2016 წლის 26-28 ოქტომბერს რომში გაიმართება საერთაშორისო ღონისძიება  Meet in Italy for Life Sciences 2016 (MIT4LS2016), რომლის თემატიკაა საბუნებისმეტყველო მეცნიერების შემდეგი მიმართულება - ბიოტექნოლოგია, ფარმაცევტიკა, სამედიცინო ხელსაწყოები, ადამიანის ჯანმრთელობა, საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებები ჯანმრთელობისათვის, ნუტრიციოლოგია (ნუტრიცევტიკა) და სხვ.

პროგრამის შესაბამისად 26 და 27 ოქტომბერს დაგეგმილია საერთაშორისო კომპანიების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და კლასტერების ორმხრივი შეხვედრები ბიზნესის დარგში პარტნიორების მოსაძებნად, ტექნოლოგიების განსავითარებლად, კვლევებისა და კომერციალიზაციისათვის, ხოლო 28 ოქტომბერს ჩატარდება კონფერენცია და სემინარი. დარეგისტრირება შეგიძლიათ აქ 2016 წლის 10 ოქტომბრამდე.

 

იხ. საიტი: https://www.b2match.eu/mit4ls2016