თემატური რუბრიკები

.         საზოგადოებრივი მეცნიერებები

1.          სახელმწიფო და სამართალი. იურიდიული მეცნიერებები

2.          სოციოლოგია. დემოგრაფია

3.          ეკონომიკა

4.          განათლება

5.          ინფორმატიკა

6.          სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები

.         საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

1.          მათემატიკა. მექანიკა. ფიზიკა. კიბერნეტიკა

2.          ქიმია. ბიოლოგია

3.          გეოლოგია. გეოდეზია

4.          გეოგრაფია. კარტოგრაფია. ასტრონომია

5.          სხვა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

.         ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებები. ეკონომიკის დარგები

1.          ენერგეტიკა

2.          ელექტროტექნიკა. ელექტრონიკა. რადიოტექნიკა. კავშირგაბმულობა

3.          ავტომატიკა და ტელემექანიკა. გამოთვლითი ტექნიკა

4.          სამთო საქმე. მეტალურგია. ქიმიური მრეწველობა

5.          მანქანათმშენებლობა. ხელსაწყოთმშენებლობა

6.          მსუბუქი მრეწველობა

7.          კვების მრეწველობა

8.          მშენებლობა. არქიტექტურა

9.          სოფლისა და სატყეო მეურნეობა. თევზის მეურნეობა

10.       წყლის მეურნეობა. მელიორაცია

11.       საგარეო და შიდა ვაჭრობა. ტურიზმი

12.       ტრანსპორტი

13.       მედიცინა. საზოგადოებრივი ჯანდაცვა

.        დარგთაშორისი პრობლემები

1.        ორგანიზაცია და მართვა

2.        გარემოს დაცვა. ეკოლოგია

3.        სტატისტიკა

4.        სხვა დარგთაშორისი პრობლემები

 


. საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

1. სახელმწიფო და სამართალი. იურიდიული მეცნიერებები

 

12.1.1. სახელმწიფო მართვის პრობლემა და სამართლებრივი ფაქტორი. /. კურატაშვილი/. ეკონომისტი. – 2012. – #3. – გვ. 23–26. – რუს.; რეზ.: ინგლ.

სახელმწიფო მართვის პროცესში სამართლებრივი ფაქტორის ეფექტურ გამოყენებას გააჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო მართვის პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. სახელმწიფო მართვის პრობლემის კვლევას სამართლებრივი ფაქტორის პრობლემასთან ურთიერთკავშირში გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა, რადგან სწორედ სახელმწიფო მართვაზე ბევრადაა დამოკიდებული საზოგადოებისა და სახელმწიფო ეფექტური ფუნქციონირება. შესაბამისად, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის არსის ბუნების გათვალისწინებით, აუცილებელი ხდება სახელმწიფო მართვის როლის გაძლიერება სამართლებრივი ფაქტორის ეფექტური გამოყენებით. ამის გარეშე შეუძლებელია საბაზრო-ეკონომიკური სისტემის ეფექტური ფუნქციონირება, რომელიც მიზანმიმართულია არა მარტო შედარებით მეტი მოგების მიღებისაკენ, არამედ ერთდროულად მისი სოციალური ორიენტაციისაკენ. ლიტ. 8.

ავტ.

 

12.1.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სრულყოფის ზოგიერთი პრობლემა. /. ფაფიაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 312–319. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სრულყოფის ზოგიერთი პრობლემა და გადმოცემულია ამ მიმართებით ჩამოყალიბებული ავტორისეული ზოგიერთი მოსაზრება. დასაბუთებულია ცილისწამებისა და შეურაცხყოფის სისხლის სამართლის საკანონმდებლო რანგში აყვანის აუცილებლობა და ამ მიმართებით სისხლის სამართლის კოდექსში ცილისწამებისა და შეურაცხყოფის სპეციალური მუხლების დამატება; ავტორის აზრით, სასჯელის სახით უვადო და გრძელვადიანი თავისუფლების აღკვეთის არსებობა არაეფექტურია. ამიტომ, მიზანშეწონილია არა მარტო სასჯელთა კრებადობით შეფარდების წესის აკრძალვა, არამედ გრძელვადიანი თავისუფლების აღკვეთის შეცვლა მოკლევადიანი თავისუფლებების აღკვეთით; რეკომენდებულია დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახი მკვლელობის გარდა, ყველა სხვა სახის დანაშაულისათვის სასჯელი არ აღემატებოდეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთას. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის კი თხუთმეტ (15) წელს. ავტორის აზრით, ასევე არასწორია კანონით ერთწლამდე თავისუფლების აღკვეთის არსებობა; არასწორადაა მიჩნეული კანონით რეგლამენტირებული მექრთამეობის ცნებისა და ქრთამის საგნის უზომოდ გაფართოება. ქრთამის საგანი არ შეიძლება იყოს არამატერიალური სიკეთე (ქალთან ალერსი და სხვ.). ამასთან მექრთამეობა ორმხრივი დანაშაულია და იგი დამთავრებულად ითვლება ქრთამის მიცემა-აღების მომენტიდან. ამიტომ არასწორია სსკ 338- და 339- მუხლების რედაქცია, რომლითაც მექრთამეობა დამთავრებულადაა აღიარებული რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღების შეთავაზების ან დაპირების მომენტიდან. ლიტ. 9.

ავტ.

 

12.1.3. მყიდველისათვის ინფორმაციის მიწოდება საქონლის შესახებ, რომელიც შეთავაზებულია გასაყიდად. /. კოხანოვსკაია/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 320–323. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომი ეძღვნება მყიდველისათვის საქონლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების აქტუალურ პრობლემებს უკრაინის სამოქალაქო კოდექსისადა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ უკრაინის კანონისშესაბამისად (1999 .). ნაშრომში ასევე გამოკვლეულია საქონლის შესახებ ინფორმაციის ისეთი თვისებები, როგორიცაა: აუცილებელი”, სრული, ნამდვილიდა ობიექტური”.

ავტ.

 

12.1.4. პასუხისმგებლობა ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის. /. ცინცაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 324–330. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია დელიქტური პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით. მომეტებული საფრთხის ასეთ წყაროს, მათი თავისებურებებიდან გამომდინარე, წარმოადგენენ ელექტროდანადგარები და ელექტროენერგიის დამგროვებელი ან გადამცემი საშუალებები, ჩარხები, მექანიზმები, ხანძარსაშიში და აფეთქებასაშიში, შხამიანი და მომწამლავი ნივთიერებები, ატომური ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებული მოწყობილობები, მშენებლობები, სატრანსპორტო და მრავალი სხვა, რომლებიც არ ექვემდებარებიან ადამიანის სრულ კონტროლს და ქმნიან გაზრდილ საშიშროებას გარშემო მყოფებისათვის. პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ მიყენებული ზიანისათვის ასევე ხასიათდება მეტად მნიშვნელოვანი თავისებურებებით. აქ პასუხისმგებლობა დგება არა მარტო ზიანის მიმყენებლის შედეგისადმი განზრახი ან გაუფრთხილებელი ბრალეული დამოკიდებულების საფუძველზე, არამედ ბრალის გარეშეც, რაც გამონაკლისს წარმოადგენს ბრალეული პასუხისმგებლობის საერთო წესიდან. გაანალიზებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 და მასთან ერთად 997-, 999- და 1005- მუხლების დებულებები, გამოთქმულია შესაბამისი მოსაზრებები. ლიტ. 1.

ავტ.

 

12.1.5. საქართველოს საერთაშორისო-ეკონომიკური ურთიერთობები და მისი სამართლებრივი რეგულირებები. /. აბაკელია/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 331–334. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სტატია ეხება ეკონომიკურ კავშირებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის სამართლებრივ რეგულირებას. აღნიშნულის განმსაზღვრელ ფაქტორად მიჩნეულია, რომ საფინანსო სამართალს, როგორც სამართლის ერთ-ერთ დარგს, გამოეყოს საერთაშორისო საფინანსო სამართალი და ჩამოყალიბდეს ის ცალკე დარგად. აღნიშნულის მეშვეობით, საქართველო ყველა სამართლებრივი ასპექტის გათვალისწინებით, შეძლებს უფრო დაუახლოვდეს მსოფლიოს და ხარვეზები, რომელიც აღნიშნული იქნა, დაყვანილი იქნეს მინიმუმამდე. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.1.6. გლობალიზაცია და საქართველოს სამრეწველო წარმოების სამართლებრივი პრობლემები. /. კილაძე, . რუხაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 334–336. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია საქართველოს მისწრაფება გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობისაკენ, მსოფლიო ეკონომიკაში ტრანსნაციონალური კომპანიების როლი და მნიშვნელობა, საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა ხელს შეუწყობს დასახული მიზნის მიღწევას და წარმოებული პროდუქციის გლობალურ ბაზრებზე გასვლას. ასევე განხილულია საქართველოს მრეწველობის დღევანდელი მდგომარეობა, მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის ისეთი ძირითადი პრობლემები, როგორიცაა: გაუმართავი საგადასახადო ადმინისტრირება, არარსებული ჯანსაღი კონკურენტული გარემო, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არარსებობა. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.1.7. ადმინისტრაციული სარჩელი და მისი წარდგენის თავისებურებანი. /. ხობელია/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 337–339. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საჩივრის უფლება მოქალაქეთა საყოველთაო უფლებაა, რომლითაც ისინი ახდენენ საკუთარი ინტერესების დაცვას, აღნიშნული უფლება დაცული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლით. დაუშვებელია მისი განხორციელების შეფერხება ან/და ხელყოფა. პრეიუდიციული გასაჩივრების წესი სწორედ რომ აფერხებს და ხელყოფს აღნიშნულ უფლებას. ამდენად, საჭიროა გაუქმდეს სასამართლოში გასაჩივრების პრეიუდიციული წესი, რათა ნებისმიერ პირს შეეძლოს პირდაპირ მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებების დასაცავად. ლიტ. 6.

ავტ.

12.1.8. ამსრულებლისა და თანამონაწილეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები. /. გვენცაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 340–345. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საქართველოს სისხლის სამართლისათვის შეუთავსებელია ლიმიტირებული აქცესორულობა - უპირველ ყოვლისა, გამომდინარე საკანონმდებლო ფორმულირებიდან, რომლის თანახმადაც  დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახ დანაშაულის ჩადენაში (საქ. სსკ 23- მუხლი). კანონში პირდაპირ არის მითითებული დანაშაულის და არა უმართლობის ჩადენაზე. ყოველივე აქედან გამომდინარე, თუ პირმა ჩაიდინა უმართლობა და არ დადგინდა მისი ბრალეულობა, არ შეიძლება პირს დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს წინააღმდეგობაში მოდის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპთანაც. ამდენად, რადგან ბრალის გარეშე არ არსებობს დანაშაული, არ არსებობს მასში თანამონაწილეობაც. ლიტ. 10.

ავტ.

 

12.1.9. მიზეზობრივი კავშირის მნიშვნელობა სისხლის სამართლის თეორიასა და პრაქტიკაში. /. გაბელია/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 346–351. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია სისხლის სამართლის ისეთი აქტუალური საკითხი, როგორიცაა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოკლედ გადმოცემულია მიზეზობრივი კავშირის თეორიები და მისი რეალიზაციის პრობლემები სასამართლო პრაქტიკაში. დასაბუთებულია მიზეზობრივი კავშირის დადგენის მნიშვნელობა საგამოძიებო-სასამართლო პრაქტიკაში ქმედების სწორად კვალიფიცირებისას. ლიტ. 11.

ავტ.

 

12.1.10. ლიზინგის იურიდიული ბუნება. /. ბზიშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 352–357. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მიუხედავად განხორციელებული ცვლილებებისა მიზანშეწონილად მიჩნეულია, ძველი რედაქციის რიგი მუხლების აღდგენა. ასეთებია, მაგალითად, ნორმა ლიზინგის ხელშეკრულების ფორმის შესახებ (მუხლი 577); ლიზინგის მიმართ გამოყენებული სხვა წესები (მუხლი 580). საერთოდ, კოდექსში ლიზინგის თავს აკლია მითითება სსკ-ის დებულებათა მიმდევრობის შესახებ. ლიტ. 8.

ავტ.

 

12.1.11. კერძო ცხოვრება ღირებულებით კონფლიქტში. /. ბიჭია/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 358–361. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

როგორც კვლევიდან იკვეთება, ღირებულებითი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს ფრთხილი მიდგომის საფუძველზე. ამასთან, აუცილებელია თავისუფლებათა გარკვეულ საზღვრებში მოქცევა, ვინაიდან თუ თავისუფლებამ ხელყო სხვა უფლება, მაშინ ინტერესთა კონფლიქტი კი არ წარმოიშობა, არამედ დგება სამართალდარღვევა. ამდენად, ღირებულებათა კონფლიქტის დროს აუცილებელია ყოველი კონკრეტული შემთხვევის სიღრმისეულად შესწავლა, ვინაიდან თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტის გადაწყვეტის გზაც შეიძლება სხვადასხვა იყოს. ასევე გამოსაკვეთია, რომ ზოგჯერ საჯარო ინტერესთან შედარებით პირადი ცხოვრების დაცვა გაცილებით მნიშვნელოვანია. თუმცა ღირებულებითი კონფლიქტის გადაწყვეტის საერთო კრიტერიუმებად შეიძლება ჩაითვალოს სიკეთეთა აწონ-დაწონვა და თანაზომიერების პრინციპის დაცვა. ლიტ. 10.

ავტ.

 

12.1.12. სარეიტინგო სამართალი სამართლის დამოუკიდებელი დარგი და რეიტინგი მისი კვლევის საგანი. /. ჯიბუტი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 362–375. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სტატიაში დადასტურებულია სარეიტინგო სამართალის წარმოშობის ფაქტი. აღნიშნულია, რომ სარეიტინგო სამართალის, როგორც სამართლის დამოუკიდებელი დარგის, ჩამოყალიბება მხოლოდ საწყის სტადიაზეა, თუმცა, შექმნილია პირობები მისი სწრაფი განვითარებისათვის. ამ პირობების ძირითად მიზეზად მიჩნეულია სარეიტინგო კომპანიების განვითარება და მათი ძალაუფლების მასშტაბები. სარეიტინგო ბაზართან დაკავშირებულმა ურთიერთობებმა თითქმის მთელ მსოფლიოში შეიძინეს ისეთი საზოგადოებრივი მნიშვნელობა, რომ აუცილებელია მათი სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა. ამის საჭიროება ისტორიულად ბევრჯერ დადგა სხვადასხვა ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისების დროს, მაგრამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ. მიმდინარეობს სარეიტინგო სამართლის საგნობრივი სფეროს ფორმირება. საბაზო მნიშვნელობა გააჩნია რეიტინგის კატეგორიას. სტატიაში განხილულია რეიტინგის არსი, მისი სახეები. გაკეთებულია დასკვნა, რომ სარეიტინგო სამართლის შესწავლის საგანია რეიტინგული რესურსების მართვა, მათი დამუშავების ტექნოლოგია, მათი მიწოდება, ტრანზაქციები და მოხმარება. ის ძირითადად ყალიბდება საფინანსო სამართლის, საბანკო სამართლის, ინფორმაციული სამართლის ურთიერთობათა წიაღში და მათთან გადაკვეთის წერტილებში აყალიბებს სამართლებრივი რეგულირების საკუთარ საგანს. ლიტ. 27.

ავტ.

 

12.1.13. უდანაშაულობის პრეზუმფციის სამართლებრივი ბუნება. /. ხარხელაური/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 376–378. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტიუდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი. გაანალიზე­ბულია უდანაშაულობის პრეზუმფციის თაობაზე არსებული შეხედულებები, შენიშნულია მასთან დაკავშირებული რიგი პრინციპული ხასიათის წინააღმდეგობები, ხარვეზები იურიდიულ ლიტერა­ტურასა და ნორმატიულ აქტებში, გარკვეულია აღნიშნული პრინციპის სამართლებრივი ბუნება. ლიტ. 10.

ავტ.

 

12.1.14. სისხლის სამართლის პროცესის ცალკეული სიახლენი. /. დვალიშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 379–381. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია სისხლის სამართლის პროცესის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამდენიმე სიახლე, მათ შორის ბრალდებისა და დაცვის მხარეებისა და მათი როლის არსებითად შეცვალა საგამოძიებო და სასამართლო ეტაპზე, კერძოდ, მხარეებს ობიექტურად თანაბარი შესაძლებლობა ენიჭებათ მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებით. მართალია, დღეის მდგომარეობით ადვოკატს, პროკურორისაგან განსხვავებით, ყველა საგამოძიებო მოქმედების განხორციელების საშუალება არა აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, დაცვის მხარეს აქვს უფლება გარკვეული მტკიცებულება შემოინახოს, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარე ვალდებულია ყველა მტკიცებულება თავიდანვე წარმოადგინოს; ამასთანავე შესაძლოა, დაცვის მხარეს სრულად მიენიჭოს ყველა საგამოძიებო მოქმედების განხორციელების საშუალება. შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებით ქართულ კანონმდებლობაში საკმაოდ დადებითი ცვლილებები განხორციელდა. ლიტ. 7.

ავტ.

 

12.1.15. სუბროგაცია სადაზღვევო სამართალში. /. ნოზაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 381–385. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია სუბროგაციის პრინციპის არსი, რომელიც წარმოდგენილია სსკ- 832- მუხლში (დაზღვევის ნაწილში) და სადაზღვევო ურთიერთობების რეგულირებაში აქტიურად გამოიყენება. წარმოჩენილია მისი დამახასიათებელი თავისებურებანი სხვა მსგავს მარეგულირებელ ნორმებთან შედარებით. სასამართლო პრაქტიკაში იმდენად პრობლემურად იდგა ამ ნორმის სწორად გამოყენების საკითხი, რომ უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტებაც კი გააკეთა ღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სტატიის მიზანია, სუბროგაციის პრინციპის არსისა და სსკ- 832- მუხლში არსებული ხარვეზის წარმოჩენა. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.1.16. არაპირდაპირი მტკიცებულების ცნების, არსისა და მნიშვნელობის სწორად გაგებისათვის. /. ფაფიაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #2(8). – გვ. 76–81. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ირიბი ანუ არაპირდაპირი მტკიცებულების ადგილი მტკიცებულებათა ციკლის სისტემაში და დასაბუთებულია მისი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა. ავტორი არ იზიარებს იმ პროცესუალისტთა შეხედულებას, რომლითაც უგულებელყოფილია არაპირდაპირი მტკიცებულების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობა და ამის საწინააღმდეგოდ საგამოძიებო-სასამართლო პრაქტიკის ფონზე განხილული და გადმოცემულია არაპირდაპირი მტკიცებულების არსი და მნიშვნელობა გამოსაძიებელი შემთხვევის მთავარი ფაქტის დადგენისა და მისი სწრაფი, სრული გახსნის მიმართებაში; საკმაოდ დამაჯერებლადაა ჩამოყალიბებული აგრეთვე არაპირდაპირი მტკიცებულების ცნების განმარტება, არაპირდაპირი მტკიცებულების მოპოვების ხერხები და საშუალებები. ლიტ. 1.

ავტ.

 

12.ა1.17. აშშ-სა და საფ­რან­გე­თის სა­ხელ­მწი­ფო ფორ­მა­თა შე­და­რე­ბი­თი და­ხა­სი­ათ­ე­ბა. /. ფრიდონაშვილი/. სამართალი და ეკონომიკა. – 2013. – #4. – გვ. 4-13. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., ფრანგ.

წარ­მოდ­გე­ნილ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ავ­ტო­რი ერ­თმა­ნეთს ად­არ­ებს ფე­დე­რა­ლურ და უნ­იტ­არ­ულ სის­ტე­მას აშშ-სა და საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მოწ­ყო­ბის მა­გა­ლი­თებ­ზე დაყრ­დნო­ბით. სტა­ტი­ა­ში გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის თა­ნახ­მად, თა­ნა­მედ­რო­ვე უნ­იტ­არ­ულ და ფე­დე­რა­ლურ სის­ტე­მას ბევ­რი სა­ერ­თო ნი­შან-თვი­სე­ბა გა­აჩ­ნია, რად­გა­ნაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა და ზო­გა­დად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა ვერ­ტი­კალ­ზე სუბ­სი­დი­არ­ობ­ის პრინ­ციპ­ზე დაყრ­დნო­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი უნ­იტ­არ­უ­ლი სის­ტე­მის მო­დი­ფი­ცი­რე­ბას და სა­მარ­თლებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, მის მსგავ­სე­ბას ფე­დე­რა­ლურ სის­ტე­მას­თან. ავ­ტო­რის აზ­რით, თა­ნა­მედ­რო­ვე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მოწ­ყო­ბას თან­და­თა­ნო­ბით აც­ლის პო­ლი­ტი­კურ სა­ფუძ­ვლებს და ის ექ­ცე­ვა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბით გან­საზ­ღვრულ სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებ­ში. ლიტ. 8.

ავტ.

 

 

12.ა1.18. სა­არ­ჩევ­ნო სა­მარ­თლის სა­მარ­თლი­ან­ობ­ის პრობ­ლე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. /. ფრიდონაშვილი/. სამართალი და ეკონომიკა. – 2013. – #4. – გვ. 28–34. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., ფრანგ.

წარ­მოდ­გე­ნილ ნაშ­რომ­ში მი­მო­ხი­ლუ­ლია სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მე­ბის მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი. ავ­ტო­რი სა­თა­ნა­დო არ­გუ­მენ­ტე­ბის მეშ­ვე­ობ­ით გა­მო­ხა­ტავს უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას პრო­პორ­ცი­ულ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და გვთა­ვა­ზობს, რომ უმ­აღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნოს ას­არ­ჩე­ვად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნეს მხო­ლოდ მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში და­ინ­ერ­გოს პრა­იმ­ერ­იზ­ის ინ­სტი­ტუ­ტი, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლე­ბენ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­წო­ნას­წო­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ხელს შე­უწ­ყობს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მი­ერ სა­კუ­თა­რი ფუნ­ქცი­ებ­ის ეფ­ექ­ტურ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­­სა და პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის რო­გორც ინ­სტი­ტუ­ტი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა-გაძ­ლი­ერ­ებ­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ლიტ. 10.

ავტ.

 

 

2. სოციოლოგია. დემოგრაფია

 

12.2.1. საზოგადოების სოციალური სტრუქტურის ფორმირება განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში და უკრაინაში. /. სიჩენკო/. ეკონომისტი. – 2012. – #6. – გვ. 27–31. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

ფორმირებულია ინსტიტუციური გარემო სოციალური დაცვის სფეროში. განსაზღვრულია უკრაინაში მოსახლეობის სოციალური დაცვის თანამედროვე პრობლემები. დასაბუთებულია ახალი ინსტიტუტებისა და ინსტიტუციური გარემოს ფორმირება მოსახლეობის სოციალური დაცვის პრობლემების კონტექსტში. ლიტ. 9.

ავტ.

 

12.2.2. უკრაინის სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის მიმართულებები თანამედროვე პირობებში. /. ველიჩენკო/. ეკონომისტი. – 2012. – #6. – გვ. 32–36. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

განსაზღვრულია უკრაინის სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები თანამედროვე პირობებში. გამოკვლეულია სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ახალი მოდელის ფორმირების პრობლემა, რომელშიც თითოეული ინდივიდის ბედზე პასუხისმგებლობის განაწილების ოპტიმალური თანაფარდობაა სახელმწიფოსა და თავად ინდივიდს შორის. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.2.3. საპენსიო სისტემის რეფორმის დემოგრაფიული კონტექსტი. /. შინჯიაშვილი, . სულაბერიძე/. ეკონომისტი. – 2012. – #4. – გვ. 5–14. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

მოსახლეობის დაბერების პრობლემები მრავალი ქვეყნის მთავრობათა ყურადღების ცენტრშია. აღნიშნულ საკითხს, ჯერ კიდევ 1982 წელს ვენაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის მსოფლიო ასამბლეაზე დაეთმო ყურადღება, ხოლო 2002 წელს კი, მადრიდის ასამბლეაზე გაგრძელდა მსჯელობა, სადაც მიღებულ იქნა მოსახლეობის დაბერების პრობლემათა ახალი საერთაშორისო სამოქმედო გეგმა, რომლის პრიორიტეტულ მიმართულებად მიჩნეული იქნა: ხანდაზმულ ადამიანთა სოციალური დაცვის სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა, ხანდაზმული ადამიანები და საზოგადოებრივი განვითარება, ხანდაზმულთა კეთილდღეობა და ღირსეული სიბერე, ხანდაზმული ადამიანის განვითარების ხელშემწყობი გარემო და სხვ. ამ თვალსაზრისით, აუცილებელია ჩვენთან არსებული სოლიდარული ტიპის საპენსიო სისტემასთან ერთად ავამოქმედოთ კერძო საპენსიო სისტემა. საპენსიო სისტემის შერეული ვარიანტი ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე არსებული. მისი მაგალითია ჩილე და სხვა ქვეყნები. მიზნიდან გამომდინარე, აქ არ შევუდგებით მისი ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზს. ჩვენი მიზანია განვიხილოთ საპენსიო რეფორმის ერთ-ერთ ვარიანტად დემოგრაფიული ასპექტი. რაც შეეხება თვით სისტემის რეფორმას, ამისათვის უნდა შეიქმნას დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი (იურისტები, ეკონომისტები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, გერენტოლოგები, დემოგრაფები და სხვ.), რომელიც შეიმუშავებს საპენსიო რეფორმის ახლებურ ვარიანტებს. ცხრ. 3

ავტ.

 

12.2.4. სოციალურ-ეკონომიკური თანასწორობა. /. ხიზანიშვილი/. ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 37–40. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

თანასწორობა სოციალური ფილოსოფიის ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა. თანასწორობის იდეა შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს როგორც თანაბარი ღირსების მქონე აბსტრაქტული იდეალის გავრცელების მცდელობა საზოგადოებრივი თანაცხოვრების სხვადასხვა სფეროში. სოციალური უთანასწორობა წარმოადგენს საზოგადოების ცხოვრების ფენომენს, რომელიც მუდმივად და უშუალოდ კვლავწარმოებადია ცხოვრების სოციალურ სფეროში. ხოლო ეკონომიკური უთანასწორობის ცნება განისაზღვრება როგორც ინდივიდებს შორის არსებული უთანასწორობა მატერიალური სიკეთის კვლავწარმოების პროცესში, გაცვლაში, განაწილებასა და მოხმარებაში მათი როლისა და მონაწილეობის მიხედვით. სოციალური უთანასწორობა მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკურ უთანასწორობასთან, რაც ხასიათდება საზოგადოების დეფიციტური რესურსებისფულის, ძალაუფლების, განათლებისა და პრესტიჟის არათანაბარი განაწილებით მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს შორის, რომელიც ნათლად გვიჩვენებს მკვეთრ დიფერენციაციას სოციალურ სტრატიფიკაციასთან მიმართებაში.

ავტ.

 

12.2.5. სოციალური სფეროს დარგების დაფინანსების პრობლემები საქართველოში. /. მუჩიაშვილი/ ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 65–69. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

გაანალიზებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფუნქციონალური სტრუქტურა. განხილულია 2003–2012 წლებში მთავრობის მიერ განხორციელებული სოციალური სფეროს (განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოებისა და სოციალური დაზღვევის) დაფინანსების პოლიტიკა. OECD, EU და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მონაცემების ანალიზის საფუძველზე მოცემულია რეკომენდაციები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ფინანსური სტრუქტურის ოპტიმიზაციისათვის. ლიტ. 9.

ავტ.

 

12.2.6. ევროკავშირის ქვეყნებში საერთაშორისო მიგრაციის დინამიკა, ტენდენციები და სოციალურ-დემოგრაფიული ასპექტები. /. პრისიანუკი, . პადკოვსკაია/. ეკონომისტი. – 2012. – #5. – გვ. 19–24. – რუს.; რეზ.: ინგლ.

განხილულია ევროკავშირის ქვეყნებში მიგრაციული პროცესების ტენდენციები და დინამიკა. განსაზღვრულია მათი სოციალურ-დემოგრაფიული მნიშვნელობა. ნახ. 4, ლიტ. 10.

ავტ.

 

12.2.7. სოციალური მარკეტინგის სტრატეგიები სოციალური ცვლილებებისათვის. /. ჯაში/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 128–131. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოცემულია სოციალური მარკეტინგის როლი სოციალური ცვლილებების განხორციელებისათვის საზოგადოებაში დამკვიდრებული უარყოფითი ქცევების ახალ, პოზიტიური ქცევის შეცვლისაკენ, რომელსაც სოციალური სარგებელი გააჩნია. სოციალური მარკეტინგის სტრატეგიების გამოყენება მნიშვნელოვანია მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილების, ჯანმრთელობის, გარემოს გაუმჯობესებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. სოციალური მარკეტინგის კონცეფცია ჯერ კიდევ არ არის პოპულარული ქართულ აკადემიურ და საზოგადოებრივ დონეებზე. მხოლოდ მცირე რაოდენობის კომერციული ორგანიზაციები ახორციელებენ სოციალურ პროექტებს, რის შედეგად იღებენ კორპორატიული პოზიტიური იმიჯის სარგებელსა და მომხმარებელთა ლოიალურობას. სოციალური მარკეტინგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ბიზნესისა და საზოგადოების ინტერესების კონფლიქტის გადასაწყვეტად. ლიტ. 10.

ავტ.

 

 

3. ეკონომიკა

 

12.3.1. აუდიტის განვითარების მოკლე ისტორიული მიმოხილვა, არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში. /. ადეიშვილი/. ბუღალტრული აღრიცხვა. – 2013. – #3. – გვ. 26–33. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოცემულია აუდიტორული კონტროლის განვითარების მოკლე ისტორია მსოფლიოს ქვეყნებში. განხილულია კონტროლის თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში და მისი განვითარების პრობლემები. ლიტ. 11.

ავტ.

 

12.3.2. ვალდებულებების შეფასებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. /. ნანუაშვილი, . სადაღაშვილი/. ბუღალტრული აღრიცხვა. – 2013. – #3. – გვ. 34–36. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ვალდებულებების განმარტების მნიშვნელობა აღრიცხვაში და მის შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები. გადმოცემულია შეფასების სხვადასხვა ხერხები და მეთოდები. გაკეთებული ანალიზის მეშვეობით ყურადღება გამახვილებულია კანონთა უარყოფით მხარეებზე და მოცემულია გარკვეული რეკომენდაციები, რათა ბუღალტრულ საქმიანობაში სრულყოფილ იქნას ვალდებულებების ცნებასთან და შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.3.3. სახელმწიფო საფინანსო კონტროლის სისტემა და ეფექტიანობის აუდიტი. /. სოლოღაშვილი, . უდესიანი/. ბუღალტრული აღრიცხვა. – 2013. – #5. – გვ. 45–48. – ქართ.; რეზ. ქართ, ინგლ.

განხილულია სახელმწიფო საფინანსო კონტროლის სისტემის დახვეწისა და სრულყოფის საკითხები. გამახვილებულია ყურადღება . ლიმაში მიღებული დეკლარაციის აუდიტის პროცედურათა დირექტივებზე. აღნიშნულია, რომ ეფექტური წინასწარი აუდიტი აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსადმი მინდობილი საჯარო ფონდების სწორად მართვისათვის. მიზანშეწონილად მიჩნეულია საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს პრევენციული კონტროლის განხორციელების აუცილებლობა, რათა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეძლოს პროცესების მიმდინარეობების შეფასება და საფრთხეების არსებობისას შეძლოს დახმარება სახელმწიფო უწყებისადმი მოსალოდნელი დარღვევების თავიდან ასაცილებლად. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.3.4. ბანკის საკრედიტო რისკის მოდელირება. /. ლემონჯავა/. ეკონომისტი. – 2012. – #6. – გვ. 12–21. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია ბანკის საკრედიტო რისკის მოდელირების საკითხები, გაანალიზებულია საკრედიტო რისკის სტრუქტურა და მისი კომპონენტების გაზომვის მეთოდები. საკრედიტო რისკი გაზომილია როგორც დანაკარგი, რომელიც არის რამდენიმე ცვლადის ფუნქცია. მოცემული ფუნქციის ძირითად ცვლადებად განხილულია რისკის მიმართ ღია პოზიციის რაოდენობა, კრედიტის დეფოლტის მოსალოდნელი ალბათობა და კრედიტის გაფუჭების შემდეგ ამოღების კოეფიციენტი. აღნიშნული ცვლადები განხილულია შემთხვევით სიდიდეებად, მოცემულია მათი შეფასების და ინტეგრირების მეთოდები. ასევე განხილულია ბანკის შიდა საკრედიტო რეიტინგების ფორმირების ამოცანები და მათი გამოყენების საკითხები საკრედიტო რისკის ერთიან მოდელში. ცხრ. 1, ნახ. 2.

ავტ.

 

12.3.5. მომხმარებლის დამოკიდებულების შესწავლა ელექტრონულ ბაზარზე და განვითარების მარკეტინგული სტრატეგიები. /. ქარქაშაძე, . კაკაურიძე/. ეკონომისტი. – 2012. – #6. – გვ. 37–43. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

სამომხმარებლო საქონლის ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია შესწავლილ იქნას მომხმარებლის დამოკიდებულება აღნიშნული ბაზრისადმი, კონკრეტულად კი სარეცხი მანქანებისადმი. ამას წინ უნდა უძღოდეს სარეცხი მანქანების სამომხმარებლო თვისებების ანალიზი. ცხრ. 4, ნახ. 4, ლიტ. 1.

ავტ.

 

12.3.6. ნაციონალურ, რეგიონულ დონეზე ინვესტიციების რეგულირებისა და სტიმულირების შეთანხმებული ზომების მექანიზმების შემუშავება. /. კლუბი/. ეკონომისტი. – 2012. – #6. – გვ. 74–79. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

განსაზღვრულია რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისაკენ მიმართული ინვესტიციური პროექტების რეალიზაციის ეფექტურობა. დასაბუთებულია მეურნეობის სუბიექტების მიერ გარკვეულ ტერიტორიაზე ეკონომიკურ საქმიანობისათვის სახელმწიფო სტიმულირების მექანიზმი. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.3.7. მრავალეროვნული მარკეტინგული სისტემების მნიშვნელობა მარკეტინგის მენეჯმენტში. /. ხოშტარია/. ეკონომისტი. – 2012. – #6. – გვ. 87–91. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია მრავალეროვნული მარკეტინგული სისტემები, გაანალიზებულია მათი როლი და მნიშვნელობა მარკეტინგის მენეჯმენტში. ნახ. 2, ლიტ. 7.

ავტ.

 

12.3.8. ფრენშაიზინგის განვითარება: პრობლემები, პერსპექტივები. /. ჯიბუტი/. ეკონომისტი. – 2012. – #6. – გვ. 92–94. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

გაანალიზებულია ფრენშაიზინგის არსი. შესწავლილია მსოფლიოს ათი წამყვანი კომპანიის საქმიანობა, რომლებმაც ფრენშაიზინგის სისტემა გამოიყენეს ბიზნესის გაფართოებისათვის. განსაზღვრულია ფრენშაიზინგის განვითარების მიმართულებები საქართველოს მსხვილი და მცირე საწარმოების მაგალითზე. ნაჩვენებია, რომ საქართველოში ფრენაიზინგის სისტემის განვითარება ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი დარგების გამოკვეთას და ქვეყნის ჩართვას გლობალურ ეკონომიკაში. ფრენშაიზინგის განვითარებას შედეგად მოჰყვება წარმოების აღორძინება, ინოვაციების შემოტანა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.3.9. სასურსათო ბაზრის განვითარების შეფასება რეგიონულ დონეზე. /. ორლენკო/. ეკონომისტი. – 2012. – #4. – გვ. 15–21. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

მოცემულია სასურსათო ბაზრის განვითარების შეფასება რეგიონულ დონეზე. გაანალიზებულია სახელმწიფო სასურსათო ბაზარზე მოთხოვნის ფორმირების განმსაზღვრელი ფაქტორები. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.3.10. განვითარების სტრატეგიული ზონა, როგორც რეგიონული სივრცის სეგმენტი. /. ველიჩენკო/. ეკონომისტი. – 2012. – #4. – გვ. 22–25. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

განსაზღვრულია რეგიონის ცნების თანამედროვე გაგება. გამოკვლეულია რეგიონული უთანასწორობის რიგი გავრცელებული მიზეზები. ლიტ. 7.

ავტ.

 

12.3.11. რეგიონის ინოვაციური განვითარების სახელმწიფო მართვის კონცეპტუალური პრინციპები. /ალ. ონიშენკო/. ეკონომისტი. – 2012. – #4. – გვ. 26–31. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

გამოკვლეულია ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების არსი და მექანიზმი. გაანალიზებულია რეგიონული ინოვაციური პოლიტიკის რეალიზაციის მექანიზმის ფორმირებისადმი თეორიული მიდგომები. განსაზღვრულია რეგიონულ დონეზე ინოვაციური საქმიანობის რეგულირების მექანიზმის შემადგენლები. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.3.12. საბაზრო და სახელმწიფო რეგულირების ურთიერთკავშირის არსი და შედეგები გარემო ბუნების დეგრადაციისა და მზარდი არასაკმარისი რესურსების პირობებში. /. დრაგანი/. ეკონომისტი. – 2012. – #4. – გვ. 32–36. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

განსაზღვრულია სახელმწიფოს რესურსულ-ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემები. დასაბუთებუ­ლია სახელმწიფო რეგულირებისა და ბაზრის ურთიერთქმედების არსი და შედეგები რესურსების დეფიციტისა და გარემო ბუნების დეგრადაციის ზრდის პირობებში. ლიტ. 9.

ავტ.

 

12.3.13. გლობალიზაციის გავლენა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე. /. მელაშვილი, . ქისტაური/. ეკონომისტი. – 2012. – #4. – გვ. 37–41. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

აღნიშნულია, რომ გლობალიზაცია ერთიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების პროცესია, რომელიც ხორციელდება განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალურ-კულტურულ ღირებულებათა ნებაყოფლობითი გავრცელებით განვითარებადი და ჩამორჩენილი ქვეყნების მრავალფეროვან სივრცეებში. გლობალიზაცია რეალურად გარდაუვალი პროცესია, რომლის შეჩერება ცალკე აღებულ არც ერთ და არც რამდენიმე ქვეყანას არ შეუძლია. აქ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი და ამ კონკურენტულ ბრძოლაში ცოდნის გაღრმავებით, მეცნიერების განვითარებით, ინტელექტის გაძლიერებით და .. გლობალიზაციის ნეგატიური ზემოქმედების განეიტრალება. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.3.14. გლობალიზაციის პერიოდში საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხები. /. უდესიანი/. ეკონომისტი. – 2012. – #4. – გვ. 86–89. – ქართ; რეზ.: ინგლ.

განხილულია მსოფლიოს გლობალიზაციის პირობებში ჩევნი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რისთვისაც გამოყენებულია შეფასების ისეთი ინდიკატორი, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი. სქემატურადაა წარმოდგენილი და გაანალიზებული უმუშევრობის, დასაქმებისა და ინფლაციის დონეეები საქართველოში. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.3.15. ბიზნეს გარემო საქართველოში. /. დემეტრაძე/. ეკონომისტი. – 2012. – #4. – გვ. 90–92. – ქართ; რეზ.: ინგლ.

განხილულია საქართველოს ბიზნეს-სექტორში მიმდინარე ცვლილებები. გაშუქებულია საქართველოში მიმდინარე რეფორმების როგორც დადებითი შედეგები, ასევე ის ნაკლოვანებები და ხარვეზები, რომელიც ქვეყნის ბიზნეს-გარემოს განვითარებაზე ახდენს გარკვეულ ზეგავლენას. დაკონკრეტებულია არსებული პრობლემების მოგვარების მიმართულებები. ლიტ. 7.

ავტ.

 

12.3.16. ქალების მიერ შრომის მიწოდების კოლექტიური მოდელი: საქართველოს მაგალითზე. /. ბერულავა/. ეკონომისტი. – 2012. – #3. – გვ. 7–17. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

სტატიის მიზანია ქალების მიერ შრომის მიწოდების გადაწყვეტილების მიღების დეტერმინანტების შესწავლა შრომის კოლექტიური მიწოდების მოდელის გამოყენებით. კერძოდ, ქალების ქცევა შინამეურნეობეში საქართველოს მაგალითზე არის შეფასებული დისკრეტული არჩევნის შრომის კოლექტიური მოდელის მეშვეობით. ეს კვლევა არის ჩატარებული თაობების და გენდერული კვლევის (GGS) მონაცემთა ბაზის საფუძველზე. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ კოლექტიური მოდელის დაშვებები ადეკვატურად აღწერენ ქალების მიერ შრომის მიწოდებას საქართველოში და განაწილების წესი წარმოადგენს ქალების მიერ შრომის მიწოდების მნიშვნელოვან დეტერმინანტს. ცხრ. 4, ლიტ. 26.

ავტ.

 

12.3.17. პროგრამული ბიუჯეტი და მისი მნიშვნელობა. /. კახიძე/. ეკონომისტი. – 2012. – #3. – გვ. 27–30. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

პროგრამული ბიუჯეტის დანერგვა საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მიმდინარე რეფორმის შემადგენელი ნაწილია. როგორც სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, პროგრამული ბიუჯეტი წარმოადგენს საკმაოდ პროგრესულ სისტემას, რაც მანამდე არსებულისგან განსხვავებით, გულისხმობს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების წარმოჩენას პროგრამულ ჭრილში, რომელთაგან თითოეული მათგანი ემსახურება ამა თუ იმ პრიორიტეტის განხორციელებას; აქვს განხორციელების სავარაუდო პერიოდი; ჰყავს განმახორციელებელი ორგანო; წინასწარ განსაზღვრულია სავარაუდო მოსალოდნელი შედეგები და ამ შედეგების შეფასების ინდიკატორები. აღნიშნული მიდგომა კი ხელს უწყობს ბიუჯეტის დანახარჯების ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაზრდას, რაც, თავის მხრივ, საჯარო ფინანსების რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და მიზანია, ვინაიდან მისი დანერგვის შემთხვევაში ნათელი ხდება საშუალოვადიან პერიოდში რა დაფინანსებაა საჭირო კონკრეტული პროგრამის განსახორციელებლად და რა შედეგს უნდა ველოდოთ მისგან. ლიტ. 2.

ავტ.

 

12.3.18. სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმა საქართველოში. /. კახიძე/. ეკონომისტი. – 2012. – #3. – გვ. 31–35. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

სახელმწიფო სექტორის ფინანსების და ბიუჯეტის მართვის გაძლიერება იყო და რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად. 2004 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ფინანსური სისტემის გასაუმჯობესებლად და მათი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში მოსაყვანად. ამ რეფორმებმა გაუმჯობესებულ ეკონომიკასთან ერთად მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სახელმწიფოს ფინანსურ სტაბილურობას. სახელმწიფო სახსრების ფინანსური მართვის ფუნდამენტური მიზანია ქვეყანაში არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენება. ამ მიზნის მისაღწევად ფისკალური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს სახელმწიფო სახსრების სტრატეგიულ განთავსებაზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო სახსრების სახელმწიფო პრიორიტეტებისკენ ეფექტურად მიმართვას და ამ პრიორიტეტების დასაფინანსებლად მრავალწლიანი მყარი ფინანსირების პაკეტის შექმნას. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი მნიშვნელოვანი იყო ფისკალური პოლიტიკის გადასვლა ერთწლიანი დაგეგმარებიდან მრავალწლიან დაგეგმარებაზე. აღნიშნულმა ცვლილებამ ხელი შეუწყო გრძელვადიან დაგეგმარებას და სახელმწიფო საშუალოვადიანი პრიორიტეტებისათვის დაფინანსების საიმედოობას. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.3.19. ქვეყნის ეკონომიკის დარგობრივი და ტექნოლოგიური სტრუქტურის განვითარების საკითხები გლობალიზაციის პირობებში. /. ბურდული/. ეკონომისტი. – 2012. – #3. – გვ. 36–46. – რუს.; რეზ.: ინგლ.

ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად პარამეტერს, რომელიც განაპირობებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლის ამა თუ იმ დონეს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია შევისწავლოთ მისი მდგომარეობა და დინამიკა, გამოვავლინოთ ამ სტრუქტურის რაციონალიზაციის მიმართულება, სრულვყოთ მისი ტრანსფორმაციის მაკოორდინირებელი ეკონომიკური მექანიზმები. ლიტ. 28.

ავტ.

 

12.3.20. ნაციონალური ეკონომიკის ტექნოლოგიური შემადგენელი, როგორც მისი კონკურენტუნა­რიანობის საფუძველი. /. გრუშინსკაია/. ეკონომისტი. – 2012. – #3. – გვ. 47–51. – რუს.; რეზ.: ინგლ.

თანამედროვეობის განვითარება განპირობებულია გლობალიზაციის პროცესებით, ინტერნაციონალი­ზაციით, პოსტინდუსტრიული განვითარებით, ინტეგრაციული პროცესებით. გლობალიზაციის პროცესმა გავლენა იქონია სახელმწიფოების სოციალურ-ეკონომიკური ორიენტაციის ცვლილებაზე, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ამ ქვეყნების სამეურნეო მექანიზმების ფუნქციონირებაში. განვიხილავთ რა გლობალიზაციის პირობებში მიმდინარე პროცესებს, აუცილებელია გავითვალისწინოთ თავად მისი ცვლილება, მისი ტრანსფორმაცია, რომლის კატალიზატორებად შეიძლება ჩავთვალოთ პირველ რიგში საზოგადოებაში ტექნოლოგიური ცვლილებები, რომლებსაც მოჰყვება ცხოვრების ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული სფეროს ცვლილებები. ლიტ. 17.

ავტ.

 

12.3.21. სოციალური ფაქტორის გავლენა საბაზრო ურთიერთობების ეკონომიკურ ეფექტიანობაზე. /. ბაჩიაშვილი/. ეკონომისტი. – 2012. – #3. – გვ. 66–69. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

სოციალური ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საბაზრო ურთიერთობების ეკონომიკურ ეფექტიანობაზე. ცხადია, რომ ძნელია საზოგადოებრივ მოვლენათა მთელი მრავალსახეობის დინამიკის დაფიქსირება, მაგრამ აუცილებელია, რომ მოხდეს სოციალური პრობლემების დეტალური შესწავლა და მათი გარკვეული იერარქიის შექმნა სიმწვავის და მნიშვნელობის მიხედვით, ვინაიდან ნებისმიერი მოვლენა, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ სტრუქტურას, გარდაუვალად აისახება ინდივიდთა ინტერესებსა და მოთხოვნილებებში. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.3.22. ევროკავშირი და მისი საგარეო ეკონომიკური პრობლემები. /. აფციაური/. ეკონომისტი. – 2012. – #3. – გვ. 70–81. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ევროპის კავშირი, თანამედროვე ეტაპზე რეგიონულ ინტეგრაციულ დაჯგუფებათა შორის ყველაზე მეტად განვითარებული ევროპული ინტეგრაციაა. მისი მამოძრავებელი ძალაა უპირველეს ყოვლისა სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაცია, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკური განვითარების დაჩქარებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და საერთაშორისო თანამეგობრობაში კავშირის პოზიციის გაძლიერებას. ევროკავშირის დღევანდელი ეკონომიკური პრობლემების მოგვარების საქმეში არ არის სრულფასოვნად გამოყენებული მისი საგარეო ეკონომიკური კავშირების შესაძლებლობები. ჩვენი აზრით, საერთო სტრატეგიის საგარეო ეკონომიკური კომპონენტი არ გადაიქცა აქტიურ შესაძლებლობად ალიანსის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. ყურადღება გადატანილია ძირითადად ქვეყნებში შიდა მაკროეკონომიკური, საბიუჯეტო და სხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაზე, რაც თავის მხრივ ჯერჯერობით სასურველ შედეგს არ იძლევა (ამის მაგალითები წარმოდგენილი არის ნაშრომში).

ავტ.

 

12.3.23. საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ. /. პაპავა, . თაფლაძე/. ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 8–14. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა კარგი. დღეისათვის ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ამ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები დაძაბულია, ხოლო დიპლომატიური კისაერთოდ გაწყვეტილი, ეკონომიკური ურთიერთობები არასოდეს შეჩერებულა. რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან შეთანხმებით დასრულებული მოლაპარაკებები იძლევა იმის იმედს, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობები ქართულ-რუსული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არასოდეს დათმობს ტერიტორიალურ მთლიანობასა და სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს. ლიტ. 28.

ავტ.

 

12.3.24. ინდივიდუალური ეკონომიკური ქცევა და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები. /. არნანიაკეპულაძე/. ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 22–26. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

აღნიშნულია რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ბევრად არის განპირობებული ეკონომიკის მიკროდონეზე ფუნქციონირების თავისებურებებით და იმ გადაწყვეტილებებით, რომლებსაც იღებენ ეკონომიკური აგენტები მიკროეკონომიკურ დონეზე. ასეთი შეხედულება განსაკუთრებით აქტუალური .. „ლუკასის კრიტიკის“ (1976 .) შემდეგ გახდა. რობერტ ლუკასის (Robert Lucas) თანახმად, მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისას მნიშვნელოვანია ისეთისიღრმისეული პარამეტრებისგათვალისწინება, როგორიცაა ინდივიდუალური ქცევა და სწორედ ამ უკანასკნელის გათვალისწინებით უნდა იქნას განსაზღვრული ეკონომიკური პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგები. ასეთი მიდგომიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკური ქცევის ბუნების განსაზღვრა. ლიტ. 15.

ავტ.

 

12.3.25. კატასტროფების თეორია, როგორც სისტემების მდგრადობის კვლევის სინერგეტიკული ინსტრუმენტი. /. სესაძე, . კაპანაძე, . ლაჭყებიანი/. ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 27–32. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია კატასტროფების თეორიის ელემენტები, როგორც სისტემების მდგრადობის კვლევის სინერგეტიკული ინსტრუმენტი. სტატიის მიზანს წარმოადგენს ელემენტალური კატასტროფების თეორიის ძირითადი დებულებების გადმოცემა და მისი გამოყენება სოციალური, ეკონომიკური სისტემების მდგრადობის კვლევაში. ნაჩვენებია, რომ როდესაც სისტემა ხასიათდება მდგომარეობის მხოლოდ ერთი ცვლადით და მმართველი პარამეტრების რიცხვი ორზე მეტი არ არის, მაშინ ასეთი სისტემა შეიძლება აისახოს ოთხი სტანდარტული კანონიკური ფორმით, რომლებსაც ელემენტალური კატასტროფები ეწოდება. ნახ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

12.3.26 სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა და მისი წინააღმდეგობები. /. კურატაშვილი/. ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 33–36. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის წინააღმდეგობები, რომელთა გადაჭრა ამ საბაზრო ეკონომიკური სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ლიტ. 2

ავტ.

 

12.3.27 ურთიერთობებზე ორიენტაცია: კონცეფცია და კვლევის წინადადებები. /. ბერულავა/. ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 41–47. – ინგლ..; რეზ.: ქართ.

მიმდინარე კვლევის მიზანია შეისწავლოს ის ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ფირმებს შორის გრძელვადიანი და წარმატებული ურთიერთობების არსებობას. ამისათვის ნაშრომში ურთიერთობებზე ორიენტაციის კონცეფცია არის შემოთავაზებული. ეს კონცეფცია ასახავს ფირმის წარმატებული ურთიერთობაბის შექმნისა და შენარჩუნების უნარს. განსაზვრულია ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ურთიერთობებზე, ორიენტაციაზე და ამ ორიენტაციის შედეგები ფირმისათვის. ლიტ. 31.

ავტ.

 

12.3.28 დიდი ბრიტანეთი განმეორებითი რეცესიის წინაშე. /. ხურცია/. ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 70–73. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

მსოფლიო გლობალურ კრიზისს, რომელიც 2008 წელს არამყარი საბანკო რისკების საფუძველზე განვითარდა, მოჰყვა აფტერშოკების სერია, რომელიც ეკონომიკურ წრეებში ცნობილია განმეორებითი რეცესიის სახელით. მისი უარყოფითი შედეგები გამოიხატება წარმოების შემცირებაში, უმუშევრობის ზრდაში და დანაზოგების შემცირებაში, რაც თავის მხრივ იწვევს საბანკო რისკების ზრდას. ეკონომიკის სტიმულირების მიზნით ქვეყნების მთავრობები ატარებენ პრევენციულ ღონისძიებებს, რათა შეინარჩუნონ სტაბილურობა ფინანსურ ბაზრებზე. ნახ. 2.

ავტ.

 

12.3.29 რესურსების აქტივიზაციისა და სახელმწიფოს ინოვაციური საქმიანობის საშუალებები. /. ვილგინი/. ეკონომისტი. – 2012. – #5. – გვ. 31–36. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

განსაზღვრულია ქვეყნისა და მისი რეგიონების თანამედროვე ინოვაციური პოლიტიკის მიზნები. ფორმირებულია ინოვაციური განვითარების მოდელი, რომელიც მოიცავს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დაჩქარების მექანიზმებსა და ბერკეტებს. განსაზღვრულია ინოვაციური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.3.30. უნქციონალური დონის კონკურენტული სტრატეგიები მცირე ბიზნესისათვის. /. სოსელია, . როსტიაშვილი/. ეკონომისტი. – 2012. – #5. – გვ. 69–72. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

მცირე ორგანიზაციებისათვის ფუნქციონალური სტრატეგიების დედაარსი მდგომარეობს გეგმურ-მმართველობითი გადაწყვეტილებების შემუშავებაში ხელსაყრელი მიზნობრივი ბაზრის დასაბუთების, მყიდველების მაქსიმალური ოდენობის მოზიდვისა და სასურველი შემოსავლების მისაღებად წარმატებული პოზიციონირებისათვის. კონკურენტული სტრატეგიები იძლევა შესაძლებლობას დროულად გამოვლინდეს დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა და ხარისხიანად დაკმაყოფილდეს იგი, რაციონალურად იქნას გამოყენებული რესურსული პოტენციალი და სწორად იქნას წარმართული მცირე ორგანიზაციის რესურსული პოტენციალი, ჩამოყალიბდეს ღირსეული იმიჯი და მოპოვებულ იქნას მომხმარებელთა აღიარება.

ავტ.

 

12.3.31. იზნეს ეთიკა და მისი მნიშვნელობა. /. ხიზანიშვილი/. ეკონომისტი. – 2012. – #5. – გვ. 73–76. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ბიზნესის ეთიკას გააჩნია არსებითი მნიშვნელობა ნებისმიერი საწარმოს გრძელვადიანი წარმატებული ფუნქციონირებისათვის. გლობალიზაციის ეპოქაში ბიზნესის ეთიკა მნიშვნელოვნად ზემოქმედებს აქციონერებზე, თანამშრომლებზე, კლიენტებზე, მიმწოდებლებზე, კონკურენტებზე, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. მსგავს მოცემულობაში ორგანიზაციებს მართებთ ყურადღების გამახვილება ეთიკურ საკითხებზე, რომლებსაც ისინი აწყდებიან ისეთ ფუნქციონალურ სფეროებში, როგორებიცაამარკეტინგი, ფინანსები, ჰუმანური რესურსები, წარმოება, ICT და ..

ავტ.

 

12.3.32. სამრეწველო წარმოების რესტრუქტურიზაციის პოლიტიკის ფორმირებისა და რეალიზაციის კონცეფცია. /. ანპილოჰოვა/. ეკონომისტი. – 2012. – #5. – გვ. 77–82. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

მოცემულია სამრეწველო წარმოების რესტრუქტურიზაციის პოლიტიკის ფორმირებისა და რეალიზაციის კონცეფცია, ბაზრისა და სამეურნეო ურთიერთობების მომსახურე სუბიექტების სამეურნეო ქცევის რეგლამენტირება. ლიტ. 9.

ავტ.

 

12.3.33. სამრეწველო პოლიტიკის ფორმირება რესურსების შეზღუდულობის პირობებში. /. მატიინკო/. ეკონომისტი. – 2012. – #5. – გვ. 83–87. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

განსაზღვრულია ინფორმაციულ-მეთოდოლოგიური ასპექტები მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებაში და სამრეწველო პოლიტიკის ფორმირების მოდელები რესურსების შეზღუდულობის პირობებში. გაანალიზებულია სამრეწველო პოლიტიკის მეთოდები (ობიექტებზე ზემოქმედების შინაარსისა და ხასიათის მიხედვით). ლიტ. 7.

ავტ.

 

12.3.34. საქართველოს მთიანი რაიონების სოციალურეკონომიკური განვითარების პერსპექტივები. /. მაისურაძე/. ეკონომისტი. – 2012. – #5. – გვ. 88–91. – ქართ; რეზ.: ინგლ.

საქართველოს ეკონომიკურ-გეოგრაფიული დარაიონება უშუალოდ უკავშირდება სოციალურ-ეკონომიკური პროცესების დინამიკურობას და განისაზღვრება ქვეყნის მეურნეობრივი ცვლილებებით, პოლიტიკური მოვლენებითა და საგარეო ეკონომიკური კავშირებით. ამ მხრივ საყურადღებოა გასული საუკუნის მიწურულის საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები, რომელიც განიცადა ქვეყნის მეურნეობის დარგობრივმა სტრუქტურამ, ეკონომიკის განვითარების დონემ, წარმოების ტერიტორიულმა ორგანიზაციამ. ამის გამო შესუსტდა მაპროფილებელი დარგების მნიშვნელობა და გადახალისდა მეურნეობის პრიორიტეტული დარგები, მოიშალა ეკონომიკური კავშირები, დაქვეითდა რაიონების საწარმოო პოტენციალი და დაირღვა რეგიონული დარგთაშორისი თანაფარდობა. ამჟამად ქვეყნის რეგიონული დიფერენციაციის საკითხი კვლავ ღიად დარჩა. დღის წესრიგში დგას ქვეყნის დარაიონების ახალი პრინციპების გამოძებნა. ლიტ. 7.

ავტ.

 

12.3.35. ლიდერული ეფექტიანობა თანამედროვე მენეჯმენტში. /. დიხამინჯია/. გადასახადები. – 2012. – #7. – გვ. 43–51. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევები ლიდერობის ფსიქოლოგიის დარგში გვიჩვენებს, რომ. რომ ყველაზე საუკეთესო მმართველი ისაა, ვინც ლიდერიცაა. შეიძლება ვამტკიცოთ, რომ პასუხისმგებლური და მაღალკომპეტენტური ლიდერი საქმიანი სამყაროს ყველაზე მწვავე და რთული პრობლემაა. ეფექტიანი ხელმძღვანელობა წარმოადგენს მენეჯერის მუშაობის საფუძველს. იგი მოითხოვს ისეთ უნარჩვევებს, როგორიცაა პერსონალის მოტივაცია და მისი კვალიფიკაციის ამაღლება, გუნდის შექმნა და პერსონალის შთაგონება შეასრულონ დასახული მიზნები, მათი აზრებისა და ქცევების მართვა, ორგანიზაციის საკვანძო ცვლილებების მართვა და .. ლიდერის წარმატებებზე მსჯელობენ არა იმის მიხედვით, თუ რას აკეთებენ ისინი, არამედ, როგორ აკეთებინებენ ამას სხვა ადამიანებს. ყოველივე ეს ეფექტიანი ლიდერის მუშაობის სტილია. ლიდერობა ძალზე მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად ყველა დონეზე დიდსა თუ პატარა ორგანიზაციაში. მენეჯმენტის ოთხი ძირითადი ფუნქციიდან ერთ-ერთი არის წინამძღოლობა, ასე რომ, ლიდერობა ეფექტური მენეჯმენტის მთავარი ინგრედიენტია. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.3.36. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში. /. თაკალანძე/. გადასახადები. – 2012. – #9. – გვ. 28–40. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სტატია ეძღვნება საქართველოში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის თეორიისა და პრაქტიკის შესწავლას, ქართული კომპანიების გამოცდილებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორმების რეალიზაციაში. გაშუქებულია ქვეყანაში ბიზნესის განვითარების ტენდენციები, სახელმწიფოს როლი ბიზნესის ხელსაყრელი გარემოს ფორმირებაში, ბიზნესის პასუხისმგებლობა როგორც შიდა, ისე გარე სტეიკჰოლდერების წინაშე (ურთიერთობა ხელქვეითებთან, შრომის ანაზღაურება, ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, გარემოს დაცვაში მონაწილეობა, ქველმოქმედება და მეცენატობა, ორგანიზაციის იმიჯზე ზრუნვა და ..), საზოგადოების ინფორმირება კომპანიის სოციალურ პროგრამებზე, აგრეთვე დასაბუთებულია სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია ქართული კომპანიების წარმატებული განვითარებისათვის. ლიტ. 9.

ავტ.

 

12.3.37. კორპორაციის საგადასახადო დაგეგმვის სრულყოფის ზოგიერთი ასპექტი. /. ლიპარტია/. გადასახადები. – 2012. – #10. – გვ. 26–39. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია კორპორაციის ფინანსური მენეჯმენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციისსაგადასახადო დაგეგმვის სრულყოფის ზოგიერთი ასპექტი და შემოთავაზებულია კორპორაციის საინვესტიციო მიმზიდველობის ასამაღლებლად საზღვარგარეთის ქვეყნების (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და გერმანია) საგადასახადო სისტემის ორგანიზების გამოცდილება. დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანაში ამ სისტემის რეფორმის ძირითად მიმართულებად საშემოსავლო და კორპორაციული მოგების გადასახადის სისტემის ლიბერალიზაცია გვევლინება. კერძოდ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში უკანასკნელ პერიოდში აღინიშნებოდა მოგების გადასახადის შემცირების ტენდენცია. თანამედროვე ეტაპზე საგადასახადო დაგეგმვის საკითხებში არ არსებობს მწყობრი, ერთიანი მეცნიერულად დასაბუთებული თეორიული მიდგომა. მართვის დონის მიხედვით განასხვავებენ სახელმწიფო, კორპორაციულ და ინდივიდუალურ საგადასახადო დაგეგმვის სახეებს. საგადასახადო დაგეგმვის პროცესის ალგორითმი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც სრული და ერთმნიშვნელოვანი თანმიმდევრული ქმედობანი, რომელთა მკაცრად შესრულება აუცილებლად მიგვიყვანს საგადასახადო დაბეგვრის თანხის შემცირებამდე. თუმცა, მათმა სრულმა იგნორირებამაც შეიძლება გამოიწვიოს კორპორაციის (ფირმის) საქმიანობის საგადასახადო ბაზისდაბეგვრის თანხის მნიშვნელოვნად გაზრდა. შესაბამისად, კორპორაციული საგადასახადო დაგეგმვის პრაქტიკიდან გამომდინარე, დაგეგმვის ძირითადი პრინციპებისა და პროცესის მახასიათებლების, საგადასახდო ოპტიმიზაციის ხერხებისა დასაგადასახდო წნეხისგანსაზღვრის ძირითად მიდგომების სრულყოფით, შესაძლებელი იქნება საგადასახდო დაგეგმვის შემდგომი სრულყოფა, რომელიც მიმართული იქნება კორპორაციების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ცხრ. 2, ლიტ. 11.

ავტ.

 

12.3.38. საპროცენტო სარგებელის კონტროლის საგადასახადო ასპექტები. /. ქორჩილავა/. გადასახადები. – 2012. – #11–12. – გვ. 52–59. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია საპროცენტო სარგებლის კონტროლის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის გადაწყვეტის შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდება საგადასახადო დასაბეგრი ბაზა. გადასახადების კვლევა გვიჩვენებს, რომ საგადასახადო ადმინისტრირების ფორმები პრიორიტეტულ როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპებზე. ნიშანდობლივია, რომ სწორ საგადასახადო პოლიტიკას მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის ქვეყნის სტაბილურ განვითარებაში. ვინაიდან საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფა დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა გახლავთ, მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერ-ეკონომისტებმა მონაწილეობა მიიღონ ამ საკითხის ფორმირების პროცესში. შემუშავებული უნდა იქნას ადმინისტრირების ისეთი მეთოდები, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, როგორც სახელმწიფოს ისე გადასახადის გადამხდელის ინტერესი. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.3.39. ქოუზის თეორემა და მისი აპლიკაცია თანამედროვე ქართულ მარკეტინგში (ნაწილი II). /. რუსიაშვილი, . ქეცბაია/. გადასახადები. – 2012. – #3, . – გვ. 36–47. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

2001 წლის მარტში მაიკლ პორტერმა Harvard Business Review-ში გამოაქვეყნა ეპოქალური მნიშვნელობის სტატია იმ გამოწვევებზე, რომელთაც დღევანდელ პირობებში ინტერნეტი სთავაზობს სტრატეგიულ გადაწყვეტილებების მიმღებებს. პორტერმა კრიტიკულად მიმოიხილა ასევე ის მოდელები, რომლებიც ცდილობენ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების და კონკურენციული უპირატესობის მიღწევის ახსნას. 10 წლის შემდეგაც ეს სტატია არ კარგავს აქტუალობას საქართველოს სინამდვილეში იმის გასაგებად, თუ რა უპირატესობებს სთავაზობს ინტერნეტი სტრატეგიის მიმღებებს და კერძოდ რა როლი ენიჭება ინტერნეტს მცირე და საშუალო ბიზნესში, რაც ასევე არის ქართული (და ზოგადად გარდამავლი ქვეყნების) ბიზნესის ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმა. ეს ზემოქმედებაა შესწავლილი ქოაზის 1960 წელს გამოქვეყნებულისოციალური დანახარჯის პრობლემისსტატიის განხილვის ჭრილში, რომელიც ეძღვნება თავისუფალი ბაზრის ფუნქციონირების თეორიულ პოსტულატებს, ნულოვან ტრანსაქციულ დანახარჯებსა და მკაფიოდ განსაზღვრულ საკუთრებითი ურთიერთობების როლს. და ბოლოს სტატია (რომელიც ორ ნაწილადაა მოცემული) ახდენს ელექტრონული ბიზნესის მნიშვნელობის ანალიზს თანამედროვე ბიზნესში, რაც პირველად არის განხილული საქართველოს სინამდვილეში. ცხრ. 2, ლიტ. 18.

ავტ.

 

12.3.40. საგადასახადო საბიუჯეტო სისტემის აუდიტი და ადმინისტრირების საკითხები. /. ბასილაია/. გადასახადები. – 2012. – #4, . – გვ. 33–42. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ქვეყნის საგადასახადო საბიუჯეტო სისტემა წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრული ხერხებისა და საშუალებების ერთობლიობას, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საგადასახადო კანონმდებლობის დაცვა და შესრულება, გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და მათი ბიუჯეტსა და სახელმწიფო ფონდებში დროულად გადახდა. საგადასახადო საბიუჯეტო სისტემის აუდიტორული კონტროლის ამოცანებია: საკონტროლო ობიექტების საქმიანობაზე ზედამხედველობა; მიღებული ინფორმაციების ანალიზი და პროგნოზირებადაგეგმვა; კანონმდებლობის დარღვევის თავიდან აცილება; დარღვევების დარიცხვა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა; მართლსაწინააღმდეგო საქმიანობის აღკვეთა; დამნაშავეთა გამოაშკარავება და მათი პასუხისგებაში მიცემა. აუდიტორული საქმიანობა უნდა განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით: საწარმოს ტიპის, სტრუქტურისა და მართვის თავისებურებების განსაზღვრა; სააღრიცხვო სისტემის განსაზღვრა და მათი შეფასება; შიდა კონტროლის სტრუქტურების განსაზღვრა, შეფასება და შემოწმება. სააღრიცხვო ჩანაწერების შემოწმება, ბალანსის ფულადი თანხების არსებობის და სიდიდის შემოწმება, ფინანსური ანგარიშგების შედარება სააღრიცხვო ჩანაწერებთან და მისი შესაბამისობის შემოწმება საკანონმდებლო მოთხოვნებთან და სააღრიცხვო პოლიტიკის ნორმებთან.

ავტ.

 

12.3.41. საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პრობლემები და მათი გადაჭრის საკითხისათვის. /. ნაყოფია/. გადასახადები. – 2013. – #3, . – გვ. 36–45. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისათვის აუცილებელია კარგი საინვესტიციო კლიმატის ფორმირება. ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს ქმნიან საინვესტიციო აქტივობა და საინვესტიციო მიმზიდველობა. ამასთან, საინვესტიციო მიმზიდველობა წარმოადგენს განზოგადებულ მახასიათებელს, საინვესტიციო აქტივობა კი მისგან გამომდინარე შედეგობრივი მახასიათებელია, რომელიც განსაზღვრავს საინვესტიციო საქმიანობის რეალურ განვითარებას. საინვესტიციო მიმზიდველობა თავის მხრივ დამოკიდებულია ორ სისტემურ მახასიათებელზე; ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და საინვესტიციო რისკებზე. 2011 წელსMoodys Investors Service- მიერ საქართველოსთვის მინიჭებული რეიტინგის რისკ-ფაქტორად საქართველო-რუსეთის ურთიერთობებია დასახელებული. სწორედ ეს დაძაბული ურთიერთობები ხელს უშლიან საქართველოს სხვა რამოდენიმე ფაქტორთან ერთად დამატებით ინვესტიციების მოზიდვაში. რაც შეეხება ინვესტორებს, რომლებიც მიუხედავად არსებული სიტუაციისა მაინც ახორციელებენ სახსრების ინვესტირებას ჩვენს ქვეყანაში. ისინი ამ დაბანდებებიდან რისკის მაღალი ხარისხის გამო ითხოვენ რისკისთვის მაღალ პრემიას განვითარებულ ქვეყნებში განხორციელებულ ინვესტიციებთან შედარებით. სწორედ განვითარების გზაზე დამდგარმა ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიიღოს ინვესტიციები ისეთი მეზობელი ქვეყნებიდან, როგორებიცაა თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი. ამავე დროს უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები მსოფლიოში აღიარებულ და ცნობილ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და სხვა დონორ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც უკვე აქვს კავშირი ქვეყანას. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

12.3.42. სურსათის საბითუმო ბაზარი მოსახლეობის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის საკვანძო ინსტრუმენტი. /. ხუბუნაია/. გადასახადები. – 2013. – #4–5. – გვ. 69–74. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სურსათის საბითუმო ბაზარი იძლევა საშუალებას, რეალურად გადაილახოს ის წინააღმდეგობები, რომელიც არსებობს ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, როგორიცაა ფასების დისპარიტეტი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ნედეულის, სურსათის მწარმოებლებსა და გადამამუშავებელი მატერიალური რესურსების მწარმოებელ დარგებს შორის. შესაბამისად, იმისათვის, რომ შეიქმნას ქვეყანაში მსგავსი კვების პროდუქტების მოსახლეობაზე მიწოდების ცივილიზებული ფორმასურსათის საბითუმო ბაზარი, საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის შემუშავება, რომელშიც უნდა იყოს განსაზღვრული ძირითადი მიმართულებები, დრო, სივრცე და დაფინანსების წყაროები.

ავტ.

 

12.3.43. გლობალიზაციის თანამედროვე ტენდენციები. /. პავლიაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 26–32. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გლობალიზაცია განიხილება როგორც, მსოფლიო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ინტეგრაციისა და უნიფიკაციის პროცესი, რომელიც ხასიათდება გარკვეულ ფაქტორთა ერთობლიობით, რომელთაგან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისკენ სწრაფვა, ისეთებში, როგორიც არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, ევროკავშირი და სხვ. საზოგადოებაში გლობალიზაციას აღიქვამენ როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური დატვირთვით. არ შეიძლება გლობალიზაციის ერთმნიშვნელოვანი შეფასებამხოლოდ დადებითად ან მხოლოდ უარყოფითად. იგი ორივეს მოიცავს. გლობალიზაციის პროცესი შესაძლებლობას იძლევა ყველა მონაწილის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წარმოების ზრდას, ხელფასების მატებასა და ცხოვრების სტანდარტების ამაღლებას. ის ნეგატიური მხარეები, რაც ახლავს მას, არ არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ გვერდზე განვდგეთ ამ პროცესისაგან. ესაა ობექტური გარდაუვალობა და მას უნდა შეეგუოს საერთაშორისო ცხოვრების ყველა სუბიექტი. ლიტ. 13.

ავტ.

 

12.3.44. გლობალიზაცია და საქართველოს კონკურენტუნარიანობის პოტენციალი. /. პავლიაშვილი, . კიწმარიშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 32–36. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საქართველოს კონკურენტუნარიანობა ძირითადად ეფუძნება შედარებითი ეროვნული უპირატესობებისა და საფასო კონკურენციის მექანიზმის გამოყენებას. კონკურენტული პოტენციალის ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ მიუხედავად დღევანდელი არასახარბიელო მდგომარეობისა, ქვეყანას გააჩნია მთელი რიგი კონკურენტული უპირატესობები. პირველ რიგში საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა, რითაც ქვეყანას შეუძლია შეასრულოს სატრანსპორტო დერეფნის მძლავრი ფუნქცია. მეორე, მნიშვნელოვანია შედარებით იაფი კვალიფიციური სამუშაო ძალა, რაც მნიშვნელოვანია ადამიანისეული კაპიტალის განვითარებისა და მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივისათვის. ლიტ. 8.

ავტ.

 

12.3.45. საქართველო და რეგიონული ეკონომიკური გლობალიზაცია. /. ტყეშელაშვილი, . ბოჭოიძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 43–45. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ეკონომიკური გლობალიზაცია გარდაუვალი პროცესია და საქართველომაც, მისი განვითარებადი ეკონომიკის მიუხედავად, მხარი უნდა აუწყოს აღნიშნულ პროცესს, მითუმეტეს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა ამისათვის ხელსაყრელია, მის ტერიტორიაზე გადის აზია-ევროპის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა. საქართველომ ტრანსპორტზე სამუშაოების ტექნიკური გაუმჯობესებითა და ორგანიზაციული ღონისძიებების გატარებით აუცილებლად უნდა შეძლოს სატრანსპორტო გადაზიდვების კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ტვირთების მოსაზიდად საჭიროა ტრანსპორტის დარგის სახელმწიფო მხარდაჭერა. ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მუშაობის მუდმივი კოორდინაცია, ტარიფების მოწესრიგება. ასევე შავი ზღვის პორტებში ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა გაიაფება ისე, რომ მან კონკურენცია გაუწიოს რუსეთისა და თურქეთის პორტებს.

ავტ.

 

12.3.46. კორუფციის ანატომია და მისი ზეგავლენა საერთაშორისო ბიზნესზე. /. შენგელია/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 46–51. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

აღიარებულია, რომ კორუფცია მხოლოდ უარყოფით ზეგავლენას ახდენს ნებისმიერ სიტუაციაში ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე. ამასთან, ცნობილი მეცნიერების გამოკვლევებით დასტურდება, რომ ეს კანონზომიერება ყველა შემთხვევაში როდი მუშაობს. იმ ქვეყნებში, სადაც დომინირებს მართვის არაეფექტიანი სისტემა, კორუფცია შეიძლება კანონის უზენაესობის ჩამნაცვლებლად, ეკონომიკის სტიმულატორად მოგვევლინოს და ამის შედეგად მოკლევადიან პერიოდში პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. ლიტ. 12.

ავტ.

 

12.3.47. ეკონომიკის გლობალიზაცია სინერგეტიკული პარადიგმის კონტექსტში. /. გრაჟევსკაია/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 58–61. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ნეოკლასიკური ეკონომიკური მეცნიერების მეთოდოლოგიისა და საშუალებების შეზღუდულობა გლობალიზაციის კვლევის საკითხში. პრობლემისადმი ახალ მიდგომებს ავტორი უკავშირებს ბუნებისმეტყველების დარგში გაკეთებულ რევოლუციურ აღმოჩენას რთული სისტემების განვითარების არა წრფივი და ვარიაციული ხასიათის შესახებ. ეკონომიკური სინერგეტიკის თეორიულმეთოდოლოგიური ანალიზი იძლევა იმის საშუალებას, რომ გლობალიზაციის პროცესი შესწავლილ იქნეს კოორდინატთა სულ ახალი სისტემის შესაბამისად, იმ რეალური მახასიათებლების გათვალისწინებით, რომლებიც თან ახლავს ამ პროცესს: არაწრფივობა, ალტერნატიულობა, არამდგრადობა, გაუწონასწორობა, გადაუდებლობა. ლიტ. 11.

ავტ.

 

12.3.48. სიღარიბის შემცირების მაკროეკონომიკური მექანიზმი საქართველოში. /. აბესაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 67–70. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სიღარიბის პრობლემის გადაჭრა სახელმწიფოს მიერ შესაბამისი აქტიური პოლიტიკის გატარების გარეშე შეუძლებელია. ამისათვის კი აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს სიღარიბის შემცირების მაკროეკონომიკური მექანიზმი. იგი უნდა მოიცავდეს: რეგულირების სამართლებრივ ბაზას, რეგულირების ინსტრუმენტებს, ინდიკატორთა სისტემას, რეგულირების ღონისძიებათა სისტემას, შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს. განსაზღვრულია სიღარიბის შემცირების მაკროეკონომიკური მექანიზმის შემადგენელი ყველა ამ ელემენტის დანიშნულება და შემოთავაზებულია სიღარიბის დაძლევის მიმართულებები და გზები საქართველოში.

ავტ.

 

12.3.49. დაგეგმვის ინოვაციური განვითარება ეროვნულ ეკონომიკაში. /. კაპორცევა/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 75–79. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ინოვაციური განვითარების მეთოდოლოგიური დაგეგმვა მაკრო, მესო და მიკრო დონეზე. შეფასებულია კვლევის, განვითარების, კვლევისა და ტექნოლოგიური პროექტების და ინოვაციური პროექტების შედეგების ეფექტურობა ეროვნულ ეკონომიკაში. აღწერილია გამოწვევები და რეკომენდაციები მათ გასაუმჯობესებლად. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.3.50. საინვესტიციო ღონისძიებების არსი და შემადგენელი კომპონენტები. /. კუხტა/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 80–83. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გახსნილია საინვესტიციო ღონისძიებების მექანიზმის არსი და შემადგენელი კომპონენტები. განზოგადებულია ამ მექნიზმის ფორმირების პრინციპები, რომელთა თანმიმდევრული განხორციელება იძლევა ოპტიმალური სიჩქარით ინვესტირების საშუალებას. ლიტ. 15.

ავტ.

 

12.3.51. გენდერული ეკონომიკაქალი ბიზნესში. /. თეთრუაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 89–93. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ეკონომიკური აზროვნების სხვადასხვა მიმართულებებს შორის გენდერული ასპექტების კვლევა ბიზნესში და მთლიანად ეკონომიკაში სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. აღნიშნული საკითხების შესწავლა ძირითადად მე-20 საუკუნის 60–70-იანი წლებიდან შეინიშნება. ეკონომიკურ მეცნიერებაში გენდერული პრობლემების კვლევის მეთოდოლოგია იმდენად მრავალფეროვანი და განსხვავებულია, რომ ხშირად ანალიზი ურთიერთგამომრიცხავ დასკვნებამდე მიდის. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ამ კვლევათა როლი ახალი სამეცნიერო მიმართულებისგენდერული ეკონომიკის განვითარებისათვის. ქალის ბიზნესი – 80-იანი წლების შემდგომ გახდა ერთ-ერთი მნიშველოვანი ეკონომიკური ძალა დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში. წვრილ საწარმოთა დიდი ნაწილი იქმნებოდა სწორედ ქალების მიერ. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.3.52. მსოფლიო ფულის ფუნქციების რეალიზაციის თავისებურებები გლობალურ ფულად მეურნეობაში. /. ცაავა/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 94–98. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მსოფლიო ფულის ფუნქციებში საგადასახადო საშუალებების მიმოქცევის კანონზომიერებების თეორიულ გააზრებასთან დაკავშირებული საკითხები საერთაშოროსო სავალუტო ურთიერთობების თეორიის მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება და თანამედროვე პირობებში ისინი დამატებით შესწავლას და კვლევას საჭიროებენ. ლიტ. 2.

ავტ.

 

12.3.53. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება საქართველოში. /. თაკალანძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 99–102. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია სახელმწიფოს როლი ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს განვითარებაში, ბიზნესის პასუხისმგებლობა როგორც შიდა, ისე გარე სტეიკჰოლდერების წინაშე, საზოგადოების ინფორმირებულობა კომპანიის სოციალურ პროგრამებზე, აგრეთვე დასაბუთებულია სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციის აქტუალობა ქართული კომპანიების წარმატებულ განვითარებაში. სტატიაში გამოყოფილია ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ზღუდავენ ქვეყანაში ბსპ- განვითარებას და ხაზგასმულია სახელმწიფოს მიერ ბსპ- განვითარების სტიმულირების აუცილებლობაგადასახადების შემცირებით, სოციალური პროექტების შეღავათიანი დაკრედიტებით და .., რაც იქნება კომპანიის სოციალურად ორიენტირებული ქმედების მოტივაციის ყველაზე ქმედითი ხერხი. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.3.54. მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის არსი, მნიშვნელობა და მისი გამოვლენის თავისებურებები. /. კილაძე, . ზუბიაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 103–105. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესის არსი, მისი მნიშვნელობა და მისგან მიღებული დადებითი და უარყოფითი შედეგები. მოკლედ არის მოცემული ეკონომიკურ ლიტერატურაში უცხოელი და ქართველი მეცნიერ-ეკონომისტების მიერ გაკეთებული განმარტებები გლობალიზაციის არსის შესახებ და დაზუსტებულია მათ შორის უფრო ყოვლისმომცველი და სრულყოფილი განმარტება. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია გლობალიზაციის პროცესის ორად ხასითზე, მის ობიექტურ და სუბიექტურ მხარეებზე. კონკრეტულადაა ჩამოთვლილი მისგან მიღებული დადებითი შედეგების შესაძლებლობები და ნეგატიური შედეგების მიზეზები. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.3.55. მოსავლის დაზღვევის საკვანძო საკითხები. /. ცერცვაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 119–122. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოსავლის დაზღვევა არის აგროდაზღვევის დარგი, რომელიც უზრუნველყოფს მზარდი კულტურების ცალკეული ან მრავალი რისკებისაგან დაზღვევას. სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მოსავლის დაზღვევას დიდი მნიშვნელობა აქვს. მოსავლის დაზღვევის მთავარი ფუნქციაა შემოსავლის სტაბილიზაცია, რაც აძლევს დაზღვეულ ფერმერს შესაძლებლობას, აინაზღაუროს დაზღვეული რისკით განპირობებული ფინანსური ზარალი. არსებობს მოსავლის დაზღვევის სხვადასხვა ფორმები, რომლებიც სტატიაშია განხილული. მზღვეველი, რომელსაც სურს განავითაროს მოსავლის დაზღვევის ბიზნესი, საჭიროებს პროფესიულ, ტექნიკურ და ექსპერტულ დახმარებას აგრონომის, აგროკულტურის სპეციალისტისა და აქტუარის მხრიდან. სტატიაში ასევე განხილულია აგროგეგმის რაობა, ინდექსური დაზღვევა, მოსავლის დაზღვევის დროს დაზღვეულისა და მზღვეველის ვალდებულებები, სადაზღვევო დაფარვა და გამონაკლისები. ლიტ. 2.

ავტ.

 

12.3.56. ეკონომიკის მოდერნიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბების მიმართულებები და პერსპექტივები საქართველოში. /. ვეკუა, . ჯანგულაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 123–127. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გაანალიზებულია საქართველოს ეკონომიკაში არსებული რთული მდგომარეობა, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელებულია ეკონომიკის მოდერნიზაციის არათანმიმდევრული პოლიტიკა, რის გამოც მნიშვნელოვანი რესურსები გადასროლილია ეკონომიკური თვალსაზრისით ნაკლებად ეფექტიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ავტორის აზრით მოდერნიზაციის წარმატებით განხორციელება უკავშირდება ეკონომიკის დივერსიფიკაციას, ბიზნესის კრეატულობას, ინოვაციურ მენეჯმენტს, საჯარო ფინანსების გამოყენების ეფექტიანობას, მოდერნიზაციის პირობებში საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლისა და ფუნქციის ახლებურად გააზრებაში, როგორც მეურნეობის თვისობრივ გარდაქმნის პროცესს. ავტორს მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯები შედეგიანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ჩამოყალიბდება ეკონომიკის მოდერნიზაციის სახელმწიფო პროგრამა. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.3.57. შრომითი რესურსებით ბიზნესის უზრუნველყოფის გზები და ძირითადი პრობლემები საქართველოს ეკონომიკაში. /. ზუბიაშვილი, . ზუბიაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 136–139. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან ერთად ქვეყნის შრომითმა პოტენციალმა იწყო განუწყვეტლად შემცირება. სტატიაში გაშუქებულია საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების ძირითადი პრობლემები, რომლებიც ძირითადად უკავშირდება როგორც დემოგრაფიულ, ასევე ქვეყანაში მიმდინარე გაჭიანურებულ ეკონომიკურ კრიზისს. დაზუსტებულია ქვეყნის ეკონომიკის შრომითი რესურსებით უზრუნველყოფის ძირითადი წყაროები და განვითარების საშუალოვადიან პერიოდში უზრუნველყოფის პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებები. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.3.58. საქონლის რეალიზაციაზე მოქმედი ფაქტორები. /. შანიძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 140–143. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია საქონლის რეალიზაციაზე გავლენის მქონე მრავალი ფაქტორი: საქონლის სწორად განლაგება სავაჭრო დარბაზში, მისი სათანადო შეფუთვა, მოწესრიგებული და გულისხმიერი გამყიდველი, მყიდველის დარწმუნება იმაში, რომ მის მიერ ნაყიდი საქონელი მას უსათუოდ გამოადგება და .. კარგი გაყიდვების აგენტი უნდა ფლობდეს ტექნიკურ უნარ-ჩვევებს. გამორჩეული, საუკეთესო გაყიდვების აგენტი უნდა იყოს პარტნიორი იმ კომპანიის მარკეტინგული სამსახურისა, რომელშიც ის მუშაობს. გაყიდვის სტრატეგია უნდა იყოს მყიდველზე და მათ ზეგავლენაზე ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, რაც უფრო კარგად ვერკვევით მყიდველებში, მით უფრო იოლად შევიმუშავებთ გაყიდვის სტრატეგიას. გაყიდვის წარმატებული სტრატეგიაეს სულაც არ ნიშნავს გრანდიოზული გეგმების ან რაიმე ეშმაკური ხერხების შემუშავებას, ეს არის კლიენტის ხასიათის გაგება, ეს რისკ-ფაქტორების ცოდნაა, რომლის გამოც ყოყმანობს მყიდველი გადაწყვეტილების მიღებაზე და რომელთა გადაწყვეტა შესაძლოა მხოლოდ კარგი ნდობის მოპოვებითა და გულახდილობით. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველთვის არსებობს საშუალება კომპანიის მიმდინარე გაყიდვების ეფექტიანობის ამაღლებისა, რომლისთვისაც არ არის საჭირო ინვესტიციების დიდი რაოდენობით ზრდა. ამიტომ უმჯობესია, პირველ რიგში, ჩვენ ხელთ არსებული რესურსების რაციონალური და ეფექტიანი გამოყენებით მოვახდინოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც ხელს უშლის პროდუქციის რეალიზაციას. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.3.59. იაფი კრედიტები მცირე ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი. /. ხანთაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 144–147. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნებისმიერი სახის ბიზნესისათვის საბანკო სექტორთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მომსახურების, ისე დაკრედიტების კუთხით. მცირე ბიზნესისათვის საბანკო კრედიტები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მისი განვითარება შეუძლებელია კაპიტალის გარეშე. მცირე ბიზნესის სოციალურეკონომიკური სიკეთე დიდწილადაა დამოკიდებული ბანკების სტაბილურ საქმიანობაზე. საქართველოში დასაქმების პრობლემის მოგვარება და უმუშევრობის შემცირება პირდაპირაა დაკავშირებული იაფი საბანკო კრედიტების გაცემით მცირე ბიზნესის საქმიანობის გაფართოებასა და ხელშეწყობასთან. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.3.60. ბიზნესი გლობალიზაციის პირობებში. /. კიწმარიშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 148–151. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ფართო მოხმარების საქონლის მწარმოებელი მრავალი კომპანია გლობალურ ბიზნესს წარმართავს ტრანსნაციონალური კორპორაციების მსგავსად, რადგან მათთვის აუცილებელია თავისი პროდუქციის ადაპტაცია ადგილობრივი ბაზრების მოთხოვნილებებთან. დღეს ბევრი მსხვილი და ფართოდ ცნობილი კომპანია ცდილობს მართვის სტრუქტურის გლობალიზაციას და ამ მიზნით აუქმებს ხელოვნურ გეოგრაფიულ ბარიერებს. ორგანიზების ასეთმა გლობალურმა ტიპმა მიიღო საზღვრების გარეშესახელწოდება. ამ ტიპის ორგანიზების მიზანია გეოცენტრულ მიდგომაზე დამყარებული ბიზნესის მაქსიმალური გლობალიზაცია. განხილულია ერთ ქვეყანაში გარკვეული დროის მანძილზე მომუშავე კომპანიის გლობალურად გარდაქმნის პროცესი, რომელიც სამ ეტაპად მიმდინარეობს: პასიური ეტაპი, პირველი აქტიური მოქმედებები, მუდმივი საერთაშორისო საქმიანობა. ყოველი მომდევნო სტადია მოითხოვს სულ უფრო მეტ გლობალურ ინვესტიციებსა და შესაბამისად დაკავშირებულია გაზრდილ რისკთან. ლიტ. 8.

ავტ.

 

12.3.61. მაკროეკონომიკური თეორიები და მათი პრაგმატული მნიშვნელობა. /. გელაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 152–155. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ის მაკროეკონომიკური თეორიები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ თანამედროვე მაკროეკონომიკაზე: ნეოკლასიკური, კენზიანური, მონეტარისტული, ინსტიტუციონალური, ახალი მაკროეკონომიკური სკოლები. საქართველოს გარდამავალი პერიოდის ეკონომიკურ პოლიტიკაში ვერ იქნა გამოყენებული თავისი კლასიკური ფორმით ვერცერთი ეკონომიკური თეორია; ისიც უდაოა, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისას აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქვეყნის საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ღირებულებები. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.3.62. კლასიკური საბალანსო თეორიების მთავარი ასპექტები. /. გვარამია, . კიპაროიძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 156–158. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

წარმოდგენილია თანამედროვე ეტაპზე ბუღალტრული აღრიცხვის მნიშვნელოვანი როლი ზოგადად მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკის სრულყოფის საკითხებში. კერძოდ, ფინანსურ მენეჯმენტში ეკონომიკური ინფორმაციების მოპოვების, დამუშავების, ანალიზის მეთოდოლოგიური და მეთოდური ასპექტების თვალსაზრისით. განხილულია კლასიკური საბალანსო თეორიები (სტატიკური, დინამიკური და ორგანული) ბალანსის შედგენის მიზნიდან გამომდინარე, რაც სრულ წარმოდგენას გვაძლევს მის სამართლებრივ მხარეზე. მოცემულია კლასიკური საბალანსო თეორიების ფუძემდებელ მეცნიერთა შეხედულებები, ანალიზი და დასკვნის სახით წარმოდგენილია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, აღნიშნული თეორიების განვითარების ტენდენციები. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.3.63. მენეჯმენტის ფსიქოლოგია და საქმიანი ურთიერთობის ტექნოლოგიის მნიშვნელობა. /. ღვედაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 159–165. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მენეჯერს მუდმივი კონტაქტი აქვს უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, დაქირავებულ თანამშრომლებთან, კოლეგებთან, კლიენტებთან, პარტნიორებთან და სხვებთან. იმაზე თუ რამდენად პროფესიულ დონეზე აკეთებს იგი ამას, დამოკიდებულია მისი მუშაობის ეფექტიანობა, საქმის წარმოება და . . ყველა დარგის სპეციალისტი თავის საქმიანობაში საერთო ადამიანისეულ და საერთო საკაცობრიო ღირებულებების და მოთხოვნების ცოდნას უნდა ემყარებოდეს, რომ შეძლონ ადამიანისეული რესურსების სურვილის გამოცნობა და დაკმაყოფილება. ყოველივე ეს ხორციელდება როგორც ზნეობრივ-ფსიქოლოგიური ხასიათის, ისე საქმიანი კონტაქტის დროს. ცხადია, ფსიქოლოგის ცოდნა გვეხმარება ქცევის მოტივაციის და პიროვნებათა ქცევაზე გავლენის უზრუნველყოფაში, რაც საჭიროა შრომის ისე ორგანიზებისთვის, რომ მან ადამიანისეული რესურსებში არ გამოიწვიოს სტრესები. ეს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებები არის განხილული მოცემული ნაშრომში. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.3.64. ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების ზოგადი პრინციპები. /. ბლიაძე, . ბლიაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 166–169. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ფინანსური ანგარიშგება მოიცავს ინფორმაციას, რომელიც საშუალებას იძლევა დახასიათდეს საწარმოს ფინანსური მდგომარეობა, ფინანსური შედეგი და მათ ცვლილებებზე მოქმედი ფაქტორები. ფინანსური ანგარიშგება არის საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და მის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების სტრუქტურულად ჩამოყალიბებული ფინანსური სურათი, რომელიც გვიჩვენებს ასევე საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ მათზე მინდობილი რესურსების მართვის შედეგებს. ფინანსური ანგარიშგების მიზანია საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობის შედეგებისა და ფინანსური მდგომარეობის ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელთა ფართო წრეს. ამ მიზნისათვის მომზადებული ფინანსური აღრიცხვა პასუხობს მომხმარებელთა უმრავლესობის საერთო მოთხოვნებს. ლიტ. 3.

ავტ.

 

 

 

12.3.65. სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკის ზოგიერთი საკითხი. /. დევაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 170–173. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საქართველოსათვის ეკონომიკური რეფორმების გატარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ხდება სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპები და ეკონომიკის ეფექტიანობის ამაღლება. დღეისათვის უცხოური ინვესტიციებისადმი მიდგომა და მათი როლი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გააზრებული კონცეპტუალურ, სახელმწიფო და პოლიტიკურ დონეებზე. არასაკმარისადაა შემუშავებული როგორც სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები ამ სფეროში, ასევე სახელმწიფო რეგულირების მოქმედი მექანიზმები. საქართველოში ინვესტიციების ოპტიმალური მოზიდვისათვის აუცილებელია ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი თანმიმდევრული განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს საინვესტიციო კლიმატისა და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გაუმჯობესებას. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.3.66. საერთაშორისო სტრატეგიული ალიანსი და მისი ორგანიზების მექანიზმი. /. გურაბანიძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 174–177. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საერთაშორისო სტრატეგიული ალიანსი (სსა) ითვალისწინებს ორი ან მეტი ორგანიზაციის მიერ რესურსებისა და მართვის სტრუქტურების ერთობლივ გამოყენებას, რომლებიც მდებარეობენ ორ ან მეტ ქვეყანაში. ალიანსის სტრატეგიული მნიშვნელობა მასში მონაწილეებისათვის მიიღწევა საერთაშორისო ორგანიზაციული შეთანხმებებით. საერთაშორისო სტრატეგიული ალიანსების შექმნასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მომზადების პროცესი ოთხი ეტაპებისაგან შედგება: პირველ ეტაპზე ხორციელდება სსა-ის შექმნის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის ანალიზი; მეორე ეტაპზე მიმდინარეობს სსა-ის შექმნასთან დაკავშირებული წინადადებების განზოგადება; მესამე ეტაპზე წარიმართება ინიციატორი კომპანიის მიერ შემუშავებული წარმოდგენების შეთანხმება პოტენციურ პარტნიორებთან; მეოთხე ეტაპზე ხდება წინა ეტაპებზე მიღებული შედეგების გამოყენება რეკომენდაციების მომზადების დროს, საერთაშორისო სტრატეგიული ალიანსის ორგანიზებისა და მართვის სრულყოფასთან დაკავშირებით. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.3.67. სავალუტო რისკების მართვის ზოგიერთი ასპექტი საქართველოში (რჩევები კომერციული ბანკის მომხმარებლებს). /. შონია/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 190–195. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნებისმიერი საბანკო პროდუქტით სარგებლობისას არსებობს გარკვეული რისკები, რომელთა გაანალიზება და შეფასება აუცილებლად დაეხმარება ბანკის მომხმარებელს გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში, განსაკუთრებით დეპოზიტით და/ან სესხით სარგებლობის დროს. აღნიშნულ რისკთა კატეგორიას მიეკუთვნება სავალუტო რისკი. ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში სავალუტო რისკების მართვის ინსტრუმენტებს მხოლოდ რამდენიმე კომერციული ბანკი სთავაზობს კლიენტებსსსთიბისი ბანკი“, სსბანკი რესპუბლიკა“, სსვითიბი ბანკი ჯორჯიადა სსსაქართველოს ბანკი“, შესაბამისად, რეალური მომხმარებლების რაოდენობაც ძალიან მცირეა. კვლევისას, აღნიშნულთან მიმართებით გამოიკვეთა ორი ძირითადი მიზეზიინფორმაციული ვაკუუმი სავალუტო რისკების არსისა და მართვის (ჰეჯირების) შესახებ და ჰეჯირების ღირებულება. ლიტ. 9.

ავტ.

 

12.3.68. ბუღალტრის პროფესიული სერტიფიცირებისა და კვალიფიკაციის აღიარების საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს პრაქტიკა. /. ჭუმბურიძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 204–209. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომი ეხება ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირების საერთაშორისო გამოცდილების, სხვა ქვეყნების მიერ პროფესიონალ ბუღალტერთა კვალიფიკაციის ურთიერთაღიარების საკითხებს და აღნიშნულ სფეროში საქართველოში არსებული პრაქტიკის მიმოხილვასა და შეფასებას. ხაზგასმულია, რომ პროფესიონალი ბუღალტრისა და აუდიტორისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ერთიდაიგივეა და საერთაშორისო პრაქტიკით ისინი არ განიხილებიან სხვადასხვა პროფესიებად. საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოში არსებული პრაქტიკის შეფასებიდან გამომდინარე, გამოთქმულია მოსაზრებები საქართველოში ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის გაუმჯობესების შესახებ. ლიტ. 8.

ავტ.

 

12.3.69. დეფლაციაბიზნესის განვითარების მუხრუჭი. /. ელიავა/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 210–212. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

დეფლაცია (უარყოფითი ინფლაცია) როდესაც გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, ნეგატიურ გავლენას ახდენს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. მოკლევადიან პერიოდში კი იგი მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყნის ბიზნეს-აქტივობას. საქართველოში 2011 წლის მეორე ნახევარში დეფლაციური პროცესების დაწყების შედეგად საგრძნობლად იკლო მოხმარებამ, შემცირდა სამომხმარებლო ფასების ინდექსი. 2012 წელს ჩამოყალიბებულმა უარყოფითმა ინფლაციამ მოსალოდნელია განაპირობოს ბიზნეს-აქტივობაზე ისეთი ნეგატიური გავლენა, როგორიცაა ფასების დონის ვარდნის შედეგად სამეწარმეო აქტივობის შენელება, შემოსავლების შემცირება, ფინანსური ანგარიშგებების გაუარესება, კრედიტისადმი წვდომის გართულება.

ავტ.

 

12.3.70. გლობალიზაციის წარმოშობა, განვითარება და აქტუალური პრობლემები. /. მოისწრაფიშვილი, . ქამხაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 213–216. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გადმოცემულია გლობალიზაციის წარმოშობის ისტორიული პირობები, მისი განვითარება, შინაარსი, მისი გავლენა ეკონომიკაზე, სოციალურ საკითხებზე, პოლიტიკაზე, განათლებაზე. მსოფლიო ბაზარზე, ინფორმაციულმა სისტემებმა უზომოდ გააძლიერეს ფინანსური კაპიტალის სწრაფი გადაადგილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მყარი ეკონომიკური სისტემის დანერგვა. ახსნილია ეკონომიკის რაობა და განხილულია რა კავშირი აქვს მას გლობალიზაციასთან. წარმოდგენილია გლობალიზაციაზე თანამედროვე მეცნიერების შეფასებები. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.3.71. ინვესტორთა ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებებიღიაობის, როგორც ევროპაში ინვესტორთა დაცვის საშუალების, არსი და ზღვარი. /. ჯიბუტი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 217–225. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომი განიხილავს ღიაობის არსსა და საზღვრებს ინვესტორთა ეფექტიანი დაცვის მიზნის მიღწევაში და ასევე ეხებაევროპელი მცირე ინვესტორისცნების განსაზღვრის პრობლემებს. ნაშრომი შეეხება ქცევითი ეკონომიკის აღმოჩენებს ინვესტორთა შეზღუდული კოგნიტიური უნარების შესახებ, რომლებსაც უძნელდებათ მიწოდებული ინფორმაციის გადამუშავება. მიჩნეულია, რომ ღიაობა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ეფექტური საშუალება მცირე ინვესტორთა დაცვისათვის, თუ იგი არ განხორციელდება ისეთ დამატებით საშუალებებთან ერთად, როგორიც არის ფინანსური განათლება. ამასთან, უახლოესი რეფორმები, რომლებიც აპელირებსსაშუალო მცირე ინვესტორისძალიან გაუგებარ ცნებაზე და კონცენტრირებული რჩება ღიაობის დოკუმენტის მოცულობის შემცირებასა და გამარტივებაზე, ვერ იქნება წარმატებული მანამ, სანამ ინვესტორთა განათლებისა და მცირე ინვესტორთა ფრაგმენტირებული ევროპული ბაზრის საკითხი არ იქნება გადაწყვეტილი. გამოთქმულია სკეპტიციზმი ევროპელი მარეგულირებლების სტანდარტიზირებული ნორმების შექმნისაკენ სწრაფვისადმი მაშინ, როდესაც სახეზე გვაქვს ევროპის ქვეყნებში აშკარა განსხვავებები მცირე ინვესტორთა ბაზრებს, ინვესტირების ხასიათს, ინვესტორთა ქცევას, ტრადიციებს და .. შორის. ევროპული ღიაობის ნორმების სტანდარტიზებამდე მიზანშეწონილია ჯერ ბაზრის ფრაგმენტირების პრობლემის გადაჭრა და ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში ინვესტორთა კომპეტენციის დონის გათანაბრება. ლიტ. 34.

ავტ.

 

12.3.72. გლობალიზაციის ეპოქის ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისების ზოგადი ანალიზი. /. აჩუაშვილი, . გოდერძიშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 234–237. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია რუსი მეცნიერის კონდრატიევის დიდი ტალღებისთეორია, რომელიც ძალიან უახლოვდება . შუმპეტერის ინოვაციების ევოლუციურ თეორიას გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისების მიზეზთა ანალიზის თვალსაზრისით. შესაძლებელი ხდება დასკვნის გაკეთება: როგორც ანტიკრიზისული, ისე კრიზისების მართვა ამ პროგრამების ორგანულ შემადგენელ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს, რაც მომავალში საშუალებას მოგვცემს წინასწარ გავთვალოთ კრიზისის მოახლოება, მისი სიღრმე, დავსვათ სწორი დიაგნოზი და შესაბამისად, შევძლოთ კრიზისული ფაზის სწრაფად და მინიმალური დანაკარგებით გავლა. ლიტ. 6.

ავტ.

 

 

12.3.73. გლობალიზაციის აქტუალური პრობლემები საქართველოში. /. ფრანგიშვილი, . სალუქვაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 245–246. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მსოფლიო გლობალიზაცია სულ ახალ-ახალ სახელმწიფოს ითრევს თავის მორევში. ამ პროცესში თავისთავად ებმება საქართველოც. სანამ სპეციალისტები ამ ახალ, ჯერ ბოლომდე შეუსწავლელ ფენომენს იკვლევენ, მის დეფინიციას იძიებენ და ნაირ-ნაირ კონცეფციებს ამუშავებენ, ის განუხრელად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში და დიდ გავლენას ახდენს თითოეული ჩვენგანის აზროვნებასა და ქცევაზე. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.3.74. საქართველოს აგრარულ სექტორში არსებული მარკეტინგული პრობლემები და მათი აღმოფხვრის გზები. /. მამულაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 283–286. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია საქართველოს აგრარულ სექტორში არსებული თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების ტენდენციები. აღნიშნულია, რომ საქართველოს, თავისი ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, შეუძლია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება იმ რაოდენობით, რომელიც შიდა ბაზრის მოთხოვნილება თითქმის მთლიანად დააკმაყოფილოს და ექსპორტზეც გაიტანოს. სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია აგრარული სექტორის განვითარებაში, თუმცა ამასთან ერთად საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სწორი მარკეტინგული სტრატეგიების ჩამოყალიბებას, რათა განისაზღვროს კომპანიის განვითარების პერსპექტივები და მოხდეს მარკეტინგული და ინოვაციური პოტენციალის შეფასება. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.3.75. ინოვაციური პრობლემები ფერმერულ მეურნეობებში. /. შალამბერიძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 287–289. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საქართველო განსახორციელებული და უკვე განხორციელებული რეფორმების საფუძველზე ქმნის ახალ სისტემას, რომელიც, ნებით თუ უნებლიედ, გლობალიზაციის პროცესის ზეგავლენას განიცდის და განვითარების აღნიშნულ ეტაპს თან ახლავს. გარდამავალი ფაზისათვის დამახასიათებელია ინოვაციური პრობლემები, რომლებიც საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან სწრაფ რეაგირებას და შესაბამისი რეფორმების გატარებას, რომლებიც სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდას ისახავს მიზნად. პირველ რიგში, ეს აუცილებლად უნდა შეეხოს ფერმერულ მეურნეობებს, რათა სოფელმა დაიბრუნოს თავისი ფუნქცია, რომელიც ბოლო წლებში დაკარგა. კერძოდ: მოხდეს სასოფლო-სამეურენო ინფრასტრუქტურის განვითარება, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმება, შიდა და საექსპორტო პროდუქციის წარმოების ზრდა და გააქტიურდეს ინოვაციური საქმიანობა, რათა დროულად მოხდეს ყველა პრობლემის მოგვარება. ლიტ. 2.

ავტ.

 

12.3.76. გლობალიზაცია მსოფლიო ეკონომიკის განვითარების მთავარი მიმართულება. /. ჯანგულაშვილი, . ჯავახიშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #2(8). – გვ. 18–25. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესში ორი ძირითადი მოდელი გამოიკვეთა: ნეოლიბერალური, რომელიც ეფუძნება ეკონომიკის განვითარების საბაზრო მექანიზმებს და მეორე მოდელი, რომელიც გულისხმობს ეკონომიკის განვითარებასა და მართვას მიზნობრივი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამებით. გლობალიზაციაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომლებიც ფლობენ უზარმაზარ საწარმოო-სამეცნიერო და საბაზრო პოტენციალს, ქმნიან მსოფლიო მშპ- და აკონტროლებენ საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების მნიშვნელოვან ნაწილს. სამომავლოდ, ტრანსნაციონალიზაციის გაღრმავებასთან ერთად, სულ უფრო გაიზრდება მათი როლი მსოფლიო ეკონომიკის განვითარებასა და გლობალიზაციაში. ლიტ. 7.

ავტ.

 

12.3.77. რისკების ანალიზისა და სტრეს-ტესტების აუცილებლობა საბანკო სექტორში. /. ხანთაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #2(8). – გვ. 32–37. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ფინანსური სისტემისთვის ნეგატიურ შოკებად განიხილება ლარის გაუფასურება, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპის შემცირება, მოზიდულ სახსრებზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდა და ფინანსური სისტემისადმი ნდობის შემცირება, რაც დეპოზიტების გადინებით გამოიხატება. სხვადასხვა შოკის ანალიზი გვიჩვენებს, რომ სისტემისათვის მთავარ რისკს ვალუტის კურსის გაუფასურება წარმოადგენს, რაც მაღალი დოლარიზაციით არის განპირობებული. სტრეს-ტესტი მიზნად ისახავს რისკების შეფასების შევსებას ანომალიურ საბაზრო პირობებში, ბანკის პოტენციური ეკონომიკური ზარალის შეფასების მეშვეობით, რათა დადგინდეს ბანკის მგრძნობელობა რისკ-ფაქტორების ცვლილებებისადმი და მოხდეს იმ ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ბანკის პორტფელზე. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.3.78. აგროდაზღვევის მნიშვნელობა და მისი ძირითადი ფუნქციები. /. ცერცვაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #2(8). – გვ. 38–42. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის აგროდაზღვევას დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი მოიცავს მოსავლის, პირუტყვის, ტყეების, აკვაკულტურისა და სათბურების დაზღვევას. აგროდაზღვევის მიზანია ფერმერების დაცვა და მათი შემოსავლის სტაბილიზაცია. სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანია წარმოების, ბუნებრივი რესურსების, ფინანსური და მარკეტინგის რისკები. წარმოების რისკებთან დაკავშირებული საფრთხეებია: არახელსაყრელი კლიმატური პირობები, პარაზიტები, ან დაავადებები და ხანძარი. ბუნებრივი რესურსების რისკი მოიცავს: ნიადაგის არახელსაყრელ პირობებს, წყლის ხარისხის გაუარესებას და ნაკლებობას. შესაძლებელია დაზღვეულ იქნეს ერთწლიანი მინდვრის მოსავალი, მრავალწლიანი მოსავალი, სათბურის მოსავალი და ტყეები. ეს კულტურები შესაძლებელია დაზღვეულ იქნეს სახელადი და მრავალი საფრთხისაგან. აგროდაზღვევის პროდუქტებია წარმოების ხარჯებისა და მოსავლიანობის დაზღვევა. სტატიაში საუბარია აგრეთვე იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს აგროდაზღვევა, როგორია მისი ძირითადი ფუნქციები, დაზღვეულისა და მზღვეველის ვალდებულებები. ლიტ. 2.

ავტ.

 

12.3.79. ეკონომიკური ანალიზის მეთოდი და ხერხები. /. ბლიაძე, . ბლიაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #2(8). – გვ. 42–47. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ეკონომიკური ანალიზის კვლევის მეთოდი გულისხმობს სამეურნეო პროცესების, მათი წარმოქმნისა და განვითარების შესწავლისადმი დიალექტიკურ მიდგომას. ანალიზის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს როგორც ბიზნეს-გეგმის, ასევე ყველა სახის გეგმის თუ პროგრამის ყოველმხრივი შეფასება. ეკონომიკური ანალიზის მეთოდი ასევე გულისხმობს ყველა იმ წესისა და ხერხის გამოყენებას, რომლებიც იძლევა მეურნეობრივი (წარმოებითი) საქმიანობის შესწავლისა და შეფასების საშუალებას. ეკონომიკური ანალიზი ყველა ეკონომიკურ მოვლენას განიხილავს განვითარების პროცესში ურთიერთკავშირსა და ურთიერთგანპირობებულობაში. იგი მოვლენის შინაგან წინააღმდეგობათა პროცესში ავლენს ახალს, განვითარებადს, რაც კი პროგრესულია. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.3.80. ცოდნის მართვა. /. დიდიშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #2(8). – გვ. 47–48. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ორგანიზაციის მენეჯმენტის ახალი სამეცნიერო მიმართულებაცოდნის მართვა. გაანალიზებულია ფაქტორები, რომლებმაც მის აღმოჩენას შეუწყეს ხელი. ასევე ყურადღება გამახვილებულია ცოდნის მართვის უდიდეს როლზე, რაც მას ენიჭება კონკურენტული უპირატესობის მოპოვების საქმეში. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.3.81. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და საქართველო. /. ვარდიაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #2(8). – გვ. 54–59. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მსოფლიოში დღეს კვლავ ფინანსური კრიზისი მძვინვარებს. კრიზისის წანამძღვრები იყო აშშ-ში უძრავი ქონების ფასების სწრაფი ზრდა და დიდი რაოდენობით ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით გაცემული იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი და მაღალრისკიანი კრედიტები. ამერიკაში დაწყებულმა იპოთეკურმა კრიზისმა პირველი დარტყმა მიაყენა ბანკებს და უძრავი ქონების ბაზარს, შემდგომში კი უსაფრთხოების მექანიზმით ყველა დარგს მოედო და მთელს მსოფლიოში განვითარდა. ამ პროცესების შედეგად ამერიკის ეკონომიკა რეცესიაში შევიდა. ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა წამყვანი ბანკები. უნდა აღინიშნოს, რომ რეცესიის ყველაზე შემაფერხებელი ფაქტორი თავად ადამიანებია. საზოგადოებაში ჩნდება პესიმიზმი, ეს ცვლის მათ ეკონომიკურ ქცევას, ადამიანები ხდებიან უფრო ფრთხილები, ამცირებენ რისკებსა და ინვესტიციებს. საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, განსაკუთრებით იმოქმედა სამშენებლო და საბანკო სექტორებზე. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.3.82. კვერცხის ბაზრის ფორმირება და განვითარება. /. ყამარაული/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #2(8). – გვ. 72–75. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ერთ სულ მოსახლეზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და მათ შორის, კვერცხის წარმოების არასახარბიელო მდგომარეობა. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა შეიმჩნევა ფრინველის კვერცხისა და ხორცის ექსპორტ-იმპორტის არსებული თანაფარდობის მიმართ. გამოკვლევებიდან ჩანს, რომ კვერცხის იმპორტი ზოგჯერ ოცდახუთჯერაც აღემატება ექსპორტს, ხოლო ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობა კი 1:56 შეადგენს. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ კვერცხისა და ფრინველის ხორცის ექსპორტ-იმპორტის დასაბალანსებლად საჭირო იქნება ქვეყანაში მეფრინველეობის ფაბრიკების მშენებლობა. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.3.83. მომსახურების სექტორის გავლენა სამრეწველო ფირმების საექსპორტო საქმიანობაზე გარდამავალ ეკონომიკებში. /. ბერულავა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – .6. – #3. – გვ. 154–162. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

დადგენილია მომსახურების სექტორის ეფექტიანობის დადებითი გავლენა მწარმოებლების საექსპორტო საქმიანობაზე. გარდა ამისა, აღმოჩენილია ინოვაციის, კვლევასა და განვითარებაში ინვესტიციების, ახალი ტექნოლოგიების, მომსახურე პესონალის უნარ-ჩვევების მნიშვნელოვანი გავლენა საწარმოების საექსპორტო საქმიანობაზე გარდამავალ ეკონომიკებში. ფირმის ზომა და უცხოური ინვესტიციები აგრეთვე თამაშობენ მნიშვნელოვან როლს. ცხრ. 1, ლიტ. 18.

ავტ.

 

12.3.84. გასაშუალოებული საგადასახადო ტვირთის ზეგავლენა ერთობლივ მოთხოვნაზე (კეინზიანური მოდელები). /. ანანიაშვილი, . პაპავა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – .6. – #2. – გვ. 162–169. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

სტატიაში საქონლის ბაზრის სტანდარტული კეინზიანური მოდელის გარდაქმნილი ვარიანტის ანალიზის საფუძველზე დასაბუთებულია, რომ ერთობლივ მოთხოვნაზე საშუალო საგადასახადო განაკვეთის და მთლიანობაში გადასახადების ზრდის (კლების) ზემოქმედება ისე ცალსახად უარყოფითად (დადებითად) არ არის განსაზღვრული, როგორც ეს კანონიკური სახით თანამედროვე მაკროეკონომიკაშია მიღებული. იმაზე დამოკიდებულებით, თუ როგორია მოხმარებისადმი შინამეურნეობების მიდრეკილების და შესყიდვებისადმი სახელმწიფოს მიდრეკილების მნიშვნელობები,  გადასახადების გადიდებამ ზოგად შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ერთობლივი მოთხოვნის როგორც შემცირება, ისე გადიდება. ამასთან, რადგანაც შესყიდვებისადმი ზღვრული მიდრეკილება სახელმწიფოს მხრიდან თავისუფლად რეგულირებადი პარამეტრია, ამიტომ მისი შესაბამისი მნიშვნელობის არჩევით გადასახადების ზრდა მთავრობის მხრიდან მიზანმიმართულად შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც წამახალისებელი, ისე დამმუხრუჭებელი ეკონომიკური პოლიტიკის გასატარებლად. ლიტ. 9.

ავტ.

 

12.3.85. მინერალური ნედლეულის კაპიტალიზაციამსოფლიო და ქართული გამოცდილება. /. თვალჭრელიძე, . სილაგაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 170–173. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ბოლო წლების მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მძიმე გავლენა იქონია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე. ერთადერთი შესაძლებლობა, დაძლეულ იქნას ნეგატიური მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციები, – ქვეყნის ეკონომიკური და, უპირველეს ყოვლისა, სამრეწველო განვითარებისთვის ეროვნული ბუნებრივი რესურსებისა და ნედლეულის რაციონალური გამოყენებაა. ამასთან, საქართველოს მინერალური ნედლეულის ინტენსიურ გამოყენებას ხელს უშლის ძიების ადრინდელ ეტაპებზე მათი კაპიტალიზაციის შეუძლებლობა. შემოთავაზებულია ახალი ეკონომიკური მეთოდი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გამოითვალოს დასაპროექტებელი სამთო საწარმოს დისკონტირებული ღირებულება ძიების ადრინდელ ეტაპებზე. გარდა ამისა, შემოთავაზებული მეთოდი შეიცავს ინდიკატორებს არა მხოლოდ ძიებაში ვენჩურული ინვესტირების მოცულობის შესაფასებლად, არამედ მსოფლიო სანედლეულო ბაზრებზე აღმოსაჩენი ნედლეულის დაუყოვნებელი კაპიტალიზაციისთვის. სურ. 1, ლიტ. 10.

ავტ.

 

 

 

12.3.86. ბუნებრივი გაზის ტარიფების განსაზღვრის ახლებური მიდგომის ჩამოყალიბება. /. ბარათაშვილი, . ცაბაძე, . წამალაშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 160–163.ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ბუნებრივი გაზით საიმედო და ხარისხიანი უზრუნველყოფა საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია და, აქედან გამომდინარე, მას სახელმწიფო რეგულირება ესაჭიროება. რეგულირების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ტარიფების დადგენა და მისი მეთოდოლოგიის სრულყოფა. ნაჩვენებია, რომ ბუნებრივი გაზის სექტორის მრავალი პარამეტრი განუზღვრელი ბუნებისაა, რაც მოითხოვს მათთან ოპერირების ახლებური მიდგომის დამუშავებას. ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენისა და რეგულირების სრულყოფის ერთ-ერთ მიმართულებად შემოთავაზებულია არამკაფიო სიმრავლეთა გამოყენება, რომელიც, ჩვენი აზრით, უფრო ადეკვატურს გახდის ტარიფების განსაზღვრას. ნაშრომში განხილულია ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის ახალი მიდგომის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ძირითადი ამოცანები. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.3.87. ბიზნესინჟინერინგის თანამედროვე კონცეფცია. /. სიჭინავა, . ჩხაიძე, . ვეშაპიძე, . სეხნიაშვილი, . ჩიკვილაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 284–287. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ბიზნესინჟინერინგის კონცეფცია თანამიმდევრულად ამოიზარდა რეინჟინერინგის, როგორც ბიზნესის რეორგანიზაციის, არსებული ბიზნესპროცესების გარდაქმნის მეთოდიდან. ჩამოყალიბდა მისი ცნება: ბიზნესის, როგორც საინჟინრო მეცნიერების შექმნის სისტემა, ბიზნესპროცესების ახლებურად, ინოვაციურ საფუძველზე დაპროექტების და მართვის საშუალება. აქ გადამწყვეტია მიდგომა, როდესაც დაწესებულებაში მართვის მთავარი ობიექტია ბიზნესპროცესები, მათდამი პროცესული ან პროექტული მიდგომა. პროცესული მიდგომის თვალსაზრისით, ორგანიზაცია არის პროცესთა ნაკრები (ფუნქციური მიდგომით კი, ფუნქციათა ნაკრები) და შესაბამისად, დაწესებულების მართვა პროცესების მართვაა. ბიზნეს-ინჟინერინგი მრავალ მეცნიერებასთან არის დაკავშირებული. იგი ინტერდისციპლინარული ფენომენია. მისი ცალკე მიმართულებად გამოყოფა იმან განაპირობა, რომ თანამედროვე ეტაპზე, დიდი შედეგების მისაღწევად აუცილებელია მჭიდრო ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა ზუსტ და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, სამართლებრივ დისციპლინებს შორის: მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას, საინჟინრო, სამშენებლო საქმეს, ეკონომიკასა და ბიზნესს, მარკეტინგს, მენეჯმენტს, სამართალმცოდნეობას, თანამედროვე ფინანსურ, საინფორმაციო და საკომუნიკაციო, სამართალპოლიტტექნოლოგიურ, სოციოკულტურულ და კროსკულტურულ სფეროებს, ფსიქოლოგიას, სოციოლოგიას, მეგაეკონომიკის გლობალურ ტექნოლოგიებსა და სხვათა და სხვათა მრავალთა შორის. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.3.88. საინოვაციო პროცესებში ინვესტიციების გამოყენების ოპტიმიზაციის საკითხები. /. ამყოლაძე, . ამყოლაძე, . კუჭავა, . ლომსაძე-კუჭავა, . ლორთქიფანიძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 304–307. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ინოვაციურ პროცესებში ინვესტიციების გამოყენების ოპტიმიზაციის საკითხები, ასევე საინოვაციო პროცესში ინვესტიციების გამოყენების ეფექტიანობა, როგორც განსაზღვრულ დროში მიმდინარე პროცესი, რაც უშუალოდაა დაკავშირებული ინვესტიციების გამოყენების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობასთან და დაზუსტებულია ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც უშუალოდ განსაზღვრავს საინოვაციო პროცესში ინვესტიციების გამოყენების საპროექტო მოცულობას, კერძოდ: კონკრეტული ინოვაციური პროდუქტის ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები, დაფინანსების წყაროები, საინვესტიციო გარემოს მდგომარეობა, კონკრეტული ინოვაციური პროდუქტის დანერგვა და ბაზარზე რეალიზაცია, საინოვაციო პროცესში გამოყენებული ინვესტიციების ამოღების საპროგნოზო ვადა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის ვალუტის, მდგრადობა, ბაზრის კონკურენტუნარიანობა და სხვა. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია საზოგადოების, ქვეყნისა და ფირმებისათვის. კვლევის შედეგი ითვალისწინებს პრაქტიკის მოთხოვნებს. ეს ძირითადად ეხება ინოვაციის მნიშვნელობისა და აუცილებლობის გამოკვლევას, ასევე საინოვაციო პროცესებში ინვესტიციების გამოყენების ეფექტიანობას, მისი გათვლის მოდელის შექმნას.

ავტ.

12.3.89. გლობალური გამოწვევები და ლიბერალური ეკონომიკის პარადიგმა. /. კვესელავა/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 346–349.ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გამოთქმულია მოსაზრება, რომ თანამედროვე კაპიტალიზმმა ამოწურა თავისი თავი და აბსოლუტურად არ ეწერება თანამედროვე მსოფლიოს მოდელში. ცხადია, ახლა ძნელია გადაჭრით ვიწინასწარმეტყველოთ რა სისტემაში მოუწევს მსოფლიოს მომავალში ცხოვრება, მაგრამ არსებობს მეცნიერთა ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს იყოს უფრო ჰუმანისტური საზოგადოებრივ-ეკონომიკური სისტემადასავლური ტიპის სოციალიზმი, ხოლო შორეულ მომავალში მას ჩაენაცვლება უფრო ზეპარტიული სისტემაჰარმონიული საზოგადოება. როგორც 2012 წლის იანვარში შვეიცარიის ქალაქ დავოსში შეკრებილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოიკვეთა აზრი, რომ საბაზრო ეკონომიკის თანამედროვე სისტემა არასტაბილური და არასამართლიანი გახდა და ის მიუღებელია. ლიტ. 19.

ავტ.

 

12.3.90. ელექტრონული მომსახურების სისტემის აქტუალური საკითხები. /. აბულაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 214–219. – ქართ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

მთავრობის მომსახურების სისტემის შესწავლამ წარმოაჩინა მისი დანერგვისა და განვითარების საკვანძო როლი, როგორც მოქალაქესთან ურთიერთობის, მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და საზოგადოების კეთილდღეობის წარმატებისა და შედეგის მიღწევის ბერკეტი. მომსახურების სისტემა და პროცესი ორიენტირებულია მომხმარებელზე, მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასა და მეგობრული პარტნიორობის ფორმირებაზე. სტატიაში წარმოჩენილია მომხმარებელზე ორიენტირებული მთავრობის ელექტრონული მომსახურების ძირითადი პოტენციალი, როგორიცაა: ინფორმაციულობა, ინტერაქტიულობა, ინტეგრირება, ავტომატიზაცია და ტრანსაქციულობა. წარმოდგენილია მომსახურების სისტემის საფუძველი, სტრუქტურა, მოდელი, მახასიათებლები, მომხმარებელთა ჯგუფები და განხორციელების მოტივები. მომსახურების გამოწვევებისა და მიმზიდველობის კომპონენტების შეფასების საფუძველზე ჩამოყალიბებულია კონრეტულ ღონისძიებათა სისტემა, სადაც შეიძლება აღვნიშნოთ: მართვისა და მომსახურების პროცესების ოპტიმიზაცია; მოქალაქესთან პროდუქტიული და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ფორმირება; მომხმარებლის მოთხოვნილებებზე სახელმწიფო ორგანიზაციების სწრაფი რეაგირება; ტექნოლოგიური, პოლიტიკური და სოციალური ლანდშაფტის შესაბამისად მომსახურების პოლიტიკის ფორმირება, მომსახურების დანართების მუდმივი სრულყოფა; მომსახურებათან სწრაფი და პირდაპირი წვდომის უზრუნველყოფა; მთავრობის სერვისის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი დონე; მომსახურების პოლიტიკის ფორმულირება და ადაპტაცია გლობალური და ლოკალური ტენდენციების შესაბამისად და სხვ. ცხრ. 1, სურ. 1, ლიტ. 12.

ავტ.

 

12.3.91. შესაძლებლობითი OWA ოპერატორის კონსტრუირება საინვესტიციო პროექტების დაკრედიტების რისკების შეფასებებში. /. სირბილაძე, . ხუციშვილი, . ღვაბერიძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 310–315. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

წარმოდგენილია რისკების შემცირების გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი ტექნოლოგია კონკურენტუნარიან საინვესტიციო პროექტებს შორის არჩევის შემთხვევაში. ტექნოლოგია კომბინირებულია ორი ფაზი-სტატისტიკური მეთოდით, რაც უზრუნველყოფს საინვესტიციო პროექტების შეფასების ორ საფეხურს. პირველ საფეხურზე მცირე რისკების მქონე პროექტების შერჩევა ხდება . კაუფმანის ექსპერტონების თეორიის საფუძველზე. მეორე საფეხურზე კეთდება გადაწყვეტილებების დაზუსტება შესაძლებლობითი აგრეგირების ახალი OWA–ოპერატორ – ASPOWA- გამოყენებით. ეს ინსტრუმენტი გამოიყენება შედარებით მცირერიცხოვანი პროექტების შემთხვევაში, რომლებიც შეირჩა პირველ საფეხურზე, მათი შედარებისა და მაღალი ხარისხის პროექტების გამოვლენის მიზნით. ბოლოს იქმნება რეკომენდაციები კრედიტების გაცემაზე. ნაშრომი შეიცავს გამოთვლით მაგალითს, რომელიც ასახავს შემოთავაზებული ტექნოლოგიის მუშაობას. ცხრ. 4, ლიტ. 6.

ავტ.

 

12.3.92. OWA – ტიპის შესაძლებლობითი აგრეგირებები ქვეყნის პოლიტიკური მენეჯმენტის პრობლემაში. /. სირბილაძე, . ბადაგაძე, . სირბილაძე, . წულაია/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 316–321. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

წარმოდგენილია OWA–ოპერატორის ახალი განზოგადება. ჩვენი ყურადღება მიმართულია OWA–ოპერატორის კონსტრუქციაზე – ASFPOWA შესაძლებლობით განუზღვრელ გარემოში. ახალი ოპერატორის სარგებლობის ილუსტრაციისთვის ფაზიგადაწყვეტილების მიღების მაგალითი განიხილება პოლიტიკურ მენეჯმენტში, სადაც ვიკვლევთ ქვეყანას, რომელიც გეგმავს მის ფისკალურ პოლისს შემდეგი წლისთვის. აგრეგირების ახალი ოპერატორის რამდენიმე ვარიანტი არის გამოყენებული გადაწყვეტილების მიღების შედარებისთვის. ცხრ. 5, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.3.93. მარკეტინგული მართვის პრობლემები და ამოცანები წარმოებაში. / . ოხანაშვილი, . პეტრიაშვილი, . ხართიშვილი/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 440–444. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სამეურნეო ობიექტების მართვის სრულყოფის პრობლემა მჭიდროდაა დაკავშირებული მარკეტინგის და სხვა ეკონომიკური კატეგორიების ეფექტურ გამოყენებასა და ორგანიზაციაზე. მნიშვნელოვანია მარკეტინგული მართვის პრობლემების და ამოცანების გადაჭრა წარმოებაში. ამ სფეროში კომპიუტერული ტექნიკისა და ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების შექმნა და დანერგვა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. ცხრ. 3, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.3.94. ტრანსნაციონალური კომპანიების გენეზისი და ევოლუცია. /. აბრალავა, . სულაშვილი, . ფაილოძე, . ხუციშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 311–316. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

თავისი წარმოშობის დროიდან ტნკ-ებმა განიცადეს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც გაჩნდნენ შრომის საერთაშორისო განაწილების ევოლუციის შედეგად, ასევე წარმოების ფაქტორების, მათი ინტეგრაციისა და ინტენსიფიკაციის ევოლუციით. ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.3.95. ბუნებრივი მონოპოლიების არსებობის თეორიული წინაპირობები (წყლისა და გაზის მაგალითზე). /. მარკოსიანი, . მკრტუმიანი, . მარტიროსიანი, . არუტინიანი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 151–155. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

წარმოდგენილია მონოპოლიების არსებობის თეორიული წინაპირობები, მათი წარმოქმნა, პრივილეგიები და დანიშნულება. სახელმწიფო კონტროლის დაწესება სომხეთში ანტიკონკურენტული პოლიტიკის მოსპობის სფეროში დაიწყო ფაქტობრივად ნულიდან, რადგან ახლო წარსულში ეკონომიკით მართვა ხორციელდებოდა ადმინისტრაციულ-ბრძანებითი წესით, რომელიც თავისუფალი ეკონომიკური კონკურენციის განვითარებას აფერხებდა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მიღწევები ეკონომიკურ რეფორმებში (განსაკუთრებით გარდამავალ ეკონომიკაში) ბევრად დამოკიდებულია სახელმწიფო სისტემაზე, რომელიც აწონასწორებს მონოპოლისტურ პროცესებს და არეგულირებს კონკურენტულ დამოკიდებულებებს. ამ სფეროში აუცილებელია ღონისძიებების კომპლექსის დამუშავება, რომლებიც მიმართულია მონოპოლიების საქმიანობის შეზღუდვაზე, ანტიკონკურენტული შეთანხმებების მოსპობაზე, აგრეთვე კონკურენტული გარემოს ფორმირებისათვის პირობების შექმნაზე. ლიტ. 19.

ავტ.

 

12.3.96. ეკონომიკის მართვის თანამედროვე პრობლემები. /. სოხაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 171–175. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

აღნიშნულია, რომ საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმები არ შეეხო ქვეყნის განვითარების ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა მოსახლეობის დასაქმება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რეალური სოციალური დაცვის სისტემის შექმნა და .. ეს ის მაჩვენებლებია, რომლებიც ნაკლებად ექვემდებარება ციფრებითა და სტატისტიკური მაჩვენებლებით მანიპულირებას და რეალურად ასახავს საზოგადოების განვითარების დონეს. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.3.97. სამეურნეო რისკი და მისი მართვა (რისკ-მენეჯმენტი). /. ქეშელაშვილი, . დამენია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2013. – #4. – გვ. 6-14. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

რისკის შემცირება ნიშნავს ან ზარალის შემცირების შესაძლებლობას ან არაკეთილმყოფელი მდგომარეობის დადგომის ალბათობის შემცირების შესაძლებლობას. ალბათური ბუნების მიუხედავად, რისკს მართვა სჭირდება და ხშირ შემთხვევაში იგი მართლაც წარმატებით იმართება. რისკის მართვა მოითხოვს: სამუშაო პროგრამისა და მეთოდიკის შედგენას; რისკის შეფასებასა და ანალიზს; შემცირების ან ლიკვიდაციის ღონისძიებების დასახვასა და განხორციელებას; რისკის მართვის რგოლის ჩამოყალიბებას; რისკის პროგნოზირებას. რისკის მართვა (რომელიც გამოიყენება მართვის პროცესში შემოსავლის ზრდის შემცირების წინააღმდეგ) ეფუძნება: რისკისაგან თავის არიდებას, რისკის საკუთარ თავზე აღებას, რისკის დაზღვევას, რისკის მესამე პირზე გადაცემას და სხვადასხვა ხერხით დანაკარგების შემცირებას. რისკისაგან დაცვისა და შემცირების ყველაზე ფართოდ გამოყენებული და ეფექტური მეთოდებია: დაზღვევა, რეზერვირება ანუ თვითდაზღვევა, დივერსიფიკაცია და ლიმიტირება.

ავტ.

 

4. განათლება

 

12.4.1. დისტანციური სწავლების მეთოდები, მოდელები და ტექნოლოგია. /. ქრისტესიაშვილი, . პაპიაშვილი, . ლომინაძე/. GEN. – 2012. – #4. – გვ. 52–54. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია მეთოდები და ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება დისტანციური სასწავლო გარემოსა და ელექტრონული სასწავლო კურსის შესაქმნელად. განსაკუთრებით ხაზგასმულია დიდაქტიკური მეთოდოლოგიის საკითხები, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სწავლებისას. ასევე განხილულია მიზნობრივი აუდიტორიის სწორად შერჩევისა და ინდივიდუალური სწავლების პრინციპის რეალიზაციის საკითხები. ლიტ. 13.

ავტ.

 

12.4.2. არასახელმწიფოებრივი განათლების, როგორც ახალი სოციალური ფენომენის თეორიული გააზრების პროცესი. /. ბორეცკაია/. ეკონომისტი. – 2012. – #6. – გვ. 50–56. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

განსაზღვრულია სახელმწიფოსა და კერძო უნივერსიტეტების განვითარების სტრატეგია უკრაინის საგანმანათლებლო მომსახურების ბაზარზე. გამოკვლეულია კერძო უნივერსიტეტების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის გზები კონკურენციის გზით. ლიტ. 8.

ავტ.

 

12.4.3. სახელმწიფოს როლი განათლების უწყვეტი სისტემის უზრუნველყოფაში შრომის ბაზრის პროგნოზირებადი დინამიკით. /. სციბანი/. ეკონომისტი. – 2012. – #6. – გვ. 57–63. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

დასაბუთებულია განათლება მთელი ცხოვრების მანძილზე რეგულაციის სისტემა. განსაზღვრულია საგანმანათლებლო მომსახურების ფორმირების მიმართულებები უკრაინაში. ლიტ. 8.

ავტ.

 

12.4.4. მარკეტინგი და ეკონომიკის საფუძვლების დიფერენცირებული სწავლების საკითხი სხვადასხვა ფაკულტეტებზე. /. გველესიანი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 52–57. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მარკეტინგული თეორია ჯერჯერობით ეკონომიკური მეცნიერების მასზე ზოგადი მიმართულებების პარალელურად ვითარდება. ამით იგი ვიწრო გამოყენებით ხასიათს იღებს. როგორც ჩანს, ამიტომ აკუთვნებენ მას . მაკკონელი და . ბრიუ მეცნიერებებს ფულის კეთების შესახებ. რაკი ეს თეორია არ ეყრდნობა საკმარის მეთოდოლოგიურ საფუძველს, იგი ვერც ჯეროვან დონეზე განაზოგადებს თავისი შესწავლის საგანს. შედეგად, აღარც ეკონომიკურ თეორიას ეძლევა შესაძლებლობა საჭირო შეფასება მისცეს იმ მარკეტინგულ ტენდენციებს, რომელთაც სისტემური ცვლილებები შეაქვთ თანამედროვე ეკონომიკურსა და, საერთოდ, საზოგადოების სტრუქტურებშირომლებიც მწარმოებლისა და მომხმარებლის ურთიერთობებს ძირამდე სწვდება. ამ ნაკლოვანების დაძლევა საშუალებას მოგვცემდა არა მარტო გაგვემდიდრებინა ზოგადი ეკონომიკური დისციპლინები მათთვის საჭირო განზოგადებებით, არამედ ეს დისციპლინები უფრო საინტერესო გაგვეხადა როგორც ეკონომიკური, ისე არაეკონომიკური ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. ცხადია, მიდგომა მარკეტინგთან დაკავშირებული ზოგად­თეორიული საკითხების სწავლებისადმი პრაქტიკასთან მათი კავშირით სხვადასხვა ფაკულტეტზე სხვადასხვა უნდა იყოს. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.4.5. განათლებისა და მეცნიერების რეფორმების კონცეფციის ძლიერი და სუსტი მხარეები. /. მესხია/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 62–66. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

დასაბუთებულია, რომ საქართველოში უკანასკნელ წლებში გატარებულმა განათლებისა და მეცნიერების რეფორმამ ვერ უზრუნველყო სწავლებისა და მეცნიერული კვლევების ხარისხის მნიშვნელოვანი ამაღლება. განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ახალი კონცეფციის SWOT–ანალიზის შედეგად გამოვლენილია მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. დასაბუთებულია, რომ ტენუარის სისტემისა და ჰარნაკის პრინციპის დასანერგად საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არსებობს სათანადო ინტელექტუალური და ფინანსური რესურსები, ხოლო მათი მექანიკური გადმოტანა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის მოცემული დარგის განვითარებას. გაკეთებულია დასკვნა, რომ განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფცია ძირითადად უნდა დაეფუძნოს ევროპულ მოდელს, აგრეთვე ქვეყანაში დაგროვილ მდიდარ გამოცდილებას, ტრადიციებს, ფინანსური შესაძლებლობებს და სხვა სპეციფიკურ თავისებურებებს.

ავტ.

 

12.4.6. მეცნიერებისა და განათლების ეკონომიკის საკითხები თანამედროვე საქართველოში. /. ჩარექიშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 132–135. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია მეცნიერების, განათლებისა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის (მტპ) ცოდნის ეკონომიკით გაერთიანების აუცილებლობაზე. აღნიშნულია, რომ 21- საუკუნიდან პოსტკომუნისტურ საქართველოში განათლებასთან გაერთიანებულია მეცნიერება. 1995–2005 წლებში, საგრძნობლად შემცირდა ქვეყანაში მეცნიერ თანამშრომელთა რიცხვი, ასევე მეცნიერული პოტენციალი; ქვეყნიდან ტვინების მასიური გადინებისადა მეცნიერებაზე სახელმწიფო ასიგნებათა დაქვეითების, განათლებასა და მეცნიერებაში მრავალი დაწესებულების დახურვის, დაბალი ხელფასებისა და .. გამო. აღნიშნულია, რომ ქვეყნის მეწარმეებს არ გააჩნიათ შესაძლებლობები თავისუფალი ფინანსური სახსრების გამოსაყოფად და ახალი სამეცნიერო კვლევების დასაფინანსებლად. იმედს გამოვთქვამთ, რომ მოხდება მეცნიერებისა და განათლების თვითორგანიზების ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება დაკავშირებული მტპ-თან, რომლის დამარეგულირებლად მიჩნეულია მეცნიერების ეკონომიკა. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.4.7. გლობალიზაცია და განათლების სისტემის ზოგიერთი პრობლემა საქართველოში. /. მენთეშაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 393–396. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გლობალიზაცია გაერთიანებას, გამთლიანებას ნიშნავს. მას საზღვრები არა აქვს და გარკვეულწილად ცხოვრების ახლებურად მოწყობას გულისხმობს. გლობალიზაციის პროცესი საქართველოს განათლების სისტემაში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. როგორი მიმზიდველიც არ უნდა იყოს სხვა ქვეყნის განათლების სისტემა, მისი ზუსტი ასლის გადმოღება ყოვლად დაუშვებელია. ჩვენ არ უარვყოფთ სიახლეების დანერგვას განათლების სისტემაში, მაგრამ მას საფუძვლად უნდა დავუდოთ ქართული ეროვნული სული, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურა; ეროვნული თვითმყოფადობა უნდა შეუნარჩუნდეს ქართულ სკოლას და არ შეექმნას მას რაიმე საფრთხე. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.4.8. მოსწავლის მიზანდასახულობისა და თვითრეალიზაციის პრობლემები რეფლექსიის პედაგოგიკის მიხედვით. /. ჩახუნაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 397–400. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

რეფლექსია მოსწავლის საქმიანობის, მათ შორის უკვე გავლილი ქმედებიანობის სიღრმისეულად გახსენებაა. მასზეა დამოკიდებული სასწავლო პროცესის ორგანიზაციისა და კორექტირების პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება, მიღებული შედეგების ანალიზი, შემდგომი ამოცანების განსაზღვრა. იმ ფაქტორთაგან, რომლებიც მოქმედებენ რეფლექსიის ხარისხზე, აღსანიშნავია მათი ფორმების მრავალგვარობა, რომლებიც შეესაბამებიან ასაკობრივ, ინდივიდუალურ და სხვა სახის თვისებებს. ამასთან, რეფლექსიის პროცესში ყურადსაღებია ფსიქოლოგიური მიდგომების მექანიზმები. ამრიგად, რეფლექსია მოსწავლისათვის თავისი საქმიანობის გონებრივ-ქმედითი და გრძნობადგანცდადი მომენტია, რომლის დახმარებითაც იგი შეგნებულად აცნობიერებს საქმიანობის მთელ გზას და შინაარსს, სწორად ახდენს შედეგების ფიქსაციას და ახერხებს მომავალი უფრო რთული მიზნების დასახვას. ლიტ. 4.

ავტ.

 

 

12.4.9. პროექტის მეთოდი უცხო ენის სწავლების პროცესში. /. ბარამიძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 401–404. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

უცხო ენის სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას და სამიზნე ენის შემსწავლელის აქტიურ ჩართვას სწავლის პროცესში. პროექტზე მუშაობის მეთოდით იქმნება ალტერნატიული პირობები ენობრივი კომპეტენციის გასაღრმავებლად. პროექტში სრულად არის გათვალისწინებული ენის შემსწავლელის ინტერესები. კოოპერირების ფარგლებში, იგი თავად არის იდეის ავტორი, გეგმავს და მართავს ყველა ნაბიჯს. პროექტის მეთოდი არის ცოდნის შემოქმედებითად მიღების გზა, იწყება ინიციატივით და ლიმიტირებულ დროში, მთავრდება შექმნილი პროდუქტის წარდგენით. მთელი პროცესის მანძილზე მისი მონაწილეები ახდენენ ენობრივი პოტენციალის ახალ ინტერკულტურულ-საკომუნიკაციო სიტუაციაში რეალიზებას. ლიტ. 3.

 ავტ.

 

12.4.10. პედაგოგიური პროფესიის ზოგიერთი თავისებურების შესახებ. /. ბასილაძე, . კოხრეიძე, . ფანჩულიძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 405–409. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

პედაგოგიური პროფესია იმ პროფესიათა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლის საგანი არის ადამიანი. მისი ძირითადი მიზანი ადამიანებთან ურთიერთობაა. პედაგოგი თავისი აქტივობის მიზნად ისახავს პიროვნების ჩამოყალიბებასა და გარდაქმნას და მოწოდებულია, მართოს მისი ინტელექტუალური, ემოციური თუ ფიზიკური განვითარება, ჩამოაყალიბოს მისი სულიერი სამყარო. თუკი მასწავლებელს არ გააჩნია საჭირო დამოკიდებულება იმ ადამიანებთან, რომლებსაც ხელმძღვანელობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მის საქმიანობაში არ არის ყველაზე მთავარი რამ. მეორე მხრივ, ამ ტიპის პროფესიები ყოველთვის მოითხოვენ ადამიანებისაგან სპეციალურ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს რომელიმე დარგში. პედაგოგს, ისევე, როგორც სკოლის ხელმძღვანელს, კარგად უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი იმ მოსწავლეთა საქმიანობა, რომელთა განვითარების პროცესს ხელმძღვანელობენ. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.4.11. ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ურთიერთობის პრობლემა დიმიტრი უზნაძის ექსპერიმენტალური პედაგოგიკის შესავალში”. /. ბასილაძე, . სოხაძე, . ფანჩულიძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 410–413. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

თეორიული პედაგოგიკის პრობლემებიდან, . უზნაძეს ყველაზე მეტად, პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის ურთიერთობის საკითხი აინტერესებს. ეს გასაგებიცაა, რადგან უზნაძე პირველ რიგში ფსიქოლოგია და ადამიანური საქმიანობის ყოველ ფორმას, მათ შორის სწავლება-სწავლასაც, ფსიქოლოგიური კუთხით განიხილავს. მისი აზრით, მეცნიერული პედაგოგიკა მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნაზე შეიძლება იქნეს დაფუძნებული. თეზისი, რომლის მიხედვითაც პედაგოგიკა, თეორიულიც და პრაქტიკულიც, აუცილებლად ფსიქოლოგიურ ცოდნაზე უნდა იყოს აგებული, წითელ ზოლად გასდევს განათლების პრობლემებისადმი მიძღვნილ მის მეცნიერულ შემოქმედებას. ავტორის ძირითადი კრედო, პედაგოგიური საქმიანობისათვის ფსიქოლოგიური ცოდნის გადამწყვეტი მნიშვნელობის შესახებ ყველა ეტაპზე უცვლელი დარჩა. ლიტ. 2.

ავტ.

 

12.4.12. ნებისყოფის თვითაღზრდა მოზარდებში. /. ბასილაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 414–418. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

პიროვნების თვითაღზრდაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ნებისყოფა, რომელზეც აკადემიკოს . უზნაძის აზრით, ადამიანის მთელი პიროვნება შენდება’’. მოსწავლემ ნებისყოფა უნდა გამოავლინოს, უწინარეს ყოვლისა, თავის ძირითად საქმიანობაშისწავლაში. მან პირველად შეიძლება მიზნად დაისახოს დღის რეჟიმის დაცვა, მისი ჩვევად გადაქცევის შემთხვევაში კი უნდა გადავიდეს სხვა უფრო რთული თვისებების გამომუშავებაზე. ამ საქმეში პიროვნებამ უნდა დაძლიოს სიზარმაცე და საკუთარი თავისადმი უნდობლობა, რაც ახალი, ნებისყოფიანი საქციელის სტიმულად იქცევა. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.4.13. კომპიუტერის საშუალებით ენის სწავლება (CALL) უმაღლეს სასწავლებელში. /. ჯანგულაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 433–435. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სტატია ეხება კომპიუტერის საშუალებით ენის შესწავლის (CALL) მეთოდის უპირატესობებს ენის სწავლასა და სწავლებაში. დღესდღეობით, ეს მეთოდი ეფექტურად გამოიყენება სტუდენტების მიერ მასალის აღქმის პროცესში, განსაკუთრებით ენის სწავლისას. მას უამრავი უპირატესობა გააჩნია, რის გამოც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ მეთოდს კომპიუტერის საშუალებით ენის შესწავლის, უცხოენოვანი ტექსტის მოსმენის, კითხვის, აგრეთვე საუბრის, წერის უნარების განვითარებისათვის. სამეცნიერო კვლევების თანახმად, აღნიშნულმა მეთოდმა სტუდენტების მიერ ენის შესწავლაში პოზიტიური შედეგები გამოიღო, მას შემდეგ რაც ლექტორის ხელმძღვანელობით გამოყენებულ იქნა ეს მეთოდი იმ სტუდენტებზე, რომელთაც უცხოური ენების შესწავლაში ჰქონდათ პრობლემები. კომპიუტერის საშუალებით ენის შესწავლის (CALL) მეთოდის გამოყენებით მათ შეძლეს თავიანთი უნარების განვითარება. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.4.14. გლობალიზაცია და კომპიუტერის გამოყენებით ენის სწავლებასთან ასოცირებული პედაგოგიური ასპექტები. /. ბოჭორიშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 453–456. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ინგლისური ენის, როგორც საერთაშორისო ენის, სტატუსი ზეგავლენას ახდენს მსოფლიოში მისი სწავლებისა და შესწავლის მეთოდებზე, ამასთან წარმოშობს რიგ პედაგოგიურ სადაო საკითხებს. დღესდღეობით ტრადიციული სწავლების მეთოდებს ენაცვლება ახალი ინოვაციური მეთოდები, რაც კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის განვითარებითაა განპირობებული. განხილულია კომპიუტერის საშუალებით სწავლებისა და შესწავლის ასპექტები. ლიტ. 7.

ავტ.

 

12.4.15. მოსმენის სტრატეგიების სწავლება. /. ბლუაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 466–469. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც მოსმენის სწავლებას ახლავს თან. მოსმენის უნარ-ჩვევის სწავლებისას თავს იჩენს სხვა უნარ-ჩვევების: ლაპარაკის, კითხვისა და წერის კომბინირებული სწავლების მოთხოვნილებაც. ეს პროცესი ბუნებრივია, მაგრამ სწორედ ამ დროს უნდა გამოიკვეთოს მოსმენის დომინანტურობა, რადგან სწავლებისას სწორედ მოსმენის უნარ-ჩვევის დახვეწაზეა აქცენტი გაკეთებული. ენის შემსწავლელთათვის განსაკუთრებით, დაწყებით საფეხურზე რთულად განსახორციელებელია ეს პრცესი. ამ დროს, დიდ როლს თამაშობს უცხო ენის შემსწავლელთა ასაკი. მოსმენის უნარ-ჩვევის სწავლებისას მოსწავლეთათვის სასარგებლოა, თუ პედაგოგი მრავალფეროვან სავარჯიშოებს გამოიყენებს და მოტივაციას აუმაღლებს მათ, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.4.16. წერის სტრატეგიები. /. შეროზია/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 485–490. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სწავლის სტრატეგია გულისხმობს კოგნიტური, შემეცნებითი პროცესის ან პროცესების მიზანმიმართულად გამოყენებას სწავლის დროს. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მათ მიერ გარკვეული საშუალებების გამოყენებას საკითხის უკეთ გაგების, დამახსოვრებისა და საქმიანობისას სასურველი შედეგის მისაღწევად. წერის სტრატეგიების მიზანია ვასწავლოთ მოსწავლეებს სამეცნიერო, შემოქმედებითი თუ სხვა პირადი მიზნებისათვის წერა. ეფექტური სწავლება და მეცადინეობა საკლასო მასალის აქტიურად გააზრებასა და გადამუშავებას მოითხოვს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს გავაცნოთ სწავლის ეფექტური სტრატეგიები და ვასწავლოთ მათი გამოყენება. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.4.17. ელექტრონული სისტემების ეფექტურობა სასწავლო პროცესის მართვისას. /. იმნაიშვილი, . ტიტვინიძე, . ბედინეიშვილი, . დათუკიშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სტუ- შრომათა კრებული. – 2012. – . II. – გვ. 120–130. – ქართ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

მოცემულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დანერგილი სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგისა და პედაგოგთა რეგისტრირების ელექტრონული სისტემების შესაძლებლობები. აღნიშნული სისტემების გამოყენებამ აჩვენა, რომ ძირითადი დანიშნულების გარდა, მათ დამატებითი შესაძლებლობებიც აქვთ. ნაჩვენებია, რომ აღნიშნული სისტემები მძლავრი ინსტრუმენტია სტუდენტებისა და პედაგოგების საქმიანობის მონიტორინგისათვის. სისტემების მიერ მონაცემთა ბაზებში დაგროვილი მონაცემების გამოყენება შესაბამისი დამუშავების შედეგად, წარმატებით შეიძლება მართვის ღონისძიებების გატარებისათვის. ცხრ. 1, სურ. 11, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.4.18. სამაგისტრო პროგრამა ელექტრონული ბიზნესისდანერგვის საკითხები საქართველოში. /. ზაუტაშვილი, . ლეკვეიშვილი/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 175–179. – ქართ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ელექტრონული ბიზნესის სამაგისტრო პროგრამების სწავლების მსოფლიო გამოცდილება. მოცემულია ელექტრონული ბიზნესის კურიკულუმის ზოგადი დახასიათება, მასში შემავალი ძირითადი საგნები და იმ უნარ-ჩვევების ნუსხა, რომელიც მოეთხოვება ელექტრონული ბიზნესის მაგისტრს. სტატიაში განხილულია საქართველოში ელექტრონული ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის დანერგვის პერსპექტივები. ცხრ. 1, ლიტ. 9.

ავტ.

 

5. ინფორმატიკა

 

12.5.1. ბიომეტრიული ტექნოლოგიების ბაზარი და მისი კვლევა. /. ჩხაიძე/. GEN. – 2012. – #4. – გვ. 42–45. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ნაშრომში განხილულია ბიომეტრიული ტექნოლოგიების სფეროში თანამედროვე გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული საკითხები. გაანალიზებულია დარგის განვითარების პროგნოზები, თუ რა ვითარება და რა პერსპექტივებია საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზრის ამ სეგმენტზე. რა ადგილი უკავია მასში თითოეულ ტექნოლოგიას თუ სისტემას. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.5.2. შემოსავლების სამსახურის ელექტრონული მომსახურების მართვის საინფორმაციო სისტემის შემუშავება. /. კაიშაური, . ჩინჩალაძე, . ყველაიძე, . ბარბაქაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 27–29. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია განცხადებების მართვის საინფორმაციო სისტემა შემოსავლების სამსახურის საქმიანობაში. აღწერილია განცხადებების ელეტრონული სახით არსებობის უპირატესობები და სისტემის დანერგვის შედეგად მიღებული შემოსავლების სამსახურის ეფექტური მომსახურება. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.5.3. საპროცესინგო სისტემებში პრობლემების მართვის ავტომატიზაცია. /. სურგულაძე, . ჩერქეზიშვილი/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 30–33. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია საპროცესინგო ცენტრის სამუშაო ნაკადების ბიზნესპროცესები და მათი პრობლემები. განიხილება ფინანსური ოპერაციების შესრულების პროგრამული მართვის საკითხები პლასტიკური ბარათებისათვის; პრობლემების დროული აღმოჩენისა და მათი ოპერატიული გადაწყვეტის პირობები. მოცემულია პრობლემების მართვის პროცესის ანალიტიკური ავტომატიზებული სისტემის შექმნის კონცეფცია, რომელიც დაფუძნებულია საქმიანი ნაკადების მართვის სისტემის ტექნოლოგიაზე. გამოკვეთილია პრობლემების მართვის საკითხებში სისტემის მენეჯერის მხარდამჭერი პროგრამული პაკეტის JIRA- გამოყენების შესაძლებლობები და მოცემულია ექსპერიმენტის შედეგები. სურ. 3, ლიტ. 2.

ავტ.

 

12.5.4. ავტომობილების სადღეღამისო სადგომის მუშაობის მართვის ავტომატიზებული სისტემა. /. იაშვილი/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 52–55. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შემოთავაზებულია სისტემა, რომელიც სავსებით შეესაბამება ფასიანი ავტოსადგომებისადმი (და პარკირების ადგილებისადმი) წაყენებულ ყველა მოთხოვნას და პრაქტიკულად წარმოადგენს ავტომატიზებულ ფასიან სადგომს. ახალი ავტომატიზებული სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნას აეროპორტების, რკინიგზის სადგურების, ბაზრობების, რესტორნების, სტადიონებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილების მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა (პრაქტიკულად ნებისმიერი) ტევადობისა და კონფიგურაციის ფასიანი სადგომების მოსაწყობად. ავტომატიზებული სისტემის გამოყენების მოსალოდნელი შედეგებია: ფასიან ავტოსადგომებზე დაწესებული გადასახადების ზუსტი და ოპერატიული აღრიცხვა; სადგომის მუშაობის კონტროლისა და მართვის ავტომატიზაცია; ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელების (მძღოლების) მომსახურების გაუმჯობესება; ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გარანტირებული დაცვა დაზიანების, გაქურდვისა და გატაცებისაგან. სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.5.5. პროექტი ქართული ენის ლოგიკური გრამატიკის საფუძვლები და მისი გამოყენება საინფორმაციო ტექნოლოგიებში” – სასაფუძვლო შედეგები და მისაღწევი მიზნები. /. ფხაკაძე, . ჩიჩუა, . ჩიქვინიძე, ალ. მასხარაშვილი/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 65–71. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მიმოხილულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ენის ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის ქართული ენის ლოგიკური გრამატიკის საფუძვლები და მისი გამოყენება საინფორმაციო ტექნოლოგიებშისასაფუძვლო შედეგები და მისაღწევი მიზნები. პროექტი, რომელიც თსუ- სახელმწიფო-მიზნობრივი პროგრამისკომპიუტერის სრული პროგრამულ-მომსახურეობითი მოქცევა ბუნებრივ ქართულ ენობრივ გარემოშისაფუძველზეა შემუშავებული, მიზნად ისახავს ქართული ენის ისტორიულად პირველი მათემატიკური თეორიისქართული ენის ლოგიკური გრამატიკის შემუშავებასა და ამ თეორიის გამოყენებითი ასპექტების წარმოჩენის მიზნით ხმით მართვადი ანუ მოსაუბრე ქართული ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემის საცდელი ვერსიის აგებას. ლიტ. 12.

ავტ.

 

12.5.6. საწარმოს ავტომატიზაცია და მისი ძირითადი კომპონენტები. /. სულაშვილი, . ფაილოძე, . კეკენაძე, . კუცია, . ფაფიაშვილი/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 74–79. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მენეჯმენტის გარდაქმნის მთავარ მიმართულებად მის რადიკალურ გაუმჯობესებად, თანამედროვე პირობებთან შეგუების წინაპირობად იქცა უახლესი კომპიუტერული და ტელეკომუნიკაციური ტექნიკის მასობრივი გამოყენება, მის საფუძველზე მაღალეფექტური მმართველ-ინფორმაციული ტექნოლოგიის ფორმირება. ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც კომპიუტერულ ტექნიკაზეა დაფუძნებული, საჭიროებს კარდინალურ ცვლილებებს ორგანიზაციის მმართველობით სისტემაში, კადრებში, დოკუმენტაციის სისტემებსა და ინფორმაციის გადაცემაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას, რაც აუმჯობესებს ინფორმაციული რესურსების შესაძლებლობებს. სურ. 3, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.5.7. ხელოვნური მიკროკლიმატის მართვის სისტემის მოცულობითი ფიზიკური მოდელი. /. ყავლაშვილი, . ლაბაძე, . გვარამაძე, . საანიშვილი, . კიკნაძე/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 116–120. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სტატიკური მონაცემების მიღება (ობიექტის მოცულობითი ზომები, სამართი ზემოქმედების მოწყობილობების რაოდენობა, მათი განლაგების სქემა, ტიპი და სიმძლავრე), როგორც წესი, არ წარმოადგენს სირთულეს მაშინ, როდესაც ობიექტის ქცევა დინამიკაში ხშირად თავად დამკვეთისათვისაც გაურკვეველია. ასეთ შემთხვევაში დაპროექტებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მისაღებად საუკეთესო გამოსავალი სამართი ობიექტის ისეთი მოდელირების ჩატარებაა, რომელიც მართვის პროცესის რეალურობასთან მიახლოებულ სურათს მოგვცემს. სურ. 4, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.5.8. სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა. /. კაიშაური, . ბარბაქაძე, . შონია, . ყველაიძე/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 143–146. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საქმიანობაში. აღწერილია სახელმწიფო ხაზინის და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ელექტრონული ურთიერთობები, სისტემის დანერგვის შედეგად მიღებულია ბიზნესპროცესების სრული ავტომატიზაცია, სწრაფი მომსახურება, სისტემის მონაწილეთა ინფორმირებულობა. ლიტ. 4

ავტ.

 

12.5.9. მოძრაობის ორი თავისუფლების ხარისხის ხუთრგოლა ბერკეტული მექანიზმის კომპიუტერული ვიზუალიზაცია. /. თავხელიძე, . რაზმაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 177–182. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია მოძრაობის ორი თავისუფლების ხარისხის ხუთრგოლა მექანიზმების ვიზუალიზაციის საკითხების ამოხსნა. ვიზუალიზაციის ამოცანის გადაწყვეტა ხდება მატლაბის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების საფუძველზე, სადაც რგოლების დისკრეტიზაციის საშუალებით შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა კონფიგურაციის მქონე რგოლების მოდელირება, ხოლო მოძრაობის ვიზუალიზაციის საშუალებით შესაძლებელია მექანიზმის მოძრაობის თავისებურებების თვალსაჩინოდ დანახვა და, ასევე გამავალი რგოლის მოძრაობის დაგეგმილი ტრაექტორიის შესრულების ცდომილებების შეფასება. აღნიშნული მეთოდით განხორციელებული მექანიზმების მოდელირება ასევე ძალზე წაადგება მექანიკა-მანქანათმშენებლობის სპეციალობის სტუდენტებს, მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კურსის შესწავლისას. სურ. 10, ლიტ. 7

ავტ.

 

12.5.10. კომპიუტერული პროგრამა დაზიანების ტიპი და შედეგების ანალიზის განხორციელების ტექნოლოგია ენერგოკომპანიებში. /. გუდიაშვილი/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 244–248. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

წარმოდგენილია ელექტროენერგიის ხარისხის მენეჯმენტის ერთ-ერთი საერთაშორისოდ აპრობირებული ინსტრუმენტის კომპიუტერული პროგრამა დაზიანების ტიპი და შედეგების ანალიზის (Failure Mode and Effects Analysis) გამოყენების თეორიული საფუძვლები და მისი განხორციელების ტექნოლოგია ენერგოკომპანიებში. ჩატარებულ იქნა . თბილისის ერთ-ერთი რაიონის მკვებავი ქვესადგურის დაზიანების ტიპის კრიტიკული ანალიზი. იდენტიფიცირებულია შესაძლო დაზიანების ტიპები, განსაზღვრულია შესაძლო დაზიანების მოსალოდნელი შედეგები და სიხშირე, დადგენილია რისკის პრიორიტეტულობის ნომერი და გაცემულია რეკომენდაციები სამოქმედო გეგმასთან ერთად. გამოყენების შედეგად გაუმჯობესდება პროდუქციის ხარისხი მსოფლიო კლასის დონემდე და შემცირდება მომავალში ასეთი ტიპის დაზიანების ალბათობა. ცხრ. 4, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.5.11. კომპიუტერული ქსელის ეფექტური დაგეგმარების მეთოდოლოგიის შემუშავება ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის საშუალებით. /. გასიტაშვილი, . კიკნაძე, . კირცხალია/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 116–119. – ქართ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ინტერნეტსერვისი. მომხმარებელს აქვს გაზრდილი მოთხოვნები იმისა, რომ დაკმაყოფილებული იყოს მისი მოთხოვნები. ინტერნეტმომსახურების ცენტრებს უხდებათ ზრდადი სიმძლავრეების შეძენა, რაც მოითხოვს დამატებითი ღირებულების მუდმივ გადახდას. ეს აძვირებს მომხმარებლისათვის სერვისის ღირებულებას. ამდენად მზარდი კონკურენციის პირობებში პროვაიდერი დაინტერესებულია გადასახადი არ გაზარდოს. ამიტომ მას სჭირდება ქსელის ისეთი ეფექტური გადაწყობის, გადაიარაღების სტრატეგია, რომელიც არ იქნება დაკავშირებული ხარჯების ზრდასთან. ყოველივე ეს მოითხოვს ისეთი მეთოდოლოგიის დამუშავებას, რომელიც მოახდენს ქსელის განვითარების ინჟინრული სტრატეგიების შეფასებას. ხშირად დგება ინტერნეტქსელის მართვის საკითხი ქსელის გაფართოების გარეშე, პროვაიდერებს შორის საინფორმაციო კავშირის საშუალებით, შიდა ალგორითმების ბაზაზე, მოხდეს ქსელის მენეჯმენტი. აქედან გამომდინარე, ქსელის ეფექტური დაგეგმარების მეთოდოლოგიის შემუშავება და ამ მეთოდოლოგიის ბაზაზე ინტერნეტქსელში რეალური ამოცანების ეფექტურად გადაწყვეტა აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს. სურ. 3, ლიტ. 6.

ავტ.

 

12.5.12. ციფრული უთანასწორობა და მისი დაძლევის პრობლემები. /. ზუმბურიძე, . ჟიჟილაშვილი/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 146–150. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სტატია ეხება ციფრული უთანასწორობის ფაქტორს და მისი დაძლევის საკითხებს, განხილულია ის მაჩვენებლები, რომელთა საშუალებითაც ხდება ციფრული უთანასწორობის დონის შეფასება ზოგადად. მოცემულია ციფრული უთანასწორობის სხვადასხვა ასპექტი და ამ მხრივ არსებული პრობლემების გადაწყვეტის სხვადასხვა დონე. განხილულია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების IDI-ინდექსი, როგორც ქვეყნის სსტ- განვითარების საერთო პროგრესის განსაზღვრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი და წარმოდგენილია მასთან დაკავშირებული დეტალებიაღნიშნული ინდექსის გამოსათვლელად არსებული ქვეინდექსები და მათი შესაბამისი მაჩვენებლები. ამასთანავე, სტატია ეხება საქართველოში არსებულ ვითარებას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებას IDI-ინდექსის მიხედვით. ლიტ. 9.

ავტ.

 

12.5.13. საბირჟო ინფორმაციული სისტემის აგებისა და ფუნქციონირების პრინციპები. /. თევდორაძე, . სალთხუციშვილი, . გოგოლაძე, . გედევანიშვილი/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 207–214. – ქართ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

დახასიათებულია თანამედროვე ბირჟების სახეობები, განხილულია საფონდო, სასაქონლო და სავალუტო ბირჟები, აღწერილია მათი ამოცანები. დაწვრილებით აღწერილია ბირჟების საქმიანობის ეტაპები. აღნიშნულია, რომ ბირჟის საქმიანობიდან გამომდინარე, მის ინფორმაციულ სისტემას უნდა გააჩნდეს გარკვეული მოდულები, რომლებიც სრულად შეესაბამებიან საქმიანობის ეტაპებს. ეს მოდულები თავის ფუნქციონირების დროს უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს. სტატიაში დახასიათებულია ის ქვესისტემები, რომლებისაგანაც უნდა შედგებოდეს ბირჟის ინფორმაციული სისტემა, ესენია: საბირჟო განაცხადების და ანგარიშების ფორმირების, სავაჭრო, საანგარიშსწორებო-საკლირინგო, დეპოზიტა­რული, ინფორმაციული და ადმინისტრაციულ-მაკონტროლებელი ქვესისტემა. დახასიათებულია მათი ფუქნციები და ამოცანები, კავშირები სხვა ქვესისტემებთან და მოთხოვნები, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული ბირჟის ინფორმაციული სისტემის ქვესისტემების შექმნის დროს. განხილულია ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც უნდა იყოს დაცული ინფორმაციული სისტემის დაპროექტების პროცესში. ცხრ. 1, სურ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.5.14. რისკების მართვა საგანმანათლებლო საქმიანობაში. /. შონია, . კაიშაური, . დათუკიშვილი/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 239–243. – ქართ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია რისკების მართვის სისტემა საგანმანათლებლო საქმიანობაში და სპეციალისტების მომზადების ხარისხით დაინტერესებულ მხარეთა რისკები. მოცემულია უმაღლესი სასწავლო დაწესებულების რისკის მართვის მოდელის სქემა. ლიტ. 2.

ავტ.

 

12.5.15. ექსტრემუმის ძიების მეთოდების ეფექტურობა ექსპერიმენტის შეცდომების პირობებში. /. ანანიაშვილი, . ოთხოზორია/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 243–248. – ქართ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

ოპტიმალური მეთოდების უნივერსალური პროგრამული პაკეტის შექმნა დღეისათვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ტექნიკური ამოცანაა. მრავალგანზომილებიან ოპტიმიზაციის ამოცანებში ბიჯის შესარჩევად ერთგანზომილებიან ოპტიმიზაციის მეთოდებს მიმართავენ. გამოკვლეულ იქნა ოქროს კვეთისა და მონაკვეთის სამ ტოლ ნაწილად გაყოფის მეთოდების ეფექტურობა ექსპერიმენტის შეცდომების პირობებში. კვლევა ჩატარდა ეფექტურობის c კრიტერიუმის მიხედვით, შესწავლილ იქნა ექსტრემუმის პოვნისთვის დახარჯული დროითი მაჩვენებლები. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ბიჯის ასარჩევად უმჯობესია გამოვიყენოთ მონაკვეთის სამ ტოლ ნაწილად გაყოფის მეთოდი, რომელიც შეცდომების არსებობის პირობებში გაცილებით ეფექტურად მუშაობს, თუმცა ეფექტურობისთვის ასევე მნიშვნელოვანია ინტერვალის საზღვრების მიმართ ექსტრემუმის წერტილის მდებარეობა. ლიტ. 2.

ავტ.

 

12.5.16. არამკაფიო გამოსახულებები ცოდნის წარმოდგენაში. /. კიკნაძე, . კობიაშვილი, . მაღრაძე/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 306–309. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

არამკაფიო ლოგიკის თეორიის განვითარების მთავარი პრინციპი მდგომარეობს კონცეპტუალური ინფორმაციის წარმოდგენასა და დამუშავებაში. არამკაფიო მონაცემების დამუშავებისათვის საჭიროა: არამკაფიო ლინგვისტური ინფორმაციის შემცველი წინადადებების აღმოჩენა; ახალი ფაქტების დასკვნების მომზადება წინაპირობებისა და სისტემის მიმდინარე მდგომარეობის საფუძველზე. არამკაფიო მონაცემების დამუშავებისათვის ფუნდამენტურ მეთოდოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს მართვის კორექტული რეჟიმის შერჩევა, რომელიც გამოიყენება რეალურად არსებულ ექსპერტულ სისტემებში. არსებობს დასკვნების მიღების მექანიზმის კვლევისადმი მრავალი მიდგომა, რომლებიც ახასიათებს ადამიანურ აღქმასა და დასკვნების მიღებას. არამკაფიო სიმრავლეების გამოყენების ერთ-ერთ პრინციპულ მიზეზს წარმოადგენს ადამიანურ-მანქანურ სიმბიოზი. ნებისმიერ ექსპერტულ სისტემას უნდა შეეძლოს დედუქციური შედეგების ახსნა, .. მას უნდა შეეძლოს არა მარტო ცოდნის კონტენტის შესახებ მოცემული ამოცანის გადაწყვეტა, არამედ ასევე მომხმარებლის ინფორმირებაც. ინტერაქცია სისტემასა და მომხმარებელს შორის უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური. დასკვნისათვის ფორმულირებული შეკითხვა და მონაცემთა ბაზიდან მიღებული შედეგი უნდა შესაბამებოდეს აზროვნების ადამიანურ ფორმას ლინგვისტური კატეგორიებით და რაც შეიძლება ნაკლები რიცხვითი მონაცემებით. ტექნიკური დიაგნოზისათვის განკუთვნილ ექსპერტულ სისტემებში გამოიყენება პროდუქციული წესების სხვადასხვა ვერსიები. პროდუქციულ წესებს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ინტერპრეტაცია ალბათურობის გამო. მათი ფორმირება ხდება მოცემული ობიექტის შესახებ ოპერატორის ცოდნის შესაბამისად. ყველა პროდუქციული წესი ინახება ცოდნის ბაზაში და გამოიყენება ჰიპოთეზის ასაგებად. შემოთავაზებულია დასკვნების მიღების სქემა, რომელშიც არამკაფიობა დაკავშირებულია პროდუქციულ წესებთან და რომელშიც არამკაფიო გამოსახულებები გამოითვლება არამკაფიო განტოლების საშუალებით. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.5.17. ნაბეჭდი და ხელნაწერი ტექსტების წინასწარი კომპიუტერული დამუშავებისა და ამოცნობის პრობლემები ქართული ანბანის სიმბოლოების მაგალითზე. /. თოდუა, . ქართველიშვილი/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 321–325. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დოკუმენტების უმრავლესობა ელექტრონული სახით არსებობს, დოკუმენტბრუნვის მთლიანად ელექტრონული სახით დანერგვა პრაქტიკაში ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემაა. ინფორმაციის გადატანა ქაღალდიდან ელექტრონულ მატარებელზე აქტუალურია არა მხოლოდ დოკუმენტბრუნვის სისტემებში. ამ ამოცანის გადაწყვეტისათვის საჭიროა ნაბეჭდი და ხელნაწერი ტექსტების ამომცნობი სისტემების შექმნა. თუ ნაბეჭდი ტექსტის ამოცნობა მსოფლიოში საკმაოდ კარგად შესწავლილი ამოცანაა და მრავალი სხვადასხვა სახის შრიფტისათვის წარმატებითაა გადაწყვეტილი, ხელნაწერი ტექსტის ამოცნობა ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ ამოცანად რჩება და მის საბოლოოდ გადაწყვეტას კიდევ რამდენიმე წელი მაინც დასჭირდება. ქართული ტექსტებისათვის, სამწუხაროდ, ჯერ ვერც ნაბეჭდი ტექსტების ამოცნობის ამოცანაა ბოლომდე გადაწყვეტილი და ვერც, მით უფრო, ხელნაწერი ტექსტების. სტატიაში სწორედ ის პრობლემებია განხილული, რომლებიც ქართული ნაბეჭდი და ხელნაწერი ტექსტების წინასწარი კომპიუტერული დამუშავებისა და ამოცნობის რთულ გზაზე გვხვდება. სურ. 5, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.5.18. ქვეყნის საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების ზოგიერთი საკითხი. /. იაშვილი/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 353–361. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კიბერ-უსაფრთხოება ნებისმიერი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს წინაშე ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. კიბერ-უსაფრთხოების არსებული ხარისხი, როგორც სამთავრობო, ისე სხვა ორგანიზაციებში ძალზე არაადეკვატურია და მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებს. უკვე არსებული გამოცდილებებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის მთავრობის, სამხედრო და უშიშროების სტრუქტურებისათვის, სახელმწიფო დაწესებულებებისა და მსხვილი კომერციული ორგანიზაციებისათვის კვლავ მოსალოდნელია კიბერ-საშიშროებები. მათ შორის ვებ-საიტებისა და ინტერნეტის IP-მისამართების ფალსიფიცირება, ონაცემთა ბაზების ჰაკირება, პაროლის, კოდის გასაღებისა და ID-ის მოპარვა, დესტრუქციული ვირუსები, სერვერებისა და კომპიუტერული ქსელის სისტემის ფიზიკური განადგურება, საერთაშორისო ინტერნეტკავშირის გაწყვეტა, მტრებისა თუ ტერორისტების მიერ ინფორმაციის არაკანონიერი გზით მიღება, სამთავრობო და სამხედრო ICT და WEB-რესურსების გასაიდუმლოებული კონტროლი. აღწერილია საფრთხეების წარმოქმნის წყაროები, აღნიშნულია, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ ძირითად ელემენტს შეადგენს საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოება, რომელიც მიჩნეულია სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირების უპირველეს პირობად. სურ. 3, ლიტ. 12.

ავტ.

 

12.5.19. პროგრამული უზრუნველყოფა ქართული სიტყვების ასაგებად. /. ანთიძე, . გულუა, . ქარდავა/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 367–371. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

აღწერილია შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებით შესაძლებელია მოცემული ქართული სიტყვის უცვლელი ნაწილის საშუალებით კომპიუტერით მივიღოთ სიტყვის ყველა გრამატიკულად სწორი სიტყვაფორმა. შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება შეიძლება ხელოვნური ინტელექტის ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც მოითხოვს ქართული სიტყვაფორმის შედგენას ამ სიტყვაფორმის განმსაზღვრელი ინფორმაციის საშუალებით. ცხრ. 10, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.5.20. ბიზნესპროცესების მართვის განაწილებული, მრავალდონიანი სისტემების კონფიგურაციის მოდელირება. /. სუხიაშვილი/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 423–425. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ბიზნესპროცესების მართვის ავტომატიზაცია მოითხოვს განაწილებული, მრავალდონიანი სისტემის შექმნას. მსგავსი სისტემების კონფიგურაციის დაპროექტებისათვის გამოიყენება მოდელირების უნიფიცირებული ენა (UML ტექნოლოგია) და მის საფუძველზე დამუშავებული სხვადასხვა CASE საშუალებები. სისტემის კონფიგურაციის მოდელირებისათვის, რომელიც უნდა ასახავდეს როგორც ფუნქციურ (Busines Use Case), ისე არაფუნქციურ (ტექნიკურ) მოთხოვნებს, მოცემული ტექნოლოგიით გამოიყენება განლაგების დიაგრამა. მაგრამ თავიდან ბოლომდე დაპროექტების პროცესი დამოკიდებულია დამპროექტებელ სპეციალისტზე და მოცემული მიდგომით ვერ დავადგენთ, თუ რამდენად კარგია ჩვენ მიერ მიღებული შედეგები. იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესმოთხოვნების რეალიზება დაკავშირებული არის პარალელიზმთან და ეს პროცესი აღიწერება მოღვაწეობის დიაგრამით, მოვახდენთ რა მოცემული დიაგრამის ტრანსფორმაციას პეტრის ქსელის გრაფში, საშუალება გვეძლევა მოვახდინოთ კომპიუტერულ ქსელებში მიმდინარე მოვლენების (დინამიკური პროცესების) მოდელირება. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე შესაძლებლობა გვეძლევა დავადგინოთ მოთხოვნების შესაბამისი კლიენტ-სერვერული არქიტექტურა. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.5.21. ჰიბრიდული ინტელექტუალური სისტემების არქიტექტურის შესახებ. /. ჩოგოვაძე, . ჩხაიძე/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 407–412. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია ჰიბრიდული ინტელექტუალური სისტემები, რომლებიც რთული პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით აერთიანებს ავტონომიური მიდგომების უპირატესობებს. ხელოვნური ინტელექტის მეთოდები, როგორიცაა ხელოვნური ნეირონული ქსელები, ექსპერტული სისტემები, არამკაფიო სისტემები, გენეტიკური ალგორითმები და სხვ. ერთიანდება ჰიბრიდულ ინტელექტუალურ სისტემებში, რომლებსაც შეუძლია ამ მეთოდების ხარვეზების დაძლევა და ისეთი ამოცანების გადაწყვეტა, რომელთა ამოხსნა გაძნელებულია ხელოვნური ინტელექტის ცალკეული მეთოდებით. ლიტ. 10.

ავტ.

 

12.5.22. სპეციალიზებული პროგრამული პაკეტების გამოყენება საწარმოო-მენეჯერული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. /. ბერძენიშვილი, . ბებიაშვილი, . აბესაძე, . გიგილაშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 432–436. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შეირჩა ოთხი სპეციალიზებული პროგრამული პაკეტი მენეჯერული საქმიანობის სფეროში არსებული ამოცანების გადასაწყვეტად. პროგრამულ პაკეტებს, ზოგადი დანიშნულების გარდა, აქვს ფუნქციური დატვირთვა და პრაქტიკული ამოცანების ჩამონათვალი, რომლებიც გარკვეულწილად ავსებს ერთმანეთს და ქმნის ამოცანათა ერთიან ჯგუფს. პაკეტებს შორის არსებობს ფუნქციური ურთიერთკავშირი. ერთი პროგრამული პაკეტის გამომავალი პარამეტრი სხვა პაკეტისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც შემავალი პარამეტრი. გათვალისწინებულია სხვადასხვა სირთულის ამოცანის დაჯგუფება სხვადასხვა იერარქიის მსმენელისათვის, მათ შორის, პროფესიული სწავლების მე-4 და მე-5 დონის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.5.23. კორპორაციული საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტი. /. პეტრიაშვილი, . ხართიშვილი, . ოხანაშვილი/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 436–440. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მართვის თეორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საინფორმაციო მენეჯმენტი, რომელიც ითვლება პერსპექტიულ სამეცნიერო მიმართულებად. ინფორმაციის მენეჯმენტის კონცეფცია მოიცავს შემდეგ საკითხთა გაერთიანებას: ეკონომიკური პროცესების წარმოების შედეგად მიღებული ფინანსური ხარჯების აღრიცხვა; სამომხმარებლო და საკომუნიკაციო ინფორმაციის ანალიზი; საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ორგანიზაციული ასპექტები; სისტემური მიდგომა მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ინფორმაციის დამუშავებაზე, მატერიალურ საშუალებებზე, საკომუნიკაციო არხების ოპტიმიზაციასა და სხვა სახის ხარჯებზე. სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.5.24. მიზნობრივი ფუნქციების საზღვრების პოვნის ალგორითმები ოპტიმიზაციის კომბინატორული მოდელებისათვის, კონტეინერებში შეფუთვის ერთგანზომილებიან ამოცანათა კლასისათვის. /. ტიბუა, . რუხაია, . ფედულოვი, . ძაგანია, . იაშვილი/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. გვ. 276–280. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ცნობილია, რომ კონტეინერებში შეფუთვისა და მასალების გამოჭრის ამოცანები მიეკუთვნება კომბინატორიკული ოპტიმიზაციის .. NP-რთულ ამოცანებს. მათი მოდელებისა და ალგორითმების კვლევა და ამ ბაზაზე ინტერაქტიული სისტემის შექმნა მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანია, რადგან მათ მრავალ სხვადასხვა დარგში ფართო პრაქტიკული გამოყენება აქვთ: ნებისმიერი მასალის (ლითონი, ხე, მინა, პლასტმასა, ქაღალდი და ..) გამოჭრა; სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების ორგანიზება; ინფორმაციის მატარებლების სარეზერვო ასლების შექმნა; ფაილების განლაგება CD-ზე; ტვირთების განაწილება კონტეინერებში და სხვა; მიზნობრივი ფუნქციების ამოხსნების ახალი ტექნოლოგია უნივერსალურია იმ აზრითაც, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა პრობლემური ამოცანების მიზნობრივი ფუნქციების შეფასების ალგორითმების ასაგებად. ამ მიზნით პროგრამა შეიძლება განივრცოს ახალი მოდელებით. პრობლემას იკვლევენ სამი მიმართულებით: 1. მიახლოებითი UB(A) ამოხსნის მოძებნა სხვადასხვა მიახლოებითი UB ალგორითმით; 2. OPT(A) ოპტიმალური ამოხსნის პოვნა სხვადასხვა OPT ოპტიმალური ალგორითმით; 3. OPT(A)-თვის LB(A) ეფექტური ქვედა საზღვრების პოვნა სხვადასხვა LB ალგორითმით. შექმნილია დისტანციური ინსტრუმენტი C#2008, ASP 3.5-ზე და SQL Server 2005 Visual Studio 2008 მართვით. ჩვენი მიზანია მარტივი და მობილური ინსტრუმენტის შექმნა მასობრივი მომხმარებლისათვის სპეციალური მათემატიკური ცოდნის გარეშე. ჩვენი ინსტრუმენტი ინტერნეტში განთავსდება როგორც საცნობარო სისტემა პრობლემური ამოცანების პასუხების სწრაფად მისაღებად. ლიტ. 10.

ავტ.

 

12.5.25. მედიაციის სისტემები კონვერგენტული ბილინგისთვის. /. ზუმბურიძე, . რუხაძე/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 96–102. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომი ეხება მედიაციის სისტემებსა და მათ ძირითად ამოცანებს ბილინგის კონვერგენტულ სისტემებთან მიმართებაში. აღწერილი ჰიპოთეტური სცენარის მაგალითზე მოცემულია მედიაციის სისტემის პრინციპები, განხილულია განსაკუთრებული სატარიფო მოთხოვნები. წარმოდგენილია, ასევე, გადაწყვეტის აღწერა, სადაც განსაზღვრულია საინფორმაციო მოთხოვნები, მათი ძირითადი პარამეტრები და შესაძლებელი გაზომვები. იდენტიფიცირებულია სათანადო გამზომი საშუალებები ბილინგის ჩანაწერებისთვის. გაზომვებისთვის ტექნოლოგიური სქემის მოთხოვნების ფარგლებში განხილულია გლობალური იდენტიფიკატორები და ტაიმინგის პრობლემები. აღწერილია მედიაციის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, მედიაციის სტანდარტული მოდელი და შესაბამისი ოპერაციების ნაკრები: ატომური, თანმიმდევრული, იზოლირებული და მდგრადი, ასევე ისეთი საკითხები, როგორიცაა მედიაციის სისტემის დაგეგმვა და შესრულება, აგრეგაცია და დამრგვალება. განხილულია მონაცემთა გამოყენების დროს წარმოქმნილი შემდეგი სამი ტიპის შეცდომები: მონაცემთა დუბლირება; მონაცემთა დამახინჯება; მონაცემთა დაკარგვა. სურ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.5.26. IPv6 პროტოკოლის დანერგვისა და მიგრაციის სტრატეგიები ISP ქსელებისათვის. /. ქართველიშვილი, . ქართველიშვილი/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 125–134. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია IPv6 პროტოკოლზე მიგრაციის მეთოდოლოგია, რომელიც შესაძლოა რეალური პრობლემა გახდეს ქსელის ტექნიკური პერსონალისათვის. ვინაიდან არსებობს IPv6 პროტოკოლზე მიგრაციის გზის საკმაოდ მრავალგვარი არჩევანი შესაბამისი უპირატესობებითა და ნაკლოვანებაბით, შესაძლოა საკმაოდ რთული იყოს ისეთი მიგრაციის მეთოდის სწორად დაგეგმარება, რომელიც დააკმაყოფილებს ქსელის სპეციფიკურ მოთხოვნებს. ნაშრომი შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ტექნოლოგიების შესახებ, რომელთა გამოყენება შესაძლებელია IPv6-ის დანერგვის შუალედურ სტადიებზე, განხილულია მათი დასაშვები კომბინაციები, გამოკვლეულია თუ როგორ არის ორგანიზებული ISP-ის მიგრაციის პროცესი და ავტორის გამოცდილებაზე დაყრდნობით მოცემულია რჩევები და დირექტივები მიგრაციის სტადიების შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში IPv6 პროტოკოლზე მიგრაციის პროცედურა ექვემდებარება წინასწარ ტესტირებას იმისათვის, რომ გამოვლინდეს მეთოდები, აპარატურის მწარმოებლები და უშუალოდ პლატფორმები, რომლებიც ყველაზე მორგებულია ყოველი კონკრეტული გარემოებისათვის. IPv6 პროტოკოლი დიზაინის მიხედვით არ არის რთული, მაგრამ ის ფაქტი, რომ IPv6-ზე გადასვლა მყისიერად შეუძლებელია, ქმნის მთავარ პრობლემას. ნათელია, რომ იარსებებს დროის პერიოდი, როდესაც IPv4 და IPv6 პროტოკოლები პარალელურად იარსებებს და ზუსტად ეს არის ის წერტილი, სადაც ყველაზე მეტი სირთულე იჩენს თავს. ცხრ. 10, ლიტ. 9.

ავტ.

 

 

6. სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

12.6.1. ნაციონალური ეკონომიკის ეკონომიკური უსაფრთხოების მხარდაჭერის პროგრამები. /. ტოცკი/. ეკონომისტი. – 2012. – #4. – გვ. 42–47. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

გამოკვლეულია ნაციონალური ეკონომიკის ეკონომიკური უსაფრთხოების მხარდაჭერის პროგრამების გამომუშავების გზები. განსაზღვრულია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მიმართულებები. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.6.2. უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ქადაგებანი გლობალიზაციასა და ეროვნული ფასეულობების შესახებ. /. ვეშაპიძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 106–110. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის შეხედულებანი იმის შესახებ, რომ მცირე ერების სულიერი თუ ეროვნული ფასეულობანი, მათი მრავალფეროვნება, მსოფლიოსთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. საქართველო მსოფლიოსათვის არის მნიშვნელოვანი არა მარტო სტრატეგიული თვალსაზრისით, არამედ უპირველეს ყოვლისა, სულიერი და მატერიალური ფასეულობით. სტატია ასევე ეხება კათოლიკოს-პატრიარქის მსოფლიო მნიშვნელობის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მსოფლიოს გადასარჩენად საჭიროა ჩამოყალიბდეს ღირებულებათა საერთო სისტემა, რომელიც მისი ზნეობრივი ღერძის ფუნქციას შეასრულებს. ამასთან, უნდა მივაღწიოთ კულტურათა და რელიგიათა შორის დიალოგს ისე, რომ ყველა ერმა თავისი რელიგია შეინარჩუნოს და ისე ჩამოვაყალიბოთ, მივიღოთ და განვახორციელოთ ყველასათვის ერთიანი ღირებულებები. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გლობალიზაციის ეპოქაში ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებად მიიჩნევს სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას, საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გონივრულ გადაწყვეტას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე დაფუძნებული ქართული სახელმწიფოს შექმნას, სოფლის მეურნეობისმცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, თუნდაც საბჭოთა პერიოდის სამეცნიერო თუ ეკონომიკური მიღწევების სრულად გამოყენებას, იმას რომ ეროვნული ეკონომიკური ფასეულობები ეფუძნეობდეს ეროვნულ ინტერესებს, ქართული ბიზნეს-სექტორის გაფართოებას, შეძლებული საშუალო ფენის შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის აღორძინებას, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას და სხვა მრავალს. სტატიაში ასევე განხილულია, პატრიარქის შეხედულებანი, ადამიანის როგორც ყველაზე უმთავრესი ღირებულების შესახებ, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს სამი დიდი სიწმინდე: ღმერთი, სამშობლო და ადამიანი, ყველაზე აუცილებელ პირობად კი, პატრიარქი მიიჩნევს სამართალს, სიმართლის მსახურებას და სამართლიანობას. ლიტ. 4.

ავტ.

 

 

12.6.3. ნიკო ნიკოლაძე საქართველოს ჩამორჩენის მიზეზების შესახებ. /. შუბითიძე, . იაკობაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 419–422. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნიკო ნიკოლაძემ შეისწავლა და გამოიკვლია საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების, ქვეყნის ჩამორჩენის მიზეზები და ადეკვატური გზებიც შესთავაზა ქართულ საზოგადოებას მის აღმოსაფხვრელად. ასეთ მიზეზებად ნიკოლაძეს მიაჩნდა მმართველობის ბიზანტიური (აზიური) ფორმა, რომელშიც არ იყო დემოკრატიული ფასეულობა, მას ახასიათებდა ეროვნული ნიჰილიზმი, თაობათა შორის ბრძოლა და მემკვიდრეობითობის არარსებობა, მეტისმეტი რადიკალიზმი, განათლების და მეცნიერების, ტექნოლოგიური ჩამორჩენა და სხვ. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.6.4. როგორ უნდა განვითარდეს მომავალში საქართველო ნიკო ნიკოლაძის მიხედვით. /. შუბითიძე, . პავლიაშვილი, . ჩაფიჩაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 423–427. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნიკო ნიკოლაძემ არა მარტო გამოიკვლია საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების შეფერხებისა და ჩამორჩენის მიზეზები, არამედ მიუთითა იმ გზებზე, რომლებზეც უნდა მოხდეს საქართველოს სამომავლო განვითარება და წინსვლა. ნიკოლაძის აზრით, მომავალში საქართველო უნდა დაადგეს განვითარებისა და მმართველობის ევროპულ, დემოკრატიულ გზას, ზომიერ პოლიტიკას, რეფორმებს, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა და ევროპული განათლების დანერგვის გზას. სოციალურ სამართლიანობას, პოლიტიკურ პლურალიზმს, დისციპლინისა და შრომის კულტურის ამაღლების გზას, სხვისი მოიმედეობის უარყოფას, სახელმწიფოებრივი აზროვნების ამაღლებას, კერძო ეგოიზმის აღმოფხვრას და .. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.6.5. პოლიტიკური კულტურის ტიპები. /. აბესაძე, . ტუკვაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 428–432. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

პოლიტიკური კულტურა საზოგადოების პოლიტიკური ქცევების მოდელია და განმსაზღვრელ გავლენას ახდენს კონკრეტულ ქვეყანაში ფუნქციონირებად დემოკრატიის ხარისხზე. განხილულია პოლიტიკური კულტურის პატრიარქალური, ქვეშევრდომული, მონაწილეობითი, ავტორიტარული, ტოტალიტარული, ფრაგმეტარული, ერთგვაროვანი, ელიტარული, მასობრივი და სხვა ტიპები, რომლებიც შესაბამისობაში იმყოფება კონკრეტულ ქვეყანაში პოლიტიკურ რეჟიმთან. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.6.6. ილია ჭავჭავაძე პრესის შესახებ. /. სინჯარაძე, . ბებიაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 500–503. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

პრესის შესახებ ილიას მიერ გამოთქმული შეხედულებები აქტუალურია დღესაც. მით უფრო გლობალური და ეროვნული პრობლემატიკის გაანალიზების პროცესში. სამწუხაროდ, ამ უმნიშვნელოვანეს მიმართებას მოკლებულია თანამედროვე მედია. კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ჟურნალისტთა არაკომპეტენტურობა და, ხშირ შემთხვევაში, პროფესიული უპასუხისმგებლობა. სწორედ ის, რასაც ეწინააღმდეგებოდა ილია. მასმედიის ჩართულობა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში მეტ მიუკერძოებლობასა და კვალიფიკაციას მოითხოვს ჟურნალისტებისგან. ის სტანდარტები, რომლებსაც აყალიბებდა ილია და ქართული პუბლიცისტიკის არაერთი წარმომადგენელი, დღესაც ღირებულია. ჩვენ მიერ წარმოდგენილ პუბლიკაციაში თავმოყრილია ილია ჭავჭავაძის ის მოსაზრებები, რომლებიც გასათვალისწინებელია თანამედროვე ჟურნალისტებისთვის.

ავტ.

 

12.6.7. სოციალური განწყობის როლი მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში. /. პავლიაშვილი, . ტალახაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #2(8). – გვ. 12–18. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაჩვენებია, რომ სოციალური განწყობების როლი უდიდესი ღირებულებისაა თანამედრვე სოციალურ- ეკონომიკურ პროცესებში, რასაც ადასტურებს უამრავი ექსპერიმენტული მასალა დიმიტრი უზნაძის მიერ ექსპერიმენტულ და სოციალურ ფსიქოლოგიაში ჩატარებულ კვლევებში. ამ გამოკვლევებიდან გამომდინარეობს დასკვნა, პიროვნების ფსიქოსოციალურ არსებად ფორმირება, აღზრდა მიმდინარეობს გაადამიანურებულ’’ გარემოში, სოციალური განწყობების საფუძველზე, რისი მეშვეობითაც ადამიანი ქმნის სოციალურ და ეკონომიკურ ღირებულებებს და ცვლის ყოფიერებას. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია არასაბაზრო ურთიერთობებიზნეობრივი, კულტურული, რომლებიც არანაკლებ ზემოქმედებენ მოცემულ პროცესებზე, ვიდრე ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობები. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.6.8. პოლიტიკური სუბკულტურები და მათი ტიპები საქართველოში. /. აბესაძე, . ტუკვაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #2(8). – გვ. 82–86. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

პოლიტიკური კულტურა მოიცავს სუბკულტურულ ტიპებს; სუბკულტურულ სივრცეზე დიდ ზეგავლენას ახდენს ეროვნული თვითმყოფადობა, ასაკობრივი, რელიგიური, გლობალური და გეოპოლიტიკური ფაქტორები. ქართულ ეროვნულ პოლიტიკურ კულტურაში გამოიყოფა სუბკულტურათა რამდენიმე ტიპი: რეგიონალური, სოციალურ-ეკონომიკური, რელიგიური, ასაკობრივი და .. ეროვნულ-სახელმწიფოებრივ სუბკულტურულ ტიპებზე დიდ ზეგავლენას ახდენს დემოკრატიული მოდერნიზაციის პროცესი. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.6.9. სისტემური აზროვნება: გადასვლა სისტემოლოგიიდან სისტემოსოფიისკენ. /. მეფარიშვილი, . ჯანელიძე/. 21– საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19–21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 426–431. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია ფუნდამენტური აზროვნების ახალი პარადიგმასისტემოსოფია. სისტემური კვლევის უკვე არსებული მიდგომაზოგადი სისტემოლოგია, რომელიც ეფუძნება მხოლოდ მატერიალისტურ მსოფლმხედველობას, სამყაროს აღწერს დისკრეტულად, ცალსახად. ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, თანამედროვე მეცნიერება უკვე ბევრად გასცდა ტრადიციულ ჩარჩოებს. მსოფლიოში არსებული მრავალი პრობლემა სწორედ ცნობიერებათა შეუსაბამობის, რაც, თავის მხრივ, გარკვეულად მეცნიერების, რელიგიისა და ფილოსოფიის განსხვავებული მიდგომების შედეგია. მათი სისტემური გაერთიანების გზა გადის კვანტური ფიზიკის მიღწევებზე. ამრიგად, სისტემოლოგიის გადასვლა ცნობიერების უფრო თანამედროვე საფეხურზე აქტუალურია და წარმოადგენს დროის მოთხოვნას. სისტემოსოფია, როგორც ახალი სისტემური პარადიგმა, ეფუძნება კვანტურ ფილოსოფიას, მეცნიერულ და ეზოთერულ ცოდნას. მისი უმთავრესი მიზანია ადამიანის არსებობის ჭეშმარიტი არსისა და დანიშნულების, ასევე სამყაროს შემეცნებისადმი უნივერსალური მიდგომა. ლიტ. 11.

ავტ.

 

 

. საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

 

1. მათემატიკა. მექანიკა. ფიზიკა. კიბერნეტიკა

 

12.1.1. IPv6 ტუნელინგის შესრულების ანალიზი IPv4 გარემოში. /. მირცხულავა, . გუგუნაშვილი, . გოგოლაძე, . კიკნაძე/. GEN. – 2012. – #4. – გვ. 37-39. – ინგლ.; რეზ.: რუს.

აღწერილია IPv6 ქსელების იმპლემენტაციის შესრულების ანალიზი IPv4 გარემოში, სადაც IPv6-ის დაკონფიგურირება სრულდება IPv4 ტუნელის მეშვეობით ხუთ მარშუტიზატორს შორის. მაგისტრალურ ქსელს გააჩნია IPv4 პროტოკოლის უზრუნველყოფა და სადაც ცვლილებები არ არის ნებადართული. მოცემული სტატიის ძირითადი ამოცანაა IPv6-ის მიგრაციის პროცესი, სადაც აღნიშნულია IPv6-ზე გადასვლის მექანიზმების და IPv4 და IPv6 ურთიერთთან მუშაობის უპირატესობები. სტატიაში მოცემულია ოპტიმიზაციისა და მიგრაციის შესრულების ანალიზი IPv6 ქსელებისათვის. ურთიერთ­ჩართულობისათვის გამოიყენება IPv6 ტუნელინგი IPv4 გარემოში. IPv4 მისამართები წინასწარ დაკონფიგურირებულია. OSPFv2 დაკონფიგურირებულია IPv4 დომენში მარშუტიზატორებს შორის ურთიერთკავშირისათვის. სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.1.2. ზონური მაგნეტიკების სპინ-მინური მდგომარეობის თავისებურებები. /. გამიშიძე/. GEN. – 2012. – #4. – გვ. 63-65. – ინგლ.; რეზ.: რუს.

განხილულია  სისტემის ძირითადი მდგომარეობა და გაცვლითი ურთიერთქმე­დების მოლეკულური ველის გავლენა. აღნიშნული სისტემისათვის არ არის დამახასიათებელი მაგნიტური მოწესრიგებულობა, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ტემპერატურებისას მაგნიტური ამთვისებლობის ტემპერატურაზე დამოკიდებულების მრუდებს გააჩნიათ მაქსიმუმები. ანალიზი გვიჩვენებს, რომ დაბალი ტემპერატურებისას ამ სისტემებისათვის დამახასიათებელია სპინური მინის მაგნიტური მდგომარეობა. ნაჩვენებია, რომ მარგანეცის  კონცენტრაციისას სპინ-სპინური კორელაცია აღწევს მაქსიმუმს, რაც აიხსნება მარგანეცის კობალტით ჩანაცვლებისას მდგომარეობის სიმკვრივის ზრდით. უარყოფითი  გაცვლითი ურთიერთქმედების გამო აღნიშნულ სისტემაში მაგნიტური მოწესრიგებულობის სტაბილიზირება არ ხდება. აღნიშნული ტიპის სპინ-სპინური მდგომარეობა, სადაც არ არსებობს სტაბილური მაგნიტური მომენტები პარამაგნიტურ ფაზაში, მიეკუთვნება ახალი ტიპისზონურსპინური მინის მაგნიტურ მდგომარეობას. სურ. 5, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.1.3. ფურიეს მწკრივების განშლადობა ბაზისების ნამრავლის სახის სისტემების მიმართ. /. ონიანი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ. 5-19. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

დამტკიცებულია, რომ საკმაოდ ზოგადი ტიპის ბაზისების გამრავლებით მიღებული ფუნქციათა სისტემებისათვის დამახასიათებელია-ზე ფართო ინტეგრალურ კლასებში ფურიეს მწკრივის გარკვეული ბლოკების თითქმის ყველგან განშლადობა (და შედეგად, პრინგსჰაიმის აზრით თითქმის ყველგან განშლადობა). ლიტ. 9.

ავტ.

 

12.1.4. გურსას არაწრფივი მახასიათებელი ამოცანა არაწრფივი რხევების განტოლებისათვის. /. ბიწაძე, . მენთეშაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ. 10-18. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

არაწრფივი რხევების ცნობილი განტოლებისათვის შესწავლილია გურსას მახასიათებელი ამოცანის ერთი არაწრფივი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ერთდროულად უნდა განისაზღვროს რეგულარული ჰიპერბოლური ამონახსნი და მისი გავრცელების არე. აღწერილია ამ არეთა სტრუქტურული თვისებები განტოლების რიგის გადაგვარების წერტილთა სიახლოვემდე. ლიტ. 13.

ავტ.

 

12.1.5. დაჯგუფებული დაკვირვებების საფუძველზე ექსპონენციალური განაწილების პარამეტრების ფსევდომაქსიმალური დასაჯერობის შეფასების შესახებ. /. ლომინაშვილი, . ფაცაცია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ.19-24. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შეფასების ფსევდომაქსიმალური მეთოდის გამოყენებით შესწავლილია ექსპონენციალური განაწილების l პარამეტრის შეფასების ამოცანა ცენზურირებული დაკვირვებების საფუძველზე. ექსპონენციალური განაწილებისათვის ნაჩვენებია შესაბამისი ფსევდომაქსიმალური დასაჯერობის განტოლების ამონახსნის არსებობა და ერთადერთობა. ეს ამონახსნი წარმოადგენს ესპონენციალური განაწილების l-პარამეტრის ასიმტოტურად ძალდებულ და ეფექტურ შეფასებას. ლიტ. 2.

ავტ.

 

12.1.6. ხარისხოვანი ჯგუფების აფინური მესერები და მათი იზომორფიზმები. /. ბოკელავაძე, . ლაშხი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ. 25-29. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ნაშრომში ჰოლის ხარისხოვანი G ჯგუფისათვის W რგოლზე იგება მოსაზღვრე კლასების  მესერი. ასეთ მესერებს ეწოდება G ჯგუფის აფინური ან მოსაზღვრე კლასების მესერი. რადგანაც  მესერში მხოლოდ G- ელემენტები ფარავენ ცარიელ სიმრავლეს, იზომორფიზმი  განსაზღვრავს ბიექციას . ყველა შესაძლო ¦ იზომორფიზმებიდან ჩვენ ავარჩევთ ისეთებს, რომელთათვისაც . ასეთ იზომორფიზმებს ვუწოდებთ აფინურ იზომორფიზმებს. მტკიცდება შემდეგი თეორემა: ვთქვათ, აფინური იზომორფიზმია ჰოლის W-ხარისხოვან G და G1 ჯგუფებს შორის, რომლებიც განსაზღვრულნი არიან W და W1 ველებზე, თუ G არის 2 კლასის ნილპოტენტური, მაშინ ¦ ან ნახევრადწრფივი იზომორფიზმია ან ნახევრადწრფივი ანტიიზომორფიზმი, რომელიც შეესაბამება σ:W®W1 ველების იზომორფიზმს. იგება მაგალითი, რომელიც გვაჩვენებს, რომ თეორემა არ არის სამართლიანი, როდესაც ნილპოტენტურობის კლასი 3. ლიტ. 9.

ავტ.

 

12.1.7. დაკვანტული კირალური სოლიტონი, როგორც სკირმის მოდელის ალტერნატივა და γ Δ წვერო. /. ხელაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ. 30-36. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია კირალური სოლიტონის სტაბილურობის საკითხები მისი ბრუნვითი და ვიბრაციული მოდების დაკვანტვის შედეგად. მცირეოდენი შესავალი თანაფარდობების შემდეგ მოცემულია ჰამილტონიანის გამოსახულება, რომელიც შეესაბამება ბრუნვითი და ვიბრაციული მოდების დაკვანტვას პიონის მასურ წევრთან ერთად. მოყვანილია სათანადო განტოლებები, საიდანაც აღდგენილია ეფექტური პოტენციალი. დადგენილია ამ პოტენციალისთვის მინიმუმის არსებობა და ნაპოვნია ძირითადი მდგომარეობის ენერგია. ნაჩვენებია, რომ სტაბილურობა მიიღწევა მხოლოდ კირალური სიმეტრიის დარღვევის შედეგად პიონის მასური წევრით. აგებულია პროფილური ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას. მიღებულია ნუკლონისა და მისი რეზონანსების მასური სპექტრი, რომელიც ანალოგიურია კვაზიკლასიკური დაკვანტვის ფორმულისა:

აქ შემავალი სიდიდეების ცხადი გამოსახულებანი მოცემულია მთავარ ტექსტში. სამწუხაროდ, გამოყენებული სპექტრალური ფუნქციები არ აკმაყოფილებენ მოძრაობის განტოლებას, რის გამოც მათი სტატუსი ჯერ-ჯერობით ნათელი არ არის. მიუხედავად ამისა, მინიმუმის არსებობა წარმოადგენს მნიშვნელოვან თვისებას ამ პრობლემაში. ამიტომაც სათანადო პროფილური ფუნქციის გამოთვლა საინტერესო ამოცანას წარმოადგენს. ამ მიზნით გადმოცემულია პროფილური ფუნქციის გამოთვლის შესაძლო სქემა სკირმის ჩასმისათვის, რომელიც შემდგომ შეიძლება გამოვიყენოთ დელტა-ნუკლონში გადასვლის ამოცანაში. პროფილური ფუნქციის აგება ინტეგრალური თანაფარდობებიდან წარმოადგენს ყველაზე რთულ პრობლემას. ამ მიზნით ჩვენ ჩავატარეთ მხოლოდ ფენომენოლოგიური განხილვა, რომელიც გვიჩვენებს, რომ გარკვეული პროფილური ფუნქციის მისადაგებით ვღებულობთ საკმარისად კარგ აღწერას ნუკლონური რეზონანსების მასებისათვის. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.1.8. სკალარული ველების კვანტური თვისებები დარღვეული SU(2) სიმეტრიით. /. გოგოხია, . შურღაია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ. 37-42. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია სკალარული შინაგანი სიმეტრიის მქონე ველების უმარტივესი მოდელი ერთგანზომილებიან სივრცეში. ლიტ. 14.

ავტ.

 

12.1.9. წინა და უკანა ნახევარსფეროებში გამოსხივებულ პროტონებს შორის აზიმუტური კორელაციების შესწავლა 4.2 გევ/ ნუკლონზე იმპულსის დროს. /. ჩხაიძე, . ჯობავა, . ხარხელაური/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ. 43-48. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

გამოკვლეულია პროტონებს შორის მრავალნაწილაკოვანი აზიმუტური კორელაციები (d, He)-C, C-C, (d, He)-Ta, C-Ta დაჯახებებში 4.2 გევ/ ნუკლონზე იმპულსის დროს და დამზერილია .. “back-to-back” კორელაციები. არსებითად, განხილულ დაჯახებებში პროტონებისათვის C(Δφ)-კორელაციის ფუნქცია იზრდება Δφ -კუთხის ზრდასთან ერთად და აღწევს მაქსიმუმს Δφ = 1800. | ξ | ასიმეტრიის კოეფიციენტი მცირდება, ხოლო ς კორელაციის პარამეტრი იზრდება დამცემი და სამიზნის მასური რიცხვების ზრდასთან ერთად. რეაქციის სიბრტყეში განივი იმპულსის გეგმილის კვადრატის საშუალოს Δφ-კუთხეზე დამოკიდებულება მსგავსია ყველა განხილული ბირთვული წყვილისთვის. სურ. 4, ცხრ. 1, ლიტ. 22.

ავტ.

 

12.1.10. ქართული ბირთვული საკვლევი რეაქტორის დეკომისიის ზოგიერთი ამოცანები. /. აბრამიძე, . გიგინეიშვილი, . ქათამაძე, . კიკნაძე, . ნაბახტიანი, . რაზმაძე, . როსტომაშვილი, . სარალიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ. 49-54. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის კუთვნილი ბირთვული კვლევითი რეაქტორი IRTM ოპერირებდა 1960-1988 წლებში. რეაქტორის გაჩერების შემდგომ მთელი ბირთვული საწვავი (როგორც ახალი, ისე მოხმარებული) გატანილ იქნა საქართველოდან. რეაქტორის დეკომისია ხორციელდება ცალკეულ ეტაპებად. აქტივობისათვის შემუშავდა სპეციალური გეგმები, რომლებიც ეყრდნობიან ბირთვული უსაფრთხოების და უშიშროების მოთხოვნებს, ითვალისწინებენ საერთაშორისო გამოცდილებას და არსებულ ადგილობრივ სიტუაციას. დეკომისიის სტრატეგია ეყრდნობა იდეას მცირე სიმძლავრის ბირთვული დანადგარის რეაქტორის ავზში განთავსების შესახებ. დეკომისიის პირველ ეტაპზე განხორციელდა რეაქტორის აქტიური ზონის სხვა შედარებით მაღალ აქტიურ ნარჩენებთან ერთად დაბეტონება, რისთვისაც შემუშავდა სპეციალური წყალქვეშა ბეტონირების მეთოდი. სამუშაოების დაწყებამდე განხორციელდა რადიაციული ველების თეორიული შეფასება. მუშაობის დროს წარმოებულმა რადიაციულმა მონიტორინგმა დაადასტურა თეორიული შეფასების შედეგების სისწორე. დეკომისიის მეორე და მესამე ეტაპზე განხორციელდა რეაქტორის შენობის შიგნით და გარეთ მყოფი სისტემების დემონტაჟი. რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი სიმძლავრეების არქონის გამო შემუშავდა ამ ნარჩენების შეფუთვის ახალი ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს რადიაციული უსაფრთხოების საჭირო დონეს. რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი მცირე საწარმოს დაფუძნება განისაზღვრა როგორც დეკომისიის შემდეგი ეტაპი. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.1.11. გლობალური დათბობის გავლენა საქართველოში მიწისპირა ჰაერის ტემპერატურის ველზე. /. თავართქილაძე, . ბეგალიშვილი, . ცინცაძე, . ქიქავა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ. 55-60. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ქვეყნის 4 გეოგრაფიული რეგიონისთვისაღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველო, კავკასიონის მაღალმთიანი ზონა, ქვემო ქართლი და მესხეთ-ჯავახეთის ზეგანი, შესრულებულია ჰაერის ტემპერატურის მიწისპირა ველის ცვლილების სტატისტიკური ანალიზი დინამიკური ნორმისშემოტანის საფუძველზე. გამოყენებულია 1906-1995 და 1906-2009 წლებში არსებული შესაბამისად 89 და 28 დაკვირვების პუნქტის მონაცემი. დაკვირვების რიგებში გამოტოვებული ელემენტების დათქმული სიზუსტით აღდგენა და რიგების დაყვანა ერთი და იგივე პერიოდამდე შესრულებულია მრავალგანზომილებიან სივრცეში შემთხვევითი ფუნქციის ბუნებრივ ორთოგონალურ ვექტორება დაშლის მეთოდით. წარმოდგენილია ტემპერატურის ანომალიების ბუნებრივი ცვალებადობა, მისი წრფივი და არაწრფივი ტრენდები, ტემპერატურის სივრცით-დროითი ცვლილების ალბათობის სიმკვრივეები. ორი პერიოდის შესაბამისი რეგიონული პარამეტრები შედარებულია ერთმანეთთან. მოცემულია 1906-2009 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მიწისპირა ველის ცვლილების სქემატური რუკა. დადასტურდა გასულ საუკუნეში (1906-1995) დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მცირე აცივების, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შესამჩნევი დათბობის არსებობა. 1906-2009 წლების მონაცემებით დაფიქსირებულია დათბობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რომლის ინტენსივობა იზრდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ინტერვალში 0.2-0.50C/100 წელი. ტემპერატურის მატების მაქსიმალური სიჩქარე აღინიშნება ქვემო ქართლში, სადაც ის აჭარბებს 0.80C/100. ეს შედეგი მიუთითებს ბოლო 10-15 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე გლობალური დათბობის ინტენსივობის გაძლიერებაზე. სურ. 3, ლიტ. 10.

ავტ.

 

12.1.12. ტროპიკული ციკლონი: თანადობის ეფექტი და მაქსიმალური პოტენციური სიმძლავრე. /. შეყრილაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ. 61-68. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ტროპიკული ციკლონების საველე მონაცემებსა და მაქსიმალური პოტენციური სიმძლავრის თერმოდინამიკურ თეორიას შორის არსებულ წინააღმდეგობათა გარკვევის მიზნით, წონასწორული ტრანსლაციის მოდელის ჩარჩოებში, ჩატარებულია რამდენიმე მძლავრი ტროპიკული ციკლონის ანალიზი. დადასტურებულია თანადობის ეფექტის წამყვანი როლი ციკლონის განვითარებაში და, გარკვეულ მიახლოებაში, მძლავრი ციკლონების ქვეშ ოკეანის ზედაპირის საშუალო ტემპერატურის მუდმივობა, მიუხედავად განსხვავებებისა საწყის თბურ ველებს შორის. რეალურ მაქსიმალურ სიმძლავრეთა მუდმივობა ფიქსირდება ოკეანის ზედა ფენის საკმარისად მაღალი თბოშემცველობის დროს, რაც, ზედაპირის საშუალო ტემპერატურის ხსენებულ მუდმივობასთან ერთად, ხსნის თვისებრივ წინააღმდეგობას თერმოდინამიკურ თეორიასთან. სურ. 5, ცხრ. 1, ლიტ. 12.

ავტ.

 

12.1.13. ბერნულის რეგრესიის ფუნქციის ერთი არაპარამეტრული შეფასების შესახებ. /. ნადარაია, . ბაბილუა, . ფაცაცია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 1-9. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია ბერნულის რეგრესიის ფუნქციის არაპარამეტრული გულოვან შეფასებათა კლასი. შესწავლილია თანაბრად ძალდებულობის საკითხი. გარდა ამისა, განხილულია ამ შეფასებასთან დაკავში­რებული უწყვეტ ფუნქციათა C[a,1 – a], 0<a<1/2 კლასში განსაზღვრული ზოგიერთი ფუნქციონალის ზღვარითი განაწილების საკითხი. ლიტ. 9.

ავტ.

 

12.1.14. პერიოდული ფუნქციების მიახლოვების შესახებ გრანდ ლებეგის სივრცეების ჩარჩოებში. /. დანელია, . კოკილაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 10-16. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

მოყვანილია წონიანი გრანდ ლებეგის  სივრცეების ფუნქციების-რიგის (b>0) ჩეზაროსა და აბელ-პუასონის საშუალოების მაჟორანტების შემოსაზღვრულობის კრიტერიუმები. ნაჩვენებია, რომ გრანდ ლებეგის სივრცეებში ფუნქციათა საშუალოდ უწყვეტობის თვისებას, განსხვავებით კლასიკური ლებეგის სივრცეებიდან, აღარ აქვს ადგილი. აღნიშნული სივრცის იმ ქვესივრცისათვის, სადაც გლუვი ფუნქციები ყველგან მკვრივია გრანდ ლებეგის სივრცის ნორმით, შემოღებულია წილადური რიგის სიგლუვის მოდული და მის ტერმინებში დამტკიცებულია ფუნქციათა კონსტრუქციული თეორიის პირდაპირი და შებრუნებული თეორემები. ზემოხსენებული ქვესივრცის ფუნქციებისათვის დადგენილია b-რიგის (b>0) ჩეზაროსა და აბელპუასონის საშუალოებით მიახლოების რიგი. წონიან გრანდ ლებეგის სივრცეებში მიღებულია ტრიგონომეტრიული პოლინომების წარმოებულების შესახებ . ბერნშტეინის ცნობილი თეორემის ანალოგი. ლიტ. 11.

ავტ.

 

12.1.15. მაქსველის ჰიპოთეზა და სახსრული მრავალკუთხედები. /. ხიმშიაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 19-22. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია მაქსველის ცნობილი ჰიპოთეზის ანალოგები სახსრული მრავალკუთხედების კონტექსტში და მოყვანილია საკმაოდ დეტალური შედეგები სახსრული ოთხკუთხედის შემთხვევაში. დამტკიცებულია აგრეთვე, რომ დამუხტული სახსრული ოთხკუთხედის სრული კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ ერთი მუხტის მნიშვნელობის შეცვლით. ლიტ. 10.

ავტ.

 

12.1.16. დირიხლეს სასრული ინტეგრალის მქონე ანალიზური და ჰარმონიული ფუნქციების შესახებ ერთეულოვან წრეში. /. ონიანი, . თეთვაძე./ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 23-30. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია ერთეულოვან წრეში ჯამებადი წარმოებულის მქონე ანალიზური და ჯამებადი გრადიენტის მქონე ჰარმონიული ფუნქციების ინტეგრალური წარმოდგენები და სასაზღვრო თვისებები. დაზუსტებულია ჰარმონიული ფუნქციის სასაზღვრო მნიშვნელობის არსებობის შესახებ .. ნიკოლსკის ერთი თეორემა. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.1.17. ფურიე-ჰაარის ჯერადი მწკრივების მართკუთხედების მიხედვით რეგულარული კრებადობის შესახებ. /. ონიანი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 31-33. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

გაძლიერებულია ცნობილი შედეგი  ფუნქციის ფურიე-ჰაარის მწკრივის მართკუთხედების მიხედვით თითქმის ყველგან კრებადობის შესახებ. სახელდობრ, დამტკიცებულია, რომ პირობა, სადაც , იწვევს -ის ფურიე-ჰაარის მწკრივის, -ზე არაუმეტესი განზომილების მქონე ყოველი ქვემწკრივის თითქმის ყველგან კრებადობას. ლიტ. 8.

ავტ.

 

12.1.18. გამა- სხივების გაჭოლვის თეორიიდან წარმოქმნილი სინგულარული ინტეგრალური განტოლება. /. ღურწკაია, . შულაია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 34-38. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

წარმოდგენილია გამა სხივების გაჭოლვის თეორიიდან წარმოქმნილი სინგულარული ინტეგრალური განტოლების ამოხსნის მეთოდი ჰელდერის სივრცეში. განტოლების ამოხსნა დაიყვანება ვოლტერას ტიპის მეორე გვარის ერთგანზომილებიანი რეგულარული ინტეგრალური განტოლების ამოხსნამდე. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.1.19. ნაგებობის რეალური სეისმური რესურსის შესაფასებლად სუსტი რყევების გამოყენების ერთი მათემატიკური მოდელი და ალგორითმი. /. გაბრიჩიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ.39-42. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

სუსტი რყევებისას ნაგებობის ქცევის შესწავლა მისი რეალური ტექნიკური მდგომარეობის შესაფასებლად, ან მისი დინამიკური მახასიათებლების დასადგენად, ფართოდ გავრცელებული მეთოდია მთელს მსოფლიოში. იგი გამოირჩევა თავისი სიიაფით, მობილურობით, თუმცა გააჩნია გარკვეული შეზღუდვებიც. საქმე იმაშია, რომ სუსტიდან რეალურზე გადასვლის პროცედურა არ არის ცალსახად განპირობებული და გარკვეულ დაშვებებს ემყარება. ამის გამოა, რომ პრაქტიკაში ამ მიდგომის გამოყენებისას, სუსტი რყევებისას ნაგებობაზე ექსპერიმენტული დაკვირვებისას მოპოვებული მასალის გადამუშავებისას სხვადასხვა ალგორითმებსა და ტექნოლოგიებს გვთავაზობენ, რაც ნაგებობათა ტექნიკური მდგომარეობის, კერძოდ, მისი სეისმომედეგობის განსხვავებული შეფასების ალბათობას ქმნის. შემოთავაზებულია მათემატიკური მოდელი და მის საფუძველზე ჩამოყალიბებული ალგორითმი, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა გადამუშავდეს სუსტი ზემოქმედებისას ჩაწერილი გადაადგილებები, რომ დასაბუთებულად ვიმსჯელოთ შენობის ქცევაზე მის ფუძეში რეალური სეისმური ტალღის (სეისმოგრამის) გავლისას. სურ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.1.20. ზედენად 3He-A-ში კოჰერენტული სპინური პრეცესიის პარამეტრული არამდგრადობის კვანტური აღწერა. /. ბარამიძე, . ხარაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 43-52. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ზედენად 3He-ში სპინური დინამიკის თავისებურებათა შორის აქტიურად შეისწავლება კოჰერენტული სპინ-პრეცესიული მდგომარეობების ანომალურად სწრაფი (კატასტროფული) რელაქსაციის პროცესები. ექსპერიმენტულად ეს მოვლენა დეტალურად იქნა გამოკვლეული 3He-ის B ფაზაში. ამ უჩვეულო მოვლენის შესაძლო ახსნა ეფუძნება მოსაზრებას, რომ სპინ-პრეცესიული მდგომარეობის სწრაფი რელაქსაცია დაკავშირებულია მის დაშლასთან გასწვრივ სპინურ ტალღებად. მსგავსი პროცესი შესაძლებელია 3He-ის A ფაზაშიც. ნაშრომში ჩატარებულია ამ მექანიზმის კვანტური აღწერა. ლიტ. 19.

ავტ.

 

12.1.21. დამაგნიტებულობის პლატოები კიბის სტრუქტურის მქონე S=1/2 სპინურ ჯაჭვში საფეხურისგასწვრივ გაცვლის ტრიმერული მოდულაციის შემთხვევაში. /. ავალიშვილი, . ჯაფარიძე, . ნოზაძე, . მაჰდავიფარი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 53-61. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია სპინი S=1/2 ორჯაჭვიანი, კიბისსტრუქტურის მქონე, იზოტროპული სისტემის მაგნიტური ფაზური დიაგრამა კიბის შემადგენელ ჯაჭვებსშორისისაფეხურისგასწვრივი გაცვლითი ურთიერთქმედების ტრიმერული მოდულაციის შემთხვევაში. მოდელი განხილულია ძლიერისაფეხუროვანიგაცვლისა და (ერთგვაროვანი) მაგნიტური ველის ზღვარში, რომელშიც საწყისი =1/2 ანიზოტროპული ჰაიზენბერგის ჯაჭვის ამოცანაზე გარე არაერთგვაროვან მაგნიტურ ველში. ეფექტური სპინური ჯაჭვის ანიზოტროპიის პარამეტრი  კიბის შემადგენელი იზოტროპული ანტიფერომაგნიტური (ფერომაგნიტური) ჯაჭვების შემთხვევაში, ხოლო ეფექტური მაგნიტური ველის მოდულაცია განისაზღვრება კიბისსაფეხურისგასწვრივი გაცვლის მოდულაციით. ნაჩვენებია, რომ გაცვლის მოდულაცია განაპირობებს სისტემის აღგზნებათა სპექტრში ღრეჭოების გაჩენას და ამის შედეგად .. დამაგნიტებულობის პლატოს წარმოქმნას მაგნიტური ველის იმ მნიშვნელობისას, როდესაც სისტემის დამაგნიტებულობა თავისი ნაჯერი მნიშვნელობის 1/3 და 2/3 აღწევს. დამაგნიტებულობის პლატოთა სიგანე შესაბამისი სპექტრალური ღრეჭოს პროპორციულია, ხოლო მისი მოდულაციის ამპლიტუდაზე () დამოკიდებულება მოიცემა ხარისხობრივი კანონით , სადაც   ანტიფერომაგნიტული (ფერომაგნიტული) ჯაჭვების შემთხვევაში. სურ. 1, ლიტ. 35.

ავტ.

 

12.1.22. გლუვი და ხაოიანი ზედაპირების თბოგაცემა სარევიან აპარატში. /. მაგრაქველიძე, . ბანცაძე, . ლეკვეიშვილი, . ლომიძე, . მიქაშავიძე, . რუსიშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 48-52. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია სარევიან აპარატში რგოლის ფორმის გლუვი და ხაოიანი მილების თბოგაცემის ექსპერიმენტული გამოკვლევის შედეგები. ექსპერიმენტებში თბოგადამტანად გამოყენებული იყო დისტილირებული წყალი და ტრანსფორმატორის ზეთი. დადგენილია, რომ სარევიან აპარატში თბოგამცემ ზედაპირზე ხაოიანობის შექმნა განაპირობებს თბოგაცემის ინტენსიურობის მნიშვნელოვან ზრდას ხაოიანობის ეფექტის სრული გამოვლინების რეჟიმში. სურ. 2, ლიტ. 8.

ავტ.

 

12.1.23. ღია პროფილის თხელკედლიანი ღეროების შეზღუდული გრეხა დრეკად-პლასტიკურ სტადიაში. /. ბაციკაძე, . მურღულია, . ნიჟარაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 91-96. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ღია პროფილის თხელკედლიანი ღეროების დრეკადი გრეხისას მოყვანილია გრეხის ცენტრის გამოყენების წესი. მგრეხი მომენტი წარმოდგენილია ორი მომენტის ჯამის სახით, რომელთაგან II მეორეული მხები ძაბვებისაგან შედგენილი მომენტია. შესაბამისი დიფერენციალური განტოლების ამოხსნის შედეგად მიიღება  ფარდობითი გრეხის გამოსახულება. დრეკად-პლასტიკური გრეხის პირობებში ძელის გამოკვლევისათვის ნაჩვენებია გაჭიმვის დიაგრამის ძვრის დიაგრამად გადაწყობის ხერხი და დრეკადობის ცვლადი პარამეტრების მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულია მეორეული მაქსიმალური  მხები ძაბვა. სურ. 4, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.1.24. მართკუთხა ნახვრეტების ზემოქმედება სამფენოვანი ფილის მდგრადობაზე. /. ყიფიანი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 103-106. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოცემულია ისეთი შეკუმშული სამფენოვანი ფილის მდგრადობაზე გაანგარიშების მეთოდი, რომლის მთლიანობა დარღვეულია კვეთებით, ჭრილებით, ნახვრეტებით. ჭრილი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე, შიგა ან გარე ფენების ფარგლებში ან შესაძლებელია იყოს გამჭოლი. ჭრილების სისტემა, რომელიც ქმნის ჩაკეტილ კონტურს, ახდენს მართკუთხა ნახვრეტის იმიტაციას. ჭრილების აღრიცხვა დაფუძნებულია წყვეტილი ფუნქციების შეყვანაზე თხელკედლიანი სამფენოვანი ფირფიტების თეორიის საწყის გეომეტრიულ დამოკიდებულებებში. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.1.25. პოლიმერული მასალისაგან დამზადებული პლასტიკური და ელასტიკური მილების სითბოგადამცემ დანადგარებში გამოყენების პერსპექტივის შესახებ. /. ჯიხვაძე, ევტ. მაჭავარიანი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 120-124. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია დრეკადკედლებიანი პლასტიკური და ელასტიკური მილების თბოგადამცემ აპარატურაში შესაძლო გამოყენების პრობლემა. წარმოდგენილია ლითონისა და პლასტიკური მასის მილების ჰიდრავლიკური წინააღმდეგობების ხარისხობრივად ურთიერთშესადარებელი, ექსპერიმენტულ დანადგარზე მიღებული ცდების შედეგები. დასაბუთებულია, რომ თბოგადამცემ დანადგარში პოლიმერული, ელასტიკური და თხელკედლა მილების გამოყენებით შეიძლება მრავალმხრივი დადებითი ეფექტის მიღწევა. ცხრ. 1, სურ. 4, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.1.26. კვლევისა და გამოყენების ორიგინალური მულტიფუნქციური ოპტიკური სისტემა ბიონანოფოტონიკისთვის. /. ბრეგაძე, . ხუსკივაძე, . მელიქიშვილი, . ჯალიაშვილი, . გიორგაძე, . ლომიძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 134-139. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოცემულია მრავალმიზნობრივი, კომპაქტური, პრეცესიული, მობილური, მცირე ენერგომოხმარებიანი (უმრავლესი გაზომვების ჩატარება შესაძლებელია საავტომობილო აკუმულატორის საშუალებით) ოპტიკური დანადგარისსისტემის შესაძლებლობების დემონსტრაცია, რომლის შექმნასაც არ სჭირდება დიდი ფინანსური დანახარჯები. რაც მთავარია, რთული ბიოლოგური და სამედიცინო ამოცანების გადაჭრისთვის აუცილებელი კომპლექსური მიდგომა შესაძლებელია განვახორციელოთ ოპტიკური მეთოდებით. რეალური დროის რეჟიმში ოპტიკურ სისტემას შეუძლია განახორციელოს შემდეგი სახის სპექტროსკოპიული კვლევები: სპექტროფოტომეტრული, სპექტროფლუორესცენციული, სხვადასხვა კუთხეზე სინათლის გაბნევის, პოლარიზაციული, ასევე შესაძლებელია რადიაციული ტემპერატურის გაზომვებიც. სისტემა ასევე იძლევა საშუალებას განახორციელოთ: ფოტოდასხივება სპექტრის ხილული არის დიაპაზონში; ულტრამაღალი სიხშირის და ზემაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველით დასხივება; სხვადასხვა ტემპერატურაზე, ფოტო- და ულტრამაღალი სიხშირის დასხივების და სპექტრომეტრული კვლევების ერთდროული განხორციელება. სურ. 7, ლიტ. 8.

ავტ.

 

12.1.27. არაინერციული უკონტაქტო ტიპის ნახევარსფერული ურთიერთინდუქციური პირველადი გარდამქმნელის აგების პრობლემები და გადასაჭრელი ამოცანები. /. ლაბაძე, . ცერცვაძე, . მანჯავიძე, . ლაბაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 140-143. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ელექტრომაგნიტური უკონტაქტო არაინერციული მრავალსექციური 3D ტიპის ნახევარსფერული ურთიერთინდუქციური პირველადი გარდამქმნელის აგების პრინციპების სრულყოფისა და დახვეწის საკითხებთან. ჩამოყალიბებულია გადასაჭრელი ამოცანები. მათი გადაწყვეტა უზრუნველყოფს ასეთი ტიპის გარდაქმნელების ფართო გამოყენებას მართვის სისტემებში, რობოტოტექნიკაში, მედიცინასა და მრეწველობაში. სურ. 3, ლიტ. 8.

ავტ.

 

12.1.28. . ნეტერის თეორემის გამოყენებითი ასპექტის შესახებ. /. ხუციშვილი, . ხუციშვილი, . ფაილოძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 153-156. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია სისტემების ოპტიმალური მართვის ამოცანების გადაწყვეტა . ნეტერის ცნობილი თეორემის საშუალებით, რომელიც ამყარებს კავშირს სიმეტრიასა და მუდმივობის კანონებს შორის. განხილულია კოსმოსური აპარატის მოძრაობის მართვა ლიბრაციის კოლინეალური წერტილის მიდამოში. მოცემულია ოპტიმალური მართვის ორი ამოცანა: ვარიაციული ამოცანა და პონტრიაგინის მაქსიმუმის პრინციპი. ნეტერის თეორემის გამოყენებით მოცემულია მათემატიკური განტოლებები, რომლებიც აკავშირებს ოპტიმალური მართვის ფუნქციას და მუდმივობის კანონებს. მაქსიმუმის პრინციპის დაკავშირება სიმეტრიის პრინციპთან საშუალებას იძლევა გადაწყდეს ოპტიმალური მართვის ისეთი ამოცანები, როცა შეზღუდვები დადებულია როგორც მართვის ფუნქციაზე, ისე ფაზურ კოორდინატებზე. ასევე განხილულია კავშირი პონტრიაგინის მაქსიმუმის პრინციპსა და ლაქსის მეთოდს შორის. მეთოდი საშუალებას გვაძლევს წარმოვადგინოთ ჰამილტონიანი ლაქსის ფორმით, რომლითაც შესაძლებელია დავაკავშიროთ კორტევეგ-დე ფრიზის განტოლებების მუდმივობის კანონები ოპტიმალური მართვის ამოცანასთან ფაზურ კოორდინატებზე შეზღუდვების გათვალისწინებით. ლიტ. 8.

ავტ.

 

12.1.29. ხუთრგოლა ბრტყელი ბერკეტული მექანიზმის კინეტოსტატიკა. /. თავხელიძე, . მჭედლიშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 169-176. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია მოძრაობის ორი თავისუფლების ხარისხის მქონე ხუთრგოლა მექანიზმის კინეტოსტატიკური ამოცანის ამოხსნის მეთოდოლოგია რგოლებზე დაყვანილი ინერციის მომენტების განსაზღვრის საფუძველზე. აღნიშნული ამოცანის ამოხსნისას გამოყენებულ იქნა ხუთრგოლა მექნიზმების კინემატიკური ანალიზისა და სინთეზის პრობლემების გადაჭრის შედეგები, კერძოდ, კი აქ განხილული მექანიზმის, უკუგეომეტრიული ამოცანის ამოხსნის შედეგად მიღებული კინემატიკური პარამეტრების თეორიული გამოსახულებები. კინეტოსტატიკის ამოცანის ამოხსნისას გამოყენებულ იქნა ენერგეტიკული მეთოდი, რის საფუძველზეც მიღებულია მარტივი გამოსახულებები, რომლებიც ამოხსნილია რიცხვითი მეთოდების საშუალებით კომპიუტერზე, სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.1.30. ჰიდროაგრეგატის სიხშირის რეგულირება ბალასტების გამოყენებით. /. ტროყაშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 236-239. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია ჰიდროაგრეგატის სიხშირის რეგულატორი ბალასტური წინაღობების გამოყენებით. რეგულირებაში ერთდროულად მონაწილეობს ორი მართვის კონტურიდისკრეტული და უწყვეტი: დისკრეტულ კონტურში წინაღობების კომუტაცია ხორციელდება მომხმარებელზე დატვირთვის დენის მიხედვით; უწყვეტი მართვის კონტური იმართება სიხშირის ცდომილებითა და მისი პირველი წარმოებულით. სიხშირით მართვის კონტურში გამოყენებულია მეორე რიგის ორი აქტიური ზოლოვანი ფილტრი. პირველი ფილტრი აწყობილია რეზონანსულ სიხშირეზე 40 ჰერცი, ხოლო მეორესიხშირეზე 60 ჰერცი. ამ ფილტრების მახასიათებლები და სტრუქტურა შერჩეულია ისე, რომ როდესაც ¦0 = 50 ჰერცს, მაშინ D¦= 0. სქემას აქვს საკმაოდ მაღალი მგრძნობიარობა სიხშირის ცვლილების მიმართ: 0,5 ვოლტი 1 ჰერც გადახრაზე. დისკრეტული მართვისას სქემაში გათვალისწინებულია კიდევ ერთი დამატებითიმოძრავი ბალასტი, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს რეგულირების დინამიკას. უწყვეტი მართვის კონტურში ბალასტური წინაღობა შესრულებულია წონითი კოეფიციენტების მსგავსი წინაღობებისაგან, რომელთაც მართავს რევერსიული მრიცხველი (ინტეგრატორი). რეგულირების სქემაში გათვალისწინებულია ჰიდროაგრეგატის გაშვება და გაჩერება. სურ. 4, ლიტ. დას 4.

ავტ.

 

12.1.31. მზარდი ბუშტის ტუმბოს ეფექტი: გადასალახია უგულებელყოფისა და მიჩუმათების ათწლეულები. /. შეყრილაძე, . გიგინეიშვილი, .რუსიშვილი, . მაჭავარიანი, . შეყრილაძე, . ეზუგბაია/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 248-257. – ინგლ.; რეზ.: ინგ., ქართ.

განხილულია დუღილის თბოგადაცემასა და ჰიდროდინამიკაში საკვანძო როლის მქონე ფიზიკური მოვლენის აღმოჩენისა და ხანგრძლივი უგულებელყოფისა და მიჩუმათების წინააღმდეგობრივი ისტორია და, ასევე, არსებული არანორმალური სიტუაციის გადალახვის გზები. საქმე ეხება .. მზარდი ბუშტის ტუმბოს ეფექტს (მბტე), რომლის არსებობაც 1966 წელს იყო ნაწინასწარმეტყველები. მბტე საფუძვლად დაედო ახალ ფიზიკურ მოდელს (რეჟისორის თეატრისმოდელი), რომელმაც სითხეების ყველა კლასის განვითარებული დუღილის თბოგადაცემა აღწერა და დუღილის თბოგადაცემის ინტენსიფიკაციის ძირითადი გზა გამოავლინა. დამატებით, მბტე პოტენციურად მნიშვნელოვან როლს შეიძლება ასრულებდეს ზოგიერთ მნიშვნელოვან მადუღარ სისტემებში (მიკროგრავიტაცია, არხული ნაკადი, თხევადი ლითონები) თბოგადაცემის კრიზისსა და ჰიდროდინამიკაში. გამოიკვეთა ატომურ ელექტროსადგურებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი, ხურების ზედაპირების მაღალი სიხშირის ციკლური თერმული ძაბვების პრობლემა. ამავე დროს, მიუხედავად კვლევის საწყისი ეტაპის მიმართ გამოჩენილი ინტერესისა (პირველი სტატია მბტე-ის შესახებ 1967 წელს ითარგმნა და გმოქვეყნდა ASA- მიერ) და ფართო საერთაშორისო გამოქვეყნებისა, დუღილის თბოგადაცემის ხსენებული საფუძვლები თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე არის უგულველყოფილი და მიჩუმათებული. ყოველთვის უპასუხოდ რჩება . შეყრილაძისა და მისი თანამშრომლების მრავალწლიანი კრიტიკული გამოსვლები საერთშორისო კონფერენციებსა და წამყვან ჟურნალებში. მიუხედავად ზოგიერთი ავტორიტეტის მიერ ხსენებულ მიღწევათა დეფაქტო აღიარებისა, თბოგადაცემის საზოგადოება ჯერ კიდევ თავს არიდებს პრობლემაზე შემაჯამებელი დებატების ნებიმიერი ფორმით ჩატარებას. ექსპერიმენტულ კვლევებში მბტე-ის დაუგეგმავი მძლავრი შემთხვევითი გამოვლინებები თითქმის ყოველთვის არასწორად არის ინტერპრეტირებული, ხოლო თვით ეფექტი და მისი პოტენციურად მნიშვნელოვანი შედეგები კვლავაც შეუსწავლელი რჩება. ასეთთა შორის განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს თერმული დაღლის სპეციფიკური ტიპი, რომელიც ხურების ზედაპირში მბტე-ის მიერ გენერირებულ მაღალი სიხშირის ტემპერატურულ პულსაციებს უკავშირდება. ასეთი თერმული დაღლის ცოდნის დეფიციტი ხელს უშლის მდუღარე წყლის რეაქტორის (მწრ) სამუშაო რესურსის სრულ თეორიულ გაანგარიშებას (ჩერნობილისა და ფუკუსიმას ჩათვლით). გამოკვეთილია ამ პრობლემის გადაწყვეტის პირველი ეტაპი დუღილის წნევათა ფართო დიაპაზონში, სხვადასხვა გეომეტრიის ანაკრებში მბტე-ის ექსპერიმენტული კვლევის გზით, დუღილის მწრ-ისათვის დამახასიათებელი პირობების ჩათვლით. უნდა ჩატარდეს აგრეთვე ექსპერიმენტულად შესწავლილი ტემპერატურული პულსაციების შესაბამის თერმულ ძაბვათა და თერმული დაღლის თეორიული შეფასება. სურ. 7, ლიტ. 31.

ავტ.

 

12.1.32. გეგმაში მართკუთხა ფორმის დამრეცი გარსების გაანგარიშება ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებებით. /. ცხვედაძე, . ჯანყარაშვილი, . ტაბატაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 262-271. – ქართ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია გარსთა თეორიის ზოგიერთი ორგანზომილებიანი ამოცანის ზუსტი გადაწყვეტის საკითხი (. ღუდუშაურის მიერ დამუშავებული თეორიით). შესწავლილია გეგმაში მართკუთხა დამრეცი გარსები, რომლებიც თანაბარგანაწილებული ინტენსივობის დატვირთვის ქმედებას განიცდის. შემოღებული სამი უგანზომილებო პარამეტრის საშუალებით ერთხელ ჩატარებული გამოთვლების მიხედვით შესაძლებელია სამი ტიპის (სფერული, ცილინდრული, ორმაგი სიმრუდის) გარსის გაანგარიშება. ცხრ. 2, სურ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.1.33. მესამე რიგის ორცვლადიანი როტატაბელური და როტატაბელურთან მიახლოებული გეგმების ზოგიერთი თვისების შედარებითი ანალიზი საზომი საშუალებების ცდომილების პირობებში. /. გვარამია, . ბერაია/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 279-283. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საზომი საშუალებებისათვის დამახასიათებელი ცდომილებების გავლენის გამოსაკვლევად, მესამე რიგის ორცვლადიან როტატაბელურ და როტატაბელურთან მიახლოებული გეგმების თვისებებზე. ექსპერიმენტის შეცდომების პირობებში გამოსაკვლევი გეგმების თვისებების გამოსაკვლევად განვახორციელეთ საზომი საშუალებების ცდომილებების გავლენის იმიტაცია გეგმის წერტილების კოორდინატებზე შემთხვევითი რიცხვების ზედდებით, რომლებიც განაწილებულია ნორმალური კანონით. ასეთი რიცხვების ფორმირება განვახორციელეთ სტანდარტული პროგრამის საშუალებით შემთხვევითი რიცხვების გენერირებით. ასეთი სახით გენერირებული დეფორმირებული გეგმებისათვის განვსაზღვრეთ გამოსაკვლევი კრიტერიუმების შესაბამისი მნიშვნელობების სიმრავლე და თითოეული მათგანისათვის გამოვყავით მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები, რომლებიც ასახავს დერეფანს. ყველა კვლევა ჩატარდა საზომი საშუალებების ცდომილებებისათვის 0.01%-დან 10%-მდე. კვლევის საფუძველზე ექსპერიმენტატორისათვის წარმოდგენილია ინფორმაცია მესამე რიგის ორფაქტორიანი როტატაბელური გეგმების თითოეული თვისების გაუარესების ხარისხის შესახებ, რაც დაეხმარება მას პრაქტიკაში ისეთი საზომი საშუალებების შესარჩევად, რომლებიც გამოიყენება გეგმების შესაბამისი ფაქტორების დონეების დაყენებისას. მონაცემების ანალიზი იძლევა დასკვნას, რომ მცირე შეცდომების მქონე საზომი საშუალებების დროს მიზანშეწონილია უფრო ეკონომიური ოცწერტილიანი გეგმების გამოყენება, რამდენადაც მათი თვისებები იცვლება ზუსტად ისევე, როგორც მესამე რიგის ორცვლადიანი თექვსმეტწერტილიანი როტატაბელური გეგმების თვისებები. ცხრ. 3, სურ. 4, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.1.34. ნამუშევარი ძრავას ზეთების გაწმენდა-რეგენერაცია. /. შაქარაშვილი, . ანდღულაძე, . კუციავა/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 316-321. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ნამუშევარი ძრავას ზეთების ნარევის გაწმენდა-რეგენერაცია იმავე დანიშნულებით კვლავ გამოყენების მიზნით. ნამუშევარი ძრავას ზეთების ნარევი თავდაპირველად დამუშავდა ფიზიკური და ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებით. შემდგომ დამუშავებული მასა გამოიხადა რამდენიმეჯერ ვაკუუმში თანამიმდევრულად, 40, 10 და 1 მმ ვერცხლისწყლის სვეტის ნარჩენი წნევის პირობებში. მიღებულ რეგენერირებულ ზეთს, წინასწარ დადგენილ ოპტიმალურ პირობებში, დაემატა მისართები: “OLOA - 4594 CA” - 12%, “OLOA - 19803” – 0,3% და “PPARATONE – 8900” – 0,8%. აღნიშნულის შედეგად რეგენერირებული ზეთის საფუძველზე დამზადდა სასაქონლო ძრავას ზეთი. თანამედროვე ინსტრუმენტული მეთოდებით განისაზღვრა ნამუშევარი რეგენერირებული სასაქონლო ძრავას ზეთის მახასიათებლები, მათ შორის გამძლეობა ლითონის ცვეთისას ღერძული დატვირთვის დროს, შედუღებისა და გაჭედვის ზღვრები. შედუღება დაფიქსირდა 299კგ-ით და გაჭედვა 315კგ-ით დატვირთვისას. ნავთობიდან მიღებული საბაზო ზეთის საფუძველზე პარალელურად დამზადდა ნავთობიდან მიღებული სასაქონლო ძრავას ზეთი. ნამუშევარი რეგენერირებული სასაქონლო ძრავას ზეთის მახასიათებლები შევადარეთ იმავე მისართებდამატებულ ნავთობიდან მიღებულ სასაქონლო ძრავას ზეთის მახასიათებლებს. დადგინდა, რომ ნავთობიდან წარმოებული სასაქონლო ზეთის შედუღებისა და გაჭედვის ზღვრის მაჩვენებლები შედარებით დაბალია. შედუღების ზღვარი დაფიქსირდა 282კგ-ზე, ხოლო გაჭედვისა – 297კგ-ზე. კვლევის პროცესში შევიმუშავეთ ნამუშევარი ძრავას ზეთების ნარევის გაწმენდა-რეგენერაციის რეჟიმი და ტექნოლოგიური სქემა. ცხრ. 8, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.1.35. დეფორმაციათა უწყვეტობის განტოლებები ძაბვებში სრული ძაბვების გამოყენებით მუდმივი მოცულობითი ძალების დროს. /. ბერიშვილი, . გიორგობიანი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 322-326. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია დეფორმაციის უწყვეტობის განტოლებების ძაბვებში გამოსახვის ამოცანა ძაბვებსა და დეფორმაციებს შორის დამოკიდებულებების ახალი კონცეფციის გამოყენებით. როგორც კლასიკური დრეკადობის თეორიიდანაა ცნობილი, უწყვეტობის განტოლებების ძაბვებით გამოსახვის დროს გამოიყენება ჰუკის განზოგადებული კანონის განტოლებები, რომელიც სრულად ვერ ასახავს ძაბვებსა და ფარდობით დეფორმაციებს შორის დამოკიდებულებას და ვერ აკმაყოფილებს სასაზღვრო პირობებს. ეს შეუსაბამობა აისახება, აგრეთვე, ძვრის მოდულის სიდიდის თეორიულ განსაზღვრაზე. წინამდებარე ნაშრომში გამოყენებულია .. სრული ძაბვები, რომლებიც რეალურ ფარდობით დეფორმაციებს შეესაბამება და მიღებულია ბელტრამის განტოლებების განსხვავებული სახე. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.1.36. წრფივი დაპროგრამების დიდი განზომილების ამოცანების გადაწყვეტის იტერაციული ალგორითმების შესახებ. /. ჯიბლაძე, . თოფჩიშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 45-51. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შემოთავაზებულია წრფივი დაპროგრამების დიდი განზომილების ამოცანების გადასაწყვეტად ორი იტერაციული ალგორითმის გამოყენება, რომლებიც შემუშავებულია: პირველისიმძიმის ცენტრების მეთოდის ბაზაზე, ხოლო მეორემუდმივბიჯიანი გრადიენტული მეთოდის ბაზაზე. მიუხედავად იმისა, რომ შემუშავებული იტერაციული ალგორითმები მიახლოებითია, დიდი განზომილების ამოცანებში მათი გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, გამართლებულია, ვინაიდან ხასიათდებიან ისეთი დადებითი თვისებებით, როგორიცაა ალგორითმისა და პროგრამის სიმარტივე, სწრაფქმედება და, რაც მთავარია, მათი პროგრამული უზრუნველყოფა თავისუფალია სიმპლექს-მეთოდისათვის დამახასიათებელი ისეთი არასასურველი მოვლენისაგან, როგორიცაა ჩაციკლვა. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.1.37. AD-HOC (უსადენო) ქსელებში ორნახტომიანი პაკეტების გადაცემის მარტივი მოდელები. /. ასლანიშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 52-55. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია მობილური საკომუნიკაციო ქსელები. მათ ასევე ad hoc (უსადენო) ქსელებსაც უწოდებენ. ბოლო დროს ამ ქსელებმა მკვლევრების ყურადღება მიიქცია. ad hoc (უსადენო) ქსელი წარმოადგენს რთულ უსადენო განაწილებულ სისტემას, რომელიც შედგება მობილური ან სტატიკური კვანძებისაგან. ასეთ ქსელს თავისუფალი და დინამიკური თვითორგანიზების უნარი აქვს. ნაჩვენებია ორნახტომიანი ანუ ორრეტრანსლატორიანი მექანიზმი, რომელიც მაშინ მოქმედებს, როდესაც არ არსებობს უშუალო, პირდაპირი გზა გამგზავნ და მიმღებ კვანძებს შორის. ამით ხორციელდება მიმღებისთვის ინფორმაციის მიწოდება ორი შუალედური კვანძის მეშვეობით. სტატიაში შესწავლილია ორნახტომიანი პაკეტების გადაცემა სხვადასხვა ზომისა და ფორმის გარემოში. პარამეტრები დამოკიდებულია საკონტაქტო კვანძებსა და გადაცემის ხანგრძლივობაზე. ასევე განხილულია ორნახტომიანი პაკეტების წრეწირზე მოძრაობის პრობლემები შეზღუდული დროის მონაკვეთში. სურ. 3, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.1.38. იდენტიფიცირებისა და ვერიფიცირების მეთოდების ერთდროული გამოყენება ბიომეტრიულ სისტემებში. /. იმნაიშვილი, . ბედინეიშვილი, . ტიტვინიძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სტუ- შრომათა კრებული. – 2012. – . II. – გვ. 130-134. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შემოთავაზებულია იდენტიფიცირებისა და ვერიფიცირების მეთოდების შედარებითი ანალიზი სწრაფქმედების (გამტარუნარიანობის), საიმედოობის და ერგონომიულობის თვალსაზრისით. გაკეთებულია დასკვნა, იდენტიფიცირების მეთოდი ხასიათდება დიდი გამტარუნარიანობით და ერგონომიულობით, ხოლო ვერიფიცირების მეთოდი გამოირჩევა დიდი საიმედოობით. შემოთავაზებულია მიდგომა, როდესაც სისტემაში ერთდროულად გამოიყენება იდენტიფიცირებისა და ვერიფიცირების მეთოდები ისე, რომ მისაღებ დონეზე დარჩეს სამივე პარამეტრი. განხილულია ადაპტიური ალგორითმი, როდესაც სისტემა საიმედოობის ამაღლების მიზნით თვითონ გადადის იდენტიფიცირების მეთოდიდან ვერიფიცირების მეთოდზე. სურ. 3, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.1.39. სივრცული ეკონომიკური პროცესების ანალიზი კატასტროფების თეორიის საფუძველზე. /. ახობაძე, . კურცხალია/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 258-261. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია სივრცულ ეკონომიკაში ინვესტიციების პოლიტიკის წარმართვის ალგორითმი, როდესაც ინვესტიციების ნაკადის ფორმირება ხდება ენტროპიის მაქსიმიზაციის პრინციპის საფუძველზე. ნაშრომში სივრცული ეკონომიკის მოდელები აიგება მაკროსისტემურ მიდგომაზე. ეკონომიკური სისტემა განიხილება, როგორც n ერთმანეთთან დაკავშირებული ქვესისტემები, რომელთა მდგომარეობა დროის ყოველი t მომენტისათვის ხასიათდება შემოსავლებით xi(t), ხარჯით yi(t) და ჯამური ინვესტიციებით Ii(t). ქვესისტემებს შორის კავშირი ხასიათდება იმ ინვესტიციებით, რომლებსაც ახორციელებენ ქვესისტემები ერთმანეთში გარკვეული ალბათობებით. ნაშრომში კატასტროფების თეორიის საფუძველზე გაანალიზებულია არაწრფივ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა, რომელიც აღწერს ინვესტირების დინამიკას. შექმნილია ალგორითმი საინვესტიციო პოლიტიკის წარმართვისათვის. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.1.40. დიდი დროითი მახსოვრობის და მაგნიტოაკუსტიკური ეფექტები მაგნიტოსტრიქციული მასალების რადიოსიხშირული და მაგნიტური იმპულსებით აღგზნებისას იმპულსური ბმრ ტექნიკის გამოყენებით. /. მამნიაშვილი, . შარიმანოვი, . გეგეჭკორი, . ახალკაცი, . გავაშელი, . გვენცაძე, . ქუთელია, . ნაჭყეპია/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. გვ. 268-276. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მაგნიტოსტრიქციულ მასალებში დაიმზირებოდა მაგნიტოაკუსტიკური და მახსოვრობის ეფექტები რადიოსიხშირული (რს) და მაგნიტური იმპულსებით ინდუქციური აღგზნებისას, რისთვისაც გამოიყენებოდა იმპულსური ბირთვული მაგნიტური რეზონანსისა (ბმრ) და მაგნიტური ვიდეოიმპულსით ზემოქმედების ტექნიკა [1-3]. ამასთან, დიდი დროითი მახსოვრობის მქონე სტიმულირებული დომენურ-აკუსტიკური ექო (დაე), ინდუქციურად აღიგზნებოდა სამი რს იმპულსით ზემოქმედებისას, იმპულსური ბმრ სპექტრომეტრის გამოყენებით მაგნეტიტსა და მრავალფენოვან მაგნიტოელექტრულ ფერიტ-პიეზოელექტრულ კომპოზიტებში აკუსტიკური სიგნალების ელექტრული ჩაწერით. ნაშრომში წარმოდგენილი შედარებითი კვლევის შედეგები მაგნიტოაკუსტიკური და მაგნიტოელექტრული გამოძახილებისა სხვადასხვა მაგნიტოსტრიქციულ მასალასა და მაგნიტოელექტრულ კომპოზიტებში, რადიოსიხშირული და მაგნიტური იმპულსებით თანამიმდევრობებით აღგზნებისას იმპულსური ბირთვული მაგნიტური რეზონანსისა (ბმრ) და მაგნიტური ვიდეოიმპულსის ზემოქმედების ტექნიკის გამოყენებით. კერძოდ, მაგნეტიტში, მრავალფენოვან მაგნიტოელექტრულ ფერიტ-პიეზოელექტრულ კომპოზიტებსა და მაგნიტურ ბიოკერამიკულ კომპოზიტში, რომელიც ბიომედიცინაში წარმოადგენს პოტენციურ გამოყენების ინტერესს. კერძოდ, მაგნიტური ვიდეოიმპულსით ზემოქმედების ტექნიკა ამ მასალების ფართოზოლიანი დახასიათების შედარებით მარტივი მეთოდია. ლიტ. 17.

ავტ.

 

12.1.41. მხები კონუსების ნაირსახეობათა შესახებ. /. მაისურაძე, . სალუქვაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 293-306. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ოპტიმიზაციისა და სხვა მომიჯნავე თეორიებისა და პრაქტიკული გამოყენებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობების მქონე, სიმრავლის მოცემულ წრტილში ამავე სიმრავლის მიმართ მხები კონუსების კონსტრუქციათა ნაირსახეობები. შესწავლილია მხებ კონუსთა გეომეტრიული და ტოპოლოგიური თვისებები, დადგენილია დებულებები აღნიშნულ სიმრავლეთა ურთიერთკავშირების შესახებ. შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოპტიმიზაციის, კერძოდ, არასკალარული ოპტიმიზაციის რიცხვითი ალგორითმების აგებისათვის. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.1.42. პრაზეოდიუმის დიანთიმონიდის თხელი ფირების ფარდობითი მექანიკური სიმტკიცე. /. კუპრეიშვილი, . ჯაბუა, . გიგინეიშვილი, . ილურიძე, . მინაშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – .II. – გვ. 326-330. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

დამუშავებულია პრაზეოდიუმის დიანთიმონიდის თხელი ფირების მიღების ტექნოლოგია, კომპონენტების ორი დამოუკიდებელი წყაროდან ვაკუუმურ-თერმული აორთქლებით სხვადასხვა ფუძეშრეზე (სიტალი, სილიციუმი, საფირონი). ნაჩვენებია, რომ სტიბიუმის ამაორთქლებლის ტემპერატურის ცვლილება იწვევს ფირების შეფერილობის ცვლილებას (ოქროსფერი, შავი, ლურჯი). გამოთქმულია ვარაუდი, რომ ფირების შეფერილობა გამოწვეულია მათში პრაზეოდიუმის იონის სხვადასხვა ვალენტობით. შესწავლილია მიღებული ფირების ფარდობითი მექანიკური სიმტკიცე. გამოვლენილია, რომ მექანიკური სიმტკიცე, სხვა ერთნაირ რობებში დამოკიდებულია მხოლოდ ფუძეშრის მასალაზე და შეფერილობა ზეგავლენას არ ახდენს მასზე. ფირების სიმტკიცე იზრდება ფუძეშრის მასალის მიხედვით მიმდევრობით სილიციუმი, სიტალი, საფირონი. გაანალიზებულია ფუძეშრის მასალის გავლენის მიზეზი ფარდობით მექანიკურ სიმტკიცეზე. სურ. 5, ლიტ. 14.

ავტ.

 

12.1.43. ქოლესტერული თხევადი კრისტალები ფოტონურ და ოპტოელექტრონულ ხელსაწყოებში გამოყენებისათვის. /. ჭილაია, . ჭანიშვილი, . პეტრიაშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 361-367. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

თანამედროვე კონცეფციით ქოლესტერული თხევადი კრისტალები ერთგანზომილებიანი (1D) ფოტონური კრისტალებია. თვითორგანიზებული პერიოდული სტრუქტურა, რომელიც ადვილად იმართება გარე ველებით, უზრუნველყოფს ქოლესტერული თხევადი კრისტალების ფართო გამოყენებას ახალი ფოტონური და ოპტოელექტრონული ხელსაწყოების შექმნაში. მოცემულია გამოსახულების გარდამქმნელების, UV სენსორების, დისპლეის, ლაზერების შესაქმნელად ჩატარებული კვლევები. სურ. 7, ლიტ. 25.

ავტ.

 

12.1.44. სინერგეტიკული პარადიგმა მართვის თეორიაში. /. სესაძე, . კაიშაური, . კეკენაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 401-402. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

გადმოცემულია ახალი სინერგეტიკული პარადიგმის არსი მართვის სისტემებში, რომელიც ეფუძნება თვითორგანიზების თვისებებს. თვითორგანიზების ეფექტი დისიპატიურ სისტემებში გვაძლევს სხვადასხვა ბუნების არაწრფივი დინამიკური სისტემების მართვის ახალ შესაძლებლობებს. ლიტ. 7.

ავტ.

 

12.1.45. ფიზიკის თანამედროვე პრობლემების შესახებ. /. გეგეჭკორი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 420-422. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაჩვენებია, თუ რა პრობლემების წინაშეა თანამედროვე ფიზიკის ძირითადი თეორიები და კონცეფციები. შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკა დღეს ჩიხშია. ერთადერთი საიმედო გზა ფიზიკის წინაშე დასმული პრობლემების ამოსახსნელად ექსპერიმენტია. სწორედ ამიტომ იძლევა დიდი ადრონული კოლაიდერი განსაკუთრებულ იმედებს. ცდები, რომლებიც ტარდება კოლაიდერზე, გადაწყვეტს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჰიგსის ნაწილაკის არსებობა, არასაკმარისი ბნელი ენერგია და სხვა. რაც მთავარია, ეს ცდები პასუხს გაგვცემს შეკითხვაზე, ვითარდება თუ არა ფიზიკა სწორი მიმართულებით, თუ მისი ყოველი ნაბიჯი ჩვენს უვიცობაზე მიგვითითებს სოკრატისეული გაგებით. ლიტ. 7.

ავტ.

 

12.1.46. ცხრილით მოცემული მრავალცვლადიანი ფუნქციის ანალიზური სახით ჩაწერის და ექსპერიმენტის დაგეგმვისა და ჩატარების მათემატიკური მოდელების მეთოდი. /. გორჯოლაძე, . გორჯოლაძე, . გორჯოლაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 32-39. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია შემდეგი საკითხები: ორცვლადიანი ფუნქციის რაციონალურ მაჩვენებლიანი ხარისხის შემცველი და კომბინირებული მათემატიკური მოდელები; მრავალცვლადიანი ფუნქციის არგუმენტების ერთცვლადიან ფუნქციათა ჯამისა და ნამრავლის სახის მათემატიკური მოდელები; ცხრილით მოცემული ორრანგიანი ოთხი ცვლადის ფუნქციის ანალიზური სახის დამდგენი ფორმულები; ორ- და სამფაქტორიანი ექსპერიმენტის დაგეგმვისა და ჩატარების მათემატიკური მოდელების მეთოდი. ცხრ. 3, ლიტ. 7.

ავტ.

 

 

2. ქიმია. ბიოლოგია

 

12.2.1. ყურძნის წიპწის ზეთის თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები და მათი 1,0% და 2,5% კვებითი დანამატების ბიოლოგიური აქტივობა. /. კიკალიშვილი, . ზურაბაშვილი, . ტურაბელიძე, . ზურაბაშვილი, . გიორგობიანი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #6(207). – გვ. 47-50. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომის მიზანია ყურძნის წიპწის ზეთის თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობის დადგენა და ამ ზეთის 1,0% და 2,5% კვებითი დანამატების მოქმედების შედარება თაგვის ღვიძლის ცხიმოვანი მჟავების ფოსფოგლიცერიდულ და ტრიაცილგლიცერიდულ ფრაქციებში. კვლევები ჩატარებულია 90 უჯიშო თაგვებზე. მაღალეფექტური სითხოვანი ქრომატოგრაფიით ყურძნის თესლის ზეთში დადგენილია შემდეგი ცხიმოვანი მჟავები: ლინოლის (65%), ლინოლენის (1,5%), ოლეინის (17,0%), პალმიტინის (8%), სტეარინის (4,4%) და არახიდონის (0,6%). დადგენილია, რომ ყურძნის თესლის ზეთის 1,0% და 2,5% კვებითი დანამატების ბიოლოგიური აქტივობა განსხვავებულია. ექსპერიმენტის მე-15 დღეს თაგვების ღვიძლის ლიპიდების ფოსფოგლიცერიდულ და ტრიაცილგლიცერიდულ ფრაქციებში ზემოაღნიშნული ცხიმოვანი ზეთების რაოდენობითი კომპოზიციები მნიშვნელოვნად იცვლება. ცვლილებები უფრო რელიეფურია ტრიაცილ-გლიცერიდულ ფრაქციაში, ყურძნის წიპწის ზეთის კვებითი დანამატების ოპტიმალური გამოყენება მნიშვნელოვანია ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების შესანარჩუნებლად.

ავტ.

 

12.2.2. დეკორატიული ბუჩქების ვეგეტაციური გამრავლების მიზნით ჰორმოდინ-2-ის ხსნარის გამოყენება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. /. ლომთათიძე, . მაჭუტაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ. 135-138. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

სამუშაოს მიზანს შეადგენდა აჭარის ზღვისპირეთში ინტროდუქციის წარმატების განმაპირობებელი ფაქტორების შესწავლა, ინტროდუცენტების შეცვლილ გარემო პირობებთან შეგუების პროგნოზირება და ინტროდუქციის ზოგადი კანონზომიერების ჩამოყალიბება. აჭარის ტენიან სუბტროპიკულ ზონაში ეგზოტების საკმაოდ დიდი ჯგუფი, ადგილობრივ მცენარეებთან შედარებით, გამოირჩევა სწრაფი ზრდით, მაღალი პროდუქტიულობით და ესთეტიკური მნიშვნელობით. ისინი ავლენენ საკმაოდ მაღალ პოტენციურ შესაძლებლობებს, რაც ინტროდუქციის წარმატების დამადასტურებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება. ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.2.3. მოწესრიგების ეფექტები მსუბუქ იშვიათ მიწათა ზესტექიომეტრიულ დიჰიდრიდების სითბოტევადობაში CeH2.86. /. ნამორაძე, . რატიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 62-66. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

გაანალიზებულია CeH2+C ტიპის დიჰიდრიდების სითბოტევადობის ცალკეული კომპონენტი დაკავშირებული, კერძოდ, მესერის აკუსტიკურ რხევებთან, წყალბადის ატომების ლოკალურ რხევებთან, წყალბადის მოწესრიგებასთან და ლითონის გამტარებლობის ელექტრონებთან. დადგენილია ლითონ-წყალბადის მოცემული სისტემის მახასიათებელი პარამეტრები, როგორიცაა დებაის ტემპერატურა წყალბადშემცველი ლითონის მესრისთვის TDeb, აინშტაინის ტემპერატურები TEin(tetra) და TEin(octa) ლითონის მესრის ტეტრა- და ოქტა-კვანძთაშორისებში განლაგებული წყალბადის ატომების ლოკალური რხევების დასახასიათებლად, წყალბადის მოწესრიგებადი ქვესისტემის ენერგეტიკული პარამეტრები V1 და V2, და გამტარებლობის ელექტრონების სითბოტევადობის აღმწერი პარამეტრი . ამ პარამეტრების ქვემოთ მოყვანილი მნიშვნელობებისთვის V1 = -1540 K, V2 = -1925 K, TDeb = 140 K, TEin(tetra) = 1240 K, TEin(octa) = 744 K, g = 0.00028 (cal / mole K2) მიღწეულია CeH2.86 ნაერთის სითბოტევადობის ტემპერატურული დამოკიდებულების ამსახველი ექსპერიმენტული C(T) მრუდის ზუსტი აღწერა. სურ. 5, ლიტ. 7.

ავტ.

 

12.2.4. ბორით ლეგირებული მონოკრისტალური გერმანიუმის დინამიკური მექანიკური თვისებები. /. ჩუბინიძე, . ყურაშვილი, . ბოკუჩავა, . ჩაჩხიანი, . დარსაველიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 89-93. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

გამოკვლეულია ბორით ლეგირებული მონოკრისტალური გერმანიუმის მიკროსტრუქტურა, ელექტროფიზიკური თვისებები, დინამიკური ძვრის მოდულისა და მიკროპლასტიკური დეფორმაციის მახასიათებლები. გერმანიუმის მასიური კრისტალები გაზრდილია ჩოხრალსკის მეთოდით კრისტალოგრაფიული მიმართულებით. მონოკრისტალებში ბორის კონცენტრაცია იცვლება 5.1016-5.1019 სმ-3 ინტერვალში. მოწამვლის ორმოების რაოდენობის შეფასებით განსაზღვრული დისლოკაციების სიმკვრივე იცვლება 103-დან 5.104 სმ-2-მდე. დადგენილია, რომ ბორის კონცენტრაციის გაზრდით მცირდება დენის მატარებელი ხვრელების ძვრადობა და იზრდება დინამიკური ძვრის მოდულის აბსოლუტური მნიშვნელობა არალეგირებულ მონოკრისტალურ გერმანიუმთან შედარებით. მაღალტემპერატურული მოწვის შემდეგ ვლინდება დენის მატარებლების ძვრადობის, დინამიკური ძვრის მოდულისა და დრეკადობის ზღვრის ზრდის ტენდენცია. ბორით ლეგირებული მონოკრისტალური გერმანიუმის შინაგანი ხახუნისა და ძვრის მოდულის ამპლიტუდური დამოკიდებულების შესწავლით მიიღება შემდეგი შედეგები: განსაზღვრულია სხვადასხვა შედგენილობის Ge:B მონოკრისტალების კრიტიკული ამპლიტუდური დეფორმაციის, დინამიკური ძვრის მოდულისა და დრეკადობის ზღვრის მნიშვნელობები. დადგენილია, რომ ბორით სუსტად ლეგირებული მონოკრისტალური გერმანიუმი ხასიათდება ძვრის მოდულის, კრიტიკული ამპლიტუდური დეფორმაციისა და დრეკადობის ზღვრის მაღალი მნიშვნელობებით. ეს გარემოება განპირობებულია გერმანიუმის სტრუქტურის განმტკიცებით, რასაც იწვევს ბორის ატომებით დისლოკაციების ბლოკირების გაძლიერება. ბორის მაღალი კონცენტრაციების შემთხვევაში განმტკიცების პროცესთან ერთად მიმდინარეობს დარბილებისპროცესი. ეს უკანასკნელი გამოწვეულია ელექტრონული გაწყვეტილი კავშირების შევსებით დისლოკაციების ბირთვების მახლობლობაში, რაც თავის მხრივ განაპირობებს დისლოკაციების მოძრაობის აქტივაციის ენერგიის შემცირებას. დისლოკაციებისა და ბორის ატომების ურთიერთქმედების ბუნების ცვლილების გათვალისწინებით გაანალიზებულია ბორის გავლენით სტრუქტურის განმტკიცებისა და დარბილებისმექანიზმები. სურ. 2, ცხრ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.2.5. ვოლფრამის შემცველი მასალებიდან შემადგენელ ლითონთა ქლორიდების მიღების პროცესის კვლევა. /. მირიჯანაშვილი, . თავაძე, . ღარიბაშვილი, . კანდელაკი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 94-99. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ვოლფრამშემცველი ნარჩენების ქლორირების პროცესის ძირითადი კინეტიკური მახასიათებლების კვლევით დადგინდა სუფთა ვოლფრამის ჰექსაქლორიდისა (WCI6) და კომპლექსური მარილის (NiFeCI4) ერთდროული მიღების ტექნოლოგიური პარამეტრები. ქლორირების პროცესის წარმართვა შესაძლებელია ავტოთერმულ რეჟიმში. სურ. 3, ლიტ. 8.

ავტ.

 

12.2.6. ბუნებრივი ცეოლითები - ქიმიური აგრონომიიდან ბიოლოგიურზე გადასვლის ერთ-ერთი შესაძლებლობა. /. ანდრონიკაშვილი, . ზაუტაშვილი, . ეპრიკაშვილი, . ბურკიაშვილი, . ფირცხალავა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 11-118. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია ქიმიური აგრონომიიდან ბიოლოგიურ მიწათმოქმედებაზე გადასვლის ზოგიერთი ასპექტი. დიდი ყურადღება ეთმობა მემცენარეობის პრაქტიკაში სედიმენტაციური წარმოშობის ბუნებრივი ცეოლითების გამოყენებას. XX -ის ბოლოს და XXI -ის დასაწყისში ჩატარებული კვლევების ანალიზის საფუძველზე დადგენილია ნიადაგში შეტანილი ბუნებრივი ცეოლითების დადებითი ზეგავლენა მის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, ბიოლოგიურ აქტიურობასა და პროდუქტიულობაზე. ლიტ. 34.

ავტ.

 

12.2.7. საქართველოს ენდემური მცენარე სვინტრიდან (Polygonatum obtusifolium Miscz.) მანოზა-სპეციფიკური ლექტინის გამოყოფა და ბიოქიმიური დახასიათება. /. დუმბაძე, . ალექსიძე, . ალექსიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 119-124. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

საქართველოს ენდემური მცენარე Polygonatum obtusifolium Miscz.-დან პირველადაა გამოყოფილი და ბიოქიმიურად დახასიათებული მანოზა-სპეციფიკური ლექტინი SABA-1. ლექტინი SABA-1-ის მინიმალური ჰემაგლუტინაციური აქტივობა შეადგენს 0.01 მგ/მლ-. SABA-1. თერმოსტაბილური ცილაა და ლექტინურ აქტივობას ინარჩუნებს 15 წუთის განმავლობაში 600C-ზე თერმული დამუშავების პირობებში. SABA-1-ის ჰემაგლუტინაციური აქტივობა ინჰიბირდება მანოზათი, a-მეთილ-ანოპირანოზიდით და N-აცეტილ-D-გლუკოზამინით. გაკეთებულია დასკვნა, რომ ABA-1 განეკუთვნება მანოზა-პეციფიკური ლექტინების კლასს. სურ. 4, ცხრ 3, ლიტ. 9.

ავტ.

 

12.2.8. ახალი მონაცემები საქართველოს მტკნარი წყლის ბეწვურების (Nematomorpha: Gordiida) შესახებ. /. გორგაძე, . შმიდტ-რეზა, . კინწურაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 125-128. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

პირველად, საქართველოს ფაუნიდან რეგისტრირებულია მტკნარი წყლის ბეწვურების (Nematomorpha: Gordiida) გვარი Gordionus. სინათლის და ელექტრონული მიკროსკოპული გამოკვლევის საფუძველზე იდენტიფიცირებულია ამ გვარის ერთ-ერთი სახეობა Gordionus violaceus Baird, 1853. სურ. 1, ლიტ. 7.

ავტ.

 

12.2.9. წყლის ანკარას (Natrix tessellata, Laurenti,1768) ორგანოებში და ცესტოდაში (Ophiothaenia europaea, Odening, 1963) ფერმენტ არგინაზას აქტივობის შესახებ. /. ნიკოლაიშვილი, . ლომიძე, . მურვანიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 129-133. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

წყლის ანკარას ორგანოებში და მის ნაწლავში მობინადრე ცესტოდაში განსაზღვრულ იქნა ფერმენტ არგინაზას აქტივობა და დადგინდა PH ოპტიმუმი. ნაჩვენებია, რომ წყლის ანკარას თირკმელებში ფერმენტი ავლენს მაღალ აქტივობას, ღვიძლშიშედარებით დაბალს. ნაწლავში არგინაზა არ იქნა გამოვლენილი. აღინიშნა აგრეთვე პარაზიტ არგინაზას მნიშვნელოვანი აქტივობა. განხილულია მოცემულ პარაზიტ-მასპინძლის სისტემაში ფერმენტ არგინაზას ბიოქიმიური ადაპტაციის როლი. ცხრ. 3, ლიტ. 7.

ავტ.

 

12.2.10. რბილი ხორბლის (T. aestivum L.) ინდუცირებული მუტაგენეზით მიღებული მოკლეღეროიანი ახალი ბოტანიკური და გენეტიკური ფორმაგორდა“. /. ნასყიდაშვილი, . ჩხუტიაშვილი, . ბედოშვილი, . ნასყიდაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 134-137. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

მოკლეღეროიანი სუპერჯუჯაგორდამიღებულია საქართველოში გასავრცელებლად დაშვებული ფრანგული სელექციის, საშემოდგომო რბილი ხორბლის ჯიშდუკატი“- თესლზე ქიმიური მუტაგენის NMU 0,01%-იანი ხსნარის ზემოქმედებით. „გორდასაშემოდგომო რბილი ხორბლის მუტანტური ფორმაა. მცენარე არის ბუჩქის ტიპის, მკვეთრად შემცირებული მუხლთშორისების სიგრძით, რომლის მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 26-27 სმ. ფოთოლი ფართო, ვერტიკალურად მდგომი; ღერო მოკლე, მტკიცე, ძნელად იღუნება. თავთავი უფხო, მოკლე (4-5 სმ), ბრტყელი, მკვეთრად მკვრივი, რომელშიც გაზრდილი განუვითარებელი თავთუნების რაოდენობა მჭიდროდ განლაგებულია თავთავის ღერაკზე, თავთუნების კილები გამობერილია. ჯიშიგორდა” 10-12 დღით საგვიანოა სტანდარტულ ჯიშებთან შედარებით. მარცვალი ბჟირია, რის გამოც 1000 მარცვლის მასა შეადგენს 30 . მარცვლის ნედლი პროტეინის შემცველობა შეადგენს 27-28%. გორდაარის ახალი მემკვიდრეობის მქონე სასელექციო საწყისი მასალა სელექციური მოკლეღეროიანი (2-3 გენით) ჯიშების გამოსაყვანად. სურ. 5, ლიტ. 7.

ავტ.

 

12.2.11. აღმოსავლეთ საქართველოს სარმატული ნალექების პალინოლოგიური და მიკროფაუნისტური კვლევის შედეგების შეპირისპირება. /. შატილოვა, . მაისურაძე, . კოკოლაშვილი, . ქოიავა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 138-144. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

აღმოსავლეთ საქართველოს სარმატული ნალექების პალინოლოგიური მეთოდით შესწავლამ შესაძლებელი გახადა თვალი გავადევნოთ ფლორის მცენარეულობისა და კლიმატის ცვალებადობის ისტორიას და გამოვყოთ მათი განვითარების ეტაპები სარმატული საუკუნის განმავლობაში. ეტაპების დასადგენად ძირითად კრიტერიუმად გამოყენებულია მცენარეულობის შემადგენლობაში ტყის ფორმაციების და ტენიანობის მოყვარული სახეობების რაოდენობის შემცირება, რაც უტყეო სივრცის არეალის გაფართოებას იწვევდა. ფლორისა და მცენარეულობის განვითარებაზე გავლენის ძირითად ფაქტორად ითვლება კლიმატური პირობები. დადგინდა, რომ შუასარმატულის ბოლოს იწყება ქსეროფიტიზაციის პროცესი, რომელმაც შედარებით მკვეთრი ხასიათი მიიღო გვიანსარმატულში. ამ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიის დიდ ფართობზე ქსეროფიტული მცენარეულობა გაბატონდა. ფლორისტული ეტაპების შეპირისპირებამ ფორამინიფერების განვითარების ეტაპებთან გამოავლინა გარკვეული მსგავსება ხმელეთისა და ზღვის ბიოცენოზების დინამიკაში, განსაკუთრებით გარემოს გაუარესების პირობებში. ცნობილია, რომ შუა და ზედასარმატულის საზღვარზე განვითარებულმა ოროგენეტურმა პროცესებმა შეცვალა პალეოგეოგრაფიული გარემო ამიერკავკასიაში. საქართველოს ტერიტორია ძირულის მასივით ორ დიდ რეგიონად გაიყო. დასავლეთით (კოლხეთის რეფუგიუმი) შენარჩუნდა თბილი და ტენიანი ჰავა, რამაც განაპირობა სუბტროპიკული მცენარეულობის გადარჩენა. აღმოსავლეთით კი დაიწყო ქსეროფიტიზაციის პროცესი (რომელმაც მოიცვა კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიები). ზღვის ფართობის შემცირებამ და ცალკეული განმარილიანებული დახშული აუზების გაჩენამ დამღუპველი პირობები შეუქმნა ფორამინიფერებს, რამაც შუა და ზედასარმატულის საზღვარზე ფორამინიფერების დიდი უმრავლესობის ამოწყდომა გამოიწვია. ხმელეთისა და ზღვის ბიოცენოზების დადგენილი ეტაპები შეიძლება გამოყენებული იყოს აღმოსავლეთ საქართველოს სარმატული ნალექების უფრო დეტალურ სტრატიგრაფიულ ერთეულებად დანაწილებისათვის. სურ. 2, ლიტ. 15.

ავტ.

 

12.2.12. მასალის ბიოლოგიური კოროზია და დაცვის მეთოდები. /. ჩიქოვანი, . ქარუმიძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 112-116. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საინჟინრო ნაგებობის ექსპლუატაციისას, ტენიან ჰაერსა და წყალში, მასალამ შეიძლება განიცადოს სხვადასხვანაირი, მათ შორის ბიოლოგიური კოროზია. მოცემულია ბიოკოროზიის სახეობები და გამომწვევი მიზეზები. დაცვის მარტივი და საიმედო მეთოდები, კერძოდ, ციანიდების შემცველი მასალით დაფარვა ან გაჟღენთა. ცხრ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.2.13. ვერმიტექნოლოგიებიდანერგვა და გამოყენება საქართველოში. /. კოხია/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 287-291. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ვერმიტექნოლოგია, როგორც ცნება თითქმის ას წელს ითვლის, მაგრამ დღეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა, როგორც ორგანული ნარჩენების გადამუშავების, ნიადაგის რეგენერაციისა და დეტოქსიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ვერმიტექნოლოგიებს საფუძვლად უდევს ჭიაყელას მიერ ორგანული ნარჩენების შეთვისებისა და ტრანსფორმირების უნარი. ჭიაყელას კვებითი აქტივობისა და ცხოველქმედების შედეგად ხდება ნიადაგის ორგანული ნაერთებით გამდიდრება. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაგებია ჩვენი ინტერესი ამ ტექნოლოგიების და საერთოდ, ჭიაყელების ცხოველქმედების შესწავლისადმი. ჭიაყელა ნიადაგის მაკროფაუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და კარგად ცნობილი წარმომადგენელია, მისი როლის შესახებ ნიადაგწარმოქმნით პროცესებში ჩარლზ დარვინი ჯერ კიდევ 1882 წელს წერდა. ძალიან დიდია ჭიაყელას ეკოლოგიური მნიშვნელობა. იგი ნიადაგის უმთავრესი სანიტარია და გვევლინება ნიადაგზე მობინადრე ყოველივე ცოცხალის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გარანტად. ჭიაყელა ძირითადად ნიადაგში სხვადასხვა გზით მოხვედრილი მცენარეული ნარჩენებით იკვებება და მისი გადამუშავების შედეგად აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქ-ტურასა და ხარისხს. ის ნიადაგის სახნავი ფენის ერთი კვადრატული მეტრის ფართობში აკეთებს თითქმის 1000 მეტრის საერთო სიგრძის ხვრელს, რომელშიც ტოვებს მცენარისათვის ადვილად შესათვისებელ ნივთიერებათა მთელ კომპლექსს. ჭიაყელას ნაკეთებ ხვრელში, ინტესიურად ვითარდება მცენარის შემწოვი აქტიური ფესვები (ბუსუსები), რომელთა საშუალებითაც ადვილად მიეწოდება მცენარეს საჭირო საკვები ელემენტები. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.2.14. მეღვინეობის ნარჩენებისგან მიღებული ცილის პრეპარატების კვებითი და ბიოლოგიური ღირებულების შესწავლა. /. გრიგორაშვილი, . ხოტივარი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 295-298. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ..

განსაზღვრულია მეღვინეობის ნარჩენებიდან (ყურძნის წიპწა, ჭაჭა, ლექი) მიღებული ცილის კონცენტრატების ქიმიური შედგენილობა. ქიმიური და ბიოლოგიური მეთოდებით შესწავლილია ცილის კონცენტრატების ბიოლოგიური ღირებულება, ყურძნის წიპწის, ჭაჭის, ლექის ცილის კონცენტრატების ბიოლოგიური ღირებულება შესაბამისად შეადგენს 71,4; 83,4 და 79,7%-. ცხრ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

12.2.15. საქართველოში გავრცელებული ლიმონისებური რეჰანის ეთეროვანი ზეთის ქიმიური შედგენილობის გამოკვლევა. /. ბაღათურია, . ბეგიაშვილი, . კოტორაშვილი, . ორმოცაძე, . ბაღათურია./ 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 334-337. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილ იქნა საქართველოში გავრცელებული ლიმონისებური რეჰანის ეთეროვანი ზეთის ქიმიური შედგენილობა. აირთხევადური ქრომატოგრაფირების მეთოდის გამოყენებით ლიმონისებური რეჰანის ზეთში დადგინდა 26 კომპონენტის არსებობა. ეთეროვან ზეთში ციტრალის დიდი რაოდენობით არსებობა ზეთს სძენს ლიმონის სასიამოვნო არომატს, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ აღნიშნული ზეთი გამოყენებულ იქნეს ლიმონის ზეთის შემცვლელად კვების მრეწველობაში. ცხრ. 2, სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.2.16. ღვინის სიმჟავის დაწევის ბიოლოგიური მეთოდი. /. ბაღათურია, . ედიბერიძე, . ლომსაძე./ 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 337-340. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ორგანულ მჟავათა უმრავლესობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვინის წარმოების დროს მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებში და მათი დაშლა დასადუღებელ წვენებსა და ღვინოებში მკვეთრ გავლენას ახდენს ხილკენკროვანი ღვინოების ხარისხზე. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად შესწავლილ იქნა სიმჟავის დამწევი საფუვრებისSchi­zosaccharomyces-ის გავრცელების ხარისხი და სიხშირე. ხოლო Schiz.acidodevorax-ის არსებობის დასადგენად დამუშავებულია სპეციალური ბიოლოგიური ტიტრაციის მეთოდი. ცხრ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.2.17. ელემენტური ბორის ნანომილაკები ბმათა შემცირებული რაოდენობით. /. ჩხარტიშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 383-386. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნანომილაკური ნახშირბადის ნაცვლად, ნანომილაკურ ბორზე დაფუძნებული ნანოტექნოლოგიის უპირატესობა არის ის, რომ ამ დროს შესაძლებელია ვარეგულიროთ შემადგენელი ნანომილაკების ხირალობა, რაც უმეტესწილად განსაზღვრავს ნანომილაკური მასალის ფიზიკურ თვისებებს. ცნობილია, ელემენტური ბორის ნანომილაკების მრავალგვარი გამოყენებისმეტალური სადენები ნანოელექტრონიკისათვის, ერთდროული დაცვა ნეიტრონული და მისი თანამდევი გამა-გამოსხივებებისაგან და .. ანალიზური გეომეტრიული მოდელი, ადრე აგებული ბორის ნანომილაკებისათვის სრულყოფილი – 6-კოორდინირებული ბმებით, გავრცელებულია გადაგვარებულ ფორმებზეც, რომლებშიც ბორის მეზობელ ატომებს შორის ბმათა რაოდენობა შემცირე-ბულია. ამ მოდელზე დაყრდნობით შეფასებულია ზოგიერთი ულტრამცირე დიამეტრის მქონე ნანომილაკის გეომეტრიული პარამეტრები. ელემენტური ბორის გადაგვარებულ ნანომოლაკებს ერთობლიობაში შეუძლია წარმოქმნან ულტრანანომასშტაბური ბოჭკოები, რომლებშიც ნაკლული ბმები აღდგენილი იქნება. გარდა ამისა, ამგვარ გადაგვარებულ სტრუქტურებს ბორის მრავალკედლიანი ნანომილაკების გულარის როლის შესრულებაც შეუძლიათ. ცხრ. 1, სურ. 1, ლიტ. 14.

ავტ.

 

12.2.18. ოქროსა და ვერცხლის იონების გადაადგილება წყალხსნარიდან შპირულინა პლატენსის დახმარებით. /. ღელაღუტაშვილი, . გინტური, . ბაღდავაძე, . კუჭავა, . რჩეულიშვილი, . ჯანჯალია, . ტუღუში/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 387-390. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

დიალიზისა და ატომურ-აბსორბციული მეთოდების გამოყენებით შესწავლილია წყალხსნარიდან ოქროსა და ვერცხლის იონების გადაადგილება შპირულინა პლატენსის დახმარებით. განსაზღვრულია ბიოსორბციის კონსტანტები, ურთიერთქმედების ბუნება და ბიოსორბციის ტევადობა (I)-შპირულინა პლატენსის და Au(III)- შპირულინა პლატენსის კომპლექსებისათვის. ბიოსორბციის კონსტანტები Ag(I)- შპირულინა პლატენსის და Au(III)- შპირულინა პლატენსის კომპლექსებისათვის შესაბამისად ტოლია: 13.0x10-4 და 2.1x10-4. ცხრ. 1, სურ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

12.2.19. ანიზოტროპიის ფოტოინდუცირების დროს შეფერადებული მოლეკულების ასოციაცია ჟელატინის ფირში. /. ებრალიძე, . ებრალიძე, . მუმლაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. გვ. 265-268. – ინგლ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

ვიდეომიკროსკოპიის მეშვეობით წარმოდგენილია ანიზოტროპიის ფოტოინდუცირების დროში ფორმირების სურათი, როდესაც ანიზოტროპია ფირში ინდუცირდება ცალკეულ მიკრომარცვლებში და სინათლის ექსპოზიციის მიხედვით მოდულირდება მარცვლების კონცენტრაცია და ზომები. მოვლენა დამზერილ იქნა ქრიზოფენინის და აკრიდინ ყვითლის ნაჯერი ხსნარების 1:1 პროპორციით შედგენილი ნარევით შეღებილ ჟელატინის ფირში. სურ. 11. ლიტ. 17.

ავტ.

 

12.2.20. GaAs (001) ზედაპირების ქიმიური ნიტრიდაცია. /. ბერკოვიც, . ვოვა, . ულინი, . მინაშვილი, . ილურიძე, . დავითაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 447-450. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ოჟე-ელექტრონული სპექტროსკოპიის მეთოდით ჩატარდა ჰიდრაზინ-სულფიდურ ხსნარებში დამუშავებული GaAs(001) ზედაპირის ქიმიური შედგენილობის კვლევა. აღმოჩენილ იქნა, რომ ასეთი ქიმიური დამუშავება ახდენს ზედაპირის ეფექტურ ნიტრიდიზაციას და მონოფენური სისქის GaN მთლიანი ფირის მასზე ფორმირებას. ნიტრიდული ფირის ფორმირება წარმოებს ქიმიური რეაქციის თანამიმდევრობის შედეგად, რომელსაც ადგილი აქვს ნახევარგამტარული კრისტალის ზედაპირზე ჰიდრაზინ-სულფიდურ ხსნარში და რომლებსაც საბოლოოდ მივყავართ GaAs ზედაპირზე დარიშხანის ატომების აზოტის ატომებით ჩანაცვლებასთან. GaN კავშირების მაღალი სტაბილურობის გამო ნიტრიდული ფირი ხასიათდება მაღალი თერმული და ქიმიური მედეგობით. ამიტომ შეიძლება გამოყენებულ იქნეს GaAs ზედაპირის პასივაციისათვის. ნაჩვენებია, რომ GaAs(001) საფენის ზედაპირის ქიმიური ნიტროდიზაცია, მეტალთან ბარიერული კონტაქტის ფორმირების წინ, იწვევს Au/GaAs შოტკის სტრუქტურების იდეალურობის კოეფიციენტის სიდიდის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და ძლიერ ამცირებს I-V მახაიათებლების გაბნევას. სურ. 2, ლიტ. 13.

ავტ.

 

3. გეოლოგია. გეოდეზია

 

12.3.1. მეზოზოური ოროგენული ფაზისების ხანგრძლივობა (საქართველოს მაგალითზე). /. მაისაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 100-110. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ოროგენული (დანაოჭების) ფაზისების დროს წარმოქმნილი ნალექების ლითო-ფაციესური ანალიზის საფუძველზე განხილულია იმ დროის სედიმენტაციური პროცესები, პალეოგეოგრაფიული და სტრუქტურული ცვლილებები. დანაოჭების ყველა ფაზისს თან ახლდა სინოროგენული რეგრესიული წარმონაქმნები, რომლებიც ტექტონიკური მოძრაობების გააქტიურების პირდაპირ შედეგს და დროში მათი ხანგრძლივობის საზომს წარმოადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილ მეზოზოურ ოროგენულ ფაზისებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩეგემური დანაოჭება იყო. მის შედეგად ჩამოყალიბდა ის ძირითადი მორფოსტრუქტურული ერთეულები, რომლებმაც შემდგომში მნიშვნელოვნად განაპირობეს რეგიონის თანამედროვე გეოლოგიური აგებულების ხასიათი. რეგრესიული ნალექების ასაკისა და გეოქრონოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით პირველად განისაზღვრა მეზოზოური ოროგენული ფაზისების სავარაუდო ხანგრძლივობა. სურ. 2, ლიტ. 35.

ავტ.

 

12.3.2. ტყიბული - შაორის ქვანახშირის საბადოს ღრმა ჰორიზონტებზე ქანებისა და გაზის უეცარი გამოტყორცნის პოტენციური საშიშროების შესახებ. /. ცინცაძე, . გორდეზიანი/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 4-8. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ტყიბული-შაორის ქვანახშირის საბადოზე ქვიშაქვებისა და გაზის უეცარი გამოტყორცნის რეგიონალური პროგნოზის ჩატარების მიზნით გაანალიზებულია შემდეგი ათი მაჩვენებელი: ქვიშაქვების გენეტიკური ტიპი, ნახშირების მარკა, სიღრმე ზედაპირიდან, ქვიშაქვების ფორიანობა, გაზით ფორების შევსების ხარისხი, ქვიშაქვების შეკუმშვის და გაჭიმვის სიმტკიცის ზღვარი, დრეკადობის მოდული, მეთანშემცველობა და გაზის წნევა. შესაბამის რანგულ მაჩვენებლებთან აღნიშნული მაჩვენებლების შედარება ცხადყოფს, რომ საბადოს ღრმა ჰორიზონტებზე არსებობს ქვიშაქვებისა და გაზის უეცარი გამოტყორცნის საშიშროება. გამოტანილია აგრეთვე წინასწარი დასკვნა, რომ ქვიშაქვებთან ერთად გაზისა და ქანის უეცარი გამოტყორცნის საშიშროებას წარმოადგენს აგრეთვე ალევროლიტი. ცხრ. 3, ლიტ. 16.

ავტ.

 

12.3.3. ამონაღების ფერდოს მდგრადობის გაანგარიშების საკითხისათვის. /. კუკულაძე, . ფირცხალავა/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 9-11. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

სისტემატიზებულია ამონაღების ფერდოს მდგრადობის გაანგარიშების თანამედროვე საინჟინრო მეთოდები მიღებული ჰიპოთეზების მიხედვით. ნაჩვენებია, რომ ფერდოს მდგრადობის გაანგარიშებისას დღეისათვის მთავარ სირთულეს წარმოადგენს მისი რღვევის ყველაზე სავარაუდო ფორმის პროგნოზი და გრუნტის მექანიკური მახასიათებლების განსაზღვრა მათი ცვალებადობის გათვალისწინებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. გაანგარიშების საფუძველზე მიღებული kst - ფერდოს მდგრადობის კოეფიციენტი უნდა შედარდეს შესაბამის ნორმატიულ მნიშვნელობას, რომლის განსაზღვრის წესი რეგლამენტირებულია მოქმედი სტანდარტით. საბოლოოდ უნდა დაკმაყოფილდეს პირობა . სურ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.3.4. ჭიათურის მანგანუმის საბადოს მარაგების ანგარიშისას კონდიციების შემადგენლობა და მათი განსაზღვრის პრინციპები. /. კიკაბიძე, . ერქომაიშვილი, . შატბერაშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 11-15. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

ჭიათურის მანგანუმის საბადოს დამუშავების სამთო-გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების ანალიზმა გვიჩვენა, რომ მანგანუმის მადნის კონდიციების პარამეტრების განსაზღვრის ამჟამად გამოყენებული მეთოდები ხელს არ უწყობს მარაგების სრულად გამოყენებას. მანგანუმის ფენის სტრუქტურიდან და ფუჭ ქანებს შორის მკაფიო საზღვრების არსებობიდან გამომდინარე, ბალანსური მარაგების შემოკონტურებისათვის და განსაზღვრისათვის სრულიად საკმარისია მინიმალური სამრეწველო შემცველობის გამოყენება. ფენის კონტურში არაკონდიციური ფუჭი ქანის მინიმალური სიმძლავრის დადგენის პრაქტიკამ, დამუშავების პარამეტრების და სასარგებლო კომპონენტის შემცველობის გაუთვალისწინებლად, შესაძლოა განაპირობოს ან არარენტაბელური მოპოვება ან მანგანუმის მადნის გაუმართლებელი დანაკარგები. დადგენილია, რომ ლავებით დამუშავებისას მანგანუმის მადნის მარაგებში სასარგებლო კომპონენტის მინიმალური შემცველობა იცვლება 12-დან 14%-მდე, ხოლო სპირაჯოების მეთოდის გამოყენებისას 14-16%-ის ფარგლებში. სურ. 2, ცხრ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

12.3.5. ტყიბული-შაორის საბადოს გამომუშავებული ველები და გამომუშავებით გამოწვეული დეფორმაციები. /. კუპატაძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 15-17. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია ტყიბული-შაორის საბადოს გამომუშავებული ველების გავლენა შაორის წყალსაცავის ეკოსისტემაზე. ნაქერალას ქედზე დაფიქსირებულია ქანების ნაპრალოვნება 10-15 სმ-ის სიგანის ღრმა ნაპრალებით, მეწყრები, ზედაპირზე განლაგებული ნაგებობების დეფორმაცია, რაც მთლიანობაში საფრთხეს უქმნის ნაქერალას ქედსა და შაორის წყალსაცავის ეკოსისტემას. ასევე განხილულია ÂÍÈÌÈ-ის მიერ შესრულებული კვლევების შედეგები, რომლებიც ტყიბული-შაორის საბადოს პირობებისათვის ნაკლებად ეფექტურია. აქედან გამომდინარე, აუცილებელი და მიზანშეწონილია შემდგომი კვლევის საგანი გახდეს საბადოს გამომუშავებული ველების თავზე განლაგებული ქანების დაძაბულ-დეფორმაციული მდგომარეობის შესწავლა. სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.3.6. ტყიბული-შაორის საბადოს შეფასება მოსალოდნელი ბუნებრივ-ტექნოლოგიური საშიშროების მიხედვით. /. კუპატაძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 18-19. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია ტყიბული-შაორის ნახშირის საბადოს აირიანობა, მტვერსაშიშროება, სამთო დარტყმები და ენდოგენური ხანძრები, რითაც დასტურდება, რომ საბადო მიეკუთვნება რთულ და ძნელად დასამუშავებელ საბადოთა რიცხვს. აღნიშნულია, რომ საბადო შეიძლება განხილული იქნას, როგორც აირ-ნახშირიანი საბადო, რომელიც სამთო დარტყმების მხრივ განეკუთვნება საშიშს, რადგან საბადოს ფენები შეიცავს მაღალ, საშუალო და ქიმიურად ნაკლებად აქტიურ ნახშირებს. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.3.7. მანგანუმის მადნის მიწისქვეშა მოპოვების ტექნოლოგიური სქემების ანალიზი კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით. /. ბოჭორიშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 20-24. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

მოცემულია მანგანუმის მადნის მიწისქვეშა მოპოვების ტექნოლოგიური სქემების ანალიზი კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით. შემუშავებულია საწმენდ სანგრევებში მადნის მოპოვების საწარმოო პროცესების მათემატიკური მოდელი და მის საფუძველზე შესრულებულია ტექნოლოგიური სქემების ეკონომიკური ანალიზი. კომპიუტერული მოდელირებით შესწავლილია დაყვანილი საოპერაციო დანახარჯების დამოკიდებულება საწმენდი სანგრევის ზომებზე და წინსვლის სიჩქარეზე. მოდელი საშუალებას იძლევა დასაბუთებულად გადაწყდეს საწმენდ სანგრევებში მადნის მოპოვების ტექნოლოგიური პარამეტრები. მისი გამოყენება შესაძლებელია მაღაროს ორგანიზაციული და ოპერატიული დაგეგმვისათვის. სურ. 4, ლიტ. 12.

ავტ.

 

12.3.8. გვირაბმშენებლობის ორი მთავარი მეთოდის ანალიზი. /. ჯაფარიძე, . დემეტრაშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 24-27. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

სამთო-გეოლოგიური პირობების სხვადასხვაობის გამო დღეისათვის მსოფლიოში დამუშავებულია და გამოიყენება გვირაბმშენებლობის შესაბამისი მეთოდები. ამათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია .. ახალი ავსტრიული მეთოდი“ (NATM), რომელიც შეიქმნა და უპირატესად გამოიყენება ცენტრალურ ევროპაში. უფრო ძველი და მთელ მსოფლიოში გავრცელებულია .. დაკვირვებითი მეთოდი (Observational Method). ნაშრომში მოცემულია ამ მეთოდების ძირითადი თავისებურებების და გამოყენების არეების შედარებითი ანალიზი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი აღებულია აშშ ნორმატიული დოკუმენტიდან. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.3.9. დალექვის პროცესის ოპტიმიზაცია მრავალკამერიან სალექ მანქანაში. /. ენაგელი, . ქიტოშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 28-31. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია მრავალკამერიან სალექ მანქანაში დალექვის პროცესის ოპტიმიზაციის შედეგები ჭიათურის ცენტრალური დამყვანი ფაბრიკის პირობებისათვის. პროცესის მათემატიკური მოდელისა და ოპტიმიზაციის ტექნოლოგიური კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა ოპტიმიზაციის მეთოდი - წრფივი დაპროგრამების გრაფიკული ვარიანტი. ოპტიმუმის ძებნა განხორციელებულია ორი სხვადასხვა გზით, მიღებული შედეგები პრაქტიკულად ემთხვევა ერთმანეთს. აგებულია ოპტიმიზაციის შემაჯამებელი გრაფიკი, რომელიც იძლევა საშუალებას კონცენტრატის ხარისხის ყოველი მოთხოვნილი (დავალებული) მნიშვნელობის მიხედვით განისაზღვროს მისი გამოსავლის (რაოდენობის) ოპტიმალური სიდიდე. მმართველი ზემოქმედებების შესაბამისი სიდიდეები განსაზღვრულია მიზნის და შეზღუდვის ფუნქციებიდან. სურ. 4, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.3.10. დალექვის პროცესის ოპტიმიზაცია შემაშფოთებელი ზემოქმედებების გათვალისწინებით. /. ენაგელი, . ქიტოშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 32-35. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია მანგანუმის მადნის დალექვის პროცესის ოპტიმიზაციის საკითხი შემაშფოთბელი ზემოქმედებების გათვალისწინებით. მიღებულია სალექი მანქანის პირველ და მესამე კამერებში მიწოდებული ჰაერის რაოდენობის მართვის კანონები შემაშფოთებელი ზემოქმედებისგასამდიდრებელი მადნის ხარისხის და სალექი მანქანის საჰაერო განყოფილებაში ჰაერის წნევის ცვალებადობის გათვალისწინებით. შემოთავაზბულია შესაბამისი მართვის ხერხი. სურ. 5, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.3.11. ტყიბული-შაორის საბადოს ქვანახშირის საქართველოს მრეწველობის ზოგიერთ დარგში გამოყენების ეკონომიკური ეფექტურობის ანალიზი. /. მახარაძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 36-38. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

მოცემულია საქართველოს მრეწველობის ზოგიერთ დარგში ტყიბული-შაორის საბადოს ქვანახშირის გამოყენების შემთხვევაში, ნაცვლად საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოზიდული ქვანახშირისა, მიღწეული ეკონომიკური ეფექტურობის ანალიზი. ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ თუ დღესათვის ტყიბულის 13,2 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტრო-სადგურისათვის გამოყენებული იქნება აღნიშნული საბადოს გაუმდიდრებელი ქვანახშირი, ხოლო მჭიდა სამშენებლო მასალისცემენტისა და ფეროშენადნობების წარმოებისათვის საჭირო ნახევრად კოქსის მისაღებად იმავე საბადოს გამდიდრებული ქვანახშირი, ნაცვლად საზღვარგარეთიდან შემოზიდული ქვანახშირისა და კოქსისა, შესაძლებელია მიღწეულ იქნას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი, რომელიც აღემატება 20 მილიონ ამერიკულ დოლარს. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.3.12. ბაქო-თბილისი-ერზრუმის მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის ჰიდრავლიკური გაანგარიშების ექსპერტიზის შედეგები. /. მახარაძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 39-45. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია ბაქო-თბილისი-ერზრუმის მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის ჰიდრავლიკური გაანგარიშების ექსპერტიზის შედეგები. შედარებითი საექსპერტო გაანგარიშებები შესრულებულია რუსეთის ფედერაციის და ამერიკის შეერთებული შტატების ინჟინერ-მექანიკოსთა საზოგადოების მიერ დამუშავებული ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად. გაანგარიშების შედეგად დადგენილია, რომ მაგისტრალურ გაზსადენში ბუნებრივი აირის დღესდღეობით ტრანსპორტირებული მაქსიმალური საკონტრაქტო ფაქტიური მოცულობა (ხარჯი) არარაციონალური და ძალზე მცირეა (Ê=0,172), რაც ეკონომიკურად ყოვლად გაუმართლებელია. არსებული საკომპრესორო და წნევის დამწევი სადგურების მიერ განვითარებული წნევებისა და მაგისტრალური გაზსადენის დიამეტრის პირობებში შესაძლებელია გასატარებელი ბუნებრივი აირის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდა, რაც განაპირობებს მთლიანად სისტემის ეფექტურობისა და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. სურ. 3, ლიტ. 14.

ავტ.

 

12.3.13. ქვის მასალის სიმტკიცის კვლევა უმარტივესი დაძაბულობის პირობებში. /. ბოჭორიშვილი, . ბეჟანიშვილი, . ბოჭორიშვილი, . რაზმაძე, . გიგაური/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 46-52. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია ქვის მასალის სიმტკიცის გამოკვლევის უმარტივესი თანამედროვე მეთოდები და ძირითადი შედეგები. აგრეთვე ქვის მასალის დრეკადობის მახასიათებლები, რომლებიც მათი შედგენილობის განსაკუთრებულობით განისაზღვრება. ცდების უმრავლესობა ქვის მასალაზე ჩატარებულია ერთღერძა შეკუმშვის პირობებში, ვინაიდან დღესდღეობით შეკუმშვის ცდების მაჩვენებლები ძირითადია ქვის მასალის სიმტკიცის მახასიათებლის განსაზღვრისას. ცდების შედეგად დადგენილია, რომ ქვის მასალების სიმტკიცეზე გამოცდისას მნიშვნელოვანია ნიმუშების ფორმა და ზომა. ნიმუშების აბსოლუტურ ზომებს ასევე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სიმტკიცის მაჩვენებელზე. დადგენილია აგრეთვე, რომ ნიმუშების ზომების გაზრდასთან ერთად სიმტკიცე მცირდება. სურ. 6, ცხრ. 1, ლიტ. 12.

ავტ.

 

12.3.14. ცემენტის დუღაბისაგან დამზადებული ნიმუშების სიმტკიცეზე გამოცდის შედეგების დამუშავება და ანალიზი. /. ბოჭორიშვილი, . ბოჭორიშვილი, . მაჭავარიანი, . რატიანი, . გიგაური/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 53-59. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია: ნიმუშების შეკუმშვისა და გაჭიმვის დროს ცდების შედეგების ანალიზის სხვადასხვა მეთოდები; სიმტკიცის განსაზღვრისათვის ცდების მეთოდიკა; ცხრილების სახით მოცემულია ხელოვნური ქვების სიმტკიცეები; ჩატარებული ცდების შედეგები შედარებულია თეორიული ფორმულებით გაანგარიშებულ მნიშვნელობებთან; საშენი და მოსაპირკეთებელი ქვის საბადოების პროდუქციის მშენებლობაში გამოყენების მიზნით, განხილულია ბუნებრივი და ცემენტის დუღაბისგან დამზადებული ბლოკების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შესწავლის ახალი მეთოდები, შეკუმშვისას გვერდითი ჰიდროსტატიკური წნევის მომატებისას, ქვის მასალის სიმტკიცის განსაზღვრის, ერთღერძა გაჭიმვისას სუფთა ძვრის პირობებში ქვის მასალის სიმტკიცის განსაზღვრის მეთოდები. სურ. 6, ცხრ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

12.3.15. სუფსის ნავთობის საბადოზე რეანიმაციაში მყოფი ჭაბურღილებიდან ნარჩენი ნავთობის ამოღების ტექნოლოგიური რეჟიმების შემუშავების კომბინირებული მეთოდი. /. ხითარიშვილი, . გოგუაძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 60-62. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

სუფსის ნავთობის საბადოზე ნავთობის დებიტის გაზრდის ყველა მეთოდის გამოყენების ანალიზის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით საჭიროა სატუმბო-საკომპრესორო მილების (სსმ) პარალელურად დაყენებული იქნეს გამათბობელი კაბელი, რომელიც იკვებება პულსირებული მუდმივი დენით, რომლის შედეგად სსმ და მასში მყოფი ნავთობი ცხელდება 800C-მდე, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად იზრდება დებიტი. სურ. 3, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.3.16. წყლის მიმწოდებელი გვირაბის ჩიხური სანგრევების ვენტილაცია ნახშირბადის დიოქსიდის სუფლარული გამოყოფის პირობებში. /. ლანჩავა, . გვენცაძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 70-74. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია მდინარე ლუხუნის ჰესების კასკადის წყლის მიმწოდებელი გვირაბის გაყვანის პროცესში ნახშირბადის დიოქსიდის სუფლარული გამოყოფის საკითხი. ამ მოვლენამ განაპირობა გვირაბის გაყვანის სამუშაოების შეჩერება, რადგან შეიქმნა სუნთქვისათვის არახელსაყრელი და პერსონალის მოწამვლის პირობები. ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაცია სხვადასხვა გაზომვების თანახმად ცვალებადობს 4,5-5,5%-ის დიაპაზონში. დამუშავებულია აღნიშნული გვირაბის ჩიხური სანგრევების დროებითი და მუდმივი სავენტილაციო სქემები, რის შედეგადაც ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაცია გახდა უსაფრთხოების წესების დასაშვებ მოთხოვნათა შესაბამისი. შემოთავაზებული სავენტილაციო სქემა ითვალისწინებს ვენტილაციის კომბინირებული წესის გამოყენებას, რომლის დროსაც სუფთა ჰაერის მიწოდება ხდება როგორც სანგრევში, ისე სუფლარული წყაროების გამოვლენის მიმდებარე ადგილებში. ამასთან ერთად, ამ ადგილებიდან ხდება ჰაერისა და ნახშირბადის დიოქსიდის ნარევის განცალკევებული გაწოვა ხისტი ჰაერსადენით, ხოლო სუფთა ჰაერის მიწოდებამოქნილი ჰაერსადენით. შერჩეულია სათანადო ვენტილატორები, ნახშირბადის დიოქსიდის დეტექტორები და ექსპრეს-საზომი ხელსაწყოები. სურ. 3, ლიტ. 1.

ავტ.

 

12.3.17. მინერალური ნედლეულის ბაზაზე დამზადებული ახალი, მაღალეფექტური ცეცხლდამცავი საფარები. /. ღურჭუმელია, . ბეჟანოვი, . ტყემალაძე, . ტყემალაძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 82-85. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

აღწერილია ხის მასალებისა და კონსტრუქციებისათვის ახალი, მაღალეფექტური, იაფფასიანი ცეცხლდამცავი საფარების მიღების გზები. შემავსებლად გამოყენებულია მინერალური ნედლეული: ცეოლითები, პერლიტები და დოლომიტები, რომლებიც შერჩეული იქნა მათი მაღალი საექსპლუატაციო და ინჰიბიტორული თვისებებისა და ცეცხლჩამქრობი უნარის გათვალისწინებით, რის გამოც კომპოზიციურ მასალებში ისინი თვითონ ასრულებენ ანტიპირენების როლს. შემუშავებული ცეცხლდამცავი საფარები მზადდება შემკვრელი ნივთიერებებისა და შემავსებლების მექანიკური შერევით და არ საჭიროებს მათ დამატებით ქიმიურ გადამუშავებასა და ძვირადღირებული ანტიპირენების დამატებას, რაც თავის მხრივ აისახება მიღებული მასალების დაბალ თვითღირებულებაში იმპორტულ ანალოგებთან შედარებით. სურ. 1, ცხრ. 2, ლიტ. 8.

ავტ.

 

12.3.18. ღონისძიებები მეტროპოლიტენის გვირაბების მდგრადობის ამაღლებისათვის. /. ხიმშიაშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 86-90. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია თბილისის მეტროპოლიტენის ერთ-ერთი რთული უბნის გვირაბებში უწესივრობებისა და სამაგრის დეფორმაციის გამოსავლენად ჩატარებული სამუშაოები და დასახულია მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებები. მიწისქვეშა მუდმივი სამაგრის გარემოხაზულობის მიღმა არსებული სიცარიელეების ზომების დასადგენად რეკომენდებულია ოპტიკური მეთოდების გამოყენება, ხოლო მათში ნაპრალების ამოვსების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ქვიშა-ცემენტის დუღაბის დაჭირხნა. მოცემულია დუღაბის ოპტიმალური კონსისტენცია სხვადასხვა ტიპის სამაგრებისათვის. შემოთავაზებულია ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების (ბენტონიტური თიხების და ..) დუღაბში დანამატების სახით გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის ჰერმეტულობის ხარისხს და ამცირებს გაწეულ ხარჯებს. გვირაბის დაბზარული ადგილების გამაგრებისათვის რეკომენდებულია სოლური კლიტის მქონე ლითონის ანკერული სამაგრი. რეკომენდებულია მიწისქვეშა გვირაბ-ნაგებობების (ლითონის, რკინაბეტონის და ბეტონის) კონსტრუქციების კოროზიისაგან ელექტროქიმიური (კათოდური) დაცვის გამოყენება, რაც შესამჩნევად ზრდის მათი ექსპლუატაციის პერიოდს. სურ. 4, ლიტ. 8.

ავტ.

 

4. გეოგრაფია. კარტოგრაფია. ასტრონომია

 

12.4.1. მძლავრი კონვექციური შტორმის პრევენცია: ატმოსფეროს ქვედა ფენის წინმსწრები გადასტრატიფიცირება. /. შეყრილაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ.73-82. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

არამდგრადი ატმოსფეროს წინმსწრები განაწილებული გადასტრატიფიცირების კონცეფცია მძლავრი კონვექციური შტორმის პრევენციის გზას სახავს. იგი ითვალისწინებს ატმოსფეროს ტენიანი არამდგრადი ქვედა ფენის არამდგრადობის ენერგიის ხელოვნურ უხიფათო განმუხტვას დასაცავ ზონაში წინმსწრებად ფორსირებული კონვექციური ღრუბლებით. ნაშრომში გამოკვეთილია კონცეფციის პირველადი სქემის (განაწილებული და წინმსწრები ფორსირება) რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები. დადგენილია .. მეტეოტრონის ეფექტურობის ძლიერი დამოკიდებულება მანძილზე დამჭერი ინვერსიის ქვედა ზღვრამდე. ალაზნის ველის დასეტყვასა და აჭარაში ჭარბ წვიმებთან მიმართებაში შემოთავაზებულია ახალი, იმპორტირებული წინმსწრები ფორსირების სქემა. გამოკვეთილია კონცეფციის გამოყენების პოტენციალი მძლავრი ტორნადოს თავიდან აცილების მიზნით. სურ. 6, ლიტ. 22.

ავტ.

 

12.4.2. შავი ზღვის ჰიდროლოგიური ვერტიკალური სტრუქტურის რიცხვითი გამოკვლევა გარდამავალი ატმოსფერული კლიმატური ზემოქმედების პირობებში. /. დემეტრაშვილი, . კვარაცხელია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 83-88. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია შავი ზღვის ჰიდროლოგიური ვერტიკალური სტრუქტურის რიცხვით გამოკვლევა გარდამავალი სეზონის (აპრილი) კლიმატური პირობებისათვის, . ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის შავი ზღვის დინამიკის ბაროკლინური მოდელის საფუძველზე. ატმოსფეროს თერმოჰალინური ზემოქმედება გათვალისწინებულია როგორც დირიხლეს, ასევე ნეიმანის სასაზღვრო პირობებით. რიცხვითმა ექსპერიმენტმა აჩვენა თერმოჰალინური ზემოქმედების პირველადი როლი შავი ზღვის ცირკულაციის ვერტიკალური სტრუქტურის ფორმირებაში აპრილის კლიმატური პირობებისათვის. სურ. 2, ცხრ. 1, ლიტ. 7.

ავტ.

 

 

 

 

 

5. სხვა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

 

12.5.1. ჩერენკოვის ეფექტის გამოყენება ბირთვული ენერგეტიკის უსაფრთხოების ასამაღლებლად. /. ჭილაძე, . ლომიძე, . ნიორაძე, . სიდელნიკოვი, . ტრეკოვი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 67-72. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

დამუშავებულია მეთოდი, რომლის საშუალებით შესაძლებელია ნამუშევარი სითბოს გამომყოფი ელემენტების საიმედო იდენტიფიცირება და მათი გამოწვის კოეფიციენტის განსაზღვრა. ამისათვის ჩერენკოვის დეტექტორის ბაზაზე დამზადებულ იქნა ლაბორატორიული ხელსაწყო, რომელშიც გამოყენებულია რადიოაქტიური გამოსხივების იმიტაციის შესაძლებლობა ულტრაიისფერი შუქდიოდის გამოსხივებით და მიღებული სიგნალის გადაცემა შორ მანძილზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით. ლაბორატორიულ ხელსაწყოზე ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენა, რომ ჩერენკოვის დეტექტორის საშუალებით შედარებით მარტივად და ნაკლები დანახარჯებით შესაძლებელია როგორც სითბოს გამომყოფი ელემენტების გამოწვის კოეფიციენტის განსაზღვრა, ისე მათი საიმედო იდენტიფიკაცია. სურ. 2, ცხრ. 2, ლიტ. 7.

ავტ.

 

 

. ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებები. ეკონომიკის დარგები

 

1. ენერგეტიკა

 

12.1.1. სისტემური მიდგომის საფუძვლები ენერგომომარაგების ბაზრის სახელმწიფო რეგულირების ეფექტური ორგანიზაციის ფორმირებისადმი. /. ბირკოვიჩი/. ეკონომისტი. – 2012. – #6. – გვ. 80-86. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

დასაბუთებულია ენერგომომარაგების ბაზრის სტრუქტურა, დიფერენცირებული მათი სახელმწიფო რეგულირების განვითარების მიმართულებებისა და საქმიანობის სახეების მიხედვით. მოცემულია სისტემური მიდგომის საფუძვლები ენერგომომარაგების ბაზრის სახელმწიფო რეგულირების ეფექტური ორგანიზაციის ფორმირებისადმი. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.1.2. ფოტოელემენტის რეალური მქ კოეფიციენტის შეფასება და დადგენა მის მიერ გამოყოფილი სითბოს რაოდენობის გათვალისწინებით. /. ავალიანი, . ჩიქოვანი, . ავალიანი, . ხაჩიძე, . კიბლერი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 62-65. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომი ეხება კვლევებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ მზის ენერგიის ფოტოელექტრული გარდამქმნელები. კერძოდ, შესწავლილია ის ენერგია, რომელსაც გამოყოფს ფოტოელემენტი სითბოს სახით მასზე მზის ენერგიის ზემოქმედებისას. თუ ამ ენერგიას მოვახმართ სასარგებლო მუშაობას (გავათბობთ წყალს), შესაძლებელია ითქვას, რომ ფოტოელემენტი მზის ენერგიის ზემოქმედებით ერთდროულად გამოიმუშავებს ორი ტიპისელექტრულ და სითბურ ენერგიებს. შესაბამისად მარგი ქმედების კოეფიციენტიც იანგარიშება ამ ორი ენერგიის მიერ შესრულებული ჯამური მუშაობიდან. გამოკვლეული იქნა 1 სმ2 ფართობის Ga-As ფოტოელემენტი, რომელიც ცივდებოდა წყლით. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მისგან მიღებული ელექტრული და სითბური ენერგიის ჯამური სიდიდის ოპტიმალური მნიშვნელობა იყო 450C ტემპერატურაზე. ამ შემთხვევაში მარგი ქმედების კოეფიციენტი გაიზარდა 47%-დე. ცხრ. 2, სურ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

12.1.3. საყოფაცხოვრებო შეშის ღუმელების ენერგოეფექტურობის (მქ კოეფიციენტის) განსაზღვრის კომპიუტერული მოდელირება. /. ლაზაშვილი, . კიღურაძე, . ბჟალავა, . ჯიშკარიანი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 147-152. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საქართველოს ხე-ტყის რესურსების ფართომასშტაბიანი ჭრების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არსებული საყოფაცხოვრებო შეშის ღუმელების დაბალი ენერგოეფექტურობაა, სადაც საშეშე მერქნის ენერგეტიკული პოტენციალის მხოლოდ 35-40%-ის გამოყენებაა შესაძლებელი. საყოფაცხოვრებო შეშის ღუმელების ენერგოეფექტურობის (მქ კოეფიციენტის) 40%-დან 60%-მდე გაზრდის შემთხვევაშიც კი თითოეულმა ოჯახმა ყოველწლიურად შეიძლება დაზოგოს დაახლოებით 3,5 3 საშეშე მერქანი, რაც ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ 1,6 მლნ 3- შეადგენს. საქართველოს რეგიონებში ენერგოეფექტური საშეშე ღუმელების ფართომასშტაბიან დანერგვას წინ უნდა უძღოდეს მათი ენერგოეფექტურობის განსაზღვრისა და თბოტექნიკური გაანგარიშების მეთოდიკის შემუშავება, ძირითადი საანგარიშო ფორმულების გამოყვანა, საშეშე მერქნის და საყოფაცხოვრებო ღუმელების მახასიათებელი პარამეტრებისა და შესწორების კოეფიციენტების ფიზიკური არსის დადგენა, გაანგარიშების შედეგების ანალიზის ჩატარება და .. ყოველივე ეს მოითხოვს შრომისა და დროის გარკვეულ დანახარჯებს. ამიტომ, თბოტექნიკური გაანგარიშების კომპიუტერული მოდელის შექმნა, ალგორითმების დამუშავება და მათი აპრობაცია-რეალიზაცია Excel-ის ცხრილური პროცესორისა და პროგრამირების ენა Visual Basic for Application-ის გამოყენებით, გამოთვლების დაჩქარებისა და მიღებული შედეგების სიზუსტის ამაღლების საშუალებას მოგვცემს. სურ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

12.1.4. არატრადიციული, განახლებადი ენერგორესურსების ათვისების პერსპექტივები ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოს ზღვისპირეთში. /. მირიანაშვილი, . ვეზირიშვილი-ნოზაძე, . გრძელიშვილი, . ხათაშვილი, . გედევანიშვილი, . ბახტაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 157-159. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შეფასებულია საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის საკურორტო-რეკრეაციული რაიონის, კერძოდ კი, ბათუმიანაკლიის მონაკვეთის არატრადიციული, განახლებადი ენერგორესურსების პოტენციალი, მათი ათვისების სადღეისო მდგომარეობა და გამოყენების პერსპექტივები. ცხრ. 1, ლიტ. 10.

ავტ.

 

12.1.5. თაღოვანი კაშხლის ფუძის სიმტკიცის პრობლემები. /. ყალაბეგიშვილი, . სამხარაძე, . მენაღარიშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 272-278. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

სამუშაოს მიზანია შეფასდეს თაღოვანი კაშხლის ფუძის ცენტრალურ ნაწილში განვითარებული ანომალიური ფილტრაციული მოვლენები და მათი გამომწვევი მიზეზები. ამასთან დაკავშირებით ენგურჰესის კაშხლის მაგალითზე ჩატარებული იქნა: ფუძის სტატიკური დაძაბული მდგომარეობისა და თანამდევი ფილტრაციული პროცესების ანალიზი გეოლოგიური აღნაგობის, ცემენტაციური ფარდის (ცფ) დამოუკიდებელი და დრენაჟთან ერთობლივი მუშაობის გათვალისწინებით წყალსაცავის შევსება-დამუშავებისას (არასტაციონარული რეჟიმის ფარგლებში); ბზარგანვითარების შეფასება წყალსაცავის შევსება-დამუშავებისას ბზარის კოლმატაციის პროცესში განვითარებული წნევებისა და ხახუნის შემცირების გათვალისწინებით; სტატიკური და ფილტრაციული გაანგარიშებები ჩატარდა კაშხალი-ფუძის 3-განზომილებიანი სასრულ-ელემენტური მოდელის გამოყენებით. მოცემულია კვლევის ცალკეული შედეგები. სურ. 9, ლიტ. 6.

ავტ.

 

12.1.6. ქარის ენერგორესურსების გამოყენების მასშტაბები საქართველოში. /. ვეზირიშვილი-ნოზაძე, . მირიანაშვილი, . გედევანიშვილი, . გძელიშვილი, . ხათაშვილი, . ბახტაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 308-311. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შემოთავაზებულია ქარის ენერგორესურსების გამოყენების მასშტაბები საქართველოში. ქარის გავრცელების სიჩქარისა და ამ სიჩქარის წლიური ხანგრძლივობის მიხედვით საქართველოს ტერიტორია დაყოფილია ხუთ ზონად. ამ ზონებისათვის მოცემულია ქარის ნაკადის მიერ განვითარებული სიმძლავრის და წლიური გამომუშავებული ენერგიის რაოდენობა ნაკადის პერპენდიკულარული ფართობის ერთეულზე. მოცემულია ქარის ელექტროსადგურების პირველი ობიექტების ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები და შეფასებულია ქარის ენერგიის გამოყენების მასშტაბები 15-20 წელიწადში წლიური ელექტროენერგიის გამომუშავებით 5-7 მლრდ. კვტ.სთ ოდენობით. სურ. 4, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.1.7. ექსპლუატაციაში მყოფი ენერგოობიექტების ელემენტების საიმედოობაზე გამოცდის შესახებ. /. ლომიძე, . ნამგალაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 326-331 – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოცემულია ექსპლუატაციაში მყოფი ენერგოობიექტების ელემენტების საიმედოობაზე გამოცდის საკითხები. ასევე განხილულია ენერგოობიექტის ელემენტების საიმედოობაზე საკონტროლო, დაჩქარებული, რღვევადი გამოცდა, კერძოდ, თანამიმდევრული გამოცდა. მიღებულია ელემენტის მასალის სიმტკიცისათვის რელეის ალბათური განაწილება. ანალიზურად მიღებულია თანამიმდევრული გამოცდების კრიტერიუმი, ოპერატიული მახასიათებელი და თანამიმდევრული გამოცდების გეგმა, აგრეთვე აგებულია სიმტკიცეზე თანამიმდევრული გამოცდების ოპერატიული მახასიათებელი და სიმტკიცეზე თანამიმდევრული გამოცდების გრაფიკი. სურ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

12.1.8. ახალი ტიპის პლაზმური რეაქტიული ძრავაპლაზმური რეაქტორი. /. ფრანგიშვილი, . გასიტაშვილი, . გელენიძე, . გოგია, . გელენიძე, . გელენიძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 114-116. – ინგლ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ახალი ტიპის პლაზმური რეაქტიული ძრავაპლაზმური რეაქტორი, რომლის მოქმედების პრინციპი დამყარებულია ელექტრული ენერგიის კინეტიკურ ენერგიად გარდაქმნაზე, რაც მიიღწევა კოსმოსურ ხომალდში უკვე გამოყენებული დეტალებისა და კოსმონავტების ცხოველქმედების ნარჩენების ფაზური გარდაქმნით პლაზმურ რეაქტორში. სურ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

12.1.9. სტოქასტიკური აპროქსიმაციის მეთოდის გამოყენება ენერგოსისტემების პროგნოზირებისათვის. /. მშვიდობაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 223-226. – ქართ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ოპტიმიზაციის ამოცანების გადაწყვეტა ენერგოსისტემების განვითარებისას. მოდელზე ოპტიმალური გადაწყვეტის მიღებისას აუცილებელია საწყისი ინფორმაციის შემთხვევითი ხასიათის გათვალისწინება, ამ მიზნისათვის გამოყენებულია სტოქასტიკური აპროქსიმაციის მეთოდი. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.1.10. კოლინეალური ბზარების რიცხვითი ამოხსნის შესახებ. /. კუბლაშვილი, . მაღრაძე, . კუბლაშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 226-229. – ქართ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

უსასრულო სიბრტყეზე აღებულია კოლინეალური ბზარების სისტემა, რომელთა ნაპირებზეც მოცემულია დატვირთვები. შესწავლილია ძაბვების გადანაწილება ბზარების მიახლოებაში. აღნიშნული ამოცანა დაიყვანება პირველი გვარის მახასიათებელ სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებაზე. ასეთი განტოლებისათვის აგებულია მაღალი რიგის სიზუსტის რიცხვითი ამოხსნის სქემა. შედგენილია პროგრამა Mathematicaსიმბოლურ ენაზე, დათვლილია ტესტური ამოცანები. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.1.11. III-V ჯგუფის ნახევარგამტარული კვანტურწერტილოვანი სტრუქტურები მესამე თაობის მზის ელემენტებში. /. ლაფერაშვილი, . კვიციანი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 229-235. – ქართ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაჩვენებია III-V ჯგუფის ნახევარგამტარების მნიშვნელობა ახალი თაობის კვანტურწერტილოვანი მზის ელემენტების შესაქმნელად. აღწერილია შუალედურზონიანი მზის ელემენტების მუშაობის ფიზიკური საფუძვლები. III-V ჯგუფის ნახევარგამტარების ბაზაზე დამზადებული ფოტომგრძნობიარე სტრუქ-ტურების, კერძოდ, განიერზონიანი ნახევარგამტარის გალიუმის ფოსფიდის (GaP) და მის ზედაპირზე InGaP ან/და InP ნანოკრისტალების გაზრდით მიღებული სტრუქტურების ფოტოელექტრული მახასიათებლების კვლევის საფუძველზე, ნაჩვენებია გალიუმის ფოსფიდის შესაძლო გამოყენება ახალი თაობის შუალედურზონიან მზის ელემენტებში. ლიტ. 9.

ავტ.

 

 

 

 

 

 

 

 

2. ელექტროტექნიკა. ელექტრონიკა. რადიოტექნიკა. კავშირგაბმულობა

 

12.2.1. უსასრულო ფოროვანი ფირფიტის გამტარი სითხის დამცემი ნაკადით ბრუნვის არასტაციონარული ამოცანა მაგნიტური ველისა და თბოგადაცემის გათვალისწინებით ცვლადი ელექტროგამტარობის შემთხვევაში. /. ჯიქიძე, . ცუცქირიძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 56-60. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მიმდევრობითი მიახლოების მეთოდით განხილულია უსასრულო ფოროვანი ფირფიტის, სიჩქარის კომპონენტების მქონე, გამტარი სითხის დამცემი ნაკადით ბრუნვის არასტაციონარული ამოცანა მაგნიტური ველისა და თბოგადაცემის გათვალისწინებით, როცა ელექტროგამტარობის კოეფიციენტი ტემპერატურის ფუნქციაა და ფირფიტაში ხდება იმავე სითხის გამოჟონვა სიჩქარით. დინამიკურ და სითბურ სასაზღვრო ფენათა სისქეების განსასაზღვრავად მიღებულია დიფერენციალური განტოლებები და დაწერილია მათი ზუსტი ამოხსნები ზოგიერთ კერძო შემთხვევაში. გამოთვლილია დინების ყველა ფიზიკური მახასიათებელი. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.2.2. ეკოლოგიურად სუფთა ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიით მზის ენერგიის გამოყენებით და ნადნობის ზესწრაფი გაცივებით სინთეზირებულ ტექსტურირებულ Bi-Pb-Sr-Ca-Cu-O სისტემაში ახალი შესაძლო მაღალტემპერატურული ზეგამტარი ფაზების ძიება და შესწავლა. /. ჩიღვინაძე, . აკრივოსი, . გულამოვა, . აშიმოვი, . მაჩაიძე, . მაღრაძე, . დონაძე, . დვალი, . უსკენბაევი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 70-79. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შეისწავლება წვრილ დრეკად ძაფზე დაკიდებული Bi-Pb-Sr-Ca-Cu-O ზეგამტარი ნიმუშის აქსიალური-გრეხითი რხევები, რომელნიც მოთავსებული არიან პერპენდიკულარულ მაგნიტურ ველში. Bi/Pb 2223, 2234, 2245 ნომინალური ფაზების ზეგამტარ მდგომარეობაში გადასვლის კრიტიკული ტემპერატურის ზემოთ დამზერილია .. ქაოსისარეები, რომლებშიაც დაფიქსირებულია რხევის მილევადობისა და სიხშირის (პერიოდის) ცალკეული ნახტომები. ჩვენი ვარაუდით ქაოსისარეები შეიძლება მიუთითებდნენ სხვა მაგნიტური ან მცირე კონცენტრაციის მქონე უფრო მაღალტემპერატურულ ზეგამტარ ფაზებზე, რომლებიც შეიძლება წარმოდგენილი იყვნენ ცალკეული ზეგამტარი კუნძულების სახით ნომინალური ფაზების Bi/Pb 2223, 2234 და 2245 მატრიცებში. სურ. 5, ლიტ. 28.

ავტ.

 

12.2.3. მართვის სისტემების დამუშავება იზოტოპების განცალკევების ტექნოლოგიური პროცესებისათვის. /. ბერეჟიანი, . თურმანიძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 150-154. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

წარმოდგენილია მაღალტექნოლოგიური პროცესებისიზოტოპების განცალკევების მართვის სისტემების დამუშავების გამოცდილება და პერსპექტივები საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნულ ცენტრთან არსებულ საწარმოებში. მნიშვნელოვანია მსგავსი ტექნოლოგიური პროცესებისათვის მართვის სისტემების დამუშავებისას საერთო მიდგომების გამოყენება. მოთხოვნები მართვის სისტემებისადმი ხასიათდება მრავალმხრივობით, საიმედოობისა და სიზუსტის მიმართ სიმკაცრით და ზოგჯერ ნივთიერებათა ცვალებადი იზოტოპური შედგენილობის სპეციფიკური თავისებურებით. სურ. 2, ლიტ. 9.

ავტ.

 

12.2.4. ორგანზომილებიანი სპექტრული ანალიზი. /. კუცია, . სულაშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 180-183. – ქართ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

ორგანზომილებიანი სპექტრული ანალიზი შეიძლება გამოყენებული იყოს სივრცულ მონაცემთა მასივებისათვის (მაგ. გამოსახულების დამუშავება), სივრცულ-დროით მონაცემთა მასივისათვის (მაგ. ჰიდროლოკაციური, სეისმური და რადიოლოკაციური სიგნალების აპარატურის სინთეზი) ან დროითი მონაცემების მასივის დამუშავებისას. ერთგანზომილებიანი სიგნალების დამუშავების კონცეფციის განზოგადება ორგანზომილებიანი სიგნალებისათვის არ შეიძლება. არსებობს რამდენიმე მეთოდი, კერძოდ, ორგანზომილებიანი პერიოდოგრამის, ორგანზომილებიანი ჰიბრიდული და დისპერსიის მინიმუმის საფუძველზე აგებული მეთოდები. ლიტ. 2.

ავტ.

 

12.2.5. ტურბულენტური დიფუზიის აღწერის ერთი მიდგომის შესახებ. /. მამფორია/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 204-207. – ინგლ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომში შემოთავაზებული მიდგომის არსი ეყრდნობა ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც ტურბულენტური გარემოს ნებისმიერ ფიქსირებულ წერტილში .. სიჩქარის პულსაციათა რაოდენობა არის მთელმნიშვნელობიანი დამოუკიდებელნაზრდებიანი პროცესი (პუასონის პროცესი), რომელიც იშლება პუასონის ორ პროცესად: უმნიშვნელო პულსაციების შესაბამისი ტრაექტორიები აღიწერება სტოქასტიკური ინტეგრალით ვინერის პროცესიდან ხოლო მნიშვნელოვანი პულსაციების შესაბამისი პუასონის პროცესიდან სტოქასტიკური ინტეგრალით მიიღება ახალი დამოუკიდებელნაზრდებიანი პროცესი, რომლიდანაც სტოქასტიკური ინტეგრალით გამოითვლება სიჩქარის მნიშვნელობა ტრაექტორიის მოცემულ წერტილსა და დროის მოცემულ მომენტში, რაც გვაძლევს ტრაექტორიის განტოლების დაწერის საშუალებას. ლიტ. 7.

ავტ.

 

 

 

3. ავტომატიკა და ტელემექანიკა. გამოთვლითი ტექნიკა

 

12.3.1. ჰიბრიდული სადენიანი/უსადენო ქსელების ეფექტურობის დახასიათება. /. მირცხულავა, . გუგუნაშვილი, . დათუაშვილი, . კიკნაძე/. GEN.– 2012. – #4. – გვ. 40-41. – ინგლ.; რეზ.: რუს.

განხილულია ჰიბრიდული სადენიანი/უსადენო ქსელის არქიტექტურის სპეციფიკაცია სტანდარტული ფიელდბუს (PROFIBUS) პროტოკოლის ბაზაზე, რომელიც გაფართოებულია უსადენო ქვექსელების მეშვეობით IEEE 802.11 და 802.15.4 ტექნოლოგიების ბაზაზე. ამ ტიპის ქსელები ითავსებენ, როგორც სადენიანი ასევე უსადენო ქსელების უპირატესობებს. კერძოდ, დახასიათებულია სხვადასხვა ურთიერთჩართული ტექნოლოგიების უპირატესობები და ნაკლოვანებები. მოცემული სტატიის კვლევის ძირითადი მიზანია შესაბამისი მექანიზმის შემოთავაზება, რომელიც ითვალისწინებს მიდგომას რეალურ დროში კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად ჰიბრიდულ სადენიან/უსადენო ქსელებთან სტანდარტული ფიელდბუს (PROFIBUS) პროტოკოლის ბაზაზე და მოცემული არქიტექტურის ფარგლებში. სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.3.2. გამოსახულების სრულყოფა მრტ-შისიხშირის კოდირება და გრადიენტების შერჩევა. /. კოტეტიშვილი, . კაპანაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 41-44. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) შედეგად მიღებული გამოსახულების სრულყოფის საკითხები, კერძოდ, საცდელად აღებული შრის სიხშირის კოდირების გრადიენტების შერჩევა. შესწავლილია სიხშირის განივი და გრძივი კოდირების გრადიენტები. ნაჩვენებია, რომ მათ მივყავართ გამოსახულების ცილინდრულსა და ელიფსოიდურ ზედაპირებამდე. გათვლილია M დამაგნიტების მდგენელები xy სიბრტყეში. სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.3.3. ამოცნობის პროცესისათვის ნეირონების რაოდენობის განსაზღვრა კლასტერირების მეთოდების გამოყენებით. /. ვერულავა, . ხუროძე, . ჩხაიძე, . წვერიკმაზაშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 155-161 – ქართ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

განიხილება ნეირონული ქსელით ამოცნობის პროცესი, სადაც უნდა განისაზღვროს, თითოეული სახისათვის, იმ ნეირონების რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო ნაკრების უშეცდომო ამოცნობას. ცნობილია, რომ თანამედროვე ნეირონულ ქსელებში, სადაც ხორციელდება ამოცნობის პროცესი, შრეებში ნეირონების რაოდენობა დგინდება თეორიული დასაბუთების გარეშე, გარკვეული პროცედურების საფუძველზე პრაქტიკული ევრისტიკული მოსაზრებების მიხედვით. ნაშრომში შემოთავაზებულია შრეებში ნეირონების რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომელიც ემყარება კლასტერირების პროცესს. მსგავსების ზომად გამოყენებულია ფორმალური ნეირონის ამომცნობი ფუნქციასკალარული ნამრავლი“, რაც უზრუნველყოფს კლასტერირებისა და ამოცნობის პროცესის იდენტურობის მაღალ დონეს. პირველ ეტაპზე ნეირონების რაოდენობა განისაზღვრება მხოლოდ ერთი სახის მიმართ; მეორე ეტაპზე ხდება ნეირონების რაოდენობის კორექტირება აღწერების (ეტალონების) პროცედურების გათვალისწინებით. სურ. 4, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.3.4. ატრიბუტული ნიშნის მიხედვით შერჩევის მოცულობის მოდელირება აუდიტში. /. გაბელაია/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 168-172. – ქართ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომი ეძღვნება ატრიბუტული ნიშნის მიხედვით შერჩევის მოცულობის განსაზღვრის პრობლემას აუდიტში. მასში განხილულია შერჩევის მოცულობის განსაზღვრის ცნობილი მოდელი და შემოთავაზებულია შერჩევის მოცულობის განსაზღვრის მოდელი, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სტატისტიკური თეორიიდან. ჩატარებულია ამ მოდელების სიზუსტის ანალიზი და ნაპოვნია მათი მოდიფიკაცია, რომელიც სიზუსტის საკმაოდ კარგი მახასიათებლებით გამოირჩევა. ჩატარებულია ცნობილი ცხრილური ფუნქციის”, როგორც ორგანზომილებიანი მონაცემების, ინტერპოლაცია MATLAB-ის ბაზაზე და ნაჩვენებია მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები. სურ. 1, ლიტ. 10.

ავტ.

 

12.3.5. წრფივი მართვის სისტემის რეგრესიული იდენტიფიკაციის ანალიზი. /. ბარდაველიძე, . ბარდაველიძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 235-239. – ქართ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია უწყვეტი მართვის სისტემის მატრიცის პარამეტრების შეფასება რეგრესიული მიდგომით: სისტემის განტოლება სივრცით მდგომარეობაში, როგორც უწყვეტი, ისე დისკრეტული ფორმით. სისტემის რეგრესიული ანალიზი განხილულია საშრობ აპარატში მასალის ნარჩენი ტენიანობის სტაბილიზაციის გახსნილი სისტემის მაგალითზე, მოცემულია სისტემის სტრუქტურული სქემა. სივრცითი მდგომარეობის განტოლების კოეფიციენტები წარმოდგენილია მატრიცული ფორმით და რიცხვითი მნიშვნელობებით. მიღებული ანგარიშის შედეგები გამოსახულია გრაფიკულად. კვლევის ყველა ეტაპზე გამოყენებულია პროგრამული MatLab პაკეტი. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.3.6. ფასების მართვის მოდელირება ეკონომიკაში. /. ჭიკაძე, . ედიბერიძე, . კუცია/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 253-258. – ქართ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ღია ეკონომიკის პირობებში ფასების ფორმირების პროცესი. მოცემულია ამ პროცესის მათემატიკური მოდელირების მეთოდები. მითითებულია ამ მეთოდების კომპიუტერული რეალიზების გზები და საშუალებები. ასევე განხილულია მათემატიკური მოდელები და ისინი აგებულია ისეთი ქვეყნის მაგალითზე, რომელშიც ძალზე დიდია იმპორტული საქონლის ნაკადი. საქართველოც გარკვეულწილად ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. თავისთავად ეს ნაკადი საფრთხეს უქმნის ეროვნული ეკონომიკის განვითარების პროცესს. გაანალიზებულია ის ურთიერთკავშირები, რაც არსებობს იმპორტული სამომხმარებლო საქონლის ფასებსა და სამამულო საქონლის ფასებს შორის, ეს კავშირები იმდენადაა მნიშვნელოვანი, რომ ის ძალიან მტკივნეულად შეიძლება აისახოს იმ თანამშრომლების ხელფასებზე, რომლებიც შრომობენ მოცემული ეკონომიკური სისტემის ფარგლებში და მის გარეთ. მოდელირების მეთოდები გამოყენებულია ისეთი ეკონომიკური სისტემის პირობებში, სადაც მოცემულია (გათვალისწინებულია) სამი სექტორი: Rსაწყისი რესურსების აღწარმოების სექტორი, X – საზოგადოებრივი მოხმარების სექტორი, Y – პირადი მოხმარების სექტორი. თითოეული ამ სექტორის ფუნქციონირების პროცესი აღწერილია საწარმოო ფუნქციების საშუალებით. გამოყვანილია თანამშრომელთა გამოყენების ხვედრითი წილის ექსტრემუმების მოძებნის პირობები და ფორმულები. ლიტ. 4

ავტ.

 

4. სამთო საქმე. მეტალურგია. ქიმიური მრეწველობა

 

12.4.1. მაღალსილიციუმშემცველი ადგილობრივი ბუნებრივი ქანების შესწავლა მინის წარმოებაში გამოყენების მიზნით. /. გაბუნია, . ქამუშაძე, . გეჯაძე, . შაფაქიძე, . ნადარეიშვილი, . ტყემალაძე/. კერამიკა. – 2012. – #1(27). – გვ. 3-6. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

გამოკვლეულია სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ადგილმდებარეობის მაღალ სილიციუმშემცველი ბუნებრივი ქანები: რიოლიტები, იგნიმბრიტები და კვარცადულარიანი მეტასომატიტები. მათი ძირითად ნედლეულად გამოყენებით ლაბორატორიულ პირობებშიჩატარებული ექსპერიმენტებით დადგინდა ერთგვაროვანი, ჰომოგენური მინის მასის მიღების შესაძლებლობა. ექსპერიმენტული შედგენილობების საცდელ-საწარმოო პირობებში მოხარშვით ასევე დადგინდა მცირე ზომის ნაკეთობების (სამარილე, საფერფლე) და ექვსკუთხა ფილების დაყალიბების შესაძლებლობა. სურ. 2, ცხრ. 3, ლიტ. 2.

ავტ.

 

12.4.2. უბორფთორო გრუნტები და მათი ფოლადთან შეჭიდულობა. /. ზედგინიძე, . სარუხანიშვილი, . კაპანაძე, . მშვილდაძე/. კერამიკა. – 2012. – #1(27). – გვ. 7-15. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

წარმოდგენილია უბორფთორო გრუნტის მინანქრის მიღების სფეროში ჩატარებული კვლევების შედეგები. უფთორო მინანქრის მისაღებად გამოიყენებოდა კომპლექსური ნედლეულიმინის ბოთლის ლეწი (მბლ) და მანგანუმით ღარიბი კარბონატული მადანი (მღკმ). უბორფთორო გრუნტებში მათი რაოდენობის დასადგენად შესწავლილია ,,მბლ-მღკმ-Na2O" ფსევდო სამმაგ სისტემაში მინის წარმოქმნის არე. დადგინდა, რომ აღნიშნულ სისტემაში მინის სამი არე არსებობს: პირველშიმინები 273–1273K ინტერვალში ინარჩუნებს რენტგენო ამორფულობას; მეორეშიმიდრეკილია დაბალ­ტემპერატურებზე ირიზაციული აფსკების წარმოქმნისადმი; ხოლო ტემპერატურის შემდგომი გაზრდისას იჩენს ზედაპირული დაკრისტალებისადმი მიდრეკილებას. მესამე არის მინები გამოირჩევა დაკრისტალებისადმი მაღალი მიდრეკილებით. საბაზისოდ შეირჩა პირველი არის შედგენილობები. საინფორმაციო წყაროებით და ავტორთა მიერ ჩატარებული კვლევებით მოხდა საბაზისო უბორფთოროს მოდიფიცირება მასში ტიტანის ოქსიდის, ლითიუმის ოქსიდისა და სუფრის მარილის შეყვანით, რის შედეგადაც მიღებულ იქნა უბორფთორო გრუნტი ფოლადის ზედაპირთან საკმაო შეჭიდულობითა და საფარის თვისებათა მიმართ არსებულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებით. განიხილება მიღებული უბორფთოროს ხარშვისა და ხარშვის შედეგად მიღებული პროდუქტის თავისებურება; მოდიფიცირებისას გამოყენებული მასალების გრუნტის ბუნებასა და თვისებებზე გავლენის, ფოლადთან უბორფთოროს შეჭიდულობის საკითხები. სურ. 4, ცხრ. 4, ლიტ. 22.

ავტ.

 

12.4.3. TiB2 და ZrB2 დანამატების გავლენა ბორის კარბიდის თვისებებზე. /. კოვზირიძე, . მესტვირიშვილი, . ტაბატაძე/. კერამიკა. – 2012. – #1(27). – გვ. 33-39. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

წარმოდგენილია კვლევის შედეგები, რომლის მიზანი იყო ბორის კარბიდის დარტყმითი სიბლანტის მაჩვენებლის ამაღლება TiB2 და ZrB2 მალეგირებელი ელემენტების გამოყენებით. შემუშავებულია კომპოზიტების ოპტიმალური შედგენილობა, მათი მიღების ტექნოლოგიური პარამეტრები, მიღებული კომპოზიტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები. სურ. 4, ცხრ. 4, ლიტ. 16.

ავტ.

 

12.4.4. ერთსაფეხურიანი ტექნოლოგიით მიღებული ცელზიანის კერამიკის ელექტრო თვისებების შესწავლა. /. მჭედლიშვილი, . დონაძე, . ჭეიშვილი, . კოვზირიძე/. კერამიკა. – 2012. – #1(27). – გვ. 40-45. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილია ახალ, არატრადიციულ, ერთსაფეხურიანი ტექნოლოგიით მიღებულ ხუთკომპონენტიან კომპოზიციაში დაბალტემპერატურული ცელზიანის კერამიკის ელექტრო თვისებები, სადაც ინდიკატორად აღებულ იქნა ელექტროწინაღობა. დადგინდა, რომ მასალათა ელექტროწინაღობა მაღალია (1012-1015 ომ.სმ) და პარამეტრის სიდიდეს განსაზღვრავს მასათა საწყისი შედგენილობა და ნიმუშების მიღების ტექნოლოგია. სურ. 4, ცხრ. 2, ლიტ. 13.

ავტ.

 

12.4.5. მანგანუმშემცველი ხელოვნური მასალების გრანულომეტრიის გავლენა მათ ტესტურ რეაგენტში ხსნადობაზე. /. ხუციანიძე, . შავლაყაძე, . ჭეიშვილი/. კერამიკა. – 2012. – #1(27). – გვ. 56-59. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

მანგანუმის მადნის, მანგანუმის შემცველი სულფატური შლამის, ფიქლისა და ბორის მჟავას საფუძველზე თერმული დამუშავებით, მიზნობრივად მიღებული მანგანუმშემცველი მასალებისათვის შესწავლილია ურთიერთგავლენა მათ ტესტურ რეაგენტში ხსნადობასა და გრანულომეტრიას შორის. დადგენილია, რომ მასალის მარცვლების ზომების ზრდა ანელებს რეაგენტში მასალათა ხსნადობას, რაც კარგად ახასიათებს მანგანუმის მადნის შემცველ მასალებს. სურ. 2, ცხრ. 2, ლიტ. 7.

ავტ.

 

12.4.6. აფუებული მასალების მიღება ადგილობრივი მაგმური ქანების გამოყენებით. /. გაბუნია, . ქამუშაძე, . შაფაქიძე, . გეჯაძე/. კერამიკა. – 2011. – #2(25). – გვ. 3-5. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

აღწერილია აფუებული თბოსაიზოლაციო მასალების მიღება ადგილობრივი მაგმური ქანისპერლიტის გამოყენებით. დამუშავდა ნედლეულის ნარევის კონკრეტული შედგენილობები პერლიტ-ნაცრის და პერლიტ-თიხაფიქლის საფუძველზე. შერჩეული ფრაქციული შედგენილობის და ტემპერატურული დამუშავების რეჟიმის პირობებში, ნედლეულის ნარევის აფუებით, მიღებულ იქნა ფოროვანი სტრუქტურის მქონე მასალა, რომელიც დაბალი მოცულობითი მასით და დამაკმაყოფილებელი მექანიკური სიმტკიცით ხასიათდება. სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.4.7. ხსნარის შედგენილობის გავლენა ტრაქიტებიდან მიღებული ნამცხვის გამოტუტვის პროცესზე. /. დემურიშვილი, . ქადეიშვილი, . მჭედლიშვილი/. კერამიკა. – 2011. – #2(25). – გვ. 6-9. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

შესწავლილია ხსნარის შედგენილობის გავლენა ტრაქიტების კირქვასთან შემცხვარი მასის გამოტუტვის პროცესზე. დადგენილია, რომ კალიუმის კარბონატის შემცველი ხსნარის გამოყენება დადებითად მოქმედებს ნამცხვიდან ტუტე ალუმინატის ამოღების ხარისხზე. დადგენილია, რომ კალიუმის კარბონატის კონცენტრაციის გარკვეულ მნიშვნელობამდე გაზრდა ხელს უშლის SiO2-ის მნიშვნელოვანი რაოდენობით ხსნარში გადასვლას. სურ. 2, ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

12.4.8. კომპოზიტების მიღება Al2O3–TiC–TiN სისტემის ბაზაზე. /. კიკნაძე, . ტაბატაძე, . კოვზირიძე/. კერამიკა. – 2011. – #2(25). – გვ.10-12. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

Al2O3–TiC–TiN სისტემის კომპოზიციური მასალების ცხელი წნეხით მიღებული ნიმუშების რენტგენოსტრუქტურული, ელექტრონულ-მიკროსკოპული და ოპტიკური კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ Al2O3–TiC–TiN სისტემის კომპოზიტების 15500C-მდე ცხელი წნეხის დროს ტიტანის კარბიდი და ტიტანის ნიტრიდი ტიტანის კარბონიტრიდს წარმოქმნის. ცხელი წნეხით შეცხობის პირობებში ტიტანის კარბიდი, ტიტანის ნიტრიდი, ოქსიდების (MgO, Y203) და ნახშირბადის მცირე დანამატები აფერხებს რა ალუმინის ოქსიდის მარცვლების ზრდას, უზრუნველყოფს მასალის კომპაქტურობას და მაღალ მექანიკურ სიმტკიცეს. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 9.

ავტ.

 

12.4.9. გრანიტის წარმოების ნარჩენების, ვულკანური ფერფლისა და მინის ლეწის გამოყენებით მიღებული მოსაპირკეთებელი მინამასალების მიღების საკითხები. /. ჭეიშვილი, . ლოლაძე, . გორდელაძე/. კერამიკა. – 2011. – #2(25). – გვ. 38-41. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია ადგილობრივი ტექნოგენური ნედლეულისგრანიტის წარმოების ნარჩენების, ვულკანური ფერფლისა და მინის ლეწის საფუძველზე მიღებული მინის ფილებისა და დეკორატიული საფარის მინანქრები. მოცემულია კაზმის შედგენილობები, მინა მასალების სინთეზის პირობები და მათი დამახასიათებელი თვისებები, აგრეთვე მინა მასალების მომინანქრების პირობები. სურ. 1, ცხრ. 3, ლიტ. 6.

ავტ.

 

12.4.10. უსხმულო გლინვის პროცესის ტექნოლოგიური და კონსტრუქციული პარამეტრების ურთიერთკავშირის განსაზღვრა. /. ქევხიშვილი, . ნამიჩეიშვილი, . ჟორდანია, . ლორია, . მელაშვილი, . რამიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ. 69-74. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია კომბინირებულ კრისტალიზატორში ნამზადის ფორმირების მექანიზმი. შემუშავებულია მეთოდიკა ჩამოსხმის ძირითადი ტექნოლოგიური პარამეტრების თეორიულად განსაზღვრისათვის და ამ პარამეტრების დამოკიდებულება საჩამოსხმო საგლინავი დანადგარის კონსტრუქციულ და ენერგოძალოვან პარამეტრებთან როგორც ფერადი, ასევე შავი ლითონებისათვის. კვლევების შედეგად მიღებული მონაცემები საფუძვლად დაედო საჩამოსხმო საგლინავი საცდელი დანადგარის დაპროექტებასა და დამზადებას. სურ. 5, ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

12.4.11. ახალი მონაცემები ძირულის კრისტალური მასივის (საქართველო) ორთოკლაზიანი გაბროს ფორმირებისა და ასაკის შესახებ. /. შენგელია, . შუბითიძე, .. ჩუნგი, .. ჩიუ, . ტრელუარი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ. 75-82. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ძირულის კრისტალური მასივის ორთოკლაზიანი გაბრო (რიკოთიტი) აერთიანებს სხვადასხვა გენეტური ჯგუფის ქანს: გაბროული ინტრუზივის პროტოლითს, ჰიბრიდულ ქანს - კალიშპატიან გაბროს და ლეიკოკრატულ კვარც-მინდვრისშპატიან წარმონაქმნებს. სამივე გენეტური ჯგუფის ქანი დათარიღებულია ცირკონების U-Pb LA-ICP MS მეთოდით. გაბროული ინტრუზივის პროტოლითში და ჰიბრიდულ კალიშპატიან გაბროში განვითარებული ცირკონების ასაკი, შესაბამისად 221.4±1.9 Ma და 221.9±2.2 Ma აფიქსირებს ინტრუზივის კრისტალიზაციის დროს, ხოლო ლეიკოკრატული კვარც-მინდვრისშპატიანი წარმონაქმნების ცირკონების ასაკი 323±2.9Ma, ასევე ორთოკლაზიანი გაბროს ცირკონების მემკვიდრეობითი გვიანვარისკული ასაკი -323±9, 329±8.3, 332±10 და 335±11 Ma უპასუხებს ძირულის კრისტალურ მასივში ფართოდ წარმოდგენილი გვიანვარისკული გრანიტოიდების ფორმირების ასაკს. სურ. 3, ლიტ. 24.

ავტ.

 

12.4.12. აღმოსავლეთ საქართველოს სარმატული დროის პალეოგეოგრაფია. /. ქოიავა, . მაისურაძე, . სტრასსერი, . შატილოვა, . კვალიაშვილი, . ღლონტი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისმოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ. 91-98. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ადრესარმატულ დროში მტკვრის უბის ფარგლებში ნალექების ფორმირება ხდებოდა საკმაოდ ვრცელ მარჩხი ზღვის გამტკნარებულ აუზში, რომლის ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარეობს სუბგანედური მიმართულების მაღალი ქედები. მარჩხი ზღვის გამტკნარებულ აუზზე მიგვანიშნებს ნალექებში განამარხებული ფაუნაც, რომელშიც უპირატესად ევრიჰალური და ევრითერმული მოლუსკები და ბენტოსური ფორამინიფერები გვხვდებიან. შუა სარმატულის დასაწყისში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები პალეოგეოგრაფიული და გეოტექტონიკური თვალსაზრისით არ მომხდარა. ამ პერიოდის ფორამინიფერები გამოირჩევიან სახეობათა მრავალფეროვნებით და სიმრავლით. ფაუნის გაფურჩქვნა მიუთითებს ხელსაყრელ ბიოტურ და აბიოტურ პირობებზე, პირველ რიგში საკვების საკმაო სიუხვეზე, აუზის კარგ აერაციაზე და თბილ ჰავაზე. სურ. 4, ლიტ. 12.

ავტ.

 

12.4.13. მთის ქანების პლაზმომექანიკური ბურღვის მოწყობილობა. /. საბაშვილი, . თავხელიძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 166-169. - ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შემოთავაზებულია მთის მყარი ქანების თერმომექანიკური ბურღვის დანადგარი, რომელიც აღჭურვილია მუშაობის გაზრდილი რესურსის მქონე ირიბი მოქმედების პლაზმატრონით და სპეციალური მოწყობილობით, რომელიც მიერთებულია პლაზმაწარმომქმნელი გარემოს და გამაცივებელი წყლის მიმწოდებელ სისტემასთან. სპეციალური მოწყობილობის საშუალებით პლაზმური რკალის გარშემო წარმოიქმნება მთის ქანების გამაცივებელი წყლის ფარდა. ქანების მყისიერი გაცივება განაპირობებს მათში ბზარების გაჩენას და ნგრევას, პლაზმატრონის კონსტრუქცია უზრუნველყოფს ელექტროდის გადაადგილებას ვერტიკალური მიმართულებით და რკალის საიმედო აღგზნებას ელექტროდის საქშენთან შეხებისას. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.4.14. ძრავის ანთების სანთურაზე დამატებითი გვერდითი ელექტროდის მიერთება. /. სულამანიძე, . ხუციშვილი, . საბაშვილი, . ჩანადირი, . მეტრეველი, . ვატიტაძე, . ბაკურაძე/. GEN. – 2012. – #4. – გვ. 66-69. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ძრავის ანთების სანთურაზე ძირითადი ან დამატებითი გვერდითი ელექტროდის მიერთება წარმოადგენს მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ამოცანას. შემოთავაზებულია წინაღობით პირაპირა შედუღების ტექნოლოგია. დამატებითი გვერდითი ელექტროდისა და კორპუსის შედუღების ზონაში ტემპერატურათა თანაბარი განაწილების მისაღებად აუცილებელია შესადუღებელი დეტალების კვეთის გათანაბრება. ამისათვის კორპუსზე უნდა შესრულდეს 2,5 მმ სიგანის ორი გრძივი ჩანაჭერი, რომელზეც მიდუღდება გვერდითი ელექტროდი. შედუღების პროცესის თბური ბალანსის განტოლების საფუძველზე მიღებულია შედუღების დენის ძალისა და დენის სიმკვრივის რიცხვითი მნიშვნელობის საანგარიშო ფორმულები. ამ ფორმულებით ნაანგარიშები რიცხვითი მნიშვნელობანი კარგად შეესაბამება ექსპერიმენტთა საფუძველზე მიღებულ საცხრილო მონაცემებს. ლიტ. 3.

ავტ.

 

 

5. მანქანათმშენებლობა. ხელსაწყოთმშენებლობა

 

12.5.1. მცირე სიმძლავრის დიზელის ნარჩენი სითბოს უტილიზაციის შესაძლებლობის გაანგარიშება. /. მჭედლიძე/. GEN. – 2012. – #4. – გვ. 70-72. – ქართ.; რეზ.:ინგლ.

განხილულია მცირე სიმძლავრის (37,5 კვტ) A-41 ტიპის დიზელის ბაზაზე კოგენერაციული დანადგარის შექმნის შესაძლებლობა. დასაბუთებულია, რომ ამ დანადგარმა შეიძლება უზრუნველყოს საშუალო თბური დატვირთვა 12,6 კვტ, რაც საკმარისია იმისათვის, რომ მოეწყოს გათბობის სისტემა 800 2 ფართობის შენობისათვის. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.5.2. როტორულ-დგუშიანი ძრავები WANKEL AG”. /. ბროლაძე/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2012. – #1(7). – გვ.20-35. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

როტორულ-დგუშიანი ძრავა (რდძ) შეიქმნა გერმანელი ინჟინრის ფელიქს ვანკელის მიერ, როგორც საავტომობილო დანადგარი. ამის მიუხადავად დღეისთვის რდძ- ძირითადი გამოყენება ჰპოვა ავიაციაში - უპილოტო საფრენ აპარატებზე, მსუბუქ და ზემსუბუქ თვითმფრინავებზე. გერმანიის სააქციო საზოგადოებაWankel”-ის მიერ შექმნილია ორიგინალური კონსტრუქციის მქონე, ბენზინზე მომუშავე რდძ - LCR407SGti, LCR814SGti, LCR407SG/K, TWINPACK და LOCR407SG. საწვავის და ზეთის ამაღლებული ხარჯის მიუხედავად, ვანკელის ძრავებს მაღალი კუთრი მახასიათებლები გააჩნიათ. მისი კონფიგურაცია, დგუშიან ძრავებზე უკეთესად შეესაბამება საფრენი აპარატების ფორმებს. როტორული ძრავების შემდგომი გაუმჯობესებისათვის საჭიროა სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტთა ძალების გაერთიანება.

ავტ.

 

7. კვების მრეწველობა

 

12.7.1. კოწახურისა და კუნელის ნაყოფის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ ფუნქციონალური დანიშნულების კვების პროდუქტების წარმოებაში. /. თავდიდიშვილი/. GEN. – 2012. – #4. – გვ. 99-100. –ქართ.; რეზ.:ინგლ.

შესწავლილია კოწახურისა და კუნელის ნაყოფის ქიმიური შედგენილობა და უსაფრთხოების მაჩვენებლები. დადგენილია, რომ ორივე სახის კენკრის ნაყოფი საკმაო რაოდენობით შეიცავს უჯრედანას, პექტინოვან და ბოილოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების რაოდენობა და მათ მიერ დღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების დონე განაპირობებს კოწახურისა და კუნელის ნაყოფის გამოყენების მიზანშეწონილობას მოსახლეობის კვებაში, განსაკუთრებით ასკორბინმჟავასა და რკინის დეფიციტის პროფილაქტიკისათვის. შემუშავებულია სამფუნქციონალური დანიშნულების სასმელებისა და საწებლების ტექნოლოგია კოწახურისა და კუნელის ნაყოფის გამოყენებით. ცხრ. 3, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.7.2. მომხმარებელთა დამოკიდებულების გამოკვლევა ფუტკრის პროდუქტებისა და მათი შემცველი ნაწარმის მიმართ. /. თავდიდიშვილი, . ხუციძე/. GEN. – 2012. – #4. – გვ. 101-103. – ქართ.; რეზ.:ინგლ.

შესწავლილია მომხმარებელთა დამოკიდებულება თაფლისა და ფუტკრის პროდუქტებისა მიმართ. გაანალიზებულია მონიტორინგის შედეგები. დადგენილია თაფლისა და ფუტკრის პროდუქტების შემცველი, ორგანიზმისათვის აუცილებელი დეფიციტური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით გამდიდრებული საკონდიტრო ნაწარმის, დესერტებისა და სასმელების წარმოების მიზანშეწონილობა. აღნიშნულის განსახორციელებლად საჭიროა მათი დამზადების მეცნიერულად დასაბუთებული ტექნოლოგიებისა და რეცეპტურების შემუშავება, რაც გააფართოებს შეზღუდული ფუნქციონალური დანიშნულების სასმელების, საკონდიტრო და სადესერტო ნაწარმის ასორტიმენტს. ნახ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

12.7.3. ფუნქციური დანიშნულების ფხვიერი ნამცხვარის ახალი ასორტიმენტი. /. ფრუიძე, . ხეცურიანი/. GEN. – 2012. – #4. – გვ. 106-108. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

დაბალი კვებითი ღირებულების ახალი სახის ფხვიერი ნამცხვრის ტექნოლოგიის შემუშავება შესაძლებელია ტკბილი, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცირებისა და ბიოლოგიური ღირებულებების ამაღლების გზით, მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით გამდიდრების ხარჯზე. ამ მიზნით დანამატის სახით გამოყენებულია ტოპინამბურის ფხვნილი. შემუშავებულია დაბალკალორიული ფხვიერი ნამცხვრის მომზადების ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ფქვილისა და შაქრის რაოდენობის ჩანაცვლებას ტოპინამბურის ფხვნილით. ცხრ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.7.4. საკვები ნატურალური არომატიზატორის მიღება ევგენოლური რეჰანის ნედლეულის გადამუშავების ნარჩენებისაგან. /. ბაღათურია, . ბეგიაშვილი, . კოტორაშვილი, . ორმოცაძე, . ბაღათურია/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 331-334. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

დამუშავებულია ევგენოლური რეჰანის ნედლეულის გადამუშავების ნარჩენებისაგან საკვები ნატურალური არომატიზატორის მიღების ტექნოლოგია. მიღებული არომატიზატორი გამოიყენება ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში, აგრეთვე საკონდიტრო წარმოებაში ფქვილოვანი და შაქრიანი ნაწარმის გულსართების დასამზადებლად. სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

 

8. მშენებლობა. არქიტექტურა

 

12.8.1. უკრაინაში საბინაო მშენებლობის სახელმწიფო რეგულირება. /. რიბაჩუკი/. ეკონომისტი. – 2012. – #5. – გვ. 25-30. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

განსაზღვრულია საბინაო სფეროს შემდგომი განვითარების გზები, რომელიც ითხოვს საინვესტიციო-სამშენებლო საქმიანობის ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირების სრულყოფას. დასაბუთებულია მშენებლობის საკითხებში ნორმატიული ბაზის შემუშავების პრინციპები. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.8.2. მსხვილბლოკური საცხოვრებელი სახლების სეისმომედეგობის ამაღლების ტექნოლოგიური გადაწყვეტა. /. სოხაძე, . მახვილაძე, . ნიჟარაძე, . კახიანი/. კერამიკა. – 2011. – #2(25). – გვ. 27-32. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია მსხვილბლოკური 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის სეისმომედეგობის ამაღლებისათვის საჭირო ახალი ტექნოლოგიები და მათი განხორციელების მიმდევრობა. სურ. 3, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.8.3. მასალების ფიზიკური კოროზია და დაცვის მეთოდები. /. ჩიქოვანი, . თევზაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 412-416. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ექსპლუატაციის პროცესში საშენი მასალები და ნაკეთობები განიცდის კოროზიას და იშლება. ეს პროცესი განსაკუთრებით საშიშია მზიდი კონსტრუქციისათვის, როგორიცაა: საძირკველი, კოლონა, გადახურვა, სახურავი, რომლებიც უზრუნველყოფს მთელი ნაგებობის მდგრადობას. კონსტრუქციის დანგრევა შეიძლება გამოწვეული იყოს ელექტრული დენით, რადიაციული გამოსხივებით, ცეცხლით და ნიშანცვლადი ტემპერატურით. განხილულია ფიზიკური კოროზიისაგან დაცვის ტრადიციული და თანამედროვე მეთოდები. ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.8.4. სამრეწველო შენობის სხვა დანიშნულების ობიექტად ტრანსფორმირებისას წარმოშობილი პრობლემები. /. წიქარიშვილი, . ბოხაშვილი, . კიკნაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 33-38. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

წარმოდგენილია სამრეწველო შენობის ტრანსფორმირება საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტად, ასევე არსებული შენობის გამოკვლევის მეთოდიკის შემუშავება და, აუცილებლობის შემთხვევაში, შემდგომში მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის საჭირო ზომები. სურ. 8, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.8.5. საავტომობილო გზების საინჟინრო ინოვაციების ეკოლოგიური ეფექტურობის შეფასება თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მაგალითზე. /. ბერიტაშვილი, . ბეგლარაშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 240-243. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რეაბილიტირებული და სარეაბილიტაციო მონაკვეთები. გამოთვლილია ემიტირებული სათბურის გაზების რაოდენობრივი მაჩვენებლები ორივე მონაკვეთისათვის. შეფასებულია სათბურის გაზების ემისიის შემცირების და საინჟინრო ინოვაციის ეკოლოგიური ეფექტურობის პოტენციალი. სურ. 3, ცხრ. 4, ლიტ. 8.

ავტ.

 

12.8.6. ბეტონის სამუშაოებისა და მუშა ნაკერების ორგანიზაცია მონოლითური ნაგებობების აგებისას. /. ატანესიანი, . გალსტიანი, . ტოკმაჯიანი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 8-12. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

აღწერილია სამუშაოთა ორგანიზების ოთხი მეთოდი მონოლითური სამოქალაქო და ჰიდროტექნიკური ნაგებობების აგების დროს ფარიანი შეფიცვრის გამოყენებით. აღნიშნულია კომპლექსური მეთოდების ნაკლებობა და სამუშაოთა ორგანიზების განცალკევებული მეთოდის უპირატესობა, რომლის დროს ყოველ მონაზომზე აბეტონებენ გრძივ კედლებს, შემდეგ ყველა განივს. მუშა ნაკერების ორგანიზება კედლების სხვადასხვა გადაკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს სამი ხერხით: ტრაპეციული ჩადგმის, რკინაბეტონის ჩადგმის ან გადასაადგილებელი გვერდის მეშვეობით. ბოლო უნივერსალურია და კედლის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იყოს გამოყენებული. ამის შედეგად იქმნება ნაკერის წახნაგი სოგმანებით და არმატურის გამონაშვერებით. სურ. 4, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.8.7. ზღვრული დატვირთვების მეთოდის გამოყენება ღერძსიმეტრიული დატვირთვების შემთხვევაში. /. ბაციკაძე, . მურღულია, . ნიჟარაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 13-16. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

ღერძსიმეტრიული დატვირთვების მოქმედებისას სხეულის დაძაბული მდგომარეობის აღწერისათვის გამოიყენება ზღვრულ დატვირთვათა მეთოდი. ზედა შეფასების თეორემის შესაბამისი ანალიზური გამოსახულებები ამ დროს საკმარისად რთული სახისაა, რაც ქმნის გარკვეულ სიძნელეებს ამოცანის გადაწყვეტისას. წარმოდგენილია გადაწყვეტის შედარებით მარტივი გზა, დაფუძნებული დეფორმირების ანალიზსა და მის საფუძველზე შედგენილი სქემების გამოყენებაზე. სურ. 3, ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

 

9. სოფლისა და სატყეო მეურნეობა. თევზის მეურნეობა

 

12.9.1. სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარების საბაზრო მექანიზმები. /. გუბელაძე, . ვადაჭკორია/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 247-250. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ბაზრის ფორმირება მოითხოვს მესაკუთრე სუბიექტების, პირველ რიგში კერძო მესაკუთრის, სამართლებრივ დაცვას. ნებისმიერ სტრუქტურაში და საქმიანობაში მონაწილეობის, პროდუქციის თავისუფალი რეალიზაციისა და შემოსავლების დამოუკიდებლად განაწილების უფლება უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ყველანაირ ორგანიზაციულ ფორმას, ნებისმიერ სურსათის მწარმოებელს. ბაზრის ნორმალური ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი პირობაა მისი დემონოპოლიზაცია. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.9.2. გლობალიზაცია და სატყეო დარგის განვითარების ტენდენციების შეფასება. /. კანდელაკი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 251-255. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სტატია ეძღვნება სატყეო დარგის განვითარების საერთაშორისო ტენდენციების შეფასებას და საქართველოში ამ დარგში შექმნილ მდგომარეობას. გაანალიზებული და შეფასებულია ისეთი პარამეტრები, როგორიცაა: ტყის ფართობი, ამ ფართობის პროცენტული მაჩვენებელი, ტყის განაშენიანება, ხელუხლებელი ტყის ტერიტორიები, ტყის მარაგი, დამზადებული ხე-ტყის ფასი და .. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დარგის ფინანსირებასა და სატყეო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას, სამართლებრივ რეგულაციასა და სახელმწიფო პროგრამების შექმნას, ასევე დარგში დასაქმების პრობლემებსა და პერსპექტივებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველო გაცილებით ჩამორჩება სატყეო განვითარების მსოფლიო ტენდენციებს ყველა პარამეტრის მიხედვით და აუცილებელია გლობალურ პროცესებთან მისი დაახლოება. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.9.3. საქართველოს აგრარული ეკონომიკა საბაზრო ურთიერთობათა პირობებში. /. ვადაჭკორია, . გუბელაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 256-259. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ბაზარი განვითარებულ პოსტინდუსტრიულ ქვეყნებში რეგულირებადია. ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით სახელმწიფო აბალანსებს მასაიძულებს ფერმერებს აწარმოონ არა მარტო იმ სახის პროდუქცია, რომელიც მაქსიმალურ მოგებას იძლევა, არამედ ისეთიც, რომელიც დაბალრენტაბელურია, მაგრამ მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ასეთი პროდუქციის წარმოებაზე ცხადდება კონკურენცია შეღავათიანი გადასახადებით, დაზღვევებით, დაბალპროცენტიანი კრედიტებით და .., რათა მათი წარმოებაც მომგებიანი გახდეს მეწარმესათვის. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.9.4. ახალ ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობაში მიწათმოქმედების მაღალი კულტურა სჭირდება. /. ქობალია/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 260-262. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ახალი ტექნოლოგია აგრობიოტექნოლოგია მიწათმოქმედების ძირითადი ამოცანის ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების გადაწყვეტის საშუალებას იძლევა. გაანალიზებულია ამ მიმართულებით ქვეყანაში დასანერგი მეთოდების არსი, მნიშვნელობა და ხელშემშლელი ფაქტორები. აგრობიოტექნოლოგიის მეთოდებით დიდი შედეგების მისაღწევად აუცილებელია მიწათმოქმედების კულტურის დონის ამაღლება დადგენილი რეკომენდაციებისა და წესების აბსოლუტურად ზუსტად დაცვა, რისთვისაც არსებითია ქართველი მიწათმოქმედის მენტალიტეტის შეცვლა და შესაბამისი ახალი ცოდნის მქონე მიწათმოქმედთა ფენის შექმნა. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.9.5. საკვებ პროდუქტებში მელამინისა და ციანუროვის მჟავის შემცველობა, ტოქსიკურობა და რისკის წინასწარი შეფასება. /. გარუჩავა/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 263-267. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია საკვებ პროდუქტებზე მელამინისა და ციანუროვის მჟავის ტოქსიკური მოქმედება. ნაჩვენებია მათი მოხვედრის მთავარი გზები საკვებ პროდუქტებში. დადგენილია, თუ რა პირობებში შეიძლება იყოს მელამინის ტოქსიკური ნაერთი. არსებობს მოსაზრება, რომ მელამინი ადამიანის ორგანიზმში არ განიცდის მეტაბოლიზმს, არ წარმოქმნის დამატებით პროდუქტებსა და არ უქმნის საფრთხეს ადამიანის ორგანიზმს. ნაჩვენებია ადამიანის ორგანიზმში მისი გაუვნებლობის მექანიზმი. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.9.6. კეთილშობილი დაფნის მაღალპროდუქტიული ფორმების დანერგვის პერსპექტივები. /. კოპალიანი, . თაბაგარი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 268-270. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

აღნიშნულია კეთილშობილი დაფნის მაღალპროდუქტიული ფორმების დანერგვის აუცილებლობის შესახებ. მოცემულია მაღალი მოსავლის მისაღებად ჩატარებული მრავალწლიანი დაკვირვების შედეგები, რაც ცხადყოფს, რომ ეკონომიური ეფექტი გაიზრდება 2-ჯერ და მეტად. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.9.7. რისკის მართვის სტრატეგია აგრარულ სექტორში. /. ცინცაძე, . ლაჭყეპიანი, . ზეიკიძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 271-274. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

აღწერილია სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში არსებული რისკების მნიშვნელობაზე მოქმედი ფაქტორები, მოცემულია ის ღონისძიებები, რომელთა გატარება ხელს შეუწყობს რისკების გავლენის შემცირებას. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.9.8. კოოპერაცია, როგორც ეკონომიკური საქმიანობის ერთ-ერთი ფორმა. /. ცინცაძე, ლაჭყეპიანი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 275-279. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ წარმოშვა ახალი საწარმოო ერთეულები. სოფლის მეურნეობაში ეს არის გლეხური (ფერმერული) მეურნეობები. ჩვენს პირობებში ისინი მცირე ზომის საწარმოებია, რომლებიც არცთუ ისე მაღალი ეფექტიანობით ხასიათდებიან. ცნობილია, რომ მაღალი სამეურნეო შედეგების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაღალ მექანიზირებული მსხვილი მეურნეობების ფუნქციონირებით. ამდენად, ჩვენთან მცირე ზომის მეურნეობების ეფექტიანობის ამაღლების ერთ-ერთ გზად მიგვაჩნია მათი კოოპერაცია და სრული სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბება. მოცემულია სასოფლო-სამეურნეო და სამომხმარებლო კოოპერატივების განვითარების პრინციპები, მათზე მომქმედი ფაქტორები. ლიტ. 2.

ავტ.

 

12.9.9. ატენის ხეობის აგრო-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებები. /. პავლიაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 280--282. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გაშუქებულია მიკრორეგონისათვის დამახასიათებელი სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგების თანამედროვე მდგომარეობა და მათი ინტენსიური წარმოების პერსპექტივები. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.9.10. ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ ბრძოლაში მცირე მექანიზაციის საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ. /. გამახარია, . ჭაბუკიანი, . ჩაჩხიანი, . თავბერიძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 290-293. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

2012 წელს პირველად სუბტროპიკულ ზონაში ამერიკული თეთრი პეპელას (ათპ-) წინააღმდეგ განხორციელდა ბიოპრეპარატითდიპელითხილის პლანტაციების დამუშავება. დიპელის გამოყენებამ შეცვალა რეგიონში ტრადიციული ქიმიური მეთოდებით თხილის პლანტაციების დამუშავება, რომელიც ზიანს აყენებდა ფერმერების პირად მეურნეობას (შინაური ცხოველები, ფრინველები და სხვ.). განისაზღვრა რეგიონში თხილის მოსავლიანობა (1000-დან 3000 კგ/ჰა), რისთვისაც გამოყენებულ იქნა ექსპერიმენტების დაგეგმვის თეორია. მიღებულ იქნა მოსავლიანობის განსაზღვრისათვის რეგრესიული განტოლება. შესაბამისად განისაზღვრა თხილის თვითღირებულება, რამაც საშუალება მოგვცა შეგვედგინა ათპ- წინააღმდეგ ბრძოლაში მცირე მექანიზაციის საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობის მატრიცა. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.9.11. თესვის ვადების გავლენა სიმინდის მოსავლიანობაზე ტყიბულის რაიონის პირობებში. /. ყუბანეიშვილი, . ჩაჩხიანი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 294-297. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია თესვის სხვადასხვა ვადების გავლენა მოსავლიანობაზე ტყიბულის რაიონის (სოფ. კურსები) პირობებში. იცდებოდა სიმინდის ჯიში აჯამეთის თეთრი 3 ჯერადი განმეორებით. გამოყენებულ იქნა თესვის 5 ვადა. 20.04, 30.04, 10.05, 20.05, 30.05. ცდებით დადგინდა, მოსავლიანობით პირველ ადგილზეა 20 მაისს ნათესი სიმინდი, სადაც მიღებულია 26,4 /ჰა-ზე მოსავალი, მოსავლის მატებამ საკონტროლოსთან შედარებით შეადგინა 6,4 /ჰა-ზე ანუ 30%. მეორე ადგილზეა 30 მაისს ნათესი სიმინდი - 25,6 /ჰა-ზე მოსავალი, მოსავლის მატებამ საკონტროლოსთან შედარებით შეადგინა 5,4 /ჰა-ზე ანუ 26%. ჩატარებული ცდების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტყიბულის რაიონის პირობებში თესვისათვის საუკეთესო პერიოდია 20-30 მაისი. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.9.12. თხილის წარმოების თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში. /. დუნდუა, . თავბერიძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 298-301. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია თხილის წარმოების თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში. არსებული თხილის ბაღების ბიომეტრიული და აგროტექნიკური მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ არსებულ ბაღებში, თხილის მოსავლის აღების მექანიზაციისათვის მიზანშეწონილია მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენება. ამ მიზნით დამუშავებული იქნა მოტობლოკზე დასააგრეგატებელი მოწყობილობა, რომელიც შედგება მრუდხარაბარბაცა მექანიზმიანი ვიბრატორისაგან და დრეკადელემენტიანი ტოტდამჭერისაგან. მეცნიერების მიერ რეკომენდებულია თხილის ინტენსიური, ერთშტამბიანი ბაღების გაშენება, სადაც შესაძლებელი იქნება საშუალო სიმძლავრის ტრაქტორებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება. თხილის ერთშტამბიან ბაღებში ბუჩქოვან ბაღებთან შედარებით მნიშვნელოვნად იზრდება მოსავლიანობა და მიღებული პროდუქციის ხარისხი, ვინაიდან იზრდება მცენარის რაციონალურობის კოეფიციენტი. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.9.13. მცირე ბიზნესის ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების გზები და რეკომენდაციები აგრარულ სექტორში. /. სილაგაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 302-306. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია მცირე ბიზნესის ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების გზები და რეკომენდაციები, განხილულია იმერეთის აგრობიზნესში მიმდინარე პროცესები, საკითხი აქტუალურია, იმდენად, რამდენადაც იმერეთში უნიკალური რესურსები და საწარმოო პირობებია მცირე ბიზნესის განვითარებისათვის, მათი სწორად გამოყენებისას შეიძლება ეფექტიანობის მიღწევა. დაკვირებებმა, გამოკითხვებმა დაამტკიცა, რომ უკანასკნელ ხანს ბიზნესის განვითარებამ და შესაბამისად, კერძო საკუთრებითმა ურთიერთობებმა ახალი განზომილებები შესძინა ეკონომიკურ გარემოს. დღევანდელ ეტაპზე აუცილებელია იმერეთის აგრარული სექტორის მაღალი ტემპებით განვითარება, რისთვისაც აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ადგილებზე სოფლის მეურნეობის მომსახურე ისეთი აგროცენტრების, სერვის ცენტრების გახსნა (რაოდენობის გაზრდა), რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან მასალებითა და ტექნიკით. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.9.14. საქართველოს აგრარული სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხისათვის. /. გეჩბაია, . ფუტკარაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 307-311. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საქართველოს სოფლის მეურნეობას განვითარების ხელსაყრელი ბუნებრივ-ეკონომიკური შესაძლებლობები გააჩნია. 2006-2009 წლებში მისი წილი მშპ-ში 11.2%-დან 8.3%-მდე, ხოლო რეალური წარმოება 5%-ით შემცირდა. მოკლე და გრძელვადიან პერიოდებში საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის სტრატეგია კვლავ აგროსასურსათო სექტორის განვითარების შესაძლებლობებზე უნდა აიგოს. ფარდობითი უპირატესობის მიხედვით ქვეყანას შეუძლია კონკურენტუნარიანი გახდეს აგროსასურსათო პროდუქტების წარმოებით, რაც გამოიწვევს ეროვნული რესურსების ეფექტიან გამოყენებას, შიდა და საერთაშორისო ბაზარზე წილების მოპოვებას, მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდას. ლიტ. 8.

ავტ.

 

12.9.15. საქართველოს ავტოქტონური ვაზის ჯიშების რქაწითელის და საფერავის ყურძნიდან ქართული (კახური) წესით დაყენებული ღვინის ფენოლური ნაერთები. /. შალაშვილი, . უგრეხელიძე, . მითაიშვილი, . თარგამაძე, . ზამბახიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ. 99-103. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია საქართველოს ავტოქტონური ვაზის ჯიშების თეთრი რქაწითელისა და წითელი საფერავის ყურძნიდან კახური წესით ქვევრში დაყენებული ღვინოების ფენოლური ნაერთების თვისებრივი შედგენილობა და რაოდენობრივი შემცველობა. რქაწითელის ყურძნიდან დაყენებულ ღვინოში იდენტიფიცირებულია: (+) - კატექინი (32.6 მგ/), (-) - ეპიკატექინი (58.6 მგ/), (-) - გალოკატექინი (43.7 მგ/), პროტოკატექინმჟავა (12.8 მგ/) და გალმჟავა (26.7 მგ/); საფერავის ყურძნიდან დამზადებულ ღვინოში - (+) - კატექინი (115.4 მგ/), (-) - ეპიკატექინი (29.5 მგ/), (-) - გალოკატექინი (174.4 მგ/), კემპფეროლი (13.2 მგ/), კვერცეტინი (11.2 მგ/), რუტინი (2.6მგ/), რესვერატროლი (1.47), პროტოკატექინმჟავა (14.5 მგ/), გალმჟავა (21.8 მგ/) და ყავამჟავა (7.4 მგ/). ცხრ. 1, ლიტ. 9.

ავტ.

 

12.9.16. სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების ეკოლოგიური მონიტორინგისათვის ახალი ავტომატიზებული სისტემის შექმნის კონცეფციის საკითხები. /. ძაგანია, . მახაშვილი, . კახელაძე, . ფადიურაშვილი, . იაშვილი, . კოლომიკოვი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 17-21. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

არსებობს სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხის კონტროლისათვის საინფორმაციო-პროგრამული საშუალებები და ტექნიკური მოწყობილობების გამოყენების გარკვეული გამოცდილება. კვების პროდუქტების უსაფრთხოების მართვის თანამედროვე სისტემების დიდი უმრავლესობა ეფუძნება Hazard analysis and Critical Control Points (HACCP)-ის კონცეფციას, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას საშიში ფაქტორებისა და კრიტიკული წერტილების ანალიზის სისტემა, რაც გულისხმობს უსაფრთხო პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე კონტროლის განხორციელებას. 2010 წლიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი კვების პროდუქტების უსაფრთხოებაზე, რომლის ფუნქციონირება გულისხმობს ქვეყანაში წარმოებული, ქვეყანაში შემოსული (იმპორტირებული) და ქვეყნიდან გასული (ექსპორტირებული) კვების პროდუქტების ხარისხის უწყვეტ კონტროლს. მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის დასკვნით ჩვენს ქვეყანაში კვების პროდუქტების მწარმოებელი, ექსპორტითა და იმპორტით დაკავებულ კომპანიათა 90%- ესაჭიროება დახმარება (მეთოდური, ტექნიკური, ორგანიზაციული და ..), რათა შეესაბამებოდნენ საერთაშორისო სტანდარტებს.სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების ხარისხის განსაზღვრა ხდება სხვადასხვა მეთოდებითა და ხერხებით, რისთვისაც შექმნილია შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები: გამზომი, საკონტროლო და ანალიტიკური ავტომატური ხელსაწყოები. საერთოდ, ხარისხის განსაზღვრა ხორციელდება მრავალი პარამეტრით, რისთვისაც საჭიროა ამ პარამეტრების გაზომვა სხვადასხვა ავტომატური ხელსაწყოებით, შემდგომში კი მათი გაერთიანება ანალიტიკურ სისტემებში, რაც საშუალებას მოგვცემს ვიმსჯელოთ ამა თუ იმ პროდუქტში ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებათა არსებობაზე. სურ. 2, ლიტ. 7.

ავტ.

 

12.9.17. კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიან მიწებზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტრუქტურის სრულყოფის გზები. /. შურღაია, . ზაქაიძე, . კეკელიშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 198-202. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

წარმოდგენილია ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კომპლექსის მდგომარეობაზე კოლხეთის დაბლობის დაშრობილ მიწებზე. ცალმხრივმა სპეციალიზაციამ სუბტროპიკული კულტურების წარმოებაზე ხელი ვერ შეუწყო სოფლის მეურნეობის ჰარმონიულ განვითარებას. მსოფლიოში მარცვლეულზე მოთხოვნილებისა და შესაბამისად ფასების გაზრდის გათვალისწინებით, აგრეთვე მოსახლეობის ძირითადი საკვები პროდუქტების უზრუნველყოფის მიზნით შემოთავაზებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტრუქტურის შეცვლა დაბლობის ცენტრალურ ნაწილში. მარცვლეული და საკვები კულტურების ქვეშ ფართობების ზრდა მრავალწლიანი ნარგავების ხარჯზე, მოითხოვს ერთწლიანი მცენარეებისათვის გათვალისწინებული დაშრობის ხერხების გამოყენებას კოლხეთის ამ ნაწილის მძიმე, გაჯირჯვებადი ნიადაგების გათვალისწინებით. ხსენებული ხერხებია - „კვალისან კომბინირებული დრენაჟის მოწყობა პლანტაჟის ფონზე. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.9.18. ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო გეოხალიჩანესფილე“- დანესგეო“- ლაბორატორიული კვლევა. /. ჩახაია, . ბოსიკაშვილი, . ვარაზაშვილი, . დიაკონიძე, . ხუბულავა, . წულუკიძე, . სუპატაშვილი, . შავლაყაძე, . ლორთქიფანიძე, . ომსარაშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 203-208. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ეფექტური და რესურსმზოგი ღონისძიებების შემუშავების მიზნით განხორციელდა ლაბორატორიული კვლევები 0.5 2 ფართობის გეოხალიჩანესფილე“-ზე (შედგება ბამბის 2 შრისაგან) და 0.5 2 ფართობის გეოხალიჩანესგეო“-ზე (შედგება ბამბის და მარლის შრისაგან), რომელთა შრეებს შორის მოთავსებული იყო მცენარე კოინდარის თესლები. ლაბორატორიული კვლევები ტარდებოდა 5.05.2012-დან 23.05.2012-მდე, რომლის დროსაც გამოიკვეთა გეოხალიჩანესფილე“- შედარებით ნაკლები ეფექტურობა, რადგან მასზე ამოსული მცენარეების სიხშირე არადამაკმაყოფილებელია, ხოლო გეოხალიჩანესგეო“-ზე ამოსული მცენარე კოინდარის ამონაყარის რაოდენობა და სიმაღლის დინამიკა დამაკმაყოფილებელია (მცენარეული საფარით დაფარულია გეოხალიჩის 90%), რაც იძლევა საფუძველს მასზე განხორციელდეს საველე კვლევები, ბუნებრივ პირობებში, ეროზიის საწინააღმდეგო ეფექტურობის დადგენისათვის. სურ. 8, ლიტ. 2.

ავტ.

 

 

10. წყლის მეურნეობა. მელიორაცია

 

12.10.1. საირიგაციო სისტემების მართვის ფორმები და განვითარების პერსპექტივები. /. გუბელაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #2(8). – გვ. 60-66. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გაანალიზებულია ჰიდრომელიორაციის სექტორში საქართველოში არსებული მდგომარეობა, პრობლემები და შესაძლებლობები, შემოთავაზებულია პრიორიტეტები, განვითარების ძირითადი მამართულებები, სტრატეგიული მიზნები და ღონისძიებები. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.10.2. მდინარე ალაზნის ჩამონადენის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები და მათი დაძლევის გზები. /. ბასილაშვილი, . გრიგოლია, . გორგიჯანიძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 22-26. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

დაზუსტებულია მდ. ალაზნის წყლის მაქსიმალური და მინიმალური ხარჯვის ნორმები სავეგეტაციო პერიოდის, ცალკეული თვეების, კვარტალების მიხედვით, ექსტრემუმები, ცვალებადობა და სხვა სტატისტიკური მახასიათებლები. მათი მრავალწლიური დინამიკის საფუძველზე, დადგენილია ცვლილებათა ტენდენციები შესაბამისი ტრენდების განსაზღვრით. ამ მონაცემებს აქვთ პრაქტიკული დანიშნულება სამეცნიერო, საპროექტო და სამეურნეო ორგანიზაციებში წყალსამეურნეო გაანგარიშებებისათვის საიმედო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მისაღებად. რეკომენდებულია ღონისძიებათა კომპლექსი, რომლებიც უზრუნველყოფენ გაუდაბნოების პროცესის შენელებას, მოსავლიანობის გაზრდას და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ცხრ. 3, ლიტ. 5

ავტ.

 

12.10.3. გადაწყვეტილებათა მარკოვის პროცესი წყალსაცავიანი ჰესის გრძელვადიანი რეჟიმების რეგულირებისათვის. /. გიორგობიანი, . ნაჭყებია, . გიორგობიანი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სტუ- შრომათა კრებული. – 2012. – . II. – გვ. 444-447. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

მდინარის ჩამონადენის წყალსაცავით რეგულირების ამოცანას შეიძლება შევხედოთ როგორც მარაგთა მართვის თეორიის, ისე მასობრივი მომსახურების თეორიის კუთხით. მომსახურების ნაკადი (მდინარის ჩამონადენი) შემთხვევითი პროცესია. დაგროვება და მოხმარება ისე უნდა ვაწარმოოთ, რომ მივაღწიოთ სასურველ ეკონომიკურ ეფექტს. ამოცანა დინამიკურია, დაგეგმარების ჰორიზონტი (წელიწადი) იყოფა ეტაპებად. ცალკეულ ეტაპებზე მდინარის ჩამონადენი, მოხმარება და დაგროვილი წყალი დისკრეტული სიდიდეებია და იზომება ერთი და იმავე ერთეულებით. ჩამონადენები დამოუკიდებელი შემთხვევითი სიდიდეებია, რომელთათვისაც მდიდარი სტატისტიკური მასალის საფუძველზე შესაძლებელია ემპირიული განაწილებების (ჰისტოგრამების ან ცხრილების სახით) მიღება. წყალსაცავში წყლის რაოდენობაც ეტაპობრივად შემთხვევითია და დამოკიდებულია როგორც ჩამონადენზე, ისე მოხმარებაზე. იგი ჩამონადენების დამოუკიდებლობის გამო წარმოადგენს მარკოვის ჯაჭვს, რომელიც კარგად აღიწერება გადასვლათა ალბათობის მატრიცით. ყოველ ეტაპზე მოხმარების ინტენსივობა ცალსახად განსაზღვრავს გადასვლათა მატრიცას. მატრიცის საშუალებით ყოველ ეტაპზე განისაზღვრება შემოსავლების და დანაკარგების მათემატიკური ლოდინები. ამოცანა მდგომარეობს შემდეგში: შეირჩეს ეტაპების მიხედვით მოხმარებათა (დატვირთვების) ისეთი მიმდევრობა, რომ მივიღოთ ჯამური მოგების მაქსიმუმი ან ჯამური დანაკარგების მინიმუმი. საბოლოოდ, მათემატიკური მოდელი ყალიბდება გადაწყვეტილებათა მარკოვის პროცესების ჩარჩოებში და ადვილად რეალიზებადია. ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

12.10.4. ქალაქ ყვარლის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მდინარე დურუჯის კალაპოტში 2012 წლის მაისის თვეში განხორციელებული საველე კვლევის შედეგები. /. გავარდაშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 22-31. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მდინარე დურუჯის წყალშემკრებ აუზში 1982-2012 წწ. განხორციელებული საველე-ექსპედიციური სამეცნიერო კვლევებისა და არსებული სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენებით შეფასებულია მდინარე დურუჯის თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობა მის აუზში მიმდინარე ეროზიული პროცესების ინტენსივობისა და ღვარცოფის ძირითადი ჰიდროლოგიური მახასიათებლების გათვალისწინებით. ქალაქ ყვარლის მოსახლეობის ღვარცოფებისაგან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილია მდ. დურუჯის ღვარცოფებისგან დაცვის ღონისძიებათა კომპლექსური სქემა. შეფასებულია ღვარცოფთან ბრძოლის მეთოდები ორგანიზაციულ-სამეურნეო ხასიათის ღონისძიებების მხედველობაში მიღებით. განხილულია წინადადებები მდინარე დურუჯის ღვარცოფული გამონატანის სახალხო მეურნეობაში შესაძლო გამოყენებისა (უტილიზაცია) შესაბამისი საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით. სურ. 6, ცხრ. 2, ლიტ. 13.

ავტ.

 

12.10.5. წყალდიდობების ანთროპოგენური მიზეზები. /. დადიანი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 40-44. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოყვანილია სულ უფრო გახშირებული წყალდიდობებისა და მიღებული ზარალის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები. განხილულია წყალდიდობებთან ბრძოლის მეთოდების დადებითი და უარყოფითი მხარეები. განხილულია ადამიანების სამეურნეო მოღვაწეობის ზემოქმედებით წყალდიდობების სიხშირისა და სიმძლავრის ზეგავლენა ზარალის გაზრდაზე. მოყვანილია საქართველოში წყალდიდობების მიზეზები. შემოთავაზებულია წყალდიდობებთან ბრძოლის არასაინჟინრო მიდგომები. ლიტ. 8.

ავტ.

 

12.10.6. სამელიორაციო საექსპლუატაციო ორგანიზაციების ეფექტური და მდგრადი ფუნქციონირების საკითხები. /. ვართანოვი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 65-71. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

აღნიშნულია, რომ საექსპლუატაციო სამუშაოების დაფინანსების ორგანიზაციის არასრულყოფილი სისტემის შედეგად მრავალი სარწყავი სისტემა, მათ შორის ბოლო წლებში რეაბილიტირებული, ინგრევა, რაც იწვევს სარწყავი წყლის დიდ დანაკარგებსა და მოსარწყავი სავარგულების დაბალ პროდუქტიულობას; შექმნილი ტენდენციის გარდატეხის მიზნით აუცილებელია ფასიანი წყალსარგებლობის სისტემის სრულყოფა და განვითარება. მოყვანილია მონაცემები საქართველოს ტიპიური მელიორაციული (თვითდინების) სისტემის წლიური დანახარჯებისა და სარწყავ სისტემაზე საექსპლუატაციო სამუშაოების თვითღირებულების სტრუქტურის შესახებ. ცხრ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.10.7. მთის წყალსადინარის გასწვრივ ბმული ღვარცოფული ნაკადის ძირითადი პარამეტრების შეფასება. /. თევზაძე, . ჭარბაძე, . ნიბლაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 72-78. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

ნატანებით ჰიპერკონცენტრირებული ღვარცოფული ნაკადებისათვის შემოთავაზებულია თავისუფალი ზედაპირის მრუდის აგების მეთოდიკა მუდმივი ხარჯის დროს ბუნებრივი არაპრიზმატული კალაპოტის პირობებში. ცხრ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.10.8. წყლის ხარისხის დინამიკა აღმოსავლეთ საქართველოს არიდული ზონის ხელოვნურ წყალსაცავებსა და მათ მიმდებარე გეოეკოლოგიურ ტერიტორიებზე. /. თევზაძე, . იორდანიშვილი, . ფოცხვერია/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 84-93. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია აღმოსავლეთ საქართველოს არიდულ ზონაში განთავსებული წყალსაცავების მკვებავი, შეტბორილი და ფილტრაციული წყლების მინერალიზაციის ხარისხისა და მისი დინამიკის საკითხები ექსპლუატაციის პირობების გათვალისწინებით. ცხრ. 3, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.10.9. შირვანის მდინარეების ხეობების ანალიზი კალაპოტური პროცესების შესწავლის მიზნით. /. იმანოვი, . ნურიევი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 94-99.– რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოცემულია მდინარეების ხეობების ფორმებისა და მორფოლოგიური ელემენტების აღწერა შირვანის ძირითადი მდინარეების სიგრძის შესაბამისად. წარმოდგენილია მდინარეების ხეობებისა და კალაპოტების შესწავლისას საველე კვლევების შედეგები. მდინარეების ხეობების განივი პროფილები აგებულია მორფომეტრული გაზომვების მონაცემებით. სურ. 2, ცხრ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.10.10. წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების აგების ტექნოლოგია მონოლითური რკინაბეტონისაგან. /. ირემაშვილი, . ეზუგბაია, . იოსებაშვილი, . მსხილაძე, . ჩალაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 108-115. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია სხვადასხვა სახისა და დანიშნულების ტევადობების ნაგებობების აგების ტექნოლოგია მონოლითური ბეტონისაგან, წარმოდგენილია ყველა ის ძირითადი პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია ამ ნაგებობების აგებასთან. სურ. 6, ლიტ. 2.

ავტ.

 

12.10.11. ხუდონის წყალსაცავში წყლის ხარისხისა და ევტროპიკაციული პროცესების პროგნოზირება. /. კერესელიძე, . ტრაპაიძე, . ბრეგვაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 131-136. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

ხუდონის წყალსაცავის ჰიდროქიმიური რეჟიმის პროგნოზირებას დიდი მნიშვნელობა აქვს წყალსაცავის ეფექტური ფუნქციონირებისათვის. წყალსაცავის ჰიდროქიმიური რეჟიმის ცვალებადობა დაკავშირებულია მრავალ ფაქტორზე: ტემპერატურაზე, საზრდოობის წყაროებზე, აუზის ფიზიკურ-გეოგრაფიულ თავისებურებებზე, სამეურნეო გამოყენებაზე და სხვ. ხუდონის წყალსაცავის წყლის ხარისხის პროგნოზირებისათვის გამოყენებულ იქნა სეგმენტურ-შრეობრივი მეთოდი. ეს მოდელი დაფუძნებულია სისტემის მარტივ გეომეტრიულ წარმოსახვაზე. წყალსაცავის მთელი მოცულობა დაყოფილია სეგმენტებად, რომელიც ასევე დანაწევრებულია ჰორიზონტალურ შრეებად და თითოეული შრისათვის სათანადო მათემატიკური მოდელის გამოყენებით გაანგარიშებულია წყალში გახსნილი ჟანგბადის, ჟანგბადის ბიოქიმიური მოთხოვნის, ნიტრატის, ნიტრიტის და ამონიუმის აზოტის, ფოსფატის, ასევე ძირითადი იონებისა და მინერალიზაციის რაოდენობრივი მახასიათებლები. ზემოაღნიშნული მეთოდით მიღებული გაანგარიშება საშულებას იძლევა შეიქმნას პროგნოზირების რეალურთან მიახლოებული მაქსიმალურად ეფექტური სურათი. სურ. 1, ცხრ. 7, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.10.12. პლასტიკური ენერგიის დისიპაცია და შთანთქმის კოეფიციენტი ჰიდროტექნიკური ბეტონის ციკლური ჩატვირთვა-განტვირთვის დროს. /. კლექჩიანი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 137-140. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მიღებულია დეფორმირების ანალიტიკური ფუნქციის განტოლებები (კავშირისძაბვა-დეფორმაცია“) ციკლური ძალის გარეშე ზემოქმედების დროს დრეკად-პლასტიკური (დპ) გარემოს პროგრამითჩატვირთვა-განტვირთვა-ჩატვირთვა“. დპ მასალის ყოველი ციკლისჩატვირთვა-განტვირთვისდროს გამოდის გისტეპეზისის მარყუჟი, რომლის ფართი გამოხატავს დაუბრუნებელი დახარჯული (დისიპირებული) პლასტიკური ენერგიის მოცულობას. მტკიცდება, რომ დისიპირებული ენერგიის სიდიდე მონოტონურად კლებულობს განმეორებითი ციკლების დროს, რაც ნიშნავს, რომ ამ დროს იზრდება დპ გარემოს დრეკადი თვისებები და შესაბამისად კლებულობს პლასტიკური ბუნება. წარმოდგენილია ჩატვირთვისა და განტვირთვის დეფორმაციული მრუდების ანალიტიკური ფუნქციები, რაც გვაძლევს შესაძლებლობას განვსაზღვროთ გისტერეზისული ელიფსების ფართობი, რაც გამოხატავს პლასტიკური ენერგიის მოცულობას ყოველი ციკლის დროს. როდესაც გვაქვს ჩატვირთვის და განტვირთვის მრუდების განტოლებები, შეგვიძლია განვსაზღვროთ შთანთქმის კოეფიციენტების სიდიდეები ყოველი ცალკეჩატვირთვა-განტვირთვისსრული ციკლისათვის. ყოველი ციკლისათვის შთანთქმის კოეფიციენტი გამოსახავს რეალიზებული დისიპირებული ენერგიის შეფარდებას საერთო დახარჯულ ენერგიასთან. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

12.10.13. დახურული შემკრებების მუშაობის თავისებურებების დადგენა. /. კუპრეიშვილი, . სიჭინავა, . მაისაია, . კიკაბიძე, . ლობჟანიძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 141-144. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

შემოთავაზებულია დახურული შემკრებების მუშაობის პრინციპი, მათი ჩაწყობის ოპტიმალური სიღრმეები; მძიმე ნიადაგებზე დახურული შემკრებების მუშაობის ანალიზისას ფილტრაციის თეორიაში ორშრიან გარემოში წყლის გადაადგილების მიახლოებითი საანგარიშო სქემის მიხედვით დადგენილია, რომ დახურულმა შემკრებებმა უნდა უზრუნველყოს გრავიტაციული წყლის გაყვანა როგორც სახნავ, ასევე სახნავქვეშა შრეებიდან, რის საფუძველზეც მოცემულია სახნავი შრის გრავიტაციული წყლებისაგან გათავისუფლების საშუალო ინტენსივობისა და დახურულ შემკრებში სახნავქვეშა ფენიდან წყლის შესვლის ინტენსივობის საანგარიშო ფორმულები. სურ. 3, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.10.14. ნატანებით ჰიპერკონცენტრირებული ღვარცოფის არათანაბარი მოძრაობა არაპრიზმატულ კალაპოტში. /. ნათიშვილი, . თევზაძე, . ჭარბაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 159-161. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

შემოთავაზებულია ნატანებით მაღალკონცენტრირებული მუდმივი ხარჯის მქონე ბმული ღვარცოფული ნაკადის თავისუფალი ზედაპირის მრუდის აგების მეთოდიკა ბუნებრივი არაპრიზმატული კალაპოტებისათვის. სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.10.15. ფერდობზე ეროზიის დამცავი არხისმჭრელის თეორიული კვლევა. /. სამხარაძე, . ჯანელიძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 162-165. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია საგორავი არხისმჭრელის სრიალისა და გორვის თეორიული კვლევის საკითხები, წარმოდგენილია ახალი არხისმჭრელის ჭრისა და ტკეპნის პრინციპები, მოცემულია სრიალის კოეფიციენტები და ოპტიმალური პარამეტრების განმსაზღვრელი ფორმულა. სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.10.16. გამონატანის დაჭერის სისტემა წყალგადამღობ ნაგებობებში. /. ტოკმაჯიანი, . ათანესიანი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 180-184 – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შეთავაზებულია გამონატანის დაჭერის სისტემა წყალგადამღობ ნაგებობებში ბადური კონტეინერის გამოყენებით, რომელშიც გროვდება სხვადასხვა ხარისხის გამონატანი. კონტეინერები ამძრავთან გადადის წყალგადამღობის განაპირა მონაკვეთზე, განიტვირთება, იწმინდება, ბრუნდება და თავსდება წყალგადამღობ ნაგებობებში. დადგმულია ორი კონტეინერი. ერთ-ერთს იღებენ წყალგადამღობიდან და იგზავნება განტვირთვაზე, მეორე იდგმება იგივე ადგილას და პირიქით. დაპროექტებულია სისტემის სამი ვარიანტი. შედარებითი ანალიზის შესრულების მიზნით მითითებულია მათი უპირატესობა და ნაკლი, ასეთი მოწყობილობების სარგებლიანობა დამტკიცებულია პატენტებით. დაგეგმილია საცდელი გამოკვლევების ჩატარება და დანერგვა. სურ. 3, ლიტ. 6.

ავტ.

 

12.10.17. სამეურნეო პირობების გავლენა მორწყვის სისტემაზე. /. ფაშაევი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 185-187. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია წყალსამეურნეო ღონისძიებებისა და დაპროექტების მეთოდიკის საკითხებისარწყავი ტერიტორიების დარაიონება ანალიზის საფუძველზე. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.10.18. წყალსამეურნეო ობიექტების მდგრადი და უსაფრთხო ფუნქციონირების პირობების გამოკვლევა ენტროპიის გამოყენებით. /. ფურცელაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 188-193. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მოცემულია სისტემის ენტროპიის განმარტება და მისი თვისებები, რომლებიც ამართლებს მის არჩევას განუსაზღვრელობის ხარისხის მახასიათებლად. მოყვანილია წყალსამეურნეო ობიექტების მდგრადი და უსაფრთხო უწყვეტი სიმრავლის მქონე სისტემების ენტროპია და ინფორმაცია. დამტკიცებულია რომ, წყალსამეურნეო ობიექტების სასრულო სიმრავლის მქონე სისტემის ენტროპია აღწევს მაქსიმუმს, როცა ყველა მდგომარეობა თანაბრად ალბათურია. ენტროპია წარმოდგენილია მათემატიკური ლოდინის სახით. განსაზღვრულია ენტროპია რთული სისტემისათვის, რომელიც მიღებულია ორი ან უფრო მეტი მარტივ სისტემათა გაერთიანებით. განხილულია მაგალითი. ცხრ. 3, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.10.19. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენის ავარიულ შემთხვევებში მდინარეებზე ცხრაწყაროსა და კუმისკაზე დამცავი საგუბრების მუშაობის ჰიდრავლიკური გაანგარიშების ექსპერტიზის შედეგები. /. ყირმელაშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 213-220. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ავარიულ შემთხვევებში მდინარეებზე ცხრაწყაროსა და კუმისკაზე ნავთობის შემაკავებელი სისტემამეორადი შემაკავებელი ობიექტების საკეტებთან წარმოქმნილი მორევების ჰიდრავლიკური გაანგარიშებები. დადგენილია პირობები, რომლის დროსაც დამცავი საგუბრის ზედაპირიდან სითხე საკეტებში არ გაიწოვება. სურ. 4, ცხრ. 4, ლიტ. 7.

ავტ.

 

12.10.20. ფილტრაციის თავისებურებანი ნიადაგ-გრუნტებში. /. ყრუაშვილი, . კუხალაშვილი, . ინაშვილი, . ბზიავა, . ნატროშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 226-230. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

ბუნებრივ-გეოტექნიკურ პირობებში გამავალ წყალგამტარ არხებში ფილტრაციული მახასიათებლების განსაზღვრის თეორიული მოდელები იზოტროპული წყალჟონვადი გარემოსათვის გამოიყენება, რაც ზღუდავს მისი გამოყენების არეს. რადგან ფილტრაციული ფაქტორი ლოკალური აგროსისტემების წყლის ბალანსის ფორმირებაში პერმანენტულად მონაწილე აქტიური კომპონენტია, იგი საფუძვლად უდევს სარწყავი ნორმის დადგენას. ფილტრაციის თავისებურებებიდან გამომდინარე, ნიადაგ-გრუნტის ფოროვან სისტემებში წყლის მოძრაობასთან დაკავშირებული საკითხები უამრავ ურთიერთმართვად ფაქტორთა ფუნქციას წარმოადგენს. ნაშრომში შემოთავაზებული მოდელის საფუძველზე რეალური გრუნტისათვის მიღებულია ფილტრაციის სიჩქარის, ფილტრაციის კოეფიციენტის, წყალგამტარობისა და ფორიანობის საანგარიშო დამოკიდებულებები. სურ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.10.21. ნიადაგ-გრუნტში წყლის ფილტრაციის ანომალიებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა. /. ყრუაშვილი, . კუხალაშვილი, . ინაშვილი, . ბზიავა, . ნატროშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 231-236. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

დისპერსიულ-ჰიდრავლიკური ფოროვანი სისტემით წარმოდგენილ ნიადაგ-გრუნტის ტანში მიგრირებული წყალი სპეციფიკურ თვისებებს იძენს და შესაბამისად, რთულდება წყლის ფილტრაციის მახასიათებლის დადგენა. ნიადაგ-გრუნტი, რომელიც მრავალკომპონენტიან გარემოს წარმოადგენს, სხვადასხვა მიკრო- და მაკრო- ზომის ნაწილაკებისგან შედგება და მასში მიგრირებული წყალი სხვადასხვა თვისებებს იძენს. გამომდინარე აქედან, შემოთავაზებული მოდელის საფუძველზე დადგენილია აქტიური და პასიური ფორიანობის ცვლილების დიაპაზონები და ოპტიმალური მნიშვნელობები, რომელთა გათვალისწინებით წყლის ფილტრაციის პროცესში გამოყვანილია ფილტრაციის სიჩქარის, საწყისი გრადიენტისა და მორწყვის ნორმის საანგარიშო დამოკიდებულებები. სურ. 3, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.10.22. დამაბინძურებელი მინარევების არასტაციონარული გადატანის პროცესები გაუდინარ საწყლოსნო სისტემებში. /. ხატიაშვილი, . ღოღელიანი, . კავთუაშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 237-240. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განიხილება არაკონსერვატიული და კონსერვატიული დამაბინძურებელი მინარევების არასტაციონარული დინებებით გადატანის პროცესები მცირე სიღრმის მქონე საწყლოსნო სისტემებში, სადაც ძირითადი მოძრაობის ნაკადები ლამინარული და ბრტყელპარალელურია. ამასთან ტურბულენტური დიფუზიის კოეფიციენტის ცვლილებას განაპირობებს წყალსატევის ზედაპირზე ზედდებული მცირე ამპლიტუდის ტალღური მოძრაობა. ლიტ. 4.

ავტ.

11. საგარეო და შიდა ვაჭრობა. ტურიზმი

 

12.11.1. ეკონომიკური ურთიერთობები ტურიზმის სფეროში. /. მეტრეველი/. ეკონომისტი. – 2012. – #4. – გვ. 48-57. – ქართ; რეზ.: ინგლ.

განხილულია ტურისტული რესურსის, ტურისტული პროდუქტის როლი ტურიზმის ეკონომიკის განვითარებაში, მოცემულია მსოფლიო საერთაშორისო ტურიზმის თანამედროვე ეკონომიკური მაჩვენებლები და მათზე დაყრდნობით განხილულია მსოფლიოს დღევანდელი პოპულარული ტურისტული ცენტრების რიგითობა. ასევე ნაჩვენებია მომავალი 10 წლის (2020-2030 ..) განმავლობაში მსოფლიო საერთაშორისო ტურიზმის ორგანიზაციის ექსპერტთა პროგნოზი მიმღები ლიდერი ტურისტული რეგიონების შესახებ. განიხილება ინოვაციების მნიშვნელობა მსოფლიო ტურიზმის ეკონომიკის განვითარებაში. ცხრ. 4, ნახ. 4, ლიტ. 9.

ავტ.

 

12.11.2. კახეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალი. /. გოგავა/. ეკონომისტი. – 2012. – #4. – გვ. 58-67. – ქართ; რეზ.: ინგლ.

მიმოხილულია კახეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალი: ისტორიულ-კულტურული ძეგლები, ნაციონალური პარკები, ნაკრძალები და მათი ამჟამინდელი მდგომარეობა. ასევე აღნიშნულია, რომ ამ ტურისტული რესურსების არსებობა ხელს შეუწყობს ისეთი ტურისტული პროდუქტის შექმნას, რომლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები გააუმჯობესებს კახეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ მდგომარეობას. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.11.3. სამკურნალო ტურიზმის ზრდის ტენდენციები საქართველოში. /. ქეშელაშვილი/. ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ.74-77. – ქართ.; რეზ.: ინგლ

განხილულია სამკურნალო ტურიზმის არსი და მნიშვნელობა. გაანალიზებულია სამკურნალო ტურიზმის განვითარების ტენდენციები საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ნაჩვენებია სახელმწიფო სტრუქტურების, ინვესტორებისა და ტუროპერატორების კოორდინირებულ მოქმედებათა მნიშვნელობა სამკურნალო ტურიზმის სწრაფი ტემპით განვითარებაში. საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობის როლი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.11.4. ტურიზმი და სასტუმროების მარკეტინგთან დაკავშირებული პრობლემები. /. ბაჩიაშვილი/. ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 78-80. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია ტურიზმი და სასტუმროების მარკეტინგთან დაკავშირებული პრობლემები, გაანალიზებულია სასტუმროთა მართვისას მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობა და მომსახურების დონის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები. ლიტ. 1.

ავტ.

 

12.11.5. ტურიზმი და სახელმწიფო პოლიტიკა. /. ბაჩიაშვილი/. ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 81-83. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

გაანალიზებულია ქვეყნის განვითარების პოლიტიკისა და ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ურთიერთკავშირი და მათი ურთიერთგანპირობებულობა. ლიტ. 2.

ავტ.

12.11.6. საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების სრულყოფა გლობალიზაციის პირობებში. /. ჯავახიშვილი/. ეკონომისტი. – 2012. – #5. – გვ. 8-12. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციის სფეროში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგრძნობლად გაფართოვდა საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები, იგი გაწევრიანდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ბრუნვის ზრდის პირობებში, უფრო სწრაფად იზრდება მისი იმპორტი, რის გამოც იგი სადღეისოდ 3-ჯერ და უფრო მეტად აღემატება ექსპორტის მაჩვენებელს. სისტემატურად იზრდება უარყოფითი სავაჭრო სალდო, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის საგარეო ვალის ზრდასთან. აღნიშნული პრობლემის დაძლევისათვის სახელმწიფომ უნდა განახორციელოს აქტიური ქმედითი ღონისძიებები, ქვეყნის ბუნებრივ-ეკონომიკურ ფაქტორებზე დაყრდნობით, პროდუქციის ხარისხის, ეკოლოგიური სისუფთავისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის, რაც სათანადო პირობებს შექმნის ქართული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე წარმატებული დივერსიფიკაციისათვის. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.11.7. სახელმწიფო კონტროლის ორგანოების ფუნქციონირება საგარეო ეკონომიკური პროცესების მართვის სისტემაში. /. მაშკოვი/. ეკონომისტი. – 2012. – #5. – გვ. 13-18. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

გამოკვლეულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის ორგანიზაციისა და განხორციელების პრობლემები მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით. განსაზღვრულია სახელმწიფო კონტროლის როლი სახელმწიფოსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტებს შორის საგადასახადო ურთიერთობების სრულყოფაში. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.11.8. საქართველოს საგარეო ვაჭრობის განვითარების ძირითადი ტენდენციები გლობალიზაციის ეპოქაში. /. ჯანგულაშვილი, . ჯავახიშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 37-42. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის განვითარებაში ბოლო წლებში შეიმჩნევა შემდეგი ძირითადი ტენდენციები: საგარეო ვაჭრობის ინტენსიური გაფართოება და საქონელბრუნვის განუხრელი ზრდა; მთლიან ბრუნვაში, ექსპორტთან შედარებით, უფრო სწრაფად იზრდება იმპორტი, რის გამოც ყოველწლიურად იზრდება უარყოფითი სავაჭრო სალდოს მაჩვენებელი; ქვეყნის ექსპორტი ხორციელდება უმეტესად ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების ხარჯზე, ხოლო იმპორტში ჭარბობს ენერგომატარებლები, სოფლის მეურნეობისა და მისი გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია, რომლის ჩანაცვლება თავისუფლად შეიძლება ადგილობრივი წარმოების გაფართოების ხარჯზე. ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში არსებული ნეგატიური ტენდენციების დაძლევა შესაძლებელია, ერთი მხრივ, ექსპორტის მასტიმულირებელი ღონისძიებების გატარებისა და, მეორე მხრივ, იმპორტშემცვლელი პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების ხარჯზე. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.11.9. ტურისტული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფა. /. ნადირაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 84-88. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მომსახურების ხარისხი მიჩნეულია ტურისტული ინდუსტრიის მთავარ მაჩვენებლად. ტურისტული პროდუქტის ხარისხის შეფასების აუცილებლობა სწრაფად იზრდება კონკურენტულ გარემოში მსოფლიო მასშტაბით. განხილულია ტურისტული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფისა და სერტიფიცირების მნიშვნელოვანი როლი, რომელთა განხორციელება მსოფლიოს ტურისტულ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.11.10. საგარეო სავალუტო ბაზარი და სავალუტო ინტერვენცია. /. ხუციშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #2(8). – გვ. 49-53. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სტატიის მთავარი მიზანია თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში საგარეო სავალუტო ბაზრის და სავალუტო ინტერვენციის კანონზომიერებების დადგენა. ამ სფეროში მეცნიერული მიღწევების შესწავლისა და განზოგადების საფუძველზე კონკრეტული წინადადებების, რეკომენდაციების ჩამოყალიბება და მათი გამოყენება საქართველოში სავალუტო ბაზრის განვითარების პროცესში. განხილული და გაანალიზებულია შემდეგი საკითხები: - საგარეო სავალუტო ბაზრის არსი, ადგილი და როლი საბაზრო ეკონომიკის განვითარების საქმეში; – სახელმწიფოს მონაწილეობის აუცილებლობა სავალუტო ბაზრის ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფის საქმეში; - საზღვარგარეთის ქვეყნებში ფულადი ბაზრებისა და სავალუტო ინტერვენციის ფუნქციონირების მექანიზმი და მისი განვითარების თავისებურებები. ლიტ. 8.

ავტ.

 

12.11.11. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თავისებურებანი. /. ვადაჭკორია/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #2(8). – გვ. 67-71. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

დასაბუთებულია საქართველოში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობა და პრიორიტეტულობა. გამოხატულია ტურისტულ სფეროში დასაქმებული პირებისათვის ტუროპერატორებისა და გიდებისათვის საჭირო პროფესიული ასპექტები; განხილულია ძირითადი მიმართულებები: ტურიზმის ობიექტი; მართვის სისტემა და სტრუქტურა; ტურისტული ინდუსტრია, სასტუმროების კლასიფიკაცია და მენეჯმენტი. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.11.12. უახლოეს მომავალში საქართველოში სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების იმპორტირების პროგნოზი. /. გოცირიძე, . ფიცხელაური/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 56-58. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საქართველოში ახალი კლასის მრავალი სახეობის სამედიცინო ტექნიკის მომრავლებამ განაპირობა სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების ეროვნული ნომენკლატურული და კოდიფიკაციის სისტემის დამუშავების აქტუალურობა. მნიშვნელოვანია საქართველოში სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების იმპორტირების 2012-2014 წლების პროგნოზი, რომლის შედეგად გაირკვა, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდება სამედიცინო ინსტრუმენტების, ასევე რეანიმაციის, ინტენსიური, საოპერაციო და სამშობიარო ბლოკების, ლაბორატორიული კვლევებისა და დიაგნოსტიკისათვის განკუთვნილი სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების იმპორტი. ამასთან, კლების ტენდენცია მხოლოდ სტომატოლოგიისთვის განკუთვნილი სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების შემთხვევაშია ნავარაუდევი. სურ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

12. ტრანსპორტი

 

12.12.1. საავტომობილო გზების მიმდინარე რემონტის ტექნოლოგიების შერჩევის თავისებურებები. /. ბარათაშვილი/. GEN. – 2012. – #4. – გვ. 73-75. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია ასფალტბეტონის საფარის დაზიანების გამომწვევი მიზეზები და ამ მიზეზების ზემოქმედების შედეგად მიღებული დეფექტების ხასიათი, დაზიანების ტიპისა და ხარისხის დამოკიდებულება დეფექტების გამომწვევ ზემოქმედების ფორმაზე და ინტენსივობაზე. წარმოდგენილია დაზიანებული ასფალტბეტონის აღდგენის ძირითადი მეთოდები და ამა თუ იმ მეთოდის ნაკლოვანი და დადებითი მხარეები. მოცემულია ასფალტბეტონის საფარის აღდგენის უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიები და მათი მეშვეობით ასფალტბეტონის რემონტშორის ვადების შემცირების შესალებლობები. ნახ. 4, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.12.2. საავტომობილო გადაზიდვები და მოძრაობის უსაფრთხოება. /. ველიჯანაშვილი, . თედორაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 196-203. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ავტომობილების ექსპლუატაციის ეფექტიანობის ამაღლებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საწარმოს (ასს-) წევით-სიჩქარითი თვისებების მოძრაობის პირობებთან ადაპტირების უზრუნველყოფა. უკანასკნელის მიღწევის ერთ-ერთ ეფექტიან მეთოდს კი წარმოადგენს ასს- ძრავის სიმძლავრის შერჩევა მოძრაობის პირობების შესაბამისად. დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების წევით-სიჩქარითი თვისებების შეფასებისა და მისი რეალურ საგზაო პირობებში, სატრანსპორტო ნაკადებში, მუშაობის პირობებთან ადაპტირების ხარისხის მახასიათებელ ინტეგრალურ პარამეტრს წარმოადგენს ასს- კუთრი სიმძლავრე, რომელიც ახასიათებს მის ენერგოაღჭურვილობის დონეს, დაბალი კუთრი სიმძლავრის ავტომობილები გზის აღმართებზე მოძრაობენ დაბალი სიჩქარეებით, ტრანსმისიის დაბალ საფეხურებზე და ძრავის მაღალ სადატვირთვო რეჟიმებზე, რის გამოც საწვავის საგზაო ხარჯი იზრდება; ამასთან ფერხდება სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობა და მცირდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება. მაღალი კუთრი სიმძლავრის ავტომობილების გამოყენებისას კი ყველა აღნიშნული პარამეტრი უმჯობესდება. ლიტ. 7.

ავტ.

 

12.12.3. საქართველოს საავტომობილო-სატრანსპორტო სისტემის გლობალურ-ეკონომიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პრობლემები. /. გოდერძიშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 230-233. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და გლობალიზაციის თავისებურებანი თანამედროვე ეტაპზე, გლობალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები და მისი ხასიათის გამოვლენა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე. ასევე განხილულია საქართველოში საავტომობილო-სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობის ზრდის შესაძლებლობები, დასმულია პრობლემები, რომელთა გადაჭრა და მოგვარება შესაძლებლობას იძლევა, რომ ეს დარგი გახდეს უფრო მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი. ლიტ. 9.

ავტ.

12.12.4. ტრადიციული ტვირთნაკადები და ახალი რკინიგზა. /. ფუტკარაძე, . ქელდიშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 238-240. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გამოითქვა მოსაზრება, რომ მარაბდა-კარწახის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა შეამცირებს ტვირთნაკადების მოცულობას საქართველოს ტერიტორიის ტრადიციულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე და მას მოჰყვება საქართველოს პორტებში დასამუშავებელი ტვირთების მოცულობის შემცირებაც. დასაბუთებულია ასეთი შეხედულების არამართებულობა. იქედან გამომდინარე, რომ მშენებარე მონაკვეთი, რთული რელიეფის გამო, ექსპლუატაციაში შედარებით ძვირადღირებული იქნება, ამასთან განუწყვეტლივ იზრდება აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ტვირთბრუნვის მოცულობები. ამიტომ პარალელურ რეჟიმში საჭიროა მოქმედი სარკინიგზო გზის მოდერნიზაცია და ამავე დროს შავი ზღვის პორტების ტექნიკური აღჭურვილობებისა და მცურავი საშუალებების განახლება.

ავტ.

 

12.12.5. ქალაქ თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გლობალიზაცია და სამგზავრო გადაყვანების კრიზისის გამომწვევი მიზეზები. /. სოსელია, . ზუბიაშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 241-244. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

დიდი ტევადობის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანსპორტის მაგისტრალის ერთ მგზავრზე მოსულ ფართს და იძლევა გამტარუნარიანობისა და გამზიდუნარიანობის მაქსიმალურ ეფექტს. არასასურველ შედეგს იძლევა ავტობუსების ჩანაცვლება დიდი რაოდენობის მიკროავტობუსებით. საქართველოში სატრანსპორტო კანონმდებლობა დასახვეწია, გასათვალისწინებელია გადამზიდავი და საექსპედიტორო კომპანიების ინტერესები. სამგზავრო გადაყვანების კრიზისის თავიდან ასაცილებლად ქალაქში მოძრავი დიდი და ნაკლები ტევადობის მიკროავტობუსების არსებული თანაფარდობა დაუშვებელია. შემოთავაზებულია შენიშვნები და წინადადებები. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.12.6. ხანძრის გავლენის შემცირების გზები სატრანსპორტო გვირაბებში ევაკუაციის განსახორციელებლად. /. ლანჩავა, . გვენცაძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 75-77. – ქართ.;რეზ.: რუს., ინგლ.

კომპიუტერული მოდელირების გზით, CFD მოდელების მეშვეობით, შესწავლილია ხანძრისა და წვის პროდუქტების გავრცელების ხასიათი გვირაბის პროფილისა და გრძივი გრადიენტის, სავენტილაციო სისტემის ტიპის, თერმული გრავიტაციის ეფექტით აღძრული ჭავლის და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების მიხედვით. დადგენილია, რომ ევაკუაციის განხორციელების მიზნებისათვის შესაძლებელია თერმული გრავიტაციის ეფექტის გამოყენება მაშინ, როცა იგი აღძრავს სავენტილაციო ნაკადის საპირისპირო ჭავლს, რაც შესაძლებლობას ქმნის ხანძრის კერაზე ნულის ტოლი გახდეს ჰაერის სიჩქარე და გახანგრძლივდეს ევაკუაციის შესაძლებლობის პერიოდი. იმავე ეფექტის მიღწევა შეიძლება ტრანსფორმირებადი სისტემით სარგებლობის შემთხვევაში, როცა სისტემა გამოყენებამდე დაკეცილი არის კომპაქტურად, ხოლო გაშლის შემდეგ გადაფარავს გვირაბის პერიმეტრს, ახდენს ხანძრის კერის იზოლირებას და აფერხებს ხანძრისა და წვის პროდუქტების გვირაბში გავრცელებას. სურ. 3, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.12.7. თვითმფრინავის კომპოზიციური ფიუზელაჟის მიდელის კვეთის ოპტიმალური რადიუსის განსაზღვრა რხევებისა და მასალის ცოცვადობის გათვალისწინებით. /. დუმბაძე, . ყანჩაველი/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2012. – #1(7). – გვ. 6-19. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მიღებულია თვითმფრინავის ნახშირპლასტიკის KMY-1-გან დამზადებული კომპოზიციური ფიუზელაჟის მიდელის განივი კვეთის გარე რადიუსის ოპტიმალური მნიშვნელობები, მასალის ცოცვადობისა და აფრენის მომენტში მოქმედი რხევების წარმომქმნელი შემთხვევითი და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შრეების არმირების შემდეგი სქემისათვის - [00, 300, -300, 00]. შედგენილია მიდელის კვეთის ოპტიმალური რადიუსის α - კოეფიციენტზე - განივი დატვირთვის განაწილების ფუნქციასა და ღუნვის სიჩქარეს შორის პროპორციულობის კოეფიციენტია) და კონსტრუქციის რღვევის დეფორმაციაზე დამოკიდებულების დიაგრამა. ეს დიაგრამა გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ მიდელის კვეთის ოპტიმალური რადიუსის მნიშვნელობები - კოეფიციენტის მნიშვნელობა მიდელის კვეთის მოცემული რადიუსისა და რღვევის დეფორმაციის მნიშვნელობის დროს. დიაგრამის გამოყენება ფიუზელაჟის კონსტრუქციის პროექტირებისას გაზრდის მისი კონსტრუქციის დაღლილობასა და ვიბრო სიმტკიცეს, გაახანგრძლივებს ექსპლუატაციის ვადას. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.12.8. TRACECA- საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების კონკურენტუნარიანობის ამაღლების გზები. / . დუმბაძე, . ნონიაძე, . ვალიევი/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2012. – #1(7). – გვ. 58-67. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

TRACECA- პროექტის ჩარჩოებში საქართველო ნაყოფიერად თანამშრომლობს თავის აღმოსავლელ მეზობლებთან. დღეისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს კავშირი დამყარდეს რეგიონის სხვა, პირველ რიგში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. შავი ზღვისპირეთის ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსთვის განიხილება, როგორც ევროპის სატრანსპორტო სივრცეში ეტაპობრივი ინტეგრაციის პრიორიტეტული დონე. საქართველომ, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანმა სატრანზიტო ქვეყანამ, ევროკავშირისა და აზიის ქვეყნებთან ერთად ამ კუთხით გადადგა, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული ნაბიჯები. დღეისთვის საჭიროაევროპა-კავკასია-აზიასატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის გატარდეს მთელი რიგი ღონისძიებები.

ავტ.

 

13. მედიცინა. ჯანდაცვა

 

12.13.1. პირველადი დისმენორეა - მოზარდთა გინეკოლოგიის აქტუალური პრობლემა (მიმოხილვითი სტატია). /. გაგუა, . ტყეშელაშვილი, . გაგუა/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #6(207). – გვ. 7-14. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოზარდთა შორის გინეკოლოგიურ დაავადებათა რიცხვი დღითიდღე მატულობს. მათ შორის პირველადი დისმენორეა  ერთ-ერთ გავრცელებულ პათოლოგიას წარმოადგენს; სხვადასხვა მონაცემით, მისი პრევალენტობა 25-95% შორის მერყეობს. მასთანაა ასოცირებული ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ქცევითი და სოციალური დისტრესი. კვლევის მიზანს წარმოადგენდა პირველადი დისმენორეის შესახებ არსებული რეტროსპექტული და მიმდინარე სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა - მისი დეფინიციის, გავრცელების, რისკ-ფაქტორების, პათოფიზიოლოგიური მონაცემების, კლინიკური მანიფესტაციისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ. მიმოხილვა ეყრდნობა სამეცნიერო ლიტერატურის 214  წყაროს. მიმოხილვაში წარმოდგენილია დაავადების პრევალენტობის, დიაგნოსტიკის მეთოდების, პათოფიზიოლოგიური მექანიზმებისა და რისკ-ფაქტორების დეტალური ანალიზი, აგრეთვე, დისმენორეის სამკურნალოდ მოწოდებული არაინვაზიური, კვებითი და ფსიქოლოგიური ჩარევები. აღნიშნული საკითხის ირგვლივ არსებული სამეცნიერო წყაროების ანალიზის შედეგად გამოვლინდა პრობლემები, რომელთა საბოლოო გადაწყვეტისთვის აუცილებელია მიზნობრივი კვლევების ჩატარება.

ავტ.

 

12.13.2. ერითროციტული ფენოტიპური ჯგუფების გავრცელება საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ქალებში აჭარის ონკოლოგიური ცენტრის პაციენტების მაგალითზე. /. ნაკაშიძე, . დიასამიძე, . კოტრიკაძე, . ნაგერვაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #6(207). – გვ. 15-18. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სისხლის ერითროციტულ ჯგუფურ ანტიგენებს გააჩნია ბიოლოგიური და კლინიკური მნიშვნელობა. სისხლის ჯგუფური ანტიგენები ასოცირდება სხვადასხვა დაავადებასთან, თუმცა კავშირი სისხლის ჯგუფსა და დაავადებებს შორის უცნობია. აქედან გამომდინარე, გამოკვლევის მიზანს წარმოადგენდა შესაძლო კავშირის დადგენა ავადმყოფების (n=60) სისხლის ABO, RHD, Kell და MN ფენოტიპურ ჯგუფებსა და საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნის განვითარებას შორის რეპროდუქციულ პერიოდში. გამოკვლეულია ერითროციტული ანტიგენები. კვლევისას გამოყენებული იქნა იმუნოსეროლოგიური მეთოდები. მიღებული შედეგები დამუშავებულია სტატისტიკურად. საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნით დაავადებულებში გამოვლინდა A (43,3±3,2%), D (91,6±3,5%) და Kell (+) (26,66±5,7%) ფენოტიპების მაღალი სიხშირე ჯანსაღ დონორებთან შედარებით. კვლევებმა აჩვენა, რომ აღნიშნული ფენოტიპების მატარებელ პირებში გაზრდილია დაავადების განვითარების რისკი. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, ABO, RHD, Kell და MN სისხლის ჯგუფური სისტემები შესაძლებელია გამოყენებული იქნას, როგორც პროგნოზური მარკერები სიმსივნის გამოსავლენად. ერითროციტული ჯგუფური ანტიგენების სიხშირის შესწავლით დაავადებულთა შორის შესაძლოა გამოიყოს დაავადებისადმი მიდრეკილიმაღალი რისკისმქონე ინდივიდები.

ავტ.

 

12.13.3. არაკონვულსიური ეპისტატუსი კომატოზურ პაციენტებში (შემთხვევები პრაქტიკიდან). /. ხაბურზანია, . ბერიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #6(207). – გვ. 18-21. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

არაკონვულსიური ეპილეფსიური სტატუსი (NCSE) შედარებით იშვიათი მდგომარეობაა კომაში მყოფ პაციენტთა შორის, რომლებიც არ არიან ეპილეფსიით დაავადებული. NCSE შესაძლოა განვითარდეს ინსულტის, მწვავე ელექტროლიტური დისბალანსის, მწვავე ინტოქსიკაციის, ინფექციის, თავის ტრავმული დაზიანებისა და სხვა პათოლოგიის შემდეგ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტიკული მდგომარეობა შესაძლებელია თავად გახდეს კომის მიზეზი. NCSE-ს დიაგნოზი მთლიანად ეყრდნობა ელექტროენცეფალოგრაფიულ (ეეგ) გამოკვლევას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დროული დიაგნოსტირება გადამწყვეტ როლს თამაშობს დაავადების პროგრესირების შეჩერებაში, ხოლო ადეკვატური თერაპია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას. სტატიაში მოყვანილია მძიმე ნევროლოგიური პათოლოგიის ფონზე განვითარებული კომატოზური მდგომარეობის სამი კლინიკური შემთხვევა, რომლის დროსაც ეეგ კვლევამ დაადასტურა NCSE- დიაგნოზი. პაციენტებს არც ანამნეზსა და არც დაავადების განვითარების პროცესში ეპილეფსიური გულყრები არ აღენიშნებოდათ. სხვადასხვა ანტიკონვულსიური საშუალებით (ფინლეფსინი, ლევიტირაცეტამი, დეპაკინი) მკურნალობის ფონზე სამივე პაციენტი გამოვიდა კომატოზური მდგომარეობიდან. ხშირად მძიმე პათოლოგიის პირობებში განვითარებული კომის ფონზე ვერ ხერხდება NCSE- დიაგნოსტირება, ვინაიდან კომატოზური მდგომარეობის მიზეზად ექიმებს ხშირად ძირითადი დაავადება მიაჩნიათ. აღნიშნული ხელს უშლის ადეკვატური მკურნალობის დროულ დაწყებას და, შესაბამისად, ამძიმებს დაავადების გამოსავალს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტატიის ავტორებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ კომაში მყოფი ყველა პაციენტებისათვის ეეგ კვლევის ჩატარება.

ავტ.

 

12.13.4. ალფა-დეფენზინების კონცენტრაცია შიზოფრენიით დაავადებული პაციენტების პერიფერიულ სისხლში. /. ბჟალავა, . პეტრიაშვილი, . ღურწკაია, . ზურაბაშვილი, . ჭიკაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #6(207). – გვ. 22-25. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა შიზოფრენიით დაავადებული პაციენტების პერიფერიულ სისხლში ά-დეფენზინ 1 კონცენტრაციის კავშირის გამოვლენა დაავადების არსებობასთან და მის მიმდინარეობასთან (მწვავე და ქრონიკული ფორმები). გამოკვლეულ იქნა  შიზოფრენიით დაავადებული 39 პაციენტი, რომლებიც გადიოდნენ სტაციონარულ მკურნალობას (საშუალო ასაკი - 45.33±1.86 .), მათ შორის  - 26 მამაკაცი (საშუალო ასაკი - 39,41±2.39 .) და 13 ქალი (საშუალო ასაკი - 45.04±2.44 .). შიზოფრენიის მწვავე ფორმა აღენიშნებოდა 27 პაციენტს (საშუალო ასაკი - 44.88±2.42 .), ხოლო ქრონიკული - 12 პაციენტს (საშუალო ასაკი - 46.33±2.75 .). 15 ჯანმრთელმა მოხალისემ (საშუალო ასაკი - 40.03±2.94 .) შეადგინა საკონტროლო ჯგუფი, მათ შორის იყო 5 მამაკაცი  და 10 ქალი. კვლევა გულისხმობდა პერიფერიულ სისხლში a-დეფენზინების კონცენტრაციის შესწავლას იმუნოფერმენტული მეთოდით. ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში a-დეფენზინების სტატისტიკურად სარწმუნოდ გაზრდილი კონცენტრაცია, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს განსხვავება იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ შესაძლებელს ხდის ვარაუდს თვისობრივი განსხვავებია შესახებ  (მარკერის არსებობა-არარსებობა), ანუ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია საუბარი a-დეფენზინებზე, როგორც შიზოფრენიის შესაძლო ბიომარკერებზე.

ავტ.

 

12.13.5. ერითროციტული Lewis-სისტემის ანტიგენების გავრცელება და გავლენა გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში დასავლეთ საქართველოს პოპულაციაში. /. აბესაძე, . ბეთანელი, . ბუკია, . ხარაბაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #6(207). – გვ. 26-30. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის საგანს წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში Lewis-სისტემის ანტიგენის ფენოტიპის გამოვლენის სიხშირის შესწავლა და ამ ანტიგენის ექსპრესიასა და გიდ-ი განვითარებას შორის კავშირის დადგენა. ამ მიზნით Lewis-სისტემის ანტიგენებზე ფენოტიპირება ჩაუტარდა 393 საკვლევ პირს (სისხლის ჯანმრთელ დონორს – 236 და გულის იშემიური დაავადებით (გიდ) - 157 პაციენტს). გამოკვლევამ აჩვენა, რომ Lewis-ანტიგენის გავრცელების სიხშირე ჯანმრთელ პოპულაციაში შეადგენს 46,6% Lეა-+ფენოტიპით, 30,9%Lეა--ფენოტიპით, 19,9% Lეა+- ფენოტიპით. გიდ- მქონე პაციენტებში შემთხვევათა 41% აღინიშნება Lეა--ფენოტიპი, 32,8% Lეა-+ ფენოტიპი, 21,1% - Lეა+-ფენოტიპი და 5,6% - Lეა++ფენოტიპი. დადგინდა, რომ Lეა-- ფენოტიპის მქონე ჯანმრთელი პირებისთვის დამახასიათებელია: სხეულის მასის მაღალი ინდექსი, არტერიული ჰიპერტენზია, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების უფრო დაბალი მაჩვენებლები, ვიდრე Lეა-+და Lეა+-ფენოტიპის მქონე პირებისთვის. შესაბამისად აღნიშნული დარღვევები Lეა--ფენოტიპის მქონე პირებში ქმნის ათეროსკლეროზული ცვლილებებისკენ მიდრეკილებას და გიდ- განვითარების რისკს. ამრიგად, სხვადასხვა Lewis-ფენოტიპის მქონე პრაქტიკულად ჯანმრთელი პირების გამოკვლევამ ცხადყო, რომ პირები Lეა--ფენოტიპით მიეკუთვნებიან გიდ-მაღალ რისკ ჯგუფს. მიღებული მონაცემების მიხედვით, Lewis-ფენოტიპის კვლევის გამოყენება შესაძლებელია, როგორც გიდ-ის, ასევე, სხვა დაავადების (ჰიპერტონიული დაავადება, იშემიური ინსულტი, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი) განვითარების რისკ-ფაქტორის გამოსავლენად.

ავტ.

 

12.13.6. ინტერლეიკინ-10-ის როლი HCV ინფექციით პაციენტებში. /.მიქაძე, .ვაშაკიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #6(207). – გვ. 30-33. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა სისხლის იმუნური უჯრედების მიერ ციტოკინების წარმოქმნის უნარის შესწავლა C ჰეპატიტის დროს ინფექციური პროცესისა და ღვიძლის ციროზის სტადიის გათვალისწინებით. გამოკვლეული იყო 130 ავადმყოფი: 72 ღვიძლის ციროზით, მათ შორის10 – ციროზის A სტადიით, 14 – B სტადიით და 48 -  C სტადიით. ვირუსული C ჰეპატიტის შემთხვევაში გამოვლენილ იქნა იმუნური უჯრედების მიერ ციტოკინების წარმოქმნის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც კორელაციაშია ღვიძლის დაზიანების სიმძიმესთან. მიღებული შედეგების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ქრონიკული C ჰეპატიტის მიმდინარეობისა და ღვიძლის ციროზის სხვადასხვა სტადიის დროს აღინიშნება ანტიანთებითი ციტოკინის პროდუქციის დისბალანსი, კერძოდ კი, ინტერლეიკინ 10-ის (IL-10) მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც განსაკუთრებით გამოხატულია ღვიძლის ძლიერი დაზიანების დროს.

ავტ.

 

12.13.7. სომხეთის რესპუბლიკაში ბავშვთა სომატური პათოლოგიის შესაძლო სამედიცინო-გეოგრაფიული რაიონირება. /. სიმონიანი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #6(207). – გვ. 34-38. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სომხეთის რესპუბლიკაში 2003-2009 .. განმავლობაში ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის ნოზოლოგიური სტრუქტურის შესწავლით გამოვლინდა, რომ აღნიშნული პერიოდის მანძილზე ამ ნოზოლოგიურმა სტრუქტურამ განიცადა გარკვეული ცვლილებები, თუმცა მუდმივ ხასიათს ატარებდნენ რესპირაციული სისტემის დაავადებანი, თანდაყოლილი დეფექტები და პერინატალური პათოლოგია. სომხეთის რესპუბლიკაში აღნიშნული სტრუქტურის თავისებურებანი სისტემატურად განისაზღვრება და ზუსტდება. დადგენილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ყველა სამედიცინო-გეოგრაფიულ რაიონში მუდმივად სჭარბობენ სასუნთქი ორგანოების დაავადებები, თანდაყოლილი ანომალიები (განვითარების ანომალიები, დეფექტები და ქრომოსომული დარღვევები), აგრეთვე, ზოგიერთი სხვა, პერინატალურ პერიოდში განვითარებული მდგომარეობანი. ამასთანავე, სტატიის ავტორის დასკვნით, სამედიცინო-გეოგრაფიული ფაქტორი გარკვეულწილად არსებით ფაქტორად უნდა იქნას მიჩნეული, რაც გასათვალისწინებელია სომხეთის რესპუბლიკაში პედიატრიული სამსახურის სპეციფიკაციის (გაერთიანების ან დიფერენცირების) საკითხის გადასაჭრელად. სომხეთის რესპუბლიკაში ბავშვთა სომატური პათოლოგიის სამედიცინო-გეოგრაფიული რაიონირების ასპექტირების კვლევით, ავტორის დასკვნით, გამოვლენილია, რომ ყველა სამედიცინო-გეოგრაფიული რაიონის არსებული მონაცემები მიუთითებენ იმაზე, რომ პედიატრიული სამსახურის წინაშე არსებული ამოცანები, როგორც შინაარსით, ასევე ფორმით, მეტ-ნაკლებად მსგავსი ხასიათისაა. ავტორს მიაჩნია,რომ არ არის გამორიცხული შესწავლილი პრობლემის იდენტიფიცირება ყველა სამედიცინო-გეოგრაფიული რაიონში, რისთვისაც საჭიროა შემდგომი დაკვირვებები და კვლევა აღნიშნული მიმართულებით.

ავტ.

 

12.13.8. ბავშვთა სომატური პათოლოგიის ნოზოლოგიური სტრუქტურის თავისებურებანი სომხეთის რესპუბლიკაში სქესის გათვალისწინებით. /. სიმონიანი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #6(207). – გვ. 38-42. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის ნოზოლოგიური სტრუქტურა სომხეთის რესპუბლიკაში 2003-2009 .. ნაჩვენებია, რომ სხვადასხვა წლებში აღნიშნული სტრუქტურა გარკვეულად შეიცვალა, თუმცა ყოველთვის სჭარბობენ რესპირაციული დაავადებები, თანდაყოლილი დეფექტები და პერინატალური პრობლემები; მათი თავისებურებანი სომხეთის რესპუბლიკაში ყოველწლიურად ზუსტდება. სპეციალური ყურადღება გამახვილებულია შემდეგ გარემოებებზე: 2003-2009 .. სჭარბობდა სასუნთქი ორგანოების დაავადებები, ზოგიერთი მდგომარეობა, რომელიც ვითარდება პერინატალურ პერიოდში, თანდაყოლილი ანომალიები (განვითარების ანომალიები), დეფექტები და ქრომოსომული დარღვევები ორივე სქესის ავადმყოფ ბავშვთა შორის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამედიცინო მომსახურების დაგეგმვისას საჭიროა შემუშავდეს ზოგადი ხასიათის მიდგომა. ბიჭების და გოგონების ჰოსპიტალიზაციის ნოზოლოგიური სტრუქტურა გარკვეულწილად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც ყურადსაღებია გამაჯანსაღებელი ღონისძიებების შემუშავებისას, განსაკუთრებით პროფილაქტიკის და მკურნალობის ტაქტიკისა და სტრატეგიის სქემაში.

ავტ.

 

12.13.9. ლითიუმის კარბონატზე გრანულოპოეზურ რეაქციაში თირკმელზედა ჯირკვლის პრეგანგლიური ქოლინერგული სტიმულაციაა გადამწყვეტი. /. გედევანიშვილი, . მუშკიაშვილი, . გოგიტიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #6(207). – გვ. 43-46. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ლითიუმის კარბონატზე გრანულოციტოპოეზური რეაქცია ვირთაგვაში გაბათილდა, ერთი მხრით, N-ქოლინერგული ანტაგონისტით და, მეორე მხრით, ალფა-1-ადრენერგული ანტაგონისტითაც. ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენის არსებობა აიხსნება აცეტილქოლინის გამოთავისუფლებით ქოლინერგული პრეგანგლიური ტერმინალებიდან თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვან შრეში, რაც უშუალოდ ლითიუმითაა გამოწვეული და, ამის საპასუხოდ ქრომაფინული უჯრედებიდან კატექოლამინების გამოსვლით სისხლში. კატექოლამინებმა, თავის მხრივ, გამოიწვია ადრენერგული რეცეპტორების გააქტივება გრანულოციტური რიგის უჯრედებში. შესაბამისად, გრანულოციტოპოეზური რეაქცია ლითიუმზე გამოითიშა N-ქოლინერგული ანტაგონისტით თირკმელზედა ჯირკვლის დონეზე, ხოლო ალფა-1-ადრენერგული ანტაგონისტით კი  - საკუთრივ ჰემოპოეზური უჯრედების დონეზე. ამგვარად, ლითიუმით გამოწვეული გრანულოციტოპოეზის სტიმულაცია არაპირდაპირია, ვინაიდან ქრომაფინული უჯრედებიდან კატექოლამინების გაძლიერებული გამოყოფითაა განპირობებული, და არა ლითიუმის უშუალო ზემოქმედებით გრანულოციტური რიგის უჯრედებზე. მიელოტოქსიკური აგენტით ზემოქმედების შემდეგ ლეიკოციტების აღდგენის საწყის ფაზაში აშკარად იყო გამოხატულიდიდი ლიმფოციტებისფრაქციის შეფარდებითი ზრდა, რომელიც გრანულოციტების მატებას წინ უსწრებდა. ლიმფოციტების ამ ფრაქციაში გრანულოციტური წინამორბედი უჯრედების არსებობაა სავარაუდო.

ავტ.

 

12.13.10. ბაქტერიული თერმო- და ფაგოლიზატების გამოყენება ავთვისებიანი სიმსივნური ზრდის შეჩერების მიზნით ექსპერიმენტში. შეტყობინება 2. Ps.aeruginosa- და E.Coli- თერმო- და ფაგოლიზატების სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობის შედარებითი ანალიზი. /. ღამბაშიძე, . კალანდარიშვილი, . ხორავა, . აზალაძე, . ლასარეიშვილი, . ჯაიანი, . თედიაშვილი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #6(207). – გვ. 50-56. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილ იქნა Ps.aeruginosa- და E.Coli- თერმო- და ფაგოლიზატების სიმსივნის ზრდის საწინააღმდეგო სამკურნალო ეფექტი ერლიხის კარცინომის განვითარების პროცესში. გამოთვლილია სიმსივნური ქსოვილის მოცულობის ცვლილებები დინამიკაში და სიმსივნური ზრდის შეფერხების პროცენტი. შემუშავებულია ნახევრადემპირიული მათემატიკური მოდელი, რომელიც ასახავს სიმსივნური ქსოვილის მოცულობის ცვლილებას სიმსივნის გადანერგვის მომენტიდან გასულ დროსთან მიმართებაში. ნაჩვენებია, რომ სიმსივნური ზრდის საწყის ეტაპზე ყველა ბაქტერიული პრეპარატი მნიშვნელოვნად აფერხებს ავთვისებიან ზრდას. მეტად გამოხატული სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო ეფექტი გამოვლინდა ბაქტერიული ფაგოლიზატებით მკურნალობის შემთხვევაში. Ps.aeruginosa- და E.Coli- ფაგოლიზატების სიმსივნის ზრდის საწინააღმდეგო ეფექტის შედარებითი ანალიზით დადგინდა, რომ E.Coli- ფაგოლიზატების სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო ეფექტი აღემატება Ps.aeruginosa- ფაგოლიზატებით სამკურნალო ეფექტს.

ავტ.

 

12.13.11. დამხმარე ნივთიერებების რეოლოგიური თვისებები სამკურნალწამლო ფორმებისა და კოსმეტიკური საშუალებების ტექნოლოგიაში. /. ცაგარეიშვილი, . ბაშურა, . ალექსეევა, . ბაშურა/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #6(207). – გვ. 57-62. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

წარმოდგენილია მაღალმოლეკულური შენაერთებისა და ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების სამკურნალწამლო ფორმებისა და კოსმეტიკური საშუალებების თვისებებზე გავლენის მრავალწლიანი კვლევის შედეგები. აღნიშნული კვლევები  საფუძვლად დაედო დეკამიტოქსინის, ცხენის წაბლის ექსტრაქტის და პრობიოტიკის შემცველი კომბინირებული სამკურნალწამლო საშუალება  გელ“-ის შემუშავებას.

ავტ.

 

12.13.12. ნაწლავის მორფოლოგიური ცვლილებები მწვავე ექსპერიმენტული ნაწლავური ინფექციის  კოლოიდური ვერცხლით მკურნალობის პირობებში. /. პოლოიანი, . ჩემიჩი, . მოსკალენკო, . რომანიუკი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #6(207). – გვ. 63-67. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილ იქნა პათოგენური მიკროფლორით გამოწვეული მწვავე ნაწლავური ინფექციების  კოლოიდური ვერცხლით მკურნალობის მეთოდი. დადგენილ იქნა, რომ კოლოიდური ვერცხლის ნანონაწილაკები დოზით 0,02 მგ/დღე-ღამეში არ იწვევს ინტაქტური ცხოველების ნაწლავის კედლის ჰისტოლოგიურ და მორფომეტრიულ მახასიათებელთა ცვლილებებს ნორმასთან შედარებით; მწვავე ინფექციის მოდელირების დროს რეკონვალესცენციის ადრეულ პერიოდში, ბაზისური თერაპიის სქემის მიხედვით, აღინიშნა დესტრუქციული და კომპენსაციური პროცესების დამახასიათებელი სურათი წვრილი და მსხვილი ნაწლავის კედლების სტრუქტურებში. კოლოიდური ვერცხლის დასახელებული დოზებით დამატებამ მკვეთრად შეამცირა ანთებითი და დესტრუქციული ცვლილებების აქტივობა ნაწლავის კედელში, რაც გამოსაკვლევი პრეპარატის პოზიტიურ ეფექტზე მიუთითებს, ბაზისური თერაპიის მეთოდთან შედარებით.

ავტ.

 

12.13.13. კიბოს სკრინინგის პროგრამა საქართველოში (2011 წლის შედეგები). /. ღვამიჩავა, . ლომთაძე, . ალიბეგაშვილი, . ჩარკვიანი, . ბერუჩაშვილი, . ჯუღელი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი.– 2012. – #7-8(208-209). – გვ. 7-15. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გაანალიზებული და შეჯამებულია 2011 წლის კიბოს სკრინინგის პროგრამის შედეგები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები. აღწერილია სკრინინგის პროგრამის შესაძლებლობების გაზრდისა და მისი განხორციელების საშუალებები, ყურადღება ფოკუსირებულია იმ აქტივობებზე, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ტარდება მოსახლეობის ქცევის ცვლილების და კომუნიკაციის კამპანიის მიმართებით. გაანალიზებულია საშვილოსნოს, ძუძუს, პროსტატის, მსხვილი ნაწლავის კიბოს ეპიდემიოლოგიური სკრინინგის შედეგები. ავტორთა დასკვნით, კიბოს სკრინინგის რეალიზაციას დიდი სამედიცინო-სოციალური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამ მიზნით გამოიყენება მარტივი, ხელმისაწვდომი ტესტები, რაც ხელს უწყობს კიბოს ნაადრევ დიაგნოსტიკას და, შესაბამისად, დროულ მკურნალობას, სიცოცხლის გახანგრძლივებასა და სიკვდილიანობის დონის შემცირებას.

ავტ.

 

12.13.14. მეტაბოლური სინდრომისა და ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების თავისებურებები ქალებში მენოპაუზის დროს. /. ანთელავა, . ანთელავა, . ღონღაძე, . ოკუჯავა, . პაჭკორია, . გოგოლაური/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #7-8(208-209). – გვ. 16-23. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მიმოხილვაში გაანალიზებულია თანამედროვე მონაცემები, რომლებიც ეხება მეტაბოლურ სინდრომსა (მს) და ღვიძლის არაალკოჰოლურ ცხიმოვან დაავადებებს (ღაცდ) შორის ურთიერთკავშირს ქალებში მენოპაუზის დროს. ამჟამად ჰეპატობილიარული სისტემის დარღვევები, რომლებიც ვლინდება სტეატოზით, სტეატოჰეპატიტით და ასოცირებულია ინსულინრეზისტენტობასთან (ირ) და მს-თან, გამოყოფილია როგორც დამოუკიდებელი ნოზოლოგიაღაცდ. ღაცდ- ახასიათებს დაავადების პროგრესირების მაღალი რისკი - ფიბროზის, ციროზის, ჰეპატოცილიარული კარცინომის, ღვიძლის უკმარისობის განვითარებით და თან სდევს პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუარესება, ინვალიდიზაცია და სიკვდილი. ღაცდ- საკვანძო პათოგენეზური მექანიზმებია ირ, ოქსიდაციური სტრესი და ანთება. ამ დაავადების დროს ცხიმოვანი ქსოვილი  პერსისტირებული ანთების პირობებშირომელსაც თან სდევს მაკროფაგების მიერ სინთეზირებული ანთების ციტოკინების მომატებული სინთეზი, კერძოდ, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი-ალფა. ღაცდ- განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური და იმუნური ფაქტორები. გაანალიზებულია ღაცდ- დროს გენების პოლიმორფიზმი. გაკეთებულია დასკვნა, რომ ღაცდ-ის განვითარების რისკი ქალებში მენოპაუზის დროს ორჯერ მეტია, ვიდრე ფერტილურ ასაკში, მეტადაა გამოხატული აბდომინური სიმსუქნე და ირ-ის მაღალი დონე, რაც, ძირითადად, დაკავშირებულია მენოპაუზის დროს ესტროგენების სიმცირესთან, ვინაიდან ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია ნაწილობრივ ამცირებს ირ-, სიმსუქნეს და ღაცდ-. პაციენტებში წონის მატება, განსაკუთრებით მენოპაუზის დროს, განიხილება, როგორც დამატებითი, დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორი მეტაბოლური სინდრომის, გულსისხლძარღვთა და ჰეპატობილიარული სისტემის დაავადებების განვითარებაში. დაავადების მიზეზებისა და პათოგენეზის დასადგენად აუცილებელია მათი ღრმა შესწავლა.

ავტ.

 

12.13.15. ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების მკურნალობა. /. ანთელავა, . ღონღაძე, . ოკუჯავა, . პაჭკორია, . გოგოლაური/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #7-8(208-209). – გვ. 24-30.– რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების (ღაცდ) ფარმაკოთერაპიის ძირითადი პრინციპები და ამ დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის რეკომენდაციები. ღაცდ-ის პათოგენეზური მკურნალობის ძირითადი მიმართულებებია: ინსულინრეზისტენტობის, სიმსუქნის, დისლიპოპროტეინემიის, ოქსიდაციური სტრესის ფარმაკოთერაპია, ასევე, ჰეპატოპროტექტორების გამოყენება, ნაწლავის მიკრობიოზის აღდგენა; თანმდევი მენოპაუზალური მეტაბოლური სინდრომის დროს ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის, ხოლო თანმდევი ჰიპერტენზიის დროსანტიჰიპერტენზიული საშუალებების გამოყენება. განიხილება, აგრეთვე, ღაცდ-ის არამედიკამენტოზური მკურნალობა. გაანალიზებულია ღაცდ-ის დროს გამოყენებული ფარმაკოპრეპარატების ეფექტურობის მექანიზმები. აღინიშნება, რომ ღაცდ-ის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის აუცილებელია კვლევის ისეთი მეთოდების შემუშავება, რომლებიც დაფუძნებულია მტკიცებითი მედიცინის პრინციპებზე.

ავტ.

 

12.13.16. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების თავისებურებანი ქალებში. /. ჟვანია . რატიანი, . ავალიანი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #7-8(208-209). – გვ. 30-37. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

წარმოდგენილია ქალებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების კლინიკური გამოვლინებისა და დიაგნოსტიკის თავისებურებები. ხაზგასმულია, რომ ქალთა პოპულაციაში გენდერსპეციფიკურ რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება ორალური კონტრაცეფცია და მენოპაუზა. გაკეთებულია დასკვნა, რომლის მიხედვით, ქალებისათვის დამახასიათებელია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის მცირე სიმპტომატიკა და გულმკერდის არეში არაკორონარული გენეზის ტკივილის მაღალი სიხშირე, რაც ხელს უშლის ქალებში ამ ჯგუფის დაავადებების დიაგნოსტიკას. ამ კონტინგენტში ხშირია ერთი ან ორი კორონარული არტერიის დაზიანება, მაშინ როდესაც მამაკაცებისათვის დამახასიათებელია სამი კორონარული არტერიის დაზიანება.

ავტ.

 

12.13.17. ნეიროენდოკრინული მედიატორების როლი T-უჯრედების აქტივობის რეგულაციაში. /. გოხელაშვილი, . ლომსაძე, . ენუქიძე, . მაჭავარიანი, . გოგებაშვილი, . სანიკიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #7-8(208-209). – გვ. 41-46. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ზოგიერთი ნეიროენდოკრინული სისტემის მედიატორების (β-ადრენერგული რეცეპტორების აგონისტები და ანტაგონისტები, პროგესტერონი) როლის დადგენა T-უჯრედების აქტივობის რეგულაციაში. დადგინდა, რომ β-ადრენორეცეპტორების აგონისტიიზოპროტერენოლი არ მოქმედებს მიტოქონდრიული დეჰიდროგენაზების აქტივობაზე ინტაქტურ უჯრედებში და ხელს უწყობს მათ უმნიშვნელო აქტივაციას (12%) გააქტიურებულ Jurkat-უჯრედებში; β-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტი პროპანოლოლი კი ხელს უწყობს მიტოქონდრიული დეჰიდროგენაზების აქტივობის მნიშვნელოვნად შემცირებას და, შესაბამისად, სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებას ინტაქტურ (40-60%) და მიტოგენსტიმულირებულ Jurkat-უჯრედებში (20-40%). ინტაქტურ Jurkat-უჯრედებში სიცოცხლისუნარიანობა უცვლელი რჩება, ხოლო PHA-სტიმულირებულ Jurkat-უჯრედებში დოზადამოკიდებულად იზრდება პროგესტერონის ზემოქმედების ფონზე. გაკეთებულია დასკვნა, რომ T-უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა და, შესაბამისად, მათი ფუნქციური აქტივობა მნიშვნელოვნად მგრძნობიარეა β-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტებისა და პროგესტერონის მიმართ. ეს მონაცემები ყურადსაღებია ამ პრეპარატების კლინიკური გამოყენების დროს.

ავტ.

 

12.13.18. ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების პათოგენეზის ზოგიერთი ასპექტი პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში. /. პარკოსაძე, . სულაქველიძე, . მიზანდარი, . რატიანი, . სანიკიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #7-8(208-209). – გვ. 46-51. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების პათოგენეზის თავისებურებების დადგენა პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში. კვლევა ჩატარდა მეტაბოლური სინდრომით დაავადებულ პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებზე (n=5), რომელთა ALT- მაჩვენებელი სისხლში 4-ჯერ აღემატებოდა ნორმას. ანამნეზის შეგროვებისა და სისხლის ლიპიდური პროფილის (ALT, AST, ესტროგენების შემცველობა) შესწავლის გარდა, პაციენტების ღვიძლის ბიოპტატებში და სისხლში ისაზღვრებოდა თავისუფალი აზოტის ჟანგის შემცველობას ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის (ეპრ) მეთოდით. კვლევის ოქმი დამტკიცებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეთიკის კომიტეტის მიერ; პაციენტებმა წერილობით დაადასტურეს ინფორმირებული თანხმობა კვლევაში მონაწილეობისთვის. პაციენტების სისხლში საერთო ქოლესტერინის, LDL-ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონე მომატებული აღმოჩნდა; გამოვლინდა პირდაპირი კორელაცია ღვიძლის ბიოპტატში აზოტის ჟანგის ეპრ-სიგნალის ინტენსივობასა და სისხლში ტრიგლიცერიდების შემცველობას შორის (r=0,96; p=0,009). ავტორთა დასკვნით, პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში ესტროგენდამოკიდებული მეტაბოლიზმის ცვლილებები (ლიპიდური მეტაბოლიზმის დარღვევა და INOS ექსპრესიის გაძლიერება) ხელს უწყობს ღვიძლში ტრიგლიცირიდებისა და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების დაგროვებას და აზოტის ჟანგის ჭარბ წარმოქმნას, რაც ოქსიდაციური სტრესის პირობებში ციტოტოქსიკურობას ავლენს და ხელს უწყობს ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების პროგრესირებას.

ავტ.

 

12.13.19. ანთების მარკერები ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს მენოპაუზური ასაკის ქალებში. /. შენგელია, . ინწკირველი, . გოგებაშვილი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #7-8(208-209). – გვ. 52-55. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა მენოპაუზური ასაკის ქალების სისხლში რედოქს-ბალანსისა და ციტოკინების (IL-1a, IL-6, IL-8, TNF-a) შემცველობის დადგენა ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს. გამოკვლეულია მენოპაუზის ასაკის ქალები ნაღვლკენჭოვანი დაავადებით (n=58). ნაღვლის კენჭების არსებობის დადასტურება ხდებოდა ულტრასონოგრაფიის მეთოდით. საკონტროლო ჯგუფი შედგებოდა მენოპაუზის ასაკის ქალებისაგან (n=25) ნაღვლის კენჭების გარეშე. კვლევის ოქმი დამტკიცებული იყო ადგილობრივი ეთიკის კომისიის მიერ. პაციენტებს ჩაუტარდა სისხლის რედოქს-სტატუსის (სუპეროქსიდ - O2 და ლიპო-პეროქსიდის - LOO რადიკალების ეპრ- სიგნალები) და ციტოკინების (IL-1a, IL-6, IL-8, TNF-a) გამოკვლევა. მენოპაუზის ასაკის ქალების სისხლში დადგენილია ჟანგბადისა და ლიპიდების თავისუფალი რადიკალების, მაკროფაგული ანთებითი ციტოკინების (IL-1a, IL-6, IL-8, TNF-a) პროდუქციის ზრდა. გამოტანილია დასკვნა მაკროფაგების დომინანტური როლის შესახებ მენოპაუზური ასაკის ქალებში ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების დროს ანთებითი პროცესის განვითარების შედეგად.

ავტ.

 

12.13.20. პლაცენტაში აზოტის ჟანგის შემცველობის კვლევა ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის მეთოდით პრეეკლამფსიის დროს. /. თორთლაძე, ნ. კინტრაია, . სანიკიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #7-8(208-209). – გვ. 55-59. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

აზოტის ჟანგი (NO) პლაცენტაში ცილების ნიტროზილირების მეშვეობით მონაწილეობს პლაცენტის მეტაბოლიზმის რეგულაციაში. სადღეისოდ NO- პლაცენტის მეტაბოლიზმის რეგულაციის მექანიზმი ჯერ კიდევ სრულყოფილად დადგენილი არ არის. კვლევა ჩატარდაპრეეკლამფსიით გართულებულ 50  და 30 ფიზიოლოგიურ ორსულზე. პრეეკლამფსია დადგინდა ორსულობის მესამე ტრიმესტრში. აზოტის ოქსიდის შემცველობა პლაცენტაში ისაზღვრებოდა ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის (ეპრ) მეთოდით. დადგინდა, რომ პრეეკლამფსიით გართულებულ ორსულობის დროს პლაცენტაში ადრენოდოქსინის Fes ცენტრების ეპრ-სიგნალის ინტენსიობა 60%-ით მცირდება, ხოლო ციტოქრომ P-450- - 60%-ით იზრდება, ფიზიოლოგიური ორსულებისათვის დამახასიათებელ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით; გამოვლინდა, აგრეთვე, ლიპოპეროქსიდების ინტენსიური ეპრ-სიგნალი, აზოტის ჰემურ და არაჰემურ რკინასთან კომპლექსების ეპრ-სიგნალის მკვეთრი მატება და თავისუფალი NO- მნიშვნელოვანი შემცირება. მიღებული მონაცემები მიუთითებენ მიტოქონდრიული ცილების ნიტრირებაზე, რაც განაპირობებს პლაცენტაში ენერგოგენეზისა და სტეროიდოგენეზის დარღვევას. ყოველივე ზემოაღნიშნული უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ NO მნიშვნელოვან როლს ასრულებს პლაცენტის მეტაბოლიზმის რეგულაციაში.

ავტ.

 

12.13.21. Mycoplasma Hominis და Ureaplasma Urealiticum-ის გავრცელება ორსულ და რეპროდუქციული პრობლემების მქონე ქალებში. /. ახვლედიანი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #7-8(208-209). – გვ. 59-63. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია  რეპროდუქციული პრობლემების მქონე 100 ქალი და 96 ორსული. კვლევის შედეგად რეპროდუქციული პროლემების მქონე ქალების 64%-ში და ორსულების 60%-ში გამოვლინდა Ureaplasma Urealiticum მაღალი ტიტრი (1000 უჯრედი/მლ-ზე მეტი); Mycoplasma Hominis გამოვლინდა  რეპროდუქციული პროლემების მქონე ქალების 12% და ორსულების 16%-ში. ავტორების მიერ რეკომენდებულია გეგმიური ორსულობის წინ გამოკვლევების ჩატარება მიკოპლაზმოზითა და ურეაპლაზმოზით ინფიცირებაზე.

ავტ.

 

12.13.22. NO- როლი კანის დაბერების მექანიზმში პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში. /. კაციტაძე, . ბერიანიძე, . კალაძე, . მჭედლიშვილი, . სანიკიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #7-8(208-209). – გვ. 66-71. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა კანის დაბერების NO-დამოკიდებული მექანიზმების დადგენა რეპროდუქცული და პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში. კვლევა ჩაუტარდა 40-დან 50 წლამდე ასაკის 23 ქალს. ქალები დაყოფილი იყო ორ ჯგუფად: I ჯგუფში გაერთიანდა რეპროდუქციული ასაკის ქალები (n=10), II ჯგუფში - პოსტმენოპაუზის ასაკის (n=13). პოსტმენოპაუზის ჯგუფში ჩართვა ხდებოდა მინიმუმ 12-თვიანი ამენორეის არსებობისას. პაციენტებს ჩაუტარდა სტანდარტული გამოკვლევები, დამატებით კი შესწავლილია თავისუფალი NO-, ლიპიდების და ესტრადიოლის შემცველობა სისხლში. დადგინდა, რომ პოსტმენოპაუზის ასაკის ქალების კანი, როგორც წესი, ფერმკრთალია, დაჰკრავს მორუხო ფერი, ზოგიერთ შემთხვევაში შეინიშნება პიგმენტაცია; თვალების ირგვლივ კანი ნაკლებად ელასტიური და დანაოჭებულია. სისხლში გამოვლინდა ზომიერი ჰიპერქოლესტერინემია, თავისუფალი NO- და ესტრადიოლის დონე შემცირებულია, რეპროდუქციული ასაკის ქალებთან შედარებით. სავარაუდოა, რომ თავისუფალი NO- შემცველობის შემცირება პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში განპირობებულია მისი სინთეზის ინტენსივობის დაქვეითებით, ან ოქსიდაციური დეგრადაციით ჟანგვითი სტრესის პირობებში. განხილულია NO-დამოკიდებული ვაზოდილატაციური სისტემის აქტივობა და კორელაცია სისხლში ქოლესტეროლისა და ესტრადიოლის შემცველობას შორის. გაკეთებულია დასკვნა: ესტროგენების დაბალი დონე სისხლში წარმოადგენს ძირითად ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს NO-დამოკიდებული ვაზოდილატაციური მექანიზმებისა და სისხლის მიმოქცევის უკმარისობას ორგანიზმში, კერძოდ კი - პოსტმენოპაუზის ასაკის ქალების კანშიც.

ავტ.

 

12.13.23. ესტროგენების როლი არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებაში სხვადასხვა ასაკის ქალებში. /. რატიანი, . ხორავა, . დგებუაძე, . ჟვანია, . სანიკიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #7-8(208-209). – გვ. 71-76. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანი იყო ესტროგენების როლის ზოგიერთი ასპექტის დადგენა მენოპაუზური ჰიპერტენზიის განვითარებაში. გამოკვლეულია 93 ქალი ჰიპერტენზიით, რომელთაც მიმართეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალურ კლინიკას 2009-2011 წლებში. ქალები დაყოფილ იქნა 2 ჯგუფად: I - რეპროდუქციული ჯგუფი (43 პაციენტი); II - პოსტმენოპაუზური ჯგუფი (50 პაციენტი). პაციენტების პოსტმენოპაუზურ ჯგუფში ჩართვა ხდებოდა მინიმუმ 12-თვიანი ამენორეის საფუძველზე. თითოეულ ჯგუფში გამოკვლეული იყო ესტრადიოლის, ჟანგბადის (O2-), ლიპიდების რეაქტიული ნაერთების (LOO.), აზოტის ჟანგის (NO) შემცველობა და ანტიოქსიდანტური ფერმენტების (სუპერ-ოქსიდდისმუტაზა -SOD, კატალაზები, გლუტატიონრედუქტაზა - GR) აქტივობა სისხლში. კვლევის შედეგად პოსტმენოპაუზის ასაკის ქალების სისხლში გამოვლინდა სუპეროქსიდ- და ლიპოპეროქსიდრადიკალების, ენდოთელინის შემცველობის მატება, თავისუფალი აზოტის ჟანგის შემცველობის შემცირება; კატალაზას აქტივობის მომატება 50%-ით, GR- აქტივობის შემცირება 38%-ით. რეპროდუქციული ასაკის ქალებში გამოვლინდა უარყოფითი კორელაცია სისხლში HbNO- და ესტრადიოლის შემცველობებს შორის (R=-0,60, P=0,03), პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში კორელაცია ამ 2 პარამეტრს შორის არ დადგინდა (R=-0,29, P=0,12). გაკეთებულია დასკვნა, რომ რეპროდუქციული ასაკის ქალებში არტერიული ჰიპერტენზიის რისკი იზრდება ისეთი დამატებითი ფაქტორების თანაობისას, როგორიცაა ოქსიდაციური სტრესი და/ან ესტროგენების უკმარისობა, რაც ხელს უწყობს აზოტის ჟანგის პეროქსინიტრიტად ტრანსფორმაციას, ან მის გაძლიერებულ ჩართვას HbNO- კომპლექსებში და სისხლში თავისუფალი NO- დონის დაქვეითებას. პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში კი არტერიული ჰიპერტენზია ვითარდება განსხვავებული მექანიზმებით.

ავტ.

 

12.13.24. ფეოქრომოციტომა და ორსულობა: გართულებები და მკურნალობა (შემთხვევა პრაქტიკიდან). /. ფირცხალავა/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #7-8(208-209). – გვ. 76-82. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

აღწერილია ორსულობის შემთხვევა პაროქსიზმული არტერიული ჰიპერტენზიით, მშობიარობის შემდგომი აბდომინური სისხლდენითა და ფეოქრომოციტომით. 36 წლის ქალი, ადრე პრაქტიკულად ჯანმრთელი, შემოვიდა კლინიკაში გესტაციის 26 კვირისა და მე-4 დღის ვადაზე ლაბილური არტერიული წნევისა და მძიმე ჰიპერტენზიის გამო. ჰოსპიტალიზაციამდე ორი კვირით ადრე მას აღენიშნებოდა ეპიზოდური მწვავე თავის ტკივილი, ოფლიანობა, გულისრევა და თავბრუსხვევა, არტერიული ჰიპერტენზია (220/120 მმHg). ულტრაბგერითი გამოკვლევით პაციენტს დაუდგინდა მარჯვენა თირკმელზედა ჯირკვალი, ზომით 11,6X9,2 სმ. ბიოქიმიური გამოკვლევებით დადასტურდა ფეოქრომოციტომის დიაგნოზი. პაციენტს ჩაუტარდა ინტენსიური თერაპია მონიტორინგით - მკურნალობა ალფა-ბლოკატორებით და დოკსაზოსინით. ჩატარდა მულტიდისციპლინური კონსილიუმი ენდოკრინოლოგის, ანესთეზიოლოგის, ზოგადი ქირურგისა და მეანების მონაწილეობით. მშობიარობა ჩატარდა საკეისრო კვეთის გზით, ერთდროული მარჯვენა ლაპარატომიული ადრენალექტომიით. პოსტოპერაციული პერიოდი იყო გართულებული აბდომინური სისხლდენით, შესაბამისად, ჩაუტარდა რელაპარატომია. ორსულობის დროს ფეოქრომოციტომის მართვის ძირითადი ამოცანაა ადრეული დიაგნოსტიკა, ალფა-ბლოკატორების გამოყენება, ჰიპერტენზიული კრიზის თავიდან აცილება და, საბოლოოდ, ქირურგიული მკურნალობა. ქირურგიული რეზექციის ვადა დამოკიდებულია დიაგნოსტირების გესტაციურ ასაკზე. სიმსივნის თანაობისას საკეისრო კვეთა მშობიარობის სასურველ რეჟიმს წარმოადგენს. აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას სისხლდენის შესაძლებლობა. აღწერილი შემთხვევა გვიჩვენებს, რომ ანტენატალური დიაგნოსტიკა, სიმსივნის ლოკალიზაციის დროული გამოვლენა, მრავალპროფილიანი კონსილიუმი, პრეოპერაციული ადეკვატური ადრენერგული ბლოკადა და ქირურგიული მკურნალობა უზრუნველყოფს ფეოქრომოციტომით გართულებული ორსულობის წარმატებულ გამოსავალს.

ავტ.

 

12.13.25. მოზარდთა ჯანდაცვა იტალიაში: მოკლე მიმოხილვა. /. დე სანქტისი, . ფილატი, . ფისცინა, . მარსციანი, . პიაცენტინი, . ტიმონჩინი, . რეგიანი, . ზუჩინი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #9(210). – გვ. 8-12. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მიმოხილვის მიზანია იტალიელი მოზარდების ავადობის და სიკვდილობის ამსახველი ძირითადი მონაცემების ანალიზი. მოზარდთა მედიცინა იტალიაში არ წარმოადგენს ცალკე დისციპლინას, თუმცა დიდ ქალაქებში საუნივერსიტეტო და ნაციონალური მნიშვნელობის კლინიკებში პედიატრიულ ან გინეკოლოგიურ დეპარტამენტებში არის სპეციალური სამსახურები მოზარდებისთვის. პირველადი სამედიცინო დახმარება იტალიაში, ძირითადად, ხორციელდება ზოგადი პრაქტიკის ექიმების ან პედიატრების მიერ, ხოლო არასამუშაო საათებში - მორიგე ექიმების მიერ (Guardia Medica). მოზარდებს სამედიცინო დახმარებას უწევს 4097 ცენტრი (მათგან 50% ჩრდილოეთ იტალიაშია, 25-25% - ცენტრალურ და სამხრეთ იტალიაში). იტალიის მოსახლეობა 2011 წლის პირველი იანვრისთვის შეადგენდა 60,477,881, მათგან  მოზარდებისა (10-19 წლის) – 6,214,000. მოზარდობის ასაკში სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზებია სამგზავრო უბედური შემთხვევები, რომელთა ნახევარი დაკავშირებულია ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებასთან, გარდა ამისა, სიმსივნური დაავადებები და თვითმკვლელობა. ჯანდაცვის პირველად რგოლს მოზარდები სხვადასხვა საკითხის გამო მიმართავენ, კერძოდ: ზემო სასუნთქი სისტემის ინფექციები, ძვალ-კუნთოვანი სისტემის პათოლოგია, ტკივილის სინდრომები, სიმსუქნე, კვების დარღვევები, კანის პრობლემები, გუნებ-განწყობის და სომატოფორმული დარღვევები, მენტალური პრობლემები, ქრონიკული დაღლილობა. ჩამოთვლილთაგან მრავალი მოითხოვს კოორდინირებულ, მულტიდისციპლინურ მიდგომას. ქრონიკული დაავადებების მქონე პოპულაცია 8%-ს შეადგენს. არ არის სპეციალური პროტოკოლები, თუ როგორ გადავიყვანოთ ქრონიკული დაავადების ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდი მოზრდილთა ექიმთან. იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს პედიატრებისა და ზოგადი პრაქტიკის ექიმების ცოდნა მოზარდთა მედიცინაში, ემილიას და რომანიას მოზარდთა მედიცინის კვლევის ჯგუფი (SGA-ER) 2012 წლიდან იწყებს 2-წლიანი სასწავლო კურსის დანერგვას მოზარდთა მედიცინის დარგში.

ავტ.

 

12.13.26. ფიზიკური უნარშეზღუდულობის მქონე ახალგაზრდების სექსუალობა: თეორია და პრაქტიკა. /. ჰარდოფი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #9(210). – გვ. 23-26. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სექსუალური ცხოვრება და სექსუალური ფუნქცია უნარშეზღუდული პირებისათვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჯანმრთელებისთვის, თუმცა უნარშეზღუდულთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (სრჯ) შესახებ ცოდნა მეტად მწირია, გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკური უნარშეზღუდულობის (ფუ) მქონე მოზარდები და ახალგაზრდები სოციალურად ნაკლებად აქტიური არიან. მოცემულ ნაშრომში უნარშეზღუდული მოზარდების სექსუალური ცხოვრების შესახებ ლიტერატურის მონაცემების მიმოხილვასთან ერთად, აღწერილია მათთვის განკუთვნილი უნიკალური სრჯ-ის ყოვლისმომცველი სამსახურის საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ სამსახური ინტერდისციპლინურია, მისი გამოყენება შეზღუდულია, ვინაიდან ძნელია ახალგაზრდების კლინიკაში ტრანსპორტირება და თანმხლები პირების პოვნა. რეტროსპექტული და მიმდინარე ლიტერატურის განხილვამ გამოავლინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ უნარშეზღუდულ პირთა უფლებების შესახებ მიღებული დადგენილების შესრულების აუცილებლობა, რომლის მიხედვით ჯანდაცვის მესვეურებმა უნდა უზრუნველყონ სათანადო რესურსებით სრჯ-ის სამსახურები.

ავტ.

 

12.13.27. ზრდის ჰორმონის ზემოქმედება გულის სტრუქტურასა და ფუნქციებზე მოზარდობის პერიოდში (მიმოხილვა). /. ტოუმბა, . ნეოკლეოუსი, . შამმასი, . ჯოსსიფი, . სკორდისი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #9(210). – გვ. 33-39. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ზრდის ჰორმონის (ზჰ) უნარს - პირდაპირი და არაპირდაპირი გზით შეასრულოს ტრიგერის როლი გულის კუნთის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება გულის ფიზიოლოგიაში. პაციენტებს, რომელთაც ბავშვობის ან მოზარდობის ასაკში გამოუვლინდათ ზჰ-ის დეფიციტი, აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მომატებული რისკი. აქედან გამომდინარე, ზჰ-ის დეფიციტის მქონე მოზარდებში ზჰ-ით მკურნალობამ შეიძლება სასარგებლო ზემოქმედება მოახდინოს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მეორე მხრივ, ამ პაციენტებში ზჰ-ით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება განაპირობოს მნიშვნელოვანი კარდიოვასკულური რისკ-ფაქტორების დაგროვება, როგორიცაა სხეულის და მუცლის ცხიმის, დაბალი სიმკვრივის ლიპიდებისა და საერთო ქოლესტერინის კონცენტრაციის მატება. ზჰ-ის ნორმული სეკრეციით მიმდინარე ჰიპოსტატურის მქონე პაციენტებში, ზჰ-ით მკურნალობის პირობებში რაიმე პოტენციური გვერდითი ზემოქმედება გულზე დღემდე არ გამოვლენილა. ასევე, არ არის დოკუმენტირებული გულის ჰიპერტროფიის ან კარდიომიოპათიის განვითარების ფაქტი მოზრდილებში, რომელთაც მოზარდობის პერიოდში ზჰ-ის სიჭარბე აღენიშნებოდა.

ავტ.

 

12.13.28. CYP21A2 გენის დეფექტების შესწავლა ნაადრევი ადრენარქეს მქონე ჰეტეროზიგოტულ გოგონებში და ჰიპერანდროგენემიის მქონე მოზარდ გოგონებში. /. ნეოკლეუსი, . შამმასი, . ფედონოსი, . კარაოლი, . კირიაკოუ, . ტოუმბა, . ფილაქტოუ, . სკორდისი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #9(210). – გვ. 40-47. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანია ჰეტეროზიგოტული CYP21A2 გენის მუტაციების სიხშირის დადგენა ნაადრევი ადრენარქეს მქონე გოგონებსა და ჰიპერანდროგენემიის მქონე მოზარდ გოგონებში. ჰორმონული პასუხი ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონზე (ACTH) ფასდებოდა, შესაბამისად, 17 გოგონასა და 17 მოზარდ გოგონებში, ამასთანავე მათ უტარდებოდა დნმ- სეკვენირება და MLPA სინჯის ამპლიფიკაცია CYP21A2 გენში მუტაციების დასადგენად. ეჭვი ჰეტეროზიგოტულ მდგომარეობაზე ემყარებოდა 17-ჰიდროქსიპროგესტერონის (17-OHP) მაჩვენებლებს სტიმულაციამდე და სტიმულაციიდან 60 წთ-ის შემდეგ. ყველა 34 პაციენტი იდენტიფიცირებული იქნა, როგორც CYP21A2 მუტაციის მატარებელი. ამ კოჰორტაში მუტაციების სიხშირე იყო შემდეგი: მსუბუქი, (P.V281L (52.9%), P.Q318 სტოპ (20.6%), P.V304M (8.9%), P.P482S (5.9%), P.P453S (5.9%), 1-4 ეგზონების დიდი დელეცია (2.9%) 6-8 ეგზონების დიდი დელეცია (2.9%). P.V281L მუტაციის მატარებლებში სტიმულაციის შემდგომი17-OHP-ის დონე იყო უფრო მაღალი, ვიდრე სხვა მუტაციების მატარებლებში (საშუალო = 21.9 ნმოლ/L ვს 17.0 ნმოლ/L). ეს მონაცემები ადასტურებს ადრე გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ P.V281L მუტაციის მატარებლებს ჰიპერანდროგენიის უფრო მაღალი რისკი გააჩნიათ, ვიდრე სხვა მუტაციების მატარებლებს.

ავტ.

 

12.13.29. გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგი, ტოლერანტობა პერორალურად მიღებული გლუკოზის მიმართ და ინსულინ-გლუკოზის პარამეტრები მარტივი სიმსუქნის მქონე მოზარდებში. /. ელ ავვა, . სოლიმანი, . ალ-ალი, . იასსინი, . დე სანქტისი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #9(210). – გვ. 47-53. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მსუქან ბავშვებში პანკრეასის ბეტა-უჯრედებს არ შეუძლია გადალახონ ინსულინისადმი რეზისტენტობა, რაც იწვევს ჰიპერგლიკემიის და დიაბეტი ტიპი 2-ის  განვითარებას. მიზანი: ორალური გზით მიღებული გლუკოზისადმი ტოლერანტობის განსაზღვრა, 72 სთ-ის განმავლობაში სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის (სგკ) უწყვეტი მონიტორინგი, ჰომეოსტაზური მოდელის (ჰმ) გამოანგარიშება და ინსულინისადმი თვისობრივი მგრძნობელობის განსაზღვრა მოზარდებში მარტივი სიმსუქნით (სხეულის მასის ინდექსის SDS=4±1.06). შედეგები: 13 მსუქან (13,47±3 წლის) მოზარდში ორალური გზით მიღებული გლუკოზისადმი ტოლერანტობის განსაზღვრისას 3 შემთხვევაში (23%) დადგინდა უზმოზე გლუკოზის მაჩვენებლის გაუარესება (>5.6 მმოლ/L), 4 შემთხვევაში (30%) გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა (საკვების მიღებიდან 2 სთ-ში გლუკოზის შემცველობა სისხლში>7.8<11.1 მმოლ/L), დიაბეტი არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლინდა. გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის პირობებში უზმოზე გლუკოზის მაჩვენებლის მომატებას ადგილი ჰქონდა 4 შემთხვევაში, საკვების მიღებიდან 2 სთ-ში 9 მოზარდში გლუკოზის შემცველობა შეადგენდა >7.8<11.1 მმოლ/L, ხოლო ერთ შემთხვევაში იგი აღემატებოდა 11.1 მმოლ/L (შეესაბამებოდა შაქრიანი დიაბეტს). 5 შემთხვევაში აღინიშნა ჰიპოგლიკემია (<2.7 მმოლ/L). გლუკოზის პროფილის დარღვევები HbA1C (5.7±0.3%)-ის გამოყენებისას არ დადგენილა. 11/13 პაციენტს ჰმ>2.6, ხოლო ინსულინისადმი თვისობრივი რეზისტენტობის ტესტი <0,35, რაც ინსულინისადმი რეზისტენტობაზე მიუთითებდა. ბეტა-უჯრედების მასის პროცენტი (200±94.8%) და ინსულინისადმი მგრძნობელობის მაჩვენებლები (50.4±45.5%) მიუთითებდა ინსულინისადმი რეზისტენტობაზე და ბეტა-უჯრედების შენარჩუნებულ მასაზე. მსუქან მოზარდებში გლიკემიური პროფილის დარღვევების დასადგენად, რაც, სავარაუდოდ, ინსულინის რეზისტენტობას მოსდევს უპირატესობა ენიჭება სისხლში გლუკოზის უწყვეტ მონიტორინგს, ორალური გზით გლუკოზის დატვირთვის ტესტისა და HbA1C განსაზღვრასთან შედარებით.

ავტ.

 

12.13.30. კაპილაროსკოპიული და ეკგ-პარამეტრები ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში. /. ჩახუნაშვილი, . ჯობავა, . ჩახუნაშვილი, . შვანგირაძე, . ჩახუნაშვილი, . ფაღავა/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #9(210). – გვ. 53-57. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანი: ელექტროკარდიოგრაფიული და კაპილაროსკოპიული ცვლილებების დადგენა ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის (1შდ) მქონე ბავშვებსა და მოზარდებში. ეკგ და კაპილაროსკოპია ჩაუტარდა 1შდ მქონე 32 ბავშვსა და მოზარდს (ასაკი – 6-15 წელი, 17 ვაჟი, 15 გოგონა). დაავადების ხანგრძლივობა: 2 წელზე ნაკლები – 13,  2-4 წელი – 10,  5-10 წელი – 9 შემთხვევა. პაციენტები გაყოფილი იყო ორ ჯგუფად: I ჯგუფი – 12 პაციენტი გართულებების გარეშე (ყველა მათგანში დაავადების ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 2 წელს), II ჯგუფი1შდ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებებით (დიაბეტური კარდიომიოპათია, ანგიოპათია), ამასთანავე მათ აღენიშნებოდა სხვა გართულებებიც: დიაბეტური ენცეფალოპათია – 6, დიაბეტური ენცეფალოპათია და პერიფერული ნეიროპათია – 4, ნეფროპათია და რეტინული ანგიოპათია – 4 შემთხვევა. გლიკოლიზირებული ჰემოგლობინი მერყეობდა 8-11% შორის, გლუკოზის დონე – 4-15 მმოლ/. საკონტროლო ჯგუფი შედგებოდა 20 ჯანმრთელი ბავშვისაგან. I ჯგუფში ეკგ ნაკლებად ინფორმაციული იყო. მარცხენა პარკუჭის და წინაგულის ჰიპერტროფია და რეპოლარიზაციის დარღვევები აღინიშნა მხოლოდ II ჯგუფში. რითმის და გამტარებლობის დარღვევები დადგენილ იქნა 62,5%-ში, უფრო ხშირად - II ჯგუფში. კაპილაროსკოპული ცვლილებები (ფონის სიფერმკრთალე, ბუნდოვანება, მხედველობის ველში კაპილარების რაოდენობის შემცირება, მათი დიამეტრისა და ფორმის პათოლოგიური ცვლილებები, სისხლის დინების შენელება) აღინიშნებოდა ორივე ჯგუფში, მათი გამოხატულობა და სიხშირე მეტი იყო II ჯგუფში. კვლევის შედეგები მიგვითითებს, რომ 1შდ მქონე ბავშვებსა და მოზარდებში ეკგ და კაპილაროსკოპია რეგულარულად უნდა კეთდებოდეს, რათა გამოვლინდეს ადრეული ცვლილებები და სათანადო მკურნალობა დროულად იქნას დაწყებული.

ავტ.

 

12.13.31. D ვიტამინის მძიმე დეფიციტის კლინიკური, ბიოქიმიური და რენტგენოლოგიური გამოვლინებები მოზარდებსა და ბავშვებში: პასუხი მკურნალობაზე. /. სოლიმანი, . დე სანქტისი, . ადელი, . ელ ავვა, . ბედაირი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი.– 2012. – #9(210). – გვ. 58-64. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზნები იყო D ვიტამინის მძიმე დეფიციტის (შრატში 25 OH – ვიტამინ D-ს დონე<10 ნგ/მლ) კლინიკური, ბიოქიმიური და რენტგენოლოგიური გამოვლინებების შედარება მოზარდებსა და ბავშვებში და D3 ვიტამინის მეგადოზის ინტრამუსკულური ინიექციის ეფექტების შესწავლა. დადგენილ იქნა, რომ მოზარდები, ადრეული ასაკის ბავშვებთან შედარებით, უკეთ ეგუებიან D ვიტამინის მძიმე დეფიციტს; კლინიკური, ბიოქიმიური და რენტგენოლოგიური გამოვლინებებიც ნაკლებადაა გამოხატული. ქოლეკალციფეროლის მეგადოზით D ვიტამინის მძიმე დეფიციტის მკურნალობის ეფექტურობა თვალსაჩინოა ინიექციიდან 3 თვეში.

ავტ.

 

12.13.32. პაპილარული მიკროკარცინომა თალასემიის დროს: ახალი პრობლემა ექიმებისთვის. /. დე სანქტისი, . კამპისი, . ფისცინა, . სოლიმანი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #9(210). – გვ. 71-76. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარება თალასემიის მქონე პაციენტებში ახალი პრობლემაა ექიმებისთის. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში თალასემიის ერთ-ერთ ცენტრში, რომელშიც თალასემიით დაავადებულ 195 პირზე მიმდინარეობდა მეთვალყურეობა, კარცინომის დიაგნოზი დაისვა 11 შემთხვევაში: ღვიძლის სიმსივნის 4 შემთხვევა, ფილტვის – 1, თირკმელზედა ჯირკვლის - 1 და პაპილარული თირეოიდული მიკროკარცინომის (პთმკ) 5 შემთხვევა (პაციენტების საშუალო ასაკი - 42,6 .). ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ პერიოდულად (6-12 თვეში ერთხელ) ყველა მოზრდილ პაციენტში, რომლებიც მეთალყურეობის ქვეშ იმყოფებიან სირაკუზას თალასემიის ცენტრში და ფერარას კვისისანას ჰოსპიტლის ამბულატორიულ კლინიკაში, FT4 და TSH დადგენასთან ერთად, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიის (ფჯე) ჩატარება. თირეოიდული კვანძები აღმოაჩნდა დიდი და საშუალო თალასემიის მქონე 58 გამოკვლეული ავადმყოფიდან 8,6%-. ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის გამოსარიცხად ფჯე-ის კონტროლით გაკეთდა ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსია წვრილი ნემსით. 3 ქალში დაისვა თანმხლები პთმკ დიაგნოზი. სამივეს აღენიშნებოდა რკინით გადატვირთვა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, პთმკ დროს სიმსივნის ზომა ≤10 მმ- ყველაზე დიდ განზომილებაში. ორი პაციენტი იყო C ჰეპატიტის ვირუსზე დადებითი. ყველას გაუკეთდა ტოტალური ან სუბტოტალური თირეოიდექტომია. წვრილი ნემსით ჩატარებული პუნქტატის ციტოლოგიური დიაგნოზი დადასტურდა ჰისტოლოგიურადაც. საფიქრებელია, რომ თალასემიის მქონე პაციენტებს აქვთ ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების დიდი რისკი. ასეთ პაციენტებში მიზანშეწონილია ჩატარდეს შემდგომი კვლევა, რათა გარკვეულ იქნას შესაძლო კავშირი უჯრედებში რკინის შემცველობას, C ჰეპატიტის ვირუსის ინფექციასა და კიბოს განვითარებას შორის. რეკომენდებულია თალასემიით დაავადებულ ყველა მოზრდილ პაციენტს, FT4 და TSH ყოველწლიურ განსაზღვრასთან ერთად, გაუკეთდეს ფჯე.

ავტ.

 

12.13.33. მდოგვის ზეთისა და დარიჩინის ალდეჰიდის ზოგიერთი ეფექტი მამრი ვირთაგვების ზურგის ტვინის ნეირონების პასუხებზე კანის გაღიზიანებისას. /. ცაგარელი, . მერილი, . წიკლაური, . . კარსტენსი, . ნოზაძე, . ღურწკაია, . აბზიანიძე, . კარსტენსი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ. 104-116. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

უკანასკნელი წლების გამოკვლევათა თანახმად, გარდამავალ რეცეპტორულ პოტენციალთა (გრპ-TRP) არხები მიიჩნევა ტკივილის სამკურნალო სამიზნეებად. ეს არხები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თერმული, მექანიკური და ქიმიური ტკივილის შეგრძნებების აღმოცენებაში. ზოგიერთი TRP არხი მგრძნობელობას ავლენს მაღალი ან დაბალი ტემპერატურის, ისევე როგორც რიგი ქიმიური ნივთიერებების მიმართ, რომლებიც აღძრავენ თერმულ ან ტკივილის შეგრძნებას. მათ მიეკუთვნება მდოგვის ზეთი, დარიჩინის ალდეჰიდი, პიტნის შემცველი მენთოლი, კაპსაიცინი (შეიცავს ცხარე წიწაკა), მიხაკის ზეთი და სხვ. მდოგვის ზეთის შემცველი აქტიური ნივთიერება ალილ-იზოთიოციანატი (აითც) და დარიჩინის ალდეჰიდი (და) წარმოადგენენ TRPA1 იონური არხის აგონისტებს. ექსპრესირდებიან რა სენსორულ ნეირონებში, ისინი იწვევენ მწველ შეგრძნებასა და სითბურ ჰიპერალგეზიას. წარმოდგენილ შრომაში ჩვენ შევისწავლეთ თუ როგორ აისახება ეს რეაქციები ზურგის ტვინის .. ფართო დიაპაზონის დინამიური (wide dynamic range-WDR) ნეირონების პასუხებზე მამრ ვირთაგვებში. ელექტრული, ზრდადი მექანიკური და მტკივნეული სითბური სტიმულაციის შედეგად აღმოცენებული პასუხები შესწავლილ იქნა კანზე აითც-სა და და-ის მოქმედებამდე და მოქმედების შემდეგ. აითც-ის განმეორებითი აპლიკაცია თავდაპირველად იწვევდა ნეირონების განმუხტვათა სიხშირის ზრდას, რომელსაც მოსდევდა სწრაფი დესენსიტიზაცია. ეს უკანასკნელი შენარჩუნებული იყო აითც-ის ხელახალი აპლიკაციის შემდეგაც 30 წუთის ინტერვალით. პასუხები მტკივნეულ სითბურ, მაგრამ არა მექანიკურ სტიმულებზე სარწმუნოდ იყო გაზრდილი, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ნეირონი პირდაპირ აქტივირებული აითც-ის ზემოქმედებით. მიღებული შედეგები მიუთითებენ, რომ აითც იწვევს ცენტრალურ შეკავებას ზურგის ტვინის დონეზე და თერმული ნოციცეპტორების პერიფერიულ სენსიტიზაციას. დარიჩინის ალდეჰიდი არ იწვევს WDR ნეირონების უშუალო აგზნებას, თუმცა სარწმუნოდ ზრდის პასუხებს მტკივნეულ გაცხელებაზე. ამასთან იგი არ რეაგირებს გაციებასა და მექანიკურ სტიმულებზე. ეს  ფაქტები მიუთითებენ სითბური ნოციცეპტორების პერიფერიულ სენსიტიზაციაზე. ამრიგად, წარმოდგენილი მონაცემები ამყარებენ მოსაზრებას, რომ თერმო -TRPA1 იონური არხი წარმოადგენს იმედის მომცემ პერიფერიულ სამიზნეს ახალი ტიპის ანალგეზიური პრეპარატების სინთეზისთვის. სურ. 6, ლიტ. 32.

ავტ.

 

12.13.34. გულისცემის მაქსიმალური სიხშირე, როგორც სპორტულ-ასაკობრივი ფუნქციონირების პარამეტრი. /. ზუბიტაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ. 117-120. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია გულისცემის მაქსიმალური სიხშირის მაჩვენებელი სხვადასხვა ასაკის მაგალითზე. კვლევაში მოხდა უვარჯიშებელი და ძიუდოისტი პირების მონაცემთა შედარება და დადგინდა, რომ წვრთნის ფაქტორი ამ მაჩვენებელს რამდენადმე ზრდის; მეორე მხრივ, დადასტურდა, რომ გულისცემის მაქსიმალურ სიხშირეზე მოქმედებს ასაკის ფაქტორიც და ამის გამო, ეს მაჩვენებელი 8-დან 20 წლამდე ყოველწლიურად საშუალოდ 1.2 ერთეულით მცირდება. სურ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

12.13.35. Helicobacter pylori-ი ურეაზული აქტივობა და Candida spp-ი გავრცელება კუჭის კიბოს მქონე პაციენტებში. /. ხეცურიანი, . ხეცურიანი, . მურალიდჰასანი, . ჩანდრანი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ. 121-124. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ამჟამად მოსახლეობის 50% ინფიცირებულია Helicobacter pylori-ი. კარგადაა ცნობილი, რომ იგი 20-30% შემთხვევაში დიდი ზიანის მომტანია. H. pylori-ინფექციის ინდექსი დამოკიდებულია გეოგრაფიულ არეებზე, ეთნიკურობასა და რასაზე, წეს-ჩვეულებებზე, სქესზე, ასაკზე და სოციალურ გარემოზე. იგი განსაკუთრებით გვხვდება დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში. ეს ინფექცია გავრცელებულია გასტროდუოდენური დაავადებებისქრონიკული გასტრიტის, პეპტიური წყლულოვანი დაავადების, MALT-ლიმფომის, კუჭის კიბოს მქონე პაციენტებში. ზოგიერთი სამეცნიერო წყაროს მიხედვით, იგი ასევე სხვა ორგანოების დაავადებებსაც იწვევს. კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა H. pylori- ურეაზული აქტივობა, Candida spp- გავრცელება და მისი თანაარსებობა კუჭის კიბოს (კკ) მქონე პაციენტებში. კვლევას დაექვემდებარა კკ- მქონე 24 პაციენტის ბიოფსიური და რეზექციული მასალა (ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი, თბილისი). H.pylori-ი, Candida spp-ი, სხვა გრამდადებითი კოკების და გრამუარყოფითი ჩხირების შტამების იდენტიფიკაცია ხდებოდა მორფოლოგიური, ტინქტორიული, კულტურალური, ბიოქიმიური ნიშნების მიხედვით. პაციენტთა ასაკი მოიცავდა 50-73 წლებს; მამაკაცებისა და ქალების თანაფარდობა იყო 1:3. სიმსივნის ლოკალიზაცია უფრო ხშირი იყო ანტრუმში (58.33±10.07%). მიკროორგანიზმები გამოიყო როგორც მონოკულტურების, ასევე მიკრობთა ასოციაციების სახით. H. pylori-დადებითი იყო 19 პაციენტი (35.84±9.78%). Candida spp გამოიყო 30.18±9.35% შემთხვევაში. სხვა მიკროორგანიზმები იყო უმნიშვნელო რაოდენობით (გრამუარყოფითი ჩხირები, გრამდადებითი კოკები). H. pylori- და Candida spp- თანაარსებობა ბევრად მაღალი იყო სხვა მიკროორგანიზმებთან შედარებით. H. pylori-სურეაზული აქტივობა ყველაზე მაღალი იყო 24 საათში (42.10±10.07%). სურ.1, ცხრ. 2, ლიტ. 11.

ავტ.

 

12.13.36. პიროლის ზოგიერთი ნაწარმის მოქმედება თავის ტვინის ქერქზე ჰემორაგიული შოკის დროს კატებში. /გრ. სულაბერიძე, . ღვალაძე, . ჭყონია, . გეგეშიძე, . ბუაჩიძე, . ჩხაიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ. 125-130. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ჰემორაგიული შოკის დროს განვითარებულ ჰიპოქსიაზე განსაკუთრებით რეაგირებს თავის ტვინის ქერქი, რომელშიც ადგილი აქვს დესტრუქციული პროცესების განვითარებას. პიროლის ჯგუფის ნაწარმი PV-88 ხასიათდება Ca2+ნელი L არხის მაბლოკირებელი ეფექტით, ეს უკანასკნელი კი ქერქის უჯრედებს იცავს Ca2+იონების გადატვირთვისაგან. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის მოქმედებს T არხებზეც. ცდები ტარდებოდა მამრ კატებზე. სულ ჩატარებულ იქნა ექსპერიმენტის სამი სერია, თითოეულში 5 ცხოველი; I სერიაჰემორაგიული შოკით (ჰშ); II სერიაჰშ შესადარებელი ეტალონური პრეპარატ ვერაპამილის გამოყენების ფონზე და III სერიაჰშ პიროლის ნაწარმებიდან PV-88-ის მოქმედების ფონზე. ჰემორაგიული შოკის მოდელირება ხდებოდა საშუალო არტერიული წნევის (საწ) 40 მმ/H-მდე თანდათანობით, ერთი საათის განმავლობაში დაქვეითებით. (ნარკოზი ნემბუტალი 40 მგ/კგწონაზე. სისხლის ექსფუზია შეადგენდა 40 მლ/კგ-ზე ხელოვნური სუნთქვის ფონზე 130-150 მლ/წთ-ში, არტერიული სისხლის PH შენარჩუნებული იყო 7.35-7.45, ხოლო PO2 90 მმ/H და მეტი. კატის სხეულის ტემპერატურის მუდმივობა შენარჩუნებული იყო 37.8-38.2°C-ზე. მარჯვენა ბარძაყის არტერიაში ინვაზიურად იზომებოდა საწ, მარცხნიდან ხდებოდა სისხლის ექსფუზია, ხოლო გამოსაკვლევი პრეპარატები შეგვყავდა კატის მარჯვენა ბარძაყის ვენაში: ვერაპამილი - დოზით 0.25 მგ/კგ-ზე და PV-88 - 3 მგ/კგ-ზე, გახსნილი ფიზიოლოგიურ ხსნარში ამ უკანასკნელის მოცულობა არ აღემატებოდა გამოღებული სისხლის 1/20-. ცხოველს ვაძინებდით სისხლის გამოშვებით და 1 სთ-ის შემდეგ ვიღებდით თავის ტვინის ქერქის მარცხენა შუბლის (Lobus Frontalis) წილს ელექტრონული მიკროსკოპიისთვის სტანდარტული მეთოდით. როგორც ჩვენი გამოკვლევიდან ირკვევა, მჟავე ციტრატს 1-3 (დიეთილამინი პროპილ-3 (ნფტორფენილ-3-ოქსოპროპენ) პიროლი შიფრით PV-88- ახასიათებს ასტროციტებისა და ნეიროციტების დაცვის უნარი. მხოლოდ ასტროციტების გარკვეული ნაწილის მიტოქონდრიაში შეინიშნებოდა ვაკუოლები ელექტრონული-გამჭვირვალე მასის სახით და ის თავისი პროტექტორული ეფექტით მნიშვნელოვნად აღემატებოდა ეტალონურ პრეპარატ ვერაპამილს. ყველა ექსპერიმენტი ცხოველებზე ჩატარებულია პასტერის ინსტიტუტის რეკომენდაციების გათვალისწინებით. სურ.4, ლიტ. 17.

ავტ.

 

12.13.37. სისხლის წნევისა და გულის რიტმის ცვლილებათა სტატისტიკური მახასიათებლები არტერიული წნევის სხვადასხვა კატეგორიაში. /. ჯანიაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #3. – გვ. 131-134. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა ნორმალური და მაღალი ნორმის კატეგორიის პაციენტების სისტოლური სისხლის წნევის, დიასტოლური სისხლის წნევის, გულის რიტმისა და პულსური წნევის სტატისტიკური მახასიათებლების შედარება. ანათვალები კეთდებოდა 15 წუთიან ინტერვალში არტერიული წნევის 24 სთ-იანი მონიტორირების ჩანაწერების მიხედვით. ჯგუფები წარმოდგენილი იყო ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის გაიდლაინის მიხედვით. გამოკვლეული იქნა 160 ადამიანი: 91 - მამაკაცი, 69 -  ქალი, რომელთა წლოვანება მერყეობდა 30-დან 70 წლამდე. კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ, მიუხედავად საშუალო სიდიდეების სიახლოვისა, არტერიული წნევის ორი განხილული კატეგორიის სტატისტიკური მახასიათებლები სარწმუნოდ განსხვავდება. სურ.2, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.13.38. თავის ტვინის სტრუქტურულ-ჰემოდინამიკური ცვლილებები კარდიოგენული ემბოლიის წყაროს მქონე პირებში. /. თოდუა, . გაჩეჩილაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2012. – . 6. – #2. – გვ. 145-152. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა თავის ტვინის სტრუქტურულ-ჰემოდინამიკური მდგომარეობის შეფასება სავარაუდო კარდიოემბოლიური დისჰემიის მქონე პირებში. შესწავლილ იქნა 116 პაციენტი კაროტიდულ აუზში განვითარებული თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის როგორც მწვავე, ისე ქრონიკული მოშლით. პაციენტთა ასაკი მერყეობდა 42-76 წლების ფარგლებში პაციენტები დაყოფილ იქნა 2 ჯგუფად; I - 56 პაციენტი (საშ. ასაკი - 62±7.3 .)კარდიოგენული ემბოლიის პოტენციური წყაროთი (მოციმციმე არითმია, ინფექციური ენდოკარდიტი, აორტის ან მიტრალური სარქვლის კალცინოზი, მარცხენა პარკუჭის პოსტინფარქტული ანევრიზმა). ყველა შემთხვევაში ემბოლიის პოტენციური წყარო იდენტიფიცირებულ იყო შესაბამისი ინსტრუმენტული კვლევებით: ეკგ-თი, ჰოლტერის მონიტორირებით, ექოკარდიოგრაფიით. ამ ჯგუფში არ გაერთიანდნენ პაციენტები თანდართული ექსტრა-ინტრაკრანიული არტერიების ჰემოდინამიკურად ან ემბოლოგენურად მნიშვნელოვანი პათოლოგიებით; II ჯგ. - 60 პაციენტი (საშ. ასაკი - 60.7±8.4 წ.), საძილე არტერიების ათეროსკლეროზით, რომელთაც არ აღენიშნებოდათ კარდიოემბოლიური რისკი. ყველა პაციენტს ჩაუტარდა რუტინული ნევროლოგიური კვლევა, თავის ტვინის კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, მაგისტრალური ექსტრაკრანიული და ინტრაკრანიული სისხლძარღვების დუპლექს-სკანირება მრავალშრიანი კტ- ან მრ-ანგიოგრაფია, ტრანსკრანიულდოპლერგრაფიული (ტკდ) ემბოლოდეტექცია. I ჯგუფში პრევალირებდა სიმპტომატური იშემიის შემთხვევები, მაშინ როცა, II ჯგუფში უპირატესად აღინიშნა ქრონიკულად მიმდინარე დისცირკულაციის შემთხვევები. თავის ტვინის კტ- ან მრ-ტომოგრამების მიხედვით გამოყოფილ იქნა ინფარქტის 5 ქვეტიპი: ტოტალური, კორტიკალურ-სუბკორტიკალური, ღრმა, მცირე კორტიკალური და ლაკუნური. I ჯგუფში უმეტეს ნაწილში - 39 (69%) გამოვლინდა ინფარქტები. მათგან 24 ტოტალური, ან კორტიკალურ/სუბკორტიკალური. II ჯგუფის პაციენტებში წინა პლანზეა არაკეროვანი ცვლილებები - საერთო ჯამში 31 (52%) პაციენტი. II ჯგუფის პაციენტთაგან გამოკვლეულთაგან 49 (82%) პაციენტს აღენიშნებოდა შიგნითა საძილე არტერიის სტენოზი. ზომიერი სტენოზი გამოვლინდა 28(58%) შემთხვევაში. კრიტიკული სტენოზი და ოკლუზია შებამისად გამოვლინდა 5(8%) და 3(5%) შემთხვევაში. 28 შემთხვევაში ათეროსკლეროზული ფოლაქი ჩაითვალა ემბოლოგენურად. ტკდ-ემბოლოდეტექციამ I ჯგ. 18 პაციენტიდან 13 (72%) შემთხვევაში და II ჯგ. 17 პაციენტიდან 11 (65%) შემთხვევაში გამოავლინა მიკროემბოლების არსებობა; ტკდ- I ჯგ- პაციენტებში გამოავლინა ნაკადის დაქვეითების ტენდენცია როგორც დაზიანების იპსილატერალურ წინა და უპირატესად შუა ცერებრულ არტერიაში; განვრცობილი ინფარქტის მქონე პირებში ადგილი ჰქონდა ნაკადის მკვეთრ დაქვეითებას შუა ცერებრულ არტერიაში - 32.6±4.8 სმ/წმ. განსხვავებით I ჯგუფისაგან, II ჯგუფში ინტრაკრანიულ კაროტიდულ სისტემაში ნაკადის პარამეტრები პრაქტიკულად ნორმის ქვემო საზღვარზე რჩებოდა. მხოლოდ იმ შემთხვევებში, სადაც გამოვლინდა საძილე არტერიის უნილატერალური კრიტიკული სტენოზი ან ოკლუზია, აღინიშნა პათოლოგიის იპსილატერალურად ნაკადის დაქვეითება. თავის ტვინის მწვავე თუ ქრონიკულად მიმდინარე დისცირკულაციის მქონე პირებში კარდიალური პათოლოგიის შეუფასებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს კარდიოგენული ემბოლიის გენეზით განვითარებული პირველადი თუ განმეორებითი ინსულტის განვითარება და პაციენტის მდგომარეობის საგრძნობი გაუარესება. ჩვენი აზრით, კარდიოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოხდეს კარდიოგენული ემბოლიის რისკის მქონე პირების გამოვლენა და ადეკვატური მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა. სურ. 4, ცხრ. 3, ლიტ. 16.

ავტ.

 

12.13.39. სისხლის წნევისა და გულისცემათა სიხშირის ვარიაბელობა და განაწილების ანალიზი სხვადასხვა კატეგორიის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. /. ჯანიაშვილი, . ჯიბლაძე, . მაჭარაშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 342-350. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით შესწავლილ იქნა 30-დან 70 წლამდე ასაკის 160 პაციენტის სისხლის წნევისა და გულისცემათა სიხშირის მონაცემთა მასივები. პაციენტები სისხლის წნევის მნიშვნელობის მიხედვით დაჯგუფდა ოპტიმალურ, ნორმალურ, მაღალი ნორმისა და ჰიპერტენზიის პირველი დონის კატეგორიებად (ჰიპერტენზიის მართვის ევროპის გაიდლაინის შესაბამისად, 2007 .). გამოკვლეულ იქნა როგორც სისტოლური და დიასტოლური წნევა და გულისცემათა სიხშირე, პულსური წნევის, საშუალო არტერიული წნევის და სხვა მონაცემთა მასივები. კვლევის მიზანი იყო სისხლის წნევის სხვადასხვა კატეგორიაში სისხლის წნევის დონესა და აღნიშნული მახასიათებლების სტატისტიკურ და განაწილების თავისებურებებს შორის კავშირის შესწავლა. კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ არსებობს სრული შესაბამისობა შესწავლილი მახასიათებლების ვარიაბელობის თავისებურებებსა და სისხლის წნევის დონეს შორის სხვადასხვა კატეგორიაში. ამის გარდა, გაირკვა, რომ, ზღვრული მნიშვნელობების სიახლოვის მიუხედავად, ჰიპერტენზიის ნორმალური და მაღალი ნორმის კატეგორიები ერთმანეთისაგან სარწმუნოდ განსხვავდება შესწავლილ მონაცემთა მასივების სტატისტიკური და განაწილებათა მახასიათებლების მიხედვით. ცხრ. 1. სურ. 5, ლიტ. 18.

ავტ.

 

12.13.40. სამკურნალო მინერალური წყალილუგელა“ – ბუნებრივი ტექნოლოგიის უმაღლესი ფორმა. /. აბესაძე, . კურტანიძე, . კვარაცხელია/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 291-295. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სამკურნალო მინერალური წყალილუგელათავისი თვისებებით უნიკალურია მსოფლიოში. იგი მაღალი მინერალიზაციის (45-60 გრ/დმ) კალციუმის ქლორიდის 9%-იანი ბუნებრივი მედიკამენტია. ფარმაკოლოგიური თვისებებით ლუგელა  სამკურნალო მინერალური წყალია, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში რეგისტრირებულია როგორც ბაქტერიების, ანთების, რაქიტის და ალერგიის საწინააღმდგო საშუალება. ლუგელაში თავმოყრილია 25-მდე დასახელების მინერალი, რითაც ის განუმეორებელი ბუნებრივი სამკუნალო მინერალური პრეპარატია. გარდა კალციუმის ქლორიდისა ლუგელას ქიმიურ შედგენილობაში იონების სახით შედის ისეთი ელემენტები (იოდი, ბრომი, ნატრიუმი, სილიციუმი, ლანთანოიდები და ..), რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესში კატალიზატორებად გვევლინება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათი მოქმედება უნდა განვიხილოთ არა ცალ-ცალკე, არამედ ერთიანად და თანაარსებობაში. ლიტ. 3.

ავტ.

 

12.13.41.ელექტროჰიდრავლიკური ეფექტის გამოყენება სამედიცინო დანიშნულების მაღალ- დისპერსიული მაგნიტური ნანოსითხის მისაღებად. /. მიქელაშვილი, . მარხულია, . კეკუტია, . თათარაშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 350-355. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სამედიცინო გამოყენების მაგნიტური სითხის მიღებისას, რომელიც წარმოადგენს კოლოიდურ დისპერსიას ნაწილაკთა მოცულობითი პროცენტული წილით 25%, აუცილებელია გადაჭრილ იქნას რამდენიმე ამოცანა: ჯერ ერთი, აუცილებელია მივიღოთ მცირე (8–15 ნმ-ის) ზომის მაგნეტიკის ნაწილაკები და აუცილებელია დისპერსიული ფაზის ნაწილაკთა დაფარვა სტაბილიზატორის მოლეკულური ფენით, რომელიც ხელს უნდა უშლიდეს ნაწილაკების ურთიერთშეწებებას და ასევე უნდა უზრუნველყოფდეს სითხე-გადამტანში დისპერსირებული ერთდომენიანი მაგნიტური ნაწილაკების მდგრადი კოლოიდური სისტემის წარმოქმნას. დღეს არსებული დისპერსირების მეთოდები, როგორებიცაა ულტრაბგერითი დამუშავება და ცენტრიფუგირება, ნაწილობრივ უზრუნველყოფენ დისპერსირების საშუალო ხარიხს, რაც გამოიხატება სითხეში მიწებებული ნაწილაკების განცალკევებაში, მაგრამ ზოგიერთი ნაწილაკის უკვე ჩამოყალიბებული დიდი ზომის (რაც 20-80 ნმ ზომის რიგისა) შემცირება რთული პროცესია და საჭიროა მაღალი ენერგია მათი კავშირის დასაშლელად. შემოთავაზებულია ქიმიური მეთოდით მიღებული Fe3O4 ნანონაწილაკების შემცველი ნანოსითხის ელექტროჰიდრავლიკური მეთოდით დამუშავება უკეთესი დისპერსირების და ჰომოგენური ზომების მისაღებად. ამ მეთოდის მიხედვით დახურულ ან ღია ჭურჭელში მოთავსებულ სითხეში ხორციელდება განმუხტვა სპეციალური იმპულსის მქონე ელექტრული მუხტით, რის შედეგადაც განმუხტვის ზონის ირგვლივ წარმოიქმნება ზემაღალი ჰიდრავლიკური წნევა, რომელიც ასრულებს სასარგებლო მექანიკურ სამუშაოს, ამ შემთხვევაში მექანიკურ დაქუცმაცებას. რეზონანსული პროცესები და მძლავრი ინფრა და ულტრაბგერითი რხევები დამატებით ადისპერსირებს და შლის დიდ მასალებს, არღვევს იმ ნაწილაკების სორბციულ და ქიმიურ კავშირებს, რომელიც შედის მედიუმის შემადგენლობაში. სურ. 3, ლიტ. 15.

ავტ.

 

12.13.42. ალოპათიური წამლებისა და ჰომეოპათიური ნანონაწილაკების ფარმაკოლოგიური ეფექტები. /. ჩიქავა/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I.– გვ. 372-375. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია წამალთა ორმაგი მოქმედება ალოპათიური და ჰომეოპათიურიბელა-დონასა (BL) და კოწახურის (Br) ფარმაკოლოგიური ეფექტების მაგალითზე. ამჟამად ეს საყოველთაოდ აღიარებული ფარმაკოლოგიური პრინციპია დაარნდტ-შულცის კანონისსახელწოდებითაა ცნობილი. ბელადონას ალკალოიდიატროპინი თერაპიული დოზით იწვევს პარასიმპათიკური ნერვების ბლოკირებას. BL- კი, პირიქით, ქოლინომიმეტური მოქმედება აქვს. ჰომეოპათიური BL მინიმალურად ზემცირე დოზები (მაქსიმალურად მაღალი პოტენციები) კი, ეფექტურია იმ სფეროების სამკურნალოდ, რომლებსაც აზიანებს მათი მაქსიმალურად დიდი დოზები. ანალოგიურად, რაც უფრო მაღალია ჰომეოპათიური Br-ის პოტენცია, მით უფრო მეტად ვლინდება მისი ორფაზიანი მოქმედება. ამრიგად, წამალთა ორმაგი მოქმედება ხსნის მჭიდრო კავშირს ალოპათიური წამლებისა და ჰომეოპათიური ნანონაწილაკების ფარმაკოლოგიურ ეფექტებს შორის, რაც ამტკიცებს, რომ ჰომეოპათია და ალოპათია ორი ურთიერთშემავსებელი მედიცინაა. ჰომეოპათია შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც წამლისმიერი თერაპიის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც მოქმედებს ნანონაწილაკების დონეზე. ლიტ. 8.

ავტ.

 

 

. დარგთაშორისი პრობლემები

 

1. ორგანიზაცია და მართვა

 

12.1.1. პერსონალის მოტივაციაკონკურენციაში წარმატების პირველადი წყარო. /. ჯულაყიძე/. ეკონომისტი. – 2012. - #6. – გვ. 64-68. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

კონკურენციაში წარმატების ინდიკატორია ორგანიზაციის ის კონკრეტული მაჩვენებელი, რომელიც მას მეტოქეებთან მიმართებაში პრივილეგირებულ მდგომარეობას უქმნის ბაზარზე. სხვადასხვა ინდუსტრიაში (ერთნაირი და მსგავსი პროდუქციის მწარმოებელი ფირმები) წარმატების ინდიკატორი შეიძლება სხვადასხვა იყოს. ერთისთვის იგი პროდუქციის დაბალ ხარჯებზე ორიენტირებული წარმოებაა, მეორისათვის ადგილმდებარეობა, მესამისათვის საუკეთესო საწარმოო სიმძლავრეები, მეოთხისათვის გამოცდილებაზე ორიენტაცია და ა.. თითოეულ ინდუსტრიას შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე წარმატების ინდიკატორი გააჩნდეს. შესაბამისად, მენეჯერთა მცდელობა დაფუძნებულია სწორედ ინდუსტრიაში წარმატების ინდიკატორის გამოცნობაზე, თუ რა მაჩვენებელი განაპირობებს ინდუსტრიაში წარმატების მოპოვებას და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ წარმატების ინდიკატორის ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი გააჩნდეს ორგანიზაციას. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.1.2. კომუნიკაციის როლი ორგანიზაციის მართვაში. /. შენგელია/. ეკონომისტი. – 2012. – #6. – გვ. 69-73. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

კომუნიკაციის საკითხები ნებისმიერი ორგანიზაციისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კომპანიის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ფლობენ მენეჯერები კომუნიკაციის ხელოვნებას. მართვის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ინტრაპერსონალური და ინტერპერსონალური კომუნიკაციის სწორად წარმართვას. რაც უფრო მაღალია კომუნიკაციის კულტურა, მით უფრო მეტია მოტივირებული პერსონალი ორგანიზაციაში, შესაბამისად მაღალია შრომის ნაყოფიერება და საბოლოოდ წარმატების მაჩვენებელი. ეფექტური საკომუნიკაციო არხების შერჩევა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და მისი ძირითადი მახასიათებლების დადგენა, საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება ხელს უწყობს ორგანიზაციაში კრიზისის წარმოქმნის თავიდან აცილებას. ლიტ. 11.

ავტ.

 

12.1.3. კომუნალური მეურნეობის ინოვაციური მართვის სისტემის ფუნქციონირება. /. კლიმენკო/. ეკონომისტი. – 2012. – #5. – გვ. 56-61. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

განსაზღვრულია ინოვაციური მართვის მიმართულებები კომუნალური მეურნეობის სფეროში. ჩამოყალიბებულია სახელმწიფოში კომუნალური ქონების მართვის ძირითადი ამოცანები. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.1.4. საბინაო-კომუნალური მეურნეობის სახელმწიფო მართვის ფორმირების კონცეპტუალური პრინციპები. /. კოვალევსკაია/. ეკონომისტი. – 2012. – #5. – გვ. 62-68. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

გამოკვლეულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის სუბიექტების სფეროებს შორის ურთიერთმიმართების სისტემა. განსაზღვრულია საბინაო-კომუნალურ მეურნეობებში ურთიერთობების სისტემის ფუნქციონირებს რეგიონული მოდელი. დასაბუთებულია მუნიციპალური მოდელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის მართვის სუბიექტების სფეროების ურთიერთკავშირი. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.1.5. სახელმწიფოს, ტერიტორიულ საზოგადოებებსა და ბიზნესის ურთიერთქმედების ეფექტური ინსტიტუტების განვითარება. /. ჟუკი/. ეკონომისტი. – 2012. – #5. – გვ. 92-97. – რუს.; რეზ.: ინგლ.

განსაზღვრულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ პარტნიორულ ურთიერთობებს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის რეგიონში. ჩატარებულია რეგიონში ხელისუფლების ორგანოებსა და ბიზნესს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჰარმონიზაციის ინსტიტუციური წინაპირობების ანალიზი. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.1.6. ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე პოლიტიკა. /. პაიჭაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 181-184. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სტატია ეძღვნება საზოგადოებრივი წარმოების ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორიცაა ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა. ყურადღება ეთმობა შემდეგ საკითხებს: ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის არსი და სახეები, ადამიანური რესურსების მართვის გენერალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ძირითადი ცნებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ადამიანური რესურსების მართვის კერძო პოლიტიკის ისეთ კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა: თანაბრობა, მრავალფეროვნების მართვა, ასაკი და დასაქმება, კარიერული ზრდა, სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი, მომუშავეთა განვითარება, წახალისება, დისციპლინა, საჩივართა განხილვა შემცირებები. განხილულია, აგრეთვე, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დამუშავებასა და გადასინჯვასთან დაკავშირებული საკითხები. ლიტ. 5.

ავტ.

 

12.1.7. ხარისხის მენეჯმენტი ტურიზმსა და სტუმარ-მასპინძლობაში. /. ნადირაშვილი, . ჯაში/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #2(8). – გვ. 26-31. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ხარისხის პრობლემის მნიშვნელობა, სისტემური შეხედულებები სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში, კონკურენტული გარემოს გავლენა პროდუქტისა და მომსახურების ხარისხზე, ხარისხის მენეჯმენტის სტრატეგიები. ხარისხის მენეჯმენტის ფუნდამენტური პრინციპებისა და კონცეფციების ცოდნა მნიშვნელოვანია ტურიზმისა და სტუმარ მასპინძლობის სფეროს სპეციალისტებისათვის. სტატიაში ყურადღება არის გამახვილებული მომსახურების ხარისხისა და მომხმარებელთა ლოიალურობის პრობლემაზე. ხარისხის შეფასების სისტემისა და რეკომენდაციების გათვალისწინება მეტად აქტუალურია ეფექტიანი მარკეტინგული სტრატეგიის განსახორციელებლად ტურიზმის ფორმირებისა და განვითარებისათვის საქართველოში. ლიტ. 8.

ავტ.

 

12.1.8. რისკების მართვა მიზანდასახული სისტემის (ორგანიზაციის) კადრებთან მუშაობისას. /. ცომაია, . ბოლქვაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 372-380. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია მიზანდასახული სისტემის (ორგანიზაციის) შესაძლო რისკის სახეები პერსონალთან მუშაობის დროს, შემოთავაზებულია ორგანიზაციაში სამუშაო ადგილის დახასიათების ცნება რეიტინგის მინიჭებით და შემუშავებულია სამუშაო ადგილის ეტალონური მოდელი, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბებულია კონკრეტულ სამუშაო ადგილზე საჭირო მუშაკის ეტალონური მოდელი. ასევე გამოვლენილია რისკები ორგანიზაციაში პერსონალთან მუშაობისას და მათი მართვის ძირითადი პრინციპები. სურ. 4, ლიტ. 8.

ავტ.

 

12.1.9. ორგანიზაციული მენეჯმენტის ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი საწარმოსთვის. /. სურგულაძე, . ბრეგვაძე, . გათენაშვილი, . ჯანიაშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 135-138. – ქართ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია შპსჯორჯიან მანგანეზისჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მენეჯმენტის ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის მიზნით შექმნილი და დამუშავების პროცესში მყოფი ახალი საინფორმაციო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი. მისი პროგრამული რეალიზაცია ხორციელდება MsVisual Studio.NET 4.0 ინტეგრირებულ გარემოში, C#, ASP.NET, ADO.NET, VBA, MS SQL Server პაკეტების ბაზაზე. განაწილებული სისტემის გაფართოება და განვითარება ხორციელდება ინტეგრაციის მოთხოვნების გათვალისწინებით. სურ. 4, ლიტ. 6.

ავტ.

 

 

 

2.გარემოს დაცვა. ეკოლოგია

 

12.2.1. ეკოლოგიური დაგეგმარების თეორიულ-ორგანიზაციული საფუძვლები უკრაინაში. /. კუპალოვა/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2013. – #1(7). – გვ. 71-74. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ეკოლოგიური დაგეგმარების თეორიული და ორგანიზაციული საკითხები უკრაინაში. ასევე პროგნოზირება მართვის სხვადასხვა დონეზე ეკონომიკის მდგრადი განვითარებისა და ქვეყნის სახელმწიფო ეკოლოგიური პოლიტიკის გათვალისწინებით 2020 წლამდე. ლიტ. 4.

ავტ.

 

12.2.2. . რუსთავის საჰაერო აუზის ზოგიერთი ლითონით გაჭუჭყიანების ხარისხი 2009-2011 წლების მონაცემებით და მათი წყაროების დადგენა. /. სვანიძე, . ცერცვაძე, . სვანიძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 63-66. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

მოცემულია ქ. რუსთავის საჰაერო აუზის ტყვიით, მანგანუმით, ქრომით და ნიკელით გაჭუჭყიანების 2009 – 2011 წლების მონიტორინგის შედეგები და დადგენილია მათ მიერ გაჭუჭყიანების წყაროები. შერჩეულია დაკვირვების პუნქტები, სადაც განლაგებულია მეტალურგიული საწარმოები და მათი მიმდებარე ტერიტორიები. დადგენილია, რომ ტყვიის საჰაერო აუზში კონცენტრაცია საგრძნობლად მაღალია ავტოტრანსპორტის ინტენსიურად მოძრაობის უბნებში; რაც შეეხება მანგანუმს, ქრომს და ნიკელს, აღინიშნება მათი კონცენტრაციის მატების ტენდენცია იმ პუნქტებში, სადაც განლაგებულია მცირე მეტალურგიული საწარმოები და, რომელთაც არ გააჩნიათ აირგამწმენდი სისტემები. გამოყოფილია ქ. რუსთავის საჰაერო აუზის ტყვიით, მანგანუმით, ქრომით და ნიკელით ინტენსიურად გაჭუჭყიანებული უბნები, სადაც ეს ლითონები ცოცხალი ორგანიზმებისათვის საშიში რაოდენობითაა წარმოდგენილი, რის გამოც დასახული უნდა იქნას მათი აღმოფხვრის კონკრეტული ღონისძიებები. ცხრ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

12.2.3. ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნები ნავთობის ბაზების მეურნეობის და ძირითადი მოწყობილობის მიმართ. /. ბეჟანიშვილი, . დუმბაძე, . ჯავახიშვილი, . იოსებიძე, . მიქაძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 66-70. – ქართ.;რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია ნავთობის ბაზების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად დამუშავებული უსაფრთხოების წესები, რომელშიც მოცემულია: მინიმალური უსაფრთხო მანძილები ნავთობის ბაზის სარეზერვუარო პარკიდან და ნავთობპროდუქტების ჩამოსასხმელ-ჩასასხმელი მოწყობილობიდან მეზობელი საწარმოს შენობა-ნაგებობებამდე, საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებამდე; ნავთობის ბაზის წყალმომარაგებასა და კანალიზაციასთან, შენობა-ნაგებობების ვენტილაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები; უსაფრთხოების მოთხოვნები რეზერვუარების, ტექნოლოგიური მილსადენების, სატუმბი სადგურების, რკინიგზის და ავტოცისტერნების ესტაკადების, გემებში ნავთობპროდუქტების ჩასხმა-ჩამოსხმის ოპერაციების მიმართ. ცხრ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

12.2.4. ეროზირებული ზედაპირების რეკულტივაციით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-გაზრდა და ლანდშაფტის რესტავრაცია ეკოლოგიურად უსაფრთხო ბუნებრივი მასალებით. /. ჯიქია, . ზვიადაძე, . აბზიანიძე, . ფოფორაძე/. სამთო ჟურნალი.– 2012. – #2(29). – გვ. 78-81. – ინგლ.; რეზ.: ქართ., რუს.

რეკულტივაციისათვის შექმნილ ნაზავს VITA გააჩნია ყველა ის თვისება, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი ზედაპირის რეკულტივაციისათვის. მის გამოყენებაზე დაფუძნებული რეკულტივაციის მეთოდი არის სწრაფი, საიმედო და იაფი. იმისათვის, რომ კარიერზე რეკულტივაცია ჩატარდეს ოპტიმალურად, რენტაბელურად ჩატარებული იქნა VITA- ტესტირება ნატურალურ პირობებში გარდაბნის თიხის კარიერის თიხის და კავთისხევის კირქვის კარიერის თიხის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ კავთისხევის თიხის გამოყენებით შესრულებული რეკულტივაცია უფრო იაფია, გარდაბნის თიხამ იმდენად უკეთესი თვისებები და შედეგები გამოავლინა, რომ დამატებითი ხარჯების მიუხედავად (ტრანსპორტირება დაახლოებით 80 კმ), მიზანშეწონილია კავთისხევის კარიერის რეკულტივაცია გარდაბნის თიხის გამოყენებით. ანალიზებზე და პრაქტიკულ ცდებზე დაყრდნობით შემუშავდა დასაბუთებული რეკომენდაციები რეკულტივაციის უნივერსალური მეთოდის შესაქმნელად. იმაზე დაყრდნობით, რომ კავთისხევის არანაყოფიერი თიხა კლინოპტილოლითებისა და სხვა დასახელებული ინგრედიენტების დამატებით მივიყვანეთ ნაყოფიერ კონდიციამდე და, რადგანაც, საერთოდ ცემენტის წარმოებას თან ახლავს თიხის კარიერი, VITA-ში წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნას ამ კარიერების თიხა. აქედან გამომდინარე, ამ თიხების ბაზაზე დამზადებული VITA წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა ქვეყნების ნებისმიერი კარიერის რეკულტივაციისათვის. ცხრ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.2.5. ადგილობრივ კლიმატზე ჯვრის, ხუდონისა და ნენსკრას წყალსაცავთა კასკადის კუმულაციური ზემოქმედების შეფასება. /. ბეგალიშვილი, . ცინცაძე, . ბეგალიშვილი, . ცინცაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 3-11. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოცემულია მდ. ენგურის ხეობაში არსებული და დაპროექტებული ჰესების კასკადის სამი წყალსაცავის გარემოს მიკროკლიმატზე შესაძლო ჯამური გავლენის შეფასება. ჰაერის ტემპერატურასა და სინოტივეზე ჯვრის, ხუდონისა და ნენსკრას წყალსაცავების გავლენის სივრცითი მასშტაბებისა და ინტენსივობის დადგენისათვის გამოყენებულია ატმოსფეროს მიწისპირა ფენაში მოცემული ჰორიზონტალური ქარის ფონზე ტურბულენტური სითბოცვლის ან ტენბრუნვის ორგანზომილებიანი სტაციონარული მათემატიკური მოდელის ანალიზური ამოხსნა. წყალსაცავთა გარემოზე გავლენის კუმულაციური ეფექტის შეფასება შესრულებულია თითოეული წყალსაცავისათვის მიღებული ანალიზური ამონახსნების ზედდებით – სივრცის ყოველ წერტილში ხდება სამივე წყალსაცავის ზემოქმედების ეფექტის სიდიდეთა აჯამვა. შეფასებულია წყალსაცავთა კასკადის შესაძლო ჯამური ზემოქმედება ქარისა და ატმოსფერულ ნალექთა რეჟიმებზე. მიღებულია, რომ ტემპერატურისა და სინოტივის შესამჩნევი ცვლილებები შესაძლებელია დაფიქსირდეს მხოლოდ წყალსაცავის სანაპირო ხაზიდან 5 კმ-მდე მანძილებზე ქარის მიმართულებით. ატმოსფერულ ნალექებსა და ქარის სიდიდეზე კასკადის გავლენა უმნიშვნელოა. ამრიგად, წყალსაცავთა კასკადის კუმულაციური ზემოქმედების შედეგად კლიმატის რაიმე არსებითი ცვლილება რეგიონში მოსალოდნელი არ არის. ცხრ. 3, სურ. 3, ლიტ. 9.

ავტ.

 

 

 

12.2.6. ნენსკრასჰესის კაშხლის გარღვევის რისკებისა და მდინარის ტრანზიტულ უბნებზე შესაძლო წყალმოვარდნის მაქსიმალური ხარჯების შეფასება. /. ბეგალიშვილი, . ცინცაძე, . ცომაია, . ბეგალიშვილი, . ცინცაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 12-16. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია დაპროექტებული ნენსკრას ჰესის კაშხლის შესაძლო დაზიანების სეისმური და ჰიდრომეტეოროლოგიური რისკები. მიღებულია კაშხლის მდგრადობის კრიტერიუმი, რომლის ანალიზის საფუძველზე ნაჩვენებია ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების (ძლიერი წვიმები, წყალმოვარდნა, წყალდიდობა) უმნიშვნელო როლი სეისმურ რისკთან შედარებით. კაშხლის მდგრადობაზე შეიძლება იქონიოს გავლენა ამ რაიონში გამავალმა რღვევის ხაზმა. მას ახასიათებს მიწისძვრების გამოვლენა მაგნიტუდით M=5; 2,5 და 10%-იანი ალბათობით 50-წლიანი პერიოდისათვის. კაშხლის მთლიანი დაშლის დაშვებით, გამოთვლილია წარმოქმნილი წყალმოვარდნის ტალღის მაქსიმალური ხარჯები რღვევის ადგილზე და მდინარის ტრანზიტულ უბნებზე. მაგალითად, ხუდონჰესის კაშხალთან ტალღის ხარჯმა შეიძლება მიაღწიოს სიდიდეს 7x1043/წმ. დრო, რომელიც დასჭირდება წყალმოვარდნას ნენსკრას კაშხლიდან ხუდონის კაშხლამდე მანძილის გავლას, შეადგენს დაახლოებით 1 სთ-ს. აღნიშნულია, რომ მოვლენების განვითარების ასეთმა სცენარმა შეიძლება მეტად ნეგატიური ზემოქმედება იქონიოს ნენსკრას და ენგურის მდინარეთა კალაპოტზე, მათ ახლო მდებარე დასახლებულ პუნქტებზე, დაზიანების საშიშროება შეუქმნის ხუდონჰესის კაშხალს და წყალსაცავს. სურ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.2.7. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების საქართველოში დანერგვის საკითხისათვის. /. ბერიტაშვილი, . კაპანაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. - გვ. 38-42. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია კლიმატის ცვლილების შემარბილებელი მითიგაციისა და ადაპტაციის საქართველოსთვის შემუშავებული ტექნოლოგიები. მითიგაციის მიმართულებით განხილულია ენერგოეფექტური მშენებლობის, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის ქვესექტორებისთვის შერჩეული პრიორიტეტული ტექნოლოგიები, ხოლო ადაპტაციის მიმართულებით - შავი ზღვის სანაპირო ზონის, აჭარისა და ქვემო სვანეთის მთიანი რაიონებისა და დედოფლისწყაროს რაიონისთვის პრიორიტიზებული ტექნოლოგიები. დახასიათებულია აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვის წინაშე არსებული ბარიერები და მათი დაძლევის გზები. ლიტ. 6.

ავტ.

 

12.2.8. ზვავსაშიში დასახლებული პუნქტები საქართველოში. /. სალუქვაძე, . კობახიძე, . ჯინჭარაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 58-62. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საქართველოს ტერიტორიის 56%-ის ცალკეული ფერდობები ზვავსაშიშია, ამასთან 20%-ზე ზვავების ჩამოსვლა ყოველწლიურად აღინიშნება. მრავალწლიური ექსპედიციის მასალების, მოსახლეობისაგან მიღებული ინფორმაციის, ლიტერატურული წყაროებისა და საარქივო მასალების ანალიზმა 338 ზვავსაშიში დასახლებული პუნქტი და სხვადასხვა ობიექტისათვის საშიში 2550 ზვავშემკრები გამოავლინა. გამოთვლილია ზვავის მოძრაობის გზის ცალკეული მონაკვეთების მორფომეტრიული და ზვავის დინამიკური მახასიათებლები. ცხრ. 3, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.2.9. საქართველოს ტერიტორიაზე ჭექა-ქუხილის ხდომილობის ალბათობა. /. მკურნალიძე, . ტატიშვილი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 248-253. – ქართ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

პუასონის განაწილების გამოყენებით გამოთვლილია საქართველოს ტერიტორიაზე ჭექა-ქუხილის ხდომილობის ალბათობა. გამოყენებულია 59 მეტეოროლოგიური სადგურის მრავალწლიანი (1936-2006 წწ.) ჭექა-ქუხილიანი დღეების საშუალო და მაქსიმალური სეზონური (III-X თვეები) რიცხვის მნიშვნელობები. ალბათობები გამოთვლილია თითოეული სადგურიდან 50-, 100- და 150-კილომეტრიანი რადიუსის ფართობებზე. გამოთვლები მოცემულია შესაბამის ცხრილში, რომელშიც მეტეოროლოგიური სადგურები დაჯგუფებულია კლიმატური ზონების მიხედვით. ჭექა-ქუხილის ხდომილობის ალბათობის გამოთვლა ჭექა-ქუხილის დაფიქსირების (R0) გაცილებით მეტ ფართობებზე იძლევა ჭექა-ქუხილის პროცესების განვითარების პროგნოზის შესაძლებლობას. მიღებული შედეგების გამოყენება შესაძლებელია როგორც სხვადასხვა სამეურნეო დარგში, ისე კლიმატის რეგიონალური და გლობალური მოდელების შექმნისა და შემოწმებისათვის. ლიტ. 10.

ავტ.

 

12.2.10. დაღვრილი ნავთობის ნიადაგში ფილტრაციის კვლევის შესახებ. /. დავითაშვილი, . სამხარაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 380-390. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ნიადაგში ფილტრაციის პროცესი სითხის ფილტრაციის არაწრფივი განტოლების ინტეგრირების საფუძველზე. მოცემულია ფილტრაციის არაწრფივი განტოლების ანალიზური ამოხსნები. ფილტრაციის არაწრფივი განტოლების ამონახსნები იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ხდება მხოლოდ დიფუზიური ან ფილტრაციური პროცესები წარმოდგენილი და გაანალიზებულია. შესწავლილია დიფუზიურ და ფილტრაციურ პროცესთა მახასიათებელი პარამეტრების ყოფაქცევა. მოცემულია ზოგიერთი რიცხვითი თვლის შედეგები. ანალიზური და რიცხვითი თვლის შედეგად მიღებული შედეგები კარგად ეთანხმება ერთმანეთს. ცხრ. 2, სურ. 9, ლიტ. 20.

ავტ.

 

12.2.11. საქართველოსა და ამიერკავკასიის ქვეყნებში მდგრადი განვითარებისა და თანამდევი პროდუქტების სინერგიული წარმოების ხელშესაწყობად გამიზნული თანამედროვე ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდების შემუშავება: შემდგომი პროგრესი. /. უაირმანი, . ჭირაქაძე, . ხომერიკი, . ბუაჩიძე, . ხუციშვილი, . ბიბილური, . შარიქაძე, . სიყმაშვილი, . ღურჭუმელია/. 21-ე საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 390-400. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შეფასებულია ნარჩენების სამრეწველო დამუშავების ციკლში ინერტული პოლიმერების ცირკულირებადი კატალიზატორით გადამუშავების, აგრეთვე მანგანუმშემცველი ნარჩენების ამონიუმის ქლორიდთან შეცხობისა და შემდგომი გამოტუტვის ზმს ველით სტიმულირების მეთოდების დანერგვის მოსალოდნელი ზემოქმედება საქართველოს და ამიერკავკასიის სხვა ქვეყნების ბუნებრივ გარემოსა და ეკონომიკაზე. ნაჩვენებია, რომ შემუშავებული და შემოთავაზებული მეთოდები გამოირჩევა შემდეგი უპირატესი მახასიათებლებით: ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდების დაბალი ღირებულება, მაღალი მომგებიანობა, გაუვნებლობისა და რემედიაციის მაღალი ხარისხი. ცხრ. 3, სურ. 1, ლიტ. 26.

ავტ.

 

12.2.12. ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები. /. დიაკონიძე, . ჩახაია, . წულუკიძე, . ვარაზაშვილი, . სიჭინავა, . ხუბულავა, . ომსარაშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 45-48. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მოცემულია შავი ზღვის საზღვრების ცვლილებების პრეისტორიული მიმოხილვა და შეფასებულია სანაპირო ზოლის ეკოლოგიური მდგომარეობა. შეფასებულია მდინარეთა მიერ შავ ზღვაში შეტანილი მყარი ნატანის რაოდენობრივი სიდიდეები და დადგენილია მყარი ნატანის დეფიციტის ის რაოდენობა, რომლითაც შესაძლებელი იქნება სანაპირო ზოლის დაცვა აბრაზიული პროცესებისაგან. წარმოდგენილია შავი ზღვის სანაპირო ზოლის აბრაზიული პროცესებისაგან დაცვის ღონისძიებები შესაბამისი დასკვნებითა და რეკომენდაციებით. ლიტ. 8.

ავტ.

 

 

12.დ2.13. საიმედოობის თეორიის გამოყენება გეოგრაფიულ კვლევებში (ეროზიული პროცესების შესწავლის მაგალითზე). /გ. დოხნაძე, ნ. ელიზბარაშვილი, შ. კუპრეიშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 49-53. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ფერდობების რაციონალური გამოყენების საკითხი ნიადაგის ჩამორეცხვის გათვალისწინებით. შემოთავაზებულია დამოკიდებულება ნიადაგის ჩამორეცხვის დასაშვები მნიშვნელობის განსაზღვრისათვის. ფერდობების მდგრადობის შესაფასებლად გამოყენებულია ფრაგმენტები სამედოობის თეორიიდან. მოყვანილია კონკრეტული მაგალითი. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 9.

ავტ.

 

12.დ2.14. შავი ზღვის სახიფათო მდგომარეობის რაოდენობრივი შეფასება. /ი. იორდანიშვილი, კ. იორდანიშვილი, ე. ხოსროშვილი, ნ. კანდელაკი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 100-107. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საიმედოობის თეორიის ალბათობის მეთოდების გამოყენებით ჩატარებულია შავი ზღვის სახიფათო მდგომარეობის რაოდენობრივი შეფასება დატვირთვის სხვადასხვა სახეებთან დამოკიდებულებაში: მყარი ნატანის საერთო მოცულობა, ფოსფატები და ნიტრიტები. სურ. 10, ცხრ. 1, ლიტ. 13.

ავტ.

 

12.დ2.15. ზოგიერთ დაავადებასა და აზერბაიჯანის ქალაქების ატმოსფეროს დაბინძურების ხარისხს შორის ურთიერთკავშირის შესწავლა. /შ. მამედოვა/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 145-150. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მოყვანილია ატმოსფეროს დაბინძურების კომპლექსური კვლევების შედეგები და მათთან დაკავშირებული დაავადებები აზერბაიჯანში. დადგენილია კავშირი ატმოსფეროს დაბინძურებასა და დაავადებებს შორის ბაქოში, სუმგაიტში, განჯაში, აგებულია ამ ურთიერთკავშირის გრაფიკები. სურ. 6, ცხრ. 3, ლიტ. 7.

ავტ.

 

12.დ2.16. არარატის ვაკის ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. /ნ. მელიქიანი, ტ. მარტიროსიანი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 156-158. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სამუშაო მიძღვნილია არარატის ვაკის ეკოლოგიურ და მელიორაციულ პრობლემებზე, კერძოდ: მიწისქვეშა წყლების მაღალ დონეზე. მიწისქვეშა წყლების დონის დაკლების მიზნით არარატის ვაკეზე მოწყობილია დახურული და ღია ტიპის ჰორიზონტალური დრენები საერთო ფართობით 20.5 ათ. ჰა. თუ ჰორიზონტალური დრენები მეტ-ნაკლებად აშრობს მიწას, დახურული ჰორიზონტალური დრენების მუშაობა  90%-ით პარალიზებულია. ამის მთავარი მიზეზი დიდი შენატბორის შექმნაა, რადგან წყალსაწევი სატუმბი სადგურები არ ფუნქციონირებს. ჩვენ ვთვლით, რომ უფრო სწორი იქნებოდა ჰორიზონტალური დრენების დამშრობი თვისებების გამოყოფა შეტბორვის გათვალისწინების გარეშე. ამისათვის შემოთავაზებულია დრენების დაშრობის ინტენსივობის ორი ტიპის განსაზღვრა: ფაქტიურის – ბუნებრივი დაკვირვებების მონაცემების მიხედვით და საანგარიშო – პროექტის მონაცემების მიხედვით. საპროექტო-საძიებო სამუშაოებში დაშვებული შეცდომების გამოვლინებისათვის ჩვენ გამოვიყენეთ მათემატიკური მოდელირების მეთოდი. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

12.დ2.17. სამრეწველო ნარჩენების როლი გარემოს დაბინძურებაში. /თ. სუპატაშვილი, ლ. მაისაია, ო. ოქრიაშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 176-179. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მძლავრი წყარო – მრეწველობა. განსაკუთრებით საყურადღებოა დაკონსერვებული სამრეწველო ნარჩენები, რომლებიც არ კონტროლდება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგებსა და ზედაპირულ წყლებზე. ცხრ. 3, ლიტ. 3.

ავტ.

 

12.დ2.18. მდგრადი ინტერიერის დიზაინი – როგორც ეკოლოგიური მდგრადობის შენარჩუნების ფაქტორი. /ნ. ქოჩლაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 194-197. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მდგრადი განვითარების საფუძვლები დიზაინის ბევრ სფეროში გამოიყენება, მათ შორის ინტერიერის დიზაინში. გარემოზე პასუხისმგებელი ინტერიერის დიზაინი ცდილობს გარემოსადმი მდგრადი და იქ მცხოვრებთათვის ჯანმრთელი შიდა სივრცე შექმნას, ანუ შენობის გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის მაქსიმალურად შემცირებასთან ერთად დიზაინერმა ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემო უნდა შექმნას. ამას კი შიდა სივრცეში სუფთა ჰაერის, მასალების და დღის განათების არსებობა უზრუნველყოფს. მდგრადი ინტერიერის დიზაინს ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა ჰარმონიაში მოჰყავს და ეკოლოგიური მდგრადობის შენარჩუნების აუცილებელი ფაქტორია. სურ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

12.დ2.19. წყალმოვარდნის ტალღის ტრანსფორმაციის გაანგარიშება მდინარე არაზზე. /ნ. ჰასანოვა/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 241-243. – რუს.; რეზ.: ქართ ინგლ.

შესწავლილია წყალმოვარდნის ტალღის ტრანსფორმაცია მდინარე არაზზე. ამისათვის გამოყენებულია მაკსინგამის მეთოდი. დადგენილია, რომ მორბენის დრო კიზილ-ვანქის ზედა სადგურიდან საათლიმდე დაახლოებით ტოლია ორი დღე-ღამის. განსაზღვრულია ტრანსფორმირებული ჩამონადენის ხარჯების საშუალო შეფარდებითი ცდომილება დაკვირვებულთან შეფარდებით. სურ. 1. ლიტ. 3.

ავტ.

 

3. სტატისტიკა

 

12.3.1. მოსახლეობის შემოსავლებისა და დანახარჯების სტატისტიკის აქტუალური პრობლემები საქართველოში. /. მაკალათია/. ეკონომისტი. – 2012. – #1. – გვ. 84-91. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია მოსახლეობის შემოსავლებისა და დანახარჯების ამსახველი სტატისტიკური მაჩვენებლები საქართველოში. მოცემულია მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების სახეები ერთ სულზე გაანგარიშებით, როგორც მთლიანი ქვეყნისთვის, ისე ქალაქ-სოფლის მიხედვით და ჩატარებულია მოცემული მაჩვენებლების სტატისტიკური ანალიზი. სამომხმარებლო ფულად ხარჯებში გამოთვლილია სურსათზე გაწეული ხარჯების ხვედრითი წონა და შინამეურნეობებში კვების პროდუქტების შეძენაზე გაწეული ხარჯები. ნაჩვენებია საარსებო მინიმუმის ცვლილებები წლების მიხედვით. შედარებულია საშუალო მომხარებლის საარსებო მინიმუმი შინამეურნეობათა შემოსავლების მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით და გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები. სტატიაში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილია მოსახლეობის შემოსავლებისა და დანახარჯების მდგომარეობის თანამედროვე სურათი და გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები. ცხრ. 3, ლიტ. 10.

ავტ.

 

 4. სხვა დარგთაშორისი პრობლემები

 

12.4.1. საგანგებო სიტუაციების გენდერული ასპექტები (მიმოხილვა). /. გიორგაძე, . მაისურაძე, . გიორგაძე, . უტიაშვილი, . აბესაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #7-8(208-209). – გვ. 38-41. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

აღნიშნულია, რომ არსებობს გარკვეული მტკიცებულებანი, რომლებიც ქალსა და მამაკაცზე საგანგებო სიტუაციების განსხვავებულ ზეგავლენაზე მიუთითებს, რაც სოციალურ, ასაკობრივ თუ ჯანმრთელობის მხრივ განსხვავებულ ქალთა ჯგუფებზეც ვრცელდება. არსებული ლიტერატურის მიმოხილვის მიზანიასაგანგებო სიტუაციების გენდერული ასპექტების ზოგადი განხილვა. გამოტანილია დასკვნა, რომ აღნიშნული თემის გარშემო არსებული ლიტერატურის მიმოხილვა მიუთითებს საგანგებო სიტუაციების გენდერული ასპექტების მნიშვნელობაზე, რაც აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების სწორი სამედიცინო მართვის სტრატეგიის შემუშავებისათვის.

ავტ.

 

12.4.2. ქალთა დღეგრძელობასთან ასოცირებული ბიოგერონტოლოგიური ფაქტორების კვლევა აჭარაში. /. ქორიძე, . ხუხუნაიშვილი, . ნაგერვაძე, . ზოსიძე, . ქოიავა, . ფარულავა/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი. – 2012. – #7-8(208-209). – გვ. 63-66. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

დღეგრძელობასთან ასოცირებული ბიოგერონტოლოგიური ფაქტორების გამოვლენის მიზნით შესწავლილია აჭარაში მცხოვრები 120 დღეგრძელი ქალი (91 წელზე მეტი ასაკის). სპეციალური გერონტოლოგიური ანკეტირებისა და გენეალოგიური კვლევების მეშვეობით გამოვლინდა, რომ დღეგრძელ ქალთა აბსოლუტური უმეტესობა იმყოფებოდა ხანგრძლივ და ბედნიერ ქორწინებაში; უმეტესობას ჰყავდა სტაბილური პარტნიორი. დღეგრძელთა შორის გამოვლინდა როგორც ადრეული, ასევე გვიანი ქორწინების შემთხვევები. თუმცა, მათ შორის სჭარბობდნენ ქალები, რომლებიც დაქორწინდნენ რეპროდუქციული სიმწიფის ასაკში (18-დან 30 წლამდე). მრავალშვილიანობასა და დღეგრძელობას შორის უშუალო ასოციაცია არ გამოვლინდა. აღინიშნა კორელაცია ნაგვიანებ მშობიარობასა (40 წლის ასაკის ზემოთ) და დღეგრძელობას შორის. განსაკუთრებული ჯამრთელობითა და სიცოცხლის მაღალი ხანგრძლივობით გამოირჩევიან ქალები, რომლებმაც იმშობიარეს 40 წლის შემდეგ.

ავტ.

 

12.4.3 ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის ჰიპერთერმული მეთოდის დამუშავება. /. კოვზირიძე, . ხორავა, . ზერეკიძე, . ელიოზაშვილი, . დონაძე/. კერამიკა. – 2012. – #1(27). – გვ. 16-32. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილ იქნა ჰემატიტის და მაგნეტიტის მიკრო- და ნანოფხვნილების საშუალო ზომა და პოლიდისპერსიულობის ინდექსი, ძეტა-პოტენციალი, ნაწილაკების გადანაწილება. ანალიზმა აჩვენა, რომ მიღებული ნაწილაკების საშუალო ზომები მაგნეტიტისათვის 740,9 ნმ-ია, ჰემატიტისათვის ნაწილაკების ზომა 30–100 ნმ. ჰიპერთერმიისათვის შეიქმნა ცვლადი დენის ძალური კვების წყარო. ამოცანის პირობებიდან გამომდინარე, შერჩეულ იქნა U ტიპის MnZn-ის მასალის მაგნიტოგამტარები, რომლებშიც ამოიჭრა 10.0 და 8.0 მილიმეტრი სიგანის ღრეჩოები, სადაც მოათავსეს მინის მილისგან დამზადებული სინჯარები მაგნეტიტის ან ჰემატიტის სუსპენზიებით. ექსპერიმენტების სერიამ სხვადასხვა ველის დაძაბულობისა და სიხშირეების პირობებში გვიჩვენა, რომ მაგნიტური ჰიპერთერმიის ეფექტური მკურნალობისათვის საჭიროა შედარებით ძლიერი დანადგარი 10 მეგაჰერცამდე სიხშირით, რათა შესაძლებელი გახდეს, ცვლადი მაგნიტური ველის ზემოქმედებით, ნაწილაკებში ნეელის და ბრაუნის მექანიზმების სრულად ამოქმედება 43–450C საჭირო ტემპერატურის მისაღწევად. შემდგომ ეტაპზე, ექსპერიმენტულ მასალაზე დაყრდნობით, საქართველოში პირველად იქნა წარმოდგენილი ჰიპერთერმიის სიმსივნის საწინააღმდეგო მონოთერაპიული ეფექტი და ადიუვანტური მოქმედება ჩვენ მიერ შექმნილ ხელსაწყოლეზისსაშუალებით სიმსივნეთა პოლიქიმიოთერაპიულ მკურნალობაში. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ სამივე ცხოველში (3 თვის უჯიშო თეთრი თაგვები) დაფიქსირდა სიმსივნური ზრდის შეჩერება და ცხოველებს განუვითარდა ინტრატუმორული ნეკროზი, 7 და 10 სეანსების შემდეგ კი ვიზუალურად დაიმზირება დაავადების დაწყლულება, რაც ექსპერიმენტის დადებით შედეგზე მიუთითებს. სურ. 8, ცხრ. 2, ლიტ. 42.

ავტ.

 

 

12.4.4. სააფთიაქო საქმის განვითარება თბილისის გუბერნიაში (1846 – 1920). /. ნებიერიძე, . სხილაძე/. კერამიკა. – 2011. – #2(25). – გვ. 13-20. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

1811 წელს თბილისის გუბერნიაში შედიოდა თბილისის, თელავის, სიღნაღის, გორისა და ანანურის მაზრები და ელიზავეტპოლის ოლქის ბორჩალოს, შამშადილის და ყაზახის დისტანციები. ისტორიიდან ცნობილია ქართული სამედიცინო კულტურის შესახებ, რომელსაც ადასტურებს ჩვენამდე მოღწეული ისტორიული ძეგლები: ,,უსწორო კარაბადინი”, ,,წიგნი სააქიმო”, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ,,სამკურნალო წიგნიდა დავით ბაგრატიონის ,,იადიგარ დაუდი”. მსოფლიოში პირველი აფთიაქი არაბეთში გაიხსნა 754 წელს. რუსეთში – 1581 წელს. საქართველოში პირველი აფთიაქი კათოლიკე მისიონერებმა 1740 წელს გახსნეს ,,წამალთ ხანისსახელწოდებით (.. წამლების სახლი). თბილისში 1806 წელს გაიხსნა პირველი სახაზინო აფთიაქი, ხოლო 1829 წელსთავისუფალი სახით მოვაჭრე აფთიაქი. თბილისში მეორე თავისუფალი აფთიაქი 1853 წელს, ხოლო ახალციხეში 1862 წელს გაიხსნა. 1863 წელს საქართველოში უკვე 15 აფთიაქი იყოთბილისში 5; თითო-თითო ახალციხეში, გორში, დუშეთში, ქუთაისში, სოხუმში, სიღნაღში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ბათუმში, ბორჩალოში. 1890 წელს აფთიაქი გაიხსნა სოფ. ველისციხეში. 1891 წელს საქართველოში უკვე არსებობდა 67 აფთიაქი. აქედან ქალაქად 39, ხოლო სოფლად – 28. მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის თბილისში 31 აფთიაქია და 4 სააფთიაქო მაღაზია-საწყობი. ცხრ. 1, ლიტ. 38.

ავტ.

 

 

 

12.4.5. ბუნებრივი და ხელოვნური ქრომოფორების გამოყენების პერსპექტივები ფერწერასა და ტიხრულ ტექნიკაში. /. სანაძე, . გაფრინდაშვილი/. კერამიკა. – 2011. – #2(25). – გვ. 21-26. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია მხატვრულ მინანქრებსა და ფერწერაში გამოყენებული ბუნებრივი და ხელოვნური პიგმენტები. ნაჩვენებია მათი სინთეზის ხერხები, აღწერილია ძვირფასი ქვები და ლითონები, რომლებიც გამოიყენება ხელოვნების მაღალი ხარისხის ნამუშევრების შესამკობად. ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

 

12.4.6. დეკორატიული მინანქრები საყოფაცხოვრებო ტექნიკისათვის და მათი გამოცდა საწარმოო პირობებში. /. შალიგინა, . ბერძენიშვილი/. კერამიკა. – 2011. – #2(25). – გვ. 33-37. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია თანამედროვე ტენდენციები საყოფაცხოვრებო ტექნიკის მომინანქრების ტექნოლოგიაში. მომინანქრების უგრუნტო ტექნოლოგიისათვის შემუშავებულია ახალი დაბალტემპერატურული მუქი ფერის მინასაფარები. შემოთავაზებული მინასაფარები სრულად აკმაყოფილებს მინანქრის დასმის ელექტროსტატიკური მეთოდის მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღალ ხარისხსა და თანამედროვე დიზაინს. მოყვანილია სსრეტა”-ში საწარმოო გამოცდების შედეგები. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

 

 

12.4.7. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმი. /. ტაბატაძე, . ჯაფარიძე/. სამთო ჟურნალი. – 2012. – #2(29). – გვ. 91-94. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმი შეიქმნა გამოყენებითი გეოლოგიის კათედრის დაარსებასთან ერთად . გაბუნიას მიერ გასული საუკუნის 20-იან წლებში. მუზეუმში დაცულია მეტალური და არამეტალური სასარგებლო წიაღისეულის მდიდარი კოლექცია. აქ წარმოდგენილია, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ბევრი ცნობილი საბადოს ნიმუშები. მუზეუმის ქართული საბადოების რამდენიმე ნიმუში მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენაში გერმანიაშისაქართველოგანძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან”. ამ ექსპონატების ფოტოები შესულია ამავე გამოფენის ფერად კატალოგში. მუზეუმმა მიიღო მადლობა მონაწილეობისათვის. სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმი-ლაბორატორია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შემეცნებითი და სამეცნიერო-სასწავლო თვალსაზრისით, არამედ საინტერესოა უცხოელი ინვესტორებისთვისაც, რომლებიც ხშირად სტუმრობენ მას. სურ. 5, ლიტ. 1.

ავტ.

 

12.4.8. ხმის მიცემის ბიომეტრიული სისტემა. /. ფრანგიშვილი, . იმნაიშვილი, . ბედინეიშვილი, . ძნელაძე/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 106-114. – ქართ.: რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ხმის მიცემის პროცესის ბიომეტრიულად წარმართვის მოდელი. მოცემულია ხმის მიცემის ბიომეტრიული სისტემის ორი არქიტექტურა და მათი შედარებითი ანალიზი. შემოთავაზებულია ლოკალური დანიშნულების საარჩევნო სისტემა, რომელიც ამომრჩევლის ბიომეტრიულ იდენტიფიცირებას იყენებს რეგისტრირების ეტაპზე, ხოლო ხმის მიცემა თავისუფალია და ხორციელდება ელექტრონული ბიულეტენის გამოყენებით. განხილულია სისტემის ფუნქციონირების ზოგიერთი ალგორითმი. სურ. 7, ლიტ. 5.

ავტ.

 

 

12.4.9. საინვესტიციო პროექტების ეფექტურობის ანალიზი MATLAB-ის ბაზაზე. /. გაბელაია/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . II. – გვ. 139-142. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საინვესტიციო პროექტების ეფექტურობის ანალიზის ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს მასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების დისკონტირება, ხოლო პროექტის ეფექტურობის ძირითადი კრიტერიუმის როლში განიხილება ამ ნაკადების წმინდა დაყვანილი ღირებულების სიდიდე (NPV). ამასთან, ასეთი ანალიზისას განმსაზღვრელი ფაქტორის როლში გვევლინება პროექტის დისკონტირების (კაპიტალიზაციის) განაკვეთი ანუ პროექტის კაპიტალის ღირებულება, რომელიც რისკის გათვალისწინებით კორექტირებულ დისკონტირების განაკვეთს წარმოადგენს. ამასთან, საინვესტიციო პროექტების ეფექტურობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია შემოსავლიანობის შინაგანი ნორმა, IRR, რომლის გაანგარიშებაც მაღალი რიგის განტოლების ამოხსნას მოითხოვს. შემოთავაზებულია მისი გაანგარიშების მეთოდი ცნობილი კომპიუტერული სისტემის Matlab-ის ბაზაზე და ნაჩვენებია ამ მეთოდის გამოყენების პრაქტიკული შესაძლებლობები. სურ. 3, ლიტ. 3.

ავტ.

 

 

12.4.10. ბიზნეს-ინჟინერინგი: სვლა ფართო გაგებისაკენ. /. გველესიანი/. 21- საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები. საერთაშ. სამეცნ. კონფ. შრ. თბილისი. – 19-21 ივნ. – 2012. – . I. – გვ. 79-85. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ბიზნეს-ინჟინერინგის ტერმინოლოგიური შინაარსის გარკვევაში სიძნელეს ქმნის ინგლისური სიტყვისენგინეერინგ” ისეთი მნიშვნელობების აქცენტირება, რომლებიც მოვლენის ცალკეულ მხარეებს გვიხასიათებენ. მოვლენას სრულად ასახავს მხოლოდ ერთი მნიშვნელობა – „შენების ხელოვნება”, ბიზნეს-ინჟინერინგშიბიზნესის შენების ხელოვნება ანუ, მეცნიერულ ენაზე, ბიზნესის შენების მეთოდი (ამ მეთოდის ფლობა). თანამედროვე ბიზნესის შენება არ მოიცავს მხოლოდ პროექტირება-წამოწყების სტადიას. იგი პერმანენტული პროცესია და ითხოვს მრავალი სპეციალობის პროფესიონალთა ერთობლივ ძალისხმევას, ამიტომცვლილებებს კადრების მომზადების საქმეშიც. პროცესული მეთოდი ბიზნეს-ინჟინერინგის პარადიგმაში გულისხმობს საბოლოო პროდუქტზე ორიენტირებულ ანუ მთლიანობით მიდგომას, რომელშიც ცაკლეული პროცესები თავიანთი ქვემიზნებით უშუალოდ ექვემდებარებიან ფირმის საბოლოო მიზანს. მარკეტინგის განვითარებამ წარმოშვა რეინჟინერინგი და, მოგვიანებით, ბიზნეს-ინჟინერინგი, განსაზღვრა მისი საბოლოო მიზნები, მაგრამ ბიზნეს-ინჟინერინგმაამ ტერმინის ფართო გაგებით – „შთანთქამარკეტინგი, იგი გადაიქცა მთლიან მეცნიერებად ბიზნესის გაძღოლის შესახებ. ამ ძვრებში დიდი როლი შეასრულა სამეცნიერო ტექნოლოგიურმა რევოლუციამ. ლიტ. 2.

ავტ.

 

 

12.4.11. შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემების შეფასება კომპიუტერული პროგრამებისა და მონაცემთა ბაზის გამოყენებით. /. გავარდაშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 17-21. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემების შეფასების მიზნით განხილულია საველე კვლევების სტატისტიკური რიგისა და კომპიუტერული თანამედროვე პროგრამების ერთობლივი გამოყენების შედეგი. წარმოდგენილია თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების მოკლე მიმოხილვა და მათი გამოყენების შესაძლებლობები. სურ. 5, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.4.12. ნიადაგის ეროზიის კონტროლი ვეტივერის ვიწრო ზოლებითისრაელი საქართველოს პროექტის მიხედვით. /. დუდაი, . გავარდაშვილი, . მირცხულავა, . ბენ ჰური/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 54-64. – ინგლ.; რეზ.: რუს., ქართ.

ნიადაგის ეროზიის კონტროლის მიზნით შემოთავაზებულია საქართველოსა და ისრაელში განხორციელებული სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების შედეგები მცენარე ვეტივერია ზიზანიოდესის მაგალითზე, ვიწრო ზოლების გამოყენებით. ისრაელისა და საქართველოს კლიმატური და ნიადაგის პირობების გათვალისწინებით დადგენილია მცენარე ვეტივერია ზიზანიოდეს ზრდის დინამიკის საკითხები ნიადაგის ეროზიის შესაბამისი მახასიათებლების მხედველობაში მიღებით. შეფასებულია პროექტის განხორციელების დროს სამუშაო შეხვედრების, სტაჟირებისა და პროექტში მონაწილე მეცნიერ თანამშრომლების მივლინებებისა და მათ მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები. პროექტი განხორციელებულია ამერიკის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსებით. სურ. 11, ლიტ. 20.

ავტ.

 

12.4.13. თიხოვანი გრუნტების გაჯირჯვების პარამეტრების რეალური სიდიდის განსაზღვრის მეთოდიკა. /. თევზაძე, . ირემაშვილი, . ჭეიშვილი, . ლორთქიფანიძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 79-83. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

წარმოდგენილია თიხოვანი გრუნტების გაჯირჯვების პარამეტრების რეალური სიდიდის ანგარიშის მეთოდიკა, რომელიც არსებული სტანდარტებისაგან განსხვავებით ეფუძნება მინერალური ნაწილაკების ჩონჩხის დეფორმაციის გამოთვლებს. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.4.14. ბენტონიტის მოდიფიკაციით მრავალმიზნობრივი გრუნტგამაუმჯობესებელი კომპოზიტის მიღების ტექნოლოგია. /. იტრიაშვილი, . კიკნაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 116-120. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია ბენტონიტის პოლიელექტროლიტებით მოდიფიკაციის ფიზიკურ-ქიმიური მექანიზმი, ბენტონიტის სუსპენზიებისა და პოლიელექტროლიტების ხსნარების ურთიერთმოქმედება, მათი ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობები. მოყვანილია ახალი მრავალმიზნობრივი პოლიმინერალური კომპოზიტის მიღების ტექნოლოგიური პირობები და მისი ძირითადი მახასიათებლები. ცხრ. 3, ლიტ. 2.

ავტ.

 

12.4.15. ნიადაგგრუნტების თვისებების მართვა პოლიკომპლექსის გამოყენებით. /. იტრიაშვილი, . კიკნაძე, . ხოსროშვილი, . შავლაყაძე, . დადიანი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 121-127. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია პოლიკომპლექსის ნიადაგგრუნტებზე ზემოქმედების მექანიზმი და ამის შედეგად ძირითადი მახასიათებლების ცვლილებები. მოყვანილია პოლიკომპლექსის ხარისხობრივი და რაოდენობრივი დოზები, რომლებიც უზრუნველყოფს ნიადაგგრუნტების მახასიათებლების მიზნობრივ მართვას. სურ. 3, ცხრ. 6, ლიტ. 2.

 

 

12.4.16. შორ მანძილზე ენერგიის გადაცემა წყალბადის გამოყენებით. /. კამკამიძე, . გაბრიჩიძე, . გვარამია/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 128-130. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია წყალბადის ტექნოლოგიაზე გადასვლის პერსპექტივები. ნაჩვენებია, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი სწორად უნდა იყოს გამოყენებული ელექტროენერგეტიკაში. აღნიშნულია, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემით ენერგიის გადაცემის დროს დანაკარგები ბევრად მეტია, ვიდრე ბუნებრივი აირის ან წყალბადის სისტემის გამოყენების დროს. აგრეთვე ნაჩვენებია აირის ქსელში ცვლილებების დროს მოქნილობის უპირატესობა ელექტრულ ქსელში ცვლილების განხორციელების შესაძლებლობასთან. მიწოდებული წყალბადის დაგროვება გაიგივდება ელექტროენერგიის აკუმულირებასა და წყალსაცავის არსებობასთან. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

12.4.17. ოქროს კვეთი და მშენებლობა. /. ცხვედაძე, . ყიფიანი, . ტაბატაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 209-212. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია გადახურვის სამკუთხა წამწის გაანგარიშების საკითხი. წამწის ღეროებში აღძრული ძალვათა სიდიდეები j კუთხის ფუნქციებს წარმოადგენს, რომელთა ანალიზიდანაც დგინდება, რომ ძალვათა განაწილების რაციონალური სურათი წარმოიქმნება მაშინ, როცა D კვანძი ემთხვევა ოქროს კვეთის წერტილს. სურ. 3, ლიტ. 2.

ავტ.

 

12.4.18. დაზიანებული დრეკადი გარსული ტიპის კონსტრუქციების აღდგენა დისკრეტულად მიერთებული წიბოებით. /. ყიფიანი, . ახალაია, . ბერიძე, . გეგენავა/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2012. – #67. – გვ. 221-225. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

დამუშავებულია წიბოვანი გარსების გაანგარიშების მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ერთანაირი სიზუსტით განისაზღვროს ძალვები და მომენტები როგორც კონტინუალურ არეში, აგრეთვე წიბოების სიახლოვეს. სურ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

12.4.19. ელექტრონული კომერციის როლი საავიაციო ბიზნესში. /. სუხიტაშვილი, . სუხიტაშვილი, . მამედოვი/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2012. – #1(7). – გვ. 49-57. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საჰაერო ტრანსპორტი თავიდანვე გახდა მსოფლიოშიელექტრონული კომერციისუპირატესობების მომხმარებელი და დღეისათვის ავიაბილეთებისონ ლაინრეალიზაცია შეადგენს ყველა სახის პროდუქციის გაყიდვების უდიდეს ნაწილს, რომელიც განხორციელდა ონლაინ რეჟიმში. ამასთან, ინტერნეტის მეშვეობით ავიაბილეთების გაყიდვებს გააჩნია როგორც დადებითი მხარეები, აძლევს რა ავიაკომპანიას საშუალებას მიიღოს დამატებითი შემოსავალი და შეამციროს დანახარჯები, ასევე უარყოფითიავიამოცულობათა გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის კონტროლი და მართვა. ინტერნეტის უპირატესობების სრულფასოავანი გამოყენებისათვის ავიაკომპანიებმა უნდა გამოიყენონ ისეთი ბერკეტები, როგორებიცაა შემოსავლების კომპიუტერიზებული მართვის სისტემა და გადანაწილების (დისტრიბუციის) ელექტრონული სისტემა, რაც მისცემს მათ საშუალებას მიიღონ მეტი მოგება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით და თავიდან აიცილონ პოტენციური რისკი. ამის გარდა, ელექტრონული კომერციის გამოყენება ლოგისტიკის პროცესის ორგანიზაციაში, მისცემს საშუალებას ავიაგადამზიდავებს შეამცირონ არა მარტო საჰაერო ხომალდების მიწაზე არაწარმოებადი დგომის დრო, არამედ თავიდან აიცილონ ფინანსური დანაკარგები.

ავტ.