19/07/2013

განცხადება

                          

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი ტექინფორმი აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანამდებობების დასაკავებლად:

·         ანალიზისა და საინფორმაციო რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი/მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი (1 საშტატო ერთეული);

·         საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი/მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (1 საშტატო ერთეული).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმა­ციის დარგის სპეციალისტებს, რომელთაც გააჩნიათ დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული (მეცნიერებათა კანდიდატის, დოქტორის) ხარისხი.

კონკურსანტს უნდა გააჩნდეს აღნიშნულ სფეროში მუშაობის არა ნაკლებ 5 წლის სტაჟი.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს:

·         განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;  

·         კალენდარული ავტობიოგრაფია (CV);

·         დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი აკადემიური, ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

·         გამოქვეყნებული, მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;

·         ერთი სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;

·         შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების ხედვა (საკვლევი პრობლემები, მოსალოდნელი შედეგები, საჭირო რესურსები და ა.შ);

·         შესაბამისი დარგის 3 მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი,  ელექტრონული ფოსტა);

·         სამეცნიერო გრანტების, სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (სასურველია);

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთები მიიღება 2013 წლის 19 ივლისიდან 20 აგვისტოს 1700 საათამდე.  

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2013 წლის   29 აგვისტოს;

საბუთები მიიღება  ინსტიტუტ  ტექინფორმში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. მისამართი: 0179, თბილისი, კოსტავას ქ. 47, მე-6 სართული, ოთახი 18.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია საბუთები წარმოდგენილი იყოს ბეჭდური და  ელექტრონული ფორმით.

საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა იქნეს მოწოდებული დისკით, ან გაიგზავნოს მისამართზე: tech@caucasus.net.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ტელ:   233 53 15,     233 51 22.

პასუხისმგებელი პირი  -  მეგი თათარაშვილი