშორისებში და ყამირი ნიადაგის დიფერეციულ ფორიანობაზე. ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.3.9. ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა ყავისფერი კარბონატული ნიადაგის წყალგამ­ტარობაზე.  /. ონიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 172-176. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ყავისფერი, საშუალო სისქის, ძლიერ კარბონატული, ყამირი ნიადაგის 80, 60 და 30 სმ სიღრმეზე დამუშავბისა და ვენახებისათვის 46 წლის განმავლობაში გამოყენების გავლენა, რიგ­თაშორისებში, რიგებში, ვაზთაშორისებში და ყა­მირი ნიადაგის წყალგამტარობაზე. ცხრ. 1, ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.3.10. ნიადაგწარმოქმნის კლიმატურ-ენერგე­ტი­კული პარამეტრების შესწავლასთან დაკავში­რე­ბული საკითხები. /. ღორჯომელაძე, . თურმა­ნიძე, . გოგიჩაიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 177-181. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ნიადაგწარმოქმნის კლიმატურ-ენერგეტიკულ პარამეტრებთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი და ამასთან მიმართებაში გარკვეული შეხედულებები. სურ. 2, ლიტ. 11.

ავტ.

 

11.გ9.3.11. კომპონენტური წყალი გეოგრაფიულ გარემოში და ჰიდრატული წყლის შემცველობა ნიადაგწარმოქმნის ენერგეტიკასთან დაკავშირე­ბით. /. გოგიჩაიშვილი, . ღორჯომელაძე, . თურ­მანიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 182-184. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ნიადაგწარმოქმნის ენერგეტიკას­თან დაკავშირებული საკითხები. გაანალიზე­ბუ­ლია ასევე სხვადასხვა მეცნიერის შეხედულე­ბები. სურ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

11.გ9.3.12. ენერგეტიკული დანახარჯები ნიადაგწარ­მოქმნის პროცესში. /. ღორჯომელაძე, . თურმა­ნიძე, . გოგიჩაიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 185-192. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ნიადაგწარმოქმნის პროცესში მონა­წილე სხვადასხვა ფაქტორის როლისა და ამ პრო­­ცესში მონაწილე გარდაქმნების შესახებ სათა­ნადო მასალები. სურ. 2, ლიტ. 26.

ავტ.

 

11.გ9.3.13. ნიადაგის ეროზია და სტაციონარული კვლევის შედეგები. /. ღორჯომელაძე, . თურმა­ნიძე, . გოგიჩაიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. 2012. – #31. – გვ. 193-198. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია სოფელ ხევისა და სოფელ კიცხის სტაციონარულ საცდელ ნაკვეთებზე ჩატარებუ­ლი კვლევისა და დაკვირვებების ამსახველი შე­დეგები. ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.3.14. ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგების სისტემა­ტიზაცია ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონა­ცემთა ბაზის საფუძველზე. /. ურუშაძე, . ქვრი­ვი­შვილი, . სანაძე/. საქართველოს სოფლის მეუ­რ­ნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 199-202. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგების მორ­­ფოლოგიური, ფიზიკური, ქიმიური, ფიზი­კურ-ქიმიური თავისებურებანი და სისტემატი­ზა­ციის საკითხები. შესწავლილ იქნა დასავლეთ სა­ქართველოს ტენიან, სუბტროპიკულ ზონაში გავ­რ­ცელებული ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგების მორ­­ფოლოგიური, ფიზიკური, ქიმიური, ფიზი­კურ-ქიმიური თავისებურებანი და დადგენილ იქნა შესაბამისობა ნიადაგის რესურსების მსოფ­ლიო მონაცემთა ბაზის აკრისოლების ნიადაგურ ჯგუფთან. საკვლევი ნიადაგების სისტემატი­ზა­ცია განხორციელდა დიაგნოსტიკური ჰორიზონ­ტების, ნიშან-თვისებების, მაკრომორფოლო­გიუ­რი თავისებურებებისა და ანალიზური მონაცე­მების საფუძველზე. ცხრ. 2, ლიტ. 9.

ავტ.

 

11.გ9.3.15. ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა ყავისფერი კარბონატული ნიადაგის ქიმიურ თვი­სებებეზე. /. ონიანი/. საქართველოს სოფ­ლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 203-210. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

შრომაში მოცემულია: ყავისფერი კარბონატული ნიადაგის 46 წლის განმავლობაში გამოყენების გავლენა ქიმიურ თვისებებზე. ცხრ. 3, ლიტ. 11.

ავტ.

 

11.გ9.3.16. ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა ყავისფერი კარბონატული ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე. /. ონიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 211-216. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

შრომაში მოცემულია ყავისფერი კარბონატული ნიადაგის ვენახებისათვის 46 წლის განმავლობაში გამოყენების გავლენა ფიზიკურ-ქიმიურ თვისე­ბე­ბზე. ცხრ. 3.

ავტ.

 

11.გ9.3.17. აფშერონის რუხ-ყავისფერი ნიადაგების ფოსფორის რეჟიმის შესახებ. /. ალიევა/. აგრარუ­ლი მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – . 10. – #4. – გვ. 38-45. – რუს.; რეფ.: ინგ.

შესწავლილ იქნა სხვადასხვა სახის და დოზის ორ­განული და მინერალური სასუქის გავლენა ფოსფორის მინერალური ფორმების შემცველო­ბაზე აფშერონის რუხ-ყავისფერ ნიადაგებში. ჩა­ტარდა ლაბორატორიული ანალიზი მინერალუ­რი ფოსფატების ფრაქციების და ფოსფატური პოტენციალის და ნიადაგის ხსნარების იონური შემადგენლობის დასადგენად. დადგინდა, რომ შესწავლილ ნიადაგში ორგანული და მინერა­ლუ­რი სასუქების გამოყენება დადებით გავლენას ახდენს მცენარის კვებისთვის აუცილებელი ფოსფორის ათვისებაზე. ცხრ. 4, ლიტ. 8.

ავტ.

 

11.გ9.3.18. საქართველოში კლიმატის დროებითი ცვლილების გამო მიწის რესურსების დეგრადა­ციის ზოგიერთი ასპექტი. /. შავლიაშვილი, . კორძახია, . ელიზბარაშვილი, . კუჭავა/. აგრა­რული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – . 10. – #4. – გვ. 49–51. – ინგ.; რეფ.: რუს.

ნაშრომი ეხება წყლის გავლენით ნიადაგის სალი­ნიზაციას და ალკალიზაციას და ქარით გამოწვე­ულ დეგრადაციას, რაც საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავ­შირებული. განხილულია ადაპტაციის ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში მიწის რესურსების მდგრად მართვას და განვითარებას. ეს ღონისძიებები ტარდება მიწის დეგრადაციის არიდების, მოსახლეობის სოციალური და ეკონო­მიკური პირობების გაუმჯობესების და სიღარი­ბის დაძლევის მიზნით. ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.3.19. სამეგრელოს (საქართველო) ალუვიური ნიადაგების პროდუქტიულობის შესახებ. /. ლო­რ­თქიფანიძე, . სანთელაძე/. აგრარული მეცნიე­რე­ბის აქტუალური საკითხები. – 2012. – . 10. – #4. – გვ. 62–64. – ინგ.; რეფ.: რუს.

ალუვიური ნიადაგები სამეგრელოს (ნოსირი) რეგიონში ძველ ალუვიურ დანალექებზე არის წარმოქმნილი. ნიადაგს ახასიათებს საშუალო და დიდი სისქის პროფილი, არის ქვიანი, რბილი, შეიცავს კარბონატებს. მექანიკური კონსისტენ­ციით ნიადაგი ძირითადად თიხოვანია. თიხის ფიზიკური ფრაქციის ოდენობა დაახლოებით 32-67%, რასაც განაპირობებს წყალი, ჰაერი და ამ ნიადაგის თერმული თვისებები. სურ. 2, ცხრ. 3, ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.3.20. ორგანული და მინერალური სასუქების გავლენა აფშერონის მხარის მიწების ნაყოფიე­რე­ბის ზრდაზე. /. შუკუროვი/. აგრარული მეცნიე­რების აქტუალური საკითხები. – 2012. – . 10. – #4. – გვ. 74-78. – რუს.; რეფ.: ინგ.

განხილულია აფშერონის ნახევარკუნძულის აგა­რაკებზე ნიადაგების ხანგრძლივი კულტივი­რე­ბის და სასუქის გამოყენების დადებითი შედე­გე­ბი. ორგანული და მინერალური სასუქების გამო­ყე­ნება ბოსტნეული კულტურების და ხილის წარმოების ზრდის პარალელურად აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ და ქიმიურ შემადგენლობას. ამ მიზნით მოხდა ორგანული და მინერალური სასუქების ერთობლივი გამოყენების ეფექტურო­ბის შესწავლა პრაქტიკაში. ცხრ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.3.21. მძიმე ლითონების შემცველობის მონი­ტო­რინგი სისტემაშინიადაგი-მცენარე“. /. ქავ­თარაძე, . ავქოფაშვილი, . შენგელია, . გვასა­ლია/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #3(485). – გვ. 52-55. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჩატარებულია კაზრეთის (მადნეულის) მიმდება­რე სოფლების: ბალიჭი, რატევანი, ნახიდური ნიადაგი-მცენარესისტემაში მძიმე ლითონების Cu, Zn, Cd შემცველობის მონიტორინგი. მიღებუ­ლი შედეგების თანახმად ნიადაგში მათი შემცვე­ლო­ბა მნიშვნელოვნად აღემატება ზღვრულ დასა­შვებ კონცენტრაციებს (...), მიუხედავად ამისა ამ ნიადაგზე მოყვანილი კულტურების ნაყოფში მძიმე ლითონების Cu, Zn შემცველობა ...- არ აღემატება, ხოლო Cd-ის შემცველობა არ დაფიქ­სი­რებულა. სურ. 2, ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.3.22. შიდა ქართლის საავტომობილო მაგის­ტ­რალის ზოლში ნიადაგის მეტალებით გაჭუჭ­ყი­ანების კვლევა. /. ზვიადაძე, . გაჩეჩილაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრო­მები. – 2012. – #4(486). – გვ. 16-21. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

კონკრეტული ობიექტისთბილისი-ხაშურის საა­ვ­­ტომობილო მაგისტრალის მაგალითით დახა­სია­თებულია ნიადაგში ტოქსიკური მეტალების განა­წილების კანონზომიერებები, გამოვლენილია  და­გ­როვების უმთავრესი მიზეზები, რაოდე­ნობრი­ვად არის შეფასებული აღნიშნული ნიადა­გის მე­ტა­ლე­ბით გაჭუჭყიანების ხარისხი. ცხრ. 3, ლიტ. 8.

ავტ.

 

11.გ9.3.23. ნიადაგების ეროზიულობის დინამიკა წლის განმავლობაში. /. გოგიჩაიშვილი, . ღორ­ჯომელაძე, . თურმანიძე/. საქართველოს სოფ­ლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მო­ამბე. – 2012. – #30. – გვ. 189-199. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია საქართველოს სხვადასხვა სამი­წათ­მოქმედო რეგიონში არსებულ ნიადაგ-ეროზი­ულ სტაციონარებზე აღრიცხული ეროზიის შედე­გები. მოცემულია წლის სეზონის მიხედვით ნიადაგის ეროზიის ცვლილებები, მისი მდგრა­დობა და გარკვეული პროგნოზირება.

ავტ.

 

11.გ9.3.24. ნიადაგის ეროზიის ნორმების შესახებ. /. ღორჯომელაძე, . თურმანიძე, . გოგიჩაიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერე­ბა­თა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 200-207. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე და სხვადასხვა კულტურის ქვეშ, ეროზიის შედე­გად ნიადაგის დანაკარგი, კონტინენტებისა და რიგი ქვეყნების მიხედვით. განხილულია ასევე, მდინარეთა წყლებში მყარი ნატანის (ატივნა­რე­ბული მასის) საშუალო მაჩვენებლები. ნიადაგის აღდგენა-გაუმჯობესების გზები და სხვადასხვა მეცნიერთა შეხედულებები ამ მიმართებით.

ავტ.

 

 

გ9.4. მელიორაცია

 

11.გ9.4.1. სამელიორაციო საექსპლუატაციო ორგანი­ზაციების ეფექტური და მდგრადი ფუნქციო­ნი­რე­ბის საკითხები. /. ვართანოვი/. წყალთა მეურ­ნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრე­ბული. – 2012. – #67. – გვ. 65-71. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია სამელიორაციო საექსპლუატაციო ორგანიზაციების ეფექტური და მდგრადი ფუნქ­ციონირების ძირითადი პირობები. გაკეთებულია დასკვნა: საექსპლუატაციო სამუშაოების დაფი­ნა­ნ­სების ორგანიზაციის არასრულყოფილი სისტე­მის შედეგად მრავალი სარწყავი სისტემა, მათ შორის ბოლო წლებში რეაბილიტირებული, ინგ­რევა, რაც იწვევს სარწყავი წყლის დიდ დანაკარ­გსა და მოსარწყავი სავარგულების დაბალ პრო­დუქტიულობას; შექმნილი ტენდენციის გარდა­ტეხის მიზნით აუცილებელია ფასიანი წყალსარ­გებლობის სისტემის სრულყოფა და განვითარება. მოყვანილია მონაცემები საქართველოს ტიპიური მელიორაციული (თვითდინების) სისტემის წლი­ური დანახარჯებისა და სარწყავ სისტემაზე საექ­სპლუატაციო სამუშაოების თვითღირებულების სტრუქტურის შესახებ. ცხრ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.4.2. წყალმოვარდნების პროცესების შემცი­რე­ბის გზები ირიგაციული ეროზიის საწინააღ­მ­დეგო მორწყვის ტექნოლოგიით. /. ნანიტა­შვი­ლი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნი­ერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 217-221. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია საქართველოს მთიან და მთისწინა რე­გიონებში მიწათმოქმედების ამაღლების მიზ­ნით, დასაწვიმი ტექნიკით აღჭურვილი ისეთი სარწყავი სისტემების მოწყობა, რომელიც გამორი­ც­ხავს ირიგაციულ ეროზიას და წყალმოვარდ­ნე­ბის წარმოშობის საშიშროებას. გაანალიზებულია დაწვიმებითი რწყვის დროს ეროზიული პირო­ბე­ბი, რომლებიც პირდაპირ დამოკიდებულებაში იმყოფება ნიადაგის მიერ წყლის შეწოვის პროცეს­თან. რაც მეტია იგი, მით ნაკლებია ნიადაგის ზე­დაპირზე წყლის წარმოქმნის შესაძლებლობა. მი­ღებულია ხელოვნური წვიმის დასაშვები ინ­ტენ­სივობის სიდიდეები სხვადასხვა დახრილობის ფერდობებისათვის.  ცხრ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.4.3. არარატის ველის ტუტე-მლაშე ნიადაგების დამუშავების ოპტიმალური სიღრმე ქიმიურ მე­ლი­ორაციამდე მექანიკური შემადგენლობის და პროფილის ლითოლოგიური სტრუქტურის მიხედვით. /. პაპიანი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 21–28. – რუს.; რეფ.: ინგ.

არარატის ველის მლაშე ნიადაგის დამუშავებას გარკვეული სირთულეები ახლავს, რაც გამოწვე­უ­ლია განსხვავებული მექანიკური შემადგენლო­ბით. ქიმიურ მელიორაციამდე მოხდა ტუტე-მლა­შე ნიმუშების დამუშავება ლითოლოგიური სტრუქტურის და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით. დადგენილ იქნა ნიადაგის დამუშავების ოპტიმალური სიღრმე. თიხის ზე­დაპირული ფენის (0-25 სმ) შემთხვევაში შემოთა­ვაზებულია ჩვეულებრივი დამუშავება 25 სმ სიღრმეზე, თუ თიხის ფენა ზედაპირიდან 50 სმ-ზეა - გაფხვიერება იგივე სიღრმეზე, და თუ თიხის ფენა მთელ პროფილზე ერთი მეტრის სისქისაა, მიზანშეწონილია ღრმა გაფხვიერება 100 სმ სიღრმეზე. ცხრ. 4, ლიტ. 6.

ავტ.

 

 

გ9.5. მარცვლოვანი კულტურები

 

11.გ9.5.1. კოლხეთის ბუნებრივ-კლიმატური რესურ­სების გაანგარიშება სიმინდის წარმოების მიზ­ნით. /. გაგუა, . გოგოტიძე, . ცხაკაია/. საქარ­თ­ველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკა­დემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 45-50. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოვლენილია დამოკიდებულება სიმინდის მარ­­­ცვლის მოსავლიანობასა და თესვიდან სრულ სიმწიფემდე საჭირო აქტიურ ტემპერატურათა ჯამს შორის, ასევე დათესვიდან 90 დღის განმავ­ლობაში მოსული ატმოსფერული ნალექის რაო­დე­ნობას შორის. შედგენილია განტოლება, რომე­ლიც საშუალებას იძლევა, მოსავლის აღებამდე 2 თვით ადრე, გავითვალისწინოთ სიმინდის მარ­ცვლის დამზადების ოდენობა. სურ. 4, ლიტ. 12.

ავტ.

 

11.გ9.5.2. ოსპის თესვის ვადების გავლენა მარცვლის მოსავლიანობაზე. /. ვაჩეიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. 2012. – #31. – გვ. 54-56. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

. ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტში შესწავლილ იქნა ოსპის თესვის ოპტიმალური ვა­დე­ბი. მუშაობა წარმოებდა საერთაშორისო ორგა­ნიზაციისიკარდა- მიერ შემოტანილ საკოლექ­ციო მასალაზე. ინდივიდუალური ერთჯერადი გამორჩევის გზით გამორჩეული და დარაიონებუ­ლია ჯიში პაბლო” 2005 . და ჯიში წილკანი” 2011 . გამოკვლევებით დადგინდა, რომ ოსპის თესვის საუკეთესო ვადად შეიძლება ჩაითვალოს ნოემბრის შუა რიცხვებიდან არაუგვიანეს მარტის პირველ დეკადამდე. ცხრ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.5.3. თავთავიანი მარცვლეული კულტურების პროდუქტიულობის გამაპირობებლი ელემენტე­ბის ფორმირების მართვის პრინციპები. /. ნასყი­დაშვილი, . ნასყიდაშვილი, . მერაბიშვილი, . ნასყიდაშვილი, . ლოლაძე/. საქართველოს სოფ­ლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამ­ბე. – 2012. – #30. – გვ. 150–155. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია, რომ თავთავიან კულტურებში პრო­დუქტიულობის განმაპირობებელი ძირითადი კომპონენ ტების განვითარების რეგულირებით შესაძლებელია მიღებული იქნეს მარცვლის მა­ღა­ლი მოსავალი. მოცემულია ინფორმაცია მარცვ­ლე­ული კულტურების განვითარების ფაზების კლასიფიკაციის შესახებ, აღწერილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევართა შემუშავებული შკალები.

ავტ.

 

11.გ9.5.4. მარცვლეულ კულტურათა წარმოებაში არ­სებული მდგომარეობა და განვითარების პერ­სპე­­ტივები. /. ნასყიდაშვილი, . ლიპარტელიანი, . ჩხუტიაშვილი/. ახალი აგრარული საქართვე­ლო. – 2013. – #2. – გვ. 11. – ქართ.

საქართველოს წამყვანი მარცვლოვანი კულტუ­რე­ბი ორ ჯგუფად ერთიანდება: 1. თავთავიანი
პუ­რე­ული და ბურღულეული; 2. სამარცვლე პარ­კო­­ნები და მზესუმზირა. ამჟამად საქართ­ველოში მარცვლეული კულტურების მოსავლიანობა ძა­ლიან დაბალია. სტატიაში ჩამოთვლილია მიზე­ზე­ბის მთელი რიგი, რომლებიც იწვევენ მოსავ­ლი­ანობის სიმცირეს. იმისათვის, რომ მკვეთრად გაიზარდოს მარცვლეულის წარმოება, საჭიროა მრავალმხრივი მიმართულებით ღონისძიებების გატარება, როგორიცაა: შესაბამისი თანამედროვე სრულყოფილი აგროტექნოლოგიების დანერგვა, მაღალხარისხოვანი თესლის დამზადება, ჯიშთა გამოცდა და დარაიონება და .. ამით საქართვე­ლო მარცვლეული კულტურების მოსავლიანობის დონით მიუახლოვდება ევროპის ქვეყნების საშუ­­ლო მოსავლიანობის დონეს და შესაძლებელი გახდება საქართველოს სასურსათო და სათესლე მასალით უზრუნველყოფა.

. ჩხაიძე

 

11.გ9.5.5. ყვითელი სილაქავის მიმართ ხორბლის ჯი­შების იმუნოლოგიური შეფასება სხვადასხვა მეთოდით სათბურის პირობებში. /. გორგი­ლა­ძე, . მეფარიშვილი/. ახალი აგრარული საქართ­ველო. – 2013. – #4. – გვ. 35-36. – ქართ.

ბოლო წლებში საგრძნობლადაა გაზრდილი ხორ­ბლის პირენოფოროზის განვითარების სიხშირე და მავნეობა. იგი მცენარეს ყველა ფაზაში აავა­დებს და ხორბლის მწარმოებელ მთელ რიგ ქვეყ­ნებში სილაქავების გამომწვევთა შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა გამოსული. ერთ-ერთი უფრო ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო ბრძო­ლის საშუალებაა ამ დაავადების მიმართ გამძლე ჯიშების გამოყვანა. მკვლევარების მიერ უკვე აპ­რო­ბირებული ორი მეთოდით 2009-2011 წლებში ჩატარებულ იქნა ხორბლის ნიმუშების გამძლე­­ბის დონის შესწავლა. კვლევისას გამოვლინდა შერ­ჩეული მეთოდების ვარგისიანობა და მიღე­ბუ­ლი შედეგები ერთმანეთს დაემთხვა. ორივე მე­თოდის შემთხვევაში მცენარეთა საპასუხო რეაქ­ციის ტიპების მიხედვით გამოიყო რამდენი­მე ჯგუფი: მიმღებიანი (50,6%), მაღალმიმღებიანი (29,5%), ზომიერად გამძლე (12,5%), საშუალო მიმღებიანი (5%). პათოგენის მიმართ სრულიად გამძლე რეაქცია ჰქონდა მხოლოდ 2,5%-. ბიბლ. 8; ნახ. 2.

. ჩხაიძე

 

11.გ9.5.6. სიმინდის ჯიშებისა და ჰიბრიდების სელე­­ცია-მეთესლეობის მდგომარეობა და პერსპექ­ტი­ვები. /. ლაშხი, . ჯინჯიხაძე, . ჯულუხიძე, . ჯაფარიძე/. ახალი აგრარული საქართველო. – 2013. – #4. – გვ. 9-11. – ქართ.

განხილულია საქართველოში სიმინდის მეთეს­ლე­ობის განვითარების პერსპექტივები. სიმინდის ნათესების სიდიდე რომ დაუბრუნდეს 8-9 წლის წინანდელ ოდენობას, უნდა გაიზარდოს 200-220 ათას ჰა-მდე მიტოვებული და საძოვრებად ქცეუ­ლი ნასიმინდარი მიწების ხარჯზე. უნდა დაითე­სოს ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული სასუ­­სათე და საფურაჟე ჯიშები. ჩამოთვლილია სი­მი­­დის ქართული ჯიშები, ძირითადად დასავ­ლეთ საქართველოში გავრცელებული, რომლებიც ქართველი მოსახლეობის მიერ ხანგრძლივი - 350 წლიანი ხალხური სელექციის შედეგად არის შექ­მნილი. სელექციური ჯიშების შენარჩუნებას თი­თო­ეული მესიმინდე გლეხი თავის შინამეურ­ნეო­ბაში აწარმოებს. ამ საქმიანობას სამეცნიერო დო­ნე­ზე ეწეოდა მიწათმოქმედების ინსტიტუტი და აჯამეთის და სენაკის საცდელი სადგურები, რომ­ლებიც ამჟამად გაუქმებულია. ამ მიმართულე­ბით მუშაობა უნდა აღდგეს. გარდა სუფთა ჯიშე­ბისა საჭიროა ჰიბრიდების გამოყვანა და სელექ­ცია, რომლებიც ადგილობრივ საბაზისო ჯიშებზე იქნება დაფუძნებული. სტატიაში მოცემულია შპს ფირმა ლომთაგორაში გამოყვანილი სასურსათო და საფურაჟე ჰიბრიდების სახეები, რომლებიც მაღალი და სტაბილური მოსავლის მიღებას უზ­რუ­ნველყოფენ. საერთოდ სიმინდის ნათესებისა­თვის გამიზნული 200 ათასი ჰა-დან სასურსათოდ უნდა დაითესოს 90 ჰა, საფურაჟედ - 110 ჰა. ავტო­­თა მტკიცებით ქვეყანას ჭირდება 2200 ტონა ჰიბ­­რიდული თესლი, ამიტომ უნდა აღდგეს მიწათ­მოქმედების ინსტიტუტი, რომელიც 10 ჰიბ­რიდის ავტორია და ასევე ამით უნდა დაინტერე­­დეს სხვა ორგანიზაციებიც. ცხრ. 1. ნახ. 1.

. ჩხაიძე

 

 

გ9.6. მებაღეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა

 

11.გ9.6.1. ზოგიერთი ბოსტნეულის და სანელებლის ფენოლური ნაერთების დაგროვების დინამიკისა და ანტიოქსიდანტური აქტივობის შესწავლა ზრდა-განვითარების პროცესში. /. გოგია, . ბუ­კია, . ჩხიკვიშვილი/. საქართველოს სოფლის მე­ურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 40-44. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია ზრდა-განვითარების პროცესში ბოს­­ნეულისა და სანელებლის ზოგიერთი წარმო­მა­­გენლის სელექციის და ფენოლური ნაერთების დაგროვების დინამიკის მონაცემები. დადგინდა ზრდა-განვითარების ოპტიმალური პერიოდი აღმოცენების დამთავრებიდან 55- და მე-60 დღეს. ამ პერიოდში მცენარეებში მაქსიმალური რაოდენობით ხდება ფენოლური ნაერთების ბიო­სინთეზი, ასევე დადგინდა კორელაცია ზრდა-განვითარების ფაზებს, ფენოლურ ნაერთთა შემ­ცველობასა და ანტიოქსიდანტურ აქტივობას შო­რის. ყველაზე მაქსიმალური ანტიოქსიდან­ტუ­რი აქტივობით ხასიათდება ქონდარი, ნიახური და ოხრახუში. ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.6.2. კივის სასარგებლო თვისებები და მისი გან­ვითარების პერსპექტივები საქართველოში. /. ხე­­ცურიანი, . ფრუიძე/. ნოვაცია. – 2012. – #10. – გვ. 98-101. – ქართ.; რეფ.: ქართ., რუს., ინგლ.

კივი საქართველოში შემოვიდა 1988 წელს. სოფ­ლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით 2011 წელს საქართველოს ბაზარზე გაიყიდა 70% ადგილობრივი წარმოების კივი, 30% იყო იმპორ­ტირებული, ექსპორტზე გატანილ იქნა მხოლოდ 1000 კგ. კივის კულტურა ძირითადად გაშენებუ­ლია გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში (ლაგოდეხში). კივის პლანტაციების ფართი 2010 წელს 1500 ჰა-ზე მეტს შეადგენდა, რომელზეც 2500 ტონაზე მეტი მოსავალი მოვიდა. გააქტიურებულია სამუშაოები პლანტაციების ფართის გაზრდისა და ახალი ჯიშების გაშენების მიზნით. ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.6.3. პომიდორის ჯიშები და თავისებურებები სომხეთში. /. კარაპეტიანი/. აგრარული მეცნიე­რების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 46-48. – რუს.; რეფ.: ინგ.

ადგილობრივი და ინტროდუცირებული პომი­დო­­რის აგრობიოლგიური თავისებურებების შეს­წავლის მიზნით ექსპერიმენტი ჩატარდა სომ­ხე­თის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოს­ტნეულის, ნესვის და სამრეწველო კულტუ­რების კვლევის ცენტრში. შესწავლილ იქნა 16 სახეობის ნიმუშები, აქედან 7 იყო ინტროდუცი­რებული და 9 ადგილობრივი. შესწავლის შედეგი იყო ძირი­თადი ეკონომიკური მაჩვენებლების კომპლექ­სუ­რი შეფა­სება და საკონსერვო მრეწვე­ლობაში მიზნობრივი გამოყენებისთვის შესაფე­რისი სახე­­ბების შერჩევა. პომიდორის ადგილო­­რივი სახეობებიდან შერჩე­ულ იქნა მაღალი ხარისხობ­რივი მახასიათებლების მქონე სახეო­ბე­ბი. ცხრ. 1, ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.6.4. საქართველოში ვაშლის კულტურის წარ­მოების აღდგენა-გაფართოების საკითხისათვის. /. გაგუა, . გოგიტიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 48-52. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია საქართველოში ვაშლის კულტურის წარმოების აღდგენა-გაფართოების საკითხი; მეც­ნიერულად დასაბუთებულია მაღალმთიან ზო­ნაში მისი წარმოების რეკომენდაციები: ვაშლის ყინვაგამძლე ჯიშებისა და ხელსაყრელი ექსპო­ზიციების შერჩევა, ქარსაფარის გაშენება.

ავტ.

 

11.გ9.6.5. გარგარის ფოთლებში და ნაყოფში კონფი­დორის და ტოპაზის დეტოქსიკაციის დინამიკა. /. აჯემიანი, . მირზოიანი, . ანისიანი/. აგრა­რუ­ლი მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 124-127. – რუს.; რეფ.: ინგლ., რუს.

შესწავლილია გარგარის ხის ფოთლებში და ნა­ყო­­ში კონფიდორის და ტოპაზის დეტოქსიკა­ცი­ის დინამიკა როგორც ინდივიდუალური, ასევე ერ­თობლივი შეფრქვევის დროს. პესტიციდების ნარ­ჩენი რაოდენობა დადგენილ იქნა ხეების და­მუშავების დღეს, ასევე მე-7, მე-14 და 28- დღეებ­ში და მოსავლის აღების პერიოდში - თხელშრია­ნი ქრომატოგრაფიით. კონფიდორის და ტოპაზის სრული დეტოქსიკაცია ფოთლებში ინდივიდუა­ლური გამოყენების დროს მოხდა 25- – 28- დღე­ებში, ხოლო ერთობლივი გამოყენების შემთხვე­ვა­­ში - მეორე შეფრქვევიდან 30-35 დღის განმავ­ლო­ბაში. ცხრ. 3, ლიტ. 2.

ავტ.

 

11.გ9.6.6. კურკოვანი ხილის პოლიმერის აფსკის გა­მოყენებით შეფუთვის თავისებურებანი. /. მაი­ლოვა/. აგრარული მეცნიერების აქტუალური სა­კი­თ­ხები. – 2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 128-130. - რუს.; რეფ.: ინგლ., რუს.

ცხოვრების სტილის ცვლილება გვკარნახობს შე­ფუ­თული კვების პრდუქტების გამოყენების აუცი­ლებლობას, რაც უფრო მოსახერხებელი და ეფექტურია. დროთა განმავლობაში შეუფუთავი ნაყოფი კარგავს თვისებებს ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების გამო, რომლებიც მუდმივად მიმდინარეობს პროდუქტებში. გაფუ­ჭების თავიდან ასაცილებლად და შენახვის ვადის გასაზრდელად ახალი ხილი იფუთება პოლიმე­რის აფსკებში, რომლის მოხმარება სულ უფრო მატულობს მთელ მსოფლიოში. ნაშრომში განხი­ლულია შეფუთული ატმის და გარგარის წონის ცვლილება 30 დღის განმავლობაში პოლიმერის მასალის სახეობის მიხედვით. ცხრ. 3, ლიტ. 7

ავტ.

 

 

გ9.7. მევენახეობა და მეღვინეობა

 

11.გ9.7.1. ბიოლოგიურად აქტიური ტრანს-რეზვე­რა­ტროლის და ε-ვინიფერინის შემცველობა საქართ­ველოში გავრცელებულ ფერადყურძნიან ვაზის ჯიშებში. /. ბეჟუაშვილი, . ვეფხიშვილი, . კო­ბაიძე, . შუბლაძე, . ოქრუაშვილი/. საქართვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამ­ბე. – 2011. – ტ. 5. – #3. – გვ. 61-65. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., ქართ.

საქართველოში გავრცელებული ვაზის საწარმოო ფერადყურძნიანი ჯიშების ყურძნის კანიდან გა­მოყოფილია სტილბენეშემცველი ჯამური პრეპა­რატები. ეს ჯიშები შემდეგია: საფერავი, საფერავი ბუდეშურისებრი, კაბერნე სოვინიონი, ოცხანური საფერე, ჩხავერი, ოჯალეში, ალადასტური, ალექ­სანდროული, მუჯურეთული, ასურეთული შავი. მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის საფუძველზე გამოვლენილია მათი მრავალ­ფერო­ვანი სტილბენეური სპექტრები, რომელთა შორის განსაზღვრულია ტრანს-რეზვერატროლი და ε–ვინიფერინი. თითოეულ მათგანში შეინიშნება ერთი კანონზომიერებამონომერული სტილბე­ნეს ტრანსრეზვერატროლის კონცენტრაცია მნიშ­ვნელოვნად აღემატება დიმერული ε-ვინიფერი­ნის კონცენტრაციას. მათი რაოდენობა ცვალება­დობს ჯიშის გავრცელების ადგილის მიხედვით. სტილბენეური სპექტრის შესწავლა თეორიული საფუძველია სამკურნალო-კვებითი ღირებულე­ბის თვალსაზრისით როგორც ყურძნის, ასევე მათგან დამზადებული ღვინოების ფუნქციური დანიშნულების ასახსნელად. ცხრ.1, ლიტ. 10.

ავტ.

 

11.გ9.7.2. პლასტიდური დნმ-ის თანმიმდევრობის მრავალფეროვნება მსოფლიო ვაზის ჯიშებში (Vitis vinifera L. subsp. vinifera). /. ბერიძე, . ფი­ფია, . ბეკი, .. ჰსუ, . გამყრელიძე, . გოგნია­შვილი, . ტაბიძე, . ტისი, . ბასილიერი, . გო­ცი­რიძე, . ღლონტი, . შაალი/. საქართველოს მეც­­ნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – ტ. 5. – #1. – გვ. 98-102. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია გეოგრაფიულად დაცილებული 113 კულტივირებული ვაზის ჯიშის დნმ-ის თან­მიმდევრობების მრავალფეროვნება ორ პლასტი­დურ უბანში (trnH-psbA ინტერგენური სპეისერი და rpl16 introni). შესწავლილი ჯგუფი შეიცავდა ვაზის 40 ქართულ ნიმუშს. საქართველო ცნობი­ლია როგორც 500-ზე მეტი ვაზის ჯიშის სამშობ­ლო, აქ აღმოჩენილია ვაზის დომესტიკაციის და­მამტკიცებელი უძველესი არქეოლოგიური ნიმუ­შები. კავკასიის რეგიონი, რომელსაც საქართვე­ლო მიეკუთვნება, ითვლება იმ ადგილად, სადაც ვაზის დომესტიკაციის პროცესი დაიწყო, შესაბა­მისად ამ რეგიონის გენეტიკური მრავალფეროვ­ნების შესწავლა წარმოადგენს ზოგადად ვაზის დომესტიკაციის გარკვევის ერთ-ერთ აუცილე­ბელ გასაღებს. 113 ნიმუშში აღმოჩენილია ოთხი პლასტიდური ჰაპლოტიპი, რომლებიც მონიშ­ნულ იქნა მათი დამახასიათებელი 3 პოლიმორ­ფუ­ლი უბნის მიხედვით: (AAA) – 23 ნიმუში, (ATT) – 29 ნიმუში, (GTA) – 26 ნიმუში, და (ATA) – 35 ნიმუში. AAA ჰაპლოტიპი აღმოჩენილ იქნა მხოლოდ ქართულ ნიმუშებში. ის ფაქტი, რომ ქარ­თულ ჯიშებში ვლინდება როგორც უნიკა­ლუ­რი ჰაპლოტიპი (AAA), ასევე ყველა სხვა დანარ­ჩე­ნი ჰაპლოტიპი, კარგად ეთანადება ადრეულ დას­კვნებს იმის თაობაზე, რომ კავკასიის რეგიონის­თვის დამახასიათებელია ველური ვაზის (V. vini­fe­ra subsp. sylvestris) უნიკალური და მაღა­ლი დო­ნის გენეტიკური მრავალფეროვნება. ნახ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 13.

ავტ.

 

11.გ9.7.3. პოლიპეპტიდების გამოკვლევა ქართული (კახური) ტიპის ყურძნის ღვინის დამზადებისა და ტექნოლოგიური დამუშავების პროცესში. /. ბაღათურია, . ნანიტაშვილი, . ბეგიაშვილი, . შილაკაძე, . ბაღათურია/. აგრარულ-ეკონომი­კუ­რი მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2012. – #4. – გვ. 38-44. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ქართული (კახური) ტიპის ღვინოები, როგორც ცნობილია, ხასიათდებიან ფენოლური ნაერ­თე­ბის, ვიტამინების, მიკროელემენტების, პოლიპეპ­ტიდების და სხვა ბიოაქტიური ნაერთების მაღა­ლი შემცველობით, რაც განპირობებულია დურ­დოზე ყურძნის ტკბილის ალკოჰოლური დუღი­ლით და დუღილის დამთავრების შემდეგ მიღე­ბული ახალგაზრდა ღვინომასალის ყურძნის მა­გარ ნაწილებზე და ლექზე ხანგრძლივი პერიო­დის განმავლობაში, 2-3 თვით დაყოვნებით. აღ­ნი­შნული ნაერთები ღვინის სხვა კომპონენტებთან, ერთად აქტიურად მონაწილეობენ ღვინის ფორ­მი­რებისა და დამწიფების დროს მიმდინარე რთულ ბიოქიმიურ და ფიზიკო-ქიმიურ გარდაქ­მნებში და განაპირობებენ მაღალხარისხოვანი ღვი­ნისათვის დამახასიათებელ არომატს, გემოს და ძვირფას ორგანოლეპტიკურ თვისებებს. ამ ნა­ერთებიდან პოლიპეპტიდებს ერთ-ერთი მნიშვ­ნე­ლოვანი ადგილი უჭირავს. ისინი ღვინოს სძენენ გემოზე სირბილესა და ხავერდოვნებას, ააქტი­უ­რებენ ღვინოში ფერმენტების მოქმედებას და ხა­სიათდებიან მაღალი ბიოაქტიური თვისებებით. სამწუხაროდ, ეს ნაერთები ღვინოში ჯერ კიდევ ნაკლებადაა შესწავლილი. ცხ. 3, ლიტ. 6.

 ავტ.

 

11.გ9.7.4. Schizosaccharomyces გვარის საფუვრების გამოყენება მაღალმჟავიანი ყურძნის ტკბილისა და ღვინოების მჟავიანობის დასაწევად. /. ბაღა­თუ­რია, . ედიბერიძე, . ლომსაძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2012. – #4. – გვ. 51-55. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

მაღალმჟავიანი ყურძნის წვენებისა და ღვინომა­სა­ლების სიმჟავის დამწევი გამოკვლეულია ყურ­ძნის ტკბილისა და ღვინოების სიმჟავის დაწევის საფუვრული ხერხი. Schizosaccharomyces გვარის საფუვრების სუფთა კულტურის და Saccharomyces გვარის საფუვრებთან სხვადასხვა შეფარდების გამოყენებით. დადგინდა, რომ სიმჟავის დაწევის საფუვრული ხერხი უფრო პერსპექტიულია წარ­ოებაში გამოყენებულ ყურძნის წვენების და ღვი­ნოების ბაქტერიულ ხერხებთან შედარებით. ცხ. 2, ლიტ. 3.

 ავტ.

 

11.გ9.7.5. საფერავის ჯიშის ყურძნისაგან ღვინო-მა­სალების დამზადების, დამწიფებისა და დაძვე­ლების პროცესების ბიოქიმიური და ტექნო­ლო­გიური გამოკვლევა. /. ბაღათურია, . ნანიტა­შვილი, . ბეგიაშვილი, . შილაკაძე, . ბაღათუ­რია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექ­ნოლოგიები. ­– 2013. – #1. – გვ. 61-72. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ჩატარებული თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების შედეგად დადგენილია საფერავის ჯი­შის ყურძნიდან მიღებული ღვინომასალების შე­ნახვის, დამწიფებისა და დაძველების პროცესში საღებავ ნივთიერებათა და სხვა ძირითადი შემა­დ­გენელი ნაერთების ცვლილებებისა და გარდაქ­მნების დინამიკა. მიღებულ მონაცემებს დიდი მნიშვნელობა აქვს წითელი ღვინოების ნატურა­ლო­ბის მაჩვენებელი ძირითადი კრიტერიუმების დასადგენად. აგრეთვე ამ ღვინოების ტექნოლო­გი­ური დამუშავების სტაბილიზაციის ოპტიმა­ლუ­რი რეჟიმების დასადგენად. საფერავის ჯიშის ყურძნისაგან დამზადებულ ნატურალურ წითელ ორდინალურ სუფრის მშრალ ღვინოებში საღება­ვი ნივთიერებების საერთო შემცველობა არ უნდა იყოს 380-400 მგ/დმ3-ზე ნაკლები, ხოლო ნატურა­ლურ წითელ სამარკო სუფრის ღვინოებში, რომ­ლე­ბ­მაც გაიარეს სამწლიანი დაძველების პროცე­სი, როგორც ეს მათი დამზადების ტექნოლოგი­ი­­თაა გათვალისწინებული, საღებავ ნივთიერებათა საერთო შემცველობა არ უნდა იყოს 253-162 მგ/დმ3-ზე ნაკლები, რაც ამ ღვინოების ნატურა­ლობის ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმად უნდა მივიჩნიოთ. ცხრ. 3, ლიტ. 9.

ავტ.

 

11.გ9.7.6. ალკოჰოლური დუღილის წინ საფერავის დურდოს დამუშავება ნანოვერცხლით და ღვინის ენოქიმიური გამოკვლევა. /. ებელაშვილი, . მე­ლიქიშვილი, . ოქრუაშვილი, . მდინარაძე/. სა­ქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 395-398. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნანოსტრუქტუული კოლოიდური ვერცხლის სხვა­­დასხვა დოზისა და გოგირდოვანი ანჰიდ­რი­დის (კადიფიტი 50 მგ/) გამოყენებით, ჩატარდა საფერავის დურდოს დამუშავება ალკოჰოლური დუღილის წინ. დადგენილია, რომ 0,4 მგ/ კონ­ცენტრაციის კოლოიდური ვერცხლით დამუშა­ვების გამოყენებას, გოგირდოვანი ანჰიდრიდის გამოყენების იდენტური ეფექტი აქვს ღვინის ენო­ქიმიურ მაჩვენებლებზე. ცხრ. 2, ლიტ. 8.

ავტ.

 

11.გ9.7.7. ყურძნის ტკბილის დაწმენდის პროცესში ბუნებრივი ანტისეპტიკის გამოყენების შედეგები. /. ებელაშვილი, . მელიქიშვილი, . მდინარაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერე­ბა­თა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 399-403. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ყურძნის ტკბილის დაწმენდა ჩატარდა დაბალ (3-50C) ტემპერატურაზე დაყოვნებით; ბუნებრივი ან­ტისეპტიკის - კოლოიდური ვერცხლის სხვადა­სხვა დოზისა და გოგირდოვანი ანჰიდრიდის (კადიფიტი 50 მგ/) გამოყენებით. დაწმენდის ხანგრძლიობა იყო 24 საათი. ლექიდან მოხსნის შემდეგ, დაწმენდილ ტკბილში, შესწავლილ იქნა ანტისეპტიკებისა და დაბალი ტემპერატურის გამოყენების გავლენა ტკბილის ძირითად ქიმიურ მაჩვენებლებზე. დადგენილია, რომ აღნიშნული მაჩვენებლების რაოდენობრივ შემცველობაზე ნანოვერცხლის გამოყენება 0,4 მგ/ კონცენტრა­ციით, ისეთივე გავლენას ახდენს, როგორც გოგი­რ­დოვანი ანჰიდრიდი. ცხრ. 4, ლიტ. 14.

ავტ.

 

11.გ9.7.8. ადგილის ფიზიკურ-გეოგრაფიული თავი­სებურების გავლენა ღვინომასალებზე (ვაზის ზო­გიერთი ჯიშის მაგალითზე). /. გაგუა, . გოგი­ტი­ძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეც­ნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 36-40. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია ვაზის ზოგიერთი ჯიშის ღვინო­მა­სალის მაგალითზე ადგილის ფიზიკურ-გეოგ­რა­ფიული თავისებურების გავლენა.

ავტ.

 

11.გ9.7.9. ადგილობრივი ალუმოსილიკატების გამო­ყენების პერსპექტიულობა ღვინომასალების ხა­რი­სხიანობის უზრუნველსაყოფად. /. ჯაფარიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერე­ბა­თა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 41-44. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია სხვადასხვა ტიპის სუფრის, რო­გორც თეთრი, ისე წითელი ღვინომასალების ბუ­ნებრივი და მოდიფიცირებული ადგილობრივი ალუმოსილიკატებით დამუშავების გავლენა მათ დაწმენდასა და სტაბილიზაციაზე. ნაჩვენებია ამ მიზნით მოდიფიცირებული ადგილობრივი ბენ­ტო­ნიტური თიხების გამოყენების პერსპექტიუ­ლო­ბა.

ავტ.

 

11.გ9.7.10. ვარდისფერი ღვინოების დამზადების პროცესების ბიოქიმიური და ტექნოლოგიური გამოკვლევა. /. ბაღათურია, . ნანიტაშვილი, . ბეგიაშვილი, . შილაკაძე, . ბაღათურია/. აგრა­რულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლო­გი­ები. – 2013. – #2. – გვ. 68-76. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ვარდისფერი ღვინოები საერთაშორისო ბაზარზე სარგებლობენ დიდი პოპულარობით და მათზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ამით არის გაპირობებული, რომ საფრანგეთის, იტალი­ის, ეს­პანეთის, არგენტინის, პორტუგალიის და მე­ღვი­ნე­ობის სხვა მოწინავე ქვეყნების მიერ გამო­შვე­ბულ საერთო პროდუქციაში ვარდისფერი ღვი­ნო­ების ხვედრითი წილი 55-60%- მეტს აღე­მატება; მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი საქარ­თველოში გაცილებით დაბალია. არა და ამ მიმარ­თულებით საქართველოს მეღვინეობას დიდი პო­ტენციური შესაძლებლობები გააჩნია. სამწუხა­როდ, ეს დიდი შესაძლებლობები სრულად არ არის გამოყენებუ­ლი და ამ ღვინოების დამზადება და მათი ასორ­ტიმენტი ძალზე შეზღუდულია. ამას ისიც უშლის ხელს, რომ დღეისათვის არ არის სათანადოდ და­მუ­შავებული ამ ღვინოების დამზადების მეცნიე­რუ­ლად დასაბუთებული ოპ­ტიმალური რეჟიმები და რეკომენდაციები, ადგი­ლობრივი ვაზის ყურძ­ნის ჯიშების თავისებურე­ბე­ბი, ვარდისფერი ღვი­ნო­ებისადმი დღეისათვის საერთაშორისო ბაზარ­ზე წამოყენებული მოთხო­ვ­ნების გათვალისწი­ნე­ბით. ამასთან დაკავშირე­ბით, შემდგომ დაზუსტე­ბას და დახვეწას მოით­ხოვს ამ ღვინოების არა მარტო დამზადების ტექ­ნოლოგიური პროცესები, არამედ მათი დამუშა­ვებისა და სტაბილიზაციის საკითხიც. ყოველივე ეს კი დღის წესრიგში აყე­ნებს ამ პრობლემების დამუშავების აუცილებლო­ბას. ცხრ. 3, ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.7.11. მოქმედებს თუ არა ქვევრის თიხა ღვინის ხარისხზე?! / . ბარისაშვილი/. ახალი აგრარული საქართველო. – 2013. – #4. – გვ. 19-22. – ქართ.

მოცემულია 1910 წელს და 2010 წელს დამზადე­ბუ­ლი უხმარი ქვევრის ნატეხებში შემავალი ნივ­თიერებების (მძიმე მეტალების) კვლევის შედეგე­ბი. კვლევის ძირითადი მიზნის მისაღწევად, რო­მე­ლიც გულისხმობს არა მარტო ქვევრში შემავა­ლი ნივთიერებების, არამედ მათი ღვინოზე ზემო­ქმედების ანალიზს, გამოკვლეული იყო ქვევრში და მინის ჭურჭელში დაყენებული ღვინის ნიმუშები. კვლევას უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე, გადაეცემოდა თუ არა მძიმე მეტალები ჭურჭ­ლიდან ღვინოს დაშვებულ ზღვარზე მეტი რაო­დენობით. შედეგებმა აჩვენა, რომ ორივე შემ­თხ­ვევაში შემცველობის მაჩვენებლები არ აღემა­ტე­ბა დაშვებულ ნორმებს. ბიბლ 2. ცხრ. 4.

. ჩხაიძე

 

11.გ9.7.12. ღვინის წარმოების მუშათა შრომის პირო­ბების თავისებურებები. /. კვერენჩხილაძე, . ქვა­თაძე, . არაბიძე, . რიჟინაშვილი, . ხვადაგი­ანი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტე­ტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – ტ. XLVI. – გვ. 50–51. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

პროფესიულ დაავადებათა პრევენციის“ 2011 წ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსთე­ლია­ნი ველისთელავის ღვინის საწარმოს ბა­ზაზე ჩატარ­და ღვინის წარმოების მუშათა შრო­მის პირობების კომპლექსური შესწავლა მომუშა­ვეთა შრომის პი­რო­ბე­ბის ჰიგიენური შეფასებისა და გამაჯანსა­ღე­ბელ ღონისძიებათა შემუშავების მიზნით. შესწავ­ლილი წარმოების უმეტეს სამუ­შაო ადგილებზე შრომის პირობები ფასდებოდა მავნეობის სხვა­და­სხვა ხარისხით (ძირითადად, 3.1. და 3.2 კლასით); ზო­გიერთ სამუშაო ადგილზე შრომის პირობები და­საშვებ პარამეტრებს შეესა­ბა­მება (მავნეობის მე-2 კლასი). ყველა კონკრე­ტულ შემთხვევაში მავნეობის გან­მსაზღვრელი ფაქ­­ტორები სხვადასხვაა. მომუ­შა­თა შრომის პი­რო­ბები, საწარმოო გარემოსა და შრომის პრო­ცე­სის ფაქ­­ტორების შერწყმული მოქ­მე­­დების გათვა­ლის­წი­ნებით, მიეკუთვნება მავნე­­ბის 3.1 და 3.2 კლასს. ჩატარებული კვლევის შედე­გები საფუძ­ვ­ლად დაედო შრომის პირობების გამა­ჯან­საღებე­ლი ღონისძიებების შემუშავებას. რეკო­მენდა­ციე­ბი ითვალისწინებს ტექნიკურ-ტექნო­ლო­­­გიური, სანიტარულ-ტექნიკური და ჰიგიე­ნუ­რი ხასიათის ღონისძიებებს. ლიტ. 5.

ავტ.

 

 

გ9.8. ჩაი და სუბტროპიკული მცენარეები

 

11.გ9.8.1. ცირტუსოვანთა შორეული ჰიბრიდების პრაქტიკული გამოყენების პერსპექტივები. /. თუ­თბერიძე, . ყიფიანი/. სუბტროპიკული კულ­ტუ­რები. – 2010. – #1-4. – გვ. 23-27. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

ციტრუსოვანთა შორეული ჰიბრიდების სქესობ­რი­­ვი თაობის (F1) ზრდა-განვითარების ბიოლო­გი­ური, ფიზიოლოგიური და სამეურნეო ვარგი­სი­ა­ნობის შესწავლის საფუძველზე გამოყოფილია და წარმოებაში დანერგილია ციტრანჟი F3 – ანა­სეული”, რომელიც მაღალყინვაგამძლეა, მოსავ­ლი­ანია, ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით ვი­ტამინებს და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიე­რე­ბებს. მისგან დამზადებული მატონიზირებელი სასმელები არა მარტო გამაგრილებელი და სასია­მოვნოა, არამედ სამკურნალო თვისებების მატა­რე­ბელია. ცხრ. 3, ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.8.2. ნარინჯოვანთა გენოფონდის ბიოლოგი­­რი მრავალფეროვნება და მდგომარეობა საქართ­ველოში. /. ბარათაშვილი, . ხალვაში/. სუბტ­რო­­პიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 27-29. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

განხილულია საქართველოში გავრცელებული ცი­­ტრუსოვანთა სამრეწველო პლანტაციების, ასე­ვე ნარინჯოვანთა სხვა სახეობების, ჯიშებისა და ფორმების დღევანდელი მდგომარეობა და დასა­ხულია ღონისძიებები დარგის შემდგომი აღმავ­ლობა-განვითარებისათვის. ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.8.3. ვეგეტატიური ორგანოების ზრდის ინტენ­სი­ვობის თავისებურებანი შორეული ჰიბრიდი­ზა­ციის შედეგად მიღებულ ციტრუსოვანთა ახალ­გაზრდა ასაკის ფორმებში. /. ყიფიანი/. სუბტ­რო­პიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 30-32. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

მოცემულია იმერეთის რეგიონში გავრცელებულ ციტრუსოვანთა ზოგიერთ კულტიგენში შორეუ­ლი ჰიბრიდიზაციის მეთოდის გამოყენებით მი­ღებული ახალი ფორმების ბიო-მორფოლოგი­ური შესწავლის შედეგები. ცხრ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

11.გ9.8.4. ახალი კულტურა - აზიმინა. /. გოლიაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 48-50. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

აზიმინა სამფრთიანი მრავალრიცხოვანი ტროპი­კული ფლორის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც იზრდება და მსხმოიარობს ჩვენს პირო­ბებშიც. მცენარე უძლებს – 25-29°C ყინვას. ამ დე­კო­რატიულ და ნაყოფმომცემ მცენარეს აშენებენ მისი არაჩვეულებრივი საგემოვნო თვისებების გამო, რომელიც ბანანს ჩამოგავს. სტატიაში მო­ცე­მულია ამ მცენარის ზოგიერთი ბიოლოგი­ური თავისებუ­რებ. სურ. 4, ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.8.5. ციტრუსებისთვის დამახასიათებელი ძლი­ერი სპონტანური მუტაგენეზის შესაძლო მექანი­­მებისა და პოლიემბრიონის ევოლუციური მნი­შვნელობის შესახებ. /. დიასამიძე, . დოლიძე, . ქორიძე, . თურმანიძე/. სუბტროპიკული კულ­ტუ­რები. – 2010. – #1-4. – გვ. 65-68. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

ნაშრომი ეხება ციტრუსებისთვის დამახასიათე­ბელი ძლიერი სპონტანური მუტაგენეზის შესაძ­ლო მექანიზმებისა და პოლიემბრიონის ევოლუ­ციური მნიშვნელობის შეფასებას. ციტრუსის გვა­რი სპონტანური მუტაციური პროცესების ინტენ­სივობის მიხედვით ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკა­ვებს კულტიგენურ მცენარეთა შორის. ციტრუ­სებში პირველადი გენოცენტრისაგან განსხვავე­ბულ პირობებში მუტაბილობის მაღალი დონე უნ­და აიხსნას ავტომუტაგენური მექანიზმით, როგორც ადაპტაციური რეაქცია მცენარისთვის უჩვე­ულო ტემპერატორული რეჟიმისადმი. პო­ლი­ემ­ბრიონია ციტრუსებში მეორეული მოვლე­ნაა, რაც მათ გენეტიკურ მდგრადობას უწყობს ხელს. ლიტ. 18.

ავტ.

 

11.გ9.8.6. მეიოზის შესწავლა ჩაის მცენარეში და მისი გენეტიკური მნიშვნელობა. /. ჯაფარიძე, . ზარ­ნაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 71-73. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

Tea- გვარის ზოგიერთ ფორმაში შესწავლილია ქრომოსომულ გარდაქმნათა სპექტრი მეიოზის პროცესის დროს. დადგენილია, რომ მეიოზი ჩაის ჯიშებში ატიპიურად მიმდინარეობს, მაღალია ქრო­მოსომულ გარდაქმნათა პროცენტი, სტრუქ­ტურული ხასიათის დარღვევებიდან აღინიშნება ერთეული და რამდენიმე ფრაგმენტის, ხიდაკისა და რგოლის წარმოქმნა, რომლებიც განიხილება, როგორც ჩაის ჰეტეროზიგოტული ორგანიზმის პოტენციური ინვერსიები და ტრანსლოკაციები. ლიტ. 2.

ავტ.

 

11.გ9.8.7. ბუნებრივად და ეთილენპროდუცენტების გამოყენებით დამწიფებული ფორთოხლის ნაყო­ფების ხარისხობრივი მაჩვენებლები. /. ჯაყელი/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 73-76. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

შესწავლილია ფორთოხალ ვაშინგტონ-ნაველის ნაყოფების ბიოქიმიური და მექანიკური მაჩვენებ­ლები როგორც ბუნებრივად დამწიფებულ, ისე ჰიდრელის და დიჰიდრელის 250 მგ/ ხსნარე­ბით დამუშავებულ ნაყოფებში. ანალიზები ჩატა­რებულია ნაყოფების ტექნიკური სიმწიფის პერი­ოდში. განსაზღვრულია ყვითელი, ყვითელ-მწვა­ნე და მწვანე ნაყოფების გამოსავლიანობა. დადგე­ნილია, რომ ეთილენპროდუცენტები - ჰიდრელი და დიჰიდრელი აჩქარებს ფორთოხლის ნაყოფე­ბის დამწიფების პროცესს კარგი ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებით. ცხრ. 2, ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.8.8. ჩაის კოფეინის, ანტოციანებისა და ფლავ­ნოიდური გლიკოზიდების კვლევა მაღალი წნე­ვის სითხური ქრომატოგრაფირებით. /. კალან­დია, . ივანიძე, . აფხაზავა/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 94-97. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფირების გამოყენებით შესწავლილია ჩაის ფოთლის (ანტო­ციანური შეფერილობით) კოფეინი, ფლავნოიდუ­რი გლიკოზიდები და ანტოციანები. სურ. 4, ცხრ. 4, ლიტ. 3.

ავტ.

11.გ9.8.9. მიღწევები ჩაის ბიოქიმიაში და მათი გამო­ყენების ეფექტიანობა პროგრესულ ტექნოლოგი­ებში და ჩაის ხარისხის ამაღლებაში. /. ორაგვე­ლიძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 101-106. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

მოცემულია ბიოქიმიური კვლევების საფუ­ძველ­ზე შემუშავებული პროგრესული ტექნოლოგიები და ინსტიტუტის ტექნიკური ბიოქიმიის ლაბო­რა­ტორიაში შესრულებული სამეცნიერო კვლევები. ნაჩვენებია, რომ აგროქიმიური და აგროტექნიკუ­რი ღონისძიებების გატარების, გადამუშავების ოპტიმალური პარამეტრების დაცვის პირობებში ნედლეულისა და მზა პროდუქტში მაღალია ფასეული ხსნადი ნივთიერებების შემცველობა. მოცემულია ჩაის ხარისხის გაუმჯობესებისა და დარგის რეაბილიტაციის ფაქტორები. ცხრ. 2.

ავტ.

 

11.გ9.8.10. ფოსფორიანი სასუქების გავლენა ჩაის ფოთ­ლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. /. კუტა­ლაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 151-154. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

აზოტ-კალიუმიანი სასუქების ფონზე შეტანილი ფოსფორიანი სასუქი ჩაის ფოთლის მოსავლის გაზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად ამაღლებენ ჩაის მწვანე ფოთოლში ტანინისა და ექსტრაქ­ტუ­ლი ნივთიერებების რაოდენობას. მათი რაოდე­ნო­ბა დაბალ უსასუქო ვარიანტზე შესაბამისად შეადგენს 22,9 და 39% (2006 .). N300K100 + P180 ვარიანტზე აღნიშნული მაჩვენებლები იზრდება და შესაბამისად შეადგენს 26,1 და 46,6% (2006 .). ტანინისა და ექსტრაქტული ნივთიერებების შემ­ცველობა ჩაის დუყებში განიცდის სეზონურ ცვა­ლებადობას. მათი შემცველობა დუყებში მაისი­დან დაწყებული ყოველთვიურად იზრდება და მაქსიმუმს აღწევს აგვისტოში. ცხრ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.8.11. მინერალური სასუქის დოზებისა და ელემენტების თანაფარდობის გავლენა მანდარინ უნშიუს ნაყოფების შენახვისუნარიანობაზე. /. ნა­კაშიძე, . ცანავა, . მიქელაძე, . კუტალაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 154-157. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

შესწავლილია აზოტის დოზების და NPK- შე­ფა­რ­­დების გავლენა მანდარინ უნშიუს პროდუქტი­ულობასა და ნაყოფის შენახვისუნარიანობაზე. აზოტის მზარდი დოზები და ფოსფორ-კალიუ­მიანი სასუქის დოზები 130-260 /ხეზე უზრუნ­ველყოფენ როგორც მაღალ მოსავალს, ასევე ნაყოფის შენახვისუნარიანობას. ცხრ. 2, ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.8.12. ხანდაზმული ჩაის პლანტაციების რეგე­ნერაციის უნარიანობა მძიმე გასხვლების ფონზე. /. გაბრიჩიძე, . ჩიკაშუა, . მგელაძე, . ელიაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 212-215. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ 75-80-წლიანი ჩაის ბუჩქები მძიმე გასხვლის ფონზე რეგენერაციის მაღალი უნარით ხასიათდება და გასხვლის პირველსავე წელს იძლევიან დიდი რა­ო­დენობით ამონაყრს. ოპტიმალური აგრო­ტექ­ნი­კური მოვლის პირობებში ასეთი პლანტაცი­ე­ბის ექსპლოატაცია შესაძლებელია 20-30 წლით გახან­გრძლივდეს. ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.8.13. მეტეოროლოგიური ფაქტორები და სუბ­ტროპიკულ კულტურათა პროდუქტიულობა. /. გაბრიჩიძე, . ლოლაძე, . ფარტენაძე/. სუბტრო­პიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 195-199. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

უკანასკნელი 15-20 წლის მანძილზე საქართვე­ლოს სუბტროპიკულ რეგიონებში დიდთოვლობა და კატასტროფული ყინვები არ აღნიშნულა. თუ­მ­ცა, ამ ხნის განმავლობაში აღინიშნება საგა­ზა­ფ­ხულო წაყინვები, გვალვები, რაც მნიშვნელოვან ზარალს აყენებდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მო­სავ­ლიანობას. ასეთ პირობებში აგრომეტეორო­ლო­გიური ინფორმაციის დროული მოპოვება და მისი სწორად გამოყენება ფერმერულ მეურნეობებს სა­შუ­ალებას მისცემს კორექტირება გაუკეთოს სასო­ფ­ლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ოპერაციებს. სუბტროპიკულ ზონაში აუცილებე­ლია აგრომეტეოროლოგიური სადგურების ფუნქ­ციონირების აღდგენა. ცხრ. 3, ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.8.14. ჩაის ახალი პერსპექტიული ფორმების ფესვთა სისტემისა და მიწისზედა ნაწილების შესწავლის შედეგები. /. ჯაბნიძე, . კუტუბიძე, . ჯაბნიძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 221-223. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

განხილულია ჩაის ახალი პერსპექტიული ფორ­მების #59, 62, 101-ის ფორმათა ფესვთა სისტემის და მიწისზედა ნაწილების შესწავლია შედეგები. როგორც მიღებული მონაცემებიდან ჩანს, სელექ­ციური ფორმების მიწისქვედა და მიწისზედა ნა­წილები უფრო კარგადაა განვითარებული, ვიდრე საკონტროლო ვარიანტის, კარგი შედეგებით გა­მო­ირჩევა სელექციური ფორმა #101. ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.8.15. სამეგრელოს ბუნებრივ-კლიმატური პი­რობები და სუბტროპიკული კულტურების წარ­მოების მეცნიერული საფუძვლები. /. თოდუა/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 224-227. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

სამეგრელო დასავლეთ საქართველოს სუბტრო­პი­კული ზონის ჩრდილოეთით მდებარეობს. მისი ბუნებრივ-კლიმატური პირობები არაერთგვარო­ვანია სუსტი ყინვაგამძლე სუბტროპიკული კულ­ტურების წარმოებისთვის. მრავალწლიანი კვლე­ვის შედეგად სამეგრელოს რეგიონი დავყავით ექვს მიკროკლიმატურ ზონად და გეოგრაფიულ ნაკვე­თებზე მცენარეთა გამოცდით დადგენილ იქნა მათი გავრცელების საზღვრები. სურ. 1, ცხრ. 1.

ავტ.

 

11.გ9.8.16. ჩაის წარმოების განვითარების მიმართუ­ლებები. /. რევიშვილი/. სუბტროპიკული კულ­ტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 269-272. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

მოცემულია საქართველოში ჩაის წარმოების მდგო­მარეობის ანალიზი და შემოთავაზებულია ნედლეულის რესურსისა და ტექნოლოგიური პო­ტენციალის ოპტიმალურ გამოყენებაზე დაფუ­ძ­ნე­ბული პროდუქციის ხარისხისა და კონკურენ­ტ­უ­რიანობის ამაღლების, კომპლექსური მცირე­ნა­­ჩენიანი ტექნოლოგიისა და შესაბამისი ტექნი­კური საშუალებების შემუშავების ძირითადი მი­მართულებები. ცხრ. 3, ლიტ. 16.

ავტ.

 

11.გ9.8.17. ზოგიერთი ფიზიკურ-ქიმიური ცვლილე­ბე­ბის კვლევა ჩაის ფოთლის ბუნებრივი ღნობის დროს. /. ჭოლაძე, . ჭოლაძე, . მაგრაქველიძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 272-275. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

გამოკვლეულია ტენის, მასის და ზოგიერთი ქი­მიურ-ორგანოლეპტიკური ცვლილებები ფოთ­ლის ბუნებრივი ღნობისას, ხის, ცემენტის და პოლიპროპილენის ზედაპირზე 3-4 სმ ფენის და ჰაერის 16-250C ტემპერატურაზე. ბუნებრივი ღნო­ბის ხანგრძლივობა 59-62% ტენიანობამდე ხის ზედაპირზეა 24-28, პოლიპროპილენის - 25-30, ცემენტის - 33-36 საათი. ბუნებრივად მომღნარ ფოთოლს აქვს მოყვითალო ნაყენი ვარდის არო­მატით და ძლიერ მწკლარტე გემო, ხოლო მწვანე ფოთოლს ღია-მომწვანო ნაყენი, სიმწვანის სუ­ნით და მწარე გემო. სურ. 2, ცხრ. 3, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.8.18. ციტრუსოვანთა პლანტაციებში ბიოლო­გი­ურად მობერებული (ამორტიზირებული) მცე­ნარეების რეაბილიტაციის შესახებ. /. ჯაბნიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიე­რე­ბათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 30-36. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მეციტრუსეობის რენტაბელობის დონის ამაღლე­ბა შესაძლებელია ბიოლოგიურად მობერებული (ამორტიზებული) ხეების შეცვლით, პროგრე­სუ­ლი აგროტექნიკის, სწორი ორგანიზაციული და ეკო­ნომიკური ფაქტორების გამოყენებით, სანერ­გეების მოწყობით, უხვად და რეგულარულად მსხმოიარე, ადრემწიფადი ჯიშების გამოყვანით და მათი ელიტური ნერგებით ახალი პლანტაცი­ების გაშენებით. ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.8.19. ფართოფოთლიანი მანდარინი უნშიუს სხვადასხვა ტიპის ტოტების ბიომორფოლოგიის კავშირი მსხმოიარობასთან. /. ყიფიანი/. საქართ­ვე­ლოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკა­დემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 37-39. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ფართოფოთლიან მანდარინ უნში­უს ბიომორფოლოგიური თავისებურების ურთი­ერთკავშირი მოსავლიანობასთან. ცხრ. 2, ლიტ. 1.

ავტ.

 

11.გ9.8.20. ფორთოხლის ნაყოფების ფიზიკური მაჩ­ვე­ნებლების ცვლილება ოროგრაფიულ ფაქტო­რებთან დაკავშირებით. /. ნაკაშიძე, . ალასანია/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიე­რება­თა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 51-53. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

გადმოცემულია ზღვის დონიდან 50 და 150 სი­მაღლეზე გაშენებული ფორთოხალ ვაშინგტონ-ნაველის ნაყოფების ფიზიკური მაჩვენებლების ცვლილება ზრდა-განვითარებისა და შენახვის პე­რიოდში. დადგენილ იქნა, რომ ზღვის დონი­დან 50 სიმაღლეზე გაშენებული მცენარეთა ნაყო­ფი ხასიათდება უკეთესი ფიზიკური მაჩვენებ­ლებით, ადრე აღწევენ მწიფობის პერი­ოდს და კრეფა შესაძლებეია დაახლოებით ათი დღით ადრე, ვიდრე ზღვის დონიდან 150 სიმა­­ლეზე გაშენებულ მცენარეთა ნაყოფისა. შენა­ხვის ერთნაირ პირობებში 50 სიმაღლის ნაყო­ფი, ინტენსიურად მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების გამო, ხასიათდება ნაკლები შენახვისუნარიანობით. ფორთოხლის ნაყოფის კრეფისას მიზანშეწონილია მათი დახარისხება ზონების მიხედვით. ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.8.21. მრავალრიცხოვანი რეგენერაცია ლიმონის (Citrus limon) კალუსის კულტურაში. /. ზარნაძე, . ჯაყელი, . დოლიძე, . ჯაფარიძე/. საქართვე­ლოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადე­მიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 59-62. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემუშავდა ლიმონის ჩანასახების in vitro კულ­ტუ­რაში შეყვანის პირობები. შერჩეულ იქნა: კალუ­სუ­რი კულტურების მიღებისთვის აუქსინთა კონ­ცენტრაციები და პირობები, რეგენერაციისათვის ჰორმონუ ნივთიერებები და მათი კონცენტ­რა­ციები, მიღწეულ იქნა რეგენერაციის ინდუქცია ხელოვნურ საკვებ არეზე და რეგენერანტების მიღება. ცხრ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.8.22. კავკასიური როდოდენდრონის (Rhodo­de­ndron caucasicum Pall.) ფლოროცენოტიკური კომ­პლექსი დიდი კავკასიონის მაღალმთიან ეკოსის­ტემაში და მისი ბოტანიკურ-გეოგრა­ფიუ­ლი მრა­ვალფეროვნება. /. ჩეტეკაური, . ჭელიძე/. აგრა­რული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 29-37. – რუს.; რეფ.: ინგლ.

კავკასიური როდოდენდრონის ტევრების ფლო­რო­­ცენოტიკური კომპლექსის ტიპიური დამახასი­ათებელი სახეობების შესწავლისას გათვალისწი­ნე­ბულ იქნა თითოეული სახეობის არეალი, ცენო­ტიკური ფუნქცია და ცენოტური კავშირები. თუმ­ცა როდოდენდრონის ტევრებში კავკასიაში ხში­რად შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა მცენა­რის დაახლოებით 100 სახეობა, ამ კომპლექსის ტიპი­ური კონსტანტური სახეობების რიცხვი კავკასია­ში ძირითადად 14-ია. ეს სახეობები გაერ­თიანე­ბუ­ლია 11 გვარად და 8 ოჯახად. ამ სახეობების უმრავლესობა (8) მიეკუთვნება არეალის პალეარ­ქტიკულ ტიპს. იმის მიუხედავად, რომ ბიოეკო­ლოგიით Rhododendron ñaucasicum ავლენს მჭიდ­რო ნათესაურ კავშირს Rh. ponticum L.-სთან და ხშირად გვხვდება კოლხურ ტყეში ბუჩქნარის ფორ­მით, ის არ შეიძლება ჩაითვალოს კოლხური ბუჩქნარის ტიპიურ სახეობად. მისი გავრცელების ტიპიური გიფსომეტრული მაჩვენებელია სუბ­ალპური და ალპური სარტყელი (1800-2700 ). სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 32.

ავტ.

 

11.გ9.8.23. ჩაის პლანტაციებზე რთული სასუქების გამოყენების დიაგნოსტიკა ცხრილების მეშვეო­ბით. /. ბურჭულაძე, . ცანავა, . ჭანუყვაძე/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 65-69. – რუს.; რეფ.: ინგ.

შეფასებულია რთული სასუქების ახალი ფორმე­ბის მოქმედება ჩაის პლანტაციებზე მრავალ­წლია­ნი საველე ცდების საფუძველზე ცხრილებით დიაგნოსტიკის მეთოდით. დადგინდა, რომ წი­თე­ლი ნიადაგის პირობებში ისინი მაღალი ეფექ­ტურობით გამოირჩევიან იგივე რაოდენობის მარ­ტივ (სტანდარტულ) სასუქებთან შედარებით. მო­სავლიანობის ზრდა 13-22% შორის მერყეობს. შეინიშნება მცენარის ფოსფორით კვების ზრდა2O5 დონის ზრდა). თუმცა, ჩაის მცენარეებში არსებითი განსხვავებები NPK მაჩვენებლებს შორის რთული სასუქების სხვადასხვა ფორმების მიხედვით არ გამოვლინდა. ცხრ. 3, ლიტ. 11.

ავტ.

11.გ9.8.24. ჩაის დაავადებანი. /. ბერაძე/. საქართვე­ლოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადე­მი­ის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 87-90. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

2006-2010 წლებში ჩატარებული კვლევებით ჩაის მცენარეზე გამოვლენილია 50 სხვადასხვა სახეო­ბის სოკო, აქედან 18 სახეობა პირველადაა აღნიშ­ნული. დაავადებებიდან გავრცელებითა და
მავ­ნეობით გამოირჩევა ნაცრისფერი და ყავის­ფე­რი ლაქიანობა, კლადოსპორიოზი, ალტერნარი­ო­ზი, ცეპრკოსპორიოზი.

ავტ.

 

11.გ9.8.25. თამბაქო Flue Cured Virginia (FCV) ჰეტე­რო­ტული და ჰეტერობელტოტიკური კვლევები. /. ალი, . მოჰამადი, . ხანი/. აგრარული მეცნიე­რების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 8-16. – ინგ.; რეფ.: რუს.

ექსპერიმენტი ჩატარდა ხანგარის სადგურზე მარ­დან-კპკ-პაკისტანში 2008 წელს თამბაქოს ზოგი­­­­თი გენოტიპის შეფასების მიზნით. თამბაქოს შვი­დი გენოტიპი (KHG22, SPT G 126, K399, NC606, KHG21, KHG24 და SPT G 28) შეჯვარე­ბული იყო ყველა შესაძლო პირდაპირი და ორმხრივი კომბი­ნაციით. ორმოცდაორი პირდაპირ და ორმხრივ შეჯვარებული სახეობა მათ შვიდ გენოტიპთან ერთად ინტერვალებით რანდომიზებულად იქნა დარგული. ჰეტეროტულმა ეფექტმა გვაჩვენა, რომ შესაძლებელია თამბაქოს გენოტიპების ჰიბრიდუ­ლი ენერგიის ექსპლუატაცია მოსავლიანობის და მისი კომპონენტების გაუმჯობესებისთვის. ამგვა­რად, შეჯვარებულ სახეობებს აქვთ სხვადასხვა თვისების სრულყოფის პოტენციალი როგორც ფოთლის ხარისხის, ასევე მოსავლიანობის თვალ­საზრისით. ცხრ. 9, ლიტ. 13.

ავტ.

გ9.9. მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ვეტერინარია

 

11.გ9.9.1. ცხოველთა საძოვრული შენახვის პერსპექ­ტივები საქართველოში. /. სარჯველაძე/. აგრა­რუ­ლი საქართველო. – 2013. – #2(22). – გვ. 28-30. – ქართ.

შედარებულია ცხოველთა საძოვრული და ბაგუ­რი შენახვის პირობები, აღნიშნულია საძოვრული შენახვის უპირატესობები. საქართველოში, სადაც საკვები კულტურებისათვის სახნავი მიწების გა­მო­ყენების შესაძლებლობა შეზღუდულია, საკვე­ბის წარმოების ძირითად საშუალებად ბუნებ­რი­ვი საკვები სავარგულები რჩება.

ავტ.

 

11.გ9.9.2. აგრარული რეფორმები და მეცხვარეობის განვითარების პერსპექტივები აღმოსავლეთ სა­ქართველოს ალპურ მეცხოველეობაში. /. ქავთა­რა­ძე/. ეკონომისტი. – 2011. – #4. – გვ. 42-48. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

შესწავლილია აგრარული რეფორმების პირობებ­ში აღმოსავლეთ საქართველოს ალპური მეცხვა­რე­ობის განვითარების საკითხები; გაანალიზე­ბუ­ლია ფშავ-ხევსურეთში განხორციელებული სა­თე­­მო მიწათმფლობელობის ფუნქციონირების მე­ქა­ნიზმი, მთისა და ბარის ეკონომიკური დონე­ები; შემუშავებულია წინადადებები აგრარული რე­ფო­­რ­მის გატარების პირობებში მთის სოფლებ­ში საკომლო მეურნეობის მოწყობის შესახებ. ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.9.3. პრეპარატ PUP და UPS-ის ტოქსიკურობის შესწავლა. /. ჭიკაიძე, . ყურაშვილი, . მაკარა­ძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიე­რებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 229-231. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია დერმატომიკოზების სამკურნალო ახალი პრეპარატების PUP და UPS-ის ტოქსიკური თვისებების შესწავლის შედეგები. ცდები ჩატარე­ბულია ბოცვრებზე კანის სინჯის მეთოდით. გა­მოკვლევებით დადგენილია, რომ პრეპარატები PUP და UPS- არ იჩენენ დერმატოტოქსიკურ მოქ­მედებას. ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.9.4. გინეკოლოგიური დისპანსერიზაციის რო­ლი ფურებსა და უშობლებში უნაყოფობის პრო­ფოლაქტიკისა და ლიკვიდაციის საქმეში. /. ბუც­ხრიკიძე, . პარკაძე, . ჭანტურიძე/. საქართვე­ლოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკა­დე­მიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 232-234. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ფურებსა და უშობელებში უნაყო­ფო­­ბის პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის სა­კი­თ­ხები. ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.9.5. სამკურნალო მცენარეთა ნაყენი ხბორების დისპეპსიის დროს. /. აბდინოვა/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 235-236. – რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ხბორების დისპეპსიის დროს ეფექტური და მი­ზან­შეწონილია გვირილას ყვავილებისა და მრა­ვა­ლ­ძარღვას ფოთლების ნაყენის (1:10) გამოყენე­ბა, ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროლორიდის ინექ­ცი­­­ებთან ერთად (0,1 მლ ერთ კგ ცოცხალ მასაზე). ოთხ და ხუთ დღეში ქრება დისპეპსიის კლინი­კუ­რი ნიშნები, ხოლო ფიზიოლოგიური მაჩვენებ­ლე­ბი უახლოვდება ნორმის ფარგლებს. ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.9.6. ძროხისა და კამეჩის ადგილობრივი ჯიშე­ბის მოზარდის დაკვლის პროდუქტების გამო­სა­ვლიანობის საკითხისათვის. /. გოგოლი/. საქარ­თველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკა­დე­­მიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 243-246. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

გაანალიზებულია ძროხისა და კამეჩის 2 წლამდე ასაკის მოზარდის სახორცედ გადამუშავებისას დაკვლის ძირითადი და თანამდევი პროდუქტე­ბის მასისა და გამოსავლიანობის განსაზღვრის შედეგები. დადგენილია, რომ ნაკლავის გამოსავ­ლიანობა, ზაქთან შედარებით, უფრო მაღალი იყო ძროხის მოზარდში და, აგრეთვე, ორივე სახეობის უფრო მაღალი ცოცხალი მასის ინდივიდებში. სა­კვები სუბპროდუქტების გამოსავლიანობით რამ­დე­ნადმე მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის აღ­ნი­შნული, მაშინ, როდესაც ტყავის გამოსავალი ზაქში საშუალოდ 3%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე ძროხის მოზარდში. ცხრ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.9.7. ცხენის ძირითადი ჰელმინთოზების სე­ზო­ნურ-ასაკობრივი დინამიკა აღმოსავლეთ საქართ­ველოში. /. ავალიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 250-253. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ყულარის ცხენსაშენში უმთავრესი ჰელმინთო­ზუ­­რი დაავადებებია საჭმლის მომნელებელი ტრა­­ტის სტრონგილატოზები და პარასკარი­დო­ზი, რო­მელთა აღმძვრელებით ყველა ასაკის ცხე­ნების და­ინ­ვაზიების ექსტენსიურობის საშუალო წლიური მაჩვენებელი, შესაბამისად, 64,1 და 24,5%- შეად­გენს. სტრონგილატებით და პარას­კარიდებით უპი­­რა­ტესად დაინვაზიებულია 6-18 თვის ასაკის მოზარდეული (შესაბამისად, 71,7 და 32,2%). სტრო­­გილატოზები მაქსიმალურად ზამ­თრის (76,1-87,7%) და ზაფხულის (78,9-91,8%) თვე­­ებში ვლინდება. პარასკარიდებით დაინვაზი­ების ექს­ტენ­სიურობის სეზონური დინამიკა გამო­ხატული არ არის, თუმცა აპრილ-მაისში აღინიშ­ნება ამ მა­ჩვენებლის მატება (48,1-60,4%). ცხრ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.9.8. აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში ცხე­ნის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტრონ­გილატებისა და პარასკარიდების ინვაზიური საწყისის განვითარებისა და გამძლეობის ვადების შესახებ. /. ავალიანი, . ფოცხვერია/. საქართ­ვე­ლოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადე­მიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 254-260. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მარნეულის რაიონის (აღმოსავლეთ საქართველო) საძოვრებზე ცხენის საჭმლის მომნელებელი ტრა­ქ­ტის სტრონგილატებისა და პარასკარიდას ინვა­ზი­ური საწყისის განვითარებისათვის ხელშემ­წ­ყობი პირობები აპრილიდან ოქტომბრის ჩათვ­ლით იქმნება. ზაფხულის თვეებში (ჰაერის საშუ­ალო თვიური ტემპერატურა, შესაბამისად, 20,1-23,5-23,4°C) სტრონგილატების ლარვები და პარა­ს­კარიდას კვერცხები ინვაზიურ სტადიას, შესაბა­მისად, 5-6 და 8-9 დღეში აღწევენ. მათი ინვაზიუ­რი საწყისის განვითარება ნოემბრის პირველ დე­კა­დაში წყდება. ზამთრის თვეებში (ჰაერის საშუა­ლო თვიური ტემპერატურა, შესაბამისად, 2,2-0,2-1,2°C) საძოვარზე მოხვედრილი სტრონგილა­ტე­ბი­სა და პარასკარიდას კვერცხები იზამთრებენ და აპრილში, მას შემდეგ, რაც ჰაერის საშუალო დღი­უ­რი ტემპერატურა 8°- გადააჭარბებს, განაახლე­ბენ ან იწყებენ განვითარებას. ივლისსა და აგვის­ტო­ში ჰაერისა და ნიადაგის ზედაპირის მაღალი ტემპერატურისა და ხანგრძლივი გვალვის გამო სტრონგილატების არაინვაზიური ლარვები და პარასკარიდას კვერცხები გამოშრობის გამო იღუ­პე­ბიან. სტრონგილატების ინვაზიური ლარვები მიგრირებენ ნიადაგში და 5-10 სმ-ის სიღრმეზე მცენარეული საფარის ფესვებზე გროვდებიან. სექ­ტემბერში ისინი ვერტიკალურად ზევით მიგ­რი­რებენ და ბალახის ღეროებზე, ნიადაგის ზედა­პირიდან 5-10 სმ-ის სიმაღლეზე განთავსდებიან. ოქტომბერში მოსული ნალექის გამო ტენიანო­ბის მატების შემდეგ ლარვები ბალახის საფარზე ჰორიზონტალურად გადაადგილდებიან და მათი გამოვლენა შესაძლებელია ინვაზიური კერიდან დაახლოებით 10-15 სმ დაშორებით. ლიტ. 8.

ავტ.

11.გ9.9.9. მძუნაობის მედიკამენტოზური შეწყვეტა კატებში, როგორც სიმსივნეების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი. /. ჩხიკვიშვილი/. საქარ­თ­ველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკა­დე­მიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 261-263. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

საკვლევი კატების ნაწილში მძუნაობის ხელოვ­ნუ­რი შეწყვეტა წარმოებდა ჰორმონუ პრე­პარატების გამოყენებით. სტატიაში მოყვანილია კვლევის შედეგები და პათოლოგიური ცვლილე­ბების აღმოფხვრის გზები. ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.9.10. Anestrol – პერორალური ჰორმონალური პრეპარატი და მის მიერ გამოწვეული შედეგები. /. ჩხიკვიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 264-265. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატიის განხილვის საგანს წარმოადგენს ჰორ­მო­ნალური პრეპარატი Anestrol, მისი გამოყენება კატებში და შედეგად მიღებული ცვლილებები საკვლევი ჯგუფის 40%. ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.9.11. ავადმყოფი და მკვდარი ცხოველებიდან გამოყოფილი სალმონელების რეზისტენტობა, ანტიბიოტიკომგრძნობელობის დადგენა და მა­ღალეფექტური პრეპარატების შერჩევა. /. ჩეკუ­რიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 266-268. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია კვლევის შედეგები, რომელიც მოიცავს ავადმყოფი და მკვდარი ცხოველებიდან გამოყოფილი სალმონელების რეზისტენტობას გარემოს სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების პირობებში, ანტიბიოტიკომგრძნობელობის დად­გენას ვეტერინარიასა და მედიცინაში ფართოდ ხმარებული ანტიბიოტიკების მიმართ და სამკურ­ნალოდ მაღალეფექტური პრეპარატების შერჩე­ვას. ცხრ. 1, ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.9.12. არაცილოვანი აზოტი და შარდოვანას აზო­ტი ფურების სისხლში და რძეში საზაფხულო სასუქიან საძოვრებზე მათი გაძოვებისას. /. ბასი­ლაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეც­ნი­ერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 269-271. – რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ზაფხულის პერიოდში არაცილოვანი აზოტისა და შარდოვანას აზოტის შემცველობა საცდელი ფუ­რე­ბის სისხლში და რძეში (სასუქიანი ნაკვეთები) იზრდებოდა საკონტროლო ჯგუფთან შედარე­ბით (უსასუქო ნაკვეთი) 24,0; 30,6; 34,8; 37,6 და 15,0; 26,4; 33,2; 43,2%-ით, ჯგუფების შესაბამისად. I ჯგუფის ფურების რძეში არაცილოვანი აზოტი და შარდოვანას აზოტი გაიზარდა 0,004 და 2,5%-ით, II ჯგუფში - 0,008 და 5,4%-ით, III ჯგუფში – 0,009 და 7,0%-ით, IV ჯგუფში - 0,011 და 9,1%-ით, V ჯგუფში – 0,014 და 11,0%-ით. ცხრ. 3, ლიტ. 2.

ავტ.

 

11.გ9.9.13. ბრონქოპნევმონიით ხბოების დაავადების დინამიკა. /. პარკაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 275-277. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღწერილია ფერმა მარგებელშიმსხვილი რქო­სა­ნი პირუტყვის მეცხოველეობის ფერმის სამე­წარ­მეო საქმიანობის შედეგები, იდენტიფი­ცირე­ბულია მოზარდთა ბრონქოპნევმონიის ეტიოლო­გიური ფაქტორები. 2010-2012 წლებში ფერმაში ხბოების ბრონქოპნევმონიით დაავადების დინა­მი­კის შესწვლამ გვიჩვენა, რომ 2010 წელს ავადო­ბამ შეადგინა 24,5%, 2011 წელს 5,4% და 2012 წელს 11,1%. შესწავლილია ბრონქოპნევმონიით ხბოების დაავადების თავისებურებები. სურ. 1, ცხრ. 1.

ავტ.

 

11.გ9.9.14. ენერგეტიკული ცვლის დარღვევის კორე­ქ­ტირების მეთოდები ცხოველებში ჰიპოკინეზიის დროს. /. გრიგორიანი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 104-108. – რუს.; რეფ.: ინგლ., რუს.

შესწავლილია შეზღუდული ფიზიკური აქტივო­ბის დროს ენერგეტიკული ცვლის ზოგიერთი პა­რამეტრების ცვლილებების დინამიკა ვირთაგ­ვე­ბში და ხბოებში. ჩატარებულია ადაპტოგენური პრეპარატის ელეუტეროკოკის ექსტრაქტის ტეს­ტირება სამრეწველო გარემოში. დადგინდა, რომ მოხდა ჟანგბადის მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირება, კატალაზის აქტივობის და გლუტა­ტი­ონის შემცველობის ზრდა ექსპერიმენტულ ცხო­ველთა სისხლში, რაც სავარაუდოდ ასოცირდება ფილტვის ვენტილაციის დარღვევასთან და ჟან­გ­ბადის გამოყენების შემცირებასთან ორგანიზმის ქსოვილების და უჯრედების მხრიდან, ისევე, რო­გორც მეტაბოლიზმის ცვლასთან, რაც მიუთი­თე­ბს ცვლილებაზე ორგანიზმის ჟანგვა-აღდგენის პრო­ცესებში. ელეუტეროკოკის ექსტრაქტი ახდენს ამ ნეგატიური ცვლილებების კორექტირებას. ცხრ. 3, ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.9.15. ჰოლშტეინის ჯიშის საქონლის აკლიმა­ტი­ზაციის მონიტორინგი დასავლეთ საქართვე­ლოს შავი ზღვის სუბტროპიკულ ზონაში. /. თორთლაძე, . გაბისონია, . ანთია, . ჯავარა­შვილი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 113-119. რუს.; რეფ.: ინგლ., რუს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ჰოლშტეინის ჯიშის პი­რუ­ტყვი კარგად ეგუება ახალ პირობებს, ინარჩუნებს ჯიშისთვის დამახასიათებელ გარეგნულ თავისე­ბუ­რებებს, რეპროდუქციის მაღალ დონეს, ჯანმრ­თელობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას. საქო­ნელს აქვს სარძევე ჯიშის გარეგნული და შინაგა­ნი მონაცემები. რძის ოდენობა შეესაბამება კვების დონეს, ხოლო მამალი ხბოები კარგი მოვლის პი­რობებში 500 კგ ცოცხალ მასას აღწევენ 19 თვის ასაკში და აქვთ ხორცის პროდუქტიულობის მა­ღა­ლი დონე. ცხრ. 6, ლიტ. 16.

ავტ.

 

11.გ9.9.16. მეკამეჩეობის თანამედროვე მდგომარე­ო­ბა საქართველოში და განვითარების პერსპექ­ტი­ვები. /. გოგოლი, . ხატიაშვილი, . მაჭარაშვი­ლი, . ტაბატაძე/. აგრარული მეცნიერების აქტუ­ალური საკითხები. – 2012. – . 10. – #4. – გვ. 120-123. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., რუს.

კამეჩებს აშენებენ საქართველოს ყველა ეკოლო­გი­ურ-ეკონომიკურ ზონაში. 2004 წელს საქონლის აღწერის მონაცემებით ქვეყანაში საერთო რაოდე­ნობა 29,54 ათასს აღწევს, აქედან 17,36 ათასი დე­დალი კამეჩია. კამეჩებს ძირითადად აშენებენ მცი­რე მეურნეობებში - 1-2 კამეჩი ოჯახზე. ოთხ ფერმერულ მეურნებაში 39-49 კამეჩი ჰყავთ. ექს­პერიმენტით შეისწავლეს კამეჩების ეკონომიკური და ბიოლოგიური თვისებები, მათ შორის - რეპ­რ­ო­დუქციის უნარი, რძის წარმოება, ზრდა და გან­ვითარება, ცვლილებასთან ადაპტაცია. აღინიშნა, რომ სილოსით და სხვადასხვა მარცვლეულით კვების შემთხვევაში რძის ოდენობამ მოიმატა 50%-ით მხოლოდ საძოვრების პირობებში კვებას­თან შედარებით. ცხრ. 2, ლიტ. 9.

ავტ.

 

11.გ9.9.17. სამონადირეო ხოხბის კვერცხის ინკუბა­ცი­ის მაჩვენებლები. /. შერგელაშვილი/. საქართ­ვე­ლოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკა­დემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 247-249. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

სამონადირეო ხოხბის კვერცხის მორფოლოგი­უ­რი და საინკუბაციო მაჩვენებლების შესწავლამ გვიჩვენა, რომ კვერცხდების პერიოდში მორფო­ლოგიური მაჩვენებლები დიდად არ იცვლება. კვერცხდების ბოლოს განაყოფიერება, გამოჩეკვა, როგორც ჩაწყობილიდან, ასევე განაყოფი­ერებუ­ლიდან 3-5%-ით იზრდება. ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.9.18. მეფუტკრეობის თანამედროვე მდგომა­რე­ობა საქართველოში. /. ახალაძე/. ნოვაცია. – 2012. – #10. – გვ. 152-158. – ქართ.; რე.: ქართ., რუს., ინგლ.

შესწავლილია მეფუტკრეობის განვითარების თა­ნა­­მედროვე მდგომარეობა საქართველოში, შემუ­შა­ვებულია რეკომენდაციები დარგის აღორძინე­ბისა და შემდომი განვითარებისათვის. აღნიშ­ნუ­ლია, რომ მეფუტკრეობის განვითარება მნიშვ­ნელოვნად ჩა­მორჩება ეროვნული მეურნეობის სხვა დარგე­ბის განვითარების ტემპებს. 2010 წელს ფუტკრის ოჯა­ხების რაოდენობამ საქართველოში 311,5 ათასი სკა შეადგინა, წარმოებულ იქნა 4,2 ათასი ტონა თაფლი, რაც წინა წელთან შედარე­ბით 1,7 ათასი ტონით მეტი იყო. რეგიონების მი­ხედვით ყველაზე მეტი რაოდენობა მოდიოდა სა­მეგ­რე­ლო-სვანეთის რეგიონზე (100,7 ათასი სკა). ფუტ­კრის ოჯახების უმეტესი რაოდენობა კერძო სექ­ტორშია თავმოყრილი. 2010 წელს ოჯახური მე­უ­­ნეობების წილი შეადგენდა 99,9%, ხოლო სასო­­ლო-სამეურნეო საწარმოების წილი 0,1%. ცხრ. 3.

ავტ.

 

11.გ9.9.19. ბაქტერიოფაგების გამოყენება ბრუცელას სახეობების დიფერენციაციისთვის. /. ანთაძე, . გუნია, . ბურბუთაშვილი, . დადუნაშვილი, . ბალარჯიშვილი, . თევდორაძე, . ქუთათელაძე/. ბაქტერიოფაგები და პრობიოტიკები - ანტიბიო­ტიკების ალტერნატივა. საერთ. კონფ. თეზ. თბი­ლისი. – 1-4 ივლისი. – 2012. – გვ. 49. – ინგლ.

ბრუცელოზი, ბაქტერიული დაავადება გამოწვე­­ლი ბრუცელას ბაქტერიით, მნიშვნელოვანი ზო­ონოზური დაავადებაა მსოფლიოში. ელიავას ინს­ტიტუტს აქვს ბრუცელას საწინააღმდეგო ფაგების დიდი კოლექცია, რომლებიც მიღებუ­ლია სხვადა­სხვა წყაროდან და სხვადასხვა ბაქტერიული შტა­მის მიმართ აქვს შერჩევითი მოქმედება. DTRA GG17 პროექტის ფარგლებში რამდენიმე ბაქტერი­ო­ფაგი იყო მიღებული Brucella abortus-ის (# 141, 19, 9) და B.suis-ისგან (# 7sa და 11 sa) ულტრა­ბგე­რითი ინდუქციის მეშვეობით. შესწავლილ იქნა ყველა ფაგის განმასხვავებელი ნიშნები brucella spp. (B.abortus, B.suis და B.melitensis) 36 სხვადა­სხვა შტამთან მიმართებაში.

ავტ.

 

11.გ9.9.20. ატლანტიკური ორაგულის ბაქტერიო­ფა­გის თერაპია თევზის მეურნეობების პირობებში. /.. ბრეკე, .. კლეპენი/. ბაქტერიოფაგები და პრო­ბიოტიკები - ანტიბიოტიკების ალტერნატივა. საერთ. კონფ. თეზ. თბილისი. – 1-4 ივლისი.  – 2012. –  გვ. 50. – ინგლ.

ზამთრის წყლულები და იერსინიოზი არის თევ­ზის მეურნეობების პირობებში ატლანტიკური ორა­გულის ორი დაავადება, რომლებიც მნიშვნე­ლო­ვან დანაკარგს იწვევს. დაავადებების გამომ­წვევია Moritella viscosa და Yersinia ruckeri ინფექ­ცი­ები, შესაბამისად ვაქცინაცია და ანტიბიოტი­კების კლასიკური თერაპია წარმატებით იყო გამო­­ყენებული დაავადებების კონტროლისთვის. თუმცა ვაქცინაცია არ იძლევა სრულ დაცვას და დაფიქსირდა ისეთი ბაქტერიები, რომლებიც არ არის სენსიტიური ანტიბიოტიკებისადმი. კვლე­ვები ტარდება ბაქტერიოფაგებით თერაპიაზე, როგორც კლასიკური ანტიბიოტიკების ალტერ­ნატივაზე ატლანტიკური ორაგულის ზამთრის წყლულების და იერსინიოზის სამკურნალოდ თევ­ზის მეურნეობების პირობებში. წარმოდგე­ნი­ლია Moritella viscosa და Yersinia ruckeri ინფექ­ცი­ების საწინააღმდეგო ახალი ბაქტერიოფაგების დახასიათება.

ავტ.

 

11.გ9.9.21. მეფუტკრეობა. /. მაძღარაშვილი/. მო­­ნო­გრ. – 2013. – 178 გვ. – ქართ.

განხილულია მეფუტკრეობის აქტუალური სა­კი­თ­­ხები: ფუტკრის ბიოლოგია, მოვლა-შენახ­ვის ხერხები, დაავადებანი და მკურნალობის მეთო­დები, თაფლოვანი ფლორა და მემცენა­რე­ობაში ფუტკრის გამოყენების არსი, ფუტკრის პროდუქ­ტების წარმოება-გადამუშავებისა და შენახვის ტექნოლოგიები. ნაჩვენებია მეცნიერე­ბისა და ტექნიკის უახლესი მიღწევები მეფუტკ­რეობის დარგში, მაღალხარისხოვანი პროდუქ­ციის წარ­მოებისა და ბაზარზე დამკვიდრების რეკომენ­დაციები. მონოგრაფია გამოცემულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.

ავტ.

 

გ9.10. სატყეო მეურნეობა

 

11.გ9.10.1. აღმოსავლეთ საქართველოს ღვიიანი ნათე­­ლი ტყეების ტიპოლოგია. /. ტოგონიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადე­მიის მოამბე. – 2011. – . 5. – #3. – გვ. 103-105. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., ქართ.

მოცემულია ახალი მონაცემები აღმოსავლეთ საქარ­თველოს ღვიიანი ნათელი ტყეებისა და ასო­ციაციების შესახებ. ღვიიანი ნათელი ტყეების ტი­პოლოგია შესწავლილია 8 სანიმუშო ფართობზე. დადგენილია ფიტოცენოზების შემადგენლობა, ხეების საშუალო სიმაღლე და დიამეტრი, ხნოვა­ნება, ბონიტეტი, ტყის ბუნებრივი განახლების ხარისხი, ქვეტყისა და ბალახოვანი საფარის მდგო­მა­რეობა. ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.10.2. აჭარის ტყეების მცენარეული რესურსების გამოყენება. /. ბაჯელიძე, . მამულაძე/. სუბტრო­პიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 383-386. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

აღწერილია აჭარის მთიანეთის ტყეებში გავრცე­ლე­ბული მცენარეები - ასკილი, კუნელი, გაზაფ­ხულის თეთრყვავილა, უცუნა და სვია ჩვეულებ­რივი. დახასიათებულია მათი გამოყენება კვების მრეწველობასა და ფარმაციაში, ნედლეულის დამ­ზადება ბუნებრივ პირობებსა და კულტურაში ათვისების გზით, მოცემულია კვების პროდუქ­ტის და სამკურნალწამლო პრეპარატების დამზა­დება-გამოყენება. ნაჩვენებია, რომ აჭარის საზღვ­რის მიმდებარე თურქეთის ტერიტორიაზე შესაძ­ლებელია ასეთი ნედლეულის დამზადება ერთო­ბ­ლივი საწარმოს შექმნით. ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.10.3. ტყიბულის რეგიონის წაბლნარების სატ­ყეო-პათოლოგიური მდგომარეობა. /. თავაძე, . სუპატაშვილი, . კაპანაძე, . მამუკაშვილი/. სატ­ყეო მოამბე. – 2012. – #5. – გვ. 21-32. – ქართ.; რეფ.: ინგლ., რუს.

2010 წელს ტყიბულის რეგიონის წაბლნარებში ჩა­ტარებული სატყეო-პათოლოგიური გამოკვლე­ვე­ბი უჩვენებს, რომ წაბლნარების ფიტოსანიტა­რიუ­ლი მდგომარეობა უაღრესად არადამაკმაყოფი­ლე­­­ბე­ლია. აქ მრავალი ათეული წელია მიმდინა­რე­ობს წაბლნარების ინტენსიური ხმობა, რომლის მთა­ვარი მიზეზია წაბლის კიბოს გამომწვევი სოკოCryphonectria (Endothia) parasitica, გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩაუტარებლობისა და ადრე მათში უნებურ-ამორჩევითი ჭრის შედეგების ფონზე. მდგომარეობა მოითხოვს გადაუდებელი გამაჯან­საღებელი ღონისძიებების ჩატარებას, რადგან გა­მო­კვლევების თანახმად კორომებში საღია ხეების 59,44%, ხოლო გამხმარი და ხმობადია 40,56%, და აქედან გამომდინარე პირველ რიგში აუცილებე­ლია გამხმარი და ხმობადი ხეების მოჭრა არსებუ­ლი კანონმდებლობის შესაბამისად. სურ. 4, ცხრ. 1, ლიტ. 22.

ავტ.

 

11.გ9.10.4. კურორტ ბახმაროს ტყის მასივების სანი­ტარიული მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებები. /. სუპატაშვილი, . კობახიძე, . გაგოშიძე, . იორდანიშვილი/. სატყეო მოამბე. – 2012. – #5. – გვ. 33-40. – ქართ.; რეფ.: ინგლ., რუს.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბახმაროსა და მის მიმდებარე ტყის მასივებში აუცილებელია ჩატარ­დეს სანიტარიული ჭრები: გამხმარი, ხმობადი, ძლიერ ფაუტიანი, აბედა სოკოებიანი, გადატე­ხი­ლი, მოთხრილი ხეები მოიჭრას გაიქერქოს და ტყიდან გამოტანილი იქნას; ასევე გასუფთავდეს ტყე ჩახერგილობისაგან, რითაც თავიდან აცილე­ბული იქნება მავნებელ დაავადებების მასიური გამრავლება, ხეების შემდგომი ხმობის მომატება და ანტისანიტარია. გამოთავისუფლებელ ადგი­ლებში მოხდება წიწვოვანების განახლება, რომ­ლის მაგალითია წინათ ჩატარებულ ჭრაგავლილ ადგილებში არსებული კარგი განახლება; ჩატარ­დეს ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონი­­ძიებები; გაშენდეს ბახმაროს ტყეებისათვის და­მა­ხასიათებელი ძირითადი სახეობებინაძვი, სოჭი; აუცილებელია ტყის მასივების საქონლის ძოვებისაგან დაცვა (რომლებიც გარდა აღმონა­ცე­ნის განადგურებისა იწვევენ ხე-მცენარეების, მო­ზარდის მექანიკურ დაზიანებას). ტყის მასივებში წამოსული საიმედო მოზარდ-აღმონაცენი და ზე­მოთ აღნიშნული ღონისძიებები, უზრუნველ­ყოფს ტყის მასივების საიმედო შევსებას და კუ­რო­­ტისთვის თავდაპირველი იერსახის დაბრუ­ნებას. სურ. 4, ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.10.5. კორომის სტრუქტურისა და რეზისტენ­ტო­ბის გავლენა აღმოსავლური ნაძვის (PICEA ORIENTALIS LINK.) ღეროს მავნებლების (ქერ­ქი­ჭამიები) რიცხოვნობის დინამიკაზე, წიფლის ტყის სარტყელში. /. ბეროზაშვილი/. სატყეო მოამბე. – 2012. – #5. – გვ. 41-48. – რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მასალების ანალიზიდან გახდა ცნო­ბი­ლი, რომ ქერქიჭამიების დასახლების ინტენ­სივო­ბას, პოპულაციური ტალღების სიხშირეს, ძირი­თა­დად განსაზღვრავს კორომების სტრუქტურა და ეკოლოგიური ფაქტორების ერთობლიობა. მრავალ ფაქტორს შორის, ძირითადია კორომის სტრუქტურა და ტენი. ზაფხულში მაღალი ტემპე­რატურისა და ტენის დეფიციტის პირობებში კო­რომის საერთო რეზისტენტობა დროებით მცირ­დება. მიუხედავად ამისა, რთული აღნაგობის და მაღალი სიხშირის კორომები, ყველა ვარიანტში, შედარებით მაღალი მდგრადობით ხასიათდე­ბი­ან. ასეთ კორომებში მავნებელი შეიძლება მოქმე­დე­­დეს, მაგრამ დასახლების ინტენსივობა და დაზიანებული ხეების რაოდენობა ყოველთვის დაბალია. ცხრ. 4, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.10.6. ნეძვის ხეობის ტყეები. /. ზედელაშვილი, . კობახიძე, . ბლიაძე/. სატყეო მოამბე. – 2012. – #5. – გვ. 65-73. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნეძვის ხეობა მდებარეობს ბორჯომის რაიონში. ეს ულამაზესი კუთხე მდიდარია წიწვოვანი და ფო­­ლოვანი ტყეებით, მთის ნაკადულებით, წყარო­­ბით და მინერალური წყლებით. ისტორიულ წარ­სულში ნეძვის ხეობაში იყო დასახლების სამი მცდელობა: პირველი IX-X საუკუნეებში და გაგრ­ძელდა დაახლოებით 120-140 წელი, მეორე XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან 1950 წლამდე, ხო­ლო მესამე 1993-2003 წლებში. სამივე დასახლების პერიოდში ტყეებს მიყენებული ჰქონდა მნიშვნე­ლო­ვანი ზარალი როგორც ხანძრებით, ასევე უსი­­ტემო ჭრით. 2006 წლიდან ნეძვის ხეობა შეუ­ერ­თდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს. შეწყდა ჭრა და დამყარდა მკაცრი სანაკრძალო რეჟიმი. ნახ. 3, ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.10.7. აღმოსავლეთის ნაძვის და კავკასიური სოჭის მერქნის სარეზონანსოდ გამოყენების ის­ტო­რია საქართველოში. /. არგანაშვილი/. სატ­ყეო მოამბე. – 2012. – #5. – გვ. 77-79. – ქართ.; რეფ.: ინგლ., რუს.

კავკასიის წიწვოვანი სახეობების ფიზიკური, ტექ­ნიკური თვისებები და ბგერის გამოსხივების წინა­ღობის კოეფიციენტის შესწავლა ადასტუ­რებს, რომ საქართველოს სარეზონანსო მერქანი არა მარტო დააკმაყოფილებს ადგილობრივ მოთ­ხოვნილებას, არამედ შესაძლებელი იქნება მისი ექსპორტიც. საქართველოს ტყეები ფრიად მდი­და­რია კავკასიური სოჭით, მისი მარაგი აჭარბებს ნაძვის მარაგს. ამავე დროს კავკასიური სოჭის მერქანი თავისი ანატომიური აგებულებით უახ­ლოვდება აღმოსავლეთის ნაძვის მერქანს, იმ გან­­ხვავებით, რომ სოჭის მერქანს ფისის სავალი მილები არ გააჩნია. სწორედ ამიტომაც მიიქცია მან სპეციალისტების ყურადღება. ცხრ. 1.

ავტ.

 

11.გ9.10.8. საქართველოს საპატრიარქო ტყეების სტა­ტუსი. /. კანდელაკი/. საქართველოს ეკონომი­კურ მეცნიერებათა აკადემიის შრომები. – 2012. – . 10. – გვ. 206-217. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

საქართველოს საპატრიარქოს მიჩენის წესით და არა საკუთრების უფლებით, რასაც ითვალის­წი­ნებს ქვეყნის 1999 წელს ამოქმედებულიტყის კოდექსი”, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანე­ბით სარგებლობაში გადაცემული აქვს 1617,3 ჰა. მიჩენის წესით ტყეების გადაცემით იზღუდება საპატრიარქოს უფლებები ტყეების დაცვაზე, გა­შენებაზე, მოვლასა და მდგრადი პრინციპებით ტყით სარგებლობაზე. ტყეების განსახელმწიფო­ებრიობაზე კანონის მიღებამდე, შესაბამის ორგა­ნოებთან შეთანხმების საფუძველზე, მიზანშეწო­ნილია საქართველოს საპატრიარქოს დამატებით გადაეცეს 7909,17 ჰა, რომელიც გაადგილებულია 42 რაიონის 21 ეპარქიაში და ესაზღვრება 261 ეკ­ლესია-მონასტერს. მათ შორის 2775,0 ჰა შედის მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, 839,1 ჰაცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში და .. აღსანიშნავია, რომ ამ ნუსხაში არ შედის არც ერთი მონასტერ-ეკლესია აჭარიდან. საქართველოს საპატრიარქოს მონაწილეობის გარეშე არ უნდა იქნეს განხილუ­ლი და მიღებულიტყის კოდექსის“ ახალი ვერ­სია. ცხრ. 2.

ავტ.

 

11.გ9.10.9. საქართველოს ტყეებში შექმნილი მდგო­მარეობის ცალკეული ასპექტების შესახებ. /. ჯა­ფარიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 71-72. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ასახულია საქართველოს ტყეების ჩეხვის შედე­გად გამოწვეული მძიმე მდგომარეობა და განხი­ლულია მისი ცალკეული ასპექტები. ლიტ. 1.

ავტ.

 

11.გ9.10.10. აჭარის წიფლნარ კორომებში ბუნებრივი განახლება ტყის ძირითადი ტიპების მიხედვით. /. ძირკვაძე, . ჯაბნიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 73-76. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია აჭარის სხვადასხვა სიხშირის წიფ­­ნარ კორომებში ბუნებრივი განახლების მდგო­მა­რეობა ძირითადი ტყის ტიპების მიხედვით, ბუ­­ნებრივი განახლება მეჩხერ, დაბალი და საშუა­ლო სიხშირის წიფლნარ კორომებში, მოცემულია დასკვნები. ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.10.11. ნაძვნარების ბუნებრივი განახლება ტყის ტიპების მიხედვით. /. ვასაძე, . ძირკვაძე/. საქა­­­ველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 77-85. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია აჭარის ნაძვნარებში ბუნებრივი გა­ნა­ხლება ტყის ტიპების მიხედვით, ზღვის დონი­დან სხვადასხვა სიმაღლეზე, სხვადასხვა ადგილ­სამყოფელის (ეკოტოპის), ექსპოზიციის, ფერდო­ბის დაქანების, სიხშირის, ხნოვანებისა და წარმა­დობის კორომებში, სხვადასხვა ნიადაგზე. სურ. 6, ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.10.12. ტყის პროდუქტების მრეწველობაში გა­მო­ყენების ეფექტურობა. /. ხმელიძე, . ვანი­შვი­ლი/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2012. – #4. – გვ. 129-131. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ.

მოცემულია საქართველოს ფოთლოვანი ჯიშის ტყეების ხის მერქნის გამოყენების ზოგადი მიმო­ხილვა და რეკომენდაციები. აქცენტი გაკეთებუ­ლია ინგირის ცელულოზა-ქაღალდის კომბინა­ტის აღდგენაზე, მერქანბოჭკოვანი და მერქან­ბუ­რბუშელოვანი ფილების და ხის ტარის დამამზა­დებელი საწარმოების გახსნის საჭირო­ებაზე, რომლებიც იმუშავებდნენ ადგილობრივ ნედლე­ულზე და დააკმაყოფილებენ ქვეყნის შიდა ბაზ­რის მოთხოვნებს. ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.10.13. ნახშირბადის რეზერვის განსაზღვრა კავ­კასიური ფიჭვის და აღმოსავლური ნაძვის ტყეებ­ში საქართველოში. /. ნაკაიძე, . ვაჩნაძე, . ტი­გი­ნაშვილი, . წერეთელი, . გიგაური/. აგრარუ­ლი მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 131-133. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., რუს.

შესწავლილია ნახშირბადის დეპოზიტების მარა­გი კავკასიური ფიჭვის (Pinus hamata (Stev.) D. Sosn.) და აღმოსავლური ნაძვის (Picea orientalis Link) სხვადასხვა ასაკის ტყეებში ბორჯომის და ბაკურიანის რაიონში. ასევე განსაზღვრული იყო ნახშირბადის დეპოზიტების მარაგი ტყის ახალ­გაზრდა ამონაყარში, ტყისპირა ადგილებში, ნია­დაგის ცოცხალ და მკვდარ საფარველში, ნეშომ­პალაში. ტყის წლიური მატება რეგიონში არის 3,85 3/ჰექტარზე, წლიურად წიწვოვანი ტყე 1 ჰექტარზე ატმოსფეროდან შთანთქავს 2,48 ტონა CO2-, აქედან მარაგის სახით წიწვოვან ტყეებში დეპონირებულია 0,675 ნახშირბადი. საშუალო წლიური ხის მარაგი ნაძვნარებში არის 2,68 3/ჰა-ზე, შესაბამისად CO2-ის ყოველწლიური შთან­თ­ქმა არის 1,126 /ჰა. დეპონირებული ნახშირბა­დის მარაგი არის 0,56 /ჰა. ფიჭვის და ნაძვის 20371 ჰექტარი ტყის მასივები ბორჯომი-ბაკუ­რი­ანის რაიონში ატმოსფეროდან შეიწოვს და მათ ბიომასაში ნახშირბადის სახით კონცენტრირე­ბუ­ლია 14856,01 ათასი ტონა CO2. ცხრ. 3, ლიტ. 10.

ავტ.

 

11.გ9.10.14. ახალი მონაცემები ევროპული თეთრი არ­ყის ხის (Betula pendula Roth) გავრცელების შე­სახებ თბილისის შემოგარენში. /. ერაძე, . ლაჭა­შვილი, . ნადირაძე/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 137-139. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., რუს.

შესწავლილია Betula pendula Roth-ის გავრცელე­ბის არეალი თბილისის შემოგარენში. მისი გავრ­ცელების ახალი არეალები შეინიშნება მდ. ვერეს და დიღმისწყალის ხეობებში. მდ. ვერეს ხეობაში დაახლოებით 140 და დიღმისწყლის ხეობაში 14 ზრდასრული ძირია რეგისტრირებული. ხეები გავრცელებულია მცირე ჯგუფების და ერთეული ძირების სახით ტყის სხვადასხვა ფორმაციების დე­­გ­რადირებულ ცენოზებში. ედიფიკატორის რა­ნ­­­გში იშვიათად გვხვდება. მათი განახლება არ ხდე­ბა. მოყვანილია B.pendula Roth- გავრცელე­ბის ზოგადი კანონზომიერებები თბილისის შემო­გარენში, ჯიშის ფიტოსოციოლოგიური დახასია­თე­ბა, სხვადასხვა ჰაბიტატში მონაწილეობა და ცენოტური და სხვადასხვა პარამეტრი (სიმაღ­ლე, დიამეტრი, ასაკი). ლიტ. 14.

ავტ.

გ9.11. ბიოქიმია, ბიოტექნოლოგია და აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება

 

11.გ9.11.1. ბუნებრივი ცეოლითები - ქიმიური აგრო­ნომიიდან ბიოლოგიურზე გადასვლის ერთ-ერთი შესაძლებლობა. /. ანდრონიკაშვილი, . ზაუტა­შვილი, . ეპრიკაშვილი, . ბურკიაშვილი, . ფი­რ­ცხალავა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვ­ნუ­ლი აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 111-118. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., ქართ.

განხილულია ქიმიური აგრონომიიდან ბიოლო­გი­­ურ მიწათმოქმედებაზე გადასვლის ზოგიერთი ასპექტი. დიდი ყურადღება ეთმობა მემცენარეო­ბის პრაქტიკაში სედიმენტაციური წარმოშობის ბუნებრივი ცეოლითების გამოყენებას. ჩატარებუ­ლი კვლევების ანალიზის საფუძველზე დადგენი­ლია ნიადაგში შეტანილი ბუნებრივი ცეოლითე­ბის დადებითი ზეგავლენა მის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, ბიოლოგიურ აქტიურობასა და პრო­დუქტიულობაზე. ლიტ. 34.

ავტ.

 

11.გ9.11.2. მცენარეული ნედლეულიდან მიღებული ჩაისმაგვარი პროდუქტების სამომხმარებლო მაჩ­ვენებლები. /. მაისურაძე, . ჯაველიძე, . სალუ­ქვაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 85-88. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

ვაზისა და სუბტროპიკული ხურმის ფოთლები არა­ტოქსიკური, ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლო­გი­ურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი ნედ­ლე­ულია. შემუშავებულია ტექნოლოგია, რომ აღნიშნული ნედლეულიდან შესაძლებელია ჩაის­მაგვარი სამომხმარებლო თვისებების მქონე პრო­დუქტების მიღება. ცხრ. 3, ლიტ. 8.

ავტ.

 

11.გ9.11.3. ნატურალური კონცენტრატები მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტების დასამზა­დებლად. /. არძენაძე, . ბოლქვაძე/. სუბტროპი­კული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 106-109. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

მოცემულია ნატურალური კონცენტრირებული წვენების ტექნოლოგიის ძირითადი პარამეტრე­ბის შესახებ. ძირითადი აქცენტი გამახვილებუ­ლია მსხლის 2 ჯიშიდანთესლნერგი კიფერადამიკადოდამზადებულ კონცენტრირებულ წვე­ნე­ბზე. მოცემულია წვენის ქიმიური შემადგენ­ლო­ბა და მის საფუძველზე ფრუქტოზის შემცვე­ლი სასმელების და კომპოტების დამზადების ტექნოლოგიები, მათი გამოყენების პერსპექტი­ვები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა პრო­ფილაქტიკური კვებისათვის. ცხრ. 3, ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.11.4. ანტიოქსიდანტური ბიოპროდუქტი ჩაის დუყებიდან. /. ჩხარტიშვილი, . სეიდიშივილი, . ცინცაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 282-284. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

დამუშავებულია მწვანე თხევადი ჩაის დამზა­დე­ბის ოპტიმალური ტექნოლოგია. შესწავლილია მიღებული ბიოპროდუქტის ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები. უჯრედის წვენის დასამზადებ­ლად საჭიროა ჩაის დუყების 5-წუთიანი გაორ­თქვლა, ხოლო წვენის გამოსავალი უნდა შეად­გენ­დეს 20%- ჩაის ნედლეულთან მიმართებაში. ცხრ. 2.

ავტ.

 

11.გ9.11.5. შავი ჩაის თხევადი კონცენტრატის მიღე­ბის ტექნოლოგიური რეგლამენტის კვლევის შე­დეგები. /. ძნელაძე, . ცანავა, . ძნელაძე, . გობ­რონიძე, . გაფრინდაშვილი/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 284-288. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

შესწავლილია პირდაპირი მოხმარების (ცხელი ჩაის სასმელი) ახალი სახის შავი ჩაის თხევადი კონცენტრატის მიღების ტექნოლოგიური რეგ­ლამენტები: ექსტრაქცია, ექსტრაქტის გაფილ­­ვრა, კონცენტრირება, სითბური დამუშავება და შე­ფუთვა. ექსტრაქციის დროს გამხსნელად ვიყე­ნე­ბდით ეთილის 96%-იან სპირტს, ცხელ და ცივ წყალს. დადგენილია გამხსნელების გამოყენების სტადიურობა, ნედლეულისა და გამხსნელების თანაფარდობა, ექსტრაქციის ხანგრძლივობა, გა­ფი­ლტვრის, კონცენტრირების, თბური დამუშა­ვების პარამეტრები და შეფუთვა. დამუშავდა ტექ­ნოლოგიური ინსტრუქცია 15565268-001-08 „შავი ჩაის თხევადი კონცენტრატი შაქრით და ლიმონით“. ცხრ. 5, ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.11.6. „ვიბრომდუღარეფენაში ჩაის შრობის პროცესის შესწავლა. /. მეგრელიძე, . ღვაჩლი­ანი, . სადაღაშვილი, . გუგულიშვილი/. სუბტ­რო­პიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 292-295. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

ჩაის ფოთლის მასისვიბრომდუღარეფენაში შრო­­ბის პროცესი ახალი, თანამედროვე მეთოდია. ამ პროცესის შესწავლის მიზნით ჩატარებულია ექსპერიმენტები ვიბრომდუღარე ფენაში საშრობ მანქანაზე. ცდების შედეგები გვიჩვენებს, რომ ჩაის ფოთლის შრობა ვიბრომდუღარე ფენის პი­რო­ბებ­ში მაღალ ეფექტს იძლევა. მუშა აგენტის ოპტიმა­ლური ტემპერატურა შეადგენს: პირველ ეტაპზე 150°C, ხოლო მეორე ეტაპზე - 120°C. შრო­ბის ხან­­რძლივობა 8-10 წთ-ია. სურ. 3, ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.11.7. სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშ­ნულების პროდუქტების ტექნოლოგიების შემუ­შავება სოიოსაგან. /. თავდიდიშვილი, . ხუცი­ძე, . მინაძე, . ფხაკაძე/. სუბტროპიკული კულ­ტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 302-304. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

გამოკვლეულია დასავლეთ საქართველოში გავრ­ცე­ლებული სოიოს უსაფრთხოების მაჩვენებლე­ბი. შესწავლილია მისი კვებითი ღირებულება და დღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დო­ნე ძირითად საკვებ ნივთიერებებზე. დამუშა­ვე­ბუ­ლია სოიოს სასმელების ტექნოლოგია ხილ-კენკრისა და ფუტკრის პროდუქტების დანამა­ტით. დადგენილია მათი ხარისხის მაჩვენებლები, შენახვისა და რეალიზაციის პირობები. დასაბუ­თე­ბულია ახალი სასმელების სამკურნალო-პრო­ფილაქტიკური თვისებები. ცხრ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

11.გ9.11.8. დიაბეტის სამკურნალო და პროფილაქ­ტიკური დანიშნულების მცენარეული ნედლეუ­ლის კომპოზიციის ექსტრაქციის ოპტიმალური პარამეტრების დადგენა. /. ნარსია, . ხომერიკი/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 307-310. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

ჩაისა და ადგილობრივი სამკურნალო-მცენარეუ­ლი ნედლეულის ბაზაზე მიღებულ იქნა კომპო­ზიცია დიაბეტის სამკურნალო-პროფილაქტი­კუ­რი ექსტრაქტი. განსაზღვრული იქნა ექსტრაქტუ­ლი და მთრიმლავი ნივთიერებების რაოდენობა კომპოზიციის ცალკეულ კომპონენტში და მათ ნარევში. მაღალი ბიოლოგიური ღირებულების ექსტრაქტის მისაღებად გამოკვლეულ იქნა ექსტ­რაქციის პროცესი და დადგინდა მისი ჩატარების ოპტიმალური პარამეტრები. სურ. 2, ცხრ. 1, ლიტ. 13.

ავტ.

11.გ9.11.9. ჩაის თხევადი კონცენტრატების ნედლე­­ლის ტექნოლოგიური და ბიოქიმიური კვლევის შედეგები. /. ძნელაძე, . ტაკიძე, . თოიძე, . ნარსია, . ხომერიკი/. სუბტროპიკული კულტუ­რე­ბი. – 2010. – #1-4. – გვ. 311-314. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

გამოკვლეულია თხევადი ჩაის კონცენტრატების მისაღები საექსტრაციო ნედლეულის (ხარისხიანი და ნაკლებად რეალიზებადი შავი და მწვანე ბაი­ხის ჩაის პროდუქცია, ჩაის ფოთლის გადამუშა­ვე­ბის შედეგად მიღებული ნარჩენები - ჯოხი, ფი­რ­ფიტა, ბუსუსი, მტვერი) ორგანოლეპტიკური და ბიოქიმიური მაჩვენებლები. ნედლეულში შეს­წავ­ლილია მძიმე მეტალების შემცველობა. დად­გე­ნი­ლია, რომ შავი და მწვანე ჩაის ნაკლებად რეა­ლი­ზე­ბადი პროდუქცია და ნარჩენები წყალში ხსნა­დი ექსტრაქტული ნივთიერებების შემცვე­ლო­­ბის გამო, ხარისხიან პროდუქციასთან ერთად, წარ­მა­ტებით შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა­და­სხვა სახის თხევადი კონცენტრატის მისაღე­ბად. ცხრ. 3, ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.11.10. ფერმერებისთვის შავი და მწვანე ჩაის წარ­მოების ტექნოლოგიური ხაზის დამუშავება. /. ღვაჩლიანი, . გუგულაშვილი, . ტყეშელე­შვილი/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 344-346. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

მაღალხარისხოვანი ჩაის ნედლეულიდან შავი და მწვანე ჩაის გამოსამუშავებლად შემოთავაზებუ­ლია ოპტიმალური ტექნოლოგიური სქემები და დანადგარები. კვლევის შედეგები დანერგილია კომპანიასანდოსტყიბულის ჩაის ფაბრიკაში და შემოქმედის ექსპერიმენტულ საწარმოში. სურ. 1, ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.11.11. ჩაის ლიპიდების საექსტრაქციო ხაზი. /. ხვედელიძე, . გორგოძე, . გაჩეჩილაძე, . ბანცა­ძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 348-351. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

შემუშავებულია ჩაის ლიპიდების ექსტრაქციის ტექნოლოგიური სქემა, სადაც პროცესი ხორცი­ელდება ორ საფეხურზე ჩაის ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებების გათვალისწინებით. ამ სქემით შეიქმნა ტექნოლოგიური ხაზი აპარატული გაფო­­მებით. ნაჩვენებია, რომ ჩაის ორგანული გამხს­ნელის ექსტრაქცია მიმდინარეობს ჩაკეტილ ციკ­­ში, სადაც მაქსიმალურად არის გამორიცხული გამხსნელის ორთქლის ატმოსფეროში მოხვედრა. ტექნოლოგიური ხაზი იძლევა საშუალებას დარ­ჩენილი შრატიდან წყლის ექსტრაქციით მივი­ღოთ P ვიტამინური აქტივობის კონცენტრატი. სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.11.12. ჩაის ფოთლის მოხალვის პროცესის მა­თე­მატიკური მოდელირება. /. დოლიძე, . ანდ­ღულაძე, . გურული/. სუბტროპიკული კულტუ­რები. – 2010. – #1-4. – გვ. 346-348. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.

მოცემულია ჩაის ფოთლის მოხალვის პროცესში ინფრაწითელი სხივების ენერგიის სითბურ ენერ­გი­ად გარდაქმნის დინამიკა მისი სახალავი დო­ლის კედელში გასვლისას, თბოგადაცემა მომხა­ლავის კედლიდან ჩაის მასაზე, მასათა ცვლა მო­ხალვის დროს. კვლევების შედეგების საფუძვე­ლზე დამუ­შავებულია ჩაის ფოთლის მოხალვის მათემატი­კუ­რი მოდელი, დანადგარი კონსტრუქ­ციული და ტექნოლოგიური პარამეტრების გასა­ან­გარიშებ­ლად და დასადგენად. ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.11.13. ნატურალური მცენარეული არომატიზა­ტორები და მათი სამრეწველო გამოყენება. /. ბა­ღა­თურია, . უთურაშვილი, . კუპატაძე, . დემე­ნიუკი, . ალანია/. აგრარულ-ეკონომიკური მეც­ნიერება და ტექნოლოგიები. – 2013. – #1. – გვ. 56-60. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია სურნელოვან-არომატული მცენა­რეების: ლიმონისებური სორგოს, ლიმონისებური რეჰანისა და ლიმონისებური უჯანგარის ეთერო­ვანი ზეთების ქიმიური შედგენილობა. დადგენი­ლია, რომ ამ მცენარეთა ეთეროვანი ზეთები საკ­მაო რაოდენობით შეიცავენ ლიმონისათვის დამა­ხასიათებელ α და β ციტრალსა და ლინალოოს, რაც განაპირობებს ლიმონის სპეციფიურ არომატ­სა და იძლევა მათ ნატურალურ საკვებ არომატი­ზა­ტორად გამოყენების შესაძლებლობას. ლიმო­ნის სორგოსა და ლიმონის რეჰანის ნედლეუ­ლი­­გან დამზადებულმა სპირტიანმა ნაყენებმა მიიღო მაღალი სადეგუსტაციო შეფასება, რაც ადასტუ­რებს მათი გამოყენების მიზანშეწონილობას კვე­ბის მრეწველობაში. აღნიშნული ნედლეულის ეთე­როვანი ზეთების გამოყენება, ნაცვლად ძვი­რადღირებული ლიმონის ეთეროვანი ზეთისა, საკმაოდ ეფექტურია და მომგებიანია ეკონომიკუ­რი თვალსაზრისით. ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.11.14. საქართველოში ველურად მზარდი კუ­ლ­ტურებისკუნელის, ასკილის, ქაცვის, უნაბისნაყოფების ქიმიური შედგენილობა და გამოყე­ნე­ბის პერსპექტივები. /. ბაღათურია, . ბეგიაშვი­ლი, . კოტორაშვილი, . ორმოცაძე, . ბაღათუ­რია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერე­ბა და ტექ­­ნოლოგიები. – 2013. – #1. – გვ. 51-55. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ფუნქციური დანიშნულების კვების პრო­დუ­ქ­ტე­ბის ასორტიმენტის გაფართოების მიზ­ნით, შეს­წა­ვ­ლილია საქართველოში ველურად მზარ­დი კუ­ლ­­ტურების - კუნელის, ასკილის, ქაც­ვისა და უნა­ბის - ნაყოფების ქიმიური შედგე­ნი­ლობა. კვლევე­ბით დადგენილი იქნა, რომ ისი­ნი მდიდარია შაქ­რებით, ვიტამინებით β კაროტი­ნით და C ასკორ­ბინის მჟავით, პექტინოვანი ნივ­თი­ერებებით და სხვ. დადგენილ იქნა, რომ კუნე­ლის, ასკილის, ქა­ცვისა და უნაბის ნაყოფი შესა­ძ­ლებელია გამოყე­ნე­ბულ იქნეს სამრეწველო გა­და­მუშავებისათვის, რათა მიღებულ იქნეს ჰიდ­რო­პექტინი და პექტი­ნოვანი ნივთიერებების შემ­ცველი პროდუქტები. ცხრ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

11.გ9.11.15. ფუნქციონალური დანიშნულების ფხვიერი ნამცხვარის ახალი ასორტიმენტი. /. ფრუიძე, . ხეცურიანი/. – GEN. – 2012. – #4. – გვ. 106-108. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

დაბალი კვებითი ღირებულების ახალი სახის ფხვი­ერი ნამცხვრის ტექნოლოგიის შემუშავება შესაძლებელია ტკბილი, ადვილად ასათვისე­ბე­ლი ნახშირწყლების შემცირებისა და ბიოლოგი­უ­რი ღირებულებების ამაღლების გზით, მცენარე­უ­ლი წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივ­თი­ერებებით გამდიდრების ხარჯზე. ამ მიზნით დანამატის სახით გამოყენებულია ტოპინამბურის ფხვნილი. შემუშავებულია დაბალკალორიული ფხვიერი ნამცხვრის მომზადების ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ფქვილისა და შაქრის რაოდენობის ჩანაცვლებას ტოპინამბურის ფხვნი­ლით. ცხრ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.11.16. კოწახურისა და კუნელის ნაყოფის გამო­ყენების შესაძლებლობების შესახებ ფუნქციური დანიშნულების კვების პროდუქტების წა­რ­მოე­ბაში. /. თავდიდიშვილი/. – GEN. – 2012. – #4. – გვ. 99-100. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

შესწავლილია კოწახურისა და კუნელის ნაყოფის ქიმიური შედგენილობა და უსაფრთხოების მაჩ­ვე­­ნებლები. დადგენილია, რომ ორივე სახის კენ­კ­რის ნაყოფი საკმაო რაოდენობით შეიცავს უჯრე­დანას, პექტინოვან და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ვიტამინებისა და მინერალური ნივ­თიერებების რაოდენობა და მათ მიერ დღიუ­რი მოთხოვნილების დაკმაყოფილების დონე გა­ნა­პირობებს კოწახურისა და კუნელის ნაყოფის გა­მოყენების მიზანშეწონილობას მოსახლეობის კვებაში, განსაკუთრებით ასკორბინმჟავასა და რკი­ნის დეფიციტის პროფილაქტიკისათვის. შე­მუ­შავებულია სამფუნქციური დანიშნუ­ლე­ბის სა­ს­მელებისა და საწებლების ტექნოლოგია კოწახუ­რისა და კუნელის ნაყოფის გამოყენებით. ცხრ. 3, ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.11.17. ღვინომასალების ხარისხის გაზრდის მიზნით დურდოს თბური დამუშავება ინფრაწი­თელი სხივებით. /. მიქაბერიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 222-224. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომი ეძღვნება ღვინომასალების ხარისხის გაზ­რდის მიზნით დურდოს თბურ დამუშავებას ინფრაწითელი (იწ) სხივური ენერგიით. ექსპე­რი­მენტული მონაცემებით დადასტურებულია უპი­რატესობა აღნიშნული მეთოდისა, სხვა მეთოდებ­თან შედარებით. დადგენილია ინფრაწითელი სხი­ვური ენერგიით დურდოს თბური დამუშავე­ბის ოპტიმალური რეჟიმები. სურ. 1, ცხრ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.11.18. ფორთოხლის წვენის ძირითადი ხარის­ხობრივი მაჩვენებლების შესწავლა მისი შემდგო­მი გადამუშავების მიზნით. /. კაიშაური, . ძნე­ლაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეც­ნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 225-226. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია საქართველოში მოყვანილი ფორთო­ხ­ლის ჯიშისვაშინგტონ ნაველიდა მისგან დამ­ზადებული ნატურალური წვენის კვლევის შედე­გები. ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.11.19. აქტინიდიის ჯიშისმონტიტექნო-ქი­მიური მაჩვენებლების შესწავლის შედეგები. /. კაიშაური/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 227-228. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ზუგდიდის რაიონში მოყვანილი აქტინიდიის ჯიშისმონტი”- ორგანოლეპტიკური, ტექნიკუ­რი და ქიმიური მაჩვენებლების კვლევის შედეგე­ბი. ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.11.20. სოიოს რძიდან წარმოებული ყველის ცი­ვად შენახვა. /. მეგრელიძე, . ღვაჩლიანი, . გუ­გულაშვილი, . სადაღაშვილი, . ღვაჩლიანი/. სა­ქა­რთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომე­ბი. – 2012. – #3(485). – გვ. 67-71. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღწერილია სოიოს რძიდან ყველის წარმოების ტექ­ნოლოგია. ნაჩვენებია, რომ ყველის ხარისხის შენარჩუნებისათვის აუცილებელია მისი მაცი­ვა­რ­ში შენახვა. დადგენილია სოიოს რძისაგან მიღე­ბული ყველის სამაცივრო შენახვის ოპტიმალური პარამეტრები. სურ. 4, ლიტ. 10.

ავტ.

 

11.გ9.11.21. ელექტრო-ჰიდრავლიკური ეფექტის გა­მოყენება ცუკატების მიღებისათვის. /. პაპუ­ნიძე, . პაპუნიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 334-336. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილ იქნა საქართველოში გავრცელებული ხილ-კენკროვანი და არატრადიციული მცენარე­უ­­ლი ნედლეულის რაციონალური გამოყენება ფუ­ნ­ქციური და სამკურნალო-პროფილაქ­ტი­კური დანიშნულების კვების პროდუქტების ტექნოლო­გიის შემუშავებაში. სურ. 1, ლიტ. 2.        

ავტ.

 

11.გ9.11.22. აგროპროდუქტების ექსპორტ-იმპორტის ტენდენციები საქართველოში. /. ჭალაგანიძე, . კუნჭულია/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 356–362. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია აგროპროდუქტების ექსპორტ-იმ­პო­რ­ტის ტენდენციები საქართველოში, ექსპორ­ტ­ში მომხდარი რაოდენობრივი და სტრუქტურუ­ლი ცვლილებები, ახალი სასაქონლო ჯგუფების დაწინაურებისა და ექსპორტის გეოგრაფიის გაფა­რ­თოებისათვის გაწეული მუშაობის შედეგები. აგ­როპროდუქტების იმპორტის ზრდის პირობებში ახსნილია ადგილობრივი წარმოების შემცირების მიზეზები, დასაბუთებულია იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოების მიზანშეწონილობა. აგ­რო­პროდუქტების ექსპორტ-იმპორტის ბოლო 10 წლის მაჩვენებლები, დალაგებული ჰარმონიზე­ბუ­­ლი სისტემის სასაქონლო ჯგუფების მიხედ­ვით, ქვეყნდება პირველად და სერიოზულ სამსა­ხურს გაუწევს მოცემული სფეროს მკვლევარებს, სპეციალისტებს, რიგით მოქალაქეებს.

ავტ.

 

11.გ9.11.23. ელექტრომექანიკური ზემოქმედების გა­მოყენება ბატკნის დელიკატესური ხორც-პრო­დუ­­ქ­ტების წარმოებაში. /. ნურგაზეზოვა, . ამირ­ხანოვი, . ასენოვა, . კოჟიბაევა, . ნურიმხანი/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2012. – #4. – გვ. 180-181. – რუს.; რეფ.: ინგლ., ქართ.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ელექტრო­მე­ქა­ნი­კური ზემოქმედება ამცირებს ტექნოლოგი­ური პრო­ცესის ხანგრძლივობას, აუმჯობესებს ბატ­კნის ხორცის ორგანოლეპტიკურ, ფიზიკურ, ქიმიურ, სტრუქტურულ-მექანიკურ მაჩვენებ­ლებს და დელიკატესური ხორცის პროდუქტების ბიო­ლოგიურ და კვებით ღირებულებას. ლიტ. 4.

 ავტ.

 

11.გ9.11.24. ახალი თაობის რძის პროდუქტების წარ­მოების ბიოტექნოლოგია. /. ტუგანოვა, . ტარაი­გიროვა/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2012. – #4. – გვ. 184-187. – რუს.; რეფ.: ინგლ., ქართ.

რძის მეორადი ნედლეულისგან ახლად შექმნილი პასტისებრი რძის ნაწარმი სრულფასოვანი კვების პროდუქტია და რეკომენდებულია ფუნქციუ­რი და პროფილაქტიკური კვებისთვის მოსახ­ლე­ობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ლიტ. 4.

 ავტ.

 

11.გ9.11.25. მოცვის ფოთლების ფიტოქიმიური ანა­ლიზი. /. სხილაძე, . სულაბერიძე, . ბაციკაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრო­მები. – 2012. – #2(484). – გვ. 23-28. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცვის ფოთლების სისტემური ქიმიური გამოკ­ვ­ლევისათვის ყაზბეგისა და ვანის რაიონში გავრ­ცე­ლებული მოცვის ფოთლებიდან მიღებული ნივ­თიერებით შესწავლილ იქნა გლიკოზიდები, შაქარი და სხვა რედუცირებული ნივთიერებები: ორგანული მჟავები, შემფერადებელი (ქლორო­ფი­ლი), მინერალური და მთრიმლავი ნივთიერე­ბე­ბი, საპონინები. ორგანული მჟავებიდან: გალის და ბენზოის მჟავა, ვაშლის მჟავა, ლიმონის მჟავა, ქარვის ძმარმჟავა, მჟაუნმჟავა, ღვინის მჟავა. არა­ორგანული ნივთიერებებიდან: კალციუმი, ნატ­რი­უმი, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, გოგირდი, ფოს­ფორი და ქლორი; შაქრებისა და სხვა მარე­დუ­­ცირებელი ნივთიერებების რაოდენობა 12-18-ია. დადგენილია, რომ მოცვის ფოთლები შეიცავს სულ მცირე 2 გლიკოზიდს. მთრიმლავი ნივთიე­რე­ბის რაოდენობა 18-20%-ია. მოცვის ფოთლების განსაკუთრებული ღირებულება მისი უნარია, რომ სისხლში შეამციროს შაქრის რაოდენობა. ეს მოქმედება ვლინდება პერორალური მიღებისას (განსხვავებით ინსულინისგან). ცხრ. 2, ლიტ. 16.

ავტ.

 

11.გ9.11.26. მცენარეული ნედლეულის ექსტრაქციის დიფუზური პროცესის ალბათური შეფასება. /. ჯაფარიძე, . ყიფიანი, . თომაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #2(484). – გვ. 83-85. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მცენარეული ნედლეულის ექსტრა­­ციის დიფუზური პროცესის ფიზიკური მოდე­ლი. ალბათობის თეორიის მეთოდებით მიღებუ­ლია მიზნობრივი კომპონენტის დიფუზურ ფენე­­ში გადაადგილების და ექსტრაგენტში გამოყო­ფის მათემატიკური მოდელი. სურ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

11.გ9.11.27. მცენარეული ნედლეულის ექსტრაქციის კინეტიკური პროცესის კვლევა. /. ჯაფარიძე, . თომაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსი­ტე­ტის შრომები. – 2012. – #2(484). – გვ. 86-88. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია მცენარეული ნედლეულის ექს­­რაქციის კინეტიკური პროცესის მათემატიკური მოდელი. მიღებულია განტოლებები მიზნობრივი კომპონენტის ექსტრაგენტში გამოყოფის შესაფა­სებ­ლად. ლიტ. 1.

ავტ.

 

11.გ9.11.28. საკვები ცილების კვებითი და ბიოლოგი­ური ღირებულების გაზრდის პრობლემების ტექ­ნოლოგიური და მედიკო-ბიოლოგიური ასპექ­ტე­ბი. /. გრიგორაშვილი, . ხოტივარი, . ილური­ძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექ­ნოლოგიები. – 2013. – #2. – გვ. 43-56. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

განხილულია დაბალანსებული ცილოვანი კომ­პო­ზიციების შემუშავების პრობლემები, შემოთა­ვა­ზებულია ცილოვანი რესურსების ოპტიმალუ­რი გამოყენების ერთ-ერთი გზა. გაანალიზებუ­ლია სხვადასხვა ამინმჟავებით ლიმიტირებული ორი ცილის (მცენარეული და ცხოველური) ურ­თი­ერთგამდიდრების მათემატიკური მეთოდი. მეთოდი დაფუძნებულია ურთიერთგამამდიდ­რე­ბელი ცილების ამინმჟავური შკალების შედა­რებაზე. ცხრ. 3, ლიტ. 24.

ავტ.

 

11.გ9.11.29. ყურძნის სამრეწველო გადამუშავების მეორადი ნედლეულიდან მიღებული ცილის კონ­ცენტრატების გამოყენება ძეხვის წარმოებაში. /. გრიგორაშვილი, . ხოტივარი, . ილურიძე/. აგრა­რულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგი­ები. – 2013. – #2. – გვ. 57-67. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

განხილულია არატრადიციული ნედლეულიდან ყურძნის სამრეწველო გადამუშავების მეორადი ნედლეულიდან (წიპწა, ჭაჭა) გამოყოფილი ცი­ლის კონცენტრატების ძეხვის წარმოებაში გამო­ყე­ნების შესაძლებლობა. მოცემულია ახალი სახე­ობის ცილების დახასიათება, შესწავლილია მათი ფუნქციური და ტექნოლოგიური თვისებე­ბი, წარ­მოდ­გენელია ახალი სახეობის კომბინირე­ბული ხორ­ცპროდუქტების რეცეპტურები და ტექ­ნოლო­გიები ყურძნის ცილის პრეპარატების გამოყენე­ბით. ცხრ. 3, ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.11.30. მომხმარებელთა დამოკიდებულების გამოკვლევა ფუტკრის პროდუქტებისა და მათი შემცველი ნაწარმის მიმართ. /. თავდიდიშვილი, . ხუციძე/. – GEN. – 2012. – #4. – გვ. 101-103. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

შესწავლილია მომხმარებელთა დამოკიდებუ­ლე­ბა თაფლისა და ფუტკრის პროდუქტების მიმართ. გა­ანალიზებულია მონიტორინგის შედეგები. დად­გე­ნილია თაფლისა და ფუტკრის პროდუქტების შემცველი, ორგანიზმისათვის აუცილებელი დე­ფი­ციტური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერე­ბებით გამდიდრებული საკონდიტრო ნაწარმის, დესერტებისა და სასმელების წარმოების მიზან­შეწონილობა. აღნიშნულის განსახორციელებლად საჭიროა მათი დამზადების მეცნიერულად დასა­ბუთებული ტექნოლოგიებისა და რეცეპტურების შემუშავება, რაც გააფართოებს დღესდღეობით საქართველოში მეტად შეზღუდული ფუნქციური დანიშნულების სასმელების, საკონდიტრო და სადესერტო ნაწარმის ასორტიმენტს. ნახ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

11.გ9.11.31. რძეში მოხვედრილი მძიმე ლითონების გავლენა ქართული ყველის ხარისხზე. /. ბასი­ლა­ძე, . კალანდია/. საქართველოს სოფლის მეუ­­ნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –2012. – #31. – გვ. 272-274. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის რაიონის სოფელ მაშავერასა (საკონტროლო ჯგუ­ფი) და ბოლნისის რაიონის სოფელ ჯავშანიანში (საცდელი ჯგუფი) შესწავლილია მძიმე ლითონე­ბის (სპილენძი, თუთია, ტყვია) შემცველობა კავ­კა­სიური წაბლა ჯიშის ძროხების რძეში და დადგენილ იქნა მათი გავლენა ქართული ყველის ხარისხზე. ცხრ. 3, ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.11.32. ეფექტიანი მიკროორგანიზმები - M ტექ­ნოლოგია სოფლის მეურნეობაში. /. უჩავა, მ.  ოდი­­შარია/. ახალი აგრარული საქართველო. – 2013. – #5. – გვ. 17-18. – ქართ.

აღნიშნულია, რომ ბაღჩეულის, ბოსტნეულის, კენ­კროვანის, ხეხილის მოსავლის მოცულობა და ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება M ხსნა­რის შესხურების ან ნიადაგის მორწყვის შედეგად. M ტექნოლოგიის ყველა შემადგენელი ნებისმი­­რი ორგანული ნივთიერებისაგან იწარმოება და მებაღე-მებოსტნეს შეუძლია თვითონ აწარმოს თავისი ნაკვეთისათვის ნებისმიერის სასუქი და ბიოლოგიური საშუალებები (ვთქვათ კომპოსტის სახით).

. ჩხაიძე

 

11.გ9.11.33. ეთიკის და უსაფრთხოების როლი კვე­ბის პროდუქტების მიწოდების ჯაჭვში. /. რასპო­რი/.  ბაქტერიოფაგები და პრობიოტიკები - ანტი­ბიოტიკების ალტერნატივა. საერთ. კონფ. თეზ. – თბილისი. – 1-4 ივლისი.  – 2012. – გვ. 102. – ინგლ.

კვების პროდუქტების წარმოება, გადამუშავება, შენახვა და დისტრიბუცია განიცდის ღრმა ცვლი­ლებებს უკანასკნელ დეკადებში გლობალიზაცი­ის, შენახვის ვადის გაზრდის და ხშირად მომხმა­რებლების განსაკუთრებული მოთხოვნების გამო. ხარისხის და უსაფრთხოების პირობების დაცვა უპირატესი ამოცანაა კვების პროდუქტების მიწო­დების ჯაჭვში. სურსათის უვნებლობის პროგრა­მე­ბი ახდენს საფრთხეების იდენტიფიცირებას და ანალიზს, აფასებს მათი გამოვლენის საშიშროებას და ახდენს კონტროლის ზომების იდენტიფიცი­რე­ბას. აღნიშნულია სურსათის მიკრობიოლოგიის და ამ დარგის სპეციალისტების აქტიური ჩართ­ვის როლი კვების უსაფრთხების მენეჯმენტშიფერ­მიდან ჩანგლამდე“. ამასთან, კვების პროდუ­­ტების მიწოდების ჯაჭვი დაკავშირებულია ეთი­კური საკითხების მრავალ ასპექტთან. ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.11.34. კვების პროდუქტების ჰიგიენის მიკრო­ბიოლოგიური ასპექტები. /. ყურაშვილი, . კვე­რენჩხილაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – . XLVI. – გვ. 84–85. – ქართ.: რეფ.: ინგლ.

უკანასკნელ წლებში კვების პროდუქტების მიკ­რო­ბული დაბინძურების ზრდის საშიშროებამ გა­ნაპირობა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კომიტეტების, მათ შორის - ჯანმო-სა და FAO- მიერ მთე­ლი რიგი დოკუმენტების და სახელმძღ­ვანელო რეზოლუციების მიღება კვების პროდუქ­ტების უსაფრთხოების სფეროში. სურსათის უვნე­ბ­ლო­ბის და ხარისხის სფეროში მაკონტროლე­ბე­ლი ორგანოსსაქართველოს სოფლის მეურნეო­ბის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენ­ტოს 2007–2012 წლებში ჩატარებული სანიტა­რუ­ლ­-ბაქტერიოლოგიური კვლევების შედეგების ანა­ლიზი გვიჩვენებს, რომ გამოვლენილი დარღვევე­ბი, ძირითადად, შეეხება კოლიფორმული ბაქტე­რიების არსებობას, რაც ზრდის ტენდენციით ხა­სი­ათ­დება. გამოვლენილი დარღვევების ძირი­თად მიზეზებად გვესახება სასურსათო პროდუქ­ციის მწარმოებელი საწარმოების სანიტარულ-ჰიგიენური პირობების, წარმოების ტექნოლოგი­ური პროცესებისა და მომსახურე პერსონალის პირადი ჰიგიენის მოთხოვნების დარღვევები. ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.11.35. სურსათის უვნებლობა და ხარისხი. / . ლაფერაშვილი, . ქუჩუკაშვილი/. – 2011. – 143 გვ. – ქართ.

წიგნში მოცემულია სურსათის ძირითადი ქიმიუ­რი კომპონენტები, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის პოლიტიკა საქართველოში, რეგული­რე­ბის ზოგადი დებულებები ევროკავშირში, სუ­­სათისა და სასურსათო ნედლეულის ძირითადი ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეები, სურსა­თის უვნებლობის შეფასების ტექნოლოგია და ჰიგიენური ნორმირების მეთოდები, სურსათის ფალსიფიკაცია, განხილულია სურსათის უვნებ­ლო­ბის მართვის თანამედროვე სისტემებისაფ­­თხის ანალიზი და კრიტიკული საკონტრლო წერტილები (HACCP), მიკვლევადობა, ფორტიფი­ცირებული სურსათი, გენმოდიფიცირებული სასუ­რსათო პროდუქტები და მათი უვნებლობის შეფასების საფუძვლები, სასურსათო ბიოტექნო­ლო­გიასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხე­ბი, ლაბორატორიების როლი სურსათის უვნებ­ლო­ბა­ში. სურ. 8, ლიტ. 62.

ავტ.

 

 

გ9.12. სასოფლო-სამეურნეო მანქანები

 

11.გ9.12.1. ადაპტური თვითმავალი შასის თვლებზე ნიადაგის ნორმალური რეაქციების განსაზღვრა. /. ჭალაგანიძე, . მახარობლიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. – #1. – გვ. 92-97. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

გადმოცემულია ადაპტური თვითმავალი შასის თვლებზე ნორმალური რეაქციების განსაზღვრის მეთოდიკა წამყვანი ტანდემ-თვლების ბალან­სუ­რი დაკიდების დროს. გამოყვანილია ნორმალუ­რი რეაქციების საანგარიშო ფორმულები წინა მიმ­მართველი და უკანა წამყვან ტანდემ-თვლებ­ზე შასიზე ტექნოლოგიური მოწყობილობების განლაგების გათვალისწინებით. ეს იძლევა საშუა­ლე­ბას შასის ლანჟერონზე ოპტიმალურად განვა­ლაგოთ მანქანის მუშა ორგანოები ნიადაგზე ნორ­მალური დაწოლის მინიმალური მნიშვნელობის პირობებში. ნახ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.12.2. ჩაის მოვლა-მოყვანის და კრეფის კომპლე­­სური მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები. /. ბაქანიძე, . მარგალიტაძე, . ლომთაძე/. სუბ­­როპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 317-320. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.

მოცემულია მეჩაიეობის დარგის და ჩაის მოვლა-მოყვანის შრომატევადი პროცესების მექანიზა­ცი­ის ადრე არსებული და თანამედროვე მდგომარე­ობის მოკლე დახასიათება. აღნიშნულია, რომ ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრე­წველობის ინსტიტუტის მექანიზაციის ლაბო­რატორიაში დამუშავებულია ჩაის მოვლა-მოყვა­ნის და კრეფის შრომატევადი პროცესების კომპ­ლე­ქსური მექანიზაციის პერსპექტიულ მანქანათა სისტემა, რომელშიც მოყვანილია იმ ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალი, რომელთა დამუშა­ვე­ბა, წარმოების აღდგენა და დანერგვა აუცილე­ბე­­ლია მეჩაიეობის დარგის აღდგენა-რეაბილიტა­ცი­ისათვის, გაზრდის შრომის ნაყოფიერებას, შე­ამ­ცირებს პროდუქციის თვითღირებულებას. ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.12.3. ჩაის ანასხლავი მასის პლანტაციიდან გამოტანის სამანქანო ტექნოლოგია. /. მახარობ­ლიძე, . ხაჟომია, . სანიკიძე, . ძირკვაძე, . დუმბაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 320-323. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.

მოცემულია გადაზრდილი და დეგრადირებული ჩაის ანასხლავი მცენარეული მასის სამეურნეო და­ნიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა და მისი ეფექტურობა საქართველოს პირობების­­თვის. მოცემულია ჩაის პლანტაციების გასხვლის პროცესში ანასხლავი დაქუცმაცებული მასის სე­პარირებისა და დაბუნკერების ტექნოლოგია და ტექნოლოგიური მოდული, რომელიც მონტაჟ­დე­ბა მძიმედ სასხლავ-დამქუცმაცებელ აპარატზე. დამუშავებულია ტექნოლოგიური მოდულის ვენ­ტილატორისათვის საწყისი პარამეტრების გაანგა­რიშების მეთოდიკა. სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.12.4. ამორტიზებული და ასაკოვანი ჩაის პლან­ტაციების რეაბილიტაციის მექანიზაცია. /. მახა­რობლიძე, . ბაქანიძე, . მარგალიტაძე, . ლომ­თაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 324-328. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.

განხილულია სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმ­ნიშვნელოვანესი დარგის - მეჩაიეობის რეაბი­ლი­ტაციის აუცილებლობა და გასატარებელი ღო­ნისძიებები. დამუშავებულია ამორტიზებული, მი­ტოვებული და გატყევებული ჩაის პლანტაცი­ების სარეაბილიტაციო ახალი სამანქანო ტექნო­ლოგიები და ტექნიკური საშუალებები. აღნიშნუ­ლი ტექნიკური საშუალებების დანერგვა და გა­მო­ყენება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მეჩაიე­ობის დარგის რეაბილიტაციის საქ­მეში. სურ. 6, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.12.5. ხილ-ბოსტნეულის ჰელიოსაშრობი. /. ჯა­ფარიძე, აფციაური/. სუბტროპიკული კულ­ტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 351-354. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.

ინსტიტუტში შემუშავდა საოჯახო ჰელიოსაშრო­ბი დანადგარების სხვადასხვა ვარიანტი. მათი ეფექტურობის განსაზღვრისთვის ჩატარდა ექსპე­რიმენტული კვლევები. მოყვანილია მეთოდიკა, ხელსაწყოები და შედეგები. სურ. 2, ცხრ. 1.

ავტ.

 

11.გ9.12.6. სამთო პირობებში მეცხოველეობის საკვე­ბის დამზადება მცირე მექანიზაციის გამოყენე­ბით. /. მამულაძე/. სუბტროპიკული კულტუ­რე­ბი. – 2010. – #1-4. – გვ. 359-361. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.

წარმოდგენილია მცირე სიმძლავრის ახალი კონს­­რუქციის, სწორხაზობრივად მოძრავი სეგმენტე­ბიანი სათიბელას ექსპერიმენტული ნიმუში, რო­­ლის გამოყენება შესაძლებელია მცირეკონტუ­რი­ან ნაკვეთებსა და სამთო პირობებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკვების დამზადებისათვის. სურ. 3, ლიტ. 2.

ავტ.

 

11.გ9.12.7. საბაგირო მორსათრევი დანადგარის მზი­დი ბაგირის საანგარიშო კუბური განტოლება. /ტრ. ტყემალაძე, . ბალამწარაშვილი, . დუნ­დუა, . ნაჭყებია, . გელაშვილი, . გოგოჭური/. სატყეო მოამბე. – 2012. – #5. – გვ. 10-15. – ქართ.; რეზ.: ქართ.

მიღებულია ტოლობა, რომელშიც ბაგირის მაქსი­მალური ჩაკიდულობის fo(max) მნიშვნელობის ჩასმით და შესაბამისი გარდაქმნების შემდეგ მი­ღე­ბულია ბაგირის საერთო მდგომარეობის კუ­ბუ­რი განტოლება. ამასთან ბაგირის ჩაკიდულო­ბებ­სა და კოჭის მღუნავ მომენტებს შორის მიღე­ბული ანალოგია გამოყენებულია fo სიდიდის სა­პოვნე­ლად ბაგირის საკუთარი წონის მოქმედე­ბით ჩა­კი­დულობის შემთხვევისათვის, როცა ეს წონა, დატვირთვის სახით, განაწილებულია მა­ლის ქორ­დაზე q ინტენსივობით. ნაპოვნია სამონ­ტაჟო დაჭიმულობის Ao და მუშა დაჭიმულობის A სა­ტვირთო ფაქტორების მნიშვნელობები. მიღე­ბუ­­ლია ბაგირის საერთო მდგომარეობის გამოსა­ხუ­­ლება, რომელიც აკავშირებს ბაგირის დაჭიმუ­ლო­­ბებს TB და TO - დატვირთვების ნებისმიერი ცვლი­ლებების დროს. ნახ. 3, ლიტ. 9.

ავტ.

 

11.გ9.12.8. საბაგირო მორსათრევი დანადგარის და­ტვირთული მზიდი ბაგირის მთლიანი სიგრძის განსაზღვრა. /. ტყემალაძე, . ბალამწარაშვილი, . დუნდუა, . ნაჭყებია, . გელაშვილი, . გოგო­ჭური/. სატყეო მოამბე. – 2012. – #5. – გვ. 16-20. – ქართ.; რეზ.: ქართ.

შერჩეულია ფიზიკური ვარიანტი, რომლის დრო­საც დრეკადი დეფორმაცია წარმოებს ბაგირის მთელ სიგრძეზე თანაბრად. ღუნვადი ბაგირების ანგარიშის იმ ვარიანტის გამოსახულების საფუძ­ველ­ზე, რომელიც განსაზღვრავს ბაგირის სიგრ­ძის ცვლას და მისი ჩაკიდულობის ფორმას, მიღე­ბულია განტოლება ბაგირის სიგრძის განსაზღვ­რისათვის მისი დატვირთვის შემდეგ. მიღებულ განტოლებაში ინტეგრალი წარმოდგენილია ჯა­მის სახით და მაქსიმალური ჩაკიდულობა, მაქსი­მალური დაჭიმულობა და ბაგირის უდიდესი სიგ­რძე დეფორმაციის შემდეგ მიღებულია ტვირ­თის მალის შუაში განლაგების დროს. მიღებულია ბაგირის მთლიანი სიგრძის განმსაზღვრელი ფო­­მუ­ლა. ნახ. 3, ლიტ. 9.

ავტ.

 

11.გ9.12.9. წინააღმდეგობის განსაზღვრა შემრევში და სიმტკიცის გაანგარიშება. /. აკოფიანი/. აგრა­რული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – .10. – #4. – გვ. 84-86. – რუს.; რეფ.: ინგ.

განსაზღვრულია წინააღმდეგობა შემრევის შნეკის ფრთებზე და კედლებზე. ასევე მოძრავი დეტა­ლე­ბის სიმტკიცის კოეფიციენტი. სურ 1, ლიტ. 13.

ავტ.

 

11.გ9.12.10. მანქანა-ტრაქტორის აგრეგატების (მტა) ოპერატიული მაჩვენებლების დამოკიდებულება ფერდობზე ნაკვეთის მდებარეობაზე. /. პაპიანი, . აკოფიანი, . ბადალიანი/. აგრარული მეცნიერე­ბის აქტუალური საკითხები. – 2012. – .10. – #4. – გვ. 87-92. – რუს.; რეფ.: ინგლ.

ნაკვეთის კომპლექსური კონტური უარყოფით გა­ვ­ლენას ახდენს მანქანა-ტრაქტორის აგრეგატების (მტა) საერთო ოპერატიულ მაჩვენებლებზე, გან­სა­კუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი მდებარეობს ფერდობზე, რადგან ამ უკანასკნელ შემთხვევაში აგრეგატის მოძრაობის მიმართუ­ლე­ბა შეზღუდულია იმით, რომ იგი მოძრაობს ფერ­დობის ჰორიზონტის პარალელურად. ამ მხრივ, საინტერესოა საექსპლუატაციო მაჩვენებლების შეცვლის კანონზომიერებების (კერძოდ, სამუშაო სვლის) და მოსახვევებში სივრცის დანაკარგების გამოვლენა ფერდობზე მდებარე ნაკვეთების შემ­თხვევაში. სურ. 4, ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.12.11. მიწათმოქმედების ზოგიერთი თანამედ­როვე ტექნოლოგიის შესახებ. /. ჭალაგანიძე, . ბედია, . მოსაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –2012. – #31. – გვ. 312-316. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მიწათმოქმედების ნიადაგდამცავი და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები, ისეთები, როგორიცაა: მინიმალური და ნულოვანი დამუშა­ვება. მოცემულია მათი დადებითი თვისებები ჩვე­ულებრივ ტექნოლოგიებთან შედარებით. ყუ­რადღება გამახვილებულია ისეთ აგრეგატებზე, რომელთა გამოყენება არ აზიანებს ნიადაგის სტრუქტურას, ახდენს რამდენიმე ტექნოლო­გი­უ­რი ოპერაციის შერწყმასა და ერთ სამუშაო პრო­ცესში განხორციელებას, ასევე აგრეგატების გავ­ლათა რიცხვის შემცირებას. ლიტ. 16.

ავტ.

 

11.გ9.12.12. ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის გამავლობა. /. მახარობლიძე, . ლაგვილავა, . ასა­თიანი, . კობახიძე/. საქართველოს სოფლის მე­ურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 317-321. – რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის გამავლობა შეფასებულია ისეთი შედარებითი მონაცემებით, როგორიცაა: გრუნტში ჩამჯდარი თვლის გამავ­ლო­ბა, გამავლობა მზიდუნარიანობის მიხედვით, გამავლობა თვლის ნიადაგთან ჩაჭიდების მიხედ­ვით, გამავლობა ძრავის წევის მიხედვით, სათოხ­ნი კულტურების რიგთაშორისებში და ჩაის პლა­ნ­ტაციებში გავლაუნარიანობა. გამავლობის მაჩვე­ნებ­ლები ითვალისწინებენ ნიადაგის რეოლო­გი­ურ თვისებებს და ადაპტური ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის პარამეტრებს. ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.12.13. ადაპტური ტანდემთვლიანი თვითმავა­ლი შასის სავალი ორგანოებით ნიადაგის ტკეპნის თეორია. /. მახარობლიძე, . ლაგვილავა, . ასა­თიანი, . კობახიძე/. საქართველოს სოფლის მე­უ­რ­ნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 322-327. – რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

დამუშავებულია ადაპტური ტანდემთვლიანი თვი­თ­მავალი შასის სავალი ორგანოებით ნიადა­გის ტკეპნის თეორია. ნიადაგის რეოლოგიური თვისებებიდან და დეფორმაციის გავრცელების ზონაში ადაპტური ტანდემთვლიანი თვითმა­ვა­ლი შასის პარამეტრებიდან გამომდინარე, დადგე­ნი­ლია ნიადაგის საშუალო სიმკრივესა და ადაპტური თანდემთვლიანი თვითმავალი შასის სავალ ორგანოებს შორის ფუნქციონალური და­მო­კიდებულება. დამუშავებულია ყველა ფიზი­კური სიდიდის გაანგარიშების მეთოდიკა, რომ­ლებიც სტანდარტითაა გათვალისწინებული სა­ვალი სისტემის ნიადაგზე ზემოქმედების შესაფა­სებლად. ამ მონაცემებით ხდება ექსპერიმენტუ­ლი და სერიული თვითმავალი შასების შედარება. ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.12.14. ნიადაგის დაცვის მნიშვნელოვანი ღონი­ს­ძიებათანამედროვე რესურსდამზოგი ტექ­ნო­ლოგიები. /. შაფაქიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 328-333. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ნიადაგის დამუშავების თანამედ­რო­ვე ტექნოლოგიები, რომელთა განხორციელე­ბის შედეგად მცირდება პროდუქციის თვითღი­რე­ბულება, კლებულობს საწვავ-საცხები მასალე­ბის ხარჯები, იზრდება პროდუქციის რაოდენობა და ხარისხი. რესურსდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვით უმჯობესდება ნიადაგის ფიზიკო-მექანიკური თვისებები, იზრდება მათი ნაყოფიე­რება, მნიშვნელოვნად მცირდება ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის პროცესები. სურ. 6, ცხრ. 1, ლიტ. 13.

ავტ.

 

11.გ9.12.15. სამთო პირობებში უხეში საკვების დამ­ზადება მცირე მექანიზაციის გამოყენებით. /. მამულაძე, . აბუსელიძე/. საქართველოს სოფ­ლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამ­ბე. – 2012. – #31. – გვ. 337-339. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია მცირე სიმძლავრის ახალი კონ­სტრუქციის, სწორხაზობრივად მოძრავი სეგმენ­ტებიანი სათიბელას ექსპერიმენტული ნიმუში, რომლის გამოყენება შესაძლებელია მცირეკონ­ტუ­­რიან ნაკვეთებსა და სამთო პირობებში მსხვი­ლფეხა რქოსანი პირუტყვის საკვების დამზადე­ბი­სათვის. სურ. 3, ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.12.16. გლეხური მეურნეობების პირობებში, თხილის მოვლა-მოყვანის მცირე ტექნიკური საშუალებების გამოყენება, თხილის პლანტაციის გაშენებისა და მოსავლის აღების დროს. /. მამუ­ლაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეც­ნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 340-344. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია ახალი კონსტრუქციის მქონე მცირე კომპლექსური მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების ექსპერიმენტული ნიმუშები, ფერ­დობზე თხილის პლანტაციის გაშენებისა და კრე­ფისათვის, რის საშუალებითაც შეგვიძლია დავ­ზო­გოთ ხელის შრომა, ავამაღლოთ შრომის ნაყო­ფი­ერება და მოსავლის ეკონომიკური ეფექტი. სურ. 11, ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.12.17. უწყვეტი მოქმედების ყურძნის გადამა­მუშავებელ დანადგარში, განთავსებული გადა­სამუშავებელი მასის რაოდენობის საანგარიშო ფორმულის მიღება. /. მირუაშვილი/. საქართვე­ლოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადე­მიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 345-348. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ახალი ტიპის, უწყვეტი მოქმედე­ბის, ყურძნის გადამამუშავებელი დანადგარი და თეორიულად გამოყვანილია ფორმულა, რომე­ლიც დანადგარის კონსტრუქციული პარამეტ­რე­ბის მიხედვით და ძირითადი სამუშაო ორგანოსდოლის, შერჩეული ფორმიდან გამომდინარე, შესაძლებელს ხდის განვსაზღვროთ დანადგარში ერთდროულად განთავსებული გადასამუშავე­ბე­ლი მასის რაოდენობა. სურ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.12.18. ყურძნის გადასამუშავებელ მასაზე მიმ­მართველი ხვიის ზემოქმედების ანალიზი. /. მი­რუაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 349-354. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია სხვადასხვა პრინციპით მომუშავე, ყურძნის პირველადი გადამამუშავებელი პერფო­რირებული ლენტური ტიპის დანადგარები, ჩატა­რებულია მათი მუშაობის მოკლე ანალიზი, ავტო­რის მიერ გამოვლენილია მათი ნაკლოვანებანი და შემოთავაზებულია სრულიად განსხვავებული ტიპის ყურძნის პირველადი გადამამუშავებელი დანადგარის პრინციპული სქემა, რომელზეც გა­ცე­­მულიასაქპატენტისმიერ დადებითი გადაწ­ყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე. თეორი­უ­ლად დადგენილია კავშირი ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობასა და დანადგარის კონს­ტრუქციულ პარამეტერებს შორის, ასევე დასაბუ­თებულია დანადგარის მუშაუნარიანობა დანად­გა­რის ძირითადი სამუშაო ორგანოს - დოლის სხვა­დასხვა კონსტრუქციების გამოყენების შემთ­ხვევებისათვის. სურ. 5, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.12.19. უნივერსალური ხელის სასხლავ-საკრე­ფი მანქანა. /. მაღლაკელიძე, . ძირკვაძე/. საქარ­თველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 355-358. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჩაის ბუჩქის გასხვლა-კრეფისათვის, გაზონის გასხვლისათვის და ბალახის აღებისათვის შემო­თავაზებულია უნივერსალური ხელის მანქანა, რომელიც მუშაობს მანქანის მჭრელ აპარატზე დაყენებული ელექტროძრავით და აღჭურვილია კვების ელექტრული ელემენტით. მანქანის მუშა ორგანოს კონსტრუქცია საშუალებას იძლევა ერთ­დროულად შეასრულოს მოსათიბი მასის ჭრის და სათავსოში ტრანსპორტირების ოპერაციები. ხე­ლის მანქანა დაპროექტებულია ბლოკ-მოდულუ­რი პრინციპით და იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც კომბინირებული მანქანის, ისე ცალკეული ოპერაციების შემსრულებელი მოდუ­ლის სახით. სურ. 2.

ავტ.

 

11.გ9.12.20. ჩაის მძიმედ სასხლავი მოტობლოკური აგრეგატის დინამიური კვლევა. / მახარობლიძე, . ძირკვაძე, . დუმბაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 359-364. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოკვლეულია სამუშაო ორგანოს დინამიკური პროცესი. გამოყვანილია სამუშაო ორგანოს ძრა­ვის ღერძის კუთხური სიჩქარის ცვალებადობის და დინამიკური დატვირთვის საანგარიშო ფორ­მულები, ძრავის მექანიკური მახასიათებლებისა და დატვირთვების გათვალისწინებით. სურ. 1, ლიტ. 5.

 ავტ.

 

11.გ9.12.21. ხერხვის პროცესის თეორიული კვლევა. /. დუმბაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 365-370. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოკვლეულია ხერხვის პროცესში ხერხის კბი­ლისა და დასამუშავებელი მასალის დინამიკური ურთიერთქმედების პროცესი. სურ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

11.გ9.12.22. თხილის საკრეფი აგრეგატის დინამიკა. /. მარგალიტაძე, . ვარშანიძე, . მამულაძე/. სა­ქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 371-382. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია დინამიკური პროცესები თხილის სა­კრეფი აგრეგატის ამძრავის ღერძზე. გამოყვანი­ლია დაყვანილი სახის ინერციის მომენტის ოპტი­მალური მნიშვნელობის საანგარიშო ფორმულა. სურ. 4, ცხრ. 4, ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.12.23. თხილის საკრეფ მანქანაში სამეურნეო-ტექნოლოგიური გამოცდების მაჩვენებლები და ეკონომიკური ეფექტიანობის გაანგარიშება. /. მარგალიტაძე, . ვარშანიძე, . მამულაძე/. საქარ­თველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკა­დემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 383-389. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია თხილის საკრეფი აგრეგატის კონსტ­რუ­ქ­ციის და ცალკეული კვანძების საიმედოობის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული სამეურნეო-ტექნოლოგიური გამოცდების შედეგები და ამ აგრეგატის ეკონომიკური ეფექტიანობის გაანგა­რი­შება. ცხრ. 2, ლიტ. 72.

ავტ.

 

11.გ9.12.24. ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის სა­ექსპლუატაციო მაჩვენებლების ექსპერიმენ­ტუ­ლი კვლევა. /. ბასილაშვილი, . ლაგვილავა, . ასა­თი­ანი, . კობახიძე/. საქართველოს სოფლის მეუ­რ­ნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 390-394. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია სმმი- მიერ დამუშავებული და აგე­ბუ­ლი ტანდემთვლიანი ადაპტური თვითმავალი შასის საველე პირობებში გამოცდის შედეგები. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.12.25. ხილის ფლუიდიზაციის მეთოდით გაყი­ნვის ახალი აპარატი. /. მეგრელიძე, . ღვაჩლი­ა­ნი, . სადაღაშვილი, . გუგულაშვილი/. საქართ­ვე­ლოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #2(484). – გვ. 88-92. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია ხილის ფლუიდიზაციის მეთო­დით გაყინვის ახალი აპარატის პრინციპული სქე­მა. ნაჩვენებია, რომ წარმოდგენილ კონსტრუქ­ცი­ის აპარატში პროდუქტის დამუშავება ხდება ფსე­ვდოგათხევადებული შრის მუშა ზედაპირებთან კონტაქტის გარეშე, რაც გაყინული პროდუქტის ხარისხის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა. ნახ. 1, ლიტ. 9.

ავტ.

 

გ9.13. გენეტიკასელექცია

 

11.გ9.13.1. რბილი ხორბლის (T. aestivum L.) ინდუ­ცი­რებული მუტაგენეზით მიღებული მოკლე­ღეროიანი ახალი ბოტანიკური და გენეტიკური ფორმაგორდა“. /. ნასყიდაშვილი, . ჩხუტი­ა­შვილი, . ბედოშვილი, . ნასყიდაშვილი/. სა­ქა­რთველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 134-137. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

საშემოდგომო რბილი ხორბლის ჯიშისდუკა­ტი“- თესლზე ქიმიური მუტაგენის NMU 0,01%-იანი ხსნარის ზემოქმედებით მიღებულია რბილი ხორბლის ახალი სახეობა მოკლეღეროიანი სუპე­რ­ჯუჯაგორდა“. მცენარე არის ბუჩქის ტიპის, მკვეთრად შემცირებული მუხლთშორისების სიგ­რძით, რომლის მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 26-27 სმ. ფოთოლი ფართო, ვერტიკალურად მდგო­მი; ღერო მოკლე, მტკიცე, ძნელად იღუნება. თავთავი უფხო, მოკლე (4-5 სმ), ბრტყელი, მკვეთ­რად მკვრივი, რომელშიც გაზრდილი განუვითა­რებელი თავთუნების რაოდენობა მჭიდროდ გან­ლაგებულია თავთავის ღერაკზე, თავთუნების კი­ლები გამობერილია. ჯიშიგორდა” 10-12 დღით საგვიანოა სტანდარტულ ჯიშებთან შედარებით. მარცვალი ბჟირია, რის გამოც 1000 მარცვლის მასა შეადგენს 30 . მარცვლის ნედლი პროტეინის შემ­ცველობა შეადგენს 27-28%. „გორდაარის ახალი მემკვიდრეობის მქონე სასელექციო საწყისი მასა­ლა სელექციური მოკლეღეროიანი (2-3 გენით) ჯიშების გამოსაყვანად. სურ. 5, ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.13.2. ფოთლის სიხუჭუჭისადმი ტოლერანტუ­ლი თუთის ჯიშებისათვის სასელექციო საწყისი მასალის შერჩევა ქართლის ბუნებრივ პოპულა­ციებში. /. ნასყიდაშვილი, . მძელური, . და­ლა­ლიშვილი, . მჭედლიძე/. საქართველოს მეც­ნი­­ერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. – #2. – გვ. 113-117. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

თუთის ფოთლის სიხუჭუჭის წინააღმდეგ ბრძო­ლის ინტეგრირებული მეთოდებიდან ყველაზე ეფექტური და ეკონომიკურად გამართლებულია მაღალი პოტენციური გამძლეობის ახალი სასე­ლე­ქ­ციო საწყისი მასალის მიღება-გამოვლინება. მოცემულია ინფექციისაგან თავისუფალ ზონაში, ქართლის რეგიონში, მორფოლოგიური აღწერის საფუძველზე გამოვლენილი თუთის ჰიბრიდუ­ლი ფორმების სტრუქტურულ-ანატომიური სა­ფუ­­ძველები, რომლებიც გარკვეულწილად განა­პირობებენ მათ მდგრადობას გარემოს ექსტრე­მალური პირობებისადმი და დადებით კორელა­ციაშია ფოთლის კვებით ღირებულებასთან. ნახ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.13.3. პეკანის ფორმათა წარმოქმნა ქიმიური მუ­ტაგენების გამოყენებით. /. ქაშაკაშვილი/. სუბტ­რო­პიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 62-64. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.

ქიმიური მუტაგენების (ნიტროზოეთილშარ­დო­ვა­ნა, ნიტროზომეთილშარდოვანა და დიმეთილ­სულფატის) სხვადასხვა კონცენტრაციასა (0,1%; 0,5%) და 96 საათიან ექსპოზიციაზე პეკანიინდი­ანასდამუშავებული თესლიდან მიიღება ფენო­ტი­პური ნიშნებით შეცვლილი ფორმები #1 და #2, რომლებიც საწყისი ფორმიდან განსხვავდება ნა­ყო­ფის სიდიდით და გულის გამოსავლიანობით. ცხრ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.13.4. ერთწლოვანი პარკოსანი კულტურების ადგილობრივი გენოფონდის შეგროვება. /. გულ­ბანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნი­ერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 57-58. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანი იყო In-situ და Ex-situ პირობებში დღეს არსებული ადგილობრივი გენეტიკური მრა­ვალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა, რაც ქმნის პირობებს მასალის კონსერვაციისა და გამოყენებისათვის. ექსპედიციებისა და სხვადა­სხვა ღონისძიებების საფუძველზე, შეგროვდა ადგილობრივი წარმოშობის მინდვრის კულ­ტუ­რათა მნიშვნელოვანი გენეტიკური რესურსები. მო­პოვებული მასალა შესწავლილ იქნა მორფო-ფი­ზიოლოგიური მახასიათებლების მიხედვით და შენახულ იქნა Ex-situ პირობებში. ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.13.5. პოლპალას (Aerva Lanata) მიკროგამრავ­ლება ინ ვიტრო კულტურაში. /. ზარნაძე, . ჯა­ყელი, . დოლიძე/. საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 63-65. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემუშავდა პოლპოლას in vitro კულტურაში შეყვა­ნის პირობები. შერჩეულ იქნა: სიცოცხლისუნა­რი­ანი ასეპტიკური კულტურების მიღებისთვის პი­რობები, საკუთრივ მიკრო კლონალური გამრავ­ლე­ბის ეტაპზე საკვებში არის მინერალური შემა­დგენლობა, ჰორმონალურ ნივთიერებები და მათი კონცენტრაციები, მიღწეულ იქნა ორგანო­გენეზის ინდუქცია ხელოვნურ საკვებ არეზე და მიღებულია მიკროკლონები. ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.13.6. სახეობის შიგნით მრავალფეროვნების სა­ნიმუშო კულტურასიმინდი და მისი სელექცი­ის შედეგები საქართველოში. /. ნასყიდაშვილი, . ლიპარტელიანი, . ეპიტაშვილი, . ლიპარ­ტელიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 143-147. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია სიმინდის კულტურაზე ადამიანისა და ბუნების ზემოქმედებით გამოწვეული მრა­ვა­ლ­ფეროვნების შედეგები. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.13.7. სიმინდის ახალი ჰიბრიდიყაზბეგი”. /. ქირიკაშვილი, . კოდუა, . მუმლაძე, . ჯინჯი­ხაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეც­ნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 148-149. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

სიმინდს საქართველოში 200-220 ათასი ჰექტარი უკავია. აქედან დაახლოებით 80-100 ათასი ჰა განლაგებულია ტენიან სუბტროპიკულ ზონაში, სადაც ფართოდაა გავრცელებული სიმინდის ფოთლის დაავადება Helminthosporium turcicum, რომელიც აზიანებს შემოტანილ ჰიბრიდებს. დაავადების გავრცელების ვადასა და ხარისხზე დამოკიდებულებით დაავადებით გამოწვეული მარცვლის მოსავლის დანაკარგი მერყეობს 4-დან 50%-მდე. ამიტომ ამ ზონაში მოჰყავთ ადგილობ­რივი სელექციური ჯიშები და ჯიშ-პოპულაცი­ე­ბი. მოსავლიანობის გაზრდისა და აღნიშნული და­ავადების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფე­ქ­ტური მეთოდია მაღალმოსავლიანი, დაავა­დე­ბის გამძლე ჰიბრიდების გამოყვანა და წარმოებაში დანერგვა. გენეტიკური დონორებისა და მეთო­დების გამოყენებით შექმნილია პირველი ასეთი ჰიბრიდი, რომელიც სახელწოდებითყაზბეგი” 2012 წელს გადაეცასაქპატენტსდასარეგისტრი­რებლად. ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.13.8. საქართველოს ხორბლის ღირსება. /. ნას­ყიდაშვილი, . ნასყიდაშვილი, . ლოლაძე, . მჭე­დლიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნე­ობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 150-152. – ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია საქართველოს ხორბლის ენდემური სახეობების და აბორიგენული ჯიშ-პოპულა­ცი­ე­ბის გენეტიკური და სელექციური ღირებულება და მათი მნიშვნელობა თანამედროვე ტიპის ჯი­შე­ბისა და ჰიბრიდების მიღების საქმეში. ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.13.9. ფორთოხალ ვაშინგტონ-ნაველის ციტრუს იჩანგენზისთან შეჯვარებით მიღებული პერსპექ­ტიული ნუცელარული თესლნერგების ბიო-მორ­ფოლოგიური და სამეურნეო დახასიათება. /. ქო­ბა­ლია/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეც­ნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 153-157. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ფორთოხლის ყინვაგამძლეობის გაზრდის, პრო­დუ­ქ­ტიულობის ამაღლების, ნაყოფების ადრემწი­ფა­დობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუ­მ­­ჯობესების ერთ-ერთ ეფექტურ ხერხს წარმოად­გენს ნუცელარული სელექცია. განხილულია ფო­რ­თოხალ ვაშინგტონ-ნაველის ნუცელარული თე­ს­ლნერგების ზრდისა და განვითარების ბიოლო­გი­ის, მორფოლოგიური თავისებურებების, ყინვა­გამძლეობის უნარის, ნაყოფმსხმოიარობის მაჩვე­ნებლების აჭარის პირობებში შესწავლის შედე­გე­ბი. შემდგომ სელექციურ მუშაობაში საწყის მასალად გამოყენებისათვის რეკომენდებულია ოთხი ნუცელარული ფორმა. ცხრ. 4, ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.13.10. ციტრუსოვანთა ნუცელარული სელექ­ცია და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ბიო­ლოგიური ასპექტი. /. ბუკია, . ლამპარაძე/. სა­ქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 158-161. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია არგუმენტები, რომლებიც მიუთი­თებს სელექციის კლასიკური მეთოდებით ციტ­რუ­სოვანთასორტიმენტის გაუმჯობესების ფაქ­ტზე. სელექციის მეთოდებს შორის ერთ-ერთი უპირატესი ადგილი მიკუთვნებულია ციტრუ­სოვანთა ნუცელარული სელექციისათვის, რო­გორც საიმედო გზისათვის ახალი, პერსპექ­ტიუ­ლი ჯიშების მისაღებად. ლიტერატურული მონა­ცემებითა და პრაქტიკით დადასტურებულია, რომ ციტრუსოვანთა ნუცელარული თაობა წარ­მოდგენილია ფორმათა დიდი მრავალფეროვ­ნე­ბით, რომელიც განსხვავდება დედა მცენარისაგან და ატარებს ძვირფას სამეურნეო ნიშნებს. მოყვა­ნი­ლია კვლევის შედეგები. გამოთქმულია მოსაზ­რება, რომ თანამედროვე ეტაპზე ჯიშების განახ­ლებისა და ცხოველმყოფელობის ამაღლებისა­თვის ნუცელარული სელექცია საიმედო მეთო­დია. ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.13.11. ციტრუსოვანთა (მანდარინი - C Reticu­lata BL ., ფორთოხალი - C Sinensis Osb.,  ლიმონი - C Limon Burm.) ჯიშების განახლების გზების აქ­ტუალობა თანამედროვე პირობებში. /. ბუკია, . ლამპარაძე/. საქართველოს სოფლის მეურნე­ო­ბის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 162-167. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

გაანალიზებულია ჰიბრიდიზაციის, ნუცელა­რუ­ლი სელექციისა და აპომიქტური გამრავლების როლი ციტრუსოვანთა ჯიშების ცხოველმყო­ფე­ლო­ბისა და დაქვეითებული პოტენციის ამაღლე­ბი­სათვის. ყურადსაღებია, რომ თანამედროვე ეტა­პზე ციტრუსოვანთა ჯიშების განახლება უალ­ტერნატივოა და საჭიროა მეთოდების პრაქტიკუ­ლად გამოყენების გაფართოება. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.13.12. მანდარინ უნშიუს ადრემწიფადი ფორ­მე­ბის ზოგიერთი ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებანი. /. ლამპარაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 404-409. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია მანდარინის სამრეწველო ჯიშის ფართოფოთლიანი უნშიუს პერსპექტიული ფორ­მებისშავიშვილი”- დანაცარიშვილი”- მორ­ფო­ლოგიური აღწერა, ბიომეტრიული მაჩვენებ­ლე­ბი, პირველი და მეორე ზრდის დასაწყისი-დასასრული, ყვავილობის დასაწყისი-დასასრუ­ლი, ნაყოფის მომწიფების დასაწყისი და მასიური მომწიფება, მოსავლიანობა, ნაყოფის მექანიკური და ბიოქიმიური შედგენილობა, კერძოდ: საშუა­ლო წონა, კანისა და რბილობის პროცენტული შეფარდება, წვენის გამოსავლიანობა რბილობი­დან და ნაყოფიდან, მშრალი ნივთიერება, ტიტ­რუ­ლი მჟავიანობა, ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) და შაქრები. საკონტროლოდ აღებული იყო მეციტრუსეობის ზონაში ფართოდ დანერგილი მანდარინის ჯიში ფართოფოთლიანი უნშიუ. ცხრ. 5, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.13.13. საქართველოს ხორბლის გენეტიკა და სელექცია. /. ნასყიდაშვილი, . ნასყიდაშვილი, . ლოლაძე, . ნასყიდაშვილი, . მჭედლიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერე­ბა­თა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 163–167. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია, რომ საქართველო მსოფლიოს სხვა ქვე­ყნებისაგან გამოირჩევა Triticum-ის გვარის მე­ტად დიდი მრავალფეროვნებით. ამ გვარში შემა­ვალ კულტურული 24 სახეობიდან საქართვე­ლო­ში აღმოჩენილი და რეგისტრირებულია 14 სახეო­ბა, რაც შეადგენს 65%-, სუპერ სახეობებიდან მი­ჩ­ნეულ 6 სახეობიდან საქართველოშია 5 სახეობა, რაც შეადგენს 83%-ზე მეტს, რის გამოც საქართვე­ლო ხასიათდება ხორბლის ბუნებრივ სახეობათა ენდემიზმის მაღალი დონით. გარდა ამისა საქარ­თველოს ხორბლის ენდემური სახეობების საფუ­ძველზეა შექმნილი ყველა ახალი იმუნური სახე­ო­ბა, მრავალი ჯიში და ფორმა. საქართველო ხორ­ბლის მრავალფეროვნების გარდა, იმუნური ხორ­ბ­ლის, მაღალხარისხოვანი ხორბლის და ჰიბრი­დუ­ლი ნეკროზის გენეტიკური მოვლენის აღმო­ჩე­ნის სამშობლოდ არის აღიარებული. საქა­რ­თ­ველოს ხორბლის ენდემურმა სახეობებმა უდი­დესი როლი შეასრულა და ამჟამადაც ასრუ­ლებს Triticum-ის გვარის ევოლუციასა და სელექ­ციაში.

ავტ.

 

11.გ9.13.14. საქართველოს ხორბლის ენდემური სა­ხეობების აბორიგენულ ჯიშებთან შეჯვარე­ბადო­ბა და ნიშან-თვისებები F1-ში. /. ნასყიდაშვილი, . ნასყიდაშვილი, . ნასყიდაშვილი, . ლოლაძე, . მჭედლიშვილი, . გახარია/. საქართველოს მეც­ნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #1. – გვ. 137-142. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაჩვენებია, რომ საქართველო კულტურული ხო­რ­ბლის წარმოშობის, ფორმათა წარმოქმნის და მრავალფეროვნების პირველადი ცენტრია, მსოფ­ლიოს სხვა ქვეყნებს შორის გამოირჩევა ენდემიზ­მის მაღალი დონით. დასაბუთებულია, რომ სა­ქა­რთველოს ხორბლის უნიკალურმა ენდემურმა სახეობებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს Triticum-ის გვარის ევოლუციაში და ხორბლის მსოფლიო სელექციაში. მათ საფუძველზე მიღე­ბუ­ლია ხორბლის ახალი სახეობები, გვარები, კულტურები და ჯიშები. მათ გენოტიპშია ისეთი გენები, რომლებიც განაპირობებენ სრულიად ახალი ტიპის იმუნური, მაღალხარისხოვანი, ადაპტაციის მაღალი უნარის მქონე, ეკოლოგიუ­რად უსაფრთხო პროდუქციის, მაღალ და მყარ­მოსავლიანი ჯიშების მიღებას. განხილულია სა­ქართველოს ხორბლის ენდემური სახეობების სხვა სახეობებთან და რბილი ხორბლის აბორიგე­ნულ და სელექციურ ჯიშებთან შეჯვარებადობის უნარიანობა, ჰიბრიდული მარცვლების და პირ­ვე­ლი თაობის მცენარეთა სიცოცხლისუნა­რია­ნო­ბა, პირველი თაობის მცენარეებში მშობლიური ფორ­მების მორფოლოგიური და სამეურნეო ნი­შან-თვისებათა მემკვიდრეობის თავისებურებანი.

ავტ.

 

 

 

 

გ9.14. სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა დაცვა

 

11.გ9.14.1. ჩაის მცენარის მიკობიოტა.  /. ბერაძე, . მოწყობილი/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 240-243. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.

2004-2009 წლებში ჩატარდა მონიტორინგი ჩაის მცენარის დაავადებათა გამომწვევ მიკობიოტური კომპლექსების გამოსავლენად. გამოკვლეულ იქნა ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ხობის, სენაკის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის 250-ზე მეტი მასიური პლანტაცია; ჩაის მცენარეზე გამოვ­ლენილია 51 სხვადასხვა სახეობის პარაზიტული და საპროფიტული ბუნების სოკო. აქედან პირვე­ლად გამოვლინდა 18 სახეობის სოკო. ლიტ. 9.

ავტ.

 

11.გ9.14.2. ციტრუსოვან კულტურებზე გავრცელე­ბუ­ლი მავნე მწერების მიმართ ეფექტური პრე­პარატების დაშლის დინამიკა ნაყოფებში. /. ორ­ჯონიკიძე, . მაჭავარიანი, . ბეჟანიშვილი, . ბე­ჟიტაშვილი/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 247-249. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.

მოცემულია ლიმონზე გავრცელებული მავნე მწე­რების მიმართ ეფექტური პრეპარატების: აქტე­ლი­კის, პოლიგორის, იმიდორ მაქსის, კალიფსოს და ტალსტარის დაშლის დინამიკა ლიმონის კანსა და რბილობში. ცხრ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.14.3. ციტრუსების ხმობის წინააღმდეგ ბრძო­ლის ღონისძიებები. /. გიორბელიძე, . გიორბე­ლიძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 253-255. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.

ციტრუსების ხმობა ფართოდაა გავრცელებული შავი ზღვის სანაპიროს ტენიან სუბტროპიკულ ზონაში. ციტრუსების მთლიან ხმობას იწვევენ ტრაქეოკომიკოზური ორგანიზმები და ფესვების ლპობის გამომწვევი სოკოები. დადგინდა, რომ ციტრუსების მთლიანი ხმობა გამოწვეულია ფეს­ვე­ბის ლპობით. დაავადება ქრონიკული ხასიათი­საა ფესვების ლპობის გამომწვევი სოკოებია: Fusarium oxysporum Schlecht. Emend. Synd et Hans და F. javanicum Kood. var. radicicola. ამდენად, ციტრუსების ხმობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა ატარებდეს კომპლექსურ ხასიათს. შესწავლილია ციტრუსების ხმობის გამომწვევი სოკოების ბიო­ეკოლოგია, რის საფუძველზე დასაბუთებულია მათ წინააღმდეგ ბრძოლის ეკოლოგიურად უსაფ­რთხო ღონისძიებები. ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.14.4. მისკანტუსის (Miscanthus sinensis Anderss) ბიოლოგია და ბრძოლის ღონისძიებები. /. გოგო­ლაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 266-268. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.

მისკანტუსი მრავალწლიანი, ბუჩქოვანი 60-150 სმ სიმაღლის სარეველა მცენარეა. ძირითადად მრავ­ლდება თესლით, ასევე ვეგეტაციურადაც. გვხვდე­ბა თითქმის ყველგან, გარდა ჭაობიანი ადგილებისა. მექანიკური ბრძოლის ღონისძიე­ბებიდან ეფექტურია თესლის მომწიფებამდე ამოთხრა, სისტემატური გაცელვა და შემდგომ დამულჩვა. ქიმიური ღონისძიებებიდან მაღალ­ეფექტიანია გლიფოსატის წარმოებული პრეპარა­ტების კლინის ან მისი ანალოგების 2%-იანი წყალხსნარის გამოყენება მაის-ივნისში. სურ. 1, ლიტ. 1.

ავტ.

 

11.გ9.14.5. კახეთში ვენახების სეტყვისაგან დაცვისა და დასეტყვილი ვაზის მოვლის ღონისძიებები. /. გოგიტიძე, . აბაშიძე, . გაგუა, . ცხაკაია/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერე­ბა­თა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 66-70. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

კახეთის სეტყვასაშიშ ზონაში ვენახების დასაცა­ვად ბადეებით სავეგეტაციო პერიოდში მუდმივი გადაფარვა არახელსაყრელია. ვენახების გადაფა­რ­ვა უნდა მოხდეს კაპრონის ბადეებით მხოლოდ სეტყვასაშიშ სიტუაციებში, მექანიზებული წე­სით. სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

11.გ9.14.6. ციტრუსოვანთა ფრთათეთრა (Dialeuroides citri Ashm) და მისი ბუნებრივი მტერის სერანგი­უმის (Serangium percesetosum Sic.) შესწავლის შე­დეგები აჭარის პირობებში. /. ალექსიძე, . მურ­ვა­ნიძე, . ჭანუყვაძე, . ეპიტაშვილი/. საქართვე­ლოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადე­მიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 86-92. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ციტრუსოვანი კულტურების მავნებ­ლის ციტრუსოვანთა ფრთათეთრას (Dialeuroides citri Ashm) გავრცელება საქართველოში, აჭარის სუბტროპიკულ ზონაში, მის წინააღმდეგ გამოყე­ნე­ბული ბუნებრივი მტრები, დადგენილია მათი ეფექტურობა. შესწავლილია ციტრუსოვანთა ფრთათეთრას მტაცებელი ხოჭოს, სერანგიუმის (Serangium percesetosum Sic.) ინტროდუქციის, აკლი­მატიზაციის, გამრავლების, ბუნებაში მისი გავრცელებისა და ტექნიკური ეფექტურობის საკითხები. ცხრ. 6, ლიტ. 16.

ავტ.

 

11.გ9.14.7. „მტაცებელი-მსხვერპლისისტემის გამო­კვლევა ფაზური სიბრტყის გამოყენებით. /. ალ­ე­ქსიძე, . ნოზაძე/. საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 93-95. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ბიოლოგიური სისტემისმტაცებელ-მსხვერპლისსისტემის შესწავლის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს ფაზური სიბრტყის გამოყენებას. ოპტიმალური საწყისი სიდიდეების დადგენა საშუალებას მოგვ­ცემს ციტრუსების აგროცენოზებში ვარეგული­როთ მავნე და სასარგებლო მწერების (ტკიპების) რიცხოვნობა. სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

11.გ9.14.8. მავნე ორგანიზმებისაგან ციტრუსების ინტეგრირებული დაცვა. /. ალექსიძე, . ორჯო­ნი­კიძე, . მურვანიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 96-98. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია ციტრუსების ინტეგრირებული და­ცვის მნიშვნელობა მავნე მწერების კონტროლის­თვის. ლიტ. 9.

ავტ.

 

11.გ9.14.9. ახალი ინვაზიური სახეობა წაბლის მენაღ­მე ჩრჩილი Cameraria ohridella Deschka&Dimic (Lepidoptera: Gracillariidae) საქართველოში. /. სუპატაშვილი, . კერესელიძე, . გოგინაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერე­ბათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 99-101. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია საქართველოში შემოჭრილი ინვა­ზი­ური მავნე მწერის, წაბლის მენაღმე ჩრჩილის - Cameraria ohridella Deschka&Dimic გავრცელების არეალი, მისი მორფოლოგია, ბიოლოგიის დეტა­ლები და მკვებავი მცენარე. სურ. 2, ლიტ. 10.

ავტ.

 

11.გ9.14.10. სხვადასხვა იმუნიზატორებით კვების გავლენა ტრისტეზათი დაავადებულ ციტრუ­სო­ვანი მცენარეების გამძლეობაზე. /. გიორგაძე, . ალანია, . მურვანიძე/. საქართველოს სოფლის მე­ურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 102-106. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია სხვადასხვა იმუნიზატორით გამო­კ­ვე­­ბილი ტრისტეზათი დაავადებული ციტრუსო­ვანი მცენარეების ქიმიური ცვლილებების შესა­ხებ. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 13.

ავტ.

 

11.გ9.14.11. ტემპერატურისა და ნოტიო პერიოდის გავ­ლენა Stagonospora nodorum-ის სპორების აღ­მოცენებაზე. /. მეფარიშვილი, . ბერაძე/. საქარ­თველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკა­დემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 107-109. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია ტემპერატურისა და ტენიანი პერი­ო­დის ხანგრძლივობის გავლენა Stagonospora nodorum-ის სპორების აღმოცენებაზე. ცხრ. 1, ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.14.12. ხორბლის სეპტორიოზის სახეობრივი შემადგენლობა და გავრცელება საქართველოში. /. მეფარიშვილი, . გორგილაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 110-112. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილია ხორბლის სეპტორიოზის გამომწვევის ორი სახეობა: Stagonospora nodorum და Septoria tritici. შეხვედრის სიხშირით დომინირებს S.nodorum-. სურ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

11.გ9.14.13. ატმის ბუგრების წინააღმდეგ მოდიფი­ცი­რებული ინსექტო-აკარიციდისანტიპესტი”- გამოცდის შედეგები. /. ცხვედაძე, . ლომთაძე, . კაკაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნე­ობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 113-116. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მიერ მოდიფიცირებული პრეპარა­ტის ინსექტო-აკარიციდიანტიპესტი”- გამოც­დის შედეგები ატმის მწვანე ბუგრების – (Mysodes persicae, Hyalopterus pruni) და ატმის დიდი ბუგრის (Pterochloroides persicae Cholodk) წინააღმდეგ. ლა­ბორატორიულ პირობებში ახალგაზრდა ყლორ­ტებზე დასახლებულ ბუგრებზე გამოცდილი იქნა პრეპარატის სხვადასხვა კონცენტრაცია. ლაბორა­ტორიაში დადგენილი პრეპარატის ეფექტური კონცენტრაცია, მავნებლის სიკვდილიანობის პრო­­­ცენტის მიხედვით, გამოყენებულია ბუნებ­რივ პირობებში ატმის ნარგაობაში სკრის საცდელ სადგურში. ცხრ. 3, ლიტ. 2.

ავტ.

 

11.გ9.14.14. ქერის ნაცრის გამომწვევის Blumeria (Erisiphe) graminis f.sp. hordei ქართული პოპუ­ლაციის შიდასახეობრივი დიფერენციაცია. /. ცეცხლაძე, . სიხარულიძე, . მეფარიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიე­რე­ბათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 117-120. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ქერის ნაცრის გამომწვევი სოკოს Blumeria gr.DS.f. sp.Hordei Marchal ქართული პოპულაციის 1150 მო­ნოიზოლატი გაანალიზდა ქერის ნაცრისადმი გამძლე გენების შემცველ ჯიშ-დიფერენცია ტო­რების ევროპული ნაკრებზე, რომელიც შედგება ჯიშ Pallas-ის საფუძველზე შექმნილი იზოგენური ხაზებისა (24 ხაზი) და 11 ჯიშისაგან. ცდებით და­დგენილი იქნა პოპულაციის მაღალი ვირუ­ლენ­ტობა. გამოვლენილ იქნა ქერის ნაცრისადმი გამ­ძლე გენები: Ml-a7+MlLG2, Ml-a7+Mlk, Mla7+Ml-No3, Ml- a7+Ml(Tr3)+Ml(AB), Mla13+Ml(Ru3), Ml-a22, Ml-nn, ml-05, რომლებიც შეიძლება რეკომენ­დე­ბულ იქნას სასელექციო პროგრამაში, ნაცრის მიმართ ქერის გამძლე ჯიშე­ბის მიღების მიზნით. სურ. 1, ცხრ. 2, ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.14.15. ხორბლის ნაცრის გავრცელება და ვი­რუ­ლენტური სტრუქტურა საქართველოში. /. გაბაი­ძე, . სიხარულიძე/. საქართველოს სოფლის მეუ­რნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 121-124. – ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ხორბლის ნაცრის გამომწვევი Blumeria (Erysiphe) graminis f.sp.tritici გავრცელებულია საქართველოს მეხორბლეობის ყველა რაიონში. 11 გამძლეობის გენის მქონე დიფერენციატორთა ევროპულ ნაკ­რე­ბზე 484 მონოკონოლონიური იზოლატის გა­მოცდამ გვიჩვენა, რომ პათოგენის ქართული პოპულაცია მაღალვირულენტურია Pm1, Pm3a, Pm3c, Pm4b, Pm5, Pm6, Pm7, Pm8 გენების მიმართ და ნაკლებად ვირულენტურია Pm2, Pm3b, Pm3d და Pm4a- მიმართ. პოპულაციაში დაფიქსირდა 20 პათოტიპი. დომინირებული პათოტიპის 2, 3b, 3d, 4a/1, 3a, 3c, 4b, 5, 6, 7, 8 სიხშირე 65,5%-ია. სურ. 21, ცხრ. 1, ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.14.16. ჯიშ-პოპულაციამუხრანულის“ ყვავი­ლობის ბიოლოგიის თავისებურება დახურულ გრუნტში. /. ხარხელაური/. საქართველოს სოფ­ლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამ­ბე. – 2012. – #31. – გვ. 125-128. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი ჯიშის ძვი­რფას ნიშანთა რიგს მიეკუთვნება მოსავლიანობა, ადრეულობა, ერთდროული მომწიფება, ნაყოფის ხარისხი (საგემოვნო თვისებები და საბაზრო სახე), დაავადებებისა და მავნებლების მიმართ გამძლეობა. ამ ნიშან-თვისებათაგან ორი: მოსავ­ლიანობა და ადრეულობა, დადებით კორელა­ცი­ურ დამოკიდებულებაშია კიტრის ყვავილობის ბიოლოგიასთან. ცხრ. 3, ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.14.17. ნიადაგის მულჩირების გავლენა ჯიშგილან“-ის ზრდა-განვითარებასა და მოსავლი­ანო­ბაზე. /. ხარხელაური/. საქართველოს სოფ­ლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მო­ამბე. – 2012. – #31. – გვ. 129-133. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მრავალი უპირატესობის გამო დღეისათვის მთელ მსოფლიოში 6500 კმ2-ია დაფარული პო­ლი­ეთილენის მულჩით. ეს უპირატესობებია: ადრეული თესვის შესაძლებლობა; ნიადაგში ტენიანობის შენარჩუნება; სარეველების მართვა; მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება; ნიადაგის დატკეპვნის შემცირება; ფესვების დაზიანების შემცირება. ცხრ. 3, ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.14.18. კვების არის გავლენა დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებაზე ჯიშ-პოპულაციამუხრანულში“. /. ხარხელაური/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 134-138. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ცნობილია, რომ დაავადებებისა და მავნებლების გავრცელება პირდაპირ კორელაციურ დამოკი­დე­ბულებაშია მოსავლიანობის რაოდენობასა და მის ხარისხთან. დაავადებებისა და მავნებლების გავ­რ­ცელება კი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორ­ზე, რომელთაგან ერთ-ერთია მიკრო კლიმატური რეჟიმი, რომელიც წარმოიქმნება გარემოსა და მცე­ნარეების ურთიერთქმედების შედეგად. სწო­რედ ამიტომ კვების არის სწორად განსაზღვრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია დახურულ გრუნტში. სურ. 1, ცხრ. 3, ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.14.19. მარცვლოვანთა ბუზების მავნეობა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ საქართვე­ლოში. /. გიქორაშვილი, . პავლიაშვილი, . მა­ჭავარიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 139-142. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია ხორბლის მნიშვნელოვანი მავ­ნებ­ლები: შვედური ბუზიOscinosoma frit L., ჰე­სენის ბუზიMayetiola destructor Say, მწვანე­თვა­ლა ბუზიChlorops pumilionis Bierk. მოცემულია მათი ფენოლოგია, ბიოლოგიის ზოგიერთი მო­მენტი და მათ წინააღმდეგ ბრძოლის თანამედ­რო­ვე ღონისძიებები. ცხრ. 2, ლიტ. 10.

ავტ.

 

11.გ9.14.20. ფითრის (Viscum album L.) ქიტინ-სპე­ციფიკური ცილის ენტომოტოქსიკური თვისებე­ბი Lepidoptera- რიგის აგრომავნებლების მი­მართ. /. გაიდამაშვილი, . ქებურია, . ხურციძე/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – .10. – #4. – გვ. 17–20. – ინგ.; რეფ.: რუს.

შესწავლილია ფითრის (Viscum album L.) ქიტინ-სპეციფიკური ლექტინის (MChbL) ინსექტიცი­დუ­რი აქტივობა A.sordens და A.segetum (Lepidoptera: Noctuidae) აგრომავნებელი მწერების მიმართ. გამო­ვლენილია ლექტინის ნეგატიური გავლენა ლარვების ფიზიოლოგიურ განვითარებასა და სიცოცხლისუნარიანობაზე. დადგენილია MChbL მიერ მწერების ლარვების საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ენდოგენური პროტეოლიზური ფერმენ­ტების აქტივობის ინჰიბირების უნარი. გამოვლე­ნი­ლია MChbL ჰომოლოგია Hevea brasilienisis ოსმოტინის მსგავს ცილასთან და Zea mays ალფა-ამილაზა/ტრიპსინის ინჰიბიტორთან. გამოთ­ქმუ­ლია მოსაზრება MChbL გამოყენების შესახებ Lepidoptera რიგის მავნებლების კონტროლისა­თვის. სურ, 9, ლიტ. 11.

ავტ.

 

11.გ9.14.21. საქართველოს ბაზარზე არსებული სასუ­ქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები - მათი ეფექტურობა და ეკოლოგიური უსაფრთხოება. /შ. მაჭარაშვილი/. ახალი აგრარული საქართველო. – 2013. – #5. – გვ.12. – ქართ.

ამჟამად ქართულ ბაზარზე სასუქებისა და მცენა­რე­თა დაცვის საშუალებების მომწოდებელი რამ­დენიმე კომპანია გამოიკვეთა, რომელთა მიერ მოწოდებულ პროდუქციაში დაცულია ძირითად მოქმედ ნივთიერებათა სისუფთავის ხარისხი, ეკოლოგიური უსაფრთხოება, მოქმედების ეფექ­ტურობა. მაგრამ ასეთი პროდუქცია ბაზრის ნა­ხე­ვარს აკმაყოფილებს. ბაზრის დანარჩენ სეგმენტს .. ჯენერიკი პროდუქცია ავსებს. სიტყვაჯენე­რიკიასოცირდება ეკოლოგიურ საფრთხესთან, დაბალ მოსავლიანობასთან, ნიადაგის გამოფიტ­ვასთან და .. მისი მწარმოებელია არა დასავ­ლე­თის ქვეყნები (იტალია, ესპანეთი, გერმანია), არამედ ჩინეთი, ინდოეთი და სხვ. ის ფართოდ რეკლამირდება და შედარებით იაფია. ბაზარი მისგან დაუცველია, რადგან არ ხდება მისი ექს­პერტული შემოწმება, სახელმწიფო რეგისტრაცია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად სასწრაფო სახელ­მწიფო რეაგირებაა საჭირო. ხოლო მომხმარებ­ლებს ეძლევა რჩევა აირჩიონ ცნობილი ევროპუ­ლი კომპანიების პროდუქცია და გაიარონ კვალი­ფი­ციური კონსულტაციები.

. ჩხაიძე

 

11.გ9.14.22. ფაგების მეშვეობით მცენარეთა ბაქტერი­ული დაავადებების კონტროლი. /. ანდრეიჩუკი, . ბილოკონი, . მასი, . პოლიშჩუკი/. ბაქტერიო­ფაგები და პრობიოტიკები - ანტიბიოტიკების ალ­ტერნატივა. საერთ. კონფ. თეზ. თბილისი. – 1-4 ივლისი 2012. – გვ. 47. – ინგლ.

ექსპერტები მუდმივად დგებიან ბაქტერიული და­ავადებების პრობლემის წინაშე მცენარეული პრო­დუქტების მოყვანის და შენახვის დროს. უაღ­რესად მნიშვნელოვანია მცენარეთა დაცვის ახა­ლი, ეკოლოგიური მიდგომების შემუშავება. ბაქ­ტე­რიოფაგებს არ აქვს მნიშვნელოვანი ნაკლი. მათი მეშვეობით შესაძლებელია მცენარეთა ინ­ფექ­ციური დაავადებების თავიდან აცილება მცირე რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში. ნაშრომის მიზანია მაღალი ეფექტურობის და ეკო­ლოგიური ანტიბაქტერიული პრეპარატების შემუშავება ბაქტერიოფაგების საფუძველზე მცე­ნარეთა ბაქტერიულ დაავადებათა კონტროლი­სთვის. ექსპერიმენტის დროს შესწავლილ იქნა ბაქტერიოფაგების სტაბილურობა და მათი მოლე­კულურ-ბიოლოგიური თვისებები. ყველაზე აქ­ტი­ური ფაგების გამოყენებით მოხდება ეკოლო­გიურად სუფთა პროდუქტის შექმნა სოფლის მე­ურნეობაში გამოსაყენებლად.

ავტ.

 

11.გ9.14.23. Orchidaceae Juss ოჯახის მცენარეთა და­ცვა მცენარეთა პათოგენური ბაქტერიების საფუ­ძველზე მიღებული ფაგების მეშვეობით. /. ანდ­რე­იჩუკი, . პუხაჩი, . პოლიშჩუკი/. ბაქტერიო­ფა­გები და პრობიოტიკები - ანტიბიოტიკების ალ­ტერნატივა. საერთ. კონფ. თეზ. თბილისი. – 1-4 ივლისი 2012. – გვ. 48. – ინგლ.

ბაქტერიული დაავადებები განსაკუთრებით სა­ში­შია მცენარისთვის, რადგან შეიძლება გამოიწ­ვიოს სრული და შეუქცევადი გადაგვარება, რაც იწვევს მოსავლის მძიმე დანაკარგებს. კვლევის მიზანი იყო ბაქტერიული დაავადებების გამომ­წ­ვევი პათოგენური ბაქტერიების ფაგების თვისე­ბე­ბის შესწავლა და დაცულ ნიადაგში (სათბუ­რებ­ში) ლაბრატორიული ფაგების შეყვანა. კვლევა ორი­ენტირებული იყო ბაქტერიოფაგების პერ­ს­პექ­ტივაზე, როგორც ფაქტორზე, რომელიც ხელს შეუწყობს პათოგენური მიკროორგანიზმების ნე­გა­ტიური გავლენის შემცირებას დეკორატიულ მცენარეებზე.

ავტ.

 

 

გ9.15. აგროქიმია

 

11.გ9.15.1. ბუნებრივი ცეოლითისა და მურა ნახში­რის საფუძველზე დამზადებული პროლონგი­რე­ბული მოქმედების ახალი სუბსტრატის ზემოქ­მე­დება სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღმო­ცე­ნებაზე. /. ანდრონიკაშვილი, . ზაუტაშვილი, . ეპრიკაშვილი, . ფირცხალავა, . ძაგანია/. სა­ქა­რ­თველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. – #2. – გვ. 101-105. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ამონიუმისა და კალიუმის კათიონებით მოდიფი­ცირებული ბუნებრივი ცეოლითისა (ჰეილანდი­ტიკლი­ნოპტილოლითური ტუფი) და მურა ნახ­შირის საფუძველზე დამზადებულ სუბსტრატზე აღმოცენებული მცენარის ბიოპროდუქტიულობა 2,9-ჯერ აღემატება ნიადაგზე აღმოცენებული მცე­ნარის ბიოპროდუქტიულობას. ასეთი სუბს­ტ­რატი ხასიათდება მემცენარეობაში ხანგრძლივი მოქმედებით. ცხრ. 3, ლიტ. 16.

ავტ.

 

11.გ9.15.2. ბუნებრივი ადსორბენტების - ცეოლი­თე­ბის გავლენა ნიადაგის ზოგიერთ ფიზიკურ-ქი­მიურ თვისებებსა და ნაყოფიერებაზე. /. გამი­სო­ნია/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 160-163. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.

შესწავლილია ცეოლითების - მორდენიტის, ფი­ლიპსიტის, ანალციმის - გავლენა დასავლეთ საქა­რთველოს ზოგიერთი ტიპის ნიადაგზე. დადგე­ნილია, რომ ისინი ამცირებენ ნიადაგის მიერ ამონიუმის და ფოსფატიონების შეკავებს უნარს. ყოველივე ეს განაპირობებს ნიადაგის ნაყოფი­ე­რების გაზრდას. ცხრ. 4, ლიტ. 10.

ავტ.

 

11.გ9.15.3. საქართველოს ადგილობრივი მადნები და სასუქის სახით სოფლის მეურნეობის კულტურე­ბისთვის მათი გამოყენების პერსპექტივები. /. ზარდალიშვილი, . ურუშაძე, . ზარდალი­შვი­ლი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკი­თ­ხები. – 2012. – .10. – #4. – გვ. 57-61. – რუს.; რეფ.: ინგ.

განხილულია საქართველოს ადგილობრივი მად­ნები (ფოსფორიტი, კირქვა, მერგელი, ცარცი, დო­ლომიტი, თაბაშირი, მაგნიუმის შემცველი მადა­ნი), ორგანული სასუქები (ჭაობის ტორფი, მურა ნახშირი, ბიტუმი და ცხიმოვანი თიხის ფიქალი), მიკრო სასუქები (ბორი, მანგანუმი, სპილენძი, კობალტი, მოლიბდენი, ცინკი) და სხვა ადგი­ლო­ბ­რივი აგრონომიული ნედლეული (ბენტონი­ტუ­რი თიხა, ცეოლიტები) აღწერილია მათი რაცი­ო­ნალური გამოყენების მეთოდები. ცხრ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

11.გ9.15.4. ენერგეტიკული საწარმოების გამონა­ბოლ­ქვი აირის ემისიის საფუძველზე მიღებული აზო­ტის სასუქის გამოყენების ეფექტურობა სასოფ­ლო-სამეურნეო კულტურებისთვის. /. სეიდოვი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – .10. – #4. – გვ. 70-73. – რუს.; რეფ.: ინგ.

აზერბაიჯანში თბური ელექტროსადგურები აწარ­­­მოებს ელექტროენერგიის ძირითად ნაწილს. ალი-ბაირამლის ჰესი გამოდევნის 120 მლნმ3 კვამლს, რომელიც ყოველდღიურად აბინძურებს გარემოს. სასუქზე გადაანგარიშებით ეს შეადგენს 300000 ტონა აზოტის სასუქს წელიწადში. ამგვა­რად მიღებული აზოტის სასუქის გამოყენება მარ­ცვლეული კულტურებისთვის მომგებიანია რო­გორც ეკონომიური, ასევე ეკოლოგიური თვალსა­ზ­რისით. დღეისათვის შემუშავებულია აზოტის სასუქის და მიღების ტექნოლოგია ელექტრო­ქი­მიური და ქიმიური რეაქციების დაკავშირებით. ამ მეთოდის უპირატესობაა აზოტის სასუქის მი­ღებაზე ელექტროენერგიის მინიმალური დანა­ხარ­ჯი. ცხრ. 5, ლიტ. 6.

ავტ.

 

 

გ9.16.  აგრარული რადიოლოგია და ეკოლოგია

 

11.გ9.16.1. ნიადაგის ეროზიის კონტროლი ვეტი­ვე­რის ვიწრო ზოლებითისრაელი-საქართველოს პროექტის მიხედვით. /. დუდაი, . გავარდა­შვი­ლი, . მირცხულავა, . ბენ ჰური/. წყალთა მეურ­ნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრე­ბული. – 2012. – #67. – გვ. 54-64. – ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნიადაგის ეროზიის კონტროლის მიზნით შემო­თა­ვაზებულია მცენარე ვეტივერია ზიზანიო­დე­სის ვიწრო ზოლების გამოყენება. დადგენილია მცენარის ზრდის დინამიკა ნიადაგის ეროზიის შესაბამისი მახასიათებლების მხედველობაში მი­ღებით. სამუშაოს საფუძვლად უდევს საქართვე­ლოსა და ისრაელში განხორციელებული სამეც­ნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგები. პრო­ექტი განხორციელებულია ამერიკის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსებით. სურ. 11, ლიტ. 20.

ავტ.

 

11.გ9.16.2. ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო გეო­ხალიჩანესფილე”- დანესგეო”- ლაბორატო­რიული კვლევა. /. ჩახაია, . ბოსიკაშვილი, . ვა­რაზაშვილი, . დიაკონიძე, . ხუბულავა, . წუ­ლუკიძე, . სუპატაშვილი, . შავლაყაძე, . ლორ­თქიფანიძე, . ომსარაშვილი/. წყალთა მეურნეო­ბის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებუ­ლი. – 2012. – #67. – გვ. 203-208. – ქართ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ეფექტური და რესურსმზოგი ღონისძიებების შემუშავების მი­ზნით განხორციელდა ლაბორატორიული კვლე­ვები 0.5 2 ფართობის გეოხალიჩანესფი­ლე”-ზე (შედგება ბამბის 2 შრისაგან) და 0.5 2 ფართობის გეოხალიჩანესგეო”-ზე (შედგება ბამბის და მარლის შრისაგან), რომელთა შრეებს შორის მოთავსებული იყო მცენარე კოინდარის თესლები. ლაბორატორიული კვლევები ტარდე­ბო­და 5.05.2012-დან 23.05.2012-მდე, რომლის დროსაც გამოიკვეთა გეოხალიჩანესფილე”- შედარებით ნაკლები ეფექტურობა, რადგან მასზე ამოსული მცენარეების სიხშირე არადამაკმაყო­ფი­ლებელია, ხოლო გეოხალიჩანესგეო”-ზე ამო­სუ­ლი მცენარე კოინდარის ამონაყარის რაოდენობა და სიმაღლის დინამიკა დამაკმაყოფილებელია (მცენარეული საფარით დაფარულია გეოხალიჩის 90%). სურ. 8, ცხრ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

11.გ9.16.3. ინტეგრირებული სისტემის ეკოლოგი­ზა­ცია ჩაის და ციტრუსების მავნებლების შემცი­რე­ბაში ორგანული პროდუქციის მისაღებად. /. ნი­კოლაიშვილი/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 260-263. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.

განხილულია ორგანული ჩაისა და ციტრუსების წარმოების პერსპექტივები; ციტრუსების მავნებ­ლე­ბის წინააღმდეგ საბრძოლველად მიზანშე­წო­ნილად მიჩნეულია ბიოაგენტების გამოყენება სე­ზონური კოლონიზაციისა და განსახლების მეთო­დებით. ლიტ. 6.

ავტ.

 

11.გ9.16.4. წარმოებასა და ეკოლოგიას შორის ოპტი­მალური თანაფარდობა სოფლის ტერიტორიების მდგრადი განვითარების კონცეფციაში. /. ანტო­ნო­ვი/. ეკონომისტი. – 2012. – #4. – გვ. 81-85. – ინგლ.; რეფ.: რუს.

გაანალიზებულია სასოფლო-სამეურნეო წარმო­ე­ბის, სოფლის სოციალური სფეროს ფუნქციო­ნი­რების ფაქტიური მდგომარეობა და გარემო ბუ­ნების პრობლემები. მოცემულია უკრაინის სოფ­ლის ტერიტორიების ეკოლოგიური უსაფრთხო­ების უზრუნველყოფის ეკონომიკური მექანიზ­მები. ლიტ. 7.

ავტ.

 

11.გ9.16.5. ეკოლოგიური ფაქტორი სახელმწიფოს ეკო­ნომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების სის­ტემაში. /. ჰინდესი/. ეკონომისტი. – 2012. – #5 – გვ. 37-42. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., რუს.

დასაბუთებულია ეკოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლი­ტიკის პრიორიტეტების სისტემაში. განსაზღვრუ­ლია ბუნებრივი რესურსების ეკონომიკური შე­ფა­სება ქვეყნის განვითარების მაჩვენებლების სის­ტე­მაში. ლიტ. 5.

ავტ.

 

11.გ9.16.6. ქვემო ქართლის საავტომობილო გზისპი­რა სავარგულებზე ბოსტნეულის ეკოლოგიური მდგომარეობა. /. ზვიადაძე, . გაჩეჩილაძე/. სა­ქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომე­ბი. – 2012. – #4(486). – გვ. 21-26. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გაანალიზებულია მარნეულის და ბოლნისის მუ­ნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საავტომო­ბი­ლო ტრასასთან მიმდებარე სავარგულებზე მოწე­უ­ლი ბოსტნეულის ეკოქიმიური მდგომარეობა მათში მძიმე ტოქსიკური მეტალების შემცველო­ბის მხრივ. შემცველობის რაოდენობრივი მაჩვე­ნებლები დადგენილია ექსპერიმენტული კვლე­ვის საფუძველზე. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 8.

ავტ.

 

11.გ9.16.7. ინფორმაცია და მოსაზრებანი ყაზბეგის რაიონში, მდინარე თერგის შენაკადზე, მშენებარე ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესახებ. /. ჯაფარიძე/. საქართველოს სოფლის მეურნე­ო­ბის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 281-282. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები ყაზბეგის რაიონ­ში, მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადზე, ბრო­ლისწყალზე (ხდისწყალი, ქისტურა) ჰიდრო­ელე­ქ­ტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული ეკოლოგიური საფრთხის და ჩასატა­რე­ბელი ალტერნატიული ღონისძიებების შე­სახებ.

ავტ.

 

11.გ9.16.8. საქართველოში არსებული ადგილობ­რივი და იმპორტირებული ციტრუსოვან კულ­ტურათა  ნედლეულის ბიოლოგიური სრულ­ფასოვნებისა და კვებითი უვნებლობის დადგენა ეკოქიმიური ექსპერტიზის თვალსაზრისით. /. დანელია, . ფალავანდიშვილი, . ჩანქსელიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიე­რე­ბათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 283-295. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სტანდარტის თანახმად, გლიციდებისა და ვიტამინ C- შემცვე­ლობა საქართველოს რესპუბლიკაში მოწეულ ლი­მონსა და ფორთოხალში მაღალია, იმპორტი­რებულთან შედარებით; რაც შეეხება ორგანულ მჟავებს, ნედლ უჯრედანას და პექტინოვან ნივ­თიერებებს, შედარებით მეტი აღმოჩნდა ბერძ­ნულ პროდუქციაში, რაც მის ორგანოლეპტიკაშიც აისახება. დეკადების მიხედვით შენახვისუნარია­ნობის მხრივ როგორც ქართული, ასევე ბერძნუ­ლი ციტრუსთა ნაყოფები ერთი და იმავე მაჩვე­ნებ­ლებისაა. მძიმე ლითონების Cu, Zn, Fe, Co, Mo, Pb, As, Hg, Cd, Cr-ის შემცველობა არ სცდება ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციებს, ასევე პრო­დუქციაში არ აღმოჩნდა საშიში დღეგრძელი ნუკ­ლეიდები Cs137 და Sr90. დეგუსტაციის შედეგად ლიდერობს საქართველოში გაადგილებული ცი­ტრუსოვანთა ნაყოფები, რის გამოც იგი კონკუ­რენტუნარიანი უნდა იყოს არა მხოლოდ საქარ­თ­ველოში, არამედ მსოფლიო ბაზრების იმ სეგმენ­ტში, რომლებიც დაინტერესებულია ბიოლოგი­უ­რად სუფთა და ეკოლოგიურად სრულფასოვანი ციტრუსოვანი კულტურებით. სურ. 6, ცხრ. 7, ლიტ. 4.

ავტ.