თემატური რუბრიკები

 

.   საზოგადოებრივი მეცნიერებები

1.   სახელმწიფო და სამართალი. იურიდიული მეცნიერებები

2.   სოციოლოგია. დემოგრაფია

3.   ეკონომიკა

4.   განათლება

5.   ინფორმატიკა

6.   სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

 

.  საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

ბ1.   მათემატიკა. მექანიკა. ფიზიკა. კიბერნეტიკა

ბ2.   ქიმია. ბიოლოგია

ბ3.   გეოლოგია. გეოდეზია

ბ4.   გეოგრაფია. კარტოგრაფია. ასტრონომია

ბ5.   სხვა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

 

 

.  ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებები. ეკონომიკის დარგები

გ1.   ენერგეტიკა

გ2.   ელექტროტექნიკა. ელექტრონიკა. რადიოტექნიკა. კავშირგაბმულობა

გ3.   ავტომატიკა და ტელემექანიკა. გამოთვლითი ტექნიკა

გ4.   სამთო საქმე. მეტალურგია. ქიმიური მრეწველობა

გ5.   მანქანათმშენებლობა. ხელსაწყოთმშენებლობა

გ6.   მსუბუქი მრეწველობა

გ7.   კვების მრეწველობა

გ8.   მშენებლობა. არქიტექტურა

გ9.   სოფლისა და სატყეო მეურნეობა. თევზის მეურნეობა

გ10. წყლის მეურნეობა. მელიორაცია

გ11. საგარეო და შიდა ვაჭრობა. ტურიზმი

გ12. ტრანსპორტი

გ13. მედიცინა. საზოგადოებრივი ჯანდაცვა

 

 

. დარგთაშორისი პრობლემები

დ1.  ორგანიზაცია და მართვა

დ2.  გარემოს დაცვა. ეკოლოგია

დ3.  სტატისტიკა

დ4.  სხვა დარგთაშორისი პრობლემები

 

 

. საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

1. სახელმწიფო და სამართალი. იურიდიული მეცნიერებები

 

10.1.1. კონცეფცია ქართული პოლიტიკურ-სამართლებრივი დოქტრინისათვის. /. ფრიდონაშვილი/. სამართალი და ეკონომიკა. – 2011. – #2. – გვ. 3-13. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

დასმულია ამოცანები და დასახულია მათი გადაჭრის გზები თანამედროვე ეროვნული ღირებულებების შემუშავებისა და დამკვიდრების საქმეში. განსაზღვრულია ქართული იდეოლოგიის განვითარების ძირითადი, პრინციპული მიმართულებები. თეზისების სახით მოცემულია დასავლურ ცივილიზაციაში არსებული ტენდენციები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ-დემოგრაფიულ და ჰუმანიტარულ ასპექტებში, რომლებიც განხილულია ქართულ სინამდვილესთან მჭიდრო კავშირში.

ავტ.

 

10.1.2. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოს სისხლის სამართლის პროცესში (თეორიული ასპექტები). /. ბასილაშვილი/. სამართალი და ეკონომიკა. – 2011. – #2. – გვ. 14-23. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

სტატია ეხება საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას, მის პირობებს, საქმის განხილვის წესს და ისტორიას. აღნიშნულია, რომ ამ ინსტიტუტის შემოღებას საქართველოში ბევრი დადებითი მხარე აქვს, პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობა ჩაერთვება მართლმსაჯულების განხორციელებაში, ასევე მოსახლეობა ნაწილობრივ აითვისებს სისხლის სამართლის პროცესის ენას და აიმაღლებს სამართალშეგნების დონეს.

ავტ.

 

10.1.3. ეროვნული საკითხი თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების მიხედვით. /. ფრიდონაშვილი/. სამართალი და ეკონომიკა. – 2011. – #2. – გვ. 24-32. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

ავტორი მიმოიხილავს იმ პოლიტიკურ-სამართლებრივ ტენდენციებს, რომლებიც თვისობრივ გავლენას ახდენენ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესზე, როცა ახლებურად ხდება ეროვნული თვითშეგნებისა და თვითმყოფადობის გააზრება. გამოთქმულია მოსაზრება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე მიჩნეულ იქნეს ქართველად და ეს აისახოს პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში. სახელმწიფო ენად ქართული ენის გამოცხადება ნიშნავს დანარჩენი ენების უცხო ენებად აღიარებას და ამ თვალსაზრისით გასატარებელია სათანადო რეფორმა საბჭოთა მემკვიდრეობის აღმოსაფხვრელად.

ავტ.

 

10.1.4. სახალხო დამცველის უფლებამოსილებანი საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. /. ფრიდონაშვილი/. სამართალი და ეკონომიკა. – 2011. – #2. – გვ. 39-61. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

სახალხო დამცველის პოლიტიკურ-სამართლებრივ სისტემაში მის დამოუკიდებლობასთან ერთად მნიშვნელოვანია სათანადო უფლებამოსილების ქონა, რათა ის ფლობდეს დარღვევებზე რეაგირების საშუალებებს. სახალხო დამცველის ინსტიტუტის სიძლიერე ჩვენი ქვეყნისათვის უფრო მეტ ინტერესს წარმოადგენს, ვიდრე საზღვარგარეთის განვითარებულ დემოკრატიებში, რადგანაც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები და ღირებულებები ჯერ კიდევ რუდიმენტულ მდგომარეობაში იმყოფებიან, განსაკუთრებით პარლამენტარიზმი”, რომელიც ომბუდსმენის’’ ინსტიტუტის სიძლიერეს­თან პირდაპირ კავშირშია. პუბლიკაცია ეხება საქართველოსა და ზოგიერთი დემოკრატიული ქვეყნის სახალხო დამცველის კომპეტენციათა განხილვა-შესწავლას.

ავტ.

 

10.1.5. საკონსტიტუციო იუსტიცია საქართველოს სახელისუფლებო დანაწილების სისტემაში. /. ფრიდონაშვილი/. სამართალი და ეკონომიკა. – 2012. – #3. – გვ. 4-12. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია საკონსტიტუციო იუსტიციის ფუნქციური მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფო ხელი­სუფ­ლების განაწილების სისტემაში. ავტორის აზრით, საკონსტიტუციო იუსტიციის მიზნობრივი და ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭიროა ქვეყნის პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა ჩამოყალიბ­დეს ხელისუფლების განაწილების, ურთიერთშეკავების და ხელისუფლების მონაცვლეობისა და უწყვე­ტობის პრინციპების სრულყოფილი დაცვით. გარდა ამისა, ავტორი საკონსტიტუციო სასამართლოს უფლე­­ბამოსილებას და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურას განიხილავს ერთმა­ნეთ­თან მჭიდრო კავშირში, რადგანაც ეს ორი პოლიტიკურ-სამართლებრივი მექანიზმი უნდა აწონასწო­რებდეს საპარლამენტო უმრავლესობას.

ავტ.

 

10.1.6. დემოკრატიული რეჟიმის უზრუნველმყოფი პრინციპები და საკონსტიტუციო მექანიზმები. /. ფრიდონაშვილი/. სამართალი და ეკონომიკა. – 2012. – #3. – გვ. 13-33. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

ავტორი ზოგადად მიმოიხილავს კონსტიტუციონალიზმის მეცნიერებაში ცნობილ ძირითად დებულებებს, ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელთა არსებობა და გათვალისწინება ქვეყნის პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემის ფორმირებაში უზრუნველყოფს დემოკრატიული პროცესის ეფექტურ ფუნქციონირებას. ყურადღება გამახვილებულია ხელისუფლების განაწილების, ურთიერთ­შეკავებისა და გაწონასწორების, სუბსიდირების პრინციპებზე, საკონსტიტუციო იუსტიციის ფუნქციურ მნიშვნელობაზე ხელისუფლებათა განაწილების სისტემაში, თვითმმართველობის არსის შესახებ ქვეყნის პოლიტიკურ-სამრთლებრივ სისტემაში, ხელისუფლების უწყვეტობისა და უკუკავშირის პრინციპებზე, კონსტიტუციის პრეამბულის ნორმატიულ და სახელმძღვანელო დანიშნულებაზე, აგრეთვე საუბარია მთავარსარდლის უფლებამოსილებების გაწონასწორებაზე ზოგიერთი ქვეყნის მაგალითზე.

ავტ.

 

10.1.7. ტრადიციული სამართლის რელიგიურმითოსური საფუძვლების შესახებ. /. ჩიხრაძე/. სამართალი და ეკონომიკა. – 2012. – #3. – გვ. 55-66. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

ტრადიციული სამართლის ნორმებში კარგად ჩანს მსოფლმხედველობრივი ბაზა, რომელსაც ისინი ეფუძნებიან. არქაული საზოგადოება მკვეთრ ზღვარს ავლებდა მოცემული საზოგადოების წევრებსშინაურებს და უცხოებს შორის. უცხო აუცილებლად მტრად მიიჩნეოდა, შინაურის საპირისპირო მოცემულობად. მტერთან შერიგების, ანდა, უბრალოდ, უცხოსადმი კეთილგანწყობის წინაპირობა მისი რიტუალის მეშვეობით შინაურად გარდასახვა იყო. რიტუალის ფორმალური ჩატარება შესაბამის ვალდებულებას წარმოშობდა, რაც აჩვენებს, რომ სამართალი არქაულ საზოგადოებებში, ემყარება არა მაღალ მორალს და სამართლიანობის შესაბამის განცდას, არამედ მითოსური მსოფლმხედველობის საფუძველზე შემუშავებულ ფორმალურ ვალდებულებებს.

ავტ.

 

10.1.8. მტკიცებითი სამართლის ზოგიერთი პრობლემა. /. ფაფიაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 98-104. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ცალკეულ ავტორთა შეხედულებებისა და მოქმედი სსსკ-ით დადგენილი მტკიცებულებების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე ახლებურადაა ჩამოყალიბებული და გადმოცემული მტკიცებითი სამართლის ცნება, მისი არსი და მნიშვნელობა, მტკიცებულებათა სახეები და მათი კლასიფიკაცია. დასაბუთებულია სსსკ 76- მუხლში ჩამოყალიბებული ირიბი ჩვენების ტერმინის განმარტების მცდარობა, კანონით გამოსაძიებელ და სასამართლოში განსახილველ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობის იგნორირება და პირის მსჯავრდება გონივრული ეჭვით. ასევე ავტორი არასწორად მიიჩნევს მტკიცებულებისა და მტკიცების ცნების გაიგივებას. ამ ორი ცნების ერთი-მეორისაგან გამიჯვნის მიზნით მოცემულია მათი განმარტება, არსი და მნიშვნელობა.

ავტ.

 

10.1.9. თავისუფლების შეზღუდვის გამოყენების მართლზომიერების კრიტერიუმები სისხლის სამართლის პროცესში. /. ფაფიაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 105-118. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ყურადღება გამახვილებულია აღკვეთის ღონისძიების შერჩევის კრიტერიუმებსა და წინაპირობებზე, სსსკ დადგენილი საფუძველების პრაქტიკულად გამოყენებასთან და დასაბუთებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, როგორიცაა, მაგალითად, მიმალვის საფრთხე, მართლმსაჯულების განხორციელებისა­თვის ხელის შეშლა და .. სასამართლოს მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის და მონიტორინგის საკითხებზე, მხარეთა თანასწორუფლებიანობაზე აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, განხილულია დაპატიმრების გამოყენების მაღალი მაჩვენებლების გამომწვევი მიზეზები და სხვ. განხილულია ახალი სსსკ-ით აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებისათვის დადგენილი მოთხოვნები და წინაპირობები, მოცემულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების ანალიზი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, გერმანიის და ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოების და აშშ უზენაესი სასამართლოს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვე­ტილებები, საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა და მისი შესაბამისობა სსსკ დადგენილ მოთხოვნებთან და საერთაშორისო ვალდებულებებთან, წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები სისხლის სამართლის საპროცესო კანონდებლობის შემდგომი სრულყოფისათვის.

ავტ.

 

10.1.10. ნარკობიზნესი და მისი განვითარების ძირითადი ტენდენციები. /. გუდავაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 129-132. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის სოციალურ-ეკონომიკური მეთოდების გარდა, დიდი მიშვნელობა ენიჭება იურიდიული ხასიათის ზომებს. მსოფლიო ნარკოსიტუაციის განვითარების ტენდენციები იძლევიან საშუალებას, დავასკვნათ, რომ მიუხედავად მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიერ უდიდესი ძალისხმევისა ნარკომანიისა და მისი მოხმარების მასშტაბების წინააღმდეგ, კარდინალური ცვლილებები არ შეინიშნება. სახელმწიფო ხელისუფალთა ნარკოტიკების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლისათვის მყარი პოლიტიკური ნების გამოხატვა ნახევარი საქმეა.

ავტ.

 

10.1.11. პრობლემები იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადაცემისას. /. ხასია/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 133-139. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატია ეძღვნება იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის მომწესრიგებელი ნორმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ განმარტებას. სასამართლო შემოიფარგლა ნორმის მხოლოდ ზოგადი განმარტებით და არ დაასაბუთა ის ნორმათგანმარტების არც ერთი მეთოდით. პრობლემის განსაზღვრის მიზნით განხილულია მოცემულ თუ ალტერნატიულ განმარტებათა ფორმა­ლური, მატერიალური, სამართლის პოლიტიკისეული ასპექტები და დასაბუთებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეხედულებისაგან განსხვავებული თვალსაზრისი ნორმათგანმარტების სისტემურ-ტელეოლოგიური და ისტორიულ-შედარებითი ანალიზის საფუძველზე.

ავტ.

 

10.1.12. საერთაშორისო ეკოლოგიური სამართლის ზოგიერთი ასპექტი. /. ახვლედიანი, . გოგოლაძე, . ახვლედიანი/. ჰიდროინჟინერია. – 2012. – #1-2(11-12). – გვ. 84-99. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ის ძირითადი სამართლებრივი აქტები, რომლებიც საერთაშორისო ეკოლოგიური სამართლის სფეროში იქნა მიღებული. მათ შორის მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომელმაც თავისი არსებობის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ადამიანის ეკოლოგიური უფლებების დაცვის სფეროში. განხილულია ასევე გაეროს მიერ მიღებული არაერთი ხელშეკრულება თუ კონვენცია, რამაც საერთაშორისო ეკოლოგიური სამართლის განვითარებასა და შემდგომ დახვეწაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ასევე ლაპარაკია საზღვაო სამართალზე, რომელიც საერთაშორისო ეკოლოგიური სამართლის ნაწილია და რომლის ჩამოყალიბება და განვითარება მსოფლიო ოკეანესთან კაცობრიობის ურთიერქმედების სირთულემ განაპირობა. მოცემულია დედამიწის ცხოველთა და მცენარეთა საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის მიზნით მიღებული ზოგიერთი სამართლებრივი აქტი და ასევე ეკოლოგიასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები.

ავტ.

 

10.1.13. საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური პარადიგმები და დილემები (წერილი პირველი). /. კვესელავა/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2012. – #4. – გვ. 30-34. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ჩამოყალიბების პროცესი, აღწერილია ის მიზეზები, რომელთა გამო ვერ მოხერხდა დასავლური დემოკრატიის სტანდარტებით მოქმედი სახელმწიფოს აშენება.

ავტ.

 

2. სოციოლოგია. დემოგრაფია

 

10.2.1. უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებლები და რეალური მდგომარეობა საქართველოში. /. კიწმარიშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 55-59. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ოფიციალური მონაცემებით 2010 წელს საქართველოში უმუშევართა რაოდენობა იყო 16,3% (რეგიონებში -9-18%, თბილისში - 30%) და შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა, რაც არ არის დამაჯერებელი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისა და ექსპერტული კვლევების მონაცემებით რეალური უმუშევრობის დონე 55-60%-ის ფარგლებშია. ავტორის აზრით, შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად აუცილებელია ქვეყანის ეკონომიკაში გაბატონებული .. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დაძლევა და სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციის სრულად ამოქმედება. მთავრობამ უნდა გაატაროს მეცნიერულად დასაბუთებული დასაქმების აქტიური პოლიტიკა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებისა და არსებულის შენარჩუნებისათვის საჭირო ღონისძიებების ჩათვლით.

ავტ.

 

3. ეკონომიკა

 

10.3.1. რეკლამა და მისი ეკონომიკური ეფექტიანობის განსაზღვრის მეთოდიკა. /. კაიშაური/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 371–373. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღნიშნულია, რომ რეკლამა მომხმარებლისთვის პროდუქციის ღირსების გაცნობის, მიწოდების, მოწონებისა და შესყიდვის მონდომების ტექნიკურ ღონისძიებას წარმოადგენს და მის ეფექტიანობას თანამედროვე რთულ მარკეტინგულ პირობებში უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია. მოცემულია რეკლამის ეფექტიანობის განსაზღვრის მეთოდიკა.

ავტ.

 

10.3.2. დაგეგმვის, პროგნოზირებისა და პროგრამირების როლი ეკონომიკის ტერიტორიული რეგულირების სისტემაში. /. გრძელიშვილი/. სამართალი და ეკონომიკა. – 2011. – #2. – გვ. 62-70. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია პროგნოზირება და დაგეგმვა ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების სისტემაში, საუბარია რეგიონული დაგეგმვის მნიშვნელობაზე, საერთო-სახელმწიფო და რეგიონული დაგეგმვის აუცილებ­ლობაზე, რეგიონულ პროგრამაზე და პროგნოზზე. მოცემულია ეროვნული და რეგიონული დაგეგმვის ფუნქციები და ამოცანები თანამედროვე პირობებში.

ავტ.

 

10.3.3. რეგიონული სიტუაციისა და პრობლემების მონიტორინგი. /. გრძელიშვილი/. სამართალი და ეკონომიკა. – 2012. – #3. – გვ. 67-78. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია რეგიონული სიტუაციებისა და პრობლემების მონოტორინგი. მონიტორინგის საგანი და ამოცანები, მონიტორინგის სახეები, ჩატარების პრობლემები და მეთოდები, რეგიონული მონტორინგის თავისებურებები.

ავტ.

 

10.3.4. მსოფლიოს ერთიანი ვალუტის პრობლემური საკითხები. /. ჭილაძე/. ბუღალტრული აღრიცხვა. – 2012. – #4. – გვ. 34-38. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია განსხვავებამსოფლიო ფულისადამსოფლიოს ერთიანი ვალუტისცნებებს შორის. მსოფლიო ფულის წარმოშობა დაიწყო საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დაწყებასთან ერთად და დასრულდება მაშინ, როცა სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი უხილავი ღირებულებითი ერთეული (საზოგადოებრივად აუცილებელი შრომა) ერთმანეთს, თავისთავად, ევო-ლუციური განვითარების შედეგად გაუტოლდება. შესაბამისად, ყველა სახის ეროვნული ვალუტა ერთმანეთის ტოლფასი გახდება. მაშასადამე, მსოფლიო ფული ერთიან მსოფლიო ვალუტას არ ნიშნავს. პირიქით, მათ შორის ანტაგონიზმი არსებობს. მსოფლიოს ერთიანი ვალუტის დაბეჭდვა ძალიან სახიფათოა, რადგან მრავალ გადაუჭრელ პრობლემას წარმოშობს. კერძოდ, უარყოფს მსოფლიოს დემოკრატიული განვითარების კონცეფციას; ზღუდავს სახელმწიფოთა სუვერენიტეტს; აქრობს ეროვნულ და, შესაბამისად, საერთაშორისო პასუხისმგებლობებს, რითაც საყოველთაო ნიჰილიზმს დაამკვიდრებს; პერმანენტულ ხასიათს მისცემს მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისებს; მსოფლიო მოექცევა საყოველთაო ფინანსური და უნდობლობისა და ქაოსისჯადოსნურ წრეში“, საიდანაც გამოსვლა შეიარაღებული კონფლიქტების გარეშე შეუძლებელი გახდება. ამრიგად, ჩვენი აზრით, მსოფლიო ფული ერთიანი მსოფლიო ვალუტის შემოღებას არ ნიშნავს. მსოფლიო ფული კაცობრიობის პროგრესული და ცივილური განვითრების კანონზომიერი პროდუქტი იქნება, რომელიც ერთიანი ფულადი ნიშნების დაბეჭდვას ვერ შეეგუება. ერთიანი ვალუტის შემოღება მეტად ხელოვნური, უხეში და, შეიძლება ითქვას, საშიში ხასიათის ჩარევა იქნება, რაც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას ყველგან შეაფერხებს და რასაც უკვეევროსგამოცდილებაც ადასტურებს.

ავტ.

 

10.3.5. არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის აღრიცხვა. /. ნანუაშვილი, . სადაღაშვილი, . ბუზიაშვილი/. ბუღალტრული აღრიცხვა. – 2012. – #4. – გვ. 39-42. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ყურადღება გამახვილებულია ამორტიზაციის პერიოდის და ამორტიზაციის მეთოდების გადასინჯვის მიმართუ­ლე­ბით. ნაჩვენებია არამატერიალური აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადის განსაზღვრა, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით. განხილულია ისეთ საკითხებ, რომლებიც დაკავშირებულია არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის აღრიცხვასთან, რომელთა გამოყენებაც სრულყოფსამორტიზაციისაღრიცხვას. ამორტიზაციის აღრიცხვის საკითხებს დიდი ყურადღება ექცევა და მასზე ბასს-ის სტანდარტებიც მიუთითებს. სტანდარტების საბჭო სწავლობს აღნიშნულ საკითხებს და სათანადო რეკომენდაციებსაც იძლევა, რომელთა ცხოვრებაში გათვალისწინება სრულყოფს არამატერიალური აქტივების ამორტიზაციას და მის წინაშე მდგარ საკითხებს.

ავტ.

 

10.3.6. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით რეგულირების სრულყოფის აუცილებლობა საქართველოში. /. ჭუმბურიძე/. ბუღალტრული აღრიცხვა. – 2012. – #5. – გვ. 35-41. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გაანალიზებულია საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით რეგულირების არსებული პრაქტიკა, მოქმედი კანონებით დადგენილი ნორმები, გამოყენებული სტანდარტების დადებითი და უარყოფითი მხარეები. არსებული რეალობის შეფასებიდან გამომდინარე, მოცემულია რეკომენდაციები ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით რეგულირების სრულყოფის შესახებ, მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების გზით.

ავტ.

 

10.3.7. საბიუჯეტო კლასიფიკაცია, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის საფუძველი. /. ვარდიაშვილი/. ბუღალტრული აღრიცხვა. – 2012. – #6. – გვ. 24-30. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სტატია შეეხება სახელმწიფო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის სრულყოფის საკითხებს. საუბარია საბიუჯეტო კლასიფიკაციის მნიშვნელობაზე ყველა დონის ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების სააღრიცხვო ინფორმაციის კონსოლიდაციაში. ხაზგასმულია, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა, როგორც საქართველოს ეროვნული სააღრიცხვო სისტემის შემადგენელი ნაწილი, უზრუნველყოფს სააღრიცხვო ინფორმაციის მომზადებას სახელმწიფო ფინანსების მართვის ყველა დონეზე. განხილულია ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების კლასიფიკაცია, ფინანსური აქტივების შეძენისა და გასვლის, ვალდებულებების აღების და დაფარვის ოპერაციები, აგრეთვე ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების დაჯგუფება სახეების მიხედვით.

ავტ.

 

10.3.8. მოგებიანობისა და საინვესტიციო აქტივობის შეფასების მაჩვენებლების ანალიზი. /. ჩეჩელაშვილი/. ბუღალტრული აღრიცხვა. – 2012. – #7. – გვ. 10-21. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საწარმოს მოგებიანობისა და საინვესტიციო აქტივობის ანალიზისათვის სპეციალური ეკონომიკური ლიტერატურითა და საერთაშორისო პრაქტიკით შემოთავაზებული მაჩვენებლები, მათი გამოყენების მიზნით, გაანგარიშების მეთოდებით და მათ საფუძველზე გაკეთებული დასკვნებით ერთმანეთისაგან განსხვავდება. საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანალიზისას ეფექტიანობის ყველა მაჩვენებლის გამოყენება ყოველთვის ვერ ხერხდება, ამიტომ მიზანშეწონილია მათგან უფრო პრიორიტეტულის შერჩევა. მოგებიანობისა და საინვესტიციო აქტივობის მნიშვნელოვანი მაჩვენებლების ანალიზი ჩატარდა კონკრეტული საწარმოს რამდენიმე წლის ფინანსური ანგარიშგების მონაცემების საფუძველზე და გაკეთდა შესაბამისი დასკვნები.

ავტ.

10.3.9. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი დაშვებებისა და ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლების ურთიერთკავშირი. /. სოლოღაშვილი, . უდესიანი/. ბუღალტრული აღრიცხვა. – 2012. – #8. – გვ. 30-35. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

აღნიშნულია, რომ ფინანსური ანგარიშგება წარმოადგენს საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და მისი სამეწარმეო საქმიანობის ფინანსური შედეგების სტრუქტურულად ჩამოყალიბებულ სურათს, რომელიც გვიჩვენებს ხელმძღვანელობის მენეჯმენტისა და მათთვის მინდობილი რესურსების მართვის შედეგებს. ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სტრუქტურული საფუძვლები განიხილავს ორ ძირითად დაშვებას: დარიცხვის მეთოდსა და ფუნქციონირებად საწარმოს, რომელთა გამოყენებაც დაკავშირებულია ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივ მახასიათებლებთან. ეს კი ინფორმაციის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს შესაბამისობის, საიმედობის, სამართლიანი წარდგენის, შინაარ­სის ფორმაზე აღმატებულობის, ნეიტრალურობის, წინდახედლობის, სისრულისა და შესადარისობის დამადასტურებელი და საპროგნოზო თვისებების საფუძველზე შეძლოს ანალიზის გაკეთება და საწარმოს წარსულის, მიმდინარე და მომავალი საქმიანობის შეფასება.

ავტ.

 

10.3.10. მოგების გადასახადის აღრიცხვის გამარტივებული სქემა. /. ჭილაძე/. ბუღალტრული აღრიცხვა. – 2012. – #9. – გვ. 30-39. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია მოგების გადასახადის დროს წარმოქმნილი გადავადებული საგადასახადო აქტივებისა და გადავადებული საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვის არსებული წესი, რომლის ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა, რომ შესაძლებელია მოგების გადასახადის აღრიცხვის არსებული პრაქტიკის გამარტივება. მიზანშეწონილადაა მიჩნეული მოგების გადასახადის დარიცხის მხოლოდ ერთი მარტივი მუხლის შედგენა მოგების გადასახადის ხარჯის (9210) ანგარიშის დებეტსა და საგადასახადო ვალდებულების (3310) ანგარიშის კრედიტში, ოღონდ, არა სააღრიცხვო მოგებიდან დარიცხული მოგების გადასახადის თანხით, არამედ, უშუალოდ, საგადასახადო მოგებიდან გამოთვლილი გადასახადის თანხით.

ავტ.

 

10.3.11. ფულის თანამედროვე თეორიების თავისებურებანი. /. პავლიაშვილი, . ჯანგულაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 12-16. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საუკუნეების მანძილზე არსებობდა სხვადასხვა ეკონომიკური მოსაზრებები, რომლებიც ასახავდნენ იმ ეკონომიკურ პროცესებს, რა პერიოდსაც მიეკუთვნებოდა ესა თუ ის ეკონომიკური მოსაზრება. ეკონომიკის გარკვეული განვითარების შესამაბისად იცვლებოდა ეკონომიკური მოდელები, რაც ხშირად დაკავშირებული იყო ინფლაციური პროცესების დაჩქარებასთან. XX საუკუნის მეორე ნახევარში ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა კეინზიანური და ნეოკლასიკური კონცეფციები, რომლებმაც ფულისა და ფულადი სექტორის როლის განსაზღვრასთან დაკავშირებით აშკარა კრახი განიცადეს, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა მონეტარისტული ეკონომიკური პოლიტიკა. მსოფლიო ეკონომიკის განვითარება ყოველთვის ახალ პირობებს აყენებს ეკონომისტების წინაშე, შეიქმნას შესაბამისი ეკონომიკური მოდელი არსებული ეკონომიკური კრიზისებისა თუ სხვადასხვა პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ავტ.

 

10.3.12. პრიორიტეტი ეროვნული რესურსების გამოყენებას. /. სილაგაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 17-23. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გაანალიზებულია საქართველოს ეკონომიკაში არსებული რთული მდგომარეობა, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელებულია ეროვნული რესურსების არასაკმარისად გამოყენება, რაც ყოველდღი­ურად ზრდის ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების მასშტაბებს. ავტორის აზრით, ქვეყანაში ერთ-ერთი ასეთი მდიდარი აუთვისებელი რესურსია მიწისქვეშა მტკნარი წყლის რესურსი. აქედან გამომდინარე, შემოთავაზებულია, როგორც ქვეყნის წყალმომარაგების, ასევე საქართველოდან ევროპაში წყალსადენის მშენებლობის პროექტი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება საქართველოსა და ევროპისათვის.

ავტ.

 

10.3.13. თანამედროვე კომერციული ბანკი - უნივერსალური ფულად-საკრედიტო ინსტიტუტი. /. ცაავა/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 32-36. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღწერილია საბანკო დაწესებულებების საქმიანობა, აღნიშნულია, რომ ისინი არა მარტო ფულადი ბრუნვისა და საკრედიტო ურთიერთობების ორგანიზებას ახდენენ, არამედ აფინანსებენ სახალხო მეურნეობას, ახორციელებენ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვას, ხოლო ზოგიერთი საშუამავლო გარიგებებსა და ქონების მართვასაც აწარმოებენ, კონსულტაციებს უწევენ, საკანონმდებლო და სახალხო მეურნეობრივი პროგრამების განხილვაში მონაწილეობენ, აწარმოებენ სტატისტიკას, გააჩნიათ საკუთარი დამხმარე საწარმოები. ბანკი, როგორც სპეციფიკური საწარმო, ქმნი პროდუქტს, რომელიც არსებითად განსხვავდება მატერიალური წარმოების სფეროში წარმოებული პროდუქტისაგან, იგი აწარმოებს არა უბრალო საქონელს, არამედ საგადასახადო საშუალებას ფულის სახით განსაკუთ­რებული სახეობის საქონელს. ბანკის საქმიანობა უპირველეს ყოვლისა, თავმოყრილია არა წარმოების სფეროში, არამედ მიმოქცევისა და გაცვლის სფეროებში. ბანკი შუამავალია საქონელმწარმოებლებს შორის, იგი უფრო გამსაღებელია (გამყიდველია), ვიდრე მწარმოებელი.

ავტ.

 

10.3.14. ბუღალტრული აღრიცხვა და პროგნოზირება. /. ნანუაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 37-40. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღნიშნულია, რომ მართვის სუბიექტი დამოუკიდებელი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა ფლობდეს ყველა აუცილებელ ინფორმაციას სააღრიცხვო ობიექტის მდგომარეობის შესახებ, როგორც გადაწყვეტილებების მომენტში, ისე მისი შემდგომი განხორციელების თარიღისათვის. ბუღალტრული აღრიცხვის ტრადიციულ სისტემაში განიხილება სამეურნეო ცხოვრების მხოლოდ ის ფაქტები, რომლებიც უკვე დასრულდა ან რომელთა მიმართ მიღებულია გადაწყვეტილებები. როცა სწრაფად იცვლება სამეურნეო ოპერაციები, ყოველივე ზემოთ აღნიშნული საკმარისი არ არის წარმოების მართვისათვის.

ავტ.

 

10.3.15. ინფლაცია და ახალი კეინზიანური მოდელი საქართველოს ეკონომიკისათვის. /. ხანთაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 40-44. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2011 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 8.5% შეადგინა. სხვადასხვა პარამეტრების, მათ შორის ინფლაციის გაცვლით კურსსა და წარმოების სხვაობაზე დამოკიდებულებას გვიჩვენებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტთა დახმარებით და მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისათვის შემუშავებული მაკროეკონომიკური მოდელი, რომლის გამოყენებით საქართველოს ეროვნულ ბანკს საშუალება მიეცემა გააუმჯობესოს მაკროეკონომიკური მოდელირება და პროგნოზირება. ეს ხელს შეუწყობს მონეტარული პოლიტიკის უფრო ეფექტიანად და საფუძვლიანად ფორმირებას. ამ ტიპის მოდელები წარმოადგენს შედარებით ახალ თაობას, რომელსაც საფუძვლად უდევს ახალი კეინზიანური მიდგომა.

ავტ.

 

10.3.16. სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებისა და შეწყვეტის ძირითადი ასპექტები. /. ცერცვაძე, . ძაგნიძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 44-49. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება გულისხმობს ორი მხარის ნების გამოხატვას და მოითხოვს შესაბამისი პროცედურების დაცვას. სადაზღვევო ხელშეკრულების დადების ფაქტს ადასტურებს სადაზღვევო სერტიფიკატი (მოწმობა), ანუ სადაზღვევო პოლისი. სადაზღვევო ხელშეკრულებაში განსაზღვრულია მზღვეველისა და დამზღვევის ვალდებულებები. სადაზღვევო ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზებია: ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვა, სადაზღვევო რისკის გაქრობა, ხელშეკრულების გაუქმება, დამზღვევის გარდაცვალება და სხვ. ასევე, სადაზღვევო ურთიერთობები შეიძლება შეწყდეს ორმხრივი თანხმობის საფუძველზე ნებისმიერ დროს, მიუხედავად დაზღვევის პერიოდის ხანგრძლივობისა.

ავტ.

 

10.3.17. ფასიფინანსური ბაზრის მნიშვნელოვანი კატეგორია. /. შავიშვილი, . ზედგინიძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 49-55. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ფასი საბაზრო ეკონომიკის მნიშვნელოვანი კატეგორიაა. საბჭოურ პერიოდში მოქმედი ფასების სისტემის ძირითადი ნაკლი იყო ის, რომ ფასწარმოქმნა არ შეესაბამებოდა ობიექტური ეკონომიკური კანონების მოთხოვნებს. თანამედროვე პირობებში კი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ფასწარმოქმნა ხორციელდება ღირებულების კანონისა და მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობის კანონის საფუძველზე. ეკონომიკაში ფასების როლი და მნიშვნელობა განუხრელად გაიზრდება საბაზრო ურთიერთობათა განვითარების კვალობაზე.

ავტ.

 

10.3.18. აშშ- საბანკო სისტემის ინსტიტუციონალური სტრუქტურა. /. სილაგაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 59-63. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გაანალიზებულია ბანკებისა და საბანკო სისტემის წარმოშობა და განვითარება აშშ-ში, ფედერალური რეზერვების სისტემის (FRS) კომპეტენციები და მმართველობის სტრუქტურა, ამერიკული ბანკების სტრუქტურა, ფედერალური რეზერვების ბანკების ფუნქციები და სხვ.

ავტ.

 

10.3.19. ლიზინგური ბიზნესის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. /. ვარდიაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 64-67. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

თანამედროვე ლიზინგი ხშირად კვალიფიცირდება როგორც ბალანსგარეშე დაფინანსება”, ეს იმიტომ, რომ იგი ხელს უწყობს ფულადი სახსრების ტრადიციული წყაროების მოზიდვას. ლიზინგი გარკვეულწილად კრედიტს წააგავს, რომელიც მოწყობილობების შესაძენად გაიცემა, ამიტომ მას შეიძლება ქონებრივი კრედიტიც ვუწოდოთ. ლიზინგის განვითარება არა მხოლოდ მეწარმეებისთვისაა მომგებიანი, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვისაც. ჯანსაღი სალიზინგო ბაზარი ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული წარმოების დარგების დაფინანსებას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველ­ყოფას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვასა და სხვ. ბიზნესის განვითარება კი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლების წინაპირობაა.

ავტ.

 

10.3.20. ეროვნული ეკონომიკის მოდერნიზაცია გლობალიზაციის პირობებში. /. გრაჟევსკაია/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 68-74. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გაანალიზებულია თანამედროვე მიკრომეურნეობრივი განვითარების ობიექტური საფუძვლები და გლობალიზაციის პროცესის რეალიზაციიის სოციალურ-ეკონომიკური ფორმები მოდერნიზაციის თანამედროვე პარადიგმის კონტექსტში. მოდერნიზაციის თეორიისა და პრაქტიკის ისტორიული ევოლუციის კვლევის საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა იმის შესახებ, რომ გლობალიზაცია არ შთანთქავს ეროვნულ ეკონომიკას, რადგანაც მსოფლმეურნეობრივი მთლიანობის ჰარმონიული განვითარება მხოლოდ მრავალფეროვნების ერთიანობის პირობებშია შესაძლებელი. ამასთან, ეროვნული ეკონომიკის თანამედროვე მოდერნიზაცია საერთო დიალექტიკურ ერთიანობაში (პოსტინდუსტრი­ალიზაციისა და გლობალიზაციის ტენდენციები), განსაკუთრებულის (ქვეყნების ცალკეული ჯგუფების პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციები) და ერთეულის (სივრცე-დროითი, კულტურული და ცალკეული ეკონომიკის განვითარების ცივილიზაციური თავისებურებები) ტრანსფორმაციულ პროცესში ვლინდება. 2011-2012 წლებში 142 ქვეყნის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის ანალიზის საფუძველზე დასაბუთებულია დებულება იმის შესახებ, რომ ტრანსფორმაციული ეკონომიკის მოდერნიზაციის თანამედროვე ეტაპზე გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მთავრობის აქტიური საქმიანობა ეროვნული კონკურენტუნარიანობის ამაღლებასთან მიმართებაში თანამედროვე სამეურნეო სისტემების სტრუქ­ტუ­რული, ტექნოლოგიური და ინსტიტუციონალური განახლების საფუძველზე. აღნიშნული სტრატეგიული მიზნის რეალიზაცია ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მოდელისა და ეფექტური საბაზრო სისტემის ფორმირებას ითვალისწინებს, რომელიც არსებული ინსტიტუციონალური გარემოს უწყვეტი ხარისხობრივი გარდაქმნის გზით გლობალური ეკონომიკისადმი ადაპტირებადია.

ავტ.

 

10.3.21. პრაქტიკული მოსაზრებები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებზე. /. ძაძამია/. ბუღალტრული აღრიცხვა. – 2012. – #10 – გვ. 27-41. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია სააღრიცხვო სისტემის მოსაწყობად აუცილებელი წინაპირობები, რომელთა განსჯა უნდა დაედოს საფუძვლად ბუღალტრის მიერ სააღრიცხვო ობიექტების დაპროექტებას. სქემატურადაა ნაჩვე­ნები ბიოლოგიური აქტივებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეფასების სტანდარტისეული მიდგომა და ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ სტანდარტით განსაზღვრული არაა აქტიური ბაზრის არარსე­ბობის პირობებში ბიოლოგიური აქტივის შესაფასებლად რომელი მიდგომის გამოყენებას მიენიჭოს უპირატესობაბაზრით განსაზღვრულ ფასებს ან ღირებულებებს თუ დისკონტირებულ ღირებულებას. მინიშნებულია, რომ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას თვით საწარმო იღებს იმ პრინციპის გათვალის­წინებით, რომელი მიდგომის გამოყენება უფრო საიმედოს ხდის რეალური ღირებულების განსაზღვრას.

ავტ.

 

10.3.22. ჰესების მშენებლობის პროექტების კავშირი ინვესტიციების მოზიდვასთან. /. კოდუა/. ჰიდროინჟინერია. – 2012. – #1-2(11-12). – გვ. 49-55. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია საქართველოში არსებული ჰიდრორესურსების ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გზით ათვისების პრობლემატური საკითხები. ნაჩვენებია, რომ ინვესტორების მოზიდვისათვის ყველაზე მიზანშეწონილი და გამართლებული მიდგომაა მათ წარვუდგინოთ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ეკონომიკურად დასაბუთებული პროექტები შესრულებული წინასაპროექტო სტადიაზე (pre-feisibilty), სადაც შეცდომა გაანგარიშებებში შეიძლება აღწევდეს 10-15%-; მაგრამ არ შეიძლება წარვუდგინოთ ჰიდროელექტროსადგურის განხორციელების სქემები, სადაც ეკონომიკაზე არაფერია ნათქვამი; არც ის შეიძლება, რომ გეგმიანი ეკონომიკის პირობებში ეკონომიკურად ეფექტურად მიჩნეული ჰესების პროექტებში დასაბუთებული დადგმული სიმძლავრე მისაღებად იყოს მიჩნეული.

ავტ.

 

10.ა3.23. მსოფლიოს თანამედროვე ეკონომიკური მოდელების თავისებურებები. /შ. ვეშაპიძე/. ახალი ეკონომისტი. – 2012. - #3. – გვ. 14-21. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია მსოფლიოში ისეთი ეკონომიკური მოდელების თავისებურებები და დამახასიათებელი ნიშნები, როგორიცაა: აშშ ეკონომიკური მოდელი; ევროპული მოდელი (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვედეთი, ფინეთი, საფრანგეთი, იტალია); აზიური მოდელი (იაპონია, ინდოეთი, სამხ. კორეა); ლათინოამერიკული და აფრიკული მოდელი. საქართველომ უნდა მიადევნოს თვალყური მსოფლიოს თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურ მოდელებს. ამ გზით შესაძლებელი გახდება ქართული სოციალურ-ეკონომიკური მოდელის ფორმირების ფართოდ გაშლა და სრულყოფილი, ეფექტიანი ჩამოყალიბება.

ავტ.

10.3.24. ფირმათა კლასტერები გლობალურ ინოვაციურ ეკონომიკაში. /. კაპანაძე/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #3. – გვ. 22-26. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კლასტერების აქტიურად განვითარებას ახლა მთელ მსოფლიოში ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობის ეფექტიან მიმართულებად მიიჩნევენ. მაგალითად, ევროპაში ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკი­ცების შესახებ ჯერ კიდევ 1997 წელს მიღებულ დეკლარაციაში და მოქმედებათა გეგმაში, ქსელებისა და კლასტერების საფუძველზე ახალი საწარმოო სისტემის ფორმირება ხსენებული თანამშრომლობის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ მიმართულება­დაა გამოცხადებული. გლობალიზაცია კლასტერებზე კაპიტალის მობილობის მეშვეობით მოქმედებს. ამ დროს ადგილობრივ საწარმოებს ტრანსნაციონალური კორპორაციები იძენენ. ეს ორმაგად აისახება კლას­ტერის ფუნქციონირებაზე. ერთი მხრივ, მსხვილი კომპანიის მიერ რამდენიმე წვრილი საწარმოს შეძენას შეუძლია გამოიწვიოს კლასტერში შემავალ ფირმებს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო და ზოგჯერ არაფორმალური კავშირების რღვევა, რის შემდეგაც კლასტერს შიგნით ურთიერთობები ძირითადად ვერტიკალი ხდება; მეორე მხრივ, ტრანსნაციონალური კორპორაციის შემოსვლას დადებითი როლის თამაში შეუძლია კლასტერის განვითარებაზე ინოვაციების გავრცელების წყალობითა და კლასტერის მცირე და საშუალო საწარმოებისათვის გასაღების ბაზრების გაფართოებით. ისტორიული გამოცდილები­დან გამომდინარე, დაახლოებით 10 წელია საჭირო, რომ კლასტერებმა რეალური კონკურენტული უპირატე­სო­ბა მოიპოვონ. ესაა იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ 4-5 წლიანი საარჩევნო პერიოდის გამო პოლი­ტიკოსები ნაკლებ ყურადგებას აქცევენ (ან სულაც უგულვებელყოფენ) კლასტერულ მიდგომებს თავიანთ ეკონომიკურ პროგრამებში. არადა, დღეს არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, მიზანმიმარ­თუ­ლი მცდელობის პირობებში ნამდვილად შესაძლებელია ზემოხსენე­ბული 10-წლიანი პერიოდის არსები­თად შემჭიდროება.

ავტ.

 

10.3.25. მოსაზრებები ინვესტიციების გამოსყიდვის ვადის მაჩვენებლის შესახებ. /. ღუდუშაური, . ლაზვიაშვილი, . კულიანი/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #3. – გვ. 27-30. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სტატიაში დაყენებულია ინვესტიციების გამოსყიდვის ვადის მაჩვენებლის და ინვესტიციებიდან შემოსავ­ლების ნამატის კოეფიციენტის ერთობლივად გამოყენების საკითხი. განხილულია ინვესტიციებიდან შემოსავლების მიღების ორი ვარიანტი. პირველი როცა შემოსავლები ყოველწლიურად თანაბრად მიიღება და მეორე, როცა არათანაბრად მიიღება. შემოსავლების თანაბარი მატება გრაფიკზე გამოსახულია სწორ­ხა­ზოვანი მრუდით, არათანაბარი მატება კიორნაირად: შემოსავლების მეტი ზრდა საწყის წლებშიამოზ­ნექილი მრუდი (FGD მრუდი), ხოლო შემოსავლების ნაკლები ზრდა საწყის წლებში და შემდეგ მატება ჩაზნექილი მრუდით (FHD მრუდი). სტატიაში პირობით მაგალითზე 6 ვარიანტად გამოანგარიშებულია შემოსავლების ნამატის კოეფიციენტი და დადგენილია მეწარმე-ინვესტორისთვის სახსრების იმ პროექ­ტში დაბანდების უპირატესობა, რომლის შემოსავლების ნამატის კოეფიციენტი არის მაღალი, ინვსტიცი­ების გამოსყიდვის ვადის თანაბარ პირობებში.

ავტ.

 

10.3.26. დროის ეფექტური მართვის თანამედროვე მეთოდები. /. შუდრა/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #3. – გვ. 31-34. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ყურადღება გამახვილებულია დროის ეფექტური მართვის უახლეს მეთოდებზე, როგორიცაა: ელექტრონული მონაცემთა ბაზა, მობილური ტელეფონი, საქმიან ქაღალდებთან მუშაობა, ურთიერთობა თანამშრომლებთან, თათბირის კულტურა და სხვ. ხაზგასმულია, რომ დროის ეფექტური მართვის, მისი ეკონომიის დონე, საბოლოოდ არა ცალკეული ორგანიზაციის, არამედ მთელი საზოგადოების განვითარების დონეა.

ავტ.

 

10.3.27. საკრედიტო რისკის გაზომვის ნოვატორული რაოდენობრივი მეთოდები. /. გონგლიაშვილი/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #3. – გვ. 35-37. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია უკანასკნელ პერიოდში მეცნიერებისალტმანის, ჩესერის, ბივერის და სხვათა მიერ შემუშავებული მსესხებელ-კომპანიის კრედიტუნარიანობის გაზომვის სხვადასხვა მეთოდები. მათი სიმრავლის მიუხედავად, კრედიტუნარიანობის განსაზღვრის ყველა ალგორითმში მონაწილეობენ ისეთი ცვლადები, როგორიცაა: წმინდა მოგება, საბრუნავი კაპიტალი, რეალიზაცია, ერთობლივი ვალი და საკუთარი კაპიტალის საბაზრო ღირებულება. სტატიაში ეს ბუნებრივადაა მიჩნეული, რადგან ეს მაჩვენებლები პირდაპირ ქმნიან ფირმა-მსესხებლის გადახდისუნარიან პოტენციალს. ფირმა-მსესხებლის კრედიტუნარიანობის განსაზღვრის ამ ახალი მეთოდებიდან ავტორი საქართველოსთვის გამოსაყენებ­ლად უპირატესობას აძლევს რუსულ მოდელს და ამას ასაბუთებს ჩვენი და მათი ბიზნეს-გარემოს მსგავსებით.

ავტ.

 

10.3.28. მომხმარებლის დამოკიდებულება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობისადმი. /. გიგაური/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #3. – გვ. 38-41. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევები ადასტურებენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დადებით გავლენას მომხმა­რებ­ლების დამოკიდებულებაზე და მათ მიერ კომპანიის მხარდაჭერაზე. მომხმარებელი, ბევრ ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო იყენებს ეთიკურ კრიტერიუმს პროდუქტის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. უფრო მეტიც, გაიზარდა სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოხმარებაც. მომხმარებლები აჯილდოებენ კომპანიის ეთიკურ ქცევას იმით, რომ იხდიან უფრო მაღალ ფასს. თუმცა, მომხმარებელი, ასევე, ყიდულობს არაეთიკური კომპანიისგანაც, მაგრამ სჯის მას იმით, რომ მოითხოვს დაბალ ფასებს. მაშინ, როდესაც მომხარებელი განვითარებულ ქვეყნებში დაინტერესებულია, დადებითი დამოკიდებუ­ლება აქვს და მხარს უჭერს კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივებს. განვითარებად ქვეყნებში, პირიქით, მომხმარებლები არ არიან ინფორმირებულნი და არც მხარს უჭერენ კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას. მაგრამ, ამის მიუხედავად, სოციალური პასუხისმგებლობა, განვითარე­ბად ქვეყნებშიც ზრდის დადებით დამოკიდებულებას და ლოიალობას კომპანიის და / ან ბრენდისადმი, აგრეთვე, აუმჯობესებს ფინანსურ მაჩვენებლებს. ამგვარად, სოციალურ პასუხისმგებლობას მნიშვნელო­ვანი და მზარდი გავლენა აქვს მარკეტინგული სტრატეგიის შერჩევაზე, განსაკუთრებით, სამომხმარებლო ღირებულებაზე გავლენის თვალსაზრისით.

ავტ.

 

10.3.29. ინკლუზიური ბიზნესის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. /. მეძმარიაშვილი/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #3. – გვ. 52-56. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ინკლუზიური ბიზნესი სოციალური მეწარმეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მეწარმეობის ეს მოდელი ემყარება ხელმოკლე მოსახლეობას და ითვალისწინებს მათ ჩართვას ღირებულების შექმნის ჯაჭვში. მეწარმის სარგებელი ინკლუზიურ ბიზნესში მომხმარებელთა წრის გაფართოება, ახალი და იაფი სამუშაო ძალის დაქირავება, პროდუქციის მიწოდების და რეალიზაციის არხების გაძლიერებაა. ხელმოკლე მოსახლეობას ინკლუზიური ბიზნესი საშუალებას აძლევს დაიკმაყოფილოს ძირითადი საჭიროებები, მოიპოვოს მყარი შემოსავალი, მიიღოს განათლება, აიმაღლოს მწარმოებლურობა. საქართველოში ეს მიმართულება ნელ-ნელა ვითარდება. საჭიროა ამ სექტორში სახელმწიფოს უფრო მეტად ჩართულობა და სოციალური მეწარმისთვის გარკვეული შეღავათების დაწესება, რადგან ეს მიმართულება სოციალურ მიზნებს ემსახურება.

ავტ.

 

10.3.30. უმუშევრობისა და დასაქმების პრობლემები საქართველოში. /. მატიაშვილი/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #3. – გვ. 62-66. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილული უმუშევრობა, როგორც საბაზრო ეკონომიკის განუყოფელი მოვლენა. მისი გარკეული დონით არსებობა სრულიად დასაშვებია სრული დასაქმების პირობებში. უმუშევრობა საქართველოში ქვეყნისათვის უმწვავეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემად იქცა. დღეს, როდესაც ქვეყანას ჭირდება უფრო მეტი წარმოებული პროდუქტი და მომსახურება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება. მცირე ბიზნესი ადამიანების დასაქმების საუკეთესო საშუალებაა. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლად ცხოვრობს უმუშევრობის დაძლევის ერთ-ერთი გზა - სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდაა.

ავტ.

 

10.3.31. საგადასახადო ტვირთის სიმძიმე. /. გელაშვილი, . დავლაძე/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #3. – გვ. 67-70. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ასახულია საგადასახადო ტვირთის სიმძიმის შეფასება ეფექტური კანონმდებლობის მიხედვით, რომლის მიხედვითაც გადასახადების გავლენა ინვესტიციებზე ფასდება ზღვრული კორპორაციული საგადასახა­დო განაკვეთით და საშუალო კორპორაციული ეფექტური საგადასახადო განაკვეთით. განხილულია ადმინისტრირების ხარჯების ტვირთი, როგორც საგადასახადო ტვირთის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნე­ლოვანი ფაქტორი. მოყვანილია სტატისტიკური მონაცემები რეგიონში მიმდინარე მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე მოცემულია რუსეთთან ომისა და კრიზისის გავლენა საგადასახადო ტვირთზე, რის შედეგადაც აღნიშნულმა მაჩვენებელმა საგრძნობლად აიწია. სტატიაში საუბარია იმ მნიშვნელოვან ცვლადებზე, რომელიც განსაზღვრავს რეგიონში საგადასახადო ტვირთის მდგომარეობას. საბოლოო ჯამში, უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო სისტემაში უმნიშვნელოვანესი როლი უკავია საგადასახადო ტვირთის სიმძიმეს, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. რეგიონის კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენ მაჩვენებლით ბოლო ადგილზე ვიმყოფებით, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გვაძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ აღნიშნული მდგომარეობა შეიცვლება და მთლიანი მშპ დააბალანსებს გაზრდილი გადასახადების სიმძიმეს საზოგადოებაზე.

ავტ.

 

10.3.32. ქვეყნების კონკურენტუნარიანობა და კლასტერები: ისტორია და თანამედროვეობა. /. გაგნიძე/. გამომც. უნივერსალი”. – 2012. – 119 გვ. – ქართ.

თანამედროვე ეკონომიკურ თეორიაში ნაციონალური კონკურენტუნარიანობა, ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და კვლევის თვალსაზრისით, საკმაოდ რთული საკითხია. ამავდროულად, პოსტსაბჭოთა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები დგანან ისეთი დიდი გამოწვევის წინაშე, როგორიცაა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების და ახალ გარემოებებთან ადაპტაციის შესაბამისი ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, რამაც უმოკლეს ვადაში უნდა განაპირობოს განსხვავებული სასტარტო პირობების და მემკვიდრეობის, ტრადიციების და ეროვნული კულტურის ფასეულობების მქონე ქვეყნების წარმატება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გარდამავალი ეკონომიკის მქონე მრავალი ქვეყანა თავისი ეკონომიკის განვითარების სტრატეგიაში წარმატებით იყენებს ნაციონალური კონკურენტუნა­რიანობის და კლასტერების კონცეფციებს. ვფიქრობთ, მათი გამოყენება საქართველოს ეკონომიკის პირობებშიც ასევე წარმატებული იქნება. წარმოდგენილი ნაშრომი, ერთგვარი გზამკვლევის როლს შეასრულებს ამ საკითხებზე მომუშავე მეცნიერების, სტუდენტების, პრაქტიკოსი ეკონომისტებისა და დაინტერესებული მკითხველის ფართო წრისთვის.

ავტ.

 

10.3.33. საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი როგორც საერთაშორისო ინტეგრაციისა და ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელოვანი ფაქტორი. /. პავლიაშვილი, . კიწმარიშვილი/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 7-12. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა თანამედ­როვე გლობალიზაციის პირობებში. დახასიათებულია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზოგიერთი თეორიული და პრაქტიკული მახასიათებელი. განხილულია ბოლო თხუთმეტი წლის მნიშვნელოვანი პარამეტრები, როგორც ნავთობსადენების, ასევე საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისათვის. კონკურენციის განვითარების ფაქტორებად აღიარებულია: ეკონომიკური კარგახ­სნილობა, ტრანსნაციონალური კომპანიების ზრდა, მოთხოვნა-მიწოდების გლობალიზაცია, ბაზრების დერეგულირება, მაღალი ტექნოლოგიების განვითარება. ნაჩვენებია, რომ ისეთი ქვეყანა როგორიც საქართველოა, მუდმივად უნდა ახორციელებდეს ეროვნულ კანონმდებლობის სინქრონიზაციას საერთაშორისო კანონმდებლობასთან და ამასთანავე ცდილობდეს მაქსიმალურად აირიდოს ეკონომი­კური ექსპანსია და დისკრიმინაცია. დღევანდელ პირობებში ეკონომიკური სუვერენიტეტის არსი არ გამოიხატება სახელმწიფოს ეკონომიკური ძლევამოსილების განმტკიცებაში მის ტერიტორიაზე, უფრო მნიშვნელოვანია საერთაშორისო ეკონომიკურ ინტეგრაციში ადაპტირება და ისეთი ინსტიტუტების შექმნა, რომელიც უფრო და უფრო დაგვაახლოებს მსოფლიო გლობალიზაციას.

ავტ.

 

10.3.34. ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი: არსი და გამოყენებითი ღირებულება. /. არჩვაძე/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 13-16. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ეკონომიკის მაკროეკონომიკური სტაბილურობის, მისი ნეგატიური ტენდენციებისადმი მდგრადობას კარგად ახასიათებს ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი, რომელიც ინფლაციისა და უმუშევრობის დონეთა ჯამური ინდიკატორია. აშშ-ში მისი გამოყენების ისტორია თითქმის ოთხ ათეულ წელს ითვლის, საქართველოში კი, მიუხედავად გაანგარიშების სიმარტივისა, ჯერჯერობით არ გამოიყენება. მიზან­შეწო­ნილია, რომ ყოველი ქვეყნისათვის არსებობდეს ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსის ზღვრული მნიშვნელობა. აშშ-ში, ავტორის აზრით, ეს არის 7%, საქართველოსათვის – 15%. ბოლო 14 წლის მანძილზე აღნიშნული ინდექსის საშუალო მნიშვნელობა 7%-იან ნიშნულს ამერიკაში აღემატებოდა მხოლოდ 1.385 პროცენტული პუნქტით, ხოლო საქართველოში 15%-იან ნიშნულს – 5.986 პუნქტით, ანუ 3.4–ჯერ უფრო მეტად. ბოლო 14 წლის მიხედვით, საქართველოს ინფლაციიის საშუალო წლიური მაჩვენებელი აღემატებოდა აშშ-სას 3.0-ჯერ (7.5% და 2.46%), უმუშევრობისა კი, შესაბამისად, 2.3-ჯერ (13.5% და 5.95%). რაც მეტყველებს საქართველოს ამერიკისაგან არა მარტო ზოგადეკონომიკურ, არამედ ეკონომიკური მდგრადობისა და სტაბილური განვითარების შედარებით ჩამორჩენილობაზე. აღნიშნული ინდიკატორით საქართველოს მდგომარეობა ჩვენს უშუალო მეზობლებთანაზერბაიჯანსა და სომხეთთან შედარებით გაცილებით უარესია.

ავტ.

 

10.3.35. ევროკავშირის ფორმულირების განვითარება და ეკონომიკური კონკურენციის კანონი. /. ლორ­თ­ქიფანიძე/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 17-18. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ეკონომიკური რეფორმების პრაქტიკაში ეფექტიანი სტრუქტურული ძვრების სტიმულირებისათვის, ავტო­რი ანვითარებს ევროკავშირის ფორმულირებას: E = [(Eio+Eit)/2]Δai; i=1,2,…n, სადაც, Eსტრუქტუ­რუ­ლი ძვრების ეფექტიანობაა დროის t მონაკვეთში; Eio სტრუქტურის შემადგენელი i-ური ელემენტის საწყისი ეფექტიანობაა; Eit სტრუქტურის შემადგენელი i-ური ელემენტის ეფექტიანობაა t მონაკვეთის დასასრულისათვის; Δai გამოყენებული რესურსის სტრუქტურის შემადგენელი i-ური ელემენტის ხვედ­რითი წონის ცვლილებაა დროის t მონაკვეთში. i =1, 2, … nსტრუქტურის შემადგენელი ელემენტი (დარგი, რეგიონი, ასაკობრივი, სახეობრივი ჯგუფი ან სხვ). ზემოაღნიშნული სტრუქტურის ეფექტიანობა დადებით ნიშნულზე უნდა ფიქსირდებოდეს, ამასთანავე, არსებითი მატების ტენდენციით, განსაკუთ­რებით, კრიზისული გამწვავების ფონზე. რეფორმების ზღვრული ეფექტიანობის სტიმულირებისათვის. ავტორი, დენის ძალის ცნობილი კანონის მსგავსად, განმარტავს ეკონომიკური კონკურენციის თავის კანონს და კონკურენციის ძალის განსაზღვრისათვის შემოაქვს ორი ინდექსი: I1 = U/R1 (სადაც I1 - კონკუ­რენციის პირველი ინდექსია, ხოლო U - ერთგვაროვანი პროდუქციის მთლიანი გამოშვება, R1 კი - ერთგვა­როვანი პროდუქციის ყველაზე მსხვილი მწარმოებლის გამოშვება) და I2 = U/R0 (სადაც I2 - კონკურენციის მეორე ინდექსია, ხოლო R0 - არარეალიზებული პროდუქცია). დასკვნითი მონიტო­რინ­გისათვის, ავტორი მიზანშეწონილად თვლის, გავიანგარიშოთ კონკურენციის ინტეგრალური კოეფი­ციე­ნ­ტი K = Nq × I1× I2, სადაც Nq - ერთგვაროვანი პროდუქციის მწარმოებელ ფირმათა რიცხვია ბაზარზე.

ავტ.

 

10.3.36. უძრავი ქონების ბაზრის ზოგადი მოდელის ძირითადი ასპექტები. /. სიჭინავა, . ვეშაპიძე, . ქარჩავა, . ოსაძე/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 24-33. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია უძრავი ქონების ბაზრის ჩამოყალიბების წინაპირობა საქართველოში, რომელიც XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. აღწერილია უძრავი ქონების ბაზარი ზოგადად, რომელიც შეიძლება განვსაზღვროთ როგორც ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების სისტემა. იგი წარმოიშობა სასაქონლო და ფულადი ბრუნვის ურთიერთქმედების საფუძველზე. უძრავი ქონების ბაზარი, როგორც თვითრეგულირებადი სისტემა, შედგება 7 ძირითადი ელემეტისგან: მოთხოვნა, მიწოდება, ფასი, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ინფრასტრუქტურა და საქმიანი პროცედურები. უძრავი ქონების ბაზრის ძირითადი ფუნქციებია: კომერციული, საინფორმაციო, ფასწარმომქმნელი, მასტიმული­რებელი, კონკურენციული, საშუამავლო, მარეგულირებელი, საინვესტიციო, სოციალური, მიწების და სხვა ობიექტების გადანაწილება. გაანალიზებულია უძრავი ქონების ბაზრის სისტემა როგორც ინვესტიციების სფერო. დახასიათებულია საინფორმაციო ინფრასტრუქტურა, მონაცემთა ბაზის ფორმირების ძირითადი წყაროები. მოცემულია უძრავი ქონების ბაზრის სახეები, მისი კლასიფიკაცია ფასეტური წესით.

ავტ.

 

10.3.37. კომერციული ბანკის ფასიანი ქაღალდების პორტფელი. /. პაპასკირი/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 40-42. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

აღწერილია ფინანსური პორტფელის ოპტიმალურად დაკომპლექტების წესი. აღნიშნულია, რომ იგი უნდა მოხდეს მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ბაზრის ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზის ჩატარების შემდეგ. ეს სამუშაო უნდა შეასრულოს ბანკის ფინანსურმა მენეჯერმა. სტატიაში ნაჩვენებია, რომ ბანკის ფინანსურმა მენეჯერმა უნდა გააანალიზოს და შეაფასოს ემიტენტის შემდეგი ეკონომიკური მაჩვენებ­ლე­ბი: აქტივების რენტაბელობა (ROA), საერთო ლიკვიდურობა (K0), კაპიტალის სტრუქტურა (K3) და შეფარდებააქტივების საბაზრო ფასი/მოგება ერთ აქციაზე (D/E). საერთო ლიკვიდურობის მაჩვენებელი არ უნდა იყოს 200%-ზე ნაკლები, კაპიტალის სტრუქტურის კოეფიციენტი – 50%-ზე მეტი, რენტაბელობის მაჩვენებელი – 15%-ზე მეტი, ხოლო შეფარდება D/E – რაც შეიძლება ნაკლები.

ავტ.

 

10.3.38. რეგიონის საფინანსო-ეკონომიკური დამოუკიდებლობის მეთოდურ-მეთოდოლოგიური ასპექტები. /. თათეშვილი/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 43-45. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია ქვეყნის რეგიონული განვითარების თეორიებისა და ეკონომიკური პოლიტიკის რეგულირების საერთაშორისო გამოცდილება, რეგიონული საბიუჯეტო-საგადასახადო გათანაბრების პოლიტიკის ელემენტების სახელმწიფოებრივ რეგულირებასთან დაკავშირებული ინსტრუმენტების კვლევა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა ქვეყნის ტერიტორიული განვითარების რეგულირების პროცესებში საბიუჯეტო-საგადასახადო მექანიზმების გამოყენებით,

ავტ.

 

10.3.39. უკრაინის ტრანს-სასაზღვრო ურთიერთობა: რეტროსპექცია და პერსპექტივა. /. შუბა/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 53-57. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ტრანს-სასაზღვრო ურთიერთობების ფენომენის ანალიზის უმთავრესი მიდგომა და მისი საერთო ფორმები ევროპაში. დადგენილია სასაზღვრო ვაჭრობის განვითარების ეტაპები უკრაინაში საბჭოთა პერიოდში და ფორმები, რომელშიც ტრანს-სასაზღვრო კოოპერაციები ახლანდელ პერიოდში ხორციელდება. განხილულია ძირითადი ფაქტორები, რამაც შეაფერხა ტრანს-სასაზღვრო ურთიერთო­ბების განვითარება უკრაინაში. განზოგადოებულია რეკომენდაციები უკრაინაში ტრანს-სასაზღვრო ურთი­ერ­თობების განვითარების პერსპექტივებზე.

ავტ.

 

10.3.40. ადამიანისეული კაპიტალის როლი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. /.ახვლედიანი/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 58-61. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

წარმოდგენილია ადამიანისეული კაპიტალის არსი, მისი აქტუალურობა თანამედროვე ეპოქაში და მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. მოყვანილია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანი­ზაციების კვლევის შედეგები და სტატისტიკური მონაცემები. გამოკვეთილია ადამიანისეული კაპიტალის განვითარების პრობლემა საქართველოში. პრობლემა ძირითადად მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნის მთავრობა არასაკმარის თანხებს ხარჯავს განათლების სფეროში და მაღალკვალიფიციური კადრების სიმცირის გამო ქვეყანაში ფიქსირდება შრომის მწარმოებლურობის დაბალი დონე. საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანისეული კაპიტალის განვითარებისათვის გაწეული დანახარჯები შედარებულია აშშ-ის მთავრობის მიერ აღნიშნულ სფეროში გაწეულ დანახარჯებთან. აღწერილია ის გზები და მეთოდები, რომლებიც დაეხმარება საქართველოს ადამიანისეული კაპიტალის განვითარებაში. ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, უნდა შემუშავდეს სწორი დამოკიდებულებაადამიანისეული კაპიტალისმიმართ, რადგანაც განათლებისა და ცოდნის სფეროში თანხები არ ითვლება დაკარგულად. ასეთი ინვესტიციებიადამიანისეულ კაპიტალშიმძლავრ სტიმულს მისცემს ქვეყნის აღორძინებას, მით უმეტეს, რომ XXI საუკუნე აღიარებულია ცოდნის, ინტელექტუალური კაპიტალის საუკუნედ.

ავტ.

 

10.3.41. სიღარიბე მსოფლიოს დაუძლეველი პრობლემა და არსებული მდგომარეობა საქართველოში. /. ადეიშვილი/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 62-67. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

აქცენტი გაკეთებულია საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე სიღარიბესთან დაკავშირებით. ასევე, მოყვანილიაგაეროს გეგმა საქართველოს განვითარების ხელშეწყობისათვის”, რომელიც უნდა დაეხმაროს საქართველოს სიღარიბის დაძლევაში. განხილულია მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგები, სიღარიბესთან დაკავშირებით მსოფლიოში და საქართველოში. საქართველოში კვლევა ჩატარებულია რეგიონალ ჭრილში. ექსპერტების მიერ კი ,,სიღარიბის დასაძლევ ყველაზე ეფექტურ ხერხადსაარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის ცვლილებაა მიჩნეული. მოტანილია მთავრობის პროგნოზი ეკონომიკური ზრდის შესახებ და ამასთან დაკავშირებით, განხილულია ექსპერტების კრიტიკული მოსაზრებები. ჩამოყალიბებულია აზრი, თუ რა უნდა გაკეთდეს რეალურად საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც აამაღლებს ერის კეთილდღეობას.

ავტ.

 

10.3.42. საკრედიტო კავშირები საქართველოში. /. ჯაბუა/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 68-71. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

დღეს მთლიანად ფინანსური სისტემა და განსაკუთრებით საკრედიტო კავშირები განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება. მათ მრავალი პრობლება შეუქმნა 90-იანი წლებში საქართველოში არსებულმა მდგომარეობამ, რამაც საბოლოო ჯამში უამრავი მათგანის გაკოტრება გამოიწვია. მოხდა ზოგიერთი მათგანის ლიკვიდაცია. დღესდღეისობით 18 მათგანი ფუქციონირებს. უნდა აღინიშნოს რომ საკრედიტო კავშირების განვითარებაზე გავლენას ახდენს სახელმწიფოს მხარდაჭერა, ისეთი კანონმდებლობა თუ პოლიტიკა რაც ხელს შეუწყობს საკრედიტო კავშირების ფუნქციონირებას. ამავე დროს, წარმატების მისაღწევად საკრედიტო კავშირებმა დეტალურად უნდა შეისწავლოს ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკა და უცხური წარმატებული საკრედიტო კავშირების გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკრედიტო კავშირებს შედარებით უფრო მცირე ისტორია გააჩნიათ ვიდრე კომერციულ ბანკებს, დასავლეთ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ისინი წარმოჩენილები არიან, როგორც გაცილებით უფრო სტაბილური ფინანსური დაწესებულებები, რომელთაც აღმოაჩნდათ ფინანსური კრიზისის მიმართ უფრო მეტი მდგრადობა, ერთი მხრივ მაღალი ლიკვიდურობის, მეორე მხრივ გაცილებით დიდი ფინანსური გამჭვირვალობისა და წევრების საკრედიტო კავშირის საქმიანობაში მაღალი ჩართულობის გამო.

ავტ.

 

10.3.43. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში. /. ჯოხაძე/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 72-76. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

შეფასებულია საქართველოს სტაბილური განვითარებისათვის ძლიერი ეკონომიკის აუცილებლობა, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ინვესტიციების რაოდენობასთან. დასაბუთებულია ადგილობრივი დანაზოგების დეფიციტის გამო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საჭიროება. ეს გამოწვეულია, მოხმარების ძალიან მაღალი წილით მთლიან შიდა პროდუქტში, მაგალითად 2009 წელს საქართველოში სამომხმარებლო ხარჯები მშპ-ის 106%- შეადგენდა. მოყვანილია სტატისტიკური მონაცემები დანაზოგებისა და შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ. განხილულია პირდაპირი ინვესტიციების დადებითი და უარყოფითი მხარეები. მოყვანილია რუსეთთან ომისა და კრიზისის გავლენა საქართველოში შემოსულ ინვესტიციებზე, რის შედეგადაც უცხოური ინვესტიციები 2005 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა. წარმოდგენილია საქართველოს საერთაშორისო რეიტინგები და ფაქტორები, რომლებიც ახდენენ ზემოქმედებას უცხოელ ინვესტორებზე. ახსნილია ევროპის ბაზარზე შესვლის აუცილებლობა. ადგილობრივი მოხმარება წლიურად მხოლოდ 15,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად დაბალი მაჩვენებელია. შემოთავაზებულია მოსაზრება სტრატეგიული ინვესტიციების შესახებ, რომელიც იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების დასაქმების გარანტია. მოცემულია საინვესტიციო ნაკადების წარმომავლობის სტატისტიკა და გაკეთებულია მისი ანალიზი. განხილულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორების მიხედვით და გაანალიზებულია მისი აუცილებლობა სტრატეგიულ სფეროებში.

ავტ.

 

10.3.44. ინფლაციის გამომწვევი მიზეზები და მისი დაძლევის გზები. /. ნიკოგოსოვი/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 77-80. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია საქართველოში ინფლაციის გამომწვევი მიზეზები და მის შესამცირებლად გამოყენებული მეთოდები, რომელთაც საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და მთავრობა მიმართავენ. შედარებულია ინფლაციის დონე მსოფლიოს წამყვან და საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან. სასურველია საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს ანტიინფლაციური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შეძლებს ინფლაციის ერთციფრიან ნიშნულზე დაყვანას. ამისათვის, მთავრობის მიერ გატარებული საბიუჯეტო პოლიტიკა უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის თანმხვედრი. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ბიუჯეტის დაბალანსებასა და სახელმწიფო ხარჯების შემცირებაზე. ამ ეტაპზე, დეფიციტის შემცირების ერთ-ერთი გზაა ინვესტიციების მოზიდვით მიღებული თანხების გამოყენება საგარეო ვალების მიმართულებით. ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია, აგრეთვე, ბაზარზე ფულის მასის შემცირება. ინფლაციის ზრდის დაძლევისათვის გადადგმული ყველა ნაბიჯი უნდა იყოს ურთიერთშეთანხმებული და საფუძლიანად გაანლიზებული, რათა მას არ მოჰყვეს ეკონომიკის დაკრედიტების პარალიზება და არც ეკონომიკური ზრდის შეჩერება.

ავტ.

 

10.3.45. საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის შედარებითი ეკონომიკური დახასიათება. /. კუჭუხიძე/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 81-83. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ეკონომიკურად, სოციალურად და განვითარებითაც ურთიერთ­დამოკიდებული ქვეყნებია. ვფიქრობ, რომ თითოეული ქვეყნის მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეზობელ ქვეყანაზე, ამიტომ ამ სამი ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური დახასიათება საკმაოდ საინტერესო და აქტუალური თემაა. როგორც ცნობილია, სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ, საქართველო კი ორივე ქვეყანასთან ინარჩუნებს მეგობრულ, თბილ დამოკიდებულებას. აზერბაიჯანი, თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზეა ვაჭრობის ბრუნვით საქართვე­ლოს­თან, ამიტომ მისი ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობა მეტად მნიშვნელოვანია საქართვე­ლოს ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარებისთვის. თავის მხრივ ქართველებს სომეხ ხალხთან უძველესი დროიდან აკავშირებს არა მარტო ეკონომიკური, არამედ კულტურული, სოციალური ურთიერთობები, ამიტომ მისი განვითარების და ცხოვრების დონეც მნიშვნელოვანი უნდა იყოს საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. სომხეთსა და აზერბაიჯანს შედარებით დაბალი ჯინის ინდექსი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავლები საქართველოსთან შედარებით უფრო თანაბრად არის გადანაწილებული და მშპ- ზრდა აუმჯობესებს ღარიბი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე.

ავტ.

 

10.3.46. საქართველოში საწარმოთა კლასტერიზაციის პროცესის შეფასების ინსტრუმენტები. /. გოგოძე/. საქართველოს საინჟინრო სიახლენი (GEN). – 2012. – #3. – . 63. – გვ. 65-71. – ქართ. რეფ.: ინგლ.

წარმოდგენილია კლასტერიზაციის პროცესის შეფასების ორი ინსტრუმენტი: ევროპის კლასტერების ობსერვატორიის მოდიფიცირებული მეთოდიკა და კლასტერიზაციის ინდექსი, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნან საქართველოში საწარმოთა კლასტერიზაციის პროცესის პოლიტიკის შემუშავებისა და მიღწეული შედეგების მონიტორინგისთვის. მიმოხილულია ამ ინსტრუმენტებით განხორციელებული საქართველოს საწარმოთა კლასტერიზაციის პროცესის მიმდინარე მდგომარეობის ამსახავი შეფასებები.

ავტ.

 

10.3.47. გრაფიკები ეკონომიკაში. /. ვარამაშვილი/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2012. – #4. – გვ. 85-87 – ქართ.; რეზ.: ინგლ.

წარმოდგენილია ეკონომიკაში გამოყენებული ძირითადი გრაფიკული გამოსახვის საშუალებები. განხილული და გამოყენებულია მართკუთხა კოორდინატთა სისტემა, წრფივი, კვადრატული, ექსპონენციალური და რამდენიმე ცვლადის ფუნქციის გრაფიკები. ზოგიერთ შემთხვევაში განხილულია გრაფიკების აგების წესები და აგრეთვე მათემატიკური ფუნქციების გამოსახულებებში შემავალი კოეფიციენტების გრაფიკული აზრი. ნაჩვენებია, რომელი ეკონომიკური ამოცანის მოდელირებისა და ანალიზისათვის შეიძლება იქნეს გამოყენებული ესა თუ ის მათემატიკური ფუნქცია და მისი შესატყვისი გრაფიკი.

ავტ.

 

10.3.48. ინვესტირების ძირითადი ეკონომიკური ასპექტები. /. სრესელი/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2012. – #4. – გვ. 132-134. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

უცხოელი და ადგილობრივი მეცნიერების უმრავლესობის ერთსულოვანი აზრით, უკანასკნელ პერიოდში ფინანსური ბაზრის ყველაზე დინამიურ სექტორად კოლექტიური ინვესტირების სხვადასხვა ფორმები ითვლება. კაპიტალის საერთაშორისო ბაზრების ზრდის უმნიშვნელოვანესი ელემენტი კოლექტიური ინვესტირების ინსტრუმენტებია. საინვესტიციო ფონდები თავის მოღვაწეობას აგებენ რიგითი მეანაბრეების სახსრების აკუმულირებაზე და მათ განთავსებაზე შემოსავლიან ფასიან ქაღალდებში. ფონდები სახსრების აკუმულირებას ახდენენ საკუთარი აქციების და პაების გამოშვებით და გაყიდვით. საინვესტიციო ფონდებს აკუმულირებული სახსრების მიმართვა მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობაზე შეუძლიათ. კოლექტიური ინვესტირების პოზიტიური როლი როგორც ცალკეულ ქვეყნების ფინანსური სისტემის, ასევე მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზაციის პროცესში რთული შესაფასებელია. საინვესტიციო ფონდების ყველაზე გავრცელებული და პერსპექტიული უპირატესობანია: ეფექტიანობა და საინფორმაციო გამჭირვალეობა; დივერსიფიკაცია; პროფესიული მართვა; ლიკვიდურობა; მოხერხებულობა; საგადასახადო შეღავათები; რეგულირებადობა.

ავტ.

 

10.3.49. საქართველოს ეკონომიკა. /. ასათიანი, ვლ. პაპავა, . მესხია, . კაკულია, . არჩვაძე, . ჩიქავა, . ქეშელაშვილი, . კანდელაკი, . ქავთარაძე, . ჩომახიძე, . აბესაძე, . კიკუტაძე, . სართანია, . პავლიაშვილი, . თოქმაზიშვილი, . ადეიშვილი/. – 2012. – 308 გვ. – ქართ.

მოცემულია ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების ანალიზი; გაშუქებულია საქართველოს საბიუჯეტო-საგადასახადო და ფულად-საკრედიტო სისტემების რეფორმირების საკითხები; საქართვე­ლოს ეროვნული სიმდიდრისა და საქართველოს მოსახლეობის აღწარმოების ნეგატიური ტენდენციები მისი თანმდევი სოციალურ-ეკონომიკური შედეგებით; დახასიათებულია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესაბამისი რეგიონმოდიფიკაციები, საქართველოსთვის სპეციფიკური სამთო სოფლის მეურნეობა; შესწავლილია ქვეყნის სპეციფიკური თავისებურებების მქონე რეგიონული ეკონომიკა. განხილულია საქართველოს საკურორტო-რეკრეაციული პოტენციალი და რესურსები, აღნიშნულია საკურორტო-ტურისტული სპეციალიზაციის პრაქტიკულად განუსაზღვრელი პოტენციური შესაძლებლობები და მითითებულია ტურიზმის განვითარების აუცილებლობა. ყველა საკითხი განხილულია გლობალური პროცესების ჭრილში, მითითებულია ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზები. ავტორთა აზრით, საქართველოსთვის მიუღებელია რომელიმე ქვეყნის განვითარების მოდელის მთლიანად გადმოღება-გამოყენება. საქართველოს აქვს საკუთარი ისტორიული თუ სოციო-კულტურული ტრადიციები, რომელსაც მხოლოდ შესაბამისი მოდელი მიესადაგება.

ავტ.

 

4. განათლება

 

10.4.1. ცოდნის შეფასების მეთოდები და საქართველოს საინოვაციო პოტენციალი. /. კოპალეიშვილი, . მახვილაძე, . ბედინაშვილი/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2012. – #2(3). – გვ. 35-42. – ქართ.

მოცემულია ქვეყნის საინოვაციო პოტენციალის რაოდენობრივი მახასიათებლები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყენებული შეფასების მეთოდები. აღწერილია ევროპის ინოვაციური ტაბლოს ინდიკატორთა სტრუქტურა, რომლის მიხედვით ხდება კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციურობის შეფასება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საინოვაციო პოტენციალისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების მდგომარეობის მიხედვით 2009-2010 წლებში საქართველო იყო 84- მსოფლიოს 132 ქვეყანას შორის. აღნიშნულია, რომ ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური და საინოვაციო პოტენციალის ხარისხობრივი და რაოდენობრივი დახასიათების ყველაზე კომპლექსურ და დამუშავებულ სისტემას წარმოადგენს მსოფლიო ბანკის მიერ გამოყენებული ცოდნის შეფასების მეთოდოლოგია (Knowledge Assessment Methodology – KAM), რომელიც გამოიყენება ორი ინდექსის - ცოდნის ინდექსის (KI) და ცოდნის ეკონომიკის ინდექსის (KEI) გამოსაანგარიშებლად. ამ მაჩვენებლების მიხედვით 2009 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის 27 ქვეყანას შორის საქართველო იყო მე-18 ადგილზე (KI-5,15; KEI-5,21).

ავტ.

 

10.4.2. ინგლისური ენის ლექსიკის სწავლების ორგანიზაცია. /. წოწონავა/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 183-186. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ინგლისურ ენაში ფრაზეოლოგიური ერთეულების სწავლების სწორი პედაგოგიური ორგანიზაცია, რაც გულისხმობს ინგლისური ფრაზეოლოგიური ერთეულების გარკვეულ საფეხურზე სწავლებასა და მათი გადაჭრის გზებისა და საშუალებების დადგენას; შემოთავაზებულია ინგლისური ფრაზეოლოგიური ერთეულების გაგებისა და მეტყველებაში მათი გამოყენების ჩვევების გამომუშავების რეკომენდაციები.

ავტ.

 

10.4.3. გამოცდების ჩატარების პრობლემა უმაღლეს სკოლაში სასწავლო პროცესის ჰიგიენის თვალსაზრისით. /. ჩახუნაშვილი, . ხარაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 186-189. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნა­რი­ა­ნი, თანამედროვე სპეციალისტის მომზადებას. მიზნის მისაღწევად საკმაოდ რთული გზაა გასავლელი, რაც მთელი სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის სწორი დაგეგმვითა და სასკოლო ჰიგიენის ძირითადი დებულებების გათვალისწინებითაა შესაძლებელი. პედაგოგიური პროცესის ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე აქტუალურია იმ პრობლემათა შორის, რასაც უმაღლეს სასწავლებლებში ვაწყდებით, მაგ. ახალგაზრდების გონებრივი შრომის ჰიგიენა, გამოცდების წინა და საგამოცდო პერიოდის ჰიგიენა, სახელმძღვანელოების ჰიგიენა და სხვ. განხილულია გამოცდების ჩატარების ორგანიზაციის პრობლემა უმაღლეს სკოლაში და ჰიგიენური ნორმების დარღვევის შემთხვევაში მისი სავალალო შედეგები.

ავტ.

 

10.4.4. მასწავლებლის ავტორიტეტის სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორები. /. საგინაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 189-194. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია პედაგოგის ფსიქო-სოციალური ფაქტორები უმცროსკლასელებთან, უფროსკლასელებთან და სტუდენტებთან მუშაობის დროს. ჩატარებულმა გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ უმცროსკლასელებთან შედარებით მნიშვნელოვანია პედაგოგის თვისებები, რადგან ისინი ჯერ კიდევ ვერ აფასებენ პედაგოგის პროფესიონალიზმს მაშინ, როდესაც უფროსკლასელები უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ პროფესიულ კომპეტენციებს - მათთვის მთავარია მასწავლებელი კარგად ფლობდეს საგანს. პედაგოგიური ფაკულტე­ტის სტუდენტები კი, გამომდინარე მათი საქმიანობიდან, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პროფესიულ კომპეტენციებს.

ავტ.

 

10.4.5. საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის მართვის ძირითადი მიმართულებები და ამოცანები. /. გედევანიშვილი, . სოზაშვილი/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 19-23. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულმა გარდაქმნებმა საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მისცა დამოუკიდებლად აწარმოონ საკადრო პოლიტიკა ანუ თვითონ განახორციელონ ადამიანური რესუ­რ­სების მენეჯმენტი. ასეთი გარემოება დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს საგანმანათლებლო დაწესებუ­ლების ადმინისტრაციას და ახალ მოთხოვნებს უყენებს მას. ეს მოთხოვნები პირველ რიგში კადრების სწორად შერჩევას, საკადრო პოლიტიკის განვითარებასა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების საშუალებების ძიებას უკავშირდება. თანამედროვე მენეჯმენტის თვალსაზრისით ადამიანუ­რი რესურსების გამოყენების გაუმჯობესება განიხილება როგორც ეკონომიკური საქმიანობის ზრდისა და სწავლების ხარისხის ძირითადი პირობა. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კადრე­ბის მართვას და უდავოდ დიდია არენა ღრმა დისკუსიისთვის ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელირე­ბი­დან დაწყებული ადამიანური ურთიერთობების ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ანალიზის ჩათვლით. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა უნდა ჩაერთოს მენეჯმენტის ახალი მოდელების, კონცეფცი­ები­სა და მათი გამოყენების მეთოდების შემუშავების პროცესში. ამერიკული, იაპონური და ევროპული მოდელები არ უნდა ჩაითვალოს დასრულებულად, თუმცა ისინი არ უნდა იქნეს უარყოფილი და შექმ­ნი­ლი აბსოლუტურად ახალი მოდელი. ვფიქრობთ, რომ ზემომოხსენებული მოდელებიდან, საუკეთესო მახასიათებლების გამოცალკევებითა და ქართული ეროვნული ტრადიციული ქცევების გათვალისწინე­ბით, შეიძლება ახალი, ჩვენს რეალობასთან მისადაგებული და ადაპტირებადი მოდელის შექმნა.

ავტ.

 

10.4.6. თავისუფალი პროგრამები საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში. /. გეგეჭკორი. . ბახტაძე, . ჟვანია, . ნარიმანიძე, . ბურჭულაძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 207-211. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია დღეისათვის არსებული ზოგიერთი პრიორიტეტული თავისუფალი პროგრამის ჩამონათვა­ლი, განხილულია მათი უპირატესობები პროპრიეტარულ პროგრამებთან შედარებით და თავისუფალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე გადასვლის დადებითი მხარეები.

ავტ.

 

10.4.7. ბიზნეს-ინჟინერიის სწავლება უცხოეთის უნივერსიტეტებში. /. კოპალეიშვილი, . მახვილაძე/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2012. – #4. – გვ. 12-15. – ქართ.; რეფ.: ინგლ.

მოცემულია ბიზნეს-ინჟინერიის აკადემიური პროგრამების სწავლება მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნის წამ­ყვან უმაღლეს სასწავლებელში. აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ არასაკმარისადაა შესწავლილი ამ დის­ციპ­ლი­ნის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლები. ბიზნეს-ინჟინერიის აკადემიური პროგრამები და სწავლის ხანგრძლივობა განსხვავდება სხვადასხვა უნივერსიტეტში. საერთო ამ პროგრა­მებისათვის არის ზოგადი, საინჟინრო, ეკონომიკური დისციპლინებისა და ენის სავალდებულო კურსები. სწავლება მიმდინარეობს კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების (აკუმულაციის) ევროპული სისტემის (European Credit Transfer and Accumulation System – ECTS) შესაბამისად. აღწერილია ბიზნეს-ინჟინერიის ბაკალავრისა და მაგისტრის სასწავლო პროგრამები ბელგიის, დანიის, შვეიცარიის, გერმანი­ის, აშშ და ზოგიერთი სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში.

ავტ.

 

 

 

5. ინფორმატიკა

 

10.5.1. დისკრეტული სისტემებისათვის საფრენი და სახმელეთო ინფორმაციის შესაგროვებლად და საკონტროლო გაზომვების პროცესში სამუშაო ბიჯის ამორჩევის საკითხები ოპტიმალური ალგორით­მე­ბის გამოყენებით. /. გაზარხანოვი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2012. – . 38. – #1. – გვ. 113-117. – რუს. რეზ.: ქართ., ინგლ.

ინფორმაციის შესაგროვებლად და საკონტროლოდ დისკრეტული სისტემებისათვის, რომლებიც ფუნქციო­ნირებენ როგორც ხარვეზების გარეშე, ასევე მათი ზემოქმედებით, გაზომვების პირობებში განხილულია სამუშაო ბიჯის ამორჩევის საკითხები ოპტიმალური ალგორითმების გამოყენებით.

ავტ.

 

10.5.2. გრაფის გარდასახვა წვეროების ფაქტორიცაზიისა და გრაფთა შეფერადების გზით. /. ქუთათე­ლაძე, . კობიაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #1(483). – გვ. 116-119. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია კონცეპტუალური სქემების გრაფიკული მოდელების სახით წარმოდგენის სხვადასხვა შემთხვევა. წარმოდგენილია გრაფის გარდასახვის ხერხები, რომლებსაც მივყავართ მისი სტრუქტურის გამარტივებამდე. გაანალიზებულია გრაფის შეფერადებისა და ფიქტიური წვეროების შემოტანის უპირატესობები. გრაფის გარდასახვის კონკრეტული შესაძლებლობები ნაჩვენებია მაგალითით.

ავტ.

 

10.5.3. წრფივი დაპროგრამების დიდი განზომილების ამოცანების გადაწყვეტის იტერაციული ალგო­რით­მები. /. ჯიბლაძე, . თოფჩიშვილი, . ანდღულაძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუ­ტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 43-49. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წრფივი დაპროგრამების დიდი განზომილების ამოცანების გადასაწყვეტად შემოთავაზებულია გამოყენე­ბა ორი იტერაციული ალგორითმისა, რომლებიც შემუშავებულია: პირველისიმძიმის ცენტრების მეთოდის ბაზაზე, მეორემუდმივბიჯიანი გრადიენტული მეთოდის ბაზაზე. მიუხედავად იმისა, რომ შემუშავებული იტერაციული ალგორითმები მიახლოებითია, დიდი განზომილების ამოცანებში მათი გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, გამართლებულია, ვინაიდან ხასიათდებიან ისეთი დადებითი თვისებე­ბით, როგორიცაა ალგორითმისა და პროგრამის სიმარტივე, სწრაფქმედება და, რაც მთავარია, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა თავისუფალია სიმპლექს-მეთოდისათვის დამახასიათებელი ისეთი არასასიამოვნო მოვლენისაგან, როგორიცააჩაციკლვა”.

ავტ.

10.5.4. საუკეთესო ვარიანტის ძებნის ერთი ალგორითმის შესახებ ორიენტირებულ გრაფში. /. კუთხა­შვილი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 50-54. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მრავალი პრაქტიკული ამოცანის ამოხსნა მოითხოვს ისეთი ალგორითმების აგებას, რომლებსაც საფუძვლად უდევს გრაფთა თეორიის მეთოდები. განიხილება ოპტიმიზაციის ერთი ამოცანის ამოხსნის ალგორითმი ორიენტირებულ გრაფზე. კერძოდ, მოცემულია n წვეროსაგან შედგენილი ბმული ორიენტირებული გრაფი, რომლის რკალებზეც განსაზღვრულია წონითი ფუნქციები T(n) და R(n). საჭიროა იგოს ალგორითმი, რომელიც იძლევა ისეთი გზის პოვნის საშუალებას, რომლითაც შემოვივლით გრაფის ყველა წვეროს, ამასთან, თითოეულ წვეროში უნდა მოვხვდეთ ზუსტად ერთხელ, ისე, რომ შესრულდეს წონით ფუნქციებზე დადებული გარკვეული შეზღუდვები და ეს გზა იყოს საუკეთესო ერთი რომელიმე კრიტერიუმის თვალსაზრისით.

ავტ.

 

10.5.5. გრაფში უმოკლესი გზების ძიების ალგორითმების შედარებითი ანალიზი. /. ანანიაშვილი, . ოთხოზორია/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 66-70. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გრაფში უმოკლესი გზების დათვლა უმნიშვნელოვანესი და ხშირად გამოყენებადი ამოცანაა. ამ ამოცანების ამოხსნის პრაქტიკული რეალიზაცია შესაძლებელია უკვე არსებული და აპრობირებული მეთოდების გამოყენებით. მნიშვნელოვნ ორი მათგანი: დეიქსტრის და ფორდ-ბელმანის ალგორით­მების რეალიზაცია, ვინაიდან დროითი სირთულით მნიშვნელოვნად უკეთესია დეიქსტრის ალგორით­მი დადებით-წონიანი გრაფების შემთხვევაში, უარყოფითწონიანი გრაფების შემთხვევაში - ფორდ-ბელმანის.

ავტ.

 

10.5.6. ინტეგრალურ-ოპტიკური კომუტატორი 4X4. /. ბუაჩიძე, . გიგინეიშვილი, . ჭირაქაძე, . ყავლა­შვილი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 71-74. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განიხილება კომუტატორ-გადამრთველი, შექმნილი LiNbO3:თი ზოლოვან ტალღგამტარის საფუძველზე. კოჰერენტული ოპტიკური გამოსხივების გადართვა ზოლოვანი ტალღგამტარიდან მეზობელ ტალღგამ­ტარში ხდება პოკელსის წრფივი ელექტროოპტიკური ეფექტის საფუძველზე. გადართვის სიჩქარე არის c რიგის, ხოლო გადამრთველი ელექტრული სიგნალის სიმძლავრე - µ v -რიგის.

ავტ.

 

10.5.7. ორი ქართული ბრუნვის (მოქმედებითისა და ვითარებითის) სემანტიკა. /. დოკვაძე, . ჩიკოიძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 145-157. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ორივე ბრუნვის სემანტიკური სტრუქტურა ასახულია ხისებრი სქემების საშუალებით; ორივე შემთხვევა­ში საწყის (“ძირეულ”) პუნქტად მიჩნეულია სივრცობრივი მნიშვნელობები: მოქმედებითის შემთხვევაში ესაა ორი ობიექტისთანხლებისცნება, ვითარებითის სქემა კი იწყება სივრცეში რაღაც ადგილის, პოზიციისმიღწევისმნიშვნელობით; მათგან პირველის სემანტიკური ველის ცენტრალურ არეს ახასიათებსინსტრუმენტისდამიზეზისმნიშვნელობები, მეორეს კი – “მიზნის”.

ავტ.

 

10.5.8. ლოგიკური იმპლიკაციის ქართულიწინაპრები”. /. ჩიკოიძე, . ამირეზაშვილი, . ჯავაშვილი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 158-165. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ძირითად აბსტრაქტულ ცნებათა უმრავლესობა ბუნებრივი ენებიდან მომდინარეობს. გასათვალისწინე­ბე­ლია, რომ კონცეპტმაჭეშმარიტიარ უნდა დაკარგოს კავშირი პირველ წყაროსთან, რომლისგანაც ის განვითარდა. მეტად მნიშვნელოვანია ენაში დამკვიდრებული ზოგი ცნების შედარება იმ ენობრივი ერთეულების სემანტიკასთან, რომლებიც შეიძლება მის "წინაპრებადიყოს მიჩნეული. ნაშრომში ლოგიკური იმპლიკაციის მაგალითებზე განხილულია ამ კავშირების კერძო შემთხვევები და მათი სემანტიკური შესაბამისობები ქართულში. განხილული ინგლისური განმარტებები გვიჩვენებს, რომ ლოგიკურ იმპლიკაციებსა და მათ შესაბამის ქართულ გრამატიკულ კავშირებს შორის თანაფარდობას ადგილი აქვს ბევრ სხვა ენაშიც.

ავტ.

 

10.5.9. კომპიუტერული საკომუნიკაციო სისტემა სპეციფიკური კატეგორიის მომხმარებელთათვის. /. ლორთქიფანიძე, . სამსონაძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 166-170. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემოთავაზებული კომპიუტერული სისტემა სპეციფიკური კატეგორიის მომხმარებელს დაეხმარება სიმბოლო­ების გამოყენებით კომუნიკაციის დამყარებაში.

ავტ.

 

10.5.10. ლექსემათოვლისაღწერა ლექსიკური ფუნქციებით. /. დოკვაძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 171-176. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ბუნების ერთ-ერთი მოვლენის ამსახველი ლექსემის - თოვლი“- განსაზღვრა, რომელიც წარმოდგენილია ლექსიკური ფუნქციების”, სინონიმური რიგებისდა .. ტერმინებში.

ავტ.

 

10.5.11. ქართული ენის კომპიუტერიზაციის კონცეფციები. /. მარგველანი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 177-180. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ქართული ენის მოდელირებისა და კომპიუტერიზაციის კონცეფციები და მასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები.

ავტ.

 

10.5.12. თემისნიშნიანი მედიოაქტივების ზმნური მოდელები ელექტრონული ლექსიკონისთვის. /. ჯავაშვილი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 181-184. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ელექტრონული ლექსიკონებისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ლექსიკონისთვის, საჭიროა სათანადო ცოდნითა და წესებით შევსებული მონაცემთა ბაზები. ჩვენ მიერ გამოყენებული ცოდნის დაგროვების ექსპერტული სისტემის დახმარებით ბაზები ივსება წესებით, რომლებიც დაფუძნებულია გრამატიკულად სწორ პარადიგმებზე. წარმოდგენილია ქართული ენის მონაცემთა ბაზის/ლექსიკონის ზმნური კომპონენ­ტის ერთ-ერთი ქვეჯგუფი, კერძოდ, თემისნიშნიანი მედიოაქტივი მოდელები.

ავტ.

 

10.5.13. წინადადების უშუალო შემადგენლური სტრუქტურა და სინონიმური ჩანაცვლებები სახელურ ფრაზაში. /. ჩუტკერაშვილი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 185-188. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წინადადების უშუალო შემადგენლური სტრუქტურა ამა თუ იმ სინტაქსური სტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, როდესაც წინადადება მოცემულია მოდელებისა და მათი გაშლების მიმართებების სახით. განხილულია სინონიმური ჩანაცვლებები წინადადების სახელურ ფრაზაში. სახელური ფრაზის შემადგენლები, რომლებიც განსაზღვრავენ არსებითი სახელის ანუ NP-ის ბირთვს, ლაგდება ლოგიკური თანმიმდევრობით, თუ ცხადია, ჩვენ მხედველობაში გვაქვს სტილისტიკურად და ინფორმაციულად ნეიტრალური წინადადება. სახელური ფრაზის შემადგენლების მათი სინონიმებით ჩანაცვლებისას შესაძლოა წინადადების წყობა შეიცვალოს.

ავტ.

 

10.5.14. ძებნის ადაპტირებული ქვანტური პარალელური ალგორითმები. /. არჩუაძე, . ბესიაშვილი, . ხაჩიძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 189-196. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ქვანტური ჯგუფებისა და ქვანტური ლოგიკური გეიტების მათემატიკურ აპარატზე დაფუძნებული ქვანტური გამოთვლები, რომელიც გამოყენებულია არასტრუქტურირებულ მონაცემთა ბაზებში გროვერის ძებნის იტერაციული ალგორითმის ერთ-ერთ ვარიანტში, სადაც შეცვლილია ფაზით და შეცდომის ალბათობის მინიმიზაცია ხდება ეტაპობრივად ალგორითმის კრებადობის პროცესში.

ავტ.

 

10.5.15. შეფერხებების ადგილი და როლი თანამედროვე რთული სისტემების ინფორმაციულ უსაფრთხოებაში. /. სურგულაძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 197-202. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილული და შეთავაზებულია აპარატულ-პროგრამული სისტემებისშეფერხებებისაქტიური დიაგ­ნოს­ტიკის მეთოდები: ინტელექტუალური და ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის. წარმოდგენილია სიხშირეთა C-დიაპაზონში მომუშავე კოსმოსური რადიოელექტრონული აპარატურის იმედიანობის ამაღლების კონცეფცია.

ავტ.

 

6. სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

10.6.1. მომსახურების ხარისხი და მომხმარებელთა ლოიალურობა. /. ნადირაშვილი, . ჯაში/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 23-27. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მომსახურების სფეროს თეორიულ-მეთოდოლოგიური მნიშვნელობის საკითხები: მომსახუ­რების ხარისხისა და მომხმარებელთა ლოიალურობის ურთიერთკავშირი, შეფასების ფორმები და მათი მნიშვნელობა მომსახურების ხარისხისა და მომხმარებელთა კმაყოფილების ამაღლებაში. სტატიაში მოყვა­ნილი შეფასებები და წინადადებები მნიშვნელოვანია მარკეტინგული სტრატეგიის ეფექტიანი განხორცი­ე­ლე­ბი­სა და მომხმარებლებთან გრძელვადიანი მომგებიანი ურთიერთობის განვითარებისათვის. საქარ­თვე­ლოში მომსახურების ხარისხის ამაღლება და მომხარებელთა კმაყოფილების მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტურიზმის პრიორიტეტული განვითარების პირობებში.

ავტ.

 

10.6.2. პოლიტიკური ელიტისა და იდეოლოგიის საკითხი ილია ჭავჭავაძის ნააზრევში. /. ტუკვაძე, . ლორთქიფანიძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 140-144. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ილია ჭავჭავაძე აღიარებდა საზოგადოების განვითარების პროცესში ელიტის წარმმართველ როლს და მიუთითებდა საზოგადოების ელიტურ სტრუქტურაზე. ილია ჭავჭავაძემ განვითარების დიალექტიკიდან გამომდინარე დაასაბუთა ლიბერალური და კონსერვატლი იდეოლოგიის დაახლოების აუცილებლობა; მისი აზრით მხოლოდ ის ერები მიაღწევენ წარმატებებს, რომლებიც სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში დაეყრდნობიან ორივე იდეოლოგიის ღირებულებებს. მისი შეხედულებების ჭეშმარიტებას თანამედროვე დემოკრატიების განვითარების პრაქტიკა ადასტურებს. ილიას პოლიტიკური კონცეფცია აქტუალური და თანამედროვეა. მას პრაგმატული მნიშვნელობა აქვს ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და დემოკრატიზაციის პროცესში.

ავტ.

 

10.6.3. თურქები გერმანიაში: 50 წლის გადაუჭრელი პრობლემა. /. ანთელავა/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 144-150. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

1961 წლის 30 ოქტომბერს დასავლეთმა გერმანიამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას თურქეთიდან გერმანიაში მუშახელის დროებით სამუშაოდ გაგზავნის შესახებ. გერმანიაში თურქებისდროებითყოფნა მითი გამოდგა. ისინი ხანგრძლივი ვადით ანუ სამუდამოდ დარჩნენ. თურქ იმიგრანტთა მოხვედრამ სრულიად ახალ ენობრივ და კულტურულ სივრცეში, მათ წინაშე დააყენა ახალი კულტურული სტანდარტების მიღების საკითხი. თურქები აღმოჩნდნენ ძნელად გადასაწყვეტი პრობლემის წინაშე: ინტეგრაცია თუ ასიმილაცია.

ავტ.

 

10.6.4. წარმოსახვა მეცნიერებაში. /. ჰაბაში/. Nano Studies. – 2012. – #5. – გვ. 121-132. – ინგლ.

ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაში იმის მრავალი მაგალითი მოიპოვება, თუ როგორ უწყობდა ხელს მკვლევარებისა და სწავლულების წარმოსახვა მეცნიერულ პროგრესს. ზოგიერთი ამგვარი იდეა, რომელიც თავდაპირველად დაცინვის საგანიც კი იყო, მოგვიანებით თანამედროვე მეცნიერების საფუძვლად გადაიქცა. მიმოხილულია რამდენიმე ასეთ შემთხვევა მოყოლებული ძველი ბერძნებიდან, რომლებიც ჩვენი პლანეტისდედამიწის ზომებს ითვლიდნენ, გაგრძელებული მე-18 საუკუნეში დედამიწის მასის გამოთვლით ბრიტანელი მეცნიერის მიერ და დამთავრებული ახალი დროით, როდესაც გერმანელი ქიმიკოსის მიერ ურანის გახლეჩა ამ მოვლენის ფაქტობრივ აღმოჩენამდე ხუთი წლით ადრე იქნა ნაწინასწარმეტყველები.

ავტ.


. საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

 

1. მათემატიკა. მექანიკა. ფიზიკა. კიბერნეტიკა

 

10.1.1. სინათლის ბუნების შესახებ. /. ლომაია/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 42-48. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია სინათლის ბუნების შესახებ არსებული შეხედულებები და ექსპერიმენტულ ფიზიკაში ელექტრონებისკვანტური ქცევისფენომენის შესასწავლად ჩატარებული ცდები. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ნივთიერების ნებისმიერი სახის გამოსხივება და მათ შორის სინათლე, შეიცავს სხივურ და ტალღურ გამოსხივებებს. ისინი ნატიფი მატერიისა და ენერგიის ნაირსახეობებია, რომლებიც ვრცელ­დება სივრცეში სინათლის სიჩქარით ერთმანეთთან შეურევლად. გამოსხივება არ შეიცავს დამუხტულ, უძრაობის მასის მქონე ნაწილაკებს. მათი წარმოქმნა ხდება სივრცეში გამოსხივების გავრცელებისას. ელექტრონი არის ნაწილაკი და არა ტალღა-ნაწილაკი, როგორც ამას აცხადებენ კვანტური მექანიკის წამყვანი მეცნიერები.

ავტ.

 

10.1.2. კრამერ-რაოს უტოლობის შესახებ უსასრულო განზომილებიან სივრცეში. /. ნადარაია, . ბაბი­ლუა, . ფაცაცია, . სოხაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – .6. – #1. – გვ. 5-13. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გლუვი ზომების ტექნიკის გამოყენებით მიღებულია კრამერ-რაოს უტოლობა ბანახის სივრცეში. ჩამოყა­ლიბებულია მაქსიმალური დასაჯერობის პრინციპი. განხილულია მაგალითები.

ავტ.

 

10.1.3. კოში-ნიკოლეტის მრავალწერტილოვანი სასაზღვრო ამოცანა წრფივ განზოგადებულ დიფერენ­ცი­ალურ განტოლებათა სისტემებისათვის სინგულარობებით. /. აშორდია, . კვეკვესკირი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – .6. – #1. – გვ. 14-21. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია კოში-ნიკოლეტის მრავალწერტილოვანი სასაზღვრო ამოცანა Dx(t)= dA(t)× x(t)+df (t) for [t a,b], xi(ti+)=0, xi(ti )= 0, (i= 1, …, n) სადაც x1,…xn საძიებელი x ამონახსნის კომპონენტებია, ∞ < a <ti ≤ ti + t1 < b < ∞, f = (f1)n 1=1 : [a,b ] ® Rn არის ვექტორული ფუნქცია, რომლის კომპონენტები სასრული ვარია­ციის მქონე ფუნქციებია, ხოლო მატრიცული ფუნქცია A=(ail)n i,l=1 : [a,b ]® Rnxn ისეთია, რომ ყოველი I {l,…n}-თვის ail,…,ail ფუნქციებს გააჩნია სასრული ვარიაციები [a, b]-ში შემავალ ნებისმიერ შუალედზე, რომელიც არ შეიცავს ტი ti წერტილს. დადგენილია აღნიშნული სასაზღვრო ამოცანის ცალსახად ამოხსნა­დობისათვის საკმარისი პირობები იმ შემთხვევაში, როცა განსახილველი დიფერენციალური სისტემა სინ­გულარულია, ანუ როცა A მატრიცული ფუნქციის კომპონენტებს არ გააჩნია სასრული ვარიაციები [a, b].

ავტ.

 

10.1.4. ნაწილობრივ დამოუკიდებული შემთხვევითი სიდიდეები. /. ღლონტი/. საქართველოს მეცნი­ერე­ბათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #1. – გვ. 23-31. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განსაზღვრულია X და Y შემთხვევითი სიდიდეების A-დამოუკიდებლობის ცნება და A-დამოუკიდებელი შემთხვევითი სიდიდეების მაგალითი არის აგებული. განხილულია რეგრესია X-სა Y-ზე და Y-სა X-ზე. ნაპოვნია ასეთი შემთხვევითი სიდიდეების მახასიათებელი ფუნქციის სახე.

ავტ.

 

10.1.5. ფეიერის განზოგადებული ინტეგრალის აპროქსიმაციული თვისებების შესახებ. /. უგულავა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #1. – გვ. 32-38. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია ლოკალურად კომპაქტურ აბელის ჯგუფზე ჰაარის ზომით რომელიღაც r-სათვის r-ინტეგრებად და აგრეთვე არსებითად შემოსაზღვრულ ფუნქციათა აპროქსიმაციის საკითხები. მააპროქსი­მირებელ აგრეგატებად აღებულია ფეიერის ცნობილი დადებითი ოპერატორების ანალოგები.

ავტ.

 

10.1.6. ლებეგის აზრით არაინტეგრებადი ფუნქციებისაკენ კრებადი ჯერადი ტრიგონომეტრიული მწკრივების კოეფიციენტთა აღდგენის შესახებ. /. ტეტუნაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნუ­ლი აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #1. – გვ. 39-42. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომში შემოტანილია კანტორის ფუნქციონალთა მიმდევრობის ცნება და მოყვანილია თეორემა, რომლის თანახმადაც კრებადი ჯერადი ტრიგონომეტრიული მწკრივების კოეფიციენტების გამოთვლა ხდება კანტორის ფუნქციონალთა განმეორებითი გამოყენებით. შევნიშნავთ, რომ კანტორის ფუნქციონალ­თა მიმდევრობის მაგალითებს წარმოადგენს დანჟუას, მარცინკევიჩ-ზიგმუნდის, ჯეიმსის, ბერკილის და სხვა ინტეგრალების საშუალებით ერთმაგი ტრიგონომეტრიული მწკრივების კოეფიციენტთა გამოსათ­ვ­ლელი ფურიეს ფორმულები.

ავტ.

 

10.1.7. საკუთრივი მნიშვნელობის ამოცანის თანმიმდევრობითი გაწრფივების დახასიათება ღუნვის გვერდითი გრეხვისათვის. /. ამინბაგაი, . მანგი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #1. – გვ. 47-58. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საკუთრივი მნიშვნელობის ამოცანის თანმიმდევრობით გაწრფივება მძლავრი მათემატიკური იარაღი აღმოჩნდა ღუნვების კლასიფიკაციისათვის. განსაკუთრებით საინტერესოა პრეღუნვის მდგომარეობები მუდმივი სრული ენერგიით. ასეთი მდგომარეობის ორი ზღვრული შემთხვევაა მებრანის დაძაბულობისა და წმინდა ღუნვების მდგომარეობები. კვლევის საგანია წმინდა ღუნვების მდგრადობა, რომელიც გვერდითი ღუნვის გრეხვად იწოდება. ტრანსფერ-მატრიცის მეთოდი გამოიყენება ანალიზური სახით სიმტკიცის მატრიცის მისაღებად. საკუთრივი ფუნქციის გაწრფივებული ამოცანისადმი ასეთი მიდგომით მიღებული ამონახსნი იგივეა, რაც მხები მატრიცის მეთოდით მიღებული, რომელიც თავის მხრივ არაწრფი­ვი სასრული ელემენტის ანალიზის მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. მიღებული შედეგი საშუალე­ბას იძლევა ანალიზურად შემოწმდეს ჰიპოთეზები გვერდით გრეხვაზე დამატებითი პირობების არსებობის შემთხვევაში.

ავტ.

 

10.1.8. ნანოღეროების არალოკალური დაზუსტებული თეორია ზედაპირული ეფექტებით. /. ელიშაკო­ვი, . სორე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #1. – გვ. 59-67. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შემოთავაზებულია დიფერენციალური განტოლებები ღეროებისათვის, რომლებიც ითვალისწინებენ განივ დეფორმაციებს, ბრუნვის ინერციას, ლოკალურობას და ზედაპირული ძაბვის გავლენას. ნაჩვენებია, რომ შემოთავაზებული განტოლება არის უფრო მარტივი და თავსებადიც, ვიდრე შესაბამისი ბრესსე-ტიმოშენკოს განტოლებები და მასში ჩართულია ლოკალურობის და ზედაპირული ძაბვის ეფექტი. შემოთავაზებული განტოლება შეიცავს 11 წევრს გადაადგილების ვექტორის მიმართ ნაცვლად 19 წევრისა, რომლებიც მონაწილეობენ ბრესსე-ტიმოშენკოს განტოლებების პირდაპირ განზოგადებაში, რაც ითვალისწინებს არალოკალურობას და ზედაპირულ ეფექტებს.

ავტ.

 

10.1.9. დელტასმაგვარი სინგულარობა რადიალურ ლაპლასის ოპერატორში და შრედინგერის რადია­ლუ­რი განტოლების სტატუსი. /. ხელაშვილი, . ნადარეიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #1. – გვ. 68-73. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სფერულ კოორდინატებში ლაპლასის ოპერატორში ცვლადების განცალების პროცედურის კორექტულად ჩატარების შედეგად, მიღებულია დამატებითი დელტასმაგვარი სინგულარობა, რომლის გამორიცხვაც ზღუდავს ტალღურ ფუნქციას სათავეში. ამ შეზღუდვას სასაზღვრო პირობის სახე აქვს შრედინგერის განტოლებისთვის.

ავტ.

 

10.1.10. ლაზერით აჩქარებული იონებით იშვიათი იზოტოპების სინთეზი და დაშლა. /. გარუჩავა, . სიგუა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #1. – გვ. 74-78. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია ულტრაინტენსიური ლაზერული გამოსხივების წნევის მოქმედებით ზემკვრივი პლაზმის იონების იშვიათი იზოტოპების მიღებისთვის საჭირო ოპტიმალურ ენერგიებამდე აჩქარების დინამიკა. ამ მეთოდით ზემძიმე ელემენტების სინთეზი მიიღწევა ბევრად უფრო მცირე დროში, ვიდრე ტრადიციულ ამაჩქარებლებში. რელატივისტური ზემკვრივი იონების გამოყენება შეიძლება რადიაქტიური ბირთვების დაშლისთვისაც.

ავტ.

 

10.1.11. გლუონის მატერიის მდგომარეობის არაპერტურბაციული ანალიზური განტოლება. /. გოგოხია, . შურღაია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #1. – გვ. 79-86. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ეფექტური პოტენციალის მიახლოება შედგენილი ოპერატორებისთვის განზოგადებულია არანულოვანი ტემპერატურებისთვის და მისი მეშვეობით, პირველადი პრინციპებიდან გამომდინარე, მიღებულია მდგომარეობის განტოლება SU(3) იანგ-მილსის ველებისთვის. ის არსებითად არაპერტურბაციული ხასიათისაა, რადგან უსასრულო რაოდენობის წევრების აჯამვას გულისხმობს. იგი დამოკიდებულია არა ბმის მუდმივაზე, არამედ მასურ ღრეჩოზე, რომელიც პასუხისმგებელია კვანტური ქრომოდინამიკის ძირითადი მდგომარეობის სტრუქტურაზე დიდ მანძილებზე. მდგომარეობის განტოლება არის ჩანთის მოდელის მუდმივას განზოგადება არანულოვანი ტემპერატურებისთვის, მაშინ როდესაც მისი იანგმილ­სის არატრივიალური ნაწილი აპროქსიმირებულია გლუონის თავისუფალი პროპაგატორით არანულო­ვანი ტემპერატურებისთვის, როგორც პირველი აუცილებელი ნაბიჯი. ამ შემთხვევაშიც კი ცხადად ანს, რომ წნევა უწყვეტად იცვლის თავის რეჟიმს T* = 266.5MeV ტემპერატურაზე. ყველა სხვა თერმოდინამიკური სიდიდეები, როგორიცაა ენერგიის სიმკვრივე, ენტროპია და სხვ. მკვეთრად იცვლიან თავიანთ რეჟიმებს T* ტემპერატურის მახლობლობაში. ყოველივე ეს თვისებრივ და რაოდენობ­რივ თანხმობაშია თერმული კვანტური ქრომოდინამიკის მესერული მიახლოების შედეგებთან წმინდა იანგმილსის ველებისთვის. ჩვენ მკაფიოდ დავადგინეთ ყველა თერმოდინამიკური სიდიდე დაბალი ტემპერატურების არეში, სადაც მესერული მიახლოების გამოთვლები აწყდებიან დიდ არაცალსახობებს.

ავტ.

 

10.1.12. ბმული qqq-სისტემების შესწავლა სოლპიტერის განტოლების საფუძველზე უბრალო მიდგომის ფარგლებში ჰიპერსფერული ჰარმონიკების მწკრივად გაშლის მეთოდის გამოყენებით. /. ბაბუციძე, . კოპალეიშვილი, . სხირტლაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #1. – გვ. 87-95. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სოლპიტერის განტოლების საფუძველზე სამი ბმული კონსტიტუენტური კვარკის (ბარიონის) ამოცანის ამოხსნისათვის, სრული ტალღური ფუნქციის .. რელატივიზაციის გარეშე ყალიბდება მიდგომა, სადაც ორ საძიებელ 8-კომპონენტიან სპინორს გააჩნია ნათელი ფიზიკური შინაარსი ნაწილაკ-ანტინაწილაკის (ბარიონ-ანტიბარიონის) კონტექსტში. მითითებულია ორნაწილაკოვანი ურთიერთქმედების განხილვის საეჭვო ხასიათი კვარკული კონფაინმენტის პირობებში. სამნაწილაკოვანი ურთიერთქმედების მქონე კომპაქტური ბმული სისტემების ყველაზე სრული და ადეკვატური აღწერისათვის შემოთავაზებულია გამოთვლებში ჰიპერსფერული ჰარმონიკების მწკრივად გაშლის მეთოდის გამოყენება. განხილულია ცენტრალური სამნაწილაკოვანი ურთიერთქმედების ორი მარტივი ტიპიწრფივი და ოსცილატორული პოტენციალები.

ავტ.

 

10.1.13. მაღალი რიგის არაწრფივ სინგულარულ დიფერენციალურ განტოლებათა ორწერტილოვანი სასაზღვრო ამოცანების დადებითი ამონახსნები. /. კიღურაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. – #3. – გვ. 5-10. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მაღალი რიგის არაწრფივი დიფერენციალური განტოლებებისთვის სინგულარობებით დროითი და ფაზური ცვლადების მიმართ დადგენილია დირიხლესა და ფოკალური სასაზღვრო ამოცანების დადებითი ამონახსნების არსებობის საკმარისი პირობები.

ავტ.

 

10.1.14. იტოს ფორმულა ბანახის სივრცეში. /. მამფორია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. – #3. – გვ. 11-16. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მიღებულია იტოს ფორმულა განზოგადოებული შემთხვევითი პროცესებისა და ბანახის სივრცეში მნიშვნელობების მქონე შემთხვევითი პროცესებისათვის.

ავტ.

 

10.1.15. არაკლასიკური ამოცანები არალოკალური საწყისი პირობებით აბსტრაქტული მეორე რიგის ევოლუციური განტოლებებისათვის. /. ავალიშვილი, . ავალიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. – #3. – გვ. 17-24. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გამოკვლეულია არაკლასიკური ამოცანები აბსტრაქტული მეორე რიგის ევოლუციური განტოლებებისა­თვის არალოკალური საწყისი პირობებით. დამტკიცებულია არსებობის და ერთადერთობის შედეგები ზოგადი დროით არალოკალური ამოცანებისათვის შესაბამის ვექტორული განაწილებების სივრცეებში, მნიშვნელობებით აბსტრაქტულ ჰილბერტის სივრცეებში. აგებული და გამოკვლეულია არაკლასიკური ამოცანის ამონახსნის შესაბამისი კლასიკური ამოცანების ამონახსნებით აპროქსიმაციის იტერაციული ალგორითმი. აბსტრაქტულ ჰილბერტის სივრცეებში არაკლასიკური ამოცანებისათვის მიღებული ზოგადი შედეგების გამოყენებით შესწავლილია დროით არალოკალური საწყის-სასაზღვრო ამოცანები ჰიპერბოლური განტოლებებისა და სისტემებისათვის.

ავტ.

 

10.1.16. ამოზნექილ გენერატორიანი შექცეული სემიმარტინგალური განტოლებები. /. ჩიქვინიძე/. საქარ­თველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. – #3. – გვ. 31-34. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომი ეხება კვადრატულად მზარდ ამოზნექილ გენერატორიან შექცეულ სემიმარტინგალურ განტო­ლე­ბებს. ზოგად მარტინგალურ დასმაში, ამ ტიპის განტოლებებისათვის დამტკიცებულია ამონახსნის არსებობა, როდესაც მარტინგალის კვადრატული მახასიათებელი შემოუსაზღვრელია. ნაშრომში წარმოდ­გენილია სათანადო ოპტიმიზაციის ამოცანა და დამტკიცებულია, რომ მისი ტოლფასი ფუნქცია ზემოაღ­ნიშ­ნულ შექცეულ განტოლებას აკმაყოფილებს.

ავტ.

 

10.1.17. მარყუჟების ფაქტორიზაცია მარყუჟების ჯგუფში. /. გიორგაძე, . ხიმშიაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – .5. – #3. – გვ. 35-38. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია მარყუჟები მნიშვნელობებით მარყუჟების ჯგუფში, როდესაც ჯგუფი კომპაქტურია. მიღებულია რიგი შედეგები ამ კონტექსტში, კერძოდ, ბირკგოფის ფაქტორიზაციის ანალოგი პარამეტრზე დამოკიდებული მატრიცული ფუნქციებისათვის და მითითებულია მათი გამოყენებები განზოგადებული რიმანჰილბერტის ამოცანის შესწავლისათვის, რომელიც დაწყებული იყო ჩვენს ადრინდელ ნაშრომებში.

ავტ.

 

10.1.18. როტორული ტიპის ჩამომსხმელ მანქანაზე უწყვეტი სხმულის დანაწევრების ძალის განსაზ­ღვ­რის მეთოდი. /. ქევხიშვილი, . ჟორდანია, . ლორია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადე­მიის მოამბე. – 2011. – .5. – #3. – გვ. 39-42. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

როტორული სახის საჩამოსხმო მანქანის ენერგოძალოვანი პარამეტრების განსაზღვრისას ძირითად ფაქტორს უწყვეტი სხმულის დანაწევრების პროცესი წარმოადგენს. ნაშრომში SiMn20, FeSi45 და FeSi75 მაგალითზე წარმოდგენილია ჩამოსასხმელი ლითონის ქიმიური შედგენილობის, ფიზიკო-მექანიკური მაჩვენებლების, სხმულის კვეთის, ტეხვის მექანიზმის სატეხი დანების (სოლების) გეომეტრიისა და მიმჭერი გორგოლაჭების მიმართ მათი განლაგების გავლენა ტეხვის პროცესში წარმოქმნილ ძალებზე. ზემტკიცე ფერადი შენადნობებისათვის, რომელთა სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე 200კგ/მმ2- აღემატება, შემოთავაზებულია ტეხვის მექანიზმის მუშაობის განსხვავებული პრინციპი (სატეხი დანების ვიბრაცი­ული რხევითი მოძრაობა), რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტეხვის ძალებს.

ავტ.

 

10.1.19. დეიტერიუმის რელატივისტური ტალღური ფუნქციის შესახებ. /. აბესალაშვილი, . ახობაძე, . გარსევანიშვილი, . თევზაძე, . ჯალაღანია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. – #3. – გვ. 43-45. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია დეიტერიუმის ტალღური ფუნქციის რელატივიზაცია სინათლის ფრონტის ფორმალიზ­მით. ტალღური ფუნქციის პარამეტრები დადგენილია თეორიული შედეგების შედარებით ექსპერიმენ­ტულთან. ექსპერიმენტული მონაცემები მიღებულია . დუბნის პროპანის 2 მეტრიანი ბუშტოვანი კამე­რიდან, რომელიც დასხივდა 4.2 გევ//ნუკლონი იმპულსის დეიტერიუმის ნაკადით.

ავტ.

 

10.1.20. უარყოფითი პიონების მრავალნაწილაკოვანი აზიმუტური კორელაციების შესწავლა 4.2, 4.5 გევ/ ნუკლონზე იმპულსის დროს. /. ჩხაიძე, . ჯობავა, . ხარხელაური/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – .5. – #3. – გვ. 46-50. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გამოკვლეულია მეზონების კოლექტიური თვისებები HeC, CC, CNe, MgMg, CCu, CTa და OPB დაჯახებებში 4.2, 4.5 გევ/ ნუკლონზე იმპულსის დროს. ექსპერიმენტული მასალა მიღებულია JINRის დანადგარებზე SKM-200-GIBS სტრიმერული სპექტრომეტრისა და PBC-500 პროპანის ბუშტოვანი კამერის მეშვეობით. π- მეზონების მრავალნაწილაკოვანი აზიმუტური კორელაციები შესწავლილია . დანიელევიჩისა და . ოდი­ნი­ეცის სტანდარტული განივი იმპულსებით ანალიზის მეთოდის გამოყენებით. ფაზურ სივრცეში გამოყოფილია ღერძი, რომლის მიმართაც დამზერილია პიონების კორელაციები. კორელაციის პარამეტრი წრფივად იზრდება დამჯახებელი ბირთვების მასების ზრდასთან ერთად.

ავტ.

 

10.1.21. იშვიათ-მიწათა კვაზისტექიომეტრიული დიჰიდრიდების სითბოტევადობა. /. ნამორაძე, . რატი­შვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. – #3. – გვ. 51-54. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განიხილება იშვიათ-მიწათა კვაზისტექიომეტრიული წყალბადნაერთები RHx (x=2). იგულისხმება, რომ წყალბადის ატომები განლაგებულია ტეტრაედრული ტიპის კვანძთაშორის პოზიციებში. LaH2 დიჰიდ­რიდის მაგალითზე გამოთვლილია ასეთი ტიპის ნაერთების სრული სითბოტევადობა ტემპერატურის ფართო დიაპაზონში. გამოთვლის შედეგები შედარებულია შესაბამის ექსპერიმენტულ მონაცემებთან და ამის საფუძველზე დადგენილია მოცემული სისტემის მახასიათებელი პარამეტრების რიცხვითი მნიშ­ვ­ნე­ლობანი: TD - აკუსტიკური რხევების მახასიათებელი დებაის ტემპერატურა, TE - ოპტიკური რხევების მახასიათებელი აინშტაინის ტემპერატურა, და g - ელექტრონული სითბოტევადობის კონსტანტა. თეორი­ული და ექსპერიმენტული მრუდეების საერთო კარგი თანხვედრის ფონზე გამოვლენილია დამატებითი პროცესი, რომელსაც წვლილი შეაქვს განხილული ნაერთის ჯამურ სითბოტევადობაში. გამოთქმულია გარკვეული მოსაზრებები ამ დამატებითი პროცესის სავარაუდო ბუნების შესახებ.

ავტ.

 

10.1.22. უწონადი სკალარული ველის მქონე ტესტური ნაწილაკის ტრაექტორიის გამოთვლა იდეალური სითხეებისათვის ლირას გეომეტრიის FRW-დრო-სივრცეში. /. იავარი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. – #3. – გვ. 55-59. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოცემულია ველის განტოლებების ზუსტი ამონახსნები FRW-კოსმოლოგიური მოდელისათვის ლირას გეომეტრიის ბაზაზე, როდესაც გრავიტაციული ველი წარმოადგენს იდეალურ სითხეს უწონადი სკალა­რუ­ლი ველით. გამოთვლილია საცდელი ნაწილაკის ტრაექტორია ჰამილტონ-იაკობის მოდელის გამოყენებით.

ავტ.

 

10.1.23. სამყაროს შავი ორმოს ფაზა. /. ნაცვლიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადე­მიის მოამბე. – 2011. – .5. – #3. – გვ. 60-62. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია სამყაროს მდგომარეობა მისი საშუალო სიმკვრივისა და შესაძლო რადიუსის მიხედვით. ამ პარამეტრების გამოყენებით შეფასებული მასის საფუძველზე გაანგარიშებულია მოსალოდნელი შემთ­ხ­ვე­ვები, როცა სამყარო შვარცშილდის სფეროს შიგნით შეიძლება მოექცეს და შავ ორმოს ქმნიდეს. გაანა­ლი­ზე­ბულია შავი ორმოების შინაგანი არასტაციონარული ბუნება სამყაროს შავ ორმოდ არსებობის ევოლუ­ციური ეტაპების მაგალითზე, რაც მიანიშნებს შავი ორმოების არასტაციონარულობაზე, როგორც მათი მდგომარეობის ზოგად ფორმაზე.

ავტ.

 

10.1.24. ნანო-ნაწილაკების შემცველი სტატისტიკური სისტემის ალბათური მოდელი. /. ციციშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2012. – . 38. – #1. – გვ. 57-61. – რუს. რეზ.: ქართ., ინგლ.

ნანო-ნაწილაკების შემცველი სტატისტიკური სისტემა განხილულია მაკროსკოპული ანსამბლის კონფი­გუ­რაციის სტოქასტიკური ცვლილებების ალბათობის კუთხით. მარტივი ერთგვაროვანი სისტემების­ა­თვის დამახასიათებელიმარკოვის ჯაჭვისალბათური მოდელი შედარებულიაარამარკოვისებრიპროცესის მოდელთან, რომელიც წარმოდგენილია წილადური ინტეგრალური და დიფერენციალური ოპერატორების გამოყენებით. შედგენილია ბალანსის განტოლებები და განხილულია წილადური ინტეგრალური და დიფერენციალური ოპერატორების საკუთარი ფუნქციების (“წილადური ექსპონენ­ტების”) მახასიათებელი თვისებები.

ავტ.

 

10.1.25. სითხის დინების ფუნქციის გამოკვლევა ერთგვაროვან საწყის და სასაზღვრო პირობებში. /. ყირ­მე­ლაშვილი/. ჰიდროინჟინერია. – 2012. – #1-2(11-12). – გვ. 76-83. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია ბლანტი უკუმშველი სითხის ბრტყელი ფუნქცია. საწყის მომენტში მოცემულია დენის ფუნ­ქციის მნიშვნელობა, ხოლო სასაზღვრო ზედაპირზემისი პირველი რიგის კერძო წარმოებულები კოორ­დინატების მიმართ. დამტკიცებულია, რომ ერთგვაროვან საწყის და სასაზღვრო პირობებში განტოლებას აქვს მხოლოდ ნულოვანი ამოხსნა როგორც არა-სტაციონარულ, ისე სტაციონარულ შემთხვევაში.

ავტ.

 

10.1.26. არააუცილებლად ამოზნექილ სიმრავლეთა განცალებადობა. /. მაისურაძე, . სალუქვაძე, . გა­ბი­სონია/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 7-30. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ხანი-ბანახის თეორემის გეომეტრიული ფორმის შესაძლო გაფართოება არააუცილებლად ამოზნექილი სიმრავლეების განცალებადობის შესახებ არააუცილებლად წრფივი ფუნქციონალის საშუა­ლებით. აღნიშნული არაწრფივი ფუნქციონალი აგებულია კონსტრუქციულად. შედეგების გამოყენება შეიძლება ვექტორული და არასკალარული ოპტიმიზაციის ამოცანებისათვის, კერძოდ, არასკალარული ოპტიმიზაციის ამოცანების სკალარიზაციისა და სხვა საკითხების შესწავლისათვის.

ავტ.

 

10.1.27. არაწრფივი სისტემების სტრუქტურული იდენტიფიკაცია ბლოკურად-ორიენტირებული მოდე­ლების გამოყენებით. /. შანშიაშვილი, . სალუქვაძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 31-36. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია არაწრფივი დინამიკური სისტემების სტრუქტურული იდენტიფიკაციის ამოცანა უწყვეტ ბლოკურად-ორიენტირებული მოდელების, ადრე განხილულთან შედარებით უფროდიდსიმრავლეზე სისტემის შესავალი პერიოდული ზემოქმედებების დროს. შემუშავებულია მოდელის სტრუქტურის განსაზღვრის კრიტერიუმი.

ავტ.

 

10.1.28. ერთი კლასის წრფივი არასტაციონარული სისტემების პარამეტრული იდენტიფიკაცია. /. შანში­აშვილი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 37-42. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია წრფივი არასტაციონარული დინამიკური სისტემების პარამეტრული იდენტიფიკაციის ამოცანა. პარამეტრული იდენტიფიკაციის ამოცანა დასმულია როგორც წრფივი ჩვეულებრივი დიფერენ­ციალური განტოლებების კოშის ამოცანის გარკვეული აზრით შებრუნებული ამოცანა. სისტემის პარამეტ­რებზე, და შესავალ და გამოსავალ ცვლადებზე. ზოგიერთი შეზღუდვების დროს ფორმულირებულია და დამტკიცებულია თეორემა ისეთი ინტერვალის არსებობის შესახებ, სადაც კოეფიციენტების უწყვეტი მატრიცა იდენტიფიცირებადია. პარამეტრების შეფასების ალგორითმი გამოკვლეულია მეორე რიგის სისტემების იდენტიფიკაციის მაგალითზე.

ავტ.

 

10.1.29. თბური დინამიკური ობიექტების იდენტიფიკაცია რეგრესიული და რეკურენტული მეთოდე­ბით. /. ბარდაველიძე, . ბარდაველიძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 55-59. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია თბური დინამიკური ობიექტის იდენტიფიკაციის ამოცანის დასმა. კერძოდ, ობიექტის გადამცემი ფუნქციის კოეფიციენტების განსაზღვრისათვის გამოყენებულია უმცირეს კვადრატთა მეთოდი. აქტიური ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მრუდი აპროქსიმირებულია მეორე რიგის აპერიოდული რგოლით. გარდამავალი მახასიათებელი განიხილება, როგორც მოდელის კოეფიციენტებ­ზე პარამეტრული დამოკიდებულება. დადგენილია, რომ ობიექტის უწყვეტი მოდელი იწვევს განსაზღვ­რულ სიძნელეებს და უფრო მოხერხებულია ობიექტის დისკრეტული მოდელის გამოყენება. ობიექტის იდენტიფიკაცია გამოკვლეულია უმცირეს კვადრატთა მეთოდის რეგრესიული და რეკურენტული პროცედურებით. დადგენილია, რომ რეკურენტული მეთოდი ფლობს უკეთეს თავსებადობას ობიექტის ჭეშმარიტ მახასიათებელთან, ვიდრე რეგრესიული მეთოდით მიღებული მახასიათებელი.

ავტ.

 

10.1.30. მუდმივი მაგნიტების სტაციონარული ველის განაწილების კვლევა, მისი თავისებურებანის და გამოყენების სფეროების დადგენა. /. ლაბაძე, . ლომია, . ერემიანი, . ბახტაძე, . ხუციშვილი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 79-82. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მიღებულია ნახევარსფერული, სფერული და პრიზმული ფორმის მაგნიტებისგან შედგენილი სამპოლუსა მუდმივი მაგნიტების მაგნიტური ველის ძალწირების განაწილება მათ ზედაპირზე. დადგენილია მათი თავისებურებანი, თვისებები და გამოყენების სფეროები.

ავტ.

 

10.1.31. უკონტაქტო სამპოზიციური დინამიური ობიექტის აგების ფიზიკური საფუძვლები და თავისე­ბუ­რებანი. /. ლაბაძე, . ცერცვაძე, . ლაბაძე, . მანჯავიძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტი­ტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 83-88. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია უკონტაქტო სამპოზიციური დინამიური ობიექტის აგების ფიზიკური საფუძვლები და მართვის განხორციელების გზები, რომლებიც ეყდნობა სხვადასხვა სიმეტრიული ფორმის მაგნიტებზე ჩატარებულ კვლევებს. მოძიებული და დადგენილი თავისებურებანი უზრუნველყოფენ სისტემის არა მარტო საიმედო ფუნქციონირებას, არამედ მმართავი იმპულსების მოხსნის შემდეგ ხედური ინფორმა­ციის შენარჩუნებას თვით მაგნიტური სისტემის ველის გამოყენებით, რაც ამცირებს მოხმარებული ენერგიის ხარჯს.

ავტ.

 

10.1.32. კარმანის მუდმივას შესახებ ტურბულენტურ ნაკადში სიჩქარეთა განაწილების ლოგარითმულ ფორმულაში. /. მაგრაქველიძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 112-115. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ცილინდრულ მილში სითხის დინების დროს ტურბულენტურ ბირთვში სიჩქარეთა განაწი­ლების საკითხები. ნაჩვენებია, რომ შერევის მანძილის თეორიაზე დაფუძნებული სიჩქარეთა განაწილების ლოგარითმული ფორმულის თანხვედრა ექსპერიმენტულ მონაცემებთან გაცილებით უკეთესია იმ შემთ­ხვევაში, როდესაც კარმანის მუდმივა =-1=0.368, ვიდრე მაშინ, როდესაც =0.4.

ავტ.

 

10.1.33. პრანდტლის რიცხვის გავლენა თბოგაცემაზე სარევიან აპარატში. /. მაგრაქველიძე, . ბანცაძე, . მიქაშავიძე, . ლეკვეიშვილი, . რუსიშვილი, . ლომიძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუ­ტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 116-120. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია ექსპერიმენტული გამოკვლევის შედეგები, რომელთა თანახმად დიდი სიბლანტის მქონე სითხეების შემთხვევაში თბოგაცემის ინტენსიურობის დამოკიდებულება პრანდტლის რიცხვზე როგორც გლუვი, ისე ხაოიანი ზედაპირებისათვის პრაქტიკულიდ ისეთივეა, როგორიც დისტილირებული წყლის შემთხვევაში.

ავტ.

 

10.1.34. მათემატიკის როლის შესახებ ფიზიკაში. /. გიგინეიშვილი, . გოდერძიშვილი, . გეგეჭკორი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 239-243. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მათემატიკის გასაოცარი ეფექტურობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და კერძოდ, ფიზიკაში, გამო­ცანაა და არ ექვემდებარება არავითარ რაციონალურ ახსნას. ბუნების კანონები დიდი სიზუსტით ექვემდე­ბარებიან მათემატიკურ კანონზომიერებებს. მათემატიკური მსჯელობა უერთდება ფიზიკურ ტექსტს მისი ფიზიკური აზრის განმარტების აქტთან ერთად და ზუსტად ეს აქტია განსაცვიფრებელი თანამედროვე ფიზიკაში. მათემატიკის საშუალებით ნებისმიერ ფიზიკურ თეორიას ეძლევა უნივერსა­ლუ­რი, გაზოგადო­ებული სახე, თუ დავუშვებთ, რომ მათემატიკას აქვს თავისი სერიოზული საფუძვლები და წარმოადგენს გარკვეულ სტრუქტურას, რომელიც იმართება თავისი საკუთარი კანონებით, შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკური სამყაროს კანონზომიერებათა შესწავლაში და კერძოდ, ერთიანი თეორიის შექმნაში მათემატი­კას დიდი როლი დაეკისრება.

ავტ.

 

10.1.35. ახალი მიმართულება მატრიცული ცალმხრივი ფუნქციის აგებაში და ტროპიკული კრიპტო­გრა­ფია. /. მეგრელიშვილი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 244-248. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წინამდებარე სტატიის ძირითადი მიზანია დაფუძნება მატრიცული ცალმხრივი ფუნქციის და ღია არხით გასაღების გაცვლის ალგორითმისა, რომელიც განიხილება მოცემული მატრიცული ცალმხრივი ფუნქციის საფუძველზე. ყოველივე ეს ცხადია, დაკავშირებულია არსებულ გლობალურ პრობლემასთან. პრობლემა არის ის, რომ დღეისთვის არ არსებობს სხვა ცალმხრივი ფუნქციები (ცნობილი და აღიარებული), რომელ­თაც გააჩნიათ უფრო მეტი სისწრაფე, რაც გააჩნია დიფი-ფელმანისა და RSA ალგორითმების ცალმხრივ ფუნქციებს. ავტორი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ასეთ ფუნქციას შეიძლება წარმოადგენდეს მატრიცული ცალმხრივი ფუნქცია, რომელიც განხილულია მოცემულ სტატიაში. ნაშრომში აგრეთვე განხილულია ახალი ტროპიკული ოპერაციები ახალი ტროპიკული კრიპტოგრაფიული სისიტემის ასაგებად.

ავტ.

 

10.1.36. თხიერი აირის მასის განსაზღვრა ჩაკეტილ რეზერვუარში. /. აზმაიფარაშვილი, . ოთხოზორია, . ოთხოზორია, . ნარჩემაშვილი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 128-132. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია თხევადი აირის მასის გაზომვის სისტემა და მისი მუშაობის ალგორითმი. სისტემის გამოყე­ნე­ბით შესაძლებელია რეზერვუარში ჩაშვებულ რეზონატორში აღძრული ელექტრომაგნიტური რხევებით თხევადი აირების მასის გაზომვა. სისტემას გააჩნია გაზომვის მაღალი სიზუსტე და გამოირჩევა მარტივი კონსტრუქციით. გაზომვის მაღალი სიზუსტის მიღწევას უზრუნველყოფს რეზონატორის ტიპი და მიკრო­პროცესორი, რომელშიც რეზონატორის სამი საკუთარი სიხშირე ფიქსირდება და ხდება თხევადი აირის მასის განსაზღვრის ალგორითმის რეალიზაცია.

ავტ.

 

10.1.37. შედუღების მანქანის ვოლტ-ამპერული მახასიათებლების ანალიზური გამოსახვა. /. სულამანი­ძე, . საბაშვილი, . მჭედლიშვილი, . გორდეზიანი, . კოდუა, . კენჭიაშვილი, . ბესიაშვილი/. საქართ­ველოს საინჟინრო სიახლენი. – 2012. – #3. – გვ. 49-51. – ქართ.; რეზ.: ინგ.

ექპერიმენტალური კვლევებისას მიღებული მონაცემების საფუძველზე, ჩატარდა კონდენსატორთა ბატა­რეის სხვადსხვა ტევადობისათვის აგებული კვების წყაროს გარე ვოლტ-ამპერული მახასიათებელთა ოჯახის მათემატიკური ანალიზი. ამ მიზნით გამოყენებული იქნა ფუნქციის წარმოდგენა ფურიეს ტრიგო­ნო­მეტრიულ მწკრივად, რომლის საშუალებით მივიღეთ  ფუნქციის ანალიტიკური გამოსახუ­ლე­ბე­ბი. ეს გამოსახულებები საშუალებას გვაძლევს თეორიულად ვიანგარიშოთ შედუღების პროცესისათვის აუცილებელი დენის ძალის მნიშვნელობა.

ავტ.

 

10.1.38. შემოსაზღვრული რადიოსიხშირული იმპულსებით დამაგნიტება მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაში. /. კოტეტიშვილი, . კაპანაძე, . ჩიხლაძე/. Nano Studies. – 2012, #5. – გვ. 41-44. – ინგლ.

მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიაში მრავალჯერადი ექო-სიგნალები წარმოიქმნება როგორც დისტანციური დიპოლური ველის ზემოქმედებით, ასევე დამაგნიტების განივი T2-რელაქსაციის გამო. შესწავლილია ასეთი დამაგნიტების პროცესი და მიღებულია დამაგნიტების ანალიზური გამოსახუ­ლებე­ბი, რომლებიც აღწერს სიგნალის განფაზების წარმოქმნას მუდმივი π-სიგნალის მრავალჯერადი ექო-მიმდევრობების პირობებში.

ავტ.

 

10.1.39. რადიოსიხშირული იმპულსების ზემოქმედება შორეული დიპოლური ველით გამოწვეულ განივ და გასწვრივ დამაგნიტებებზე. /. კოტეტიშვილი, . კაპანაძე/. Nano Studies. – 2012. – #5. – გვ. 45-46. – ინგლ.

ცნობილია, რომ დიპოლური მაგნიტური ველი მრავალჯერად ექო-სიგნალს წარმოქმნის. განივი რელაქსა­ციის გამო, ამ სიგნალის რადიოსიხშირული იმპულსები, თავის მხრივ, ზემოქმედებს გასწვრივ და განივ დამაგნიტებებზე. განხილულია რადიოსიხშირული იმპულსების ზემოქმედება დამაგნიტებაზე, კერძოდ, წარმოდგენილია მასზე დიპოლური ველის გავლენის შედეგები.

ავტ.

 

10.1.40. 25 მევ ენერგიის პროტონებით დასხივებული n-Si-ის ნიმუშების იზოქრონული გამოწვა. /. ფა­ღა­ვა, . ბერიძე, . მაისურაძე/. Nano Studies. – 2012. – #5. – გვ. 47-54. – რუს.

ჰოლის ეფექტის ექსპერიმენტული გამოკვლევები ჩატარებულია პროტონებით დასხივებული n-Si-ის მონო­­კრისტალებზე, რომლებშიც გამტარობის ელექტრონების საწყისი კონტენტრაცია შეადგენს 6*1013
სმ-3-. ნაჩვენებია, რომ 25 მევ ენერგიის პროტონებით დასხივებისას დაიმზირება ელექტრონების ძვრადობის ანომალური ზრდა, რაც აიხსნება კრისტალში ისეთი მეტალური ჩანართების წარმოქმნით, რომელთა საზღვარიც ნახევრადგამტარულ მატრიცასთან ომურ გადასასვლელს წარმოადგენს. იზოქრო­ნული გამოწვის პროცესში მეტალური ჩანართების გარშემო უარყოფითად დამუხტული აქცეპტორული რადიაციული დეფექტებისაგან წარმოიქმნება გამტარობის ელექტრონებისათვის გაუმჭვირვალე გარსები, რაც მკვეთრად ამცირებს ძვრადობას. ძვრადობის გამოწვის ტემპერატურაზე ოსცილაციური დამოკიდე­ბუ­ლება აიხსნება უარყოფითად დამუხტული გარსების მიერ მეტალური ჩანართების ეკრანირების ხარის­ხის ცვლილებით. კვანძთაშორისი ატომების გროვები (მეტალური ჩანართები) გამოიწვება 4000Ñ-ზე.

ავტ.

 

10.1.41. ნანოზომის კრისტალოგრაფიულ სიცარიელეებში დოპირების თეორიისათვის. /. ჩხარტი­შვი­ლი/. Nano Studies. – 2012. – #5. – გვ. 73-84. – ინგლ.

აგებულია რეალისტური მოდელი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოთვლილ იქნეს ნახევრადგამტარის მესრის ნანოზომის კრისტალოგრაფიულ სიცარიელეებში დოპირებული ატომების ბმის ენერგია და ელექ­ტ­რონული ენერგეტიკული დონეები.

ავტ.

 

10.1.42. ულტრადისპერსული მაგნიტური სტრუქტურების მაგნიტოოპტიკურ თვისებებზე მოქმედი ფაქტო­რების შეფასება დისპერსიული ანალიზის მეთოდით. /. კალანდაძე/. Nano Studies. – 2012. – #5. – გვ. 85-88. – რუს.

მაგნეტიტის მაგნიტური სითხეების მაგალითზე რაოდენობრივად იქნა შეფასებული ε0 დიელექტრიკული შეღწევადობის გავლენა ულტრადისპერსული გარემოს მაგნიტოოპტიკურ თვისებებზე. კორელაციური ანალიზის მეთოდით ჩატარებულმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ ε0-ის გავლენა კერის ეკვატორული ეფექ­ტის დისპერსიულ დამოკიდებულებებზე 37%- შეადგენს. მიღებული შედეგი სამართ­ლი­ანი იქნება ნებისმიერი მაგნიტური ულტრადისპერსული გარემოსათვის, რომლის ოპტიკური კონს­ტან­­ტები nm და km აკმაყოფილებს km2 << nm2 პირობას. ამასთან, ეს შედეგი (მაგნიტური ნაწილაკების კონცენტრაციის ფაქტორის გათვალისწინებით) საშუალებას ძლევ გაკეთდეს ულტრადისპერსული სტრუქტურების მაგნიტოოპტიკური თვისებების პროგნოზირება და მიღებულ იქნეს საჭირო პარამეტრების მქონე ასეთი სტრუქტურები.

ავტ.

 

10.1.43. ზუსტი განტოლებები თერმოსტატთან ურთიერთმოქმედი ქვესისტემის კორელაციური ფუნქციებისათვის და მათი გამოყენება პოლარონების წრფივი გადატანის თეორიაში. /. კოტია/. Nano Studies. – 2012. – #5. – 103-116. – რუს.

ლიუვილის სუპეროპერატორული ფორმალიზმისა და პროექციული ოპერატორის მეთოდის დახმარებით (შემთხვევით ფაზათა მიახლოების (შფმ) გამოყენების გარეშე) მიღებულია ახალი ზუსტი კვანტური ევოლუციური განტოლებები ისეთი მცირე ქვესისტემის კორელაციური (გრინის) ფუნქციებისათვის, რომელიც ურთიერთქმედებს თერმოსტატთან (ბოზონურ ველთან). განხილულია ელექტრონ-ფონონური სისტემა და პოლარონის ფროლიხის მოდელი. კუბოს წრფივი გამოძახილის თეორიაზე დაყრდნობით აგებულია ელექტრული გამტარობის თანამიმდევრული თეორია. ნაპოვნია კრისტალის ელექტროგამტა­რო­ბის ტენზორისა და ელექტრონის (პოლარონის) ძვრადობის ანალიზური გამოსახულებები დაბალი ტემპერატურებისა და გარეშე ელექტრული ველის სიხშირეთა მთელ არეში. ამავე მოდელებში ასევე ნაპოვნია ელექტროგამტარობის და ძვრადობის ტემპერატურული შესწორებები. რომლებიც განპირობე­ბულია ელექტრონებსა და ფონონებს შორის საწყისი კორელაციების გათვალისწინებით. პოლარონის ფროლიხის მოდელისთვის მიღებულია დაბალტემპერატურული ძვრადობის კორექტული გამოსახუ­ლება, რომლის ანალიზსაც განსხვავებული მეთოდებით სხვადასხვა შედეგებამდე მივყევართ.

ავტ.

 

10.1.44. ექსიტონურ-პლაზმური რეზონანსი ულტრათხელ ნახევრადგამტარულ ფენებში. /. ჯიბუტი, . დოლიძე, . ერისთავი/. Nano Studies. – 2012. – #6. – გვ. 55-60. – რუს.

ექსიტონურ-პლაზმური რეზონანსი ექსპერიმენტულად იქნა შესწავლილი თხელი დონორული მინარევე­ბით (As და Sb) ლეგირებული n-Ge-ის ულტრათხელ ფენებში.

ავტ.

 

10.1.45. ორჯაჭვიანი S = 1/2 სპინური კიბის მაგნიტური ფაზური დიაგრამა ჯაჭვების გასწვრივი და ჯაჭვთაშორისი გაცვლის დიმერული მოდულაციის შემთხვევაში. /. ავალიშვილი, . ჯაფარიძე/. Nano Studies. – 2012. – #6. – გვ. 85-92. – ინგლ.

შესწავლილიაკიბისსტრუქტურის მქონე სპინის S = 1/2 ორჯაჭვიანი სისტემის მაგნიტური ფაზური დიაგრამა ჯაჭვების გასწვრივი და ჯაჭვთაშორისი განივი გაცვლის დიმერული მოდულაციის შემთხვევაში. განხილულია ჯაჭვების როგორცსვეტოვანი”, ასევეჭადრაკულიდიმერიზაცია. ნაჩვენებია, რომ ძლიერი განივი გაცვლისა და მისი თანაზომადი ერთგვაროვანი მაგნიტური ველის პირობებში, ორჯაჭვიანი ამოცანა დაიყვანება მესრის ორმაგი ბიჯის ტოლი პერიოდით მოდულირებული გარე მაგნიტურ ველში მოთავსებული ერთი ჯაჭვის ამოცანაზე. ეფექტური ერთჯაჭვიანი მოდელის ფაზური დიაგრამა აგებულია კონტინუალურ ზღვარში ბოზონიზაციის მეთოდის გამოყენებით. ნაჩვენებია სამი ღრეჩოვანი და ორი უღრეჩო მაგნიტური ფაზის არსებობა. ნაჩვენებია, რომ მოწესრიგე­ბულ ღრეჩოვან ფაზებს შეესაბამება დამაგნიტებულობის პლატოები, ნულოვანი (M = 0), მაქსიმალური (M = M0) და M = M0/2 დამაგნიტებულობის მნიშვნელობებისათვის. ნაჩვენებია, რომ კიბის შემადგენელი ჯაჭვებისჭადრაკულიდიმერიზაციის შემთხვევაში ჯაჭვთა გასწვრივი გაცვლის მოდულაციით გამოწვეული ეფექტები ერთმანეთს აწონასწორებს, ხოლოსვეტოვანიდიმერიზაციის შემთხვევაშიიკრიბება და იძლევა სისტემის მახასიათებელი მაგნიტური პარამეტრების არსებით გადანორმვას. გამოთვლილია კრიტიკული მაგნიტური ველებისა და დამაგნიტებულობის პლატოთა მახასიათებელი პარამეტრების დამოკიდებულება ჯაჭვებს გასწვრივი გაცვლის დიმერიზაციის სიდიდეზე.

ავტ.

 

10.1.46. ლეპიდოკროკიტისა და მაგნეტიტის ნანოზომის სტრუქტურების ფოლადის ზედაპირზე, ღია სისტემაში, ფორმირების თავისებურებანი. /. ლავრინენკო, . ნეტრება, . კოსორუკოვი/. Nano Studies. – 2012. – #6. – გვ. 93-100. – ინგლ.

გამოკვლეულია (Green Rust-ის, ლეპიდოკროკიტისა და მაგნეტიტის) ნანოზომის ფაზების ფოლადის ისეთ ზედაპირზე მიღების პროცესი, რომელიც კონტაქტშია წყალშემცველ დისპერსულ გარემოსთან და ჰაერის ჟანგბადთან. ამ სისტემისათვის აგებულია რკინა-ჟანგბადი სტრუქტურების ფორმირების კინეტიკის დამოკიდებულებები ტემპერატურაზე, დისპერსიულ გარემოთა ðÍ-ის მნიშვნელობაზე, კონტაქტში მყოფი ფოლადის ზედაპირის მდგომარეობაზე და მასში ორ- და სამვალენტოვანი რკინის კონცენტრაციაზე. γ-FeOOH ლეპიდოკროკიტის ფორმირების ოპტიმალურ პირობებს წარმოადგენენ ტემპერატურა 3-დან 100C-მდე და მნიშვნელობა PH = 1,5×FeFe2O4. მაგნეტიტის ფორმირებისათვის ყველაზე უფრო ხელშემწყობი პირობებია T ~ 500C და ნეიტრალური გარემო.

ავტ.

 

2. ქიმია. ბიოლოგია

 

10.2.1. რადიაციულად მდგრადი მასალები. /. კეკელიძე/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 177-187. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

დამუშავებულია ახალი პრინციპი და ახალი ტექნოლოგია და შექმნილია მაღალეფექტური, ელექტრო­ნული, რადიაციულად მდგრადი მასალები, რომლებშიც ელექტრული და ოპტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება სწრაფი ნეიტრონების და ელექტრონების დიდი ნაკადებით (Ô≥1018 ნაწილაკი/სმ2) დასხივების შემდეგ.

ავტ.

 

10.2.2. მასალები ნეიტრონული დაცვისათვის 10B-ის ფუძეზე. /. ჩხარტიშვილი, . ცაგარეიშვილი, . გაბუნია/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 188-202. – ინგლ.; რეფ.: ქართ., რუს.

სტრუქტურული მოდელების გამოყენებით გამოთვლილია 10B იზოტოპის მაქსიმალური შესაძლო კონცენტრაციები ელემენტარული ბორის კრისტალურ, ამორფულ და ნანოსტრუქტურულ მოდიფიკა­ციებში და, აგრეთვე ბორის ზოგიერთ ნაერთში. გაკეთებულია დასკვნა, რომ ნეიტრონული გამოსხივე­ბისგან სათანადო დაცვა შესაძლებელია ბორის ნაერთებისა და კომპოზიტების თხელი ფენების მეშვეობით, თუკი მასალა გამდიდრებულია 10B იზოტოპით. აღწერილია ბორის დისპერსული კრისტალური ფხვნილების მიღების ტექნოლოგიები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ხარისხიანი დანაფარების შექმნა პლაზმური მეთოდით.

ავტ.

 

10.2.3. ქრომის კოროზია გარემომცველ CO+CO2 ნარევებში. /. მიქაძე, .კანდელაკი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – .6. – #1. – გვ. 99-102. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია სუფთა ქრომისა და ცერიუმთან მისი შენადნობის (Cr+0,5%Ce) მაღალტემპერატურული კოროზიის კვლევის მეთოდიკა და შედეგები (75% CO + 25% CO2) შედგენილობის აირად ატმოსფეროში 0,01 ატმ წნევის პირობებში. ნაჩვენებია, რომ ქრომის ცერიუმით ლეგირება დადებითად მოქმედებს მის კოროზიულ მდგრადობაზე. ახსნილია მიღებული შედეგის მექანიზმი.

ავტ.

 

10.2.4. 1,1-ციკლოპენტან- და 1,1-ციკლოჰექსანდიკარბონმჟავების ელექტროლიტური დისოციაციის კანონზომიერებები. /. კვარაცხელია, . კვარაცხელია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #1. – გვ. 109-112. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გათვლილია 1,1-ციკლოპენტან- და 1,1-ციკლოჰექსანდიკარბონმჟავების ელექტროლიტური დისოციაციის ორივე საფეხურის ჩვეულებრივი დაპარციალურიხარისხების, PH-ის, მონო- და დიანიონებისა და არადისოცირებული მჟავას მოლეკულების კონცენტრაციების სიდიდეები ორივე მჟავას განზავებული ხსნარების კონცენტრაციის ინტერვალში 0.0001-0.01M. დადგენილია სხვადასხვა დამუხტული და დაუმუხტავი ნაწილაკების დომინირების კონცენტრაციული უბნები. შემოთავაზებულია აგრეთვე მარტივი ემპირიული განტოლებები დისოციაციის ხარისხებისა და ხსნართა PH-ის მნიშვნელობების სწრაფი მიახლოებითი გათვლისათვის.

ავტ.

 

10.2.5. პოლიურეთანები კარდული ტიპის პოლიციკლური ბისფენოლებისა და სხვადასხვა დიიზოციანა­ტების ბაზაზე. /. გავაშელიძე, . მაისურაძე, . დოხტურიშვილი, . პაპავა, . გელაშვილი, . მოლოდინა­შვილი, . გურგენიშვილი, . ჩიტრეკაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #1. – გვ. 113-116. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სინთეზირებულია კარდული ტიპის მეორეული დიოლები ბისფენოლების ოქსიალკილირებით პროპი­ლენოქსიდის საშუალებით. დიოლების და დიიზოციანატების ურთიერთმოქმედებით მიღებულია ხაზოვანი ერთგვაროვანი პოლიურეთანები და შესწავლილია მათი ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, თერმო- და თბომედეგობა, მათ საფუძველზე მიღებული პოლიმერული კომპოზიციების რადიაციული გამოსხივებისადმი მედეგობა.

ავტ.

 

10.2.6. ამინობენზოის მჟავების N-ლაქტოზილირება. /. კუბლაშვილი, . ლაბარტყავა, . გიორგაძე, . ქარქაშაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #1. – გვ. 117-120. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია იზომერული ამინობენზოის მჟავების N-ლაქტოზილირება D-ლაქტოზით. სინთეზირებუ­ლი და დახასიათებულია N-M-კარბოქსიფენილ--D-ლაქტოზილამინი და N-P კარბოქსიფენილ--D-ლაქტოზილამინი.

ავტ.

 

10.2.7. Symphytum asperum-ის, S.caucasicum-ის,S.officinale-ს, Anchusa italica- პოლი[ოქსი-1-კარბოქ­­სი-2-(3,4-დიჰიდროქსიფენილ)ეთილენის] შესწავლა წრიული დიქროიზმის მეთოდით. /. ბარბა­ქაძე, . მერლანი, . ამირანაშვილი, . გოგილაშვილი, . მულკიჯანიანი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #1. – გვ. 143-146. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

Boraginaceae- ოჯახის სხვადასხვა სახეობების Symphytum asperum, S. caucasicum, S.officinale და Anchusa italica) პოლი[ოქსი-1-კარბოქსი-2-(3,4-დიჰიდროქსიფენილ) ეთილენის] (პოკდფე) პრეპარატების ორი ნახშირბად ატომის C1 და C2 ქირალობის შედარებითმა შესწავლამ აჩვენა, რომ ყველა პრეპარატში მათ აქვთ ერთი და იგივე აბსოლუტური კონფიგურაცია. დადგენილია, რომ პოკდფე- ქირალურ ატომებს აქვთ ან (1R,2R) ან (1S,2S) კონფიგურაციები, მაგრამ არა (1R,2S) და (1S,2R) კონფიგურაციები და აქედან გამომდინარე პოლიმერის სახელწოდება შეიძლება იყოს პოლი[ოქსი-(1R)-1-კარბოქსი-(2R)-2-(3,4-დიჰიდ­როქსიფენილ)ეთილენი] ან პოლი[ოქსი-(1S)-1-კარბოქსი-(2S)-2-(3,4-დიჰიდროქსიფენილ)ეთილენი].

ავტ.

 

10.2.8. შინაგანი ხახუნი კობალტით ლეგირებულ β-რომბოედრულ ბორში. /. დარჩიაშვილი/. საქართვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. – #3. – გვ. 71-73. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კობალტით ლეგირებულ β-რომბოედრულ ბორში გამოვლენილია რელაქსაციური და არარელაქსაციური შინაგანი ხახუნის მაქსიმუმები, რომლებიც განპირობებულია {100} სისტემის სიბრტყეებში ორეულების საზღვრების და წყობის დეფექტების მოძრაობით. შესწავლილია ლეგირების გავლენა β-რომბოედრული ბორის რელაქსაციური შინაგანი ხახუნის აქტივაციური მახასიათებლების ცვლილების კანონზომიერე­ბაზე.

ავტ.

 

10.2.9. ზოგიერთი ნორმალურჯაჭვიანი ალკანის მათემატიკურ-ქიმიური გამოკვლევა. /. ლეკიშვილი, . გვერდწითელი, . ცეცაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. – #3. – გვ. 74-75. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ჩატარებულია ზოგიერთი ნორმალურჯაჭვიანი ალკანის მათემატიკურ-ქიმიური გამოკვლევა კვაზი-რნბ-მატრიცების მეთოდის ფარგლებში. აგებულიააღნაგობა-თვისებები”- ტიპის ორი კორელაციური განტოლება. გამოთვლებმა აჩვენა, რომ კორელაციები დამაკმაყოფილებელია.

ავტ.

 

10.2.10. Cr2O3 და MNO ოქსიდების ნარევის კარბოთერმული აღდგენის თერმოდინამიკური ანალიზი. /. წიქარიძე, . ჯანელიძე, . რაზმაძე, . ბაღდავაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. – #3. – გვ. 77-78. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესრულებულია Cr-MN-O-C სისტემის სრული თერმოდინამიკური ანალიზი შემდეგი შედგენილობე­ბი­სათვის: Cr2O3+ MNO + 4 C; (1) Cr2O3+ MNO + 5 C; (2) Cr2O3+ MNO + 6 C. (3) ანალიზის ძირითადი შედეგე­ბი ყველა შედგენილობისათვის წარმოდგენილია დიაგრამების სახით (კომპონენტების შედგენილობის ტემპერატურისაგან დამოკიდებულება 800-2000 K ინტერვალში).

ავტ.

 

10.2.11. კოფეინის მჟავას და 2,3-დიჰიდროქსი-3-(3,4- დიჰიდროქსიფენილ)-პროპიონის მჟავას ამიდების სინთეზი. /. მერლანი, . ბარბაქაძე, . ამირანაშვილი, . გოგილაშვილი, . მულკიჯანიანი/. საქართვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. – #3. – გვ. 107-111. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხორციელებულია კოფეინის და 2,3-დიჰიდროქსი-3-(3,4-დიჰიდროქსიფენილ)-პროპიონის მჟავას პოტენციური ანტიოქსიდანტური აქტივობის მქონე ზოგიერთი ახალი ამიდის სინთეზი. სინთეზირებუ­ლი ნაერთების აღნაგობა დადასტურებულია ბმრ- და იწ-სპექტროსკოპიის მონაცემების საფუძველზე.

ავტ.

 

10.2.12. ამინობენზომჟავების ესთერების N-გლიკოზიდების სინთეზი და ანომერული შედგენილობა. /. კუბლაშვილი, . ლაბარტყავა, . აბდუშელიშვილი, . გიორგაძე, . ქარქაშაძე, . ებრალიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2012. – . 38. – #1. – გვ. 20-24. – რუს. რეზ.: ქართ., ინგლ.

ამინობენზომჟავას ესთერების (2-ამინობენზომჟავას მეთილის ესთერი, 4-ამინობენზომჟავას ბუტილის ესთერი) და ალდოზების (D-გლუკოზა, D-გალაქტოზა, D-მანოზა, L-რამნოზა, D-ქსილოზა, L-არაბინოზა) საფუძველზე სინთეზირებულია შესაბამისი N-გლიკოზიდები. 13C-ბმრ მეთოდით დადგენილია სინთე­ზი­რებული ნაერთების ანომერული და იზომერული შედგენილობა.

ავტ.

 

10.2.13. ტყვია სელენიდის ეპიტაქსიალური ფენების ზრდის პირობების და თვისებების ანალიზი მათში მაღალი უარყოფითიწნევების განხორციელებასთან დაკავშირებთ. /. ფაშაევი, . დავარაშვილი, . ენუქაშვილი, . გულიაევი, . ძაგანია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2012. – . 38. – #1. – გვ. 31-35. – რუს. რეზ.: ქართ., ინგლ.

ტყვია სელენიდის თხელ ეპიტაქსიალურ ფენებში მაღალი უარყოფითიწნევების მისაღწევად განიხი­ლება ფენების სისქეების, დისპერსიულობის და ტექსტურის, აგრეთვე საფენებში დისლოკაციების სიმკვრივის როლი. დისპერსიულობის გავლენა გაანალიზებულია კრისტალიტების კრიტიკული სისქეების გათვალისწინებით, ხოლო ტექსტურის - რენტგენოდიფრაქციული ხაზების წანაცვლებით სხვადასხვა სისქის ფენებში.

ავტ.

 

10.2.14. კაჟმიწის კარბოთერმული აღდგენის შესაძლებლობის შესახებ. /. უკლება, . ნადირაძე, . ნადი­რაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2012. – . 38. – #1. – გვ. 36-40. – რუს. რეზ.: ქართ., ინგლ.

ჩატარებულია კაჟმიწის ნახშირბადით აღდგენის დროს მოსალოდნელი პროცესების თერმოდინამიკური ანალიზი, რომლის საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ყველაზე პერსპექტულად შეიძლება ჩაითვალოს SO2-ის ნახშირბადით აღდგენა განხორციელდეს ორ ეტაპად: პირველიSiO2-ის არასრული აღდგენა რეაქციით: SiO2(My)+C(My)= SiO(a)+CO(a), ხოლო შემდეგ ჩატარდეს რეაქცია აიროვან ფაზაში: SiO(a)+CO(a)= Si(My)+CO2(a).

ავტ.

 

10.2.15. Al-Ti-O-C სისტემის თერმოდინამიკური ანალიზი. /. ბაღდავაძე, . წიქარიძე, . უკლება/. საქარ­თველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2012. – . 38. – #1. – გვ. 41-45. – რუს. რეზ.: ქართ., ინგლ.

შესრულებულია Al-Ti-O-C სისტემის სრული თერმოდინამიკური ანალიზი ატმოსფერულ წნევაზე და ვაკუუმში შემდეგი შედგენილობებისათვის: 1. Al-64 მას.%; Ti2 -22 მას.%; C -14 მას.%; 2. Al-76 მას.%; TiO2 -19 მას.%; C -5 მას.%; 3. Al-32 მას.%; TiO2 -59 მას.%; C -9 მას.%. ანალიზის ძირითადი შედეგები ყველა შედგენილობისათვის წარმოდგენილია დიაგრამების სახით (კომპონენტების შედგენილობის ტემპერატუ­რისაგან დამოკიდებულება 800 - 2000 K ინტერვალში).

ავტ.

 

10.2.16. აცეტოფენონის წარმოებულების ტაუტომერულ გარდაქმნაზე ჩამნაცვლებლის გავლენის კვანტურ-ქიმიური შესწავლა. /. კუჭუხიძე, . კერესელიძე, . ქვარაია, . ფაჩულია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2012. – . 38. – #1. – გვ. 46-48. – რუს. რეზ.: ქართ., ინგლ.

კვანტურ-ქიმიური მეთოდის სიმკვრივის ფუნქციონალის თეორიის (სფთ) გამოყენებით გამოთვლილია აცეტოფენონის წარმოებულების ტაუტომერული გარდაქმნის ენერგეტიკული და კინეტიკური მახასია­თებლები. ნაჩვენებია, რომ ელექტრონულ-დონორული ჩამნაცვლებლები ხელს უწყობენ, ხოლო ელექ­ტრო­ნულ-აქცეპტორული - აფერხებენ ტაუტომერულ გარდაქმნას.

ავტ.

 

10.2.17. ზოგიერთი ალმასკომპოზიციური მასალის მიღების ფიზიკური ასპექტი. /. ლოლაძე, . პოლია­კოვი, . წეროძე, . ზასლავსკი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2012. – . 38. – #1. – გვ. 49-53. – რუს. რეზ.: ქართ., ინგლ.

სამუშაო განეკუთვნება მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში ალმასკომპოზიციური მასალების მიღების ფიზიკისა და ქიმიის სფეროს. წარმოდგენილია მაღალი წნევისა (2.55-7.7)109პა და ვაკუუმის პირობებში მყარფაზური ურთიერთქმედების კინეტიკის ექსპერიმენტული მონაცემები სისტემებში ალმასი-ტიტანი და გრაფიტი-ტიტანი. მიღებული შედეგების საფუძველზე მოცემულია ნახშირბადის ატომების მიგრაციის მექანიზმის ახსნა და მაღალი წნევის როლი ამ პროცესში.

ავტ.

 

10.2.18. ელექტრომაგნიტური ტალღების მშთანთქმელი, გრაფიტის ფუძეზე შექმნილი ულტრადისპერ­სული კომპოზიციური ფხვნილი. /. ოქროსცვარიძე, . ბაციკაძე, . კახნიაშვილი, . ჩხიკვაძე, . ვაჩეიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2012. – . 38. – #1. – გვ. 92-96. – რუს. რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ნიკელით პლაკირებული გრაფიტის ფხვნილის ელექტრომაგნიტური ტალღების შთანთქმის პროცესი. გრაფიტის ფხვნილის პლაკირება ხდებოდა ჰიდრომეტალურგიული მეთოდით. ელექტრონომიკროსკოპული მეთოდით განჭოლვისას დადგენილი იქნა, რომ ნიკელით პლაკირებულ ფენას გააჩნია ნანოკრისტალური აგებულება, მასში კრისტალების ზომა 800 – 1200 Å ფარგლებშია. პლაკირებული ფენის ნანოკრისტალური სტრუქტურა იწვევს ვაკანსიების კონცენტრაციის ზრდას ლითონის დნობამდე არსებული ვაკანსიების კონცენტრაციამდე, რომელიც – Ñ≥10-4 შეესაბამება. კვლევის აღნიშნული მეთოდის საფუძველზე აგებული იქნა პლაკირებული ფენის განივი ჭრილის სქემა, რომლის მიხედვითაც ხდება ელექტრომაგნიტური ტალღების ნაწილობრივი ჩაქრობა. აღნიშნულ ეფექტში მონაწი­­ლეობენ პლაკირებული ფენის სტრუქტურული დეფექტებივაკანსიები. ელექტრომაგნიტური ტალღების საბოლოო შთანთქმა სანტიმეტრულ დიაპაზონში, ერთმანეთის მიმართ 30° დეზორიენტირე­ბული გრაფიტის ფენაზე ხდება.

ავტ.

 

10.2.19. საქართველოს ადგილმდებარეობის ვულკანური წარმოშობის წიდების საფუძველზე მომზადე­ბული ადსორბენტები. /. კვერნაძე, . ოსიპოვა, . ყარალაშვილი, . კლარჯეიშვილი, . ბურჯანაძე, . უროტაძე, . ციციშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2012. – . 38. – #1. – გვ. 97-100. – რუს. რეზ.: ქართ., ინგლ.

საქართველოს ადგილმდებარეობის ვულკანური წარმოშობის წიდების საფუძველზე, შემუშავებულია ადსორბენტის მიღების მეთოდიკა; ჩატარებული კვლევების შედეგად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მიღებული ადსორბენტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ქრომატოგრაფიული სვეტების საცმი, ფრეონის ზეთების (გამოიყენება სამაცივრო ტექნიკაში) დაბინძურების ხარისხის საკონტროლოდ. მიღებული ადსორბენტის სიიაფე განპირობებულია მისი ძირითადი კომპონენტის, მინერალური ნედლეულისვულკანური წარმოშობის წიდით, რომლის ულევი მარაგებია საქართველოში.

ავტ.

 

10.2.20. ლატენტური გამამყარებლების გავლენა ბუტადიენე-სტიროლის კაუჩუკების ფიზიკურ-მექანი­კურ თვისებებზე. /. შალამბერიძე, . ლომთაძე, . გრძელიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2012. – . 38. – #1. – გვ. 110-112. – რუს. რეზ.: ქართ., ინგლ.

წარმოდგენილია ლატენტური გამამყარებლების გავლენის შედეგები ბუტადიენე-სტიროლის კაუჩუკების: ÑÊÑ-30, ÀÐÊ, ÀÐÊÌ-15 ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებზე. ექსპერიმენტული გზით დადგენილია, რომ არსებითად ლატენტური გამამყარებელი ËÎ-2 გავლენას ახდენს კაუჩუკების ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებზე.

ავტ.

 

10.2.21. ბიოსურფაქტანტების გავლენა ცელულაზების სინთეზსა და სტაბილობაზე. /. ქუთათელაძე, . ურუშაძე, . ხვედელიძე, . ალექსიძე/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. – 2011. – . 9. – #1-4. – გვ. 16-19. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მიკრომიცეტების კოლექციიდან შერჩეუ­ლია თერმოფილური შტამი - Aspergillus versicolor J1-5. დადგენილია Aspergillus versicolor J1-5-ის ცელულაზური პრეპარატის PH და ტემპერატურული ოპტიმუმები. შესწავლილია ბიოსურფაქტანტების გავლენა მიკრობული ცელულაზების სინთეზზე, ფერმენტულ აქტივობაზე, თერმომედეგობაზე და ცელულოზური სუბსტრატის (ფილტრის ქაღალდი) ჰიდროლიზის ხარისხზე. დადგენილია, რომ ბიოსურფაქტანტების კომპლექსის დამატება საკვებ არეში იწვევს საერთო ცელულაზური აქტივობის ზრდას 60%-ით. უშუალოდ საინკუბაციო არეში ბიოსურფაქტანტების დამატებას არ ჰქონდა ეფექტი ცელულაზურ აქტივობაზე, მაგრამ ფერმენტის თერმომედეგობა გაიზარა 28%-ით. ბიოსურფაქტანტების კომპლექსის დამატებამ გამოიწვია ჰიდროლიზის პროცესის გახანგრძლივება და გლუკოზის გამოსავლის გაზრდა.

ავტ.

 

10.2.22. ნავთობის მსუბუქი ფრაქციებით გაჯერებული ამიდური ფოროვანი ჰიბრიდული პოლიმერის დესორბციის პროცესის შესწავლა. /. პაპავა, . გელაშვილი, . მოლოდინაშვილი, . ხეცურიანი, . შეროზია, . დოხტურიშვილი, . მაისურაძე/. საქართველოს საინჟინრო სიახლენი. – 2012. – #3. – გვ. 95-96. – ინგ.; რეზ. რუს.

მიღებულია ამიდური ტიპის ოლიგომერებისა და მოდიფიცირებული ბუნებრივი მინერალური სორბენ­ტების საფუძველზე ახალი სახის ჰიბრიდული ფოროვანი-პოლიმერები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სორბციის და სორბირებულ ნივთიერებებთან ერთად წყალზე ტივტივის უნარით. წყლის ზედა­პი­რიდან მათი მოცილება სორბირებულ ნავთობპროდუქტებთან ერთად შესაძლებელია მექანიკური გზით. ახალი სახის ჰიბრიდული ფოროვანი-პოლიმერები ხასიათდებიან სელექტიურობით, ცეცხლმედე­გობით, ფართო ინტერვალში თვისებების ვარირების უნარით, საწყისი ნივთიერებების სტრუქტურისა და თანაფარდობისაგან დამოკიდებულებით. მიღებული სორბენტები დესორბციის შემდეგ ხასიათდებიან რეგენერაციის უნარით, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნ მრავალჯერ.

ავტ.

 

10.2.23. ღია სისტემაში, AgNO3-ის წყალხსნარებთან კონტაქტში მყოფი ფოლადის ზედაპირზე, მიღებული FeFe2O4&Ag0 ნანოკომპოზიტების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები. /. ლავრინენკო/. Nano Studies. – 2012. – #5. – გვ. 27-40. – ინგლ.

გამოკვლეულია ღია სისტემაში, AgNO3-ის წყალხსნარებთან კონტაქტში მყოფი ფოლადის ზედაპირზე, მიღებული იმ მარტივი გულარი-გარსის ტიპის FeFe2O4&Ag0 ნანოკომპოზიტების ფორმირების პროცესი, რომლებიც შედგებიან რკინის ოქსიდის გულარისა და ვერცხლის გარსისაგან. FeFe2O4&Ag0 -ის ფაზური და ქიმიური შემადგენლობა, მისი ნაწილაკების ზომა, აგრეგატული და სედიმენტური მდგრადობა, მაგნიტური თვისებები და სხვ. განისაზღვრება ðÍ-ისა და ვერცხლის იონების კონცენტრაციების მნიშვნე­ლობებით დისპერსულ გარემოში. გულარი-გარსის ტიპის კომპოზიტების ფორმირება ხორციელ­დება ელექტროქიმიური პროცესის წარმართვით ფოლადის ზედაპირზე, რკინის ორ- და სამვალენტიანი კათიონების, ჰიდროჟანგისა და კარბონატების დაგროვებით გამყოფ საზღვარზე ფოლადი-წყალი-ჰაერი, ძლიერი აღმდგენების (კერძოდ, Green Rust-ის) ფაზების ფორმირებით და მათი ურთიერთქმედებით ხსნარში არსებულ ვერცხლის იონებთან. ანტიოქსიდანტური აქტიურობის და მაგნიტური და ოპტიკური თვისებების გამო, გულარი-გარსის ტიპის კომპოზიტები გამოიყენება ბიოლოგიაში და მედიცინაში.

ავტ.

 

10.2.24. მეტალების ნანონაწილაკების რეგულარული მესრები და ძაფები ცეოლიტურ არხებში. /. კაპანაძე, . რთველიაშვილი, . ტაბატაძე/. Nano Studies. – 2012. – #5. – გვ. 55-56. – რუს.

ექსპერიმენტების შედეგებზე დაყრდნობით ნაჩვენებია, რომ წნევის გავლენით თხევადი მეტალების შეყვანით ცეოლიტის (NaX, NaA და NaM) არხებში შესაძლებელია 10 – 20 ატომისაგან შედგენილი რეგულარული მესრისა და ერთატომიანიძაფებისმიღება.

ავტ.

 

10.2.25. ოპტიკურ ღუმელში კატალიზატორების გარეშე მიღებული ბორნიტრიდული ნაერთების ოპტიკური და ზედაპირული თვისებები. /. სარტინსკა, . ფროლოვი, . ანდრეევა, . ვოინიჩი, . კასუმოვი, . ფროლოვი, . ტინკოვი, . სტონისი/. Nano Studies. – 2012. – #5 – გვ. 89-102. – რუს.

გამოკვლეულია გაზრდილი სიმძლავრის ოპტიკური ღუმელის ფოკალურ ზონაში აზოტის დამყარებულ ნაკადში გახურებისას მიმდინარე პროცესი. ნაჩვენებია, რომ გრაფიტისებური H-BN-ის გარდაქმნა სათავეს უდებს ნანომილაკებისა და ვისკერსების (ძაფების) ფორმირებას ნიმუშის ზედაპირზე, კრატერისა და წვეთების გარშემო. შუა არეში ვისკერსებსა (ძაფებსა) და ნანომილაკებში ამაღლებულია აზოტის, ხოლო ბოლოებში და, აგრეთვე, წვეთებშიბორისა და ჟანგბადის შემცველობები. დადასტურებულია, რომ ჟანგბადის გადანაცვლება წარმოადგენს იმ მთავარ მამოძრავებელ ძალას, რომელიც ხელს უწყობს ძაფისებური სტრუქტურების წარმოქმნას. ნაჩვენებია, რომ ზედაპირზე, კრატერისაგან მოშორებით, დაეფინება ფხვნილოვანი მასალა ბორის გაზრდილი შემცველობით, შედგენილი იმგვარი ძაფისებური წარმონაქმნებისაგან, როგორიცაა ნანომილაკები და ვისკერსები (ძაფები), ნანოზომის ტოლღერძა კრისტალიტები, H-ÂN-ისა და Â25N და Â51N2 ტეტრაგონალური ფაზების ცალკეული მონოკრისტალები და, აგრეთვე, ამორფული ბორის ნიტრიდი. ამ მასალისათვის დადგენილია აკრძალული ზონის სიგანის სამი მნიშვნელობა: 3.5, 3.8 და 4.8 ევ, რომლებიც შეესაბამება Â25N და Â51N2 ტეტრაგონალურ ფაზებს და, აგრეთვე, ჰექსაგონალურ ბორის ნიტრიდს. ოჟე-ელექტრონების სპექტროსკოპიის მეთოდი გამოსადგია ასეთი ფხვნილოვანი მასალების წინასწარი დახასიათებისათვის, რამდენადაც იგი ერთმანეთისაგან განასხვავებს სუფთა ელემენტებისა და მათი ნაერთების ელექტრონულ სტრუქტურებს.

ავტ.

 

10.2.26. დისპროზიუმის მონოანთიმონიდის ელექტროფიზიკური თვისებები. /. ჯაბუა, . კუპრეი­შვილი, . გიგინეიშვილი, . ილურიძე, . ტაბატაძე/. Nano Studies. – 2012. – #5. – გვ. 117-120. – ინგლ.

იშვიათმიწა ელემენტების მონოანთიმონიდები წარმოადგენენ პერსპექტიულ მასალებს მათი ადიაბა­ტუ­რი განმაგნიტებით ზედაბალი ტემპერატურების მისაღებად. გარდა ამისა, მათ გააჩნიათ დნობის მაღალი ტემპერატურა და უნიკალური, სხვა მასალებისაგან განსხვავებული, თვისებები. დამუშავებულია დისპრო­ზიუმის მონოანთიმონიდის თხელი ფირების, მონოკრისტალების, კერამიკებისა და ფხვნილების მიღების ტექნოლოგია. ჩატარებულია მათი რენტგენოფაზური და ელექტრონოგრაფიული ანალიზი. თხელი ფირებისა და მონოკრისტალებისათვის გაზომილია კუთრი წინაღობისა და ჰოლის მუდმივას ტემპერატურაზე დამოკიდებულება ფართო ტემპერატურულ ინტერვალში 95 – 700 K. ამ შედეგებზე დაყრდნობით, ერთზონიან მიახლოებაში გამოთვლილია მუხტის გადამტანების ძვრადობისა და კონცენტრაციის ტემპერატურაზე დამოკიდებულებები.

ავტ.

 

10.2.27. ოქროსა და ვერცხლის ნანონაწილაკების სინთეზი ზოგიერთი მიკროორგანიზმით. /. ყალაბე­გიშვილი, . მურუსიძე, . კირკესალი, . რჩეულიშვილი, . გინტური, . ღელაღუტაშვილი, . კუჭავა, . ბაღდავაძე, . პატარაია, . გურიელიძე, . ცერცვაძე, . გაბუნია/. Nano Studies. – 2012. – #6. – გვ. 5-14. – ინგლ.

ოქროსა და ვერცხლის ნანონაწილაკთა მიკრობული სინთეზის ბიოტექნოლოგიის შესასწავლად გამოყე­ნებული იქნა ბაქტერია აქტინომიცეტის რამდენიმე ახალი შტამი და, აგრეთვე, ლურჯ-მწვანე წყალმცე­ნარე შპირულინა პლატენსის. ყველა ამ მიკროორგანიზმისათვის შესწავლილ იქნა ნანონაწილაკების წარმოქმნისათვის საჭირო დროისა და კონცენტრაციის პირობები. მიღებული ნანონაწილაკების ტესტირე­ბისათვის გამოყენებულ იქნა ანალიზური და სპექტრული მეთოდების კომპლექსი: ულტრაიისფერ-ხილული (UV–ვის) სპექტრომეტრია, რენტგენული დიფრაქცია (XRD), ტრანსმისიური ელექტრონული მიკროსკოპია (TEM), მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპია (SEM) რენტგენული სხივების ენერგო­დისპერსიული ანალიზით (EDAX), წონასწორული დიალიზის მეთოდი, ნეიტრონულ-აქტივაციური ანალიზი (NAA) და ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრია (AAS). ულტრაიისფერ-ხილული სხივების (UV–ვის) შთანთქმის ყველა სპექტრში დაიმზირება მკვეთრად გამოყოფილი ერთი პიკი, რაც მოწმობს სფერული ფორმის ოქროსა და ვერცხლის ნანონაწილაკების წარმოქმნას. ამასვე ადასტურებენ შესაბამისი TEM სურათები. რენტგენული დიფრაქციით (XRD) მიღებული სპექტრებიდან ჩანს, რომ ოქროსა და ვერცხლის ნანონაწილაკები კუბური სტრუქტურის მქონე კრისტალებს წარმოადგენენ. შესწავლილ ნიმუშებში ნანონაწილაკების ზომების ჰისტოგრამები გვიჩვენებენ, რომ ოქროსა და ვერცხლის ნანონა­წილაკების ზომები 5 ნმ-დან 80 ნმ-მდე შუალედშია, საშუალო ზომით 20 – 25 ნმ. NAA და AAS მეთოდებით მიღებული მონაცემების მიხედვით, ოქროსა და ვერცხლის ჯამური კონცენტრაციები ნიმუშებში საწყის ფაზაში სწრაფად იზრდება უჯრედების ზედაპირზე მიმდინარე ადსორბციის პროცესების ხარჯზე და შემდეგში კი მნიშვნელოვნად არ იცვლება. გამოკვლევის შედეგები ცხადყოფენ, რომ შესწავლილ მიკროორგანიზმებს აქვთ უნარი სათანადო ნაერთებთან ურთიერთქმედებისას უჯრედების გარეთ წარმოქმნან სფერული ფორმის ოქროსა და ვერცხლის ნანონაწილაკები.

ავტ.

 

10.2.28. ნანოქიმიისა და ნანოტექნოლოგიის ტერმინთა მოკლე (განმარტებითი) ლექსიკონი. ნაწილი II. /. რამიშვილი/. Nano Studies. – 2012. – #6. – გვ. 15-54. – ინგლ.

მოკლე ლექსიკონის მეორე ნაწილი შეიცავს 100-ზე მეტ ქართულ ტერმინს, რომლებიც ნანოქიმიისა და ნანოტექნოლოგიის მთავარ საკითხებსა და თემებზე და ასევენანოსიტემების სინთეზზეა ფოკუსირე­ბული. ცხრილში ჩამოთვლილია ზოგიერთი ამგვარი ინგლისური, გერმანული და რუსული ტერმინი, ამოღებული ლექსიკონებიდან და ქიმიური სამეცნიერო პერიოდიკიდან, და მოცემულია მათი შესაბამისი ქართული ტერმინები სათანადო განმარტებებით.

ავტ.

 

10.2.29. კორელაცია ზედაპირის კუთრ ფართობსა და ნაწილაკების საშუალო ზომას შორის: ჰექსაგონა­ლუ­რი ბორის ნიტრიდის ნანოფხვნილები. /. ჩხარტიშვილი/. Nano Studies. – 2012. – #6. – გვ. 65-76. – ინგლ.

შემოთავაზებულია მორფოლოგიური მოდელი ნანოფხვნილური ჰექსაგონალური ბორის ნიტრიდისა­თვის H-BN, რომელიც თხევადი საპოხი მასალების ეფექტურ მყარ დანამატს წარმოადგენს. ეს მოდელი საშუალებას იძლევა ფხვნილის ნაწილაკების საშუალო ზომის მიხედვით შეფასდეს ისეთი ძნელად გასაზომი მორფოლოგიური პარამეტრი, როგორიცაა ზედაპირის კუთრი ფართობი.

ავტ.

 

10.2.30. ვაკუუმურ-რკალური სინთეზის ხერხით მიღებული γ-MO2N-ის ნანოსტრუქტურირებული დანაფარების რენტგენოსტრუქტურული გამოკვლევა. /. შულაევი, . კოლუპაევა/. Nano Studies. – 2012. – #6. – გვ. 77-84. – რუს.

რენტგენოსტრუქტურული ანალიზის მეთოდით გამოკვლეულია დაფენის ფრონტზე დაბალენერგეტი­კუ­ლი ზემოქმედების პირობებში სინთეზებული γ-MO2N-ის დანაფარებში არსებული ნანოსტრუქტურული მდგომარეობა. ფუძე-შრეზე მოდებული იყო 30 მუდმივი უარყოფითი წანაცვლების პოტენციალი. ნანო­სტრუქტურული დანაფარები ხასიათდებოდა ამორფულ-კრისტალური აღნაგობით. ამგვარი დანა­ფა­რების სისალე შეადგენდა 60 გპა-. დანაფარებში ფორმირდებოდა ძლიერი ნარჩენი შემკუმშავი მაკრო­დაძა­ბუ­ლობები. შეინიშნებოდა მაკრონაწილაკების ჩაჭერის ჩახშობა, როდესაც მოლიბდენის ნიტრიდის დანაფა­რები სინთზდებოდა მუდმივი უარყოფითი წანაცვლების პოტენციალის გამოყენებით.

ავტ.

 

10.2.31. ვერცხლის ნანონაწილაკების სინთეზი ვერცხლის ნიტრატის ხსნარში ჰიდროქინონის საშუალე­ბით. /. პავლიაშვილი, . ყალაბეგიშვილი, . გინტური, . ლომიძე, . ცერცვაძე, . აბრამიშვილი/. Nano Studies. – 2012. – #6. – გვ. 101-104. – ქართ.

ვერცხლის ნანონაწილაკების მიღების პროცესი ვერცხლის ნიტრატის ხსნარში შესწავლილია სპექტროფო­ტო­მეტრული და ელექტრონულ-მიკროსკოპული მეთოდებით. გაანალიზებულია ზემაღალი სიხშირის ველის ზემოქმედება ნანონაწილაკების სინთეზის პროცესზე.

ავტ.

 

10.2.32. ერთგანზომილებიანი ოქსიდური და ნიტრიდული ნანომასალების პიროლიზური ზრდა. /. ჯიშია­შვილი, . ქირია, . შიოლაშვილი, . მახათაძე, . მიმინოშვილი, . ჯიშიაშვილი, . სუხანოვი/. Nano Studies. – 2012. – #6. – გვ. 115-120. – ინგლ.

სამუშაოს მიზანი იყო 1D ნანომასალების გაზრდა შედარებით დაბალ (არა უმეტეს 5800C-ისა) ტემპერა­ტუ­რებზე ჰიდრაზინის პიროლიზის გამოყენებით.

ავტ.

 

10.2.33. ალოეს ფოთლებისაგან D-მანოზა-სპეციფიკური ლექტინის გამოყოფა და მისი ფიზიკურ-ქიმი­ური თვისებების შესწავლა. /. მღებრიშვილი, . ვახანია, . ალექსიძე, . ალექსიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 78-82. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

ბიოლოგიურად აქტიური D-მანოზა-სპეციფიკური ლექტინი (AML) გამოყოფილია მცენარე ალოეს ახალ­გაზრდა და ხნიერი ფოთლებიდან და შესწავლილია მისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები და ბიოქიმიური მაჩვენებლები.

ავტ.

 

10.2.34. ბაწარის ნაკრძალში წაბლის ხის (Castanea sativa Mill) მოსავლიანობა ხნოვანების მიხედვით. /. ხოხობაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 83-84. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია წაბლის ხის მოსავლიანობის დამოკიდებულება მის ხნოვანებასთან. გამოკვლევა შესრულე­ბუ­ლია ბაწარის ნაკრძალში (ახმეტის რაიონი). მიღებულია საკმაოდ საინტერესო შედეგები წაბლის ნაყო­ფის წლიური მოსავლიანობის შესახებ. ამ მონაცემების მიხედვით, ბაწარის ნაკრძალში წაბლის წლიური მოსავალი წელიწადში ათასობით ტონას აღემატება.

ავტ.

 

10.2.35. ინტროდუცირებულ დეკორატიულ მცენარეთა ბიოეკოლოგიური თავისებურებანი ბათუმის ბოტანიკური ბაღის პირობებში. /. მაჭუტაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #1. – გვ. 147-150. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ინტროდუცირებულ დეკორატიულ მცენარეთა მრავალმხრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ობიექტუ­რად ისახება მისი ბუნებრივი გავრცელების პირობებიდან შეცვლილ გარემო პირობებში კომპლექსურად გამოყენების ამოცანა, რომლის დროსაც ყურადღება ეთმობა დეკორატიულ მცენარეთა ბიოეკოლოგიური საკითხების შესწავლას, შერჩევას, გამრავლებას და დანერგვას.

ავტ.

 

10.2.36. “საქართველოს წითელი ნუსხისზოგიერთი სახეობის ინტროდუქციის შედეგი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში (თბილისი). /. ასიეშვილი, . ერაძე, . სირაძე, . ლაჩაშვილი/. საქართვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. – #3. – გვ. 88-94. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულიასაქართველოს წითელი ნუსხისზოგიერთი სახეობის ინტროდუქციის შედეგი საქართვე­ლოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში (თბილისი). ეს სახეობებია: Pterocarya pterocarpa (Michx) Kunth ex I. Iljinsk., Acer ibericum Bieb., Juniperus foetidissima Willd., Berberis ibérica Stev. & Fisch. ex DC., Salvia garedji Troitzk., Pistacia mutica Fisch. & C.A.Mey და Pyrus sachokiana Kuthatheladze. თითოეული სახეობისათვის მოცემულია ძირითადი ფენოლოგიური მაჩვენებლები, ასევე მათი ბუნებრივი არეალები და ჰაბიტატები. ყველა განხილული სახეობა ადაპტაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამაზე მიუთითებს მათი ძირითადი ფენოლოგიური მაჩვენებლებიც ბუნებასა და საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, რომლებიც თითქმის იდენტურია. ჩვენი აზრით, განპირობებულია მათი ბუნებრივი ჰაბიტატების ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებისა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის შესაბამისი მონაცემების მსგავსებით. ამასთანავე, შესწავლილ მცენარეებს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შექმნილი აქვთ ბუნებრივი ჰაბიტატების მსგავსი საარსებო ნიშები.

ავტ.

 

10.2.37. ალოე A. aristata- ფესვიდან N-აცეტილ-D-გლუკოზამინსპეციფიკური ლექტინის გამოყოფა, გასუფთავება და ბიოქიმიური დახასიათება. /. ვახანია, . ალექსიძე, . ალექსიძე/. საქართველოს მეცნიერე­ბათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. – #3. – გვ. 112-115. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ალოე A. aristata- ფესვიდან და ბოლქვიდან გამოყოფილია N-აცეტილ-D-გლუკოზამინსპეციფიკური ლექტინი. დადგენილია მისი საექსტრაქციო პირობები. შესწავლილია ამონიუმის სულფატით სხვადასხვა გაჯერების პირობებში ლექტინური მახასიათებლები, როგორც ბოცვრის ტრიპსინიზირებულ, ისე არა­სტრიპ­სინიზირებულ ერითროციტებზე. დადგენილია ტემპერატურის გავლენა ალოეს ფესვის ლექტინურ აქტივობაზე.

ავტ.

 

10.2.38. ჩაის ფოთლიდან გამოყოფილი პროანტოციანიდინების პრეპარატის მაინჰიბირებელი გავლენა ჩაის ფოთლის ფენოლოქსიდაზას აქტივობაზე. /. მჭედლიშვილი, . ომიაძე, . ახვლედიანი, . აბუთიძე, . გულუა, . ფრუიძე/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. – 2011. – . 9. – #1-4. – გვ. 1-5. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გამოკვლეულია მწვანე ჩაის (Camellia sinensis L.) ფოთლებიდან გამოყოფილი პროანტოციანიდინების პრეპარატის გავლენა ჩაის ფოთლის ფენოლოქსოდაზას აქტივობაზე. ნაჩვენებია, რომ აღნიშნული პრეპარატი წარმოადგენს ჩაის ფოთლის ფენოლოქსიდაზას ეფექტურ ბუნებრივ ინჰიბიტორს. მისი დამატება იწვევს ჩაის ფოთლის ფენოლოქსიდაზას მოქმედების კინეტიკის კლასიკურიდან გადახრას. ბუნებრივი ინჰიბიტორი ამცირებს ფენოლოქსიდაზას Vმაქ- 2.5 ჯერ. აღნიშნული ფერმენტი ამჟღავნებს დადებით კოოპერატიულობას. ჰილის კოეფიციენტი 0.63-ის ტოლია. დადგენილია, რომ ჩაის ფოთლის ფენოლოქსიდაზას ინჰიბირება ჩაის ფოთლიდან მიღებული ბუნებრივი ინჰიბიტორით არის არაკონ­კურენტული.

ავტ.

 

10.2.39. ქათმის გლუვი კუნთიდან გამოყოფილი ცილა სმიტინის ფიზიკური თვისებების შესწავლა და მათი შედარება ტიტინის ფიზიკურ თვისებებთან. /. კუპატაძე, . ქურიძე, . დევდარიანი, . გაჩეჩილაძე, . სულამანიძე, . იორამაშვილი, . გოგორიშვილი, . ზაალიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. – 2011. – . 9. – #1-4. – გვ. 6-11. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ქათმის გლუვი კუნთიდან ნატიური სახით გამოყოფილი იქნა ცილა სმიტინი (Cტიტინი). დადგენილი იქნა მისი ფიზიკური პარამეტრები (მოლეკულური მასა, სედიმენტაციის კოეფიციენტი, მახასიათებელი სიბლანტე) და იგი შედარებული იქნა ქათმის განივზოლიანი კუნთიდან გამოყოფილი ცილა ტიტინის შესაბამის პარამეტრებთან.

ავტ.

 

10.2.40. საქართველოში ინტროდუცირებული მიწავაშლას შესწავლა ფუნქციური საკვები დანამატის მიღების მიზნით. /. აროშიძე, . ომიაძე, . მჭედლიშვილი, . აბუთიძე, . კვესიტაძე/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. – 2011. – . 9. – #1-4. – გვ. 12-15. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გამოკვლეულია საქართველოში ინტროდუცირებული მცენარე მიწავაშლას ფუნქციური საკვები დანამა­ტის მისაღებად. ნაჩვენებია, რომ მიწავაშლას ბოლქვები შეიცავს 92.0% ექსტრაქტულ ნივთიერებებს, მათ შორის 17.0% ინულინს. ამ მცენარის ფოთლები შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ფენოლურ ნაერ­თებს (12.0%) და პექტინის ნივთიერებებს (9.0%). მიწავაშლას როგორც ბოლქვები, ისე ფოთლები შეიცავს შაქრებს, 7.0 და 13.0% შესაბამისად. დადგენილია მიწავაშლას ბოლქვებიდან ინულინის და ამავე მცენარის ფოთლებიდან ფენოლური ნაერთების ექსტრაქციის რეჟიმები. ნაჩვენებია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მოყვანილი მიწავაშლა შეიძლება წარმატებით იქნეს გამოყენე­ბული ნედლეული ინულინისა და ფუნქციური ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის მისაღებად.

ავტ.

 

10.2.41. მორფოლოგიური ურთიერთკავშირი საქართველოში გავრცელებულ კულტურულ და ველურ მსხლებს შორის. /. ასანიძე, . ახალკაცი/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. – 2011. – . 9. – #1-4. – გვ. 20-27. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია მსხლის 26 ქართული, 9 ინტროდუცირებული ჯიშის და კულტურული მსხლის 3 ველური წინაპარი სახეობის: Pyrus Caucasica Fed.; P. Balansae Decne. და P. Pyraster (L.) Burgsd 214 ინდივიდი. 27 მორფოლოგიური ნიშანი გამოყენებულია მულტივარიაციული სტატისტიკური ანალიზისთვის. მათ შორისაა, ფოთლის და ახალგაზრდა ყლორტის 6 რაოდენობრივი და 6 ხარისხობრივი მახასიათებელი, ნაყოფის 14 ხარისხობრივი დესკრიპტორი და ფოთლის ფორმა, რომელიც ყოველი ინდივიდისთვის გამოთვლილია, როგორც ფურიეს კონტურის ფორმის ანალიზის მეთოდით გაზომილი 20 ჰარმონიკის და 10 ფოთლის საშუალო მაჩვენებლი. 6 პრინციპული კომპონენტი იქნა გამოყენებული იერარქიული კლასტერული ანალიზისთვის და ევკლიდეს მსგავსების ახლო მანძილი გამოვლინდა 15 ქართულ აბორი­გენულ მსხლის კულტივარსა და ორ ველურ სახეობას შორის: P. Caucasica (კავკასიის ენდემი) და P. Balansae (საქართველოს ადგილობრივი სახეობა). ევროპული ველური სახეობა - P. Pyraster, გაერთიანდა 9 ინტროდუცირებულ და 11 ქართულ კულტივართან ერთად. კვლევის შედეგები მიუთითებენ, რომ მსხლის ზოგიერთი ქართული კულტივარის დომესტიკაცია განხორციელებულია პანტის და ბალანსეს მსხლის პირდაპირი მოშინაურების გზით. მსხლის ზოგიერთი ქართული კულტივარი კი შესაძლებელია წარმოშობილი იყოს ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიშების სელექციური ჰიბრიდიზაციით სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში.

ავტ.

 

10.2.42. ბუნებრივი ვაციწვერიანი სტეპები (Stipeta pennatae) საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (თბილისი) ტერიტორიაზე. /. ლაჩაშვილი, . ხაჩიძე, . ერაძე, . ხეცურიანი/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. – 2011. – . 9. – #1-4. – გვ. 28-36. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში (თბილისი) ველურად გავრცელებული ვაცი­წვერიანი თანასაზოგადოების (Stipetum pennatae) სტრუქტურა. მოცემულია გეობოტანიკურ-ფლორის­ტუ­ლი დახასიათება. განხილული თანასაზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში არ იძოვება, რამაც თავისი ასახვა პოვა მის სტრუქტურაზე. კერძოდ, დიდი რაოდენობითაა დაგროვებული მკვდარი საფარი, რის გამოც ძალიან სუსტადაა განვითარებული ეფემერული სინუზია. შესაბამისად, ძლიერაა შემცირებუ­ლი ერთწლოვან მცენარეთა ხვედრითი წილი და ცენოზური როლი, შემცირებულია ფლორისტული მრავალფეროვნება. ფლორისტული ანალიზის შედეგად დადგენილია, რომ შესწავლილი თანასაზოგადო­ება, რომლის შექმნაში მნიშვნელოვანია კავკასიური სახეობების როლი, ფლოროგენეზულ კავშირშია ერთი მხრივ, სამხრეთ-დასავლეთ აზიასთან და, მეორე მხრივ, ევრაზიის სტეპებთან. იკვეთება ხმელთა­შუაზღვის ზეგავლენაც.

ავტ.

 

10.2.43. ტემპერატურის გავლენა Arbutus andrachne L. თესლის გაღივებაზე. /. შაქარიშვილი, . ასიეშვილი, . ერაძე, . სირაძე/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. – 2011. – . 9. – #1-4. – გვ. 37-42. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ხემარწყვა (Ericaceae) საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი რელიქტური, იშვიათი, მაღალდეკორა­ტიული, თაფლოვანი მცენარეა, რომლის არეალი ხმელთაშუაზღვეთს, მცირე აზიასა და ჩრდილოეთ ერაყს მოიცავს. საქართველოში მისი მცირერიცხოვანი პოპულაციები მხოლოდ აფხაზეთისა და აჭარის კლდოვან კირქვიანებზე გვხდება. სახეობის სუსტი ბუნებრივი განახლება თესლის გაღივების პრობლე­მებს უკავშირდება. A. andrachne- თესლს ფიზიოლოგიური მოსვენების პერიოდი ახასიათებს, რაც სწრაფ და სინქრონულ გაღივებას აბრკოლებს. კვლევის მიზანს A. andrachne- თესლის გაღივებაზე ტემპერატურის გავლენის შესწავლა და ფიზიოლოგიური მოსვენების ტიპის დადგენა წარმოადგენდა. გაღივების ძირითადი პარამეტრები: საშუალო დრო (MGT), სიჩქარე (GR), ვარიაბელობა (CVT) პროცენტულობა (G), განუზღვრელობა (U) და სინქრონულობა (Z) ინკუბაციის ორი ტემპერატურული რეჟიმის (180 და 250C) პირობებისათვის განისაზღვრა. ტემპერატურა მნიშვნელოვან (P<0.05) გავლენას მხოლოდ თესლის გაღივების უნარზე ახდენს: 180C-ზე G=56±3.16%, რაც 35%-ით აღემატება 250C-ზე გაღივებული თესლების რაოდენობას. ინკუბაციის განსხვავებული რეჟიმის პირობებში გაღივების უნარის მქონე თესლების გაღივების დანარჩენი პარამეტრები მსგავსია და ტემპერატურის ცვლილებაზე ნაკლებადაა (P>0.05) დამოკიდებული: MGT=13.64±0.17 დღეს, CVT= 22.69±2.16%, GR=0.07±0.01 დღე-1, U=1.52±0.26 ბიტს და U =0.44±0.05 (180C-ზე). 250C-ზე გაღივებისას MGT=13.63±0.23 დღეს, CVT=21.09±2.69%, GR=0.07±0.03 დღე-1, U=1.42±0.37 ბიტს და Z=0.36±0.08. მიღებული შედეგები შესწავლილი ნიშნების გენეტიკურ განსაზღრულობაზე მიუთითებს. თესლის გაღივების საშუალო დრო 13 დღეა - ვადა, რომელიც მოსვენების პერიოდის მქონე თესლს არ ახასიათებს. ამ მონაცემის საფუძველზე დადგენილია A.andrachne- თესლის არაღრმა ფიზიოლოგიური მოსვენების ტიპი, რომლის ბუნებრივი შეწყვეტა ზამთრის პერიოდში ხდება.

ავტ.

 

10.2.44. ადამიანისათვის არაპათოგენური ვიბრიონების გავრცელება და მრავალფეროვნება საქართვე­ლოს წყლიან გარემოში. /. მითაიშვილი, . ცხვედიანი, . ქოქაშვილი, . ნატროშვილი, . ქაჯაია, . თედიაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. – 2011. – . 9. – #1-4. – გვ. 43-49. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

წარმოდგენილი კვლევის მიზანი იყო ადამიანებისთვის არაპათოგენური ვიბრიონების გავრცელების და მრავალფეროვნების შესწავლა საქართველოს წყლიან გარემოში. წყლის სინჯები აღებული იყო 2006-2009 წყლებში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და თბილისის მიდამოებში არსებულ წყალსაცავებ­ში: ლისისა და კუმისის ტბაში, და თბილისის ზღვაში. შესწავლილ იქნა 893 არა-კლინიკური Vibrio spp.-ის იზოლატი, რომლებიც მარილისადმი დამოკიდებულების მიხედვით დაიყო 3 ჯგუფად. მათგან 53 იზოლა­ტი მიეკუთვნა Vibrio- 7 სახეობას: V. orientalis, V. marinus, V. natriegens, V. pelagius, V. campbellii, V. splendidus და V. nereis.

ავტ.

 

10.2.45. ენცირტიდების (Hymenoptera: Chalcidoidea, Encyrtidae) ფაუნა, როგორც გოლჯუქის ბუნებ­რივ პარკში ფარიანების (Hemiptera: Coccoidea) ფაუნის შესაძლო რაოდენობის დადგენის საშუალება. /. ჯაფოშვილი, . ტოიგანოზუ/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. – 2011. – . 9. – #1-4. – გვ. 50-53. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გაანალიზებულია გოლჯუქის ბუნებრივ პარკსა და ისპარტის მოსაზღვრე რეგიონების მალაის ხაფანგით შეგროვებული ენცირტიდები, რათა დაგვედგინა პარკში არსებული ფარიანების შესაძლო რაოდენობა. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ისპარტის პროვინციაში აღრიცხულია 51 სახეობის ენცირტიდა. აღრიც­ხული პარაზიტოიდები დაკავშირებული არიან 168 სახეობის ფარიანასთან მსოფლიოში, თუმცა თურქეთში მათთვის ცნობილია მხოლოდ 60 ფარიანა მასპინძელი. Chi-square სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ თურქეთის ფარიანების ფაუნა არაა სრულად შესწავლილი და დიდი ალბათობაა, რომ აღრიცხული იყოს მეტი ფარიანა, რასაც ამ ტერიტორიაზე აღრიცხული პარაზიტოიდების ფაუნაც აჩვენებს.

ავტ.

 

10.2.46. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბზუალების მრავალფეროვნებისა და შემადგენლობის პირველადი მონაცემები საქართველოში. /. ჯაფოშვილი, . ჩალაძე/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. – 2011. – . 9. – #1-4. – გვ. 54-64. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევა ჩატარდა საქართველოში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბზუალების მრავალფეროვ­ნებაზე. შერჩეული იქნა 5 განსხვავებული მცენარეთა ასოციაციის წერტილი, რომელიც მოიცავდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ჰაბიტატების ძირითად ტიპებს: მეზოფილური ველი - ბანის­ხევი; მშრალი ველი - ქვაბისხევი, ამ წერტილზე დასავლეთის ნესტიანი კლიმატის გავლენა მინიმალუ­რია; წიწვოვანი ტყელიკანი 1; შერეული ტყელიკანი 2; და ბოლოს სუბალპური მდელოები - ბაირაღე­ბის სერი. ოცდაშვიდი სახეობა იყო რეგისტრირებული კვლევის პერიოდში. Carabid-ები ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო ბაირაღების სერზე, რომელიც ხასიათდებოდა ბალახოვნების მაღალი მრავალ­ფეროვნებით. შეგროვილი ეგზემპლარების ორმოცდაშვიდი პროცენტი სწორედ ამ წერტილში იყო შეგროვებული. კვლევამ აჩვენა, რომ ეს წერტილი წარმოადგენდა განსაკუთრებულ მიკროჰაბიტატს ბზუალების ფაუნისათვის. ცხრამეტი სახეობა აღრიცხული იყო მხოლოდ ამ წერტილში. Carabus armeniacus, C. ibericus, C. puschkini, C. septemcarinatus და Cychrus aeneus განისაზღვრენ, როგორც ინდიკატორი სახეობები. ბზუალების სახეობრივი სიმჭიდროვე განსხვავებული იყო განსხვავებულ ჰაბიტატებში.

ავტ.

 

10.2.47. აღმოსავლეთ საქართველოს სარმატული დროის ფლორა და მცენარეულობა. /. შატილოვა, . კოკოლაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. – 2011. – . 9. – #1-4. – გვ. 65-70. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

აღმოსავლეთ საქართველოს სარმატული ნალექების სრული ჭრილი შესწავლილი იქნა პალინოლოგიუ­რად. ლანშაფტურ-ფიტოცენოლოგიური მეთოდის გამოყენებამ საშუალება მოგვცა აღგვედგინა ცვლილე­ბები ფლორის შემადგენლობაში და თვალი გვედევნებინა მცენარეულობის განვითარებისათვის ქართლისა და კახეთის ტერიტორიაზე კლიმატის ფლუქტუაციებთან კავშირში.

ავტ.

 

10.2.48. კახეთისა და მიმდებარე რაიონების ნეოგენურ ხერხემლიანთა მრავალფეროვნების დინამიკა. /. ვეკუა, . ლორთქიფანიძე/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. – 2011. – . 9. – #1-4. – გვ. 71-84. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნამარხ ხერხემლიანთა ფაუნას გადამწყვეტი როლი ეთმობა კონტინენტური ნალექების გეოლოგიური ასაკის დადგენისა და მომიჯნავე რეგიონების შესატყვისი ასაკის ნალექებთან შეპირისპირების საქმეში. აღმოსავლეთ საქართველოში მოპოვებული პალეონტოლოგიური მასალა (დავით გარეჯის, ქვაბების, კოწახურისა და სხვა ადგილსაპოვებლების ფაუნები) შესაძლებლობას გვაძლევს თვალი გავადევნოთ წარსულის პალეოგეოგრაფიული სურათის ევოლუციას და გამოვყოთ გარემოს ცვლილებების შესაბამისი ეტაპები.

ავტ.

 

10.2.49. ფითრის (Viscum album) ქიტინ-დამაკავშირებელი ლექტინის (MChbL) ციტოტოქსიკურობის დადგენა ადამიანის სისხლის პერიფერიული ლიმფოციტების მიმართ. /. გაჩეჩილაძე, . ხურციძე, . გაიდამაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. – 2011. – . 9. – #1-4. – გვ. 85-88. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გამოკვლეულია ფითრის ქიტინ-დამკავშირებელი ლექტინის MChbL in Vitro გავლენა ადამიანის სისხლის პერიფერიულ ლიმფოციტებზე. MChbL თრგუნავდა ლიმფოციტების პროლიფერაციას ლექტინის 500მკგ/მლ კონცენტრაციის გამოყენების პირობებში. დაბალი კონცენტრაციებით MChbL ავლენდა სუსტ ტოქსიკურობას სისხლის პერიფერიული ლიმფოციტების მიმართ და ახდენდა ConA მსგავს ეფექტს. განიხილება ფითრის ლექტინის ბუნებრივ ბიოპესტიციდად გამოყენების შესაძლებლობა დოზასთან დამოკიდებულების პირობებში.

ავტ.

 

10.2.50. სვანეთის ხეხილოვანი კულტურები. /. ბაიაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ბიოლოგიის სერია B. – 2011. – . 9. – #1-4. – გვ. 89-91. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

წარმოდგენილია სვანეთში საველე ექსპედიციების დროს აღწერილი ხეხილოვანი კულტურების მრავალ­ფეროვნება. მოცემულია აბორიგენული ჯიშების ჩამონათვალი და მათი გავრცელება ადგილმდებარეობის მიხედვით. ხალხური სელექციის როლი ადგილობრივი ჯიშების და ფორმების ჩამოყალიბებაში და შექმნაში. განხილულია ადგილობრივი ველური წინაპარი სახეობების კულტურაში შემოსვლის პროცესი.

ავტ.

 

10.2.51. კავკასიური თეთრყვავილა (Galanthus caucasicus) ციტოტოქსიკური ალკალოიდების წყარო. /. ჯოხაძე, . კუჭუხიძე, . ჭინჭარაძე, . მურთაზაშვილი, . ბერაშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 127-129. – ინგლ.; რეზ.: ქართ.

შემუშავებულია ალკალოიდების ექსტრაქციული ფრაქციონირების მეთოდი საქართველოში გავრცელე­ბული მცენარე კავკსიური თეთრყვავილადან (Galanthus caucasicus ოჯ. Amaryllidaceae). ექსტრაქცია წარმოებდა ეთანოლით. ალკალოიდების ფრაქციებიდან სვეტზე (RP-8) და თხელფენოვანი ქრომატო­გრაფირების მეთოდით გამოყოფილია ინდივიდუალური ალკალოიდები. შესწავლილია ცალკეული ფრაქციების და ინდივიდუალური ალკალოიდების In-vitro ციტოტოქსიკური აქტივობა Hela (სწორი ნაწლავის კარცინომა) შტამზე. მაღალი ციტოტოქსიკური აქტივობით ხასიათდება ინდივიდუა­ლური ალკალოიდები - ლიქორინი (IC50 4.5±0.05 მგ/მლ), ჰემანტამინი (IC509.5±0.08 მგ/მლ), ნარვედინი (IC5015.7±0.12 მგ/მლ) და პლუვინი (IC5011.3±0.1 მგ/მლ).

ავტ.

 

 

3. გეოლოგია. გეოდეზია

 

10.3.1. კავკასიონის სამხრეთი ფერდის კახეთის სეგმენტის `არკოზული ვიშაქვების~ ახალი ინტერ­პრე­ტაცია. /. ოქროსცვარიძე, . ბლუაშვილი, . გაგნიძე, . ბოიჩენკო/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 16-23. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია კავკასიონის სამხრეთი ფერდის კახეთის სეგმენტის . . უხეშმარცვლოვანი `არკოზული ქვიშაქვების~ გენეზისის საკითხი. გეოლოგიურ, პეტროლოგიურ, გეოქიმიურ და მეტალოგენიურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ნაჩვენებია, რომ ეს ქანები რეალურად წარმოადგენენ მძლავრი პლუტო­ნური აქტიურობის ფრონტალურ, ფრაქცირებულ, კვარც-მინდვრისშპატიან ფელზიტურ წარმონაქმნებს, რომლებიც ჰიპაბისური მდნარებისა და ფლუიდების სახით შეიჭრენ ინტენსიურად ტექტონიზებულ ლიასური თიხაფიქლების მძლავრ სერიაში და მსხვრევის ზონებისა და ნაპრალების გასწვრივ მოახდინეს მისი ნაწილობრივი ასიმილაცია, ინტენსიური ჰიდროთერმული გარდაქმნა, გაკვარცება და მადნიანი მინერალიზაცია.

ავტ.

 

10.3.2. ცივგომბორის (კახეთის) ქედის რამპული სტრუქტურა და მისი ალაზნის როფთან პარაკინემა­ტიკური კავშირი. /. ბაშელეიშვილი, . კუმელაშვილი, . რაზმაძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 23-26. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

ცივგომბორის ქედის თანამედროვე სტრუქტურის გაშიფრვისას იხატება მისი რამპული სტრუქტურა. ჩვენ შემთხვევაში რამპანტიკლინის ზრდა მიმდინარეობდა კრისტალურ სუსტრატში განვითარებული სუბჰორიზონტული რღვევის გასწვრივ, სადაც მის დამრეც მონაკვეთზე ვითარდება ანალოგიური სტრუქტურები, რაც ჩვენი აზრით, მჭიდრო კავშირშია ალაზნის როფის ფორმირებასთან. ორივე სტრუქტურა წარმოადგენს პარაკინემატიკურ ერთეულს, რომელთა ფორმირება დროის განმავლობაში ურთიერთკავშირშია.

ავტ.

 

10.3.3. საქართველოს ნავთობისა და გაზის მარაგები ახალი კლასიფიკაციით. /. ტაბატაძე, . ქოიავა, . მაისურაძე, . კბილაძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 26-29. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

ნავთობისა და გაზის საბადოების თანამედროვე კლასიფიკაციამ ძირეულად შეცვალა სასარგებლო წიაღისეულის შეფასებისა და მარაგების საქართველოში ადრე არსებული სტრუქტურა. საქართველოს საბადოებზე ძველი სამრეწველო კატეგორიის მარაგებიდან ნაწილი უკვე გადავიდა ახალ, დადასტუ­რე­ბული მარაგების კატეგორიაში. დადასტურებული მარაგების გამოყოფა უკეთ ასახავს ნახშირწყალბა­დე­ბის შეფასების უტყუარობას, ნავთობისა და გაზის მოპოვების შესაძლო ტექნიკურ და ეკონომიკურ დასაბუთებას. საჭიროა საქართველოში ყველა არსებული მარაგი გადაყვანილი იქნეს დადასტურებული მარაგების კატეგორიაში. მარაგების და რესურსების საერთაშორისო კლასიფიკაციით გამოთვლის მეთოდიკისა და შემდგომ მეთოდური დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნა მნიშვნელოვნად დააჩქარებს, გაამარტივებს და დაარეგულირებს მარაგებისა და რესურსების კატეგორიების განაწილებას.

ავტ.

 

10.3.4. ფარავნის საბადოს პერლიტის მოპოვებისა და გადამუშავების ინტენსიურობის გაზრდის მიზანშე­წო­ნილობის შესახებ. /. ლორთქიფანიძე, . კაპანაძე, . თხელიძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 30-33. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მოცემულია პერლიტის ძირითადი შემადგენელი კომპონენტები და აფუებული პერლიტის სასარგებლო თვისებები, რომლებიც განაპირობებენ მის წარმატებით გამოყენებას მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში; განხილულია აფუებული პერლიტის მიღების პროცესი და მასზე მოქმედი ფაქტორები; წარმოდგენილია საქართველოში არსებული ფარავნის პერლიტის საბადოს მოკლე გეოლოგიური დახასიათება, ამ სასარგებლო წიაღისეულის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები და მისი მარაგები, აგრეთვე საბადოს ექსპლუატაციისათვის არსებული ხელსაყრელი პირობები; გაკეთებუ­ლია დასკვნა იმის შესახებ, რომ ქვეყნის საკეთილდღეოდ საჭიროა ფარავნის პერლიტის მოპოვებისა და გადამუშავების ინტენსიურობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს რესპუბლიკის სახალხო მეურნეობაში მისი გამოყენების არის გაფართოებას.

ავტ.

 

10.3.5. ხმელთაშუაზღვა-ჰიმალაის ნაოჭა სისტემის ტექტონიკური და მეტალოგენიური თავისებურე­ბე­ბი. /. ნადირაძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 34-39. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია ხმელთაშუაზღვა-ჰიმალაის ნაოჭა სისტემის ერთ-ერთი სეგმენტის, კავკასიის რეგიონის ტექტონიკური განვითარების მექანიზმი, რაც ორი გლობალური ლინეამენტური ზონის გადაკვეთასთანაა დაკავშირებული, რომელთა გასწვრივაც შემდგომში რიფტული და რიფტისმაგვარი სტრუქტურები ჩამოყალიბდნენ. პროცესი ლატერალურ-ინვერსიული ხასიათის იყო და ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ იყო მიმართული. ნაოჭა სისტემის ფარგლებში ვლინდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართების სტრუქტურების უპირატესი განვითარება, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართებასთან შედარებით, რაც დედამიწის ბრუნვის სიჩქარის პერიოდული ცვლილებითაა ახსნილი. ენდოგენური გამადნების ძირითადი ნაწილი ჩრდილო-დასავლეთის მიმართების ლინეამენტურ ზონებს უკავშირდება.

ავტ.

 

10.3.6. ვერტყვიჭალისა და ჭალვანის გაბროიდული სხეულების პეტროლოგია და ფიზიკურ-მექანიკური თვისებები. /. გორგიძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 40-42. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია ძირულის კრისტალური მასივის, ვერტყვიჭალისა და ჭალვანის გაბროიდული სხეულების მინერალური შედგენილობა, პეტროლოგია და მათი ფიზიკურ-მექანიკური თვისებები. სოფ. ვერტყვი­ჭალის გაბროიდული სხეული წარმოდგენილია ნორმალური გაბროებითა და რქატყუარიანი გაბროებით, ხოლო ჭალვანის ინტრუიზული სხეული წარმოდგენილია რქატყუარიანი გაბროებით. ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შესწავლისა და მიღებული მონაცემების საფუძველზე გაბროს ინტრუზიული სხეულები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც კარგი მოსაპირკეთებელი მასალა.

ავტ.

 

10.3.7. ტყიბულ-შაორის საბადოს აშლილი ფენების მექანიზებული ტექნოლოგიებით დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობები. /. გორდეზიანი, . კუკულაძე, . ფირცხალავა, . ბასილაძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 43-46. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

ნაჩვენებია, რომ მექანიზებული კომპლექსების ექსპლუატაციის ეფექტურობის ამაღლების მიზნით აშლილი ნახშირის ფენების დამუშავებისას ცალკეული ტექტონიკური რღვევების პროგნოზირებაზე უნდა იყოს აღებული ორიენტაცია, რაც გამორიცხავს კომპლექსის ტექტონიკურ რღვევასთან მოულოდ­ნელ შეხვედრას. დადგენილია, რომ ტყიბული-შაორის საბადოს ტექტონიკურ წყობასთან დაკავშირებული ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც მექანიზებულ კომპლექსების გამოყენების ტექნიკურ-ეკონომიკურ მონაცემებს განსაზღვრავს, ყოველ მხრივ ადასტურებენ ტყიბულის შახტებზე მათი ექსპლუატაციის მიზანშეწონილობას.

ავტ.

 

10.3.8. არამდგრადი ფენების ბურღვის დროს თანმდევი გართულებები. /. ვარშალომიძე, . ჭიჭინაძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 77-81. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

გაანალიზებულია ის ძირითადი გართულებები, რომლებიც თან სდევს ნავთობ და გაზმომპოვებელი ჭაბურღილების ბურღვის პროცესს ისეთ რთულ ტერიტორიებზე, როგორიც გვხვდება უმეტესად აღმოსავ­ლეთ საქართველოში. მაგალითისათვის განხილულია გართულებები, რომლებიც ფართოდ გვხვდება მანავის ფართობზე, აგრეთვე ის ღონისძიებები და მანქანა-დანადგარები, რომელთა მეშვეობი­თაც შესაძლებელია აღნიშნული გართულებების მნიშვნელოვანი შემცირება და ზოგიერთ შემთხვევაში თავიდან აცილება.

ავტ.

 

10.3.9. კავკასიის ადრეიურულ-ბაიოსური დროის ზღვიური აუზების პალეობიოგეოგრაფიული დარაი­ო­ნება ამონიტების მიხედვით. /. თოფჩიშვილი, . ლომინაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #1. – გვ. 103-108. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კავკასიის ადრეიურულ-ბაიოსური ამონიტების ეკოლოგიისა და ევოლუციური განვითარების შესწავლის საფუძველზე დადგინდა ამ ცხოველთა მიგრაციის გზები და განსახლების ადგილები. დაზუსტდა პალეო­ბიოგეოგრაფიული საზღვრები და დასაბუთებულია ადრეიურულ-აალენურ დროს კავკასიის ტერიტორი­ა­ზე 4 პალეობიოგეოგრაფიული რაიონის არსებობა: 1. მცირე კავკასიონის; 2. სამხრეთ კავკასიის მთათაშუა არე; 3. კავკასიონის სამხრეთი ფერდობის და 4. ჩრდილოეთ კავკასიის. ბაიოსური საუკუნის ბოლოს მოხდა ამონიტური ფაუნის საგრძნობი დიფერენციაცია და ახალი ოჯახებისა და გვარების წარმოშობა. დასაბუთებულია არსებული პალეობიოგეოგრაფიული რაიონების უფრო მაღალ, ქვეპროვინციის რანგში აყვანა და ნახიჩევანის ქვეპროვინციის არსებობა.

ავტ.

 

10.3.10. იაპონიის 2011 წლის დიდი მიწისძვრის ექო საქართველოში: ადგილობრივი მიწისძვრების დინა­მიკური ტრიგერირება. /. ჭელიძე, . მაჭარაშვილი, . ჟუკოვა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვ­ნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. – #3. – გვ. 67-70. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ახალი მაღალი მგრძნობიარობის სეისმოგრაფების, ახალი მჭიდრო სეისმური ქსელების და სიგნალების დამუშავების ახალი მეთოდების დანერგვამ განაპირობა მკვეთრი პროგრესი მიწისძვრების ტრიგერი­რე­ბისა და სინქრონიზაციის კვლევაში. შეიქმნა სეისმოლოგიის ახალი მნიშვნელოვანი მიმართულება: შორეული მიწისძვრების ტალღური პაკეტებით ადგილობრივი მიწისძვრების დინამიკური ტრიგერირება. სტატიაში განიხილება 2011 წლის 11 მარტის M=9 დიდი ტოჰოკუს (იაპონია) და აღმოსავლეთ საბერძ­ნე­თის 2011 წლის 9 მარტის ზომიერი მიწისძვრებით საქართველოში ტრიგერირებული მიწისძვრების თავი­სებურებანი.

ავტ.

 

10.3.11. მთა-ნაოჭა რეგიონის საინჟინრო-გეოლოგიური (ფორმაციული) დარაიონების ზოგი თავისებუ­რება დასავლეთ აფხაზეთის მაგალითზე. /. როგავა/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #1(483). – გვ. 19-26. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საკვლევ რეგიონში გეოლოგიური ფორმაციებისა და გეოლოგიურ-გენეტიკური კომპლექსების სივრცობ­რივი ცვლილების, მათთან დაკავშირებული გეოდინამიკური პროცესების საერთო კანონზომიერება შესაძლებლობას იძლევა დასავლეთ აფხაზეთის ტერიტორია დავყოთ საინჟინრო-გეოლოგიურ ზონებად. იგი ალპური ნაოჭა სისტემის ნაწილია. მისი დღევანდელი სტრუქტურა ძირითადად ჩამოყალიბდა ალპური ტექტოგენეზის სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ მის ფარგლებში გვხვდება ალპურზე ძველი კონსო­ლი­დაციის უბნებიც, რაც განაპირობებს ამ რეგიონის მკაფიო გეოტექტონიკურ ზონალურობას; გარდა ამისა, საინჟინრო-გეოლოგიური პირობების ზონალური ფაქტორებისათვის უფრო ვერტიკალური ცვლი­ლებებია დამახასიათებელი, ვიდრეჰორიზონტალური. ეს ცვლილებები დაკავშირებულია კავკასიონის ოროგენის ხასიათთან, რომლის მექანიზმი კარგად ააშკარავებს რელიეფის ამ ზონალურობას - პირველ რიგში, დანაოჭების ინტენსიურობის შემცირებას ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. გენეტიკურ-მორფო­ლო­გიური დარაიონების ორი ვარიანტის (რეგიონული და შერეული სახეობა) გამოყენება, შესაძლებლო­ბას იძლევა შეფასდეს ამ რეგიონის უნიკალური ბუნებრივი გარემოს არაერთგვაროვნება და მისი ეკო­ლო­გიური დაცვის სირთულე. ტექტონიკურ სტუქტურებთან ფორმაციების კავშირი ნათელყოფს გეოლოგი­ური სხეულის წარმოქმნის კანონზომიერებებს. საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში გამოიყოფა ოთხი საინჟინრო-გეოლოგიური ზონა, რომლებიც ძირითად გეოტექტონიკურ ერთეულებს შეესაბამება; ზემო მზიმთა-ბზიფის საინჟინრო-გეოლოგიური ზონა შეესაბამება კავკასიონის მთავარი ქედის (ანტიკლინო­რიუმის) ზონას, ლა-შიფსე-გრიბზის საინჟინრო-გეოლოგიური ზონაკავკასიონის სამხრეთი ფერდის, ფსოუ-გეგაბაშქაცარას საინჟინრო-გეოლოგიური ზონაკავკასიონის წინამთების, ბოლოს, ბიჭვინთა­ფსხუ-კელასურის საინჟინრო-გეოლოგიური ზონასაქართველოს ბელტის აფხაზეთის ზონას. მომდევ­ნო, ქვედა ტაქსონომიური ერთეულები, მაგალითად, ოლქი, რელიეფის გარკვეული ტიპის შესატყვისია, ხოლო, რაიონიქანების გეოლოგიურ-გენეტიკური კომპლექსისა.

ავტ.

 

10.3.12. ამიერკავკასიის მთათაშუეთის დასავლეთ (კოლხეთის) დაძირვის ზონაში ჩატარებული ნავთობ­გაზსაძიებო სამუშაოების შედეგები და რეკომენდაციები. /. ჯიქია/. საქართველოს ტექნიკური უნივერ­სი­ტეტის შრომები. – 2012. – #1(483). – გვ. 27-31. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებზე მზარდი მოთხოვნა აუცილებელს ხდის კომპლექსური ძებნა-ძიები­თი (გეოფიზიკური, ბურღვითი, გეოქიმიური) სამუშაოების ჩატარებას დასავლეთ საქართველოს დანალექ საფარში ნავთობგაზდაგროვებების აღმოჩენის მიზნით. პერსპექტივებს აძლიერებს არსებული საბადო­ე­ბის ბურღვის პროცესში მრავალრიცხოვანი გამოვლინებებისა და ზედაპირული გამოსავლების დაჯგუ­ფე­­ბების სიახლოვე, რომლებიც ვერტიკალურ ჭრილში მეზოკაინოზოური დანალექი საფარის თითქმის ყველა სტრატიგრაფიულ ერთეულთან არის დაკავშირებული. ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაგრო­ვებული მდიდარი ფაქტობრივი მასალის საფუძველზე მოცემულია ნავთობგაზდაგროვებისათვის ხელსაყრელ ჰიდროდინამიკურ პირობებში მოსალოდნელი ნავთობგაზდაგროვების ახალი მოდელი და დასახულია რეკომენდაციები.

ავტ.

 

10.3.13. ბოლნისის დავით-გარეჯის ვერცხლის შემცველი ბარიტის მინერალიზაციის განაწილების მათე­მატიკური მოდელი. /. ქაჯაია. . ბლუაშვილი, . ჯაფარიძე, . ლიპარტია/. საქართველოს ტექნიკუ­რი უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #1(483). – გვ. 32-37. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია სასარგებლო მინერალიზაციის განაწილების ცვალებადობის ბუნება და ინტენსიურობა დავით-გარეჯის საბადოში. მათემატიკური მოდელირების ალბათობით-სტატისტიკური მეთოდის გამოყენებით დადგენილია მინერალიზაციის ცვალებადობის ინტენსიურობა და ცდომილების მაღალი მაჩვენებელი ბარიტისა და ვერცხლის შემცველობის საშუალო არითმეტიკულის მეთოდით გამოთვლილ მნიშვნელობასა და მათემატიკურ მოლოდინს შორის. გამოყვანილია შესწორების კოეფიციენტები და გადათვლილია სასარგებლო კომპონენტების ადრე მიღებული მარაგები.

ავტ.

 

10.3.14. ძირულის კრისტალური მასივის ზოგიერთი ფუძე ინტრუზივის პეტროლოგია. /. გორგიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #1(483). – გვ. 37-41. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ძირულის მასივი მეზოზოურამდელი კრისტალური სუბსტრატის შვერილია. მასივის აგებულებაში მონაწი­ლეობს მეტამორფული კომპლექსის ქანები, ინტრუზიული, ეფუზიური და ძარღვული სხეულები. აქ მაგმური ქანები გვხვდება კვარციანი დიორიტების, გრანიტოიდებისა და გაბრომების სახით. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასივის აგებულებაში. სხვადასხვა ზომის ინტრუზიული სხეულები გაშიშვლებულია მდინარეების გეზრულას, დუმალას, ლომისის, ვაშლეურას, ცხეთისჯვრის ხეობებში. ჩვენ შევისწავლეთ შროშისა და ცხეთისჯვრის ინტრუზიული სხეულები, რომლებიც გვხვდება გაბროების, გაბრო-დიორიტების, გაბრო-დიაბაზებისა და რქატყუარიანი პერიდოტიტების სახით. გაბროული ქანები გადაკვეთილია გრანიტითა და მისი დერივატებითაპლიტებითა და პეგმატიტებით, რაც მიუთითებს ფუძე ქანების გრანიტებთან შედარებით უფრო ძველ ასაკზე.

ავტ.

 

10.3.15. ოკრიბის მადნიანი კვანძის ბარიტშემცველი ველების შედარებითი დახასიათება. /. ჯაფარიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #1(483). – გვ. 42-45. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ოკრიბის მადნიანი კვანძის ბარიტშემცველი ველების შედარებითი დახასიათება, კერძოდ, მადნეულ სხეულთა მდებარეობა სტრატიგრაფიულ ჭრილში, მათი ურთიერთობა მთავარ მადანმაკონტ­როლებელ რღვევასთან და ნაოჭების ღერძებთან, გამადნების მინერალური შედგენილობა და ზონალუ­რობა, მადნიანი სხეულების ზომები, ბარიტის გამადნების ფორმირების სიღრმე და ძარღვთა მაქსიმალუ­რი ვერტიკალური განაშალი.

ავტ.

 

10.3.16. დასავლეთ საქართველოს ნიადაგებში მიკროელემენტების კონცენტრაციის განსაზღვრა და მათი შედარებითი ანალიზი. /. გორდაძე, . გორდაძე, . იმნაძე, . კვირიკაშვილი, . კიკნაძე, . ლობჟანიძე/. – Nano Studies. – 2012. – #5. – გვ. 5-10. – ქართ.

ინსტრუმენტული ნეიტრონულ-აქტივაციური ანალიზის მეთოდით შესწავლილია დასავლეთ საქართვე­ლოს ზოგიერთი რეგიონის ნიადაგებში 29 სხვადასხვა ელემენტის მიკროკონცენტრაციების განაწილება სიღრმეების მიხედვით.

ავტ.

 

10.3.17. ქანების არათანაბარი ხახუნის თანმხლები აკუსტიკური ემისიის შესწავლა განსხვავებული სიხისტის მქონე ზამბარამცოცი სისტემის პირობებში. /. მაჭარაშვილი, . ჭელიძე, . ჟუკოვა, . სბორშჩიკოვი/. Nano Studies. – 2012. – #5. – გვ. 57-72. – ინგლ.

მატერიალური სხეულების მოლეკულურ და ატომურ დონეზე შესწავლა ნანოტექნოლოგიის ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენს. ნანოტექნოლოგიის ობიექტებია ისეთი მასალები, მოწყობილებები ან რაიმე სხვაგვარი სტრუქტურები, რომელთა ზომებიც 1 – 100 ნმ-ის ფარგლებშია. მეცნიერთა წრეში დიდი კამათია იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება ნანოტექნოლოგიის გამოყენება მომავალში. ნანოტექნოლო­გიის საშუალებით შეიძლება შეიქმნას ბევრი ახალი მასალა ან მოწყობილობა, რომელიც გამოდგება მედიცინაში, ბიომასალებში, ელექტრონიკაში და სეისმოლოგიაში. ისეთი დარგებისათვის, როგორიცაა საინჟინრო მექანიკა და სეისმოლოგია, ძალზე მნიშვნელოვანია გაირკვეს ხახუნის პროცესის მექანიზმი, განსაკუთრებით კიგადასვლა მდგრადი მდგომარეობიდან სტიკ-სლიპზე. როგორც ჩანს, აკუსტიკური ემისია არის ის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ხახუნის პროცესის ფაქიზი დეტალების უკეთესად გაგება. მოტანილია ლაბორატორიულ პირობებში ბაზალტის ფილების სტიკ-სლიპის ტიპის მოძრაობით აღძრული აკუსტიკური ემისიის სტატისტიკური და დინამიკური ანალიზი. ნაჩვენებია, რომ აკუსტიკური ემისიის სტატისტიკური და დინამიკური ცვლილებები სტიკ-სლიპის მოძრაობის დროს დამოკიდებულია ზამბარის სიხისტეზე. მიღებული შედეგების მიხედვით, სტიკ-სლიპის ტიპის მოძრაობიდან სტაბილურ მოძრაობაზე გადასვლისას ხახუნის პროცესის დინამიკა განიცდის როგორიც თვისებრივ, ისე რაოდენობრივ ცვლილებებს, რაც დაკავშირებულია სისტემის სიხისტის ცვლასთან. აკუსტიკური ემისიის დროითი განაწილების ანალიზი კი აჩვენებს, რომ სტიკ-სლიპის პროცესის მოწესრიგებულობის ხარისხი იზრდება ზამბარის სიხისტის ზრდასთან ერთად.

ავტ.

 

 

4. გეოგრაფია. კარტოგრაფია. ასტრონომია

 

10.4.1. წყალტუბოს მღვიმური სისტემის მიდამოების ლანდშაფტების კომპლექსური დახასიათება. /. არჩვაძე, . წიქარიშვილი, . მაჭავარიანი, . სალუქვაძე, . ჩალაძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 53-60. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მოცემულია წყალტუბოს მღვიმური სისტემის მიდამოების ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ანალიზი და მსხვილმასშტაბიანი კარტირება. დადგენილია ბუნებრივი კომპონენტების და ანთროპო­გე­ნური ფაქტორის როლი თანამედროვე ლანდშაფტების ფორმირებასა და დიფერენციაციაში. მღვიმურ სისტემაში წყალშემკრებ არეალად გვევლინება დიდღელეს, მელოურის, ბღერისწყლის და განსაკუთრე­ბით წყალტუბოს (ყუმისთავის), ღლიანას და ოფიჭოს, აგრეთვე ნაპრალური სიფონის’’ მიწისქვეშა წყლების წყალშთამნთქმელი და წყალდამცლელი არეალები.

ავტ.

 

10.4.2. იუპიტერის გალილეისეული თანამგზავრების ელექტროპოლარიმეტრიული შესწავლა. /. ჭიღლაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #1. – გვ. 96-98. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია იუპიტერის გალილეისეული თანამგზავრების ზედაპირებიდან არეკლილი სინათლის პოლარიზაციული თვისებები, რომლის ანალიზის საფუძველზე შეიმჩნევა მაქსიმალური განსხვავება თანამგზავრების წინა და უკანა ნახევარსფეროებიდან არეკლილი სინათლის პოლარიზაციის ხარისხთა შორის იუპიტერთან შედარებით ახლოს მყოფი თანამგზავრებისათვის (იო, ევროპა, განიმედე), წინა ნახევარსფეროდან (მოძრაობის მიმართულებით) არეკლილი სინათლის პოლარიზაციის ხარისხის სიდიდე გაცილებით ნაკლებია უკანა ნახევარსფეროდან არეკლილი სინათლის პოლარიზაციის ხარისხის სიდიდეზე, ხოლო თანამგზავრ კალისტოსათვის - პირიქით. ნაშრომში გამოთქმულია ჰიპოთეზა აღნიშნულ განსხვავებათა ასახსნელად.

ავტ.

 

10.4.3. მთვარის ზედაპირის სპექტროპოლარიმეტრული რუკები. /. კვარაცხელია, . კახიანი/. საქართვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. – #3. – გვ. 63-66. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოცემულია განფენილი ციური ობიექტების დასაკვირვებლად განკუთვნილი, მუხტ-კავშირიან ხელსაწ­ყოს ბაზაზე დამზადებული, ფოტომეტრ-პოლარიმეტრის აღწერა. მოყვანილია ამ ფოტომეტრ-პოლარი­მეტ­რის საშუალებით მთვარის ზედაპირის ოთხი სხვადასხვა უბნის დაკვირვებათა შედეგები.

ავტ.

 

 

 


. ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებები. ეკონომიკის დარგები

 

1. ენერგეტიკა

 

10.1.1. საქართველოში ნავთობის მცირე მოპოვების მიზეზები და ვითარების შეცვლის გზები. /. მგელაძე, . ბახტაძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 4-7. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

გაანალიზებულია საქართველოს ნავთობის დარგის მდგომარეობა, განხილულია ძებნის, დაზვერვისა და მოპოვების დაბალი ეფექტურობის მიზეზები. საქართველოში, თავისი მნიშვნელოვანი ნავთობგაზიანო­ბის პოტენციალის მიუხედავად, ამ დროისათვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვითაც კი მოიპოვება მცირე რაოდენობის ნავთობი. ამის მიზეზი არის როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური ფაქტორები. ანალიზის შედეგად რეკომენდებულია დარგის ინტენსიური განვითარების გზები ინოვაციური ტექნო­ლო­გიების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.

ავტ.

 

10.1.2. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავა­ლი მონაკვეთის ჰიდრავლიკური გაანგარიშების ექსპერტიზის შედეგები. /. მახარაძე, . ხუნდაძე, . გელაშვილი, . სტერიაკოვა/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 55-62. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის ჰიდრავლიკური გაანგარიშების შედეგები. საექსპერტო გაანგარიშებები შესრულე­ბულია საბჭოთა კავშირის (ამჟამად რუსეთის ფედერაციის) და ამერიკის შეერთებული შტატების ინჟინერ-მექანიკოსთა საზოგადოების მიერ დამუშავებული ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად. საანგარიშო პარამეტრების სიდიდეებს შორის საკმაო განსხვავებების მიუხედავად მათი საპროექტო მნიშვნელობები უზრუნველყოფს ნავთობსადენის განხილული მონაკვეთის უსაფრთხო ექს­პლუ­­ტაციას ნორმალური სტაციონარული რეჟიმის დროს; ნავთობსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის სრული გარანტიის მისაღწევად განსაკუთრებულად ექსტრემალურ შემთხვევებში (მაგალითად, ჰიდრავ­ლი­კური დარტყმების წარმოქმნის შემთხვევაში) მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.

ავტ.

 

10.1.3. ქვანახშირის მრეწველობა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში. /. ჩომახიძე, . ბასილაძე, . სადუნიშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 64-68. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია საქართველოში ქვანახშირის მოპოვების ტემპები და მასშტაბები, აგრეთვე მისი წილი სათბობ-ენერგეტიკულ ბალანსში 2000-2011 წლებში; მოცემულია ქვანახშირის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები; აღნიშნულია დარგის დაქვეითების გამომწვევი მიზეზები და ბოლო წლებში სამთო სამუშაოთა აქტივიზაცია; პირველად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის წლებში წარმოდგენილია კრებსითი სათბობ-ენერგეტიკული ბალანსი, რომელიც ექსპერტული შეფასების საფუძველზეა შედგენილი და დამუშავებულია რეკომენდაციები დარგის ახლანდელი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

ავტ.

 

10.1.4. ტყიბული-შაორის საბადოს ქვანახშირზე მომუშავე პირველი თბოელექტროსადგურის საპროექტო სიმძლავრეზე გასვლის ღონისძიებები. /. მახარაძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 69-72 – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია ღონისძიებები, რომელთა განხორციელება აუცილებელი გახდა ტყიბული-შაორის საბადოს ქვანახშირზე მომუშავე პირველი მცირე სიმძლავრის თბოელექტროსადგურის პროექტით გათვალისწი­ნებული პარამეტრების მისაღწევად, რომელთა გადახრები განპირობებული იყო ნახშირის ტენიანობის, მყარი საწვავის წვის პროცესის, საცეცხლეში წიდის წარმოქმნის და მდუღარე ფენთან ჰარმონიზაციის პროცესის, ნახშირის შემადგენლობის, ნამწვი აირების შედგენილობის ნორმებით გაუთვალისწინებელ ფარგლებში ცვალებადობით. ამ ღონისძიებების რეალიზებით პრაქტიკულად მიღწეული იქნა პროექტით განსაზღვრული სიმძლავრე და 1 კვტ.სთ- გათვალისწინებული თვითღირებულება. მათი რეალიზება წარმატებით შეიძლება აგრეთვე უფრო მძლავრ თბოელექტროსადგურებზე, რომელთა მშენებლობა მოიაზრება უახლოეს მომავალში.

ავტ.

 

10.1.5. დაკვირვებები სუფოზიურ პროცესებზე ენგურჰესის თაღოვან კაშხალში წყლის ქიმიური ანალიზის მიხედვით. /. პიტავა/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 81-87. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია ენგურჰესის თაღოვან კაშხალში სუფოზიური პროცესების მიმდინარეობის შესაძლებ­ლობის საკითხი, მათი ხასიათი და პრევენციული ღონისძიებები მისი უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად. ენგურჰესის თაღოვან კაშხალში არსებული საცემენტაციო, სადრენაჟო და მისასვლელი გალერეიებიდან აღებული წყლის სინჯებით ირკვევა, რომ ისინი ხასიათდება მაღალი გამოტუტვითი აგრესიულობით (HCO3-ის 1.5 მგ.ექვ/-ზე ნაკლები შემცველობით), რაც შეიძლება გახდეს კაშხალში სუფოზიური პროცესების განვითარების მიზეზი. კაშხალში განსაკუთრებული აგრესიულობით (HCO3- 1 მგ.ექვ/-ზე ნაკლები) გამოირჩევიან IV, V და VI ჰორიზონტის წყლები. ენგურჰესის თაღოვან კაშხალში სუფოზიური პროცესების მიმდინარეობის დასადგენად და მის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩასატარებლად სასურველია მონიტორინგული კვლევა წყლის ქიმიურ შედგენილობაზე, მის გამოტუტვით აგრესიულობაზე და კაშხალში მიმდინარე სუფოზიური პროცესების დინამიკაზე.

ავტ.

 

10.1.6. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ტექნოგენური ავარიის მიზეზები, შედეგები და მათი ანალიზი. /. სანაძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 12-17. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

გაანალიზებულია . მედვედევის პუბლიკაცია, რომელიც ეხება ჩერნობილის კატასტროფას (“Íîâûé ìèð”, 6, 1986 ., გვ. 3-108). ფაქტების მიხედვით, აღწერილია, თუ როგორ გადავიდა რეაქტორი უმართავ მდგომარეობაში. ოფიციალური ვერსიისაგან განსხვავებით, აღნიშნულია, რომ ექსპერიმენტის დროს რეაქტორში გასკდა ერთ-ერთი არხის მილი, დეფორმაციული იმპულსი გავრცელდა ყველა მიმართულე­ბით გრაფიტის წყობილის საშუალებით და გამოიწვია ყველა არხის მილის დეფორმაცია, რის გამოც რეაქტორის შეჩერება შეუძლებელი იყო.

ავტ.

 

10.1.7. კავკასიის რეგიონზე ჩერნობილის კატასტროფის ზეგავლენის შესახებ. /. ციცქიშვილი/. მეცნიე­რება და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 25-31. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია ბუნებრივ გარემოში ადამიანის საქმიანობის შედეგად მოხვედრილი ტექნოგენური (ხელოვნური) რადიონუკლიდები, რომლებიც ეკოლოგიური თვისებებით მკვეთრად განსხვავდება ბუნებრივი რადიოაქტიური ელემენტებისაგან. მოცემულია ბირთვული ავარიების შედეგად ატმოსფე­როში ინჟექცირებული ბიოლოგიურად საშიში რადიოიზოტოპების - ცეზიუმ-137-ისა და სტრონციუმ 90-ის კრებსითი რაოდენობრივი მაჩვენებლები. გამოტანილია დასკვნა, რომ სხვადასხვა ბუნებრივ გარემოში ამა თუ იმ ტოქსიკური მინარევის გავრცელების ოპერატიული პროგნოზულ-დიაგნოსტიკური სქემების დასამუშავებლად და პრაქტიკული რეალიზაციისათვის საჭიროა შეიქმნას ერთიან ქსელში გაერთიანე­ბული და სწრაფ ინტერნეტში ჩართული განსაკუთრებით მძლავრი გამოთვლითი ტექნიკა (რამდენიმე პერსონალური კომპიუტერი), რაც მომავალში ამავე ბაზაზეგეოინფორმაციული სისტემების შექმნის საშუალებას მოგვცემს.

ავტ.

 

10.1.8. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის გვიანი შედეგები. /. დონდოლაძე/. მეცნიე­რე­ბა და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 36-38. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

წარმოდგენილი კვლევის მასალებიდან ცხადია, თუ რამდენად ძლიერია ორგანიზმზე სხივური ზემოქმე­დების გვიანი შედეგები, რაც გამოიხატა ჩერნობილის აეს-ის ავარიის ზონაში მომუშავე ლიკვიდატორებსა და, ასევე, შემდგომ მათ შთამომავლობაში გამოწვეულ პათოლოგიურ ცვლილებებში. ყოველივე ეს მოითხოვს ამ პირთა პერმანენტულ სამედიცინო გამოკვლევასა და შესაბამის მკურნალობას, რაც დაგვეხმარება აეს-ის ავარიის შედეგად გვიანი პათოლოგიური შედეგების აღმოფხვრაში.

ავტ.

 

10.1.9. ჩერნობილის ავარიის ლიკვიდატორთა ბიოდოზიმეტრიული შეფასება და მეთოდის განვითა­რე­ბის პერსპექტივა. /. კაპანაძე, . ზედგინიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 39-41. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

დოზიმეტრიის მეთოდი იძლევა ორგანიზმის მიერ შთანთქმული რადიაციის დოზის შეფასებას, ხოლო ბიოდოზიმეტრიის მეთოდები ეფუძნება უშუალოდ ბიოლოგიურ ეფექტებს, რომლებიც გამოწვეულია მაიონებელი რადიაციით. სტატიაში მოცემულია ჩერნობილის ავარიის იმ 30 ლიკვიდატორის მდგომარე­ობის ბიოდოზიმეტრიული შეფასების შედეგები, რომლებიც მუშაობდნენ 30 კმ-იან ზონაში 2-დან 6 თვემდე.

ავტ.

 

10.1.10. ტოლწინაღობის თაღოვანი კაშხლების გადამწყვეტ განტოლებათა სისტემა. /. გედენიძე, . კვიციანი, . ავალიანი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 20-28 – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია თაღოვანი კაშხლების ოპტიმალური დაპროექტების საკითხები, როცა მოცემული შუა ზედაპირის გეომეტრიის პირობებში განისაზღვრება კაშხლის საანგარიშო კვეთებში სისქეები, რომლებიც უზრუნველყოფს კაშხლის ტოლწინაღობას ანუ კაშხლის ტანის მინიმალურ მოცულობას. გადამწყვეტ განტოლებათა სისტემა წარმოდგენილია 5 წონასწორობის განტოლებით, 3 დეფორმაციათა სიჩქარის უწყვეტობის პირობით და 1 რთული დაძაბული მდგომარეობის მოდიფიცირებული სიმტკიცის პირობით. სისტემის ამოხსნის შედეგად ცალსახად განისაზღვრება 8 შინაგანი ძალოვანი ფაქტორი და ოპტიმალური სისქე. საკონტაქტო სიბრტყეზე კაშხალი - ფუძე ძალვები განისაზღვრება სასრული ელემენტების მეთოდით.

ავტ.

 

10.1.11. თიხოვანი გრუნტების გამოკვლევა მტკვარი ჰესის მიწის კაშხლის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე. /. თევზაძე, . ბახტურიძე, . ფოცხვერია, . ბილანიშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 62-67 – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია მტკვარი ჰესის მიწის კაშხლის ანტიფილტრაციული ელემენტების მშენებლობისათვის განკუთვნილი თიხოვანი გრუნტების გეოტექნიკური გამოკვლევების შედეგები.

ავტ.

 

10.1.12. ალუვიური კაჭარკენჭნარი გრუნტების მაქსიმალური სიმძლავრისა და ოპტიმალური ტენიანობის დადგენა საცდელი დატკეპნების საშუალებით მტკვარი ჰესის წყალშემკრები კაშხლის მშენებლობაზე. /. თევზაძე, . ბახტურიძე, . კანდელაკი, . ფოცხვერია, . ომსარაშვილი, . ბილანიშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 68-72 – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია მდ. მტკვრის ალუვიური ტერასის კაჭარ-კენჭნარი გრუნტების საცდელი დატკეპნების შედეგები. ექსპერიმენტები განხორციელებულია საველე პირობებში მტკვარი ჰესის წყალშემტბორი კაშხლის საყრდენი პრიზმების მშენებლობისთვის.

ავტ.

 

10.1.13. მოსაზრებები მცირე ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისებით საქართველოს ჩრდილო-მთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის შესახებ. /. ლომიძე, . ხელიძე, . ბარკალაია, . შატაკიშვილი/. ჰიდროინჟინერია. – 2012. – #1-2(11-12). – გვ. 70-75. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საქართველოს ჩრდილოეთის მთიანი რეგიონი, რომელიც გადაჭიმულია კავკასიონის ქედის გასწვრივ, ძირითადად მეჩხერადაა დასახლებული და ვინაიდან, ამჟამად აქ ეკონომიკური აქტივობა დაბალია, ამ ზონიდან შეიმჩნევა შრომისუნარიანი მოსახლეობის მიგრაცია. პრობლემის გადაწყვეტა მოიაზრება მცირე ჰიდროენერგეტიკის განვითარებით ყაზბეგის რაიონის მაგალითზე, რადგან რაიონის ჰიდროენერგე­ტი­კუ­ლი პოტენციალი მაღალია. მცირე ჰიდროენერგეტიკა, ამ შემთხვევაში განიხილება არა განცალკევებით, არამედ როგორც საფუძველი იმ სასტარტო პირობების შესაქმნელად, რაც ხელს შეუწყობს რაიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. მცირე ჰიდროენერგეტიკის განვითარებაზე ორიენტაცია გამოწვე­ულია ასეთი ობიექტების გარემოზე პრაქტიკულად უკიდურესად უმნიშვნელო ზემოქმედებით, მათი რეალიზაციის მცირე ვადით და შედარებით მცირე კაპიტალდაბანდებებით, რაც ამჟამად მსოფლიოში არსებული საფინანსო კრიზისის ფონზე, პოტენციური ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება.

ავტ.

 

10.1.14. ქარის გენერატორის ფრთებზე განვითარებული დატვირთვები. /. შვანგირაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #1(483). – გვ. 108-110. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ქარის ენერგოდანადგარის დაპროექტებისა და დამზადებისათვის მნიშვნელოვანია ფრთებზე მოქმედი დატვირთვის ცოდნა. სტატიაში ჩამოყალიბებულია საანგარიშო მეთოდიკა, რომლის მიხედვითაც ქარის ენერგოდანადგარის ფრთების პარამეტრებისა და ქარის სიჩქარისგან გამომდინარე, შესაძლებელია გავიანგარიშოთ ფრთებზე განვითარებული ძალების მნიშვნელობები და როტორის სიმძლავრეები. ფრთის მასის გაზრდით ენერგოდანადგარის მარგი ქმედების კოეფიციენტი მცირდება. შესაბამისად რეგიონში ქარის წლიური სურათიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეგვეძლოს ეკონომიკურად გამართლებული სიმტკიცის მქონე ფრთების დამზადება.

ავტ.

 

10.1.15. მდინარე ენგურის ენერგეტიკული პოტენციალის ათვისების აუცილებლობისა და მასთან დაკავშირებული სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. /. მაგრაქველიძე, . ჭიჭინაძე, . ლომიძე, . არჩუაძე, . ჯანიკაშვილი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 105-111. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია საქართველოს ელექტროენერგეტიკის განვითარების დღევანდელი დონე. ნაჩვენებია, რომ ელექტროენერგიის გამომუშავების მხრივ საქართველო მკვეთრად ჩამორჩება არა მხოლოდ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს, არამედ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. აღნიშნულია რომ, ელექტროენერგეტიკის განვითარება საქართველოში უნდა მოხდეს ძირითადად ჰიდროენერგორესურსების ათვისების ხარჯზე. გაანალიზებულია მდინარე ენგურის ჰიდროენერგეტი­კული რესურსების ათვისების არსებული სქემა და ამ სქემის განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემები. ნაჩვენებია, რომ ენგურის ჰიდროენერგო პოტენციალის ათვისებას წყალსაცავიანი ჰესებით ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ამასთან ერთად, მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის აუცილებლობა.

ავტ.

 

2. ელექტროტექნიკა. ელექტრონიკა. რადიოტექნიკა. კავშირგაბმულობა

 

10.2.1. სამკოორდინატული ინდუქციური პირველადი გარდამქმნელის აგების ზოგადი პრინციპები. /. ლაბაძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 99-104. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ინდუქციური სამკოორდინატული კენტსექციანი პირველადი გარდამქმნელის აგების ზოგადი პრინციპები და თავისებურებანი. დადგენილია, რომ გამზომი გრაგნილების განთავსების ტოპოლოგიის ფორმის შერჩევით და ნახევარსფეროზე კენტი ოდენობის სექციების ჩანაცვლების გზით მიიღწევა ზღურბლური მგძნობიარობის და გამოსასვლელი სიგნალის სიდიდის გაზრდა.

ავტ.

 

10.2.2. ძრავებისა და გენერატორების მართვის საკითხები. /. ტროყაშვილი, . ურუშაძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 121-123. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ჰიდროაგრეგატის სიხშირით მართვის სქემა. სქემაში ჩართულია ბალასტური წინაღობა, რომლის კომუტაცია ხდება სიმისტორის გამოყენებით. სიმისტორის მართვის წრედში ჩართულია ოპტრორეზისტორი, რომლის წინაღობა იმართება სიხშირის ცდომილების მიხედვით

ავტ.

 

10.2.3. დაბალი სიხშირის სიგნალის პირველი და მეორე რიგის წარმოებულის განსაზღვრა. /. ტროყა­შვი­ლი, . ცინცაძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 124-127. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია დაბალი სიხშირის სიგნალის წარმოებულების მიღების მოწყობილობა კომპარატორისა და ინტეგრატორის გამოყენებით. ნაჩვენებია სტრუქტურული სქემა ქსელის ძაბვის სიხშირის, მისი ცდომილებისა და წარმოებულის მისაღებად.

ავტ.

 

10.2.4. ჰიდრორეაქტიული ტუმბოს დამუშავება. /. ფურცხვანიძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 133-135. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომი ეძღვნება ახალი ტიპის ტუმბოს დამუშავებას. ჰიდრორეაქტიული ტუმბოს მუშაობის პრინციპი ემყარება წყალში ელექტრული განმუხტვის დროს წნევის ძალების წარმოშობის მოვლენას. ელექტრული განმუხტვისას მიიღება აფეთქების დროს წარმოშობილი დარტყმითი ტალღის მსგავსი ტალღები, რომლებიც წნევას გადასცემენ ყველა მიმართულებით. ტუმბოს ძირითადი ნაწილია ცილინდრული ფორმის სათავსი ორი სარქველით. ერთი სარქველით წყალს შეუძლია სათავსში შესვლა, მეორით - გამოსვლა. განმუხტვისას წარმოქმნილი წნევის ძალა წყლის მასებს სათავსიდან გამოდევნის. ამის შემდეგ სარქველი იხურება და მეორე სარქველით სათავსში შედის იმდენივე წყალი, რამდენიც გამოიდევნა განმუხტვისას. ტუმბოს მეშვეობით შესაძლებელია დიდი წნევის განვითარება და შესაბამისად წყლის ატუმბვა დიდ სიმაღლეებზე.

ავტ.

 

 

3. ავტომატიკა და ტელემექანიკა. გამოთვლითი ტექნიკა

 

10.3.1. ხელოვნური მოკროკლიმატის პარამეტრების მართვის სისტემების დამუშავება თანამედროვე სქემოტექნიკური საშუალებების გამოყენებით. /. ყავლაშვილი, . ლაბაძე, . გვარამაძე, . კიკნაძე, . საანიშვილი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 75-78. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ხელოვნური მიკროკლიმატის პარამეტრების კონტროლისა და მართვის სისტემების აგების თავისებურებები. მოცემულია მართვის ტექნიკური სისტემების კონსტრუირების ერთ-ერთი თანამედროვე საშუალების ფირმა Arduino- მოწყობილობების გამოყენების შესაძლებლობები. ამ სქემოტექნიკური გადაწყვეტილების საფუძველზე შემოთავაზებულია სისტემის სტრუქტურის რეალიზაცია, რომელიც იძლევა საშუალებას 2-5 დისკრეტული წერტილიდან ორი პარამეტრის (ტემპერატურა, ტენიანობა) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ობიექტზე განვახორციელოთ 8 სამართ ზემოქმედებამდე.

ავტ.

 

10.3.2. ურთიერთინდუქციური გარდამქმნელის იდენტიფიკაცია და მისი როგორც ავტომატური მართვის სისტემების რგოლის მოდელის დადგენა. /. ლაბაძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 89-92. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ურთიერთინდუქციური გარდამქმნელის იდენტიფიკაციის საკითხები. ვინაიდან ჰარმონიული რხევების პერიოდის ცვლილებისას გამოსავალი სიგნალის მუდმივი მდგენელი უცვლელი რჩება, ამიტომ ის აღიწერება არაუმეტეს მეორე რიგის ერთგვაროვანი დიფერენციალური განტოლებით. დადგენილია რომ, განხილული ურთიერთინდუქციური გარდამქმნელის მოდელი მიეკუთვნება ჰამერშტეინის კლასის მარტივი მოდელების რიცხვს.

ავტ.

 

10.3.3. მიმღებ-გადამცემი ურთიერთინდუქციური ტიპის ანტენების აგების ფიზიკური საფუძვლები, თავისებურებანი და გამოყენების სფეროები. /. ლაბაძე, . მახარაშვილი, . მაღლაკელიძე/. . ელიაშვი­ლის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 93-98. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია შეთავსებული ურთიერთინდუქციური ტიპის მიმღებ-გადამცემი ანტენების აგების ფიზიკური საფუძვლები და თავისებურებანი. მიღებული შედეგები ეყდნობა სხვადასხვა სახის და სივრცეში განთავსებული სიმეტრიული ფორმის კონტურებზე ჩატარებულ კვლევებს. დადგენილი ფიზიკური და კონსტრუქციული თავისებურებანი უზრუნველყოფენ ურთიერთინდუქციური ტიპის შეთავსებული მიმღებ-გადამცემი ანტენების გამოყენებას არა მარტო გაზომვაში და ინფორმაციის მიღება-გადაცემაში (მათ შორის მოძრავ ობიექტებზე), არამედ დინამიური მართვის სისტემის აგებაში.

ავტ.

 

10.3.4. მოქნილი მანიპულიატორის ,,ხორთუმისადაპტური მართვის სისტემა. /. ფურცხვანიძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 136-139. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მოქნილი მანიპულატორის მართვის ადაპტური სისტემა, უკუკავშირის ულტრაბგერითი გადამწოდების გამოყენებით. გაანალიზებულია ადაპტური მართვის სისტემის გამოყენების აუცილებ­ლობა. დამუშავებული მართვის სისტემის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ობიექტის მოდელი რეალიზებულია თვით ობიექტში. ულტრაბგერითი გადამწოდები იმართებიან იმავე ბრძანებებით როგორც ხორთუმი, ოღონდ მათზე არ მოქმედებს ის აღმგზნები ზემოქმედებები, რომლებიც მოქმედებენ ხორთუმზე. პროგრამული მართვის მეხსიერებიდან მოსული ბრძანებებით სრულდება გადაადგილებები, როგორც ხორთუმის ჩამჭერისა სამუშაო სივრცეში, ასევე ულტრაბგერითი მიმღებებისა OX, OY და OZ ღერძების გასწვრივ. შესრულებული გადაადგილების შემდეგ ხდება ჩამჭერის რეალური კოორდინა­ტე­ბისა და პროგრამით გათვალისწინებულ კოორდინატებ შემოწმება. განსხვავების შემთხვევაში მმართველ ბლოკს მიეწოდება შესაბამისი სიგნალი.

ავტ.

 

10.3.5. ავტომატიზებული დანადგარი ნედლეულის მეტალურგიული თვისებების შესწავლისათვის. /. გძელიშვილი, . წერეთელი, . მირიანაშვილი, . ხათაშვილი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტი­ტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 140-142. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მეტალურგიული კაზმის ფიზიკური პარამეტრების ავტომატური გაზომვის საკითხი ღუმელის სხვადასხვა ტემპერატურაზე. მოყვანილია ავტომატური მოწყობილობის ფუნქციონალური სქემა და ახსნილია მისი მუშაობის პრინციპი.

ავტ.

 

10.3.6. ღრუბლოვანი გამოთვლები, კონცეფცია და არსი. /. ბახტაძე, . მარგალიტაძე, . გეგეჭკორი, . კაიშაური/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 203-206. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ღრუბლოვანი სერვისები სულ უფრო პოპულარული ხდება და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ჩახედუ­ლი ექსპერტები ღრუბლოვან სერვისებს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ღრუბლოვანი ტექნო­ლო­გიების საშუალებით პრაქტიკულად ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი. ამისათვის მთავარია გვქონდეს ვებბრაუზერი და წვდომა ინტერნეტთან. განიხილულია ღრუბლის კონცეფცია, ღრუბლოვანი გამოთვლები და მისი ბენეფიტები.

ავტ.

 

4. სამთო საქმე. მეტალურგია. ქიმიური მრეწველობა

 

10.4.1. თმს მეტალურგია: მეცნიერება და პრაქტიკა. /. იუხვიდი/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 13-24. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზი (თმს), სხმული ძნელდნობადი არაორგანული მასალის ნამზადების და დამცავი დანაფარების მისაღებად (თმს-მეტალურგია) გვევლინება ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად. თმს-მეტალურგია ერწყმის აღმდგენელ (ტემპერატურულ) და ელემენ­ტებით ქიმიურ პროცესებს. წვის მაღალი ტემპერატურა (3000-40000C) და ინტესიური გაფანტვა აუცილებელია შენადნობის წვისას, რომ პროცესი წარიმართოს წნევის ქვეშ აირისა და ცენტრიდანული ძალის ზემოქმედებით. ეს მითითებები უზრუნველყოფს წვის პროცესის და სინთეზის პროდუქტის თვისებების წარმართვას. 30 წლის მანძილზე მიღებულია სერიოზული შედეგები შემდეგი მიმართულე­ბებით: 1. ჩატარებულია მაღალტემპერატურული მრავალკომპონენტიანი თხიერი ფაზის ქიმიური გარდაქმნის თერმიტული ტიპის ნარევის ექსპერიმენტული და თეორიული კვლევები, სადაც დიდი ადგილი ეთმობა მაღალტემპერატურულ ჰიდროდინამიკურ პროცესებს, ასევე წნევისა და ცენტრიდა­ნული ძალის გავლენას წვის პროცესზე. 2. ქიმიური და ფაზური შედგენილობის და სხმული მასალის მიკრო და მაკრო- სტრუქტურის მართვა (პირდაპირი და ინვერსიული ფაზური დაყოფა, ფენოვანი და გრადიენტული მასალის მიღება, „დაწვრილმარცვლოვნება“, კომპოზიციური მასალის სტრუქტურული შედგენილობის მართვა, ნანო ამორფული მასალის მიღება). 3. თხიერ ფაზაში თმს- პროცესის გამოყენება ფუნდამენტრი და პრაქტიკული ამოცანის გადასაჭრელად, კერძოდ, სალი და ცეცხლგამძლე მასალების მისაღებად. თმს- პროცესის განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ რუსეთის, ამერიკის, იაპონიის, ჩინეთის, საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის, იტალიის, საფრანგეთის და .. მეცნიერები. მოყვანილია განსაკუთრებით საინტერესო კვლევის შედეგები.

ავტ.

 

10.4.2. კონდენსირებულ სისტემებში სწრაფი რეაქციების სიჩქარის რაოდენობრივი განსაზღვრის ახალი მეთოდები. /. შტეინბერგი/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 25-38. – ინგ.; რეფ.: ქართ., რუს.

წარმოდგენილია ზოგიერთი ჰომოგენური და ჰეტეროგენული მასალების სწრაფი მაღალტემპერატურუ­ლი დაშლის რეაქციის კინეტიკის შესწავლის შედეგები. ნაჩვენებია, რომ რიგი სისტემებისათვის სწრაფი რეაქციების კონსტანტები, რომლებიც დომინირებენ მაღალ ტემპერატურებზე, ძლიერ განსხვავდებიან ასეთებისაგან დაბალი ტემპერატურებისათვის. სწრაფი მაღალტემპერატურული რეაქციები, თმს, წვისა და აფეთქების ანალოგიურ პირობებში, შესწავლილი იქნა ელექტროთერმული ანალიზის (ETA) ახალი უნიკალური მეთოდით. ეს მეთოდი და ახალი თერმული ანალიზის ხელსაწყო ETA -100 გამოყენებული იყო Ni-Al, Ti-C, Ta-C და ზოგიერთ სხვა სისტემებში, უაირო წვის და აფეთქების მექანიზმების შესასწავლად.

ავტ.

 

10.4.3. ელექტრონულ-სხივური ტექნოლოგიები და მათი გამოყენების პერსპექტივები. /. ოქროსაშვილი/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 39-50. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

შესწავლილია: Ti-Cu გარდამავალი ფენის მიკროსტრუქტურა და ფაზური შემადგენლობა, რომელიც ფორმირებულია ტიტანის ორთქლის ნაკადის კონდენსაციის და რეაქტიული დიფუზიის გზით; ფუძეშრის ზედაპირის აგებულების გავლენა კონდენსატის ფაზურ შედგენილობასა და მის ადჰეზიაზე ფუძეშრესთან. ნაჩვენებია ელექტრონულ-სხივური ტექნოლოგიით რენტგენოსტრუქტურულად ამორფუ­ლი ფხვნილების მიღების შესაძლებლობა.

ავტ.

 

10.4.4. ერთფაზიანი ინტერმეტალიდების სინთეზი. /. ონიაშვილი, . თავაძე/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 58-65. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

შესწავლილია ერთფაზიანი ნაერთების მიღების შესაძლებლობა ტიტან-ალუმინის სისტემაში თვით­გავ­რცე­ლებადი მაღალტემპერატურული სინთეზი თბური აფეთქების რეჟიმში. შემუშავებულია ტექნოლოგია და დადგენილია ტექნოლოგიური პარამეტრები ერთფაზიანი მასალების მისაღებად. გადმოცემულია ტიტან-ალუმინის სისტემაში ნანოსტრუქტურული მასალების მიღების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები. შესწავლილია მიღებული მასალების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და მიკროსტრუქტურა. აღნიშნულია, რომ თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზი თბური აფეთქებით მიღებული ერთფაზიანი, ნანოსტრუქტურული მასალების თვისებები ყოველთვის აღემატება მათი სამრეწველო გზით მიღებული ანალოგების თვისებებს.

ავტ.

 

10.4.5. თმს-მეტალურგიის მეთოდით ტიტანის და ქრომის კარბიდების და ბორიდების ფუძეზე სხმული კომპოზიციური მასალების მიღება. /. გორშკოვი, . იუხვიდი/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 66-73. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

ნაჩვენებია ლითონური კომპოზიციური მასალების (ქრომის კარბიდი- ნიკელის ალუმინიდი, ტიტან-ქრომის კარბიდი-ნიკელის ალუმინიდი და ტიტანქრომიანი ბორიდი-ნიკელის ალუმინიდი), კარბიდულ, ბორიდულ და ინტერმეტალიდურ ფაზებს შორის სხვადასხვა შეფარდებით პირდაპირი სინთეზის შესაძლებლობა. ნაჩვენებია, რომ სინთეზის ოპტიმალურ პირობებში Cr, Ti, B და C ლოკალიზდებიან კარბიდული და ბორიდული ფაზების მარცვლებში, ხოლო Ni და Al ქმნიან ინტერმეტალიდურ მატრიცას. კომპოზიციური მასალების სტრუქტურული მდგენელებია Cr7C2, TiC-Cr7C3 და NiAl. შესწავლილია ქიმიური და ფაზური შედგენილობის ფორმირების კანონზომიერებანი, მიღებული მასალების მაკრო და მიკრო სტრუქტურები. პლაზმური და ელექტრორკალური დადუღების მეთოდებით მიღებულ დანაფარებს გააჩნიათ მაღალი საექსპლუატაციო მახასიათებლები. ნაჩვენებია თმს-მეტალურგიულ პროცესში უფრო იაფი მადნური ნედლეულის გამოყენების შესაძლებლობა სხმული კომპოზიციური მასალების მისაღებად.

ავტ.

 

10.4.6. ფოლად-ალუმინის მყარ ფაზაში დიფუზური შეერთების ელექტროსტიმულირება თერმოპლას­ტი­კუ­რი დამუშავების პირობებში. /. მაჭარაძე, . ნამიჩეიშვილი, . ნოზაძე, . ოქროსაშვილი/. არაორ­გა­ნული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 74-83. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

შემოთავაზებულია ფოლად-ალუმინის ელექტროკონტაქტური ხურების და დიფუზიური შეერთების კომბინირებული მეთოდი, რომელიც არსებით გავლენას ახდენს შეერთების ზონის მყარფაზური ფორმირების პირობებზე: უზრუნველყოფს შესაერთებელი ზედაპირების უკეთეს ფიზიკურ კონტაქტს, საკონტაქტო ზედაპირების მოთელვას (გასუფთავებას), მტკიცე შეჭიდვის კვანძების წარმოქმნას და შენარჩუნებას. ამასთან, საკონტაქტო ზედაპირების აქტივაცია უფრო სწრაფად და ეფექტურად მიიღწევა მექანიკურად ან ვაკუუმში დამუშავებასთან შედარებით. ჩატარებული ექსპერიმენტული მონაცემების თანახმად, ფიზიკური კონტაქტისა და შეჭიდვის ძალების წარმოქმნა შეესაბამება მყარი სხეულების მოდელისა და შეკავშირების სიმტკიცის განვითარების კინეტიკის თანამედროვე წარმოდგენებს. ჩატარე­ბუ­ლია მექანიკური გამოცდები სტატიკურ და დინამიკურ რეჟიმებში, განსაზღვრულია სტრუქტურა და ფაზური შედგენილობა ფოლად-ალუმინის შეერთების საზღვარზე.

ავტ.

 

10.4.7. ძნელდნობადი ლითონების მსხვილი პროფილური მონოკრისტალები. /. შაპოვალოვი/. არაორგა­ნული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 84-90. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

აღწერილია ძნელდნობადი ლითონების მსხვილ-პროფილური მონოკრისტალების მიღების ახალი მეთოდი. აღნიშნული მეთოდის დახმარებით მიღებულია მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის მონოკრის­ტა­ლები ვოლფრამისა და მოლიბდენის ფირფიტების სახით, ზომით 20 X 160 X 170 მმ. მონოკრისტალებს აქვს ორიენტირებული სტრუქტურა დეზორიენტირების კუთხით არა უმეტეს 5 გრადუსისა.

ავტ.

 

10.4.8. ზეკრიტიკული ქცევის განზოგადოებული მოდელი პოლიკრისტალური მასალების საბოლოო დეფორმაციისას. /. ნადარეიშვილი, . პეტუშკოვი, . სახვაძე/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 91-100. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

აღწერილია პოლიკრისტალური მასალის ზეკრიტიკული დეფორმაციის პირობებში კვლევის შედეგები. თერმომექანიკის კანონების მიხედვით, წარმოდგენილია ძირითადი ფარდობა განზოგადებულ ფიზიკო-მექანიკური მოდელის საბოლოო დეფორმაციის. მოდელში გათვალისწინებულია რეგულატორების ისეთი სასაზღვრო პირობები, როგორიც არის გარემოს სიბლანტე, შინაგანი ცვალებადი სისტემების მეორე რიგის გრადიენტი, გარემოს სტრუქტურის მასშტაბური პარამეტრი და დაზიანების კინეტიკის მიკროსტრუქტურული მოდელი.

ავტ.

 

10.4.9. ახალი ნანოსტრუქტურული Cu-W კომპოზიციების ცხლად აფეთქებით დაწნეხვა. /. ფეიქრი­შვი­ლი, . ჩაგელიშვილი, . გოდიბაძე, . წიკლაური, . დგებუაძე, . მამნიაშვილი, . აკოფოვი, . არაბაჯიანი, . გეგეჭკორი, . შარაბიძე/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 101-115. – ინგლ.; რეფ.: ქართ., რუს.

განხილულია სპილენძი-ვოლფრამი ნანოსტრუქტურული კომპოზიციის დაწნეხვის პროცესის შედეგები ცხლად აფეთქებითა და ვაკუუმში სტატიკურად დაწნეხილი ნიმუშებისათვის. შესწავლილია მიღებული ნანოსტრუქტურული ნიმუშების სტრუქტურა, სისალეების განაწილება მოცულობაში და ელექტრონული თვისებები. დეტალურადაა აღწერილი აფეთქებით დაწნეხვის ტექნოლოგია და ამ მეთოდის თავისებურე­ბები. ნაჩვენებია, რომ აფეთქებით ცხლად დაწნეხვის ტექნოლოგია გამოირჩევა უპირატესობით სტატიკურ დაწნეხვასთან შედარებით და საშუალებას იძლევა დაიწნეხოს გრძელტანიანი ნამზადები თეორიული სიმკვრივის მახლობლობაში მაღალი სიმკვრივითა და ბზარების გარეშე. ამასთან, აფეთქებით დაწნეხილი ნამზადები გამოირჩევიან სიმტკიცის გაცილებით მაღალი მახასიათებლებით, სისალის ერთგვაროვანი განაწილებითა და ელექტრონული მახასიათებლების გაცილებით უკეთესი მაჩვენებლე­ბით. მაგალითად, რელაქსაციის კოეფიციენტი აფთქებით დაწნეხილი ნანოსტრუქტურული Cu-W კომპოზიციისა შეადგენს 4.3-8.6, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი მარცვლის ზომის კომპოზიციისათვის მისი მნიშვნელობა უტოლდება 8-10. ასევე დაგენილია, რომ ნანოსტრუქტურული კომპოზიციები გამოირ­ჩევიან მაღალი წინააღმდეგობითა და ამთვისებლობის დაბალი გავლენით გარეშე მაგნიტური ველისაგან.

ავტ.

 

10.4.10. Bi-Pb-Sr-Ca-Cu-O კომპოზიტები, დამზადებული დარტყმითი ტალღებით კონსოლიდაციის ტექნოლოგიით. /. ჩიღვინაძე, . აშიმოვი, . მაჩაიძე, . მაღრაძე, . დონაძე, . დვალი, . ფეიქრიშვილი, . ჩაგელიშვილი, . ფეიქრიშვილი/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 116-124. – ინგლ.; რეფ.: ქართ., რუს.

Bi-Pb-Sr-Ca-Cu-O მაღალტემპერატურული ზეგამტარი მიკროფხვნილებისა და დარტყმითი ტალღებით კონსოლოდაციის ტექნოლოგიის გამოყენებით სინთეზირებულია კონსოლიდირებული მაღალტემპერა­ტუ­რული ზეგამტარები. მყარფაზოვანი რეაქციის ტექნოლოგიის გამოყენებით ოქსიდების მიკროფხვნი­ლე­ბი­დან სითეზირებულია Bi-Pb-Sr-Ca-Cu-O სისტემის მაღალტემპერატურული ზეგამტარი მიკროფხვ­ნილი. შემდგომ ეს მიკროფხვნილი დამუშავებულია დარტყმითი ტალღებით კონსოლოდაციის ტექნო­ლო­გიით. შედეგად მიღებულია Bi-Pb-Sr-Ca-Cu-O ზეგამტარი სისტემის კარგად კონსოლიდირებული ნიმუშები. დარტყმითი ტალღებით კონსოლოდაციის ტექნოლოგიის გამოყენებამ აჩვენა, რომ წნევის გაზრდით P≈12 GPa-მდე Bi/Pb2223 სისტემის კომპოზიტების ზეგამტარ მდგომარეობაში გადასვლის კრიტიკული ტემპერატურა საწყისი მასალის Òñ=107Ê-დან გაიზარდა Òñ=138 Ê-მდე.

ავტ.

 

10.4.11. ამონიუმის პარამოლიბდატის პირდაპირი აღდგენა და Mo და Mo2C ფხვნილების თმს მეთოდით მიღება. /. აიდინიანი, . ბაღდასარიანი, . ნიაზიანი, . მანუკიანი, . ხარატიანი/. არაორგანული მასალათ­მცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 125-135. – ინგლ.; რეფ.: ქართ., რუს.

წარმოდგენილია ამონიუმის პარამოლიბდატის პირდაპირი აღდგენის კვლევის შედეგები, წვის რეჟიმში მოლიბდენის და მოლიბდენის კარბიდის მიღების მიზნით. მაგნიუმთერმული აღდგენის პირობების შესარბილებლად (Ò=28000C) და მოლიბდენის და მოლიბდენის კარბიდის (Mo2C), წვრილმარცვლოვანი ფხვნილების მისაღებად შემოთავაზებულია მაგნიუმთერმული რეაქციის დაბალეკზოთერმულ რეაქციებთან, AMT+C ან AMT +Zn, შეთავსება. ÄÒÀ/ÄÒÃ ანალიზის მეთოდებით დადგენილია, რომ AMt აღდგენის პროცესი იწყება უფრო სუსტი აღმდგენლებით (Zn, Ñ) შედარებით დაბალ ტემპერატურებზე, შემდეგ გრძელდება ძლიერი (Mg)-ით.

ავტ.

 

10.4.12. ჰეტეროფაზური მეტალოკერამიკული კომპოზიტების თმსკომპაქტირება. /. ოქროსცვარიძე, . მილმანი, . თავაძე, . ბაძოშვილი, . ბიაკოვა/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 136-148. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

მიღებულია პრაქტიკულად უფორო, მაღალი მოდულის, ნანოკაზმის თმს-კომპაქტირებით კონსოლიდი­რე­ბული TiB-Ti, Cu-TiB2, Fe-TiB2/ TiB-თი კომპოზიტები. მათ აქვთ გაზრდილი მექანიკური სიმტკიცე და ბზარმედეგობა. რენტგენოსტრუქტურული და მეტალოგრაფიული ანალიზის მეთოდებით შესწავლილია TiB-Ti+B4C დანაფარის გარდამავალი ფენის ფაზური შედგენილობა TiAL და TiB-Ti ფუძე-შრეებზე. TiAl-ის ფუძე-შრეზე, Al-ის ატომების მაღალი დიფუზური ძვრადობის გამო, ჩნდება გარდამავალი ფენა. ჩატარდა თმს-ტექნოლოგიით კომპაქტირებული ნანომასალების (რომელიც სამფენიანი კომპოზიტის სახით იქნა მიღებული) მექანიკური თვისებების და სტრუქტურის გამოკვლევა. ჩატარდა TiB-Ti და TiAl ფუძე-შრეებ­ზე TiB-Ti+7%B4C თმს-დანაფარის სისალის HV ტემპერატული დამოკიდებულების კვლევა 20-800°Ñ-ის ტემპერატურულ ინტერვალში. TiB-Ti+7%B4C დანაფარის მიკროსისალე (დამოუკიდებლად იმისა, რომელ ფუძე-შრეზეა დატანილი) 20-6000Ñ ტემპერატურულ ინტერვალში პრაქტიკულად ერთნაირად კლებუ­ლობს. როცა დანაფარი დატანილია TiB-Ti ფუძე-შრეზე, სისალე 800°Ñ-ზე რჩება მაღალი HV ≈ 5,5 გპა.

ავტ.

 

10.4.13. მეტალოკერამიკა ნანოკრისტალური აბრაზიული კარბიდების ფუძეზე. /. მიქელაძე, . გაჩეჩი­ლაძე, . მარგიევი, . ცაგარეიშვილი/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 149-160. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

მიღებულია მეტალოკერამიკა ნანოკრისტალური აბრაზიული კარბიდების TiC, WC და B4C ფუძეზე. მიღების მეთოდი მდგომარეობდა კომპონენტების მარილების თხევადი ხსნარებისა და მაღალმოლეკუ­ლუ­რი ნახშირწყალბადების გაფრქვევაში აღმდგენელ და კარბიდწარმომქმნელ ატმოსფეროში (500 – 950)0Ñ. აღდგენისა და კარბიდიზაციის სელექციური პროცესების შედეგად მიღებულია კომპოზიციური მაღალდისპერსული (< 100 ნმ) ფხვნილი, რომელშიც თანაბრად არის განაწილებული კარბიდებისა (TiC, WC და B4C) და მაცემენტირებელი მეტალებისა და შენადნობების (Ni, Co, CuMn და Cuti) ნაწილაკები. მეტალოკერამიკული მასალების სინთეზისათვის პრეკურსორებად გამოიყენებოდა WCl66Í2Î, TiH2, B2O3, CoCl26Í2Î, NiCl26H20, CuCl22H2O, MnCl24H2O და პოლივინილის სპირტი PVOH. რენტგენოფაზური ანალიზით ნაჩვენებია მეტალოკერამიკულ სისტემებში აბრაზიული კარბიდებისა და შესაბამისი შემკვრელი მეტალებისა და შენადნობების არსებობა. ნაპერწკლურ-პლაზმური სინთეზის მეთოდით კომპაქტირებულ მეტალოკერამიკული კომპოზიციური სისტემებში შენარჩუნებულია საწყისი ფხვნილების ნანოკრისტალური მდგომარეობა. მიღებული მეტალოკერამიკებიდან დამზადებულია პილოტური ნაკეთობები.

ავტ.

 

10.4.14. ფხვნილოვანი კომპოზიციური მასალების მიღება. /. მირიჯანაშვილი, . ღარიბაშვილი, . კანდელაკი/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 161-176. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

გაუმჯობესებული თვისებების მქონე ფხვნილოვანი კომპოზიციური მასალების წარმოების პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ შესაძლო პირობად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენს მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის გამოყენება, რომლის კომერციული ინტერესი განისაზღვრება: 1. არადეფიციტური ნედლეულის-ლითონ­შემცველი წარმოების ნარჩენების ბაზაზე, ხარისხიანი და იაფი საწყისი საკაზმე კომპონენტებისლითონ­თა ქლორიდების (WCl6, CrCl3, CoCl2, NiFeCl4 და სხვა) მიღებით, რომლებიც წარმოადგენენ ფართო სპექტრის ფხვნილოვანი მასალების მიღების შუალედურ პროდუქტებს; 2. ქლორიდ-ოქსიდური კაზმის ლითონან წყალბადთერმული აღდგენით გაუმჯობესებული თვისებების მქონე ულტრა­დისპერ­სული ან ნანოკრისტალური თვისებების მქონე ფხვნილების (CrB,CrB2, (TiCr)B2, Cr3C2, NiCr-TiC, (TiCr) B2-Al2O3, (TiCr)B2-Ni-Cu-Al2O3, TiC-WC-Co-Ni, WC-Co, WC-FeNi და სხვ) წარმოებით; 3. პროცესების ავტოთერმულ რეჟიმში წარმართვის შესაძლებლობით და ტექნოლოგიის ციკლის სიმარტივით; 4. უნარჩენო ტექნოლო­გიის და ეკოლოგიური საკითხების უზრუნველყოფით.

ავტ.

 

10.4.15. სინთეზის პროცესი ლითონ-ნახშირბადის სისტემაში ხელოვნური ალმასის მიღებისას მაღალი წნევებისა და ნეიტრონული დასხივების პირობებში. /. ჩხარტიშვილი, . შარაშენიძე/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 203-207. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

შემუშავებულია ხელოვნური ალმასების მიღების ტექნოლოგია მაღალი წნევებისა და ნეიტრონული დასხივების გამოყენებით. საწყისში წარმოებს ლითონ-ნახშირბადის სისტემის დატვირთვა სუსტი დარტყმითი ტალღებით. ნახშირბადი გადადის აქტივირებულ მდგომარეობაში. შემდგომ წარმოებს სისტემის დასხივება ჩქარი ნეიტრონებით დაბალტემპერატურულ რეჟიმში

ავტ.

 

10.4.16. პოლიკომპონენტიანი სისტემების მდგომარეობის დიაგრამების აგება ნაწილობრივი სისტემების გამოსახვის მეთოდით. /. შურაძე/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 208-227. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

ჯამური C+N≤0,005%-ის შემცველი Fe–Cr– Mn-ის სისტემის შენადნობების მიკროსკოპიული, რენტგენო­სტრუქტურული, მიკრორენტგენოსპექტრული, დიურომეტრიული, ფერიტომეტრიული ანალიზებისა და კუთრი ელწინაღობის განსაზღვრით აგებულია Fe–Cr–Mn სისტემის რკინით მდიდარი შენადნობების იზოთერმული ჭრილები 700 და 12000C ტემპერატურებისთვის. დადგენილია, რომ რკინაქრომმანგანუ­მიან γ-მყარ ხსნარში ქრომის ზღვრული ხსნადობის ზღვარი უფრო ნაკლებია, ვიდრე ამ სისტემის არსებულ დიაგრამებზეა წარმოდგენილი. შესწავლილია Si, Mo, W-ისა და γ(Fe70:Cr5:Mn25) მყარი ხსნარის კვაზი სისტემები. 700 და 11000C ტემპერატურებისთვის აგებულია: კვაზიბინარული [γ(Fe70:Cr5:Mn25) – Si, γ(Fe70:Cr5:Mn25) – Mo, γ(Fe70:Cr5:Mn25) – W], კვაზისამმაგი [γ(Fe70:Cr5:Mn25) – Si – Mo, γ(Fe70:Cr5:Mn25) – Si – W, γ(Fe70:Cr5:Mn25) – Mo – W] და კვაზიოთხმაგი [γ(Fe70:Cr5:Mn25) – Si – Mo – W] სისტემების მდგომარეობის დიაგრამები.

ავტ.

 

10.4.17. სპეციალური ფოლადების შედგენილობისა და მათი კომპლექსური ფეროშენადნობებით განჟანგვის ტექნოლოგიის დამუშავება. /. ოკლეი, . მარგიევი, . რატიშვილი, . შურაძე/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 228-238. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

მოყვანილია ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტში ჩატარებული სპეციალური ფოლადების (კრიოგენული, ცვეთამედეგი, არამაგნიტური) დამუშავების კვლევის შედეგები. ეს კვლევები წარმოადგენენ კომპლექსური განმჟანგველების და მოდიფიკატორების გამოყენებით ხარისხიანი ფოლადების წარმოების სამეცნიერო-ტექნიკური მიმართულების შემდგომ განვითარებას.

ავტ.

 

10.4.18. მანგანუმის დაბალხარისხიანი მადნების გამოყენების ეფექტურობა ფეროსილიკომანგანუმის წარმოების დროს. /. მოსია, . მინდელი, . მგელაძე/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 239-242. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

განხილულია ოპტიმალური შედგენილობის მანგანუმშემცველი კაზმის ფორმირების ამოცანის გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს ფეროსილიკომანგანუმის მიღების პროცესის წარმართვას დამაკმაყოფილებელი ტექნიკურ-ეკონომიური მაჩვენებლებით თერჯოლის უბნის დაბალხარისხიანი და იმპორტული მაღალხარისხიანი მანგანუმის მადნების ერთდროული გამოყენების დროს.

ავტ.

 

10.4.19. ეკონომიურად ლეგირებული მჟავამედეგი ქრომ-ნიკელიანი აუსტენიტური ფოლადები. /. თავაძე/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 243-248. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

შემუშავებულია ეკონომიურად ლეგირებული მჟავამედეგი, ქრომ-ნიკელიანი, აუსტენიტური ფოლადი ÝÏ667, რომელმაც შეცვალა ძვირადღირებული შენადნობი ÝÈ943. გააჩნია რა ექვივალენტური კოროზიამედეგობა, ფოლადი ÝÏ667 წარმოადგენს განსაკუთრებულ საკონსტრუქციო მასალას ქიმიური, ნავთობქიმიური, სამედიცინო, კვების და ფარმაცევტული მრეწველობის მაღალ ტემპერატურებსა და წნევებზე მომუშავე დანადგარებისათვის. უწყლო ფტორწყალბადის წარმოების ტექნოლოგიური არეები­სა­თვის დამუშავებულია ეკონომიურად ლეგირებული, მჟავამედეგი, ქრომ-ნიკელიანი, აუსტენი­ტური ფოლადი 03Õ20Í18Ì2Ä2. დადგენილია, რომ ფოლადის კალციუმით, ბორით და იტრიუმით კომპლექ­სური მიკროლეგირებით, მნიშვნელოვნად იზრდება მარცვალთშორისი კოროზიისადმი წინააღმდეგობა. დღეისათვის მიმდინარეობს საძიებო-საკონსტრუქტორო სამუშაოები აზოტშემცველი აუსტენიტური და დუპლექს ფოლადების მისაღები, აზოტის წნევის ქვეშ მომუშავე, სადნობი დანადგარის შესაქმნელად.

ავტ.

 

10.4.20. მაღალტექნოლოგიური ფოლადებისა და შენადნობების დამუშავება. /. რატიშვილი/. არაორგა­ნული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 249-257. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

მოყვანილია მიმოხილვითი ინფორმაცია აკად. . თავაძის მიერ მრავალკომპონენტიანი ლითონური სისტემების მდგომარეობის დიაგრამების კვლევის შედეგად დამუშავებული განსაკუთრებით ეფექტური, ეკონომიურად ლეგირებული, მაღალი სიმტკიცის, კრიოგენული, მხურვალდა კოროზიამედეგი ფოლადებისა და შენადნობების შესახებ. აგრეთვე მოყვანილია (2002-2010 .წ.) ჩატარებული ახალი თაობის კოროზიადა ცვეთამედეგი ფოლადების კვლევის შედეგები, რაც წარმოადგენს მასალათმცოდ­ნეობის სამეცნიერო და ტექნოლოგიური საფუძვლების განვითარების ლოგიკურ გაგრძელებას.

ავტ.

 

10.4.21. კომპლექსურად ლეგირებული ახალი მარკის საკონსტრუქციო ფოლადების თერმული დამუშა­ვება და სიმტკიცეზე გამოცდები. /. პაპიძე, . ზივზივაძე/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 258-264. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

განხილულია ახალი მარკის საკონსტრუქციო ფოლადების გამოდნობის მეთოდიკა, მათი მექანიკური თვისებების მოკლე დახასიათება ქიმიური შედგენილობისა და მოშვების ტემპერატურის ცვალებადო­ბას­თან კავშირში.

ავტ.

 

 

10.4.22. დაბალლეგირებულ ფოლადებში მოძრავ მარცვალთა საზღვრებზე მინარევებით გამოწვეული მამუხრუჭებელი ძალის განსაზღვრა და თერმომექანიკური დამუშავების მეთოდების დადგენა. /. ლუარ­საბიშვილი, . ბაძოშვილი/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 265-273. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

განსაზღვრულია დაბალლეგირებულ ფოლადებში მოძრავ მარცვალთა საზღვრებზე მინარევებით გამოწვეული მამუხრუჭებელი ძალის და დეფორმირებული აუსტენიტის რეკრისტალიზაციის სიჩქარის მნიშვნელობები. დადგენილია დაბალლეგირებული ფოლადისათვის სპეციალური თერმომექანიკური დამუშავების მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფენ წვრილდისპერსული ნანოგანზომილებიანი აუსტენიტის და მარტენსიტის მოშვების ფაზური მდგენელების მიღებას და მაღალ მექანიკურ თვისებებს.

ავტ.

 

10.4.23. ლითონის უწყვეტი ჩამოსხმის ტექნოლოგიის სრულყოფა. /. ჟორდანია, . ქევხიშვილი, . ლორია/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 274-285. – რუს.; რეფ.: ქართ., რუს.

დამუშავებული, დამზადებული და გამოცდილია ფეროშენადნობების უწყვეტი ჩამოსხმის აგრეგატი. დადგენილია ურთიერთ კავშირი უსხმულო გლინვის კონსტრუქციულ და ტექნოლოგიურ პარამეტრებს შორის, რის საფუძველზეც დამზადებულია უსხმულო გლინვის დანადგარი.

ავტ.

 

10.4.24. Ti-Ni-Cr სისტემის შენადნობთა ნანოკრისტალური დანაფარების კოროზია-მედეგობის და ელექტროქიმიური მახასიათებლების შესწავლა. /. მიქაბერიძე, . რამაზაშვილი, . ახვლედიანი/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 286-294. – ინგლ.; რეფ.: ქართ., რუს.

ტიტანის კომერციული შენადნობების ზედაპირის ელექტრონაპერწკლური ლეგირებით მიღებულია ნანოკრისტალური დანაფარები სხმულ და კომპაქტურ Ti-8Ni-(1-3%)Cr შენადნობთა ელექტროდების გამოყენებით. კომპაქტური ელექტროდები მიღებულია შენადნობთა ფხვნილების მექანიკური ლეგირე­ბით, მათი ცივად დაწნეხვით და მაღალტემპერატურული შეცხობით. Ti-8Ni-(1-3%)Cr შენადნობთა ნანოკრისტალური დანაფარები აუმჯობესებენ ტიტანის კომერციულ შენადნობთა სისალეს, ცვეთა­მე­დე­გობას და კოროზიულ მდგრადობას. რეკომენდებულია მათი გამოყენება მრავალჯერადი მოხმარების სამედიცინო ინსტრუმენტების დანაფარებისათვის.

ავტ.

 

10.4.25. Ti-Ni-Si სისტემის შენადნობთა სტრუქტურის, მექანიკური თვისებების, კოროზიამედეგობის შესწავლა და მათი ფაზური დიაგრამის თერმოდინამიკური გათვლა. /. მიქაბერიძე, . გორდეზიანი, . რამაზაშვილი, . ახვლედიანი, . გოზალიშვილი/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 295-302. – ინგლ.; რეფ.: ქართ., რუს.

Ti-8Ni-(0-5)Si ნაწრთობ შენადნობთა მიკროსტრუქტურა შედგება α - მყარი ხსნარისა და Ti2Ni და Ti5Si3 შენაერთებისგან. სილიციუმი ზრდის შენადნობთა სიმტკიცეს (1000 MPa) და სისალეს (42 HRC), თუმცა ამცირებს მათ პლასტიკურ თვისებებს. თერმოდინამიკური გამოთვლების შედეგად აგებულია Ti-8Ni-Si სამმაგი სისტემის ფაზური დიაგრამის პოლითერმული ჭრილი. მაღალი კოროზიული მდგრადობით სამედიცინო ინსტრუმენტების გამრეცხ, სადეზინფექციო და სასტერილიზაციო არეებში, აგრეთვე სისხლში, ფიზიოლოგიურ და ქსოვილურ ხსნარებში გამოირჩევა შენადნობი Ti-8Ni-1%Si, რომელიც შეიძლება რეკომენდებული იქნეს მაღალი სიმტკიცის სამედიცინო ინსტრუმენტების და დანაფარების დასამზადებლად. მაღალი სიმტკიცის და სისალის მქონე Ti-Ni-(0-5)Si შენადნობები შეიძლება რეკომენდებული იქნეს აგრეთვე ამჟამად გამოყენებული მასალების გასამტკიცებლად და თვისებების გასაუმჯობესებლად.

ავტ.

 

10.4.26. მყარი და თხევადი არაორგანული საწარმოო ნარჩენების რეგენერაციისა და გაუვნებელყოფის ტექნოლოგიები. /. ჯანდიერი, . ჯიშკარიანი, . სახვაძე, . თავაძე/. არაორგანული მასალათმცოდ­ნე­ობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 303-317. – ინგლ.; რეფ.: ქართ., რუს.

განხილულია მეტალურგიულ მრეწველობასთან დაკავშირებული მყარი და თხევადი არაორგანული საწარმოო ნარჩენების რეგენერაცია-რეციკლირებისა და გარემოზე მავნე ანთროპოგენული ზემოქმედების პრობლემების თანამედროვე მდგომარეობა. ლითონშემცველი დისპერსიული მტვერისა და შლამიდან ფასეული ელემენტების რეგენერაციის მიზნით შემოთავაზებულია ლითონთა მყარფაზური აღდგენის მაღალმწარმოებლური პირო- და თმს მეტალურგიის ახალი მეთოდები, ხოლო ხსნარებში გადასული ნარჩენების გაუვნებელყოფისათვის დამუშავებულია ისეთი ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები, როგორე­ბიცაა ფიტორემედიაცია და ლითონთა მიკრობიოლოგიური გამოტუტვა. მოყვანილია ლაბორატორიული კვლევების შედეგები, დასაბუთებულია მათი პრაქტიკული რეალიზაციის ეკოლოგიური და ეკონომიკუ­რი მიზანშეწონილობა.

ავტ.

 

10.4.27. ბაზალტისა და ნახშირბადის ჰიბრიდული ბოჭკოებით არმირებული კომპოზიტური მასალები. /. ჩიხრაძე, . ჯაფარიძე, . აბაშიძე, . ფხალაძე/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 323-337. – ინგლ.; რეფ.: ქართ., რუს.

წარმოდგენილია იმ კვლევების შედეგები, რომლებიც მიმართულია პოლიმერული მატრიცისა და ჰიბრიდული (ნახშირბადი, ბაზალტი) ბოჭკოების საფუძველზე კომპოზიტური მასალების ტექნოლოგიის შესაქმნელად. პრობლემა მდგომარეობს მასალაში ძვირადღირებული ნახშირბადის ბოჭკოს ბაზალტის ბოჭკოთი ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვლაში. ჰიბრიდული მაარმირებელი ბოჭკოს გამოყენება საშუალებას მოგვცემს მნიშვნელოვნად შევამციროთ კომპოზიტიდან დამზადებული ნაკეთობის ღირებულება მასალის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების გაუარესების გარეშე.

ავტ.

 

10.4.28. შახტის საპროექტო სიმძლავრის განსაზღვრის საკითხისათვის. /. ფირცხალავა/. სამთო ჟურნა­ლი. – 2012. – #1(28). – გვ. 46-49. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

ნაჩვენებია, რომ როდესაც სამთო-გეოლოგიური და ტექნოლოგიური ინფორმაცია ალბათური ხასიათისაა, შახტის საწარმოო მოცულობა დასაბუთებული უნდა იყოს მათემატიკური მოდელირების მეთოდის გამოყენებით. მოცემულია მათემატიკური მოდელი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია დავადგინოთ ნახშირის მოპოვების მოცულობათა ფორმირება შახტის საპროექტო ვარიანტის ოპტიმიზაციის მომენტი­სათვის (t) და ოპტიმიზაციის მთლიან პერიოდისათვის (T) დრო-სივრცეში პროცესის განვითარების გათვალისწინებით.

ავტ.

 

10.4.29. საფილტრე პერლიტის ფხვნილი - ფარავნის პერლიტის მნიშვნელოვანი პროდუქტი. /. სტუ­რუა, . სამხარაძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 49-51. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

შემუშვებული და დანერგილია შპს სამთო კომპანიაფარავანპერლიტისპერლიტის გადამამუშავებელ ქარხანაში ფარავნის საბადოს პერლიტისაგან საფილტრე პერლიტის ფხვნილის წარმოების ტექნოლოგია. ამაფუებელი ღუმელის,წისქვილის, კლასიფიკატორის და ციკლონების ოპტიმალური რეჟიმების შერჩევით მიღებულია წყლის მაღალი ფილტრაციული გამტარებლობის მქონე პროდუქტები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საწარმოო გამოცდები მზესუმზირის ზეთის ბლანტი სუსპენზიისა და ღვინის ლექის ფილტრაციის პროცესში. ორივე შემთხვევაში საგრძნობლად გაიზარდა ფილტრაციის სიჩქარე. მიღებული პროდუქტების ხარისხობრივი მაჩვენებლები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვ­ნებს. მცენარეული ზეთების გადამამუშავებელ ქარხანაბათოილშიდაინერგა საფილტრე პერლიტის ფხვნილი ფრაქცია 0-630 მკმ წყლის ფილტრაციული გამტარებლობით 4,4 დარსი, ხოლო ღვინის გადამამუშავებელ ქარხანაშიქინძმარაულის მარანიდაინერგა საფილტრე პერლიტის ფხვნილი ფრაქცია 0-300 მკმ წყლის ფილტრაციული გამტარებლობით 2,9 დარსი.

ავტ.

 

10.4.30. ჭიათურის მანგანუმის მადნის დანაკარგებისა და გაღარიბების აღრიცხვა, მათი ნორმატიული მაჩვენებლების დადგენა. /. კიკაბიძე, . შატბერაშვილი, . ერქომაიშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 51-54. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მოცემულია დამოკიდებულება მარაგების ამოღების სისრულესა და მოპოვებაზე გაწეულ დანახარჯებს შორის, რის საფუძველზე შემუშავებულია მანგანუმის მადნების დანაკარგებისა და გაღარიბების ნორმების დადგენის მეთოდიკა, რომელსაც საფუძვლად უდევს დაკარგული მადნის რაოდენობის განსაზღვრა იმ შემთხვევისათვის, როდესაც დანახარჯები ტოლია ამოღებული ბალანსური მარაგების ღირებულებისა. დადგენილია: საზღვარი, რომლის შემდეგაც დანახარჯები მადნის მოპოვებაზე არ კომპენსირდება მოპოვებული მადნის ღირებულებით, სამთო-გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ნორმატიული დანაკარგები დასამუშავებელი ფენის საგებსა და სახურავში ცვალებადობს 1,5 – 7,5%-ის ფარგლებში; ბურღვა-აფეთქებითი სამუშაობის შედეგად დანაკარგები საშუალოდ შეადგენს ბალანსური მარაგების 2,8%-, ხოლო სანგრევისპირა სივრცის არასრული აწმენდისას – 2.7%-.

ავტ.

 

10.4.31. მანგანუმის მადნების შედარებითი თერმული დახასიათება. /. მოსია, . ჭუმბაძე, . ნიკოლაი­შვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 85-88. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მოცემულია ფეროსილიკომანგანუმის წარმოებაში გამოყენებული სხვადასხვა საბადოს მანგანუმის მადნე­ბის თერმული ანალიზი. გამოტანილია დასკვნები ამ შენადნობის კაზმის ოპტიმალური შედგენილობის თაობაზე მათი ერთდროული გამოყენების დროს.

ავტ.

 

10.4.32. უწყვეტი სხმულის გამოწევის ძალების დამოკიდებულება კრისტალიზატორის კონუსობაზე. /. ჟორდანია, . ქევხიშვილი, . ლორია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – .5. – #3. – გვ. 83-88. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.

უწყვეტი ჩამოსხმის პროცესში სხმულისა და კრისტალიზატორის კედლებს შორის კონტაქტის ხარისხზე ბევრად არის დამოკიდებული არა მარტო სხმულის ხარისხი, არამედ თვით პროცესის სტაბილურობა. ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდს კრისტალიზატორის მთელ სიგრძეზე სხმულსა და კრისტალიზა­ტორს შორის მუდმივი კონტაქტის უზრუნველყოფისა წარმოადგენს კრისტალიზატორის კონუსობა. წარმოდგენილია მრგვალი სხმულის მაგალითზე კრისტალიზატორის კონუსობის გავლენა სხმულის გამოწევის ძალებზე და მიღებული შედეგები განზოგადებულია მართკუთხა სხმულებზე.

ავტ.

 

10.4.33. NaCl-ისა და TiO2-ის როლი უბორო და უფტორო გრუნტების ფოლადთან შეჭიდულობის სიმტკი­ცის გაზრდაში. /. ზედგენიძე, . სარუხანიშვილი, . კაპანაძე, . მშვილდაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #1(483). – გვ. 68-73. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია NaCl-ისა და TiO2-ის გავლენა ტექნოგენური მასალებისაგან მიღებულ უბორო და უფტორო გრუნტის მინანქრის ფოლადთან შეჭიდულობის სიმტკიცეზე. ნავარაუდებია, რომ TiO2 ასრულებს როგორც მდნობის, ისე შეჭიდულობის ხელშემწყობი კომპონენტის როლს. NaCl TiO2-თან ერთად ხელს უწყობს მოძრავი კაჟბადმჟავური სტრუქტურული ერთეულების წარმოქმნას, რომლებიც მიაწოდებენ გარკვეულ, კერძოდ შუალედური ფენის წარმომქმნელ (Co2+, Ni2+, Ca2+, Ti4+) იონებს ფოლადი-მინანქრისსაზღვარზე.

ავტ.

 

10.4.34. მეტასტაბილური სტრუქტურის მქონე ტიტანის შენადნობების პირდაპირი მარტენსიტული გარდაქმნის გამოკვლევა. /. გაფიშვილი, . გორგაძე, . ბერბერაშვილი, . ხეჩიაშვილი, . ხიზანიშვილი, . ხუციშვილი/. Nano Studies. – 2012. – ¹ 6. – გვ. 105-114. – ქართ.

გამოკვლეულია პირდაპირი მარტენსიტული გარდაქმნის შესაძლებლობა bmeta სტრუქტურის მქონე TiTa და Ti – Nb შენადნებში. ნაჩვენებია, რომ bmeta მეტასტაბილური სტრუქტურის მქონე, ოთახის ტემპე­რა­ტურის ქვემოთ გაცივებულ, ცალკეულ შენადნებში მიმდინარეობს მხოლოდ ნაწილობრივი b ® α გარდაქმნა. გაცივება-გახურებაციკლირების დროს აღმოჩენილი იქნა bmeta სტრუქტურის მქონე ზოგიერთი შენადნის მაღალმოდულიანი მდგომარეობა.

ავტ.

 

 

5. მანქანათმშენებლობა. ხელსაწყოთმშენებლობა

 

10.5.1. ცვლადი მასის მქონე კარტოფილის სარგავი სასოფლო-სამეურნეო აგრეგატის დინამიკა. /. მახარობ­ლიძე, . ჩიტაია, . ჟორჟოლიანი, . დალაქიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 382–386. – რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

სარგავი სამანქანო-სატრაქტორო აგრეგატის მაგალითზე ჩატარდა გარდამავალი პროცესების დინამიკის კვლევა ბუნკერში ტუბერების მასის თანდათანობით შემცირების გათვალისწინებით. გამოყვანილია, აგრეგატის გადაადგილებასთან დამოკიდებულებით, სიჩქარის ცვლილების საანგარიშო ფორმულა და დადგენილია ამ სიჩქარის დამოკიდებულება ძრავის, ტრაქტორის და ტექნოლოგიური მანქანის მახასიათებლებთან ბუნკერში სასოფლო სამეურნეო მასალების თანდათანობით შემცირებასთან დამოკიდებულებით.

ავტ.

 

10.5.2. გუთნების გამოყენების ეფექტურობის გაზრდა. /. კაციტაძე, . კაპანაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 387-389. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია რეკომენდაციები გუთნების გამოყენების ეფექტურობის გაზრდისათვის, გამოგონების დონეზე დამუშავებულია გუთანი ცვალებადი მოდების განით და ასევე დასაბუთებულია პრინციპულად ახალი სქემა ტრაქტორისა და საკიდი გუთნის ურთიერთდაკავშირებისათვის.

ავტ.

 

10.5.3. კულტივატორების საექსპლუატაციო საიმედოობის მაჩვენებლები სამთო პირობებში მუშაობის გათვალისწინებით. /. სარჯველაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 390-392. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჩატარებულია სამცხე-ჯავახეთის სამთო რეგიონების რაიონებში (ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა) მომუშავე კულტივატორების მუშაობის სტატისტიკური დაკვირვების შედეგად მიღებული ინფორმაციის ალბათურ-სტატისტიკური მოდელირება და განსაზღვრულია მათი საექსპლუატაციო საიმედოობის ერთეული და კომპლექსური მაჩვენებლები.

ავტ.

 

10.5.4. ნიადაგდამამუშავებელი კომბინირებული მანქანის გამაფხვიერებელი თათის გეომეტრიული პარამეტრების დასაბუთება. /. ქვარცხავა/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 393-395. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია გამაფხვიერებელი სამუშაო ორგანოს ურთიერთქმედება ნიადაგთან და ის ძალები, რომლებიც მოქმედებენ გამაფხვიერებელ სამუშაო ორგანოებზე მუშაობის დროს კომბინირებული მანქანის წონასწორობის მდგომარეობიდან გადახრის შემთხვევაში. დასაბუთებულია გამაფხვიერებელი თათის გეომეტრიული პარამეტრები.

ავტ.

 

10.5.5. ნიადაგდამამუშავებელი კომბინირებული მანქანის ექსპერიმენტული კვლევის შედეგები. /. ქვარცხავა/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 396-400. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ნიადაგდამამუშავებელი კომბინირებული მანქანის მუშაობის პროცესის კვლევა. ექსპერიმენ­ტის დაგეგმვის მათემატიკური თეორიის გამოყენებით განისაზღვრა შემავალი ფაქტორები და გამომა­ვა­ლი პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც შედგა დაგეგმვის მატრიცა და ექსპერიმენტის ჩატარების რეალური გეგმა. მიღებულ იქნა რეგრესიის განტოლება, ჩატარდა რეგრესიის განტოლების კოეფიციენ­ტე­ბის შემოწმება მნიშვნელოვნებაზე, რის შემდეგაც რეგრესიის განტოლება შემოწმებულ იქნა ადევატურო­ბაზე. დადგინდა შემავალი ფაქტორების ოპტიმალური მნიშვნელობები, რომლის დროსაც გამომავალი პარამეტრი აღწევს ოპტიმალურ მნიშვნელობას.

ავტ.

 

10.5.6. ნიადაგდამამუშავებელი კომბინირებული მანქანის ტექნოლოგიური, საექსპლუატაციო და ეკონომიკური მაჩვენებლების განსაზღვრა. /. ნატროშვილი, . ქვარცხავა/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 401-405. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ნიადაგდამამუშავებელი კომბინირებული მანქანის ტექნოლოგიური, საექსპლუატაციო და ეკონომიკური მაჩვენებლების განსაზღვრა. თანამედროვე მეთოდიკით განისაზღვრა დაგეგმარებული მანქანის გამოყენებით მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტი და სხვა საექსპლუატაციო მაჩვენებლები, როგორიცაა: ხვედრითი საექსპლუატაციო დანახარჯები, ხვედრითი საწარმოო დანახარჯები, აბსოლუტუ­რი მოგება, არასაწარმოო გადასახადების ჯამი, წმინდა მოგება, და კაპიტალდაბანდების ამოგების ვადა.

ავტ.

 

10.5.7. თხილის საკრეფი აგრეგატის პნევმოსატრანსპორტო სისტემის თეორიული და ექსპერიმენტუ კვლევა. /. ვარშანიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 406-411. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია თხილის საკრეფი აგრეგატის პნევმოსატრანსპორტო სისტემის აეროდინამიკური კვლევა, რომლის საფუძველს წარმოადგენს, როგორც საცნობარო მონაცემები, ისე თხილის ნაყოფების დამახასია­თებელი თვისებებისა და მათი ტრანსპორტირების თავისებურებებზე დაფუძნებული ექსპერიმენტული კვლევები. გამოყვანილია ვენტილიატორის მიერ განვითარებული და დახარჯული სიმძლავრის ბალანსის ანალიტიკური განტოლება.

ავტ.

 

10.5.8. სამანქანო ტექნოლოგიებით მემცენარეობის პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტრაქტორების რაოდენობის პროგნოზირება. /. ქარჩავა, . ნატროშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 412-416. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ქვეყნის აგრარული სფეროსთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორების რაოდენობის პროგნოზირების მეთოდიკა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების სპეციფიკას, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წარმოების ტექნოლოგიებს, სასოფლო-სამეურნეო კულტუ­რების ქვეშ ამჟამად არსებულ დასამუშავებელ ფართობებს, მემცენარეობის პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო მექანიზებული სამუშაოების ენერგოტევადობას და ტრაქტორების საჭირო სიმძლავრეებს. შედგენილი მეთოდიკა აპრობიებულია მთლიანად საქართველოსთვის და დადგენილია იმ ფიზიკური ტრაქტორების რაოდენობა, სიმძლავრეების მიხედვით, რომელიც უზრუნველყოფს აგრარულ სფეროში ყველა იმ მექანიზებული სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო სამუშაოების ჩატარებას, რომელიც მემცენარეობაში არის საჭირო.

ავტ.

 

10.5.9. პირდაპირი დინების გრიგალური ვენტილატორი. /. ღაჟომია, . მარგალიტაძე, . ვარშანიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 417-420. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია პირდაპირი დინების გრიგალური ვენტილატორის დანიშნულება, აეროდინამიკური მოქმედების პრინციპები და მათი გამოყენების შესაძლებლობები, მცირე მექანიზაციის ტექნიკურ საშუალებებში. განხილულია აეროდინამიკური სქემის სამუშაო პრინციპი და თეორიულად დასაბუთებულია მისი ძირითადი პარამეტრები.

ავტ.

 

10.5.10. სწორხაზობრივად მოძრავი სეგმენტებიანი მჭრელი აპარატის მჭრელი სეგმენტის გეომეტრიული ფორმისა და ზომის გამოკვლევა. /. აბუსელიძე, . მამულაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 421-425. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია სწორხაზობრივად მოძრავი სეგმენტებიანი მჭრელი აპარატის ძირითადი სამუშაო ორგანოს მჭრელი სეგმენტის გეომეტრიული ზომები და ფორმები, რაზეცაა დამოკიდებული სათიბელებ­ში თიბვის ტექნოლოგიური პროცესის ხარისხიანი და ეფექტური წარმოება. ლაბორატორიულ ექსპერი­მენ­ტულ სტენდზე გამოკვლეულია მჭრელი სეგმენტის საცდელი ნიმუშიების კვლევის მეთოდიკა და შერჩეულია სეგმენტის მუშაობის შედეგად მიღებული ოპტიმალური ვარიანტი, კერძოდ კარგი შედეგი აჩვენა 4 სეგმენტმა, რაც ხელს შეუწყობს თიბვის სამუშაო პროცესის ეფექტურ წარმოებას, მცირე კონტურიან ნაკვეთებსა და სამთო პირობებში. გამოსაცდელ სტენდზე ცდის ჩატარებით მიღებულია დაჭრილი ღეროების რაოდენობათა სტატისტიკური რიგი, რის შედეგადაც მოხდა მათი ემპირული და თეორიული განაწილება, კოლმოგოროვის შეთანხმების კრიტერიუმის მიხედვით, რაც სავსებით მისაღებია ვაწარმოოთ თიბვის პროცესი.

ავტ.

 

10.5.11. სწორხაზობრივად მოძრავი სეგმენტებიანი მჭრელი აპარატის მჭრელი სეგმენტის ღეროსთან ურთიერთზემოქმედების ანალიზი. /. მამულაძე, . აბუსელიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 426-429. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია სწორხაზობრივად მოძრავი სეგმენტებიანი მჭრელი აპარატის, მჭრელი სეგმენტის ურთი­ერ­­ზემოქმედების ღეროსთან ანალიზი, კერძოდ განსაზღვრული აჭრის სიჩქარე, სეგმენტის ალესვის კუთხე, სეგმენტის დახრის კუთხე, სეგმენტის სიმაღლე, სეგმენტის სისქე, ღეროს ფიზიკურ-მექანიკური თვისებების გათვალისწინებით, სეგმენტის ჭრის პროცესში მასზე მოქმედი ძალები. ღერო განაწილებულია OX აბსცისთა ღერძის მიმართ სამ ნაწილად ელიფსების სახით, გაანგარიშებულია დანის გადადგილება L1 L2 L3 უბანზე და თითოეული უბნისათვის გაანგარიშებულია დანაზე მოქმედი PL1 PL2 PL3 ძალები, ხოლო საბოლოოდ 17-19 /წმ დანის სიჩქარის შესაბამისად, ჭრის წინააღმდეგობის მნიშვნელობები, რაც მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მანქანის სამუშაო პროცესის წარმოებაზე, რათა დაკმაყოფილდეს შემდეგი კრიტერიუმები: საიმედოობა, ენერგოტევადობა, ხარისხიანი და სწრაფი თიბვის სამუშაო პროცესი.

ავტ.

 

10.5.12. მეაბრეშუმეობაში მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენების ეკონომიკური დასაბუ­თება. /. ქორჩილავა/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 430-433. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია მეაბრეშუმეობაში ტექნიკური საშუალებების გამოყენების ეკონომიკური დასაბუთება, ფერმე­რული მეურნეობების პირობებში; კერძოდ, შედგენილია მეთოდიკა, რომელიც განსაზღვრავს მეაბრეშუ­მე­ობაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ეკონომიკური მაჩვენებლების და მათი ფუნქციონირების შედარებითი ეკონომიკური ეფექტურობის განსაზღვრას.

ავტ.

 

10.5.13. სკანირებადი ელექტრონული მიკროსკოპიის თანამედროვე მდგომარეობა. /. ბერნერი/. არაორ­განული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 51-57. – ინგლ.; რეფ.: ქართ., რუს.

განხილულია თანამედროვე სკანირებადი ელექტრონული მიკროსკოპის დიზაინის ორი ძირითადი მიმართულება. პირველი მდგომარეობს ელექტრონული ოპტიკის დამუშავებაში დაბალენერგეტიკული (200 ევ-მდე) მიკროსკოპიისათვის, რომელიც საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნ ერთდროულად მაღალი სივრცითი გარჩევისუნარიანობა და ძლიერი კონტრასტი. მეორე მდგომარეობს დეტექტორების ახალი სისტემის დამუშავებაში, რომელიც საშუალებას იძლევა მაღალი გარჩევისუნარიანობის მქონე გამოსახულების მიღებისა, სხვადასხვა სიგნალების გამოყენებით, კონტრასტების სხვადასხვა სახეობების: ტოპოგრაფიულის, ორიენტაციულის, ატომური ნომრის მიხედვით კონტრასტის და ფაზური კონტრასტის ჩვენებით.

ავტ.

 

10.5.14. რადიალურ-საჭედი მანქანების კონსტრუქციები და გამოყენების სფერო. /. მებონია, . ნატრია­შვილი, . მიქაუტაძე, . დემეტრაძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 89-96. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია რადიალურ-საჭედი მანქანების არსებული კონსტრუქციები. ამ მანქანების მექანიზმებისა და კვანძების ანალიზის საფუძველზე გამოვლენილია მათი ძირითადი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დამზადების ეკონომიურობის თვალსაზრისით დადგენილია რადიალურ-საჭედი მანქანების ყველაზე რაციონალური ტიპი - ბერკეტული ტიპის მანქანები, რომლებსაც მიეკუთვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლითონების წნევით დამუშავების კათედრის მიერ შემუშავებული სოლურ-ბერკეტული მანქანები. ეს მანქანები დიდხანს წარმატებით გამოიყენებოდა რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მილამდიდავ საწარმოში.

ავტ.

 

10.5.15. კონტურული იარაღის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა გარე ცილინდრული ზედაპი­რების დამუშავებისას. /. კიკვიძე, . სახანბერიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 97-102. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მოცემულია თერმოდრეკადობის ორგანზომილებიანი არასტაციონარული ამოცანის დიფერენციალური განტოლებები კონტურული მჭრელი იარაღის გაანგარიშებისათვის. ჩამოყალიბებულია საწყისი და სასაზღვრო პირობები.

ავტ.

 

10.5.16. ბაზალტის ძაფით დაარმატურებული პოლიმერული ბალონების პარამეტრების ოპტიმიზაცია. /. შვანგირაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #1(483). – გვ. 103-107. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ლითონებზე მოთხოვნილება მუდმივად იზრდება, მათი მარაგი კი შეზღუდულია. ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა ბოჭკოვან მასალებზე დაფუძნებული პოლიმერული კომპოზიციური მასალების წარმოების ტექნოლოგიების განვითარებაა. ასეთ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ბოჭკოვანი ძაფით დაარმატურებული მაღალი წნევის, პოლიმერული ბალონის დამზადების ტექნოლოგია. ცნობილია, რომ ბალონის ზომა, მისი დანიშნულების მიხედვით, საკმაოდ დიდ დიაპაზონში იცვლება. განსხვავებულია, აგრეთვე ბალონებში განვითარებული წნევების მნიშვნელობები. აღნიშნული გარემოებები, ბალონის პარამეტრების ოპტიმიზების მეთოდიკის შემუშავების ამოცანას აყენებს დღის წესრიგში. სტატიაში მოცემულია მეთოდიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ბალონის დამზადებამდე წინასწარი გაანგარიშებით დავადგინოთ მისი ძირითადი ტექნოლოგიური პარამეტრები. პარამეტრებს შორის განსაკუთრებულია ბალონში განვითარებული წნევა, ლეინერის ზომები და დაარმატურებისათვის საჭირო ბოჭკოვანი ძაფის ჯამური სიგრძე.

ავტ.

 

 

 

6. მსუბუქი მრეწველობა

 

10.6.1. ტანსაცმლის დეტალთა ფორმირების მეთოდების სრულყოფა პოლიეთერ-იზოციანატური კომპოზიტებისაგან. /. დათუაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2012. – . 38. – #1. – გვ. 101-103. – რუს. რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია სამკერვალო ნაწარმის დეტალთა ფორმირების პროცესები პოლიეთერ-იზოციანატური კომპოზიტებისაგან. საცდელი ნიმუშების ორგანოლეპტიკური დაკვირვების საფუძველზე დადგინდა, რომ ფორმირებული დეტალების ზედაპირების დაზიანება იზოციანატსა და ყალიბის ზედაპირის საპოხ საშუალებას შორის მიმდინარე რეაქციით, ხოლო ფორებისა და ჰაერის ბუშტუკების არაერთგვაროვნება შეზავებული მასის ყალიბში ჩასხმის პროცესებითაა განპირობებული. ექსპერიმენტუ მონაცემებზე დაყრდნობით დადგენილ იქნა პოლიეთერ-იზოციანატური კომპოზიტებისგან ფორმირებული დეტალე­ბის გამყარების ტემპერატურული რეჟიმები.

ავტ.

 

10.6.2. ხელოვნური ბეწვის სტრუქტურის გარდაქმნა ულტრაბგერითი შედუღებითი ნაკერის წარმოქმნის პროცესში. /. დოლიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2012. – . 38. – #1. – გვ. 107-109. – რუს. რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ხელოვნური ბეწვის ფიზიკურ-ქიმიური გარდაქმნის საკითხები ულტრაბგერითი შედუღებითი ნაკერის წარმოქმნის პროცესში. ხელოვნური ბეწვის სტრუქტურის ცვლილება ულტრაბგერითი შედუღების დროს დიფერენციალურ-თერმული და თერმოგრავიმეტრული ანალიზის მეთოდებით განხორციელდა საწყის მასალაზე (ხელოვნური ბეწვი), ხელოვნური ბეწვის შედუღებით ნაკერზე და პოლიაკრილონიტრილის ბოჭკოზე. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ხელოვნური ბეწვის შედუღებითი0 ნაკერის თერმული მოქმედების განმსაზღვრელს წარმოადგენს მისი ხაოს თვისებები (პოლიაკრილონიტრილის ბოჭკო). როგორც შედუღებითი ნაკერი, ისე პოლიაკრილონიტრილის ბოჭკო ხასიათდება ერთი ეგზოთერმული პიკით. მასის მკვეთრი კლება ხელოვნური ბეწვის შედუღებით ნაკერში იწყება 2600C და შეადგენს 35%-, რაც მიუთითებს ხელოვნურ ბეწვში ულტრაბგერის მოქმედებით გამოწვეულi დესტრუქციის პროცესის არსებობაზე.

ავტ.

 

 

7. კვების მრეწველობა

 

10.7.1. წითელი ჯიშის ყურძნიდან პურის ნატურალური გამაუმჯობესებლების ტექნოლოგიის გამოკ­­ლევა. /. ბაღათურია, . ბეგიაშვილი, . კოტორაშვილი, . ორმოცაძე, . ბაღათურია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2012. – #3. – გვ. 30-38. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

საკვებ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ყურძნის ფენოლურ ნივთიერებებს. მოყვანილია წითელი ჯიშის ყურძნიდან პურის ნატურალური გამაუმ­ჯო­ბე­სებლის მიღების ტექნოლოგიური პროცესი.

 ავტ.

 

10.7.2. ყურძნისა და ღვინის პროტეოლიზური ფერმენტების გამოკვლევა. /. ბაღათურია, . ნანიტა­შვილი, . ბეგიაშვილი, . შილაკაძე, . ბაღათურია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლო­გიები. – 2012. – #3. – გვ. 39-44. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

პროტეოლიზური ფერმენტები აქტიურად მონაწილეობენ ალკოჰოლური დუღილის, ღვინომასალების ფორმირების, ღვინის დამწიფებისა და ტექნოლოგიური დამუშავების მიმდინარე ბიოქიმიურ და ფიზიკო-ქიმიურ გარდაქმნებში და მნიშვნელოვანწილად განაპირობებენ ღვინის მდგრადობასა და ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებს. მათი აქტივობის ცვლილებებზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ღვინოში ცილოვანი ნაერთების, ამინომჟავებისა და პოლიპეპტიდების შემცველობა. მათი ტექნოლო­გი­ური როლი, ღვინის დამზადების პროცესში ჯერ კიდევ მოითხოვს შემდგომ შესწავლასა და დადგენას. როგორც ცნობილია, პროტეოლიზური ფერმენტების კომპლექსიდან პროტეინაზები ახორციელებენ ცილების მოლეკულების დაშლას პოლიპეპტიდებამდე და პეპტიდებამდე, პეპტიდაზები კი პოლიპეპტი­დების და პეპტიდების დაშლას თავისუფალ ამინომჟავებამდე.

ავტ.

 

10.7.3. ყურძნის პექტინის გამოყენებით ფუნქციონალური დანიშნულების პურ-პროდუქტების ახალი ასორტიმენტის შექმნა. /. ბაღათურია, . მულაძე, . კუპატაძე, . კერესელიძე, . გილაური, . კოტორა­შვილი, . ალანია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2012. – #3. – გვ. 45-51. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

პურ-პროდუქტების წარმოებაში გამაუმჯობესებლების სახით სულ უფრო მეტ გამოყენებას პოულობს ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, რაც საშუალებას იძლევა მოვახდინოთ პურის წარმოების ინტენსიფიკაცია, გავაუმჯობესოთ ხარისხი. ამჟამად, პურ-ფუნთუშეულის ცხობაში ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების სახით სულ უფრო მეტი გამოყენება აქვს პექტინს და მის წარმოებულებს. პექტინური ნივთიერებების ისეთი თვისებები, როგორიცაა გაჯირჯვება, სიბლანტე, გულის წარმოქმნის, კრისტალწარმოქმნის რეგულირების, წყალმშთანთქავი შესაძლებლობის ზრდის უნარი, ემულგირებადი თვისებები პურის ცხობის ტექნოლოგიაში უმნიშვნელოვანესს წარმოადგენს.

ავტ.

 

10.7.4. საქართველოში ფართოდ გავრცელებული ციტრუსოვნების პექტინოვანი ნივთიერებების შესწავ­ლა სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულების პროდუქტების შექმნის მიზნით. /. ბაღათურია, . ბეგიაშვილი, . კუპატაძე, . მულაძე, . ალანია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2012. – #3. – გვ. 52-57. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

სამუშაოს მიზანია არსებული ნედლეულის მაქსიმალური გამოყენება და ახალი რესურსების გამოძებნა კვების მრეწველობაში. იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ მოსახლეობის მოთხოვნილება მაღალხარის­ხოვანი საკვები პროდუქტებით უნდა გაფართოვდეს პროდუქციის ასორტიმენტის დამუშავება ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით.

ავტ.

 

10.7.5. ახალი სახეობის კვების პროდუქტები და მათი მოქმედების გამოკვლევა რკინადეფიციტური ანემიის დროს. /. ხოტივარი, . გრიგორაშვილი, . კუპატაძე, . ილურიძე, . დემენიუკი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2012. – #3. – გვ. 58-66. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

კვების პროდუქტების კვებითი ღირებულების გაზრდის მიზნით მათი კუპაჟის გზით გამდიდრებისთვის ხილ-კენკროვანების სხვადასხვა წვენი იქნა გამოყენებული. რიგი ხილ-კენკროვანების ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრამ აჩვენა, რომ ყურძენი და ასკილი მიკროელემენტ რკინის და ასკორბინის მჟავის მაღალი შემცველობით ხასიათდება, სხვა ხილ-კენკროვანებთან შედარებით, რაც მათი გამოყენების ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენდა, როგორც ნედლეულის ისე ხილ-კენკროვანი პროდუქტების დასამზადებლად. კუპაჟების შემუშავებისას ნარევის ცალკეული კომპონენტის სხვადასხვა დოზა გამოიცადა და განისაზღვრა მზა პროდუქტის ორგანოლეპტიკური თვისებები, წვენების დამზადების პროცესში პროდუქტების ბიოლოგიური ღირებულების გაზრდის მიზნით მათში შეგვქონდა რკინის იონები და ასკორბინის მჟავა. მზა პროდუქტები აკმაყოფილებდნენ ბავშვთა ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილებას რკინაზე. შესწავლილია ბავშვთა სახლში მცხოვრები მოზარდების ფაქტიური კვება. შემადგენლობის რაოდენობრივმა და თვისებრივმა გამოკვლევამ რაციონების ძირითადი საკვები ნივთიერებების (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) და მიკროელემენტების (რკინის, იოდის, თუთიის) შემცველობის მიხედვით მათი დაუბალანსობა გამოავლინა, რაც ბავშვებში იოდდეფიციტური დაავადებების, რკინადეფიციტური ანემიის და თუთიის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.

ავტ.

 

10.7.6. ციტრუსების გამშრალი გამონაწნეხი როგორც საკვები დანამატი და ნახევარფაბრიკატი პექტინის და ვიტამინი P- წარმოებაში. /. ალხანაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2012. – #2. – გვ. 39-42. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია ციტრუსების წვენების გამომუშავებისას წარმოქმნილი ნარჩენების უტილიზაცია. გლუვ ვალცებზე, ან დოლურ წნეხებზე ციტრუსოვანთა წვენების წარმოებისას წარმოიქმნება გამონაწნეხი, რომლის მასა გადამუშავებული ნედლეულის მასის 60%- აღემატება, ტენიანობა კი - 78-82%-ია. გამონაწნეხი შეიცავს შაქრებს, პექტინს, ვიტამინებს, მაგრამ მაღალი ტენიანობის გამო მალფუჭადია და თხოულობს დაუყოვნებლივ შრობას. კვების მრეწველობის კვლევით ინსტიტუტში დამუშავდა ციტრუსოვანთა გამშრალი გამონაწნეხის წარმოების ტექნოლოგია, რომელიც მოიცავს ნედლეულის შრობისთვის მომზადებას, შრობას, გამშრალი გამონაწნეხის ინსპექციას და დაქუცმაცებას. შესწავლილია სითბოს და მასის ცვლის პროცესები გამონაწნეხის შრობისას სხვადასხვა კონსტრუქციის საშრობებში და დადგენილია შრობის ოპტიმალური რეჟიმები. გამშრალი გამონაწნეხის გამომუშავება ხდება ორ ფრაქციად: 1). წმინდა ფრაქცია - #25 საცერში გასული 100%, რომელიც გამოიყენება საკონდიტრო მრეწველობაში სურნელოვან-არომატულ დანამატად; 2). უხეში ფრაქცია - დაუქუცმაცებელი და #25 საცერზე დარჩენილი 100%, რომელიც გამოიყენება ვიტამინი P- და პექტინის წარმოებაში.

ავტ.

 

10.7.7. ბარამბოს კულტივირების პერსპექტივები საქართველოში და გამშრალი ბარამბოს გამოყენების სფეროები. /. ალხანაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2012. – #2. – გვ. 43-47. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

საქართველოში ბარამბო ველური სახითაა გავრცელებული. კვების მრეწველობის კვლევით ინსტიტუტში ჩატარებულმა სამუშაოებმა ცხადყვეს, რომ საქართველოს ნიადაგ-კლიმატური პირობები საუკეთესოა ბარამბოს კულტივირებისთვის; ის არ თხოულობს სპეციალურ აგროტექნიკურ ღონისძიებებს და იძლევა წელიწადში 3-4 მოსავალს. მოსავლის აღების შემდეგ, ბარამბოს ნედლეულში გრძელდება ფერმენტული პროცესები, რაც მაღალი საწყისი ტენიანობის (80-88%) პირობებში იწვევს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაშლას; ამიტომ ბარამბოს ნედლეული სწრაფად უნდა გაშრეს. დამუშავდა გამშრალი ბარამბოს წარმოების ტექნოლოგია შრობის ბუნებრივი და ხელოვნური მეთოდების გამოყენებით; დადგენილ იქნა ნედლი და გამშრალი ბარამოს ხარისხისადმი მოთხოვნები.

ავტ.

 

10.7.8. პექტინით გამდიდრებული ახალი სახეობის პროდუქტების გამოკვლევა. /. ბაღათურია, . კუპა­ტაძე, . მულაძე, . კოტორაშვილი, . ალანია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლო­გიები. – 2012. – #2. – გვ. 48-54. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ტყემლის კულტურა ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. ხეხილის ბაღების მთლანი ფართობი­დან მას 21-22%, ხოლო კურკოვანებიდან 10% უკავია. ტყემლის ნარგავები ძირითადად გადაადგი­ლებუ­ლია დასავლეთ საქართველოს რაიონებში, სადაც ბაღების საერთო ფართობის დაახლოებით 20% ტყემალს უკავია. შესწავლილია საქართველოში გავრცელებული ტყემლიდან პექტინით მდიდარი სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულების სურსათის მიღების ახალი ტექნოლოგიები.

ავტ.

 

10.7.9. ციტრუსების გადამუშავების ნარჩენების გამოყენება საკონდიტრო წარმოებაში. /. ბაღათურია, . ბეგიაშვილი, . კოტორაშვილი, . ორმოცაძე, . მულაძე, . ბაღათურია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2012. – #2. – გვ. 55-59. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დამუშავებულ იქნა ციტრუსების გადამუშავების უნარჩენო ტექნოლოგია. ციტრუსების ქერქიდან ჰიდრთერმული დამუშავების შედეგად მიიღება ეთეროვანი ზეთი. შესწავლილ იქნა წარმოების ნარჩენების ქიმიური შედგენილობა. დადგენილ იქნა, რომ თხევადი ფაზა შეიცავს 20%-მდე მშრალ ნივთიერებას, წყალში ხსნად პექტინს და რედუცირე­ბულ შაქრებს. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნახევარფაბრიკატის სახით უალკოჰოლო სასმელე­ბის წარმოებაში. დადგენილია, რომ ციტრუსის ნაყოფების თერმული დამუშავებით ვიტამინი P არ იშლე­ბა. მყარი ნარჩენები შეიცავს 30% საერთო შაქარს, 79,9% საერთო პექტინს, 100% ვიტამინ P. მოხარშული ქერქი გაშრობისა და დაფქვის შემდეგ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საკონდიტრო წარმოებაში ვიტამინიზირებული ფქვილის სახით. აღნიშნული ნედლეული რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს ჯემების, გულსართების, ნახარშების სახით, რომელიც არ ჩამოუვარდება ახალი, ნედლი ნაყოფებიდან მიღებულ პროდუქციას ვიტამინ P შემცველობით. მიღებულ პროდუქტს ახასიათებს ციტრუსებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი და არომატი. მიღებული პროდუქტები გამოიყენება სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის დასამზადებლად.

ავტ.

 

10.7.10. მაღალი ძაბვის ელექტრული ველის გავლენა ვაშლის ნაყოფების შენახვისუნარიანობაზე. /. უთურაშვილი, . კერესელიძე, . ილაური, . იჩქიტიძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2012. – #2. – გვ. 65-69. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

დამუშავებულია შენახვის მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს ვაშლის ნაყოფის წინასწარ დამუშავებას მაღალი ძაბვის ელექტრული ველში და შემდგომ შენახვას აირსელექციურ მემბრანიან პოლიეთილენის ტომრებში. ელექტრულ ველში წინასწარი დამუშავება აფერხებს ნაყოფების ზედაპირზე მიკროფლორის განვითარებას და ხელს უწყობს ინფექციური დაავადებებით გამოწვეული დანაკარგების შემცირებას. შედეგად ვაშლის საცდელი ნაყოფების სტანდარტული პროდუქციის გამოსავალი 1,5-3,0% აღემატება საკონტროლო ნიმუშების სათანადო მაჩვენებლებს. შეირჩა მაღალი ძაბვის ელექტრულ ველში ვაშლის ნაყოფების დამუშავების ოპტიმალური რეჟიმები, რომლებიც უზრუნვეყოფენ მათი შენახვის ვადების გახანგრძლივებას 270 კალენდარული დღით. მეთოდი მთლიანობაში უზრუნველყოფს ინფექციური დაავადების შემცირებას, ნაყოფების სიცოცხლის უნარიანობის გაზრდას და მათი სასაქონლო და კვებითი ღირებულებების შენარჩუნებას ხანგრძლივი დროით.

ავტ.

 

10.7.11. ყურძნის გადამუშავების ნარჩენებიდან პოლიფენოლური მდიდარი ექსტრაქტების მიღების ტექნოლოგიის დამუშავება. /. ხოტივარი, . გრიგორაშვილი, . კუპატაძე, . ილურიძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2012. – #2. – გვ. 75-81. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

წარმოდგენილია ყურძნის გადამუშავების მეორადი პროდუქტების (წიპწა, გამონაწნეხი) ბიოქიმიური მაჩვენებლები, მათი ცვლილებები ტექნოლოგიური გადამუშავების პროცესში. განხილულია ბიოაქტიური ექსტრაქტების მიღების მეთოდები. ყურძნის საწარმოო გადამუშავების ანარჩენებიდან ბიოაქტიური ექსტრაქტების მიღების რაციონალური ტექნოლოგია. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგენი­ლია ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმალური პარამეტრები, რომლებიც სამკურნალო პროფილაქტი­კური დანიშნულების ბიოაქტიური ექსტრაქტის მიღებას უზრუნველყოფს. განსაზღვრულია ექსტრაქტის ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები.

ავტ.

 

10.7.12. ქაცვის ნაყოფების ბიოქიმიური თავისებურებანი და მათი გამოყენების პერსპექტივები. /. ნაყოფია, . ბაღათურია, . უთურაშვილი, . კუპატაძე, . ალანია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2012. – #2. – გვ. 82-88. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

წარმოდგენილია საქართველოს პირობებში ველურად მზარდი ხილ-კენკროვანი მცენარის ქაცვის (Hippophae rhamnoides) ნაყოფების ბიოქიმიური კვლევის შედეგები. აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან აღებული ქაცვის ნაყოფების მორფოლოგიური თავისებურებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ქართლ-კახეთში ქაცვი გავრცელებულია სხვადასხვა ჯიშური ფორმის სახით, რომელთა ნაყოფი ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმით, ზომით, შეფერილობითა და სხვა ტექნიკური მაჩვენებლებით. საცდელ ნიმუშებს ჩაუტარდა ბიოქიმიური გამოკვლევა. კვლევის შედეგების საფუძველ­ზე დადგინდა, რომ ქაცვის ნაყოფი გამოირჩევა მდიდარი ქიმიური შემადგენლობით. ისინი შეიცავენ ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმედებისათვის საჭირო და აუცილებელ სასარგებლო ნივთიერებებს. მაღალია მათი ვიტამინური აქტივობა. ქაცვის ნაყოფებისგან დამზადდა სხვადასხვა ასორტიმენტის საკონსერვო პროდუქცია. თავისი არომატითა და სასიამოვნო გემური თვისებებით თითქმის ყველა სახის პროდუქტმა მიიღო მაღალი სადეგუსტაციო შეფასება. აღნიშნულიდან გამომდინა­რე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართლ-კახეთში მზარდი ქაცვის ნაყოფები გამოირჩევიან მდიდარი ქიმიური შემადგენლობითა და მაღალი ტექნოლოგიური თვისებებით, რასაც აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა როგორც სამკურნალო და ნედლად მოხმარების, ისე სამრეწველო გადამუშავების თვალსაზრისით.

ავტ.

 

10.7.13. რძის მრეწველობის ჩამდინარი წყლისაგან (შრატი) ლაქტოზის გამოყოფა-კონცენტრირება და ტექნოლოგიური წყლის მიღება მემბრანული დანადგარით. /. ბიბილეიშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 110-113. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

რძის შრატისაგან ლაქტოზის წყალხსნარის კონცენტრატის მისაღებად ჩატარებულ სამუშაოში ექსპერიმენტის მიზანს წარმოადგენდა უკუოსმოსის პროცესის კვლევა, ანუ ლაბორატორიული დანადგარისათვის მემბრანის ტიპის შერჩევა და ლაბორატორიული ექსპერიმენტების მეშვეობით ოპტიმალური პარამეტრების დადგენა.

ავტ.

 

10.7.14. უვნებელი პროდუქტების წარმოება ქვეყნის ეკოლოგიური განვითარების აუცილებელი პირობაა. /. გარუჩავა/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 85-87. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ქვეყანაში სურსათის უვნებლობის პოლიტიკისა და სტრატეგიის ძირითადი საკითხები. მოცემულია არსებული სიტუაციის ანალიზი. განხილულია ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გავლენა უვნებელი პროდუქტების წარმოებაზე. შემოთავაზებულია საკვები პროდუქტების უვნებლობის შეფასების ტექნოლოგია.

ავტ.

 

10.7.15. საქართველოში გავრცელებულ ქონდარში (Satureja Laxiflora C. Koch) ნედლი ნაცრის პროცენტული შემცველობის განსაზღვრა. /. გელოვანი, . ცინცაძე, . წიქარიშვილი, . მეტრეველი, . თარგამაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #1(483). – გვ. 64-68. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სამკურნალო მცენარეული ნედლეული საზოგადოდ მოქმედ ნივთიერებებს მცირე რაოდენობით შეიცავს. ერთსა და იმავე დროს აღებული ერთი და იგივე მცენარის სხვადასხვა ნიმუშის ანალიზის შედეგები დამოკიდებულია ნიადაგზე, იმაზე, ფოთლები მეტია თუ ღეროები და მრავალ სხვა ფაქტორზე, ამიტომ, ანალიზისათვის ნიმუშის აღებისას არ დაღვეულა ქონდრის ყველა ნაწილს (ფესვი, ღერო, ფოთოლი, ნაყოფი) შორის ბუნებრივად არსებული თანაფარდობა. ანალიზი ჩატარდა ქონდრის 3 ნიმუშზე: ველური ქონდრის 2 ნიმუში აღებულია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, მდინარე ყვირილის ნაპირზე, ხოლო კულტივირებული ქონდრის 1 ნიმუში (შედარების მიზნით) - აღმოსავლეთ საქართველო­ში, მცხეთის რაიონში. სამივე მცენარეულ ნედლეულში განსაზღვრ საერთო ნაცარი და 10%-იან HCl-ში უხსნადი ნაცარი, რომელიც რჩება საერთო ნედლი ნაცრის დამუშავების შემდეგ და, ძირითადად, სილიკა­ტებისგან შედგება.

ავტ.

 

10.7.16. ცვლილებები კახური და იმერული ტიპის ღვინოების ფლავონოიდების შედგენილობასა და ანტიოქსიდანტური აქტივობაში. /. შონია, . ბეჟუაშვილი, . ბუაჩიძე/. საქართველოს საინჟინრო სიახლენი. – 2012. – # 3. – გვ. 104-107. – ინგ.; რეზ.: რუს.

განხილულია ალკოჰოლურ დუღილში კვერცეტინის და დიჰიდროკვერცეტინის გარდაქმნის პროდუქ­ტე­ბისახალი არაიდენტიფიცირებული ნივთიერებების – I, II, III ინფრაწითელი სპექტრები. განსაზღვ­რუ­ლია მათი ანტიოქსიდანტური აქტივობები. დადასტურებულია კახური და იმერული ტიპის ღვინოების ანტიოქსიდანტური აქტივობების დამოკიდებულება ფენოლურ ნაერთებზე, ნაჩვენებია აღნიშნული ღვინოების დაჟანგულ ფორმებში ანტიოქსიდანტური აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირება.

ავტ.

 

 

8. მშენებლობა. არქიტექტურა

 

10.8.1. ბაზალტის ბოჭკოთი არმირებული ბეტონის ექსპერიმენტალური კვლევა. /. ნოზაძე, . ეჯიბია/. არაორგანული მასალათმცოდნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. საერთაშ. კონფ. მას. თბილისი. – 4-6 ივნ. – 2012. – გვ. 318-322. – ინგლ.; რეფ.: ქართ., რუს.

შესწავლილ იქნა ბოჭკოებით არმირებული კომპოზიციური მასალა, რომელიც წარმოადგენს მაღალი სიმტკიცის ბოჭკოებს, განთავსებულს მატრიცაში. ბოჭკოს და მატრიცას აქვს საკუთარი ფიზიკური და ქიმიური თვისებები, მათი ერთობლივი კომბინაცია იძლევა ისეთ თვისებებს, რომელთა მიღწევა შეუძლებელია თითოეული მათგანისათვის ცალ-ცალკე. ძირითადად ბოჭკო არის დატვირთვის მატარებელი, ხოლო მატრიცა წარმოადგენს შემკვრელს, რომელიც ახდენს ძაბვების გადანაწილებას ბოჭკოებზე და იცავს მათ გარედან დაზიანებისაგან. ბაზალტის ბოჭკოებით არმირებული ბეტონი შეიცავს ქვიშას, ცემენტს, წყალს, ბაზალტის ბოჭკოს და სხვადასხვა მინარევებს.

ავტ.

 

10.8.2. ადგილობრივი ვულკანური ქანების კომპლექსური გამოყენების პერსპექტივები მინის და სამშენებლო მასალების წარმოებაში. /. შაფაქიძე, . ნადარეიშვილი, . კვატაშიძე, . მაისურაძე, . ნადირაშვილი, . გეჯაძე, . ტყემალაძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 12-16. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

შესწავლილია სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს რიგი მჟავე ვულკანური ქანებისა; დადგენილია მათი კომპლექსური გამოყენების შესაძლებლობა და ეფექტურობა მინის ტარის, სამშენებ­ლო კერამიკული ნაკეთობების, ცემენტის, ბეტონის შემვსებისა და მოსაპირკეთებელი ქვების წარმოებაში. ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ მიმართულებად ჩათვლილია ვულკანური ქანების გამოყენება ცემენტის წარმოებაში. ამ მხრივ ორი მიმართულება გამოიკვეთა: პირველიცემენტის ნედლეულის კაზმში თიხუ­რი კომპონენტის ნაწილობრივი შეცვლა ვულკანური ქანებით და მეორეზემოთ აღნიშნული ქანების გამოყენება აქტიური მინერალური დანამატის სახით ცემენტის დაფქვისას. საკითხის სამრეწველო მასშტაბით გადაჭრის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიო­ნის ეკონომიკური განვითარების პრობლემის გადაწყვეტა, ხოლო ქვეყანა მომარაგდება დეფიციტური და სტრატეგიული პროდუქციით.

ავტ.

 

10.8.3. საშენი და მოსაპირკეთებელი ქვების გამოყენება და მათ მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები. /. ბოჭორიშვილი, . დანელია, . ბეჟანიშვილი, . ბოჭორიშვილი, . გიგაური/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 93-97. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია ძვირფასი თვისებების გამო მშენებლობასა და არქიტექტურაში მოსაპირკეთებელი ქვების გამოყენების ძირითადი საკითხები; დადგენილია, რომ გამოყენების სფეროს მიხედვით, მოსაპირკეთებე­ლი ქვები შეიძლება დაყოფილი იქნეს სამ ჯგუფად: პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ქვები, რომლებზეც არ მოქმედებს მნიშვნელოვანი მექანიკური დატვირთვა. მათგან დამზადებული ფილები გამოიყენება შენობის როგორც შიგა, ისე გარე ზედაპირის მოსაპირკეთებლად. ქვებს, რომლებიც გამოიყენება შენობის გარე ნაწილის მოსაპირკეთებლად, უნდა ჰქონდეს მაღალი მდგრადობა გარემოსადმი და დიდი სიმტკიცე. მეორე ჯგუფს მიეკუთვნება ქვები, რომლებიც უძლებენ დიდ მექანიკურ დატვირთვებს, გამოირჩევიან თავისი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით, გარემოს ცვლილებებისადმი დიდი მდგრადობით. მესამე ჯგუფს მიეკუთვნება ქვები, რომლებიც გამოიყენება ძეგლებისა და მსხვილი დეკორატიულ-არქიტექტუ­რული დეტალების აღმართვა-აგებისას.

ავტ.

 

10.8.4. საშენი და მოსაპირკეთებელი ქვები, მათი სახეები და ძირითადი თვისებები. /. ბოჭორიშვილი, . დანელია, . ნევეროვი, . ბოჭორიშვილი, . გიგაური/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 98-100. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია საშენი და მოსაპირკეთებელი ქვების ვარგისობის ხანგრძლივობა, დეკორატიულობის ღირებულება; მოცემულია სხვადასხვა სახის მოსაპირკეთებელი ქვების ვარგისობის ხანგრძლივობის მაჩვენებელი; დადგენილია, რომ მათი დეკორატიული თვისებების შეფასებისათვის დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს იდიოქრომატულ შეფერილობას და შეფერილობის მდგრადობას; მოსაპირკეთებელი ქვების ფიზიკურ-მექანიკურ მახასიათებლებზე დიდი გავლენა აქვს აგრეთვე ფორიანობას, რადგან იგი მნიშვნელოვნად განაპირობებს მათ ტენტევადობას, სიმტკიცეს, წყალ- და აირგამტარობას.

ავტ.

 

10.8.5. ხიმინჯ-დგარებზე დაყრდნობილი დაბალი ფილოვანი როსტვერკის გაანგარიშება. /. ქიქავა/. ჰიდროინჟინერია. – 2012. – #1-2(11-12). – გვ. 27-33. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემოთავაზებულია ფილოვანი როსტვერკების გაანგარიშების მეთოდიკა. შედგენილია წრფივ განტოლებ­ათა სისტემა, ფილის ზოლების გადაკვეთის წერტილებში წარმოქმნილი უცნობი ძალების განსაზღვრის მიზნით. ამის შემდეგ, ყოველი ზოლი მასზე მოდებული ძალებით განიხილება და გაიანგარიშება დამოუკი­დებლად, როგორც წრფივად დეფორმირებად ფუძეზე მდებარე კოჭი. განხილულია კონკრეტული საინჟინრო ამოცანა და მოცემულია გაანგარიშების ფორმულები.

ავტ.

 

10.8.6. საგზაო საფარის მიკროპროფილის მოდელირება. /. ესაძე, . შილაკაძე, . ძნელაძე/. საქართვე­ლოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #1(483). – გვ. 13-18. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ასფალტბეტონის საგზაო საფარის მოდელირების მეთოდი. ჩათვლილია, რომ საფარის ნორმატიული შეფასება შეესაბამებაკარგ მდგომარეობას. მიღებულია მოდელირებული საფარის ალბათური მახასიათებლები. მათი მეშვეობით საფარის მიკროპროფილის შემთხვევით დინამიკურ შეშფოთებად განხილვისას, შესაძლებელია განისაზღვროს ვერტიკალური დინამიკური დატვირთვა საგზაო საფარზე.

ავტ.

 

10.8.7. ეკოლოგიურად ორიენტირებული ქალაქთმშენებლობის საინვესტიციო პროექტის ანალიზი და ექსპერტიზა. /. სალუქვაძე, . თათარაშვილი, . თავხელიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #1(483). – გვ. 77-80. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია სამშენებლო პროექტის შეფასებისა და ექსპერტიზის მეთოდები, რომელთა გამოყენების საფუძველზე შესაძლებელია წარმატებით განხორციელდეს ქალაქთმშენებლობის პროექტის შეფასება და, შესაბამისად, მისი კორექტირება.

ავტ.

 

10.8.8. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პატარა ქალაქების არქიტექტურულ-გეგმარებითი სტრუქტურა, კომპოზიცია და ესთეტიკა. /. ნაგიევი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #1(483). – გვ. 81-85. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია აზერბაიჯანის ისტორიულად ჩამოყალიბებული დასახლებული ადგილების ქსელის გარდაქმნის ამოცანა განსახლების ერთიან, ინტეგრირებულ სისტემად, რომელიც დაფუძნებულია, ახლებურ განსახლებათადასახლებული სისტემების ჯგუფური ფორმების - ურთიერთქმედებაზე, რაც უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური და გეგმარებითი პრობლემაა. ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია აზერბაიჯანის რესპუბლიკის განსახლების რეგიონული სისტემის მეშვეობით. ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებისას წყდება ქალაქის ზოგადი არქიტექტურული კომპოზიციის საკითხები, რომლებიც დაფუძნებულია ქალაქების ანსამბლებისა და მსხვილი კომპლექსების სისტემაზე, ასევე მომავალი ქალაქის სილუეტის კონტურის შემქმნელი ქალაქის ცენტრისა და მნიშვნელოვანი არქიტექტურული აქცენტების სისტემათა დაგეგმარების ორგანიზაციაზე.

ავტ.

 

10.8.9. აზერბაიჯანის თანამედროვე ქალაქის მდგრადი განვითარების სტრუქტურა. /. ჰუსეინოვი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #1(483). – გვ. 85-90. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქებსა და რეგიონებში არსებულმა ქალაქთმშენებლობის პრაქტიკის გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ განსახლების სისტემის განვითარების პროცესზე ზემოქმედების მექანიზმის შემუშავების მცდელობები მრავალი მიმართულებით ხდება. ესაა: 1) მიწათმფლობელობასთან დაკავშირე­ბული ურთიერთობები, 2) ქალაქის ტიპის წარმოქმნის სტრუქტურულ ცვლილებათა შემოქმედებითად გააზრების გზების ძიება, 3) ახალი მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავება, 4) რეგიონალური ნორმატიული და საკანონმდებლო ბაზის შექმნა, 5) ცენტრალიზებულ და გეგმურ დაპროექტებასა და მშენებლობაზე უარის თქმა, 6) დაპროექტების ახალი ფორმების ძიება და ქალაქთმშენებლობის ტრადიცი­ული პროექტების უარყოფა და .. ამიტომ მომწიფდა აზერბაიჯანის თანამედროვე ქალაქების მდგრადი განვითარების სტრუქტურული ამოცანების გადაჭრაში კომპლექსური დაგეგმვისა და სისტემური მიდგომის აუცილებლობა.

ავტ.

 

10.8.10. ბაქოს ზღვისპირა ინფრასტრუქტურისა და კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტების დაზია­ნება კასპიის ზღვის დონის შეცვლის შედეგად. /. კახრამანოვა/. საქართველოს ტექნიკური უნივერსი­ტეტის შრომები. – 2012. – #1(483). – გვ. 91-94. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ბაქოს ზღვისპირა ინფრასტრუქტურა და ისტორიული ლანდშაფტი მგრძნობიარეა კასპიის ზღვის დონის აწევის მიმართ, რაც გამოწვეულია კლიმატის ცვლილებით. ამიტომ, აუცილებელია ზღვის დონისა და კლიმატის შეცვლისადმი ადაპტაციის მექანიზმის განვითარება, ასევე აუცილებელია ზომების მიღება კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის.

ავტ.

 

10.8.11. . ბაქოს არქიტექტურული გარემოს რეაბილიტაცია. /. აბდულაევა/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #1(483). – გვ. 95-98. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ბაქოს დაგეგმარებით ცენტრალურ რაიონში, გარემოს ფრაგმენტის ანალიზის მაგალითზე მოცემულია მისი არქიტექტურული რეაბილიტაციის საშუალებები.

ავტ.

 

 

9. სოფლისა და სატყეო მეურნეობა. თევზის მეურნეობა

 

10.9.1. ჰეტეროაუქსინის გავლენა ბლის საძირეების F12/1-ისა და ,,კოლტი”- დაფესვიანებაზე. /. ალექსიძე-ძამაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 15-17. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჰეტეროაუქსინი ტრადიციული და მაღალეფექტური ზრდის სტიმულატორია, რომელიც ფართოდ გამოი­ყენება სხვადსხვა მცენარეების დაფესვიანებისა და ზრდის სტიმულირებისათვის. 1997 წელს გერმანიი­დან საქართველოში შემოტანილ იქნა ბლის საძირეები F12/1, ,,ალკავო”, ,,ჟიზელადა ,,კოლტიდა დაირგო სკრის საცდელ სადგურში. ამ საძირეებზე 0,25%-იანი ჰეტეროაუქსინის ხსნარის მოქმედების შედეგად დაფესვიანდა ,,კოლტი” – 70% და F12/1-22%, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.

ავტ.

 

10.9.2. ბლის თანამედროვე ნაგალა საძირეები და მათი გამოყენების პერსპექტივები. /. ალექსიძე-ძამაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 18–20. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

საქართველოში ექსტენსიურ და ინტენსიურ ბაღებს შორის დიდი არჩევანია, თუმცა ფაქტია, რომ ბაღების უმრავლესობა მოძველებულია, ამიტომ მიღებული პროდუქცია უხარიხო და არაკონკურენტუნარიანია. ინტენსიური ბაღები მოითხოვენ სუსტი ზრდის საძირეებზე დამყნობილ ნერგს, ამიტომ ნაგალა საძირეების შესწავლა მეტად მნივნელოვანია.

ავტ.

 

10.9.3. მასალები ალგეთის ეროვნული პარკის კაჟოვან წყალმცენარეთა (Bacillariophyta) შესახებ. /. კუხალეიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 21-23. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ალგეთის ეროვნული პარკის წყალსატევებში კლასებიდან Coscinodiscophyceae და Fragilariophyceae (განყოფილება Bacillariophyta) გამოვლინდა 26 წარმომადგენელი. მათგან 2 ეკუთვნის Coscinodis­co­phy­ceae- კლასს, დანარჩენი 24 კი Fragilariophyceae- კლასიდანაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია Synedra ulna, Diatoma moniliforme და Fragilaria vaucheriae, რომლებიც ფართო გავრცელებით გამოირჩევიან, ამასთან ისინი უმეტეს შემთხვევაში დიდი რაოდენობითაც დაფიქსირდნენ. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული აგრეთვე Diatoma hiemale და Meridion circulare, თუმცა ისინი ძირითადად მცირე რაოდენობით იყვნენ განვითარებული. დანარჩენებ იშვიათად და ზოგიერთი გამონაკლისის გარდა უმნიშვნელო რაოდენობით ან ერთეული ეგზემპლარების სახით იყვნენ. ალგეთის ეროვნული პარკის წყალსატევებში Coscinodiscophyceae-სა და Fragilariophyceae- კლასებიდან გამოვლენილი 26 კაჟოვანი წყალმცენარიდან, 25 პირველადაა მითითებული მოცემული მხარისათვის.

ავტ.

 

10.9.4. თავიანი ხახვის ,,წითელი-54”-ის მეთესლეობა. /. მოთიაშვილი, . საპატოვი, . კაკაბაძე, . ბარისაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 24-25. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია თავიანი ხახვის ახალი ჯიშისწითელი-54”-ის გამორჩევის პროცესი და მისი მეთესლეობა, რომელიც გამძლეა მავნებელ დავადებათა მიმართ, ახასიათებს ერთბუდიანობა, ფორმით ბრტყელია. აქვს საუკეთესო შენახვის უნარი, ნახევრად ცხარეა. შესწავლილია ამ ჯიშის თესლის სამეურნეო და ხარისხობრივი მაჩვენებლები.

ავტ.

 

10.9.5. საზამთროს და ნესვის მარტივი და რთული ჰიბრიდების შესწავლა. /. საპატოვი, . მოთიაშვილი, . კაკაბაძე, . ბარისაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 26-28. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

საზამთროს და ნესვის მარტივი და რთული ჰიბრიდების შესწავლით დადგინდა, რომ ჰიბრიდული ძალა (ჰეტეროზისი) მეტი დოზით ვლინდება იმ ჰიბრიდულ კომბინაციებში, სადაც დედად აღებული გვაქვს ადგილობრივი, მამად კი გეოგრაფიულად დაშორებული ჯიშები. საზამთროს მარტივ ჰიბრიდებში მოსავლიანობა გაიზარდა უკეთეს მშობელ ფორმასთან შედარებით10-30 /ჰა-ზე, რთულ ჰიბრიდებში კი მარტივ ჰიბრიდებთან შედარებით 10-20 /ჰა-ზე. მარტივ ჰიბრიდებში საერთო შაქრების შემცველობა გაიზარდა 0.07%-დან 0,25%-მდე. ნესვის მარტივ ჰიბრიდებში მოსავლიანობა გაიზარდა 10-15/ჰა, რთულ ჰიბრიდებში კი 5-15 /ჰა. საერთო შაქრები მარტივ ჰიბრიდებში ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით გაიზარდა 1,15%-დან 1,6%-მდე, ხოლო რთულ ჰიბრიდებში მარტივთან შედარებით 1,0%დან-1,3%-მდე. შაქრების შემცველობით რთული ჰიბრიდები და საუკეთესო მშობელი ფორმები ერთმანეთს უახლოვდე­ბიან და მათ შორის მკვეთრი განსხვავება არ არის.

ავტ.

 

10.9.6. წყავის (Laurocerasus officinalis M.) ნარგაობათა გამოყენება რეკრეაციული და სამედიცინო მიზნებისათვის. /. ბაჯელიძე . ალასანია, . ლომთათიძე, . ნაკაშიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 29-32. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

წყავი ფართოდაა გავრცელებული საქართველოს ტყეებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში და კერძოდ, აჭარაში. სამკურნალწამლო ნედლეულად ითვლება წყავის ფოთოლიFolium Laurocerasi. ხალხური მედიცინა სამკურნალო თვისებებს მიაწერს ნაყოფსაც. ჩვენ მიერ ჩატარებულ იქნა კვლევა გონიოს სატყეო ტერიტორიაზე. კერძოდ, ქვეტყის სახით მოზარდი წყავის მცენარეთა გამოჭრა ჩატარდა ზოლების სახით, 10 მეტრის სიგანეზე. განისაზღვრა ფოთლების წონა კილოგრამობით და მოსავლიანობა 1 ჰა-ზე. წყავის კულტივირებული ჯიშებიდან შესწავლილ იქნა: ადრეულა, გონურა, გუდაწყავი და შავი მრგვალნაყოფა. განსაზღვრულ იქნა წყავის სხვადასხვა ფორმების ფოთლის მოსავლიანობა სამკურნალ­წამლო ნედლეულის დამზადების მიზნით. ასევე შესწავლილია წყავის ფოთლების, როგორც სამკურნალ­წამლო ნედლეულის დამზადების ხერხები. შავიზღვისპირეთის სუბტროპიკულ ზონაში, კერძოდ, საკურორტო ადგილებში წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყავის ნარგაობანი რეკრეაციული და დასვენების ზონების შესაქმნელად.

ავტ.

 

10.9.7. სტევიის (Stevia Rebauduiana) თესლით გამრავლების თავისებურება. /. ქაშაკაშვილი, . ორაგველიძე, . მამულაიშვილი, . სარჯველაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 33-35. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტევიის თესლის განვითარება ხდება ჩვეულებრივ ნორმალური სქესობრივი გზით და ყალიბდება სრულიად გაღივების უნარის მქონე. რადგანაც სტევია ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მის ზრდა-განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს დაბალი ტემპერატურა. ამდენად თესლის ცხოველმყოფელობა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე.

ავტ.

 

10.9.8. ადგილის ფიზიკურ-გეოგრაფიული თავისებურების გავლენა ღვინომასალებზე (ვაზის ზოგიერ­თი ჯიშის მაგალითზე). /. გაგუა, . გოგიტიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 36-40. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია ვაზის ზოგიერთი ჯიშის ღვინომასალის მაგალითზე ადგილის ფიზიკურ-გეოგრაფიული თავისებურების გავლენა.

ავტ.

 

10.9.9. ადგილობრივი ალუმოსილიკატების გამოყენების პერსპექტიულობა ღვინომასალების ხარისხია­ნობის უზრუნველსაყოფად. /. ჯაფარიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 41-44. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია სხვადასხვა ტიპის სუფრის, როგორც თეთრი, ისე წითელი ღვინომასალების ბუნებრივი და მოდიფიცირებული ადგილობრივი ალუმოსილიკატებით დამუშავების გავლენა მათ დაწმენდასა და სტაბილიზაციაზე. ნაჩვენებია ამ მიზნით მოდიფიცირებული ადგილობრივი ბენტონიტური თიხების გამოყენების პერსპექტიულობა.

ავტ.

 

10.9.10. ორმოსავლიანი ლეღვის წარმოების საკითხისათვის ქვემო ქართლში. /. გოგიტიძე, . გაგუა/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 45-47. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია ქვემო ქართლში ახალდაკრეფილი ლეღვით მომხმარებელთა ოთხი თვის განმავლობაში, უწყვეტად მომარაგების შესაძლებლობის საკითხი ბუნებრივი (გეოგრაფიული) კონვეიერის მეთოდით.

ავტ.

 

10.9.11. საქართველოში ვაშლის კულტურის წარმოების აღდგენა-გაფართოების საკითხისათვის. /. გაგუა, . გოგიტიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 48-52. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია საქართველოში ვაშლის კულტურის წარმოების აღდგენა-გაფართოების საკითხი; მეცნიერუ­ლად დასაბუთებულია მაღალმთიან ზონაში მისი წარმოების რეკომენდაციები: ვაშლის ყინვაგამძლე ჯიშებისა და ხელსაყრელი ექსპოზიციების შერჩევა, ქარსაფარის გაშენება.

ავტ.

 

10.9.12. იაპონური კომშის (Chaenomeles japonica Lindl) ბიმორფოლოგიური თავისებურებანი ბათუ­მის ბოტანიკური ბაღის პირობებში. /. მაჭუტაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 53-56. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

იაპონური კომშის ფართოდ გავრცელება მსოფლიოს ბოტანიკურ ბაღებში განაპირობა არა მარტო ესთეტიკურმა ღირსებებმა, არამედ ნაყოფის ბიოქიმიურმა შედგენილობამაც. იაპონური კომშის ნაყოფი წარმოადგენს ვიტამინებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების საწყობს, რის გამოც მას შეუძლია შეცვალოს ძვირადღირებული ლიმონი. განსაკუთრებული პოპულარობა ჰპოვა სხვადასხვა შეფერილობის ყვავილების მქონე დეკორატიულმა ფორმებმა.

ავტ.

 

10.9.13. საქართველოს ტყის ფოთლით მკვებავი ხერხიები (Hymenoptera: Pamphilidae; Tenthredinidae; Argidae; Cimbicidae). /. სუპატაშვილი, . გოგინაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერე­ბათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 57-65. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

თავმოყრილია საქართველოს ტყის მერქნიანი მცენარეების ფოთლით მკვებავი ხერხიების 63 სახეობა, რომლებიც განეკუთვნებიან 4 ოჯახს: Pamphilidae – 2 სახეობა, Tenthredinidae - 47 სახეობა, Cimbicidae - 4 სახეობა, Argidae - 10 სახეობა. მათ შორის საქართველოს ფაუნისთვის პირველად იქნა აღნიშნული 33 სახეობა: Caliroa cinxia Kl. (1816), Fenusa dohrni Tischb. (1846), Monardis plana Klug. (1814), Heterarthrus microcephalus Kl. (1814), Endelomyia aethiops F. (1781) (=Caliroa aethiops F.), Priophorus pallipes Lep. (1823), Trichiocampus viminalis Fall. (1808), Pristiphora conjugata Dahlb. (1835) (=P.betulae Fall.), P.ruficornis Ol. (1811) (=Pteronidea ruficornis Ol.), P.subbifida Thoms (1871), Stauronematus compressicornis F. (1804), Nematus fagi Zadd. (1876), N.melanocephalus Hart.(1837) (=Pteronidea dimidiata Lep.),. N. melanaspis Hart. (1840) (=Pteronidea melanaspis Hart.), N.oligospilus Foerst. (1854), N.salicis L. (1758), Micronematus monogyniae Hart. (1840) (=M.nanus Zadd., M. pallus Först.), Pontania proxima Lep.(1823), P. leucosticta Hart.(1837), P.viminalis L.(1758), Blennocampa pusilla Klug. (1816), Taxonus agrorum Fall. (1808), Eriocampa ovata L.(1758), E. umbratica Klug. (1814), Rhogogaster dryas Bens. (1943), Tenthredo ferruginea Schrank.(1776) (=Tenthredella ferruginea Sch.), Macroptya annulata Geoffr.(1785), M. montana Scop. (1763), Eupareophora exarmata Thoms. (1871), Trichiosoma jakovlevi Konov. (1905), Cimbex connata Schr.(1776), Pseudoclavellaria amerinae L. (1758), Arge berberidis Schrank. (1802) (=Hylotoma berberidis Schrank.), AA. rustica L. (1758) (=Tenthredo atrata Foerst., Cryptus segmentarius Panz., Hylotoma klugi Leach.).

ავტ.

 

10.9.14. საქონლის ძოვების გავლენა აჭარის წიფლნარი ტყეების ბუნებრივ განახლებაზე. /. ძირკვაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 66-69. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია საქონლის ძოვების უარყოფითი ზეგავლენა აჭარის სხვადასხვა სიხშირის წიფლნარი კორომების ბუნებრივ განახლებაზე. მონაცემები აღებულია ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე არსებულ დაბალ (0.3-0.4) და საშუალო (0.5-0.6) სიხშირის წიფლნარ კორომებში, თან ერთვის სათანადო რეკომენდაციებიც.

ავტ.

 

10.9.15. მუქწიწვიანი სახეობების აღმონაცენის მიწისზედა ნაწილების ფორმირების თავისებურებანი. /. ძირკვაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 70-72. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია აჭარის ნაძვნარ-სოჭნარების გავრცელების ოპტიმალურ სარტყელში არსებული ნაძვისა და სოჭის აღმონაცენის მიწისზედა ნაწილების ზრდა და მოცულობაში მატება. გაკეთებულია შესაბამისი ანალიზი.

ავტ.

 

10.9.16. აჭარის ნაძვნარ-სოჭნარი ტყეების ტიპოლოგიური კლასიფიკაცია. /. ვასაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 73-79. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია აჭარის ნაძვნარ-სოჭნარი ტყეების ტიპოლოგიური კლასიფიკაცია. ეკოლოგიურ ჯგუფში გაერთიანებულია ბიოლოგიურად ერთგვაროვანი ძირითადი და მეორადი (წარმოებული) ტყის ტიპები, რომლებიც განიხილება, ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე ადგილსამყოფელის (ეკოტოპების) მიხედვით. თითოეული ტყის ტიპისათვის დახასიათებულია სატყეო სატაქსაციო მაჩვენებლები, როგორიცაა: შემადგენლობა, ბონიტეტი, სიხშირე, კორომის საშუალო სიმაღლე და საშუალო დიამეტრი, აგრეთვე სიმაღლე ზღვის დონიდან, ექსპოზიცია, ფერდობის დაქანების სიმკვეთრე, ნიადაგის სიღრმე, გენეზისური წარმოშობა. წარმადი კორომების მისაღებად თითოე ტყის ტიპისათვის დასახულია შესაბამისი სამეურნეო ღონისძიებები.

ავტ.

 

10.9.17. მუქწიწვიანი სახეობების აღმონაცენ-მოზარდის ფესვთა სისტემის ფორმირების თავისებურებანი სხვადასხვა ტიპის ნიადაგებში (აჭარისა და ართვინის მაგალითზე). /. ძირკვაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 80-83. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მუქწიწვიანი სახეობების (აღმოსავლეთის ნაძვი და კავკაიური სოჭი) აღმონაცენ-მოზარ­დის ფესვთა სისტემის ფორმირების თავისებურებანი, სხვადასხვა ტიპის ნიადაგებში, აჭარისა და ართვინის მაგალითზე. მუქწიწვიანი სახეობების ფესვთა სისტემის ფორმირების დასადგენად მონაცემები აღებულ იქნა ნაძვისა და სოჭის გავრცელების ოპტიმალურ სარტყელში გავრცელებულ ტყის ყომრალ ნიადაგებზე და გავრცელების ზედა საზღვარზე (სუბალპური სარტყელი) არსებულ მთა ტყის ნიადაგებზე. კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ ნაძვისა და სოჭის აღმონაცენ-მოზარდის ფესვთა სისტემის ფორმირება უკეთესად მიმდინარეობს მათი გავრცელების ოპტიმალურ სარტყელში გავრცელებულ ტყის ყომრალ ნიადაგებზე.

ავტ.

 

10.9.18. ჩაის დაავადებანი. /. ბერაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 87-90. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

2006-2010 წლებში ჩატარებული კვლევებით ჩაის მცენარეზე გამოვლენილია 50 სხვადასხვა სახეობის სოკო, აქედან 18 სახეობა პირველადაა აღნიშნული. დაავადებებიდან გავრცელებითა და მავნეობით გამო­ირჩევა ნაცრისფერი და ყავისფერი ლაქიანობა, კლადოსპორიოზი, ალტერნარიოზი, ცეპრკოსპო­რიოზი.

ავტ.

 

10.9.19. თხილის მცენარის მიკობიოტა. /. ბერაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 91-93. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ ზონაში თხილის მცენარეზე გამოვლენილია 51 სხვადა­სხვა სახეობის სოკო. მათგან მავნეობითა და გავრცელებით საყურადღებოა: Piggotia coryli; Botrytis cinerea; Alternari alternata; Pestalotiopsis gyepini; Trichothecium roseum; Fusarium sambucinum; Fusarium gibbosum; Phyllactinia gutata.

ავტ.

 

10.9.20. კალიებთან ბიოლოგიური ბრძოლის უსაფრთხო საშუალება. /. პავლიაშვილი, . აბაშიძე, . მაჭავარიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 94-97. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია კალიებთან ბრძოლის უსაფრთხო საშუალებების ძიების შედეგები. დავადგინეთ, რომ კალიიდან გამოყოფილი ენტომოპათოგენური სოკო Beauveria bassiana-ას ადგილობრივი შტამის გამოცდილი კონცენტრაციები ეფექტურია და იწვევს კალიების სიკვდილიანობას შესაბამისად: 100% (1.7X109კონიდია/მლ), 85.70% (1.7X107კონიდია/მლ), 69.04% (1.7X105კონიდია/მლ). დადგენილია დასენიანებისათვის ადგილობრივი შტამის სპოროვანი სუსპენზიის ოპტიმალური კონცენტრაცია 1.7X107კონიდია/მლ, რომელიც შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც პოტენციური საშუალება ბიოლოგიური ბრძოლისთვის კალიებთან საქართველოში.

ავტ.

 

10.9.21. ხეხილში გავრცელებული ჩრჩილების მიმართ თანამედროვე ინსექტიციდების და მათი კომბინი­რებული ნაზავების ეფექტურობის შესწავლის შედეგები. /. ორჯონიკიძე, . ბერიანიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 98-101. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ხეხილში გავრცელებული ჩრჩილების მიმართ თანამედროვე ინსექტიციდების და მათი ნაზავების ეფექტურობის შესწავლის შედეგები. დადგენილია სხვადასხვა ჯგუფის პესტიციდების ერთდრო­ული მოქმედების ხასიათი აღნიშნული მავნე მწერების მიმართ. გამოვლენილია კომბინირე­ბული ნაზავების სინერგისტული ეფექტი. მოყვანილია გამოცდილი ინსექტიციდების ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლები.

ავტ.

 

10.9.22. სტევიისStevia Rebaudiana Brtoni მავნებლების სახეობრივი შედგენილობა დასავლეთ საქართველოში. /. ნიკოლაიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 102-105. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

დასავლეთ საქართველოში სტევიას მცენარეებს აზიანებენ შემდეგი სახეობის მავნებელი: Trialeurodes vaporarium (Westwood); Coccus hesperidum L.; Tanymecus dilaticolus Gyll.; Boarmia salenaria Schiff.; Philaenus spumarius L.; Cicadella viridis L.; Ricania japonica Mclich.; Cercopis vilnerato L.; Heliothrips haemorhcidalis B.; Tetranychus telarius L.; Tetramerium caespitum L.; Forficula euricularia L (Agretanum); Mollusca; Arachnoidae; Tortricidae; Microtus arvalis. აღნიშნული მავნებლები არიან პოლიფაგები და ისინი მიგრირებული არიან სტევიაზე ახლო მდებარე მცენარეებიდან.

ავტ.

 

10.9.23. კალიფორნიის ფარიანას წინააღმდეგ თანამედროვე პრეპარატების ეფექტურობა. /. გოგიშვილი, . ბუჯიაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 106-107. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ხეხილის ბაღებში კალიფორნიის ფარიანას გავრცელება, განვითარება, მავნეობა. მის წინააღ­მდეგ გამოცდილია შემდეგი პრეპარატები: აქტელიკი, საფაგორი, კარატე, დეცისიექსტრა, ვალსამბა, ფიური, კონფიდორი, სულთანი. ყველა შემთხვევაში მიღებულია მაღალი ეფექტურობა.

ავტ.

 

10.9.24. ხორბლის ყვითელი სილაქავის გავრცელება საქართველოში. /. გორგილაძე, . მეფარიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 108-111. – რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

2008-2010 წწ საქართველოს 8 გეოგრაფიულ ზონაში კერძო და სასელექციო სადგურების ხორბლის ნათესი ფართობების მარშრუტული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფოთლის ყვითელი სილაქავე (გამომწვევი Pyrenophora tritici-repentis = Helmintosporium tritici-repentis = Drechslera tritici-repentis Died) სხვადასხვა ხარისხით აავადებს ხორბლის ყველა წარმოებულ ჯიშს და დომინირებს სხვა სილაქავეებზე.

ავტ.

 

10.9.25. ქერის ნაცრის გამომწვევი სოკოს (Blumeria gr. f.sp. hordey) გავრცელება საქართველოში 2008-2010 წლებში. /. ცეცხლაძე, . მეფარიშვილი, . გაბაიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერე­ბა­თა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 112-115. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია 2008-2010 წწ. სამარშრუტო გამოკვლევებით საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონაში ჩატარებული ქერის ნათესების მონიტორინგის შედეგები. ქერის ნაცარი გავრცელებული იყო ყველა გამოკვლეულ ზონასა და ჯიშზე და მისი გავრცელებისა და განვითარების ხარისხი ვარირებდა 90%-10% და 70%-5% შესაბამისად.

ავტ.

 

10.9.26. ქერის ნაცრისადმი გამძლეობის წყაროების გამოვლენა. /. ცეცხლაძე, . მეფარიშვილი, . გაბაიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 116-119. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

2009-2011 წლებში ჩატარებული იქნა ადგილობრივი და შემოტანილი ქერის სასელექციო მასალის გამოცდა ნაცრის ხელოვნურ ინფექციურ ფონზე მინდვრის პირობებში. ცდების შედეგად გამოვლენილი იქნა ქერის ნაცრის გამომწვევ Blumeria (Erisiphe) graminis f.sp. hordey მიმართ გამძლეობის წყაროები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნეს სელექციის პროცესში არსებული ჯიშების გამძლეობის გაუმჯობესების მიზნით.

ავტ.

 

10.9.27. ხორბლის ღეროს ჟანგას ვირულენტობის გენური სტრუქტურა. /. მგელაძე, . სიხარულიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 120–122. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ხორბლის ღეროს ჟანგას 133 ეციო- და 372 ურედოიზოლატის ვირულენტობა შესწავლილ იქნა 38 გამძლე­ობის გენების შემცველ ჯიშ-დიფერენციატორთა საერთაშორისო ნაკრებზე. გამძლეობის გენები - Sr11, Sr12, Sr13, Sr14, Sr22, Sr24, Sr25, Sr26, Sr27, Sr31, Sr32, Sr33, Sr35 გამძლე აღმოჩნდა ყველა გაანალიზებული იზოლატის მიმართ. იშვიათად (0.5-8.8%) გვხვდებოდა Sr6, Sr7, Sr7, Sr8, Sr8, Sr8, Sr9, Sr21, Sr23, Sr29, Sr36 გენებისადმი ვირულენტური იზოლატები, ხოლო Sr1, Sr9, Sr15 ხაზებისადმი ვირულენტური იზოლატების სიხშირე მაღალი იყო (50.3-97.8%). პოპულაციაში არ გამოვლენილა Sr11, Sr12, Sr13, Sr22, Sr24, Sr25, Sr26, Sr27, Sr31, Sr32, Sr33, Sr35, Sr37 გამძლეობის გენებისადმი კომპლემენტარული ვირულენ­ტობა. პოპულაციაში აღწერილ იქნა 81 პათოტიპი.

ავტ.

 

10.9.28. Blumeria (Erysiphe) graminis f.sp.tritici-ის ვირულენტური სტრუქტურა საქართველოში. /. გაბაიძე, . სიხარულიძე, . ცეცხლაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 123–126. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ხორბლის ნაცარი გავრცელებულია საქართველოს მეხორბლეობის ყველა რაიონში. 2009-2010 წლების Blumeria (Erysiphe) graminis f.sp.tritici-ის ვირულენტური სტრუქტურის ანალიზიდან ჩანს, რომ ხორბლის ნაცრის ქართული პოპულაცია მაღალვირულენტურია. იგი შეიცავს ვირულენტობის რვა გენს (91.3-100%). პოპულაციაში დაფიქსირებული იქნა 20 პათოტიპი. დომინირებული პათოტიპის - 2,3, 3, 4/ 1,3, 3, 4, 5,6,7,8 სიხშირე 78.63 %-ია.

ავტ.

 

10.9.29. ხორბლის ნაცრის გავრცელება საქართველოში. /. გაბაიძე, . ბერაძე, . ცეცხლაძე/. საქართვე­ლოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 127–129. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ხორბლის ნათესების გამოკვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მეხორბლეობის რაიონებში ნაცრის გავრ­ცე­ლება-განვითარებისათვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები არსებობს. ხორბლის ნაცრის გავრცელება და განვითარების ინტენსიურობა 5%-დან 80%-მდე მერყეობს. ბუნებაში დაავადების გამოვლინება გეოგრაფიული ზონების მიხედვით ხდება.

ავტ.

 

10.9.30. საქართველოს რბილი ხორბლის ჯიშების ენდემურ და სხვა სახეობებთან შეჯვარებადობა, პირ­ვე­ლი თაობის ჰიბრიდების სიცოცხლის უნარიანობა და ნიშან-თვისებათა მემკვიდრეობა. /. ნასყიდა­შვილი, . ნასყიდაშვილი, . მერაბიშვილი, . ნასყიდაშვილი, . ლოლაძე/. საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 130–135. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია საქართველოს რბილი ხორბლის აბორიგენული ჯიშ-პოპულაციების და სელექციური ჯიშების, საქართველოს ხორბლის ტეტრაპლოიდურ და ჰექსაპლოიდურ სახეობებთან, და აგრეთვე სხვა ტეტრა­პლო­­დურ და ჰექსაპლოიდურ სახეობებთან შეჯვარებადობის, შეჯვარების შედეგად მიღებული ჰიბრი­დული მარცვლების აღმოცენების, ზამთარგამძლეობის და პირველი თაობის მცენარეთა გადარჩენის უნარიანობა, და აგრეთვე საწყის ფორმებისათვის დამახასიათებელი ნიშნებისა და თვისებების მემკვიდრეობის თავისებურებანი.

ავტ.

 

10.9.31. საქართველოს ხორბლის ჯიშების, ენდემურ და სხვა სახეობებთან შეჯვარებით მიღებულ მეორე თაობის ჰიბრიდებში ნიშან-თვისებათა მემკვიდრეობის თავისებურებანი. /. ნასყიდაშვილი, . ნასყიდა­შვილი, . ლოლაძე, . ნასყიდაშვილი, . მჭედლიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიე­რება­თა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 136–141. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია, რომ საქართველოს რბილი ხორბლის ჯიშების ენდემურ და სხვა სახეობებთან შეჯვარებით მიღებულ ჰიბრიდების მეორე თაობაში ლეტალურ-გენეტიკურ მოვლენებს გადარჩენილ მცენარეებში საწყისი ფორმების მორფოლოგიურ-დომინანტური ნიშნების მემკვიდრეობა მონოგენურია და დათიშვა შეესაბამება მოსალოდნელ შეფარდებას 3 (დომინანტური), 1 (რეცესიული). ამავე დროს დადგენილ იქნა, რომ ადრე დათავთავების დრო დომინირებს, ხოლო ენდემური სახეობების მონაწილეობის შემთხვევაში, ენდემური სახეობებისათვის დამახასიათებელი დათავთავების დრო ყვითელი და მურა ჟანგებისადმი გამძლეობის დომინირებას ადგილი აქვს ენდემური სახეობების მონაწილეობით მიღებულ მცენარეებში. გარდა ამისა დადგენილ იქნა, რომ გამოთიშულ მცენარეებში მცენარის სიმაღლის მემკვიდრეობა დიგენური ბუნებისაა და დომინირებს მაღალმოზარდობა, და მიღებული დათიშვა შეესაბამება დათიშვას 13 (მაღალმოზარდი) : 3 (მოკლეღეროიანი) ან 15 (მაღალმოზარდი) : 1 (მოკლეღეროიანი) შეფარდებას. გარდა აღნიშნულისა ნაჩვენებია, რომ მეორე თაობის ჰიბრიდულ პოპულაციებში გამოითიშება მრავალ­ფე­როვანი მცენარეები და დადგენილია ამ მცენარეთა თავთავის სიგრძის, თავთავზე განვითარებული თავთუნების რაოდენობის, თავთავში მარცვლების რიცხვის, ერთი თავთავის და 1000 მარცვლის მასის მემკვიდრეობის თავისებურებანი.

ავტ.

 

 

 

 

10.9.32. საქართველოს რბილი ხორბლის ჯიშების მაგარ ხორბალთან შეჯვარებით მიღებულ ჰიბრიდების მეორე და შემდგომ თაობებში ფორმათაწარმოქმნის პროცესი და საინტერესო ფორმათა გამორჩევა. /. ნას­ყი­დაშვილი, . ნასყიდაშვილი, . ლოლაძე, . მჭედლიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 142–149. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია, რომ რბილი და მაგარი ხორბლის შეჯვარებით მიღებულ კომბინაციების F2-F3 თაობებში ადგილი აქვს ფართ ფორმათა წარმოქმნის პროცესს. F4-F5 თაობებში ახალ ფორმათა წარმოქმნა წყდება. F5-F6 თაობებში მიმდინარეობს წინა თაობებში გამოთიშულ ფორმათა სტაბილურ ბიოტიპებად ჩამოყალი­ბება. F2-F3 თაობებში გამოთიშული ფორმები თავთავის ტიპის მიხედვით იყოფა ხუთ ძირითად ჯგუფად: 1. რბილი ხორბალი, 2. რბილი ხორბალი მაგარი ხორბლის ნიშნებით, 3. მაგარი ხორბალი, 4. მაგარი ხორ­ბალი რბილი ხორბლის ნიშნებით, და 5. შუალედური. მაგარი და რბილი ხორბლის ჯგუფის გამოთიშულ მცენარეთა რაოდენობა თითქმის თანაბარია და შეესაბამება 1:1 შეფარდებას. გარდა რბილი და მაგარი ხორბლისნაირი მცენარეებისა მეორე თაობაში გამოითიშა მცენარეები, რომლებიც სახეობრივი ნიშნებით განსხვავდებიან საწყისი ფორმებისაგან და მიეკუთვნებიან მარივ და დატოტვილ თავთავიან ხორბალ ტურგიდუმს, ხორბალ კომპაქტუმს, მარტივ და დატოტვილ თავთავიან ხორბალ სპელტას, speltiforme-, და ბოტანიკურად განსხვავებული ისეთი მრავალფეროვანი ფორმები, რომლეთა არსებულ სახეობებზე მიკუთვნება შეუძლებებლი იყო. გარდა ამისა, ნაშრომში ნაჩვენებია, რომ მეორე თაობაში ადგილი აქვს მცენარეთა პროდუქტიულობის ელემენტების მიხედვით, როგორც დადებით, ასევე უარყოფით ტრან­სგ­რესიას, რის გამოც შესაძლებელი გახდა, დაწყებული F2-დან გამორჩეული იქნეს გენეტიკური და სელექ­ციური თვალსაზრისით სრულიად ახალი, საინტერესო ფორმები და აგრეთვე ახალი სახესხვაობები.

ავტ.

 

10.9.33. თავთავიანი მარცვლეული კულტურების პროდუქტიულობის გამაპირობებლი ელემენტების ფორმირების მართვის პრინციპები. /. ნასყიდაშვილი, . ნასყიდაშვილი, . მერაბიშვილი, ია ნასყიდა­შვილი, . ლოლაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 150–155. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია, რომ თავთავიან კულტურებში პროდუქტიულობის გამაპირობებელი ძირითადი კომპონენ­ტების განვითარების რეგულირებით შესაძლებელია მიღებული იქნეს მარცვლის მაღალი მოსავალი, და აგრეთვე ნაჩვენებია მარცვლეული კულტურების განვითარების ფაზების კლასიფიკაციის შესახებ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მკვლევართა შემუშავებული შკალები.

ავტ.

 

10.9.34. შორეული ჰიბრიდიზაციისას ზოგიერთ ციტრუსოვნებში ნუცელარული ნათესარების გენეტი­კური შესწავლის შედეგები. /. ყიფიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 156–158. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია შორეული ჰიბრიდიზაციისას ფართოფოთლიანი მანდარინი უნშიუს კლონის და ქართული ლიმონის შეჯვარებით P. trifoliata და C.ichangensi-თან მიღებული ჰიბრიდული ბუნების ნუცელა­რული ნათესარების გენეტიკური შესწავლის შედეგები.

ავტ.

 

10.9.35. სიმინდის ახალი ხაზთაშორისი ჰიბრიდები წარმოებას. /. ლიპარტელიანი, . თავაძე, . ბეგოიძე . ჟვანია, . ლიპარტელიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. 2012. – #30. – გვ. 159–162. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოყვანილი და საქ. პატენტზე გადაცემული სიმინდის ახალი ქართული ხაზთაშორისი ჰიბრიდების სამეურნეო, ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მონაცემები, რომლებიც დასახელებული თვისებებით უკეთესია, ვიდრე სტანდარტული ადგილობრივი ჰიბრიდები და ბოლო წლებში შემოტანილი სიმინდის უკეთესი ამერიკული ჰიბრიდები.

ავტ.

 

10.9.36. საქართველოს ხორბლის გენეტიკა და სელექცია. /. ნასყიდაშვილი, . ნასყიდაშვილი, . ლოლაძე, . ნასყიდაშვილი, . მჭედლიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 163–167. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია, რომ საქართველო მსოფლიოს სხვა ქვეყნებისაგან გამოირჩევა Triticum-ის გვარის მეტად დიდი მრავალფეროვნებით. ამ გვარში შემავალ კულტურული 24 სახეობიდან საქართველოში აღმოჩენილი და რეგისტრირებულია 14 სახეობა, რაც შეადგენს 65%-, სუპერ სახეობებიდან მიჩნეულ 6 სახეობიდან საქართველოშია 5 სახეობა, რაც შეადგენს 83%-ზე მეტს, რის გამოც საქართველო ხასიათდება ხორბლის ბუნებრივ სახეობათა ენდემიზმის მაღალი დონით. გარდა ამისა საქართველოს ხორბლის ენდემური სახეობების საფუძველზეა შექმნილი ყველა ახალი იმუნური სახეობა, მრავალი ჯიში და ფორმა. საქართველო ხორბლის მრავალფეროვნების გარდა, იმუნური ხორბლის, მაღალხარისხოვანი ხორბლის და ჰიბრიდული ნეკროზის გენეტიკური მოვლენის აღმოჩენის სამშობლოდ არის აღიარებული. საქართველოს ხორბლის ენდემური სახეობებმა უდიდესი როლი შეასრულა და ამჟამადაც ასრულებს Triticum-ის გვარის ევოლუციასა და სელექციაში.

ავტ.

 

10.9.37. ანთროპგენური ფაქტორების გავლენა ვენახის ნიადაგების პლანტიჟირებულ ფენებში მაკრო და მიკრო აგრეგატების შემცველობაზე. /. ონიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 168–172. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა ვენახის ნიადაგების, პლანტაჟირებული ფენების სტრუქტურის სიმტკიცეზე (წყალგამძლეობაზე).

ავტ.

 

10.9.38. ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა სუბტროპიკული ეწერი ნიადაგის წყლიერ თვისებებზე. /. ონიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 173–176. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია სუბტროპიკული ეწერი ყამირი ნიადაგის ჩაის პლანტაციებისა და ვენახებისათვის 27-20 წლის განმავლობაში გამოყენების შედეგად, გამოწვეული წყლიერ თვისებათა ცვლილებები.

ავტ.

 

10.9.39. აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული კამბისოლების თავისებურებანი. /. ურუშაძე, . ქვრივიშვილი, . სანაძე, . კახაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 177–182. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილ იქნა აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული კამბისოლების თავისებურებანი. კამბისო­ლების ნიადაგურ ჯგუფს მიეკუთვნებიან სუბალპური ზონის მთა-მდელოს და მშრალი სუბტროპიკული სტეპის რუხი-ყავისფერი ნიადაგები. კამბისოლების ძირითად დიაგნოსტიკურ თავისებურებას წარმოად­გენს შიდანიადაგური გამოფიტვის-კამბიკ ჰორიზონტის არსებობა. სუბალპურ კამბისოლებში დაფიქსი­რე­ბულია მოლიკ ჰორიზონტი, ჰუმიკ დიაგნოსტიკური კრიტერიუმი; მშრალი სუბტროპიკული სტეპის კამბისოლებში გამოვლინდა ქრომიკ და კალკარიკ დიაგნოსტიკური განმსაზღვრელები.

ავტ.

 

10.9.40. არიდული სუბტროპიკული სტეპის ნიადაგების თავისებურების შესახებ (აღმოსავლეთ საქარ­თველოს მაგალითზე). /. ურუშაძე, . მაჭავარიანი, . სანაძე, . ქვრივიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 183–188. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

დადგენილ იქნა აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი სუბტროპიკული სტეპის ზონაში გავრცელებული რუხი-ყავისფერი ნიადაგების შესაბამისობა ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის კაშტან­აზიომების ნიადაგურ ჯგუფთან. საკვლევი ნიადაგების სისტემატიზაცია განხორციელდა დიაგნოსტი­კური ჰორიზონტების, ნიშან-თვისებების, მაკრო- და მიკრომორფოლოგიური თავისებურებებისა და ანალიზური მონაცემების საფუძველზე. ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის შესაბამისად რუხი-ყავისფერი ნიადაგები კლასიფიცირდებიან როგორც კალკარიკ კაშტანაზიომები.

ავტ.

 

10.9.41. ნიადაგების ეროზიულობის დინამიკა წლის განმავლობაში. /. გოგიჩაიშვილი, . ღორჯომე­ლა­ძე, . თურმანიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 189–199. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია საქართველოს სხვადასხვა სამიწათმოქმედო რეგიონებში არსებულ ნიადაგ-ეროზიულ სტაციონარებზე აღრიცხული ეროზიის შედეგები. მოცემულია წლის სეზონების მიხედვით ნიადაგის ეროზიის ცვლილებები, მისი მდგრადობა და გარკვეული პროგნოზირებები.

ავტ.

 

10.9.42. ნიადაგის ეროზიის ნორმების შესახებ. /. ღორჯომელაძე, . თურმანიძე, . გოგიჩაიშვილი/. საქარ­თვე­ლოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 200–207. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია სხვადასხვა ტიპის ნიადაგებზე და სხვადასხვა კულტურათა ქვეშ, ეროზიის შედეგად ნიადაგის დანაკარგები, კონტინენტებისა და რიგი ქვეყნების მიხედვით. განხილულია ასევე, მდინარეთა წყლებში მყარი ნატანის (ატივნარებული მასის) საშუალო მაჩვენებლები. ნიადაგის აღდგენა-გაუმჯობე­სების გზები და სხვადასხვა მეცნიერთა შეხედულებები ამ მიმართებით.

ავტ.

 

10.9.43. ზოგიერთი საკითხი ნიადაგის ეროზიასთან დაკავშირებით აჭარაში. /. ღორჯომელაძე; . თურ­მანიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 208–213. – რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია აჭარის გორაკ-ბორცვიანი, მთაგორიანი და ციცაბო რელიეფის პირობებში ნიადაგის ერო­ზიას­თან დაკავშირებული საკითხები და პრობლემები. მოყვანილია ეროზიის ხელშემწყობი მრავალი ფაქტორი და განხილულია ეროზიის მავნეობის მექანიზმი.

ავტ.

 

10.9.44. ნიადაგის ეროზიული საშიშროების პროგნოზირება აჭარის ფერდობებიდან. /. ღორჯომელაძე, . თურმანიძე, . გოგიჩაიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 214–218. – რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ნიადაგის ეროზიის პროგნოზირებასთან დაკავშირებული საკითხები. ნიადაგის ეროზიის მექანიზმის შესწავლა, მისი გამოთვლისა და რელიეფის ფაქტორის, მცენარეული საფარის, წვიმის, თოვლის დნობისა და სხვა პარამეტრების გავლენა ნიადაგის ეროზირებაზე. ნიადაგდამცავი ღონისძი­ებების როლის შესახებ.

ავტ.

 

10.9.45. საქართველოს გავრცელებულ ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატული აზოტის ეკოქიმიური ექსპერტიზა დინამიკაში. /. დანელია, . თხელიძე, . ფალავანდიშვილი, . ბარათელი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 219–224. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ეკოქიმიური ექსპერტიზის შედეგად შესწავლილია ძირითად ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატული აზოტის შემცველობა დინამიკაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნიტრატული აზოტი გათვალისწი­ნებულ ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციებს მნიშვნელოვნად აღემატება გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში, ვიდრე შემოდგომაზე, რომლის ძირითადი მიზეზია: აზოტიანი და ორგანული სასუქების არანორმირებული, გადაჭარბებული რაოდენობით გამოყენება, რაც გადაუდებელი პრევენციული ზომების მიღებას საჭიროებს კვებით უვნებლობის თვალსაზრისით.

ავტ.

 

10.9.46. მცენარეული წითელი საღებავი და მისი კვებითი ღირებულება. /. ქუთათელაძე, . დემენიუკი, . ეჯიბია/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 225–227. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია მცენარული წითელი საღებავის კვებითი ღირებულების შესწავლის შედეგები.

ავტ.

 

10.9.47. ქიმიური შაქრის შემცვლელების გამოყენება და მათი მნიშვნელობა. /. ქუთათელაძე, . ქუთა­თელაძე, . ეჯიბია/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 228-230. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია შაქრის ნაცვლად შაქრის შემცვლელების გამოყენების პრობლემა უალკოჰოლო სასმელებისა და სხვა პროდუქტების დასამზადებლად. მიღებულია შაქრის შემცვლელები: საქარინი, სორბინი, ციკლო­მატი, სვიტლი, ასპარტამი - ”Utra Sweet”.

ავტ.

 

10.9.48. საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინების და განვითარების აქტუალური პრობლემები. /. აგლაძე, . სარჯველაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 231–234. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილული და გაანალიზებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის ზოგიერთი ძირითადი დარგის მწარმოებლობა უკანასკვნელ ათწლეულში, ამ დარგებში მომხდარი ცვლილებები, დღეს არსებული მდგომარეობა და განხილულია უახლოეს მომავალში განსახორციელებული ის ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას უმთავრესი სასურსათო პროდუქტებით.

ავტ.

 

10.9.49. ჰოლშტინური ჯიშის მოზვრების სახორცე პროდუქტიულობა. /. ჯავარაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 235–237. – რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

საქართველოში მრავალი ფერმერის მხრიდან შეინიშნება დიდი ინტერესი ჰოლშტინური ჯიშის მიმართ. ცნობილია ამ ჯიშის სარძეო პროდუქტიულობის მიღწევები. ამავდროულად ლიტერატურული მონაცე­მები სახორცე როდუქტიულობის შესახებ არ არის ერთგვაროვანი, რამაც გადაგვაწყვეტინა ამ საკითხის შესწავლა. ექსპერიმენტმა გვიჩვენა, რომ დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ჰოლშტინური ჯიშის მოზვრებმა, ინტენსიური გამოზრდის პირობებში გამოავლინეს მაღალი ზრდის უნარი და 19 თვის ასაკში მიაღწიეს ცოცხალ მასას 500 კგ; ნაკლავის გამოსავალმა შეადგინა – 58%, ხოლო მეხორცულმა კოეფიციენტმა – 3,72.

ავტ.

 

10.9.50. მერძევეობის ფერმის ბაქტერიოსკოპიული მონიტორინგის შედეგები. /. ფერაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 238-240. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ,,ფერმა მარგებელში’’ ჩატარებული მიკრობული კონტამინაციის ბაქტერიოსკოპული მონიტორინგი. ფერმა დაკომპლექტებულია 2008 წელს, სადაც რამდენიმე თვის შემდეგ თავი იჩინა ხბოების დაავადებამ და სიკვდილიანობამ, კუჭ-ნაწლავის აშლილობის მიმდინარე დაავადებებით. ბაქტერიოლოგიური გამოკვლევებით დადგინდა, რომ უფრო მეტ წილად ადგილი ჰქონდა ეშერიხიოზს. ამავდროულად თავი იჩინა რძეში St.Aureus და E.Coli- პათოგენური ფორმების გამოჩენამ, რაც საშიშია ადამიანისათვის. შესწავლილი ფერმის მიკრობული კონტამინაციის სტრუქტურა, ჩატარდა სხვადასხვა ობიექტებიდან აღებული 340 სინჯის ბაქტერიოსკოპიული მონიტო­რინგი. 40-72% შემთხვევაში დაფიქსირდა გრამუარყოფითი ჩხირები (სალმონელები, ეშერიხიები, პროტეუსი და სხვ.) 20-30%-ში სტრეპტოკოკები და 8-25% სტაფილოკოკები. გრძელდება ამ მიკროორგა­ნიზმების სუფთა კულტურების შემდგომი იდენტიფიკაცია და პათოგენური თვისებების შესწავლა.

ავტ.

 

10.9.51. ბრუცელოზის სეროლოგიური ექსპრესდიაგნოსტიკა. /. მამისაშვილი, . ონაშვილი, . ნათიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 241–244. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

აგლუტინაციის დაჩქარებული რეაქცია ბრუცელოზით ავადმყოფი ცხოველების გამოვლენის სწრაფი და სპეციფიკური მეთოდია. რეაქციაში ანტიგენად გამოიყენება ფერადი დიაგნოსტიკუმი. აგლუტინა­ციის დაჩქარებული რეაქცია გამოიყენება ბრუცელოზით ავადმყოფი მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, თხის და ღორის სისხლის შრატში სპეციფიკური ანტისხეულების აღმოსაჩენად. აღნიშნული რეაქციით ბრუცე­ლოზით დაავადებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველების (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა) გამოვ­ლინება 5-6 წუთში ხორციელდება. აგლუტინაციის დაჩქარებული რეაქციის სპეციფიკურობა და მაალმგრძნობელობა დადგინდა პარალელურ ცდებში ცხოველთა სისხლის როზ-ბენგალ სინჯით და იმუნოფერმენტული ანალიზის ტესტით.

ავტ.

 

10.9.52. ქათმებიდან გამოყოფილი ზოგიერთი ბაქტერიული პათოგენის ანტიბიოტიკური მგრძნობე­ლობა. /. ნაფეტვარიძე, . ბოკუჩავა, . პაპიაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 245–247. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

St. aureus და St. epidermidis შტამების უმეტესობა რეზისტენტული აღმოჩნდა ამოქსაცილინის და ტრომექსინის მიმართ, St. epidermidis-3 დამატებით ლევომიცეტინის და სულტრიმისადმი, ხოლო St. aureus შტამებივილ-ფლოქსის და ლევომიცეტინის მიმართ. სტაფილოკოკების იზოლატორები მაღალ მგრძნობიარეა Enroflox + DAS და Pollodoxin + DAS მიმართ. Pr. Vulgaris შტამები მდგრადია ამპისიდის, ამოქსაცილინის, სულტრიმის და ტრომექსინისადმი. აღნიშნულ შტამებზე ეფექტურია Pollodoxin + DAS მოქმედება.

ავტ.

 

10.9.53. დაკვლის წინა პერიოდში ტრანკვილიზატორის მიცემის ეფექტურობა და სტრესის გავლენა ბროილერის ხორცის ხარისხზე. /. ქინქლაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 248–250. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია, თუ რა გავლენას ახდენს დაკვლისწინა პერიოდში ტრანკვილიზატორის (მცენარეული პრეპარატი ,,დას”) მიცემა, აგრეთვე სტრესი, ბროილერის ხორცის ხარისხზე და შემადგენლობაზე.

ავტ.

 

10.9.54. პრეპარატი DAS-ის ანტიბიოტიკო მასტიმულირებელი მოქმედების შესწავლა. /. თიღილაური/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 251–254. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოკვლევებით გამოვლინდა DAS + ენროფლოქსის, DAS + პოლოდოქსინის და DAS + ACC-555-ის მაღალი ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებით კოკებზე /St. aureus, St. epidermidis, Str. pyogenes, Bac. subtilis/; ჯილეხის სავაქცინე შტამების (55; სტი, იხტიმანი, 34 F2) სპოროვან ფორმებზე. მათი ანტიმიკრო­ბული მოქმედება ზრდის ზონის შეკავების დიამეტრსა /28-45 მმ/ და ლიზის /4+/ ხარისხში აისახა. აღნიშ­ნული პრეპარატების ანტიბაქტერიული მოქმედება გრამუარყოფით ბაქტერიებზე /E. coli, Pr.vulgaris, S.pullorum-gallinarium. S.enteritidis/, რამდენადმე ჩამორჩება გრამდადებით ბაქტერიებზე მოქმედების მაჩვენებელს, თუმცა რჩება იმდენად მაღალი /3+, 4+/, რომ იძლევა საფუძველს პრაქტიკული მიზნები­სათვის გამოსაყენებლად.

ავტ.

 

10.9.55. სისხლის მორფოლოგიური მაჩვენებლების ცვლილებები გოჭების სალმონელოზის დროს, დაინფი­ცირებიდან მე-5, მე-7 დღეს. /. ჩეკურიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიე­რე­ბათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 255–258. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

შრომა ეხება გოჭებში გავრცელებული ინფექციური დაავადებისსალმენოლოზის დროს პერიფერიული სისხლის კლინიკურ-მორფოლოგიური მაჩვენებლების: ჰემოგლობინის, ერითროციტების, ლეიკოციტური ფორმულის, ერითროციტების დალექვის სისწრაფის შესწავლას, ცვლილებების გაანალიზებას და მათი სადიაგნოსტიკო მიზნით გამოყენებას.

ავტ.

 

10.9.56. კავკასიური ნაგაზის ბარძაყის ნერვის ანატომიური თავისებურებანი. /. ბუზარიაშვილი/. საქარ­თველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 259–263. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

კავკასიური ნაგაზის 10 ლეშის მასალაზე შესწავლილია წელის წნულის გარეგანი არქიტექტონიკა, წნულიდან გამოსული ნერვების ძირითად ტოტებად დაყოფის დონე და კუნთებში ნერვების შესვლის და განაწილების კანონზომიერებანი. დადგენილია, რომ წნული კაუდალურადაა გადანაცვლებული; წნულის კაუდალური ნაწილიდან გამოდის ბარძაყის ნერვი. ბარძაყის ნერვის შექმნაში უფრო ხშირად (60%) მონაწილეობს წელის (IV, V, VI, VII) სეგმენტური ნერვების ვენტრალური ტოტები.

ავტ.

 

10.9.57. Bac.anthracis ვირულენტური შტამების შესწავლა. /. ონაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 264–267. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოსაკვლევი ობიექტებიდან (ცხოველთა ლეშები, ნიადაგი, ხორცი) გამოყოფილი Bac.anthracis კულტუ­რები ჯილეხის ტიპური აღმძვრელებია, რასაც განსაზღვრავს ბულიონში, სინჯარის ძირზე, ბამბის ფთილისებრი ზრდა, აგარზე ლომის ფაფარის მსგავსი R და RO ტიპის კოლონიების წარმოქმნა, ჟელა­ტი­ნის გაჯირჯვება, ეგრეთ წოდებული ,,მარგალიტის ყელსაბამისფენომენი, რძის შედედება და პეპტონი­ზაცია, კატალიზური აქტივობა, პენიცილინის და სპეციფიკური ფაგების მიმართ მგრძნობელობა, ვირულენტობა თეთრი თაგვებისადმი და სხვ. ინფექციურ დაავადებათა აღმძვრელის იდენტიფიკაცია საჭიროებს პათოგენის ბიოლოგიური ნიშან-თვისებების შესწავლას.

ავტ.

 

10.9.58 Bac.anthracis კულტურების ანტიბიოტიკო მგრძნობელობის შესწავლა. /. ონაშვილი/. საქარ­თველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 268–270. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ჯილეხის ვირულენტური შტამის ანტიბიოტიკომგრძნობელობა. ცდებმა გამოავლინა ჯილეხის 14 ვირულენტური კულტურის განსხვავებული მგრძნობელობა ცდაში, გამოყენებული 21 ანტიბიოტიკის მიმართ. ჯილეხის ვირულენტურმა შტამებმა გამოამჟღავნეს სრული რეზისტენტობა პოლიმიქსინის და ბაქტრიმფორტეს მიმართ, ხოლო მაღალი მგრძნობელობადოქსაციკლინის, ტილოზინის, ენროფლოქსის, ციპროსა და ტეტრაციკლინისადმი. სხვა ანტიბიოტიკების მოქმედება სუსტია.

ავტ.

 

10.9.59. პრობიოტიკ გალიპროს მეფრინველეობაში გამოყენების შედეგები. /. ნაფეტვარიძე/. საქართვე­ლოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 271–274. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

პრეპარატ გალიპროს გავლენით მნიშვნელოვნად მატულობს ქათმის წიწილებში ცოცხალი მასა და შენარჩუნება; რეგულირდება კუჭ-ნაწლავის ობლიგატური მიკროფლორა, ითრგუნება პათოგენური მიკროორგანიზმების /ჰემოლიზური E.Coli, პროტეუსი და სხვ./ ზრდა-განვითარება; ფრინველის სისხლში იზრდება საერთო ცილის, კალციუმის და ფოსფორის შემცველობა; აქტიურდება იმუნიტეტის არასპეცი­ფი­კური ფაქტორების მოქმედება; შესაბამისად ძლიერდება რეზისტენტობა.

ავტ.

 

10.9.60. ზოგიერთი მიკრობის ანტიბიოტიკომგრძნობელობა პრეპარატ DAS-ის მისი ანტიბიოტიკებთან კომბინაციების მიმართ. /. ბოსტაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 275-278. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ახალი სამამულო წარმოების პეპტიდური პრეპარატი DAS-ის ცალკეული და მისი ანტი­მიკრობულ საშუალებებთან (ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები) კომბინაციების გავლენა ანტიმიკ­რო­ბულ მგრძნობელობაზე. ჩატარებულმა ცდებმა გამოავლინა აღნიშნული პრეპარატების მაღალი ეფექტურობა და მათი კომბინაცია DAS-თან იწვევს სინერგისტულ მოქმედების გაძლიერებას. განსაკუთ­რებით ეფექტური აღმოჩნდა პრეპარატ DAS-ის კომბინაცია ფტროქინოლინების და დოქსაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან.

ავტ.

 

10.9.61. ენდომეტრიტით დაავადებული ფურების მკურნალობის მეთოდები. /. ბუცხრიკიძე/. საქართვე­ლოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 279-281. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია ენდომეტრიტით დაავადებული ფურების მკურნალობის მეთოდები.

ავტ.

 

10.9.62. შენახვის სისტემის გავლენა ბროილერის კეთილდღეობაზე და ხორცის ქიმიურ შემადგენლო­ბა­ზე. /. ქინქლაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 282-284. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია, თუ რა გავლენას ახდენს ფრინველის კეთილდღეობა მეხორცულ პროდუქტიულობაზე და ხორცის ხარისხზე, აგრეთვე გალიაში და ღრმა საფენზე გამოზრდილი ბროილერების ხორცის ქიმიური ანალიზის შედეგების შედარება.

ავტ.

 

10.9.63. დასმის სიმჭიდროვის გავლენა ბროილერის კეთილდღეობაზე და ხორცის ხარისხზე. /. ქინქ­ლა­ძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 285–287. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია, თუ რა გავლენას ახდენს დასმის სიმჭიდროვე ფრინველის კეთილდღეობაზე და ხორცის ხარისხზე. შესწავლილია ბროილერების ზრდის დინამიკა, ცხოველმოფელობა და ხორცის ხარისხობრივი მაჩვენებლები.

ავტ.

 

10.9.64. მასტიტის გავლენა რძის ქიმიურ შედგენლობასა და ტექნოლოგიურ თვისებებზე. /. თორთ­ლა­ძე, . გაბისონია, . ანთია/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 288-290. – რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჰოლშტიმური ჯიშის ფურების მასტიტით დაავადების ხარისხს ვსაზღვრავდით .. “კალიფორნია მასტის-ტესტმეთოდით. შესწავლამ გვიჩვენა, რომ ნახირში ფურების 15% დაავადებულია მასტიტით, . 6,8% კლინიკური ფორმით. მასტიტით ყველაზე ნაკლები დაავადება გამოვლინდა აბაზანისებრი ფორმის ცურის მქონე ცხოველებში (წურის ინდექსი-46,0). დაავადების ხარისხმა გავლენა იქონია. “მასტიტიანრძის შედგენლობაზე. რძეში შემცირდა მშრალი ნივთიერება, ცხიმი, ლაქტოზა, კაზეინი, მჟავიანობა, სიმკვრივე და დელამოდან შრატის გამოყოფა. ამავდროულად გაიზარდა შრატის ცილები და ჩაკვეთის დრო.

ავტ.

 

10.9.65. ახალშობილი ხბორების ტოქსიკური დისპეპსიის პროფილაქტიკა და მკურნალობა. /. აბდინოვა/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 291–293. – რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

დისპეპსიის მკურნალობის მიზნით, გამოყენებულ იქნა ოქსიტეტრაციკლინი, დოზით 10 კგ ცოცხალ მასაზე 1 მლ, რძემჟავა პროდუქტ - აირანთან და გვირილას ნაყენთან ერთად, ამავდროულად რინგერ-ლოკას ხსნარის ინექცია ვენაში. ტოქსიკური დისპეპსიის პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია სანიტარულ-პროფილაქტიური ღონისძიებების ჩატარება მაკე ფურებისა და ახალობილი ხბორების მოვლა-შენახვის დროს.

ავტ.

 

10.9.66. საქართველოში შინაური ცხოველების სარკოცისტოზის ეპიზოოტიური პროცესის თავისებუ­რე­ბათა შესახებ. /. ფოცხვერია, . ხელაია, . თურმანიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიე­რე­ბათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 294–297. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

სარკოცისტოზი ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში. მიკრო-სარკოცისტებით დაინვაზიებული გამოკვლეული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკლავის 20,2%, ღორის ნაკლავის 24,4%, ცხვრის ნაკლავის 69,8%. დაინვაზიების ინტენსიურობის მაჩვენებლებში სჭარბობს დაინვაზიების სუსტი ხარისხი, რომელიც გამოვლინდა გამოკვლეული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორისა და ცხვრის ნაკლავის, შესაბამისად, 73,9; 71,0 და 68,2%-ში. მიკროსარკოცისტებით უპირატესად დაინვაზიე­ბულია საშუალო ნასუქობის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (93,7%) და ცხვარი (75,0%), აგრეთვე სახორცე მიმართულების ღორი (100%); ისინი უმეტესად განთავსებული არიან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კისრისა და მუცლის კუნთებში. (შესაბამისად: 41,2 და 43,8%), ცხვრის მუცლის კუნთებში (71,7%) და ღორის კისრის კუნთებში (63,7%). საქართველოს პირობებში სარკოცისტოზის ეპიზოოტიურ პროცესში ინვაზიის გავრცელების ფაქტორს ფერმის გუშაგი და მეცხვარის ძაღლები ასრულებენ, რომელთა სარკოცისტებით დაინვაზიების ექსტენსიურობის მაჩვენებელი 73,1%- შეადგენს.

ავტ.

 

10.9.67. სელ-პლექსისგავლენა კვერცხმდებელი ქათმის განგურის მიმდინარეობაზე. /. კვიციანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 298–301. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

დადგენილ იქნა, რომ განგურის პერიოდში სელ-პლექსისგამოყენებამ დააჩქარა, როგორც საფრენი ბუმბულის, ასევე კონტურული ბუმბულის ცვლა. საცდელი ჯგუფის ფრინველებში საფრენი ბუმბულის ცვლა დამთავრდა 85 ეში, ხოლო საკონტროლოში 95 დღეში. ანალოგიურად კონტურული ბუმბულის ცვლა მათ დაამთავრეს 5-6 დღით ადრე.

ავტ.

 

10.9.68. იქსოდიდეს ტკიპების საწინააღმდეგოდ პრეპარატ Μ-ით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დამუშავებისას სისხლის ლეიკოციტების სტატუსი. /. დუმბაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 302–305. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღწერილია იქსოდიდეს ტკიპების საწინააღმდეგოდ პრეპარატ Μ-ით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დამუშავებისას სისხლის ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილება. დადგენილია მათი სტატუსი ბუნებრივი დატკიპიანების პერიოდში. მოყვანილია ექსპერიმენტში მიღებული მონაცემების შედარებითი ანალიზი.

ავტ.

 

10.9.69. მსხვილფეხა პირუტყვის ბრუცელოზის გავრცელება საქართველოში 2000-2010 წლებში. /. მაღლაკელიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 306–312. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია მსხვილფეხა პირუტყვის ბრუცელოზის გავრცელების მდგომარეობა საქართველოში 2000-2010 წლებში.

ავტ.

 

10.9.70. ღორის და ფრინველის კუჭ-ნაწლავის დაავადებების (სალმონელოზი, ეშერიხიოზი) მკურნა­ლო­ბის და პროფილაქტიკის შედეგები. /. შალამბერიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 313–315. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ღორის და ფრინველის კუჭ-ნაწლავის დაავადებების მკურნალობის და პროფილაქტიკური შედეგები. კუჭ ნაწლავის აშლილობით მიმდინარე ბაქტერიული დაავადებიდან მოზარდებში (გოჭები, წიწილები) ფართოდ გავრცელებულია და მეურნეობებს დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს სალმონე­ლო­ზი და ეშერიხიოზი. აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ დადებითი შედეგებით გამოცდილი იქნა პრეპარატი ოქსიტეტრტაციკლინი.

ავტ.

 

10.9.71. ენროფლოქსაცინის სამკურნალო-პროფილაქტიკური ეფექტურობა ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგოდ. /. შალამბერიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 316–319. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ფირმადავათი”- მიერ წარმოებული ანტიბაქტერიული პრეპარატის ენროფლოქსაცინის სამკურნალოპროფილაქტიკური ეფექტურობა. ლაბორატორიულ და საწარმოო პირობებში დადგენი­ლია, რომ პრეპარატი იცავს და კურნავს წიწილებს სალმონელების, ეშერიხიების, სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების კულტურებით დასენიანებისაგან.

ავტ.

 

10.9.72. ტილოზინ-ტარტარატის ეფექტურობა გოჭების სალმონელოზის მკურნალობის დროს. /. შალამბე­რიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 319-321. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ლაბორატორიულ (წიწილებზე) და საწარმოო (გოჭებზე) პირობებში შესწავლილია ანტიბაქტერიული პრეპარატის ტილოზინ-ტარტარატის (ფხვნილი) სამკურნალო ეფექტურობა. დადგენილია, რომ პრეპარატს გააჩნია მაღალი ეფექტურობა გოჭების სალმონელოზის მკურნალობის დროს.

ავტ.

 

10.9.73. ქართული მთის ძროხის ხევსურული პოპულაციის მოზარდის ზრდა-განვითარების მაჩვენებ­ლები. /. ტაბატაძე, . გოგოლი, . ბარკალაია, . ნაცვალაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 322–325. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ შენახვის გაუმჯობესებულ პირობებში, ქართული მთის ძროხის მოზარ­დები ავლენენ ზრდისა და განვითარების საკმაოდ მაღალ პოტენციურ შესაძლებლობებს. აღსანიშნავია, რომ დაბადების წონის ყოველ 1 კგ-ზე ნამატით ისინი აღემატებიან ბევრ კულტურულ ჯიშებს. ყურად­საღებია ის ფაქტი, რომ ძროხის სარძეო და სახორცე ჯიშების ბონიტირების დროებითი ტექნიკური პირობების ქართული მთის ძროხის მოზარდის ცოცხალი მასის მაჩვენებლები ჩამორჩებიან ჩვენს მიერ მიღებულ მაჩვენებლებს და საჭიროებს გადახედვას.

ავტ.

 

10.9.74. აჭარის სუბტროპიკული ზონის აგროცენოზთა მწვანე წყალმცენარეების კვლევის შედეგები. /. ბერიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 330–333. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

აჭარის სუბტროპიკულ ზონაში გამოვლენილია მწვანე წყალმცენარეთა 100-ზე მეტი სახეობა. მათ შორის, ტაქსონთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა შემდეგი გვარები: Ankistrodesmus, Chlorella, Closterium, Clamydomonas, Cosmarium, Cosmoastrum, Draparnaldia, Hormidium, Microspora, Pediastrum, Penium, Oocystis, Scenedesmus, Spirogyra, Tetraedron, Ulothix, Euastum.

ავტ.

 

10.9.75. აჭარის აგროცენოზთა აეროფილური წყალმცენარეების კვლევის შედეგები. /. შაინიძე, . ბერიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 334-336. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია აჭარის აგროცენოზთა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ალგოფლორა. გამოვლენი­ლია წყალმცენარეთა 20-ზე მეტი სახეობა, რომელთა შორის 3 სახეობა ახალია საქართველოს ალგოფლო­რისათვის. გამოვლენილ სახეობათა უმრავლესობა გაერთიანებულია მწვანე წყალმცენარეთა განყოფილე­ბაში.

ავტ.

 

10.9.76. აჭარის აგროცენოზთა მცირე წყალსატევების წყლის მცენარეთა ალგოფლორის კვლევის შედეგები. /. ბერიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 337–340. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია აჭარის აგროცენოზების მცირე წყალსატევების (არხი, თხრილი, ორმო, გუბე) წყლის მცენარეებზე გავრცელებული ალგოფლორის სახეობრივი შემადგენლობა. ჩატარებული ალგოლოგიური გამოკლევების შედეგად (2009-2011), აღნიშნული წყალსატევების წყლის მცენარეებზე გამოვლენილია ალგოფლორიის 107 სახეობა, სახესხვაობა და ფორმა. ჩატარებულია მათი ეკოლოგიური ანალიზი.

ავტ.

 

10.9.77. ჭოროხის თანამედროვე ლითოდინამიკური სისტემის მორფოდინამიკა. /. ხორავა, . ქიქავა, . რუსო/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 341–346. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია თურქეთის ტერიტორიაზე მდ. ჭოროხზე აშენებული კაშხლების ზემოქმედების, ბათუმის ბულვარის განვითარებისა და აპრობირებული მეთოდით ნაპირდაცვითი სამუშაოების განახლების ფონზე, მდ. ჭოროხის თანამედროვე ლითოდინამიკური სისტემის, უშუალოდ ბათუმის კონცხიდან - კალენდერეს კონცხამდე, კახაბრის ვაკის ზღვის სანაპირო ზონის მორფოდინამიკა.

ავტ.

 

10.9.78. აჭარის დაცული ტერიტორიების ცხოველთა სამყარო (მტირალას ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები). /. დავითაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 347–351. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია აჭარის დაცული ტერიტორიების: მტირალას ეროვნული პარკისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ცხოველთა სამყარო. ცხოველთა რაოდენობა წარმოდგენილია სახეობათა მიხედვით. განხილულია მათი გავრცელების არეალი და თანამედროვე მდგომარეობა. მოცემულია დაცული ტერი­ტო­რიების ცხოველთა ის სახეობები, რომლებიც შესულია საქართველოს წითელ წიგნში. დაცული ტერიტორიების ცხოველთა სამყაროს დაცვა ხელს შეუწყობს ამ საქმით დაინტერესებულ ტურისტთა რაოდენობის ზრდას.

ავტ.

 

10.9.79. აჭარის დაცული ტერიტორიების ფოთლოვანი სახეობების დაავადებები. (მტირალას ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორია). /. დავითაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიე­რე­ბა­თა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 352–355. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია აჭარის დაცული ტერიტორიების, კერძოდ, მტირალას ეროვნული პარკისა და კინტრი­შის ნაკრძალის ფოთლოვანი სახეობების მავნებელ-დაავადებებისწაბლის ქერქის კიბოს (Cryphonectria parasitica), წაბლის ნაღმისებრი ჩრჩილის (Cameraria ohridella deschka) და ბზის სიდამწვრის (Cylindrocladium buxicola) პათოლოგიური მოქმედება, ასევე დადგენილია ამ მავნებელ-დაავადებების ბიოლოგიური სიმპტომები, გავრცელების არეალი და შემუშავებულია მათი საწინააღმდეგო ღონისძიებები.

ავტ.

 

10.9.80. აგროპროდუქტების ექსპორტ-იმპორტის ტენდენციები საქართველოში. /. ჭალაგანიძე, . კუნ­ჭუ­ლია/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 356–362. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია აგროპროდუქტების ექსპორტ-იმპორტის ტენდენციები საქართველოში, ექსპორტში მომხ­დარი რაოდენობრივი და სტრუქტურული ცვლილებები, ახალი სასაქონლო ჯგუფების დაწინაურებისა და ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოებისათვის გაწეული მუშაობის შედეგები. აგროპროდუქტების იმპორტის ზრდის პირობებში ახსნილია ადგილობრივი წარმოების შემცირების მიზეზები, დასაბუთე­ბულია იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოების მიზანშეწონილობა. აგროპროდუქების ექსპორტ-იმპორტის ბოლო 10 წლის მაჩვენებლები, დალაგებული ჰარმონიზებული სისტემის სასაქონლო ჯგუ­ფე­ბის მიხედვით, ქვეყნდება პირველად და სერიოზულ სამსახურს გაუწევს მოცემული სფეროს მკვლევარებს, სპეციალისტებს, რიგით მოქალაქეებს.

ავტ.

 

10.9.81. ფოსფორიანი სასუქების გამოყენების ეკონომიკური ეფექტიანობა ჩაის კულტურისათვის. /. კუტალაძე, . გოგოლიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –2012. – #30. – გვ. 367-370. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ფოსფორიანი სასუქების ყოველწლიურად შეტანის ვარიანტებიდან განსაკუთრებით მაღალი ეფექტუ­რობით გამოირჩევა 180კგ/ჰა. აღნიშნულ ვარიანტზე ჩაის მწვანე ფოთლის მოსავლის მატებამ, ფონთან შედარებით, შეადგინა 2012კგ/ჰა. პირობითმა წმინდა შემოსავალმა 1411 ლარი\ჰა. რენტაბელობა176%, ყოველ დახარჯულ ლარზე უკუგებამ 2.8 ლარი, ხოლო, ერთი კილოგრამი ჩაის ფოთლის თვითღირებუ­ლებამ 40თეთრი. 360 და 540 კგ\ჰა სამ წელში ერთხელ შეტანის ვარიანტებზე სასუქების შეტანასთან დაკავშირებული ხარჯები სამჯერ არის შემცირებული. აღნიშნულ ვარიანტზე რენტაბელობა 200%-195%, უკუგება 2.6% და 2.68 და 2.53%. თვითღირებულება - 0.3% - 0.39%.

ავტ.

 

10.9.82. საქართველოში აგროსაინჟინრო კვლევების პრიორიტეტები. /. ჭალაგანიძე, . მახარობლიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 374–381. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

გაანალიზებულია საქართველოში აგროსაინჟინრო კვლევების ძირითადი შედეგები მსოფლიო ტენდენ­ციების გათვალისწინებით და ქვეყნის სოფლის მეურნეობის თავისებურებებიდან გამომდინარე გამოყოფილია მექანიზაციის დარგში ფუნდამენტური და კომპლექსური გამოყენებით კვლევების ძირითადი მიმართულებანი, ყურადღება გამახვილებულია მექანიკა-მათემატიკური მეცნიე­რე­ბების იმ დარგებზე, რომელთა გამოყენება მნიშვნელოვნად ამაღლებს აგროსაინჟინრო კვლევების მეცნიერულ დონეს. დასახულია ღონისძიებანი აგროსამრეწველო სექტორის საინჟინრო სფეროს სტა­ბილიზაციისა და სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიური და ტექნიკური ინოვაციის გზით განვითარების­თვის.

ავტ.

 

10.9.83. სასურსათო უსაფრთხოების რესურსულ-პროდუქტიული პოტენციალი, მისი გამოყენების რეგულირება და მართვა. /. ქეშელაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. –2012. – #3. – გვ. 6-16. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

კვლევის მიზანია განისაზღვროს სასურსათო უსაფრთხოების საწარმოო-რესურსული და პროდუქტიული პოტენციალი და დამუშავდეს მისი გამოყენების რეგულირებისა და მართვის ეკონომიკური მექანიზმი, როგორც დარგობრივად მოდიფიცირებული ეკონომიკურ-ორგანიზაციულ ღონისძიებათა სისტემა, რის შედეგადაც მიღწეული უნდა იქნეს აგრარული სექტორის მდგრადი განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება. პროექტის დამუშავების დროს გამოყენებული იქნება სისტემური და მიზნობრივი მიდგომა, მიღწეული იქნება ამოცანათა შორის ურთიერთკავშირი და ამოცანათა გადაწყვეტით მიღებული შედეგების ურთიერთგაპირობებულობა, საბოლოო შედეგზე - სოფლის მეურნეობის ეკონომიკურ ზრდასა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ორიენტა­ციის თვალსაზრისით. პროექტის აგების ძირითად მეთოდოლოგიურ მიმარულებას განსაზღვრავს მიზნობრივ-პოზიციური და დარგობრივი მიდგომა და დაკავშირებები, რაც გულისხმობს იმას, რომ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ცალ-ცალკე დამუშავდება: მემცენარეობის დარგობრივი პროდუქტიული პოტენციალი და მისი ოპტიმალური, სარეკომენდაციო პარამეტრები; მეცხოველეობის დარგობრივი პროდუქტიული პოტენციალი და მისი ოპტიმალური, სარეკომენდაციო პარამეტრები; კვების მრეწველობის დარგობრივი პროდუქტიული პოტენციალი და მისი ოპტიმალური, სარეკომენდაციო პარამეტრები; ეკონომიკური მექანიზმი და სახელმწიფო რეგულირების სისტემა.

ავტ.

 

10.9.84. კოლხური და ატლანტიკური ზუთხის პოპულაციისა და კვლავწარმოების სტრატეგია. (ეკონომი­კურ-ეკოლოგიური გააზრება). /. ქეშელაშვილი, . მიხანაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2012. – #2. – გვ. 17-26. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

საქართველოს ეკონომიკური სტრატეგიის შესაბამისად, მაქსიმალური ეფექტურობით უნდა იქნეს გამოყე­ნებული ქვეყნის ზონალური და მიკროზონალური ბუნებრივ-ეკონომიკური პირობები. ამ სტრატეგიულ საქმიანობაში ერთ-ერთ მიმართულებად განიხილება კოლხური და ატლანტიკური ზუთხის გამრავლების სახელმწიფო მხარდაჭერა. ზუთხის რიცხოვნობამ იმ ზღვარს მიაღწია, რაც წითელ წიგნში შეტანას ითვალისწინებს. მსოფლიოში აპრობირებული ფორმაა სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად ბიზნესის ჩართულობა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. მოკვლეული და გაანალიზებული იქნა ინფორმაცია არსებული ვითარების შეფასებისა და პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო პერსპექტივების შესახებ. წარმოდგენილ სტატიაში კვლევის და ანალიზის საგანს წარმოადგენს: საქართველოს წყლებში მობინადრე კოლხური და ატლანტიკური ზუთხის ძირითადი მახასიათებლები; საქართველოში ზუთხის გავრცელების პრობლემური ეკოლოგიური ვითარება; ეკოლოგიური პროექტების ფარგლებში პრობლემის გადაწყვეტის ადგილობრივი (სამთავრობო და არასამთავრობო) ორგანიზაციების ძალისხმევა და უცხოელი ინვესტორების მხარდაჭერა; პრობლემის გადაწყვეტის ხელისშემშლელი ფაქტორები.

 ავტ.

 

10.9.85. ახალი ჯიშის სურნელოვან-არომატული მცენარეების გამოვლენა და დანერგვა. /. ბაღათურია, . უთურაშვილი, . ემენიუკი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2012. – #2. – გვ. 60-64. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ახალი სურნელოვან-არომატული მცენარეების გამოვლენა და მათი დანერგვა ხელს უწყობს სამამამულო წარმოების არომატული მცენარეების ასორტიმენტის გაფართოებას. საკვები პროდუქტების გემოსა და არომატის გასაძლიერებლად გამოიყენება როგორც უშუალოდ სურნელოვან-არომატული მცენარეები, ისე მათგან წარმოებული ეთეროვანი ზეთები, რომლებიც განაპირობებენ ამა თუ იმ მცენარის დამახასიათე­ბელ სუნსა და არომატს. ამ მიმართებით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ყირიმში გამოყვანი­ლი მაღალპროდუქტიული ბალახოვანი მცენარე - ლიმონისებური უჯანგარა (Artemisia Balchanorum Krasch), რომლის ეთეროვანი ზეთი გამოირჩევა ციტრალისა და ლინალოოლის მაღალი შემცველობით და აქვს ლიმონის სპეციფიური არომატი. კვლევის მიზნით ლიმონისებური უჯანგარას ნერგები დაირგა საქარ­თველოს ტროპიკულ (ლაგოდეხი) და სუბტროპიკულ (სოხუმი) რაიონებში. აირ-თხევადური ქრომა­ტოგრაფიის მეთოდით განისაზღვრა საკვლევი ნიმუშების ეთეროვანი ზეთის თვისობრივ-რაოდე­ნობრივი შედგენილობა. გამოირკვა, რომ საქართველოში მოყვანილი ლიმონისებურ უჯანგარას ზეთს აქვს უპირა­ტე­სობა ყირიმში მოყვანილ მცენარის ზეთთან შედარებით მაღალია მასში a და b ციტრალის შემცველო­ბა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს პირობებში მოყვანილი მცენარე შეიცავს საკმაო რაოდენობით მაღალი ხარისხის ეთეროვან ზეთს და წარმატებით შეიძლება მისი კულტივირება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ავტ.

 

10.9.86. ვაზის კვირტით დატვირთვისას შაქრიანობის პროცენტული ცვლილება ყურძნის მარცვალში. /. ხოხობაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 119-120. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მოცემულია ვაზის ჯიშების მიხედვით დიფერენცირებული გასხვლის რაციონალური წესების დაცვისა და ვაზის კვირტით დატვირთვისას ყურძნის მარცვალში შაქრიანობის პროცენტული ცვლილებების შესახებ. ცდები ჩატარდა ახმეტის რაიონში ორი ჯიშის ვაზზე - რქაწითელსა და უწიბწოზე, დაკვირვება მიმდინარეობდა ხუთ ვარიანტად. თითოეულში წარმოდგენილი იყო ექვს-ექვსი ნიმუში. სამწლიანი ექსპერიმენტების შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული III და IV ვარიანტების ვაზებზე.

ავტ.

 

10.9.87. საქართველოს ხორბლის ენდემური სახეობების აბორიგენულ ჯიშებთან შეჯვარებადობა და ნიშან-თვისებები F1-ში. /. ნასყიდაშვილი, . ნასყიდაშვილი, . ნასყიდაშვილი, . ლოლაძე, . მჭედლი­შვილი, . გახარია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – .6. – #1. – გვ. 137-142. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაჩვენებია, რომ საქართველო კულტურული ხორბლის წარმოშობის, ფორმათა წარმოქმნის და მრავალ­ფეროვნების პირველადი ცენტრია, მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის გამოირჩევა ენდემიზმის მაღალი დონით. დასაბუთებულია, რომ საქართველოს ხორბლის უნიკალურმა ენდემურმა სახეობებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს Triticum-ის გვარის ევოლუციაში და ხორბლის მსოფლიო სელექციაში. მათ საფუძველზე მიღებულია ხორბლის ახალი სახეობები, გვარები, კულტურები და ჯიშები. მათ გენოტიპშია ისეთი გენები, რომლებიც განაპირობებენ სრულიად ახალი ტიპის იმუნური, მაღალხარისხოვანი, ადაპტაციის მაღალი უნარის მქონე, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის, მაღალ და მყარმოსავლიანი ჯიშების მიღებას. ნაშრომში განხილულია, საქართველოს ხორბლის ენდემური სახეობების სხვა სახეობებთან და რბილი ხორბლის აბორიგენულ და სელექციურ ჯიშებთან შეჯვარებადობის უნარიანობა, ჰიბრიდული მარცვლების და პირველი თაობის მცენარეთა სიცოცხლისუნარიანობა, პირველი თაობის მცენარეებში მშობლიური ფორმების მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებათა მემკვიდრეობის თავისებურებანი.

ავტ.

 

10.9.88. აღმოსავლეთ საქართველოს ღვიიანი ნათელი ტყეების ტიპოლოგია. /. ტოგონიძე/. საქართვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – .5. – #3. – გვ. 103-106. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოცემულია ახალი მონაცემები აღმოსავლეთ საქართველოს ღვიიანი ნათელი ტყეებისა და ასოციაციების შესახებ. ღვიიანი ნათელი ტყეების ტიპოლოგია შესწავლილია 8 სანიმუშო ფართობზე. დადგენილია ფიტოცენოზების შემადგენლობა, ხეების საშუალო სიმაღლე და დიამეტრი, ხნოვანება, ბონიტეტი, ტყის ბუნებრივი განახლების ხარისხი, ქვეტყისა და ბალახოვანი საფარის მდგომარეობა.

ავტ.

 

10.9.89. საქართველოს მიწის რესურსების ეკონომიკური შეფასების მეთოდოლოგიის ახალი მიდგომა. /. ვართანოვი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 53-56 – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, მათ შორის სარწყავი ფართობების, გამოყენების დინამიკა. აპრობირებულია საქართველოს სხვადასხვა კატეგორიის მიწების სახალხო-სამეურნეო შეფასე­ბის ახალი მიდგომა. გაკეთებულია დასკვნა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მაღალეფექტური გამოყენე­ბის, ეკოლოგიური უსაფრთხოების, ეროვნული ეკონომიკის ყველა დარგის მდგრადი ფუნქციონირების აუცილებლობის შესახებ.

ავტ.

 

10.9.90. აგრარული სექტორის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. /. გუბელაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 80-84. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საქართველოს გააჩნია იმის პოტენციური შესაძლებლობა, რომ არსებული სამელიორაციო ფონდის ეფექტური ფუნქციონირებით გადაწყვიტოს სურსათით უზრუნველყოფის პრობლემა, მკვეთრად გაზარდოს ტრადიციული საექსპორტო პროდუქციის წარმოება, უზრუნველყოს კვებისა და გადამამუშავე­ბელი მრეწველობის განვითარება და სოფლის მოსახლეობის დასაქმება. დღეისათვის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ამ პოტენციურ შესაძლებლობათა პრაქტიკული რეალიზაცია.

ავტ.

 

10.9.91. მეკვერცხული ფრინველის კვერცხდების ეფექტიანობის ამაღლება. /. ხუციშვილი, . მაისურა­ძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 94-97. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია მეკვერცხული ფრინველის კვერცხმდებლების პროდუქტიულობის გახანგრძლივება, ხელოვნური განგურის გამოყენებით. განგური გამოწვეული იყო ფრინველის ერთდღიანი შიმშილობით. განგურის პერიოდში საკვებად გამოყენებული იყო ხორბლის ქატო, შეზღუდული რაოდენობით. კვერცხ­მდებლები განგურის დაწყებიდან მე-10-12 დღეს კარგავენ ცოცხალი მასის 22-23%-. პირველი რიგის საფრენი ბუმბულის შეცვლა იწყება მე-12-13 დღეს. ფრინველი კვერცხდებას მთლიანად წყვეტს განგურის დაწყებიდან მე-7-8 დღეს, ხოლო კვერცხდებას იწყებს განგურის დაწყებიდან 23-ე დღეს. კვერცხდების ინტენსივობის 50% მიიღწევა განგურის დაწყებიდან 45-ე დღეზე.

ავტ.

 

10.9.92. სპილენძის ტრანსფორმაცია ნიადაგიდან მცენარეში (ექსპერიმენტული კვლევა). /. ზვიადაძე, . მარდაშოვა, . გაჩეჩილაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #1(483). გვ. 45-49. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია სოფლის მეურნეობის პროდუქტში, სახელდობრ, მწვანილში დაბინძურებული ნიადაგები­დან ტოქსიკური მეტალების დაგროვების საკითხი. ექსპერიმენტის მეშვეობით რაოდენობრივად დასაბუ­თე­ბულია, რომ მცენარეებს ავტომაგისტრალის მიმდებარე ზოლში მეტალით გამდიდრებული ნიადაგი­დან მძიმე მეტალების ათვისების განსხვავებული უნარი აქვთ.

ავტ.

 

10.9.93. სოფლის მეურნეობის ეკოლოგიზაციის პრობლემები ტენიან სუბტროპიკებში. /. გოძიაშვილი, . ჩებოტარიოვა/. ახალი ეკონომისტი. – 2012. – # 1. – გვ. 37-39. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

სოფლის მეურნეობის ეკოლოგიზაციის საბაბით, მაღალხარისხიანი პროდუქციის მისაღებად, ევროპის რიგი ქვეყნების მეცნიერების პუბლიკაციებში ჟღერს მოწოდებები მინერალური სასუქების გამოყენების სრულ აკრძალვაზე, ორგანული სასუქების როლის გაძლიერებაზე. საქართველოშიც კი, ტენიანი სუბტრო­პიკების პირობებში, სადაც უკვე თითქმის 16-18 წელია არ ხდება მინერალური სასუქების გამოყენება, საუბარია ალტერნატიული მიწათმოქმედების სისტემაზე. საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე, საკითხის გადაწყვეტა ალტერნაიული მიწათმოქმედებით ჯერ-ჯერობით მიგვაჩნია არადროუ­ლად. მინერალური სასუქების შეხამება მკაცრ, ეკოლოგიურად დასაბუთებული ნორმატივებით ქიმიურ მელიორანტებთან, ორგანული ნივთიერებებისა და მათი ნარჩენების გამოყენებამ აგრომადნებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა ბიოგენურ ელემენტებს, შეიძლება ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი ტენიანი სუბტროპიკების სოფლის მეურნეობის ეკოლოგიზაციის და მდგრადი განვითარებისათვის.

ავტ.

 

10.9.94. კოოპერაცია - სოფლის მეურნეობის განვითარების ეფექტური მექანიზმი. /. კოღუაშვილი, . მამუკელაშვილი/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2012. – #4. – გვ. 61-65. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

შრომაში მოცემული ძირითადი იდეა სოფლად მოსახლეობის ნებაყოფლობით კოოპერირებას, მათ ინტეგრაციას გადამმუშავებელ საწარმოებთან (სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი სისტემის შექმნა) და ადგილებზე არსებული ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური თუ ტექნიკურ-ტექნოლოგიური პრობლემების დარეგულირებას ეხება. მასში დასაბუთებულია მისი რეალიზაციის როგორც ობიექტური აუცილებლობა, ასევე განხორციელების ეკონომიკური მექანიზმი და მოსალოდნელი სინერგიული სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული მეურნეობრიობის ახალი ფორმების დამკვიდრება, რასაც ავტომატურად მოსდევს სოფლის მოსახლეობის მასობრივი დასაქმება, მათი შემოსავლების მკვეთრი ზრდა, აგრარული შრომის ავტორიტეტის ამაღლება და სოფლის კომპლექსური და დაჩქარებული განვითარება.

ავტ.

 

10.9.95. აგრარული სექტორის წინაშე მდგარი ზოგიერთი პრობლემა. /. პიტიურიშვილი, . გრიშიკა­შვილი/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2012. – #4. – გვ. 66-68. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

საქართველო საკუთარი სასურსათო პროდუქტებით მოსახლეობის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. ჩვენს ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების იმპორტი სამჯერ და მეტად აღემატება მის ექსპორტს. სოფლის მეურნეობის ასეთი განუვითარებლობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს ნაკვეთების მცირეკონტურიანობა წარმოადგენს. ასეთი მცირეკონტურიანი მიწების დამუშავებას დიდი ეფექტი არ ექნება. თითქმის შეუძლებელია ტექნიკის და ტექნოლოგიების სათანადოდ გამოყენებაც. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ნაკვეთების გამსხვილების პროცესს, ასევე უნდა ხორციელდებოდეს სოფლის ტექნიკით მომარაგება, საირიგაციო, სამელიორაციო სამუშაოების ჩატარება. უნდა დაიხვეწოს აგრარული სფეროს დაბეგვრის სისტემაც. წინააღმდეგ შემთხვევაში მიწების გამსხვილებას აზრი არ ექნება და სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ.

ავტ.

 

10. წყლის მეურნეობა. მელიორაცია

 

10.10.1. რიცეულჰესის სადერივაციო არხის ტრასისა და მასთან ახლომდებარე ნაგებობების საინჟინრო-გეოლოგიურ გამოკვლევათა შედეგები. /. თევზაძე, . ბირკაძე, . კანდელაკი, . ფოცხვერია, . ომსარა­შვილი, . ბილანიშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 61-69. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

წარმოდგენილია მასალები რიცეულჰესის სათავო ნაგებობის, სადერივაციო არხის, სადაწნეო აუზისა და სადაწნეო მილსადენის განთავსების ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევების, აგრეთვე, გეოდინამიკური პროცესების პროგნოზირებისა და ნაგებობათა დიფუნდირების პირობების შესახებ.

ავტ.

10.10.2. მდ. რაჩხის გამოყენება . ქუთაისისა და კურორტ წყალტუბოს სასმელი წყლით მომარაგების მიზნით (წინასწარი კვლევის შედეგები). /. ნოსელიძე, . შაუთიძე, . მომცემლიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 70-72. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მდ. რაჩხა სათავეს იღებს 800 -ის სიმაღლიდან და უერთდება მდ. ცხენისწყლის მარჯვე ნაპირს. ვარდნის სიმაღლე მდინარის სათავიდან . ქუთაისამდე შეადგენს 440 -. წყლის ქიმიური შედგენილობა, როგორც ანალიზით დასტურდება, სავსებით აკმაყოფილებს მოსახლეობის წყალმომარაგებისადმი წაყენებულ ნორმატიულ მოთხოვნებს. ნორმის ზემოთ დაფიქსირებულია მხოლოდ მანგანუმი, რომელიც შეადგენს 12,2 მგ/- (ნორმაა 5,0 მგ/). წყლის ხარჯი ძირითადად მერყეობს 4,0–5,0 3/წმ ფარგლებში. ვარდნის დიდი სიმაღლე სათავიდან . ქუთაისამდე შეიძლება გამოყენებულ იქნეს მცირე ჰესებში ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად სუფთაცინკისტიპის ტურბინის საშუალებით.

ავტ.

 

10.10.3. მდ. ჭოროხის ნაპირდამცავი ნაგებობების ექსპლუატაციის ანალიზი. /. მამასახლისი, . ნოსე­ლი­ძე, . მომცემლიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 73-77. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მოცემულია მდ. ჭოროხის ნაპირდამცავი ბეტონის ნაგებობათა (დეზების) მუშაობის შედეგები. ნაპირ­დამცავი ნაგებობების დეფორმაციების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულია რეკომენდაციები თითოეული სახეობის ნაგებობის დაპროექტებისათვის.

ავტ.

 

10.10.4. მილსადენებში არანიუტონური სითხის დაწნევიანი მოძრაობის დროს დარსის კოეფიციენტის განსაზღვრა. /. ნათიშვილი, . თევზაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – .6. – #1. – გვ. 121-124. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

წრიული კვეთის მილსადენებში არანიუტონური სითხეების მოძრაობის შემთხვევებისათვის დარსის კოეფიციენტის დასადგენად შემოთავაზებულია ჰიდრავლიკური გაანგარიშების მეთოდიკა ნაკადში გულის წარმოქმნისას, რომელიც თავის მხრივ მყარი ტანის მსგავსად გადაადგილდება.

ავტ.

 

10.10.5. არაწრფივი ტალღური დინამიკის მეთოდების გამოყენება წყალმომარაგების მრუდების სტატის­ტიკური ანალიზის ამოცანებისათვის. /. ბაღდოევი, . ტოკმაჯიანი, . პოღოსიანი/. წყალთა მეურ­ნე­ობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 9-12 – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია არაწრფივი ტალღური დინამიკის მეთოდების გამოყენება წყალმომარაგების პროცესების ალბათობების განაწილების გამოკვლევებისათვის ორი პარამეტრის ემპირიული მრუდების გასწვრივ . გორისისთვის 2007-2009 წლებში და ტიპური საშუალო მრუდის გასწვრივ . ერევნისათვის 2008 წელს. გამოყოფილია მრუდების პარამეტრების მცირე ცვლილებების დამახასიათებელი ლატენტური უბანი, რომელიც აღწერილია ცნობილი დიფუზიის წრფივი განტოლებით პროცესის ალბათობებისთვის, ამასთან, შერჩეული კინეტიკური განტოლებების სისტემის თანახმად მათი ამოხსნა წარმოადგენს რყევითი-ექსპონენციალური სახის ტრენდს, და არაწრფივი დიფუზური განტოლებით აღწერილ პარამეტრების მნიშვნელოვანი ცვლილებების უბანში ტრიგერული გადასვლის შემდეგ, ალბათობების­თვის მოცემულია მისი ამოხსნა დარტყმითი ტალღის სახით. შემოთავაზებულია ალბათობების განსაზღვ­რის გამარტივებული მიდგომა აღნიშნული უბნების გასწვრივ პროცესების მნიშვნელოვანი ცვლილებების დარტყმითი ტალღის განტოლების და ემპირიული მრუდების დახრის საფუძველზე, რაც ახლოსაა თეორიულ დარტყმით ტალღასთან. განსაზღვრულია პარამეტრების მნიშვნელოვანი ცვლილებების ყველა უბნისათვის ერთიანი არაწრფივი კოეფიციენტი, რაც ამტკიცებს დარტყმითი ტალღების შერჩეული მოდელის გამოყენების შესაძლებლობას.

ავტ.

 

10.10.6. ლაჯანურის კაშხლის შესაძლო ავარიის შემთხვევაში წარმოშობილი წყალდიდობების მათემატი­კური იმიტაცია. /. გავარდაშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 13-19 – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ლაჯანურის თაღოვანი რკინა-ბეტონის კაშხლის ნგრევის შემთხვევაში წარმოშობილი წყალდიდობის მათემატიკური იმიტაციის მიზნით გადამუშავებულ იქნაÂîëíà-2პროგრამის ალგორითმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს კაშხლის ნგრევის შემთხვევაში ვიანგარიშოთ ტალღის სიჩქარე, გარბენილი მანძილი და რაც მთავარია, დატბორილი ტერიტორიის გეომეტრიული ზომები (მდინარის ღერძიდან მარჯვნივ და მარცხნივ) დროის ფაქტორის მხედველობაში მიღებით. ლაჯანურის კაშხლის შესაძლო ავარიის შემთხვევაში, საბედნიეროდ, საშიშროება არ ემუქრება მოსახლეობას, რომელიც განლაგებულია, მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორიებზე.

ავტ.

 

10.10.7. მდინარე ხადის-ხევის ჰიდროლოგია და ჰიდროგრაფია. /. ზაქაიძე/. წყალთა მეურნეობის ინსტი­ტუ­ტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 57-61 – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მდინარე ხადის-ხევის ჰიდროგრაფია და აუზის გეოგრაფიული მდებარეობა, მდინარის მარჯვენა და მარცხენა შენაკადები, რომლებიც ხასითდება ღვარცოფული პროცესებით და მოითხოვს სპეციალურ შესწავლას. განხილულია მდინარის წყალდიდობები, წყალმოვარდნები და მათი გამომწვევი მიზეზები. ნაშრომში მოცემულია მდინარის საშუალო წლიური, მაქსიმალური და მინიმალური ხარჯები. მაქსიმალურ ხარჯებს ადგილი აქვს ზაფხულის პერიოდში, ხოლო მინიმალურ ხარჯებს ზამთრის პერიოდში.ნაშრომში გაშუქებულ ზოგიერთ საკითხზე გამოყენებული იქნა ვიზუალური დაკვირვების მასალები.

ავტ.

 

10.10.8. ყირგიზეთის ნარინსკის ოლქის მდინარეთა აუზების ატმოსფერული ნალექების ანალიზი წყლის რესურსების შეფასების მიზნით. /. ივანოვა, . ერშოვა/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 73-79 – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია ნარინსკის ოლქის მდინარეების ჯერგეტალის და ონ-არჩის აუზების ფიზიკურ-გეოგრაფიუ­ლი და კლიმატური პირობები. განხილულია ნალექების განაწილების რუკის აგების მეთოდიკა ციფრულ ფორმატში (მასშტაბი 1:500000). ჩატარებულია ატმოსფერული ნალექების ცვლილების ანალიზი წყლის რესურსების რაოდენობის შემდგომი შეფასებისათვის განსახილველ მდინარეთა აუზებში.

ავტ.

 

10.10.9. ყირგიზეთის ნარინსკის ოლქის მდინარეთა აუზების აორთქლებადობის და წყალმოხმარების დეფიციტის ანალიზი წყლის რესურსების შეფასების მიზნით. /. ივანოვა, . ერშოვა/. წყალთა მეურ­ნე­ობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 80-85 – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია ნარინსკის ოლქის მდინარეების ჯერგეტალის და ონ-არჩის აუზების აორთქლებადობის და წყალმოხმარების დეფიციტის ცვლილების გაანგარიშება და ანალიზი. განხილულია აორთქლებადობის და წყალმოხმარების დეფიციტის განაწილების რუკების აგების მეთოდიკა ციფრულ ფორმატში (მასშტაბი 1:50000).

ავტ.

 

10.10.10. საქართველოს მთის წყალსაცავებში სედიმენტაციური პროცესების ეკოლოგიური საიმედოობის შეფასება. /. იორდანიშვილი, . იორდანიშვილი, . ჭარბაძე, . ჯავახიშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 93-97 – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია საქართველოს მთის მსხვილ წყალსაცავებზე (თბილისის, ჟინვალის, ხრამის, შაორის, ალგეთის და სიონის) დალექვის კვლევების შედეგები, რომლებიც ჩატარდა 1980-2011 .. დადგენილია ჟინვალის წყალსაცავზე (Vsr = 520 მლნ 3, Wn = 63 მლნ 3) დალექვის კრიტიკული სტადიის დასაწყისი, რომელიც გამოწვეულია ბოლო წლებში გახშირებული წყალდიდობებით. მსხვილი წყალსაცავების ექსპ­ლუა­ტაციის მაღალი საიმედოობის შენარჩუნებისათვის შემოთავაზებულია შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები.

ავტ.

 

10.10.11. აზერბაიჯანის შეუსწავლელი მთის მდინარეების მინიმალური ჩამონადენის ანგარიში. /. იმანოვი, . გულიევა/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 86-92 – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატია ეძღვნება მინიმალური ჩამონადენის საანგარიშო მეთოდების შემუშავებას და სრულყოფას აზერბაიჯანის მთის მდინარეების მაგალითზე. ნაჩვენებია, რომ წყალშემკრები აუზის ფართობის და მისი საშუალო სიმაღლის გავლენის ერთდროული გათვალისწინება მინიმალური ჩამონადენის საშუალო მრავალ­წლიურ სიდიდეზე, ანგარიშის სიზუსტის გაზრდის საშუალებას იძლევა. დადგენილია, შეუსწავლელი მდინარეების მინიმალური ჩამონადენის განსაზღვრისათვის გადამყვანი კოეფიციენტების მეთოდთან ერთად შესძლებელია პარამეტრიზაციის მეთოდის გამოყენებაც.

ავტ.

10.10.12. მდინარეებზე წყალმოვარდნებისგან მოსალოდნელი საფრთხეების სავარაუდო შეფასების მეთოდოლოგია. /. კერესელიძე, . დოხნაძე, . ტრაპაიძე, . ზაქაიძე, . სალუქვაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 120-123 – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კლიმატური ცვლილებების საერთაშორისო პანელის შესაბამისად კლიმატის მიმდინარე ცვლილებები გაზრდის სტიქიური მოვლენების ერთ-ერთ ყველაზე საშიში ფენომენისწყალმოვარდნებისა და წყალდიდობების ინტენსივობას და სიხშირეს. ცნობილია, რომ მდინარეების მიმდებარე ტერიტორიები, სხვადასხვა ფაქტორების გამო (რელიეფი, ნაყოფიერი ნიადაგი, წყლის რესურსების სიახლოვე, შედარე­ბით განვითარებული ინფრასტრუქტურა და ..) იწვევს სხვადასხვა ორგანიზაციების მნიშვნელოვან დაინტერესებას. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია მდინარისაგან მოსალოდნელი საფრთხეების შეფასების ისეთი მეთოდოლოგიის დამუშავება, რომელიც სხვადასხვა სცენარებისათვის მაქსიმალურად ამომწუ­რავი და ეფექტური სურათის შექმნას შეძლებს.

ავტ.

 

10.10.13. გრუნტების ფილტრაციის შემცირება ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების გამოყენებით. /. კიკნაძე, . დადიანი, . მაისაია, . ლორთქიფანიძე, . ნავროზაშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 124-127 – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია ზედაპირულად აქტიური ნივთიერებისკაპროლაქტამის წარმოების კუბური ნარჩენების წყალხსნარით დამუშავებულ ქვიშნარ და თიხნარ გრუნტებში წყალგამტარობის შემცირების კვლევების შედეგები. კეთდება დასკვნა შემოთავაზებული მეთოდის პერსპექტიულობაზე.

ავტ.

 

10.10.14. კვლებში მორწყვის ჰიდრავლიკა და პროცესის კომპიუტერიული იმიტაცია პროგრამირების C++ ენის გამოყენებით. /. კილაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 128-133 – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხორციელებულია კვლებში მორწყვის კომპიუტერული იმიტაცია სრული თეორიული ბაზის, რიცხვითი მეთოდების და პროგრამირების C++ ენის გამოყენებით. შედეგები მაგალითების სახით მოყვანილი ცხრილში, სადაც განცალკევებულია შესატანი მონაცემები, რომლებიც განსაზღვრავს პროცესის მსვლელობას და გამოსატანი მონაცემები, რომლებიც განსაზღვრავს მორწყვის ხარისხს. შემუშავებული მეთოდი იძლევა შესატანი მონაცემების ისეთი ნაკრების შერჩევის საშუალებას, რომლისთვისაც მიიღწევა მორწყვის საუკეთესო ხარისხი.

ავტ.

 

 

10.10.15. ზოლებში მორწყვის ჰიდრავლიკა და პროცესის კომპიუტერიული იმიტაცია პროგრამირების C++ ენის გამოყენებით. /. კილაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 134-138 – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხორციელებულია ზოლებში მორწყვის კომპიუტერული იმიტაცია სრული თეორიული ბაზის, რიცხვითი მეთოდების და პროგრამირების C++ ენის გამოყენებით. შედეგები მაგალითების სახით მოყვანილია ცხრილში, სადაც განცალკევებულია შესატანი მონაცემები, რომლებიც განსაზღვრავს პროცესის მსვლელობას და გამოსატანი მონაცემები, რომლებიც განსაზღვრავს მორწყვის ხარისხს. შემუშავებული მეთოდი იძლევა შესატანი მონაცემების ისეთი ნაკრების შერჩევის საშუალებას, რომლისთვისაც მიიღწევა მორწყვის საუკეთესო ხარისხი.

ავტ.

 

10.10.16. გრუნტის წყლების დონეების დაწევის ანგარიში ვერტიკალური დრენაჟის ჭაბურღილების მოქმედებით არიდული კლიმატის პირობებში. /. ლიტვაკი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 139-142 – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მიღებულია დამოკიდებულებები ვერტიკალური დრენაჟის ჭაბურღილების მოქმედების გამოსათვლე­ლად გრუნტის წყლების აორთქლების მნიშვნელოვანი ინვერსიისას. ჭაბურღილის მიმდებარე ზონაში, სადაც გრუნტის წყლების დონის სიღრმე კრიტიკულ დონეზე დაბალია, ინვერსია მოცემულია, როგორც მუდმივი სიდიდე. ზონაში, სადაც დონის სიღრმე კრიტიკულ დონეზე მაღალია, აორთქლების ინვერსია წრფივად არის დამოკიდებული დონის წინასწარ უცნობ სიღრმეზე. გათვალისწინებულია გადადინება ქვემოთ განლაგებული წყალშემცველი ჰორიზონტებიდან. შუა აზიის კლიმატურ პირობებში აორთქ­ლე­ბის ინვერსიის დეტალური გათვალისწინების მნიშვნელობის საილუსტრაციოდ ჩატარებულია დონეების პროგნოზული დაწევის შედარება ტრადიციული მეთოდებით გამოთვლილ დონეების დაწევასთან. გაანგარიშება ტარდებოდა . ბიშკეკის ჩრდილო ნაწილის კლიმატური და ჰიდროგეოლოგიური პირობებისათვის. სხვაობა გრუნტის წყლების დონის პროგნოზულ სიღრმეებში 1 - აღემატება. როდესაც გრუნტის წყლები ღრმად არ არის განლაგებული, ეს ცდომილება დაუშვებლად დიდია, რაც მიუთითებს ვერტიკალური დრენაჟის საანგარიშო ტრადიციული ფორმულების გამოყენების შეუძლებლობაზე შუა აზიის კლიმატურ პირობებში.

ავტ.

 

10.10.17. ნატანდამცავი ზღურბლის გეგმის კონფიგურაციის თეორიული განსაზღვრის რეკომენდაციები. /. ლოგინოვი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 143-149 – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემოთავაზებულია მთის მდინარეებიდან სანაპირო წყალმიმღები ნაგებობების სათავისების ნატანდამ­ცა­ვი პროცესების თეორიული დასაბუთების მეთოდიკა. დასაბუთებულია ფუნქციონალური დამოკიდებუ­ლებების სახეობა ნატანდამცავი ფსკერული ზღურბლის გეგმის კონფიგურაციის დასადგენად.

ავტ.

 

10.10.18. მცირე წყალსაცავების როლი ღვარცოფისგან დაცვაში (ტაჯიკეთის მაგალითზე). /. მამატკა­ნო­ვი, . მურთაზაევი, . საიდოვი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 155-158 – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია წყალსაცავების, როგორც სტიქიური უბედურებების (ღვარცოფი, წყალდიდობა და სხვა) მძიმე შედეგების მინიმიზაციის ტექნოგენური ფაქტორის მნიშვნელობა. შემოთავაზებულია ტაჯიკეთის ტერიტორიის ღვარცოფული მოვლენებისგან დაცვის საინჟინრო მეთოდებს მივაკუთვნოთ მცირე წყალ­საცავების შექმნა, როგორც ღვარცოფის შესაკავებლად, ასევე ღვარცოფული მასის აკუმულაციისათვის.

ავტ.

 

10.10.19. მორწყვითი და დაშრობითი მელიორაციის გავლენა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მუღანო-სალიანის სტეპის ჰიდროლოგიურ პირობებზე. /. მამედოვა, . ალიევი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 159-162 – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია მორწყვითი და დაშრობითი მელიორაციის გავლენა მუღანო-სალიანის სტეპის ჰიდროგეო-ლოგიურ პირობებზე. გამოკვლეულია ჰიდროგეოლოგიური პირობები მთავარი მილსკი-მუღანოს კოლექტორის მშენებლობამდე და მშენებლობის შემდეგ და ჩატარებულია გრუნტის წყლების რეჟიმული მაჩვენებლების შედარებითი ანალიზი.

ავტ.

 

10.10.20. სომხეთის წყლის რესურსების ეფექტური მართვის და დაცვის ზოგიერთი პრობლემა. /. მარ­ტი­როსიანი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 163-166 – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია სომხეთში წყალმოხმარების ძირითადი მიმართულებები, გაანალიზებულია წყლის რესურსების მართვის და დაცვის ეფექტური განვითარების ხელის შემშლელი პრობლემები და დასახუ-ლია პრიორიტეტული გზები ამ პრობლემების გადასაჭრელად.

ავტ.

 

10.10.21. სარწყავი წყალმომარაგების ძირითადი საკითხები. /. მკრტუმიანი, . ჰოვანისიანი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 171-174 – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სარწყავ წყალმომარაგებას დიდი როლი აქვს სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის განვითა­რე­ბაში. ბოლო წლების მანძილზე აღინიშნა კულტივირებული მიწების 13%-იანი ზრდა და ცვლილება სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემადგენლობაში, 15%-ით გაიზარდა რესპუბლიკაში მომგებიანი კულტურებით დაკავებული სავარგულების ფართობი. სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა წყალ­მომარაგების მიწოდება მექანიკური გზით, რომელიც სერიოზულად ზრდის სარწყავი წყლის თვით­ღირებულებას. ირიგაციის სფეროში დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ სატარიფო პოლიტიკას. სარწყავი წყლის მიღება-განაწილებას ახორციელებს სამი დახურული სააქციო საზოგადოება. განხორ­ციელდა ძირითადი არხების აღდგენის პროექტები, რის შედეგადაც აღდგენილია დაახლოებით 310 კმ სიგრძის ძირითადი არხები, საერთო ღირებულებით 29 მლრდ სომხური დრამა. სულ სარწყავი სისტემების ექსპლუატაციისათვის წლიურად საჭიროა 8.4 მლრდ სომხური დრამა. ღია და დახურული სადრენაჟო სისტემების ძირითადი რემონტისა და აღდგენის სამუშაოები ძირითადად ჩართულია ათასწლეულის გამოწვევის პროექტში და მისი საერთო ღირებულება შეადგენს 15,68 მლნ აშშ დოლარს.

ავტ.

 

10.10.22. მთისა და მთისწინა ფართობების ნიადაგქვეშაწვეთური მორწყვის სრულყოფის პერსპექტი­ვე­ბი. /. ომსარაშვილი, . სახვაძე, . ომსარაშვილი, . სახვაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 180-184 – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნიადაგქვეშა წვეთური მორწყვის შემთხვევაში შემოთავაზებულია ისეთი ჰიდრავლიკური სქემა, რომლის დროსაც წყლის მოძრაობა და ნიადაგში ტენის გადაცემა დამოკიდებულია, როგორც გრავიტაციის კანონზე, ასევე ზედაპირულ-მოლეკულურ ძალებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმანაწილებელ მილსადენში წყლის ოპტიმალურ-პარციალური ხარჯების მიწოდების მიზნით კონსტრუირებულია ახალი ავტომატური ხელსაწყო.

ავტ.

 

10.10.23. ნიადაგ-გრუნტების ფილტრაციული მდგრადობის კრიტერიუმები. /. შურღაია, . კუპრეიშვი­ლი, . სიჭინავა/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 198-203 – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დადგენილია, რომ კრიტიკული სიჩქარე რომელიმე ერთგვაროვანი გრუნტისათვის უხეში მიახლოებით, რიცხობრივად ფილტრაციის კოეფიციენტის ტოლია. მოყვანილია ფორმულები, რომლებიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს ფილტრაციის კოეფიციენტის ცვალებადობა დროის გარკვეულ ინტერვალში, აგრეთვე გამოითვალოს განმარილიანების სიმძლავრე და თაბაშირის რაოდენობა.

ავტ.

 

10.10.24. წყალდიდობების რისკის შეფასება მდ. მტკვარზე მდ. არაქსთან შეერთების შემდეგ. /. ჰასანო­ვა/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – # 3. – გვ. 212-215 – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წყალდიდობებს და მათ თანმდევ ნეგატიურ მოვლენებს განსაკუთრებული როლი ენიჭება ეკოლოგიური უსაფრთხოების შეფასებისა და ანალიზის დროს. ალბათობის თეორიის გამოყენებით ჩატარებულია წყალდიდობების რისკის შეფასება მდ. მტკვარზე მდ. არაქსთან შეერთების შემდეგ. დადგენილია, მდ. მტკვარზე მინგეჩაურის წყალსაცავის და მდ. არაქსზე არაზის წყალსაცავის მშენებლობის შემდეგაც კი საკმაოდ დიდია წყალდიდობების წარმოქმნის რისკი.

ავტ.

 

10.10.25. ქვიშის და ნატანი თიხნარი ნიადაგების ჰიდრავლიკური და ქიმიური ტრანსპორტის თვისებათა შედარება. /. ჭიღლაძე/. ჰიდროინჟინერია. – 2012. – #1-2(11-12). – გვ. 6-11. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ქვიშის და ნატანი თიხნარი ნიადაგების გამოყენებით ლაბორატორიულად შეისწავლეს გახსნილი ნივთიერების და წყლის ერთდროული გადატანა. ნიადაგის ორივე სახეობისთვის გამოთვლილი დისპერსიის კოეფიციენტების და დაყოვნების მაჩვენებლების საფუძველზე ააგეს გარღვევის მრუდები და ერთმანეთს შეადარეს. მოდელი ზუსტად აღწერს დისპერსიის პროცესს ქვიშის ნიადაგისთვის, თუმცა არ გამოდგება ნატანი თიხნარისათვის. ეს გამოწვეულია ადსორბციის პროცესის მოდელის არარსებობით. გახსნილი ნივთიერების ტრანსპორტირების შეფასებისთვის შემოთავაზებულია უფრო მრავალმხრივი მოდელის გამოყენება.

ავტ.

 

10.10.26. შავი ზღვისპირეთის ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვა ზღვისმიერი აბრაზიული პროცესე­ბისგან მდინარეთა მყარი ნატანის დარეგულირების გზით. /. დიაკონიძე, . ჩახაია, . წულუკიძე/. ჰიდროინჟინერია. – 2012. – #1-2(11-12). – გვ. 12-26. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია შავი ზღვისპირეთის აბრაზიული პროცესების სტაბილიზაციის შესაძლებლობა ზღვაში ჩამდინარე მდინარეთა მიერ ტრანსპორტირებული მყარი ნატანის დარეგულირების გზით. დადგენილია მყარი ნატანის მოცულობის დეფიციტის ის რაოდენობა, რომელიც შეაჩერებს ან მნიშვნელოვნად შეამცირებს ზღვის სანაპირო ზოლის გარეცხვას და მიტაცებას. შემოთავაზებულია შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეების მყარი ნატანის საშუალო წლიური ხარჯების პროგნოზული სიდიდეების საანგარიშო ემპირიული დამოკიდებულებები.

ავტ.

10.10.27. კოროზიული პროცესების მოდელირება წყალმომარაგების სისტემების საიმედოობის პროგნო­ზირების მიზნით. /. კამკამიძე, . ბერძენიშვილი, . კიკნაძე/. ჰიდროინჟინერია. – 2012. – #1-2(11-12). – გვ. 34-39. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მილის კედელზე მიმდინარე კოროზიული პროცესების დინამიკა. წარმოდგენილია კოროზიის გამომწვევი ძირითადი ფაქტორები და აგრესიულ არეში შეფასებულია ფოლადის მილების კოროზიის სიჩქარე. ნაჩვენებია, რომ თანამედროვე უგრუნტო ტექნოლოგიით მომინანქრებული მილების გამოყენებით წყალმომარაგების სისტემების საიმედოობა და ექსპლუატაციის ვადა 50 წლამდე იზრდება.

ავტ.

 

10.10.28. მომხმარებლების სასმელი წყლით შეუფერხებელი უზრუნველყოფის შესახებ. /. კლიმი­­შვი­ლი, . ნაცვლიშვილი, . ნაცვლიშვილი/. ჰიდროინჟინერია. – 2012. – #1-2(11-12). – გვ. 40-45. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია დასახლებული ადგილებისათვის სასმელი წყლის უწყვეტი რეჟიმით მიწოდების უზრუნ­ველ­საყოფად არსებულ ქსელში დაწნევის სიდიდეები, რაც განაპირობა სასმელი წყლის .. “გრაფიკითმიწოდების ლიკვიდაციის მიზნით წყალსადენების საექსპლუატაციო სამსახურების მიერ გაწეული მუშაობის შეფასების აუცილებლობამ. შემოთავაზებულია წყალმომარაგების სისტემისათვის მახასიათებელი დაწნევის სიდიდეების დადგენის ზოგადი თანამიმდევრობა დასახლებულ ადგილში სასმელი წყლის 24-საათიანი შეუფერხებელი მიწოდების დაფიქსირების (დადასტურების) მიზნით.

ავტ.

 

10.10.29. თბური ტუმბოები და მათი გამოყენება გათბობის სისტემებში. /. გრძელიშვილი, . გიორგო­ბიანი, . კოპალიანი/. ჰიდროინჟინერია. – 2012. – #1-2(11-12). – გვ. 100-108. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია თბური ტუმბოების გამოყენება გათბობის სისტემებში. მოცემულია ტუმბოების დაყენების სქემები და მათი კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. ტუმბოების გამოყენების დროს, ამაორთქლებელი და კონდენსატორები იცვლიან ადგილებს. კონდენსატორში ხდება მუშა სხეულის აორთქლება, რომელიც კომპრესორის გავლით, თბოგადამცემის საშუალებით გადაეცემა გარემოს (გრუნტი, წყალი, ჰაერი). თბური ტუმბოების დანერგვა გათბობის სისტემებს ხდის უფრო უსაფრთხოს, ეკონომიურს და ეკოლოგიურად სუფთას.

ავტ.

 

10.10.30. წყლის ნაკადის მოძრაობა ჰორიზონტალურ წყალჟონად ფსკერზე. /. კილაძე/. ჰიდროინჟი­ნე­რია. – 2012. – #1-2(11-12). – გვ. 109-114. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მორწყვა ჰორიზონტალური ფსკერის პირობებში განიხილება, როგორც წყლის დაუმყარებელი მოძრაობა წყალჟონად ფსკერზე, რომელიც აისახება სენ ვენანის ცნობილ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემით. ამ სისტემის ამოსახსნელად გამოყენებულია რიცხვითი (სასრულ-სხვაობიანი) მეთოდები, რომლებიც შესაბამისი სასაზღვრო პირობების გამოყენებით პროცესის კომპიუტერული იმიტაციის საშუალებას იძლევა. მორწყვის სხვადასხვა ვარიანტების შედეგები წარმოდგენილია ცხრილის სახით.

ავტ.

 

10.10.31. აჭარის დასახლებული ადგილების სასმელი წყლის ხვედრითი ხარჯების შეფასებისათვის. /. კლიმიაშვილი, . ნაცვლიშვილი, . ნაცვლიშვილი/. ჰიდროინჟინერია. – 2012. – #1-2(11-12). – გვ. 115-118. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ხულოს, შუახევის, ქედას, ხელვაჩაურის, . ქობულეთის და მათი დასახლებული ადგილე­ბის წყალმომარაგების სისტემების ძირითადი მაჩვენებლები და რეკომენდებულია ერთ სულ მოსახ­ლეზე სასმელი წყლის ხვედრითი ხარჯების სიდიდეები.

ავტ.

 

10.10.32. თბილისის წყალსადენის საიმედოობის მაჩვენებლების შეფასება. /. კლიმიაშვილი, . ნაც­ვლი­შვილი, . კლიმიაშვილი/. ჰიდროინჟინერია. – 2012. – #1-2(11-12). – გვ. 119-124. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია კომპანიაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისმიერ ექსპლუატირებული თბილისის წყალ­სადენის საიმედო ფუნქციონირების მახასიათებელი სიდიდეები. შეფასებულ იქნა ქსელში არსებული დაზიანებების რაოდენობები, მათი წარმოქმნის მიზეზები, ექსპლუატაციის პირობები, მტყუნებების გამომწვევი ფაქტორები, წარმოშობის დრო და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების პერიოდში უბნის გამორთვის ჯამური დრო.

ავტ.

 

10.10.33. . თელავის სასმელი წყალმომარაგების თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი. /. ზვიადაძე, . მარდაშოვა, . ქიტიაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #1(483). გვ. 49-54. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია . თელავის სასმელი წყალმომარაგების საკითხი როგორც წარსულში, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ქალაქის ცენტრალიზებულ წყალმომარაგებას, ისე დღევანდელ პირობებში. კრიტიკულად გაანალიზებულია სასმელი წყლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრები, დახასიათებულია ალტერნატიული, უფრო რაციონალური წყალმომარაგების ვარიანტები.

ავტ.

 

11. საგარეო და შიდა ვაჭრობა. ტურიზმი

 

10.11.1. სამთო ტურიზმისა და სათხილამურო კომპლექსების განვითარების პერსპექტივები თერგი-არაგვის ხეობებში. /. ახვლედიანი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 114-118. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

წარმოდგენილია საქართველოს სამთო ტურიზმისა და სათხილამურო კომპლექსების განვითარების პროგრამა. ამ პროგრამას საფუძვლად უდევს გამოკვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს: ტურისტების მისაზიდად ობიექტების რეალურად არსებობა; სათხილამურო და ალპური ზონები და მათი პოტენციალი, ტურისტული სეზონის ხანგრძლივობა; ტურიზმის სახეობათა შესაძლებლობანი, კერძოდ: სათხილამურო, ალპური, საცხენოსნო, ნადირობა-თევზაობის, წყლის (რაფტინგი), შემეცნებითი, ეთნოგრაფიული, ეკოლოგიური, გეოლოგიური და სხვ. გამოკვლევებისა და შეფასებების შედეგად მიღებული პროგრამა განაპირობებს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების შედგენას და შემდეგ პროექტის რეალიზაციას.

ავტ.

 

10.11.2. აგროტურისტული ბაზრის მოთხოვნები საქართველოში. /. ვადაჭკორია/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 75-80. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად აგროტურიზმი და სოფლის მეურნეობა რჩება, რომელმაც პერსპექტივაში განსაკუთ­რე­ბული ადგილი უნდა დაიკავოს საქართველოს ეკონომიკაში. სოფლად ტურიზმის განვითარება საშუა­ლებას იძლევა დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა და გაზარდოს ადგილობრივ აგროტურისტულ პროდუქტზე მოთხოვნილება. დღეს, როდესაც სოფლად ცხოვრების პირობები რთულია და ადგილობრივ მცხოვრებთა ფინანსური შემოსავლები მცირეა, აგროტურისტული ბაზრების მოპოვება და აგროტურის­ტული მომსახურეობის შეთავაზება სიღარიბის დაძლევის პრიორიტეტული მიმართულებაა.

ავტ.

 

10.11.3. აგროტურიზმის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხისათვის. /. გეჩბაია, . დევაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 88-94. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დღეისათვის აგრომომსახურების ბაზარი საქართველოში არ არის ფორმირებული, არასრულყოფილია აგროტურიზმის ათვისებისა და განვითარებისათვის მეცნიერულად დასაბუთებული და აპრობირებული მეთოდიკა. ამ საქმის ინიცირება და ორგანიზება უნდა უზრუნველყონ არა მარტო სახელისუფლებო ორგანოებმა, არამედ შესაბამისი ტურისტული პოტენციალის მქონე მუნიციპალიტეტებმა, რეგიონალურ­მა ხელისუფლებამ და დაინტერესებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა. აგრარული ტურიზმის მომსახურების ჩამონათვალი აგროტურიზმს აქცევს კონკურენტუნარიანად და სწორი მიდგომის შემთ­­ვევაში მან შეიძლება კონკურენცია გაუწიოს ტურისტული მომსახურების არა მარტო შიდა ბაზრებს, არამედ გარე ტურიზმსაც. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისათვის აგროტურიზმი შეიძლება გახდეს დარგის ის ელემენტი, რომლის განვითარების საფუძველზეც ქვეყანა შეძლებს მთლიანი აგროკომპლექსის ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას. აგროტურიზმის მენეჯმენტის პრინციპები უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს აგრარული კომპლექსის განვითარებისა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობების კონცეფციებს.

ავტ.

 

12. ტრანსპორტი

 

10.12.1. ქანქარისებრი კიდული ბაგირგზის სარელსო ბაგირის შერჩევა. /. წერეთელი, . მახარაშვილი, . წერეთელი/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 63-64. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მოცემულია დამჭიმ ტვირთიანი ქანქარისებრი კიდული ბაგირგზის სარელსო ბაგირის შერჩევის ემპირიული ფორმულები. მათი საშუალებით მარტივად განისაზღვრება საყრდენებს შორის დონეთა სხვაობის ისწარმოსახვითი მნიშვნელობა, რომელსაც შეესაბამება სარელსო ბაგირის ჩაღუნვის მაქსიმალური მნიშვნელობა, როდესაც ეს უკანასკნელი ქვედა საყრდენზეა მოთავსებული. ამის შემდეგ გამოითვლება ერთი მეტრი სარელსო ბაგირის წონა.

ავტ.

 

10.12.2. ძრავიანი ვაგონის ღრეჩოებიანი სამუხრუჭო გადაცემის წყვეტილ-კონტაქტური დამატებითი მოძრაობის დიფერენციალური განტოლებები. /. შარაშენიძე, . კურტანიძე, . დუნდუა, . მოწონელიძე, . უსანეთაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 103-109. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია ელექტრომატარებლის ძრავიანი ვაგონის სამუხრუჭო გადაცემის დამატებითი წყვეტილ-კონტაქტური მოძრაობის დიფერენციალური განტოლებების ფორმირების საკითხი. გადაცემის საანგა­რიშო მოდელის მიხედვით შედგენილია მოძრაობის დიფერენციალური განტოლებები მოძრაობის განზოგადებული კოორდინატებისა და სახსრული შეერთებების ელემენტების ცვეთების გათვალის­წი­ნებით. საანგარიშო მოდელი მოძრავი კოორდინატთა სისტემით საშუალებას იძლევა შედგეს სხვა სახის დამატებითი მოძრაობების დიფერენციალური განტოლებები ოპტიმალური ღრეჩოსა და დასაშვები დინამიკური დატვირთვების განსაზღვრის მიზნით.

ავტ.

 

10.12.3. ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ტენდენციები საქართველოში. /. ხარიტო­ნაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #1(483). – გვ. 111-115. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია აგს-ების, როგორც მასობრივი მომსახურების სისტემის განვითარების მოდელირების, აგს-ების ქსელის განვითარების ამოცანების გადაწყვეტის მეთოდიკური მიდგომების ანალიზი. დასაბუთე­ბულია აგს-ების რაციონალური განთავსების მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების დამუშავებისა და მათ საფუძველზე შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების სრულყოფის აუცილებლობა.

ავტ.

 

10.12.4. ლოგისტიკური კომპლექსები და სატრანსპორტო საშუალებების ურთიერთქმედება. /. ველიჯანაშვილი, . ქოქოლაძე/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2012. – #4. – გვ. 69-73. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

საქართველოს ბუნებრივი მდებარეობა და ამიერკავკასიაზე გამავალი სატრანსპორტო გზების სიგრძე ბუნებრივი უპირატესობებია შუა აზიის სატრანსპორტო დერეფნისათვისახალი ,,აბრეშუმის გზა“ – ÒÐÀÑÅCÀ, როგორც მას მოისაზრებენ მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს ქვეყანაში ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებას ერთიან კომპლექსში. საქართველოს საზღვაო პორტები, რკინიგზა და საავტომობილო ტრანსპორტი ერთიანი ლოგისტიკური ჯაჭვის შემადგენლებია, ლოგისტიკურ ფუნქციაში კი ყველაზე გადამწყვეტია ინფორმაციული უზრუნველყოფა, ანუ ერთიანი ინფორმაციული ბაზის არსებობა. დღეისათვის ასეთი ინფორმაციული ბაზა არ არსებობს, ამიტომ საჭიროა იყოს საქართველოს ტრანსპორტის ლოგისტიკური ცენტრი, რაც უზრუნველყოფს ტვირთმფლობელსა და ტვირთგადამზი­დავებს შორის რაციონალური კავშირების დამყარებას, ასევე საავტომობილო ტრანსპორ­ტისა და სარკინიგზო შემადგენლობაზე ინფორმაციის შეკრებას სატრანსპორტო კვანძებისაკენ მოძრაობის შესახებ.

ავტ.

 

13. მედიცინა. ჯანდაცვა

 

10.13.1. ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში ხანგრძლივი (6 თვიანი) ჰიპოლიპიდემიური თერაპიის თავისებურებანი პოსტმენოპაუზის პერიოდში. /. ბალავაძე, . ახვლედიანი, . გაჩეჩილაძე, ავალიანი, . ხუბუა, . ედიშერაშვილი/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. – 2012. – #1. – გვ. 7-10. – ქართ.; რეზ. ინგლ.

მენოპაუზური სინდრომი პოლისიმპტომური მდგომარეობაა, რომლის დროს ვლინდება სხვადასხვა დაავადება, მათ შორის ჰიპოთირეოზი. კვლევის მიზანს შეადგენდა ჰიპოთირეოზის მქონე ქალებში პოსტმენოპაუზის დროს ხანგძრლივი (6 თვიანი) ჰიპოლიპიდემიური მკურნალობის თავისებურებათა გამოვლენა სისხლის ლიპიდების მეტაბოლური სტატუსის გათვალისწინებით. პაციენტები დაყოფილი იქნენ 2 ჯგუფად: I ჯგუფი ( n=80) შეადგინა სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებმა, სადაც თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი აღემატებოდა 4 მკმერთ/, ხოლო II ჯგუფი (n=76) კიჰიპოთირე­ოზის კლინიკური ფორმის პაციენტებმა, სადაც თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი ნაკლები იყო 4 მკმერთ/. ორივე ჯგუფი დაყოფილი იქნა ქვეჯგუფებად. I და III ქვეჯგუფებში 6 თვის განმავლობაში ჰიპოლიპიდემიური მკურნალობა ტარდებოდა 20 მგ ატორვასტატინით, ხოლო II და IV ქვეჯგუფებში სპეციფიკური ჰიპოლიპიდემიური მკურნალობა არ ჩატარებულაპაციენტებს ეძლეოდა მხოლოდ ზოგადი კვებითი რეკომენდაციები. ამავე დროს ყველა გამოკვლეულ პაციენტს ჰიპოთირეოზის მკურნალობის მიზნით დანიშნული ჰქონდა L თიროქსინი. ჰიპოთირეოზის დროს ატორვასტატინის მეშვეობით ჩატარებული 6 თვიანი ჰიპოლიპიდემიური თერაპია გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა დიეტასთან შედარებით.

ავტ.

 

10.13.2. მეთილენტეტრაჰიდროფოლატ რედუქტაზას (MTHFR) გენის ჰეტეროზიგოტური მუტაცია და განმეორებით შეწყვეტილი ორსულობა. /. ჯანელიძე, . ყოჩიაშვილი, . ფირცხელანი, . ბარბაქაძე, . შურღაია/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. – 2012. – #1. – გვ. 11-13. – ქართ.; რეზ. ინგლ.

დადგინდა, რომ თანდაყოლილი MTHFR-ის ჰეტეროზიგოტური მუტაციის მქონე ორსულ ქალებში, მიუხედავად სისხლში ჰომოცისტენის ნორმალური დონისა, შესაძლებელია განვითარდეს ორსულობის შეწყვეტა, რაც ძირითადად განპირობებული უნდა იყოს ორგანიზმში არსებული ფოლატების დეფიციტით. ფოლიუმის მჟავით ადეკვატური თერაპიის პირობებში ასეთ ქალებში შესაძლებელია ორსულობის პროცესის ნორმალური განვითარება და ფიზიოლოგიური მშობიარობის მიღწევა.

ავტ.

 

10.13.3. ძვლის მინერალური სიმკვრივე ქალებში ქირურგიული მენოპაუზის დროს. /. ზოდელავა, . ჯანელიძე, . ხატიაშვილი, . შურღაია, . მამალაძე, . ცხოვრებაშვილი/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. – 2012. – #1. – გვ. 14-16. – ქართ.; რეზ. ინგლ.

ჩატარებული კვლევითი სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა ქირურგიული მენოპაუზის პერიოდში მყოფი განსხვავებული ასაკის ქალების ძვლის მინერალური სიმკვრივის მდგომარეობის შესწავლა ოპერაციის შემდგომი პერიოდის სხვადასხვა ეტაპზე, კორელაციის კავშირის დადგენა ოპერაციის მოცულობასა და ოსტეოპოროზის განვითარების ხარისხს შორის. გამოკვლევების შედეგად დადგინდა გარკვეული კორე­ლა­ციური კავშირი მენოპაუზის ხანგრძლივობასა და ოსტეოპოროზის ხარისხს შორის.

ავტ.

 

10.13.4. იმუნოთერაპიის გენეზით განპირობებული უნაყოფობის ლიმფოციტოიმუნოთერაპიის მეთოდით მკურნალობის კლინიკური შედეგები. /. რუსაკოვა/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. – 2012. – #1. – გვ. 19-21. – ქართ.; რეზ. ინგლ.

უცნობი გენეზის უშვილობის ყველაზე სავარაუდო მიზეზებს მიეკუთვნება იმუნური დარღვევები. . ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში 2008 წლიდან იმუნოლო­გიური გენეზით განპირობებული უშვილობის მკურნალობისას გამოიყენება ლიმფოციტოთერაპიის მეთოდი, რომელიც დადებით შედეგებს იძლევა.

ავტ.

 

10.13.5. B-ადრენობლოკატორების გამოყენება ორსულთა არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას. /. კეზელი, . ტაბიძე, . ციბაძე, . დოლოძე/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. – 2012. – #1. – გვ. 22-23. – ქართ.; რეზ. ინგლ.

მოცემულია ლიტერატურის მიმოხილვა ორსულთა არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობაში B-ადრე­ნო­ბლოკატორების გამოყენების შესახებ, შეფასებულია B-ადრენობლოკატორების უპირატესობა და ხარვეზები სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან შედარებით.

ავტ.

 

10.13.6. უნაყოფობა და ღეროვანი უჯრედები. /. პაპიძე/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკით­ხები. – 2012. – #1. – გვ. 24-29. – ქართ.; რეზ. ინგლ.

მოცემულია ღეროვანი უჯრედების გამოყენებით ქალის და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის ლიტე­რატურული მიმოხილვა.

ავტ.

 

10.13.7. კალციტონინის გენთან დაკავშირებულ პეპტიდზე დამოკიდებული ნაყოფის მდგომარეობა ექსპერიმენტული პრეეკლამპსიის პირობებში. /. ბექაია, . სუხიშვილი/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. – 2012. – #1. – გვ. 34-37. – ქართ.; რეზ. ინგლ.

მოცემულია ექსპერიმენტული პრეეკლამპსიის მდგომარეობაში მყოფ მაკე ცხოველებზე ჩატარებული ექსპე­რიმენტული კვლევის შედეგები ეკზოგენური CGRP-ის ეფექტის გამოსავლენად ნაყოფის შენარჩუ­ნებასა და მათ მდგომარეობაზე.

ავტ.

 

10.13.8. ვირუსული ჰეპატიტის მკურნალობა მეგესტროლის აცეტატით. /. ომანიძე, . ბაძგარაძე, . მჟავა­ნაძე, . გრიგოლაშვილი/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. – 2012. – #1. – გვ. 41-43. – ქართ.; რეზ. ინგლ.

არსებული სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 200000 ადამიანი C ჰეპატიტის ვირუსით არის ინფიცირებული, რაც საქართველოს მთელი მოსახლეობის 6,7%- წარმოადგენს. საბაზისო მკურნალობას­თან ერთად წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული იტალიური მედიკამენტისტრომეგი” (ფარმაკო­ლოგიური ჯგუფი: ჰესტოგენური პრეპარატი), რომლის თითოეული აბი შეიცავს აქტიურ ნივთიერება მეგესტროლი აცეტატის 160 მგ-.

ავტ.

 

10.13.9. ძვლის მინერალური სიმკვრივის მონიტორინგი ძუძუს კიბოს დროს. /. ციხისელი, . ნიჟარაძე-ციხისელი, . ზოდელავა, . მამალაძე, . ცხოვრებაშვილი/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. – 2012. – #1. – გვ. 43-46. – ქართ.; რეზ. ინგლ.

ძუძუს კიბო მჭიდროდ უკავშირდება ძვლოვანი ქსოვილის დაზიანებას - ქალების დაახლოებით 70%- აღენიშნება ძვლების არამეტასტაზური (ოსტეოპოროზული) დაზიანება. მოცემულია ძუძუს კიბოს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ძვლების მინერალური სიმკვრივის ცვლილების კვლევის შედეგები. ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებში ძვლის მინერალური სიმკვრივე დაქვეითებული იყო ყველა გამოსაკვლევ ჯგუფში ოსტეოპენიური სინდრომიდან ოსტეოპოროზამდე. აქედან გამომდინარე აუცილე­ბე­ლია აღნიშნულ პაციენტებში ძვლის მინერალური სიმკვრივის გამოკვლევა ოპერაციამდელ და ოპერაციის შემდგომ პერიოდებში, მათი მონიტორინგი და შესაბამისი ადეკვატური მკურნალობა.

ავტ.

 

10.13.10. ბარიატრიული ქირურგიის შესძლებლობანი მორბიდული სიმსუქნით დაავადებულ და შაქრიანი დიაბეტი 2-ით გართულებულ პაციენტებში. /. კალაძე, . ქავთარაძე, . გოგოლი/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. – 2012. – #1. – გვ. 58-60. – ქართ.; რეზ. ინგლ.

მორბიდული სიმსუქნე ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი დაგროვებით. ამასთან იგი პოლიეტიოლოგიური პათოლოგიაა. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 12-თვიანი მედიკამენტური მკურნალობისა და ბარიატრიული ქირურგიის კომბინირებული გამოყენებით გაცილებით უკეთესი შედეგები შეიძლება იქნეს მიღებული, მხოლოდ მედიკამენტურ მკურნალობასთან შედარებით. მორბიდული სიმსუქნის გამო წარმოებული ოპერაციების შემდეგ, როდესაც ადამიანი კარგავს ზედმეტ წონას, თანხმლები დაავადებების დიდი ნაწილი უკუგანვითარებას განიცდის (მათ შორის შაქრიანი დიაბეტი). ეს ადამიანები უფრო აქტიურნი ხდებიან, თავისუფლდებიან კომპლექსებისაგან, უმჯობესდება მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, თვითშეფასების კრიტერიუმები და ცხოვრების ხარისხი.

ავტ.

 

10.13.11. თანამედროვე შეხედულებები იმპლანტანტებზე ფიქსირებულ ფირფიტოვან პროთეზებზე სრული ადენტიის დროს. /. ხუტაშვილი/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. – 2012. – #1. – გვ. 61-64. – ქართ.; რეზ. ინგლ.

წარმოდგენილია სრული ადენტიის მქონე, იმპლანტებზე ფიქსირებული მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზებით ნამკურნალებ ავადმყოფებზე ხანგძლივი დაკვირვების შედეგები. დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა 57-დან 71 წლამდე ასაკის 65 პაციენტი, რომლებიც დაყოფილი იქნა სამ ჯგუფად. მიღებული შედეგების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ იმპლანტებზე ფიქსირებული მოსახსნელი პროთეზების დამზადების დროს, დიდი მნიშვნელობა აქვს ღეჭვითი დატვირთვის თანაბრად განაწილებას. ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმპლანტების რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდას და პროთეზის ისეთი საკეტებით ფიქსირებას, რომლებიც არ წარმოადგენენ უძრავ მიმაგრებას.

ავტ.

 

10.13.12. ეპიდერმული ზრდის ფაქტორის ექსპრესია და ინტენსივობა ადამიანის ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის დროს. /. ძნელაშვილი, . მარიამიძე, . კასრაძე, . თავართქილაძე/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. – 2012. – #1. - გვ.70-73. – ქართ.; რეზ. ინგლ.

კვლევა ჩატარებული იქნა 35 პაციენტზე, მათ შორის რეპროდუქციული ასაკის (27-45 წწ.) - 22 ქალზე, რომელთაც აღენიშნებოდათ მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, გამოვლენილი მენომეტრორაგიით; პრეკლიმაქსური ასაკის 8 ქალზე, არარეგულარული მენსტრუაციული ციკლით და დისფუნქციური სისხლდენებით. კლინიკური კვლევებით (ექოვაგინალური ექოსკოპია) დაისვა ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის დიაგნოზი. კვლევებისათვის შერჩეული იქნა მეთოდიკა, რომლის საშუალებით შესაძლებელია გამოვლენილი იქნეს ეპიდერმიული ზრდის ფაქტორის შეღებვის ინტენსივობა და მისი გავრცელება. დადგინდა, რომ ჰიპერპლაზიის სიმძიმის მიხედვით ეპიდერმიული ზრდის ფაქტორის (EGF) შეღებვის ინტენსივობა მატულობს.

ავტ.

 

10.13.13. ფენოლური ნაერთების გამოყენების ქიმიური ასპექტები. /. სიხარულიძე, . ესაიაშვილი, . ჩხიკვიშვილი, . სკლიარენკო/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. – 2012. – #1. – გვ. 74-76. – ქართ., რეზ. ინგლ.

კვლევები ჩატარებული იქნა სხვადასხვა მიმართულებით: - ბლუდიაბინის, მოცვის ფოთლის ექსტრაქტის დაცვითი ეფექტის ზოგიერთი მექანიზმი ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის დროს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ალოქსანური შაქრიანი დიებეტის მოდელზე ბლუდიაბინის ზემოქმედებისას ადგილი აქვს გლუკოზის და ლიპიდური ცვლის ნორმალიზებას, თავისუფალრადიკალური ჟანგვითი პროცესების ინტენსივობის შემცირებას, რაც ვლინდება სისხლში სუპეროქსიდრადიკალების შემცირებით, ანტიოქსიდანტური ფერმენტების ნორმალიზებით; - ჭარბი წონისა და მასთან დაკავშირებული ოქსიდაციური სტრესის კორექციის შესაძლებლობა ციტრუსების ექსტაქტის ,,ფლავოციტრინის საშუალებით კვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ციტრუსების ექსტრაქტის ზემოქმედებით მაღალკალორიულ დიეტაზე მყოფი ვირთაგვების სისხლში სტატისტიკურად სარწმუნოდ მცირდება ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და LDL-ის შემცველობა; - ბლუდიანობის მოქმედების ეფექტი სისხლის პლაზმის გლუკოზაზე ორმაგი-ბრმა პლაცებო მეთოდით. დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ მანდარინის ექსტრატის სასმელისელეგანსისმიღების ფონზე ადგილი ქონდა ანტიდიოქსანტური ფერმენტების აქტივობის ნორმალიზებას და სხვა დადებით ცვლილებებს.

ავტ.

 

10.13.14. ღეროვანი უჯრედები და პრაქტიკულ მედიცინაში მათი გამოყენების პერსპექტივები. /. ალექსიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 121-130. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიური თვისებები, მათი სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში განაწილება, გამოყოფის, გასუფთავების, გამრავლებისა და კონსერვაციის უახლესი ტექნოლოგიები. დეტალურადაა აღწერილი მედიცინის მიღწევები ღეროვანი უჯრედებით მკურნალობისას და მათი გამოყენების პერსპექტივები.

ავტ.

 

10.13.15. გულისცემის სიხშირეზე ასაკობრივი დეტერმინაციისა და სპორტული წვრთნის ფაქტორების ზეგავლენა. /. ზუბიტაშვილი, . ჩიტაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – .6. – #1. – გვ. 125-128. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ძიუდოში მოვარჯიშე სპორტსმენთა გულისცემის სიხშირის კლების დინამიკა ასაკის მატებასთან დაკავშირებით. შეფასებულია ასაკისა და წვრთნის ფაქტორების ზეგავლენის ხარისხი გულისცემის სიხშირის კლებაზე. დადგენილია, რომ 10-წლიან პერიოდში (8- დან 18 წლამდე) უვარჯიშებელ პირებში გულისცემის სიხშირე საშუალოდ 18 ერთეულით მცირდება, რაც ასაკობრივად დეტერმინირებულია, ძიუდოისტებში კი ეს მონაცემი საშუალოდ 23.97 ერთეულით განიცდის კლებას. მოცემულ ასაკობრივ დიაპაზონში უვარჯიშებლებთან შედარებით ძიუდოისტთათვის გულისცემის სიხშირის დამატებით 5.97 ერთეულით კლების მაჩვენებელი (23.97-18) გაწვრთნილობის ფაქტორის გავლენას ექვემდებარება

ავტ.

 

10.13.16. სისტემური წითელი მგლურას დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება. /. ჩახუნა­შვილი, . ჯობავა, . ჩახუნაშვილი, . ბლიაძე/. ბავშვთა კარდიოლოგია. – 2012. – #6. – გვ. 8-14. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სისტემური წითელი მგლურას დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებას არ დაუკარგავს თავისი აქტუალობა, პირიქით ნეონატალურ პერიოდში უმნიშვნელოვანესია სხვა ასაკებთან ერთად მათი დაზიანე­ბის ხარისხისა და პათოლოგიურ პროცესებში ჩაბმის განსაზღვრა, რათა დროულად განხორ­ცი­ელ­დეს პრევენციული ღონისძიებანი.

ავტ.

 

10.13.17. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობა ფარული ვეგეტატიური დისფუნ­ქციისა და სისხლძარღვოვანი ჰიპერრეაქტიულობის დროს სპორტსმენ ბავშვებსა და მოზარდებში (დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციის საკითხები). /. ჩახუნაშვილი, იგ. დოლიძე, . ჯობავა, . ჩახუნაშვილი, . ფხალაძე, . გოგატიშვილი/. ბავშვთა კარდიოლოგია. – 2012. – #6. – გვ. 20-24. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სპორტში მოღვაწე ბავშვთა და მოზარდთა ფსიქო-ფიზიკური ჯანმრთელობა მოითხოვს მიზანდასახულ საექიმო კონტროლს, სამწვრთნელო პროცესების სრულყოფას, სპორტსმენის ორგანიზმის აღდგენითი პროცესების დაჩქარებას, რათა აცილებული იყოს მოსალოდნელი ორგანული გართულებები არარაციონალური ფიზიკური დატვირთვების შემთხვევაში, მით უმეტეს, რომ საქართველოში თანამედროვე მონაცემებით, სპორტულ სექციებში გაერთიანებულია 10000-ობით ბავშვი. ყოველივე ეს კი მოითხოვს მჭიდრო პროფესიულ თანამშრომლობას პედიატრებისა და სპორტული მედიცინის სპეციალისტების მხრიდან, რათა ოპტიმალურ რეჟიმში განხორციელდეს თანამედროვე წვრთნის პროცესების მართვა.

ავტ.

 

10.13.18. თანამედროვე ბავშვთა კარდიოლოგიაში არითმიებისა და მიტრალური სარქვლის პროლაფსის დიაგნოსტიკური ღირებულება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. /. ჩახუნაშვილი, . ჯობავა, . შვანგირაძე, . ინასარიძე, . გოგატიშვილი, . ბლიაძე/. ბავშვთა კარდიოლოგია. – 2012. – #6. – გვ. 25-27. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა არითმიებისა და მიტრალური სარქვლის პროლაფსის დიაგნოსტიკური ღირებულების გამოკვეთა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. მსპ-ით დაკვირვებაში მონაწილეობდა 250 ბავშვი, მათგან 225 დაავადებული და 25 სპორტსმენი. კვლევის შედეგად მსპ-იან ბავშვებში არითმია დადგინდა 56%-ში. შემუშავებული ადაპტაციური კარდიომიოპათიის გამოვლინების კომპლექსური კლინიკო-ინსტრუმენტული (დოპლერექოკარდიოგრაფიული, ეკგ, და სხვა) კვლევის შედეგები, სადიფერენციაციო კრიტერიუმები, პრედიქტორების განსაზღვრით, უნდა დაინერგოს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სამკურნალო კათედრების სასწავლო და სპორტსკოლებში იუნიორ სპორტსმენთა წვრთნათა პროცესებში .

ავტ.

 

10.13.19. მიკრონუტრიენტების დეფიციტის კორეგირება გულსისძარღვთა სისტემის დაავადებების მკურნალობის დროს. /. ზარნაძე, . ზარნაძე/. ბავშვთა კარდიოლოგია. – 2012. – #6. – გვ. 28-29. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანი იყო გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მკურნალობის დროს მიკრონუტრი­ენტების დეფიციტის კორეგირების შესწავლა და შეფასება. მიკრონუტრიენტების დეფიციტი სერიოზულ და მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებაში. დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით და ავადმყოფთა ცხოვრების ხარისხის გასაზრდელად აუცილებელია ნუტრიენტებზე დადგენილი სტანდარტების დაცვა.

ავტ.

 

10.13.20. კალათბურთელთა ფიზიკური და ფუნქციური მაჩვენებლების შედარებითი ანალიზი ,,აპიკორი”- მოქმედების ფონზე. /. ჩახუნაშვილი, . ჯობავა, . ბადრიაშვილი, . თოფურიძე, . შაქარაშვილი, . ჩახუნაშვილი/. ბავშვთა კარდიოლოგია. – 2012. – #6. – გვ. 30-32. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია ამინომჟავებით, მინერალებით და ვიტამინებით გამდიდრებულიაპიკორის როლისპორტსმენების რეაბილიტაციაში. გამოკვლევებმა გამოავლინა, რომ იმ სპორტსმენებს, რომლებიც იღებდნენ აპიკორს, უკეთესი ფიზიკური პარამეტრები ჰქონდათ. “აპიკორისგამოყენებამ გააუმჯობესა მუშაობის უნარი, ადაპტაციის მექანიზმები იმის ხარჯზე, რომ ხელი შეუწყო აღდგენით პროცესებს.

ავტ.

 

10.13.21. იმუნური ჰომეოსტაზი და მისი კორექცია აპიპულმოთი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს ბავშვებში. /. ჩახუნაშვილი, . თოფურიძე, . ჯობავა, . ბადრიაშვილი, . ჩახუნა­შვილი, . ხოდელი/. სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია. – 2012. – #14-9-8. – გვ. 27-29. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

გამოკვლევის მიზანი იყო იმუნური სისტემის პარამეტრების შესწავლა აპიპულმოს მიღების ფონზე მწვავე ვირუსი რესპირატორული ინფექციით დაავადებულ ბავშვებში. გამოვიკვლიეთ 60 ბავშვი, 1-დან 5 წლამდე, მწვავე ვირუსული სასუნთქი სისტემის დაავადებებით. პაციენტები ორ ჯგუფად დაიყო: I ჯგუფში 32 პაციენტი სიმპტომატურ მკურნალობას იტარებდა, II ჯგუფში კი 28 პაციენტი ბაზისური მკურნალობის ფონზე იღებდა აპიპულმოს. პაციენტებს 20 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. იმუნური სისტემის მდგომარეობის ტესტი ტარდებოდა მკურნალობამდე და მის შემდეგ. დადგინდა, რომ აპიპილმოს მიღება ბაზისური მკურნალობის ფონზე შესამჩნევად აუმჯობესებს უჯრედულ და ჰუმორულ იმუნურ სტატუსს მწვავე რესპირატორული ინფექციით დაავადებულ პაციენტებში. აპიპულმოს დამატება ძირეულ მკურნალობაზე ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას და ამცირებს გართულებების შანსს სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციებისას.

ავტ.

 

10.13.22. ,,აპიჰეპატისეფექტურობა ბრონქოპნევმონიების კომპლექსურ მკურნალობაში. /. ჩახუნა­შვილი, . ბადრიაშვილი, . თოფურიძე, . ჯობავა, . შაქარაშვილი, . ჩახუნაშვილი, . გოგილაშვილი/. სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია. – 2012. – #14-9-8. – გვ. 30-32. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანი იყო იმუნური დაცვის შესწავლა პატარა ასაკის ბავშვებში, რომელთაც აქვთ ბრონქო­პნევ­მონიური დაავადებები. შესწავლილ იქნა T ლიმფოციტები და მათი სუბპოპულაციები CD3, CD4, CD8, pyantibodies. ასევე B ლიმფოციტების პროცენტულობა და იმუნოგლობულინ G, A და M-ის მაჩვენებ­ლები სისხლის შრატში. დადგენილ იქნა, რომ ბრონქოპნევმონიისას უფრო ზიანდება უჯრედული იმუნური სისტემა და ამ დროს იმუნომოდულატორების მიცემა გამართლებულად შეიძლება ჩავთვალოთ. აპიჰეპატის მიღებამ ძირეულ სამკურნალო პრეპარატების ფონზე მოგვცა, როგორც უჯრედული ასევე ჰუმორული იმუნიტეტის გაუმჯობესება ბრონქოპნევმონიით დაავადებულ პაციენტებში.

ავტ.

 

10.13.23. გენომური იმპრინტინგის საიდუმლო და რეალობა. /. ჭიპაშვილი, . იმნაძე/. სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია. – 2012. – #14-9-8. – გვ. 32-33. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

გენომური იმპრინტინგი არის ეპიგენეტიკური ფენომენი, რომელიც მოიცავს მონოალელური გენების ექსპრესიას დედის ან მშობლის ქრომოსომებისა, გენეტიკური კოდის შეცვლის გარეშე. ამის გამო ინდივიდი იღებს მხოლოდ ნახევარგენეტიკურ ინფორმაციას. ეს უნიპარენტული დისომიას არის მიზეზი, ერთი აქტიური გენის დაკარგვის. იმპრინტული გენის სათანადო აქტივობა საჭიროა ნორმალური განვითარებისთვის; წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მივყავართ ფიზიკურ, გონებრივ და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან.

ავტ.

 

10.13.24. ბათუმში სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის გავრცელება პუბერტულ ასაკში. /. რუხაძე, . ღლონტი/. სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია. – 2012. – #14-9-8. – გვ. 37-38. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

გამოკვლეულ იქნა ბათუმში მცხოვრები 112 გოგო (11-დან 15 წლამდე). მათ ულტრაბგერითი კვლევა ჩაუტარდათ. დადგინდა TSH, FT4 და AT-TPO- დონე სისხლში. გამოკვლევამ ცხადყო, რომ პათოლოგიის (ფარისებრი ჯირკვლის სუბკლინიკური და მანიფესტური ფუნქციის მოშლა) სიხშირე იზრდება პუბერტული ასაკის გოგონებში.

ავტ.

 

10.13.25. “ბავშვთა პარაზიტული დაავადებები და ასაკი”. /. ცხომელიძე, . ხაბეიშვილი, . ჩახუნა­შვილი, . ჯანელიძე, . კუცია, . ქასრაშვილი, . ნიშნიანიძე/. სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია. – 2012. – #14-9-8. – გვ. 39-40. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

საქართველოში გავრცელებულია ვისცერული ლეიშმანიოზი, რომლითაც ძირითადად ავადდებიან 2-4 წლის ბავშვები, თუმცა დაავადებამ მნიშვნელოვნად მოიმატა 1996 წლიდან მოზრდილი ასაკის პოპუ­ლა­ციაში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჩატარებული კვლევების შედეგად, ეს დაავადებები დაფიქსირდა 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვებშიც.

ავტ.

 

10.13.26. დაუსრულებელი ოსტეოგენეზის (Osteogenesis Imperfecta) მქონე პაციენტებში კბილების განვითარების ანომალიების გავრცელების სიხშირე და მათი კლინიკური თავისებურებები. /. ალანია, . ივერიელი, . ჭიღლაძე, . აბაშიძე, . გოგიშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 3-6. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

დაუსრულებელი დენტინოგენეზი - Dentinogenesis Imperfecta Type IB/DI-IB (DI; DGI) იშვიათი გენეტიკური დაავადების დაუსრულებელი ოსტეოგენეზის - Osteogenesis Imperfecta (OI) მიზეზით დეტერმინირებული კბილის დენტინის განვითარების ანომალიაა. სტატიის ავტორთა მიერ გამოკვლეულ 19 პაციენტში DI კლინიკური მახასიათებლები შემდეგი პროცენტულ-რაოდენობრივი თანაფარდობით განაწილდა: დისკოლორიზებული კბილები 21.05%/4 პირი; პათოლოგიური ცვეთა 36.84%/7; გვირგვინისა და ფესვის დამახასიათებელი ფორმა 21.05%/4; შევიწროებული საზღვარი გვირგვინოვანსა და არხოვან პულპას შორის, ობლიტირებული კბილის ღრუ, მოკლე და ვიწრო ფესვები 0%/0; ინტაქტური კბილის ფესვის პერიაპიკალური დაზიანება ძვლოვანი დეფექტის არსებობით 5.26%/1. OI დაავადებულებში DI აღინიშნებოდა შემთხვევათა 42.10%/8 პირი. ადენტია - Dental Agenesis კბილების რაოდენობის ნაკლოვანებაა, რომლის გამომწვევ მიზეზებს შორის წამყვანი გენეტიკური ფაქტორია. შესწავლილ პაციენტებში დაფიქსირდა ადენტიის ერთი - 5.26% შემთხვევა შემდეგი კლინიკური ნიშნებით: სარძევე კბილების დისკოლორიზაცია და პათოლოგიური ცვეთა შერწყმული 15 მუდმივი კბილის ადენტიასთან. Hiperdontiis - Hyperdontia (რაოდენობრივად ზედმეტი კბილის ჩანასახი) ზუსტი ეტიოლოგია ბოლომდე უცნობია, მაგრამ გენეტიკური ფაქტორი უდავოა. OI დაავადებულთაგან ერთ - 5.26% პაციენტს ზედა ყბაზე აღმოაჩნდა ზედმეტი ერთი კბილის ჩანასახი სახის შუა ხაზთან (meziodensi - Mesiodens). ავტორთა აზრით, კბილების განვითარების ანომალიებს: დაუსრულებელ დენტინოგენეზსა და ადენტია- ჰიპერდონტიას გააჩნია საერთო ეტიოლოგიური ბუნება ერთი გენეტიკური დაავადების - OI ჩრდილში. გარდა საერთო გენეტიკური გენეზისა, მათ შორის რაიმე სხვა კავშირის შესახებ დღევანდელი ლიტერატურული მონაცემებით უცნობია და სამომავლო კვლევების პრეროგატივაა.

ავტ.

 

10.13.27. ჭიაყელა ნაწლავის უცხო სხეული (კლინიკური შემთხვევის აღწერა). /. ახმეტელი, . ძნელაძე, . საგინაშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 6-7. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

აპენდიქსში უცხო სხეულის მოხვედრა საკმაოდ იშვიათია და სავარაუდოდ ხდება მაშინ, როცა უცხო სხეული, რომელიც ნაწლავის შიგთავსზე მძიმეა, სიმძიმის ძალით ყოვნდება ცეკუმში და შემდგომ გადადის ჭიაყელა დანამატში. სხვადასხვა ავტორთა მონაცემით, უცხო სხეული აპენდიციტის მიზეზი შემთხვევათა 0,0005-დან 3%-ია. აღწერილია საკუთარი კლინიკური დაკვირვება: 19 წლის მამაკაცმა მიმართა სტაციონარს ძლიერი ტკივილით ილეოცეკალურ არეში ტკივილის დაწყებიდან 0,5 სთ-ში. მან 4 დღის წინ შემთხვევით გადაყლაპა ლურსმანი. 4 გასტროინტესტინური ტრაქტის უცხო სხეულის, ნაწლავის კედლის შესაძლო დაზიანების წინასწარი დიაგნოზით ჩატარდა სასწრაფო ოპერაცია. აღმოჩნდა მცირე რაოდენობით სეროზული გამონადენი მუცლის ღრუში. აპენდიქსის კედელზე მცირე ზომის ჰემატომა. პალპაციით უცხო სხეულის ნახევარი ისინჯებოდა აპენდიქსში, ნახევარი - ცეკუმში, წვეტით ცეკუმისაკენ. მანუალურად უცხო სხეული გადატანილ იქნა აპენდიქსში. შესრულდა ტიპური აპენდექტომია. ავადმყოფი 2 დღეში გაეწერა სტაციონარიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.

ავტ.

 

10.13.28. მუცლის ღრუს ავთვისებიანიშეხორცებითი დაავადება. /. აზმაიფარაშვილი, . თომაძე, . მეგრელაძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 7-9. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

წარმოდგენილია მუცლის ღრუში ნაწლავთაშორისი შეხორცებების სამი შემთხვევა. ავტორთა დასკვნით, მუცლის ღრუს „ავთვისებიანიშეხორცება იშვიათ და ვერაგ გართულებას წარმოადგენს, რომლის დროსაც გამოხატულია მკვრივი ჰიპერპლასტიური პროცესი და პრაქტიკულად შეუძლებელია სინექიოლიზის წარმოება. ამ დროს მაღალია ლეტალობა. მისი გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მუცლის ღრუში ანთების ფონზე ჩატარებული ოპერაციაა, რომელიც ავტორთა ვარაუდით, შეიძლება განპირობებული იყოს როგორც ტრავმული დაზიანებით, ან/და ძლიერი ანთებითი პროცესით, ისე ჰიპერპლასტიური სინექიოგენეზისადმი გარკვეული წინასწარგანწყობით. მის პროფილაქტიკას ნაწლავთა ინტრაოპერაციული ტრავმატიზაციის მინიმიზაცია, ადეკვატური ანთებისსაწინააღმდეგო მკურნალობა და პოსტოპერაციულ პერიოდში ავადმყოფის ადრეული გააქტიურება წარმოადგენს, თუმცა ეს მიდგომა, სამწუხაროდ, არ არის მსგავსი გართულების თავიდან აცილების საიმედო გზა.

ავტ.

 

10.13.29. გლუკოზისა და ინსულინის მაჩვენებლები პერიფერიულ სისხლში HCV- ინფიცირებულ პაციენტებში. /. ბოჭორიშვილი, . ვაშაკიძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 9-11. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილია გლუკოზისა და ინსულინის როლი და მნიშვნელობა, როგორც ინსულინრეზისტენტობის მარკერებისა, HCV-ინფექციით ავადმყოფების იმუნოპათოგენეზში. გამოკვლეულია გლუკოზისა და ინსულინის მაჩვენებლები HCV ინფექციით 130 პაციენტში (20 - მწვავე, 38 – ქრონიკული, 72 პაციენტი ქრონიკული C ჰეპატიტით ციროზის სტადიაში). დადგინდა გლუკოზისა და ინსულინის მაჩვენებლების მომატება C ჰეპატიტით პაციენტებში, რაც მიუთითებდა ინსულინრეზისტენტობის არსებობაზე. აღნიშნული დარღვევები კორელირდებოდა ღვიძლის დაზიანების ხარისხთან. ავტორთა დასკვნით, აუცილებელია ასეთ პაციენტებში ინსულინრეზისტენტობის მონიტორინგი, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ კონტინგენტში გართულებების დროულად თავიდან აცილებასა და პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ავტ.

 

10.13.30. HOMA-IR მაჩვენებელი კომბინირებული ანტივირუსული მკურნალობის დროს ქრონიკული HCV- ინფიცირებულ პაციენტებში. /. ბოჭორიშვილი, . ვაშაკიძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 11-13. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

მოყვანილია ქრონიკული C ჰეპატიტით დასნეულებულ პაციენტთა შორის ინსულინრეზისტენტობის გავრცელების შესწავლის შედეგები. მაჩვენებლების ცვლილებები ისწავლებოდა PEG-IFN- -2b-ით და რიბავირინით ანტივირუსული მკურნალობის ფონზე. 30 პაციენტში, მკურნალობის დაწყებამდე, განმავლობაში და დამთავრების შემდეგ, გამოკვლეულია გლუკოზის, ინსულინის და HOMA-IR მაჩვენებლები. პაციენტებში, რომლებთანაც მიღწეულ იქნა მყარი ვირუსული პასუხი, მკურნალობის დაწყებიდან მე-12 კვირაზე და მკურნალობის დამთავრებისას HOMA-IR მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, კომბინირებულ ანტივირუსულ თერაპიაზე არამოპასუხეებში კი - საწყის მაჩვენებელთან შედარებით პრაქტიკულად არ შეცვლილა. პაციენტებში, რომლებმაც უპასუხეს ანტივირუსულ თერაპიას, მაგრამ მოგვიანებით განუვითარდათ რელაფსი, HOMA-IR შემცირდა მკურნალობის პროცესში არასარწმუნოდ, შემდეგ კი დაუბრუნდა საწყის მაჩვენებელს. ავტორთა დასკვნით, HOMA-IR მაჩვენებლის განსაზღვრა ინსულინრეზისტენტობის ადრეული დიაგნოსტიკისა და თერაპიის საშუალებას იძლევა, რაც დადებით გავლენას მოახდენს ანტივირუსული თერაპიის ეფექტურობაზე.

ავტ.

 

10.13.31. ჰეილიტების დიფერენციული დიაგნოსტიკის ალგორითმის ოპტიმიზაციისათვის. /. ბორჯაძე, . ივერიელი, . ხარძეიშვილი, . აბაშიძე, . გოგიშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 13-15. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

ტუჩის სხვადასხვა პათოლოგიით დაავადებული 102 პაციენტის გაფართოვებული კლინიკურ-მორფო­ლო­გიური ალგორითმით ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე, შემუშავებულია დიფერენციული დიაგნოსტიკის გატარების ოპტიმალური სქემა. ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე ავტორებს გამოაქვთ დასკვნა, რომ სხვადასხვა სახის ტუჩის დაავადებების (ზოგჯერ პრიორიტეტულ) პროცესს წარმოადგენს ანთება, რომელიც რიგ შემთხვევებში წარმოჩენილ შეიძლება იყოს ყველა დამახასიათებელი კომპონენტით ან ნარჩენი და პოსტიმფლამატორული ცვლილებების სახით, რაც საფუძველს იძლევა რეკომენდაციისათვის, რომლის მიხედვით ტუჩის დაავადებათა სამკურნალო არსენალში, როგორც აუცილებელი კომპონენტი, ჩართულ იქნეს ანტიიმფლამატორული საშუალებები.

ავტ.

 

10.13.32. საქართველოში მოზარდი ქრისტესისხლას ანტიოქსიდანტური აქტიურობის შესწავლა. /. ბოჟაძე, . მშვილდაძე, . ვაჩნაძე, . ბაკურიძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 15-16. - ინგლ.; რეზ.: ქართ.

ქრისტესისხლა (Chelidonium majus L.) მიეკუთვნება ყაყაჩოსებრთა (Papaveraceae) ოჯახს. საქართვე­ლოში მოზარდი ქრისტესისხლას მიწისზედა (ექსტრაქტი #1) და მიწისქვედა (ექსტრაქტი #2) ნაწილე­ბიდან მიღებულია მშრალი ექსტრაქტები და სამი ინდივიდური ალკალოიდი (ხელიდონინი, სტილო­პინი, პროტოპინი). შესწავლილია მათი ანტიოქსიდანტური აქტიურობა, რაც განსაზღვრულია ORAC და DCFH-DA მეთოდებით. ექსპერიმენტში სტანდარტად გამოყენებულია ქვერცეტინი. ORACმეთოდით ხელიდონინს ახასიათებს 3-ჯერ უფრო ძლიერი მოქმედება, ვიდრე სტანდარტს, ხოლო DCFH-DA მეთოდით - არაეფექტურია. აღნიშნული შემთხვევა განპირობებულია ხელიდონინის ციტოტო­ქსი­კური აქტიურობით.

ავტ.

 

10.13.33. ამელობლასტომა და მისი ქირურგიული მკურნალობის ასპექტები. /. ბრეგაძე, . აწყვერელი, . ჭუჭულაშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 17-19. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია ამელობლასტომა (ადამანტინომა) - ეპითელური წარმოშობის კეთილთვისებიანი ოდონტო­გენური სიმსივნე, რომელიც თავისი მიკროსტრუქტურით მინანქრის ორგანოს ჩანასახს წააგავს. დაავადება შემთხვევათა 8%-ში აზიანებს ქვედა ყბის ძვალს. დაახლოებით 70%-ში იგი ლოკალიზდება ქვედა მოლარების, კუთხისა და ტოტის არეში, 20%-ში პრემოლარების არეში, ხოლო 10%-ში მენთალურ არეში. მიკროსკოპულად განანსხვავებენ ამელობლასტომის მრავალ ფორმას. ფოლიკულურს, პლექსიფორმულს, აკანტომატოზურს, ბაზალურუჯრედოვანს, გრანულარულს და სხვა. მაკროსკოპულად ამელობლასტომა გვხვდება ორი სახით: მაგარი (ამელობლასტომა სოლიდუმ) და კისტოზური (ამელობლასტომა ცყსტიცუმ).კლინიკაში უპირატესად (5ჯერ მეტად) გვხვდება ამელობლასტომის კისტოზური ფორმა (პოლიკისტომა), თუმცა ზოგიერთი ავტორის (.. მიგუნოვი, 1963) მონაცემებით კისტური ფორმის განვითარება ხდება თანდათანობით - ამელობლასტომის სოლიდური ფორმისაგან. დაავადება თანაბარი სიხშირით გვხვდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში, ძირითადად 20-40 წლის ასაკში, თუმცა აღწერილია ამელობლასტომის კლინიკური შემთხვევები ახალშობილებში და მოხუცებულებში.

ავტ.

 

10.13.34. არტერიული ჰიპერტენზიის გართულებები და მათი პრევენციის გზები. /. გვანცელაძე, . გიორგაძე, . გვანცელაძე, . ჯანაშია/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 21-24. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

გაანალიზებულია 217 ავადმყოფის სამედიცინო რუკა, რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი იყვნენ შინაგანი დაავადების გადაუდებელი მდგომარეობის გამო. დადგინდა, რომ პაციენტთა სასწრაფო ჰოსპიტალიზა­ციის მიზეზი თერაპიული სერვისის განყოფილებაში უხშირესად არტერიული ჰიპერტენზია და მისი გართულებებია: გულის იშემიური დაავადება - 40,7%, ცერებრო-ვასკულური დაავადება - 9,2%. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთა დროული კლინიკური გამოკვლევა და ადეკვატური მკურნალობა დაბალ დონეზეა, ხოლო პრევენციული ღონისძიება იშვიათობას წარმოადგენს. არტერიული ჰიპერტენზიის გართულებით გამოწვეული ინვალიდობის და სიკვდილობის სიხშირის შესამცირებლად საჭიროა სახელმწიფოს აქტიური ჩაბმა, ჯანდაცვის სისტემაში ახალი რგოლის შექმნა, რომელიც დაკომპლექტდება მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებით. საჭიროა პაციენტთა შორის თვითშეგნების ამაღლება, რათა მათ ჩამოუყალიბდეს ექიმის რჩევა-დარიგების მიმართ მაღალი ამყოლობა.

ავტ.

 

10.13.35. იმუნიტეტის არასპეციფიური და სპეციფიური მაჩვენებლების ცვლილებები პაროდონტიტის დროს. /. გოგებაშვილი, . ჯაში/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 24-25. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილია პაროდონტიტის დროს იმუნიტეტის არასპეციფიური (პირის ღრუში ლეიკოციტების მიგრაციის და ეპითელური უჯრედების დესქკვამაციის ხარისხი, ნერწყვში SIgA და ლიზოციმის აქტივობა) და სპეციფიური (ფაგოციტური აქტივობა, იმუნიტეტის T-და B-სისტემის - CD3, CD4, CD8, CD19, პროანთებადი ციტოკინების IL1, IL8, TNFa და ინტერფერონის სისტემის INFa და INFg) მაჩვენებლების ცვლილებები. დადგენილია, რომ პაროდონტიტის დროს ვითარდება მეორადი იმუნოდეფიციტი, რომლის ხარისხი ასახავს ანთებითი პროცესის ინტენსიურობას, რაც თეორიულად ასაბუთებს იმუნოთერაპიის ჩატარების აუცილებლობას. ავტორთა დასკვნით, მიზანშეწონილია მცენარეული წარმოშობის იმუნომამოდულირებელი და ანტიოქსიდანტური პრეპარატების გამოყენება, რომლებსაც ახასიათებთ ადაპტოგენური თვისებები, იწვევენ თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზე­ბას, მათი ორგანიზმიდან გამოყოფას, ჰიპოქსიის შემცირებას, დარღვეული ჰომეოსტაზის და დამცველი მექანიზმების მოწესრიგებას

ავტ.

 

10.13.36. სახის ზედა და შუა ზონის ძვლების ტრავმული დაზიანებების მკურნალობაში გამოყენებული ოსტეოსინთეზის სხვადასხვა მეთოდის კლინიკური შეფასება. /. გვენეტაძე, . დანელია, . გვენეტაძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 27-29. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

სახის ზედა და შუა ზონის ძვლების მოტეხილობების მქონე ავადმყოფთა მკურნალობის საკითხი, ყბასახის ქირურგთა დიდი ყურადღების მიუხედავად, დღემდე რჩება მთლიანად გადაუჭრელ და აქტუალურ პრობლემად. პრობლემის მნიშვნელობა განპირობებულია ამ ლოკალიზაციის ტრავმების რიცხვის ზრდით და მკურნალობის არადამაკმაყოფილებელი შედეგებითვითარდება სხვადასხვა პოსტტრავმული დეფექტები და დეფორმაციები მკვეთრი ესთეტიკური და ფუნქციური მოშლილობებით. მოყვანილია ავადმყოფთა მკურნალობის შედეგების ანალიზი ოსტეოსინთეზის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისას. პირველი ჯგუფის ავადმყოფებში ოსტეოსინთეზისთვის გამოყენებული იყო მავთულო­ვანი ნაკერი (102), მეორე ჯგუფში - მინიფირფიტები და ჭანჭიკები (174), მესამე ჯგუფი თორმეტმა ავადმყოფმა, რომელსაც ჩაუტარდა ოსტეოსინთეზის კომბინირებული მეთოდი: გამოყენებული იყო მონატეხი ფრაგმენტების ერთდროული ფიქსაცია მავთულოვანი ნაკერით და ტიტანის მინიფირ­ფი­ტებით. ანალიზის საფუძველზე ჩატარებულია ოსტეოსინთეზის მეთოდების შედარებითი შეფასება, დამუშავებულია დიფერენციული მიდგომა მათ მიმართ, შესწავლილია შეცდომები და გართულებები სახის ზედა და შუა ზონის ძვლების ოსტეოსინთეზის დროს.

ავტ.

 

10.13.37. ფლუოქსეტინის რაოდენობრივი განსაზღვრის მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიული მეთოდის დამუშავება ადამიანის სისხლის პლაზმის მოდელზე. /. გვრიტიშვილი, . კუნჭულია, . ჭუმბურიძე, . ჯოხაძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 30-33. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

შემუშავებულია ფლუოქსეტინის რაოდენობრივი განსაზღვრის მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრა­ფიული მეთოდი ქართული პოპულაციის პირთა პლაზმაში (მოდელზე). აპარატ - “WATERS”-ის ულტრა­იისფერი და დიოდური დეტექტორის (DAD) გამოყენებით; ავტორთა დასკვნით, გამოყენებული მეთოდი საშუალებას იძლევა განისაზღვროს ფლუოქსეტინის კონცენტრაცია ადამიანის სისხლის პლაზ­მაში 1-200 ნგ-ის ფარგლებში, რაც სრულიად სარწმუნოა ფლუოქსეტინის კონცენტრაციის მონიტორინგის ჩასატარებლად პაციენტის სისხლის პლაზმაში უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის მიზნით და, ასევე, სასამართლო - ექსპერტიზის თვალსაზრისით.

ავტ.

 

10.13.38. ღვიძლის ამებური აბსცესის მკურნალობის მინიინვაზიური მეთოდების შედარებითი დახასიათება. /. დათუაშვილი, . ტაბუცაძე, . ლობჟანიძე, . ირემაშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 34-37. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

ნაწლავგარეთა ანუ მეტასტაზური ამებიაზი წარმოადგენს შინაგანი ორგანოების (ღვიძლის, ფილტვების, ტვინის) და ქსოვილების (მაგ. კანის) პარაზიტულ დაავადებას, რომლის გამომწვევია ერთუჯრედიანი უმარტივესი მიკროორგანიზმიEntamoeba Histolytica. ავტორთა დაკვირვებით, ღვიძლის ამებური აბსცესის ქირურგიული მკურნალობის ლაპაროსკოპიული მეთოდი საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს ჩირქგროვის ლოკალიზაცია და მისი აბსოლუტური ზომები. ჩვეულებრივ აბსცესის ღრუ არ გაიმიჯნება ღვიძლის ჯანსაღი ქსოვილისაგან გამოკვეთილი საზღვრის არსებობით, განსაკუთრებით დაწყებით სტადიაში. თუმცა ჯანსაღი ქსოვილისგან იგი კარგად გამოიყოფა მორუხო ფერის ზედაპირით. აბსცესის ღრუ ღვიძლის ზედაპირიდან ამობურცულია, ცენტრში დარბილების უბანი კი გამოკვეთილი. ფიბროზული გარსი ყველა შემთხვევაში დაჭიმულია, ღრუს შიგთავსი ჩირქის მაღალი წნევის გამო. აღინიშნება დადებითიუნდულაციის ფენომენი, რაც კარგად შეიგრძნობა ენდოსკოპიური ინსტრუმენ­ტით. გამოტანილია დასკვნა, რომ ღვიძლის ამებური აბსცესის ქირურგიული მკურნალობის არჩევის მეთოდად მიჩნეულ უნდა იქნეს ლაპაროსკოპიული მეთოდი, რამდენადაც იგი იძლევა აბსცესის ღრუს სრული ასპირაციისა და სანაციის, აგრეთვე სრულფასოვანი დრენირების შესაძლებლობას. ლაპაროსკო­პიული ასპირაცია, სანაცია და დრენირება უნდა ჩატარდეს ანტიპროტოზოული და ანტიბაქტერიული თერაპიის პარალელურად. მცირე ზომის აბსცესის შემთხვევაში კონსერვატულმა თერაპიამ შედეგი უნდა მოგვცეს 5-7 დღის განმავლობაში, რაც ვერიფიცირებული უნდა იქნეს კლინიკურად და ექოსკოპიურად. უეფექტობის შემთხვევაში უნდა დაისვას ლაპაროსკოპიული ოპერაციული ჩარევის საკითხი.

ავტ.

 

10.13.39. იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის კვება და სოციალური დაცვა. /. დარსანია, . რამინაშვილი, . ზარნაძე, . ყურაშვილი, . ზარნაძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერ­სიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 37-38. - ინგლ.; რეზ.: ქართ.

იძულებით გადაადგილებულთა კვების რაციონისა და სოციალური მდგომარეობის კვლევის შედეგად დადგენილი იქნა, რომ კვების რაციონში არასაკმარისია ისეთი პროდუქტების შემცველობა, როგორიცაა ხორცი, თევზი, ბოსტნეული. პენსიონერთა და ხანდაზმულთა რაციონი ერთფეროვანია და დაბალი კვებითი ღირებულება აქვს. მოსახლეობის უმრავლესობა ვერ იღებს ხორცს, ხილსა და ბოსტნეულს ყოველდღიურ რაციონში. კვებითი ქცევის ცვლილებისათვის არსაკმარისია ჯანმრთელობითი განათლება. ამ კატეგორიის მოსახლეობის უმრავლესობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფი­ლებელია. არაკეთილსაიმედო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ძლიერ გავლენას ახდენს ჯანმრთელობის სტატუსზე და მოითხოვს ისეთი სოციალური სერვისების ხარისხის გაზრდას, როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა. იძულებით ადგილნაცვალი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პრობლემები უნდა რეგულირდებოდეს ადგილობრივი მმართველობითი ორგანოებისა და სამედიცინო სერვისების მიმწოდებლების მიერ.

ავტ.

 

10.13.40. ლიპიდური ცვლის მაჩვენებლები, მაღალმგრძნობიარე C-რეაქტიული პროტეინი და ციტო­კინები მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში. /. ემუხვარი, . ნაფეტვარიძე, . მამაცა­შვილი, . ხიჯაკაძე, . მიმინოშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 39-41. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

კერძო თერაპიის მიმართულება შესწავლილია პროანთებითი მარკერები მწვავე კორონარული სინდრო­მით ავადმყოფებში, მათი კორელაცია ლიპიდური ცვლის მაჩვენებლებთან და დაავადების სიმძიმესთან. კვლევის შედეგად განისაზღვრა, რომ მწვავე კორონარული სინდრომის დროს აქტიურად მიმდინარეობს ათეროსკლეროზული პროცესის ანთებითი რეაქცია, განსაკუთრებით კი შაქრიანი დიაბეტის და დისლი­პი­დემიის მქონე პაციენტებში. აღნიშნული მახასიათებლებით ხსნიან ავტორები შესწავლილი კატეგორიის პაციენტების უფრო ცუდ პროგნოზს. ავტორთა დასკვნით, გულის იშემიური დაავადების ადრეულ სტადიაზე პროანთებითი ციტოკინების შესწავლით, ათეროსკლეროზის ანთების კომპონენტის კონტროლი საგრძნობლად გააუმჯობესებს ამ პაციენტთა პროგნოზს.

ავტ.

 

10.13.41. გამა-გლუტამილტრანსფერაზას კონცენტრაციის კორელაცია მწვავე კორონარული სინდრომის სიმძიმესა და რისკ-ფაქტორებთან. /. ემუხვარი, . ნაფეტვარიძე, . მამაცაშვილი, . ხიჯაკაძე, . მიმინოშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 41-43. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილია მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტის სისხლის შრატში გამა - გლუტამინ­ტრანსფერაზას (გგტ) კონცენტრაციის ცვლილების დამოკიდებულება მაღალმგრძნობიარე Cრეაქტიულ ცილასთან (Hs-CRP), მწვავე კორონარული სინდრომის სიმძიმესა და სხვა რისკ-ფაქტორებთან. კვლევა ჩატარდა მწვავე კორონარული სინდრომით დასნეულებულ 100 პაციენტზე, მათ შორის: არასტაბილური სტენოკარდია (UAP) მიოკარდიუმის ინფარქტი შთ-სეგმენტის ელევაციით (STEMI), მიოკარდიუმის ინფარქტი შთ-სეგმენტის ელევაციის გარეშე (NSTEMI). პაციენტებში ისწავლებოდა გულის იშემიური დაავადების (გიდ) რისკ-ფაქტორები: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს წევა, დისლიპიდემია, სიმსუქნე - სხეულის მასის ინდექსის BMI- მიხედვით. უზმოდ სისხლში ისაზღვრებოდა გგტ, Hs-CRP, ლიპიდები, გლუკოზა. დადგინდა, რომ გგტ და Hs-CRP დონე სარწმუნოდ მაღალია მწვავე კორონარული სინდრომით პაციენტებში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით; გგტ- კონცენტრაცია დაკავშირებულია მწვავე კორონარული სინდრომის სიმძიმესთან, კორელაციაშია Hs-CRP- დონესთან და განსხვავდება რისკ-ფაქტორების მიხედვით.

ავტ.

 

10.13.42. მენჯის სისხლძარღვების არტერიულ-ვენოზური მალფორმაცია და მისი კომბინირებული მკურნალობა. /. ვარდიშვილი, . მუხიგულაშვილი, . კიწმარიშვილი, . ალადაშვილი, . რუაძე, . ჯინჭველაძე, . ქუთათელაძე, . ქუნთელია/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 46-48. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

მენჯის სისხლძარღვების თანდაყოლილი არტერიულ - ვენური მალფორმაცია იშვიათ პათოლოგიათა რიცხვს მიეკუთვნება (pAVM); მისი პათოგენეზი დღემდე უცნობია. არტერიულ-ვენური მალფორმაცია სისხლძარღვების განვითარების თანდაყოლილ დეფექტს წარმოადგენს და ვლინდება კაპილარული ქსელის არარსებობით. ეს პათოლოგია გამოირჩევა ავადობისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებ­ლით, ვინაიდან შესაძლოა გართულდეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი სისხლდენით. საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ავტორები მიიჩნევენ, რომ მენჯის სისხლძარღვების თანდაყოლილი არტერიულ-ვენური მალფორმაცია იშვიათ პათოლოგიათა რიცხვს მიეკუთვნება (pAVM) და გამოირჩევა ავადობისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით. მენჯის არტერიულ-ვენური მალფორმაცია სიცოცხლისთვის საშიში და დამაინვალიდებელი დაავადებაა; ამ პათოლოგიის კომბინირებული მკურნალობა, კერძოდ, ენდოვასკულური და ღია წესით ქირურგიული მეთოდების ერთობლივი გამოყენება, განაპირობებს გართულებების მინიმუმამდე შემცირებას და მკურნალობის შედეგების ეფექტურობის მინიშნველოვან ზრდას.

ავტ.

 

10.13.43. STEC- შიგა-ტოქსინ მაპროდუცირებელი E.Coli-ინფექცია და მისი გართულებები. /. ვაშაკიძე, . მეგრელიშვილი, . პაჭკორია, . თევზაძე, . ლაშქარაშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 48-50. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

განიხილება 2011 წელს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ჰემორაგიული კოლიტის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებული 100 პაციენტის გამოკვლევისა და მკურნალობის შედეგები. STEC-ის ინფექცია დაუდასტურდა 50 პაციენტს (50%). STEC- ინფექციის დადგენა ხდებოდა: ბაქტერიოლოგიური, მოლეკულურ-ბიოლგიური და სეროლოგიური მეთოდებით (NCDC). მიღებული ლაბორატორიული შედეგები მიუთითებს საქართველოში შიგა-ტოქსინ მაპროდუცირებელი E.Coli- ცირკულაციაზე, გამოვლენილი იყო როგორც 0157 ისე non-0157 შტამები (026, 0111, 0103 და ..). ახალი თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით (PCR და ImmunoCardSTAT) შიგა-ტოქსინის მოლეკულური მარკერების ფეკალიებში დეტექციის შემდეგ, STEC ინფექციის დადასტურების სიხშირე სარწმუნოდ გაიზარდა ბაქტეროლოგიურ კვლევასთან შედარებით (41% ვს 19% შესაბამისად). STEC ინფექცია მძიმე მიმდინარეობით ხასიათდებოდა სხვა ეტიოლოგიის ჰემორაგიულ კოლიტებთან შედარებით. გართულებები განუვითარდა პაციენტთა 32%-, მათგან HUS- გამოვლინდა უხშირესად პრემორბიდული ფონით ქალებში (26%). ჰემოდიალიზი საჭირო გახდა 5-თან. კომლექსური ეტიოპათოგენეზური თერაპიით ყველა პაციენტი განიკურნა, ლეტალურ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

ავტ.

 

10.13.44. საქართველოში გავრცელებული ენდემური მცენარის Betula megrelica- პოლიფენოლების ანტიოქსიდანტური აქტივობა. /. ზარდიაშვილი, . ჯოხაძე, . კუჭუხიძე, . მშვილდაძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 50-52. - ინგლ.; რეზ.: ქართ.

ჩატარებულია საქართველოში გავრცელებული ენდემური მცენარე - არყის ხის (Betula megrelica oj. Betulaceae) პოლიფენოლური შენაერთების ექსტრაქციული ფრაქციონირება. შესწავლილია მეთანოლი­ანი ექსტრაქტისა და ორგანული ფრაქციების ინვიტრო ანტიოქსიდანტური აქტივობა DPPH რეაქტივით. მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობით ხასიათდება მეთანოლიანი ექსტრაქტი (IC50 0.28± 0.05 μ/ mlL) და ეთილაცეტატიანი ფრაქცია (IC50 0.12 ± 0.02 μ/mL), რაც აიხსნება მათში პოლიფენოლური შენაერთების მაღალი შემცველობით.

ავტ.

 

10.13.45. იდიოპათური დუოდენური ვარიკოზიგასტროდუოდენური სისხლდენის უიშვიათესი მიზეზი. /. თომაძე, . ქემოკლიძე, . მეგრელაძე, . აზმაიფარაშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 52-55. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

წარმოდგენილია საინტერესო შემთხვევა, რომელიც ეხება იზოლირებულ დუოდენურ ვარიკოზს (არ არის საყლაპავის ან კარდიული ვარიკოზი) და განვითარებულია პორტული ჰიპერტენზიის ფონის გარეშე. მსგავსი შემთხვევა ავტორთა ხელმისაწვდომ ლიტერატურაში აღწერილი არ არის. დიაგნოზი ვერიფიცი­რებულია ენდოსკოპიით (დუოდენოსკოპია) და ენდოსკოპიური ექოსკოპიით. ჩატარებული გამოკვლევე­ბით (ბიოქიმია, ვირუსოლოგია, კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიორეჟიმში) გამოირიცხა ღვიძლის პათოლოგია, პორტული ჰიპერტენზიის როგორც ღვიძლშიდა, ისე ღვიძლგარეთა ფორმების არსებობა, კარის ვენის თრომბოზი. შემთხვევა აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული გასტრუდუოდენური სისხლდენების მკურნალობისას, ვინაიდან, ამოუცნობლობის შემთხვევაში, იგი შეიძლება გახდეს ფატა­ლური გამოსავლის მიზეზი. დუოდენური ვარიკოზი ყოველთვის უნდა იყოს ქირურგის მეხსიერებაში მაშინ, როცა ენდოსკოპიურად ვერიფიცირებული გასტროდუოდენური სიხლდენა არ უკავშირდება ამ მიდამოს წყლულს, ეზოფაგოკარდიული ვარიკოზს ან სისხლდენის სხვა ტიპიურ მიზეზს.

ავტ.

 

10.13.46. პოსტოპერაციული ჰოსპიტალური ინფექციები. /. ირემაშვილი, . ხელაძე, ზვ. ხელაძე, . გვასალია, . დათუაშვილი, . ტაბუცაძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 55-57. - ინგლ.; რეზ.: ქართ.

საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი ჯანდაცვის ორგანიზაციასა და სამედიცინო დახმა­რების სფეროში გიგანტური პროგრესის მიუხედავად, პოსტოპერაციული ჰოსპიტალური ინფექციები, კვლავ ვითარდება. ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ინფექციის განვითარებას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს, თუმცა საბოლოოდ სამი მათგანი თამაშობს გადამწყვეტ როლს. ესენია: - გამომწვევი ორგანიზმი (ქირურგიულ პაციენტებში ის ჩვეულებრივ ბაქტე­რიაა); - გარემომცველი გარემო, რომელშიც ინფექციას აქვს ადგილი (ლოკალური პასუხი); - მაკროორგა­ნიზმის თავდაცვითი მექანიზმები, რომელთაც ადგილი აქვს ჩვეულებრივ ინფექციური პროცესის საპასუხოდ. დადგინდა, რომ შესაძლებელია შესანიშნავი შედეგების მიღწევა ჰაერის გამწმენდი სისტემე­ბის გარეშე. ავტორთა დასკვნით, პოსტოპერაციული ჰოსპიტალური ინფექციის პროფილაქტიკის სწორი სტრატეგიის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და პროტოკოლების გამოყენება ამცირებს ქირუგიულ პაციენტთა დაავადებიანობას, ლეტალობასა და სამკურნალო დაწესებულებათა მატერიალურ დანახარჯებს.

ავტ.

 

10.13.47. მლივი ნაწლავის რეტროგრადული ინვაგინაცია ბრაუნის შერთულში (იშვიათი კლინიკური შემთხვევა). /. ირემაშვილი, . ლობჟანიძე, . დათუაშვილი, . ტაბუცაძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 57-59. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

აღწერილია შემთხვევა, რომელიც ეხება პოსტოპერაციული გართულების უიშვიათეს IV ფორმას - მლივი ნაწლავის რეტროგრადულ ინვაგინაციას ბრაუნის შერთულში. კლინიკური შესწავლის მონაცემების საფუძველზე დაისვა ნაწლავის ინვაგინაციის დიაგნოზი და, სათანადო ხანმოკლე მომზადების შემდეგ, შესრულებული იქნა სასწრაფო ოპერაცია: შუა ლაპაროტომია, დეზინვაგინაცია, იეიუნო-იეიუნოპექსია. აღმოჩნდა ბრაუნის შერთულში რეტროგრადულად ჩაჭედილი 45 სმ სიგრძის მლივი ნაწლავი. დეზინვა­გინაციისა და ნაწლავის სიცოცხლისუნარიანობის აღდგენის შემდეგ გაკეთდა იეიუნო-იეიუნოპექსია. ავადმყოფი გამოჯანმრთელებული გაეწერა კლინიკიდან.

ავტ.

 

10.13.48. ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის გავრცელება ზოგად საექიმო პრაქტიკაში. /. ისაკაძე, . ნონიაშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 59-61. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

კვლევის მიზანი იყო ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის გავრცელების შესწავლა თბილისის ვაკის რაიონის ქალთა მოსახლეობაში. გამოკვლეული იყო . თბილისის ვაკის რაიონის ქალთა მოსახლეობა 20-დან 59 წლამდე. მიღებული მონაცემების მიხედვით, ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის გავრცელება იყო მნიშვნელოვანი - 12,59%. შაქრიანი დიაბეტისა და გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევის შემთხვევათა წილი დაავადებათა საერთო სტრუქტურაში იყო პრაქტიკულად ერთნაირი (7,07 და 5,52% -შესაბამისად; p>0,05). ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის გავრცელების შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოითხოვს გადაუდებელ პრევენციულ ღონისძიებებს; აუცილებელია განსაკუთ­რებული კონტროლი 20-29 წწ. ასაკობრივ ჯგუფში შდ-ის პრევენციისათვის საჭირო ღონისძიებების დასაგეგმად და 40- 49 წწ. ასაკში გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევის შემთხვევების დროული გამოვლენისათვის.

ავტ.

 

10.13.49. სულფონილშარდოვანას ნაწარმი ჰიპოგლიკემიური საშუალებები (მიმოხილვითი სტატია). /. კამკამიძე, . ჩიკვილაძე, . ჭუმბურიძე, . ოთარაშვილი, . ჯორჯიკია, . იორამაშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 61-64. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

წარმოდგენილია II ტიპის დიაბეტის სამკურნალო პერორეალური პრეპარატების კლასიფიკაცია, ფარმაკოლოგიური ჯგუფების დახასიათება. განხილულია სულფონილ-შარდოვანას ნაწარმები, მათი გენერაცია, I, II და III თაობის პრეპარატების სტრუქტურა, სინთეზი, ჰიპოგლიკემიური მოქმედების მექანიზმი, კავშირი ქიმიურ სტრუქტურასა და ფარმაკოლოგიურ მოქმედებას შორის, თვისებითი და რაოდენობრივი ანალიზის მეთოდები.

ავტ.

 

10.13.50. უჯრედშიდა ინფექციების როლი მამაკაცთა ურეთრიტების დროს. /. კიკაჩეიშვილი, . ძაგნიძე, . მირველაშვილი, . დედაბრიშვილი, . სუხიშვილი, . აფრიდონიძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 64-65. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

უჯრედშიდა ინფექციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უროგენიტალური ინფექციების პათოლოგიაში. ავტორთა მიერ ლუმინესცენტურ-მიკროსკოპიული კვლევებით დადგინდა, რომ ავადმყოფთა 70%- აღმოაჩნდა მიკოპლაზმა და ჰერპეს ვირუსი, ურეაპლაზმოზი - 65%-, ქლამიდიოზი - 55%-, ციტომეგალოვირუსი - 40%-. განსაკუთრებით ყურადსაღებია მიკოპლაზმებისა და ჰერპეს ვირუ­სების გამოვლინების მაღალი სიხშირე. ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ შესწვლილი ხუთივე სხვადასხვა მიკროორგანიზმი გამოვლენილია დაბალ ტიტრში (+). განმეორებითი დაავადების მიუხედავად, პირველი ანალიზიდან 7-10 დღის შემდეგ მიკრობების იდენტიფიკაციის პროცენტული შემადგენლობა ძირითადად იყო იგივე და ლუმინესცენციის ინტენსივობა ასევე დაბალი. ავტორთა ვარაუდით, მამაკაცების ქრონიკული რეციდივული ურეთრიტების დროს, უჯრედშიდა ინფექციებს უნდა ჰქონდეს თანმხლები (ასოცირებული) პათოლოგიების როლი. მათი გამოვლინების მაღალი პროცენტული მაჩვენებლები, ურეთრიტების ეტიოტროპულ მკურნალობასთან ერთად, უჯრედშიდა ინფექციების სამკურნალო პრეპარატების კომპლექსური გამოყენების აუცილებლობაზე მიუთითებს.

ავტ.

 

10.13.51. ლაპაროსკოპიული ქირურგიის განვითარება საქართველოში. /. კილაძე, . ფიფია, . ელგანდა­შვილი, თ. ჩართოლანი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 66-67. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

საქართველოში ლაპაროსკოპიული ქირურგიის განვითარება იწყება მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან; მანამდე დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია დაინერგა 60-იანი წლების ბოლოს. 1993 წელს გაკეთდა პირველი ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია; 2000 წლიდან დღემდე . ცხაკაიას სახ. თორაკო-აბდომინურ კლინიკაში (ამჟამად თსსუ- თორაკალური მიმართულების ქირურგიულ დეპარტამენტში) დაინერგა და კეთდება შემდეგი სახის ლაპაროსკოპიული ოპერაციები: ფილტვის თორაკოსკოპული აპიკალური რეზექცია (1999 .); საზარდულის თიაქრების პრეპერიტონეული პლასტიკა, აპენდექტომია, ქოლეცისტექტომია, ნაწლავის მწვავე გაუვალობის კორეგირება - სინექიოლიზისი (2000 .); პირველადი და პოსტოპერაციული ვენტრალური თიაქრების პლასტიკა, ღვიძლის სეგმენტური რეზექცია, ქოლედო­ქუსის ტრანცისტიკური დრენირება (2003 .); შუასაძგიდის საყლაპავისეული ხვრელის თიაქარპლასტიკა (2005 .); სპლენექტომია, მარცხენამხრივი ადრენალექტომია, მუცლის ღრუს და რეტროპერიტონეული სივრცის ლიმფადენექტომიები; საყლაპავის აქალაზიის კორეგირება, სერომიოტომია, ფუნდოპექსია (2007 .); მარჯვენამხრივი ადრენალექტომია, მარჯვენამხრივი ვიდეო-ასისტირებული ჰემიკოლექტომია (2010 .). დღეისთვის ლაპაროსკოპიული ქირურგია წარმატებით დაინერგა თბილისის და რეგიონების 30-ზე მეტ კლინიკაში.

ავტ.

 

10.13.52. საქართველოში გავრცელებული Populusdeltoides- პოლიფენოლების ციტოტოქსიკური აქტივობის შესწავლა. /. კუჭუხიძე, . ჯოხაძე, . მურთაზაშვილი, . მშვილდაძე/. თბილისის სახელ­მწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 67-68. - ინგლ.; რეზ.: ქართ.

ჩატარებულია საქართველოში გავრცელებული მცენარე - ვერხვის (Populus deltoides ოჯ. Salicaceae) პოლიფენოლური შენაერთების ექსტრაქციული ფრაქციონირება სხვადასხვა პოლარობის გამხსნელებით. შესწავლილია მეთანოლიანი ექსტრაქტისა და ორგანული ფრაქციების ინ ვიტრო ციტოტოქსიკური აქტივობა Hela (სწორი ნაწლავის კარცინომა) შტამზე. ძლიერი ციტოტოქსიკური აქტივობით ხასიათდება მეთანოლიანი ექსტრაქტი (IC50 1.87 ± 0.01 μ/L) და დიქლორმეთანიანი ფრაქცია (IC50 2.05 ± 0.01μ/ L), რაც აიხსნება მათში პოლიფენოლური შენაერთების მაღალი შემცველობით. მაღალი ციტოტოქსიკური აქტივობით ხასიათდება ოთხქლორნახშირბადიანი, N-ჰექსანიანი და წყლიანი ფრაქციები - IC50 =7.5 ± 0.11μ/L, 8.9 ± 0.10μ/ L, 7.9 ± 0.12 μ/L, შესაბამისად.

ავტ.

 

10.13.53. საქართველოს თამბაქოს წარმოების მუშათა შრომის პირობების ჰიგიენური შეფასება. /. კვე­რენჩხილაძე, . ჩიქოვანი, . ქვათაძე, . რიჟინაშვილი, . ტატალაშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 68-70. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილია საქართველოს თამბაქოს წარმოების მუშათა შრომის პირობები ჰიგიენური კვლევის ძირითადი მეთოდების გამოყენებით. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესწავლილ წარმოებაში სამუშაო გარემოს მავნე ფაქტორების წარმოქმნის ძირითადი მიზეზებია: ტექნოლოგიური პროცესების თავისებურებები; ზოგიერთ სამუშაო ადგილზე სავენტილაციო სისტემების არასაკმარისი ეფექტურობა; პერიოდულად საწარმოო კვანძების ჰერმეტულობის დარღვევა. არასაკმარისი ხმაურსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება. შემუშავდა პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკურ-ტექნოლოგიურ, სანიტარიულ-ტექნიკურ და სანიტარიულ-ჰიგიენურ, სამედიცინო პროფილაქტიკის ღონისძიებებს. მათი პრაქტიკული რეალიზაცია შრომის პირობების შემდგომი გაუმჯობესების წინაპირობაა.

ავტ.

 

10.13.54. პოსტოპერაციული გიგანტური ვენტრალური თიაქრების ქირურგიული მკურნალობა. /. ლომიძე, . გელაშვილი, . წერეთელი, . მანიჟაშვილი, . ჩხიკვაძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 71-73. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

პოსტოპერაციული გიგანტური ვენტრალური თიაქრების ქირურგიული მკურნალობის საკითხი დღესაც არ კარგავს თავის აქტუალობას. ავტორთა კლინიკური გამოცდილების საფუძველზე დადგინდა, რომ დაუჭიმავი თიაქარპლასტიკა შესაძლებლობას იძლევა თავიდან ავიცილოთ ქსოვილების დაჭიმულობა და მუცელშიდა წნევის მატება ორგანოების ჩაბრუნებისას, რაც ამცირებს პოსტოპერაციული გართულე­ბების რისკს და რეციდივის შესაძლებლობას. Onlay მეთოდით ოპერირებულ ავადმყოფებში, როდესაც ბადეს აქვს აპონევროზზედა მდებარეობა და ფართო შეხება კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილთან, სერომის განვითარების, ჭრილობის დაინფიცირების და ბადის მოცილების რისკი შედარებით მაღალია, ვიდრე შუბლაყ მეთოდით პლასტიკისას, ვინაიდან ბადეს აქვს რეტრომუსკულური მდებარეობა, რაც სერომის განვითარების და დაინფიცირების პროცენტს მკვეთრად ამცირებს. მუცლის წინა კედლის რეკონსტ­რუქ­ციას ჩომპონენტს შეპარატიონ მეთოდით, აქვს დაუჭიმავი თიაქარპლასტიკის ყველა მახასიათებელი, გარდა თანამედროვე ალომასალით თიაქრის კარის გამაგრებისა. ამიტომ Ramirez-ის წესით თიაქარპლას­ტიკისას, დაუჭიმავი თიაქარპლასტიკების სხვა მეთოდებთან (Onlay, Sublay) შედარებით, პოსტოპერა­ცი­ულ პერიოდში დაინფიცირების შემთხვევაში, პოლიპროპილენის ბადის არარსებობის გამო ის მოცილებას არ საჭიროებს. ამგვარად, დიდი და გიგანტური ვენტრალური თიაქრების პლასტიკისას, დაუჭიმავი თიაქარპლასტის ერთ-ერთი მეთოდი შესაძლებელია რეკომენდებული იქნეს არჩევის მეთოდათ, ჩვენებისდა მიხედვით.

ავტ.

 

10.13.55. საქართველოში გავრცელებული Allium rotundum-ის სტეროიდული გლიკოზიდების შესწავლა ციტოტოქსიკურ აქტივობაზე. /. მაისაშვილი, . ჭინჭარაძე, . კუჭუხიძე, . ჯოხაძე/. თბილისის სახელ­მწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 74-75. - ინგლ.; რეზ.: ქართ.

საქართველოში გავრცელებული მცენარე Allium rotundum-დან ოჯახის Alliaceae სვეტზე ქრომატოგრა­ფირების მეთოდით გამოყოფილია ოთხი ინდივიდური სტეროიდული გლიკოზიდი: ტრილინი, დიდეგლუკოერუბოზიდი, აგინოზიდი და ერუბოზიდ β. მათი ქიმიური სტრუქტურები დადგენილია ერთ- და ორგანზომილებიანი ბირთვულ მაგნიტური რეზონანსის (13C, 1H, COSY, HMBC, HSQC) და მასსპექტრომეტრიული მეთოდების გამოყენებით. შესწავლილია თითოეული ინდივიდური გლიკოზი­დის ინვიტრო ციტოტოქსიკური აქტივობა Hela (სწორი ნაწლავის კარცინომა) შტამზე. დადგინდა,რომ ყველა სტეროიდული შენაერთი ხასიათდება მაღალი ციტოტოქსიკური აქტივობით: ტრილინი (IC50 2.3±0.08 μM), დიდეგლუკოერუბოზიდი (IC50 3.9±0.1 μM), აგინოზიდი (4.7±0.2 μM) და ერუბოზიდ β (IC50 5.9±0.2 μM).

ავტ.

 

10.13.56. ფილტვის დისიმინირებული დაზიანებების დროს ბრონქოალვეოლური ლავაჟის ციტოლოგი­ური გამოკვლევები Cytospineprep მეთოდის გამოყენებით. /. მამალაძე, . ჭყონია, . ვაჭარაძე, . ვაშაკიძე, . ტორონჯაძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 75-78. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

ფილტვის დიფუზური დაავადებები წარმოადგენს ჰეტეროგენულ ჯგუფს და ბრონქო-ალვეოლური ლავაჟის სითხის ციტოლოგიური გამოკვლევა ფართოდ გამოიყენება ამ დაზიანებების დიაგნოსტი­კის­თვის. აღიარებულია, რომ ამ მეთოდიკის საშუალებით შესაძლებელია სარკოიდოზის დიაგნოსტირება ფილტვის ბიოფსიის გარეშე. სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგიის გავრცელებამ შესძინა ამ მეთოდიკას მეტი სიზუსტე და დამაჯერებლობა. ავტორთა მიერ ჩატარებულია ბალის სითხის ციტოლოგიური გამოკვლევები, Cytospin-prep მეთოდის გამოყენებით, უჯრედული შემადგენლობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასების მიზნით ფილტვის დიფუზური დაავადებების დროს. დადგინდა, რომ ამ მეთოდის გამოყენება ზრდის დიაგნოსტიკის სიზუსტეს და წარმოდგენას იძლევა პროცესის ხასიათზე.

ავტ.

 

10.13.57. ახალი იშემიური კრიტერიუმები და მათი მეტაბოლური საფუძველი (მიმოხილვითი სტატია). /. მამამთავრიშვილი, . შარაშიძე, . აბაშიძე, . კვირკველია/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 78-81. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

სადღეისოდ მიოკარდიუმის დისფუნქციის განვითარებაში გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენ­ტებში გამოყოფენ შეუქცევად სტრუქტურულ დარღვევებს (ნეკროზი, ფიბროზი, მარცხენა პარკუჭის მიოკარდიუმის რემოდელირება) და მიოკარდიუმის შექცევად იშემიას. უკანასკნელი წარმოდგენილია კარდიომიოციტების სამი სახის თავისებური იშემიური გამოვლინებით: ჰიბერნაცია, სტანინგი და მეტაბოლური ადაპტაციის სინდრომი - .. იშემიური პრეკონდიცია. სამივე პათოლოგიური მდგომარე­ობის საერთო თვისება არის მარცხენა პარკუჭის შეკუმშვადობის დაქვეითება კარდიომიოციტების შენახული სიცოცხლისუნარიანობის ფონზე. სხვადასხვა ავტორთა შეხედულებებისა და კლინიკური კვლევების საფუძველზე, განხილულია ის მექანიზმები, რომლებიც საფუძვლად უდევს აღნიშნული სინდრომების განვითარებას, მოცემულია მათი პრაქტიკული გამოყენების პერსპექტივა. აღნიშნული პროცესების უფრო ღრმა შესწავლა საშუალებას მოგვცემს შემუშავდეს და დაინერგოს იშემიური დაზიანე­ბისგან მიოკარდიუმის დაცვის ისეთი ახალი ფარმაკოლოგიური მეთოდები, რომლებიც თავიდან აგვაცილებენ მიოკარდიუმის იშემიურ და რეპერფუზიურ დაზიანებას.

ავტ.

 

10.13.58. მეტადონი (მიმოხილვითი სტატია). /. მახარაძე, . თუშურაშვილი, . ადეიშვილი-ანდღუ­ლაძე, ჯოხაძე, . ჭიჭიკოშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 81-85. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

მეტადონის (6-დიმეთილამინო-4,4-დიფენილ-3-ჰეპტანონი) მისი სამკურნალო საშუალებების სავაჭრო სახელწოდებებია: ამიდონი (Amidone), ანადონი (Anadon), ფენადონი (Penadone), დოლოფინი (Dolophine), ფიზეპტონი (Phiseptone), ჰეპტადონი (Hepatadone). მეტადონი ხანგრძლივი მოქმედების სინთეზური პრეპარატია. იგი ოპიოიდების აგონისტია. რაც იმას ნიშნავს, რომ ის, მორფინისა და მისი მსგავსი სხვა ნარკოტიკული საშუალებების ანალოგიურად, მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. იმის გამო, რომ მეტადონი თვითონ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, მისი გამოყენება სამკურნალო საშუალებად სადავოა და მრავალი ექიმი ნარკოლოგი მის გამოყენებას უარყოფს, მეტადონით მიყენებული აშკარა ზიანისა და მკურნალობის საეჭვო შედეგის გამო. მიუხედავად ამისა, ოპიოიდების მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში. თანამედროვე ლიტერატურის მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ავტორებმა დაასკვნეს, რომ მეტადონი საინტერესო კვლევის ობიექტია ქიმიურტოქსიკოლოგიური და სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის თვალსაზრისით.

ავტ.

 

10.13.59. ბიოლოგიური ობიექტებიდან მეტადონის იზოლირების მეთოდების შემუშავება. /. მახარაძე, . თუშურაშვილი, . ადეიშვილი-ანდღულაძე, . ჯოხაძე, . ჭიჭიკოშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 85-87. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

შემუშავებულია ბიოლოგიური სითხეებიდან მეტადონის იზოლირების მეთოდები. დადგენილია ბიოლო­გი­ური ობიექტებიდან მეტადონის იზოლირების ოპტიმალური პირობები: სითხე-სითხე და მყარ-ფაზური ექსტრაქტორი (Vacuum manifold-Supelco); შემუშავებულია ბიოლოგიური ობიექტებიდან მეტადონის იზოლირების ორი მეთოდიკა.

ავტ.

 

10.13.60. შიგნითა თიაქრები (კლინიკური დაკვირვება). /. მეგრელაძე, . თომაძე, . აზმაიფარაშვილი, . ქემოკლიძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 87-89. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

შიდა თიაქარი ეწოდება ორგანოს პროტრუზიას ნორმალურ ან არანორმალურ პერიტონულ ან მეზენტე­რულ კარში. იგი პირველად, ჯერ კიდევ 1857 წელს, ავსტრიელი ექიმის W.Treitz-ის მიერ იქნა აღწერილი. შიგნითა თიაქრები ყველა თიაქრის 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში გვხვდება, ისინი ხდებიან წვრილი ნაწლავის გაუვალობის მიზეზი 5,8%-ში, რომელიც, არასათანადო მკურნალობის შემთხვევა 26-ში 50%-ში შეიძლება გახდეს ლეტალობის მიზეზი. მათი არსებობის ერთმანეთისაგან განსხვავებული მრავალი ფორმა იქნა გამოვლენილი და, შესაბამისად, არაერთი მცდელობაც ჩატარდა მათი კლასიფიცირებისა. ავტორთა გამოცდილება საშუალებას იძლევა დასკვნისათვის, რომ მუცელშიდა თიაქართა მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია; შიგნითა თიაქრებს აქვთ დამახასიათებელი მცირე სიმპტომთაკლინიკა და რენტგენოლოგიური მონაცემები, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული დროული დიაგნოზის დასასმე­ლად და ოპერაციის გეგმიურად გასაკეთებლად; უმეტეს შემთხვევაში სასწრაფო ოპერაცია კეთდება ნაწლავთა გაუვალობის წინასწარი დიაგნოზით; თიაქრის პარკის კედლები და კარის კიდეები შეიცავენ სასიცოცხლო მნიშვნელობის მაგისტრალურ სისხლძარღვებს, ამიტომ ნაწლავის ჩაჭედილი მარყუჟების გამოსათავისუფლებლად თიაქრის კარი ფრთხილად უნდა გაგანიერდეს სისხლძარღვებამდე. თიაქრის კარის კიდეები ფრთხილად უნდა გაიკეროს ისე, რომ არ დაზიანდეს მასში გამავალი სისხლძარღვები.

ავტ.

 

10.13.61. ლეპტოსპიროზის კლინიკური მიმდინარეობა და ეპიდემიოლოგიური თავისებურებები საქართველოში. /. მეგრელიშვილი, . ვაშაკიძე, . მამუჩიშვილი, . ხუჭუა, . მაჭანკალაძე, . კორკო­ტაშვილი, . კვიტაშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 89-91. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

კვლევის მოზანს წარმოადგენდა თანამედროვე ეტაპზე მძიმე, სიყვითლით მიმდინარე ლეპტოსპიროზის კლინიკურ - ეპიდემიოლოგიური თავისებურებების გამოვლენა. შესწავლილი იყო ინფექციური პათოლო­გიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ჰოსპიტალიზებული 62 პაციენტის ისტორია, რომელთაც მკურნალობა უტარდებოდათ რეანიმაციულ განყოფილებაში 1990-2011 წწ. ლეპტოსპიროზის სეროლოგიური დიაგნოსტიკა ტარდებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაქტერიო­ლო­გიურ ლაბორატორიაში ELISAS და MAT-ის მეთოდით. გამოტანილია დასკვნა, რომ ლეპტოსპიროზი რჩება აქტუალურ სამედიცინო პრობლემად საქართველოში. ბოლო წლებში გამოვლენილია ახალი სეროვარების არსებობა, რომლებიც საქართველოში მანამდე არ ცირკულირებდნენ: L. mankarso, L. wolffii, L. automnalis. აუტომნალის. ლეპტოსპიროზის კლინიკური მიმდინარეობის სიმძიმეს განაპირობებს ღვიძლის და თირკმლის დაზიანების სინდრომები, რომელთა ფონზე განვითარებული ჰემორაგიული სინდრომი ხშირად ლეტალობით მთავრდება. მძიმე ლეპტოსპიროზი საქართველოში მაღალი ლეტალო­ბით გამოირჩევა და მისი ხელშემწყობი მიზეზია დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია და მიზანმიმართული ეტიოლოგიური და პათოგენეზური თერაპიის არადროული დაწყება, რის გამოც პაციენტებს სიცოცხლი­სა­თვის საშიში მდგომარეობა და პროგრესირებადი პოლიორგანული უკმარისობა უვითარდებათ, რაც ლეტალური გამოსავლის უშუალო მიზეზი ხდება.

ავტ.

 

10.13.62. ინტერლეიკინ-10- და ინტერლეიკინ-12- ცვლილება პერიფერიულ სისხლში. /. მიქაძე, . ვაშაკიძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 91-93. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილია ურთიერთკავშირი სისხლის შრატში ციტოკინების დონესა და HCV პაციენტებში პეგილირებული ინტერფერონით და რიბავირინით მკურნალობის შედეგს შორის, გამოკვლეულია ციტოკინების მაჩვენებლები 30 პაციენტში მკურნალობის დაწყებამდე, განმავლობაში და დამთავრების შემდეგ. IL12- მაღალი დონე ასოცირებული იყო მყარ ვირუსულ პასუხთან და IL10- მაღალი დონე ასოცირებული იყო მკურნალობაზე არამოპასუხე პაციენტებთან. დადგინდა, რომ IL10- დაბალი და IL12- მაღალი დონე ურთიერთკავშირშია მყარ ვირუსულ პასუხთან. ციტოკინების მაჩვენებლები შემცირდა მე-12 კვირის განმავლობაში და დარჩა დაქვეითებული მკურნალობის შემდეგაც პაციენტებში მყარი ვირუსული პასუხით. ავტორთა დასკვნით, IL10- და IL12- მაჩვენებლების განსაზღვრა ხელს შეუწყობს ანტივირუსული კომბინირებული მკურნალობის შედეგების პროგნოზირებას.

ავტ.

 

10.13.63. ინტერლეიკინ-10- და ინტერლეიკინ-12- როლი HCV-ინფექციის იმუნოპათოგენეზში. /. მიქაძე, . ვაშაკიძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 93-95. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილია სისხლის იმუნური უჯრედების მიერ ციტოკინების წარმოქმნის უნარი. C ჰეპატიტით დასნეულებულ პაციენტებში ინფექციური პროცესისა და ღვიძლის ციროზის სტადიის გათვალისწი­ნებით. გამოკვლეული იყო 130 ავადმყოფი: 20 მწვავე C ჰეპატიტით; 38 ქრონიკული C ჰეპატიტით და 72 ღვიძლის ციროზით: მათ შორის 10 – ციროზის A სტადიით, 14–B სტადიით და 48–C სტადიით. კვლევის შედეგად დადგინდა იმუნური უჯრედების მიერ ციტოკინების წარმოქმნის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც კორელირდებოდა ღვიძლის დაზიანების სიმძიმესთან. მიღებული შედეგების საფუძველზე გამოტანილია დასკვნა, რომ ქრონიკული C ჰეპატიტის მიმდინარეობისა და ღვიძლის ციროზის სხვადასხვა სტადიების დროს, აღინიშნება ანტიანთებითი და პროანთებითი ციტოკინების პროდუქციის დისბალანსი, კერძოდ კი, IL10- და IL12- მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც განსაკუთრებით გამოხატულია ღვიძლის ძლიერი დაზიანების დროს.

ავტ.

 

10.13.64. გულმკერდის წარმონაქმნთა პერკუტანული მსხვილნემსიანი ბიოფსია რადიოლოგიური კონტროლით. /. მიზანდარი, . აზრუმელაშვილი, . მაღალაშვილი, . მაჭარაშვილი, . ონაშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 95-99. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

გულმკერდის წარმონაქმნთა ბიოფსია მეტად აქტუალურია ავთვისებიანი სიმსივნეების, კეთილთვისე­ბიანი წარმონაქმნების, ასევე ნეოპლაზმების განმასხვავებლად ანთებითი, ოპერაციის შემდგომი და მკურნალობის შემდგომი ცვლილებებისგან. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების დროს. ავტორთა მიერ გულმკერდის წარმონაქმნთა პერკუტანული ქსოვილოვანი ბიოფსია ჩაუტარდა 32-დან 82 წლამდე ასაკის 52 პაციენტს; აქედან 18 (34,6%) შემთვევაში ადგილი ჰქონდა ფილტვისა და პლევრის წარმონაქმნებს, 2 (3,8%) პაციენტს აღენიშნებოდა ნეკნთან დაკავშირებული პათოლოგია, ხოლო 32 (61,6%) შემთხვევაში კი - შუასაყარის ლიმფური პაკეტი; რომელთაგან წინა შუასაყარის კვანძები იყო 10 (19,2%), შუა შუასაყარის – 9 (17,3%), ხოლო უკანა შუასაყარის – 13 (25,0%) შემთხვევაში. ავტორთა დასკვნით, გულმკერდის წარმონაქმნთა რადიოლოგიური კონტროლით შერულებული პერკუტანული ბიოფსია მაღალეფექტური, მინიმალურად ინვაზიური და უსაფრთხოა; ისეთი მეთოდიკები, როგორიცაა თორაკოტომია, ვიდეოასისტირებული თორაკოსკოპია (VATS), ტრანსეზოფაგური და ტრანსბრონქული ჩარევა ან მედიასტინოსკოპია უნდა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ პერკუტანული ჩარევის უსაფრთხო მიდგომის არარსებობის ან ჩატარებული პერკუტანული ჩარევის უეფექტობის დროს. ულტრაბგერითი კონტროლის უპირატესობებს წარმოადგენს დროის რეალური მასშტაბი, არაინვაზიურობა და მატერიალური ხელმისაწვდომობა; მისი შესაძლებლობები პრაქტიკულად ნულის ტოლია ტრანსპულმონური მიდგომის აუცილებლობის შემთხვევაში, რაც განპირობებულია ვიზუალიზაციის პრობლემებით. კტ კვლევის უპირატესობააფილტვისა და ძვლოვან ქსოვილთან დაკავშირებული ვიზუალიზაციის პრობლემების არქონა. ადექკვატური რადიოლოგიური კონტროლის გამოყენების შემთხვევაში გულმკერდის წარმონაქმნთა მსხვილნემსიანი ბიოფსია უსაფრთხო მეთოდს წარმოადგენს და უნდა იყოს ფართოდ გამოყენებული შეაბამისი ჩვენებების არსებობისას. თუ ხერხდებასამიზნისადეკვატური ვიზუალიზება ულტრაბგერითი კვლევით, აუცილე­ბელია მანიპულაციის კონტროლისათვის ულტრაბგერის გამოყენება, რაც მისი უპირატესო­ბე­ბიდან გამომდინარე (დროის რეალური მასშტაბი, დოპლერული კვლევა), უზრუნველყოფს მანიპულაციის მაქსიმალურ უსაფრთხოებას, ნაკლებ ფასსა და არაინვაზიურობას. იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აღენიშნება ტკივილი ინტერესის ზონაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ თვით წარმონაქმნის პუნქციაც იქნება ძლიერ ტკივილთან დაკავშირებული; ასეთ შემთხვევებში საჭირო ხდება დამატებით ანალგეტიკების გამოყენება და მიზანშეწონილია შედარებით მძლავრი პრემედიკაციის ჩატარება.

ავტ.

 

10.13.65. რეფლუქს-ეზოფაგიტით დაავადებულთა რეაბილიტაციის შედეგები. /. სააკაშვილი, . ჭაბა­შვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 101-102. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილია სასმელი მინერალური წყლის ლაძგვერიას ეფექტურობა რეფლუქს-ეზოფაგიტით დაავადებულ პაციენტთა შორის გამოყენებისას დიეტური კვების ფონზე. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კლინიკური და ენდოსკოპიური გაუმჯობესების ფონზე მინერალური წყალი ლაძგვერია იწვევს გატუტოვანებას, კუჭის ფუნქციის აღდგენას, სიცოცხლის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ავტორების დასკვნით, რეფლუქს-ეზოფაგიტით დასნებოვნებულ პაციენტთა მკურნალო­ბის კომპლექსში უპირატესობა უნდა მიენიჭოს რთული შემადგენლობის მინერალურ სასმელ წყლებს, კერძოდ კი - ლაძგვერიას”.

ავტ.

 

10.13.66. მინერალური წყლის ლაშიჭალასენდოკრინული ეფექტები ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში. /. სააკაშვილი, . ჭაბაშვილი, . მაცაბერიძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 102-103. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილია მინერალური წყლის ლაშიჭალას” (წყარო #1) თერაპიული ეფექტი შაქრიანი დიაბეტით (ტიპი #2) დასნებოვნებულ პირთა კომპლექსური მკურნალობის პროცესში. მედიკამენტოზურ პრეპარა­ტებთან შედარებით, რომლებიც დღეისათვის გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, მინერალურ წყლებს არ გააჩნია უარყოფითი ეფექტი, მათ მოქმედებას აქვს კომპლექსური ხასიათი, მინერალური წყლების ფასი არ არის მაღალი. ლაშიჭალასმწ მაღალი თერაპიული ეფექტი გამოწვეულია მასში შემავალი მაკროდა მიკროელემენტების ოპტიმალური შეფარდებით, განსაკუთრებით Mn-ით, რომელიც Buchanan K.D. (1979) მონაცემებით უშუალოდ მოქმედებს ლანგერჰანსის კუნძულებზე, იწვევს ინსულინის სტიმულირებას. ამიტომ მწ ლაშიჭალასტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში გამოყენება სამკურნალო-პროფილაქტიკის მიზნით შესაძლებელს ხდის ნეგატიური ტენდენციების თავიდან აცილებას.

ავტ.

 

10.13.67. კრონის დაავადების იშვიათი შემთხვევა (კლინიკური დაკვირვება). /. საგინაშვილი, . ახმეტელი, . ძნელაძე, . ხოტენაშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 103-105. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

კრონის დაავადება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული ტრანსმურული დაავადებაა, რომლის დროსაც შეიძლება დაზიანდეს აღნიშნული სისტემის ნებისმიერი ნაწილი, განსაკუთრებით წვრილი ნაწლავი და კოლინჯი. არსებობს დაავადების რამდენიმე შესაძლო გამომწვევი, მათ შორის მნიშვნელოვანია ინფექციური, იმუნოლოგიური, გენეტიკური და გარემო (კვებითი და მავნე ჩვევები) ფაქტორები. ინფექციური აგენტებიდან საყურადღებოა მიკობაქტერიული ინფექციები, განსაკუთრებით Mycobacterium paratuberculosis და წითურას ვირუსები. კრონის დაავადების ძირითადი ნაწლავური გართულებებია: ობსტრუქცია, პერფორაცია, სისხლდენა ნაწლავიდან, შიგნითა და გარეთა ხვრელმილები, ტოქსიკური მეგაკოლონი, მალიგნიზაცია, პერიანალური დაზიანებები (ფისტულები, სტრიქტურები და აბსცესები). კრონის დაავადების მკურნალობა ძირითადად გულისხმობს დაავადების მწვავე სიმპტომებთან ბრძოლას, რემისიის მიღწევას და მის გახანგრძლივებას. ავტორთა დასკვნით, ქირურგიული ჩარევა ძირითად როლს თამაშობს კრონის დაავადების გართულებების მკურნალობაში. ნაწლავის სეგმენტური რეზექციისშემდგომი რეციდივების ალბათობის მაღალი რისკის გათვალის­წინებით. ძირითადი მიზანია დავზოგოთ ნაწლავის სიგრძე და შევინარჩუნოთ მისი ფუნქციობა; მით უმეტეს, რომ ფართო ნაწილის მოკვეთა არ ამცირებს რეციდივების ალბათობას და განაპირობებს მოკლე ნაწლავის სინდრომის განვითარებას.

ავტ.

 

10.13.68. ფაბრის დაავადების (Fabry-Anderson-Syndrom) კარდიული გამოვლინებები (მიმოხილვითი სტატია). /. ქათამაძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 105-107. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

ფაბრის დაავადება (Fabry-Anderson-Syndrom) – Xშეჭიდული მემკვიდრული სფინგოლიპიდოზი, განპირობებულია ლიზოსომური ფერმენტის á-Galactosidase A (ცერამიდაზა) დეფიციტით. დაავადების არსი მდგომარეობს .. GB3 და/ან GL3 დაგროვებაში, ძირითადად, გულის კუნთში და თირკმლებში, ასევე სისხლძარღვების ენდოთელიუმში, ნერვულ უჯრედებში, ჩონჩხის კუნთებში. კარდიული გამოვლინებები იმდენად სტანდარტულია, რომ ზუსტი დიაგნოზის დასმა ძნელდება და ხშირად საჭიროებს კარდიოლოგისა და გენეტიკოსის ერთობლივ მუშაობას. ბაფრის დაავადება საეჭვოა, როცა არაობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია შეუღლებულია შემდეგ კლინიკურ გამოვლინე­ბებ­თანმიკროალბუმინურია, პროტეინურია და უცნობი ეტიოლოგიის თირკმლის ქრონიკული უკმარისობა; ადრეული ინსულტი (55 წლამდე); ანგიოკერატომა (განსაკუთრებით მუცლის ქვემო მესამედში, საზარდულის მიდამოში და დუნდულოებზე); არტერიული ჰიპერტენზია; აკროპარესთე­ზიები, სიცხისა და სიცივის აუტანლობა, ხშირი დამწვრობა ან მოყინვა; ჰიპოჰიდროზი; მხედველობის და/ან სმენის დარღვევები; დატვირთული ანამნეზი. დიაგნოსტირებას გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს, რადგანაც ის ამ განუკურნებელი დაავადების მართვის შესაძლებლობას იძლევა (გენური ინჟინერიით შექმნილი á-Galactosidase A გამოყენებით).

ავტ.

 

10.13.69. საყლაპავის მოტორიკის გავლენა კარდიასპაზმის მკურნალობაზე. /. ქემოკლიძე, . თომაძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 107-109. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

კარდიასპაზმი (აქალაზია) იშვიათი დაავადებაა და დაკავშირებულია ქვედა ეზოფაგური სფინქტერის სპაზმთან, რის დროსაც ვერ ხდება საკვების კუჭში გადასვლა. მისი ეტიოლოგია დღემდე უცნობი რჩება და უკავშირდება საყლაპავის კუნთოვანი შრის ნერვული უჯრედების დაზიანებას. მიჩნეულია, რომ კარდიადილატატორის უეფექტობის შემთხვევაში არჩევის მეთოდად ოპერაციული ჩარევაა მიჩნეული. შესწავლილი 922 პაციენტის მონაცემების ანალიზის საფუძველზე ავტორები მიიჩნევენ, რომ საყლაპავის ნორმალური მოტორიკის ფონზე მიმდინარე კარდიასპაზმის შემთხვევებში პნევმოკარდიადილატაცია იძლევა კარგ და დამაკმაყოფილებელ შედეგს დროის ხანგრძლივ მონაკვეთში; თუ კარდიასპაზმი მიმდინარეობს საყლაპავის გაძლიერებული მოტორიკის ფონზე, პნევმოკარდიადილატაცია იძლევა ხანმოკლე ეფექტს; ამიტომ, ამ ჯგუფის ავადმყოფებისათვის ჩვენ არჩევით მეთოდად მიგვაჩნია ჰელერის ოპერაცია ანტირეფლუქსური კომპონენტის (ფუნდოპლიკაციის) დამატებით; თუ კარდიასპაზმი მიმდინარეობს საყლაპავის მოტორიკის დაქვეითების ფონზე კარდიადილატაციის არადამაკმაყოფილე­ბელი შედეგის შემთხვევაში, ვაკეთებთ ჰელერის ოპერაციას და ვიყენებთნაწილობრივ ფუნდოპლიკა­ციას”; მეგაეზოფაგუსის ფონზე რეფლუქს ეზოფაგიტის და საყლაპავის ქვემო სფინქტერის სტრიქტურის წარმოქმნისას საჭიროა საყლაპავის პლასტიკის წარმოება. ამ მიზნით ექსპერიმენტულად ვსწავლობთ მეგაეზოფაგუსში კუჭის დიდი სიმრუდისგან შექმნილი საყლაპავის გატარების შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შესაძლო პოსტოპერაციულ გართულებებს.

ავტ.

 

10.13.70. ბავშვთა ასაკის მწვავე დიარეის მართვა საქართველოს ზოგიერთი რეგიონის ჯანდაცვის პირველად რგოლსა და სტაციონარებში და მისი შესაბამისობა ჯანმო- რეკომენდაციებთან. /. ყავლაშვილი, . ხერხეულიძე, . შარანგია, . კანდელაკი, . შალამბერიძე, . ფარულავა/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 109-111. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

მწვავე დიარეა ჯანდაცვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. განვითარებად ქვეყნებში, ისევე როგორც საქართველოში, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა ავადობის სტრუქტურაში დიარეა, ხვედრითი წილის მიხედვით, მეორე ადგილზეა რესპირაციული ინფექციების შემდეგ. შესწავლილია საქართველოს ჯანდაცვის პირველად რგოლსა და სტაციონარებში ბავშვთა ასაკის მწვავე დიარეის მართვის შესაბამისობის განსაზღვრა ჯანმოს რეკომენდაციებთან. გამოკითხულ 153 ექიმს შორის 26% (n=40) მუშაობდა სტაციონარში, ხოლო 74% (n=113) პჯდ-ში. ჯანმოს განმარტებით, დიარეად ითვლება ნაწლავთა მოქმედება დღეში 3-ჯერ ან მეტად სითხის შემცველი განავლით. რესპოდენტთა 69%-მა (n=105) სწორად განმარტა დიარეა, 31%-მა (n=48) კი აქცენტი გააკეთა ან მხოლოდ სიხშირეზე ან განავლის კონსისტენ­ციაზე. 75%-მა (n=115) სწორად დაასახელა დეჰიდრატაციის ნიშნები და განსაზღვრა დეჰიდრატაციის ხარისხი, 25%-მა კი ვერ გამიჯნა ერთმანეთისგან ზომიერი და მძიმე დეჰიდრატაციის ნიშნები. ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ კარგად სრულდება ჯანმოს რეკომენდაციები დიარეის დროს სარეჰიდრატაციოდ ოსმ ხსნარის გამოყენებისა და ძუძუთი კვების გაგრძელების შესახებ. ამავე დროს სერიოზულ პრობლებას წარმოადგენს ანტიბიოტიკების ჭარბი მოხმარება, რომელიც უფრო მაღალია სტაციონარში, ვიდრე პჯდ-ში (63% და 31% P<0,01). სტაციონარში ხშირად ირღვევა რეჰიდრატაციის პრინციპიც და ზომიერი გაუწყლოების დროს გამოიყენება ინტრავენური ინფუზია. დადგინდა, რომ ჭარბად გამოიყენება ანტიდიარეული და ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები, ამ უკანასკნელის გამოყენება მცირედ ჭარბობს პჯდ-ში, თუმცა განსხვავება არ არის სტატისტიკურად სარწმუნო. გამოტანილია დასკვნა, რომ დიარეის მართვის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია სათანადო პოლიტიკის გატარება ჯანდაცვის სფეროში, ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსების ჩატარება დიარეის მართვის თანამედროვე მეთოდების შესახებ და სამედიცინო პერსონალისთვის ჯანმოს რეკომენდაციების გაცნობა.

ავტ.

 

10.13.71. ოფლოქსაცინის შემცველი სამკურნალო პრეპარატისკაფრასდა მისი ანალოგების ინ ვიტრო გამოთავისუფლების განსაზღვრა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიული მეთოდით. /. ჩიკვი­ლაძე, . ცხადაძე, . ჭუმბურიძე, . ჭინჭარაძე, . ლაშაური, . ოთარაშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 111-113. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

ოფლოქსაცინი ფტორქინოლონების ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და წარმატებული პრეპარატია. ჩატარდა ქართული ფარმაცევტული საწარმო GMP-ის მიერ წარმოებული, ოფლოქსაცინის შემცველი სამკურნალო პრეპარატის კაფრას” 400 მგ-იანი ტაბლეტების და მისი ანალოგებისტარივიდისდა ოფლოჰექსალისინ ვიტრო გამოთავისუფლების ეფექტურობის ხარისხის შედარება მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიული მეთოდით დადგინდა, რომ კაფრასგამოთავისუფ­ლების საშუალო პროცენტული რაოდენობაა – 97,41%, ოფლოჰექსალის” – 99,96; ტარივიდის” – 100,47. გადახრა ოფლოჰექსალთან შედარებით არის – 2,5%, ტარივიდთან შედარებით -3,1% (ნორმა ± 5%). მიღებული შედეგების საფუძველზე გამოტანილია დასკვნა, რომ ქართული ფარმაცევტული საწარმო GMP-ის მიერ წარმოებული, 400 მგ ოფლოქსაცინის შემცველიკაფრასტაბლეტები ხასიათდება კარგი გამოთავისუფლების ხარისხით.

ავტ.

 

10.13.72. L ტიპის კალციუმის ნელი არხების ბლოკატორიამლოდიპინი. /. ცერცვაძე, . ჩიკვილაძე, . ჭუმბურიძე, . ოთარაშვილი, . ჯორჯიკია, . იორამაშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 114-117. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

წარმოდგენილია კალციუმის არხების ბლოკატორების კლასიფიკაცია. განხილულია 1,4-დიჰიდროპირი­დინის ნაწარმები და მათი III თაობის პრეპარატიამლოდიპინი. მოცემულია ამლოდიპინის მალეატისა და ბესილატის შედარებითი დახასიათება, მათი შექმნის ისტორია, ამლოდიპინის ოპტიკური იზომერები და მათი ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმი. წარმოდგენილია ამლოდიპინის სინთეზი, საფირმო პრეპარატები. განხილულია კავშირი ქიმიურ სტრუქტურასა და ფარმაკოლოგიურ მოქმედებას შორის, თვისებითი და რაოდენობრივი ანალიზის მეთოდები.

ავტ.

 

10.13.73. ნერვული სისტემის პათოლოგიის გავრცელების თავისებურებანი ამონიუმის გვარჯილის წარმოებაში დასაქმებულთა შორის. /მაია ციმაკურიძე, . ზურაშვილი, მარინა ციმაკურიძე, . მაისურაძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 117-120. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

კვლევა მიზნად ისახავდა ამონიუმის გვარჯილის წარმოებაში დასაქმებულთა შორის წარმოებით განპირობებული დაავადებების, მათ შორის ნერვული სისტემის პათოლოგიის გავრცელების შესწავლას. კვლევა ჩაუტარდა ამონიუმის გვარჯილის წარმოების 203 მუშა-მოსამსახურეს. ძირითად ჯგუფში გაერთიანდა ამონიუმის ნიტრატთან პროფესიულ კონტაქტში მყოფი 131 მუშა, ხოლო საკონტროლოში - აღნიშნულ მავნეობასთან კონტაქტის არმქონე 72 პირი (ადმინისტრაცია, ინჟინერ-ტექნიკური და დამხმარე პერსონალი). გამოვლინდა, რომ ამონიუმის გვარჯილის წარმოების მუშათა შორის გამოვლენილი ნერვული სისტემის პათოლოგია - ნეირო-ცირკულაციური დისტონია, გავა-წელის ქრონიკული რადიკულიტი და ოსტეოქონდროზი პროფესიით განპირობებულ ხასიათს ატარებენ. მათი გენეზი განისაზღვრება დაავადების დინამიკით (დასაწყისი, მიმდინარეობა, პარაკლინიკური თავისებურებანი), დაავადების სიმპტომატიკისა და ავადმყოფის კონკრეტული შრომის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შეპირისპირებით: ნეირო-ცირკულაციური დისტონიის განვითარება დაუკავშირდა დაავადებულთა სამუშაო ადგილზე ხმაურის, ბგერითი წნევისა და ვიბრაციის ზდდს აღმატებულ მაჩვენებლების არსებობასა და დაძაბულ რიტმში სამუშაო ოპერაციების შესრულებას. გავა-წელის ქრონიკული რადიკულიტის და ოსტეოქონდროზის დიაგნოზის ინტერპრეტაციას კი საფუძვლად დაედო ხანგრძლივი მუშაობა მძიმე ფიზიკური დატვირთვის პირობებში, დაავადების ასაკობრივი და სტაჟობრივი დინამიკის გათვალისწინებით.

ავტ.

 

10.13.74. ფოტოთერაპია და იმპულსური დენები თავის თმიანი ნაწილის ფსორიაზის მკურნალობაში. /. ცისკარიშვილი, . კაციტაძე, . ცისკარიშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 120-123. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა თავის თმიანი ნაწილის ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებში ლოკალური ფოტოთერაპიისა და ცნსზე ფიზიოთერაპიული მკურნალობის მეთოდის კომლექსური გამოყენების ეფქტურობის განსაზღვრა. თავის თმიანი ნაწილის ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებში ფოტოთერაპიის სეანსები საშუალოტალღოვანი, 280-320 ნმ დიაპაზონის, 311 ნმ სიგრძის ტალღის მაქსიმალური ემისიის მქონე UV- სავარცხლის მეშვეობით ტარდებოდა, ცნს-ზე ფიზიოთერაპიული ზემოქმედება კი განსაზღვრული მახასიათებლების მქონე ტრანსკრანილაური იმპულსური დენების გამოყენებას ითვალისწინებდა, რომლებიც პაციენტებში რელაქსაციას იწვევდნენ. გამოყენებული იყო მკურნალობის მეთოდი, რომელიც კვირაში სამჯერად დასხივებას, შემდგომ შემანარჩუნებელ თერაპიას და ცნს-ზე ფიზიოთერაპიული ზემოქმედების 5-11 სეანსისგან შემდგარ კურსს მოიცავდა. მკურნალობის ეფექტურობის მიხედვით პაციენტებს უტარდებოდათ 2-5 თერაპიული კურსი. კვლევაში ჩართული იყო 25 პაციენტი თავის თმიანი ნაწილის ლოკალური დაზიანებით (18-დან 65 წლამდე, 15 მამაკაცი და 10 ქალი, დაავადების ხანგრძლივობა მერყეობდა 1-დან 5 წლამდე). ჩატარებული მკურნალობის შემდეგ კლინიკური გამოჯანმრთელება გამოვლინდა პაციენტთა 70%-ში, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება – 20%-ში, გაუმჯობესება 10%-ში. მკურნალობა კარგი ამტანიანობით ხასიათდებოდა. კვლევის შედეგებმა გვიჩვენა დერმატოზის საერთო მიმდინარებაზე აღნიშნული მეთოდის დადებითი ზემოქმედება (მათ შორის რემისიის გახანგრძლივება) და პაციენტთა ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება. შემოთავაზებული მეთოდი მკურნალობიდან 6 თვის მანძილზე დაავადების გამწვავებათა 1,5-2-ჯერ შემცირებას და მოგვიანებით პერიოდში იმპულსური დენებით მკურნალობის დამატებითი კურსის შემთხვევაში მკურნალობის ეფექტის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

ავტ.

 

10.13.75. ღვიძლის ქოლანგიოგენური აბსცესების წარმომშობი მიზეზები. /. წერეთელი, . ლომიძე, . გელაშვილი, . მანიჟაშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 123-125. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილია ქოლანგიოგენური აბსცესის წარმოშობის ძირითადი მიზეზები. განხილულია ღვიძლის აბსცესის მქონე ავადმყოფთა მკურნალობის ბოლო 20 წლის (1991-2011 წწ.) შედეგები. ავადმყოფები აღნიშნული დიაგნოზით ჰოსპიტალიზებული იყვნენ . მოსკოვის .. სეჩენოვის სახელობის ღვიძლის ქირურგიის განყოფილებასა და . თბილისის . ყიფშიძის თსსუ ცენტრალური კლინკის აბდომინურ სექციაში. სულ ამ დიაგნოზით მოთავსდა 127 ავადმყოფი, აქედან ქოლანგიოგენური აბსცესები აღენიშნა 69 (54.3%) პაციენტს, რომელთაგანაც ქალი შეადგენდა 73.8% (51) და მამაკაცი 26.2% (18). ავადმყოფების ასაკი მერყეობდა 22-დან 77 წლამდე (საშუალო ასაკი შეადგენდა 58 წელს). ავტორების დასკვნით, სანაღვლე გზების გამავლობის დარღვევა ნაღვლოვანი ჰიპერტენზიის განვითარებით, ინფექციასთან ერთად, ითვლება ერთერთ მთავარ ღვიძლის ქოლანგიოგენური აბსცესების წარმომშობ მიზეზად. ბილიარული ჰიპერტენზია, ქოლანგიტთან ერთად, ითვლება ასევე ქოლანგიოგენური აბსცესების მთავარ წარმომშობ მიზეზად იმ პაციენტებში, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო სანაღვლე გზებში მოთავსებული ჰქონდა ცვლადი ტრანსჰეპატური თუ სხვა ტიპის დრენაჟები. ბილიარული ჰიპერტენზიის განვითარება მიანიშნებს სანაღვლე გზებში სტრიქტურის ან სიმსივნური პროცესის რეციდივს, რომელიც შესაძლოა I ან II რიგის ღვიძლშიგა სანაღვლე სადინრების (სეგმენტური ან წილოვანი) ბლოკით მიმდინა­რეობ­დეს. ამასთანავე, რომ ქოლანგიტის შეტევის ხშირი ეპიზოდები და ბაქტერიოქოლია, იმ მცირე ჯგუფის პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებათ სანაღვლე გზების გამავლობის დარღვევა და ბილიარული ჰიპერტენზია (ბილიოდიგესტიური ანასტომოზებისა და ფატერის დვრილის სპინქტერული აპარატის მთლიანობის დარღვევის დროს), აგრეთვე გვევლინება ღვიძლის ქოლანგიოგენური აბსცესების ეტიოლოგიურ ფაქტორად.

ავტ.

 

10.13.76. კოლაგენის I ტიპისადმი აუტოიმუნური პროცესი პაროდონტიტის დროს. /. ჯაში, . ივერი­ელი, . აბაშიძე, . გოგებაშვილი, . გოგიშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 125-127. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

ლიტერატურის მონაცემებისა და საკუთარი კლინიკური გამოკვლევების (ქრონიკული გენერალიზებული პარადონტიტით დაავადებული 179 ავადმყოფი) საფუძველზე, სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ქრონიკული გენერალიზებული პაროდონტიტის დროს მიკროორგანიზმების მიერ ინიცირებული ანთებადი პროცესი ხელს უწყობს კოლაგენის I ტიპის მიმართ იმუნური შეტევის განვითარებას, რასაც თან სდევს კოლაგენის ინტენსიური დესტრუქცია, I ტიპის კოლაგენისადმი ადჰეზიური რეცეპტორების სენსიბილიზაცია, ანტიგენრეაქტიული ლიმფოციტების პროლიფერაცია და აუტოანტისხეულების წარმოქმნა. ვინაიდან ზემოაღნიშნული პროცესების ინტენსიობა კორელირებს პროცესის გენერალიზა­ციის ხარისხთან, ამიტომ ქრონიკული გენერალიზებული პაროდონტიტის დროს I ტიპის კოლაგენის მიმართ განვითარებული აუტოიმუნური პროცესის სპეციფიური მარკერების - კოლაგენის კონცენტრა­ციის, მის მიმართ წარმოქმნილი იმუნური ლიმფოციტების რაოდენობის და აუტოანტისხეულების ტიტრების განსაზღვრა მიზანშეწონილია გამოყენებული იყოს პროცესის სიმძიმის, ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობის განსაზღვრისათვის და მოსალოდნელი რეციდივის პროგნოზირებისათვის.

ავტ.

 

10.13.77. ალერგიული რინიტის გავრცელება და მისი სიმძიმის შეფასება. /. ხერხეულიძე, . ადამია, . ჩხაიძე/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 129-132. - ინგლ.; რეზ.: ქართ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ალერგიული რინიტის პრევალენტობის და დაავადების სიმძიმის შესწავლა . თბილისის მოზარდ ბავშვთა პოპულაციაში სპეციალურად შემუშავებული კითხვარისა და ალერგიული რინიტის სიმძიმის შეფასების სქემის (VAS) გამოყენებით. დადგინდა, რომ თბილისის მოზრდ ბავშვთა პოპულაციაში ალერგიული რინიტის გავრცელება შეადგენს 15,6%-, ავლენს მატების ტენდენციას და გაცილებით ხშირია ვაჟებში. უმეტეს შემთხვევაში ვლინდება დაავადების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმები. რინიტის ძირითად სიმპტომებს შორის პრევალირებს ნაზალური სიმპტომები და შედარებით იშვიათია არანაზალური სიმპტომების გავრცელება. მნიშვვნელოვანია რინიტის ზეგავლენა ცხოვრების 38 ხარისხზე. ძილის, სოციალური ინტერაქციისა და შრომისუნა­რია­ნობის დაქვეითება გასნაკუთრებით უკავშირდება ცხვირის ობსტრუქციის სიმპტომს.

ავტ.

 

10.13.78. B ჰეპატიტის გავრცელება მეზღვაურებში. /. ჭყონია, . ზარნაძე, . ზარნაძე, . ლომთაძე, . ყაჯრიშვილი/. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. – 2011. – #45. – გვ. 132-134. - ინგლ.; რეზ.: ქართ.

კვლევით დადგენილი იქნა, რომ მეზღვაურებს შორის უფრო მაღალია B ჰეპატიტის ვირუსის პასიური მტარებლობა, ვიდრე დაავადების აქტიური გამოვლენა. მეზღვაურებს შორის მტარებლობის მაღალი პროცენტი უკავშირდება იმუნოდეპრესიას და საქმიანობის თავისებურებას, გემის შემადგენლობისა და მომუშავეთა ინდივიდუალურ მონაცემებს. იმუნოდეპრესიის შემთხვევათა 20-30%-ში ადგილი აქვს ვირუსის გააქტივებას. ასეთ შემთხვევაში ეპიდემიის რისკი მაღალია, ვინაიდან გემი დახურული სივრცეა და გემის წევრებს შორის დაავადება სწრაფად ვრცელდება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ჰეპატიტი B, შიდსისა და იმუნოდეფიციტის ვირუსის შემდეგ, წამყვან ადგილს იკავებს და უსწრებს სხვა პარენტერალურ და სქესობრივად გადამდებ დაავადებებს. ზემოაღნიშნული თავისებურებების გათვა­ლის­წინებით, მნიშვნელოვანია სათანადო წინასწარი კვლევებისა და პროფილაქტიკური სერვისების მიწოდება მეზღვაურებისათვის.

ავტ.

 

10.13.79. ბენტონიტები და ცეოლითები მედიცინაში. /. ხურცილავა, . ბუაძე, . აბულაძე, . ფაილოძე, . შვანგირაძე, . ბოჭორიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. - 2012. – . 38. – #1. – გვ. 122-125. – რუს. რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ბენტონიტებისა და ცეოლითების გამოყენება მედიცინაში. ნაჩვენებია მედიცინის სფერო, რომელშიც ეს მინერალებია გამოყენებული. კერძოდ, განხილულია ბენტონიტები, როგორც სამკურნალო და პროფილაქტიკური მალამოების შემადგენელი კომპონენტი: დაოდვილობის, კანის ზედაპირის სხვადასხვა გამღიზიანებლებისაგან დაცვის, ხმარების წინ კათეტერებისა და ბუჟების საპოხი მასალის სახით, როგორც მთრიმლავი საშუალება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობების დროს და .. დადგენილია, რომ ცეოლითები ფართოდ გამოიყენება საკვებ დანამატებში, სამკურნალო პრეპარატების მოსამზადებლად, კბილის პასტებში და ..

ავტ.

 

10.13.80. რადიკალური ცისტექტომია; მაინც პაუჩ II დერივაციის შედეგები (ერთი ინსტიტუტის გამოცდილება). /. ჟვანია, . მშვილდაძე . მანაგაძე . ხვადაგიანი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #10(211). – გვ. 8-13. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანია იმ პაციენტთა პერი- და პოსტოპერაციული მდგომარეობის შეფასება, რომელთაც შარდის ბუშტის ინვაზიური სიმსივნის სამკურნალოდ ჩაუტარდა რადიკალური ცისტექტომია - რექტოსიგმოიდური (მაინც პაუჩ II) რეზერვუარის ფორმირება. უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 1988-2011 წლებში ჩატარდა 320 რადიკალური ცისტექტომია დერივაციის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. მათგან 134 (41.9%) შემთხვევაში გაკეთდა რექტოსიგმოიდური (მაინც პაუჩ II) რეზერვუარი. ცალკე გაანალიზდა ამ ჯგუფის პაციენტები. ინტრაოპერაციულად სწორი ნაწლავი დაზიანდა 2 (1.5%) შემთხვევაში. ადრეული გართულებები აღენიშნა 40 (29.9%) პაციენტს, ხოლო შორეული - 5 (3.7%). პერორალური ალკალოიდების მიღება აუცილებელი გახდა 30 (22.4%) შემთხვევაში. 9 (6.7%) პაციენტი ჰოსპიტალიზებულ იქნა მწვავე აციდოზის დიაგნოზით. მენჯ-ფიალოვანი სისტემის დილატაცია აღენიშნა 15 (11.2%) პაციენტს, მათგან 7 (5.2%) იყო ბილატერალური, ხოლო 8 (5.9%) - უნილატერალური. 4 (2.9%) პაციენტს დაუდგინდა შარდსაწვეთრეზერვუარის ანასტომოზის სტრიქტურა. ყველა პაციენტი იყო კონტინენტური დღის საათებში. მხოლოდ სამ შემთხვევაში (ორი კაცი, ერთი ქალი) გახდა საჭირო საფენი ღამის საათებში. სამივე პაციენტი იყო 70 წელს გადაცილებული. ორ პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა ნაწლავთშორისი აბსცესის გამო. ერთ პაციენტს გაუვალობის გამო დასჭირდა სინექიოლიზისი ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ. პერიოპერაციული სიკვდილიანობა შეადგენდა 3.7%. რექტოსიგმოიდური (მაინც პაუჩ II) რეზერვუარი ხასიათდება გართულებებისა და სიკვდილიანობის დაბალი ხარისხით. დერივაციის ეს სახე არის არჩევის მეთოდი იმ პაციენტებში, რომელთა ურეთ-რის გამოყენება არ არის შესაძლებელი. კარგი სელექციის პირობებში მაინც პაუჩ II - რეზერვუარი არის სხვადასხვა ტიპის კონტინენტური დერივაციების ალტერნატივა.

ავტ.

 

10.13.81. ორსულთა სხეულის მასა, როგორც სამეანო გართულებების რისკ-ფაქტორი. /. შელია, . ბეშკენაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #10 (211). – გვ. 14-17. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობის და გამოსავლის შესწავლა ჭარბი წონისა და მასის დეფიციტის მქონე ქალებში. კლინიკური დაკვირვება წარმოებდა 280 ფერტილუ­რი ასაკის ქალის ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობზე. მასის ინდექსის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა .. Ketle- ინდექსი. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ჭარბი წონის ორსული ქალებისათვის, კონტროლთან შედარებით, გაცილებით მეტადაა (67%) დამახასიათებელი ისეთი გართულებები, როგორიცაა: გესტოზი, გესტაციური შაქრიანი დიაბეტი, სამშობიარო მოქმედების სისუსტე, მაკროსომია და პერინატალური სიკვდილობა (p<0.01). თვითნებით აბორტის საერთო რაოდენობა მასის დეფიციტის მქონე ქალებს შორის შეადგენდა 9%. ნორმალური მასის ინდექსის მქონე ქალების ორსულობის გამოსავალი უკეთესია. ამგვარად, ჭარბი წონა და მასის დეფიციტი წარმოადგენს ნეგატიურ ფონს და რისკ-ფაქტორს სამეანო გართულებების თვალსაზრისით.

ავტ.

 

10.13.82. ზოგადი და ადგილობრივი ფაქტორების გავლენა პაროდონტის ანთებითი დაავადებების განვითარებაზე მოზარდთა ასაკში. /. შიშნიაშვილი, . ცაგარელი, . ხიმშიაშვილი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #10 (211). – გვ. 18-22. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა მოზარდთა ასაკში არასასურველი ზოგადი და ადგილობრივი რისკის ფაქტორთა გავლენის მნიშვნელობის განსაზღვრა პაროდონტის ანთებითი დაავადებების განვითარების პროცესში. ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა 9-დან 15 წლამდე ასაკის 618 მოსწავლის სტომატოლოგიური სტატუსი. გამოკვლევის შედეგებმა ცხადყო ზოგადი და ადგილობრივი რისკის ფაქტორების არაერთ-მნიშვნელოვანი გავლენა პაროდონტის ქსოვილთა ანთებითი დაავადების განვითარებაზე. კერძოდ, ზოგადი ფაქტორებიდან ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება იუვენილური ასაკის ჰორმონული ფუნქციის მდგომარეობას (26,5%). ახალგაზრდა ასაკში პაროდონტის ანთებითი პროცესების განვითარების მაპროვოცირებელი ადგილობრივი ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია ყბა-კბილთა ანომალიები (32,2%), კერძოდ, თანკბილვის პათოლოგია, ტუჩების ლაგამის მიმაგრების ანომალია, კბილთაშორისი კონტაქტების არარსებობა. პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა, აგრეთვე, მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ზოგადი და ადგილობრივი რისკის ფაქტორთა როლისა და მნიშვნელობის განსაზღვრა პაციენტის ასაკის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ადრეული პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზაციის და დაავადების განვითარების პროგნოზირების საქმეში, ვინაიდან საშუალებას იძლევა კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით შეირჩეს მკურნალობის ოპტიმალური მეთოდი, შემცირდეს რთული კომპლექსური მკურნალობის საჭიროების რისკი და გაუმჯობესდეს მკურნალობის შედეგი.

ავტ.

 

10.13.83. მულტიმოდალური მიდგომა ანესთეზიის სტრატეგიისადმი ხანგრძლივი ოპერაციული ჩარევისას. /. საბიროვი, . შარიპოვა/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #10 (211). – გვ. 28-33. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა მულტიმოდალური მიდგომის შეფასება ზოგადი ანესთეზიის ჩატარებისას ტრადიციულ ზოგად ნარკოზთან შედარებით. 2008-2009 წწ. გადაუდებელი მედიცინის რესპუბლიკურ ცენტრში ჰოსპიტალიზებული 40 პაციენტი, გამოყენებული ზოგადი ანესთეზიის მეთოდის გათვალისწინებით, გაყოფილ იქნა ორ ჯგუფად: 20 პაციენტს ჩაუტარდა ზოგადი ანესთეზია მულტიმოდალური მიდგომის მიხედვით, ხოლო საკონტროლო ჯგუფის 20 პაციენტს კი - ტრადიციული ზოგადი ანესთეზია. ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ანესთეზიისადმი მულტიმო­და­ლური მიდგომა, ტკივილის პათოგენეზის ყველა უბანზე მოქმედების გათვალისწინებით, უზრუნველ­ყოფს პოსტოპერაციულ პერიოდში ჰემოდინამიკური პარამეტრების სტაბილურობას ჰომეოსტაზის დარღვევების მინიმიზაციით და სიმპათოადრენალური სისტემის ნაკლებად გამოხატული რეაქციით კარგი ნეიროვეგეტატიური დაცვის პირობებში.

ავტ.

 

10.13.84. უზმოდ დარღვეული გლიკემია, როგორც გულის იშემიური დაავადების რისკის ფაქტორი. /. სულტანოვა/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #10 (211). – გვ. 33-37. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია ნახშირწყლების ცვლის ადრეული დარღვევების გავრცელება და მათი კავშირი გულის იშემიური დაავადების რისკის ფაქტორებთან (გიდ რფ) ქალთა პოპულაციაში. ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩაუტარდა 20-59 წლის ასაკის 952 ქალს. უზმოდ დარღვეული გლიკემიის (უდგ) სიხშირე აღენიშნა გამოკვლეულ პირთა 4,6%, ხოლო გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა (გტდ) – 0,2%-. დადგინდა, რომ გიდ-ის გავრცელება ქალთა პოპულაციაში ორჯერ უფრო ხშირია უდგ არსებობის პირობებში, ვიდრე მის გარეშე (40,0% და 23,2%, შესაბამისად) ყველა ასაკობრივ ჯგუფში, გარდა 20-29 წლის ასაკის ქალებისა. ამ ასაკობრივ ჯგუფში უდგ-ის პირობებში გიდ-ის მოვლენები საერთოდ არ აღინიშნებოდა. გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის რფ გამოვლენის სიხშირე განსხვავდებოდა უდგ არსებობის ან არარსებობის პირობებში. არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტრიგლიცირიდემია, სხეულის ჭარბი მასა - მეტაბოლური სინდრომის კრიტერიუმები, უფრო ხშირი იყო იმ ქალთა შორის, რომელთაც აღენიშნებოდა უდგ.

ავტ.

 

10.13.85. გულის იშემიური დაავადების რისკის ფაქტორები ქალთა შორის (ეპიდემიოლოგიური და კლინიკური კვლევა). /. კასუმოვა/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #10 (211). – გვ. 38-42. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია ქალთა შორის გულის იშემიური დაავადების (გიდ) ძირითადი რისკის ფაქტორების (რფ) გავრცელება 30-59 წლის ასაკის ქალთა შორის ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მონაცემებით. დადგენილია, რომ გიდ-ით დასნეულებულ ქალთა შორის განსაკუთრებით ხშირია აბდომინური სიმსუქნე, სხეულის ჭარბი მასა, ჰიპერტრიგლიცერიდემია და ჰიპერქოლესტერინემია, შედარებით ნაკლები სიხშირით აღინიშნება დაბალი ფიზიკური აქტივობა (დფა), დაბალი და მაღალი სიმკრივის ლიპოპროტეიდების ქოლესტერინი, ათეროგენობის კოეფიციენტი, არტერიული ჰიპერტენზია (აჰ); ყველა რფ, გარდა დფა, მეტი სიხშირით ვლინდება კლინიკურად გამოკვლეულ პირთა ჯგუფში, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მეთოდით შესწავლილ ქალთა შორის. ფერტილური და კლიმაქტერიული ასაკის ქალებში ყველა რფ, აჰ გარდა, ვლინდება თითქმის თანაბარი სიხშირით; როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე კლინიკური მეთოდებით გამოკვლევის შედეგების მიხედვით აჰ უფრო ხშირია მენოპაუზაში მყოფ ქალებში.

ავტ.

 

10.13.86. ნახშირწყლების ცვლის დარღვევა ქრონიკული C ჰეპატიტით ავადმყოფებში. /. ბოჭორი­შვილი, . ვაშაკიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #10 (211). – გვ. 43-45. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ინსულინრეზისტენტობა ტიპი 2 დიაბეტის განვითარების ხშირ მიზეზს წარმოადგენს და ქრონიკული C ჰეპატიტით პაციენტთა 30-70% გვხვდება, რომელთაც ღვიძლის დაზიანების უკვე ადრეულ სტადიაზე აღენიშნება სისხლში C-პეპტიდისა და ინსულინის დონის მომატება. კვლევის მიზანია C-პეპტიდისა და ინსულინის, როგორც ინსულინრეზისტენტობის მარკერების, როლისა და მნიშვნელობის შეფასება HCV-ინფექციის იმუნოპათოგენეზში. გამოკვლეულია C-პეპტიდის და ინსულინის მაჩვენებლები HCV ინფექციით 130 პაციენტში (20 - მწვავე, 38 – ქრონიკული, 72 პაციენტი ქრონიკული C ჰეპატიტით ციროზის სტადიაზე). კვლევის შედეგებმა გამოავლინა C-პეპტიდისა და ინსულინის მაჩვენებლების მომატება C ჰეპატიტით პაციენტებში, რაც მიუთითებს ინსულინრეზისტენტობის არსებობაზე. აღნიშნული დარღვევები კორელირებს ღვიძლის დაზიანების ხარისხთან. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ასეთ პაციენტებში ინსულინრეზისტენტობის მონიტორინგი, რაც ხელს შეუწყობს გართულებების თავიდან აცილებას და პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ავტ.

 

10.13.87. B და C ჰეპატიტის ვირუსების პოპულაციის გენეტიკური შედგენილობა აზერბაიჯანში მცხოვრებ ჯანმრთელ და პარენტერული ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ჯგუფის პირთა შორის. /. მამედოვი. . დადაშევა/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #10 (211). – გვ. 46-49. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აზერბაიჯანში ცირკულირებადი B ჰეპატიტისა და C ჰეპატიტის ვირუსების (BHv და CHv) პოპულაციების გენეტიკური თავისებურებების შესახებ ინფორმაციის სიმცირის გათვალისწინებით, სტატიის ავტორებმა ადეკვატური სეროლოგიური და მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდების გამოყენებით აზერბაიჯანში მცხოვრებ სისხლის დონორთა და BHv და CHv ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში განსაზღვრეს BHv და CHv განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარამეტრები. დადგინდა, რომ BHv-ის პოპულაცია წარმოდგენილია მისი მადომინირებელი ველურიდა მუტანტური ვარიანტებით, რომლებიც დეფექტურნი არიან HBeAg, HBcAg და HBsAg პროდუცირების უნარით. ამასთან, BHv-ის იზოლიატები 90% მეტი მიეკუთვნება D-გენოტიპს, 10% ნაკლები კი - A-გენოტიპს. გამოვლინდა, რომ CHv წარმოდგენილია სამი გენოტიპით: “1”, “2” და “3”, ხოლო ამ გენოტიპების სიხშირის თანაფარდობა, შესაბამისად, დაახლოებით, 71%:9%:20%-ია.

ავტ.

 

10.13.88. სისხლძარღოვან-ნერვული კონის ინტერპოზიციის ქირურგიული მკურნალობის გამოცდილება ბავშვებში მხრის ძვლის როკგამავალი და როკზედა მოტეხილობისას. /. ახმედოვი, . მაშარიფოვი, . ხაკიმოვი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #10 (211). – გვ. 50-55. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია დიაგნოსტიკისა და ქირურგიული კორექციის თანამედროვე მეთოდების გამოყენების შედეგები ბავშვებში მხრის ძვლის როკგამავალი და როკზედა მოტეხილობით, რომელთაც აღენიშნებოდა სისხლძარღვოვან-ნერვული კონის ინტერპოზიცია და ხელის მწვავე იშემიით გართულება. მოყვანილია ქირურგიული მკურნალობის 10-წლიანი გამოცდილების ანალიზი, რომელიც ეხება 31 პაციენტს ასაკით ერთი წლიდან - 14 წლამდე (საშუალო ასაკი – 6,64±2,9 წელი). აღწერილია აღნიშნული სახის გართულებების სიხშირე დაკვირვების სხვადასხვა პერიოდში, ძირითადი კლინიკური სიმპტომები და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები სისხლძარღვოვან-ნერვული კონის ინტერპოზიციის დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობაში.ნაჩვენებია, რომ განვითარებული გართულებების დროული ქირურგიული კორექციით, სისხლმიმოქცევის აღდგენითა და ნევროლოგიური სიმპტომატიკის ლიკვიდაციით დამაკმაყოფილი შედეგების მიიღწევა შესაძლებელია შემთხვევათა 93,5%.

ავტ.

 

10.13.89. ბავშვთა და მოზარდთა სხეულის მასის ინდექსის მაჩვენებლები WHO- სტანდარტებთან მიმართებაში კახეთის რეგიონში. /. ხარაბაძე, . ბეთანელი, . ხეცურიანი, . რაინაული, . ხუციშვილი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #10 (211). – გვ. 55-59. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია კახეთის რეგიონის 6-18 წლის 854 ბავშვის და მოზარდის (437 ვაჟი და 417 გოგონა) ანთროპომეტრიული პარამეტრები: სხეულის სიმაღლე, მასა და გულმკერდის გარშემოწერილობა. გამოთვლილია თითოეული ბავშვის და მოზარდის სხეულის მასის ინდექსი. მიღებული მონაცემები შედარებულია 2007 წელს WHO- მიერ 5-19 წლის ასაკის ვაჟების და გოგონებისთვის შემუშავებულ სხეულის მასის ინდექსის პერცენტილურ ცხრილებთან, რომლის საშუალებითაც ხდება ბავშვებში კვებითი სტატუსის შეფასება. მიღებული შედეგებით, 6-18 წლის ასაკის ბავშვების და მოზარდების უმეტესობას აქვს სხეულის მასის ნორმალური მაჩვენებელი, 2.6% შემთხვევაში გამოვლინდა სხეულის მასის ნორმაზე დაბალი მაჩვენებელი, 13% - ჭარბი წონა, ხოლო 7.2% - სიმსუქნე. სხეულის მასის ნორმაზე დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა 6-12 წლის ასაკის ბავშვებში - უმეტესად გოგონებში, თუმცა, ამავე ასაკობრივ ჯგუფში მაღალია ჭარბი წონისა და სიმსუქნის პროცენტული რაოდენობა. მასის დეფიციტის მაღალი პროცენტული რაოდენობა დაფიქსირდა 6 წლის ასაკის ორივე სქესის ბავშვებში (6.4%) და 12 წლის ასაკის გოგონებში (11.1%), თუმცა ამ ასაკში წონის დეფიციტის მქონე ბავშვების რაოდენობა ნაკლებია . თბილისის ამავე ასაკის ბავშვებთან შედარებით. ჭარბი წონისა და სიმსუქნის მქონე ბავშვების რაოდენობა პირდაპირპროპორციულია ასაკის მატების და პრევალირებს ვაჟებში. სიმსუქნის გავრცელე­ბის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლები გამოვლინდა 11 წლის ასაკის ორივე სქესის ბავშვებში (21.5%) და 18 წლის ასაკის ვაჟებში (17.6%). მიღებული შედეგების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებთან შედარებითმა ანალიზმა ცხადყო, რომ საქართველო ჭარბი წონის და სიმსუქნის გავრცელებით ახლოს არის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან.

ავტ.

 

10.13.90. ბაქტერიოფაგის პერორალური მიღება ცვლის ბაქტერიული აგენტებით გამოწვეული დაავადე­ბე­ბის კლინიკურ მიმდინარეობას ბავშვებში. /. ფაღავა, . მეცხვარიშვილი, . კორინთელი, . ღონღაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #10 (211). – გვ. 60-66. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა პერორალურად მიღებული კომერციული ბაქტერიოფაგის ეფექტურობის დადგენა ინფექციური დაავადებების კლინიკურ მიმდინარეობაზე ბავშვებში. 85 ბავშვის (დიაგნოზი: სეფსისი, ბაქტერიული პნევმონია, საშარდე გზების ინფექცია, ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექცია, მწვავე დიარეა) კომპლექსურ მკურნალობაში ჩართული იქნა ბაქტერიოფაგი. პაციენტთა ასაკი მერყეობდა 1 კვირიდან 15 წლამდე, ქალი იყო 42, ვაჟი - 43. ყველა ინდივიდუალური შემთხვევისთვის შერჩეულ იქნა მაქსიმალურად იდენტური კონტროლი. კვლევა შესრულდა Case Control Study- დიზაინით, იყო ღია ხასიათის.თითოეულ ნოზოლოგიურ ჯგუფში შესწავლილ იქნა სპეციფიკური კლინიკურ-პარაკლინიკური და ასევე, დაავადების სიმძიმის ინტეგრალური მაჩვენებელი (მრავალკრი­ტერიუმიანი ანალიზის არამკაფიო ლოგიკის ელემენტების გამოყენებით). დადგენილ იქნა, რომ კომპლექსურ მკურნალობაში კომერციული ბაქტერიოფაგის პერორალური მიღების ჩართვა აუმჯობესებს პაციენტის კლინიკურ-პარაკლინიკურ მარკერებს. განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო პათოლოგიური პროცესის სიმძიმის ინტეგრალური აჩვენებლის გაუმჯობესება. ბაქტერიოფაგოთერაპიის სარწმუნო ეფექტურობის შემდგომი შეფასებისათვის მიზანშეწონილია საკითხის შესწავლა პაციენტების უფრო მეტ რაოდენობაში ორმაგი ბრმა მეთოდის გამოყენებით.

ავტ.

 

10.13.91. ფილტვისმიერი პათოლოგიის როლი მიოკარდიუმის კატექოლამინინდუცირებულ დაზიანე­ბაში და მისი კორექცია (ექსპერიმენტული კვლევა). /. სემერჯიანი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #10 (211). – გვ. 66-70. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ექსპერიმენტში ვირთაგვებზე შესწავლილია ადრენალინინდუცირებული მორფოლოგიური და ბიოქიმიური ცვლილებები ფილტვებსა და მიოკარდიუმში, ასევე, ამ ცვლილებათა კორექციის გზები ალვეოლური გაზთა ცვლის მეშვეობით.ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევების შედეგების საფუძველზე ავტორს გამოაქვს დასკვნა, რომ ჰიპერკატექოლამინემიის პირობებში მიოკარდიუმის დაზიანების უპირველეს მიზეზს ფილტვის ქსოვილის პათოლოგია და ალვეოლური სუნთქვის დათრგუნვა წარმოადგენს, რომლის შედეგად ვითარდება ჰიპოქსია და კარდიომიოციტების დაზიანება. ამ დასკვნის საფუძველია ავტორთა მიერ განხორციელებული ექსპერიმენტული ცხოველების წინასწარი ჩართვა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატთან და ალვეოლური გაზთა ცვლის გაუმჯობესება, რომლის ფონზე ადრენალინის კარდიოტოქსიკური დოზა არ იწვევს საცდელი ცხოველების მიოკარდიუმის დაზიანებას.

ავტ.

 

10.13.92. თიმოზინ-ალფა 1 მოქმედება უჯრედული სისტემის მარტივი ჰერპესის ვირუსის რეპროდუქ­ციაზე და ამ ვირუსით გამოწვეულ მწვავე ექსპერიმენტული ინფექციის მიმდინარეობაზე ვირთაგვებში. /. მამედოვი, . საფაროვა, . დადაშევა/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #10 (211). – გვ. 71-75. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია თიმოზინ-ალფა 1 (Ta1) მარტივი ჰერპესის ვირუსის (მჰვ) საწინააღმდეგო მოქმედების შედარებითი შეფასების მიზნით ჩატარებული ლაბორატორიული და ექსპერიმენტული კვლევების შედეგები.აღნიშნულია, რომ ინოკულირებული მჰვ შეტანა in vitro კულტივირებულ უჯრედულ სისტემაში უზრუნველყოფს ვირუსის დათრგუნვას და უჯრედების დაცვასმჰვ ციტოპათოგენური მოქმედებისაგან. ამასთან, Ta 1 მჰვ in vitro უჯრედებში რეპროდუქციის დათრგუნვის უნარი ადამიანის ალფა-ინტერფე-რონის ანალოგიურ უნართან შეპირისპირებადი აღმოჩნდა. დადგენილია, ასევე, რომ მჰვ ინფიცირებულ თაგვებში პარენტერალური გზით შეყვანით ცხოველთა სიკვდილის პროცენტული მაჩვენებელი მცირდება, ხოლო გადარჩენის მაჩვენებელი იზრდება. ექსპერიმენტული ვირუსული ინფექციის დათრგუნვის Ta 1 უნარი აღემატებოდა აცეკლოვირის ანალოგიურ მოქმედების უნარს.

ავტ.

 

10.13.93. ბიოარქეოლოგიური კვლევის განვითარება საქართველოში: ეტაპები, თავისებურებები, მიმართულებები. /. შენგელია, . ბითაძე, . ლალიაშვილი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #10 (211). – გვ. 75-81. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ბიოარქეოლოგია, ფართო გაგებით, საქართველოში პალეოანთროპოლოგიისა და პალეოპათოლოგის შესწავლით იწყება. პალეოანთროპოლოგია თავდაპირველად არქეოლოგიის კვალდაკვალ განვითარდა. ბიომასალის პალეპათოლოგიური კუთხით შესწავლა 1956 წლიდან იწყება. მოგვიანებით შრომები მიეძღვნა ეთნოგენეზის, შედარებითი ანთროპოლოგიის, ფიზიოლოგიური სტრესების გავრცელების და სხვა საკითხებს. კვლევის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური მეთოდების შემოღება ახალ პერსპექტი­ვებს ბადებს. აღნიშნული კვლევები მოიცავს: 1. ბიომასალის მაკროსკოპულ და მიკროსკოპულ მორფო­ლო­გიურ შესწავლას; 2. ქიმური მეთოდებით კვლევას, რომელიც მასალის ძირითადი ინგრედიენტების სპექტრული ანალიზით სიცოცხლისდროინდელი მრავალი პარამეტრის, კვების რეჟიმის, გარემოსთან ურთიერთობის ასპექტებისა და მეტაბოლური პროცესების შესახებ მსჯელობის საშუალებას იძლევა. ამ მიმართულების მნიშვნელოვანი ნაწილია სტაბილური იზოტოპების კვლევა, რაც დამატებით და ძლიერ არგუმენტებს იძლევა; 3. გენეტიკურ კვლევას, რაც პასუხს იძლევა შემდეგ მნიშვნელოვან კითხვებზე: ბიომასალის სახეობრივი, რასობრივი და ეთნიკური კუთვნილება; მიგრაციული პროცესების დრო და ტიპი, ეთნოგენეზისი; დაავადებების ისტორია (დაავადებების წარმოშობის დათარიღება, მემკვიდრული დაავადებები, ეპიდემიები და სხვა); ადამიანის/ცხოველის გენომის ევოლუციური და მუტაციური ცვლილებები; გარემოს (საკვები, ეკოსისტემები) როლი გენომის ცვლილებებში. უნდა მოხდეს აქამდე არსებული მონაცემების და ზემოაღნიშნული თანამედროვე ტექნოლოგიებით მიღებული მონაცემების ყველა შესაძლო კორელაცია, რაც შედარებით იაფი და ხელმისაწვდომი შეფასების კრიტერიუმების შემუშავების საშუალებას შექმნის. გარდა ამისა, დაწყებულია საქართველოს გენოგეოგრაფიული მონაცე­მების შედარებითი შესწავლა, სადაც, არაგადამდები დაავადებების ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, შესაძლოა დაფიქსირდეს გარკვეული გენეტიკური ცვლილებები, რომლებიც ავტორთა აზრით, 450-550 წლის წინ კვებითი რაციონის მკვეთრმა ცვლილებამ გამოიწვია.

ავტ.

 

10.13.94. ფიტონაკრებები ეპილეპსიის მკურნალობის დროს (მიმოხილვა). /. კუპრაშვილი/. საქართვე­ლოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #10 (211). – გვ. 82-85. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გაანალიზებულია რეტროსპექტიული და თანამედროვე ლიტერატურული მონაცემები ეპილეპსიის სამკურნალოდ ფიტონაკრებების გამოყენების შესაძლებლობების შესახებ. განხილულია ფიტონაკრებების და მათში შემავალი ზოგიერთი მცენარის ქიმიური შემცველობა. ამ საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურის შესწავლამ გამოავლინა მცენარეული სამკურნალო საშუალებების დიდი არსენალი, რომელსაც ახასიათებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ანკსიოლიტური და ანტიდეპრესიული ეფექტები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ტრადიციული საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეპილეპსიის სამკურნალოდ. აქედან გამომდინარე, ავტორი საჭიროდ მიიჩნევს ზემოხსენებული მცენარეული ნაკრებების და მათში შემავალი მცენარეების სიღრმისეულ შესწავლას მათი შემდგომი გამოყენებისათვის აღნიშნული პათოლოგიის სამკურნალოდ, მკურნალობის ეფექტურობის გაზრდის და ეპილეპსიის სამკურნალო პრეპარატების უკუჩვენებითი რეაქციების თავიდან აცილების მიზნით.

ავტ.

 

 

. დარგთაშორისი პრობლემები

 

1. ორგანიზაცია და მართვა           

 

10.1.1. მიწების მართვის სისტემა. /. ხუციშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნო­ლო­გიები. – 2012. – #3. – გვ. 27-29. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

სოფლის მეურნეობის პრიორიტეტი მიწაზე გაპირობებულია მისი ეკონომიკური როლით, რომელსაც ის ასრულებს მიწაზე. სოფლის მეურნეობის პროდუქციის საწარმოებლად ვარგისი მიწების შენარჩუნება, მათი ნაყოფიერების ამაღლება და დაცვა, მიწების მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვა­ნესი პრინციპია. მიწების მართვა ეფექტიანია, როცა მისი სტრუქტურა და ფუნქციები მოერგება კონკრეტულ პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციას, სრულად ასახავს მიმდინარე რთულ პროცესებს, გამოავლენს კრიზისის დაძლევის უნარს, ახალი პირობებისადმი შეგუებას. ეკონომიკური მოვლენების შეფასების ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხელს შეუწყობს ორგანიზაციულ-ეკონომიკურ ურთიერ­თობათა განმტკიცებას.

ავტ.

 

10.1.2. კროს-კულტურული მენეჯმენტი საქართველოში გლობალიზაციის პირობებში. /. რამი­შვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2012. – #1(5). – გვ. 27-31. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გლობალიზაციის პირობებში მიმდინარე კულტურათაშორისი ურთიერთობები მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაციების განვითარებისთვის, რის გამოც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში დიდი ხანია არსებობს ტრანსნაციონალური კომპანიების მენეჯერთა მომზადების სისტემა, რომელიც შესაბამის სამეცნიერო კვლევებს ეფუძნება. საქართველოში, ისევე როგორც უმრავლეს განვითარებად სახელმწიფოში, არ არსებობს მსგავსი სამეცნიერო ბაზა და შესაბამისად არც განათლების სისტემა. ამიტომ, საჭიროა ამგვარი სისტემის შექმნა, რათა ადგილობრივმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა შეძლონ საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა. დეტალურადაა განხილული ის კროს-კულტურული ბარიერები, რომლებიც წარმოიშობა ტრანსნაციონალურ კომპანიებში და მოცემულია მათი დაძლევის რეკომენდაციები.

ავტ.

 

10.1.3. საქონლის მარაგის დაგეგმვის მრავალკრიტერიული ამოცანის ანალიზური ამოხსნის შესახებ. /. სიხარულიძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 60-65. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განიხილება მარაგის მართვის ერთ-ერთი მოდელი, რომელშიც იგულისხმება, რომ საგეგმო პერიოდში მუდმივია საქონლის პარტიების მოცულობები, მათზე დანახარჯები და შენახვის ხარჯები, თუმცა თითოეული პარტიის გასაყიდი ფასი ცვალებადია. ამოცანა ყალიბდება, როგორც არაწრფივი ორკრიტერიუმიანი ამოცანა წრფივი შეზღუდვებით. ორი ტიპის საქონლის შემთხვევაში მოყვანილია ანალიზური ამოხსნა.

ავტ.

 

10.1.4. საზღვრის რადიაციული მონიტორინგის სისტემა საქართველოში. /. ნაბახტიანი, . გიგინეი­შვილი, . ჩხარტიშვილი, . დეკანოსიძე/. Nano Studies. – 2012. – #6. – გვ. 61-64. – ინგლ.

აღწერილია საქართველოში საზღვრის რადიაციული მონიტორინგის ადმინისტრაციული და ტექნიკუ­რი ქვესისტემების ორგანიზების ძირითადი პრინციპები.

ავტ.

 

 

2. გარემოს დაცვა. ეკოლოგია

 

10.2.1. პესტიციდებით დანაგვიანებისაგან გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპები საქართველოში. /. ალექსიძე, . ორჯონიკიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. - #30. – გვ. 84-86. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში სწრაფად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გავრცე­ლე­ბული მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ საბრძოლველად განკუთვნილი ქიმიური ნივთიე­რე­ბებისპესტიციდების წარმოებისა და გამოყენების ტემპები. ეს ნივთიერებები უზრუნველყოფენ თანამედროვე მემცენარეობის პროდუქციის 50%-ის წარმოებას და ასეულ მილიონბით ტონა მოსავლის შენარჩუნებას.

ავტ.

 

10.2.2. თბილისი-ბოლნისის საავტომობილო გზის ზოლში ნიადაგების ეკოგეოქიმიური მდგომარე­ობის შეფასება. /. ზვიადაძე, . გაჩეჩილაძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 8-12. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმში ტოქსიკური მეტალების მოხვედრის და დაგროვების ძირითად წყაროს ამ მეტალებით გაჭუჭყიანებულ ნიადაგებზე მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის სისტემატური მოხმარებაა. საკუთრივ ნიადაგში ტოქსიკური მეტალების აკუმულაცია სხვადასხვა ანთროპოგენურ ფაქტორთან არის დაკავშირებული. ამ ფაქტორებს შორის მსხვილი დასახლებული პუნქტების არეალს გარეთ არსებულ სივრცეში ერთ-ერთი მძლავრი ფაქტორი არის ინტენსიური საავტომობილო მიმოსვლის ტრასები, რომელთა ზოლში ატმოსფერული ჰაერი გაჯერე­ბულია მეტალების შემცველი გამონაბოლქვი აირებით. ჰაერიდან ტოქსიკური მეტალები ხვდება ნიადაგში, როგორც ლანდშაფტის ღია გეოქიმიურ სისტემაში. წინამდებარე ნაშრომში აღნიშნული საკითხი განხილულია თბილისი-ბოლნისის საავტომობილო გზის ტიპურ მაგალითზე. შესწავლილია ტრასის მიმდებარე ზოლში ნიადაგებში ტოქსიკური მეტალების განაწილების თავისებურებები და გამოვლენილია ცალკეულ უბნებზე მათი უფრო ინტენსიურად დაგროვების მიზეზები.

ავტ.

 

10.2.3. აზბესტის და აზბესტის შემცველი მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემის შესახებ. /. ბეჟანიშვილი, . ბოჭორიშვილი, . გრძელიძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 87-90. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული დეკლარაცია აზბესტის შესახებ, რომელიც ყველა სახელმწიფოსგან აზბესტის და აზბესტის შემცველი მასალების წარმოებისა და გამოყენების აკრძალვას მოითხოვს. მთავარი არგუმენტი აკრძალვისა არის ის, რომ აზბესტი კანცეროგენული ნივთიერებაა და იწვევს მთელ რიგ დაავადებებს, რომლებიც პროფესიულ დაავადე­ბათა რიცხვს მიეკუთვნება. დადგენილია, რომ აზბესტის ზემოქმედების შედეგად გამოწვეული პროფესიული დაავადებების საკომპენსაციო ხარჯები ძალზედ დიდია. მიუხედავად ამისა, ამჟამად აზბესტის გამოყენება მხოლოდ 40 ქვეყანაშია აკრძალული. აზბესტის სხვა მასალებით შესაცვლელად რეკომენდებულია ალტერნატიული გადაწყვეტები.

ავტ.

 

10.2.4. ჭიათურის მანგანუმის საწარმოებიდან მდინარე ყვირილაში ჩამდინარი წყლების რადიო­აქ­ტიური ნივთიერებებიდან გაწმენდის ღონისძიებები. /. კიკნაძე, . მექვაბიშვილი/. სამთო ჟურნა­ლი. – 2012. – #1(28). – გვ. 91-92. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია ჭიათურის მანგანუმის საწარმოებიდან მდინარე ყვირილაში ჩამდინარი წყლების რადიოაქტიური ნივთიერებებისაგან, კერძოდ, რადიუმისაგან და რადონისაგან გაწმენდის საკითხები; მოცემულია Ra226 და Rn222-ის ცვალებადობის ყოველთვიური დაკვირვებების შედეგები, თუ როგორ იცვლებოდა მათი მნიშვნელობები ყოველთვიურად 2010 წლის ოქტომბრიდან 2011 წლის სექტემბრის ჩათვლით. დაკვირვებების შედეგად დადგენილია, რომ ამ რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველობა მდინარე ყვირილაში ჩამდინარ წყლებში მცირდება, რაც აიხსნება ბუნებრივი ნალექების მომატებით. მოცემულია მდინარე ყვირილაში ჭიათურის მანგანუმის საწარმოებიდან ჩამდინარ წყლების გაწმენდის ახალი ხერხი, რისთვისაც გამოყენებულია ახალი ხსნარი - რეაგენტი Ra226-ის მოსაცილებლად. ამავე დროს ფილტრად გამოყენებულია ასკანის თიხა, რომელიც გააქტიურებულია აზოტმჟავით.

ავტ.

 

10.2.5. თუშეთის დაცული ტერიტორიები: ფიჭვნარ კორომებში ბუნებრივი განახლების პროცესების შეფასება. /. კანდელაკი, . ტურაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2012. – #2. – გვ. 89-98. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

თუშეთის დაცული ტერიტორიების მთავარ სტარტეგიას ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრე­ობის შენარჩუნება-დაცვა წარმოადგენს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ფიჭვნარი კორომების დაცვა-შენარჩუნება, რომლებსაც დომინანტური ადგილი უჭირავს დაცულ ტერიტორიაზე და მის მდგრად განვითარებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება. აქედან გამომდინარე აქტუალურია ფიჭვნარ კორომებში ბუნებრივი განახლების შესწავლა, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს ამ პროცესების მიმდინარეობა და მასზე მოქმედი ფაქტორები. უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივი განახლება პირდაპირ დამოკიდებულია გარემო პირობებთან. პროცესების შესწავლა განხორციელდა ყველა ტიპის კორომებში, წმინდა და შერეულ ფიჭვნარებში, ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე, სხვადასხვა დაქანების ფერდობებზე და ექსპოზიციებზე, ბუნებრივ ფანჯრებში, სანიმუშო ფართობებზე და ღია ადგილებში, აგრეთვე არაეთგვაროვან სიხშირის და ხნოვანების კორომებში.

 ავტ.

 

10.2.6. ურბანიზაცია და დიდი ქალაქების ეკოლოგიურ-გეოგრაფიული პრობლემები. /. ხარზიანი-ქაძანაია/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. – #4-6. – გვ. 49-52. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია გლობალური ურბანიზაციის პრობლემები და მოსალოდნელი ეკოლოგიური კრიზისის თავიდან აცილების მეთოდები და საშუალებები. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ისეთ მწვავე პრობლემაზე, როგორიცაა წყლისა და ატმოსფერული ჰაერის გაჭუჭყიანება. შედგენილია იმ ფაქტორთა ნუსხა, რომლებიც ავტორის მიერ ძირითად გამჭუჭყიანებლებადაა მიჩნეული.

ავტ.

 

10.2.7. გლობალური დათბობის ფონზე შავიზღისპირეთის აბრაზიული პროცესებისგან დაცვა მდინარეთა ჰიდროლოგიური რეჟიმის დარეგულირების გზით (მდინარე რიონის მაგალითზე). /. დიაკონიძე, . წულუკიძე, . სუპატაშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – #3. – გვ. 37-41.ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია შავი ზღვის საზღვრების ცვლილებების მოკლე ისტორია უკანასკნელი 120-140 ათასი წლის პერიოდისათვის. პლანეტის გლობალური დათბობის ფონზე შეფასებულია შავიზღვისპირეთის ფორმირების დღევანდელი პრობლემები და შემოთავაზებულია აბრაზიული პროცესების დაცვის ერთ-ერთი ოპტიმალური შესაძლებლობამდინარეთა მყარი ჩამონადენის დარეგულირების გზით.

ავტ.

 

10.2.8. თანამედროვე გეოტექნოგენური პროცესების ზეგავლენა ეკოსისტემაზე ,,ტრასეკასმშენებ­ლობის ზონაში და მათი რეგულირება. /. ვარაზაშვილი, . ჩახაია, . მოდებაძე, . ხუბულავა/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – #3. – გვ. 46-52.ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილი სტატია ეხება სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის - „ტრასეკა”- მშენებლობის და გავლენის ზონაში მიმდინარე თანამედ­როვე გეოტექნოგენურ პროცესებს, მათი წარმოშობის მიზეზებს, გავრცელების და განვითარების პირობებს. აღწერილია ამ პროცესების უარყოფითი ზეგავლენა ადგილობრივ ეკოსისტემაზე. სტატია მიზნად ისახავს საფუძველი ჩაუყაროს და ხელი შეუწყოს საქართველოში გეოტექნოგენური პროცესების აღნუსხვის, მონიტორინგისა და მართვის პრინციპების შემუშავებას.

ავტ.

 

10.2.9. ქვათაცვენის საწინააღმდეგო ღონისძიებები საქართველოს საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო დერეფანში. /. ირემაშვილი, . ფირცხალაიშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუ­ტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – #3. – გვ. 104-109.ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია საქართველოს ევრაზიის სატრანსპორტო (საავტომობილო და სარკინიგზო) დერეფანში ქვათაცვენის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების ვარიანტები. გამოფიტვა დედამიწაზე ერთ-ერთი მუდმივად მიმდინარე გეოლოგიური პროცესია. გზებზე კლდოვანი ქანების ჩამონგრევა-ჩამოშვავების საშიშროების შემთხვევაში გამოფიტული, დანაპრალებული ფერდობული მასების ადგილზე დამაგრება ლითონის ბადეებითა და მათი შემდგომი დაბეტონება ტორკრეტირების მეთოდით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში ყველაზე საიმედო, ხანგამძლე, იაფი და ოპტიმალური ვარიანტია. სტატიაში წარმოდგენილი კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ტორკრეტბეტონის დამცავი საფარის გამოყენება ეფექტურია წარმოებისას ტექნოლოგიური ოპერაცი­ების სიმარტივით, ეკონომიკურ-ტექნიკური ხელმისაწვდომობით, მაღალი მობილურობით, სწრაფი შესრულებითა და ტექნიკური წარმოების კომპლექსურობით, რაც საქართველოს გზებზე ჯერ არ განხორციელებულა.

ავტ.

 

10.2.10. მოქნილი დამცავი საფარის საიმედოობის გაანგარიშების ზოგიერთი თეორიული მიდგომა. /. იტრიაშვილი, . დადიანი, . კიკნაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – #3. – გვ. 110-113.რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ნაკადის დინამიური მახასიათებლებისა და ნაპირების გამაგრებაზე მისი ზემოქმედების განსაზღვრის ძირითადი თეორიული დებულებები. მოყვანილია ექსპერიმენტული კვლევების შედეგები, ასევე მოკლედ არის გაშუქებული მოქნილი დამცავი საფარის პრაქტიკული გამოყენების საკითხი.

ავტ.

 

10.2.11. მიწის ფერდობების ეროზიის საწინააღმდეგო გამაგრება ახალი სტაბილიზატორის გამოყე­ნებით. /. იტრიაშვილი, . ხოსროშვილი, . ნიბლაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეც­ნი­ერო შრომათა კრებული. – 2011. – #3. – გვ. 114-119.ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია ახალი გრუნტგამაუმჯობესებელი პოლიკომპლექსის სსბმ-ის ზეგავლენა სხვადასხვა გრუნტის ექვივალენტურ შეჭიდულობაზე, წყალმდგრადობაზე, წყლისმიერ და ქარისმიერ ეროზი­აზე, ტენიანობაზე და ბალახის აღმოცენებაზე. კეთდება დასკვნა ფერდობების ეროზიის საწინააღ­მდეგო დაცვისათვის პოლიკომპლექსის გამოყენების მაღალეფექტიანობის შესახებ.

ავტ.

 

10.2.12. კოლხეთის მძიმე ჭარბტენიანი ნიადაგგრუნტების გასტრუქტურება პოლიკომპლექსის სსბმ-ის გამოყენებით. /. მაისაია, . შავლაყაძე, . კუპრეიშვილი, . ლორთქიფანიძე/. წყალთა მეურნეო­ბის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – #3. – გვ. 150-154.რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია კოლხეთის მძიმე ჭარბტენიანი ნიადაგ-გრუნტების პოლიკომპლექსით სსბმ-ით გასტრუქ­ტურების კვლევის შედეგები. მოყვანილია გასტრუქტურების შედეგად ნიადაგ-გრუნტების მიერ შეძენილი ახალი თვისებების მახასიათებლები. ნაჩვენებია, რომ გასტრუქტურებულ ნიადაგებზე სიმინდის მოსავალი იზრდება 90%-ით.

ავტ.

 

10.2.13. კანალიზაციის ჩამდინარე წყლების დანალექის ანაერობული დუღილის პროცესის გამოკ­ვლევა. /. მეხრალიევი, . მურადოვი, . სადიხოვი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – #3. – გვ. 167-170.რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოკვლეულია კანალიზაციის წყლების დანალექის ანაერობული დუღილის პროცესი თერმოფი­ლურ რეჟიმში ლაბორატორიულ დანადგარზე. დამზადებულია ანაერობული დუღილის პროცესის დამაჩქარებელი კვების მრეწველობის თხევადი ნარჩენების საფუძველზე. დამაჩქარებლითბიოკატა­ლიზატორითჩატარებული ექსპერიმენტული კვლევების შედეგად დადგენილია რეაქციულ ზონაში დასამატებელი ოპტიმალური რაოდენობა. დადგენილია ასევე, რომ ბიოკატალიზატორი აჩქარებს ანაერობული დუღილის პროცესს 2,5-ჯერ. გამოცდილია ბიორეაქტორის ახალი კონსტრუქცია საპილოტო დანადგარზე ბიორეაქტორის საერთო მოცულობით 20 3. აღსანიშნავია, რომ საპილოტო დანადგარზე ჩატარებული გამოცდის შედეგებმა დაადასტურა ლაბორატორიულ პირობებში მიღებული შედეგები.

ავტ.

 

10.2.14. ჰიპერკონცენტრირებული ღვარცოფის ფორმირების, წყალსადინარში მოძრაობისა და ნარიყის კონუსზე გაჩერების ჰიდრავლიკური მოდელები. /. ნათიშვილი, . თევზაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – #3. – გვ. 175-179.ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემოთავაზებულია ჰიპერკონცენტრირებული ღვარცოფის ეროზიულ კერაში ფორმირების, მისი წყალსადინარში მოძრაობის და ნარიყის კონუსზე განფენის გაანგარიშების ჰიდრავლიკური მოდელი ნაკადის არანიუტონური (რეოლოგიური) თვისებების გათვალისწინებით. მოდელი იძლევა საშუალე­ბას მდინარის კალაპოტისა და ნარიყის კონუსის მიდამოებში ეფექტურად განთავსდეს ღვარცოფსა­წი­ნააღმდეგო ნაგებობები ადგილობრივი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ავტ.

 

10.2.15. ფერდობზე ეროზიის საწინააღმდეგო არხის მოწყობის ახალი ტექნოლოგია და არხის­მჭრელი. /. სამხარაძე, . ჯანელიძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – #3. – გვ. 185-187.ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია არსებული მექანიზმების და ტექნოლოგიების მოკლე დახასიათება. ფერდობზე ზედაპირული წყლის ენერგიის დამხშობი არხების დაჭრა და ეროზიული პროცესების შემცირება ინტენსიური წვიმების დროს. ამჟამად აღნიშნული არხები იჭრება გუთნისებური არხისმჭრელებით. მათ მიერ გაჭრილი არხები არამდგრადია და ფერდებზე და ძირზე აქვს ნახლეჩები, რაც ხელს უწყობს ეროზიული პროცესების განვითარებას. აქტიური არხისმჭრელები ხასიათდება კონსტრუქციული სირთულით, აქვს დაბალი წარმადობა და ძვირადღირებულია. შემოთავაზებული საგორი არხის­მჭრელი არხს ჭრის არა თხრით, არამედ გატკეპნით. ახალი ტექნოლოგია და კონსტრუქცია საშუალე­ბას იძლევა გაიზარდოს არხის ფერდებისა და ძირის მდგრადობა, მთელი წლის განმავლობაში მიიღოს ზედაპირული წყლის ნაკადი და დაახშოს მისი გამრეცხი ძალა. არხისმჭრელი მარტივია და აქვს მაღალი წარმადობა.

ავტ.

 

10.2.16. ტერიტორიების ეკოლოგიური რისკის შეფასება. /. ფურცელაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – #3. – გვ. 188-192.ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ტერიტორიის ექსპლუატაციის ხანგრძლივობის შეფასების საჭიროება და მოცემულია მისი ეკოლოგიური რისკის შეფასების მიმდევრობა დაზიანების ან წყობიდან გამოსვლის შემთ­ხვევაში. განსაზღვრულია ეკოლოგიური რისკის წარმოქმნის სიხშირე. განმარტებულია ტერიტო­რიის ეკოლოგიური რისკის შესაფასებელი პარამეტრის ძალდებული შეფასება. მოცემულია გადაად­გილებული და გადაუადგილებელი შეფასებანი მათემატიკური ლოდინის საშუალებით. პრაქტიკული მიზნებისათვის სავალდებულო არ არის ტერიტორიის ეკოლოგიური რისკის ჭეშმარიტი მნიშვნელობის პოვნა. ამისათვის საკმარისია ნდობის ალბათობის იმ საზღვრების ცოდნა, რომელთა შიგნით იგი მდებარეობს. სტატიაში საზღვრების გაანგარიშება ჩატარებულია სტიუდენტის განაწილების დახმარებით.

ავტ.

 

10.2.17. მდინარე რიონის ქალაქის არხით ზღვასთან შესართავ უბანში ზღვის სანაპირო ზოლის მდგრადობის საკითხები. /. ქადარია/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – #3. – გვ. 193-197.ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მდინარე რიონის ზღვასთან შესართავ აკვატორიაში სანაპირო ზოლის მდგრადობის და ნაპირდაცვითი ღონისძიებების გაუმჯობესების კერძო შემთხვევა, როცა ზღვაში მდინარე შეედინება წყალდიდობის ნატანშემცველი რეგულირებადი ხარჯებით. აღწერილია ტალღური ზემოქმედებით გამოწვეული პროცესები და რიცხვითი მაგალითებით ნაჩვენებია მოსალოდნელი შედეგები. შემუშა­ვე­ბულია მდინარე რიონის ქალაქის არხით ზღვასთან შესართავი აკვატორიის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი ღონისძიებების გაუმჯობესების რეკომენდაციები.

ავტ.

 

10.2.18. მთის ფერდობებზე მიმდინარე ნიადაგის დეგრადაციის პროცესების საწინააღმდეგო თანამედროვე ღონისძიებები. /. ჩახაია, . ვარაზაშვილი, . დიაკონიძე, . წულუკიძე, . ხუბულავა, . სუპატაშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – #3. – გვ. 204-208.ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ნიადაგის დეგრადაციის საწინააღმდეგო მსოფლიოში აპრობირებული და ჩვენს მიერ დამუშავებული თანამედროვე ღონისძიებები. განხილულია თითოეული მათგანის შესაძლებლობები. საქართველოს პირობებისათვის დამუშავებულია იაფი, ტექნიკურად ადვილად დასამზადებელი და დასამონტაჟებელი გეოხალიჩა ნესფილე-2”, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. მისი გამოყენება მიწის რესურსების დაცვის მიმართულებით რეკომენდებულია, როგორც ეფექტური ღონისძიება ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების აღსადგენად და შესაბამისად ეკოლოგიური წონასწორობის შესანარჩუნებლად.

ავტ.

 

10.2.19. კალაპოტიანი ნაკადის მათემატიკური მოდელირება ვარიაციული მეთოდის გამოყენებით. /. ჩიტიშვილი, . დოხნაძე, . კეკელიშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – #3. – გვ. 209-211.ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატია ეძღვნება თავისუფალზედაპირიანი ტურბულენტური წყლის ნაკადის კალაპოტის ცოცხალი კვეთის ფორმისა და სხვა ინტეგრალურ მახასიათებელთა განსაზღვრას ვარიაციული აღრიცხვის მეთოდების გამოყენებით.

ავტ.

 

10.2.20. წისქვილკომბინატის ჩამდინარე წყლების ფილტრაციის პროცესების კვლევა მარცვლოვანი მფილტრავი მასალების გამოყენებით. /. კვანტიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2012. – . 38. – #1. – გვ. 104-106. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ექსპერიმენტული გამოკვლევებით დადგენილია, რომ მარცვლოვანი მფილტრავი მასალების გამოყენებისას ხორბლის გადამამუშავებელი საწარმოების ჩამდინარე წყლების გაწმენდის დროს ყველაზე ეფექტურ და ეკონომიურ შედეგს იძლევა დაქუცმაცებული კერამზიტი და საამშენებლო წიდა. ნაჩვენებია საამშენებლო წიდის უპირატესობა ჩატვირთვის სიმაღლით 1 მეტრი და გრანულების ზომით 0,5-დან 4.0 მმ-მდე, რომელიც უზრუნველყოფს გაწმენდის ეფექტურობას 95-97%-ით, რაც აკმაყოფილებს გაწმენდილი წყლის საკანალიზაციო ქსელში ჩაშვების პირობებს.

ავტ.

 

10.2.21. მომსახურე პერსონალის რადიუმისა და რადონის ზემოქმედებისაგან დაცვა. /. კიკნაძე, . მექვაბიშვილი/. ჰიდროინჟინერია. – 2012. – #1-2(11-12). – გვ. 46-48. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია სამთო საწარმოებში ეკოლოგიური პირობების საკითხები. შესწავლილია ჭიათურ­მანგანუმის საბადოებიდან გამოსული ჩამდინარე წყლების შედგენილობა და გაწმენდის, აგრეთვე, წყლების სიხისტისა და რადიოაქტიური ნივთიერებების ჩამოცილების საკითხები.

ავტ.

 

10.2.22. წყალი, ატმოსფერო და კლიმატი. /. კლდიაშვილი, . ბიბილეიშვილი/. ჰიდროინჟინერია. – 2012. – #1-2(11-12). – გვ. 56-59. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია წყლის გავრცელება, მისი როლი ატმოსფეროს კლიმატისა და ამინდის ფორმირებაში, კოსმოსის კვლევის საქმეში, სიცოცხლის წარმოქმნასა და ცოცხალი ორგანიზმების ზრდა-განვითარე­ბაში, ადამიანის ძალისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, სოფლის მეურნეობაში, მედიცინაში, რელიგიურ რიტუალებში. მოყვანილია ქართულ ენაში არსებული წყალთან დაკავშირებული გამოთქმები.

ავტ.

 

10.2.23. ეკოლოგიური სისტემის დიაგნოსტირება წონასწორობის თვალსაზრისით და მისი შესაძლო დარღვევების მიზეზობრივი ანალიზი. /. რაძიევსკი, . ჯალიაბოვა, . მიქელაძე, . რაძიევსკი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 226-232. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ამოხსნილია ეკოლოგიური სისტემის მდგომარეობის დიაგნოსტირების ამოცანა წონასწორობის თვალსაზრისით. მიზეზობრივი ანალიზის გამოყენებით ხორციელდება დაკვირვებადი დარღვევათა მიზეზების და წყაროების გამოვლენა. დიაგნოსტირების და მიზეზობრივი ანალიზის ამოცანის ამოხსნა საშუალებას იძლევა აცილებულ იქნეს წონასწორობის დარღვევა ან ხელი შეწყო წონას­წორობის აღდგენას. მოყვანილია რეალურ ამოცანათა ამოხსნის მაგალითები.

ავტ.

 

10.2.24. გარემოს დაბინძურების ხარისხის გამოცნობის პროგრამა მისი ცალკეული (ჰაერი, წყალი, ნიადაგი) კომპონენტების მიხედვით. /. რაძიევსკი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტი­ტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 233-238. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განიხილება პროგრამების აგების პრინციპი მონაცემთა ბაზების გამოყენებით. მოყვანილია გარემოს დაბინძურების ხარისხის გამოცნობის პროგრამის აღწერა. განიმარტება პროგრამის ადმინისტრაციუ­ლი და ძირითადი მოდულის დანიშნულება. მოყვანილია აგრეთვე ახსნა-განმარტება პროგრამის ადმინისტრციული და ძირითადი მოდულის მუშაობის შესახებ. მოყვანილია ინსტრუქცია მომხ­მა­რებ­ლისთვის პროგრამასთან მუშაობის შესახებ.

ავტ.

4. სხვა დარგთაშორისი პრობლემები

 

10.4.1. სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერებების სეისმურად უსაფრთხო მუხტის მასისა და მანძილე­ბის გათვლის კომპიუტერული პროგრამა. /. მიხელსონი, . ხომერიკი, . ხომერიკი, . ხვადაგიანი, . სუპატაშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #1(28). – გვ. 73-77. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მოცემულია სამრეწველო აფეთქებების სეისმურად უსაფრთხო ფეთქებადი ნივთიერებების მუხტის მასისა და აფეთქების კერიდან დასაცავი ობიექტამდე მანძილის გათვლის მეთოდიკა, რომელიც დაედო საფუძვლად შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის ალგორითმის შემუშავებას. წარმოდგე­ნილია ამ პროგრამის გამშვები და ფუნქციონირების ფორმები.

ავტ.

 

10.4.2. კატასტროფული ტალღის მათემატიკური მოდელირება ზონკარის კაშხლის გარღვევის შემთხვევაში. /. გველესიანი, . ბერძენაშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – #3. – გვ. 29-36. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია ძირითადი შედეგები პროექტისა, რომელიც განხორციელდა კომპანია ბრიტიშ პეტროლეუმის (BP)” დაფინანსებით. განიხილება ტალღა, რომელიც წარმოიქმნება მდ. პატარა ლიახვზე აგებული მიწის მაღალი (71 ) კაშხლის მთლიანი რღვევის შედეგად. ავტორების მიერ შედგენილი ახალი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით მიღებულ იქნა ტალღის ყველა პარამეტრის გრძივი კოორდინატისა და დროის მიხედვით ცვლილების ამსახველი გრაფიკები. ამის საფუძველზე შესაძლებელი ხდება იმ საფრთხის პროგნოზირება, რომელიც შეიქმნება ტალღის ზემოქმედებისას გარემოზე და კერძოდ, მაგისტრალურ ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენზე, რომელიც კვეთს მდ. დიდი ლიახვის კალაპოტს . გორის ახლოს.

ავტ.

 

10.4.3. ქვანაყარით და ფასონური მასივებით გამაგრებული ფერდობების და ტალღების ურთიერთ­ქმედების პროცესის მოდელირება. /. იორდანიშვილი, . ვართანოვი, . იორდანიშვილი, . ირემა­შვილი, . ხოსროშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. – #3. – გვ. 98-103.– რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ინფორმაცია ზვირთცემის ზონამდე ტალღური პროცესების მოდელირების სხვა მკვლე­ვარების მიერ დამუშავებული მეთოდიკების შესახებ. ზვირთცემის ზონისთვის (ტალღების მსხვრევის და ფერდზე მათი აგორების ზონა) მასშტაბური შემასწორებლების გათვალისწინებით შემოთავაზებუ­ლია ჰიდროდინამიკური მახასიათებლების გადაანგარიშების მეთოდიკა: მაქსიმალური ტალღური წნევის, ფერდზე ტალღის აგორების სიმაღლის და ფერდზე ნაყარის ქვის დიამეტრის. გაანგარიშებები დაფუძნებულია სხვადასხვა მასშტაბის ტალღურ სტენდებზე ჩატარებული ჰიდროდინამიკური პროცესების კვლევების შედეგებზე.

ავტ.

 

10.4.4. წყვეტილი ტალღის განშლის მათემატიკური მოდელი მისი სანაპირო ფერდობზე გამოს­ვლი­სას (აღმავალ-დაღმავალი ნაკადი). /. კილაძე/. ჰიდროინჟინერია. – 2012. – #1-2(11-12). – გვ. 60-69. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია დაშლილი (წყვეტილი) ტალღის გამოსვლა ნაპირზე, მისი განღვრა ფერდობზე და აღმავალ-დაღმავალი ნაკადების წარმოშობა. ამ მოვლენის გარკვეული სქემატიზებისა და შესაბამის დიფერენციალურ განტოლებათა გამოყენებით მიღებულია მიახლოებითი ანალიტიკური ამოხსნა, რომელიც აღწერს წყლის დაუმყარებელ მოძრაობას ფერდობის ამ მონაკვეთზე. ამონახსნიდან მიღებუ­ლია მარტივი ფორმულები, რომლებიც განსაზღვრავენ აღმავალ-დაღმავალი ნაკადის ძირითად ჰიდრავლიკურ მახასიათებლებს.

ავტ.

 

10.4.5. სამედიცინო დიაგნოსტირების და მკურნალობის არჩევის ინტელექტუალური სისტემა. /. რაძიევსკი, . ჯალიაბოვა, . რაძიევსკი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 212-218. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემოთავაზებულია რთულ სისტემათა მდგომარეობის კომპიუტერული დიაგნოსტიკის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია დიაგნოზირებადი ობიექტის ცოდნაზე. ცოდნა შეიცავს სისტემის კომპო­ნენ­ტების შესაძლო დარღვევათა აღწერას და აგრეთვე დარღვევებს შორის არსებული ურთიერთ­კავშირების შესახებ ინფორმაციას. გადაჭრილია გადაწყვეტილების მიღების ავტომატიზაციის ამოცანა, რომელიც მიმართულია დარღვევათა თავიდან ასაცილებლად და ხორციელება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც მოცემული და შეფასებულია ექსპერტის მიერ. ამოცანის გადაჭრა ილუსტრირებულია სამედიცინო დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდის არჩევის მაგალითზე. დამუშავებულია ყველაზე ალბათური დიაგნოზის დადგენის ალგორითმი. შემოთავა­ზებულია წამლების არჩევის მეთოდი, რომელიც ნაჩვენებია მოცემულ დაავადებათა დროს მრავალი კრიტერიუმის საფუძველზე.

ავტ.

 

10.4.6. დაავადებათა დიფერენცირება ინტელექტუალური სისტემის მეშვეობით. /. ჯალიაბოვა . რაძიევსკი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2012. – #16. – გვ. 219-225. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აგებულია ინტელექტუალური სისტემა, რომლის საშუალებითაც ხდება მუცლის ღრუს დაავადებათა მწვავე ფორმების დიფერენცირება. გადაჭრილია გადაწყვეტილების მიღების ავტომატიზაციის ამოცანა. დამუშავებულია განხილვის მოცემულ დონეზე, ყველაზე ალბათური დიაგნოზის დადგენის ალგორითმი. სისტემა მუშაობს დიალოგურ რეჟიმში. ექიმთან დიალოგი ბუნებრივ ენაზე მიმდინა­რეობს. ამ დიალოგის საფუძველზე სისტემა ამოიცნობს დაავადებას და ადგენს დიაგნოზს.

ავტ.

 

10.4.7. მათემატიკური მეთოდების გამოყენება სამედიცინო ეკოლოგიაში. /. ფოფორაძე, . აბზია­ნი­ძე, . დვალი, . მესხიშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #1(483). – გვ. 54-58. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომში შეძლებისდაგვარად მოცემულია იმის სრული სურათი თუ როგორ გამოიყენება მათემატი­კუ­რი მეთოდები სამედიცინო ეკოლოგიის პროცესების ანალიზისათვის.

ავტ.

 

10.4.8. სოციალურ ჯგუფებში ფინალურ გადაწყვეტილებათა ფორმირების ალბათური მოდელირება. /. კაკუბავა, . ყიფიანი, . მაკასარაშვილი/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2012. – #4. – გვ. 16-18. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილია გავლენისა და ძალაუფლების საკითხები სოციალურ ჯგუფებში. სახელდობრ, მრავალ­წევრიან სოციალურ ჯგუფში საბოლოო გადაწყვეტილების ჩამოყალიბების პროცესი და ამ პროცესის ევოლუციის ასპექტები. მარკოვის ჯაჭვებისა და გრაფთა თეორიის მეთოდების გამოყენებით დასაბუ­თე­ბულია: 1) როგორ მიდის ჯგუფის თითოეული წევრი მდგრად ფინალურ გადაწყვეტილებამ­დე, 2) რა პირობებში მიდის მთელი ჯგუფი ან მისი ცალკეული ქვეჯგუფი ერთიან ფინალურ გადაწყვეტი­ლე­ბამდე, 3) როგორ არის დამოკიდებული მთელი ჯგუფის ფინალური გადაწყვეტილება (თუ ის მიღწევადია) ჯგუფის წევრების საწყის შეხედულებებზე.

ავტ.

 

10.4.9. ბიზნეს-ინჟინერინგი ჯანდაცვის სისტემაში და ქრონიკულ დაავადებათა პრევენცია. /. ჩიქავა/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2012. – #4. – გვ. 167-175. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ჯანდაცვის სისტემის მართვაში რეკომენდებულია გამოყენებულ იქნ ბიზნეს-ინჟინერინგი, როგორც პროცესებზე ორიენტირებული მართვის მეთოდი. ბიზნეს-ინჟინერინგი მოიცავს 2 სხვადასხვა მიდგომას: ბიზნეს-პროცესების რეინჟინერინგსა (ბპრ) და უწყვეტ გაუმჯობესებას. ჯანდაცვის სისტემაში ნებისმიერი პროცესის შესრულების ხარისხის შეფასების ძირითადი კრიტერიუმია მომხმარებლის - პაციენტის კმაყოფილება, რომელიც ამ პროცესების საბოლოო ბენეფიციარი და, პირდაპირ თუ ირიბად, მათი ძირითადი გადამხდელია. დღესდღეობით საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მომსახურება არ არის ორიენტირებული პროცესებზე. ამიტომ ჩვენს ქვეყანაში საჭიროა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ინოვაციური მოდერნიზაცია, რაც რეინჟი­ნერინგის გზით უნდა განხორციელდეს. ეს საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ გასულ საუკუნეში აშშ- მედიცინის წარმატებული ტრანსფორმაცია გვიჩვენებს, რომ ეს შესაძლებელია. ჯანდაცვის სისტემის რეინჟინერინგის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ქრონიკულ დაავადებათა პრევენ­ციისა და პრევენციული მკურნალობის რეინჟინერინგი. ეს უნდა განხორციელდეს ბიზნეს-პროცესების მოდელის მიხედვით, შესაბამისი პრევენციული პროგრამების საფუძველზე. შემუშავებუ­ლია საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკულ დაავადებათა პრევენციის მოდელები დიფერენცი­რე­ბულად: პრაქტიკულად ჯანმრთელი, რისკის ქვეშ მყოფი და აღნიშნული დაავადებების მქონე მოზარდთა ჯგუფებისთვის. აღწერილ რისკის ფაქტორთა მოდიფიკაციის მიმართულებები და გასატარებელ ღონისძიებათა იერარქიული თანმიმდევრულობები, ჰომეოპათიური პრევენციული მკურნალობის მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი პრევენციული პროგრამებისა და ბიზნეს-მოდელების შესამუშავებლად, რაც აღნიშნულ დაავადებათა პრევენციის რეინჟინერინგის მეცნიერულ საფუძველს შექმნის. მათი პრაქტიკული განხორციელების პროცესს აუცილებლად თან უნდა ახლდეს შემდგომი უწყვეტი გაუმჯობესება. ბპრ და უწყვეტი გაუმჯობესება ერთად კი საშუა­ლე­ბას მოგვცემს, პრევენციის ინტეგრირება ჯანდაცვის მართვაში ბიზნეს-ინჟინერინგის პრინციპით განხორციელდეს.

ავტ.

 

10.4.10. სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდების გამოყენება ნანოტექნოლოგიების ტექნო­ლო­გი­ურობის შეფასებისათვის. /. ჩაჩიბაია, . რაუფი/. Nano Studies. – 2012. – #5. – გვ. 11-26. – ინგლ.

ტექნოლოგიური პროგრესის განვითარებასთან ერთად უნდა ხდებოდეს ნანოტექნოლოგიების სოციალური როლის შესწავლაც, რადგანაც ისინი გავლენას ახდენენ ეთიკურ, გარემო, ეკონომიკურ და საკანონმდებლო ასპექტებზე. საპირისპირო შემთხვევაში, ტექნოლოგიური პროგრესი დაბრკოლე­ბებს გადააწყდება. აღსანიშნავია, რომ სოციოლოგები ნანოტექნოლოგიის განვითარებას განსაკუთრე­ბულ ყურადღებას აქცევენ. საზოგადოება ტექნოლოგიასთან ერთად უნდა ვითარდებოდეს, რომ ეს განვითარება არ შეფერხდეს. თანამედროვე მეთოდებით შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს და დაიგეგმოს ის შორეული შედეგები, რაც მოჰყვება ნანოტექნოლოგიას. იდეალურ შემთხვევაში მეცნიე­რული მიღწევები გასაგები და მისაღებია მოსახლეობისთვის, მაგრამ არსებობს ამის საპირისპირო შემთხვევებიც. მაგალითად, ხიროსიმასა და ნაგასაკის შემდეგ, მეცნიერებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რათა ატომური ენერგიის მშვიდობიანი მიზნით (ატომური ელექტროსადგურები) გამოყენებისათვის მოსახლეობის მხარდაჭერისთვის მიეღწიათ. გასული საუკუნის 50-60-იან წლებში აშშ- აერონავტიკის სააგენტო მედიასთან ერთად შეუდგა კოსმოსის ათვისების შესახებ ინფორმა­ციის გავრცელებას, რათა მილიონობით ადამიანისთვის გასაგები გამხდარიყო ამ დარგის მიღწევები. გარდა ამისა, ადამიანის გენომის პროექტის დაფინანსებიდან 3% მოხმარდა მის შედეგებთან დაკავშირებული ეთიკური, საკანონმდებლო და სოციალური საკითხების შესწავლას.

ავტ.