თემატური რუბრიკები

 

ბ1.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ბ1.1

მათემატიკა

ბ1.2

კომპიუტერული მეცნიერებები და ინფორმატიკა

1.3

ფიზიკა

1.4

ქიმი

1.5

დედამიწისდა გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები

1.6

ბიოლოგი

1.7

სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

2.

საინჟინრო საქმე და ტექნოლოგიები

2.1

სამოქალაქო მშენებლობა

2.2

ელექტროტექნიკა, ელექტრონიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები

2.3

მანქანათმშენებლობა

2.4

ქიმიური მრეწველობა და ტექნოლოგიები

2.5

მასალათმცოდნეობა

2.6

სამედიცინო ტექნოლოგიები

2.7

ბუნებათსარგებლობა

2.8

გარემოსდაცვითი ბიოტექნოლოგიები

2.9

ამრეწველო ბიოტექნოლოგიები

2.10

ნანოტექნოლოგიები

2.11

სხვა საინჟინრო მეცნიერებები და ტექნოლოგიები

ბ3.

ედიცინ და ჯანმრთელობის დაცვა

3.1

ფუნდამენტური მედიცინა

3.2

კლინიკური მედიცინა

3.3

ჯანმრთელობის დაცვა

3.4

სამედიცინო ბიოტექნოლოგიები

3.5

სხვა სამედიცინო მეცნიერებები

ბ4.

აგრარული მეცნიერებები

4.1

სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა

4.2

მეცხოველეობა და მერძევეობა

4.3

ვეტერინარია

4.4

აგრარული ბიოტექნოლოგიები

4.5

სხვა აგრარული მეცნიერებები

ბ5.

საზოგადოებრივი მეცნიერებები

5.1

ფსიქოლოგია

5.2

ეკონომიკა და ბიზნესი

5.3

განათლება

5.4

სოციოლოგია

5.5

სამართალი

5.6

პოლიტიკური მეცნიერებები

5.7

სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია

5.8

მედია და კომუნიკაციები

5.9

სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები

 


1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებ

ბ1.1. მათემატიკა

 

ბ15.1.1.1. პოზიციური ამოცანების გადაწყვეტის ერთი ინტერპრეტაციის შესახებ. /. ნიკვაშვილი, . ხატისკაცი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 87-89. – რუს.; რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.

განიხილება ნებისმიერი პოზიციური ამოცანის გადაწყვეტის ალგორითმი ნებისმიერი ზედაპირის მონაწილეობით, სადაც სამი გრაფიკული ამოცანის შესრულებით შეიძლება გადავწყვიტოთ ამოცანა წირის და ზედაპირის (მათ შორის წრფის და სიბრტყის), ორი ზედაპირის (მათ შორის ორი სიბრტყის, სიბრტყის და ზედაპირის) საერთო წერტილების აგების ამოცანა. ლიტ. 1.

ავტ.

 

ბ15.1.1.2. წრფოვანი ზედაპირების თანაკვეთის აგება დამატებითი დაგეგმილების გამოყენებით. /ნ. ნიკვაშვილი, ი. ხატისკაცი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 99-102. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია ამოცანა ზედაპირების თანაკვეთის წირის აგებაზე ზედაპირების ერთი ჯგუფისათვის, წრფოვანი ზედაპირებისათვის ერთი მიმმართველით და წვეროთი. ამ ჯგუფს ეკუთვნიან ცილინდრები (პრიზმები) და კონუსები (პირამიდები). ამოცანა შესრულებულია ცილინდრის და პრიზმის თანაკვეთის წირის აგების მაგალითზე, მისი გამარტივება მიღწეულია დამატებითი ირიბკუთხა დაგეგმილებით ცილინდრის არასაკუთრივ S წვეროზე გამავალი მიმართულებით, რის შედეგად თანაკვეთაში მონაწილე ცილინდრი დაგეგმარდება თავის მიმმართველზე Π1-ში – α1 წრეწირზე. ამ წრეწირთან შეთავსდება მოცემული ზედაპირების თანაკვეთის წირის დამატებითი გეგმილებიც. თანაკვეთის წირის ჰორიზონტალური გეგმილი მიღებულია ამ წირის წერტილების დამატებითი გეგმილების დაბრუნებით პრიზმის მსახველების საწყის გეგმილებზე Π1-ში. სურ. 1, ლიტ. 1.

ავტ.

 

ბ15.1.1.3. მათემატიკური მეთოდები, როგორც სტრატეგიული ანალიზის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მისი გამოყენების პრაქტიკული ასპექტები ეკონომიკაში. /. ამანათაშვილი, . დიასამიძე, . ელაშვილი, . შანიძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 31-39. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომი ეძღვნება ეკონომიკური საკითხების შესწავლას, გადაწყვეტას და წარმოდგენას, ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდების მნიშვნელობას და მათი პრაქტიკაში გამოყენენების ხერხებს. ლიტ 9.

ავტ.

 

ბ15.1.1.4. გეომეტრიული აგებულობები სიბრტყეზე. ერთი ამოცანის ამოხსნა გეომეტრიული ადგილების მეთოდით. /. ასათიანი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 98-101. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

პარალელოგრამის აგების მოცემული ამოცანის ამოხსნისას გამოყენებულია წერტილთა გეომეტრიული ადგილების მეთოდი, რომლის არსი დაიყვანება ორი რომელიმე წრფის ან მრუდის მოძიებაზე, რომელთა გადაკვეთაში მოიძიება წერტილი, რომელიც აკმაყოფილებს ამოცანაში დასმულ პირობებს. ასეთი წერტილების ერთობლიობა წარმოადგენს გარკვეულ წრფეს, რომელიც იქნება წერტილთა გეომეტრიული ადგილი. მოცემული ამოცანის ამოხსნისას გამოყენებული იქნა ორი ცნობილი წერტილის გეომეტრიული ადგილი. წარმოდგენილი ამოცანის გადაწყვეტა გვიჩვენებს, რომ წერტილთა გეომეტრიული ადგილის მეთოდის ცოდნით ადვილად და მოხერხებულად ხდება აგების ამოცანების გადაწყვეტა. სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.1.1.5. ერთი მახასიათებელი ამოცანა მაგნიტურჰიდრავლიკურ საბიძგებელაში არსებული რხევების განტოლებისათვის. /ს. ბიწაძე, რ. ბიწაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 147-151. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომში შესწავლილია ერთი მახასიათებელი ამოცანა არაწრფივი რხევების განტოლებისათვის, რომელიც მიიღება კონკრეტული კონსტრუქციის მაგნიტურჰიდრავლიკურ საბიძგებელაში არსებული რხევების მათემატიკური მოდელირებით. ამონახსნი ჩაწერილია ცხადი სახით და დადგენილია მისი გავრცელების არე. ლიტ. 4.

ავტ.

 

 ბ15.1.1.6. საწყისი ამოცანა მაგნიტურჰიდრავლიკურ საბიძგებელაში მიმდინარე პროცესების აღმწერი განტოლებისათვის. /. ბიწაძე, . ბიწაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 152-157. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია საწყისი ამოცანა არაწრფივი ჰიპერბოლური განტოლებისათვის, რომელიც მიიღება კონკრეტული კონსტრუქციის მაგნიტურჰიდრავლიკურ საბიძგებელაში მიმდინარე პროცესების მათემატიკური მოდელირებით. ნაჩვენებია ამონახსნის ერთადერთობა. ამონახსნი ჩაწერილია ცხადი სახით და დადგენილია მისი განსაზღვრის არე. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.1.1.7. სამი წრეწირის მხები წრეწირის აგება ჟერგონის მეთოდით. /. ბიწაძე, . ბიწაძე, . ბარბაქაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 158-163. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია სამი წრეწირის მხები წრეწირის აგება ჟერგონის მეთოდით. მოცემულია ამ მეთოდისთვის საჭირო ცნებები და დებულებები. იმ წრეწირის ასაგებად, რომელიც მოცემულ სამ წრეწირს ეხება ერთნაირი სახით (გარეთა შეხებით ან შიგა შეხებით), ვპოულობთ ამ სამი წრეწირის რადიკალურ ცენტრს და მსგავსობის გარე ღერძს. წრფეები, რომლებიც მიიღებიან რადიკალური ცენტრის შეერთებით წრეწირების მიმართ მსგავსობის ღერძის პოლუსებთან, მოცემულ წრეწირებს გადაკვეთენ შეხების წერტილებში. დამტკიცებულია, რომ ასე აგებული წრეწირი აკმაყოფილებს მოთხოვნილ პირობებს. მოცემულია მითითებები, ისეთი შემთხვევებისთვის, როცა შეხება არის არაერთნაირი სახით. სურ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.1.1.8. ორმხრივი ასიმილაციის არაწრფივი მათემატიკური მოდელი. /თ. ჩალიჩავა/. კომპიუტერული მეცნიერებანი და ტელეკომუნიკაციები. – 2014. – #1(41). – გვ. 62-68. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემოთავაზებულია არაწრფივი მათემატიკური მოდელი, რომელიც აღწერს ნაკლებად გავრცელებულ ენაზე მოლაპარაკე ხალხის (მოსახლეობის) ასიმილაციას განსხვავებულ გავრცელებულ ენებზე მოლაპარაკე ორ მძლავრ სახელმწიფოს მიერ. სამივე სუბიექტის მოსახლეობის ბუნებრივი ნულოვანი მატების კერძო შემთხვევაში, კოშის ამოცანა არაწრფივი დიფერენციალურ განტოლებათა სისტემისათვის ამოხსნილია ანალიზურად ზუსტად. განხილულია განსხვავებული მოსახლეობის რაოდენობების ორი მძლავრი სახელმწიფოს შემთხვევა, რომლებიც ახდენენ პატარა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის (ავტონომია) მოსახლეობის ასიმილაციას ეკონომიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით. მიღებულია ანალიზური ფორმულები, რომლებიც აჩვენებენ როგორ პროპორციაში ახდენს ორი მძლავრი სახელმწიფო მთელი მესამე მოსახლეობის (ავტონომია) ასიმილაციას. ამასთან, ნაპოვნია პირობები, როცა პირველი მძლავრი სახელმწიფო ნაკლები მოსახლეობით, ვიდრე მეორე მძლავრი სახელმწიფო, უფრო ეფექტური ეკონომიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების ხარჯზე ახდენს მესამე მოსახლეობის (ავტონომია) მეტი ნაწილის ასიმილაციას. ლიტ. 13.

ავტ.

 

ბ15.1.1.9. ბერნულის ორი რეგრესიის ფუნქციის ტოლობის ჰიპოთეზის შემოწმების შესახებ. /ე. ნადარაია, . ბაბილუა, . სოხაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. – #1. – გვ. 18-26. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

დადგენილია ბერნულის ორი რეგრესიის ფუნქციის არაპარამეტრული გულოვანი შეფასების ინტეგრალური კვადრატული გადახრის ზღვარითი განაწილების კანონი ორი დამოუკიდებელი შერჩევისათვის. აგებულია ორი რეგრესიის ფუნქციის ტოლობის როგორც მარტივი, ისე რთული ჰიპოთეზის შემოწმების კრიტერიუმები. შესწავლილია აგებული კრიტერიუმების ძალდებულების საკითხი, გარკვეული ტიპის დაახლოებადი ალტერნატივებისათვის გამოკვლეულია სიმძლავრის ყოფაქცევა. ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.1.1.10. დრეკად-პლასტიური ამოცანა წესიერი n-კუთხედის ფორმის მქონე ფირფიტისათვის, რომელიც შესუსტებულია n ერთნაირი ხვრელით. /ზ. აბაშიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. – #1. – გვ. 27-31. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია ერთგვაროვანი, იზოტროპული წესიერი n-კუთხედის ფორმის მქონე ფირფიტა, რომელიც შესუსტებულია n ციკლურად სიმეტრიული ერთნაირი ხვრელით. ფირფიტა იმყოფება დაძაბულ მდგომარეობაში, პლასტიური არე მოიცავს მხოლოდ ხვრელების კონტურებს და არ ვრცელდება ფირფიტის სიღრმეში. ამოცანა მიიყვანება წრფივი შეუღლების სასაზღვრო ამოცანამდე ერთეულ­რადიუსიანი წრისათვის უბან-უბან მუდმივი კოეფიციენტით. მიღებულია ამოცანის ამონახსნი და მოცემულია ხვრელების უცნობი კონტურების განტოლება. სურ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.1.1.11. ვინერის ფუნქციონალების კლარკის წარმოდგენა და ბარიერული ოფციონების ჰეჯირება. /ო. ღლონტი, . ფურთუხია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. – #1. – გვ. 32-39. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ვინერის პროცესის ერთი ფუნქციონალისათვის, რომელიც ფინანსური ბაზრის ბაშელიეს მოდელის შემთხვევაში წარმოადგენს გადასახადის ფუნქციას ნოკაუტ ბარიერული ოფციონისათვის, მიღებულია კლარკის ინტეგრალური წარმოდგენა ცხადი ინტეგრანდით. ეს ფუნქციონალი წარმოადგენს ევროპული კოლოფციონის გადასახადის ფუნქციისა და გარკვეული ხდომილების ინდიკატორის ნამრავლს. აქ კლარკ-ოკონის ფორმულის პირდაპირი გამოყენება შეუძლებელია, რადგანაც ხდომილების ინდიკატორი არის მალიავინის აზრით წარმოებადი მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ხდომილების ალბათობა ნული ან ერთია. ვიყენებთ ჩვენს მიერ მიღებულ ვინერის ფუნქციონალების ინტეგრალურ წარმოდგენას, რომელიც წარმოადგენს კლარკ-ოკონის ფორმულის მცირე განზოგადებას და ვიღებთ ინტეგრანდის ცხად ფორმას. ეს ინტეგრანდი არის ოპტიმალური ჰეჯური სტრატეგია ნოკაუტ ბარიერული ოფციონის რეპლიკაციისათვის ბაშელიეს მოდელის შემთხვევაში. ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.1.1.12. არალოკალური საკონტაქტო ამოცანა ორგანზომილებიანი წრფივი ელიფსური განტოლებებისათვის. /დ. გორდეზიანი, . მელაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. – #1. – გვ. 40-46. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ორგანზომილებიანი წრფივი ელიფსური ტიპის განტოლებებისათვის დასმული და ამოხსნილია არალოკალური სასაზღვრო საკონტაქტო ამოცანა. დამტკიცებულია ამ ამოცანის ამოხსნის ერთადერთობა; აგებულია იტერაციული პროცესი, რომელიც საშუალებას იძლევა დავამტკიცოთ არამარტო დასმული ამოცანის რეგულარული ამონახსნის არსებობა, არამედ ავაგოთ მისი მიახლოებითი ამოხსნის ალგორითმი. არალოკალური საკონტაქტო ამოცანის ამოხსნა დაიყვანება კლასიკური სასაზღვრო ამოცანების, კერძოდ, დირიხლეს ამოცანების ამოხსნაზე. სურ. 1, ლიტ. 22.

ავტ.

 

ბ15.1.1.13. ჰერსტის მაჩვენებლის გამოთვლა კომპანიის ფასის დინამიკისათვის. /ნ. ბიჩენოვი/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 42-45. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია დროითი მწკრივების R/S ანალიზის ალგორითმი კომპანიის ფასის ცვლილების მონაცემებისათვის. დროითი მწკრივების ანალიზის ზოგადი მეთოდი შემუშავებულ იქნა გაროლდ ჰერსტის მიერ. ეს მეთოდი გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ, იქნება თუ არა დროითი მწკრივი შემთხვევითი ან პერსისტენტული, ანუ, ექნება თუ არა ადგილი ხანგრძლივ მეხსიერებას. დროითი საბირჟო კვოტირებების მიმართ გამოიყენება R/S ანალიზის ალგორითმი და კეთდება დასკვნა მათ პერსისტენტულ ხასიათზე. R/S ანალიზი წარმოადგენს მთავარ ფაქტორს, როდესაც ვიკვლევთ ისეთ მოვლენებს, როგორიცაა აქციათა ან ვალუტის კურსი, რომელთათვისაც გაუსის მიდგომის არაეფექტურობა დასაბუთებულია მრავალი მკვლევარის მიერ. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.1.1.14. აქციების შერჩევა ჰორსტის მაჩვენებლის გამოყენებით და საფონდო ბაზრის ფრაქტალური ანალიზი. /. გურგენიძე/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 46-49. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია საფონდო აქციების პროგნოზირებადობის შეფასება ჰორსტის მაჩვენებლის გამოყენებით. ჰორსტის მაჩვენებელი ბაზირებულია გამოყენებითი მათემატიკის რამდენიმე დარგზე, როგორებიცაა ფრაქტალური და ქაოსის თეორიები, სპექტრალური ანალიზი, რაც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ თუ რამდენად პროგნოზირებადია საფონდო ბირჟის ფასიანი ქაღალდების ფასი. სტატიაში გადაწყვეტილია ფასიანი ქაღალდების შეფასების პრაქტიკული მაგალითი, რომლისთვისაც გამოყენებულია VTB ბანკის აქციების პროგნოზირებადობის შეფასება. სურ. 3, ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.1.1.15. მათემატიკური მოდელი და არგუმენტაციის თეორია სახეთა გამოცნობისთვის მულტი აგენტებზე დაფუძნებული არქიტექტურით. /ზ. ბოსიკაშვილი, გ. არჩვაძე/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 187-196. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აგენტები ურთიერთობებისას არ იყენებენ ერთი და იმავე ლექსიკონს და ონთოლოგიას. იმისათვის, რომ მათი ურთიერთობა იყოს წარმატებული, საჭიროა იპოვონ კორესპონდენცია ტერმინებს შორის, რომლებსაც ისინი იყენებენ საკუთარ ონთოლოგიებში. სტატია აღწერს თუ როგორ ავაწყოთ ფორმალური გარემო, რათა მოხდეს შეთანხმების მიღწევა აგენტებს შორის იმ ტერმინოლოგიით, რომლებსაც ისინი იყენებენ ურთიერთობისთვის. თითოეულ აგენტს შეუძლია გადაწყვიტოს, თავისი ინტერესიდან გამომდინარე, დაეთანხმოს თუ უარყოს სხვა კანდიდატის კორესპონდენცია. სამუშაოს მიზანია ავაწყოთ ობიექტების გამომცნობი მოდელი და ასევე გამოვიყენოთ სხვადასხვა გზა, რათა ამოვიცნოთ ობიექტები. სტატიაში აღწერილია აგენტების მოდელი, რომელიც შედგება განსხვავებული ქვემოდელებისგან. სურ. 3, ცხრ. 3, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.1.1.16. შეფასებების ალბათური განაწილება. /ქ. შვანგირაძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 24-27. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შეფასებების ალბათური განაწილებისათვის მოყვანილია თეორემა, რომ თუ ექსპერიმენტის შემთხვევითი ცდომილებები დამოუკიდებელია და შეესაბამება ერთსა და იმავე ნორმალურ განაწილებას ნულოვანი საშუალო მნიშვნელობის s2 დისპერსიით, მაშინ Aj ყველა სიდიდეები დამოუკიდებელია და შეესაბამება aj ნორმალურ განაწილებას საშუალო მნიშვნელობით და დისპერსიით. აღნიშნული თეორემის დასამტკიცებლად გამოყენებულია ცნობილი თეორემა, რომ თუ შემთხვევითი სიდიდეები დამოუკიდებელია და შეესაბამება სტანდარტული ნორმალური ალბათური განაწილება, მაშინ შესაძლებელია ნებისმიერი ორთოგონალური გარდაქმნა ამ სიდიდეების. გარდაქმნილი სიდიდეები იქნება დამოუკიდებელი და შეესაბამება სტანდარტული ნორმალური განაწილება. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.1.1.17. ნდობის ინტერვალები პარამეტრებისათვის. /ქ. შვანგირაძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 28-31. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია, რომ წინა სტატიაში დამტკიცებული თეორემა, რომელიც ეხება შეფასებების ალბათურ განაწილებას, ძლევა ისეთი ნდობის ინტერვალის აგებას, რომელიც მისაღებია მხოლოდ იმ ამოცანისათვის, სადაც s-ს მნიშვნელობა უკვე ცნობილია, რაც პრაქტიკაში გვხდება იშვიათად. იმ შემთხვევაში, როცა s-ს მნიშვნელობა უცნობია იმისათვის რომ ავაგოთ ნდობის ინტერვალი, შეიძლება ვისარგებლოთ სტიუდენტის განაწილებით. ასე, რომ  სიდიდეს აქვს სტანდარტული ნორმალური განაწილება, ხოლო მისგან დამოუკიდებელ  სიდიდეს აქვს  განაწილება თავისუფლების k ხარისხით. მოცემულ ნდობის P ალბათობას ვპოულობთ სტიუდენტის ცხრილით ისეთი t=t(P, k)-სათვის, რომ P{|T|>t}=P. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.1.1.18. მათემატიკური მოდელირებით ხატვისა და ბგერების შექმნის შესაძლებლობები Mathcad-ის M გარემოში. /ნ. კოპალიანი, რ. ფილია, დ. ძაძამია, ვ. გოგისვანიძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 56-61. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მათემატიკური მოდელირებით ხატვისა და ბგერების შექმნის შესაძლებლობების მარტივი მაგალითები M Mathcad-ის გარემოში. ამისათვის გამოყენებული იქნა გამოსახულებათა დამუშავების თეორია (Image Processing) ფორმულებით ხატვისათვის და სიგნალების დამუშავების თეორია (Signal Processing) ფორმულებით ბგერების შექმნისათვის. M Mathcad-ის ამ შესაძლებლობებს აქვთ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა და ფართო, სხვადასხვა სახის გამოყენება საინჟინრო ამოცანებში, მათ შორის ენერგეტიკული დანადგარების ვიბრაციული მონიტორინგისა და ტექნიკურ მდგომარეობათა დიაგნოსტიკის ამოცანების მათემატიკური მოდელირების დროს. ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.1.1.19. მცურავი ტალღაჩამქრობის (დემპფერის) მოქმედების მათემატიკური მოდელირების განხორციელების მეთოდიკის შესახებ. /თ. გველესიანი, ზ. ციხელაშვილი, გ. ბერძენაშვილი, ხ. ირემაშვილი/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 40-44. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემოთავაზებულია ზღვის შელფის სანაპირო ზონაში მცურავი ტალღაჩამქრობის (დემპფერის) მოქმედების მათემატიკური მოდელირების მეთოდიკა ორგანზომილებიანი (2D) ჰიდროდინამიკის ამოცანის თ. გველესიანის მიერ ადრე მიღებული ამონახსნის გამოყენების საფუძველზე. სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.1.1.20. ვარიაციული ამოცანები განაწილებულ პარამეტრებიან ეკონომიკურ სისტემებში. /. ნარიმანაშვილი/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 38-41. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მარტივი ჩაკეტილი ეკონომიკური სისტემის განაწილებულ პარამეტრებიანი მათემატიკური მოდელი. ვარიაციული პრინციპის საფუძველზე ფორმულირებულია ფასის განსაზღვრისა და მაქსიმალური მოგების მიღების ამოცანები. ნაჩვენებია დასმული ამოცანის ამოხსნის გზები საბაზრო პირობების გათვალისწინებით, რის საფუძველზეც შემუშავებულია რეკომენდაციები დაგეგმვის ოპტიმალური სტრატეგიის შესარჩევად. სურ. 3, ლიტ. 4.

ავტ.

 

 

ბ1.2. კომპიუტერული მეცნიერებები და ინფორმატიკა

 

ბ15.1.2.1. ლის მეტრიკის გამოყენება ინვარიანტული სისტემების ასაგებად. /ნ. უღრელიძე, მ. შორდია, თ. კვიკვინია/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2015. – #1(495). – გვ. 15-21. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მანძილის მიმართ ინვარიანტული სისტემების აგების საკითხები ლის მეტრიკის გამოყენებით. ჩამოყალიბებულია ინვარიანტობის პირობები კოდებისა და სიგნალ-კოდური სისტემებისათვის. საილუსტრაციოდ მოყვანილია შესაბამისი მაგალითები ალფაბეტური სიჭარბის მქონე ხვეულა კოდების შემთხვევისათვის. სურ. 4, ლიტ. 12.

ავტ.

 

ბ15.1.2.2. ქართული ასოების ოპტიმალური კოდირება. /ნ. უღრელიძე, ვ. ზურაბიშვილი, დ. გორძამაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2015. – #1(495). – გვ. 22-26. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ჰაფმენის ალგორითმის გამოყენებით ქართული ასოების კოდირება 99%-იანი ეფექტურობით. კოდი აკმაყოფილებს პრეფიქსულობის პირობას, რაც განაპირობებს გამოსაყენებელი დეკოდერის სიმარტივეს. მოცემულ კოდს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებების მაღალი სიჩქარით გადასაცემად გამოყენებისათვის. სურ. 1, ცხრ. 2, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.1.2.3. ბაიესური ქსელები და მათთან დაკავშირებული ჰიპოთეზების მათემატიკური მიმოხილვა. /ა. ფრანგიშვილი, ნ. ნამიჩეიშვილი/. კომპიუტერული მეცნიერებანი და ტელეკომუნიკაციები. – 2015. – #1(45). – გვ. 3-29. – ქარ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატია შეიცავს ბაიესური ქსელების, როგორც საგნობრივი სფეროს აღწერილობითი ანალიზის მეთოდის, შექმნისადმი მიდგომის მათემატიკურ მიმოხილვას. შემოტანილია აუცილებელი ცნებები გრაფთა თეორიიდან და ჩამოყალიბებულია შემდგომი განხილვისათვის აუცილებელი შედეგები. განსაზღვრულია ბაიესური ქსელი როგორც მიმართული (ორიენტირებული) აციკლური გრაფი, რომლის კვანძები შეესაბამება ცნებებს საგნობრივ სფეროდან, ხოლო რკალები – უშუალოდ სტოქასტიკურ კავშირებს მათ შორის. ალბათური განაწილებისათვის გრაფის კვანძების მნიშვნელობათა სიმრავლეზე ფორმულირებულია ბაიესური ქსელის შესაბამისი ჰიპოთეზები პირობითი დამოუკიდებლობის, ფაქტორიზაციის და განცალკევების შესახებ. მტკიცდება ამ ჰიპოთეზათა ეკვივალენტობა, რაც შემდგომ ერთიანი ჰიპოთეზის გამოყენების საშუალებას იძლევა, რომელიც შეზღუდვებს ადებს ქსელში კვანძების ალბათური განაწილების პარამეტრთა სიმრავლეს. ეს შეზღუდვები შეესაბამება პირობით დამოუკიდებლობას კვანძებს შორის, რომლებიც ქსელში დაკავშრებულია ამ კვანძების გამთიშველ (გამაცალკევებელ) სიმრავლეებზე გამავალი მარშრუტებით. სურ. 8, ლიტ. 22.

ავტ.

 

ბ15.1.2.4. ახალი ალფაბეტური სიჭარბის მქონე კოდები. /თ. კვიკვინია, ე. ურუშაძე/. კომპიუტერული მეცნიერებანი და ტელეკომუნიკაციები. – 2014. – #4(44). – გვ. 44-52. – ქარ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომი ეხება ალფაბეტური სიჭარბის მქონე, მანძილის მიმართ ინვარიანტულ კოდებს. კერძოდ, ავტორთა მიერ შექმნილი სპეციალური პროგრამის საშუალებით დამუშავებულია ახალი კოდების კომპიუტერული ძებნის მეთოდები. ხვეულა კოდები აგებულია ორობითი სიმეტრიული არხისათვის. ასევე, აგებულია სამობითი სიგნალ-კოდური სისტემები იმპლექსური სიგნალების გამოყენებით. ნაჩვენებია, რომ მოყვანილი ოთხობითი კოდები შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ორობით სიმეტრიული არხებისთვის, ასევე გაუსის არხებისათვის ორობითი და ოთხობითი ფაზამოდული­რებული სიგნალებით. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.1.2.5. ინფორმაციული ომის უწყვეტი არაწრფივი მათემატიკური და კომპიუტერული მოდელი შიდასახელმწიფოებრივი ავტორიტეტული ინსტიტუტების მონაწილეობით. /თ. ჩილაჩავა, ა. ჩახვაძე/. კომპიუტერული მეცნიერებანი და ტელეკომუნიკაციები. – 2014. – #4(44). – გვ. 53-74. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემოთავაზებულია ინფორმაციული ომის ახალი უწყვეტი არაწრფივი მათემატიკური მოდელი ავტორიტეტული შიდასახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მონაწილეობით. მათემატიკური მოდელი აღიწერება კოშის ამოცანით არაწრფივი არაერთგვაროვანი დიფერენციალური განტოლებათა სისტემისათვის. ურთიერთდაპირისპირებული მხარეები ავრცელებენ პროვოკაციულ განცხადებებს, მესამე მხარე (მშვიდობისმყოფელი საერთაშორისო ორგანიზაციები) ავრცელებენ მშვიდობისმყოფელ განცხადებებს, ხოლო შიდასახელმწიფოებრივი ავტორიტეტული ინსტიტუტები ავრცელებენ დამამშვიდებელ განცხადებებს ურთიერთდაპირისპირებული მხარეების მიერ ინფორმაციული ომის დასრულების მიზნით. „აგრესორი - მსხვერპლი“-ს ინფორმაციული ომის კერძო შემთხვევაში, მესამე მხარისთვის მიღებულია ზუსტი ანალიზური ამოხსნები, ხოლო ანტაგონისტური მხარეების მიერ გავრცელებული პროვოკაციული განცხადებების რაოდენობის განმსაზღვრელი ფუნქციები აკმაყოფილებენ კოშის ამოცანას რიკატის სპეციალური განტოლებისათვის, რომელიც ამოხსნილია რიცხვითი მეთოდებით. ზოგადი შემთხვევისათვის ჩატარებულია კომპიუტერული მოდელირება და ნაჩვენებია, რომ მიუხედავად ურთიერთდაპირისპირებული მხარეების მაღალი აგრესიულობისა, შიდასახელმწიფოებრივ ავტორიტეტულ ინსტიტუტებს მაინც შეუძლიათ ინფორმაციული ომის ჩაქრობა მაშინაც, როცა ამისათვის საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა არ არის საკმარისი. სურ. 13, ცხრ. 2, ლიტ. 26.

ავტ.

 

ბ15.1.2.6. განაწილებული ბიზნეს-პროცესების მართვის საინფორმაციო სისტემების აგება პეტრის ქსელების და ობიექტ-როლური მოდელირების საფუძველზე. /გ. გოგიჩაიშვილი, . სურგულაძე, . თოფურია, . ურუშაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. – #1. – გვ. 58-64. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განიხილება მართვის საინფორმაციო სისტემების და პროექტებისა და პროგრამირების საკითხები, მათი პროცეს-ორიენტირებული და ობიექტ-ორიენტირებული მოდელირების, ანალიზის და რეალიზაციი­სათვის. მასობრივი მომსახურების მოდელების საფუძველზე ჩატარებულია კომერციული მართვის სისტემის ქსელის აგების მაჩვენებლების ანალიზი. მარკოვული პროცესების გამოყენებით განისაზღვრება კლიენტ-სერვერული არქიტექტურის სტრუქტურა და შემოთავაზებულია ალგორითმული სქემების რეალიზაცია მათ გადასაწყვეტად. განიხილება ობიექტ-როლური მოდელირების პრობლემა ინტერ­კორპორაციული ავტომატიზებული სისტემისთვის და შემუშავებულია მისი განხორციელების გზა. წარმოდგენილია სხვადასხვა ფინანსური სტრუქტურების განაწილებული მონაცემთა ბაზების შექმნის კონცეფცია სერვის-ორიენტირებული არქიტექტურის საფუძველზე. შედეგად შემოთავაზებულია Web-აპლიკაციის ფორმები MS Visual Studio. NET პლატფორმაზე NORMA პროგრამული პაკეტის და MSQLServer მონაცემთა ბაზების მართვის სისტემის საფუძველზე. განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება კორპორაციული სისტემების ბიზნეს-პროცესების ავტომატიზებული დაპროექტების, მონაცემთა ბაზის სტრუქტურების და მომხმარებელთა ინტერფეისების შემუშავების ერთიანი მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებაზე CASE ტექნოლოგიებით.  სურ. 2, ცხრ. 1, ლიტ. 12.

ავტ.

 

ბ15.1.2.7. 10 ყველაზე ხელმისაწვდომი ბიზნესი ინტერნეტში. /ნ. შაკაია/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 109-112. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატიის მიზანია გააცნოს მომხმარებელს როგორ ხდება რეკლამის გაყიდვა, ონლაინ კონსულტირება და რა როლს ასრულებს მასში დროპშიპინგი, ინტერნეტ მარკეტინგი, ფრილინსი, სერვისები, ინფობიზნესი, რესელინგი და პარტნიორული პროექტები. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.1.2.8. გეიმიფიკაცია: შესთავაზეთ თქვენს მყიდველს თამაში. /ნ. შაკაია/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 113-117. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გეიმიფიკაციის განმარტება გვაძლევს საშუალებას უკეთ გავიგოთ მყიდველებთან თამაშის შინაარსი, გეიმიფიკაციის მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ რომელი ხერხი ან მეთოდია უკეთესი იმისათვის, რომ ზუსტად დავაკვირდეთ მიზნებსა და მოთხოვნილებებს ბიზნესში. გემიფიკაციის ხერხი, არის ბაზა ცნობილი მეთოდიკისა კომპიუტერებსა და ონლაინ თამაშებში. ინტერნეტ ბიზნესში გეიმიფიკაციის მისაღწევად საჭიროა მოთამაშემ სწრაფად ამოხსნას ამოცანა და მიიღოს ჯილდო, ეს ერთგვარი ეფექტია. გეიმიფიკაციის ალგორითმი ფორმულირებულია ყველასთვის ვინც ხელმძღვანელობს კომპანიებს ბიზნესში, თამაშის სცენარის შექმნისათვის გეიმიფიკაციაში არსებობს ორდონიანი სტრუქტურის სისტემა, რომელიც ეხმარება მოთამაშეებს მიზნის მისაღწევად. სტატიაში გეიმიფიკაცია ფასდება, როგორც ინფორმაციის კომპლექსი მოთამაშეებზე, რომელიც გამოისახება სტრუქტურაში, სცენარში, ტექნიკაში და ა.შ. ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.1.2.9. რა უნდა გავითვალისწინოთ საიტის შექმნისას. /ნ. ლომიძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 118-121. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საიტის შექმნისათვის პირველ რიგში საჭიროა ადამიანის სურვილი და მონდომება, შემდეგ ვებ-სივრცის შექმნა და ამ სივრცეში ფაილების განთავსება. რთულია ვთქვათ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კარგი საიტი, რომელიც ყიდის ბიზნეს იდეას. მოკლედ და ლაკონიურად არის აღწერილი ის ნაბიჯები, რომელიც თან ახლავს საიტის შექმნას, მართვას, ეფექტურობას, უსაფრთხოების დაცვას, ხარჯებს, მიმზიდველობას და კომფორტულობას. სტატიის მიზანია გაუწიოს დახმარება იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ შექმნან თავიანთი საიტი, გაითვალისწინონ ის სირთულეები და დადებითი მხარეები, რაც თან სდევს საიტის შექმნის პროცესს, მისცეს იდეის შექმნის სწორი მიმართულება, იდეა შემოიყვანს საიტზე მომხმარებელს, რომელსაც უნდა დახვდეს კარგი ინტერფეისი. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.1.2.10. ინტერნეტ მაღაზია – შეკვეთების მიმწოდებელი. /ნ. ლომიძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 122-125. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ინტერნეტ-მაღაზიას მრავალ სხვა ფუნქციასთან ერთად შეკვეთების მიწოდების ფუნქციაც გააჩნია, მაღაზიის შესაძლებელი ფინანსური წაგება-მოგება ძირითადად მოდის ინტერნეტ-მაღაზიაზე. შეკვეთების მიწოდებიდან თანხის ამოღების უსწრაფეს ხერხს წარმოადგენს პროდუქციის მიწოდებაზე განპირობებული საკურიერო სამსახური. საკურიერო სამსახურის დამხმარე მომსახურეობაა თვითგადაზიდვა, რომელმაც ინტერნეტ-მაღაზიას პირველ ხანებში შეუძლია გაუწიოს კარგი დახმარება, თვითგადაზიდვის დროს ფულადი ანაზღაურება არ ხდება. სტატიის მიზანს წარმოადგენს მიაწოდოს მომხმარებელს სხვადასხვა სახის გადაზიდვის გზები და მეთოდები, საიდანაც მას შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი, რომელიც მოახდენს მისი პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლამდე. ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.1.2.11. სიახლეების ორგანიზება საიტზე. /ნ. ლომიძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 126-129. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საიტზე „სიახლეების“ განყოფილება ემსახურება იმ კომპანიებს, რომლებიც ეწევიან აქტიურ გარე საქმიანობას, ახალი მომწოდებლის მოზიდვას, ძირითადი ტექნოლოგიების განხილვას. სიახლეების განყოფილება – ეს არის ფართო სპექტრის ინფორმაციის მოვლენები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა საკითხების გაშუქებისათვის. სტატიიდან გამომდინარე, თუ შექმნით განყოფილებას „ახალი ამბები“, აუცილებელია კვირაში გამოაქვეყნოთ ერთი პუბლიკაცია მაინც, რაც ხელს შეუწყობს საიტის არსებობას, რადგან პუბლიკაციის არშექმნა ნიშნავს, რომ საიტის წინსვლა შეფერხებულია, თქვენი ვალია შეაფასოთ ასეთი განყოფილების აუცილებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოთ პუბლიკაციის ორგანიზება. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.1.2.12. როგორ ვადევნოთ თვალი კონკურენტის საიტს? /ნ. ლომიძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 130-133. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კონკურენტის რესურსების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა მონიტორინგის არსებობა იმ დონემდე, რომ სასარგებლო სერვისების წყალობით არც ერთი ცვლილება არ უნდა გავიდეს თქვენი დაკვირვების გარეშე. ამისთვის არსებობს Similar Web, რომელიც ეძებს და აჩვენებს თქვენი საიტების მსგავს საიტებს, რომლის მეშვეობითაც გამოავლენთ თქვენს პირდაპირ კონკურენტებს. SEM.ru კი აანალიზებს კონკურენტების საიტებს, მათ მისაღებ სიტყვებს, ყველაზე პოპულარულ გვერდებს, გვაძლევს საშუალებას ერთდროულად შევადაროთ 5 საიტი და მივიღოთ სრული ანგარიში მათ შესახებ. ზემოთქმულიდან გამომდინარე სტატია ემსახურება თქვენი და კონკურენტი კომპანიის კონტროლს. კონკურენტების თვალ-თვალით მიღებული ინფორმაცია გაძლევთ არა მხოლოდ ცოდნას, არამედ სტრატეგიასაც თუ როგორ წარმართოთ თქვენი მუშაობა მომავალში. ლიტ. 3.

ავტ.

 

 

ბ1.3. ფიზიკური მეცნიერებები

 

ბ15.1.3.1. ძირითადი რესურსების ადაპტური გამოყენება MIMO-კოგნეტურ ქსელებში. /შ. კვირკველია, თ. ქორთუა, ჯ. ბერიძე/. GEN. – 2014. – #2. – გვ. 26-30. – ინგლ.; რეზ.: რუს.

კოგნეტური რადიო არის ახალი შესაძლებლობა, რომელიც ზრდის რადიო სპექტრის უტილიზაციის ეფექტურობას. MIMO კოგნეტური ქსელი ნიშნავს: სპექტრის გამოყენების უფრო გაზრდილ ეფექტურობას, მაღალ მდგრადობას, უსადენო კავშირს გარემო პირობებთან ინტელექტუალური ადაპტაციის უნარით. სურ. 3, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.1.3.2. ლინზის გეომეტრიული და ოპტიკური პარამეტრების მიკროსკოპით გაზომვის მეთოდი. /დ. შალამბერიძე, დ. ზარდიაშვილი, ი. კორძახია, გ. აბრამიშვილი, ი. ავალიანი/. GEN. – #3. – 2014. – #3. – გვ. 41-43. – ქართ. ; რეზ.: ინგლ.

განხილულია ლინზის სიმრუდის რადიუსებისა და ლინზის ოპტიკური მასალის გარდატეხის მაჩვენებლის გამოთვლის მეთოდი ლინზის წინა და უკანა ზედაპირებიდან გამოსახულების წერტილამდე მანძილების მიკროსკოპით გაზომვის საშუალებით. სურ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.1.3.3. მაგისტრალურ მილსადენებში დაუმყარებელი მოძრაობის ჰიდრავლიკური წინაღობის კოეფიციენტის დადგენა. /დ. ნამგალაძე, გ. მანდარია/. GEN. – 2014. – #4. – გვ. 59-61. – ქართ. ; რეზ.: ინგლ.

არასტაციონარული ჰიდროდინამიკური პროცესები მიეკუთვნება რთულ ფიზიკურ მოვლენებს, რომელთა დროს ჰიდროდინამიკური პარამეტრები (სიჩქარეები და წნევები) იცვლება როგორც დროში, ასევე სივრცეში. დაუმყარებელი მოძრაობის ჰიდრავლიკური კოეფიციენტის განსაზღვრას ხშირად აწარმოებენ ექსპერიმენტულად. ამ ფაქტის ძირითად მიზეზს დღეისათვის წარმოადგენს დასრულებული და საკმაოდ დამაჯერებელი თეორიის არარსებობა. განხილულია დაუმყარებელი მოძრაობის პარამეტრების ექსპერიმენტული განსაზღვრა, რეალურ ობიექტზე. სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.1.3.4. ღია წესით გაყვანილი ორმალიანი გვირაბის სტატიკური გაანგარიშება. /ლ. ჯაფარიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. – #1. – გვ. 47-50. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

თანამედროვე ურბანიზაციის პირობებში საცხოვრებელი სივრცის დეფიციტის ინტენსიური და საყოველთაო ზრდა სულ უფრო აუცილებელს ხდის ზედაპირთან ახლოს განლაგებული მიწისქვეშა სივრცეების მაქსიმალურ ათვისებას მათში საყოფაცხოვრებო, სატრანსპორტო, სამრეწველო და მრავალი სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსებისათვის. მათი საიმედო დაპროექტება, უსაფრთხო და ეფექტური მშენებლობა საპასუხისმგებლო ამოცანას წარმოადგეს. სამუშაო სტიმულირებულია აშშ ტრანსპორტის დეპარტამენტის შოსე-გზების ნაციონალური ინსტიტუტის ტექნიკური სახელმძღვანე­ლოთი, რომელშიც (FHWA-NHI-10-034) „ღია წესით” გაყვანილი გვირაბის გაანგარიშება რეკომენდე­ბულია ჩატარებულ იქნას ძალთა და გადაადგილების მეთოდების გამოყენებით. შეიძლება გამოყენებულ იქნას აგრეთვე არსებული კომპიუტერული პროგრამები, მაგრამ ისინი ხანდახან იძლევიან მკაცრი ანალიზური გაანგარიშებებისაგან განსხვავებულ შედეგებს. განხილულია მიწის ზედაპირთან ახლოს ღია წესით გაყვანილი გვირაბის მუშაობა შემცველი ქანების და კონსტრუქციის საკუთარი წონით გამოწვეულ დატვირთვებზე. მოცემულია სწორხაზოვან ელემენტებიანი ორმალიანი ჩარჩოს სტატიკური გაანგარიშების ანალიზური აპარატი, მიღებული ძალთა და გადაადგილებების კლასიკური მეთოდებით. სურ. 1, ლიტ, 4.

ავტ.

 

ბ15.1.3.5. რელატივისტური საცდელი ნაწილაკის კლასიკური მოძრაობა ცილინდრულად სიმეტრიულ სტატიკურ მეტრიკაში. /მ. იავარი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. –#1. – გვ. 51-57. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ბოჭკოვანი ფორმალიზმით განხილულია გრავიტოელექტრული და გრავიტომაგნიტური ველები. რელატივისტური საცდელი ნაწილაკის მოძრაობა ცილინდრულად სიმეტრიულ სტატიკურ მეტრიკაში შესწავლილია ჰამილტონ-იაკობის მეთოდით. ბოჭკოვანი ფორმალიზმით გამოთვლილია აგრეთვე გრავიტოელექტრომაგნიტური ძალა ამ სახის მეტრიკულ სივრცე-დროში. ლიტ. 15.

ავტ.

 

ბ15.1.3.6. ATLAS-ის დეტექტორის მაგნიტური ღეროს გეომეტრიული აღწერების შედარებითი ანალიზი. /ა. შარმაზანაშვილი, ნ. ცუცქირიძე, ა. სურმავა, ბ. კეკელია/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 13-22. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

CERN-ში (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) რეალური ექსპერიმენტების პარალელურად მიმდინარეობს აღნიშნული ექსპერიმენტის მოდელირების პროცესი. ხშირ შემთხვევაში რეალური ექსპერიმენტიდან და მოდელირებიდან მიღებული მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს. არსებობს აღნიშნული განსხვავების გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი, რომელთა შორის ერთ-ერთი გეომეტრიული მოდელების უზუსტობებია. ამ მიზნით შემუშავებულ იქნა მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა განხორციელებულ იქნას მოდელირებული გეომეტრიის გამოკვლევა და უზუსტობების აღმოჩენა. მეთოდის გამოყენებით განხორციელდა ATLAS-ის დეტექტორის ერთ-ერთი კომპონენტის მაგნიტური ღეროს გეომეტრიული მოდელის გამოკვლევა. შედეგად აღმოჩენილ იქნა მნიშვნელოვანი მოცულობითი და წონითი ცდომილებები. მიღებული შედეგები გათვალისწინებულ იქნა CERN-ის მოდელირების ჯგუფის მიერ, რამაც თავის მხრივ შეამცირა სხვაობა რეალური ექსპერიმენტიდან და მოდელირებიდან მიღებულ მონაცემებს შორის. სურ. 7, ცხრ. 1, ლიტ. 13.

ავტ.

 

ბ15.1.3.7. ფორიან გამტარში სითხის ფილტრაციის ფრაქტალური მოდელირება. /დ. ჯანელიძე/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 148-155. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ფორიან გამტარში ერთგვაროვანი სითხის გადინების მოდელის შექმნის საკითხი. შედგენილია დიფუზიის განტოლება ერთფაზიანი გადინებისთვის დარსის კანონზე დაყრდნობით. ასევე განხილულია მყარფორიანი ფრაქტალური მოდელი. ამ ორი მოდელის შეჯერებით მიღებულია ფორიან გამტარში სითხის გადინების ფრაქტალური მოდელი. შემოთავაზებულია სითხის ახალი მახასიათებელი ე.წ. დაფრაქტალების კოეფიციენტი. ეს მიდგომა აღწერს ფორიან გამტარში სითხის გადინების შებრუნებულ ვარიანტს, როცა გამტარის თვისებიდან გამომდინარე ვადგენთ ერთგვაროვანი სითხის მახასიათებელს. სურ. 5, ცხრ. 1, ლიტ. 16.

ავტ.

 

ბ15.1.3.8. დირიხლეს ამოცანის ამოხსნადობის გამოკვლევა, დისპერსიულ გარემოში სითბოს მიმომცვლის პროცესებისათვის დინამიური რეჟიმის შემთხვევაში, სინათლის გამოსხივების გათვალისწინებით. /თ. მოდებაძე/. ნოვაცია. – 2015 – #15. – გვ. 81-86. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია სითბური მიმოცვლის შესაბამისი დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის ამოხსნის ოპერატორული მეთოდი დირიხლეს ამოცანისათვის დინამიური პროცესის შემთხვევაში. დამტკიცებულია ამოცანის ამოხსნადობა. ნაჩვენებია რა პირობებში არსებობს ეს ამონახსნი და რომელ ფუნქციათა კლასს ეკუთვნის მიღებული ამონახსნი. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.1.3.9. წყვეტილპარამეტრიანი ფირფიტების მდგრადობა. /. ყიფიანი, . მიქაძე, . ნიკოლაიშვილი/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 293-300. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წიბოების და ტეხვების მქონე ფირფიტების გაანგარიშებისათვის მიღებულია საანგარიშო ფორმულები, რომლებიც საშუალებას იძლევა აღიწეროს მდგრადობის კომპონენტების ცვლადების ყველა განსაკუთრებულობა რეგულარობის დარღვევის მიახლოებაში, აისახოს დატვირთვის პროცესში ძალვებისა და მომენტების ცვლილებები და გადანაწილებები. ამოხსნილია ჭრილებისა და წიბოების მქონე ფირფიტების მდგრადობაზე გაანგარიშების ახალი ამოცანები, კიდეების ჩამაგრების სხვადასხვა სახის და სხვადასხვა კონტურული დატვირთვების პირობებში. სურ. 3, ლიტ. 10.

ავტ.

 

 

ბ1.4. ქიმიური მეცნიერებები

 

ბ15.1.4.1. დიფუზიურ ფენაში კონცენტრაციის განაწილება ზეზღვრულ რეჟიმში ელექტროდიალიზის პირობებში. /შ. რუხაძე, მ. აფრიდონიძე, კ. ქევანიშვილი/. GEN. – 2014. – #2. – გვ. 81-85. – ქართ. ; რეზ.: ინგლ.

ნერნსტ-პლანკის განტოლებების საფუძველზე, ამოხსნილია დიფუზიურ სასაზღვრო ფენაში იონების ნაკადის ფორმირების ამოცანა ერთკომპონენტიანი ხსნარებისათვის ელექტროდიალიზის პროცესში იდეალურად სელექციური კათიონცვლადი მემბრანების გამოყენებისას კონცენტრაციის არაწრფივი ცვლილების დროს. განსაზღვრულია დამოკიდებულებები ზეზღვრულ რეჟიმში ელექტროდიალიზის დროს მასაგადაცემაში მონაწილე იონების გადატანის რიცხვსა და დენის სიმკვრივეს შორის, შესწავლილია დიფუზიური ფენის სისქეში გადატანის ლოკალური რიცხვების ცვლილებები. სურ. 3, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.1.4.2. მესამედ არსინებთან ვერცხლის (I) კომპლექსნაერთთა თერმოგრავიმეტრული კვლევა. /მ. კიკალიშვილი/. GEN. – 2014. – #3 – გვ. 67-69. – რუს. ; რეზ.: ინგლ.

თერმული ანალიზის მეთოდის გამოყენებით შესწავლილია ვერცხლის (I) ტეტრა (ტრიფენილარსინო) პერქლორატის ქცევა გახურების პირობებში. როგორც ჩანს, გახურებისას ნიმუშს პირველად წყდება ლიგანდი. თერმოლიზის საბოლოო პროდუქტს წარმოადგენს მეტალური ვერცხლი. სურ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.1.4.3. B2O3-ის ნახშირბადთან ურთიერთქმედების თერმოდინამიკური ანალიზი. /ჯ. ბაღდავაძე, . უკლება, . წიქარიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. – #1. – გვ. 65-67. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესრულებულია B-O-C სისტემის სრული თერმოდინამიკური ანალიზი ატმოსფერულ წნევაზე და ვაკუუმში შემდეგი რეაქციისათვის: 2B2O3+7C=B4C+6CO. ანალიზის ძირითადი შედეგები ყველა შედგენილობისათვის წარმოდგენილია დიაგრამების სახით (კომპონენტების შედგენილობის ტემპერატურისაგან დამოკიდებულება 1000-2300 K ინტერვალში). ლიტ. 1.

ავტ.

 

ბ15.1.4.4. ახალი ფორმულები გამხსნელებში მოლეკულების მიერ სინათლის კოჰერენტული ანტისტოქსური გაბნევის შესაბამისი აგზნების პროფილებისათვის. /მ. ზაქარაია, . ჭონიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. – #1. – გვ. 72-77. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

კონდენსირებულ გარემოში მოლეკულების (მინარევული ცენტრების) მიერ სინათლის კოჰერენტული-ანტისტოქსური გაბნევის სპექტრებსა და შესაბამის აგზნების პროფილებზე გარემოს არაერთგვაროვნება საგრძნობ ზემოქმედებას ახდენს. ნაშრომში გაანალიზებულია გარსის აგზნების პროფილებზე გარემოს არაერთგვაროვნებისა და მოლეკულის შიდა რელაქსაციური პროცესების ერთდროული და თანაზომიერი ზემოქმედების შედეგები. შედეგები ზოგადია და არაერთგვაროვნების მახასიათებლის (s) და რელაქსაციური პარამეტრის (G) ნებისმიერი თანაფარდობისათვის სამართლიანია. ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.1.4.5. N-(1-ადამანტილ)კარბონილ-N’-ბენზილიდენ-O-ფენილენდიამინის ზოგიერთი წარმოებულის სინთეზი. /შ. სამსონია, . ზურაბიშვილი, . ბუკია, . ბუზალაძე, . ლომიძე, . ელიზბარაშვილი, . კაცმაიერი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. – #1. – გვ. 78-84. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

სინთეზირებულია N-(1-ადამანტილ)კარბონილ-ო-ფენილენდიამინი და 4-მეთოქსი-2-ამინოფენილ– N–(1–ადამანტილ)კარბოქსამიდი. შესწავლილია მათი კონდენსაციის რეაქცია სალიცილის-, 5-ბრომ­სალიცილის- და 3,5-დიბრომსალიცილის ალდეჰიდებ­თან. მიღებულია: N-(1-ადამანტილ)კარბონილ-N’-(2-ჰიდროქსიბენზილიდენ)-, N-(1-ადამანტილ)კარბონილ-N’-(2-ჰიდროქსი-5-ბრომბენზილიდენ)-, N-(1-ადამანტილ)კარბონილ-N’-(2-ჰიდროქსი-3,5-დიბრომბენზილიდენ)-,4-მეთოქსი-N-(1-ადამანტილ)კარბონ­ილ - N’-(2-ჰიდროქსიბენზილიდენ)-, 4-მეთო ქსი-N - (1-ადამანტილ)კარბონილ-N’- (2-ჰიდრო ქსი–5 -ბრომბენზილიდენ)-,4-მეთოქსი-N-(1-ადამანტილ)კარბონილ-N’-(2-ჰიდროქსი–3,5-დიბრომბენზილიდენ)-ო-ფენილენ დიამინები. სინთეზირებული ნაერთების აგებულება დადასტურებულია იწ, უი და ბმრ სპექტრული მონაცემებით. სურ. 2, ლიტ. 13.

ავტ.

 

 

ბ1.5. დედამიწისა და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები

 

ბ15.1.5.1. დასავლეთ საქართველოს გეოთერმული პოტენციალის შეფასება. /გ. მელიქაძე, ნ. კაპანაძე, გ. კობზევი, თ. ჯიმშელიძე, ა. სბორშჩიკოვი/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 123-128. – ინგლ.

შეფასებულია დასავლეთ საქართველოს გეოთერმული პოტენციალი. სურ. 4, ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.1.5.2. ღრუბლოვანი გამოთვლების (Cloud Computing) უსაფრთხოება. /. ნაჭყეპია/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 106-110. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ღრუბლოვანი სერვისები თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ერთ-ერთი მძლავრი და მზარდი მიმართულებაა. სტატიაში გაშუქებულია ღრუბლოვანი გამოთვლების (Cloud Computing) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, განხილულია მისი იურიდიულ-სამართლებრივი მხარე და ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. ქსელური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები განხილულია ღრუბლოვანი გამოთვლების ერთ-ერთი ლიდერი კომპანია – „Amazon”-ის მაგალითზე. სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.1.5.3. დალექილი ნატანის და მცირე მეწყრული მასების წარეცხვის მიზნით მთის მდინარის კალაპოტში განლაგებული სანაპირო კონსტრუქციის მოქმედების მათემატიკური მოდელირება. /. ახმედოვი, . ირემაშვილი/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 9-12. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მათემატიკური მოდელირების საფუძველზე შესრულებულია მდინარის კალაპოტში განლაგებული დეზის ტიპის იაფი და მარტივი სანაპირო კონსტრუქციის გაანგარიშების მაგალითი, რომელსაც აქვს ნახვრეტები. ამ კონსტრუქციის დანიშნულებაა მდინარის კალაპოტის გარკვეულ უბნებზე განახორ­ციელოს ნატანის დანალექისა და მცირე მოცულობის მეწყრული მასების წარეცხვა. სურ. 3, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.1.5.4. მდინარის ნაკადის სიჩქარეთა განაწილება განივი ნაპირდამცავი ნაგებობის უბანზე. /. გველესიანი, . ირემაშვილი, . ახმედოვი, . ბერძენაშვილი/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 45-48. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სასაზღვრო ამოცანის ამონახსნი, რომელიც შეეხება სითხის სამგანზომილებიან (3D) დამყარებულ არათანაბარ მოძრაობას მდინარის კალაპოტში, ადრე მიღებულ იქნა . გველესიანის მიერ. აქ ეს ამონახსნი გამოიყენება კონკრეტულ შემთხვევაში ნაკადის სიჩქარეთა ველის კომპიუტერული აგების მიზნით, განივი ნაპირდამცავი ნაგებობისდეზის განლაგების უბანზე. სურ. 4, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.1.5.5. ღვარცოფის კატასტროფული ზემოქმედების პროგნოზი და პრევენცია მთიან რეგიონებში განლაგებულ ჰიდროკვანძებზე. /. გველესიანი, . ჯინჯიხაშვილი, . ბერძენაშვილი, . სტეფანია, . არონია/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 49-54. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღნიშნულია მნიშვნელობა და სამეცნიერო სიახლე პრობლემისა, რომელიც დაკავშირებულია ღვარცოფის კატასტროფული ზემოქმედების პროგნოზსა და პრევენციაზე მთიან რეგიონებში განლაგებულ ჰიდროკვანძებზე. აღნიშნულ პრობლემას აქვს დიდი სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობა. სურ. 3, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.1.5.6. შავი ზღვის წყლის ხარისხის შეფასება საქართველოს ფარგლებში. /. დიაკონიძე, . შენგელია, . ჩახაია, . წულუკიძე, . ვარაზაშვილი, . სუპატაშვილი/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 69-72. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატია ეძღვნება შავი ზღვის წყლის ხარისხის შეფასებას და მისი ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვას. როგორც კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, შავი ზღვის წყალი სხვადასხვა ნორმატიული რეკომენდაციების მიხედვით დაბინძურებულია ზოგიერთი მძიმე მეტალით. ეკოლოგიური შეფასების პოზიციიდან ზღვის წყლის ხარისხი ძირითადად I და II კლასის ფარგლებში იცვლება და მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში ზოგიერთი ინგრიდიენტი ჯდება უფრო დაბალ კლასში. ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.1.5.7. გლობალური დათბობა და შავი ზღვის დონური რეჟიმი. /. იორდანიშვილი, . ვართანოვი, . იორდანიშვილი, . ფოცხვერია/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 102-114. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია შავი ზღვის დონური რეჟიმის ანალიზური და ნატურული კვლევების შედეგები კოლხეთის სანაპიროზე. განხილულია შავი ზღვის ტაფობის განვითარების პირობები, ფაქტორები და დონური რეჟიმი. სურ. 7, ცხრ. 4, ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.1.5.8. ჰიდროგეოლოგიური პირობების ზეგავლენა გრუნტის წყლების დინამიკასა და ეკოლოგიური სტაბილურობის შენარჩუნებაზე. /. მაისაია, . კიკნაძე, . გოგიაშვილი/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 166-168. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია ჰიდროგეოლოგიური პირობების ზეგავლენა გრუნტის წყლების დინამიკასა და ეკოლოგიურ სტაბილურობაზე. განხილულია გრუნტის წყლების ირიგაციული რეჟიმი, როგორც ტექნოგენური რეჟიმის სახესხვაობა, აგრეთვე ჰიდროგეოლოგიური პირობების განმაპირობებელი ფაქტორები. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.1.5.9. შავი ზღვის ფოთის რეგიონის ქარებისა და ტალღური რეჟიმების ძირითადი მონაცემები. /. საღინაძე, . ქადარია, . კოდუა/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 244-248. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომში თავმოყრილია შავი ზღვის ფოთის რეგიონის ქარებისა და ტალღურ რეჟიმებზე მრავალწლიანი დაკვირვებებისა და გაზომვების შედეგები. გაანალიზებულია მათი გავლენა სანაპირო დინებებსა და წყლის დონის აწევაზე. სურ. 1, ცხრ. 5, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.1.5.10. მდ. დურუჯის ღვარცოფული კოლოიდური გამონატანის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების განსაზღვრა და მისი გამოყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. /. სუპატაშვილი/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 255-260. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მდინარე დურუჯის ღვარცოფული კოლოიდური გამონატანის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების კვლევა და აღნიშნული გამონატანის გამოყენებით განხორციელებული ექსპერიმენტი. მიღებული შედეგების საფუძველზე წარმოდგენილია დასკვნები და რეკომენდაციები. სურ. 1, ცხრ. 4, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.1.5.11. მთის წყალსაცავების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კრიტერიუმები. /. ფანჩულიძე, . მეტრეველი/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 288-292. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მთის წყალსაცავისგეოგრაფიული ელემენტების ვერტიკალური ცვალებადობის ზონაში შექმნილი ხელოვნური წყალსატევის თავისებურებები: ინტენსიური მოსილვა, მნიშვნელოვანი ზემოქმედება კლიმატზე, ზღვის სანაპიროს მდგრადობასა და მიმდებარე ტერიტორიების ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე. დასაბუთებულია, რომ ინტენსიური მოსილვის მიზეზია ნატანის ჩაკეტვა, რითაც წყალსაცავი ქმნის ჰიდროენერგეტიკის, ნაპირდაცვის და მოსახლეობის უსაფრთხოების პრობლემათა ნაკრებს. ამ პრობლემების ერთდროული და სარგებლიანი რეალიზაცია იქნება წყალსაცავსა და მის ზემოთ მდინარეში აკუმულირებული ინერტული მასალის, ანუმოსილვის პრიზმის”, როგორც სასარგებლო წიაღისეულის, შეფასება და მის ასათვისებლად პერმანენტული კონვეიერისწყალსაცავი-ზღვისპირი-მომხმარებელიამოქმედება. ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.1.5.12. ბორჯომის ხეობაში 2008 წელს განხორციელებული ეკოციდის შედეგად ფორმირებული ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების შეფასება და პროგნოზირება. /. ჩახაია, . ვარაზაშვილი, . წულუკიძე, . დიაკონიძე, . ხუბულავა, . სუპატაშვილი, . ომსარაშვილი/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 301-305. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ბორჯომის ხეობაში განხორციელებული საველე-სარეკოგნოსცირებო კვლევების საფუძველზე დაფიქსირდა სოფ. დაბასთან ნაღვარევის ღელეში ეკოციდის (ხანძრის) ნეგატიური შედეგებით პროვოცირებული ღვარცოფული მოვლენები. მსოფლიოში აპრობირებული მეთოდოლოგიების გამოყენებით დადგენილია ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების რაოდენობრივი მახასიათებლები და გაკეთებულია პროგნოზი ბორჯომის ხეობაში (ნაღვარევის ღელეს წყალშემკრები აუზი) მიმდინარე გეოდინამიკური პროცესების რისკების შესაფასებლად. სურ. 2, ცხრ. 3, ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.1.5.13. საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების მდგომარეობა და მათი ზრდის რისკის ტენდენციები. /. წერეთელი, . გაფრინდაშვილი, . გაფრინდაშვილი, . ქურციკიძე, . დონაძე, . ნანობაშვილი/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 306-317. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საქართველოში მრავალსპექტრიანი სტიქიური გეოლოგიური პროცესებით ტერიტორიების დაზიანებადობა მასშტაბურია, განმეორებადობა ხშირი, ეკონომიკური ზარალი დიდი და საშიშროების რისკი მაღალი. მათი საშიშროების რისკის არეალში მოქცეულია ქვეყნის ტერიტორიის 70%-მდე. მაგრამ, მიყენებული ეკონომიკური ზარალითა და ადამიანთა მსხვერპლის მიხედვით უმაღლეს რეგისტრში განიხილება, განსაკუთრებული ჰეტეროგენული ბუნების მქონე და დროის ინტერვალებში მზარდი მეწყრულ-გრავიტაციული და ღვარცოფული მოვლენები. საქართველოში მეწყრულგრავიტაციული და ღვარცოფული პროცესების საშიშროების რისკის შესახებ სრულ წარმოდგენას გვაძლევს დღეისათვის დამუშავებული ტერიტორიის დარაიონების (ზონირების) სპეციალური რუკები დაზიანებადობისა და საშიშროების რისკის მიხედვით. დარაიონების პრინციპს საფუძვლად უდევს მუდმივად განმსაზღვრელი (ბაზისური) პროცესგანმსაზღვრელი ისეთი დეტერმინანტული სუბსტრატი, როგორიც არის გეოლოგიური გარემოს თავისებურება, ლითოლოგია, რელიეფის ენერგეტიკული პოტენციალი, ჰიდროგეოლოგიური პირობები და მისი მგრძნობიარობა ამ პროცესებისადმი. არასტაციონარულ რეჟიმში დროში ცვალებადი პროცესმაპროვოცირებელ სტოქასტიკურ ფაქტორთა ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ გეოლოგიურ გარემოს გამოყვანას დამყარებული ჰომეოსტატიზმის მდგომარებიდან და ფიზიკური ველების დაძაბულობის მიყვანას კრიტიკულ ზღვრამდე, რაც იწვევს მეწყრულ-გრავიტაციული და ღვარცოფული პროცესების დინამიკაში მოყვანას ფონური მდგომარეობიდან ექსტრემალურამდე. ამ სახის რუკები წარმოადგენს ბაზურ საფუძველს ტერიტორიის შესაფასებლად სხვადასხვა მიმართულების სამეურნეო-საინჟინრო საქმიანობისათვის და რეგიონული ხასიათის გეომონიტორინგის საწარმოებლად. მაგრამ, ვინაიდან, მეწყრულ-გრავიტაციული და ღვარცოფული პროცესები დროსა და სივრცეში არასტაციონარულ დინამიკურ რეჟიმში მიმდინარე მკვეთრად ცვალებადი მოვლენებია, აუცილებელია პერიოდულად (10 წელიწადში ერთხელ მაინც) ხდებოდეს ამ სახის რუკების განახლება. ამაში დაგვეხმარება პერმანენტულად წარმოებული რეგიონული გეომონიტორინგული კვლევებით მოპოვებული ინფორმაცია. სურ. 2, ცხრ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.1.5.14. გარემოს თანამედროვე მონიტორინგის მეცნიერული არსი. /. ჭარბაძე/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 318-321. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია ინფორმაცია თანამედროვე მონიტორინგის ძირითად სამეცნიერო პრობლემაზეგანსაზღვრულია მისი მნიშვნელობა პროცესების ცვილებების მიზნების, პროგნოზირების და გარემოში ამ პროცესების მართვის შესახებ. დაზუსტებულია მონიტორინგის ანთროპოგენური გაგება, მისი გლობალური და რეგიონული ამოცანები და ყურადღება გამახვილებულია მის სამ საფეხურზე: ეკოლოგიურ და სანიტარულ-ჰიგიენურ მონიტორინგზე, გეოსისტემურ ანუ ბუნებრივ-სამეურნეოზე და ბიოსფერულზე. ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.1.5.15. ღვარცოფსაწინააღმდეგო თანამედროვე ღონისძიებების ანალიზი და პერსპექტივები. /. ხუბულავა/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 327-331. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ღვარცოფსაწინააღმდეგო ღონისძიებების ზოგადი კლასიფიკაცია, მათი დანიშნულების და გამოყენების პირობების გათვალისწინებით. გაკეთებულია ანალიზი გარსდენის პრინციპზე აგებული თანამედროვე სტანდარტის ნაგებობებზე განხორციელებული ლაბორატორიული და თეორიული კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე. აგრეთვე შეფასებულია მათი დანერგვის პერსპექტივები. სურ. 5, ცხრ. 1, ლიტ. 7.

ავტ.

 

 

ბ1.6. ბიოლოგია

 

ბ15.1.6.1. მცენარეთა ფესვის სიდამპლეებისაგან დაცვის ბიოლოგიური მეთოდი. /შ. ყანჩაველი/. GEN. – 2014. – #4. – გვ. 80-83. – რუს. ; რეზ.: ინგლ.

ფესვის სიდამპლეების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ბიოლოგიური დაცვის მეთოდი. ბიოლოგიური დაცვისათვის შეიძლება გამოყენებული იქნას ანტაგონისტი სოკოები, ჰიპერპარაზიტი სოკოები და მცენარეთა ჯვარედინი დაცვა. ანტაგონისტი სოკოებიდან გამოცდილი იქნა ტრიქოდერმის გვარის სოკოები (T.viride, T.harzianum, T.koningi) და მათ შტამებზე დამზადებული ადგილობრივი წარმოების ბიოპრეპარატი – ბიოკატენა. ეს უკანასკნელი შეტანილია ნიადაგში სპოროვანი სუსპენზიის სახით და მიღებულია დადებითი შედეგი. ჰიპერპარაზიტი სოკოებიდან გამოცდილი იქნა სოკო P.oligandrum, ამ უკანასკნელის სპოროვანი სუსპენზიით დამუშავდა ჭარხლის თესლი დათესვის წინ, რამაც გამოიწვია არა მარტო ფიტოპათოგენების შეზღუდვა რიზოსფეროში, არამედ გააუმჯობესა აღმოცენების უნარიც. მცენარეთა ჯვარედინი დაცვისას მოხდა ახალგაზრდა მცენარეების დასენიანება დასუსტებული არა ვირულენტური შტამებით, რომელმაც გამოიწვია მცენარეთა ბუნებრივი იმუნიტეტის აქტივიზაცია. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.1.6.2. ასაიუვნებელი, ანტიოქსიდანტური და მაღალი კვებითი ღირებულების მქონე კენკროვანი კულტურა. /. გარუჩავა/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 91-94. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია კენკროვანი მცენარის ასაის (Ýâòåðïà îâîùíàÿ) ქიმიური, ბიოქიმიურ-მიკრობიოლოგიური შედგენილობა. გამოთქმულია მოსაზრება მასში საკვები ნივთიერებების შემადგენლობასა და კვებით ღირებულებაზე. აღნიშნულია, რომ დღევანდელ პირობებში სხვადასხვა კულტურებთან შედარებით იგი წარმოადგენს უნიკალური ანტიოქსიდანტური თვისებების მატარებელს და ითვლება მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს ანტიოქსიდანტურ კენკროვან კულტურად. სურ. 1, ცხრ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.1.6.3. საქართველოს მტკნარი წყლის ბეწვურების (Nematomorpha: Gordiida) ფაუნისტური გამოკვლევის შედეგები. /. კინწურაშვილი, ა. შმიდტ-რეზა/. პარაზიტოლოგიის აქტუალური პრობლემები საქართველოში. XII საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 2014. – ტ. XII. – გვ. 132-138. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგ.

საქართველოში რეგისტრირებულია მტკნარი წყლის ბეწვურების ექვსი სახეობა. ჩატარებული გამოკვლევები საქართველოს ბეწვურების ბიომრავალფეროვნების შესწავლის საწყისი ეტაპია. იგეგმება კვლევის გაფართოება, რაც სრულად წარმოაჩენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელებული მტკნარი წყლის ბეწვურების სახეობრივ მრავალფეროვნებას. ამის საფუძველს იძლევა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივი პირობები, მდიდარი ჰიდრორესურსები. სურ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.1.6.4. ნემატოდა Steinernema carpocapsae-ს ეფექტიანობა საქონლის ბუზის Mesembrina meridionalis (Muscidae) ბიოკონტროლში. /მ. ლორთქიფანიძე, ო. გორგაძე, მ. კუჭავა, მ. კოხია, ნ. გრატიაშვილი, ნ. გაბროშვილი/. პარაზიტოლოგიის აქტუალური პრობლემები საქართველოში. XII საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 2014. – ტ. XII. – გვ. 139-143. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგ.

ექსპერიმენტით მიღებული შედეგების ანალიზი ცხადყოფს, რომ მწერების წინააღმდეგ გამოყენებული ნემატოდური სუსპენზიის ყველაზე ეფექტიანი დოზა აღმოჩნდა 350 ნემ/გრ რამაც გამოიწვია მათი მაღალი სიკვდილიანობა. აღსანიშნავია, რომ მწერის მაღალი სიკვდილიანობა ასევე განაპირობა ექსპერიმენტის პერიოდში არსებულმა ოპტიმალურმა კლიმატურმა პირობებმა. ნემატოდა – S. carpocapsae-ს გამოყენება ბუზის მატლების და ჭუპრების ბიოკონტროლისათვის სავსებით გამართლებულია. სურ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.1.6.5. დნმ-ს სინთეზის ინტენსივობის შესწავლა ფუნქციურად განსხვავებულ საფრენ კუნთებს შორის კალიის განვითარების პროცესში. /. პაპიძე, . სუმბაძე, . გაჩეჩილაძე, . ახმეტელაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. #1. – გვ. 118-121. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია დნმ-ს (გამოყენებული იყო 3H-თიმიდინი) სინთეზის ინტენსივობა ფუნქციურად განსხვავებულ მონოფუნქციურ (მოფ) და ბიფუნქციურ (ბიფ) საფრენ კუნთებში (დორსალური სიგრძივი 112, ტერგოსტერნული 113, ტერგოკოკსური 119, 120) კალიის განვითარების პროცესში (მე-5 ასაკის ლარვა, ერთდღიანი და სქესმწიფე იმაგო). კალიის ერთდღიანი იმაგოს მოფ და ბიფ კუნთებში დნმ-ს სინთეზის ინტენსივობა მაღალია, მე-5 ასაკის ლარვასა და სქესმწიფე იმაგოს კუნთებთან შედარებით, მოფ კუნთ 112-ში. ერთდღიან და სქესმწიფე კალიის შემთხვევაში გამოვლინდა დნმ-ს სინთეზის დაბალი დონე. მე-5 ასაკის ლარვის მოფ და ბიფ კუნთებს შორის განსხვავება არ აღინიშნება. ამრიგად, კალიის განვითარების პროცესში მოფ და ბიფ საფრენ კუნთებს შორის დნმ-ს სინთეზის ინტენსივობაში მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლინდა. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 16.

ავტ.

 

ბ15.1.6.6. მწერიჭამია მცენარეების კვება, მონელება, დამჭერი მექანიზმები. /ნ. ღვინიანიძე/. ნოვაცია. – 2015 – #15. – გვ. 77-80. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მწერიჭამია მცენარეთა ქცევის ყველა ასპექტი, დაწყებული მსხვერპლის დაჭერიდან, მწერის სხეულის გადამუშავების ჩათვლით. მწერიჭამია მცენარეთა ზოგიერთი წარმომადგენელი პასიურად იჭერს მწერს. პასიურად დამჭერ „ხაფანგს“ მეტ შემთხვევაში ფიალის ფორმა აქვს და ღრმაა. მწერი შეეხება რა ასეთ ხაფანგს, მიეწებება მას და ვერაფრით ვერ დააღწევს მას თავს, რადგან მცენარე ამ დროს იწყებს მჟავე სეკრეტებისა და მომნელებელი ფერმენტების გამოყოფას. ეს კი იწვევს მწერის სიკვდილს და მისი სხეულის მონელებას. დამჭერი აპარატი ასეთ შემთხვევაში დაფარულია მწებავი ნივთიერებებით, რომლებიც ქიმიური თვალსაზრისით ნახშირწყლებია. ეს ნივთიერებები გამომუშავდება მწერიჭამია მცენარეების ფოთლებზე არსებულ ჯირკვლოვან ბუსუსებში. დაჭერის აქტიური ფორმის შემთხვევაში მწერი ჯერ ეწებება ფოთოლზე და შემდეგ ეხვევა სპეციალურ ბუსუსებში. დამჭერი მოწყობილობა მოქმედებს ხაფანგის პრინციპით. ყველა შემთხვევაში მცენარე იზიდავს მწერებს პოლისაქარიდული ლორწოთი ან ნექტარით. ამ ნივთიერებების გამომუშავება ხდება ან თვითონ დამჭერ აპარატში ანდა ჯირკვლებში, რომლებიც ამ დამჭერი აპარატის ირგვლივ არის მოთავსებული. ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.1.6.7. საქართველოს საზღვრებშიშავი ზღვის სანაპირო ზოლში 2015 წლის აპრილის თვეში განხორციელებული საველე კვლევის შედეგები. /. გავარდაშვილი/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 23-29. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საქართველოს საზღვრებში შავი ზღვის სანაპირო ზოლში 110 კმ სიგრძეზე თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემების შეფასების მიზნით 2015 წლის 21-30 აპრილს განხორციელდა საველე-სარეკოგნოსცირებო კვლევები. სარფიდან განმუხურამდე ზღვის სანაპირო ზოლში შერჩეულ იქნა 35 უბანი, სადაც აღებულ იქნა ზღვის წყლის ნიმუშები. GPS-ის გამოყენებით დაფიქსირდა კოორდინატები და ადგილზე გაზომილ იქნა წყლისა (t1) და ჰაერის (t2) ტემპერატურები, რომელთა ფარდობითი სიდიდეები იცვლება 0,74–1,00, ზღვის წყლის მჟავიანობა (pH) – 8,11–8,69, ხოლო მარილიანობა (TDS) კი – 3,84–13,50 საზღვრებში. საკვანძო სიტყვები: შავი ზღვა; სანაპირო ზოლი; ეკოლოგიური პარამეტრები; ინტერფეისის ფუნქციონალური მოთხოვნები. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.1.6.8. მიწის მაღლივი კაშხლების შესაძლო ავარიის შემთხვევაში სტიქიის ზონაში მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რისკის თანამედროვე მეთოდოლოგიის დამუშავება. /. გავარდაშვილი, . აიუუბი, . ბზიავა/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 30-39. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების რისკის მართვის რეგიონულ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და დანერგვა 2005-2015 წლებისათვის, ჰიოგოს (18-22 იანვარი, 2005 ., კობე, ჰიოგოს პრეფექტურა, იაპონია) კატასტროფების შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის (ჰიოგოს დეკლარაცია და სამოქმედო ჩარჩო-პროგრამა) მხედველობაში მიღებით. ძირითადი ყურადღება ეთმობა კრიტიკული ფონდისა (აქტივისა) და რისკის ანალიზის პორტფოლიოს მეთოდის (Critical Asset and Portfolio Risk AnalysisCAPRA) გამოყენებას, რომელიც განიხილავს ადამიანის მოქმედებით გამოწვეულ საშიშროებასტერორისტულ აქტებს და ბუნებრივ კატასტროფებს (მაგ., მოძველებული კაშხლის გარღვევით გამოწვეული ტერიტორიების დატბორვა და სხვ.). მეთოდოლოგია ითვალისწინებს სამი საპილოტე ტერიტორიის მაგალითზე (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) მონიტორინგის სისტემის შექმნას და მიღებული მონაცემების სტატისტიკურ ანალიზს. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.1.6.9. საქართველოს ქალაქებში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება შენობებისა და ნაგებობების სახურავებზე მწვანე საფარის მოწყობის გზით. /. ეზუგბაია, . ირემაშვილი, . მსხილაძე, . ჭეიშვილი/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 73-85. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია საკითხები, რომლებიც ეხება შენობების და ნაგებობების სახურავებზე მწვანე საფარის მოწყობის ნოვაციურ ტექნოლოგიებს. ფართოდ არის წარმოდგენილი ასეთი საფარის სახეები, დეტალურადაა მოცემული მათი კონსტრუქციული მახასიათებლები, გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები, რომლებიც ახასიათებენ ასეთი ბურულების მოწყობის ტექნიკურ და ეკოლოგიურ უპირატესობებს ჩვეულებრივ ბურულებთან შედარებით. სურ. 20, ცხრ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.1.6.10. საქართველოში გავრცელებული იასამნის ფოთლების ფიტოქიმიური შესწავლა. /ნ. ბიკაშვილი, ა. ბოჟაძე, მ. ჯოხაძე, დ. ჭინჭარაძე, დ. ბერაშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 35–36. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

იასამანი (Syringa) მრავალწლოვანი, ფოთოლმცვენი პატარა ხე ან ბუჩქია ზეთისხილისებრთა (Oleacae) ბოტანიკური ოჯახიდან. ცნობილია 30-მდე სახეობა, რომელთაგან ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ჩვეულებრივი იასამანი (Syringa vulgaris L.). კვლევის მიზანს შეადგენდა საქართველოში მოზარდი ჩვეულებრივი იასამნის ფოთლების ფიტოქიმიური შესწავლა. დადგენილია ნედლეულის კეთილხარისხოვნების ზოგიერთი მაჩვენებელი: ტენიანობა (10-12%), საერთო ნაცარი (7-11%), ექსტრაქტული ნივთიერებები (25-28%), მთრიმლავი ნივთიერებები (10-14%), ფლავონოიდები (1%). ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.1.6.11. სამეანო და გინეკოლოგიურ განყოფილებებში სამედიცინო ნარჩენების მიკრობიოლოგიური გამოკვლევა. /დ. კობეშავიძე, დ. ჩიკვილაძე, ხ. გაჩეჩილაძე, მ. მიქელაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 99–102. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

მოყვანილია სამეანო და გინეკოლოგიური განყოფილებების სამედიცინო ნარჩენების სინჯების მიკრობიოლოგიური გამოკვლევის შედეგები 2014 წლის მანძილზე. მიკროორგანიზმები, რომლებიც ერთეულ შემთხვევებში გამოიყო სამედიცინო ნარჩენების სინჯებიდან ამ ნარჩენების დეზინფექციის შემდეგ, ხასიათდებოდნენ პოლი-ანტიბიოტიკორეზისტენტობით, მდგრადობით დეზინფექტანტის მიმართ და უფრო მაღალი ვირულენტობით იმ მიკროორგანიზმებთან შედარებით, რომლებიც დეზინფექციამდე იყვნენ გამოყოფილნი, რაც მათ შესაძლო ჰოსპიტალიზმზე უნდა მეტყველებდეს. ამდენად, ჰოსპიტალური შტამების გამოვლენის ერთ-ერთ ხერხად შეიძლება განხილულ იქნას ავადმყოფების გამონადენებიდან უშუალო თანახებაში მყოფი სამედიცინო ნარჩენების დეზინფექციის შედეგად აღებული სინჯების სისტემატური მიკრობიოლოგიური გამოკვლევა. ცხრ. 2, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.1.6.12. გნოტობიონტების ელენთის უჯრედული სპეციფიკა ასაკის გათვალისწინებით. /ბ. კოჭლამაზაშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 106–109. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ჩატარებულ იქნა სხვადასხვა ასაკის გნოტობიონტი და კონვენციური ვირთაგვების ელენთის ციტოარქიტექტონიკის იმუნომორფოლოგიური შესწავლის კორელაციური ანალიზი. დადგინდა, რომ გნოტობიონტების ელენთის ლიმფოიდური ქსოვილი, საკონტროლო ჯგუფისაგან განსხავებით, ასაკობრივ რედუქციას ნაკლებად განიცდის. ანტიგენური დატვირთვის შეზღუდვის მიუხედავად, აღინიშნება ფოლიკულებში ფაგოციტური აქტივობის გაძლიერება კონტროლთან შედარებით, რაც ასაკთან ერთად მატულობს. აქვე უნდა ითქვას გნოტობიონტების ელენთაში Tლიმფოციტების რიცხვის ასაკობრივ ზრდაზე, B-ლიმფოციტების თანაბარი (კონტროლთან შედარებით, ასაკის მიუხედავად) რაოდენობის ფონზე. აღნიშნული ასაკობრივი ცვლილებებიდან გამომდინარე გნოტობიონტების ელენთის ლიმფოპოეზური პოტენციალი დამოკიდებულია არაიმდენადგარეგანიანტიგენური დატვირთვის (გარემოცვის) დონეზე, რამდენადაც ამ ორგანოს ანტიგენური სტიმულაციისადგილობრივ” (დეპონირება, ჰემოკათარზისი) ფაქტორებზე. ცხრ. 3, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.1.6.13. საქართველოში მოზარდი გვარი ხახვის (Allium L.) ზოგიერთი სახეობის in vitro ფუნგიციდური აქტივობის შესწავლა. /მ. მაისაშვილი, ჯ. კუჭუხიძე, დ. ჭინჭარაძე, მ. ჯოხაძე, ა. ფაველი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 115–117. – ინგლ.; რეფ.: ქართ.

შესწავლილია გვარი ხახვის საქართველოში გავრცელებული სახეობების (Alliaceae waldsteinii, A.fuscoviolaceum, A. atroviolaceum, A. rotundum) ყვავილების სტეროიდული საპონინების გასუფთავებული ჯამების და ყანის ნივრის (Allium rotundum) ინდივიდუალური სტეროიდული გლიკოზიდების - აგინოზიდის, იაიოი საპონინი C- და ერუბოზიდი B- in vitro სოკო კანდიდას 9 შტამისა და კვლევის შედეგებიდან გამომდინარე მაღალი ფუნგიციდური აქტივობით გამოირჩევა Allium rotundum-ის საპონინების გასუფთავებული ჯამი და ინდივიდუალური საპონინი აგინოზიდი (MFC 6,25-12,5მგ/ მლ). კარგად გამოხატული ანტიმიკოზური აქტივობით ხასიათდება ერუბოზიდი B, იაიოი საპონინი C. ამრიგად, A. rotundum-ის სტეროიდული საპონინები მნიშვნელოვან ობიექტებს წარმოადგენენ სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებების მისაღებად. ცხრ. 1, ლიტ. 13.

ავტ.

 

ბ15.1.6.14. ყანის ნივრის (Allium rotundum L.) ყვავილებში აგინოზიდის რაოდენობითი განსაზღვრის მაღალეფექტური სითხურ ქრომატოგრაფიული მეთოდიკის ვალიდაცია. /მ. მაისაშვილი, მ. ჯოხაძე, დ. ჭინჭარაძე, ლ. ზარდიაშვილი, ჯ. კუჭუხიძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 117–119. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ყანის ნივრის ყვავილებში აგინოზიდის რაოდენობითი განსაზღვრის მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდიკის ვალიდაციისათვის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით დადგენილია შემდეგი პარამეტრები: სპეციფიკურობა, სწორხაზოვნება, სიზუსტე, აღწარმოებულობა, დეტექტირებისა და რაოდენობრივი განსაზღვრის მინიმუმები. ჩატარებული გამოკვლევების ვალიდაცით ნაჩვენებია, რომ მოწოდებული მეთოდი არის წარმოებადი, ზუსტი და სწრაფი. იგი საშუალებას იძლევა მაღალი სიზუსტით განისაზღვროს აგინოზიდის რაოდენობა ობიექტში სხვა სტეროიდულ საპონინების თანაობისას, რაც მნიშვნელოვანია ყანის ნივრის ნედლეულისა და ექსტრაქტების სტანდარტიზა­ციი­სათვის. ცხრ. 4, ლიტ. 6.

ავტ.

 

 

 

ბ2. საინჟინრო საქმე და ტექნოლოგიები

 

ბ2.1. სამოქალაქო მშენებლობა

 

ბ15.2.1.1. ქ. ბაქოს საზოგადოებრივი ცენტრების არქიტექტურულ-გეგმარებითი სტრუქტურის რენოვაცია. /ი. ისბატოვი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2015. – #1(495). – გვ. 58-62. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ქ. ბაქოს ცენტრი, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრიცაა, ასრულებს ქალაქის ტერიტორიულ ერთეულებს შორის მომსახურების ფუნქციებს და ვითარდება მოსახლეობის ქალაქის ცენტრისკენ სწრაფვის გათვალისწინებით. ქალაქის მთავარ ცენტრთან ერთად ბაქოს ტერიტორიული ერთეულების ცენტრების სისტემა აერთიანებს საქალაქო და ტერიტორიული მნიშვნელობის სპეციალიზებულ ცენტრებს, გეგმარებითი, საცხოვრებელი რაიონებისა და მიკრორაიონების, ასევე შრომისა და დასვენების ზონების ცენტრებს. ფუნქციური შინაარსის მიხედვით ბაქოს საზოგადოებრივი ცენტრები მრავალფუნქციური და სპეციალიზებულია. მრავალფუნქციურობა დამახასიათებელია ყველა ცენტრისათვის, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულის – გეგმარებითი და საცხოვრებელი რაიონების, შრომისა და დასვენების ზონების კომპლექსურ მომსახურებას. განსაკუთრებით მრავალფუნქციურია ქ. ბაქოს ცენტრი. მასთან ერთად ქ. ბაქოში ფორმირდება სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, სპორტული, სასწავლო და სხვა სპეციალიზებული ცენტრები. ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.2.1.2. ნავთობიანი ტერიტორიის როლი სამრეწველო და დასახლებული წარმონაქმნების ფორმირებასა და სივრცულ განლაგებაში. /ა. აზიზოვი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2015. – #1(495). – გვ. 63-66. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნავთობიანი ტერიტორიები, როგორც რთული ტერიტორიულ-საწარმოო კომპლექსები, კონკრეტულ ქალაქთმშენებლობით, ეკონომიკურ და ისტორიულ სიტუაციებში ჩამოყალიბდა ისე, რომ სხვადასხვაა მათი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დონე, სამოსახლო წარმონაქმნები, მშრომელთა რაოდენობა, ტერიტორიის ფართობი და ა.შ. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.1.3. მგზავრთა გადაყვანის ლოგისტიკური სისტემები. /თ. გორშკოვი, . ბუთხუზი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 73-79. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია მგზავრთა გადაყვანის ლოგისტიკური სისტემების სტრუქტურა და მართვის ფუნქციონალური დანიშნულება, როგორც მაკრო, ასევე მიკრო დონეზე. წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების ხარისხის პარამეტრების სქემა. განხილულია ის პრინციპები, რომლებიც საჭიროა მგზავრთა გადაყვანის ლოგისტიკური სისტემების პროექტირების და შექმნისათვის. დღეისათვის აქტუალურია მარკეტინგული კვლევების და მგზავრთნაკადების მოცულობების პროგნოზირების ჩატარების აუცილებლობა. გამოკვეთილია ფაქტორთა ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს მოსახლეობის სატრანსპორტო გადაადგილებას. შემოთავაზებულია ინფორმაციული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების მოთხოვნების დიფერენციაციას გარე ფაქტორების მოქმედების შედეგად. ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.2.1.4. ნახაზის თვალსაჩინოების გაზრდის ხერხები (I). /თ. ბერიძე, ნ. ნოზაძე, მ. ძიძიგური/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 90-94. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

გრაფიკული გამოსახულებები, რომელსაც თანამედროვე ინჟინერ-დამპროქტებელი იყენებს საკმაოდ მრავალფეროვანია. პერსპექტიული გამოსახულებები სრულად გადმოგვცემს იმ მხედველობით შთაბეჭდილებებს, რომელსაც დამკვირვებელი რეალურ პირობებში იღებს. ამის მისაღწევად, პერსპექტიული გამოსახულების აგებისას, ერთერთ ძირითად საკითხს მზერის წერტილის სწორად შერჩევა წარმოადგენს. სურ. 9, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.1.5. ნახაზის თვალსაჩინოების გაზრდის ხერხები (II). /თ. ბერიძე, ნ. ნოზაძე, მ. ძიძიგური/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 135-140. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

დაპროექტების საწყის სტადიაზე სამუშაო ნახაზებთან ერთად პროექტის სრულყოფილად აღსაქმელად გამოიყენება პერსპექტიული და აქსონომეტრიული გამოსახულებები. ფიგურათა პერსპექტიული გამოსახულება საშუალებას გვაძლევს პროექტის შექმნის პროცესშივე შემოწმდეს ჩაფიქრებული კომპოზიცია მასშტაბურობის, პროპორციულობის, შემადგენელი ნაწილების ურთიერთმდებარეობის და სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით. სურ. 5, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.1.6. საავტომობილო ტრანსპორტის შერჩევა ოპტიმიზაციის განზოგადებული ტექნიკური პარამეტრით. /დ. ფრიდონაშვილი, რ. თედორაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებ­ლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 95-98. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ავტომობილის გამოყენების ეფექტიანობის შესაფასებლად წარმოდგენილია მეთოდიკა, რომელიც დაფუძნებულია ოპტიმიზაციის განზოგადებულ ტექნიკურ პარამეტრზე ე.წ. მუშაობის ეფექტურობის კოეფიციენტზე. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ავტომობილის ძირითად საექსპლოატაციო მახასიათებლებს: მოძრაობის საშუალო სიჩქარესა და საწვავის ხარჯს. წარმოდგენილია რეკომენდაცია, რომ სხვადასხვა მოძრავი შემადგენლობების მუშაობის ეფექტურობის კოეფიციენტების შედარებით მოხდეს მათი შეფასება და შერჩევა. განხორციელებულია შემოთავაზებული მეთოდიკის კონკრეტიზაცია. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.1.7. ავტომობილების ტექნიკურად მზადყოფნის კოეფიციენტის დიფერენცირება ნამუშევრის მიხედვით. /. ლეკიაშვილი, . ბარათაშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 122-126. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საიმედოობის მართვის პრინციპებისა და მეთოდების სრულყოფაზე. ამ მხრივ უმთავრეს მახასიათებელს წარმოადგენს საიმედოობის კომპლექსური მაჩვენებელი ტექნიკურად მზადყოფნის კოეფიციენტი. იგი სრულყოფილად ასახავს ავტომობილის საიმედოობის დონეს და აფასებს ტექნიკური მიზეზებით გამოწვეული მოცდენების სიდიდეს. ამ პოზიციიდან გამომდინარე მისი ოპტიმიზირება უნდა მოხდეს შემცირების მიზნობრივი ფუნქციის გათვალისწინებით. ეს კი შესაძლებელია აღნიშნული კოეფიციენტის გარბენის შესაბამისი დიფერენცირებით ავტომობილის მთელი საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში. მეთოდს საფუძვლად უდევს ავტომობილის საიმედოობის მაჩვენებლების შეფასება და ანალიზი, რაც ეფექტიანობის ამაღლების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. სურ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.2.1.8. ავტომობილის დამუხრუჭება თვლების ანტიბლოკირების სისტემით. /ვ. ხარიტონაშვილი, ნ. ჭიჭინაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 176-180. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ანტიბლოკირების სისტემა „ABS“ არ წარმოადგენს ავტომობილის ავტომატური დამუხრუჭების სისტემას, მისი ამოცანაა უზრუნველყოს დამუხრუჭების ეფექტურობა და უსაფრთხოება. რამდენადაც სრულყოფილი არ უნდა იყოს „ABS“-ის სისტემა ავტომობილის აქტიური უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს მძღოლი, რომელიც ვალდებულია გაიაზროს საგზაო სიტუაციები და ავტომობილის რეალური კონსტრუქციული შესაძლებლობები. ავტომობილის დროული დამუხრუჭება წარმოადგენს მძღოლის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის კვლევისას ექსპერტიზამ უნდა გაითვალისწინოს „ABS“-ის სისტემის ტექნიკური, გზის საფარისა და მძღოლის ფსიქოფიზიოლოგიური მდგომარეობა. ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.2.1.9. ავტომობილის მანევრის პარამეტრების განსაზღვრის შესახებ. /. ხარიტონაშვილი, . ჭიჭინაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 77-84. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის კვლევის ვარიანტი, რომელიც დაკავშირებულია მძღოლის ტექნიკური შესაძლებლობასთან თავიდან აიცილოს შემთხვევამოძრაობის ზოლის შეცვლისმანევრის შესრულებით. ავტომობილის მანევრის ექსპერტული კვლევისას მოძრაობის ზოლში გზის საფარზე არსებული დეფექტით გამოწვეული დაბრკოლების შემოვლის მანევრის გაანგარიშებისას, მოცემულ მონაკვეთზე უდიდესი განივი გადანაცვლების განსაზღვრისას ავტომობილის გარე გაბარიტული წერტილის მოხვევის ზღვრული რადიუსის გაანგარიშება მიზანშეწონილია ავტომობილის თვლების ნაკვალევისა და წინა განაკიდის სიდიდის მიხედვით, ხოლო მოძრაობის სიჩქარე კორექტირებულ იქნეს სპიდომეტრისა და სალტეების მდგომარეობით გამოწვეული ცდომილების გათვალისწინებით. შემოთავაზებული რეკომენდაციები საშუალებას იძლევა დაზუსტდესმოძრაობის ზოლის შეცვლისმანევრის პარამეტრები, რაც თავის მხრივ საშუალებას მისცემს გამოძიების ორგანოს და სასამართლოს არ მიიღოს არასამართლიანი გადაწყვეტილება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საქმესთან დაკავშირებით. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.2.1.10. საქალაქო მეურნეობის სტრუქტურა. /. ქირია/. გაენათის მაცნე. – 2015. – . II. #4. – გვ. 10-17. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

საქალაქო მეურნეობის ობიექტები დაჯგუფებულია მომსახურების პერიოდულობის, ადმინისტრაციული და ტერიტორიული თავისებურებების, საქმიანობის მართვის მიხედვით. ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.2.1.11. უპილოტო მიწისზედა ტრანსპორტის მოდელირება და მართვა. /ბ. მეფარიშვილი, გ. ჯანელიძე/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 23-29. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატიის მთავარი მიზანია სოციალური სისტემების კოლექტიურ ქცევებთან დაკავშირებული ახალი სამეცნიერო მიდგომების შემუშავება. მიუხედავად იმისა, რომ მრავალია მიზნობრივი ევოლუციური ალგორითმები, გადაწყვეტილების მიღების თანამედროვე პროცედურები ეფუძნება მულტი-აგენტურ მოდელირების მეთოდებს, ავტორების მიერ შემუშავებული მიდგომები შეიძლება განვიხილოთ როგორც ახალი საინჟინრო გამოთვლითი პარადიგმა, რომელიც ემყარება დინამიკური სისტემებისათვის დამახასიათებელ ენტროპიისა და სინერგიის ცნებებს. თუ განვიხილავთ რთულ სისტემას როგორც ინტერაქტიულ, მულტი-აგენტურ ჰეტეროგენულ ქაოტურ სისტემას მრავალგანზომილებიანი, რთული იერარქიული სტრუქტურით, მაშინ მისი მოდელირება წარმოადგენს ურთულეს პრობლემას. ეს განპირობებულია ადამიანის, როგორც არაწრფივი და არამკაფიო ფაქტორის, არსებობით, რაც შესაბამისად დაკავშირებულია სოციალური სისტემების ქცევის თავისუფლების მეტად მაღალ ხარისხთან. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.2.1.12. შენობების გაანგარიშება დინამიურ რხევებზე მასალის წრფივი განმტკიცების გათვალისწინებით. /. ბაციკაძე, . ტაბატაძე, . სოხაძე/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 17-22. ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია საკითხი დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის გამოკვლევის შესახებ ნაგებობებში, რომლებიც თითოეული სართულის ფარგლებში მუშაობენ ძვრაზე. რხევები გამოწვეულია გრუნტის იმპულსური გადაადგილების შედეგად, ხოლო კონსტრუქციების მზიდი ელემენტები შეიძლება განიცდიდნენ დრეკად პლასტიკურ გადაადგილებებს. რაც შეეხება ძალა-გადაადგილების დამოკიდებულებას, ის წარმოდგენილია ბიწრფივი სახით .. მზიდი კონსტრუქციების მასალა წრფივად განმტკიცებადია. მოყვანილია ორ და თექვსმეტსართულიანი შენობების გაანგარიშების შედეგები. ნაჩვენებია, რომ ბიწრფივ დიაგრამაზე ერთი წრფიდან მეორეზე მდორე გადასვლა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს განტოლებათა სისტემის ამოხსნის იტერაციული პროცესის კრებადობას. სურ. 4, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.1.13. მაქსიმალური მოლეკულური წყალტევადობა, როგორც გრუნტების კლასიფიკაციის მაჩვენებელი. /. იტრიაშვილი, . ხოსროშვილი/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 115-118. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

 განხილულია გრუნტების კლასიფიკაცია გრანულომეტრული შემადგენლობის საფუძველზე. ნაჩვენებია ამ კლასიფიკაციის შეუსაბამობა საველე და ლაბორატორიულ პირობებში. არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შემოთავაზებულია კლასიფიკაცია, რომელსაც საფუძვლად უდევს გრუნტების გრადაცია მაქსიმალური მოლეკულური წყალტევადობის მიხედვით. ცხრ. 1, ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.2.1.14. გრუნტის წყლის დაუმყარებელი მოძრაობის პირობებში სისტემატური ჰორიზონტალური დრენაჟის გაანგარიშება. /შ. კუპრეიშვილი, პ. სიჭინავა, ზ. ლობჟანიძე, ქ. დადიანი, ნ. ბერაია/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 136-139. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დადგენილია, რომ დრენებს შორის მანძილის გაანგარიშება უნდა მოხდეს გრუნტის წყლის დაუმყარებელი რეჟიმის გათვალისწინებით. შემოთავაზებულია დრენის წყალგაუმტარ ფენაზე მდებარეობის შემთხვევაში წყლის ბალანსის განტოლება. გაანგარიშებულია დრენაჟის წყალგაუმტარ ფენაზე მდებარეობის შემთხვევაში მასში ორივე მხრიდან წყლის შედინების დროს დრენთაშორისი მანძილის საანგარიშო ფორმულა. სურ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

 

ბ2.2. ელექტროტექნიკა, ელექტრონიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები

 

ბ15.2.2.1. სამაცივრო დანადგარების ავტომატიზაციის თანამედროვე სისტემები. /. ფარცხალაძე, . კვირიკაშვილი, . ხაჭაპურიძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 15-21. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ავტომატიზაციის მოწყობილობები სამაცივრო ტექნიკაში ასრულებენ სიგნალიზაციის, კონტროლის, დაცვის, რეგულირებისა და მართვის ფუნქციებს. ამისათვის დამუშავებულია და გამოიყენება ელექტრონული ბლოკები-კონტროლერები, რომლებიც დავალებული ალგორითმით მართავენ ტექნოლოგიურ პროცესებს. ამ დარგის საუკეთესო სისტემები მონიტორინგის სერვერებზე ღებულობენ ინფორმაციას რამოდენიმე კონტროლერიდან. იგი ინახავს გაზომილი პარამეტრების ჟურნალს, ახდენს სიგნალების დამუშვებას და უზრუნველყოფს სისტემასთან კავშირს მოდემის, კომპიუტერული ქსელის ან ინტერნეტის საშუალებით. ასეთი სისტემების მომსახურება მოითხოვს პერსონალის სპეციალურ მომზადებას. ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.2.2.2. ავტორეფრიჟერატორების მაცივარდანადგარის ავტომატური მართვის უნივერსალური სისტემური ბლოკის შემუშავება. /. ფარცხალაძე, გ. ხაჭაპურიძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 22-30. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

აღწერილია ავტოსატრანსპორტო მაცივარდანადგარის ავტომატური რეგულირების სისტემაში უნივერსალური ბლოკის შემუშავება, რომელიც დაფუძნებულია ტემპერატურის ორფაზიან რეგულირებაზე, როდესაც პაუზის დრო არსებითად აჭარბებს სამაცივრო აგრეგატის მუშაობის პერიოდს. სისტემური ბლოკის გამოცდით და გარდაქმნის კოეფიციენტის ანალიზით დადასტურებულ იქნა მოსალოდნელი დადებითი ეფექტი. სურ. 2, ლიტ. 1.

ავტ.

 

ბ15.2.2.3. ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხები პერსონალის მართვის ავტომატიზებულ სისტემებში. /ნ. ჩადუნელი/. GEN. – 2014. – #2. – გვ. 41-44. – ქართ. ; რეზ.: ინგლ.

მოცემულია ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების ანალიზი ადამიანური რესურსების მართვის სისტემებში პერსონალური მონაცემების დამუშავების სპეციფიკის გათვალისწი­ნებით, აგრეთვე, სათანადო ღონისძიებებისა და საშუალებების შერჩევის პირობები და წესი. განხილულია აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა და სტანდარტები. ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.2.2.4. განივ-იმპულსური მოდულაციის სიხშირის გავლენა ტრანზისტორული გარდამსახის მუშაობაზე და დინამიურ თვისებებზე. /ნ. ქვრივიშვილი/. GEN. – 2014. – #2. – გვ. 21-25. – ინგლ.; რეზ.: ქართ., რუს.

სტატიაში პრაქტიკულ მაგალითზე განხილულია მათემატიკური მოდელის შედგენა იმპულსური მოწყობილობისათვის სიხშირული რგოლების მათემატიკური აპარატის გამოყენებით. აქცენტი გაკეთებულია მოდელირებული მოწყობილობის მუშაობის და დინამიური თვისებების ფიზიკური არსის მკაფიოდ წარმოდგენაზე, რომლის გარეშე მოწყობილობის მუშაობის ობიექტური ანალიზი შეუძლებელია. მოწყობილობის გამოსასვლელი სიგნალის ფაზისა და ამპლიტუდის დამოკიდებულება განივ იმპულსური მოდულაციის სიხშირეზე არის განსაზღვრული სიხშირული მახასიათებლების აგებით. სტატიის შინაარსით შეიძლება ისარგებლონ სპეციალისტებმა, რომლებიც დაკავებულნი არიან მუდმივი დენის ძრავების მართვის სქემების ან სხვადასხვა იმპულსური მოწყობილობების დამუშავებაში. სურ. 5, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.2.5. კავშირის მომსახურების ხარისხის პრობლემა თანამედროვე ტელეკომუნიკაციაში. /რ. სვანიძე, მ. ჩხაიძე, ზ. გუძუაძე/. GEN. – 2014. – #2. – გვ. 45-50. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

წარმოდგენილია კავშირის მომსახურების ხარისხის არსი, მისი მონიტორინგისა და ზედამხედველობის მდგომარეობა საქართველოში, კავშირის ხარისხის განმსაზღვრელი ორგანიზაციები, კავშირის მომსახურების განსაზღვრის სქემა, კავშირის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ამოცანის გადაწყვეტის მიდგომები, მომსახურების ხარისხის მაჩვენებლების განსაზღვრის მოდელი ETSI-ის (European Telecommunication Standardization Institute) შესაბამისად, გაანალიზებულია შეთანხმება მომსახურების დონეზე (SLA – Service Layer Agreement), შემუშავებულია საქართველოს კავშირის მომსახურების ხარისხის მონიტორინგის სისტემა და განსაზღვრულია მობილური სატესტო კოპლექსის ტიპიური შედგენილობა, მომსახურებების ხარისხის ნომენკლატურა და სრული მაჩვენებლები, გამოტანილია დასკვნა კავშირის მომსახურების ხარისხის მონიტორინგის ჩატარების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ. სურ. 4, ცხრ. 1, ლიტ. 11.

ავტ.

 

ბ15.2.2.6. დამახინჯების სიმძლავრის განსაზღვრა ძაბვისა და დენის მრუდების ფურიეს მწკრივად დაშლის შედეგების საფუძველზე. /თ. მუსელიანი, ი. ქათამაძე, მ. ბახტაძე/. GEN. – 2014. – #4. – გვ. 19-24. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ელექტრული წრედების თეორიის საფუძველზე მიღებული იქნა ელექტრულ წრედში დამახინჯების სიმძლავრის გასაანგარიშებელი გამოსახულება, სრული აქტიური და რეაქტიული სიმძლავრეების წინასწარი განსაზღვრის გარეშე, რაც საშუალებას იძლევა დამახინჯების სიმძლავრე განისაზღვროს ძაბვისა და დენის ოსცილოგრამებიდან ფურიეს მწკრივად დაშლის შედეგების მიხედვით. მიღებული გამოსახულება იძლევა ელექტრულ წრედში მიმდინარე პროცესების ანალიზის ჩატარების საშუალებას. სურ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.2.2.7. ხელით რკალური შედუღების ახალი საელექტროდო დანაფარიანი ელექტროდის ზოგიერთი ტექნოლოგიური მახასიათებელი. /მ. ხუციშვილი, ა. სულამანიძე, გ. დადიანიძე, ო. ნიკოლავა/. GEN. – 2014. – #4. – გვ. 39-43. – ქართ. ; რეზ.: ინგლ.

ახალი დანაფარიანი ელექტროდები ხახასიათდება კარგი ტექნოლოგიური მახასიათებლებით: ახალი დანაფარიანი ელექტროდების გაუმდნარი დანაფარის მილისებური გამონაშვერის შეხებისას ძირითად ლითონთან ადვილად იკვრება წრედი და აღიგზნება რკალი, მეორადი ანთება საიმედოა; შედუღებისას წარმოქმნილი წიდა უზრუნველყოფს ნაკერის ლილვაკის სწორ ფორმირებას და გაცივების დროს ადვილად სცილდება. ამოწვასა და გაშხეფვაზე დანაკარგები შეესაბამება წაყენებულ მოთხოვნებს. ნაკერის ლითონში არ შეიმჩნევა ბზარები, ჩამონაგლეჯები და ზედაპირული ფორები. სურ. 3, ლიტ. 8.

ავტ

 

ბ15.2.2.8. სისტემური პლატის არქიტექტურის დამუშავება ასინქრონული მიმდევრობითი სალტის ბაზაზე. /ა. ბენაშვილი, გ. ბენაშვილი, ს. სულხანიშვილი/. GEN. – 2015. – #1. – გვ. 57-60. – ინგლ.; რეზ.: რუს.

შემოთავაზებულია სისტემური პლატის არქიტექტურის მოდიფიცირებული ვარიანტი. კერძოდ, შემოთავაზებულია პარალელური სინქრონული სალტის ჩანაცვლება მიმდევრობითი ასინქრონული სალტით. დასაბუთებულია, რომ სისტემური პლატის არქიტექტურის ასეთი სახით მოდიფიცირება ამცირებს მოხმარებულ ენერგიას და ზრდის სწრაფქმედებას. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.2.2.9. ახალი მიდგომა ინფორმაციის სემანტიკური თეორიის პრობლემისადმი. /გ. ლეჟავა, ი. კამკამიძე, ზ. ბერიკიშვილი, ა. ვარდოსანიძე, ე. მკრტიჩიანი, თ. დალაქიშვილი/. GEN. – 2015. – #1. – გვ. 114-119. – ქართ. ; რეზ.: ინგლ.

განხილულია ინდუქციური გამოყვანის პროცესორი, როგორც ინფორმაციის მიმღები. ნაჩვენებია ინფორმაციის სემანტიკური თეორიის საფუძვლების შექმნისა და განვითარების შესაძლებლობა. კერძოდ, შესაძლებელია, სენსორებზე მიღებული ახალი აღწერა მისი შინაარსის მიხედვით მიეკუთვნოს მეხსიერებაში დაფიქსირებულ რომელიმე კლასს ან შექმნას ახალი კლასი, განისაზღვროს სენსორებზე მიღებული ახალი აღწერის ინფორმაციის რაოდენობა. ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.2.2.10. ახალი სიმეტრიული tweakable ბლოკური შიფრი. /ლ. ჯულაყიძე, ზ. ქოჩლაძე, თ. კაიშაური/. GEN. – 2015. – #1. – გვ. 50-56. – ქართ. ; რეზ.: ინგლ.

განხილულია სიმტრიული tweakable ბლოკური შიფრის აგების პრობლემები ჰილის მოდიფიცირებული ალგორითმის გამოყენებით. ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.2.2.11. თანამედროვე ორგანიზაციებში ინფორმაციული ინფრასტრუქტურის დაგეგმარების საკითხები. /ი. ქართველიშვილი, თ. თოდუა/. კომპიუტერული მეცნიერებანი და ტელეკომუნიკაციები. – 2014. – #4(44). – გვ. 11-14. – ქარ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია ინფორმაციული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების მეთოდები და ამისათვის აუცილებელი აპარატურული და პროგრამული საშუალებები. განხილულია კომპიუტერული ლოკალური ქსელის როლი ინფორმაციული ინფრასტრუქტურის შექმნასა და შეუფერხებლად ფუნქციონირებაში, ასევე ინფორმაციის დამუშავებისა და დაცვის მეთოდები და საშუალებები. სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.2.12. უსაფრთხო კავშირის არხის აგების ასპექტები ვირტუალური კერძო ქსელის (VPN) ბაზაზე. /ი. ქართველიშვილი, თ. თოდუა/. კომპიუტერული მეცნიერებანი და ტელეკომუნიკაციები. – 2014. – #4(44). – გვ. 15-20. – ქარ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კორპორაციული და საუწყებო ქსელები, რომლებიც დაფუძნებულია TCP/IP პროტოკოლების ბაზაზე და აგებულია სტანდარტულ ინტერნეტ-დანართებზე (E-mail, Web, FTP), უცხო პირთა შეჭრისგან გარანტირებული არ არის. განხილულია ვირტუალური კერძო ქსელების VPN (Virtual Private Network) აგების ტექნოლოგია, რომელიც უსაფრთხო კავშირის არხის შესაქმნელად დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს. სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.2.13. ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის გრძელვადიან პერიოდში ოპტიმალური რეგულირების ეკონომეტრიკული მოდელირება. /დ. ჯაფარიძე, ნ. კიკაბიძე/. კომპიუტერული მეცნიერებანი და ტელეკომუნიკაციები. – 2014. – #2(42). – გვ. 21-38. – ქარ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჩამოყალიბებულია ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ოპტიმალურად რეგულირების კომპლექსური კრიტერიუმი. ამ კრიტერიუმის მიხედვით გათვალისწინებულია ელექტროენერგიის გადამცემი ლიცენზიატი ენერგოკომპანიისათვის მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული, გრძელვადიანი საინვესტიციო პროგრამით და ინვესტირებული კაპიტალის ნორმით, შეზღუდვის პირობებში ელექტროენერგიის გადაცემის ისეთი ტარიფის დადგენა, რომელშიც სრულად აისახება ენერგოკომპანიის მთლიან შემოსავალზე მოქმედი ფაქტორები და მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობის დიდი სიზუსტით გაზომილი ზღვრული გეგმური მაჩვენებლები. ამ კრიტერიუმის შესაბამისად პროგნოზირების მრავალფაქტორიანი და ხელოვნური ნეირონული ქსელების ჰიბრიდული მოდელის მეშვეობით შემუშავებულია, გრძელვადიან პერიოდში ენერგოკომპანიის აუცილებელი მთლიანი ამონაგების განმსაზღვრელი ეკონომიკური პარამეტრების და მის მიერ მიწოდებული ელექტრო­ენერგიის რაოდენობის ზღვრული გეგმური მაჩვენებლების განსაზღვრის და ელექტრო­ენერგიის გადაცემის ტარიფის ოპტიმალურად რეგულირების ეკონომეტრიკული მოდელირების ერთიანი მეთოდიკა. აღნიშნული მეთოდიკა გამოცდილია საქართველოს ენერგოსისტემის მაგალითზე. კვლევით დადასტურებულია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი უმართებულოა. იგი მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს ამჟამად მოქმედ ტარიფს და 5-წლიანი პერიოდისათვის შეიძლება დადგინდეს 1.05÷1 თეთრი/კვტ.სთ-ის ფარგლებში. სურ. 3, ცხრ. 9, ლიტ. 27.

ავტ.

 

ბ15.2.2.14. ელექტრონული საარჩევნო სისტემა მულტიმედიური მონაცემთა ბაზებით და კლიენტ-სერვერ არქიტექტურით. /გ. სურგულაძე, ნ. თოფურია, გ. ბასილაძე, ნ. კივილაძე, მ. ნეფარიძე/. კომპიუტერული მეცნიერებანი და ტელეკომუნიკაციები. – 2014. – #2(42). – გვ. 39-86. – ქარ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განიხილება ელექტრონული საარჩევნო სისტემის, როგორც რთული და დიდი სისტემის მოდელირების, ობიექტ-ორიენტირებული დაპროექტების და შემდგომი პროგრამული რეალიზაციის საკითხები. შემოთავაზებულია დაცული სახელმწიფო ქსელის აგების კონცეფცია და მისი არქიტექტურა. დაპროექტებულია ელექტრონული საარჩევნო სისტემისათვის საჭირო და აუცილებელი მულტიმედიური მონაცემთა რელაციური ბაზები. ამ თვალსაზრისით განიხილება მოდელირების კატეგორიალური მეთოდების და დაპროექტების ობიექტ-ორიენტირებული, CASE-ტექნოლოგიების გამოყენება. ანალიზის შედეგად შერჩეულია ელექტრონული საარჩევნო სისტემისათვის აუთენტიფიკაციის სხვადასხვა ტიპების კომბინირება და მათი ინტეგრირება მულტიმედიალურ მონაცემთა ბაზებში. ესენია, თითის ანაბეჭდის სკანირების კომპონენტი, ხმის აუდიო ჩანაწერი, ბიომეტრული ფოტოსურათი და ელექტრონული ხელმოწერა. ზემოხსენებული მოდულების ინტეგრაციით იზრდება უსაფრთხოება და ამავდროულად პირდაპირპროპორციულად მატულობს საიმედოობისა და ნდობის ხარისხი. დამუშავებულია კლიენტ-სერვერ არქიტექტურის ლოგიკურად ერთიანი და ფიზიკურად განაწილებული მონაცემთა რელაციური ბაზების სისტემა ობიექტ-როლური მოდელირების პრინციპების საფუძველზე და შესაბამისი გრაფო-ანალიზური ინსტრუმენტების გამოყენებით. კორპორაციული განაწილებული მულტიმედიური ელექტრონული საარჩევნო სისტემის ექსპერიმენტული საპილოტო ვერსიის პროგრამული რეალიზაცია განხორციელდა ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზაზე, კერძოდ Visual Studio.Net, SQL Server, ORM/ERM, VPN ტექნოლოგიების და პროგრამული პაკეტებით. გამოყენებულია Windows Presentation Foundation (WPF) და Windows Communication Foundation (WCF). სურ. 25, ცხრ. 1, ლიტ. 19.

ავტ.

 

ბ15.2.2.15. ძირითადი საკომუნიკაციო საშუალებანი საზოგადოებასთან ურთიერთობისას ინტერნეტში. /ა. ფრანგიშვილი, ს. კვირიკაშვილი, ო. ნამიჩეიშვილი/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 7-12. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ინტერნეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი საშუალებებია: ვებ-გვერდი, ონლაინპიარ ღონისძიებები, ახალი ამბების დაგზავნა ონლაინ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (მის), ონლაინ ინტერვიუ და პრესკონფერენცია, ინტერნეტ-ტრანსლაცია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთქმედება ინტერნეტში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტრადიციული ურთიერთობა მის-თან და თითქმის იმავე სქემით მიმდინარეობს. საზოგადოებასთან კავშირს შეიძლება ხელი შეუწყოს შემდეგი ფაქტორების განვითარებამ: ინფორმირების დონის ამაღლებამ, მასალის საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებამ, ინტერნეტ-მის-ის მიერ სტატიის გამოქვეყნებამ, რაც გამოიწვევს ყურადღების მიქცევას ფირმის, პროდუქტის და იდეის მიმართ. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ აღნიშნული საშუალებები წარმოადგენს საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტურ ღონისძიებებს, რაც ასე ფართოდ არის აპრობირებული მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.2.16. მონაცემთა ბლოკის დაშიფვრის არასტანდარტული სიმეტრიული კრიპტოალგორითმი. /ვ. კუციავა, ა. კუციავა, გ. გოგოლაძე/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 30-37. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მონაცემთა ბლოკის დაშიფვრის არასტანდარტული სიმეტრიული კრიპტოგრაფიული ალგორითმი, რომელშიც გამოიყენება დამშიფრავი საიდუმლო გასაღების მნიშვნელობის მიღებისა და დაშიფვრის პროცედურის განმახორციელებელი ორიგინალური მეთოდი. შემთხვევითი მნიშვნელობების მქონე საიდუმლო გასაღები, რომელიც შედგება მიმდევრობით დაწერილი დიდი რაოდენობის ათობითი ციფრებისგან, ფორმირდება კანონიერი მომხმარებლების მიერ პროგრამულად ალგორითმში მოყვანილი გარკვეული პროცედურების შესრულების შედეგად და მისი მნიშვნელობა უცნობია მომსახურე პერსონალისათვის. ალგორითმით შესაძლებელია ათობითი სისტემით წარმოდგენილი ASII ან ABCDIC კოდის ნებისმიერი რაოდენობის სიმბოლოებისაგან შედგენილი ღია ტექსტის დაშიფვრა. კორპორაციული ქსელის კავშირის ხაზში არ გადაიცემა დაშიფვრის პროცედურებში მონაწილე არც ერთი პარამეტრის ნამდვილი მნიშვნელობა. წარმოდგენილი ალგორითმი გამოირჩევა კრიპტომედეგობით და მაღალი სწრაფქმედებით. ცხრ. 4, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.2.17. სამკერვალო და საფეხსაცმლე წარმოების რობოტიზაციის კონსტრუქციული და ტექნოლოგიური საფუძვლები. /თ. ურიადმყოფელი/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 175-178. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომი ეძღვნება სამკერვალო და საფეხაცმლე წარმოების რობოტიზაციის ტექნოლოგიური და კონსტრუქციული საფუძვლების დამუშავებას. ნაჩვენებია, რომ წარმოების რობოტიზაციისათვის მომზადება ითვალისწინებს შემდეგი ამოცანების გამოკვლევა-დამუშავებას: 1. ნაკეთობის დამზადების (გამოჭრა, ფორმირება, აკრება, საფინიშო დამუშავება) ტექნოლოგიური პროცესის ოპტიმიზაცია და საინჟინრო მოთხოვნების დამუშავება; 2. რობოტიზაციის ობიექტის ტექნოლოგიური ანალიზი; 3. სარეალიზაციო ტექნიკური საშუალებების (მანქანა-მოწყობილობების) მომზადება რობოტიზაციისათვის; 4. წარმოების რობოტიზაციის პირობებში შესრულებული ტექნოლოგიური ოპერაციების შესრულების ხარისხის შეფასება. ჩამოყალიბებულია რეკომენდაციები სამკერვალო და საფეხსაცმლე წარმოების რობოტიზაციის პრაქტიკული განხორციელებისათვის. ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.2.2.18. რეალური დროის მოდელირება ბიზნეს პროცესების მართვისას. /. სუხიაშვილი/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 56-59. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ბიზნეს პროცესების მართვის ავტომატიზაცია მოითხოვს განაწილებული, მრავალდონიანი სისტემის შექმნას, რომელიც იფუნქციონირებს რეალურ დროში. ამიტომ, ასეთი სისტემების დამუშავებისას მნიშვნელოვანია დროითი შეზღუდვების და ცალკეული ობიექტების მდგომარეობების ცვლილების წარმოდგენა დროის მიხედვით. პარალელურად მიმდინარე პროცესებს შორის ურთიერთქმედებისას, მაღალი წარმადობის სისტემის დასამუშავებლად გათვალისწინებულ უნდა იქნას მათ შორის დროითი შეზღუდვები. მოდელირებისთვის UML2-ით გამოიყენება დროითი დიაგრამა. განიხილება მისი დამუშავება სისტემაში შექმნილი სხვადასხვა შემთხვევებისათვის, აგრეთვე მის საფუძველზე სისტემის ანალიზის საშუალებები UML ტექნოლოგიით. სურ. 3, ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.2.2.19. Web-სერვისების კოორდინაციის მართვა ბიზნეს პროცესების შესრულების ენის ბაზაზე. /. თურქია, . ქალიაშვილი/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 60-64. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია პროგრამული სისტემების მოდელირება და რეალიზაცია საინფორმაციო ტექნოლოგიების თანამედროვე მიდგომებით. განხილულია პროგრამული სისტემების აგება სერვისორიენტირებული არქიტექტურით, ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაცია ვებ-სერვისებით, პროცესების მოდელირება და ვებ-სერვისების შესრულების კოორდინაციის მართვა ბიზნეს-პროცესების შესრულების ენის გამოყენებით. ამ ენით ხორციელდება ბიზნეს-პროცესების მოდელირებისა და ნოტაციის ბაზაზე აგებული სცენარების შესრულება. განიხილება სასამართლო სისტემაში ბაჟის გადახდისა და დოკუმენტბრუნვის პროცესების რეალიზაციის პრაქტიკული მაგალითი. ამ სცენარის ბაზაზე შემოთავაზებულია დისტანციური ობიექტების ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინფორმაციული დაკავშირების მოდელირების ფრაგმენტები ვებ-სერვისებისა და ბიზნეს-პროცესების შესრულების ენის გამოყენებით. სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.2.2.20. პროექტის შესრულების ოპერატიული მართვა. /. ნარეშელაშვილი, . შეროზია, . ნაცვლიშვილი/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 65-68. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია პროექტის ხანგრძლივობის ოპერატიული მართვის ამოცანა. ძირითად მაჩვენებლად გამოყენებულია პროექტის დასრულების დრო. იმ შემთხვევაში, როდესაც პროექტის დასრულების პროგნოზირება დიდად განსხვავდება გეგმიურისაგან, წარმოიშვება ოპერატიული მართვის საჭიროებადამატებითი ზომების მიღება პროექტის დაუმთავრებელი ნაწილის დასასრულებლად. ამ ზომების რეალიზაცია მოითხოვს განსაზღვრულ ხარჯებს, ანუ ჩნდება ოპტიმალური მაკორექტირებელი ზემოქმედების განსაზღვრის ამოცანა. ეფექტურობის კრიტერიუმად გამოყენებულია ფინანსური მახასიათებლები, რომლებიც დამოკიდებულია როგორც პროექტის ხანგრძლივობაზე, ასევე სამუშაოების შესრულების ხარჯებზე. მართვის ამოცანის ამოხსნისას შემკვეთმა უნდა გაითვალისწინოს პროექტის შემსრულებლების აქტივობა და მათი ანაზღაურება შეთანხმებული უნდა იყოს შემკვეთის ინტერესებთან. დეტერმინირებულ სისტემებში ასეთ მექანიზმად გამოიყენება მატერიალური სტიმულირება, რომელიც ფუნქციონირებს გარე და შიგა პარამეტრების სრული ინფორმაციულობის პირობებში. ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.2.2.21. უსადენო ქსელებში გამოყენებული მოდულაციის ტექნიკის და აუტენტიფიკაციის მექანიზმების განხილვა. /გ. გამდლიშვილი, ვ. ადამია/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 69-73. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია უსადენო ქსელების კომუნიკაციის მოქნილი მექანიზმები, რომელთა საფუძველზე შესაძლებელია ფიზიკური მედიასაშუალების დონეზე რადიო-სიხშირული ტალღების გამოყენება. ასევე მოცემულია თუ როგორ ხდება რადიო სიხშირის დატვირთვა გადასაცემი ინფორმაციით და რა ტექნოლოგიები გამოიყენება. აღწერილია სიხშირული დიაპაზონები და მათი დანიშნულება. განხილულია მოდულაციის ტექნიკა და წარმოდგენილია ამ ტექნოლოგიის რამდენიმე ვარიანტი. წარმოდგენილია უსადენო ქსელის რამდენიმე სტანდარტი და მათი მაუწყებლობის შესაბამისი სიხშირეები. ასევე განიხილება აუტენტიფიკაციის მექანიზმები. შედეგად შესაძლებელია წარმოდგენილი მექანიზმების მეშვეობით ეფექტური უსადენო ქსელის აგება, რაც ინფორმაციის მოქნილი, სწრაფი და საიმედო გაცვლის ბაზისია. სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.2.22. ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამედროვე ტექნოლოგიები მართვის ავტომატიზებულ სისტემებში. /ს. პოჩოვიანი, ო. გაბედავა/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 79-82. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მართვის ავტომატიზებულ სისტემებში ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები, აუცილებელი ფირმის ეფექტური ფუნქციონირები­სათვის. აღწერილია ღრუბლოვანი გამოთვლების ინფორმაციული ტექნოლოგია, „შეჭრის“ აღმოჩენის სისტემები და მათი აღკვეთის სისტემა, კლიენტ-სერვერული ტექნოლოგია, ფირმაში ბიზნეს-პროცესების შესრულებისათვის ინფორმაციის დაცვის სისტემის ძირითადი ამოცანები, აგრეთვე, მართვის ავტომატიზებული სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოება და სტრუქტურა. სურ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.2.2.23. მიკრო კონტროლერი ავტომატური მორწყვის სისტემაში. /ო. ქართველიშვილი/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 89-96. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განიხილება მიკრო კონტროლერის ბაზაზე ავტომატური მორწყვის სისტემის დაგეგმარების პროცესი. სისტემა ახორციელებს წყლის სარქველის გახსნას დროის გარკვეულ პერიოდში და ხანგრძლიობით, რაც უზრუნველყოფს ნარგავისათვის შესაბამისი რაოდენობის წყლის მიწოდებას. თავის მხრივ მორწყვის რეჟიმი დამოკიდებულია მთელ რიგ პარამეტრებზე, როგორიცაა ნიადაგის ტენიანობა, ჰაერის ტემპერატურა და მილში წყლის წნევა. არსებული ლიტერატურის საფუძველზე დადგენილი იქნა აღნიშნული პარამეტრების გავლენა მორწყვის რეჟიმზე. სენსორებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და მმართველი სიგნალების ფორმირებისათვის გამოყენებულია მიკრო კონტროლერი Atmega 128, რომელთანაც დაკავშირებულია სხვადასხვა დანიშნულების გარე მოწყობილობა. დამუშავდა მიკრო კონტროლერის ფუნქციონირების ალგორითმი და შედგენილია პროგრამა C ენაზე. სურ. 2, ლიტ. 18.

ავტ.

 

ბ15.2.2.24. ნიადაგის ტენზომი და ტემპერატურის განმსაზღვრელი მიკროპროცესორული მობილური ხელსაწყო. /ზ. აზმაიფარაშვილი, ს. კოლომიკოვი, ვ. ფადიურაშვილი, ზ. ჯოხარიძე/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 97-100. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ნიადაგის ტენისა და ტემპერატურის საზომი ხელსაწყო, მოცემულია მიკროპროცესორული მობილური ხელსაწყოს „თერმო-ჰიგრომეტრის” მუშაობის ალგორითმი, ბლოკსქემა და ელექტრო სქემა, ასევე ხელსაწყოს დანიშნულება, მისი შესაძლებლობები. ხელსაწყო პროგრამულად უზრუნველყოფილია მეხსიერების ჩიპით, სრულად ინახავს ინფორმაციას ახალი მონაცემების აღებამდე. სურ. 3, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.2.2.25. კორელაციური რისკების პროცესების ანალიზის ანალიზური ავტომატიზებული მექანიზმების დამუშავება. /ე. თურქია, ნ. მოროზი/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 105-110. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია ორგანიზაციაში არსებული სხვადასხვა რისკის ტიპების ურთიერთკორელაციის აღრიცხვისა და მონიტორინგის პროცესების კვლევა. რისკის ძირითადი ტიპის მიხედვით აქცენტი კეთდება საოპერაციო რისკზე, რომლის კვლევის საფუძველზე ხდება სხვადასხვა დამოკიდებული რისკის ტიპების გამოვლენა. აღწერილია რისკების ანალიზის სისტემის ფუნქციონალური მოდელი, რომლის მიხედვითაც შემოთავაზებულია ურთიერთკორელაციური რისკების აღრიცხვისა და მონიტორინგის ავტომატიზაციის რეალიზებული მექანიზმები. ინციდენტებისა და ურთიერთკორელაციური რისკების აღრიცხვის შედეგი იძლევა რისკის მოხდენის პროგნოზირების მონაცემთა წყაროს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია გამოვიყენოთ პროგნოზირების მეთოდები. ასეთი მიდგომა ამცირებს მოულოდნელობის ეფექტს და უზრუნველყოფს გაურკვეველ პირობებში გადაწყვეტილების მიღების მაღალეფექტურობას. სურ. 5, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.2.2.26. პაკეტების IP-ფრაგმენტაცია და მისი რეალიზაცია შემავალი ICMP პროტოკოლის აკრძალვის შემთხვევაში. /ნ. ბჟალავა, ლ. ჭოლიკიძე, კ. ოვსიანიკოვი/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 183-186. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია პაკეტების ფრაგმენტაციის კრიტერიუმები, მისი აუცილებლობა გადატვირთული ქსელის შემთხვევაში. განხილულია ფრაგმენტაციის მექანიზმი, მისი რეალიზაციის პროცედურა, როგორც მარშრუტიზატორის, ასევე წყარო-აბონენტის მიერ, კერძოდ პაკეტის დაყოფის, ხოლო შემდგომ დანიშნულების ჰოსტში აწყობის მიმდევრობა. ნაჩვენებია მარშრუტიზატორის მიერ პაკეტების ფრაგმენტაციის უარყოფითი მხარე. დეტალურადაა აღწერილი PMTUD-ს ამოქმედების მექანიზმი, ICMP პროტოკოლის როლი პაკეტების ფრაგმენტაციის პროცესში. ახსნილია, თუ რატომ არ მოხდება ფრაგმენტაცია დაბლოკილი შემავალი ICMP პროტოკოლის დროს, ნაჩვენებია ამ შემთხვევაში ფრაგმენტაციის განხორციელების შესაძლო ვარიანტი. ლიტ. 3.

ავტ.

 

 

 

 

ბ2.3. მანქანათმშენებლობა

 

ბ15.2.3.1. ძაბვების კონცენტრაციის ეფექტური კოეფიციენტის გავლენის შეფასება ლილვების მზიდუნარიანობაზე ალბათობის მეთოდით. /. ბარძიმაშვილი, . ჭელიძე, . შუკაკიძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 46-50. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ნაშრომი ეძღვნება მანქანა - დანადგარების საპასუხისგებლო ელემენტების, ლილვების საიმედოობის პრობლემას. დამტკიცებულია, რომ ლილვების საიმედოობაზე მოქმედ ფაქტორებს აქვთ ერთი და იგივე ფიზიკური არსი და განზომილება; განსაზღვრულია და ფორმულების სახით წარმოდგენილია ძაბვების კონცენტრაციის ეფექტური კოეფიციენტი და მათი განაწილების სიმკვრივე, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნან ლილვების დატვირთვის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევისთვის. სურ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.2.3.2. კონუსურ სამსხვრეველაში ამძრავად გამოყენებული ღრეჩოებიანი სფერული ოთხრგოლა მრუდმხარა-ცოცია მექანიზმის დინამიკური ანალიზი. /ა. თალაკვაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 67-72. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

მოცემულია კონუსურ სამსხვრეველაში ამძრავად გამოყენებული ღრეჩოებიანი სფერული ოთხრგოლა მრუდმხარა-ცოცია მექანიზმის უპირატესობა სხვა ამძრავთან შედარებით და ჩატარებულია მისი დინამიკური კვლევის მოკლე ანალიზი. ასევე განხილულია სფერულ მექანიზმებში მიმდინარე დინამიკური პროცესები, რომლებსაც ადგილი აქვს ღრეჩოებიან კინემატიკურ წყვილებში. სურ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.2.3.3. მრავალსაიარაღო ჩარხების საჩარხო კომპლექსების საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციის შესახებ. /ნ. ჩხოლარია, თ. მჭედლიშვილი, ვ. იობაძე, ზ. ღვინიაშვილი, მ. ქაშიბაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 80-86. – რუს.; რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.

თანამედროვე მანქანათმშენებლობაში ფართოდ გამოიყენება მრავალსაიარაღო დამუშავებისათვის განკუთვნილი ჩარხები და საჩარხო კომპლექსები. აღნიშნულთან დაკავშირებით განსაკუთრებული მნიშვნელობით ხასიათდებიან მჭრელი იარაღებისა და მომუშავე მექანიზმები-მოწყობილობების საიმედოობის მაჩვენებლებთან ურთიეთკავშირში მყოფი საწარმოო პროცესების მწარმოებლობის კრიტერიუმების მიხედვით ოპტიმიზაციის ამოცანები. განხილულია საკვლევი საჩარხო პროცესების ძირითადი კანონზომიერებების გამოვლენებთან და ოპტიმიზაციურ გაანგარიშებებთან დაკავშირებული საკითხები. ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.2.3.4. ხისტბმიანი სახსრული ღერძის აწყობის ოპტიმალური ტექნოლოგიის დამუშავება. /თ. ჩხაიძე, გ. ცირეკიძე, თ. ბერიძე, მ.ძიძიგური/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ.115-121. – რუს.; რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.

შეთავაზებულია ორიგინალური ტექნოლოგიური პროცესი (პატენტი #1332637, გაც. 22.04.1987 ., სსრკ) სადაც მადეფორმირებელი ღერძის ზედაპირის წერტილოვანი ელექტროგახურებით და დასმით სრულდება უძრავი ნაწილის ფორმირება. ეს ტექნოლოგიური პროცესი იძლევა მაღალმედეგიანი ღერძის ჩასმის საშუალებას, რაც საგრძნობლად ზრდის ინსტრუმენტის მედეგობას. სურ. 4, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.2.3.5. მორსათრევი თვითმტვირთავი აგრეგატის ჩამოცურებაზე ფერდობის კრიტიკული კუთხის და ნიადაგის სიმკვრივის კოეფიციენტის განსაზღვრა. /ნ. ჭელიძე-ტყეშელაშვილი, გ. დარახველიძე, დ. მოსულიშვილი, ზ. ბალამწარაშვილი, რ. ტყემალაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 141-150. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ჩატარებულია ექსპერიმენტული გამოკვლევები ახლადშექმნილი მორსათრევი თვითმტვირთავი აგრეგატის სავალ ნაწილზე მოქმედი ნიადაგის რეაქციის ძალების და ნიადაგთან მუხლუხას ჩაჭიდების კოეფიციენტის განსაზღვრისათვის. ჩატარებული ექსპერიმენტული ცდებით მიღებული შედეგების საფუძველზე, ლიანდის ჩაღრმავების ho-ის მიხედვით აგებულია ნიადაგის სიმყარის კოეფიციენტის ცვალებადობის დიაგრამები მთა-ის დატვირთულ და დაუტვირთავ მდგომარეობაში, როგორც გაუკვალავი ტყის ნიადაგის ზედაპირზე, ასევე საკაბდოზე ერთჯერადი გავლის დროს – მშრალ ამინდში. კვლევების საფუძველზე დადგენილია აგრეგატის ჩამოცურებაზე ქანობის კრიტიკული დახრის მნიშვნელობები: ზამთარში 150–250 და ზაფხულში 200–370 განსაზღვრულია აგრეგატის მუხლუხას ნიადაგთან ჩაჭიდების კოეფიციენტები: შესაბამისად ϕ = 0,3 ÷ 0,5 და 0,4 ÷ 0,8. სურ. 4, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.2.3.6. მორსათრევი თვითმტვირთავი აგრეგატის გადაადგილებაზე შუბლა წინააღმდეგობის განსაზღვრა. /ნ. ჭელიძე-ტყეშელაშვილი, გ.დარახველიძე, დ. მოსულიშვილი, ზ. ბალამწარაშვილი, რ. ტყემალაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 151-158. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

შესწავლილია მორსათრევი თვითმტვირთავი აგრეგატის მუხლუხებით ლიანდის წარმოქმნის პროცესი და განსაზღვრულია მუხლუხას ნიადაგში ჩაღრმავების და შუბლა წინააღმდეგობის ძალების მნიშვნელობები; შედგენილია მორსათრევი თვითმტვირთავი აგრეგატის მიერ ლიანდის წარმოქმნის პროცესის აღმწერი განტოლება, რომელიც ადგენს გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების და მაძრავის საყრდენი ზედაპირის აბსოლუტური ზომების გავლენას ლიანდის წარმოქმნის პროცესზე. შედგენილია ცხრილები და აგებულია დიაგრამები, რომლებიც ასახავენ ნიადაგის სიმყარის კოეფიციენტისა და შუბლა წინააღმდეგობის ძალების ცვალებადობას ლიანდის ჩაღრმავებასთან დამოკიდებულებაში, ტრაქტორის დატვირთულ და დაუტვირთავ მდგომარეობაში, როგორც ტყის ყამირი ნიადაგის, ასევე საკაბდო გზების პირობებში. სურ. 2, ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.2.3.7. ინვერსიული გარდამქმნელი მექანიზმის რეალიზაცია ტრაფარეტული ბეჭდვით მოწყობილობებში. /ჯ. უფლისაშვილი, ნ. ნათბილაძე, გ. ხატიაშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებ­ლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 85-88. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სასარგებლო მოდელი განეკუთვნება პოლიგრაფიული მრეწველობის დარგს, კერძოდ მოწყობილობებს ტრაფარეტული ბეჭდვისათვის. წარმოდგენილი მექანიზმი უზრუნველყოფს ორი დგარის არათანაბარ მოძრაობას მექანიზმის ერთი ციკლის პირობებში. კერძოდ, იგი სწრაფად მოძრაობს არა მუშა მდგომარეობაში, ხოლო მისი დაწოლის პერიოდი ბეჭდვის შესრულების პროცესში დუნეა, მისი ტექნოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე. სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.3.8. დასტის მჭრელი მოწყობილობის მექანიზმი. /ჯ. უფლისაშვილი, ნ. ნათბილაძე, გ. ხატიაშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 89-92. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კონსტრუირებული სასარგებლო მოდელი განეკუთვნება პოლიგრაფიული მრეწველობის დარგს და შეიძლება გამოყენებული იყოს ქაღალდის ან მუყაოს ან სხვა არალითონური მასალების დასტების დასაჭრელად. მისი ტექნიკური შედეგია კონსტრუქციის გამარტივება, ექსპლოატაციასა და მომსახურეობაზე დანახარჯების შემცირება და დანის სფეციფიკური (დახრილ-მრუდწირული) მოძრაობის ფართო დიაპაზონში რეგულირების შესაძლებლობა. სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.3.9. როტოსარანდავი ჩარხის წრიული მიწოდების ამძრავის დაპროექტების საფუძვლები. /ო. რუხაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 164-172. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

 მეტალურგიულ მრეწველობაში სხმულებისა და ნაგლინის გაწმენდის (შავად დამუშავება) ოპერაციები ჯერ კიდევ რთულ ამოცანად რჩება. მაშინ როცა აღნიშნული ტიპის ნამზადების გაწმენდის ოპერაციების აუცილებლობა გამოწვეულია დეფექტური ფენის არსებობით, რომელიც შემდგომი ტექნოლოგიური ციკლის ოპერაციების განხორციელებას ხელს უშლის. სხმულების, კერძოდ ბიმეტალური ნამზადის ცხელ მდგომარეობაში როტაციული რანდვის მეთოდი (ჩარხი მოდელი TRCC-1) ეფექტურად წყვეტს ამ ამოცანას მაღალი მწარმოებლურობის პირობებში. რადგან დამუშავების ეს მეთოდი (ËÑ #766749) ხასიათდება ნიშანცვლადი ჭრის ძალების არსებობით, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩარხების წრიული მიწოდების ამძრავის ისეთი კონსტრუქციის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მჭრელი იარაღის „როტოსარანდავი თავის“ მედეგობის შენარჩუნებას და დაიცავს მას ნაადრევად მწყრობრიდან გამოსვლისგან. სამუშაო ემსახურება აღნიშნული პრობლემის წარმატებით გადაწყვეტას. სურ. 4, ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.2.3.10. ხიდური მექანიზმის ლითონკონსტრუქციების და ფუნდამენტების გაანგარიშება და კვლევა. /გ. ფურცხვანიძე, რ. ჭაბუკიანი, თ. ურიათმყოფელი, ი. ფურცელაძე/. GEN. – #3. – 2014. – გვ. 48-51. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია სასოფლო-სამეურნეო მექანიზმის ფუნდამენტების და ხიდური მექანიზმის ჰორიზონტალური ფერმის ლითონკონსტრუქციის საანგარიშო სქემა. განხილულია ის მასალები და ლითონკონსტრუქციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხიდურა მექანიზმის უსაფრთხო და მაღალეფექტურ მუშაობას მისი ექსპლუატაციის პროცესში. სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.3.11. ხიდურ მექანიზმებში ამძრავთა ენერგიის წყაროების დახასიათება და ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა. /გ. ფურცხვანიძე, რ. ჭაბუკიანი, ი. ფურცელაძე/. GEN. – 2014 – #3. – გვ. 52-54. – ქართ. ; რეზ.: ინგლ.

განხილულია სასოფლო-სამეურნეო მექანიზმების ამძრავთა ენერგიის წყაროები, როგორც არააღდგენადი ანუ აკუმულირებადი, ასევე აღმდგენადი სახეები. წარმოდგენილია ხიდური მექანიზმის ამძრავის კინემატიკური სქემა და მუშაობის პრინციპი. სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.3.12. ჰიდროტურბინის აბრაზიული ცვეთის რაოდენობრივი შეფასება და ცვეთის საწინააღმდეგო ღონისძიებები რაჭა ჰესის მაგალითზე. /ი. ლომიძე, გ. ხელიძე, ა. ქანთარია/. GEN. – 2014. – #3. – გვ. 44-47. – ქართ. ; რეზ.: ინგლ.

მოყვანილია მდ. რიცეულაზე მდებარე რაჭა ჰესის ფრენსისის ჰიდროტურბინის აბრაზიული ცვეთის რაოდენობრივი შეფასება. ჰიდროტურბინამ მყარი ნატანის მაღალი კონცენტრაციის (0,788 გრ/ლ) და ნატანში მაღალი სისალის (4 ერთეულზე მეტი მოოსის სკალის მიხედვით) მქონე მინერალების მაღალი (55%) შემცველობის პირობებში იმუშავა 1248 სთ. ავტორების მიერ ჩატარებული ინსტრუმენტული აზომვისა და ნაძერწის საშუალებით განისაზღვრა გაცვეთილი ზონების ჯამური მოცულობა წინა და უკანა ხუფებზე და მიმმართველი აპარატის ნიჩბებზე, რის მიხედითაც დადგინდა ლითონის წონითი დანაკარგი: წინა ხუფზე - 31,0 კგ, უკანა ხუფზე - 9,23 კგ, მიმმართველი აპარატის ნიჩბებზე - 3,99 კგ, სულ 44,22 კგ. ტექნიკურ ლიტერატურაში მოცემული მთელი რიგი ჰესების ჰიდროტურბინების აბრაზიულ ცვეთაზე ნატურული კვლევების შედეგებთან შედარებით დადგინდა, რაჭა ჰესის ჰიდროტურბინა მუშაობდა ცვეთის თვალსაზრისით სახიფათო ზონაში (დაწნევისა და სალი ნატანის კონცენტრაციის შესაბამისად), რამაც განაპირობა მისი რემონტში გაყვანა ფაქტობრივად 0,5 წელიწადში. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.2.3.13. ხიდურა მექანიზმის ტექნოლოგიური მოდულის მექანიკა-ტექნოლოგიური პარამეტრების კვლევა. /გ. ფურცხვანიძე, ი. ფურცელაძე/. GEN. – 2014. – #4. – გვ. 25-28. – ქართ. ; რეზ.: ინგ.

წი­ნამ­დე­ბა­რე ნაშ­რომ­ში მო­ცე­მუ­ლია ხმ-ის ტექნოლოგიური მოდულის ძი­რი­თა­დი მე­ქა­ნი­კა-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის კვლე­ვა-ძი­ე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი კვან­ძე­ბი­ს დაპრო­ექ­ტე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი. სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.2.3.14. წნელისმაგვარი ნამზადების დასამუშავებელი ავტომატი. /ნ. სახანბერიძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 62-68. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

თანამედროვე მეტალურგიულ ქარხნებში, მოსამზადებელი ოპერაციებისა და ზომური დამუშავების შრომატევადობა განისაზღვრება ნამზადებზე მნიშვნელოვანი ნამატების არსებობით. მასალის ეკონომია, წარმადობის გაზრდა, ზედაპირის ხარისხი, ზომური დამუშავების მოცულობის შემცირება და ნარჩენების ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობა მათი შემდგომი გადადნობის გზით შესაძლებელია მიღწეულ იქნას მოსამზადებელი ოპერაციების სრულყოფით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტიტანის, მხურვალმტკიცე, კოროზიამედეგი და სხვა ძვირადღირებული სპეციალური ფოლადებისა და შენადნობებისაგან პროდუქციის წარმოების პირობებში. დასაბუთებულია ზემოთ მითითებული პირობების გათვალისწინებით დაგეგმარებული წნელისმაგვარი ნამზადების დასამუშავებელი ავტომატის უპირატესობა დამუშავების ტრადიციული მეთოდებით მომუშავე ჩარხებთან შედარებით და წარმოდგენილია მისი კინემატიკური სქემა. სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.3.15. ფურცლოვანი მინაარმირებული თერმოპლასტის გადამუშავების ტექნოლოგიური პარამეტრები. /ნ. ხელაძე, ც. გეგუჩაძე, დ. ქირია/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 69-72. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., ქართ.

განხილულია მინაარმირებული თერმოპლასტის გადამუშავების პროცესის ზოგიერთი ძირითადი სტადია – ამოჭრა, შეთბობა, ტვიფრვა და მექანიკური დამუშავება.  სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.3.16. ნაყარი ტვირთების დაცლის დანადგარების შემუშავება და კვლევა. /კ. ჟუმადილოვი, ე.მუსაევი, ა. იუსუპოვი/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 204-209. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., ქართ.

ჩატარებულია ვაგონამყირავებელი კონსტრუქციის კვლევა ნაყარი ტვირთების დასაცლელად. განხილულია არსებული კონსტრუქციების უპირატესობები და ნაკლოვანებები. შესრულებული ანალიზის საფუზველზე შემუშავებულია უფრო სრულყოფილი კონსტრუქცია. სურ. 4, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.3.17. წრიული ფირფიტის სუფთა პლასტიკური ღუნვა. /ვ. სოხაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2015. – #1(495). – გვ. 9-14. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

თხელი ფირფიტის დრეკად-პლასტიკური ღუნვის თეორიის გამოყენების საფუძველზე შესწავლილია კონტურით ნებისმიერად ჩამაგრებული თხელი ფირფიტა, რომელზეც მოქმედებს თანაბრად განაწილებული p დატვირთვა. სიმარტივისათვის განხილულია ღერძსიმეტრიულად დატვირთული წრიული ფირფიტების ღუნვის ამოცანა, რომლის ამოხსნა დაიყვანება ჩვეულებრივი არაწრფივი დიფერენციალური განტოლებების ინტეგრირებაზე. გათვალისწინებულია ის გარემოებაც, რომ წრიული ფირფიტის ღუნვის დროს მთელ ფართობზე მდგომარეობა სუფთა პლასტიკურია. კონკრეტული ამოცანის სახით განხილულია კონტურით თავისუფლად დაყრდნობილი და კონტურით ჩამაგრებული ფირფიტების სუფთა პლასტიკური ღუნვა, რომელზეც მოქმედებს მთელ ფართობზე განაწილებული p დატვირთვა ან d რადიუსის წრის ფართობზე თანაბრად განაწილებული p დატვირთვა; მიღებულია ზღვრული დატვირთვის მნიშვნელობები. ზღვრულ p დატვირთვაში იგულისხმება ისეთი დატვირთვა, რომლის დროსაც ფირფიტის ცენტრსა და მთელ ფირფიტაში მყარდება სუფთა პლასტიკური მდგომარეობა. სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

 

ბ2.4. ქიმიური მრეწველობა და ტექნოლოგიები

 

ბ15.2.4.1. ქრომ-ალუმინიანი უჟანგავი ფოლადის მაღალტემპერატურული ჟანგვის კინეტიკა. /ო. მიქაძე, ი. ნახუცრიშვილი, ნ. მაისურაძე, გ. მიქაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2015. – #1(495). – გვ. 47-50. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ცერიუმისა და ცირკონიუმის შემცველი ქრომ-ალუმინიანი უჟანგავი ფოლადის მაღალტემპერატურული ჟანგვის კინეტიკას კორექტულად აღწერს ჟანგვის რთული პარაბოლური კანონი. ოქსიდური ხენჯის ზრდის შესაბამისი ჟანგვის განტოლების გამოყენებით ნაანგარიშებია ჟანგვის პროცესის წრფივი და პარაბოლური კონსტანტები, აგებულია მაღალტემპერატურული ჟანგვის თეორიული მრუდები, რომელთა მიხედვით შესაძლებელია რეალური პროცესის პროგნოზირება. სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.2.4.2. ხუთკომპონენტიანი ბორსილიკატური სისტემების ზოგიერთი კომპოზიციიდან მინის წარმოქმნის ფიზიკურ-ქიმიური პროგნოზირება. /ა. სარუხანიშვილი, ვ. გორდელაძე, ნ. ანდღულაძე, ლ. ებანოიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2015. – #1(495). – გვ. 51-57. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემოთავაზებულია Na2CO3 - SrCO3 – BaCO3 - H3BO­ – SiO2 სისტემის კომპოზიციებიდან მინის წარმოქმნის მიდრეკილების დადგენის ფიზიკურ-ქიმიური ასპექტები. გამოთქმული და შემოწმებულია მინის წარმოქმნის მიდრეკილების განსაზღვრისადმი მიდგომა, რომელიც ეფუძნება ამ პროცესის სტრუქტურული და კინეტიკური თეორიების დებულებებს. თეორიულად დადგენილია კომპოზიციათა შედგენილობები გამოსავალ მასალებად ხუთკომპონენტიან სისტემებში შემავალი მარტივი სისტემების ინვარიანტული წერტილების გამოყენებით. აღინიშნება კომპოზიციების მინაწარმოქმნის ფიზიკურ-ქიმიური შეფასება-პროგნოზირებით მიღებული შედეგების კარგი შესაბამისობა ექსპერიმენტულად დადგენილთან. ცხრ. 2, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.2.4.3. ბუნებრივ წყლებში ქიმიური რეაგენტების მიკროკონცენტრაციის გაზომვის მოწყობილობა. /ვ. ფადიურაშვილი, თ. ძაგანია, რ. სემიონოვი, ქ. მახაშვილი, ა. დოლიძე, ნ. იაშვილი/. GEN. – 2014. – #3. – გვ. 58-60. – ქართ. ; რეზ.: ინგლ.

ცნობილია ბუნებრივ წყლებში კოაგულიანტის დოზის განსაზღვრის (გაზომვის) მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ კოაგულიანტის დიდი დოზების გასაზომად, ე.ი. ბუნებრივ წყლებში ელექტრული გამტარებლობის დიდი ცვლილებების განსაზღვრისათვის. შემოთავაზებულია ბუნებრივ წყლებში კოაგულიანტის მიკროკონცენტრაციის დოზის განსაზღვრის მოწყობილობის სტრუქტურა, აღწერილია მისი მუშაობის პრინციპი. სურ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.2.4.4. გალვანური წარმოების ჩამდინარე წყლებიდან მძიმე ლითონთა უტილიზაციიის ტექნოლოგიის დამუშავება. /ც. კურცხალია, ნ. ენუქიძე, ზ. სიმონია, მ. ნადირაშვილი, ნ. ჩხეიძე, გ. პავლიაშვილი, ქ. მახაშვილი/. GEN. – 2014. – #4. – გვ. 62-67. – ქართ. ; რეზ.: ინგლ.

სამუშაოს მიზანია გალვანური წარმოების ჩამდინარე წყლებიდან მძიმე ლითონების უტილიზაცია. ამ მიზნით გამოყენებულია მეთოდები: ელექტროდიალიზი იონგაცვლითი მემბრანებით და კავიტაცია. დამუშავებული ტექნოლოგია უზრუნველყოფს: 1. ჩამდინარე წყლებიდან ლითონთა კონცენტრირებას. კონცენტრატის მოცულობა არ აღემატება გასაწმენდი წყლის 7-10%. 2. ლითონთა უტილიზაციას კონცენტრატიდან შესაბამისი ჰიდროქსიდების სახით, რომლებიც წარმოადგენენ პიგმენტური წარმოების ნედლეულს. მათი სისუფთავის ხარისხი არის 90-97%. მოწოდებული ტექნოლოგია პრაქტიკულად უნარჩენოა. სურ. 1, ცხრ. 6, ლიტ. 1.

ავტ.

 

ბ15.2.4.5. პერიოდული მოქმედების ლაბორატორიულ დანადგარზე ბარიუმის მიღების პროცესის ოპტიმიზაცია. /ვ. რუხაძე, ი. ქამუშაძე, მ. კუხალაშვილი/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 192-195. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ავტორთა მიერ ადრე ჩატარებული კვლევების საფუძველზე, შერჩეული იქნა ფაქტორების ძირითადი დონეები. ექსპერიმენტების აღწარმოების შემოწმების (GTable0,96 > G0,58) შედეგად გამოთვლილი იქნა დისპერსია (S2Exp.=0,55) და რეალიზებული მატრიცა. გამოთვლილია რეგრესიის განტოლების კოეფიციენტები. რეგრესიის კოეფიციენტების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ბარიუმის კარბონატის წარმოქმნა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პროცესის ხანგრძლივობაზე. მიღებული რეგრესიის განტოლება შემოწმდა ფიშერის კრიტერიუმით, რაც მიგვანიშნებს მიღებული პროცესის მოდელის ადექვატურობაზე. ცხრ. 2. ლიტ. 1.

ავტ.

 

ბ15.2.4.6. მოდიფიცირებული და არამოდიფიცირებული შალის ბოჭკოს ბუნებრივი პიგმენტებით ღებვის თავისებურებები. /ლ. ხვადაგიანი, ქ. გოგინოვი, მ. შარაბიძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 196-199. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილ იქნა მოდიფიცირებული და არამოდიფიცირებული შალის ბოჭკოს ბუნებრივი პიგმენტების გამოყენებით ღებვის თავისებურებები. ბუნებრივი პიგმენტებით მოდიფიცირებული და არამოდიფიცირებული შალის ბოჭკოს ღებვისას გამოიკვეთა, რომ შეფერილობის ფერთა ტონი, ინტენსივობა და შეღებილობის მდგრადობა რეცხვის, მშრალი და სველი ხახუნის მიმართ დამოკიდებულია ღებვის გარემოზე, ღებვის ტემპერატურასა და დროზე. ბუნებრივი წითელი და ყვითელი პიგმენტებით ღებვის შედეგების ანალიზმა ცხადჰყო, რომ ღრმა და ინტენსიური შეღებილობის მისაღებად ღებვა უნდა ვაწარმოოთ ტუტე გარემოში, ოთახის ტემპერატურაზე 2 საათის განმავლობაში. ამასთან, მოდიფიცირებული შალის ბოჭკოს შეფერილობის ინტენსივობა და შეღებილობის ხარისხი უკეთესია, ვიდრე არამოდიფიცირებული შალის ბოჭკოსი. ლიტ. 4.

ავტ.

 

 


ბ2.5. მასალათმცოდნეობა

 

ბ15.2.5.1. ქვიშა-პოლიმერული კომპოზიტების განვითარების პერსპექტივები. /ჯ. გაგოშიძე, ზ. ბოგველიშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 159-163. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ქვიშა-პოლიმერული მასალების წარმოება საშუალებას იძლევა არა მარტო განმეორებით სამეურნეო ბრუნვაში ჩართული იქნეს პოლიეთილენის ნარჩენების დიდი რაოდენობა, არამედ უარი ითქვას დღეისთვის დეფიციტური ცემენტის გამოყენებაზე. ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.2.5.2. ბიოკომპოზიციით დაფარული ქსოვილის ზედაპირის შესწავლა. /ნ. ფაილოძე, ო. მეტრეველი/. GEN. – 2014. – #2. – გვ. 123-127. – ქართ. ; რეზ.: ინგლ.

განხილულია ბიოკომპოზიციით დაფარული საფენის ზედაპირი რომლის შესწავლის საფუძველზე დადგინდა: 1. 10%-ანი კომპოზიციით დამუშავების დროს ფორები უფრო ნაკლებად იკეტება. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან მთლიანი დაკეტვის შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას „სათბურის ეფექტი“, რაც იწვევს საფენის ქვეშ არასასურველი მიკროორგანიზმების განვითარებას. ამიტომ კომპოზიციის დისკრეტული განლაგება საფენის ზედაპირზე, ხელს უწყობს საფენის „სუნთქვას“ და ის უფრო კომფორტული ხდება ავადმყოფისათვის; 2. საფენის სიხეშეშის, კაპილარობის, ჰაერგამტარობის და წამლის რაოდენობის ვარირების შესწავლის და შედეგების ანალიზის საფუძველზე არჩევანი შევაჩერეთ 8%-იანი ბენტონიტის შემცველ კომპოზიციაზე, რომელიც დატანილია ქსოვილზე ჩითვის მეთოდით, რკალი 4 გავლით. სურ. 9, ცხრ. 2, ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.2.5.3. ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყალსაცავების ზედაპირის, ფენებისა და ფსკერის გაწმენდა. /ზ. მოლოდინაშვილი, ნ. ხეცურიანი, ქ. გოდერძიშვილი, ე. უშარაული, ე. თოფურია. ი. მჭედლიშვილი, მ. ჩხაიძე/. GEN. – 2014. – #3. – გვ. 55-57. – ინგლ.; რეზ.: რუს.

ჩვენს მიერ დაწყებულია ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყალსაცავების ზედაპირის, ფენების, ფსკერის ერთდროულად გასუფთავების ტექნოლოგიის შემუშავება და ახალი პოლიმერული კომპოზიციური მატრიცის მიღება და კვლევა. წყლის დამუშავებისათვის გამოყენებულია პოლიაკრილამიდის 75%-იანი გელ-ფრაქცია, რომელიც ნავთობ სუბსტრაქტის სორბციას ახდენს 85%-ით 168 საათის განმავლობაში. სურ. 1, ლიტ. 11.

ავტ.

 

15.2.5.4. შესადუღებელი დეტალების სისქეთა ფარდობის გავლენა წერტილის ადგილმდებარეობაზე. /ა. სულამანიძე, მ. კაპანაძე, ა. მეტრეველი/. GEN. – 2014. – #4. – გვ. 44-47. – ქართ. ; რეზ.: ინგლ.

 ლიტერატურული წყაროების ანალიზის საფუძველზე ავტორთა მიერ ჩამოყალიბებულია ასეთი მოსაზრება: სისქეთა ტოლობის დარღვევის მომენტიდან δ21>1 ფარდობის გარკვეულ მნიშვნელობამდე ხდება თხევადი ბირთვის თანდათანობითი გადაადგილება სქელი ნიმუშის სიღრმეში და ის წარმოიქმნება შესადუღებელ ნიმუშთა ჯამური სისქის შუა ადგილას. სისქეთა ფარდობის გარკვეული მნიშვნელობის შემდგომი ზრდით თხევადი ბირთვი ბრუნდება უკან და შეიძლება გამოვიდეს თხელი ნიმუშის ზედაპირზე. სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.2.5.5. წვრილდისპერსიული ცეოლითური მასალების კრისტალიზაციის პროცესის შესწავლა. /ნ. დოლაბერიძე, ვ. ციციშვილი, მ. ნიჟარაძე , ნ. მირძველი, მ. ალელიშვილი/. GEN. – 2015. – #1. – გვ. 93-95. – ქართ. ; რეზ.: ინგლ.

შესწავლილია ჰიდროთერმალური კრისტალიზაცია სისტემაში, ცეოლითშემცველი ქანი (AG) - მამინერალიზებადი აგენტი (NaOH). დადგენილია კრისტალიზაციის პროცესის ზოგიერთი კანონზომიერება, რომელიც საფუძვლად დაედო ფოჟაზიტის (X) ტიპის წვრილდისპერსული ცეოლითური მასალის მიღების ახალ ხერხს. განსაზღვრულია კრისტალიზაციის პროცესის პარამეტრები, რაც წინასწარ განსაზღვრავს კრისტალიზაციის მდგრადი არის შექმნას, და უზრუნველყოფს მის მაღალ აღწარმადობას. ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.2.5.6. ზამთრის ბეტონირების ტექნოლოგიის ეკონომიურობის საკითხისადმი. /რ. ბრჟანოვი/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 200-203. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., ქართ.

განხილულია ზამთრის ბეტონირების ეკონომიკური თავისებურებები. ნაჩვენებია მასალებისა და ტექნოლოგიის გავლენა ბეტონის ღირებულებაზე. ცხრ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

 

ბ2.6. სამედიცინო ინჟინერია

 

ბ15.2.6.1. სამედიცინო ინჟინერიაში აპარატურული მოწყობილობების უსაფრთხოების დონის მაჩვენებლის ამაღლების კლასიფიკაცია. /ლ. პეტრიაშვილი, ნ. გოგილიძე/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 83-88. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სამედიცინო მოწყობილობები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს პაციენტისათვის მაღალი დონის სამედიცინო სამსახურის მიწოდებაში. თუმცა ბოლო დროის ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოგვცა ბევრად უფრო სანდო და უსაფრთხო სამედიცინო მოწყობილობები, სადაც არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნას პოტენციური გაუმართაობის რისკი და მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესაძლებლობა. სამედიცინო მოწყობილობების პროგრამული ანალიზი ხელს უწყობს მოწყობილობების უსაფრთხო ფუნქციონირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ინციდენტები, რომელთაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სხეულის დაზიანება ან გარდაცვალება. სურ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.2.6.2. ულტრასონოგრაფიის როლი მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტიკაში. /თ. ივანიშვილი, დ. ტატანაშვილი, კ. შაფათავა, თ. აბულაძე, დ. მახაშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 87–89. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

აპენდექტომიით დამთავრებულ ოპერაციათა შორის, შეუცვლელი აპენდიქსის მოცილება ხდება 10-20%-ში, რომელთა რაოდენობისა და პოსტოპერაციული გართულებების შემცირებაში დიდი როლი ენიჭება ულტრასონოგრაფიულ კვლევას, რომლის სიზუსტე, მწვავე აპენდიციტის დროს, დღეისათვის 87-95%-ია. მისი უპირატესობა (კ/ტ, MRI-სთან შედარებით): გამოკვლევის სიჩქარე, ინვაზიური გამოსხივების არარსებობა, კვლევის ტექნიკის მრავალფეროვნება, დაბალი თვითღირებულება. ულტრასონოგრაფია, მწვავე აპენდიციტის დროს, დაავადების კლინიკასთან, ლაბორატორიულ მონაცემებთან ერთად, კვლევის პირველადი ან საბოლოო მეთოდია. ის ეხმარება ქირურგს, აირჩიოს მკურნალობის სწორი ტაქტიკა, რაც ნეგატიური აპენდექტომიების და აპენდიციტის გართულებების რაოდენობის, ლეტალობის შემცირების საფუძველია. ამასთანავე, სონოგრაფიული კვლევის შედეგი შემდგომი ვიზირების საშუალებაა კ/ტ და MRI-კვლევების საწარმოებლად მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტიკაში. „ინტერკლინიკაში“ 2010-2011 წ.წ.-ში მწვავე აპენდიციტის საეჭვო დიაგნოზით გამოკვლეულია 722 პაციენტი, აპენდიქსის ვიზუალიზაცია მოხერხდა 511 შემთხვევაში (70%), 375 პაციენტს დაუდგინდა მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი (73%). გამოკვლეული პაციენტებიდან 25-ს, ჩვენ მიერ, ჩაუტარდა ოპერაცია – აპენდექტომია. 12 შემთხვევაში აღმოჩნდა კატარალური ფორმა, 7 - ფლეგმონოზური, 5 - განგრენა, 1 - აპენდიქსის პერფორაცია. ოპერაციის დროს, მის შემდეგ გართულებას, ლეტალობას ადგილი არ ჰქონია. სურ. 2, ლიტ. 12.

ავტ.

 

ბ15.2.6.3. ადამიანის პლაზმაში სითხურ-ქრომატოგრაფიული - მასსპექტრომეტრული (LC/MS/MS) მეთოდით ზოგიერთი ანტიფსიქოზური პრეპარატის განსაზღვრა. /ნ. იმნაძე, კ. სივსივაძე, თ. მურთაზაშვილი, მ. ჯოხაძე, პ. თუშურაშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 89–92. – ინგლ.; რეფ.: ქართ.

ზოგიერთი ანტიფსიქოზური პრეპარატის, კერძოდ, ოლანზაპინის (OLZ) და რისპერიდონის (RIP) ადამიანის პლაზმაში ერთდროული განსაზღვრის მიზნით შემუშავებულია მგრძნობიარე და სელქციური სითხურ-ქრომატოგრაფიული – მასსპექტრომეტრული (LC/MS/MS) მეთოდი. საანალიზო ობიექტების და ქვეტიაპინის (შიდასტანდარტი) ექსტრაქცია ხდებოდა 200 მლ პლაზმიდან მყარ ფაზური ექსტრაქციით კარტრიჯზე Bond Elut° LRC (VARIAN INC.). მასსპექტრომეტრული განსაზღვრა მოიცავს იონიზაციას ელექტროგაფრქვევით, დადებითი იონის ტიპის მიხედვით, რეაქციების მრავალჯერადი მონიტორინგით, შემდეგი გადასვლებით m/z 313/256 (OLZ)-თვის და m/z 411/206(RIP)-თვის, როგორც თვისობრივი ისე რაოდენობრივი ანალიზისთვის. შემუშავებული მეთოდი აპრობირებულია ინ ვიტრო პლაზმის მოდელში. საკალიბრო გრაფიკი სწორხაზოვანია ფარგლებში 0.20–40.0 ნგ/მლ (OLZ) და 0.30-50 ნგ/მლ (RIP). შემუშავებული მეთოდი საშუალებას იძლევა დავადგინოთ აღნიშნული ანტიფსიქოზური საშუალებების არსებობა და როდენობრივი შემცველობა მწვავე მოწამვლებისა და სასიკვდილო შემთხვევების დროს. სურ. 3, ლიტ. 15.

ავტ.

 

ბ15.2.6.4. აქტინური კერატოზისა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის კლინიკო-დიაგნოსტიკური მონაცემების შედარებითი ანალიზი. /ნ. კილაძე, თ. შულაია, ა. კაციტაძე, მ. მათოშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 97–99. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

დერმატოსკოპია საშუალებას გვაძლევს საგრძნობლად გავზარდოთ პიგმენტირებული და არაპიგმენტირებული კანის ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკის სიზუსტე, მაგრამ არაპიგმენტირებული ახალწარმონაქმნების დამახასიათებელი ნიშნების სპექტრი შეზღუდულია. ჩვენს ნაშრომში წარმოდგენილია სახის არეში ლოკალიზებული აქტინური კერატოზისა (36 შემთხვევა) და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის (9 შემთხვევა) კლინიკური და დერმატოსკოპიური მონაცემების შედარებითი ანალიზი. განხილულია ორივე ნოზოლოგიური ერთეულის დერმატოსკოპიური მახასიათებლებიპატტერნ ანალისისალგორითმის შესაბამისად, რამაც საშუალება მოგვცა მოგვეხდინა არა მარტო დიფერენციული დიაგნოსტირება, არამედ დაგვესახა მკურნალობის სწორი ტაქტიკა და პროგნოზი. ლიტ. 5.

ავტ.

 

 

ბ2.7 ბუნებათსარგებლობა

 

15.2.7.1. ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების შესაძლებლობა ქ. ქუთაისის მუნიციპალურ შენობებში. /ი. ფხალაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2015. – #1(495). – გვ. 27-33. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კლიმატის ცვლილების პროცესის შენელებისა და დიდ ქალაქებში გამწვავებული ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით ევროკავშირის მიერ ინიცირებულია „მერების შეთანხმება“, რომლის თანახმად ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებები კისრულობენ ენერგოეფექტური ღონისძიებების მეშვეობითა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით 2020 წლისთვის 20%-ით შეამცირონ CO2-ის ემისია მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ქ. ქუთაისის მერია „მერების შეთანხმებას" 2011 წლიდან შეუერთდა. 2014 წლის აპრილში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტ „დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერების (EC-LEDS)“ ფარგლებში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ სათანადო ენერგოდამზოგი ღონისძიებების რეალიზებითა და სწორი ენერგომენეჯმენტით ქ. ქუთაისის შენობების სექტორში შეიძლება ყოველწლიურად დაიზოგოს 115 200 000 კვტ.სთ ენერგია, რაც საბაზისო ენერგომოხმარების 25.24%-ს შეადგენს (456 300 000 კვტ.სთ/წ). შესაბამისად, ყოველწლიურად 20750 ტონით შეიძლება შემცირდეს ნახშირორჟანგის ემისიაც, რაც საბაზისო ემისიის (82 545 ტ/წ) 25,14 %-ის ტოლია. ცხრ. 2, ლიტ. 1.

ავტ.

 

15.2.7.2. ენგურჰესის ტექნიკური სისტემის დროითი რიგების მოდელების იდენტიფიკაცია. /მ. მესხი, ს. ფირალიშვილი, რ. ინაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2015. – #1(495). – გვ. 34-41. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ენგურჰესის წყალსაცავისა და კაშხლის ტექნიკური სისტემის გადამცემი ფუნქციის მოდელის იდენტიფიკაციის პროცესი წყალსაცავში წყლის დონეთა და დახრმზომის მაჩვენებელთა პერიოდული დროითი რიგების ავტოკორელაციურ და ურთიერთკორელაციურ ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე. მიღებული ავტორეგრესიული, მულტიპლიკატორული ტიპის მოდელები საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ კაშხლის რეაქციის დრო წყალსაცავში წყლის დონის ცვალებადობაზე. სურ. 3, ლიტ. 3.

ავტ.

 

15.2.7.3. ენგურჰესის ტექნიკური სისტემის დროითი რიგების მოდელების პარამეტრების შეფასება და ადეკვატურობის დიაგნოსტიკური შემოწმება. /მ. მესხი, ს. ფირალიშვილი, რ. ინაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2015. – #1(495). – გვ. 42-46. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონისა და დახრმზომის მაჩვენებელთა დროითი რიგების იდენტიფიცირებული გადამცემი ფუნქციის მოდელის პარამეტრების დადგენა უმცირეს კვადრატთა მეთოდით. მიღებული მულტიპლიკატორული მოდელის შემოწმებამ ნარჩენი შეცდომების ავტოკორელაციებსა და a2 კრიტერიუმზე დაადასტურა მოდელის ადეკვატურობა. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.7.4. მრავალკონტურიანი ელექტროჰიდრავლიკური მოთვალთვალე სისტემის დინამიკური სინთეზის შესახებ. /. რომანაძე, . კაპანაძე, . მარსაგაშვილი, . ნაკაშიძე,. ტყეშელაშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 15-20. – რუს.; რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.

მოყვანილია გემის კურსისა და მდებარეობის მართვის სტრუქტურულად რთული ელექტროჰიდრო­სისტემის ფუნქციონალური სქემა, აგებულია სტრუქტურული სქემები და გადამცემი ფუნქციები საკვლევი სისტემის სტრუქტურაში არსებული მიმდევრობითი მაკორექტირებელი რგოლების გათვალისწინებით. განიხილება სისტემის სტრუქტურაში დამატებითი პარალელური მაკორექტირებელი უკუკავშირის შემოტანასთან დაკავშირებული დინამიკური სინთეზის ამოცანები. სურ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.2.7.5. საზღვაო კონსისტენტური საცხების რეცეპტურის გავლენა მათ საექსპლუატაციო თვისებებზე. /. გელაშვილი, . გეგეშიძე, . ცხვარაძე, . ჩხეტია/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 51-60. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

კონსისტენტური საცხების სტრუქტურის თავისებურებებიდან გამომდინარე, მათი საექსპლუატაციო თვისებები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან საცხების ძირითადი კომპონენტების (საბაზისო ზეთის, შემასქელებლის, მინარევების, დანამატებისა და მოდიფიკატორების) კონცენტრაციებისა და ფიზიკურ-ქიმიური თვისებების მიმართ. ეს ქმნის პერსპექტივებს, რაციონალური კომპაუნდირებით და ძირითადი კომპონენტების თვისებების მიზანმიმართული მართვით, ვცვალოთ საცხის თვისებები ფართო დიაპაზონში. ცხრ. 4, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.2.7.6. გაზმარეგულირებელი პუნქტების მზადყოფნის მაჩვენებლის განსაზღვრა, ნატურული მონაცემების მიხედვით. /. ნამგალაძე . სანიკიძე/. GEN. – 2014. – #4. – გვ. 55-58. – ქართ. ; რეზ.: ინგლ.

მოყვანილია გაზმარეგულირებელი პუნქტების საიმედოობის მაჩვენებლების განსაზღვრა, ნატურული მონაცემების მიხედვით. როგორც ცნობილია, დაგეგმარების სტადიაში, ასევე ექსპლუატაციაში მყოფი გაზმარეგულირებელი პუნქტების მზადყოფნის კოეფიციენტის და მაჩვენებლის განსაზღვრა მნიშვნელოვანია. კერძოდ, მიღებულია გაზმარეგულირებელი პუნქტების მზადყოფნის მაჩვენებლის ალბათობის განაწილების სიმკვრივის ფუნქცია, თუ ცნობილია უმტყუნო მუშაობის დროს თანაბარი განაწილება, ხოლო აღდგენის დრო ნორმალური. სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.2.7.7. ახლოვდება სინთეზური სათბობის ერა, ნაწილი პირველი. /ა. ფორჩხიძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 11-14. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია უაღრესად აქტუალური საკითხი სათბობის სფეროს მომავალში განვითარების შესახებ. მოსაზრებები არის როგორც აპოკალიფსური, ისე ოპტიმისტური. პირველის მომხრეთა აზრით კაცობრიობას მომავალში ელის ნავთობის მარაგის ამოწურვა, ენერგიის მოხმარების შეწყვეტა და ეკონომიკური რეგრესი, ოპტიმისტურად განწყობილი ექსპერტების მიერ გამოითქმის იდეა განახლებადი ენერგიის წყაროების წილის გაზრდის შესახებ. ნაჩვენებია, რომ კაცობრიობა დღემდე სარგებლობს ბუნებრივი ენერგორესურსებით და რადგან სათბობების მარაგები ამოწურვადია, ლოგიკურია განვიხილოთ რა გვაქვს მარაგში ალტერნატიული წყაროებიდან. პირველ რიგში განიხილება ეგზოთერმული რეაქციები ენერგიის პოტენციალური წყაროს რანგში, მეორე მხრივ ხდება გადასვლა სინთეზური სათბობის გამოყენებაზე. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.2.7.8. ახლოვდება სინთეზური სათბობის ერა, ნაწილი მეორე. /ა. ფორჩხიძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 15-18. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ეგზოთერმული რეაქციები ენერგიის პოტენციალური წყაროს რანგში. აცეტილენის და რიგი მეტალების ჟანგვითი რეაქციების მაგალითზე ნაჩვენებია, რომ ჟანგვითი ეგზოთერმული რეაქციების სითბური ეფექტი იმდენად დიდია, რომ აჭარბებს დანახარჯებს. აღნიშნულია ის ძირითადი ეფექტები, რომლებიც მოყვება შედეგად ეგზოთერმული რეაქციების და სინთეზური სათბობის გამოყენებას ენერგიის მისაღებად. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.2.7.9. ჰიდრო ენერგოაგრეგატების ტექნიკურ მდგომარეობათა ვიბროაკუსტიკური დიაგნოსტიკის ამოცანის რეალიზაცია MMathCadM-ის სისტემაში. /ნ. კოპალიანი, ო. ზივზივაე, დ. ძაძამია/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 232-238. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ჰიდრო ენერგოაგრეგატების ტექნიკურ მდგომარეობათა ვიბროაკუსტიკური დიაგნოსტიკის ამოცანის რეალიზაცია MathCad-ის სისტემაში. მოცემულია ზოგადად ვიბროაკუსტიკური დიაგნოსტიკის ამოცანის თეორიული დასმა, დიაგნოსტირების პროცესის ეტაპები და ბლოკ-სქემა. განხილულია ძირითადი კომპონენტები: მონაცემთა ბაზა, ცოდნათა ბაზა, გადაწყვეტილებათა მიღება და დიაგნოსტიკა. განხილულია სტრუქტურულ-შედეგობრივი მოდელი, შესაძლო საექსპლუატაციო დეფექტებისა და შესაბამისი სიმპტომების ცხრილი, და ბოლოს, მოყვანილია MathCad-ის დოკუმენტის ნაწილი, რომელიც ასახავს დიაგნოსტირების ერთ-ერთ პროცედურას - გადაწყვეტილების მიღებას. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 11.

ავტ.

 

 

ბ2.9 სამრეწველო ბიოტექნოლოგიები

 

ბ15.2.9.1. ბიოაქტიური ნივთიერებების ცვლილება ფერმენტული მაცერაციის სხვადასხვა ტექნოლოგიური ხერხით დამზადებულ წითელ ღვინოებში. /ნ. ებელაშვილი, ლ. შუბლაძე, ი. კეკელიძე/. GEN. – 2014. – #3. – გვ. 72-74 – ინგლ.; რეზ.: რუს.

წითელი ღვინოების ხარისხის შეფასებისათვის უდიდესი როლი ენიჭება ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. მათ კონცენტრაციაზე დიდ გავლენას ახდენს ყურძნის ჯიში, ვაზის ზრდის ადგილი, გამოყენებული ფერმენტული მაცერაციის ტექნოლოგიური ხერხები. შემუშავებულია მაცერაციის ტექნოლოგიური ხერხი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით გამდიდრებული წითელი ღვინოების დამზადებისათვის. მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდის გამოყენებით დადგენილია, რომ შეთავაზებული ტექნოლოგიის გამოყენება, არსებულის გამოყენებასთან შედარებით, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების – კატეხინების, ფენოლკარბონმჟავების, ფლავანოლების, ვანილინის ალდეჰიდის, შეუცვლელი ამინომჟავების გაცილებით მეტი რაოდენობით ექსტრაქციის შესაძლებლობას იძლევა. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 14.

ავტ.

 

ბ15.2.9.2. კანის კიბოს მკურნალობა ბიოდეგრადირებად პოლიესტერამიდში დეპონირებული 5-ფთორურაცილით: 1. ბიოკომპოზიტის მიღება და წამლის კონტროლირებადი გამოყოფის შესწავლა. /ნ. კუბლაშვილი, ნ. კუპატაძე, დ. ტუღუში, ნ. კუციავა, რ. ქაცარავა/. GEN. – 2015. – #1. – გვ. 114-119. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია ანტიკარცეროგენული თვისებების მქონე პრეპარატ 5-FU-ის შემცველი პოლიმერული ბიოკომპოზიტის მიღება. ბიოკომპოზიტი დახასიათებულია კალორიმეტრული კვლევით. შესწავლილია კომპოზიტში დეპონირებული 5-FU-ის გამოთავისუფლების კინეტიკა ცდებში in vitro, როგორც უფერმენ­ტო, ასევე პროტეოლიტური ფერმენტის (ტრიფსინის) შემცვლელი პრეპარატებიდან. დეპონირებული 5-FU-ის გამოთავისუფლების სიჩქარე მისაღებ ზღვრებშია სასურველი თერაპიული ეფექტის მისაღწევად. სურ. 4, ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.2.9.3. ბიოლოგიური სისტემების გაყინვა, გარსი და უჯრედული წყალი. /. ოზიაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 88-91. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ექსპერიმენტული შესწავლა უჯრედებისა და უჯრედული მემბრანების რეაგირებისა გაყინვა-გალღობაზე მცენარეული ობიექტებიდან აჩვენებს, რომ ზედაპირული გარსები ხელს უშლის ყინულის მასებს უჯრედში შეღწევაში –100-იდან -200 ცელსიუსამდე. წყალგაუმტარი გარსი არის განმსაზღვრელი იმის, თუ როგორ იქნება უჯრედი გაწონასწორებული დეჰიდრაციით ან შიდაუჯრედული გაყინვით. უფრო დაბალ ტემპერატურაზე შიდა და გარე გარსები ზიანდება. დაზიანების შემცირება შესაძლებელია ადდიტივების გამოყენებით. ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.2.9.4. მცენარეული ნივთიერების ბიოკონვერსიის გზები. /გ. ელიავა, თ. ცინცაძე, ლ. თოფურია, ე. თოფურია/. გაენათის მაცნე. – 2015. – ტ. II.–#4. – გვ. 19-27. - ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ლიგნინცელულოზური და სახამებლისშემცველი მასალების ბიოკონვერსია სხვადასხვა პროდუქტებში წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას. მცენარეული მასალის დიდი ნაწილი მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენება. პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა სხვადასხვა ხერხების (ახალი, უფრო აქტიური შტამების – პროდუცენტების გამოყენება, ცელულოზის მჟავური ფერმენტაციური ჰიდროლიზი) კომპლექსური გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს ბიოტექნოლოგიური პროდუქტების მიღების ეფექტურობას. სურ. 2, ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.2.9.5. ფლოტაციური დანადგარების მუშაობის თავისებურებანი საკვები საფუარის წარმოების დროს. /გ. ელიავა, თ. ბუაჩიძე, ლ. თოფურია, ე. თოფურია/. გაენათის მაცნე. – 2015. – ტ. II. – #4. – გვ. 28-40. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

საფუარის უჯრედების გამოყოფის და შესქელების მეთოდებს შორის ფლოტაციურ მეთოდს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ფლოტაციური მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს კაპიტალდაბანდებების შემცირებას, რაც მეტად მნიშვნელოვანია დიდი სიმძლავრის საწარმოთათვის. ფლოტაციური გამოყოფის ეფექტის გაძლიერებისათვის საჭიროა მიღებულ იქნას ზომები ორი საკონტაქტო ფაზის ზედაპირის ფართობის გაზრდისათვის, რაც მისაღწევია ჰაერის ძალიან წვრილი დისპერსირებით, შესარჩევია აგრეთვე საფუარის სახეობა, გვარი, მისი ხარისხი, აგრეთვე კულტურალური სითხის ქიმიური შემადგენლობის ოპტიმიზაცია. ფლოტაციის ეფექტურობის გაზრდა მრავალმხრივი პროცესია, ამიტომ მისი გაუმჯობესებისათვის საჭიროა როგორც ტექნოლოგიური პროცესის სრულყოფა, ისე ბიოლოგიური მასალის ხარისხის ამაღლება და კულტურალური სითხის შემადგენლობის ოპტიმიზაცია. სურ. 2, ლიტ. 10.

ავტ.

 

ბ15.2.9.6. ქსოვილის კულტურის მიღება დეკადან (Rhododendron Caucasicum Pall) ფენოლურ ნაერთთა წარმოქმნის შესწავლის მიზნით. /დ. ბაგრატიშვილი, . ჯიქია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. – #1. – გვ. 85–88. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

პირველად იქნა მიღებული კალუსის კულტურები დეკას ფოთლიდან და ღეროდან, რომლებიც იზრდებოდნენ ახალ საკვებ არეზე გადატანისას. კალუსის საუკეთესო ზრდისთვის საკვები არის ოპტიმალური შემადგენლობის შესარჩევად გამოცდილ იქნა ზოგიერთი კომპონენტის – 2,4-D-, კინეტინის, საფუარის ექსტრაქტის და მიოინოზიტის სხვადასხვა კონცენტრაციები. აღმოჩნდა, რომ 5 და 10 მგ/ 2,4 D, 1000 და 2000 მგ/ლ საფუარის ექსტრაქტი და 20 მგ/ლ მიოინოზიტი უზრუნველყოფდნენ კალუსის ქსოვილის საუკეთესო ზრდას. წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ დეკას ფოთლიდან და ღეროდან მიღებული ქსოვილის კულტურები ინარჩუნებდნენ ინტაქტური მცენარისთვის დამახასიათებელი ბიოლოგიურად აქტიური ფენოლური ნაერთების სინთეზის უნარს, თუმცა მათი რაოდენობა და შემადგენლობა კალუსში მნიშვნელოვნად მცირდებოდა, რაც მთლიანად ემთხვევა მონაცემებს სხვა მცენარეთა კულტურებისათვის. ფენოლურ ნაერთთა რაოდენობა მშრალ წონაზე გადაანგარიშებით შეადგენდა 4-5%. მიღებულ ქსოვილთა კულტურებში იდენტიფიცირებულია (-) -ეპიკატექინი, (+) - კატექინი და პროანტოციანიდინები. სურ. 3, ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.2.9.7. მწვანე ჩაის ექსტრაქტისა და კატეხინების ანტიმიკრობული აქტივობების შედარება. /თ. ხუციძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 210-213. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოსაკვლევად შედარებული იქნა მწვანე ჩაისა და კატეხინების 80%-იანი პრეპარატების ანტიმიკრობული აქტივობები. დადგენილი იქნა, რომ კატეხინები ამჟღავნებს გაცილებით მეტ ანტიმიკრობულ აქტივობას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ნაერთები წარმოადგენს მთავარ აქტიურ ანტიმიკრობულ აგენტებს მწვანე ჩაის ექსტრაქტში. ცხრ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.2.9.8. ჩაის უხეში და არაკონდიციური ფოთლიდან კონცენტრატის მიღება, აიროვანი ნახშირის დიოქსიდის წნევის არეში დამუშავებით. /მ. ფრუიძე, ე. ბენდელიანი, შ. ჩაკვეტაძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 214-218. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ჩაის უხეში და არაკონდიციური ფოთლიდან კონცენტრატის მიღება, ჩაის ნედლეულის აიროვანი ნახშირის დიოქსიდის წნევის არეში დამუშავებით. ჩაის ფოთლის დამუშავება წარმოებდა 1-3 მპა წნევის არეში, წნევის მომენტალური დაცემა ახდენდა ჩაის ფოთლის უჯრედებისა და მასში არსებული ორგანელების გარსების დაზიანებას, რაც ხელს უწყობდა ჩაის ფოთლიდან წვენისა და ექსტრაქტული ნივთიერებების გამოსავლიანობის გაზრდას. ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.2.9.9. რადიოპროტექტორული აქტივობის მქონე გრანულირებული ჩაის წარმოების ოპტიმიზაცია. /კ. სირბილაძე, გ. გორგოძე, ნ. ცუცქირიძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 228-231. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., ქართ.

ცენტრალური კომპოზიციური როტოტაბელური მატრიცის და ლაგრანჟის განუსაზღვრელი მამრავლების მეთოდების გამოყენებით მიღებულია რეგრესიის ადეკვატური განტოლებები, რომლებიც აღწერს რადიოპროტექტორული აქტივობის მქონე გრანულირებული ჩაის წარმოების პროცესს. ნაპოვნია ოპტიმალური პარამეტრები, რომლებიც გავლენას ახდენს ტექნოლოგიურ პროცესზე. სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.9.10. მრგვალი წამალი Gymnospermium smirnowii (Trautv.) Takht, (Leontice smirnowii Trautv). /ნ. ტაბატაძე, ბ. ტაბიძე, მ. გეთია, ვ. მშვილდაძე, გ. დეკანოსიძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 135–138. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

Gymnospermium smirnowii (Trautv.) Takht, (Leontice smirnowii Trautv)(Fam. Berberidaceae) საქართველოს ენდემური მცენარეა. მცენარის ტუბერები შეიცავს დიდი რაოდენობით ტრიტერპენულ საპონინებს, ალკალოიდებს და ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალება. წინამდებარე სტატიაში აღწერილია მრგვალი წამლის ექსტრაქტის ფიტოქიმიური შედგენილობა, ტრიტერპენული საპონინების იზოლირება და მათი ქიმიური სტრუქტურების დადგენა. ტუბერებიდან გამოყოფილია სამი ახალი გლიკოზიდი - ლეონტიცინები I, J და L. თანამედროვე ორგანზომილებიანი ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის სხვასახვა ექსპერიმენტებით (DEPT, COSY, HMQC, HMBC) და მაღალი რეზოლუციის მასსპექტრომეტრული ანალიზით (HR-ESI-MS) დადგენილია მათი სრული ქიმიური სტრუქტურები. აგლიკონი -ჰიდროქსი-30-ნოროლეან-12, 20 (29)-დიენ-28-ოის მჟავა პირველადაა აღმოჩენილი Leontice სახეობებში. შესწავლილია ჯამური ექსტრაქტისა და მონოდესმოზიდების სოკოს საწინააღმდეგო, ანტიპროტოზოული და ციტოტოქსიკური აქტივობა in vitro ექსპერიმენტებში. სურ.1, ლიტ. 28.

ავტ.

 

ბ15.2.9.11. სკიპალო (Cephalaria giganteace) - ბიოლოგიურად აქტიური ტრიტერპენული გლიკოზიდების წყარო. /ნ. ტაბატაძე, ჯ. ანელი, ბ. ტაბიძე, მ. გეთია, ნ. მუშკიაშვილი, ვ. მშვილდაძე, გ. დეკანოსიძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 138–141. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

აღწერილია ფარმაკოლოგიურად აქტიური ტრიტერპენული საპონინების და ალკალოიდების გამოყოფა და ქიმიური სტრუქტურების დადგენა. სკიპალოს ფესვებიდან გამოყოფილია 11 ინდივიდუალური ტრიტერპენული გლიკოზიდი, რომელთა სტრუქტურები დადგენილია თანამედროვე სპექტრალური მეთოდების გამოყენებით. ნაჩვენებია ჯამური ექსტრაქტის და ინდივიდუალური საპონინების სოკოს და მალარიის საწინააღმდეგო, ანტიპროტოზოული, ანთების საწინააღმდეგო, ციტოტოქსიკური და კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტურობა. სურ. 1, ლიტ. 25.

ავტ.

 

ბ15.2.9.12. ყოჩივარდა - სინუსიტების სამკურნალო ტრიტერპენული გლიკოზიდების შემცველი ნედლეული. /ბ. ტაბიძე, ნ. ტაბატაძე, მ. გეთია, ვ. მშვილდაძე, გ. დეკანოსიძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 141–143. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

აღწერილია ყოჩივარდას ტუბერებიდან 9 ინდივიდუალური გლიკოზიდის იზოლირება და ქიმიური სტრუქტურის დადგენა. შემუშავებული იქნა თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზის მაღალეფექტური სითხოვანი ქრომატოგრაფიული (HPLC) მეთოდი. დადგენილ იქნა ექსტრაქტის და გამდიდრებული ფრაქციების სოკოს და ანთების საწინააღმდეგო, ანტიპროტოზოული, ციტოტოქსიკური და ანტიოქსიდანტური აქტივობა. გამოვლენილ იქნა ყოჩივარდას მძლავრი რეფლექსური რეაქციის უნარი, ლორწოს გამათხიერებელი და სინუსიტების სამკურნალო ეფექტურობა. სამკურნალო ეფექტი განპირობებულია ცხვირის ღრუსა და დანამატ წიაღებში მფარავი ეპითელიუმის სეკრეციული აქტივობის სტიმულირებით. რეფლექსურად ძლიერდება აგრეთვე სერო-მუკოზური ჯირკვლების სეკრეციული აქტივობაც, რითაც პარანაზალური სინუსების გაძლიერებული დრენაჟია უზრუნველყოფილი. ლიტ. 21.

ავტ.

 

ბ15.2.9.13. სპილენძის და თუთიის აკუმულაცია ხორბლსა (Tritium) და ქერი (Hordeum) ერ. /ა. რჩეულიშვილი, ე. გინტური, ო. რჩეულიშვილი, ლ. ტუღუში, ნ. რჩეულიშვილი, ე. ღელაღუტაშვილი/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 107-110. – ქართ.

შესწავლილია სპილენძის და თუთიის აკუმულაცია ხორბალში და ქერში და მათ ცალკეულ ორგანოებში (ფესვები, ღეროები, ფოთლები), როდესაც ეს მცენარეები გაზრდილია ნიადაგში, სადაც წინასწარ იქნა შეტანილი სპილენძი და თუთია. ნაჩვენებია, რომ ყველა შემთხვევაში სპილენძის და თუთიის აკუმულაცია უმთავრესად ხორციელდებოდა ფესვების მიერ. სურ. 2, ცხრ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.2.9.14. ვერცხლის, კადმიუმის და ვერცხლისწყლის აკუმულაციის ზოგიერთი თავისებურების შესწავლა წყალმცენარის Spirulina platensis უჯრედული ზრდის დინამიკაში. /ნ. კუჭავა/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 111-116. – ქართ.

ვერცხლის, კადმიუმის და ვერცხლისწყლის აკუმულაციის თავისებურებანი წყალმცენარის Spirulina platensis უჯრედული ზრდის დინამიკაშია შესწავლილი. სურ. 6, ლიტ. 11.

რედ.

 

 

ბ2.10. ნანოტექნოლოგიები

 

ბ15.2.10.1. დენის გადამტანების განაწილება ნანომავთულის ფუძეზე შექმნილი ველიანი ეფექტის ტრანზისტორების ინვერსიულ არხში. /ფ. გასპარიანი, ს. ვიტუსევიჩი/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 5-10. – ინგლ.

ნანომავთულის ფუძეზე შექმნილი ველიანი ეფექტის ტრანზისტორის (ვეტ) ინვერსიულ ფენაში დენის გადამტანების განაწილება გაანალიზებულია ამ განაწილების შეფასებით როგორც კლასიკურად, ისე – კვანტურ-მექანიკურად. ნაჩვენებია, რომ ნანოზომის ვეტ-ების ფუძეზე შექმნილი ბიოსენსორებისათვის დაიმზირება განსხვავებები კლასიკურ და კვანტურ-მექანიკურ მიდგომებში ინვერსიულ არხში მუხტის გადამტანების განაწილებისათვის მიღებულ ფორმებს შორის. ამ განსხვავებას შეუძლია ძლიერ იმოქმედოს მუხტის გადატანაზე. კლასიკურ მიდგომაში მუხტის გადამტანების განაწილებას მაქსიმუმი აქვს ოქსიდი–ნანომავთული ინტერფეისის წინ, მაშინ როდესაც კვანტურ-მექანიკურ მიდგომაში მაქსიმუმი ინტერფეისიდან მოშორებითაა. ელექტრონების კონცენტრაცია იზრდება ჩამკეტზე ძაბვის მატებისას და, გარდა ამისა, მაქსიმუმი გადანაცვლებულია ოქსიდი–ნანომავთული ინტერფეისის წინა ნაწილის მახლობლად, ელექტრონების უმრავლესობა თავს იყრის ოქსიდური ზედაპირის წინ და იკავებს 1-დან 2 ნმ-მდე სისქის არეს. აღნიშნული ფაქტი უნდა იქნას მხედველობაში მიღებული სუბმიკრონული ხელსაწყოებისა და სენსორების დაპროექტებისას. ეს შედეგები შეიძლება გამოდგეს ელექტროლიტურად მართული ვეტ-ების ფუძეზე შექმნილ სენსორებში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებში უფრო მეტად ჩაღრმავებისათვის და მათი აკურატული თვისებრივი და რაოდენობრივი აღწერისათვის. ელექტრონული მუხტის განაწილების კლასიკური და კვანტურ-მექანიკური მოდელების გამოყენება შესაძლებელია იმ ფიზიკური მოვლენების საბოლოო და შესაბამისი აღწერისათვის, რომელთაც აქვთ ადგილი ვეტ-ებში. სურ. 3, ლიტ. 21.

ავტ.

 

ბ15.2.10.2. ფორმის მახსოვრობის მქონე შენადნობებში მარტენსიტული სტრუქტურების ფაზური გარდაქმნები და მრავალფენოვანი ბუნება. /ო. ადიგუზელი/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 11-16. – ინგლ.

ფორმის მახსოვრობის ეფექტი მდგომარეობს მასალის უნარში სხვადასხვა პირობებში აღიდგინოს სასურველი ფორმა. იგი მარტენსიტულ გარდაქმნას ეფუძნება და თავის თავში მოიცავს შექცევად გადასვლას მარტენსიტული პროდუქტიდან საწყის აუსტენიტურ ფაზაში. მარტენსიტული გარდაქმნა თერმულად ხორციელდება, მაღალტემპერატურული საწყისი მასალების არის გაცივებისას. თერმულად ინდუცირებული მარტენსიტი, რომელიც თავისთავად განთავსებულ ანდა მრავალვარიანტულ მარტენსიტად იწოდება, მიიღება თავისთავადი განთავსების გზით, როგორც მრავალვარიანტული მარტენსიტი და იგი მესრის ორეულებისაგან შედგება. შენადნობები ფორმის მახსოვრობით დეფორმირდებიან დაბალტემპერატურული მარტენსიტული ფაზის პირობებში და ეს დეფორმირება ხორციელდება მარტენსიტული ვარიანტის რეორიენტირებით. შენადნობები სპილენძის ფუძეზე ამ თვისებას მეტასტაბილური β-ფაზის რაიონში ავლენენ. მარტენსიტული გარდაქმნები ხდება პირველ ეტაპზე ორი ან მეტი მესრის ინვარიანტული ძვრით აუსტენიტური მატრიცის {110} ტიპის სიბრტყეზე, რომელიც საბაზისო ანდა წყობის სიბრტყეს წარმოადგენს მარტენსიტისათვის, ხოლო გარდაქმნილი არე შედგება პარალელური ზონებისაგან, რომლებიც ალტერნატიულად ორ განსხვავებულ ვარიანტს შეიცავენ. მესრის ინვარიანტული ძვრები ხორციელდება ატომების კოოპერირებული მოძრაობით ატომთაშორის მანძილებზე უფრო ახლოს აუსტენიტური მატრიცის {110} ტიპის მჭიდროდ წყობილ სიბრტყეებზე. მესრის ინვარიანტულ ძვრას ადგილი აქვს ორი საპირისპირო მიმართულებთ: <110> ტიპის ბაზურ სიბრტყეებზე. ამგვარ ძვრას შეიძლება ეწოდოს a<110>-ტიპის მოდა და მას თვითგანთავსების 24 ვარიანტი შეესაბამება. სურ. 4, ლიტ. 11.

ავტ.

 

ბ15.2.10.3. ელექტრონების კონცენტრაციის ცვლილებების თავისებურებანი მაღალი ენერგიის პროტონებოთ დასხივებულ n-Si კრისტალებში. /თ. ფაღავა, ლ. ჩხარტიშვილი, ნ. მაისურაძე, დ. ხოჭოლავა, მ. ბერიძე/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 17-20. – რუს.

შესწავლილია ზონური დნობით მიღებული n-Si-ის მონოკრისტალები ელექტრონების კონცენტრაციით 5*10*13სმ–3. ეს ნიმუშები დასხივებული იყო ოთახის ტემპერატურაზე (300 K) 25 მევ ენერგიის პროტონებით დოზათა ინტერვალში (1.8–9.0)*10*11სმ–2. გამოკვლევა ჩატარდა ჰოლის ეფექტის მეთოდით ტემპერატურულ ინტერვალში (77–300) K. აღმოჩნდა, რომ ელექტრონების კონცენტრაცია იზრდება მითითებულ ინტერვალში დასხივების დოზის მატებისას და დაახლოებით 10*14სმ–3-ის ტოლ მნიშვნელობას აღწევს. ელექტრონების კონცენტრაციის ზრდა დასხივების დოზის მიხედვით დაკავშირებული უნდა იყოს ვაკანსიური ტიპის ზრდის დეფექტების რადიაციულ გამოწვასთან და მათში ბლოკირებული ფოსფორის მალეგირებელი ატომების გამოთავისუფლებასთან. რადიაციულ გამოწვას ანუ ვაკანსიური ტიპის ზრდის დეფექტების დაშლას ადგილი აქვს იმ სილიციუმის კვანძთაშორის ატომებთან მათი ურთიერთქმედების გამო, რომლებიც სხვა წერტილოვან დეფექტებთან ერთად წარმოიქმნებიან დასხივებისას. სურ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.2.10.4. ლითონებზე ბორის ნიტრიდის დანაფარების შესახებ. /ბ. კაფტანოღლუ, ნ. დოკმენტაში, ა. ოზანი, თ. ჰაჯალოღლუ, მ. კილიჯკანი/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 21-28. – ინგლ.

სხვადასხვა ფუძეშრეზე BN-ის დანაფარები მიღებულია რადიოსიხშირული (რს) მაგნეტრონული დაფრქვევით. გამოყენებულია რს-მეთოდი და სამიზნის ორთქლიდან ფუძეშრეზე ფიზიკური დაფენის (ოფდ) სისტემა. BN დანაფარების ფორმირება გამოკვლეულია სხვადასხვა ფუძეშრეებისათვის, როგორიცა AISI D2 ფოლადი 316 L ფოლადი, ოპტიკური მინები, Ti-იმპლანტები, ალუმინი, სპილენძი და გერმანიუმი. დანაფარების დასახასიათებლად შემადგენლობის, სტრუქტურული და მექანიკური გაზომვები და ანალიზი ჩატარდა CaloTest®-ის, Filmetrics F20 Thin-Film Analyzer Device®-ის, საფეხუროვანი პროფილომეტრის, ნაკაწრების, ტრიბომეტრული და ნანოინდენტორული ტესტერების, ფურიე-გარდაქმნილი ინფრაწითელი სპექტროსკოპის, ატომურ-ძალური მიკროსკოპისა და პროფილო­მეტრის გამოყენებით. ჩატარებული გამოკვლევიდან დადგენილია, რომ BN ფირების სისქე იცვლება ნანომეტრული არედან რამდენიმე მიკრონამდე. გარდა ამისა, გამოირკვა, რომ BN-ის დანაფარები მიღებულია სხვადასხვა ალოტროპების (პოლიმორფების) სახით, როგორიცაა a-BN, e-BN, r-BN, w-BN, t-BN და h-BN სტრუქტურები და მათ გარდა c-BN სტრუქტურები. გამოკვლეულია მიკროსტრუქ­ტურული აღნაგობის გავლენა ტრიბოლოგიურ თვისებებზე. საზოგადოდ, დადგენილია კარგი ადჰეზია და უფრო დაბალი ხახუნი ორზე მეტი სტუქტურის ქონის გამო. დაფენის პარამეტრებზე დამოკიდებულებით, ზოგიერთ შემთხვევაში სისალეც იცვლება – იზრდება ან მცირდება. სურ. 10, ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.2.10.5. ინტელექტუალური ნანოტექნოლოგიური სისტემები, როგორც ადამიანის, ტექნიკისა და გარემო სივრცის ურთიერთდამოკიდებულების ფაქტორი. /მ. ჯანელიძე, გ. ჯანელიძე, თ. ბერიკაშვილი, ა. ჯანელიძე, გ. ლოლაძე/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 29-32. – ქართ.

სხვა მეცნიერული მიღწევებისაგან განსხვავებით ნანოტექნოლოგიებმა თვისობრივად შეცვალა კრიმინალისტიკური საკითხების კვლევის ფორმა და შესაძლებელი გახადა იმ რთული მოვლენების ახლებურად გააზრება, რომელიც საფუძვლად უდევს უსაფრთხოების კვლევის სისტემაში ადამიანის ფაქტორს. ადამიანის ფაქტორი, მისი ფსიქოფიზიკური თვისებების შეგუება რთული ტექნიკური სისტემების პირობებში, ასევე ადამიანის ემოციური, ფსიქოლოგიური და ქცევის თავისებურებების განსაზღვრა ექსტრემალურ სიტუაციებში მიეკუთვნება გამოკვლევისათვის აქტუალურ საკითხთა კლასს. სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.2.10.6. ველით ინდუცირებული დამაგნიტება ნანოსტრუქტურებში ძლიერი სპინ-ორბიტალური ურთიერთქმედებით. /მ. კრუპა, ა. კოროსტილი/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 33-52. – ინგლ.

მაგნიტურ ნანოსტრუქტურებში, ძლიერი სპინ-ორბიტალური ურთიერთქმედებით, შესწავლილია ველით ინდუცირებული გავლენა, რომელიც მდგომარეობს განმაგნიტებაში ულტრახანმოკლე ლაზერული ანდა უნიპოლარული ელექტრული ველის იმპულსებით. მაგნიტოოპტიკური მეთოდისა და კერისა და ფარადეის ეფექტებზე დაფუძნებული დატუმბვა-ზონდირების მეთოდის გამოყენებით დადგენილია მაგნიტურ ნანოსტრუქტურაში განმაგნიტების თავისებურებები და პირობები. ნაჩვენებია, რომ ამგვარი, ლაზერით გამოწვეული გავლენის მექანიზმი წარმოადგენს მაგნიტური ქვემესრების ლაზერით სითბური განმაგნიტებისა და სხვადასხვა ბუნების შიდა მაგნიტური ველებით თანმდევი წანაცვლების რთულ პროცესს. შესწავლილია მაგნიტურ ნანოსტრუქტურებში ძაბვით მართვადი წახნაგთაშორისი მაგნიტური ანიზოტროპია. სტონერის დამაგნიტებაზე და რაშბას სპინ-ორბიტალურ ურთიერთქმედებაზე დაფუძნე­ბუ­ლი მოდელის ფარგლებში განხილულია მართობული მაგნიტური ანიზოტროპიის ელექტრულად მართვისა და დამაგნიტების გადართვის პირობები. სურ. 8, ლიტ. 27.

ავტ.

 

ბ15.2.10.7. სპიროპირანის შემცველი თხევადკრისტალური სისტემები ახალი ტიპის მიცელარული ნანოკონტეინერების შესაქმნელად. /ლ. დევაძე, ჯ. მაისურაძე, გ. პეტრიაშვილი, ც. ზურაბიშვილი, ნ. სეფაშვილი, ი. მჟავანაძე/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 53-60. – ინგლ.

აღწერილია ახალი ტიპის მიცელარული ნანოკონტეინერების შესაქმნელად გამიზნული სპიროპირანის შემცველი თხევადკრისტალური სისტემები. სურ. 3, ლიტ. 18.

რედ.

 

ბ15.2.10.8. იონიმპლანტირებული (YBiCaSm)_3(FeGeSi)_5O_12 ფერიტ-გრანატების ფირფიტების ოპტიკური და მაგნიტოოპტიკური თვისებები. /ლ. კალანდაძე/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 61-66. – ინგლ.

შესწავლილია იონიმპლანტირებული (YBiCaSm)_3(FeGeSi)_5O_12 ფერიტ-გრანატის ფირფიტების ოპტი­კუ­რი და მაგნიტოოპტიკური თვისებები. ნაჩვენებია, რომ იონური იმპლანტაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფერიტ-გრანატის ფირფიტების მაგნიტოოპტიკურ თვისებებზე და პრაქტიკულად არ ცვლის მის ოპტიკურ მახასიათებლებს. იმპლანტირებული ფირფიტების დამაგნიტებულობის პროცესის შესწავლამ აჩვენა, რომ იმპლანტაცია არღვევს დამაგნიტებულობასა და კერის ეკვატორულ ეფექტს შორის წრფივ დამოკიდებულებას. გამოთვლილია დიელექტრიკული შეღწევადობის ტენზორის კომპონენტების სპექტრალური დამოკიდებულებები ფერიტ-გრანატის ფირფიტებისათვის იმპლანტაციამდე და იმპლანტაციის შემდეგ, რამაც საშუალება მოგვცა შეგვეფასებინა იმპლანტაციის გავლენა ზედაპირების ელექტრონულ ენერგეტიკულ სტრუქტურაზე. სურ. 6, ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.2.10.9. სინათლის ხილულ არეში გამჭვირვალე სილიციუმზე დაფენილი ალმასისებრი ნახშირბადის გამტარი ნანოსტრუქტურული ფირები. /ჟ. პანოსიანი, ს. ვოსკანიანი, ი. იენგიბარიანი, მ. აზრიანი, ა. საჰაკიანი, ჰ. იერეციანი, ვ. ჰარუთიუნიანი/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 67-76. – ინგლ.

წარმოდგენილია ალმასის მსგავსი ნახშირბადის (ამნ) დიელექტრიკულ მატრიცაში Ta2O5 ლითონოქსი­დური ნანოსტრუქტურების შემცველი ელექტრულად გამტარი და ხილული სინათლის დიაპაზონში გამჭვირვალე ფირების მიღების ტექნოლოგია და მათი ფიზიკური თვისებების შესწავლის შედეგები. ხილული სინათლის არეში ამნ ფირების გამჭვირვალობა 80%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც კვლევები აჩვენებდნენ, რომ ფირი შეიცავდა ნანოზომის გამტარ კლასტერებს, რომელთა ურთიერთდაკავშირება გამტარებლობის ზრდას გამოიწვევს. n-Si-ზე დაფენილი ფირები (ფირის მთელ ზედაპირზე) გამტარი იყო და ხასიათდებოდა მუხტის მატარებლების ძვრადობით 2400 სმ2/ვ*წმ-ის ზემოთ და 10–3 ომი*სმ-ზე ნაკლები კუთრი წინაღობით. გამტარ ამნ ფირებში დაახლოებით 10-ჯერ არის გაუმჯობესებული დიელექტრიკული პარამეტრები და დაიმზირება მნიშვნელოვანი სიხშირული დამოკიდებულება სიხშირულ დიაპაზონში 30 კჰც-დან 1 მეგაჰც-მდე, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Si–Ta2O5–ამნ სტრუქტურის შეერთების საზღვრებთან ლოკალიზებული ზედაპირული მდგომარეობების გადამუხტვის პროცესთან. სურ. 8, ცხრ. 2, ლიტ. 15.

ავტ.

 

ბ15.2.10.10. საფირონის ფუძეშრეზე გაზრდილი ამორფული ნანოზომის სილიციუმის ფირების ფოტოსტიმულირებული კრისტალიზაციის პროცესის შესწავლა. /ზ. ჯიბუტი, . ავსარქისოვი, . ბიბილაშვილი, . გულიაევი, . დოლიძე, . ყუშიტაშვილი, . ჟონჟოლაძე/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 77-82. – ინგლ.

შესწავლილია საფირონის ფუძეშრეზე დაფენილი ამორფული Si-ის იმპულსური ფოტონური დასხივების საშუალებით პოლიკრისტალურ ფაზაში გადაყვანის პროცესი. განხილულია, ნახევრადგამტარებში იმპულსური ფოტონური დასხივების საშუალებით კრისტალიზაციის განხორციელების ათერმიული, იონიზაციური მექანიზმი. სურ. 7, ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.2.10.11. ნანოტექნოლოგია და ნახევრადგამტარული ხელსაწყოები. /თ. ლაფერაშვილი, ო. კვიციანი, დ. ლაფერაშვილი, მ. ელიზბარაშვილი, ა. ჭანიშვილი/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 83-88. – ინგლ.

ნანოტექნოლოგია განიმარტება, როგორც იმგვარი მატერიით მანიპულირება, რომლის ერთი ზომა მაინც 1-დან 100 ნანომეტრამდეა. მიუხედავად იმისა, რომ მიკრო- და ნანოელექტრონიკა იმ ნახევრადგამტარულ ხელსაწყოებს ეფუძნება, რომლებიც იწარმოება და იზომება ნანომეტრებში, ხოლო მოწინავე პროცესები 100 ნმ-ის ქვემოთაც მიმდინარეობენ, ნახევრადგამტარული ტექნოლოგიები მაინც არ კლასიფიცირდებიან როგორც ნანოტექნოლოგია. იმის გამო, რომ ნათელია ნახევრადგამტარული ნანოტექნოლოგიის მნიშვნელოვანი როლი საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ენერგეტიკაში, მასალების კვლევა და ელექტრონული ტექნოლოგია ითვლებიან ნანოტექნოლოგიის მთავარ მიმართულებებად. კვლევის ობიექტია ნახევრადგამტარების ულტრათხელი ფირები. ლითონების (In, Ga, Al, Ni, Pt, Pd, Fe) III–V ნახევრადგამტარზე ელექტროქიმიური დაფენის მეთოდი გამოყენებულია სხვადასხვა ნახევრადგამტა­რული ხელსაწყოების შესაქმნელად; III ჯგუფის ლითონის (In, Ga) დაფენით III–V ნახევრადგამტარზე GaP და შემდგომი სითბური დამუშავებით წყალბადში მიღებულ იქნა In_xGa_1–xP ნანოსტრუქტურული ფენა GaP-ს ზედაპირზე და თეორიულად იქნა გამოკვლეული მიღებული სტრუქტურების შესაძლო გამოყენებები კვანტურ-წერტილოვანი მზის ელემენტებისათვის. ჩატარებული კვლევის მიზანი იყო სპინტრონიკაში გამოყენებადი ნანოსტრუქტურის შექმნა. ელექტროქიმიური დაფენის ორიგინალური მეთოდით მიღებულ იქნა მკვეთრი Fe/GaAs ინტერფეისები და გამოკვლეულ იქნა მათი ელექტრული თვისებები. სურ. 4, ლიტ. 17.

ავტ.

 

ბ15.2.10.12. პათოგენების აღმომჩენი ნანოსენსორების ზოგიერთი ტიპი. /. ბჟალავა, . კაპანაძე, . კვინტრაძე/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 89-96. – ინგლ.

განხილულია ნანოსენსორების ზოგიერთი ტიპი, განკუთვნილი ბიომოლეკულებისა და პათოგენური მიკროორგანიზმების, ვირუსების ჩათვლით, დეტექტირებისათვის. შემოთავაზებულია იმ პრინციპებისა და მოვლენების მოკლე მიმოხილვა, რომლებსაც ეფუძნება ნანოსენსორები. სქემატურად ნაჩვენებია ბიოსამედიცინო გამოყენებებისათვის გამოსადეგი ნანოსენსორები – ნახშირბადის ნანომილაკი, Si-ის ნანომავთული, მიკროკონსოლი, ნანომავთულის ველიანი ეფექტის ტრანზისტორები (ვეტ-ები), ინტეგრირებული ნანომავთულოვანი სენსორები. გაანალიზებულია ბიომოლეკულების/პათოგენების სწრაფი, სელექციური და მგრძნობიარე დეტექტორების შესაძლებლობები. სურ. 7, ცხრ. 2, ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.2.10.13. ჰომეოპათიური ნანოფარმაკოლოგია ინფორმაციულ-ენერგეტიკული ჰოლოგრამული თეორიის მიხედვით. /მ. ჩიქავა, . ცინცაძე, . ნიშნიანიძე/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 97-98. – ინგლ.

თუ ჰომეოპათიაში გამოვიყენებთ ზემცირე დოზებით აღებულ ისეთ წამლებს, რომლებიც არაა მომზადებული პოტენცირების წესით, შედეგებს ვერ მივიღებთ. ამიტომ ჰომეოპათიური წამლების მომზადების სპეციფიკური ტექნოლოგია მკაცრად უნდა დავიცვათ. პოტენცირება ცვლის ნივთიერების ფიზიკურ-ქიმიურ და კვანტურ-ქიმიურ თვისებებს. რამდენადაც მზა ჰომეოპათიური წამლისთვის მნიშვნელოვანი არაა მოცულობა და მის ნებისმიერ ნაწილს ერთნაირი სამკურნალო თვისებები აქვს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამკურნალო ნივთიერების ახალი ფორმა ისე იქცევა, როგორც ჰოლოგრამა. იმ იდეის გათვალისწინებით, რომ ჰომეოპათიურ წამლებს აქვს შედარებით აქტიური საწყისი, არსებობს შეხედულება, რომ, ორგანიზმში არის მათი „მოდების’’ წერტილი. როგორც ჩანს, ეს მოდების წერტილი ადამიანის ასეთივე ინფორმაციულ-ენერგეტიკული ველია, რომელიც შეიძლება განისაზღვროს, როგორც ადამიანის ბიოჰოლოგრამა. წამალსა და ორგანიზმს შორის რეზონანსის შემთხვევაში, აქტიურდება შეგუების მექანიზმების განმაპირობებელი ფიზიოლოგიური სისტემები, შემდგომი თერაპიული ეფექტის ფართო სპექტრით. თუ წამლის (კოდის) არასწორად შერჩევის დროს რეზონანსი არ განვითარდება, მაშინ არანაირი ქმედება არ მოხდება. აღნიშნულის საფუძველზე ნ.კ. სემიონოვას მიერ ჩამოყალიბებულია ჰომეოპათიის ინფორმაციულ-ენერგეტიკული ჰოლოგრამული თეორია, რომელიც დაფუძნებულია წარმოდგენაზე ჰომეოპათიურ წამალსა და ადამიანის ორგანიზმზე, როგორც ჰოლოგრამასა და მათ შორის არსებულ რეზონანსზე. ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.2.10.14. ტიტანის ნიტრიდის ნანოსტრუქტურული დანაფარების პრაქტიკული გამოყენებები. /ვ. შულაევი, ა. რედკოკაშა, დ. ლისტოპადი/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 99-106. – რუს.

დღეს ტიტანის ნიტრიდის მრავალფუნქციური ნანოსტრუქტურული ფირები და დანაფარები ინარჩუნებს პირველობას პრაქტიკაში გამოყენებად განმამტკიცებელ, ეროზია- და კოროზიამედეგ, დეკორატიულ და სხვა სახის დანაფართა შორის. ისინი ყველაზე მეტად კომერციალიზებულ ნანოსტრუქტურულ ფირებსა და დანაფარებს წარმოადგენენ. მათ ასეულობით კომპანია და ფირმა ათეულობით სავაჭრო ნიშნით აწარმოებს მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში. მათი სინთეზისათვის საჭირო ტექნოლოგია და მოწყობილობა კარგადაა ათვისებული მრეწველობის მიერ. ტიტანის ნიტრიდის სინთეზის პროცესები ეკოლოგიურად სუფთაა. ასეთი დანაფარები ქიმიურად ინერტულია გარემო ფაქტორების მიმართ. მაგალითად, ეკონომიკურადაა დასაბუთებული მათი გამოყენება განმამტკიცებელ ანდა დეკორატიულ დანაფარებად. მრეწველობაში ჩამოყალიბდა მთელი მიმართულებები, დაფუძნებული ტიტანის ნიტრიდის დანაფარების პრაქტიკულ გამოყენებაზე და, აგრეთვე, ფიზიკურ-ტექნოლოგიური კვლევების ახალი სამეცნიერო მიმართულებები. სურ. 3, ლიტ. 41.

ავტ.

 

ბ15.2.10.15. ნეიტრონების მაღალი ფლუენსებით დასხივებული LiF კრისტალების პლასტიკურ და ოპტიკურ თვისებებზე პოსტრადიაციული გამოწვის გავლენა. /მ. გალუსტაშვილი, . კვაჭაძე, . აბრამიშვილი, . ახვლედიანი, . დრიაევი/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 117-122. – ინგლ.

ნეიტრონების მაღალი ნაკადებით (1017–1019 /სმ2) დასხივებული LiF კრისტალებისთვის დადგენილია მექანიკური მახასიათებლების აღდგენის პირობები. ნაჩვენებია, რომ პოსტრადიაციული გამოწვა შედარებით დაბალ ტემპერატურებზე (300–400oC) უზრუნველყოფს პლასტიკურობის საწყისი დონის აღდგენას რადიაციული განმტკიცების მნიშვნელოვანი ნაწილის შენარჩუნებით. შემოთავაზებულია ნეიტრონული გამოსხივებით გამყიფებული კრისტალების დამზერილი პლასტიფიკაციის მექანიზმი. სურ. 7, ცხრ. 1, ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.2.10.16. ტყვიის სელენიდის ნანოფენების მახასიათებლების მორგების ექსპერიმენტული პირობების თავისებურებანი. /ა. ფაშაევი, ო. დავარაშვილი, მ. ენუქაშვილი, ზ. ახვლედიანი, რ. გულიაევი, მ. ძაგანია, ვ. ზლომანოვი/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 129-134. – ინგლ.

ტყვიის სელენიდის ნანოფენები „ცხელი კედლის” მოლეკულური ეპიტაქსიით არის გაზრდილი KCl(100)–ის ფუძეშრეებზე. გამოკვლეულია ეპიტაქსიის წყაროსა და ფუძეშრის ტემპერატურების, ექსპერიმენტის გეომეტრიისა და ზრდის ხანგრძლივობის გავლენა ფენების ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა მათი სისქე, მესრის ტანგენციალური მუდმივა, დეფორმაცია, სუბმარცვლების ზომები და მათ შორის დეზორიენტირება. ოპტიმლური სისქისათვის 30–80 ნმ დადგენილია დაახლოებით 1*10–2-ის ტოლი დეფორმაციის მიღწევის პირობები. სისქეთა ეს ინტერვალი მაშინაა მნიშვნელოვანი, როდესაც ფენები ცვლადი ვალენტობის მინარევებით არიან ლეგირებული. სურ. 4, ცხრ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.2.10.17. პოლარიზაციულ-განცალკევებული მეთოდი ღრუბლებში ფაზური მდგომარეობის დასახასიათებლად. /კ. ცხაკაია, . კიკვიძე/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 135-138. – რუს.

განხილულია დეპოლარიზაციის ფაქტორის გამოყენების შესაძლებლობა სიგნალების განცალკევებით მიღებისას ღრუბლებში ფაზური მდგომარეობის ცვლილების დასახასიათებლად. სურ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.2.10.18. გერმანიუმის ნიტრიდის ნანომავთულების ზრდის მექანიზმი და მორფოლოგია. /დ. ჯიშიაშვილი, ლ. ჩხარტიშვილი, ზ. შიოლაშვილი, ნ. მახათაძე, ვ. გობრონიძე, ა. ჯიშიაშვილი/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 139-148. – ინგლ.

გერმანიუმის ნიტრიდის მონოკრისტალური ნანომავთულები გავზარდეთ ერთდროულად კრისტალური გერმანიუმის ფირფიტაზე და მისგან 2–3 მმ-ით მოშორებულ სილიციუმის ზედაპირზე. ზრდის ტემპერატურა შეადგენდა 500–560oC- და ის მიმდინარეობდა ჰიდრაზინის (N2H4) ორთქლში, რომელიც 3 მოლ.% წყალს შეიცავდა. ნანომავთულების ზრდა ხორციელდებოდა ორთქლისითხემყარი მეთოდით Ge-ის კატალიზატორის მეშვეობით. ნანომავთულებში შეიმჩნეოდა სიგრძის მიხედვით დიამეტრის ცვლილებაკონუსურობა. ამასთან, Ge-ის ზედაპირზე გაზრდილ ნანომავთუ­ლებში დიამეტრი ვიწროვდებოდა კატალიზატორის წვერისკენ, ხოლო Si-ზე გაზრდილებში კი პირიქითდიამეტრი განივრდებოდა კატალიზატორისკენ. კონუსურობის ასეთი განსხვავება აიხსნება ნანომავთულთა ზრდისთვის საჭირო GeO მოლეკულების ნაკადის განსხვავებული სიმკვრივით ზრდის საწყის ეტაპზე, როცა ტემპერატურა მატულობს, და მომდევნო ტემპერატურის სტაბილიზების ეტაპზე. დადგენილია, რომ გარდა გერმანიუმის ნიტრიდის ნანომავთულებისა, სილიციუმის ზედაპირზე GeO-ის მოლეკულების წყალბადით აღდგენის შედეგად წარმოიქმნება გერმანიუმის მიკრონაწილაკებისგან შედგენილი ჯაჭვისებური სტრუქტურები. სურ. 8, ლიტ. 21.

ავტ.

 

ბ15.2.10.19. ნანოქიმიის და ნანოტექნოლოგიის მოკლე ლექსიკონი (გლოსარიუმი). ნაწილი IV. /. რამიშვილი, . ციციშვილი/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 149-162. – ინგლ.

ოთხენოვანი (ინგლისურ-გერმანულ-რუსულ-ქართული) ლექსიკონის: ნანოქიმიის და ნანოტექნოლო­გიის მოკლე ლექსიკონი (გლოსარიუმი)” მეოთხე ნაწილში ქართულ ენაზეა განმარტებული ზოგიერთი ტერმინი, აღებული ლექსიკონებიდან და ქიმიური პერიოდული სამეცნიერო გამოცემებიდან. ლექსიკონის ეს ნაწილი ძირითადად ფოკუსირებულია ნანომასალებზე. ცხრ. 1, ლიტ. 13.

ავტ.

 

ბ15.2.10.20. ბოლოდროინდელი კვლევები ნანოტექნოლოგიაში. /ლ. ჩხარტიშვილი/. Nano Studies. – 2014. – #10. – გვ. 169-172. – ქართ.

მოცემულია ნანოტექნოლოგიებში ბოლო წლებში გამოქვეყნებული შემაჯამებელი კვლევების მიმოხილვა. სურ. 5, ლიტ. 3.

რედ.

 

ბ15.2.10.21. თულიუმის მონოსულფიდის ნანოფირის ტექნოლოგია. /ზ. ჯაბუა, მ. ტეტელოშვილი, ა. გიგინეიშვილი/. GEN. – 2014. – #2. – გვ. 88-89. – რუს. ; რეზ.: ინგლ.

დამუშავებულია თულიუმის მონოსულფიდის ნანოფირების მიღების ტექნოლოგია წინასწარ სინთეზირებული მასალის დისკრეტული ვაკუუმურ-თერმული აორთქლების მეთოდით. ნაჩვენებია, რომ ფუძეშრის ტემპერატურა გავლენას ახდენს ფირის მახასიათებელი ნაწილაკების ზომებზე. კერძოდ, ფუძეშრის ტემპერატურის გაზრდისას 930 K-დან 1110 K-მდე ფირის მახასიათებელი ნაწილაკების ზომები იზრდება 18 ნმ-დან 48 ნმ-მდე. სურ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.2.10.22. მცირედშეღწევადი ომური კონტაქტების ფორმირების ზოგიერთი ასპექტი სილიციუმში თხლადგანლაგებულ ნანოზომით ფენებზე. /ა. თუტუნჯიანი/. GEN. – 2014. – #3. – გვ. 28-34. – რუს. ; რეზ.: ინგლ.

განხილულია ძნელადდნობადი მეტალების სილიციდების საფუძველზე მცირედშეღწევადი ომური კონტაქტების ფორმირების აქტუალური საკითხები სილიციუმის ნანოზომით სტრუქტურებზე. შეფასებულია ომური კონტაქტების ძირითადი მახასიათებლები ტიტანის, კობალტის, ნიკელის, პლატინის და აგრეთვე ალუმინის საფუძველზე, მიღებული სხვადასხვა ტექნოლოგიური მეთოდებით. სურ. 2, ცხრ. 1, ლიტ. 17.

ავტ.

 

ბ15.2.10.23. ნანოსტრუქტურული ვერცხლის გამოყენების გავლენა მშრალი წითელი ღვინის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე და მიკრობიოლოგიურ პროცესებზე. /. ებელაშვილი, . შუბლაძე, . სალია, . გაგელიძე, . ბიბილური/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. #1. – გვ. 94-101. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

სტატიაში გამოკვლეულია მშრალი წითელი ღვინოების დამზადების ბიოტექნოლოგიურ პროცესებში ბუნებრივი ანტისეპტიკის, ნანოსტრუქტურული ვერცხლის, სხვადასხვა დოზის გამოყენების გავლენა პოლიფენოლებზე, ორგანულ მჟავებზე, ძირითად კონდიციურ მახასიათებლებზე, რძემჟავა და ძმარმჟავა ბაქტერიებზე. კვლევის ობიექტების დასამზადებლად გამოყენებული იყო ყურძნის წითელი ჯიში „საფერავი“. გოგირდის დიოქსიდი (კადიფიტი 50მგ/ლ) და ნანოსტრუქტურული ვერცხლის სხვადასხვა დოზა (0,2; 0,3; 0,4; 0,5; 0,6; 0,7; 0,8 მგ/ლ) გამოვიყენეთ მშრალი წითელი ღვინომასალის დამზადების პირველ წელს ჩატარებული ბიოტექნოლოგიური პროცესების შემდეგ ეტაპებზე: 1) დურდოს დამუშავება ალკოჰოლური დუღილის წინ; 2) ვაშლრძემჟავა დუღილის ჩატარების შემდეგ; 3) ლექიდან მეორე; 4) მესამე გადაღება. ალკოჰოლური დუღილის დასრულებისა და ღვინომასალის საფუვრის ლექიდან გადაღების შემდეგ ჩატარდა ვაშლ–რძემჟავა დუღილი. გამოყენებული იყო რძემჟავა ბაქტერიების Oenococcus oeni შტამი “Extraflore”. კატექინების, ფენოლკარბონმჟავების, ფლავონოლების და ორგანული მჟავების გამოკვლევა ჩატარდა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდით; ძირითადი კონდიციური მახასიათებლებისა – საერთაშორისო სტანდარტული მეთოდებით. გამოკვლეულია ნანოსტრუქტურული ვერცხლის გამოყენების ეფეტურობა რძემჟავა და ძმარმჟავა ბაქტერიებით დაინფიცირებულ ღვინის ნიმუშებში. დადგენილია, რომ წითელი ღვინის დამზადების ბიოტექნოლოგიურ პროცესებში ნანოსტრუქტურული ვერცხლის გამოყენებას გოგირდის დიოქსიდის იდენტური ეფექტი აქვს. ნანოვერცხლის გამოყენების ოპტიმალური დოზებია: ალკოჰოლური დუღილის წინ დურდოს დამუშავებისათვის 0,4 მგ/ლ; ლექიდან მეორე და მესამე გადაღებისას ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაჟანგვის შეფერხებისა და რძემჟავა და ძმარმჟავა ბაქტერიების ინჰიბირებისათვის 0,6 მგ/ლ.  სურ. 3, ცხრ. 4, ლიტ. 12.

ავტ.

 

 

ბ2.11. სხვა საინჟინრო მეცნიერებები და ტექნოლოგიები

 

ბ15.2.11.1. ფურცელგამსწორებელი მექანიზმის კინემატიკური ანალიზი. /ჯ. უფლისაშვილი, ნ. ნათბილაძე, გ. ხატიაშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 33-38. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

წარმოდგენილია გრაფიკული რედაქტორების მეშვეობით კონსტრუირებული საბეჭდი მანქანის ფურცელგამტარი მექანიზმი. ჩატარებულია კონსტრუირებული მექანიზმის მათემატიკური კვლევა, რომელიც დაფუძნებულია ინვერსიული გარდაქმნების თეორიულ შესაძლებლობებზე. გრაფიკული და მათემატიკური ანალიზის საფუძველზე დადგენილია წამყვანი რგოლის რაიმე კუთხით შემობრუნებას ამყოლი რგოლის რა სიდიდის კუთხე შეესაბამება. სურ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.2.11.2. მუსკატური რქაწითელის ყურძენში და ტკბილში ალკოჰოლური დუღილის დროს ტერპენების ცვლილების დინამიკა. /თ. ქიტუაშვილი, მ. ხოსიტაშვილი, გ. ბუიშვილი, თ. ხოსიტაშვილი/. GEN. – 2014. – #2. – გვ. 93-95. – ქართ. ; რეზ.: ინგლ.

მოცემულია მუსკატური რქაწითელის ყურძენში და ტკბილში ალკოჰოლური დუღილის დროს ტერპენების ცვლილების დინამიკა. აღნიშნულია, რომ ყველა ტერპენული ნაერთის ზრდა-დაგროვება ყურძნის მარცვალში მიმდინარეობს 18% შაქრის დაგროვებამდე, შემდეგ ტერპენების რაოდენობა უცვლელია და როცა შაქრის კონცენტრაცია მარცვალში მიუახლოვდება 21-22%-ს, ტერპენულ ნაერთთა რაოდენობა თანდათან კლებულობს. ტერპენული ნივთიერებების საერთო რაოდენობის შემცირება ყურძნის ტკბილში დაკავშირებულია მადუღარ არეში ეთილის სპირტის რაოდენობის დაგროვებასთან. სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.2.11.3. ფენოლური ნაერთები სხვადასხვა ტიპის წითელ ღვინოებში. /ა. კეკელიძე, ნ. ებელაშვილი, მ. ჯაფარიძე/. GEN. – 2014. – #3. – გვ. 75-79. – ინგლ.; რეზ.: რუს.

კვლევის მიზანია საფერავიდან დამზადებული სხვადასხვა ტიპის წითელი ღვინოების ფენოლური ნაერთების გამოკვლევა, მიღებული შედეგების ურთიერთშედარება და შეფასება. კვლევის ობიექტები იყო: საფერავიდან (ყვარელი – ქინძმარაულის ზონა) ჩვენს მიერ დამზადებული სადესერტო, სუფრის მშრალი, ნახევრადტკბილი, ლიქიორული და შემაგრებული ტიპის ღვინის ნიმუშები; ალავერდის მონასტრის და თელიანი ველის მშრალი ღვინის ნიმუშები; ბადაგონის ნახევრადტკბილი ღვინის ნიმუში. კატეხინების, ფენოლკარბონმჟავების, ფლავანოლების, რესვერატროლის და ვანილინის ალდეჰიდის რაოდენობის გამოკვლევა ჩატარდა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდით. ნაჩვენებია, რომ საკვლევი ნიმუშები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთიმეორისაგან ფენოლური ნაერთების შემცველობის მიხედვით. კატეხინების მაღალი შემცველობით გამოირჩევა მშრალი, ნახევრადტკბილი და სადესერტო ღვინის ნიმუშები. ფლავანოლებიდან ყველაზე მეტი რაოდენობით არის კვერცეტინის გლუკოზიდი, ფენოლკარბონმჟავებიდან – გალის მჟავა. საფერავიდან დამზადებულ წითელ ღვინოებში მონომერული ფენოლური ნივთიერებების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, რაც განაპირობებს მათ ანტიოქსიდანტურ აქტიობას. სურ. 2, ლიტ. 16.

ავტ.

 

ბ15.2.11.4. მუსკატური შემაგრებული ღვინოების წარმოების აპარატურულ-ტექნოლოგიური სქემის შემუშავება. /თ. ქიტუაშვილი, მ. ხოსიტაშვილი, ო. გოცირიძე, გ. ბუიშვილი, გ. გორგილაძე, მ. არძენაძე/. GEN. – 2014. – #3. – გვ. 80-81. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

მოცემულია მუსკატური რქაწითელიდან შემაგრებული ღვინის წარმოების ტექნოლოგის დამუშავება და მის საფუძველზე შექმნილი ტექნოლოგიური სქემა. აღნიშნული ტექნოლოგიური სქემის განხორციელება უზრუნველყოფს ღვინოში ყურძნის მუსკატური გემოსა და არომატის შენარჩუნებას. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.11.5. დიაბეტური დანიშნულების უალკოჰოლო სასმელები საქართველოს მინერალური წყლების ფუძეზე. /მ. ქარჩავა, მ. სილაგაძე, ი. ბერულავა, შ. ჯინჯოლია, ნ. ფხაკაძე/. GEN. – 2014. – #4. – გვ. 76-79. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია დიაბეტით დაავადებულთა რაციონის ოპტიმიზაციის პერსპექტივები. შემოთავაზებულია დიაბეტური დანიშნულების უალკოჰოლო ნატურალური სასმელების კონსტრუირების მეცნიერულ-პრაქტიული ასპექტები. დამუშავებულია დიაბეტური დანიშნულების ნატურალური „ვიტამინერალური“ სასმელების ტექნოლოგიები საქართველოს მინერალური წყლების ფუძეზე, კულტურული და ველურად მზარდი ხილკენკრის ნაყოფებისა და ანტიდიაბეტური თვისებების მქონე სამკურნალო მცენარეების გამოყენებით. სურ. 3, ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.2.11.6. სპირტიანი სასმელების ხარისხის შეფასება, კვალიმეტრიული მოდელების აგებით. /შ. შათირიშვილი, გ. ზაკალაშვილი, ი. შათირიშვილი, ც. ლომთაძე/. GEN. – 2014. – #4. – გვ. 73-75. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ქართული ორდინალური კონიაკების შემადგენლობაში კარბონილური ნაერთების განსაზღვრის საფუძველზე, რეაქციული აირქრომატოგრაფიის მეთოდით აგებულ იქნა კვალიმეტრიული მოდელები, რაც საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ მეღვინეობის პროდუქციის (ან სპირტიანი სასმელების) ხარისხზე, ცალკეული ფაქტორების გავლენისას. ცხრ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.11.7. ღვინომასალების აქროლადი კომპონენტების ქრომადისტილიაციური მეთოდი. /. შათირიშვილი, . მახაშვილი, . ლომთაძე, . კილაძე, . შათირიშვილი/. GEN. – 2015. – #1. – გვ. 111-113. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია ღვინომასალების აქროლადი კომპონენტების ანალიზის და კონცენტრირების ქრომადისტი­ლიაციური მეთოდი. რომლის მთავარ ღირსებას წარმოადგენს მისი შეხამება ქრომატოგრაფიულ ანალიზთან. ამ დროს ქრომატოდისტილიაციური კონცენტრირება, ქრომატოგრაფიული დაყოფა და დეტექტირება ხორციელდება ერთიანი აირადი სქემით საანალიზოდ კომპონენტების ყოველგვარი დანაკარგების გარეშე. სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.2.11.8. ლუდის ხარისხობრივი მაჩვენებლები და მათზე მოქმედი ფაქტორები. /ე. ბენდელიანი, მ. ფრუიძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 219-223. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ლუდის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მოქმედი ფაქტორები. ლუდის ხარისხის ამაღლების მიზნით შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა დანამატები. ჩვენს მიერ დანამატების სახით გამოყენებული იქნა მწვანე და შავი ჩაის ექსტრაქტები. ჩაის ექსტრაქტების გამოყენებით საგრძნობლად უმჯობესდება ალკოჰოლის შემცველობა და დადუღების ხარისხი, აგრეთვე ლუდის ისეთი ხარისხობრივი მაჩვენებლები როგორიცაა ლუდის გემო, ფერი, და ქაფის წარმოქმნა. ცხრ. 2, ლიტ. 6.

 

 

 

ბ3. მედიცინა

 

ბ3.1. ფუნდამენტური მედიცინა

 

ბ15.3.1.1. ფსიქიკა კვანტური პროცესით ხასიათდება. /ლ. ქადაგიშვილი/. GEN. – 2014. – #2. გვ. 38-40. – ინგლ.; რეზ.: რუს.

განხილულია კვანტური აღწერის შემოტანა აღქმის სტრუქტურის განხილვისას. კავშირი ფსიქიკურ, ცნობიერების და არაცნობიერის მოვლენებს შორის ტალღისებურია და შეიძლება, გავიგოთ, როგორც კავშირი გაცნობიერებულ ინფორმაციასთან და ინფორმაციის წყაროს მიმართება აგზნების დინამიკასთან. თავის ტვინის აგზნებული ენერგიის მხოლოდ ნაწილი გადადის გაცნობიერებულ ინფორმაციაში, სახელდობრ, ის ნაწილი, რომელიც შეძლებს ცნობიერების ზღურბლის გადალახვას. გაუცნობიერებლი აგზნების საერთო ენერგია იყოფა ეფექტურ და არაეფექტურ ნაწილებად, რომლებიც, შესაძლოა, შემდგომში ულუფებად გაცნობიერდეს. სწორედ ენერგიის ასეთი მონაცვლეობა ქმნის ტალღურ გამოვლენას ცნობიერებაში. ფსიქიკა რომ კვანტური პროცესით ხასიათდება, ეს მისი გამოვლენის პროცესში ძევს. თვისებათა სპექტრი გვიჩვენებს, რომ ისევე, როგორც კვანტური მოვლენების გამჟღავნების პროცესში, მოვლენა  კორპუსკულური და ტალღურია; კვანტური პროცესის ძირითად მახასიათებელი კი, როგორც ცნობილია, თვით კვანტის ცნებაა, რომელიც ულუფების სახით გამოსხივდება (ჩვენს შემთხვევაში  – გაცნობიერდება). ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.3.1.2. თერაპევტული ტრანსდერმული  სისტემები. /ნ. ფაილოძე, ე. ბუაძე, გ. შვანგირაძე, ო. მეტრეველი, ი. ხურცილავა/. GEN. – 2014. – #2. – გვ. 119-122. – რუს. ; რეზ.: ინგლ.

განხილულია თერაპიული ტრანსდერმული სისტემები. ნაჩვენებია, რომ ზოგიერთი წამლისათვის ტრანსდერმული მიწოდება წამლის მიწოდების ერთადერთი საშუალებაა. ამავდროულად, ტრანსდერმული მიწოდება უფრო ხელსაყრელია ქრონიკული დავადებების მქონე პაციენტისათვის, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მედიკამენტურ მკურნალობას. ნაჩვენებია, რომ ტრანსდერმულ მიწოდებას აქვს რიგი შეზღუდვები: 1) წამლის ტრანსდერმულ ფორმას შეუძლია გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, გამოწვეული ალერგიული რეაქციით მოქმედ ნივთიერებებზე ან სისტემის არააქტიურ კომპონენტებზე; 2) მათ მოქმედებას სჭირდება მეტი დრო, ვიდრე ინიექციურ ფორმებს; 3) ამ მეთოდით შეიძლება ძლიერმოქმედი წამლების მიწოდება, რომლებსაც აქვთ გარკვეული ფიზიკურ-ქიმიური თვისებები. ასევე, ნაჩვენებია თერაპიული ტრანსდერმული სისტემების გაუმჯობესების გზები: ფიზიკური მეთოდები – იონოფორეზი, სონოფორეზი და ელექტროფორეზი. სურ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.3.1.3. წინაცნობიერისნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების შესახებ. /ლ. კვირკველია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. – #1. – გვ. 128-131. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტული გამოკვლევებისა და კოგნიტიური ნეირომეცნიერების კონცეფციების საფუძველზე განხილულია ჰიპოკამპის მოქმედების ელექტროფიზიოლოგიური კორელატები. ჰიპოკამპის ეეგ-ს დესინქრონიზაცია კორელირებს სტრუქტურის დისფუნქციასთან პასიური ღვიძილის დროს, ხოლო თეტა-რითმი ჰიპოკამპის ეეგ–აქტივაციასთან აქტიური სიფხიზლის დროს. გაანალიზებულია ჰიპოკამპის აქტივობის მესამე ფორმა ეეგ–დესინქრონიზაციის ფონზე დაბალი ამპლიტუდის თეტა-რხევების წარმოქმნა, რაც მიუთითებს სუსტი მეხსიერების ფორმირებაზე დაქვეითებული ცნობიერების, „წინაცნობიერისდროს. ჰიპოკამპის სათანადო მექანიზმების ამოქმედება დამოკიდებულია შუა ტვინის გამააქტივებელი რეტიკულური ფორმაციის აგზნების ხარისხზე. ეს მექანიზმები მოქმედებს როგორც ადამიანებში, ისე ძუძუმწოვარ ცხოველებში. სურ. 3, ლიტ. 12.

ავტ.

 

ბ15.3.1.4. თალამუსის ვენტროლატერალური ბირთვის დაზიანების გავლენა აქტიური განრიდების პირობით რეფლექსებზე. /ნ. სიხარულიძე/. მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები. – 2015. – #2. – გვ. 50-62.ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

თალამუსის ვენტროლატერალური ბირთვის დაზიანება ლაბორატორიულ თეთრ ვირთაგვებში იწვევს აქტიური განრიდების პირობითი რეფლექსების მნიშვნელოვან დარღვევებს. ოპერირებულ ცხოველებს, რომელთაც წინასწარ დასწავლილი ჰქონდათ აქტიური განრიდების რეაქციები პირობით გამღიზიანებელზე, დასჭირდათ ცდათა მეტი სინჯი კრიტერიუმის მისაღწევად ოპერაციამდელ ცხოველებთან შედარებით. ცდების შედეგებიდანვე გამოირკვა, რომ ვენტროლატერლური VL ბირთვის დაზიანებამ გამოიწვია ცხოველთა მოტორული აქტივობის მეტ-ნაკლებად დაზღვევა, აქტიური განრიდების პირობითი რეფლექსების დარღვევა. აქტიური განრიდების პირობითი რეფლექსების დარღვევა განპირობებული უნდა იყოს მედიოდორსალურ MD ბირთვთან ვენტროლატერალური ბირთვიდან მიმდინარე იმპულსაციის გამოთიშვით, რამაც განაპირობა მედიოდორსალური ბირთვის აგზნებადობის დაქვეითება და – პრეფრონტალური ქერქი – MD კავშირების ინაქტივაცია, რაც დასაშვებია, რომ დასწავლის პროცესების დაქვეითების მიზეზი გამხდარიყო. სურ. 6. ლიტ. 10.

ავტ.

 

ბ15.3.1.5. ეთნიკური პათოლოგიები ამერიკულ და კავკასიელთა პოპულაციებში. /მ. ჭიპაშვილი, ე. აბზიანიძე, ც. გიგინეიშვილი, ე. იმნაძე/. სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია. – 2015. – #17-12-11. – გვ. 51-52. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

არსებობს  შემთხვევები, როდესაც მემკვიდრული დაავადებების გავრცელება დაკავშირებულია ოჯახთან ან ეთნიკურ ტრადიციებთან. ქორწინების ტიპი  ახლო ნათესავებსა და ეთნიკურ ჯგუფებში შეიძლება გახდეს სერიოზული დაავადებების გავრცელების მიზეზი. რეკომენდაციების წინასწარმა გათვალისწინებამ შეიძლება ოჯახები მძიმე გენეტიკური ტვირთისგან იხსნას და მოსახლეობაში მემკვიდრული დაავადებების გავრცელების სიხშირე შეამციროს. ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.3.1.6. მონოზიგოტური ტყუპები, დისკონკორდანტობა და დაავადებები. /დ. ცხომელიძე, მ. აბისონაშვილი, მ. მერკვილაძე/. სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია. – 2015. – #17-12-11. – გვ. 52-53. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, არსებობს საკმაოდ დიდი განსხვავება მონოზიგოტურ ტყუპის ცალებს შორის. ასევე, საინტერესოა ისეთი დაავადებების გავრცელება იდენტურ ტყუპებში, როგორებიცაა ოოფორიტი, ჰერპესი, მენინგიტი და ა.შ. ცალკე ინტერესის სფეროა ორივე იდენტური ტყუპის მარცხენა ყურზე „დარვინის ბორცვის“ არსებობა ან ძუძუს დამატებითი დვრილის გაჩენა ერთ-ერთი ტყუპის ცალი გოგონას სხეულზე. მიღებული მონაცემები ალბათ უფრო საინტერესო უნდა იყოს ეპიგენეტიკური თვალსაზრისითაც. ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.3.1.7. ნუტრიგენომიკა საკვები ნივთიერებების გავლენა გენების ექსპრესიაზე. /მ. ჭიპაშვილი, ე. იმნაძე, ც. გიგინეიშვილი/. სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია. – 2015. – #17-12-11. – გვ. 54-55. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ნუტრიგენომიკა სწავლობს საკვების გავლენას გენების ექსპრესიაზე. იგი მძიმე და ქრონიკული დაავადებების დასაძლევად და მათი პრევენციისთვის, სამკურნალო საშუალებების გამოყენების ნაცვლად, გვთავაზობს ჯანმრთელი ცხოვრების წესს და პერსონალიზებულ დიეტას. 20 სახის საკვებ პროდუქტებში აღმოჩენილია გენის აქტივობაზე მოქმედი ნივთიერებები და 19 გენი, რომლებიც გავლენას ახდენენ შინაგანი ორგანოების მუშაობაზე (ანტიოქსიდანტების შეთვისება, ანთებითი პროცესებისადმი მიდრეკილება, ინსულინისადმი მგრძნობელობა). კვება ყველაზე მოკლე გზაა გენების ექსპრესიის რეგულაციისთვის. ამიტომ საჭიროა საკვების ბიოაქტიური კომპონენტების მნიშვნელობის უკეთ შესწავლა ეპიგენეტიკური მექანიზმების მოდიფიკაციის გზით ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციისათვის. ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.3.1.8. იმუნოლოგიური მაჩვენებლები მწვავე რესპირაციული  ვირუსული ინფექციების დროს ბავშვებში აპიკორით მკურნალობის ფონზე. /ნ. თოფურიძე, თ. გონგაძე, ნ. ხვთისიაშვილი, ნ. პიტავა, მ. წულაია/. სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია. – 2015. – #17-12-11. – გვ. 62-64. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების (მრვი) დროს მკურნალობის კომპლექსში აპიკორის ჩართვა განაპირობებს უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის დაქვეითებული მაჩვენებლების აღდგენას. მრვი-ის დროს მკურნალობის კომპლექსში აპიკორის ჩართვა ხელს უწყობს დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობისა და გართულებების სიხშირის შემცირებას. ცხრ. 3, ლიტ. 12.

ავტ.

 

ბ15.3.1.9. იმუნური სტატუსი თიმომეგალიით მიმდინარე ბრონქოპნევმონიების დროს ბავშვებში, აპიპულმოთი მკურნალობის ფონზე. /კ. ჩახუნაშვილი, ც. ჯელაძე, მ. გოგიაშვილი, გ. ჩახუნაშვილი, თ. გოგატიშვილი, დ. ჩახუნაშვილი, თ. კონცელიძე/. სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია. – 2015. – #17-12-11. – გვ. 65-67. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

თიმომეგალიის ფონზე მიმდინარე ბრონქოპნევმონიის დროს აღინიშნება დარღვევები იმუნური ჰომეოსტაზის მხრივ, გამოხატული უჯრედული იმუნიტეტის ღრმა, ხოლო ჰუმორული იმუნიტეტის შედარებით ნაკლები ცვლილებებით. ბრონქოპნევმონია თიმომეგალიის ფონზე მიმდინარეობს უფრო მძიმედ, საშუალო და მძიმე ხარისხით გამოხატული სუნთქვის უკმარისობით, გამოხატული ობსტრუქციული სინდრომით, ანთებითი პროცესის გახანგრძლივებისაკენ მიდრეკილებით, იმუნოდეფიციტის ფონზე. იმუნოლოგიური მაჩვენებლები თიმომეგალიის ფონზე მიმდინარე ბრონქოპნევმონიის დროს არ კორეგირდებაა კომპლექსური თერაპიის ფონზე. მკურნალობის კომპლექსში აპიპულმოს ჩართვამ განაპირობა იმუნოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესება; ამდენად, რეკომენდებულია თიმომეგალიით მიმდინარე ბრონქოპნევმონიების მკურნალობაში აპიპულმოს გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს იმუნური ჰომეოსტაზის აღდგენას და დადებით ზეგავლენას მოახდენს დაავადების მიმდინარეობაზე. ცხრ. 1, ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.3.1.10. გლუტარგინის გავლენა შრატოვანი ალბუმინის შემაერთებელ ფუნქციაზე და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის სხვა მაჩვენებლებზე მწვავე ტოქსიკური ალკოჰოლური ჰეპატიტის დროს. /. ანდრეიჩინი, . სკირაკი/. საქართველოსსამედიცინოსიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 97-101. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა გლუტარგინის ზემოქმედების შესწავლა შრატოვანი ალბუმინის შემაერთებელ ფუნქციაზე და ღვიძლის სხვა ფუნქციურ მდგომარეობაზე მწვავე ტოქსიკური ალკოჰოლური ჰეპატიტის დროს ექსპერიმენტში თეთრ ვირთაგვებზე. დადგენილია, რომ შრატოვანი ალბუმინის შემაერთებელი ფუნქცია აღნიშნული პათოლოგიის პირობებში ქვეითდება; გამოვლინდა ღვიძლის პარენქიმის დაზიანების გამოკვეთილი ბიოქიმიური ნიშნები. გლუტარგინის ზემოქმედებით აღნიშნული მაჩვენებლები გაუმჯობესდა. მწვავე ტოქსიკური ალკოჰოლური ჰეპატიტის დროს არსებითად ირღვევა ღვიძლის ცილოვან-სინთეზური ფუნქცია, ვითარდება ციტოლიზი, ითრგუნება შრატოვანი ალბუმინის შემაერთებელი ფუნქცია, რაც მაქსიმალურად ვლინდება ექსპერიმენტის მეორე დღე-ღამეს, მე-7 დღეს - აღდგენის ნიშნებით. ცხრ. 1, ლიტ. 21.

ავტ.

 

ბ15.3.1.11. მატრიქსული მეტალოპროტეინაზის- 9 გენის Ñ-1562Ò პოლიმორფიზმის როლი ლეიომიომის განვითარებაში ქალებში საშვილოსნოს ყელის პათოლოგიით. /. სავჩენკო, . გარბუზოვა/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 18-22. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოკვლეულია 108 ქალი საშვილოსნოს ლეიომიომით (ლმ) და 84 ქალი აღნიშნული პათოლოგიის გარეშე (საკონტროლოჯგუფი). ჩატარდა გენოტიპების განაწილების შედარებითი ანალიზი ქალებში საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა ხარისხის სიმძიმის პათოლოგიით. კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ MMP-9 გენის Ñ-1562Ò პოლიმორფიზმისა და ცრუ ეროზიით მიმდინარე საშვილოსნოს ლმ-ის განვითარებას შორის არ არსებობს არავითარიკავშირი. ასევე, არ გამოვლინდა კავშირი SNP-ის მონაცემებს და იმ ქალების ლმ-ს შორის, რომლებსაც ჩაუტარდა საშვილოსნოს ყელის კონუსისებური დიატერმოექსციზია ეპითელიუმის დისპლაზიური ცვლილებების გამო. ცხრ. 2, ლიტ. 12.

ავტ.

 

ბ15.3.1.12. ლაქტატ-აციდოზის როლი ნევროლოგიური სინდრომების განვითარებასა და მკურნალობაში ბავშვებსა და მოზარდებში. /. არველაძე, . გელაძე, . სანიკიძე, . ხაჭაპურიძე, . ბახტაძე/. საქართველოსსამედიცინოსიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 69-75. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ლაქტატ-აციდოზისა და, ასევე, შესაძლო მიტოქონდრიული მორფოფუნქციური უკმარისობის როლის დადგენა სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადების დროს ბავშვთა და მოზარდთა ასაკში, ასევე, უჯრედული ენერგეტიკული ცვლის და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევების როლის შეფასება სპეციფიკური მკურნალობის გეგმის შემუშავებისათვის. გამოკვლეულია   200 პაციენტი სხვადასხვა ხარისხის ნეირომოტორული განვითარების დარღვევებით, ეპილეფსიით, ეპილეფსიური სინდრომებით, თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ადრეული ინსულტით, დუნე ბავშვის სინდრომით, მხედველობის ნერვის ატროფიით, კატარაქტით, ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობით, სისტემური მიოპათიით, ცერებრული დამბლით. გამოკვლეული პაციენტების 27%-ში გამოვლინდა ლაქტატ-აციდოზი და პირუვატის დონის მატება, ხოლო 8%-ში აღინიშნა მიტოქონდრიული უკმარისობა. აღნიშნული სსაფუძველზე შემუშავებულია მკურნალობის სპეციფიკური სქემა ამ ჯგუფის პაციენტებისთვის.  ცხრ. 4, ლიტ. 27.

ავტ.

 

ბ15.3.1.13. ფარმაცევტული დახმარების ხარისხის სისტემის ფორმირების თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლები (მიმოხილვა). /. ჭანტურია, . ჭუმბურიძე, . ერიაშვილი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 89-94. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ფარმაცევტული დახმარების ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშავება წარმოადგენს ფარმაცევტის პროფესიული მუშაობის ხარისხის გარანტს და მოიცავს: სისტემის პროცესების შეფასების კრიტერიუმების შემუშავებასა და მონიტორინგს, შესასრულებელ პროცედურებს და მათი გაუმჯობესებისათვის გასატარებელი ღონისძიებების მონაცემთა და პაციენტის მოთხოვნათა ანალიზს. ფარმაცევტი ვალდებულია დაიცვას ფარმაცევტული დახმარების ხარისხი. GPP წარმოადგენს  ამ ვალდებულებათა განხორციელების საშუალებას, ვინაიდან ის პროფესიული ამოცანების ჩამონათვალია, რომელთა განხორციელება ემსახურება პაციენტის ინტერესების დაცვას. FIP-ის (International Farmaceutical Federation – ფარმაცევტთა საერთაშორისო ფედერაცია) როლი მდგომარეობს მსოფლიოს ქვეყნების ნაციონალური ფარმაცევტული ორგანიზაციების (ასოციაციების), ხელმძღვანელობაში. ასოციაციები, თავის მხრივ, ვალდებული არიან ინიცირება გაუწიონ GPP სტანდარტების შემუშავებას ნაციონალურ დონეზე. ფარმაცევტული დახმარების სისტემა უზრუნველყოფს არა მხოლოდ აფთიაქის კომერციულ ინტერესებს, არამედ, ასევე, ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის, პაციენტისა და ფარმაცევტის უსაფრთხოების გარანტიას. სურ. 3, ლიტ. 15.

ავტ.

 

ბ15.3.1.14. მედიალური სეპტუმის ელექტროლიზური და იმუნოტოქსინებით დაზიანების ეფექტები სივრცით ხანმოკლე მეხსიერებაზევ ირთაგვებში. /. დაშნიანი, . ყრუაშვილი, . რუსაძე, . მატარაძე, . ბესელია/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 98-103. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია გამჭვირვალე ძგიდის მედიალური ბირთვის (Medial Septal Nuclei - MS) ქოლინერგულიდა GABA-ერგული ნეირონების მნიშვნელობა სივრცით ხანმოკლე მეხსიერებაში MS-ის ელექტროლიზური და იმუნოტოქსინებით (192 IgG საპორინიდა GAT1-SAP) დაზიანების მეთოდის გამოყენებით. სივრცითი ხანმოკლე მეხსიერება ფასდებოდა სივრცითი მორიგეობის ამოცანით. გამოვლინდა, რომ ელექტროლიზური დაზიანების შედეგად დაზიანების მოცულობა ინტაქტური MS-ის საშუალოდ 69%-ს შეადგენს. MS-ში 192 IgG საპორინის მიკროინიექცია მკვეთრად ამცირებს ACHE შეღებვის ინტენსივობას, საკონტროლო ჯგუფის ცხოველებთან შედარებით, ხოლო GAT1-SAP მიკროინიექცია, ქოლინერგულ ნეირონებთან შედარებით, მნიშვნელოვნად ამცირებს GABA-ერგული ნეირონების რაოდენობას. სივრცითი ხანმოკლე მეხსიერების დეფიციტი ქცევით ექსპერიმენტებში გამოვლინდა მხოლოდ ელექტროლიზური დაზიანების მქონე ცხოველებში. მიუხედავად იმისა, რომ MS-ში 192 IgG საპორინის მიკროინიექცია მნიშვნელოვნად ამცირებს ლაბირინთის მკლავებში შესვლათა რაოდენობას, სპონტანური მორიგეობის მაჩვენებლები არ განსხვავდება საკონტროლო ჯგუფის ცხოველებზე მიღებული შედეგებისგან. MS-ში GAT1-SAP მიკროინიექციის პირობებში მიღებული ქცევითი შედეგები არ განსხვავდება საკონტროლო ჯგუფის ცხოველებზე მიღებული შედეგებისაგან. ამრიგად, დეფიციტი, რომელიც აღწერილია ელექტროლიზური დაზიანების პირობებში არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ ქოლინერგული ან GABA-ერგული სეპტოჰიპოკამპური საპროექციო ნეირონების დაზიანებით. სივრცით ხანმოკლე მეხსიერებაში სეპტოჰიპოკამპური საპროექციო ნეირონების როლის უფრო მკაფიოდ განსაზღვრისათვის საჭიროა მომავალში იმუნოტოქსინებით (192 IgG საპორინიდა GAT1-SAP) ქოლინერგული და GABA-ერგული ნეირონების თანადროული დაზიანების ეფექტების გამოკვლევა. სურ. 2, ლიტ. 21.

ავტ.

 

ბ15.3.1.15. ანტინოციცეპტური ტოლერანტობა დორსალურ ჰიპოკამპში მიკროინიექცირებულ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ განპირობებულია ფარმაკოლოგიური ტოლერანტობით. /. წიკლაური, . ნოზაძე, . ნებიერიძე, . ღურწკაია, . აბზიანიძე, . ცაგარელი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 108-112. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ტკივილი ხასიათდება როგორც რთული აღქმა, რომელიც დამოკიდებულია არა მხოლოდ ნოციცეპტურ სენსორულ სისტემაზე, არამედ ისეთი მექანიზმების გააქტივებაზე, რომლებიც აკონტროლებენ ემოციურ პროცესებს თავის ტვინის ლიმბურ სტრუქტურებში (ნუშისებრი კომპლექსი, ჰიპოკამპი). ავტორთა მიერ ადრინდელ კვლევებში დადგენილია, რომ ვირთაგვების დორსალურ ჰიპოკამში ოთხი დღის განმავლობაში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (ასასპ) მიკროინიექციები იწვევდა ანტინოციცეპტურ ტოლერანტობას. ეს ეფექტი გამოიხატებოდა კუდის მოქნევისა და ცხელი ფირფიტის ტესტებში, ფარული პერიოდის პროგრესულ დაქვეითებაში, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ნაჩვენებია, რომ ექსპერიმენტის პირველ დღეს ასასპ-ის (კეტოროლაკის, კლოდიფენისა და ქსეფოკამის) მიკროინიექციები იწვევენ სარწმუნოდ გამოხატულ ანტინოციცეპციას კუდის მოქნევის და ცხელი ფირფიტის ტესტებში აღრიცხული ფარული პერიოდის ზრდის მიხედვით. განმეორებითმა მიკროინიექციებმა შემდგომ დღეებში გამოიწვია ლატენტობის პროგრესული დაქვეითება, ანუ ტოლერანტობის განვითარება ცდების მეოთხე დღეს. ორდღიანი შესვენების შემდეგ ვირთაგვებმა გამოავლინეს ანტინოციცეპციის უნარის თითქმის სრული აღდგენა ექსპერიმენტის მეშვიდედღეს. მიღებული შედეგები ადასტურებს, რომ აღნიშნული ანტინოციცეპტური ტოლერანტობა განპირობებულია ფარმაკოლოგიური ტოლერანტობით ამპრეპარატების მიმართ, და არა მაკონდიცირებელი პროცესით, ჰიპერალგეზიით ან სხვა არასპეციფიკური მექანიზმით. სურ. 2, ლიტ. 25.

ავტ.

 

ბ15.3.1.16. კარვედილოლის შემცველი მყარი დოზირებული სამკურნალო ფორმებიდან ინვიტრო გამოთავისუფლების შესწავლა. /ქ. ბარამიძე, ნ. მეგრელი, შ. ნამგალაძე, თ. ჩიკვილაძე, მ. ჯორჯიკია/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათაკრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 17–19. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

შესწავლილია საქართველოში რეგისტრირებული კარვედილოლის შემცველი ოთხი მყარი ორალური წამლის ფორმიდან მოქმედი ნივთიერების ინ ვიტრო გამოთავისუფლება. დადგენილია, რომ ოთხივე საკვლევი ობიექტი აკმაყოფილებს ფარმაკოპეის სტატიის მოთხოვნას ტესტზეგახსნა”, იმდენად, რამდენადაც ოთხივე ნიმუშიდან 80%-ზე მეტი რაოდენობით ხდება კარვდილოლის გამოთავისუფლება 30 წუთის განმავლობაში; შედარებულია საკვლევი ნიმუშების და რეფერენტული პრეპარატის ხსნადობის პროფილები. დადაგენილია, რომ მხოლოდ ორი ნიმუშის ¹2 და ¹4 ხსნადობის პროფილი შეესაბამება რეფერენტულს და შესაბამისად, მხოლოდ ეს ორი ნიმუში არის რეფერენტული მედიკამენტის ეკვივალენტური. სურ. 2, ცხრ. 2, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.3.1.17. გვიანი სიბერის ხანა და სხვადასხვა ასაკის ოლიგოდენდროციტი. /რ. ბერიაშვილი, გ. სიმონია/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათ აკრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 31–34. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

გვიანი სიბერის ხანაში როგორც ქერქის დიდ პირამიდულ შრეში, ისე მიმდებარე თეთრ ნივთიერებაში ოლიგოდენდროციტთა საერთო რაოდენობა იკლებს ფართობის ერთეულზე, ამასთან ოლიგოდენდროციტების რაოდენობის შემცირება ახლადწარმოქმნილი, დიფერენციაციის ფაზაში მყოფი და სპეციფიკური ფუნქციის შემსრულებელი უჯრედების ხვედრითი წილის კლების ხარჯზეხდება. ნეიროციტების ფიზიოლოგიური სიკვდილის გახშირებას გვიანი სიბერის ხანაში თან სდევს მასთან ანატომიურად და ფუნქციურად დაკავშირებულიოლი გოდენდროციტების ფიზიოლოგიური სიკვდილიც, რაც ოლიგოდენდროციტთა საერთო რაოდენობაში აპოპტოზის მდგომარეობაში მყოფი ოლიგოდენდროციტების ხვედრითი წილის მატებით გამოიხატება. ის გარემოება, რომ დაბერებულ ორგანიზმში ყველა ჯგუფის უჯრედი და, მათ შორის, აპოპტოზური უჯრედები უფრო მცირე ზომის არის გეროგენული ცვლილებების გამოხატვაა. მცირე ზომის უჯრედის აპოპტოზის დროს, უჯრედები უფრო მცირე ნაწილებად დაფრაგმენტებას განიცდიან, ვიდრე ახალგაზრდა ორგანიზმის შედარებით დიდი ზომის უჯრედები. ამგვარად, აპოპტოზს დაბერებულ ორგანიზმში თავისი გეროგენული მახასიათებლები აქვს. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 10.

ავტ.

 

ბ15.3.1.18. ფარმაცევტული ბაზრის თავისებურებები საქართველოში. /ვ. ერიაშვილი, თ. ჭუმბურიძე, ნ. დუღაშვილი, ნ. იამანიძე, გ. ჟიჟილაშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 60–62. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე ამჟამად არსებული მდგომარეობის შესწავლა მხოლოდ მისი განვითარებისა და სპეციფიკური მახასიათებლების ანალიზის მეშვეობით არის შესაძლებელი. ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა მეტი აქტიურობა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებობს მრავალი პრობლემა: მაღალი ფასები სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე, სამკურნალო საშუალებების ხარისხის არასრულყოფილი კონტროლი, ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლიზაცია, სამკურნალო საშუალებების არამიზნობრივი დანიშვნა და მოხმარება. ფარმაცევტები,სამწუხაროდ, დგანან არჩევანის წინაშე - გაითვალისწინონ მომხმარებლის თუ იმ კომპანიის ინტერესები, სადაც არიან დასაქმებულნი, რაც მოქმედებს ფარმაცევტის პროფესიულ ავტორიტეტზე. ამ ტიპის ტესტირებით, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით და ფაქტობრივი რეალობით დასტურდება ქართული ჯანდაცვის სისტემის კრიზისი, რასაც სერიოზულწილად განაპირობებს უკონტროლო დ ადაუბალანსებელი ფარმაცევტული სექტორი. სურ. 8, ლიტ. 11.

ავტ.

 

ბ15.3.1.19. საქართველოში გავრცელებული Betula Litwinovii Doluch-ის კვირტების და ფოთლების ანტიოქსიდანტური აქტივობის შესწავლა. /ლ. ზარდიაშვილი, მ. ჯოხაძე, ჯ. კუჭუხიძე, ა. ბოჟაძე, თ. მურთაზაშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 74–76. – ინგლ.; რეფ.: ქართ.

ჩატარებულია საქართველოში გავრცელებული მცენარის –არყის ხის (Betula Litwinovii Doluch ოჯ. Betulaceae) ვეგეტატიური ორგანოებისფოთლის და კვირტების პოლიფენოლური შენაერთების ექსტრაქციული  ფრაქციონირება. შესწავლილია მათი მეთანოლიანი ექსტრაქტისა და ორგანული ფრაქციების-ჰექსანი, ქლოროფორმი, ეთილაცეტატი ინ-ვიტრო ანტიოქსიდანტური აქტივობა DPPH რეაქტივით. მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობით ხასიათდება ფოთლების და კვირტების ეთილაცეტატიანი ფრაქციები (IC50 0.21±0.02 µg/ml; lC50 0.27±0.02µ/მლ) და მეთანოლიანი ექსტრაქტები (IC50 0.31±0.03 µg/mI; lS50 0.42± 0.03 µg/mI), რაც აიხსნება მათში პოლიფენოლური შენაერთების მაღალი შემცველობით. მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური აქტივობა ახასიათებს ნ-ჰექსანიან და ქლორო­ფორმიან ფრაქციებსაც (lC50 0.79±0.04 µg/mI; lC50 0.91±0.05 µg/mI და 0.56±0.03 µg/mI; 0.69±0.03 µg/mI შესაბამისად) რაც აიხსნება მათში ჰიდროფობური შენაერთების, მათ შორის პოლოფენოლების არსებობით. ცხრ. 1, ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.3.1.20. საქართველოში გავრცელებული არყის ხის Betula Litwinovii Doluch-ის ციტოტოქსიკური აქტივობის შესწავლა. /ლ. ზარდიაშვილი, მ. ჯოხაძე, ჯ. კუჭუხიძე, თ. მურთაზაშვილი, ვ. მშვილდაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 76–78. – ინგლ.;რეფ.: ქართ.

ჩატარებულია საქართველოში გავრცელებული მცენარის - არყის ხის (Betula Litwinovii Doluch ოჯ. Betulaceae) პოლიფენოლური შენაერთების ექსტრაქციული ფრაქციონირება სხვადასხვა პოლარობის ორგანული გამხსნელებით სითხე-სითხე ექსტრაქციის მეთოდით. შესწავლილია მეთანოლიანი ექსტრაქტისა და ორგანული ფრაქციების ინვიტრო ციტოტოქსიკური აქტივობა WST-1 რეაქტივით. მაღალი ციტოტოქსიკური აქტივობით ხასიათდება მეთანოლიანი ექსტრაქტი (LC50 2.08±0.5 mg/ml) და ეთილაცეტატიანი ფრაქცია (LC50 1.57±0.2 mg/ml). აღნიშნული აიხსნება მათში პოლიფენოლური შენაერთების მაღალი შემცველობით. ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.3.1.21. იმუნური სტატუსის შეფასება და იმუნოთერაპიის საკითხები არაინფექციური პათოლოგიების დროს. /ბ. კორსანტია, ნინო კორსანტია, მ. მამალაძე, ნატო კორსანტია, ა. კაციტაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 102–106. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

არაინფექციური ათოლოგიების (ეკოლოგიური სტრესი, პაროდონტიტი, ქირურგიული დაავადებები, ფიზიკური დატვირთვა, ფსორიაზი) ლიტერატურის და საკუთარი მონაცემების კლინიკურ-იმუნოლოგიურმა ანალიზმა ერთმნიშვნელოვნად გამოავლინა პაციენტების იმუნური სისტემის თანამონაწილეობა, რაც გამოიხატებოდა სწრაფ და საკმაოდ ღრმა იმუნოდეპრესიაში, რომელიც დამოკიდებული იყო პათოლოგიურ პროცესზე. კომპლექსურ თერაპიაში ინტერფერონისა და/ან ინტერფერონის ინდუქტორების (ამ შემთხვევაშიპლაფერონის) ჩართვა სარწმუნოდ აუმჯობესებდა დაავადებულთა მდგომარეობას, ამცირებდა გამოჯანმრთელების ვადებს, ახანგრძლივებდა რემისიას და იწვევდა იმუნოლოგიური მაჩვენებლების ნორმალიზაციას. სურ. 8, ლიტ. 16.

ავტ.

 

ბ15.3.1.22. აგრეგანისინვიტრო ეკვივალენტობის შესწავლახსნადობის“ტესტით. /ლ. კუნჭულია, ქ. ბარამიძე, ლ. ჭეიშვილი, რ. მახარაძე, ნ. ლეკიშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 109–112. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

შესწავლილია ჯიემპის ქარხნის (საქართველო) „აგრეგანის“ - 100 მგ-იანი ტაბლეტების ინვიტრო ეკვივალენტობახსნადობისტესტით. რეფერენტულ პრეპარატად გამოყენებულ იქნა ბაიერის (გერმანია) „ასპირინი“- 100 მგ-იანი ტაბლეტები. ორივე პრეპარატის ხსნადობის კინეტიკის შედეგების შედარების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საკვლევ და რეფერენტულ პრეპარატებისთვის სტატიკურად სარწმუნო განსხვავება არარსებობს, რადგან მათი მსგავსებისა და განსხვავების კოეფიციენტები ნორმის ფარგლებშია. მიღებული შედეგები საშუალებას იძლევა დავასკვნათ საკვლევი და რეფერენტული პრეპარატების ინვიტრო ეკვივალენტობა. სურ. 5, ცხრ. 1, ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.3.1.23. გაბაპენტინის კონცენტრაციის მონიტორინგი ადამიანის ნერწყვში. /ლ. კუნჭულია, რ. მახარაძე, თ. ხვინგია, ნ. იმნაძე, ნ. შენგელიძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 112–114. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

დამუშავებულია ინტაქტური ადამიანის ნერწყვში გაბაპენტინის რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდი მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიული მეთოდის გამოყენებით. ქრომატოგრაფიის პირობები იყო: სვეტი – ზომით 100’45 მმ, მყარი ფაზა C-18; სვეტის ტემპერატურა – 35°C; მოძრავი ფაზა – 0.5% ჭიანჭველმჟავას ხსნარი წყალში და აცეტონიტრილი – (30:70) (მოც/მოც); მოძრავი ფაზის სიჩქარე – 0.5 მლ/წთ; სინჯის მოცულობა – 0.5 მკლ; რეჟიმი იზოკრატული; პრეპარატის დეტექტირება – 210 ნმ-ზე. გაბაპენტინის შეკავების დრო – 8.5 წთ. მეთოდის მგრძნობელობა – 40 ნგ/მლ, მეთოდის საშუალო ცდომილება არის E=±4.8%. მეთოდი აპრობირებულ იქნა კლინიკურ მასალაზე. მიღებული კვლევის შედეგებით დგინდება, რომ გაბაპენტინის ფარმაკოკინეტიკური მონიტორინგის ჩასატარებლად სისხლის პლაზმის ჩანაცვლება ნერწყვით მიზანშეწონილია. ნერწყვში გაბაპენტინის განსაზღვრის მეთოდი არ საჭიროებს სპეციალურ სამედიცინო პერსონალის მომსახურებას, არ უქმნის უხერხულობას გამოსაკვლევ პირს, მეთოდი მარტივი და ხელმისაწვდომია. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.3.1.24. ქართულ პოპულაციაში მემკვიდრული თრომბოფილიის საინტერესო შემთხვევები. /ნ. ფირცხელანი, ნ. ყოჩიაშვილი, ნ. ფარღალავა, ლ. მახალდიანი, ქ. ქართველიშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 144–147. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

მემკვიდრული თრომბოფილია, რომელიც თრომბოზებისადმი ინდივიდის გენეტიკურ მიდრეკილებას აღნიშნავს, განპირობებულია სხვადასხვა გენების მუტაციებით და ხშირად დაკავშირებულია არამარტო თრომბოზულ  გართულებებთან, არამედ ორსულთა პათოლოგიების განვითარებასთან. მემკვიდრული თრომბოფილიის დასადგენად საკვლევ პირებში შესწავლილ იქნა სისხლის შედედების V ფაქტორის გენის G1691A, პროთრომბინის გენის G20210A და MTHFR გენის C677T მუტაციების არსებობა მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის უახლესი მეთოდებით. გენეტიკური კვლევებისათვის გამოყენებულ იქნა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციისა (PCR) და პრაიმერების ერთნუკლეოტიდური დაგრძელების ფერმენტული იმუნოსორბენტული ანალიზის (ELISA) მეთოდები. გამოკვლეული პაციენტებიდან, მემკვიდრულ თრომბოფილიასთან მიმართებაში, განსაკუთრებით საინტერესო და საგულისხმო აღმოჩნდ ორი პაციენტი, რომელთაც გენეტიკური კვლევის შედეგად დაუდგინდათ აღნიშნული მუტაციების მტარებლობა და რამაც საშუალება მოგვცა, არა მარტო დაგვედგინა თრომბოზის გამომწვევი მიზეზები და შეგვერჩია ადეკვატური მკურნალობა, არამედ თავიდან აგვეცილებინა თრომბოზის განმეორებითი ეპიზოდებისა და მასთან დაკავშირებული სიცოცხლისათვის საშიში გართულებების შესაძლო განვითარება. ლიტ. 15.

ავტ.

 

ბ15.3.1.25. ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის გლობალური ჰარმონიზებული სისტემის (GHC/CLP) ტოქსიკოლოგიური ასპექტები და საქართველოში გამოყენების შესაძლებლობა. /ი. ღვინერია, ვ. ჟურული, ვ. სააკაძე, თ. ონიანი, რ. კვერენჩხილაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 147–148. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

გაშუქებულია ევროპული რეგულაციის (EC) NO 1272/2008 „ქიმიური ნივთიერებების და ნარევების კლასიფიკაცია, ეტიკეტირება და შეფუთვა (GHC/ CLP)“ ძირითადი პრინციპები. ამ რეგულაციის თანახმად, საშიშროების შეფასება ხდება 28 კატეგორიის მიხედვით: 16 კატეგორია - ფიზიკური საშიშროება, 10 კატეგორია - ჯანმრთელობის მდგომარეობა და 2 კატეგორია - გარემოს მდგომარეობა. წარმოდგენილია ამ რეგულაციის საქართველოში განხორციელების პერსპექტივა და ეროვნული სახელმძღვანელო მასალების მომზადების მნიშვნელობა. თანამედროვე სიტუაციაში, როცა ბაზარზე მიმოქცევაშია მზარდი ქიმიური პროდუქცია, სათანადო ეროვნული სამსახურის პროფესიონალებისათვის ევროკავშირისა და OECD წევრი ქვეყნების სპეციალისტების მიერ საშიშროების შესაფასებელი, მრავალჯერადად გამოცდილი საშუალების ადაპტირებული, ქართული ვერსია აამაღლებს ჩვენს ქვეყანაში ქიმიური ზემოქმედების საშიშროების შეფასების დონეს და ხელს შეუწყობს ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო მიმოქცევას. ლიტ. 11.

ავტ.

 

ბ15.3.1.26. გახსნის ტესტის გამოყენება კლარიტრომიცინის შემცველი ჯენერიკების ბიოეკვივალენტობის შესაფასებლად. /თ. ჩიკვილაძე, ქ. ბარამიძე, ნ. კობერიძე, ლ. ტეფნაძე, თ. ოთარაშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 151–153. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

შესწავლილია საქართველოში რეგისტრირებული, კლარიტრომიცინის შემცველი ოთხი მყარი ორალური წამლის ფორმიდან მოქმედი ნივთიერების ინვიტრო გამოთავისუფლება. დადგენილია, რომ ოთხივე საკვლევი ობიექტი აკმაყოფილებს ფარმაკოპეის სტატიის მოთხოვნას ტესტზეგახსნა”, იმდენად, რამდენადაც ოთხივე ნიმუშიდან 80%-ზე მეტი რაოდენობით ხდება კლარიტრომიცინის გამოთავისუფლება 30 წუთის განმავლობაში; შედარებულია საკვლევი ნიმუშების და რეფერენტული პრეპარატის ხსნადობის პროფილები და დადგენილია, რომ ორი ნიმუშის ¹2 და ¹5 ხსნადობის პროფილი შეესაბამება რეფერენტულს და, შესაბამისად, ეს ნიმუშები არის რეფერენტული მედიკამენტის ეკვივალენტური. რაც შეეხება ¹3 და ¹4 ნიმუშებსin vitro კვლევის შედეგები არადამაკმაყოფილებელია და თერაპიული ეკვივალენტობის დასადგენად მოითხოვს დამატებით in vitro კვლევას. სურ. 2, ცხრ. 2, ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.3.1.27. გენომური იმპრინტინგების ეპიგენეტიკა. /მ. ჭიპაშვილი, ც. გიგინეიშვილი, ე. იმნაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 164–165. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

გენომური იმპრინტინგის პროცესი განპირობებულია უკვე ცნობილი ეპიგენეტიკური ფაქტორებით, რომლებიც მოქმედებენ განვითარების სხვადასხვა სტადიაზე და წარმართავენ მას ევოლუციურად კანონზომიერი მიმართულებით. ესენია დნმ-ის მეთილირება, აცეტილირება და ფოსფორილირება. დადგენილია, ასევე, მავნეფაქტორებისნარკოტიკების, განსაზღვრული მოქმედების მქონე პრეპარატების, დაავადებათა გამომწვევი ტოქსინების, პესტიციდების, კვებითი დანამატების, რადიაციის და სხვ., მოქმედება ინდივიდის ეპიგენომზე მუცლადყოფნისა და პოსტნატალურ პერიოდებში, რაც ხდება მრვალ იმემკვიდრული დეფექტის განვითარების მიზეზი. ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.3.1.28. ზო-20-ის (სიმვასტატინი) 20 მგ-იანიტაბლეტების სტანდარტიზაცია. /მ. ჯორჯიკია, თ. ნონიაშვილი, ბ. ჭუმბურიძე, თ. ჩიკვილაძე, ჰ. იორამაშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 180–183. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ჩატარებულიაზო-20“ 20 მგ-იანი ტაბლეტების წარმოებისათვის განკუთვნილი სიმვასტატინის სუბისისსტანციის ანალიზი ევროპის ფარმაკოპეის სტატიის შესაბამისად, პოლარიმეტრული, ინფრაწითელი სპექტრომეტრული და მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიული მეთოდების გამოყენებით. დადგენილია მისი შესაბამისობა სტანდარტთან. ჩატარებულია ამ სუბსტანციისაგან დამზადებული 20 მგიანიტაბლეტებისზო-20“-ის ანლიზი და დადგენილია მისი კეთილხარისხოვნება. სურ. 4, ცხრ. 4, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.3.1.29. აუტოიმუნური მექანიზმები I ტიპის კოლაგენის მიმართ კატარული და წყლულოვანი გინგივიტების დროს. /ლ. ჯაში, მ. ივერიელი, ნ. აბაშიძე, ნ. გოგებაშვილი, ხ. გოგიშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 177–180. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ნაშრომში წარმოდგენილია ორიგინალური მონაცემები ავტოიმუნური მექანიზმების შესახებ, კატარული და წყლულოვანი გინგივიტების დროს, პროცესის სიმძიმის გათვალისწინებით. გინგივიტის სხვადასხვა ფორმით დაავადებული 80 ავადმყოფის გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ ინგივიტის დროს ირღვევა I ტიპის კოლაგენის სინთეზი და რესინთეზი, რასაც თან ახლავს სისხლის შრატში მისი კონცენტრაციის მომატება; ძლიერდება I ტიპის კოლაგენის მიმართ ანტიგენრეაქტიული ლიმფოციტების სელექცია, რაც იწვევს სისხლში მათი რაოდენობის მატებას და I ტიპის კოლაგენის მიმართ აუტოანტისხეულების წარმოქმნის სტიმულაციას. ამაზე მიუთითებს აღნიშნული აუტოანტისხეულების ტიტრების მომატება სისხლის შრატში. ამ პროცესების ინტენსივობა ძლიერდება პაროდონტში ანთებითი პროცესის სიმძიმის პარალელურად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ავტორები ამტკიცებენ, რომ კატარული და წყლულოვანი გინგივიტების დროს ვითარდება აუტოიმუნური პროცესი I ტიპის კოლაგენის მიმართ, რომლის ინტენსივობა ასახავს პაროდონტის ქსოვილებში პათოლოგიური პროცესების სიმძიმეს. ცხრ. 1, ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.3.1.30. ფარმაცევტის და პაციენტის ურთიერთობების თავისებურების შესწავლა. /ნ. კვიჟინაძე, ე. მირველაშვილი, ს. გოქაძე, ა. კვარაცხელია/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 94–96. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ფარმაცევტისა და პაციენტს შორის ურთიერთობების გაანალიზების პროცესში მნიშნელოვანია განისაზღვროს, თუ რა ფაქტორები განაპირობებს მათ ეფექტურ ურთიერთობებს სააფთიაქო დაწესებულებაში. პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა ცვლის ფარმაცევტის როლს, ზრდის, როგორც რეკომენდაციების გამცემი პირის პასუხისმგებლობას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მისი პროფესიონალიზმის ამაღლებას. ფარმაცევტები და ექიმები ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის არიან მოწოდებულნი; ამიტომ, საექიმო და ფარმაცევტულ ეთიკას შორის ბევრი რამ არის საერთო, მაგრამ ავადმყოფთან ურთიერთობის საკითხებში ფარმაცევტული ეთიკა გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. ფარმაცევტის ამოცანაა, რომ პაციენტმა მედიკამენტები გამოიყენოს ოპტიმალურად და რაციონალურად, რათა წამლით მკურნალობის შედეგი იყოს მაქსიმალურად ეფექტური. იგი, აგრეთვე, მოვალეა ინდივიდუალურად აკონტროლოს ავადმყოფის მიერ სამკურნალო საშუალებების გამოყენება. აღნიშნული ამოცანა მნიშნელოვანია არა მარტო მომხმარებლისათვის, არამედ მისი პროფესიული ავტორიტეტის ამაღლებისათვის. ფარმაცევტის პროფესია მიმართული უნდა იყოს საზოგადოებისა და კონკრეტული პაციენტებისაკენ. სურ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.3.1.31. ფარმაცევტის როლი ჯანდაცვაში. /ნ. კვიჟინაძე, ნ. დუღაშვილი, ნ. ბუხრიკიძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 96–97. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ჯანდაცვის სფეროს კვალდაკვალ ეტაპობრივი განვითარება ჰპოვა ფარმაციამ, გაფართოვდა ფარმაცევტის როლი, ასევე, მისი საქმიანობის არსი, დანიშნულება. დღეს კი ფარმაცია აღიქმება, როგორც პაციენტზე ორიერტირებული მეცნიერება, ხოლო ფარმაცევტები  - ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სუბიექტებად, რომელთა პროფესიულ როლი არა მხოლოდ წამლის გაცემა, არამედ პაციენტისათვის კვალიფიციური რჩევის მიცემაა. პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა ცვლის ფარმაცევტის როლს, ზრდის მისი, როგორც რეკომენდაციების გამცემი პირის, პასუხისმგებლობას, რაც, თავის მხრივ განაპირობებს მისი პროფესიონალიზმის ამაღლებას. პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სფეროში უპირველესი გამოწვევაა პაციენტის მუდმივად ცვალებადი მოთხოვნილებები. ფარმაცევტების წინაშე დგება მოთხოვნა მიაწოდონ პაციენტს რჩევა შეძლებისდაგვარად მარტივი გზით, პაციენტისათვის სასურველ დროსა და ადგილას. პაციენტის წამლით უზრუნველყოფა არ უნდა იყოს შეზღუდული გეოგრაფიული, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ორგანიზაციული, ენობრივი და სხვა სახის ბარიერებით. ფარმაცევტის ამოცანებისა და როლის გაცნობიერებისათვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს ფარმაცევტის მიერ საკუთარი ფუნქციის ხედვა ჯანდაცვის სისტემაში. ფარმაცევტის როლი ჯანდაცვაში მეტად მრავალფეროვანია და ყველა შემთხვევაში ორიენტირებულია მომხმარებელზე /პაციენტზე. ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.3.1.32. ტკივილის შეგრძნების ეთნიკური და გენდერული განსხვავებები (მიმოხილვა). /. კვაჭაძე, . ცაგარელი, . დუმბაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 102-108. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გაანალიზებულია რეტროსპექტული და თანამედროვე კლინიკური და ექსპერიმენტული მონაცემები ტკივილის განსხვავებებული მგრძნობელობის შესახებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებში. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არსებობს სამეცნიერო კონსენსუსი ტკივილის ძირითადი მექანიზმების ვარიაბელობის შესახებ, დადგენილია, რომ ტკივილის აღქმას ახასიათებს დიდი ინდივიდთაშორისი და ჯგუფური ვარიაბელობა, ეთნიკურ ჯგუფებს შორის განსხვავებებზე კი აუცილებლად აისახება ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალურ-კულტურული ფაქტორები. სამეცნიერო ლიტერატურაში ასახულია დაავადებათა ფართო სპექტრის მრავალრიცხოვანი კვლევების მონაცემები გენდერული განსხვავებების შესახებ ტკივილის აღქმის ხარისხში; ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მონაცემები ცალსახად მიუთითებენ, რომ ქალები ქრონიკული ტკივილის განვითარების მეტი რისკის მატარებელნი არიან, მამაკაცებთან შედარებით. ინდუცირებული ტკივილის ექსპერიმენტული კვლევით ანალოგიური კანოზომიერებაა დადგენილი: ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან ტკივილის მიმართ, შემცირებული აქვთ ტკივილის დათრგუნვის უნარი. თუმცა, გენდერული განსხვავებების მასშტაბი სხვადასხვა კვლევაში განსხვავებულია. სურ. 2, ლიტ. 61.

ავტ.

 

 

ბ3.2. კლინიკური მედიცინა

 

ბ15.3.2.1. თანამედროვე ბავშვთა კარდიორევმატოლოგიის სტრატეგიული გეზი. /გ. ჩახუნაშვილი, ნ. ჯობავა, კ. ჩახუნაშვილი, დ. ჩახუნაშვილი, დ. ტაბუცაძე, კ. ჩახუნაშვილი/. ბავშვთა კარდიოლოგია. – 2015. – #9. – გვ. 11-15. – ქართ.; რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.

შემუშავებულია საქართველოს ბავშვთა კარდიოლოგთა ასოციაციის მიერ მრავალწლიანი განსახორციელებელი პროგრამა - ,,ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური დაავადების რისკის ჯგუფების თავისებურებანი, ეტიოპათოგენეზი, კლინიკურ გამოვლინებათა ასაკობრივი და სქესობრივი ჯგუფების გათვალისწინებით; ეტაპობრივი მკურნალობითი ტაქტიკის განსაზღვრა – ახალი ბიოაქტიური ნივთიერებების გამოყენებით ეთნიკური და გენეტიკური მარკერების როლი ეპიდემიოლოგიური მონაცემების საფუძველზე ფუნდამენტური პრევენციისა და რეაბილიტაციისათვის”. პროგრამის განხორციელება დაწყებულია და მისი სრულყოფილი შესრულება მხოლოდ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი. ლიტ. 36.

ავტ.

 

ბ15.3.2.2. ლაზერით დასხივებისა და ზოგიერთი პრეპარატის გავლენა ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის მიმდინარეობაზე. /თ. თავხელიძე/. მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები. – 2015. – #2. – გვ. 15–31.ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

კვლევის მიზანი იყო ექსპერიმენტულ ათეროსკლეროზზე ტრენტალით, ასპირინით, აგრეთვე, ჰელიუმ-ნეონის ლაზერით ზემოქმედება და ამ პირობებში თრომბოციტების ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა, აგრეთვე, აორტის ინტიმის ლიპიდური ჩანართების მორფომეტრია, აორტის კედლებში მიმდინარე მორფოლოგიური ცვლილებების შესწავლა ელექტრონული მიკროსკოპიის მეთოდით, ნეიტრალური და მჟავე მუკოპოლისაქარიდების რაოდენობის განსაზღვრა. ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, გამოთქმულია მოსაზრება, რომ ლიპიდური ჩანართების ფართის ზრდა აორტის ინტიმაში ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის ვადის ზრდასთან ერთად, გამოწვეულია არა მხოლოდ სისხლის შრატში საერთო ქოლესტერინისა და β-ლიპოპროტეიდების მატებით, არამედ მათთან დაკავშირებული ისეთი ფაქტორებითაც, როგორიცაა თრომბოციტების ფუნქციური მდგომარეობის გაუარესება და აორტის კედელში განვითარებული ნეგატიური ხასიათის ულტრასტრუქტურული ცვლილებები. ყოველივე აღნიშნული, საბოლოო ჯამში, ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის ლიპიდების ჩალაგებას აორტის ინტიმაში. გამოყენებული პრეპარატების (ასპირინი, ტრენტალი) ზემოქმედებამ, აგრეთვე, დაბალინტენსიური ჰელიუმ-ნეონის წითელი ლაზერის გამოყენებამ, განსაკუთრებით კი ყველა მათგანის კომპლექსმა, გამოიწვია მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აორტის ინტიმაში, ე.ი. ათეროსკლეროზული პროცესის განვითარების შეჩერება, რაც გამოწვეულია მისი კედლის მეტაბოლიზმის ნორმალიზებით. სურ. 10, ცხრ. 6, ლიტ. 14.

ავტ.

 

ბ15.3.2.3. მოსახსნელი პროთეზებით მოსარგებლე პაციენტების გაძღოლის ალგორითმის დასაბუთება კბილების ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში. /ე. მამფორია/. მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები. – 2015. – #2. – გვ. 32-40.ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

შემუშავებულია პაციენტების გაძღოლის ალგორითმი მოსახსნელი ფირფიტოვანი და ბიგელისებური პროთეზებით სარგებლობის სხვადასხვა პერიოდისთვის. კბილების ნაწილობრივი დაკარგვის გამო მოსახსნელი პროთეზების ხმარების პერიოდში აუცილებელია დროულად გამოვლინდეს ცვლილებები, რომლებიც ვითარდება პროთეზის სარეცელის ქვეშ მდებარე ქსოვილებში და გატარდეს ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახსნელი პროთეზებით სარგებლობის ვადის გაზრდას და გართულებების რაოდენობის შემცირებას. ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.3.2.4. საპროთეზო მასალების გადაუტანლობის მიზეზები. /ე. მამფორია/. მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები. – 2015. – #2. – გვ. 41-50.რუს.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

გამოვლიდა, რომ საპროთეზო მასალების გადაუტანლობა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზებით, რომელთა მეშვეობით მოიაზრება პათოლოგიის განვითარების სხვადასხვა მექანიზმები. განსაზღვრულია, რომ ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს პირის ღრუში არა მარტო პროთეზის, არამედ დასაპლომბი მასალის ჩაყენებაც, ასევე შემკვრელი მასალები (ცემენტი, წებო და ა.შ.), შეიძლება ეს გამოწვეული იყოს კანდიდოზით. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.3.2.5. ელაინერი - ესთეტიკური სტომატოლოგია. /თ. გაგოშიძე/. მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები. – 2015. – #2. – გვ. 62-66.ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია ორთოდონტული მოსახსნელი აპარატის - ელაინერის პოპულარულობა და განვითარება. ნაშრომი აქტუალურია და ითვალისწინებს ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების გასწორებას, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიც არის იზილაინერი. სურ. 3, ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.3.2.6. ცხოვრების ხარისხის შეფასება სხვადასხვა ფსიქონერვული ტიპის პაციენტების მიერ მთლიანი მოსახსნელი პროთეზის ბაზისის მიხედვით. /ლ. ალადაშვილი, . ჯერვალიძე, . თაბორიძე/. მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები. – 2015. – #2. – გვ. 73-86.ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

შესწავლილია მთლიანად ამოსაღები პროთეზის მიმართ ადაპტაციის თავისებურებები პოლიპროპილური და აკრილური ბაზისების გამოყენების პირობებში და მიკრობიოლოგიური და იმუნური სისტემის და ფსიქონევროლოგიური ტიპის გათვალისწინებით. მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა 45-დან 75 წლამდე ასაკის 55 პაციენტი (სტომატოლოგიური კლინიკა „ლოდერ-დენტის“ კონტინგენტი), რომლებსაც ჩაუტარდათ მთლიანი ამოსაღები პროტეზირება პოლიპროპილენურ ბაზისზე. საკონტროლო ჯგუფი შედგებოდა იმავე წლოვანების 50 პაციენტისაგან, რომლებსაც გაუკეთეს პროთეზირება აკრილურ ბაზისზე. მოცემულია გამოკვლევების მასალების ანალიზი. სურ. 1, ცხრ. 3, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.3.2.7. ჩირქოვან-ანთებითი ინფექციების განვითარების რისკ-ფაქტორები მელოგინეებში. /. კობეშავიძე, . ჩიკვილაძე, . გაჩეჩილაძე, . მიქელაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 18-23. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია მელოგინეებში ჩირქოვან-ანთებითი ინფექციების განვითარების რისკის პოტენციური ფაქტორების გამოვლენის მიზნით შპსიმედის კლინიკი“-ს ბაზაზე 2014 წელს ჩატარებული ეპიდემიოლოგიური ანალიზის შედეგები. აღწერილობითი მეთოდის გამოყენებით შესწავლილია 3248 მშობიარობის ისტორია, რომელთა შორის 2373 (73,06%) იყო ფიზიოლოგიური მშობიარობა, ხოლო 875 (26,99%) - მშობიარობა საკეისრო კვეთის საშუალებით. მშობიარობის საერთო რიცხვიდან გამოვლენილია ძირითადი ფორმების ჩირქოვან-ანთებითი გართულების 296 (9,11%) შემთხვევა. გაანალიზებულია, აგრეთვე, მშობიარობის შემდგომი ჩირქოვან-ანთებითი გართულებების განვითარება ორსულობის ანამნეზთან კორელაციით. გამოვლინდა, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში მელოგინეებში ჩირქოვან-ანთებითი ინფექციების ფორმირების ყველაზე ხშირი რისკ-ფაქტორია შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები ორსულობის პერიოდში და მშობიარობის ხანგრძლივი (6 საათზე მეტი) მიმდინარეობა, ხოლო საკეისრო კვეთის მეშვეობით მშობიარობის შემდეგ ასეთი ფაქტორები, თვით ოპერაციიული ჩარევის გარდა, არის შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები ორსულობის პერიოდში, ხანგრძლივი (5 საათზე მეტი) უწყლო პერიოდი, 5 საათზე მეტი ხანგრძლივობის სამშობიარო მოქმედება, 30 წუთზე მეტი ხანგრძლივობის ოპერაცია და სისხლის მნიშვნელოვანი დანაკარგი ოპერაციის დროს. სურ. 4, ცხრ. 2, ლიტ. 13.

ავტ.

 

ბ15.3.2.8. გინეკოლოგიური ოპერაციები ჰერნიოპლასტიკასთან შერწყმაში. /. კინტრაია, . მოსიძე, . მელია, . სულუხია/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 24-27. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გაანალიზებულია ჰერნიოპლასტიკასთან შერწყმული 64 გინეკოლოგიური ოპერაციის შედეგები. სასწრაფო წესით ჩატარდა 5 ოპერაცია, გეგმიური წესით – 59 ჩარევა. თიაქარის მქონე გინეკოლოგიური  პაციენტების ასაკი – 24-დან 59 წლამდე. ოპერაციის საშუალო ხანგრძლივობამ შეადგინა 129 წუთი; სტაციონარული მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა – 4±2 დღე. ტკივილის სინდრომის გამოხატულება ფასდებოდა გამოყენებული ანალგეტიკების რაოდენობით. ჰერნიოპლასტიკას სიმულტანური ოპერაციების დროს პოლიპროპილენური ბადისებური ენდოპროთეზის გამოყენებით, სხვადასხვა ლოკალიზაციის და ვენტრალური თიაქარის დროს აქვს კარგი ფუნქციური და ესთეტიკური შედეგები მძიმე გართულებების გარეშე პოსტოპერაციულ პერიოდში. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 12.

ავტ.

 

ბ15.3.2.9. პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის დიაგნოსტიკური თავისებურებები მოზარდებში (მიმოხილვა). /. ბელთაძე, . ბარბაქაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 32-34. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის (პსს) პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი დაკავშირებულია არა მარტო სამედიცინო, არამედ ფსიქოსოციალურ ფაქტორებთან. პსს არის ანოვულაციური უშვილობის ხშირი ენდოკრინული მიზეზი და მეტაბოლური სინდრომის, სისხლძარღვთა დაავადებების, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის გამომწვევი ძირითადი ფაქტორი. კლინიკური სიმპტომებია: აკნე, ჰირსუტიზმი, სიმსუქნე, ალოპეცია, რომლებიც წარმოადგენენ ფსიქოლოგიურ პრობლემას, განსაკუთრებითმოზარდებში. პსს-ის პირველი სიმპტომები, ძირითადად, მოზარდ ასაკში ვლინდება. პსს-ის ადრეული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული გართულებების თავიდან ასაცილებლად. პსს-ის დიაგნოსტიკა მოზარდებში ხშირად პრობლემურია, ვინაიდან ფიზიოლოგიურ პუბერტატს პსს-ის მსგავსი სიმპტომები ახასიათებს. განხილულია პსს-ის დიაგნოსტიკის თავისებურებები მოზარდებში. ლიტერატურის მიმოხილვის საფუძველზე გამოტანილია დასკვნა, რომ პსს-ის დიაგნოსტიკური კონსენსუსი მოზარდი პაციენტებისათვის ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული. მოზარდებში პსს-ის დიაგნოსტიკის მიზნით ავტორები რეკომენდაციას უწევენ Carmina- მიერ როტერდამის მოდიფიცირებული კრიტერიუმების გამოყენებას. მეტაბოლური სინდრომის მომატებული სიხშირე მოზარდებში კი ხაზს უსვამს რეგულარული სკრინინგის მნიშვნელობას. ლიტ. 16.

ავტ.

 

ბ15.3.2.10. ზედა ყბის მეორე მოლარი - ანატომიური ვარიაციები (კლინიკური შემთხვევების აღწერა). /. ბეშკენაძე, . ჭიპაშვილი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 35-38. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღწერილია ზედა მეორე მოლარის 2 არატიპიური კლინიკური შემთხვევის აღწერა, რაც მნიშვნელოვნია კბილთა ანატომიურ ვარიაციების შესახებ ცოდნის გამდიდრებისათვის. ერთ შემთხვევაში 38 წლის ქალის კლინიკაში მომართვის მიზეზი იყო ესთეტიკური ხასიათის ჩივილები და ფუნქციური დისბალანსი (ღეჭვითი ფუნქციის მოშლა ორთოპედიული კონსტრუქციის დაზიანების გამო). კლინიკური და რენტგენოგრაფიული გამოკვლევების შედეგად დაისვა ქრონიკული პერიოდონტიტის დიაგნოზი – 17 კბილი 2 ფესვით და 2 არხით. მეორე კლინიკურ შემთხვევაში 39 წლის ქალის კლინიკაში მომართვის მიზეზი იყო ძლიერი ტკივილი ზედა მარჯვენა მოლარების მიდამოში. პაციენტი მიუთითებდა 17 კბილზე კარიესული ღრუს არსებობაზე. პაციენტის გამოკითხვის, კლინიკური, ვიზიოგრაფიული გამოკვლევების შემდეგ დაისვა მწვავე პულპიტის დიაგნოზი (K 04.00) – სამი ფესვით და 4 არხით. ორივე შემთხვევაში, სათანადო გამოკვლევების და პაციენტებთან შეთანხმების შემდეგ შედგა მკურნალობის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მე-17 კბილის ენდოდონტიურ მკურნალობას და კარიესული დეფექტების დაბჟენას. პირველ შემთხვევაში კბილი მომზადდა ორთოპედიული კონსტრუქციისთვის; მეორე შემთხვევაში სხივ-გამყარებადი კომპოზიციური მასალით აღდგა კბილის ანატომიური მთლიანობა და ფუნქცია. აღნიშნული შედეგები მნიშვნელოვანია მეორე მოლარის ენდოდონტიური მკურნალობის გართულებათა პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის ალგორითმის ოპტიმიზებისთვის. სურ. 2, ლიტ. 16.

ავტ.

 

ბ15.3.2.11. ლაპაროსკოპიის როლი ბიოპტატის ციტო-ჰისტოლოგიური გამოკვლევით ქალის გენიტალური ტუბერკულოზის დიაგნოსტიკაში. /. ლორთქიფანიძე, . ვაშაკიძე, . მამალაძე, . გუჯაბიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 39-45. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია გენიტალურ ტუბერკულოზზე საეჭვო 14 შემთხვევა, სადაც, სავალდებულო კლინიკურ-დიაგნოსტიკურ გამოკვლევებთან ერთად (მათ შორის - ასციტური სითხის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია და ბაქტერიოლოგიური კვლევა ტუბერკულოზზე, ასევე, CA-125 საკვერცხის კარცინომისათვის), ჩატარებული იყო ლაპაროსკოპია ბიოპტატის შემდგომი ციტოლოგიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. აღნიშნული მეთოდის საშუალებით შემთხვევათა 85,7% ციტოლოგიურად და ჰისტოლოგიურად დადგინდა გენიტალური და აბდომინური ტუბერკულოზი ქალებში და გამოირიცხა საკვერცხის კარცინომა. დადასტურებულია ლაპაროსკოპიის ეფექტურობა გენიტალური და აბდომინური ტუბერკულოზის დიაგნოსტიკაში. სურ. 2, ცხრ. 2, ლიტ. 19.

ავტ.

 

ბ15.3.2.12. მწვავე კორონარული სინდრომის კლინიკური მიმდინარეობა ჰომოცისტეინის შემცველობის და მეტილენჰიდროფოლატრედუქტაზას გენის Ñ677Ò პოლიმორფიზმის შესაბამისად. /. პრისტუპა, . გრეკი, იუ. ატამანი, . ორლოვსკი, . ოპოლონსკაია/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 46-49. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა მწვავე კორონარული სინდრომის კლინიკური მიმდინარეობის განსაზღვრა ჰომოცისტეინის შემცველობის და მეტილენჰიდროფოლატრედუქტაზას გენის Ñ677Ò პოლიმორფიზმის გათვალისწინებით. გამოკვლეულია 161 პაციენტი და 87 პრაქტიკულად ჯანმრთელი პირი. გამოყენებულია პოლიმერული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი და იმუნოფერმენტული მეთოდი. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგენილია კლინიკური მიმდინარეობის დამო-კიდებულება გენეტიკურ პოლიმორფიზმთან და ჰომოცისტეინის შემცველობასთან. ცხრ. 3, ლიტ. 12.

ავტ.

 

ბ15.3.2.13. პიგმენტური და არაპიგმენტური ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის დერმატოსკოპიური მახასიათებლები. /. კილაძე, . შულაია, . ბულინსკა, . აბრაჰამოვიჩი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 50-53. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სამუშოს მიზანია პიგმენტური და არაპიგმენტური ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის დერმატოსკოპიური კრიტერიუმების შესწავლა ჰარალდ კიტლერის მიერ მოწოდებული ალგორითმის გამოყენებით. შესწავლილ იქნა ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის სხვადასხვა კლინიკური ფორმის 78 შემთხვევა, დიაგნოსტიკა ხორციელდებოდა კლინიკური და დერმატოსკოპიური მონაცემებით, შემდგომში ციტოლოგიური კვლევით დადასტურებით. მიღებული მონაცემები ადასტურებენ, რომ პიგმენტური ბაზალურუჯრედოვანი კარცინომისთვის დამახასიათებელია ხუთი ძირითადი დერმატოსკოპიური მახასიათებელი ხაზები, წერტილები, გორგლები, წრეები და უსტრუქტურო არე, ხოლო არაპიგმენტურისთვის სისხლძარღვოვანი სურათი და, როგორც დამატებითი მონაცემი, უსტრუქტურო არე, დერმატოსკოპიური მონაცემების სპეციფიკურობის და მგრძნობელობის განსაზღვრისათვის აუცილებელია შემდგომი კვლევა. ცხრ. 1, ლიტ. 10.

ავტ.

 

ბ15.3.2.14. ენდოთელიუმის ფუნქციის მდგომარეობის განსაზღვრის მეთოდი ესენციური არტერიული ჰიპერტენზიის და თანმხლები შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით პაციენტებში. /. კოჩუევა, ია. რადზიშევსკაია, . ლინსკაია, . რადზიშევსკაია, . სტეპანეცი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 53-60. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტადია II ესენციური ჰიპერტენზიის და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტებისთვის შემუშავებულია მხრის არტერიის ენდოთელიუმ-დამოკიდებული ვაზოდილატაციის მეთოდი, როგორც ალტერნატივა რეაქტიული ჰიპერემიის ნიმუშის სინჯისა მაღალი რეზოლუციის ულტრაბგერების გამოყენებით. მეთოდი იძლევა მხრის არტერიის ენდოთელიუმ-დამოკიდებული ვაზოდილატაციის სავარაუდო მნიშვნელობის გამოთვლის საშუალებას ხუთი ტრადიციული ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის პარამეტრების საფუძველზე სპეციალური დამატებითი აღჭურვილობის გარეშე, რაც ამარტივებს დიაგნოსტიკის პროცესს, მნიშვნელოვნად ამცირებს მის ხანგრძლივობას. ავტორებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ აღნიშნული მეთოდის ფართოდ გამოყენება პირველადი დიაგნოსტიკის დროს. სურ. 3, ცხრ. 2, ლიტ. 13.

ავტ.

 

ბ15.3.2.15. გულის ქრონიკული უკმარისობის პროგრესირების ახალი მარკერები პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზით, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით და სიმსუქნით ავადმყოფებში. /. კრავჩუნი, . კადიკოვა, . გაბისონია/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 60-64. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა კლასტერინის და ფრაკტალკინის როლის შეფასება გულის ქრონიკული უკმარისობის პროგრესირებაში პაციენტებში პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზით, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით და სიმსუქნით. გამოკვლეულია 71 პაციენტი პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზით, დიაბეტი ტიპი 2-ით და სიმსუქნით. პაციენტები დაიყო ჯგუფებად გულის ქრონიკული უკმარისობის ფუნქციური კლასის მიხედვით. დადგინდა, რომ ფრაკტალკინის ზრდა და შემცირებული კლასტერინის რაოდენობა იწვევს სისტოლური დისფუნქციის განვითარებას და გულის ქრონიკული უკმარისობის პროგრესირებას პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზით, დიაბეტი ტიპი 2-ით და სიმსუქნით პაციენტებში. კლასტერინი და ფრაკტალკინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გულის ქრონიკული უკმარისობის პროგრესირებაში პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზით, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით და სიმსუქნით პაციენტებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეკომენდებულია გამოკვლეული მაჩვენებლების ჩართვა გულის ქრონიკული უკმარისობის სიმძიმის სადიაგნოსტიკო კრიტერიებად. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 15.

ავტ.

 

ბ15.3.2.16. წინაგულთა ფიბრილაცია მიტრალური სარქველის პროტეზირების შემდეგ. /. ცელუიკო, . ჟადანი, . ზედგინიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 65-69. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მიტრალური მანკების დროს წინაგულთა ფიბრილაცია დაავადების ხშირი გართულებაა, როგორც ქირურგიულ ჩარევამდე, ასევე მის შემდეგ. ჩატარდა მიტრალური მანკების დროს წინაგულთა ფიბრილაციის განვითარების რისკთან ასოცირებული ფაქტორების ანალიზი. დადგინდა, რომ ოპერაციული მკურნალობის ჩატარება მიტრალური მანკის მქონე ავადმყოფებში უზრუნველყოფს არა მხოლოდ კლინიკური მიმდინარეობის გაუმჯობესებას, არამედ სინუსური რიტმის აღდგენასაც. ცხრ. 7, ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.3.2.17. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი რევმატოიდული ართრიტის თანხლებით (კლინიკური შემთხვევის აღწერა). /. ტოლეუოვა, . ბეისენბეკოვა, . ტაიჟანოვა, . ტაუეშევა, . გუსეინოვა/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 70-72. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

რევმატოლოგიური დაავადებების სტრუქტურაში რევმატოიდული ართრიტის წილი 10%-ია, იგი სახსრების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანთებითი დაავადებაა. სახსრების დაზიანება ხშირია არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს, მაგრამ რევმატოიდული ართრიტის და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის შერწყმა იშვიათია. აღწერილია არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის შემთხვევა, რომელსაც დაწყებამდე 8 წლით ადრე წინ უსწრებდა რევმატოიდული ართრიტი. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.3.2.18. IgE-გაშუალებული კვებითი ალერგიამიმდინარე პრობლემები და სამომავლო პერსპექტივები (მიმოხილვა). /. ლომიძე, . გოთუა, . გოთუა/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 73-78. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვებითი ალერგიის ინციდენტობა და პრევალენტობა დროში მუდმივად განიცდის ცვლილებას. მრავალი კვლევა მიუთითებს დაავადების გავრცელების ჭეშმარიტ ზრდაზე უკანასკნელი 10-20 წლის პერიოდში. ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ კვებითი ალერგია აღენიშნება გამოკითხულთა 17.3%-, ხოლო პროვოკაციული ტესტით დადასტურებული - 0.9%-. საკვების მიმართ ალერგიული რეაქციების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, გამოწვეულია, ძირითადად, 8 საკვებით: ძროხის რძე, კვერცხი, სოიო, ხორბალი, თხილი, არაქისი, თევზი და მოლუსკები. კვებითი ალერგიის კლინიკურ სიმპტომებს მიეკუთვნება კანისმიერი, გასტროინტესტინური და სისტემური რეაქციები, მათ შორის - ანაფილაქსია, რომელიც ხშირ შემთხვევაში საშიშროებას წარმოადგენენ სიცოცხლისთვის ფატალური დასასრულით. კვებითი ალერგიის დიაგნოსტიკა ეფუძნება კანის ალერგოლოგიურ სინჯებს, სპეციფიკური IgE-ის განსაზღვრას, კომპონენტებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა და ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებულ ორალურ პროვოკაციულ ტესტებს. კვებითი ალერგიის ძირითადი მკურნალობა მოიცავს დამნაშავე საკვების მკაცრ ელიმინაციას. პაციენტს უნდა მიეცეს მკურნალობის სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს ადრენალინის აუტოინიექტორის გამოყენების შესწავლას. რეკომენდებულია ძუძუთი კვება სიცოცხლის პირველი 4-6 თვის განმავლობაში დედის საკვები რაციონიდან ალერგიული საკვების შეზღუდვის გარეშე. ბოლო ათწლეულში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ საკვები ალერგენებით იმუნოთერაპიამ შესაძლებელია გამოიწვიოს დესენსიბილიზაცია და ალერგენ-სპეციფიკური იმუნური პასუხის მოდულაცია. კვლევები მისი შორეული ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ გრძელდება. ლიტ. 42.

ავტ.

 

ბ15.3.2.19. კანზე არამტკივნეული მექანიკური დაწოლით გამოწვეული ჰიპერემიის განვითარების შესაძლო მექანიზმი. /. ბასილაძე, . ბექაია, . გონგაძე, . მითაგვარია/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 83-89. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ითვლება, რომ კანზე სუსტი, მექანიკური დაწოლით გამოწვეული ლოკალური ჰიპერემია აფერხებს იშემიის განვითარებას, რაც განიხილება, როგორც დაცვითი ნეიროვასკულური რეაქცია, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება იშემიის და, შესაბამისად, ნაწოლების ჩამოყალიბების თავიდან აცილების თვალსაზრისით. იმის გათვალისწინებით, რომ: ) აზოტის ოქსიდის გამოყოფას ადგილი აქვს ავტონომური ნერვებიდანაც, რაც არსებით როლს ასრულებს სხვადასხვა ქსოვილში ვაზოდილატაციის ნეიროგენული მექანიზმის ფუნქციონირებაში; ) ასეთ როლს ასრულებს, აგრეთვე, კალციტონინის გენთან დაკავშირებული პეპტიდიც. სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა ამ ორი ფაქტორის როლის გამოვლენა კანზე სუსტი ძალის არამტკივნეული მექანიკური დაწოლით გამოწვეული ლოკალური ჰიპერემიის განვითარების მექანიზმში. თეთრ ვირთაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში დადასტურდა, რომ სუსტი პრესორული ზემოქმედება კანში იწვევს სისხლის ნაკადის ბიფაზურ ცვლილებას - ნაკადის ინტენსივობის თავდაპირველ გაზრდას მოჰყვება ექსპონენციური დაქვეითება და სტაბილიზება საწყის დონეზე დაბლა. მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოტანილია დასკვნა, რომ ამ ფენომენის განვითარებაში ტრიგერულ რგოლს ასრულებს აზოტის ოქსიდის გამოყოფა, ხოლო მარეალიზებელი რგოლის ფუნქცია ეკისრება კალციტონინის გენთან დაკავშირებულ პეპტიდს. ამ კომბინირებული ვაზოდილატაციური მექანიზმის მოქმედების ეფექტურობა იზღუდება კანის სისხლძარღვებზე განვითარებული მექანიკური კომპრესიით. სურ. 4, ლიტ. 12.

ავტ.

 

ბ15.3.2.20. ლაზერის ექსტრაკორპორული დასხივების გავლენა ერითროციტების სტრუქტურულ მაჩვენებლებზე. /. ხეცურიანი, . ალადაშვილი, . არაბული, . თოფურია, . ჭლიკაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 94-97. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოკვლეულია ერითროციტების დიფრაქტომეტრული მაჩვენებლები ლაზერით საექსპერიმენტო ცხოველის 1 მლ სისხლის სხვადასხვა დოზით ექსტრაკორპორული დასხივებისას. ამ მიზნისთვის გამოიყენებოდა 1 მლ რაოდენობის სისხლი საშუალო წონის (1200 გრ) შინშილას ჯიშის ზრდასრული ბოცვერებიდან, რომლებიც დაიყო 9 ჯგუფად და სხივდებოდა ჰელიუმ-ნეონის ლაზერით 0,5-1 წთ-ის განმავლობაში. დასხივების შემდეგ სისხლი შეიყვანებოდა უკან ბოცვერის ორგანიზმში. დასხივებიდან 2 და 6 სთ-ის შემდეგ იღებდნენ სისხლს ვენიდან ელექტრონულ-მიკროსკოპული გამოკვლევისთვის და ერითროციტების მემბრანის შემდგომი დამუშავებისთვის დიფრაქტომეტრული ანალიზის მეთოდით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ექსტრაკორპორული მეთოდით დასხივებისას ერითროციტების მემბრანის დიფრაქციის მაჩვენებლები უფრო დაბალია, ვიდრე ზოგადი დასხივებისას. ლაზერით განხორციელებული ექსტრაკორპორული დასხივება და დასხივებული სისხლის შემდგომი შეყვანა ორგანიზმში, შესაძლოა განხილულ იქნას, როგორც ,,შოკური’’ თერაპია ერითროციტების მხრიდან, რაც ხელს უწყობს უჯრედის დამცველობითი ფუნქციის აქტივაციას და შოკურ ზემოქმედებას. საფუძვლად ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები უნდა ედოს, როგორიცაა ჰომეოსტაზი, კომპენსატორულ-ადაპტაციური მექანიზმები და .. სწორედ ეს უკანასკნელნი უნდა ვლინდებოდნენ სენსიბილიზებული უჯრედების (1 მლ სისხლი) შეყვანის საპასუხოდ და თავისი არსებობით უწყობდნენ ხელს დაცვითი გამოვლინებების გაძლიერებას. ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.3.2.21. სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი დაავადებების ქირურგიული მკურნალობის უშუალო და შორეული შედეგები. /. იაზიკოვი, . ლეონოვი, . ანდრიუშჩენკო, . ლუკავენკო/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 11-18. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი დაავადებების მქონე პაციენტების ქირურგიული მკურნალობის ეფექტურობის შედარებითი ანალიზი სექტორული რეზექციისა და საავტორო მეთოდიკების გამოყენების შემდეგ. კლასიკური სექტორული რეზექცია ჩაუტარდა 45 ქალს, 106 შემთხვევაში ჩატარდა ოპერაცია პლასტიკური ქირურგიის ელემენტებით. მკურნალობის ეფექტურობა ფასდებოდა გართულებების არსებობით ადრეულ ოპერაციის შემდგომ პერიოდში; სიცოცხლის ხარისხი შეისწავლებოდა კითხვარებით The short form medical study (SF-36) და Breast evaluation questionnaire (BEQ) ოპერაციამდე, 3 და 12 თვის შემდეგ ოპერაციიდან. სარძევე ჯირკვლის კლასიკური სექტორული რეზექცია არ აუარესებს პაციენტების თვითშეგრძნებას, თუმცა, ესთეტიკური შედეგები არადამაკმაყოფილებელია. ავტორების მიერ მოწოდებული ოპერაციული მეთოდიკები (პატ. 83922, უკრაინა, #U201301853; პატ. 83923, უკრაინა, #U201301854; პატ. 83954, უკრაინა, #U201303006; პატ. 83996, უკრაინა, #U201303007) იძლევა ადრეული ოპერაციის შემდგომი გართულებების რაოდენობის შემცირების საშუალებას; მოდიფიცირებული ოპერაციების შემდეგ აღინიშნება პაციენტების თვითშეგრძნების და სარძევე ჯირკვლების ესთეტიკური მდგომარეობით კმაყოფილების ხარისხის სარწმუნო გაუმჯობესება. პლასტიკური ქირურგიის მეთოდიკების გამოყენება სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი დაავადებების ქირურგიულ მკურნალობაში აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს შორეულ პოსტოპერაციულ პერიოდში, რაც მეტყველებს ზემოხსენებული ჩარევების ეფექტურობაზე. ცხრ. 6, ლიტ. 23.

ავტ.

 

ბ15.3.2.22. პაროდონტის დაავადებები D ვიტამინ-რეზისტენტული რაქიტის დროს. /. ჯაფარიძე, . მარგველაშვილი, . შენგელია, . ჭიღლაძე, . კალანადაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 23-26. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადების განვითარების რისკის დადგენა D ვიტამინ-რეზისტენტული რაქიტის დროს. შრომას საფუძვლად დაედო 0-18 წლის ასაკის 13 D ვიტამინ-დამოუკიდებლი (I ჯგუფი) და 68 D ვიტამინ-დამოკიდებული რაქიტით დაავადებული პაციენ­ტის (II ჯგუფი) მონაცემები. საკონტროლო ჯგუფი მოიცავდა იმავე ასაკის 61 ბავშვს. პაციენტები გაყოფილ იყო 3 ასაკობრივ ჯგუფად: I ჯგუფი - 0-5 წელი (სარძევე თანკბილვა), II ჯგუფი - 6-12 წელი (შერეული თანკბილვა), III ჯგუფი – 13-18 წელი (მუდმივი). ხარისხობრივი მაჩვენებლებისათვის განსხვავე­ბის შეფასება ჯგუფებს შორის ხდებოდა F კრიტერიუმით, ხოლო რაოდენობრივი მაჩვენებლები­სათვის - t სტიუდენტის კრიტერიუმით დამოუკიდებელი ამონარჩევისათვის. მათემატიკური უზრუნ­ველ­ყოფა განხორციელდა პროგრამების პაკეტის SPSS 22-ის გამოყენებით. სამივე ჯგუფში დაფიქსირდა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გინგივიტი, მათგან მწვავე მიმდინარეობა გამოვლინდა მხოლოდ რეზის­ტენტული რაქიტის ჯგუფში. ქრონიკული, ლოკალური, კატარული და გენერალიზებუ­ლი გინგივიტის სიხშირე D ვიტამინრეზისტენტული რაქიტის ჯგუფში სარწმუნოდ მეტი იყო, როგორც D ვიტამინდამოკი­დებულ რაქიტთან, ისე კონტროლთან შედარებით. ასევე სამივე ჯგუფში დაფიქსირდა მსუბუქი ფორმის პაროდონტიტი ქრონიკული მიმდინარეობით, რომლის სიხშირე სარწმუნოდ მაღალი იყო რეზისტენტუ­ლი რაქიტის ჯგუფში D ვიტამინ-დამოკიდებულ რაქიტთან და კონტროლთან შედარებით. ამრიგად, D ვიტამინ-რეზისტენტული რაქიტის დროს ადგილი აქვს პაროდონტის ანთებითი დაავადებების სიხშირის მატებას D ვიტამინდამოკიდებულ რაქიტთან და კონტროლთან შედარებით. სურ. 1, ცხრ. 2, ლიტ. 14.

ავტ.

 

ბ15.3.2.23. მწეველობის გავლენა სმენის ფუნქციის აუდიოლოგიურ მაჩვენებლებზე. /. გეგენავა, . ჯაფარიძე, . ქევანიშვილი, . ლომიძე, . ხეჩინაშვილი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 27-31. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანი იყო კორელაციის დადგენა მწეველობასა და კოხლეური ნევრიტის განვითარებას შორის. კვლევა ჩატარდა შპს ოტორინოლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრ - ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკასა და შპს აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში 2011 წლის სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრამდე პერიოდში. ჯვარედინი ობსერვაციული ტიპის კვლევაში ჩართული იყო 600 პაციენტი (საშუალო ასაკი - 45.4±10.4). ინფორმირებული თანხმობის შემდეგ, პაციენტები ორ ჯგუფად დაიყო: საკვლევი ჯგუფი (300 პრაქტიკულად ჯანმრთელი პირი, საშუალო ასაკი - 44.3±10.6) და საკონტროლო ჯგუფი (300 ჯანმრთელი პირი, საშუალო ასაკი - 46.5±10.2). კვლევაში მონაწილე ყველა პირმა კითხვარი შეავსო, რომელშიც ყურად-ღება გამახვილებულია მწეველობის სტატუსზე. საკვლევ ჯგუფში ჩართვის კრიტერიუმს 5 წლის განმავლობაში მწეველობის სტატუსი (დღეში - არანაკლებ 10 ღერი) წარმოადგენდა. ოტოსკოპის და აკუსტიკური იმპედანსომეტრის მეშვეობით ხდებოდა გარეთა და შუა ყურის პათოლოგიების გამორიცხვა. ტონალური ზღურბლოვანი აუდიო-მეტრიით ხდებოდა სმენის გაზომვა და სმენის ნერვის მდგომარეობის შეფასება. მიღებული მონაცემები სტატისტიკურად დამუშავდა სტიუდენტის t-კრიტერიუმის მეშვეობით. სარწმუნობის მინიმალურ ზღვრად მიჩნეული იქნა p<0,05. საკვლევ ჯგუფში სმენის დაქვეითება აღენიშნა 31,33%- (94 პირი), ხოლო საკონტროლო ჯგუფში - 17,34%- (52 პირი). საკვლევ ჯგუფში სმენის დაქვეითების ნორმალურ სმენასთან შეფარდების მაჩვენებელმა შეადგინა 0,46 (p<0.01), ხოლო საკონტროლო ჯგუფში - 0,21 (p<0.01). სურ. 1, ლიტ. 26.

ავტ.

 

ბ15.3.2.24. პროგრესირებადი მიოპიის პათოგენეზის თანამედროვე ასპექტები. /. წერედიანი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 31-35. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია პროგრესირებადი მიოპიის პათოგენეზის თანამედროვე დიაგნოსტირების მეთოდი. მიოპიის შესაძლებელი პროგრესის დადგენა ულტრაბგერითი ბიომეტრის გამოყენებით შიგნით და ქვევით ყურებისას საკონტაქტო ეკვატორის ერთი და იგივე წერტილში. კვლევის მიზანია კითხვის რეჟიმში სკლერის გაწელვის შედეგად განვითარებული ნარჩენი დეფორმაციული ცვლილების შესწავლა. გამოკვლეულია 150 პაციენტი. პაციენტები დაყოფილი იყო ასაკის და მიოპიის ხარისხის გათვალისწინებით სამ ძირითად ჯგუფად: I ჯგუფში გაერთიანებულ პაციენტთა ასაკი იყო 5-დან 12 წლამდე, II ჯგუფში პაციენტთა ასაკი იყო 13 დან 19 წლამდე და III ჯგუფში პაციენტთა ასაკი იყო 19 წლის ზევით. გამოყენებული ასაკობრივი დაყოფა ემყარება თვალის ანატომიური ზრდის კრიტერიუმებს. კვლევა ჩატარდა შემდეგი სქემით: ყველა გამოსაკვლევ პაციენტს წინასწარ ჩაუტარდა საანესთეზიო წვეთების ინსტილაცია; ულტრაბგერითი ბიომეტრის ზონდის დადება ხდებოდა ეკვატორის ერთი და იგივე წერტილის გამოყენებით. პირველ პოზიციაში ხდებოდა თვალის წინა-უკანა ღერძის ზომის დადგენა, მეორე პოზიციაში თვალის ზომის განსაზღვრა მედიალურად მზერის რეჟიმში; მესამე პოზიციაში თვალის ზომის განსაზღვრა კითხვის რეჟიმში. დადგენილია მონაცემები: პირველი ჯგუფის პაციენტებში,რომელთა ასაკი იყო 5 დან 12 წლამდე კითხვის რეჟიმში თვალის ზომის მომატება ხდება 93%-ში; მეორე ჯგუფის პაციენტებში რომელთა ასაკი იყო 13 დან 19 წლამდე 90%-ში; მესამე ჯგუფის პაციენტებში, რომელთა ასაკი იყო 19 წლის ზევით - 91%-ში. კითხვის რეჟიმში სკლერალური კაფსულის გაწელვის მიზეზია ექსტრაოკულარული კუნთების ზემოქმედება და თვალშიდა წნევის მომატება. ვინაიდან სკლერა წარმოადგენს ფიბროზულ გარსს, ხასიათდება კარგად გამოხატული ელასტიურობით, გაძლიერებული აკომოდაცია და მხედველობითი დატვირთვა ახლო მანძილზე იწვევს სკლერის კაფსულის გაჭიმვას, ყოველი გაჭიმვა - შეკუმშვის შემდეგ რჩება ნარჩენი დეფორმაცია, ამ დეფორმაციების დაგროვება იწვევს სკლერის სისუსტეს და მიოპიის ჩამოყალიბებას დაავადების სახით. მიღებული მონაცემების მიხედვით აუცილებელია დამუშავდეს გარკვეული რეკომენდაციები სკლერის მკვებავი ან სხვა სამკურნალწამლო საშუალებების თვალთახედვით. სკლერის კვების გაუმჯობესება შეანელებს ნარჩენ ცვლილებებს სკლერაში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მიოპიური დაავადების განვითარებას. სურ. 3, ლიტ. 24.

ავტ.

 

ბ15.3.2.25. ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის მქონე პაციენტების მონოციტებზე Fcγ -რეცეპტორებისა და თოლ-მსგავსი რეცეპტორ CD180-ის აბერანტული ექსპრესია. /. ცერცვაძე, . მიცკევიჩი, . ღირდალაძე, . ფორაქიშვილი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 35-38. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (ქლლ) ლეიკემიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, როგორც აშშ-სა და ევროპაში, ასევე საქართველოში. ქლლ პაციენტებში ინფექციური დაავადებების მაღალი პროცენტი გამოწვეულია დაავადების პროგრესირებით და ქიმიოთერაპიით, რაც მიუთითებს შეძენილ იმუნოდეფიციტზე, რომელიც მოიცავს როგორც შეძენილ, ასევე თანდაყოლილ იმუნურ პასუხებს, მათ შორის - მონოციტების ანტიმიკრობულ ფუნქციებს. ამასთანავე, მონოციტები მონაწილეობენ ანტისიმსივნურ იმუნურ პასუხებშიც, განაპირობებენ რა მონოკლონური ანტისხეულებით ოფსონირებუ­ლი სიმსივნური უჯრედის Fcγ-რეცეპტორ (Fcγr)-გაშუალებულ ფაგოციტოზს. ნაშრომში შესწავლილია მონოციტების ფუნქციური სტატუსი ქლლ მქონე პაციენტებში. გამომდინარე ციტომეტრიის გამოყენებით გამოკვლეულია მონოციტების ზედაპირული Fcγ რეცეპტორების CD64, CD32, CD16 და თოლ-მსგავსი რეცეპტორის CD180-ის ექსპრესია მონოციტებზე, რომელთა როლი მნიშვნელოვანია ანტიბაქტერიულ იმუნიტეტში. დადგენილია, რომ ქლლ პაციენტებში ჯანმრთელ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით პერიფერიული სისხლის მონოციტებზე აღინიშნება როგორც Fcγ-რეცეპტორების (CD64 და CD16), ასევე, CD180-ის ექსპრესიის დაქვეითება, რაც ასუსტებს მათ ანტიბაქტერიულ იმუნურ პასუხს. ამასთან, მონოციტებზე CD64-ის აბერანტულმა ექსპრესიამ, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ანტისხეულ­დამოკიდებული იმუნოთერაპიის ეფექტურობაზე. სურ. 4, ლიტ. 10.

ავტ.

 

ბ15.3.2.26. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე და მის გარეშე პაციენტებში პიელონეფრიტის ემპირული ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტურობის დამოკიდებულება რეზისტენტობის პლაზმიდური გენების არსებობაზე. /. ჩუბი, . ბილჩენკო/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 39-43. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა რეზისტენტობის პლაზმიდური გენების როლის გამოვლენა ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტურობაში პიელონეფრიტით დაავადებულ პაციენტებში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით ან მის გარეშე. გამოკვლეულია 105 პაციენტი: 71 გაურთულებული პიელონეფრიტით (I ჯგუფი), 32 პიელონეფრიტით შაქრიანი დიაბეტის ფონზე (II ჯგუფი). პიელონეფრიტის დიაგნოზი დასტურდებოდა EUA, 2013 წლის კრიტერიუმების საფუძველზე. რეზისტენტობის პლაზმიდური გენების გამოვლენის სიხშირე პაციენტებში შეადგენდა 44,4%-. ESBL-ს განისაზღვრა როგორც მდგრადობის დომინირებული გენები პიელონეფრიტით დაავადებულ პაციენტებში შაქრიანი დაიბეტის თანაარსებო­ბისას და მის გარეშე. ანტიბიოტიკოთერაპიის კლინიკური ეფექტი იყო სარწმუნოდ მაღალი (ð≤0,05) პაციენტებში რეზისტენტობის გენების გარეშე, მაშინ როცა ამ გენების მატარებელ პაციენტთა 48,4% საჭირო გახდა დამატებითი პარეტნერალური ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება, ხოლო 16,1% დაჭირდა ანტიბიოტიკის შეცვლა. ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტურობის დაქვეითება განპირობებულია პიელო­ნეფრი­ტით დაავადებულ პაციენტებში რეზისტენტობის პლაზმიდური გენების არსებობით. მდგრადი ბაქტერიული შტამების იდენტიფიკაცია აუცილებელია ეპიდემიოლოგიური კვლევისას და ინფექციური კონტროლისთვის პლაზმიდური მულტირეზისტენტობის გამოვლენის მიზნით. სურ. 4, ლიტ. 14.

ავტ.

 

ბ15.3.2.27. ნაადრევი რეპოლარიზაცია და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არითმია პაციენტთა სხვადასხვა ჯგუფში. /. მათოშვილი, . პეტრიაშვილი, . არჩვაძე, . აზალაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 44-47. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანი იყო ნაადრევი რეპოლარიზაციის გავლენის შეფასება პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის სიხშირეზე პაციენტთა სხვადასხვა ჯგუფში. დადგენილია, რომ ყველაზე მაღალი არითმოგენულობით ხასიათდება კორონარული არტერიების დაავადების და ნაადრევი რეპოლარიზაციის ერთდროული არსებობა, შემდეგგულის უკმარისობის და ნაადრევი რეპოლარიზაციის თანაარსებობა. ამასთან ნაადრევი რეპოლარიზაცია დამოუკიდებლად ზრდის პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის სიხშირეს პაციენტთა სხვადასხვა ჯგუფში. ცხრ. 7, ლიტ. 14.

ავტ.

 

ბ15.3.2.28. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებში CK-MB- ფერმენტული აქტივობის შესწავლა კანგავლითი კორონარული ინტერვენციის შემდეგ. /. ემუხვარი, . ცეცხლაძე, . ხიჯაკაძე, . მამაცაშვილი, . ნაფეტვარიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 47-51. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევაში ჩართული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალ. ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე 105 პაციენტი, რომელთაც ჩაუტარდათ კანგავლითი კორონარული ინტერვენცია (PCI). მიუხედავად იმისა, რომ კორონარული ანგიოპლასტიკის გამოყენება მრავალ წელს ითვლის და მისი ტექნიკა კარგად არის დამუშავებული, პროცედურის ჩატარების დროს შესაძლებელია მიოკარდიუმის მიკროდაზიანების განვითარება, რასაც ჩვეულებრივ არ გააჩნია კლინიკური და ელექტროკარდიოგრა­ფიული გამოვლინებები და დიაგნოსტირდება მხოლოდ კარდიომარკერების დონის მატებით. კვლევის მონაცემებით, CK-MB მასის მატება წარმატებული PCI-ის შემდეგ აღინიშნა პაციენტთა 34.4%-ში რომელთაგან უმრავლესობას ჰქონდა STEMI. დადგენილია, რომ მიოკარდიუმის ინფარქტით პაციენტებში წარმატებული PCI-ის შემდეგ CK-MB მატების პრედიქტორებად შეიძლება ჩაითვალოს ასაკი, შაქრიანი დიაბეტი, დისლიპიდემია, მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია <40% და დაზიანებული კორონარების რაოდენობა. პროცედურის შემდეგ CK-MB მყარი მატება, ასოცირდება ადრეული (ჰოსპიტალური) გართულებების და შორეული (30-დღიანი და 6-თვიანი) ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის სიხშირის მატებასთან. ცხრ. 2, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.3.2.29. მესამე თაობის კალციუმის ნელი არხების ბლოკატორის ლერკანიდიპინის კლინიკური ეფექტურობა პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით და მეტაბოლური დარღვევებით (მიმოხილვა). /. ტაბიძე, . კეზელი, . ციბაძე, . დოლიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 51-56. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს მაღალ რისკ-ფაქტორს პაციენტებში მეტაბოლური დარღვევებით. ანტიჰიპერტენზიული თერაპიის შერჩევისთვის აუცილებელია არა მხოლოდ პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული და ორგანოპროტექციული თვისებების, არამედ მათი მეტაბოლური ეფექტების გათვალისწინებაც, რასაც უდიდესი პროგნოზული მნიშვნელობა აქვს. დიჰიდროპირიდინების ჯგუფის მესამე თაობის კალციუმის ანტაგონისტი ლერკანიდიპინი გამოირჩევა მაღალი სელექციურობით კალციუმის არხების მიმართ, რაც ასოცირდება კარგ ჰიპოტენზიურ, ორგანოპროტექციულ და მეტაბოლურ მოქმედებასთან. ასევე, გამართლებულია გულ-სისხლძარღვოვანი რისკით და მეტაბოლური დარღვევებით მიმდინარე პაციენტების კომბინირებული მკურნალობის ტაქტიკა ანგიოტენზინ­გარდამ­ქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით და კალციუმის ანტაგონისტებით; ყურადღება ექცევა ახალ ფიქსირებულ კომბინაციებს ამავე პრეპარატების გამოყენებით. ლიტ. 41.

ავტ.

 

ბ15.3.2.30. ვაზოპლეგია სეპტიური შოკის დროს (მიმოხილვა). /. გამყრელიძე, . ინწკირველი, . ვარდოსანიძე, . ჩიხლაძე, . გოლიაძე, . რატიანი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 56-62. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ვაზოპლეგიის სხვადასხვა მექანიზმები სეპტიური შოკის დროს: აზოტის ოქსიდის (NO) ჭარბი პროდუქცია აზოტის ოქსიდის სინთაზას ინდუცირებადი ფორმის (INOS) გააქტივების გამო; პროსტაციკლინის (PG12) ჭარბი პროდუქცია; ვაზოპრესინის უკმარისობა; მოცირკულირე ენდოთელინის დონის მნიშვნელოვანი ზრდა; ვაზოდილატაციური პეპტიდებისადრენომედულინის (AM) და კალციტონინის გენთან დაკავშირებუ­ლი პეპტიდის (CGRP) კონცენტრაციის მატება; ოქსიდაციური სტრესი, რომელიც იწვევს ენდოთელურ დისფუნქციას და ვაზოკონსტრიქტორების მიმართ ვასკულურ ჰიპორეაქტიულობას; სეპტიური შოკის დროს ატფ-მგრძნობიარე კალიუმის არხების ჭარბი აქტივაცია და სისხლძარღვოვანი დისფუნქციის განვითარებაში მათი მონაწილეობა. ლიტ. 45.

ავტ.

 

ბ15.3.2.31. მუცლის ღრუს ორგანოთა დონაცია: ტვინით მკვდარი დონორებიდან კონტროლირებადი დონაციის ქირურგიული ასპექტები და პრაქტიკული რეკომენდაციები. /. მატევოსიანი, . კორძაია, . ჩხაიძე, . ხოდელი, . ფარცახაშვილი, . ხაჭიპერაძე, . დოლი, . ლობჟანიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 81-89. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატიის მიზანი ტვინით სიკვდილის შედეგად ორგანოთა დონაციის ქირურგიულ ასპექტებზე ფოკუსირებაა. ორგანოების დონორთა დეფიციტმა და მოლოდინში მყოფი პაციენტების რიცხვთა ზრდამ განსაზღვრა ახალი სტრატეგიების შემუშავების საჭიროება ორგანოთა ბანკის გაფართოებისათვის ტვინით მკვდარი დონორების ხარჯზე. ტვინით მკვდარი დაავადებული დონორებისაგან ორგანოთა მოპოვება საკმაოდ რთული ამოცანაა. ამისათვის მრავალი კომპლექსური ოპერაცია ერთდროულად ტარდება. ხშირად ეს გულისხმობს მრავალი ქირურგისა და გადანერგვის კოორდინატორთა ჩართულობას. ყველა გამოსადეგი ორგანოს წარმატებულად მოპოვებისათვის უმნიშვნელოვანესია თორაკული და აბდომინური ქირურგიული ჯგუფების ექსტენსიური კოორდინაცია. დონორი ორგანოების ხარისხი და მათი წარმატებით მოპოვება, შესაბამისად, დამოკიდებულია ეფექტურ კომუნიკაციაზე. სურ. 8, ლიტ. 12.

ავტ.

 

ბ15.3.2.32. კანის დეფექტების მოდელირება ექსპერიმენტულ ცხოველებზე. /. ოლეშკო, . კორნიენკო, . ტკაჩენკო, . კურგანსკაია/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 103-108. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა ეტიოლოგიის კანის დეფექტის ექსპერიმენტული მოდელის ფორმირება წინასწარ განსაზღვრული სიღრმის და ფართობის პარამეტრებით, ორგანიზმზე სისტემური გავლენის გარეშე. ავტორების მიერ დამუშავებულია დანადგარი, რომელიც იძლევა მექანიკური, თერმული და ქიმიური ეტიოლოგიის კანის დეფექტის ფორმირების საშუალებას ფართობით 1,76 სმ2-დან 2,0 სმ2-მდე. მეთოდის ეფექტურობის შესწავლის და დეფექტის სიღრმის და ფართობის კონტროლის მიზნით ჩატარებულია ექსპერიმენტი მოწიფულობის ასაკის 18 ლაბორატორიულ მამალ ვირთაგვაზე. ახალი მეთოდიკის გამოყენების პირობებში შესაძლებელია ლაბორატორიულ ცხოველებზე კანის ტრავმის მოდელირება მოკლე ვადებში. ტრავმის სიმძიმის შემცირება, ცხოველების სიცოცხლის გახანგრძლივება რეპარაციის პროცესებზე დაკვირვების ვადების გაზრდის მიზნით. ავტორების მიერ მოწოდებული მეთოდიკა საშუალებას იძლევა დეფექტის ფართობის და სიღრმის მოცემული პარამეტრების გათვალისწინებით ჩამოყალიბდეს ტრავმის მოდელირების სტანდარტები. სურ. 2, ლიტ. 17.

ავტ.

 

ბ15.3.2.33. მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირების და გრძელი ლულოვანი ძვლების ოსტეოსინთეზის შემდგომ განვითარებულიოსტოპერაციული გართულებების მიკრობული სტრუქტურა. /. ავაზაშვილი, . მჭედლიშვილი, . ჩიკვილაძე, . გაჩეჩილაძე, . მიქელაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 3-5. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

სტატიაში მოყვანილია მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგები, რომლებიც ჩატარდა პაციენტებში მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირების და გრძელი ლულოვანი ძვლების ოსტეოსინთეზის შემდგომ განვითარებული პოსტოპერაციული ინფექციური გართულებებით. კვლევა ჩატარებული იყო ტრავმატოლოგიურ დეპარტამენტში 2014 წლის მანძილზე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ორივე ტიპის ოპერაციული ჩარევების შემდგომ განვითარებული ინფექციური გართულებების მიკრობული სტრუქტურები მსგავსია და ორივე შემთხვევაში გრამ-დადებითი მიკროფლორა სიხშირით თითქმის 1,5-ჯერ პრევალირებს გრამ-უარყოფით მიკროფლორაზე, ხოლო თავად გართულებების ჩამოყალიბება უკავშირდება როგორც ცალკეულ მიკრობებს - მონოინფექციების სახით, ისე გარკვეულ მიკრობულ ასოციაციებს. ცხრ. 2, ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.3.2.34. იშვიათი ლოკალიზაციის ქოლელითიაზი მწვავე ქოლეცისტიტის დროს. /. აზმაიფარაშვილი, . თომაძე, ა. მეგრელაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 7-9. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ნაღვლის ბუშტში კონკრემენტების წარმოქმნა გამოწვეულია ქოლესტერინის ცვლის და თავად ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევით, რაც, თავის მხრივ, პოლიეტიოლოგიური ბუნებისაა. ბილიარულ სისტემაში კონკრემენტების არსებობა რიგ შემთხვევებში არ ხასიათდება კლინიკური მანიფესტაციით, მაგრამ დაავადების პროგრესირების პარალელურად ვითარდება ისეთი მძიმე გართულებები, როგორიცაა მწვავე ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის განგრენა, ნაღვლის ბუშტის პერფორაცია, ქოლედოქოლითიაზი, ქოლანგიტი, ღვიძლის აბსცესი და სხვა. კონკრემენტები უმთავრესად ნაღვლის ბუშტშია ლოკალიზებულნი. შემდგომში სიხშირის მიხედვით ქოლედოქუსში, ჰეპატიკუსში და ღვიძლის მარცხენა ან მარჯვენა სადინრებში გვხვდება. აღწერილი შემთხვევა საინტერესოა იმით, რომ ადგილი ჰქონდა ნაღვლის ბუშტის კენჭების იშვიათ ლოკალიზაციას, კერძოდ მისჩაზრდასნაღვლის ბუშტის კედლის სისქეში და გადაფარვას ლორწოვანი გარსით. სურ. 1, ლიტ. 11.

ავტ.

 

ბ15.3.2.35. საშოსმხრივი ჰისტერექტომია - სახეცვლილებები 21- საუკუნისთვის. /. ასათიანი, ა. თარაშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 11-15. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

საშოსმხრივი გზა არის უსაფრთხო, მისაღები და პაციენტზე ორიენტირებული ჰისტერექტომიის მეთოდი. ეს არის 21- საუკუნის მიდგომა, მოიცავს რა მეანობა-გინეკოლოგიის სხვა მხარეების რაფინირებულ ტექნიკასა და იარაღებს. შესაძლებელია გაუმჯობესებული საშოსმხრივი ჰისტერექტომიის უფრო ხშირი გამოყენება. ცხრ. 3, ლიტ. 11.

ავტ.

 

ბ15.3.2.36. ლიპიდური მეტაბოლიზმის როლი კანის დაბერების პროცესში. /ქ. ბერიანიძე, მ. პაპავა, ა. კაციტაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 25–27. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

კვლევის მიზანს შეადგენდა ორგანიზმის ლიპიდური მეტაბოლიზმის როლის დადგენა კანის პიგმენტური ლაქების დისლიპიდემიასთან ასოციაციის შესახებ. შესაძლებელია კანზე პიგმენტური ლაქების გაჩენა მიჩნეულ იყოს დისლიპიდემიის განვითარებისა და ათეროსკლეროზის მარკერად. ცხრ. 2, ლიტ. 13.

ავტ.

 

ბ15.3.2.37. სომატური და სიმსივნური ღეროვანი უჯრედები და მათი მარკერები ქალის რეპროდუქციულ სისტემაში. /რ. ბერიაშვილი, გ. ბურკაძე, ნ. კიკალიშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 27–31. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ნაშრომში განხილული მრავალრიცხოვანი კვლევა ადასტურებს ადამიანის ენდომეტრიუმში და საკვერცხეში ღეროვანი უჯრედების არსებობას. ნორმალურ ღეროვან უჯრედებს თვითგანახლების უნარი გააჩნიათ. ისინი დიფერენციაციას განიცდიან შესაბამის გარემოში და ექვემდებარებიან ჰომეოსტაზურ კონტროლს, რითაც ხდება ქსოვილთა სტრუქტურის მთლიანობისა და ფუნქციური მახასიათებლების შენარჩუნება. ღეროვანი უჯრედების / პროგენიტორების შემდგომი კვლევა ხელს შეუწყობს რეპროდუქცი­ული სისტემის ფიზიოლოგიური რეგენერაციის მექანიზმების დადგენას. სიმსივნური ღეროვანი უჯრედების პოპულაციის შესწავლას კლინიკური კორელაციის და პროგნოზის თვალსაზრისით განსაკუთ­რე­ბული მნიშვნელობა აქვს. ამასთან, მნიშვნელოვანია დადგინდეს ფუნქციური დამოკიდებულება ზედაპირულ მარკერებს შორის და იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ ზოგიერთი ამ მარკერის ექსპრესია ხდება როგორც ნორმალური ქსოვილის, ისე ღეროვანი უჯრედის მიერ. ლიტ. 15.

ავტ.

 

ბ15.3.2.38. ლიპიდური ცვლის მაჩვენებლები არტერიული ჰიპერტენზიის მქონე რეპროდუქციული და მენოპაუზის პერიოდის ქალებში. /მ. ბულეიშვილი, ნ. ლობჟანიძე, ნ. ჭავჭანიძე, თ. გიორგობიანი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 37–38. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

კვლევის მიზანს შეადგენდა ლიპიდური ცვლის როლის დადგენა პოსტმენოპაუზური ჰიპერტენზიის პათოგენეზში. პოსტმენოპაუზურ ასაკში გამოვლინდა ლიპიდური ცვლის მარკერების ესტროგენდამო­კიდებული ცვლილებები. კერძოდ, LDL-ის ქოლესტეროლის 28% (p<001), ტრიგლიცერიდებისა 16% (p<005) და საერთო ქოლესტეროლის 58% (p<001) შემცველობის მომატება და ანტიათეროგენული ლიპიდების HDL-ის ქოლესტეროლის შემცველობის შემცირების ტენდენცია. არტერიული ჰიპერტენზიის სტადიების მიხედვით (კლასიფიკაცია JNC 7) რეპროდუქციული პერიოდის ქალებში ჭარბობდა პირველი სტადია და პოსტმენოპაუზურ ასაკში სიმძიმის ცენტრი ნაწილდებოდა მეორე სტადიაზე. გულსისხლძარღვთა დაავადებების მიმართ გენეტიკური მიდრეკილების მქონე ქალებში დისლიპიდემია გამოვლინდა როგორც რეპროდუქციულ, ასევე, პოსტმენოპაუზურ ასაკში. როგორც რეპროდუქციულ, ასევე პოსტმენოპაუზურ ასაკში გამოიკვეთა დადებითი კორელაცია VLDL-ის ქოლესტეროლის, საერთო ქოლესტეროლის, TG-ისა და არტერიული ჰიპერტენზიის სიმძიმეს შორის და უარყოფითი კორელაცია HLDL-ის ქოლესტეროლსა და არტერიული ჰიპერტენზიის სიმძიმეს შორის. ცხრ. 3, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.3.2.39. ჰიპოგლიკემიური მდგომარეობები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ხანდაზმულებში. /. გაბუნია, . ბურდული, . ჯიბლაძე, . ბეგიშვილი, . გოგოხია/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 41–43. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 42 ხანდაზმული პაციენტი ჰიპოგლიკემური ეპიზოდებით. პრაქტიკულად არ აღინიშნებოდა ტიპიური სიმპტომები (ოფლიანობა, კანკალი, ტაქიკარდია). ჩვეულებრივად ადგილი ჰქონდა სისუსტეს, აგრესიას. გაღიზიანებადობას, კოშმარულ სიზმრებს, გაბრუებას და მეხსიერების გარდამავალ დაკარგვას. მძიმე შემთხვევაში კრუნჩხვებს და ფსიქო-მოტორულ აგზნებას. ჰიპოგლიკემიისკვალივლინდებოდა ოჯახური კონფლიქტის, კოგნიტური დისფუნქციის, ფრუსტრაციის, სოციალური იზოლაციის და სხვა შედეგებით. ჰიპოგლიკემიის შიში ავადმყოფთა უმრავლესობას (36-) არ ჰქონდა, ვინაიდან ისინი ატიპურ სიმპტომებს ვერ უკავშირებდნენ სისხლში გლუკოზის დაბალ დონეს. სწორედ ამით აიხსნებოდა ჰიპოგლიკემიის ხანგრძლივი და ხშირი ეპიზოდები ამ ჯგუფის ავადმყოფებში. ხანდაზმულებში ამ გართულების თავიდან აცილება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია ავადმყოფის და ექიმის რეგულარული კონტაქტით, მოტივირებული საუბრით, დაავადების ინდივიდუალური მართვით, პაციენტის და ოჯახის წევრების ინფორმირებით. ლიტ. 12.

ავტ.

 

ბ15.3.2.40. ლაზოლექსის გამოყენება ქრონიკული მორეციდივე ჰერპესული სტომატიტის კომპლექსურ მკურნალობაში. /მ. გოგოტიშვილი, ნ. აბაშიძე, მ. ივერიელი, ხ. გოგიშვილი, ნ. გოგებაშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 51–53. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ახალი სამამულო წარმოების პრეპარატის ლაზოლექსის 5%-იანი ჟელეს ფორმის გამოყენების ეფექტურობის შეფასება ქრონიკული მორეციდივე ჰერპესული სტომატიტების მკურნალობის კომპლექსში. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ I ჯგუფში 27(50±0,5%) პაციენტიდან 5%-იანი ლაზოლექსით მკურნალობის შემდეგ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მივიღეთ 19 (70,37±0,42%) პირთან, ხოლო გაუმჯობესება 6-თან (22,22±1,87%). რაც შეეხება ეფექტურობის არარსებობას, ასეთი შედეგი დაფიქსირდა დაავადების მძიმე ფორმის მქონე 2 (7,41±1,87%) პაციენტთან. II ჯგუფში 27 (50±0,5%) პაციენტიდან ლაზოლექსით მკურნალობის შემდეგ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მივიღეთ მხოლოდ დაავადების მსუბუქი ფორმის მქონე 5 (18,52±0,9%) პაციენტთან, ხოლო გაუმჯობესება 15-თან (55,6±0,8%). რაც შეეხება ეფექტურობის არსებობას, ასეთი შედეგი დაფიქსირდა 7 (26,16±1,67%) პაციენტთან, მათ შორის ყველასთან (5 პირი) დაავადების მძიმე ფორმის და 2-თან საშუალო სიმძიმის დროს. ამრიგად, სამამულო წარმოების მცენარეული პრეპარატი ლაზოლექსის 5%-იანი ჟელე ხელს უწყობს ტუჩის წითელ ყაეთანზე და მიმდებარე კანზე ეპითელიზაციის პროცესების დაჩქარებას და რემისიის ინტერვალის გაზრდას. მას არ გააჩნია უარყოფითი გვერდითი მოვლენები და კარგად გადაიტანება ორგანიზმის მიერ. ამგვარად, ლაზოლექსის 5%-იანი ჟელეს ფორმა შეიძლება რეკომენ­დებულ იქნეს ქრონოკული მორეციდივე ჰერპესული სტომატიტის მკურნალობაში გამოსაყენებ­ლად ადგილობრივად აპლიკაციის სახით. ცხრ. 2, ლიტ. 11.

ავტ.

 

ბ15.3.2.41. ქრონიკული C ჰეპატიტით პაციენტთა კომბინირებული ანტივირუსული თერაპია პეგილირებული ინტერფერონით α-2 (პეგფერონი) და რიბავირინით (კოპეგუსი). /ე. ვაშაკიძე, თ. გეგეშიძე, მ. ჯანგავაძე, მ. კვიტაშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 62–65. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

C ჰეპატიტი ღვიძლის ისეთი მძიმე დაავადებების ტრიგერია, როგორიცაა ღვიძლის ციროზი და ჰეპატოცელულარული კარცინომა. 2014 წლის 1 ივლისიდან საქართველოში დაიწყო C ჰეპატიტის ანტივირუსული თერაპიის პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის მიზანს წარმოადგენდა C ჰეპატიტის კომბინირებული ანტივირუსული თერაპიის ეფექტების დადგენა, შესწავლილი 67 პაციენტიდან მამაკაცი იყო 53 (79,1%), ქალი –14 (20,9%), საშუალოდ 40-დან 60 წწ. მამაკაცებს აღენიშნებოდათ ღვიძლის უფრო მძიმე დაზიანება. გენოტიპების მიხედვით სჭარბობს 1 და 3 გენოტიპი, 3 შემთხვევაში დადგინდა კომბინირებული გენოტიპი 1/2. 61,5% შემთხვევაში მივიღეთ სწრაფი ვირუსული პასუხი, ხოლო ადრეული – 84,7%-ში. მკურნალობის 24 კვირიანი კურსის დამთავრებისას ყველა შემთხვევაში მივიღეთ ვირუსული პასუხი, თუმცა მკურნალობის დასრულებიდან 24 კვირის შემდგომ ჩატარებული კვლევის შედეგი განსაზღვრავს C ვირუსისაგან ორგანიზმის ელიმინაციას. ცხრ. 2, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.3.2.42. ჰემორაგიული კოლიტის HUS (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომით) გართულების პრედიქტორები. /ე. ვაშაკიძე, თ. მეგრელიშვილი, ე. პაჭკორია/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 65–67. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

საქართველოში მნიშვნელოვნად მოიმატა დიარეულმა დაავადებებმა, ხოლო მათ შორის ჰემორაგიული კოლიტების შემთხვევები გაიზარდა 3-4 ჯერ (2011-2013). კვლევის მიზანს წარმოადგენდა ჰემორაგიული კოლიტის HUS-ით გართულებული შემთხვევების კლინიკური თავისებურებების და პრედიქტორების გამოვლენა. კვლევის შედეგად გამოვლინდა HUS-ით გართულების შემდეგი პრედიქტორები: საშუალო ასაკის ქალთა სქესი; პაციენტთა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია; დაავადების დასაწყისში სუბფებრილური ცხელება; სისხლიანი დეფეკაციის დაწყება დაავადების მე-2 დღეზე; სისხლში ლეიკოციტოზი; ჰიპოალბუმინემია; პროტეინურია; ხშირი ღებინება; სითხე მუცლის ღრუში; კოპროლოგიურ კვლევით ლეიკოციტების უმნიშვნელო რაოდენობის არსებობა ნაცხში; ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა. ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.3.2.43. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების კლინიკური და ლაბორატორიული თავისებურებები: ლეტალობის პრედიქტორები. /. ვაშაკიძე, . მიქაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 67–69. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

სამუშაოს მიზანია ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულთა შორის ლეტალობის პრედიქტორების გამოვლენა, რაც ეფუძნება ეპიდემიოლოგიურ, კლინიკურ და ლაბორატორიულ კვლევებს. შრომაში ასახულია 34 პაციენტის მონაცემები, აქედან ლეტალური იყო 2 შემთხვევა. ყველა პაციენტი იყო შუა ქართლიდან: ხაშურის, გორის და კასპის რაიონების მაცხოვრებლები, თუმცა შემთხვევათა უმეტესობა ხაშურის რაიონზე მოდიოდა. პაციენტთა უმეტესობა ეწეოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და ადასტურებდა ტკიპის კბენის ფაქტს შრომის შედეგებმა აჩვენა, რომ ყირიმ-კონგოს ცხელების კარდინალური კლინიკურ-ლაბორატორული ნიშნებია: დაავადების მწვავე დაწყება, მაღალი ცხელება, ინტოქსიკაციისა და ჰემორაგიული სინდრომების არსებობა, გამოხატული თრომბოცი­ტოპენია, მომატებული ამინოტრანსფერაზების აქტივობა და კრეატინინის მაჩვენებლები. ლეტალობის პრედიქტორებად გამოვლინდა: მენტალური სტატუსის დარღვევა, დაავადების ადრეულ სტადიაზე თრომბოციტების კატასტროფულად შემცირება და ასპარტატამინოტრანსფერაზას აქტივობის მკვეთრად მომატება, ასევე საშუალო პროთრომბინის დროისა და INR-ის მნიშვნელოვანი გახანგრძლივება. ცხრ. 1, ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.3.2.44. ქერქქვეშა ლოკალიზაციის ინტრაცერებრული ჰემორაგიების დიაგნოსტიკა და მართვა. /ი. ვერულაშვილი, თ. გოლეთიანი, მ. ქორთუშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 69–71. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

საუნივერსიტეტო კლინიკის ინსულტის ცენტრსა და “DKSნერვულ დეპარტამენტში დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა 54 ავადმყოფი ქერქქვეშა ლოკალიზაციის ინტრაცერებრული ჰემორაგიით (დაავადების მწვავე პერიოდში და კეთილსაიმედო გამოსავლით). ავადმყოფები (ქერქქვეშა ლოკალიზაციის ინტრაცერებრული სისხლჩაქცევით) დაიყო კორექტულად რანდომიზირებულ, NIHSS შკალის დამაჯერებლად თანაბარი მონაცემების მქონე (მეტყველების, მგრძნობელობის, მოტორული დეფიციტის გათვალისწინებით) 2 ჯგუფად. ძირითადი ჯგუფის პაციენტები (27 ავადმყოფი – 50%) კონსერვატიული მკურნალობის საყოველთაოდ აღიარებული პრეპარატების გარდა (ჰემოსტაზის მასტიმულირებელი და სისხლძარღვთა კედლის გამავლობის შემამცირებელი, თავის ტვინის შეშუპების საწინააღმდეგო და ანტიფერმენტული პრეპარატები) ღებულობდენ ანტიოქსიდანტ მექსიკორს – 2-2 მლ 2-ჯერ დღეში კუნთებში დაავადების 1-2 დღიდან. შედარების ჯგუფის პაციენტებს (27 ავადმყოფი - 50%) უტარდებოდათ ანალოგიური მკურნალობა მექსიკორის გარეშე. მიღებული შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ ჩატარებული მკურნალობის ფონზე, ორივე ჯგუფის ავადმყოფებში აღინიშნებოდა NIHSS შკალით შეფასებული ბალების ჯამური მაჩვენებლის დამაჯერებელი დაქვეითება, რაც მიუთითებს დაავადების დადებით დინამიკაზე (10.62±0.51 და 5.22±0.45 შესაბამისად; P1-2<0.001). ამავე დროს, უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოვლინდა ძირითადი ჯგუფის ავადმყოფებში (50.8%) საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (33.6%), რასაც ადასტურებდა როგორც ზოგადტვინოვანი, ისე კეროვანი სიმპტომატიკის რეგრესი. მოტორული დეფიციტი ზედა და ქვედა კიდურებში დამაჯერებლად შემცირდა ძირითადი ჯგუფის ავადმყოფებში (52.4% და 55.1%-ით შესაბამისად), რომელთაც დამატებით უტარდებოდათ თერაპია მექსიბათით. ცხრ. 1, ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.3.2.45. ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში განვითარებული ცერებრული ინსულტების დიაგნოსტიკა და მართვა: ევროპის და შეერთებული შტატების ნევროლოგიური ცენტრების რეგისტრირებული შემთხვევების მიმოხილვა (2008-2013). /ი. ვერულაშვილი, მ. ქორთუშვილი, თ. გოლეთიანი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 71–74. – ინგლ.; რეფ.: ქართ.

კვლევა მიუთითებს არტერიული ჰიპერტენზიისა და მისი გართულებების მნიშვნელოვან როლზე ცერებრული ჰემორაგიის და ცერებრული ინფარქტის პათოგენეზში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჰიპერტენზიის არსებობა ორსულობის დროს ხასიათდება ისეთივე კლინიკური ნიშნებით, როგორიც ვლინდება პრეეკლამპსიის და ექლამპსიის შემთხვევაში. დაავადების ისტორია და ობიექტური კვლევა დიაგნოსტიკის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. შემდეგი ნაბიჯი დიაგნოსტიკაში ენიჭება MRI და MRI–ანგიოგრაფიას. MRI გააჩნია გარკვეული უპირატესობა რეტგენული CT შედარებით: შესაძლებელია უკანა ფოსოს და ტვინის ღეროს პროცესების დეტექცია, იშემიური პროცესის გამოვლენა (დაავადების დაწყებიდან 45 წმ-ის შემდეგ) და, რაც მთავარია, MRI არ გააჩნია ტერატოგენული ზემოქმედება ნაყოფზე. ცერებრული ინსულტის ხასიათის დადგენის, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე უნდა დაიგეგმოს ორსულობის მულტისისტემური მართვა. ორსულობის პერიოდში ან მშობიარობის შემდეგ განვითარებული ცერებრული ინსულტის მკურნალობა დამყარებულია ოთხ ძირითად პრინციპზე: 1. ტვინის დაზიანებული ქსოვილის პროტექცია; 2. ფიზიოლოგიური ფუნქციების მონიტორინგი (მაგ., არტერიული წნევის, სატურაციის და სხვ.); 3. ინსულტის გართულებების პრევენცია (ასპირაციის, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის და სხვ.); 4. ადრეული ფიზიკური რეაბილიტაციის დაწყება. ამგვარად, ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში განვითარებული ცერებრული ინსულტის დიაგნოსტიკა და მართვა უნდა შეეძლოს ნებისმიერი პროფილის პრაქტიკოს ექიმს, რათა მივიღოთ ავადობის კეთილსაიმედო გამოსავალი. ცხრ. 4, ლიტ. 12.

ავტ.

 

ბ15.3.2.46. პროკალციტონინი–თირკმლის ნაწიბურის განვითარების პრედიქტორი საშარდე გზების ინფექციის დროს ბავშვთა ასაკში. /ბ. ზენაიშვილი, გ. ჩიტაია, ნ. მანჯავიძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 78–80. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

კვლევის მიზანია ანთების მარკერებსა (პროკალციტონინი, ლეიკოციტების რაოდენობა, C-რეაქტიული ცილა) და თირკმლის ნაწიბურს შორის კორელაციური კავშირის დადგენა საშარდე გზების ინფექციის მქონე ბავშვებში. პროსპექტულად შევისწავლეთ 1 თვიდან 12 წლამდე ასაკის საშარდე გზების ინფექციის მქონე 50 ბავშვი (ყველა პაციენტს ჩაუტარდა კლინიკური, კლინიკურ-ლაბორატორიული (C-რეაქტიული ცილა, სისხლის და შარდის საერთო ანალიზი) და შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა. პროკალციტონინი განისაზღვრა იმუნოქრომატოგრაფიული მეთოდით. კორელაციური ანალიზი ხარისხობრივი მაჩვენებლებისათვის ჩატარდა სპი მენის ანალიზის საშუალებით, მათემატიკური უზრუნ­ველყოფა განხორციელდა პროგრამების პაკეტის SPSS 22–ის გამოყენებით. სარწმუნო კორელაციური კავშირი გამოვლინდა თირკმლის ნაწიბურის არსებობასა და პროკალციტონინის მნიშვნელობას შორის (r=0.3876; r=0.0054) სხვა მარკერებთან კი სარწმუნო კორელაციური კავშირი არ გამოვლინდა (p>0.05). პროკალციტონინი წარმოადგენს ღირებულ ტესტს და პრედიქტორს თირკმლის ნაწიბურის დასადგენად რაც მას მნიშვნელოვან პროგნოზულ ღირებულებას ანიჭებს. სურ. 2, ცხრ. 1, ლიტ. 20.

ავტ.

 

ბ15.3.2.47. მაგნიუმის როლი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებაში. /რ. თაბუკაშვილი, ვ. კაპეტივაძე, ნ. გეგეშიძე, ხ. ჭაავა/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 80–84. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მრავალი დაავადებისათვის დამახასიათებელია მაგნიუმის დეფიციტი. მასთანაა დაკავშირებული ენდოთელიუმის დისფუნქცია და ენდოთელიური აზოტის ოქსიდის დეფიციტი, რომლებიც იწვევენ დისლიპიდემიას და სისხლძარღვების ათეროსკლეროზს და აქედან გამომდინარე, გულის იშემიური დაავადებისა და ესენციური ჰიპერტენზიის განვითარებას. მაგნიუმის თვისობრიობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მისი გამოყენება როგორც ანტიარითმიული საშუალებისა. მას გააჩნია კალციუმის ანტაგონისტური მოქმედების, მემბრანომასტაბილიზირებელი, ანტიარითმიული უნარი, ეწინააღმდეგება უჯრედიდან კალიუმის კარგვას და ხელს უშლის QT ინტერვალის გახანგრძლივებას ეკგ-ზე. მაგნიუმის ჩართვით სტანდარტულ სქემაში გულის იშემიური დაავადების დროს, მიღწეულ იქნა ლიპიდური სპექტრის მაჩვენებლების ნორმალიზაცია, სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესება სისხლის ფორმიანი ელემენტების მოძრაობის აღდგენის და ტრომბოციტების აგრეგაციული აქტივობის შემცირების ხარჯზე. გამოითქვა მოსაზრება, რომ მიტრალური სარქვლის პროლაფსის დროს მაგნიუმის ჩართვა მკურნალობაში იწვევს მიტრალური სარქვლის პროლაბირების სიღრმისა და მიტრალური რეგურგიტაციის ხარისხის შემცირებას. ლიტ. 30

ავტ.

 

ბ15.3.2.48. ნაღვლის ბუშტის განვითარების ორი იშვიათი თანდაყოლილი ანომალია. /გ. თომაძე, ა. მეგრელაძე, გ. აზმაიფარაშვილი, გ. დანელია/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 84–86. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

სტატიაში წარმოდგენილია ნაღვლის ბუშტის ფორმის ანომალიის ორი იშვიათი შემთხვევა. პირველ შემთხვევაში ერთი ბუშტის სისქეში არსებობდა ორი დამოუკიდებელი ღრუ თითო-თითო იზოლირებული ნაღვლის ბუშტის სადინრით. აღნიშნული, ზემოთ მოცემული ნაღვლის ბუშტის ანომალიების კლასიფიკაციის შესაბამისად წარმოადგენს მისი ფორმისა (სრული ტიხარი სანათურში) და რაოდენობის (ორი დამოუკიდებელი სანათური ერთ გარსში) ანომალიების შეუღლებას. მეორე აღწერილი შემთხვევის განსაკუთრებულობა კი იმაში გამოიხატება, რომ თუ უმრავლეს შემთხვევაში ნაწილობრივი ძგიდე ნაღვლის ბუშტის ყელის არეშია, ჩვენს შემთხვევაში იგი ფუძის არეში მდებარეობდა, რაც იშვიათ ანომალიას მიეკუთვნება. სტატიაში წარმოდგენილია ნაღვლის ბუშტის ფორმის ორი ანომალია, რომელიც მიეკუთვნება იშვიათ ანომალიათა რიცხვს და ამრიგად საინტერესოა ბილიარულ ქირუგიაში მომუშავე ქირურგებისათვის. სურ. 1, ლიტ. 14.

ავტ.

 

ბ15.3.2.49. ნატიფი მოტორული უნარების შეფასება DENVER II–ის ტესტის და მშობლის ჩივილის გამოვლენის კითხვარის (PEDS) საშუალებით. /ე. კანდელაკი, ნ. ყავლაშვილი, მ. ხერხეულიძე, ი. ჩხაიძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 92–94. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

5 წლის ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფში ნატიფი მოტორული უნარების სფეროს შეფასება DENVER II ტესტის და PEDS – მშობლის ჩივილის გამოვლენის კითხვარის საშუალებით. შეფასებული იყო 5 წლის ასაკობრივი ჯგუფის 249 წყვილი ბავშვი – მშობელი. ჩატარდა ღია, ობსერვაციული, ერთმომენტიანი კვლევა. პაციენტები შეირჩა დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის – „დაავადებთა ადრეული გამოვ­ლე­ნისა და სკრინინგის ხელშეწყობის კომპონენტი: 0-6 წლამდე ასაკის ბავშვთა გლობალური განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში მომართვის საფუძველზე. ნატიფი მოტორული ქვესფეროს განვითარების შეფერხების გამოსავლენად უფრო უნივერსალურ სკრინინგულ ინსტრუმენტს წარმოადგენს PEDS. მშობელის ჩივილი უკეთ გამოხატავს ბავშვის ნატიფი მოტორიკის განვითარების პრობლემას, ვიდრე DENVER II ტესტი. ცხრ. 3, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.3.2.50. აბსცესის ღრუს ხანგრძლივი ტრანსბრონქული კათეტერიზაცია ფილტვის მწვავე და ქრონიკული აბსცესის მკურნალობის კომპლექსში. /დ. მაღალაშვილი, ნ. ლომიძე, ლ. ახმეტელი, ნ. ხოტენაშვილი, ლ. საგინაშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 119–120. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ფილტვის მწვავე და ქრონიკული აბსცესების მკურნალობის კომპლექსში ტრადიციული მეთოდების პარალელურად, აბსცესის ღრუს სანაციისა და მასში ანტიბაქტერიული და პროტეოლოზური მედიკამენტების შესაყვანად 33 შემთხვევაში გამოყენებული იყო აბსცესის ღრუს ხანგრძლივი ტრანსნაზალური, ტრანსბრონქული კათეტერიზაცია. მიღებული შედეგების ანალიზით ირკვევა, რომ ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია აბსცესის ღრუში საჭირო მედიკამენტების შეყვანა იმ სიხშირით, რომელიც აუცილებელია მიკროფლორაზე ეფექტური ზემოქმდებისათვის და ჩირქოვანი ღრუს ადეკვატური სანაციისა და დრენირებისათვის, რაც აუმჯობესებს მკურნალობის შედეგებს, ამცირებს მკურნალობის დროსა და, შესაბამისად, ხარჯებს. ამის გარდა მნიშვნელოვანია, რომ აბსცესის ღრუს ხანგრძლივი კათეტერიზაციის პირობებში თავიდანაა აცილებული ძვირადღირებული და ინვაზიური მანიპულაციისბრონქოსკოპიის მრავალჯერადი ჩატარების აუცილებლობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აბსცესის ღრუს ტრანსნაზალური, ტრანსბრონქული კათეტერიზაციის გამოყენება ფილტვის აბსცესის მკურნალობის კომპლექსში მიზანშეწონილია. ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.3.2.51. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაციის ატიპიური მანიფესტაცია. /ა. მეგრელაძე, გ. თომაძე, გ. აზმაიფარაშვილი, ე. არდია/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტე­ტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 121–123. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

განხილულია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაციის ატიპიურად მიმდინარე შემთხვევები, როცა გართულების სიმპტომატიკა განსხვავდება სტანდარტულისგან და იწვევს დაგვიანებულ დიაგნოსტიკას შესაბამისი არასწორი მკურნალობის ტაქტიკით. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების პერფორაციით გართულებისას, მოულოდნელი „ხანჯლის ჩაცემის მაგვარი” ტკივილი, მკვეთრად გამოხატული მტკივნეულობა და „კუნთების რიგიდობაფიცრისებური მუცელი”, პერკუტორულად ღვიძლის მოყრუების გაქრობა, ანამნეზური მონაცემები ეს ის ძირითადი სიმპტომებია, რომლებიც საფუძვლიანად მიგვატანინებს ეჭვს წყლულოვანი დაავადების პერფორაციით გართულებაზე, ხოლო დამატებითი თანამედროვე გამოკვლევები: გასტროსკოპია, რენტგენოლოგიური და ექოლოგიური კვლევა, ლაბორატორიული მონაცემები გვიდასტურებს დიაგნოზს. მაგრამ ე.წ. ატიპიური პერფორაციების დიაგნოზის დასმა დღესაც დიდ სირთულეს წარმოადგენს გადაუდებელ აბდომინალურ ქირურგიაში. ამავე დროს ყოველი შემთხვევა სირთულის თვალსაზრისით ინდივიდუა­ლურია და განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო სწორი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ტაქტიკის შერჩევაში. მუდამ უნდა გვახსოვდეს არასტანდარტული სიტუაციების არსებობის შესაძლებლობა გასტროდუოდენალური წყლულების ატიპიური პერფორაციების დროს. სტატიაში წარმოდგენილი შემთხვევა საინტერესოა აბდომინური ქირურგებისთვის, რადგან აღწერილი პაციენტის შემთხვევაში გართულების კლინიკური მანიფესტაციის შენიღბულობამ განაპირობა საწყისი არასწორი დიაგნოზი და დაგვიანებული ქირურგიული ჩარევა. ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.3.2.52. ჩვილ ბავშვთა პოზიცია ძილის დროს. /ნ. ყავლაშვილი, მ. ხერხეულიძე, ე. კანდელაკი, ი. ჩხაიძე, ნ. მანჯავიძე, ნ. ადამია/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 149–151. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ჩვილ ბავშვთა ძილის პოზიციის შესწავლა სპეციალური კითხვარის საშუალებით. გამოკითხვა ჩატარდა . იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვის განვითარების ცენტრში 1-6 თვის ასაკის ბავშვთა 58 მშობელთან. სტატისტიკურად დამუშავდა 56 კითხვარი. მონაცემთა დამუშავება მოხდა SPSS 16 პროგრამის საშუალებით. კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ დედების უმრავლესობა არ არის ინფორმირებული ძილის დროს უსაფრთხო პოზიციის შესახებ. საჭიროა პირველადი ჯანდაცვის სამსახურის მიერ აქტიური საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება ძილის დროს უსაფრთხო პოზიციის და ბავშვის საკუთარ საწოლში წოლის პრაქტიკის დამკვიდრებისათვის. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 23.

ავტ.

 

ბ15.3.2.53. ვიტილიგოთი დაავადებულთა ფსიქოადაპტაციური მექანიზმების თავისებურებანი. /ნ. ცისკარიშვილი, ა. კაციტაძე, ე. ჭყონია, ნ.ი. ცისკარიშვილი, ც. ცისკარიშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 158–160. – ინგლ.; რეფ.: ქართ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ფსიქოლოგიურ თავისებურებათა როლის შესწავლა სტრესული ანამნეზის მქომე ვიტილიგოთი დაავადებულ პაციენტებში. ფსიქოლოგიური ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ . უზნაძის განწყობის ტიპების განაწილება დაავადებულთა ჯგუფში მკვეთრად განსხვავდება ასეთისგან საკონტროლო ჯგუფში. ასე მაგალითად, ჯანმრთელ ჯგუფში პრევალირებს განწყობის დინამიკური ჯგუფი (60%), რომელიც წარმოადგენს ფსიქოლოგიური ადაპტაციის ყველაზე ხელსაყრელ ტიპს. იგი უზრუნველყოფს გარემოსადმი მიზანდასახულ შეგუებას, ჰარმონიულობას და სოციალურობას. ვიტილიგოთი დაავადებულთა შორის ყველაზე ხშირად ვლინდება ფიქსირებული განწყობის ვარიაბელური ტიპი. განწყობის ვარიაბელურ ტიპებს ახასიათებთ იმპულსურობა, ისინი ადვილად ღიზიანდებიან, არაერთგვაროვნად რეაგირებენ ერთი ტიპის სტიმულებზე და, როგორც წესი, გადატვირთულები არიან მრავალი არარეალიზებული განწყობითა და მოტივაციებით, ამაში მდგომარეობს განწყობის ასეთი ტიპის ძირითადი ფსიქოლოგიური კონფლიქტი. ეს პარამეტრი კონსტატურია და არ არის დამოკიდებული დაავადების კლინიკურ ფორმასა და ხანგრძლივობაზე. შესაძლოა განწყობის ვარიაბელური ტიპი წარმოადგენდეს ვიტილიგოს განვითარებისადმი განმაწყობელ ფსიქოლოგიურ ფაქტორს. ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.3.2.54. მძიმე ქირურგიული სეფსისის მკურნალობის კომპლექსში პლაზმაფერეზის გამოყენების გავლენა პაციენტთა ინტენსიური თერაპიის ბლოკში დაყოვნებაზე. /რ. ხეცურიანი, გ. ადამაშვილი, ე. შვანგირაძე, ა. შუკაკიძე, ო. თავაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 168–170. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

სამუშაოს მიზანი იყო გამოკვლეულიყო პლაზმაფერეზის ეფექტურობა მძიმე ქირურგუილი სეფსისის მქონე პედიატრიულ პაციენტებში. გამოკვლეულ იქნა 157 პაციენტი, მძიმე ქირურგიული სეფისისით. ავადმყოფები განაწილდნენ 5 ასაკობრივ ჯგუფში და რანდომიზდნენ ძირითად (პლაზმაფერეზის) და საკონტროლო ქვეჯგუფებში. შეფასდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებასა და სტაციონარში პაციენტთა დაყოვნების ხანგრძლივობა დღეებში და შედეგების სტატისტიკური სარწმუნოობა. შედეგები: პლაზმაფერეზის ჯგუფში ავადმყოფთა ინტენსიურ ბლოკში დაყოვნების საშუალო მაჩვენებელი შემცირდა 1,7 დღით P=0,452, ხოლო სტაციონარში დაყოვნების – 4,2 დღით P=0,218. განსაკუთრებით გამოხატულია პაციენტთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დაყოვნების შემცირება ჩვილებში და 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში პლაზმაფერეზის გამოყენებისას. ამავე ასაკობრივ ჯგუფებში ვლინდება პლაზმაფერეზის სტატისტიკურად სარწმუნო ზეგავლენა ავადმყოფთა სტაციონარში დაყოვნებაზე. დადგინდა, რომ პლაზმაფერეზის გამოყენება მკურნალობის კომპლექსში ამცირებს მძიმე ქირურგიული სეფსისის მქონე პედიატრიულ ავადმყოფთა დაყოვნებას ინტენსიური თერაპიის ბლოკსა და სტაციონარში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის პედიატრიულ პაციენტებში. ცხრ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.3.2.55. ათეროსკლეროზის განვითარების მექანიზმების სხვადასხვა თეორიების შედარებითი დახასიათება. /. გაბუნია, . ელიავა, . ცინცაძე, . თოფურია, . მჟავანაძე/. გაენათის მაცნე. – 2015. – . II. – #4. – გვ. 42-57. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

გამომდინარე იქიდან, რომ ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უწყობს მრავალი სხვადასხვა ბუნების ფაქტორი და, შესაბამისად, საფუძვლად უდევს განვითარების სხვადასხვა მექანიზმები, მისი მკურნალობის დროს უნდა გამოიყენებოდეს დიფერენციალური მიდგომა. აუტოიმუნური წარმოშობის ათეროსკლეროზის დროს პათოგენეზური მკურნალობა უნდა იყოს მიმართული სისხლძარღვთა კედლის ენდოთელური საფარის დაზიანების აღდგენისკენ და ლიპიდების ზეჟანგური დაჟანგვის ნორმალიზაციისაკენ. ვინაიდან არსებობს კავშირი ანთებასა და გულის იშემიური დაავადების მწვავე და ქრონიკულ ფაზებს შორის, ამიტომ ანთების მარკერების დროული იდენტიფიკაცია ხელს შეუწყობს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებების პრევენციას. C. pneumoniae გამომწვევის მოქმედებისას მკურნალობა უნდა იყოს მიმართული როგორც პირველადი ინფექციის საწინააღმდეგოდ და თრომბების გაჩენის რისკის შემცირებისაკენ, ისე სასუნთქი გზების მოშლილი ფუნქციის აღდგენისაკენ, რადგან უკანასკნელი თავად შეიძლება გახდეს სისხლძარღვთა სტრუქტურის ცვლილებისა და ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარების მიზეზი. ლიტ. 17.

ავტ.

 

ბ15.3.2.56. სხვადასხვა ფაქტორების მოქმედება გვირგვინოვან სისხლმიმოქცევაზე ფიზიკური დატვირთვის დროს. /. ჯაში, . ელიავა, . ცინცაძე, . მჟავანაძე/. გაენათის მაცნე. – 2015. – . II. – #4. – გვ. 58-65. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

გვირგვინოვანი სისხლმიმოქცევის ადეკვატურობის განსაზღვრისადმი დასაბუთებული ფიზიოლოგიური მიდგომის დამუშავება საჭიროა შემდგომი დასაბუთებული პათოგენეზური თერაპიის ჩასატარებლად. ნორმალური გულის მეტაბოლიზმი თითქმის აერობული პროცესია, რომელიც უზრუნველყოფილია ადეკვატური გვირგვინოვანი სისხლმიმოქცევით. გვირგვინოვანი სისხლმიმოქცევის რეგულაცია ხდება მეტაბოლური, ნეიროჰუმორული და ფიზიკური მექანიზმების დახმარებით. დიდი ფიზიკური დატვირთვებისას, პათოლოგიური პირობების დროს, ცხვირით სუნთქვის მოშლის დროს წარმოიშვება რისკფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ მარცხენა პარკუჭის სუბენდოკარდიულ შრეში გვირგვინოვანი სისხლმიმოქცევის გაუარესებას. ლიტ. 10.

ავტ.

 

 

ბ3.3. ჯანმრთელობის დაცვა

 

ბ15.3.3.1. სპორტული ტერფების ტრავმატიზმის პათოგენეზი. /მ. გრძელიძე, მ. შალამბერიძე/. GEN. – 2014. – #2. – გვ. 132-133. – ქართ. ; რეზ.: ინგლ.

სპორტსმენის საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე, განსაკუთრებით - ტერფზე, დიდ ზემოქმედებას ახდენს მოძრაობის სპეციფიკა, რომელიც დამახასიათებელია შესაბამისი სპორტის სახეობისათვის. სპორტსმენის ტერფის ანთროპოდინამიური დიაგნოსტიკა და მორფოლოგიის სპეციფიკურობის (მათ შორის - პრონაციისა და სუპინაციის ხარისხის) პათოგენეზი კონსტრუქტორისათვის არის საფუძველი მსოფლიო წარმოების ნიმუშების ანალოგიური ფეხსაცმლის შექმნისათვის. სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.3.3.2. სპორსტმენის ტერფის დეფორმაციის ეტიოლოგია. /მ. გრძელიძე, მ. შალამბერიძე/. GEN. – 2014. – #2. – გვ. 134-135. – ქართ. ; რეზ.: ინგლ.

ტერფის ბიომექანიკის, მოძრაობისა და დინამიური დატვირთვის ხასიათის, სპორტის სახეობის, დატვირთვების ხანგრძლივობის დიაგნოსტიკის და ოპტიმიზაციის შედეგები, სპორტული ტრავმების ეტიოლოგიის და პრევენციის საშუალებების შესახებ ცოდნა სპორტსმენისათვის მოხერხებული ფეხსაცმლის დამზადების ძირითადი პრინციპების შემუშავების საფუძველს წარმოადგენს, რაც უკიდურესად აუცილებელია მისი ამორტიზაციისა და მდგრადობის ბალანსის უზრუნველსაყოფად, ასევე, ტრავმების რისკის შემცირებისა და ტერფის შეძენილი დეფორმაციების პრევენციისათვის. სურ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.3.3.3. ინფექციური დიარეების ეტიოლოგიური სტრუქტურა თანამედროვე ეტაპზე. /თ. მეგრელიშვილი, ე. პაჭკორია/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 123–124. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ჰემორაგიული კოლიტის და სავარაუდო ინფექციური წარმოშობის (უსისხლო) დიარეის ეტიოლოგიური სტრუქტურის შესწავლა თანამედროვე ეტაპზე. დიაგნოზის დადასტურება ხდებოდა ბაქტერიოლოგიური, მოლეკულურ-ბიოლოგიური - PCR და იმუნოქრომატო­გრაფიული ImmunoCard STAT მეთოდებით. ბაქტერიოლოგიური კვლევით HC-ის გამომწვევთა შორის პრევალირებდა ენტეროჰემორაგიული E.coli. (30,1%), ხოლო უსისხლო დიარეის ეტიოლოგიაში სალმონელებს ეკავათ წამყვანი ადგილი (71%). გამოვლენილი იყო STEC ინფექცია, როგორც მონო, ისე მიქსტ ინფექციის სახით. მიქსტ ინფექციის შემთხვევაში აღინიშნებოდა ტრადიციული გამომწვევების (შიგელები, სალმონელები) და STEC შტამების კომბინაცია. PCR და ImmunoCard STAT მეთოდების გამოყენებით განისაზღვრა 70 შიგატოქსინის მოლეკულური მარკერი, რამაც გაზარდა STEC ინფექციის დიაგნოსტირების შესაძლებლობა დაავადების ადრეულ ეტაპზე. ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.3.3.4. ვაგინური ინფექციების ბაქტერიოლოგიური მონიტორინგი და ეპიდემიოლოგიური თავისებურებები 2010-2014 წწ. დინამიკაში. /ე. მირველაშვილი, მ. ძაგნიძე, ა. დედაბრიშვილი, თ. ჩარკვიანი, ნ. კვიჟინაძე, ე. კიკაჩეიშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 124–126. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

2010-2014 წლების დინამიკაში შესწავლილ იქნა ვაგინური ეკოსტრუქტურის ეტიოლოგიური მონიტორინგი. გამოკვლეულ იქნა 350 პაციენტის ვაგინური ფლორა. ვაგინური სეკრეტიდან გამოყოფის სიხშირით I ადგილზე სტაბილურად გამოიყოფოდა სტაფილოკოკები, II ადგილზე კი T. vaginalis, რაც შეეხება საფუარისებურ სოკოს C. Albicans, ვაგინიტების ეტიოლოგიაში III ადგილი უჭირავს. მიკროორგანიზმთა 2/3 გამოვლენილია მონო კულტურის სახით, ხოლო 3/4 ასოციაციის სახით. მათ შორის უხშირესი აღმოჩნდა: T.vaginalis+S.aureus, S.epidermidis+T.vaginalis, T.vaginalis+C.albicans. ცხრ. 2, ლიტ. 10.

ავტ.

 

ბ15.3.3.5. ტოქსოკაროზით გამოწვეული არაჰოსპიტალური პნევმონიის შემთხვევის აღწერა. /ც. ზაქარაია, ნ. იაშვილი, მ. ღუღუნიშვილი/. პარაზიტოლოგიის აქტუალური პრობლემები საქართველოში. XII საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 2014. – ტ. XII. – გვ. 75-82. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგ.

2012-2014 წლებში ს. ვირსალძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ტოქსოკაროზზე გამოკვლეული იყო 451 პაციენტი. დადებითი სერორეაქცია აღმოჩნდა 174 შემთხვევაში (38,5%). ტოქსოკაროზი გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში, რომელთა შორის 40% თბილისის მაცხოვრებელია. აღნიშნული ინვაზია გამოვლენილია ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ამასთან, დაინვაზიებულთა 29% – 15 წლამდე ასაკის ბავშვია. აღწერილია 2013 წელს რეგისტრირებული ტოქსოკაროზის შემთხვევა, მიმდინარე მარჯვენამხრივი პნევმონიის სახით. თბილისში მცხოვრებ 54 წლის პაციენტს ოთხი თვის განმავლობაში აღენიშნებოდა ძლიერი ხველა, სუნთქვის გაძნელება, მაღალი ეოზინოფილია (54%). 2013 წლის 11 ნოემბერს დადგინდა დიაგნოზი – არაჰოსპიტალური მარჯვენამხრივი პნევმონია. 2013 წლის 23 დეკემბერს სისხლის იმუნოფერმენტული კვლევით სისხლის შრატში ტოქსოკარას საწინააღმდეგო ანტისხეულები – Toxocara IgG – 7,8 (positive) გამოვლინდა. პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა ალბენდაზო­ლით, რის შემდეგ მისი მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდა. გამოკვლეულ კონტინგენტში Toxocara spp-ით დაინვაზიება საკმაოდ მაღალია და რეალური ეპიდემიოლოგიური სურათის დასადგენად საჭიროა კვლევის გაფართოება. ფილტვის პათოლოგიისა და ეოზინოფილიისას დროულად და ეფექტიანად მკურნალობისათვის დიფერენციალურ დიაგნოზში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ტოქსოკაროზი. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.3.3.6. ექინოკოკოზის შემთხვევათა რეტროსპექტული ანალიზი (2006-2013 წლები). /ო. ზენაიშვილი, მ. მურუსიძე, ნ. იაშვილი/. პარაზიტოლოგიის აქტუალური პრობლემები საქართველოში. XII საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 2014. ტ. XII. – გვ. 83-90. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგ.

საქართველოში ცისტური ექინოკოკოზი კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. ინსტიტუტის მონაცემებით უკანასკნელ წლებში სახეზეა ექინოკოკოზით დაავადების შემთხვევათა მატების ტენდენცია, რაც დაკავშირებულია როგორც შემთხვევების მატებასთან, ასევე დიაგნოსტიკისა და ექიმთან მიმართვიანობის გაუმჯობესებასთან. გამოვლენილი ექინოკოკოზის შემთხვევათა რეტროსპექტული ანალიზი გვიჩვენებს, რომ შემთხვევათა უმეტესობა რეგისტრირდება აღმოსავლეთ საქართველოდან. დაავადებულთა ძირითად კონტინგენტს წარმოადგენენ 18-60 წლის ასაკის ადამიანები, ქალების რაოდენობა რამდენადმე სჭარბობს მამაკაცების რაოდენობას. კვლევის მიხედვით არ გამოვლინდა გარკვეული კორელაცია პროფესიასთან. ექინოკოკოზის ყველაზე ხშირი კლინიკური ფორმაა ღვიძლის ექინოკოკოზი. ალბენდაზოლით ქიმიოთერაპია მნიშვნელოვნად ამცირებს რეციდივების სიხშირეს. ამიტომ რეკომენდებულია მისი დანიშვნა ოპერაციის შემდგომ. ამასთან, აუცილებელია ალბენდაზოლის ხანგრძლივ თერაპიასთან ასოცირებული გვერდითი ეფექტების მონიტორინგი. სურ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.3.3.7. ღვიძლის ექინოკოკოზის ოპერაციის შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ულტრაბგერითი თავისებურებანი. /ხ. მელია, მ. მანჯგალაძე, თ. ქელბაქიანი-კვინიხიძე/. პარაზიტოლოგიის აქტუალური პრობლემები საქართველოში. XII საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 2014. ტ. XII. – გვ. 90-98. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგ.

ღვიძლის ექინოკოკოზის ოპერაციის შემდგომ პერიოდში რეციდივსაწინააღმდეგო მკურნალობის შედეგის გამომსახველ მნიშვნელოვან კრიტერიუმებს უბგ წარმოაჩენს. ღვიძლის ექინოკოკოზის ოპერაციის შემდგომ პერიოდში რეციდივსაწინააღმდეგო ანტიპარაზიტული თერაპიის შედეგად ბენეფიციართა 94,5%-ს დაუდგინდა დაავადების მიმდინარეობის დადებითი დინამიკა, 5%-ს გამოუვლინდა ტოქსიკური ჰეპატიტის და ოპერაციის შემდეგი კისტური ჩანართი სეპტიკური გართულებით, ხოლო 0,5%-ს – დაავადების რეციდივი. მონიტორინგში მონაწილე ყველა ბენეფიციარის ღვიძლის პარენქიმის ექოარქიტექტონიკა ხასიათდებოდა არაერთგვაროვანი სტრუქტურით და ექოსიგნალების არათანაბარი განაწილებით, რაც შესაძლებელია დიდი ალბათობით მიუთითებდეს ღვიძლში შემაერთებელი ქსოვილის განვითარებაზე. ეს საკითხი ცალკე შესწავლის საგანია. ღვიძლის ექინოკოკოზის გამო ნაოპერაციევი პაციენტების რეაბილიტაციის პერიოდი, რეციდივის მონიტორინგის მიზნით, უნდა მოიცავდეს 1-3-5 წელს. სურ. 13, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.3.3.8. ამფიბიების, ქვეწარმავლების და ხმელეთის მოლუსკების პარაზიტოფაუნა გურიის რეგიონში. /ლ. მურვანიძე, ქ. ნიკოლაიშვილი, ც. ლომიძე/. პარაზიტოლოგიის აქტუალური პრობლემები საქართველოში. XII საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 2014. ტ. XII. – გვ. 144-153. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგ.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში გურიის რეგიონში ზოოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ექსპედიციების შედეგებმა უჩვენა ზოგადად ფაუნის გაღარიბება. შესაბამისად, გამოკვლეული ცხოველების პარაზიტოფაუნა არ გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებით. ამის მიზეზია ძლიერი ანთროპოგენური წნეხით გამოწვეული გარემო პირობების ტრანსფორმაცია. გამოვლენილია სამი სახეობის უმარტივესი ტბის ბაყაყში, 15 სახეობის ჰელმინთი ამფიბიასა და ქვეწარმავლებში, ტრემატოდის და ნემატოდის ლარვები ხმელეთის მოლუსკებში. ინვაზიის საერთო ექსტენსივობა შეადგენდა: ამფიბიებში – 92,5%-ს, ქვეწარმავლებში – 60%-ს, მოლუსკებში – 50%-ს. ქვეწარმავლებში რეგისტრირებული ჰელმინთის ყველა სახეობა პირველად აღინიშნება ამ რეგიონისთვის, ხოლო ბოხმეჭა ახალი მასპინძელია ნემატოდისთვის – O. filiformis. ტბის ბაყაყის თვალში ნანახია ექინოსტომის კვერცხები, რაც რეგიონში ექინოსტომებით წყლის ფრინველების დაინვაზიების მაჩვენებელია, ხოლო Brachylaemidae-ს ლარვებით ხმელეთის მოლუსკების დაინვაზიება რეგიონში ამ ჰელმინთოზის გავრცელებაზე მიუთითებს. ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.3.3.9. თბილისის ზოოპარკის ძუძუმწოვარი ცხოველების პარაზიტოლოგიური (კოპროლოგიური) გამოკვლევის შედეგები. /ლ. მურვანიძე, ლ. არაბული/. პარაზიტოლოგიის აქტუალური პრობლემები საქართველოში. XII საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 2014. ტ. XII. – გვ. 154-162. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგ.

155-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით განხორციელდა კვლევითი პროექტი – „თბილისის ზოოლოგიური პარკის ძუძუმწოვრების კოპროლოგიურ-პარაზიტოლოგიური გამოკვლევა“, რომლის შედეგად გამოვლინდა: იაკის, ლამასა და ჯიხვის დაინვაზიება – კოკციდიებით; პრჟევალსკის ცხენის, ფაფრიანი ცხვრისა და ჯიხვის დაინვაზიება – დიკროცელიუმებით (Dicrocoelium lanceatum); მგლის, ლომის, ავაზასა და იაგუარის დაინვაზიება – ტოქსასკარიდებით (Toxascaris leonina) და პავიანების დაინვაზიება – ტრიქოცეფალუსებით (Trichocephalus trichiurus). პარკის ტერიტორიაზე მობინადრე ხმელეთის მოლუსკები (Helixlucorum) დაინვაზიებული იყვნენ დიკროცელიუმის ლარვული ფორმებით, რაც ზოოპარკში დიკროცელიოზის კერის არსებობაზე მიუთითებს. სურ. 5, ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.3.3.10. საქართველოში კენტჩლიქიანი ცხოველების ნაწლავური სტრონგილატოზებისა და პარასკარიდოზის ეპიზოოტოლოგიის ზოგიერთი საკითხის შესახებ. /შ. ფოცხვერია, ლ. ავალიანი/. პარაზიტოლოგიის აქტუალური პრობლემები საქართველოში. XII საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 2014. ტ. XII. – გვ. 201-217. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგ.

საქართველოში უპირატესად გავრცელებულია კენტჩლიქიანი ცხოველების ნაწლავური სტრონგილატო­ზები და პარასკარიდოზი, რომელთა აღმძვრელებით დაინვაზიებულია ყველა ასაკის ცხენების, შესაბამისად, 70,5 და 18,9%, სახედრების, – შესაბამისად, 80,5 და 11,5%. მათ გარდა გამოვლინდა ოქსიუროზის, დიქტიოკაულოზის, ანოპლოცეფალიდოზების, პიროპლაზმოზის, ნუტალიოზისა და გასტროფილოზის აღმძვრელებით ცხენების დაინვაზიების ერთეული შემთხვევები. ყულარის ცხენსაშენში ნაწლავური სტრონგილატებით და პარასკარიდებით უპირატესად დაინვაზიებულია 7-18 თვის ასაკის მოზარდეული, შესაბამისად, 71,7 და 32,3%. შტრონგილატოზები მაქსიმალურად ზამთრისა (76,1-87,7%) და ზაფხულის (78,9-91,8%) თვეებში ვლინდება, პარასკარიდოზი – აპრილ-მაისში (48,1-60,4%). საძოვარზე ნაწლავური სტრონგილატებისა და პარასკარიდების ინვაზიური საწყისის განვითარების პირობები აპრილიდან ნოემბრამდე იქმნება. ივლისსა და აგვისტოში (ჰაერის საშუალო თვიური ტემპერატურა, შესაბამისად, 23,5 და 23,4°C) სტრონგილატების ლარვები და პარასკარიდას კვერცხები ინვაზიურ სტადიას, შესაბამისად, 5-6 და 8-9 დღეში აღწევენ. ზამთარში საძოვარზე ინვაზიური საწყისი იზამთრებს და აპრილში, როდესაც ჰაერის საშუალო დღიური ტემპერატურა 8-10°-ს გადააჭარბებს, განაახლებს ან იწყებს განვითარებას. ივლის-აგვისტოში ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და გამოშრობის გამო სტრონგილატების არაინვაზიური ლარვები იღუპებიან, ხოლო ინვაზიური ლარვები ნიადაგში მიგრირებენ და 5-10 სმ სიღრმეზე ბალახის ფესვებზე განთავსდებიან. სექტემბერში, სასურველი პირობების დადგომის შემდეგ, ისინი უკან ბრუნდებიან და ბალახის ღეროებზე ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად მიგრირებენ. საჯინიბოებში სტრონგილატების ინვაზიური საწყისით საკვებურები დაინვაზიებულია მთელი წლის განმავლობაში, პარასკარიდების ინვაზიური საწყისით – წლის პირველ ნახევარში. სტრონგილატებით დაინვაზიების პროცესი მიმდინარეობს საჯინიბოებში და საძოვარზე, სადაც ინვაზიური საწყისი დიდი რაოდენობით გაზაფხულსა და შემოდგომაზე გროვდება. პარასკარიდებით ინტენსიურად დაინვაზიება წლის პირველ ნახევარში საჯინიბოში ხდება. სტრონგილატოზების ეპიზოოტიურ პროცესში ინვაზიის გადაცემის ფაქტორია საკვებურები და საძოვარი, პარასკარიდოზის დროს – საკვებური. აღწერილი ეპიზოოტიური პროცესი შესაბამისად აისახება ნაწლავური სტრონგილატებით და პარასკარიდებით ცხენების დაინვაზიების დინამიკასა და მათ მიერ გამოწვეული ჰელმინთოზების სეზონურ გამოვლინებაზე. ცხრ. 1, ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.3.3.11. თბილისში ძაღლის ძირითადი ჰელმინთოზების დროს ეპიდემიოლოგიური რისკების შესახებ. /შ. ფოცხვერია, მ. გოგობერიშვილი/. პარაზიტოლოგიის აქტუალური პრობლემები საქართველოში. XII საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 2014. ტ. XII. – გვ. 218-228. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგ.

თბილისში გავრცელებულია ძაღლების რვა ჰელმინთოზური დაავადება: მულტიცეპტოზი, ექინოკოკოზი, დიპილიდიოზი, მეზოცესტოიდოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსასკარიდოზი, უნცინარიოზი და ანკილოსტომოზი, რომელთა აღმძვრელებით ყველა ასაკის ძაღლების დაინვაზიების ექსტენსიურობის მაჩვენებელი 57,4%-ს შეადგენს. ამ დაავადებათა შორის უპირატესად გავრცელებულია ტოქსოკაროზი (26,7%) და ტოქსასკარიდოზი (24,4%), რომელთა აღმძვრელებით მაქსიმალურად დაინვაზიებულია, შესაბამისად, შვიდ თვემდე ასაკის ლეკვები (55,4%) და 7-12 თვის ასაკის მოზარდეული (37,2%). ამ ჰელმინთებით ყველა ასაკის ძაღლების დაინვაზიება უპირატესად გაზაფხულსა და ზაფხულის ბოლოს - შემოდგომის დასაწყისში ვლინდება. თბილისის პარკებსა და ხეივნებში ნიადაგი დაინვაზიებულია ძაღლის ექვსი ჰელმინთის – ტოქსოკარას (20,9%), ტოქსასკარიდას (18,2%), ანკილოსტომას (4,5%), დიპილიდიუმის (4,1%), უნცინარიასა (2,7%) და ექინოკოკის (0,9%) ინვაზიური საწყისით. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მთელი წლის განმავლობაში ნიადაგი დაბინძურებულია მათი სიცოცხლისუნარიანი, განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი ინვაზიური საწყისით, რაც განაპირობებს ამ ჰელმინთოზების ეპიზოოტიური პროცესის უწყვეტობას და ეპიზოოტოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას, განსაკუთრებით, – ზაფხულის თვეებში. ამავდროულად, იქმნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების რისკები. ლიტ. 10.

ავტ.

 

ბ15.3.3.12. კოქციდების (Arthropoda, Insecta, Homoptera, Coccoidea) გავრცელება და ბიოცენოლოგია საქართველოში. /მ. ლობჟანიძე/. პარაზიტოლოგიის აქტუალური პრობლემები საქართველოში. XII საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 2014. ტ. XII. – გვ. 229-237. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგ.

საქართველოს აგროცენოზებში, კერძოდ კი სუბტროპიკულ და კონტინენტურ ხეხილში, აგრეთვე ტყისა და დეკორატიულ მცენარეულობაზე გავრცელებულ მავნებლებს შორის მეტად სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლიათ კოქციდებს – ფარიანებსა და ცრუფარიანებს. ამ ჯგუფის ორგანიზმების დიდი სახეობრივი მრავალფეროვნების, გამრავლების დიდი პოტენციალის, მათ მიერ მატლისა და იმაგოს ფაზაში ხარბად კვების გამო, მცენარეები სწრაფად კნინდებიან და ხშირად იღუპებიან კიდეც. თანამედროვე მდგომარეობით, ისინი მასობრივად არიან გავრცელებული და ზარალიც შესაბამისად დიდია. საჭიროა თანმიმდევრული და სწორი ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება, სადაც უნდა დომინირებდეს ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებები. რაც შეეხება ბიოაგენტებს, კვლავაც უნდა გაგრძელდეს ეფექტიანი სახეობების გამოვლენა ეკოსისტემებში, ასეთი ადგილობრივი რეზერვების შეფასება, ეკოლოგიური პლასტიკურობის მაჩვენებლების მიხედვით მათი შერჩევა, ხელოვნური გამრავლება და ბუნებაში გაშვება. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.3.3.13. თეთრყვავილას პარაზიტების შესწავლის მასალები. /მ. ბერუაშვილი, ნ. გოგინაშვილი, ნ. ჩხაიძე, მ. კერესელიძე/. პარაზიტოლოგიის აქტუალური პრობლემები საქართველოში. XII საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 2014. ტ. XII. – გვ. 237-243. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგ.

საქართველო მდიდარია ფლორის უნიკალური წარმომადგენლებით, რომელთა შორის გამოვყოფთ თეთრყვავილას – Galanthus woronowii Losin. ჩვენ მიერ შესწავლილია ამ მცენარის პარაზიტული ორგანიზმები გარემოსა (გურიის რეგიონი) და ლაბორატორიულ პირობებში. გამოვლენილია სოკო პათოგენი – Fusarium sp. და პარაზიტული ნემატოდა, რომელიც მიეკუთვნება Ditylenchus-ის გვარს. დადგენილია, რომ ისინი იწვევენ ფოთლების გაყვითლებას, ღეროსა და ფესვის ყელის გამუქებასა და დაპატარავებას, ბოლქვების დაზიანებას და მცენარის ხმობას. სურ. 4, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.3.3.14. Salmonella-ს ეპიდემიოლოგიური შტამების მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ და R-პლაზმიდების პროფილის განსაზღვრა. /. გაბისონია, . ლოლაძე, . ქათამაძე, . მელაშვილი, . დიდებულიძე, . თამარაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. #1. – გვ. 114-117. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

მოყვანილია მონაცემები 2012-2013 წლებში, კასპის რაიონის ორი ფერმერული მეურნეობიდან გამოყოფილი სალმონელას შტამების მგრძნობელობის შესახებ ანტიბიოტიკების მიმართ. ნაჩვენებია პოლირეზისტენტული ფორმების ფართო გავრცელება. განსაკუთრებული რეზისტენტობით ხასიათდება გენტამიცინის, კარბენიცილინის და კანამიცინის მიმართ. დადგენილია, რომ შტამების 50% შეიცავს კონიუგაციურ R-პლაზმიდებს, რომლებიც შეუთავსებლობის სხვადასხვა ჯგუფებს მიეკუთვნება. ეს პლაზმიდები განაპირობებენ მდგრადობას სტრეპტომიცინის, ქლორამფენიკოლის, ტეტრაციკლინის, გენტამიცინის, კარბენიცილინის და კანამიცინის მიმართ. მათი შეუთავსებლობის ჯგუფებია T, J, M, N. მოლეკულური მასები 40.0; 62.0; 58.0; 30.0; 60.0; 50.0 MDa. სალმონელას ეპიდემიოლოგიურ შტამებში გამოვლენილი იქნა პლაზმიდები, რომლებიც მიეკუთვნებიან IncP შეუთავსებლობის ჯგუფს. მათი მოლეკულური მასებია 30.0; 35.0 MDa. ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ კონიუგაციური R-პლაზმიდები მონაწილეობენ ეპიდემიოლოგიური შტამების ფორმირებაში. ცხრ. 3, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.3.3.15. ლამბლიოზი ბავშვთა ასაკში, ეთიოლოგია, კლინიკა და თანამედროვე მკურნალობის ასპექტები. /დ. ხაჭაპურიძე, მ. გაბელაშვილი/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 19-23. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა იმერეთის რეგიონში ბავშვთა ლამბლიოზით დაავადების სიხშირის და თანამედროვე მკურნალობის ასპექტების კვლევა. შესწავლილ იქნა 2013 წლის განმავლობაში იმერეთის რეგიონის 2-დნ 14 წლამდე ასაკის 39 პაციენტში ლამბლიოზის გავრცელების შემთხვევები. ლამბლიოზზე დიაგნოსტიკა ტარდებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალერგოოგიის, ასთმის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში იმუნოფერმენტული მეთოდით ELASTA აპარატზე. გამოყოფილ იქნა დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის პაციენტები. დაბალი და საშუალო რისკის პაციენტებში საკმარისი აღმოჩნდა მაკმირორით მკურნალობის მხოლოდ ერთი კურსი, ხოლო მაღალი რისკის პაციენტებ (5 პაციენტი) ლაბორატორიული გამოკვლევისა და ჩივილების საფუძველზე ენიშნებოდათ მკურნალობის მეორე კურსიც. ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.3.3.16. კიდევ ერთხელ A ჯგუფის სტრეპტოკოკულ ინფექციების შესახებ. /თ. წყაროველი/. ბავშვთა კარდიოლოგია. – 2015. – #9. – გვ. 39-42. – ქართ.; რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.

გაანალიზებულია A ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციების ეტიოპათო­გენეზი, კლინიკა, მკურნალობის თანამედროვე ხედვა და პრევენციის საკითხები. ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.3.3.17. საშარდე გზების ინფექცია ბავშვთა ასაკში. /ბ.ზენაიშვილი, მ. ცანავა, ნ. კვირკველია, დ. კვირკველია, თ. აბულაძე, გ. ჩიტაია/. სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია. – 2015. – #17-12-11. – გვ. 55-57. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

საშარდე გზების ინფექციის კერძოდ - პიელონეფრიტის დიაგნოსტიკა გაძნელებულია და თირკმლის ნაწიბურის განვითარების რისკი მაღალია; ამიტომაც, უმჯობესია რისკ-ჯგუფის პაციენტებზე ფოკუსირებული ჯანდაცვის ღონისძიებების გატარება, ადრეული დიაგნოსტიკა და გართულებების პრევენცია. ლიტ. 20.      

ავტ.

 

ბ15.3.3.18. სპორტსმენთა ანთროპომეტრული, ფიზიკური და ფუნქციური მახასიათებლები აპიჰეპატის მოქმედების ფონზე. /გ. ჩახუნაშვილი, ნ. ბადრიაშვილი, ნ. თოფურიძე, ნ. ჯობავა, კ. ჩახუნაშვილი/. სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია. – 2015. – #17-12-11. – გვ. 67-70. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

დადგენილია, რომ პრეპარატ აპიჰეპატის გამოყენება აუმჯობესებს სპორტსმენთა შრომისუნარიანობას, აფართოვებს ადაპტაციური მექანიზმებს სავარჯიშო და საშეჯიბრო პირობებისადმი; აჩქარებს აღდგენით პროცესებს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ცხრ. 2, ლიტ. 10.

ავტ.

 

ბ15.3.3.19. მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირების და გრძელი ლულოვანი ძვლების ოსტეოსინთეზის შემდგომ განვითარებული პოსტოპერაციულო ინფექციური გართულებების სტრუქტურა. /. ავაზაშვილი, . მჭედლიშვილი, . ნოზაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 7-12. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია 2010-2014 წლებში ტრავმატოლოგიის დეპარტამენტში ჩატარებული მენჯ-ბარძაყის სახსრების ენდოპროტეზირების 653 და გრძელი ლულოვანი ძვლების ოსტეოსინთეზის 870 ოპერაციის შემდეგ ინფექციური გართულებების სტრუქტურის გამოვლენის მიზნით ჩატარებული 1523 ავადმყოფობის ისტორიის შესწავლის შედეგები. ეპიდემიოლოგიური კვლევის აღწერილობითი მეთოდის გამოყენებით ორივე ტიპის ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში გამოვლენილ იქნა: ყველაზე ხშირი მიზეზები და ჩვენებები ოპერაციების ჩატარებისთვის, აგრეთვე პაციენტების სქესისა და ასაკის პრევალირება; ოპერაციული ჩარევის მიდამოს ოპერაციის შემდგომი ადრეული და გვიანი ღრმა და ზედაპირული ინფექციური გართულებების სიხშირე, აგრეთვე, ზოგადი ანთებითი დაავადებების განვითარების სიხშირე და ფორმები, მათი აღმოცენების რისკის სტატისტიკურად სარწმუნო ფაქტორები. სურ. 2, ცხრ. 4, ლიტ. 13.

ავტ.

 

ბ15.3.3.20. სისხლის არტერიული წნევის მაჩვენებლები კახეთის რეგიონის ქალაქსა და სოფელში მაცხოვრებელ ბავშვებსა და მოზარდებში. /. ხარაბაძე, . ხეცურიანი, . ბეთანელი, . კანდელაკი, . ხუციშვილი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 79-83. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მაზანს წარმოადგენდა კახეთის რეგიონის ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებელი მოსწავლეების არტერიული წნევის მაჩვენებლების თავისებურებების შესწავლა. კვლევა ჩატარდა 2012-2013 წწ . თელავის და თელავის რაიონის საჯარო სკოლებში. გამოკვლეულია 6-დან 18 წლის ჩათვლით 493 (267 ქალაქის და 226 სოფლის) მოსწავლე. საკვლევ კონტინგენტში შესწავლილია სისტოლური (საწ) და დიასტოლური (დაწ) არტერიული წნევა. მიღებული შედეგები დაჯგუფებულია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის ცალ-ცალკე. გამოთვლილია თითოეული ასაკობრივი რიგის ვაჟების და გოგონების საწ და დაწ-ის საშუალო სიდიდეები. მაჩვენებლები ერთმანეთთან შედარებულია სქესის და საცხოვრებელი ადგილის (ქალაქი/სოფელი) გათვალისწინებით. მიღებული შედეგები განზოგადებულია 3 ასაკობრივი ჯგუფისათვის: I - ადრეული ბავშვობის პერიოდი, 6-8 წლის ასაკი (n=136 ვაჟი - 71, გოგონა - 65), II - შუა ბავშვობის პერიოდი, 9-11 წლის ასაკი (n=147 ვაჟი - 82, გოგონა - 65) და III - მოზარდობის პერიოდი, 12-18 წლის ასაკი (n=213 ვაჟი - 98, გოგონა - 115). არტერიული წნევა ისაზღვრებოდა მარჯვენა მხრის არტერიაზე სამჯერადად, 3-წუთიანი ინტერვალებით. გამოთვლილია თითოეულ ასაკობრივ ქვეჯგუფში ქალაქის და სოფლის მაცხოვრებელი, ვაჟების და გოგონების საშუალო სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა; მიღებული მონაცემები სტატისტიკურად დამუშავდა ANOVA-მეთოდით, სტიუდენტის t-კრიტერიუმის გამოყენებით. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ქალაქის და სოფლის მოსწავლე ვაჟების და გოგონების სისტოლური და დიასტოლური წნევის სიდიდეებში განსხვავება უმნიშვნელოა. ყველაზე მეტი განსხვავება გამოვლინდა I ასაკობრივ ჯგუფის სოფლის მოსწავლე ვაჟებში, რომლებსაც საწ, საშუალოდ, 5.7 მმ/Hg-ით მაღალი ჰქონდათ ქალაქის მაცხოვრებელ ვაჟებზე; III ასაკობრივი ჯგუფის სოფლის მაცხოვრებელი გოგონების საწ, საშუალოდ, 3 მმ/Hg-ით მაღალია იმავე ასაკის ქალაქელ გოგონებთან შედარებით. იგივე სხვაობა გამოვლინდა გოგონებში დაწ-ის მაჩვენებლებში. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები შეესაბამება ერაყსა და რუსეთში ჩატარებული ანალოგიური კვლევების მონაცემებს. არტერიული წნევის მაჩვენებლებს შორის ზემოაღნიშნული განსხვავება შესაძლოა განპირობებული იყოს სოფლის მაცხოვრებელი მოსწავლეების უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვით და სხეულის მასის ინდექსის ნორმაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ბავშვების სიჭარბით სოფელში, ქალაქთან შედარებით. სურ. 2, ცხრ. 2, ლიტ. 19.

ავტ.

 

ბ15.3.3.21. წითელას კლინიკური თავისებურებანი თანამედროვე ეტაპზე. /. ბეგაიდაროვა, . სტარიკოვი, . დევდარანი, . ალშინბეკოვა, . დიუსემბაევა/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 63-69. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

2014 წელს წითელას აფეთქების დროს ცენტრალურ ყაზახეთში, . ყარაღანდის საოლქო ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებულ 1 თვიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარდა შედარებითი ანალიზი. მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა 209 ბავშვი, მათ შორის 66 ბავშვი - 1 წლამდე, 143 - 1 წლიდან 18 წლამდე. წითელას კლინიკური დიაგნოზი დასმული იყო კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური და სეროლოგიური მონაცემების საფუძველზე. წითელას ასაკობრივ ასპექტში შესწავლისას დადგენილია, რომ დაავადებულთა უმრავლესობის ასაკი იყო 1 წლიდან 3 წლამდე და 11-დან 18 წლამდე. წითელა 1 წელზე უფროს ბავშვებში მიმდინარეობდა უფრო რთულად, ვიდრე ჩვილებში, მკვეთრად გამოხატული ინტოქსიკაციური სიმპტომებით და კატარული სინდრომით. ბელსკი-ფილატოვის სიმპტომი და წითელას ენანთემა რჩება სარწმუნო სადიაგნოზო და დიფერენციულ-სადიაგნოზო სიმპტომებად; წითელით დაავადებულთა მთავარ რეტროსპექტულ ნიშნად კი რჩება პიგმენტაცია. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 12.

ავტ.

 

ბ15.3.3.22. მოსწავლეთა ორგანიზმში ფუნქციური ცვლილებების ფორმირების მექანიზმი მოძრაობითი აქტივობის სხვადასხვა დონეებზე. /. მინდუბაევა, . შუკუროვი, . სალიხოვა, . ნიაზოვა, . რამაზანოვი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 75-81. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჩატარდა ჩვეულებრივ ყოველდღიური მოძრაობითი აქტივობის და რეგულარული ზომიერი ფიზიკური დატვირთვის რეჟიმში მყოფი 15-16 წლის მოზარდების გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის კომპლექსური გამოკვლევა. შესწავლილია მოზარდებში თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის და მიოკარდიუმის ფუნქციური მდგომარეობის თავისებურებანი ვეგეტატური რეგულაციის საწყის ტონუსთან და მოძრაობით აქტივობასთან კავშირში ტრედმილზე უწყვეტი ფიზიკური დატვირთვის პროცესში. კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ თავის ტვინის სისხლძარღვების ელასტიკურობა, ვენების ტონუსი, ვენური სისხლის უკუქცევა მოზარდებში, რომლებსაც არ აქვთ რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, საგრძნობლად დაქვეითებულია. კორონარული სისხლის მიმოქცევის შედარებით უფრო ადეკვატური რეაქცია ფიზიკური დატვირთვის პირობებში გამოვლინდა მოვარჯიშე მოზარდებში. აღნიშნულმა ჯგუფმა გამოავლინა ორგანიზმის სარეზერვო საშუალებების მართვის უფრო მაღალი დონე და ხარისხი. ცხრ. 3, ლიტ. 21.

ავტ.

 

ბ15.3.3.23. გენეტიკური ფაქტორების და მარილის მოხმარების გავლენა ჰიპერტენზიის განვითარებაზე საქართველოს ენდემურ (სვანეთის) პოპულაციაში. /. ანდრონიკაშვილი, . სიმონია, . აბესაძე, . პეტრიაშვილი, . ბერიაშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 7-9. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა სვანეთის ეთნიკურად ჰომოგენური ოჯახების წევრებში მარილ­მგრძნობელობის განსაზღვრა და მარილმგრძნობიარე ჰიპერტენზიის განმაპირობებელი გენეტიკური ფაქტორების გარკვევა. გამოკვლეული იყო 40 ეთნიკური სვანი (პრობანდები - ესენციური ჰიპერტენზიის I სტადიით (JNC-7) და მათი ოჯახის წევრები სულ 120 პირი 67 ქალი და 53 მამაკაცი (15- დან 75 წლამდე). კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სვანური პოპულაცია ჭარბი რაოდენობით მოიხმარს მარილს, ხოლო მარილმგრძნობიარე ჰიპერტენზიისა და მარილმგრძნობიარობის რიცხვი ჯანმრთელებში აღემატება შესაბამის საერთაშორისო მაჩვენებლებს. გენეტიკურმა ტესტირებამ გამოავლინა CYP3A5 პოლიმორფიზმის მაღალი სიხშირე და მისი სარწმუნო დადებითი კორელაცია მარლიმგრძნობი­არო­ბასთან. ყოველივე აღნიშნული საშუალებას იძლევა შესაბამისი გენების იდენტიფიცირების მეშვეობით გამოვლინდეს ჰიპერტენზიის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფები და განხორციელდეს ესენციური ჰიპერტენზიის პირველადი პრევენცია და პათოგენეზური მკურნალობა. სურ. 2, ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.3.3.24. სილიკომანგანუმის წარმოებაში დასაქმებულთა ჯანმრთელობისათვის პროფესიული რისკის ჰიგიენური შეფასება. /. არაბიძე, . ჩიქოვანი, . ქვათაძე, . კვერენჩხილაძე, . რიჟინაშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 9-11. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

კომპლექსური ჰიგიენური კვლევების საფუძველზე შეფასებულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ¹1 სილიკომანგანუმის საამქროში სამუშაო გარემოს და შრომის პროცესის ძირითადი მავნე ფაქტორები: სამუშაო ზონის ჰაერის დამტვერიანება და მავნე ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურება, საწარმოო მიკროკლიმატი, საწარმოო ხმაური, განათება, შრომის სიმძიმე და დაძაბულობა. დადგენილია სამუშაო ადგილები და მათი შესაბამისი პროფესიები, რომლებიც ხასიათდება შრომის პირობების მავნეობის გარკვეული ხარისხით. ჩატარებული კვლევების საფუძველზე შემუშავებულია ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული რისკის შემცირებას. შემუშავებული რეკომენდაციები მოიცავს ტექნოლოგიური, ორგანიზაცი­ული, სანიტარიულ-ჰიგიენური, სამედიცინო პროფილაქტიკის ხასიათის ღონისძიებებს. ლიტ. 5

ავტ.

 

ბ15.3.3.25. კანის დაავადებები ქვანახშირის წარმოებაში დასაქმებულებში. /რ. ბარათაშვილი, ა. ჩიქოვანი, მ. გვიშიანი, თ. სვანიძე, ნ. ხაჭაპურიძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 15–16. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ტყიბულის შახტებში ქვანახშირის მოპოვებისას მომუშავეთა ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს სამუშაო გარემო და შრომის პროცესის მავნე ფაქტორები: საწარმოო მტვერი, მავნე ქიმიური ნივთიერებები, საწარმოო მიკროკლიმატი, ხმაური, ვიბრაცია, განათება, შრომის სიმძიმე და დაძაბულობა. ქვანახშირის მოპოვებისას აღინიშნება მავნე საწარმოო ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების შერწყმული მოქმედება მომუშავეთა ორგანიზმზე. ქვანახშირის შახტებში მტვერი წარმოიშობა როგორც მოპოვების, ასევე დატვირთვა-გადმოტვირთვის და ტრანსპორტირების დროს. მეშახტეების გამოკვლევისას გამოვლინდა მაღალი მგრძნობელობა მეტალსენსი­ბილი­ზატორების მიმართ, როგორიცაა ქრომი, კობალტი, ნიკელი და ა.შ. ასევე მომატებული მგრძნობელობა კონსერვანტებში შემავალ ზოგიერთ ნივთიერებებთან კონტაქტისას სამაგრი მასალების, საშხაპეებში გამოყენებული სადეზინფექციო ნივთიერებების, ანტიმიკოზური პრეპარატების და სხვ. მიმართ. მინდელის მაღაროში ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოვლინდა დასაქმებულთა შორის დერმატიტის (ლოკალიზაციით ქვედა კოდურებზე) – კანის ჩირქმბადი დაავადებების შემთხვევები. გამოკვლეულთა 30%-ს დაუდგინდა ტერფების მიკოზი. ჩატარებული კვლევები საფუძვლად დაედო მიზანმიმართული გამაჯანსაღებელი ღონისძიებების შემუშავებას. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.3.3.26. საქართველოს ქიმიური მრეწველობის მუშაკთა შრომის პირობების ჰიგიენური კლასიფიკაციის შემუშავების შედეგები. /ლ. ბაქრაძე, რ. კვერენჩხილაძე, მ. ციმაკურიძე, გ. კვერენჩხილაძე, ს. ნოზაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 19–22. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ჩატარებულია ქიმიური მრეწველობის პრიორიტეტული დარგების (დარიშხანისა და მისი პრეპარატების წარმოების, ნატრიუმის ციანიდის წარმოებისა და ამონიუმის გვარჯილის წარმოების) მუშაკთა შრომის ჰიგიენური კლასიფიკაცია პროფესიულ ფაქტორთა შერწყმული მოქმედების პირობებში, შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტის საფუძველზე. დადგენელია, რომ ამ წარმოებათა ძირითადი პროფესიების უმრავლესობის შრომითი პროცესი მავნეობის მიხედვით კლასიფიცირდება, როგორც 3.2 კლასი, სიმძიმის მიხედვით - როგორც 3.1 ან 2 კლასი, ხოლო დაძაბულობის მიხედვით - როგორც 2, 3.1 და 3.2 კლასები. ჩატარებული კომპლექსური კვლევები საფუძვლად დაედო ქიმიური მრეწველობის შესწავლილი ობიექტების მუშათა შრომის პირობების გაჯანსაღების ღონისძიებების შემუშავებას. ცხრ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.3.3.27. აქტიური და პასიური მწეველობის გავრცელება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის. /ნ. ბეგიშვილი, დ. გაბუნია, მ. ჯიბლაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 22–25. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

თამბაქოს აქტიური და პასიური მწეველების რაოდენობის და თამბაქოს მოწევის სტატუსის დასადგენად ანონიმურად ჩატარდა თსსუ – ის 492 სტუდენტის (162 ვაჟი და 330 ქალი) გამოკითხვა. სულ აქტიური მწეველების რაოდენობა შეადგენს 13%, პასიური მწეველების 21%; ვაჟებში 28,4% ეწევა, ქალებში 5,2%. მოწევის ინტენსივობის დასადგენად გამოანგარიშებული იყო მოწევის ინდექსი და ინდექსი კოლოფი/წლები. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) განვითარების რისკის არსებობის (მოწევის ინდექსი>140) მიხედვით მწეველები 2 ქვეჯგუფში განაწილდნენ. პირველი ქვეჯგუფი - რისკნეგატიური (33): მოწევის ინდექსი 85, ინდექსი კოლოფი/წლები 1,5, რესპირატორული სიმპტომები ჰქონდა 33%. მეორე ქვეჯგუფი - რისკპოზიტიური: მოწევის ინდექსის საშუალო მაჩვენებელი 221, ინდექსი კოლოფი/წლები 4,6, რესპირატორული სიმპტომები ჰქონდა 79%. უარი მოწევის შეწყვეტაზე განაცხადა მწეველთა 41%. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ უკვე ნიკოტინდამოკიდებული არიან. COPD-ის განვითარების რისკის მქონე სტუდენტები საჭიროებენ სპირომეტრული გამოკვლევის ჩატარებას და დაკვირვებას დინამიკაში. ცხრ. 2, ლიტ. 11.

ავტ.

ბ15.3.3.28. საქართველოში 2013 წელს აივ/შიდსით ინფიცირებულ პირთა სტომატოლოგიური სტატუსი. /. ბუხნიკაშვილი, . ცინცაძე, . აბაშიძე, . დიდბარიძე, . გოგიშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 38–40. – ქართ.: რეფ.: ინგლ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა 2013 წელს საქართველოში გამოვლენილ აივ/შიდსით ინფიცირებულ პირთა სტომატოლოგიური სტატუსის შესწავლა. ამ პერიოდში საქართველოში დაფიქსირდა აივ-ინფექციის გამოვლინების 490 ახალი შემთხვევა. მათ შორის 370 (75,5±0,57%) მამაკაცია და 120 (24,5±1,76%) ქალი. დაავადების გავრცელების ძირითად გზას კი წარმოადგენდა დაუცველი ჰეტეროსექსუალური კონტაქტები – 233 (47,55%±1,05%) შემთხვევა, ნარკოტიკების ინექციური მოხმარება - 184 (37,55%±1,29%), ჰომო/ბისექსუალური კონტაქტები – 66 (13,5%±2,53%), ჰემოტრანსფუზიის შედეგად – 2 (0,4%±15,78%), ვერტიკალური გზით ჰიპოგლიკემიური მდგომარეობები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ხანდაზმულებში (დედიდან შვილზე) – 4 (0,8%±11,14%), დაუდგენელი იყო 1 (0,2±22,34%) შემთხვევა. დადგენილია, რომ ორალური გამოვლინებები თავს იჩენს აივ/შიდსის როგორც გვიან, ასევე დაავადების ადრეულ სტადიაზე. ამ მანიფესტაციების არსებობის შემთხვევაში ექიმ-სტომატოლოგების მიერ მათი, როგორც შიდსის ინდიკატორული დაავადების ამოცნობა ძალზედ მნიშვნელოვანია აივ/შიდსის ადრეული დიაგნოსტიკისათვის. დროულად დასმული დიაგნოზი და დროულად დაწყებული მკურნალობა უდიდეს როლს ასრულებს, როგორც ინდივიდუალურ დონეზე, პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გახანგრძლივების მხრივ, ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვის დონეზე. სურ. 4, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.3.3.29. ნუტრიგენომიკა დაავადებათა მკურნალობის ახალი სტრატეგია. /ც. გიგინეიშვილი, მ. ჭიპაშვილი, ე. იმნაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 46–47. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ნუტრიგენომიკა სწავლობს საკვების გავლენას გენების ექსპრესიაზე. იგი მძიმე და ქრონიკულ დაავადებების დასაძლევად და პრევენციისთვის სამკურნალო საშუალებების გამოყენების ნაცვლად გვთავაზობს ჯანმრთელი ცხოვრების წესს და პერსონალიზებულ დიეტას. კვება ყველაზე მოკლე გზაა გენების ექსპრესიის რეგულირებისაკენ. 20 სახის საკვებ პროდუქტებში აღმოჩენილია გენის აქტივობაზე მოქმედი ნივთიერებები და 19 გენი, რომლებიც გავლენას ახდენს შინაგანი ორგანოების მუშაობაზე (ანტიოქსიდანტების შეთვისება, ანთებითი პროცესებისადმი მიდრეკილება, ინსულინისადმი მგრძნობე­ლობა). სწორად შერჩეული საკვებით შესაძლებელია დაუზიანებელი გენის ექსპრესიის გააქტიურება და მუტანტური გენით გამოწვეული დარღვევების კორექცია, ე.ი. კვება უშუალოდ ზემოქმედებს გენების ექსპრესიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების მკურნალობის ან პრევენციული ღონოსძიებების შესაძლებლობა ძალიან მომხიბლავია, ამჟამინდელი ცოდნა ნუტრიციულ ეპიგენეტიკაში მწირია. საჭიროა შემდგომი კვლევები, რათა გაფართოვდეს შესაძლო რესურსების არეალი და უკეთ გავიგოთ საკვები ნივთიერებების და საკვები ბიოაქტიური კომპონენტების მნიშვნელობა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და დაავადებების პრევენციაში, ეპიგენეტიკური მექანიზმების მოდიფიკაციის გზით. ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.3.3.30. ოჯახური გარემოს გავლენა ბავშვის ფიზიკურ და სოციალურ განვითარებაზე. /ქ. გოგბერაშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 47-50. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

შრომის მიზანს წარმოადგენდა ოჯახური გარემოს გავლენის შესწავლა ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების სტიმულირებისათვის, როდის უფრო სასურველია ინსტიტუციებიდან ბავშვის გადაყვანა ოჯახურ გარემოში მაქსიმალურად სწრაფი დადებითი ეფექტის მისაღებად. კვლევა ჩატარდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში. შესწავლილ იქნა 72 ჯანმრთელი 3 წლამდე ასაკის ბავშვი. აქედან: I ჯგ. - 24 ბავშვი, რომელმაც 6 თვემდე ასაკში დატოვა ბავშვთა სახლი, II ჯგუფი შეადგინა 24 ბავშვმა. ისინი კვლევის პერიოდში განაგრძობდნენ ცხოვრებას ბავშვთა სახლში და 24 შესაბამისი ასაკის ბავშვმა შეადგინა საკონტროლო ჯგუფი – III ჯგუფი. შესწავლილ და შეფასებულ იქნა ბავშვების ფიზიკური და ფსიქომოტორული განვითარება ცენტილური ცხრილებისა და დენვერის სკრინირგ-ტესტის საშუალებით, მათი ავადობა, მეტყველება, ქცევა. რაოდენობრივი შეფასებისათვის თითოეული მაჩვენებლისათვის გამოთვლილი იყო განვითარების კოეფიციენტი – K = განვითარების ასაკი (დენვერის მიხედვით): ქრონოლოგიური ასაკი X 100. მიღებული შედეგების მიხედვით: ბავშვთა სახლიდან გადასვლის უკვე მე- 5, მე-6 თვიდან აღინიშნა სტატისტიკურად სარწმუნო სიმაღლეში ზრდის დაჩქარების ტრენდენცია, ხოლო 1 წლის ასაკში ოჯახში გადაყვანილი ბავშვები თითქმის დაეწივნენ ყველა პარამეტრში თავიანთ თანატოლებს საკონტროლო ჯგუფიდან. ამგვარად, ჩვენს მიერ მიღებული მონაცემებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ინსტიტუციური გარემოს მავნე ზეგავლენა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დადგინდა, რომ სამედიცინო თვალსაზრისით მიზანშეწონილია ბავშვების დეინსტიტუციონალიზაცია და რაც უფრო მცირე ასაკში დატოვებს ბავშვი ინსტიტუციონალურ დაწესებულებას, მით სწრაფად აღდგება მისი ზრდა-განვითარება და ქცევა. ცხრ. 2, ლიტ. 11.

ავტ.

 

ბ15.3.3.31. გარემო ფაქტორების გავლენა ადრეული ასაკის ბავშვის ემოციური სფეროს ფორმირებაზე. /ქ. გოგბერაშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 50–51. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

შრომის მიზანს წარმოადგენდა სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების ემოციური სტატუსის შესწავლა. დეპრივირებული ბავშვების ემოციური სტატუსი შესწავლილ იქნა წყნეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელთა მაგალითზე ლუშერის ფერადი ტესტის საშუალებით. ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშვთა სახლის ბავშვების 21% აღენიშნებოდა შფოთვის მაღალი დონე, 11% - ძალიან მაღალი შფოთვა, საშუალო ინტენსივობის შფოთვა გამოვლინდა ბავშვების 30%-ში, ხოლო დაბალი ინტენსივობის – 38%-ში. საკონტროლო ჯგუფის ბავშვებში, შესაბამისად, ძალიან მაღალი შფოთვა გამოვლინდა – 2,3%-ში, მაღალი შფოთვა – 10,6%-ში, ბავშვების 27,6%- გამოუვლინდა საშუალო ინტენსივობის შფოთვა, ხოლო ბავშვების 59%- დაბალი ან არ ჰქონდა შფოთვა. ამგვარად, ჩვენს მიერ მიღებული მონაცემებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ინსტიტუციური გარემოს მავნე ზეგავლენა ბავშვის ემოციური სფეროს ფორმირებაზე. ლიტ. 10.

ავტ.

 

ბ15.3.3.32. საქართველოში ბავშვთა კვების ორგანიზაცია (სკოლამდელი დაწესებულებები): პრობლემები და გადაჭრის გზები. /თ. დარსანია, შ. ზარნაძე, ბ. ყურაშვილი, ი. ზარნაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XVIII. – გვ. 53–55. – ქართ.; რეფ.:ინგლ.

შესწავლილ იქნა სკოლამდელ დაწესებულებებში საკვებად გამოყენებული პროდუქტების ხარისხი და უსაფრთხოება . თბილისის ათ საჯარო სკოლამდელ დაწესებულებაში შემთხვევითი შერჩევით. შეფასებულ იქნა საკვები პროდუქტების შემადგენლობა. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ნორმებსა და წესებს ადეკვატური კვების უზრუნველსაყოფად ბავშვთა დაწესებულებებში. ის მოიცავს აკრძალული ნივთიერებების ჩამონათვალს ბავშვთა კვებაში, მათი კვების პრინციპებს და ადგენს აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალს ბავშვთა დაწესებულებებში. მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ ირღვევა რაციონალური და უსაფრთხო კვების ნორმები ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში. ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.3.3.33. კვებითი ქცევის მნიშვნელობა ზურგის ტკივილის განვითარებაში. /თ. დარსანია, შ. ზარნაძე, ბ. ყურაშვილი, ი. ზარნაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 55–58. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

გამოკვლეულ იქნა საქართველოში მოზარდების კვებითი ქცევის კავშირი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნორმალურ ფუნქციონირებასთან. კვლევისათვის გამოყენებულ იყო შემთხვევა-კონტროლის მეთოდი. კვებითი ქცევა შესწავლილ იქნა შედგენილი კითხვარით, ანკეტირების მეთოდით. გაირკვა, რომ კვებითი ქცევა განსხვავებული იყო ვაჟებსა და გოგონებს შორის და მნიშვნელოვნად დაშორებული გახლდათ ოპტიმალურიდან. სქესთან შეჭიდულ B12 ვიტამინის, კვერცხის, ბურღულეულისა და ხორცპროდუქტების მოხმარება დაკავშირებული იყო ზურგის ტკივილებთან, წელის გარშემოწერილო­ბასა და თამბაქოს მოხმარებასთან. მულტივარიაციული ანალიზი მოიცავდა განათლების დონესაც. კვლევამ გვიჩვენა, რომ მრავალი ქართველი მოზარდის კვებითი ქცევა იყო არაოპტიმალური და გვიჩვენა, რომ კვებითი ქცევის ზოგიერთი მახასიათებელი შესაძლოა შეჭიდული იყოს ზურგის ტკივილებთან მოზარდობის ასაკში. მიღებული შედეგები გვაძლევენ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს იმისა, რომ კვებითი ქცევა და ზურგის ტკივილები მოზარდებში დაკავშირებულია ერთმანეთთან, მაგრამ აუცილებელია შემდგომი მუშაობა პოტენციური ურთიერთკავშირებისა და მექანიზმების სარწმუნოდ შესასწავლად. ცხრ. 2, ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.3.3.34. მენინგოკოკური ინფექციის ეპიდემიოლოგიური თავისებურებები საქართველოში. /ი. მჭედლიშვილი, მ. ელოშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 130–131. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

შესწავლილ იქნა თანამედროვე ეტაპზე მენინგოკოკური ინფექციის ეპიდემიოლოგიური თავისებურე­ბები საქართველოში 2006-2013 წლების მონაცემების ანალიზის საფუძველზე. ავადობის დინამიკა კი განხილულ იქნა 1987-2013 წლების მონაცემებით. დადგინდა, რომ ბოლო წლებში დაავადება ხასიათდება კლების ტენდენციით. ავადობის ყველაზე მაღალი დონე აღინიშნა 1997 წელს - 1,700/0000, ხოლო 2013 წელს მაჩვენებელი მხოლოდ 0,340/0000 იყო. ეს ინფექცია არათანაბრადაა გავრცელებული ქვეყნის რეგიონებში: ავადობის ყველაზე მაღალი დონე აჭარის რეგიონში ფიქსირდება. მენინგოკოკური ინფექციით ძირითადად ბავშვები ხდებიან ავად. 14 წლამდე ასაკის ბავშვებზე მთელი შემთხვევების 82,3% მოდის. განსაკუთრებით მაღალია ავადობის დონე 1 წლამდე ასაკის ბავშვებში - 8,40/000 ამ კონტინგენტში, ასევე, მაღალია ლეტალობის მაჩვენებელიც - 31,0%. შემდგომ ასაკობრივ ჯგუფებში ავადობის დონე თანდათან ქვეითდება და მინიმალური მაჩვენებელი აღინიშნება 60 წლის და მეტი ასაკის პირებში - 0,060/000 დაავადების ეტიოლოგიური სტრუქტურის შესწავლით დადგენილ იქნა, რომ, ამჟამად, ქვეყანაში N. meningitidis მხოლოდ B და C სეროტიპები ცირკულირებს. ცხრ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.3.3.35. სკოლიოზით დაავადებული მოზარდი სპორტსმენების სამედიცინო რეაბილიტაცია. /ზ. სოფრომაძე, ნ. ჭაბაშვილი, თ. სვანიშვილი, ე. თათარაძე, მ. სოფრომაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 133–135. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა სკოლიოზის სხვადასხვა სტადიით დაავადებული მოზარდი სპორტსმენების მკურნალობა. ავტორთა მიერ შემუშავებული სამედიცინო რეაბილიტაციის კომპლექსებით. დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა სკოლიოზის I და II ხარისხით დაავადებული 52 სპორტსმენი (26 ჩოგბურთელი და 26 წყალბურთელი), ვაჟები ასაკით 13-დან 15 წლამდე. მოზარდ სპორტსმენებს, რომელთაც აღენიშნებოდათ I ხარისხის სკოლიოზი, ხერხემლის სრული კორექციისათვის დასჭირდათ მკურნალობის 20-დღიანი კურსი, ხოლო II ხარისხის სკოლიოზის კორექციისათვის დასჭირდათ მკურნალობის ორი 20-დღიანი კურსი ათდღიანი შუალედით. ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.3.3.36. შპსჯორჯიანმანგანეზისზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მომუშავეთა ავადობის ზოგიერთი მაჩვენებლის ანალიზი. /ნ. ჩხაიძე, თ. თოდუა, ო. ღვაბერიძე, ნ. რუხაძე, მ. ციმაკურიძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 154–156. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ჯორჯიანმანგანეზისზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მომუშავეთა ავადობის ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ ნოტკინის („დროებითი შრომისუუნარობის მიხედვით ავადობის მაჩვენებლის შეფასების კლასიფიკაციის“) მიხედვით შეფასებისას ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნაში დასაქმებულთა ავადობა საშუალო დონეს მიეკუთვნება; აღსანიშნავია, რომ როგორც მთელს კოჰორტაში, ასევე სქესობრივ ჯგუფებშიც ავადობა იმატებს ასაკის მატებასთან ერთად ისეთი ნოზოლოგიური ფორმებით დაავადებულებში, როგორიცაა სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების გამწვავებები, მათ შორის ბრონქიტები, ძვალ-სახსროვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, გულის იშემიური და სხვა დაავადებები, ჰიპერტონული დაავადება და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა. ამ დაავადებათა განვითარებაში კი, ჩვენი აზრით, გადამწყვეტ როლს ასრულებს დასაქმებულის ორგანიზმზე, როგორც მანგანუმისა და მისი ჟანგეულების, ასევე შრომის პროცესთან დაკავშირებული სხვა საწარმოო ფაქტორების მოქმედება. სურ. 2, ცხრ. 1, ლიტ. 3.

 ავტ.

 

ბ15.3.3.37. შპსელმავალმშენებელ ქარხანაშიჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევის სიტუაციური ანალიზი. /ნ. ჩხაიძე, მ. თურმანაული, თ. თოდუა, მ. მამულაშვილი, მ. ციმაკურიძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 156–158. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

 სსელმავალმშენებელ ქარხანაშიჩატარებულ იქნა აღწერითი ეპიდემიოლოგიური კვლევაინტერვიურირება-პირისპირმეთოდით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა მავნეობის კლასი 3 ხარისხით 2 და 3. ეს კლასები ხასიათდება საწარმოო ფაქტორების ისეთი დონეებით, რომელთა ზემოქმედება სამუშაო ცვლის განმავლობაში ქმნის სხვადასხვა სიმძიმის პროფესიული დაავადებების განვითარების რისკს. რესპონდენტთა ექიმთან ვიზიტისას დადგენილი დიაგნოზების მონაცემებით გამოვლინდა, რომ ისინი ძირითადად ავადობენ შემდეგი დაავადებებით: ჰიპერტენზია, წელის რადიკულიტი, დიაბეტი, მწვავე პნევმონია, სტენოკარდია, კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ნევროზი, ჩიყვი და სხვა. სურ. 13, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.3.3.38. სასმელი მინერალური წყლისუდაბნოსთავისებურებები ქრონიკული არაკენჭოვანი ქოლეცისტიტით დაავადებულთა მკურნალობაში. /ი. ჭაბაშვილი, თ. ჩილინგარიშვილი, ნ. სააკაშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 160–162. –ქართ.; რეფ.: ინგლ.

დადგენილია, რომ სასმელი მინერალური წყალიუდაბნო“, რომელიც მდებარეობს კურორტ საირმიდან 5 კმ-ში, კეთილსასურველ ზეგავლენას ახდენს ქრონიკული არაკენჭოვანი ქოლეცისტიტით დაავადე­ბულებ­ზე. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ნაღვლის ბუშტის მოტორულ-ევაკუატორული და კონცენტრაციული ფუნქციის ნორმალიზაცია, ნაღვლის ქიმიური შემადგენლობის გაუმჯობესება. მინერალური წყლის მონოთერაპია იწვევს ღვიძლში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ეს კი კორელაციურ დამოკიდებულებაშია ნაღვლის გამოყოფის ნორმალიზაციასთან. „უდაბნოარის ბუნებრივი დიურეტიკი, იწვევს ორგანიზმიდან ქსოვილების აუტოლიზის პროდუქტების გამოდევნას, მაგრამ კუჭის სეკრეტორულ ფუნქციას არ ცვლის; მისთვის დამახასიათებელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის გაძლიერება. „უდაბნოსმინერალური წყალი არის ნაზადმოქმედი სამკურნალო საშუალება, გამოირჩევა მაღალი თერაპიული ეფექტურობით, მისი ეკოლოგიური სისუფთავე საშუალებას გვაძლევს გამოყენებულ იქნეს როგორც სამკურნალოდ, ასევე, პრევენციის მიზნით. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.3.3.39. ქრონიკული დუოდენიტების მკურნალობა ბუნებრივი ფაქტორების გამოყენებით. /ი. ჭაბაშვილი, თ. ჩილინგარიშვილი, ნ. სააკაშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 162–164. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

მიუხედავად ათასწლიანი დაკვირვებისა ბალნეოთერაპიაში, მინერალური წყლების სამკურნალო მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე აქტუალური რჩება. დადგინდა, რომ რეაბილიტაცია ბუნებრივი ფაქტორის საშუალებით - მინერალური წყლისვარძიისგამოყენებით - იწვევს სედატიურ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და ანტიტოქსიურ მოქმედებას. საგრძნობლად გაუმჯობესდა კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის სტრუქტურა, ენდოსკოპიური მონაცემებით დადასტურებულ იქნა მინერალური წყლის რეპარაციული ზემოქმედება. უნიკალური მინერალური წყლისვარძიაფიზიკო-ქიმიური, ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების და, ამასთან ერთად, კარგი სამკურნალო თვისებების გამო შეიძლება გამოყენებულ იქნეს არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, არამედ რკინადეფიციტური ანემიისა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის მიზნით. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.3.3.40. ფიზიკური განვითარებისა და ფიზიკური აქტივობის მაჩვენებლები 5-6 წლის ასაკის ბავშვებში. /მ. ხერხეულიძე, ნ. ყავლაშვილი, ე. კანდელაკი, ი. ჩხაიძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 165–168. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

კვლევის მიზანს შეადგენდა 5-6 წლის ასაკის ბავშვთა ფიზიკური განვითარების და ფიზიკური აქტივობის პარამეტრების შესწავლა. საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა სტრატიფიცირებული კლასტერული პრინციპით შერჩეულ 1498 პირველკლასელის მშობლების გამოკითხვას სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მიხედვით. კვლევით დადგინდა, რომ წონის დეფიციტის სიხშირე ასაკთან მიმართებაში 2,4%-ია. ბავშვთა უმეტესობის (40,6%) სმი ნორმის ფარგლებშია, შემთხვევათა 16,6%-ში ვლინდება ჭარბი წონა, 15,5%-ში ვლინდება სიმსუქნე, ხოლო 11,2% მძიმე სიმსუქნე. ჭარბი წონა ბავშვთა უმეტესობა (31%) აქტიურ თამაშებს და ფიზიკურ აქტივობას დღიურად უთმობს 30-60 წთ-. ბავშვთა დაახლოებით ერთი მეოთხედი (24%) მხოლოდ 20 წთ. თამაშობს აქტიურ თამაშებს, 23% 20-30 წთ, რაც მოცემულ ასაკობრივ ნორმაზე (60 წთ) ნაკლებია. არ გამოვლინდა სტატისტიკურად სარწმუნო კავშირი დაბადების წონას და გესტაციურ ასაკსა და 5-6 წლის ბავშვის ანთროპომეტრულ მაჩვენებლებს შორის. ჭარბი წონა უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია ფიზიკურ აქტიოვობაზე დახარჯულ დროსთან. ჭარბი წონა შედარებით უფრო ხშირია ქალაქის პოპულაციაში, ვიდრე სოფლად და მაღალ მთაში. მოცემული მონაცემები სტატისტიკურად სარწმუნოა. 5-6 წლის ასაკის ბავშვებში ჭარბი წონისა და სიმსუქნის მაღალ სიხშირიდან გამომდინარე, ჭარბი წონის მართვა და პრევენცია უნდა დავიწყოთ მოცემული ასაკიდანვე ფიზიკური აქტივობის გაზრდის და გარკვეული ჯგუფის საკვების (ტკბილეული, ცხიმი) რაოდენობის დარეგულირების გზით. სურ. 4, ცხრ. 2, ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.3.3.41. ჭიათურის მანგანუმის მომპოვებელი მაღაროს მუშათა შრომის პროცესის ჰიგიენურ-ერგონომიკული დახასიათება. /ქ. ხვადაგიანი, . პატიაშვილი, . ტატალაშვილი, . ბაქრაძე, . ქვათაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 171–172. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ჭიათურის მანგანუმის მომპოვებელი მაღაროს მუშათა ორგანიზმზე შრომითი პროცესის გავლენის შეფასების მიზნით შესწავლილ იქნა მადნის მოპოვების ძირითად ეტაპებზე დასაქმებული პირების შრომითი პროცესის თავისებურებები ქრონომეტრაჟული დაკვირვებებისა და ერგონომიკულ-პროფესიო­გრაფიული გამოკვლევების საფუძველზე. ჭიათურის მაღაროს მუშათა შრომის პროცესი ხასიათდება საწარმოო გარემოს არასასურველი ფაქტორების რთული კომპლექსით. გამოვლინდა ძირითადი პროფესიის მომუშავეთა სამუშაო დღის მაღალი სიმჭიდროვე – 73,4-90,0% ცვლაში, შრომის სიმძიმე და დაძაბულობა – 2.0-დან 3.3 კლასამდე, საწარმოო ოპერაციების მრავალფეროვნება, რეგიონუ­ლი, უპირატესად, მხრის სარტყელის კუნთოვანი სისტემის გადატვირთვა. სამუშაო სრულდება სხეულის იძულებით პოზაში. შრომითი საქმიანობის ხასიათსა და სამუშაო დღის სიმჭიდროვეზე გარკვეულ გავლენას ახდენს წარმოების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის დონე. ჩატარებული კომპლექსური გამოკვლევების საფუძველზე შემუშავდა მანგანუმის მაღაროს მუშათა შრომის პროცესის გამაჯანსაღებელი რეკომენდაციები. ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.3.3.42. პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრობლემები საქართველოში. /რ. ჯავახაძე, ნ. რუხაძე, მ. წერეთელი, ო. ღვაბერიძე, მ. ციმაკურიძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 172–175. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

სახელმწიფო პროგრამისპროფესიული დაავადებების პრევენციაფარგლებში, რომელიც ხორციელ­დება . მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის / ინსტიტუტში, კომპლექსურად (ჰიგიენური, ტოქსიკოლოგიური, ეპიდემიოლოგიური და კლინიკური კვლევებით) შესწავ­ლი­ლი იქნა საქართველოს ძირითადი საწარმოები. ჩატარებული კვლევების შედეგები და მიღებული მონაცემები საფუძვლად დაედება პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სისტემის (OH&S) სრულყოფას, ეროვნული მეურნეობის სხვადასხვა დარგებისათვის შრომის მედიცინის სტანდარტების შემუშავებას; საქართველოში შრომის მედიცინის ეროვნული სამსახურის ჩამოყალიბებას, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებში აპრობირებული შესაბამისი სამსახურების ანალოგიურად. პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევებით შესაძლებელი იქნება პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმატიულ-მეთოდური დოკუმენტების რევიზია და ახალი ნორმატიული დოკუმენტების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და ევროპულ სტანდარტებთან (დირექტივებთან) ჰარმონიზება. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.3.3.43. მანგანუმის და მისი ნაერთების მოქმედება დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. /რ. ჯავახაძე, ნ. ხატიაშვილი, ხ. ჩიგოგიძე, ხ. შუბლაძე, დ. ზურაშვილი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – ტ. XLVIII. – გვ. 175–177. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

მანგანუმის წარმოებაში მომუშავეთა შრომის პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლამ გამოავლინა მათ ორგანიზმზე საწარმოო მავნე ფაქტორების მოქმედების სხვადასხვა ეფექტი. დადგინდა, რომ მანგანუმი და მისი ნაერთები ხასიათდებიან პოლიტროპული მოქმედებით, რაც გამოიხატება არამარტო ცენტრალური ნერვული, არამედ სხვა სისტემების დაზიანებითაც. დაავადების სიმძიმე, პროგრესირება, პროფესიული ინვალიდობის მაღალი ხვედრითი წილი უფლებას იძლევა მანგანუმის ქრონიკული პროფესიული ინტოქსიკაცია მიეკუთნოს არა მარტო სამედიცინო, არამედ აქტუალურ სოციალურ პრობლემათა რიცხვს. სურ. 2, ლიტ. 11.

ავტ.

 

 

ბ3.4. სამედიცინო ბიოტექნოლოგიები

 

ბ15.3.4.1. გალექტინები - გალაქტოზა-შემცველი პოლისაქარიდების ახალი თერაპევტიული სამიზნე. /ა. კლიოსოვი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. #1. – გვ. 5-17. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ცილების ოჯახი გალექტინი მოიცავს 15 წარმომადგენელს. მათთვის დამახასიათებელია გალაქტოზასთან დამაკავშირებელი უბანი. ისინი ექსპრესირდებიან სხვადასხვა ტიპის უჯრედებში. გალექტინები გვხვდება სხვადასხვა უჯრედში და უბანში და გამოიყოფიან უჯრედგარეთ. დღეისათვის დიდი ინფორმაციაა დაგროვილი ამ ცილების არსებობის შესახებ პათოლოგიურ ქსოვილებში, კერძოდ, ანთებით, ფიბრომების და სიმსივნურ ქსოვილებში. განხილულია გალაქტინზე დამოკიდებული დაავადება და გალაქტინების ბლოკირებით მკურნალობა. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 67.

ავტ.

 

ბ15.3.4.2. სმიტინის გავლენა აქტომიოზინის ფერმენტულ აქტივობაზე სარეაქციო არის სხვადასხვა პირობებში. /ნ. გაჩეჩილაძე, . გოგორიშვილი, . კუპატაძე, . ქურიძე, . ერისთავი, . ზაალიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. #1. – გვ. 89–93. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია სმიტინის (C-ტიტინის) გავლენა ქათმის გლუვი კუნთის (კუჭი) აქტომიოზინის Mg2+ -აქტივირებად ATP-აზურ აქტივობაზე სარეაქციო არის სხვადასხვა პირობებში (იონური ძალა, pH, სმიტინის სხვადასხვა კონცენტრაცია). ნაჩვენებია, რომ სმიტინი ტიტინის მსგავსად იწვევს აქტომიოზინის Mg2+ -აქტივირებადი ATP-აზური აქტივობის ზრდას. Mg2+ -აქტივირებადი ATP-აზური აქტივობა სმიტინის თანაობისას მაქსიმალურია 30mM KCIის და მინიმალურია 100mM KCIის პირობებში. Mg2+ -აქტივირებადი ATP-აზური აქტივობა სმიტინის თანაობისას მაქსიმუმს აღწევს pH 8.0, ხოლო pH 9-ზე მცირდება. აქტივობა იზრდება სმიტინის კონცენტრაციის მატებისას და მაქსიმუმს აღწევს სმიტინის 40% კონცენტრაციის დროს (მიოზინის წონაზე გადაანგარიშებით). მიღებული შედეგები ადასტურებს, რომ გლუვ კუნთში სმიტინი იგივე ფუნქციას ასრულებს, როგორსაც ტიტინიჩონჩხის კუნთში. სმიტინი განაპირობებს ერთის მხრივ გლუვი კუნთის ელასტიურ თვისებებს, ხოლო მეორე მხრივ წარმოადგენსეშაფოტსკუნთის შეკუმშვაში მონაწილე ცილებისათვის, წარმოქმნის რა სუპერ­მოლე­კულურ კომპლექსს ამ ცილებთან. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 20.

ავტ.

 

ბ15.3.4.3. TRPA1 და TRPV1 არხების ურთიერთქმედებათა ქცევითი შესწავლა ვირთაგვებში. /. ნოზაძე, . წიკლაური, . ღურწკაია, . ცაგარელი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. #1. – გვ. 122–127. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

უკანასკნელი წლების გამოკვლევათა თანახმად გარდამავალ რეცეპტორულ პოტენციალთა (გრპ-transient receptor potential-TRP) არხები მიიჩნევიან ტკივილის სამკურნალო სამიზნეებად. ეს არხები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თერმული, მექანიკური და ტკივილის შეგრძნებათა აღმოცენებაში. ზოგიერთი TRP არხი მგრძნობელობას ავლენს მაღალი ან დაბალი ტემპერატურის, ისევე როგორც რიგი ქიმიური ნივთიერებების მიმართ, რომლებიც აღძრავენ თერმულ და/ან ტკივილის შეგრძნებას. მათ მიკეუთვნება მდოგვის ზეთი, დარიჩინის ალდეჰიდი, პიტნის შემცველი მენთოლი, კაპსაიცინი (შეიცავს ცხარე წიწაკას), მიხაკის ზეთი და სხვა. მდოგვის ზეთის შემცველი აქტიური ნივთიერება ალილ-იზოთიოციანატი (აითც) და კაპსაიცინი წარმოადგენენ TRPA1 და TRPV1 იონური არხების აგონისტებს. ექსპრესირდებიან რა სენსორულ ნეირონებში, ისინი იწვევენ მწველ შეგრძნებასა და სითბურ ჰიპერალგეზიას. შესწავლილ იქნა ამ ნივთიერებების ბილატერალური ტერფქვეშა ინექციების პირობებში დაბალი ტემპერატურის (+5°C, 0°C, -5°C) ზეგავლენა, .. ცივი ფირფიტის ტესტის გამოყენებით. მიღებულმა შედეგებმა გვიჩვენა, რომ ორივე ლიგანდის შემთხვევაში ადგილი აქვს სიცივეზე მგრძნობელობის მომატებას, ჰიპერალგეზიას, განსაკუთრებით -5°C-ზე. კვლევის მონაცემები ადასტურებს მოსაზრებას, რომ TRPA1 და TRPV1 იონური არხები ჩართულია ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნებაში და რომ ეს თერმო იონური არხები წარმოადგენს იმედის მომცემ პერიფერიულ სამიზნეებს ახალი ტიპის ანალგეზიური პრეპარატების სინთეზისთვის. სურ. 1, ლიტ. 43.

ავტ.

 

ბ15.3.4.4. ბუნებრივი ანტიბიოტიკები. /ქ. გაბუნია/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 224-227. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სინთეზური ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით ბუნებრივი ანტიბიოტიკები მოქმედებენ ნაზად და აძლიერებენ იმუნურ სისტემას. ისინი არ იწვევენ წამლის მიერ დაავადებების განვითარების რისკს, მათ მიმართ მიკროორგანიზმების რეზისტენტობა არ ვითარდება, რაც დღეისათვის მედიცინის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. მიგვაჩნია, რომ ანტიბიოტიკური ბუნების სამკურნალო მცენარეების ცოდნა დაეხმარება ადამიანს დაიცვას საკუთარი თავი და ბავშვები სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისაგან. ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.3.4.5. ესტრადიოლ ალფას PVU²² გენ რეცეპტორის პოლიმორფიზმის კლინიკური მნიშვნელობა სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დისპლაზიის პროლიფერაციული ფორმების დიაგნოსტიკური გაუმჯობესებისათვის. /. ლუკავენკო, . ანდრიუშენკო, . გარბუზოვა, . იაზიკოვი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 12-17. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ესტრადიოლ-ალფას PVU²² გენ რეცეპტორის პოლიმორფიზმის კლინიკური მნიშვნელობის შესწავლა სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დისპლაზიის პროლიფერაციული ფორმების დიაგნოსტიკური გაუმჯობესებისათვის. გამოკვლეულია დაავადებული 84 ქალის (16-62 წლის ასაკის) სარძევე ჯირკვალი. გამოყენებული იყო პოლიმერული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი და იმუნოჰისტოქიმიური ანალიზი. წარმოდგენილია სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დისპლაზიის პროლიფერაციული ფორმების სადიაგნოზო ალგორითმი. სურ. 1, ცხრ. 3, ლიტ. 12.

ავტ.

 

ბ15.3.4.6. გვიანი რეპროდუქციული ასაკის ქალების საკვერცხეების რეზერვი პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის მედიკამენტური მკურნალობის შემდეგ მოზარდებში. /. ბელთაძე, . ბარბაქაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 27-31. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა საკვერცხეების რეზერვის შეფასება გვიანი რეპროდუქციული ასაკის პაციენტებში, მოზარდობის პერიოდში ჩატარებული პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (პსს) მედიკამენტური მკურნალობის შემდეგ. გამოკვლეულია მოზარდობის პერიოდში პსს-ის მქონე გვიანი რეპროდუქციული ასაკის 67 პაციენტი. საკონტროლო ჯგუფს შეადგენდა იმავე ასაკის 70 ქალი. მოზარდობის პერიოდში საკვლევ ჯგუფს 1984-1990 წწ. 13-18 წლის ასაკში ჩატარებული ჰქონდა მედიკამენტური მკურნალობა ანტიანდროგენებით და ორალური კონტრაცეპტივებით. პაციენტების ჩართვა კვლევაში მოხდა ისტორიების ანალიზის საფუძველზე მოზარდობის პერიოდში დიაგნოსტირებული და ნამკურნალები პსს-ის მიხედვით. პაციენტებს ჩაუტარდათ რეპროდუქციული ჰორმონების კვლევა. მონაცემები შედარებულ იქნა საკვლევ და საკონტროლო ჯგუფს შორის. პსს-ით პაციენტებს, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, მედიკამენტური მკურნალობის შემდეგ აღმოაჩნდათ ანტიმიულერული ჰორმონის მაღალი დონე და ანტრალური ფოლიკულების მომატებული რაოდენობა (შესაბამისად, p<0.01 და p<0.05). მოზარდობის პერიოდში პსს-ის მედიკამენტური მკურნალობის შემდეგ ანტიანდროგენებით და ორალური კონტრაცეპტივებით გვიან რეპროდუქციულ ასაკში ქალებს აქვთ უკეთესი საკვერცხეების რეზერვი, იმავე ასაკის საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ცხრ. 1, ლიტ. 17.

ავტ.

 

ბ15.3.4.7. ჩონჩხის გრძელი ძვლის ექსპერიმენტული დეფექტის შეხორცების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული შეფასება მის ღრუში ოსტეოპლასტიკური მასალისCERABONE®”-ის იმპლანტაციის შემდეგ. /. კორენკოვი, . სიკორა/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #1(238). – გვ. 89-93. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ოსტეოპლასტიკური მასალისCERABONE®”-ის თვისებები დადგენილია ექსპერიმენტში ზედა ყბის და ძვლებში მისი ჩანერგვის შედეგების მიხედვით. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ჩონჩხის გრძელი ძვლის ექსპერიმენტული დეფექტის შეხორცების შეფასება ამ დეფექტის ღრუში ოსტეოპლასტიკური მასალისCERABONE®”-ის იმპლანტაციის შემდეგ. ოსტეოპლასტიკური მასალისCERABONE®”- ვირთაგვის მენჯის ძვლის დიაფიზის დეფექტში შეყვანა და შემდგომი მისი შეხორცების დაკვირვება ხორციელდებოდა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კონტროლის ქვეშ 30- დღე-ღამიდან ექსპერიმენტის დასრულებამდე (120- დღე-ღამე) პერიოდში. დადგენილია რეფრაქციის სუსტი ნიშნები ძირითადი ძვლის დეფექტის მიმდებარე დისტალურ ნაწილში, ხოლო მის პროქსიმალურ ნაწილში ძვლის ქსოვილის შეწოვა არ მიმდინარეობდა. გამოვლინდაCERABONE®”-ის იმპლანტაციის ადგილის საკმაოდ მაღალი სიმკვრივე, ოსტეოპლასტიკური მასალის რეზორბციის ხილვადი რენტგენოლოგიური ნიშნების არარსებობა, ყოველივე აღნიშნული უზრუნველყოფს ძვლის კორტიკალურ შრეში დეფექტის მოცილებას ექსპერიმენტის ყველა ეტაპზე. სურ. 4, ლიტ. 19.

ავტ.

 

ბ15.3.4.8. საზარდულის ჰერნიოპლასტიკის ახალი საშუალების კლინიკური გამოყენება. /. შკვარკოვსკი, . მოსკალიუკი, . გრებენიუკი, . იაკობჩუკი, . რუსაკი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 7-10. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სადღეისოდ კვლევებით დადასტურებულია, რომ შემთხვევათა 45-59%-ში საზარდულის ალო-ჰერნიოპლასტიკა იწვევს სპერმატოგენული ფუნქციის და სათესლეს ჰორმონული ფუნქციის სარწმუნო დარღვევას. . ჩერნოვცის სასწრაფო სამედიცინო დახმარების #1 საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ბაზაზე 61 ავადმყოფს (ძირითადი ჯგუფი) ჩაუტარდა ოპერაცია შეთავაზებული მეთოდიკით (პატ. სასარგებლო მოდელზე #81728, უკრაინა). საკონტროლო ჯგუფი შეადგინა 63 ავადმყოფმა, რომელთაც საზარდულის თიაქარის პლასტიკა ჩაუტარდა I.L.Lichtenstein-ის მეთოდით. ყველა ავადმყოფის ასაკი იყო 19-61 წელი. ოპერაციის შემდგომ პერიოდში შეისწავლებოდა საბაზო აქტივობისა და შრომისუნარიანობის აღდგენის ვადები, ტკივილის სინდრომის ინტენსიურობა, სპეციფიკური გართულებების არსებობა, ოპერაციის შემდგომი საწოლ-დღეების ხანგრძლივობა, თიაქარის რეციდივის განვითარება. რეპროდუქციული ფუნქციის შეფასების მიზნით შესწავლილია სისხლის მიმოქცევის მდგომარეობა სათესლეს არტერიაში და სასქესო ჰორმონების მაჩვენებლები. საზარდულის თიაქარის ქირურგიული მკურნალობის შეთავაზებული მეთოდი ამცირებს საზარდულის თიაქარის რეციდივის განვითარების მაჩვენებელს მუცლის წინა კედლის ერთ-ერთი სუსტი ადგილის - საზარდულის არხის ღრმა რგოლის ლიკვიდაციის ხარჯზე; ასევე, ჩქარდება პაციენტების სოციალური და შრომითი რეაბილიტაცია; პოსტოპერაციულ პერიოდში შენარჩუნებულია სისხლის მიმოქცევა სათესლეში და მამაკაცების ჰორმონული ფონი. ლიტ. 11.

ავტ.

 

ბ15.3.4.9. ადამიანის ორგანიზმზე დასხივების ზემოქმედების გამოვლინება გენეტიკური მარკერების გამოყენებით. /. ზედგინიძე, . ნამჩევაძე, . ნიკურაძე, . ზალინიანი, . ფარსადანიანი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2015. – #2(239). – გვ. 94-98. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს შეადგენდა ფართო სპექტრის ბიომარკერების გამოკვლევა პირებში, რომლებიც თავის დროზე მიეკუთვნებოდნენ რისკის ჯგუფს და პაციენტებში სხივური თერაპიის პროცესში. კვლევის ობიექტს წარმოადგენდა იმ რეგიონის 37 მოსახლე, სადაც ამ საუკუნის დასაწყისში აღმოჩენილი იყო რადიოაქტიური წყაროები, და 6 ონკოლოგიური პაციენტი, რომლებსაც უტარდებოდათ სხივური თერაპია. შესწავლილია ქრომოსომული დარღვევები, უჯრედებში ერთძაფიანი დნმ-ის ზოგადი დონე დნმ-კომეტ მეთოდით და მიკრობირთვების დონე პირის ღრუს ლორწოვანის ნაცხში. მიღებულმა შედეგებმა გამოავლინა სხვადასხვა ორგანიზმის არაერთგვაროვანი რეაქცია დასხივებაზე. შთანთქმული დოზის და სხვადასხვა გენეტიკური დარღვევის დადგენა პირებში, რომელთაც მიღებული ჰქონდათ იდენტური დოზები, იძლევა ინდივიდურ ბიოლოგიურ ეფექტზე მსჯელობის საშუალებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ცალკეული ავადმყოფისათვის პრევენციული ღონისძიებების შემუშავებისათვის. ცხრ. 1, ლიტ. 17.

ავტ.

 

ბ15.3.4.10. აზოტის ოქსიდის როლი მიკროჰემოცირკულაციის ცვლილებებში კრაშ-სინდრომის დროს. /ნ. გამყრელიძე, თ. სანიკიძე, ნ. პავლიაშვილი, ნ. ყიფიანი, მ. ნამორაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 43–45. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

კვლევის მიზანი იყო მიკროჰემოცირკულაციის ცვლილებათა გამოკვლევა, კერძოდ, FeSNO- და თავისუფალი აზოტის ოქსიდის NO- განსაზღვრა კრაშ-სინდრომის დროს ტრავმისგან უშუალოდ დაუზიანებელ ქსოვილებში. ექსპერიმენტი ჩატარდა ლაბორატორიულ ვირთაგვებზე კომპრესიის და დეკომპრესიის სხვადასხვა პერიოდში კრაშ-სინდრომის მოდელირების სტანდარტული მეთოდის გამოყენებით. დადგინდა, რომ კომპრესიის პერიოდში (FeS-NO)- და თავისუფალი NO- შემცველობა იმატებს (კონსტიტუციური eNOS აქტივაციის გამო). დეკომპრესიისას FeS-NO კვლავ მომატებული რჩება, თუმცა თავისუფალი NO შედარებით მცირდება (eNOS დეზაქტივაციის გამო). მიღებული შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია კრაშ-სინდრომის დროს მიკროჰემოცირკულაციის ცვლილებებში აზოტის ოქსიდის როლის დადგენა. ცხრ. 1, ლიტ. 26.

ავტ.

 

 

ბ4. აგრარული მეცნიერებები

 

ბ4.1. სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა

 

ბ15.4.1.1. საქართველოს ტყეების მონიტორინგის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. /ლ. გიგინეიშვილი, ზ. ჩიტიძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 21-26. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

კლიმატის ცვლილების, გლობალური დათბობის და ანტროფოჰენური ხასიათის გარემოს დაბინძურების შედეგად უმძიმეს პირობებში აღმოჩნდა ტყე, როგორც ბუნების უდიდესი ეკოსისტემა. მონიტორინგის სრულყოფისთვის საჭირო გახდა გეოგრაფიულ-ინფორმაციული სისტემების (GIS), გლობალური პოზიციონირების (GPS), დისტანციური ზონდირების და ანალიზის (DZ) ტექნოლოგიების გამოყენება. სტუ-ს სატყეო-ტექნიკურ დეპარტამენტსა და ბელორუსიის კომპანია Belinvestles შორის პარტნიორობის ფარგლებში სრულდება პროექტი, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდება ტყის საფარის მონიტორინგი FAO-ს სტანდარტების დაცვით. ამ მიზნით უნდა შეიქმნას სპეციალური ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებელი თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ბაზა. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.4.1.2. ძელქვის არეალში გავრცელებული ნიადაგების მორფოლოგიური, ძირითადი ქიმიური და ფიზიკური თვისებების დადგენა. /. ლომიძე, . გოგოტიშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 138-141. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ძელქვის ქვეშ ჩამოყალიბებული ნიადაგების მორფოლოგიური, მექანიკური და ზოგიერთი ქიმიური და ფიზიკური თვისებები. დადგენილია, რომ განხილული ნიადაგები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ლიოსისებრ თიხნარებზე, დელუვიურ დანალექ და ამონაღვარ ქანებზე, საშუალო და მსუბუქ თიხნარებს მიეკუთვნება. განხილულ ნიადაგებში ლექის ფრაქციის დიდი რაოდენობით შემცველობა განპირობებულია ნიადაგწარმომქმნელ ქანებშითიხაფიქლებში, ქვიშაქვებში და ლიოსისებურ ნაფენებში ლექის ფრაქციის მაღალი შემცველობით. ჰუმუსის შემცველობის მიხედვით, მიეკუთვენება სუსტად ჰუმუსირებულ ნიადაგებს. ნიადაგის რეაქცია (PH) ზედა ჰორიზონტში ნეიტრალურია, ქვედა ჰორიზონტშინიადაგები ტუტე რეაქციით ხასიათდება. ნიადაგები ხასიათდებიან კარბონატების მაღალი შემცველობით. ცხრ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.4.1.3. ვაზის ჯიშების მუსკატური რქაწითელისა და ალექსანდროული მუსკატის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება. /თ. ქიტუაშვილი, მ. ხოსიტაშვილი, გ. ბუიშვილი, თ. ხოსიტაშვილი/. GEN. – 2014. – #2. – გვ. 96-98. – ქართ. ; რეზ.: ინგლ.

მოცემულია ვაზის ჯიშების მუსკატური რქაწითელისა და ალექსანდროული მუსკატის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება. აღსანიშნავია, რომ მუსკატური რქაწითელი და ალექსანდროული მუსკატური მტევნის შედგენილობისა და ყურძნის ტკბილის ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით ხასიათდება საღვინე ვაზის ჯიშის თვისებებით. ცხრ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.4.1.4. ქერში Cd, Zn, Cu და Mn დაგროვება და განაწილება. /ო. რჩეულიშვილი, ნ. მეტრეველი, თ. კალაბეგიშვილი, ა. რჩეულიშვილი, ნ. რჩეულიშვილი, თ. კორპელა, ლ. ტუღუში, ა. აბაშიძე/. GEN. – 2014. – #3. – გვ. 61-66, ინგლ.; რეზ.: რუს.

შესწავლილ იქნა ქერში ელემენტების Cd, Zn, Cu და Mn აბსორბციისა და განაწილების პროცესი. მოხდა ელემენტების კონცენტრაციის განსაზღვრა მცენარის ფესვებში, ღეროებში და ფოთლებში მცენარის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. მიღებული მონაცემები საშუალებას იძლევა შევაფასოთ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია დაჭუჭყიანებულ გარემოში მოყვანილი საკვები მცენარეების საკვებად მიღებასთან. სურ. 2, ცხრ. 6, ლიტ. 15.

ავტ.

 

ბ15.4.1.5. ხილის დაავადებები შენახვის პირობებში. /შ. ყანჩაველი/. GEN. – 2014. – #4. – გვ. 84-87. – რუს.; რეზ.: ინგლ.

განხილულია ხილის ძირითადი დაავადებები კულტურების მიხედვით. დადგენილია, რომ ხილი შენახვის პირობებში ავადდება მრავალრიცხოვანი პარაზიტებით, აღრიცხულია 50-ზე მეტი სახეობის სოკო. მათგან უმთავრესია: Monilia-ს, Penicillium-ის, Fusicladium-ის, Gloeosporium-ის, Botritis-ის, Fusarium-ის, Alternaria-ს, Sporotrichum-ის, Gloeodes-ის, Leptothyrium-ის და სხვა გვარის სოკოები. დადგენილია, რომ ხილის შენახვის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტემპერატურულ რეჟიმს. ხილის შენახვისას ტემპერატურა უნდა იყოს +20 +30C, დასაშვებია ოდნავ მეტი ან ნაკლები ტემპერატურაც. შენახვის პირობებში შეფარდებითი ტენიანობა უნდა იყოს 75–80%. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.4.1.6. არახელსაყრელი გარემო-ფაქტორის გავლენა იმერეთში გავრცელებულ მანდარინის პოპულაციებზე. /. ყიფიანი, . ჩაჩხიანი-ანასაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 99-102. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

იმერეთის რეგიონში ძირითადად გავრცელებულია ფართოფოთლიანი მანდარინიუნშიუს პოპულაციები, რომლებიც შედარებით უხვმოსავლიანი და მაღალხარისხიანი ნაყოფებით გამოირჩევა. ჯიშობრივი თავისებურების გარდა მცენარის ნაყოფის ფორმირებასა და მოსავალზე დიდ გავლენას ახდენს რთული ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს მცენარის ვეგეტაციის პროცესში, ასევე გარემო ფაქტორები (გვალვა, ყინვა, ტენიანობა, ჭარბი ნალექი) და მავნებელი დაავადებები. შესწავლილ იქნა არახელსაყრელი გარემო ფაქტორის (გვალვის) მოქმედება მანდარინის პოპულაციების მოსავლიანობაზე. დადგენილი იქნა, რომ მანდარინის კულტურისათვის მავნეა მშრალი ქარები და ხანგრძლივად მაღალი ტემპერატურით მიმდინარე კლიმატური გარემო. გვალვა მკვეთრად ამცირებს როგორც მოსავალს, ასევე ხარისხს, რადგან ციტრუსოვანთა ფოთლებს უნარი აქვთ გვალვის დროს ტენი წაართვას ნაყოფებს, რაც იწვევს მის ჭკნობას, დაავადებებისადმი ნაკლებ გამძლეობას და ცვენას. სურ. 3, ცხრ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.4.1.7. ნაკადისა და წყალგაჯერებული გრუნტის ურთიერთზემოქმედების კანონზომიერებანი. /. გუბელაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 103-106. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია კალაპოტური ნაკადების საანგარიშო დამოკიდებულება ჰიდრავლიკური პარამეტრების განსასაზღვრავად. გამოვლენილია კალაპოტის შემადგენელი გრუნტის ზედა შრეში ინდუცირებული დინება. დადგენილია თანაფარდობა, რომელიც აკავშირებს ნაკადის ტურბულენტურ ენერგიას ფილტრა­ციული დინების დისიპაციურ ენერგიასთან. მიღებულია დამოკიდებულება ნაკადის ჰიდრავლიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტის განსაზღვრისათვის. სათანადო კვლევის შედეგად განსაზღვრულია ჰიდრავლიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი ფილტრაციული დინების დროს. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.4.1.8. გამშრალი სანელებლების დაქუცმაცება. /. ალხანაშვილი, . დემენიუკი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2015. – #3. – გვ. 25-29. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სანელებელ-არომატული ნედლეულის გასაშრობად შემოთავაზებულია როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური შრობა. ბუნებრივი შრობა რეკომენდებულია მცირე ფერმერული მეურნეობებისთვის, რომელნიც არ არიან აღჭურვილნი საშრობი დანადგარებით. ბუნებრივი შრობა საშუალებას იძლევა ნედლეული გაშრეს მხოლოდ წონასწორულ ტენიანობამდე, რაც გარემოს არარეგულირებადი პარამეტრების პირობებში სანელებელ-არომატული ნედლეულისთვის შეადგენს 12-14%-. გამშრალი მონოსანელებლების ხარისხიანი დაქუცმაცებისთვის მინიმალური ენერგოდანახარჯებით სანელებელ-არომატული ნახევარფაბრიკატის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 8-10%-. აღნიშნულის გამო შემოთავაზებულია ბალახოვანი სანელებელ-არომატული პროდუქციის წარმოება განხორციელდეს წყვეტილი ციკლით, რომლის დროსაც ნედლეულის უშუალოდ მოყვანის ადგილზე - ფერმერულ მეურნეობებში მოხდება მისი შეშრობა 14-20%-მდე. სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ფერმერულ მეურნეობაში დამზადებული ნახევარფაბრიკატის შემდგომი დამუშავება (დაშრობა 8-10% ტენიანობამდე და დაქუცმაცება) მოხდება სანელებლების ცენტრალური წარმოების საწარმოში, რომელიც აღჭურვილი იქნება საშრობი დანადგარებით ნახევარფაბრიკატის დასაშრობად და დამქუცმაცებელი მოწყობი-ლობებით. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.4.1.9. ახალი ტექნოლოგიების მნიშვნელობა მცენარეთა სელექციაში. /ვ. ქობალია/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 37-41. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მცენარეთა სელექციის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ეფექტურია ისეთი ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა მცენარეთა კლონური მიკრო გამრავლება, კალუსისა და ჰაპლოიდების კულტურა, სომატური ჰიბრიდიზაცია, სუსპენზიური კულტურები, უჯრედული სელექცია და გენეტიკური ინჟინერია, რომლებიც შედარებით მოკლე დროში მცენარეთა სელექციისათვის ძვირფასი საწყისი მასალის შექმნისა და გამრავლების საშუალებას იძლევა. უკანასკნელ წლებში საქართველოში შეიქმნა პირველი კომერციული ბიოტექნოლოგიური ლაბორატორიები, სადაც პრაქტიკულ საქმიანობას­თან ერთად გარკვეული კვლევითი სამუშაოებიც ტარდება. აუცილებელია მომავალში აგრარული პროფილის უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებში შეიქმნას ლაბორატორიები და ინვიტრო ტექნოლოგიების გამოყენებით გადაწყვეტილ იქნას სასოფლო-სამეურნეო, მათ შორის სუბტროპიკულ მცენარეთა სელექციის წინაშე მდგარი ამოცანები. ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.4.1.10. ციტრუსთა განუწყვეტელი კომერციის და ბიზნესის საფუძვლები. /გ. გელაძე, ი. კაპანაძე, გ. გეწაძე, შ. კაპანაძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 42-45. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ციტრუსთა განუწყვეტელი (პერმანენტული) კომერციისა და ბიზნესისათვის აუცილებელია გვქონდეს წლის ყოველი პერიოდის საწარმოო ჯიშ-პოპულაციები. სახელდობრ, საშემოდგომო ჯიშებში უნდა ჩაირთოს: მანდარინი უნშიუ (C. unshiu Marc.) და ჭიპიანი ფორთოხლის ვარიაციები: ტომსონი და დრიმი (C. sinensis os. var. Tomson navel, Drim navel); საზამთრო ჯიშ-პოპულაციებში: კავკასიის ციტრუსი (C. Caucasus kap), კვახისებური ციტრუსი (C. pumelo Lush.), გრეიპფრუტი დუნკანი (C. dunkan var.Gogiberidze), გრეიპფრუტი კარალიოკი (C. grandis var. redpulp), საგაზაფხულო ჯიშ-პოპულაციებში: ნაცუ-მიკანი (C.natsudaidai Tan.) და პომპელმუსი უთესლო (Grapefruit var. marshseadless); საზაფხულო ჯიშებში კი - ლიმონი სიპიბაი (C. limonia var. sipibay shlicow). ლიტ. 4.

ავტ.

 

15.4.1.11. მოცვის კენკრის ექსტრაქციისათვის მომზადების მეთოდების გავლენა ექსტრაქტების ბიოლოგიურ აქტიურობაზე. /ნ. სინაურიძე, ნ. გოგიშვილი, ჭოხონელიძე, გ. გორგოძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 46-51. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ექსპერიმენტული კვლევის მიღებული შედეგები გვიჩვენებენ, რომ ნედლეულის წინასწარი დამუშავების მეთოდები და მიდგომები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ როგორც ნედლეულიდან ბიოლოგიურად აქტიური ჰიდროფილური ექსტრაქტული ნივთიერებების გამოსავლიანობაზე, ისე მიღებული ექსტრაქტების ანტიოქსიდანტურ აქტიურობაზე. დადგენილია, რომ უმჯობესია, შესაძლებლობის ფარგლებში, პირდაპირ ნედლი მასის ან ვაკუუმის პირობებში გამშრალი ნედლეულის გამოყენება. შედარებით ნაკლებეფექტურია 600C ტემპერატურაზე გამშრალი ნედლეულის გამოყენება. მოცვის კენკრის ექსტრაქციის ეფექტურობა ნედლეულის წინასწარ მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების პირობებში მნიშვნელოვნად ეცემა. სურ. 5, ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

15.4.1.12. აგროეკოლოგიური ლანდშაფტის შესწავლა ვენახისათვის იმერეთის ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე. /რ. ლორთქიფანიძე, ნ. ავალიშვილი/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 52-55. – ქართ; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგების ტიპში გამოყოფილი გვაქვს ტიპიური და გამოტუტვილი ნიადაგები. ტიპიურ ქვეტიპში ნიადაგთწარმომქმნელი ქანების ბუნების მიხედვით გამოიყოფა კირქვიანი (კირქვაზე განვითარებული) და მერგელებიანი (მერგელებზე განვითარებული) გვარები. ეს ნიადაგები მაღალი სამეურნეო ღირებულებით ხასიათდება. ნიადაგებში ხირხატიანობა დადებით გავლენას ახდენს ნიადაგის წყალმართავ, ჰაეროვან და სითბურ თვისებებზე. დღეისათვის იმერეთში ამ ნიადაგების დიდი რაოდენობა გამოყენებულია ერთწლიანი და ნაწილობრივ მრავალწლიანი კულტურებისათვის. კვლევის შედეგები გვაძლევს საფუძველს, რომ მევენახეობის გაფართოების მიზნით იმერეთის რეგიონში ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები საუკეთესო აგროეკოლოგიური ლანდშაფტის ბაზას წარმოადგენს ვაზის გასაშენებლად. ცხრ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

15.4.1.13. აგრარული სექტორი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი სფეროა. /დ. სილაგაძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 92-95. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სოფლის მეურნეობას ყოველთვის გადამწყვეტი ადგილი ეკავა საქართველოს ეკონომიკაში. 1990 წელს სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 29,7%-ს შეადგენდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლამ სექტორის პარალიზება გამოიწვია, წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა. სამუშაოს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მდგომარეობის შესწავლა, იმ მიზეზების წარმოჩენა, რაც ხელს უშლის დარგის განვითარებას, მის ნორმალურ ფუნქციონირებას და ამასთანავე გათვალისწინებულიყო ის ახლებური მიდგომები ხელისუფლების მხრიდან, რამაც ხელი უნდა შეუწყოს შემდგომში აგრარული სექტორის განმტკიცებას. კვლევის პერიოდში გამოყენებულ იქნა სტატისტიკური მაჩვენებლები, 2014-2015 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა და მოძიებული იქნა ინტერნეტ მასალები. განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები, რაც უნდა განხორციელდეს მომავალში, მით უმეტეს ეხლა როცა ქვეყანაში აგრარულმა პოლიტიკამ ახალი კურსი აიღო და სოფლის მეურნეობამ პრიორიტეტული მიმართულება შეიძინა. ლიტ. 4.

ავტ.

 

15.4.1.14. შავნაყოფა არონია. /. მელაძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 161-166.ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია შავნაყოფა არონიის ბოტანიკური აღწერილობა და ბილოგიური თავისებურებანი, მისი გამოყენება ზოგიერთი ხეხილოვანი კულტურისათვის სუსტად ნაზარდი საძირის სახით, კერძოდ, მსხლისათვის. შავნაყოფა არონიდახასიათებული როგორც დეკორაციული მებაღეობის მასალა, მისი გამოყენება დამცველი ზონებისათვის და როგორც ნიადაგდამცველი ობიექტი ფიტომელიორაციაში. მოცემულია ასევე არონიის ნაყოფის სამკურნალო თვისებები, მათი ბიოქიმიური შედგენლობა  სამკურნალო მიზნებისათვის გამოყენების მითითებით. სტატია გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო წრისათვის, ფერმერებისათვის და ბუნების მოყვარულებისათვის. ლიტ. 3.

ავტ.

 

15.4.1.15. ლურჯი მოცვის ზრდა-განვითარება ბაღდათის რაიონის პირობებში. /მ. თაბაგარი, ი. სხილაძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 134-137. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ლურჯი მოცვის ზრდა-განვითარების მაჩვენებელი ჯიშების მიხედვით. ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხის ნიადაგურ–კლიმატურ პირობებში გაშენებული ჯიშებზე (ტორო, ჩანდლერი, ბლუგოლდი და ბლურეი) ნათლად ჩანს მცენარის სიმაღლის, ვარჯის მოცულობის, ტოტების და ფოთლების რაოდენობისა და ზრდა-განვითარების მაჩვენებელი. ფენოლოგიური დაკვირვების შედეგად მივიღეთ, რომ ყველაზე საუკეთესო ზრდა-განვითარებით ხასიათდება ჯიშები ჩანდლერი და ბლურეი. ლიტ. 2.

ავტ.

 

15.4.1.16. თხილის ახალგაზრდა პლანტაციაში შუალედური კულტურების აგროეკოლოგიური მონიტორინგი. /რ. ლორთქიფანიძე, მ. ხელაძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 138-142. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აგროეკოლოგიური მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა, თუ როგორ შეიძლება გავაშენოთ თხილი საკვები ელემენტებით ღარიბ, ალუვიურ ნიადაგებზე მათი სათანადო გაკულტურების შემდეგ. კერძოდ, ახალგაზრდა თხილის პლანტაციის მწკრივთაშორისებში შუალედური კულტურების თესვით. დაბალნაყოფიერ ალუვიურ ნიადაგებზე გაშენებულ მრავალწლიან კულტურებში ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით უმჯობესია გამოვიყენოთ ერთწლიანი შუალედური კულტურების სახით პარკოსნები (სოია, იონჯა, ცერცველა და სხვა), რადგან ისინი ფესვებზე ინვითარებენ კოჟრებს, რომლებშიც დასახლებული კოჟრის ბაქტერიები ახდენენ ატმოსფერული აზოტის ფიქსაციას (შებოჭვას) და ნიადაგში გროვდება ბიოლოგიურად სუფთა აზოტი, რომელიც ნიადაგიდან არ ირეცხება, როგორც ამას ადგილი აქვს ნაკელისა და აზოტიანი სასუქების შეტანის შემთხვევაში. ცხრ. 2, ლიტ. 1.

ავტ.

 

15.4.1.17. ფერმერულ მეურნეობებში რისკის შეფასების მაჩვენებელთა სისტემები და ძირითადი კრიტერიუმები. /. შალამბერიძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 143-146.ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საქართველოში სამეურნეო რისკის პრობლემა ფერმერულ მეურნეობებში განსაკუთრებულ აქტუალობას და ყურადღებას იქცევს და მის სწორ შეფასებასა და მართვაზეა უპირატესად დამოკიდებული ეკონომიკური ზრდის მთელი პროცესი. საერთოდ, სამეურნეო რისკის შეფასებისათვის სხვადასხვა მკვლევარების მიერ განსხვავებული პოზიციაა შემოთავაზებული. რისკს გამოხატავენ, როგორც თავისუფალ ქმედებას, შესაძლო საფრთხეს, ნებისმიერი საქმიანობის წარმოებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ პროცესს, ნაკლებ შემოსავალს, დანაკარგებს და .. ამის შესაბამისად, მიჩნეულია ფერმერული მეურნეობების საქმიანობაში რისკის შეფასების მაჩვენებელთა სისტემების არსებობა, რომელიც საგრძნობად შეამცირებს მოსალოდნელ საქმიანობაში რისკის უარყოფით შედეგებს. ამიტომ მენეჯერს მოეთხოვება მისაღები მმართველობითი გადაწყვეტილების მაღალი მეცნიერულ-პრაქტიკული დონის უზრუნველყოფა. ლიტ. 3.

ავტ.

 

15.4.1.18. სხვადასხვა ფორმის საძირის გავლენა ქართული ლიმონის ყინვაგამძლეობაზე. /ნ. ყიფიანი/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 151-154. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გაშუქებულია სხვადასხვა საძირის გავლენის შედეგები ქართული ლიმონის ყინვაგამძლეობაზე. ლიმონის კულტურის სამრეწველო გავრცელება ყველაზე მეტად შეზღუდულია გარემოს არახელსაყრელი ექსტრემალური ფაქტორების გამო, კერძოდ, პერიოდულად განმეორებითი დაბალი ტემპერატურების გამო ნარგავები ხშირად ზიანდება, ზოგ შემთხვევაში კი დიდი რაოდენობით იღუპება. ყინვაგამძლეობა წარმოადგენს მცენარის ფიზიოლოგიურ თვისებას, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს მისი ისეთი ბიოლოგიური თავისებურებით, როგორიცაა ვეგეტაციის დაწყებისა და დამთავრების პერიოდი. სხვადასხვა საძირეებზე დამყნილი ქართული ლიმონის ყინვებისაგან დაზიანების შედეგებიდან ნათლად ჩანს, რომ საძირეებს შორის ამ მხრივ უკეთესია ტრიფოლიატა ადრე მსხმოიარეს საძირეები და ჩვეულებ­რივი ტრიფოლიატას საძირეები, ვიდრე ციტრუს იჩანგენზისის საძირეები. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

15.4.1.19. შავნაყოფა არონიას აგროტექნოლოგია. /. მელაძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 155-160.ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია შავნაყოფა არონიის გამრავლების სხვადასხვა მეთოდები: თესლით, მათი წინასწარ სტრატიფიკაციის გზით. დეტალურად მითითებულია თესვის ვადები და ტექნიკა. მანძილი რიგებსა და მცენარეებს შორის რიგში. აღმონაცენების მოვლა, ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ, ნიადაგის გაფხვიერების სიღრმე და ჯერადობა. ნათესარების გამოკვება სასუქებით. დაწვრილებით განხილულია სარგავი მასალის მიღების საკითხები მწვანე კალმებით გამრავლებისას. შთამომავლობაში სადედე მცენარის ფასეული სამეურნეო თვისებების შენარჩუნების მიზნით. აღნიშნულია გამრავლების ამ ხერხით უპირატესობანი, მისი სიმარტივე და მაღალი ეფექტურობა, სამუშაოების შესრულების ტექნიკა, სათბურების გამოყენება ნერგების მისაღებად. განხილულია აგრეთვე შავნაყოფა არონიის გამრავლების სხვა ხერხების შესახებ, კერძოდ, სრულად გამერქნებული კალმების მყნობის ჰორიზონტალური და ვერტიკალური გადაწვენით, ფესვის ამონაყარით, ბუჩქის დაყოფით, მიკროკლონირებული მეთოდით. გამრავლების ჩამოთვლილი ხერხისთვის დაწვრილებით მოცემულია სამუშაოების შესრულების ტექნიკა, დრო და ვადები, მათი განხორციელებისათვის გამოყენებული ტექნიკური საშუალებები. განხილულია აგრეთვე მცენარეთა ინდივიდუალური განთავსების და სპეციალური პლანტაციების გაშენების საკითხები. შემდეგ აღნიშნულია გამორგული მცენარეების მოვლის ელემენტები და ტექნიკა. ხაზგასმულია რომ ნარგაობათა მოსავლიანობა დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე: დარგვის სქემებზე, ნიადაგის ნაყოფიერებაზე, აგროტექნიკის დონეზე, ასაკზე, ამინდის პირობებზე და თვით მცენარის გენეტიკურ თავისებურებებზე. განხილულია მოვლის ისეთი ღონისძიებები როგორიცაა ბრძოლა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ, ინსექტიციდებისა და ფუნგდიციდების პრეპარატების გამოყენებით. მითითებულია ნაყოფების კრეფის დრო და ვადები რეგიონის კლიმატური პირობების მიხედვით. ნაყოფების კრეფის სამუშაოების ტექნიკა, მათი შენახვის შესაძლებლობანი. ლიტ. 4.

ავტ.

 

15.4.1.20. აგრარული პოლიტიკის გამტარებლები საქართველოში, პრობლემები, შესაძლებლობები და ალტერნატივები. /ნ. რუხაია-მოსემღვდლიშვილი/. ეკონომიკა. – 2015. – #5-6. – გვ. 6-16. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ქართული აგრარული პოლიტიკის მართვის მიმდინარე მოდელი და კოორდინაციის ის პრობლემები, რომლებიც არსებობს მასში მონაწილე სხვადასხვა სტრუქტურებს შორის. ჩამოყალიბებულია ექსპორტის მასტიმულირებელი აგრარული პოლიტიკის მართვის სქემატური მოდელი, სადაც გათვალისწინებულია ცენტრალური მთავრობის, რეგიონული თვითმმართველობებისა და ბიზნესის კოორდინირებული თანამშრომლობის პლატფორმა. სურ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

15.4.1.21. მულჩირებანიადაგის თვისებების შენარჩუნების საშუალება. /. ლორთქიფანიძე, . კეჩხოშვილი/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 161-165. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მულჩირების საკითხები. დადგენილია, რომ მულჩირება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი ნიადაგის ტენის შენარჩუნებისა და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის ხარჯების შემცირებისათვის. ბიო-მულჩის შემთხვევაში უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა და ორგანული ნივთიერებებით გამდიდრება. ლიტ. 5.

ავტ.

 

15.4.1.22. ტალღის წარმოქმნის პროგნოზი მცირე სიღრმის ნაკადებში ნიადაგის ხაზოვანი გარეცხვის დროს. /ო. ნათიშვილი, თ. ურუშაძე, გ. გავარდაშვილი/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 203-213. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია ტალღების გავლენა ნიადაგ-გრუნტების ეროზიის ინტენსივობაზე ფერდობზე წარმოშობილი წყალმცირე ნაკადების შემთხვევებში. შემოთავაზებულია ტალღის წარმოქმნის პროგნოზირების მეთოდები ფერდობზე ჩამონადენის თავისუფალ ზედაპირზე როგორც წყლის, ასევე ნატანდატვირთულ ნაკადებში. თეორიული გამოკვლევის დროს დადგენილია, რომ ტალღის წარმოქმნის გავლენა ეროზიის ინტენსივობაზე უნდა იყოს გათვალისწინებული არსებულ საანგარიშო დამოკიდებულებებში შემასწორებელი კოეფიციენტის Vâ=1,5V დახმარებით ნაკადის საშუალო სიჩქარისათვის ცოცხალ კვეთში. ლიტ. 18.

ავტ.

 

15.4.1.23. საქართველოში გავრცელებული ფუტკრის სახეობების (hymenotera: apoidea) განახლებული სია. /გ. კირკიტაძე, გ. ჯაპოშვილი/. Annals of Agrarian Science (აგრარული მეცნიერების მაცნე). – 2015. – . 13. - #1. გვ. 20-32. ინგლ.; რეზ.: ინგლ., რუს.

საქართველოს ფუტკრების სრული სია 1981 წელს ინტეგრირებული იყო კავკასიის ფუტკრების სიაში. შედგენილ იქნა საქართველოს ყველა ფუტკრის სრული სია ტაქსონომიური ცვლილებებით ბოლო 33 წლის განმავლობაში. სულ შეტანილი იქნა 356 სახეობა, რომლებიც მიეკუთვნება 46 სხვადასხვა გვარს და 6 ოჯახს. შეტანილ იქნა 150-ზე მეტი ცვლილება საქართველოში დარეგისტრირებული და გამოქვეყნებული ოჯახების, გვარების და სახეობების დასახელებაში. ყველაზე მეტად გავრცელებულ ოჯახად ითვლება Apoidae 107 სახეობით. უნდა აღინიშნოს, რომ Bombus-ის 41 სახეობა საქართველოში იყო დარეგისტრირებული, რაც ავსებს კავკასიის Bombus-ის ფაუნას დამატებით სამი სახეობით. ჩვენ ვერ შევძელით დაგვედასტურებინა Bombus georgicus Vogt-ის ვალიდურობა, ამის გამო ეს სახეობა არ არის შეტანილი სიაში. ლიტ. 37.

ავტ.

 

ბ15.4.1.24. შუალედური კულტურები ფეიხოას ახალგაზრდა პლანტაციებში იმერეთის ალუვიალურ ნიადაგზე. /ნ. სანთელაძე/. Annals of Agrarian Science (აგრარული მეცნიერების მაცნე). – 2015. – ტ. 13. #1. გვ. 43-45. ინგლ.; რეზ.: ინგლ., რუს.

შუალედური პარკოსანი კულტურები ხელს უწყობენ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებას, აუმჯობესებენ მის სტრუქტურას, დადებითად მოქმედებენ ნიადაგის მიკროფლორაზე, სპობენ სარეველებს. ისინი წარმოადგენენ ნაკლებნაყოფიერი ნიადაგების ორგანული ნივთიერებებით გამდიდრების წყაროს და გამოიყენებიან როგორც მწვანე სასუქი. ფეიჰოას ახალგაზრდა პლანტაციის რიგებს შორის შუალედში სიმინდისა და სოიოს დათესვით მაღლდება ნიადაგის ნაყოფიერება და ფართობის ინტენსიური გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი მოსავლის მიღება, ამასთან ძირითადი კულტურა არ ზიანდება. ფეიხოას დარგვის შემდგომ ჩატარდა კვლევა შემდეგი სქემის მიხედვით: საკონტროლო (შუალედური კულტურების გარეშე); სიმინდის მარცვალი; სოიოს მარცვალი; სიმინდი+სოიო შერეულად; სოიო მწვანე სასუქის მისაღებად; დასათესად და აყვავების შემდეგ ნიადაგში ჩასათოხნად. შემოდგომაზე, მოსავლის აღების შემდეგ, ვარიანტების მიხედვით აღებულ იქნა ნიადაგის ნიმუშები 0-20, 20-40 და 40-60 სმ-ის სიღრმეზე. ნიადაგის შესაბამისი მომზადების შემდეგ განსაზღვრულ იქნა ჰუმუსი და მკვებავი ელემენტები %-ში. შუალედური კულტურების ნიადაგის ქიმიურ შემადგენლობაზე გავლენის დადგენის მიზნით კვლევის ჩატარებისას წარმოებდა დაკვირვება შუალედური კულტურის ზრდასა და განვითარებაზე. გარდა იმისა, რომ შუალედური კულტურებიდან ვღებულობთ დამატებით მოსავალს, შუალედური კულტურების დანიშნულება ის არის, რომ ისინი იცავენ ფეიჰოას ახალგაზრდა ყლორტებს მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარებისაგან. სოიოს კარგად გაზრდილი ნათესი აფერხებს სარეველების გაზრდას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე გარემოს დაცვის თვალსაზრისით. ცხრ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.4.1.25. მიკროსკოპული სოკო -ASPERGILLUS VERSICOLOR D-1- მიკრობული ცილის აქტიური წარმომქნელი. /ი. ძალამიძე, ნ. ზაქარიაშვილი, ლ. ქუთათელაძე, თ. ურუშაძე, რ. ხვედელიძე, ი. ხოხაშვილი, ტ. ალექსიძე/. Annals of Agrarian Science (აგრარული მეცნიერების მაცნე). – 2015. – ტ. 13. – #1. - გვ. 67-70. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მცენარეული სუბსტრატების ღრმა ფერმენტაციისას ცილით მდიდარი ბიომასის მიღებისათვის ჩატარებულ იქნა მიკროსკოპული სოკოების სკრინინგი. შერჩეულ იქნა ცელულოზის აქტიური პროდუცენტი - თერმოფილური შტამი Aspergillus versicolor D-1. დადგენილ იქნა შერჩეული შტამის არატოქსიკურობა. ნაჩვენებია ცილოვანი ბიომასის - Aspergillus versicolor D-1 კვებითი დანამატის სახით გამოყენების შესაძლებლობა. ცილის მაქსიმალური დაგროვების მიზნით ჩატარებულ იქნა კულტივირების პირობების ოპტიმიზაცია. დადგენილია კულტივირების ოპტიმალური პარამეტრები - კულტივირების ხანგრძლივობა, მკვებავი გარემოს pH, ნათესი მასალის ასაკი. ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ შტამის Aspergillus versicolor D-1 ღრმა ფერმენტაციის დროს ხორბლის ქატოზე, მიღებულ იქნა არატოქსიკური ცილით მდიდარი ბიომასა (12%), რომელიც წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მეცხოველეობაში საკვები დანამატის სახით. სურ. 4, ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.4.1.26. თბილისის ურბანული და პერი-ურბანული ტყეები. /თ. პატარქალაშვილი/. Annals of Agrarian Science (აგრარული მეცნიერების მაცნე). – 2015. – ტ. 13. #1. გვ. 79-83. ინგლ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია თბილისის ურბანული და პერი-ურბანული ტყეები. აღნიშნულია, რომ ინტენსიური ექსპლუატაციის შედეგად მოხდა მათი დეგრადირება და მეცნიერთა შეფასებით ამჟამად ისინი წარმოდგენილი არიან მე-4, მე-5 გენერაციის ტყეებად ზრდის სუსტი ენერგიით. მიუხედავად ამისა, ისინი ქალაქისათვის ასრულებენ მნიშვნელოვან სოციალურ-დაცვით ფუნქციას, კერძოდ, ნიადაგდაცვით, წყალმარეგულირებელ, რეკრეაციულ ფუნქციებს. თბილისის ურბანული და პერი-ურბანული ტყეები საჭიროებენ რეკონსტრუქციას ამონაყარიდან ადგილობრივი წარმოშობის ქართული მუხის თესლით გამრავლების ნარგავებში. ქალაქ თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა ამჟამად ნაკლებად შესაშურია, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში. ატმოსფერული ჰაერის გაჭუჭყიანების დონე იზრდება ავტომობილების რაოდენობის განუწყვეტელი ზრდის გამო, რომელთა უმრავლესობა ძველია და არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. მსხვილი მწვანე ზონების უმრავლესობა განლაგებულია ქალაქის პერიფერიულ ნაწილში და ნაკლებად ახდენენ გავლენას ცენტრალურ, ყველაზე გაჭუჭყიანებულ ნაწილზე. მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოება, რომ ცენტრალურ ნაწილში არ დარჩა თავისუფალი ფართობები ახალი მწვანე ობიექტების გაშენებისა და ძველების გასაფართოებლად. XX საუკუნის 60-იან წლებში თბილისს ეკავა მე-15 ადგილი საბჭოთა რესპუბლიკების დედაქალაქებს შორის 12 კვ.მეტრი მწვანე ფართობით დედაქალაქის ერთ სულ მოსახლეზე. მას შემდეგ ქალაქის მოსახლეობა თითქმის გაორმაგდა, მაგრამ მწვანე ობიექტების ფართობი თითქმის ძველ დონეზე დარჩა. ქალაქ თბილისის თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობა თხოულობს გადამწყვეტი და არაორდინალური ზომების მიღებას ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ლიტ. 15.

ავტ.

 

ბ15.4.1.27. მდინარე ენგურის ქვედა დინების (ზემო სვანეთი) ტყეების ეკოსისტემის ბოტანიკური მრავალფეროვნება. /შ. შეტეკაური/. Annals of Agrarian Science (აგრარული მეცნიერების მაცნე). – 2015. – ტ. 13. #1. გვ. 84-89. ინგლ.; რეზ.: ინგლ., რუს.

შესწავლილ იქნა მდინარე ენგურის ხეობაში (ზემო სვანეთი) ტყეების ეკოსისტემის ბოტანიკური მრავალფეროვნება. რელიეფის თავისებურებებმა და ისტორიულ-კლიმატურმა ფაქტორებმა ხელი შეუწყვეს სახეობრივი, გენეტიკური, ეკოსისტემური მრალფეროვნების, აგრეთვე მკვეთრად გამოხატული ვერტიკალური სარტყელიანობის ჩამოყალიბებას. შესასწავლი ტერიტორიის ბუნებრივი გარემო ხანგრძლივი დროის განმავლობაში განიცდიდა მუდმივად გაძლიერებულ ანთროპოგენურ გავლენას. ფიტოლანდშაფტი ძირითადად წარმოდგენილია შერეული ფოთლოვანი და მუქწიწვოვანი ტყეებით. ტყიანი სარტყლის ქვედა ნაწილში დომინირებს ფართოფოთლოვანი ტყეები. შედარებით მშრალი და განათებული ფერდობები უკავია მუხის ტყეებს (Quercus iberica), რცხილა-მუხის ტყეებს (Caprinus caucasica, Quercus iberica), აგრეთვე რცხილა-მუხის ტყეებს, რომლებიც შეიცავს აღმოსავლურ რცხილას (Caprinus orientalis, Quercus iberica); შედარებით ნაკლებ განათებული ფერდობები დაფარულია წაბლნარით (Castanea sativa), რცხილა-წაბლნარი (Caprinus caucasica, Castanea sativa) და წიფელა-რცხილა-წაბლნარი ტყეებით (Fagus orientalis, Caprinus caucasica, Castanea sativa), კოლხიდურ მარადმწვანე ქვეტყით (კოლხიდური ბაძგი - llex colhica, პონტის როდოდენდრონი - Rhododendron ponticum, წყავი - Laurocerasus officinalis); ტენიან არეალში დომინირებს წიფლის ტყეები წაბლის და ბზის (Buxus colchica), მონაცვლეობით, ალაგ-ალაგ გვხვდება კირიანი ნიადაგი. მაღალმთიანი მუხნარის ჰემიქსოფილური ფორმაციები (Quercus macranthera) სვანეთში წარმოდგენილია მხოლოდ მცირე ტერიტორიებზე (მდინარეების მულხურისა და დოლრას ხეობებში, სოფლების კალისა და გულის მიდამოებში). სვანეთის ლოკალური ენდემური სახე ენგურის მაჩიტა (Campanula engurensis) აღმოჩენილია მდინარე ენგურის მარჯვენა მხარის ფერდობებზე (გვირაბების ¹42.57.879; E042.12.226; H=620-630 მ). მოცემულ ადგილას ეს სახე აღწერილი იქნა 1938 წელს. კლდოვან ლანდშაფტებზე გვხვდება შემდეგი იშვიათი ენდემური სახეები: Valeriana jelenevskyi, Senecio massagetovii, Saxifagas ubverticillata. მოცემული არეალის ე.წ. ნეოფიტურ მცენარეებს შეიძლება მივაკუთვნოთ Phytolacca Americana, Elsholzia ciliata, Siegesbeckia orientalis და Acalypha australis, მათი არსებობა მიუთითებს მდინარე ენგურის მიდამოების აღნიშნულ ნაწილში ევრიტოპული მცენარეების არსებობაზე. ლიტ. 22.

ავტ.

 

ბ15.4.1.28. აჭარა- თრიალეთის ქედის ანდოსოლების თავისებურებები. /თ. ურუშაძე, თ. ქვრივიშვილი/. Annals of Agrarian Science (აგრარული მეცნიერების მაცნე). – 2015. – ტ. 13. #2. გვ. 44-51. ინგლ.; რეზ.: ინგლ., რუს.

კვლევის მიზანი იყო ზოგიერთ ვულკანურ ზონებში გავრცელებული მაღალმთიანი ნიადაგების მსოფლიოს ნიადაგების რესურსების კორელაციური ბაზების ჯგუფიდან ერთ-ერთთან კორელაციის დადგენა. სტატიაში მოცემულია აჭარა-თრიალეთის ქედის ვულკანურ ზონაში გავრცელებული ანდოსოლების დახასიათება. ანდოსოლების არეალს შეესაბამება მთის მდელოების ნიადაგები, რომლებიც ყალიბდებიან ანდეზიტ-ბაზალტებზე, ანდეზიტებსა და დიაბაზებზე. ვულკანურ ქანებზე ფორმირებული გამოსაკვლევი ტერიტორიების ანდოსოლები მსოფლიო ანალოგების მსგავსად ხასიათდება ზედა ჰორიზონტების მუქი (ზოგჯერ შავი) შეფერილობით, მარცვლოვანი სტრუქტურით, ფხვიერი აგებულებით, შედარებით მსუბუქი მექანიკური შედგენილობით >10%, მჟავე რეაქციით, ღრმა ჰუმუსიანობით, ზედა შემცველობით. გამოკვლეულ ნიადაგებში ჭარბობს თვისებების ვიტრიკი, რასაც ადასტურებს მოცულობითი წონის, ოქსალატში გახსნადი ერთნახევრიანი ჟანგეულების, ფოსფორისა და ორგანული ნახშირბადის მაჩვენებლები. საკვლევ ტერიტორიაზე გავრცელებული ნიადაგები ეკოლოგიის, მორფოლოგიის, ფიზიკური, ფიზიკურ-ქიმიური და ქიმიური თვისებებით კორელაციაში მოდის ნიადაგის რესურსების მსოფლიო კორელაციური ბაზის ერთ-ერთ ჯგუფთან - ანდოსოლებთან. არ არის გამორიცხული, რომ ნიადაგის ამ ჯგუფის არეალი შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნის სხვა რომელიმე ვულკანურ ზონაში. ცხრ. 3, ლიტ. 21.

ავტ.

 

ბ15.4.1.29. ორგანული ნახშირბადის მარაგების განსაზღვრა აღმოსავლეთ საქართველოს წიფლის ტყეების ნიადაგებში. /გ. ვაჩნაძე, გ. წერეთელი, ზ. თიგინაშვილი, ვ. აფციაური, ე. ნაკაიძე/. Annals of Agrarian Science (აგრარული მეცნიერების მაცნე). – 2015. – ტ. 13. #2. გვ. 81-88. ინგლ.; რეზ.: ინგლ., რუს.

ნიადაგში ორგანული ნივთიერებების მარაგის განსაზღვრის მიზნით სხვადასხვა ადგილში შერჩეული იქნა პილოტური რეგიონები - შიდა კახეთი და ქვემო ქართლი. ნიადაგის სიმძლავრე აღმოსავლეთ საქართველოს წიფლნარში საშუალოდ შეადგენს 0,60-0,65 მ, სადაც ჰუმუსის შემადგენლობა შეადგენს 181,98 ტ/ჰა, ხოლო ნახშირბადის - 105,36 ტ/ჰა. აღმოსავლეთ საქართველოს წიფლის ტყის მასივები შეადგენს 456 709 ჰა-ს, ნიადაგში ჰუმუსის საერთო მარაგი შეადგენს დაახლოებით 83,11x106 ტონას, მასში აკუმულირე­ბულია 48,12x106 ტონა ნახშირბადი, რაც შეესაბამება 176x106 ტონა ატმოსფეროდან ადსორბირებულ ნახშირბადის დიოქსიდს. ცხრ. 3, ლიტ. 32.

ავტ.

 

ბ15.4.1.30. კოოპერაციის პროცესის სტიმულირება სოფლებში. /პ. კოღუაშვილი/. Annals of Agrarian Science (აგრარული მეცნიერების მაცნე). – 2015. – ტ. 13. #2. გვ. 98-101. ინგლ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია სოფლის მოსახლეობის ნებაყოფლობითი კოოპერირების, გადამამუშავებელ საწარმოებთან მათი ინტეგრაციის (სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღების, გადამუშავების და რეალიზაციის ერთობლივი სისტემის შექმნა), ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური და ტექნიკურ-ტექნოლოგიური პრობლემების ადგილზე დარეგულირების საკითხები. დასაბუთებულია რეალიზაცია, როგორც ობიექტური აუცილებლობა, აგრეთვე, განხორციელების ეკონომიკური მექანიზმები და მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი. მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ახალი სამეურნეო ფორმის შემოღება, რომელთანაც ავტომატურადაა დაკავშირებული მოსახლეობის მასობრივი დასაქმება, მოგების მკვეთრი ზრდა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ავტორიტეტის ზრდა და სოფლის კომპლექსური და დაჩქარებული განვითარება. ლიტ. 5.

ავტ.

 

 

ბ4.2. მეცხოველეობა და მერძევეობა

 

ბ15.4.2.1. სამრეწველო მატყლის წარმოების სრულყოფის პრობლემები საქართველოში. /თ. ქავთარაძე/. ეკონომისტი. – 2014. – #6. – გვ. 40-49. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია საქართველოს მეცხვარეობის განვითარების პრობლემები. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მეცხვარეობის განვითარება დაკავშირებულია მრავალი პრობლემის კომპლექსურ გადაწყვეტასთან. დადგენილია, რომ ამ ღონისძიებათა წარმატებით გატარების შედეგად, საქართველოში შესაძლებელია ორი და მეტი მილიონი ცხვრისა და მაღალი ხარისხის სამრეწველო წმინდა, ნახევრადწმინდა და თუშური ცხვრის 7-8 ათასი ტონა მატყლის წარმოება. ამჟამად საქართველოში მილიონამდე სული ცხვარია და წელიწადში დაახლოებით 2 ათასი ტონა მატყლი იწარმოება. რესპუბლიკაში წარმოებული მატყლი უხარისხობის გამო არ არის სამრეწველო მნიშვნელობის ნედლეული, იგი არ არის მოთხოვნადი და მისი საბაზრო ფასი ქვეყანაში ძალზე დაბალია. ნაშრომში პირველადაა წამოყენებული წინადადება, რომ შეიქმნას მატყლის ლაბორატორია და სამრეწველო მატყლის წარმოების თვალსაზრისით ქვეყანაში უნდა დაინერგოს მატყლის დამზადების საერთაშორისო სტანდარტი. ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.4.2.2. ბოცვრის ხორცის შემადგენლობა და მისი მნიშვნელობა ადამიანის კვებაში. /. ცინცაძე, . ნატროშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. 2015. – #1(11). – გვ. 94-97. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ხორცი მოსახლეობის კვებაში ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი პროდუქტია, რადგან იგი ცხოველური ცილებისა და ცხიმების ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ბოცვრის ხორცი თავისი ქიმიური შედგენილობით სხვა სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისაგან გამოირჩევა დიეტურობით. მასში ბევრია მშრალი ნივთიერება და ცილები, ზომიერია ცხიმების რაოდენობა და საკმაოდ მაღალია საერთო კალორიულობა. განხილულია ხორცის შენახვის მეთოდები და სხადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ხორცის ქიმიური შემადგენლობა. ცხრ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.4.2.3. ბოცვრის ტყავ-ბეწვეულის ეფექტური გაუმჯობესება ანარჩენის გამოყენების ფონზე. /. ცინცაძე, . ნატროშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. 2015. – #1(11). – გვ. 97-99. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ბოცვრის ცოცხალი მასა და ტყავ-ბეწვეულის მაღალი ხარისხი მოვლაზე, კვებასა და კვების რეჟიმზეა დამოკიდებული. ჩატარებულმა ცდებმა გვიჩვენა, რომ ცხოველური წარმოშობის ანარჩენის ჩართვა 5%-ით აუმჯობესებს ტყავ-ბეწვეულის ხარისხობრივ მაჩვენებელს. სტატიაში მოცემულია აბრეშუმის ჭიის ჭუპრის ფქვილის ქიმიური შედგენილობა. ცხრ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.4.2.4. ცხოველების ბეწვში მძიმე ლითონების შემცველობა და მისი შესაბამისობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საძოვრების ეკოლოგიურ მდგომარეობასთან. /ტ. ჭელიძე, ლ. ენუქიძე, მ. ჩანყაშვილი, ტ. ლოლაძე/. Annals of Agrarian Science (აგრარული მეცნიერების მაცნე). – 2015. – ტ. 13. #2. გვ. 67-71. ინგლ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მოცემულია საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი მანგლისი) გაზაფხულსა და შემოდგომაზე ძროხის ბეწვში მძიმე ლითონების (სპილენძი, ტყვია, კადმიუმი, თუთია) რაოდენობრივი შედგენილობის კვლევის შედეგები. კვლევები მიმდინარეობდა დიფერენციულ-იმპულსური პოლაროგრაფიის გამოყენებით, მეთოდიკით, რომლის დროსაც მრუდების მიღებული პიკები შეესაბამებოდა შესასწავლი მძიმე ლითონების (Cu, Pb, Cd, Zn) იონების განმუხტვის პოტენციალს. ნაჩვენებია, რომ აღნიშნული მიკროელემენტების რაოდენობრივი შედგენილობა ძროხის ბეწვში, ისევე როგორც მცენარეებში, ხასიათდება გაზაფხულიდან შემოდგომისაკენ კონცენტრაციის კლებით და დამოკიდებულია საძოვრების სისუფთავეზე. ბიოლოგიური მასალის - სხვადასხვა ასაკის ხუთი ძროხის ბეწვის შესწავლის საფუძველზე მიღებულია, რომ მძიმე ლითონების კონცენტრაცია გაზაფხულიდან შემოდგომამდე მცირდება 1,5-2-ჯერ, მაგრამ არ აღემატება საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ ნორმას. ეს ფაქტი აიხსნება ერთი მხრივ იმით, რომ ზამთრის თვეებში და ადრე გაზაფხულზე ცხოველები იკვებებიან როგორც მშრალი თივით, ასევე ახლადამოყრილი ბალახით, ხოლო შემოდგომაზე მხოლოდ მომწიფებული ბალახით, რომელიც გაცილებით ნაკლებ ტოკსიკურ ელემენტს შეიცავს, ვიდრე გაზაფხულზე. ამრიგად, რეგიონის საძოვრები არ საჭიროებს რაიმე დამასუფთავებელ ღონისძიებებს. ლიტ. 18.

ავტ.

 

ბ4.4. აგრარული ბიოტექნოლოგიები

 

ბ15.4.4.1. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან გამოყოფილი ლიგნოცელულოზური ფერმენტების პროდუცენტი - უმაღლესი ბაზიდიალური სოკოები. /. წიკლაური, . ხვედელიძე, . ზაქარიაშვილი, . ალექსიძე, . ბაქრაძე-გურული, . კვესიტაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. – #1. – გვ. 102-108. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

აგროინდუსტრიული მცენარეული სუბსტრატების მიზნობრივ ტექნოლოგიურ დამუშავებაში ბაზიდიომიცეტებისადმი დიდ ინტერესს განაპირობებს მათი ლიგნოცელულოზური ფერმენტების პროდუცირების უნარი. ხის დამშლელი ბაზიდიომიცეტების ბიოქიმიისა და ფიზიოლოგიის შესწავლის მიზნით საქართველოს სხვადასხვა ეკოლოგიური რეგიონიდან გამოყოფილია ხის დამშლელი ბაზიდიო­მიცეტების კულტურები. სუფთა კულტურის სახით მიღებულია 36, ხოლო იდენტიფიცირებულია 29 შტამი. ტესტირებულ სოკოებში გამოვლენილ იქნა ლიგნოცელულაზური ფერმენტების პროდუცენტები მყარფაზოვანი და სიღრმული კულტივირების პირობებში. ფორთოხლის, ნამჯის, ქატოს სუბსტრატებზე ცელულაზური ფერმენტების საუკეთესო პროდუცენტებია Pleurous ostreatus GV12, Pleurous ostreatus GK10 და Fomes.sp. KA20, კულტურა – Ganoderma sp. GM 04 მაღალ ლაკაზურ აქტივობას იძლევა ფორთოხლის ნარჩენზე კულტივირებისას. შესწავლილია სხვადასხვა ლიგნოცელულოზური სუბსტრატის გავლენა ფერმენტების ლაკაზას, ქსილანაზასა და ცელულაზას დაგროვებაზე. სურ. 3, ცხრ. 3, ლიტ. 25.

ავტ.

 

ბ15.4.4.2. საფერავის ჯიშის ყურძნის წიპწის ზეთის ქიმიური შედგენილობა და მისი ფუნქციური როლი. /. მჭედლური, . მარგალიტაშვილი, . ალექსიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2014. – ტ. 8. – #1. – გვ. 110-113. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია საფერავის ჯიშის ყურძნის წიპწის ზეთის ქიმიური შედგენილობა, კერძოდ, ცხიმოვანი მჟავების, ბიოგენური ამინების და ამინომჟავების რაოდენობრივი შემცველობა და მათი გავლენა ვისტარის ხაზის თეთრი ვირთაგვების ფიზიოლოგიურ აქტივობაზე. წიპწის ზეთში შემავალი ნივთიერებების დაყოფას ვახდენდით მაღალწნევიანი თხევადი ქრომატოგრაფიით (WATTERS, USA) Nova-Pak C18-ის სვეტზე (100 მმ, 83,2 მმ) ფლუორესცენტულ დეტექტორზე (270 ნმ). სპეციალურად შევისწავლეთ ექსტრაგირებული ხსნარების ეფექტები ვისტარის ხაზის ზრდასრული ვირთაგვების ემოციურ მდგომარეობაზე ირვინის შკალის მიხედვით. დადგენილი იქნა, რომ საფერავის ჯიშის ყურძნის წიპწიდან გამოყოფილი უჯერი და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები (ლაურინის, მირისტინის, პალმიტინის, სტეარინის, ოლეინის, ლინოლენის და არაქიდონის მჟავები), ბიოგენური ამინები (სეროტონინი, დოფამინი, ნორადრენალინი და ადრენალინი) და ამინომჟავები (ასპარაგინის მჟავა, გლუტამინის მჟავა, ასპარაგინი, ფენილალანინი, თიროზინი, ტრეონინი, ტრიპტოფანი, ლეიცინი, მეთიონინი, პროლინი, ალანინი და გლიცინი) აუმჯობესებენ თეთრი ვირთაგვების ფუნქციურ მდგომარეობას და შედეგად, მნიშვნელოვნად მცირდება აგრესიული ქცევები. ისახება საფერავის ყურძნის წიპწის ზეთის სამკურნალოდ გამოყენების დიდი პერსპექტივა. ცხრ. 3, ლიტ. 12.

ავტ.

 

 

ბ5. საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

ბ5.2 ეკონომიკა და ბიზნესი

 

15.5.2.1. დიალოგის მართვა კოოპერაციული ცოდნის გამოყენებით. /. ქუთათელაძე, . კობიაშვილი, . ქუთათელაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. 2015. #1(495). გვ. 67-73. ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია დიალოგის მართვის მოდელი ცოდნაზე დაფუძნებულ სისტემებში. ნაჩვენებია დიალოგის მონაწილეებს შორის ურთიერთგაგების მხარდამჭერი გზები. აღწერილია დიალოგის გამონათქვამების იდენტიფიკაციისა და შემოსაზღვრის საშუალებები. ილუსტრირებულია დიალოგის აგების ხერხები. ლიტ. 3.

ავტ.

 

15.5.2.2. ელექტრონული ანგარიშსწორების როლი კომერციულ ბანკებში და მათთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის რისკების შემცირების გზები. /. გოჩიტაშვილი, . კიკნაძე, . აფციაური, . შიუკაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. 2015. #1(495). გვ. 74-78. ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ზოგადი საკითხი ელექტრონულ გადახდებთან და მასთან დაკავშირებულ რისკებსა და მათ აღმკვეთ ღონისძიებებზე. საუბარია ელექტრონული კომერციის როლზე ქართულ წამყვან ბანკებსა და ფინანსურ ორგანიზაციებში. მოცემულია ინტერნეტგადახდის სისტემის უსაფრთხოების მეთოდების მოკლე დახასიათება. ლიტ. 4.

ავტ.

 

15.5.2.3. ელექტრონული ფული, ელექტრონული საფულე და ინტერნეტ-ანგარიშსწორების სისტემები. /. გოჩიტაშვილი, . აფციაური/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. 2015. #1(495). გვ. 79-84. ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ზოგადი საკითხი ელექტრონული ფულის განმარტებასთან დაკავშირებით და ახსნილია ელექტრონული ფულით ანგარიშსწორების სქემა. ასევე განხილულია ელექტრონული საფულე და მოცემულია საქართველოში არსებული ელექტრონული საფულეების (ბიომეტრიული საფულე, Emoney, Unipay, Mobipay) მოკლე დახასიათება. ლიტ. 34.

ავტ.

 

ბ15.5.2.4. ინოვაციური აქტივობის ამაღლების პირობების ფორმირება თანამედროვე რუსულ წარმოებაში. /. კუპრინი, . სობოლევი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 27-32. – რუს.; რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.

განხილულია ეკონომიკური სუბიექტების განვითარებისა და ინტეგრაციის თანამედროვე ეტაპები, სადაც სამეცნიერო-ტექნიკური ინოვაციები განსაზღვრავს კონკურენტუნარიანობის დონეს. ამ პროცესში მნიშვნელოვან პრობლემად ყალიბდება სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმის ფორმირება და თანამედროვე რუსულ წარმოებაში ინოვაციური აქტივობების განვითარების სტიმულირება. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.5.2.5. ბათუმის საზღვაო პორტში ლოგისტიკური ცენტრების შექმნის პერსპექტივა. /. ამანათაშვილი, . დიასამიძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 39-45. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

საზღვაო პორტების მნიშვნელობიდან და ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე ტვირთბრუნვის მოცულობის ამაღლების ამოცანიდან გამომდინარე საჭირო ხდება ლოგისტიკური ცენტრების შექმნა, რაც უზრუნველყოფს ტვირთმფლობელებსა და ტვირთგადამზიდავებს შორის რაციონალური კავშირების დამყარებას, ამით კი აღნიშნული პროცესი გაცილებით მოწესრიგდება. განხილულია ბათუმის საზღვაო პორტში ლოგისტიკური ცენტრების შექმნის პერსპექტივა. დასაბუთებულია ლოგისტიკური ცენტრების შექმნის აუცილებლობა. ცხრ. 3, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.5.2.6. პროექტის მენეჯმენტი და მისი მნიშვნელობა. /. ლომიძე, . ქელდიშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 61-66. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

სტატიაში განხილული პროექტებისა და პროგრამების დაგეგმვისა და მართვის ტექნოლოგიები პრინციპულად განსხვავებული არ არის და მეთოდებიც ძირითადად საერთოა, მაგრამ არის ეტაპები, რომლებსაც გარკვეული ინტენსივობით გადის თითოეული პროექტი. საქართველოში სტრუქტურული რეფორმების განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება უმაღლესი მმართველობის პოლიტიკურ ნებას და ის რეფორმების წარმატებით განხორციელების შესაძლებლობის პირდაპირ­პროპორციულია. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.5.2.7. ექსპორტის პოტენციალის ზრდისა და საბაჟო საქმის ურთიერთობის საკითხები. /გ. მაისურაძე, თ. ქამხაძე, ც. ელგენდარაშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 103-108. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ბოლო წლებში, საქართველოს მთავარ საექსპორტო პროდუქტს შეადგენდა ავტომობილები (რეექსპორტი), ფეროშენადნობები, მინერალური წყლები, სასუქები და ზოგიერთი აგრარული პროდუქტი. ექსპორტის პოტენციალის ზრდის და ევროპულ ბაზარზე ინტეგრაციის კუთხით უმნიშვნელოვანესია ევროკავშირ­თან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებუ­ლებე­ბის შესრულება,რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ გაძლიერებას. ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.5.2.8. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გზები საქართველოში. /გ. მაისურაძე, თ. მაწიაშვილი, ზ. კუპატაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 109-114. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია, საქართველოში საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული, მიმდინარე ეკონომიკური გარდაქმნები, რომელთა მიზანი არის მცირე და საშუალო ბიზნესის ფორმირების წარმატებით ფუნქციონირების კანონზომიერების დადგენა. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე განხილულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ეფექტიანი განხორციელების გზები, როგორც ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. ცხრ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.5.2.9. საქართველოს საზღვაო პორტების ოპტიმალური მენეჯმენტის თავისებურებანი. /ი. ამანათაშვილი, თ. დიასამიძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 128-134. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის ფუნქციას კავკასია უხსოვარი დროიდან ასრულებდა, დიდი აბრეშუმის გზა, რომელიც კავკასიაზე გადიოდა, ევროპას ინდოეთთან და ჩინეთთან აკავშირებდა. გასული საუკუნის ბოლოდან კავკასია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მარშრუტებიდან ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად განიხილება. ბოლო 15 წლის განმავლობაში ამოქმედდა ნავთობსადენები: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-სუფსა, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმი; აშენდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტერმინალი ყულევში, მიმდინარეობს ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა. სტატიაში განხილულია საქართველოს საზღვაო პორტების ოპტიმალური მენეჯმენტის თავისებურებანი. გაანალიზებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები და მისი გაუმჯობესების გზები. ლიტ. 7.

ავტ.

 

ბ15.5.2.10. ინვესტიციების პროგნოზირების საკითხები საქართველოში თანამედროვე ეტაპზე. /მ. ლომიძე, რ. ქელდიშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 40-47. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია ყველა პირობა ინვესტიციების მოზიდვისათვის ეკონომიკის ისეთ დარგებში, რომელთა განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და მისთვის საერთაშორისო ეკონომიკაში სათანადო ადგილის დამკვიდრებას. პერსპექტიული დარგები საჭიროებენ სახელმწიფოს მხარდაჭერას, რომელიც უნდა გამოიხატოს მოქნილი საკანონმდებლო ბაზისა და საგადასახადო სისტემის შექმნაში და გარკვეული შეღავათების დაწესებაში, იმისათვის რომ მოხდეს ამ დარგებში ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც ააღორძინებს მათ და უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. სურ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.5.2.11. საწარმოში მარკეტინგის ანალიტიკური ფუნქციის მნიშვნელობა. /. კილაძე, . დიდიშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 118-123. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ორგანიზაციის ფინანსური წარმატება ხშირად დამოკიდებულია მის მარკეტინგულ სამსახურებზე. ფინანსები, წარმოება, ბუღალტერია და კომპანიის მოღვაწეობის სხვა მხარეები ნაკლებად მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის საკმარისი მოთხოვნილება წარმოებასა და მომსახურებაზე. მარკეტინგის ანალიტიკური ფუნქცია, რომელსაც ზოგჯერ კვლევითსაც უწოდებენ, წარმოადგენს საწარმოს მარკეტინგული საქმიანობის ფუნდამენტს. ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.5.2.12. პროდუქციის კონკურენტუნარიანობის როლი და სტრატეგიები საწარმოთა ანტიკრიზისულ მართვაში. /ი. გიგაური, გ. ტყეშელაშვილი, თ. კილაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 124-130. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღნიშნულია მიკრო და მაკრო გარემო ფაქტორების შესწავლისა და ამის საფუძველზე გარკვეული რეკომენდაციებისა და სტრატეგიების დასახვის მნიშვნელობა საწარმოთა ანტიკრიზისულ მართვაში, კერძოდ, პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.5.2.13. საწარმოთა ანტიკრიზისული მართვის და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებები საქართველოში. /. გიგაური/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 131-136. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ანალიზი გვიჩვენებს, რომ პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე გავლენას ახდენს ძირითადად ოთხი შემადგენელი ნაწილი: საქონლის დანიშნულება, მისი ხარისხი, ფასი და მოხმარების ან ექსპლუატაციის ეკონომიურობა. უნდა აღინიშნოს, რომ საქონლის საბაზრო პერსპექტივების მხოლოდ წარმოების ხარისხთან და ხარჯებთან დაკავშირება არასაკმარისია. საქონლის წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა (არასასაქონლო) ფაქტორები. ამიტომ დღეს აქტუალური ხდება კრიზისში მყოფი საწარმოების ანტიკრიზისული მართვის მეთოდოლოგიის და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება, პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით. ცხრ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.5.2.14. მოგების მაჩვენებელთა ანალიზი და მისი სრულყოფის საკითხები ბინათმშენებელ დეველოპერულ კომპანიებში. /ნ. ლომიძე/. ბუღალტრული აღრიცხვა. – 2015. – #9. – გვ. 34-41. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია მოგების მაჩვენებელთა ანალიზი ორი ცნობილი ბინათმშენებელი დეველოპერული კომპანიის: სს „მ2 უძრავი ქონებას“ და შპს „აქსისის“ სრული შემოსავლის ანგარიშგებაზე დაყრდნობით. ასევე, შემოთავაზებულია მოგების მაჩვენებელთა ანალიზის სრულყოფის კონკრეტული წინადადებები. ცხრ. 3, ლიტ. 9.

ავტ.

 

ბ15.5.2.15. აგროდაზღვევის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. /. პავლიაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 12-17. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია აგროდაზღვევის განვითარების თავისებურებანი საქართველოში, მისი განხორციელების შესაძლო ვარიანტები, მოცემულია სასარგებლო რეკომენდაციები. გაკეთებულია დასკვნა, რომ სადაზღვევო პროდუქტების განვითარება და მასთან დაკავშირებული სადაზღვევო და საკრედიტო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მათი ამუშავება მნიშვნელოვანი ფაქტორია აგრარული სექტორის განვითარებისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მომგებიანობის განსზღვრისათვის. შესაბამისად, აგროდაზღვევა ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას, რაც ექსპორტისა და ადგილობრივ ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის წინაპირობას წარმოადგენს. ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.5.2.16. საერთაშორისო ტურიზმი და მსოფლიო ეკონომიკა. /. ჯანგულაშვილი, . ნადირაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 17-30. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მსოფლიო ეკონომიკის უმსხვილესი დარგისსაერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის ფორმირებისა და განვითარების საკითხი. მსოფლიო ეკონომიკის ახალი დარგობრივი სტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტენდენციების ჩამოყალიბების პირობებში, ყურადღება გამახვილებულია საერთაშორისო ტურიზმის როლსა და მნიშვნელობაზე. ცხრ. 3. ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.5.2.17. ევროინტეგრაციის მოთხოვნები და საქართველოს გამოწვევები ვაჭრობის სფეროში. /. ჯავახიშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 30-34. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებასთან ერთად, დიდი გამოწვევები იკვეთება ქვეყნის ეკონომიკის, .. სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისა და სრულყოფის სფეროში. ხაზგასმულია, რომ ევროკავშირთან ასოცირების გზაზე, ქვეყანას დასჭირდება დიდი ძალისხმევა როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო, პირველ რიგში, ტექნიკური, სანიტარული და ფიტოსანიტარული ბარიერების დაძლევის, საბაჟო, საგადასახადო და საკანონმდებლო სისტემების სრულყოფის, ევროკავშირის სტანდარტებსა და რეგულაციებთან მათი დაახლოების მიმართულებით. ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.5.2.18. მსოფლიოს ეკონომიკური პროგნოზი 2015 წლისათვის. /. თეთრუაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 34-38. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, 2015 წელს მოსალოდნელია 3,8%-იანი გლობალური ზრდა, მაშინ როცა 2014 წელს ეს მაჩვენებელი 3,3%- შეადგენდა. მართალია ასეთ ზრდას ვერ ვუწოდებთეკონომიკურ ბუმს“, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ასეთი მაჩვენებელი 2011 წლის შემდგომ არ დაფიქსირებულა. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.5.2.19. სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის პრობლემების თეორიული ასპექტები. /. ცაავა/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 38-42. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სახელმწიფოს ინტერესებსა და გადასახად-გადამხდელების ინტერესებს შორის წინააღმდეგობების არსებობა მათანტიფისკალურქცევაში და გადასახადების გადახდის სამართლებრივ ნიჰილიზმში გამოიხატება, რაც ჩრდილოვანი ეკონომიკის ფორმირების ერთ-ერთ მოტივს წარმოადგენს. ფიზიკური პირების შემოსავლების გადასახადით დაბეგვრა საგადასახადო დატვირთვის არათანაბარი განაწილებით ხასიათდება, რაც არყევს მოსახლეობისსაგადასახადო პატიოსნებისსაფუძველს. არსებული ფისკალური პოლიტიკა მეურნე სუბიექტებს ფინანსური რესურსების ინვესტირებას და ბალანსის არა ეკონომიკური, არამედ საგადასახადო მიზეზების მიხედვით აგებას აიძულებს, რაც კაპიტალდაბანდებისა და რესურსების განაწილების სტრუქტურაზე ნეგატიურად აისახება. დღეს ეკონომიკური მეცნიერების ფუნდამენტური საფუძვლები, ბოლო პერიოდში თანამედროვე რეალიების, შემუშავებული შედეგებისა და კვლევების გათვალისწინებით, კორექტირებას უნდა დაექვემდებაროს. ლიტ. 10.

ავტ.

 

ბ15.5.2.20. საქართველოსა და უკრაინის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თავისებურებები და გამოწვევები. /. კიწმარიშვილი, . სომხიშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 42-46. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დსთ- წევრი ქვეყნებიდან უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. წლების მანძილზე როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიხედვით, უკრაინა საქართველოს ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა ჩამონათვალში შედის. უკრაინასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსათვის 2006 წელს შემოღებული სავაჭრო აკრძალვების შემდეგ. რუსეთ-უკრაინის კრიზისის შემდგომ ესკალაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშეაქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქციისათვის იზღუდება ბაზარი როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში. ქართველმა მეწარმეებმა და ექსპორტიორებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ საექსპორტო პროდუქციის (ღვინის, მინერალური წყლების, ხილის, ციტრუსებისა და სხვ.) შემდგომ დივერსიფიცი­რებაზეარსებული ბაზრების გაფართოებასა და ახალი საექსპორტო სივრცეების ათვისებაზე. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.5.2.21. კომერციული ბანკის საკრედიტო პორტფელის მონიტორინგის ძირითადი მიმართულებები. /. ხანთაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 46-52. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ბანკის საკრედიტო პორტფელისა და საკრედიტო ფუნქციის მიმოხილვა-შეფასება წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც განხილულ უნდა იქნეს ბანკის აქტივების ხარისხისა და ფინანსური მდგომარეობის საერთო შეფასებისას. ბანკში წარმოშობილი საკრედიტო რისკის უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია საკრედიტო პორტფელთან. მცირე გამონაკლისების გარდა, სუსტი მართვის ან სხვა პირობების შედეგად, საკრედიტო პორტფელში არსებული პრობლემები განაპირობებენ ბანკების წარუმატებლობას. საკრედიტო პორტფელის შეფასება უფრო ფართო ამოცანაა, ვიდრე ცალკეული სესხების მიმოხილვა. მთლიანი სასესხო ანგარიშების გონივრულ მართვას და ადმინისტრირებას, სესხის გაცემისა და ამოღების პოლიტიკის ჩათვლით, უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება ბანკის წარმატებული ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის. ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.5.2.22. ტურიზმის რეგიონული განვითარების პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგის სრულყოფის გზები. /. ღვედაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 52-56. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

რეგიონში ტურიზმის მდგომარეობის შესახებ მონიტორინგის მიერ შეგროვილი ინფორმაცია წარმოადგენს ამ დარგის შემდგომი განვითარების საფუძველს. რეგიონში ტურიზმის განვითარების მონიტორინგი რეგიონის მმართველ ორგანოებს აწვდის სრულ ინფორმაციას ამ დარგის მდგომარეობის შესახებ, მასში მიმდინარე პროცესების, იმ სოციალური და ეკოლოგიური სიტუაციების შესახებ, რომელიც ჩამოყალიბდა ამ დარგის განვითარებით რეგიონში. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.5.2.23. პერსონალური ფინანსების მართვა. /. ნანუაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 56-61. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

პერსონალური ფინანსების მართვა წარმოადგენს ინდივიდის საქმიანობას, რომელიც ხორციელდება პერსონალური სიმდიდრის მაქსიმიზაციის მიზნით, ფულადი შემოსავლების ნაკადების რეგულირებით. პერსონალური ფინანსების მართვის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის, ადამიანისეული კაპიტალის ფორმირება, პერსონალური ფინანსური პოტენციალის რეალიზაცია, ფინანსური აქტივების შემოსავლიანობის მაქსიმიზაცია, მიმდინარე ხარჯების რაციონალიზაცია დანახარჯების ფორმირება, სოციალური და ფინანსური რისკების მართვა. ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.5.2.24. თანამედროვე სასტუმროს პოლიტიკამათიგადარჩენის“ საშუალება. /. დოლიკაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 61-64. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სასტუმრო ინდუსტრია სწრაფად და დინამიურად განვითარებადი დარგია. თანამედროვე პირობებში ტურიზმის ბაზარზე არსებობს სასტუმრო კომპლექსები, რომლებიც საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობენ. დღეს კარგი სასტუმროები უკვე აღარ არის საკმარისი. მატერიალური შემადგენლობით მათ თითქმის ერთნაირი პარამეტრები აქვთ, მაგრამ კონკურენციას რომ გაუძლონ აუცილებლია სასტუმროს ძირითადმა სამსახურებმა შეძლონ საერთაშორისო სტანდარტებით გასწიონ მომსახურება და დანერგონ ახალი ტენდენციები. განხილულია უცხოელი ტურისტების ნაკადის მოზიდვის ბევრ ქვეყანაში დანერგილი სხვადასხვაგვარი საშუალებები. ამ საქმეში წარმატების გასაღები ადამიანის პიროვნებაშია, რაზეც მეტყველებს მსოფლიოს სასტუმროების მიღწევები. ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.5.2.25. ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პრობლემები საქართველოში. /. სვანაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 64-69. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გაანალიზებულია ლიკვიდური ფასიანი ქაღალდების ბაზრის მნიშვნელობა და მისი განვითარების გზაზე არსებულ პრობლემათა არსი და გამომწვევი მიზეზები. განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ფასიანი ქაღალდების ბაზრის საკანონმდებლო რეგულირების საკითხებს, აგრეთვე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საბანკო სექტორის დომინირების უარყოფით ზეგავლენას. ჩამოყალიბებულია საქართველოში საფონდო ბაზრის განვითარებისათვის გასატარებელი ღონისძიებები, რომელთა შორის ცენტრალური ადგილი უკავია კანონმდებლობაში ამერიკელი ექსპერტების მიერ რეკომენდებულ ნორმებს, ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების მექანიზმებსა და დაგროვებით საპენსიო სისტემის დანერგვას. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.5.2.26. სინგაპურის ეკონომიკური მოდელი. /. თეთრუაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 69-72. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სინგაპურის ეკონომიკური მოდელი უნიკალურია კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობის მიხედვით. სახელმწიფო ფლობს და აკონტროლებს საწარმოებს, რომლებიც მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტს ქმნიან. თავისი განვითარების გზაზე, სინგაპურს არ გადაუხვევია თავისუფალი ვაჭრობიდან, ექსპორტწამახალისებელი სტრატეგიიდან, ღია ეკონომიკის ჩამოყალიბები­დან, რომელიც მიმართული იყო მულტინაციონალური კომპანიების მოზიდვისაკენ. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.5.2.27. ფიქსირებული და მცურავი სავალუტო გაცვლითი კურსების შედარება. /. მენაფირე/. მეცნიერება და ცხოვრება. 2015. – #1(11). – გვ. 72-77. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ეკონომიკისათვის ეროვნული ვალუტის სტაბილურობას და მის გაცვლით კურსს საერთაშორისო ვალუტებთან მიმართებაში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ნაშრომში ვრცლად არის განხილული ფიქსირებული და მცურავი სავალუტო გაცვლითი კურსები, მათი შინაარსი და ადმინისტრირება. მოყვანილია ორივე მათგანის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები, გაკეთებულია შედარებითი ანალიზი. განმარტებულია სტაბილური და მყარი ვალუტის არსი. სტატიაში მოცემულია მაგალითები ქართული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დინამიკიდან. ასევე არის მსჯელობა საქართველოს სავალუტო სტაბილურობის შესახებ. სურ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.5.2.28. კომერციული ბანკების სახელმწიფო რეგულირების ანტიკრიზისული მართვის ხასიათი თანამედროვე პირობებში. /. ჯანგულაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 77-79. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

2009 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოცემული ეკონომიკური კვლევის შედეგად, ყველაზე რთული და ხანგრძლივი პერიოდით გრძელდება რეცესია, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ კრიზისთან და სინქრონულად ვითარდება ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში. მსოფლიო პრაქტიკაში უამრავი მარეგულირებელი ღონისძიებები ჩამოყალიბდა, თუმცა ყველაზე ხელის შემშლელ ფაქტორად გვევლინება ნდობა. თანამედროვე კრიზისს ნდობის კრიზისსაც უწოდებენ, იქიდან გამომდინარე, რომ არ ენდობიან ერთმანეთს ბანკები და კლიენტები. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.5.2.29. ტურისტული პროდუქტის ხარისხის ამაღლების პრობლემები. /. ვაწაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. 2015. – #1(11). – გვ. 79-84. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ცნობილ მეცნიერთა შეხედულებები ტურიზმზე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს რთულ სოციალურ მოვლენაზე, ტურისტული პროდუქტის ხარისხის შეფასებისა და სერტიფიცირების პრობლემებზე, რომელთა გადაწყვეტა მსოფლიო ტურისტულ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.5.2.30. საბანკო სისტემის განვითარება და პერსპექტივები ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში. /. ქეშელაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2015. – #3. – გვ. 18-24. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

აჭარის საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემული სესხების მოცულობის ზრდის საშუალო წლიურმა ტემპმა 77,9% შეადგინა, რის შედეგადაც საკრედიტო პორტფელის მოცულობამ 393,7 მლნ ლარს მიაღწია, .. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ოდენობა 113%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 62%-ით იმატა. მისი ხვედრითი წილი მთლიან საკრედიტო დაბანდებაში 62,2% შეადგენს. აჭარის რეგიონს ქვეყნის მთლიან საბანკო სესხებში 6,4%-იანი ხვედრითი წილი უკავია. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით გაცემული სესხების ოდენობამ 760,9 ლარი შეადგინა. მნიშვნელოვნად გაფართოვდა გრძელვადიანი დაკრედიტებაც. რაც შეეხება მოკლევადიან სესხებს, მათი მოცულობა გაიზარდა 24,6%-ით, ხოლო ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 27,4%-ით შემცირდა. იმერეთში მოქმედი კომერციული ბანკების ფილიალებისა და სერვის-ცენტრების მიერ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა 191,176 მლნ ლარი შეადგინა. ამ მონაცემებით რეგიონს ქვეყნის მასშტაბით გაცემულ მთლიან საბანკო სესხებში, დაახლოებით, 6,26-პროცენტიანი სეგმენტი უკავია. ამასთან, იმერეთში ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ, 382,35 ლარის მოცულობის კრედიტი გაიცემა. სესხების ზრდის პარალელურად გაუმჯობესდა დაკრედიტების პირობებიც. დაიწყო ახალი საბანკო პროდუქტების დანერგვა. იმერეთის 11 რაიონსა და ქალაქში, (ქუთაისის გარდა) ბანკებმა საშუალოდ წლიურად 36,4 მლნ ლარის მოცულობის კრედიტები გასცეს. იმერეთში დაკრედიტდა ბოსტნეულისა და მწვანილის დამამზადებელი მცირე საწარმოები, რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი ფერმერები, პურის საცხობები და ლიმონათის ჩამოსასხმელი მცირე საწარმოები. ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.5.2.31. ერთეულთა საერთაშორისო სისტემის (SI) გამოყენება მეცნიერებასა და ყოფა-ცხოვრებაში. /. კაციტაძე, . ქარქაშაძე, . კაციტაძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2015. – #3. – გვ. 30-34. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოცემულია ერთეულთა საერთაშორისო სისტემის (SI) გამოყენების მდგომარეობა საქართველოში და დასაბუთებულია, რომ როგორც მეცნიერულ პუბლიკაციებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში, ტექნიკაში, ეკონომიკაში, ბიზნესსა და ყოფა-ცხოვრებაში ჯერ კიდევ გამოიყენება ერთეულთა მოძველებული სისტემა. ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის საჭიროა დროულად გადავიდეთ საერთაშორისო სისტემაზე და გამოვიყენოთ ევროსტანდარტებით დადგენილი ერთეულები, მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.5.2.32. ღრუბლოვანი გამოთვლების ტექნოლოგიის გამოყენება მარკეტინგში. /ო. გაბედავა, ს. პოჩოვიანი, ნ. გაბედავა, გ. სებისკვერაძე/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 74-78. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მაღალტექნოლოგიური მარკეტინგის წარმოდგენისა და ფორმირების მიდგომები, პროდუქციის რეალიზაციისათვის, „ღრუბლოვანი ტექნოლოგიებისსაფუძველზე, IT ინფრა სტრუქტურის შექმნის კონცეფცია სერვისების სახით, მარკეტინგული მიდგომა „ღრუბლოვანი“ მომსახურებისთვის. აღწერილია ღრუბლოვანი გამოთვლების ტექნოლოგიის შედარება ტრადიციულ ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან. ღრუბლოვანი ტექნოლოგიები მარკეტინგული საქმიანობისთვის თანამედროვე და მოხერხებული ინსტრუმენტია. წარმოდგენილია ღრუბლოვანიმომსახურების ოთხი ბაზური მოდელი და ღრუბლოვანი გამოთვლებისარქიტექტურა. სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.5.2.33. კომპანიაში პერსონალის შერჩევისა და კომპეტენტურობის განსაზღვრის ტექნოლოგია. /გ. ჯანელიძე, ბ. მეფარიშვილი, თ. მეფარიშვილი/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 111-115. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია კადრების შერჩევისა და კომპეტენტურობის განსაზღვრისადმი თანამედროვე მიდგომა. მოცემულია რეკომენდაციები, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის სტაბილურად ორგანიზებას. გამოკვლეულია ხერხები და მეთოდები, რომელიც გამოიყენება არა მარტო კვალიფიციური კადრების შერჩევის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, არამედ მათი ეფექტურად შეფასებისათვის. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს გამოვლენილ იქნეს პერსონალის მიერ კომპანიის წინაშე დასმული ამოცანების გადაწყვეტის უნარი. მსგავსი მიდგომით პერსონალი გამოიმუშავებს სტრატეგიული პრიორიტეტების ახლებურ ხედვას, რომლის შესაბამისად განხორციელდება კომპანიის ევოლუციური გარდაქმნა და არასტიქიური რეორგანიზაცია. ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.5.2.34. უფლებამოსილების და პასუხისმგებლობის დელეგირების მართვა კომპანიაში. /გ. ჯანელიძე, ქ. მეფარიშვილი/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 116-120. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უფლებამოსილებების ეფექტურად განაწილებაზე მართვის დონეების მიხედვით. ორგანიზაციის ხელმძღვანელს აქვს ნებისმიერ საკითხში გადაწყვეტილების მიღების უფლება, მაგრამ იგი ხშირად არასაკმარისად კომპეტენტურია ან არა აქვს დრო და ძალა ყველა ამოცანის ეფექტურად გადასაწყვეტად, რაც განსაზღვრავს უფლებამოსილებების დელეგირების საჭიროებას. წარმოდგენილია უფლებამოსილებების დელეგირების განსხვავებული მოდელები. დამუშავებულია დელეგირების დიაპაზონის მკაფიოდ განსაზღვრის და პასუხისმგებლობების რეგულირების საკითხები. გაანალიზებულია უფლებამოსილებების და პასუხისმგებლობების დელეგირების ჩვეულებრივი და განსაკუთრებული შემთხვევები. ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.5.2.35. საწარმოო ფირმის ორგანიზაციულ-ტექნიკური დონის და საკრედიტო რისკების შეფასების მოდელები და მეთოდები. /. სურგულაძე, . ფხაკაძე/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 128-142. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განიხილება საწარმოო ფირმის ორგანიზაციულ-ტექნიკური დონის განსაზღვრის მოდელის აგება ექსპერტულ შეფასებათა მეთოდების საფუძველზე, მისი კავშირი საფინანსო საბანკო სისტემასთან კრედიტის მოპოვების მიზნით. წარმოდგენილია კრედიტების რისკ-მენეჯერის ანალიზის ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციისთვის სისტემის მოთხოვნილებათა განსაზღვრა UML ტექნოლოგიით. შემოთავაზებულია ამ სისტემაში ბანკის აუდიტის მიერ ფირმის საკრედიტო რისკის გაანგარიშების ალგორითმი ალტმანისა და ფულმერის მოდელების საფუძველზე. განიხილება „ორგანიზაცია-ბანკის” ტანდემურ ავტომატიზებულ სისტემაში ინფორმაციის გაცვლის პროცესების ორგანიზაციის კონცეფცია სერვის-ორიენტირებული მიდგომის საფუძველზე. გამოყენებულია ჰიბრიდული აპლიკაციების და პროგრამების თანამედროვე ტექნოლოგიები WPF და WCF პაკეტების ბაზაზე Visual Studio. NET Framework4.0/4.5 გარემოში. სურ. 8, ცხრ. 5, ლიტ. 15.

ავტ.

 

ბ15.5.2.36. სასამართლო ბაჟის გადახდის პროცესის დაპროექტება ბიზნეს-წესების მოდელირების ენის ბაზაზე. /ე. თურქია, დ. ქალიაშვილი/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 143-147. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია სასამართლოს, მოქალაქესა და უწყებებს შორის საქმიანი ურთიერთობის გამარტივების სერვისების დამუშავებისა და შექმნის პროცესის უზრუნველყოფა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დაყრდნობით. განიხილება სასამართლო სისტემაში სერვისული ფუნქციების სრულყოფის საკითხები დოკუმენტბრუნვისა და გადახდის სერვისების პროცესების გამარტივებით. აღწერილია სასამართლო ბაჟის გადახდის ბიზნეს-პროცესი. მასში შემავალი ქვეპროცესები და კანონმდებლობასთან შესაბამისი წესები წარმოდგენილია ბიზნეს-წესების მოდელირების ენის (Business Rule Modeling) სახით. პროცესის დაპროექტება ბიზნეს-წესების მოდელირებით საშუალებას იძლევა სისტემის რეალიზაციის ეტაპზე (როგორც მონაცემთა ბაზის, ისე აპლიკაციის მხარეს) მოქნილად დაწესდეს შეზღუდვები, დაშვებები და ნორმები. სურ. 4, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.5.2.37. ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია SHAREPOINT DESIGNER-ის გამოყენებით. /ნ. თოფურია, მ. ლომიძე, ნ. რაფავა/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 156-160. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

Microsoft SharePoint – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პლატფორმაა კორპორაციაში ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისა და მართვისათვის. მისი საშუალებების მნიშვნელოვნად გაფართოება შესაძლებელია ისეთი ვიზუალური დიზაინერის ინსტრუმენტით, როგორიცაა Microsoft SharePoint Designer. განხილულია ბიზნეს პროცესის „შვებულების მოთხოვნა" ავტომატიზაციის ეტაპები Ms SharePoint Designer-ის ბაზაზე. შემუშავებულია ამ ბიზნეს პროცესის შესაბამისი ER-მოდელი, გამომავალი ფორმა, ეტაპობრივადაა განხილული ცვლადების შევსების სცენარი. სურ. 9, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.5.2.38. აგრობიზნესში სამუშაო ძალის დასაქმების პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები. /მ. შალამბერიძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 147-150. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სოფლის მეურნეობაში და აგრობიზნესში სამუშაო პერიოდი არ ემთხვევა პროდუქციის წარმოების პერიოდს, რაც განაპირობებს წარმოების სეზონურობას, შრომითი რესურსების ეფექტიანობის შემცირებას. განსხვავებულია დარგში შრომითი პროცესების ორგანიზაციაც. მემცენარეობაშიც და მეცხოველეობაშიც გლეხ-მეწარმეს, ფერმერს არა აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი, ისე, როგორც ვთქვათ, სამრეწველო საწარმოში. პროდუქციის წარმოების პროცესში წლის დროის განსხვავების და საწარმოებელი კულტურის (პროდუქციის) სპეციფიკის გამო, ისინი სულ სხვადასხვა სახის სამუშაოს ასრულებენ, ამასთან, სამუშაოს სახე შეიძლება იცვლებოდეს არა მარტო წლის სხვადასხვა პერიოდში, ყოველდღიურად, არამედ დღის განმავლობაშიდაც კი. ასეთი გარემოება რა თქმა უნდა, არასასურველად მოქმედებს თვით მშრომელსა და მის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხზე. სოფლად მუშახელის დამაგრებას ხელი უნდა შეუწყოს აგრეთვე მცირე მეწარმეობის დანერგვამ, წარმოებაში უფრო პროგრესული ტექნოლოგიების და შრომის ახალი ფორმების დანერგვამ, საწარმოო პროცესების მექანი­ზაციის დონის ამაღლებამ, რაც სასოფლო-სამეურნეო შრომას აქცევს ინდუსტრიული შრომის ნაირ­სახეობად. შრომის ნაყოფიერების ამაღლება სოფლის მეურნეობაში მიიღწევა პროდუქციის წარმოების ტემპების ზრდით, მისი წარმოებისათვის შრომის უმცირეს დანახარჯებთან შეხამებით. ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.5.2.39. თანამედროვე საპენსიო რეფორმის მიზნები და სტრატეგია საქართველოსათვის. /. თოდუა/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 167-170.ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საქართველოს საპენსიო სისტემა გარდაუვალი რეფორმის აუცილებლობის წინაშე დგას, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკა უაღრესად სუსტია იმისათვის, რომ ასეთი ტიპის საპენსიო სისტემის შენახვა შესძლოს; ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში, საქართველოშიც აქტუალურია მოსახლეობაში პენსიონერთა ხვედრითი წილის ზრდის პრობლემა, ამასთანავე, პენსიები საარსებო მინიმუმზე გაცილებით დაბალია, ხოლო აქტიური დასაქმებულების რიცხვის შეფარდება პენსიონერებთან საგანგაშოა, რაც არსებული საპენსიო სისტემის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების პერსპექტივას ახშობს. დღეს მნიშვნელოვანია ქვეყანაში ახალი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნა და ჩამოყალიბება, რომელიც საპენსიო ტვირთს გადაანაწილებს საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე. დასრულებულია მუშაობა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტზე – ,,საქართველო-2020, რომლის მიხედვითაც მთავრობის მიერ დაგეგმილი საპენსიო რეფორმა სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საპენსიო რეფორმა ხელს შეუწყობს დანაზოგების მოცულობის ზრდას ქვეყანაში. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.5.2.40. მსუბუქი მრეწველობის საწარმოო პროცესების მწარმოებლობის ამაღლების გზები. /თ. ურიადმყოფელი/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 171-174. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მსუბუქი მრეწველობის საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციის საკითხები. ნაჩვენებია, რომ ნაკეთობათა დამზადების საწარმოო ციკლის ხანგრძლივობა და, შესაბამისად, პროცესების მწარმოებლობა დამოკიდებულია არა მარტო თითოეული ტექნოლოგიური ოპერაციის ხანგრძლივობაზე, არამედ ასევე მათი შესრულებისათვის საჭირო ოპერაციათაშორისი შესვენებების სახეობებზე. შემოთავაზებულია ტექნოლოგიური ოპერაციების ოპტიმიზაციის გზები და საშუალებები, საწარმოო ციკლის შემცირების მეთოდები. სურ, 1. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.5.2.41. არამატერიალური აქტივების აღრიცხვის თავისებურებები. /ზ. ახალაძე, მ. გიგოლაშვილი/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 179-184. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღნიშნულია, რომ ცნობილ კომპანიებში არამატერიალური აქტივები ხშირად მატერიალურ აქტივებს რამდენიმეჯერ აღემატება და ყოველწლიურად ზრდის ტენდენცია გააჩნია. თავიანთი ბუნებით არამატერიალური აქტივები უნიკალური აქტივებია. საბაზრო ურთიერთობების განვითარებასთან ერთად საწარმოები გადადიან განვითარების ახალ, ხარისხობრივად მაღალ საფეხურზე, როდესაც არამატერიალური აქტივების ღირებულება წარმოადგენს საწარმოთა ინოვაციური საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ზოგიერთ შემთხვევაში კი, მთავარ ინდიკატორს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არსებობს სირთულეები მათი აღრიცხვის პროცესში. პირველ რიგში ეს გამოწვეულია არამატერიალური აქტივებისადმი ობიექტის მიკუთვნების ზუსტი კრიტერიუმების არარსებობით; მათი შეფასებისა და გადაფასების პროცესების სირთულით; ლიკვიდობის საკმაოდ დაბალი დონით და ა.შ. სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.5.2.42. მცირე საწარმოთა ეფექტურობა სოფლის მეურნეობაში. /ზ. ახალაძე/. ნოვაცია. – 2015. – #15. – გვ. 185-191 – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მცირე სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესების კვლევამ გვიჩვენა, რომ საქართველოში მცირე საწარმოთა სექტორი მეტნაკლებად ვითარდება, მაგრამ იგი ჯერ კიდევ ნაკლებად ეფექტურია. მცირე სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ეფექტურობის ზრდისათვის პირველ რიგში აუცილებელია: შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმის სრულყოფა, მეურნეობათაშორისი კოოპერაციის ჩამოყალიბება. კოოპერაციის განვითარება ხელს უწყობს მცირე მეწარმოების უარყოფითი მხარეების აღმოფხვრას, აფართოებს მის საზღვრებს, ხელს უწყობს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევათა რეალიზაციას, მცირე მეწარმოების ჩართვას საბაზრო ინფრასტრუქტურაში და ა.შ. სურ. 1, ცხრ. 3, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.5.2.43. ინტერნაციონალიზაციის თეორიული პრობლემები და ინსტიტუციური პროგრამები. /. კობერიძე/. ეკონომიკა. – 2015. – #3-4. – გვ. 4-15. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია მცირე და საშუალო საწარმოების ინტერნაციონალიზაციის ძირითადი ბარიერები და განვითარების მიმართულებები. ავტორის აზრით, ინტერნაციონალიზაციის თეორიული მიმართულებები არის კომპლექსური და იგი სხვადასხვა კონცეფციების სისტემას წარმოადგენს, სადაც აქცენტი გაკეთებულია, როგორც საწარმოების ურთიერთობების ფუნქციონალურ სტრუქტურებზე, ასევე მათ ქცევებზე და რესურსებზე. დახასიათებულია ევროპის ქვეყნებში ინტერნაციონალიზაციის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების თავისებურებები და დამტკიცებულია, რომ ისინი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დამახასიათებელი სუსტი მხარეების შერბილებაზე და საერთაშორისო ბაზარზე ინტეგრაციის განვითარებაზე. ლიტ. 10.

ავტ.

 

ბ15.5.2.44. მხოლოდ ინვესტორისა და ელიტისთვის“. /რ. შენგელია, ჟ. წიკლაური, ნ. შენგელია/. ეკონომიკა. – 2015. – #3-4. – გვ. 16-30. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ინვესტიციური კრიზისის დაძლევისა და, მაშასადამე, უცხოური ინვესტიციების გადიდების კატალიზატორად შეიძლება მივიჩნიოთ შიდა საინვესტიციო საქმიანობის გააქტიურება, გამოცოცხლება. ამისათვის კი საჭიროა მოგვარდეს როგორც უცხოელი ინვესტორის (ქვეყნის რეგიონისა და კომპანიის დონეზე სასურველი საინვესტიციო გარემოს შექმნა), ისე რეციპიენტი ქვეყნის პრობლემები (საქართველოს კომპანიების მზადყოფნა უცხოური კაპიტალის მიღებისა და მისი ეფექტიანად გამოყენებისათვის; ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაბამისად რისკების შემცირება). ამ პრობლემების გადაჭრის პარალელურად თუ არ მოხდა ინვესტორებისა და რეციპიენტის, და, რაც მთავარია, საზოგადოების ინტერესთა თანხვედრა, დაბალანსება, ისე ვერ დაჩქარდება საინვესტიციო საქმიანობა. საინვესტიციო საქმიანობის გააქტიურების მიზნით ინვესტორებს (როგორც უცხოური ისე ადგილობრივი) შეღავათი უნდა მიეცეს საბაჟო, საგადასახადო სფეროში, თუ იგი თავის ინვესტიციებს ჩადებს: რეციპიენტი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებში (მაგალითად, ძირითად კაპიტალში); მატერიალური დოვლათისა და სოციალური სიკეთის მწარმოებელ პრიორიტეტულ დარგებში; ჩამორჩენილ დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფ რეგიონებში და ა.შ. ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.5.2.45. რისკების მართვა კომერციულ ბანკებში. /დ. პიტიურიშვილი/. ეკონომიკა. – 2015. – #3-4. – გვ. 50-58. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია საქართველოში არსებული კომერციული ბანკების მიერ რისკების მართვის პოლიტიკა. იგი იძლევა შემდეგ კითხვებზე პასუხებს: რას წარმოადგენს საბანკო რისკები და როგორია მათი კლასიფიკაცია? რა არის საბანკო რისკების ფუნქციონირების ძრითადი მექანიზმები? როგორია კომერციული ბანკების მიერ რისკების მართვის მეთოდოლოგია? რა მდგომარეობაა დღესდღეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში რისკების მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებით? სტატიის მიზანია შეისწავლოს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში რისკის მართვის კატეგორიები და ჩამოაყალიბოს რამდენიმე რეკომენდაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. კომერციული ბანკების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ისინი არ ასაჯაროებენ რისკის მართვის კატეგორიების საკუთარ სტრუქტურას. ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.5.2.46. გადაწყვეტილების მიღების პრობლემებისადმი მეთოდოლოგიური მიდგომები თანამედროვე პირობებში. /ე. ბარათაშვილი, ი. მახარაშვილი, მ. მარიდაშვილი, დ. ქავთარაძე/. ეკონომიკა. – 2015. – #3-4. – გვ. 125-139. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია გადაწყვეტილების მიღების უმთავრესი სტრატეგია, რომელიც დეკომპოზიციის პრობლემის“ სახელწოდებითაა ცნობილი. გარდა ამისა, მმართველობითი გადაწყვეტილებები დაჯგუფებულია ორ ტიპად: დაპროგრამებულ და არადაპ­როგ­რამებულ გადაწყვეტილებებად. დაწვრილებით განიხილება გადაწყვეტილებათა ეს ორი ტიპი. ასევე ვრცლად არის დახასიათებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და მისი სპეციფიკური თავისებურებები სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით. გარდა ამისა, გამიჯნულია გადაწყვეტილებების მიღების მახასიათებლები სახელმწიფო და კერძო ორგანოებში. ცხრ. 1, ლიტ. 12.

ავტ.

 

ბ15.5.2.47. ეროვნული ვალუტის გაუფასურების მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები საქართველოში. /ზ. ბეშკენაძე, შ. ლომინაშვილი/. ეკონომიკა. – 2015. – #5-6. – გვ. 73-89. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სამუშაო ეხება ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას - ეროვნული ვალუტის კურსის სწრაფ და მასშტაბურ ვარდნას. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი გარკვეულწილად შეჩერდა, მისი შემდგომი განვითარების რისკფაქტორები მოხსნილი არ არის და მისი უარყოფითი შედეგები აგრძელებენ გამოვლენას. აღნიშნულია პრობლემის გადაჭრის გზები – ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამომწვევი ობიექტური და სუბიექტური, ეგზოგენური და ენდოგენური მიზეზების შესწავლა, მისგან გამოწვეული და მოსალოდნელი დადებითი და ურაყოფითი შედეგების საფუძვლიანი ანალიზი, რათა შემუშავდეს კომპლექსური ღონისძიებები ეროვნული ვალუტის კურსის საჭირო დონეზე სტაბილიზაციის მიზნით. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.5.2.48. რეგიონული კლასტერი“ ევროპული ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირების საუკეთესო გზა ქართველი ფერმერებისათვის. /ნ. რუხაია-მოსემღვდლიშვილი/. ეკონომიკა. – 2015. – #5-6. – გვ. 90-99. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი რეგიონებში ცხოვრობს და დამოკიდებულია აგრარული სფეროდან მიღებულ შემოსავალზე. საერთაშორისო ვაჭრობის კანონები და ის ლიბერალური დაბეგვრის რეჟიმი, რომელშიც დღესდღეობით იმყოფება საქართველო, აუცილებელს ხდის იმ ნიშის გამოვლენას, სადაც ქართული პროდუქცია იქნება კონკურენტუნარიანი. ერთ-ერთი ასეთი ნიშაა ევროპის მაღალშემოსავლიანი სეგმენტი, სადაც მაღალია მოთხოვნა მაღალხარისხიან ბიოპროდუქტებზე. ამ მიზნის მიღწევა მოითხოვს ბევრი პრობლემის გადაჭრას. სტატიის მიზანია ერთ-ერთი უმთავრესი ქართული აგრარული პრობლემის - ფრაგმენტირებული მიწებისა და ძალიან მცირე ფერმერული მეურნეობების უარყოფითი შედეგების შემცირების მიღწევა. მოყვანილია ფერმერთა გაერთიანების ისეთი მოდელი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა მოახდინოს საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრება და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება. სურ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.5.2.49. საქართველოში ვაგონმშენებლობის ჰოლდინგური კომპანიის შესახებ. /ნ. კირვალიძე/. ეკონომიკა. – 2015. – #5-6. – გვ. 100-111. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია საქართველოს ვაგონმშენებლობის ჰოლდინგური კომპანიის წარმოების დინამიკის, პროდუქციის ექსპორტის, ფასწარმოქმნის, ასორტიმენტის სტრუქტურის ტენდენციები. აღნიშნულია, რომ ვაგონმშენებლობის ჰოლდინგურ კომპანიაში პრაქტიკულად იყენებენ მარკეტინგის კომპლექსის მხოლოდ ცალკეულ ელემენტებს ცალკეული ღონისძიებების სახით. ეს ღონისძიებები მიმართულია მოკლევადიანი კონკრეტული მიზნების მისაღწევად. მარკეტინგის სამსახური ვაგონმშენებლობის ჰოლდინგურ კომპანიაში ჩამოყალიბების პროცესშია და მხოლოდ სარეკლამო საქმიანობით შემოიფარგლება. ის ემსახურება მხოლოდ ცალკეული შეკვეთების მოძიებას და გასაღების სტიმულირებას. არ არის ორგანული კავშირი მარკეტინგის ღონისძიებების გეგმას და ბიზნესგეგმას შორის. გაანალიზებულია ვაგონმშენებლობის ჰოლდინგური კომპანიის კონკურენტუნარიანობის ექსპერტული შეფასების შედეგები. ჰოლდინგური კომპანიის პროდუქცია გამოირჩევა მაღალი კონკურენტუნარიანობით და ხარისხით. აღნიშნულია ღონისძიებები, რომლებიც საჭიროა გატარდეს ვაგონმშენებლობის ჰოლდინგურ კომპანიაში სამეურნეო საქმიანობის სრულყოფისათვის. ცხრ. 3, ლიტ. 5.

 ავტ.

 

ბ15.5.2.50. ეკონომიკური ინტერესები და მათი როლი კორპორაციულ ურთიერთობებში. /თ. კილაძე, ი. თედეევი/. ეკონომიკა. – 2015. – #5-6. – გვ. 119-129. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ეკონომიკური მოთხოვნილებებისა და ინტერესთა ურთიერთკავშირი, სამეურნეო სუბიექტების ეკონომიკური ინტერესები, მათი იერარქია და შეთანხმების სპეციფიკა მბრძანებლურ-ადმინისტრაციული და საბაზრო ეკონომიკის პირობებში. იმდენად, რამდენადაც ეკონომიკური ინტერესების ურთიერთქმედება ხორციელდება საწარმოო-ეკონომიკური ურთიერთობების ყველა ეტაპზე, სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი ოპტიმალური შეთანხმების ამოცანა. ნებისმიერ კომპანიაში შიდასამეურნეო კავშირები წარმოშობს ჯგუფურ და ჯგუფთაშორის ინტერესებს, ამიტომ განხილულია კორპორაციული ურთიერთობების მონაწილეთა ინტერესების თავისებურებები კორპორაციის მესაკუთრეებისა და დაქირავებული მენეჯერების პოზიციიდან. ყურადღება გამახვილებულია „მესაკუთრე-აგენტის“ პრობლემაზე, რომელიც კორპორაციული ურთიერთობების სფეროს განუყოფელი ნაწილია. მენეჯერ-აგენტების საქმიანობა აქციონერთა კეთილდღეობის ამაღლებას უნდა ემსახურებოდეს, თუმცა პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით საპირისპირო ქმედებებს. ორგანიზაციაში ინტერესთა შეუთანხმებლობას საბოლოოდ მის ჩამოშლამდე მივყავართ, ამიტომ, წარმატებული საქმიანობისა და წინსვლისათვის საჭიროა, რომ ის კორპორაციული კონფლიქტის მდგომარეობიდან გადავიდეს ინტერესთა ბალანსის დამყარების მდგომარეობამდე. სურ. 3, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.5.2.51. ინდუსტრიალიზაციის პროცესების გავლენა ტრანზიციული ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაზე. /გ. ხიდეშელი, გ. ლობჟანიძე, გ. ბერძენიშვილი/. ეკონომიკა. – 2015. – #5-6. – გვ. 138-145. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ინდუსტრიალიზაციის პროცესების მიმდინარეობა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, გამოყენებულია ემპირიულად მოძიებული მონაცემები, გაანალიზებულია ექსპერტებისა და ამ სფეროში მოღვაწე მეცნიერების ნაშრომები. პოსტ-საბჭოთა ქვეყნების სიმრავლიდან და მათი ეკონომიკური პრობლემების ჰომოგენურობიდან გამომდინარე, განხილულია პოლონეთის მაგალითი, აღწერილია შედეგები, რაც ინდუსტრიულ პოლიტიკას მოჰყვა. ლიტ. 7.

 ავტ.

 

ბ15.5.2.52. საქართველოს სამელიორაციო სისტემების საწარმოო ფონდების ამორტიზაციის გაანგარიშების საკითხისთვის. /. ვართანოვი, . კეჩხოშვილი, . მეხრიშვილი/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 86-90. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია საქართველოს სამელიორაციო საექსპლუატაციო ორგანიზაციების საწარმოო ფონდების ამორტიზაციის საკითხი. საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლასთან დაკავშირებით ამორტიზაციის დარიცხვა და შესაბამისად, დამოუკიდებელი საინვესტიციო პოლიტიკის გატარება წყალსამეურნეო ორგანიზაციებისთვის გახდა ობიექტურად აუცილებელი. საამორტიზაციო ფონდის აკუმულირებით ამ ორგანიზაციებს მიეცათ შესაძლებლობა თვითონ დაგეგმონ და განახორციელონ ძირითადი ფონდების გაცვეთილი ნაწილის შეცვლა ახალი, მათი თვალსაზრისით უფრო ეფექტური ნაგებობებით, მანქანებითა და მოწყობილობით. ამის გამო საკმაოდ აქტუალური ხდება ამორტიზაციის გაანგარიშების მეთოდის შერჩევის საკითხი. ამ მიმართებაში საკმაოდ საინტერესოა ანუიტეტის მეთოდი, რომლის მიხედვით საამორტიზაციო თანხა აკუმულირდება სპეციალურ რეზერვში, მომავალში მიზნობრივი გამოყენების­თვისამორტიზებული ფონდების ნაცვლად ახალი მოწყობილობების, მანქანების, მექანიზმების შეძენა, ახალი ნაგებობების მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ ამ რეზერვში ჩადებულ თანხას დაერიცხება პროცენტები. ცხრ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.5.2.53. საქართველოს სარწყავი სისტემების ექსპლუატაციის ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების გზები. /. მეხრიშვილი/. წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები. V საერთ. სამეცნ. კონფ. თბილისი. – 16-19 ივლისი. – 2015. – გვ. 188-191. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია სარწყავი წყლის მიწოდებაზე დანახარჯების კლასიფიკაცია. მოცემულია მელიორაციული სისტემების სახაზო სამსახურის სამუშაოთა წარმოების სამუშაო დროის საორიენტაციო სიდიდეები. აგრეთვე მელიორაციული ინფრასტრუქტურის მიმდინარე და აღდგენითი (კაპიტალური) რემონტების დანახარჯების ნორმები. ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.5.2.54. ჯანდაცვის სისტემაში ინოვაციების განვითარება და სამედიცინო მომსახურების ორგანიზება. /რ. ქუთათელაძე/. მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები. – 2015. – #2. – გვ. 107-117.ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

გაანალიზებულია საქართველოში ინოვაციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით მთავრობის მიერ მიღებული დოკუმენტები, მოცემულია ინოვაციებისა და ინფორმატიზაციის განვითარების ღონისძიებები, რომლებიც დანერგილია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში - გერმანიაში, ამერიკასა და სხვა ქვეყნებში, განსაზღვრულია მათი როლი ამ ქვეყნების ჯანდაცვის სისტემის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ბაზრის განვითარების საქმეში, დამუშავებულია ამ გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში. ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.5.2.55. მოტივაციის პრინციპების გამოყენების პრიორიტეტები ჯანდაცვის ობიექტებში. /ა. კატუკია, ვ. ხურციძე/. მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები. – 2015. – #2. – გვ. 147-165.ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

მოცემულია საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოტივაციის ახალი მიდგომების შესწავლისა და გამოყენების საკითხები. განსაზღვრულია პერსონალის მოტივაციის როლი და მნიშვნელობა ფირმის სტრატეგიულ განვითარებაში, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში და რეკომენდაციების შემუშავებაში. ნაშრომში სისტემური მიდგომით შესწავლილია თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული საკითხები, რაც მიმართულია პერსონალის მოტივაციის სისტემის კვლევაზე ჯანდაცვის ობიექტებში. სურ. 3, ლიტ. 11.

ავტ.

 

ბ15.5.2.56. ინვესტიციები, საინვესტიციო პოლიტიკა და საინვესტიციო გარემო საქართველოში. /მ. ლომსაძე-კუჭავა/. მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები. – 2015. – #2. – გვ. 166-174.ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

გაანალიზებულია საქართველოს საინვესტიციო გარემო და საინვესტიციო პოლიტიკა. წარმოდგენილია ინვესტიციის ორგვარი განსაზღვრა - ეკონომიკური ანუ არსობრივი, რომლის მიხედვითაც ინვესტიცია არის სამომავლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აქტი გაზრდილი მოცულობით და ტექნიკური, რომლის მიხედვითაც ინვესტიცია დანახარჯების ჯამია. ორივე ეს ასპექტი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და ურთიერთს განსაზღვრავს. მოცემულია საინვესტიციო პოლიტიკის სწორედ წარმართვის ასპექტები, საინვესტიციო პროცესის სქემატური სახე და რეკომენდაციები. სურ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.5.2.57. ინოვაციების სტრატეგიული მართვა საწარმოში. /ლ. გვაჯაია/. მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები. – 2015. – #2. – გვ. 196-206.ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია საკითხები საწარმოში ინოვაციური საქმიანობის სტრატეგიული მართვის ეკონომიკური შინაარსისა და მისი მნიშვნელობის შესახებ საბაზრო ეკონომიკის პირობებში; მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი სტრატეგიული მიზნის ფორმულირებისა და სამეწარმეო კონცეფციის შემუშავების საკითხებს, განხილულია სტრატეგიის სახეები და მათი შემუშავების მეთოდები. ხაზგასმულია სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობა გრძელვადიან პერიოდში საწარმოს მაღალეფექტიანად მუშაობის უზრუნველსაყოფად. სურ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.5.2.58. კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში და ნავთობპროდუქტების ბაზრის მიმოხილვა. /ნ. გიორგიშვილი/. მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები. – 2015. – #2. – გვ. 207-221.ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია კონკურენციის უპირატესობები, კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში; საკანონმდებ­ლო ბაზაში არსებული ნაკლოვანებები და გასატარებელი ცვლილებები; განხილულია საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე აქტუალური თემა - ნავთობპროდუქტების ბაზრის ანალიზი. სურ. 7, ლიტ. 9.

ავტ.

 

 

ბ5.3. განათლება

 

ბ15.5.3.1. სასწავლო პროცესის მართვაში ელექტრონული საშუალებების გამოყენების ზოგიერთი ასპექტი. /ლ. იმნაიშვილი, ზ. მაცაბერიძე, ნ. კირკიტაძე/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 50-55. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განიხილება უმაღლესი განათლების სისტემის ობიექტებზე, როგორებიცაა სახელმწიფო და დიდი მასშტაბის კერძო უნივერსიტეტები, სასწავლო პროცესის ორგანიზაციის პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძველზე. შემუშავებულია ასეთი სახის უნივერსიტეტების სასწავლო პროცესის მენეჯმენტის ავტომატიზაციის ასპექტები. სასწავლო პროცესი მართვის ავტომატიზაციის მიზნით დაყოფილია სამ ეტაპად. თითოეულ ეტაპზე გამოყოფილია ავტომატიზაციის თვალსაზრისით პერსპექტიული სფეროები. განსაკუთრებით ყურადღებაა გამახვილებული სასწავლო ცხრილების ფორმირების სისტემურ საკითხებზე. გაანალიზებულია სასწავლო პროცესის მართვაში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების დადებითი და უარყოფითი მომენტები. ნაჩვენებია, რომ უკვე დანერგილი ავტომატიზებული სისტემები აუმჯობესებენ სასწავლო პროცესის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.5.3.2. პროგრამა Maple-ს შესაძლებლობები და მისი გამოყენება მათემატიკის სწავლების საკითხებში. /მ. ქევხიშვილი, ე. კამკამიძე, ლ. გაჩეჩილაძე/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 121-124. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განიხილება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მათემატიკის გაკვეთილებისთვის. დასაბუთებულია, სხვადასხვა დანიშნულების უახლესი კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამული პაკეტების გამოყენების აუცილებლობა მათემატიკის სწავლების სრულყოფის მიზნით. ამ მიმართულებით გამოკვეთილია Maple-სისტემის წამყვანი როლი სასწავლო პროცესში. ნაჩვენებია, რომ ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების შემუშავება და შემდგომ მისი დანერგვა გვაძლევს სწავლების პროცესში ცოდნის ხარისხის თვისობრივად გაზრდის, ინფორმაციის გადაცემის გაფართოებისა და მოსწავლეების ცოდნის კონტროლის შესაძლებლობებს. ლიტ. 3.

ავტ.

 

ბ15.5.3.3. მატრიცისა და ვექტორის გამრავლების სწავლების პროგრამული საწვრთნელის შემუშავება. /ლ. გაჩეჩილაძე/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 125-127. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემოთავაზებულია უმაღლესი მათემატიკის სწავლების პროცესის დახვეწის მიზნით შემუშავებული პროგრამული საწვრთნელი. იგი ახდენს მატრიცის ვექტორზე გამრავლების სწავლების დემონსტრირებას სწავლების პროგრამული და აქტიური მეთოდების ინტეგრირების საფუძველზე. ასეთი მიდგომა სტუდენტს საშუალებას აძლევს პროგრამული სწავლების თითოეულ დონეზე მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, შეცვალოს ნებისმიერი ამოცანის პარამეტრები და თავიდან ამოხსნას ის და ა.შ. საწვრთნელის გამოყენება მნიშვნელოვნად ამაღლებს უმაღლესი მათემატიკის სწავლების ხარისხს და სტუდენტს უადვილებს ამ დისციპლინის ათვისებას. სურ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

ბ15.5.3.4. საკონტროლო ნიმუშის მომზადება ლაბორატორიათაშორისი გამოცდების ჩასატარებლად. /ნოდარ აბელაშვილი, ნიკა აბელაშვილი/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 161-167. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განიხილება ლაბორატორიათაშორისი გამოცდების ჩატარებისას საკონტროლო ნიმუშის კვლევის მეთოდიკა გაზომვის შედეგების განმეორებადობის კრიტერიუმის განსაზღვრისა და მისი ფიზიკური მნიშვნელობის დასადგენად მონაწილე ლაბორატორიებისათვის. ლაბორატორიათაშორისი გამოცდების ჩატარებისას მათი ურთიერთ­შესაბამისობის დადგენა გამოცდის შედეგების დისპერსიებისა და დაკვირვებათა შედეგების საშუალო არითმეტიკულებს შორის განსხვავებისა და, შესაბამისად, მათი ერთგვაროვნების დადგენის გზით ხორციელდება, სადაც პირსონის კრიტერიუმთან ერთად შესაძლებელია სტიუდენტის  კრიტერიუმის გამოყენებაც. ცხრ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

ბ15.5.3.5. კომპლექსური სისტემების მართვა. /დ. ქავთარაძე/. ეკონომიკა. – 2015. – #3-4. – გვ. 106-124. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია უნივერსიტეტებში მართვის პერსონალის მომზადების თანამედროვე ინსტრუმენტებისა და მიღებული ცოდნის გამოყენების უნარების ფორმირების პრობლემები. მართვის ახალი მეთოდების ძიების ერთ-ერთი შედეგია გადასვლა არაფორმალურ, ხშირ შემთხვევაში, მმართველობითი პრობლემების გადაწყვეტის ინტუიციურ მეთოდებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქმედითი სწავლება, ანუ მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენება ორგანიზაციულ პრაქტიკაში. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 9.

ავტ.

 

 

ბ5.4. სოციოლოგია

 

15.5.4.1. თანამდებობათა ფარდობითი ღირებულებების შეფასება და მისი ავტომატიზაციის ზოგიერთი საკითხი. /. ძიძიგური, . ზურაბიშვილი, . გონგლაძე, . ჩადუნელი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. 2015. #1(495). გვ. 85-91. ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღწერილია თანამდებობათა ფარდობითი ღირებულებების შეფასების მნიშვნელობა და როლი დაწესებულების ადამიანური რესურსის სრულყოფილი მართვისათვის, აგრეთვე, მისი განხორციელების ზოგიერთი მიდგომა და მეთოდი. განხილულია შეფასების პროცესის ავტომატიზაციის საკითხები, შეთავაზებულია დაწესებულების თანამდებობათა შეფასების წესი. ლიტ. 4.

ავტ.

 

15.5.4.2. პერსონალის შეფასების მწარმოებლურობის ფუნქცია „უნიკრედიტბოლბანკში“. /ვ. სლავინსკა/. ეკონომისტი. – 2014. – #6. – გვ. 17-23. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მწარმოებლურობის შეფასება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაციური მექანიზმია და შესაბამისად, ადამიანური რესურსების მართვის ინსტრუმენტი ორგანიზაციაში. მოცემულია ბულგარეთის რამდენიმე საბანკო ოფისის ანალიზის შედეგები. ასევე განხილულია პერსონალის შეფასების ტექნოლოგია და მოტივაციური ეფექტები ამ პროცესიდან. ლიტ. 1.

ავტ.

 

15.5.4.3. ეკოპოლისური ურბსოციუმი: წარსული, აწმყო, მომავალი. /გ. ჯოლია/. ეკონომიკა. – 2015. – #3-4. – გვ. 68-105. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ქალაქად მოსახლეობის მასობრივად ცხოვრებამ, ადამიანთა დაუდევრობამ და ბუნებისადმი მომხმარებლურმა დამოკიდებულებამ ეკოლოგიური მდგომარეობა ძალზე გაართულა და მეტად საგანგაშო ვითარება შეიქმნა. დღის წესრიგში მთელი სიმწვავით დადგა ეკოპო­ლისური განაშენიანების პროგრესული იდეა. შემუშავდა ქალაქგანაშენიანების მრავალი საყურადღებო პროექტი (მაგ., გაერო-ჰაბიტატი”), განისაზღვრა გლობალური ეკოლოგიური პრობლემების დაძლევის გზები (მაგ., გაეროს მდგრადი განვითარების კონცეფცია), შეფასდა ქალაქების უზრუნველყოფის რესურსული პოტენციალი, რეგიონულმა გაერთიანებებმა განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაში გაამკაცრეს ეკოლოგიური მოთხოვნები და სხვა მრავალი. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ქალაქების ზრდა-განვითარების ზრდის ტემპები და არსებული ვითარება მეტად საგანგაშოა და საყოველთაო ყურადღების გამახვილებას გადაუდებლად მოითხოვს. ლიტ. 16.

ავტ.

 

15.5.4.4. ქვეყანაში სისხლის მემკვიდრეობითობის პოლიტიკურ-ეკონომიკური ორგანიზაციული საფუძველი მამისეული გვარის მუდმივად შენარჩუნებაა. /ე. თაკალანძე/. ეკონომიკა. – 2015. – #5-6. – გვ. 17-46. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ქვეყანაში კაპიტალისტური პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის ეროვნულ-დემოკრატი­ულით შეცვლის ეროვნული მოთხოვნილების სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან იგნორირების ფაქტი; დასაბუთებულია საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის ეროვნულ-დემოკრატი­ულ იდეოლოგიაზე აგების ობიექტური აუცილებლობა. ახალ, ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ რელიგიურ, სამეცნიერო-საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით, ნაშრომში მოკვლეულია დამდეგ ორიათასწლეულში ასტრო-ფიზიკურად განსაზღვრული ეროვნულ-საკაცობრიო სულიერი მახასიათებ­ლების ზღვრული მაჩვენებლები; მოკვლეულია სახელმწიფოში დემოკრატიულობის ხარისხისა და ადამიანის საზოგადოებრივი თვითშეგნების დონის ახალ ეტაპობრივ საფეხურზე - მე-5-დან მე-6 დონეზე ამაღლების სოციალური მოთხოვნები ეროვნებებთან და მთელ კაცობრიობასთან მიმართებაში. სურ. 1, ლიტ. 9.

ავტ.

 

 

ბ5.5. სამართალი

 

ბ15.5.5.1. ოჯახური დანაშაული და ოჯახში ძალადობა. /. ჯულუხაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 111-115. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია დღეისათვის მეტად აქტუალური პრობლემის ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლებრივი ასპექტები. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი მე-111 მუხლის სამართლებრივი ბუნება და გამოთქმულია მოსაზრება სისხლის სამართლის კოდექსიდან მისი ამოღების თაობაზე, ვინაიდან იგი არ ატარებს სისხლის სამართლებრივ ხასიათს და აქვს მხოლოდ სტატისტიკური დანიშნულება. ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.5.5.2. სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება. /. ცინცაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 115-121. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სამედიცინო დაწესებულებების პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და მოცულობის ანალიზით ვლინდება, რომ როგორც სამედიცინო დაწესებულების, ისე დელიქტური პასუხისმგებლობის სხვა შემთხვევებშიც, შესაბამის ზოგადი ხასიათის მუხლში (მუხლი 992) მითითებულია პასუხისმგებლობის საფუძვლების მხოლოდ ნაწილზე, რაც არასწორია და უნდა აღმოიფხვრას. ამ მიზნით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992- მუხლს უნდა დაემატოს მითითება პასუხისმგებლობის კიდევ ორ საფუძველზე რეალურად დამდგარ ზიანზედამიზეზობრივ კავშირზე დამდგარ ზიანსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის“. გაანალიზებულია აგრეთვე ზიანის მიმყენებლის მოვალეობა დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. განხილულია ასევე ევთანაზიის, ხანდაზმულობისა და სხვა საკითხები. ლიტ. 10.

ავტ.

 

ბ15.5.5.3. თაღლითობისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზოგიერთი პრობლემა. /. აბაკელია/. მეცნიერება და ცხოვრება. 2015. – #1(11). – გვ. 125-131. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დასავლეთის ქვეყნებში თაღლითობის შემადგენლობა განისაზღვრება ძირითადად თითოეული ქმედებიდან, .. ცალკეა გამოყოფილი თაღლითობის კაზუისტური განსაზღვრა, რაც არ არის საქართველოს .. კოდექსში. ჩვენი ქვეყნის კოდექსის მიხედვით ცალკე არ არის გამოყოფილი თაღლითობის ნაირსახეობა. სსკ-ის 180- მუხლის დეფინიცია უფრო რუსეთის მოდელისაკენ იხრება, თუმცა უფრო დახვეწილია. მიგვაჩნია, რომ თაღლითობის შემადგენლობაში უფრო მყარად გაიმიჯნოს საკუთრივ თაღლითობა, როგორც მოტყუების ხერხი, ნდობის ბოროტად გამოყენებისაგან. ლიტ. 17.

ავტ.

 

ბ15.5.5.4. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტი. /. კობერიძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 132-136. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღნიშნულია, რომ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დამკვიდრება რიგ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი სადაო საკითხთაგანია სასამართლოს ვერდიქტის დასაბუთებულობა, რის თაობაზეც სტატიაშია საუბარი და საქართველოს კანონმდებლობის გარდა, მიმოხილულია ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.5.5.5. ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესის დარღვევა როგორც ეკონომიკური დანაშაული და მისი იურიდიული კონსტრუქცია. /ო. მინდაძე/. პროფესიონალის ხმა. – 2015. – #2-3(5). – გვ. 21-25. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განსახილველი დანაშაულის უშუალო ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომლებიც ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესს არეგულირებენ, ე.ი. ფულად-საკრედიტო სისტემა, ასევე ინვესტორთა ინტერესები და კანონით დადგენილი სამეწარმეო საქმიანობის წესი, დანაშაულის საგანია ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტში – ანუ წერილობითი შეტყობინება ან შეტყობინება ელექტრონული თუ ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებებით, რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდების გასაყიდად შეთავაზება. დანაშაულის ობიექტური მხარეა: 1) სათანადო ნებართვის მიუღებლად ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ემისიის პროსპექტის გარეშე; 2) შეჩერებული ემისიის პროსპექტი. ცხადია, აღნიშნულმა მოქმედებებმა მნიშვნელოვანი ზიანი უნდა გამოიწვიოს. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება არის წინადადება ემიტენტის სახელით ფასიანი ქაღალდების პირდაპირი ან არაპირდაპირი გაყიდვის შესახებ არანაკლებ 100 პირისათვის ან პირთა წინასწარ დაუზუსტებელი რაოდენობისათვის. ემიტენტს უფლება აქვს საბროკერო კომპანიასთან დადოს ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების განთავსების შესახებ. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარს აწესრიგებს ეროვნული კომისია, რომელიც არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.5.5.6. ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების დაცვა და არსებული პრობლემები საქართველოში. /თ. მენაბდე/. მართვის ავტომატიზებული სისტემები. – 2015. – #1(19). – გვ. 101-104. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განიხილება ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების დაცვის პრობლემები საქართველოში. წარმოდგენილია სასაქონლო ნიშნის როლი კომერციული დანიშნულების თვალსაზრისით, პირატული და გაყალბებული პროდუქციით სარგებლობის პრობლემები. შემოთავაზებულია საკითხები: რა არის ინტელექტუალური საკუთრება; რა მდგომარეობაა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თვალსაზრისით საქართველოში; ასოციაცია „Business Software Allianse“-ის მუშაობის მიზანი და შედეგები საქართველოში; რა სარგებელს ნახულობს საავტორო უფლების მფლობელი; რა კომერციული დანიშნულება გააჩნია სასაქონლო ნიშანს; რა მდგომარეობაა საქართველოში პირატული და გაყალბებული პროდუქციის გამოყენების თვალსაზრისით; ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა თანამედროვე კომერციულ საქმიანობაში. ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.5.5.7. ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაციის სამართლებრივი ასპექტები. /ნ. დუღაშვილი, ნ. კვიჟინაძე, ნ. ნემსიწვერიძე, თ. ჭუმბურიძე, თ. კოვალიოვა/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2014. – . XLVIII. – გვ. 58–60. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ფარმაცევტული საქმიანობა საქართველოში რეგულირდება საქართველოსკანონით წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ”. „კანონში წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ 2005, 2007, 2009, 2014 წლებში შეტანილი იქნა ცვლილებები. მკაცრ კონტროლს დაექვემდებარა რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების გაცემის წესები. ფარმაცევტული პროდუქტის უსაფრთხოობის სახელმწიფო კონტროლის ამოცანაა, დაიცვას საქართველოს ბაზარი მომხმარებლისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ბაზარზე დაშვების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტისაგან. მნიშვნელოვანია სწორად ინფორმირებული ფარმაცევტი და ექიმი, რათა მათ შეძლონ პაციენტზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელება. რეფორმა ხორციელდება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს ეფექტური და უსაფრთხო მომსახურება. სურ. 6, ლიტ. 5.

ავტ.

 

 

ბ5.6. პოლიტიკური მეცნიერებები

 

ბ15.5.6.1. სახელმწიფოს ინტეგრალური მართვის არსი და სამართლებრივი რეგულირების მეთოდები. /. მაისურაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 122-125. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია სახელმწიფოს ინტეგრალური მართვის არსი და შემოთავაზებულია სამართლებრივი რეგულირების ისეთი მეთოდები, როგორიცაა: თავისუფალი არჩევანის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების, პასუხისმგებლობის, პატივისცემის, ნდობის, გულწრფელობის, მოთხოვნათა დაძლევისა და სამართლიანად გარდაქმნის მეთოდები. ასევე განიხილება ის პრობლემები, რომლებიც ქართულ სამართლებრივ სივრცეში არსებობს საბანკო სესხებისა და მათი ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.5.6.2. ლიდერობის საზღაური. /. შურღაია/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 159-163. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მეტად მრავალფეროვანია პოლიტიკური, შემოქმედებითი და ინტელქტუალური ელიტის, საერთოდ, .. ცნობადი სახეების ლიდერობისათვის აუცილებელი საქმიანი, პროფესიული, პიროვნული ნიშან-თვისებები და ღირსებები. განსაკუთრებით მძიმე, რთული, მრავალ განსაცდელსა და გამოცდასთანაა დაკავშირებული პირველკაცობისათვის გასაღები საზღაური, რაც მოითხოვს ისეთ მაღალ მორალურ და ზნეობრივ თვისებებს, როგორიცაა: საქვეყნო საქმისათვის თავგანწირვა, მოყვასის ტკივილების, საწუხარ-გასაჭირის გათავისება, საკუთარი ნიჭის, ტალანტის, შემოქმედების მსხვერპლად შეწირვა, ქვეყნის უნიკალურობის, მისი წარსულის, აწყმოსა და მომავლის, იდეალებისა და მისწრაფებების, საკაცობრიო მისიისა და ფუნქციების გასიგრძეგანება. საჭიროების შემთხვევაში მან უყოყმანოდ უნდა შეძლოს საერთო-ეროვნული ინტერესებისათვის ლიდერობის დათმობა, თავის დამდაბლებაც და დამცრობაც, ამქვეყნიურ სიკეთეებზე, პირად თუ საოჯახო კეთილდღეობაზე უარის თქმა, ხალხის ცხოვრებით ცხოვრება, თავისი ბედნიერების მის ბედნიერებაზე დაფუძნება. სამშობლო უნდა იყოს მისი პირადულიც და საზოგადო საზრუნავიც, მით უფრო დიდია ლიდერობის ტვირთი გლობალიზებულ მსოფლიოში, როდესაც წარმოუდგენლად გაძნელებულია ერის იდენტობის, მისი სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, ცხოვრების წესისა და ეროვნული ტრადიციების, ფასეულობების, სიწმინდეების, წარსულის სახსოვარის შენარჩუნება. ლიტ. 8.

ავტ.

 

ბ15.5.6.3. მართვისადმი კლასიკური მიდგომები და მისი ძირითადი პრინციპები. /ნ. კაკაურიძე/. პროფესიონალის ხმა. – 2015. – #2-3(5). – გვ. 31-37. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ასახულია ზოგიერთი მოსაზრებები მართვის, როგორც წარმატების და საზოგადოების განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორის შესახებ. მოყვანილია მართვის პროცესთან დაკავშირებული სპეციალისტების მიერ გამოთქმული მოსაზრებები მართვისადმი კლასიკური მიდგომის შესახებ. აღნიშნულია, რომ კლასიკური მიდგომის ჩარჩოებში ყურადღება ეთმობა მიზნების დასახვას, როგორც ნებისმიერი ორგანიზაციული მუშაობის წინა პირობას; ყურადღებაა გამახვილებული იმ მოსაზრებაზე, რომ მიზნების დადგენა გვეხმარება მართვაში პრიორიტეტების განსაზღვრაში, კერძოდ, რომ იგი საშუალებას იძლევა განისაზღვროს ე.წ. „საგასაღებო“ ქვედანაყოფები და საქმიანობის სახეები, რომ ასეთი ქვედანაყოფები და საქმიანობები მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას. მოყვანილია მოსაზრება, რომ იქ, სადაც არ არის ოფიციალურად გამოყოფილი „საგასაღებო“ ქვედანაყოფები და საქმიანობები, ხელმძღვანელობის ყურადღება ფოკუსირებულია წვრილმანებზე. ნაშრომის დასკვნით ნაწილში მოყვანილია მართვის ის ძირითადი პრინციპები, რომელიც მიღებული იქნება XXI საუკუნის მმართველობით სისტემაში. ლიტ. 6.

ავტ.

 

ბ15.5.6.4. კონფლიქტი პერსონალის მართვის პროცესში. /მ. სამადაშვილი/. ეკონომიკა. – 2015. – #5-6. – გვ. 112-118. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგ.

კონფლიქტის გადაჭრის პროცესი შეიცავს: სიტუაციის ანალიზს და შეფასებას, კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიის შერჩევას, მოქმედებათა გეგმის ჩამოყალიბებას და რეალიზებას. კონფლიქტის წარმატებით დასრულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ითვალისწინებენ კონფლიქტის მონაწილე მხარეები კონფლიქტის გადაჭრის პროცესზე მოქმედ ფაქტორებს. ამგვარად, კონფლიქტის პროცესის ეფექტურად მართვა განსაზღვრავს კონფლიქტის შედეგს (კონსტრუქციული ან დესტრუქციული), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის ხელახალი წარმოქმნა, ან მოახდინოს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. ლიტ. 3.

 ავტ.

 

ბ15.5.6.5. ხელმძღვანელი კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მეთოდები პერსონალის მართვის პროცესში. /მ. სამადაშვილი, ე. გობეჯიშვილი/. ეკონომიკა. – 2015. – #5-6. – გვ. 130-137. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგ.

განხილულია ხელმძღვანელი კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მეთოდები (ოფიციალური და არაოფიციალური), კომპეტენტურობაზე დაფუძნებული კვალიფიკაციის ამაღლების სტრატეგია. ორგანიზაციის უნარი განავითაროს და შეასრულოს თავისი ბიზნეს სტრატეგია ბიზნესის წარმატების ძირითადი ფაქტორების ფონზე (როგორიცაა სიახლე, ხარისხი, ხელმძღვანელობა და ა.შ.) მნიშვნელოვნა­დაა დამოკიდებული ორგანიზაციაში მისი მენეჯერის განვითარებაზე, რაც განპირობებულია ბიზნესის გარკვეული მოთხოვნებისა და პირობების დაკმაყოფილების გზით. მექანიკური ან ტრადიციული ბიუროკრატიული ტიპის ორგანიზაცია განიხილავს წინასწარ დაპროგრამებულ მეთოდს, რომელიც შეიცავს შედეგებზე ორიენტირებულ შემოწმების სისტემას, უამრავ კურსებს, რეზერვებს, განახლების სქემებს და ა.შ. ხოლო ორგანული ტიპის ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია სიახლეების დანერგვაზე, გამოიყენებს მეთოდს, რომელიც მეტ ყურადღებას მიაქცევს მენეჯერებისთვის საჭირო შესაძლებლობების განვითარებას, მათთვის რეკომენდაციებით და შესაძლო პერსპექტივებით უზრუნველყოფას. ლიტ. 3.

 ავტ.

 

 

ბ5.7. სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია

 

15.5.7.1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ასპექტები საქართველოში. /ვ. ხარიტონაშვილი, ნ. ჭიჭინაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2014. – #3(31). – გვ. 164-175. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოება წარმოადგენს ტექნიკურ-სამართლებრივი კვლევის ობიექტს, რომლის უსაფრთხოების გაზრდ მოითხოვს, როგორც სამართლებრივი ნორმების, ისე ტექნიკური მდგომარეობის კვლევის მეთოდებისა და საშუალებების სრულყოფას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ექსპერტული კვლევის საწყისი პარამეტრების დაზუსტებას, აგრეთვე ექსპერტიზის ერთიანი მეთოდიკის დამუშავებას. ლიტ. 11.

ავტ.

 

15.5.7.2. ქუთაისის საქალაქო სატრანსპორტო მომსახურების მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებები. /ნ. ნავაძე, მ. ნავაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 5-14. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ქუთაისის სატრანსპორტო მომსახურეობას ახორციელებს მხოლოდ საქალაქო სამგზავრო საავტომობილო ტრანსპორტი, ქალაქის საავტობუსო სამარშრუტო ქსელის მთლიანი სიგრძე 155 კმ-ს, მარშრუტების საშუალო სიგრძე 15 კმ-ს, ერთი მგზავრის მგზავრობის საშუალო მანძილი კი დაახლოებით 6-7 კმ-ს შეადგენს. მიკროავტობუსების 40 მარშრუტზე 300-ზე მეტი, ხოლო მსუბუქი ავტომობილების 5 მარშრუტზე 10 სატრანსპორტო საშუალება მუშაობს, მგზავრთა გადაყვანას აწარმოებს ასევე კერძო მფლობელობაში მყოფი მსუბუქი ტაქსები. წლიურად გადაყვანილი მგზავრების საშუალო რაოდენობა 32 მილიონს შეადგენს. ქუთაისის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ, როგორც ერთი მხრივ ევროპა და აზიის ქვეყნებს შორის და მეორე მხრივ საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებს შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის ნაწილმა, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, ის ისტორიული ღირსშესანიშნაობები კი, რომელიც ქუთაისს და მის შემოგარენს გააჩნია, თანამედროვე ტურიზმის განვითარების უდიდეს შესაძლებლობებს იძლევა. სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

15.5.7.3. სარკინიგზო ტრანსპორტის სექტორის უსაფრთხოების მარეგულირებელი მექანიზმების (ორგანოს) ფორმირება. /ლ. ლომსაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 48-56. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია „ასოცირების ხელშეკრულებით“ განსაზღვრული სარკინიგზო სექტორის ერთ-ერთი ვალდებულების – უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოს ჩამოყალიბების ძირითადი ასპექტები ევროკავშირში. გაანალიზებულია ევროკავშირში არსებული მარეგულირებელი ორგანოების ინსტიტუციონალური ჩარჩო. ჩარჩოს მიმოხილვის შედეგად დადგინდა რომ ევროკავშირში მარეგულირებელი ორგანოების ტიპი და ორგანიზაციული მოდელები მრავალფეროვანია; შედეგად აღნიშნული მარეგულირებელი ორგანოების ეფექტიანობა სხვადასხვა ქვეყნებში მნიშვნელოვნად განსხვავდება, ვინაიდან ყოველ ორგანოს აქვს განსხვავებული მახასიათებლები უფლებამოსილების, ფინანსური რესურსების და პერსონალის თვალსაზრისით. დადგენილია მარეგულირებელი ორგანოს მულტიდარგობრივი მოდელის ეფექტიანობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფით. სურ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

15.5.7.4. „ევროპის რკინიგზებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის რისკების შეფასების ერთიანი მეთოდოლოგიის განვითარება. /ლ. ლომსაძე, თ. მონიავა, ზ. გოლეთიანი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 57-66. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მოძრაობის უსაფრთხოების მართვის სისტემის ფორმირების აქტუალური საკითხი -მოძრაობის უსაფრთხოების შეფასების ახალი მეთოდიკის შემუშავება. გაანალიზებულია ევროპის რკინიგზებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის რისკების შეფასების ერთიანი მეთოდოლოგიის პროექტი. შემოთავაზებულია რამდენამდე გაუმჯობესებული ალგორითმი, რომლის ფუნქციებიც გაფართოებულია: რისკის შეფასებიდან“ „რისკების მართვა-მდე. ალბათობითი იმიტაციური მოდელირებისას ორგინალურადაა გამოყენებულიი მონტე-კარლოს მეთოდი, რომლის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ იმის მაგივრად, რომ პროცესი აღიწეროს ანალიტიკური აპარატურის დახმარებით (დიფერენციალური ან ალგებრული განტოლებები), ხდება იმიტირებაშემთხვევითი მოვლენის სპეციალურად ორგანიზებული პროცედურების მეშვეობით. სურ. 4, ლიტ. 5.

ავტ.

 

15.5.7.5. საავტომობილო ტრანსპორტის ეკონომიკური ეფექტურობის შეფასება გარე ეფექტების გათვალისწინებით. /. ხარიტონაშვილი, . ჭიჭინაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 67-76. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

 საავტომობილო ტრანსპორტის ეკონომიკურ ეფექტურობაზე გარე ნეგატიური ფაქტორების ანალიზის საფუძველზე დასაბუთებულია, რომ ამ ეფექტების შემცირება შესაძლებელია მაღალი საექსპლუატაციო თვისებების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საავტომობილო პარკის რაციონალური ფორმირებით, რაც თავის მხრივ შეამცირებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების წარმოქმნის ალბათობას და ატმოსფეროში გამოდევნილ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობას. გარემოზე ეკოლოგიური ზიანისა და მოძრაობის შეფერხებების გათვალისწინებით ლოგისტიკურ ჯაჭვში საავტომობილო ტრანსპორტის ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების მეთოდური მიდგომა უზრუნველყოფს ეკონომიკური ეფექტის შეფასების ობიექტურობასა და სარწმუნოობას, აგრეთვე მომსახურების რეალური ტარიფების დადგენას. ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

15.5.7.6. ლოგისტიკური სერვისით სამგზავრო გადაზიდვებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შერჩევის პრინციპი. /. ხარიტონაშვილი, . ფრიდონაშვილი, . მღებრიშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათ­მშენებ­ლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 93-97. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ლოგისტიკური სერვისით სამგზავრო გადაზიდვებზე მომხმარებელთა მოთხოვნების უზრუნველყოფის განმსაზღვრელი ფაქტორების კლასიფიკაცია, შემოთავაზებულია ოპტიმალური სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების შერჩევის მეთოდი უსაფრთხოების, კომფორტულობისა და მომსახურების საიმედოობის ინტეგრალური კრიტერიუმების განსაზღვრით წონითი კოეფიციენტების სახით კრიტერიუმების პრიორიტეტის რაოდენობრივ დახასიათებაზე დაფუძნებული ოპტიმალური გადაწყვეტის მოქნილი პრიორიტეტის პრინციპის გამოყენებით. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

15.5.7.7. ევროპისა და პოსტ-საბჭოთა სივრცის რკინიგზების დაკავშირების პერსპექტივები. /მ. ჩიხლაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 102-106. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტი დასახელდა მსოფლიოს 100 გლობალურ პროექტს შორის და წარმოადგენს როგორც რეგიონალურ, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ინიციატივას. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ხელს შეუწყობს სარკინიგზო გადაზიდვების გაზრდას, კონკრეტულად კი საკონტეინერო გადაზიდვებს, გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას და გააღრმავებს სავაჭრო ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობებს როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებთან. ლიტ. 6.

ავტ.

 

15.5.7.8. კონტეინერიზაცია და მულტიმოდალური გადაზიდვების ოპერატორი. /. ჩიხლაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 107-111. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დღეისათვის როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს კონტეინერიზაციის პროცესი. აღნიშნულიდან გამომდინარე კი საჭიროა სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება და შესაბამისი საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, რაც უზრუნვეყოფს ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბებას, ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას და, შესაბამისად, საქართველოს და დერეფნის ქვეყნების ეკონომიკების მდგრად განვითარებ. ლიტ. 3.

ავტ.

 

15.5.7.9. საავტომობილო გზების განვითარების გამოწვევები და პერსპექტივა საქართველოში. /მ. ჩიხლაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 112-117. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც რეგიონალურ სატრანსპორტო დერეფანს დააკავშირებს შავი ზღვის ნავსადგურებთან და დაეხმარება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებას, საერთაშორისო ვაჭრობასა და ტურიზმის განვითარებას. აუცილებელია ეფექტური მიდგომის შემუშავება, რაც მდგომარეობს მოსაკრებლის სისტემისა და კონტრაქტორებთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულების დანერგვაში. ლიტ. 8.

ავტ.

 

15.5.7.10. ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურების მეურნეობის შესახებ. /. ბეჟანიშვილი, . იოსებიძე, . ალადაშვილი, . მიქაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2015. – #1(32). – გვ. 173-184. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ზოგადი მოთხოვნები ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მეურნეობის მიმართ; აღწერილია სადგურის ტექნიკური მოწყობილობის (ჩამკეტი, მარეგულირებელი, მცველი არმატურა; საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და ავტომატიზაციის საშუალებები) ინდივიდუალური გამოცდის, აგრეთვე ტექნოლოგიური გაზსადენების სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე ჰიდრავლიკური და პნევმატური ინდივიდუალური გამოცდის თანმიმდევრობა. მოცემულია სადგურის მთელი ტექნოლოგიური სისტემის კომპლექსური მოსინჯვის მეთოდიკა, ღონისძიებების და უსაფრთხოების წესების მოთხოვნები გაზსავსები საკომპრესორო სადგურის გამართულ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად. განხილულია საკომპრესორო სადგურის ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტთან დაკავშირებული საკითხები. ლიტ. 1.

ავტ.

 

15.5.7.11. კულტურა როგორც ინსტიტუტი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო ბიზნესის კონტექსტში. /გ. ბედიანაშვილი/. ეკონომისტი. – 2014. – #6. – გვ. 6-16. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო ბიზნესის თვალსაზრისით სოციოკულტურული ფაქტორის არსი და მნიშვნელობა გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში. ნაჩვენებია კულტურულ ფასეულობათა გაზომვის არსებული ძირითადი მიდგომების თავისებურებანი, წარმდგენილია საერთაშორისო ბიზნესის პრობლემატიკაში კულტურული კომპონენტის ასახვის მიზნით ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ინდიკატორების გამოყენების შესაძლებლობები. სურ. 4, ლიტ. 14.

ავტ.

 

15.5.7.12. კომპანიების ფინანსური ეფექტიანობის შეფასების ზოგიერთი ასპექტები. /ლ. გვენეტაძე, მ. კაპანაძე/. ეკონომისტი. – 2014. – #6. – გვ. 24-32. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კომპანიის ფინანსურ ეფექტიანობის შეფასება, კორპორაციულ მართვაში, მუდმივ აქტუალურობას ინარჩუნებს. ნაშრომში დაკვირვების ობიექტად შეირჩა საქართველოს ალკოჰოლური კომპანიები. სტატიაში, ფინანსური ანგარიშგების მიხედვით განისაზღვრა: კომპანიების ლიკვიდურობა, შემოსავლიანობის დონე და ფინანსური ბერკეტების გამოყენების ხარისხი. კვლევის შედეგად გამოვლინდა ფინანსურ აღრიცხვაში არსებული პრობლემები, რაც კომპანიების ეფექტიან მართვას აფერხებს. ცხრ. 3. ლიტ. 4.

ავტ.

 

15.5.7.13. დაზღვევა და ინვესტიციები. /ი. მამალაძე/. ეკონომისტი. – 2014. – #6. – გვ. 33-39.– ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია სადაზღვევო კომპანიების საინვესტიციო პოტენციალ და მათი საინვესტიციო საქმიანობა. აღნიშნულია, რომ სადაზღვევო კომპანიების საინვესტიციო საქმიანობა ყველაზე გამოკვეთილად ჩანს აშშ-ში, სხვა განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა, ამგვარი საქმიანობა განვითარებად ქვეყნებშიც შეიჩნევა. რაც შეეხება საქართველოს სადაზღვევო ბაზარს, აქ სახელმწიფოს ძლიერი საბაზრო პოზიცია აქვს, განსაკუთრებით სამედიცინო დაზღვევის სექტორში. ეს განაპირობებს ხსენებული სექტორის კვლევის ინტერესების გაძლიერებას. ლიტ. 7.

ავტ.

 

15.5.7.14. დროის პროგრესის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე გლობალიზაციის პირობებში. /რ. სარჩიმელია, ნ. დავლაშერიძე/. ეკონომისტი. – 2014. – #6. – გვ. 50-55. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია დროის პროგრესული ცვლილებების გავლენა ქართულ ეკონომიკაზე გლობალიზაციის ასპექტში და მეცნიერების ეკონომიკური ეფექტიანობით გამოყენების შესაძლებლობები. განხილულია აკადემიკოს ილია ვეკუას დამოკიდებულება ეკონომიკური მეცნიერების პერსპექტივებისადმი და ეკონომიკის კვლევის აუცილებლობისადმი მათემატიკურ-კიბერნეტიკული მიმართულებით. ლიტ. 7.

ავტ.

 

15.5.7.15. ეკონომიკისა და სამართალდარღვევის სტატისტიკის აღრიცხვის თავისებურებები. /მ. სარჩიმელია/. ეკონომისტი. – 2014. – #6. – გვ. 56-63. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია სამართალდარღვევებზე ეკონომიკური ინფორმაციის აღრიცხვის სტატისტიკის მეთოდოლოგიური სრულყოფის საკითხები და პრივატიზებასთან დაკავშირებული ჩრდილოვანი ეკონომიკის პირობებში კანონდარღვევების გამკაცრების წინააღმდეგობრივი შედეგები. დახასიათებულია წინააღმდეგობები დამნაშავეთა დასჯის გამკაცრების ეკონომიკურ შეფასებებში. წინა პლანზეა წამოწეული ეკონომიკური პროგნოზირების დაჩქარების მიზნით აზრობრივი მოდელირების გამოყენების და ზედანახარჯების მინიმიზაციაზე კანონების გამკაცრების პრობლემა. ლიტ. 15.

ავტ.

 

15.5.7.16. ინოვაციების როლი მომსახურების სფეროს განვითარებაში. /მ. მელაშვილი, ნ. ქისტაური/. ეკონომისტი. – 2014. – #6. – გვ. 64-72. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ინოვაციების მნიშვნელობა ზოგადად, ასევე ინოვაციური მენეჯმენტის როლი, მისი მიზანი მომსახურების სფეროს განვითარებასა და მისი ეფექტიანობის ზრდაში. ასევე მითითებულია ამ კუთხით საქართველოს მეტად რთული, კრიზისული მდგომარეობა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირველივე წლებიდან დღემდე. ასევე ხაზგასმულია, თუ რაოდენ დიდი როლი ენიჭება სახელმწიფოს სწორ ინოვაციურ პოლიტიკას მომსახურების სფეროში არა მარტო ამ დარგის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და განვითარებისათვის. ლიტ. 4.

ავტ.

 

15.5.7.17. სტრატეგიული მარკეტინგის არსი, როლი და მნიშვნელობა ფირმის ფუნქციონირებაში. /თ. გოგოხია/. ეკონომისტი. – 2014. – #6. – გვ. 73-82. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ფირმის ფუნქციონირებაში სტრატეგიული მარკეტინგის როლი შესაბამისი მარკეტინგული ლიტერატურის მიმოხილვის საფუძველზე. ლიტ. 19.

ავტ.

 

15.5.7.18. მიგრაცია და კულტურული მრავალფეროვნება. /. რატიანი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 173-177. – გერმ.; რეზ.: გერმ., ქართ., ინგლ., რუს.

მიგრაციის კვლევა არადისციპლინარული მეცნიერების სამოქმედო სფეროა და წარმოადგენს სივრცობრივი მობილობის კვლევის შემადგენელ ნაწილს. ის სწავლობს, როგორც წესი, ინდივიდის ან ადამიანთა ჯგუფის სივრცობრივ მობილობას, ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა /საზღვრის გადაკვეთის გზით, გარკვეული ვადით, ან სულ მცირე ხანგრძლივი დროის მონაკვეთში. მიგრაცია განიხილება როგორც ზოგადსაკაცობრიო ფენომენი და ადამიანი კი – homo migrans-. გამომდინარე აქედან, იქმნება ცალკეულ ადამიანთა მზარდი მობილობა გლობალიზაციის ჩარჩოებში, ინდივიდუალურობისა და პლურალიზმთან კავშირში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ინდივიდს გადაკვეთოს ტერიტორიული, სოციალური და კულტურული საზღვრები. სივრცობრივი მობილობის ქვეშ იგულისხმება ინდივიდის ყოველი პოზიციის შეცვლა სივრცობრივი სისტემის განსხვავებულ ერთეულებს შორის და დამოკიდებელი არ არის მოძრაობის რადიუსსა და მის სიხშირეზე. ნაშრომში განხილულია 2012-2014 წლის საქართველოს სტატისტიკური სამსახურის მონაცემები. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

15.5.7.19. გარემოს მონიტორინგის როლი ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოსათვის. /ნ. კაშია/. პროფესიონალის ხმა. – 2015. – #2-3(5). – გვ. 26-30. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საქართველოში გარემოს მონიტორინგის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონი გარემოს დაცვის შესახებ, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ და სხვ. გარემოს მდგომარეობაზე უარყოფით ზემოქმედებათა შორის ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია ტრანსპორტი. აუცილებელია მანქანების ტექნიკური დათვალიერება, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაუმართავი ტრანსპორტის ექპსპლუატაცია. ლიტ. 6.

ავტ.

 

 

ბ5.8. მედია და კომუნიკაციები

 

ბ15.5.8.1. ზეპირი მეტყველების პრობლემები. /. მენთეშაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. 2015. – #1(11). – გვ.137-140. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღნიშნულია, რომ ზეპირმეტყველებაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად აუცილებელია სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს. უმაღლეს სასწავლებლებში მეტი საათები დაეთმოს წერითი კულტურის შესწავლას, რადგან ეს საგანი არა მარტო წერის კულტურას, არამედ გამართული ზეპირმეტყველების დაუფლებასაც შეუწყობს ხელს და .. ლიტ. 5.

ავტ.

 

ბ15.5.8.2. მეტყველებისა და წერის კულტურა თანამედროვე ქართულ ენაში. /. იაკობაშვილი, . სუთიძე/. მეცნიერება და ცხოვრება. 2015. – #1(11). – გვ. 146-150. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

თანამედროვე ქართულ ენაში მრავალი უცხო ტერმინი შემოედინება, თუმცა თავად არც ქართულ მეტყველებასა და წერის კულტურას ადგას კარგი დღე. ბეჭდვითი გამოცემები და რადიო-სატელევიზიო გადაცემები სავსეა არასწორი გამოთქმებითა და გრამატიკულად გაუმართავი წინადადებებით, რაზეც პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ლიტ. 2.

ავტ.

 

 

5.9. სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

ბ15.5.9.1. ტექნოლოგიური ცვლილების გავლენა ადამიანის მორალურ განვითარებაზე (მერი შელისფრანკენშტეინისმიხედვით). /. ჯანგულაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2015. – #1(11). – გვ. 140-142. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მერი შელისფრანკენშტეინისმაგალითზე განხილულია ტექნოლოგიური ცვლილებების გავლენა ადამიანზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების კონტექსტში. რომანში ყურადღება გამახვილებულია ადამიანისა და ბუნების წინააღმდეგობაზე, კერძოდ კი, სამეცნიერო განვითარების თემაზე და მის კონტრასტზე ბუნებასთან. აღწერილია ადამიანების ურთიერთობა ტექნოლოგიასთან და მისი შემოჭრა თანამედროვე ცხოვრებაში. განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა ცოდნის გამოყენება კარგი ან ბოროტი მიზნებისთვის და ტექნოლოგიური პროგრესის გარდაუვალობა მომავალში. ლიტ. 4.

ავტ.