თემატური რუბრიკები
გ9.1. აგრარული მეურნეობის ზოგადი საკითხები
გ9.2. აგრარული მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია
გ9.6. მებაღეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა
გ9.7. მევენახეობა და მეღვინეობა
გ9.8. ჩაი და სუბტროპიკული მცენარეები
გ9.9. მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ვეტერინარია
გ9.11. ბიოქიმია, ბიოტექნოლოგია და აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება
გ9.12. სასოფლო-სამეურნეო მანქანები
გ9.14.
სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა დაცვა
გ9.16.
აგრარული რადიოლოგია და ეკოლოგია
11. გ9. 1. აგრარული მეურნეობის ზოგადი საკითხები
11.გ9.1.1. გლობალიზაცია და
საქართველოს სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის პრობლემები. /თ. ქავთარაძე, მ. ქავთარაძე/. ეკონომისტი. –
2012. – #1. – გვ.
51-58. – ქართ.; რეფ.: ინგლ.
შესწავლილია გლობალიზაციის პირობებში სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის პრობლემები; განხილულია სპეციალიზაციის განვითარების ეტაპობრიობა; დადგენილია სპეციალიზაციის მაჩვენებელი როგორც ქვეყნის მასშტაბით მთლიანად, ისე რეგიონების მიხედვით. ეს მაჩვენებელი რეფორმამდე არსებულ სპეციალიზაციის დონესთან შედარებით დაბალია, რისი მიზეზია ის, რომ ბოლო პერიოდში მთავარი ყურადღება მიექცა მარცვლეულის, კარტოფილის და მეცხოველეობის პროდუქტების, ანუ პირველადი საჭიროების პროდუქტების, წარმოებას. დასახულია სასოფლო-სამეურნეო სპეციალიზაციისა და კონცენტრაციის დონის ამაღლების სათანადო ღონისძიებები. ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.1.2. ქვეყანას სჭირდება აგრარული მეურნეობის განვითარების ახალი სტრატეგია (საქართველოს აგრარული მეურნეობის დღევანდელი მდგომარეობის ძირითადი ნიშნები და
თავისებურებები). /ნ. ჭითანავა/. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის შრომები. –
2012. – ტ. 10. – გვ. 189-205. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.
განხილულია საქართველოში აგრარული მეურნეობის განვითარების დღევანდელი მდგომარეობა, დახასიათებულია მისი ძირითადი ნიშნები, თავისებურებები და ტენდენციები; განსაზღვრულია მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომლებმაც გამოიწვიეს სისტემური კრიზისი. შემოთავაზებულია დარგის განვითარების ახალი სტრატეგიის ფორმირების კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომები; დასაბუთებულია აგრარული მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების გრძელვადიანი პროგრამის შედგენა-განხორციელების აუცილებლობა.
ავტ.
11.გ9.1.3.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (ურბანული) მიწის მესაკუთრეობა. /დ. ეგიაშვილი, ა. მესხიშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. –
2012. – #4. – გვ.
21-28. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად მიჩნეულია მიწა, რომელიც არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. საქართველოში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობას წინ უსწრებდა შენობა-ნაგებობების პრივატიზაციის საკითხები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიღების შემდეგ (1997 წ.), რომელმაც მიწის ნაკვეთი და მასზე მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობები ერთიან უძრავი ნივთის ცნებაში გააერთიანა და დაუშვებლად ცნო, რომ მიწის ნაკვეთი და მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობა სხვადასხვა უფლების ობიექტებს განეკუთვნებოდნენ (მუხლი 150), დღის წესრიგში დადგა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემის საკითხი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის) პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა და გ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე. ამჟამად საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები სრულად არ არის რეგისტრირებული, დაინტერესებული პირის მიერ შერჩეული მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის შემთხვევაში სრულდება შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი სამუშაოები და ხორციელდება მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახელზე და შემდგომ იწყება უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცედურა.
ავტ.
11.გ9.1.4. მოსაზრებები მიწის კანონმდებლობის სრულყოფის შესახებ. /ა. მესხიშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. –
2013. – #1. – გვ.
37-44. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.
განხილულია საქართველოში მოქმედი კანონები, რომლებიც ეხება მიწის - უძრავი ქონების საკითხებს. აღნიშნულია, რომ აუცილებლობას წარმოადგენს ზოგიერთი კანონის ძალადაკარგულად გამოცხადება და ახალი კანონის მიღება. ასევე მოცემულია წინადადებები და მოსაზრებები კანონებში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ.
ავტ.
11.გ9.1..5. აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელისშემშლელი ბუნებრივი ფაქტორები. /ნ. ალასანია, პ. ნასყიდაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ. 296-299.
– ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარება დიდად არის დამოკიდებული რეგიონის ბუნებრივ და გეოგრაფიულ პირობებზე, მის მთიან რელიეფზე
და, განსაკუთრებით, აქ მიმდინარე სტიქიურ პროცესებზე, რომელთაგან ყველაზე ხშირია მეწყერები, სელური მოვლენები, ზვავები, და სხვ. ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.1.6. აგრარული სექტორის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. /დ. გუბელაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. –
2012. – #1(5). – გვ.
80-84. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
საქართველოს გააჩნია იმის პოტენციური შესაძლებლობა, რომ არსებული სამელიორაციო ფონდის ეფექტური ფუნქციონირებით გადაწყვიტოს სურსათით უზრუნველყოფის პრობლემა, მკვეთრად გაზარდოს ტრადიციული საექსპორტო პროდუქციის წარმოება, უზრუნველყოს კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება და სოფლის მოსახლეობის დასაქმება. დღეისათვის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ამ პოტენციურ შესაძლებლობათა პრაქტიკული რეალიზაცია.
ავტ.
11.გ9.1.7. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო რეგულირების თეორიული საფუძვლები. /მ. ბადალიანი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. –
ტ. 10. – #4. – გვ.
145-147.
– რუს.; რეფ.: ინგლ., რუს.
გაანალიზებული და დასაბუთებულია სოფლის მეურნეობის სფეროს სახელმწიფო რეგულირება და შემოთავაზებულია ამ ფუნქციის რეალიზების მიწის რესურსების სპეციფიურ მახასიათებლებთან დაკავშირებული თეორიული საფუძვლები/ პოსტულატები. ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.1.8. სახნავი მიწების საკადასტრო შეფასების ძირითადი ინდექსის დადგენის პრინციპები. /ა. ეზეკიანი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ. 10. – #4. – გვ.
151-153.
- რუს.; რეფ.: ინგლ., რუს.
საკადასტრო შეფასება ხდება დადგენილი თანმიმდევრობით: ტერიტორიის შეფასებითი ზონირება, ნიადაგის შეფასება და დაჯგუფება, მიწის შეფასების სხვადასხვა მონაცემების დამუშავება. ზემოჩამოთვილი სიდიდეები საჭიროა მიწის გადასახადის განსაზღვრისთვის, იჯარის ფასის დასადგენად და მიწასთან დაკავშირებული ურთიერთოებების რეგულირებისთვის. ცხრ. 2, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.1.9. საიჯარო შემოსავლის ფორმირება და
მიწის შეფასებისთვის მისი დადგენის წესი. /ა. ეზეკიანი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. –
ტ. 10. – #4. – გვ.
154-157.
– რუს.; რეფ.: ინგლ., რუს.
ამჟამად სომხეთის რესპუბლიკაში მიწის კადასტრი მიწასთან დაკავშირებული ურთიერთობის რეგულირების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთან დაკავშირებთ დადგა მიწების საკადასტრო შეფასების განხორციელების აუცილებლობა სომხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში და მიწათსარგებლობის დონეზე არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან საიჯარო შემოსავლების საფუძველზე. ცხრ. 4, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.1.10. ბიოლოგიური აქტივების აღრიცხვის პრობლემები. /ა. ჯუგურიანი, დ. გევორქიანი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. –
ტ. 10. – #4. – გვ.
158-160.
– რუს.; რეფ.: ინგლ., რუს.
განხილულია სომხეთის სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციებში საბუღალტრო ანგარიშებში ბიოლოგიური აქტივების წარმოდგენის საკითხები და ამ საფუძველზე ნაჩვენებია აქტივების ბიოტრანსფორმაციის აღრიცხვის სრულყოფის გზები აღრიცხვის სამამულო სისტემის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების პრინციპებიდან გამომდინარე. ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.1.11. აგრარულ სექტორს ძლიერი სამეცნიერო-საინოვაციო ტექნოლოგიების ბაზა სჭირდება. /ო. შატბერაშვილი/. ახალი აგრარული საქართველო. –
2012. – #11. – გვ. 6-7. – ქართ.
განხილულია ირლანდიის სასოფლო-სამეურნეო კვლევის ადმინისტრაციის (TEAGASC) საქმიანობა, აღწერილია ადმინისტრაციის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრი - ეშტაუნის სურსათის ცენტრი. აქ უმაღლეს დონეზეა შესაძლებელი პროდუქციის ტესტირება. ხელსაწყოების ბაზა შთამბეჭდავია ბიოფიზიკური, ბიოქიმიური, მიკრობიოლოგიური და სხვა სახის ანალიზების ჩასატარებლად. აქ მუშაობენ უმაღლესი კვალიფაკაციის მქონე მეცნიერები და ინჟინრები. სასურსათო საწარმოების წარმომადგენლები ცენტრში ახდენენ პროდუქციის ათვისების გამოცდას, პარამეტრების დადგენას და ა.შ., რასაც თავიანთ საწარმოში ვერ შეძლებდნენ შესაბამისი ბაზის უქონლობის გამო. ცენტრს აქვს გადამზადების კურსები ფერმერებისათვის, კვების მრეწველობის მუშაკთათვის, მცირე საწარმოთა დახმარების პროგრამები.
ნ. ჩხაიძე
11.გ9.1.12. სოციალური კაპიტალის როლი საქართველოს სოფლის განვითარებაში. /მ. მუსხელიშვილი, ლ. მეზვრიშვილი, ბ. ნაცვლიშვილი, მ. ელიზბარაშვილი/. საზოგადოების კვლევის ცენტრი. – 2012.
– 130 გვ. – ქართ.; რეფ.: ინგლ.
2010-2012
წლებში ჩატარებული კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოს სოფლებში არსებული ეკონომიკური ურთიერთობების შესწავლას, თვისობრივი და რაოდენობრივი ხასიათის მონაცემების შეგროვებას, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად მოპოვებული მონაცემების სტატისტიკურ კვლევას, ურთიერთობების ველის ინსტიტუციურ ანალიზს. კვლევის შედეგად შესწავლილ იქნა ის სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები, რომლებმაც განსაზღვრა საქართველოში სოფლის დღევანდელი მდგომარეობა. გაანალიზებულია სოციალური კაპიტალის ცნება და ჩამოყალიბებულია მისი განსაზღვრის მეთოდოლოგიური საფუძვლები, აღწერილია სოფლად არსებული კოოპერირება და სოციალური კაპიტალი, გაკეთებულია დასკვნები და შემუშავებულია რეკომენდაციები სოფლის შემდგომი რეფორმებისათვის.
მ. კოპალეიშვილი
11.გ9.1.13. EaP და საინოვაციო პროცესები სოფლის მეურნეობაში. /ო. შატბერაშვილი/. ევროგაერთიანების აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა და საქართველოს ინოვაციური განვითარების პერსპექტივები. –
2011. – გვ. 125-145. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.
საქართველოსა და ევროკავშირში ეკონომიკური პოლიტიკების დაახლოება, რაც EaP მეორე (ეკონომიკური) პლატფორმის ამოცანას წარმოადგენს, შეუძლებელია ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის განხილვისა და საქართველოსთვის ანალოგიური პოლიტიკის შემუშავების გარეშე. საქართველოს ამჟამად ასეთი პოლიტიკა არ გააჩნია. რეალური პროცესი, რომელიც სოფლის მეურნეობაში საერთოდ და, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო საინოვაციო სისტემაში მიმდინარეობს, რადიკალურად განსხვავდება ევროპულისაგან. მიუხედავად თვალსაჩინო მიღწევებისა, ევროკავშირში თვლიან, რომ ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, უპირატესად ინოვაციისა და მდგრადობის მიმართულებით, რათა უპასუხოს ახალ გამოწვევებს, როგორიცაა: მდგრადი განვითარება კლიმატის ცვლილების პირობებში; ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარება; სურსათზე ფასების ზრდა; ბიოსაწვავის წარმოების აუცილებლობა და სხვ. შემდეგ ათწლედში გაიზრდება ფერმერებისთვის დახმარება საინოვაციო ღონისძიებების მიმართულებით, როგორიცაა გარემოსდაცვითი, სურსათის უვნებლობა-უსაფრთხოების და სხვა სტანდარტების დაცვა. გაძლიერდება სოფლის განვითარების (არასასოფლო-სამეურნეო) საინოვაციო ღონისძიებები. ასეთი სცენარი ზრდის საინოვაციო სისტემის ყველა კომპონენტის - განათლების, კვლევის, კომერციალიზებადი ცოდნის დაგროვებისა და წარმოებაში გადაცემის მნიშვნელობას. საქართველოში საინოვაციო სისტემის არსებული კომპონენტები, ყველა პარამეტრით, დეგრადაციას განიცდის (კვლევითი ორგანიზაციები, საცდელი მეურნეობები), ხოლო საბაზრო ეკონომიკის პირობებში აუცილებელი ახალი კომპონენტები (სასოფლო-სამეურნეო საკონსულტაციო სამსახური) არ იქმნება. ტენდენცია ევროპულ და მსოფლიო პრაქტიკას, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ამის გამო არა მარტო ევროინტეგრაციის, არამედ სოფლის მეურნეობის აღორძინების შესაძლებლობები დგება კითხვის ქვეშ. ევროკავშირში, ქვეყნებისა და რეგიონების დონეზე, საქართველოსთვის სასარგებლო მრავალი მოდელი არსებობს. მათ შესასწავლად EaP შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ. ნახ. 4, ცხრ. 2.
ავტ.
გ9. 2.
აგრარული
მეურნეობის
ეკონომიკა
და
ორგანიზაცია
11.გ9.2.1. კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიან მიწებზე
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტრუქტურის სრულყოფის გზები. /ვ. შურღაია, ი. ზაქაიძე, ლ. კეკელიშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. –
2012. – #67. – გვ.
198-202. – რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
წარმოდგენილია ინფორმაცია კოლხეთის დაბლობის დაშრობილ მიწებზე სასოფლო-სამეურნეო კომპლექსის მდგომარეობის შესახებ. ცალმხრივმა სპეციალიზაციამ სუბტროპიკული კულტურების წარმოებაზე ხელი ვერ შეუწყო სოფლის მეურნეობის ჰარმონიულ განვითარებას. მსოფლიოში მარცვლეულზე მოთხოვნილებისა და, შესაბამისად, ფასების გაზრდის გათვალისწინებით, აგრეთვე მოსახლეობის ძირითადი საკვები პროდუქტების უზრუნველყოფის მიზნით შემოთავაზებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტრუქტურის შეცვლა დაბლობის ცენტრალურ ნაწილში. მარცვლეული და საკვები კულტურების ქვეშ ფართობების ზრდა,
მრავალწლიანი ნარგავების ხარჯზე, მოითხოვს ერთწლიანი მცენარეებისათვის გათვალისწინებული დაშრობის ხერხების გამოყენებას კოლხეთის ამ ნაწილის მძიმე, გაჯირჯვებადი ნიადაგების გათვალისწინებით. ხსენებული ხერხებია „კვალის” ან კომბინირებული დრენაჟის მოწყობა პლანტაჟის ფონზე. ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.2.2. ფერმერულ მეურნეობათა დივერსიფიკაცია აღმოსავლეთ ევროპისა და
ცენტრალური აზიის ქვეყნებში. /ე. ხარაიშვილი/. ეკონომიკა და ბიზნესი. –
2012. – #2. – გვ.
95-108. – ქართ.; რეფ.: ინგლ.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ფერმერული მეურნეობების დივერსიფიკაციის ანალიზმა გამოავლინა, რომ სუსტია ვერტიკალური და ჰორიზონტალური კოორდინაციის დონე, განუვითარებელია აგროსასურსათო ბაზრები, აგროსასურსათო პროდუქტების წარმოებაში შეზღუდულია ფინანსური რესურსები, მცირეა ფერმერულ მეურნეობათა ზომა, დეფიციტია ინოვაციებისა და კვლევების სფეროში, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, არ ხდება რისკების შეფასება და მართვა, არ არსებობს აგროსასურსათო პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმი, არასაკმარისია სახელმწიფოს მხრიდან ფერმერულ მეურნეობათა მხარდაჭერა, ფერმერულ მეურნეობათა მენეჯერების საერთო რაოდენობაში ჭარბობს ასაკოვანთა წილი. ნახ. 9.
ავტ.
11.გ9.2.3. დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის აგრარული სექტორის განვითარების კონცეფცია. /გ. ღლონტი, ს. გურული, ბ. დოლიძე/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ. 362-363. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
ტიპიური 100 საოჯახო
მეურნეობის დეტალური შესწავლის საფუძველზე მოცემულია ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი და დამუშავებულია მემცენარეობის სასაქონლო დარგების განვითარების პროგრამის პროექტი, რომლის განზოგადება შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონისათვის. ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.2.4. საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკური პრიორიტეტები. /რ. კოპალიანი, ვ. უგულავა, თ. ჯობავა/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ. 364-366. – რუს.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
მოცემულია ქვეყნის სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი მიმართულებები, რომელთა შორის მნიშვნელოვანია რესურსდამზოგავი და ინტენსიური ტექნოლოგიების დამკვიდრება, სამრეწველო სპეციალიზაცია და კოოპერირება, სოციალური ინფრასტრუქტურისა და სპეციალისტების პროფესიული კვალიფიცირების სისტემის სრულყოფა. ცხრ. 1.
ავტ.
11.გ9.2.5. ოზურგეთის რაიონის ფერმერული მეურნეობების ეკონომიკური მაჩვენებლების არსებული დონის ანალიზი და
განვითარების ძირითადი მიმართულებები. /ნ. გალოგრე, გ. ღლონტი/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ. 367-369. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
გაანალიზებულია ოზურგეთის რაიონის მემცენარეობის დარგების ეკონომიკის არსებული დონე. კვლევის შედეგად გამოვლენილი წარმოების გადიდებისა და ეფექტიანობის ამაღლების რეზერვების საფუძველზე განსაზღვრულია დარგების განვითარება ახლო პერსპექტივაში. ცხრ. 1, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.2.6. სოფლის მეურნეობის კაპიტალისტურ ურთიერთობაზე გადასვლის თავისებურებანი საქართველოში. /ა. პავლიაშვილი/. ეკონომისტი. –
2012. – #1. – გვ.
59-64. – ქართ.; რეფ.: ინგლ.
ცნობილია, რომ სამეურნეო რეფორმის გატარებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კაპიტალისტური ურთიერთობის განვითარებას საქართველოში.
ამ მხრივ აღსანიშნავია სოფლის მეურნეობის ტრადიციულ დარგებში დაწყებული პროგრესული ცვლილებები. ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.2.7. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაციონალური
ეკონომიკის ეკონომიკური სტრუქტურის ეფექტიანობის გამოკვლევა და
აგრარული სექტორის სტრუქტურული რეფორმირების აუცილებლობა. /მ. იბრაგიმოვი/. ეკონომისტი. –
2012. – #3 – გვ. 60-65.
– რუს.; რეფ.: ინგლ.
სტრუქტურული რეფორმების სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის კვლევა, დინამიკური მოვლენებისა და პროცესების ანალიზი ეკონომიკის სტრუქტურაში წარმოადგენს რთულ ამოცანას, რადგანაც პრობლემა არა მარტო სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკაში ინსტიტუციური მექანიზმების გამოყენების გამოკვლევაშია, არამედ იმაში, თუ რა ზომით მოგვცემენ სასურველ შედეგებს ქვეყნის ნაციონალური ეკონომიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.2.8. სოფლის მეურნეობის დაზღვევა საქართველოში. /ს. ტაბატაძე/. ეკონომისტი. –
2012. – #4. – გვ.
93-95. – ქართ.; რეფ.: ინგლ.
ჩამოყალიბებულია სოფლის მეურნეობისთვის დამახასიათებელი რისკ-ფაქტორები და სასოფლო-სამეურნეო რისკების მართვის სტრატეგია. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული აღნიშნული დარგის დაზღვევაზე. სოფლის მეურნეობის სფეროში დაზღვევის გავლენის შესწავლის მიზნით გამოყენებულია რეგრესიის მოდელი. ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.2.9. აგროტურიზმის საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი ფუნქცია და
პერსპექტივები საქართველოში. /ნ. შარაბიძე/. ეკონომისტი. –
2012. – #4. – გვ.
68-71. – ქართ.; რეფ.: ინგლ.
საქართველოს მდიდარი ტურისტული პოტენციალი ქმნის კარგ ბაზას ქვეყანაში ტურისტული სახეების (ეკოტურიზმი, აგროტურიზმი, სამთოტურიზმი, ღვინის ტურიზმი, სოფლის ტურიზმი და ა. შ.) განვითარებისათვის, რაც აუცილებელი ფაქტორია რეგიონული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის. ტურიზმის
სახეებიდან მეტად საყურადღებოა აგროტურიზმი. განხილულია აგროტურიზმის საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი ფუნქცია და მისი როლი ტურიზმის ეკონომიკის განვითარებაში. აგროტურიზმის ამ ფუნქციის განვითარება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დაახლოებას სოფელთან და მათ სასოფლო საქმიანობაში ჩაბმას. ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.2.10. სოფლის მეურნეობის საწარმოების ინვესტიციური საქმიანობის ორგანიზაციისადმი კონცეპტუალური მიდგომები. /ვ. სლავინი/. ეკონომისტი. –
2012. – #4. – გვ. 72-75.
– ინგლ.; რეფ.: ინგლ., რუს.
განსაზღვრულია აგრარული საწარმოების ინვესტიციური პროექტების ეფექტურობის შეფასების მაჩვენებლები. გაანალიზებულია ნებისმიერი სარისკო გადაწყვეტილების შედეგი ინვესტიციური პროექტების ეფექტურობის შეფასებისას. ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.2.11. უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მწარმოებლების ეფექტური რესურსული მხადაჭერის ფორმირება საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების განვითარების გზით. /ლ. ტიხონჩუკი/. ეკონომისტი. –
2012. – #4. – გვ.
76-80. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., რუს.
განხილულია უკრაინის სასოფლო-სამეურნეო კომპლექსში განვითარების თანამედროვე ეტაპზე საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების ძირითადი პრობლემები. განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო საქონელმწარმოებლების ეფექტური რესურსული უზრუნველყოფის მიღწევის გზები საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების სისტემის განვითარების მეშვეობით. ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.2.12. ბიზნესის სახელმწიფო რეგულირების სისტემის სრულყოფის პრიორიტეტული მიმართულებები კვების პროდუქტების ბაზრებზე. /ე. ტუბოლეკი/. ეკონომისტი. –
2012. – #5 – გვ.
43-49. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., რუს.
განსაზღვრულია სასურსათო საქონლის ბაზრებზე მეწარმეობის სახელმწიფო რეგულირების სისტემის სრულყოფის პრიორიტეტული მიმართულებები, გადმოცემულია მაკრო- და მიკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებენ სასურსათო ბაზრების განვითარებაზე. დასაბუთებულია საშუალოვადიან პერიოდში მეწარმეობის სახელმწიფო რეგულირების პრიორიტეტული მიზნები სასურსათო ბაზრებზე. ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.2.13. სასურსათო უსაფრთხოების მხარდაჭერისა და
რეგულირების მსოფლიო პრაქტიკა და
მისი გამოყენების შესაძლებელობები უკრაინაში. /ე. რომანეცი/. ეკონომისტი. –
2012. – #6 – გვ.
22-26. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., რუს.
გამოკვლეულია სასურსათო უსაფრთხოების რეგულირებისა და მხარდაჭერის მსოფლიო პრაქტიკა. დასაბუთებულია მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფის ფიზიკური ხელმისაწვდომობის მდგრადი მექანიზმების შეფასების მეთოდოლოგია. ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.2.14. ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების შესახებ. /თ. კუნჭულია, პ. კოღუაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
300-303. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელსაყრელი პირობები შეიქმნა მაღალი ტექნოლოგიებით წარმოებულ სუბსიდირებული პროდუქციის იმპორტისათვის, რამაც თავის მხრივ, გამოიწვია ბაზრიდან ქართული პროდუქციის განდევნა. აღნიშნულის გამო, დღის წესრიგში დადგა მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების პრობლემა, რაც დღევანდელ პირობებში, სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული დახმარების გარეშე შეუძლებელია.
ავტ.
11.გ9.2.15. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისა და
გადამუშავების დარგობრივი სტრატეგიის შესახებ. /თ. კუნჭულია, ქ. მჭედლიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
304-308. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
სოფლის მეურნეობის პრიორიტეტად გამოცხადებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი ფონდის შექმნის პირობებში, აუცილებელია დარგობრივი სტრატეგიების შემუშავება და მის საფუძველზე პროდუქციის წარმოებისა თუ გადამუშავების ეფექტიანი გზების დასახვა, თუნდაც უახლოესი 5-10 წლის გათვალისწინებით.
ავტ.
11.გ9.2.16. მოსაზრება მიწების კოოპერირებასთან დაკავშირებით. /რ. ფახურიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
309-311. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია კოოპერირების და კოოპერატივების შექმნა, რომლებიც დასაბამს მისცემს მიწების კონსოლიდაციას.
ავტ.
11.გ9.2.17. გამოვიყენოთ კლასტერები საქართველოს დეპრესირებული რეგიონების ასაღორძინებლად. /ზ. ღუდუშაური, ე. ბალიაშვილი, მ. ხარხელი, ი. ჯელია/. ახალი ეკონომისტი. –
2012. – #4. – გვ.
43-46. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.
კლასტერები მიჩნეულია საქართველოს დეპრესირებული რეგიონების - რაჭა-ლეჩხუმის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის და ნაწილობრივ კახეთის რეგიონების
- აღორძინების საშუალებად. თითოეული რეგიონისთვის მითითებულია საბაზო წარმოებები (მომსახურებები) და დაყენებულია საკითხი, რათა საქართველოს ახალმა მთავრობამ ამ საბაზო წარმოებებზე დაყრდნობით შექმნას და დააფინანსოს კლასტერები. რაჭა-ლეჩხუმისთვის საბაზო დარგად მიჩნეულია ტურიზმი, სამცხე-ჯავახეთისთვის - მესაქონლეობა და მისი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, ქვემო ქართლისთვის - ეკოლოგიურად სუფთა საადრეო ბოსტნეული, მცხეთა-მთიანეთისთვის - ეკოლოგიურად სუფთა ქართული ჯიშის ხილ-ბოსტნეული, კახეთისთვის კი - მევენახეობა და მისი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები.
ავტ.
11.გ9.2.18. სოფლის მეურნეობის
განვითარების
პრობლემები
საქართველოში. /მ.
ქუთელია/.
ახალი ეკონომისტი.
– 2012. – #4. – გვ. 62-66. – ქართ.;
რეფ.: ქართ.,
ინგლ.
საქართველოს
მოსახლეობის
46,8% სოფლის მაცხოვრებელია
და აწარმოებს
მთლიანი შიდა
პროდუქტის
მხოლოდ 9,3%-ს, რაც
ამ სექტორში
არსებული
ისეთი
პრობლემებითაა
გამოწვეული,
როგორებიცაა:
საბანკო
სექტორის
უნდობლობა, აგრო-დაზღვევის
ხელმიუწვდომლობა,
ტექნიკის პარკის
განუვითარებლობა,
შესაბამისი
საგანმანათლებლო
ბაზის
არარსებობა,
სასოფლო-სამეურნეო
მიწების
დაქუცმაცება,
ფერმერთა
შორის კოორდინაციის
ნაკლებობა და
ა.შ. ეს და სხვა
მრავალი
დაბრკოლება,
იწვევს იმას,
რომ სოფლის
მეურნეობა
ვერა და ვერ
ჩამოყალიბდა
აგრობიზნესად.
მდგომარეობის
გამოსწორებისთვის
აუცილებელია
საფინანსო და
სახელმწიფო
სექტორების
კოორდინირებული
მხარდაჭერა.
უნდა შემუშავდეს
გრძელვადიანი
სტატეგია და
მაქსიმალური
ძალისხმევა იქნეს მიმართული მის განსახორციელებლად, რათა საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის რეალიზებით მიღწეულ იქნეს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ქვეყანაში.
ავტ.
11.გ9.2.19. საქართველოს გზა ევროპული ბაზრისკენ. /მ. კახიძე, თ. შენგელია/. ახალი ეკონომისტი. –
2012. – #4. – გვ.
67-71. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.
საქართველოსათვის ევროპის ბაზარი საინტერესოა, რადგან საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის 1/3 სწორედ ევროკავშირზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სარგებლობს GSP პრეფერენციებით, ექსპორტის გეოგრაფია და მისი შემადგენლობა პრეფერენციების ამ სისტემის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. როგორც ჩანს, მხოლოდ სატარიფო ბარიერები ევროპის ერთიან ბაზარზე შესვლის უმთავრესი ბარიერი არ არის. დღეისათვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ნათლად ჩამოაყალიბოს არა მხოლოდ სტრატეგიები, არამედ ამ სტრატეგიების რეალური განხორციელება დაიწყოს. ეს, უპირველეს ყოვლისა ისეთ ინსტიტუციურ რეფორმებს ეხება, რომლებიც უზრუნველყოფენ არასატარიფო ბარიერების მოხსნას და საქართველოს ერთიან ევროპულ ბაზარზე შესვლას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სტანდარტიზაციის, ტექნიკური მოთხოვნების, საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზაციას.
ავტ.
11.გ9.2.20. იაფი საწვავი გლეხისთვის. /თ. კუნჭულია, პ. კოღუაშვილი/. ახალი ეკონომისტი. –
2013. – #1. – გვ.
27-29. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.
საქართველოს სოფლის მეურნეობაში მკვეთრად შემცირდა ნათესი და ნარგავი ფართობების, პირუტყვის სულადობის, სოფლის მეურნეობის ყველა სახეობის პროდუქციის წარმოების და შესაბამისად, მოსახლეობის სურსათით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები. დაუმუშავებლად დატოვებულმა მიწის ფართობმა სახნავის
55-60%-ს გადააჭარბა, რაც სხვა მრავალ მიზეზთან ერთად, გამოწვეული იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის აღწარმოებისათვის საჭირო მატერიალური საშუალებების (ძირითადად სასუქების, შხამ-ქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და საწვავის) გაძვირებით. საწვავის შესყიდვის ფასის ნაწილის, ან მთლიანად გახარჯული საწვავის ღირებულების სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ ფერმერისთვის დაბრუნების პრაქტიკას მრავალი ქვეყანა მიმართავს. ზოგ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე გამოსაყენებელ გაიაფებულ საწვავს სრულად ანაზღაურებენ (შვედეთში), ზოგან კი მხოლოდ ნაწილობრივ (აშშ, გერმანია და სხვ.). საქართველოსთვის ყველაზე მისაღებია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად შესყიდული დიზელის საწვავის სუბსიდირება არაპირდაპირი გადასახადების ანუ აქციზისა და დღგ-ს მანიპულირებით, რისთვისაც შესამუშავებელია მისი გამოყენების გამჭირვალე მექანიზმი და მისაღებია შესაბამისი კანონი საქართველოს პარლამენტის მიერ.
ავტ.
11.გ9.2.21. კერძო საკუთრება როგორც ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის განმსაზღვრელი ფაქტორი. /რ. გერლიანი/. ახალი ეკონომისტი. –
2013. – #1. – გვ.
35-43. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.
ეკონომიკური თავისუფლების და კერძო საკუთრების საკითხი განსაკუთრებით საინტერესო და აქტუალურია პოსტსოციალისტური სივრცისთვის, სადაც გამონაკლისი არც საქართველოა, რამეთუ აქ პოლიტიკური და ეკონომიკური წყობილების ცვლილებას თან სდევს საკუთრების ფორმაცვალებაც სახელმწიფო საკუთრებიდან კერძო საკუთრებაში გადასვლის სახით, რაც შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ მთავარ ცენტრალურ მოვლენად პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში. კერძო საკუთრების დაცვასთან ერთად ძალზე მნიშვნელოვანია კერძო საკუთრების ფორმირების დონე ქვეყანაში, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეკონომიკური თავისუფლების კვლევის შესაბამისი მაჩვენებლების (ინდექსების) გაანგარიშებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად კერძო საკუთრებაა მიჩნეული. აქტივებზე კერძო საკუთრების საერთო მდგომარეობა ზეგავლენას ახდენს ეკონომიკური თავისუფლების განმსაზღვრელ მაჩვენებლებზე, რაც საბოლოოდ აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ცვლილებაში და კერძო საკუთრების თავისუფალი ფლობა-განკარგვის გარეშე გვაქვს ვითარება, როდესაც იზღუდება თავისუფალი არჩევანი და თავისუფალი ბაზარი, ხოლო მათ გარეშე ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი დაბალია. ამრიგად, კერძო საკუთრება და ეკონომიკური თავისუფლება მჭიდრო ურთიერთკავშირში არიან და ერთმანეთს განაპირობებენ.
ავტ.
11.გ9.2.22. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესები კონკურენციის სფეროში. /ს. ფეტელავა/. ახალი ეკონომისტი. –
2013. – #1. – გვ.
65-69. – ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.
აღნიშნულია, რომ ანტიმონოპოლიური პოლიტიკა განეკუთვნება შიგა ბაზრის პოლიტიკას, რომელიც ეროვნული კანონმდებლობით რეგულირდება, ხოლო რაც შეეხება ვმო-ში გაწევრიანებული ქვეყნების ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათი რეგულირება ხორციელდება საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე. იქვე ხაზგასმულია, რომ საქართველო, სხვა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მსგავსად, იძულებულია, ვმო-ს წევრი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისაგან განსხვავებით გადაჭრას არა მარტო კონკურენციის დაცვის სამართლებრივი და ინსტიტუციური უზრუნველყოფის პრობლემები, არამედ კონკურენციული გარემოს ფორმირების საკითხიც. ამასთან, რეალურად რომ მოხდეს ვმო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს, როგორც თანასწორი პარტნიორის აღიარება, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს საბაჟო წესებისა და მათი ადმინისტრირების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, რეპრესალიებისა და სხვა მსგავსი, ბიზნეს გარემოს მომწესრიგებელი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, რომლის პარალელურად აუცილებელია მოხდეს ქვეყანაში იმ სახელმწიფო ორგანოს განსაზღვრა, რომელიც იქნება დამცავი პროცედურების შესახებ ვმო-ს ხელშეკრულებით განსაზღვრული წესების აღმსრულებელი ინსტიტუტი (ჩვენი აზრით, ასეთი ინსტიტუტი უნდა იყოს ქვეყნის კონკურენციის მთავარი ორგანო), რომლის პარალელურად საჭიროა ქვეყნის შიგა საკონკურენციო სამართალი („თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ”) შესაბამისობაში იყოს მოყვანილი ვმო-ს წევრი, განვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების ანალოგიურ სტანდარტებთან. ამ უკანაკნელის განხორციელებაში კი, მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული ევროკავშირის კეთილი ნება და პოტენციალი.
ავტ.
11.გ9.2.23. სასოფლო ტურიზმისა და
აგროტურიზმისათვის გამოსადეგი განთავსების საშუალებების კლასიფიკატორის შექმნის პრინციპები. /ტ. ხუციშვილი, დ. მაისურაძე, მ. კავრელიშვილი/. კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. –
2012. – გვ. 198-210. – ქართ.; რეფ.: ინგლ.
სასოფლო და აგროტურიზმი სწრაფად ვითარდება ინდუსტრიულ ქვეყნებში. ამ მიზნით გამოსადეგი განთავსების ადგილების შერჩევის კრიტერიუმები პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ნაშრომის ავტორებმა შექმნეს კლასიფიკატორი სასოფლო და აგროტურიზმის პუნქტებისთვის. კლასიფიკატორი 3 კომპონენტს მოიცავს, რომლებიც სხვადასხვა პარამეტრით განისაზღვრება.
· სოფლის სახლის ან ფერმის მიდამო (პარამეტრები: ლანდშაფტი, მანძილი დასახლებული პუნქტებიდან, ღირშესანიშნავი ადგილები);
· ტექნიკური და საყოფაცხოვრებო პირობები (პარამეტრები: რემონტი, ელექტრომომარაგება, გათბობა, კონდიციონერი, წყალმომარაგება, აბაზანა, ტუალეტი, ავეჯი, სამზარეულო, მანქანის სადგომი, გამწვანება და ა.შ.);
· დამატებითი მომსახურების შესაძლებლობა (პარამეტრები: დამატებითი კვება, სასწრაფო, ინტერნეტი, ბავშვის მოვლა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში მონაწილეობა, დამატებითი ტურები და ა.შ.).
თითოეული კომპონენტის შეფასება ხდება ცალკეული პარამეტრის შკალის მიხედვით ამ კომპონენტის მაქსიმალურ ქულასთან შედარებითი პროცენტის გამოთვლით.
ავტ.
11.გ9.2.24. ევროპული საინოვაციო პოლიტიკა სოფლის მეურნეობის სფეროში. /ო. შატბერაშვილი/. მრავალდონიანი საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია. –
2010. – გვ. 245-280. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.
მიუხედავად თვალსაჩინო მიღწევებისა, ევროკავშირში თვლიან, რომ ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, უპირატესად ინოვაციისა და მდგრადობის მიმართულებით, რადგან, ერთი მხრივ, შეუძლებელი ხდება ფერმერებისთვის სუბსიდირებით შექმნილი „სათბურის” პირობების შენარჩუნება, ხოლო მეორე მხრივ, საჭიროა ახალ გამოწვევებზე რეაგირება. ესაა: მდგრადი განვითარება კლიმატის ცვლილების პირობებში; ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარება; სურსათზე ფასების ზრდა; ბიოსაწვავის წარმოების აუცილებლობა და სხვ. მომავალ ათწლედში ფერმერებისთვის გაიზრდება დახმარება საინოვაციო ღონისძიებების მიმართულებით, ესაა: გარემოსდაცვითი, სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების და სხვა სტანდარტების დაცვა. გაძლიერდება სოფლის განვითარების (არა სასოფლო-სამეურნეო) საინოვაციო ღონისძიებები. ასეთი სცენარი ზრდის საინოვაციო სისტემის ყველა კომპონენტის - განათლების, კვლევის, კომერციალიზებადი ცოდნის დაგროვებისა და წარმოებაში გადაცემის მნიშვნელობას.
ავტ.
11.გ9.2.25. სასოფლო-სამეურნეო კრედიტებისა და
დაზღვევის კვლევის შედეგები. /დ. ჩარკვიანი, თ. ჭინჭარაული, ე. შატბერაშვილი/. გამომც. „ელკანა“. –
2010. – 48 გვ. – ქართ.; რეფ.: ინგლ.
ამ კვლევის მიზანია საქართველოში ფერმერული სესხების და დაზღვევის თანამედროვე მდგომარეობის შესწავლა და სოფლის მეურნეობის დაფინანსების და დაზღვევის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ კოლექტიური მეურნეობების სისტემა გაუქმდა და სასოფლო-სამეურნეო მიწის თანდათანობითი პრივატიზაცია განხორციელდა. აქედან გამომდინარე სოფლის მეურნეობაში ძირითადად დომინირებს მცირე ფერმერული მეურნეობები, რომლებისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი სოფლის მეურნეობის კრედიტები და დაზღვევა. ამჟამინდელი სასოფლო-სამეურნეო ფინანსური ბაზარი და დაზღვევა ემბრიონის სტადიაშია და ეს მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას. კვლევის ფარგლებში 142 სხვადასხვა ზომის ფერმა საქართველოს ხუთ რეგიონში (აჭარა, გურია, კახეთი, სამეგრელო და სამცხე-ჯავახეთი) იქნა შესწავლილი იმ მიზნით, რომ დადგენილიყო მოთხოვნა სასოფლო-სამეურნეო სესხებზე და დაზღვევაზე და ასევე ფერმერების ინფორმირებულობა ამ საკითხებში. ამავე დროს, ჩატარდა ფინანსური ინსტიტუციების (კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკრედიტო კავშირები) წარმომადგენლების და სადაზღვევო კომპანიების თანამშრომლების გამოკითხვა მათი სტრატეგიის, ხედვის და კონცეფციების შესწავლის მიზნით აგროდაფინანსებასთან და დაზღვევასთან დაკავშირებით. კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სოფლის მეურნეობის სექტორის ცენტრალური დაფინანსებიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაში აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილების კრიტიკული შესწავლა იმ მიზნით, რომ მომხდარიყო შედარებითი ანალიზი ზოგადი რეკომენდაციების შესამუშავებლად იმათთვის, ვინც საქართველოში პოლიტიკას ქმნის. კვლევამ გამოავლინა რამდენიმე მსგავსი პრობლემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გარდამავალი პერიოდის დროს 90-იან წლებში და საქართველოში აგროდაფინანსების და დაზღვევის თანამედროვე მდგომარეობაში. ცხრ. 28, ლიტ. 13.
ავტ.
11.გ9.2.26. აგროდაზღვევისა და
აგროდაკრედიტების სისტემები და
სოფლის მეურნეობის განვითარების ზოგადი კონტექსტი საქართველოში. /ე. შატბერაშვილი, ბ. ალასანია/. ბიომეურნე (სპეციალური გამოშვება). –
2011. – #1(16). – გვ. 4-11.
– ქართ.
განხილულია საქართველოში სოფლის მეურნეობის დაზღვევისა და დაკრედიტების პრობლემები, შემოთავაზებულია მათი გადაჭრის გზები. აღნიშნულია პრობლემების ორი სახე: ფერმერული მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებული (პროდუქციის წარმოება) და პროდუქციის გასაღების პრობლემები. პირველადი წარმოების პრობლემების ოთხი ტიპია განხილული: 1. ზოგადი პრობლემები, 2. სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, 3. ცოდნის ხელმისაწვდომობა, 4. საინვესტიციო კაპიტალის ხელმისაწვდომობა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზრის პრობლემებად მიჩნეულია ინფრასტრუქტურული და მარკეტინგული პრობლემები. დასახელებულია არსებული პრობლემების გადალახვის გზები. ცხრ. 1.
მ. კოპალეიშვილი
11.გ9.2.27. სოფლის მეურნეობის დაზღვევის განვითარება საქართველოში. /ი. ახალბედაშვილი/. ბიომეურნე (სპეციალური გამოშვება). –
2011. – #1(16). – გვ.
12-22. – ქართ.
განხილულია მსოფლიოს ქვეყნებში მოქმედი სოფლის მეურნეობის დაზღვევის მოდელები: სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი (საბერძნეთი), სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობაზე დაფუძნებული (ესპანეთი, პორტუგალია), კერძო სექტორის მიერ კონტროლირებადი (გერმანია, დიდი ბრიტანეთი). აღნიშნულია, რომ სოფლის მეურნეობის დაზღვევა საქართველოში ძირითადად მხოლოდ მევენახეობის დაზღვევის წარუმატებელ მცდელობებს მოიცავდა, ბოლო პერიოდში კი სადაზღვევო ბაზარზე გამოჩნდა მეხორბლეობისა და მეცხოველეობის დაზღვევის შემოთავაზება. დასახელებულია საქართველოში დაზღვევის განვითარების ხელშემშლელი პირობები, განხილულია დაზღვევის სქემები, მოყვანილია სხვადასხვა სახის პროდუქტის დაზღვევის მაგალითები, აღნიშნულია სადაზღვევო რისკები. დიაგრ. 4, ცხრ. 3, ლიტ. 2.
მ. კოპალეიშვილი
11.გ9.2.28. სასოფლო-სამეურნეო კრედიტები საქართველოში: რისკები და
პერსპექტივები. /მ. თოქმაზიშვილი/. ბიომეურნე (სპეციალური გამოშვება). –
2011. – #1(16). – გვ.
23-36. – ქართ.
აღნიშნულია, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის წილი მთლიან საბანკო სესხებში მხოლოდ ორ პროცენტამდეა, ძალიან მცირეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილიც (2007 წ. – 0,8%, 2008 წ. – 0,5%, 2009 წ. – 1,2%). დასახელებულია სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო ხაზების განვითარების ძირითადი ბარიერები, შემოთავაზებულია შესაძლო სქემები. ცხრ. 2, გრაფ. 4, ლიტ. 18.
მ. კოპალეიშვილი
11.გ9.3.1. ნიადაგგრუნტების თვისებების მართვა პოლიკომპლექსის გამოყენებით. /ლ. იტრიაშვილი, ხ. კიკნაძე, ე. ხოსროშვილი, მ. შავლაყაძე, ქ. დადიანი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. –
2012. – #67. – გვ.
121-127. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია პოლიკომპლექსის ნიადაგგრუნტებზე ზემოქმედების მექანიზმი და ამის შედეგად ძირითადი მახასიათებლების ცვლილებები. მოყვანილია პოლიკომპლექსის ხარისხობრივი და რაოდენობრივი დოზები, რომლებიც უზრუნველყოფს ნიადაგგრუნტების მახასიათებლების მიზნობრივ მართვას. ნახ. 3, ცხრ. 6, ლიტ. 2.
ავტ.
11.გ9.3.2. ფილტრაციის თავისებურებანი ნიადაგ-გრუნტებში. /ი. ყრუაშვილი, ე. კუხალაშვილი, ი. ინაშვილი, კ. ბზიავა, გ. ნატროშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. –
2012. – #67. – გვ.
226-230. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ბუნებრივ-გეოტექნიკურ პირობებში გამავალ წყალგამტარ არხებში ფილტრაციული მახასიათებლების განსაზღვრის თეორიული მოდელები იზოტროპული წყალჟონვადი გარემოსათვის გამოიყენება, რაც ზღუდავს მისი გამოყენების არეს. რადგან ფილტრაციული ფაქტორი ლოკალური აგროსისტემების წყლის ბალანსის ფორმირებაში პერმანენტულად მონაწილე აქტიური კომპონენტია, იგი საფუძვლად უდევს სარწყავი ნორმის დადგენას. ფილტრაციის თავისებურებებიდან გამომდინარე, ნიადაგ-გრუნტის ფოროვან სისტემებში წყლის მოძრაობასთან დაკავშირებული საკითხები უამრავ ურთიერთმართვად ფაქტორთა ფუნქციას წარმოადგენს. ნაშრომში შემოთავაზებული მოდელის საფუძველზე რეალური გრუნტისათვის მიღებულია ფილტრაციის სიჩქარის, ფილტრაციის კოეფიციენტის, წყალგამტარობისა და ფორიანობის საანგარიშო დამოკიდებულებები. ნახ. 1, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.3.3. ნიადაგ-გრუნტში წყლის ფილტრაციის ანომალიებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა. /ი. ყრუაშვილი, ე. კუხალაშვილი, ი. ინაშვილი, კ. ბზიავა, გ. ნატროშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. –
2012. – #67. – გვ.
231-236. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
დისპერსიულ-ჰიდრავლიკური ფოროვანი სისტემით წარმოდგენილ ნიადაგ-გრუნტის ტანში მიგრირებული წყალი სპეციფიკურ თვისებებს იძენს და შესაბამისად, რთულდება წყლის ფილტრაციის მახასიათებლის დადგენა. ნიადაგ-გრუნტი, რომელიც მრავალკომპონენტიან გარემოს წარმოადგენს, სხვადასხვა მიკრო- და მაკრო- ზომის ნაწილაკებისგან შედგება და მასში მიგრირებული წყალი სხვადასხვა თვისებას იძენს. გამომდინარე აქედან, შემოთავაზებული მოდელის საფუძველზე დადგენილია აქტიური და პასიური ფორიანობის ცვლილების დიაპაზონები და ოპტიმალური მნიშვნელობები, რომელთა გათვალისწინებით წყლის ფილტრაციის პროცესში გამოყვანილია ფილტრაციის სიჩქარის, საწყისი გრადიენტისა და მორწყვის ნორმის საანგარიშო დამოკიდებულებები. ნახ. 3, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.3.4. გლობალური კლიმატის ცვლილების გავლენა ნიადაგებზე. /ჰ.პ. ბლუმე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. –
2012. – ტ. 5. – #2. – გვ. 106-112. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., ქართ.
დედამიწის ისტორიის მანძილზე აღინიშნება ტემპერატურის და ნალექების გლობალური, რეგიონალური და ლოკალური ცვლილებები. კოსმოსურ მიზეზებს ემატება ვულკანიზმი, ტყის ხანძრები, გლობალური ყინულის, თოვლის და მცენარეული საფარის ცვლილებები. უკანასკნელი 100 წლის მანძილზე დედამიწის ტემპერატურა საშუალოდ გაიზარდა 1,5°C-ით, რასაც აქვს არა მარტო ბუნებრივი, არამედ ანთროპოგენური მიზეზები. ბუნებრივი ტყეებისგან განსხვავებით, სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან წყლის აორთქლების, სითბოს და ნახშირორჟანგის შემცირება, განსაკუთრებით ურბანიზებულ-ინდუსტრიულ აგრომელიორაციებში და მეთანის და აზოტის ქვეჟანგის განთავისუფლება სოფლის მეურნეობაში არის მეტად მნიშვნელოვანი ზეგავლენა გარემოზე. ვარაუდობენ, რომ 21-ე საუკუნეში საშუალო გლობალური ტემპერატურა გაიზრდება 2-3°C-ით, რაც ძირითადად გამოწვეული იქნება ნამარხი საწვავის გამოყენებით და სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციით. ტემპერატურის ზრდა, ნიადაგის ზედაპირთან CO2 მაღალი კონცენტრაცია და ნალექების გადიდებული რაოდენობა განსაზღვრავენ ბიომასის გადიდებული რაოდენობის ფორმირებას. მოსავლის ნარჩენების მეტი რაოდენობა და მაღალი ტემპერატურები აგრეთვე ზრდიან ნიადაგის ორგანიზმების აქტიურობას. ნიადაგის უფრო მაღალი ტემპერატურები აგრეთვე ხელს უწყობენ ქიმიურ გამოფიტვას. მეორე მხრივ, გაზრდილ
ნალექს შეუძლია უფრო მეტი რაოდენობით გამორეცხოს საკვები ნივთიერებები. კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებები და მათი გავლენა ნიადაგზე შეიძლება იცვლებოდეს ფართო ფარგლებში. ზღვის დონის ზრდა გამოიწვევს სანაპირო ნიადაგების დატბორვას, რაც აუცილებელს გახდის ახალი კაშხლების მშენებლობის ან ძველის გაძლიერებას. სანაპირო ნიადაგების მომატებული ტემპერატურა გაზრდის მიკრობული ფორმაციების სასათბურე აირების ზრდას. მზრალი ნიადაგები დაიწყებენ ლღობას და შესაძლებელი გახდება მათი ნაწილობრივი გამოყენება სოფლის მეურნეობაში. ნახ. 4, ცხრ. 2, ლიტ. 22.
ავტ.
11.გ9.3.5. ნიადაგის პათოგენური სოკოები და
მათ წინააღმდეგ ბრძოლა. /ნ. ძიმისტარაშვილი/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ.
256-258. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
განხილულია ნიადაგის უმთავრესი პათოგენური სოკოები, რომლებიც იწვევენ მცენარეების, ფესვის, ფესვის ყელის, ტუბერების, ძირხვენებისა და ბოლქვების ლპობას, მცენარეების ჭკნობას, ჩითილების ჩაწოლას და სხვ. განხილვის საფუძველზე დამუშავდა გამომწვევი ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ისეთი ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდები, როგორიცაა: აგროტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენური და ქიმიური. პირველად იქნა გამოცდილი ბიოლოგიური პრეპარატები 0,3%-იანი სპილენძის ოქსიქლორიდი-ნეორამი; 0,3%-იანი მაქსიმი; 0,2%-იანი ბაქტოფიტი; 0,2%-იანი ფიტოსპორინი და 0,5%-იანი ტრიხოდერმა, რომლებმაც კარგი შედეგი აჩვენა. ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.3.6. ნიადაგის მოტკეპნის მნიშვნელობა, მისი სახეები და
გამოყენებული მანქანა - იარაღები. /შ. ჭალაგანიძე, პ. ნასყიდაშვილი, გ. მოსაშვილი, ტ. ლოლაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
15-23. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ნაჩვენებია, რომ მარცვლეული კულტურების (ხორბალი, ქერი, შვრია, წიწიბურა, სიმინდი და სხვ.) მოსავლიანობის გადიდების აგროტექნოლოგიის კომპლექსში, მშრალ და ნახევრად მშრალ, ქარისმიერ და წყლის მიერ ეროზიის ზონებში, მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს თესვისწინა და თესვის შემდგომმა ნიადაგის მოტკეპნამ. სამწუხაროა, მაგრამ ამ მიმართულებით კვლევები საქართველოში არ ჩატარებულა. წინამდებარე ნაშრომში მოტანილი მონაცემები უცხო მკვლევართა მიერ არის შესრულებული. სურ. 9, ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.3.7. მოტკეპნის გავლენა ნიადაგის ტენიანობაზე, სითბურ რეჟიმზე, სტრუქტურაზე, მცენარეთა ზრდასა და
განვითარებაზე. /შ. ჭალაგანიძე, პ. ნასყიდაშვილი, გ. მოსაშვილი, ტ. ლოლაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
24-29. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ნაჩვენებია, რომ სხვადასხვა პირობებში და გარემო პირობებთან დაკავშირებით, ნიადაგის მოტკეპნას სხვადასხვანაირი მნიშვნელობა ენიჭება. მშრალ ზონაში და მუნიციპალიტეტებში მოტკეპნა უზრუნველყოფს თესლის ნიადაგთან კარგად შეხებას და ნიადაგში მყოფი ტენის ნაკადის თესლისაკენ ადვილად გადადინებას, თესლის დროულად გაღივებას და აღმოცენებას, აუმჯობესებს და ადიდებს ნათესის დგომის სიხშირეს. ზონებში და მუნიციპალიტეტში, სადაც მეტი ტენიანობაა, მოტკეპნა ადიდებს ნიადაგის სითბურ რეჟიმს, აერაციას, უმჯობესდება მიკროორგანიზმების მოქმედება, რის შედეგადაც ძნელად შესათვისებელი ქიმიური ნივთიერებები მცენარისთვის ადვილად შესათვისებელ ელემენტებად გარდაიქმნება, რის გამოც ჩქარდება მცენარეთა განვითარების პროცესი. ნიადაგის ზედაფენის მოტკეპნა არამარტო ადიდებს ნიადაგის ტემპერატურას, აგრეთვე ათანაბრებს ნიადაგის და ჰაერის ტემპერატურის მერყეობას მთელი დღე-ღამის განმავლობაში. ამიტომ, თესვისწინა და თესვისშემდგომი ნიადაგის ზედაფენის სატკეპნელით მოტკეპნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აგროტექნოლოგიური ღონისძიებაა. სურ. 1, ცხრ. 7, ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.3.8. ყავისფერი კარბონატული ნიადაგის პირველადი დამუშავების სიღრმის გავლენა დიფერნციულ ფორიანობაზე. /ჯ. ონიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
168-171. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოცემულია ყავისფერი, საშუალო სისქის, ძლიერ კარბონატული ნიადაგის 80, 60
და 30 სმ სიღრმეზე დამუშავებისა და ვენახებისათვის 46 წლის განმავლობაში გამოყენების გავლენა რიგთაშორისებში, რიგებში, ვაზთაშორისებში და ყამირი ნიადაგის დიფერენციულ ფორიანობაზე. ცხრ. 1, ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.3.9. ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა ყავისფერი კარბონატული ნიადაგის წყალგამტარობაზე. /ჯ. ონიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
172-176. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოცემულია ყავისფერი, საშუალო სისქის, ძლიერ კარბონატული, ყამირი ნიადაგის 80, 60
და 30 სმ სიღრმეზე დამუშავბისა და ვენახებისათვის 46 წლის განმავლობაში გამოყენების გავლენა, რიგთაშორისებში, რიგებში, ვაზთაშორისებში და ყამირი ნიადაგის წყალგამტარობაზე. ცხრ. 1, ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.3.10. ნიადაგწარმოქმნის კლიმატურ-ენერგეტიკული პარამეტრების შესწავლასთან დაკავშირებული საკითხები. /ო. ღორჯომელაძე, ნ. თურმანიძე, გ. გოგიჩაიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ. 177-181.
– ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია ნიადაგწარმოქმნის კლიმატურ-ენერგეტიკულ პარამეტრებთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი და ამასთან მიმართებაში გარკვეული შეხედულებები. სურ. 2, ლიტ. 11.
ავტ.
11.გ9.3.11. კომპონენტური წყალი გეოგრაფიულ გარემოში და
ჰიდრატული წყლის შემცველობა ნიადაგწარმოქმნის ენერგეტიკასთან დაკავშირებით. /გ. გოგიჩაიშვილი, ო. ღორჯომელაძე, ნ. თურმანიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
182-184. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია ნიადაგწარმოქმნის ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკითხები. გაანალიზებულია ასევე სხვადასხვა მეცნიერის
შეხედულებები. სურ. 1, ლიტ. 8.
ავტ.
11.გ9.3.12. ენერგეტიკული დანახარჯები ნიადაგწარმოქმნის პროცესში. /ო. ღორჯომელაძე, ნ. თურმანიძე, გ. გოგიჩაიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
185-192. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია ნიადაგწარმოქმნის პროცესში მონაწილე სხვადასხვა ფაქტორის როლისა და ამ პროცესში მონაწილე გარდაქმნების შესახებ სათანადო მასალები. სურ. 2, ლიტ. 26.
ავტ.
11.გ9.3.13. ნიადაგის ეროზია და
სტაციონარული კვლევის შედეგები. /ო. ღორჯომელაძე, ნ. თურმანიძე, გ. გოგიჩაიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. 2012.
– #31. – გვ.
193-198. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია სოფელ ხევისა და სოფელ კიცხის სტაციონარულ საცდელ ნაკვეთებზე ჩატარებული კვლევისა და დაკვირვებების ამსახველი შედეგები. ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.3.14. ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგების სისტემატიზაცია ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის საფუძველზე. /თ. ურუშაძე, თ. ქვრივიშვილი, ე. სანაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
199-202. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგების მორფოლოგიური, ფიზიკური, ქიმიური, ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებანი და სისტემატიზაციის საკითხები. შესწავლილ იქნა დასავლეთ საქართველოს ტენიან, სუბტროპიკულ ზონაში გავრცელებული ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგების მორფოლოგიური, ფიზიკური, ქიმიური, ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებანი და დადგენილ იქნა შესაბამისობა ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის აკრისოლების ნიადაგურ ჯგუფთან. საკვლევი ნიადაგების სისტემატიზაცია განხორციელდა დიაგნოსტიკური ჰორიზონტების, ნიშან-თვისებების, მაკრომორფოლოგიური თავისებურებებისა და ანალიზური მონაცემების საფუძველზე. ცხრ. 2, ლიტ. 9.
ავტ.
11.გ9.3.15. ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა ყავისფერი კარბონატული ნიადაგის ქიმიურ თვისებებეზე. /ჯ. ონიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
203-210. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
შრომაში მოცემულია: ყავისფერი კარბონატული ნიადაგის 46 წლის განმავლობაში გამოყენების გავლენა ქიმიურ თვისებებზე. ცხრ. 3, ლიტ. 11.
ავტ.
11.გ9.3.16. ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა ყავისფერი კარბონატული ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე. /ჯ. ონიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
211-216. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
შრომაში მოცემულია ყავისფერი კარბონატული ნიადაგის ვენახებისათვის 46 წლის განმავლობაში გამოყენების გავლენა ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე. ცხრ. 3.
ავტ.
11.გ9.3.17. აფშერონის რუხ-ყავისფერი ნიადაგების ფოსფორის რეჟიმის შესახებ. /ა. ალიევა/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. –
2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 38-45. – რუს.; რეფ.: ინგლ.
შესწავლილ იქნა სხვადასხვა სახის და დოზის ორგანული და მინერალური სასუქის გავლენა ფოსფორის მინერალური ფორმების შემცველობაზე აფშერონის რუხ-ყავისფერ ნიადაგებში. ჩატარდა ლაბორატორიული ანალიზი მინერალური ფოსფატების ფრაქციების და ფოსფატური პოტენციალის და ნიადაგის ხსნარების იონური შემადგენლობის დასადგენად. დადგინდა, რომ შესწავლილ ნიადაგში ორგანული და მინერალური სასუქების გამოყენება დადებით გავლენას ახდენს მცენარის კვებისთვის აუცილებელი ფოსფორის ათვისებაზე. ცხრ. 4, ლიტ. 8.
ავტ.
11.გ9.3.18. საქართველოში კლიმატის დროებითი ცვლილების გამო მიწის რესურსების დეგრადაციის ზოგიერთი ასპექტი. /ლ. შავლიაშვილი, გ. კორძახია, ე. ელიზბარაშვილი, გ. კუჭავა/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. –
2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 49–51. – ინგლ.; რეფ.: რუს.
ნაშრომი ეხება წყლის გავლენით ნიადაგის სალინიზაციას და ალკალიზაციას და ქარით გამოწვეულ დეგრადაციას, რაც საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული. განხილულია ადაპტაციის ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში მიწის რესურსების მდგრად მართვას და განვითარებას. ეს ღონისძიებები ტარდება მიწის დეგრადაციის არიდების, მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების და სიღარიბის დაძლევის მიზნით. ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.3.19. სამეგრელოს (საქართველო) ალუვიური ნიადაგების პროდუქტიულობის შესახებ. /რ. ლორთქიფანიძე, ნ. სანთელაძე/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. –
2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 62–64. – ინგლ.; რეფ.: რუს.
ალუვიური ნიადაგები სამეგრელოს (ნოსირი) რეგიონში ძველ ალუვიურ დანალექებზე არის წარმოქმნილი. ნიადაგს ახასიათებს საშუალო და დიდი სისქის პროფილი, არის ქვიანი, რბილი, შეიცავს კარბონატებს. მექანიკური კონსისტენციით ნიადაგი ძირითადად თიხოვანია. თიხის ფიზიკური ფრაქციის ოდენობა დაახლოებით
32-67%, რასაც განაპირობებს წყალი, ჰაერი და ამ ნიადაგის თერმული თვისებები. სურ. 2, ცხრ. 3, ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.3.20. ორგანული და
მინერალური სასუქების გავლენა აფშერონის მხარის მიწების ნაყოფიერების ზრდაზე. /ს. შუკუროვი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. –
2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 74-78. – რუს.; რეფ.: ინგლ.
განხილულია აფშერონის ნახევარკუნძულის აგარაკებზე ნიადაგების ხანგრძლივი კულტივირების და სასუქის გამოყენების დადებითი შედეგები. ორგანული და მინერალური სასუქების გამოყენება ბოსტნეული კულტურების და ხილის წარმოების ზრდის პარალელურად აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ და ქიმიურ შემადგენლობას. ამ მიზნით მოხდა ორგანული და მინერალური სასუქების ერთობლივი გამოყენების ეფექტურობის შესწავლა პრაქტიკაში. ცხრ. 2, ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.3.21. მძიმე ლითონების შემცველობის მონიტორინგი სისტემაში „ნიადაგი-მცენარე“. /ი. ქავთარაძე, გ. ავქოფაშვილი, ე. შენგელია, ლ. გვასალია/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. –
2012. – #3(485). – გვ.
52-55. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ჩატარებულია კაზრეთის (მადნეულის) მიმდებარე სოფლების: ბალიჭი, რატევანი, ნახიდური „ნიადაგი-მცენარე” სისტემაში მძიმე ლითონების Cu,
Zn, Cd შემცველობის მონიტორინგი. მიღებული შედეგების თანახმად ნიადაგში მათი შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატება ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციებს (ზ.დ.კ.), მიუხედავად ამისა ამ ნიადაგზე მოყვანილი კულტურების ნაყოფში მძიმე ლითონების Cu, Zn
შემცველობა ზ.დ.კ.-ს არ აღემატება, ხოლო Cd-ის შემცველობა არ დაფიქსირებულა. სურ. 2, ცხრ. 1, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.3.22. შიდა ქართლის საავტომობილო მაგისტრალის ზოლში ნიადაგის მეტალებით გაჭუჭყიანების კვლევა. /უ. ზვიადაძე, ნ. გაჩეჩილაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. –
2012. – #4(486). – გვ. 16-21. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
კონკრეტული ობიექტის – თბილისი-ხაშურის საავტომობილო მაგისტრალის მაგალითით დახასიათებულია ნიადაგში ტოქსიკური მეტალების განაწილების კანონზომიერებები, გამოვლენილია დაგროვების უმთავრესი მიზეზები, რაოდენობრივად არის შეფასებული აღნიშნული ნიადაგის მეტალებით გაჭუჭყიანების ხარისხი. ცხრ. 3, ლიტ. 8.
ავტ.
11.გ9.3.23. ნიადაგების ეროზიულობის დინამიკა წლის განმავლობაში. /გ. გოგიჩაიშვილი, ო. ღორჯომელაძე, ნ. თურმანიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #30. – გვ. 189-199. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია საქართველოს სხვადასხვა სამიწათმოქმედო რეგიონში არსებულ ნიადაგ-ეროზიულ სტაციონარებზე აღრიცხული ეროზიის შედეგები. მოცემულია წლის სეზონის მიხედვით ნიადაგის ეროზიის ცვლილებები, მისი მდგრადობა და გარკვეული პროგნოზირება.
ავტ.
11.გ9.3.24. ნიადაგის ეროზიის ნორმების შესახებ. /ო. ღორჯომელაძე, ნ. თურმანიძე, გ. გოგიჩაიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #30. – გვ. 200-207. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე და სხვადასხვა კულტურის
ქვეშ, ეროზიის შედეგად ნიადაგის დანაკარგი, კონტინენტებისა და რიგი ქვეყნების მიხედვით. განხილულია ასევე, მდინარეთა წყლებში მყარი ნატანის (ატივნარებული მასის) საშუალო მაჩვენებლები. ნიადაგის აღდგენა-გაუმჯობესების გზები და სხვადასხვა მეცნიერთა შეხედულებები ამ მიმართებით.
ავტ.
11.გ9.4.1. სამელიორაციო საექსპლუატაციო ორგანიზაციების ეფექტური და
მდგრადი ფუნქციონირების საკითხები. /მ. ვართანოვი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. –
2012. – #67. – გვ.
65-71. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია სამელიორაციო საექსპლუატაციო ორგანიზაციების ეფექტური და მდგრადი ფუნქციონირების ძირითადი პირობები. გაკეთებულია დასკვნა: საექსპლუატაციო სამუშაოების დაფინანსების ორგანიზაციის არასრულყოფილი სისტემის შედეგად მრავალი სარწყავი სისტემა, მათ შორის ბოლო წლებში რეაბილიტირებული, ინგრევა, რაც იწვევს სარწყავი წყლის დიდ დანაკარგსა და მოსარწყავი სავარგულების დაბალ პროდუქტიულობას; შექმნილი ტენდენციის გარდატეხის მიზნით აუცილებელია ფასიანი წყალსარგებლობის სისტემის სრულყოფა და განვითარება. მოყვანილია მონაცემები საქართველოს ტიპიური მელიორაციული (თვითდინების) სისტემის წლიური დანახარჯებისა და სარწყავ სისტემაზე საექსპლუატაციო სამუშაოების თვითღირებულების სტრუქტურის შესახებ. ცხრ. 2, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.4.2. წყალმოვარდნების პროცესების შემცირების გზები ირიგაციული ეროზიის საწინააღმდეგო მორწყვის ტექნოლოგიით. /ვ. ნანიტაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
217-221. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოცემულია საქართველოს მთიან და მთისწინა რეგიონებში მიწათმოქმედების ამაღლების მიზნით, დასაწვიმი ტექნიკით აღჭურვილი ისეთი სარწყავი სისტემების მოწყობა, რომელიც გამორიცხავს ირიგაციულ ეროზიას და წყალმოვარდნების წარმოშობის საშიშროებას. გაანალიზებულია დაწვიმებითი რწყვის დროს ეროზიული პირობები, რომლებიც პირდაპირ დამოკიდებულებაში იმყოფება ნიადაგის მიერ წყლის შეწოვის პროცესთან. რაც მეტია იგი, მით ნაკლებია ნიადაგის ზედაპირზე წყლის წარმოქმნის შესაძლებლობა. მიღებულია ხელოვნური წვიმის დასაშვები ინტენსივობის სიდიდეები სხვადასხვა დახრილობის ფერდობებისათვის. ცხრ. 2, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.4.3. არარატის ველის ტუტე-მლაშე ნიადაგების დამუშავების ოპტიმალური სიღრმე ქიმიურ მელიორაციამდე მექანიკური შემადგენლობის და
პროფილის ლითოლოგიური სტრუქტურის მიხედვით. /ვ. პაპიანი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. –
2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 21–28. – რუს.; რეფ.: ინგლ.
არარატის ველის მლაშე ნიადაგის დამუშავებას გარკვეული სირთულეები ახლავს, რაც გამოწვეულია განსხვავებული მექანიკური შემადგენლობით. ქიმიურ მელიორაციამდე მოხდა ტუტე-მლაშე ნიმუშების დამუშავება ლითოლოგიური სტრუქტურის და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით. დადგენილ იქნა ნიადაგის დამუშავების ოპტიმალური სიღრმე. თიხის ზედაპირული ფენის (0-25 სმ) შემთხვევაში შემოთავაზებულია ჩვეულებრივი დამუშავება 25 სმ სიღრმეზე, თუ თიხის ფენა ზედაპირიდან 50 სმ-ზეა - გაფხვიერება იგივე სიღრმეზე, და თუ თიხის ფენა მთელ პროფილზე ერთი მეტრის სისქისაა, მიზანშეწონილია ღრმა გაფხვიერება 100 სმ სიღრმეზე. ცხრ. 4, ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.5.1. კოლხეთის ბუნებრივ-კლიმატური რესურსების გაანგარიშება სიმინდის წარმოების მიზნით. /გ. გაგუა, ვ. გოგოტიძე, თ. ცხაკაია/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
45-50. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
გამოვლენილია დამოკიდებულება სიმინდის მარცვლის მოსავლიანობასა და თესვიდან სრულ სიმწიფემდე საჭირო აქტიურ ტემპერატურათა ჯამს შორის, ასევე დათესვიდან 90 დღის განმავლობაში მოსული ატმოსფერული ნალექის რაოდენობას შორის. შედგენილია განტოლება, რომელიც საშუალებას იძლევა, მოსავლის აღებამდე 2 თვით ადრე, გავითვალისწინოთ სიმინდის მარცვლის დამზადების ოდენობა. სურ. 4, ლიტ. 12.
ავტ.
11.გ9.5.2. ოსპის თესვის ვადების გავლენა მარცვლის მოსავლიანობაზე. /პ. ვაჩეიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. 2012.
– #31. – გვ.
54-56. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტში შესწავლილ იქნა ოსპის თესვის ოპტიმალური ვადები. მუშაობა წარმოებდა საერთაშორისო ორგანიზაციის – იკარდა-ს მიერ შემოტანილ საკოლექციო მასალაზე. ინდივიდუალური ერთჯერადი გამორჩევის გზით გამორჩეული და დარაიონებულია ჯიში „პაბლო” 2005 წ. და ჯიში „წილკანი” 2011 წ. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ოსპის თესვის საუკეთესო ვადად შეიძლება ჩაითვალოს ნოემბრის შუა რიცხვებიდან არაუგვიანეს მარტის პირველ დეკადამდე. ცხრ. 1, ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.5.3. თავთავიანი მარცვლეული კულტურების პროდუქტიულობის გამაპირობებლი ელემენტების ფორმირების მართვის პრინციპები. /მ. ნასყიდაშვილი, პ. ნასყიდაშვილი, ნ. მერაბიშვილი, ი. ნასყიდაშვილი, ტ. ლოლაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 150–155.
– ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ნაჩვენებია, რომ თავთავიან კულტურებში პროდუქტიულობის განმაპირობებელი ძირითადი კომპონენ ტების განვითარების რეგულირებით შესაძლებელია მიღებული იქნეს მარცვლის მაღალი მოსავალი. მოცემულია ინფორმაცია მარცვლეული კულტურების განვითარების ფაზების კლასიფიკაციის შესახებ, აღწერილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევართა შემუშავებული შკალები.
ავტ.
11.გ9.5.4. მარცვლეულ კულტურათა წარმოებაში არსებული მდგომარეობა და
განვითარების პერსპექტივები. /პ. ნასყიდაშვილი, ო. ლიპარტელიანი, გ. ჩხუტიაშვილი/. ახალი აგრარული საქართველო. – 2013. – #2. – გვ.
11.
– ქართ.
საქართველოს წამყვანი მარცვლოვანი კულტურები ორ ჯგუფად ერთიანდება: 1. თავთავიანი
პურეული და ბურღულეული; 2. სამარცვლე პარკოსნები და მზესუმზირა. ამჟამად საქართველოში მარცვლეული კულტურების მოსავლიანობა ძალიან დაბალია. სტატიაში ჩამოთვლილია მიზეზების მთელი რიგი, რომლებიც იწვევენ მოსავლიანობის სიმცირეს. იმისათვის, რომ მკვეთრად გაიზარდოს მარცვლეულის წარმოება, საჭიროა მრავალმხრივი მიმართულებით ღონისძიებების გატარება, როგორიცაა: შესაბამისი თანამედროვე სრულყოფილი აგროტექნოლოგიების დანერგვა, მაღალხარისხოვანი თესლის დამზადება, ჯიშთა გამოცდა და დარაიონება და ა.შ. ამით საქართველო მარცვლეული კულტურების მოსავლიანობის დონით მიუახლოვდება ევროპის ქვეყნების საშუალო მოსავლიანობის დონეს და შესაძლებელი გახდება საქართველოს სასურსათო და სათესლე მასალით უზრუნველყოფა.
ნ. ჩხაიძე
11.გ9.5.5. ყვითელი სილაქავის მიმართ ხორბლის ჯიშების იმუნოლოგიური შეფასება სხვადასხვა მეთოდით სათბურის პირობებში. /ლ. გორგილაძე, ს. მეფარიშვილი/. ახალი აგრარული საქართველო. –
2013. – #4. – გვ.
35-36. – ქართ.
ბოლო წლებში საგრძნობლადაა გაზრდილი ხორბლის პირენოფოროზის განვითარების სიხშირე და მავნეობა. იგი მცენარეს ყველა ფაზაში აავადებს და ხორბლის მწარმოებელ მთელ რიგ ქვეყნებში სილაქავების გამომწვევთა შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა გამოსული. ერთ-ერთი უფრო ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო ბრძოლის საშუალებაა ამ დაავადების მიმართ გამძლე ჯიშების გამოყვანა. მკვლევარების მიერ უკვე აპრობირებული ორი მეთოდით
2009-2011 წლებში ჩატარებულ იქნა ხორბლის ნიმუშების გამძლეობის დონის შესწავლა. კვლევისას გამოვლინდა შერჩეული მეთოდების ვარგისიანობა და მიღებული შედეგები ერთმანეთს დაემთხვა. ორივე მეთოდის შემთხვევაში მცენარეთა საპასუხო რეაქციის ტიპების მიხედვით გამოიყო რამდენიმე ჯგუფი: მიმღებიანი (50,6%),
მაღალმიმღებიანი
(29,5%), ზომიერად გამძლე
(12,5%), საშუალო მიმღებიანი (5%). პათოგენის მიმართ სრულიად გამძლე რეაქცია ჰქონდა მხოლოდ 2,5%-ს. ბიბლ. 8; ნახ. 2.
ნ. ჩხაიძე
11.გ9.5.6. სიმინდის ჯიშებისა და
ჰიბრიდების სელექცია-მეთესლეობის მდგომარეობა და
პერსპექტივები. /კ. ლაშხი, ზ. ჯინჯიხაძე, ზ. ჯულუხიძე, თ. ჯაფარიძე/. ახალი აგრარული საქართველო. –
2013. – #4. – გვ. 9-11.
– ქართ.
განხილულია საქართველოში სიმინდის მეთესლეობის განვითარების პერსპექტივები. სიმინდის ნათესების სიდიდე რომ დაუბრუნდეს 8-9 წლის წინანდელ ოდენობას, უნდა გაიზარდოს
200-220 ათას ჰა-მდე მიტოვებული და საძოვრებად ქცეული ნასიმინდარი მიწების ხარჯზე. უნდა დაითესოს ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული სასურსათე და საფურაჟე ჯიშები. ჩამოთვლილია სიმინდის ქართული ჯიშები, ძირითადად დასავლეთ საქართველოში გავრცელებული, რომლებიც ქართველი მოსახლეობის მიერ ხანგრძლივი - 350 წლიანი ხალხური სელექციის შედეგად არის შექმნილი. სელექციური ჯიშების შენარჩუნებას თითოეული მესიმინდე გლეხი თავის შინამეურნეობაში აწარმოებს. ამ საქმიანობას სამეცნიერო დონეზე ეწეოდა მიწათმოქმედების ინსტიტუტი და აჯამეთის და სენაკის საცდელი სადგურები, რომლებიც ამჟამად გაუქმებულია. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა აღდგეს. გარდა სუფთა ჯიშებისა საჭიროა ჰიბრიდების გამოყვანა და სელექცია, რომლებიც ადგილობრივ საბაზისო ჯიშებზე იქნება დაფუძნებული. სტატიაში მოცემულია შპს ფირმა ლომთაგორაში გამოყვანილი სასურსათო და საფურაჟე ჰიბრიდების სახეები, რომლებიც მაღალი და სტაბილური მოსავლის მიღებას უზრუნველყოფენ. საერთოდ სიმინდის ნათესებისათვის გამიზნული 200 ათასი ჰა-დან სასურსათოდ უნდა დაითესოს 90 ჰა, საფურაჟედ - 110 ჰა. ავტორთა მტკიცებით ქვეყანას ჭირდება 2200 ტონა ჰიბრიდული თესლი, ამიტომ უნდა აღდგეს მიწათმოქმედების ინსტიტუტი,
რომელიც 10 ჰიბრიდის ავტორია და ასევე ამით უნდა დაინტერესდეს სხვა ორგანიზაციებიც. ცხრ. 1. ნახ. 1.
ნ. ჩხაიძე
გ9.6. მებაღეობა,
მეხილეობა,
მებოსტნეობა
11.გ9.6.1. ზოგიერთი ბოსტნეულის და
სანელებლის ფენოლური ნაერთების დაგროვების დინამიკისა და
ანტიოქსიდანტური აქტივობის შესწავლა ზრდა-განვითარების პროცესში. /ნ. გოგია, ზ. ბუკია, ი. ჩხიკვიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
40-44. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოყვანილია ზრდა-განვითარების პროცესში ბოსტნეულისა და სანელებლის ზოგიერთი წარმომადგენლის სელექციის და ფენოლური ნაერთების დაგროვების დინამიკის მონაცემები. დადგინდა ზრდა-განვითარების ოპტიმალური პერიოდი აღმოცენების დამთავრებიდან 55-ე და მე-60 დღეს. ამ პერიოდში მცენარეებში მაქსიმალური რაოდენობით ხდება ფენოლური ნაერთების ბიოსინთეზი, ასევე დადგინდა კორელაცია ზრდა-განვითარების ფაზებს, ფენოლურ ნაერთთა შემცველობასა და ანტიოქსიდანტურ აქტივობას შორის. ყველაზე მაქსიმალური ანტიოქსიდანტური აქტივობით ხასიათდება ქონდარი, ნიახური და ოხრახუში. ცხრ. 1, ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.6.2. კივის სასარგებლო თვისებები და
მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში. /გ. ხეცურიანი, ე. ფრუიძე/. ნოვაცია. –
2012. – #10. – გვ.
98-101. – ქართ.; რეფ.:
ქართ., რუს., ინგლ.
კივი საქართველოში შემოვიდა 1988 წელს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით 2011 წელს საქართველოს ბაზარზე გაიყიდა 70% ადგილობრივი წარმოების კივი, 30% იყო იმპორტირებული, ექსპორტზე გატანილ იქნა მხოლოდ 1000 კგ. კივის კულტურა ძირითადად გაშენებულია გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში (ლაგოდეხში). კივის პლანტაციების ფართი 2010 წელს 1500 ჰა-ზე მეტს შეადგენდა, რომელზეც 2500 ტონაზე მეტი მოსავალი მოვიდა. გააქტიურებულია სამუშაოები პლანტაციების ფართის გაზრდისა და ახალი ჯიშების გაშენების მიზნით. ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.6.3. პომიდორის ჯიშები და
თავისებურებები სომხეთში. /ს.
კარაპეტიანი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. –
2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 46-48. – რუს.; რეფ.: ინგლ.
ადგილობრივი და ინტროდუცირებული პომიდორის აგრობიოლგიური თავისებურებების შესწავლის მიზნით ექსპერიმენტი ჩატარდა სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოსტნეულის, ნესვის და სამრეწველო კულტურების კვლევის ცენტრში. შესწავლილ იქნა 16 სახეობის ნიმუშები, აქედან 7 იყო ინტროდუცირებული და 9 ადგილობრივი. შესწავლის შედეგი იყო ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების კომპლექსური შეფასება და საკონსერვო მრეწველობაში მიზნობრივი გამოყენებისთვის შესაფერისი სახეობების შერჩევა. პომიდორის ადგილობრივი სახეობებიდან შერჩეულ იქნა მაღალი ხარისხობრივი მახასიათებლების მქონე სახეობები. ცხრ. 1, ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.6.4. საქართველოში ვაშლის კულტურის წარმოების აღდგენა-გაფართოების საკითხისათვის. /გ. გაგუა, ვ. გოგიტიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #30. – გვ.
48-52. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოცემულია საქართველოში ვაშლის კულტურის წარმოების აღდგენა-გაფართოების საკითხი; მეცნიერულად დასაბუთებულია მაღალმთიან ზონაში მისი წარმოების რეკომენდაციები: ვაშლის ყინვაგამძლე ჯიშებისა და ხელსაყრელი ექსპოზიციების შერჩევა, ქარსაფარის გაშენება.
ავტ.
11.გ9.6.5. გარგარის ფოთლებში და
ნაყოფში კონფიდორის და
ტოპაზის დეტოქსიკაციის დინამიკა. /ლ. აჯემიანი, ვ. მირზოიანი, რ. ანისიანი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. –
2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 124-127. – რუს.; რეფ.: ინგლ., რუს.
შესწავლილია
გარგარის ხის ფოთლებში და ნაყოფში კონფიდორის და ტოპაზის დეტოქსიკაციის დინამიკა როგორც ინდივიდუალური, ასევე ერთობლივი შეფრქვევის დროს. პესტიციდების ნარჩენი რაოდენობა დადგენილ იქნა ხეების დამუშავების დღეს, ასევე მე-7, მე-14 და 28-ე დღეებში და მოსავლის აღების პერიოდში - თხელშრიანი ქრომატოგრაფიით. კონფიდორის და ტოპაზის სრული დეტოქსიკაცია ფოთლებში ინდივიდუალური გამოყენების დროს მოხდა 25-ე – 28-ე დღეებში, ხოლო ერთობლივი გამოყენების შემთხვევაში - მეორე შეფრქვევიდან 30-35 დღის განმავლობაში. ცხრ. 3, ლიტ. 2.
ავტ.
11.გ9.6.6. კურკოვანი ხილის პოლიმერის აფსკის გამოყენებით შეფუთვის თავისებურებანი. /ე. მაილოვა/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012.
– ტ. 10. – #4. – გვ.
128-130. - რუს.; რეფ.: ინგლ., რუს.
ცხოვრების სტილის ცვლილება გვკარნახობს შეფუთული კვების პრდუქტების გამოყენების აუცილებლობას, რაც უფრო მოსახერხებელი და ეფექტურია. დროთა განმავლობაში შეუფუთავი ნაყოფი კარგავს თვისებებს ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების გამო, რომლებიც მუდმივად მიმდინარეობს პროდუქტებში. გაფუჭების თავიდან ასაცილებლად და შენახვის ვადის გასაზრდელად ახალი ხილი იფუთება პოლიმერის აფსკებში, რომლის მოხმარება სულ უფრო მატულობს მთელ მსოფლიოში. ნაშრომში განხილულია შეფუთული ატმის და გარგარის წონის ცვლილება 30 დღის განმავლობაში პოლიმერის მასალის სახეობის მიხედვით. ცხრ. 3, ლიტ. 7
ავტ.
გ9.7.
მევენახეობა
და
მეღვინეობა
11.გ9.7.1. ბიოლოგიურად აქტიური ტრანს-რეზვერატროლის და
ε-ვინიფერინის შემცველობა საქართველოში გავრცელებულ ფერადყურძნიან ვაზის ჯიშებში. /მ. ბეჟუაშვილი, ნ. ვეფხიშვილი, თ. კობაიძე, ლ. შუბლაძე, დ. ოქრუაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. –
2011. – ტ. 5. – #3. – გვ. 61-65. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., ქართ.
საქართველოში გავრცელებული ვაზის საწარმოო ფერადყურძნიანი ჯიშების ყურძნის კანიდან გამოყოფილია სტილბენეშემცველი ჯამური პრეპარატები. ეს ჯიშები შემდეგია: საფერავი, საფერავი ბუდეშურისებრი, კაბერნე სოვინიონი, ოცხანური საფერე, ჩხავერი, ოჯალეში, ალადასტური, ალექსანდროული, მუჯურეთული, ასურეთული შავი. მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის საფუძველზე გამოვლენილია მათი მრავალფეროვანი სტილბენეური სპექტრები, რომელთა შორის განსაზღვრულია ტრანს-რეზვერატროლი და ε–ვინიფერინი. თითოეულ მათგანში შეინიშნება ერთი კანონზომიერება – მონომერული სტილბენეს ტრანსრეზვერატროლის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად აღემატება დიმერული
ε-ვინიფერინის კონცენტრაციას. მათი რაოდენობა ცვალებადობს ჯიშის გავრცელების ადგილის მიხედვით. სტილბენეური სპექტრის შესწავლა თეორიული საფუძველია სამკურნალო-კვებითი ღირებულების თვალსაზრისით როგორც ყურძნის, ასევე მათგან დამზადებული ღვინოების ფუნქციური დანიშნულების ასახსნელად. ცხრ.1, ლიტ. 10.
ავტ.
11.გ9.7.2. პლასტიდური დნმ-ის
თანმიმდევრობის მრავალფეროვნება მსოფლიო ვაზის ჯიშებში (Vitis vinifera L.
subsp. vinifera). /თ. ბერიძე, ი. ფიფია, ჯ. ბეკი, შ.ჩ. ჰსუ, მ. გამყრელიძე, მ. გოგნიაშვილი, ვ. ტაბიძე, პ. ტისი, რ. ბასილიერი, ვ. გოცირიძე, მ. ღლონტი, ბ. შაალი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. –
2011. – ტ. 5. – #1. – გვ. 98-102. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., ქართ.
შესწავლილია გეოგრაფიულად დაცილებული 113 კულტივირებული ვაზის ჯიშის დნმ-ის თანმიმდევრობების მრავალფეროვნება ორ პლასტიდურ უბანში (trnH-psbA ინტერგენური სპეისერი და rpl16 introni). შესწავლილი ჯგუფი შეიცავდა ვაზის 40 ქართულ ნიმუშს. საქართველო ცნობილია როგორც 500-ზე მეტი ვაზის ჯიშის სამშობლო, აქ აღმოჩენილია ვაზის დომესტიკაციის დამამტკიცებელი უძველესი არქეოლოგიური ნიმუშები. კავკასიის რეგიონი, რომელსაც საქართველო მიეკუთვნება, ითვლება იმ ადგილად, სადაც ვაზის დომესტიკაციის პროცესი დაიწყო, შესაბამისად ამ რეგიონის გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა წარმოადგენს ზოგადად ვაზის დომესტიკაციის გარკვევის ერთ-ერთ აუცილებელ გასაღებს. 113 ნიმუშში აღმოჩენილია ოთხი პლასტიდური ჰაპლოტიპი, რომლებიც მონიშნულ იქნა მათი დამახასიათებელი 3 პოლიმორფული უბნის მიხედვით: (AAA)
– 23 ნიმუში, (ATT)
– 29 ნიმუში, (GTA)
– 26 ნიმუში, და (ATA) – 35 ნიმუში. AAA ჰაპლოტიპი აღმოჩენილ იქნა მხოლოდ ქართულ ნიმუშებში. ის ფაქტი, რომ ქართულ ჯიშებში ვლინდება როგორც უნიკალური ჰაპლოტიპი (AAA),
ასევე ყველა სხვა დანარჩენი ჰაპლოტიპი, კარგად ეთანადება ადრეულ დასკვნებს იმის თაობაზე, რომ კავკასიის რეგიონისთვის დამახასიათებელია ველური ვაზის (V. vinifera subsp. sylvestris) უნიკალური და მაღალი დონის გენეტიკური მრავალფეროვნება. ნახ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 13.
ავტ.
11.გ9.7.3. პოლიპეპტიდების გამოკვლევა ქართული (კახური) ტიპის ყურძნის ღვინის დამზადებისა და
ტექნოლოგიური დამუშავების პროცესში. /ნ. ბაღათურია, თ. ნანიტაშვილი, ნ. ბეგიაშვილი, ც. შილაკაძე, ბ. ბაღათურია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. –
2012. – #4. – გვ.
38-44. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.
ქართული (კახური) ტიპის ღვინოები, როგორც ცნობილია, ხასიათდებიან ფენოლური ნაერთების, ვიტამინების, მიკროელემენტების, პოლიპეპტიდების და სხვა ბიოაქტიური ნაერთების მაღალი შემცველობით, რაც განპირობებულია დურდოზე ყურძნის ტკბილის ალკოჰოლური დუღილით და დუღილის დამთავრების შემდეგ მიღებული ახალგაზრდა ღვინომასალის ყურძნის მაგარ ნაწილებზე და ლექზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, 2-3 თვით დაყოვნებით. აღნიშნული ნაერთები ღვინის სხვა კომპონენტებთან, ერთად აქტიურად მონაწილეობენ ღვინის ფორმირებისა და დამწიფების დროს მიმდინარე რთულ ბიოქიმიურ და ფიზიკო-ქიმიურ გარდაქმნებში და განაპირობებენ მაღალხარისხოვანი ღვინისათვის დამახასიათებელ არომატს, გემოს და ძვირფას ორგანოლეპტიკურ თვისებებს. ამ ნაერთებიდან პოლიპეპტიდებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ისინი ღვინოს სძენენ გემოზე სირბილესა და ხავერდოვნებას, ააქტიურებენ ღვინოში ფერმენტების მოქმედებას და ხასიათდებიან მაღალი ბიოაქტიური თვისებებით. სამწუხაროდ, ეს ნაერთები ღვინოში ჯერ კიდევ ნაკლებადაა შესწავლილი. ცხრ. 3, ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.7.4. Schizosaccharomyces
გვარის
საფუვრების გამოყენება მაღალმჟავიანი ყურძნის ტკბილისა და
ღვინოების მჟავიანობის დასაწევად. /ნ. ბაღათურია, ე. ედიბერიძე, ნ. ლომსაძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. –
2012. – #4. – გვ.
51-55. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.
მაღალმჟავიანი ყურძნის წვენებისა და ღვინომასალების სიმჟავის დამწევი გამოკვლეულია ყურძნის ტკბილისა და ღვინოების სიმჟავის დაწევის საფუვრული ხერხი. Schizosaccharomyces გვარის საფუვრების სუფთა კულტურის და Saccharomyces გვარის საფუვრებთან სხვადასხვა შეფარდების გამოყენებით. დადგინდა, რომ სიმჟავის დაწევის საფუვრული ხერხი უფრო პერსპექტიულია წარმოებაში გამოყენებულ ყურძნის წვენების და ღვინოების ბაქტერიულ ხერხებთან შედარებით. ცხრ. 2, ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.7.5. საფერავის ჯიშის ყურძნისაგან ღვინო-მასალების დამზადების, დამწიფებისა და
დაძველების პროცესების ბიოქიმიური და
ტექნოლოგიური გამოკვლევა. /ნ. ბაღათურია, თ. ნანიტაშვილი, ნ. ბეგიაშვილი, ც. შილაკაძე, ბ. ბაღათურია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. –
2013. – #1. – გვ.
61-72. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.
ჩატარებული თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების შედეგად დადგენილია საფერავის ჯიშის ყურძნიდან მიღებული ღვინომასალების შენახვის, დამწიფებისა და დაძველების პროცესში საღებავ ნივთიერებათა და სხვა ძირითადი შემადგენელი ნაერთების ცვლილებებისა და გარდაქმნების დინამიკა. მიღებულ მონაცემებს დიდი მნიშვნელობა აქვს წითელი ღვინოების ნატურალობის მაჩვენებელი ძირითადი კრიტერიუმების დასადგენად. აგრეთვე ამ ღვინოების ტექნოლოგიური დამუშავების სტაბილიზაციის ოპტიმალური რეჟიმების დასადგენად. საფერავის ჯიშის ყურძნისაგან დამზადებულ ნატურალურ წითელ ორდინალურ სუფრის მშრალ ღვინოებში საღებავი ნივთიერებების საერთო შემცველობა არ უნდა იყოს 380-400 მგ/დმ3-ზე ნაკლები, ხოლო ნატურალურ წითელ სამარკო სუფრის ღვინოებში, რომლებმაც გაიარეს სამწლიანი დაძველების პროცესი, როგორც ეს მათი დამზადების ტექნოლოგიითაა გათვალისწინებული, საღებავ ნივთიერებათა საერთო შემცველობა არ უნდა იყოს 253-162 მგ/დმ3-ზე ნაკლები, რაც ამ ღვინოების ნატურალობის ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმად უნდა მივიჩნიოთ. ცხრ. 3, ლიტ. 9.
ავტ.
11.გ9.7.6. ალკოჰოლური დუღილის წინ საფერავის დურდოს დამუშავება ნანოვერცხლით და
ღვინის ენოქიმიური გამოკვლევა. /ნ. ებელაშვილი, მ. მელიქიშვილი, დ. ოქრუაშვილი, მ. მდინარაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
395-398. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ნანოსტრუქტურული კოლოიდური ვერცხლის სხვადასხვა დოზისა და გოგირდოვანი ანჰიდრიდის (კადიფიტი 50 მგ/ლ) გამოყენებით, ჩატარდა საფერავის დურდოს დამუშავება ალკოჰოლური დუღილის წინ. დადგენილია, რომ 0,4 მგ/ლ კონცენტრაციის კოლოიდური ვერცხლით დამუშავების გამოყენებას, გოგირდოვანი ანჰიდრიდის გამოყენების იდენტური ეფექტი აქვს ღვინის ენოქიმიურ მაჩვენებლებზე. ცხრ. 2, ლიტ. 8.
ავტ.
11.გ9.7.7. ყურძნის ტკბილის დაწმენდის პროცესში ბუნებრივი ანტისეპტიკის გამოყენების შედეგები. /ნ. ებელაშვილი, მ. მელიქიშვილი, მ. მდინარაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
399-403. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ყურძნის ტკბილის დაწმენდა ჩატარდა დაბალ (3-50C) ტემპერატურაზე დაყოვნებით; ბუნებრივი ანტისეპტიკის - კოლოიდური ვერცხლის სხვადასხვა დოზისა და გოგირდოვანი ანჰიდრიდის (კადიფიტი 50 მგ/ლ) გამოყენებით. დაწმენდის ხანგრძლიობა იყო 24 საათი. ლექიდან მოხსნის შემდეგ, დაწმენდილ ტკბილში, შესწავლილ იქნა ანტისეპტიკებისა და დაბალი ტემპერატურის გამოყენების გავლენა ტკბილის ძირითად ქიმიურ მაჩვენებლებზე. დადგენილია, რომ აღნიშნული მაჩვენებლების რაოდენობრივ შემცველობაზე ნანოვერცხლის გამოყენება 0,4 მგ/ლ კონცენტრაციით, ისეთივე გავლენას ახდენს, როგორც გოგირდოვანი ანჰიდრიდი. ცხრ. 4, ლიტ. 14.
ავტ.
11.გ9.7.8. ადგილის ფიზიკურ-გეოგრაფიული თავისებურების გავლენა ღვინომასალებზე (ვაზის ზოგიერთი ჯიშის მაგალითზე). /გ. გაგუა, ვ. გოგიტიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #30. – გვ.
36-40. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
შესწავლილია ვაზის ზოგიერთი ჯიშის ღვინომასალის მაგალითზე ადგილის ფიზიკურ-გეოგრაფიული თავისებურების გავლენა.
ავტ.
11.გ9.7.9. ადგილობრივი ალუმოსილიკატების გამოყენების პერსპექტიულობა ღვინომასალების ხარისხიანობის უზრუნველსაყოფად. /შ. ჯაფარიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #30. – გვ.
41-44. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია სხვადასხვა ტიპის სუფრის, როგორც თეთრი, ისე წითელი ღვინომასალების ბუნებრივი და მოდიფიცირებული ადგილობრივი ალუმოსილიკატებით დამუშავების გავლენა მათ დაწმენდასა და სტაბილიზაციაზე. ნაჩვენებია ამ მიზნით მოდიფიცირებული ადგილობრივი ბენტონიტური თიხების გამოყენების პერსპექტიულობა.
ავტ.
11.გ9.7.10. ვარდისფერი ღვინოების დამზადების პროცესების ბიოქიმიური და
ტექნოლოგიური გამოკვლევა. /ნ. ბაღათურია, თ. ნანიტაშვილი, ნ. ბეგიაშვილი, ც. შილაკაძე, ბ. ბაღათურია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. –
2013. – #2. – გვ.
68-76. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.
ვარდისფერი ღვინოები საერთაშორისო ბაზარზე სარგებლობენ დიდი პოპულარობით და მათზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ამით არის გაპირობებული, რომ საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, არგენტინის, პორტუგალიის და მეღვინეობის სხვა მოწინავე ქვეყნების მიერ გამოშვებულ საერთო პროდუქციაში ვარდისფერი ღვინოების ხვედრითი წილი
55-60%-ს
მეტს აღემატება; მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი საქართველოში გაცილებით დაბალია. არა და ამ მიმართულებით საქართველოს მეღვინეობას დიდი პოტენციური შესაძლებლობები გააჩნია. სამწუხაროდ, ეს დიდი შესაძლებლობები სრულად არ არის გამოყენებული და ამ ღვინოების დამზადება და მათი ასორტიმენტი ძალზე შეზღუდულია. ამას ისიც უშლის ხელს, რომ დღეისათვის არ არის სათანადოდ დამუშავებული ამ ღვინოების დამზადების მეცნიერულად დასაბუთებული ოპტიმალური რეჟიმები და რეკომენდაციები, ადგილობრივი ვაზის ყურძნის ჯიშების თავისებურებები, ვარდისფერი ღვინოებისადმი დღეისათვის საერთაშორისო ბაზარზე წამოყენებული მოთხოვნების გათვალისწინებით. ამასთან დაკავშირებით, შემდგომ დაზუსტებას და დახვეწას მოითხოვს ამ ღვინოების არა მარტო დამზადების ტექნოლოგიური პროცესები, არამედ მათი დამუშავებისა და სტაბილიზაციის საკითხიც. ყოველივე ეს კი დღის წესრიგში აყენებს ამ პრობლემების დამუშავების აუცილებლობას. ცხრ. 3, ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.7.11. მოქმედებს თუ
არა ქვევრის თიხა ღვინის ხარისხზე?! / გ. ბარისაშვილი/. ახალი აგრარული საქართველო. –
2013. – #4. – გვ.
19-22. – ქართ.
მოცემულია 1910 წელს და 2010 წელს დამზადებული უხმარი ქვევრის ნატეხებში შემავალი ნივთიერებების (მძიმე მეტალების) კვლევის შედეგები. კვლევის ძირითადი მიზნის მისაღწევად, რომელიც გულისხმობს არა მარტო ქვევრში შემავალი ნივთიერებების, არამედ მათი ღვინოზე ზემოქმედების ანალიზს, გამოკვლეული იყო ქვევრში და მინის ჭურჭელში დაყენებული ღვინის ნიმუშები. კვლევას უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე, გადაეცემოდა თუ არა მძიმე მეტალები ჭურჭლიდან ღვინოს დაშვებულ ზღვარზე მეტი რაოდენობით. შედეგებმა აჩვენა, რომ ორივე შემთხვევაში შემცველობის მაჩვენებლები არ აღემატება დაშვებულ ნორმებს. ბიბლ 2. ცხრ. 4.
ნ. ჩხაიძე
11.გ9.7.12. ღვინის წარმოების მუშათა შრომის პირობების თავისებურებები. /რ. კვერენჩხილაძე, მ. ქვათაძე, მ. არაბიძე, მ. რიჟინაშვილი, ქ. ხვადაგიანი/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. –
2012. – ტ. XLVI. – გვ. 50–51. – ქართ.; რეფ.: ინგლ.
„პროფესიულ დაავადებათა პრევენციის“ 2011 წ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სს „თელიანი ველის“ თელავის ღვინის საწარმოს ბაზაზე ჩატარდა ღვინის წარმოების მუშათა შრომის პირობების კომპლექსური შესწავლა მომუშავეთა შრომის პირობების ჰიგიენური შეფასებისა და გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა შემუშავების მიზნით. შესწავლილი წარმოების უმეტეს სამუშაო ადგილებზე შრომის პირობები ფასდებოდა მავნეობის სხვადასხვა ხარისხით (ძირითადად, 3.1. და 3.2 კლასით); ზოგიერთ სამუშაო ადგილზე შრომის პირობები დასაშვებ პარამეტრებს შეესაბამება
(მავნეობის
მე-2 კლასი). ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მავნეობის განმსაზღვრელი ფაქტორები სხვადასხვაა. მომუშავეთა შრომის პირობები, საწარმოო გარემოსა და შრომის პროცესის ფაქტორების შერწყმული მოქმედების გათვალისწინებით, მიეკუთვნება მავნეობის 3.1 და 3.2 კლასს. ჩატარებული კვლევის შედეგები საფუძვლად დაედო შრომის პირობების გამაჯანსაღებელი ღონისძიებების შემუშავებას. რეკომენდაციები ითვალისწინებს ტექნიკურ-ტექნოლოგიური, სანიტარულ-ტექნიკური და ჰიგიენური ხასიათის ღონისძიებებს. ლიტ. 5.
ავტ.
გ9.8.
ჩაი
და
სუბტროპიკული
მცენარეები
11.გ9.8.1. ცირტუსოვანთა შორეული ჰიბრიდების პრაქტიკული გამოყენების პერსპექტივები. /ბ. თუთბერიძე, ნ. ყიფიანი/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ.
23-27. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
ციტრუსოვანთა შორეული ჰიბრიდების სქესობრივი თაობის (F1) ზრდა-განვითარების ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური და სამეურნეო ვარგისიანობის შესწავლის საფუძველზე გამოყოფილია და წარმოებაში დანერგილია ციტრანჟი F3 – „ანასეული”, რომელიც მაღალყინვაგამძლეა, მოსავლიანია, ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. მისგან დამზადებული მატონიზირებელი სასმელები არა მარტო გამაგრილებელი და სასიამოვნოა, არამედ სამკურნალო თვისებების მატარებელია. ცხრ. 3, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.8.2. ნარინჯოვანთა გენოფონდის ბიოლოგიური
მრავალფეროვნება და
მდგომარეობა საქართველოში. /დ. ბარათაშვილი, ნ. ხალვაში/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ.
27-29. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
განხილულია საქართველოში გავრცელებული ციტრუსოვანთა სამრეწველო პლანტაციების, ასევე ნარინჯოვანთა სხვა სახეობების, ჯიშებისა და ფორმების დღევანდელი მდგომარეობა და დასახულია ღონისძიებები დარგის შემდგომი აღმავლობა-განვითარებისათვის. ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.8.3. ვეგეტატიური ორგანოების ზრდის ინტენსივობის თავისებურებანი შორეული ჰიბრიდიზაციის შედეგად მიღებულ ციტრუსოვანთა ახალგაზრდა ასაკის ფორმებში. /ნ. ყიფიანი/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ.
30-32. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
მოცემულია იმერეთის რეგიონში გავრცელებულ ციტრუსოვანთა ზოგიერთ კულტიგენში შორეული ჰიბრიდიზაციის მეთოდის გამოყენებით მიღებული ახალი ფორმების ბიო-მორფოლოგიური შესწავლის შედეგები. ცხრ. 1, ლიტ. 2.
ავტ.
11.გ9.8.4. ახალი კულტურა - აზიმინა. /ვ. გოლიაძე/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ.
48-50. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
აზიმინა სამფრთიანი მრავალრიცხოვანი ტროპიკული ფლორის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც იზრდება და მსხმოიარობს ჩვენს პირობებშიც. მცენარე უძლებს –
25-29°C ყინვას. ამ დეკორატიულ და ნაყოფმომცემ მცენარეს აშენებენ მისი არაჩვეულებრივი საგემოვნო
თვისებების გამო, რომელიც ბანანს ჩამოგავს. სტატიაში მოცემულია ამ მცენარის ზოგიერთი ბიოლოგიური თავისებურება. სურ. 4, ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.8.5. ციტრუსებისთვის დამახასიათებელი ძლიერი სპონტანური მუტაგენეზის შესაძლო მექანიზმებისა და
პოლიემბრიონის ევოლუციური მნიშვნელობის შესახებ. /ა. დიასამიძე, ქ. დოლიძე, მ. ქორიძე, ნ. თურმანიძე/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ.
65-68. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
ნაშრომი ეხება ციტრუსებისთვის დამახასიათებელი ძლიერი სპონტანური მუტაგენეზის შესაძლო მექანიზმებისა და პოლიემბრიონის ევოლუციური მნიშვნელობის შეფასებას. ციტრუსის გვარი სპონტანური მუტაციური პროცესების ინტენსივობის მიხედვით ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს კულტიგენურ მცენარეთა შორის. ციტრუსებში პირველადი გენოცენტრისაგან განსხვავებულ პირობებში მუტაბილობის მაღალი დონე უნდა აიხსნას ავტომუტაგენური მექანიზმით, როგორც ადაპტაციური რეაქცია მცენარისთვის უჩვეულო ტემპერატორული რეჟიმისადმი. პოლიემბრიონია ციტრუსებში მეორეული მოვლენაა, რაც მათ გენეტიკურ მდგრადობას უწყობს ხელს. ლიტ. 18.
ავტ.
11.გ9.8.6. მეიოზის შესწავლა ჩაის მცენარეში და
მისი გენეტიკური მნიშვნელობა. /ზ. ჯაფარიძე, ნ. ზარნაძე/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ.
71-73. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
Tea-ს გვარის ზოგიერთ ფორმაში შესწავლილია ქრომოსომულ გარდაქმნათა სპექტრი მეიოზის პროცესის დროს. დადგენილია, რომ მეიოზი ჩაის ჯიშებში ატიპიურად მიმდინარეობს, მაღალია ქრომოსომულ გარდაქმნათა პროცენტი, სტრუქტურული ხასიათის დარღვევებიდან აღინიშნება ერთეული და რამდენიმე ფრაგმენტის, ხიდაკისა და რგოლის წარმოქმნა, რომლებიც განიხილება, როგორც ჩაის ჰეტეროზიგოტული ორგანიზმის პოტენციური ინვერსიები და ტრანსლოკაციები. ლიტ. 2.
ავტ.
11.გ9.8.7. ბუნებრივად და
ეთილენპროდუცენტების გამოყენებით დამწიფებული ფორთოხლის ნაყოფების ხარისხობრივი მაჩვენებლები. /ე. ჯაყელი/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ.
73-76. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
შესწავლილია ფორთოხალ ვაშინგტონ-ნაველის ნაყოფების ბიოქიმიური და მექანიკური მაჩვენებლები როგორც ბუნებრივად დამწიფებულ, ისე ჰიდრელის და დიჰიდრელის 250 მგ/ლ ხსნარებით დამუშავებულ ნაყოფებში. ანალიზები ჩატარებულია ნაყოფების ტექნიკური სიმწიფის პერიოდში. განსაზღვრულია ყვითელი, ყვითელ-მწვანე და მწვანე ნაყოფების გამოსავლიანობა. დადგენილია, რომ ეთილენპროდუცენტები - ჰიდრელი და დიჰიდრელი აჩქარებს ფორთოხლის ნაყოფების დამწიფების პროცესს კარგი ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებით. ცხრ. 2, ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.8.8. ჩაის კოფეინის, ანტოციანებისა და
ფლავნოიდური გლიკოზიდების კვლევა მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფირებით. /ა. კალანდია, მ. ივანიძე, დ. აფხაზავა/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ.
94-97. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფირების გამოყენებით შესწავლილია ჩაის ფოთლის (ანტოციანური შეფერილობით) კოფეინი, ფლავნოიდური გლიკოზიდები და ანტოციანები. სურ. 4, ცხრ. 4, ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.8.9. მიღწევები ჩაის ბიოქიმიაში და
მათი გამოყენების ეფექტიანობა პროგრესულ ტექნოლოგიებში და
ჩაის ხარისხის ამაღლებაში. /ნ. ორაგველიძე/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ.
101-106. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
მოცემულია ბიოქიმიური კვლევების საფუძველზე შემუშავებული პროგრესული ტექნოლოგიები და ინსტიტუტის ტექნიკური ბიოქიმიის ლაბორატორიაში შესრულებული სამეცნიერო კვლევები. ნაჩვენებია, რომ აგროქიმიური და აგროტექნიკური ღონისძიებების გატარების, გადამუშავების ოპტიმალური პარამეტრების დაცვის პირობებში ნედლეულისა და მზა პროდუქტში მაღალია ფასეული ხსნადი ნივთიერებების შემცველობა. მოცემულია ჩაის ხარისხის გაუმჯობესებისა და დარგის რეაბილიტაციის ფაქტორები. ცხრ. 2.
ავტ.
11.გ9.8.10. ფოსფორიანი სასუქების გავლენა ჩაის ფოთლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. /ნ. კუტალაძე/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ.
151-154. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
აზოტ-კალიუმიანი სასუქების ფონზე შეტანილი ფოსფორიანი სასუქი ჩაის ფოთლის მოსავლის გაზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად ამაღლებენ ჩაის მწვანე ფოთოლში ტანინისა და ექსტრაქტული ნივთიერებების რაოდენობას. მათი რაოდენობა დაბალ უსასუქო ვარიანტზე შესაბამისად შეადგენს 22,9 და 39% (2006 წ.). N300K100 + P180 ვარიანტზე აღნიშნული მაჩვენებლები იზრდება და შესაბამისად შეადგენს 26,1 და 46,6% (2006 წ.). ტანინისა და ექსტრაქტული ნივთიერებების შემცველობა ჩაის დუყებში განიცდის სეზონურ ცვალებადობას. მათი შემცველობა დუყებში მაისიდან დაწყებული ყოველთვიურად იზრდება და მაქსიმუმს აღწევს აგვისტოში. ცხრ. 2, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.8.11. მინერალური სასუქის დოზებისა და
ელემენტების თანაფარდობის გავლენა მანდარინ უნშიუს ნაყოფების შენახვისუნარიანობაზე. /ნ. ნაკაშიძე, ვ. ცანავა, ზ. მიქელაძე, ნ. კუტალაძე/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ.
154-157. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
შესწავლილია აზოტის დოზების და NPK-ს შეფარდების გავლენა მანდარინ უნშიუს პროდუქტიულობასა და ნაყოფის შენახვისუნარიანობაზე. აზოტის მზარდი დოზები და ფოსფორ-კალიუმიანი სასუქის დოზები
130-260 გ/ხეზე უზრუნველყოფენ როგორც მაღალ მოსავალს, ასევე ნაყოფის შენახვისუნარიანობას. ცხრ. 2, ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.8.12. ხანდაზმული ჩაის პლანტაციების რეგენერაციის უნარიანობა მძიმე გასხვლების ფონზე. /ზ. გაბრიჩიძე, ქ. ჩიკაშუა, ც. მგელაძე, ე. ელიაძე/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ.
212-215. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ 75-80-წლიანი ჩაის ბუჩქები მძიმე გასხვლის ფონზე რეგენერაციის მაღალი უნარით ხასიათდება და გასხვლის პირველსავე წელს იძლევიან დიდი რაოდენობით ამონაყარს. ოპტიმალური აგროტექნიკური მოვლის პირობებში ასეთი პლანტაციების ექსპლოატაცია შესაძლებელია 20-30 წლით გახანგრძლივდეს. ცხრ. 1, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.8.13. მეტეოროლოგიური ფაქტორები და
სუბტროპიკულ კულტურათა პროდუქტიულობა. /ზ. გაბრიჩიძე, ჯ. ლოლაძე, კ. ფარტენაძე/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ.
195-199. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
უკანასკნელი 15-20 წლის მანძილზე საქართველოს სუბტროპიკულ რეგიონებში დიდთოვლობა და კატასტროფული ყინვები არ აღნიშნულა. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში აღინიშნება საგაზაფხულო წაყინვები, გვალვები, რაც მნიშვნელოვან ზარალს აყენებდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას. ასეთ პირობებში აგრომეტეოროლოგიური ინფორმაციის დროული მოპოვება და მისი სწორად გამოყენება ფერმერულ მეურნეობებს საშუალებას მისცემს კორექტირება გაუკეთოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ოპერაციებს. სუბტროპიკულ ზონაში აუცილებელია აგრომეტეოროლოგიური სადგურების ფუნქციონირების აღდგენა. ცხრ. 3, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.8.14. ჩაის ახალი პერსპექტიული ფორმების ფესვთა სისტემისა და
მიწისზედა ნაწილების შესწავლის შედეგები. /რ. ჯაბნიძე, ვ. კუტუბიძე, ნ. ჯაბნიძე/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ.
221-223. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
განხილულია ჩაის ახალი პერსპექტიული ფორმების #59,
62, 101-ის ფორმათა ფესვთა სისტემის და მიწისზედა ნაწილების შესწავლია შედეგები. როგორც მიღებული მონაცემებიდან ჩანს, სელექციური ფორმების მიწისქვედა და მიწისზედა ნაწილები უფრო კარგადაა განვითარებული, ვიდრე საკონტროლო ვარიანტის, კარგი შედეგებით გამოირჩევა სელექციური ფორმა #101. ცხრ. 2, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.8.15. სამეგრელოს ბუნებრივ-კლიმატური პირობები და
სუბტროპიკული კულტურების წარმოების მეცნიერული საფუძვლები. /გ. თოდუა/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ.
224-227. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
სამეგრელო დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთით მდებარეობს. მისი ბუნებრივ-კლიმატური პირობები არაერთგვაროვანია სუსტი ყინვაგამძლე სუბტროპიკული კულტურების წარმოებისთვის. მრავალწლიანი კვლევის შედეგად სამეგრელოს რეგიონი დავყავით ექვს მიკროკლიმატურ ზონად და გეოგრაფიულ ნაკვეთებზე მცენარეთა გამოცდით დადგენილ იქნა მათი გავრცელების საზღვრები. სურ. 1, ცხრ. 1.
ავტ.
11.გ9.8.16. ჩაის წარმოების განვითარების მიმართულებები. /თ. რევიშვილი/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ.
269-272. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
მოცემულია საქართველოში ჩაის წარმოების მდგომარეობის ანალიზი და შემოთავაზებულია ნედლეულის რესურსისა და ტექნოლოგიური პოტენციალის ოპტიმალურ გამოყენებაზე დაფუძნებული პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების, კომპლექსური მცირენარჩენიანი ტექნოლოგიისა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების შემუშავების ძირითადი მიმართულებები. ცხრ. 3, ლიტ. 16.
ავტ.
11.გ9.8.17. ზოგიერთი ფიზიკურ-ქიმიური ცვლილებების კვლევა ჩაის ფოთლის ბუნებრივი ღნობის დროს. /მ. ჭოლაძე, ი. ჭოლაძე, ე. მაგრაქველიძე/. სუბტროპიკული კულტურები. –
2010. – #1-4. – გვ.
272-275. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
გამოკვლეულია ტენის, მასის და ზოგიერთი ქიმიურ-ორგანოლეპტიკური ცვლილებები ფოთლის ბუნებრივი ღნობისას, ხის, ცემენტის და პოლიპროპილენის ზედაპირზე 3-4 სმ ფენის და ჰაერის 16-250C ტემპერატურაზე. ბუნებრივი ღნობის ხანგრძლივობა 59-62%
ტენიანობამდე ხის ზედაპირზეა 24-28,
პოლიპროპილენის -
25-30, ცემენტის -
33-36 საათი. ბუნებრივად მომღნარ ფოთოლს აქვს მოყვითალო ნაყენი ვარდის არომატით და ძლიერ მწკლარტე გემო, ხოლო მწვანე ფოთოლს ღია-მომწვანო ნაყენი, სიმწვანის სუნით და მწარე გემო. სურ. 2, ცხრ. 3, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.8.18. ციტრუსოვანთა პლანტაციებში ბიოლოგიურად მობერებული (ამორტიზირებული) მცენარეების რეაბილიტაციის შესახებ. /რ. ჯაბნიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
30-36. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მეციტრუსეობის რენტაბელობის დონის ამაღლება შესაძლებელია ბიოლოგიურად მობერებული (ამორტიზებული) ხეების შეცვლით, პროგრესული აგროტექნიკის, სწორი ორგანიზაციული და ეკონომიკური ფაქტორების გამოყენებით, სანერგეების მოწყობით, უხვად და რეგულარულად მსხმოიარე, ადრემწიფადი ჯიშების გამოყვანით და მათი ელიტური ნერგებით ახალი პლანტაციების გაშენებით. ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.8.19. ფართოფოთლიანი მანდარინი უნშიუს სხვადასხვა ტიპის ტოტების ბიომორფოლოგიის კავშირი მსხმოიარობასთან. /ნ. ყიფიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
37-39. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია ფართოფოთლიან მანდარინ უნშიუს ბიომორფოლოგიური თავისებურების ურთიერთკავშირი მოსავლიანობასთან. ცხრ. 2, ლიტ. 1.
ავტ.
11.გ9.8.20. ფორთოხლის ნაყოფების ფიზიკური მაჩვენებლების ცვლილება ოროგრაფიულ ფაქტორებთან დაკავშირებით. /ნ. ნაკაშიძე, ნ. ალასანია/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 51-53. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
გადმოცემულია ზღვის დონიდან 50 და 150 მ სიმაღლეზე გაშენებული ფორთოხალ „ვაშინგტონ-ნაველის“
ნაყოფების ფიზიკური მაჩვენებლების ცვლილება ზრდა-განვითარებისა და შენახვის პერიოდში. დადგენილ იქნა, რომ ზღვის დონიდან 50 მ სიმაღლეზე გაშენებული მცენარეთა ნაყოფი ხასიათდება უკეთესი ფიზიკური მაჩვენებლებით, ადრე აღწევენ მწიფობის პერიოდს და კრეფა შესაძლებელია დაახლოებით ათი დღით ადრე, ვიდრე ზღვის დონიდან 150 მ სიმაღლეზე გაშენებულ მცენარეთა ნაყოფისა. შენახვის ერთნაირ პირობებში 50 მ სიმაღლის ნაყოფი, ინტენსიურად მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების გამო, ხასიათდება ნაკლები შენახვისუნარიანობით. ფორთოხლის ნაყოფის კრეფისას მიზანშეწონილია მათი დახარისხება ზონების მიხედვით. ცხრ. 2, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.8.21. მრავალრიცხოვანი რეგენერაცია ლიმონის (Citrus limon) კალუსის კულტურაში. /ნ. ზარნაძე, ე. ჯაყელი, ქ. დოლიძე, ზ. ჯაფარიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
59-62. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
შემუშავდა ლიმონის ჩანასახების in vitro კულტურაში შეყვანის პირობები. შერჩეულ იქნა: კალუსური კულტურების მიღებისთვის აუქსინთა კონცენტრაციები და პირობები, რეგენერაციისათვის ჰორმონული ნივთიერებები და მათი კონცენტრაციები, მიღწეულ იქნა რეგენერაციის ინდუქცია ხელოვნურ საკვებ არეზე და რეგენერანტების მიღება. ცხრ. 2, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.8.22. კავკასიური როდოდენდრონის
(Rhododendron caucasicum Pall.) ფლოროცენოტიკური კომპლექსი დიდი კავკასიონის მაღალმთიან ეკოსისტემაში და
მისი ბოტანიკურ-გეოგრაფიული
მრავალფეროვნება. /შ. ჩეტეკაური, დ. ჭელიძე/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. –
2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 29-37. – რუს.; რეფ.: ინგლ.
კავკასიური როდოდენდრონის ტევრების ფლოროცენოტიკური კომპლექსის ტიპიური დამახასიათებელი სახეობების შესწავლისას გათვალისწინებულ იქნა თითოეული სახეობის არეალი, ცენოტიკური ფუნქცია და ცენოტური კავშირები. თუმცა როდოდენდრონის ტევრებში კავკასიაში ხშირად შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა მცენარის დაახლოებით 100 სახეობა, ამ კომპლექსის ტიპიური კონსტანტური სახეობების რიცხვი კავკასიაში ძირითადად 14-ია. ეს სახეობები გაერთიანებულია 11 გვარად და 8 ოჯახად. ამ სახეობების უმრავლესობა (8) მიეკუთვნება არეალის პალეარქტიკულ ტიპს. იმის მიუხედავად, რომ ბიოეკოლოგიით Rhododendron
ñaucasicum ავლენს მჭიდრო ნათესაურ კავშირს
Rh. ponticum L.-სთან და ხშირად გვხვდება კოლხურ ტყეში ბუჩქნარის ფორმით, ის არ შეიძლება ჩაითვალოს კოლხური ბუჩქნარის ტიპიურ სახეობად. მისი გავრცელების ტიპიური გიფსომეტრული მაჩვენებელია სუბალპური და ალპური სარტყელი
(1800-2700 მ). სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 32.
ავტ.
11.გ9.8.23. ჩაის პლანტაციებზე რთული სასუქების გამოყენების დიაგნოსტიკა ცხრილების მეშვეობით. /ი. ბურჭულაძე, ვ. ცანავა, ფ. ჭანუყვაძე/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 65-69. – რუს.; რეფ.: ინგლ.
შეფასებულია რთული სასუქების ახალი ფორმების მოქმედება ჩაის პლანტაციებზე მრავალწლიანი საველე ცდების საფუძველზე ცხრილებით დიაგნოსტიკის მეთოდით. დადგინდა, რომ წითელი ნიადაგის პირობებში ისინი მაღალი ეფექტურობით გამოირჩევიან იგივე რაოდენობის მარტივ (სტანდარტულ) სასუქებთან შედარებით. მოსავლიანობის ზრდა 13-22%
შორის მერყეობს. შეინიშნება მცენარის ფოსფორით კვების ზრდა (Ð2O5
დონის ზრდა). თუმცა, ჩაის მცენარეებში არსებითი განსხვავებები NPK მაჩვენებლებს შორის რთული სასუქების სხვადასხვა ფორმების მიხედვით არ გამოვლინდა. ცხრ. 3, ლიტ. 11.
ავტ.
11.გ9.8.24. ჩაის დაავადებანი. /ლ. ბერაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #30. – გვ.
87-90. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
2006-2010
წლებში ჩატარებული კვლევებით ჩაის მცენარეზე გამოვლენილია 50 სხვადასხვა სახეობის სოკო, აქედან 18 სახეობა პირველადაა აღნიშნული. დაავადებებიდან გავრცელებითა და
მავნეობით გამოირჩევა ნაცრისფერი და ყავისფერი ლაქიანობა, კლადოსპორიოზი, ალტერნარიოზი, ცეპრკოსპორიოზი.
ავტ.
11.გ9.8.25. თამბაქო Flue Cured Virginia (FCV)
ჰეტეროტული და
ჰეტერობელტოტიკური კვლევები. /ი. ალი, ფ. მოჰამადი, ა. ხანი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. –
2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 8-16.
– ინგლ.; რეფ.: რუს.
ექსპერიმენტი ჩატარდა ხანგარის სადგურზე მარდან-კპკ-პაკისტანში 2008 წელს თამბაქოს ზოგიერთი გენოტიპის შეფასების მიზნით. თამბაქოს შვიდი გენოტიპი (KHG22, SPT G 126, K399, NC606, KHG21, KHG24 და SPT G 28) შეჯვარებული იყო ყველა შესაძლო პირდაპირი და ორმხრივი კომბინაციით. ორმოცდაორი პირდაპირ და ორმხრივ შეჯვარებული სახეობა მათ შვიდ გენოტიპთან ერთად ინტერვალებით რანდომიზებულად იქნა დარგული. ჰეტეროტულმა ეფექტმა გვაჩვენა, რომ შესაძლებელია თამბაქოს გენოტიპების ჰიბრიდული ენერგიის ექსპლუატაცია მოსავლიანობის და მისი კომპონენტების გაუმჯობესებისთვის. ამგვარად, შეჯვარებულ სახეობებს აქვთ სხვადასხვა თვისების სრულყოფის პოტენციალი როგორც ფოთლის ხარისხის, ასევე მოსავლიანობის თვალსაზრისით. ცხრ. 9, ლიტ. 13.
ავტ.
გ9.9. მეცხოველეობა,
მეფრინველეობა,
ვეტერინარია
11.გ9.9.1. ცხოველთა საძოვრული შენახვის პერსპექტივები საქართველოში. /ი. სარჯველაძე/. აგრარული საქართველო. –
2013. – #2(22). – გვ.
28-30. – ქართ.
შედარებულია ცხოველთა საძოვრული და ბაგური შენახვის პირობები, აღნიშნულია საძოვრული შენახვის უპირატესობები. საქართველოში, სადაც საკვები კულტურებისათვის სახნავი მიწების გამოყენების შესაძლებლობა შეზღუდულია, საკვების წარმოების ძირითად საშუალებად ბუნებრივი საკვები სავარგულები რჩება.
ავტ.
11.გ9.9.2. აგრარული რეფორმები და
მეცხვარეობის განვითარების პერსპექტივები აღმოსავლეთ საქართველოს ალპურ მეცხოველეობაში. /თ. ქავთარაძე/. ეკონომისტი. –
2011. – #4. – გვ.
42-48. – ქართ.; რეფ.: ინგლ.
შესწავლილია აგრარული რეფორმების პირობებში აღმოსავლეთ საქართველოს ალპური მეცხვარეობის განვითარების საკითხები; გაანალიზებულია ფშავ-ხევსურეთში განხორციელებული სათემო მიწათმფლობელობის ფუნქციონირების მექანიზმი, მთისა და ბარის ეკონომიკური დონეები; შემუშავებულია წინადადებები აგრარული რეფორმის გატარების პირობებში მთის სოფლებში საკომლო მეურნეობის მოწყობის შესახებ. ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.9.3. პრეპარატ
PUP და UPS-ის ტოქსიკურობის შესწავლა. /მ. ჭიკაიძე, თ. ყურაშვილი, შ. მაკარაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
229-231. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია დერმატომიკოზების სამკურნალო ახალი პრეპარატების PUP და UPS-ის ტოქსიკური თვისებების შესწავლის შედეგები. ცდები ჩატარებულია ბოცვრებზე კანის სინჯის მეთოდით. გამოკვლევებით დადგენილია, რომ პრეპარატები PUP და UPS-ი არ იჩენენ დერმატოტოქსიკურ მოქმედებას. ცხრ. 1, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.9.4. გინეკოლოგიური დისპანსერიზაციის როლი ფურებსა და
უშობლებში უნაყოფობის პროფოლაქტიკისა და
ლიკვიდაციის საქმეში. /გ. ბუცხრიკიძე, ო. პარკაძე, რ. ჭანტურიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
232-234. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია ფურებსა და უშობელებში უნაყოფობის პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის საკითხები. ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.9.5. სამკურნალო მცენარეთა ნაყენი ხბორების დისპეპსიის დროს. /ა. აბდინოვა/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
235-236. – რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ხბორების დისპეპსიის დროს ეფექტური და მიზანშეწონილია გვირილას ყვავილებისა და მრავალძარღვას ფოთლების ნაყენის (1:10)
გამოყენება, ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდის ინიექციებთან ერთად (0,1 მლ ერთ კგ ცოცხალ მასაზე). ოთხ და ხუთ დღეში ქრება დისპეპსიის კლინიკური ნიშნები, ხოლო ფიზიოლოგიური მაჩვენებლები უახლოვდება ნორმის ფარგლებს. ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.9.6. ძროხისა და
კამეჩის ადგილობრივი ჯიშების მოზარდის დაკვლის პროდუქტების გამოსავლიანობის საკითხისათვის. /გ. გოგოლი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
243-246. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
გაანალიზებულია ძროხისა და კამეჩის 2 წლამდე ასაკის მოზარდის სახორცედ გადამუშავებისას დაკვლის ძირითადი და თანამდევი პროდუქტების მასისა და გამოსავლიანობის განსაზღვრის შედეგები. დადგენილია, რომ ნაკლავის გამოსავლიანობა, ზაქთან შედარებით, უფრო მაღალი იყო ძროხის მოზარდში და, აგრეთვე, ორივე სახეობის უფრო მაღალი ცოცხალი მასის ინდივიდებში. საკვები სუბპროდუქტების გამოსავლიანობით რამდენადმე მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის აღნიშნული, მაშინ, როდესაც ტყავის გამოსავალი ზაქში საშუალოდ 3%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე ძროხის მოზარდში. ცხრ. 2, ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.9.7. ცხენის ძირითადი ჰელმინთოზების სეზონურ-ასაკობრივი დინამიკა აღმოსავლეთ საქართველოში. /ლ. ავალიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
250-253. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ყულარის ცხენსაშენში უმთავრესი ჰელმინთოზური დაავადებებია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტრონგილატოზები და პარასკარიდოზი, რომელთა აღმძვრელებით ყველა ასაკის ცხენების დაინვაზიების ექსტენსიურობის საშუალო წლიური მაჩვენებელი, შესაბამისად, 64,1 და 24,5%-ს შეადგენს. სტრონგილატებით და პარასკარიდებით უპირატესად დაინვაზიებულია 6-18 თვის ასაკის მოზარდეული (შესაბამისად, 71,7 და 32,2%). სტრონგილატოზები მაქსიმალურად ზამთრის (76,1-87,7%) და ზაფხულის (78,9-91,8%) თვეებში ვლინდება. პარასკარიდებით დაინვაზიების ექსტენსიურობის სეზონური დინამიკა გამოხატული არ არის, თუმცა აპრილ-მაისში აღინიშნება ამ მაჩვენებლის მატება (48,1-60,4%). ცხრ. 2, ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.9.8. აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში ცხენის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტრონგილატებისა და
პარასკარიდების ინვაზიური საწყისის განვითარებისა და
გამძლეობის ვადების შესახებ. /ლ. ავალიანი, შ. ფოცხვერია/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
254-260. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მარნეულის რაიონის (აღმოსავლეთ საქართველო) საძოვრებზე ცხენის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტრონგილატებისა და პარასკარიდას ინვაზიური საწყისის განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობები აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით იქმნება. ზაფხულის თვეებში (ჰაერის საშუალო თვიური ტემპერატურა, შესაბამისად,
20,1-23,5-23,4°C) სტრონგილატების ლარვები და პარასკარიდას კვერცხები ინვაზიურ სტადიას, შესაბამისად, 5-6 და 8-9 დღეში აღწევენ. მათი ინვაზიური საწყისის განვითარება ნოემბრის პირველ დეკადაში წყდება. ზამთრის თვეებში (ჰაერის საშუალო თვიური ტემპერატურა, შესაბამისად,
2,2-0,2-1,2°C) საძოვარზე მოხვედრილი სტრონგილატებისა და პარასკარიდას კვერცხები იზამთრებენ და აპრილში, მას შემდეგ, რაც ჰაერის საშუალო დღიური ტემპერატურა 8°-ს გადააჭარბებს, განაახლებენ ან იწყებენ განვითარებას. ივლისსა და აგვისტოში ჰაერისა და ნიადაგის ზედაპირის მაღალი ტემპერატურისა და ხანგრძლივი გვალვის გამო სტრონგილატების არაინვაზიური ლარვები და პარასკარიდას კვერცხები გამოშრობის გამო იღუპებიან. სტრონგილატების ინვაზიური ლარვები მიგრირებენ ნიადაგში და 5-10 სმ-ის სიღრმეზე მცენარეული საფარის ფესვებზე გროვდებიან. სექტემბერში ისინი ვერტიკალურად ზევით მიგრირებენ და ბალახის ღეროებზე, ნიადაგის ზედაპირიდან 5-10 სმ-ის სიმაღლეზე განთავსდებიან. ოქტომბერში მოსული ნალექის გამო ტენიანობის მატების შემდეგ ლარვები ბალახის საფარზე ჰორიზონტალურად გადაადგილდებიან და მათი გამოვლენა შესაძლებელია ინვაზიური კერიდან დაახლოებით 10-15 სმ დაშორებით. ლიტ. 8.
ავტ.
11.გ9.9.9. მძუნაობის მედიკამენტოზური შეწყვეტა კატებში, როგორც სიმსივნეების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი. /მ. ჩხიკვიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
261-263. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
საკვლევი კატების ნაწილში მძუნაობის ხელოვნური შეწყვეტა წარმოებდა ჰორმონული პრეპარატების გამოყენებით. სტატიაში მოყვანილია კვლევის შედეგები და პათოლოგიური ცვლილებების აღმოფხვრის გზები. ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.9.10. Anestrol – პერორალური ჰორმონალური პრეპარატი და
მის მიერ გამოწვეული შედეგები. /მ. ჩხიკვიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
264-265. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
სტატიის განხილვის საგანს წარმოადგენს ჰორმონალური
პრეპარატი
Anestrol, მისი გამოყენება კატებში და შედეგად მიღებული ცვლილებები საკვლევი ჯგუფის 40%. ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.9.11. ავადმყოფი და
მკვდარი ცხოველებიდან გამოყოფილი სალმონელების რეზისტენტობა, ანტიბიოტიკომგრძნობელობის დადგენა და
მაღალეფექტური პრეპარატების შერჩევა. /ზ. ჩეკურიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 266-268. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
წარმოდგენილია კვლევის შედეგები, რომელიც მოიცავს ავადმყოფი და მკვდარი ცხოველებიდან გამოყოფილი სალმონელების რეზისტენტობას გარემოს სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების პირობებში, ანტიბიოტიკომგრძნობელობის დადგენას ვეტერინარიასა და მედიცინაში ფართოდ ხმარებული ანტიბიოტიკების მიმართ და სამკურნალოდ მაღალეფექტური პრეპარატების შერჩევას. ცხრ. 1, ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.9.12. არაცილოვანი აზოტი და
შარდოვანას აზოტი ფურების სისხლში და
რძეში საზაფხულო სასუქიან საძოვრებზე მათი გაძოვებისას. /გ. ბასილაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
269-271. – რუს.;
რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ზაფხულის პერიოდში არაცილოვანი აზოტისა და შარდოვანას აზოტის შემცველობა საცდელი ფურების სისხლში და რძეში (სასუქიანი ნაკვეთები) იზრდებოდა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (უსასუქო ნაკვეთი) 24,0;
30,6; 34,8; 37,6 და 15,0;
26,4; 33,2; 43,2%-ით, ჯგუფების შესაბამისად. I ჯგუფის ფურების რძეში არაცილოვანი აზოტი და შარდოვანას აზოტი გაიზარდა 0,004 და 2,5%-ით, II ჯგუფში -
0,008 და 5,4%-ით, III ჯგუფში –
0,009 და 7,0%-ით, IV ჯგუფში -
0,011 და 9,1%-ით, V ჯგუფში –
0,014 და 11,0%-ით. ცხრ. 3, ლიტ. 2.
ავტ.
11.გ9.9.13. ბრონქოპნევმონიით ხბოების დაავადების დინამიკა. /ი. პარკაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
275-277. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
აღწერილია „ფერმა მარგებელში” მსხვილი რქოსანი პირუტყვის მეცხოველეობის ფერმის სამეწარმეო საქმიანობის შედეგები, იდენტიფიცირებულია მოზარდთა ბრონქოპნევმონიის ეტიოლოგიური ფაქტორები.
2010-2012 წლებში ფერმაში ხბოების ბრონქოპნევმონიით დაავადების დინამიკის შესწავლამ გვიჩვენა, რომ 2010 წელს ავადობამ შეადგინა 24,5%,
2011 წელს 5,4% და 2012 წელს 11,1%.
შესწავლილია ბრონქოპნევმონიით ხბოების დაავადების თავისებურებები. სურ. 1, ცხრ. 1.
ავტ.
11.გ9.9.14. ენერგეტიკული ცვლის დარღვევის კორექტირების მეთოდები ცხოველებში ჰიპოკინეზიის დროს. /ა. გრიგორიანი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ.
10.
– #4. – გვ. 104-108. – რუს.; რეფ.: ინგლ., რუს.
შესწავლილია შეზღუდული ფიზიკური აქტივობის დროს ენერგეტიკული ცვლის ზოგიერთი პარამეტრების ცვლილებების დინამიკა ვირთაგვებში და ხბოებში. ჩატარებულია ადაპტოგენური პრეპარატის ელეუტეროკოკის ექსტრაქტის ტესტირება სამრეწველო გარემოში. დადგინდა, რომ მოხდა ჟანგბადის მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირება, კატალაზის აქტივობის და გლუტატიონის შემცველობის ზრდა ექსპერიმენტულ ცხოველთა სისხლში, რაც სავარაუდოდ ასოცირდება ფილტვის ვენტილაციის დარღვევასთან და ჟანგბადის გამოყენების შემცირებასთან ორგანიზმის ქსოვილების და უჯრედების მხრიდან, ისევე, როგორც მეტაბოლიზმის ცვლასთან, რაც მიუთითებს ცვლილებაზე ორგანიზმის ჟანგვა-აღდგენის პროცესებში. ელეუტეროკოკის ექსტრაქტი ახდენს ამ ნეგატიური ცვლილებების კორექტირებას. ცხრ. 3, ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.9.15. ჰოლშტეინის ჯიშის საქონლის აკლიმატიზაციის მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სუბტროპიკულ ზონაში. /ლ. თორთლაძე, თ. გაბისონია, ი. ანთია, ჯ. ჯავარაშვილი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. –
2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 113-119. – რუს.; რეფ.: ინგლ., რუს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ჰოლშტეინის ჯიშის პირუტყვი კარგად ეგუება ახალ პირობებს, ინარჩუნებს ჯიშისთვის დამახასიათებელ გარეგნულ თავისებურებებს, რეპროდუქციის მაღალ დონეს, ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას. საქონელს აქვს სარძევე ჯიშის გარეგნული და შინაგანი მონაცემები. რძის ოდენობა შეესაბამება კვების დონეს, ხოლო მამალი ხბოები კარგი მოვლის პირობებში 500 კგ ცოცხალ მასას აღწევენ 19 თვის ასაკში და აქვთ ხორცის პროდუქტიულობის მაღალი დონე. ცხრ. 6, ლიტ. 16.
ავტ.
11.გ9.9.16. მეკამეჩეობის თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში და
განვითარების პერსპექტივები. /გ. გოგოლი, გ. ხატიაშვილი, გ. მაჭარაშვილი, ლ. ტაბატაძე/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. –
2012. – ტ.
10.
– #4. – გვ. 120-123. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., რუს.
კამეჩებს აშენებენ საქართველოს ყველა ეკოლოგიურ-ეკონომიკურ ზონაში. 2004 წელს საქონლის აღწერის მონაცემებით ქვეყანაში საერთო რაოდენობა 29,54 ათასს აღწევს, აქედან 17,36 ათასი დედალი კამეჩია. კამეჩებს ძირითადად აშენებენ მცირე მეურნეობებში - 1-2 კამეჩი ოჯახზე. ოთხ ფერმერულ მეურნებაში 39-49 კამეჩი ჰყავთ. ექსპერიმენტით შეისწავლეს კამეჩების ეკონომიკური და ბიოლოგიური თვისებები, მათ შორის - რეპროდუქციის უნარი, რძის წარმოება, ზრდა და განვითარება, ცვლილებასთან ადაპტაცია. აღინიშნა, რომ სილოსით და სხვადასხვა მარცვლეულით კვების შემთხვევაში რძის ოდენობამ მოიმატა 50%-ით მხოლოდ საძოვრების პირობებში კვებასთან შედარებით. ცხრ. 2, ლიტ. 9.
ავტ.
11.გ9.9.17. სამონადირეო ხოხბის კვერცხის ინკუბაციის მაჩვენებლები. /ი. შერგელაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –
2012. – #31. – გვ.
247-249. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
სამონადირეო ხოხბის კვერცხის მორფოლოგიური და საინკუბაციო მაჩვენებლების შესწავლამ გვიჩვენა, რომ კვერცხდების პერიოდში მორფოლოგიური მაჩვენებლები დიდად არ იცვლება. კვერცხდების ბოლოს განაყოფიერება, გამოჩეკვა, როგორც ჩაწყობილიდან,
ასევე განაყოფიერებულიდან 3-5%-ით იზრდება. ცხრ. 1, ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.9.18. მეფუტკრეობის თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში. /ზ. ახალაძე/. ნოვაცია. –
2012. – #10. – გვ.
152-158. – ქართ.; რეფ.: ქართ., რუს., ინგლ.
შესწავლილია მეფუტკრეობის განვითარების თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში, შემუშავებულია რეკომენდაციები დარგის აღორძინებისა და შემდომი
განვითარებისათვის. აღნიშნულია, რომ მეფუტკრეობის განვითარება მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეროვნული მეურნეობის სხვა დარგების განვითარების ტემპებს. 2010 წელს ფუტკრის ოჯახების რაოდენობამ საქართველოში 311,5 ათასი სკა შეადგინა, წარმოებულ იქნა 4,2 ათასი ტონა თაფლი, რაც წინა წელთან შედარებით 1,7 ათასი ტონით მეტი იყო. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რაოდენობა მოდიოდა სამეგრელო-სვანეთის რეგიონზე (100,7
ათასი სკა). ფუტკრის ოჯახების უმეტესი რაოდენობა კერძო სექტორშია თავმოყრილი. 2010 წელს ოჯახური მეურნეობების წილი შეადგენდა 99,9%,
ხოლო
სასოფლო-სამეურნეო საწარმოების წილი 0,1%. ცხრ. 3.
ავტ.
11.გ9.9.19. ბაქტერიოფაგების გამოყენება ბრუცელას სახეობების დიფერენციაციისთვის. /ი.
ანთაძე, ს.
გუნია, ტ.
ბურბუთაშვილი, მ.
დადუნაშვილი, ნ.
ბალარჯიშვილი, ე.
თევდორაძე, მ.
ქუთათელაძე/. ბაქტერიოფაგები და პრობიოტიკები - ანტიბიოტიკების ალტერნატივა. საერთ. კონფ. თეზ. თბილისი. – 1-4 ივლისი. – 2012.
– გვ. 49. – ინგლ.
ბრუცელოზი, ბაქტერიული დაავადება გამოწვეული ბრუცელას ბაქტერიით, მნიშვნელოვანი ზოონოზური დაავადებაა მსოფლიოში. ელიავას ინსტიტუტს აქვს ბრუცელას საწინააღმდეგო ფაგების დიდი კოლექცია, რომლებიც მიღებულია სხვადასხვა წყაროდან და სხვადასხვა ბაქტერიული შტამის მიმართ აქვს შერჩევითი მოქმედება. DTRA GG17 პროექტის ფარგლებში რამდენიმე ბაქტერიოფაგი იყო მიღებული Brucella abortus-ის (# 141, 19, 9) და B.suis-ისგან (# 7sa და 11 sa) ულტრაბგერითი ინდუქციის მეშვეობით. შესწავლილ იქნა ყველა ფაგის განმასხვავებელი ნიშნები brucella spp. (B.abortus,
B.suis და B.melitensis) 36 სხვადასხვა შტამთან მიმართებაში.
ავტ.
11.გ9.9.20.
ატლანტიკური ორაგულის ბაქტერიოფაგის თერაპია თევზის მეურნეობების პირობებში. /მ.ს. ბრეკე, ჰ.პ. კლეპენი/. ბაქტერიოფაგები და პრობიოტიკები - ანტიბიოტიკების ალტერნატივა. საერთ. კონფ. თეზ. თბილისი.
– 1-4 ივლისი.
– 2012. –
გვ.
50. – ინგლ.
ზამთრის წყლულები და იერსინიოზი არის თევზის მეურნეობების პირობებში ატლანტიკური ორაგულის ორი დაავადება, რომლებიც მნიშვნელოვან დანაკარგს იწვევს. დაავადებების გამომწვევია Moritella viscosa და Yersinia ruckeri ინფექციები, შესაბამისად ვაქცინაცია და ანტიბიოტიკების კლასიკური თერაპია წარმატებით იყო გამოყენებული დაავადებების კონტროლისთვის. თუმცა ვაქცინაცია არ იძლევა სრულ დაცვას და დაფიქსირდა ისეთი ბაქტერიები, რომლებიც არ არის სენსიტიური ანტიბიოტიკებისადმი. კვლევები ტარდება ბაქტერიოფაგებით თერაპიაზე, როგორც კლასიკური ანტიბიოტიკების ალტერნატივაზე ატლანტიკური ორაგულის ზამთრის წყლულების და იერსინიოზის სამკურნალოდ თევზის მეურნეობების პირობებში. წარმოდგენილია Moritella viscosa და Yersinia ruckeri ინფექციების საწინააღმდეგო ახალი ბაქტერიოფაგების დახასიათება.
ავტ.
11.გ9.9.21. მეფუტკრეობა. /გ. მაძღარაშვილი/. მონოგრ. – 2013. – 178 გვ. – ქართ.
განხილულია მეფუტკრეობის აქტუალური საკითხები: ფუტკრის ბიოლოგია, მოვლა-შენახვის ხერხები, დაავადებანი და მკურნალობის მეთოდები, თაფლოვანი ფლორა და მემცენარეობაში ფუტკრის გამოყენების არსი, ფუტკრის პროდუქტების წარმოება-გადამუშავებისა და შენახვის ტექნოლოგიები. ნაჩვენებია მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევები მეფუტკრეობის დარგში, მაღალხარისხოვანი პროდუქციის წარმოებისა და ბაზარზე დამკვიდრების რეკომენდაციები. მონოგრაფია გამოცემულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.
ავტ.
11.გ9.10.1.
აღმოსავლეთ საქართველოს ღვიიანი ნათელი ტყეების ტიპოლოგია. /პ. ტოგონიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – ტ. 5. – #3. – გვ. 103-105. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., ქართ.
მოცემულია ახალი მონაცემები აღმოსავლეთ საქართველოს ღვიიანი ნათელი ტყეებისა და ასოციაციების შესახებ. ღვიიანი ნათელი ტყეების ტიპოლოგია შესწავლილია 8 სანიმუშო ფართობზე. დადგენილია ფიტოცენოზების შემადგენლობა, ხეების საშუალო სიმაღლე და დიამეტრი, ხნოვანება, ბონიტეტი, ტყის ბუნებრივი განახლების ხარისხი, ქვეტყისა და ბალახოვანი საფარის მდგომარეობა. ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.10.2.
აჭარის ტყეების მცენარეული რესურსების გამოყენება. /ა. ბაჯელიძე, ნ. მამულაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 383-386. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
აღწერილია აჭარის მთიანეთის ტყეებში გავრცელებული მცენარეები - ასკილი, კუნელი, გაზაფხულის თეთრყვავილა, უცუნა და სვია ჩვეულებრივი. დახასიათებულია მათი გამოყენება კვების მრეწველობასა და ფარმაციაში, ნედლეულის დამზადება ბუნებრივ პირობებსა და კულტურაში ათვისების გზით, მოცემულია კვების პროდუქტის და სამკურნალწამლო პრეპარატების დამზადება-გამოყენება. ნაჩვენებია, რომ აჭარის საზღვრის მიმდებარე თურქეთის ტერიტორიაზე შესაძლებელია ასეთი ნედლეულის დამზადება ერთობლივი საწარმოს შექმნით. ცხრ. 1, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.10.3.
ტყიბულის რეგიონის წაბლნარების სატყეო-პათოლოგიური მდგომარეობა. /ბ. თავაძე, ა. სუპატაშვილი, გ. კაპანაძე, ც. მამუკაშვილი/. სატყეო მოამბე. – 2012. – #5. – გვ. 21-32. – ქართ.; რეფ.: ინგლ., რუს.
2010 წელს ტყიბულის რეგიონის წაბლნარებში ჩატარებული სატყეო-პათოლოგიური გამოკვლევები უჩვენებს, რომ წაბლნარების ფიტოსანიტარიული მდგომარეობა უაღრესად არადამაკმაყოფილებელია. აქ მრავალი ათეული წელია მიმდინარეობს წაბლნარების ინტენსიური ხმობა, რომლის მთავარი მიზეზია წაბლის კიბოს გამომწვევი სოკო – Cryphonectria (Endothia) parasitica, გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩაუტარებლობისა და ადრე მათში უნებურ-ამორჩევითი ჭრის შედეგების ფონზე. მდგომარეობა მოითხოვს გადაუდებელი გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარებას, რადგან გამოკვლევების თანახმად კორომებში საღია ხეების 59,44%, ხოლო გამხმარი და ხმობადია 40,56%, და აქედან გამომდინარე პირველ რიგში აუცილებელია გამხმარი და ხმობადი ხეების მოჭრა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. სურ. 4, ცხრ. 1, ლიტ. 22.
ავტ.
11.გ9.10.4.
კურორტ ბახმაროს ტყის მასივების სანიტარიული მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებები. /ა. სუპატაშვილი, ნ. კობახიძე, გ. გაგოშიძე, ნ. იორდანიშვილი/. სატყეო მოამბე. – 2012. – #5. – გვ. 33-40. – ქართ.; რეფ.: ინგლ., რუს.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბახმაროსა და მის მიმდებარე ტყის მასივებში აუცილებელია ჩატარდეს სანიტარიული ჭრები: გამხმარი, ხმობადი, ძლიერ ფაუტიანი, აბედა სოკოებიანი, გადატეხილი, მოთხრილი ხეები მოიჭრას გაიქერქოს და ტყიდან გამოტანილი იქნას; ასევე გასუფთავდეს ტყე ჩახერგილობისაგან, რითაც თავიდან აცილებული იქნება მავნებელ დაავადებების მასიური გამრავლება, ხეების შემდგომი ხმობის მომატება და ანტისანიტარია. გამოთავისუფლებელ ადგილებში მოხდება წიწვოვანების განახლება, რომლის მაგალითია წინათ ჩატარებულ ჭრაგავლილ ადგილებში არსებული კარგი განახლება; ჩატარდეს ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები; გაშენდეს ბახმაროს ტყეებისათვის დამახასიათებელი ძირითადი სახეობები – ნაძვი, სოჭი; აუცილებელია ტყის მასივების საქონლის ძოვებისაგან დაცვა (რომლებიც გარდა აღმონაცენის განადგურებისა იწვევენ ხე-მცენარეების, მოზარდის მექანიკურ დაზიანებას). ტყის მასივებში წამოსული საიმედო მოზარდ-აღმონაცენი და ზემოთ აღნიშნული ღონისძიებები, უზრუნველყოფს ტყის მასივების საიმედო შევსებას და კურორტისთვის თავდაპირველი იერსახის დაბრუნებას. სურ. 4, ცხრ. 2, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.10.5.
კორომის სტრუქტურისა და რეზისტენტობის გავლენა აღმოსავლური ნაძვის (PICEA ORIENTALIS LINK.) ღეროს მავნებლების (ქერქიჭამიები) რიცხოვნობის დინამიკაზე, წიფლის ტყის სარტყელში. /ტ. ბეროზაშვილი/. სატყეო მოამბე. – 2012. – #5. – გვ. 41-48. – რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ.
კვლევის მასალების ანალიზიდან გახდა ცნობილი, რომ ქერქიჭამიების დასახლების ინტენსივობას, პოპულაციური ტალღების სიხშირეს, ძირითადად განსაზღვრავს კორომების სტრუქტურა და ეკოლოგიური ფაქტორების ერთობლიობა. მრავალ ფაქტორს შორის, ძირითადია კორომის სტრუქტურა და ტენი. ზაფხულში მაღალი ტემპერატურისა და ტენის დეფიციტის პირობებში კორომის საერთო რეზისტენტობა დროებით მცირდება. მიუხედავად ამისა, რთული აღნაგობის და მაღალი სიხშირის კორომები, ყველა ვარიანტში, შედარებით მაღალი მდგრადობით ხასიათდებიან. ასეთ კორომებში მავნებელი შეიძლება მოქმედებდეს,
მაგრამ დასახლების ინტენსივობა და დაზიანებული ხეების რაოდენობა ყოველთვის
დაბალია. ცხრ. 4, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.10.6.
ნეძვის ხეობის ტყეები. /მ. ზედელაშვილი, ლ. კობახიძე, ზ. ბლიაძე/. სატყეო მოამბე. – 2012. – #5. – გვ. 65-73. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ნეძვის ხეობა მდებარეობს ბორჯომის რაიონში. ეს ულამაზესი კუთხე მდიდარია წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით, მთის ნაკადულებით, წყაროებით
და მინერალური წყლებით. ისტორიულ წარსულში ნეძვის ხეობაში იყო დასახლების სამი მცდელობა: პირველი IX-X საუკუნეებში და გაგრძელდა დაახლოებით 120-140 წელი, მეორე XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან 1950 წლამდე, ხოლო მესამე 1993-2003 წლებში. სამივე დასახლების პერიოდში ტყეებს მიყენებული ჰქონდა მნიშვნელოვანი ზარალი როგორც ხანძრებით, ასევე უსისტემო ჭრით. 2006 წლიდან ნეძვის ხეობა შეუერთდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს. შეწყდა ჭრა და დამყარდა მკაცრი სანაკრძალო რეჟიმი. ნახ. 3, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.10.7.
აღმოსავლეთის ნაძვის და კავკასიური სოჭის მერქნის სარეზონანსოდ გამოყენების ისტორია საქართველოში. /ლ. არგანაშვილი/. სატყეო მოამბე. – 2012. – #5. – გვ. 77-79. – ქართ.; რეფ.: ინგლ., რუს.
კავკასიის წიწვოვანი სახეობების ფიზიკური, ტექნიკური თვისებები და ბგერის გამოსხივების წინაღობის კოეფიციენტის შესწავლა ადასტურებს, რომ საქართველოს სარეზონანსო მერქანი არა მარტო დააკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნილებას, არამედ შესაძლებელი იქნება მისი ექსპორტიც. საქართველოს ტყეები ფრიად მდიდარია კავკასიური სოჭით, მისი მარაგი აჭარბებს ნაძვის მარაგს. ამავე დროს კავკასიური სოჭის მერქანი თავისი ანატომიური აგებულებით უახლოვდება აღმოსავლეთის ნაძვის მერქანს, იმ განსხვავებით, რომ სოჭის მერქანს ფისის სავალი მილები არ გააჩნია. სწორედ ამიტომაც მიიქცია მან სპეციალისტების ყურადღება. ცხრ. 1.
ავტ.
11.გ9.10.8.
საქართველოს საპატრიარქო ტყეების სტატუსი. /თ. კანდელაკი/. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის შრომები. – 2012. – ტ. 10. – გვ. 206-217. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.
საქართველოს საპატრიარქოს მიჩენის წესით და არა საკუთრების უფლებით, რასაც ითვალისწინებს ქვეყნის 1999 წელს ამოქმედებული „ტყის კოდექსი”, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით სარგებლობაში გადაცემული აქვს 1617,3 ჰა. მიჩენის წესით ტყეების გადაცემით იზღუდება საპატრიარქოს უფლებები ტყეების დაცვაზე, გაშენებაზე, მოვლასა და მდგრადი პრინციპებით ტყით
სარგებლობაზე. ტყეების განსახელმწიფოებრიობაზე კანონის მიღებამდე, შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე, მიზანშეწონილია საქართველოს საპატრიარქოს დამატებით გადაეცეს 7909,17 ჰა, რომელიც გაადგილებულია 42 რაიონის 21 ეპარქიაში და ესაზღვრება 261 ეკლესია-მონასტერს. მათ შორის 2775,0 ჰა შედის მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, 839,1 ჰა – ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში
და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ამ ნუსხაში არ შედის არც ერთი მონასტერ-ეკლესია აჭარიდან. საქართველოს საპატრიარქოს მონაწილეობის გარეშე არ უნდა იქნეს განხილული და მიღებული „ტყის კოდექსის“ ახალი ვერსია. ცხრ. 2.
ავტ.
11.გ9.10.9.
საქართველოს ტყეებში შექმნილი მდგომარეობის ცალკეული ასპექტების შესახებ. /გ. ჯაფარიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 71-72. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ასახულია საქართველოს ტყეების ჩეხვის შედეგად გამოწვეული მძიმე მდგომარეობა და განხილულია მისი ცალკეული ასპექტები. ლიტ. 1.
ავტ.
11.გ9.10.10. აჭარის წიფლნარ კორომებში ბუნებრივი განახლება ტყის ძირითადი ტიპების მიხედვით. /ა. ძირკვაძე, გ. ჯაბნიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 73-76. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია აჭარის სხვადასხვა სიხშირის წიფლნარ
კორომებში ბუნებრივი განახლების მდგომარეობა ძირითადი ტყის ტიპების მიხედვით, ბუნებრივი განახლება მეჩხერ, დაბალი და საშუალო სიხშირის წიფლნარ კორომებში, მოცემულია დასკვნები. ცხრ. 1, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.10.11. ნაძვნარების ბუნებრივი განახლება ტყის ტიპების მიხედვით. /რ. ვასაძე, ა. ძირკვაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 77-85. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია აჭარის ნაძვნარებში ბუნებრივი განახლება ტყის ტიპების მიხედვით, ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე, სხვადასხვა ადგილსამყოფელის (ეკოტოპის), ექსპოზიციის, ფერდობის დაქანების, სიხშირის, ხნოვანებისა და წარმადობის კორომებში, სხვადასხვა ნიადაგზე. სურ. 6, ცხრ. 1, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.10.12. ტყის პროდუქტების მრეწველობაში გამოყენების ეფექტურობა. /თ. ხმელიძე, თ. ვანიშვილი/. ბიზნეს-ინჟინერინგი.
– 2012. – #4. – გვ. 129-131. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ.
მოცემულია საქართველოს ფოთლოვანი ჯიშის ტყეების ხის მერქნის გამოყენების ზოგადი მიმოხილვა და რეკომენდაციები. აქცენტი გაკეთებულია ინგირის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატის აღდგენაზე, მერქანბოჭკოვანი და მერქანბურბუშელოვანი ფილების და ხის ტარის დამამზადებელი საწარმოების გახსნის საჭიროებაზე, რომლებიც იმუშავებდნენ ადგილობრივ ნედლეულზე და დააკმაყოფილებენ ქვეყნის შიდა ბაზრის მოთხოვნებს. ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.10.13. ნახშირბადის რეზერვის განსაზღვრა კავკასიური ფიჭვის და აღმოსავლური ნაძვის ტყეებში საქართველოში. /ე. ნაკაიძე, გ. ვაჩნაძე, ზ. ტიგინაშვილი, გ. წერეთელი, დ. გიგაური/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 131-133. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., რუს.
შესწავლილია ნახშირბადის დეპოზიტების მარაგი კავკასიური ფიჭვის (Pinus hamata (Stev.) D.
Sosn.) და აღმოსავლური ნაძვის (Picea orientalis Link) სხვადასხვა ასაკის ტყეებში ბორჯომის და ბაკურიანის რაიონში. ასევე განსაზღვრული იყო ნახშირბადის დეპოზიტების მარაგი ტყის ახალგაზრდა ამონაყარში, ტყისპირა ადგილებში, ნიადაგის ცოცხალ და მკვდარ საფარველში, ნეშომპალაში. ტყის წლიური მატება რეგიონში არის 3,85 მ3/ჰექტარზე, წლიურად წიწვოვანი ტყე 1 ჰექტარზე ატმოსფეროდან შთანთქავს 2,48 ტონა CO2-ს, აქედან მარაგის სახით წიწვოვან ტყეებში დეპონირებულია 0,675 ნახშირბადი. საშუალო წლიური ხის მარაგი ნაძვნარებში არის 2,68 მ3/ჰა-ზე, შესაბამისად CO2-ის ყოველწლიური შთანთქმა არის 1,126 ტ/ჰა. დეპონირებული ნახშირბადის მარაგი არის 0,56 ტ/ჰა. ფიჭვის და ნაძვის 20371 ჰექტარი ტყის მასივები ბორჯომი-ბაკურიანის რაიონში ატმოსფეროდან შეიწოვს და მათ ბიომასაში ნახშირბადის სახით კონცენტრირებულია 14856,01 ათასი ტონა CO2. ცხრ. 3, ლიტ. 10.
ავტ.
11.გ9.10.14. ახალი მონაცემები ევროპული თეთრი არყის ხის (Betula pendula Roth) გავრცელების შესახებ თბილისის შემოგარენში. /ნ. ერაძე, ნ. ლაჭაშვილი, ტ. ნადირაძე/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ. 10. – #4. – გვ. 137-139. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., რუს.
შესწავლილია Betula pendula Roth-ის გავრცელების არეალი თბილისის შემოგარენში. მისი გავრცელების ახალი არეალები შეინიშნება მდ. ვერეს და დიღმისწყალის ხეობებში. მდ. ვერეს ხეობაში დაახლოებით 140 და დიღმისწყლის ხეობაში 14 ზრდასრული ძირია რეგისტრირებული. ხეები გავრცელებულია მცირე ჯგუფების და ერთეული ძირების სახით ტყის სხვადასხვა ფორმაციების დეგრადირებულ ცენოზებში. ედიფიკატორის რანგში იშვიათად გვხვდება. მათი განახლება არ ხდება. მოყვანილია B.pendula
Roth-ს გავრცელების ზოგადი კანონზომიერებები თბილისის შემოგარენში, ჯიშის ფიტოსოციოლოგიური დახასიათება, სხვადასხვა ჰაბიტატში მონაწილეობა და ცენოტური და სხვადასხვა პარამეტრი (სიმაღლე, დიამეტრი, ასაკი). ლიტ. 14.
ავტ.
გ9.11.
ბიოქიმია, ბიოტექნოლოგია და აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება
11.გ9.11.1.
ბუნებრივი ცეოლითები -
ქიმიური აგრონომიიდან ბიოლოგიურზე გადასვლის ერთ-ერთი შესაძლებლობა. /თ. ანდრონიკაშვილი, მ. ზაუტაშვილი, ლ. ეპრიკაშვილი, ნ. ბურკიაშვილი, ნ. ფირცხალავა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – ტ. 6. – #2. – გვ. 111-118. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., ქართ.
განხილულია ქიმიური აგრონომიიდან ბიოლოგიურ მიწათმოქმედებაზე გადასვლის ზოგიერთი ასპექტი. დიდი ყურადღება ეთმობა მემცენარეობის პრაქტიკაში სედიმენტაციური წარმოშობის ბუნებრივი ცეოლითების გამოყენებას. ჩატარებული კვლევების ანალიზის საფუძველზე დადგენილია ნიადაგში შეტანილი ბუნებრივი ცეოლითების დადებითი ზეგავლენა მის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, ბიოლოგიურ აქტიურობასა და პროდუქტიულობაზე. ლიტ. 34.
ავტ.
11.გ9.11.2.
მცენარეული ნედლეულიდან მიღებული ჩაისმაგვარი პროდუქტების სამომხმარებლო მაჩვენებლები. /ზ. მაისურაძე, ც. ჯაველიძე, მ. სალუქვაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 85-88. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
ვაზისა და სუბტროპიკული ხურმის ფოთლები არატოქსიკური, ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი ნედლეულია. შემუშავებულია ტექნოლოგია, რომ აღნიშნული ნედლეულიდან შესაძლებელია ჩაისმაგვარი სამომხმარებლო თვისებების მქონე პროდუქტების მიღება. ცხრ. 3, ლიტ. 8.
ავტ.
11.გ9.11.3.
ნატურალური კონცენტრატები მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტების დასამზადებლად. /მ. არძენაძე, ვ. ბოლქვაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 106-109. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
მოცემულია ნატურალური კონცენტრირებული წვენების ტექნოლოგიის ძირითადი პარამეტრების შესახებ. ძირითადი აქცენტი გამახვილებულია მსხლის 2 ჯიშიდან „თესლნერგი კიფერა“ და „მიკადო“ დამზადებულ კონცენტრირებულ წვენებზე. მოცემულია წვენის ქიმიური შემადგენლობა და მის საფუძველზე ფრუქტოზის შემცველი სასმელების და კომპოტების დამზადების ტექნოლოგიები, მათი გამოყენების პერსპექტივები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა პროფილაქტიკური კვებისათვის. ცხრ. 3, ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.11.4.
ანტიოქსიდანტური ბიოპროდუქტი ჩაის დუყებიდან. /ი. ჩხარტიშვილი, ნ. სეიდიშივილი, ვ. ცინცაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 282-284. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
დამუშავებულია მწვანე თხევადი ჩაის დამზადების ოპტიმალური ტექნოლოგია. შესწავლილია მიღებული ბიოპროდუქტის ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები. უჯრედის წვენის დასამზადებლად საჭიროა ჩაის დუყების 5-წუთიანი გაორთქვლა, ხოლო წვენის გამოსავალი უნდა შეადგენდეს 20%-ს ჩაის ნედლეულთან მიმართებაში. ცხრ. 2.
ავტ.
11.გ9.11.5.
შავი ჩაის თხევადი კონცენტრატის მიღების ტექნოლოგიური რეგლამენტის კვლევის შედეგები. /ზ. ძნელაძე, ვ. ცანავა, ნ. ძნელაძე, ე. გობრონიძე, ი. გაფრინდაშვილი/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 284-288. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
შესწავლილია პირდაპირი მოხმარების (ცხელი ჩაის სასმელი) ახალი სახის შავი ჩაის თხევადი კონცენტრატის მიღების ტექნოლოგიური რეგლამენტები: ექსტრაქცია, ექსტრაქტის გაფილტვრა,
კონცენტრირება, სითბური დამუშავება და შეფუთვა. ექსტრაქციის დროს გამხსნელად ვიყენებდით ეთილის 96%-იან სპირტს, ცხელ და ცივ წყალს. დადგენილია გამხსნელების გამოყენების სტადიურობა, ნედლეულისა და გამხსნელების თანაფარდობა, ექსტრაქციის ხანგრძლივობა, გაფილტვრის, კონცენტრირების, თბური დამუშავების პარამეტრები და შეფუთვა. დამუშავდა ტექნოლოგიური ინსტრუქცია 15565268-001-08 „შავი ჩაის თხევადი კონცენტრატი შაქრით და ლიმონით“. ცხრ. 5, ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.11.6.
„ვიბრომდუღარე“ ფენაში ჩაის შრობის პროცესის შესწავლა. /თ. მეგრელიძე, ვ. ღვაჩლიანი, ე. სადაღაშვილი, გ. გუგულიშვილი/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 292-295. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
ჩაის ფოთლის მასის „ვიბრომდუღარე“ ფენაში შრობის პროცესი ახალი, თანამედროვე მეთოდია. ამ პროცესის შესწავლის მიზნით ჩატარებულია ექსპერიმენტები ვიბრომდუღარე ფენაში საშრობ მანქანაზე. ცდების შედეგები გვიჩვენებს, რომ ჩაის ფოთლის შრობა ვიბრომდუღარე ფენის პირობებში მაღალ ეფექტს იძლევა. მუშა აგენტის ოპტიმალური ტემპერატურა შეადგენს: პირველ ეტაპზე 150°C, ხოლო მეორე ეტაპზე - 120°C. შრობის ხანგრძლივობა 8-10 წთ-ია. სურ. 3, ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.11.7.
სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულების პროდუქტების ტექნოლოგიების შემუშავება სოიოსაგან. /დ. თავდიდიშვილი, ც. ხუციძე, ნ. მინაძე, მ. ფხაკაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 302-304. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
გამოკვლეულია დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სოიოს უსაფრთხოების მაჩვენებლები. შესწავლილია მისი კვებითი ღირებულება და დღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დონე ძირითად საკვებ ნივთიერებებზე. დამუშავებულია სოიოს სასმელების ტექნოლოგია ხილ-კენკრისა და ფუტკრის პროდუქტების დანამატით. დადგენილია მათი ხარისხის მაჩვენებლები, შენახვისა და რეალიზაციის პირობები. დასაბუთებულია ახალი სასმელების სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებები. ცხრ. 2, ლიტ. 2.
ავტ.
11.გ9.11.8.
დიაბეტის სამკურნალო და პროფილაქტიკური დანიშნულების მცენარეული ნედლეულის კომპოზიციის ექსტრაქციის ოპტიმალური პარამეტრების დადგენა. /დ. ნარსია, მ. ხომერიკი/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 307-310. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
ჩაისა და ადგილობრივი სამკურნალო-მცენარეული ნედლეულის ბაზაზე მიღებულ იქნა კომპოზიცია დიაბეტის სამკურნალო-პროფილაქტიკური ექსტრაქტი. განსაზღვრული იქნა ექსტრაქტული და მთრიმლავი ნივთიერებების რაოდენობა კომპოზიციის ცალკეულ კომპონენტში და მათ ნარევში. მაღალი ბიოლოგიური ღირებულების ექსტრაქტის მისაღებად გამოკვლეულ იქნა ექსტრაქციის პროცესი და დადგინდა მისი ჩატარების ოპტიმალური პარამეტრები. სურ. 2, ცხრ. 1, ლიტ. 13.
ავტ.
11.გ9.11.9.
ჩაის თხევადი კონცენტრატების ნედლეულის ტექნოლოგიური და ბიოქიმიური კვლევის შედეგები. /ზ. ძნელაძე, რ. ტაკიძე, ი. თოიძე, დ. ნარსია, მ. ხომერიკი/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 311-314. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
გამოკვლეულია თხევადი ჩაის კონცენტრატების მისაღები საექსტრაციო ნედლეულის (ხარისხიანი და ნაკლებად რეალიზებადი შავი და მწვანე ბაიხის ჩაის პროდუქცია, ჩაის ფოთლის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენები - ჯოხი, ფირფიტა, ბუსუსი, მტვერი) ორგანოლეპტიკური და ბიოქიმიური მაჩვენებლები. ნედლეულში შესწავლილია მძიმე მეტალების შემცველობა. დადგენილია, რომ შავი და მწვანე ჩაის ნაკლებად რეალიზებადი პროდუქცია და ნარჩენები წყალში ხსნადი ექსტრაქტული ნივთიერებების შემცველობის გამო, ხარისხიან პროდუქციასთან ერთად, წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის თხევადი კონცენტრატის მისაღებად. ცხრ. 3, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.11.10. ფერმერებისთვის შავი და მწვანე ჩაის წარმოების ტექნოლოგიური ხაზის დამუშავება. /ვ. ღვაჩლიანი, გ. გუგულაშვილი, თ. ტყეშელეშვილი/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 344-346. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
მაღალხარისხოვანი ჩაის ნედლეულიდან შავი და მწვანე ჩაის გამოსამუშავებლად შემოთავაზებულია ოპტიმალური ტექნოლოგიური სქემები და დანადგარები. კვლევის შედეგები დანერგილია კომპანია „სანდოს“ ტყიბულის ჩაის ფაბრიკაში და შემოქმედის ექსპერიმენტულ საწარმოში. სურ. 1, ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.11.11. ჩაის ლიპიდების საექსტრაქციო ხაზი. /ვ. ხვედელიძე, გ. გორგოძე, მ. გაჩეჩილაძე, ა. ბანცაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 348-351. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
შემუშავებულია ჩაის ლიპიდების ექსტრაქციის ტექნოლოგიური სქემა, სადაც პროცესი ხორციელდება ორ საფეხურზე ჩაის ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებების გათვალისწინებით. ამ სქემით შეიქმნა ტექნოლოგიური ხაზი აპარატული გაფორმებით. ნაჩვენებია, რომ ჩაის ორგანული გამხსნელის ექსტრაქცია მიმდინარეობს ჩაკეტილ ციკლში, სადაც მაქსიმალურად არის გამორიცხული გამხსნელის ორთქლის ატმოსფეროში მოხვედრა. ტექნოლოგიური ხაზი იძლევა საშუალებას დარჩენილი შრატიდან წყლის ექსტრაქციით მივიღოთ P ვიტამინური აქტივობის კონცენტრატი. სურ. 2, ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.11.12. ჩაის ფოთლის მოხალვის პროცესის მათემატიკური მოდელირება. /ბ. დოლიძე, ზ. ანდღულაძე, ს. გურული/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 346-348. – ქართ.; რეფ.: ინგლ., ქართ., რუს.
მოცემულია ჩაის ფოთლის მოხალვის პროცესში ინფრაწითელი სხივების ენერგიის სითბურ ენერგიად გარდაქმნის დინამიკა მისი სახალავი დოლის კედელში გასვლისას, თბოგადაცემა მომხალავის კედლიდან ჩაის მასაზე, მასათა ცვლა მოხალვის დროს. კვლევების შედეგების საფუძველზე დამუშავებულია ჩაის ფოთლის მოხალვის მათემატიკური მოდელი, დანადგარი კონსტრუქციული და ტექნოლოგიური პარამეტრების გასაანგარიშებლად და დასადგენად. ცხრ. 1, ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.11.13. ნატურალური მცენარეული არომატიზატორები და მათი სამრეწველო გამოყენება. /ნ. ბაღათურია, ე. უთურაშვილი, ი. კუპატაძე, მ. დემენიუკი, ზ. ალანია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2013. – #1. – გვ. 56-60. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.
შესწავლილია სურნელოვან-არომატული მცენარეების: ლიმონისებური სორგოს, ლიმონისებური რეჰანისა და ლიმონისებური უჯანგარის ეთეროვანი ზეთების ქიმიური შედგენილობა. დადგენილია, რომ ამ მცენარეთა ეთეროვანი ზეთები საკმაო რაოდენობით შეიცავენ ლიმონისათვის დამახასიათებელ α და β ციტრალსა და ლინალოოს, რაც განაპირობებს ლიმონის სპეციფიურ არომატსა და იძლევა მათ ნატურალურ საკვებ არომატიზატორად გამოყენების შესაძლებლობას. ლიმონის სორგოსა და ლიმონის რეჰანის ნედლეულისგან
დამზადებულმა სპირტიანმა ნაყენებმა მიიღო მაღალი სადეგუსტაციო შეფასება, რაც ადასტურებს მათი გამოყენების მიზანშეწონილობას კვების მრეწველობაში. აღნიშნული ნედლეულის ეთეროვანი ზეთების გამოყენება, ნაცვლად ძვირადღირებული ლიმონის ეთეროვანი ზეთისა, საკმაოდ ეფექტურია და მომგებიანია ეკონომიკური თვალსაზრისით. ცხრ. 1, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.11.14. საქართველოში ველურად მზარდი კულტურების – კუნელის, ასკილის, ქაცვის, უნაბის – ნაყოფების ქიმიური შედგენილობა და გამოყენების პერსპექტივები. /ნ. ბაღათურია, ნ. ბეგიაშვილი, ლ. კოტორაშვილი, მ. ორმოცაძე, ბ. ბაღათურია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2013. – #1. – გვ. 51-55. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.
ფუნქციური დანიშნულების კვების პროდუქტების ასორტიმენტის გაფართოების მიზნით, შესწავლილია საქართველოში ველურად მზარდი კულტურების - კუნელის, ასკილის, ქაცვისა და უნაბის - ნაყოფების ქიმიური შედგენილობა. კვლევებით დადგენილი იქნა, რომ ისინი მდიდარია შაქრებით, ვიტამინებით β კაროტინით და C ასკორბინის მჟავით, პექტინოვანი ნივთიერებებით და სხვ. დადგენილ იქნა, რომ კუნელის, ასკილის, ქაცვისა და უნაბის ნაყოფი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამრეწველო გადამუშავებისათვის, რათა მიღებულ იქნეს ჰიდროპექტინი და პექტინოვანი ნივთიერებების შემცველი პროდუქტები. ცხრ. 2, ლიტ. 2.
ავტ.
11.გ9.11.15. ფუნქციონალური დანიშნულების ფხვიერი ნამცხვარის ახალი ასორტიმენტი. /ე. ფრუიძე, გ. ხეცურიანი/. – GEN. – 2012. – #4. – გვ. 106-108. – ქართ.; რეფ.: ინგლ.
დაბალი კვებითი ღირებულების ახალი სახის ფხვიერი ნამცხვრის ტექნოლოგიის შემუშავება შესაძლებელია ტკბილი, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცირებისა და ბიოლოგიური ღირებულებების ამაღლების გზით, მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით გამდიდრების ხარჯზე. ამ მიზნით დანამატის სახით გამოყენებულია ტოპინამბურის ფხვნილი. შემუშავებულია დაბალკალორიული ფხვიერი ნამცხვრის მომზადების ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ფქვილისა და შაქრის რაოდენობის ჩანაცვლებას ტოპინამბურის ფხვნილით. ცხრ. 2, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.11.16. კოწახურისა და კუნელის ნაყოფის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ ფუნქციური დანიშნულების კვების პროდუქტების წარმოებაში. /დ. თავდიდიშვილი/. – GEN. – 2012. – #4. – გვ. 99-100. – ქართ.; რეფ.: ინგლ.
შესწავლილია კოწახურისა და კუნელის ნაყოფის ქიმიური შედგენილობა და უსაფრთხოების მაჩვენებლები. დადგენილია, რომ ორივე სახის კენკრის ნაყოფი საკმაო რაოდენობით შეიცავს უჯრედანას, პექტინოვან და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების რაოდენობა და მათ მიერ დღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების დონე განაპირობებს კოწახურისა და კუნელის ნაყოფის გამოყენების მიზანშეწონილობას მოსახლეობის კვებაში, განსაკუთრებით ასკორბინმჟავასა და რკინის დეფიციტის პროფილაქტიკისათვის. შემუშავებულია სამფუნქციური დანიშნულების სასმელებისა და საწებლების ტექნოლოგია კოწახურისა და კუნელის ნაყოფის გამოყენებით. ცხრ. 3, ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.11.17. ღვინომასალების ხარისხის გაზრდის მიზნით დურდოს თბური დამუშავება ინფრაწითელი სხივებით. /მ. მიქაბერიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 222-224. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ნაშრომი ეძღვნება ღვინომასალების ხარისხის გაზრდის მიზნით დურდოს თბურ დამუშავებას ინფრაწითელი (იწ) სხივური ენერგიით. ექსპერიმენტული მონაცემებით დადასტურებულია უპირატესობა აღნიშნული მეთოდისა, სხვა მეთოდებთან შედარებით. დადგენილია ინფრაწითელი სხივური ენერგიით დურდოს თბური დამუშავების ოპტიმალური რეჟიმები. სურ. 1, ცხრ. 2, ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.11.18. ფორთოხლის წვენის ძირითადი ხარისხობრივი მაჩვენებლების შესწავლა მისი შემდგომი გადამუშავების მიზნით. /გ. კაიშაური, თ. ძნელაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 225-226. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოცემულია საქართველოში მოყვანილი ფორთოხლის ჯიშის „ვაშინგტონ ნაველი” და მისგან დამზადებული ნატურალური წვენის კვლევის შედეგები. ცხრ. 1, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.11.19. აქტინიდიის ჯიშის „მონტი” ტექნო-ქიმიური მაჩვენებლების შესწავლის შედეგები. /გ. კაიშაური/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 227-228. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოცემულია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ზუგდიდის რაიონში მოყვანილი აქტინიდიის ჯიშის „მონტი”-ს ორგანოლეპტიკური, ტექნიკური და ქიმიური მაჩვენებლების კვლევის შედეგები. ცხრ. 1, ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.11.20. სოიოს რძიდან წარმოებული ყველის ცივად შენახვა. /თ. მეგრელიძე, ვ. ღვაჩლიანი, გ. გუგულაშვილი, ე. სადაღაშვილი, ბ. ღვაჩლიანი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #3(485). – გვ. 67-71. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
აღწერილია სოიოს რძიდან ყველის წარმოების ტექნოლოგია. ნაჩვენებია, რომ ყველის ხარისხის შენარჩუნებისათვის აუცილებელია მისი მაცივარში შენახვა. დადგენილია სოიოს რძისაგან მიღებული ყველის სამაცივრო შენახვის ოპტიმალური პარამეტრები. სურ. 4, ლიტ. 10.
ავტ.
11.გ9.11.21. ელექტრო-ჰიდრავლიკური ეფექტის გამოყენება ცუკატების მიღებისათვის. /გ. პაპუნიძე, ს. პაპუნიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 334-336. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
შესწავლილ იქნა საქართველოში გავრცელებული ხილ-კენკროვანი და არატრადიციული მცენარეული ნედლეულის რაციონალური გამოყენება ფუნქციური და სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულების კვების პროდუქტების ტექნოლოგიის შემუშავებაში. სურ. 1, ლიტ. 2.
ავტ.
11.გ9.11.22. აგროპროდუქტების ექსპორტ-იმპორტის ტენდენციები საქართველოში. /შ. ჭალაგანიძე, თ. კუნჭულია/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 356–362. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია აგროპროდუქტების ექსპორტ-იმპორტის ტენდენციები საქართველოში, ექსპორტში მომხდარი რაოდენობრივი და სტრუქტურული ცვლილებები, ახალი სასაქონლო ჯგუფების დაწინაურებისა და ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოებისათვის გაწეული მუშაობის შედეგები. აგროპროდუქტების იმპორტის ზრდის პირობებში ახსნილია ადგილობრივი წარმოების შემცირების მიზეზები, დასაბუთებულია იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოების მიზანშეწონილობა. აგროპროდუქტების ექსპორტ-იმპორტის ბოლო 10 წლის მაჩვენებლები, დალაგებული ჰარმონიზებული სისტემის სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, ქვეყნდება პირველად და სერიოზულ სამსახურს გაუწევს მოცემული სფეროს მკვლევარებს, სპეციალისტებს, რიგით მოქალაქეებს.
ავტ.
11.გ9.11.23. ელექტრომექანიკური ზემოქმედების გამოყენება ბატკნის დელიკატესური ხორც-პროდუქტების წარმოებაში. /ა. ნურგაზეზოვა, კ. ამირხანოვი, ბ. ასენოვა, გ. კოჟიბაევა, გ. ნურიმხანი/. ბიზნეს-ინჟინერინგი.
– 2012. – #4. – გვ. 180-181. – რუს.; რეფ.: ინგლ., ქართ.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ელექტრომექანიკური ზემოქმედება ამცირებს ტექნოლოგიური პროცესის ხანგრძლივობას, აუმჯობესებს ბატკნის ხორცის ორგანოლეპტიკურ, ფიზიკურ, ქიმიურ, სტრუქტურულ-მექანიკურ მაჩვენებლებს და დელიკატესური ხორცის პროდუქტების ბიოლოგიურ და კვებით ღირებულებას. ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.11.24. ახალი თაობის რძის პროდუქტების წარმოების ბიოტექნოლოგია. /ბ. ტუგანოვა, ს. ტარაიგიროვა/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2012. – #4. – გვ. 184-187. – რუს.; რეფ.: ინგლ., ქართ.
რძის მეორადი ნედლეულისგან ახლად შექმნილი პასტისებრი რძის ნაწარმი სრულფასოვანი კვების პროდუქტია და რეკომენდებულია ფუნქციური და პროფილაქტიკური კვებისთვის მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.11.25. მოცვის ფოთლების ფიტოქიმიური ანალიზი. /რ. სხილაძე, მ. სულაბერიძე, ქ. ბაციკაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #2(484). – გვ. 23-28. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოცვის ფოთლების სისტემური ქიმიური გამოკვლევისათვის ყაზბეგისა და ვანის რაიონში გავრცელებული მოცვის ფოთლებიდან მიღებული ნივთიერებით შესწავლილ იქნა გლიკოზიდები, შაქარი და სხვა რედუცირებული ნივთიერებები: ორგანული მჟავები, შემფერადებელი (ქლოროფილი), მინერალური და მთრიმლავი ნივთიერებები, საპონინები. ორგანული მჟავებიდან: გალის და ბენზოის მჟავა, ვაშლის მჟავა, ლიმონის მჟავა, ქარვის ძმარმჟავა, მჟაუნმჟავა, ღვინის მჟავა. არაორგანული ნივთიერებებიდან: კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, გოგირდი, ფოსფორი და ქლორი; შაქრებისა და სხვა მარედუცირებელი ნივთიერებების რაოდენობა 12-18-ია. დადგენილია, რომ მოცვის ფოთლები შეიცავს სულ მცირე 2 გლიკოზიდს. მთრიმლავი ნივთიერების რაოდენობა 18-20%-ია. მოცვის ფოთლების განსაკუთრებული ღირებულება მისი უნარია, რომ სისხლში შეამციროს შაქრის რაოდენობა. ეს მოქმედება ვლინდება პერორალური მიღებისას (განსხვავებით ინსულინისგან). ცხრ. 2, ლიტ. 16.
ავტ.
11.გ9.11.26. მცენარეული ნედლეულის ექსტრაქციის დიფუზური პროცესის ალბათური შეფასება. /ზ. ჯაფარიძე, თ. ყიფიანი, ნ. თომაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #2(484). – გვ. 83-85. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია მცენარეული ნედლეულის ექსტრაქციის დიფუზური პროცესის ფიზიკური მოდელი. ალბათობის თეორიის მეთოდებით მიღებულია მიზნობრივი კომპონენტის დიფუზურ ფენებში გადაადგილების და ექსტრაგენტში გამოყოფის მათემატიკური მოდელი. სურ. 1, ლიტ. 2.
ავტ.
11.გ9.11.27. მცენარეული ნედლეულის ექსტრაქციის კინეტიკური პროცესის კვლევა. /ზ. ჯაფარიძე, ნ. თომაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #2(484). – გვ. 86-88. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
წარმოდგენილია მცენარეული ნედლეულის ექსტრაქციის კინეტიკური პროცესის მათემატიკური მოდელი. მიღებულია განტოლებები მიზნობრივი კომპონენტის ექსტრაგენტში გამოყოფის შესაფასებლად. ლიტ. 1.
ავტ.
11.გ9.11.28. საკვები ცილების კვებითი და ბიოლოგიური ღირებულების გაზრდის პრობლემების ტექნოლოგიური და მედიკო-ბიოლოგიური ასპექტები. /გ. გრიგორაშვილი, ა. ხოტივარი, ნ. ილურიძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2013. – #2. – გვ. 43-56. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.
განხილულია დაბალანსებული ცილოვანი კომპოზიციების შემუშავების პრობლემები, შემოთავაზებულია ცილოვანი რესურსების ოპტიმალური გამოყენების ერთ-ერთი გზა. გაანალიზებულია სხვადასხვა ამინმჟავებით ლიმიტირებული ორი ცილის (მცენარეული და ცხოველური) ურთიერთგამდიდრების მათემატიკური მეთოდი. მეთოდი დაფუძნებულია ურთიერთგამამდიდრებელი ცილების ამინმჟავური შკალების შედარებაზე. ცხრ. 3, ლიტ. 24.
ავტ.
11.გ9.11.29. ყურძნის სამრეწველო გადამუშავების მეორადი ნედლეულიდან მიღებული ცილის კონცენტრატების გამოყენება ძეხვის წარმოებაში. /გ. გრიგორაშვილი, ა. ხოტივარი, ნ. ილურიძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2013. – #2. – გვ. 57-67. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.
განხილულია არატრადიციული ნედლეულიდან ყურძნის სამრეწველო გადამუშავების მეორადი ნედლეულიდან (წიპწა, ჭაჭა) გამოყოფილი ცილის კონცენტრატების ძეხვის წარმოებაში გამოყენების შესაძლებლობა. მოცემულია ახალი სახეობის ცილების დახასიათება, შესწავლილია მათი ფუნქციური და ტექნოლოგიური თვისებები, წარმოდგენელია ახალი სახეობის კომბინირებული ხორცპროდუქტების რეცეპტურები და ტექნოლოგიები ყურძნის ცილის პრეპარატების გამოყენებით. ცხრ. 3, ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.11.30. მომხმარებელთა დამოკიდებულების გამოკვლევა ფუტკრის პროდუქტებისა და მათი შემცველი ნაწარმის მიმართ. /დ. თავდიდიშვილი, ც. ხუციძე/. – GEN. – 2012. – #4. – გვ. 101-103. – ქართ.; რეფ.: ინგლ.
შესწავლილია მომხმარებელთა დამოკიდებულება თაფლისა და ფუტკრის პროდუქტების მიმართ. გაანალიზებულია მონიტორინგის შედეგები. დადგენილია თაფლისა და ფუტკრის პროდუქტების შემცველი, ორგანიზმისათვის აუცილებელი დეფიციტური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით გამდიდრებული საკონდიტრო ნაწარმის, დესერტებისა და სასმელების წარმოების მიზანშეწონილობა. აღნიშნულის განსახორციელებლად საჭიროა მათი დამზადების მეცნიერულად დასაბუთებული ტექნოლოგიებისა და რეცეპტურების შემუშავება, რაც გააფართოებს დღესდღეობით საქართველოში მეტად შეზღუდული ფუნქციური დანიშნულების სასმელების, საკონდიტრო და სადესერტო ნაწარმის ასორტიმენტს. ნახ. 2, ლიტ. 2.
ავტ.
11.გ9.11.31. რძეში მოხვედრილი მძიმე ლითონების გავლენა ქართული ყველის ხარისხზე. /გ. ბასილაძე, ე. კალანდია/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –2012. – #31. – გვ. 272-274. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის რაიონის სოფელ მაშავერასა (საკონტროლო ჯგუფი) და ბოლნისის რაიონის სოფელ ჯავშანიანში (საცდელი ჯგუფი) შესწავლილია მძიმე ლითონების (სპილენძი, თუთია, ტყვია) შემცველობა კავკასიური წაბლა ჯიშის ძროხების რძეში და დადგენილ იქნა მათი გავლენა ქართული ყველის ხარისხზე. ცხრ. 3, ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.11.32. ეფექტიანი მიკროორგანიზმები -
M ტექნოლოგია სოფლის მეურნეობაში. /ს. უჩავა, მ. ოდიშარია/. ახალი აგრარული საქართველო. – 2013. – #5. – გვ. 17-18. – ქართ.
აღნიშნულია, რომ ბაღჩეულის, ბოსტნეულის, კენკროვანის, ხეხილის მოსავლის მოცულობა და ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება M ხსნარის შესხურების ან ნიადაგის მორწყვის შედეგად. M ტექნოლოგიის ყველა შემადგენელი ნებისმიერი ორგანული ნივთიერებისაგან იწარმოება და მებაღე-მებოსტნეს შეუძლია თვითონ აწარმოს თავისი ნაკვეთისათვის ნებისმიერის სასუქი და ბიოლოგიური საშუალებები (ვთქვათ კომპოსტის სახით).
ნ. ჩხაიძე
11.გ9.11.33. ეთიკის და უსაფრთხოების როლი კვების პროდუქტების მიწოდების ჯაჭვში. /პ. რასპორი/. ბაქტერიოფაგები და პრობიოტიკები - ანტიბიოტიკების ალტერნატივა. საერთ. კონფ. თეზ. – თბილისი. – 1-4 ივლისი.
– 2012. – გვ. 102. – ინგლ.
კვების პროდუქტების წარმოება, გადამუშავება, შენახვა და დისტრიბუცია განიცდის ღრმა ცვლილებებს უკანასკნელ დეკადებში გლობალიზაციის, შენახვის ვადის გაზრდის და ხშირად მომხმარებლების განსაკუთრებული მოთხოვნების გამო. ხარისხის და უსაფრთხოების პირობების დაცვა უპირატესი ამოცანაა კვების პროდუქტების მიწოდების ჯაჭვში. სურსათის უვნებლობის პროგრამები ახდენს საფრთხეების იდენტიფიცირებას და ანალიზს, აფასებს მათი გამოვლენის საშიშროებას და ახდენს კონტროლის ზომების იდენტიფიცირებას. აღნიშნულია სურსათის მიკრობიოლოგიის და ამ დარგის სპეციალისტების აქტიური ჩართვის როლი კვების უსაფრთხების მენეჯმენტში „ფერმიდან ჩანგლამდე“. ამასთან, კვების პროდუქტების მიწოდების ჯაჭვი დაკავშირებულია ეთიკური საკითხების მრავალ ასპექტთან. ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.11.34. კვების პროდუქტების ჰიგიენის მიკრობიოლოგიური ასპექტები. /რ. ყურაშვილი, გ. კვერენჩხილაძე/. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – ტ. XLVI. – გვ. 84–85. – ქართ.: რეფ.: ინგლ.
უკანასკნელ წლებში კვების პროდუქტების მიკრობული დაბინძურების ზრდის საშიშროებამ განაპირობა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კომიტეტების, მათ
შორის - ჯანმო-სა და FAO-ს მიერ მთელი რიგი დოკუმენტების და სახელმძღვანელო რეზოლუციების მიღება კვების პროდუქტების უსაფრთხოების სფეროში. სურსათის უვნებლობის და ხარისხის სფეროში მაკონტროლებელი ორგანოს – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2007–2012 წლებში ჩატარებული სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური კვლევების შედეგების ანალიზი გვიჩვენებს, რომ გამოვლენილი დარღვევები, ძირითადად, შეეხება კოლიფორმული ბაქტერიების არსებობას, რაც ზრდის ტენდენციით ხასიათდება. გამოვლენილი დარღვევების ძირითად მიზეზებად გვესახება სასურსათო პროდუქციის მწარმოებელი საწარმოების სანიტარულ-ჰიგიენური პირობების, წარმოების ტექნოლოგიური პროცესებისა და მომსახურე პერსონალის პირადი ჰიგიენის მოთხოვნების დარღვევები. ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.11.35. სურსათის უვნებლობა და ხარისხი. / ქ. ლაფერაშვილი, ზ. ქუჩუკაშვილი/. – 2011. – 143 გვ. – ქართ.
წიგნში მოცემულია სურსათის ძირითადი ქიმიური კომპონენტები, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის პოლიტიკა საქართველოში, რეგულირების ზოგადი დებულებები ევროკავშირში, სურსათისა და სასურსათო ნედლეულის ძირითადი ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეები, სურსათის უვნებლობის შეფასების ტექნოლოგია და ჰიგიენური ნორმირების მეთოდები, სურსათის ფალსიფიკაცია, განხილულია სურსათის უვნებლობის მართვის თანამედროვე სისტემები – საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტრლო წერტილები (HACCP), მიკვლევადობა, ფორტიფიცირებული სურსათი, გენმოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტები და მათი უვნებლობის შეფასების საფუძვლები, სასურსათო ბიოტექნოლოგიასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხები, ლაბორატორიების როლი სურსათის უვნებლობაში. სურ. 8, ლიტ. 62.
ავტ.
გ9.12. სასოფლო-სამეურნეო მანქანები
11.გ9.12.1.
ადაპტური თვითმავალი შასის თვლებზე ნიადაგის ნორმალური რეაქციების განსაზღვრა. /შ. ჭალაგანიძე, რ. მახარობლიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – ტ. 5. – #1. – გვ. 92-97. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.
გადმოცემულია ადაპტური თვითმავალი შასის თვლებზე ნორმალური რეაქციების განსაზღვრის მეთოდიკა წამყვანი ტანდემ-თვლების ბალანსური დაკიდების დროს. გამოყვანილია ნორმალური რეაქციების საანგარიშო ფორმულები წინა მიმმართველი და უკანა წამყვან ტანდემ-თვლებზე შასიზე ტექნოლოგიური მოწყობილობების განლაგების გათვალისწინებით. ეს იძლევა საშუალებას შასის ლანჟერონზე ოპტიმალურად განვალაგოთ მანქანის მუშა ორგანოები ნიადაგზე ნორმალური დაწოლის მინიმალური მნიშვნელობის პირობებში. ნახ. 2, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.12.2.
ჩაის მოვლა-მოყვანის და კრეფის კომპლექსური მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები. /ი. ბაქანიძე, რ. მარგალიტაძე, ლ. ლომთაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 317-320. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.
მოცემულია მეჩაიეობის დარგის და ჩაის მოვლა-მოყვანის შრომატევადი პროცესების მექანიზაციის ადრე არსებული და თანამედროვე მდგომარეობის მოკლე დახასიათება. აღნიშნულია, რომ ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის მექანიზაციის ლაბორატორიაში დამუშავებულია ჩაის მოვლა-მოყვანის და კრეფის შრომატევადი პროცესების კომპლექსური მექანიზაციის პერსპექტიულ მანქანათა სისტემა, რომელშიც მოყვანილია იმ ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალი, რომელთა დამუშავება, წარმოების აღდგენა და დანერგვა აუცილებელია მეჩაიეობის დარგის აღდგენა-რეაბილიტაციისათვის, გაზრდის შრომის ნაყოფიერებას, შეამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას. ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.12.3.
ჩაის ანასხლავი მასის პლანტაციიდან გამოტანის სამანქანო ტექნოლოგია. /ზ. მახარობლიძე, რ. ხაჟომია, თ. სანიკიძე, ი. ძირკვაძე, ნ. დუმბაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 320-323. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.
მოცემულია გადაზრდილი და დეგრადირებული ჩაის ანასხლავი მცენარეული მასის სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა და მისი ეფექტურობა საქართველოს პირობებისათვის. მოცემულია ჩაის პლანტაციების გასხვლის პროცესში ანასხლავი დაქუცმაცებული მასის სეპარირებისა და დაბუნკერების ტექნოლოგია და ტექნოლოგიური მოდული, რომელიც მონტაჟდება მძიმედ სასხლავ-დამქუცმაცებელ აპარატზე. დამუშავებულია ტექნოლოგიური მოდულის ვენტილატორისათვის საწყისი პარამეტრების გაანგარიშების მეთოდიკა. სურ. 2, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.12.4.
ამორტიზებული და ასაკოვანი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის მექანიზაცია. /ზ. მახარობლიძე, ი. ბაქანიძე, რ. მარგალიტაძე, ლ. ლომთაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 324-328. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.
განხილულია სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის - მეჩაიეობის რეაბილიტაციის აუცილებლობა და გასატარებელი ღონისძიებები. დამუშავებულია ამორტიზებული, მიტოვებული და გატყევებული ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო ახალი სამანქანო ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები. აღნიშნული ტექნიკური საშუალებების დანერგვა და გამოყენება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მეჩაიეობის დარგის რეაბილიტაციის საქმეში. სურ. 6, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.12.5.
ხილ-ბოსტნეულის ჰელიოსაშრობი. /რ. ჯაფარიძე, ი აფციაური/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 351-354. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.
ინსტიტუტში შემუშავდა საოჯახო ჰელიოსაშრობი დანადგარების სხვადასხვა ვარიანტი. მათი ეფექტურობის განსაზღვრისთვის ჩატარდა ექსპერიმენტული კვლევები. მოყვანილია მეთოდიკა, ხელსაწყოები და შედეგები. სურ. 2, ცხრ. 1.
ავტ.
11.გ9.12.6.
სამთო პირობებში მეცხოველეობის საკვების დამზადება მცირე მექანიზაციის გამოყენებით. /მ. მამულაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 359-361. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.
წარმოდგენილია მცირე სიმძლავრის ახალი კონსტრუქციის, სწორხაზობრივად მოძრავი სეგმენტებიანი სათიბელას ექსპერიმენტული ნიმუში, რომლის
გამოყენება შესაძლებელია მცირეკონტურიან ნაკვეთებსა და სამთო პირობებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკვების დამზადებისათვის. სურ. 3, ლიტ. 2.
ავტ.
11.გ9.12.7.
საბაგირო მორსათრევი დანადგარის მზიდი ბაგირის საანგარიშო კუბური განტოლება. /ტრ. ტყემალაძე, ზ. ბალამწარაშვილი, პ. დუნდუა, დ. ნაჭყებია, ი. გელაშვილი, ბ. გოგოჭური/. სატყეო მოამბე. – 2012. – #5. – გვ. 10-15. – ქართ.; რეზ.: ქართ.
მიღებულია ტოლობა, რომელშიც ბაგირის მაქსიმალური ჩაკიდულობის
fo(max) მნიშვნელობის ჩასმით და შესაბამისი გარდაქმნების შემდეგ მიღებულია ბაგირის საერთო მდგომარეობის კუბური განტოლება. ამასთან ბაგირის ჩაკიდულობებსა და კოჭის მღუნავ მომენტებს შორის მიღებული ანალოგია გამოყენებულია fo სიდიდის საპოვნელად ბაგირის საკუთარი წონის მოქმედებით ჩაკიდულობის შემთხვევისათვის, როცა ეს წონა, დატვირთვის სახით, განაწილებულია მალის ქორდაზე q ინტენსივობით. ნაპოვნია სამონტაჟო დაჭიმულობის Ao და მუშა დაჭიმულობის A სატვირთო ფაქტორების მნიშვნელობები. მიღებულია ბაგირის საერთო მდგომარეობის გამოსახულება, რომელიც აკავშირებს ბაგირის დაჭიმულობებს TB და TO - დატვირთვების ნებისმიერი ცვლილებების დროს. ნახ. 3, ლიტ. 9.
ავტ.
11.გ9.12.8.
საბაგირო მორსათრევი დანადგარის დატვირთული მზიდი ბაგირის მთლიანი სიგრძის განსაზღვრა. /რ. ტყემალაძე, ზ. ბალამწარაშვილი, პ. დუნდუა, დ. ნაჭყებია, ი. გელაშვილი, ბ. გოგოჭური/. სატყეო მოამბე. – 2012. – #5. – გვ. 16-20. – ქართ.; რეზ.: ქართ.
შერჩეულია ფიზიკური ვარიანტი, რომლის დროსაც დრეკადი დეფორმაცია წარმოებს ბაგირის მთელ სიგრძეზე თანაბრად. ღუნვადი ბაგირების ანგარიშის იმ ვარიანტის გამოსახულების საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს ბაგირის სიგრძის ცვლას და მისი ჩაკიდულობის ფორმას, მიღებულია განტოლება ბაგირის სიგრძის განსაზღვრისათვის მისი დატვირთვის შემდეგ. მიღებულ განტოლებაში ინტეგრალი წარმოდგენილია ჯამის სახით და მაქსიმალური ჩაკიდულობა, მაქსიმალური დაჭიმულობა და ბაგირის უდიდესი სიგრძე დეფორმაციის შემდეგ მიღებულია ტვირთის მალის შუაში განლაგების დროს. მიღებულია ბაგირის მთლიანი სიგრძის განმსაზღვრელი ფორმულა. ნახ. 3, ლიტ. 9.
ავტ.
11.გ9.12.9.
წინააღმდეგობის განსაზღვრა შემრევში და სიმტკიცის გაანგარიშება. /ო. აკოფიანი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ.10. – #4. – გვ. 84-86. – რუს.; რეფ.: ინგ.
განსაზღვრულია წინააღმდეგობა შემრევის შნეკის ფრთებზე და კედლებზე. ასევე მოძრავი დეტალების სიმტკიცის კოეფიციენტი. სურ 1, ლიტ. 13.
ავტ.
11.გ9.12.10. მანქანა-ტრაქტორის აგრეგატების (მტა) ოპერატიული მაჩვენებლების დამოკიდებულება ფერდობზე ნაკვეთის მდებარეობაზე. /ს. პაპიანი, ა. აკოფიანი, ვ. ბადალიანი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ.10. – #4. – გვ. 87-92. – რუს.; რეფ.: ინგლ.
ნაკვეთის კომპლექსური კონტური უარყოფით გავლენას ახდენს მანქანა-ტრაქტორის აგრეგატების (მტა) საერთო ოპერატიულ მაჩვენებლებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი მდებარეობს ფერდობზე, რადგან ამ უკანასკნელ შემთხვევაში აგრეგატის მოძრაობის მიმართულება შეზღუდულია იმით, რომ იგი მოძრაობს ფერდობის ჰორიზონტის პარალელურად. ამ მხრივ, საინტერესოა საექსპლუატაციო მაჩვენებლების შეცვლის კანონზომიერებების (კერძოდ, სამუშაო სვლის) და მოსახვევებში სივრცის დანაკარგების გამოვლენა ფერდობზე მდებარე ნაკვეთების შემთხვევაში. სურ. 4, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.12.11. მიწათმოქმედების ზოგიერთი თანამედროვე ტექნოლოგიის შესახებ. /შ. ჭალაგანიძე, ო. ბედია, გ. მოსაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. –2012. – #31. – გვ. 312-316. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია მიწათმოქმედების ნიადაგდამცავი და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები, ისეთები, როგორიცაა: მინიმალური და ნულოვანი დამუშავება. მოცემულია მათი დადებითი თვისებები ჩვეულებრივ ტექნოლოგიებთან შედარებით. ყურადღება გამახვილებულია ისეთ აგრეგატებზე, რომელთა გამოყენება არ აზიანებს ნიადაგის სტრუქტურას, ახდენს რამდენიმე ტექნოლოგიური ოპერაციის შერწყმასა და ერთ სამუშაო პროცესში განხორციელებას, ასევე აგრეგატების გავლათა რიცხვის შემცირებას. ლიტ. 16.
ავტ.
11.გ9.12.12. ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის გამავლობა. /რ. მახარობლიძე, ი. ლაგვილავა, ო. ასათიანი, ა. კობახიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 317-321. – რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის გამავლობა შეფასებულია ისეთი შედარებითი მონაცემებით, როგორიცაა: გრუნტში ჩამჯდარი
თვლის გამავლობა, გამავლობა მზიდუნარიანობის მიხედვით, გამავლობა თვლის ნიადაგთან ჩაჭიდების მიხედვით, გამავლობა ძრავის წევის მიხედვით, სათოხნი კულტურების რიგთაშორისებში და ჩაის პლანტაციებში გავლაუნარიანობა. გამავლობის მაჩვენებლები ითვალისწინებენ ნიადაგის რეოლოგიურ თვისებებს და ადაპტური ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის პარამეტრებს. ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.12.13. ადაპტური ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის სავალი ორგანოებით ნიადაგის ტკეპნის თეორია. /რ. მახარობლიძე, ი. ლაგვილავა, ო. ასათიანი, ა. კობახიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 322-327. – რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
დამუშავებულია ადაპტური ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის სავალი ორგანოებით ნიადაგის ტკეპნის თეორია. ნიადაგის რეოლოგიური თვისებებიდან და დეფორმაციის გავრცელების ზონაში ადაპტური ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის პარამეტრებიდან გამომდინარე, დადგენილია ნიადაგის საშუალო სიმკრივესა და ადაპტური თანდემთვლიანი თვითმავალი შასის სავალ ორგანოებს შორის ფუნქციონალური დამოკიდებულება. დამუშავებულია ყველა ფიზიკური სიდიდის გაანგარიშების მეთოდიკა, რომლებიც სტანდარტითაა გათვალისწინებული სავალი სისტემის ნიადაგზე ზემოქმედების შესაფასებლად. ამ მონაცემებით ხდება ექსპერიმენტული და სერიული თვითმავალი შასების შედარება. ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.12.14. ნიადაგის დაცვის მნიშვნელოვანი ღონისძიება –
თანამედროვე რესურსდამზოგი ტექნოლოგიები. /ე. შაფაქიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 328-333. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია ნიადაგის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელთა განხორციელების შედეგად მცირდება პროდუქციის თვითღირებულება, კლებულობს საწვავ-საცხები მასალების ხარჯები, იზრდება პროდუქციის რაოდენობა და ხარისხი. რესურსდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვით უმჯობესდება ნიადაგის ფიზიკო-მექანიკური თვისებები, იზრდება მათი ნაყოფიერება, მნიშვნელოვნად მცირდება ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის პროცესები. სურ. 6, ცხრ. 1, ლიტ. 13.
ავტ.
11.გ9.12.15. სამთო პირობებში უხეში საკვების დამზადება მცირე მექანიზაციის გამოყენებით. /მ. მამულაძე, ფ. აბუსელიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 337-339. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
წარმოდგენილია მცირე სიმძლავრის ახალი კონსტრუქციის, სწორხაზობრივად მოძრავი სეგმენტებიანი სათიბელას ექსპერიმენტული ნიმუში, რომლის გამოყენება შესაძლებელია მცირეკონტურიან ნაკვეთებსა და სამთო პირობებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკვების დამზადებისათვის. სურ. 3, ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.12.16. გლეხური მეურნეობების პირობებში, თხილის მოვლა-მოყვანის მცირე ტექნიკური საშუალებების გამოყენება, თხილის პლანტაციის გაშენებისა და მოსავლის აღების დროს. /მ. მამულაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 340-344. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
წარმოდგენილია ახალი კონსტრუქციის მქონე მცირე კომპლექსური მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების ექსპერიმენტული ნიმუშები, ფერდობზე თხილის პლანტაციის გაშენებისა და კრეფისათვის, რის საშუალებითაც შეგვიძლია დავზოგოთ ხელის შრომა, ავამაღლოთ შრომის ნაყოფიერება და მოსავლის ეკონომიკური ეფექტი. სურ. 11, ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.12.17. უწყვეტი მოქმედების ყურძნის გადამამუშავებელ დანადგარში, განთავსებული გადასამუშავებელი მასის რაოდენობის საანგარიშო ფორმულის მიღება. /გ. მირუაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 345-348. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია ახალი ტიპის, უწყვეტი მოქმედების, ყურძნის გადამამუშავებელი დანადგარი და თეორიულად გამოყვანილია ფორმულა, რომელიც დანადგარის კონსტრუქციული პარამეტრების მიხედვით და ძირითადი სამუშაო ორგანოს – დოლის, შერჩეული ფორმიდან გამომდინარე, შესაძლებელს ხდის განვსაზღვროთ დანადგარში ერთდროულად განთავსებული გადასამუშავებელი მასის რაოდენობა. სურ. 1, ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.12.18. ყურძნის გადასამუშავებელ მასაზე მიმმართველი ხვიის ზემოქმედების ანალიზი. /გ. მირუაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 349-354. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია სხვადასხვა პრინციპით მომუშავე, ყურძნის პირველადი გადამამუშავებელი პერფორირებული ლენტური ტიპის დანადგარები, ჩატარებულია მათი მუშაობის მოკლე ანალიზი, ავტორის მიერ გამოვლენილია მათი ნაკლოვანებანი და შემოთავაზებულია სრულიად განსხვავებული ტიპის ყურძნის პირველადი გადამამუშავებელი დანადგარის პრინციპული სქემა, რომელზეც გაცემულია „საქპატენტის“ მიერ დადებითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე. თეორიულად დადგენილია კავშირი ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობასა და დანადგარის კონსტრუქციულ პარამეტერებს შორის, ასევე დასაბუთებულია დანადგარის მუშაუნარიანობა დანადგარის ძირითადი სამუშაო ორგანოს - დოლის სხვადასხვა კონსტრუქციების გამოყენების შემთხვევებისათვის. სურ. 5, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.12.19. უნივერსალური ხელის სასხლავ-საკრეფი მანქანა. /ნ. მაღლაკელიძე, ი. ძირკვაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 355-358. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ჩაის ბუჩქის გასხვლა-კრეფისათვის, გაზონის გასხვლისათვის და ბალახის აღებისათვის შემოთავაზებულია უნივერსალური ხელის მანქანა, რომელიც მუშაობს მანქანის მჭრელ აპარატზე დაყენებული ელექტროძრავით და აღჭურვილია კვების ელექტრული ელემენტით. მანქანის მუშა ორგანოს კონსტრუქცია საშუალებას იძლევა ერთდროულად შეასრულოს მოსათიბი მასის ჭრის და სათავსოში ტრანსპორტირების ოპერაციები. ხელის მანქანა დაპროექტებულია ბლოკ-მოდულური პრინციპით და იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც კომბინირებული მანქანის, ისე ცალკეული ოპერაციების შემსრულებელი მოდულის სახით. სურ. 2.
ავტ.
11.გ9.12.20. ჩაის მძიმედ სასხლავი მოტობლოკური აგრეგატის დინამიური კვლევა. /ზ მახარობლიძე, ი. ძირკვაძე, ნ. დუმბაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 359-364. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
გამოკვლეულია სამუშაო ორგანოს დინამიკური პროცესი. გამოყვანილია სამუშაო ორგანოს ძრავის ღერძის კუთხური სიჩქარის ცვალებადობის და დინამიკური დატვირთვის საანგარიშო ფორმულები, ძრავის მექანიკური მახასიათებლებისა და დატვირთვების გათვალისწინებით. სურ. 1, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.12.21. ხერხვის პროცესის თეორიული კვლევა. /ნ. დუმბაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 365-370. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
გამოკვლეულია ხერხვის პროცესში ხერხის კბილისა და დასამუშავებელი მასალის დინამიკური ურთიერთქმედების პროცესი. სურ. 2, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.12.22. თხილის საკრეფი აგრეგატის დინამიკა. /რ. მარგალიტაძე, ფ. ვარშანიძე, მ. მამულაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 371-382. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოცემულია დინამიკური პროცესები თხილის საკრეფი აგრეგატის ამძრავის ღერძზე. გამოყვანილია დაყვანილი სახის ინერციის მომენტის ოპტიმალური მნიშვნელობის საანგარიშო ფორმულა. სურ. 4, ცხრ. 4, ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.12.23. თხილის საკრეფ მანქანაში სამეურნეო-ტექნოლოგიური გამოცდების მაჩვენებლები და ეკონომიკური ეფექტიანობის გაანგარიშება. /რ. მარგალიტაძე, ფ. ვარშანიძე, მ. მამულაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 383-389. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოცემულია თხილის საკრეფი აგრეგატის კონსტრუქციის და ცალკეული კვანძების საიმედოობის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული სამეურნეო-ტექნოლოგიური გამოცდების შედეგები და ამ აგრეგატის ეკონომიკური ეფექტიანობის გაანგარიშება. ცხრ. 2, ლიტ. 72.
ავტ.
11.გ9.12.24. ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის საექსპლუატაციო მაჩვენებლების ექსპერიმენტული კვლევა. /ბ. ბასილაშვილი, ი. ლაგვილავა, ო. ასათიანი, ა. კობახიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 390-394. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოცემულია სმმი-ს მიერ დამუშავებული და აგებული ტანდემთვლიანი ადაპტური თვითმავალი შასის საველე პირობებში გამოცდის შედეგები. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.12.25. ხილის ფლუიდიზაციის მეთოდით გაყინვის ახალი აპარატი. /თ. მეგრელიძე, ვ. ღვაჩლიანი, ე. სადაღაშვილი, გ. გუგულაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #2(484). – გვ. 88-92. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
წარმოდგენილია ხილის ფლუიდიზაციის მეთოდით გაყინვის ახალი აპარატის პრინციპული სქემა. ნაჩვენებია, რომ წარმოდგენილ კონსტრუქციის აპარატში პროდუქტის დამუშავება ხდება ფსევდოგათხევადებული შრის მუშა ზედაპირებთან კონტაქტის გარეშე, რაც გაყინული პროდუქტის ხარისხის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა. ნახ. 1, ლიტ. 9.
ავტ.
11.გ9.13.1.
რბილი ხორბლის (T. aestivum L.) ინდუცირებული მუტაგენეზით მიღებული მოკლეღეროიანი ახალი ბოტანიკური და გენეტიკური ფორმა „გორდა“. /პ. ნასყიდაშვილი, გ. ჩხუტიაშვილი, დ. ბედოშვილი, მ. ნასყიდაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – ტ. 6. – #2. – გვ. 134-137. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.
საშემოდგომო რბილი ხორბლის ჯიშის „დუკატი“-ს თესლზე ქიმიური მუტაგენის NMU 0,01%-იანი ხსნარის ზემოქმედებით მიღებულია რბილი ხორბლის ახალი სახეობა მოკლეღეროიანი სუპერჯუჯა „გორდა“. მცენარე არის ბუჩქის ტიპის, მკვეთრად შემცირებული მუხლთშორისების სიგრძით, რომლის მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 26-27 სმ. ფოთოლი ფართო, ვერტიკალურად მდგომი; ღერო მოკლე, მტკიცე, ძნელად იღუნება. თავთავი უფხო, მოკლე (4-5 სმ), ბრტყელი, მკვეთრად მკვრივი, რომელშიც გაზრდილი განუვითარებელი თავთუნების რაოდენობა მჭიდროდ განლაგებულია თავთავის ღერაკზე, თავთუნების კილები გამობერილია. ჯიში „გორდა” 10-12 დღით საგვიანოა სტანდარტულ ჯიშებთან შედარებით. მარცვალი ბჟირია, რის გამოც 1000 მარცვლის მასა შეადგენს 30 გ. მარცვლის ნედლი პროტეინის შემცველობა შეადგენს 27-28%. „გორდა” არის ახალი მემკვიდრეობის მქონე სასელექციო საწყისი მასალა სელექციური მოკლეღეროიანი (2-3 გენით) ჯიშების გამოსაყვანად. სურ. 5, ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.13.2.
ფოთლის სიხუჭუჭისადმი ტოლერანტული თუთის ჯიშებისათვის სასელექციო საწყისი მასალის შერჩევა ქართლის ბუნებრივ პოპულაციებში. /პ. ნასყიდაშვილი, ლ. მძელური, თ. დალალიშვილი, ქ. მჭედლიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – ტ. 5. – #2. – გვ. 113-117. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.
თუთის ფოთლის სიხუჭუჭის წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდებიდან ყველაზე ეფექტური და ეკონომიკურად გამართლებულია მაღალი პოტენციური გამძლეობის ახალი სასელექციო საწყისი მასალის მიღება-გამოვლინება. მოცემულია ინფექციისაგან თავისუფალ ზონაში, ქართლის რეგიონში, მორფოლოგიური აღწერის საფუძველზე გამოვლენილი თუთის ჰიბრიდული ფორმების სტრუქტურულ-ანატომიური საფუძველები, რომლებიც გარკვეულწილად განაპირობებენ მათ მდგრადობას გარემოს ექსტრემალური პირობებისადმი და დადებით კორელაციაშია ფოთლის კვებით ღირებულებასთან. ნახ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.13.3.
პეკანის ფორმათა წარმოქმნა ქიმიური მუტაგენების გამოყენებით. /ც. ქაშაკაშვილი/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 62-64. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.
ქიმიური მუტაგენების (ნიტროზოეთილშარდოვანა, ნიტროზომეთილშარდოვანა და დიმეთილსულფატის) სხვადასხვა კონცენტრაციასა (0,1%; 0,5%) და 96 საათიან ექსპოზიციაზე პეკანი „ინდიანას“ დამუშავებული თესლიდან მიიღება ფენოტიპური ნიშნებით შეცვლილი ფორმები #1 და #2, რომლებიც საწყისი ფორმიდან განსხვავდება ნაყოფის სიდიდით და გულის გამოსავლიანობით. ცხრ. 2, ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.13.4.
ერთწლოვანი პარკოსანი კულტურების ადგილობრივი გენოფონდის შეგროვება. /ა. გულბანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 57-58. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
კვლევის მიზანი იყო In-situ
და Ex-situ პირობებში დღეს არსებული ადგილობრივი გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა, რაც ქმნის პირობებს მასალის კონსერვაციისა და გამოყენებისათვის. ექსპედიციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების საფუძველზე, შეგროვდა ადგილობრივი წარმოშობის მინდვრის კულტურათა მნიშვნელოვანი გენეტიკური რესურსები. მოპოვებული მასალა შესწავლილ იქნა მორფო-ფიზიოლოგიური მახასიათებლების მიხედვით და შენახულ იქნა Ex-situ პირობებში. ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.13.5.
პოლპალას (Aerva Lanata) მიკროგამრავლება ინ ვიტრო კულტურაში. /ნ. ზარნაძე, ე. ჯაყელი, ქ. დოლიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 63-65. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
შემუშავდა პოლპოლას in vitro კულტურაში შეყვანის პირობები. შერჩეულ იქნა: სიცოცხლისუნარიანი ასეპტიკური კულტურების მიღებისთვის პირობები, საკუთრივ მიკრო კლონალური გამრავლების ეტაპზე საკვებში არის მინერალური შემადგენლობა, ჰორმონალურ ნივთიერებები და მათი კონცენტრაციები, მიღწეულ იქნა ორგანოგენეზის ინდუქცია ხელოვნურ საკვებ არეზე და მიღებულია მიკროკლონები. ცხრ. 1, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.13.6.
სახეობის შიგნით მრავალფეროვნების სანიმუშო კულტურა –
სიმინდი და მისი სელექციის შედეგები საქართველოში. /პ. ნასყიდაშვილი, ო. ლიპარტელიანი, თ. ეპიტაშვილი, ბ. ლიპარტელიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 143-147. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოყვანილია სიმინდის კულტურაზე ადამიანისა და ბუნების ზემოქმედებით გამოწვეული მრავალფეროვნების შედეგები. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.13.7.
სიმინდის ახალი ჰიბრიდი „ყაზბეგი”. /ლ. ქირიკაშვილი, თ. კოდუა, ა. მუმლაძე, ზ. ჯინჯიხაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 148-149. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
სიმინდს საქართველოში 200-220 ათასი ჰექტარი უკავია. აქედან დაახლოებით 80-100 ათასი ჰა განლაგებულია ტენიან სუბტროპიკულ ზონაში, სადაც ფართოდაა გავრცელებული სიმინდის ფოთლის დაავადება Helminthosporium turcicum, რომელიც აზიანებს შემოტანილ ჰიბრიდებს. დაავადების გავრცელების ვადასა და ხარისხზე დამოკიდებულებით დაავადებით გამოწვეული მარცვლის მოსავლის დანაკარგი მერყეობს 4-დან 50%-მდე. ამიტომ ამ ზონაში მოჰყავთ ადგილობრივი სელექციური ჯიშები და ჯიშ-პოპულაციები. მოსავლიანობის გაზრდისა და აღნიშნული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდია მაღალმოსავლიანი, დაავადების გამძლე ჰიბრიდების გამოყვანა და წარმოებაში დანერგვა. გენეტიკური დონორებისა და მეთოდების გამოყენებით შექმნილია პირველი ასეთი ჰიბრიდი, რომელიც სახელწოდებით „ყაზბეგი” 2012 წელს გადაეცა „საქპატენტს” დასარეგისტრირებლად. ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.13.8.
საქართველოს ხორბლის ღირსება. /მ. ნასყიდაშვილი, ი. ნასყიდაშვილი, ტ. ლოლაძე, ქ. მჭედლიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 150-152. – ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ნაჩვენებია საქართველოს ხორბლის ენდემური სახეობების და აბორიგენული ჯიშ-პოპულაციების გენეტიკური და სელექციური ღირებულება და მათი მნიშვნელობა თანამედროვე ტიპის ჯიშებისა და ჰიბრიდების მიღების საქმეში. ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.13.9.
ფორთოხალ ვაშინგტონ-ნაველის ციტრუს იჩანგენზისთან შეჯვარებით მიღებული პერსპექტიული ნუცელარული თესლნერგების ბიო-მორფოლოგიური და სამეურნეო დახასიათება. /ვ. ქობალია/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 153-157. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ფორთოხლის ყინვაგამძლეობის გაზრდის, პროდუქტიულობის ამაღლების, ნაყოფების ადრემწიფადობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების ერთ-ერთ ეფექტურ ხერხს წარმოადგენს ნუცელარული სელექცია. განხილულია ფორთოხალ ვაშინგტონ-ნაველის ნუცელარული თესლნერგების ზრდისა და განვითარების ბიოლოგიის, მორფოლოგიური თავისებურებების, ყინვაგამძლეობის უნარის, ნაყოფმსხმოიარობის მაჩვენებლების აჭარის პირობებში შესწავლის შედეგები. შემდგომ სელექციურ მუშაობაში საწყის მასალად გამოყენებისათვის რეკომენდებულია ოთხი ნუცელარული ფორმა. ცხრ. 4, ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.13.10. ციტრუსოვანთა ნუცელარული სელექცია და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ბიოლოგიური ასპექტი. /ზ. ბუკია, შ. ლამპარაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 158-161. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოყვანილია არგუმენტები, რომლებიც მიუთითებს სელექციის კლასიკური მეთოდებით ციტრუსოვანთა ასორტიმენტის გაუმჯობესების ფაქტზე. სელექციის მეთოდებს შორის ერთ-ერთი უპირატესი ადგილი მიკუთვნებულია ციტრუსოვანთა ნუცელარული სელექციისათვის, როგორც საიმედო გზისათვის ახალი, პერსპექტიული ჯიშების მისაღებად. ლიტერატურული მონაცემებითა და პრაქტიკით დადასტურებულია, რომ ციტრუსოვანთა ნუცელარული თაობა წარმოდგენილია ფორმათა დიდი მრავალფეროვნებით, რომელიც განსხვავდება დედა მცენარისაგან და ატარებს ძვირფას სამეურნეო ნიშნებს. მოყვანილია კვლევის შედეგები. გამოთქმულია მოსაზრება, რომ თანამედროვე ეტაპზე ჯიშების განახლებისა და ცხოველმყოფელობის ამაღლებისათვის ნუცელარული სელექცია საიმედო მეთოდია. ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.13.11. ციტრუსოვანთა (მანდარინი
- C Reticulata BL ., ფორთოხალი -
C Sinensis Osb., ლიმონი -
C Limon Burm.) ჯიშების განახლების გზების აქტუალობა თანამედროვე პირობებში. /ზ. ბუკია, შ. ლამპარაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 162-167. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
გაანალიზებულია ჰიბრიდიზაციის, ნუცელარული სელექციისა და აპომიქტური გამრავლების როლი ციტრუსოვანთა ჯიშების ცხოველმყოფელობისა და დაქვეითებული პოტენციის ამაღლებისათვის. ყურადსაღებია, რომ თანამედროვე ეტაპზე ციტრუსოვანთა ჯიშების განახლება უალტერნატივოა და საჭიროა მეთოდების პრაქტიკულად გამოყენების გაფართოება. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.13.12. მანდარინ უნშიუს ადრემწიფადი ფორმების ზოგიერთი ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებანი. /შ. ლამპარაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 404-409. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოცემულია მანდარინის სამრეწველო ჯიშის – ფართოფოთლიანი უნშიუს პერსპექტიული ფორმების „შავიშვილი”-ს და „ნაცარიშვილი”-ს მორფოლოგიური აღწერა, ბიომეტრიული მაჩვენებლები, პირველი და მეორე ზრდის დასაწყისი-დასასრული, ყვავილობის დასაწყისი-დასასრული, ნაყოფის მომწიფების დასაწყისი და მასიური მომწიფება, მოსავლიანობა, ნაყოფის მექანიკური და ბიოქიმიური შედგენილობა, კერძოდ: საშუალო წონა, კანისა და რბილობის პროცენტული შეფარდება, წვენის გამოსავლიანობა რბილობიდან და ნაყოფიდან, მშრალი ნივთიერება, ტიტრული მჟავიანობა, ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) და შაქრები. საკონტროლოდ აღებული იყო მეციტრუსეობის ზონაში ფართოდ დანერგილი მანდარინის ჯიში – ფართოფოთლიანი უნშიუ. ცხრ. 5, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.13.13. საქართველოს ხორბლის გენეტიკა და სელექცია. /პ. ნასყიდაშვილი, მ. ნასყიდაშვილი, ტ. ლოლაძე, ი. ნასყიდაშვილი, ქ. მჭედლიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #30. – გვ. 163–167. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ნაჩვენებია, რომ საქართველო მსოფლიოს სხვა ქვეყნებისაგან გამოირჩევა Triticum-ის გვარის მეტად დიდი მრავალფეროვნებით. ამ გვარში შემავალ კულტურული 24 სახეობიდან საქართველოში აღმოჩენილი და რეგისტრირებულია 14 სახეობა, რაც შეადგენს 65%-ს, სუპერ სახეობებიდან მიჩნეულ 6 სახეობიდან საქართველოშია 5 სახეობა, რაც შეადგენს 83%-ზე მეტს, რის გამოც საქართველო ხასიათდება ხორბლის ბუნებრივ სახეობათა ენდემიზმის მაღალი დონით. გარდა ამისა საქართველოს ხორბლის ენდემური სახეობების საფუძველზეა შექმნილი ყველა ახალი იმუნური სახეობა, მრავალი ჯიში და ფორმა. საქართველო ხორბლის მრავალფეროვნების გარდა, იმუნური ხორბლის, მაღალხარისხოვანი ხორბლის და ჰიბრიდული ნეკროზის გენეტიკური მოვლენის აღმოჩენის სამშობლოდ არის აღიარებული. საქართველოს ხორბლის ენდემურმა სახეობებმა უდიდესი როლი შეასრულა და ამჟამადაც ასრულებს Triticum-ის გვარის ევოლუციასა და სელექციაში.
ავტ.
11.გ9.13.14. საქართველოს ხორბლის ენდემური სახეობების აბორიგენულ ჯიშებთან შეჯვარებადობა და ნიშან-თვისებები
F1-ში. /პ. ნასყიდაშვილი, ი. ნასყიდაშვილი, მ. ნასყიდაშვილი, ტ. ლოლაძე, ქ. მჭედლიშვილი, ნ. გახარია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – ტ. 6. – #1. – გვ. 137-142. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.
ნაჩვენებია, რომ საქართველო კულტურული ხორბლის წარმოშობის, ფორმათა წარმოქმნის და მრავალფეროვნების პირველადი ცენტრია, მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის გამოირჩევა ენდემიზმის მაღალი დონით. დასაბუთებულია, რომ საქართველოს ხორბლის უნიკალურმა ენდემურმა სახეობებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს
Triticum-ის გვარის ევოლუციაში და ხორბლის მსოფლიო სელექციაში. მათ საფუძველზე მიღებულია ხორბლის ახალი სახეობები, გვარები, კულტურები და ჯიშები. მათ გენოტიპშია ისეთი გენები, რომლებიც განაპირობებენ სრულიად ახალი ტიპის იმუნური, მაღალხარისხოვანი, ადაპტაციის მაღალი უნარის მქონე, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის, მაღალ და მყარმოსავლიანი ჯიშების მიღებას. განხილულია საქართველოს ხორბლის ენდემური სახეობების სხვა სახეობებთან და რბილი ხორბლის აბორიგენულ და სელექციურ ჯიშებთან შეჯვარებადობის უნარიანობა, ჰიბრიდული მარცვლების და პირველი თაობის მცენარეთა სიცოცხლისუნარიანობა, პირველი თაობის მცენარეებში მშობლიური ფორმების მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებათა მემკვიდრეობის თავისებურებანი.
ავტ.
გ9.14. სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა დაცვა
11.გ9.14.1.
ჩაის მცენარის მიკობიოტა. /ლ. ბერაძე, ნ. მოწყობილი/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 240-243. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.
2004-2009 წლებში ჩატარდა მონიტორინგი ჩაის მცენარის დაავადებათა გამომწვევ მიკობიოტური კომპლექსების გამოსავლენად. გამოკვლეულ იქნა ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ხობის, სენაკის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის 250-ზე მეტი მასიური პლანტაცია; ჩაის მცენარეზე გამოვლენილია 51 სხვადასხვა სახეობის პარაზიტული და საპროფიტული ბუნების სოკო. აქედან პირველად გამოვლინდა 18 სახეობის სოკო. ლიტ. 9.
ავტ.
11.გ9.14.2.
ციტრუსოვან კულტურებზე გავრცელებული მავნე მწერების მიმართ ეფექტური პრეპარატების დაშლის დინამიკა ნაყოფებში. /ე. ორჯონიკიძე, მ. მაჭავარიანი, ქ. ბეჟანიშვილი, ხ. ბეჟიტაშვილი/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 247-249. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.
მოცემულია ლიმონზე გავრცელებული მავნე მწერების მიმართ ეფექტური პრეპარატების: აქტელიკის, პოლიგორის, იმიდორ მაქსის, კალიფსოს და ტალსტარის დაშლის დინამიკა ლიმონის კანსა და რბილობში. ცხრ. 2, ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.14.3.
ციტრუსების ხმობის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. /ა. გიორბელიძე, მ. გიორბელიძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 253-255. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.
ციტრუსების ხმობა ფართოდაა გავრცელებული შავი ზღვის სანაპიროს ტენიან სუბტროპიკულ ზონაში. ციტრუსების მთლიან ხმობას იწვევენ ტრაქეოკომიკოზური ორგანიზმები და ფესვების ლპობის გამომწვევი სოკოები. დადგინდა, რომ ციტრუსების მთლიანი ხმობა გამოწვეულია ფესვების ლპობით. დაავადება ქრონიკული ხასიათისაა ფესვების ლპობის გამომწვევი სოკოებია: Fusarium oxysporum
Schlecht. Emend. Synd et Hans და F. javanicum
Kood. var. radicicola. ამდენად, ციტრუსების ხმობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა ატარებდეს კომპლექსურ ხასიათს. შესწავლილია ციტრუსების ხმობის გამომწვევი სოკოების ბიოეკოლოგია, რის საფუძველზე დასაბუთებულია მათ წინააღმდეგ ბრძოლის ეკოლოგიურად უსაფრთხო ღონისძიებები. ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.14.4.
მისკანტუსის (Miscanthus sinensis Anderss) ბიოლოგია და ბრძოლის ღონისძიებები. /გ. გოგოლაძე/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 266-268. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.
მისკანტუსი მრავალწლიანი, ბუჩქოვანი 60-150 სმ სიმაღლის სარეველა მცენარეა. ძირითადად მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტაციურადაც. გვხვდება თითქმის ყველგან, გარდა ჭაობიანი ადგილებისა. მექანიკური ბრძოლის ღონისძიებებიდან ეფექტურია თესლის მომწიფებამდე ამოთხრა, სისტემატური გაცელვა და შემდგომ დამულჩვა. ქიმიური ღონისძიებებიდან მაღალეფექტიანია გლიფოსატის წარმოებული პრეპარატების კლინის ან მისი ანალოგების 2%-იანი წყალხსნარის გამოყენება მაის-ივნისში. სურ. 1, ლიტ. 1.
ავტ.
11.გ9.14.5.
კახეთში ვენახების სეტყვისაგან დაცვისა და დასეტყვილი ვაზის მოვლის ღონისძიებები. /ვ. გოგიტიძე, ბ. აბაშიძე, გ. გაგუა, თ. ცხაკაია/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 66-70. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
კახეთის სეტყვასაშიშ ზონაში ვენახების დასაცავად ბადეებით სავეგეტაციო პერიოდში მუდმივი გადაფარვა არახელსაყრელია. ვენახების გადაფარვა უნდა მოხდეს კაპრონის ბადეებით მხოლოდ სეტყვასაშიშ სიტუაციებში, მექანიზებული წესით. სურ. 2, ლიტ. 4.
ავტ.
11.გ9.14.6.
ციტრუსოვანთა ფრთათეთრა
(Dialeuroides citri Ashm) და მისი ბუნებრივი მტერის სერანგიუმის (Serangium
percesetosum Sic.) შესწავლის შედეგები აჭარის პირობებში. /გ. ალექსიძე, ა. მურვანიძე, ნ. ჭანუყვაძე, თ. ეპიტაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 86-92. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოცემულია ციტრუსოვანი კულტურების მავნებლის ციტრუსოვანთა ფრთათეთრას (Dialeuroides citri Ashm) გავრცელება საქართველოში, აჭარის სუბტროპიკულ ზონაში, მის წინააღმდეგ გამოყენებული ბუნებრივი მტრები, დადგენილია მათი ეფექტურობა. შესწავლილია ციტრუსოვანთა ფრთათეთრას მტაცებელი ხოჭოს, სერანგიუმის (Serangium percesetosum
Sic.) ინტროდუქციის, აკლიმატიზაციის, გამრავლების, ბუნებაში მისი გავრცელებისა და ტექნიკური ეფექტურობის საკითხები. ცხრ. 6, ლიტ. 16.
ავტ.
11.გ9.14.7.
„მტაცებელი-მსხვერპლი“ სისტემის გამოკვლევა ფაზური სიბრტყის გამოყენებით. /გ. ალექსიძე, ლ. ნოზაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 93-95. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია ბიოლოგიური სისტემის „მტაცებელ-მსხვერპლის” სისტემის შესწავლის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს ფაზური სიბრტყის გამოყენებას. ოპტიმალური საწყისი სიდიდეების დადგენა საშუალებას მოგვცემს ციტრუსების აგროცენოზებში ვარეგულიროთ მავნე და სასარგებლო მწერების (ტკიპების) რიცხოვნობა. სურ. 2, ლიტ. 3.
ავტ.
11.გ9.14.8.
მავნე ორგანიზმებისაგან ციტრუსების ინტეგრირებული დაცვა. /გ. ალექსიძე, ე. ორჯონიკიძე, ა. მურვანიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 96-98. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოყვანილია ციტრუსების ინტეგრირებული დაცვის მნიშვნელობა მავნე მწერების კონტროლისთვის. ლიტ. 9.
ავტ.
11.გ9.14.9.
ახალი ინვაზიური სახეობა წაბლის მენაღმე ჩრჩილი Cameraria ohridella Deschka&Dimic (Lepidoptera:
Gracillariidae) საქართველოში. /ა. სუპატაშვილი, მ. კერესელიძე, ნ. გოგინაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 99-101. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია საქართველოში შემოჭრილი ინვაზიური მავნე მწერის, წაბლის მენაღმე ჩრჩილის - Cameraria ohridella Deschka&Dimic გავრცელების არეალი, მისი მორფოლოგია, ბიოლოგიის დეტალები და მკვებავი მცენარე. სურ. 2, ლიტ. 10.
ავტ.
11.გ9.14.10. სხვადასხვა იმუნიზატორებით კვების გავლენა ტრისტეზათი დაავადებულ ციტრუსოვანი მცენარეების გამძლეობაზე. /დ. გიორგაძე, მ. ალანია, ა. მურვანიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 102-106. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოცემულია სხვადასხვა იმუნიზატორით გამოკვებილი ტრისტეზათი დაავადებული ციტრუსოვანი მცენარეების ქიმიური ცვლილებების შესახებ. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 13.
ავტ.
11.გ9.14.11. ტემპერატურისა და ნოტიო პერიოდის გავლენა Stagonospora nodorum-ის სპორების აღმოცენებაზე. /ს. მეფარიშვილი, ლ. ბერაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 107-109. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
შესწავლილია ტემპერატურისა და ტენიანი პერიოდის ხანგრძლივობის გავლენა Stagonospora nodorum-ის სპორების აღმოცენებაზე. ცხრ. 1, ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.14.12. ხორბლის სეპტორიოზის სახეობრივი შემადგენლობა და გავრცელება საქართველოში. /ს. მეფარიშვილი, ლ. გორგილაძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 110-112. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილია ხორბლის სეპტორიოზის გამომწვევის ორი სახეობა:
Stagonospora nodorum და Septoria
tritici. შეხვედრის სიხშირით დომინირებს S.nodorum-ი. სურ. 2, ლიტ. 2.
ავტ.
11.გ9.14.13. ატმის ბუგრების წინააღმდეგ მოდიფიცირებული ინსექტო-აკარიციდის „ანტიპესტი”-ს გამოცდის შედეგები. /ლ. ცხვედაძე, ო. ლომთაძე, დ. კაკაშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 113-116. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოცემულია ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მიერ მოდიფიცირებული პრეპარატის ინსექტო-აკარიციდი „ანტიპესტი”-ს გამოცდის შედეგები ატმის მწვანე ბუგრების – (Mysodes persicae, Hyalopterus pruni) და ატმის დიდი ბუგრის (Pterochloroides persicae Cholodk) წინააღმდეგ. ლაბორატორიულ პირობებში ახალგაზრდა ყლორტებზე დასახლებულ ბუგრებზე გამოცდილი იქნა პრეპარატის სხვადასხვა კონცენტრაცია. ლაბორატორიაში დადგენილი პრეპარატის ეფექტური კონცენტრაცია, მავნებლის სიკვდილიანობის პროცენტის მიხედვით, გამოყენებულია ბუნებრივ პირობებში ატმის ნარგაობაში სკრის საცდელ სადგურში. ცხრ. 3, ლიტ. 2.
ავტ.
11.გ9.14.14. ქერის ნაცრის გამომწვევის Blumeria (Erisiphe) graminis f.sp.
hordei ქართული პოპულაციის შიდასახეობრივი დიფერენციაცია. /ც. ცეცხლაძე, ზ. სიხარულიძე, გ. მეფარიშვილი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 117-120. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ქერის ნაცრის გამომწვევი სოკოს Blumeria gr.DS.f. sp.Hordei Marchal ქართული პოპულაციის 1150 მონოიზოლატი გაანალიზდა ქერის ნაცრისადმი გამძლე გენების შემცველ ჯიშ-დიფერენცია ტორების ევროპული ნაკრებზე, რომელიც შედგება ჯიშ Pallas-ის საფუძველზე შექმნილი იზოგენური ხაზებისა (24 ხაზი) და 11 ჯიშისაგან. ცდებით დადგენილი იქნა პოპულაციის მაღალი ვირულენტობა. გამოვლენილ იქნა ქერის ნაცრისადმი გამძლე გენები: Ml-a7+MlLG2, Ml-a7+Mlk, Mla7+Ml-No3, Ml-
a7+Ml(Tr3)+Ml(AB), Mla13+Ml(Ru3), Ml-a22, Ml-nn, ml-05, რომლებიც შეიძლება რეკომენდებულ იქნას სასელექციო პროგრამაში, ნაცრის მიმართ ქერის გამძლე ჯიშების მიღების მიზნით. სურ. 1, ცხრ. 2, ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.14.15. ხორბლის ნაცრის გავრცელება და ვირულენტური სტრუქტურა საქართველოში. /მ. გაბაიძე, ზ. სიხარულიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 121-124. – ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ხორბლის ნაცრის გამომწვევი Blumeria (Erysiphe) graminis
f.sp.tritici გავრცელებულია საქართველოს მეხორბლეობის ყველა რაიონში. 11 გამძლეობის გენის მქონე დიფერენციატორთა ევროპულ ნაკრებზე 484 მონოკონოლონიური იზოლატის გამოცდამ გვიჩვენა, რომ პათოგენის ქართული პოპულაცია მაღალვირულენტურია Pm1, Pm3a, Pm3c, Pm4b, Pm5, Pm6, Pm7,
Pm8 გენების მიმართ და ნაკლებად ვირულენტურია Pm2,
Pm3b, Pm3d და Pm4a-ს მიმართ. პოპულაციაში დაფიქსირდა 20 პათოტიპი. დომინირებული პათოტიპის 2, 3b, 3d, 4a/1, 3a, 3c, 4b, 5, 6, 7, 8 სიხშირე 65,5%-ია. სურ. 21, ცხრ. 1, ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.14.16. ჯიშ-პოპულაცია „მუხრანულის“ ყვავილობის ბიოლოგიის თავისებურება დახურულ გრუნტში. /ნ. ხარხელაური/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 125-128. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი ჯიშის ძვირფას ნიშანთა რიგს მიეკუთვნება მოსავლიანობა, ადრეულობა, ერთდროული მომწიფება, ნაყოფის ხარისხი (საგემოვნო თვისებები და საბაზრო სახე), დაავადებებისა და მავნებლების მიმართ გამძლეობა. ამ ნიშან-თვისებათაგან ორი: მოსავლიანობა და ადრეულობა, დადებით კორელაციურ დამოკიდებულებაშია კიტრის ყვავილობის ბიოლოგიასთან. ცხრ. 3, ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.14.17. ნიადაგის მულჩირების გავლენა ჯიშ „გილან“-ის ზრდა-განვითარებასა და მოსავლიანობაზე. /ნ. ხარხელაური/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 129-133. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
მრავალი უპირატესობის გამო დღეისათვის მთელ მსოფლიოში 6500 კმ2-ია დაფარული პოლიეთილენის მულჩით. ეს უპირატესობებია: ადრეული თესვის შესაძლებლობა; ნიადაგში ტენიანობის შენარჩუნება; სარეველების მართვა; მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება; ნიადაგის დატკეპვნის შემცირება; ფესვების დაზიანების შემცირება. ცხრ. 3, ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.14.18. კვების არის გავლენა დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებაზე ჯიშ-პოპულაცია „მუხრანულში“. /ნ. ხარხელაური/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 134-138. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ცნობილია, რომ დაავადებებისა და მავნებლების გავრცელება პირდაპირ კორელაციურ დამოკიდებულებაშია მოსავლიანობის რაოდენობასა და მის ხარისხთან. დაავადებებისა და მავნებლების გავრცელება კი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, რომელთაგან ერთ-ერთია მიკრო კლიმატური რეჟიმი, რომელიც წარმოიქმნება გარემოსა და მცენარეების ურთიერთქმედების შედეგად. სწორედ ამიტომ კვების არის სწორად განსაზღვრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია დახურულ გრუნტში. სურ. 1, ცხრ. 3, ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.14.19. მარცვლოვანთა ბუზების მავნეობა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ საქართველოში. /გ. გიქორაშვილი, ქ. პავლიაშვილი, მ. მაჭავარიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 139-142. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
წარმოდგენილია ხორბლის მნიშვნელოვანი მავნებლები: შვედური ბუზი – Oscinosoma frit L., ჰესენის ბუზი – Mayetiola destructor Say, მწვანეთვალა ბუზი – Chlorops pumilionis Bierk. მოცემულია მათი ფენოლოგია, ბიოლოგიის ზოგიერთი მომენტი და მათ წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე ღონისძიებები. ცხრ. 2, ლიტ. 10.
ავტ.
11.გ9.14.20. ფითრის (Viscum album L.) ქიტინ-სპეციფიკური ცილის ენტომოტოქსიკური თვისებები Lepidoptera-ს რიგის აგრომავნებლების მიმართ. /მ. გაიდამაშვილი, ნ. ქებურია, ე. ხურციძე/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ.10. – #4. – გვ. 17–20. – ინგ.; რეფ.: რუს.
შესწავლილია ფითრის (Viscum album L.) ქიტინ-სპეციფიკური ლექტინის (MChbL) ინსექტიციდური აქტივობა A.sordens და A.segetum (Lepidoptera:
Noctuidae)
აგრომავნებელი მწერების მიმართ. გამოვლენილია ლექტინის ნეგატიური გავლენა ლარვების ფიზიოლოგიურ განვითარებასა და სიცოცხლისუნარიანობაზე. დადგენილია MChbL მიერ მწერების ლარვების საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ენდოგენური პროტეოლიზური ფერმენტების აქტივობის ინჰიბირების უნარი. გამოვლენილია MChbL ჰომოლოგია Hevea brasilienisis ოსმოტინის მსგავს ცილასთან და Zea mays ალფა-ამილაზა/ტრიპსინის ინჰიბიტორთან. გამოთქმულია მოსაზრება MChbL გამოყენების შესახებ Lepidoptera რიგის მავნებლების კონტროლისათვის. სურ, 9, ლიტ. 11.
ავტ.
11.გ9.14.21. საქართველოს ბაზარზე არსებული სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები -
მათი ეფექტურობა და ეკოლოგიური უსაფრთხოება. /შ.
მაჭარაშვილი/.
ახალი აგრარული საქართველო. – 2013. – #5. – გვ.12. – ქართ.
ამჟამად ქართულ ბაზარზე სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების მომწოდებელი რამდენიმე კომპანია გამოიკვეთა, რომელთა მიერ მოწოდებულ პროდუქციაში დაცულია ძირითად მოქმედ ნივთიერებათა სისუფთავის ხარისხი, ეკოლოგიური უსაფრთხოება, მოქმედების ეფექტურობა. მაგრამ ასეთი პროდუქცია ბაზრის ნახევარს აკმაყოფილებს. ბაზრის დანარჩენ სეგმენტს ე.წ. ჯენერიკი პროდუქცია ავსებს. სიტყვა „ჯენერიკი” ასოცირდება ეკოლოგიურ საფრთხესთან, დაბალ მოსავლიანობასთან, ნიადაგის გამოფიტვასთან და ა.შ. მისი მწარმოებელია არა დასავლეთის ქვეყნები (იტალია, ესპანეთი, გერმანია), არამედ ჩინეთი, ინდოეთი და სხვ. ის ფართოდ რეკლამირდება და შედარებით იაფია. ბაზარი მისგან დაუცველია, რადგან არ ხდება მისი ექსპერტული შემოწმება, სახელმწიფო რეგისტრაცია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად სასწრაფო სახელმწიფო რეაგირებაა საჭირო. ხოლო მომხმარებლებს ეძლევა რჩევა აირჩიონ ცნობილი ევროპული კომპანიების პროდუქცია და გაიარონ კვალიფიციური კონსულტაციები.
ნ. ჩხაიძე
11.გ9.14.22. ფაგების მეშვეობით მცენარეთა ბაქტერიული დაავადებების კონტროლი. /ე. ანდრეიჩუკი, ი. ბილოკონი, ე. მასი, ვ. პოლიშჩუკი/. ბაქტერიოფაგები და პრობიოტიკები - ანტიბიოტიკების ალტერნატივა. საერთ. კონფ. თეზ. თბილისი.
– 1-4 ივლისი 2012. – გვ. 47. – ინგლ.
ექსპერტები მუდმივად დგებიან ბაქტერიული დაავადებების პრობლემის წინაშე მცენარეული პროდუქტების მოყვანის და შენახვის დროს. უაღრესად მნიშვნელოვანია მცენარეთა დაცვის ახალი, ეკოლოგიური მიდგომების შემუშავება. ბაქტერიოფაგებს არ აქვს მნიშვნელოვანი ნაკლი. მათი მეშვეობით შესაძლებელია მცენარეთა ინფექციური დაავადებების თავიდან აცილება მცირე რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში. ნაშრომის მიზანია მაღალი ეფექტურობის და ეკოლოგიური ანტიბაქტერიული პრეპარატების შემუშავება ბაქტერიოფაგების საფუძველზე მცენარეთა ბაქტერიულ დაავადებათა კონტროლისთვის. ექსპერიმენტის დროს შესწავლილ იქნა ბაქტერიოფაგების სტაბილურობა და მათი მოლეკულურ-ბიოლოგიური თვისებები. ყველაზე აქტიური ფაგების გამოყენებით მოხდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შექმნა სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად.
ავტ.
11.გ9.14.23. Orchidaceae Juss
ოჯახის მცენარეთა დაცვა მცენარეთა პათოგენური ბაქტერიების საფუძველზე მიღებული ფაგების მეშვეობით. /ე. ანდრეიჩუკი, ო. პუხაჩი, ვ. პოლიშჩუკი/. ბაქტერიოფაგები და პრობიოტიკები - ანტიბიოტიკების ალტერნატივა. საერთ. კონფ. თეზ. თბილისი.
– 1-4 ივლისი 2012. – გვ. 48. – ინგლ.
ბაქტერიული დაავადებები განსაკუთრებით საშიშია მცენარისთვის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სრული და შეუქცევადი გადაგვარება, რაც იწვევს მოსავლის მძიმე დანაკარგებს. კვლევის მიზანი იყო ბაქტერიული დაავადებების გამომწვევი პათოგენური ბაქტერიების ფაგების თვისებების შესწავლა და დაცულ ნიადაგში (სათბურებში) ლაბრატორიული ფაგების შეყვანა. კვლევა ორიენტირებული იყო ბაქტერიოფაგების პერსპექტივაზე, როგორც ფაქტორზე, რომელიც ხელს შეუწყობს პათოგენური მიკროორგანიზმების ნეგატიური გავლენის შემცირებას დეკორატიულ მცენარეებზე.
ავტ.
11.გ9.15.1.
ბუნებრივი ცეოლითისა და მურა ნახშირის საფუძველზე დამზადებული პროლონგირებული მოქმედების ახალი სუბსტრატის ზემოქმედება სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღმოცენებაზე. /თ. ანდრონიკაშვილი, მ. ზაუტაშვილი, ლ. ეპრიკაშვილი, ნ. ფირცხალავა, მ. ძაგანია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – ტ. 5. – #2. – გვ. 101-105. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.
ამონიუმისა და კალიუმის კათიონებით მოდიფიცირებული ბუნებრივი ცეოლითისა (ჰეილანდიტიკლინოპტილოლითური ტუფი) და მურა ნახშირის საფუძველზე დამზადებულ სუბსტრატზე აღმოცენებული მცენარის ბიოპროდუქტიულობა 2,9-ჯერ აღემატება ნიადაგზე აღმოცენებული მცენარის ბიოპროდუქტიულობას. ასეთი სუბსტრატი ხასიათდება მემცენარეობაში ხანგრძლივი მოქმედებით. ცხრ. 3, ლიტ. 16.
ავტ.
11.გ9.15.2.
ბუნებრივი ადსორბენტების -
ცეოლითების გავლენა ნიადაგის ზოგიერთ ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებსა და ნაყოფიერებაზე. /მ. გამისონია/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 160-163. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.
შესწავლილია ცეოლითების - მორდენიტის, ფილიპსიტის, ანალციმის - გავლენა დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი ტიპის ნიადაგზე. დადგენილია, რომ ისინი ამცირებენ ნიადაგის მიერ ამონიუმის და ფოსფატიონების შეკავებს უნარს. ყოველივე ეს განაპირობებს ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდას. ცხრ. 4, ლიტ. 10.
ავტ.
11.გ9.15.3.
საქართველოს ადგილობრივი მადნები და სასუქის სახით სოფლის მეურნეობის კულტურებისთვის მათი გამოყენების პერსპექტივები. /ო. ზარდალიშვილი, თ. ურუშაძე, მ. ზარდალიშვილი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ.10. – #4. – გვ. 57-61. – რუს.; რეფ.: ინგ.
განხილულია საქართველოს ადგილობრივი მადნები (ფოსფორიტი, კირქვა, მერგელი, ცარცი, დოლომიტი, თაბაშირი, მაგნიუმის შემცველი მადანი), ორგანული სასუქები (ჭაობის ტორფი, მურა ნახშირი, ბიტუმი და ცხიმოვანი თიხის ფიქალი), მიკრო სასუქები (ბორი, მანგანუმი, სპილენძი, კობალტი, მოლიბდენი, ცინკი) და სხვა ადგილობრივი აგრონომიული ნედლეული (ბენტონიტური თიხა, ცეოლიტები) აღწერილია მათი რაციონალური გამოყენების მეთოდები. ცხრ. 1, ლიტ. 8.
ავტ.
11.გ9.15.4.
ენერგეტიკული საწარმოების გამონაბოლქვი აირის ემისიის საფუძველზე მიღებული აზოტის სასუქის გამოყენების ეფექტურობა სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის. /მ. სეიდოვი/. აგრარული მეცნიერების აქტუალური საკითხები. – 2012. – ტ.10. – #4. – გვ. 70-73. – რუს.; რეფ.: ინგ.
აზერბაიჯანში თბური ელექტროსადგურები აწარმოებს ელექტროენერგიის ძირითად ნაწილს. ალი-ბაირამლის ჰესი გამოდევნის 120 მლნმ3 კვამლს, რომელიც ყოველდღიურად
აბინძურებს გარემოს. სასუქზე გადაანგარიშებით ეს შეადგენს 300000 ტონა აზოტის სასუქს წელიწადში. ამგვარად მიღებული აზოტის სასუქის გამოყენება მარცვლეული კულტურებისთვის მომგებიანია როგორც ეკონომიური, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით. დღეისათვის შემუშავებულია აზოტის სასუქის და მიღების ტექნოლოგია ელექტროქიმიური და ქიმიური რეაქციების დაკავშირებით. ამ მეთოდის უპირატესობაა აზოტის სასუქის მიღებაზე ელექტროენერგიის მინიმალური დანახარჯი. ცხრ. 5, ლიტ. 6.
ავტ.
გ9.16. აგრარული რადიოლოგია და ეკოლოგია
11.გ9.16.1.
ნიადაგის ეროზიის კონტროლი ვეტივერის ვიწრო ზოლებით –
ისრაელი-საქართველოს პროექტის მიხედვით. /ნ. დუდაი, გ. გავარდაშვილი, ც. მირცხულავა, მ. ბენ ჰური/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 54-64. – ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
ნიადაგის ეროზიის კონტროლის მიზნით შემოთავაზებულია მცენარე ვეტივერია ზიზანიოდესის ვიწრო ზოლების გამოყენება. დადგენილია მცენარის ზრდის დინამიკა ნიადაგის ეროზიის შესაბამისი მახასიათებლების მხედველობაში მიღებით. სამუშაოს საფუძვლად უდევს საქართველოსა და ისრაელში განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგები. პროექტი განხორციელებულია ამერიკის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსებით. სურ. 11, ლიტ. 20.
ავტ.
11.გ9.16.2.
ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო გეოხალიჩა „ნესფილე”-ს და „ნესგეო”-ს ლაბორატორიული კვლევა. /გ. ჩახაია, შ. ბოსიკაშვილი, ზ. ვარაზაშვილი, რ. დიაკონიძე, ი. ხუბულავა, ლ. წულუკიძე, თ. სუპატაშვილი, მ. შავლაყაძე, ფ. ლორთქიფანიძე, გ. ომსარაშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 203-208. – ქართ.: ქართ., ინგლ., რუს.
ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ეფექტური და რესურსმზოგი ღონისძიებების შემუშავების მიზნით განხორციელდა ლაბორატორიული კვლევები 0.5 მ2 ფართობის გეოხალიჩა „ნესფილე”-ზე (შედგება ბამბის 2 შრისაგან) და 0.5 მ2 ფართობის გეოხალიჩა „ნესგეო”-ზე (შედგება ბამბის და მარლის შრისაგან), რომელთა შრეებს შორის მოთავსებული იყო მცენარე კოინდარის თესლები. ლაბორატორიული კვლევები ტარდებოდა 5.05.2012-დან 23.05.2012-მდე, რომლის დროსაც გამოიკვეთა გეოხალიჩა „ნესფილე”-ს შედარებით ნაკლები ეფექტურობა, რადგან მასზე ამოსული მცენარეების სიხშირე არადამაკმაყოფილებელია, ხოლო გეოხალიჩა „ნესგეო”-ზე ამოსული მცენარე კოინდარის ამონაყარის რაოდენობა და სიმაღლის დინამიკა დამაკმაყოფილებელია (მცენარეული საფარით დაფარულია გეოხალიჩის 90%). სურ. 8, ცხრ. 1, ლიტ. 2.
ავტ.
11.გ9.16.3.
ინტეგრირებული სისტემის ეკოლოგიზაცია ჩაის და ციტრუსების მავნებლების შემცირებაში ორგანული პროდუქციის მისაღებად. /ა. ნიკოლაიშვილი/. სუბტროპიკული კულტურები. – 2010. – #1-4. – გვ. 260-263. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ., რუს.
განხილულია ორგანული ჩაისა და ციტრუსების წარმოების პერსპექტივები; ციტრუსების მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად მიზანშეწონილად მიჩნეულია ბიოაგენტების გამოყენება სეზონური კოლონიზაციისა და განსახლების მეთოდებით. ლიტ. 6.
ავტ.
11.გ9.16.4.
წარმოებასა და ეკოლოგიას შორის ოპტიმალური თანაფარდობა სოფლის ტერიტორიების მდგრადი განვითარების კონცეფციაში. /ა. ანტონოვი/. ეკონომისტი. – 2012. – #4. – გვ. 81-85. – ინგლ.; რეფ.: რუს.
გაანალიზებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოების, სოფლის სოციალური სფეროს ფუნქციონირების ფაქტიური მდგომარეობა და გარემო ბუნების პრობლემები. მოცემულია უკრაინის სოფლის ტერიტორიების ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეკონომიკური მექანიზმები. ლიტ. 7.
ავტ.
11.გ9.16.5.
ეკოლოგიური ფაქტორი სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების სისტემაში. /ო. ჰინდესი/. ეკონომისტი. – 2012. – #5 – გვ. 37-42. – ინგლ.; რეფ.: ინგლ., რუს.
დასაბუთებულია ეკოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების სისტემაში. განსაზღვრულია ბუნებრივი რესურსების ეკონომიკური შეფასება ქვეყნის განვითარების მაჩვენებლების სისტემაში. ლიტ. 5.
ავტ.
11.გ9.16.6.
ქვემო ქართლის საავტომობილო გზისპირა სავარგულებზე ბოსტნეულის ეკოლოგიური მდგომარეობა. /უ. ზვიადაძე, ნ. გაჩეჩილაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. – 2012. – #4(486). – გვ. 21-26. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
გაანალიზებულია მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საავტომობილო ტრასასთან მიმდებარე სავარგულებზე მოწეული ბოსტნეულის ეკოქიმიური მდგომარეობა მათში მძიმე ტოქსიკური მეტალების შემცველობის მხრივ. შემცველობის რაოდენობრივი მაჩვენებლები დადგენილია ექსპერიმენტული კვლევის საფუძველზე. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 8.
ავტ.
11.გ9.16.7.
ინფორმაცია და მოსაზრებანი ყაზბეგის რაიონში, მდინარე თერგის შენაკადზე, მშენებარე ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესახებ. /გ. ჯაფარიძე/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 281-282. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები ყაზბეგის რაიონში, მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადზე, ბროლისწყალზე (ხდისწყალი, ქისტურა) ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული ეკოლოგიური საფრთხის და ჩასატარებელი ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ.
ავტ.
11.გ9.16.8.
საქართველოში არსებული ადგილობრივი და იმპორტირებული ციტრუსოვან კულტურათა
ნედლეულის ბიოლოგიური სრულფასოვნებისა და კვებითი უვნებლობის დადგენა ეკოქიმიური ექსპერტიზის თვალსაზრისით. /გ. დანელია, თ. ფალავანდიშვილი, ზ. ჩანქსელიანი/. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. – 2012. – #31. – გვ. 283-295. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სტანდარტის თანახმად, გლიციდებისა და ვიტამინ C-ს შემცველობა საქართველოს რესპუბლიკაში მოწეულ ლიმონსა და ფორთოხალში მაღალია, იმპორტირებულთან შედარებით; რაც შეეხება ორგანულ მჟავებს, ნედლ უჯრედანას და პექტინოვან ნივთიერებებს, შედარებით მეტი აღმოჩნდა ბერძნულ პროდუქციაში, რაც მის ორგანოლეპტიკაშიც აისახება. დეკადების მიხედვით შენახვისუნარიანობის მხრივ როგორც ქართული, ასევე ბერძნული ციტრუსთა ნაყოფები ერთი და
იმავე მაჩვენებლებისაა.
მძიმე ლითონების Cu, Zn, Fe, Co, Mo, Pb,
As, Hg, Cd, Cr-ის შემცველობა არ სცდება ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციებს, ასევე პროდუქციაში არ აღმოჩნდა საშიში დღეგრძელი ნუკლეიდები Cs137 და Sr90. დეგუსტაციის შედეგად ლიდერობს საქართველოში გაადგილებული ციტრუსოვანთა ნაყოფები, რის გამოც იგი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო ბაზრების იმ სეგმენტში, რომლებიც დაინტერესებულია ბიოლოგიურად სუფთა და ეკოლოგიურად სრულფასოვანი ციტრუსოვანი კულტურებით. სურ. 6, ცხრ. 7, ლიტ. 4.
ავტ.