თემატური რუბრიკები

. საზოგადოებრივი მეცნიერებები

1.        სახელმწიფო და სამართალი. იურიდიული მეცნიერებები

2.        სოციოლოგია. დემოგრაფია

3.        ეკონომიკა

4.        განათლება

5.        ინფორმატიკა

6.        სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები

ბ.     საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

1.        მათემატიკა. მექანიკა. ფიზიკა. კიბერნეტიკა

2.        ქიმია. ბიოლოგია

3.        გეოლოგია. გეოდეზია

4.        გეოგრაფია. კარტოგრაფია. ასტრონომია

5.        სხვა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

გ.     ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებები. ეკონომიკის დარგები

1.        ენერგეტიკა

2.        ელექტროტექნიკა. ელექტრონიკა. რადიოტექნიკა. კავშირგაბმულობა

3.        ავტომატიკა და ტელემექანიკა. გამოთვლითი ტექნიკა

4.        სამთო საქმე. მეტალურგია. ქიმიური მრეწველობა

5.        მანქანათმშენებლობა. ხელსაწყოთმშენებლობა

6.        მსუბუქი მრეწველობა

7.        კვების მრეწველობა

8.        მშენებლობა. არქიტექტურა

9.        სოფლისა და სატყეო მეურნეობა. თევზის მეურნეობა

10.     წყლის მეურნეობა. მელიორაცია

11.     საგარეო და შიდა ვაჭრობა. ტურიზმი

12.     ტრანსპორტი

13.     მედიცინა. ჯანდაცვა

.     დარგთაშორისი პრობლემები

1.      ორგანიზაცია და მართვა

2.      გარემოს დაცვა. ეკოლოგია

3.      სტატისტიკა

4.      სხვა დარგთაშორისი პრობლემები

.    საზოგადოებრივი მეცნიერებები

1.     სახელმწიფო და სამართალი. იურიდიული მეცნიერებები

6.1.1. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტების შედარებითი ანალიზი. /. ქოჩორაძე, . კაჭარავა/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 123-128. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ეროვნულ უსაფრთხოებას აბსოლუტური პრიორიტეტი აქვს პოლიტიკის სხვა საკითხებთან შედარებით. მეცნიერულად გააზრებული ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ემსახურება ქვეყნის ძირითადი ფასეულობების: სახელმწიფოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის, კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება-განმტკიცებას და უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების სპეციფიკურობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია მისი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მდებარეობა. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითად მიმართულებასა და პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევრო­ატლანტიკურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სისტემებში.

ავტ.

6.1.2. საბანკო სამართლის საერთაშორისო წყაროები. /. სესაძე, . თამაზაშვილი, . გურციშვილი/. მერმისი. – 2009. – III. – გვ. 69-74. – ქართ., რეზ.: ინგლ.

განხილულია საბანკო კანონმდებლობა, რომელსაც პირობითად სამ იარუსად ყოფენ. პირველი იარუსი ორ ბლოკს მოიცავსცენტრალური (საემისიო) ბანკის შესახებ კანონებს და ცალკეული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელ კანონებს. საბანკო კანონების მეორე ბლოკი აერთიანებს კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელ დებულებებს. ასეთი კანონები, როგორც წესი, რამდენიმეა. ეს შესაძლოა იყოს ცალკეული კანონები, რომლებიც არეგულირებენ საკრედიტო და სავალუტო ოპერაციებს, თამასუქების მიმოქცევას, ბანკების გაკოტრების ან გადახდის დროს გამოსაყენებელ წესებს და .. საბანკო კანონმდებლობის სისტემის მეორე იარუსი მოიცავს იმ კანონებს, რომლებიც არეგულირებენ საბანკო საქმიანობის სფეროში პარალელურად მოქმედ ინსტიტუტებს: ბირჟის შესახებ, აქციებისა და ფასიანი ქაღალდების შესახებ, იპოთეკის შესახებ, ტრასტებისა და სატრასტო ოპერაციების შესახებ, რომელთა ცალკეული დებულებები ბანკებსაც პირდაპირ ეხება. ამ ჯგუფს იმ კანონებსაც მიაკუთვნებენ, რომლებიც საფინანსო-სამრეწველო კომპანიების, საინვესტიციო ფონდებისა და სხვათა საქმიანობას არეგულირებენ. მესამე იარუსს ეკუთვნის საყოველთაო მოქმედების კანონები. ესაა, პირველ რიგში, კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის მთავარი კანონი, სამოქალაქო კოდექსი, სამეურნეო სამართალი და .. საკუთრივ საბანკო კანონების გარდა საბანკო კანონმდებლობის სტრუქტურაში არის ცენტრალური ბანკის ნაირგვარი ინსტრუქციები, დებულებები, განკარგულებები, განმარტებები, რომლებსაც ასევე უნდა იცნობდეს და იყენებდეს კლიენტი.

ავტ.

6.1.3. უსაფუძვლოდ გადაცემული ქონების დაბრუნების მოვალეობა. /. ჩიტოშვილი/. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაცნე. – 2009. - #1. – გვ. 122-132. – ქართ., რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

უსაფუძვლო გამდიდრება კანონისმიერი ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. კანონისმიერ ვალდებულებებს, ასევე, მიეკუთვნება ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებით, საზიარო უფლებებიდან და სხვა საფუძვლებიდან წარმოშობილი ვალდებულებები. უსაფუძვლო გამდიდრება გულისხმობს იმ სამართლებრივ ურთიერთობას, როდესაც პირის ქონების დაზოგვა, ან გაზრდა ხდება ყოველგვარი სახელშეკრულებო და საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე. ეს შეიძლება გამოვლინდეს სხვა პირისათვის ქონების გადაცემით, სხვისი ქონების გამოყენებით, სხვა პირის ნაცვლად რაიმე მოქმედების (ვითომ საკუთარი ვალდებულების) შესრულებით და .. უსაფუძვლოდ გადაცებული ქონების დაბრუნების მოვალეობის შესრულების წესი და ფარგლები რეგულირდება სპეციალური ნორმებით, რაც ითვალისწინებს უსაფუძვლოდ მიღებული ქონებისა და მასთან ერთად მიღებული სარგებლისა და ნაყოფის დაბრუნებას, ზიანის ანაზღაურებას, საფუძვლებს, რომლის გამოც არ შეიძლება გადაცემული ქონების უკან გამოთხოვა და სხვა.

ავტ.

6.1.4. დავის საკითხი საჰაერო ტრანსპორტით მგზავრის (ბარგი) გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობებში საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. /. გაბიჩვაძე/. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაცნე. – 2009. - #1. – გვ. 113-121. – ქართ., რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია საქართველოს კანონმდებლობით რეგულირებული საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანა-გადაზიდვის ურთიერთობებიდან გამომდინარე სამართლებრივი დავების თავისებურებები. ასეთი დავის წარმოშობის საფუძვლები. პრეტენზია, როგორც სარჩელის წარდგენის წინაპირობა. პრეტენზიის წარდგენაზე უფლებამოსილი პირები, პრეტენზიის წარდგენის ვადები და განხილვის წესი. კომერციული აქტი, როგორც მხარეთა პასუხისმგებლობის განსაზღვრის დამადასტურებელი გარემოებების ამსახველი დოკუმენტი. სარჩელის წარდგენის საფუძვლები და მისი განხილვის ზოგადი მიმოხილვა. გაანალიზებულია სამართლებრივი პრობლემები, რომელმაც ცხადყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსში და საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების საჭიროება. ასევე, კომერციული აქტის შედგენის წესის განმსაზღვრელი კანონქვემდებარე აქტის შემუშავების აუცილებლობა.

ავტ.

6.1.5. ქურდობის სტრუქტურის, დინამიკისა და მდგომარეობის მეთოდოლოგიური შესწავლის წინაპირობები. /მეხმან ჯამალოვი/. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაცნე. – 2009. - #1. – გვ. 133-142 – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ქურდობის კრიმინოლოგიური დახასიათების ისეთი მეთოდური წინაპირობები, როგორიცაა: ქურდობის მდგომარეობა, სტრუქტურა და დინამიკა. გამოყენებულია დამნაშავეობის შეფარდებითი მაჩვენებლები - დამნაშავეობის კოეფიციენტები, (1987-2002 წ.წ), რომლებშიც საშუალება მოგვეცა გამოგვევლინა ქალაქის ან რეგიონის მაცხოვრებელთა განსაზღვრული რაოდენობის შეფარდება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების რაოდენობასთან. აქედან გამომდინარე, იცვლება არა მხოლოდ ქურდობათა საერთო რიცხვი, არამედ სტრუქტურაც. ერთი რამ კი ცხადია, რომ სხვისი მოძრავი ნივთის ქურდობა უნდა გაანალიზდეს ერთდროულად, როგორც გარემო პირობებისა და ქურდის პიროვნების დახასიათების კონტექსტში, ასევე ქურდობისაგან დაზარალებული პიროვნების ფაქტორის გათვალისწინებით. მაშასადამე, საქართველოში ჩადენილ ქურდობათა რაოდენობრივ _ ხარისხობრივი დახასიათება, რომელიც ისეთი ფაქტორებით განისაზღვრება, როგორიცაა: 1) ჩადენილი დანაშაულობების რიცხვით და მათი ჩადენისათვის გასამართლებულ პირთა რიცხვით; 2) რეგისტრირებულ დანაშაულთა რიცხვით; 3) ამ სახეობის დამნაშავეობის სტრუქტურის ხასიათით; 4) დამნაშავეობის დონით ან კოეფიციენტით; 5) ქურდობათა ლატენტურობით; 6) მიყენებული ზარალით. სავსებით ნათელია, რომ ქურდობის მაჩვენებლები სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვაა, რომელიც ხდება ადამიანთა ცხოვრების სოციალური პირობების განსხვავებულობის მიზეზით.

ავტ.

2.    სოციოლოგია. დემოგრაფია

6.2.1. მიგრაციის მიზეზები და აქტუალური პრობლემები საქართველოში. /. გამსახურდია, . კაკაურიძე, . კაკაურიძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #2. - გვ. 56-60. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია, რომ დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოში და სამუშაო ძალის გამოყენების მდგომარეობა გავლენას ახდენს მის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე და განვითარების პერსპექტივებზე. განხილულია საერთაშორისო მიგრაციის მიზეზები, მისი ზემოქმედება დონორების და მიმღები ქვეყნების მოსახლეობის ასაკობრივ და სქესობრივ სტრუქტურაზე. გაკეთებულია დასკვნები, რომ შრომითი რესურსების საერთაშორისო მიგრაცია სუსტ გავლენას ახდენს შემოსავლების გადანაწილებაზე მსოფლიო მეურნეობაში. სამუშაო ძალა დღემდე რჩება წარმოების არამობილურ ფაქტორად კაპიტალთან შედარებით, ხოლო საერთაშორისო მიგრაციის საერთო ეფექტი ექსპორტიორი ქვეყნებისათვის ბევრად დაბალია, ვიდრე ვაჭრობაში და კაპიტალის მოძრაობაში. გაანალიზებულია უმუშევრობის წარმოქმნის მიზეზები საქართველოში, რომელიც იწვევს შემოსავლის დაკარგვას და ალტერნატიული მატერიალური დახმარების ძიების საჭიროებას, რაც აიძულებს შრომისუნარიანი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს საზღვარგარეთ ემიგრირებას სამუშაოს მოსაძებნად. შემოთავაზებულია საქართველოში უმუშევრობის პრობლემების გადაჭრის გზები, რაც წარმოადგენს მოსახლეობის მიგრაციის ძირითად მიზეზს.

ავტ.

6.2.2. მწვავე დემოგრაფიული ვითარება საქართველოში და მისი ნორმალიზების ღონისძიებათა სისტემა. /. ჩიქავა, . ჯანჯღავა/. ეკონომისტი. - 2010. - #1. გვ. 9-15. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

დემოგრაფიული ვითარება საქართველოში იმდენად გამწვავებულია, რომ აშკარად იგრძნობა დემოგრაფიული კრიზისი. დეპოპულიზაციას განიცდის ჩვენი ქვეყნის ქართული ეთნოსით კომპაქტურად დასახლებული ყველა რეგიონი, გარდა აჭარისა, რომელშიც, რელიგიური ფაქტორის გათვალისწინებით, რამდენადმე განსხვავებული მდგომარეობაა. დემოგრაფიული ვითარების ნორმალიზების ღონისძიებათა შორის აღსანიშნავია: ჯერ ერთი, ოჯახში ოპტიმალური ოდენობით ბავშვთა ყოლის მოთხოვნილების ფორმირება და შესაბამისი რეპროდუქტიული განწყობისა და ქცევის ჩამოყალიბება; მეორე, ბავშვთა ყოლის ჩამოყალიბებული მოთხოვნილების _ შვილთა სასურველი რაოდენობის პრაქტიკული რეალიზაცია. ამის მიღწევის გზებია: შობადობის მატერიალური სტიმულირება, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, ხელფსის შენარჩუნებით სამწლიანი დეკრეტული შვებულების მიცემა, კომუნალურ გადასახდელებზე შეღავათების დაწესება. შეკვეცილი სამუშაო დროით სარგებლობა, ორსული ქალების დასაქმება შესაბამისი სამუშაოთი, ეკლესიის ფაქტორის გამოყენება და .. მესამე, ქმედით ღონისძიებათა განხორციელება მოსახლეობის გენოფონდის გამანადგურებელი სოციალური ანომალიების (ნარკომანია, პროსტიტუცია, ჰომოსექსუალიზმი, ლოთობა, სიგარეტის წევა გოგონებში და სხვ.) ნეგატიური ტენდენციების წინააღმდეგ.

ავტ.

3.    ეკონომიკა

6.3.1. უცხოეთის ქვეყნების ეროვნული საინოვაციო სისტემები. /. კოპალეიშვილი, . ბედინაშვილი/. – 2009. – 55 გვ., - ქართ.

აღწერილია ინოვაციური პროცესის სტრუქტურა, ინოვაციური პროცესის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები, ეროვნული საინოვაციო სისტემების ზოგადი სტრუქტურა, გაკეთებულია უცხოეთის ქვეყნების ეროვნული საინოვაციო სისტემების ანალიზი. ინოვაციური განვითარების ცნობილი საბაზისო მოდელების თანახმად რანჟირებულია მსოფლიოს ქვეყნები: 1. “ტრადიციული’’ - ძირითადად ევრო-ატლანტიკური რეგიონის ქვეყნები: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დასავლეთ ევროპის მცირე ქვეყნები; 2. მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყნებიძირითადად აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები: იაპონია, სამხრეთ კორეა, ჰონკონგი, ჩინეთი და სხვ.;
3.
ქვეყნები განვითარების ალტერნატიული მოდელით: ტაილანდი, თურქეთი, პორტუგალია და სხვ. შედარებით დაწვრილებითაა შესწავლილი ფინეთის, ისრაელის, ბალტიისპირეთის ქვეყნების საინოვაციო სისტემები.

ავტ.

6.3.2. ლიზინგი - მცირე მეწარმეობის განვითარების ეფექტიანი ფორმა. /. მაღრაძე, . ქუთათელაძე, . ბურდულაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 25-28. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომი ეძღვნება ლიზინგის გამოყენებას საქართველოში, როგორც მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის ფორმას. იგი მცირე საწარმოთა ტექნოლოგიური მომსახურების უაღრესად პერსპექტიულ ფორმაა. ფინანსური ლიზინგი, ტრადიციული საბანკო დაკრედიტებისაგან განსხვავებით, საშუალებას აძლევს საწარმოებს მიიღონ აუცილებელი ძირითადი საშუალება ერთდროული დანახარჯების გაღების გარეშე. ფინანსური ლიზინგი უაღესად ხელსაყრელია, რამდენადაც ითვალისწინებს მოიჯარის საქმიანობის ხასიათის თავისებურებებს, ზრდის მის ოპერაციათა დაფინანსების მოცულობას, აძლევს მნიშვნელოვან საგადასახადო უპირატესობას. ლიზინგი მნიშვნელოვნად ამსუბუქებს საქართველოში საწარმოთა ფინანსური ხელშეწყობის უმთავრესს - საკრედიტო რისკის პრობლემას. ლიზინგური და დაზღვევის ოპერაციების ერთდროული გამოყენებით საინვესტიციო პირობები მიმზიდველ იქნება ინვესტორის, დამზღვევი კომპანიებისა და, რაც მთავარია, მცირე საწარმოებისათვის.

ავტ.

6.3.3. ეკონომიკური ტრანსფორმაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. /. აბრალავა, . ქუთათელაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 104-107. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ორი ათეული წელია მსოფლიო ახალი წესრიგის ფაზაში შევიდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მნიშვნელოვან­წილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იქნება ყოფილი საბჭოთა კავშირის და მისი გავლენის სფეროში მყოფი .. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესი.

ავტ.

6.3.4. ინოვაციური ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები. /. ჯოლია, . ჯოლია, . ჯოლია/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 113-117. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ინოვაციური ეკონომიკის, როგორც მაღალგანვითარებული და წარმატებული ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ეკონომიკური მოდელი. ნაჩვენებია ინოვაციური ეკონომიკის განვითარებაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები. შეფასებულია ახალი ცოდნის შექმნის, გავრცელებისა და მიზნობრივად გამოყენების საჭიროება, ასევე ადამიანის ახლებური აზროვნების როლი და მნიშვნელობა და მისი პოტენციური შესაძლებლობების მაქსიმალურად და სწორად გამოყენების აუცილებლობა ქვეყნის სოციალურეკონომიკური განვითარებისათვის.

ავტ.

6.3.5. სახელმწიფოს ინოვაციური განვითარების თავისებურებები და მისი შეფასების კრიტერიუმები. /. ჯოლია, . ჯოლია, . ჯოლია/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 118-122. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე კარდინალური ცვლილებები, რამაც ინოვაციური ეკონომიკის ჩამოყალიბების პერსპექტივები შექმნა. აღნიშნული ცვლილებები საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროს შეეხება, რაც არსებითად შეცვლის სოციალურეკონომიკური სტრუქტურების ფუნქციონირების მექანიზმებს. უპირატესობა მიენიჭება ახალი ცოდნის შექმნას, მის გავრცელებასა და გონივრულ გამოყენებას. მოცემულია ქვეყნის ეკონომიკის ინოვაციურობის დონის შეფასების მაჩვენებლები და მსოფლიო არენაზე მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ძირითადი მიმართულებები. აღნიშნულია, რომ მომავალში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მაღალტექნოლოგიური დარგების განვითარებას, მეცნიერმუშაკთა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის საქმიანობის გააქტიურებას, კვლევით სფეროში ინვესტიციების გადიდებას და სხვ.

ავტ.

6.3.6. მცირე მეწარმეობის მნიშვნელობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში. /. ჩუბინიძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #4. - გვ. 20-23. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მცირე მეწარმეობის მნიშვნელობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ნაჩვენებია სწრაფი სამომხმარებლო მოთხოვნის ინდივიდუალიზაციისა და დიფერენციაციის, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დაჩქარების, სამეწარმეო საქონლისა და მომსახურების ნომენკლატურის აღმავლობის პირობებში მცირე მეწარმეობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. საქართველოში მცირე ბიზნესის წარმატებული განვითარებისათვის ავტორი რეკომენდაციას იძლევა მცირე ბიზნესის ადმინისტრირების სტატუსი და ფორმირება ამაღლდეს საქართველოს პრეზიდენტის დონემდე, რაც დაადასტურებს სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტს მცირე ბიზნესის განვითარების საქმეში.

ავტ.

6.3.7. ინფლაციის სტაბილიზაციური პროგრამები. /. ლაზარაშვილი/. მერმისი. – 2009. – III. – გვ. 43- 49. – ქართ., რეზ.: ინგლ.

მითითებულია, რომ საქართველოსათვის ბევრად უფრო მომგებიანი და დადებითი ეფექტის მომტანი იქნება, თუ ფისკალური (საბიუჯეტო-საგადასახადო) და ფულად-საკრედიტო (მონეტარული) პოლიტიკის ინსტრუმენტები გამოყენებული იქნება არა ცალსახად, არამედ ერთმანეთთან შერწყმითა და მჭიდრო კავშირში. ასეთი კომბინაცია გაცილებით კარგი შედეგის მომცემი იქნება როგორც საქართველოს, ასევე ნებისმიერ პოსტკომუნისტურ სივრცეში მყოფი ქვეყნისთვის.

ავტ.

6.3.8. საბანკო ინოვაციები, როგორც ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდის საშუალება. /. გურგენიძე, . ბოლოკაძე, . სარალიძე/. მერმისი. – 2009. – III. – გვ. 50-53. – ქართ., რეზ.: ინგლ.

განხილულია ახლად დანერგილი და დასაშვები საბანკო ინოვაციები. ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ინოვაციათა შორის საბანკო პლასტიკური ბარათების დანერგვა ითვლება საბანკო საქმიანობის ტექნოლოგიური რევოლუციის” უმნიშვნელოვანეს ამოცანად. ეს არის ანგარიშსწორების საშუალება, რომელიც ფლობს უტყუარი ღირსებების უმრავლესობას, აქვს დიდი უპირატესობა, როგორც ბარათის მფლობელისთვის, ისე მათი გამომშვები საკრედიტო ორგანიზაციებისთვის. ბარათის მფლობელისთვის ესაა - მოხერხებულობა, საიმედოობა, პრაქტიკულობა, დროის ეკონომია, მსხვილი ოდენობით ნაღდი ფულის ტარება არიდება და სხვ. ხოლო საკრედიტო ორგანიზაციებისთვის ესაა კონკურენტუნარიანობისა და პრესტიჟის ამაღლება, გადახდის გარანტიის არსებობა, ქაღალდის ფულის ოდენობის დამუშავებაზე, აღრიცხვასა და დამზადებაზე დანახარჯების სიმცირე, ცოცხალი შრომის ეკონომია და დროის მინიმალური დანახარჯები.

ავტ.

6.3.9. საქართველოს ეროვნული ბანკის როლი ეკონომიკის განვითარებაში. /. მარუაშვილი, . მღებრიშვილი, . ჯანგულაშვილი/. მერმისი. – 2009. – III. – გვ. 61-65. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქციები. აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ-) ფულად-საკრედიტო პოლიტიკით ქვეყანაში ფასების სტაბილურობისა და ინფლაციის დაბალი დონის გარანტია. და მის ეფექტიან ფუნქციონირებაზე ბევრადაა დამოკიდებული საქართველოს მოსახლეობის სოციალური დაძაბული ფონი. მითითებულია, რომ სებ-ის როლი ეკონომიკის წარმატებული განვითარების ინტერესებისათვის და საბანკო სისტემის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფაში უაღრესად დიდი და მრავალმხრივია. აქვე ავტორები შენიშნავენ, რომ პრაქტიკულად ამ როლის რეალიზაცია მხოლოდ ეკონომიკური ღონისძიებების მეშვეობითაა შესაძლებელი.

ავტ.

6.3.10. გარემოს ცნება საბანკო მენეჯმენტის სისტემაში. /. ზუბიაშვილი, . ქორთოშიძე/. მერმისი. – 2009. – III. – გვ. 66-68. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

მითითებულია მრავალფეროვან ფაქტორთა ერთობლიობაზე (მოვლენები, პრცესები, საორგანიზაციო სტრუქტურები, პარტიები, საზოგადოებები, პრიორიტეტები და ..), როგორც საბანკო მენეჯმენტის გარემოზე”, რომელზედაც დამოკიდებულია ბანკის მენეჯმენტის მდგომარეობა და მიზანდასახულობათა რეალიზაცია. აღნიშნულია, რომ იერარქიული პრინციპის შესაბამისად, საბანკო მენეჯმენტის გარემოში შეიძლება გამოვყოთ ორი სფერო: - შიდა (ენდოგენური, “სისტემაში”), რომელიც მოიცავს საკრედიტო სისტემას დონეთა მიხედვით, .. საბანკო ზედამხედველობის და რეგულირების ორგანოებს, საბანკო პროდუქტების მომხმარებლებს, ნაწილობრივ, საფონდო ბაზარს; და - გარე (ეგზოგენური, “სისტემის” გარეთ), რომელიც მოიცავს სახელმწიფო ორგანოებს: პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სამეწარმეო გარემოს, სოციალურ გარემოს, ნაწილობრივ საფონდო ბაზარს.

ავტ.

6.3.11. კომერციული ბანკების მდგრადობა და მისი აღდგენის ღონისძიებები. /. სესაძე, . ტუღუში/. მერმისი. – 2009. – III. – გვ. 75-81. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

მითითებულია, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის როლი საბანკო სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფაში ბანკების აქტივების ზრდის, საკუთარი და მოზიდული კაპიტალების და ლიკვიდობის რეგულირების პროცესში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კლასიკური ინსტრუმენტები - ღია ბაზრის ოპერაციები და საკრედიტო აუქციონები - მიზნად უნდა ისახავდეს არა საბანკო სისტემიდან ლიკვიდობის მოკლევადიან ამოღებას, არამედ საბანკო სისტემის პერსპექტივაში ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებას. ამიტომ აუცილებელია საბანკო სფეროში ფინანსური მდგრადობის განმტკიცებისათვის, ლიკვიდობის ოპერატიული მართვისა და კომერციული ბანკების დეპოზიტებზე რიცხული თანხების გამოყენების გაუმჯობესებისათვის კომერციული ბანკების მინიმალური რეზერვებისა და საკორესპონდენტო ანგარიშების გაერთიანების პროცესის სრულყოფა. ვტორები აღნიშნავენ, რომ გარდა ზემოთ აღნიშნულისა, კომერციული ბანკების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის საფუძველს წარმოადგენს დეპოზიტების დაზღვევა. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს მეანაბრეთა დაცვას დაბანდებული საშუალებების დაკარგვის რისკისგან ან მოცემული რისკის მინიმიზაციას კომერციულ ბანკთა გაკოტრების შემთხვევაში.

ავტ.

6.3.12. კომერციული ბანკების რეიტინგის შეფასების შესახებ. /. მარუაშვილი, . კენჭოშვილი/. მერმისი. – 2009. – III. – გვ. 82-87. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

მითითებულია, რომ კომერციული ბანკების უფრო ობიექტურ რეიტინგულ შეფასებას იძლევიან ორგანიზაციები, რომლებიც საბანკო ზედამხედველობას ახორციელებენ (ცენტრალური ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, საგადასახადო ორგანოები და ..). საქართველოს ცენტრალური ბანკი კომერციული ბანკების რეიტინგულ შეფასებას იმისათვის ახორციელებს, რომ სარეიტინგო ცხრილის ქვედა ნაწილში მოქცეული, ანუ ნაკლებად საიმედო და სტაბილური ბანკები გამოავლინოს მათი ლიკვიდურობისა და გადახდისუნარიანობის აღდგენისათვის დროული ზომების მისაღებად. კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ერთ-ერთი ძირითადი მიზანი და ფუნქციაა უზრუნველყოს სტაბილურ ბაზარზე დამყარებული ფინანსური სისტემის ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა.

ავტ.

6.3.13. ფასწარმოქმნის სრულყოფის წინადადებები აგრარული სექტორისათვის. /. ძნელაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2010. - #1. – გვ. 66-69. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

სოფლის მეურნეობის საქონელმწარმოებელი ორიენტაციას ახდენს ბაზრის მოთხოვნილებაზე პროდუქციის გასაღების პირობების მუდმივი შესწავლით, რომელიც საფუძვლად უდევს მისი ძირითადი საქმიანობის ყველა დანაყოფს. გასათვალისწინებელია ასევე ფასის დადგენა პროდუქციაზე ბაზრის მიმდინარე ფასების დონის მიხედვით. ფასწარმოქმნის სრულყოფის ერთ-ერთი ელემენტია საკომპენსაციო მოსაკრებლები. ფასწარმოქმნის სტრატეგიის სწორი შემუშავება და რეალური ფასების განსაზღვრა განაპირობებს აგრარული სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს საქონელმწარმოებელთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების შემდგომ გაუმჯობესებას.

ავტ.

6.3.14. ფასების რეგულირების სარეკომენდაციო წინადადებები აგრარული სექტორისათვის. /. პიტიურიშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2010. - #1. – გვ. 70-75. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ფასების რეგულირებას სახელმწიფოს მხრიდან დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი შეიძლება განხორციელდეს დოტაციის და კომპენსაციის გზით, რომელიც შეიძლება გაცემულ იქნეს პრიორიტეტულ პროდუქციაზე, ასევე სატრასტო ფასის მეშვეობით, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე გლეხს ჰქონდეს გარანტირებული ფასი. სახელმწიფო ხშირად მიმართავს ასევე სუბსიდიების გაცემას ფერმერებისათვის იმ დანახარჯების ასანაზღაურებლად, რომელსაც ეს უკანასკნელნი გაიღებენ კრედიტის პროცენტის გადასახდელად, რომელიც მათ აიღეს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესაძენად. სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ფასების 20-40%. ეს შეეხება უმთავრესად პირველადი აუცილებელობის სოციალური მნიშვნელობის პროდუქტებს. ფასები უნდა დარეგულირდეს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, ენერგომატარებლებზე, საკონსტრუქციო მასალებზე, ლითონზე, სატრანსპორტო ტარიფებზე, რომლებიც გამოდის, როგორც დანახარჯების წარმომქმნელი ყველა სხვა საქონლის წარმოებისას. ამით სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება გარკვეული ზომით აკონტროლოს ფასები დანარჩენ სახეობათა პროდუქციაზე. აუცილებელია ფასებისა და საფინანსო-საკრედიტო მექანიზმის მჭიდრო ურთიერთკავშირი, რამდენადაც მათ შერწყმას შეუძლია უზრუნველყოს ფერმერული მეურნეობების ნორმალურად ფუნქციონირებისათვის სათანადო შემოსავალი. ქვეყანაში ფასებისა და ფასწარმოქმნის რეგულირების მიზნით საჭიროა ფინანსთა სამინისტროში ფუნქციონირებდეს სტრუქტურული ერთეული, რომელიც პერიოდულად გაანალიზებს სამომხმარებლო ბაზარზე მომქმედ ფასებს, ამასთან მისი ძირითადი ფუნქცია იქნება ფასების რეგულირების რეკომენდაციების და ნორმატიული აქტების მომზადება.

ავტ.

6.3.15. მსოფლიო ფინანსური კრიზისის ძირითადი მიზეზები. /. ილაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. - 2010. - #1. – გვ. 88-91. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გამოვლენილ იქნა მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგი ძირითადი მიზეზები. - მონეტარული პოლიტიკა. სოფლიო წამყვანმა ქვეყნებმა დაიწყეს მსუბუქი ონეტარული პოლიტიკის განხორციელება. კერძოდ, რეკორდულ დონემდე შეამცირეს საბანკო პროცენტი (2003 . - 1%). მაგრამ ამ ღონისძიებამ გამოიწვია საწინააღმდეგო პროცესი და პირიქით გააღრმავა კრიზისი. - უძრაობის გაბერვა. ეს გამოწვეული იქნა უძრავ ქონებაზე მოთხოვნისა და ფასების გაზრდით. შემდგომში უძრავ ქონებაზე ფასების დაცემამ გამოიწვია გაცემული იპოთეკური სესხების დაბრუნების დონის დაცემა, რადგან დასაბრუნებელი თანხა ბევრად ნაკლები აღმოჩნდა იპოთეკურ ღირებულებაზე. - ნედლეულზე ფასის ზრდა. ფულის გაიაფებამ განაპირობა ნედლეულზე ფასების ზრდა, კერძოდ, 2008 წელს ბარელი ნავთობის ფასმა მიაღწია $150. შემდეგ ნედლეულზე ფასების ვარდნამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ნედლეულის ექსპორტიორი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი. - ფინანსური გაბერვა. გამოწვეულ იქნა რეგულირების დონის შესუსტება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა რისკები, წარმოქმნა .. პირამიდები”. - დერივანტები, რომელიც ითვალისწინებს საკრედიტო რისკების გადაცემას სხვა ინვესტორებზე. - ტოქსიკური აქტივები ანუ არაუზრუნველყოფილი მოთხოვნილებების წარმოქმნა, გაიზარდა გადავადებულ დავალიანებათა მოცულობა. წინა წელს გადაუხდელი დავალიანებათა მოცულობა გაიზარდა 2,66 % - 4,6 %.

ავტ.

6.3.16. რისკის გამართლებულობის სინთეზირებული ეკონომიკური პარამეტრები და პროპორციულობის კოეფიციენტები. /. ქეშელაშვილი, . მეჭურჭლიშვილი, . ძაგანია, . დამენია, . ქეშელაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #4. – გვ. 6-19. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ რაც უფრო დაბალია რისკის მიზანშეწონილობის ეკონომიკური ზღვარი და მაღალია უკუგების დონე, მით უფრო გამართლებულია სხვადასხვა ფაქტორ-პოზიციათა მხედველობაში მიღებით გაწეული რისკი. ასევე დადგინდა პროპორციული დამოკიდებულება რისკის მიზანშეწონილობის ეკონომიკური ზღვრის და რისკის უკუგების დონის სინთეზირებულ მაჩვენებლებს შორის, რომელმაც გამოავლინა დამოკიდებულების კანონზომიერება და მათი ურთიერთქმედების ტენდენცია ამ ორ მაჩვენებელს შორის. საერთოდ, გამოკვლევებმა საშუალება მოგვცა საქართველოს პირობებში პირველად დაგვედგინა სამეურნეო რისკის მიზანშეწონილობისა და ეკონომიკური უკუგების დონის სინთეზირებული-ოპტიმიზირებული პარამეტრები, სხვადასხვა საწარმოო მიმართულების ფერმერული მეურნეობებისათვის, არსებით ფაქტორ-პოზიციათა შესაბამისად, რაც უნდა მივიჩნიოთ პრაქტიკული (გამოყენებითი) ხასიათის სტრატეგიულ მეცნიერულ რეკომენდაციებად, რომელიც საწარმოო და ეკონომიკურ-ორგანიზაციული პირობების ცვლილებისდაკვალად, ეტაპობრივად უნდა კორექტირდებოდეს და სრულყოფილი ხდებოდეს.

ავტ.

6.3.17. ანაბრების დაზღვევა საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების მიზნით. /. ხუნდაძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #3. – გვ. 31-40. – ინგლ.; რეფ.: ქართ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს სულ მცირე არასტაბილურობა საბანკო სექტორზე. ქართველი ხალხის საბანკო ინსტიტუტების მიმართ განწყობის უკეთ საჩვენებლად გამოკითხულ იქნა 200 რესპონდენტი თბილისის სხვადასხვა უბნებიდან. გამოკითხვის შედეგებით ნათელი ხდება, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს იკავებს ბანკებში თანხის შენახვისაგან ბანკების მიმართ პესიმისტური განწყობის გამო. რესპონდენტთა უმრავლესობის (95%) დამოკიდებულება ანაბრების დაზღვევის შემოღების მიმართ საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ სისტემის ფუნქციონირების შემთხვევაში მოსახლეობის დანაზოგის მნიშვნელოვანი წილი სავარაუდოდ საბანკო არხებში მოექცევა. როგორც აღმოჩნდა დაზღვეული ანაბრის მფლობელი ქართველი მეანაბრეები ბევრად დაცულად იგრძნობდნენ თავს, რაც სავარაუდოდ მათ მიერ შეტანილი ანაბრების, აქედან გამომდინარე საბანკო საქმიანობისა და მთლიანად ეკონომიკის ზრდას გამოიწვევს.

ავტ.

6.3.18. საქართველოს საბანკო სისტემაში მიმდინარე ცვლილებების მიმოხილვა. /. ლაფაჩი, . ბერიძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #3. – გვ. 110-119. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

2008 წლის აგვისტოს ცნობილ მოვლენებამდე საქართველოს საბანკო სისტემა უკვე იდგა არსებითი პრობლემების წინაშე. მართალია მან გაუძლო საომარი მოქმედებების დროს განვითარებულ პროცესებს, მაგრამ ამ მოვლენებმა თითოეული ზემოაღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა. აგვისტოს მოვლენებმა საქართველოს საბანკო სისტემაზე და ზოგადად ეკონომიკაზე დიდი გავლენა ჰქონდა. საბანკო სისტემის აქტივები 2008 წლის აგვისტო-ოქტომბერში, 1026 მლნ ლარით (13%-ით) შემცირდა. ამ კონფლიქტმა ფაქტიურად გამოავლინა ყველა შიდა ეკონომიკური, მათ შორის საბანკო, წინააღმდეგობები და დისპროპორციები, რომელიც ამ პერიოდამდე არსებობდა. ხოლო სექტემბერ-ნოემბერში, როცა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გამწვავდა, ეს დისპროპორციები გაღრმავდა და საქართველოს ეკონომიკის და საბანკო სექტორის საშუალოვადიან განვითარებას ღრმა კვალი დაასვა.

ავტ.

6.3.19. საბანკო სექტორი და გლობალიზაცია. /. ხურცია/. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაცნე. – 2009. - #1. – გვ. 97-101 – ქართ., რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საუბარია საბანკო სექტორში გლობალური ცვლილებების მიზეზებზე. ინფორმაციის გადაცემის მზარდმა სიჩქარეებმა უდიდესი გავლენა იქონია გლობალური თუ ადგილობრივი ფინანსური ბაზრების საქმიანობაზე და საგრძნობლად ეფექტური და მოქნილი გახადა საბანკო-საფინანსო ოპერაციები. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ფინანსურ ორგანიზაციებსა და სამრეწველო სექტორში საშუალებას იძლევა დაუბრკოლებლად გადაილახოს სივრცობრივი თუ დროითი შეზღუდვები. გლობალიზაციის პროცესი, თავის მხრივ განაპირობებს ბანკების გამსხვილებას. მრავალი ბანკი კონკურენციისა და ბაზრების გაფართოების პირობებში საბანკო სექტორის გამსხვილებისა და გლობალიზაციის პროცესში შთაინთქმებიან, ხოლო მათ ადგილს დაიკავებენ ის უნივერსალური ბანკები და ვიწროდარგობრივი ფინანსური ორგანიზაციები, რომელთაც ყველაზე უკეთ შეეძლებათ კლიენტთა ინდივიდუალური მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ავტ.

6.3.20. პოსტკომუნისტური კაპიტალიზმი და მკვდარი ეკონომიკის თანამედროვე სამყარო. /. პაპავა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 198-202. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კომუნისტური რეჟიმისა და მბრძანებლური ეკონომიკის ნგრევის შემდეგ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს მსოფლიო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი საქონლის მხოლოდ მცირე ჯგუფის მიწოდება შეეძლოთ. ეს ქვეყნები ნეკროეკონომიკის არსებობის პრობლემის წინაშე დადგნენ. როგორც საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, მკვდარი ფირმებიწარმატებითფუნქციონირებენ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებშიც, და ამის საუკეთესო მაგალითი იაპონიაა. ეს გაკოტრებული ფირმები ქმნიან ზომბი-ეკონომიკის საფუძველს. თუ გასული საუკუნის 90-იან წლებში ზომბირების თემა ძირითადად მხოლოდ იაპონიის ეკონომიკასთან მიმართებაში განიხილებოდა, დღეს ზომბირების პრობლემა უკვე მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც გადასწვდა. მკვდარი ეკონომიკის ფუნქციონირება განპირობებულია სათანადო რუტინის არსებობით, რომლის ქვეშ ფირმის ქცევის ჩამოყალიბებული ის წესები და ხერხები იგულისხმება, რომლებიც ამ ფირმის მოქმედების აღწარმოებას არეგულირებს.

ავტ.

6.3.21. საინოვაციო სისტემების გენეზისი და სახელმწიფოს როლი. /. მინდელი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 204-210. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომი ეხება ეროვნული საინოვაციო სისტემების და სახელმწიფო ინსტიტუტების კოევოლუციის (თანაგანვითარების) თეორიულ საკითხებს. განხილულია სახელმწიფოს როლი საინოვაციო კომპლექსების ფორმირებისა და ფუნქციონირების ძირითადი წინაპიროებების უზრუნველყოფაში. გაანალიზებულია საინოვაციო კოოპერაციის განვითარებაში სახელმწიფო სტრუქტურების წვლილის ძირითადი ასპექტები.

ავტ.

6.3.22. თანამედროვე ეკონომიკური კრიზისის თავისებურებანი საქართველოში. /. პაპავა/. ეკონომისტი. - 2009. - #4. გვ. 5-9. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია, ამას თან დაერთო გლობალური ფინანსური კრიზისის დაწყება. ამ მოვლენებმა ქვეყნის წინაშე თვისებრივად ახალი ამოცანები დააყენა. საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისს ადგილობრივი საფუძველიც აქვს, რაც განპირობებულია ეკონომიკურ პოლიტიკაში მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომებით. საქართველოში ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი ეფექტები ბევრად უფრო საგრძნობი იქნებოდა, რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის ფინანსური დახმარება საქართველოსთვის, როგორც რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მხარისათვის. შედეგად, სახეზეა .. ომის პარადოქსი, როცა ომი უარყოფით შედეგებს იწვევს. მაგრამ მას თან ახლავს აგრეთვე დადებითი ეფექტიც.

ავტ.

6.3.23. საქართველოს საბანკო სისტემა გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში. /. ასათიანი/. ეკონომისტი. - 2009. - #4. გვ. 10-14. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

საქართველოს საბანკო სისტემას ბზარი ჯერ კიდევ 2008 წელს, კრიზისის დაწყებამდე გაუჩნდა. თუმცა გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ეს ბზარი კიდევ უფრო გააღრმავა. ქვეყნის საბანკო სექტორმა 2008 წელი 215 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. მშპ-თან საბანკო სესხების ოდენობის შეფარდების საშუალო ევროპული მაჩვენებელი 2007 წელს 200%-ის ფარგლებში მერყეობდა, მაშინ როდესაც საქართველოში 31%- შეადგენდა, რაც კატასტროფულად დაბალი იყო. საქართველოში მშენებლობის გრძელვადიანი დაკრედიტება იმპორტის დაფინანსებას უწყობდა ხელს და არა წარმოების განვითარებას. გრძელვადიანი კრედიტების 20%-ზე მეტი იპოთეკური სესხები იყო. ასევე მაღალი იყო ბანკების ლიკვიდურობის რისკი. შექმნილ რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა მსოფლიოში აპრობირებული დეპოზიტების დაზღვევის ინსტიტუტის არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს ბრიუსელში გამართულ დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს საბანკო სექტორის მხარდასაჭერად სესხებისა და გრანტების სახით 850 მლნ დოლარი გამოიყო, 2009 წლის იანვრის მონაცემებით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები, წინა წელთან შედარებით, 319 მლნ ლარით შემცირდა და 8 მლრდ 546 მლნ ლარი შეადგინა. საჭიროა გარკვეული ღონისძიებების გატარება, რათა საქართველოს საბანკო სისტემამ შეძლოს რეალურ პრობლემებთან გამკლავება.

ავტ.

6.3.24. ინდივიდუალური პრეფერენციის თეორია: ჰეტეროდოქსია ორთოდოქსიის წინააღმდეგ. /. არნანია-კეპულაძე/. ეკონომისტი. - 2009. - #4. გვ. 26-32. - რუს.; რეზ.: ინგლ.

სტატიაში აღწერილია ინდივიდუალური პრეფერენციის ანალიზისადმი ორი სხვადასხვა მიდგომა: ტრადიციული ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორია და ჰეტეროდოქსული ეკონომიკა. ორთოდოქსული პრეფერენციის თეორია ეფუძნება პრეფერენციულ-ინდიფერენციული ურთიერთობების ტრანზიტუ­ლობის წანამძღვრებს, სისრულეს, მკაცრს ამოზნექილობას. მცირე დაშვებიდან გამომდინარე როგორიცაა პირადი ინტერესი, რაციონალურობა, ბაზრის წონასწორობა, სარგებლიანობის მაქსიმიზაცია და ადამიანის ქცევა, მის მიერ შექმნილი მოდელის პირობითობის მაღალი დონის შეგნებიდან გამომდინარე. ნეოკლასიკური თეორია მიმართულია ყველა სხვა მეთოდის და მიმართულების კრიტიკისაკენ, როგორც ნაკლებ მეცნიერული და ზუსტი.

ავტ.

6.3.25. საბანკო სესხები: ტენდენციები და რეგულირება. /. ლემონჯავა/. ეკონომისტი. - 2009. - #4. გვ. 33-41. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

სტატიაში განხილულია საქართველოს საბანკო სექტორის განვითარების ზოგიერთ ტენდენციები. კერძოდ, ბანკების სასესხო პორთფელის დინამიკა. აღნიშნულია, რომ სასესხო პორთფელის სწრაფმა ზრდამ ცუდი გავლენა მოახდინა სესხების ხარისხზე. გაანალიზებულია სესხების ხარისხის მაჩვენებლების დინამიკა და სესხების პორთფელის სტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებები. ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა, რომ ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ბანკების საკრედიტო პორთფელის რისკიანობა. განხილულია საკრედიტო რისკის კონტროლის საკითხი, რეგულირების არსებული წესი და მონიშნულია მისი გაუმჯობესების ერთი მიმართულება, რომელიც ემყარებაბაზელი II”-ის კონცეფციას. იდეის თანახმად მთავარია სესხების ტიპების მიხედვით რისკის წონების და ამ წონების გამოყენებით კაპიტალის მინიმალური საზედამხედველო მოთხოვნის დადგენა.

ავტ.

6.3.26. სახელმწიფო ინოვაციური პოლიტიკა საქართველოში. /. ქისტაური, . მელაშვილი/. ეკონომისტი. - 2009. - #4. გვ. 47-51. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოები, რომლებიც ირჩევენ ეკონომიკის განვითარების ინოვაციურ მოდელს, ეფექტიანად იყენებენ სახელმწიფო ინოვაციურ პოლიტიკას. პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს: ინოვაციური პროცესების აქტივიზაციაზე ეკონომიკის ყველა სფეროში; საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე; სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის, ინოვაციური საქმიანობის სტიმულირების საბაზრო მექანიზმების ეფექტიანი გამოყენებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე; ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე; სამეცნიერო-ტექნიკური პერსონალის შესაბამისი უნარების სწავლებასა და გამოყენებაზე და .. სწორედ სახელმწიფომ უნდა შექმნას ინოვაციური სფეროს განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემო: სამართლებრივი, საგადასახადო, საკრედიტო, საპატენტო, საბირჟო, ლიცენზირების, ექსპორტის, იმპორტის და სხვა. სახელმწიფომ ისეთი ინოვაციური პოლიტიკა უნდა განახორციელოს, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ინტელექტუალური, საინჟინრო-სამეცნიერო, სამრეწველო-ტექნიკური პოტენციალის არა მარტო შენარჩუნებას, არამედ მის მაქსიმალურად ამოქმედებას, გარდაქმნას განვითარების პირობების შესაბამისად.

ავტ.

6.3.27. საქართველოს აგრარული სექტორი კრიზისის პირობებში. /. კაპანაძე/. ეკონომისტი. - 2009. - #4. გვ. 56-59. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

რეალურ და ფინანსურ სექტორებს შორის არსებულ არასასიკეთო უკუკავშირს მძიმე დანაკარგები მოაქვს უმრავლესი ქვეყნების ეროვნული მეურნეობებისთვის. ფინანსურმა კრიზისმა თითქმის ყველგან მკვეთრად შეამცირა აქტივების ღირებულება, დააქვეითა მოსახლეობის კეთილდღეობა, რამაც გავლენა იქონია სამომხმარებლო მოთხოვნაზე. მზარდი გაურკვევლობის ფონზე ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს პირველად, მთელ ომისშემდგომ პერიოდში, წარმოების მოცულობა განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში 2%-ით შემცირდება. გავრცელებულია მოსაზრება, რომ მსოფლიო ეკონომიკის ყველა ძირითადი ტენდენცია ასე თუ ისე აგრარულ სფეროს უკავშირდება. ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილის მტკიცებით უახლოეს მომავალში ჩვენს პლანეტაზე სწორედ სოფლის მეურნეობა იქნება ეკონომიკის წამყვანი დარგი, მისი რენტაბელობა კი მკვეთრად ამაღლდება. სოფლის მეურნეობა ის გენერატორი შეიძლება გახდეს, რომელიც მთელ ეკონომიკას გამოიყვანს გლობალური ფინანსური კრიზისიდან.

ავტ.

6.3.28. საქართველოში ადამიანური კაპიტალის კონკურენტუნარიანობა. /. ბერულავა, . ვახანია/. ეკონომისტი. - 2009. - #4. გვ. 60-64. - ინგლ.; რეზ.: ინგლ.

ნაშრომში განხილულია ადამიანური რესურსების გამოყენების და მართვის საკითხები. თუ როგორ შეძლებს საქართველო გაზარდოს მისი მწარმოებლურობა და წარმოადგინოს ადამიანური კაპიტალის და კომპანიების სპეციალიზირების უპირატესობები. განხილულია საქართველოს ეკონომიკასა და განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე რეფორმები; განსაზღვრულია პრობლემები და დადგენილია შესაძლებლობები; განხილულია თითოეული დაინტერესებული მხარის ფუნქცია და მათი პოტენციალი ხელი შეუწყონ საქართველოში ადამიანური კაპიტალის კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

ავტ.

6.3.29. უმუშევრობა და მისი მიზეზები საქართველოში. /. აბესაძე/. ეკონომისტი. - 2009. - #5. გვ. 10-20. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია უმეტეს ქვეყნებში ეკონომიკური დაქვეითებით დაიწყო. იგი საქარ­­ვე­ლოში ყველაზე აშკარად და მძაფრად გამოიხატა. ბუნებრივია ამ პროცესებს თან სდევდა უმუშევრო­ბის საკმაოდ მაღალი დონე. ბევრმა პოსტკომუნისტურმა ქვეყანამ შეძლო გადაელახა სიძნელეები, აეშენებინა მეტ-ნაკლებად სრულყოფილი საბაზრო ეკონომიკა. თითქმის ბუნებრივ მაჩვენებლამდე შეემცირებინა უმუშევრობის დონე. ზოგმა კი, მათ შორის საქართველომ, რეფორმების განხორციელების დროს დაშვებული შეცდომებისა და სხვა მიზეზების გამო, ამ ამოცანის შესრულება ვერ შეძლო. შედეგად ამ ქვეყნებში უმუშევრობის მაღალი დონეა. ნაშრომში გაანალიზებულია უმუშევრობის მდგომარეობა და მიზეზები საქართველოში, დასახულია უმუშევრობის დონის შემცირების ღონისძიებები.

ავტ.

6.3.30. საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნისა და დასაქმების დონის ზრდის საკითხები. /. ბურდული/. ეკონომისტი. - 2009. - #5. გვ. 29-38. - რუს.; რეზ.: ინგლ.

ნაჩვენებია, რომ დასაქმების დონის ზრდის უზრუნველყოფისათვის საჭიროა ეკონომიკის თანდათანობითი რესტრუქტურიზაციის განხორციელება. თანამედროვე ეკონომიკური სტრუქტურის ფორმირებაზე გავლენა მოახდინა ეკონომიკის პოსტსაბჭოური პრობლემების გადაუჭრელობამ. ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის აუცილებლობას ასევე განაპირობებენ მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის სიგნალები. გამოკვლეულია ეკონომიკის სტრუქტურის შესახებ ისეთი სტატისტიკური მონაცემები, როგორიცაა დასაქმებულთა და დამატებული ღირებულების სტრუქტურა საქმიანობის სახეების ჭრილში, მრეწველობის დეტალიზებული დარგობრივი სტრუქტურის დინამიკა. ნაჩვენებია, რომ ქვეყნის ეკონომიკის ამჟამინდელი სტრუქტურა არ შეესაბამება თანამედროვე ტექნოლოგიური წყობის მოთხოვნებს, რაც თავის მხრივ განაპირობებს უმუშევრობის მაღალ დონეს. სისტემატიზებულია ზოგიერთი განვითარებული ქვეყნის გამოცდილება ეკონომიკის სტრუქტურის სრულყოფის ღონისძიებების პროგრამული რეალიზაციის სფეროში. დასაბუთებულია საქართველო­სათვის ეკონომიკური განვითარების კონცეფტუალური პროგრამის შემუშავების მიზანშეწონილობა და ფორმირებულია რიგი ფუძემდებლური მოთხოვნა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს პროგრამის შემუშავების დროს.

ავტ.

6.3.31. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში მილტონ ფრიდმანი, მისი შეხედულებები უმუშევრობის პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე. /. დავლაშერიძე/. ეკონომისტი. - 2009. - #5. გვ. 39-41. - რუს.; რეზ.: ინგლ.

უმუშევრობის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ეკონომიკურ თეორიაში. მოსახლეობის უმუშევრობის და დასაქმების მაჩვენებლები გამოიყენება როგორც ძირითადი მაჩვენებელი მაკროეკონომიკაში. ეს მაჩვენებლები გამოიყენება საბაზრო ურთიერთობების ფუნქციონირების შესაფასებლად ქვეყნის ეკონომიკის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით. ეს პრობლემა მრავალი წელია ბევრი ეკონომისტ-მკვლევარის კვლევის საგანს წარმოადგენს - კეინსიდან დაწყებული თანამედროვე მეცნიერების ჩათვლით. მილტონ ფრიდმანის მოსაზრებები უმუშევრობის პრობლემებზე და მისი დაძლევის გზებზე დიდად მნიშვნელოვანია. მათი გათვალისწინება ეკონომიკის განვითარების მიმართულებით ეფექტიანი.

ავტ.

6.3.32. აგრარული წესრიგის პოლიტიკის აქტუალური საკითხები. /. რევიშვილი/. ეკონომისტი. - 2009. - #5. გვ. 46-52. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია რიგი განვითარებადი და განვითარებული ქვეყნების მიწის ბაზრის ჩამოყალიბების გამოცდილებები; სასოფლო-სამეურნეო მიწების სახელმწიფო რეგულირების პრინციპები; მცირემიწიან ქვეყნებში სასოფლო მეურნეობათა ზომებისა და ნაკვეთების განაწილების რეგულირების საკითხები; მიწების განაწილების მარეგულირებელი კანონები. კვლევის შედეგების თანახმად გამოთქმულია მოსაზრებები საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი განაწილების შესახებ; მითითე­ბულია რომ აღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინება ხელს შეუწყობს წარმატებულ გამოცდილებათა პრინციპების გატარებას და სასოფლო-სამეურნეო მიწების სახელმწიფო რეგულირების გაუმჯობესებას.

ავტ.

6.3.33. მოსახლეობის ძლიერი საშუალო ფენის ფორმირებისათვის საქართველოში. /. სარჩიმელია, . არევაძე/. ეკონომისტი. - 2009. - #5. გვ. 53-57. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

სტატიაში გაანალიზებულია მოსახლეობის საშუალო ფენის რიცხოვნობისა და პროცენტული შემადგენლობის ცვლილებები და მისი ზრდის შესაძლებლობები; განსაკუთრებით მცირე მეწარმეობის განვითარებასთან კავშირში. გამოვლენილია მოსახლეობის საშუალო ფენის რიცხოვნობის დადგენასთან დაკავშირებული სიძნელეები. მითითებულია მიზეზები - ოფიციალური სტატისტიკის ნაკლებ საიმედოობა და დაზუსტებული კრიტერიუმების არარსებობა. ხაზგასმულია საქართველოში მდგრადი ეკონომიკური განვითარების პირობების შექმნისათვის საშუალო ფენის როლი და მისი შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაზე. აღნიშნულია გეგმიანი ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში დაშვებული ზოგიერთი შეცდომა, რომელიც დაკავშირებული იყო მოსახლეობის ფენებად დაყოფასთან, მდიდართა ფენის ჩამოყალიბების წინა პლანზე წამოწევასთან, პრივატიზაციის ნაკლოვანებებთან, მოსახლეობის მიგრაციის ფართო მასშტაბებთან, ფულადი სახსრების არასწორ განაწილებასთან.

ავტ.

6.3.34. უცხოური ინვესტიციები საქართველოში გლობალიზაციის პირობებში. /. დათუნაშვილი/. ეკონომისტი. - 2009. - #5. გვ. 58-62. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

გაანალიზებულია ადგილობრივი და უცხოური კაპიტალის დახმარებით ეროვნული ეკონომიკის სწრაფი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები. ამ მიმართულებით სტატიაში განხილულია გლობალიზაციის პირობებში ინვესტიციების როლი ქვეყნის ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების მიმართულებით. ყურადღება გამახვილებულია მიზეზებზე, რომლებმაც განაპირობეს ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის, ისეთის, როგორც საქართველოა. დახასიათებულია საინვესტიციო კლიმატი და მისი როლი მაკრო და მიკრო დონეზე.

ავტ.

6.3.35. ბიუჯეტის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ოპტიმიზაცია საქართველოში. /. ქურდაძე/. ეკონომისტი. - 2009. - #5. გვ. 63-68. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

ბიუჯეტის ფორმირებისათვის საჭიროა ბალანსის დაცვა საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლებს შორის. საზოგადოებისათვის იდეალურია, როდესაც ბიუჯეტი ფორმირდება უმეტესად საგადასახადო შემოსავლებით, რაც საზოგადოების მსყიდველუნარიანობის მაღალი მაჩვენებელია. თუმცა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება უნდა იყოს პრიორიტეტული, რადგანაც ამით უნდა მოხდეს ადგილობრივი წარმოებისა და საერთაშორისო საინვესტიციო ინტერესების რეალიზაცია და გაფართოება. სწორედ ეს არის წყარო ეროვნული შემოსავალისა და სიმდიდრისა. აღნიშნულთან დაკავშირებით ავტორს საინვესტიციო შესაძლებლობების და დასაქმების საკითხების შესახებ წარმოდგებილი აქვს კვალიფიციური მოსაზრებანი.

ავტ.

6.3.36. განვითარებული ქვეყნების გავლენა მსოფლიო ბაზარზე. /. ლორთქიფანიძე/. ეკონომისტი. - 2009. - #5. გვ. 69-73. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

მსოფლიო ბაზრის სრულყოფილი კონტურების ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი საფუძვლებია მე-20 საუკუნის კომპიუტერულ-მანქანური წარმოება აშშ-ში. სწორედ კომპიუტერულ-მანქანური ინდუსტრიაა დღეს მთავარი ფაქტორი მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისა და ადამიანების ცხოვრების პოლარულად დიფერენცირებული დონეების შესაძლო დაახლოებისათვის. სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს განვითარებადი ეკონომიკის რეფორმირების მართვის პროცესში ყოველდღიური ზრუნვის სფეროებს უნდა წარმოადგენდეს: 1) საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზება აშშ-, ევროკავშირისა და სხვა ცივილური ქვეყნების ჩვენთვის მისაღებEნორმებთან, მათი შესრულების კონტროლი; 2) მწარმოებლურობის დონის თანდათანობითი (2015 წლამდე) მიახლოება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელთან, შრომის ნაყოფიერების სხვადასხვა ინდიკატორების სისტემური და ზუსტი მონიტორინგი; 3) მცირე მეწარმეობის რეალური მხარდაჭერა. შესაბამისად, დასაქმების პრობლემათა გადაწყვეტა და მსხვილი ინვესტიციების მოზიდვისათვის საჭირო გარემოს არსებითი გაუმჯობესება.

ავტ.

6.3.37. ბირჟა - სტაბილური ეკონომიკის არსებობის გარანტი. /. მაისურაძე/. ეკონომისტი. - 2009. - #5. გვ. 74-77. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

ბირჟას ნებისმიერი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნის ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. იგი ერთ-ერთი გამორჩეული გარანტია, სტაბილური ბაზრისა და ეკონომიკის ფორმირებისა. სამწუხაროდ საქართველოში, ბირჟა თავის განვითარების საწყის სტადიაზეა, რასაც თავისი მიზეზები აქვს. სტატიაში განხილულია მსოფლიო გამოცდილება და ჩვენს ქვეყანაში ბირჟის ფორმირების პრობლემები. ასევე მოცემულია რიგი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ბირჟის აქტიურად ფუნქციონირებას საქართველოში.

ავტ.

6.3.38. ცენტრალურ კავკასიაში გლობალიზაციისა და რეგიონალიზაციის პროცესების თანაფარდობის შესახებ. /. ისმაილოვი/. ეკონომისტი. - 2010. - #1. გვ. 16-23. - რუს.; რეზ.: ინგლ.

გაანალიზებულია ცენტრალურ კავკასიაში გლობალიზაციისა და რეგიონალიზაციის პროცესების თანაფარდობა. განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი აქვსახალ რეგიონალიზმსდა მის განსხვავებასძველი რეგიონალიზმისაგან”. ავტორი განიხილავს ცენტრალური კავკასიის მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირების გზებს. ასევე განხილულია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ენერგეტიკული პრობლემების გადაწყვეტაში, ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციაში, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების განვითარებაში, თანამშრომლობის საკითხები ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში. შემოთავაზებულია იდეა რეგიონალური კოოპერაციის გაღრმავების.

ავტ.

6.3.39. 2008-2009 წლების გლობალური კრიზისის გავლენა აშშ- ეკონომიკაზე (ზოგიერთი ძირითადი მიმართულება, სტატისტიკური ფაქტები და მონაცემები). /. აფციაური/. ეკონომისტი. - 2010. - #1. გვ. 24-28. - ინგლ.; რეზ.: ინგლ.

ნაშრომი მოიცავს 2007-2008 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის აშშ- ეკონომიკაზე საზიანო გავლენის რამდენიმე ძირითად ასპექტს, კრიზისის სვადასხვა მიზეზებს და აშშ- მთავრობის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს, გრძელვადიანი და მოკლევადიანი ღონისძიებების ჩათვლით, ამ გლობალური კატაკლიზმის დასაძლევად. ახალი მიმართულებების მოკლე ანალიზი და დღევანდელი სიტუაცია, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს ამ სტატიიის მნიშვნელოვან ნაწილად.

ავტ.

6.3.40. დასაქმების გენდერული ასპექტები საქართველოში. /. აბესაძე/. ეკონომისტი. - 2010. - #1. გვ. 29-32. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან გენდერული სტატისტიკის საკითხებს სულ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება მდგრადი განვითარების კონცეფციის სისტემაში. ნაშრომში განხილულია გენდერული თანასწორობის რაოდენობრივი, და ხარისხობრივი ასპექტები, დახასიათებულია გენდერულ ჭრილში სოციალურ-ფსიქოლოგიური განსხვავებანი, აგრეთვე სქესის ფსიქოლოგიის ფორმირებაში სოციალური და ბიოლოგიური ფაქტორების გავლენა, გამოვლენილია მათი დასაქმების ბალანსზე გავლენის ხარისხი. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე გაკეთებულია დასაქმების გენდერული ანალიზი.

ავტ.

6.3.41. შრომითი რესურსების მართვის ზოგიერთი საკითხი. /. საბაშვილი/. ეკონომისტი. - 2010. - #1. გვ. 33-35. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

წარმოდგენილ სტატიაში მოცემულია მართვის სხვადასხვა ასპექტები, მოცემულია მართვის ხელოვნება და პრაქტიკა, მენეჯმენტი, როგორც მეცნერება. მოცემულია, თუ როგორ უნდა შეირჩეს სამუშაოზე პერსონალი. კვალიფიკაციის ამაღლება, შრომის ანაზღაურება საშუალებას აძლევს თანამშრომელს, გამოიმუშაოს უფრო მეტი, მიიღოს კმაყოფილება შრომით, შეიძინოს ახალი ცოდნა და ჩვევები. კადრების მომზადებაშიაღნიშნულია სტატიაში მნიშვნელოვანია მენეჯერის როლი, იგი ახლოს უნდა გაეცნოს თავის ხელქვეითებს, გამომდინარე აქედან, იგი უნდა იყოს კარგი სპეციალისტი.

ავტ.

6.3.42. აუდიტორული შემოწმების მეთოდიკის სრულყოფის საკითხები. /. ცომაია/. ეკონომისტი. - 2010. - #1. გვ. 47-49. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

ამჟამად აუდიტი საქართველოში ვერ აკმაყოფილებს წარმოების მოთხოვნებს და საჭიროებს შემდგომ გაუმჯობესებას. სწორედ ამის შედეგებია ის უამრავი ჯარიმა, რომელიც ეკისრებათ ფირმებს გადახდის შედეგად. აუდიტის კონტროლის გასაუმჯობესებლად აუცილებელია სწორად განისაზღვროს აუდიტის მოცულობა და გაუმჯობესდეს აუდიტის ქცევა.

ავტ.

6.3.43. ილია ჭავჭავაძე და ივანე ჯავახიშვილი ეროვნული ეკონომიკის ფორმირების ზოგიერთი თავისებურების შესახებ. /. კვარაცხელია/. ეკონომისტი. - 2010. - #1. გვ. 50-58. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების ზოგად-სოციოლოგიური ასპექტები, მათი აღმოცენებისა და განვითარების ისტორიული თავისებურებები. ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის ძველიწეს-წყობისგათანამედროვეობის აუცილებელობა. ავტორი ასაბუთებს საბაზრო ურთიერთობების ქართული მოდელის ჩამოყალიბების აუცილებლობას და მის წინაპირობად თვლის აღორძინების ხანის საქართველოში მეურნეობრიობის აპრობირებული ფორმების არსებობას. დასაბუთებულია, რომ მათი გარკვეული ფორმით რეამინაცია სრულყოფილი ქართული ეროვნული ეკონომიკის ჩამოყალიბებისთვის მყარ საძირკველს შექმნის.

ავტ.

6.3.44. სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის პრობლემების გადაჭრის სამართლებრივი გზები და მექანიზმები პლურალისტული საზოგადოების პირობებში. /. კურატაშვილი/. ეკონომისტი. - 2010. - #1. გვ. 59-62. - რუს.; რეზ.: ინგლ.

ნაშრომში განხილულია პლურალისტული საზოგადოების პირობებში სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის პრობლემების გადაჭრის სამართლებრივი გზები და მექანიზმები. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ავტორის მიერ შემოთავაზებული იმ სამართლებრივი გზებისა და მექანიზმების გამოყენების აუცილებლობაზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ეფექტიან ფუნქციონირებას.

ავტ.

6.3.45. სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა და მისი მნიშვნელობა ცივილიზებული საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბების პირობებში. /. კურატაშვილი/. ეკონომისტი. - 2010. - #1. გვ. 63-66. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

ნაშრომში განხილულია სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის არსი და ამ პოლიტიკის მნიშვნელობა ცივილიზებული საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბების პირობებში. ავტორის მტკიცებით, საზოგადოებაში სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა წარმოადგენს კომპლექსურ სოციალურ-ეკონომიკურ მიდგომას. ერთიანობაში განიხილება: სოციალური - როგორც მიზანი, ხოლო ეკონომიკური - როგორც სოციალური მიზნის რეალიზაციის საშუალება.

ავტ.

6.3.46. ბიზნესინფორმაციის საიმედობა და მისი ხარისხის გაზომვის სტატისტიკური მეთოდები. /. კბილაძე, . აბესაძე/. ეკონომისტი. - 2010. - #1. გვ. 67-79. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

ბიზნესში, ისე როგორც ეკონომიკის სხვა სფეროებში სწორი მმართველობითი ხასიათის გადაწყვეტილებების მიღება წარმოუდგენელია საიმედო ინფორმაციის გარეშე. ბიზნესმენთა ქცევის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავებისას მხედველობაშია მისაღები არა მარტო საკუთარი ინტუიცია, არამედ რაოდენობრივი მეთოდების გამოყენება, რაც თავისთავად გულისხმობს ისეთი მეთოდების გამოყენებას, როგორიცაა: გავლენის დიაგრამები, გადაწყვეტილებათა ვარიანტები, სტატისტიკური მონაცემები და ალბათური გაანგარიშებები, დისკონტირება და სხვ. ზემოაღნიშნული გამოყენებადია ბიზნესმენთა და მენეჯერთათვის სწორი და უტყუარი ინფორმაციის არსებობის პირობებში. ინფორმაციის ვარგისიანობის ანალიზი და მისი ხარისხის გაუმჯობესება უშუალოდაა დაკავშირებული მისაღები მმართველობითი ხასიათის გადაწყვეტილებების ეფექტიანობასთან.

ავტ.

4.    განათლება

6.4.1. კავშირი მათემატიკასა და ფიზიკას შორის საშუალო სიჩქარის სწავლებისას. /. ბუჭუხიშვილი, . ღვინიანიძე/. ხანძთა. 2009. - # 2(7). – გვ. 134-136. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საგანთაშორის კავშირის წარმატებით გადაჭრისათვის, მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიასა და სხვა დისციპლინათა შორის, აუცილებელ პირობას წარმოადგენს საგრძნობლად ამაღლდეს მათემატიკის სწავლების მეცნიერული დონე საშუალო სკოლაში. როდესაც მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე გაეცნობიან საშუალო არითმეტიკულს, საშუალო გეომეტრიულს და მედიანას, ხოლო წრფივი თანაბარი მოძრაობის დროს საშუალო სიჩქარეს, მათ შეიძლება შევთავაზოთ ისეთი ფიზიკური ამოცანის ამოხსნა, სადაც საჭირო იქნება აღნიშნული მათემატიკური ცნებების გამოყენება. სტატიაში განხილულია კონკრეტული ამოცანის ამოხსნის რამდენიმე ვარიანტი, საშუალო სიჩქარის გამოანგარიშებაზე, სტანდარტული ფიზიკური ფორმულებით და მათი გარკვეული მათემატიკური ინტერპრეტაციით.

ავტ.

6.4.2. მათემატიკის კურსის სწავლებისადმი ინტერესის ამაღლება პროფესიული მიმართულებით. /. შვანგირაძე/. ხანძთა. 2009. - # 2(7). – გვ. 144-146. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია რამდენიმე კონკრეტული მაგალითი გამოყენებითი ამოცანების შესახებ, რომლებიც განხილულია მათემატიკის კურსში. ნაჩვენებია, რომ კურსის პროფესიონალიზაციის საქმეში მნიშვნელობა ენიჭება გამოყენებით ამოცანებს, რომლებსაც გააჩნიათ პროფესიული მიმართულება. აღნიშნულია, რომ თითოეული გამოყენებითი ამოცანის ფორმულირება უნდა იყოს მოკლე, სწრაფად უნდა მოხდეს მათემატიკური დასკვნების გამოყენება და დაეყრდნონ სტუდენტებისათვის ცნობილ ცნებებს. მითითებულია, რომ გამოყენებითი ამოცანების რაოდენობა თითოეულ თემაზე უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული, რომ კურსი არ გადაიქცეს გამოყენებითი ამოცანების კრებულად. აღნიშნულია, რომ მათემატიკის კურსს საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის უნდა ჰქონდეს მკაფიო პროფესიული მიმართულება, რომელიც თვალსაჩინოს ხდის მათემატიკური მეთოდების როლს ინჟინრებად მათ მომზადებაში. ნაჩვენებია, რომ სწავლების პროფესიული მიმართულება არის უმნიშვნელოვანესი საშუალება სტუდენტების ინტერესის ასამაღლებლად მათემატიკის შესწავლის დროს და შესაბამისად მათი მათემატიკური მომზადების გასაუმჯობესებლად.

ავტ.

6.4.3. მათემატიკის სწავლების საკითხისადმი: კიდევ ერთხელ ლოგიკური და სიმრავლურ-თეორიული მიდგომის შესახებ. /. ტეტუნაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 19-28. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

ნაჩვენებია მათემატიკის სწავლების პროცესში სიმრავლეთა თეორიის, მათემატიკური ლოგიკისა და დისკრეტული მათემატიკის ელემენტების უფრო მეტი დოზითა და ინტენსიურობით ჩართვის აუცილებლობა. ჩამოყალიბებულია პრინციპები და მიდგომები, რომელთა დანერგვა ხელს შეუწყობს როგორც მიწოდებული მასალის უკეთ ათვისებას, ისე სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის უფრო ეფექტურ გამოყენებას. განხილულია მაგალითები, რომლებიც წარმოაჩენენ მათემატიკის სწავლების პროცესისათვის აღნიშნული პრინციპებისა და მიდგომების მნიშვნელობას.

ავტ.

6.4.4. უმაღლეს სასწავლებელში მათემატიკაში თემისწრფივი დიფერენციალური განტოლებები მუდმივი კოეფიციენტებითსწავლება. /. შვანგირაძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 153-157. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

აღწერილია სავარჯიშოების ამოხსნის მეთოდიკა თემისწრფივი დიფერენციალური განტოლებები მუდმივი კოეფიციენტებითმიხედვით. დამტკიცებული წესების საფუძველზე ნაჩვენების ის, რომ ზოგადი ამონახსნის მოძებნის საკითხი დაიყვანება ფუნდამენტალური სისტემის მოძებნის საკითხამდე. იმ შემთხვევაში, თუ განტოლების რიგი არ არის დიდი და კერძო ამონახსნის სახე შედარებით მარტივია, მაშინ გამოიყენება განუსაზღვრელი კოეფიციენტების მეთოდი საწყის განტოლებაში უშუალო ჩასმით. თუკი კერძო ამონახსნს აქვს რთული სახე და განტოლების რიგი მაღალია, გამოიყენება გამარტივებულ განტოლებაზე დაყვანის მეთოდი. აღნიშნულია, რომ ნებისმიერი მუდმივების ვარიაციის მეთოდი საშუალებას მოგვცემს ვიპოვოთ არაერთგვაროვანი განტოლების ზოგადი ამონახსნი, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი. მართლაც, ყველა იმ შემთხვევაში, როცა შესალებელია მარტივად იქნას მოძებნილი არაერთგვაროვანი განტოლების ერთი რაიმე კერძო ამონახსნი, ადვილია არაერთგვაროვანი განტოლების ზოგადი ამონახსნის მიღება. ამ მიზნით შესწავლილია ის შემთხვევები, როცა შესაძლებელია არაერთგვაროვანი განტოლების კერძო ამონახსნის პრაქტიკულად მოძებნა. სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობის მოყვანილი ეს მეთოდი საშუალებას იძლევა მრავალწევრის და მათი წარმოებულების თვისებების განხილვისას აღვადგინოთ მრავალწევრის ფესვის ჯერადობის თვისებები, აგრეთვე ოპერაციები კომპლექსურ რიცხვებზე.

ავტ.

6.4.5. თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები განათლებაში. /. ცერცვაძე/. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაცნე. – 2009. - #1. – გვ. 53-57. – ქართ., რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ელექტრონული სწავლების ცნება (Electronic learning, E-learning) გაჩნდა XX საუკუნის 90-იან წლებში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად. სწორედ დისტანციური სწავლების მოთხოვნამ განაპირობა ელექტრონული სწავლების ინტენსიური განვითარება. ელექტრონული სწავლების პირველი ეტაპი გაიგივებული იყო დისტანციური სწავლების ტექნიკურად გაუმჯობესებულ ფორმასთან და ელექტრონული სწავლება განიხილებოდა, როგორც დისტანციური სწავლების ტექნოლოგიური მხარდაჭერა (მულტიმედიური სწავლების საშუალებები). ელექტრონული სწავლების შემდეგი ეტაპი განპირობებული იყო კორპორატიული სწავლების მზარდი მოთხოვნით, რომელიც დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან, კერძოდ, კომპანიებისა და კორპორაციების თანამშრომელთა სწავლებასთან უშუალოდ სამუშაო ადგილებზე. ამ ეტაზე იქმნებოდა არა მხოლოდ ახალი მრავალრიცხოვანი სასწავლო მასალები და ელექტრონული საგანმანათლებლო კურსები, არამედ მუშავდებოდა სხვადასხვაგვარი ელექტრონული სწავლების მართვის მოდელები. ელექტრონული სწავლების განვითარების მესამე ეტაპი დაკავშირებულა პროგრამული სისტემების შემუშავებასა და ელექტრონული სწავლების ამოცანების კომპლექსური გადაწყვეტასთან. ამგვარ სისტემებს მიეკუთვნება: სასწავლო-მეთოდური მასალების მართვის სისტემები, ტესტირების სისტემები, სასწავლო მასალების მიწოდების სისტემები, სწავლების შედეგების ანალიზის სისტემები, ცოდნის მართვის სისტემები, სწავლების მართვის სისტემები (ლეარნინგ მანაგემენტ სყსტემს) და ..

ავტ.

5.    ინფორმატიკა

6.5.1. მაღალი მდგრადობის კრიპტოგრაფიული სისტემა. /. ყიფშიძე, . ჩადუნელი, . ჩორხაული/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 63-67. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დამუშავებულია კრიპტოგრაფიული სისტემის აგების ახალი მეთოდი, რომელშიც გამოყენებული არაწრფივი ელემენტი თითქმის არ შეიცავს წრფივობის რაიმე ნიშანს. მისი გამოყენების დროს სისტემის წრფივობის ხარისხი ეცემა 0,0003%-მდე, რაც გაშიფვრის შემდგომ რაუნდებში სრულიად იკარგება. ეს კი საგრძნობლად ამაღლებს სისტემის მდგრადობას ყველა ცნობილი კრიპტოგრაფიული თავდასხმის მიმართ. სისტემაში გამოყენებულია DES და RIJNDAEL ამერიკული სტანდარტების ყველა საუკეთესო ღირსება. სისტემის დაშიფვრის და გაშიფვრის პროცესი იდენტურია. ის სრულიად არ შეიცავს სიმეტრიულობას დამატების მიმართ, რაც საგრძნობლად ამცირებს გაშიფვრაზე დახარჯულ მუშაობას.

ავტ.

6.5.2 ორთოგონალური ფუნქციების გამოსახვა უწყვეტი სიგნალების სახით. /. გიორხელიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 68-71. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ორთოგონალური ფუნქციების (პოლინომების) უწყვეტი სიგნალების სახით გენერირების საკითხები ხშირად აღიძვრება სხვადასხვა სახის სამეცნიერო-კვლევითი, კერძოდ, მათემატიკური ფიზიკის ამოცანების გადაწყვეტის დროს. ძალზე აქტუალურია და ფართოდ გამოიყენება ორთოგონალური პოლინომები სხვადასხვა ანალოგური და დისკრეტული სახით მოცემული სიგნალების აპროქსიმაციის შემთხვევაში. პრაქტიკაში ფართო გამოყენება პოვა ლაგერის, ლეჟანდრის, ერმიტის, ჩებიშევის და სხვა ორთოგონალურმა პოლინომებმა. ჩვენი მიზანია ორთოგონალური პოლინომების უწყვეტი სიგნალების სახით ერთდროული გენერირებისათვის მარტივი და შედარებით ზუსტი მეთოდისა და სქემის შემუშავება, რასაც დეტალურად განვიხილავთ ერმიტის პოლინომების მაგალითზე. მიღებულია რეზულტატი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ავაგოთ, არსებულისაგან განსხვავებული, უფრო მარტივი და ზუსტი სქემა მაინტეგრირებელ ოპერაციულ მაძლიერებელზე. ყოველი მომდევნო პოლინომის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ერთი ოპერაციული მაძლიერებლის გამოყენება.

ავტ.

6.    სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები

6.6.1. პოლიტიკურ-კულტურული ტრანსფორმაცია გარდამავალი დინამიკურობის პირობებში. /. გოგბერაშვილი/. ხანძთა. 2009. - # 2(7). – გვ. 67-71. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საზოგადოების პოლიტიკურ-კულტურული ტრანსფორმაცია გარდამალი დინამიკურობის პირობებში ეს არის ცვლილებათა მთელი კომპლექსი, რომელიც ძირითადად გულისხმობს პრიორიტეტებისა და ორიენტაციების სწორად განსაზღვრას. დემოკრატიული ტრანზიტი, რომელიც ამ დინამიკურობის განმსაზღვრელია ორ ფაქტორს ემყარება: 1. ინსტიტუციური წესრიგის განსაზღვრას და 2. ნორმატიულ-ფასეულობითი ორიენტაციების შემუშავებას. ტრანზიტულ საზოგადოებებში პოლიტიკური ინსტიტუტი­ზაციის ამოცანები შემდეგია: 1. განსაზღვროს და დაამკვიდროს პოლიტიკური წესრიგის გარკვეული ტიპი 2. უზრუნველყოს პოლიტიკური რეჟიმის ლეგიტიმურობა 3. მოახდინოს პოლიტიკურ ფასეულობათა ტრანსფორმაცია და შეცვალოს ინდივიდისა და სოციუმის მენტალობა, რომლის გამოხატულებაა პოლიტიკური კულტურა. დემოკრატიული ტრანზიტის პირობებში ღირებულებითი ტრანსფორმაციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და აზროვნების ფორმირება, რაც გულისხმობს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების რაციონალიზაციას და ინტელექტუალიზაციას. თანდათანობით გამოიკვეთა ქართველი ერის, როგორც პოლიტიკური ერის ნიშნები, ინტერესები და სასიცოცხლო პრიორიტეტები, თუმცა როგორც ცალკეულ პოლიტიკურ მოღვაწეებს, ასვე პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის შეიმჩევა აგრესიული დამოკიდებულების ფაქტები, რომლებიც ყოველგვარ პოლიტიკურ პრაგმატიზმს არის მოკლებული. აზროვნების ფორმები და მოქმედებათა სტანდარტები ჯერ კიდევ ნეობოლშევიკურ და ნეოტოტალურ სტილს ემსგავსება. რაც საბოლოო ჯამში იწვევს პოლიტიკურ გაუცხოებას, ნიჰილიზმს, დიალოგისა და კონსენსუსის დაუშვებლობას, ინდივიდის პოლიტიკურ-სივრცითი აზროვნების ჩაკეტილობას, ადამიანის უფლებათა დარღვევას.

ავტ.

6.6.2. ენის როლი ინტერკულტურული კომუნიკაციისას. /. ბაქრაძე/. ხანძთა. 2009. - # 2(7). – გვ. 81-84. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წინამდებარე სტატიის მიზანს წარმოადგენს ენის როლისა და ფუნქციების განსაზღვრა ინტერკულტურული კომუნიკაციისას, სადაც ნათლად იკვეთება ენისა და კულტურის ურთიერთ­ზემოქმედება. როგორც ცნობილია, საერთო კულტურული მიღწევები აადვილებს კომუნიკაციას, ხოლო განსხვავებული - აძნელებს მას. ეს აშკარაა, როცა კომუნიკაცია განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანებს შორის მიმდინარეობს რასაც ინტერკულტურული კომუნიკაცია ეწოდება. ენის როლი ინტერკულტურულ კომუნიკაციაში გაიგება როგორც ინსტრუმენტი, რომელშიც ენობრივი ქმედებების ფორმებია რეალიზებული და ამით ხდება ინფორმაციის გადატანა საკუთარ ან უცხო ენაში. თანამედროვე კვლევებში ეროვნული ხასიათის ნაცვლად სულ უფრო ხშირად გამოიყენებამენტალიტეტისცნება, რომლის განმარტებაც გერმანულ ენაში განსხვავებულია მისი ქართული ეკვივალენტისაგან. ფიქრი, შეგრძნება და სურვილი ის სამი კომპონენტია, რომელიც ამ სიტყვის მნიშნელობას ხსნის. მოცემულ სტატიაში მოკლედ განვიხილავ ისეთ ტერმინებს, როგორიცაალაკუნები“, „ეგზოტიზმებიდაეთნოგრაფიზმები“, რომლებიც ახდენენ უცხო კულტურის სიმბოლიზაციას, ხოლოლექსიკური ფონიგანიხილება როგორც ერთგვარი სასაზღვრო ზოლი ენასა და კულტურას შორის.

ავტ.

.     საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

1.   მათემატიკა. მექანიკა. ფიზიკა. კიბერნეტიკა.

6.1.1. სახეთა გამოცნობის ამოცანებში თვისებრივი პარამეტრების მნიშვნელობების რიცხვით მნიშვნელობებად გარდაქმნის ერთი ალგორითმის შესახებ. /. ტყემალაძე, . მამულაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 4-7. – ქართ., რეზ.: ინგლ., რუს.

შემოთავაზებულია თვისებრივი პარამეტრების მნიშვნელობების რიცხვით მნიშვნელობებად გარდაქმნის ალგორითმი. განსაზღვრულია თვისებრივი პარამეტრების მნიშვნელობების (ნიშან-თვისებების) ოთხი მახასიათებელი. ამ მახასიათებლების საფუძველზე განისაზღვრება ნიშან-თვისებათა ინფორმატიულობის ზომები და შესაბამისად პარამეტრების რიცხვითი მნიშვნელობები. აღნიშნულია ამ გარდაქმნის დიდი მნიშვნელობა სახეთა გამოცნობის ამოცანებში.

ავტ.

6.1.2. ზურაბ ბედიას ტიპის ბუნებრივი ფენომენის შესწავლამომავლის ინტენსიური ტექნოლოგიების შექმნის საფუძველი. /. წივწივაძე, . ჭავჭანიძე, . ჩიგოგიძე, . კლდიაშვილი, . სხილაძე, . სულაქველიძე, . ქადაგიშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 8-12. – ქართ., რეზ.: ინგლ., რუს.

სტატია ეძღვნება ზურაბ ბედიას ტიპის ბუნებრივი ფენომენების კვლევის თეორიულ და გამოყენებით ასპექტებს. მასში განხილულია ცოცხალი სისტემების ბიოელექტრული ველების შესწავლის ისტორიული ცდები. შესწავლილია ამ ველების გენერაციის მექანიზმები, განსაზღვრულია მათი მახასიათებლები და პარამეტრები, რომლებსაც აქვს დიდი მეცნიერული და პრაქტიკული მნიშვნელობა. მიღებული შედეგები გამოიყენება ცოცხალი ორგანიზმების გარე ველების პორტატიული ხელსაწყო-ანალიზატორის, .. ბიომეტრის, კონსტრუირებისათვის. ასეთი ხელსაწყო ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევს კონკრეტული ორგანიზმის პათოლოგიის პროგნოზირებას მედიცინის საკითხებში.

ავტ.

6.1.3. ელექტრული ველის განაწილების შესწავლა ბრუნვითი მოძრაობის იონიზაციის მოწყობილობაში. /. ცხომელიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 29-32. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ბრუნვითი მოძრაობის ორგანიზაციის მოწყობილობაში ელექტრული ველის განაწილება. შესწავლილია მოდებული ძაბვის მნიშვნელობისა და პოლარობის გავლენა კრიტიკული ველის დაძაბულობის მნიშვნელობაზე. ნაჩვენებია, რომ წარმოდგენილი კონსტრუქციის იონიზატორში ელექტრული ველის განაწილება მკვეთრად არაერთგვაროვანია და ითხოვს დეტალურ შესწავლას. მოცემულია ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელების მიზანშეწონილობა.

ავტ.

6.1.4. ამწევი დანადგარების აწევის მაქსიმალური სიჩქარის განსაზღვრა. /. წერეთელი, . მახარაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 47-51. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომი შეეხება ამწევი დანადგარების აწევის მაქსიმალური სიჩქარის განსაზღვრას. ტექნოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე, წინასწარ ცნობილი წლიური მწარმოებლობისა და აწევის სიმაღლის მიხედვით მოცემულია მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს აწევის ციკლის ხანგრძლივობა, ასაწევი ტვირთის ყველაზე ხელსაყრელი წონა, სიჩქარის მამრავლის მნიშვნელობა და ტვირთის მოძრაობის ოპტიმალური მაქსიმალური სიჩქარე.

ავტ.

6.1.5. რელატივისტური მასის ცნების შესახებ. /. მელაძე, . კვინტრაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 72-74. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კლასიკური ფიზიკის ფუნდამენტურ ფორმულებზე დაყრდნობით შემოთავაზებულია რელატივის­ტური მასისმოძრავი სხეულის მასის, როგორც სიჩქარის ფუნქციის, ცნობილი ფორმულის გამოყვანა, რომელიც ადრე შემოტანილი იყო ფარდობითობის თეორიაში თეორიული მოსაზრებებით. ნაჩვენებია, რომ ნებისმიერი მასა, წარმომავლობის დამოუკიდებლად, უნდა იცვლებოდეს ამ ფორმულის მიხედვით. ეს ფორმულა აღმოჩნდა იმ თეორიის საფუძველი, რომლის მიხედვით სხეულის მასა სიჩქარეზეა დამოკიდებული. ფეინმანის ფორმულისაგან განსხვავებით, ავტორების მიერ ფორმულის გამოყვანა დაფუძნებულია ღრმა ფიზიკურ შინაარსზე. საკვანძო სიტყვები: რელატივისტური მასა; სიჩქარე; ფარდობითობის თეორია.

ავტ.

6.1.6. ღერძსიმეტრიულ რხევებზე ფირფიტების გაანგარიშების მეთოდიკა. /. ბიჭიაშვილი, . ბიჭიაშვილი, . სიჭინავა/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 79-84. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომი ეძღვნება ღერძსიმეტრიულ რხევებზე მრგვალი და რგოლური ფირფიტების გაანგარიშების მეთოდიკის დამუშავებას. განხილულია როგორც თავისუფალი, ისე ვინკლერის დრეკად ფუძეზე განლაგებული ფირფიტების გაანგარიშების ამოცანა საკუთარ ღერძისიმეტრიულ ჰარმონიულ რხევებზე, ფირფიტის სიმეტრიის ღერძის მიმართულებით გადაადგილების, მბრუნავი მასების ინერციის, გაჭიმვის (კუმშვის), ძვრისა და ღუნვის დეფორმაციების, აგრეთვე გრძივი ძალების გავლენის გათვალისწინებით. მეთოდიკა ემყარება კირხჰოფის ჰიპოტეზას იმ განსხვავებით, რომ ფირფიტის სწორხაზოვანი ელემენტები ფირფიტის დეფორმაციის შემდეგ შეიძლება აღარ იყოს ნორმალური დეფორმირებული შუალედური ზედაპირის მიმართ. ფირფიტის მასალა დრეკადია და ემორჩილება ჰუკის კანონს. ფირფიტის დეფორმაციები მცირეა და ამიტომ შესაძლებელია სიმრუდეების მიახლოებითი გამოსახულებებით სარგებლობა. მეთოდიკა ორიენტირებულია ეგმ-ის გამოყენებაზე. საკვანძო სიტყვები: ფირფიტა; ღერძსიმეტრიული; რხევები; ჰარმონიული.

ავტ.

6.1.7. თერმოდინამიკის ძირითადი კანონების კონფლიქტი იზოლირებულ სისტემებში და ფარდობითი მოძრაობის კინეტიკური ენერგია. /. აფციაური/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #3. - გვ. 7-13. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატიაში, რეალური ფიზიკური თვისებების მქონე იზოლირებულ სისტემებში მიმდინარე პროცესების ანალიზის გზით, ნაჩვენებია რომ, შინაგანი დისიპაციური პროცესების მოქმედების გამო, ენტროპიისა და ქაოსის უწყვეტი ზრდის აღიარებულ პრინციპს მივყავართ ენერგიის შენახვის კანონის დარღვევასთან და პირიქით, თერმოდინამიკის პირველი კანონის მოთხოვნათა დაცვას მივყავართ თერმოდინამიკის მეორე კანონის მოთხოვნათა დარღვევასთან, რაც გამოიხატება გარკვეულ თბოიზოლირებულ პროცესებში ენტროპიის შემცირებაში. ნაჩვენებია, რომ მსგავსი საოცარი მოვლენების ასახსნელად თერმოდინამიკის პირველ და მეორე კანონებში აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ფარდობითი მოძრაობის კინერტიკური ენერგია, რომელიც თამაშობს ენერგიის აკუმულიატორის როლს.

ავტ.

6.1.8. სითბოს შუალედური დამგროვებლით დაკავშირებული თერმოდინამიკური ციკლების ეფექტურობის პარადოქსი. /. აფციაური/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #1. - გვ. 8-15. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

თბური მანქანების პირდაპირი და შებრუნებული ციკლების ანალიზის საფუძველზე, ნაჩვენებია რომ, თუკი თბური ტუმბოს ციკლში მუშა სხეულის გაგრილების პროცესს თან ახლავს ტემპერატურის ცვალებადობა და შუალედურ სხეულზე ართმეული სითბოს დაგროვება ხდება ისეთ ტემპერატურაზე, რომელიც აღემატება გაგრილების პროცესში გაზის ენტროპიის მიხედვით საშუალო ტემპერატურას, მაშინ თბური ძრავას ციკლთან ერთად, იქმნება საშუალება გარემოდან თბური ან მექანიკური ენერგიის მიღებისა. აღნიშნული პროცესების პრაქტიკულად განხორციელებისათვის, მიღებული დაშვებების შესაბამისად, საჭიროა დაძლეული იქნას ფიზიკურ სხეულთა თბური და მექანიკური წინაღობა, რაც პრინციპული მნიშვნელობის პრობლემას არ წარმოადგენს.

ავტ.

6.1.9. ენერგიული ელექტრონული კონებით გამოწვეული იონოსფეროს ნათება. /. ადეიშვილი, . ლომინაძე, . მანაგაძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #1. - გვ. 15-19. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომში განხილულია ატომური ჟანგბადის მწვანე ხაზის იონოსფერული ნათება λ=5577Å ტალღის სიგრძეზე, რომელიც გენერირდება რაკეტის ბორტიდან დედამიწის იონოსფეროში ელექტრონული კონების ინჟექციის დროს. ნათების ინტენსივობის მდორე მატება ინჟექციის პერიოდში განპირობებულია N2(A3Σ+u), O2(C'Σu) O('S) Nაღზნებულ მდგომარეობათა ენერგიის დაგროვებით, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის პერიოდში. რაკეტის მახლობლობაში რეგისტრირებული შედარებით დიდი შეშფოთებული ზონა (size500m) დაკავშირებულია დადებითად დამუხტული რაკეტის ველში აჩქარებული იონებისა და იონოსფერული კომპონენტების ურთიერთქმედებით. ნათების ინტენსივობის მოდულაცია პლაზმურ-კონური განმუხტვის (პკგ) დროს დაიკვირვება 98,9კმ სიმაღლეზე და დაკავშირებულია ძირითადი ჩამქრობი კომპონენტის ვარიაციასთან. ნათების ინტენსივობის მაღლივ დამოკიდებულებას გააჩნია ორი მაქსიმუმი ~103 კმ და ~115 კმ სიმაღლეები.

ავტ.

6.1.10. სამშენებლო მასალების ტენიანობის და სიმკვრივის გამზომი ხელსაწყოს გრადუირება და ორსიხშირიანი მეთოდის ცდომილების შეფასება. /. ხურცილავა, . უხარელი, . მაისაშვილი/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #1. - გვ. 33-37. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სამუშაოში მოცემულია ტენიანობის და სიმკვრივის გამზომი ხელსაწყოს გრადუირების ექსპერიმენტალურ-საანგარიშო მეთოდი და გაკეთებულია სამშენებლო მასალების ტენიანობის და სიმკვრის განსაზღვრისას ორსიხშირიანი მეთოდის ცდომილების შეფასება. ნაჩვენებია, რომ ტენიანობის და სიმკვრივის გამზომი ხელსაწყოს გრადუირების ექსპერიმენტალურ-საანგარიშო მეთოდი იძლევა გრადუირების პროცესის შრომატევადობის შემცირების და კონკრეტული მასალისათვის ტენმზომის და მისი გადამწოდის კონსტრუქციისაგან დამოუკიდებლად, ერთი განზოგადოებული დამოკიდებულების მიღების საშუალებას. დადგენილია, რომ სიზუსტის გაზრდის დროს, აუცილებელია გაზომვის ორი არხით შემოფარგვლა არხების სიხშირიანი გაყოფით ოპტიმალურ უბნებად და მასალის გამჭოლი გამტარიანობის კომპენსაციით.

ავტ.

6.1.11. ელექტროგადამცემი ხაზების ფიზიკური მაღალსიხშიროვანი მოდელის ჩანაცვლების სქემა. /. ზივზივაძე, . ზივზივაძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #1. - გვ. 54-57. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ელექტროგადამცემი ხაზების ფიზიკური მაღალსიხშიროვანი მოდელირების პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხები. განსაზღვრულია იმ ამოცანათა წრე, რომელთა გადაწყვეტაც შესაძლებელია ასეთი კლასის მოდელებზე. შემუშავებულია მოდელის ჩანაცვლების სქემა, სადაც განსაზღვრული პარამეტრით - (Gგგ - გამოსხივების გამტარობა), გათვალისწინებულია მოდელის გამოსხივების თვისებები და გაკეთებულია დასკვნა ასეთი სქემის ვარგისიანობის თაობაზე მოდელში მიმდინარე პროცესების გასაანგარიშებლად. გამოსხივების გამტარიანობის გამოსახულებები გამოყვანილია გამოსხივების თვალსაზრისით ყველაზე რთული უქმი სვლის რეჟიმისათვის. დატვირთვის რეჟიმში ანალოგიური პარამეტრების მისაღებად საჭიროა ვისარგებლოთ, არა უქმი სვლის რეჟიმში გამოსხივების სიმძლავრეების გამოსახულებით, არამედ გამოსხივების სიმძლავრის გამოსახულებით დატვირთვის რეჟიმისათვის. ნაშრომში მოყვანილი ჩანაცვლების სქემა უნივერსალურია და იგი საშუალებას იძლევა გავთვალოთ ხაზის მაღალსიხშირიანი ძალების სტაციონალური რეჟიმები გამოსხივების გათვალისწინებით.

ავტ.

6.1.12. მაქსველის მოლეკულათა დამხარისხებელი და მისი კრიტიკის უსაფუძვლობა. /. აფციაური/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #2. - გვ. 7-14. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ძირითადი ნაშრომები, რომლებშიც ავტორები ცდილობენ დაასაბუთონ სწრაფი მოლეკულების დახარისხებისა და, შესაბამისად, ფიზიკური ენერგიის ხარჯვის გარეშე, თერმოდინამიკური წონასწორობის დარღვევის შესახებ მაქსველის ცნობილი იდეის უსაფუძვლობა. ნაჩვენებია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოყვანილი საწინააღმდეგო მოსაზრებები არასწორია. უფრო მეტიც, მაქსველის იდეის მხარდაჭერის მიიზნით, მოყვანილია თბური ენერგიის გარდამქმნელის უმარტივესი მოდელი, რომელიც ეწინააღმდეგება თერმოდინამიკის მეორე კანონს.

ავტ.

6.1.13. მომენტური თერმოდიფუზიის თეორიის ორგანზომილებიანი სასაზღვრო ამოცანები ამოხსნადი კვადრატურებში. /. ჭუმბურიძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #2. - გვ. 46-49. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომში განხილულია გრინ-ლინდსეის განზოგადებული, ორგანზომილებიანი მომენტური თერმოდიფუზიის კერძოწარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა ერთგვაროვანი, იზოტროპული სიმეტრიის ცენტრიანი ბრტყელი დრეკადი გარემოსათვის. აგებულია სასაზღვრო ამოცანების ეფექტური ამოხსნები ნახევარსიბრტყისათვის, როცა საზღვარზე მოცემულია: გადაადგილების ვექტორის ნორმალური მდგენელი, ძაბვის ვექტორის მხები მდგენელი, ბრუნვა, სითბური და დიფუზიური ნაკადები.

ავტ.

6.1.14. კოშის სინგულარული ინტეგრალებისა და მაქსიმალური ფუნქციების შემოსაზღვრულობის კრიტერიუმი წონიან გრანდ ლებეგის სივრცეებში. /. კოკილაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. - .3. - #3. – გვ. 5-7. – ინგლ., რეზ.: ქართ.

მოყვანილია კარლესონის წირებზე განსაზღვრული კოშის სინგულარული ინტეგრალებისა და მაქსიმალური ფუნქციების შემოსაზღვრულობის აუცილებელი და საკმარისი პირობა წონიან გრანდ ლებეგის სივრცეებში.

ავტ.

6.1.15. ლუის კეროლის ერთი ალბათური ამოცანის შესახებ. /. ვახანია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. - .3. - #3. – გვ. 8-11. – ინგლ., რეზ.: ქართ.

მოცემულია ლუის კეროლის ამოცანის ზოგადი ვარიანტის ამოხსნა ყუთში თავიდან მოთავსებულ თეთრ ან შავ ბურთულათა ნებისმიერი რაოდენობისა და შემდეგ ჩამატებული ნებისმიერი რაოდენობების თეთრი და შავი ბურთულებისათვის. ზოგადი ვარიანტის პასუხი მიღებულია ფორმულა (4)-ის სახით.

ავტ.

6.1.16. ბლოკებში ორთოგონალური მწკრივების თითქმის ყველგან კრებადობისა და კერძო ჯამთა მაჟორანტის შესახებ. /. ნადიბაიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. - .3. - #3. – გვ. 12-15. – ინგლ., რეზ.: ქართ.

განხილულია ბლოკებში ორთონორმირებული სისტემების მიმართ მწკრივების კერძო ჯამთა მაჟორანტის თვისებები და დადგენილია კერძო ჯამთა მაჟორანტის გარკვეული შეფასება.

ავტ.

6.1.17. კრებადობის თვისებები ϕ- შემკრები ოპერატორებისათვის. /. ტარიელაძე, . ვიდალი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. - .3. - #3. – გვ. 16-24. – ინგლ., რეზ.: ქართ.

კვადრატულად ინტეგრებადი ფუნქციების ზოგადი φ=(φn)nªN მიმდევრობისათვის შემოტანილია ϕ შემკრები ოპერატორის ცნება. ნაჩვენებია, რომ ბანახის X და Y სივრცეებს შორის მოქმედი ϕ -შემკრები ოპერატორების Πφ.(X,Y) კლასი არატრივიალურია მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ϕ მიმდევრობა დომინირებადია. ნაჩვენებია, აგრეთვე, რომ თუ ϕ დომინირებადია, მაშინ ნებისმიერი 2-შემკრები ოპერატორი ϕ- შემკრებიცაა.

ავტ.

6.1.18. თერმოდრეკადი ღეროების ერთგანზომილებიანი მოდელების გამოკვლევის შესახებ. /. ავალიშვილი, . ავალიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. - .3. - #3. – გვ. 25-32. – ინგლ., რეზ.: ქართ.

განხილულია საწყის-სასაზღვრო ამოცანა თერმოდრეკადი ღეროსათვის. სამგანზომილებიანი დინამიკური ამოცანა ღეროსათვის, როცა მისი ზედა ტორსული ზედაპირი ჩამაგრებულია, ხოლო საზღვრის დანარჩენ ნაწილზე მოცემულია ძაბვები, დაყვანილია ერთგანზომილებიანი ამოცანების იერარქიაზე. მიღებული ამოცანები გამოკვლეულია შესაბამის ფუნქციონალურ სივრცეებში, დამტკიცებულია ერთგანზომილებიანი ამოცანების ამონახსნებიდან აღდგენილი სამი სივრცითი ცვლადის ვექტორ-ფუნქციათა მიმდევრობის კრებადობა სამგანზომილებიანი ამოცანის ამონახსნისკენ და მიღებულია კრებადობის რიგის შეფასება.

ავტ.

6.1.19. წრფივი ოსცილატორის ერთი მათემატიკური მოდელის შესახებ. /. გაბრიჩიძე, . გიორგაძე, . კაპანაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. - .3. - #3. – გვ. 33-36. – ინგლ., რეზ.: ქართ.

მოყვანილია ოსცილატორის ერთი მათემატიკური მოდელი, რომელიც ეფუძნება იმ დაშვებას, რომ ოსცილატორზე იმპულსური ძალის (იმპულსის) მოქმედებისას ზამბარაში (ბმაში) რეაქციის ძალის აღძვრა ხდება დროში მცირე დაგვიანებით. დადგენილია, რომ ოსცილატორის მოძრაობა წარმოადგენს რთულ მექანიკურ რხევას, რომელსაც ქრობადი ხასიათი გააჩნია.

ავტ.

6.1.20. არაწრფივი მექანიკური სისტემების ეკვივალენტური სიხისტის ცვლილების კანონზომიერება. /. გავაშელი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. - .3. - #3. – გვ. 37-40. – ინგლ., რეზ.: ქართ.

დადგენილია არაწრფივი მექანიკური სისტემების ეკვივალენტური სიხისტის ცვლილების კანონზომიერება მათი სტატიკურ და დინამიკურ სისტემებში მიმდევრობით ჩართვისას.

ავტ.

6.1.21. ზედენად 3He-ში A B ფაზური გადასვლის ტემპერატურის დამოკიდებულება მაგნიტურ ველზე. /. ბარამიძე, . ხარაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. - .3. - #3. – გვ. 61-64. – ინგლ., რეზ.: ქართ.

ზედენად 3He-ში A B Aფაზური გადასვლის TAB ტემპერატურის მაგნიტურ ველზე დამოკიდებუ­ლების თავისებურებანი. ნაჩვენებია, რომ ხსენებული დამოკიდებულების წრფივი მდგენელის ექსპერიმენტული დამზერა შესაძლებელია მხოლოდ საკმარისად მცირე მაგნიტური ველების პირობებში.

ავტ.

6.1.22. რეაქტორში დასხივების დროს სილიციუმ-გერმანიუმის შენადნობების თერმოელექტრული თვისებების დეგრადაციის კანონზომიერებათა და მექანიზმების დადგენა. /. ბოკუჩავა, . გულდამაშვილი, , დარსაველიძე, . ნებიერიძე, . სიჭინავა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. - .3. - #3. – გვ. 65-69. – ინგლ., რეზ.: ქართ.

განხორციელებულია რეაქტორში დასხივებული n- და p- Si0,7Ge0,3 შენადნობის თერმოელექტრული თვისებების ცვლილების კანონზომიერებათა და მექანიზმის ერთიანი აღწერა. იგი ემყარება მბომბავი ნაწილაკების რადიაციული დეფექტების გენერაციისა და სამიზნის შემცველობის განსხვავებულ უნარს, რაც ხვრელურ შენადნობში ჰელიუმისა და ლითიუმის წარმოქნითაა გამოწვეული. სამიზნეების ჩქარი ნეიტრონების ერთიდაიგივე ფლუენსით დაბომბვისას დასხივების დამანგრეველი დოზები და შემადგენლობის ცვლილებები განსხვავებულია. შესაბამისად, განსხვავებულია დასხივების ზეგავლენა შენადნობების თვისებებზე.

ავტ.

6.1.23. წყალბადის ძვრადობის ტემპერატურული დამოკიდებულება იშვიათ მიწათა მოწესრიგებად წყალბადნაერთებში. /. რატიშვილი, . ნამორაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. - .3. - #3. – გვ. 70-75. – ინგლ., რეზ.: ქართ.

შესწავლილია მოწესრიგების პროცესის გავლენა ლითონის მესერში ჩანერგილი წყალბადის ატომების ძვრადობაზე იშვიათ მიწათა მოწესრიგებად წყალბადნაერთებში. ნაჩვენებია, რომ წყალბად-წყალბად ურთიერთქმედება, რომელიც უზრუნველყოფს მოწესრიგებული ზესტრუქტურის ჩამოყალიბებას წყალბადის ქვემესერში, ამავე დროს განაპირობებს წყალბადის ატომების კვანძთაშორის პოზიციებში დაყოვნების დროის გაზრდას, რაც შეიძლება აღიწეროს როგორც მოძრავი ნაწილაკისდამძიმება”. რიცხვითი შეფასებები შესრულებულია ლანთანის დიჰიდრიდისათვის LaH2.27 და მიღებულია აქტივაციური პროცესის დროითი პარამეტრის ტემპერატურული დამოკიდებულება. განხილულიანაწილაკთა დამძიმების ეფექტისგავლენა დიპოლ-დიპოლური ურთიერთქმედებით განპირობე­ბული ბირთვული სპინ-მესერული რელაქსაციის დროის ტემპერატურულ დამოკიდებულებაზე. ნაჩვენებია, რომ თუმცა შესაბამი ცვლილებები T1d(T) მრუდზე საკმაოდ მკვეთრია, მაგრამ ჯამურ T1(T) დამოკიდებულებაზე, რომელიც ასევე შეიცავს ბირთვული სპინების გამტარებლობის ელექტრონებთან ურთიერთქმედების წევრსაც, ისინი პრაქტიკულად არ აისახება. ამიტომ შესაძლებელია უცვლელად იქნას დატოვებული წინათ განსაზღვრული იმ რიცხვითი პარამეტრების ერთობლიობა, რომელნიც უზრუნველყოფდნენ ექსპერიმენტული და თეორიული მონაცემების კარგ თანხვედრას.

ავტ.

6.1.24. კრიოსორბციული ტუმბოების თბოფიზიკური გაანგარიშება. /. დგებუაძე, . წაქაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. - .3. - #3. – გვ. 76-80. – ინგლ., რეზ.: ქართ.

მოყვანილია კრიოსორბციული ტუმბოს CSP-0.25D ამოტუმბვის პროცესის ფიზიკა-მათემატიკური მოდელი. ის შეიცავს თბოარინების ელემენტებსა და ადსორბციულ სიღრუეებში თბოგადაცემის პროცესების, ადსორბენტის მარცვლებში მასური გაცვლისა და ტუმბოს არხებში მოლეკულური დინებების მოდელირებას.

ავტ.

6.1.25. ბრტყელი სახსრული მრავალკუთხედების კონფიგურაციული სივრცეები. /. ელერდაშვილი/. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაცნე. – 2009. - #1. – გვ. 16-19. – ქართ., რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია ბრტყელი სახსრული მრავალკუთხედის კონფიგურაციულ სივრცეზე ორიენტირებული ფართობის ფუნქციის კრიტიკული წერტილების გამოთვლის ეფექტური მეთოდი. აღნიშნული მეთოდი დაწვრილებითაა აღწერილი ზოგადი ოთხკუთხედებისთვის. ნაჩვენებია რამდენიმე საინტერესო მოვლენა. კერძოდ, დგინდება, რომ ფართობის კრიტიკული წერტილები შეესაბამება ოთხკუთხედების ეგრედწოდებულ წრიულ კონფიგურაციებს. ჩვენი მეთოდი აგრეთვე საშუალებას გვაძლევს ეფექტურად გამოვთვალოთ მოცემული სახსრული ოთხკუთხედის წრიული კონფიგურაციების რიცხვი.

ავტ.

6.1.26. N-ით იმპლანტირებული ZnO-ის ფენების არაწონასწორული დამუშავება. /. ბუთხუზი, . შარვაშიძე, . ხულორდავა, . კეკელიძე, . გაფიშვილი, . აფციაური, . ბუხსიანიძე, . ტრაპაიძე, . მელქაძე, . მირიანაშვილი, . ქამუშაძე, . გაფიშვილი, . ტიგიშვილი/. Nano Studies. – 2010. - #1. – გვ. 5 9. – ინგლ. რეფ.: ინგლ.

P ტიპის მინარევული გამტარობის მიღების მიზნით, ZNO-ის ფენები 1019 cm−3 კონცენტრაციამდე იყო იმპლანტირებული 110 keV ენერგიის მქონე N+ იონებით (იმპლანტაციის დოზა იყო 1015 cm−2, ხოლო დენის სიმკვრივე15 mA / cm2). ZnO-ის იმპლანტირებული კრისტალების განკურნება მათში წარმოქმნილი რადიაციული დეფექტებისაგან ხორციელდებოდა რადიკალურ-სხივური კვაზიეპი­ტაქსიით (რსკე-ით) ჟანგბადის აქტიური რადიკალების ატმოსფეროში (oC, h, cm−3). შედეგად ჩვენ მივიღეთ ZNO : N ეპიტაქსიალური ფენები. ვან დერ პაუს მეთოდით ჩატარებული გაზომვებით ხვრელების ძვრადობა, მათი კონცენტრაცია და ფენების კუთრი წინაღობა განისაზღვრა, შესაბამისად, როგორც 23 cm2 / V × s, × 1016 cm−3 და 5.4 W × cm. ZnO:N-ის ფოტოლუმინესცენციურ (ფლ) სპექტრებში მაქსიმუმები დამზერილ იქნა 371.5, 381.2 და 387.4 nm-ზე. ანალიზი აჩვენებს, რომ 371.5 nm-ზე დაკავშირებულია აქცეპტორის მიერ ჩაჭერილ ექსიტონთან (AoX), მაშინ როდესაც 381.2 და 387.4 nm-ზე. შესაბამისად, დაკავშირებული არიან NO-ისა და დონორულაქცეპტორული წყვილის (დაწ) ემისიებთან.

ავტ.

6.1.27. ZNO-ის P ტიპის ფირებში დეფექტების წარმოქმნის მართვა რსკე-ის მეთოდით. /. ბუთხუზი, . შარვაშიძე, . ხულორდავა, . კეკელიძე, . გაფიშვილი, . აფციაური, . ბუხსიანიძე, . ტრაპაიძე, . მელქაძე, . გაფიშვილი, . ტიგიშვილი, . მირიანაშვილი, . ქამუშაძე/. Nano Studies. – 2010. - #1. – გვ. 11-18. – ინგლ. რეფ.: ინგლ.

გამოკვლეულია რადიკალურ-სხივური კვაზიეპიტაქსიის (რსკე-ის) მეთოდით მიღებული ZNO-ის ფენები. რსკე-ის ტექნოლოგიური მეთოდით P ტიპის ZNO-ის ეპიტაქსიალური ფენები მიღებულ იქნა ºC‑ზე. ჰოლის გაზომვები ტარდებოდა T=77 და 300 K-ზე. გაზომილი კუთრი წინაღობა შეადგენდა × 102 და 3.1 × 103 Ω × cm, შესაბამისად, 77 და 300 K-ზე. 77 K-ზე ხვრელების კონცენტრაცია და ძვრადობა იყო × 1018 cm3 და 22 cm2 / V × s, რაც 300 K-ზე იცვლებოდა 8 × 1018 cm−3 და 250 cm2 / V × s-ით. ზოლები P ტიპის ZNO-ის ფენების ფოტოლუმინესცენციის (ფლ) სპექტრში (70 K-ზე) დამზერილი და იდენტიფიცირებულია , 374.5, 383.5, 392.5 და 401 nm-ზე. აქ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ რსკე-ის ტექნოლოგია იძლევა ZNO-ის ნიმუშების ელექტრული და ოპტიკური თვისებების მართვის საშუალებას.

ავტ.

6.1.28. რსკე-ის მეთოდის ტექნოლოგიური პროცესების ორიგინალურობა. /. ბუთხუზი, . ხულორდავა, . შარვაშიძე, . კეკელიძე, . გაფიშვილი, . ტრაპაიძე, . აფციაური/. Nano Studies. – 2010. - #1. – გვ. 19-25. – ინგლ. რეფ.: ინგლ.

დამუშავდა ორიგინალური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ბინარული ნაერთის ზედაპირზე გავზარდოთ კვაზიეპიტაქსიური ფენები, მსგავსი ბაზურ კრისტალზე გაზრდილისა. ამ მეთოდს ეწოდა რადიკალურ-სხივური კვაზიეპიტაქსიია (რსკე). ჩვენს შემთხვევაში რსკე-ის მეთოდი საშუალებას გვაძლევს, რომ ZnSe-ის ბაზურ კრისტალზე მივიღოთ ZNO-ის მონოკრისტალური ფენები. მაგრამ, საზოგადოდ, იგი სხვა ბინარული ნაერთებისათვისაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. რსკე ის პროცესში დეფექტების წარმოქმნის მექანიზმის გამოსარკვევად, ჩვენ განვახორციელეთ შემდეგი ექსპერიმენტი. წინასწარ, რსკე-ის პროცესში (oC‑ze) ჟანგბადით იმპლანტირებული ZnSe-ის ბაზისურ კრისტალზე ჩვენ გავზარდედთ ZNO-ის ახალი ფენები. შემდგომ შევისწავლეთ ZNO-ის ახალი კვაზიეპიტაქსიალური ფენებისა და ZnSe ბაზური კრისტალების ელექტრული და ოპტიკური თვისებები. ZNO-ის ახალი კვაზიეპიტაქსიალური ფენები ხასიათდებინ N ტიპის (სტექიომეტრიის შემთხვევაში) ან P ტიპის გამტარობით, რაც მათი დამუშავების ტემპერატურაზე იყო დამოკიდებული. ZnSe-ის ბაზისური კრისტალის თერმო-ემძ ის გაზომვების თანახმად, ზედაპირის რსკე-ით დამუშავების შემდგომ ზედაპირის მომიჯნვე ფენებს ყოველთვის P ტიპის გამტარობა ახასიათებს. ZnSe-ის იმპლანტირებული და არაიმპლანტირებული ბაზური კრისტალების ფლ სპექტრებში დამზერილ იქნა იდენტური ზოლები, მხოლოდ ერთი განსხვავებით: იმპლანტირებული ZnSe-ის ფლ სპექტრში ჩანდა დამატებითი ზოლი nm-ზე, რაც უნდა უკავშირდებოდეს ZnSe-ში ჟანგბადის არსებობას.

ავტ.

6.1.29. საკუთარი დეფექტების ხასიათიPP ტიპის ZNO-ში. /. ბუთხუზი, . შარვაშიძე, . ხულორდავა, . გაფიშვილი, . კეკელიძე, . გელოვანი, . აფციაური, . ბუხსიანიძე, . მირიანაშვილი, . ქამუშაძე, . ტრაპაიძე, . მელქაძე, . გაფიშვილი, . ტიგიშვილი/. Nano Studies. – 2010. - #1. – გვ. 27-33. – ინგლ. რეფ.: ინგლ.

აღწერილია რადიკალურ-სხივური კვაზიეპიტაქსიის (რსკე-ის) ახალი ორიგინალური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ყველაზე უფრო მაღალი სისუფთავის მონოკრისტალური ZNO p ტიპის გამტარობით. ჩვენ გამოვიკვლიეთ რსკე-ის მეთოდით მიღებული p ტიპის ZNO-ის კრისტალების ელექტრული და ოპტიკური თვისებები. ZNO-ის p ტიპის საბაზისო ნიმუშის ფოტოლუმინესცენციური (ფლ) სპექტრი შეიცავს ექსიტონურ არეს (367 – A ექსიტონი, 369 – ბმული ექსიტონი, 374 nmA ექსიტონის ფონონური რეპლიკები); 385 და 395 nm-იან ხაზებს და უსტრუქტურო ხაზს, მაქსიმუმით 510 nm-ში. ZNO-ის ახლადგაზრდილი ფენების ფლ სპექტრებში დამზერილ იქნა პიკები 395 და 460 nm-ზე, და ეს იმ დროს, როდესაც 510 nm-იანი ხაზების ინტენსივობა საგრძნობლად იყო შემცირებული. p ტიპის ZNO-ის ფენების ელექტრული თვისებების შესასწავლად გამოყენებული იყო ვან დერ პაუს მეთოდი. საბაზისო p ტიპის ZNO-ის ახასიათებდა ხვრელების კონცენტრაცია 1012 cm−3, ძვრადობა 3.4 cm2 / V × s და კუთრი წინაღობა 1.8 × 106 W × cm. რაც შეეხება ახალ p ტიპის ZNO-ის ფენებს, მათი პარამეტრები, შესაბამისად, იყო: 1015 cm−3, 14 cm2 / V × s და 4.5 × 102 W × cm.

ავტ.

6.1.30. S-ის იონებით იმპლანტირებული ZNS და ZNO ნაერთების გამოკვლევა. /. ბუთხუზი, . შარვაშიძე, . ხულორდავა, . გაფიშვილი, . კეკელიძე, . გელოვანი, . აფციაური, . ბუხსიანიძე, . მირიანაშვილი, . ქამუშაძე, . ტრაპაიძე, . მელქაძე, . გაფიშვილი, . ტიგიშვილი/. Nano Studies. – 2010. - #1. – გვ. 35-41. – ინგლ. რეფ.: ინგლ.

P ტიპის გამტარობის დამზერა ZNS და ZNOOნახევრადგამტარებში დამოკიდებულია კრიტი­კულ ტემპერატურაზე. თუკი დამუშავება ხორციელდება უფრო მაღალ ტემპერატურაზე, p ტიპის გამტარობის მიღება შეუძლებელია. ნიმუშების ლეგირება განხორცილდა S+ იონებით. სამწუხაროდ, რადიაციული დეფექტების გამოწვის ტემპერატურა - აღემატება, რის გამოც (ZNO-ში) ეფექტის დამზერა შეუძლებელია. ჩვენს ექსპერიმენტში მხედველობაში მივიღეთ -ის ფაქტორი. როგორც ინერტული გაზის Ar+, ისე S+ იონები იმპლანტირებული იყვნენ ZNS-ისა და ZNO-ის n ტიპის ნიმუშებში (W × cm) 150 keV ენერგიაზე და იმპლანტაციის დოზებისათვის 1014-დან 1016 cm2-მდე. დენის სიმკვრივის მნიშვნელობათა არე იყო 0.3-დან m/ cm2-მდე. ლეგირებული ნიმუშების შემდგომი თერმული დამუშავება ხდებოდა 300 დან 500ºC-მდე ტემპერატურებზე ვაკუუმში და S2-ის ნაჯერ ორთქლში. P ტიპის ZNS ნიმუშები მიღებულ იქნა Ar+ და S+ იონების იმპლანტირებით (დენის სიმკვრივეზე (0.3 − 5) mA / cm2) და შემდგომი თბური დამუშავებით (420 − 460)°C-ზე S2-ის ნაჯერ ორთქლში. როდესაც ZNO იმპლანტირებული იყო Ar+ და S+ იონებით (თბური დამუშავებით O2-ის ატმოსფეროში 300 დან 350°C-მდე) მიღებულ იქნა n ტიპის ნიმუშები კუთრი წინაღობით, შესაბამისად, (109 − 1010) და (1010 − 1011W × cm.

.ავტ.

6.1.31. Ho5Sb3-ის თხელი ფირების მიღება და მათი თვისებები. /. ჯაბუა, . კუპრეიშვილი, . გიგინეიშვილი, . ბჟალავა/. Nano Studies. – 2010. - #1. – გვ. 43-46. – ინგლ. რეფ.: ინგლ.

დამუშავებულ იქნა Ho5Sb3-ის თხელი ფირების მიღების ტექნოლოგია. ნიმუშები დამზადდა Ho-სა და Sb-ის ორი დამოუკიდებელი წყაროდან ვაკუუმურ-თერმული აორთქლებით. ფირებს ჰქონდათ ჰექსაგონალური მესერი პარამეტრებით  და Å. ამ ნიმუშების კუთრი წინაღობის, ჰოლის მუდმივისა და თერმო-ემძ-ის კოეფიციენტის ტემპერატურული დამოკიდებულებები გაზომილ იქნა ტემპერატურულ ინტერვალში 100 დან 700 K-მდე. ამ ძირითადი ელექტრო­ფიზიკური პარამეტრების გაზომვებზე დაყრდნობით, ერთზონიან მიახლოებაში განისაზღვრა მუხტის მატარებლების ძვრადობა და კონცენტრაცია. მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ Nd5Sb3 ნახევრადმეტალური ნაერთია.

ავტ.

6.1.32. ნანონაწილაკების მახასიათებელი თვისებების მათ ზომებზე დამოკიდებულების ფიზიკური ბუნება. /. გერასიმოვი/. Nano Studies. – 2010. - #1. – გვ. 47-96. – ქართ.. რეფ.: ინგლ.

შემოთავაზებულია ახალი წარმოდგენები კონდენსირებულ გარემოში ატომის გადაადგილების თაობაზე, დამტკიცებული თეორიულად და ექსპერიმენტულად, რომლებიც ხსნიან მყარი სხეულებისთვის დამზერილ ყველა ექსპერიმენტულ ფაქტს. ახსნილია ნანონაწილაკებში მათ ზომებზე დამოკიდებული მესრის პარამეტრის, დებაის და დნობის ტემპერატურების, მექანიკური თვისებების, დიფუზიის კოეფიციენტის, სითბოტევადობისა და სითბოგამტარებლობის ცვლილების მექანიზმი.

ავტ.

6.1.33. ელექტრონების გაბნევა ნანომასშტაბური ჩანართების მიერ პროტონებით დასხივებული n-Si- ის კრისტალებში. /. ფაღავა, . მაისურაძე/. Nano Studies. – 2010. - #1. – გვ. 97-102. – ინგლ. რეფ.: ინგლ.

ამ გამოკვლევის მიზანია უფრო ღრმად ჩავწვდეთ 25 MeV ენერგიის პრიტონებით დასხივების გავლენას ელექტრონების ჰოლის ძვრადობაზე n-Si-ის კრისტალებში. დასხივებული კრისტალები, ელექტრონების საწყისი კონცენტრაციით 6 × 1013 cm-3, ჰოლის მეთოდით იქნა შესწავლილი ტემპერატურათა ინტერვალში (77 - 300) k. გამოკვლევამ აჩვენა, რომ cm−2 დოზით პროტონებით დასხივებულ კრისტალებში გამტარობის ელექტრონების ეფექტური ძვრადობა  მკვეთრად იზრდება. ეს ეფექტი პირდაპირ მიუთითებს, რომ აღნიშნულ პირობებში n-Si-ის კრისტალებში უპირატესად წარმოიქმნებიან შედარებით მაღალი გამტარობის ჩანართები ომური გადასვლებით ნახევრადგამტარულ მატრიცასთან საზღვარზე. ამდაგვარი ნანომასშტაბური ჩანართები შეიძლება წარმოადგენდნენ კვანძთაშორისი ატომების გროვებს ან გაერთიანებებს.

ავტ.

6.1.34. ნანოსისტემების შემადგენელი ატომები: კვაზიკლასიკური პარამეტრიზება ბმის ენერგიისა და ელექტრონული სტრუქტურის გამოთვლებისათვის. /. ჩხარტიშვილი, . ბერბერაშვილი/. Nano Studies. – 2010. - #1. – გვ. 103-144. – ინგლ. რეფ.: ინგლ.

კვაზიკლასიკურ მიდგომაში ელექტრული მუხტის სიმკვრივეები და ელექტრული ველის პოტენციალები ატომების შიგნით პარამეტრიზებული და ტაბულირებულია რადიალური საფეხუროვანი ფუნქციების ფორმით. ბმის ენერგიისა და ელექტრონული სტრუქტურის ჩატარებული გამოთვლებიდან გამომდინარეობს, რომ მათი სუპერპოზიციები წარმოადგენენ ნანოსისტემებში შიდა მუხტის სიმკვრივისა და პოტენციალის განაწილებების კარგ საწყის მიახლოებას.

ავტ.

6.1.35. თერმოელექტრული ეფექტურობის ძლიერი ზრდა სავარცხლისებურ კვანტურ ორმოში. /. თავხელიძე/. Nano Studies. – 2010. - #1. – გვ. 145-154. – ინგლ. რეფ.: ინგლ.

ახლახან სავარცხლისებური კვანტური ორმოების (სკო-ების) არეში ახალი კვანტური თავისებურებანი იყო დამზერილი და შესწავლილი. კვანტური ორმოს ფენის ზედაპირზე პერიოდული ბურცობების არსებობა დამატებით სასაზღვრო პირობებს ადებს ელექტრონის ტალღურ ფუნქციას და ამცირებს ელექტრონულ კვანტურ მდგომარეობათა სიმკვრივეს. შედეგად სკო-ის ქიმიური პოტენციალი იზრდება და დამოკიდებული ხდება ბურცობის სიმაღლეზე. აქ ჩვენ ვთავაზობთ სკო-ისა ბურცობების ზემოთ განლაგებული დამატებითი ფენისაგან შედგენილ სისტემას, რომელიც წარმოადგენს p+n+ გადასასვლელების (ან მეტალი−- n+ გადასასვლელების) პერიოდულ მიმდევრობას. ამდაგვარ სისტემებში მუხტით გაღარიბებული ფენა ვითარდება ბურცობების შიგნით და ამცირებს მათ ეფექტურ სიმაღლეს, აქცევს მას T ტემპერატურაზე უფრო ძლიერად დამოკიდებულ ფუნქციად. მაშასადამე, ქიმიური პოტენციალის T დამოკიდებულება ძლიერდება და ზეებეკის კოეფიციენტი S იზრდება. ჩვენ ვიკვლევთ ისეთი ნახევრადგამტარული სკო-ების სისტემის S-, რომელთაც ბურცობების წვეროებთან ახასიათებთ მკვეთრი p+n+ გადასასვლელები ან მეტალი -n+ გადასასვლელები. ბოლცმანის გადატანის განტოლებების საფუძველზე განხორციელებული ანალიზი ორივე შემთხვევაში აჩვენებს S-ის მკვეთრ ზრდას. იმავდროულად გადასასვლელების არსებობა გავლენას არ ახდენს გადატანის სხვა კოეფიციენტებზე. გამოთვლები მიუთითებენ თერმოელექტრული ეფექტურობის -ის ზრდაზე სიდიდის ერთი რიგით, მოცულობით მასალასთან შედარებით.

ავტ.

6.1.36. კვანტური ინტერფერენციის ახალი ეფექტის დამზერა მყარ სხეულებში. /. თავხელიძე, . ბიბილაშვილი, . ჯანგიძე, . შიმკუნასი, . მაუგერი, .. რემპფერი, . ალმარაზი, . დიქსონი, .. კორდეხი, . ვალიცკი/. Nano Studies. – 2010. - #1. – გვ. 155-160. – ინგლ. რეფ.: ინგლ.

მყარ სხეულში თავისუფალი ელექტრონების კვანტური ინერფერენციის მიღწევის მიზნით ჩვენ ისე შევცვალეთ სხეულის გეომეტრია, რომ მასში დე ბროილის ტალღები ურთიერთგადაფარვისას ერთმანეთს აქრობდნენ. დე ბროილის ტალღების კვანტური დიფრაქცია იწვევს მყარ სხეულში ელექტრონებისათვის დასაშვები კვანტური მდგომარეობების სიმკვრივის შემცირებას და ზემოთ წანაცვლებს ფერმის დონეს. ეს ეფექტი თეირიულად იქნა შესწავლილი მეტალში თავისუფალი ელექტრონების კვანტური თეორიის ზღვარში. ნაჩვენები იქნა, რომ თუკი მეტალის ზედაპირზე გაკეთებულია ფიგურული ჩაღრმავებები, მაშინ ფერმის ენერგიის დონე გაიზრდება და, შედეგად, ელექტრონის გამოსვლის მუშაობა შემცირდება. ეს ეფექტი ექსპერიმენტულად იქნა შესწავლილი სპეციალური გეომეტრიისა და სტრუქტურის მქონე Au-ისა და SiO2-ის თხელ ფირებში. აღმოჩენილი იქნა გამოსვლის მუშაობის შემცირება, შესაბამისად, 0.5 და 0.2 eV-ით. გამოსვლის მუშაობათა ფარდობითი გაზომვები ჩატარდა კელვინის ზონდის მეთოდით, რომელიც ეფუძნება შიდა პოტენციალთა სხვაობის კომპენსირებას. ელექტრონული ემისია ამავე ფირებიდან შესწავლილი იყო ორი დამოუკიდებლი ჯგუფის მიერ ფოტოელექტრონული ემისიური მიკროსკოპიის (ფეემ) გამოყენებით.

ავტ.

6.1.37. ნახევრადგამტარების თხელი ფენების დნობის არათერმული მექანიზმისათვის. /. დოლიძე, . ჯიბუტი, . ცეკვავა/. Nano Studies. – 2010. - #1. – გვ. 161-165. – ინგლ. რეფ.: ინგლ.

სტატია წარმოადგენს იმპულსური ლაზერული გამოწვისას კრისტალის დაბალტემპერატურული დნობის თეორიულ მოდელს, როგორც ატომთაშორისი ქიმიური ბმების დასუსტებისა და იზოტროპიზაციის ელექტრონულ მექანიზმს. გამოყვანილია ფორმულა ანტიდამაკავშირებელი კვაზინაწილაკებისგამტარობის ზონაში ელექტრონების და სავალენტო ზონაში ხვრელებისიმ კრიტიკული კონცენტრაციისათვის, რომლის გადამეტების დროსაც ნახევრადგამტარში უნდა ამოქმედდეს დაბალტემპერატურული დნობის ელექტრონული მექანიზმი.

ავტ.

6.1.38. B+ იონებით იმპლანტირებული გერმანიუმის თხელ ფენებში არსებული დეფორმაციული წნევის ბუნების შესახებ. /. დოლიძე, . ჯიბუტი, . ნარსია, . ერისთავი/. Nano Studies. – 2010. - #1. – გვ. 167-171. – ინგლ. რეფ.: ინგლ.

შესწავლილი იქნა იონური იმპლანტაციის გავლენა ექსიტონურ შთანთქმაზე n‑Ge-ის თხელ ფენებში. ნაჩვენები იქნა, რომ დამზერილი შთანთქმის კოეფიციენტის შემცირება, ექსიტონური პიკის გაფართოება და მისი წანაცვლება უფრო მაღალი ენერგიებისაკენ გამოწვეულია იმ ელექტრული და შეკუმშვის ველებით, რომლებიც გენერირებულია დასხივებისას წარმოქმნილი დეფექტებით.

ავტ.

6.1.39. რხევითი პროცესების ანალიზი და სინთეზი მრავალი თავისუფლების ხარისხის მქონე მანქანებში მათი რგოლების დრეკადი მახასიათებლებისა და ხახუნის ძალების არაწრფივობის გათვალისწინებით. /. ადამია, . ბანძელაძე, . ნადირაძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 11-20. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

დასმული და გადაწყვეტილია მრავალი თავისუფლების ხარისხის მქონე გრეხვით მექანიკურ სისტემებში გარდამავალი (რხევითი) მოვლენების ანალიზისა და ოპტიმიზაციური სინთეზის ამოცანები მანქანის რგოლების დრეკადი რგოლების მახასიათებლებისა და ხახუნის ძალების არაწრფივობის გათვალისწინებით. მექანიკური სისტემების მოძრაობის არაწრფივი დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის ანალიზისა და ამოხსნის მიზნით სტატიაში გამოყენებულია რხევების არაწრფივი თეორიის კრილოვ-ბოგოლიუბოვისა და მიტროპოლსკის მიერ შემუშავებული ასიმპტოტური მეთოდები. პირველი მიახლოვების არაწრფივ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის ამოხსნის შედეგად მიღებულია კრიტერიუმები, რომლის საშუალებითაც განისაზღვრებიან სისტემის ავტორხევითი რეჟიმების მდგრადობის ზონები. მიღებული შედეგების ანალიზიდან ნაჩვენებია რომ დასაშვებია რამდენიმე სტაციონალური ამონახსნი: 1) ტრივიალური ამონახსნი, რომლის დროსაც რხევის ამპლიტუდები მინიმალურ მნიშვნელობებს იღებენ და ავტორხევები არ აღიძრვებიან; 2) ერთსიხშირიანი ავტორხევითი რეჟიმები და მათი წარმოშობის პირობები; 3) ორსიხშირიანი ავტორხევითი რეჟიმები და მათი წარმოშობის განმსაზღვრელი გამოსახულებები.

ავტ.

6.1.40. საველე პირობებში ცდის ჩატარების მათემატიკური მეთოდი. /. ბუჭუხიშვილი, . ღვინიანიძე, . კვანტიძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 68-73. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ტექნოლოგიურ პროცესებში და ზოგადად, მეცნიერების ნებისმიერ დარგში განასხვავებენ ცდების რამოდენიმე სახეს, მათ შორის ზოგიერთი შეიძლება ჩატარდეს ხელოვნურ პირობებში სადაც შეიძლება ვაკონტროლოთ გამოსაკვლევი ფაქტორები. სტატიაში წარმოვადგინეთ საველე პირობებში ჩატარებული ცდის მათემატიკური ხედვა კონკრეტულ მაგალითზე. კერძოდ ამოცანა დაისვა შემდეგნაირად: “საჭიროა განვსაზღვროთ მცენარეთა განაწილება გარკვეულ ფართობზე სიმაღლის მიხედვითაღნიშნული ამოცანის გადაწყვეტის მეთოდი დამუშავდა ანალიზურად კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით. კერძოდ საცდელი მცენარეების რაოდენობა დაიყო კლასებად სიმაღლის მიხედვით, განისაზღვრა მცენარეთა საშუალო სიმაღლე და რაოდენობა კლასში, საშუალო გადახრა და გადახრის კვადრატი. ცნობილი ფორმულების გამოყენებით მოვახდინეთ მონაცემების მათემატიკური დამუშავება. შესაბამისად განისაზღვრა ვარიაციის კოეფიციენტი V% დაცდის სიზუსტე მ%. ამგვარი გაანგარიშებებით განვსაზღვრეთ გარკვეული ზომის ფართობზე, მცენარეთა განლაგების ოპტიმალური შესაძლებლობა და დავასკვენით, რომ მისი გადატანა შესაძლებელია ნებისმიერი ზომის ფართობზე.

ავტ.

6.1.41. პირველი რიგის არაწრფივი სკალარული და მატრიცული ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებების ზოგადი ამონახსნების შესახებ. /. ხარატიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 5-10. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სტატიაში დადგენილია ზოგადი ამონახსნების ფორმულები პირველი რიგის არაწრფივი სკალარული და მატრიცული ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებების კერძო კლასებისათვის.

ავტ.

6.1.42. ზოგიერთი თანხმობის კრიტერიუმი, დაფუძნებული სიმკვრივის ვოლვერტონ-ვაგნერის ტიპის გულოვან შეფასებებზე. /. ნადარაია, . ბაბილუა, . სოხაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 11-18. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

აგებულია თანხმობის კრიტერიუმი, დაფუძნებული ვოლვერტონ-ვაგნერის სიმკვრივის შეფასებაზე. შესწავლილია მისი ძალდებულების საკითხი და სიმძლავრის ასიმპტოტიკა გარკვეული ტიპის ალტერნატივებისათვის.

ავტ.

6.1.43. სფერული ოთხკუთხედების ციკლური კონფიგურაციები. /. გიორგაძე, . ხიმშიაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 19-22. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია სფერული ოთხკუთხედების წრეწირში ჩახაზვადი კონფიგურაციები და მათი კავშირი მოდულების სივრცის ტოპოლოგიასთან. დამტკიცებულია, რომ წრეწირში ჩახაზვადი კონფიგურა­ციები ორიენტირებული ოთხკუთხედის ფართობის კრიტიკული წერტილები არიან.

ავტ.

6.1.44. სახეთა ამოცნობის კონსტრუქციული მეთოდი. /. ყიფშიძე, . ჩადუნელი, . ანანიაშვილი, . ღლონტი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 33-36. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კოდირების თეორიის გამოყენებით დამუშავებულია სახეთა ამოცნობისა და კლასტერირების უნივერსალური მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფენ სახეთა რეალიზაციების მიკუთვნებას ეტალონური კლასის სიმრავლესთან, .. სახეთა ამოცნობას და რეალიზაციათა სიმრავლის ნებისმიერად დაყოფას კლასტერებად.

ავტ.

6.1.45. ჩანაცვლებებისა და აღდგენათა რიგების მომსახურების პრიორიტეტული სისტემის ანალიზი. /. ხუროძე, . კაკუბავა, . გულუა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 37-40. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ჩანაცვლებებისა და აღდგენათა რიგების მომსახურების სისტემა ჩანაცვლების მომსახურების აბსოლუტური პრიორიტეტით. ჩანაცვლებისა და აღდგენის დრო ექსპონენციალურად განაწილებული შემთხვევითი სიდიდეებია. ორგანზომილებიანი შემთხვევითი სისათვის აგებულია გრაფიკული სქემა, საიდანაც უშუალოდ ჩაწერილია სისტემის ფინალური მდგომარეობის ამსახველი წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემა. შემოთავაზებული გრაფიკული სქემის დახმარებით, ცხადი სახით, მიღებულია სისტემის მდგომარეობათა ფინალური ალბათობების გამოსათვლელი ფორმულები.

ავტ.

6.1.46. ძლიერი დინამიკური ზემოქმედებისას არათავისუფალი მატერიალური წერტილების სისტემის მოძრაობის არაწრფივი ამოცანის შესწავლის ერთი იტერაციული ალგორითმის შესახებ. /. გაბრიჩიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 41-44. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შემოთავაზებულია სპეციალური ალგორითმი, რომელიც ნაცვლად მატრიცების ფორმირებისა და შებრუნებისა, შეიცავს შედარებით იოლ ოპერაციებს მატრიცებისა და ვექტორების გადამრავლებისას. ნაშრომში ჩამოყალიბებულია იტერაციული პროცესის კრებადობის პირობები. შემოთავაზებული იტერაციული ალგორითმი შეიძლება განვიხილოთ როგორც აღწერა მატერიალური წერტილების სისტემის მოძრაობისა გარემოში, რომელიც მატერიალური წერტილების მდებარეობასა და მოძრაობას ადებს გეომეტრიულ პირობებს არასტაციონარული ხასიათისას, კერძოდ _ პირობები ჩნდებიან გარკვეული t დროის დაგვიანებით.

ავტ.

6.1.47. ახალი მეთოდი და დიაგნოსტიკური მოწყობილობა ავტომობილის სამუხრუჭო სისტემის ეფექტიანობის გაზომვისა და ექსპრეს-კონტროლისათვის. /. ჭაბუკიანი, . დვალიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 45-47. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

წარმოდგენილია ავტომობილის სამუხრუჭო სისტემის მუშაობის ეფექტურობის დადგენის ექსპრეს-კონტროლის ახალი მეთოდი და შესაბამისი დიაგნოსტიკური მოწყობილობა, რომელიც მცირე დროში (20-25 წამში) უზრუნველყოფს სამუხრუჭო სისტემის ვარგისიანობის განსაზღვრას. მეთოდითა და მოწყობილობით შესაძლებელია სამუხრუჭო სისტემაზე სისტემატური კონტროლის დამყარება, რაც გამორიცხავს უწესივრო მუხრუჭიანი ავტომობილის ექსპლუატაციაში მოხვედრას.

ავტ.

6.1.48. აბსორბციის სიგნალის შესწავლა ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრის წრიულღრეჩოიანი სანთურას ალში. /. რჩეულიშვილი, . როსტომაშვილი, . წაქაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 48-53. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შემოთავაზებულია ატომური აბსორბციის სიგნალის გამოთვლის მეთოდი, ანუ შთამნთქმელი ატომების რაოდენობის გამოთვლის მეთოდი სინათლის სხივის გზაზე (შთანთქმის ზონაში). სინათლის ვიწრო სხივი პარალელურია ალის გაზების სიჩქარის, პროცესები სტაციონარულია და ატომების გადაადგილება სხივის პერპენდიკულარულად ხდება მხოლოდ დიფუზიის გამო. ნაჩვენებია, რომ აბსორბციის სიგნალი იზრდება ალის სიგრძის გაზრდისას, წრიული ღრეჩოს რადიუსის შემცირებისას, ალის გაზების სიჩქარის შემცირებისას. შთანთქმის სიგნალი მცირდება, როდესაც იზრდება სინათლის სხივის დაშორება წრიული ღრეჩოს ცენტრიდან. აბსორბციის სიგნალი (მგრძნობიარობა) მკვეთრად (5-ჯერ) იზრდება ჩვეულებრივ ღრეჩოიან სანთურებთან შედარებით, როდესაც გაზომვის პირობები ერთნაირია. მოწყობილობას გააჩნია აბსორბციის სიგნალის შემდგომი გაზრდის რეზერვი.

ავტ.

6.1.49. ელექტრომეტრული კვლევები დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე. /. ჭელიძე, . ჯახუტაშვილი, . ქუთელია, . ტაბაღუა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 71-74. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანი იყო ძიების ელექტრული მეთოდების ეფექტურობის დადგენა დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე იქ, სადაც მიკვლეულ იქნა ევრაზიის კონტინენტზე უძველესი ადამიანისჰომინიდის ნაშთები. კვლევის შედეგად განისაზღვრა ბაზალტების გავრცელების ზუსტი კონტურები მეოთხეული საფარის ქვეშ; დაზუსტდა ბაზალტების ზედაპირის მორფოლოგია, პლიოცენური პალეორელიეფი, გამოიყო მდ. მაშავერას ძველი კალაპოტის ადგილმდებარეობა. ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საკვლევ ტერიტორიაზე გავრცელებული ქანების, კერძოდ, მეოთხეული ნალექების, ბაზალტური ლავებისა და ზედა ცარცული ვულკანოგენური წყების, ხვედრით ელექტრულ წინაღობას შორის არსებული მკვეთრი დიფერენციაცია განაპირობებს ელექტრული ძიების ეფექტურობას აღნიშნულ ტერიტორიაზე სტრუქტურული გეოლოგიის ამოცანების გადაწყვეტისას.

ავტ.

6.1.50. მათემატიკური პროგრამირების არაწრფივი ამოცანები. /. ყირმელაშვილი, . ბერიძე/. მშენებლობა. – 2010. - #1(16). – გვ. 36-44. – ქართ.; რეფ.: ქართ., რუს., ინგლ.

მშენებლობის საქმიანობის, რემონტის წარმოების, პროდუქციის გამოშვების, მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის საქმიანობის შესრულების, სატრანსპორტო ამოცანების გადაწყვეტისა და სხვა შემთხვევებში გამოიყენება შესაბამისი წრფივი და არაწრფივი პროგრამირების მათემატიკური მოდელები, რომლებიც შეიძლება შესრულდეს გრაფიკულად, ფუნქციის წარმოებულის და ლაგრანჟის მამრავლთა მეთოდის გამოყენებით.

ავტ.

2.  ქიმია. ბიოლოგია

6.2.1. პარადიმეთილამინობენზალდეჰიდის პარანიტრობენზოილჰიდრაზონის ელექტრონული სტრუქტურისა და კომპლექსწარმოქმნის უნარის ქვანტურ-ქიმიური კვლევა AM1 მეთოდით. /.ცინცაძე, .მამისეიშვილი, .ლოჩოშვილი, .გეგეშიძე, .კილასონია, .გიორგაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 301-302. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნახევრადემპირიული ქვანტურ-ქიმიური AM1 მეთოდით გათვლილია პარადიმეთილამინობენზალ­დეჰიდის პარანიტრობენზოილჰიდრაზონის მოლეკულაში ბმების სიგრძეები, ვალენტური კუთხეები, ატომურ ორბიტალთა ელექტრონული დასახლება და ეფექტური მუხტები. გამოვლენილია პოტენციური დონორული ატომები - კომპლექსწარმომქმნელები - კარბოქსილის ჯგუფის ჟანგბადის O(14) და ჰიდრაზიდული ჯგუფის აზოტის N(12) ატომები.

ავტ.

6.2.2. პროპიონალდეჰიდის იზონიკოტინოილჰიდრაზონის (პაინჰ) მოლეკულის ელექტრონული სტრუქტურის და კომპლექსწარმოქმნის უნარის კვლევა ქვანტურ-ქიმიური ნახევრადემპირიული AM1 მეთოდით. /.ცინცაძე, .ლოჩოშვილი, .კილასონია, .ცინცაძე, .შარია, .ჭანტურია, .მანველიძე .კერესელიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. – გვ. 303-305. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ. სტატიაში მოცემულია პროპიონალდეჰიდის იზონიკოტინოილჰიდრაზონის (პაინჰ) მოლეკულის ელექტრონული სტრუქტურის და კომპლექსწარმოქმნის უნარის ნახევრადემპირიული AM1 მეთოდით კვლევის შედეგები. გამოთვლილია ატომთშორისი მანძილები, ვალენტური კუთხეები, ელექტრონთა დასახლება ატომურ ორბიტალებზე (ელექტრონული სიმკვრივე) და ეფექტური მუხტები ამ მოლეკულის ატომებზე. გამოვლენილია პოტენციური დონორული ატომები (ჰეტეროციკლის და ჰიდრაზინის აზოტის N(1) და N(9) და კარბონილის ჯგუფის ჟანგბადის ატომები O(13)).

 ავტ.

6.2.3. ცირკონიუმის (IV) შერეულლიგანდიან სისტემაში კომპლექსწარმოქმნის კვლევა ანალიზურ ქიმიაში გამოყენების მიზნით. /.ცინცაძე, .ალიევა, .აბდალა, .ჩირაგოვი, .ცინცაძე, .ტუსიაშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. – გვ. 308-311. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია 2,2',3,4-ტეტრაჰიდროქსი-3'-სულფო-5'-ნიტროაზობენზოლთან დიანტიპირინმეთანისა და მისი ჰომოლოგების თანაობისას ცირკონიუმის (IV) სხვადასხვალიგანდიანი კომპლექსის წარმოქმნის პროცესი. მრუდების გადაკვეთის მეთოდით განსაზღვრულია სხვადასხვალიგანდიანი კომპლექსების სტექიომეტრია და მდგრადობის მუდმივა. დადგენილია, რომ დიანტიპირინმეთანის (დამ) და მისი ჰომოლოგების თანაობისას იზრდება სინათლის შთანთქმის მოლური კოეფიციენტი და განსაკუთრებით, რეაქციის შერჩევითობა. ცირკონიუმის (IV)-R-დამ-სხვადასხვა ლიგანდიანი კომპლექსების სახით შემუშავებულია ფოტოკოლორიმეტრიული განსაზღვრის მეთოდი, რომელიც გამოყენებულია ცირკონიუმის (IV) განსასაზღვრად სპილენძის საფუძველზე დამზადებულ შენადნობებში.

ავტ.

6.2.4. ინდოლობენზო[b]თიოფენის ზოგიერთი წარმოებულის სინთეზი და ბიოლოგიური აქტიურობის კვლევა. /.მაისურაძე, .გახოკიძე, .მათნაძე, .ანანიაშვილი, .ხოშტარია/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. – გვ. 312-315. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სინთეზირებულია ინდოლოდიბენზო[b]თიოფენის წარმოებულები. შესწავლილია გოგირდის ატომის მიმართ ჩამნაცვლებლის ადგილმდებარეობის, მათი ატომური შედგენილობის და ჩამნაცვლებელში ატომის განლაგების გავლენა პროდუქტების ბიოლოგიურ აქტიურობაზე.

ავტ.

6.2.5. N-ალილლაქტამების ჰიდროსილილირება მეთილდიქლორსილანით. /.ჯანიაშვილი, .ანდრონიკაშვილი, .ვეფხიშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. – 316-320. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

N-ალილლაქტამთა ჰიდროსილილირებით მიღებულია ლაქტამის ციკლის შემცველი ორგანოქლორ­სილანები, რომელთა ჰიდროლიზით გამოყოფილია ხაზოვანი ოლიგოსილოქსანები.

 ავტ.

6.2.6. ფერმენტული რეაქციების კინეტიკური სიდიდეების ანალიზი. /.ბერძენიშვილი, .სირაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4.გვ. 321-323. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაჩვენებია, რომ მიქაელის-მენთენის კლასიკური განტოლების კინეტიკური მუდმივების ანალიზისთვის გამოიყენება რამდენიმე მეთოდი. ნაშრომში ლაინუივერ-ბერკის და იდი-ჰოფსტის გრაფიკული მეთოდების და სტატისტიკურად დამოუკიდებელი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულია ფერმენტული რეაქციის მთავარი კინეტიკური მუდმივები. სამივე მეთოდით მიღებული KM და Vmax მუდმივები კარგად ემთხვევა ერთმანეთს.

 ავტ.

6.2.7. ოლივინის ჯგუფის მინერალების წარმოქმნის სტანდარტული მოლური ენთალპიის გაანგარიშება. /.მაცაბერიძე, .სარუხანიშვილი, .მშვილდაძე, .კაპანაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 324-328. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომში შემოთავაზებულია ოლივინების კრისტალოქიმიური ჯგუფის მინერალების წარმოქმნის სტანდარტული მოლური ენთალპიების გაანგარიშება მათი შემადგენლების მხოლოდ თერმოდი­ნამიკური მონაცემების გამოყენებითა და კუნძულოვანი სილიკატების სტრუქტურულ თვისებათა გათვალისწინებით. გაანგარიშების ცდომილება ცნობილ სიდიდეებთან შედარებით 1% ზღვრებშია.

 ავტ.

6.2.8. ალტერნატივა თუ ახალი მიმართულება ჯაჭვური რეაქციების თეორიაში. /.წივწივაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 329-332. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია პროფესორ იან თავართქილაძის მეცნიერული შრომები, რომლებშიც შემოთავაზებულია ჯაჭვური რეაქციებისა და ფაზური გარდაქმნების პროცესების კინეტიკისა და დინამიკის მათემატიკური მოდელირება და იდენტიფიკაცია. ქიმიური რეაქციებისა და ფაზური გარდაქმნების პროცესების ფიზიკურ-მათემატიკური ანალიზის საფუძველზე პროფესორ .თავართქილაძის მიერ მიღებულია სტრუქტურის ევოლუციური განვითარების ფუნდამენტური კინეტიკური განტოლება (სეგ ფკგ), რომელიც თავისი შინაარსით განსხვავდება ცნობილი ფიზიკური კინეტიკის ძირითადი განტოლებისგან. (სეგ ფკგ) ანალიზური ამოხსნების მიხედვით პროფესორ .თავართქილაძის მიერ დამუშავებულია ქიმიური რეაქციებისა და ფაზური გარდაქმნების პროცესების ანალიზის, მათემატიკური მოდელირებისა და იდენტიფიკაციის პრინციპულად ახალი მეთოდიკა, რომელიც შეიძლება განხილული იქნას, როგორც ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი ქიმიური კინეტიკისა და დინამიკის თეორიული საფუძვლების განვითარებაში.

ავტ.

6.2.9. კორელაციური განტოლებები. /.გვერდწითელი, .ქარჩხაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 333-334. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი კორელაციური განტოლება (ბრენსტედის, ჰამეტის, ტაფტის და სხვ.) და მათი გამოყენების არეალი.

 ავტ.

6.2.10. ჰამეტის კორელაციური განტოლება და ფსევდო-რნბ-მატრიცების მეთოდი. /.გვერდწითელი, .ქარჩხაძე, .იაშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 335-335. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ფსევდო-რნბ-მატრიცების გამოყენებით თეორიულად გამოთვლილია ჰამეტის განტოლების პარამეტრი - ელიმინირების კონკრეტული რეაქციის ფარდობითი სიჩქარე.

 ავტ.

6.2.11. “მშრალივულკანური ტალახის სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით შესაძლო გამოყენების შესწავლა. /.ბოკუჩავა, .ებანოიძე, .ჯინჭარაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 336-338. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

პირველად არის ჩატარებული მშრალი და თხევადი ახტალის ვულკანური ტალახის შედარებითი შესწავლა ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით, რამაც საშუალება მოგვცა გამოგვევლინა მათი პრაქტი-კული იდენტურობა და წამოგვეყენებინა მშრალი ტალახის სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით გამოყენების შესაძლებლობა. მისი გამოყენებით გაიზრდება ტალახის მარაგი, გამარტივება ტრანსპორტირება, დაფასოება, შენახვა, დაფასოებული ტალახის მომხმარებლისათვის მიწოდება საშინაო პირობებში გამოყენების მიზნით.

 ავტ.

6.2.12. ქაფების სტაბილიზაცია სპეციალური დანამატებით. /.ბერძენიშვილი, .სირაძე, .დიდიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 339-340. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ქაფების სტაბილიზაციის საკითხები სპეციალურ დანამატთა საშუალებით. მოყვანილია სტაბილიზატორების კლასიფიკაცია მათი განმტკიცებითი ხასიათის მიხედვით. ნაჩვენებია, რომ ამა თუ იმ ჯგუფის სტაბილიზატორის გამოყენების ეფექტურობა დამოკიდებულია მზა პროდუქტის დანიშნულებაზე.

ავტ.

6.2.13. ღვინის ფინიშური სტერილური ფილტრაციის მემბრანული ტექნოლოგია და მემბრანული დანადგარი. /.ბიბილეიშვილი, .ბიბილეიშვილი, .მუმლაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 341-344. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომში განხილულია ტანგენციალური ფილტრაციის უნიკალური შესაძლებლობები, მოცემულია ის შესაძლებლობები, რომლებიც იძლევა მათი გამოყენების საშუალებას ღვინის გაწმენდისა და ცივი სტერილიზაციისთვის. განხილულია მიკროფილტრაციული ტექნოლოგიის პრაქტიკული გამოყენების საკითხები ღვინის ფინიშური სტერილური ფილტრაციისთვის. ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე დამუშავებულია მიკრო-ფილტრაციული ტექნოლოგია და შექმნილია შესაბამისი ორსაფეხურიანი მემბრანული დანადგარი 3 /სთ წარმადობის ღვინის ფინიშური გაწმენდისა და ერთდროული სტერილური ფილტრაციისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა, კრისტალურად გამჭვირვალე სტაბილური პროდუქციის მიღებას.

ავტ.

6.2.14. მზის ენერგიის მეშვეობით წყლიდან წყალბადის მიღების ტექნოლოგია. /.შველიძე, .გახოკიძე, .ტაბატაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 345-346. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სამუშაოს მიზანს წარმოადგენს წყლის თერმული დახლეჩის გზით წყალბადის მისაღები ეკოლოგიურად და ეკონომიკურად მისაღები ახალი თაობის ჰელიოენერგეტიკული მოწყობილობების შემუშავება, კვლევა და კონსტრუირება.

ავტ.

6.2.15. სინათლის მაღალეფექტური მშთანთქმელი ზედაპირის მიღების ტექნოლოგია. /.შველიძე, .გახოკიძე, .ტაბატაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 346-348. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შემუშავებულია სინათლის მაღალეფექტური მშთანთქმელი ზედაპირის მიღების ორიგინალური ტექნოლოგია, რასაც განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება მზის სითბური კოლექტორების შემუშავებაში.

 ავტ.

6.2.16. ახალი ტიპის ჰიბრიდული კომპოზიციური მასალები-მეტალოპლასტმასები. /.კეჟერაშვილი, .ჩიტრეკაშვილი, .მოლოდინაშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 349-352. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია პოლიეთილენის სხვადასხვა ქიმიური და ფიზიკური მეთოდებით მოდიფიკაცია (“გაკერვა”). შესწავლილია პოლიეთილენის გაკერვის რადიაციული (PEX-c), პეროქსიდური (PEX-a) და სილანური (PEX-b) გაკერვის ტექნოლოგიები. დადგენილია პეროქსიდური, რადიაციული და სილანური ტექნოლოგიით გაკერილი პოლიეთილენის სტრუქტურა. გაკერილი პოლიეთილენის ბაზაზე მიღებულია ახალი ტიპის ჰიბრიდული მასალებიმეტალოპლასტმასის მილები. შესწავლილია ამ მილების ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები.

 ავტ.

6.2.17. ახალი თაობის მზის სითბური კოლექტორი და მისი ფართომასშტაბიანი დანერგვის პერსპექტივები. /.შველიძე, .გახოკიძე, .ტაბატაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 355-357. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სამუშაო ეძღვნება მზის ენერგეტიკის ფართომასშტაბიანი განვითარების პერსპექტივებს. განხილულია ახალი თაობის მზის სითბური კოლექტორის კონსტრუირების და მასიური წარმოების ტექნოლოგიების პრობლემები. ძირითადი ყურადღება ეთმობა კოლექტორის კონსტრუქციის სიმარტივეს, გამოყენებული მასალების ღირებულებას, მოწყობილობის ნაწილების და ბლოკების არაენერგოტევადი, ეკოლოგიურად მისაღები ტექნოლოგიებით დამზადებას, გამომუშავებული სითბური ენერგიის ფასს. განხილულია აღნიშნული პრობლემის დაძლევის კონკრეტული გზები. პარალელურად შესწავლილია რეგიონში მზის წლიური აქტიურობა. განხილულია, აგრეთვე ანალოგიურ მზიან რეგიონებში კოლექტორების გამოყენების პერსპექტივები.

ავტ.

6.2.18. რუსთავის წიდასაყრელის მარტენის წიდის მინერალოგიური შედგენილობის შესახებ. /.გუგეშიძე, .სარუხანიშვილი, .მაჩალაძე, .ერისთავი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 358-361. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შემოთავაზებულია მარტენის წიდისა და გარემოს ინგრედიენტთა შორის ურთიერთქმედების შესაძლებლობის შესახებ თეორიული ვარაუდის ექსპერიმენტალური მტკიცებანი. ნაჩვენებია, რომ ამ ურთიერთქმედების შედეგად მარტენის წიდის მიღების მაღალტემპერატურული ტექნოლოგიის წარმომავლობისგან რჩება, ქვარცის გარდა, ძირითადად შპინელების მყარი ხსნარები და რკინის ოქსიდი. წიდის სილიკატური შემადგენლები, განიცდიან რა გარემოს ზეგავლენას, წარმოქმნიან კარბონატებსა და ცვალებადი შედგენილობის კრისტალურ და რენტგენოამორფულ წყალშემცველ ნაერთებს. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ მოვლენის გათვალისწინებით შესაძლებელია საშენი მასალებისა და ნაკეთობების მიღების ტექნოლოგიების ოპტიმიზირება, მარტენის წიდების გამოყენების ახალი სფეროების დასახვა.

 ავტ.

6.2.19. მჟავა კარიერული წყლების გაწმენდა მეორადი ნედლეულის გამოყენებით. /.ანდღულაძე, .გაფრინდაშვილი, .ჭანკოტაძე, .კვინიკაძე, .მანინგი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 362-364. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

დამუშავებული ტექნოლოგია იძლევა დაბალხარისხიანი ბარიტული მადნის გამოყენების შესაძლებლობას, რომლის გადამუშავების შედეგად მიიღება დამოუკიდებელი კონკურენტუნარიანი პროდუქტი ბლანფიქსი და ნატრიუმის სულფიდი, რომელიც თავის მხრივ გამოიყენება მჟავა კარიერული წყლების ღრმა გაწმენდისთვის მძიმე მეტალების იონებისგან. აღნიშნული ტექნოლოგია იძლევა სპილენძშემცველი სულფიდების მიღების და მათი შემდგომი გამოყენების საშუალებას.

ავტ.

6.2.20. მადნეულის საბადოს ეკოლოგიური პრობლემების რეგულირების პროექტი. /.წილოსანი, .ოქროსცვარიძე, .წილოსანი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 365-369. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

პროექტის მიზანია მადნეულის ფერად ლითონთა საბადოდან ჩამონადენი და მადნის დამუშავება-გამდიდრების დროს წარმოქმნილი მძიმე ტოქსიკური ლითონების მოცილება, რომლებიც მწვავე ეკოლოგიურ პრობლემას ქმნის. მდგომარეობას ამძაფრებს ოქროს ქვარციტული მადნის გროვული გამოტუტვა ციანიდური ხსნარით და დორეს შენადნობის მიღება, რა დროსაც მძიმე ტოქსიკური ლითონებით ჭუჭყიანდება არა მარტო ბოლნისის რეგიონი, არამედ მიმდებარე ტერიტორიები. პროექტში მოცემულია დაბინძურებული წყლების და ნიადაგის გაწმენდის შესაძლებლობა, შერჩეულია წყალ­ხსნარებიდან ტოქსიკური ელემენტების ამოკრეფის ხერხი.

avt.

6.2.21. მეთანის წვის პროდუქტებით ბუნებრივი გარემოს ტექნოგენური დაბინძურების მოდელირება და პროგნოზირება თერმოდინამიკური ანალიზით ეგმ-ზე. /.გოგიშვილი, .ერისთავი, .შარაშიძე, .ასპანიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 370-373. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ჩატარდა კომპიუტერული ექსპერიმენტების დიდი სერია წვის პროდუქტების შემადგენლობის დასადგენად სისტემაში მეთან-ჟანგბადი საწვავისა და დამჟანგველის სხვადასხვა თანაფარდობის დროს. ბუნებრივი აირის წვის პროცესი დაგვყავს "C-H-N-O" სისტემის თერმოდინამიკურ შესწავლამდე, რომელიც ეფუძნება სისტემის ჯიბსის ენერგიის მინიმიზაციის მეთოდს ტემპერატურულ ინტერვალში 1000-3000K. მიღებული შედეგების საფუძველზე აგებულია ტემპერატურული ჭრილების დიაგრამები, რომლებიც ახლოა წარმოებაში მიმდინარე პროცესების ტემპერატურებთან. მოგვყავს, აგრეთვე, მონაცემები ბუნებრივი აირის წვის შედეგად გამოსავალ აირში არსებულ ძირითად კომპონენტთა შედარებისა, მიღებული თეორიული გათვლით ეგმ-ზე α=2 დროს, და უშუალოდ ექსპერიმენტულად. რადგან თეორიული და ექსპერიმენტული შედეგები უმნიშვნელოდ განსხვავდება და არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ვასკვნით, რომ მოცემული მეთოდით შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი სათბობის წვის პროცესების შესწავლა.

 ავტ.

6.2.22. გარემოს გამა-რადიაციული ფონი და მცენარეთა საერთო ბეტა-რადიაქტივობა შიდა ქართლის რეგიონში. /.გოგინაშვილი, .ჩანქსელიანი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 374-376. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ჩატარებული კვლევის შედეგებით, შიდა ქართლში გამა-რადიაციული ფონის სიდიდე (9,0÷13,5)/(M±m=11.3±0.28) მკრ/სთ ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად მაღალია ექსტრემალურ მნიშვნელობებს შორის სხვაობაც. რაც შეეხება მცენარეთა რადიაქტივობას, მისი ოდენობა (537÷1400)/(M±m=890±43.62) ბკ/კგ საზღვრებშია და ამ მაჩვენებლის მიხედვით, ვარიაბელობაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ავტ.

6.2.23. ნიტრატული აზოტის შემცველობის დინამიკა შიდა ქართლის ზედაპირულ წყლებში. /.გოგინაშვილი, .გოგინაშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 377-379. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შიდა ქართლის ზედაპირული წყლები ნიტრატული აზოტის მაღალი შემცველობით არ გამოირჩევა მისი რაოდენობა კორელირებს წლის სეზონებთან. მაქსიმალური კონცენტრაცია (11.4 ± 0.547 მგ/) აღინიშნება გაზაფხულზე, ზაფხულში მკვეთრად მცირდება (5.6 ± 0.314 მგ/), ხოლო შემოდგომაზე რამდენადმე მატულობს (9.6 ± 0.593 მგ/) და უახლოვდება გაზაფხულის სეზონის დონეს.

ავტ.

6.2.24. ზოგიერთ ელემენტ ორგანოგენის წრებრუნვა ბუნებაში. /ელ.ყიფიანი, .კიკალიშვილი, .ღვინიანიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 380-384. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

წარმოდგენილია ზოგიერთ ელემენტ ორგანოგენის: ნახშირბადის, აზოტის, ფოსფორის და გოგირდის მიმოქცევა ბუნებაში; ადამიანის პრაქტიკული მოღვაწეობის არსებითი გავლენა ორგანოგენების წრებრუნვის თავისთავად მიმდინარე პროცესებზე.

ავტ.

6.2.25. პერიოდული სისტემის S ელემენტების ბიოლოგიური როლი ორგანიზმების ცხოველმყოფელობის პროცესში. /ელ.ყიფიანი, .კიკალიშვილი, .ღვინიანიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 385-392. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

წარმოდგენილია პერიოდული სისტემის I და II ჯგუფის S ელემენტების ბიოლოგიური როლი, განხილულია მათი მონაწილეობა ცოცხალი ორგანიზმების ბუფერულ სისტემათა შექმნაში, საჭირო ოსმოსური წნევისა და მემბრანული პოტენციალის უზრუნველყოფაში.

ავტ.

6.2.26. აფთიაქი - ქიმიური აღმოჩენის კერა. წერილი 2. /.სხილაძე, .წივწივაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. 2009. - .9. # 4. გვ. 396-398. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ფრანგი ფარმაცევტის, ქიმიკოსის და ფიზიკოსის, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრის ..ჟოფ-ფრუას გამოკვლევები ეხებოდა არაორგანული ქიმიის სფეროს. მან პირველმა წამოაყენა წინადადება ქიმიური საშუალებების რაოდენობითი შეფასებისა. 1729 . ..ჟოფფრუამ შეიმუშავა მოცულობითი ანალიზის ტიტრი-მეტრიული მეთოდის საფუძვლები. ..მარგრაფი დაკავებული იყო ქიმიურ-ანალიზური გამოკვლევებით. მარგრაფმა შეისწავლა მეტალთა მარილების მჟავა ხსნარებიდან ტუტით დალექვის საკითხი და, ამასთან, დაადგინა მიღებული ნალექის ხსნადობის საკითხი ჭარბ ტუტის ხსნარში. 1747 . აღმოაჩინა შაქრის შემცველობა ჭარხალში. ..რუელი XVIII საუკუნის პარიზის "სამეფო ბაღის" პროფესორი, უდიდესი მეცნიერ-ფარმაცევტი და ქიმიკოსი. პირველი მან გამოაქვეყნა ცნობა "ზღვის" მარილის კრისტალიზაციის შესახებ, შეისწავლა სკიპიდარის თვისებები. ფრანგი სამხედრო ფარმაცევტი .ბაიენი, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ჟანგბადის აღმოჩენის და შესწავლის საქმეში. .სეგენიმ შეიმუშავა ტყავის თრიმვლის დაჩქარებული მეთოდი და იგი დაიყვანა სამ კვირამდე, როდესაც ადრე ეს ოპერაცია საჭიროებდა რამდენიმე წელს. სამხედრო ფარმაცევტი ..პარიმანტიე ბევრს მუშაობდა ჯარისკაცების საკვების გაუმჯობესების საკითხებზე; მან საფრანგეთის სოფლის მეურნეობის კულტურაში შემოიტანა კარტოფილი, რამაც ქვეყანა შიმშილისაგან იხსნა.

ავტ.

6.2.27. ცოცხალი ორგანიზმები, როგორც ბიოლოგიური სისტემები, და თერმოდინამიკა. /. ცირეკიძე, . ჩეკურიშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 29-31. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

მოცემულია ცოცხალი ორგანიზმის ზრდისა და განვითარების პროცესში მიმდინარე მოვლენები. განხილულია სისტემა _ ცოცხალი ორგანიზმი - გარემო. ასეთი სისტემის ცოცხალ ნაწილში ხდება თავისუფალი ენერგიის ზრდა და ენტროპიის შემცირება. მაღალი მოწესრიგებულობა, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს ახასიათებს, მიიღწევა ენერგიის შთანთქმის შედეგად. ცოცხალი ორგანიზმების მთელი ენერგეტიკული მანქანა არსებითად მოძრაობაში მოჰყავს აგზნებულ ელექტრონებს.

ავტ.

6.2.28. კუმისის ტბის მიმდებარე მლაშობი ნიადაგების საპროფიტული ბაქტერიების შესწავლა. /. მამულაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 35-37. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

შესწავლილ იქნა კუმისის ტბის მიმდებარე მლაშობი ნიადაგების საპროფიტული ბაქტერიები. დადგენილ იქნა, რომ ეს ნიადაგები არ ხასიათდება საპროფიტული ბაქტერიების დიდი მრავალ­ფეროვნებით და წარმოდგენილია 2 გვარით (Bacillus, Halococcus). ამასთან, საპროფიტული ბაქტერიების რაოდენობა საკმაოდ დიდია, რაც გამოწვეულია სახეობათა არსებული ფორმების (თითოეულის) სიმრავლით.

ავტ.

6.2.29. ჩრდილო ამერიკის მერქნიან მცენარეთა ინტროდუქცია-ადაპტაციის შედეგები აღმოსავლეთ საქართველოში. /. ნადირაძე, . ბერუაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 38-41. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

შესწავლილია აღმოსავლეთ საქართველოში შემოტანილი ჩრდილო ამერიკული ფლორის 40-მდე სახეობის მერქნიან მცენარეთა ზრდა-განვითარება. დაკვირვებით დადგინდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოს პირობებს შედარებით უკეთ ეგუება ის სახეობები, რომლებსაც ახასიათებს პოლიმორფიზმი და აგრეთვე ისინი, რომელთა ბუნებრივი არეალი ნიადაგობრივ-კლიმატური პირობებით აღმოსავლეთ საქართველოს რაიონების მსგავსია. აკლიმატიზაციის მაღალი ხარისხითა და შედარებით უკეთესი გვალვაგამძლეობით გამოირჩევა: Pinus sabiniana, P. strobus, Calocedrus deccurens, Acer negundo, Platanus occidentalis და სხვ. ადაპტაციის მაღალი ხარისხის მქონე ჩამოთვლილი სახეობები სასურველია ფართოდ დაინერგოს აღმოსავლეთ საქართველოს გამწვანებაში.

ავტ.

6.2.30. თბილისის შემოგარენის ფიჭვნარების მავნე ენტომოფაუნის პათოლოგია და რაოდენობის პროგნოზირება. /. ჭყოიძე, . კობახიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 42-45. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

განხილულია თბილისის შემოგარენის ფიჭვნარების მავნე ენტომოფაუნის ლატენტური დაავადებების გამოვლინებისა და მისი ჰემატოლოგიური დიაგნოსტიკის შესახებ, რაც განხორციელდა მავნებლების პოპულაციათა ფიზიოლოგიური აქტიურობის პროგნოზირების მიზნით. თბილისის შემოგარენის ფიჭვნარების მავნე ენტომოფაუნის ინვაზიური და ინფექციური დაავადებების ჰემატოლოგიური მაჩვენებლები გამოიხატა ძლიერი ფაგოციტოზით, სისხლის მიმოქცევის შეწყვეტით, უჯრედების დეგენერაციითა და დაშლით. დადგინდა, რომ მავნე მწერებისაგან ტყის ინტეგრირებული დაცვისას ჰემატოლოგიურ დიაგნოსტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი გამოყენებით შესაძლე­ბელია წინასწარ განისაზღვროს მავნებლის მოსალოდნელი გამრავლება და დაისახოს სათანადო ბრძოლის ღონისძიებანი.

ავტ.

6.2.31. მაიკელსონის ცდის ახალი ინტერპრეტაცია და ეთერის ჰიპოთეზის აღდგენის საკითხი. /. ტოგონიძე, . შველიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2009. – . 9. - #6. – გვ. 598-602. – ინგლ., რეზ. ინგლ., ქართ., რუს.

სტატია ეხება შეცდომას, რომელიც დაშვებული იქნა 120 წელზე მეტი ხნის წინ მაიკელსონის ცნობილი ცდის ინტერპრეტაციის დროს და რომელმაც გამოიწვია ეთერის ჰიპოთეზის უარყოფა. ვინაიდან მაიკელსონის ცდა ითვალისწინებდა სინათლის C სიჩქარის ცვლილებას, მისი მათემატიკური ინტერპრეტაციაც შესაბამისად იყო აგებული. მაგრამ ცდამ C- ცვლილება არ დაადასტურა. ამიტომ ფორმულირება  და  , ვერ პასუხობს ელემენტარულ ფიზიკურ კანონზომიერებას. ამ შეცდომის შედეგად ელექტროდინამიკის კანონები დაუპირისპირდა გალილეის გარდაქმნის ფორმულებს. სტატიაში მაიკელსონის მიერ დაშვებული შეცდომის გასწორებამ აჩვენა, რომ არავითარი დაპირისპირება ელექტროდინამიკის კანონებისა გალილეის გარდაქმნებთან არ არსებობს და უეჭველი ხდება სამყაროში უძრავი მატერიალური გარემოს ანუ ისტორიული ეთერის არსებობა. სტატიაში ჩანს აგრეთვე საოცარი ფილოსოფიური კანონზომიერებათურმე ჩვენს ირგვლივ არსებული უამრავი მრავალფეროვნება ერთსახოვანი ნაწილაკებისაგან მომდინარეობს, რომლებისგანაც არის შედგენილი ხსენებული მატერიალური გარემო.

ავტ.

6.2.32. ახალი კაროტინოიდული კონცენტრატები სუბტროპიკული მცენარეებიდან. /. ჩიქოვანი, . კობახიძე/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. - 2009. - #3-4. - გვ. 1-3. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

დადგენილია მანდარინის (Citrus Laus unshiu mau) ნაყოფის გამონაწნეხისა და კავკასიური ხურმის (Diospyrus kaki L.) ჩამოცვენილი ფოთლების ქიმიური შედგენილობა. აღნიშული ნედლეულიდან მიღებულია კაროტინოიდული კონცენტრატები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კვების მრეწველობაში, როგორც ყვითელი საღებავები და აგრეთვე კვების დანამატები პროდუქტების ვიტამინიზაციისათვის.

ავტ.

6.2.33. სკრინინგის მეთოდების შედარება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ზუსტი დეტექტირებისათვის. /. დათუკიშვილი, . ქუთათელაძე, . ქარსელაძე, . გაბრიაძე/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. - 2009. - #3-4. - გვ. 4-8. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო) საერთო რეგულატორული ელემენტების შესაბამისი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ)-ის პრაიმერების სამი წყვილი შედარებულ იქნა გმო- სკრინინგისათვის ყველაზ ეფექტური მეთოდის შესარჩევად. პრაიმერების ორი წყვილი, კერძოდ 35S1/35S2 და 35S-cf3/35S-cr4 სპეციფიკურია ყვავილოვანი კომბოსტოს მოზაიკური ვირუსის 35 პრომოტორის, ხოლო პრაიმერების ერთი წყვილი სპეციფიკურია აგრობაქტერიის - Agrobacterium tumefaciens - NOS terminatoris. Roundup Ready სოია გამოყენებულ იქნა გმ მასალად. პრაიმერული წყვილების შედარება მოხდა პჯრ-ის ორ სხვადასხვა პირობებში პჯრ1 და პჯრ2. მიღებული შედეგების შედარებით გამომჟღავნდა, რომ 35S პრომოტორის სპეციფიკური პრაიმერების წყვილი 35S-cf3/35S-cr4 ყველაზე სპეციფიკური, მგრძნობიარე და ეფექტურია გმო- სკრინინგისათვის პჯრ-ის ორივე პირობებში.

ავტ.

6.2.34. რადიოდაცვითი Eთვისებების მქონე კვების ბუნებრივი წითელი საღებავი. /. მჭედლიშვილი, . ნიკოლაიშვილი, . ომიაძე, . აბუთიძე, . გულუა/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. - 2009. - #3-4. - გვ. 9-13. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გამოკველეულიაQჭიაფერადან და მწვანე ჩაიდან მიღებული ბუნებრივი წითელი საღებავის ქიმიური შემადგენლობა, ანტიოქსიდანტური აქტივობა და რადიოდაცვითი თვისებები. აღნიშნული საღებავი შეიცავს ფენოლურ ნაერთებს (15.8%), Pპექტინის ნივთიერებებს (18.0%), თავისუფალ ამინომჟავებს (16.3%), აღმდგენელ შაქრებს (27.0%), ორგანულ Mმჟავებს (7.8%), მინერალურ ნივთიერებებს (8.0%). რადიონუკლიდები და ტოქსიკური ელემენტები მასში წარმოდგენილია მცირე რაოდენობით. ბუნებრივმა საღებავმა გამოავლინა მაღალი ანტიოქიდანტური აქტივობა და აჩვენა ასკორბინის მჟავასთან შედარებით მხოლოდ 4-ჯერ ნაკლები ანტიოქსიდანტური პოტენციალი. Aდოზის შემცირების ფაქტორი აღმოჩნდა 1.25-ის ტოლი, რაც ბუნებრივი წითელი საღებავის მაღალ რადიოდაცვით თვისებებზე მიუთითებს. ნაჩვენებია, რომ Gჭიაფერადან და მწვანე ჩაიდან მიღებული ბუნებრივი წითელი საღებავი შეიძლება წარმატებით იქნეს გამოყენებული კვების მრეწველობაში სხვადასხვა პროდუქტის შესაღებად.

ავტ.

6.2.35. GEASTRUM PERSOON (GASTEROMYCETES)-ის ახალი სახეობები საქართვე­ლოს­თვის. /. ჯორჯაძე/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. - 2009. - #3-4. - გვ. 14-17. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია საქართველოში გვარი Geastrum-ის მრავალფეროვნება და აღწერილია საქართველოს მიკობიოტისთვის Geastrum-ის 4 ახალი სახეობა (Geastrum berkeleyi Massee, G. kotlabae V.J. Staněk, G. lageniforme Cooke, G. quadrifidum Pers.).

ავტ.

6.2.36. სტრატიფიცირების გავლენა ჩანასახის ზრდის დინამიკაზე და თესლის მოსვენების მდგომარეობიდან გამოსვლაზე უთხოვარში - Taxus baccata L /. შაქარიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. - 2009. - #3-4. - გვ. 18-23. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

უთხოვრის - Taxus baccata L- თესლი მომწიფების შემდეგ მალევე გადადის მოსვენების ფაზაში, ამიტომ მისი გაღივება ხშირად მხოლოდ მეორე ან მესამე წელს არის შესაძლებელი. მოსვენების პერიოდის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით გამოყენებული იყო თბილი (250C, 90 დღე) და ცივი (50C, 90 დღე) სტრატიფიცირება ნოტიო პირობებში. ცივი სტრატიფიცირების დასასრულს, რომელიც სამ თვეს გრძელდება, ჩანასახის სიგრძე საშუალოდ სამჯერ იმატებს, თესლის გარსი იხსნება წიბოს გასწვრივ, დათესვიდან ძალიან მალე ჩანასახი იძენს მწვანე ფერს და იწყება გაღივების ადრეული ფაზა. მიღებული შედეგები საშუალებას იძლევა გავაკეთოდ დასკვნა, რომ დიდი რაოდენობით უთხოვრის თესლის გაღივებისთვის ძალზე პრაქტიკული და მარტივი მეთოდია ნოტიო პირობებში თბილი და ცივი სტრატიფიცირების შედეგად მოსვენების მდგომარეობის შეწყვეტა. სტრატიფიცირებული თესლების 60% გაღივების უნარს იძენს. ამ მეთოდიკის გამოყენება სასარგებლო იქნება უთხოვრის თესლით გამრავლებისა და კონსერვაციისთვის.

ავტ.

6.2.37. თბილისის მიდამოებში არსებული წყალსატევების (თბილისის ზღვა, კუმისი და ლისის ტბები) Fფიტო- და ზოოპლანქტონის დინამიკა და სახეობრივი შემადგენლობა. /. კალანდაძე, . მიქაშავიძე, . მგელაძე, . ჯაიანი, . ჯანელიძე, . ვაითჰაუსი, . ჰაქი, . თედიაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. - 2009. - #3-4. - გვ. 24-34. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

2006-08 წლებში, 30 თვიანი მონიტორინგის შედეგად შესწავლილ იქნა თბილისის მიდამოებში არესებული სამი მრავალფუნქციური წყალსატევის - თბილისის ზღვის, კუმისისა და ლისის ტბების ფიტო და ზოოპლანქტონის - 34 - რიცხოვნობა, სეზონური დინამიკა, სახეობრივი შემადგენლობა და მათი როლი ტბების ეკოლოგიური სტატუსის განსაზღვრაში. მომლაშო კუმისის ტბა ყველაზე მდიდარი აღმოჩნდა ფიტოპლანქტონის სახეობრივი შემადგენლობის მხრივ. აქ გამოვლენილია 8 ტაქსონომიური ჯგუფის 121 სახეობა, მათგან წამყვანია Bacillariohyta. რაოდენობრივი სიჭარბით და პერიოდული მასიური ყვავილობით გამოირჩეოდა Cyanophyt- ჯგუფის წყალმცენარეები (საერთო რიცხოვნობის 95%), მათ შორის იყო ტოქსიკური ფორმები Oscilatoria planctonica, O. limnetica, O. brevis, Microcystis aeruginosa და სხვა. მიკროწყალმცენარეების 7 ტაქსონომიური ჯგუფის 90 სახეობა გამოვლინდა თბილისის ზღვაში, მათგან 42% მიეკუთვნებოდა Bacillariohyta-, მას მოსდევდა Chlorophyta, Cyanophyta და სხვა მცირერიცხოვანი ჯგუფები. გაზაფხულისა და შემოდგომის ყვავილობა 2006-07 წლებში ძირითადად გამოწვეული იყო დიატომოვანი წყალმცენარეებით Fragilaria crotonensis და F. capicin, ხოლო 2008 წლის ზაფხულში - ოქროსფერი წყალმცენრეების (Chrysophyta) მასიური გამრავლებით. ლისის ტბაში გამოვლენილ იქნა ფიტოპლანქტონის მსგავსი შემადგენლობა, კერძოდ, 8 ტაქსონომიური ჯგუფი 81 სახეობით და უპირატესობით. 2006-08 წწ. წყალმცენარეთა რაოდენობრივი შემცველობის რამდენიმე პიკი იყო აღრიცხული, რაც ძირითადად დიატომეების, კერძოდ, Nitzschia holsatica- რაოდენობრივი მატებით იყო გამოწვეული, თუმცა აღინიშნა პიროფიტული წყალმცენარეების (Peridinium bipes, Ceratium carolinenanum) ყვავილობაც. ზოოპლანქტონის ანალიზმა ცხადყო, რომ სამივე წყალსატევში ძირითად ჯგუფებს წარმოდგენდნენ Rotatoria, Copepoda და Cladocera მცირედი განსხვავებებით სახეობრივი შემადგენლობისა და რიცხოვნობის მხრივ. უმისისა და ლისის ტბებში, და თბილისის ზღვაში Rotatoria შეადგენდა ზოოპლანქტონის სახეობათა ჯამური რიცხვის 62%, 55% და 63%-, შესაბამისად. დარჩენილი ნაწილი წარმოდგენილი იყო Copepoda- (15-19%) და Cladocera- (7-15%) სახეობებით, ასევე ნემატოდების, ქირომონიდების და ოლოგოქეტების ლარვებით. სამივე წყლის რეზევუარის კვლევისას დადგენილ იქნა ფიტო- და ზოოპლანქტონის ინდიკატორი სახეობები და განსაზღვრულ იქნა მათი საპრობულობის კლასი. თბილისის ზღვამ დაიკავა შუალედური ადგილი ოლიგოსაპრობულ და β-ოლიგოსაპრობულ წყალსატევებს შორის, ლისის ტბა კლასიფიცირდა როგორც β-ოლიგოსაპრობული- β-მეზოსაპრობული, ხოლო კუმისის ტბა როგორც α, β-მეზოსაპრობული, ევტროფული წყალსატევი.

ავტ.

6.2.38. ანტაგონისტური აქტივობა აჭარისა და კახეთის ღვინის საფუარის ბუნებრივ პოპულაციებში. /. შათირიშვილი, . მენაბდე, . ჭითანავა, . ზარნაძე/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. - 2009. - #3-4. - გვ. 35-40. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ეკოლოგიურად განსხვავებული ორი რეგიონის კახეთისა (ყვარელი) და აჭარის (კაპრეშუმი) ღვინის საფუარის ბუნებრივი პოპულაციიდან გამოყოფილ შტამებში შესწავლილია ანტაგონისტური აქტივობა. პოპულაციები გამოყოფილია მცირე ფერმერულ მეურნეთა მარნიდან, სადაც ყურძნის წვენის ფერმენტაციის პროცესი სპონტანურად მიმდინარეობდა. ღვინის საფუარის ბუნებრივ პოპულაციებში გამოვლენილია K, N და S ფენოტიპის შტამები. ორივე პოპულაციაში გვხვდებოდა K1 და K2 სისტემის მქონე შტამები. პოპულაციები შემადგენელი სტრუქტურით აღმოჩნდა განსხვავებული.

ავტ.

6.2.39. ციტომეგალოვირუსზე სეროდადებითობის კავშირი CD4+ ციტოტოქსიკური T უჯრედების ექსპანსიასთან B-ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით დაავადებულებში და ჯანმრთელ დონორებში. /. კულიკოვა, . ცერცვაძე, . ცაგარეიშვილი, . სერედა, . თევზაძე, . ქარდავა, . გაჩეჩილაძე, . ლუხუმაიძე, . ღირდალაძე, . ამაღლობელი, . ფორაქიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. - 2009. - #3-4. - გვ. 41-46. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

B უჯრედული ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (B-ქლლ) ხასიათდება CD5+CD19+CD23+B უჯრედების კლონური ექსპანსიით. B-ქლლ-ის დროს ნეოპლასტური კლონის ექსპანსიას თან ახლავს CD4+/CD8+T უჯრედული პოპულაციების შეფარდების დისბალანსი და T უჯრედული ფუნქციის დეფიციტი. წინა კვლევებში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ B-ქლლ-ით დაავადებულებში შეინიშნება დაუდგენელი სპეციფიკურობის ციტოტოქსიკური CD4+ პერფორინ (PF)+ T უჯრედების (ციტთ) პოპულაციის ექსპანსია. სხვა ავტორების მიერ ნაჩვენები იყო, რომ CD4+PF+ციტT უჯრედების ექსპანსია ჯანმრთელ დონორებში ხშირად ასოცირებულია ქრონიკულ ვირუსულ ინფექციებთან. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ B-ქლლ-ით დაავადებულ პირებში დაქვეითებულია იმუნური სტატუსი და ხშირია განმეორებადი ვირუსული ინფექციები, გადავწყვიტეთ შეგვესწავლა CD4+PF+ T უჯრედების როლი ერთ-ერთი ყველაზე გავცელებული ვირუსული ინფექციიის - ადამიანის ციტომეგალოვირუსის (ცმვ) საწინააღმდეგო იმუნურ პასუხში. ამისთვის შევისწავლეთ ციტოტოქსიური CD4+ T უჯრედების პოპულაციის პროცენტული რაოდენობის დამოკიდებულება ციტომეგალოვირუსის (CMV) არსებობაზე 32 B-ქლლ-ით დაავადებულის და 18 ჯანმრთელი დონორის შემთხვევაში. ანტი-CD4~PerCP მონოკლონური სხეულებით (მკა) ვახდენდით პერფერიული სისხლის მონონუკლეარული უჯრედების იმუნოფენოტიპირებას და მომდევნო ფიქსაციის და პერმეაბილიზაციის შემდგომ მეორად შეღებვას ანტი- PF~FITCმკა-. ფიქსირებული უჯრედების ანალიზი ხდებოდა გამდინარე ციტომეტრიის მეთოდით. შრატი იყო რუტინულად ტესტირებული ცმვ- საწინააღმდეგო ანტი- IgG ანტისხეულებზე. ნაჩვენებია, რომ ციტომეგალოვირუსული ინფექცია განაპირობებს ციტოტოქსიკური CD4+PF+ T უჯრედების პოპულაციის ექსპანსიას როგორც B-ქლლ-ით დაავადებულებში, ასევე ჯანმრთელ დონორებში. დაქვეითებული იმუნური სტატუსი B-ქლლ-ით დაავადებულების უმრავლესობაში, შესაძლებელია, განაპირობებს ამ უჩვეულო ციტოტოქსიკური უჯრედების პოპულაციის ექსპანსიას, იმისთვის, რომ მოახდინონ ქრონიკული CMV ინფექციის რეაქტივაციის დათრგუნვა.

ავტ.

6.2.40. ვაზის ბაქტერიული კიბო საქართველოში. /. გიორგობიანი, . კეშელავა, . ვაინშტაინი, . ჩერნინი, . დანდურიშვილი, . ხარაძე/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. - 2009. - #3-4. - გვ. 47-50. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მეჩხერიანობის ლიკვიდაცია და მცენარის დაცვა მავნებელ დაავადებებისაგან, რომელთა შორის აღსანიშნავია ვაზის ბაქტერიული კიბო, წარმოადგენს ვენახის მოსავლიანობის გაზრდის მნიშვნელოვან პოტენციალს. ჩვენს მიერ განხორციელებული ხანგრძლივი კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ვაზის ბაქტერიული კიბო ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. დაავადების გავრცელებას აქვს კერობრივი ხასიათი და რაიონების მიხედვით მერყეობს 16-18%-დან 55-65%-მდე, იწვევს ვაზის ნაადრევ ხმობას და ნაკვეთების მეჩხერიანობას. ბაქტერიული კიბოთი ავადდება ძირითადად ვაზის მიწისზედა ორგანოები. სიმსივნეები გვხვდება ფესვის ყელთან, შტამბზე და რქებზე. Dდაავადების გამომწვევი პათოგენური შტამები გამოყოფილი იქნა უშუალოდ როგორც სიმსივნეებიდან, დაავადებული ვაზის წვენიდან და რიზოსფეროდან, ასევე საღი ვაზის წვენიდან, რაც მიუთითებს პათოგენის არსებობას ვაზის მცენარეში ფარული ინფექციის სახით. განსაზღვრულია პათოგენური შტამების სახეობრივი კუთვნილება - Agrobacterium tumefaciens (Smith and Townsend) Conn.

ავტ.

6.2.41. ანტიმიკრობულ-ანტიფუნგალური ბიოკომპოზიტი შერეული ინფექციების წინააღმდეგ ბიოდეგრადირებადი პოლიმერის საფუძველზე. /. გოდერძიშვილი, . ალავიძე, . მეიფარიანი, . ჭყონია, . ძიძიშვილი, . ქვათაძე, . ჟღენტი, . რიგვავა, . დვალიძე, . კუსრაძე, . ქარუმიძე, . ნადირაშვილი, . ქაცარავა/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. - 2009. - #3-4. - გვ. 57-66. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ბაქტერიოფაგებისა და ანტისოკოვანი ნივთიერებების კომპლექსური პრეპარატის შექმნა შერეული ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ ახალი მიდგომაა ამ პრობლემისადმი. ბიოდეგრადირებადი პოლიმერის საფუზველზე შექმნილია ბიოკომპოზიტის ფირი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ბაქტერიოფაგები (პიობაქტერიოფაგი + Klebsiella, Enterococcus, Acinetobacter ბაქტერიოფაგები), პიმაფუცინი და ფერმენტი ტრიფსინი. პიმაფუცინი ხასიათდება ნაკლები ტოქსიკურობით სხვა ანტიმიკრობულ ნივთიერებებთან შედარებით, ხოლო ტრიფსინი ხელს უწყობს ფირის ბიოდეგრადაციას და აჩქარებს ჭრილობის შეხორცების პროცესს.Fფირი ხასიათდება მაღალი აქტივობით როგორც ბაქტერიული, ისე სოკოვანი ფლორის მიმართ და მოქმედებს ფაგის კონტროლირებადი გამოყოფის პრინციპით.

ავტ.

6.2.42. მიკროსკოპული სოკოების რაოდენობრივი და თვისობრივი შედგენილობა კუმისის მლაშე ნიადაგებში. /. მელია, . სურმავა, . აბაშიძე, . გოროზია, . ლომთათიძე/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. - 2009. - #3-4. - გვ. 67-71. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია კუმისის მლაშობ ნიადაგში მიკროსკოპული სოკოების თვისობრივი და რაოდენობრივი შედგენილობა. Dდადგენილია, რომ კუმისის მიმდებარე მლაშობ ნიადაგებში მიკროსკოპული სოკო­ების გავრცელების ინტენსივობა დამოკიდებულია ნიადგში არსებულ ტენსა და მარილოანობაზე.

ავტ.

6.2.43. კალიის ფუნქციურად განსხვავებულ საფრენ კუნთებში დნმ-ის სინთეზის შესწავლა. /. პაპიძე, . სუმბაძე, . გაჩეჩილაძე/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. - 2009. - #3-4. - გვ. 72-75. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია დნმ-ის სინთეზის ინტენსიობა (გამოყენებული იყო H3- თიმიდინი) კალიის (ერთდღიანი და სქესმწიფე) იმაგოს განვითარების პროცესში ფუნქციურად განსხვავებულ მონოფუნქციურ (მოფ) და ბიფუნქციურ (ბიფ) საფრენ კუნთებში (დორსალური სიგრძივი-112, ტერგოსტერნული-113, ტერგოკოკსული-119, 120). ნაჩვენებია ერთდღიანი იმაგოს (ფრთები ჯერ არ ფუნქციონირებს) მოფ და ბიფ კუნთებში Dდნმ-ის სინთეზის ინტენსიობის 2-4 – ჯერ უფრო მაღალი დონე სქესმწიფესთან შედარებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ განვითარების ამ პერიოდისათვის ჯერ კიდევ არ არის დასრულებული საფრენი აპარატის ფორმირების პროცესი. მოფ კუნთ 112-ში ერთდღიან და სქესმწიფე იმაგოს შემთხვევაში გამოვლინდა Dდნმ-ის სინთეზის შედარებით დაბალი დონე. სხვა კუნთებს (113, 119, 120) შორის დნმ-ის სინთეზის ინტენსიობაში განსხვავება არ აღინიშნება.

ავტ.

6.2.44. მასობრივი გამრავლების წინასწარი შედეგები და წყლის სხვადასხვა რაოდენობის ეფექტურობა Beauveria bassiana- კონიდიების წარმოქმნაზე. /. ბურჯანაძე/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. - 2009. - #3-4. - გვ. 76-81. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ენტომოპათოგენური სოკოების მასობრივი გამრავლება არის მნიშვნელოვანი კომპონენტი მიკრობიოლოგიური ინსექტიციდების წარმოების პროგრამაში. წარმოდგენილი სამუშაოს მიზანია მარცვლეულ საკვებ არეზე Beauveria bassiana (CA-603)- კონიდიების პროდუქტიულობის განსაზღვრა წყლის ოთხი სხვადასხვა მოცულობის გამოყენებით (სუბსტრატი: წყალი 1:0.25; 1:0.5; 1:0.75 და 1:1). ცდების შედეგებმა გვაჩვენა, რომ წყლის სხვადასხავ მოცულობის შემთხვევაში წარმოქმნილი კონიდიების რაოდენობა სხვადასხვაა. Beauveria bassiana- კონიდიების მაღალპროდუქტიულობა 3.4107/გრ აღინიშნებოდა მარცვლეულისა და წყლის 1:1 თანაფარდობის შემთხვევაში და სპორების სიცოცხლისუნარიანობა 90.3%- შეადგენდა. ასევე სპორების გაღივების მაღალი პროცენტი დაფიქსირდა (94.7%) მარცვლეულისა და წყლის 1:025 თანაფარდობის შემთხვევაში.

ავტ.

6.2.45. საქართველოს ვილაფრანკული ხერხემლიანთა ფაუნა და მისი ბიოსტრატიგრაფიული მნიშვნელობა. /. ვეკუა, . ლორთქიფანიძე/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. - 2009. - #3-4. - გვ. 82-87. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სტატიაში მოცემულია საქართველოს ვილაფრანკული ხერხემლიანთა ფაუნა, მისი გარემოს ბიოსტრატიგრაფიული მნიშვნელობა და პლიოცენური დროის პალეოგეოგრაფიული აღდგენის ცდა.

ავტ.

6.2.46. Coniothyrium minitans-ის სპოროვანი სუსპენზიის კონცენტრაციის გავლენა Sclerotinia sclerotiorum-ის სკლეროციების სიკვდილიანობაზე კონტროლირებად პირობებში. /. ბიწაძე/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. - 2009. - #3-4. - გვ. 88-92. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სოკო Coniothyrium minitans- მცენარეთა სოკოვანი დაავადების, თეთრი სიდამპლის, ანუ სკლერო­ტინიოზის ბიოლოგიური კონტროლის აგენტია. Sclerotinia sclerotiorum-ის სკლეროციების მიმართ Coniothyrium minitans-ის სპოროვანი სუსპენზიების სხვადასხვა კონცენტრაციები იქნა გამოცდილი. მიკოპარაზიტის სპოროვანი სუსპენზიის კონცენტრაციის ზრდა იწვევდა სკლეროციების სიკვდილიანობის პროცენტის ზრდას. აღსანიშნავია, რომ Coniothyrium minitans-ის მცირე კონცენტრაციაც კი საკმარისი იყო სკლეროციების გასანადგურებლად, თუმცა მათი სწრაფი განადგურებისთვის უფრო მაღალი კონცენტრაციების (107-108 კონიდიუმი/მლ) გამოყენება აღმოჩნდა ეფექტური.

ავტ.

6.2.47. ენტომოპათოგენური ნემატოდა Steinernema feltiae- რეპროდუქციული პოტენციალი სხვადასხვა მავნებლებზე (Galleria mellonella, Hyphantria cunea da Leptinotarsa decemlineata). /. მიქაია/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. - 2009. - #3-4. - გვ. 93-97. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია ენტომოპათოგენური ნემატოდა Steinernema feltiae- რეპროდუქციის ეფექტურობა შემდეგ მწერებში: თაფლის ფიჭას ჩრჩილის (Galleria mellonella), ამერიკული თეთრი პეპელას (Hyphantria cunea) მატლებზე და კოლორადოს ხოჭოს (Leptinotarsa decemlineata) იმაგოზე. კვლევის მიზანია მავნე მწერების რიცხოვნობის რეგულირება Steinernema feltiae- საშუალებით. მიღებულია ახალი საკვები არეები Steinernema feltiae- კულტივირებისათვის. ნაჩვენებია, რომ Steinernema feltiae- რეპროდუქციის მაღალი მაჩვენებლები ვლინდება დაინვაზირებიდან მე-7 დღეს Hyphantria cunea-ზე – 94.5%, Leptinotarsa decemlineata-ზე – 98.4%, Galleria mellonella- მატლებზე – 91.8%. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები მნიშვნელოვანია იმით, რომ მომავალში შესაძლებელია Steinernema feltiae- კულტივირება მავნე მწერების Hyphantria cunea - და Leptinotarsa decemlineata- წინააღმდეგ.

ავტ.

6.2.48. სვანეთის რეგიონის ნემატოდების ბიომრავალფეროვნების შესწავლა. /. ცქიტიშვილი, . კუჭავა, . ცქიტიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. - 2009. - #3-4. - გვ. 98-102. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სვანეთის რეგიონის ნემატოდური მოსახლეობის შესწავლის მიზნით გამოკვლეულ იქნა რამდენიმე განსხვავებული ბუნებრივი ეკოსისტემა, სადაც სულ აღინიშნა ნემატოდების 45 ფორმა, აქედან ერთი სახეობა Mesodorylaimus paetzoldi Altherr, 1965 პირველად იქნა რეგისტრირებული საქართველოს ფაუნისათვის. მიღებული შედეგები შეჯერებულ იქნა არსებულ მონაცემებთან.

ავტ.

6.2.49. საქართველოს ლიქენების ახალი სახეობები ალგეთის ეროვნული პარკიდან. /.კუპრაძე/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. - 2009. - #3-4. - გვ. 103-104. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სტატიაში აღწერილია საქართველოს ლიქენოფლორისთვის 3 ახალი სახეობა ალგეთის ეროვნული პარკიდან: Flavopunctelia flaventior (Stirt) Hale, Hypotrachyna revoluta (Florke) Hale, Hypotrachyna sinuosa (Sm.) Hale. ნაშრომი ემსახურება საქართველოს ლიქენოფლორის სახეობრივი მრავალფეროვნების გამდიდრებას, ასევე ამ სახეობების გავრცელების არეალის გაფართოებას.

ავტ.

6.2.50. მონაცემები კულტურულ და ველურ მერქნიან მცენარეებთან ასოცირებული სოკოს Stigmina obtecta (Petrak & Esfandiari) M.B. Ellis შესახებ. /. გვრიტიშვილი, . ყაჭეიშვილი-თავართქილაძე, . ჭურღულია-შურღაია, . გოცაძე/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. - 2009. - #3-4. - გვ. 105-106. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შრომაში განხილულია საკვლევი სოკოს - Stigmina obtecta (Petrak & Esfandiari) M.B. Ellis ნომენკლა­ტურის საკითხები და დადგენილია მცენარეთა უფრო ფართო და ჰეტეროგენული სპექტრი, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი.

ავტ.

6.2.51. ენდემური მცენარე კოლხური ბზის Buõus Colchica Pojark ალკალოიდები და მიწისზედა ორგანოების ანატომიური შენება. /. ვაჩნაძე, . ანელი, . ჯაყელი, . ვაჩნაძე, . წაქაძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 7-11. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კოლხური ბზის Buõus Colchica Pojark ფოთლებისაგან და ღეროებიდან გამოყოფილი და სტრუქ­ტურულად დახასიათებულია 8 ინდივიდუალური ნაერთი, მათ შორის ორი ფუძე აღმოჩნდა ახალი. 3β - დიმეთილამინო, 20α მეთილამინო, – 4β, 4α, 14α ტრიმეთილ -9β, 19αციკლო­პროტო­ბუქსინი -Ñ, (-)N-3-Î-16 ჰიდროქსი – 3α, 20 მონომეთილამინო – 4 მეთილენ, 14αმეთილ – 9β,19 – ციკლოფსევდობუქსინი - D.Buõus Colchica Pojark ფოთლების და ღეროების მორფოლოგო-ანატომიური შენება პირველად არის შესწავლილი.

ავტ.

6.2.52. საქართველოს ფლორის Galanthus Latifolius Rupr . ალკალოიდები. /. კინწურაშვილი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 12-15. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია საქართველოში გავრცელებულიGGalanthus Latifolius Rupr ალკალოიდების შემცველობაზე. დადგენილია, რომ მცენარის მიწისზედა ნაწილები ყვავილობის ფაზაში შეიცავს ალკალოიდების ჯამს 0,25%-, ბოლქვები 0,47%-, გალანტამინის შემცველობა მიწისზედა ნაწილებში 0,03%-ია, ბოლქვებში 0,05%. გამოყოფილი და იდენტიფიცირებულია ალკალოიდები: ლიკორინი, გალანტამინი, ტაცეტინი, გალანტინი, დემეტილჰომოლიკორინი.

ავტ.

6.2.53. საქართველოში მოზარდი ლობელის შხამას - Veratrum Lobelianum Bernh ალკალოიდები. /. სულაძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 16-21. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

Veratrum Lobelianum Bernh მცენარის ფიტოქიმიური შესწავლისას გამოყოფილია 10 ინდივიდუალური ნივთიერება, სტრუქტურულად იდენტიფიცირებულია 9 ალკალოიდი, რომელთა შორის 8 ცნობილია: იერვინი, ვერალოზინი, ვერალოზინინი, ფსევდოიერვინი, ვერალოდინი, იერვინის აცეტილწარმოებული პირველად იქნა აღმოჩენილი ლობელის შხამაში, ხოლო 12α, 13β დიჰიდროიერვინი პირველადაა აღმოჩენილი ბუნებრივი ნაერთის სახით.

ავტ.

6.2.54. საქართველოში მოზარდი გვარი ONONIS-ის სახეობების წინასწარი გამოკვლევა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების შემცველობაზე. /. სიჭინავა, . ალანია, . მონიავა/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 22-25. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჩატარებულია საქართველოში მოზარდი გვარი ONONIS L. Bორი სახეობის ცალკეული ნაწილების შესწავლა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობაზე. დადგენილია, რომ ფლავონოიდებით მდიდარია მიწისზედა ნაწილები. მნიშვნელოვანი რაოდენობით ტერპენოიდები აღმოჩენილია ღეროებში და ფესვებში.

ავტ.

6.2.55. საქართველოს ენდემური სახეობის Astragalus Bungeanus Boriss. ცალკეული ნაწილების გამოკვლევა სხვადასხვა კლასის ქიმიურ ნაერთებზე. /. აფაქიძე, . ალანია, . ბაკურიძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 26-29. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჩატარებულია საქართველოს ენდემური სახეობის Astragalus Bungeanus Boriss. ცალკეული ნაწილების შესწავლა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობაზე. დადგენილია, რომ ფლავონოი­დები ძირითადად გროვდებიან ფოთლებსა და ყვავილებში, ნაკლებად ღეროებში, ფესვებში საერთოდ არ გვხვდება. ციკლოარტანები მნიშვნელოვანი რაოდენობითაა წარმოდგენილი ღეროებსა და ფესვებში.

ავტ.

6.2.56. ტრიტერპენული საპონინები Phytolacca Americana L.- ფესვებიდან და ფოთლებიდან. /. გეთია, . გაბელაია, . მშვილდაძე, . ტაბიძე, . ტაბატაძე, . დეკანოსიძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 30-36. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოკვლეულია საქართველოში ფართოდ გავრცელებული სარეველა მცენარის ჭიაფერას _ Phytolacca Americana L.- ფესვების და ფოთლების ტრიტერპენული გლიკოზიდები. ნაჩვენებია, რომ მცენარის ფესვებში საპონინები წარმოდგენილია არანაკლებ 12 გლიკოზიდით, ხოლო ფოთლებში 13 გლიკოზიდით. გამოყოფილი და ქიმიურად გაშიფრულია ფესვების 2 ძირითადი გლიკოზიდის სტრუქტურა - გლიკოზიდი E და გლიკოზიდი H, ხოლო ფოთლებიდან 3 გლიკოზიდის სტრუქტურა - გლიკოზიდი A, გლიკოზიდი B და გლიკოზიდი C. შესწავლილია ჯამისა და ინდივიდუალური გლიკოზიდების ბიოლოგიური აქტივობები.

ავტ.

6.2.57. საქართველოში მოზარდი Medicago Sativa- თესლების ლიპიდები. /. სულაქველიძე, . კიკალიშვილი, . მალანია, . ტურაბელიძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 37-39. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია იონჯასMedicago Sativa- თესლების ნეიტრალური ლიპიდების ქიმიური შედგენილობა, მასში შემავალი კლასები და ცხიმოვანი მჟავები. ასევე ჩატარებულია ფოსფო­ლიპიდების თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზი.

ავტ.

6.2.58. საქართველოში მოზარდი Artemisia Annua L. - უჯანგარი, როგორიც ანტიმალარიული საშუალების არტემიზინინის მიღების წყარო და მის რაოდენობითი განსაზღვრის მეთოდები. /. ტურაბელიძე, . ლაგაზიძე, . მიქაია/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 40-44. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დადგენილია, რომ ჩვენს ინსტიტუტის შირაქის საცდელ სადგურში კულტივირებული Artemisia Annua L. შეიცავს 0,2-0,25% არტემიზინს. შემუშავებულია მცენარე Artemisia Annua L.-ის ფოთლებიდან და ყვავილედიდან არტემიზინინის მიღების ლაბორატორიულ ტექნოლოგიური ხერხი და მისი რაოდენობრივი განსაზღვრის სპექტროფოტომეტრული და იოდომეტრული მეთოდები. მიღებული არტემიზინინი შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც სუბსტანცია სამედიცინო პრეპარატების შესაქმნელად, ასევე როგორც რეაქტივი მაღალი ანტიმალარიული მოქმედების ნივთიერების სინთეზისათვის.

ავტ.

6.2.59. საქართველოში მოზარდი ზოგიერთი მცენარის წინასწარი გამოკვლევა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობაზე. /. ალანია, . ქავთარაძე, . შალაშვილი, . საღარეიშვილი, . ანელი, . სუთიაშვილი, . ჭურაძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 45-57. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წინასწარი ფიტოქიმიური გამოკვლევა გლიკოზიდებზე, ფლავონოიდებზე და საპონინებზე ჩატარდა საქართველოში გავრცელებულ 52 მცენარეზე, რომლებიც მიეკუთვნებიან 22 ოჯახს. გამოვლენი­ლია რიგი პერსპექტიული მცენარეები, რომლებიც მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და მოწოდებულნი არიან ღრმა ქიმიური კვლევისათვის.

ავტ.

6.2.60. საქართველოში ინტროდუცირებული ზოგიერთი უმაღლესი მცენარის ფოთლების წინასწარი კვლევები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობაზე. /. საღარეიშვილი, . ალანია, . შალაშვილი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 58-65. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჩატარებულია საქართველოში ინტროდუცირებული ზოგიერთი უმაღლესი მცენარის ფოთლების წინასწარი ფიტოქიმიური ანალიზი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობაზე. გამოვლენილია რიგი ფლავონოიდების, ტრიტერპენების და კუმარინების შემცველი პერსპექტიული სახეობა. ზოგიერთი მათგანი მოწოდებულია ღრმა ქიმიური კვლევებისათვის მედიცინაში გამოყენების მიზნით.

ავტ.

6.2.61. პრეპარატ კოლხიცინის ახალი სამკურნალო ფორმის სტანდარტიზაციის მეთოდის შემუშავება. /. იავიჩი, . ჭურაძე, . გაგუა, . რუხაძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 66-70. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჩატარებულია გამოკვლევები კოლხიცინის ახალ სამკურნალო ფორმაზე-კუჭში ხსნად კაფსულებზე. შემუშავებულია ახალი სამკურნალო ფორმის სტანდარტიზაციის მეთოდი. ვალიდირებული მახასიათებლებით დამტკიცებულია რაოდენობრივი განსაზღვრის სიზუსტე. დოზირების ერთგვაროვნების დროს კაფსულები შეიცავს კოლხიცინს 0,00085-0,00115 გრ და 0,00051-0,00069გრ.

ავტ.

6.2.62. “სუფთაკვალიფიკაციის ტანინის მიღება. /. მღებრიშვილი, . სარაბუნოვიჩი, . ჭურაძე, . იავიჩი, . ქემერტელიძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 71-77. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღწერილია ფარმაკოპეული ტანინის გაწმენდის პირობები თანამდევი ფენოლური ნივთიერებე­ბი­საგან. მოდელური სისტემების სახით გამოიყენებოდა თრიმლის ტანინი, გალის მჟავა, რუტინი, არბუტინი, ჰიდროქინონი და ქვერცეტინი. ნაჩვენებია, რომ ყველაზე მიზანშეწონილია იონცლითი გასუფთავება სისტემაში ÊÓ-2, (H+ ფორმა), ÝÄÝ-10Ï (OH- ფორმა), ÈÀ-2 (CL- ფორმა). ამასთან, მიიღება ტანინი, რომელიც პრაქტიკულად თავისუფალია დაბალმოლეკულური მინარევებისაგან.

ავტ.

6.2.63. კაკაოს ცხიმის ფუძეზე მომზადებული პიოფაგის სუპოზიტორიების შემუშავება. /. ორჯონიკიძე, . დადეშიძე, . ალავიძე, . ცაგარეიშვილი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 78-81. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ბაქტერიოფაგის ბიოლოგიური ფენომენი ანტიბიოტიკოთერაპიის ალტერნატივას წარმოადგენს. კვლევის მიზანია ფაგის კაკაოს ცხიმთან შეთავსებადობის შესწავლა და ბაქტერიოფაგების შემცველი სუპოზიტორიების შექმნა. აღნიშნული სუპოზიტორიები მოწოდებული იქნება პროქტიტის, პარაპროქტის, ვაგინიტის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის სამკურნალოდ, რომელთა თერაპია საკმაოდ რთული ამოცანაა მიკროორგანიზმების რეზისტენტობის გამო. კომპლექსური ფიზიკურ-ქიმიური, ტექნოლოგიური და ბიოფარმაცევტული კვლევების საფუძველზე დადგენილია პიოფაგის შემცველი სუპოზიტორიების შექმნის შესაძლებლობა. შემუშავებულია პიოფაგის შემცველი სუპოზიტორიების შემადგენლობა და ტექნოლოგია. შესწავლილია ფიზიკო-ქიმიური და სტრუქტურულ-მექანიკური მაჩვენებლები. დადგენილია, რომ ისინი აკმაყოფილებენ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციის მოთხოვნებს სუპოზიტორიებზე. შემუშავებულია პიოფაგის 5 შემადგენელი კომპონენტის სპეციფიკური აქტიურობის ანალიზის მეთოდი. დადგენილია, რომ პიოფაგი ფუძიდან გამონთავისუფლდება სრულად და კაკოს ცხიმი მის სპეციფიკურ აქტიურობაზე გავლენას არ ახდენს.

ავტ.

6.2.64. პოტენციური რადიოდამცველობითი საშუალების სამკურნალო ფორმის და სუბსტანციის ტექნოლოგიური მახასიათებლები და სტანდარტიზაციის მეთოდი. /. იავიჩი, . ჭურაძე, . გაგუა, . რუხაძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 82-90. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია რიგი ტექნოლოგიური მახასიათებლები (ფრაქციული შემადგენლობა, მოცულობითი მასა, ჩამოყრითი მასა, დენადობა, ნარჩენი სინამე, ბუნებრივი დახრის კუთხე) პოტენციური რადიოდამცველობითი საშუალებისათვის, რომელიც დაფუძნებულია მცენარეულ ნედლეულზე და ორგანულ მჟავებზე. არსებობს კავშირი ამ პარამეტრებს შორის, სახელმწიფო ფარმაკოპეის მოთხოვნის შესაბამისად ჩატარებულია სუბსტანციის კაფსულირებული ფორმების სხვადასხვა ტესტები. შემუშავებულია როგორც სუბსტანციის, ისე გრანულირებული ფორმის სტანდარტიზაციის მეთოდი.

ავტ.

6.2.65. პოტენციური რადიოდამცველობითი საშუალებების შემცველი სამკურნალო ფორმებიდან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებების გამონთავისუფლების პროცესის შესწავლა. /. იავიჩი, . ჩანქსელიანი, . რუხაძე, . გაგუა, . ხოსიტაშვილი, . ხოსიტაშვილი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 91-95. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შექმნილია პრეპარატებისტყის ნობათიდამენჯუნი”-ის ახალი სამკურნალო ფორმები, ასევე პოტენციური რადიოდამცავი პრეპარატისა IF კუჭში ხსნადი კაფსულებისა და სუპოზიტორიების სახით. შესწავლილია მათი მახასიათებლები, რომლებიც განსაზღვრავს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შეთვისებას ორგანიზმის მიერ. ეს მონაცემები საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ სამკურნალო ფორმების საკმაოდ მაღალი ფარმაკოლოგიური აქტივობა.

ავტ.

6.2.66. ჩვეულებრივი მუხის მერქნისა და ქერქის ექტრაქციის ტექნოლოგიის შემუშავება. /. ხოსიტაშვილი, . აბზიანიძე, . ხოსიტაშვილი, . სუთიაშვილი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 96-100. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჩვეულებრივი მუხის მერქნისა და ქერქის ქიმიური შედგენილობის შესწავლისას დადგენილია მთრიმლავი ნივთიერებების, ლიგნანების, ცხიმოვანი მჟავების და რკინის შემცველობა. შემუშავდა ექსტრაქტების მიღების ტექნოლოგიური სქემები.

ავტ.

6.2.67. პაპაიას ფერმენტების კომპლექსის ქიმიური მოდიფიკაცია პოლიამიდური ლიგანდებით. /. ერქომაიშვილი, . ნადირაშვილი, . ჭანტურია, . ვადაჭკორია, . დადეშიძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 101-106. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

პაპაიას პროტეაზების კომპლექსი (პპკ), რომელიც მიიღება პაპაიას (Carica papaya) უმწიფარი ნაყოფების რძეწვენისაგან და რომელსაც აქვს მაღალი პროტეოლიზური, ანთების საწინააღმდეგო და ნეკროლიზური თვისებები, ძალზე ეფექტურია მრავალი დაავადებების მკურნალობისას, რომლებიც დაკავშირებულია ქსოვილთა დეგენერაციულ ცვლილებებთან, მაგრამ მისი გამოყენება შედარებით შეზღუდულია ალერგენული მოქმედების გამო. Aამ არასასურველი თვისებების შემცირების, ხსნარებში თერმოსტაბილურობის გაზრდის მიზნით ჩატარებულია პპკ- ქიმიური მოდიფიკაცია პოლიამიდური ლიგანდებით (მოლ.მასები 30-88 კდალტონი), რომლებიც წარმოადგენენ ლიზინის პოლიკონდესაციის პროდუქტებს ადიპინის ან სებაცინის მჟავებთან (4-ლიზ და 8-ლიზ, შესაბამისად). Mმოდიფიცირებულმა პრეპარატებმა შეინარჩუნეს საწყისი პროტეოლიზური აქტივობის 80-95% და, ამასთან, მკვეთრად გაიზარდა მათი მდგრადობა ხსნარებში 500C-ზე.

ავტ.

6.2.68. ხელსაწყო და მეთოდი ცხოველთა ტყავში პროტეოლიზური ფერმენტების ელექტროფო­რეზით განვლადობის in vitro შესწავლისათვის. /. ერქომაიშვილი . ვადაჭკორია, . ნადირაშვილი, . ჭანტურია/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 107-114. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შექმნილია მარტივი ხელსაწყო და შემუშავებულია მეთოდი ცხოველის ტყავის მემბრანაში პროტეოლიზური ფემენტების ელექტროფორეზის კანონზომიერებების შესასწავლად in vitro ექსპერიმენტებში. ნაჩვენებია, რომ პაპაიას პროტეაზები ელექტროდენის გარეშე არა მარტო ვერ გადიან გაყინული ქათმის ტყავის ბარიერში, არამედ საერთოდ ვერ შედიან მასში. ელექტრომიგრაციისას პაპაიას პროტეაზების გარკვეული ნაწილი რჩება ტყავის სტრუქტურაში. გაყინული ქათმის ტყავისა და ვირთაგვას `ცოცხალ~ ტყავზე ექსპერიმენტებით ნაჩვენებია, რომ დიმეთილსულფოქსიდი (2-3 წვეთი 10 მლ ანოდურ ხსნარში) ზრდის პაპაიას პროტეაზების განვლადობას 12-14%-ით. დადასტურდა ფიზიოლოგიური ხსნარის `პარაზიტული~ იონების უარყოფითი გავლენა პაპაიას პროტეაზების ელექტროფორეზზე, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს გამსხნელად ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენების მართებულობას კარიპაზიმით ელექტროფორეზული მეთოდით მკურნალობის პროცედურებში.

ავტ.

6.2.69. კარიპაზიმის პროტეოლიზური აქტივობის განსაზღვრის მეთოდი. /. ერქომაიშვილი, . ჭანტურია, . ვადაჭკორია, . ნადირაშვილი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 115-122. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემუშავებულია პაპაიას პროტეინაზების კომპლექსის შემცველი სამკურნალო პრეპარატ კარიპაზიმის პროტეოლიზური აქტივობის განსაზღვრის მეთოდი, ამასთან, გათვალისწინებული იყო სსრკ და შემდგომრუსეთის სტანდარტის (ÃÎÑÒ 20264.2-88, ფერმენტული პრეპარატები. Pპროტეოლიზური აქტივობის განსაზღვრის მეთოდი) და ნაწილობრივაშშ- ფარმაკოპეის (USP 25 – NF20 Suplement 2 papain) მოთხოვნები.

ავტ.

6.2.70. თიხა-ასკანეს შემცველი ახალი სუპოზიტორიული ფუძე. /. ორჯონიკიძე, . დადეშიძე, . ჯორბენაძე, . ცაგარეიშვილი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 123-126. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჩატარებულია სამუშაოები ბენტონიტური პრეპარატის - თიხა-ასკანეს და კაკაოს ცხიმის შემცველი ახალი სუპოზიტორიული ფუძის შესაქმნელად. ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ კაკაოს ცხიმში თიხა-ასკანეს შეტანა 3%-მდე რაოდენობით აუმჯობესებს კაკაოს ცხიმის, როგორც სუპოზიტო­რი­ული ფუძის, სტრუქტურულ-მექანიკურ, რეოლოგიურ და ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს. დადგენილია მოწოდებული სუპოზიტორიული ფუძის სტაბილურობა ხანგრძლივი შენახვის პროცესში (დაკვირვების ვადა - 1 წელი) ოთახის და +3-50Ñ ტემპერატურაზე.

ავტ.

6.2.71. `ახტალის~ ტალახის შემცველი მალამოს მიღების საკითხისათვის. /. რუხაძე, . გასვიანი, . ჯავახია/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 127-130. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია 10-20% `ახტალის~ სამკურნალო ტალახის შემცველი მალამოს კოლოიდური და ოსმოსური თვისებები. გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ემულგატორები. ნაჩვენებია, რომ საუკეთესო შედეგი მიიღება ემულსიური ცვილის ემულგატორისა და 10-20% `ახტალის~ ტალახის გამოყენების დროს. შერჩეულია მალამოს ოპტიმალური რეცეპტურა.

ავტ.

6.2.72. იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ჰერბარიუმი _ TBPH. /. ჭურაძე, . ანელი, . ტაკიძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 131-136. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო ჰერბარიუმის დაარსების და განვითარების 77 წლის ისტორია, კვლევების ძირითადი მიმართულერბები. ქრონოლოგიურადაა აღნიშნული თანამშრომელთა მოღვაწეობა ჰერბარიუმის ჩამოყალიბებაში. მსოფლიო ჰერბარიუმებთან კავშირების და ინფორმაციის გაცვლის მიზნით, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისად, ინსტიტუტის ჰერბარიუმი 2007 წლიდან შეტანილია საერთაშორისო ნუსხაშიIndex Herbariorum. დარეგისტრირებულია მის IX გამოცემაში და მინიჭებული აქვს აკრონიმი _ შემოკლებული საერთაშორისო ინდექსიTBPH.

ავტ.

6.2.73. დასავლეთ ამიერკავკასიის იშვიათი და ენდემური კალცეფილური მცენარეების კარიოგეოგ­რაფიული ანალიზი. /. გაგნიძე, . ჭურაძე, . ჭეიშვილი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. - 2009. - #1 (17). - გვ. 137-162. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია დასავლეთ ამიერკავკასიის კალცეფილური კარიოგეოგრაფია. სახეობების Aristolochia pontica Stev. 2n=12, Epimedium colchicum (Boiss.) Trautv. 2n=12, Amphoricarpos elegans Albov 2n=22, Kemulàriella colchica (Albov) Tamamsch. 2n=12, Leptopus colchicus (Fisch.etMey.) Pojark. 2n=12, Gentiana oschtenica (Kusn.) Woronow 2n=26, Betonica abchasica (Bornm.) Chinth. 2n=16, Scutellaria helenae Albov 2n=22, Ranunculus grossheimii Kolak. 2n=16, R.helenae Albov 2n=16, Daphne pseudosericea Pobed. 2n=18, Astrantia colchica Albov 2n=14, Heracleum calcareum Albov 2n=22 ქრომოსომათა რიცხვი პირველადაა დათვლილი. კარიოლოგიური და ბოტანიკურ გეოგრაფიული ანალიზის საფუძველზე ევქსინის აუზის ისტორიის ფონზე, განხილულია დასავლეთ ამიერკავკასიის კირქვიანების ფლორის ფორმირება და განვითარება. დადგენილია, რომ ევქსინის აუზის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთ იფიტოქოიზიონების მრავალი კალცეფილური და ფაკულტატური სახეობა დიპლოიდია და ინარჩუნებს ფლოროგენეტიკურ კავშირებს ხმელთაშუაზღვეთის ოლქის კალცეფილური ფლორის წარმომად­გენ­ლებთან. ეს სახეობები შეიძლება მიეკუთვნონ ევქსინის ფლოროგენეტიკურ ელემენტს. სისტემატიკური თვალსაზრისით დიპლოიდური სახეობების ნაწილი იზოლირებულია, პოლიპლო­იდური ენდემური სახეობები კი არქიენდემებს ან უპალეოპოლიპლოიდებს მიეკუთვნებიან. შრომაში მოყვანილი სახეობების ქრომოსომათა რიცხვის გარდა მითითებულია საჰერბარიუმო ნიმუშის ნომერი, შესწავლილი სახეობების ადგილსამყოფელი, კოლექტორი, აგრეთვე ნიმუშების შენახვის ადგილი (TBIთბილისის ბოტანიკის ინსტიტუტი; TBთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

ავტ.

6.2.74. მიკროელემენტების შედგენილობის განსაზღვრა საქართველოს ზოგიერთ მინერალურ წყლებში. /. გოგიჩაიშვილი, . ქავზინაძე, . ხურცილავა/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #1. - გვ. 57-61. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია, რომ ქიმიურ ელემენტებს შორის, რომლებიც გვხვდება მინერალურ წყლებში მცირე რაოდენობით, ყურადღებას იმსახურებს გარკვეული ბიოლოგიური აქტივობის მქონე მიკროელემენ­ტები Cu, Zn, Ni, Co, Cr, Mn. ნაშრომში, წინასწარ შემუშავებული ქრომატოგრაფიული კონცენტრირების მეთოდის გამოყენებით, შესაძლებელი გახდა ამ ელემენტების განსაზღვრა საქართველოს ზოგიერთ მინერალურ წყლებში, მათ შორის წყალტუბოს მინერალურ წყლებში. პირველად დადგენილი იქნა წყლებში ამ ელემენტების შემცველობა.

ავტ.

6.2.75. წყალბადური ბმები ზოგიერთი ფსევდოჰიდროაცეტატის კრისტალურ სტრუქტურებში. /. ცინცაძე, . ენდელაძე, . გოგიჩაიშვილი, . ჩუბინიძე, . ქავზინაძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #2. - გვ. 15-18. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომში შესწავლილია ავტორის მიერ სინთეზირებულ ფსევდოჰიდროაცეტატების კრისტალურ სტრუქტურებში წყალბადური ბმები. გაანალიზებულია ტუტე და ტუტე-მიწათა მეტალების ჰიდროაცეტატების აღნაგობა. ნაჩვენებია, რომ მცირე იონური რადიუსის მქონე მეტალთა ნაერთებიდან მეტი ზომის კათიონებზე გადასვლისას იცვლება სტრუქტურა, რაც დაკავშირებულია მეტალთა ატომების ჟანგბადიანი პოლიედრების ფენების ან მათი უსასრულო სვეტების გამოყოფასთან. სტრუქტურებში წყალბადური ბმების გეომეტრიული მახასიათებლების ანალიზი უჩვენებს, რომ ტრიმერებისა და დიმერების წარმოქმნა ხორციელდება ძლიერი წყალბადური ბმებით, როდესაც მანძილი O···O ნაკლებია 2,5 Å.

ავტ.

6.2.76. ცილების დანაკარგების შემცირება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ხსნარების დინების პულსირებული რეჟიმისას ულტრაფილტრაციული კონცენტრირების დროს. /. ლომაია, . რუხაძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #2. - გვ. 39-41. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ულტრაფილტრაციული კონცენტრირებისას ცილა ალბუმინის დაკარგვის მიზეზები. ცილების შემცირების მიზნით სელექციურობის მიხედვით შერჩეულ იქნა ოპტიმალური ტიპის მემბრანა ÓÏÌ-100. ექსპერიმენტით დადგენილია გასაყოფი ხსნარის პულსირებული რეჟიმის უპირატესობა. განსაზღვრულია გაყოფის პროცესის ოპტიმალური რეჟიმული პარამეტრები, ოპტიმალური კონსტრუქციული პარამეტრისგამყოფი არხის სიმაღლის გათვალისწინებით. ულტრაფილტრაციული კონცენტრირებისათვის შერჩეულია გასაყოფი ხსნარის დინების პულსირებული რეჟიმი, რომელიც ტურბულენტურ რეჟიმზე უფრო ეფექტურია. დადგენილია ოპტიმალური პულსირების სიხშირე 1,1 პულსი წამში და გამყოფი არხის სიმაღლე 1,5 მმ. დასაბუთებულია, რომ ულტრაფილტრაციული კონცენტრირებისას ზემოთ აღნიშნული პარამეტრების დროს ცილა ალბუმინის დანაკარგები მცირდება 5-6 ჯერ.

ავტ.

6.2.77. მემბრანის ფოსფოლიპიდების თანაფარდობა და უჯრედების სტაბილურობა. /. გორდეზიანი, . ტაბატაძე, . ათანელიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. - .3. - #3. – გვ. 158-161. – ინგლ., რეზ.: ქართ.

შესწავლილია ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენა 11 5(1) y Nocardiopsis dassonvillei უჯრედების ფოსფოლიპიდურ შედგენილობასა და უჯრედების სტაბილურობაზე. გამოვლენილია ამინო/ქოლინ­შემცველი ფოსფოლიპიდების თანაფარდობის როლი უჯრედების სტაბილურობაში.

ავტ.

6.2.78. რთულყვავილოვანთა (Aste­ra­ce­ae) ოჯახის ზოგიერთი მრავალწლოვანი ბალახოვანი წარმომადგენელი ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში. /. წულუკიძე, . ხუციშვილი/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 81-84. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

სტატიაში მოცემულია რთულყვავილოვანთა (Aste­ra­ce­ae) ოჯახის ზოგიერთი მრავალწლოვანი ლამაზად მოყვავილე ბალახოვანი მცენარის დახასიათება, კერძოდ: ფარსმანდუკის _ Achil­lea fi­li­pen­du­li­na Lam. cv Par­ke`s va­ri­et და გვირილას 2 კულტივარის _ Le­u­can­the­mum ma­xi­mum (Ra­mond) DC. cv 'Alas­ka' და Le­u­can­the­mum ma­xi­mum (Ra­mond) DC. cv 'Ofel­li­a'. ისინი ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცი­რებულია თბილისის ბოტანიკური ბაღიდან და ამერიკიდან მიღებული თესლებიდან 2005-2008 წლებში. აღნიშნული მცენარეები კარგად ეგუებიან ქუთაისის პირობებს, ყვავილობენ უხვად და ხანგრძლივად. არ საჭიროებენ მოვლის განსაკუთრებულ აგროტექნიკურ ღონისძიებებს, კარგად იტანენ ადგილობრივი ზამთრის პირობებს. გვირილა კარგად მრავლდება როგორც თესლით, ასევე ვეგეტატიურად - ბუჩქის დაყოფით, ხოლო ფარსმანდუკი მხოლოდ ვეგეტატიურად - ფესურის ამონაყრებით. ინტროდუცენტები გამოირჩევიან მავნებლებისა და დაავადებების მიმართ მაღალი გამძლეობით. ამ თვისებების გამო ისინი შეიძლება ფართოდ იქნეს გამოყენებული სხვადასხვა კომპოზიციებში (კლუმბებში, რაბატებში და ალპინარიუმებში), აგრეთვე ასაჭრელ ყვავილადაც _ თაიგულებში.

ავტ.

6.2.79. საქართველოში უნაბის (Zi­zip­hus ju­ju­ba Mill) კულტივირების პერსპექტივა ბიოპროდუქციის წარმოებისათვის. /. ღვალაძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 85-89. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

უნაბის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო მცენარეა დასავლეთ საქართველოში კულტივირების­თვის. უნაბის ნაყოფი ექვემდებარება გადამუშავებას და იგი ერთადერთი ნაყოფია, რომელიც მდიდარია ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასში ვიტამინ C- დიდი რაოდენობით შემცველობა 220-დან 690 მგ%-მდე. გარდა ამისა, უნაბის ნაყოფს გააჩნია სამკურნალო დანიშნულება სხვადასხვა პათოლოგიური ინფექციებით გამოწვეული დაავადებების, გულსისხლძარღვთა და ჰიპერტონიის დროს.

ავტ.

6.2.80. ჩაისა და სამკურნალო მცენარეებიდან მიღებული ბიოაქტიური დანამატის მინერალური შემადგენლობა. /. კოსტავა/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 236-240. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ბიოდანამატის მიკროელემენტული შემადგენლობის განსაზღვრისათვის გამოვიყენეთ რენტგენულ-ფლუორესცენტული ანალიზატორი Eლვახ. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ წარმოდგენილი ბიოაქტიური დანამატი კარგადაა გაჯერებული ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელი ყველა მიკროელემენტით, განსაკუთრებით ,,დამცველი(Se, Zn, I) და ესენციალური (სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი) K, Ca, Cr, Mn, Cu, Fe, Co და .. მინერალებით, რაც მას ხდის განსაკუთრებულ პერსპექტიულს ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესების ნორმალიზაციისათვის, სხვადასხვა სახის დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, ბუნებრივი იმუნიტეტის ამაღლებისათვის გარემოს სხვადასხვა არტეფაქტორების მიმართ

ავტ.

6.2.81. ფენოლ-ფორმალდეჰიდური ტიპის პოლიმერები ბისფენოლების საფუძველზე. /. გელაშვილი, . პაპავა, . გურგენიშვილი, . ჩიტრეკაშვილი, . მოლოდინაშვილი, . თაბუკაშვილი/. საქართვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 84-89. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ადამანტანის ტიპის კარდული ბისფენოლებისა და მათი ფენილწარმოებულების საფუძველზე სინთეზირებულია მეთილოლწარმოებულები. შესწავლილია ხსნარში ბისფენოლებისა და ფორმალდე­ჰიდის ურთიერთმოქმედების ზოგიერთი კინეტიკური კანონზომიერება.

ავტ.

6.2.82. ფტალის მჟავას ელექტროლიტური დისოციაციის კანონზომიერებები. /. კვარაცხელია, . კვარაცხელია, . კურტანიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 91-94. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ავტორების მიერ ადრე აღწერილი მეთოდით ჩატარებულია ფტალის მჟავას (ბენზოლდიკარ­ბონმჟავას) დისოციაციის კანონზომიერებების ანალიზი. განსაზღვრულია ამ მჟავას დისოციაციის ორივე საფეხურის ხარისხებისა და სხვადასხვა იონიზებული და არაიონიზებული ფორმების კონცენტრაციების სიდიდეები. შემოთავაზებულია აგრეთვე ემპირიული განტოლებები ფტალის მჟავას დისოციაციის ხარისხებისა და მისი განზავებული ხსნარების pH-ის მნიშვნელობათა მარტივი მიახლოებითი გათვლისათვის.

ავტ.

6.2.83. კალით ლეგირებული მონოკრისტალური სილიციუმის შინაგანი ხახუნისა და ძვრის მოდულის ამპლიტუდური დამოკიდებულება. /. დარსაველიძე, . ყურაშვილი, . ბოკუჩავა, . მხეიძე, . სანაია, . გაბრიჭიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 100-102. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია კალით ლეგირებული მონოკრისტალური სილიციუმის შინაგანი ხახუნისა და ძვრის მოდულის ამპლიტუდური დამოკიდებულება. განსაზღვრულია წერტილოვანი დეფექტებიდან დისლოკაციების მოწყვეტის კრიტიკული დეფორმაციის ამპლიტუდის, ძვრის მოდულისა და დრეკადობის ზღვრის მნიშვნელობები. გაანალიზებულია შინაგანი ხახუნისა და ძვრის მოდულის ჰისტერეზისული ტიპის ცვლილების მექანიზმები.

ავტ.

6.2.84. ზოგიერთი იმუნოგენეტიკური მარკერების გავრცელების თავისებურებანი აჭარის მაღალმთიანი რაიონის (ხულო) მოსახლეობის მაგალითზე. /. ნაგერვაძე, . ხუხუნაიშვილი, . დიასამიძე, . ქორიძე, . დუმბაძე, . ახვლედიანი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 176-179. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სისხლის ერითროციტული ჯგუფური ანტიგენები გენეტიკურად მყარად დეტერმინირებულ თავისებურებას წარმოადგენს და მრავალმხრივი ბიოლოგიური და სამედიცინო მნიშვნელობა აქვს. ABO, Rh-Hr, Kell, MN ერითროციტულ ჯგუფურ მარკერებზე გამოკვლეულ იქნა აჭარის ხულოს რაიონის მკვიდრი მოსახლეობა (105 კაცი). იმუნოსეროლოგიური მეთოდებით გამოკვლეულ იქნა სისხლში არსებული 13 ერითროციტური ჯგუფური ანტიგენი (ABO სისტემის ორიA, B; Rh სისტემის შვიდი: C, C, Cw, D, Du, E, e; Kell  სისტემის ორი: K და k და MN სისტემის ორი: M და  N ანტიგენი). მიღებული შედეგები დამუშავდა სტატისტიკურად. აღნიშნული რაიონის მოსახლეობის 44±4,9% აქვს 0(I) ჯგუფის სისხლი, 37±4,82% – A(II) ფენოტიპური ჯგუფის სისხლი. საკმაოდ მაღალია B(III) სისხლის ჯგუფის მატარებელთა ხვედრითი წილიც (17±3,7%). AB(IV) სისხლის ჯგუფი გვხდება 2±1,4% შემთხვევაში. rH სისტემის ცალკეული ანტიგენების კვლევისას ხულოს რაიონის მოსახლეობაში გამოვლინდა e ანტიგენის მაქსიმალური სიხშირე (100±0%), მას რამდენადმე ჩამოუვარდება C ანტიგენის რაოდენობრივი მაჩვენებელი (89±3,12%). D ანტიგენი გვხდება 82±3,8% შემთხვევაში, D კი _ 18±3,8%. C ანტიგენის გავრცელების სიხშირე 61± 4,8%-ია, E ანტიგენისა კი _ 23±4,2%. ხულოს რაიონის პოპულაციისათვის დაფიქსირებულ იქნა ექვსი rH-ფენოტიპური ჯგუფი გარცელების სხვადასხვა სიხშირით. აღნიშნული რაიონის მოსახლეობისათვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია CcDee ფენოტიპი. მისი გავრცელების სიხშირე 38±4,8%-ია. მოსახლეობის უმრავლესობას K(-) ფენოტიპური ჯგუფის სისხლი აქვს, ხულოს რაიონის მოსახლეობის 48±4,9% კი M ფენოტიპური ჯგუფის მატარებელია. 1,5-ჯერ ნაკლებია MN ფენოტიპური ჯგუფის მქონეთა რაოდენობა (32±4,6%). შედარებით დაბალი სიხშირით (24%) გვხდება N ფენოტიპური ჯგუფი.

ავტ.

3.  გეოლოგია. გეოდეზია

6.3.1. ქანების სტატიკური და დინამიკური ძალის ზემოქმედებით რღვევის ოპტიმალური მეთოდები. /. ბალიაშვილი, . ბეჟანოვი, . ღურჭუმელია, . სარჯველაძე, .რუხაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 33-37. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია მარმარილოს, ქვიშაქვის და ტუფის ნიმუშების რღვევა სტატიკური და დინამიკური ძალის ზემოქმედებით გამომშრალ, წყალნაჯერ და ზანნაჯერ მდგომარეობაში ჰაერის, წყლის და ზანის გარემოში გამოცდისას. მოცემულია კუთრი მუშაობის სიდიდის ცვალებადობის მიზეზები, ქანების რღვევის მექანიზმი და ოპტიმალური მეთოდები.

ავტ.

6.3.2. მინერალური რესურსების რაციონალური გამოყენებისა და ქვეყნის გეოლოგიური პოლიტიკის შესახებ. /. ქაჯაია, . ჯაფარიძე, . გეგია/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 38-42. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საკუთარი მინერალური ნედლეულის ოპტიმალური გამოყენება ზრდის ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის ხარისხს. საქართველოს არ გააჩნია სასარგებლო წიაღისეულის სანდოობის ხარისხისა და სამრეწველო ტიპების მიხედვით კარგად კლასიფიცირებული საბადოების ჩამონათვალი. მოსაგვარებელია მათი ლიცენზირებისა და დამუშავების სახელმწიფო კონტროლის საკითხი. სწორედ ეს თემებია განხილული წინამდებარე სტატიაში.

ავტ.

6.3.3. ოქროს საბადოების ძებნითი კრიტერიუმები. /. ბლუაშვილი, . ჯაფარიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 43-46. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე ჩატარებული კვლევის შედეგები ოქროზე. გამოყოფილია სამი, შედარებით ინფორმაციული ჯგუფი და გამოთქმულია მოსაზრება ოქროს საბადოების თანამედროვე ძებნითი კრიტერიუმების შესახებ.

ავტ.

6.3.4. რკინასაქართველოს ბელტის ადრეოლიგოცენურ ნალექებში. /. მახარაძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 256-259. – რუს.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია საქართველოს ბელტის ადრეოლიგოცენური ვულკანოგენურ-დანალექ კაჟიან-მანგანუმიან ფორმაციაში რკინის მინერალოგია და მისი გავრცელების კანონზომიერებანი. ნაჩვენებია, რომ ეს ფორმაცია რკინას მცირე რაოდენობით შეიცავს და ის წარმოქმნის მხოლოდ მცირე ზომის დანაგროვებს. ამ ფორმაციაში ის ძირითადად წარმოდგენილია გლაუკონიტის და რკინიანი მონტმორილონიტის სახით. იშვიათად გვხვდება რკინის ჰიდრო-ჟანგები, ჟანგები და კარბონატული ნაერთები. ფორმაცია ჩამოყალიბებულია Eh და PH ნეიტრალური მაჩვენებლების დროს.

ავტ.

6.3.5. მადნეულის მასივურ სულფიდური საბადოს შემცველი ცარცული ვულკანურ-სედიმენტური ქანების ფაციალური ანალიზი (ბოლნისის რაიონი, საქართველო). /. ფოფხაძე, . ბერიძე, . მორიცი, . გუგუშვილი, . ხუციშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 103-108. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომი ასახავს მადნეულის საბადოს შემცველი ვულკანური ქანების დეტალურ ლითოფაციალურ ანალიზს, რასაც საფუძვლად უდევს 6 საყრდენი ჭრილი. საბადოს ძირითადი ამგები რიოლითური ვულკანოკლასტური ქანები შეიძლება დაიყოს 3 ჯგუფად: (1) მასიური ბრექჩიები, რომლებიც ინტერპრეტირებულია როგორც მასიური ბრექჩიული ნაკადები, (2) სტრატიფიცირებული ტუფები და ლაპილური ტუფები (მოიცავენ იგნიმბრიტებს, რიოლითებს და რიოდაციტურ პიროკლასტურ ნაკადებს) და (3) ტუფო-ტურბიდიტები. საბადოს ჩრდილო დონეზე გამოყოფილი იქნა იგნიმ­ბრიტების 2 ჰორიზონტი, რომელთაგან ერთ-ერთი (სვეტური განწევრებების იგნიმბრიტები) პირველად იქნა ნანახი და აღწერილი ავტორთა მიერ. იგივე შეიძლება ითქვას საბადოს აღმოსავლეთ დონეზე იგნიმბრიტებთან ასოციაციაში მყოფი რიოლითურ პიროკლასტური ნაკადებისა და დაციტური ჰიალოკლასტიტების შესახებ.

ავტ.

6.3.6. კავკასიის აალენური ნალექების ზონური დანაწილება ამონიტების მიხედვით. /. თოფჩიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 109-116. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კავკასიის სხვადასხვა რაიონის ჭრილებიდან მოპოვებული და არსებული მდიდარი პალეონტოლოგიური მასალის საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილია გეოლოგიისათვის უმნიშვნელოვანესი თავფეხიანი მოლუსკური ფაუნის ჯგუფით (ამონიტებით), შემუშავდა ამ რეგიონის აალენური ნალექების ზონური დანაწილების სქემა. კავკასიის და დასავლეთ ევროპის აალენური ამონიტების ზონური კომპლექსების შედარებამ გვიჩვენა, რომ მათ შემადგენლობაში მრავალი საერთო გვარი და სახეობაა. ეს გარემოება საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ დასავლეთ ევროპა და კავკასია ერთ ფაუნისტურ პროვინციას მიეკუთვნება.

ავტ.

4.  გეოგრაფია. კარტოგრაფია. ასტრონომია

6.4.1. კლიმატი ადრინდელი დედამიწის ზედაპირზე. /. კილაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 61-65. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სათბურის ეფექტისა და ვენერას ზედაპირის ამჟამინდელი ტემპერატურის გათვალისწინებით, ადრინდელი დედამიწის ზედაპირის ტემპერატურისთვის მიღებულია მნიშვნელობა 3520C. აგებულია ატმოსფეროს მოდელი; მისი ძირითადი ქიმიური კომპონენტებია CO2 და H2O. მიღებული შედეგები რადიკალურად განსხვავდება დედამიწაზე სიცოცხლის ჩასახვის ეპოქაში გაბატონებული კლიმატური პირობების შესახებ არსებული ტრადიციული შეხედულებებისაგან. აღნიშნული გარემოება მხედველობაშია მისაღები პლანეტაზე სიცოცხლის წარმოშობის საკითხის განხილვისას.

ავტ.

6.4.2. დედამიწის სითბური ბალანსი და გლობალური დათბობა. /. ჯიბლაძე, . მიქაბერიძე, . რაზმაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. . 3 - # 2. – გვ. 75-78. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

დედამიწის სითბური ბალანსის გამოთვლებით ნაჩვენებია, რომ დედამიწის ზედაპირზე დაცემული მზის ენერგიის თითქმის ნახევარი ოკეანეების, ზღვებისა და ხმელეთის ზედაპირიდან წყლის აორთქლებაზე იხარჯება. ენერგიის ნაწილი შთაინთქმება მცენარეების მიერ, მაგრამ სითბური ენერგია, რომელიც ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოიყოფა, ოთხი რიგით ნაკლებია იმ ენერგიასთან შედარებით, რომელსაც დედამიწა მზისაგან იღებს. აღნიშნულია, რომ ადამიანის საქმიანობასთან დაკავშირებული ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზრდა, რაც სათბურის ეფექტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება, დედამიწის საშუალო ტემპერატურაზე მცირე ზეგავლენას ახდენს და CO2 მოლეკულების მიერ დედამიწის ინფრაწითელი გამოსხივების შთანთქმას არ შეუძლია სათბურის ეფექტის გამოწვევა.

ავტ.

5.  სხვა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

6.5.1. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი. /. მეძმარიაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 13-18. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

სტატია ეხება ისტორიაში პირველ ქართულ კოსმოსურ ობიექტს, მის ორბიტაზე გაყვანას და წარმატებულ ექსპერიმენტს. აღნიშნული მოვლენა განხილულია კოსმონავტიკის ენციკლოპედიურ გამოცემაში, როგორც ახალი ტექნოლოგიების დასაწყისი, ხოლო მისი განხორციელების თარიღი შეტანილია მსოფლიო კოსმონავტიკის ღირსშესანიშნავ მოვლენათა ქრონიკების ჩამონათვალში.

ავტ.

. ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებები. ეკონომიკის დარგები

1. ენერგეტიკა

6.1.1. საქართველოს ჰიდრორესურსების რაციონალური გამოყენების საკითხები ეკონომიკის მდგრადი განვითარების თვალსაზრისით. /. გობეჩია, . მახარაძე, . ფირცხალავა/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 46-49. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

განხილულია ბუნებათსარგებლობის, განსაკუთრებით საქართველოს ჰიდრორესურსების, რაციონალური გამოყენების საკითხები ეკონომიკის მდგრადი განვითარების თვალსაზრისით, რასთანაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მოსახლეობის უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის სასმელი წყლით, ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირება, გარემოს დაცვა და შენარჩუნება. ნაჩვენებია, რომ მდგრადი განვითარების პრინციპების რეალიზაციისათვის აუცილებელია შესაბამისი ინდიკატორული სისტემის შექმნა და მონიტორინგის განხორციელება წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების სფეროში.

ავტ.

6.1.2. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკული ბალანსი: ტრანსფორმაცია და ტენდენციები. /. ჩომახიძე, . კანდელაკი/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #4. - გვ. 35-39. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი. ამ მიზნით გაანალიზებულია მისი დონე და დინამიკა უკანასკნელი 48 წლიან პერიოდში. იგი მოიცავს საბჭოთა 30 წლიან (1960-1990 წწ) და 18 წლიან დამოუკიდებლობის პერიოდებს (1991-2008 წწ.). გამოკვლევამ აჩვენა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში (1960-2008 წწ.) საქართველოს სათბობ-ენერგეტიკული ბალანსი დეფიციტური იყო. ცაკლეული წლების მიხედვით, საკუთარი წარმოების რესურსების ქვეყნის მოთხოვნილების დაკმაყოფილების დონე შეადგენდა (%): 1960 . – 31.2; 1970 . – 14.6; 1980 . – 45.1; 1990 . – 10.2; 1995 . – 37.2; 2000 . – 47.5; 2005 . – 39.8; 2006 . – 37.6; 2007 . – 40 და 2008 . – 39.5. . . საბჭოთა პერიოდთან შედარებით უკანასკნელ პერიოდში სახეზეა დეფიციტის თანდათანობით შემცირების ტენდენცია.

ავტ.

6.1.3. მართვადი ელექტროგადამცემი ხაზების (ეგხ) გამარტივებული საანგარიშო მოდელები. /. ზივზივაძე, . ზივზივაძე, . ფხაკაძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #2. - გვ. 42-45. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატია ეძღვნება შორ მანძილზე ელ. ენერგიის გადაცემის ახალი მეთოდების გამოყენების პრობლემატიკას, კერძოდ მართვადი ხაზების საანგარიშო მოდელის შემუშავებას. შემუშავებულია მართვადი ხაზის საანგარიშო სქემა. ნაჩვენებია, რომ ასეთი ხაზის წყვილების ჯაჭვი შეიძლება წარმოვადგინოთ ოთხპოლუსას სახით, რომლის გადაცემის მუდმივები, ტალღურ პარამეტრებთან ერთად, დამოკიდებული არიან ძაბვებს შორის ძვრის კუთხეზე. იმ სქემებისაგან განსხვავებით, რომლებიც არ არიან დამოკიდებული ძვრის კუთხეზე, კერძო ექვივალენტური სქემები შედარებით მარტივია. მათი საშუალებით საკმაოდ იოლია ჩატარდეს გაანგარიშებები და ანალიზი მართვადი ელ. გადამცემი ხაზების დამყარებული რეჟიმებისათვის.

ავტ.

2.   ელექტროტექნიკა. ელექტრონიკა. რადიოტექნიკა. კავშირგაბმულობა

6.2.1. ახალი თაობის ქსელების სატრანსპორტო პლატფორმის განვითარების ტენდენციები. /. ხოშტარია, . ბურდული, . სამუშია/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 55-58. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

თანამედროვე ტელეკომუნიკაციის განვითარების მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს სწრაფვა პაკეტური, მულტისერვისული, ქსელის შექმნისაკენ. ასეთი ქსელის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში საარხო დონის საფუძვლად მიიჩნევა Ethernet. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ქსელში ტრანსპორტირების მთავარი ამოცანაა Ethernet. ტრაფიკის გადაცემა სატრანსპორტო დონისადმი წაყენებული ყველა მოთხოვნის შესრულებით. სტატიაში სხვადასხვა სატრანსპორტო ტექნოლოგიის (SDH, DWDM, MPLS, T-MPLS, PBT) მოკლე მიმოხილვის საფუძველზე მოცემულია ქსელების სატრანსპორტო პლატფორმის არხების კომუტაციაზე ორიენტირებული სისტემებიდან პაკეტურ კომუტაციაზე ორიენტირებული სისტემებისაკენ ევოლუციის გზა და გამოთქმულია ვარაუდი, რომ "სრულყოფილი" ქსელების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მთლიანად ოპტიკური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის შემთხვევაში.

ავტ.

6.2.2. ორმხრივი მრავალწერტილოვანი ელექტროკონტაქტური შედუღების პროცესის და საშემდუღებლო ტრანსფორმატორების მიმდევრობით რეჟიმში მუშაობის ანალიზი. /. ფხაკაძე, . შალამბერიძე, . ხვადაგიანი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 91-93. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

შედუღების პროცესში ტრანსფორმატორების მიმდევრობით რეჟიმში მუშაობის ანალიზმა საშუალება მოგვცა გამოგვევლინა შედუღების დეფექტები მეორეული დენების გაზომვითა და მათი ნომინალურ მნიშვნელობასთან შედარების საშუალებით.

ავტ.

6.2.3. კომპოზიციური მასალების გამოყენებით მადნის ელექტროთერმული სალღობი ღუმელების მუშაობის საიმედობის ამაღლება. /. ბაკურაძე, . ბუაძე, . ბაკურაძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #1. - გვ. 20-22. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მადნის სალღობი ღუმელის მუშაობის საიმედობის და ხანგამძლეობის ასამაღლებლად ღუმელის ელექტროდების ელექტრო-საკონტაქტო კვანძებისყბების წყლის ნაკადით გაგრილებისათვის სპილენძის მილების შეცვლის საკითხი. შემოთავაზებულია კომპოზიციური მასალების გამოყენებით ყბების დამზადების ალტერნატიული მეთოდები. გამოყენებულია კომპოზიცია მეტალ-ტექსტილი. მოცემულია კომპოზიციური მასალების დამზადების ტექნოლოგია და ჩატარებულია მათ საიმედობაზე გამოცდები. ნაშრლმში შემოთავაზებული მეთოდით დამზადებული კომპოზიციური მასალების საწარმოო გამოცდამ აჩვენა, რომ ელექტრო-საკონტაქტო «ყბები» და მისი სამაცივრე არხი სრულად აკმაყოფილებს სალღობი ღუმელის ამ ნაწილზე წაყენებულ მოთხოვნებს. კომპოზიციურ მილში არსებული ტენი და აირები სრულად გამოდის სხმულის ფორმიდან. “ყბა მიიღება მთლიანად ერთგვაროვანი სტრუქტურის და მათი მუშაობა გაიზარდა 2-2,5 ჯერ. ელექტრო-საკონტაქტო კვანძში - ყბებში-კომპოზიციური მილის გამოყენებით მათი წონა შემცირდა 65 კგ-ით.

ავტ.

6.2.4. დენმატარებელი სხეულების ძალურ ურთიერთქმედებათა გამარტივებული გაანგარიშება იმპულსურ მაგნიტურ ველში. /. მამიკონიანი, . მამიკონიანი/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 32-39. – რუს.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

გამოკვლეულია ხვიის ტიპის ელექტრომაგნიტური ზარბაზნის ლაბორატორიული მაკეტი. კვლევის მიზანს წარმოადგენს დანადგარში მიმდინარე პროცესების გამოკვლევის გამარტივებული მეთოდიკის ექსპერიმენტული დადგენა. გადმოცემულია დანადგარის ექსპერიმენტული გამოკვლევის შედეგების გამარტივებული თეორია ცვლადი და მუდმივი დენებისას, შეფასებულია მოკლედჩართული რგოლის ასხლეტის სიმაღლეთა ექსპერიმენტული და თეორიული მრუდების ურთიერთთანხვედრის სიზუსტე ხვიაზე დართული აღძვრის ძაბვისაგან დამოკიდებულებით.

ავტ.

4.     სამთო საქმე. მეტალურგია. ქიმიური მრეწველობა

6.4.1. შპსმეტექსისმინი-ფეროშენადნობთა ქარხანაში სილიკომანგანუმის დნობის ტექნოლოგიის დამუშავება, კვლევა და სამრეწველო ათვისება, კაზმში დაბალხარისხიანი, მაღალრკინაშემცველი მანგანუმის მადნების გამოყენებით. /. სიმონგულაშვილი, . შარაშიძე, . ცირდავა, . მაისურაძე, . ნებიერიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 52-56. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია შპსმეტექსისმინი-ფეროშენადნობთა ქარხნის პირობებში ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები, მისი მოქნილობა, ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, უმოკლეს ვადაში შეცვალოს ტექნოლოგია და გამოშვებული პროდუქციის ორტამენტი. გაანალიზებულია ასეთი მინიქარხნების უპირატესობა დიდ ქარხნებთან შედარებით. დამუშავებულია სილიკომანგანუმის მიღების ახალი ტექნოლოგია კაზმში დაბალხარისხიანი, მაღალრკინაშემცველი მანგანუმის მადნების გამოყენებით.

ავტ.

6.4.2. ავტომატდგანის სამართულის საცვლელი მექანიზმის რაციონალური კონსტრუქცია. /. მელქაძე, . მიქაუტაძე, . მებონია/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 94-96. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

შემოთავაზებულია სამართულის საცვლელი მექანიზმის ახალი კონსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფს აგრეგატ “140”-ის ავტომატდგანის ორი სამართულით მუშაობას. სამართულის საცვლელი მექანიზმის კონსტრუქცია შესრულებულია ისეთნაირად, რომ გამორიცხულია უქმი სვლა, რაც განაპირობებს აგრეგატ “140”-ის ავტომატდგანზე გლინვის მაღალი ტემპის შენარჩუნებას. მექანიზმის დანერგვა წარმოებაში უზრუნველყოფს სამართულების ცვლის მექანიზაციას, გამოშვებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას განსაკუთრებით თხელკედლიანი მილების გლინვის დროს, წარმოებული პროდუქციის სორტამენტის გაფართოებას, მომსახურე პერსონალის შრომის უსაფრთხო პირობებს.

ავტ.

6.4.3. გააქტიურებული მანგანუმის დიოქსიდის მიღება. /. შენგელია, . აგლაძე, . კაპანაძე, . გველესიანი, . ალიაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 97-105. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

დადგენილია II ხარისხის პეროქსიდული და I ხარისხის მეტალურგიული კონცენტრატებიდან გააქტიურებული ოპტიმალური პირობები. პეროქსიდული კონცენტრატიდან მიღებული პროდუქტის ელექტროქიმიური აქტიურობა ელექტროლიზური მანგანუმის დიოქსიდის ანალოგიურ მახასიათებელს უტოლდება, ხოლო მეტალურგიული კონცენტრატიდან მიღებული პროდუქტის ელექტროქიმიური აქტიურობა ელექტროლიზური მანგანუმის დიოქსიდის ანალოგიური პარამეტრის 87%- შეადგენს.

ავტ.

6.4.4. სპილენძ-ფოსფორის სარჩილავის დნობის პროცესის დიაგნოსტიკა თერმოფიზიკური მეთოდით. /. შჩუკინი, . ჯანდიერი, . ქვათაძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 52-56. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია სპილენძ-ფოსფორიანი სარჩილავის დნობის პროცესის კონტროლისა და მართვის თავისებურებანი. დასაბუთებულია პროცესის დიაგნოსტიკის თერმოფიზიკური მეთოდის უპირატესობები. თერმოგრამებისა და სპილენძ-ფოსფორის მდგომარეობის დიაგრამის მონაცემთა ბაზის ინტერპოლაციით მიღებულია მათემატიკური გამოსახულება დნობის პროცესის დიაგნოსტიკის, კერძოდ კი - ნალღობში ფოსფორის შემცველობის ანალიტიკური განსაზღვისათვის.

ავტ.

6.4.5. მეორადი დისპერსულად შევსებული თერმოპლასტების ადჰეზიური სიმტკიცე გამოცდის სხვადასხვა ტემპერატურის დროს. /. ხელაძე, . ქირია/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 138-143. – რუს.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

შესწავლილია მეორადი პოლიოლეფინური კომპოზიციების ადჰეზიური სიმტკიცე მოდელურ სისტემაში შემაკავშირებელი-ბოჭკო. გაზომვები მიმდინარეობდა თხევადი აზოტის ტემპერატურიდან (-1950C) +1200C-მდე. დადგენილია, რომ გამინების ტემპერატურის ახლოს სისტემის პოლიმერული კომპოზიციური მასალა-ბოჭკო ადჰეზიური სიმტკიცე როგორც პირველადი, ისე მეორადი თერმოპლასტებისათვის პრაქტიკულად არ არის დამოკიდებული ნიმუშის ზომებზე. სხვადასხვა სისტემების ადჰეზიური სიმტკიცის ტემპერატურულ დამოკიდებულებას ექსტრემალური ხასიათი აქვს და  შეიმჩნევა პოლიოლეფინების გამინების ტემპერატურის უბანში. ტემპერატურის ზრდისას ადჰეზიური სიმტკიცის მნიშვნელობა მონოტონურად მცირდება. განსაკუთრებულად მკვეთრად ადჰეზიური სიმტკიცე ეცემა პოლიმერების დარბილების ტემპერატურის უბანში და მისი მნიშვნელობა ნოლს უახლოვდება. მეორადი პოლიმერებისათვის ტემპერატურის გავლენა უფრო შესამჩნევი ხდება, რადგან მის შემადგენლობაში შედის საბაზო პოლიმერის თერმოდესტრუქციის პროდუქტები. შევსებული პოლიმერებისათვის მეტად მნიშვნელოვანია ტემპერატურის ციკლური ცვლილება და განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურებამდე ციკლური გაცივება. დადგენილია, რომ 10 ციკლიდან დაწყებული ადჰეზიური სიმტკიცის მნიშვნელობა მცირდება, 100 ციკლის შემდეგ სხვადასხვა სისტემებში იგი 30-70%-ით მცირდება. უნდა ავღნიშნოთ, რომ შევსებულ სისტემებში იგი უფრო ნაკლებად მცირდება ვიდრე სუფთა პოლიმერებში, და ეს კანონზომიერება შენარჩუნებულია მეორადი მატრიცებისთვისაც.

ავტ.

6.4.6. ღვინის საფუვრის ბუნებრივ პოპულაციებზე სპილენძის იონების პერმანენტული ზემოქმედების შედეგების შესწავლა. /. შათირიშვილი, . მაჭავარიანი, . ზარნაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 122-125. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია ანაგისა (კახეთი) და სურების (გურია) ღვინის საფუვრის ბუნებრივი პოპულაციების მდგრადობა სპილენძის იონებისადმი. გამოკვლეულია თითოეული პოპულაციის შემადგენელი 250 შტამი. შესწავლილი ნიშნისადმი ორივე პოპულაცია პოლიმორფული აღმოჩნდა. ანაგის პოპულაცია სურების პოპულაციისგან განსხვავებით მრავალი ათეული წლის განმავლობაში ექვემდებარებოდა სპილენძის იონების ზემოქმედებას. ბუნებრივი გადარჩევის მოქმედებამ გამოიწვია რეზისტენტული შტამების მაღალი სიხშირით დაგროვება ანაგის პოპულაციაში. გენეტიკური ანალიზით დადგენილია, რომ ანაგის პოპულაციის 10 შტამიდან 6 რეზისტენტობის განმსაზღვრელ ორ SMF1 SMF2 დომინანტ გენს შეიცავს. სურების პოპულაციის შესწავლილ შტამებს მხოლოდ ერთი აქტიური ლოკუსი გააჩნიათ.

ავტ.

5. მანქანათმშენებლობა. ხელსაწყოთმშენებლობა

6.5.1. ზედაპირების კონსტრუირება პირველი კლასის შემხები გარდაქმნების გამოყენებით. /. აბულაძე, . ჭელიძე, . შუკაკიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 85-88. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ზედაპირები კონსტრუირებულია პირველი კლასის შემხები გარდაქმნების ვექტორული სახით მოცემული მიმმართველი განტოლების საშუალებით. ამ განტოლებაში წინასახედ და ბაზისებრ ფიგურად გამოყენებულია ზედაპირები, რომლებიც განიხილებიან, როგორც შემხები ელემენტებისაგან შედგენილი მრავალსახეობანი. შემოთავაზებული აპარატით შესაძლებელია ზედაპირების კონსტრუ­ირება წინასწარ მოცემული პოზიციური და დიფერენციალურ-გეომეტრიული ხასიათის პირობების გათვალისწინებით, რაც რთული კონფიგურაციის დეტალების ლითონსაჭრელ ჩარხებზე დამუშავებისას მისი გამოყენების წინაპირობაა.

ავტ.

6.5.2. ელექტრომატარებლის მოტორიანი ვაგონის გაუმჯობესებული სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემის კინემატიკა. /. შარაშენიძე, . დოლიძე, . შარაშენიძე, . ფანჯავიძე, . ქუფარაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 73-81. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

განსაზღვრულია სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემის იდეალური კინემატიკური პარამეტრები. მიღებულია შესაბამისი ფორმულები, რომლებიც საჭიროა ნებისმიერი სახის სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემის კინემატიკის ანალიზური გამოკვლევებისათვის.

ავტ.

6.5.3. ღრეჩოების გავლენის გამოკვლევა სამანქანო აგრეგატების მთავარი ამძრავის დინამიკურ მახასიათებლებზე. /. ადამია, . ჩაგელიშვილი, . ნადირაძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 21-31. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

შემოთავაზებულია საგლინი დგანების დინამიკური მახასათებლების გაანგარიშების განზოგადოებული მეთოდიკა მანქანის გაშვების სხვადასხვა ეტაპზე დგანის მთავარი ამძრავის ტრანსმისიებში ღრეჩოების თანაარსებობის გათვალისწინებით. დადგენილია ანალიზური დამოკიდებულება ღრეჩოების სიდიდეებსა და მათი გავლენით გამოწვეულ დამატებით (დარტყმითი ხასიათის) ძალებს შორის.

ავტ.

6.5.4. სარეცხი მანქანის მუშა დოლების გაანგარიშებისა და კონსტრუირების თავისებურებანი. /. ურიადმყოფელი, . გურგენიძე, . ფურცხვანიძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 110-114. – ინგლ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია დოლიანი სარეცხი მანქანების დოლის გაანგარიშების თავისებურებანი, კონსტრუირებისა და მოდერნიზაციის საკითხები, მოცემულია დოლის ძირითადი ტექნოლოგიური პარამეტრების განსაზღვრის მეთოდები. ექსპერიმენტულმა გამოკვლევებმა დაადასტურა სარეცხი დოლების ტექნოლოგიური პარამეტრების რაციონალური გაანგარიშების აუცილებლობა, გამოავლინა გაანგარიშების თავისებურებანი და განსაზღვრა მისი დაგეგმვის მეცნიერული საფუძვლები.

ავტ.

6.5.5. გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტერმინალური ბალისტიკა. /. ხურცილავა, . მარდალეიშვილი, . ჭედია, . გოგელია/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 217-223. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია ტერმინალური (საბოლოო) ბალისტიკის საკითხები გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი ზოგიერთი ტიპის ტყვიის გამოყენებისას; ტყვიის ობიექტთან ურთიერთქმედების ეფექტურობის საკითხი, ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე შესწავლილია ბლოკი-იმიტატორის გამოყენების პერსპექტივა, რომელიც წარმოადგენს რბილი, კუნთოვანი ქსოვილების ექვივალუნტურ შემცვლელს თავისი ფიზიკო-ტექნიკური მახასიათებლებით; ასევე ურთიერთქმედების შედეგად განვითარებული პროცესების ფიზიკური მოვლენების თეორიული საფუძვლები.

ავტ.

6.5.6. მრავალჭავლიანი გამფრქვევისათვის წვის კამერის სხვადასხვა ვარიანტების შემუშავება. /. გვეტაძე, . ფურცხვანიძე, . ჩოგოვაძე, . გოგისვანიძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 228-231. – რუს.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

მრავალჭავლიანი გამფრქვევისათვის წვის კამერის დაპროექტების დროს ძირითადი ყურადღება ეთმობა გაფართოებულ კამერებს, რომელთა კლასიფიცირება შეიძლება მოხდეს რამდენიმე ნიშნით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია თვითონ წვის კამერის უნარი ნარევწარმოქმნის ინტენსიფიკაციისადამი კამერიდან გამოდევნილი ტოროიტალური გრიგალის ხარჯზე. ასევე მნიშვნელოოვანია წვის კამერის გვერდითი კედლის ფორმა. წვის კამერის არსებული ტიპებიდან განხილულია კამერის 3 ძირითადი სახე: ღია, დახურული და კომბინირებული.

ავტ.

6.   მსუბუქი მრეწველობა

6.6.1. ფეხსაცმლის საზედაპირე ქრომის ტყავების წაგრძელების შესახებ. /. ქარქაშაძე, . მაღლაკელიძე, . შანიძე/. ხანძთა. 2009. - # 2(7). – გვ. 173-176. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ტყავის მახასიათებელ მექანიკურ თვისებებს შორის წაგრძელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგენილი იქნა, რომ საზედაპირე ქრომის ტყავის წაგრძელების ნორმირება 10 მპა დატვირთვისას საჭიროა შეიცვალოს ნორმით გახლეჩვისას ან მუდმივი დატვირთვისას 10 კნ/ განის მიხედვით. საჭიროა ამ წაგრძელების განსაზღვრის ორგანიზება ტყავის ყველა საწარმოში ერთი წლის განმავლობაში და მიღებული მონაცემების საფუძველზე დადგინდეს ერთ-ერთი მაჩვენებელი და რეკომენდირებული იქნას ნორმატივები. ანალოგიურად უნდა მოხდეს სხვადასხვა მიმართულებით ტყავის წაგრძელების თანაბრობის მაჩვენებლის დადგენა.

ავტ.

6.6.2. სამკერვალო ნაკეთობების კომპიუტერული დიზაინის თეორიული და საწარმო საფუძვლები. /. კარდაში/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #3. - გვ. 14-18. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია სამკერვალო წარმოებაში კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების მიმართულებები და განსაზღვრულია მისი ნაკლოვანებები. შემუშავებულია ომპიუტერულ სადიზაინო პროექტირებაში პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულების კლასიფიკაცია. ფორმირებულია კომპიუტერული დიზაინის მიზანი და პრინციპები. ამ მიზნის მიღწევა ნაჩვენებია მაგალითებზე.

ავტ.

6.6.3. ფეხსაცმლის სქესობრივ-ასკობრივი კლასიფიკაციის სისტემის ფორმირების ძირითადი კრიტერიუმების შემუშავება. /. გრძელიძე, . ქათამაძე, . შალამბერიძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #3. - გვ. 22-26 - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია საქართველოს მოზარდი მოსახლეობის ტერფების ზომითი განაწილების სტანდარტიზა­ციის მნიშვნელობა, ამ თვალსაზრისით: გაანალიზებულია დღევანდელი მდგომარეობა და მოზარდი მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი კლასიფიკაციის არსებული სისტემა; ჩატარდა 10-17 წლის მოზარდთა ჯგუფების ანტროპომეტრიული კვლევა; მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა ძირითადი სტატისტიკური პარამეტრები და ზომების განაწილების კანონზომიერებები; მომზადდა ბაზა და შემუშავდა ძირითადი კრიტერიუმები სქესობრივ-ასაკობრივი კლასიფიკაციის სისტემის ახალი მეთოდით ფორმირებისათვის.

ავტ.

6.6.4. მოზარდთა მოხერხებული ფეხსაცმლით უზრუნველყოფის მიზნით სქესობრივ-ასაკობრივი კლასიფიკაციის ფორმირების ახალი მეთოდი. /. გრძელიძე, . ქათამაძე, . შალამბერიძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #3. - გვ. 26-29. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია საქართველოს მოზარდი მოსახლეობის ტერფების ზომითი განაწილების სტანდარტიზაციის მნიშვნელობა, გაანალიზებულია ამ თვალსაზრისით დღევანდელი მდგომარეობა, ნაჩვენებია კვლევის შედეგად მიღებული ახალი მონაცემები და ამის საფუძველზე განისაზღვრა 9-17 წლის მოზარდი მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი კლასიფიკაციის სისტემის აგების ახალი მეთოდის შემუშავებისათვის ძირითადი კრიტერიუმები. დადგენილია, რომ ჯგუფებისდამსხვილებაშედეგად მოჰყვა დაბალ ასაკობრივ ჯგუფებში ორივე სქესის მოზარდების გაერთიანებას, რასაც თავის მხრივ გააჩნია შემდეგი დადებითი შედეგები. კერძოდ: ორივე სქესის მოზარდებისათვის საკმარისი იქნება ერთი კონსტრუქციის კალაპოტის დაგეგმარება, . . წარმოებაში შემცირდება კალაპოტების და შესაბამისად საჭრისების, ფორმების, აღჭურვილობისა და .. რაოდენობა; ნაჩვენებია, რომ ჯგუფების `დამსხვილების~ საფუძველია აგრეთვე უფროსი ასაკის მოზარდების (14 წელზე მეტი) ზრდასრულ მოსახლეობასთან გაერთიანება. რასაც ასევე თან ახლავს წარმოებაში კალაპოტების (განსაკუთრების ფეხსაცმლის სამი სისრულით დამზადების შემთხვევაში) და .. შემცირება. მცირე საწარმოთა შემთხვევაში წარმოებას საშუალება ეძლევა აწარმოოს არა მხოლოდ ერთი, ვიწრო მიმართულების ფეხსაცმელი. მაგალითად: არა მხოლოდ ქალის, არამედ გოგოს ფეხსაცმელიც (ჯგუფი 7); არა მხოლოდ გოგოს, არამედ ბიჭის ფეხსაცმელიც (ჯგუფი 4) და .. დამტკიცებულია, რომ ახალი სისტემა იძლევა წარმოების კალაპოტებით რაციონალური მომარაგების საშუალებას, რაც დადებითად მოქმედებს პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე და თავის მხრივ მოგების მატების რეალური პირობაა; ნაჩვენებია, რომ განსხვავებით არსებული სისტემისაგან, იზრდება ფეხსაცმელით მოზარდი მოსახლეობის დაკმაყოფილების პროცენტი. ამასთან, ახალი სისტემა მისაღებია ქვეყანაში დღეს არსებული მცირე საწარმოებისათვის და ხელს უწყობს მოზარდი მოსახლეობის მოხერხებული ფეხსაცმლით სრულყოფილად დაკმაყოფილებას.

ავტ.

6.6.5. ფეხსაცმლის ასორტიმენტის ფორმირების სტრუქტურულ_ლოგიკური მოდელი. /. გარკავენკო/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #3. - გვ. 32-37 - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ფეხსაცმლის ასორტიმენტის ფორმირების სტრუქტურულლოგიკური მოდელი. ჩატარებული კვლევების შედეგად აგებულია სტრუქტურულ-ლოგიკური მოდელი ტყავის და სხვა ნაწარმის ასორტიმენტისა, რომლის გამოშვებაზე სპეციალიზირდება საწარმოები, მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრების სუბიექტების პორტფელის კომპლექსური ანალიზის საფუძველზე. ანალიზის მოცემული მეთოდების საფუძველზე განსაზღვრული ასორტიმენტი მოითხოვს შემდგომ დეტალიზაციას გარემოს სტექასტური ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც ახდენენ გავლენას საწარმო საქონლის მოთხოვნილების ფორმირებაზე. ასორტიმენტის ფორმირების მეთოდოლოგიის სრულყოფის შემდგომმა კვლევებმა უნდა მიიღონ მხედველობაში სეზონურობის და განუსაზღვრელობის სხვა ფაქტორები და გაითვალისწინონ ადიტური კომპონენტები დისპერსული და კოვარიაციული ანალიზის მოდელების საფუძველზე. გაუმჯობესებულია ტყავის ნაწარმის ასორტიმენტის ფორმირების მეთოდოლოგია. განსაზღვრულია ფირმის სავაჭრო პორტფელის ფორმირების პროცესის ძირითადი ეტაპები. შეთავაზებულია ასორტიმენტის ფორმირების ლოგიკური მოდელი პორტფელის კომპლექსური ანალიზის საფუძველზე.

ავტ.

6.6.6. ბრტყელსაქსოვი მანქანების ტექნოლოგიური პარამეტრების გაუმჯობესების შესაძლებლობის კვლევა. /. ვადაჭკორია/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #3. - გვ. 38-40. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომში განხილულია ბრტყელსაქსოვი მანქანის ტექნოლოგიური პარამეტრების გაუმჯობესების შესაძლებლობები. შემუშავებულია მოწყობილობა ახლადწარმოქმნილი მარყუჟების დასაჭიმად ÏÂÊÌ და ÏÂÐÊ ტიპის ბრტყელი მანქანებისათვის. მოწყობილობა, თავისი ტექნოლოგიური მაჩვენებლებით, გაცილებით უკეთესია დღემდე არსებულზე. ის იძლევა მარყუჟწარმოქმნის პროცესის და გამომუშავებული ტრიკოტაჟის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას. ხელსაწყო არ ართულებს მანქანის კონსტრუქციას და მომსახურებას, არ ამცირებს მის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, პირიქით, დამატებითი ძაფმატარის გამოყენებით იზრდება მანქანის ნახატის წარმომქმნელი შესაძლებლობები.

ავტ.

6.6.7. ტექნიკური დანიშნულების ტრიკოტაჟული ფილტრების შემუშავება. /. ვადაჭკორია/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #3. - გვ. 40-42. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომში მოცემულია ტექნიკური დანიშნულების ტრიკოტაჟის, კერძოდ ტექნიკური დანიშნულების ფილტრების შემუშავების მასალები. მოცემულია არსებული ნაქსოვი ფილტრების ანალიზი, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩვენებით. მოტანილია მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ ტექნიკური ფილტრები. ჩატარებულია ტრიკოტაჟული ხლართების ანალიზი და შერჩეულია ტრიკოტაჟული ხლართი, რომელიც ყველაზე უკეთ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს. ნაჩვენებია ტრიკოტაჟული ტილოების გამოყენების უპირატესობა არსებულ ნაქსოვ ფილტრებთან შედარებით და გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები.

ავტ.

6.6.8. პნევმორაპირული საქსოვი დაზგის ÀÒÏÐ -120 მისაქსელის ძაფის კომპენსატორის მუშაობის კვლევა პნევმომექანიკური ბამბის ნართის ÁÄ-200 გატარებისას. /. ფურცხვანიძე, . გურგენიძე, . ურიადმყოფელი/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #3. - გვ. 43-46. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომში გამოკვლეულია ÀÒÏÐ-120 საქსოვი დაზგის მისაქსელის კომპენსატორის მუშაობის პრინციპი მთავარი ლილვის 1 ბრუნვის პერიოდში. გამოყვანილია ÁÄ-200 მანქანის კომპენსატორის თვალში მისაქსელის ძაფის გადაადგილების სიჩქარის, გადაღუნვის კუთხეების, ძაფის მარყუჟის სიგრძის ფორმულები, ასევე გამოყვანილია ძაფის გაწყობის ხაზის სხვადასხვა მანძილებზე მისი დაჭიმულობის ფორმულები. დადგენილია, რომ მისაქსელის ნართის გადაღუნვის კუთხეები მაქსიმალურ მნიშვნელობას აღწევენ კომპენსატორის ქვედა კიდურა მდებარეობაში ყოფნის დროს, რაც თანდათანობით მცირდება და იღებს მინიმალურ მნიშვნელობას ხახაში მისაქსელის ძაფის გატარების საწყის მომენტში. ნაჩვენებია, რომ ძაფის მარყუჟის სიგრძე კომპენსატორის თვალში ასევე მაქსიმალურია ქვედა კიდურა მდგომარეობაში, მინიმალური კი მარცხენა და მარჯვენა რაპირების შეხვედრის მომენტში ქსოვილის გაწყობის შუაში. მისაქსელის ძაფის გატარების მაქსიმალური სიჩქარე შეესაბამება მარცხენა რაპირის მოძრაობას ქსელის ხახაში.

ავტ.

6.6.9. საფეიქრო მრეწველობის ნაწარმის შეკლებაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა. /. ღინტიბიძე, . თხელიძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #3. - გვ. 47-52. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია, რომ საფეიქრო მასალების ხარისხის გაუმჯობესება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე და მოითხოვს უპირველს ყოვლისა თვით საფეიქრო მასალების თვისებების ცოდნას, მათ სწორად და ზუსტად შეფასებას, ხარისხის მაჩვენებლების ობიექტურ შეფასებასა და კონტროლს, პროდუქციის ხარისხის გამაუარესებელ ფაქტორებზე ზემოქმედებას. როგორც ცნობილია, საფეიქრო მასალებს აქვთ მისწრაფება ზომების შეცვლისაკენ და ეს განპირობებულია რიგი ფაქტორებით, პირველყოვლისა ეს არის ბოჭკოების გაჯირჯვება, ბოჭკოებსა და ძაფებს შორის ხახუნი. ყველა ეს ფაქტორი ერთმანთთან არის დაკავშირებული, რაც იძლევა შეკლებაზე მათი დამოკიდებულების დამატებითი კვლევის საშუალებას. გამოსაკვლევად აღებულია ტანსაცმლისა და ქსოვილის 22 ნიმუში. ისინი ბოჭკოვანი შემადგენლობის მიხედვით განაწილებულია შემდეგი თანმიმდევრობით: ბამბა – 33,3%; შალი – 22,2%; სელი – 11%; აბრეშუმი – 28,5%. საზედაპირე ქსოვილების შეკლება განისაზღვრა ავტორების მიერ შემუშავებული ახალი მეთოდიკით, განისაზღვრა საზედაპირე ქსოვილების ქსელისა და მისაქსელის მიხედვით სიმჭიდროვის, სისქის, მასის დამოკიდებულება შეკლებასა და ჰაერგამტარებლობას შორის. მიღებული შედეგების შედარებისას გამოირკვა, რომ ჩვენი მეთოდით განსაზღვრული შეკლება რამდენიმე ნიმუშში 2; 3; 5; 6; 7; 9; 13; 15; 16; 18; 19; 22 ნაკლები აღმოჩნდა არსებული მეთოდით განსაზღვრულთან შედარებით, ხოლო ნიმუშებში 1; 4; 5; 8; 10; 11 - მეტი, მაგრამ ასეთი განსხვავებები არ შეიძლება ჩაითვალოს თვისებების გაურესებად, რადგან განსხვავება დიდი არ არის, და ის არ არის დამოკიდებული მხოლოდ ექსპლუატაციის პირობებზე. ჩამოთვლილ პარამეტრებს შორის კანონზომიერების დადგენის მიზნით მიღებული შედეგები დამუშავებულია მათემატიკური სტატისტიკის მეთოდებით ორ და მრავალფაქტორიანი ანალიზის გამოყენებით, გამოთვლილია კორელაციისა და რეგრესიის განტოლებების კოეფიციენტები, აგებულია რეგრესიის განტოლებები როგორც ნორმირებული ასევე ნატურალური ცვლადებისათვის.

ავტ.

6.6.10. ბოჭკოვანი მასალების ტენის გაზომვა. /. ხურცილავა, . ყანთელაძე, . ღინტიბიძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #4. - გვ. 7-10. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია ბოჭკოვანი მასალების ტენშემცველობის ელექტრული მეთოდით გაზომვის თავისებურებები. ნაჩვენებია, რომ ბოჭკოვან მასალებს აქვს, როგორც აქტიური ასევე რეაქტიური გამტარობა და მუდმივ ძაბვაზე ხასიათდება პოლიარიზაციის დენით, რაც დაკავშირებულია გაზომვის ცდომილებასთან. ტენის გაზომვისათვის ცვლად ძაბვაზე რეკომენდებულია ტევადური მეთოდის გამოყენება. მოყვანილია კონდენსატორების კონსტრუქციის ანალიზი, რომლის საფუძველზე დადგენილია, რომ ტევადური გადამწოდები (კონდენსატორები) ვერ უზრუნველყოფენ მასალის გადამწოდში შეტანას და გამოტანას და ვერ იცავენ სიზუსტეს, მასალაში ტენის არათანაბარი განაწილებისას. მასალაში არათანაბარი განაწილებით და სიმკვრივის ცვლილებით გამოწვეული ცდომილებების შესამცირებლად და გადამწოდის მოქმედების პირობის დასაცავად რეკომენდებულია ტევადური გადამწოდი შესრულუბული იქნეს სიბრტყეში განლაგებული ელექტროდებიანი კონდენსატორის სახით.

ავტ.

6.6.11. დიაბეტური ტერფი და დიაფეხსაცმელზე წაყენებული მოთხოვნები. /. ქათამაძე, . გრძელიძე, . შალამბერიძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #4. - გვ. 11-14. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ადამიანის ტერფზე ზემოქმედების ძალები და, აქედან გამომდინარე დიაფეხსაცმლის რაციონალური კონსტრუქციის შემუშავების თავისებურებები. გაანალიზებულია ტერფის და მთელი ორგანიზმის პათოლოგიების გამომწვევი მიზეზები. ნაჩვენებია ბრტყელტერფინაობის წარმოქმნის სიმპტომები და დიაფეხსაცმლის მნიშვნელობა შაქრიანი დიაბეტით დაავადების პრევენციის თვალსაზრისით. მითითებულია კვლევის შედეგად შემუშავებული ის ხუთი მახასიათებელი, რომელიც აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს დიაფეხსაცმლის, განსაკუთრებით ორთოპედიული ღაბაშების შერჩევისა და ტარებისათვის. ხაზგასმულია ასეთი საშუალებების დამზადებისათვის პროფესიონალი ექიმ-პედიატრების, ენდოკრინოლოგების და მეფეხსაცმელეების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას.

ავტ.

6.6.12. ძაფის მოძრაობისას ძაფის გამომტან ზედაპირზე ხახაუნის კოეფიციენტის განსაზღვრის ხელსაწყო და მეთოდიკა. /. გოგოლაძე, . ბაძგარაძე, . აბესაძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #4. - გვ. 14-17. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დადგენილია ხახუნის კოეფიციენტის დამოკიდებულება ძაფის სიჩქარეზე და წნევაზე ძაფი გამომტან ზედაპირზე, კერძოდ, პნევმომექანიკური სართავი მანქანის ნართის გამომტან მოწყობილობაში. ნაჩვენებია, რომ ნართის დაჭიმულობის გაზრდა, ძაბრის გამომავალი რადიუსის გაზრდისას, ხდება წნევის შემცირების და შესაბამისად ხახუნის კოეფიციენტის ზრდის ხარჯზე. ავტორებმა დაადგინეს, რომ სპირალით სარგებლობისას იზრდება ნართის დაჭიმულობა, რასაც მივყავართ ნართის მოძრაობის სიჩქარის გაზრდასთან და შესაბამისად, ხახუნის კოეფიციენტის ზრდასთან.

ავტ.

6.6.13. სპეციალური ფეხსაცმლის მნიშვნელობა დიაბეტით დაავადებულთათვის. /. ქათამაძე, . გრძელიძე, . შალამბერიძე, . ჩუბინიძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #4. - გვ. 17-20. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ინფორმაციული მიმოხილვა დიაბეტით დაავადებული ავადმყოფების მდგომარეობისა, რომელთა რაოდენობა მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა. ანალოგიური მდგომარეობაა საქართველოში. ნაჩვენებია ფეხსაცმლის როლი პროფილაქტიკის თვალსაზრისით. ჩატარებულია მოძრაობის სხვადასხვა მომენტებში ფეხსაცმლის გავლენის ანალიზი. ნაჩვენებია რომ მხოლოდ მედიცინის მუშაკების მოქმედება არასაკმარისია. წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი პირობა პროფესიონალური, მაღალკვალიფიციური მეფეხსაცმელეების აქტიური მოქმედება, რადგან, დიაბეტური ტერფის ნორმალური სასიცოცხლო პირობების დაცვის უზრუნველყოფისათვის, ზოგადად და მითუმეტეს ტერფის დიაბეტური სინდრომის მქონე ავადმყოფებისათვის, ყურადღება ექცევა მოხერხებულ დიაბეტურ ფეხსაცმელს.

ავტ.

6.6.14. ტანსაცმელში წარმოქმნილი ელექტროსტატიკური მუხტის გავლენა ბავშვების ჯანმრთელობაზე. /. ღინტიბიძე, . თხელიძე, . გელხვიიძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #4. - გვ. 39-42. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განსაზღვრულია ელექტროსტატიკური მუხტის სიდიდე ავტორების მიერ შემოთავაზებულ ხელსაწყოზე ÈB3-2-ზე. განსაზღვრულია ელექტროსტსტიკური მუხტის სიდიდე საბავშვო ტანსაცმელში გამოყენებულ მასალებზე. მოცემულია რეკომენდაცია საბავშვო ტანსაცმელში გამოსაყენებელ მასალებზე. ადამიანის არსებობა ნებისმერ გარემოში დაკავშირებულია მასზე ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედებიასთან. უძრავი ელექტრული მუხტების შემთხვევაში საქმე გვაქვს ელექტროსტატიკურ ველებთან. ბუნებრივ ელექტროსტატიკურ ველებთან ერთად ტექნოსფეროსა და ყოფაცხოვრების პირობებში ადამიანი ექვემდებარება ხელოვნური ელექტრო­სტატიკური მუხტების გავლენას. ისინი ახდენენ დიდ დატვირთვას ადამიანის ნერვულ და გულ- სიხლძარღვთა სისტემაზე. ნაჩვენებია, რომ, მუხტის სიდიდის მიხედვით, ნიმუშები განლაგდნენ შემდეგი თანმიმდევრობით: ბამბის ნართი, აბრეშუმის ძაფი, ვისკოზის ძაფი, ვისკოზის შტაპელური ნართი, აცეტატის შტაპელური ნართი, შალის ნართი, კაპრონის შტაპელური ნართი, კაპრონის კომპლექსური ძაფი. ბავშვის ტანსაცმლის დასამზადებლად ყველაზე არასასურველია კაპრონის კომპლექსური ძაფის გამოყენება.

ავტ.

6.6.15. მანეკენის ზედაპირის განფენის აგების მეთოდის სრულყოფა. /. დათუაშვილი . ჩარკვიანი/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #4. - გვ. 45-47. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მანეკენის ზედაპირის განფენის რკალური ჭდეების მეთოდი. არსებული მეთოდის გამოყენებით მიღებული მაკეტის მულაჟირების პროცესმა აჩვენა განფენის დეტალების სრული შეუსაბამობა მანეკენის ფორმასა და ზომებთან. ამ შეუსაბამობის აღმოფხვრისათვის ავტორთა მიერ დამუშავებული იქნა მანეკენის ზედაპირის გამოსაკვლევი სპეციალური მოწყობილობა (რომლის დახმარებითაც შესაძლებელი ხდება ორ წერტილს შორის მანძილის განსაზღვრა არა მხოლოდ მანეკენის, არამედ ნებისმიერ მრუდხაზობრივ ზედაპირზე) და განფენის აგების მეთოდიკა. დამუშავებული მეთოდიკის გამოყენებით მიღებული განფენა ხასიათდება დიდი სიზუსტით და მთლიანად შეესაბამება გამოსაკვლევი ობიექტის ზედაპირს.

ავტ.

6.6.16. ადამიანის გარეგანი ფორმის კვლევის ახალი მეთოდის შესახებ. /. დათუაშვილი, . დოლიძე, . ჩირგაძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #4. - გვ. 47-49. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატიაში განხილული ადამიანის ზედაპირული ფორმის, ტანაგებულებისა და ფიგურის ტანადობასთან დაკავშირებული კვლევის საკითხები. ადამიანის ზედაპირული ფორმის კვლევის საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჯარისკაცებისათვის სამხედრო უნიფორმის კონსტრუირების მეთოდების სრულყოფის პროცესში. აღნიშნულ სფეროში ჩატარებული კვლევების საფუძველზე შემუშავებული იქნა ადამიანის ტანადობის გამოსაკვლევი ახალი ტიპის მოწყობილობა. არსებული და შემუშავებული მეთოდებით ადამიანების ტანადობის კვლევების შედარებითი ანალიზის საფუძველზე დადენილი იქნა ხერხემლის ზედა ნაწილის სწორ უბნებს შორის ფორმირებული კუთხის გრადუსული მაჩვენებლები. ჩატარებული კვლევების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები სამხედრო მოსამსახურეთა ტანადობის ტიპის დადგენასთან დაკავშირებით.

ავტ.

6.6.17. ტანსაცმლის სხვადასხვა უბანზე დანამატების განაწილების დამოკიდებულება ნაწარმის ფორმასა და გამოყენებულ მასალებზე. /. ლურსმანაშვილი, . დოლიძე, . დათუაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 106-110. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

ტანსაცმლის დაგეგმარებისას აუცილებელია დანამატების გათვალისწინება, რომელთა სიდიდე უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული ნაწარმის ფორმას, აჭრას, მასალებს, გარეგნულ სახესა და დანიშნულებას; ასევე, ნაწარმის კონსტრუქციასა და ადამიანის სხეულის თავისებურებებს და .., რისთვისაც დანამატების სიდიდეები ისე უნდა იყოს გაანგარიშებული, რომ მიღებულ იქნეს ოპტიმალური მნიშვნელობები, რომლებიც უზრუნველყოფს რაციონალური კონსტრუქციების დაგეგმარებას.

ავტ.

6.6.18. ძაფის ფორმის და დაჭიმვის განსაზღვრა სართავ-საგრეხი მოწყობილობის მატრანსპორ­ტირებელ არხში. /. გოგოლაძე, . ხურცილავა., . ფაილოძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #1. - გვ. 24-28. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სამუშაოში მოცემულია სართავ-საგრეხი მოწყობილობის მატრანსპორტირებელ არხში ძაფის ფორმის და დაჭიმულობის განსაზღვრის საკითხები. მიღებულია ანალიტიკური დამოკიდებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ ძაფის ბალონის ფორმას და დაჭიმულობას სართავ-საგრეხი მოწყობილობის მატრანსპორტირებელ არხში გრეხილი არმირებული ნართის წარმოების დროს. დადგენილია გრეხილი ძაფის დაჭიმულობის მნიშვნელოვანი გაზრდა მატრანსპორტირებელ არხში, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული შუალედური მკვებავი წყვილის ან ძაფდამჭიმის გაწყობის ანგარიშის დროს. დადგენილია ტრანსპორტირებადი ძაფის ბალონის ფორმა.

ავტ.

6.6.19. ბენტონიტებით მოდიფიცირებული სასქელებლის სტრუქტურის შესწავლა. /. ბუაძე, . შარაბიძე, . ბოჭორიშვილი/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #1. - გვ. 37-43. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომში მოცემულიაა ბენტონიტებით მოდიფიცირებული სასქელებლის სტრუქტურის რენტგენოფაზური მეთოდით შესწავლის საკითხები. რენტგენოფაზური ანალიზის შედეგეად გაკეთებულია დასკვნა, რომ მანუტექსი, ბენტონიტებთან ერთად, წარმოქმნის პოლიმერულ სისტემას, რომელშიც მონტმორილონიტი განლაგდება მანუტექსის პოლიმერულ სისტემაზე, რის შედეგად მიმდინარეობს მისი ქიმიური მოდიფიკაცია. დადგენილია, რომ მოჩითვის შემდეგ. ბენტონიტი, რომელიც იმყოფება შემასქელებელში, რჩება ფიბროინის ამორფულ უბნებზე (მანუტექსი მთლიანად ჩამოირეცხება). ქსოვილის სტრუქტურაში დარჩენილი ბენიტონიტი არის შესანიშნავი სორბენტი და შთანთქავს საღებრის დამატებით რაოდენობას, რის შედეგად იზრდება შეფერილობის ინტენსივობა.

ავტ.

6.6.20. საქსოვი დაზგები დრეკადი რაპირებით და მათი გამოყენება საავეჯე დეკორატიული ქსოვილების გამოსამუშავებლად. /. აბესაძე, . ჩხაიძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #1. - გვ. 50-54. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატიაში მოცემულია დრეკადი რაპირებით აღჭურვილი საქსოვი დაზგების დახასიათება და გაწყობის კინემატიკური სქემა. გამოკვლეული იქნა მაღალი ხაზობრივი სიმკვრივის მისაქსელი ძაფის გატარების თავისებურება, მათ შორის ფასონური ძაფის, აგრეთვე ფასონური ნართის გადახვევის პირობები ორი ტიპის მისაქსელი ნახვევებიდან. მოცემულია რეკომენდაციები საქსოვ დაზგაზერაკეტისფორმის საგრეხი ნახვევების გამოყენებასთან დაკავშირებით საქსოვ დაზგებზე.

ავტ.

6.6.21. ტექნიკური დანიშნულების ტრიკოტაჟის შემუშავება. /. ვადაჭკორია/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #2. - გვ. 50-52. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ტექნიკური დანიშნულების ტრიკოტაჟული ტილოების გამომუშავების შესაძლებლობა ქსელსაქსოვ მანქანაზე, რომელიც აღჭურვილია გათიშვის შესაძლებლობის მქონე წნეხით. შემუშავებულია ტრიკოტაჟის ტილოების ექვსი ვარიანტი, რომლებიც ერთმანეთისაგან ძაფის წყობით და გამოყენებული ნედლეულით განსხვავდებიან. ტრიკოტაჟული ტილოების კვლევა ხდებოდა შემდეგ მაჩვენებლებზე: განივი და გრძივი გამგლეჯი დატვირთვა, ცვეთამედეგობა, ჰიგროსკოპულობა, ჰაერგამტარებლობა. ნიმუშები, რომლებიც ნაქსოვი იყო მხოლოდ ბამბის ნართით, ხასიათდებიან მაღალი ჰიგიენური თვისებებით, მაგრამ ძალიან დაბალი სიმტკიცე გააჩნიათ, ხოლო მხოლოდ ელასტიკით ნაქსოვ ნიმუშებს, მიუხედავად იმისა, რომ ახასიათებთ მაღალი ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, ჰიგიენური მაჩვენებლები ძალიან დაბალი აქვთ. საუკეთესო მონაცემები გამოამჟღავნეს ნიმუშებმა, რომლებიც ნაქსოვი იყო ბამბის ნართით, ელასტიქთან ერთად. ისინი ხასიათდებიან ორივე ნედლეულის საუკუთესო თვისებებით. ნაჩვენებია, რომ ტექნიკური დანიშნულების ტრიკოტაჟის მოსაქსოვად, მიზანშეწონილია ერთდროულად ბამბის ნართისა და ელასტიკის ძაფის გამოყენება.

ავტ.

6.6.22. ნართის დახვევის პროცესის კვლევა ÁÄ-200 და ÏÊ-100 სართავ მანქანებზე. /. ფურცხვანიძე, . ურიადმყოფელი, . გურგენიძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 120-123. – რუს.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ნაშრომში გამოკვლეულია ნართის დახვევის პროცესის მათემატიკური მოდელი ერთგვაროვანი და აბსოლუტურად დრეკადი პროდუქტის I რიგის საერთო განელვის დიფერენციალური განტოლების დახმარებით. კვლევის შედეგად მიღებულია ფორმულა, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს მანქანაზე პროდუქტის განელვა, სადაც ნართის დახვევის პროცესს თან სდევს I რიგის განელვა.

ავტ.

6.6.23. ბელონის პარამეტრების კვლევა მანქანა ÏÊ-100-დან მიღებული ცილინდრული ბობინის ნაგრეხი ნართის გადახვევის დროს. /. ფურცხვანიძე, . ურიადმყოფელი, . გურგენიძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 124-128. – რუს.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ნაშრომში განხილულია ბალონის პარამეტრების ცვლილება ÏÊ-100 სართავ-საგრეხი მანქანებიდან მიღებული ცილინდრული ბობინების ნართის გადახვევის დროს. საწარმოო ექსპერიმენტში გამოყენებული იყო 15,4 ტექსი×2; 18,5 ტექსი×2 და 37 ტექსი×2 ბამბის ნართი. თითოეული ნართისათვის შერჩეული იყო გადახვევის ოთხი სხვადასხვა სიჩქარე: 10; 13,3; 16,6 და 20 /წმ. ექსპერიმენტის მსვლელობაში ხდებოდა ტენზომეტრული ჩაწერა, წარმოებდა ბალონის ფორმის ცვლილებების შესწავლა ბობინის სხვადასხვა დიამეტრებზე და სხვა. ექსპერიმენტალურად განსაზღვრულია ბალონის პარამეტრები ნაგრეხი ბამბის ნართის გადახვევის დროს მანქანა ÏÊ-100-დან, შედარებულია ძაფის დაჭიმულობის თეორიული და ექსპერიმენტალური დამოკიდებულებები.

ავტ.

6.6.24. პნევმომექანიკური ნართის შემთხვევითი შრის წარმოქმნის პირობების ანალიტიკური მეთოდის კვლევა გრეხვის პროცესის დროს. /. გოგოლაძე, . მაღლაფერიძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 129-133. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

პნემომექანიკური ნართის შემოხვევითი შრის ბოჭკოების წილის შემცირებისათვის საჭიროა გავზარდოთ ნართის სიხისტე გრეხვის დროს, თუმცა ეს არც ისე ფექტურია და უმნიშვნელოდ მოქმედებს ნართის სიმტკიცეზე.

ავტ.

6.6.25. პნევმომექანიკური დართვის მეთოდით მიღებული წმინდა ნართის თვისებების ანალიზი. /. გოგოლაძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 134-137. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

პნევმომექანიკური ნართის პარაფინით დაფარვას მივყავართ სიმტკიცის პარამეტრების შემცირების­კენ, ასევე მცირდება ნართის ხაოიანობა, იმისათვის, რომ გავზარდოთ ბოჭკოების რაოდენობა ნართის განიკვეთში და შევინარჩუნოთ მოქნილობა გამოყენებულია დაბალი ხაზობრივი სიმკვრივის ბოჭკოები, რაც დადებითად მოქმედებს ნართის სიმტკიცის ხარისხზე და უთანაბრობის შემცირებაზე ხაზობრივი სიმკვრივის მიხედვით.

ავტ.

7. კვების მრეწველობა

6.7.1. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ბაზრის ფორმირების პრინციპები და თავისებურებები. /. ჯაბნიძე/. ხანძთა. 2009. - # 2(7). – გვ. 122-125. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოებისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების სასურსათო ბაზრის ფუნქციონირების თანამედროვე მდგომარეობა. აღნიშნულია ის ნაკლოვანებები, რომელიც არსებობს ამ სფეროში და განხილულია სასურსათო უსაფრთხოების პარამეტრები, ძირითადი საშუალებები, პრობლემის გადაჭრის უმთავრესი მიმართულებები.

ავტ.

6.7.2. მშრალი ჩაის შერჩევითი ტეხის პარამეტრების ექსპერიმენტული დასაბუთება. /. ჯაფარიძე/. ხანძთა. 2009. - # 2(7). – გვ. 137-139. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ექსპერიმენტულად დასაბუთებულია მშრალი ჩაის შერჩევითი ტეხის პარამეტრების ოპტიმალური მნიშვნელობები. გაკეთებულია ლილვაკებიანი მტეხი მანქანის მოდელირება ლაბორატორიულ ხელსაწყოდ, რომელიც საშუალებას გვაძლევს მომქმედი ფაქტორები ვცვალოთ მოცემულ ინტერვალში. ცდების შეფასების კრიტერიუმად მიღებულია ორკომპონენტიანი ნარევის ორ ფრაქციად გაყოფის ტექნოლოგიური ეფექტურობის განმსაზღვრელი კრიტერიუმი, რომლის ექსტრემუმის მოსაძებნად გამოყენებულია სიმპლექსმეთოდი. კვლევების შედეგად გაკეთებულია დასკვნა, რომ მშრალი ჩაის შერჩევითი ტეხის მაღალი ეფექტი მიიღება მტეხი მანქანის ლილვაკების დიამეტრის მინიმალური და ელასტიკური ზედაპირის დაბალი სისალის პირობებში. ილ. 3, ბიბლ. 2.

ავტ.

6.7.3. ღვინის წარმოების ნარჩენების გამოყენება რომის დამზადების ტექნოლოგიაში. /. რუხაძე, . ტოროშელიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 111-114. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

ღვინის წარმოების ნარჩენების გამოყენება რომის დამზადების ტექნოლოგიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა და წარმოადგენს ტექნოლოგიურ სიახლეს. რომის წარმოების ტექნოლოგიაში გამოყენებულ იქნა საფუვრის ახალი შტამი და შაქრის ლერწმის ნედლეულის დადუღება მოხდა ღვინის წარმოების ნარჩენით, კერძოდ, ჭაჭით. .. ეგზოგენური სპირტული საფუვრები შეიცვალა ენდოგენური ღვინის ბუნებრივი საფუვრებით. ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით ადვილად აღიქმება ღვინის გემო და არომატი ახალ სასმელში.

ავტ.

6.7.4. უალკოჰოლო სასმელების დამზადებისას ექსტრაქტების კონცენტრირება უკუოსმოსით. /. რუხაძე, . ლომაია, . აფციაური, . ცუცქირიძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #1. - გვ. 62-65. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სამუშაოში ნაჩვენებია მცენარეული ექსტრაქტების (ელეუტერაკოკის და სხვა) უკუოსმოსით კონცენტრირების პროცესის შესაძლებლობა. აღწერილია უალკოჰოლო სასმელის ექსტრაქტული და არომატული ნაწილების მომზადების ტექნოლოგიური პროცესები. განსაზღვრულია მცენარეული ექსტრაქტების ოსმოსური წნევები და უკუოსმოსით კონცენტრირების პროცესების რეჟიმული პარამეტრები. მოცემულია ექსტრაქტების უკუოსმოსით კონცენტრირების დროს მემბრანის (SM-11318) გაღწევადობის G ხსნარის კონცენტრაციაზე C დამოკიდებულება სხვადასხვა წნევის დროს. დადგენილია, რომ უფრო ეფექტურია ელეუტერაკოკის ექსტრაქტის ცალკე კონცენტრირება უშუალოთ მის დამამზადებელ ქარხნებში.

ავტ.

6.7.5. ახალი სახის მცენარეული არომატიზატორისა და ბიოპროდუქციის ტექნოლოგია ფეიჰოას (Feihoa Sellowiana Berg) ნაყოფის გამოყენებით. /. ღვალაძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 90-95. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ფეიჰოას ნაყოფი განსაკუთრებით მდიდარია ეთერზეთის იოდისა და პექტინის ნივთიერებებით. ფეიჰოას ნაყოფს აქვს მაღალი კვებითი ღირებულება, კარგი შაქარმჟავა ინდექსისა და ეგზოტიკური ბანანისა და ანანასის არომატის გემო. ამ თვისებების გათვალისწინებით ფეიჰოას ნაყოფის გამოყენებით შევიმუშავეთ ახალი სახის არომატიზატორის ტექნოლოგია სახელწოდებითფეიჰო”. არომატიზატორის ბაზაზე შევიმუშავეთ სხვადასხვა სახის შემდეგი პროდუქცია: ლიქიორი, მოსტები, რბილობიანი წვენი და დაბალალკოჰოლიანი შუშხუნა ტიპის ღვინოები. აგრეთვე ფეიჰოას ნაყოფისაგან შევიმუშავეთ ბუნებრივი იოდშემცველი ბიოპრეპარატის ტექნოლოგია, ფარისებული ირკვლის ფუნქციის დარღვევის პროფილაქტიკისათვის. ჩვენს მიერ შემუშავებულ პროდუქტს ფეიჰოას ნაყოფის გამოყენებით ექნება უდიდესი სოციალური და ეკონომიკური ეფექტი, გამართლებულია ეკოლოგიურადაც, რომელიც წარმატებით შეიძლება დაინერგოს კვებისა და ფარმაცევტულ მრეწველობაში.

ავტ.

6.7.6. ყურძნის გადმუშავების მეორადი ნედლეულის მიკროტალღური შრობა. /. ფრუიძე, . ხეცურიანი, . ღვინეფაძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 101-104. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ნაშრომში მოცემულია თეთრი, სხვადასხვა ჯიშების ყურძნის გადამუშავების ნარჩენების - .. ჭენჭოდან გამოცალკავებული კანების შრობის პროცესი კონვექტიური და მიკროტალური ველის გამოყენებით. დადგენილია, რომ მიკროტალური ველის გამოყენებით იზრდება შრობის სიჩქარე და შრობის პროცესი 3-4-ჯერ სწრაფად მიმდინარეობს.

ავტ.

6.7.7. ნამცხვრის ახალი ასორტიმენტები ყურძნის გადამუშავების მეორადი პროდუქტების გამოყენებით. /. ხეცურიანი, . ფრუიძე, . მინაძე, . ღვინეფაძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 105-109. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

თანამედროვე პერიოდის საკონდიტრო ინდუსტრიის ძირითადი ტენდენციაა ნატურალური ინგრედიენტების ფართო გამოყენება და ორიენტაცია ჯანსაღი კვების კონცეფციაზე. მიღებული იქნა მშრალი ფხვნილი თეთრი ფერის ყურძნის კანების კუპაჟისაგან, რომელიც დავუმატეთ გალეტისა და კრეკერის საკონტრილო რეცეპტურებში ფქვილის მასის 5, 10, 15%-ის ოდენობით. საცდელი ნიმუშები ვამზადეთ ტრადიციული ტექნოლოგიით. ნახევარფაბრიკატებისა და მზა ნაწარმის ანალიზმა აჩვენა, რომ დამატებული ფხვნილის ოპტიმალური რაოდენობაა 10%. მიღებული სასიამოვნო არომატისა და გემოს მქონე პროდუქტი აკმაყოფილებს აღნიშნულ ნაწარმზე სტანდარტის მოთხოვნებს.

ავტ.

6.7.8. მზა ჩაის შენახვა შემცირებული ატმოსფერული წნევის პირობებში ინერტული აირის თანაობისას. /. კინწურაშვილი, . მელქაძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 241-245. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

გამოკვლეულია მზა შავი ჩაის შენახვა შემცირებული ატმოსფერული წნევისა და ინერტული აირის (აზოტი) პირობებში. ნაჩვენებია, რომ 12 თვის განმავლობაში საცდელი ჩაის ხარისხობრივი მაჩვენებლები რჩება საწყის დონეზე, მაშინ როცა ჩვეულებრივი შენახვის პირობებში ჩაის ხარისხი უარესდება 1-2 კატეგორიით. მიღებული შედეგების საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა ჩაის შენახვის შემოთავაზებული მეთოდის ეფექტურობაზე პროდუქციის საწყისი ქიმიური და ხარისხობრივი მაჩვენებლების გარანტირებული შენარჩუნებისათვის.

ავტ.

8.   მშენებლობა. არქიტექტურა

6.8.1. სამღეროვანი წამწის ოპტიმალური პარამეტრების განსაზღვრა. /. გვასალია, . ჯანყარაშვილი, . შერაზადაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 9-13. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განსაზღვრულია სამღეროვანი წამწის მათემატიკური მოდელი. დასმულია სამღეროვანი წამწის, როგორც ღეროთა ოპტიმალური კვეთების შერჩევის, დაპროექტების ამოცანა, რომელიც მინიმიზაციას უკეთებს წამწის წონას და აკმაყოფილებს ღეროების სიმტკიცის, სიხისტისა და მდგრადობის მოთხოვნილ შეზღუდვებს. დამუშავებულია გამოყენებითი პროგრამების კომპლექსი, რომელიც წონის ფუნქციის მინიმალური მნიშვნელობის გამოსათვლელად იყენებს გლობალური ექსტრემუმის მონახვის შემთხვევითი ძებნის მეთოდს.

ავტ.

6.8.2. რკინაბეტონის კონსტრუქციული ელემენტის გამოცდა ღუნვაზე, რხევაზე და მისი საწყისი სიხისტეების დადგენა. /. ქვარაია, . მსხილაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 14-18. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას იძლევა კონსტრუქციების კონტროლი არამრღვევ, ავტომატიზებულ რეჟიმში განხორციელდეს. ამისათვის პრაქტიკაში არსებული გარდამქმნელების საშუალებით უნდა მოხდეს ანათვლების შესახებ ინფორმაციის მიღება და მისი გადაყვანა დამუშავებისათვის მოსახერხებელ ფორმაში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გამოცდის დროს, პირველ რიგში, დასადგენია გამოსაკვლევი პარამეტრები და მათი განსაზღვრისათვის საჭირო მეთოდის შერჩევა. ღუნვადი რკინაბეტონის კონსტრუქციების დაძაბულ-დეფორმაციული მდგომარეობის ნებისმიერ ეტაპზე ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრის კომპლექსურად დასაფიქსირებლად ჩვენ მიერ დამუშავებული იყო მარტივი მეთოდი. ასევე, ექსპერიმენტული გზით განისაზღვრა საწყისი დინამიკური და სტატიკური სიხისტეები, რომლებიც შედარებულ იქნა სიხისტის თეორიულ მნიშვნელობასთან.

ავტ.

6.8.3. მსუბუქი ბეტონების დეფორმაციულობა ციკლური კუმშვა-გაჭიმვის დროს. /. ქვარაია, . მსხილაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 19-24. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საქართველოში, როგორც სეისმურად აქტიურ რეგიონში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშენებლობაში მსუბუქი ბეტონების ფართოდ გამოყენებას. მსოფლიო პრაქტიკაში მსუბუქი ბეტონების ეფექტურობიდან გამომდინარე, დიდი ხანია დაიწყო ხელოვნური მსუბუქი შემავსებლების წარმოება, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებული პროცესია. საქართველოს კი ბუნებრივი ვულკანური წარმოშობის შემავსებლების ფაქტიურად განუსაზღვრელი მარაგები გააჩნია, რომელთა ფიზიკურ-მექანიკური თვისებები საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, მაგრამ მათი ათვისება არ ხდება. ქვეყანაში მშენებლობის მოცულობების ზრდასთან ერთად აუცილებელია ასეთ შემავსებლებზე დამზადებული ბეტონების შესწავლის გაგრძელება. ამ მიზნით მსუბუქ ბეტონებზე ჩატარებულ იქნა ექსპერიმენტები ღერძული კუმშვისა და გაჭიმვის დროს როგორც ერთჯერადი, ასევე სეისმური ტიპის ციკლურად მზარდი სტატიკური დატვირთვების შემთხვევაში.

ავტ.

6.8.4. საქართველოს მთიან რეგიონებში ოჯახური სასტუმროს არქიტექტურული გარემოსა და ინტერიერის ფორმირების საკითხები (პირაქეთა ხევსურეთის და ფშავის მაგალითზე). /. გაბაშვილი, . მილაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 57-62. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ტურიზმის, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ერთ-ერთი წამყვანი სფეროს როლი XXI- მსოფლიო მეურნეობაში. ტურიზმი ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლების მნიშვნელოვანი წყაროა და საქართველოს კურორტებზე, მსოფლიოში კონკურენტუნარიანი სასტუმრო მეურნეობის შექმნის მიზნით, საინტერესო და პრიორიტეტულია მცირე ოჯახური სასტუმროების განვითარებული ქსელის შექმნა. კერძოდ, საქართველოს კურორტებზე ოჯახური ტიპის სასტუმროების განვითარებისთვის ერთერთ ნაყოფიერ რეგიონს და, ჩვენი კვლევის საზღვრებს, წარმოადგენს ერთ-ერთი ულამაზესი და თვითმყოფადი რეგიონი, რთულ ბუნებრივ ლანდშაფტზე გაშენებული, უნიკალური არქიტექტურისა და ისტორიის მქონე პირაქეთა ხევსურეთი და უკანა ფშავი. სტატიაში ჩამოყალიბებულია საკითხის აქტუალობა, მიზნები, ამოცანის გადაწყვეტის გზები და რა შედეგებს მოიტანს საქართველოს ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონში არსებული საკურორტო, ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების გაცნობა-გაანალიზება და მათი გამოყენების გზების დადგენა, რათა სათანადო კვლევების საფუძველზე შემდგომ შესაძლებელ იყოს კონკრეტული საპროექტო წინადადებებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება რეგიონის შესაბამისი საოჯახო სასტუმროების ტიპის საცხოვრებელი სახლების, მშენებლობისა და არსებული საცხოვრებელი ფონდის ამ მიზნით ადაპტირებისათვის.

ავტ.

6.8.5. მანქანათა მუშაობის რეჟიმზე მოქმედი ფაქტორების განსაზღვრა და მათი მნიშვნელობა ასფალტბეტონური საფარის ზედაპირული ფენების დამსხვრევისათვის. /. ბარათაშვილი/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #4. - გვ. 57-62. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დასაბუთებულია ასფასლტბეტონის საფარის რეგენერაციის მანქანების მუშა ორგანოების კონკრეტული სამუშაო რეჟიმების შერჩევის ეფეტური მეთოდების განსაზღვრის აუცილებლობა. განხილული და გაანალიზირებულია ასფალტბეტონის საფარის ჭრის პროცესის თეორიული და ექსპერიმენტალური კვლევის შედეგები. განსაზღვრულია საფარის მასალის და ჭრის პროცესზე ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორების ზემოქმედების ხასიათი. წარმოდგენილია მჭრელი ელემენტების კომკრეტული გეომეტრიული მახასიათებლების დასაბუთება და ისეთი მაჩვენებლების მნიშვნელობები, როგორიცაა ასფალტბეტონის საფარის გახურების ტემპერატურა და ჭრის სიჩქარე, რომლებიც კონკრეტული ექსპერიმენტალური კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზეა მიღებული. მოყვანილია გზის საფარის სარემონტო მანქანების მუშა ორგანოზე მოსული დატვირთვის საანგარიშო მათემატიკური დამოკიდებულება და მანქანების მუშა ორგანოზე მოსული დატვირთვების ანგარიშისთვის საჭირო ექსპერიმენტის საფუძველზე მიღებული პარამეტრების კონკრეტული მონაცემები.

ავტ.

6.8.6. ახალავსტრიული ხერხის გამოყენებით გვირაბების მშენებლობის გამოცდილება. /. გრძელიშვილი, . ცქვიტინიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 82-85. – ქართ.; რეზ. ინგლ., რუს.

მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისას ფართოდ გამოიყენება ახალავსტრიული ხერხი. გვირაბთმშენებლობის პრაქტიკაში ახალავსტრიული ხერხის დანერგვამ გამოააშკარავა ნაშხეფი ბეტონით და ანკერებით აგებული მუდმივი სამაგრების უპირატესობა და ხელი შეუწყო მათ განვითარებას როგორც მასალისა და კონსტრუქციების, ისე ტექნოლოგიისა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის თვალ­საზრისით. წინამდებარე სტატიაში საკმაო სისრულითაა მოყვანილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახალავსტრიული ხერხის წარმატებულად გამოყენების მაგალითები, რაც ახალავსტრიული ხერხის ეკონომიკურობის, ამ ტექნოლოგიის წარმატებული რეალიზაციისა და სხვა უამრავი ღირსების შესახებ მსჯელობის შესაძლებლობას იძლევა.

ავტ.

6.8.7. სჭირდება თუ არა ქვეყანას მშენებელ-მენეჯერები? /.სოხაძე, . ჩოგოვაძე; . მახვილაძე/. მშენებლობა. – 2010. - #1(16). – გვ. 6-10. – ქართ.; რეფ.: ქართ., რუს., ინგლ.

თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში მშენებლობაში ინვესტიციური გარემოს შექმნასა და მის უზრუნველყოფას შრომითი და მატერიალური რესურსებით მშენებლობის ეკონომიკას, მარკეტინგსა და მენეჯმენტს დაუფლებული კვალიფიციური კადრები აგვარებენ; სამშენებლო-საპროექტო-ფირმების ეკონომიკური სამსახურები ამ განხრით მომზადებულ კადრებზე დეფიციტს განიცდიან, რაც მძიმედ აისახება მათ არა მარტო ფინანსიურ მდგომარეობაზე, არამედ იმიჯზეც. ამიტომაც აუცილებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასეთი კადრების მომზადებას ჯეროვანი ყურადღება მიექცეს სასწავლო პროგრამების ფარგლებში.

ავტ.

6.8.8. სალიბაურის სასმელი წყლის რეზერვუარებისა და დამხმარე ნაგებობის დაფუძნების, კომპიუტერული მოდელირებისა და პროექტირების თავისებურებანი. /. გიგინეიშვილი, . ტიმჩენკო, . ჩიკვაიძე, . გიგინეიშვილი/. მშენებლობა. – 2010. - #1(16). – გვ. 11-16. – ქართ.; რეფ.: ქართ., რუს., ინგლ.

ნაშრომში წარმოდგენილია რთულ რელიეფზე და რთულ გეოლოგიურ და ჰიდროგეოლოგიურ პირობებში შენობა-ნაგებობათა საიმედო დაფუძნებისა და მშენებლობისათვის საჭირო თანამედროვე კომპიუტერული და პროგრამული საშუალებებით განხორციელებული კომპლექსური კვლევის შედეგები, სტატიკური და სეისმური ზემოქმედების გათვალისწინებით. ფერდობისა და რეზერვუარების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობისა და მდგრადობის ერთობლივი ანალიზისათვის გამოყენებული იქნა სხვადასხვა კოპიუტერული პროგრამული საშუალებანი და მათ შორის პროგრამული კომპლექსილირა 9.4“.

ავტ.

6.8.9. უჭრი კოჭების გაანგარიშების გამარტივებული მეთოდი. /. მაძაღუა, . ცხვედაძე, . ტაბატაძე, . ჯანყარაშვილი/. მშენებლობა. – 2010. - #1(16). – გვ. 17-21. – ქართ.; რეფ.: ქართ., რუს., ინგლ.

ნაშრომში წარმოდგენილია ძალთა მეთოდით უჭრი კოჭების გაანგარიშებისადმი ახალი მიდგომა, რომელიც მდგომარეობს ამ მეთოდის კანონიკური განტოლებათა სისტემის კოეფიციენტებისა და თავისუფალი წევრების განსაზღვრისას სტანდარტული გამოსახულებების გამოყენებაში.

ავტ.

6.8.10. იაფი ბეტონის დამზადება დაფქვილი კირქვის გამოყენებით. /. ბალიაშვილი, . გურგენიძე, . გურეშიძე, . მებურიშვილი, . სამადაშვილი/. მშენებლობა. – 2010. - #1(16). – გვ. 30-35. – ქართ.; რეფ.: ქართ., რუს., ინგლ.

ლიტერატურული წყაროების მიმოხილვისა და ანალიზის სტატიაში მოყვანილია დაფქვილი კირქვის ბეტონში გამოყენების ეფექტურობა. სტატიის ავტორების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ წყალტუბოს დაფქვილი დოლომიტიზირებული კირქვის გამოყენებით, სხვა თანაბარი პირობების შემთხვევაში, ბეტონის სიმტკიცე 40%-მდე იზრდება. ამავე მასალის კვარცის ქვიშის მაგივრად გამოყენებით ბეტონის სიმტკიცე 50%-ზე მეტით იზრდება. ერთი კუბური მეტრი ბეტონის ღირებულება, დაფქვილი კირქვის გამოყენებით, 8-10 ლარით მცირდება.

ავტ.

6.8.11. . რუსთავის განვითარების ძირითადი სივრცით-გეგმარებითი პრინციპები. /. პაპუაშვილი/. მშენებლობა. – 2010. - #1(16). – გვ. 45-50. – ქართ.; რეფ.: ქართ., რუს., ინგლ.

სტატიაში მოთხრობილია . რუსთავის შესახებ, დასმულია საკითხი სარეკონსტრუქციო და გეგმარებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის შესახებ, რომელიც გააუმჯობესებს განაშენიანებას რუსთავის ტერიტორიაზე და ისმის კითხვა . რუსთავის პერსპექტიული განვითარების კონცეფციის შექმნისა და ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ.

ავტ.

6.8.12. მემკვიდრეობითობა ქართულ ხუროთმოძღვრებაში. /. ბეგიაშვილი/. მშენებლობა. – 2010. - #1(16). – გვ. 51-59. – ქართ.; რეფ.: ქართ., რუს., ინგლ.

სტატიაში განხილულია ქართული ქრისტიანული, საკულტო ჯვარ-გუმბათოვანი ხუროთმოძღვრული ძეგლების ჩასახვისა და განვითარების ძირითადი ტენდეციები IV საუკუნიდან XIII საუკუნის ჩათვლით. წარმოდგენილია ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ძირითადი ეტაპები, დაწყებული ადრე ქრისტიანული პერიოდის არქიტექტურულ სამშენებლო ხელოვნებიდან და დამთავრებული შუასაუკუნეების ძეგლებით. მოყვანილია ხუროთმოძღვრებაში შემუშავებული შემოქმედებითი კანონზომიერებები, რომელთა დახმარებით ხდებოდა ფორმირება ქართული ეროვნული ძეგლების კომპოზიციური სტრუქტურისა. მათი საშულებით თაობიდან თაობაში გადაეცემოდა დაგროვილი შემოქმედებითი გამოცდილება, რაც იყო საფუძველი ქართულ-ეროვნულ ხუროთმოძღვრების არქიტექტურულ-მხატვრული ერთიანობისა და ამ ერთიანობაში მრავალფე­როვნების შექმნისა.

ავტ.

6.8.13. კასპის ცეოლითური ტუფის საშენ მასალებში გამოყენების შესახებ. /. ქარუმიძე, . ჩიქოვანი, . ბოხაშვილი, . კიკნაძე/. მშენებლობა. – 2010. - #1(16). – გვ. 65-68. – ქართ.; რეფ.: ქართ., რუს., ინგლ.

შესწავლილია კასპის რაიონში არსებული ცეოლითური ტუფის საშენ მასალებში გამოყენების შესაძლებლობები, დადგენილია მისი საუკეთესო თბოსაიზოლაციო თვისებები.

ავტ.

6.8.14. ნავთობპროდუქტების ტერმინალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დამაზიანე­ბელი ფაქტორების სავარაუდო ზონების დაზუსტება. /. წიქარიშვილი, . რაგია/. მშენებლობა. – 2010. - #1(16). – გვ. 69-74. – ქართ.; რეფ.: ქართ., რუს., ინგლ.

სტატიაში განხილულია ბოლო ათწლეულებში ნავთობპროდუქტების ტერმინალებზე მომხდარი ავარიები, გაკეთებულია ანალიზი და დაზუსტებულია დამაზიანებელი ფაქტორების სავარაუდო ზონები.

ავტ.

6.8.15. ქალაქის ღამის განათების ისტორია. /. აბულაძე/. მშენებლობა. – 2010. - #1(16). – გვ. 75-79. – ქართ.; რეფ.: ქართ., რუს., ინგლ.

მრავალი წლის მანძილზე ღამის განათებამ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა, რადგან ქალაქის ცხოვრება მრავალმხრივია არა მარტო დღისით, არამედ საღამოს და ღამის საათებშიც. დროის ამ მონაკვეთში ქალაქის სრულფასოვანი განათებისათვის საჭიროა რთული, მრავალფეროვანი სისტემების შექმნა. ამ სისტემების შემადგენელი ელემენტები ხალხის მასებზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს, ამიტომ ამ სფეროს შესწავლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქალაქის მხატვრული იერსახის ჩამოყალიბებაში. საუბარია ღამის განათების ისტორიაზე და . თბილისის განათების საკითხებზე.

ავტ.

9. სოფლისა და სატყეო მეურნეობა. თევზის მეურნეობა

6.9.1. ჩაის მცენარის ზოგიერთი ნიშნის დათიშვის გენეტიკური თავისებურებანი ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედებისას. /. ბარათაშვილი/. ხანძთა. 2009. - # 2(7). – გვ. 118-121. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აჭარა-გურიის ხუთ ეკოლოგიურ ზონაში (დაბა ჩაქვი, ლეღვა, ლაითური, ცეცხლაური, ანასეული) შესწავლილია სამრეწველო პლანტაციებში გამოვლენილი ჩაის ბუნებრივი მუტანტური ფორმების დათიშვის გენეტიკური თავისებურებანი რადიონუკლიდებითა და მძიმე მეტალებით გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით. ნაჩვენებია ცალკეული რადიონუკლიდის ( 137ჩს, 210 , 212 , 214 ) შედარებით მაღალი აქტივობა და შესაძლო გენეტიკური ეფექტები ჩაის მცენარეში.

ავტ.

6.9.2. თხილის პერსპექტიული ჯიშების პროდუქტიულობა შავიზღვისპირა სუბტროპიკულ ზონაში. /. ჯაბნიძე/. ხანძთა. 2009. - # 2(7). – გვ. 126-130. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

თხილი, როგორც სასარგებლო კულტურა, უძველესი დროიდანაა ცნობილი. საქართველოში გავრცელებული თხილის ჯიშური შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანია და ძირითადად წარმოდგენილია ადგილობრივი ჯიშებით. სახელმწიფოს მხრიდან შეღავათიანი კრედიტების გაცემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მიჩნეული უნდა იქნეს თხილის კულტურა, რითაც დაჩქარდება ამ დარგის პოტენციალის სრულად გამოყენება.

ავტ.

6.9.3. ჩაის ფოთლის Ð ვიტამინური აქტივობა ფოთლის ასაკისა და დუყების სახეობისაგან დამოკიდებულებით. /. იმნაიშვილი, . ყიფიანი, . ორაგველიძე/. ხანძთა. 2009. - # 2(7). – გვ. 131-133. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომში შესწავლილია ჩაის ფოთლის ფენოლური ნაერთების, როგორც ვიტამინური აქტივობის მაჩვენებლის რაოდენობრივი ცვლილება ფოთლის ასაკის, დუყების სახეობისა და სინაზისაგან დამოკიდებულებით. აღმოჩნდა, რომ მაღალი ვიტამინური აქტივობით გამოირჩევა ჩაის ფოთოლი სეზონის დასაწყისსა და შუა პერიოდში და 1-2 ფოთლიანი ნაზი დუყებისაგან დამზადებული ჩაი, განსაკუთრებით მწვანე ჩაი.

ავტ.

6.9.4. მეაბრეშუმეობის განვითარება და პარკის დამუშავების მიმოხილვითი ანალიზი. /. ვადაჭკორია, . იდაძე/. ხანძთა. 2009. - # 2(7). – გვ. 177-179. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აბრეშუმი ნატურალური ბოჭკოა და ხასიათდება საუკეთესო სამომხმარებლო თვისებებით. მიუხედავად ამისა მან მაინც ვერ მოიკიდა ფეხი ტრიკოტაჟის წარმოებაში. სტატიაში არის მცდელობა იმ მიზეზების გამოვლენისა, რომლებიც უშლიდა ხელს აბრეშუმის გამოყენებას ტრიკოტაჟული ნაწარმის დასამზადებლად. ამ მიზნით მიმოხილულია აბრეშუმის განვითარების და პარკის დამუშავების ისტორია, ძაფისა და ნართის სტრუქტურა.

ავტ.

6.9.5. ვარდის ზოგიერთი აგროეკოლოგიური თავისებურება. /. მიქელაძე/. ხანძთა. 2009. - # 2(7). – გვ. 183-184. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ბათუმის მოტანიკურ ბაღში ჩატარებულ დაკვირვებების საფუძველზე შემუშავდა ბუჩქების გაფორმების და მოჭრილი ვარდის კონების წარმოებისათვის აგრო-ეკოლოგიური წესები და ნორმები (ადგილის შერჩევა, დათესვა, ნიადაგის სასუქით გამდიდრება, ჩამოჭრა და ..).

ავტ.

6.9.6. საქართველოს სატყეო დარგის მართვის ახალი ორგანიზაციული ფორმები. /. ზედგინიძე, . პატარქალაშვილი, . ზედგინიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 115-117. – ქართ.; რეზ. ინგლ., რუს.

განხილულია სატყეო მეურნეობის მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა დარგში გატარებულ რეფორმამდე და რეფორმის შემდეგ. მოცემულია სატყეო მეურნეობის მართვის ახალი სტრუქტურის დადებითი და უარყოფითი მხარეები. აღნიშნულია, რომ დარგის მართვის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც აყენებს სატყეო სექტორი საბაზრო ეკონომიკის თანამედროვე ეტაპზე.

ავტ.

6.9.7. მთის წიფლნარების თესლმსხმოიარობის თავისებურებები ამორჩევით ჭრებთან დაკავშირებით. /. მახაური/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 118-121. – ქართ.; რეზ. ინგლ., რუს.

წიფელი უხვ თესლმსხმოიარობას იწყებს 50-60 წლის ხნოვანებიდან და პერიოდულად 3-5 წელში ერთხელ თესლმსხმოიარობს. წიფლის თესლმსხმოიარობა მკვეთრად არის განსხვავებული ერთხნოვანი და ნაირხნოვანი კორომების შემთხვევაში. ერთხნოვან კორომში თესლმსხმოიარობენ კრაფტის კლასიფიკაციით მხოლოდ მაღალი კლასის ხეები. ერთხნოვანი კორომისაგან განსხვავებით ნაირხნოვან კორომში I და II ხნოვანებითი თაობის ხეები თესლმსხმოიარობს, ხოლო III – ხნოვნებითი თაობის ხეები თესლმსხმოიარობაში მონაწილეობას არ იღებენ. როგორც პირველი, ისე მეორე შემთხვევაში ამორჩევითი ჭრები ვარჯის შეთხელებით და განათებულობის ხელსაყრელი პირობების შექმნით თესლმსხმოიარობას იწყებენ კრაფტის მიხედვით დაბალი III-IV კლასის ერთხნოვან კორომში, ხოლო III თაობის ხეები ნაირსახოვან კორომში. უკეთესი თესლმსხმოიარობით ხასიათდება კრაფტის კლასიფიკაციის მიხედვით II კლასის და II ხნოვანებითი თაობის ხეები.

ავტ.

6.9.8. მეფუტკრეობის განვითარების ისტორიული მიმოხილვა და მისი პერსპექტივა საქართველოში. /. ყამარაული/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. - 2010. - #1. – გვ. 83-87. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საქართველოს ტერიტორიაზე მეფუტკრეობის არსებობას ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნით ათარიღებენ. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში არა მარტო ბუნებრივად მოშენებული თაფლით სარგებლობდნენ, არამედ თვითონაც აწარმოებდნენ მის მოშენებას. საქართველოში ძველი დროიდან მეფუტკრეობის განვითარებას ადასტურებს აგრეთვე ვახუშტი ბაგრატიონიც. 1898 წელს თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში ითვლებოდა ფუტკრის 47,3 ათასი ოჯახი, 1910 წელს 52,8 ათასი, 1913 წელს - 60 ათასი, 1921 წელს 50 ათასი, 1930 წელს 80 ათასი, 1963 წელს - 162 ათასი, 1970 წელს 175 ათასი და 2008 წელს უკვე 206,9 ათას ოჯახს მიაღწია.

ავტ.

6.9.9. წინამორბედების და ჯიშობრივი წარმომავლობის გავლენა საშემოდგომო ხორბლის მარცვლის ხარისხზე. /. ბოლღაშვილი/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 11-13. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

საშემოდგომო ხორბლის მარცვლის ხარისხის უზრუნველსაყოფად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯიშობრივ წარმომავლობას და წინამორბედებს, რომლის შესახებაც . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის კახეთის საცდელი სადგურის სამეცნიერო საწარმოო ექსპერიმენტულ ბაზებზე (მაღაროს, ულიანოვკის, შირაქის) ისწავლებოდა და იცდებოდა საშემოდგომო ხორბლის ჯიშობრივი წარმომავლობა და წინამორბედები რა გავლენას ახდენდნენ მისი მარცვლის ხარისხობრივ შედგენილობაზე.

ავტ.

6.9.10. ვთესოთ მრავალწლოვანი და ერთწლოვანი საკვები ბალახები. /. რუხაძე, . ფოფხაძე, . ყორანაშვილი, . ბენდიანიშვილი/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 16-19. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

თესლბრუნვაში მრავალწლოვან ბალახებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენისა და მისი ფიზიკური და ქიმიური თვისებების გამაუმჯობესებელ საშუალებას. ნიადაგის სტრუქტურიანობა, რომელზედაც დამოკიდებულია ნიადაგის ნაყოფიერება, შესაძლებელია აღდგენილ იქნას მრავალწლოვანი პარკოსან და მარცვლოვან ბალახნარევების თესვით, ამიტომ მრავალწლოვანი ბალახების სწორ შერჩევას, საქართველოს მრავალფეროვან ბუნებრივ პირობებში არსებითი მნიშვნელობა აქვს.

ავტ.

6.9.11. ნიადაგის ნაყოფიერების გადიდება თანამედროვე ბიოლოგიური აგროტექნოლოგიებით. /. ბენდიანიშვილი, . ფოფხაძე, . რუხაძე, ყორანაშვილი, . რაზმაძე, . სარალიძე/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 19-24. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

ნიადაგის ნაყოფიერებას აღადგენს მხოლოდ და მხოლოდ მრავალწლოვანი პარკოსანი და მრავალ­წლოვანი ფუნჯა ფესვიანი, მეჩხერბუჩქოვანი მარცვლოვანი ბალახების ნარევები; ამასთან აუცილებე­ლია ბალახნარევებში აღებული იქნას კომპონენტთა ტოლი თანაფარდობა და სწორად იქნას შემუშავებული ნიადაგის დამუშავების ტექნოლოგია.

ავტ.

6.9.12. გამარტივებული ტექნოლოგიით იონჯის მწვანე მასისა და თესლის მაღალი მოსავლის მიღების შესწავლა შიდა ქართლის სარწყავ პირობებში. /. ფოფხაძე, . ახალაძე, . ბენდიანიშვილი, . რაზმაძე/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 25-27. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

დღეისათვის იონჯის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიაში ხვნას აწარმოებენ სრულ სიღრმეზე და თესვისწინა მრავალჯერად კულტივაციას, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ჩვენ მიზნად დავისახეთ შეგვესწავლა გამარტივებული ტექნოლოგიით იონჯის თივისა და თესლის მიღების შესაძლებლობა შიდა ქართლის სარწყავ პირობებში. სამი წლის მონაცემების მიხედვით დავადგინეთ, რომ იონჯის თივისა და თესლის მაღალი მოსავლის მიღება შესაძლებელია ნიადაგის მოუხნავად და თესვისწინა კულტივაციის მრავალჯერადი დამუშავების გარეშე, მარტო ფრეზით ან მძიმე დისკებით დამუშავებულზე პირდაპირი თესვით.

ავტ.

6.9.13. ნიადაგის მინიმალური დამუშავებით იონჯა-კოინდრის ნარევის მოყვანის ტექნოლოგია წინამორბედებთან დაკავშირებით შუა ქართლის ურწყავ პირობებში. /. ფოფხაძე, . ახალაძე, . დევიძე, . ბენდიანიშვილი/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 28-31. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

ცდა ტარდებოდა 2001-2005 წლებში მიწათმოქმედების / ინსტიტუტის სამეცნიერო-საწარმოო ბაზის მდელოს ყავისფერ ურწყავ ნიადაგებზე. აღნიშნულ მიწებზე ნიადაგის მინიმალური დამუშავებისას იონჯა-კოინდრის ნარევის ადრე გაზაფხულზე ნათესმა მოგვცა სრულფასოვანი აღმონაცენი და მწვანე მასის მაღალი მოსავალი, რაც საუკეთესო საკვებია მეცხოველეობაში. წინამორბედი კულტურები ვარიანტების მიხედვით იყო: ხორბალი, ლობიო და სიმინდი, მათ შორის საუკეთესო წინამორბედი ლობიო აღმოჩნდა. ნალობიარზე ნიადაგის მინიმალური დამუშავებისას წელიწადში ორჯერადი გათიბვით მიიღება 13.3 /ჰა მწვანე მასა. აღნიშნული მეთოდი გაცილებით ეკონომიურია და ამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას.

ავტ.

6.9.14. გრძელვადიან ცდებში მინერალური სასუქების გავლენა საშემოდგომო ხორბლის ჯიშისკოპერი”- პროდუქტიულობაზე მდელოს ყავისფერ ნიადაგზე. /. ყორანაშვილი, . რუხაძე, . ფოფხაძე, . დევდარიანი, . ბენდიანიშვილი/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 31-35. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

გრძელვადიან ცდებში სწორი თესლბრუნვისა და სასუქების ოპტიმალური რაოდენობის გათვალისწინებით, მდელოს ყავისფერ კალიუმით მდიდარ ნიადაგზე საშემოდგომო ხორბლისკოპერი”- მაღალი მოსავლის მისაღებად სრულიად საკმარისია  N90 P90-ის დოზა.

ავტ.

6.9.15. ძირითადი საკვები ელემენტების გამოყენების კოეფიციენტი ლობიოს, სიმინდის და საშემოდგომო ხორბლის მიერ ნიადაგიდან და შეტანილი სასუქიდან. /. ყორანაშვილი, . რუხაძე, . ფოფხაძე, . ბენდიანიშვილი, . მოძღვრიშვილი/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 35-41. – ქართ. ; რეზ. : რუს., ინგლ.

მდელოს ყავისფერ კალიუმით მდიდარ ნიადაგზე კალიუმიანი სასუქის შემდგომქმედებისას ნიადაგის და შეტანილი სასუქიდან საკვები ელემენტების გამოყენების კოეფიციენტი ლობიოს, სიმინდის და საშემოდგომო ხორბლის კულტურებისათვის შესაბამისად შემდეგი რიგით ლაგდება: - N>P>K; N>P. სასუქის დოზის ზრდასთან ერთად იკლებს ნიადაგიდან და შეტანილი სასუქიდან აზოტისა და ფოსფორის საკვები ელემენტების, აზოტისა და ფოსფორის გამოყენების კოეფიციენტი. ნიადაგის კალიუმის გამოყენების კოეფიციენტი სიმინიდსთვის შეადგენს -5,9%, საშემოდგომო ხორბლისათვის – 2,2%- და ლობიოსათვის – 1,4%-.

ავტ.

6.9.16. შუალედური შვრიანარევი ცერცველა და წმინდა ნათესი ცერცველა, ნათესბალახიან თესლბრუნვაში და ზედიზედ თესვის პირობებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობ ზონაში. /. ნიკოლაძე, . ქათამაძე/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 42-45. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

შუალედურ შვრიანარევი ცერცველასა და სუფთა ნათესი ცერცველას მოვლა-მოყვანის საკითხების სრულყოფისათვის ექსპერიმენტი ტარდებოდა და ტარდება აჯამეთის საცდელ სადგურში. შუალედურ შვრიანარევი ცერცველასა და სუფთა ნათესი ცერცველას მოვლა-მოყვანა შესაძლებელია გვიან შემოდგომით, მაშინ როდესაც ფართობი თავისუფალია. შუალედური კულტურის როლი ინტენსიურ მიწათმოქმედების სისტემაში განუხრელად დიდია, იგი წლის განმავლობაში დამატებითი მოსავლის წყაროა.

ავტ.

6.9.17. ლობიოს ჯიშების მოსავლიანობა და მათი საშემოდგომო ხორბლის წინამორბედად ვარგისიანობა აღმოსავლეთ საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელ რეგიონებში. /. ყოჩაშვილი/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 45-50. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

შრომაში მოცემულია კახეთის საცდელ სადგურში წარმოებული კვლევის შედეგები ლობიოს ჯიშების მოსავლიანობისა და მათი საშემოდგომო ხორბლის წინამორბედად ვარგისიანობის შესასწავლად. წარმოდგენილია ლობიოს მაღალმოსავლიანი ჯიშები და ნიადაგში ორგანული ანარჩენების რაოდენობა საკვებ ელემენტებთან ერთად ჯიშების მიხედვით. მოცემულია შედეგები იმ საადრეო ჯიშების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფენ ნიადაგში ტენის მეტი მარაგის შექმნასა და საშემოდგომო ხორბლის მაღალ მოსავალს.

ავტ.

6.9.18. ლობიოს სიმბიოზური აქტიურობა ჯიშებზე დამოკიდებულობით აღმოსავლეთ საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელ რეგიონებში. /. ყოჩაშვილი/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 50-53. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

შრომაში მოცემულია 2007-2008 წლებში კახეთის საცდელ სადგურში წარმოებული გამოკვლევის შედეგები ლობიოს ჯიშების სიმბიოზური აქტიურობის შესახებ. წარმოდგენილია სიმბიოზური აქტიურობის ცვალებადობა ლობიოს ჯიშებისა და მათი ზრდა-განვითარების ფაზების მიხედვით. გამოვლენილია ლობიოს უკეთესი ჯიშები (ჯვარი, პორუმბიცა, მუხრანულა და სხვები) და მათი ზრდა-განვითარების ფაზები, რომლებითაც უზრუნველყოფილია ზონის პირობებში მაღალი აქტიური სიმბიოზური პოტენციალი და მოლეკულური აზოტის ინტენსიური დაგროვება ნიადაგში.

ავტ.

6.9.19. წიწიბურას კულტურა გარე კახეთის პირობებში. /. ქუსიკაშვილი, . ბოლღაშვილი/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 54-58. – ქართ. ; რეზ. : რუს., ინგლ.

კახეთის საცდელი სადგურის მაღაროს ექსპერიმენტულ ბაზაზე 1993-1996 წლებში ჩატარებული ცდების საფუძველზე დადგენილია: 1. წიწიბურას შედარებით მეტი მოსავალი მიიღება (შესაბამისად 1,0 და 1,7 -ით) 45 და 30 სმ. მწკრივთაშორისებით თესვის შემთხვევაში. ჩვეულებრივ მწკრივად (15 სმ. კვების არით თესვა) თესვასთან შედარებით; 2. თესვის ნორმებიდან 45 სმ. მწკრივთაშორისებით თესვის შემთხვევაში უნდა დაითესოს 2-3 მლ/ჰა, ხოლო 30 სმ. კვების არეთი თესვისას 3 მლ/ჰა. მიღებული შედეგების დანერგვა შესაძლებელია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, გურჯაანის და საქართველოს სხვა მსგავსი ნიადაგურ-კლიმატური პირობების მქონე რაიონებში.

ავტ.

6.9.20. პამიდორის ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის მიღება მუხრანის ველის პირობებში სიდერაციის გამოყენებით. /. სარალიძე, . ნოზაძე, . ბიჭიაშვილი, . ჩხობაძე/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 59-61. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

ორგანული სასუქის და სიდერატების გამოყენების ფონზე ცერცველას ჩახვნამ ნიადაგში უსიდერატო ვარიანტებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზარდა ჰიდროლიზული აზოტის, მოძრავი ფოსფორისა და გაცვლითი კალიუმის რაოდენობა. 1; 2; 8 და 9 ვარიანტებში მიღებულმა პამიდვრის მაღალმა მოსავალმა მკვეთრად გაზარდა საკვები ელემენტების მოხმარება და მისი გატანა ნიადაგიდან. ამ ვარიანტებში მიღებული ყოველი 1 . პროდუქციით გატანილია N1,7 1-2; P 0,4-0,5; და K-1,9-2,1 კგ/ჰექტრიდან, სიდერატების გამოყენებით მინერალური სასუქით განოყიერებასთან შედარებით მკვეთრად მცირდება პამიდვრის ნაყოფებში ნიტრატული აზოტის შემცველობა და მისი რაოდენობა ორგანო მინერალური სასუქების გამოყენების შემთხვევაში 86-140 მგ-ის ტოლია 1 კგ. პროდუქციაში, ხოლო, სიდერატის გამოყენების შემთხვევაში ეს მაჩვენებლები ვარიანტების მიხედვით 36,0-104,0 მგ-ის ფარგლებში მერყეობს 1 კგ. პროდუქციაში.

ავტ.

6.9.21. საქართველოს ბარში კარტოფილის უვირუსო სათესლე მასალის წარმოება. /. ნოზაძე, . ბიჭიაშვილი, . თავაძე/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 61-63. – ქართ. ; რეზ. : რუს., ინგლ.

ჩვენს მიერ ჩატარებული ცდებით უვირუსო კარტოფილის სათესლე მასალად უპირატესობა ეძლევა ჯიშფელისიტას”. ის გამოირჩევა ადრეულობით, ღივების ორ კვირაში გამოტანით, შეიძლება მისი დარგვა ორის მოსავლის მიღების მიზნით ერთ სავეგეტაციო პერიოდში. მისგან მიღებული მოსავალი კი თითქმის უვირუსოა. ღონისძიება შეიძლება დაინერგოს მთელ საქართველოს სარწყავ დაბლობ ზონაში 400-500 -ზე ზღვის დონიდან, სადაც გაზაფხულის და შემოდგომის წაყინვები მოსალოდნელი არ არის გვიანობამდე.

ავტ.

6.9.22. ცერეცოს (Anethum graveolens L) მოვლა-მოყვანის საკითხების სრულყოფა-დაზუსტება. /. ჩაგანავა, . ნიშნიანიძე, . ჩხობაძე/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 64-66. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

ცერეცოს მოვლა-მოყვანის საკითხების სრულყოფისათვის ექსპერიმენტი ტარდებოდა წყალტუბოს საცდელ სადგურში, ალუვიური წარმოშობის საშუალო თიხნარ ნიადაგზე, სადაც დედაქანი ქვიშაა. ცერეცოს თესვა თესლის მისაღებად, ვაკე იმერეთის დაბლობ ზონაში უმჯობესია ადრე გაზაფხულზე -1 აპრილამდე. თესვა უმჯობესია ორ მწკრივიან ზოლებად, ზოლებს შორის მანძილი 60 სმ. მწკრივებს შორის 30 სმ. საბოლოოდ გამეჩხერების შემდეგ მცენარეთა შორის 10-15 სმ. დაშორებით.

ავტ.

6.9.23. მინერალური სასუქების როლი თეთრთავიანი კომბოსტოს პროდუქტიულობის ზრდაში. /. ჩაგანავა, . ნიშნიანიძე, . ჩხობაძე/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 67-69. – ქართ. ; რეზ. : რუს., ინგლ.

წყალტუბოს საცდელ სადგურში ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა: 1. დასავლეთ საქართველოს ვაკე იმერეთის პირობებში, საშუალო ნაყოფიერების ალუვიურ ნიადაგებზე თეთრთავიანი კომბოსტოს მაღალი მოსავლის მისაღებად აუცილებელია მინერალური სასუქების (NPK) სამივე საკვები ელემენტის შეტანა. 2. თეთრთავიანი კომბოსტოს ადრეული ჯიშიხარისგულასმინერალური სასუქების ოპტიმალური დოზებია N120P120K60 კგ/ჰა. 3. საშუალო საგვიანო ჯიშიბრაუნშვეიგი გორულისათვისმინერალური სასუქების ოპტიმალური დოზებია N150P120K60 კგ/ჰა. 4. ორივე ჯიშის შემთხვევაში ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების სრული დოზა შეტანილი უნდა იქნას ნიადაგის ძირითადი დამუშავების დროს, აზოტოვანი სასუქები კი წილადობრივად : 1/3 რგვის წინ, 1/3 პირველ და 1/3 მეორე გამოკვებაში.

ავტ.

6.9.24. შუალედური კულტურების გავლენის შესწავლა პამიდორის მოსავლიანობაზე. /. ნიშნიანიძე, . ჩაგანავა, . ჩხობაძე/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 70-73. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

ვინაიდან დღეისათვის ორგანული სასუქების დეფიციტია საქრთველოში, ჩვენს მიერ მიზნად იქნა დასახული ვაკე-იმერეთის პირობებში ადგილობრივი ორგანული სასუქების ანუ სიდერატების გამოყენება მინერალურ სასუქებთან ერთად, პამიდორის მაღალი მოსავლის მისაღებად. საუკეთესო შედეგებია მიღებული იმ ვარიანტზე, სადაც შვრიანარევი ცერცველას მწვანე მასა იხვნებოდა ნიადაგში სიდერატად. აღნიშნულ ვარიანტში პამიდორის საშუალო მოსავლიანობამ შეადგინა 238 /ჰა, რაც 68,0 /ჰა-თი ანუ 40,0%-ით მეტია საკონტროლო ვარიანტთან შედარებით.

ავტ.

6.9.25. ბადრიჯნის F2 თაობის ბიოლოგიური, სამეურნეო და ბიოქიმიური მაჩვენებლები. /. მოთიაშვილი, . საპატოვი, . ლიპარტელიანი/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 73-75. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

ექსპერიმენტიდან ირკვევა, რომ ადრეული ჰიბრიდები უმეტესედად იმ ჰიბრიდულ კომბინაციებში მიიღება, როდესაც შეჯვარებაში მონაწილეობს ადრეული მშობელი ფორმები. თუ კომბინაციაში ერთი მშობელი ფორმა ადრეულია და მეორე მშობელი ფორმა საშუალოდ საადრეო, მაშინ ჰიბრიდების უმეტესობა უფრო ადრეულია, მშობელ ფორმებთან შედარებით. მაღალმოსავლიანი ჰიბრიდები მიიღება იმ ჰიბრიდულ კომბინაციაში, როდესაც დედად აღებული ფორმა მაღალმოსავლიანია, ვიდრე მამა.

ავტ.

6.9.26. მუხუდოს თესვის ვადების დადგენა და მისი გავლენა მარცვლის მოსავალზე. /. ვაჩეიშვილი, . ქირიკაშვილი/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 76-78. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

სტატიაში მოცემულია 2006-2007 წლის მუხუდოს თესვის ვადების შესწავლის შედეგები, რომლის მიხედვით შეიძლება გაკეთდეს დასკვნა: მუხუდოს მარცვლის მოსავლიანობის მიხედვით საუკეთესო თესვის ვადად საკვლევი 10 ჯიშიდან, შეიძლება ჩაითვალოს ზამთრისპირა თესვა ნოემბრის მეორე ნახევრიდან და არაუგვიანეს მარტის პირველი ნახევრი.

ავტ.

6.9.27. გამოკვლევები საქართველოს საჭმელი სოკოების შესახებ და ზოგიერთი მათგანის კულტივირების ცდები. /. ბაზერაშვილი, . დევდარიანი, . ჩხობაძე, . ნიაური, . ჯორჯაძე, . ჯიბღაშვილი/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 79-81. – ქართ. ; რეზ. : რუს., ინგლ.

სტატიაში მოცემულია ავტორების რამდენიმე წლიანი კვლევის შედეგები და მოიცავს ინფორმაციას საქართველოში საჭმელი სოკოებისა და ინტროდუცირებული და ადგილობრივი სახეობების ხელოვნური მოშენების ცდების შესახებ. საქართველოში დღეისათვის აღრიცხულია მაკრომიცეტების 1200 სახეობა, რომელთაგან 250 სახეობა საჭმელია. დადგენილია მერქნის დამშლელი სოკოების გავრცელების სიხშირე, სეზონური დინამიკა, ფიზიკური ფაქტორების გავლენა, ნაყოფსხეულების მორფოგენოზზე, შერჩეულია სუბსტრატები. გამოცდილი სუბსტრატებიდან საუკეთესოა ბამბის გადამუშავების ნარჩენები. ჩვენს მიერ დადგენილი იქნა, რომ საქართველოში L. edodes კულტივირება შესაძლებელია ნამჯაზე, სიმინდის ნაქუჩზე, მისი მოყვანა შესაძლებელია წიფლის მორებზე .. ექსტენსიური მეთოდით.

ავტ.

6.9.28. ბაქტერიულ-ორგანულ-მინერალური სასუქისბომსისეფექტურობის გავლენა სიმინდის ჯიშიქართული კრუგისმარცვლის მოსავალზე, ხარისხზე და ნიადაგის ნაყოფიერებაზე სამგორის ველ სარწყავ პირობებში. /. სახვაძე, . ჯამბურია, . ტყეშელაშვილი, . ჩაჩავა, . ღლონტი, . დევდარიანი/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 82-84. – ქართ. ; რეზ. : რუს., ინგლ.

განხილულია ბაქტერიულ-ორგანულ-მინერალური სასუქისბომსისგავლენა სიმინდის ჯიშზექართული კრუგი”. მოცემულია, ეკონომიკური მაჩვენებლები მინერალურ სასუქთან შედარებით ბომსის უპირატესობის შესახებ.

ავტ.

6.9.29. ჯიშლაგოდეხის გრძელთავთავა”- მუტანტური ფორმის და მახას ჰიბრიდიზაციით მიღებული ახალი სასელექციო საწყისი მასალა. /. ნასყიდაშვილი, . ჩხუტიაშვილი, . ხუციშვილი, . სულაბერიძე/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 85-89. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

ჰიბრიდული ფორმები წარმოადგენენ რბილი ხორბლის ძვირფას სასელექციო მასალას, რომელიც დაცულია გენეტიკური რესურსების ბანკში და მათი სელექციურ მუშაობაში გამოყენებით შესაძლებელია მივიღოთ ხორბილის ინტენსიური ტიპის ჯიშები.

ავტ.

6.9.30. სიმინდის ქართული ჯიშების გენეტიკური და სელექციური შესწავლის შედეგები. /. ლიპარტელიანი, . ჯამბურია, . თავაძე, . ბეგოიძე/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 89-92. – ქართ. ; რეზ. : რუს., ინგლ.

შევისწავლეთ სიმინდის მწარმოებელი საქართველოს ყველა რაიონის 246 ჯიშპოპულაცია გენეტიკური ანალიზის მეთოდით წლების განმავლობაში და დავადგინეთ, მათი კომბინაციური და სელექციური მნიშვნელობა.

ავტ.

6.9.31. ქერის სელექცია პროდუქტიულობაზე, მაღალმოსავლიანი ჰიბრიდების მიღება. /. სარალიძე, . ლომინაძე, . ქირიკაშვილი, . სოხაშვილი/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 92-95. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

ჰიბრიდიზაციის მეთოდით მიღებულ ჰიბრიდებში პროდუქტიულობის ელემენტების კორელაცია დადებითად ხორციელდება.

ავტ.

6.9.32. სიმინდის საადრეო და საშუალო-საადრეო ვეგეტაციის ახალი ჰიბრიდების შესწავლა. /. ტუსიაშვილი, . ქირიკაშვილი, . მუმლაძე, . კოდუა, . თავაძე/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 96-97. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

ნაშრომში მოტანილია სიმინდის საადრეო და საადრეო-საშუალო ვეგეტაციის მაღალმოსავლიანი, დადებითი სამეურნეო ნიშან-თვისებების მქონე ჰიბრიდების გამოყვანისა და გამოცდის შედეგები, ექსპერიმენტული ჰიბრიდები შექმნილია უკრაინიდან ინტროდიცირებული ჰიბრიდებიდან გამოყვანილი ახალი თვითდამტვერილი ხაზების ბაზაზე. ხაზები მიღებულია 1998-2003 წლებში, ჰიბრიდები გამოიცადა 2006-2008 წლებში, ორ პუნქტზეწეროვანსა და გორში, საკონტროლო და წინასწარ ჯიშთა გამოცდებში. გამოვლენილია 5 პერსპექტიული ჰიბრიდი, რომლებიც შემდგომ წლებში გამოიცდება საკონკურსო ჯიშთა გამოცდაში.

ავტ.

6.9.33. კოლექციური სანერგეებიდან გამორჩეული ლობიოს საადრეო ფორმები. /. კოდუა, . ქირიკაშვილი, . სარალიძე/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 97-99. – ქართ. ; რეზ. : რუს., ინგლ.

ლობიო საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული და სამარცვლე-პარკოსან კულტურებს შორის პირველი ადგილი უკავია. 2004-2007 წლებში ვსწავლობდით ლობიოს ადგილობრივი და უცხოური ფორმების კოლექციურ მასალას, გამოვარჩიეთ საინტერესო ადრეული ფორმები. ცნობილია, რომ სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა მეტად მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ნიშანია და ადრეულ ჯიშებს მთელ რიგ შემთხვევებში გარკვეული უპირატესობა გააჩნიათ: ისინი ითესება მაღალმთიან ზონაში, აგრეთვე სანაწვერალოდ; ადრეული ჯიშების უმეტესობას ახასიათებს პარკების ერთდროული მომწიფება და შედარებით სტაბილური მოსავალი წლების მიხედვით.

ავტ.

6.9.34. ოსპის მსოფლიო კოლექციის შესწავლის შედეგები. /. ვაჩეიშვილი/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 100-102. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

სტატიაში საუბარია ოსპის, როგორც მაღალცილიან პარკოსან კულტურაზე, მის სასურსათე და აგროტექნიკურ მნიშვნელობაზე. მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურში ოსპის სელექციაზე მუშაობა დავიწყეთ 1998 წლიდან საერთაშორისო სოფლის მეურნეობის კვლევის ცენტრის ICARDA- საკოლექციო მასალაზე. გამორჩევის მეთოდით შევისწავლეთ 565 ნიმუში, რომელთაგანაც გამოვარჩიეთ 113 ნომერი. აღმოსავლეთ საქართველოში დავარაიონეთ ჯიშიპაბლო”. კოლექციაზე მუშაობა გაგრძელდა და გამორჩეულია ორი პერსპექტიული ნომერი #2 და #8. #8 გათვალისწინებულია დასარაიონებლად დასავლეთ საქართველოსთვის, კოლხეთის დაბლობის გარდა.

ავტ.

6.9.35. ჰიბრიდული სიმინდის მეთესლეობა საქართველოში და მისი გაუმჯობესების გზები. /. მუმლაძე, . ქირიკაშვილი, . ჯინჯიხაძე/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 102-105. – ქართ. ; რეზ. : რუს., ინგლ.

ერთეული ჰექტრიდან მაღალი მოსავლის და მაღალხარისხოვანი თესლის მისაღებად შექმნილია ჰიბრიდები: ულევი, ყვირილა, მოდინახე და მცხეთა 2004. დედა ფორმად გამოყენებულია მაღალმოსავლიანი, მარტივი ჰიბრიდები: ენგური (B73XM17), წეროვანი-1 (B73XM17-2426), წეროვანი-2 (B73-1161XM17-2426), მამა ფორმად: აბაშური ყვითელი, გეგუთური ყვითელი და ქართული კრუგი. ოთხივე ჰიბრიდი მეტად მაღალ მოსავლიანია და 1 ჰა-ზე იძლევა 8-10 ტონა მარცვალს. პირველი თაობის თესლის მიღებისას შესაძლებელია 1 ჰა-ზე მიღებული იქნეს 5-6 ტონა თესლი. აღნიშნული ჰიბრიდების თესლის წარმოებაზე დაინტერესებულ ფერმერებს და პიროვნებებს შესაძლებლობა აქვთ 1 ჰა-რი ფართობიდან მიიღონ 10-12 ათასი ლარის შემოსავალი.

ავტ.

6.9.36. თავიანი ხახვის ,,ვარდისფერი 32-ისმეთესლეობა. /. მოთიაშვილი, . საპატოვი, . ლიპარტელიანი, . კოხრეიძე, . კილასონია/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 105-106. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

სამეცნიერო ნაშრომებში განხილულია თავიანი ხახვის ახალი ჯიშის ,,ვარდისფერი-32”-ის გამორჩევის მეთოდი და მისი მეთესლეობა. შესწავლილია ამ ჯიშის ბიოლოგიური და სამეურნეო ნიშანთვისებები. თავიანი ხახვი Allium cepa ხახვნაირ მცენარეთა ოჯახს მიეკუთვნება, იგი ერთლებნიანი, მრავალწლიანი მცენარეა, კულტურაში მას ვამრავალებთ, როგორც ორწლიანს.

ავტ.

6.9.37. უვირუსო კარტოფილის მეთესლეობა სტრესულ პირობებში. /. ბაქრაძე, . ზუბიაშვილი, . გამყრელიძე, . სულამანიძე, . ახალაძე/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 107-110. – ქართ. ; რეზ. : რუს., ინგლ.

კარტოფილის ინ- ვიტრო მცენარეთა მიკროკლონურმა გამრავლებამ აჩვენა, რომ სტრესულ პირობებში : დღის ხანგრძლივობის 50%-ით და განათების ინტენსივობის 33,4%-ით შემცირება იწვევს კლონების ვეგეტაციის გარეშე გადასვლას მიკროტუბერის ფორმირებაზე. ამ შემზღუდავი ფაქტორის მოქმედების მიუხედავად მედეგმა ფორმებმა შეძლეს ინ- ვიტრო პირობებში, მცენარის სრული რეკონსტრუქცია, რის შემდეგ გადავიდნენ მიკროტუბერის ფორმირებაზე, მცირე პროცენტული ალბათობით. მეთოდი საშუალებას იძლევა დროის მცირე მონაკვეთში აღმოვაჩინოთ სტრესული პირობებისადმი გამძლე ფორმები.

ავტ.

6.9.38. სამარცვლე და საბოსტნე ლობიოს გენეტიკური რესურსების შეგროვება, კონსერვაცია, დოკუმენტაცია და გამოყენება. /. კაკაბაძე/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 111-113. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

რეზიუმე: საქართველოს სხვადასხვა ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში შეგროვილი და შესწავლილი იქნა ლობიოს სახეობების გავრცელება, რომელსაც საქართველოში დაახლოებით 300-350 წლის ისტორია აქვს. მინდვრად დემონსტრირების დროს დაკვირვება და აღრიცხვა მიმდინარეობდა საერთაშორისო მახასიათებლების შესაბამისად. გამრავლების შემდეგ მოსავალი შესაბამისი დოკუმენტაციით ხანგრძლივი შენახვისათვის და გამოსაყენებლად მოთავსდა ინსტიტუტეს გენ-ბანკში.

ავტ.

6.9.39. მინდვრის კულტურათა გენეტიკური რესურსების შეგროვება, კონსერვაცია, დოკუმენტაცია და გამოყენება. /. გულბანი, . ჩოხელი, . ახალაძე, . დევიძე, . კოშაძე/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 113-117. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

საქართველო მრავალი კულტურული მცენარის წარმოშობის ცენტრია, სამწუხაროდ, ტრადიციული კულტურების ჯიშების უმრავლესობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა ქართველი გლეხობის მიერ, ამჟამად გადაშენების პირას იმყოფება. უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ამ უძველესი კულტურების ბუნებრივი გენოფონდის გამოვლენა, აღდგენა და შენარჩუნება. აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით 2006 წელს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსდა სახელწოდებითმინდვრის კულტურათა გენეტიკური რესურსების შეგროვება, კონსერვაცია, დოკუმენტაცია და გამოყენება”. კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა: ადგილობრივი ex-situ კოლექციების გენეტიკური მრავალფეროვნების, მიმდინარე მდგომარეობის, შენახვის პირობების შესწავლა, მათი რაოდენობის დადგენა. ექსპედიციების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კულტურული და ველური ფლორის შესასწავლად და შესაგროვებლად. მოპოვებული მასალის გამრავლება, დახასიათება გენბანკებისათვის განკუთვნილი საერთაშორისო მახასიათებლების მიხედვით. ინფორმაციის მოპოვება საერთაშორისო გენბანკებიდან ქართული მასალის შესახებ და კოლექციების შემოტანა. საპასპორტო მონაცემთა ბაზის შედგენა.

ავტ.

6.9.40. ხორბლის საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეული ფორმების მარცვლის მოსავლიანობა და წებოგვარას შემცველობა. /. ჩხუტიაშვილი . ბარისაშვილი . წერეთელი/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 118-120. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

ნაშრომში მოცემულია ხორბლის საერთაშორისო ფორმებიდან მარცვლის მოსავლიანობით, სველი წებოგვარას შემცველობითა და სველი წებოგვარას მოსავლიანობით გამორჩეული ნომრები.

ავტ.

6.9.41. საშემოდგომო ხორბლის სველი წებოგვარას მაჩვენებლები და მოსავლიანობა. /. ბარისაშვილი, . წერეთელი/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 120-122. – ქართ.; რეზ. : რუს., ინგლ.

სტატიაში მოყვანილია საშემოდგომო ხორბლის სველი წებოგვარას შემცველობა და მოსავლიანობა. მონაცემების მიხედვით აღნიშნულ მაჩვენებლებში ჯიშებს შორის არსებითი განსხვავება არ აღინიშნება.

ავტ.

6.9.42. ხორბლის ენდემური სახეობების იმუნოლოგიის საკითხის შესწავლისათვის. /. სულამანიძე, . ჩხუტიაშვილი, . ჩოხელი/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 122-124. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

ხორბლის ქართული ენდემური სახეობები გამოირჩევიან მაღალი იმუნურობით სხვადასხვა დაავადებების მიმართ, რომლებიც ამჟამად ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. ენდემური სახეობების იმუნურობა განპირობებულია მასში გამძლეობის გენების მაღალი შემცველობით, რაც საშუალებას გვაძლევს ინტენსიურად ჩავრთოთ აღნიშნული ფორმები სელექციურ პროგრამებში.

ავტ.

6.9.43. ბადრიჯნის სელექციური მასალის იმუნოლოგიური გამოკვლევა. /. სულამანიძე, . მოთიაშვილი, . ლიპარტელიანი, . მოძღვრიშვილი, . ღირსიაშვილი/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 124-129. – ქართ. ; რეზ. : რუს., ინგლ.

უკანასკნელ წლებში (2007-2008) ბადრიჯნის დაავადებებს შორის ფართო გავრცელებით გამოირჩეოდა ბადრიჯნის ნაყოფების სიდამპლე ანუ ფომოპსისი - Phomopsis vexans (sacc et syd.) Hart.; ბადრიჯნის ნაყოფების შავი სიდამპლე - Altenaria solani sor და ბადრიჯნის ჭკნობა - Verticillium melongena Kanch. et. zuz, Fusarium oxysporum და სხვა. ჩატარებულმა იმუნოლოგიურმა გამოკვლებებმა გვიჩვენა, რომ ბადრიჯნის საკოლექციო სანერგის ფორმები “31” და “37” ხასიათდებიან გამძლეობით აღნიშნული სოკოვანი დაავადებების მიმართ. ბადრიჯნის საწარმოო / ფორმებიგარ. X 18” დაონი X 30” ხასიათდებიან იმუნურობით, როგორც სოკოვანი დაავადებების მიმართ, ასევვე მაღალი მოსავლიანობით (56-59,5 -ით მეტი მოსავალი) სტანდარტად აღებულ დარაიონებულ ჯიშებთან შედარებით.

ავტ.

6.9.44. კარტოფილის ქეცის გამომწვევი სოკოები. /. ახობაძე, . ჟვანია, . სულამანიძე/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 130-133. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

საქართველოში ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებით კარტოფილზე 5 სახეობის ქეცია აღნიშნული: ვერცხლისებრი ქეცი – Spondilocladium atrovirens Harz, შავი ქეცი (რიზოქტონიოზი) – Rhizoctonia solani Kuhn, Hipochnus sofari et Dol, ჩვეულებრივი ქეცი – Actinomices scabies (Flakt) Guss, ფხვიერი ქეცი – Spongospora subteranea (Welk) Sch და ბორცვაკიანი ქეცი (ოოსპორიოზი) – Oospora pustulans Owen et Wakefield. ისინი გვხვდება როგორც შენახვის პირობებში, ისე მოსავლის აღებისას. შედარებით ძლიერაა გავრცელებული ვერცხლისებრი, ჩვეულებრივი და შავი ქეცი, საშუალოდ - ფხვიერი, ხოლო სუსტად - ბორცვაკიანი, ქეცი. აღნიშნული სახეობები იწვევს კარტოფილის სხვადასხვა ორგანოების დაავადებას, კვირტების გაღივების უნარის დაკარგვას, ტუბერების სათესლე ღირსების დაცემას, მოსავლიანობის მკვეთრ შემცირებას და სხვა. კარტოფილის დაავადებას სხვადასხვა მიკროორგანიზმები იწვევენსოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული. მნიშვნელოვანია სოკო ორგანიზმებით გამოწვეული დაავადებანი. თავისი უარყოფითი ეკონომიკური მნიშვნელობით მკვლევართა ყურადღებას იპყრობს ქეცით გამოწვეული მავნეობა. აღნიშნული იწვევს კარტოფილის სხვადასხვა ორგანოების დაზიანებას - კვირტების გაღივების უნარის დაკარგვას, მცენარის ნაადრევ ხმობას, ტუბერის სათესლე ღირსების დაცემას, კვებითი ღირებულების გაუარესებას და სხვა. 

ავტ.

6.9.45. სიმინდის ახალი თვითდამტვერილი ხაზების იმუნოლოგიური შესწავლა. /. ჟვანია, . ქირიკაშვილი, . ნიაური, . თავაძე, . ბერიშვილი/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 133-135. – ქართ. ; რეზ. : რუს., ინგლ.

2007-2008 წლებში ჩვენს მიერ სიმინდის ახალ თვითდამტვერილ ხაზებში ჩატარდა იმუნოლოგიური კვლევა მავნებელ-დაავადებების მიმართ. ჩატარებული აღრიცხვებით ცდებში დომინირებდა სიმინდის დაავადების გამომწვევი შემდეგი სოკოები: ფოთლის სამხრეთული ლაქიანობა - Helminthospozium carbonum და გუდაფშუტა - Ustilogo maydis. ხოლო მავნებლებიდან სიმინდის ღეროს ფარვანა – Pyzausta nubilalis HB. კვლევის შედეგად გამოვლენილი იქნა აღნიშნულ მავნებელ-დაავადებებისადმი გამძლე, საშუალოდ გამძლე და მიმღებიანი ხაზები. გამძლე ხაზები გამოყენებული იქნება ახალი მაღალჰეტეროზისული, რეზისტენტული ჰიბრიდების მისაღებად.

ავტ.

6.9.46. სიმინდის ადგილობრივ ჯიშიაბაშური ყვითელი”-დან მიღებული ხაზების იმუნოლოგიური შეფასება. /. ჟვანია, . ნიაური, . კოდუა, . ქირიკაშვილი, . ლომინაძე, . თავაძე/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 136-138. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

მავნებელ-დაავადებების მიმართ გამძლეობა მცენარის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა. 2007-2008 წლებში ჩატარდა სიმინდის ჯიშის აბაშური ყვითელი ხაზების იმუნოლოგიური შეფასება. გამოვლენილ იქნა სელექციური თვალსაზრისით საინტერესო, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ კომპლექსურად გამძლე ხაზები.

ავტ.

6.9.47. აგროსატყეო სისტემების ეფექტიანობის შეფასების მეთოდიკის ძირითადი პრინციპები. /. ხუციშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #3. – გვ. 106-109. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების გასაზრდელად მთავარი რეზერვია ქარისმიერი ეროზიის შეჩერება და გვალვის მოქმედების შემცირება აგრო-მელიორაციული მეთოდებით. საქართველოს ბუნებრივ-სამეურნეო თვისებების მრავლფეროვნება განაპირობებს მინდორსაცავი ტყის ზოლებისადმი დიფერენცირებულ მიდგომას. სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მრავალმიზნობრივი ტყეთსარგებლობის სტრატეგიის პრაქტიკული რეალიზაციისათვის აპრობირებულია დაგეგმვის სისტემა, რომლის ბაზას წარმოადგენს: ტყის ნარგაობების ინტეგრალური სარგებლობის მატრიცის მოდელი, იერარქიული მიზნების ანალიზი და სატყეო-სამეურნეო სამუშაოთა დაგეგმვის პრიორიტეტები. ამ მეთოდების გამოყენების საშუალებით განისაზღვრება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ტყის მცენარეთა მრავალ­ფუნქციური როლი.

ავტ.

6.9.48. თეაფლავინებისა და თეარუბიგინების ცვალებადობა ქართული შავი ჩაის წარმოებისას. /. მელქაძე, . მელქაძე-ჯურხაძე, . ზუმბაძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 60-67. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

შესწავლილია შავი ჩაის ნაყენისპიგმენტებისთეაფლავინებისა და თეარუბიგინების დაგროვებისა და ცვალებადობის ხასიათი ფერმენტაციის პროცესის დროს. დადგენილია პირდაპირი დამოკიდებულება შეფარდებისა თეაფლავინი/თეარუბიგინი გამომუშავებული შავი ჩაის ნახევარფაბრიკატის ხარისხთან, რომელიც შავი ჩაის პირველი გრეხის პირველი ფრაქციისათვის შეადგენს 1:(8,38-8,87), ხოლო მესამე გრეხის ფრაქციისათვის - 1:(7,90-8,04)-. ეს შეიძლება რეკომენდებული იქნას შავი ჩაის შეფასების არსებული ორგანოლეპტიკური მეთოდების დანამატად.

ავტ.

6.9.49. კეთილშობილი დაფნის ნერგების მუდმივ ადგილზე დარგვის წესის გავლენა მათ გახარებაზე და ზრდა-განვითარებაზე იმერეთის (დასავლეთ საქართველო) პირობებში. /. ყურაშვილი/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 260-263. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

მედაფნეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უძველესი დარგია. კეთილშობილი დაფნის ნერგების დარგვა ხდება სხვადასხვა წესით: ბელტიანად, უბელტოდ და წუნწუხში ამოვლებით. ყველა ეს პროცესი აისახება კეთილშობილი დაფნის ზრდაგანვითარებაზე და გახარებაზე.

ავტ.

6.9.50. კეთილშობილი დაფნის პლანტაციის რემონტი იმერეთის (დასავლეთ საქართველო) პირობებში. /. ყურაშვილი, . კილასონია/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 264-267. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

დასავლეთ საქართველოს პირობებში ადგილი აქვს დაფნის პლანტაციის მეჩხერიანობას, რაც უარყოფით გავლენას ახდენსმოსავლიანობაზე. სიმეჩხერის ლიკვიდაცია ანუ რემონტი აუცილებელია, რათა გადიდდეს დაფნის ფოთლის საჰექტარო მოსავლიანობა გადიდეს და სწორედ ამ კუთხით ჩატარდა სარემონტო სამუშაოები 3 წლის განმავლობაში. შემოდგომაგაზაფხულის ვადებში. რემონტის ჩატარება რენტაბელურ წესად უნდა ჩაითვალოს.

ავტ.

10. წყლის მეურნეობა. მელიორაცია

6.10.1. სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები (სოციოლო­გიური კვლევის მიხედვით). /. ფალელაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #4. – გვ. 47-53. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

1998 წლისთვის სარწყავი ფართობი 469,0 ათას ჰა- შეადგენდა, 163,0 ათასი ჰა წამოდგენილი იყო დამშრობი სისტემებით. 2006 წლისათვის ქვეყნის მასშტაბით ირწყვებოდა მხოლოდ 88,0 ათასი ჰა. მსოფლიო ბანკმა დააფუძნა ირიგაციისა და დრენაჟის მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების პროექტი. რეაბილიტაციის პროგრამამ მოიცვა 16 ათასი ჰა. სარწყავი და 4 ათასი ჰა დაშრობილი ფართობი. დამატებით, პროექტის სამელიორაციო ასოციაციების ეროვნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შიდასამეურნეო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია 10 ათას ჰა ფართობზე. კვლევით დადგინდა, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოების ხარჯების გამოკლებიის შემდეგ კომლის წმინდა მოგება ოჯახის თითოეულ წევრზე დღეში მცირდება 5,30 ლარამდე. ეს ნიშნავს, რომ საშუალო კომლის შემოსავალი სიღარიბის ზღვარზეა (სულზე 1.73 ლარი დღეში). კომლების 77% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. საშუალო დღიური საყოფაცხოვრებო დანახარჯი ოჯახის წევრზე დღეში არის 5.30 ლარი.

ავტ.

6.10.2. მომხმარებლის წყლით უზრუნველყოფის შეფასება წყალდენის დაზიანების შემთხვევაში. /. ნაჭყებია . გვარამაძე/. მშენებლობა. – 2010. - #1(16). – გვ. 60-64. – ქართ.; რეფ.: ქართ., რუს., ინგლ.

წყალდენზე დაზიანების შემთხვევაში მომხმარებლისათვის ნორმებით გათვალისწინებული წყლის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია წყალდენის ხაზებს შორის გადართვების მოწყობა. იმისდამიხედვით წყალდენში წყალი მიეწოდება მუდმივი თუ ცვალებადი წნევით, გადართვების მოწყობის ეფექტი სხვადასხვა იქნება. სტატიაში მოცემულია წყალდენის დაზიანების შემთხვევაში აღნიშნული ეფექტის განსაზღვრა საჭირო ხარჯისა და გადართვების რაოდენობაზე დამოკიდებულებით.

ავტ.

11.  საგარეო და შიდა ვაჭრობა. ტურიზმი

6.11.1. ლანდშაფტის, როგორც ტურისტულ-რეკრეაციული რესურსის, მდგრადი გამოყენების ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელი. /. ბარკალაია/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2009. - #1(471). გვ. 101-103. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ბუნებრივი ლანდშაფტის, როგორც ტურისტულ-რეკრეაციული რესურსის, მდგრადი გამოყენების ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელი, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ლანდშაფტის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსის ისეთ გამოყენებაზე, როდესაც სტაბილური ეკონომიკური სარგებლის მიღების პირობებში ის მომავალშიც გამოყენებულ იქნება მუდმივი სარგებლობისათვის.

ავტ.

6.11.2. კლიმატური ფაქტორების გათვალისწინება ტურიზმსა და აგროეკოლოგიაში. /. ქართველიშვილი, . როყვა/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 50-54. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

ეკონომიკის მთელი რიგი დარგების სწორი დაპროექტებისას აუცილებელია მოცემული ადგილის კლიმატური პირობების გათვალისწინება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიმატური პარამეტრების დეტალური შესწავლა ისეთი დარგებისათვის, რომლებიც მგრძნობიარეა კლიმატის ცვლილების მიმართ. სწორედ ასეთ დარგს მიეკუთვნება ტურიზმი და ეკოლოგია. ნაშრომში განხილულია კლიმატური ფაქტორების, კერძოდ, ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული ნალექების, ცვლილებათა კანონზომიე­რებანი შავი ზღვისპირა რეგიონში.

ავტ.

6.11.3. საქართველოსა და ევროკავშირს შორის საექსპორტო-საიმპორტო რეჟიმისა და თავისუფალი ვაჭრობის რეგულირების წინადადებები. /. დოღონაძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #3. – გვ. 26-30. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

საქართველომ, თავისი განვითარების ორიენტირად ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირება განსაზღვრა, რაც გამართლებულია, როგორც ისტორიული ისე პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. აღნიშნულ გარემოებათა გამო საქართველოსათვის მეტად მნიშვნელოვანია ევრო­კავშირთან საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, მითუმეტეს, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსათვის. კერძოდ, 2003 წელთან შედარებით, 2007 წელს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან გაიზარდა 3,5-ჯერ, მათ შორის ექსპორტი 3,3-ჯერ და შეადგინა მთელი ექსპორტის 21,64% ხოლო იმპორტი გაიზარდა 3,6-ჯერ და შეადგინა მთელი იმპორტის 29,3%. საქართველოს ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში ოთხი თავისუფლების პრინციპისუფრო ფართოდ გამოყენება. საერთაშორისო ბაზრებში ინტეგრირება, საქონლის მომსახურეობის, კაპიტალის და ადამიანების თავისუფალი გადაადგილების პრინციპების გატარება უდაოდ შეუწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას.

ავტ.

6.11.4. ტურისტული პროდუქტის გაყიდვა და მისი სტიმულირება. /. გაბადაძე, . მუშკუდიანი, . მუშკუდიანი, . ნემსაძე, . წერეთელი/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 252-255. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ტურიზმი საქართველოს ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტული დარგია, აქედან გამომდინარე შესაძლებელია ვაწარმოოთ შემდეგი სახის ტურისტული პროდუქტი: სათავგადასავლო მოგზაურობათა ტურების პაკეტი; კულტურულ ღონისძიებათა დათვალიერება, მოთხოვნით სპეციალური ტურები, რელიგიური და საპილიგრიმო ტურები, ზამთრის სპორტული ტურები, ნადირობა და თევზაობა. რაც შეეხება ტურისტული პროდუქტის გაყიდვას, ტურისტულ ფირმას თვითონ შეუძლია საკუთარი პროდუქტი გაყიდოს ან იგი განახორციელოს ტურისტული სააგენტოს, ან გაყიდვათა არხის ერთობლიობის საშუალებით. ბაზარზე ახალი ტურისტული პროდუქტის დანერგვისა და დაცემული მოთხოვნის გამოსაცოცხლებლად გამოიყენება სტიმულირების ინსტრუმენტები. აღნიშნული ინსტრუმენტები შეიძლება მიმართული იყოს: ფირმის პერსონალზე, სავაჭრო შუამავლებზე და კლიენტებზე. სტიმულირება განაპირობებს გაყიდვის მოცულობათა ზრდას, რაც თავის მხრივ ტურისტული ფირმის შემოსავლების ზრდას განაპირობებს.

ავტ.

6.11.5. მოსახლეობისა და ტურისტების კულტურული დასასვენებისა და გართობისათვის განკუთვნილი კომპლექსი "დელფინი"- პერსპექტიული მოდელი /. ფრანგიშვილი, . ციხელაშვილი, . ბაციკაძე, . გველესიანი, . ჩხეიძე, . დოლიძე/. მშენებლობა. – 2010. - #1(16). – გვ. 26-29. – ქართ.; რეფ.: ქართ., რუს., ინგლ.

როგორც ნოვაცია, შემოთავაზებულია მოსახლეობისა და ტურისტების კულტურული დასვენებისა და გართობისთვის განკუთვნილი კომპლექსი "დელფინი"- საპროექტო მოდელი, აგებული თავისებური მოტივტივე ნაპირდამცავი ნაგებობების კასკადის გამოყენების ბაზაზე. მოდელი რეკომენდებულია შესაბამის ინოვაციურ პროექტებში გამოსაყენებლად როგორც საქართველოს (.. ბათუმი, ფოთი და სხვ.) პირობებში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

ავტ.

12.       ტრანსპორტი

6.12.1. სატვირთო ავტომობილის მძღოლის სავარძლის ვიბროდატვირთულობა. /. ტყეშელაშვილი, . ლეკვეიშვილი, . კაჭახიძე, . ჭანტურია/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 59-62. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

ძირითადი ყურადღება გამახვილებულია მძღოლის სავარძელზე მოქმედ გრძივ რხევებზე. ასევე მოცემულია გადაცემათა კოეფიციენტები ჩარჩოდან კაბინაზე და აჩქარების სპექტრული სიმკვრივეები მძღოლის სავარძელზე. საგზაო გამოცდებმა ცხადყო, რომ გრძივი დატვირთვები ნაკლებადაა დამოკიდებული სიჩქარის ფლუქტუაციაზე (დაახლოებით 3-5 %-ით) და შეადგენს ვერტიკალური რხევების 60-80 %-. ექსპერიმენტული საკიდრისათვის გრძივი მიმართულებით დატვირთვების სიდიდე 20-25 %-ით ნაკლებია სერიულთან შედარებით, ხოლო გადაცემის კოეფიციენტი გაუმჯობესებულია 18-23 %-ით. ვერტიკალური დატვირთვა, რომელიც მოდის სავარძლიდან მძღოლზე, განსაკუთრებით უსიამოვნოა 1,5-2,5 ჰც სიხშირულ დიაპაზონში. აჩქარების სპექტრული სიმკვრივის სიდიდე გრძივი მიმართულებით ექსპერიმენტული ვარიანტისათვის სერიულთან შედარებით 16-20%-ით დაბალია 1,5-2,5 ჰც დიაპაზონში, ხოლო 26-50 %-ით - 4-6 ჰც დიაპაზონში. მაღალი სიხშირის დიაპაზონში განსხვავება უმნიშვნელოა.

ავტ.

6.12.2. პნევმატიკური თვლის გრუნტთან ურთიერთქმედების პარამეტრების განმსაზღვრელი სტენდი.

/. მორჩაძე, . კბილაშვილი, . გოგიტიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 63-66. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

წარმოდგენილია პნევმატიკური თვლის გრუნტთან ურთიერთქმედების განმსაზღვრელი სტენდის კონსტრუქციისა და სასტენდო გამოცდის მეთოდიკის აღწერა. დასაბუთებულია, რომ სტენდის კონსტრუქცია საშუალებას იძლევა გრუნტიან არხში თვლის როგორც წამყვანი, ისე ამყოლი რეჟიმებით გორვისას ჩატარდეს მერხევი და არამერხევი თვლების გამავლობის პარამეტრების გამოკვლევა. სტენდის თვლის ჩამაგრების მოწყობილობაში გამოყენებულია ბრუნვის სიხშირის რეგულირების შესაძლებლობის მქონე ინერციული ვიბრატორი. სხვადასხვა სიხშირისა და ამპლიტუდის ვერტიკალური რხევების თვლის გორვის წინაღობის კოეფიციენტზე გავლენის შეფასებისათვის შემოღებულია .. ფარდობითი მახასიათებელი. იგი წარმოადგენს გორვის წინაღობის კოეფიციენტების ფარდობას, რომლებიც განისაზღვრება გამოცდების იდენტურ რეჟიმებზე ჩართული და გამორთული ვიბრატორის შემთხვევებისათვის.

ავტ.

6.12.3. შერეული გადაზიდვების განვითარების გეოსტრატეგიული ფაქტორები. /. ქენქაძე, . ლომსაძე, . გოლეთიანი, . გოგმეჩაძე, . ბერაია/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 67-69. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

განხილულია ტრადიციულისგან არსებითად განსხვავებული თანამედროვე შერეული გადაზიდვების განხორციელების პირობები. დასაბუთებულია საქართველოს სატრანსპორტო კვანძებში შერეულ გადაზიდვებზე გეოსტრატეგიული ფაქტორების მნიშვნელობა.

ავტ.

6.12.4. საქართველოს რკინიგზის განვითარების ძირითადი მიმართულებები. /. თევზაძე, . წიკლაური, . შარვაშიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 70-72. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

გაანალიზებულია საქართველოს რკინიგზის ქსელის არსებული მდგომარეობა და დასაბუთებულია მისი შემდგომი განვითარების აუცილებლობა. ჩამოყალიბებულია საქართველოს რკინიგზის პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებები და შემოთავაზებულია საქართველოს რკინიგზაზე გადაზიდვის პროცესის სრულყოფის გზები და მეთოდები.

ავტ.

6.12.5. კუდებსაცავებისა და კაშხლების მონალექი მანაწილებელი მილსადენების ჰიდრავლიკური გაანგარიშების სპეციფიკის შესახებ. /. სილაგაძე, . ჯანგიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 86-90. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

განხილულია მონალექი (მანაწილებელი) მილსადენის ჰიდრავლიკური გაანგარიშების საკითხი. დასაბუთებულია ჰიდროდინამიკური პარამეტრების განსაზღვრის დროს დალექილ რეჟიმში მოძრაობის სპეციფიკის გათვალისწინების აუცილებლობა; შემოთავაზებულია მონალექი (მანაწილებელი) მილსადე­ნის ჰიდრავლიკური გაანგარიშების მეთოდოლოგიური თანმიმდევრობა.

ავტ.

6.12.6. ნარევწარმოქმნის პროცესის სრულყოფის თანამედროვე გზები სწრაფსვლიან დიზელებში. /. გვეტაძე, . ფურცხვანიძე, . ლომიძე, . გოგისვანიძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 224-227. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

სწრაფსვლიან დიზელებში წვის კამერით დგუშში ნარევწარმოქმნის პროცესის ინტენსიფიკაცია დაკავშირებულია პირველ რიგში საჰაერო მუხტის გენერაციასთან. ასევე თანამედროვე ტენდენციად ითვლება მოცულობითი ნარევწარმოქნის წილის გაზრდა აფსკური კომპონენტის მინიმუმამდე დაყვანით. ნარევწარმოქმნის პროცესის შედარებითმა კვლევებმა საჰაერო მუხტის ინტენსივობის რეგულირებით საშუალება მოგვცა მიგვეღო სრული ინფორმაცია პოტენციულ შესაძლებლობებზე წვის კამერისა და საწვავმიმწოდებელი აპარატურის სხვადასხვა ვარიანტების შეთანწყობის შემთხვევაში.

ავტ.

13.       მედიცინა. ჯანდაცვა

6.13.1. ჩვენი გამოცდილება მუცლის წინა კედლის ჩაჭედილი თიაქრის მკურნალობის შესახებ. /. თედორაძე, . მენაბდე, . ბერიძე, . ქაშიბაძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #4. - გვ. 62-64. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გაანალიზებულია სხადასხვა ლოკალიზაციის ჩაჭედილი თიაქრით დაავადებული 378 ავადმყოფის მკურნალობის შედეგები. ალოპლასტიკის მეთოდები პოლიპროპილენის სინთეტური ბადეეების გამოყენებით, ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფის რაციონალურ შერჩევასთან, ანტიბიოტიკო­თერაპიასთან, ადეკვატურ დრენირებასთან, სიმძიმის ხარისხის და თანმდევი ავადმყოფობების მიხედვით ავადმყოფთა შერჩევასთან ერთად, ხასიათდება ოპერაციისშემდგომი გართულებების მინიმალური ოდენობით. რეციდივები: ოპერირების ტრადიციული საშუალებებით -7 (2,3%), პოლი­პრო­პილენის ბადით პლასტირების შემთხვევაში არ დაფიქსირებულა. სპეციფიკური გართულებები: ადგილობრივი ქსოვილებით პლასტირებისას - 21 (6,5%), ალოპლასტიკით - 4 (4,9%) შემთხვევა. არასპეციფიკური გართულებები: 9 (3,1%) - აუტოპლასტიკით. ალოპლასტიკით - 2 (2,7%) შემთხვევა. ლეტალური შემთხვევა: ტრადიციული წესით მკურნალობისას - 4 (1%) შემთხვევა. ალოპლასტიკით არ მომხდარა.

ავტ.

6.13.2. სომატოსენსორულ შეგრძნებათა გატარების სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზაცია წინა კიდურებიდან წინა ტვინის სტრუქტურებზე. /. საკანდელიძე, . შალამბერიძე, . ლომსიანიძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #2. - გვ. 21-23. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

პირველად ნეიროფიზიოლოგიაში, ნეიროქირურგიული ჩარევით (მხედველობის და კანკუნთოვან ანალიზატორთა აფერენტული გზების გადაკვეთა), მოხერხდა წინა კიდურებიდან კონტრალატერალური და იპსილატერალური სომატოსენსორული აფერენტული პროექციების განცალკევება წინა ტვინის სტრუქტურებზე. ექსპერიმენტი განხორციელდა კატებზე ნეიროქირურგიული და პირობით რეფლექსური მეთოდების გამოყენებით. აღმოჩენილ კინესტეტიკური მგრძნობელობის ექსტრა­ლემნისკური პროექციის შესწავლას და მის მონაწილეობას აპრაქსულ დარღვევათა აღდგენაში, რომელიც დაკავშირებულია ლემნისკური სისტემის დარღვევასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს ნევროლოგიური კლინიკისათვის, რათა შესაბამისი თერაპიული ღონისძიებების მეშვეობით მოხდეს პაციენტთა რეაბილიტაციის დაჩქარება.

ავტ.

6.13.3. პლაცენტის ენდოთელიოციტები პირველადი ჰიპოთირეოზის და მისი სუბკლინიკური ფორმის დროს. /. ლომიტაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. - .3. - #3. – გვ. 173-175. – ინგლ., რეზ.: ქართ.

ნაშრომში პლაცენტის ენდოთელიუმი პირველადი ჰიპოთირეოზის დროს შესწავლილია მორფოლოგიური მეთოდებით, სულ 10 შემთხვევა. ნაჩვენებია, რომ ენდოთელიუმის უჯრედები ძირითადად დანგრეულია, მათი ფორმა შეცვლილია. უჯრედებს შორის აღინიშნება ნაპრალები. ამ ნაპრალებში მიმდინარეობს ერითროციტების განვლადობა. ერითროციტები მიედინებიან უფრო ღრმა ნაწილებში. იცვლება ერითროციტების ფორმა, ისინი კარგავენნორმალურმრგვალ ფორმას და ძირითადად ღებულობენწვეტიანფორმას. ენდოთელიუმის სტრუქტურა იცვლება, მატულობს ჰეტეროქრომატინი ბირთვებში, მიტოქონდრიები დანგრეულია, ძირითადად აღინიშნება აგრანულარული ენდოპლაზმური ბადე. პირველადი ჰიპოთირეოზის დროს აღინიშნება პლაცენტას პათოლოგია.

ავტ.

6.13.4. Web 2.0 ტექნოლოგიები ჯანდაცვის სისტემისათვის. /. ანდრეესკუ, . კოპალიანი/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 40-51. – ინგლ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ამერიკის შეერთებული შტატების ჯამრთელობის დაცვის სისტემა იმყოფება უზარმაზარი ეკონომიური და პოლიტიკური წნევის ქვეშ თვითღირებულების შემცირების, მუშაობის პროცესის ოპტიმიზაციისა და დიდი რაოდენობის პაციენტების მომსახურეობის გამო რესურსების მინიმალური დანახარჯებით. ჯანდაცვის ინდუსტრია აგრძელებს მზარდი მოთხოვნების მიღებას მომხმარებლებისაგან იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ხარისხი, უსაფრთხოება და დამაჯერებლობა, სრული სამედიცინო სისტემის ეფექტურობა და მწარმოებლობა. ჯანდაცვის სისტემა აფასებს უახლეს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რომლებიც დაეხმარებიან დაინერგოს ტექნოლოგიური გადასვლა, რომელიც საჭიროა მომხმარებელთა მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად. ეს გარდაქმნები შეეხებიან მომხმარებელთა ინტერესებს, მომსახურებათა მიმწოდებლებს (მედ-პერსონალს), სადაზღვევო კომპანიებს, დამქირავებლებს და მოსამსახურეებს. ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიები იძლევიან შესაძლებლობას შეცვლილი იქნას ჯანდაცვის სისტემის ლანდშაფტი, ფოკუსის გადანაცვლებით საავადმყოფოდან ან კლინიკიდან ახალ სისტემაზე, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ პაციენტზე მისი ადგილმდებარეობის მიხედვით. ახალი სქემის შემოღებით, ჯანდაცვის სისტემის მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოიყენონ სოციალური ქსელი, რომელიც ზრდის მათ სამედიცინო ცოდნას და აძლევთ შესაძლებლობას გააკეთონ სამედიცინო პროცედურების სწორი არჩევანი. ზოგიერთი კომპანიები გვთავაზობენ სიახლეებს ჯანდაცვის სფეროში, მაგრამ მათ არ ყოფნით წარმოების კარგად ჩამოყალიბებული მოდელი ინვესტორების კაპიტალ­დაბანდების სტიმულირებისათვის. შემოთავაზებული კვლევა წარმოადგენს რამდენიმე ასეთ ტექნოლოგიას, რომლებიც დემონსტრირებას უკეთებს მომხმარებლებს იმ სიძნელეებით, რომლებიც მათ ხვდებათ. აგრეთვე განხილულია ჯანდაცვის ტექნოლოგიურად შესაძლო სისტემის მომავალი.

ავტ.

6.13.5. კომპიუტერის მხედველობითი სინდრომი: ახალი სამკურნალო-პროფილაქტიკური პრეპარატის შემუშავება. /. ხვედელიძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 74-80. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ჩაის ფოთლის ბაზაზე კატექინების კომპლექსისა და მოცვის ნაყოფის ანტოციანიდების ბაზაზე შემუშავებულია ნატურალური კომპლექსიადაპტოგენური მცენარეული პერაპარატი, რომელსაც, როგორც ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, ძალუძს მხედველობის ორგანოების ფუნქციონალური მდგომარეობის გაუმჯობესება, თვალის დაავადებების კომპლექსური პროფილაქტიკა და სიბერის პროცესების თავიდან აცილება. მაღალი ანტიოქსიდანტური მახასიათებლები განაპირობებენ პრეპარატის გაზრდილ ეფექტურობას მხედველობითი აპარატის გადატვირთვებისას, განსაკუთრებით კომპიუტერით სისტემატური სარგებლობისას.

ავტ.

6.13.6. რკინის აბსორბციის და ტრანსპორტის თავისებურებები ადამიანის ორგანიზმში. /. თათვიძე, .ხვედელიძე, .ბუცხრიკიძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 96-100. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

სტატიაში შეფასებულია რკინის როლი ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის, მოყვანილია რკინის შემცველი ცხოველური და მცენარეული პროდუქტების დახასიათება, აღწერილია რკინის აბსორბციის თავისებურებები და ტრანსპორტის მექანიზმები. განხილულია რკინის აქტივატორების და ინჰიბიტორების როლი რკინის შეწოვის ეფექტურობაში.

ავტ.

6.13.7. უგრეხი ნართის სარეტრაქციო ძაფებად გამოყენების შესაძლებლობის კვლევა. /. მოსეშვილი, . კლდიაშვილი/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 115-119. – რუს.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

სარეტრაქციო ძაფებს ფართოდ იყენებენ სტომატოლოგიაში ღრძილების სწრაფი და ეფექტური რეტრაქციის დროს. ეს არის კბილ-ღრძილის ღარის გაფართოების პროცედურა, რომლის დროსაც იყენებენ გარკვეულ ქიმიურ პრეპარატებში დასველებულ სპეციალურ ძაფს ღრძილებიდან სისხლდენის შესაჩერებლად. სარეტრაქციოი ძაფი წარმოადგენს სხვადასხვა ტექნოლოგიით მიღებულ სპეციალურ 100%-იან ბამბის ძაფს. ის შეიძლება იყოს მშრალი - გაუჟღენთავი ან გაჟღენთილი ეპინეფრინის ჰიდროქლორიდით ან ალუმინის სულფატითა და შემადედებელი აგენტით. უგრეხი ბამბის ნართის სტრუქტურის კვლევა საფუძველს იძლევა გამოყენებულ იყოს ის სარეტრაქციო ძაფად. მისი ჰიგროსკო­პიულობა და კაპილარობა 40%-ით აღემატება ფირმა ინ-გი-აკ-ის სარეტრაქციო ძაფების ამ მაჩვენებელს.

ავტ.

6.13.8. ფტორის როლი კარიესის განვითარებასა და პროფილაქტიკაში ბავშვთა ასაკში. /.კლდიაშვილი, . ქუთათელაძე, . ასათიანი/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 144-147. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ფტორის დეფიციტი იწვევს კარიესული პროცესების წარმოშობას. მას ადამიანი ღებულობს ძირითადად სასმელი წყლით, რომელშიც მისი რაოდენობა უნდა იყოს 0,8-1,2 მგ/ლ-ზე. დღევანდელი მონაცემებით ქუთაისის სასმელ წყალში ფტორის შემცველობა ძალიან დაბალია – 0,001 მგ/. ეს იწვევს ბავშვთა ასაკში კარიესის განვითარებას და აჩქარებს კარიესის პროგრესირებას. ამიტომაც ფტორიდები ბავშვებში სხვადასხვა გზით უნდა იქნეს შეყვანილი, რათა თავიდან ავიცილოთ კარიესული დაავადების გავრცელება. ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ საიმედო პროფილაქტიკური საშუალებაა.

ავტ.

6.13.9. ზოგიერთი პესტიციდის ნარჩენი რაოდენობის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. /.ხაზარაძე, .გობეჯიშვილი, .კამკამიძე, .ბუხაიძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 148-152. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ახალი თაობის პესტიციდების შექმნა საშუალებას იძლევა მათი უსაფრთხო გამოყენაბისა. მაგრამ ამის მიუხედავად ხდება ზოგიერთი პესტიციდის ნარჩენი რაოდენობის ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე. მათი დაგროვება მნიშვნელოვან წილად განისაზღვრება გარემო არეს ობიექტებში მეტაბოლიზმის მიმართულებით. ნივთიერებათა უმრავლესობას, რომლებიც მეტაბოლიზმის დროს წარმოქმნიან ჰიდრო­ფილურ ნაერთებს არ აქვთ უნარი დაგროვდნენ ადამიანის ორგანიზმში.

ავტ.

6.13.10. ქოლესტერინის სინთეზისა და აბსორბციის ორმაგი ინჰიბირება სტატინებითა და ეზეტიმიბით: დისლიპიდემიის მკურნალობისადმი თანამედროვე და ეფექტური მიდგომა. /. ყიფშიძე, . ნადარაია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 150-155. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანი იყო მაღალი რისკის პაციენტებში სტატინებით თერაპიის ფონზე ეზეტიმიბის დამატებითი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასება სტატინების გაორმაგებულ დოზებთან შედარებით. კვლევის მეთოდები. კვლევაში ჩართული იქნა მაღალი რისკის მქონე 127 პაციენტი დადასტურებული გკდ-ით, მინიმუმ 3 თვის ხანგრძლივობის 2 ტიპის დიაბეტით და სხვა ძირითადი რისკ-ფაქტორებით, სტატინების სასტარტო დოზებით მკურნალობით (ატორვასტატინი 10მგ ან სიმვასტატინი 20მგ) არანაკლებ 4 კვირის განმავლობაში. რანდომიზაციის შემდეგ პაციენტები იღებდნენ ან ატორვასტატინი/ეზეტიმიბის 10/10 მგ კომბინაციას (I ჯგუფი – 62 პაციენტი) ან სტატინების გაორმაგებულ დოზებს - ატორვასტატინი 20მგ ან სიმვასტატინი 40მგ (II ჯგუფი – 65 პაციენტი). პირველადი საბოლოო წერტილები გახლდათ იმ პაციენტების პროცენტული რაოდენობა, რომელთაც მიაღწიეს სამიზნე დონეებს < 100 მგ/დც და < 70 მგ/დც მკურნალობის 12 კვირის განმავლობაში. მეორადი საბოლოო წერტილები იყო საერთო ქოლესტეროლის, მსლქ-ის, ტრიგლიცერიდების, ათეროგენობის ინდექსის ცვლილებების შედარებითი შეფასება. ასევე ფასდებოდა თერაპიის უსაფრთხოების ზოგიერთი პარამეტრი. 12 კვირიანი დაკვირვების შედეგად I ჯგუფში 62-დან 45 პაციენტმა (72.6%) მიაღწია სამიზნე დონეს-<100მგ/დლ, ხოლო სტატინების დოზის გაორმაგების შემდეგ II ჯგუფში 65-დან მხოლოდ 18-მა (27,7%). სქესის მიხედვით სარწმუნო განსხვავება არ დაფიქსირებულა. კიდევ უფრო დაბალ სამიზნე დოზას - <70 მგ/დლ ეზეტიმიბის ჯგუფში მიაღწია 18 პაციენტმა (29.0%), ხოლო II ჯგუფში მხოლოდ 3 პაციენტმა (4.6%). ეზეტიმიბის დამატებიდან 12 კვირიანი თერაპიის შემდეგ საწყის დონესთან შედარებით დსლქ-ის დონე დამატებით დაქვეითდა 29.2%-ით და მიაღწია საშუალოდ 96 მგ/დლ-, ხოლო სტატინების დოზის გაორმაგების შედეგად დაქვეითდა მხოლოდ 12.3%-ით და საშუალოდ შეადგინა 114 მგ/დლ. დასკვნები. 12 კვირიანი დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ეზეტიმიბის დამატების შედეგად (სტატინების დოზის გაორმაგებასთან შედარებით) სტატისტიკურად სარწმუნოდ რამდენჯერმე მეტი აღმოჩნდა იმ პაციენტების პროცენტული რაოდენობა, რომელთაც მიაღწიეს დსლქ-ის სამიზნე დონეს. ამდენად, მაღალი რისკის მქონე პაციენტებისათვის, ვინც სტატინებით მკურნალობის ფონზე ვერ მიაღწიეს დსლქ-ის სამიზნე დონეს, ეზეტიმიბის დანიშვნა ატორვასტატინთან ერთად გაცილებით ეფექტურია, ვიდრე სტატინების დოზის გაორმაგება. შესაბამისად, ქოლესტერინის სინთეზისა და აბსორბციის ორმაგი ინჰიბირება წარმოადგენს დისლიპიდემიის კორექციის მეტად ეფექტურ და თანამედროვე მიდგომას.

ავტ.

6.13.11. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი. /. გოგიჩაძე, . გედენიძე, . ჭუმბურიძე/. - 2009. – 495 გვ. – ქართ.

ლექსიკონში ასახულია როგორც სამედიცინო აზროვნების ტერმინოლოგიური ლექსიკა, ასევე თანამედროვე მეცნიერული თუ პრაქტიკული თემატიკის მრავალფეროვნება. სამედიცინო საკითხებთან ერთად აღწერილია მოლეკულური ბიოლოგიის, გენეტიკის, ეკოლოგიის, სამედიცინო პარაზიტოლოგიის ტერმინები და განმარტებები, ბაქტერიული, ვირუსული და სხვა ეტიმოლოგიის ძირითადი დაავადებები. მასში განმარტებულია სამედიცინო პროფილის 5400-მდე გავრცელებული ცნება, სიტყვათა კომბინაცია და ტერმინი, მათი ეტიმოლოგია, ზოგ შემთხვევაში კი სინონიმი. გარდა ამისა, ლექსიკონში სათანადო ყურადღება ეთმობა ზოგიერთი ინფექციური პროფილის დაავადების გამომწვევი აგენტების ბიოლოგიურ თავისებურებებს.

ავტ.

6.13.12. ბუნებრივი ცეოლითების გამოყენება სამკურნალო მიზნებისთვის. /. ანდრონიკაშვილი, . ფაღავა, . ყურაშვილი, . ეპრიკაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 158-166. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ბუნებრივი ცეოლითების (კერძოდ, კლინოპტილოლითის შემცველი სხვადასხვა წარმოშობის ტუფების) ზეგავლენა ცოცხალ ორგანიზმზე, როგორც ადამიანზე, ასევე სხვადასხვა ცხოველზე. ნაჩვენებია, რომ ბუნებრივი ცეოლითები უვნებელია, მათ აქვთ მეტაბოლიზმის მანორმალიზებელი, ბაქტერიციდული, იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდაციური თვისებები. ისინი ხელს უწყობენ მრავალი დაავადებისა და დარღვევით განპირობებული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებას მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველებში, აგრეთვე ფრინველებში, რაც მეცხოველეობაში მათი ფართო გამოყენების სასარგებლოდ მეტყველებს. ცეოლითები წარმატებით გამოიყენება ადამიანთა სამკურნალოდაც, განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიის შემთხვევაში. დადგენილია, რომ ცეოლითები შეიძლება გამოყენებულ იქნას მედიცინასა და ვეტერინარიაში, როგორც კვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, წამლები, წამლის შემცველები, დამხმარე საშუალებები კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობისას, და ანტიმიკრობული აგენტები. მონაცემები ადასტურებენ შემდგომი კვლევის მიზანშეწონილობას ბუნებრივი ცეოლითების ბიოლოგიური და სამკურნალო ეფექტების დასადგენად.

ავტ.

6.13.13. უჯრედის დაცვითი გამოვლინებანი ორგანიზმში ნერვული და იმუნური სისტემის ურთიერთკავშირში. /. ხვიტია, . ხვედელიძე, . თოფურია, . ზურაბაშვილი, . კოჭლამაზაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 173-175. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია სისხლის ფორმიანი ელემენტები 30 ავადმყოფის კლინიკურ მასალაზე. მასალა დამუშავებულია სინათლის და ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით. ნაჩვენებია, რომ დაცვითი ფუნქციები სისხლის ფორმიან ელემენტებში დარღვეულია. შრომაში ნაჩვენებია, რომ იმუნური ცენტრი მოთავსებულია სტრესის ცენტრის გვერდით და აღინიშნება მათი ურთიერთმოქმედება. კლინიკური მასალა გვიჩვენებს, რომ ძირითადად ონკოლოგიური დაავადებების დროს იმუნური სისტემის დაცვა მინმდინარეობს არასწორად, რაც განაპირობებს ავადმყოფის პესიმას. ამავდროულად ავტორები აღნიშნავენ, რომ ყველა შემთხვევაში მასალის შესწავლის დროს მოინახება უჯრედები, სადაც კარგად ჩანს დაცვის სწორი მიმართულება. ასეთი უჯრედების რაოდენობა მცირეა, აქედან შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ იმუნური და ნერვული სისტემების კავშირი დარღვეულია.

ავტ.

6.13.14. სიბერე და მარილმგრძნობელობა. /. სიმონია, . ანდრონიკაშვილი, . ნოზაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 181-184. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მარილმგრძნობელობა შეისწავლებოდა ნორმალური არტერიული წნევის მქონე 48 საშუალო ასაკის და 62 ხანდაზმულ მამაკაცში. მარილმგრძნობელობა განისაზღვრებოდა საშუალო არტერიული წნევის სხვაობის საფუძველზე მაღალ (200 მმოლი ნატრიუმი დღეში) და დაბალმარილიან (40 მმოლი ნატრიუმი დღეში) დიეტაზე ყოფნის დროს. პლაზმის რენინის აქტივობა განისაზღვრებოდა ორივე დიეტის დროს. მაღალმარილიანი დიეტა იწვევდა სისტოლური და საშუალო არტერიული წნევის მატებას მხოლოდ მარილმგრძნობიარე პირებში მაქსიმალური მაჩვენებლებით ხანდაზმულებში. მაღალმარილიან დიეტაზე ყოფნისას მხოლოდ მარილისადმი რეზისტენტულ პირებს აღენიშნებოდათ რენინის ადეკვატური დინამიკა. რაც გამოიხატებოდა მისი აქტივობის მნიშვნელოვანი დაქვეითებით ბაზალურ დონესთან შედარებით. ნორმალური არტერიული წნევის მქონე ხანდაზმულებში მარილმგრძნობელობის გამომწვევი მექანიზმები შემდგომ დაზუსტებას საჭიროებს.

ავტ.

.  დარგთაშორისი პრობლემები

1.        ორგანიზაცია და მართვა

6.1.1. კოოპერატივის წევრების ვალდებულებები, პასუხისმგებლობა, რისკი და მიღებული სარგებელი. /. დუდაური/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #7-9. – გვ. 122-126. – ქართ., რეზ. ინგლ., რუს.

მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების კოოპერატივების გამოცდილების ანალიზის საფუძველზე განხილულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების უპირატესობები და სარგებლიანობა. კერძო მაგალითებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებულია კოოპერატივის წევრების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. გაანალიზებულია ის რისკი, რომელიც უნდა გაინაწილონ კოოპერატივის წევრებმა თავიანთი საქმიანობის პროცესში. კონკრეტულ მაგალითზე ნაჩვენებია კოოპერატივის წევრების სარგებლის გაანგარიშების პროცესში მისი წევრების მიერ პროდუქციის შესასყიდი ფასის დადგენის ხერხი. ანალიზის საფუძველზე შემუშავებულია სასურველი ვარიანტის შერჩევის მეთოდი და დასაბუთებულია მისი სარგებლიანობა კოოპერატივის წევრებისათვის.

ავტ.

6.1.2. რისკის მართვის მექანიზმი ფერმერული მეურნეობებისათვის. /. ქეშელაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2010. - #1. – გვ. 6-11. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

საქართველოს პირობებში პირველად შემუშავებულ, სოფლის მეურნეობაში სამეურნეო რისკის შეფასებისა და მართვის სრულიად ახალ მექანიზმს (სისტემას), რომელიც ეყრდნობა სპეციფიკურ ფაქტორ-პოზიციებს (რისკ-ფაქტორებს) წესრიგში მოჰყავს რისკის დასახვის, მისი კრიტერიუმების შერჩევის, შეფასების და ამის საფუძველზე მართვის მთელი პროცესი. შერჩეული მაჩვენებლების მომარჯვებით დგინდება რისკის გაწევით მიზანშეწონილია თუ არა ამა თუ იმ ეკონომიკურ-ორგანიზაციული, ტექნოლოგიური ან სხვა ხასიათის ღონისძიების გატარება, მიმართულების რეალი­ზა­ცია, ანდა სამუშაოთა შესრულება, რათა ამის შედეგად ნაკლებ დანაკარგებს ქონდეს ადგილი და მიღწეული იქნას მაღალი უკუგებაც (ეკონომიკური ეფექტი). საბოლოო ჯამში ამით დასტურდება, რომ გაწეულ რისკს, ამა თუ იმ კონკრეტული ნაბიჯის მიხედვით, გამართლება ჰქონდა და გარკვეული მოგებაც მოიტანა. ჩატარებული გამოკვლევებით, რისკის მართვის მექანიზმის (სისტემის) ცალკეული ელემენტების მიხედვით დადგინდა რისკის გამართლებულობის, მიზანშეწონილობისა და მართვის სარეკომენდაციო, პარამეტრული სიდიდეები საქართველოში ფუნქციონირებადი ფერმერული მეურნეობების ძირითადი ტიპებისათვის, ზონალურ-დიფერენცი­რე­ბული ნიშნის გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს ორიგინალურს და სტრატეგიულად მისაღებ პოზიციებს.

ავტ.

6.1.3. აგრარული წარმოების ოპტიმიზაციის ამოცანა. /. ქეშელაშვილი, . ნიკოლეიშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. - 2010. - #1. – გვ. 92-95. – ქარ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ჩვენს მიერ დასმული ამოცანის გადაწყვეტამ ხელი უნდა შეუწყოს და გადამწყვეტი გავლენა იქონიოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ოპტიმიზაციაზე, წარმოების რაციონალიზა­ციაზე, ეკონომიკურ-ტექნოლოგიური გარემოს ეფექტურ გამოყენებაზე, წარმოების სპეციალიზაციისა და მასშტაბების სწორად განსაზღვრაზე და გასაწევი დანახარჯების ამის შესაბამისად დარეგულირებაზე, რომელიც დაეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ და გამართულ ეკონომიკურ მექანიზმს, რაც ამჟამადაც და უახლოეს წლებშიც დიდი სახელმწიფოებ­რივი, სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანაა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას და გამოკვეთილად აღვნიშნავთ, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოების ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მოდელი, საწარმოო-რესურსული პოტენციალის გამოყენების რაციონალი­ზაციის საფუძველზე და მისი რეალიზაციის ეკონომიკური მექანიზმი, ეკონომიკურ-ორგანიზაციული სისტემური რეკომენდაციების სახით, საქართველოში საერთოდ არ დამუშავებულა და არც შედგენილა, აშკარაა გამოკვლევები უაღრესად აქტულური, დიდი მეცნიერული და პრაქტიკული მნიშვნელობისაა და სიახლისა და უნიკალობის საკმად მაღალი ხარისხით ხასიათდება.

ავტ.

6.1.4. ორგანიზაციული კულტურა და მისი როლი ორგანიზაციის სტრატეგიულ მენეჯმენტში. /. ჟორჟოლიანი/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #1. - გვ. 66-70. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ორგანიზაციული კულტურის როლი ორგანიზაციის სტრატეგიულ მენეჯმენტში. მოცემულია კორპორატიული და ორგანიზაციული კულტურის განმარტებები. გაანალიზებულია საწარმოთა ორგანიზაციული კულტურა ყოფილი საბჭოთა კავშირის დროიდან დღემდე. განსაზ­ღვრუ­ლია რიგი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც სრულდება ორგანიზაციული კულტურის მიმართ. აგრეთვე განსაზღვრულია კომპონენტები, რომლებსაც მოიცავს ორგანიზაციული კულტურა. აღნიშნული კომპონენტები წარმოდგენილია რამდენიმე დონეზე. მოცემულია მართვის თანამედროვე კონცეპციის მნიშვნელოვანი ელემენტები, ნაჩვენებია, რომ კონკურენტუნარიანობის შესანარჩუ­ნებ­ლად საჭიროა ფირმის სტრატეგიული მიზნების შემუშავება და მოცემული უნდა იყოს მიმართულებები ამ მიზნების განსახორციელებლად.

ავტ.

6.1.5. სამეწარმეო (სამეურნეო) რისკის შეფასება და მართვა ფერმერულ მეურნეობებში. /. ქეშელაშვილი, . ბაჟუნაიშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #4. – გვ. 20-41. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

სამეწარმეო რისკის მართვა უნდა ხდებოდეს ეტაპობრივად, რომელთა შორის მთავარია: რისკის ანალიზი, რისკის კონტროლი, რისკის დაფინანსება. რისკის (ინდივიდუალურის და სოციალურის) მნიშვნელობის მთელი სპექტრი .. “შუქნიშნისპრინციპის შესაბამისად დაყოფილია სამ არედ: დაუშვებელი (გადაჭარბებული) რისკის არე – “წითელიარეალი; მისაღები რისკის არე – “ყვითელიარეალი; უგულველყოფადი რისკის არე – “მწვანეარეალი. ჩატარებული კვლევებისა და შესწავლილი ფერმერული მეურნეობების მონაცემების განზოგადების საფუძველზე შეიძლება დავასვნათ, რომ საქართველოს ფერმერულ მეურნეობებში რისკის მართვის მექანიზმს უნდა ჰქონდეს მკაფიო იერარქიული სტრუქტურა რისკის უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად დასახულ ღონისძიებათა განხორციელების შედეგად მისი შესაძლო კორექტირების მიზნით.

ავტ.

6.1.6. აგროტექსერვისის ეკონომიკურორგანიზაციული სრულყოფის წინადადებები. /. თავიდა­შვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #4. – გვ. 42-46. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

საწარმოთა მართვის ხარჯები უნდა დაიფაროს საკუთარი შემოსავლებიდან, ხოლო საწარმოს განვითარება უნდა განხორციელდეს მეპაიე მეურნეობების წილობრივი შენატანებით და საკუთარი საშუალებებით. სპეციალიზებულ სარემონტო სახელოსნოებს, ქარხნებს შეიძლება მიეცეთ დამოუკიდებელ საწარმოთა სტატუსი. საბაზრო ეკონომიკის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მომხმარებელთა მიერ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენის არჩევის თავისუფლებას. Aამიტომ, მიგვაჩნია, რომ აგრომომარაგებასთან ერთად უნდა შეიქმნას შუამავალი მომარაგების კოოპერატივები. როგორც ამჟამად, ასევე მნიშვნელოვანია მანქანა-ტრაქტორთა პარკის ეფექტური გამოყენება, მათი ოპტიმიზაცია და აგრეგატების შემადგენლობის რეგიონული და დიფერენცირებული დაკომპლექტება. რეგიონულ ჭრილში უნდა დამუშავდეს სოფლის მეურნეობის მანქანათა სისტემისა და კონკურენტუნარიანი აგროტექსერვისის ოპტი-მალური ფუნქციონირების სახელმწიფო კომპლექსური პროგრამები.

ავტ.

6.1.7. თამაშთა თეორია, გადაწყვეტილების მიღება და ეკონომიკური ქცევა. /. ქეშელაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #3. – გვ. 6-12. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

თამაშთა თეორიის ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანაა კონფლიქტური სიტუაციებისა და კონფლიქტების ტიპისა და ხარისხის დადგენა, მისი შემდგომი რეგულირებისა და მართვის მიზნით. ამ თეორიის საფუძველზე, საშუალება გვეძლევა შევისწავლოთ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი, მასში მონაწილეთა ინტერესების ურთიერთქმედების პირობებში. თმაშთა თეორია წარმოადგენს ყველაზე რთულ და პერსპექტიულ გამოყენებით მეცნიერებას, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის შესწავლისა, ანალიზისა და შესაბამისად გამართლებული ეკონომიკური ქცევისათვის. თამაშთა თეორიის განვითარების პროცესმა ახალი მიდგომები და დაკავშირებები წამოსწია წინ, ეს ეხება იმას, რომ გასაწყვეტილების მიღება უშუალოდ და ყოველმიზეზგარეშე უკავშირდება რისკსა და მის მართვას. ამრიგად, გამოკვეთილად უნდა ითქვას: გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ მხოლოდ რისკის (სამეურნეო რისკის) მიზანშეწონილობის ეკონომიკური ზღვრებისა და უკუგების დონეების დადგენის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, არამართებული და მოგებაზე ორიენტირებული ვერ იქნება.

ავტ.

6.1.8. რისკის მართვა, როგორც აგრარული სექტორის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობა და მისი სტრატეგიული პროგრამები. /. ქეშელაშვილი, . ბაჟუნაიშვილი, . ძაგანია, . მეჭურჭლიშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #3. – გვ. 13-19. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

აგრარულ სექტორში რისკის მართვისას მის სუბიექტებს შეუძლიათ გამოიყენონN სხვადასხა ტიპის ინსტრუმენტები. გამოყენების მიზნებისა და პირობებისგან დამოკიდებულებით გამოყოფილია ინსტრუმენტების სამი ძირითადი ჯგუფი: მმართველობითი გადაწყვეტილებები; კერძო სექტორის მომსახურება/ინსტრუმენტები; სახელმწიფოებრივი პროგრამები. ეს ინსტრუმენტები შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთმანეთთან კომბინაციაში. სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მართვისას რისკის შესამცირებლად აუცილებელია სწორი მმართველობითი გადაწყვე­ტილებების მიღება, რომლის საფუძველად მიჩნეულია: დანახარჯებისა და შემოსავლების ანალიზი, რისკების შეფასება; საწარმოო-მარკეტინგული სტრატეგიები (სპეციალიზაცია, დივერსიფიკაცია, ინტეგრაცია, მარაგების მართვა, საწარმოო და მარკეტინგული კონტრაქტების დადება, ინფრასტრუქტურის განვითარება, პროდუქციის ხარისხის/უსაფრთხოების მართვა, კანონმდებლობის ნორმების დაცვა და სხვა. ხაზგასმულია, რომ რისკის მართვისა და განაწილების ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან კონკურენციის ადეკვატური დონის უზრუნველყოფა ჯაჭვისწარმოება, გადამუშავება, დისტრიბუცია, მოხმარებაყველა რგოლში.

ავტ.

6.1.9. სოფლის მეურნეობის ოპტიმალური და მდგრადი განვითარების მოდელირება სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. /. ქეშელაშვილი, . ნიკოლეიშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #3. – გვ. 20-25. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარების პროცესების ოპტიმალური და მდგრადი მართვისათვის საჭიროა სასოფლო-სამეურნეო წარმოების, მასთან ფუნქციურად დაკავშირებული კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის დარგების, ბაზრის მოთხოვნების და ექსპორტ-იმპორტის ერთობლიობაში განხილვა. ამოცანა შეიძლება დავსვათ შემდეგნაირად: მოვახდინოთ ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ოპიმალური გაადგილება, დარგთა შეთანაწყობა და სპეციალიზაცია კვების და გადამამუშავებელი დარგების, გასაღების ბაზრების და ექსპორტ-იმპორტის მოცულობის გათვალისწინებით, ამასთან, დაკმაყოფილდეს მოსახლეობის მოთხოვნები, მარკეტინგული ფიზიოლოგიური ნორმებით, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე და მიღებულ იქნას მაქსიმალური შემოსავალი. Eეკონომიკურ-მათემატიკური მოდელი შედგება მიზნის ფუნქციისა (ეფექტიანობის კრიტერიუმი) და შეზღუდვებისაგან. შეზღუდვები, სოფლის მეურნეობაში არსებული ეკონომიკურ პირობებსა და შესაძლებლობებს ასახავენ, ხოლო კრიტერიუმებად შეიძლება აღებულ იქნას მოგების მაქსიმუმი, საერთო პროდუქციის მაქსიმუმი, სასაქონლო პროდუქციის მაქსიმუმი, დანახარჯების მინიმუმი და სხვა.

ავტ.

6.1.10. სოციალური პასუხისმგებლობა და მიზნობრივი მარკეტინგი. /. თოდუა/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 232-235. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

მიზნობრივი მარკეტინგი კომპანიებს ეხმარება საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვაში, ვინაიდან კომპანია ემსახურება იმ სეგმენტებს, რომელთა სურვილების დაკმაყოფილება საუკეთესოდ შეუძლია. მიზნობრივ მარკეტინგის მომხმარებლისთვისაც სარგებელ; მოაქვს მათი მოთხოვნილებების უფრო სრულყოფილი დაკმაყოფილებით, თუმცა ხშირად საკამათო საკითხებიც იჩენს თავს; ამის მიზეზია დაუცველ სეგმენტზე გასვლა პოტენციურად მავნე პროდუქტით.

ავტ.

6.1.11. სატრანსპორტო საწარმოს მარკეტინგული საქმიანობის ორგანიზაცია სატრანსპორტო მომსახურების ბაზარზე. /. კოჩაძე, . დანგაძე, . ჩოგოვაძე/. ნოვაცია. – 2009. – #5 – გვ. 246-251. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ბაზარი ეს მრავალმხრივი ცნებაა, რომელიც ატარებს არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ, სოციალურ და მორალურ - ეთიკურ შინაარს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაზარი ეს არის საზოგადოების ერთმანეთზე სამეურნეო ურთიერთ მოქმედების მეთოდი, რომლის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს პიროვნების უფლება მოვალეობა და თავისუფლება. სატრანსპორტო მომსახურების ბაზარი თავის თავში მოიცავს სამ ძირითად ელემენტს: წარმოების თავისფლებას, მოთხოვნის თავისუფლებას და სატრანსპორტო ბაზარზე მომსახურების ფასების თავისუფლებას. ერთ - ერთი მათგანის უგულვებელყოფაც კი ნიშნავს, რომ სატრანსპორტო მომსახურების ბაზარი არ არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ ცივილიზებული სატრანსპორტო მომსახურების ბაზარის მთავარ მამოძრავებელ ძალად გვევლინება სატრანსპორტო მომსახურების მწარმოებლურობის კონკურენცია, რომელიც დომინირებს ორი სახით: 1. ფასებით კონკურენცია; 2. ახალი ტექნოლოგი­ებით კონკურენცია; იმისათვის, რომ სატრანსპორტო საწარმოებმა გაუძლონ ბაზრის მკაცრ მოთხოვნებს, აუცილებელია მათ უნდა ჰქონდეთ კარგად ორგანიზებული მარკეტინგის სამსახური.

ავტ.

2.        გარემოს დაცვა. ეკოლოგია

6.2.1. ავტომობილების ეკოლოგიურობის ამაღლება ახალი ზეთების ფუძედ ნამუშევარი ზეთების გამოყენებით. /. იოსებიძე, . აბრამიშვილი, . აფაქიძე, . ზურაბიშვილი, . ჩხეიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 89-93. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ახალი საავტომობილო სატრანსმისიო ზეთების ფუძედ გამოყენებულია ძრავას .. ნარჩენი ზეთები, M-8B1 და M-8Ã2Ê მარკის ნამუშევარი ზეთების სახით, რომელთა უტილიზება საქართველოში არ ხდება. ასეთ ზეთებში (წყლის, საწვავისა და მყარი ნაწილაკების მინარევებისაგან გაწმენდის შემდეგ) ახალი და მაღალი ფუნქციონალური თვისებების შესაძენად შეტანილ იქნა ეფექტური მრავალფუნქციური დანამატიამორფული მაღალდისპერსიული ნახშირბადი (ამდნ) და მისართიÀêîð-1”, რომელიც წარმოადგენს ამდნ-ის მიერ ფუძე-ზეთში წარმოქმნილ სუსპენზიის სტაბილიზატორს. ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ აღნიშნული ხერხით მიღებული საცდელი სატრანსმისიო ზეთები ფუნქციური თვისებებითა და მუშაობის უნარით უკეთესია, ვიდრე ცნობილი სასაქონლო საავტომობილო სატრანსმისიო ზეთები ÒÀï-15Â და ÒÑï-15ê. ასეთი ზეთების დამზადება და გამოყენება უზრუნველყოფს გარემოს გაჭუჭყიანების შემცირებას არა მარტო ნამუშევარი ზეთების ნარჩენებისაგან, არამედ ძრავადან გამონაბოლქვი მავნე ნივთიერებებისაგანაც, რამდენადაც მათ საწვავდამზოგი თვისებებიც გააჩნიათ.

ავტ.

6.2.2. ბენზინის დეტონაციამედეგობის განმსაზღვრელი თვისებების გავლენა ავტომობილის ეკოლოგიურობაზე. /. იოსებიძე, . აბრამიშვილი, . აფაქიძე, . ზურაბიშვილი, . ჩხეიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2009. - #1(471). გვ. 94-100. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გაანალიზებულია ბენზინის დეტონაციამედეგობაზე მოქმედი მაჩვენებლების (ოქტანური რიცხვი, ნამწვწარმოქმნა, არომატული ნახშირწყალბადები, ფაქტიური ფისები, გოგირდის შემცველობა, საინდუქციო პერიოდი და სხვ.) გავლენა საავტომობილო ძრავას ნამუშევარი აირების ტოქსიკურო­ბაზე, დამყარებულია კონცეპტუალური დამოკიდებულება აღნიშნულ მაჩვენებლებსა და ავტომობილის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას შორის. დასაბუთებულია, რომ ბენზინის ანტიდეტონაციური თვისებების განმსაზღვრელი მაჩვენებლებიდან (სამუშაო ნარევის წვის სისრულე, საწვავის ხარჯი და ავტომობილის გამონაბოლქვი აირების მავნე კომპონენტების რაოდენობა) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოქტანური რიცხვი და ფაქტიური ფისებისა და არომატული ნახშირწყალბადების შემცველობა.

ავტ.

6.2.3. გარემოსდაცვითი პრობლემები სოფლის მეურნეობაში. /. რუხაძე, . სულამანიძე/. . ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2009. – XXXXVI – გვ. 14-16. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

ნაშრომში განხილულია თანამედროვე პირობებში სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნები ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთო გარემოს უზრუნველსაყოფად. ნაჩვენებია მეცნიერული გამოკვლე­ვე­ბის როლი გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის განხორციელებაში.

ავტ.

6.2.4. ნიტრატული აზოტის მზარდი დოზების გამოყენებით ეკოსისტემებში და საკვებ პროდუქტებში გამოწვეული ცვლილებები. /. ლომსიანიძე, . ვაშაყმაძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #2. - გვ. 53-55. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია, რომ ნიადაგში ამონიუმის ნიტრატის მაღალი დოზების სისტემატურად და გაუთვალისწინებლად გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს საკვები ნივთიერებების ბალანსი და მიმოქცევა გარემოში, შეიძლება გაზარდოს ნიტრატების რაოდენობა კვების პროდუქტებში, რაც ადამიანის ორგანიზმში გამოიწვევს მთელ რიგ არასასურველ შედეგებს და ჯანმრთელობის გაუარესებას. ნაშრომში გამოკვლეულია აჯამეთის ეწერ ნიადაგზე, ამონიუმის ნიტრატის მზარდი დოზების გავლენა სიმინდის მარცვალში ნიტრატების შემცველობაზე, მისი სიმწიფის სამ ფაზაში - რძისებური, ცვილისებური და სრული სიმწიფისას. საქართველოში, სიმინდში ნიტრატების მაქსიმალურად დასაშვებ ნორმად ითვლება 50 მგ/კგზე (ფქვილზე გადაანგარიშებით). კვლევის პროცესში გამოცდილი ამონიუმის ნიტრატის დოზები ადასტურებენ, რომ ამონიუმის ნიტრატის მაღალი დოზებით გამოყენებისას, სიმინდის მარცვალში გროვდება მეტი ნიტრატი, ვიდრე სტანდარტითაა მოცემული (50 მგ/კგ-ზე). მხოლოდ P120K60N60 და P120K60N90 დოზების გამოყენებისას გვაქვს სიმინდის მარცვალში ნიტრატების დასაშვები რაოდენობა.

ავტ.

6.2.5. ეკოლოგიურად სუფთა გარემოს მიწისპირა ჰაერში ოზონის კონცენტრაციის ცვალებადობის გამოკვლევა სხვადასხვა ტიპის ამინდის პირობებში სოფ. რუისპირის მაგალითზე. /. ხარჩილავა, . კეკენაძე, . ბაგაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2009. – . 3 - # 2. – გვ. 79-82. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სოფ. რუისპირში ჩატარებულია მიწისპირა ჰაერში ოზონის კონცენტრაციის ცვალებადობის გამოკვლევა სხვადასხვა ამინდის პირობებში. აღნიშნული კვლევის საფუძველზე დადგენილია, რომ თუ ცნობილი იქნება ამინდის პროგნოზი, შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის სიდიდე დღის საათებში სოფ. რუისპირისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების­თვის, რასაც დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის და სოფლის მეურნეობისთვისაც, რამდენადაც მიწისპირა ჰაერში ოზონის სიჭარბე ან დეფიციტი მავნეა ბიოსფეროსთვის.

ავტ.

6.2.6. შავი ზღვის აუზის ქვეყნების ტერიტორიული მდინარეების წყლის დაბინძურების ხარისხის შეფასება-პროგნოზირების ერთიანი მონიტორინგის სისტემის შექმნისა და ეკოლოგიურ-პრევენციული ღონისძიებების შემუშავების შესახებ. /. ფრანგიშვილი, . ციხელაშვილი, . გველესიანი/. მშენებლობა. – 2010. - #1(16). – გვ. 22-25. – ქართ.; რეფ.: ქართ., რუს., ინგლ.

შემოთავაზებულია მდინარეების წყლის დაბინძურების ხარისხის შეფასება-პროგნოზირების და მონიტორინგი-კონტროლის ერთიანი საინფორმაციო სისტემის აგების შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას (საკითხის დასმის შემთხვევაში) შავი ზღვის აუზის ქვეყნების (საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა) ტერიტორიული მდინარეების წყლის დაბინძურების ხარისხის შეფასება-პროგნოზირების და მონიტორინგი-კონტროლის სისტემის შექმნისა და ეკოლოგიურ-პრევენციული ღონისძიებების შემუშავების მიზნით.

ავტ.

4.        სხვა დარგთაშორისი პრობლემები

6.4.1. ასაკობრივი ფაქტორის გავლენა ფეხსაცმლის მოხერხებულობის პრობლემაზე. /. გრძელიძე, . ჩუბინიძე, . შალამბერიძე, . ქათამაძე/. ხანძთა. 2009. - # 2(7). – გვ. 168-172. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ფეხსაცმლის მოხერხებულობის საკითხი ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის პრობლემატურია, მაგრამ ასაკობრივი ფაქტორის გათვალისწინებით ამ პრობლემის არსი სხვადასხვაგვარია. მოზარდებში, რომლებსა ძვლოვან-სახსრული სისტემა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, პროფილაქტიკა და მკურნალობა კარგ შედეგს იძლევა, მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში კი, პათოლოგიის აღმოფხვრა შეუძლებელია. ამიტომ მშობლებმა დროულად უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმ-დიატრთან, რათა დაეხმარონ ბავშვებს თავიდან აიცილონ მტანჯველი ტკივილი მთელი ცხოვრების მანძილზე.

ავტ.

6.4.2. სამედიცინო საფენების შექმნისას დამარბილებლის, ბიოპოლიმერისა და ქსოვილის ფენებს შორის შესაძლო ურთიერთგავლენის შესწავლა. /. ბუაძე, . ფაილოძე, . საკანდელიძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2009. - #2. - გვ. 24-29. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია სამკურნალო კომპოზიციის კომპონენტებს (დამარბილებელი, ბენტონიტი, ქსოვილი) შორის ურთიერთმოქმედების წარმოქმნის შესაძლებლობა. ნაჩვენებია რომ: დამარბილებლების რადიკალებში არსებული სხვადასხვა ჯგუფები ბენტონიტის თავისუფალ -O OH ჯგუფებთან წყალბადურ ბმებს წარმოქმნიან და ურთიერთქმედებაც აღნიშნული ბმების ხარჯზე ხორციელდება;
სუფთა ბენტონიტის სუსპენზიით გაჟღენთილი ბამბის საფენის ინფრაწითელი გამოსხივების შთანთქმის სპექტრზე ბენტონიტის კვალი ვლინდება ხელატებისა და Si-O-Si ბმის არსებობის დამადასტურებელი შთანთქმის ზოლებით; ბენტონიტის სუსპენზიით გაჟღენთვის შედეგად ცელულოზის პოლიმერულ ჯაჭვებს შორის არსებული ძლიერი წყალბადური ურთიერთქმედება სუსტდება. როგორც ჩანს, პოლიმერული ჯაჭვების შრეთა შორის ბენტონიტის მიკროსკრისტალები განლაგდებიან და შედეგად წყალბადური ურთიერთქმედება სუსტდება (3355,7 სმ-1 ზოლის ინტენსივობის შემცირება); დამარბილებლებში გაჟღენთილი საფენების იწ-გამოსხივების შთანთქმის სპექტრების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ იწ-გამოსხივების სპექტრები პრაქტიკულად ბამბის საფენისა და ცალკეული დამარბილებლის (ზეთის) იწ-გამოსხივების შთანთქმის ჯამურ სპექტრს წარმოადგენს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დამარბილებელსა და ბამბის საფენს შორის ქიმიური ურთიერთობა პრაქტიკულად არ ხორციელდება. იწ-სპექტროსკოპიის საშუალებით დადგინდა, რომ ბიოკომპოზიციის შემადგენელი კომპონენტები საფენის მიმართ პრაქტიკულად ინერტულები არიან და ამდენად არ იცვლიან თავიანთ ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს.

ავტ.