თემატური რუბრიკები

. საზოგადოებრივი მეცნიერებები

1. სახელმწიფო და სამართალი. იურიდიული მეცნიერებები  

2. სოციოლოგია. დემოგრაფია

3. ეკონომიკა

4. განათლება

5. ინფორმატიკა

6. სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები

. საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

1. მათემატიკა. მექანიკა. ფიზიკა. კიბერნეტიკა  

2. ქიმია. ბიოლოგია

3. გეოლოგია. გეოდეზია

4. გეოგრაფია. კარტოგრაფია. ასტრონომია

5. სხვა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

. ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებები. ეკონომიკის დარგები

1. ენერგეტიკა

2. ელექტროტექნიკა. ელექტრონიკა. რადიოტექნიკა. კავშირგაბმულობა

3. ავტომატიკა და ტელემექანიკა. გამოთვლითი ტექნიკა

4. სამთო საქმე. მეტალურგია. ქიმიური მრეწველობა

5. მანქანათმშენებლობა. ხელსაწყოთმშენებლობა

6. მსუბუქი მრეწველობა

7. კვების მრეწველობა

8. მშენებლობა. არქიტექტურა

9. სოფლისა და სატყეო მეურნეობა. თევზის მეურნეობა

10. წყლის მეურნეობა. მელიორაცია

11. საგარეო და შიდა ვაჭრობა. ტურიზმი

12. ტრანსპორტი

13. მედიცინა. საზოგადოებრივი ჯანდაცვა

. დარგთაშორისი პრობლემები

1. ორგანიზაცია და მართვა  

2. გარემოს დაცვა. ეკოლოგია

3. სტატისტიკა

4. სხვა დარგთაშორისი პრობლემები

 

 


. საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

1. სახელმწიფო და სამართალი. იურიდიული მეცნიერებები

 

13.1.1. ევროკავშირის ახალი წევრი და კანდიდატი ქვეყნების რეგიონული საინოვაციო პოლიტიკა: სლოვაკეთი და თურქეთი. /. შატბერაშვილი/. ევრო­გაერთიანების აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგ­რამა და საქართველოს ინოვაციური განვითარების პერსპექტივები. – 2014. – გვ. 94-108. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ევროკავშირის ახალი წევრი (სლოვაკე­თი) და კანდიდატი (თურქეთი) ქვეყნების რეგიონული საინოვაციო სტრატეგიები და ამ სტრატეგიების განხო­რციელების შედეგები. ნაჩვენებია ქვეყნების საინოვა­ციო პოლიტიკის დამოკიდებულება რეგიონების მოწ­ყობისა და მართვის ტრადიციებზე, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის როლი რეგიონული საინოვა­ციო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. ეს როლი განსხვავებულია სლოვაკეთსა და თურქეთში, რადგანაც განსხვავებულია მათი მართვის დეცენტრა­ლიზაციის ხარისხი. მიუხედავად ამისა, ორივე ქვეყა­ნაში შემუშავებულია და მოქმედებს რეგიონული ინო­ვაციის ის ინსტრუმენტები, რომელიც ევროკავშირის საერთო გამოცდილებას და სტრატეგიულ დოკუმენ­ტებს შეესაბამება. ევროკავშირის სხვა ქვეყნების მსგა­ვსად პროცესში ჩართული არიან იგივე მოთამაშეები და გამოიყენება დაახლოებით იგივე მექანიზმები, თუმცა არსებობს განსხვავებაც. მაგალითად, თურქეთი უფრო აქტიურად იყენებს თავისუფალ ზონებსა და ორგანიზებულ ინდუსტრიულ ზონებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ნაკლებადაა გამოყენე­ბული. სლოვაკეთში, თურქეთისგან განსხვავებით, გაცილებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს თვითმ­მართველობების ინიციატივები. საქართველოს, რო­გორც არაწევრ, არაკანდიდატ ქვეყანას, მოქმედებაში შედარებით მეტი თავისუფლება გააჩნია და, აქედან გამომდინარე, შეუძლია ორივე ქვეყნის გამოცდილება გამოიყენოს. მიმდინარე ეტაპზე მას, გარკვეული სიფ­რთხილით, სხვა, არაევროპული ქვეყნების გამოცდი­ლების გამოყენებაც შეუძლია. როგორც ჩანს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რეგიონები მრავალი ნიშნით ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდე­ბა, მათ საინოვაციო სტრატეგიაში შეიძლება აპრობირე­ბული ინსტრუმენტების სხვადასხვა ნაზავი იყოს გამო­ყენებული. ნახ. 9, ლიტ. 12.

ავტ.

 

13.1.2. აშშ-სა და საფრანგეთის სახელმწიფო ფორმათა შედარებითი დახასიათება. /. ფრიდონაშვილი/. სამარ­თალი და ეკონომიკა. – 2013. – ¹4. – გვ. 4 –13.– ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.; ფრან.

ავტორი ერთმანეთს ადარებს ფედერალურ და უნიტა­რულ სისტემას აშშ-სა და საფრანგეთის ტერიტორიული მოწყობის მაგალითებზე დაყრდნობით. გამოთქმულია მოსაზრება, რომ თანამედროვე უნიტარულ და ფედე­რალურ სისტემას ბევრი საერთო ნიშან-თვისება გააჩ­ნია, რადგანაც განვითარებული თვითმმართველობა და ზოგადად, ხელისუფლების განაწილება ვერტიკალ­ზე სუბსიდიარობის პრინციპზე დაყრდნობით უზრუ­ნველყოფს ცენტრალიზებული უნიტარული სისტემის მოდიფიცირებას და სამართლებრივი თვალსაზრისით, მის მსგავსებას ფედერალურ სისტემასთან. ავტორის აზრით, თანამედროვე დემოკრატიული პროცესი ქვე­ყნის ტერიტორიულ მოწყობას თანდათანობით აცლის პოლიტიკურ საფუძვლებს და ის ექცევა დემოკრატიუ­ლი პარამეტრებით განსაზღვრულ სამართლებრივ ჩარჩოებში. ლიტ. 8.

ავტ.

 

13.1.3. საარჩევნო სამართლის სამართლიანობის პრობ­ლემები საქართველოში. /. ფრიდონაშვილი/. სამართა­ლი და ეკონომიკა. – 2013. – ¹4. – გვ. 28-34. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., ფრან.

მიმოხილულია საარჩევნო სისტემების მოქმედების თა­ვისებურებები. ავტორი სათანადო არგუმენტების მეშ­ვეობით გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და გვთავაზობს, რომ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ასარჩევად გამოყენებული იქნეს მხოლოდ მა­ჟორიტარული საარჩევნო სისტემა და საარჩევნო პრო­ცესში დაინერგოს პრაიმერიზის ინსტიტუტი, რომლე­ბიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ საპარლამენტო უმრავლესობის გაწონასწორების თვალსაზრისით, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორ­განოს მიერ საკუთარი ფუნქციების ეფექტურ განხორ­ციელებასა და პარლამენტარიზმის, როგორც ინსტი­ტუტისა და ღირებულებების, დამკვიდრება-გაძლიე­რებას საქართველოში. ლიტ.10.

ავტ.

 

13.1.4. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკისა და სამო­ქალაქო გირავნობისა და იპოთეკის ზოგიერთი სამარ­თლებრივი ასპექტები. /. ხარაზი, . გარდაფხაძე/. სამართალი და ეკონომიკა. – 2013. – ¹4. – გვ. 35-46. – ქართ.; რეზ.: ქართ.,ინგლ., ფრან.

გამოთქმულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ საგადა­სახადო გირავნობა/იპოთეკის და სამოქალაქო იპო­თეკის უფლება, კერძოდ, სახელშეკრულებო იპოთეკა მოვალის იმ ქონებაზე წარმოიშობა, რომელზეც მას ძირითადი ვალდებულების წარმოშობის დროს გააჩ­ნდა. განხილულია სხვა აქტუალური საკითხები, რომ­ლებიც საგადასახადო გირავნობასა და სანივთო გირავნობა/იპოთეკას განასხვავებს ერთმანეთისგან. ლიტ. 5.

ავტ.

 

13.1.5. ზოგიერთი მოსაზრება საქართველოს ტერიტო­რიულ მოწყობასთან დაკავშირებით. /. ფრიდონაშვი­ლი/. სამართალი და ეკონომიკა. – 2013. – ¹4. – გვ. 47-62. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., ფრან.

განხილულია საქართველოს ტერიტორიული მოწყობა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. წარმოდგე­ნილია .. ბოდენის დოკუმენტი საქართველოს ტერი­ტორიული მოწყობის საკითხთან დაკავშირებით, მოცე­მულია ფედერალური და უნიტარული სისტემების შე­დარებითი ანალიზი აშშ-სა და საფრანგეთის მაგალი­თებზე დაყრდნობით. ჩამოყალიბებულია მოსაზრებები სუვერენიტეტის დანაწილებისა და ეროვნული თვით­გამორკვევის შესახებ. ავტორი ემხრობა საქართველოს თანამედროვე უნიტარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბე­ბის იდეას, ეწინააღმდეგება პოლიტიკურ ავტონომიებს, რადგანაც ფიქრობს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მოწ­ყობა ეთნიკური ნიშნით აღრმავებს განსხვავებულობის შეგრძნებას და ახდენს სეპარატისტული განწყობების კონსერვაციას. ავტორი მიიჩნევს, რომ თანამედროვე სახელმწიფოს აღარ გააჩნია სუვერენიტეტი როგორც თვისება, სახელმწიფოსათვის ის არის მხოლოდ დამა­ხასიათებელი ნიშანი, ხოლო სუვერენიტეტის, როგორც თვისების, მატარებელი არის ერი, როგორც ერთიანი მთლიანი ორგანიზმი და არა რომელიმე, ცალკე აღებუ­ლი ეთნიკური ჯგუფი, რადგანაც სახელმწიფოს დამ­ფუძნებლად გვევლინება ერი და არა მისი ნაწილი - ეთნიკური ჯგუფი. ლიტ. 15.

 ავტ.

 

13.1.6. როგორ უნდა გავხადოთ არაღიარების პოლი­ტიკა უფრო ეფექტური. /. მოდებაძე/. სამართალი და ეკონომიკა. – 2013. – ¹4. – გვ. 63-69. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., ფრან.

განხილულია არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელების რამდენიმე ფაქტორი: 1. დიპლომა­ტიური კავშირების გაფართოება; 2. დასავლეთის სახე­ლმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა და მათი ჩართვა არაღიარე­ბის პოლიტიკის განხორციელებაში; 3. არაღიარების პოლიტიკის პარალელურად აღიარების უკან წაღების პოლიტიკის გატარება. ლიტ. 11.

ავტ.

 

13.1.7. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებე­ბის საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლი. /. ხე­ცურიანი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 151-164. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სა­კონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონით, საერთაშორისო ხელშეკრულებე­ბის კონსტიტუციურობის სასამართლო კონტროლის უფლებამოსილება, თავისი არსით, ნორმათა კონსტი­ტუციური კონტროლია, მაგრამ იგი ცალკე, დამოუკი­დებელი უფლებამოსილების სახითაა წარმოდგენილი, რადგანაც მისი განხორციელება დაკავშირებულია მრავალ თავისებურებასთან, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების სპეციფიკური ბუნებით აიხსნება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურის­დიქცია ყველა სახეობის საერთაშორისო (სახელმწიფო­თაშორისი, სამთავრობოთაშორისი, უწყებათაშორისი) ხელშეკრულებაზე ვრცელდება. საქართველოს საკონს­ტიტუციო სასამართლო ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულების როგორც წინასწარ (პრევენციულ), ისე შემდგომ (რეპრესიულ) საკონსტიტუციო კონტ­როლს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინასწარ (პრევენციულ) კონტროლს ექვემდებარება მხოლოდ საქართველოს სარატიფიკაციო საერთაშორი­სო ხელშეკრულებები მათ რატიფიცირებამდე. ეს ერ­თადერთი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს საკონ­სტიტუციო სასამართლოს ენიჭება წინასწარი (პრევენ­ციული) კონტროლის უფლებამოსილება. საერთაშო­რისო ხელშეკრულების შემდგომი (რეპრესიული) საკონსტიტუციო კონტროლის დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების არაკონსტიტუციუ­რად ცნობის შემთხვევაში მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულ იქნეს ვადა, რომლის გასვლის შემ­დეგ არაკონსტიტუციურად ცნობილი საერთაშორისო ხელშეკრულება დაკარგავს იურიდიულ ძალას. ამ ვა­დაში სახელმწიფო ორგანოებს მიეცემათ შესაძლებლო­ბა, განახორციელონ შესაბამისი პროცედურები საერთა­შორისო ხელშეკრულების დენონსირების მიზნით. ლიტ. 20.

ავტ.

 

13.1.8. აგენტურ-ორიენტირებული მიდგომა და აგენ­ტთა სისტემის თეორია. /. შონია, . კაიშაური, . ქარ­თველიშვილი, . ყოლბაია/. GEN. – 2013. – # 4. – გვ. 19-25. – ქართ., რეზ.: ინგლ.

წარმოდგენილია ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუ­მენტების ურთიერთკავშირის ვიზუალიზაციისა და ანალიზის სისტემის რეალიზაციის საშუალება - აგენ­ტურ-ორიენტირებული მიდგომა. აღწერილია აღნიშ­ნული სისტემის ტექნოლოგია და მასთან დაკავშირე­ბული განმარტებები. განხილულია აგენტთა არქიტექ­ტურა, კლასიფიკაცია, მოდელები, მათი გამოყენების სფერო. ცხრ. 1, სურ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

13.1.9. დანაშაულის ვიქტიმოლოგიური ასპექტები სა­ქართველოში: მდგომარეობა და პრევენცია. /. ბესე­ლია/. კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული. – 2013. – გვ. 70-78. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

აღწერილია საქართველოში დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შემუშავებული და დანერგილი ახალი მეთოდები, რომლებიც ეფუძნებიან სასჯელის გამკაცრებასა და სოციალური ცხოვრების ყველა სფეროს გაძლიერებულ ადმინისტრაციულ კონ­ტროლს. აღნიშნულია, რომ აქტუალური გახდა დანაშა­ულის სოციალური შედეგების ანუ იმ საერთო ზიანის შესწავლა, რომელიც განისაზღვრება კრიმინალთა მიერ მიყენებული ზარალის ოდენობითა და დანაშაულობის წინააღმდეგ სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ გაღებული დანახარჯებით. ცხრ. 2, ლიტ. 31.

ავტ.

13.ა1.10. მეუღლეთა შორის ქონების გაყოფის შესახებ საქმეთა განხილვის თავისებურებანი. /. ლობჟანიძე/. კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული. – 2013. – გვ. 79-86. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ქონებრივი დავის გადაწყვეტის წესი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა მეშვე­ობით ქონების განაწილების პროცესში შესაძლებელი ხდება სასამართლოს მიერ ქონების მიკუთვნება ერთ-ერთი მეუღლისათვის მართებული გზით. ნაშრომის უმთავრესს მიზანს წარმოადგენს ისეთი ხშირი და მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა, როგორიც არის მეუღლეთა ქონებრივი დავა. ლიტ. 3.

ავტ.

 

13.ა1.11. ძალა და ძალაუფლება. /. ლორია/. კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული. – 2013. – გვ. 87-95. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევა ეხება ძალის და ძალაუფლების წარმოშობის და რეალიზაციის სამართლებრივ პრობლემებს. გამოყენე­ბულია კვლევის რაციონალური, შედარებითი, სინთე­ზური და ანალიტიკური მეთოდები. ყურადღება გამა­ხვილებულია სამართლის ცნობილ თეორეტიკოსთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე და მათი თეორიების ანალიზის საფუძველზე, გადმოცემულია ავტორისეუ­ლი თვალსაზრისი განსახილველი პრობლემური საკი­თხის ირგვლივ. გამოთქმულია მოსაზრება, რომ სამარ­თალი მანამ ინარჩუნებს საზოგადოებრივ ურთიერთო­ბათა მარეგულირებელი ძალის სტატუსს, სანამ ის სა­ზოგადოების მიზნებს, მისწრაფებებს და ზოგადსაკა­ცობრიო ღირებულებებს ემსახურება. მათი სრული უარყოფა იწვევს სამართლისადმი უნდობლობას და საზოგადოება იყენებს წინააღმდეგობის უფლებას. წინააღმდეგობის უფლება კი, კონსტიტუციით განმ­ტკიცებული არის თუ არა, მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ძალადაკარგულია თვით ის ნორმები, რომლებ­საც ამ უფლების აღიარება შეუძლიათ. ასეთ ვითარება­ში იზღუდება ხელისუფლების და სამართლის მოქმე­დება და მათ ადგილს საზოგადოებრივი ძალა იკავებს, სანამ კვლავ არ მოხდება ხალხის მიერ ძალის ვინმეს­თვის გადაცემა. ლიტ. 6.

ავტ.

 

 

3. ეკონომიკა

 

13.ა3.1. მიწის კადასტრი და მიწის მართვა. /. ეგიაშვი­ლი, . მესხიშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიე­რება და ტექნოლოგიები. – 2014. – # 1. – გვ. 40-50. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოცემულია მიწის კადასტრის რაობა და მისი განსხვა­ვება მიწის რეგისტრაციისაგან. აღნიშნულია მიწის რე­ფორმის ძირითადი მიზნები: მომზადდეს ახალი კანო­ნმდებლობა, რომელიც მოიცავს მიწისა და მიწის შესა­ხებ ინფორმაციის მართვას. დაფიქსირდეს რეესტრებში ასახული რეალური ფაქტები, უზრუნველყოფილ იქნეს მიწისა და საკუთრების საზღვრების ზუსტი იდენტი­ფიკაციისა და აგეგმვის შესაძლებლობა შესაბამისი სტანდარტებით, უზრუნველყოფილ იქნეს მარტივი და რენტაბელური მიდგომა სისტემაში არსებული მონაცე­მებისადმი, საჯაროდ გავრცელდეს სისტემის მუშაო­ბასა და მისი სარგებელის შესახებ ინფორმაცია და სხვ.

ავტ.

 

13.3.2. რეგიონალიზმი და თვითმმართველობა. /. ქე­შელაშვილი, . მიხანაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2013. – # 3. – გვ. 6-12. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია რეგიონალიზმისა და თვითმმართველო­ბის პრიორიტეტები: მართვის ტერიტორიული სტრუქ­ტურის გაჯანსაღება და ტერიტორიული სისტემების გააქტიურება; უფლებამოსილებებისა და ვალდებულე­ბების დეცენტრალიზაცია; რეგიონებში რეალური თვით­მმართველობის მიღწევა და დამკვიდრება; რეგი­ო­ნების (და ქვეყნის) ბუნებრივი, შეუზღუდავი ეკონო­მიკური განვითარების სტიმულირება; ქვეყნის მასშტა­ბით სახელმწიფო მმართველობის დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება. საქართველოს უახლეს ის­ტორიაში დაწყებულმა რეფორმამ უნდა უზრუნველ­ყოს ევროპული მოდელის არა მყისიერი, მექანიკური დანერგვა ქართულ სინამდვილეში, არამედ არსებული მოდელის ტრანსფორმაცია და დაახლოება ევროპულ თვითმმართველობებთან.

ავტ.

 

13.3.3. მეჩაიეობისა და ჩაის მრეწველობის ინტეგრი­რებისა და მდგრადი განვითარების სტრატეგიული პროგრამა და მისი რეალიზაციის ეკონომიკური მექანი­ზმი. /. ქეშელაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეც­ნიერება და ტექნოლოგიები. – 2013. – # 3. – გვ. 15-27. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანია დამუშავდეს მეჩაიეობისა და ჩაის მრეწველობის ინტეგრირებისა და მდგრადი განვითა­რების სტრატეგიული პროგრამა და მისი რეალიზაციის ეკონომიკური მექანიზმი, სათემო კავშირების შექმნისა და მათი სამეწარმეო მობილიზაციის საფუძველზე, რის შედეგადაც მიღწეული უნდა იქნეს აგრარული სექტო­რის ეკონომიკური ზრდა, სასურსათო უსაფრთხოება და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობე­სება. დასახული მიზნის შესაბამისად გადაწყდება შემ­დეგი ამოცანები: დამუშავდება მეჩაიეობისა და ჩაის მრეწველობის ინტეგრირების მოტივაციური საფუძვ­ლები, მისი რეალიზაციის ეკონომიკური მექანიზმის განსაზღვრის მეთოდოლოგიური მიდგომები, ძირითა­დი კრიტერიუმების, მაჩვენებლების და ფაქტორების კლასიფიცირებული სისტემა; დადგინდება მეჩაიეო­ბისა და ჩაის მრეწველობის განვითარების ფაქტიური დონე, ძირითადი ტენდენციები და კანონზომიერებე­ბი, შეფასდება საწარმოო-რესურსული და პროდუქტი­ული პოტენციალი, განისაზღვრება მისი ცალკეული ელემენტის ოპტიმალური სარეკომენდაციო პარამეტ­რები; დაისახება მეჩაიეობისა და ჩაის მრეწველობის ინტეგრირებისა და მდგრადი განვითარების მიზნის ფუნქცია და დამუშავდება მისი სტრატეგიული პროგ­რამა, წარმოებისა და გადამუშავების ოპტიმალურად მიზანშეწონილი დონეების, მასშტაბების, პროპორციე­ბისა და ეკონომიკური უკუგების დიფერენცირებული პარამეტრების ასახვით; დამუშავდება მეჩაიეობისა და ჩაის მრეწველობის ინტეგრირებისა და მდგრადი გან­ვითარების ეტაპობრივი უზრუნველყოფის ეკონომი­კური მექანიზმი და მართვის სისტემა, სათემო კავში­რების შექმნისა და მათი სამეწარმეო მობილიზაციის საფუძველზე.

ავტ.

 

13.3.4. გააზრებები და პოზიციები სოფლის მეურნეო­ბის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. /. ქეშელაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2013. – # 3. – გვ. 28-34. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

წარმოდგენილია მოსაზრებები სოფლის მეურენობის სამინისტროში ანალიტიკურ-საკოორდინაციო და საკონსულტაციო-საკვალიფიკაციო ცენტრის შექმნის შესახებ, ასახულია ამ ცენტრის ფუნქციები და სამუშაო პროგრამა ეკონომიკური ანალიზის, მარკეტინგული სტრატეგიის, განვითარების პრიორიტეტებისა და კო­ორდინაციის მიმართულებით. საკონსულტაციო სამ­სახურის ხაზით: მოცემულია წინადადებები სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან ფერმერთა და სოფლის მეურენობის სპეციალისტთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის ჩამოყალიბე­ბის შესახებ, მისი მიზნისა და ფუნქციების ასახვით.

ავტ.

 

13.3.5. სამეურნეო რისკი და მისი მართვა (რისკ-მენეჯ­მენტი). /. ქეშელაშვილი, . ამენია/. აგრარულ-ეკო­ნომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2013. – # 4. – გვ. 6-14. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

რისკის შემცირება ნიშნავს ან ზარალის შემცირების შე­საძლებლობას ან არაკეთილმყოფელი მდგომარეობის დადგომის ალბათობის შემცირების შესაძლებლობას. ალბათური ბუნების მიუხედავად, რისკს მართვა სჭი­რდება და ხშირ შემთხვევაში იგი მართლაც წარმატე­ბით იმართება. რისკის მართვა მოითხოვს: სამუშაო პროგრამისა და მეთოდიკის შედგენას; რისკის შეფასე­ბასა და ანალიზს; შემცირების ან ლიკვიდაციის ღო­ნისძიებების დასახვასა და განხორციელებას; რისკის მართვის რგოლის ჩამოყალიბებას; რისკის პროგნოზი­რებას. რისკის მართვა (რომელიც გამოიყენება მართვის პროცესში შემოსავლის ზრდის შემცირების წინააღმ­დეგ) ეფუძნება: რისკისაგან თავის არიდებას, რისკის საკუთარ თავზე აღებას, რისკის დაზღვევას, რისკის მესამე პირზე გადაცემას და სხვადასხვა ხერხით დანა­კარგების შემცირებას. რისკისაგან დაცვისა და შემცი­რების ყველაზე ფართოდ გამოყენებული და ეფექტური მეთოდებია: დაზღვევა, რეზერვირება ანუ თვითდაზ­ღვევა, დივერსიფიკაცია და ლიმიტირება.

ავტ.

 

13.3.6. სამთო სოფლის მეურნეობის განვითარების ეროვნული პროგრამა (ეკონომიკურ-ტექნოლოგიური რეკომენდაციები და მართვის მექანიზმი - სამეცნიერო-გამოყენებითი პროექტი). /. ქეშელაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2013. – # 4. – გვ. 15-22. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოცემულია სამთო სოფლის მეურნეობის განვითარე­ბის ეროვნული პროგრამის პროექტის აქტუალობა, სიახლე და დასაბუთება, მიზანი, დამუშავების ვრცელი გეგმა. წარმოდგენილია პროგრამული წინადადებები და რეკომენდაციები სამთო სოფლის მეურნეობის გან­ვითარების ეკონომიკურ-ტექნოლოგიური სრულყოფი­სა და მართვის მექანიზმის გაუმჯობესების თვალსაზ­რისით.

 ავტ.

 

13.3.7. უძრავი ქონების (მიწის) ღირებულება და შეფა­სების საკითხები. /. ეგიაშვილი, . მესხიშვილი/. აგრა­რულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2013. – # 4. – გვ. 23-29. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

აღნიშნულია, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში უძრავი ქონება - მიწა წარმოადგენს ყიდვა-გაყიდვის საგანს და მას გააჩნია ღირებულება. ყოველი სახის უძ­რავი ქონების (მიწის) საბაზრო ფასის გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს ყველა სახის უძრავი ქონების ფართი, მდებარეობა, შენობა-ნაგებობის მახასიათებლე­ბი, დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართი, ტერიტორი­ულ-ზონალური კოეფიციენტი. საბაზრო ფასის განსაზ­ღვრისას გამოიყენება საბაზრო ფასების შესახებ ინფო­რმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმა­ციო ბაზა, საგადასახდო ორგანოებისათვის გადასახა­დის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია. უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრისას, შემფასებლები მკვეთ­რად განასხვავებენ ტერმინებს: გასაყიდი ფასი”, საბა­ზრო ფასი”, ხარჯებიდა ღირებულება”. აუცილებე­ლია საქართველოში შემუშავდეს და დამტკიცდეს შე­საბამისი ორგანოს მიერ უძრავი ქონების (მიწის) შეფა­სების მეთოდიკა და შეირჩეს უძრავი ქონების (მიწის) მაღალკვლიფიციური, კომპეტენტური შემფასებლები.

 ავტ.

 

13.3.8. მიწის ადმინისტრირება და მიწის პოლიტიკა. /. ეგიაშვილი, . მესხიშვილი/. აგრარულ-ეკონომიკუ­რი მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2013. – # 4. – გვ. 30-41. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მიწა და მისი გამოყენება შეიძლება განვიხილოთ სხვა­დასხვა კუთხით. მიწა, როგორც საგანი, რომელზეც ინდივიდებსა თუ კომუნებს აქვთ ყიდვა-გაყიდვის უფლება. იგი დაბეგვრის საგანია და ეკონომიკის წარ­მოების საფუძველს წარმოადგენს. მიწას ქვეყნის ეკო­ნომიკაში განსაკუთრებელი მნიშვნელობა აქვს. მიწის ადმინისტრირების სისტემის უსაფრთხოებამ უნდა უზრუნველყოს წესრიგი და სტაბილურობა. მიწის ად­მინისტრირების პოლიტიკის განხორციელების დროს განსაკუთრებელი მნიშვნელობა ენიჭება მიწის კონსო­ლიდაციას. მიწის პოლიტიკა - მიწის მართვა მოიცავს მიწაზე გაწეული ინვესტიციების ხასიათსა და მასშ­ტაბთან დაკავშირებულ ფუნდამენტური პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესრულებას.

ავტ.

 

13.3.9. ეკონომიკის ციკლების და კრიზისების კვლევა MATLAB-ის გამოყენებით. /. ბარდაველიძე, . ბარდა­ველიძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტი­ტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 42-46. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია ეკონომიკაში ციკლებისა და კრიზისე­ბის კვლევა Simulinks-ის ტიპიური ბიბლიოთეკური ბლოკებით, მათემატიკური მოდელის გარეშე. შემუშა­ვებულია წარმოების იმიტაციური მოდელის ბლოკ-სქემის ვარიანტები, სადაც აღწერილია თითოეული ბლოკის დანიშნულება. წარმოდგენილია ეკონომიკური ციკლების და კრიზისების მოდელი გრაფამგები ბლო­კებით და ექსპერიმენტის ფანჯარათა სრული ნაკრე­ბით. სისტემის მდგრადობის, მოწყობილობების მუშა­ობის უნარიანობის ვადის წარმოების დინამიკაზე და საწყისი დეფიციტის წარმოების მდგრადობის გავლე­ნის კვლევისას დადგინდა, რომ დაგვიანების გაზრ­დით, .. მოთხოვნაზე წარმოების რეაქციის ჩამორჩე­ნით, იზრდება ეკონომიკური სისტემის მაჩვენებლებიამპლიტუდა და რხევადობის პერიოდი, იზრდება არამ­დგრადობა და კრიზისების შესაძლებლობა. წარმოება­ში ციკლებისა და კრიზისების მიზეზს, ჩაკეტილ ეკო­ნომიკაში წარმოადგენს მართვის სისტემაში უარყოფი­თი უკუკავშირის არსებობა. სურ. 5, ლიტ. 7

ავტ.

 

13.3.10. საინოვაციო პოლიტიკა ევროკავშირსა და საქა­რთველოში: რეგიონული პოლიტიკა. /. შატბერაშვი­ლი/. ევროგაერთიანების აღმოსავლეთის პარტნიორო­ბის პროგრამა და საქართველოს ინოვაციური განვითა­რების პერსპექტივები. – 2014. – გვ. 12-27. – ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

განიხილულია საინოვაციო პოლიტიკის არსი და მექა­ნიზმები. რეგიონული საინოვაციო პოლიტიკა რეგიო­ნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აუცი­ლებელი ნაწილი და პირობაა. საქართველოში, მიუხე­დავად 2010 წელს მთავრობის მიერ რეგიონული საინო­ვაციო სტრატეგიის მიღებისა, პოლიტიკის შემუშავები­სა და განხორციელების მიმართულებით წინსვლა არ ყოფილა. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ხსენებული სტრა­ტეგია დონორების კატეგორიული მოთხოვნით იყო მიღებული. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ცნობილ და მრავალჯერ დადასტურებულ ფაქტს: მუშაობს მხო­ლოდ ის სტრატეგია, რომელიც დაკვეთილია ქართუ­ლი საზოგადოების მიერ და შემსრულებლებიც ქართ­ველი ავტორები არიან (საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, მათ შორის, უცხოელი ექსპერტების ჩარ­თვით). საქართველოში რეგიონების ინოვაციური გან­ვითარებისთვის საჭირო წინაპირობები და ზოგიერთი პრაქტიკული ინსტრუმენტი უკვე შექმნილია 2013-2014 წლებში: გაზრდილია ხარჯები კვლევასა და შემუშავე­ბაზე, შექმნილია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, მიმდინარეობს მუშაობა საინოვაციო სტრა­ტეგიაზე, ამუშავდა შეღავათიანი კრედიტები სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროში და სხვა. რეგიო­ნებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ, რათა ეფექტია­ნად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები. ნახ. 3, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.3.11. თანამშრომელთა შრომითი საქმიანობის მო­ტივაცია კონკურენტული უპირატესობის მიღწევის მნიშვნელოვანი ფაქტორი. /. კაკაურიძე/. პროფესიონა­ლის ხმა. – 2013. # 1. – გვ. 24-28. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღნიშნულია კონკურენტული უპირატესობის მიღწე­ვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორიპერსონალის მოტივაცია. ამ სახის რესურსის პროდუქტიულობას საზღვარი არ აქვს. ამიტომ სწორედ მასშია წარმოების ეფექტურობის ამაღლების ყველაზე დიდი რეზერვი. პერსონალის მოტივაციის შემოთავაზებული ფაქტორე­ბი ქმნის გუნდს, რომელთაც ერთმანეთთან გადაჯაჭ­ვული საერთო მიზნები აკავშირებს. ამასთან, ორგანი­ზაციის გუნდური მუშაობა არა თუ გამორიცხავს, არამედ სისხლხორცეულად მოიცავს ინდივიდუალურ პირთა მოტივაციას. სწორედ ეს არის მენეჯმენტის ხე­ლოვნება - წაახალისე ინდივიდუალური შემსრულებ­ლები და ამავდროულად შეინარჩუნე მუშა გუნდი. ლიტ. 4.

ავტ.

 

13.3.12. საინვესტიციო აქტიურობის ზრდის გავლენა წარმოების ეფექტიანობაზე. /. კაკაურიძე/. პროფესიო­ნალის ხმა. – 2014. # 1(1). – გვ. 21-26. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის მიერ საინ­ვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორცი­ელებული რეფორმების შედეგები. მნიშვნელოვანი წინ­გადადგმული ნაბიჯი იყო სტრატეგიული გეგმის პრი­ორიტეტები და პრიორიტეტული პროექტები, რომლის ხელშეწყობაში ქვეყანა იმდენად არის დაინტერესებუ­ლი, რომ ამისათვის გარკვეულ ფინანსურ წახალისება­საც კი იყენებს. საბიუჯეტო სახსრებით ვითარდება ბიზნეს გეგმები, საინვესტიციო პროექტები, ხორციელ­დება ეკონომიკური ნაშრომების შეფასება, პროექტის დაფინანსების დარგში პერსონალის მომზადება, რაც უახლოეს მომავალში ხელს შეუწყობს განხორციელდეს დიდი რაოდენობით საინვესტიციო პროექტები, მოი­ზიდოს ინვესტიციები და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ინვესტორებისათვის მიმზიდველი ფაქტო­რი არის საინვესტიციო სამართლებრივი ჩარჩო, რომე­ლიც მოიცავს შემდეგ ძირითად სფეროებს: რეგიონუ­ლი საინვესტიციო კანონმდებლობის და მარეგულირე­ბელი ჩარჩოს სფეროში მეწარმეობის მხარდაჭერა, საინ­ფორმაციო გამჭვირვალობის ფორმირება, რეგიონში სპეციალიზებული განვითარებული საბაზრო ინფრა­სტრუქტურის შექმნა, რომელიც მხარს დაუჭერს საინ­ვესტიციო პროცესს, საწარმოების რესტრუქტურიზა­ციას, მათი საინვესტიციო მიმზიდველობის და კონკუ­რენტუნარიანობის ზრდას. ლიტ. 6.

ავტ.

 

13.3.13. ფულადი ნაკადების ოპტიმალური მართვა ფირმაში. /. ჭუმბურიძე, . ჯანაძე/. პროფესიონალის ხმა. – 2014. # 1(1). – გვ. 32-37. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია კაპიტალდაბანდების ოპტიმალური მართვის არაკლასიკური ვარიაციული აღრიცხვის ამოცანა დისკრეტული მოდელებისათვის, მაგალითი­სათვის მოყვანილია ფირმაში ფულადი ნაკადების ოპ­ტიმალური მართვის ამოცანა, სადაც მართვის პარამეტ­რები იცვლებიან დაგეგმარების მოცემულ პერიოდში. აგებულია მათემატიკური მოდელი. დადგენილია სასა­ზღვრო პირობები და მიზნის ფუნქცია. ამოცანა გადაწ­ყვეტილია პროგრამულად VBA სააპლიკაციო ენისა და Solver-ოპტიმიზატორი ინსტრუმენტალიების გამოყე­ნებით Excel-ში. სურ. 5, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.3.14. მსოფლიო ეკონომიკური განვითარების ეტაპე­ბი და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა. /. ასა­თიანი/. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკა­დემიის შრომები. – 2013. – . 11. – გვ. 116-136. – ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

განხილულია მსოფლიო ეკონომიკური განვითარების ეტაპები: I ეტაპი დაიწყო XVIII საუკუნის უკანასკნელი მესამედიდან და გაგრძელდა XX საუკუნის 30-იან წლე­ბამდე (კლასიკურ-ლიბერალურ თეორიაზე აგებული ეკონომიკური პოლიტიკა); II ეტაპი დაიწყო XX საუკუ­ნის 40-იან წლებიდან და გაგრძელდა 1974-1975 წწ. ეკონომიკურ კრიზისამდე (კეინზის მაკროეკონომიკუ­რი რეგულირების მოდელზე მორგებული ეკონომიკუ­რი პოლიტიკა); III ეტაპი დაიწყო XX საუკუნის 80-იან წლებიდან და გაგრძელდა 90-იანი წლების II ნახევრამ­დე (ნეოკლასიკურ სინთეზზე აგებული ეკონომიკური პოლიტიკა); IV ეტაპი დაიწყო 90-იანი წლების II ნახევ­რიდან და დაგვირგვინდა 2008 წლის მსოფლიო ეკონო­მიკური კრიზისით („ანტიკეინზიანური რევოლუცია“, მონეტარულ თეორიაზე აგებული ეკონომიკური პო­ლიტიკა). საქართველოს გარდამავალი პერიოდის ეკო­ნომიკურ პოლიტიკაში კლასიკური ფორმით არც ერთი ეკონომიკური თეორია არ გამოუყენებიათ, მითუმეტეს კეინზიანური მოდელი. ამიტომ ქვეყანაში იგნორირე­ბულია ეკონომიკური პოლიტიკისადმი წაყენებული მოთხოვნები. სუსტია სამართლებრივი ინსტიტუტები, დაბალია ცხოვრების დონე, მაღალია ჯინის კოეფიცი­ენტი, მიზერულია საშუალო ფენა, მიუღწევადია სამარ­თლებრივი და სოციალური თანხმობა. ლიტ. 5.

ავტ.

 

13.3.15. აგრარული სექტორის რაიონული დონის მენე­ჯმენტი. /. ქეშელაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. 2014. # 2. – გვ. 6-16. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ის ობიექტური და სუბიექტური მიზეზე­ბი, რაც თან ახლავს აგრარული სექტორის რაიონული დონის მენეჯმენტს; აღნიშნულია, რომ ჩვენთან, ორგა­ნიზაციული სტრუქტურა, დღეს, მაორიენტირებელი სახითაც კი არ არის ფორმირებული, ამიტომ, აგრარულ სფეროში მომხდარი ცვლილებების საფუძველზე, შე­მუშავდა აგრარული სექტორის რეგიონული მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა, სადაც გათვალისწინე­ბულია სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, გადამამუ­შავებელი მრეწველობის საწარმოებისა და მომსახურე­ობის სფეროების საქმიანობის კოორდინირება, დარ­გებს შორის პარტნიორული თანამშრომლობა და ინტე­რესთა შეთანაწყობა, შესაბამისად სქემა დაყოფილია ოთხ სეგმენტად: სოფლის მეურნეობის სამმართველოე­ბი; სასოფლო-სამეურნეო საწარმოები; გადამამუშავებე­ლი მრეწველობის საწარმოები და მომსახურეობის საწარმოები. რაიონული დონის მენეჯმენტი შეიძლება მარტივად ასე გამოისახოს; სოფლის განვითარება; ად­გილობრივი მოსახლეობის პასუხისმგებლობით გაჯე­რებული ინიციატივა; ადგილობრივი რესურსები; სახე­ლმწიფო მხარდაჭერა.

ავტ.

 

13.3.16. მიწის რესურსების ეფექტური მართვა სიღარი­ბის დაძლევის წინაპირობაა. /. კოღუაშვილი, . ზიბ­ზიბაძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექ­ნოლოგიები. 2014. # 2. – გვ. 34-42. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გაანალიზებულია სოფლის მეურნეობის განვითარება­ში შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობა და მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები. აღნიშნულია, რომ დროულად უნდა შემუშავდეს მიწის სრულყოფილი კადასტრი, რომელიც უნდა იქცეს სასოფლო-სამეურ­ნეო დანიშნულების მიწების ეკონომიკური შეფასების და მასზე გადასახადის გაწერის, მიწებზე მონიტორინ­გის დაწესების და მათი რაოდენობრივ-ხარისხობრივი ცვლილებების შეფასების ეკონომიკურ საფუძვლად. გამოთქმულია მოსაზრება მიწის მართვის სახელმწიფო სამსახურის აღდგენის თაობაზე, რაც საშუალებას მის­ცემს ქვეყანას დაამუშაოს მიწის ყოველწლიური ბალან­სები მიწის კატეგორიების და მოსარგებლეთა მიხედ­ვით, დროული პრევენცია მოახდინოს იმ არასასურველ შედეგებზე, რომელიც თან ახლავს ჩვენი ქვეყნის მიწის ფონდს (გაუდაბნოება, მეორადი დაჭაობება, ეროზიუ­ლი პროცესები, მძიმე მეტალებით დაბინძურება და სხვ.).

ავტ.

 

13.3.17. სახარჯთაღრიცხვო ნორმირების სახელმწიფო­ებრივი რეგულირების პრობლემები სომხეთის რესპუ­ბლიკაში. /. გულიანი/. წყალთა მეურნეობის ინსტი­ტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. # 68. – გვ. 54-56. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგუ­ლირების, კერძოდ, მშენებლობაში სახარჯთაღრიცხვო ნორმირების პრობლემები. მოყვანილია სომხეთის რეს­პუბლიკაში საკანონმდებლოდ მიღებული მშენებლო­ბის სახელმწიფოებრივი რეგულირების მიმართულებე­ბი და დარგის განსაკუთრებით მწვავე პრობლემები, რომლებიც მოითხოვენ გადაუდებელ გადაწყვეტას, მათ შორისნორმირების და სტანდარტიზაციის ეროვ­ნული სისტემების შესაბამისობის უზრუნველყოფას სა­ერთაშორისო მოთხოვნებთან. გამოყოფილია ობიექტუ­რი და სუბიექტური ფაქტორები, რომლებიც ხელს უშ­ლის არსებული საწარმოო ურთიერთობების ადეკვა­ტური სახარჯთაღრიცხვო ნორმირების სისტემის ჩამო­ყალიბებას. აღნიშნულ დარგში საერთაშორისო გამოც­დილების შესწავლის საფუძველზე შემოთავაზებულია სავარაუდო სქემა სახარჯთაღრიცხვო ნორმირების სისტემისათვის სომხეთის რესპუბლიკაში. ლიტ. 5.

ავტ.

 

13.3.18. უმაღლესი ეკონომიკური აზროვნების დეფი­ციტის წყაროები. /. ნამიჭეიშვილი/. გონი. – 2014. – # 1. – გვ. 16-20. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია საბჭოთა სისტემის ნგრევის შედეგად წარმოქმნილი პირობები, რომელმაც გზა გაუფართოვა უმაღლესი სასწავლებლებისა და ეკონომიკური სპეცია­ლობების გახსნას, რასაც ინტელექტუალური უზრუნ­ველყოფა არ ჰქონდა. წარმოიქმნა ფსევდომეცნიერული კასტა და დიპლომირებულ ეკონომისტთა არმია, რომ­ლებიც თვითონ ხომ ვერ ერკვევიან ქვეყნის წინაშე მდგომ პრობლემებში, სამეციერო პოტენციალსაც ხელს უშლიან კრეატიული ეკონომიკური საზოგადოების განვითარებაში. შემოთავაზებულია მიდგომები, რომე­ლთა განხორციელება ეკონომიკური აზროვნების გაუმ­ჯობესებას გამოიწვევს. ლიტ. 5.

ავტ.

 

13.3.19. შრომის იარაღების მტყუნების ღირებულები­თი შეფასება. /. უკლება, . მიქაბერიძე/. გონი. – 2014. – # 1. – გვ. 29-30 – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გამოკვლეულია ტექნიკური სისტემის მტყუნვადობის შეფასება, მტყუნვადობის ღირებულების განსაზღვრის სისტემურის მიდგომა. განხილულია მტყუნვადობის კლასიფიკაცია მრავალი ნიშნით, მათ შორის კატასტ­როფული მტყუნება და ავარიაული მტყუნება. გამოკვ­ლეულიამტყუნების ფასის“ ხარისხობრივი მახასია­თებლები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ უფრო ზუსტად შევაფასოთ და დავახასიათოთ მოცემული მტყუნების ყველა შედეგი. ლიტ. 3.

ავტ.

 

13.3.20. დარგების კლასტერიზაციის ფენომენი. /. დუმბაძე, . დავითაძე, . ნონიაძე/. საჰაერო ტრანსპორ­ტი. 2013. # 1(8). გვ. 78-87. რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განვითარებულ ქვეყნებში დარგების კლასტერიზაციის პოლიტიკის გატარებამ ამ სახელმწიფოების მშპ გაზარ­და 70-90%-ით. საქართველოსთვის ისეთი პრიორიტე­ტული დარგების, როგორიცაა ტურიზმი, ავიაცია და სოფლის მეურნეობა, კლასტერიზაციის მთავარი ამო­ცანაა ამაღლდეს მოცემული დარგების კონკურენტუნა­რიანობა და მათ შორის პარტნიორული ურთიერთდა­მოკიდებულება. შედეგად მივიღებთ ქვეყანაში შემო­სული ტურისტების, საჰაერო ტრანსპორტით გადაყვა­ნილი მგზავრებისა და სოფლის მეურნეობის მიერ წარ­მოებული პროდუქციის რაოდენობის ზრდას. . ლეონ­ტიევის მიერ შემუშავებულმა მოთხოვნა-მიწოდების მოდელმა საშუალება მისცა ავტორებს დიდი სიზუს­ტით გამოგვეთვალა კონკრეტული დარგის მიერ წარ­მოებული პროდუქციის ოდენობა, რომელმაც დააკმა­ყოფილა როგორც საბაზრო მოთხოვნა მოცემულ პრო­დუქციაზე, ისე დააბალანსა ბაზარზე საქონლის მოთხოვნა-მიწოდება. სურ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

13.3.21. პროექტის რეალიზაციის სტრატეგის შეფასება სტოქასტიკური მიდგომის საფუძველზე. /. მომოტი, . თევზაძე/. საჰაერო ტრანსპორტი. 2014. # 1(9). გვ. 54-61. რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

პროექტის ეფექტიანობის საალბათო მაჩვენებლის შე­ფასების შეთავაზებული მეთოდიკით შესაძლებელია საინვისტიციო პროექტის ოპტიმალური სტრატეგიის არჩევა და მისი პარამეტრების ოპტიმიზაცია. ლიტ. 6.

ავტ.

 

13.3.22. წონასწორული და ოპტიმალური საგადასახა­დო განაკვეთები ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობ­ლივი მიწოდების მოდელში (ლაფერ-კეინზიანური სინთეზი). /. ანანიაშვილი, . პაპავა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. 2013. . 7. # 2. გვ. 166-177. ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შემოთავაზებულია მაკროეკონომიკური წონასწორო­ბის მოდელი, რომელშიც ერთობლივი მოთხოვნა და ერთობლივი მიწოდება განხილულია არა ფასების დონეზე, როგორც ეს ტრადიციულად არის მიღებული, არამედ საშუალო საგადასახადო განაკვეთზე დამოკი­დებული ფუნქციების სახით. შემოღებულია ოპტიმა­ლური და წონასწორული საგადასახადო განაკვეთის ცნებები. მოდელის ანალიზის საფუძველზე ნაჩვენებია, რომ, როცა მთავრობა ცდილობს წონასწორული საშუა­ლო საგადასახადო განაკვეთის ფიქსირებულ დონეზე შენარჩუნებას, მაშინ ოპტიმალური საგადასახადო განა­კვეთის მნიშვნელობა ფასების დონეზე დამოკიდებუ­ლი სიდიდე ხდება და ერთობლივი მოთხოვნის შესაბა­მისმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ოპტიმალური განაკვეთის წონასწორულთან დაახლოება. ნაჩვენებია, აგრეთვე, რომ წონასწორული საგადასახადო განაკვე­თის ყოველ მოცემულ მნიშვნელობას შეიძლება შეესა­ბამებოდეს ერთობლივი მიწოდების და ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ფუნქციებისა და მრუ­დების მთელი ერთობლიობა. სურ. 7, ლიტ. 9.

ავტ.

 

13.3.23. ლაფერის ფისკალური წერტილების შეფასების ქცევითი მოდელი. /. ანანიაშვილი, . პაპავა/. საქართ­ველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. 2013. . 7. # 1. გვ. 142-150. ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია ერთობლივი გამოშვების მოცულობასა და ბიუჯეტის შემოსავლებზე საგადასახადო ტვირთის გავლენის შეფასების მიდგომა. იგი ეფუძნება ქცევითი ტიპის მოდელს, რომელშიც გამოყენებულია ენტროპი­ული ფუნქციის სპეციფიკური ვარიანტი. შემოთავაზე­ბული მოდელი მაქსიმალური წარმოებრივი ეფექტის და ბიუჯეტის მაქსიმალური საგადასახადო შემოსავ­ლების შესაბამისი ფისკალური წერტილების განსაზღ­ვრის საშუალებას იძლევა. გაკეთებულია დასკვნა, რომ აღნიშნული წერტილები თანხვედრაშია ლაფერის კონ­ცეფციასთან, რადგანაც ქცევითი მოდელიდან მიღებუ­ლი წერტილებისათვის ეკონომიკური რესურსების გამოყენების მოცულობის განსაზღვრა ენდოგენურად ხორციელდება. მიღებული დასკვნები ილუსტრირებუ­ლია აშშ-ის ეკონომიკის შესახებ არსებული მონაცემე­ბის გამოყენებით. სურ. 2, ცხრ. 1, ლიტ. 12.

ავტ.

 

13.3.24. მცირე და საშუალო საწარმოთა საინფორმა­ციო-საკონსულტაციო მომსახურება. /. გობეჯიშვილი, . ხმალაძე, . კუპატაძე/. სამთო ჟურნალი. 2013. # 1(30). – გვ. 99-101. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია საინფორმაციო-საკონსულტაციო მომ­სახურების როლი მცირე და საშუალო საწარმოთა კო­ნკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში; აღნიშნუ­ლია, რომ საინფორმაციო-საკონსულტაციო მხარდაჭე­რას დიდი მნიშვნელობა აქვს მეწარმეების მოსამზადე­ბლად, რათა მათ შეიძინონ ახალი ინფორმაციისა და ინოვაციური საქმიანობის შედეგების გამოყენების ცოდნა და უნარი, შეითვისონ მეწარმეობის კულტურა და მმართველობის გამოცდილება, იყვნენ საქმის კურ­სში საქონლისა და მომსახურების ხარისხზე თანამედ­როვე ტექნიკური მოთხოვნების შესახებ. მოცემულია საქმიანი მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც კლა­სიფიცირებულია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომი­სიის ზოგადი პოლიტიკური დოკუმენტის თანახმად; ჩამოყალიბებულია მცირე და საშუალო საწარმოთა გან­ვითარების წინაღობები და მიკრო დონეზეა გამოყოფი­ლი ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც წაეყენებათ მეწარმეობის ხელშემწყობ ინსტიტუტებს. ლიტ. 1.

ავტ.

 

13.3.25. ნავთობის მსოფლიო ბაზრის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების ტენდენციები. / . ლობჟანიძე/. სამთო ჟურნალი. – 2013. # 2(31). – გვ. 47-53. ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მოცემული და განხილულია ნავთობის ფასების კონი­უნქტურა მსოფლიო ბაზრის თანამედროვე ტენდენცი­ების სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. ამას­თან, შესწავლილი და გაანალიზებულია მსოფლიოში ნავთობის მარაგები, მოხმარება, მოთხოვნა, მსოფლიო ფასების დინამიკა, ნავთობმომპოვებელი და ნავთობ­მომხმარებელი ქვეყნების სტრატეგიები, მცირეტონაჟი­ანი ნავთობქიმიური მრეწველობის პროდუქციის წარ­მოების აუცილებლობა და მნიშვნელობა და სხვა აქტუ­ალური საკითხები, რომელთა გათვალისწინება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და დამოუკიდებ­ლობას მნიშვნელოვნად განამტკიცებს. ცხრ. 3, ლიტ. 18.

ავტ.

 

13.3.26. სადაწნეო ჰიდროსატრანსპორტო სისტემების ეკონომიკური ეფექტურობის გაანგარიშების მეთოდიკა მათი ჰიდრავლიკური დარტყმებისგან სრულად დაც­ვის უზრუნველყოფის შემთხვევაში. /. მახარაძე, . სილაგაძე, . ჯანგიძე, . სტერიაკოვა/. სამთო ჟურნალი. – 2013. # 2(31). – გვ. 56-59. - რუს.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ავტორთა მიერ შემუშავებული ეკონომიკური ეფექტუ­რობის გაანგარიშების მეთოდიკა ეფუძნება გამოგონე­ბის გამოყენებით მიღებული ეკონომიკური ეფექტის გაანგარიშებას. დამუშავებულ მეთოდოლოგიაში გათ­ვალისწინებულია სახალხო მეურნებაში ახალი ტექნი­კის, გამოგონებების და რაციონალიზატორული წინა­დადებების გამოყენების ეკონომიკური ეფექტურობის გაანგარიშების ცნობილი მეთოდიკის ძირითადი დე­ბულებები. ლიტ. 11.

ავტ.

 

13.3.27. ერთობლივი შემოსავლის ფუნქცია და ინტეგ­რირებული მოთხოვნის მოდელი. /. დემურაშვილი, . მაჭარაძე, . მილნიკოვი/. GEN. – 2013. # 3. – გვ. 23-27. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

ნაჩვენებია, რომ ერთობლივი შემოსავლის ფუნქციის ტეხილ-დიფერენცირებადი მრუდი, რომელიც ინტეგ­რირებული მოთხოვნის არაწრფივი მოდელის შედეგს წარმოადგენს, შეიცავს მხოლოდ მაქსიმუმის და არ შეი­ცავს მინიმუმის წერტილებს. შემოტანილია ერთობლი­ვი შემოსავლის ფუნქციის ფარული და ცხადი მაქსიმუ­მების ცნებები. შემოთავაზებულია კრიტერიუმები ერ­თობლივი შემოსავლის ფუნქციის მაქსიმუმების ხასია­თის (ფარულის ან ცხადის) განსაზღვრისათვის. სურ.3, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.3.28. ველნეს (Wellness) ინდუსტრიის განვითარე­ბის პირობები და სტრატეგია საქართველოში. /. ერქო­მაიშვილი/. ეკონომისტი. – 2013. # 1. – გვ. 26-33. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დღეს მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება ველნეს ინდუსტრია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ინდუ­სტრია, რომელიც მომავალი მრავალმილიარდიანი ინდუსტრიაა. ველნეს კონცეფციაა - კარგი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის შენარჩუნება სასიამოვნო მეთოდებით და არა საკუთარ თავზე ძალდატანებით. საქართველოში არის შესანიშნავი ბუნებრივი პირობები ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართუ­ლებისგამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის­თვის, რომელსაც ახორციელებს საინვესტიციო კომპა­ნიამედჯგუფი საქართველო“. გამაჯანსაღებელ კომპ­ლექსში მომხმარებლები ველნეს მომსახურებას მიიღე­ბენ უახლესი ტექნოლოგიებით, აქ დასაქმდება დიდი რაოდენობით პერსონალი, გამოიყენება მომიჯნავე და­რგების პროდუქცია და მომსახურება, რაც გაზრდის შემოსავლებს და პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყ­ნის ეკონომიკაზე. იგი გახდება საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარების დასაწყისი. ლიტ. 11.

ავტ.

 

13.3.29. ეკონომიკური კრიზისის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე, მისი მიზეზები დააძლევის მექანიზ­მები. /. ასლანიშვილი, . ომაძე/. კავკასიის უნივერსი­ტეტის სამეცნიერო შრომების კრებული. – 2013. გვ. 35-45. ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომი ასახავს 2007 წელს დაწყებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამომწვევ მიზეზებს და მის შესაკავებლად წარმოებული ფინანსური პოლიტიკის ზოგიერთ მიმართულებას აშშ-ს მაგალითზე. ცხრ. 6, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.3.30. კრიზისების ციკლური თეორია და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. /. აქუბარდია/. კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული. – 2013. გვ. 52-57. ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ავტორის მიერ ჩამოყალიბებული კრიზისების თეორი­ული ეკონომიკური მოდელი შედარებულია კონდრა­ტიევის .. „ნახევარსაუკუნოვან ციკლებს“. ახალი მო­დელის თანახმად ეკონომიკური კრიზისის ძირითად მდგენელს წარმოადგენს ფინანსური კრიზისი, რაც თა­ვისთავად არ განაპირობებს ეკონომიკურ კრიზისს. ფი­ნანსური კრიზისის არსებობა ეკონომიკური კრიზისის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. ის თუ რა წარმოშობს ფინანსურ კრიზისს, აქ ავტორისა და კონდ­რატიევის თეორიას შორის მნიშვნელოვანი განსხვავე­ბაა, რადგანაც კონდრატიევის თეორიით, ყოველი კრი­ზისის აღმავალი ფაზის მიზეზს მნიშვნელოვანი ინო­ვაცია წარმოადგენს, მაშინ როდესაც ახალი მოდელით ფინანსური კრიზისის ფორმირების მიზეზი თავად ხე­ლისუფლების მიერ გატარებულ, პრაქტიკულად იძუ­ლებით განხორციელებულ პოლიტიკაში უნდა ვეძე­ბოთ. ამ პოლიტიკის იძულებითი ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ ფასების ხელოვნურად გაზრდით ხელისუფლება თავიდან იცილებს ფასების შემცირე­ბით გამოწვეულ კრიზისს, რაც გარკვეულ დროში კუმულატიური ეფექტის მსგავსად ეკონომიკური კრიზისის წარმოქმნის წანამძღვრებს ქმნის. ლიტ. 6.

ავტ.

 

13.3.31. საქართველოს კონკურენციის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ქრონოლოგია. /. გოგია­შვილი/. ეკონომისტი. – 2013. # 2. – გვ. 17-29. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ცენტრალიზებული ეკონომიკიდან საბაზროზე გარდა­მავალი პერიოდის თავისებურებებიდან გამომდინარე, საქართველოში კერძო საკუთრებითი ურთიერთობე­ბის ფორმირების პარალელურად დაიწყო კონკურენ­ციის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება. უკვე 1992 წელს მიღებულ იქნა დეკრეტი, 1996 წელს კიშესაბა­მისი კანონი. ეკონომიკის ლიბერალიზაციის კონტექ­სტში 2005 წელს განხორციელებულმა რეფორმამ ქვეყ­ნის საკონკურენციო კანონმდებლობა მნიშვნელოვნად დააშორა ევროსტანდარტებს. ნორმატიული დოკუმენ­ტების ანალიზი მიუთითებდა კონკურენციის ერთიანი და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის არარ­სებობაზე; ნორმებისა და დებულებების დეკლარაცი­ულ ხასიათსა და პრაქტიკულად, მათი რეალიზაციის შეუძლებლობაზე. კონკურენციის პოლიტიკის განვი­თარების რეტროსპექტივა აჩვენებს ამ მიმართულებით 2004-2012 წლებში სახელმწიფო ხელისუფლების ქმე­დებების აშკარა დეფიციტზე. 2012 წლის მაისში მიღე­ბულითავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შე­სახებკანონის ახალი რედაქცია, თავისი შინაარსით უფრო ადეკვატურია, ვიდრე 2005 წლისა, რომელიც მთლიანად ამოვარდნილი იყო ევროკავშირის კონკუ­რენციის მოდელური კანონის ჩარჩოდან, მაგრამ სამ­წუხაროდ ისიც არაა სათანადო შესაბამისობაში ევრო­კავშირის ნორმებთან. დღეისათვის საქართველოს ხე­ლისუფლება, რომელსაც ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პროგრამით ჰქონდა გათვალისწინებული კონკურენ­ციის სფეროს მოწესრიგება და ევროსტანდარტებთან მისი დაახლოება, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უცხოელ ექსპერტებთან ერთად ინტენსიურად მუ­შაობს საკონკურენციო კანონმდებლობის სრულყოფისა და შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს ოპტიმალუ­რი სტრუქტურის ჩამოყალიბებისათვის. ლიტ. 6.

ავტ.

 

13.3.32. ინფრასტრუქტურული მიდგომა სერვისულ მენეჯმენტში. /. ბარათაშვილი, . გეჩბაია/. ეკონომის­ტი. – 2013. # 2. – გვ. 30-39. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია საბაზრო ინფრასტრუქტურის ორი მხარემისი მატერიალურ საგნობრივი შემადგენლობა, ეკო­ნომიკური პოტენციალი, რომელიც ქმნის ბაზრების სისტემის ფუნქციონირების პირობებს და ეკონომიკურ ურთიერთობებს ბაზრის სუბიექტების საქმიანობის კუთხით, რომელიც მიმართულია სასაქონლო და ფუ­ლადი მიმოქცევის პირობების შექმნაზე. ინფრასტრუქ­ტურა განხილულია როგორც ფიზიკური პირების სასი­ცოცხლო მოღვაწეობისა და იურიდიულ პირთა ფუნქ­ციონირების უზრუნველმყოფი სისტემა. აღნიშნულია, რომ საქართველოს ბევრი ორგანიზაციის ინფრასტრუ­ქტურა არსებით სრულყოფას საჭიროებს, რომლის გა­რეშე შეუძლებელია მათი ეფექტიანი ფუნქციონირების რეალიზაცია. ასევე ფორმულირებულია ძირითადი დებულებები, რომლებიც მიეკუთვნება ინფრასტრუქ­ტურის მართვას, მათ შორის ამ მართვის სტრატეგიის ფორმირებას.

ავტ.

 

13.3.33. სინერგია უკრაინის ქიმიური მრეწველობის საწარმოების ინტეგრაციულ განვითარებაში. /. შევცო­ვა, . გრეჩნაია/. ეკონომისტი. – 2013. # 2. – გვ. 45-51. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატია ეძღვნება პოსტკომუნისტურ პერიოდში უკრაი­ნის ქიმიური მრეწველობის საწარმოების ინტეგრაციის პროცესში სინერგიის ორგანიზებისა და რეალიზაციის საკითხს. გაანალიზებულია დარგის საერთო მდგომა­რეობა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. გამოვლე­ნილი და დასაბუთებულია ობიექტური მიზეზები ინ­ტეგრაციული პროცესების ინიციაციისათვის, განსაზღ­ვრულია მათი არსი. ქიმიური საწარმოების ჯგუფის ბა­ზაზე განვრცობილია ვერტიკალურად ინტეგრირებუ­ლი სტრუქტურის შექმნის პრაქტიკული ცდა. დადგე­ნილია ინტეგრაციული განვითარებისადმი მოტივაცი­ური და ორგანიზაციული მიდგომა სინერგიზმის სარ­გებლის გათვალისწინებით. ცხრ. 1, ლიტ. 12.

ავტ.

 

13.3.34. ხელფასის დონისა და დინამიკის ანალიზი საქართველოში. /. ვაშაკიძე, . კაკაურიძე/. ეკონომის­ტი. – 2013. # 2. – გვ. 86-90. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღნიშნულია, რომ ხელფასის, როგორც შრომის ანაზღა­ურების ძირითადი ფორმის სტატისტიკური შესწავლა საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ შრომის ანაზღაუ­რების ანალიზი და გამოვავლინოთ სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები. ხელფასის დონისა და დინამი­კის ანალიზური კვლევა წარმოებულია ხელფასის ინ­დექსების საფუძველზე. განხილულია ცვლადი, ფიქსი­რებული შემადგენლობისა და სტრუქტურული ძვრე­ბის ინდექსები. ამ ინდექსების გამოყენებით ვიანგარი­შეთ, თუ როგორ იცვლება ხელფასის საშუალო დონე და რა გავლენას ახდენს ესა თუ ის ფაქტორი მასზე, რაც არის ასახული შესაბამის დიაგრამებში. ჩატარებული კვლევის საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა, რომ მიუხედავად ზრდისა, ხელფასმა ჯერაც ვერ დაიბრუნა შინამეურნეობათა ძირითადი შემოსავლების სტატუსი და ფაქტობრივად დაკარგა თავისი ეკონომიკური შინა­არსი და სოციალურ-ეკონომიკური შედარებითობის ფუნქცია. ლიტ. 7.

ავტ.

 

13.3.35. დასაქმების და უმუშევრობის პრობლემები საქართველოში. /. ვაშაკიძე/. ეკონომისტი. – 2013.
# 2. –
გვ. 91-96. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია დასაქმების მნიშვნელობა ქართული სა­ზოგადოებისათვის, რომელიც იკავებს წამყვან ადგილს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების ნუსხაში. უმუშევრობის სახით .. გამოუ­ყენებული საწარმოო შესაძლებლობების ხარჯს ვღებუ­ლობთ, რომელიც ასევე გამოუყენებელი სამუშაო ძა­ლის გამო იკარგება. ჩატარებული კვლევის საფუძველ­ზე წარმოდგენილია საქართველოში უმუშევრობის დონის ანალიზი 2003-2011 წლებში, რაც ასახულია დი­აგრამებში. სტატისტიკით, ერთადერთი კატეგორია, რომელიც სტაბილურ ზრდას აჩვენებს - თვითდასაქმე­ბულთა კატეგორიაა, ხოლოდაქირავებით“ მომუშავე დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება. უმუშევრობა სერიოზული შეზღუდვაა ქვეყნის ეკონომიკური განვი­თარებისათვის. მეწარმეობა, როგორც დასაქმების წყა­რო ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. ამი­ტომ ხელისუფლების მიერ ბიზნესის კეთებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა ეფექტიანი გზაა დასაქ­მების დონის ასამაღლებლად. ნახ. 5, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.3.36. საჯარო დიპლომატიის როლი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში. /. კაზბე­კოვა/. ეკონომისტი. – 2013. # 2. – გვ. 102-107. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია საჯარო დიპლომატია საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის კუთხით. ვითვალისწინებთ რა თანამედროვე ტენდენციების აქტუალობას, რომლე­ბიც დაკავშირებულია პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრასთან, როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე, სახელმწიფოებმა აუცი­ლებელია გაითვალონ რისკების ხარისხი და გლობა­ლური მასშტაბები, რომლებსაც პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვთ მკვეთრი და ხარისხიანი მენეჯმენ­ტის განვითარების სტრატეგიაში საქმიანი ურთიერ­თობების ყველა დონეზე. ლიტ. 18.

ავტ.

 

13.3.37. დებიტორული დავალიანების მართვის ზოგი­ერთი თეორიული ასპექტი. /. გვენეტაძე/. ეკონომის­ტი. – 2013. # 3. – გვ. 10-16. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია დებიტორული დავალიანების მართვის ისეთი მეთოდური ასპექტები, როგორიცაა: საკრედიტო პოლიტიკა, კრედიტის დაბრუნების პოლიტიკა, კრე­დიტუნარიანობის სტანდარტების დადგენა, ინკასაცი­ის პოლიტიკა. გაანალიზებულია საკრედიტო პოლი­ტიკაზე მოქმედი ფაქტორები: საქონლის სახეობა, ფუ­ლის ღირებულება და კრედიტის დაბრუნების ვადა. ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

13.3.38. საქართველოს ეკონომიკის განვითარების კონცეფციის ზოგიერთი ასპექტი. /. მენაბდე-ჯობაძე/. ეკონომისტი. – 2013. # 3. – გვ. 25-29. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია საკითხი ეკონომიკის განვითარებაში სა­ხელმწიფოს უმნიშვნელოვანესი როლის შესახებ, რო­დესაც მიმდინარეობს საკუთარი იერსახის საბაზრო მოდელის ძიების საკმაოდ რთული პროცესი. შემოთა­ვაზებულია საქართველოს განვითარების ადაპტური მოდელი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებაზე ორიენ­ტირებულ, შესაბამის მართვის სისტემას; საჭიროა, რომ სისტემა იყოს ადაპტური, ტრანსფორმაციული, ოპტი­მალური, შესაბამისად, დინამიკური. სახელმწიფოს წი­ნაშე დგას სამი ამოცანა: ეფექტიანობის, ადაპტურობისა და ოპტიმალურობის. სისტემა წარმოადგენს გარკვეულ მთლიანობას, რომლის შემადგენელი ელემენტები ღია ეკონომიკურ სისტემაში ფუნქციონირებენ ცალ-ცალკე, მაგრამ ემსახურებიან ერთიანი წარმატების მიღწევას. დგება ცენტროპერიფერიული ურთიერთობის პრობ­ლემა, რომლის გადაწყვეტაც უმნიშვნელოვანესია ზო­გადად ქვეყნის განვითარებისთვის. სურ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.3.39. ეკონომიკის საზოგადოებრივი სექტორის და კერძო ბიზნესის პარტნიორობა. /. კაპანაძე, . კვანტა­ლიანი/. ეკონომისტი. – 2013. # 3. – გვ. 30-34. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მეურნეობრიობის ახალ პირობებში ბაზრის ერთ-ერთ სუბიექტად სახელმწიფო გვევლინება, საზოგადოების სექტორში კი სახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთად კერძო და შერეული საწარმოებიც იწყებენ ფუნქციონი­რებას. ამის გამო აუცილებელია სახელმწიფოს მარეგუ­ლირებელი როლის შენარჩუნება და ამის პარალელუ­რად - ბალანსის უზრუნველყოფა საზოგადოებრივ მო­თხოვნილებათა მოცულობასა და მათი დაკმაყოფილე­ბის შესაძლებლობებს შორის. საზოგადოებაში ყოველ­თვის დგას ეკონომიკის სახელმწიფო და კერძო სექტო­რების ოპტიმალური თანაფარდობის პრობლემა. აქ მთავარ ყურადღებას იმსახურებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის თემა, რომელ­საც როგორც ეკონომიკის რეგულირების მექანიზმს აქ­ტიურად იყენებენ სულ უფრო მეტ ქვეყანაში. დასავ­ლეთში სახელმწიფო და ბიზნესი უკვე იქცნენ საკმაოდ მომწიფებულ პარტნიორებად, თუმცა, სახელმწიფო აქ პირველი და წამყვანი პარტნიორის როლს თამაშობს. „ბაზრის უჩინარი ხელისბრმად რწმენა და სახელმწი­ფოს უმოქმედობა უდაოდ უბიძგებს გლობალურ ფი­ნანსურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიური კრიზისების განვითარებას. ლიტ. 6.

ავტ.

 

13.3.40. უცხოური ინვესტიციების ეკონომიკური ეფექ­ტიანობა საქართველოში. /. ქარქაშაძე, . კამლაძე/. ეკონომისტი. – 2013. # 3. – გვ. 56-63. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია მოსაზრებები უცხოური ინვესტიციების როლსა და მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკა­ში. აღწერილია უცხოური ინვესტიციების დინამიკა წლების მიხედვით, ასევე მსხვილი ინვესტორი ქვეყნე­ბის პროცენტული წილი საქართველოს მთლიან ინვეს­ტიციებში. ნაჩვენებია უცხოური ინვესტიციების ხვედ­რითი წილი ეკონომიკური დარგების მიხედვით, უც­ხოური ინვესტიციების დინამიკა ერთ სულ მოსახლე­ზე. შეფასებულია ეკონომიკური ეფექტიანობა, რომე­ლიც ეფუძნება დაბანდებული ინვესტიციებიდან მიღე­ბულ შედეგს, რაც გამოიხატება პროდუქციის გამოშვე­ბის გაზრდაში შესაბამის დარგში. და ბოლოს გაკეთე­ბულია დასკვნა, რომ უცხოური ინვესტიციები რეალუ­რად ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარე­ბას. სურ. 2, ცხრ. 4, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.3.41. ანდერაიტინგის საბაზისო პრინციპები. /. ბე­ნიძე, . ბიწაძე, . გუგეშაშვილი/. ეკონომისტი. – 2013. # 3. – გვ. 64-70. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ანდერაიტინგის არსი. მისი ერთ-ერთი კომერციული ფაქტორი არის კონკურენცია. მზღვევე­ლი მარტო არ არის სადაზღვევო ბაზარზე, პირიქით, სადაზღვევო ბაზარზე შეინიშნება მზარდი კონკურენ­ცია. თუ მზღვეველი დიდ პრემიას დაადგენს კონკრე­ტული რისკისათვის, მან შესაძლოა დაკარგოს ბიზნესი (კლიენტები), ხოლო მცირე პრემიის დადგენამ შეიძ­ლება ზარალზე წაიყვანოს სადაზღვევო კომპანია. ან­დერაიტინგის პროცესის მიზანია რისკების სწორი სე­ლექცია და ხარისხიანი სადაზღვევო პორტფელის შექ­მნა. ამ პროცესებში არ არსებობს მზამზარეული რეცეპ­ტი. ანდერაიტერი გადაწყვეტილებას იღებს მზღვევე­ლის რესურსებისა და პროფესიონალიზმის, კონკრე­ტული რისკების მახასიათებლების საფუძველზე.

ავტ.

 

13.3.42. პროგნოზირების ძირითადი ასპექტები და მისი მახასიათებლების ანალიზის საკითხები. /. ცუც­ქირიძე/. ეკონომისტი. – 2013. # 3. – გვ. 71-79. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა პროგ­ნოზირების ძირითადი ასპექტები და მათი ანალიზის საკითხები. იგი გადმოცემულია ეკონომიკური მახასია­თებლების პროგნოზირების დეტერმინირებული მრა­ვალფაქტორიანი მოდელის საფუძველზე. დახასიათე­ბულია ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების ანალიზის მთავარი პრობლემები. გაანალიზებულია გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის მნიშვ­ნელობა მისი სისტემური რეგულირების აუცილებლო­ბა, ასევე ეკონომიკური განვითარების ძირითად მახა­სიათებელთა მოსალოდნელ ცვლილებაზე საბაზრო ფაქტორების გავლენა. ლიტ. 7.

ავტ.

 

13.3.43. არასატარიფო ბარიერების გავლენა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. /. ჯაში/. ეკონომისტი. – 2013. # 3. – გვ. 102-109. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღნიშნულია, რომ ინვესტიციების შეზღუდვასა და მო­ზიდვაში მნიშვნელოვანი როლი უკავია არასატარიფო ბარიერებს. არასატარიფო ბარიერების მეშვეობით სახე­ლმწიფოს იმ პოლიტიკის გატარება შეუძლია, რომე­ლიც მაქსიმალურად მოიზიდავს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და ქვეყანას უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისათვის. არასატარიფო ბარიერები რო­გორც პირდაპირ, ასევე ირიბ გავლენას ახდენს ინვეს­ტიციებზე. საქართველოსათვის ორივე ეფექტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებული ადგილი კი, ირიბ ეფექტებს უჭირავთ. საერთაშორისო სტანდარტე­ბის დაკმაყოფილება ქართველ მეწარმეებს საშუალებას მისცემს ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქცია ისე გაიტანონ, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან დაბრ­კოლებები არ შეექმნათ. ქვეყნის სხვადასხვა სექტორში, სტანდარტების ზრდა, გამოიწვევს უცხოელი ინვესტო­რების დაინტერესებას, ვინაიდან საქართველოს GSP+ აქვს მინიჭებული და ევროკავშირის სტანდარტის დაკ­მაყოფილების შემთხვევაში ქართული პროდუქცია შე­ღავათიანი რეჟიმით შევა ევროკავშირის ბაზარზე. გარ­და ამისა DCFTA- ხელმოწერა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსა­ზიდად. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ თუ საქართ­ველოში ევროკავშირის ან საერთაშორისო სტანდარტე­ბი დაინერგება, მაშინ სოფლის მეურნეობის სექტორს უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად დიდი პოტენ­ციალი ექნება. სურ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

 

4. განათლება

 

13.4.1. ინფორმაციული მხარდაჭერა, როგორც მეცნიე­რებისა და განათლების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი. /. კოპალეიშვილი, . ბედინაშვილი, . მისა­ბიშვილი, . პავლოვიჩი/. მეცნიერება და ტექნოლოგი­ები. – 2013. # 1(714). გვ. 9-14. ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღნიშნულია სამეცნიერო რეფერატული გამოცემების როლი უახლესი სამეცნიერო მიღწევების გავრცელების საქმეში. მოცემულია ტექინფორმის მიერ გამოცემული ქართული რეფერატული ჟურნალის თემატური ანალი­ზი, განხილულია მეცნიერების ცალკეული დარგების საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხები, გამოქვე­ყნებულ პუბლიკაციათა რეფერატების ასახვის დინამი­კა. ჩამოთვლილია ტექინფორმში არსებული საინფორ­მაციო ფონდები, რომელთა დანიშნულებაა მეცნიერე­ბისა და განათლების დარგების საინფორმაციო მხარ­დაჭერა. ცხრ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.4.2. სომხეთის რესპუბლიკის ტექნიკური უნივერ­სიტეტის წყლის საგანმანათლებლო სექტორის განვი­თარების პერსპექტივები. /. ტოკმაჯიანი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრე­ბული. – 2013. # 68. – გვ. 175-178. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ერევნის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წყლისა და საინჟინრო მეცნიერებების ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიე­რო საქმიანობა ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის სპეციალისტების მომზადების დროს. უნივერსიტეტში არსებობს შესაბამისი კათედრები და ლაბორატორიები თანამედროვე განათლების მისაღებად. ამჟამად განი­ხილება ჰიდრავლიკური ლაბორატორიის მშენებლო­ბის საკითხი და მიიჩნევა, რომ იგი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია რე­გიონში. სურ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

13.4.3. კომპეტენტურობაზე ორიენტირებული სწავ­ლება უმაღლეს სამედიცინო დაწესებულებაში (მიმო­ხილვა). /. ნუფტიევა, . კაუსოვა/. საქართველოს სამე­დიცინო სიახლენი. 2014. #2(227). გვ. 57-62. რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღწერილია სწავლების ინტერაქტიური მეთოდების სხვადასხვა ფორმის კომბინირებული გამოყენების გამოცდილება უმაღლეს სამედიცინო დაწესებულება­ში. მოცემულია «case-study» მეთოდის გამოყენების და პრაქტიკულ მეცადინეობის მცირე ჯგუფებში ჩატარე­ბის შედეგების ანალიზი და შეფასება. კომბინირებული სწავლება ხელს უწყობს მასალის უკეთ ათვისებას და შეესაბამება კომპეტენტური განათლების პრინციპებს. ავტორები რეკომენდაციას უწევენ ინტერაქტიური სწა­ვლების სხვადასხვა მეთოდების კომბინირების ფართო და აქტიურ გამოყენებას უმაღლეს სამედიცინო სასწავ­ლებლის პრაქტიკაში. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 15.

ავტ.

 

13.4.4. პროფესიონალიზმის საფუძვლები და საერთა­შორისო რეკომენდაციები არქიტექტურაში. /. აბულა­ძე/. მშენებლობა. – 2013. # 2(29). – გვ. 159-162. – ქართ.; რეზ.: ქართ.

სტატია ეხება საქართველოში უმაღლესი არქიტექტუ­რის განათლების მდგომარეობას, საქართველოში განა­თლების ერთიანი სტანდარტების შემუშავებასა და მი­სი დანერგვის აუცილებლობას, საერთაშორისო ორგა­ნიზაციების როლს. ლიტ. 6.

ავტ.

 

13.4.5. საქართველოში პროფესიული განათლების აქტუალური საკითხები. /. ნაკაშიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. 2013. . 7. # 2. გვ. 158-165. ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

პროფესიული განათლების მწყობრი სისტემის შექმნა, საკუთარი მოქალაქეების საფუძვლიანი პროფესიული მომზადების, კვალიფიკაციის მუდმივი ზრდისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნე­ბის საიმედო დასაყრდენს წარმოადგენს. პროფესიონა­ლიზმი მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს იძლევა: პიროვნებისათვის - სოციალური დაცვის, თვითრეალიზებისა და თვითდამკვიდრების წარმატებულ შანსს; ქვეყნისათვის - სიმდიდრესა და სიძლიერის გარანტს. მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ამოცანები სრულიად ახალ მიდგომას სა­ჭიროებს საწარმოო-ტექნოლოგიურ პროცესებსა და პროფესიათა მახასიათებლებში მომხდარი ცვლილებე­ბის, ახალი პროფესიების დანერგვის, კერძო მეწარმეო­ბის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. წარმატებები პროფესიული განათლების სისტემის, ქვეყნის ერთიან საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში მოიაზრება. ყოველივე ეს სისტემური და სტრუქტურული ცვლილებების, რეგი­ონული განვითარების, სოციალური პარტნიორობის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებასა და შესაბამის ფინანსურ უზრუნველყოფას, ერთობლივ, ღრმად გააზრებულ, სტაბილურ მოქმედებას მოით­ხოვს. ლიტ. 6.

ავტ.

 

13.4.6. ეკოლოგიური განათლება - გარემოს გონივრუ­ლი ექსპლოატაციის საფუძველი. /. ჩხარტიშვილი/. სამთო ჟურნალი. 2013. # 1(30). – გვ. 121-122. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია ეკოლოგიური განათლების მნიშვნელო­ბა, რაც გარემოს გონივრული ექსპლოატაციის საფუძ­ველია. იგი არის სწავლების, აღზრდის, თვითგანათ­ლების, გამოცდილების დაგროვების და პიროვნული განვითარების უწყვეტი პროცესი, რომელიც მიმართუ­ლია ქცევის ნორმებისა და სოციალური ცოდნის ფორ­მირებისაკენ. ეკოლოგიურმა განათლებამ უნდა განსაზ­ღვროს სწორი მიდგომა გარემომცველ სამყაროსთან, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრების გაჯანსაღებას, ეკონო­მიკურ განვითარებასა და ქვეყნის ეკოლოგიურ უსაფ­რთხოებას. ლიტ. 4.

ავტ.

 

13.4.7. ფიზიკის სწავლების ზოგიერთი კონცეპტუა­ლური საკითხი. /. ქავთარაძე, . ლექვინაძე, . ჩიქო­ვანი/. GEN. – 2013. - # 4. – გვ. 116-119. – ქართ., რეზ.: ინგლ.

მოცემულია მოსაზრებები ფიზიკის სწავლების პრობ­ლემებზე და ამ პრობლემების დაძლევის გზაზე. განსა­კუთრებით ყურადღებაა გამახვილებული ფიზიკის კაბინეტების მოდერნიზაციის საკითხებზე, რომელიც გულისხმობს თანამედროვე ტიპის კაბინეტ-ლაბორა­ტორიის მოწყობას და ამ მიზნით მოსწავლეთა გააქტი­ურებას, მათ დაინტერესებას საგნისადმი, პროფესიულ არჩევანს და ქართველ ფიზიკოსთა სკოლის გაძლიერე­ბას. ლიტ. 2.

ავტ.

 

13.4.8. ეკონომიკური თეორიის სწავლების აღდგენის აუცილებლობა საქართველოს უნივ ერსიტეტებში. /. ასათიანი/. ეკონომისტი. – 2013. # 1. – გვ. 9-25. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ეკონომიკური თეორიის, როგორც ყველა ეკონომიკური მეცნიერების საწყისისა და მეთოდოლო­გიური საფუძვლის, როლი ქვეყნის ეკონომიკურ პოლი­ტიკაში, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და საზოგადოების მსოფლმხედველობის გაფართოება-და­ხვეწაში. ამასთან დაკავშირებით, გაანალიზებულია კლასიკურ-ლიბერალური, „კეინზიანური“ (ნეოკეინზი­ანური), ნეოკლასიკური თეორიები, „ნეოკლასიკური სინთეზი“ და მონეტარული თეორია, რომლებიც მსოფ­ლიოს წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომი­კურ პოლიტიკას საფუძვლად ედო სხვადასხვა ხანგრძ­ლივობითა და სხვადასხვა დროის მონაკვეთში. რაც შეეხება საუნივერსიტეტო პრაქტიკაში ეკონომიკური თეორიის სწავლებას - ეს აუცილებელზე აუცილებელია არა მხოლოდ ეკონომიკური პროფილის ფაკულტეტებ­ზე, არამედ ნებისმიერ ფაკულტეტზე, ოღონდ შემცირე­ბული პროგრამით. ეკონომიკური თეორიის გაიგივება ეკონომიქსთან არ შეიძლება, ვინაიდან მათი კვლევის საგანი განსხვავებულია. ამიტომაცაა, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უნივერსიტეტებში, როგორც წესი, ისწავლება როგორც ეკონომიქსი, ისე ეკონომიკური თეორია. მსოფლიოში აპრობირებული ეს მოწინავე გამოცდილებაც გასათვალისწინებელია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში. ლიტ. 29.

ავტ.

 

13.4.9. სომხეთის რესპუბლიკაში ტექნიკური უნივერ­სიტეტების მართვის ზოგიერთი ამოცანა ბოლონიის პროცესში მონაწილეობის კონტექსტში. /. თოქმაჯი­ანი/. ეკონომისტი. – 2013. # 1. – გვ. 34-40. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების თვითმმართველობის რამდენიმე ამოცანა. გამოვლენი­ლია სომხეთის რესპუბლიკაში ტექნიკური უნივერსი­ტეტების ფინანსური მდგრადობის თავისებურებები ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებთან კონკურენციის გაწევის მიზნით. გაანალიზებულია უნივერსიტეტებში ახალგაზრდა სპეციალისტების დამაგრების მექანიზმი. სურ. 3, ლიტ. 9.

ავტ.

 

13.4.10. განათლების ინტერნაციონალიზაცია ეკონო­მიკური გლობალიზაციის პირობებში. /. კონდიკერო­ვა/. ეკონომისტი. – 2013. # 1. – გვ. 55-61. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია საგანმანათლებლო სისტემის ინტერნა­ციონალიზაცია ეკონომიკური გლობალიზაციის პირო­ბებში. ერთიანი მსოფლიო სივრცის შექმნისათვის სა­ჭიროა ეტაპობრივად შევისწავლოთ და განვიხილოთ გადასვლა ერთი დონიდან მეორე დონეზე იმისათვის, რომ მივაღწიოთ გლობალურ დონეს .. ერთიან მსოფ­ლიო განათლებას. რადგანაც სახელმწიფოების მჭიდრო ურთიერთკავშირი, განათლების სფეროში სტრატეგიუ­ლი პარტნიორობა, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შექმნა, საერთაშორისო შეთანხმებებში მონაწილეობა, როგორიცაა ლისაბონის კონვენცია, ბო­ლონიის პროცესი მისცემს ახალ იმპულსს ახალ განათ­ლებას არსებული განათლების საერთაშორისო სტან­დარტების გათვალისწინებით. იმპლემენტაცია, აღნი­შნული საერთაშორისო შეთანხმებების ადაპტირების ჰარმონიზაცია ეროვნულ კანონმდებლობაში საშუალე­ბას მოგვცემს ადვილად მოვახდინოთ ორიენტირება მომავალში ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში. ლიტ. 8.

ავტ.

 

13.4.11. სისტემური მიდგომის გამოყენების საჭიროება საქართველოში საუნივერსიტეტო მეცნიერების, უმაღ­ლესი განათლებისა და ბიზნესის კომპლექსური განვი­თარებისათვის. /. მაჭავარიანი/. კავკასიის უნივერსი­ტეტის სამეცნიერო შრომების კრებული. – 2013. გვ. 7-17. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გაანალიზებულია საქართველოში მეცნიერების, უმაღ­ლესი განათლებისა და ბიზნესისათვის დამახასიათე­ბელი ნაკლოვანებები, გამოწვეული მეცნიერების არა­საკმარისი დაფინანსებით, უნივერსიტეტებში სამეცნი­ერო კვლევებისა და სასწავლო პროცესის სუსტი კავში­რით, ბიზნესის მხრიდან სამეცნიერო პროდუქციით ძალზე დაბალი დაინტერესებით და ქმედითი სახელ­მწიფო პროგრამების არარსებობით. ვითარების თვისო­ბრივად გამოსწორების მიზნით რეკომენდებულია: საუნივერსიტეტო განათლებისა და მეცნიერების განვი­თარების ერთიანი სტრატეგიის შემუშავება, კარგად დაგეგმილიბიზნესის ხელშემწყობი სტრუქტურების” (საინოვაციო და კომპეტენციის ცენტრები, სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკები, ინოვაციური იდეების ბანკები, ბიზნეს-ინკუბატორები და ..), ქსელების გამართვა, რომლებიც ერთმანეთთან დააკავშირებენ მეცნიერების, საუნივერსიტეტო განათლებისა და ბიზ­ნესის ინტერესებს, ხელს შეუწყობენ კვლევებისათვის აუცილებელი სახსრების მოზიდვას, ქვეყნის საინოვა­ციო პოტენციალის ზრდას, ბიზნესის კონკურენტუნა­რიანობის ამაღლებას, უნივერსიტეტებში კვლევაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დამკვიდრებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. სურ. 1, ცხრ. 11, ლიტ. 31.

ავტ.

 

 

 

 

5. ინფორმატიკა

 

13.5.1. არასკალარული ოპტიმიზაციის ამოცანების აპ­როქსიმაციისა და სკალარიზაციის შესახებ. /. მაისუ­რაძე, . სალუქვაძე, . გაბისონია/. . ელიაშვილის მარ­თვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 13-26. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განსაზღვრულია კრიტერიალურ სივრცეში მოცემული ქვესიმრავლის მიახლოებითი ეფექტური წერტილის ცნება. შესწავლილია აღნიშნული სიმრავლის ეფექტურ წერტილთა მიახლოებით ეფექტურ წერტილთა სიმრა­ვლით აპროქსიმაციის საკითხები. გარდა აღნიშნული­სა, განხილულია ეფექტურ წერტილთა სიმრავლის აგე­ბის მეთოდები სტანდარტული ექსტრემალური ამოცა­ნების ამოხსნის საფუძველზე. მიღებულია თეორიული შედეგები, რომლებიც არსებითად ეყრდნობა ავტორე­ბის მიერ ადრე ჩატარებულ გამოკვლევებს არააუცი­ლებლად ამოზნექილ L სიმრავლეთა განცალებადობის შესახებ. ლიტ. 7.

ავტ.

 

13.5.2. მოდელის დადასტურება ერთი კლასის არასტა­ციონარული სისტემების იდენტიფიკაციისას. /. შანში­აშვილი, . სალუქვაძე/. . ელიაშვილის მართვის სის­ტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 27-33. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია წრფივი არასტაციონარული დინამიკუ­რი სისტემების მოდელის დადასტურების საკითხი მე­ორე რიგის სისტემების იდენტიფიკაციის მაგალით­ზე. პარამეტრული იდენტიფიკაციის ამოცანა დასმულია როგორც წრფივი ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებების კოშის ამოცანის გარკვეული აზრით შებრუნებული ამოცანა. ნაჩვენებია, რომ სისტემის შე­სავალი და გამოსავალი ცვლადების შესახებ არსებული ზუსტი ინფორმაციის არსებობისას აგებული მოდელის გამოსავალი სიგნალები ემთხვევა სისტემის გამოსავალ სიგნალებს მათ შესავალებზე ერთი და იგივე სიგნალე­ბის მიწოდებისას. ლიტ. 15.

ავტ.

 

13.5.3. ამონახსნების არაინტერაქტიული შეფასების შესახებ ვექტორული ოპტიმიზაციის ამოცანის ამოხ­სნის იტერაციულ მეთოდში. /. კილასონია/. . ელია­შვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 39-41. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია ვექტორული ოპტიმიზაციის ამოცა­ნის ამოხსნის ახალი მეთოდი. მეთოდი არ არის ინტერ­აქტიული, თუმცა, ამავე დროს იგი ითვალისწინებს ამონახსნის ბიჯობრივ დაზუსტებას, რისთვისაც შემო­ტანილია გარკვეული კოეფიციენტები, რომლებიც სა­შუალებას იძლევა ყოველ იტერაციაზე ალგორითმმა შეაფასოს მიმდინარე შედეგები და მიიღოს გადაწყვე­ტილება, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ამონახსნის ძიების პროცესი. მოცემული მეთოდი გათვალისწინე­ბულია მომხმარებლის გარკვეულ ჯგუფზე. კერძოდ, ისეთი ტიპის მომხმარებელზე, რომლისთვისაც ამა თუ იმ მიზეზით ძნელი იქნება მეთოდთან ინტერაქტიულ რეჟიმში მუშაობა. ლიტ. 4.

ავტ.

 

13.5.4. სავაჭრო ფირმის ოპტიმალური გეგმის გაანგა­რიშება სიმპლექს მეთოდით. /. სიხარულიძე, . მაი­სურაძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტი­ტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 34-38. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სავაჭრო ფირმის ოპტიმალური პროფილის განსაზღვ­რის ამოცანა დაყვანილია წილად-წრფივი პროგრამი­რების ამოცანაზე, რომელიც გარკვეული გარდაქმნე­ბით [2] დაიყვანება წრფივი პროგრამირების ამოცანა­ზე. ამოხსნის ალგორითმი ილუსტრირებულია მარტი­ვი მაგალითით. ლიტ. 2.

 ავტ.

 

13.5.5. მდგრადი განვითარების ინდექსის მარტივი რიცხვითი გათვლები და მისი კორელაცია საზოგადო­ების ცნობიერების ინდექსზე. /. ბუაჩიძე, . გიგინეი­შვილი, . ჭირაქაძე, . ყავლაშვილი, . ხომერიკი, . სიყმაშვილი, . უაირმანი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 49-54. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილული და შემოწმებულია მდგრადი განვითარე­ბის (მგ) ინდექსის ISD-რიცხვითი (რაოდენობრივი) განსაზღვრის უმარტივესი მოდელი და მიღებული მონაცემები შედარებულია მგ-ინდექსებისა და ცოდნა­ზე დამყარებული საზოგადოების (K-საზოგადოების) ინდექსების IKK, ISEC გამოქვეყნებულ მნიშვნელობებ­თან. ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა მაღალი ხარის­ხის თანხვედრა მგ-ინდექსების გამოთვლილ მნიშვნე­ლობებსა და მგ-ინდექსების და K-საზოგადოების ინდექსების გამოქვეყნებულ მნიშვნელობებს შორის, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ორივე (მგ და K-საზოგა­დოების) მიდგომა ადეკვატური და გამოყენებადია ქვეყნებისა და საზოგადოებების მიერ თანამედროვე მსოფლიოში მიღწეეული ფარდობითი პროგრესის რაოდენობრივი შეფასებისთვის და მომავალი განვითა­რების პერსპექტივების დახასიათებისთვის. ცხრ. 2, ლიტ. 9.

ავტ.

 

13.5.6. ხელოვნური მიკროკლიმატის პარამეტრების მართვის კომბინირებული ადაპტური სისტემა. /. გვარამაძე, . ლაბაძე, . ყავლაშვილი, . საანიშვილი, . კიკნაძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინს­ტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 71-74. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ხელოვნური მიკროკლიმატის პარამეტ­რების კონტროლისა და მართვის სისტემების აგების თავისებურებები მიკროკლიმატის პარამეტრების სივრ­ცეში არაერთგვაროვანი განაწილების მქონე ობიექტი­სათვის. ნაჩვენებია ასეთი ობიექტისათვის მართვის ორდონიანი კომბინირებული მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა. მოყვანილია ხელოვნური მიკროკლი­მატის პარამეტრების კონტროლისა და მართვის სისტე­მის ენერგოეფექტური სტრუქტურა, რომელიც საშუა­ლებას იძლევა შევამციროთ მართვის პროცესისათვის აუცილებელი დანახარჯები. სურ. 2, ლიტ. 7.

ავტ.

 

13.5.7. კოდირების CES სტანდარტული სისტემა და ქართული ლინგვისტური კორპუსი. /. ამირეზაშვილი, . სამსონაძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 136-140. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ტექსტური მასივების დასამუშავებლად და მათგან მრა­ვალმხრივი საჭირო ინფორმაციის მისაღებად შეიქმნა სხვადასხვა სახის ლინგვისტური კორპუსები. განსხვა­ვებული ტიპის კორპუსებთან მუშაობის უნიფიკაციი­სათვის, იმისათვის, რომ კორპუსის მონაცემები არ იყოს დამოკიდებული კონკრეტული პროგრამის რეა­ლიზაციაზე და კორპუსთან მუშაობის ინტერფეისზე, მუშავდება ტექსტური კორპუსების ანოტირების სტან­დარტები. ნაშრომში აღწერილია CES სტანდარტის მორფოსინტაქსური მახასიათებლები. სამუშაოს მიზა­ნია კოდირების სტანდარტულ სისტემებზე დაყრდნო­ბით შეიქმნას ქართული ლინგვისტური კორპუსისა­თვის შესაბამისი ანოტირების სისტემა, რომელიც შესა­ძლებლობას მოგვცემს საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით ავღწეროთ ქართულ ენაზე შესრულებუ­ლი ნებისმიერი ელექტრონული ტექსტი. ლიტ. 3.

ავტ.

 

13.5.8. ელექტრონული სახელმწიფოს შესახებ. /. ბახ­ტაძე, . მარგალიტაძე, . გეგეჭკორი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 147-151. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ზოგადად განხილულია ელ-სერვისების ის უმნიშვნე­ლოვანესი კრიტერიუმები, რომელიც აუცილებელია ელექტრონული სახელმწიფოს არსებობისთვის. შემო­თავაზებულია ელექტრონული სახელმწიფოს შექმნი­სას თანმხლები ბარიერების მოხსნის მეთოდები. სურ. 4, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.5.9. ქართული წინადადების როლებრივი სტრუქ­ტურა. /. ჩიკოიძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემე­ბის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 111-117. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ქართული მარტივი წინადადების როლებრივი სტრუქტურის განსაზღვრა. სტრუქტურის მთავარი კომპონენტებია წინადადების ცენტრალური სტრუქტურა (Core) და პერიფერია, რომლებიც, ამავე დროს, დაყოფილიაფენებად” (Layers). მათი თანმიმ­დევრობა ასახავს შესაბამის სემანტიკურ კავშირს, ანუ მათსიახლოვესსტრუქტურის ბირთვთან, რომელსაც ზმნა წარმოადგენს. როლებრივი სტრუქტურის მთავარ ღირსებად (სინტაქსურ სტრუქტურასთან შედარებით) უნდა ჩაითვალოს მისი უფრო მჭიდრო კავშირი შინა­არსთან. სურ. 5, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.5.10. დროის დეიქსისი ქართულში. /. ჩუტკერაშვი­ლი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუ­ტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 131-135. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ენასა და კონტექსტს შორის მიმართების ასახვა ენის სტრუქტურაში ყველაზე უფრო ნათლად დეიქსისის ფენომენის სახით არის წარმოდგენილი. ეს ტერმინი (დეიქსისი) წარმოიქმნა ბერძნული სიტყვიდან, რომე­ლიც ნიშნავს მითითებას ან აღნიშვნას. დეიქსისის ტრა­დიციული კატეგორიებია პირის, ადგილის და დროის კატეგორიები. დროის დეიქსისი შეეხება დროით მო­მენტებსა და მონაკვეთებს იმ დროსთან მიმართებაში, რომელშიც ხდება გამონათქვამის წარმოთქმა (ან როდე­საც იქმნება წერილობითი შეტყობინება). დროს, როდე­საც შეიქმნა გამონათქვამი, ეწოდება კოდირების დრო (coding time or CT), რომელიც შეიძლება განსხვავდებო­დეს მიღების დროისგან (Receiving time or RT). დროის დეიქსისის გრამატიკული ასახვა ჩვეულებრივ ხდება დროის გრამატიკული ზმნიზედებით (მაგ., „ახლაანმერე”; „გუშინ”, „შარშან”, „გაისადდა სხვ.). ლიტ. 4.

ავტ.

 

13.5.11. ღრუბლოვანი გამოთვლების განვითარების პერსპექტივები საგანმანათლებლო სფეროში. /. გეგეჭ­კორი, . ბახტაძე, . ლომინაძე, . არჩუაძე, . ოდილა­ძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 145-147. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ღრუბლოვანი გამოთვლების განვითარე­ბის პერსპექტივები განათლებასა და მეცნიერებაში. ნაჩვენებია ღრუბლოვანი გამოთვლების გამოყენების შესაძლებლობები სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. ლიტ. 4.

ავტ.

13.5.12. საერთაშორისო სტანდარტი EAGLES ქართული ტექსტური კორპუსის ანოტირებისთვის. /. ლორთქიფანიძე, . ჯავაშვილი/. . ელიაშვილის მართ­ვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 118-130. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ტექსტური კორპუსების მთავარი დანიშნულებაა ენის ლექსიკასა და გრამატიკაში სამეცნიერო კვლევების უზრუნველყოფა. კორპუსის ანოტირების შედეგად შესაძლებელია ტექსტის შესახებ ნებისმიერი ტიპის ანალიტიკური ინფორმაციის მიღება. არსებობს მრა­ვალი საერთაშორისო პროექტი, რომელთა მიზანია ენობრივი კორპუსების კოდირებისა და დამუშავების­თვის სტანდარტებისა და ინსტრუქციების ჩამოყალი­ბება. ერთ-ერთი მათგანია სტანდარტი EAGLES (Expert Advisory Group on Language Engineering Standards), რომელიც ლინგვისტური კვლევებისა და ტექნიკური პროგრამის ფარგლებში ევროპული კომისიის ინიცია­ტივით შეიქმნა. მისი მიზანია სტანდარტების წარმოდ­გენა უზარმაზარი ტექსტური რესურსებისთვის, როგო­რიცაა კომპიუტერული ლექსიკონები, ტექსტური და სამეტყველო კორპუსები. ნაშრომში აღწერილია EAGLES სტანდარტის მორფოსინტაქტიკური მახასია­თებლები. მოცემული სტანდარტის მიხედვით განხი­ლუ­ლია ქართული ტექსტური კორპუსის ანოტაციის­თვის საჭირო ქართული მორფოსინტაქტიკური მახა­სიათებლებიც. ლიტ. 7.

ავტ.

 

13.5.13. კონცეპტებზე დაფუძნებული ცოდნის ამოკრეფის მეთოდი შეფასებითი ტექსტებიდან. /. ხაჩიძე, . არჩუაძე, . ბესიაშვილი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – #17. – გვ. 180-184. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ცოდნის ამოღების მეთოდი შეფასებითი ტექსტებდან. აღნიშნული მეთოდი შემუშავებულია ორი მეთოდის სინთეზის საფუძველზე: ცხადი სემან­ტიკური ანალიზი (Explicit Semantic Analysis - ESA) და ანალიტიკური ევრისტიკების მეთოდი. სტა­ტიაში განი­ხი­ლება კონცეპტების (მისი ატრიბუტების) აღწერის და ცნების გამოთვლის ახალი და უფრო მოხერ­ხებული მეთოდი. ეს მეთოდი აღწერს კონცეპ­ტებს უფრო კომ­პაქტურად და სემანტიკურად უფრო ზუსტად. მისი გამოყენება შესაძლებელია ცოდნის ბაზის ფორმირების პროცესში. ცხრ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.5.14. სიმსივნურ დაავადებათა მიკროკალორიმეტ­რული დიაგნოსტიკის მხარდამჭერი საინფორმაციო სისტემის ლოგიკური სქემა. /. ხაჩიძე, . ხაჩიძე, . ხა­ჩიძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუ­ტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 185-190. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განიხილება სამედიცინო საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების ძირითადი სტრუქტურა. სტრუქტუ­რის ყოველი ლოგიკური ელემენტისათვის შექმნილია შესაბამისი პროგრამული მოდული, რომელიც უზრუნ­ველყოფს: პაციენტის კლინიკური მონაცემების შეგრო­ვებას (მიკროკალორიმეტრიული ანალიზის შედეგად მიღებული ანალიზის ჩათვლით); პაციენტის მონაცემე­ბის ანალიზს სიმსივნური დაავადების დიაგნოსტიკის თვალსაზრისით. დიაგნოსტიკა ეფუძნება ორ მეთოდსსიმსივნურ დაავადებათა დიაგნოსტიკის ახალ მიკ­როკალორიმეტრიულ მეთოდს და ცოდნის წარმოდგე­ნის ანალიტიკური ევრისტიკების მეთოდს. სურ. 3, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.5.15. მატრიცული ცალმხრივი ფუნქციის ანალიზი და ფუნქციის იმპლემენტაციის ორი ვარიანტი. /. მეგრელიშვილი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 198-202. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მატრიცული ცალმხრივი ფუნქციის გან­ხორციელების ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი არის კრიპტოგრაფიის ბუნებრივი განვითარება და უკავშირ­დება ახალი ტროპიკული არითმეტიკული ოპერაციე­ბის გამოყენებას კრიპტოგრაფიაში. მიღებულ შედეგს შეიძლება ეწოდოსტროპიკული კრიპტოგრაფია". ამა­ვე დროს, მიუხედავად მისი საკუთრივ ალგებრული მნიშვნელობისა, აღნიშნული გამოყენებით ადგილი აქვს ახალი თვისებების მქონე მულტიპლიცაციური ჯგუფების გენერაციის საჭიროებას, რაც ახალ ტროპი­კულ ოპერაციებზე არის დაფუძნებული. ამიტომ, მისი მიღება და დანერგვა ასოცირდება მის ანალიზსა და აღიარებასთან. მეორე ვარიანტი არის წლების განმავ­ლობაში მატრიცული ცალმხრივი ფუნქციის შესწავლი­სა და მისი მრავალმხრივი ანალიზის შედეგი და დაკავ­შირებულია ხარისხოვანი ფუნქციის გამოყენებასთან დროის გარკვეული ინტერვალის განმავლობაში (მხედ­ველობაშია ხარისხოვანი ცალმხრივი ფუნქცია, რომე­ლიც დიფიმ და ჰელმანმა აიღეს რიცხვთა თეორიიდან და გამოიყენეს თავისი პირველი ასიმეტრიული ალგო­რითმის შესაქმნელად). აღსანიშნავია, რომ ხარისხოვა­ნი ცალმხრივი ფუნქციის ეს გამოყენება არ გამოიწვევს სისწრაფის სავარაუდო დაკარგვას დროის აღნიშნულ ინტერვალში, როდესაც მატრიცული ცალმხრივი ფუნ­ქციის საშუალებით, ღია არხში, განხორციელდება გასა­ღების გაცვლის ალგორითმი ან სხვა ქმედება. ლიტ. 9.

ავტ.

 

13.5.16. გამოცნობის ლოგიკური მეთოდებისთვის გან­კუთვნილი რაოდენობრივი ნიშნების ბინარიზაციის სა­კითხისათვის. /. მიქელაძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. –
# 17. –
გვ. 152-156. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია რაოდენობრივი ნიშნების ბინარიზა­ციის ალგორითმი გამოცნობის ლოგიკური მეთოდები­სათვის. ამ ალგორითმში გამოიყენება ინფორმატიუ­ლობის ევრისტიული კრიტერიუმი, რაც საშუალებას იძლევა რთული ოპტიმიზაციური ამოცანის ამოხსნის გარეშე მივიღოთ ნიშან-თვისებების მნიშვნელობათა სიმრავლის დაყოფა ინფორმატიულ ინტერვალებად. სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

13.5.17. სამედიცინო დიაგნოსტირების არაფორმალი­ზებული ამოცანის გადაწყვეტა კუჭის გასტრიტის კლა­სის დაავადებათა მაგალითზე. /. რაძიევსკი, . მიქე­ლაძე, . ჯალიაბოვა, . რაძიევსკი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 157-162. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განიხილება გასტრიტის კლასის კუჭის დაავადებების კომპიუტერული დიაგნოსტირების ამოცანა დაავადე­ბათა შესახებ ცოდნის საფუძველზე. ეს ცოდნა შეიცავს დაავადებული ორგანიზმის კომპონენტების შესაძლო დარღვევათა აღწერებს, აგრეთვე, ინფორმაციას სიმპ­ტომებსა და მათ მიზეზებს შორის არსებული ურთიერ­თკავშირების შესახებ. ხორციელდება დაავადებული ორგანიზმის დარღვევათა მიზეზობრივი ანალიზი, რომლის საფუძველზე ხორციელდება საბოლოო დიაგ­ნოზის დასმა. სურ. 3, ლიტ. 7.

ავტ.

 

13.5.18. სიტუაციათა კლასების განზოგადებული აღ­წერა და შესაძლო გადაწყვეტილებათა სიმრავლის გა­ფართოება რთული სისტემების მართვისას. /. რაძიე­ვსკი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუ­ტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 163-168. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განიხილება გადაწყვეტილების მიღების ამოცანა რთუ­ლი სისტემების მართვისას. ნაჩვენებია, რომ ამ ამოცა­ნის ამოხსნა ვერ ხერხდება ზუსტი მათემატიკური მე­თოდების ან გადარჩევის სხვადასხვა მეთოდების გამო­ყენებით. სამუშაოში ამ ამოცანის ამოსახსნელად გამოი­ყენება სახეთა გამოცნობის და ცოდნის პროდუქციული მოდელები. აგრეთვე, განიხილება მართვის ობიექტის მდგომარეობათა სიმრავლისა და მართვის სისტემის მეშვეობით წარმოქმნილი შესაძლო გადაწყვეტილება­თა სიმრავლეებს შორის თანაფარდობა. ნაჩვენებია, რომ თანაფარდობა ამ ორ სიმრავლეს შორის უნდა იყოს მოყვანილი ეშბის აუცილებელი სხვადასხვაობის კანონთან შესაბამისობაში. შემოთავაზებულია ამ ამო­ცანის ამოხსნის მეთოდები და შესაბამისი რეკომენდა­ციები. ცხრ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

13.5.19. ცოდნის პროდუქციული მოდელები სამედი­ცინო დიაგნოსტირების და პროგნოზირების ამოცანებ­ში. /. რაძიევსკი, . რაძიევსკი/. . ელიაშვილის მარ­თვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 169-174. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია, რომ დიაგნოსტირების და პროგნოზირების პროცესების მოდელები, რომლებიც ეყრდნობა ბიჰევი­ორისტული ფსიქოლოგიის პრინციპებს, არის არასაკმა­რისად ეფექტური. შემოთავაზებულია სამედიცინო დიაგნოსტირების და პროგნოზირების პროცესების მოდელი, დაფუძნებული შესაბამისი პრობლემური არის ცოდნაზე. ცოდნის წარმოსადგენად გამოიყენება დეტერმინირებული, ალბათური და არამკაფიო პრო­დუქციის მოდელები. ლიტ. 9.

ავტ.

 

13.5.20. ნანოელექტრონიკის მოლეკულური გადამრთ­ველების შესახებ. /. სურგულაძე/. . ელიაშვილის მარ­თვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 141-144. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღწერილია ერთ-ერთი ექსპერიმენტი მომავლის კომ­პიუტერული მოწყობილობების საელემენტო ბაზის შესაქმნელად. წარმოდგენილია ნანოელექტრონული სქემების მოდელირების პრობლემები. მითითებულია მოლეკულური ელექტრონიკის ელემენტების მოდელი­რებისას სუპერკომპიუტერების გამოყენების აუცილებ­ლობის ფაქტორებზე. სურ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

13.5.21. შეზღუდული რიგის სიგრძის და დროის ლო­დინის მქონე რამდენიმე სერვერის შემადგენლობის კომპიუტერული ქსელის მოდელი. /. ჭუმბურიძე, . ოდიშარია, . ხოშტარია, . ხოშტარია/. საჰაერო ტრან­სპორტი. – 2013. – # 1(8). – გვ. 46-53. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია შეზღუდული რიგის სიგრძის და შეზღუ­დული დროის ლოდინის მქონე რამდენიმე სერვერის შემადგენლობის კომპიუტერული ქსელის მოდელის აღწერის მათემატიკური გამოსახულებები, რომლებიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს მაღალი საიმედო­ბის (მტყუნებამედეგი) და მწარმოებლური კომპიუტე­რული ქსელების სტრუქტურა. ლიტ. 4.

ავტ.

 

13.5.22. კომპიუტერული ქსელების ცალკეული მოთ­ხოვნების მომსახურების რეჟიმში ფუნქციონირება. /. ჭუმბურიძე, . ოდიშარია, . ხოშტარია/. საჰაერო ტრან­სპორტი. – 2013. – # 1(8). – გვ. 54-63. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია ანალიზური მოდელები, რომლებიც განკუთვნილია კომპიუტერული ქსელების (კქ) ცალკე­ული მოთხოვნების მომსახურების რეჟიმში ფუნქცი­ონირების ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლების შესაფასებლად. შექმნილ თემაზე მიღებულია ორიგინა­ლური თანაფარდობები, რომლებიც წარმატებით შეიძ­ლება გამოყენებულ იქნას პროექტირების პროცესში კქ სტრუქტურის აგების უკეთესი ვარიანტის ამოსარჩე­ვად ტექნიკურად რეალიზებადი რამდენიმე ვარიანტი­დან, აგრეთვე ექსპლუატაციის პროცესში მისი რაციო­ნალურად ორგანიზაციისათვის. ლიტ. 4.

ავტ.

 

13.5.23. საინფორმაციო პროცესების მართვა, როგორც თანამედროვე კორპორაციის ეკონომიკური უსაფრთ­ხოების საჭირო პირობა. /. ტეპლინსკი, . ნოვაკი/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2013. – # 1(8). – გვ. 70-77. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია საინფორმაციო პროცესების მართვის ზო­გიერთი ასპექტის კვლევის შედეგები, რომლებიც დაკავშირებულია მაჩვენებლების დაბალანსებული სისტემის საფუძველზე საინფორმაციო გარემოს დას­ტრუქტურებასთან და კვლევის ამ მეთოდოლოგიის გამოყენებაზე თანამედროვე კორპორაციის უსაფრთხო­ების კომპლექსური სისტემის ფორმირებისათვის. ლიტ. 5.

ავტ.

 

13.5.24. მასობრივი მომსახურების ცენტრების მათემა­ტიკური მოდელირებისათვის. /. ახობაძე, . კურცხა­ლია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადე­მიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 2. – გვ. 66-70. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ნაშრომში სასამართლოების ფუნქციონირების პროცე­სის მათემატიკური მოდელი განხილულია როგორც მასობრივი მომსახურების სამფაზიანი სისტემა. პირვე­ლი ფაზა (ქვესისტემა) ასახავს მოსამართლის საქმიანო­ბის სპეციფიკას. მეორე, ბიუჯეტიდან თანხების გამო­ყო­ფას, ხოლო მესამე - სასამართლო დარბაზების დატ­ვირთულობას. აღნიშნული პროცესის შესაბამისი მათე­მატიკური მოდელი წარმოადგენს დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებათა სისტემებს. ნაშრომში მათემატიკური მოდელის (ორცვლადიანი ერთგვარო­ვანი ინტეგრალური განტოლების) ამონახსნი მოძებნი­ლია მწკრივის სახით, რაც საშუალებას იძლევა ინფორ­მატიკის თანამედროვე ტექნიკური მიღწევებისა და პროგრამული სისტემების საშუალებით მოვახდინოთ იდენტიფიკაცია რეალურ პროცესსა და შესაბამის მა­თემატიკურ მოდელს შორის, რითაც შეიძლება მოვახ­დინოთ სასამართლოს ფუნქციონირების იმიტაცია მისი შემდგომი ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ლიტ. 4.

ავტ.

 

13.5.25. არალოკალური სასაზღვრო ამოცანებისთვის ერთი ოპტიმალური მართვის ამოცანის შესახებ. /. დევაძე, . დუმბაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 2. – გვ. 71-74. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია ოპტიმალური მართვის ამოცანები პირ­ველი რიგის კვაზიწრფივი დიფერენციალური განტო­ლებებისთვის სიბრტყეზე არალოკალური სასაზღვრო პირობების შემთხვევაში. კვაზიწრფივი დიფერენცია­ლური განტოლებისთვის დამტკიცებულია თეორემა ამონახსნის არსებობისა და ერთადერთობის შესახებ, მიღებულია ოპტიმალობის აუცილებელი პირობები მაქსიმუმის პრინციპის სახით, წრფივი ოპტიმალური მართვის ამოცანისთვის მიღებულია ოპტიმალობის აუცილებელი და საკმარისი პირობები. ლიტ. 13.

ავტ.

 

13.5.26. არალოკალური ამოცანისათვის ერთი ოპტიმა­ლური მართვის ამოცანის ამოხსნის ალგორითმი. /. დევაძე, . ბერიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვ­ნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 44-48. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია ბიწაძე-სამარსკის არალოკალური სასაზ­ღვრო ამოცანა, რომლისთვისაც დასმულია ოპტიმალუ­რი მართვის ამოცანა. მოყვანილია თეორემები ოპტიმა­ლობის აუცილებელი და საკმარისი პირობების და შეუღლებული განტოლების ამონახსნის არსებობისა და ერთადერთობის შესახებ. არალოკალური სასაზღ­ვრო ამოცანის და შეუღლებული ამოცანის ამოხსნისა­თვის გამოყენებულია არალოკალური სასაზღვრო ამო­ცანის დირიხლეს ამოცანების მიმდევრობაზე დაყვანის ალგორითმი. წარმოდგენილია ოპტიმალური მართვის ამოცანის ამოხსნის ალგორითმი და რიცხვითი რეალი­ზაცია Mathcad-ის საშუალებით. რიცხვითი შედეგები წარმოდგენილია გრაფიკული სახით. სურ. 2, ლიტ. 16.

ავტ.

 

13.5.27. ბიბლიომეტრული ინდექსების უნიფიკაცია სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასებისათვის მეზო- და მიკროდონეზე. /. ჩობანიანი, . მახვილაძე, . შატბერაშვილი, . წოწკოლაური/. GEN. – 2013. -# 3. – გვ.28-30. – ინგლ.; რეზ.: რუს.

შემოთავაზებულია ციტირების ეფექტიანი ინდივიდუ­ალური ინდექსების ცნება. მოცემულია შემოტანილი ეფექტიანი ინდექსების შედარება ციტირების ტრადი­ციულ ინდექსებთან. დასაბუთებულია ეფექტიანი ინ­დექსების გამოყენების მიზანშეწონილობა კვლევითი საქმიანობის შედარებისას მეცნიერების სხვადასხვა დარგებისათვის. ცხრ. 1, ლიტ. 6.

 ავტ.

 

13.5.28. MIMO სისტემებში სივრცით-დროითი კოდი­რება. /. კვირკველია, . ბერიძე/. GEN. – 2013. – # 4. – გვ. 26-29. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

სტატიაში პროგრამა MatLab-ით შეფასებულია მრავალ მიმღებ-გადამცემიანი არხები სივრცით-დროითი კო­დირებით, Wimax-სტანდარტის ქსელის მოდელისა­თვის, BPSK, QPSK, QAM16, 64, 128, 256-ტიპის მოდუ­ლაციებისათვის. მიღებულია სპექტრული ეფექტუ­რობის და ფრეიმების შეცდომების მნიშვნელობები. ნაჩვენებია რომ მაღალი SNR-ის მქონე არხისათვის ყველაზე ეფექტურია QAM მოდულაციის გამოყენება. ცხრ. 3, სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.5.29. უკონტაქტო (რადიოსიხშირული) იდენტიფი­ცირების განვითარება, თავისებურებანი და პერსპექ­ტივები. /. დათუკიშვილი/. კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული. – 2013. – გვ. 96-100. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

აღწერილია უკონტაქტო (რადიოსიხშირულ) იდენტი­ფიცირების (RFID) ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე მეტად აკმაოფილებს ავტომატიზებულ მართვის სის­ტემებს (მოძრავი ნივთებისათვის), სადაც მოითხოვება ობიექტების ამოცნობა და რეგისტრაცია რეალური დროის მასშტაბში. აღნიშნულია, რომ RFID წარმატე­ბით უწევს კონკურენციას ბარკოდურ სისტემას, მათ შორის ფასითაც. RFID გვაძლევს საშუალებას მოვახდი­ნოთ იდენტიფიცირება მაშინაც, როცა არ არის ნივთი თვალთახედვის არეალში. სტატიაში განხილულია ორი უკონტაქტო იდენტიფიცირების მახასიათებლების შედარება. ლიტ. 3.

ავტ.

 

6. სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

13. 6.1. ლოგიკური განპირობებულობის სპეციფიკა. /. ორმოცაძე/. გონი. – 2014. – # 1. – გვ. 152-154. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ლოგიკური განპირობებულობა დეტერმინაციის სახეა. იგი იდეალურია, აბსტრაქტული სფეროს კუთვნილე­ბაა, ლოგიკური პროცესია, რომლითაც აზროვნების ლოგიკური კავშირებისა და მიმართებების საფუძველ­ზე ერთნიშნად განისაზღვრება შედეგი. ლოგიკური აუცილებლობა კატეგორიული ხასიათისაა. მას არ აქვს ხარისხები, ამდენად იგი აბსოლუტური აუცილებლო­ბაა. რეალურ სინამდვილეში კი არ არსებობს არც აბსო­ლუტური აუცილებლობა და არც აბსოლუტური შემთ­ხვევითობა. რეალური აუცილებლობა ფარდობითი აუცილებლობაა. ლიტ. 3.

ავტ.

 

 

 

. საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

 

1. მათემატიკა. მექანიკა. ფიზიკა. კიბერნეტიკა

 

13.1.1. კედლისპირა ზონაში ტურბულენტური დინე­ბის ზოგიერთი საკითხის შესახებ. /. მაგრაქველიძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 81-88. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია კედლის მახლობელ ზონაში ტურბულე­ნტური დინების ზოგიერთი პრობლემატური საკითხი. გამოთქმულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ტურბუ­ლენტური პულსაციების აღსაწერად შეიძლება გამოყე­ნებულ იქნეს . გიფსის ცნობილი განაწილება მოდი­ფიცირებული სახით. ამის საფუძველზე მიღებულია ტურბულენტურ ნაკადში განივი პულსაციების საან­გარიშო ფორმულა, სადაც არის დინამიური სიჩქარე - უგანზომილებო მანძილი კედლიდან. მიღებული ფორ­მულა კარგ თანხვედრაშია . ლაუფერის ექსპერიმენ­ტულ მონაცემებთან. შემოთავაზებულია სიჩქარეთა გა­ნაწილების ერთიანი ფორმულა, რომელიც სამართლია­ნია როგორც ბლანტი და ბუფერული შრეების, ისე ტურბულენტური ბირთვისათვის. სურ. 3, ლიტ. 13.

ავტ.

 

13.1.2. მოძრავი მექანიზმების რხევების ანალიზი და მათი გამოყენება. /. ტროყაშვილი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 20-21. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ძრავის მუშაობის პროცესში მისი ხმაუ­რის სიხშირული მახასიათებელი. ნაჩვენებია ხმაურის ძირითადი სიგნალის გამოყოფის სქემა. გამოკვლევა ჩატარებულია მუდმივი დენის რედუქტორიანი ძრავის მაგალითზე. ნაჩვენებია, რომ ძრავის ხმაურიდან შესაძლებელია ძირითადი სიხშირის, (ბრუნთა რიცხ­ვის) f-ისა და შეცდომის სიგნალისf-ის განსაზღვრა. მიღებული შედეგები შესაძლებელია გამოვიყენოთ დი­აგნოსტიკაში, ძრავებისა და გენერატორების მართვაში. სურ. 5, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.1.3. აქტიური ზოლოვანი ფილტრების გადაწყობა რეზონანსულ სიხშირეზე. /. ტროყაშვილი, . ურუშა­ძე, . შენგელია/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 98-100. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია დაბალი სიხშირის რთული სიგნალის დაშლა შემადგენელ ნაწილებად. მაგალითის სახით ნაჩვენებია სქემა, რომელიც აგებულია აქტიური ზო­ლოვანი ფილტრის გამოყენებით. ამ სქემის გამოყენე­ბით შესაძლებელია ძირითადი სიგნალის გამოყოფა. ძირითადი სიგნალის სიხშირე შესაძლებელია იცვლე­ბოდეს გარკვეულ დიაპაზონში. ნაჩვენებია ფილტრის გადაწყობის სქემა რეზონანსული სიხშირის ცვლილე­ბისას. სურ. 4, ლიტ. 3.

ავტ.

13.1.4. მოცემულ სამკუთხედში ჩახაზული მინიმალუ­რი პერიმეტრის მქონე სამკუთხედის პარამეტრების დადგენა. /. წულეისკირი, . ასათიანი, . ქისიშვი­ლი/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 27–31. – ქართ.; რეზ.: ქართ.

საკითხის გადაწყვეტისათვის გამოყენებულია უნგრე­ლი მათემატიკოსის ლიპოტ ფეიერის მიერ დამტკიცე­ბული თეორემა მოცემული სამკუთხედის ორთოცენტ­რული სამკუთხედის შესახებ. ეს თეორემა გვაძლევს უფლებას გამოვიტანოთ დასკვნა, რომ მოცემულ სამ­კუთხედში ჩახაზული ყველა სამკუთხედიდან უმცი­რესი პერიმეტრი ექნება მის ორთოცენტრულ სამკუთ­ხედს, ანუ მისი სიმაღლეების ფუძეების შემაერთებელ სამკუთხედს. სურ. 6, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.1.5. წერტილის მობრუნება სიბრტყეზე ნებისმიერი წერტილის გარშემო. /. მასპინძელაშვილი, . ყირმე­ლაშვილი/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29) – გვ. 65–71. – ქართ.; რეზ.: ქართ.

განხილულია სიბრტყეზე რაიმე წერტილის გარშემო ნებისმიერი წერტილის ბრუნვა. მობრუნებები განხი­ლულია როგორც კოორდინატთა სათავის, ისე განსხვა­ვებულ წერტილთა გარემოში. დადგენილია მობრუნე­ბათა შესაბამისი კუთხეებისათვის წერტილთა კოორ­დინატები. ამ შემთხვევებში შემოთავაზებულ წერტი­ლთა მდებარეობების დადგენას გარკვეული გამოყენება შეიძლება ჰქონდ სამშენებლო საქმეში, გეოდეზიის, ანალიზური და მხაზველობითი გეომეტრიის და სხვა პრაქტიკული ამოცანების ამოხსნაში. სურ. 5, ლიტ. 2.

ავტ.

 

13.1.6. საკუთარი წონის მოქმედებით გაჭიმული და განივი მიმართულებებით წარმოქმნილი მოცულობი­თი ძალებით შეკუმშული სხეულის დაძაბულ-დეფორ­მირებული მდგომარეობა. /. ბერიშვილი, . გიორგო­ბიანი, . ჯავახიშვილი/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 129-132. – ქართ.; რეზ.: ქართ.

განხილულია დეფორმადი სხეულის დაძაბულ-დეფო­რმირებული მდგომარეობის განსაზღვრა. ანალოგიური ამოცანის კლასიკური კონცეპციისაგან განსხვავებით მხედველობაშია მიღებული დატვირთვის განივი მიმა­რთულებით წარმოქმნილი მოცულობითი ძალები. გან­სახილველი ამოცანის შესაბამისი ამონახსნი სავსებით აკმაყოფილებს როგორც დრეკადობის თეორიის ძირი­თად განტოლებებს, ისე სხეულის დამაგრების შესაბა­მის სასაზღვრო პირობებს. სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.1.7. პერიოდულ ფუნქციათა ზოგიერთი თვისებე­ბის შესახებ. /ს. ნ. ბლიაძე, ს. ს. ბლიაძე/. საჰაერო ტრან­სპორტი. – 2014. – # 1(9). – გვ. 19-25. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია მეთოდიკა, რომლის გამოყენებით შე­საძლებელია მარტივად და სრულყოფილად ფუნქციის გამოკვლევა პერიოდულობაზე და პერიოდულობის დადგენა. სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.1.8. ვინერის პროცესები ბანახის სივრცეში. /. მამ­ფორია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკა­დემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 2. – გვ. 5-14. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია ვინერის პროცესები ბანახის სეპარაბელურ სივრცეში (განზოგადებული ვინერის პროცესები, სუსტი აზ­რით ვინერის პროცესები, ვინერის პროცესები ჩვეულებრივი აზრით) და მიღებულია მათი წარმოდგენები დამოუკი­დებელი (სუსტად დამოუკიდებელი), ერთნაირად განაწი­ლებული, გაუსის შემთხვევითი ელემენტებისაგან შედ­გენილ მწკრივთა ჯამების მეშვეობით. ლიტ. 6.

ავტ.

 

13.1.9. შეზღუდვების მქონე წერტილოვანი მუხტების წონასწორობები. /. ხიმშიაშვილი/. საქართველოს მეც­ნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 2. – გვ. 15-20. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია მაქსველის ცნობილი ჰიპოთეზის ანალო­გები კვადრატული შეზღუდვების მქონე წერტილოვანი მუხტების შემთხვევაში. დეტალურად განხილულია ორი ტიპის შეზღუდვები: წერტილოვანი მუხტები სახ­სრული მრავალკუთხედის წვეროებში და წერტილოვა­ნი მუხტები წრეწირზე. დადგენილია, რომ ამ შემთხვე­ვებში კულონის პოტენციალი განსაზღვრავს მორსის ფუნქციას კონფიგურაციულ სივრცეზე და მოყვანილია რამდენიმე შედეგი ამ ფუნქციის კრიტიკულ წერტილ­თა რაოდენობის და მორსის ინდექსების შესახებ. საკმა­ოდ დეტალური შედეგები მიღებულია იმ შემთხვევაში, როდესაც მუხტების რაოდენობა არ აღემატება ოთხს. კერძოდ, ნაჩვენებია, რომ სახსრული ოთხკუთხედის­თვის წონასწორობების რაოდენობა არ აღემატება რვას და ასეთი ოთხკუთხედის ნებისმიერი ამოზნექილი კონფიგურაცია მიიღება როგორც მისი დამუხტული წვეროების წონასწორობა. ანალოგიური შედეგი მიღე­ბულია სამი მუხტისთვის წრეწირზე. ლიტ. 9.

ავტ.

13.1.10. ბანახის სივრცეში ევოლუციური განტოლები­სათვის კრანკ-ნიკოლსონის ნახევრადდისკრეტული სქემის კრებადობის შესახებ. /. როგავა, . გულუა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 2. – გვ. 21-32. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ბანახის სივრცეში განხილულია კოშის ამოცანა ევო­ლუციური განტოლებისთვის წრფივი, შემოუსაზღვრე­ლი, ჩაკეტილი A ოპერატორით. ამ ამოცანის მიახლოე­ბით ამონახსნს ვპოულობთ კრანკ-ნიკოლსონის ნახევ­რად­დისკრეტული სქემის საშუალებით. მტკიცდება, რომ თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ) A ოპე­რატორის სპექტრი შედის მარჯვენა ნახევარსიბრტყეში მოთავსებულ სიმეტრიულ სექტორში, რომლის გაშლის კუთხე ნაკლებია π -ზე; ) ნებისმიერისთვის (z ≠0), რო­მელიც არ ეკუთვნის ამ სექტორს, A ოპერატორის რე­ზოლვენტა არ აღემატება c/z; ) საწყისი ამოცანის ამო­ნახსნს გააჩნია მეორე რიგის უწყვეტი წარმოებული, რომელიც აკმაყოფილებს ლიფშიცის პირობას. მაშინ მიახლოებითი ამონახსნის ცდომილება არ აღემატება , სადაც π არის ბადის ბიჯი, ε0 და ε1 შე­საბამისად წარმოადგენენ საწყისი ვექტორისა და განტოლების მარჯვენა მხარის შეშფოთებებს. ლიტ. 16.

ავტ.

 

13.1.11. ჩანდრასექჰარაია-ცოუს თერმოდრეკადობის არაკლასიკური თეორიის ფარგლებში პრიზმული გარ­სების იერარქიული მოდელების შესახებ. /. ავალიშვი­ლი, . ავალიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 2. – გვ. 33-44. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია ჩანდრასექჰარაია-ცოუს დინამიკური არაკლასიკური მოდელი თერმოდრეკადი პრიზმული გარსებისათვის. ვარიაციული მიდგომის გამოყენებით სამგანზომილებიანი დინამიკური მოდელის შესაბამი­სი საწყის-სასაზღვრო ამოცანა გამოკვლეულია სათანა­დო ვექტორული მნიშვნელობების მქონე განაწილებე­ბის სივრცეებში. თერმოდრეკადი პრიზმული გარსისა­თვის, რომლის ზედა და ქვედა ზედაპირებზე მოცემუ­ლია ძაბვები და სითბოს ნაკადის მდგენელი ნორმალის გასწვრივ, აგებულია ორგანზომილებიან მოდელთა იერარქია. იერარქიის მოდელების შესაბამისი ორგან­ზომილებიანი საწყის-სასაზღვრო ამოცანები გამოკვ­ლეულია სათანადო ფუნქციონალურ სივრცეებში. დამ­ტკიცებულია რედუცირებული ორგანზომილებიანი ამოცანების ამონახსნების საშუალებით აგებულ სამი სივრცითი ცვლადის მიახლოებითი ამონახსნების მიმ­დევრობის კრებადობა საწყისი სამგანზომილებიანი ამოცანის ზუსტი ამონახსნისაკენ და სათანადო რეგუ­ლარობის პირობებში შეფასებულია კრებადობის რიგი. ლიტ. 15.

ავტ.

 

13.1.12. მკაცრი თეორიული არგუმენტები ლემბის წა­ნაცვლების დასათრგუნავად. /. ხელაშვილი, . ხაჩი­ძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემი­ის მოამბე. – 2013. – . 7. – # 2. – გვ. 45-49. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ნაშრომის ძირითადი მიზანია გამოააშკარაოს ფარული სიმეტრიის როლი დირაკ-კულონის ამოცანაში და აჩვე­ნოს სპექტრის მიღების ალგებრული შესაძლებლობა. ნაჩვენებია, რომ დირაკის ჰამილტონიანის ინვარიან­ტულობა გარკვეული სახის ვიტენის სუპერალგებრის მიმართ გამოკვეთს მხოლოდ კულონურ პოტენციალს. აქედან გამომდინარეობს, რომ კულონის პოტენციალზე არსებული ტრადიციული შეხედულება უნდა შეიცვა­ლოს N=2 სუპერსიმეტრიის კონტექსტში. ლიტ. 9.

ავტ.

 

13.1.13. საცდელი ნაწილაკის კლასიკური მოძრაობა ბონორის სივრცე-დროში ლირას მრავალსახეობაზე. /. იავარი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკა­დემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 2. – გვ. 50-49. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია ვაკუუმური ველის განტოლებების ზუს­ტი ამონახსნი სივრცე-დროში უმასო სკალარული ვე­ლის თანდასწრებით ლირას მრავალსახეობაზე. გამოკ­ვლეულია აგრეთვე საცდელი ნაწილაკის მოძრაობა ამ სივრცე-დროში ჰამილტონ-იაკობის მეთოდის გამოყე­ნებით. ლიტ. 13.

ავტ.

 

13.1.14. პონსელეს პორიზმი ბიკვადრატული წირების­თვის. /. ხიმშიაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 5-10. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია პონსელეს პორიზმი ბიკვადრატული წი­რებისთვის და მოყვანილია ამ პორიზმის ანალოგები სახსრული ოთხკუთხედის დარბუს გარდაქმნის შემთ­ხვევაში და სიმის განტოლების მახასიათებელი ბილი­არდის შემთხვევაში. ლიტ. 7.

ავტ.

 

13.1.15. ტრიგონომეტრიული პოლინომებით აპროქსი­მაცია გრანდ ლებეგის წონიანი სივრცის ქვესივრცეში. /. დანელია, . კოკილაშვილი/. საქართველოს მეცნიე­რებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. –2013.–ტ.7.– # 1. – გვ. 11-15. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

წარმოდგენილია ტრიგონომეტრიული პოლინომებით აპროქსიმაციის პირდაპირი და შებრუნებული თეორე­მები  სივრცის ჩაკეტვაში გრანდ ლებეგის წონიანი სივრცის ნორმით. დადგენილია ფურიეს ტრი­გონომეტრიული მწკრივების შეჯამებადობის საშუა­ლოებით აღნიშნული ქვესივრცის ფუნქციებიდან ნორ­მით გადახრის ნულისკენ მისწრაფების რიგი. ლიტ. 7.

ავტ.

 

13.1.16. ნილპოტენტური და თავისუფალი ლის ალგე­ბრების მესერული იზომორფიზმები. /. ლაშხი/. საქარ­თველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 16-20. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია ნილპოტენტური და თავისუფალი ლის ალგებრების მესერული იზომორფიზმები. აღნიშნავს კომუტატურ მთელობის არეს ერთეულით. L ლის ალ­გებრა K . L(L) აღნიშნავს L-ის ქვეალგებრათა მესერს. თუ M და M1 წრფივი ალგებრებია, შესაბამისად K და K1, რგოლებზე, ხოლო  რგოლური იზომორ­ფიზ­მია, მაშინ  ბიექციას ეწოდება σ - ნახევრად­წრფივი კვაზიიზომორფიზმი, თუ , , ნაშრომში დამტკიცებულია, რომ თუ L და L1 ორი კლასის ნილპოტენტური ლის ალგებრებია გრეხ­ვის გარეშე ან თავისუფალი პოლინილპოტენტური ლის ალგებრებია ან თავისუფალი ლის ალგებრებია, მაშინ ყოველი მესერული იზომორფიზმი იწვევს მათ ნახევრადწრფივ იზომორფიზმს. მოყვანილია შესაბამი­სი მაგალითები, რომლებიც იძლევიან პასუხს თეორე­მებთან დაკავშირებულ ბუნებრივ შეკითხვებზე. ლიტ. 13.

ავტ.

 

13.1.17. მოკვეთილი ექსპონენციალური განაწილების მაქსიმალური დასაჯერობის შეფასების შესახებ. /. ლომინაშვილი, . ფაცაცია/. საქართველოს მეცნიერება­თა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 21-24. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია მოკვეთილი ექსპონენციალური განაწი­ლების პარამეტრების შეფასების ამოცანა მაქსიმალური დასაჯერობის მეთოდის გამოყენებით. ნაჩვენებია მოკ­ვეთილი ექსპონენციალური განაწილების შესაბამისი დასაჯერობის განტოლების ამოხსნის არსებობა და ერთადერთობა, რომელიც წარმოადგენს შესაფასებელი პარამეტრის ძალდებულ და ასიმპტოტურად ეფექტურ შეფასებას. ლიტ. 4.

ავტ.

 

13.1.18. ლანთანის სტექიომეტრიული დიჰიდრიდისანომალურისითბოტევადობა. /. ნამორაძე, . რატი­შვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკა­დემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 25-32. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

მოყვანილია ლანთანის დიჰიდრიდის სითბოტევადო­ბის გამოთვლების შედეგები, რომლებიც ჩატარებულ იქნა ორი სავარაუდო მოდელის ფარგლებში. ექსპერი­მენტულ მონაცემებთან შედარების გზით გამოვლენი­ლია უფრო პერსპექტიული მოდელი. ის გულისხმობს ტემპერატურის ზრდასთან ერთად წყალბადის ცალკე­ული ატომების გადასვლასენერგეტიკულად ხელსაყ­რელიტეტრაედრული კვანძთაშორისი პოზიციები­დან ნაკლებად ხელსაყრელ ოქტაპოზიციებში. ხაზგას­მულია, რომ LaH2+c ნაერთებში ოქტაწყალბადების ქვე­სისტემაში არსებული ნაწილაკთაშორისი ურთიერთქ­მედება ხელს უწყობს მათი გაზრდილი კონცენტრაცი­ის სტაბილიზაციას. ლანთანის დიჰიდრიდის სითბო­ტევადობის აღნიშნული ანომალიის ზუსტი აღწერისა­თვის, აუცილებელია გავითვალისწინოთ ოქტაწყალ­ბადების კონცენტრაციის ტემპერატურაზე დამოკიდე­ბული ცვალებადობა. მითითებულია, რომ ცერიუმის დიჰიდრიდის შემთხვევაში იგივე H-H ურთიერთქმე­დება დაბალი ტემპერატურების პირობებში ეწინააღმ­დეგება ნაწილაკების ფლუქტუაციურ გადასროლას ტე­ტრაპოზიციებიდან ოქტაპოზიციებში, ვინაიდან ოქტა­წყალბადების წონასწორული მდგომარეობა ყალიბდე­ბა შედარებით მაღალ კონცენტრაციაზე, რომლის მიღწევასაც ხელს უშლის კონცენტრაციების საშუა­ლედო მნიშვნელობებისთვის არსებული პოტენცია­ლური ბარიერი. ამის გამო, ლანთანის დიჰიდრიდის­გან განსხვავებით, დაბალ ტემპერატურებამდე გაცივე­ბულ ცერიუმის დიჰიდრიდში ცალკეული H-ატომების გადასვლა ოქტაპოზიციებში იწვევს თავისუფალი ენე­რგიის ზრდას, ნაწილაკთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის ერთდროული ფლუქტუაციური გადასვლა კი დაბალ­ალბათურია. სურ. 6, ლიტ. 7.

ავტ.

 

13.1.19. გრავიტოელექტრომაგნიტური ძალის გამოთვ­ლა ჰანლონ-ტუპერის სივრცე-დროში. /. იავარი/. სა­ქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოა­მბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 33-37. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია დროზე დამოკიდებული კვაზი-მაქსვე­ლის განტოლებები გრავიტოელექტრო-მაგნიტური ველებისათვის, რისთვისაც გამოყენებულია ფენოვანი გახლეჩის კონცეფცია დროზე დამოკიდებული სივრცე-დროისათვის. საცდელი ნაწილაკის მოძრაობა შესწავ­ლილია ჰანლონ-ტუპერის სივრცე-დროში ჰამილ­ტონ-იაკობის მეთოდის გამოყენებით კვაზი-მაქსველის განტოლებებში. გამოთვლილია აგრეთვე გრავიტოე­ლექტრო-მაგნიტური ძალა ამ სივრცეში. ლიტ. 21.

ავტ.

 

13.1.20. არაწრიული კვეთის გვირაბის ირგვლივ ქანე­ბის მასივის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარე­ობის შეფასებისათვის ანალიზური და რიცხვითი მე­თოდების შედარება. /. ჯაფარიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 38-43. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ბოლო 30-40 წლის განმავლობაში მიწისქვეშა ნაგებობე­ბის გაანგარიშების მსოფლიო პრაქტიკაში უწყვეტი ტა­ნის მექანიკის ანალიზური მეთოდები ფაქტიურად გან­დევნა რიცხვითმა მეთოდებმა. თუ ეს უკანასკნელი შე­უცვლელია გეომექანიკის რთული სამგანზომილებიანი ამოცანებისათვის, ბრტყელი ამოცანების შემთხვევებში დრეკადობის თეორიის ანალიზური მეთოდები კვლა­ვაც უნდა დარჩეს გამოყენებისა და განვითარების საგ­ნად. ჩატარებულია მიწისქვეშა ნაგებობების კერძო ამოცანების ამოხსნა. გამოყენებულია საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებული სასრულ ელემენტთა მე­თოდზე დამყარებული სპეციალური კომპიუტერული პროგრამა და . მუსხელიშვილის დრეკადობის თეორი­ის ანალიზური აპარატი. განივკვეთის მართკუთხედ­თან მიახლოებული ფორმის გვირაბის მაგალითზე მი­ღებული შედეგების შედარებითი ანალიზით ნაჩვენე­ბია, რომ ანალიზური ამონახსნი უფრო ზუსტია, ამას­თან ადვილიც, თუ პარალელურად გამოყენებული იქ­ნება კომპიუტერული პროგრამამათლაბი”. სურ. 7, ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.1.21. საწყისი მონაცემების გაურკვევლობა სისტე­მათა დაპროექტებისას. /. ფრანგიშვილი, . ნამიჩეი­შვილი, . ჟღენტი, . ჭოლიკიძე/. GEN. – 2013. – # 3. – გვ. 9-16. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

რთული სისტემის დაპროექტებისას მისი გარკვეული შემთხვევითი პარამეტრის ალბათობათა განაწილების კანონის არჩევა საწყისი მონაცემების გაურკვევლობის პირობებში შეიძლება განხორციელდეს ამ სიდიდის ენ­ტროპიის მაქსიმუმის კრიტერიუმით და მათემატიკუ­რად ეს დაიყვანება ვარიაციული აღრიცხვის იზოპერი­მეტრული ამოცანის გადაწყვეტამდე. ლიტ. 6.

ავტ.

 

13.1.22. ფორმალური ნეირონის ადაპტაცია უიდროუ-ჰოფის ალგორითმით. /. ფრანგიშვილი, . ნამიჩეიშვი­ლი, . გოგიაშვილი/. GEN. – 2013. – # 3. – გვ. 16-22. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

დამტკიცებულია, რომ უიდროუ-ჰოფის ალგორითმით განხორციელებული უწყვეტი ადაპტაციის შემთხვევა­ში მყარდება მაჰალანობისის მანძილისათვის მაქსიმუ­მის მიმნიჭებელ სიდიდეთა პროპორციული წონები. ლიტ. 6.

ავტ.

 

13.1.23. მაგნიტური სითხეებისათვის ლანჟევენის განტოლების ამოხსნის გაწრფივება. /. კოტეტიშვილი, . ჩიხლაძე/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 225-228. – ინგლ.

განხილულია მაგნიტური სითხეებისათვის ლანჟევე­ნის განტოლების გაწრფივებული ამოხსნები ბრუნვის სიხშირის ფართო დიაპაზონისათვის, რომელიც მოი­ცავს სამედიცინო დიაგნოსტიკაში ფართოდ გამოყენე­ბული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისათვის მახასიათებელ სიხშირეს. ლიტ. 3.

ავტ.

 

13.1.24. ნანობოჭკოვანი წყალგაუმტარი ქსოვილის გა­მოკვლევა ბუშტუკებით ელექტრორთვის მეთოდით. /. ივამოტო, . ინო, . კიმურა, . კიშიმოტო/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 29-34. – ინგლ.

აღწერილია ნანობოჭკოვანი წყალგაუმტარი ქსოვილის მიღების ტექნოლოგია. აღნიშნულის მისაღწევად ნანო­ბოჭკო, რომლის ზედაპირზეც უამრავი წვრილი ნაწი­ლაკია თავმოყრილი, გაიშალა და დამუშავდა წყალგა­უმტარი ფტოროქიმიური აგენტის მეშვეობით. გამოკვ­ლევისათვის შეირჩა ბუშტუკებით ელექტრორთვის მე­თოდი, რომელიც მდგომარეობს ბუშტუკების შემცვე­ლი პოლიმერული ხსსნარის ელექტრორთვაში. ამ მე­თოდის უპირატესობა ისაა, რომ მისთვის არაა საჭირო ჰაერის ბუშტუკებისა და ვიწრო საქშენის დახმარებით უწყვეტად ვურიოთ ერთგვაროვან ხსნარს, რომელიც დრო და დრო შეიძლება შესქელდეს. დადგენილია წვრილი ერთგვაროვანი ნაწილაკების მიღების ოპტიმა­ლური პირობები და, აგრეთვე, ურთიერთკავშირი პო­ლიმერული ხსნარის შემადგენლობასა და წყალგაუმ­ტარობის თვისებებს შორის. სურ. 7.

ავტ.

 

13.1.25. ცივი გაზის დინამიური სპრეით შექმნილი ნა­ნოსტრუქტურული სპილენძის დანაფარების მექანიკუ­რი თვისებები. /. მაევი, . ლეშჩინსკი, . სტრუმბანი, . ჯურინსკი, . კოსიმსკი, . მაევა/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 111-120. – ინგლ.

კვლევა წარმოადგენს მძიმე პლასტიკური დეფორმირე­ბით დამუშავების პირობებში ნახშირბადოვანი ფოლა­დის ფუძეშრეზე CU-ის სქელი დანაფარების შექმნის ცდას. ნანოსტუქტურული ინტერფეისი Cu-ის დანაფა­რები/ნახშირბადოვანი ფოლადის ფუძეშრე ძლიერ შეჭიდულობასა და კარგ მექანიკურ თვისებებს ავლენს, რაც ცივი გაზის დინამიური სპრეი ტექნოლოგიას მიმ­ზიდველად გადააქცევს სპილენძით პლაკირებული დეტალების წარმოებისათვის. სურ. 12, ლიტ. 10.

ავტ.

 

13.1.26. TE/IN და SE/IN სისტემებში იონური სხივებით შერევის შესწავლა კასკადური გაბნევისას შერევის მოდელში. /. იბრაჰიმი/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 183-190. – ინგლ.

ოთახის ტემპერატურაზე TE/IN და SE/IN ორფენოვან სისტემებში იონური სხივებით შერევა გამოწვეული იყო ვან დერ გრააფის ამაჩქარებელზე (იორდანია) მიღებული 400კევ ენერგიის Ar+-ის იონების ნაკადებით 1.11∙1014–7∙1015 და 1.35∙1014–2.3∙1016იონი/სმ^2, შესაბამი­სად, TE/IN და SE/IN სისტემებისათვის. ეს სისტემები შესწავლილია ცვლად დენზე ელექტრული წინაღობის გაზომვით, რომელიც მიუთითებს SE/IN სისტემაში შე­რევის უფრო მაღალ ეფექტურობაზე, ვიდრე ესაა TE/IN სისტემაში; და, აგრეთვე, 2 მეგაევ ენერგიის HE+-ის იო­ნების უკან გაბნევის სპექტრომეტრიით, რომელიც აჩ­ვენებს, რომ შერეული ფენების სისქეებია 100 და 50 ნმ, შესაბამისად, SE/IN და TE/IN სისტემებისათვის. თეო­რიულად ამ სისტემებისათვის იონური სხივების შერე­ვა შესწავლილია ჰაფისა და სვიტკოვსკის კასკადური გაბნევისას შერევის მოდელის მეშვეობით, ხოლო ბირ­თვების დამუხრუჭების სიმძლავრეები გამოთვლილია კომპიუტერული კოდით TRIM. TE/IN და SE/IN სისტე­მებისათვის გამოთვლილი დიფუზიის სიჩქარეები აჩ­ვენებენ, რომ დიფუზიის სიჩქარე და, შესაბამისად, შერეული ფენის სისქე SE/IN სისტემაში მეტია, ვიდრე TE/IN სისტემაში, რაც ეთანხმება ექსპერიმენტულ შე­დეგებს. ამგვარი თეორიული შესწავლა წარმოადგენს ინსტრუმენტსა და ინდიკატორს იმის განსაზღვრისა­თვის, თუ როგორია შერევის ეფექტურობა ზედა და ქვედა ფენებს შორის ნიმუშების მომზადებასა და დას­ხივებამდე, რომელიც ზოგავს ძალისხმევას და ფინან­სებს. სურ. 11, ლიტ. 10.

ავტ.

 

13.1.27. კვლავ ატომბირთვების ეფექტური ელექტრუ­ლი მუხტის შესახებ. /. ჩხარტიშვილი, . ბერბერა­შვილი/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 267 272. – ინგლ.

შემოტანილია ატომბირთვის ეფექტური ელექტრული მუხტის ცნება და ტაბულირებულია მისი მნიშვნელო­ბები ატომური ელექტრონული ორბიტალების იმ ენერ­გიების ერთმანეთთან გატოლებით, რომლებიც გამომ­დინარეობენ მათი ანალიზური გამოსახულებიდან შესაბამისიწყალბადისებრიატომისათვის და ab initio გამოთვლებიდან. ცხრ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

 

 

 

13.1.28. პოლარონის დაბალტემპერატურული ძვრა­დობის თეორია. /. კოტია, . ხუციშვილი/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 289 304. – ინგლ.

ლიუვილის სუპეროპერატორული ფორმალიზმისა და პროექციული ოპერატორის მეთოდის დახმარებით გამოყვანილია ახალი ზუსტი კვანტური ევოლუციური განტოლებები კორელაციური (გრინის) ფუნქციებისა­თვის მცირე ქვესისტემებისათვის, რომლებიც ურთი­ერთქმედებენ თერმოსტატთან (ბოზონურ ველთან). შემთხვევითი ფაზების მიახლოება (შფმ) არ გამოიყენე­ბა ამ განტოლების გამოყვანისას. განხილულია ელექ­ტრონფონონური სისტემა და პოლარონის ფროლიხის მოდელი. კუბოს წრფივი გამოძახილის თეორიაზე დაყ­რდნობით აგებულია ელექტრული გამტარობის თანმი­მდევრული თეორია. ნაპოვნია ელექტროგამტარობის ტენზორისა და ძვრადობის ანალიზური გამოსახულე­ბები ელექტრონისათვის (პოლარონისათვის) კრისტა­ლის დაბალი ტემპერატურებისა და გარე ელექტრული ველის სიხშირეთა მთელ არეში. ამ მოდელებში ასევე ნაპოვნია ტემპერატურული შესწორებები ელექტროგა­მტარობაზე და ძვრადობაზე, რომლებიც განპირობებუ­ლია საწყისი კორელაციების გათვალისწინებით ელექ­ტრონებსა და ფონონებს შორის. ფროლიხის მოდელის პოლარონისათვის მიღებულია დაბალტემპერატურუ­ლი ძვრადობის კორექტული მნიშვნელობა, რომელიც განსხვავებული მეთოდების გამოყენებისას სხვადასხვა შედეგებს გვაძლევს. ლიტ. 14.

ავტ.

 

13.1.29. მაღალი სიხშირის რეაქტიული გაფრქვევის მეთოდით მიღებული TiN ის თხელი ფირების ოპტი­კური გაშვების სპექტრების კვლევა. /. ბიბილაშვილი, . ჯიბუტი, . დოლიძე/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 311 314. – რუს.

გამოკვლეულია მაღალი სიხშირის რეაქტიული გაფრქ­ვევის მეთოდით მიღებული TiN-ის თხელი ფირების (50–200 ნმ) ოპტიკური გაშვების სპექტრები. აღწერი­ლია ფირების მიღების და მათი პარამეტრების გაზომ­ვის მეთოდიკები. ნაჩვენებია, რომ ფირების სისქის გა­ზრდით სინათლის გაშვება იცვლება სპექტრის გაზომ­ვის მთელ არეში, ამასთან 293–330 ნმ-ის დიაპაზონში დაიმზირება მკვეთრი მაქსიმუმი. TiN-ის თხელი ფირე­ბის ოპტიკური პარამეტრების სტაბილურობის შესაფა­სებლად ჩატარდა ნიმუშების გაშვების სპექტრებზე იმ­პულსურიფოტონური, თერმული და ულტრაიისფე­რიზემოქმედების კვლევები. შედეგებმა აჩვენა, რომ მიღებული ფირების ოპტიკური მახასიათებლები სტა­ბილურია. ექსპერიმენტის მონაცემებიდან გამომდინა­რე კეთდება დასკვნა, რომ TiN-ის თხელი ფირების ოპ­ტიკურ დანაფარებად გამოყენების შემთხვევაში მათი პარამეტრების სტაბილურობის იმედი უნდა ვიქონი­ოთ. სურ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.1.30. ნანომეტრულ და სუბმიკრონულ დონეზე მა­სალების ინდენტირების ახალი მექანიზმი. /. გერასი­მოვი, . ჩირაძე, . რატიანი, . ვეფხვაძე/. Nano Studi­es. – 2013. – # 8. – გვ. 327 332. – რუს.

შემოთავაზებულია ახალი შეხედულება კონდენსირე­ბულ გარემოში ატომების მდებარეობის ცვლილების თაობაზე, რომელსაც, მოლეკულურ-კინეტიკური თეო­რიისაგან განსხვავებით, შეუძლია ახსნას ყველა ექსპე­რიმენტულად დამზერილი ფაქტი. მოყვანილია შემო­თავაზებული წარმოდგენების დამადასტურებელი ექს­პერიმენტული მონაცემები. სურ. 5, ლიტ. 15.

ავტ.

 

 

2. ქიმია. ბიოლოგია

 

13.2.1. დურდოს ფერმენტაციული დამუშავების გავ­ლენა წითელი სუფრის ღვინის ფიზიკო-ქიმიურ და ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებზე. /. ბაღათურია, . ნანიტაშვილი, . ბეგიაშვილი, . შილაკაძე, . ბაღათუ­რია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნო­ლოგიები. – 2014. – # 2. – გვ. 43-49. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია კომპლექსური ფერმენტული პრეპარა­ტების გამოყენებით დურდოს ფერმენტაციის გავლენა წითელი ღვინის ქიმიურ შემადგენლობასა და ხარის­ხობრივ მაჩვენებლებზე. დადგენილია ამ მეთოდის გამოყენების ეფექტიანობა წითელი სუფრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიის გაუმჯობესებისა და პრო­დუქციის ხარისხის ამაღლების მიზნით. ცხრ. 2.

 ავტ.

 

 

 

13.2.2. საქართველოში კულტივირებული ჩვეულებ­რივი სელის (LINUM USITATISSIMUM L.) თესლის ზე­თის ცხიმოვანი მჟავები და მათი ბიოლოგიური აქტი­ვობა. /. კიკალიშვილი, . ზურაბაშვილი, . ტურაბე­ლიძე, . შამიძე, . ფარულავა/. საქართველოს სამედი­ცინო სიახლენი. – 2014. – # 2(227). – გვ. 86-88. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საქართველოში კულტივირებული ჩვეულებრივი სე­ლის თესლის ზეთის (ოჯახი - სელისებრნი) თავისუფა­ლი ცხიმოვანი მჟავების რაოდენობრივი და თვისობრი­ვი ანალიზი ჩატარდა მაღალეფექტური სითხური ქრო­მატოგრაფიული მეთოდის გამოყენებით. ქრომატოგრა­ფი (PTC-1 Waters), რეფრაქტომეტრიული დეტექტორიR-401, ანალიზური სვენი (150,0õ3,0 მმ) დატვირთუ­ლი იყო შებრუნებული ფაზით Bondopae C18. შედეგების დასამუშავებლად გამოყენებული იყო პროგრამა OASIS-740. კვლევის შედეგად სელის ზეთში გამოვლი­ნდა დომინირებული ცხიმოვანი მჟავები - ლინოლენის (40,2±2,9 მგ%) და ლინოლის (31,3±2,1 მგ%). მიღებული ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებიდან იდენტიფიცირებულია პალმიტინის და სტეარინის მჟავები. უჯერ ცხიმოვან მჟავებთან შედარებით, მათი რაოდენობრივი შემცვე­ლობა მცირეა. სტეარინის მჟავის რაოდენობა არ აღემა­ტება 4,6±0,7 მგ%, ხოლო პალმიტინის მჟავის რაოდენო­ბა შეადგენს 6,5±0,9 მგ%. კვლევის შედეგებით, საქართ­ველოში კულტივირებული ჩვეულებრივი სელის თეს­ლის ზეთი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სამედიცინო პრაქტიკაში. ცხრ. 1, ლიტ. 14.

ავტ.

 

13.2.3. ანთიმონის სულფიდისა და ლითონური ანთი­მონის მიღების მაღალტემპერატურული პროცესის შეს­წავლა. /. ბაღდავაძე, . ჩაგელიშვილი, . გაგნიძე, . კანდელაკი, . რაზმაძე, . წიქარიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 2. – გვ. 75-80. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია მადნიდან ანთიმონის სულფიდისა და ლითონური ანთიმონის მიღების პროცესების როგორც თეორიული, ისე გამოყენებითი ხასიათის აქტუალური საკითხები. შესრულებულია SB და SB2S3 გახურების პროცესების სრული თერმოდინამიკური ანალიზი ვაკუუმში (P=0,0001 ატმ) და SB-S, SB-S-Fe, SB-S-Al სისტემების ატმოსფერულ წნევაზე. ყველა ანგარიში შესრულებულია ფართო ტემპერატურულ ინტერვალ­ში (400–1500 K). მიღებული შედეგები წარმოდგენილია დიაგრამების სახით (კომპონენტების შედგენილობის დამოკიდებულება ტემპერატურაზე). ჩატარებულია კვლევები ზოფხიტოს ოქროშემცველი ანთიმონის მად­ნიდან ანთიმონის სულფიდის მისაღებად, შესწავლი­ლია SB2S3 აორთქლების კინეტიკა სხვადასხვა ფრაქცი­ის მადნებისათვის ვაკუუმში 500-700°C ტემპერატურა­ზე და დადგენილია SB2S3 მიღების ოპტიმალური პი­რობები. ანთიმონის სულფიდიდან SB-ის რკინით აღდ­გენის შედეგად და აორთქლებითა და კონდენსაციით, შესაძლებელი გახდა ტექნიკური სისუფთავის ლითო­ნური ანთიმონის მიღება (95 მას.%). ვაკუუმში (10-5 მპა) 400°C, 450°C და 500°C ტემპერატურებზე ტექნიკური სი­სუფთავის ლითონური ანთიმონის გახურებით და და­ყოვნებით 3 საათის განმავლობაში (დარიშხანისა და გოგირდის მოცილების მიზნით) მიღებულ იქნა მაღა­ლი სისუფთავის ლითონური ანთიმონი (99,2 მას.%). სურ. 4, ლიტ. 2.

ავტ.

 

13.2.4. ვოლფრამის შემცველი ნარჩენების გადამუშავე­ბით კონკურენტუნარიანი სალი შენადნობების ნაკე­თობების წარმოების ეკონომიკური შეფასება. /. მირი­ჯანაშვილი, . თავაძე, . კანდელაკი, . ღარიბაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 2. – გვ. 81-84. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

თანამედროვე ტექნიკის შემდგომი პროგრესის აუცი­ლებელი პირობაა ეკონომიკურად გამართლებული ისეთი სპეციალური თვისებების მქონე ფხვნილოვანი მასალების შექმნა, რომლებიც საშუალებას იძლევიან გაუმჯობესდეს მანქანათა და მექანიზმების დეტალე­ბის ექსპლუატაციური პარამეტრები. სალი მასალის მიღების ტექნოლოგიის ეტაპები ითვალისწინებს ჯავ­შანგამტანი ჭურვის გულარის გადამუშავებით მიღებუ­ლი ლითონური ქლორიდებისა (WCl6, NiFeCl4) და თხიერი ნახშირწყალბადების ნარევის ინჟექციას 750-900°C ტემპერატურულ ინტერვალში; აღდგენითი და სელექციური კარბიდიზაციის ერთდროული პროცესე­ბის წარმართვას, რის შედეგადაც მიიღება ფხვნილი, რომლის თითოეული ნაწილაკი შედგება ვოლფრამის კარბიდისა (WC) და მაცემენტებელი ლითონისაგან (NiFe ან Co). დამუშავებული ოპტიმალური ტექნოლო­გიური პარამეტრები უზრუნველყოფენ კომპონენტების ნანოკრისტალურ (<50 ნმ) სტრუქტურას და მაღალი ხარისხით შერევას. ფხვნილების სტრუქტურა განაპი­რობებს ნაკეთობების ხარისხობრივ ზრდას იმ ტრადი­ციულ მასალებთან და მათგან მიღებულ ნაკეთობებთან შედარებით, რომელთა მარცვლის ზომა 1-4 მკმ-ის რიგისაა. ასეთი ფხვნილის კომპაქტირებით მიიღება ნაკეთობა შემდეგი პარამეტრებით: MRA>91; σB1100°C> 400 მპა. ლითონკერამიკული ფხვნილების წარმოების ბიზნეს-გეგმის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ ცვეთამედეგი ფხვნილიდან 1 კგ მზა პროდუქციის წარმოების შემთხვევაში მისი თვითღირებულება 20-25%-ით ნაკლებია ანალოგიური ტიპის ნაწარმის თვი­თღირებულებაზე, რაც გამოწვეულია იაფი საწყისი ნედლეულის (წარმოების ნარჩენების) გამოყენებით, მინიმალური ენერგეტიკული დანახარჯებით, პროცე­სის მაღალი წარმადობითა და WC-NiFe-ის ნანოფხვნი­ლებით მნიშვნელოვნად (3-ჯერ) გაზრდილი ცვეთამე­დეგი პროდუქციის მიღებით. სურ. 1.

ავტ.

 

13.2.5. ფოლადის პირდაპირი ლეგირების ეფექტურო­ბის ამაღლება ოქსიდური Gr2O3-MNO-SiO2 სისტემების კარბოთერმული აღდგენითი პროცესების მოდელირე­ბით. /. ჯანელიძე, . ჯანდიერი, . ჯანელიძე/. საქარ­თველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 2. – გვ. 85-91. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია ფოლადის პირდაპირი ლეგირების ეფექ­ტიანობის ამაღლებისა და მალეგირებელი ელემენტე­ბის პირდაპირი კარბოთერმული აღდგენითი პროცესე­ბის ინტენსიფიკაციის პრობლემა. პრობლემის გადაჭ­რის რაციონალურ გზად დასახულია მორეაგირე ელე­მენტების კონცენტრაციული თანაფარდობისა და სარე­აქციო ტემპერატურული ზღვრების ოპტიმიზაციის ამოცანის გადაწყვეტა. დასმული ამოცანის გადაწყვე­ტის გზად შემოთავაზებულია ლითონთა კარბოთერ­მული აღდგენითი რეაქციების კინეტიკის თერმოდინა­მიკური მოდელირება. პრობლემა განხილულია ქრო­მის, მანგანუმისა და კაჟბადის კომპლექსური ოქსიდუ­რი სისტემის Gr2O3-MNO-SiO2 კომპონენტთა კარბოთე­რმული თხევადფაზური აღდგენითი რეაქციების კინე­ტიკის თერმოდინამიკური კომპიუტერული მოდელი­რების მაგალითზე. კვლევის შედეგად დასაბუთებუ­ლია, რომ ფოლადის პირდაპირი ლეგირებისას, სარეაქ­ციო ზონის რაციონალური ტემპერატურული რეჟიმე­ბის შერჩევისა და უზრუნველყოფის შემთხვევაში, შე­საძლებელია ქრომის, მანგანუმისა და კაჟბადის აღდგე­ნისა და თხევადი ნადნობის მიერ ათვისების პროცესის ეფექტიანობის ამაღლება 10-15%-ით. დადგენილია, რომ ფოლადის პირდაპირი ლეგირების მაქსიმალურად შესაძლო ეფექტიანობა აღმდგენელი ნახშირბადის სტე­ქიომეტრული კონცენტრაციით განაწილების პირობებ­ში მიიღწევა ოქსიდური კომპონენტების კონცენტრაცი­ული განაწილებისას - 20-25 მას.% Cr2O3 და 80-75 მას.% [2MNO+SiO2], აღდგენითი რეაქციის მიმდინარეობისას წიდა-ფოლადის თხევადფაზური განშრევების ზონაში ტემპერატურის 1800-1950 K ზღვრებში შენარჩუნების პირობებში. სურ. 3, ლიტ. 13.

ავტ.

 

13.2.6. ქიმიური რეაქციის ერთი სტოქასტური მოდე­ლის შესახებ. /. დოჭვირი, . ფურთუხია, . სოხაძე, . ტყემალაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 2. – გვ. 92-96. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია პირველი რიგის ქიმიური რეაქცია, რო­დესაც რეაგენტის კონცენტრაცია განაწილებულია ბი­ნომური კანონით. მიღებულია რეაგენტისა და პროდუ­ქტის კონცენტრაციების მათემატიკური ლოდინისა და დისპერსიის ცხადი გამოსახულებები. აგებულია აგრე­თვე პირველი რიგის რეაქციის სტოქასტური მოდელი. ლიტ. 8.

ავტ.

 

13.2.7. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცე­ლებული ლობიოს ბაქტერიოზების გამომწვევი პათო­გენური ბაქტერიების ტაქსონომიის დადგენა 16S რი­ბოსომული დნმ-ის ფრაგმენტების მიხედვით. /. ღა­ღანიძე, . სადუნიშვილი, . ამაშუკელი, . სტურუა, . გამყრელიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 2. – გვ. 130-135. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ლობიოს კულტურას დიდ ზიანს აყენებს ბაქტერიული დაავადებები, ორი მათგანი - ლობიოსმურა ლაქიანობა და კუთხოვანი სილაქავე, რომლებიც შესაბამისად გა­მოწვეულია Xanthomonas Phaseoli და Pseudomonas Phaseolicola- მიერ, საქართველოში ფართო გავრცე­ლებით და მავნეობით გამოირჩევა. საქართველოს სხვა­დახვა რეგიონში გავრცელებული ლობიოს ბაქტერიო­ზისმურა სილაქავის გამომწვევი პათოგენური ბაქტე­რიების ტაქსონომიის დასადგენად გამოყოფილ და გა­სუფთავებულ იქნა ბაქტერიების დნმ. 16S რიბოსომუ­ლი დნმ-ის ფრაგმენტების მისაღებად ჩატარებული იქნა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (პჯრ) ჩვენს მიერ წინასწარ დაპროექტებული ორი 20 ნუკლეოტი­დიანი პრაიმერებით: 5' TGG CGG ACG GGT GAG GAA TA 3'(Forward) და 5' CGT CAT CCC CAC CTT CCT CC 3' (Reverse). მიღებული პჯრ ფრაგმენტების ნუკლეოტი­დური თანმიმდევრობის დადგენამ (სექვენირება) და სექვენსის შედეგების ანალიზმა კომპიუტერული პრო­გრამის ”BLAST”- გამოყენებით, შესაძლებელი გახადა ორი ფიტოპათოგენური შტამის 1466 და 1475 როგორც Xanthomonas axonopodis pv. Phaseoli-ის იდენტიფი­კაცია. 1466 და 1475 შტამების 16S რიბოსომული დნმ-ის ფრაგმენტების გლობალურმა შეპირისპირებამ კომპიუ­ტერული პროგრამა “Laligns”-ით აჩვენა ფრაგმენტებს შორის 95.8% იდენტურობა. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 11.

ავტ.

 

13.2.8. Boraginaceae- ოჯახის ზოგიერთი სახეობის ახალი ბიოლოგიურად აქტიური დიჰიდროქსიდარი­ჩინატის წარმოებულის მარტივი პოლიეთერი. /. ბარ­ბაქაძე, . გოგილაშვილი, . ამირანაშვილი, . მერ­ლანი, . მულკიჯანიანი, . სალგადო, . ჭანკვეტაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 2. – გვ. 136-142. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

Boraginaceae- ოჯახის მცენარეები Symphytum aspe­rum, S.caucasicum, S.officinale და Anchusa italica საუკუნეების მანძილზე ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ამ სახეობების მცენარეების ფესვების წყა­ლში ხსნადი მაღალმოლეკულური ფრაქციების ფარმა­კოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მათ გააჩნიათ მკვეთრად გამოხატული ანტიკომპლემენტარული, ან­ტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ჭრი­ლობის შემახორცებელი აქტივობები. მაგრამ ამ ფრაქ­ციების მოქმედი საწყისი, რომელიც პასუხისმგებელია აღნიშნულ ეფექტებზე, ცნობილი არ იყო. მოცემული პუბლიკაცია არის ბოლო ათწლეულის ფიტოქიმიური მონაცემების შეჯამება, რომელიც ეძღვნება ზემოთ აღ­ნიშნული პრეპარატების ძირითად შემადგენელ კომპო­ნენტსდიჰიდროქსიდარიჩინატის წარმოებულის მარტივ პოლიეთერს. ამ ფრაქციების ბიოლოგიურ აქ­ტივობაზე პასუხისმგებელი მოქმედი საწყისის იდენ­ტიფიცირების მიზნით ჩატარდა ამ მაღალმოლეკულუ­რი ფრაქციების შემადგენელი კომპონენტების სტრუქ­ტურული ანალიზი ინფრაწითელი, 13C, 1H ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის, 2D ჰეტერობირთვული 1H/13C HSQC სპექტრებისა და 1D NOE და 2D DOSY ექსპე­რიმენტების მონაცემების საფუძველზე. აღმოჩნდა, რომ S.asperum-ის, S.caucasicum-ის, S.officinale-ის და A. italica- წყალში ხსნადი მაღალმოლეკულური ფრაქცი­ების ძირითადი ქიმიური კომპონენტია დიჰიდროქსი­დარიჩინატის წარმოებულის მარტივი პოლიეთერი, კერძოდ, პოლი[ოქსი-1-კარბოქსი-2-(3,4-დიჰიდროქსი­ფენილ) ეთილენი] ანუ პოლი[3-(3,4-დიჰიდროქსიფე­ნილ)გლიცერინის მჟავა]. Symphytum-ის პოლიმერის­გან განსხვავებით A.italica- პოლიმერის კარბოქსილის ჯგუფების უმეტესი ნაწილი მეთილირებულია. სურ. 5, ცხრ. 1, ლიტ. 22.

ავტ.

 

13.2.9. ირიგაციით და სორბენტის შეტანით გამოწვეუ­ლი ნიადაგის მარილიანობის შემცირების რიცხვითი მოდელირება. /. სურმავა/. საქართველოს მეცნიერება­თა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 49-54. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

სითხის ფილტრაციისა და ნატრიუმის კარბონატის კალციუმის სულფატთან ქიმიური რეაქციის კინეტიკის არაწრფივი არასტაციონალური განტოლებების გამოყე­ნებით რიცხობრივად შესწავლილია ნიადაგში გარე სო­რბენტის შეტანისა და ირიგაციის შედეგად გამოწვეუ­ლი ნიადაგის მარილიანობის ცვლილება. განტოლება­თა სისტემის რიცხვითი ინტეგრირება განხორციელე­ბულია კრანკ-ნიკოლსონის არაცხადი რიცხვითი სქე­მით 1 თვე ფიზიკური დროის ინტერვალში 1 სმ და 1 წთ სივრცითი და დროითი ბიჯებით. მოდელირებუ­ლია პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებული მეთოდი, როდესაც ნიადაგის ზედა 20 სმ ფენაში შეაქვთ გიფსი და შემდგომ ხდება მისი მორწყვა. ნაჩვენებია, რომ ნატ­რიუმის კარბონატის წყალში გახსნა და მისი შემდგომი ინფილტრაცია ნიადაგის ქვედა ფენებში არის ნიადაგის ზედა ფენაში მარილიანობის შემცირების მთავარი მე­ქანიზმი. ინფილტრაციის შედეგად გახსნილი ნატრიუ­მის კარბონატი გადაიტანება ნიადაგის სიღრმეში, სა­დაც ადგილი აქვს მისი კონცენტრაციის ზრდას. ერთი თვის განმავლობაში მყარი და გახსნილი ნატრიუმის კარბონატის ჯამური შემცველობა ნიადაგის ზედა 1 ფენაში მცირდება დაახლოებით 2.5-ჯერ და იზრდება დაახლოებით 2-ჯერ > 1.7 დონეებზე. გამოთვლებმა აჩვენა, რომ სორბენტის გამოყენება არის მარილიანო­ბის შემცირების დამატებითი მექანიზმი. მისი საშუა­ლებით ხდება პროცესის ინტენსიფიკაცია 10%-ით. ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოშობილი ნატრიუ­მის სულფატის შემცველობა პროცესის არაწრფივობის გამო ნიადაგის 20 სმ ფენაში იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ქვედა ფენაში. ამასთან, მთლიანად ნატრიუმის სულფატის შემცველობა მეტად მცირეა და მას არ შეუ­ძლია გამოიწვიოს ნიადაგის თვისების შესამჩნევი გაუ­არესება. ნიადაგის ზედა 20 სმ ფენაში წარმოიშობა კალციუმის კარბონატი, რომლის მოცულობითი შემ­ცველობა 30 დღის განმავლობაში დაახლოებით 10-ჯერ აღემატება ნატრიუმის სულფატის მოცულობით შემც­ველობას. მიღებული შედეგები თვისებრივად სწორად ასახავს მარილიანობის შემცირების პროცესს. იმისა­თვის რომ შესაძლებელი გახდეს რიცხვითი მოდელის სიზუსტის რაოდენობრივი შეფასება, საჭიროა ექსპერი­მენტული გაზომვებით განისაზღვროს ჰიდროქიმიური პარამეტრების დაზუსტებული მნიშვნელობები და ისინი გამოყენებული იქნეს რიცხვითი მოდელირები­სას. სურ. 6, ცხრ. 1, ლიტ. 14.

ავტ.

 

13.2.10. იზომერული 4-ციკლოჰექსენ-1,2-დიკარბონ­მჟავების ელექტროლიტური დისოციაცია. /. კვარაც­ხელია, . კვარაცხელია, . კურტანიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 59-63. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შემოთავაზებული ორიგინალური განტოლებების დახ­მარებით გათვლილია 4-ციკლოჰექსენ-1,2-დიკარბონ­მჟავას ცის- და ტრანს-იზომერების ელექტროლიტური დისოციაციის ორივე საფეხურის ჩვეულებრივი დაპარციალურიხარისხების, PH-ის, მონო- და დიანიო­ნებისა და არადისოცირებული მჟავას მოლეკულების კონცენტრაციების სიდიდეები ორივე იზომერის გან­ზავებულ ხსნარებში (0.0001-0.01M) 20ºC-ზე. დადგენი­ლია სხვადასხვა დამუხტული და დაუმუხტავი ნაწი­ლაკების დომინირების კონცენტრაციული უბნები. შე­მოთავაზებულია აგრეთვე მარტივი ემპირიული გან­ტოლებები დისოციაციის სხვადასხვა პარამეტრის მნიშვნელობების სწრაფი მიახლოებითი გათვლისა­თვის. ცხრ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.2.11. სუფთა ლითონებისა და სალი შენადნების წარმოების ალტერნატიული ტექნოლოგია. /. მიქაძე, ალ. კანდელაკი, . ბაღდავაძე, . რუხაძე/. საქართვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 64-68. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია სუფთა ლითონებისა და სალი შენადნე­ბის წარმოების ალტერნატიული ტექნოლოგია, რომე­ლიც ეფუძნება ულტრადაბალი ჟანგვითი პოტენცია­ლის მქონე აირად ატმოსფეროში  ოქსიდების კონვერსიის შესაძლებლობას. ნაჩვენებია ატმოსფეროს ასეთი რიგის გაიშვიათების მიღწევის კონკრეტული გზები. მიღებულია სუფთა ლითონები – Cu, Fe, Ni, Co, Cr, აგრეთვე სალი შენადნები ვოლფრა­მის კარბიდის ფუძეზე – Wh-Co, WhNi, Wh-FeNi. შექ­მნილია დანადგარი და შემუშავებულია ექსპერიმენ­ტის ჩატარების მეთოდიკა. წარმოდგენილია რენტგე­ნო-სტრუქტურული ანალიზის შედეგები. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.2.12. Symphytum Asperum-ის და Anchusa Itali­ca- (Boraginaceae) პოლი [3-(3,4-დიჰიდროქსიფე­ნილ) გლიცერინის მჟავას] პრეპარატების მესქ (HPLC) ანალიზი გელ-ფილტრაციის სხვადასხვა სვეტის გა­მოყენებით. /. ბარბაქაძე, . გოგილაშვილი, . ამირა­ნაშვილი, . მერლანი, . მულკიჯანიანი, . გოქაძე, . ვონგი, . ჰოანგი, . რუსტამოვი/. საქართველოს მეც­ნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 83-88. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

Symphytum Asperum-ის და Anchusa Italica- მაღალ­მოლეკულური პრეპარატების ძირითადი ქიმიური კო­მპონენტის, პოლი [3-(3,4-დიჰიდროქსიფენილ) გლიცე­რინის მჟავას] (პდჰგმ) მაღალეფექტური სითხოვანი ქრომატოგრაფიის (მესქ) გელ-ფილტრაციული ანალი­ზით დადგენილია, რომ ის არ არის კოვალენტური ბმით დაკავშირებული ნარჩენ პოლისაქარიდებთან. საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენდა მესქ-ის გამო­ყენებით ნარჩენი პოლისაქარიდების პდჰგმ-ისაგან მო­ცილება. ეს მოვლენა შეიძლება აიხსნას მათ შორის მრა­ვალჯერადი წყალბადური ბმების არსებობით, რაც განაპირობებს ნარჩენი პოლისაქარიდებისა და პდჰგმ-ის მსგავსი შეკავების დროს მესქ-ით ფრაქციონირების პროცესში. სავარაუდოდ პდჰგმ წარმოქმნის პოლისაქა­რიდებთან რთულ მაკრომოლეკულურ არქიტექტონი­კას სუპრამოლეკულური სისტემის სახით. სურ. 9, ლიტ. 15.

ავტ.

 

13.2.13. კომბინირებული პესტიციდის ლამბდა-ციჰა­ლოტრინის გავლენა ჰიდრობიონტებზე. /. ნიკოლაი­შვილი, . ჯიქია, . მჭედლური, . მუსელიანი, . პეტ­რიაშვილი, . ზენაიშვილი/. საქართველოს მეცნიერება­თა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 89-92. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია კომბინირებული პესტიციდის ლამბდა-ციჰალოტრინის მოქმედება (იგი წარმოადგენს პირეტ­როიდულ ინსეკტიციდს, რომლის შემადგენლობაში შედის: იკონი, კარატე, კომანდორი, სამურაი) ლიპიდე­ბის განაწილებაზე ჰიდრობიონტებში, კერძოდ, ალაზ­ნის თევზის ქსოვილში, ლაყუჩებსა და ღვიძლში. წარ­მოდგენილი ფაქტობრივი მასალიდან შეიძლება დავას­კვნათ, რომ მურწას ლამბდა-ციჰალოტრინით ინტოქ­სიკაციისას მის ქსოვილებში ვითარდება ისეთი პროცე­სები, რომლებიც ასტიმულირებენ სტრუქტურულ ლი­პიდთა თავისუფალ რადიკალთა ჟანგვას, რასაც მოს­დევს თავისუფალი რადიკალების ინიციატორების ჰი­დროჟანგების წარმოქმნა (მაგ. გლუტათიონრედუქტა­ზა-გლუტათიონპეროქსიდაზა), რომლებიც ხელს უწ­ყობენ ლიპიდების პეროქსიდულ დაჟანგვას. ხდება თავისუფალ რადიკალთა ჟანგვითი აქტივაცია და მარეგულირებელ სისტემათა აქტივობის შემცირების შედეგად, წარმოიქმნება ნორმალური ცხოველმოქმე­დებისათვის არადამახასიათებელი ლიპოპეროქსიდა­ნტები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ჰიდრო­ბიონტების მეტაბოლურ პროცესებზე, იწვევენ უჯრე­დის ლიზისს და საბოლოოდ იწვევენ თევზის დაღუ­პვას. სურ. 2, ცხრ. 2, ლიტ. 7.

ავტ.

 

13.2.14. ცესტოდა Bothridium pithonis Blainville, 1824 (Cestoda: Diphyllobothriidae)-ის მორფოლოგი­ური და ბიოქიმიური შესწავლა. /. მურვანიძე, . ლო­მიძე, . ნიკოლაიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 100-104. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

2008 წელს, თბილისის ზოოპარკში ტანზანიიდან შემო­ყვანილ იქნა აფრიკული კლდის პითონი (Python Sebae Gmelin, 1788), რომელიც ერთი თვის შემდეგ დაიღუპა. მის წვრილ ნაწლავში აღმოჩენილი იქნა ცეს­ტოდა (1 ეგზ.). Bothridium pithonis Blainville, 1824. ცეს­ტოდის სიგრძეა 960 მმ, მაქსიმალური სიგანე - 15 მმ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება აღნიშნული სახეობის განაზომებს ლიტერატურული მონაცემების მიხედვით. ამის საფუძველზე ჩატარდა ახალი მორფომეტრიული აღწერა. ცესტოდის შეუიარაღებელი სკოლექსი შედგე­ბა ორი სფერული ნაწილისაგან, რომელთა შორის აღი­ნიშნა მნიშვნელოვანი ჩაღრმავება. თითოეული ნაწილი მთავრდება ბოთრიით. სკოლექსის მაქსიმალური სიგა­ნე აღწევს 6 მმ, სიგრძე – 3 მმ. კისრის სიგანე ყველაზე ვიწრო ადგილას არის 1.5 მმ. მკვრივი ლენტისებური სხეული მკაფიოდაა სეგმენტირებული. სიგრძის ერთი სანტიმეტრი მოიცავს 13-14 სეგმენტს. სეგმენტების მი­ნიმალური სიგანე 9-10 მმ, სიგრძე – 0.5 მმ. მათი მაქსი­მალური სიგანე მოდის სტრობილას პირველ მესამედ­ზე და აღწევს 15 მმ, ხოლო სიგრძე – 0.9 მმ. პარაზიტის კვერცხები ორი სახისაა: მოუმწიფებელისიგრძე 0.066 მმ, სიგანე 0.044 მმ და მომწიფებული, განვითარებულისიგრძე 0.13 მმ, სიგანე – 0.09-0.11 მმ. მასალის მორფო­ლოგიური შესწავლის საფუძველზე და ლიტერატუ­რულ მონაცემებთან შედარებით დადგინდა ცესტოდის სახეობრივი კუთვნილება. ცესტოდა B.pithonis-ის ნერ­ვული სისტემის დახასიათებისათვის მისი სხეულის ჰომოგენატებში ბიოქიმიურად განისაზღვრა ფერმენტი ქოლინესთერაზა, რომლის აქტივობა განსხვავებული აღმოჩნდა ცესტოდის სხეულის სხვადასხვა ფრაგმენტ­ში და შეადგენდა 45,98-დან 142,0-მდე მკმოლ აცეტილ­ქოლინი/მგ ცილაზე/სთ. ბუნებრივი ჰაბიტატებიდან ზოოპარკებში შემოყვანილი რეპტილიები საჭიროებენ კარანტინს და პარაზიტოლოგიურ მონიტორინგს. ცხრ. 1, ლიტ. 13.

ავტ.

 

13.2.15. ლანთანოიდებისა და მათი ნაერთების ზეგავ­ლენა ცოცხალ ორგანიზმებზე. /. კიკალიშვილი, . ხა­ბურძანია, . კუხალეიშვილი/. GEN. – 2013. – # 3. – გვ. 53-57. – ქართ., რეზ.: ინგლ.

განხილულია ლანთანოიდებისა და მისი ნაერთების ზოგიერთი წარმომადგენლის ზეგავლენა ცოცხალ ორგანიზმზე, რაც მკვლევართა აზრით განპირობებუ­ლია მათი უნარით ჩაანაცვლონ კალციუმის იონები ბიოსისტემაში. რადგან ლანთანოიდებსა და კალცი­უმის იონებს ერთი და იმავე რიგის იონური რადიუსე­ბი და მსგავსი ქიმიური თვისებები აქვთ, ამიტომ ვლი­ნდება მათ შორის კონკურენცია ბიოპოლიმერებში აქ­ტიური ცენტრების დასაკავებლად. კალციუმის იონე­ბის ლანთანოიდების იონებით შეცვლამ შეიძლება გა­მოიწვიოს მოლეკულების თვისებებისა და კონფორმა­ციის მკვეთრი ცვლილება, რაც დიდ გავლენას მოახ­დენს ბიოპოლიმერის ამა თუ იმ სპეციფიკურ ფუნქცია­ზე. ლანთანოიდების ნაერთები გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. ისინი აუცილებელია მცენარეების (ბო­ლოკი, ბარდა და სხვ.) ნორმალური განვითარებისა­თვის. ასევე გამოიყენებიან მედიცინაში, მრავალი დაა­ვადების სამკურნალოდ. მისი ნაერთები ზომიერად ტოქსიკურია და ეკოლოგიურად უსაფრთხოა. ლიტ. 7.

ავტ.

 

13.2.16. ჰალოგენების ბიოლოგიური ასპექტი. /. კიკა­ლიშვილი, . ჩხარტიშვილი/. GEN. – 2013. – # 3. – გვ. 57-59. – რუს., რეზ.: ინგლ.

წარმოდგენილია ჰალოგენების ბიოლოგიური როლი და მათი მონაწილეობა ორგანიზმში მიმდინარე ბიო­ქიმიურ პროცესებში. ფტორი მონაწილეობს ძვლის ქსოვილის წარმოქმნასა და კბილის ემალის ფორმირე­ბაში. ფტორის ნაკლებობა იწვევს კბილის ემალის კა­რიესს, ხოლო სიჭარბე ქრონიკულ მოწამვლასფლუ­ოროზს. ქლორი მონაწილეობს სისხლის ბუფერული სისტემის წარმოქმნაში, ოსმოსური წნევის რეგულირე­ბასა და ნივთიერებათა ცვლაში. ბრომი ზრდის ცენტ­რალური ნერვული სისტემის შეკავებით პროცესებს. იოდი შეუცვლელ როლს ასრულებს ძირითადად ფა­რისებრი ჯირკვლის მოქმედებაში. ლიტ. 5.

ავტ.

 

13.2.17. უჯრედული ტექნოლოგიები და ქსოვილოვა­ნი ინჟინერია. ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები. /. ჯინჯოლია/. GEN. – 2013. – # 3. – გვ. 94-96. – რუს., რეზ.: ინგლ.

განხილულია უჯრედული ტექნოლოგიების, ქსოვი­ლოვანი ინჟინერიის უჯრედების პერეპროგრამირების საკითხები. ინდუცირებული პლურიპოტენტური უჯ­რედების მიღების უმთავრესი მონაცემები 2006 წლი­დან, როგორც პერსპექტიული ალტერნატული გზისა ქსოვილოვანი ინჟინერიის სხვა მეთოდებთან შედარე­ბით. ლიტ. 7.

ავტ.

 

13.2.18. უჯრედული ტექნოლოგია, ღეროვანი უჯრე­დები, მიღწევები და პერსპექტივები. /. ჯინჯოლია/. GEN. – 2013. – # 3. – გვ. 97-99. – რუს., რეზ.: ინგლ.

განხილულია ექსპერიმენტულ ბიოლოგიაში ღეროვანი უჯრედების წარმატებული მიღების და პრაქტიკაში დანერგვის საკითხები, რომლებიც ფართო პერსპექტი­ვებს სახავს უჯრედული ტექნოლოგიების განვითარე­ბაში. ეს მიმართულება წარმოადგენს საინტერესო და აქტუალურს როგორც ბიოლოგიის, ისე მედიცინისა­თვის. ღეროვანი უჯრედების აღმოჩენა თავისი მნიშვნელობით ბიოლოგიაში წარმოადგენს ერთ-ერთ დიდ მიღწევას, დნმ-ის ორმაგი სპირალის გაშიფრვის და ადამიანის გენომის პროგრამის შემდეგ. ლიტ. 5.

ავტ.

 

13.2.19. საბაზო სტრუქტურების კომპონენტების გავ­ლენა შემამჭიდროებელი და სახრახნე საცხებების თვისებებზე. /. ფარზალიევი, . მამედოვი, . ფატა­ლიზადე, . ჰუსეინოვი, . ლადოხინა/. GEN. – 2013. – #4. – გვ. 58-62. – რუს.; რეზ.: ინგლ.

ნავთობში და აირში არახსნადი მაღალეფექტიანი საც­ხებების შესაქმნელად დისდერსულ არედ გამოყენებუ­ლი იქნა შემდეგი მცენარეული ზეთები: აბუსალათი­ნის ზეთი, კანიფოლი, დაჟანგული ბამბის ზეთი. დად­გენილი იქნა, რომ ბამბის ზეთის დაჟანგვისას მჟავია­ნობა არ იზრდება. ამასთან დამჟანგველის (წყალბადის ზეჟანგი) კონცენტრაციის 20%-მდე გაზრდისას მნიშვ­ნელოვნად მატულობს, ხოლო შემდეგ უმნიშვნელოდ. ასევე დადგენილი იქნა, რომ საცხებში დაჟანგული იო­დირებული ბამბის ზეთის კონცენტრაციის გაზრდისას 20%-მდე წვეთვარდნის ტემპერატურა საგრძნობლად იზრდება, შემდეგ კი უმნიშვნელოდ. აღნიშნულის შე­საბამისად, 20% მიჩნეული იქნა ოპტიმალურ კონცენტ­რაციად. ცხრ. 3, ლიტ. 12.

ავტ.

 

13.2.20. გალვანური წარმოების ჩამდინარე წყლების მძიმე ლითონებისაგან გაწმენდისა და მათი კონცენტ­რირების, ელექტრო მემბრანული ტექნოლოგიის და­მუშავება. /. კურცხალია, . ენუქიძე, . ჩხეიძე, . სი­მონია, . ნადირაშვილი, . პავლიაშვილი/. GEN. – 2013. – # 4. – გვ. 99-107. – ქართ., რეზ.: ინგლ.

დასახული მიზნის მისაღწევად გამოყენებულ იქნა მემ­ბრანული ტექნოლოგიის ერთ-ერთი მეთოდი - ელექტ­როდიალიზი იონგაცვლითი მემბრანებით. ამ მეთო­დის დიდ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ ელექტ­როდიალიზურ აპარატში (ელექტროდიალიზატორში) ელექტროლიტის გაწმენდის პარალელურად მიმდინა­რეობს გამაჭუჭყიანებელ იონთა კონცენტრირება (კონ­ცენტრატში) დამოუკიდებელ ტრაქტში, ფაზური გადა­სვლის გარეშე. ექსპერიმენტები ჩატარდა სპეციალუ­რად შექმნილ ელექტროდიალიზურ სტენდზე. სპეცია­ლურად ამ სტენდისათვის შეიქმნა და დამზადდა ლა­ბორატორიული ელექტრო დიალიზატორი-კონცენტ­რატორი, რომლის მემბრანის მუშა ფართი ტოლია 160 სმ2, წყვილი კამერების რაოდენობაა 8. დადგენილი პროცესის ოპტიმალური ტექნოლოგიური პარამეტრე­ბია: მუშა ხსნარის გადინების სიჩქარე 2 /სთ, ხოლო დენის სიმკვრივე 0,2 მილ.ამპ./სმ2. ამ პირობებში საკვ­ლევი ხსნარის გაწმენდის ხარისხია 95-97%. კონცენტ­რატის რაოდენობა არ აღემატება გასაწმენდი ხსნარის 8%, ხოლო მისი კონცენტრაცია 7-8-ჯერ მეტია საწყის კონცენტრაციაზე. გაწმენდილი ხსნარის PH=6,6-6,8. ელექტროგამტარობის დიაპაზონია 10-3 10-4, დენის გა­მოსავალი ტოლია 52-54, დენის ხარჯია 0,02 კვატ.სთ/ . ცხრ. 4, სურ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

13.2.21. სინთეზის პირობების გავლენა CexZr(1–x)O2-ის მეზოფოროვანი კერამიკების ნანოსტრუქტურაზე. /. ბრუნო კოშტა, . ბაკანი, . ფანტინი, . მარტინსი, . . . და სილვა/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 7-20. – ინგლ.

CexZr(1–x)O2 ნაერთები (0.5≤x≤0.9) მიღებულია Zr-ისა და Ce-ის ქლორიდების პრეკურსორებისაგან მათი სინთე­ზით, სამბლოკიანი კოპოლიმერული პლურონული P123-ისა და HCl-ის (2 მოლი/) გამოყენებით. PH-ის მნიშვნელობის შერჩევა ხდებოდა ორგვარად: სინთეზი A იყენებდა 11.4 მლ NH4OH-ის ხსნარის ერთჯერად დამატებას HCl-ში შეყვანილი ლითონური პრეკურსო­რისა და შაბლონის საწყის ნარევში; ხოლო სინთეზი B ხორციელდებოდა ხსნარის ნელ-ნელა ჩაწვეთებით PH-ის მნიშვნელობის შეცვლამდე (3-სა და 6- შორის). ამ შრომაში CexZr(1–x)O2-ის ნიმუშები, სინთეზებული აღ­ნიშნული ორი გზით, ერთმანეთთანაა შედარებული. ასევე შეფასებულია PH-ის მნიშვნელობის გავლენა მა­სალის მახასიათებლებზე. ეს ნიმუშები გამოკვლეულია რენტგენული სხივების დიფრაქციით რიტველდის მი­დგომაში და აზოტის ადსორბირება / დესორბირების მეთოდით. ორივე პროცესისათვის მასალები წარმოად­გენენ CexZr(1–x)O2-ის მყარი ხსნარის ორ, კუბურ და ტეტრაგონალურ, კრისტალურ ფაზას. სინთეზი A ამას გარდა იძლევა ZrO2-ის ტეტრაგონალურ ფაზასაც. კრი­სტალიტების საშუალო ზომა და ბრუნაუერემეტტე­ლერისეული ზედაპირის ფართობი უფრო დიდი მიიღება პროცესში A. ეს ორივე პროცესი მეზოფორიან ნიმუშებს იძლევა. სურ. 9, ცხრ. 13, ლიტ. 29.

ავტ.

 

13.2.22. პროპოლისის ექსტრატის გავლენა ელექტრო­დაგრეხვით მიღებული პოლიურეთანის ნანობოჭკო­ების მორფოლოგიაზე. /. ერდემი, . უსტა, . სანჩაკი, . კოჯაკი, . აკალინი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 21-26. – ინგლ.

პროპოლისშერეული ნანობოჭკოვანი მემბრანები, პო­ლიურეთანის სხვადასხვა შემცველობით, წარმატებით დამზადდა ელექტროდაგრეხვის ხერხით. გამოკვლეუ­ლია ამ შერეული მყარი ხსნარების ისეთი თვისებები, როგორიცაა სიბლანტე, გამტარებლობა და PH-ის მნიშ­ვნელობა. პროპოლისის შემცველობის გავლენა ნანო­ბოჭკოვანი მემბრანების მორფოლოგიაზე გაანალიზე­ბულია მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპი­ით. აღმოჩნდა, რომ ელექტროგრეხვის პროცესში ფორ­მირდება ერთგვაროვანი, დაუწინწკლავი, ნანობოჭკოე­ბი. სურ. 2, ცხრ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

13.2.23. ერთგანზომილებიანი ნანოსტრუქტურები Ge-ისა და In-ის ფუძეზე: თვითკატალიზური ზრდა. /. ჯიშიაშვილი, . ჩხარტიშვილი, . ქირია, . შიოლა­შვილი, . მახათაძე, . ჯიშიაშვილი, . გობრონიძე/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 27-34. – ინგლ.

In2O3-ისა და Ge3N4-ის მონოკრისტალური ნანომავთუ­ლები სინთეზებულია ინდიუმის და გერმანიუმის წყა­როს გამოყენებით ახალ გარემოში, რომელიც შეიცავს ჰიდრაზინის დაშლის პროდუქტებს, განზავებულს წყალში 3 მოლ.%-მდე. ამგვარ გარემოში ერთდროუ­ლად მიმდინარეობს ოქსიდირება, ნიტრირება და აქ­ტიური პრეკურსორების რაოდენობის შემცირება. ამისაგან განსხვავებით, წყაროდ მხოლოდ In-ის ან მხოლოდ Ge-ის გამოყენებისას მიიღებოდა, შესაბამი­სად, მხოლოდ In2O3-ის ან მხოლოდ α-Ge3N4-ის ნანო­მავთულები. ეს აქტიური პრეკურსორები უზრუნველ­ყოფენ წყაროთა აქროლადი სუბოქსიდებისა Si-ის ფუ­ძეშრისაკენ მიმართული ნაკადების ჩამოყალიბებას, მაშინ როდესაც მათი ნაწილი გარდაიქმნება In-ის ან Ge-ის კატალიზატორულ წვეთებად, ხოლო სხვა ნაწი­ლი ნანომავთულების ზრდას მექანიზმით ორთქლისითხემყარი მდგომარეობა ამარაგებს კატალიზატო­რით. In2O3-ის ნანომავთულებისათვის ზრდის ტემპე­რატურა ეცემა 4200C-მდე, ხოლო Ge3N4-ის ნანომავთუ­ლები იზრდებიან 4800C-ზე, რაც 3700C-ით უფრო დაბა­ლია, ლიტერატურაში მითითებულ ტემპერატურასთან შედარებით. ნანომავთულები ხასიათდებოდნენ მაღა­ლი ხარისხის კრისტალურობით; მათი მინიმალური სისქე შეადგენდა 7 ნმ-. სურ. 4, ლიტ. 24.

ავტ.

 

13.2.24. ვერცხლის იაროზიტის ნანონაწილაკების ჭავლური ფქვა და თერმული დამუშავება ვერცხლის რეციკლებისათვის. /. ლეშჩინსკი, . ვეინერტი, . ჩო­ინასკა, . ვისნიევსკი, . მარტინეს პერესი, . ტილვარ­დიევი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 35-40. – ინგლ.

განხილულია ვერცხლის აღდგენის მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს თავდაპირველად იაროზი­ტული მინერალების დაშლას მათი მექანიკური აქტი­ვირებითა და თერმული დამუშავებით, შემდგომ კიმეორად გამოტუტვას. ეს ორი საფეხური გარანტიას იძლევა, რომ ვერცხლი ნაპოვნი იქნება თუთიის რაფი­ნირების ნარჩენებში და იაროზიტულ მინერალებში მათი ერთდროული გამოტუტვით. კომპოზიტური კუ­დები იფქვებოდა ნანო-მიკრონაწილაკების ნარევად და მერე ხურდებოდა ვერცხლის შემცველი მინერალის (Ag, PbFe3(SO4)2(OH)6) დასაშლელად. გადამუშავების ტექნოლოგიის პირველი ეტაპის პარამეტრების მნიშვ­ნელობები ოპტიმიზებულია, აგრეთვე წარმოდგენი­ლია ექსპერიმენტული შედეგების ანალიზი. სურ. 4, ცხრ. 3, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.2.25. Mg–Gd და Mg–Gd–Nd ხსნარებში მეტასტაბი­ლური ფაზების ჩასახვისა და ზრდის მექანიზმები. /. აბდ ელ მაჯიდი, . ბამბერგერი, . კაცმანი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 41-48. – ინგლ.

Mg-ის მატრიცის გადაჯერება იშვიათმიწა ელემენტე­ბით, რასაც ადგილი აქვს მყარ ხსნარებად მიჩნეული Mg–Gd და Mg–Gd–Nd შენადნობების წრთობის შემდეგ, განაპირობებს განსხვავებული მეტასტაბილური ფაზე­ბის თანამიმდევრულ გამოლექვას. კერძოდ, დამზე­რილ იქნა β″, βდა β–1 ფაზების გამოლექვა მასალის დაბერებისას. სავსებით კოჰერენტული β″ (Mg–3RE, DO–19) ფაზის ერთგვაროვანი ჩასახვა დაბერებისას გრძელდება მისი დიფუზიური ზრდით, მარცვალთა გამსხვილებითა და ასევე კოჰერენტულ β′ (Mg–7RE, BCO) ფაზად გარდაქმნით. ეს ფაზური გარდაქმნა სა­ჭიროებს Mg-ის ატომების დამატებას Mg-ის მატრიცის მიმდებარე არეებიდან, რაც თავს იჩენს გამოლექილი მოცულობის მიახლოებით გაორმაგებაში. შემდგომი დაბერება იწვევს ნახევრადკოჰერენტული β–1 (Mg–3RE, FCC) ფაზის არერთგვაროვან ჩასახვას β′-პრეციპი­ტატზე, რასაც თან სდევს გამოლექილი მოცულობის შემცირება დაახლოებით 44.5%-ით Mg-ის მატრიცას­თან მიერთებული Mg-ის ატომების გამოყოფის გამო. ყველა პრეციპიტატი იზრდება {01–10} სიბრტყისებუ­რად, ოღონდაც მათი ზრდის მიმართულებები განსხვა­ვებულია. HRTEM-ითა და TEM-ით მიღებული შედეგე­ბის კომბინირებით SAED-თან და JEMS-მოდელირებას­თან შესაძლებელი შეიქმნა ნანომეტრული მასშტაბის პრეციპიტატების დახასიათება. მიკროსისალის გაზომ­ვებმა გამოავლინეს გამოლექვის პროცესის ზეგავლენა შენადნობთა მექანიკურ თვისებებზე. შენადნობმა Mg–6Gd–3.7Nd-ის ფუძეზე მიკროსისალის მაქსიმალურ მნიშვნელობას მიაღწია 16 დღიანი დაბერების შემდეგ; ხოლო შენადნობში Mg–Gd-ის ფუძეზე მიკროსისალე უფრო ნელა იზრდებოდა და მაქსიმალურ მნიშვნელო­ბას მხოლოდ 64 დღიანი დაბერების შედეგად მიაღწია. სურ. 8, ცხრ. 1, ლიტ. 12.

ავტ.

 

13.2.26. ოქროს მონოდისპერსული ნანონაწილაკებისა და ნანონამსხვრევების სინთეზი წრფივი და ციკლური დიკეტონებით ოთახის ტემპერატურაზე. /. პეველე­რი, . პარკინი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 49-56. – ინგლ.

დადგენილია, რომ ციკლური 6–წევრა დიკეტონები, 1,4- და 1,3-ციკლოჰექსანედიონი სწრაფად წარმოქმნიან ოქროს ნანოსტრუქტურებს. 1,4-ციკლოჰექსანედიონი უკვე 60 წმ-ში იძლევა 21±5 ნმ ზომის სფერული ნანო­ნაწილაკების მუქ იისფერ სუსპენზიას რეაქციის შედე­გად, რომელიც საბოლოოდ 30 წთ-ში სრულდება. 1,3-ციკლოჰექსანედიონი კი იძლევა ნაცრისფერ ხსნარს, რომლის გამოკვლევაც გამჭოლი ელექტრონული მიკ­რო­სკოპიით ადასტურებს, რომ იგი შედგენილია ოქრ­ოს ნანონამსხვრევების პოლიდისპერსული კლასტე­რე­ბისაგან. ასევე გამოიცადა ციკლური კეტონების წრფი­ვი ეკვივალენტები იმ მიზნით, რომ გარკვეულიყო რე­აქ­ციის მექანიზმი და დადგენილიყო ის ტრენდები, რო­მ­ლებიც წარმოიშვება ჰომოლოგურ რიგში.  კეტონე­ბ­­­ზე დაფუძნებული ეს მეთოდოლოგია იძლევა ოქროს ნანონაწილაკების იაფი, სწრაფი და განმეორებადი სინ­თეზის საშუალებას მათ გამოსაყენებლად ზედაპირზე გაძლიერებულ რამანის სპექტროსკოპიაში. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 20.

ავტ.

 

13.2.27. ნანოსილიკონით შეკავშირებულ კომპოზი­ტე­ბ­ში შემავალი კალციუმის სილიკატური ჰიდრატისა და კალციუმის ჰიდროჟანგის დახასიათება. /. იაკუბი, . სუთანი, . კიონგი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 57-62. – ინგლ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ნანოსილიკონით შეკა­ვშირებულ კომპიზიტებში (NSBC) პუცოლანური რეაქ­ციის შესწავლა კალციუმის სილიკატური ჰიდრატისა (C–S–H) და კალციუმის ჰიდროქსიდის (C–H) მორფო­ლოგიათა დახასიათებებზე დაყრდნობით, რომლებიც მიიღებოდა რენტგენის სხივების დიფრაქციითა და მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპიით. დამ­ზადდა NSBC-ის პასტის ნიმუშები წყლისა და ბინდე­რის თანაფარდობით 0.50, სადაც ბინდერი ჩანაცვლე­ბული იყო 10–20 ნმ ზომის ნანოსილიკონის ფხვნილე­ბით 2, 3 და 5 წონითი %-ის შემცველობით. ფხვნილო­ვანი და გახეხილი ნიმუშები გამოიცადა ბინდერის ჰი­დრატაციით 28, 60 და 90 დღის განმავლობაში. აღმოჩნ­და, რომ პუცოლანური რეაქცია აჭარბებს NSBC-ის ნი­მუშებში მიმდინარე ჰიდრატაციის პროცესს, რადგანაც მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპიით მიღე­ბუ­ლი გამოსახულებები მიუთითებენ C–S–H სტრუქ­ტ­ურის უფრო მაღალ სიმკვრივეზე C–H-სთან შედარე­ბით. გარდა ამისა, C–H-ის პიკები NSBC-ის რენტგენო­გრამაზე 28 დღის შემდგომ თანდათანობით ქრებოდა. რაც შეეხება CS–H-ის გამოსახულებების ევოლუციას, ის არ იყო ყველა ნიმუშისათვის ერთნაირი, რაც უკავ­ში­რდება დინამიკურ ცვლილებებს მათ ამორფულ სტრ­უქ­ტურაში. სურ. 4, ცხრ. 1, ლიტ. 14.

ავტ.

 

13.2.28. პოლიმერული კომპოზიტური ნანობოჭკოების თვისებებზე ნახშირბადის ნანომილაკების დისპერ­სუ­ლობის გავლენის შესწავლა. /. ბარბოზა, . როზა, . კა­პელი, . მარტინესი, . ქუინუონესი, . კუადრადო, . რამოსი, . სოტეროესტავა/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 77-86. – ინგლ.

ნახშირბადის ნანომილაკების გამორჩეული მექანიკუ­რი და ელექტრონული თვისებების გამო მათი ინტეგ­რირება მრავალ ისეთ ხელსაწყოშია შესაძლებელი, რო­გორიცაა, მაგალითად, ქიმიური და ბიოლოგიური სენ­სორები და ელექტრომაგნიტური აქტუატორები. ნახში­რბადის ნანომილაკების გამოსაყენებლად პოლიმერუ­ლი ნანოკომპოზიტების ეფექტური არმირებისათვის აუცილებელია მათი სათანადო დისპერსულობა და მათი ადგეზიურობა პოლიმერულ მატრიცასთან მიმა­რ­თებით. ამ შრომაში ნახშირბადის ნანომილაკების დი­ს­პერსულობის გავლენა პრეკურსორი ხსნარისა და ელ­ე­ქ­ტროდაგრეხვით მიღებული ნახშირბადის ნანომილა­კები/პოლიმერის ბოჭკოების თვისებებზე შესწავლი­ლ­ია გამოთვლითი და ექსპერიმენტული ხერხების კომ­ბი­ნირებით. დისპერგება ხდებოდა იონური სურფაქტა­ნტებისნატრიუმის დოდეცილ სულფატი და ქლო­რ­ო­ფორმში ნატრიუმის დოდეცილბენზოლსულფონატიგამოყენებით. ელექტროდახვევის პრეკურსორი ხსნა­რები მზადდებოდა საკუთარ დისპერსულ ხსნარებში არსებული ნახშირბადის ნანომილაკების ჩამატებით ქლოროფორმში (პოლი)მეთილმეტაკრილატის პოლი­მერულ ხსნარში. ნახშირბადის ნანომილაკებს, სურფაქ­ტანტებსა და პოლიმერებს შორის არსებულ ურთიერთ­ქმედებათა მოდელირება ხდებოდა ნანომასშტაბის მო­ლე­კულური დინამიკის პროგრამასთან სამომხმარებ­ლო გრაფიკული ინტერფეისის Wolffia მეშვეობით. რაც შეეხება ექსპერიმენტულ ნაწილს, ხსნარებისა და ბოჭ­კო­ების თვისებები გაანალიზდა ულტრაიისფერიხი­ლული სინათლის სპექტროსკოპიით და ელექტრული დახასიათებით. სურ. 6, ლიტ. 23.

ავტ.

 

13.2.29. ეფექტური ლიგატურისა და ფუნქციონალი­ზე­ბის კონცეფციების გაფართოება ნეოტერიკპოლიმე­რიზებული იონური სითხეების შესაქმნელად აზიდ-ალკინური 1,3-დიპოლარული ციკლოდანამატების გა­მოყენებით. /. მუდრაბოინა, . ობადია, . სუდი, . ალაოუა, . კასაგნაუ, . ესპუშე, . სერგეი, . დროკენმი­ულერი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 107-112. – ინგლ.

სპილენძით კატალიზებული დიპოლარული ციკლო­დანამატის მიერ α-აზიდ-ω-ალკინური მონომერების AB+AB საფეხუროვანი ზრდის პოლიმერიზება წარმო­შობს მაღალი მოლარული მასის მქონე ხაზოვან პოლი (1,2,3-ტრიაზოლ)ებს, რომლებიც შემდგომ ისე კვატერ­ნიზდებიან, რომ იძლევიან პოლი(1,2,3-ტრიაზოლიუმ) ის წარმოებულებს. ეს მიდგომა გავრცელებულია იმ 1,2,3-ტრიაზოლიუმის ფუძეზე შექმნილი პოლიმერი­ზებული იონური სითხეების ფართო არეზე, რომლე­ბიც მიიღება ჯაჭვური ზრდის ანდა საფეხუროვანი ზრდის პოლიმერიზების მეთოდებით. მეტიც, სპილენ­ძით კატალიზებული დიპოლარული ციკლოდანამა­ტის ქმედუნარიანობა საშუალებას იძლევა, რომ აქამდე უპრეცედენტო მიდგომების გამოყენებით დამუშავდეს პოლიმერიზებული იონური სითხეების ელასტომერე­ბი და ფუნქციონალიზებული პოლიმერიზებული იო­ნური სითხეები. ამ მასალების ფიზიკური თვისებები გამოკვლეულია 1^H ბირთვული მაგნიტური რეზონან­სით, დიფერენციალური მასკანირებელი კალორიმეტ­რიით, თერმოგრავიმეტრიული ანალიზით, ფართოზო­ლოვანი დიელექტრიკული სპექტროსკოპიით, რეოლო­გიური და შეღწევისუნარიანობის კვლევებით. სინთე­ზის და დიზაინის სტრატეგიების შერჩევა პოლი(1,2,3-ტრიაზოლიუმ)ის ფუძეზე შექმნილი მასალებისათვის (რომლებისათვისაც დამახასიათებელია ანიონური გაცვლით ხელმისაწვდომი წარმოებულების რიგი ვა­რიაციების) და მაკრომოლეკულური ინჟინერია პოლი (იონურ სითხე)ებს ახალ პერსპექტივებს უსახავენ და იმავდროულად პოულობენ მათ გამოყენებებს ენერგე­ტიკული ხელსაწყოების, კატალიზატორებისა და სამე­დიცინო ელექტროდების ჰიდროგელების სფეროებში. სურ. 3, ლიტ. 34.

ავტ.

 

13.2.30. ნანოკომპოზიტების პოლიეთილენ-ვინილის აცეტატითიხა მომზადების პირობების გავლენა მათ მორფოლოგიასა და მექანიკაზე. /. აბდელ ჰაფიზი, . რამადანი, . ესავი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 113-122. – ინგლ.

გამოკვლეულია დამზადების განსხვავებული პროცე­სების, სახელდობრ, ხსნარის შეზავების, ულტრაბგერი­თი დამუშავებისა და ექსტრუზიის, გავლენა პოლიეთ­ილენის თანავინილაცეტატისა და 5 წონითი % არამო­დიფიცირებული Na+-მონტრმორილონიტის ნანოკომ­პოზიტის სტრუქტურასა და თვისებებზე. რენტგენის სხივების დიფრაქცია, გამჭოლი ელექტრონული მიკრ­ოსკოპია და ჭიმვაზე გამოცდა გამოიყენებოდა დამუშა­ვების სხვადასხვა საფეხურზე მიღებული ნიმუშების მორფოლოგიის დასახასიათებლად და მასთან დაკავ­შირებული მექანიკური ყოფაქცევის დასამზერად. შე­დეგებმა აჩვენა, რომ ხსნარის შეზავებას თიხის წინას­წარი დისპერგირების გარეშე მივყავდით ნანოკომპო­ზიტებში შემავალი თიხის ცუდ დისპერსულობასთან. მეორე მხრივ, წინასწარი დისპერგირება, რასაც თან სდევდა ექსტრუზია, აუმჯობესებდა თიხის ნაწილა­კების დისპერსულობას და იწვევდა ფენების განშრე­ვებას ნანოკომპოზიტებში. სურ. 10, ლიტ. 17.

ავტ.

 

13.2.31. სილიკონაკრილის ნანოფხვნილებით მოდი­ფიცირებული ორგანული პოლიმერის დანაფარების ზედაპირული თვისებების კვლევები. /. ოფატი, . კო­ზაკიევიჩი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 131-140. – ინგლ.

როგორც არამოდიფიცირებული, ისე ელასტიფიკატო­რად დამატებული ბირთვიგარსი სტრუქტურის მქონე სილიკონაკრილის ნანონაწილაკების შემცველი ნანო­ფხვნილის (ზომით დაახლოებით 100 ნმ) 3%-ით მოდი­ფიცირებული ეპოქსიდპოლიესტერისა და პოლიეს­ტერის ფხვნილოვანი დანაფარების ზედაპირული თვი­სებები გამოკვლეულ იქნა საკონტაქტო კუთხის განსა­ზღვრით, ატომურ-ძალური მიკროსკოპიით, ოპტიკუ­რი მიკროსკოპიით, ენერგიის მიხედვით დისპერსული სპექტროსკოპიის დანადგარით აღჭურვილი მასკანირე­ბელი ელექტრონული მიკროსკოპიით. აღმოჩნდა, რომ როგორც საკონტაქტო კუთხე, ისე ზედაპირის თავისუ­ფალი ენერგია დანაფარების მოდიფიცირებით მნიშვ­ნელოვნად იცვლებოდნენ, რაც შეიძლება აიხსნას ნანო­ფხვნილში შემავალი სილიკონური ფისის მიგრაციით დანაფარების ზედაპირისაკენ სილიკონური პოლიმე­რისათვის დამახასიათებელ თავისებურებათა გამო. აგრეთვე გამოირკვა, რომ ზედაპირულ თვისებებზე ძლიერ გავლენას ახდენს სილიკონური ფისის ქიმიური აგებულება. სურ. 8, ცხრ. 4, ლიტ. 16.

ავტ.

 

13.2.32. ნანოცელულოზის შემცველი პოლიმერული ბიოკომპოზიტები. /. მასეკი, . ზაბორსკი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 141-144. – ინგლ.

ნაჩვენებია ამინომჟავების, როგორც ბუნებრივი შემკე­რავი აგენტების, გამოყენების შესაძლებლობა ეპოქსი­დირებული ბუნებრივი კაუჩუკისათვის. გამოკვლეუ­ლი აგენტების შეკერვისუნარიანობა შეფასდა ბუნებ­რივი კაუჩუკის ENR(50) ვულკანიზატებში შეკერვათა სიმკვრივისა და მათი მექანიკური თვისებების საფუ­ძველზე. გაკეთდა დასკვნა, რომ ზოგიერთი ამინომჟავა გამოსადეგია ბუნებრივი კაუჩუკის შემკერავ აგენტად. სურ. 1, ცხრ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.2.33. R და R′ ალკილური ჯგუფების (–CH3 ან –C2H5) ზემოქმედება RSi(OR′)3 პრეკურსორებიდან სინთეზე­ბული აეროგელების თვისებებზე. /. მატიაში, . ოჩოა, . პორტუგალი, . დურაეში/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 145-160. – ინგლ.

გაანალიზებულია ზოლიგელი სინთეზის პროცესზე RSi(OR′)3 პრეკურსორების R და R′ (მეთილური, ეთი­ლური) ჯგუფების გავლენა და, აგრეთვე, ორგანიკით მოდიფიცირებული სილიციუმის ორჟანგის აეროგე­ლის თვისებები. მიმოხილულია ადრე გამოქვეყნე­ბული შრომები, სადაც ავტორები იყენებდნენ მეთილ­ტრიმეთოქსილანს, ეთილტრიმეთოქსილანს, მეთილ­ტრიეთოქსილანსა და ეთილტრიეთოქსილანს, როგორც პრეკურსორებს. ლიტერატურაში მოცემული სინთეზის პირობები და მასალათა თვისებები შეუდარდა ავტორ­თა ექსპერიმენტულ შედეგებს. R და R′ ჯგუფები ზემო­ქმედებენ ჰიდროლიზის/ კონდენსირების რეაქციების სიჩქარეებზე და, ამდენად, მყარი ქსელის ზრდაზე. იდენტური ქიმიური აგებულების შენარჩუნების მიუ­ხედავად, მიკროსტრუქტურა და ფიზიკური თვისებები არსებითად იცვლება. აეროგელები უნიკალური მაიზ­ოლირებელი თვისებებით შეიძლება მივიღოთ მეთილ­ტრიმეთოქსილანის ან მეთილტრიეთოქსილანისაგან. ისინი ავლენენ მაღალ ფორიანობას და საკონტაქტო კუთხეებს, და ძალზე დაბალ სიმკვრივეებსა და სითბო­გამტარობებს. ეთილტრიმეთოქსილანური და ეთილტ­რიეთოქსილანური პრეკურსორები მხოლოდ გელებს წარმოქმნიან, როდესაც ისინი კომბინირებენ ტეტრა-ალკილორთოსილიკატებთან ან მეთილტრიმეთოქსი­ლანთან, რამდენადაც R-ის (ეთილის) ზომა განაპირო­ბებს სეპარაციას და მყარი ქსელის ზრდას უპირატესი მიმართულებებით, რაც იწვევს უფრო მეტად ხაზოვანი და კომპაქტური სტრუქტურების წარმოქმნას. სურ. 4, ცხრ. 4, ლიტ. 28.

ავტ.

 

13.2.34. ქათმის ბუმბულის ბოჭკოთი განმტკიცებული ბიოკომპოზიტების ფორმირება წნევით: ქათმის ბუმბ­ულის ბოჭკოს მოცულობის გავლენა მექანიკურ და სი­თბურ თვისებებზე. /. ოზენი, . იუკსეკი, . უზუნი, . სანჩაკი, . უსტა, . ატაკი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 161-168. – ინგლ.

კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა თერმოაქტიუ­რი კომპოზიტების მექანიკურ თვისებებსა და სითბურ წინააღმდეგობაზე ქათმის ბუმბულის ბოჭკოთი არმი­რების ზემოქმედების დადგენა. კომპოზიტის სტრუქტ­ურაში ქათმის ბუმბულისა და მინის ბიჭკოების, პოლი­ესტერული ფისისა და კალციტის შეყვანას ნაერთის მოცულობითი ჩამოსხმის მეთოდით პირველად მიექცა ყურადღება და შესწავლილ იქნა მისი თვისებები. შე­დეგები აჩვენებენ, რომ ქათმის ბუმბულის ბოჭკოთი არმირება ტესტირებული კომპოზიტებისათვის კრიტი­კული მნიშვნელობისაა, კერძოდ, სიმტკიცის ზღვრის, იუნგის მოდულისა და დარტმითი თვისებებისათვის. ასევე ნაჩვენები იქნა, რომ ბოჭკოებით არმირების წყა­ლობით კომპოზიტების სითბოგამტარობა შესამჩნევად შეიცვალა. სურ. 5, ცხრ. 6, ლიტ. 12.

ავტ.

 

13.2.35. ჰექსაგონალური ბორის ნიტრიდის ნანოკრის­ტალების გავლენა თითბერში მიმდინარე ცვეთის პრო­ცესებზე. /. ჩხარტიშვილი, . დარჩიაშვილი, . გაჩე­ჩილაძე, . მარგიევი, . რუხაძე, . ცაგარეიშვილი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 169-176. – ინგლ.

შესწავლილია ჰექსაგონალური ბორის ნიტრიდის (h-BN) ნაწილაკების გავლენა თითბერში მიმდინარე ცვე­თის პროცესებზე. კვლევები ჩატარდა თითბერის ფუძე­ზე შექმნილი კომპოზიტური მასალების ნიმუშებზე, რომლებშიც ქიმიურად სინთეზებული ნანოფხვნილო­ვანი h-BN გამოიყენებოდა ცვეთის საწინააღმდეგო მოდიფიკატორად. ამ ნაწილაკების ფიქსირება მატრი­ცაში მიიღწევა სპილენძით პლაკირებული h-BN-ის ფხვნილის შეყვანით თითბერის ნადნობში. სტრუქტ­ურული კვლევები აჩვენებენ, რომ h-BN-ის ნაწილაკები თითქმის ერთგვაროვნად არიან განაწილებული თით­ბერის მატრიცაში. ცვეთის პროცესები შესწავლილია წონითი დანაკარგების განსაზღვრით სხვადასხვა დატ­ვირთვებზე. ნაჩვენებია, რომ ნანოკრისტალური h-BN-ის (იუნგის მოდულით, რომელიც ბევრად უფრო ნაკ­ლებია, ვიდრე თითბერში) ჩართვას შეუძლია შეცვა­ლოს ცვეთის მექანიზმი და მნიშვნელოვნად შეამციროს თითბერში ცვეთის ინტენსივობა. სურ. 7, ცხრ. 1, ლიტ. 35.

ავტ.

 

13.2.36. ანტრაცენისა და ბის-მეთილსტირილბენზო­ლის ფლუორესცირებადი ნანონაწილაკები. /. კაკუიჩი, . კასატანი, . მორიტა, . ოკამოტო, . კავამატა/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 177-184. – ინგლ.

შესწავლილია ორი ნაერთის, ანტრაცენისა და 1,4-ბის (2-მეთილსტირილ) ბენზოლის, ნანონაწილაკების ფლ­უორესცენტული ქცევა. ასევე შესწავლილია ლეგირე­ბული ნანონაწილაკები. ფლუორესცენტული სპექტ­რები და ფლუორესცენციის კვანტური გამოსავალები გაიზომა ფოტოლუმინესცენციის აბსოლუტური კვან­ტური გამოსავლის გამზომი სისტემით. ფლუორესცენ­ციის სიცოცხლის ხანგრძლივობები გაიზომა ფემტოწა­მური Ti:საფირონის ლაზერით და ზოლური კამერით. ასევე გაიზომა პერილენით ლეგირებული ანტრაცენის ნანონაწილაკების, ნაფტაცენით ლეგირებული ანტრა­ცენის ნანონაწილაკების, პერილენით ლეგირებული ბის-მეთილსტირილბენზოლის ნანონაწილაკებისა და ნაფტაცენით ლეგირებული ბის-მეთილსტირილბენ­ზოლის ნანონაწილაკების ფლუორესცენცია. როდესაც ნანონაწილეკები დოპანტით იყო ლეგირებული, მაშინ ნანონაწილაკების ფლუორესცენცია ქრებოდა და დაიმ­ზირებოდა დოპანტის ძლიერი ფლუორესცენცია. რო­გორც ნაფტაცენით ლეგირებული ანტრაცენის ნანონა­წილაკების, ისე პერილენით ლეგირებული ანტრაცენის ნანონაწილაკებისათვის ფლუორესცენციის კვანტური გამოსავალი 0.75- აღწევდა. სურ. 13, ცხრ. 4, ლიტ. 11.

ავტ.

 

13.2.37. ქრომატის გავლენა Arthrobacter globiformis-ის დნმ-ზე. /. რჩეულიშვილი, . დათუკიშვილი, . გა­ბრიაძე, . ქუთათელაძე, . პატარაია, . გურიელიძე, . მეტრეველი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 193-200. – ინგლ.

Arthrobacter globiformis 151B აერობული გრამ-დადები­თი ბაქტერიაა, რომელიც გამოყოფილია საქართველო­ში დაბინძურებული ბაზალტის ქანებიდან (კაზრეთის რეგიონი). ბაქტერიას გააჩნია პლაზმიდური დნმ. პლა­ზმიდურ დნმ-ის რაოდენობაზე დაკვირვებას ვახდენ­დით აგაროზას გელზე ელექტროფორეზის საშუალე­ბით, რითიც დადგინდა, რომ მისი კონცენტრაცია პრა­ქტიკულად არ იცვლება ბაქტერიული ზრდის 14, 24, 38 და 62 საათიან ნიმუშებში. თუმცა ეს ასე აღარ იყო ბაქ­ტერიული უჯრედების CR(VI)-თან თანაობისას. ელექ­ტროფორეგრამებზე დაიკვირვებოდა ექსტრაგირებუ­ლი პლაზმიდური დნმ-ის რაოდენობის დოზადამოკი­დებული კლება CR(VI)-ის კონცენტრაციის 0-დან 200 მგ/-მდე ზრდისას. ამავდროულად ეს ბაქტერიები ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას ქრომის აღნიშ­ნული კონცენტრაციების თანაობისას. სურ. 6, ლიტ. 18.

ავტ.

 

 

 

13.2.38. არხების სამგანზომილებინი ქსელის მქონე ცე­ოლითების ფორომეტრია. /. კაპანაძე, . რთველიაშვი­ლი, . ტაბატაძე/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 207-212. – რუს.

ნაჩვენებია, რომ NaX და NaA ცეოლითებში, დაახლოებ­ით 10 ანგსტრემი დიამეტრის არხების სამგანზომილე­ბიანი ქსელით, შესაძლებელია მაღალი წნევით შევიყ­ვანოთ ისეთი ლითონები გამდნარ მდგომარეობაში, როგორიცაა Hg, Ga, In, Bi, Pb და Sn. ასევე ნაჩვენებია, რომ ლითონი გადადის პერკოლაციის ნახტომისებურ მექანიზმზე, როდესაც წნევა აღწევს გარკვეულ კრიტი­კულ მნიშვნელობას, რომელიც კარგად ეთანხმება ფო­რომეტრული ფორმულიდან გამომდინარე სიდიდეს. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.2.39. ნანოზომის კვანძთაშორისებში ლითონებით ლეგირებული b-რომბოედრული ბორის სითბოგამტა­რობა. /. ჩხარტიშვილი, . მურუსიძე/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 221-224. – ინგლ.

თეორიულად დადგენილია, რომ b-რომბოედრული ბორის მესრის ნანოზომის კვანძთაშორისებში ლითო­ნური მინარევების რხევის სიხშირეები მდებარეობს საკუთარი ფონონური ზოლების ზემოთსპექტრულ არეში 1080-დან 4380 სმ−1-მდედა, მაშასადამე, დასა­შვებია მიეკუთვნოს ლოკალიზებულ მოდებს. შეიძლე­ბა ვივარაუდოთ, რომ ძლიერი ლეგირებისას აღნიშნუ­ლი ლოკალიზებული რხევები შეამცირებენ სითბოგამ­ტარობას და ამით საგრძნობლად აამაღლებენ მასალის თერმოელექტრულ ვარგისობას. ცხრ. 2, ლიტ. 8.

ავტ.

 

13.2.40. თვისებების მოდიფიცირება ტყვიის სელენი­დის ნანოსისქის ფენებში. /. ფაშაევი, . დავარაშვილი, . ენუქაშვილი, . ახვლედიანი, . გულიაევი, . ბიჩ­კოვა, . ზლომანოვი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 233-240. – ინგლ.

განხილულია ეფექტურიუარყოფითიწნევის შექმნის თავისებურებანი, PbSe-ის ნანოფენებში აკრძალული ზონის სიგანის მატება და პერსპექტივაში სათანადო ლეგირებისას კვაზიდიელექტრიკული მდგომარეობის შექმნა. ეპიტაქსიალური ფენების ფორმირებისას მაღა­ლიუარყოფითიწნევის მისაღწევად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც ფენების სისქე, ასევე ზრ­დის ტემპერატურა და სისწრაფე. აკრძალული ზონის სიგანის დადგენა ხორციელდებოდა ოპტიკური გადა­ცემის სპექტრების დამუშავებით ფაბრიპეროს ინტერ­ფერომეტრული მოდელის გამოყენებით. დენის გადამ­ტანთა მაღალი კონცენტრაციისას გათვალისწინებუ­ლია შთანთქმა და გადაგვარება. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 9.

ავტ.

13.2.41. ოქროს ნანონაწილაკების სინთეზი თერმოფი­ლური აქტინომიცეტების ახალი შტამების მეშვეობით. /. ყალაბეგიშვილი, . კირკესალი, . გინტური, . რჩე­ულიშვილი, . მურუსიძე, . პატარაია, . გურიელიძე, . ბაღდავაძე, . კუჭავა, . გვარჯალაძე, . ლომიძე/. Nano Studies. – 2013. – #. – გვ. 255-260. – ინგლ.

შესწავლილია ოქროს ნანონაწილაკების სინთეზი თერმოფილური აქტინომიცეტების ორი ახალი შტამისThermoactinomycete spp. 44Th-ისა და Thermomonospora spp. 67Th-ის მეშვეობით, რომელიც გამოყოფილ იქნა 550C ტემპერატურაზე საქართველოს სხვადასხვა ნია­დაგიდან. ოქროს ნანონაწილაკების შემცველი აქტინო­მიცეტების ექსპერიმენტული ნიმუშები გამოკვლეულ იქნა ოპტიკური და ანალიზური მეთოდების კომპლექ­სის გამოყენებით ქლოროქროს მჟავით მათი დამუშავე­ბიდან სხვადასხვა დროითი ინტერვალებისათვის. ოქ­როს ნანონაწილაკების წარმოქმნა დადასტურებულია 580 ნმ-ზე ზედაპირული პლაზმონის პიკების არსებო­ბით ულტრაიისფერი და ხილული სინათლის სპექტრ­ებში და, აგრეთვე, ვიზუალიზებულია გამჭოლი ელექ­ტრონული მიკროსკოპიის (გემ) გამოსახულებებით. კვ­ლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რეაქციის მიმდინარეობ­ის 1.5–2 დღის შემდეგ ადგილი აქვს ისეთი უპირატე­სად სფერული ფორმის ნანონაწილაკების უჯრედგარე ფორმირებას, რომელთა ზომები 5–60 ნმ-ის ფარგლებ­შია, ხოლო საშუალო მნიშვნელობა – 20–30 ნმ-ის ფარგ­ლებში. ატომური შთანთქმის სპექტროსკოპია (აშს) იქნა გამოყენებული ბაქტერიულ ბიომასაში ოქროს საერთო კონცენტრაციის დასადგენად. აშს-ის შედეგები აჩვენე­ბენ, რომ ბაქტერიული ბიომასის მიერ აკუმულირებუ­ლი ოქროს სრული კონცენტრაცია თავიდან სწრაფად იზრდება, მაგრამ ამ სწრაფი ფაზის შემდეგ მისი ცვლი­ლება დროში უმნიშვნელოა. სურ. 5, ლიტ. 12.

ავტ.

 

13.2.42. ფოტოქრომული თხევადკრისტალური მრავა­ლფუნქციური ნანომასალები. /. ჯაფარიძე, . დევაძე, . მაისურაძე, . პეტრიაშვილი, . ზურაბიშვილი, . მჟავანაძე, . სეფაშვილი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 261-266. – ინგლ.

მოცემულია პოლიმერული მრავალფუნქციურიგონი­ერინანომასალების მიღების ახალი მეთოდი, დაფუძ­ნებული კომპოზიციაზე, რომელიც შედგება ფოტოქრ­ომული სპიროპირანით დოპირებული ნემატო-ქირა­ლური თხევადი კრისტალისაგან. აზოტის ატომთან გრძელი რადიკალის მქონე სპიროპირანის ულტრაიის­ფერი სინათლით გასხივებისას მიღებული მეროციანი­ნული ფორმა, რომელიც ამფიფილური მოლეკულაა, ცვიტერიონული ლიოფილური თავითა და ლიოფობუ­რი კუდით, ნემატო-ქირალურ თხევად კრისტალში თვითორგანიზდება მიცელებად. მიცელების წარმოქმ­ნა არღვევს თერმოდინამიკურ წონასწორობას. ახლად წარმოქმნილი მეროციანინული მოლეკულები ემატება უკვე არსებულ ფოტოინდუცირებულ მოლეკულებს წონასწორობის აღსადგენად. საბოლოოდ ეს ამრავლებს მშთანთქმელ ცენტრებს. ეფექტური ფოტომგრძნობია­რობის ზრდას დავაკვირდით როგორც კომპოზიციებ­ში, ისეპოლიმერულ ფირებში, რომლებიც მივიღეთ მიკროკაფსულირების გაუმჯობესებული მეთოდით. მიღებული ფოტოქრომული თხევადკრისტალური პო­ლიმერული ფირები, გაუმჯობესებული ფოტომგრძნო­ბიარობით, იქნება პერსპექტიული მრავალფუნქციური ნანომასალა ნანოტექნოლოგიების სხვადასხვა დარგში გამოსაყენებლად. სურ. 5, ლიტ. 12.

ავტ.

 

13.2.43. თხელი ოქსიდური ფირების ფორმირება და კვლევა ნანოელექტრონიკისთვის. /. ბიბილაშვილი, . ჯიბუტი, . დოლიძე, . სხილაძე/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 287-294. – რუს.

ნაჩვენებია მაღალხარისხოვანი ზეთხელი დიელექტრი­კული ფირების (SiO2, TiO2, Ta2O5 და Al2O3) ფორმირე­ბის შესაძლებლობა ახალი, გაუმჯობესებული მეთო­დით. ეს არის კატალიზური პლაზმური ანოდირების (კპა) მეთოდი, რომელიც სტანდარტულ ტექნოლოგი­ებთან შედარებით დაბალტემპერატურულია (<600 ). მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასაჟანგ მასალაზე წინასწარ ეფინება იშვიათმიწა ელემენტი (იმე). ასეთი სტრუქტურის პლაზმური ანოდირების პროცესში სწრაფად იჟანგება იმე-ის თხელი ფენა და ძირითადი მასალა. ამ დროს თითქმის ორი რიგით იზ­რდება პროცესის ეფექტურობა, იზრდება ანოდირების სიჩქარე და უმჯობესდება ოქსიდის ელექტროფიზი­კური მახასიათებლები. პროცესის დასრულების შემ­დეგ იმე ქიმიურად ცილდება ოქსიდის ზედაპირის დაუზიანებლად. ამასთან, ოქსიდის ზედაპირი სუფთა რჩება, ვინაიდან ზედაპირზე დაფენილი იმე იცავს მას პლაზმის იონებით ბომბარდირებისგან. ოქსიდური ფი­რების გასაუმჯობესებლად მიღებული ნიმუშები გამო­იწვებოდა ღუმელში აზოტის ატმოსფეროში 773 ტემ­პერატურაზე ან ვარვარების ნათურების ფოტონების იმპულსებით (1 წმ ხანგრძლივობის 1–3 იმპულსი). გა­ზომილია პარამეტრები: ოქსიდის ფენის სისქე, მისი ზრდის სიჩქარე, ოქსიდში დაგროვილი მუხტი, დიელ­ექტრიკული მუდმივა, ფორმირების დენის სიმკვრივე, ზედაპირული სიმკვრივე, გარღვევის ელექტრული ვე­ლის დაძაბულობა, ზედაპირის ხაოიანობა. მიღებული ოქსიდების რენტგენოსტრუქტურული ანალიზის თა­ნახმად, ისინი ამორფულია. შედეგებმა აჩვენა, რომ ოქ­სიდების ფორმირების ეს მეთოდი ეფექტურია. შემოთ­ავაზებულია კპა-ის მექანიზმი, რომელიც ეფუძნება ჟა­ნგბადის იონების გადაქაჩვას კატალიზატორიდან ძი­რითად მასალაში, იმე-სა, მეტალსა და ნახევარგამტა­რებს შორის ელექტროუარყოფითობის მიხედვით გან­სხვავებულობის გამო. სურ. 9, ცხრ. 1, ლიტ. 9.

ავტ.

 

13.2.44. როტაციულ-კოროზიული დისპერგირების ახალი მეთოდი რკინა-ჟანგბადის ნანოზომის ნაწილა­კების მისაღებად. /. ლავრინენკო, . კოვალჩუკი, . ნეტრება, . ულბერგი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 295-322. – ინგლ.

შემოთავაზებულია როტაციულ-კოროზიული დისპერ­გირების (რკდ) ახალი მეთოდი რკინა-ჟანგბადის ნანო­ზომის ნაწილაკების მისაღებად. რკდ მეთოდის გამოყე­ნებით პირველადი კრისტალების ფორმირების პროცე­სი, დაფუძნებული რკინის (ფოლადის) კონტაქტზე წყა­ლშემცველ დისპერსიულ გარემოსა და ჰაერის ჟანგბა­დთან, განპირობებულია ლითონის ზედაპირზე მიმ­დინარე მარტივი ელექტროქიმიური რეაქციებით. ჩა­ნასახოვან სტრუქტურებად დადგინდნენ შემდეგი ნივ­თიერებები: Fe(II)–Fe(III)-ის ფენოვანი ორმაგი ჰიდრო­ქსიდები (ფოჰ) და ფერიჰიდრიტი. მაშინ როდესაც ფოჰ-ის ნაწილაკები რეაქციის ზონაში და ფოლადის ზედაპირზე იმყოფებიან, ფერიჰიდრიდი ზედაპირულ ფენაშია ლოკალიზებული. მოცემულ პირობებში ფო­ტოფორმირების პროცესისათვის სხვა პროდუქტებს წარმოადგენენ სუსტად კონცენტრირებული ზოლები. განსაზღვრულია სხვადასხვა რკინა-ჟანგბადის ნანო­ზომის მინერალების ფორმირების ოპტიმალური ფი­ზიკურ-ქიმიური პირობები. სურ. 26, ლიტ. 60.

ავტ.

 

13.2.45. სილოკონაკრილის ნანოფხვნილებისა და ამგვარი ფხვნილებით მოდიფიცირებული ორგანული პოლიმერული დანაფარების თერმული თვისებების გამოკვლევა. /. ტრჟასკოვსკა, . კოზაკიევიჩი/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 7-16. – ინგლ.

გამოკვლეულ იქნა ბირთვიგარსი სტრუქტურის ნანო­ნაწილაკების (ზომით დაახლოებით 100 ნმ) შემცველი სილიკონაკრილის ნანოფხვნილებისა და როგორც არამოდიფიცირებული, ისე ელასტიფიკატორად დამა­ტებული ამგვარი ფხვნილის 3%-ით მოდიფიცირებუ­ლი ეპოქსიდპოლიესტერის ფხვნილოვანი დანაფარე­ბის თერმული თვისებები დიფერენციალური მასკანი­რებელი კალორიმეტრიითა (დმკ) და თერმოგრავიმეტ­რული ანალიზით (თგა). დმკ-ის თანახმად, ნანოფხვნი­ლები ავლენენ გამინების ორ ტემპერატურას (Tg) – ერ­თი, რომელიც –1000C-ის ქვემოთაა, შეესაბამება პოლი­სილოქსანის ჯაჭვების რელაქსირებას, ხოლო მეორე, რომელიც +1000C-ის ზემოთააპოლი(მეთილ მეტაკ­რილატის) ჯაჭვების რელაქსირებას. ნანოფხვნილებში შემავალი ბირთვიგარსი სტრუქტურის ნანონაწილა­კების ბირთვის Tg დამოკიდებული იყო გარსში შემავა­ლი სილიკონური კაუჩუკის ქიმიურ აგებულებაზე. გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ ნანოფხვნილებით მოდი­ფიცირებული დანაფარები ავლენდა უფრო დაბალ Tg-, ვიდრეარამოდიფიცირებული დანაფარები. Tg-ით ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ სილიკო­ნური კაუჩუკის ქიმიური აგებულება გავლენას ახდენს ნანონაწილაკების თერმულ დეკომპოზიციაზე. არამო­დიფიცირებული და ნანოფხვნილებით მოდიფიცი­რე­ბული დანაფარების Tg-კვლევებმა აჩვენეს, რომ ამ ორ შემთხვევაში სითბური დეკომპოზიცია განსხვავებუ­ლად მიმდინარეობს. სურ. 7, ცხრ. 5, ლიტ. 12.

ავტ.

 

13.2.46. ჰეტეროგენული ნანო ცერიუმის ქრომატი, რო­გორც ახალი და სელექტური ოქსიდანტი სპირტების სელექტურად გარდასაქმნელად შესაბამის კარბონი­ლურ ნაერთებად. /. ოფთადეღანი, . გოუდარზიანი/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 35-44. – ინგლ.

გამოკვლეულია ძლიერ განტოტვილი პოლიეთილენი­მინის (პეი) ეფექტურობა ჯერ ნანო ცერიუმის ქრომა­ტის საყრდენად, ხოლო შემდგომ კი სპირტების სელექ­ტურ ჰეტეროგენულ ოქსიდანტად გამოყენებისათვის. სინთეზი პეი-ის მეშვეობით პოლიმერულად კოორდი­ნირებული ნანოცერიუმის მიღების მიზნით განხორცი­ელდა, რაც წარმოადგენს კატალიზურად ძლიერ აქტი­ური ნანონაწილაკოვანი პოლიმერული კომპოზიტების ეკრანირების ახალ და პირდაპირ მეთოდს. პეი-ის ჩა­მონაჭერის ერთსაფეხუროვან სისტემურ დერივატიზე­ბას მივყავართ ცერიუმის ნანონაწილაკების სტაბილი­ზებისა და კატალიზის სტრუქტრულ კორელირებამდე. ამ პოლიმერული რეაგენტის ანალიზით მოხერხდა ცე­რიუმის ქრომატის ისეთი ნანონაწილაკური კომპოზი­ტის იდენტიფიცირება, რომელსაც მოცულობის ერთე­ულში ნანო ცერიუმის ქრომატის ზედაპირის საკმაო ფართობის წყალობით შეუძლია ზომიერ პირობებშიც კი ეფექტურად დაჟანგოს დიოქსანად მთელი რიგი სპირტებისა. რეაგენტის მაღალი ტევადობა და მის მიერ ნანო ცერიუმის ქრომატის ფიქსირების ფაქტი დადასტურდა ინდუქციურად ბმული პლაზმისა და ატომური შთანთქმის მეთოდებით ჩატარებული ანა­ლიზით და, ასევე, ამ ნანოკომპოზიტის მორფოლოგი­ით, რომელიც მასკანირებელი და გამჭოლი ელექტრო­ნული მიკროსკოპიებით იქნა დადგენილი. რეაგენტი აღმოჩნდა ეფექტური და სელექტური ბენზინლური და ალილური სპირტების მაღალი გამოსავლით დასაჟან­გად შესაბამის კარბონილურ ნაერთებამდე. გარდა ამისა, რეაგენტი კარგ ქიმიურ სელექტურობას ჟანგვით რეაქციებშიც ავლენს. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 27.

ავტ.

 

13.2.47. ფოროვანი Si-ის ფუძეშრე: მაღალხარისხოვანი და იაფი ფუძეშრე მოწინავე რადიოსიხშირული გამო­ყენებებისათვის. /. ბელაროუსი, . ბელაროუსი, . ში­ნი, . ბენ ალი, . რასკინი/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 45-52. – ინგლ.

ნანოსტრუქტურებული ფოროვანი სილიციუმი ძალ­ზედ იმედის მომცემია რადიოსიხშირული გამოყენებე­ბისათვის, რამდენადაც გამორიცხულია ის, ფუძეშრი­საგან მომდინარე მაღალსიხშირული დანაკარგები, რა­საც მოცულობითი სილიციუმის შემთხვევაში ექნებო­და ადგილი. მიკროფოროვანი სილიციუმის ფენები ფორმირებულია Si-ის ელექტროქიმიური ანოდიზებით დენის ძალის სიმკვრივის უცვლელი მნიშვნელობის პირობებში. სამიზნეს სისქე 50 მკმ-ია, მაშინ როდესაც ფორების საშუალო დიამეტრი 5 ნმ-ის რიგისაა იმ მიზ­ნით, რომ მიღწეულ იქნეს 10 კომი/სმ-ზე მეტი ეფექტუ­რი კუთრი წინაღობა და 2.5-ის ტოლი ან უფრო მცირე ეფექტური ფარდობითი დიელექტრიკული შეღწევა­დობა. ფოროვანი Si-ის ფენა დაჟანგვამდე და დაჟანგ­ვის მერეც გამოკვლეულია რენტგენის სხივების დიფ­რაქციით, მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკო­პიით / ენერგიის მიხედვით დისპერსული სპექტროს­კოპიითა და ინფრაწითელი გამოსხივების ფურიე-გარ­დაქმით. ეს შედეგები ძალზე კარგ ჟანგვაზე მიუთითე­ბენ, რაც ხაზგასმულია შესაბამისი რხევითი მოდების აღმოჩენითაც. უფრო მეტიც, ფოროვანი სილიციუმის ზედაპირული მორფოლოგიის გამოსახულებები, მიღე­ბული მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპით, ავლენენ, რომ დამზერილი მიკროფორების ზომა და კონცენტრაცია დამოკიდებულია დენის ძალის სიმკვ­რივეზე, ანოდირების ხანგრძლივობაზე და სილიციუ­მის საწყისი ფუძეშრის კუთრ წინაღობაზე. ელექტრო­გადაცემის ხაზების რადიოსიხშირული გაზომვებით დემონსტრირებულია Si-ის ფუძეშრის დიელექტრიკუ­ლი შეღწევადობისა და კუთრი გამტარობის მნიშვნე­ლობების წარმატებული შემცირება. სურ. 9, ლიტ. 16.

ავტ.

 

13.2.48. ნიკელ-კობალტის ნანოკრისტალური ფერიტი (Ni–(1/2)Co–(1/2)Fe2O4) ელექტრომაგნიტური ინტერფე­რენციის (ემი) ეკრანირებისათვის. /. ტივარი, . თაქუ­რი, . ბორხასგარსია, . ვილასენიორ კენდეხასი, . დასგუპტა-შუბერტი/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 53-62. – ინგლ.

შესწავლილ იქნა ნიკელ-კობალტის ფერიტული ფხვნი­ლები სიხშირეთა მეგაჰც-ულ დაიპაზონებში. სინთეზი განხორციელდა ციტრატის მეთოდით ოთახის ტემპე­რატურაზე. კრისტალური სტრუქტურა შემოწმდა რენ­ტგენის სხივების დიფრაქციით მიღებული გამოსახუ­ლებით და დიელექტრიკული ყოფაქცევით, რომელიც დადგინდა იმპენდანსის ანალიზატორით ცვლადი ტე­მპერატურის (2000C-მდე) პირობებში. გამჭოლი ელექტ­რონული მიკროსკოპიით ჩატარებული ანალიზი, რო­მელიც აჩვენებს, რომ დამზადებული ფხვნილი ნანოკ­რისტალურია, აგრეთვე მტკიცდება შერერის ფორმუ­ლიდან გამომდინარე ნაწილაკების საშუალო ზომით: 27.7 ნმ. შედეგები ავლენენ, რომ მიღებულ მასალას დი­ელექტრიკული მუდმივას მნიშვნელობათა სიახლოვე კარგია, ხოლო აქტივაციის ენერგიის გამოთვლილი მნიშვნელობაა 0.140 ევ. მიღებული მასალის კუთრი გამტარობა და დიელექტრიკული ამთვისებლობა მეგაჰც-ულ სიხშირეზე გადააქცევს მას გამოსადეგად ემი-ეკრანირებისათვის. ესაა დაახლოებით 20-დან –15 დბ-მდე 100 კჰც-დან 100 მეგაჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონებში. სურ. 8, ცხრ. 2, ლიტ. 9.

ავტ.

 

13.2.49. ორგანული პიგმენტების ნანონაწილაკების ფაზური გარდაქმნა. /. კაკუიჩი, . კასატანი, . მორი­ტა/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 95-102. – ინგლ.

შესწავლილია ფაზური გადასვლები ორგანული პიგ­მენტების ნანონაწილაკებში. ოპტიმიზებულია ამ ფა­ზური გადასვლების პირობები. 3,6-დიფენილ-2,5-დი­ჰიდროპიროლო [3,4-] პიროლ-1,4-დიონის (დპპ), რო­მელიც დიკეტოპიროლოპიროლის წარმოებულია, N-მეთილპიროლიდონის ხსნარი ენერგიული მორევით განზავდა ეთანოლის წყალხსნარში. ეს ხსნარი 600C-ზე გამოიწვა. დპპ-ის ნანონაწილაკების მიერ ულტრაიის­ფერ / ხილულ დიაპაზონში შთანთქმის სპექტრები აჩ­ვენებენ, რომ გამოწვის შემდეგ შთანთქმის ძირითადი ზოლის შესაბამისი ტალღის სიგრძე წანაცვლებულია 530-დან 545 ნმ-საკენ, თავად ზოლში შთანთქმა გაზრ­დილია და, გარდა ამისა, დაიმზირება ძირითადი ზო­ლის შევიწროება. ამ შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ ფაზური გადასვლა -ებრ აგრეგატებში გამოწვისას ხდება. ასევე დამზერილია ვიოლანთრონ-79-ის ნანო­ნაწილაკების ფაზური გადასვლები. სურ. 9, ლიტ. 20.

ავტ.

 

13.2.50. Cr(3+)-ით ლეგირებული ZnFe2O4-ის ნანონაწი­ლაკების სტრუქტურული და დიელექტრიკული გამოკვლევა. /. სებასტიანი, . მანიამალი, . ხავიერი, . მოჰამედი/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 121-130. – ინგლ.

ქრომით ლეგირებული თუთიის ფერიტის ZnCr–xFe–(2–x)O4 ნანონაწილაკების სერია (x = 0.0, 0.2, 0.4, 0.8) მიღებულია ზოლიგელი ტექნოლოგიით. რენტგენის სხივების დიფრაქციისა (რსდ) და ინფრაწითელი გამო­სხივების ფურიე-გარდაქმნის მეთოდებით ყველა შემა­დგენლობაშია დადგენილი შპინელის წახნაგ-ცენტრი­რებული კუბური სტრუქტურის მქონე მონოკრისტალ­ური ფაზის ფორმირება. რსდ-გამოსახულებების ფაქი­ზი ანალიზისათვის რიტველდის მეთოდი იყო გამო­ყენებული. აღმოჩნდა, რომ ამ გზით გამოთვლილი მეს­რის მუდმივა მცირდებოდა ქრომის იონების კონცენტ­რაციის კვალობაზე და იგივე ტენდენციას ექვემდება­რებოდა ნიმუშში კრისტალიკების ზომებიც. გამჭოლი ელექტრონული მიკროსკოპით მიღებული გამოსახუ­ლებები ავლენენ ნაწილაკების სფერულ მორფოლოგი­ას. ნიმუშებში აღძრული მესრის დაძაბულობები შეფა­სდა ჰოლუილიამსონის ანალიზზე დაყრდნობით. დი­ელექტრიკული ამთვისებლობის, დიელექტრიკული დანაკარგებისა და ცვლად დენზე გამტარებლობის დე­ტალური გამოკვლევა ლეგირების ყველა კონცენტრა­ციისათვის ჩატარდა სიხშირულ დიაპაზონში 20 ჰც-დან 5 მეგაჰც-მდე. დიელექტრიკული ამთვისებლობის სიხშირული დამოკიდებულება, კუპის ფენომენოლო­გიური თეორიის მიხედვით, ნორმალურ დისპერსიას შეესაბამება, ცვლად დენზე გამტარებლობა კი სიხში­რის კვალობაზე იზრდება. დიელექტრიკული დანაკარ­გების დაბალი მნიშვნელობები ამ მასალებს გამოსადე­გადააქცევს მაღალსიხშირული გამოყენებებისათვის. სურ. 9, ცხრ. 2, ლიტ. 23.

ავტ.

 

13.2.51. ნიკელის სილიციდების ფორმირება და ევო­ლუცია სილიციუმის ნანომავთულებში. /. კაცმანი, . ბერეგოვსკი, . იაიში/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 139-152. – ინგლ.

სილიციუმის ნანომავთულებში ღერძის გასწვრივ ნიკე­ლის სილიციდების თერმულად აქტივირებული შეყვა­ნა გამოიყენება სილიციუმის ნანომავთულის ველიანი ეფექტის ტრანზისტორებში ნიკელის სილიციდები/სი­ლიცუმი კონტაქტების ფორმირებისათვის. ნიკელის სხვადასხვა სილიციდების ზრდას ხშირად თან სდევს ნანომავთულის ლოკალური გასქელებებისა და გაწვ­რილებების წარმოქმნა. შრომაში ეს პროცესი გამოკვლე­ულია 30–60 ნმ დიამეტრის Si-ის ნანომავთულებში წინასწარ დატანილი Ni-ის ელექტროდებით, მათი სხვადასხვა ტემპერატურაზე (300–4400C) 120 წმ-მდე პერიოდის განმავლობაში გამოწვის შემდეგ. შეღწევის სიგრძეთა ტემპერატურული დამოკიდებულებიდან აქტივაციის ენერგია 1.45 ევ გამოდის, თუკი მხედვე­ლობაში არ იქნება მიღებული ნიკელის ზედაპირული დიფუნდირება. რამდენიმე შენთხვევაში ნიკელით მდიდარი ნაწილის პერიოდულ გასქელებას თან ახლ­და მონოსილიციდური ნაწილის გაწვრილება მის სრულ დაშლამდე. ნიკელის სილიციდების ზრდის კინეტიკა აღიწერა თეორიული მოდელით, რომლის პარამეტრების გარკვეული კრებულისათვის, მართლაც, დაიმზირებოდა შეყვანილი მონოსილიციდური ნაწი­ლის გაწვრილება და დაშლა. სურ. 9, ცხრ. 1, ლიტ. 26.

ავტ.

 

13.2.52. ნანონაწილაკების გამოცალკევება მასალიდან ნანონაწილაკით გაძლიერებული ფაზური ცვლილე­ბით. /. შეიხი, . შარიფი, . რუფარი/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 153-164. – ინგლ.

მასალა ნანონაწილაკით გაძლიერებული ფაზური ცვლ­ილებით (მნგფც) წარმოადგენს ფუძე-სითხისა (ალკანი) და ნანონაწილაკების კოლოიდურ ხსნარს, რომელიც მიღებულ იქნა ფაზური ცვლილების, .. დნობისა და გამყარების მექანიზმით ენერგიის დასაგროვებლად ფარული სითბოს ფორმაში. თავდაპირველად ნანონა­წილაკები გამოიყენება ფუძე-სითხის სითბოგამტარებ­ლობის გასაზრდელად. ფაზურ ცვლილებათა განმეო­რებადი ციკლების შემდეგ კი მნგფც კარგავს ეფექტუ­რობას და აუცილებელი ხდება მისი შევსება. მაგრამ რაიმე დამუშავების გარეშე გამოყენებული მნგფც-ის გადაღვრამდე საფრთხის შემცველია როგორც ეკოლო­გიის, ისეადამიანის ჯანმრთელობისათვის და, ამდე­ნად, აუცილებელია მნგფც-იდან ნანონაწილაკების გა­მოცალკევების ტექნოლოგიების დამუშავება. დამუშა­ვებული და წარმოდგენილია სეპარირების რამდენიმე ისეთი მეთოდიდისტილირება, ქიმიური დესტაბი­ლიზება და ცენტრიფუგირებარომლებიც უზრუნ­ველყოფენ ნანონაწილაკების სრულ ან ნაწილობრივ გამოცალკევებას. სეპარირების ამ მეთოდების ეფექტუ­რობა გაანალიზდა მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპიისა და ულტრაიისფერიხილული სინათ­ლის სპექტრომეტრიის გამოყენებით. სურ. 14, ცხრ. 4, ლიტ. 25.

ავტ.

 

13.2.53. ფოტო-კატალიზური გამოყენებების მქონე TiO2-ის ნანომასალის შედარებითი კვლევები. /. ნგი, . ლეუნგი, . ვონგი, . ჯურიშიჩი, . ლეუნგი, . ჩანი/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 165-170. – ინგლ.

ექსტენსიურად შეისწავლება TiO2-ის ნანომასალა ანტი­ბაქტერიულ დანაფარებში, დამაბინძურებლების გასაწ­მენდად და ფოტოელექტრულ ხელსაწყოებში მისი გა­მოყენების მიზნით. ფოტოკატალიზური მოქმედება ძლიერაა დამოკიდებული მასალის მორფოლოგიასა და კრისტალურ სტრუქტურაზე. კვლევაში TiO2-ის ნანოს­ტრუქტურები განსხვავებული მორფოლოგიით (ნანო­ნაწილაკები და ნანომილაკები) წარმატებით იქნა სინ­თეზებული მარტივი მეთოდებით (ანოდიზება და გახ­სნის მეთოდი). მასკანირებელი და გამჭოლი ელექტრო­ნული მიკროსკოპიებით მიღებულმა გამოსახულებებმა დაადგინეს მათი მორფოლოგია. დემონსტრირებულია ანტიბაქტერიული მოქმედების ტესტირება ულტრაი­ისფერი სხივებითა და დღის სინათლით განათების პირობებში. ულტრაიისფერი სხივებით განათებისას ჩატარდა საღებავის დეგრადირების ტესტიც და განხი­ლულ იქნა შედეგების მორფოლოგიასა და კრისტალურ სტრუქტურაზე დამოკიდებულების საკითხი. სურ. 4, ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.2.54. ლითონთა კარბონატების ნანოსფერო: ენერ­გიის დასაგროვებელი მასალების სინთეზი და დახა­სიათება. /. შარმა, . კუმარი, . ჩატურვედი/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 171-182. – ინგლ.

ლითიუმის იონიანი ბატარეები (ლიბ-ები) შეიქმნენ ენ­ერგიის/სიმძლავრის სიმკვრივის, სერვისის ხანგრძლი­ვობისა და უსაფრთხოების იმგვარად გასაუმჯობესებ­ლად, რომ შესაძლებელი გამხდარიყო მათი გამოყენება მოწინავე ტექნოლოგიებში. ლიბ-ების აღნიშნული თა­ვისებურებანი ძლიერ არის დამოკიდებული Li-ის კი­ნეტიკაზე ელექტროდის მასალაში. იმის მიუხედავად, რომ ელექტროდისათვის მრავალი მასალა, მრავალგ­ვარი ფორმა და ზომები იქნა შემოთავაზებული, ჯერ მაინც ვერ მოხერხდა ისეთი მასალების პოვნა, რომლე­ბიც ყველა ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდნენ. ანო­დისათვის გამოსადეგი მასალის დადგენის მიზნით, ამ შრომაში გარემო პირობებში თანაგამოლექვის მარტივი და იაფი მეთოდით სინთეზებულია Cd–(1–x)Co–xCO3 ლითონის კარბონატების (x = 0, 0.25, 0.50) ნანოსფერო­ები. რენტგენის სხივების დიფრაქციით მიღებული გამოსახულებები ავლენენ მასალის რომბოედრულჰექსაგონალურ კრისტალურ სტრუქტურას მესრის პარამეტრებით A=4.92(±0.01)A0 და C=16.28(±0.01)A0. Li-ის დაგროვების თვისებები გამოიცადა გალვანოსტატი­კური ციკლირებით და ციკლური ვოლტ-ამპერული მა­ხასიათებლების გაზომვით. ტევადობისათვის მიღებ­ულ მნიშვნელობებზე, ვოლტ-ფარადული მახასიათებ­ლების გაზომვის შედეგებზე, და 3V-მდე დამუხტული ელექტროდის ეხ-სიტუ რენტგენის სხივების დიფრაქ­ციითა და ეხ-სიტუ გამჭოლი ელექტრონული მიკროს­კოპიით გამოკვლევებზე დაყრდნობით შემოთავაზებუ­ლია ბატარეაში მიმდინარე რეაქციის მექანიზმი და განხილულია მიღებული შედეგები. სურ. 7, ცხრ. 1, ლიტ. 17.

ავტ.

 

13.2.55. აზიდშემცველი ორგანული მოლეკულების ბმრ-სპექტროსკოპული ანალიზის მოდელი. /. ჩაჩი­ბაია/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 191 200. – ინგლ.

პოლიმერების სინთეზისათვის შემუშავდა ქიმიური რეაქციების .. „კლიკსტრატეგია. კონცეფცია პირვე­ლად შეთავაზებული იქნა 2001 წელს ბარი შარპლესის და თანაავტორების მიერ. მას შემდეგ იგი ფართოდ გა­მოიყენება ქიმიურ სინთეზში მასალების წარმოებიდან დაწყებული და წამლების შექმნით დასრულებული. ძირითადი პრინციპი დაფუძნებულია აზიდებსა და ტერმინალურ ალკინებს შორის ციკლირების რეაქცია­ზე, რის შედეგადაც წარმოიქმნება ტრიაზოლის მოლე­კულური რგოლი. ტუტე მეტალების აზიდებს შორის ყველაზე ხშირად გამოიყენება ნატრიუმის აზიდი, მისი სასურველი ქიმიური და ფიზიკური თვისებების გამო. ადრე არსებული აზიდოფობია დაძლეული იქნა აზი­დების გამოყენებით ქიმიური რეაქციების უსაფრთხო­ების წესების დაცვის პირობებში. თანამედროვე ანალი­ტიკურ მეთოდებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა მაგნი­ტურ-ბირთვულ რეზონანსული სპექტროსკოპია. პრო­ტონების სპექტრისათვის ამ მეთოდის გამოყენება სა­შუალებას იძლევა გავაანალიზოთ არაორგანულ აზი­დებსა და ალკინებს შორის ციკლირების რეაქციის შედეგად მიღებული ორგანული აზიდის მოლეკულუ­რი სპექტრი. სურ. 3, ლიტ. 62

ავტ.

 

13.2.56. ცეოლითების სიღრუვის კედლების არდასვე­ლება ლითონებით. /. კაპანაძე, . რთველიაშვილი, . ტაბატაძე/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 201 202. – რუს.

ნაჩვენებია დაახლოებით 1.5A0-იანი ღრეჩოს არსებობა ცეოლითის ზედაპირსა და მის არადამასველებელ ლი­თონს შორის. ამ ღრეჩოს არსებობის გათვალისწინება ხსნის, თუ რატომ აღემატება ცეოლითის სიღრუვეების მოცულობა მასში შეყვანილი ლითონის მოცულობას. ცხრ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

13.2.57. კონცენტრირებული სინათლის დასხივებით სინთეზებული ბორის ნიტრიდის თვისებები. /. სარ­ტინსკა, . ვოინიჩი, . ანდრეევა, . კასუმოვი, . ტიმო­ფეევა, . კოვალი, . ფროლოვი, . ერენი, . ალთაი/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 217 222. – რუს.

განხორციელდა ბორის ნიტრიდის უშუალო სინთეზი კონცენტრირებული სინათლით დასხივებისას როგორც კატალიზატორის გამოყენებით, ისკატალიზატორის გარეშე. კატალიზატორის გამოყენებისას მიღებულია ნანოდისპერსული და ბოჭკოვანი სტრუქტურის ფხვნი­ლები. ნაჩვენებია, რომ რეაქციის არედან დაშორების ზრდა იწვევს BN-ის სტრუქტურების აკრძალული ზო­ნის სიგანის მატებას 3.6-დან 5.1ევ-მდე (მაქსიმალური დაშორებისას). აკრძალული ზონის სიგანის მნიშვნელ­ობის შემცირება რეაქციის არეს მახლობლად შეიძლება აიხსნას ფხვნილში ჟანგეულების არსებობით, რაც რენ­ტგენის სხივების დიფრაქციის მეთოდით მასალის ფა­ზური შემადგენლობის შესწავლით იქნა გამოვლენი­ლი. სურ. 5, ლიტ. 12.

ავტ.

 

13.2.58. ოქროს თხელი ფირების სტრუქტურასა და მო­რფოლოგიაზე ვერცხლისწყლის აბსორბციის გავლენის გამოკვლევა. /. ხაჩიძე, . ხაჩიძე/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 223 226. – ინგლ.

ადრე შექმნილი ვერცხლისწყლის სენსორის პარამეტ­რების ოპტიმიზების მიზნით გამოკვლეული იქნა სენ­სორის მგრძნობიარე ელემენტთან (ოქროს თხელი ფი­რი) ვერცხლისწყლის ურთიერთქმედების მექანიზმი. ჩატარებული კვლევებით შეიძლება გავაკეთოთ დას­კვნა, რომ ასეთი სენსორით გაზომვის ოპტიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 20–25 წმ-ს, ხოლო გაზომვე­ბის ჩატარება მიზანშეწონილია დაბალ ტემპერატურე­ბზე (40–500C). სენსორის ელემენტის მგრძნობიარობის აღდგენის მინიმალური ტემპერატურაა 4000C . სურ. 5, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.2.59. ბორ-ვოლფრამის კომპოზიტის ნეიტრონებულ ფარებში შთანთქმის თანმდევი გამა-გამოსხივების შე­სუსტება. /. ნაბახტიანი, . ჩხარტიშვილი, . გიგინეი­შვილი, . ცაგარეიშვილი, . გაბუნია, . როსტომაშვი­ლი, . დეკანოსიძე/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 259 266. – ინგლ.

წყალი, პლასტიკი და სხვა წყალბადშემცველი მასალე­ბი უზრუნველყოფენ დაცვას შედარებით სუსტი ნეიტ­რონული გამოსხივებისაგან, მაგრამ მაღალი სიმკვრი­ვის ნაკადების შემთხვევაში მხოლოდ კადმიუმის ან ბორის შემცველი მასალები გამოდგება ეფექტური ნეი­ტრონული ფარების დასამზადებლად. ამ მიზნით შერ­ჩეულ იქნა ბორით მდიდარი მასალები, რომლებიც წარმატებით უხამებენ ერთმანეთს მიმზიდველ ფიზი­კურ და ტექნიკურ მახასიათებლებს და 10^B ბირთვის მიერ ნეიტრონის შთანთქმის განივი კვეთის ძალზე მაღალ მნიშვნელობას. 10^B– ელემენტარული აქტების უმრავლესობას თან ახლავს მაღალენერგეტიკული გამა კვანტების ემისია. ამ მიზეზით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ბორის ნეიტრონულ ფარად გა­მოყენებისთან არის დაკავშირებული, მდგომარეობს გამა-გამოსხივების დამატებითი ეკრანირების აუცი­ლებლობაში. წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ბორისა და მძიმე ლითონების ფენოვანი კომპოზიტები სწორედ ის ბორშემცველი პერსპექტული მასალებია ნეიტრონუ­ლი ფარებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ დაც­ვას თანმხლები გამა-გამოსხივებებისაგანაც. შრომაში მოცემულია ამ მასალების დაცვითი თვისებების შეფა­სება. გამოთვლები ჩატარდა კომპიუტერული კოდის Micro Shield გამოყენებით. შედეგები ადასტურებენ, რომ ვოლფრამი 10^B-მონოიზოტოპურ ბორთან ერთად შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ნეიტრონული ნაკადების ეკრანირებისათვის. სურ. 5, ლიტ. 18.

ავტ.

 

13.2.60. იზოტოპით 11^B გამდიდრებული ბორის კარ­ბიდის ფუძეზე შექმნილი კომპოზიტური კერამიკაპერსპექტიული რადიაციულად მტკიცე კონსტრუქცი­ული მასალა. /. ბაირამაშვილი, . გალუსტაშვილი, . ჯობავა, . კვაჭაძე, . მესტვირიშვილი/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 305-310. – რუს.

წარმოდგენილია სტაბილური იზოტოპით 11^B გამდი­დრებული (>99.4 ატ.%) ბორის კარბიდის ფუძეზე შექმ­ნილი ახალი, რადიაციულად მტკიცე კონსტრუქციუ­ლი მასალის მიღების ტექნოლოგია. საჭირო პლასტი­კურობის მისაღწევად დამუშავდება ბორის კარბიდის მატრიცის (11^–4C) ცირკონიუმით ლეგირების ტექნო­ლოგია (Zr11^B–2). ამ შენაერთებისათვის არსებული მცირერიცხოვანი კვლევების შედეგების ანალიზი და მათი შეჯერება SiC-ის ფუძეზე შექმნილ, მოწინავედ აღიარებულ, რადიაციულად მტკიცე კომპოზიტებისა­თვის მიღებულ შედეგებთან იძლევა საფუძველს ვივა­რაუდოთ, რომ კომპოზიტი 11^B–4Ñ–Zr11B–2 მომავა­ლში გახდება ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული რადი­აციულად მტკიცე კონსტრუქციული მასალა. ლიტ. 16.

ავტ.

 

13.2.61. ულტრადისპერსული a-ალუმინის ოქსიდის ფხვნილების დაბალ ტემპერატურული სინთეზის ზო­გიერთი საკითხი. /. კუჭუხიძე, . არჩუაძე, . გაბუ­ნია, . ქადარია, . ლეკაშვილი, . ჭედია/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 315 326. – ქართ.

ულტრადისპერსული a-ალუმინის ოქსიდის ფხვნილე­ბის დაბალტემპერატურული სინთეზი განხორციელდა პოლიმერპრეკურსორული და თვითგავრცელებადი ჟანგვააღდგენითი რეაქციებით. საწყის პრეკურსორე­ბად გამოყენებულ იქნა ალუმინის ნიტრატი, ალუმინის ალკოქსიდები, დამჟანგველები და ორგანულარაორგა­ნული გელების წარმომქნელი ბიფუნქციონალური ნაე­რთები (გლიკოლები, ამინოსპირტები, კარბოქსილ­მჟა­ვები, ამინომჟავეები, ბიოპოლიმერები და სხვ). ორგა­ნულარაორგანული გელები მიღებულია ალუმინისა და ორგანული ნაერთების ჰომოგენიზაციით 80–2000C-ზე და მიღებული მასის კარბონიზებით სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმით 300–8000C-ზე. საწყის სარე­აქციო ნარევში 3–5 მას.% a-მოდიფიკაციის ალუმინის ოქსიდის დამატებით g®a ფაზური გადასვლის ტემპე­რატურა მცირდება 1020–10800-მდე. დადგენილია, რომ ალუმინის ნიტრატისა და შარდოვანას ურთიერთქმე­დებისას ლითონური ალუმინის ფხვნილის დამატები­სას ადგილი აქვს ამორფული ალუმინის ოქსიდის წარ­მოქმნას, რომლის გამოწვით ჰაერზე 8000C-ზე (2 სთ) წარმოიქმნება α-Al2O3. შესწავლილია ალუმინისაგან ნა­ნოფაზური ფხვნილების მიღების შესაძლებლობა და­ბალ ტემპერატურაზე (20–900). მიღებული Al2O3NH2O ამორფული ფხვნილის შემდგომი გახურებით (1000–11000C-ზე) მიიღება α-Al2O3-ის ბოჭკოები. რენტგენო­დიფრაქციული მეთოდით დადგენილია, რომ Al2O3-ის ბოჭკოები შედგება 10–30 ნმ-ის ზომის ნაწილაკები­საგან. ფხვნილებისა და მისგან მიღებული კორუნდის ნაკეთობების მიკროსტრუქტურა შესწავლილია ოპტი­კური და ელექტრონული მასკანირებელი მიკროსკოპე­ბით (Nikon ECLIPSE LV 150, NMM–800TRF, Nanolab–7). მიკროსისალე განსაზღვრულია (DUH–211S) ხელსაწყო­ზე. სინთეზირებული ფხვნილის მარცვლის ზომა დად­გენილ იქნა Analysette 12 Dyna Sizer-ის მეშვეობით. ნიმუშების ფაზური ანალიზი ჩატარდა რენტგენულ დიფრაქტომეტრზე ÄÐÎÍ–3M. თერმული ანალიზი (TG–DTG–DSC) ჩატარებულია ხელსაწყოზე Setsys Evolution (Setaram Tag 24). სურ. 6, ლიტ. 31.

ავტ.

 

 

3. გეოლოგია. გეოდეზია

 

13.3.1. კაინოზოური ოროგენული ფაზისების ხანგრძ­ლივობა (საქართველოს მაგალითზე). /. მაისაძე/. საქა­რთველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამ­ბე. – 2013. – . 7. – # 2. – გვ. 97-104. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

კაინოზოური ნალექების ლითოლოგიურ-ფაციესური ანალიზის საფუძველზე განხილულია ის სედიმენტა­ციური, პალეოგეოგრაფიული და სტრუქტურული ცვლილებები, რაც ოროგენულ ფაზისებთანაა დაკავ­შირებული. დანაოჭების ყოველ ფაზისს თან ახლავს უმეტესად სინოროგენული რეგრესიული ნალექების წარმოშობა, რომლებიც ამ ფაზისების პირდაპირ შედ­ეგს და მათი ხანგრძლივობის საზომს წარმოადგენს. გამოირკვა, რომ ცალკეული ოროგენული ფაზისთვის რეგრესია დროში არ ემთხვევა ერთმანეთს და ამდენად, სხვადასხვა ტექტონიკურ ზონაში ერთიდაიგივე ორო­გენული ფაზისის გამოვლენა მკაცრად სინქრონული არაა. კაინოზოურ დროში ყველაზე მნიშვნელოვანი პირენეული და შტირიული ფაზისებია. მათ, ჩეგემურ ფაზისთან ერთად, ჩამოაყალიბეს ის ძირითადი მორ­ფოსტრუქტურული ერთეულები, რომლებმაც მნიშვნე­ლოვნად განაპირობეს რეგიონის გეოლოგიური აგებუ­ლების თანამედროვე ხასიათი. რეგრესიული ნალექე­ბის ასაკის და გეოქრონოლოგიური მონაცემების გათ­ვალისწინებით საქართველოსთვის პირველადაა გან­სა­ზღვრული ცალკეული ოროგენული ფაზისის ხანგრძ­ლივობა. სურ. 2, ლიტ. 15.

ავტ.

 

13.3.2. მიტილოცერამუსების ფაუნის სტრატიგრაფი­ული გავრცელება საქართველოს ქვედა- და შუაიურ­ულ ნალექებში. /. თოფჩიშვილი/. საქართველოს მეც­ნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013 . – . 7. – # 2. – გვ. 105-112. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქვედა- და შუაიუ­რული ნალექებიდან შეგროვებულმა მიტილოცერამუ­სების ფაუნის ნაშთებმა შესაძლებელი გახადა დაგვედ­გინა მათი ცვალებადობა ჭრილებში. მათთან ერთად აღმოჩენილი ამონიტების ფაუნის სახელმძღვანელო ფორმებმა, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ ნალე­ქების ასაკს, საშუალება მოგვცა დაგვედგინა მიტილო­ცერამუსების ფაუნის სტრატიგრაფიული გავრცელების საზღვრები. ყველაზე ძველი სახეობები, რომელთა ასა­კი სინემურული სართულით შემოისაზღვრება, Mytilo­ceramus pholadauriensis (Sess.) და M.depressus (Müns.) არიან. შედარებით ახალგაზრდა ფორმები M.dzirulensis minimus (Kakh.) და M.pseudoinconstans (Kakh.) შესაბამი­სად მიეკუთვნებიან ტოარსულ და აალენურ სართუ­ლებს. აალენური სართულის საზღვრებით შემოიფარ­გლება აგრეთვე M.nunuae (Kakh.) ასაკი. უფრო ახალგაზ­რდა სახეობები djanelidze (Kakh.) და M.gurnensis Kakh. ბაიოსური სართულის საზღვრებს არ სცილდებიან. ყველაზე უფრო ფართო ვერტიკალური გავრცელებით გამოირჩევიან M. quenstedti (Pčel.), M. falgeri (Esch.) და M. dubius (Sow.), რომლებიც სინემურული სართულიდან გადადიან ზევით ტოარსულში, ხოლო პირველი სახე­ობა უწყვეტად ბაიოსურ სართულშიც. M. dzirulensis (Kakh.) ზედა პლინსბახურში და ტოარსულში გვხვდე­ბა, ხოლო M. gryphoides (Schloth.) aalenur sarTulSic. M. tshalensis (Kakh.), M. cinctus Goldf. და M. amygdaloides (Goldf.) განვითარებული არიან ტოარსული სართული­დან ბაიოსურის ჩათვლით. მიტილოცერამუსების და­ნარჩენი წარმომადგენლები ძირითადად დაკავშირებუ­ლია ტოარსულ და აალენურ სართულებთან. ამრიგად, მიტილოცერამუსების ფაუნის ზოგი სახეობა საქართვე­ლოს ქვედა- და შუაიურული ნალექებიდან გამოირჩევა ფართო სტრატიგრაფიული გავრცელებით და მათი გა­მოყენება ზუსტი სტრატიგრაფიული დასკვნებისათვის შეუძლებელია. სურ. 1, ლიტ. 12.

ავტ.

 

13.3.3. ოკრიბა-ხრეითისა და ძირულის ტექტონიკური ქვეზონების (საქართველო) ბარემულ-აპტური სედიმე­ნტური სექვენსების სტრატიგრაფიული კორელაცია. /. კაკაბაძე, . კაკაბაძე, . შარიქაძე/. საქართველოს მეცნი­ერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 2. – გვ. 113-123. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია ოკრიბა-ხრეითისა და ძირულის ტექტო­ნიკური ქვეზონების ბარემულ-აპტური სექვენსების შე­პირისპირების საკითხი. აღნიშნული ტერიტორიის ბიო- და სექვენს-სტრატიგრაფიული კვლევების ობი­ექტად არჩევა განაპირობა აქ გავრცელებული ბარემუ­ლაპტური ნალექების ფაციესურმა მრავალფეროვნებამ, მდიდარი ფაუნისტური კომპლექსების არსებობამ და სედიმენტაციური ციკლების ხშირმა მონაცვლეობამ. ძირულის ქვეზონის ფარგლებში ბარემულ-აპტურ ნალექებში უთანხმო ზედაპირების, აგრეთვე ზღვის შედარებით ღრმა და მარჩხი ფაციესების მონაცვლეო­ბის შესწავლის საფუძველზე გამოიყოფა 5 სედიმენტა­ციური სექვენსი (Br1 1-Br13, Br21-A11, A12-A14, A21-A22, A31-Al11), რომლებიც ოკრიბა-ხრეითის ქვეზონაში ად­რე გამოყოფილ ბარემულ-აპტურ სექვენსებს შეესაბამე­ბიან. დაზუსტებულია ამ სექვენსების ბიოსტრატიგრა­ფიული ჩარჩოები და შესწავლილია მათი ლითო- და ბიოფაციესური ცვალებადობის ხასიათი სივრცესა და დროში. უმეტეს შემთხვევაში სექვენსებს შორის საზღ­ვრები ეროზიული ზედაპირებით არის გამოხატული, ხოლო იმ ჭრილებში, სადაც სექვენსები ზღვის შელფის შედარებით უფრო ღრმა ფაციესით არიან წარმოდგენი­ლი, სექვენსებს შორის საზღვარი თანხმობითია. იმ შემ­თხვევაში, როდესაც სექვენსის საზღვარი სტრატიგრა­ფიული ხარვეზით არის წარმოდგენილი, ორივე მოსა­ზღვრე სექვენსის ამგები ქანების დაქანების აზიმუტი და დახრის კუთხე ერთნაირია. შესაბამისად, ყოველი ასეთი საზღვარი წარმოადგენს ტიპიურ პარალელურ უთანხმოებას და ირკვევა, რომ მისი დეგრადაციული სიცარიელის ქრონოსტრატიგრაფიული ამპლიტუდა შესწავლილ რეგიონში ცვალებადია. სურ. 3, ლიტ. 25.

ავტ.

 

13.3.4. საქართველოს თიხაფიქლები: შეილგაზის მო­პოვების კონტექსტი. /. შეყრილაძე, . ფოფორაძე, . ზვიადაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 69-78. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე .. „თიხაფიქლე­ბის რევოლუციისმიერ გამოწვეული შორსმიმავალი ძვრები წინა პლანზე აყენებს საქართველოს თიხაფიქ­ლების კვლევის პრობლემას. მოცემულია საქართვე­ლოს თიხაფიქლების მოკლე მიმოხილვა მათი ბუნებ­რივი გაზის (შეილგაზის) მოპოვების კონტექსტში. და­სახულია ნაბიჯები საწყისი გეოლოგიური და ეკოლო­გიური ცოდნის გაღრმავებისათვის. რიგ გარემოებათა გამო, ქვეყნის ტერიტორიის ჯერ-ჯერობით არალიცენ­ზირებულ ნაწილში პირველი რიგის კვლევის არედ ყაზბეგ-ომალოს რეგიონი არის რეკომენდებული. შემ­დგომ გაფართოებას მოითხოვს მონაცემთა ბაზები სხვადასხვა სექტორებისა და სიღრმეების თიხაფიქლე­ბის კატაგენეზის დონეზე, ქანების მთლიან ორგანულ მდგენელსა და სხვა თვისებებზე. შეილგაზის მოპოვე­ბისადმი წაყენებული მკაცრი ეკოლოგიური მოთხოვ­ნებიდან გამომდინარე, ნაჩვენებია დამატებითი ჰიდ­როგეოლოგიური კვლევების ჩატარების აუცილებ­ლობა. ძირითადი ინსტრუმენტის როლი ზონის ტერი­ტორიისა და სიღრმის მიხედვით გაზშემცველი ქანების განაწილების დადგენაში ქანების მძლავრი გაშიშვლე­ბებიდან აღებული ნიმუშების ანალიზმა უნდა შეასრუ­ლოს, რაც შემდგომში საძიებო ბურღვის სტრატეგიის განსაზღვრის საფუძველი უნდა გახდეს. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 32.

ავტ.

 

13.3.5. ძამის მადნიანი ველის გრანატები. /. ფოფორა­ძე, . სესკურია/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 2(31). – გვ. 4-6. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია ძამის მადნიანი ველის გრანატების სახე­სხვაობები. მადნიანი ველის რაიონში სკარნების ორი უბანი გამოიყოფა: სათერძეს უბანი და ღართის უბანი. გრანატის ჯგუფის მინერალების შემცველობა ორივე უბანზე აღინიშნება. როგორც ჩატარებული კვლევები აჩვენებს, მადნიანი ველის ფარგლებში გავრცელებული გრანატების გარდატეხის მაჩვენებლები უგრანდიტე­ბის რიგის გრანატებს შეესაბამება და ძირითადად, გროსულარ-ანდრადიტიანი, ანდრადიტიანი და გრო­სულარიანი სახესხვაობებითაა წარმოდგენილი. აღნიშ­ნული გრანატები საიუველირო საქმისათვის გამოუსა­დეგარია. სურ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

13.3.6. განთიადის რიოლითური ექსტრუზივების ჯგუფის გეოლოგია და მინის მრეწველობაში მათი გამოყენების პერსპექტივები. /. ნადარეიშვილი, . ტყემალაძე/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 2(31). – გვ. 7-11. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია დმანისის რაიონის განთიადის რიოლი­თური შედგენილობის ექსტრუზული სხეულების ჯგუ­ფის და მისი შემცველი ზედაცარცული ვულკანოგე­ნურ-დანალექი წყების, გეოლოგიური აგებულების, ქანთა მინერალოგიურ-პეტროგრაფიული და პეტრო­ქიმიური შედგენილობების პრობლემური საკითხები. გარდა ამისა, განიხილება შესწავლილი სხეულების პეტრო-გეოქიმიური თავისებურებანი მათი, როგორც ახალი კომპლექსური, არატრადიციული მინერალური ნედლეულის, მინის წარმოებაში გამოყენების პერსპექ­ტივების თვალსაზრისით. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.3.7. იოდი საქართველოს მიწისქვეშა წყლებში. /. ზაუტაშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 2(31). – გვ. 12–14. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე იოდიანი მიწისქვეშა წყლების გავრცელების გარკვეული თავისე­ბურებები, რაც განპირობებულია ჰიდროგეოლოგიური ოლქების ხასიათით. კერძოდ, საქართველოს მთათაშუა დეპრესიის ჰიდროგეოლოგიურ ოლქში წყალში იოდის დაგროვებას ხელს უწყობს დახურული არტეზიული აუზების მარილწყლების და ნავთობ-გაზიანი ნალექე­ბის არსებობა და დასტურდება წყლებში იოდის შედა­რებით მაღალი კორელაციური დამოკიდებულებით ბორთან, ნატრიუმთან, ქლორთან და ორგანული ნივ­თიერებების დაშლის პროდუქტებთან. ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.3.8. ქართული უნიკალური ღვინოების კავშირი ტექტონიკასთან. /. ნადირაძე/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 2(31). – გვ. 40-41. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია ქართული მევენახეობის ზოგიერთი უნიკალური ზონის კავშირი გეოლოგიურ პროცესებ­თან. ზონები, სადაც უნიკალური ღვინოები მიიღება, უკავშირდებიან რთულ ტექტონიკურ კვანძებს. კვან­ძებს ხშირად კონტრასტული მაგმატიზმი და ინტენ­სიური ჰიდროთერმალური პროცესები უკავშირდები­ან, რის შედეგადაც ხდება ქანების გამდიდრება ქიმიუ­რი ელემენტებით. ეს პროცესი გავლენას ახდენს ნია­დაგის ფორმირებაზე და შემდგომში ვაზის კვების რეჟიმზე, რაც ვაზის და ღვინის უნიკალურ თვისებებს განაპირობებს. სურ. 1.

ავტ.

 

13.3.9. საზანოს პეგმატიტური ველის შესახებ. /. გაგ­ნიძე, . კვიციანი, . გომელაური, . კავთელაშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 2(31). – გვ. 42-47. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია საზანოს პეგმატიტური ველის გეოლო­გიური აგებულების თავისებურებები: პეგმატიტების მორფოლოგია და წოლის ფორმები, მინერალური შედ­გენილობა, გენეზისის საკითხები და მათი ხარისხობ­რივი მაჩვენებლები. კვლევების შედეგები საშუალებას იძლევა ობიექტი მივაკუთვნოთ პეგმატიტების არადი­ფერენცირებულ, კვარც-მინდვრისშპატოვან ტიპს, რო­მელიც ვარგისია მაღალკალიუმიანი შპატების პროდ­უქციის წარმოებისთვის. სურ. 9, ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

 

4. გეოგრაფია. კარტოგრაფია. ასტრონომია

 

13.4.1. მცირე კავკასიონისათვის დედამიწის ქერქის ზედაპირული ტალღებით ტომოგრაფიის შედეგები რელეის ტალღებით მოპოვებული მონაცემების მიხედ­ვით. /. გეგეჭკორი, . ჟუკოვა, . მეფარიძე, . გვენცაძე, . სბორშჩიკოვი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 213-220. – რუს.

რელეის ტალღებით მოპოვებული მონაცემების მიხედ­ვით, წარმოდგენილია მცირე კავკასიონისათვის დედა­მიწის ქერქის ზედაპირული ტალღებით ტომოგრაფი­რების შედეგები. სურ. 9, ლიტ. 7.

ავტ.

 

13.4.2. დედამიწის ქერქის ტომოგრაფიული მოდელი საქართველოსა და მისი მიმდებარე ტერიტორიებისათ­ვის, რელეის სეისმური ზედაპირული ტალღების გამო­ყენებით მიღებული მონაცემების მიხედვით. /. გეგეჭ­კორი, . გოცირიძე, . ჟუკოვა, . სბორშჩიკოვი, . შენ­გელია/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 227 230. – ინგლ.

პირველად საქართველოსა და მისი მიმდებარე ტერი­ტორიებისათვის ჩატარებულია ტომოგრაფიული გა­მოკვლევები რელეის სეისმური ზედაპირული ტალ­ღების მეშვეობით. გამოყენებული იქნა 1960–1985 წწ. ამიერკავკასიის სეისმურ სადგურებზე (21 სადგური) მიღებული ზედაპირული ტალღების ჩანაწერები. ზე­დაპირული ტალღების 10-დან 22 წმ-მდე პერიოდები­სათვის გამოთვლილია დედამიწის ქერქის არაერთგ­ვაროვანი აგებულების ტომოგრაფიული მოდელები დედამიწის ზედაპირიდან 40 კმ სიღრმემდე. ჩატარე­ბულია მიღებული შედეგების გეოლოგიური ინტერ­პრეტაცია. სურ. 7, ლიტ. 4.

ავტ.

5. სხვა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

 

13.5.1. გიგანტური სირაქლემა დმანისის ფაუნაში. /. ვეკუა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადე­მიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 2. – გვ. 143-148. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

დღეისათვის დმანისში ხერხემლიანთა ფაუნის 40-მდე წარმომადგენელია დადგენილი. მათ შორის ჭარბობენ ძუძუმწოვრები: მღრღნელები, მტაცებლები, ხორთუმი­ანები, ჩლიქოსნები. ბოლო დრომდე იშვიათი იყო მხო­ლოდ ფრინველების წარმომადგენლები. ჯერ კიდევ დმანისის გათხრების დასაწყისში აღმოჩნდა ფრინვე­ლის ერთადერთი ძვალიგიგანტური სირაქლემის კარგად შემონახული მარჯვენა ბარძაყის ძვალი. ბურ­ჩაკ-აბრამოვიჩმა და ვეკუამ ახალი მონაპოვარი მიაკუ­თვნეს გიგანტური სირაქლემის ახალ სახეს - Struthio dmanisensis Burt. et Vek. შედარებით გვიან, 2001 და 2006 წწ. დმანისში აღმოჩნდა ფრინველის მხრის ძვლის ზე­და ბოლო და წვივის ძვალი, რომლებიც ბენდუქიძემ და ბურჩაკმა გარეულ ქათამსა (Gallus) და ბუს (Strix) მიაკუთვნეს. სულ ახლახან დმანისში ნაპოვნია გიგან­ტური სირაქლემის მარჯვენა ბარძაყი, რომელიც უდა­ვოდ იმავე ინდივიდს ეკუთვნის, რომელსაც პირველად ნაპოვნი ბარძაყის ძვალი. წინამდებარე სტატია სირაქ­ლემის ძვლის ახალ აღმოჩენას, სირაქლემების საქართ­ველოს ტერიტორიაზე გავრცელებასა და მათი ცხოვრე­ბის ნირის გაშუქებას ეძღვნება. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 13.

ავტ.

 

13.5.2. ლოკალური სეისმური აქტივობის სხვადასხვა დონეზე გარე ხმაურის სკეილინგური მახასიათებლე­ბის შესწავლა. /. ჭელიძე, . მაჭარაშვილი, . ჟუკოვა, . სბორშჩიკოვი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 201-206. – ინგლ.

გამოკვლეულია ონის სეისმურ სადგურზე გარე ხმაუ­რის სკეილინგური მახასიათებლების სიმძლავრის სპე­ქტრის რეგრესია, დეტრენდული ფლუქტუაციის და მულტიფრაქტალური დეტრენდული ფლუქტუაციის ანალიზის მეთოდების გამოყენებით. კვლევისთვის არ­ჩეულია ლოკალური სეისმური აქტივობის მონაცემთა მასივი. მონაცემთა მასივის სეისმური აქტივობის და შედარებით წყნარი დროის პერიოდების მახასია­თებლები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. სეისმური აქტივობის მატებასთან ერთად დედამიწის ზედაპირის რხევა მიახლოებულია გრძელ რიგიან კორელაციებ­თან, ხოლო წყნარი პერიოდების დროს სტოქასტიკურ მოვლენებს აქვს ადგილი. სურ. 2, ლიტ. 15.

ავტ.

 

. ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებები. ეკონომიკის დარგები

 

 

1. ენერგეტიკა

 

13.1.1. ელექტროენერგეტიკის განვითარების თანამე­დროვე ტენდენციები და საქართველოს ენერგორესუ­რსების ოპტიმალურად გამოყენების პრობლემები. /. მაგრაქველიძე, . ჭიჭინაძე, . ლომიძე, . ბანცაძე, . მი­ქაშავიძე, . ჯანიკაშვილი, . არჩუაძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 75-80. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მსოფლიოში ელექტროენერგეტიკის გან­ვითარების ტენდენციები. მოყვანილი და გაანალიზე­ბულია სათანადო მონაცემები. ნაჩვენებია, რომ საქარ­თველოს ეკონომიკურად მდგრადი განვითარებისა­თვის აუცილებელია უახლოეს ათწლეულებში მიღწე­ულ იქნეს ელექტროენერგიის წლიური გამომუშავების დონე 40-45 მლრდ კვტ.სთ-მდე. საქართველოში არსე­ბული ენერგეტიკული რესურსების გათვალისწინებით ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს ჰიდროენერგორე­სურსების ათვისებაზე როგორც უწყალსაცავო, ისე წყა­ლსაცავიანი ჰესების ათვისებით. ცხადია, მაქსიმალუ­რად უნდა იქნეს გამოყენებული .. ალტერნატიული ენერგორესურსები. თუმცა, ეს რესურსები მეტისმეტად მცირეა იმისათვის, რომ მათზე დამყარდეს ელექტრო­ენერგეტიკული სისტემის განვითარება. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

13.1.2. ენერგიის არატრადიციული, განახლებადი რე­სურსების ათვისების პერსპექტივები საქართველოში. /. მირიანაშვილი, . გძელიშვილი, . ხათაშვილი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრო­მათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 89-93. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გაანალიზებულია საქართველოში არატრადიციული, განახლებადი ენერგორესურსების რაციონალური და კომპლექსური გამოყენების თანამედროვე მდგომარე­ობა და პერსპექტივები. ცხრ. 2, ლიტ. 7.

ავტ.

 

13.1.3. ელასტიკურმილებიანი თბოგადამცემი დანად­გარების ეფექტურობა. /. ჯიხვაძე, . ფანცხავა/. მშენებ­ლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 117-120. – ქართ.; რეზ.: ქართ.

სამუშაოს ძირითადი მიზანია არასტაციონარულ და დრეკად კედლებიან არხებში სითხის მოძრაობის თავი­სებურებათა შესწავლა ამ თავისებურებათა ტექნიკურ მოწყობილობებში გამოყენების თვალსაზრისით. კონკ­რეტულად კვლევა ჩატარდა არასტაციონარულ და დრეკადკედლებიან მილების თბოგადამცემ დანად­გარებში და დრეკადი, პლასტიკური და ელასტიკური თხელი რულონური მასალების თერმული დამუშავე­ბისათვის საჭირო დანადგარებში, აეროდინამიკური საყრდენების შესაძლო ეფექტური გამოყენების დასა­ბუთების მიზნით. სამუშაოს მიზანს შეადგენდა კვლე­ვის პროცესში გამოყენებული ექსპერიმენტული სტენ­დების დამუშავება ტექნიკური უმაღლესი სასწავლებ­ლების თბოენერგეტიკული მიმართულებების სასწავ­ლო ლაბორატორიებში გამოყენების თვალსაზრისით. სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.1.4. საქართველოში წარმოებული ელექტროენერ­გიის საექსპორტო პოტენციალი. /. ღაღანიძე/. კავკა­სიის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული. – 2013. – გვ. 46-51. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ელექტროენერგიის როგორც საექსპორ­ტო პროდუქტის, წარმოებისა და რეალიზაციის შესაძ­ლებლობები. გაანალიზებულია საქართველოს სახმე­ლეთო მეზობლების მოთხოვნა ამ პროდუქციაზე, შეფა­სებულია ელექტროენერგიის, როგორც სხვა საექსპორ­ტო პროდუქციის წარმოებისათვის იაფი რესურსის მნიშვნელობა, გაანალიზებულია ასევე სტრატეგიული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა დარგის კონკურენ­ტუნარიანობის შემდგომი ზრდისათვის. ცხრ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

13.1.5. მზის ენერგიის ელექტრულ ენერგიად გარდამ­ქმნელი ემისიური მასალები. /. ნიშჩენკო, . შევჩენკო, . ცაპკო, . ფროლოვი, . სარტინსკა/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 249-254. – რუს.

მიღებული და გამოკვლეულია ნანოსტრუქტურული ემისიური მასალები მზის ენერგიის ელექტრულ ენერ­გიად გარდამქმნელების ელექტროდებისათვის. დად­გენილია ნანოსტრუქტურული ელექტროდების ელექ­ტრონული ემისიის მექანიზმები და სხვადასხვა ტემპე­რატურისა და ვაკუუმის პირობებში მზის გამოსხივე­ბის ზემოქმედებით გაზის იონიზების პროცესები. გა­მოკვლეულია სითბური ენერგიის ელექტრულ ენერ­გიად თერმოემისიური გარდაქმნა კათოდების გახურე­ბისას მზის გამოსხივებით და ენერგიის გარდამქმნელ­ში მათი გამოყენების ოპტიმალური პირობები, აგრეთ­ვე, ამ უკანასკნელის პარამეტრები. დამუშავებულია თერმოემისიური ნანოსტრუქტურული მასალები ელ­ექტროდებისათვის. სურ. 4, ლიტ. 7.

ავტ.

 

 

2. ელექტროტექნიკა. ელექტრონიკა. რადიოტექნიკა. კავშირგაბმულობა

 

13.2.1. გამტარი ბოჭკოთი განმტკიცებული კომპოზი­ტების ელექტრომაგნიტური დაცვისა და მექანიკური თვისებების გამოკვლევა. /. სანჩაკი, . ილდიზი, . იუკსეკი, . დემირელი, . კოჯაკი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 63-70. – ინგლ.

უკანასკნელ წლებში სწრაფად გაიზარდა ელექტრული და ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენება. მათი ფუნქციონირება იწვევს ელექტრომაგნიტური ტალღე­ბის იმგვარ ინტერფერენციულ ეფექტებს, რომლებიც აუარესებენ ადამიანის ყოფის პირობებს. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მიმდინარეობს ინტენსი­ური კვლევები, რომელთა მიზანია ელექტრომაგნი­ტუ­რი ფარის თვისებების მქონე ტექსტილური ზედაპირე­ბის შექმნა. უნდა შეიქმნას გამტარი ბოჭკოვანი კომპო­ზიტური მასალები და განისაზღვროს მათ მიერ ელექ­ტრომაგნიტური დაცვის უზრუნველყოფის ეფექტურო­ბა. როგორც წესი, მატრიცულ ფაზას თერმორეაქტიუ­ლი პოლიესტერი წარმოადგენს, მაშინ როდესაც მინა, უჟანგავი ფოლადი და ნახშირბადის ბოჭკოები კომპო­ზიტური მასალისათვის არმატურული ფაზებია. ნახში­რბადი და უჟანგავი ფოლადი შეყავთ, როგორც გამტა­რი შემავსებლები, იმ მიზნით, რომ უზრუნველყონ კო­მპოზიტური მასალის მაეკრანირებელი თვისებები. გამოკვლეულია ამ კომპოზიტების მექანიკური თვისე­ბები. გადაცემის კოაქსიალური ხაზის დამჭერის მოწ­ყობილობის მეშვეობით კი 15-დან 3000 მეგაჰც-მდე სი­ხშირულ დიაპაზონში დადგინდა შტაპელური ბოჭკო­თი არმირებული კომპოზიტური სტრუქტურების მიერ ელექტრომაგნიტური ეკრანირების ეფექტურობა. სურ. 6, ცხრ. 3, ლიტ. 14.

ავტ.

 

13.2.2. მრავალფენიანი გრაფენის ელექტროგადა­ტანი­თი თვისებების ტემპერატურული დამოკიდებულება. /. სადკი, . ოკაზაკი, . ვატანაბე, . იამაგუჩი, . ტაკა­ნო/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 71-76. – ინგლ.

სილიციუმის ოქსიდის ფუძეშრეებზე კიშის გრაფიტი­დან მექანიკური აშრევების (ანუსკოტჩის ლენტის”) მეთოდით მრავალფენოვანი გრაფენის თხელი ფირები იქნა დაფენილი. მათი სისქე და მათში ფენების რაოდე­ნობა განისაზღვრებოდა როგორც ატომურ-ძალური მი­კროსკოპით, ისერამანის სპექტროსკოპიით. ოთხზო­ნდიანი კონფიგურაციის ელექტრული გამომყვანები დაფენილი იყო მრავალფენოვან გრაფენებზე ელექტ­რონულ-სხივური ლითოგრაფიით, ოქრო/ტიტანის თე­რმული აორთქლებითა და შემდგომ ლენტის ახევით. ელექტრული წინაღობა იზომებოდა ოთახის ტემპე­რატურიდან ქვემოთ 2 K-მდე. მრავალფენიანი გრაფე­ნების ელექტრული წინაღობა თავდაპირველად ტემპე­რატურის შემცირებისას ზრდას ავლენს, ხოლო მას შემ­დეგ რაც მიაღწევს მაქსიმალურ მნიშვნელობასკლე­ბას. ეს შედეგები შედარებულია უახლეს ექსპერიმენ­ტულ და თეორიულ ლიტერატურულ მონაცემებთან. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 17.

ავტ.

 

13.2.3. გამტარი კომპოზიტური ფირი პოლიმერი/C–60. /. ონოდა/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 123-130. – ინგლ.

სხვადასხვა გამტარი პოლიმერის ფირების ნანოსტრუქ­ტურების მიღება შესაძლებელია ელექტროფორეზული დაფენის პროცესში. დაფენის ჩვეულებრივი ტექნოლო­გიისაგან განსხვავებით, რომელიც გამტარი პოლიმერე­ბის ხსნარებს ეფუძნება, აქ შემოთავაზებულია ერთ-ერ­თი იმ მეთოდთაგანი, რომელიც კოლოიდურ სუსპენ­ზიებს იყენებს, და შესაძლებელს ხდის ერთმანეთისა­გან გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, მასალის გამყარებისა და, მეორე მხრივ, ფირის ჩამოყალიბებისა და შრობის პროცესები. ეს უნიკალური თავისებურება უზრუნვე­ლყოფს დაფენილი ფირების ნანოსტრუქტურას. სამი­ზნე მასალაზე არაგამხსნელი სითხის ჭარბად შემცვე­ლი განზავებული ხსნარის დასხმის მარტივი მეთოდი გამოიყენებოდა გამტარი პოლიმერების სუსპენზიების მისაღებად. რამდენადაც ეს მეთოდი მსგავსია პოლიმე­რიზაციის შემდგომ პოლიმერების გასუფთავების საფე­ხურისა და არ იყენებს რაიმე დანამატს სურფაქტან­ტად, სუსპენზიაში შემავალი პოლიმერები და, მაშასა­დამე, ელექტროფორეზული დაფენით მიღებული ფი­რებიც შეიძლება ინარჩუნებდნენ სულ მცირე საწყისი მასალის სისუფთავეს. ელექტროფორეზულად დაფე­ნილ ფირებში აღმოჩენილი უნიკალური მორფოლოგია გზას უხსნის მათ ახალ, სინათლის გამომასხივებელი პოლიმერული ხელსაწყოსაგან განსხვავებულ, გამოყე­ნებასესაა საწერ მოწყობილობათა ხელოვნური თითი გონიერ ბარათებში მოქმედი გაყალბების საწინააღმდე­გო ტექნოლოგიისათვის. გარდა ამისა, შემოთავაზებუ­ლია ელეტროფორეზული დაფენით პოლიმერფულე­რენული ნანოკომპოზიტების მიღების უნიკალური პროცესი, რომელიც გამოდგება მზის ფოტოელემენტე­ბის დასამზადებლად. სურ. 10, ლიტ. 11.

ავტ.

 

13.2.4. PrAlO3-ში ფაზური გარდაქმნების თეორიისა­თვის. /. ჩაჩხიანი, . დარჩიაშვილი, . ზერაგია/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 241-248. – რუს.

შემოთავაზებულია ზუსტად ამოხსნადი მოდელი ჟანგ­ბადის ოქტაედრის წანაცვლებების მიმართ მერვე რი­გის თერმოდინამიკური პოტენციალით, რომელიც სრულად აღწერს PrAlO3-ში ყველა ფაზის ხასიათსა და ცვლილებას და, აგრეთვე, გაზომვადი მახასიათებლე­ბის ანომალიებს თანამიმდევრული გადასვლების სე­რიისათვის. შემოთავაზებულია ჟანგბადის ოქტაედრის წანაცვლებების Pr3 იონის ძირითადი (Eg) და აღგზნე­ბული (T(2g)) თერმების გახლეჩაზე გავლენის სრულად აღმწერი მოდელი. ორთორომბულ და მონოკლინურ ფაზებში T(2g) თერმის გახლეჩა ანალიზურადაა გამოსა­ხული პარამეტრული კომპონენტის მნიშვნელობით. დასაბუთებულია, რომ PrAlO3-ში ელექტრონულ ქვე­სისტემას არ ძალუძს სხვა სიმეტრიის ფაზების სტაბი­ლიზება, როგორც ეს ადრე ივარაუდებოდა. განხილუ­ლია დაბალი სიმეტრიის ფაზები. ლიტ. 11.

ავტ.

 

13.2.5. ნანონაწილაკთა სითხეების დამზადება გამოკვ­ლევა და მათი შემდგომი გამოყენება ელექტრონული ელემენტების გაცივებისათვის. /. ავალიანი, . ავალი­ანი, . ხაჩიძე, . დოლიძე/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 267-270. – ინგლ.

წარმოდგენილია კვლევა, რომელიც შეეხება ორკომპო­ნენტიან ნანონაწილაკების შემცველ სითხეებს (ნანოსი­თხეებს), შემდგომში ელექტრონული ელემენტების გა­ცივების სისტემებში მათი გამოყენების მიზნით. მიღე­ბული შედეგებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ სამა­ცივრო აგენტებისა და ზედაპირულად აქტიური ნივ­თიერებების შერევით შესაძლებელია შეიქმნას ახალი სამაცივრო ნანოსითხეები, რომელთა გამოყენებაც ეფექტური იქნება ელექტრონული ელემენტების გაცი­ვებისათვის. სურ. 4, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.2.6. ქსოვილით არმირებული კომპოზიტების მიერ ელექტრომაგნიტური ეკრანირება და მათი მექანიკური თვისებები. /. სანჩაკი, . აკალინი, . იუკსეკი, . დემი­რელი, . უსტა, . იშგორენი/. Nano Studies.–2013.– # 8. – გვ. 17-28. – ინგლ.

მიღებულია პოლიესტერის კომპოზიტები, რომლებიც შეიცავენ ქსოვილს ელექტრულად მაეკრანებელი ლი­თონის მასალის მავთულებით, გამოკვლეულია სიმტ­კიცის ზღვარი ჭიმვაზე, დეფორმირებისა და დრეკადო­ბის მოდულები, ღუნვითი და დარტყმითი სისალეები. კოაქსიალური გადამცემი ხაზის დამჭერის მოწყობი­ლობის გამოყენებით დადგინდა ქსოვილით არმირებუ­ლი სხვადასხვა კომპოზიტური სტრუქტურის ელექტ­რომაგნიტური ეკრანირების ეფექტურობა სიხშირულ დიაპაზონში 15-დან 3000 მეგაჰც-მდე. სურ. 8, ცხრ. 5, ლიტ. 14.

ავტ.

 

13.2.7. CO2-ის ლაზერით გამომწვარი AlN-ის ფირების დახასიათება. /. ჩენი, . ვანგი, . იაო, . ჩიანგი/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 63-68. – ინგლ.

მუდმივი დენის რეაქტიული გაფრქვევის სისტემის მე­შვეობით ალუმინის ნიტრიდის (AlN) თხელი ფენა და­ფე­ნილია საფირონისა (Al2O3) და Si(111)-ის ფუძე­შრე­ებ­ზე. AlN-ის თხელი ფირი გამოიწვება CO2-ის ლაზერით მისი ზედაპირის სკანირების დროს. სკანი­რების სიჩქა­რეები შეადგენს 2.5-3 მმ/წმ- ლაზე­რის გან­ს­ხვა­ვებული სიმძლავრეებისა და ფუძეშრის სხვადა­სხვა ნიმუშე­ბი­სათვის. საკვანძო პარამეტრს წარმოად­გენს განსხვავება ლაზერულ ენერგიებში, რომელიც შთაინთქმება ფუძე­შრეებითა და თხელი ფირებით, რაც გამოიხატება ფი­რე­ბის გახურებაში გან­სხვავებულ ტემპერატურებამდე და, შესაბამისად, გამოწვის განსხვავებულ ეფექტურო­ბებში. მილისებრ ღუმელში გამოწვის პროცესთან შე­და­­­რებით, CO2-ის ლაზერით გამოწვის მეთოდს ძა­ლუძს უკეთესად გადა­ჭრას ფირსა და ფუძეშრეს შორის სითბური გაფართოე­ბის კოეფიციენტებში განსხვა­ვე­ბისა და მათი მესრების შეუთავსებლობის საკითხები. AlN-ის თხელი ფირების კრისტალურობა და ზედაპი­რის უსწორმასწორობა და­ხასიათებულია რენტგენის სხივების დიფრაქციითა და ატომურ-ძალური მიკრო­სკოპით. AlN-ის გამომწვარი თხელი ფირების კრისტა­ლურობის ხარისხი უკეთესია, ვიდრე გამოუმწვრი ნი­მუშებისა. რაც შეეხება ზედა­პირის უსწორმასწორობას, ის ლაზერული გამოწვის შემდეგად უცვლელად ნარ­ჩუნდება. მაშასადამე, CO2-ის ლაზერით გამოწვის პროცესი ავლენს შესანიშნავ ეფექტს AlN-ის თხელი ფირების კრისტალურობისა და ზედაპირის უსწორ­მასწორობისათვის. სურ. 11, ლიტ. 11.

ავტ.

 

13.2.8. რთული პეროვსკიტის CNBTOX – Ca(Nb_(1/2)Bi_(1/2))_xTi_(1−x)O3-ის ფუძეზე შექმნილი დიელექტრიკულ-რეზონატორული ანტენების (დრა) ანალიზი. /. ბრუნო კოშტა, . კოშტა, . ამარანტე, . სომბრა/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 69-76. – ინგლ.

სამუშაო ეძღვნება Ca(Nb_(1/2)Bi_(1/2))_xTi_(1−x)O3-ის ფუძეზე შექმნილი ზონდური კვების ცილინდრეული დრა-ების შეფასებას რიცხვითი მოდელირებით x-ის მნიშვნელობებისათვის 0-სა და 1- შორის. ელექტრიკე­რამიკები დამზადდა ტრადიციული მყარსხეულოვანი მეთოდით. CNBTOX კერამიკების დიელექტრიკული შეღწევადობა და დანაკარგები გაანალიზდა 2-დან 4 გიგაჰც-მდე დიაპაზონში. პირველი მოდის (HEM11δ) მახლობლად არსებული სიხშირული გამოძახილი გა­ნისაზღვრა სტრუქტურის მაღალსიხშირული სიმულა­ტორით (სმსს) და ამ გზით მიღებული შედეგები შეუ­დარდა ექსპერიმენტული მოწყობილობის მონაცემებს. დიელექტრიკული დანაკარგების ისეთი მნიშვნელოვა­ნი პარამეტრები, როგორიცაა დაბრუნებადი დანაკარ­გების, შესასვლელის წინაღობის, რეზონატორის ზო­ლის სიგანისა და ჰაერის ღრეჩოს მიერ შეტანილი წვლილები, ამ პროცედურაში განისაზღვრებოდა უშუ­ალოდ მოდელირებისას. შედეგები აჩვენებენ კარგ თან­ხვდენას რეზონატორის ექსპერიმენტულ და თეორი­ულ მახასიათებლებს შორის და რეზონანსის სიხშირე­ების ზრდას ბისმუტის შემცველობის კვალობაზე. ჩა­ტარებული გაზომვები ადასტურებენ ამგვარი მასალე­ბის მცირე ზომის დიელექტრიკულ რეზონატორებში გამოყენების შესაძლებლობას. სურ. 4, ცხრ. 2, ლიტ. 23.

ავტ.

 

13.2.9. მუხტის მატარებლების მოჩვენებითი ჰოლის ძვრადობა სილიციუმში ნანოზომისლითონურიჩა­ნართებით. /. ჩხარტიშვილი, . ფაღავა/. Nano Stu­dies. – 2013. – # 8. – გვ. 85-94. – ინგლ.

აგებულია ელექტრონული გადატანის ფენომენოლო­გიური მოდელი ნახევრადგამტარისათვის ნანოზომისლითონური”, .. მატრიცაზე უფრო მაღალი გამტარე­ბლობის მქონე ჩანართებით, რომელთა ეკრანირებაც შესაძლებელია ღრმა ცენტრებზე ჩაჭერილი დენის ძი­რითადი მატარებლებით. ეკრანირების ხარისხზე და­მოკიდებულებით ამგვარ არაერთგვაროვან ნიმუშებში დენის მატარებლების ეფექტური ჰოლის ძვრადობა შეიძლება იყოს როგორც მეტი, ისენაკლები, ვიდრე ჰოლის ძვრადობა თავად მატრიცაში. დაბალი მნიშვნე­ლობების შესაბამის ტემპერატურულ არეებში მოსალო­დნელია ეფექტური ჰოლის ძვრადობის მინიმუმის არ­სებობა. შემოთავაზებულ თეორიაზე დაყრდნობით გაა­ნალიზებულია ზონური დნობით მიღებული n- და p-ტიპის სილიციუმის ნიმუშებში, რომლებიც იყო, შესა­ბამისად, ლეგირებული ფოსფორით და ბორით და ოთახის ტემპერატურაზე დასხივებული მაღალენერგე­ტიკული პროტონებისა (დაახლოებით 1011–1013სმ(–2) და 25 მეგაევ) და/ან ელექტრონების (დაახლოებით 1014–1015სმ(–2) და 2–8 მეგაევ) მნიშვნელოვანი დოზებით, ელ­ექტრონებისა და ხვრელების ეფექტური ჰოლის და ასე­ვე ფოტო-ჰოლის (მონოქრომატული ინფრაწითელი სხივებით განათებისას) ძვრადობების ექსპერიმენტუ­ლი ტემპერატურული დამოკიდებულებები (აზოტის დუღილის ტემპერატურიდან ოთახის ტემპერატურამ­დე). მივდივართ დასკვნამდე, რომ დასხივების შედე­გად სილიციუმში წარმოქმნილილითონურიჩანართების ეკრანირება უნდა უკავშირდებოდეს ფო­ნური (ჟანგბადი) და მალეგირებელი მინარევების ვა­კანსიურ კომპლექსებს. n-Si-ში ესენია V+O (A-ცენტ­რები): E–c–0.17ევ და V+P (E-ცენტრები): E–c–0.44ევ, მაშინ როდესაც p-Si -ისათვის ეს V+B კომპლექსებია: E–v+0.45ევ. სურ. 3, ლიტ. 10.

ავტ.

 

13.2.10. ელექტრულად დართული პოლიამიდ-6/ხი­ტოსან/ჰიდროქსიაპატიტის ფუძეზე შექმნილი ნანო­ბოჭკოვანი ბიოკომპოზიტების მექანიკური თვისებების გამოკვლევა. /. ერდემი, . სანჩაკი, . ფაზარიოღლუ, . აკალინი, . ატაკი/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 103-110. – ინგლ.

პოლიამიდ 6 (პა6) / ხიტოსანის (ხს) ფუძეზე შექმნილი, ჰიდროქსიაპატიტის (ჰაპ) სხვადასხვა რაოდენობის შე­მცველი ნანობოჭკოები წარმატებით დამზადდა ელექ­ტრული დართვით. გამოკვლელ იქნა მათი შერეული ხსნარების ისეთი თვისებები, როგორიცაა სიბლანტე, გამტარებლობა და pH-ის მნიშვნელობება. ნანობოჭკო­ების მორფოლოგია და სტრუქტურა გაანალიზდა მას­კანირებელი ელექტრონული მიკროსკოპიისა და ენერ­გიის მიხედვით დისპერსული სპექტროსკოპიის მეშ­ვეობით. შედეგების თანახმად, ერთგვაროვანი ნანობო­ჭკოები მიიღება ჰაპ-ის სხვადასხვა რაოდენობით დამა­ტებისას. ასევე შესწავლილ იქნა ნანობოჭკოვანი ბიო­კომპოზიტების სიმტკიცე ჭიმვაზე და მათი დაგრძელე­ბის მახასიათებლები. სურ. 7, ცხრ. 1, ლიტ. 16.

ავტ.

 

13.2.11. დაბალ სიხშირეთა გამტარი კომპაქტური ფი­ლტრები, რომელიც იყენებს ვარდისებრი გარსშემოწე­რილობის დამატებით რეზონატორებს (ვგდრ-ები). /. სასი, . თალბი, . ჰეთაქი/. Nano Studies.–2013.– # 8. – გვ. 131-138. – ინგლ.

წარმოდგენილია ახლებური დაბალ სიხშირეთა გამტა­რი ფილტრი ნულოვანი გაშვების სიხშირეთა მართვით და შეკავების ფართო ზოლით. ეს ფილტრი დაფუძნე­ბულია მეტამასალის დამატებითი ელემენტარული უჯრედის გამოყენებაზე. ვარდისებრი გარშემოწერი­ლობის დამატებითი რეზონატორები (ვგდრ-ები) ამო­წამლულია საფენის სიბრტყეზე მიკროზოლური ხაზის ქვეშ. წრედის სტრუქტურის ზომის შემცირებისას შემო­თავაზებული დამატებითი რეზონატორების გეომეტ­რიული პარამეტრების შერჩევით შესაძლებელია ფილ­ტრის სტრუქტურის დიზაინის შესაბამისი ცვლილე­ბაც. ამ ვარდისებრი გარსშემოწერილობის დამატებითი რეზონატორების გამოყენების წყალობით ვღებულობთ კომპაქტური სტრუქტურის მქონე წრედს ფართო შეკა­ვების ზოლით, რაც თავსებადია გაშვების ნულების მა­რთვასთან. სურ. 11, ლიტ. 10.

ავტ.

 

13.2.12. კვაზიდიელექტრული მდგომარეობის მოდე­ლირება PbSnTe-ისა და PbSnSe-ის ნანოფენებში არას­ტექიომეტრული დეფექტების მაღალი კონცენტრაცი­ით. /. ფაშაევი, . დავარაშვილი, . ენუქაშვილი, . ახვლედიანი, . ბიჩკოვა, . ზლომანოვი/. Nano Stu­dies. – 2013. – # 8. – გვ. 253 258. – ინგლ.

ნაჩვენებია, რომ IV–VI ნახევრადგამტარებისა და ფუძე­შრის ფენებს შორის შეუსაბამობის არსებობისას, რო­დესაც რეალიზდება ეფექტურიუარყოფითიწნევის შესაბამისი პირობები, აკრძალული ზონის სიგანე იზრდება, ხოლო მინარევთან დაკავშირებული ფენის სტაბილიზებული დონე წანაცვლდება აკრძალული ზონის სიღრმეში. დამუშავდა დაძაბულ ნახევრადგამ­ტარში მინარევული დონის ენერგეტიკული მდებარე­ობის გამოსათვლელი ალგორითმი. ასეთ შემთხვევაში დენის გადამტანთა კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მცირდება, დაუძაბავ ნახევრადგამტართან შედარებით. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 9.

ავტ.

 

 

3. ავტომატიკა და ტელემექანიკა. გამოთვლითი ტექნიკა

 

13.3.1. სიგნალების პარაზიტული მდგენელების კომპ­ენსაციის ხერხები ურთიერთინდუქციური 3D-ტიპის პირველადი გარდამქმნელების აგებისას. /. ლაბაძე, . ცერცვაძე, . ლაბაძე, . მანჯავიძე/. . ელიაშვილის მა­რთვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 55-57. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მოცულობითი ურთიერთინდუქციური პირველადი გარდამქმნელების გამოსასვლელ სიგნალ­ზე მოქმედი პარაზიტული მდგენელების კომპენსაციის ძირითადი ხერხები. ასეთი გარდამქმნელების აგება ზრდის სიზუსტეს და ამცირებს გარდაქმნის ცდომი­ლებას. ლიტ. 5.

ავტ.

 

13.3.2. ურთიერთინდუქციური პირველადი გარდამქ­მნელების აგების პრინციპები. /. ლაბაძე/. . ელიაშვი­ლის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრე­ბული. – 2013. – # 17. – გვ. 58-62. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატია ეძღვნება მაღალი სიზუსტის მექანიკური პარა­მეტრების მაკონტროლებელი ურთირთინდუქციური პირველადი გარდამქმნელების როგორც აგებას, ასევე გამოყენებას მართვის სისტემების შექმნისას. სურ. 4, ლიტ. 10.

ავტ.

 

13.3.3. მრავალსახსრული სამრეწველო მანიპულატო­რის თითოეული სახსრის და ჩამჭერის სივრცული კო­ორდინატების უკონტაქტო განსაზღვრის პრინციპი. /. ლაბაძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტი­ტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 63-65. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია მრავალსახსრული სამრეწველო მანიპუ­ლატორის თითოეული სახსრის და ჩამჭერის ბოლოე­ბის სივრცული კოორდინატების უკონტაქტო განსაზღ­ვრის პრინციპი. სახსრების გადაბმის ადგილებში გამო­იყენება 3D ტიპის სამკოორდინატული ურთიერთინ­დუქციური არაინერციული პირველადი გარდამქნე­ლები, რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეული სახსრის და ჩამჭერის ბოლოების კოორდინატების გან­საზღვრის საიმედობას და სიზუსტეს. სურ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

13.3.4. უკონტაქტო სამპოზიციური დინამიური ინდი­კატორის მართვის მეთოდი. /. ლაბაძე/. . ელიაშვი­ლის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრე­ბული. – 2013. – # 17. – გვ. 66-70. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია უკონტაქტო სამპოზიციური დინამიური ინდიკატორის მართვის განხორციელების გზები, რომ­ლებიც ეყრდნობა სხვადასხვა სიმეტრიული ფორმის მაგნიტებზე ჩატარებულ კვლევებს. დადგენილი თავი­სებურებანი უზრუნველყოფენ სისტემის არა მარტო სა­იმედო ფუნქციონირებას, არამედ მმართავი იმპულსე­ბის მოხსნის შემდეგ ხედური ინფორმაციის შენარჩუნე­ბას თვით მაგნიტური სისტემის ველის გამოყენებით, რაც ამცირებს მოხმარებული ენერგიის ხარჯს. სურ. 3, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.3.5. დინამიკური სისტემების მოდელირება კომპი­უტერების ბაზაზე. /. ცინცაძე/. . ელიაშვილის მართ­ვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 101-104. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია რამდენიმე კომპიუტერზე განხორციე­ლებული დინამიკური ობიექტების მოდელირების საკითხები და ამ მიზნით პროგრამული ინტერფეისის გამოყენების შესაძლებლობა. სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.3.6. მობილური რობოტის მართვის სისტემა. /. ფურცხვანიძე/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინს­ტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 105-108. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მობილური ბორბლებიანი რობოტის მართვისათვის ელექტრული ძრავის გამოყენების უპი­რატესობა. დამუშავდა მობილური რობოტის ფუნქცი­ონალური სქემა, სენსორული ქვესისტემის განზოგა­დოებული სქემა. მოყვანილია მობილური რობოტის ინფორმაციულ-გამზომი და მმართველი ქვესისტემე­ბის პროექტირების საკითხები. სურ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

 

4. სამთო საქმე. მეტალურგია. ქიმიური მრეწველობა

 

13.4.1. საქართველოში თუთიის ისტორიის საკითხი­სათვის. /. ცირეკიძე, . ჩაგუნავა/. საჰაერო ტრანსპორ­ტი. – 2014. – # 1(9). – გვ. 73-84. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია წერილობითი წყაროები და არქეოლოგი­ური მონაცემები, რომელთა მიხედვით თუთიის შენაე­რთები გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიც­ხვამდე. გავრცელებულია აზრი, რომ თითბრის დასახე­ლება მრავალ ენაზე Messing წარმოდგება მოსინიკებისამ შენადნობის მიღების წესის პირველაღმომჩენებისსატომო სახელიდან. ქართული წერილობითი წყაროე­ბის თანახმად თუთიის ნაერთები და მეტალური თუ­თია საქართველოში ცნობილი იყო XI – XII საუკუნეე­ბიდან. დადგენილია, რომ მეფე ვახტანგ VI შემოიტანა არაბულ-სპარსული ტერმინითუთია“, რომელიც უკვე სამი საუკუნის განმავლობაში გამოიყენება ნასესხები ქართული ტერმინის სახით მეტალური თუთიის აღსა­ნიშნავად. ლიტ. 22.

ავტ.

 

13.4.2. ტყიბული-შაორის ქვანახშირის საბადოს შახ­ტების საწმენდ სანგრევებზე დღეღამური დატვირთვე­ბის გაანგარიშების შესახებ. /. კუკულაძე, . ფირცხა­ლავა, . ბასილაძე/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 5-7. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

ნაჩვენებია, რომ ტყიბული-შაორის საბადოს მთელ ფა­რთობზე გამოვლენილი მსხვილი და საშუალო ამპლი­ტუდის მქონე ტექტონიკური რღვევების სიხშირე 2,5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ნახშირის სხვა საბადოებზე, სა­დაც ფართოდ იყენებენ მექანიზებულ კომპლექსებს. ტყიბულის შახტებში ამ გარემოების გათვალისწინები­თაც მექანიზებული ტექნოლოგიების ექსპლუატაცია მიზანშეწონილია. ტექტონიკური წყობის გათვალისწი­ნებით ნახშირის ფენის დამუშავება გამართლებულია აღმავლობით, შეწყვილებული ლავებით, დახრილი შრეებით ცალკეულ რთულ უბნებზე მოკლე ლავებზე გადასვლით. მიღებულია შეწყვილებული ლავების სიგრძე: მულდის აღმოსავლეთ ფრთაზე – 200-250 , დღეღამური დატვირთვები – 3000-6000 ტონა; მულდის დასავლეთ უფრო აშლილ ფრთაზე – 100-120 , დღეღა­მური დატვირთვები – 1500-3000 ტონა. სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.4.3. ტყიბულ-შაორის ქვანახშირის საბადოს ღრმა ჰორიზონტებზე ნახშირისა და გაზის უეცარი გამოტ­ყორცნის პოტენციური საშიშროების შესახებ. /. ცინ­ცაძე, . გორდეზიანი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 8-14. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ტყიბულ-შაორის საბადოს ღრმა ჰორიზონტებზე ნახში­რისა და გაზის უეცარი გამოტყორცნის რეგიონალური პროგნოზის ჩატარების მიზნით გაანალიზებულია გა­მოტყორცნის ძირითადი მაჩვენებლები: ნახშირის ფე­ნების დამუშავების სიღრმე, ფენების გაზიანობა, გაზის წნევა, ნახშირის ფენების სისქე და მათი სტრუქტურა, ჭერის ქანების სიმტკიცე, ნახშირების მიკრობზარიანო­ბა და ნახშირებიდან გაზის გამოყოფის საწყისი სიჩქა­რე, ნახშირების აქროლადობა, ნაცრიანობა, ტენიანობა, სიმაგრე და სიმყიფე. შეფასებულია თითოეული მაჩვე­ნებელი, დადგენილია მათი ურთიერთკავშირი და უე­ცარი გამოტყორცნის ინიცირების პარამეტრები. გამო­ტანილია დასკვნა იმის შესახებ, რომ საბადოს ღრმა ჰო­რიზონტებზე არსებობს ნახშირისა და გაზის უეცარი გამოტყორცნის საშიშროება. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 15.

ავტ.

 

13.4.4. ანალიზური და რიცხვითი მეთოდი გვირაბის ირგვლივ მასივის დაძაბულ-დეფორმირებული მდგო­მარეობის შეფასებისათვის. /. ჯაფარიძე, . გობეჯი­შვილი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 15-19. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

აღნიშნულია, რომ ბოლო დროს მიწისქვეშა ნაგებობათა გაანგარიშების მსოფლიო პრაქტიკაში სასრული ელემე­ნტების და სხვა რიცხვითმა მეთოდებმა თითქმის გან­დევნეს უწყვეტი ტანის მექანიკის ანალიზური მეთო­დები. თუ გეომექანიკის მთელ რიგ ამოცანებში რიცხ­ვითი მეთოდები ფაქტიურად შეუცვლელია, გვირაბე­ბის გაანგარიშებისათვის დრეკადობის თეორიის ანა­ლიზური მეთოდი უნდა დარჩეს შესწავლის და გამო­ყენების საგნად. ჩატარებულია კონკრეტული მაგალი­თების ერთდროული ამოხსნა ფირმა Rockscience-ის კომეციული პროგრამა PHase 2.7-ის სასრული ელემენ­ტების რიცხვითი მეთოდითა და დრეკადობის თეორი­ის . მუსხელიშვილის ანალიზური მეთოდის გამოყე­ნებით. ელიფსური ფორმის განივკვეთის გვირაბის მა­გალითზე ნაჩვენებია, რომ ანალიზური მეთოდი რიც­ხვითთან შედარებით შეიძლება იყოს უფრო ზუსტიც და ადვილად განხორციელებადიც, განსაკუთრებით, პროგრამა “Matlab”-ის დახმარებით. სურ. 7, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.4.5. ნავთობის მაღალტემპერატურული ფრაქციებ­ის გამოყენებით სპილენძის მადნის ფლოტაციის პრო­ცესის ინტენსიფიკაცია. /. გიგინეიშვილი, . თევზა­ძე/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 21-22. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია მადნეულის სპილენძის მადანი სპილენ­ძის 0.7% შემცველობით. ნაჩვენებია ფლოტაციის პრო­ცესში მინერალის ზედაპირზე რეაგენტების ზემოქმე­დების შედეგად ელექტროდული პოტენციალის აბსო­ლუტური სიდიდის ცვლილება. კვლევის საფუძველზე დადგინდა ნავთობის მაღალტემპერატურული ფრაქ­ციების გამოყენების პერსპექტიულობა მადნეულის სპილენძის მადნის გამდიდრებისათვის. ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.4.6. სააქციო საზოგადოებამადნეულის“ შერეული და დაჟანგული სპილენძ-პირიტული მადნების გამდი­დრების ტექნოლოგია. /. მენაბდიშვილი, . აბშილავა, . ღუღუნიშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 23-27. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში /მადნეულის“ ღია კარიერის დამუშავების სიღრმის ზრდასთან ერთად სპილენძ-პირიტულ მადნებში საგრძნობლად შემცირ­და სპილენძის შემცველობა და იგი ცვალებადობს 0.3–0.5%-ის ფარგლებში. ყოველივე ამან გამოიწვია მამდი­დრებელი ფაბრიკის ტექნოლოგიური მაჩვენებლების გაუარესება. ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით შემოთავაზებულია კორექტირებული ტექნოლოგიური სქემა, რომელიც ითვალისწინებს ფლოტაციის კონცენტრატების 74 მკმ-მდე (82-85%) დაფქვას, 30 წუთიან აერაციას და მის შემდგომ გამდი­დრებას ცალკე ციკლში, რის შედეგადაც ხდება კონცენ­ტრატის ხარისხის გაუმჯობესება 1.5 – 2.5%-ით. ამას­თან გარკვეულად უმჯობესდება ამოკრეფის მაჩვენებე­ლიც. სურ. 5, ლიტ. 3.

ავტ.

13.4.7. საზანოს პეგმატიტების გამდიდრების ზოგიერ­თი საკითხები. /. გეგია, . ტალახაძე, . შეყრილაძე, . ზულიაშვილი/. სამთო ჟურნალი. - 2013. – # 1(30). – გვ. 27-31. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

საზანოს პეგმატიტების ტექნოლოგიური სინჯის მინე­რალოგიური, ქიმიური და გრანულომეტრიული ანა­ლიზების საფუძველზე დადგენილია ამ ნედლეული­დან კალიუმის მინდვრის შპატის კონცენტრატის მიღე­ბის შესაძლებლობა. შემუშავებულია პრინციპული ტე­ქნოლოგიური სქემა, რომელიც მოიცავს პეგმატიტების შერჩევით მსხვრევას და კლასიფიცირებული მასალის ელექტრომაგნიტურ სეპარაციას. მიღებული პროდუქ­ტი აკმაყოფილებს სტანდარტით გათვალისწინებულ ნორმებს ფაიფურის, ქაშანურის, სამშენებლო კერამი­კის, შედუღების ელექტროდების მლღობი დანაფარის და სხვა წარმოებისათვის საჭირო კაზმის კომპონენტ­ზე. სურ. 1, ცხრ. 5, ლიტ. 6.

ავტ.

 

 

 

13.4.8. ფლოტაციის პროცესის მართვის ხერხი. /. გამ­ცემლიძე, . ენაგელი, . შეყილაძე/. სამთო ჟურნალი. –2013. – # 1(30). – გვ. 32-34. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია ფლოტაციის პროცესში მონაწილე ის მმა­რთველი და შემაშფოთებელი პარამეტრები, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ გამდიდრების მაჩვე­ნებლებზე. განხილულია აგრეთვე დღემდე ყველაზე გავრცელებული მართვის ხერხი, რომელიც ახორციე­ლებს კონტროლირებადი შემაშფოთებელი სიდიდეე­ბის, კერძოდ, კვებაში მწარმოებლურობის და მასში მე­ტალის შემცველობის ცვლილებიდან გამომდინარე, რეაგენტების ხარჯის რეგულირებას. პროცესის მართ­ვის ეფექტურობის ასამაღლებლად დამუშავებულია სისტემის ახალი ხერხი, რომელიც ითვალისწინებს კო­ნტროლირებადი შემაშფოთებელი სიდიდეების (პულ­პის სიმკვრივის, პულპაში თიხოვანი მასალის რაოდე­ნობის, ქაფის მინერალიზაციის ხარისხის) თანაფარ­დობის ცვლილებიდან გამომდინარე შემკრები და შემ­ზღუდველი რეაგენტების ხარჯის რეგულირებას; მოცემულია აღნიშნული სისტემის სტატიკაში გადაწყ­ვეტა განტოლებების სახით; დამუშავებულია ფლოტა­ციური პროცესის ავტომატური მართვის ფუნქციური სტრუქტურა და აღწერილია მისი მუშაობის პრინციპი. სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.4.9. სამსხვრევი მოწყობილობა მართვის პრინციპის გათვალისწინებით. /. გამცემლიძე, . ენაგელი, . თუ­თბერიძე, . ჩქარეული/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 35-38. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია ძნელსამდიდრებელი მადნების დამსხვ­რევის პროცესი. აღნიშნული პროცესით ხორციელდება სასარგებლო კომპონენტების ფუჭ ქანთან შენაზარდი ნატეხების დაშლა და მინერალების თავისუფალი სახით მიღება, რომლის თავისუფლების ხარისხზეა დამოკიდებული აღნიშნული მადნებიდან შემდგომი გამდიდრების ტექნოლოგიური პროცესების ეფექტუ­რად წარმართვა. ძნელსამდიდრებელი მადნებისათვის, რომელთა ნატეხებში ჩაწინწკლულია უწვრილესი ზომის, კერძოდ, 1–3 მმ-ის ფარგლებში, სასარგებლო კომპონენტი, დამსხვრევის შედეგად მინერალების თა­ვისუფალი სახით მიღებისათვის დამუშავებული იქნა ორიგინალური სამსხვრევი მოწყობილობა, რომელშიც დამსხვრევა ძირითადად ხორციელდება ნატეხების ჭრისა და ცვეთის პრინციპებით. პირველი მიიღწევა სპირალურად განლაგებულ კბილებიანი დისკოს ბრუ­ნვით, ხოლო მეორემოწყობილობაში დისკოს ბრუნ­ვით შექმნილი ჰაერის ნაკადით. დამსხვრევა ხორციე­ლდება ძნელსამდიდრებელი ჟანგეულის და კარბონა­ტული მადნების ნატეხებში მინერალების 1–3 მმ-ის ზომის ფარგლებში ჩაწინწკლულობის პირობებისა­თვის. დამსხვრევის შედეგად მიღებული იქნა მექანი­კური ნარევი, რომელშიც კლასი 0.5–3 მმ ფრაქციის გა­მოსავალი შეადგენს 57,2%-. აღნიშნულ სამსხვრევე­ლასათვის დანაკარგების შემცირების და მწარმოებლუ­რობის ამაღლების მიზნით დამატებულია ჰაერის გამ­წოვი მოწყობილობა და შემუშავებულია სამსხვრევე­ლას მართვის პრინციპი. სურ. 4, ცხრ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

13.4.10. დარიშხანის შემცველობის დადგენა ლუხუმის დარიშხანის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე და მი­სი შემცირების რეკომენდაციები. /. სვანიძე, . გუნია, . ცერცვაძე, . სვანიძე/. სამთო ჟურნალი. – 2013.– # 1(30). – გვ. 39-42. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს საკვლევ ობი­ექტებში დარიშხანის რაოდენობითი შემცველობის და­დგენა. საქართველოში ლუხუმის დარიშხანის საბადო ერთ–ერთი უდიდესია, რაც ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ ბუნების დაცვის თვალსაზრისითაც. მიუხედავად იმისა, რომ ლუხუმის დარიშხანის საბადოს რეგიონში დარიშხანის მოპოვება და გადამუშავება არსებითად შეჩერებულია 1992 წლი­დან. ეკოლოგიური სიტუაცია აქ მაინც პრობლემად რჩება, რაც შედეგია იმის, რომ სამთო-ქიმური ქარხნის ფუნქციონირების შეჩერების შემდეგ ადგილზე დარჩა გადამუშავების შედეგად გამოყოფილი ნარჩენების დი­დი რაოდენობა, რომელთა გამოქარვა და წვიმისაგან გამორეცხვა ხდება განუწყვეტლივ, რაც აჭუჭყიანებს გარემოს. კვლევის შედეგად დადგენილია, რომ დარი­შხანის შემცველობა საკვლევ ობიექტებში მნიშვნელო­ვნად აღემატება ზდკ-. რაც შეეხება ტოქსიკურ ლითო­ნებს, მათი შემცველობა, აღნიშნულ რეგიონში, უმეტეს შემთხვევაში ნაკლებია ან უახლოვდება ზდკ-. რეკო­მენდაციის სახით, შემოთავაზებულია ნიადაგის გასუ­ფთავების მეთოდები. ცხრ. 2, ლიტ. 7.

ავტ.

 

13.4.11. ფხვნილების აფეთქებით დაწნეხის შესახებ. /. ჩაგელიშვილი, . ფეიქრიშვილი, . წიკლაური, . ფირ­ცხალავა, . გოდიბაძე, . დგებუაძე/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 47-50. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

დამუშავებულია საბადოს პირობებში მექანიზებული კომპლექსების ექსპლუატაციის ხელსაყრელი ტექნო­ლოგიური გადაწყვეტები, რაც გულისხმობს ფხვნილთა მეტალურგიის მეთოდით დამზადებული, სალი მასა­ლებიანი საჭრისებით აღჭურვილი მანქანა-დანადგარე­ბის ფართო გამოყენებას. გაანალიზებულია ფორიან გარემოზე აფეთქების ზემოქმედების თანამედროვე მეთოდები და ხერხები. განხილულია სქემები, მოწყო­ბილობები და შესაბამისი მექანიზმები დარტყმა-ტალ­ღური დატვირთვისა, რაც წარმოადგენს ინტეგრირე­ბულ სისტემას და ინსტრუმენტს ფხვნილების გარემოს გადასაყვანად სხვადასხვა თერმოდინამიკურ დონეზე და სტრუქტურულ ფაზურ მდგომარეობებში დარტყმი­თი ტალღების მეშვეობით. სურ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.4.12. ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ძირითადი მაჩვენებლები მესტია-ხაიშის საავტომობილო გვირა­ბის გაყვანისას. /. მიხელსონი, . ხომერიკი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 51-56. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია მესტია-ხაიშის სატრანსპორტო გვირაბის გაყვანის ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების პროექტის ძირითადი გადაწყვეტები. გვირაბის მდგრადობის, ან­კერული სამაგრის მუშაობის პირობების გაუმჯობესე­ბისა და ბეტონის ხარჯის შემცირების მიზნით, პირვე­ლად სამამულო გვირაბმშენებლობაში გამოყენებულია გლუვი აფეთქების ტექნოლოგია, რომელმაც უზრუნ­ველყო გვირაბის ზედაპირის თანხვედრა მის საპროექ­ტო კონტურთან; მოცემულია ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ძირითადი პარამეტრები და მონაცემები შრომითი დანარაჯების შესახებ; სანგრევებში შპურე­ბის განლაგებისა და მუხტების აფეთქების თანამიმდე­ვრობის სქემები. სურ. 5, ცხრ. 4, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.4.13. სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერებების დე­ტონაციის სიჩქარის განსაზღვრის მეთოდები. /. კუ­ჭუხიძე, . აფრიაშვილი, . ბახუტაშვილი, . თხელიძე, . ხომერიკი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 57-59. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია მსოფლიოში მიღებული სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერებების დეტონაციის სიჩქარის განსაზღვრის არსებული მეთოდები; როგორც საიონი­ზაციო, ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვან გადამწოდებზე მო­მუშავე აპარატურის მოქმედების პრინციპი; ამ აპარა­ტურის მოქმედების დადებითი და უარყოფითი მხარე­ები. აღწერილია დამუშავებული სამრეწველო ფეთ­ქებადი ნივთიერებების დეტონაციის სიჩქარის ჩამწერი ახალი ტიპის ხელსაწყო, მისი მუშაობის პრინციპების შედარება და ანალიზი, გამოცდის შედეგები საველე და ლაბორატორიულ პირობებში. ექსპერიმენტულად და­დასტურებულია ხელსაწყოს უპირატესობა მის მსოფ­ლიო ანალოგებთან. სურ. 3, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.4.14. სადაწნეო ჰიდროსატრანსპორტო სისტემების უსაფრთხო ექსპლუატაციის მექანო-პნევმატიკური დემპფერების გაანგარიშების განზოგადებული ალგო­რითმი. /. მახარაძე, . გავაშელი, . სტერიაკოვა/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 60-63. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

გაანგარიშების განზოგადებული ალგორითმი სრუ­ლად ითვალისწინებს ყველა იმ ელემენტის პარამეტ­რებს, რომლებიც განიცდიან მილსადენ მაგისტრალში წნევის უეცარი გაზრდის პროცესში მის გავლენას, კერძოდ: მილსადენი მაგისტრალი; სითხე, რომელიც მასში მოძრაობს; დემპფერის კორპუსი; გადამყვანი მა­დროსირებელი მილყელი, რომლის საშუალებითაც დემპფერი უკავშირდება დასაცავ მილსადენ მაგისტ­რალს; კორპუსში განლაგებული მუშა ელემენტები და მათში განთავსებული ჰაერი; დრეკად-პლასტიკური მასალა, რომლისგანაც დამზადებულია დემპფერის მუშა ელემენტები. ლიტ. 8.

ვტ.

 

13.4.15. სხვადასხვა გაბარიტების მქონე ცალობითი ტვირთების ტრანსპორტირების კიდული საბაგირო მოწყობილობა. /. იაშვილი/. – 2013. – # 1(30). – გვ. 63-65. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია ცალობითი ტვირთების ტრანსპორტი­რების ახალი კიდული საბაგირო მოწყობილობა, რო­მელიც საშუალებას იძლევა წატაცებული იქნეს და შემდეგ გადმოსატვირთ ადგილამდე გადაადგილდეს სხვადასხვა გაბარიტების მქონე ცალობითი ტვირთები: ყუთები, ტომრები, კასრები, ფუთები და სხვა. ამისათ­ვის საჭიროა ჩასატვირთ-გადმოსატვირთი სადგურე­ბის პლატფორმებზე დამაგრებული მიმმართველების ორივე ნაწილი ისეთნაირად დაყენდეს, რომ მათი ფუ­ძის სიგრძე შეესაბამებოდეს ცალობითი ტვირთის ზო­მას. სურ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.4.16. მიწისქვეშა სათავსოებიდან ნიაღვრული ჩამო­ნადენი წყლის მოცილების ჰიდრავლიკური გაანგარი­შების სპეციფიკურობის შესახებ. /. სილაგაძე, . ჯან­გიძე/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 65-68. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

მიმოხილულია დასაცავი ობიექტიდან ნიაღვრული წყლის მოცილების ხერხები და მეთოდები; გაანალიზე­ბულია წყალამრიდი არხების და სატუმბი დანადგარე­ბის საანგარიშო ხარჯების განსაზღვრის მიდგომები. გარე კახეთის რეგიონის (საგარეჯოს რაიონი) კონკრე­ტული ფართობისათვის, 25 წლიანი მეტეოროლოგიუ­რი მონაცემების მიხედვით, დათვლილია სხვადასხვა ინტენსიურობის და ხანგრძლივობის წვიმებისათვის ჩამონადენის ინტეგრალური სიდიდეები; გაანგარიშე­ბის შედეგად დადგენილია, რომ ხშირად ინტეგრალუ­რი ჩამონადენი სჭარბობს შედარებით ნაკლები ინტენ­სიურობის, მაგრამ მეტი ხანგრძლივობის წვიმის დროს, ვიდრე მაქსიმალური ინტენსიურობის ხანმოკლე წვი­მისას, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს წყალამრი­დი სისტემის დაპროექტებისას. ცხრ. 3, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.4.17. სამთო მანქანების საჭრისების მაარმირებელი მჭრელი სადგმელების შესახებ. /. ჩაგელიშვილი, . ფე­იქრიშვილი, . ფირცხალავა, . წიკლაური/. სამთო ჟუ­რნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 68-72. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ტყიბული-შაორის საბადოს (ტშს) ქვანახშირის შახტებ­ზე მოპოვების ტექნოლოგიური განვითარების კონცეფ­ცია ითვალისწინებს საწმენდ და მოსამზადებელ გვი­რაბებში კომბაინების გამოყენებას, რომლებიც აწყობი­ლი იქნებიან სტანდარტული ბლოკებისაგან ისეთი ინდივიდუალური პროექტით, რომელიც ადაპტირებუ­ლი უნდა იყოს ტშს- სამთო-გეოლოგიურ პირობებ­თან. კომბაინებით ნახშირის ან ფუჭი ქანის მასივის რღვევისას, ჭრის ამძრავების სრული სიმძლავრე გადა­ეცემა სანგრევს საჭრისების მეშვეობით, რაც იწვევს მათ სწრაფ ცვეთას. საჭრისების ცვეთამედეგობის ამაღლე­ბის მიზნით ხდება მათი არმირება მაღალი სისალის მქონე მჭრელი სადგმელების გამოყენებით. ნაჩვენებია, რომ როდესაც ტშს ახალი შახტი მიაღწევს 3,5 მლნ წლიურ საპროექტო სიმძლავრეს, მხოლოდ ნახშირის მოსაპოვებლად განკუთვნილი პროცესების შესასრუ­ლებლად, მოხმარებული იქნება 125•103 ცალი სერიუ­ლი საჭრისი. გაყვანითი სამუშაოების შესრულებისას კომბაინების ტრადიციული საჭრისების ნამუშევარის ხანგძლივობა არ აღემატება 80-90 წუთს, მჭრელ ინსტ­რუმენტზე მოსულმა კუთრმა დანახარჯებმა კი, სამთო-გეოლოგიური პირობების მიხედვით, შესაძლოა გადაა­ჭარბოს გვირაბის გაყვანის სრული დანახარჯების 37%-. ტშს- დასაპროექტებელი შახტის საჭიროებისათვის რეკომენდებულია სადგმელის ლითონის გამტკიცების პერსპექტიული ტექნოლოგია, დამუშავებული . წუ­ლუკიძის სამთო ინსტიტუტის თანამშრომლების მო­ნაწილეობით, რომელიც ემყარება ვოლფრამის კარბი­დისა და კობალტის ალმაზშემცველი შენადნობის აფე­თქებით ცხლად დაწნეხას. WC-Co-ალმასის მჭრელი შრის და ფოლადის ფუძისშორისი გარდამავალი ზო­ნის ფორმირება უზრუნველყოფს სამთო ქანების ჭრი­სას წარმოქმნილი ძაბვების შემცირებას, ხოლო შენად­ნობის ალმასის ჩანართები ზრდის ინსტრუმენტის სისალეს და აუმჯობესებს ჭრის მახასიათებლებს. სურ. 4, ლიტ. 13.

ავტ.

 

13.4.18. ვაკუუმ-ამძრავი, როგორც ლენტური საკისა­რი. /. მოლოდინი, . მოლოდინი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 73-75. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

წარმოდგენილია ელასტოჰიდროდინამიკურ რეჟიმში მომუშავე ვაკუუმ-დოლის და ლენტური საკისრის მუ­შაობის პროცესები, რომლებიც ადასტურებენ მათი მუ­შაობის ინდენტურობას. ვაკუუმ-ამძრავის საკონტაქტო ზედაპირის ტექსტურის შესწავლისა და შედეგების ანა­ლიზის შემდეგ, როგორც ლენტური საკისრის გაანგარ­იშებისას, ამ შემთხვევაშიც ძირითად საანგარიშო პარა­მეტრად მიღებულია ზომერფელდის განზოგადოებუ­ლი რიცხვი (SO); ამის შემდგომ სპეციალური გრაფიკის – „მოსრიალე ხახუნის წყვილის შეზეთვის რეჟიმები“ მიხედვით შეიძლება წინასწარ შეფასდეს ხახუნის კოე­ფიციენტის მნიშვნელობები: ჰიდროდინამიკური, ზღვ­რული და მშრალი ხახუნის რეჟიმების შემთხვევებში. სურ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.4.19. ლიოსისებრი გრუნტების საწყისი დაჯდომა­დი წნევის განსაზღვრის შესახებ. /. ჭოხონელიძე, . კაკულია, . იაშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 75-77. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია ლიოსისებრი გრუნტების საწყისი დაჯ­დომის სიდიდის P განსაზღვრის ახალი მეთოდი, რო­მელიც ემყარება გრუნტების ზღვრული წონასწორობის პირობებს. ჩვეულებრივად ლიოსისებრი გრუნტების საწყისი დაჯდომადობა P განისაზღვრება ლაბორატო­რიული ცდებით. გრუნტის ნიმუშს, რომელიც მოთავ­სებულია კომპრესიის ხელსაწყოში ასველებენ და ზრდიან გრუნტზე მოქმედ ვერტიკალურ დატვირთვას და საზღვრავენ იმ წნევას, როდესაც გრუნტი იწყებს დეფორმაციას. ჩვენი წინადადებით P შეიძლება განი­საზღვროს ლიოსისმაგვარი გრუნტის ჭრაზე გამოცდი­თაც. .. P მოცემული დატვირთვისთვის ტოლია გრუნტის ძვრისადმი წინაღობის Sp-სი. სურ. 1, ლიტ. 3

ავტ.

 

13.4.20. კასპიის ნავთობისა და გაზის მილსადენებზე ექსტრემალური მოვლენების შეფასება აბულ-სამსარის ვულკანური ქედის ფარგლებში (საქართველო). /. ოქ­როსცვარიძე, . პასკუარე, . თორმეი, . ბლუაშვილი, . ვეზოლი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 82-91. – ინგლ.; რეზ.: რუს., ქართ.

შეფასებულია ახალი სეისმური და ვულკანური საშიშ­როებანი კასპიის ნავთობისა და გაზის სტრატეგიულ მილსადენებზე, აბულ-სამსარის ვულკანური ქედის ფარგლებში და განხილულია მათი შემცირების ღონის­ძიებანი და მონიტორინგის გზები. სეისმური საშიშრო­ების თვალსაზრისით ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული იქნა მთავარი NW-SE მიმართების ნაწევი რღვევა. ამ რღვევის გასწვრივმა ანალიზმა საშუალება მოგვცა გან­გვესაზღვრა ჰორიზონტალური კუმშვითი ზეწოლა (1), რომელიც კარგ კორელაციაშია 1986 წლის ფარავნის 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრის ინსტრუმენტალური გაზომვ­ის მონაცემებთან და მომყოლ ბიძგებთან. განსაკუთრე­ბით აღსანიშნავია, ზემოთ აღნიშნული N-S რღვევის გასწვრივ ვულკანური მოქმედებების მკაცრი რიგი, რაც ამ რღვევის მაგმის ამომყვან ფუნქციაზე მიუთითებს. ჩვენს მიერ მიღებული შედეგების ანალიზის ძირითა­დი მიზანი ის არის, რომ როგორც თბილისი-ბაქო-ჯეი­ჰანის (BTC) ნავთობსადენზე, ისე ბაქო-თბილისი-ერზ­რუმის სამხრეთ კავკასიის ბუნებრივ გაზსადენზე (SCP) მნიშვნელოვნად შევამციროთ საშიშროებანი, რომელიც მომდინარეობს ახლად ფორმირებული ბუნებრივი ექს­ტრემალური მოვლენებისგან. ჩვენს ძალისხმევას წარ­მოადგენს, ის რომ შევქმნათ მატრიცის ისეთი სქემა, რომელშიც თავმოყრილი იქნება მთელი ტექნიკური ინფორმაცია და რომელიც მომავალში გამოყენებული იქნება, როგორც გადაწყვეტილების მიღების მექანიზ­მი, რომელიც შეამცირებს საბოლო სავალალო ბუნებ­რივ შედეგებს. სურ. 6, ლიტ. 30

ავტ.

 

13.4.21. ქვის მასალების გაჭიმვაზე გამოცდისას ნიმუ­შის ფორმისა და ზომის განსაზღვრის მეთოდიკა. /. ბოჭორიშვილი, . რაზმაძე, . რატიანი, . ბოჭორიშვი­ლი, . ქიტოშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 92-96. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე გაანალიზე­ბულია ხისტი მასალების სიმტკიცე გაჭიმვაზე, დამო­კიდებულება მასზე მოქმედ ფაქტორებზე, ნიმუშების ზომებზე, ნიმუშის განაწილების ადგილზე; დადგენი­ლია ბუნებრივი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების რაციონალურად გამოყენების პირობები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ნაგებობების ხანგამძლეო­ბას და აუმჯობესებს მათ არქიტექტურულ გაფორმებას; განხილულია აგრეთვე ის აუცილებელი კვლევები, რო­მლითაც შესაძლებელი გახდა დადგენილიყო სამშენებ­ლო მასალების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შეს­წავლისათვის ნიმუშების ფორმები, ზომები, დამჭერე­ბი და სხვა ხელსაწყოები. სურ. 1, ცხრ. 3, ლიტ. 9.

ავტ.

 

13.4.22. ქვის მასალების წინააღმდეგობა სუფთა ძვრის დაძაბულობის წინააღმდეგობისას. /. ბოჭორიშვილი, . რაზმაძე, . ბოჭორიშვილი, . რატიანი, . ქიტოშვი­ლი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 96-99. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

დადგენილია ქანების ერთ-ერთი ძირითადი ფიზიკურ-მექანიკური თვისებასიმტკიცე მრგვალი ჭრილის ღე­რძების გრეხვის მეთოდით. აღსანიშნავია, რომ იგივე მეთოდით ქვის მასალებზე ჩატარებული ცდები შეიძ­ლება გამოყენებული იქნეს გაჭიმვისადმი დროებითი წინაღობის მახასიათებლების მისაღებად. ქვის მასალე­ბზე ჩატარებული ლაბორატორიული ცდების შედეგე­ბი არ იძლევა მათზე ძალის ზემოქმედების წინაღობის აბსოლუტურ სიდიდეებს, არამედ მისი საშუალებით შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ პირობითი შეფასება მასალების ფიზიკო-მექანიკური თვისებებისა, რომლე­ბიც დამოკიდებულია გამოსაცდელი ნიმუშის ტიპზე და ცდის საშუალებებზე. სურ. 5, ლიტ. 12.

ავტ.

 

13.4.23. ისევ მიწისძვრების წინამორბედების შესახებ. /. ზუროშვილი, . მანაგაძე, . ზუროშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 101-104. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

ნაშრომი ეხება მიწისძვრების პროგნოზირების საკითხს, კერძოდ, რამდენად აისახება დედამიწაზე მომხდარი მიწისძვრა ატმოსფეროში და შესაძლებელია თუ არა იონოსფეროს ფენებში მომხდარი შეშფოთებებით მოვა­ხდინოთ მიწისძვრის პროგნოზირება. განხილულია იონოსფეროს F2 ფენის კვლევის შედეგები, სადაც აღი­ნიშნება მსგავსება იონოსფეროში მიწისძვრის ეპიცენტ­რის თავზე დაკვირვებული ზოგიერთი პარამეტრის (Fo კრიტიკული სიხშირე) რხევის პერიოდსა და სეისმოგ­რავიტაციული რხევების პერიოდს შორის. სამაჩაბლოს სახელით ცნობილი 1991 წლის მიწისძვრის მაგალით­ზე, გამოთქმულია აზრი, რომ იონოსფეროში გრძელპე­რიოდიანი რხევები გამოწვეულია სეისმოგრავიტაციუ­ლი რხევების მიერ დედამიწიდან შეშფოთებული ფო­ნის გადაცემით. საკითხის შესწავლას მივყავართ მიწის­ძვრის წინამორბედების განხილვასთან, როგორც დე­დამიწაზე, ასევე იონოსფეროში. სურ. 5, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.4.24. ცემენტის ხსნარის ადგეზიის ძალის გაზრდა და მისგან შექმნილი ცემენტის ქვის შეჭიდების გაუმ­ჯობესება საკონტაქტო ზედაპირებთან ჭაბურღილის დაცემენტებისას. /. ვარშალომიძე, . ხითარიშვილი, . ხეცურიანი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 105-107. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

შესწავლილი იქნა სპეციალური დანამატების ზეგავლე­ნა შერჩეული ცემენტის ხსნარის ადგეზიის (მიწებების) ძალაზე და მისგან შექმნილი ქვის საკონტაქტო ზედა­პირებთან შეჭიდების სიმტკიცეზე. დადგენილია, რომ კონკრეპოლის დამატება სატამპონაჟო ხსნარში ყველა­ზე მეტად ზრდის შეჭიდების სიმტკიცეს საკონტაქტო ზედაპირებთან. მისი გამოყენება ჭაბურღილებზე სატა­მპონაჟო სამუშაოების ჩასატარებლად საგრძნობლად აუმჯობესებს სამაგრი სვეტების დაცემენტების ხარისხს. სურ. 4, ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.4.25. ჭაბურღილის დაცემენტებისას პერლიტის, როგორც ცემენტზე აქტიური დანამატის გამოყენება. /. ვარშალომიძე, . ხითარიშვილი, . ხეცურიანი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 108-112. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია ჭაბურღილების და ცემენტებისათვის სა­ტამპონაჟო ნარევების დამზადების წარმოება გეოლო­გიურ-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით, კერ­ძოდ ნაპრალოვანი, მშთანთქმელი ინტერვალების და­ცემენტებისას რეკომენდებულია სატამპონაჟო ცემენტ­ზე პერლიტის ქანის დამატება. ასეთი შემადგენლობის ნარევი წარმოადგენს შემსუბუქებულ სატამპონაჟო ხსნარს, რომლისგანაც მიიღება მტკიცე ცემენტის ქვა. სურ. 3, ცხრ. 5, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.4.26. ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნები ნავ­თობის ბაზაში ნავთობპროდუქტების მიღების, გაცემი­სა და შენახვისას. /. ბეჟანიშვილი, . დუმბაძე, . იო­სებიძე, . მიქაძე, . ვარდოევი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 115-118. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია ნავთობის ბაზების უსაფრთხო ექსპლუა­ტაციის უზრუნველსაყოფად დამუშავებული ნავთო­ბის ბაზების უსაფრთხოების წესები, რომელშიც მოცე­მულია: უსაფრთხოების ნორმები ნავთობ-პროდუქტე­ბის მიღების, გაცემისა და შენახვისას, კერძოდ, ნავთ­ობპროდუქტების რკინიგზის ცისტერნებში ჩასხმა-ჩა­მოსხმისას, ავტოცისტერნებში გაცემისას, გემების დატ­ვირთვა-განტვირთვისას, ტექნოლოგიური მილსადენე­ბით გადატუმ­ბვისას; უსაფრთხოების ნორმები ელექტ­როდანადგარების ექსპლუატაციისას. განხილულია აგრეთვე მეხდაცვასთან, სტატიკური ელექტრობისგან დაცვასთან და სარემონტო სამუშაოებთან დაკავში­რებული საკითხები. ლიტ. 2.

ავტ.

 

13.4.27. ლავის ოპტიმალური სიგრძის განსაზღვრის საკითხისათვის ტყიბული-შაორის საბადოს დამუშა­ვების პირობებში. /. ფირცხალავა/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 2(31). – გვ. 15-17. - რუს.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ნაშრომში ნაჩვენებია, რომ მსოფლიოს წამყვან ნახშირ­მომპოვებელ ქვეყნებში, 1990-ანი წლებიდან მოყოლე­ბული, ლავის სიგრძის ცვალებადობა 300 -დან 450 -დე ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც ნახშირის მიწისქვეშა მოპოვების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ამაღლების ერთ-ერთი გზაა. ტყიბული-შაორის საბა­დოს (ტშს) დამუშავების კონკრეტულ სამთო-გეოლო­გიურ პირობებში ლავის ოპტიმალური სიგრძის L. ოპტ ამოცანის ამონახსნის მოძიება მდგომარეობდა ამოსაღები უბნის ეკონომიკურ-მათემატიკური მოდე­ლის შედგენაში, მისი შემდგომი რეალიზაციით ფუნქ­ციის დიფერენცირების გზით. L. ოპტ სიდიდე განი­საზღვრებოდა 1 ნახშირის მოპოვებაზე მიმდინარე დანახარჯების მინიმუმის დაძიების მეთოდით პირვე­ლი წარმოებულით, როდესაც F(Lë)’=0. გაანგარიშებით დადგენილია, რომ ტშს დამუშავების პირობებში, ერთ­კომბაინიანი მაქოსსებრი სქემით ნახშირის მოპოვები­სას L. ოპტ ≈ 120 , ხოლო ორკომბაინიანი სქემისას - L. ოპტ ≈ 250 . სურ. 2, ცხრ. 1, ლიტ. 10.

ავტ.

 

13.4.28. სამთო დარტყმების პროგნოზი. /. კუპატაძე/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 2(31). – გვ. 18-21. - ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია სამთო დარტყმებთან ბრძოლის ერთ-ერ­თი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემამათი პროგ­ნოზი, კერძოდ, ფენის ცალკეული უბნების დარტყმის საშიშროების როგორც ხარისხის, ასევე სამთო დარტყ­მის წარმოქმნის ადგილისა და დროის განსაზღვრა. გან­ხილულია სამთო დარტყმების წარმოქმნის შესაძლო ადგილების პროგნოზის რამდენიმე მეთოდი, კერძოდ, სამთო-ტექნიკური მდგომარეობის ანალიზი; კომპლექ­სური მეთოდი და მიკრო-სეისმო დანადგარების მეთო­დი. სურ. 3, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.4.29. ღია წესით გაყვანილი გვირაბის სტატიკური გაანგარიშება. /. ჯაფარიძე/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 2(31). – გვ. 21-25. - ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია მიწის ზედაპირთან ახლოს ღია წესით გაყვანილი ერთმალიანი გვირაბის მუშაობა შემცველი ქანების და კონსტრუქციის საკუთარი წონით გამოწვე­ულ დატვირთვებზე. მოცემულია სწორხაზოვან ელემე­ნტებიანი ერთმალიანი ჩარჩოს სტატიკური გაანგარი­შების ანალიზური აპარატი, მიღებული ძალთა და გა­დაადგილებების მეთოდებით. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.4.30. მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისასკე­დელი-გრუნტშიტექნოლოგიის გამოყენების შესახებ. /. ჯაფარიძე, . კუკულაძე, . ფირცხალავა/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 2(31). – გვ. 25-29. - ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

ნაჩვენებია ღია წესით მიწისქვეშა მშენებლობისას სუსტ ქანებში ქვაბულის გამაგრების ყველაზე პროგრესული და უნივერსალური ხერხი. გრუნტში საპროექტო სიღრ­მეზე ხდება ტრანშეის გათხრა (გამოიყენება ხისტი გრეი­ფერი ან მექანიზებული ტრანშეის მთხრელი; თხრილის სი­განე 60–100 სმ, სიღრმე h=40-50 -დე). სველი წესით მიწის­ქვეშა ნაგებობების კედლების აგებისას განსაკუთრებუ­ლი როლი ენიჭება თიხის ხსნარს, რომლის მოცულო­ბითი წონა იცვლება 1,1-1,2 /3-ის ფარგლებში. წყალი აღწევს თიხის ნაწილაკების კრისტალებში და ახდენს მათ გაჯირჯვებას, რაც უზრუნველყოფს ტრანშეის მდგრადობას ვერტიკალურ მდგომარეობაში. დაბეტო­ნება სრულდება ვერტიკალურად გადაადგილებული მილის მეთოდით ბეტონის ხსნარის თანაბრად განაწი­ლებადი მიწოდებით მონაზომის მთელ სიგრძეზე და მისი ამოვსებით ქვევიდან ზევით. საბოლოოდკედე­ლიგრუნტში“ ტექნოლოგიით მიღებული ქვაბულის შემოფარგვლა ქმნის ერთიან კონსტრუქციას. შემდგომ ახდენენ თანმიმდევრულად ქვაბულის გრუნტის ამო­ღებას ზევიდან ქვევით. რკინაბეტონის კედელს უკეთე­ბენ სიხისტის ელემენტებს, რომლებიც ასრულებენ გვე­რ­დული განმბჯენების როლს. სურ. 3, ცხრ. 2, ლიტ. 11.

ავტ.

 

13.4.31. თანამედროვე მარკშეიდერული სამუშაოების წარმოება გვირაბების მშენებლობის დროს. /. კიკაბიძე, . ერქომაიშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 2(31). – გვ. 30-33. - ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია ჩქაროსნული გვირაბგამყვანი მანქანის (TBM) გამოყენების პირობებში წარმოქმნილი საკითხე­ბი და ნაჩვენებია მათი გადაწყვეტის გზები. განხილუ­ლია, თუ რა პირობებში უნდა იყოს გამოყენებული ჩქა­როსნული გვირაბგამყვანი მანქანა და როდის ბურღვა-აფეთქებითი მეთოდი; თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აკისრია გვირაბის ჩქაროსნული გაყვანის (მშე­ნებ­ლობის) პროცესში სამარკშეიდერო სამსახურს. გან­ხილულია თანამედროვე მარკშეიდერული კონტრო­ლის სისტემა ZED-261, რომელიც უზრუნველყოფს გვი­რაბის გაყვანის მაღალ სიჩქარეს და ხარჯების შემცირე­ბას, რომელიც ასევე უზრუნველყოფს გვირაბგამყვანი მანქანის ზუსტ მონიტორინგს და შესაბამისად გვირა­ბის საპროექტო ზომების მაღალი სიზუსტით დაცვას. სურ. 3, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.4.32. მადნეულის სპილენძის ფლოტაციური ფაბ­რიკის დასაწყობებული კუდების გადამუშავების ოპ­ტიმალური ტექნოლოგიის შერჩევის საკითხები. /. ჯიქია, . დალაქიშვილი, . სტურუა, . ტალახაძე, . გელოვანი, . შერეზადიშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 2(31). – გვ. 34-38. - ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მოცემულია დასაწყობებული კუდებიდან ყველა სასარ­გებლო კომპონენეტის (სპილენძის და ოქროს) წინასწა­რი კონცენტრაციის მიღების ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა მივიღოთ სპილენძის შემცველი პირიტული კონცენტრატი გამოსავლით 14,05%, სპი­ლენძის შემცველობით 1,36%, ამოკრეფით 83,22%, ოქროს შემცველობით 3,78 გრ/, ოქროს ამოკრეფით 84,31. აღნიშნული კონცენტრატის გადამუშავება გათვა­ლისწინებულია კომბინირებული ტექნოლოგიით, რო­მელიც გულისხმობს სელექციურ ფლოტაციას კონდი­ციური სპილენძის კონცენტრატის მიღებას და სელექ­ციური ფლოტაციის კუდების ჰიდრომეტალურგიული გადამუშავებას ოქროს ამოკრეფისათვის. სურ. 1, ცხრ. 5, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.4.33. ტექნიკური მოთხოვნები ვაკუუმ-ამძრავის ხახუნის კვანძებზე. /. მოლოდინი, . მოლოდინი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 2(31). – გვ. 38-40. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მოცემულია დღემდე ცნობილი ვაკუუმ-ამძრავების კო­ნსტრუქციების ხახუნის კვანძების ჩამონათვალი და განხილულია მათი ძირითადი დანიშნულება. შესაბა­მისად ჩამოყალიბებულია ის ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები, რომლებიც  გათვალისწინებული უნდა იქნენ ვაკუუმ-ამძრავების საკონტაქტო ზედაპირების კონსტრუქციისა და ოპტიმალური პარამეტრების და­მუშავება-გაანგარიშებისას. ლიტ. 6.

ავტ.

 

13.4.34. ნახშირის შახტებში მეთანის აფეთქებისგან დაცვის თანამედროვე მეთოდები და ნორმატიული დოკუმენტები. /. მატარაძე, . ბეჟანიშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 2(31). – გვ. 58-64. - რუს.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია ევროკავშირის ქვეყნების სტანდარტები და საქართველოს ნორმატული დოკუმენტები ნახში­რის შახტებში და სხვა საშიშ საწარმოო ობიექტებში აფეთქების პრევენციისა და აფეთქებისგან დაცვის და­რგში. ანალიზი გვიჩვენებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობისა და უსაფრთხოების წესების დაახ­ლოების აუცილებლობას ევროგაერთიანების სტანდარ­ტებთან. სურ. 2, ლიტ. 29.

ავტ.

 

13.4.35. ცეცხლსაქრობი ფხვნილებისათვის ხანძრის ჩაქრობის ოპტიმალური პირობების დადგენა. / . ღუ­რჭუმელია, .გუჯაბიძე, . ბეჟანოვი, . ტყემალაძე, . ტყემალაძე/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 2(31). – გვ. 64-67. – რუს.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია ცეცხლსაქრობი უნარის განსაზღვრის ლაბორატორიული მეთოდიკა, რომელიც დამუშავებუ­ლია სხვადასხვა ტიპის ხანძრების განვითარების ნო­რმატიული პირობების გათვალისწინებით და საშუა­ლებას იძლევა ცეცხლსაქრობი ფხვნილის სხვადასხვა ინტენსიურობით მიწოდებისას განისაზღვროს ხანძრის ჩაქრობის დრო და ფხვნილის მინიმალური კუთრი ხარჯი. ამასთანავე შესწავლილი იქნეს ფხვნილის კუთ­რი ხარჯისა და ჩაქრობის დროის დამოკიდებულება მიწოდების ინტენსიურობაზე. ამ დამოკიდებულებე­ბის შესწავლა საშუალებას იძლევა პერსპექტიული ცეც­ხლსაქრობი ფხვნილებისათვის დადგენილი იქნეს ხან­ძრების ჩაქრობის ოპტიმალური პირობები, რომელიც გულისხმობს ხანძრის კერაში ფხვნილის მიწოდების ოპტიმალური ინტენსიობის შერჩევას, როდესაც ფხვნი­ლის მინიმალური კუთრი ხარჯი უზრუნველყოფს ხან­ძრის ჩაქრობას მინიმალურ დროში. სურ. 3, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.4.36. გრაფიტის სპილენძით პლაკირების პროცესის შესწავლა. /. პაპავა, . შეროზია, . დოხტურიშვილი, . მაისურაძე, . გურგენიშვილი, . ჩიტრეკაშვილი/. GEN. – 2013. – #3. – გვ. 48-52. – ქართ., რეზ.: ინგლ.

შესწავლილია გრაფიტის დისპერსიული ფხვნილის სპილენძით პლაკირების პროცესი სპილენძის მარილის გამოყენებით. ნაჩვენებია, რომ ეს პროცესი სამსტადია­ნია. პირველი სტადია მოიცავს გრაფიტის ფხვნილის ზედაპირზე სპილენძის ჰიდროქსიდის დანაფარის მიღებას, მეორე - მის გარდაქმნას სპილენძის ჟანგად, ხოლო მესამეამ ოქსიდის აღდგენას კრისტალურ სპი­ლენძამდე. მიღებულია შედეგები ყველა ამ პროცესის ძირითადი პარამეტრების პლაკირების ხარისხზე გავ­ლენის შესახებ. სურ. 4, ლიტ. 9.

ავტ.

 

13.4.37. მექანიკურად აშრევების მაღალპროდუქტიუ­ლი ტექნოლოგიის განვითარება გრაფენისებრი ნანო­ნაწილაკების წარმოებისათვის. /. ვეინერტი, . ლეშჩი­ნსკი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 97-106. – ინგლ.

სტატიის მიზანს წარმოადგენდა ძვრაჭიმვის დატვირ­თვის სქემების დამუშავება და გამოყენება გრაფენის თხელი ფირფიტებისა და MoS2-ის ფურცლების მისაღე­ბად. აღსანიშნავია, რომ მექანიკურადგაფრცქვნილიფურცლები დეფექტებს უფრო მცირე რაოდენობით შე­იცავენ, ვიდრე ქიმიური მეთოდებით წარმოებულები. თუმცა სკოტჩის ლენტის მეშვეობით მექანიკურად აშ­რევებას ძალზე მცირე გამოსავალი აქვს. თუკი მექანი­კური პროცესი ისე დაიხვეწება, რომ ერთდროულად დამუშავდება ათეულ ათასობით ნაწილაკი და თითოე­ული მათგანზე ძალა ასეულობითჯერ იმოქმედებს, მაშინ მაღალი ხარისხის ნანოფურცლების დიდი რაო­დენობის მიღება შეიძლება მათი როგორც კვლევებში, ისეპრაქტიკაში გამოყენებისათვის. სფერული და ღვედისებრი წისქვილების მოქმედების ახალი ტექნო­ლოგიური სქემები და ხელსაწყოებია გამოყენებული ფენოვანი მასალების სისქის შესამცირებლად და, MoS2-ის გრაფენისებური ნაწილაკების წარმოებისათვის. განხილულია მიღებული მასალების სტრუქტურა და თვისებები. სურ. 9, ლიტ. 22.

ავტ.

 

13.4.38. Tm3S2-ის ფირების მომზადების ტექნოლოგია დისკრეტული აორთქლებით. /. ტეტელოშვილი, . ჯაბუა, . გიგინეიშვილი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 229-232. – რუს.

დამუშავებულია Tm3S2-ის თხელი ფირების მიღების ტექნოლოგია სხვადასხვა ფუძეშრეზე (სიტალი, ლეი­კოსაფირონი, მონოკრისტალური სილიციუმი), წინას­წარ სინთეზებული Tm3S2-ის მოცულობითი კრისტა­ლის დისკრეტული ვაკუუმურ-თერმული აორთქლე­ბის მეთოდით. ჩატარებულია მიღებული ფირების რენტგენოფაზური ანალიზი, რომლის მიხედვით, მათ გააჩნიათ Tl2O3-ის ტიპის კუბური მესერი მუდმივათი =12.47 ან­გსტრემი. რენტგენული მიკროზონდური ანა­ლიზით ნაჩვენებია, რომ ფირები შეიცავენ 40.1 ატომურ % Tm-სა და 59.9 ატომურ % S- და, რომ რენტგენის მეორად სხივებში, ფირების ზედაპირის სურათის მი­ხედვით, კომპონენტები ფირის ზედაპირზე განაწილე­ბულია თანაბრად. სურ. 3, ლიტ. 12.

ავტ.

 

5. მანქანათმშენებლობა. ხელსაწყოთმშენებლობა

 

13.5.1. საგორი კვალსაჭრელის სრიალის კოეფიციენ­ტის განსაზღვრა. /. ჯანელიძე, . სამხარაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრე­ბული. – 2013. – # 68. – გვ. 211-213. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღწერილია სრიალის კოეფიციენტის შემცირების მე­თოდი საგორ კვალსაჭრელში, რომელსაც აქვს გარდა­მავალრადიუსიანი მუშა ზედაპირი. იგი დაყოფილ იქნა სამ შემადგენელ ნაწილად და მიეცა ღერძზე ერ­თიმეორისაგან დამოუკიდებლად ბრუნვის საშუალება. გორვით გადაადგილებამ გამოიწვია წევის ძალის წინა­ღობის მნიშვნელოვანი შემცირება. საგორისებრი კვალ­საჭრელის ლაბორატორიულმა, საველე და საწარმოო გამოცდებმა კოლხეთის დაბლობზე გვიჩვენა, რომ ზემოთ აღნიშნულ მუშა ორგანოს შეუძლია დაჭრას დროებითი დამშრობი კვლები, რომლებიც უზრუნვე­ლყოფენ ზედაპირული წყლების მიღება-გატარებას. სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.5.2. ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტრუქ­ცია. /. ფირყულაშვილი/. მშენებლობა. – 2013. –
# 2(29). –
გვ. 133-137. – ქართ.; რეზ.: ქართ.

მოცემულია ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტ­რუქცია, მისი დახასიათება და მუშაობის პრინციპის აღწერა. კონსტრუქცია შედგება ორი იდენტური ნაწი­ლისაგან, გახსნა უზრუნველყოფილია კონსტრუქციაში არსებული პნევმატიკურ ბალიშებთან დაკავშირებული კომპრესორითა და საბჯენი კრონშტეინებით, ხოლო დაკეცვა ხორციელდება ლითონის ბაგირების მრავალ­ღარიან დოლზე დახვევით; კონსტრუქციის მზიდ ელე­მენტებად გამოყენებულია ლითონის თაღოვანი კარკა­სი და პნევმატიკური ბალიშები. სურ. 7, ლიტ. 1.

ავტ.

 

13.5.3. მასკანირებელი გვირაბული ელექტრონული მიკროსკოპიმოწყობილობა, რომლითაც შეიძლება ცალკეული ატომების და მოლეკულების დანახვა. /. რამიშვილი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 335-342. – ქართ.

აღწერილია შვეიცარიელი ფიზიკოსის ჰაინრიხ რორე­რის მასკანირებელი ზონდური მიკროსკოპი, რომელ­მაც პირველად მისცა შესაძლებლობა ადამიანებს ჩა­ეხედათ მიკროსამყაროში და დაენახათ ატომები მასა­ლის ზედაპირის უჯრედებზე. სურ. 4, ცხრ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

13.5.4. აკუსტიკური სპექტრომეტრი. /. დრიაევი, . კახიანი, . აკოფოვი, . წაქაძე/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 283 288. – რუს.

აღწერილია მყარ სხეულებში შინაგანი ხახუნისა და დრეკადობის მოდულის გამზომი ხელსაწყო, რომელ­შიც გარეშე ხახუნზე დანაკარგების მინიმიზებისათვის გამოიყენება ახალი ტიპის კამერტონი (სამი ენით). სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

6. მსუბუქი მრეწველობა

 

13.6.1. ბამბისა და საფეიქრო მრეწველობის საწარმოო ჩამონადენის ღრმა გაწმენდა ულტრაფილტრაციის მე­თოდით. /. სარუხანიანი, . შამიანი/. წყალთა მეურნე­ობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 165-169. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია გოგირდოვანი ღებვისას გამდინარე წყლე­ბის გაწმენდა სულფიდებისგან. შემოთავაზებულია წვრილი, ფენოვანი დაყოვნებით გაწმენდისას გამოყე­ნებული ორვალენტიანი რკინის სულფატის მინერა­ლური კოაგულანტის დოზის დაწევა 3.0-3.5 /-დან 400-700 მგ/-მდე შემდგომი ულტრაფილტრაციით. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 7.

ავტ.

 

13.6.2. პროდუქციაზე ასორტიმენტის რეგულირება სტანდარტული პარამეტრების ოპტიმიზაციით. /. გრძელიძე, . შალამბერიძე/. გონი. – 2014. – # 1. – გვ. 48-56 – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოცემულია ფეხსაცმლის სტანდარტული ზომითი ნო­რმატივების რეგულირების და ახალი ზომა-სისრუ­ლითი ასორტიმენტის ფორმირების მეთოდები. ცხრ. 3, სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.6.3. არასტატიკური ზედაპირის მქონე მანეკენის პრინციპიალური სქემის დამუშავება. /. დათუაშვილი, . ჩარკვიანი/. GEN. – 2013. – # 3. – გვ. 109-111. – რუს.; რეზ.: ინგლ.

სტატია ეძღვნება ტანსაცმლის ინდივიდუალური წე­სით დამზადების პროცესში მანეკენების გამოყენების პრობლემას. შექმნილ იქნა არასტატიკური ზედაპირის მქონე უნივერსალური მანეკენი, რომლის ცალკეული სეგმენტების მოძრაობის გზით შესაძლებელია მიღე­ბული იქნეს საკვლევი ფიგურის იდენტური ფიგურა, რომელიც წარმატებით შეცვლის საკვლევ ობიექტს ინდივიდუალური წესით ტანსაცმლის დამზადების პროცესში. სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

7. კვების მრეწველობა

 

13.7.1. ველურად მზარდი მოცვისა და მაყვლის ნაყო­ფებიდან ანტიოქსიდანტური სასმელების მიღების ახა­ლი ტექნოლოგია. /. ბაღათურია, . ბეგიაშვილი, . უთურაშვილი, . გრიგორაშვილი, . კუპატაძე, . ხო­ტივარი, . ნაყოფია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიე­რება და ტექნოლოგიები. – 2014. – # 1. – გვ. 57-61. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილ იქნა მოცვისა და მაყვლისაგან მიღებული სასმელების ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები და გა­ნისაზღვრა მათი ანტიოქსიდანტური აქტივობა. ჩატა­რებული გამოკვლევების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ სასმელები სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად მდიდარი არიან ანტიოქსიდანტებით (ფენოლური ნაერთები, ვიტამინი C). საკმაოდ მაღალია მათი ანტიოქსიდანტური აქტივობა, რაც შესაძლებლო­ბას იძლევა აღნიშნული სასმელები გამოყენებული იქნეს მოსახლეობის ფართო მასებისათვის სამკურნა­ლო-პროფილაქტიკური დანიშნულებით და თავიდან იქნეს აცილებული უამრავი საშიში დაავადება და მათგან გამოწვეული მძიმე შედეგები. ცხრ. 1, ლიტ. 3.

               ავტ.

 

13.7.2. პურის ნატურალური გამაუმჯობესებლების ტექნოლოგიის გამოკვლევა. /. ბაღათურია, . ბეგია­შვილი, . კოტორაშვილი, . ორმოცაძე, . ბაღათუ­რია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნო­ლოგიები. – 2014. – # 1. – გვ. 62-69. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია პურის ნატურალური გამაუმჯობესებ­ლების მიღების ტექნოლოგია. დამუშავებულ იქნა სა­ქართველოში ველურად მზარდი მცენარეებისკუნე­ლის, ასკილის, ქაცვისა და უნაბის ნაყოფებიდან ჰიდ­როპექტინის მიღების ტექნოლოგია. მეცნიერულად დასაბუთდა და ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ მიღებული ჰიდროპექტინი შესაძლებელია გამოყენე­ბულ იქნეს პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში მისი ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ცხრ. 4, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.7.3. ფეიხოას ნაყოფის სწრაფი გაყინვის მეთოდით შენახვის ოპტიმალური პირობების დადგენა. /. უთუ­რაშვილი, . კუპატაძე, . დემენიუკი, . კოტორაშვი­ლი, . მოისწრაფიშვილი, . ალანია/. აგრარულ-ეკო­ნომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2014. – # 1. – გვ. 70-75. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

წარმოდგენილია ფეიხოას ნაყოფის სწრაფი გაყინვის მეთოდით შენახვის კვლევის შედეგები. ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე დადგენილ იქნა ნაყოფის გაყინვის, შენახვის, ტრანსპორტირებისა და დეფროს­ტაციის ოპტიმალური პირობები. მიღებული შედეგე­ბის განზოგადოების საფუძველზე დადგენილია, რომ სწრაფი გაყინვის მეთოდით ფეიხოას ნაყოფი ინახება 10 თვემდე მინიმალური დანაკარგებითა და სასარგებ­ლო თვისებების მაქსიმალური შენარჩუნებით. ცხრ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.7.4. გამშრალი ქონდარის და ხავერდულას ჰიგრო­სკოპიული თვისებები. /. ალხანაშვილი, . ეჯიბია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიე­ბი. – 2013. – # 3. – გვ. 45-50. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გამშრალი დაფქული ქონდარის და ხავერდულას შენა­ხვის ოპტიმალური პირობების დასადგენად შესწავლი­ლი იქნა მათი ჰიგროსკოპიული თვისებები სპეციალუ­რად ამ მიზნისთვის დამზადებულ მინის ჭურჭლებში, რომლებიც პროდუქტის მიერ ტენის სორბციის კინე­ტიკაზე დაკვირვების საშუალებასაც იძლევიან. ცდებში გარემომცველი ჰაერის ფარდობითი ტენიანობა იცვლე­ბოდა 20–90% ზღვრებში 18–200 ტემპერატურაზე. ცდის შედეგების დამუშავება ხდებოდა სორბციის იზოთერ­მების აგებით, რომლებიც ასახავენ პროდუქტის წონას­წორული ტენიანობის დამოკიდებულებას გარემოს ფარდობითი ტენიანობისგან მოცემულ ტემპერატურა­ზე. ვიცით რა პროდუქტის ტენიანობა, სორბციის იზო­თერმები საშუალებას იძლევიან შეირჩეს საწყობში შენახვის ისეთი პირობები, რომლის დროსაც ადგილი არ ექნება ტენის სორბციას ან დესორბციას. სორბციის კინეტიკაზე დაკვირვების შედეგების ანალიზის თანახ­მად პროდუქტის მიერ ტენის სორბციის სიჩქარე გარე­მოს სხვადასხვა ფარდობითი ტენიანობის დროს სხვა­დასხვაა. მაღალი ფარდობითი ტენიანობის დროს ტე­ნის ძირითადი ნაწილი შთაინთქმება პროდუქტის მიერ ცდის დასაწყისიდან 4–6 დღის განმავლობაში. ქონდა­რის და ხავერდულას ხანგრძლივი შენახვა საწყობში, სადაც ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 75%- აღემატება 18-200 ტემპერატურაზე, რეკომენდებული არ არის. სურ. 2, ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.7.5. ქონდარის ხელოვნური შრობის რაციონალური ტექნოლოგიის დამუშავება. /. ალხანაშვილი, . დემე­ნიუკი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექ­ნოლოგიები. – 2013. – # 3. – გვ. 51-57. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოცემულია კვების მრეწველობის კვლევით ინსტი­ტუტში დამუშავებული ქონდარის ხელოვნური შრო­ბის ტექნოლოგია, რომელიც მოიცავს ნედლეულის შრობისთვის მომზადებას, შრობას, გამშრალი ქონდა­რის ინსპექციას, დაფქვას და დაფასოებას. შესწავლილი იქნა ქონდარის, როგორც შრობის ობიექტის მახასიათე­ბლები, შერჩეული იქნა შრობის მეთოდი, საშრობის კონსტრუქცია და დადგენილია შრობის ოპტიმალური პირობები. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.7.6. ტყემლის პექტინის პროტექტორული მოქმედე­ბის გამოკვლევა. /. ბაღათურია, . კუპატაძე, . მულა­ძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლო­გიები. – 2013. – # 3. – გვ. 58-63. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ექსპერიმენტში ლაბორატორიულ ცხოველებზე (თეთ­რი ვირთაგვები) შესწავლილია ტყვიით ინტოქსიკაციი­სას მათ ორგანიზმში არსებული ფუნქციური ცვლილე­ბები, ტყემლიდან მიღებული პექტინის პრეპარატის მიღების ფონზე. დადგენილია, რომ პექტინის პრეპა­რატი ხელს უშლის ლაბორატორიული ცხოველების ორგანოებსა და ქსოვილებში ტყვიის დაგროვებას, და მის ორგანიზმიდან გაძლიერებულ გამოყოფას განაპი­რობებს, რაც ასუსტებს ტყვიის ტოქსიკურ მოქმედებას ორგანიზმზე, აღნიშნული ტყემლის პექტინის პროტექ­ტორულ მოქმედებაზე მიუთითებს. ცხრ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.7.7. ქართული ღვინოების სამკურნალო დანიშნუ­ლებით გამოყენებაპრევენციული მედიცინის ახალი მიმართულების აუცილებელი კომპონენტი. /. წივწი­ვაძე, . ჩიგოგიძე, . კლდიაშვილი, . ჩიგოგიძე, . სხი­ლაძე, . გაბრიჭიძე, . სულაქველიძე/. GEN. – 2013. – # 3. – გვ. 63-66. – რუს., რეზ.: ინგლ.

განხილულია ახალი მიმართულებაპრევენციული (გამაფრთხილებელი) მედიცინა. ისეთი სერიოზული და საშიში დაავადებებისათვის, როგორიცაა ჰიპერტო­ნია, ათეროსკლეროზი, სტენოკარდია, ინფარქტი და ინსულტი, რომელთა 70% შემთხვევებისა მთავრდება ლეტალური შედეგით, გაფრთხილება აუცილებელია მოხდეს რაც შეიძლება ადრე, ჯერ კიდევ საწყის სტა­დიაში, რამეთუ ასაკთან ერთად, სისხლძარღვებში გარ­დაუვლად თავს იჩენს დაავადებათა ნიშნები. მოცემუ­ლია ქართული ღვინოების ქიმიური შემადგენლობის უახლესი ცნობები, აღნიშნულია ყურძნის ნატურალუ­რი ღვინოების უნიკალური ბიოაქტიური კომპონენტე­ბი, რომლებიც განსაკუთრებით აუცილებელია სასი­ცოცხლო ტონუსისა და ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირების ამაღლებისათვის. განხილულია ქარ­თული ღვინოების გამოყენების სამკურნალო-პროფი­ლაქტიკური პერსპექტივები პრევენციულ მედიცინაში, აგრეთვე მძიმე დაავადებათა წარმოშობის რისკის შემ­ცირება და შემდგომში მათი სრულად თავიდან აცილე­ბის ზოგიერთი ასპექტი. მრავალწლიანი და ფართომას­შტაბიანი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგად ქართული წითელი ღვინოებიდან მიღებულია უნივერ­სალური კომპლექსური უალკოჰოლო ღვინის კონცენ­ტრატი, რომელიც არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტებისბიოფლავანოიდების, პოლიფენოლური ნაერთების, სტილბენების, ტერპენოიდების, მცენარეული სტეროი­დებისა და ლაქტონების წყარო. გარდა ამისა, იგი შეი­ცავს ამინომჟავების ფრუქტოზილურ წარმოებულებს და ფრუქტოზოპეპტიდებს, რომლებიც მასტიმულირე­ბელ გავლენას ახდენენ ძვლის ტვინის ჩანასახ უჯრე­დებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბოთი დაავადებულთა სხივური თერაპიის დროს. უალკოჰო­ლო ღვინის კონცენტრატი სასარგებლოა ბავშვთა გაძ­ლიერებული კვებისათვის, რადგან იგი არ შეიცავს ალკოჰოლს. პროდუქტი ასევე ძალიან სასარგებლოა სპორტსმენებისათვის ფიზიკური მომზადების პერიო­დში, რამდენადაც იგი არის ბუნებრივი სტიმულატორი და ენერგოტონიკი. სისხლძარღვების დაცვა ნატურა­ლური ყურძნის წითელი ღვინოებით არის განმასხვავე­ბელი თავისებურება, რომელიც მკაფიოდაა გამოხატუ­ლი ქართულ სამარკო ღვინოებშისაფერავი, ძველშა­ვი, თავკვერი, ოჯალეში, ახაშენი, მუკუზანი, თელიანი, ნაფარეული და სხვ. მაგარი ალკოჰოლური სასმელები, მიღებული დისტილაციის გზით, პირიქით, ზრდის სისხლძარღვების დაავადების რისკს. ლიტ. 9.

ავტ.

 

13.7.8. ნანოვერცხლი წითელი ღვინის ტექნოლოგიაში და ფენოლური ნაერთების დაჟანგვის ინგიბირება. /. ებელაშვილი, . შუბლაძე, . შათირიშვილი, . ბიბი­ლური, . ოქრუაშვილი, . მდინარაძე/. GEN. – 2013.– # 3. – გვ. 67-80. – რუს., რეზ. ინგლ.

წითელი ღვინის დამზადების სხვადასხვა ეტაპზე შეს­წავლილია კატეხინების, ფლავანოლების, ფენოლკარ­ბონმჟავებისა და ვანილინის ალდეჰიდის რაოდენობ­რივი შემცველობა მაღალეფექტური სითხური ქრომა­ტოგრაფიის მეთოდით. დადგენილია, რომ ვაშლრძე­მჟავა დუღილის ჩატარებისა და ლექიდან გადაღების შემდეგ, ღვინომასალის შენახვის პროცესში ფენოლური ნაერთების დაჟანგვის ინგიბირებისათვის ეფექტურია ღვინომასალის დამუშავება 0,6 მგ/ ნანოვერცხლის გა­მოყენებით. სურ. 10, ლიტ. 10.

ავტ.

 

13.7.9. თეთრი ღვინომასალის ლექიდან გადაღების პროცესში ნანოსტრუქტურული ვერცხლის გამოყენე­ბის გავლენის გამოკვლევა ღვინის ხარისხობრივ მაჩვე­ნებლებზე. /. ებელაშვილი, . მელიქიშვილი, . მიქა­ძე/. GEN. – 2013. – # 3. – გვ. 81-84. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

თეთრი ყურძნის ჯიში ჩინურიდან დამზადებული მშრალი ღვინომასალის ლექიდან გადაღების პროცესში გამოყენებული იყო კადიფიტი და ნანოსტრუქტურუ­ლი ვერცხლის სხვადასხვა დოზა. გადაღებიდან ორი თვის შემდეგ ღვინომასალებში გამოკვლეულია: ძირი­თადი კონდიციური მახასიათებლები; ფენოლური ნა­ერთების ჯამური რაოდენობა; ღვინის, ვაშლის და რძის მჟავების რაოდენობა. დადგენილია, რომ ლექი­დან გადაღების პროცესის ჩატარებისათვის, ღვინომა­სალის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე იდენტური ეფექ­ტი აქვს 0.6 მგლ ნანოსტრუქტურული ვერცხლისა და გოგირდის დიოქსიდის (50 მგ/ კადიფიტი) გამოყენე­ბას. ცხრ. 1, ლიტ. 12.

ავტ.

 

13.7.10. ყურძენსა და ღვინოში ტერპენული ნაერთების განსაზღვრისათვის ქრომატოგრაფიული სვეტების შერჩევა და სამუშაო პარამეტრების დადგენა. /. ხოსიტაშვილი, . ოქროპირიძე, . ქიტუაშვილი/. GEN. – 2013. – # 3. – გვ. 84-86. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

მოცემულია ყურძნისა და ღვინის ტერპენული ნაერთე­ბის თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზისათვის გაზურ-სითხური ქრომატოგრაფიის სვეტების შერჩევა და სამუშაო პარამეტრების დადგენა. ლიტ. 4.

ავტ.

 

13.7.11. ყურძნისა და ღვინის მქროლავ კომპონენტთა იდენტიფიკაცია და მათი რაოდენობრივი გაანგარიშე­ბა. /. ხოსიტაშვილი, . ოქროპირიძე, . ქიტუაშვი­ლი/. GEN. – 2013. – # 3. – გვ. 87-89. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

მოცემულია ყურძნისა და ღვინის მქროლავ კომპონენ­ტთა იდენტიფიკაცია და მათი რაოდენობრივი გაანგა­რიშება გაზურ-სითხური ქრომატოგრაფიული მეთო­დით კვლევისათვის. დადგენილია ზოგიერთი მქრო­ლავიარომატული კომპონენტის კოვაჩის ინდექსი. ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.7.12. ფუტკრის პროდუქტებიბიოლოგიურად აქ­ტიური ნივთიერებების წყარო. /. თავდიდიშვილი, . ხუციძე, . ფხაკაძე/. GEN. – 2013. – # 4. – გვ. 134-137. – ქართ., რეზ.: ინგლ.

განხილულია ტრადიციული და ნაკლებად შესწავლი­ლი ფუტკრის პროდუქტების შედგენილობა, ბიოლო­გიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობა, მათი ფიზიოლოგიური ზემოქმედების სპექტრი, გავლენა ადამიანის ორგანიზმზე და გამოყენების შესაძლებლო­ბები კვების, ფარმაცევტულ და მრეწველობის სხვა დარგებში. სურ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

13.7.13. მცირე ბიზნესის განვითარების პერსპექტი­ვები საქართველოს კვების მრეწველობაში. /. სანიკი­ძე/. ეკონომისტი. – 2013. – # 1. – გვ. 74-80. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მცირე ბიზნესი საბაზრო ეკონომიკური სისტემის არსე­ბითი და განუყოფელი ნაწილია. საქართველოს დარ­გობრივი სტრუქტურის თავისებურება, რელიეფური და ბუნებრივი პირობები, მოსახლეობის განსახლების სისტემა თავისთავად გულისხმობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების აუცილებლობას. საქართვე­ლოს მუნიციპალიტეტების საბაზისო კვლევის შედეგე­ბის ანალიზმა აჩვენა, რომ რეგიონებში დღეისათვის არსებული საწარმოებიდან უმეტესობა სწორედ მცირე ან საშუალო ზომისაა. მათ შორის კი უმეტესობა კვების მრეწველობის საწარმოა. მიუხედავად იმისა, რომ საქა­რთველოს ყველა რეგიონში გვხვდება მცირე ზომის კვების მრეწველობის საწარმო, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის წილი საკმაოდ დაბალია წარმოებული პროდუქციის მთლიან მოცულობაში და ის მხოლოდ 5,4%- შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიანი სასო­ფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების კარგი შესაძ­ლებლობა გვაქვს და ამ სახით მსოფლიო ბაზარზე მყარად დამკვიდრების პერსპექტივაც. ლიტ. 6.

ავტ.

 

 

8. მშენებლობა. არქიტექტურა

 

13.8.1. მოუხსნადი ყალიბები მონოლითურ სახლთმ­შენებლობაში. /. ეზუგბაია, . ირემაშვილი, . ჩალა­ძე, . ზუგბაია/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 64-71. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მონოლითურ სახლთმშენებლობაში მა­ღალეფექტური მოუხსნადი საყალიბე სისტემების გა­მოყენების საკითხები. შემოთავაზებულია MANTO, FIRA, TISSEN, NOE, MEVA, VELOX და სხვა ფირმების მიერ თა­ნამედროვე ტექნიკითა და ტექნოლოგიებით დამზადე­ბული პროდუქცია, რომელთა გამოყენებაც მნიშვნელო­ვნად ამცირებს მშენებლობის საერთო ღირებულებას, შრომის დანახარჯებსა და ვადებს. სურ. 13, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.8.2. ახალი ტიპის შტორმშემარბილებელი სისტემის მოტივტივე ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსი და მისი გამოყენების პერსპექტივები. /. ფრანგიშვილი, . ციხელაშვილი, . გველესიანი, . ბაციკაძე, . ჩხეი­ძე, . დოლიძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 179-182. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემოთავაზებულია ახალი ტიპის შტორმშემარბილე­ბელ საინჟინრო-ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლე­ქსი, რომლის განთავსება, პირველ ეტაპზე, შესაძლე­ბე­ლია დაიგეგმოს ბათუმი-ბულვარისა და ადლია-აერო­პორტის მიმდებარე ზღვის შელფში სანაპირო ზო­ლი­დან დისტანციურად. კომპლექსის დანიშნულებაა პლა­ჟის ინტენსიური წარეცხვების შემცირება, შტორმულ პირობებში სანიაღვრე წყალარინების სისტე­მის ფუნ­ქციონირებისა და საერთოდ რეკრეაციული კომფორ­ტის გაუმჯობესება. ნაგებობათა კომპლექსის გამო­ყე­ნებით პერსპექტივაში აგრეთვე შესაძლებელი იქნება პორტების აკვატორიის შტორდამცავი ზღუდა­რის აგება. ლიტ. 5.

ავტ.

 

13.8.3. პლასტიკური თეორიის ზოგიერთი პრობლემე­ბის შესახებ. /. ბაციკაძე, . სოხაძე/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 6–12. – ქართ.; რეზ.: ქართ.

განიხილება პლასტიკურობის თეორიის თანამედროვე პრობლემები, რომლებიც წარმოიშვა ერთი მხრივ ისე­თი ახალი კომპოზიტური მასალების ფართო სპექტრის გამოჩენით, რომლებიც ანიზოტროპული თვისებებით ხასიათდებიან სამშენებლო პრაქტიკაში და მეორე მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესებით. ლიტ. 5.

ავტ.

 

13.8.4. შენობა-ნაგებობათა შემომფარგლავი კედლების კონსტრუქციული გადაწყვეტები. /. ბაქანიძე, . სურ­გულაძე, . მსხილაძე, . ჩიტაძე/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 13–19. – ქართ.; რეზ.: ქართ.

განხილულია შენობა-ნაგებობათა მზიდი შემომფარგ­ლავი კედლების კონსტრუქციული გადაწყვეტის ვარი­ანტები. ერთმანეთთან შედარებულია სხვადასხვა მასა­ლებით შესრულებული ერთშრიანი და ორშრიანი კედ­ლების ვარიანტები ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსა­ზრისით, გაანალიზებულია კედლების მასალატევადო­ბისა და ღირებულების ცვლილება შენობის სართული­ანობის შესაბამისად, გამოვლენილია შემომფარგალავი კედლების კონსტრუქციული გადაწყვეტის ხელსაყრე­ლი ვარიანტი. სურ. 4, ცხრ. 5, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.8.5. შედგენილი ხე-ლითონის სამკუთხა უირიბნო წამწის ახალი კონსტრუქციული გადაწყვეტა. /. ხმე­ლიძე, . ქავთარია, . ჯუგაშვილი/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 20–26. – ქართ.; რეზ.: ქართ.

განხილულია მშენებლობაში გამოყენებული ხე-ლი­თონის წამწეების ნომენკლატურა, მათი დადებითი და უარყოფთი მხარეები. შემოთავაზებულია შედგენილი ხე-ლითონის სამკუთხა უირიბნო წამწის ახალი ვარი­ანტი. შედგენილია 18 მალის მქონე გადახურვის სხვა­დასხვა ტიპის მზიდი კონსტრუქციების ეკონომიკური მაჩვენებლების შედარების ცხრილი. სურ. 4, ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.8.6. ქალაქთმაფორმირებელი ფაქტორების ზოგადი დახასიათება. /. თევზაძე, . ტატიშვილი/. მშენებლო­ბა. – 2013. – # 2(29). – გვ. 32–35. – ქართ.; რეზ.: ქართ.

განხილულია ქალაქთმაფორმირებელი ფაქტორები: რელიეფი, წყლის რესურსები, მწვანე ნარგავები, კლი­მატი, გამოვლენილია ამ ფაქტორების სპეციფიკური მახასიათებლები და ურთიერთმიმართებანი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშირამდენიმე ან ყველა ფაქ­ტორის მიზანმიმართული გათვალისწინების აუცი­ლებლობა. ქალაქთმაფორმირებელი ფაქტორები წარ­მოდგენილია, როგორც დასახლებული ადგილების წა­რმოშობისა და განვითარების, მათი არქიტექტურულ-მხატვრული გამომსახველობის აუცილებელი წინაპი­რობა. ლიტ. 2.

ავტ.

 

13.8.7. ორი მიმართულებით თანაბრად განაწილებუ­ლი დატვირთვით შეკუმშული და კონტურით დაყრდ­ნობილი ერთგვაროვანი ფირფიტის მდგრადობა. /. კვარაცხელია/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 36–40. – ქართ.; რეზ.: ქართ.

მოცემულია ერთგვაროვანი ფირფიტების სამშენებლო მექანიკის ამოცანის გადაწყვეტა, გაანალიზებულია მი­ღებული შედეგების სიზუსტის ხარისხი. მიღებული შედეგის ზუსტ ამოხსნებთან შედარებამ აჩვენა, რომ ყველა სიდიდისათვის, რომლებიც ახასიათებენ ფირ­ფიტის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობას, შემოთავაზებული თეორიის ცდომილება არ აღემატება 5%- და ძირითადად 0.5-3%-ის ფარგლებშია. ლიტ. 5.

ავტ.

 

13.8.8. ყოველმხრივ თანაბრად დატვირთული სხეუ­ლის დაძაბული მდგომარეობა აღძრული მოცულობი­თი ძალების გათვალისწინებით. /. ბერიშვილი, . გი­ორგობიანი, . ჯავახიშვილი/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 41–44. – ქართ.; რეზ.: ქართ.

განხილულია სამმხრივ მკუმშავი, თანაბრად განაწილე­ბული, გარე დატვირთვით დატვირთული პრიზმული ფორმის სხეულის დაძაბული მდგომარეობა. მიღებუ­ლი ამონახსნი გვიჩვენებს, რომ სხეულის გარკვეულ ნაწილებში წარმოიშვება აგრეთვე გამჭიმავი ძაბვებიც. .. კლასიკური ანალოგიური ამოცანისაგან განსხვავე­ბით ადგილი აქვს არაერთგვაროვან დაძაბულ მდგო­მარეობას. სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.8.9. რკინაბეტონის ჩარჩოვანი კონსტრუქციების ზიდვის უნარი (სიმტკიცეზე) სტატიკური და სეისმუ­რი ზემოქმედების დროს. /. ავალიშვილი, . რევაზი­შვილი, . გორჯოლაძე/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 45–50. ქართ.; რეზ.: ქართ.

ჩატარებულია რკინაბეტონის კარკასული შენობის სეი­სმომედეგობის თეორიული გამოკვლევა, მიღებულია კომპიუტერული გაანგარიშებით ერთმასიანი დინამი­კური საანგარიშო სქემის ფარგლებში სეისმური ძალ­ვები 8 და 9 ბალიანი სეისმური ინტენსივობებისათვის დატვირთვებისა და რკინაბეტონის ელემენტების გეო­მეტრიული პარამეტრების ვარიაციით. წარმოდგენილი შედეგი მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს დამპროექტებ­ლის შრომას. ამასთან, გაანგარიშებულია გამოსაკვლევი ჩარჩოვანი კონსტრუქციის დინამიკური და სტატიკუ­რი ზიდვის უნარის (სიმტკიცის) მახასიათებლები და ისინი შედარებულია იდენტურ საანგარიშო მოდელის რკინაბეტონის ჩარჩოვანი კონსტრუქციების ექსპერი­მენტული გამოკვლევის ანალოგიურ შედეგებთან. ახს­ნილია დინამიკური სიმტკიცის სტატიკურზე ამაღლე­ბის მიზეზები. სურ. 2, ცხრ. 3, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.8.10. სუპერპლასტიფიკატორებიახალი თაობის ბეტონების მიღების ეფექტური საშუალება. /. ტურძე­ლაძე, . ლოლაძე, . ქარუმიძე/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 51–54. – ქართ.; რეზ.: ქართ.

განხილულია ბეტონის ნარევების გამათხევადებლე­ბის, მაპლასტიფიცირებელი დანამატების როლი მაღა­ლი სიმტკიცის ბეტონების ტექნოლოგიაში; მოცემუ­ლია კლასიფიკაცია შედგენილობების და მოქმედების მექანიზმის ძირითადი ეფექტის მიხედვით; წარმოდგე­ნილი და ახსნილია ახალი თაობის სუპერპლასტიფიკა­ტორების (პოლიკარბოქსილატები და პოლიაკრილატე­ბი) მოქმედების მექანიზმი და ეფექტურობა ნარევების ჰიპერგათხევადების საქმეში. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 11.

ავტ.

 

13.8.11. 1960-80-იანი წლების საცხოვრებელი რაიონე­ბის ქალაქგეგმარებითი პროექტების რეალიზაცია და პრობლემები. /. ბოლქვაძე/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 55–57. – ქართ.; რეზ.: ქართ.

განხილულია . თბილისის 60-80-იანი წლების საცხოვ­რებელი რაიონების ქალაქგეგმარებითი პროექტების განხორციელების და მშენებლობის მიმდინარეობის პრობლემები. ანალიზი საშუალებას იძლევა ხელი შეუ­წყოს რაიონების პერსპექტიულ განვითარებას. ლიტ. 3.

ავტ.

 

13.8.12. თანამედროვე კომპოზიციური საშენი მასალე­ბი. /. უგულავა/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 58–60. – ქართ.; რეზ.: ქართ.

განხილულია კომპოზიციური მასალების ისტორია, მისი შექმნის წინაპირობა, შემადგენელი კომპონენტებიმატრიცა და შემვსებები. ხარისხობრივად და თვისობ­რივად ახალი მასალის მიღების საშუალება, მათი გან­სხვავება კომპოზიციაში შემავალი საშენი მასალების თვისებებიდან გამომდინარე. სურ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

13.8.13. მშენებლობაში გამოყენებული ეფექტური თვითგამკვრივებადი ბეტონი. /. ნადირაძე/. მშენებ­ლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 61–64. – ქართ.; რეზ.: ქართ.

თვითგამკვრივებადი ბეტონის შესწავლა და გამოყენება დაიწყო 1980 წლიდან, მსოფლიოს 15 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. თვითგამკვრივებადი ბეტონის დასამზადებლად იყენებენ ცნობილ სუპერპლასტიფი­კატორებს, ახალ პოლიმერო-პოლიკარბოქსილატს. და­ნამატების გამოყენებით საგრძნობლად იზრდება ბე­ტონის ნარევის დენადობა, რაც განაპირობებს მის თვითგამკვრივებას. თვითგამკვრივებადი ბეტონი მი­ზანშეწონილია გამოვიყენოთ როგორც ასაწყობი რკინა­ბეტონის მრეწველობაში, ასევე მონოლითური ნაგებო­ბების მშენებლობაში, კონსტრუქციების რესტავრაცი­ისა და გამაგრებისათვის. ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.8.14. მცირე დრეკად პლასტიკური დეფორმაციების განსაზღვრა დამრეც ცილინდრულ გარსში. /. კაკუტა­შვილი, . ჯავახიშვილი, . ყორღანაშვილი/. მშენებ­ლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 72–77. – ქართ.; რეზ.: ქართ.

თხელკედლიანი კონსტრუქციების გაანგარიშების ამო­ცანები, როდესაც ვითვალისწინებთ არადრეკად დეფო­რმაციებს, დაკავშირებულია მნიშვნელოვან სიძნელეე­ბთან, რაც განპირობებულია არაწრფივი დამოკიდებუ­ლებებით ძაბვებსა და დეფორმაციებს შორის. ამგვარი ამოცანების ამოხსნისათვის ყველაზე უფრო მოხერხე­ბულს რიცხვითი რეალიზაციის თვალსაზრისით წარ­მოადგენს . ილიუშინის მცირე დრეკად-პლასტიკური დეფორმაციების თეორია. თუმცა მიუხედავად შედარე­ბითი სიმარტივისა გამოთვლით მიღებული სიხისტეე­ბი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ რეალური რიცხვი­თი შედეგების მიღება განსაკუთრებით ძლიერი ფიზი­კური არაწრფივობის შემთხვევაში შესაძლებელია მხო­ლოდ გარკვეული ტიპის სასაზღვრო ამოცანების შემთ­ხვევაში. სურ. 3, ლიტ. 3.

 ავტ.

 

13.8.15. შენობის მთლიანი მზიდი კედლის შეცვლის ტექნოლოგიური გადაწყვეტა. /. ქვარაია/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 82-86. – ქართ.; რეზ.: ქართ.

განხილულია ძველი აგურის შენობის გრძივი მზიდი კედლის რკინაბეტონის კედლით შეცვლის ტექნოლო­გიური პროცესი. აღნიშნული სამუშაოს შესრულება აუცილებელი გახდა არსებული შენობის რეკონსტრუ­ქციის შემდეგ, ძველი და ახალაშენებული ნაწილების სრულფასოვანი დაკავშირებისთვის. ამ გადაწყვეტის შედეგად შენობის მთელ სიგრძეზე განთავსებულ რკი­ნაბეტონის მზიდ კედელში მოეწყო დიდმალიანი ღიო­ბები, გააერთიანდა ძველი და ახალი სივრცეები, რაც მთავარია მოხერხდა საკომუნიკაციო არხების გაკეთე­ბა, რომელთა გაჭრა აგურის კედელში შეუძლებელი იყო. სურ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

13.8.16. მომავლის ბეტონების კონცეფცია და მისი რე­ალიზაციის პერსპექტივები. /. ტურძელაძე, . ლოლა­ძე/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 98-102. – ქართ.; რეზ.: ქართ.

განხილულია ახალი თაობის ბეტონების კონცეფციის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები. მთავარ ორიენტირად ამ თვალსაზრისით წარმოდგენილია ბე­ტონების მოდიფიცირება მაღალტექნოლოგიური, ეფექ­ტური და უფრო სრულყოფილი მასალების გამოყენე­ბით. ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი რესურ­სების და წარმოების ნარჩენების გამოყენებით მაღალი საექსპლუატაციო თვისებების მქონე ბეტონების დამ­ზადების პერსპექტივები. ლიტ. 5.

ავტ.

 

13.8.17. ლითონის დაკბილული ფირფიტების მქონე ხის კონსტრუქციების ანგრიშის საფუძვლები კომპიუ­ტერული პროგრამა APM WORD-ის გამოყენებით. /. ქავთარია/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 108-113. – ქართ.; რეზ.: ქართ.

განხილულია ხის კონსტრუქციების სიმტკიცეზე გაან­გარიშების თანმიმდევრობა, კონსტრუქციის გეომეტ­რიული მოდელის შექმნა კომპიუტერული პროგრამა APM WORD-ის გამოყენებით. სურ. 12, ცხრ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.8.18. პნევმატიკური კონსტრუქციების ზოგადი მი­მოხილვა და კლასიფიკაცია. /. ფირყულაშვილი/. მშე­ნებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 114-116. – ქართ.; რეზ.: ქართ.

მოცემულია პნევმატიკური კონსტრუქციების ზოგადი მიმოხილვა და მათი კლასიფიკაცია. მოყვანილია ამ კონსტრუქციების ყველა გავრცელებული ფორმა, ზო­გადი დახასიათება და გამოყენების არეალი. ცხრ. 1, ლიტ. 2.

ავტ.

 

13.8.19. სეისმოიზოლაციის მქონე კარკასული შენობის გამარტივებული წრფივი გაანგარიშების მეთოდი. /. კახიანი, . სალაძე/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 124-128. – ქართ.; რეზ.: ქართ.

განხილულია სეისმოიზოლაციის სისტემა, რომელიც კარკასული შენობების საძირკველში არის განთავსებუ­ლი, გაანგარიშების მეთოდები და კონსტრუქციული გადაწყვეტები. სურ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.8.20. მასიური საძირკვლების დინამიკა. /. ბაციკა­ძე, . მურღულია, . ნიჟარაძე/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 146-150. - ქართ.; რეზ.: ქართ.

წარმოდგენილია მასიური საძირკვლის რხევა დრეკადი ფუძის ინერციულობის გავლენის გათვალისწინებით. ფუძედ შერჩეულია ნახევარსივრცის მოდელი, რომე­ლიც აღწერილია მიახლოებითი დიფერენციალური განტოლებით. ამ განტოლების დრეკადი მუდმივები შერჩეულია ისეთი სახით, რომ მიღებული შედეგები მაქსიმალურად უახლოვდებიან შედარებით ზუსტი განტოლებით მიღებულ შედეგებს. სურ. 3, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.8.21. დრეკადი ინერციული ფუძის გავლენა ნაგე­ბობის სეისმომედეგობაზე. /. მურღულია, . ზამბახი­ძე, . ქრისტესიაშვილი, . ქრისტესიაშვილი/. მშენებ­ლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 151-154. – ქართ.; რეზ.: ქართ.

განიხილება კომბინირებული ინერციული ფუძის (ვლასოვ-ლეონტიევის) გავლენა კარკასული ნაგებობე­ბის დინამიკურ მახასიათებლებზე. სეისმომედეგობაზე გაანგარიშება ხდება გრუნტის სხვადასხვა კატეგორიე­ბისა და ფუძის დაზუსტებული პარამეტრების გათვა­ლისწინებით. ლიტ. 4.

ავტ.

 

13.8.22. დრეკადი ინერციული ფუძის გავლენა ნაგე­ბობის დაძაბულ-დეფორმირებულ მდგომარეობაზე სეისმური ზემოქმედებისას. /. მურღულია, . ზამბა­ხიძე, . ქრისტესიაშვილი, . ქრისტესიაშვილი/. მშე­ნებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 155-158. – ქართ.; რეზ.: ქართ.

განხილულია გრუნტული პირობების ცვალებადობის გავლენა ნაგებობის საკუთარ სიხშირეებზე, პერიოდებ­სა და დაძაბულ-დეფორმირებულ მდგომარეობაზე სე­ისმური ზემოქმედებისას. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.8.23. შენობა-ნაგებობების საექსპლუატაციო პირო­ბების ანალიზი განაშენიანების შეზღუდულ პირობებ­ში. /. ქორქია/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 163-167. – ქართ.; რეზ,: ქართ.

განხილულია საქალაქო განაშენიანების შეზღუდულ პირობებში არქიტექტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვედრილ შენობებზე მიმდებარე განაშენიანების ზე­მოქმედებები, რამაც ფუძეებში განვითარებული დეფო­რმაციების შედეგად საძირკვლებისა და კედლების ჯდენები გამოიწვიეს. სურ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.8.24. არქიტექტორთა პროფესიული ეთიკის საკი­თხები საქართველოში. /. აბულაძე/. მშენებლობა. – 2013.– # 2(29). – გვ. 168-171. – ქართ.; რეზ.: ქართ.

განხილულია არქიტექტორთა პროფესიული ეთიკის საკითხები და მისი მნიშვნელობა დამოუკიდებელი არ­ქიტექტურული საქმიანობისას. დასაბუთებულია ეთი­კის სამართლებრივი ვადა საყოველთაოდ აღიარებისა და განათლების ყველა ეტაპზე მისი სწავლების აუცილებლობა. ლიტ. 6.

ავტ.

 

13.8.25. ენგურის თაღოვანი კაშხალი - აშენებიდან 35 წლის შემდეგ. /. გაბრიჩიძე/. საქართველოს მეცნიერე­ბათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 55-58. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ენგურის თაღოვანი კაშხლის კონსტრუქცია დღესაც სა­ინჟინრო ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა. კაშხლის სი­მაღლეა 271 მეტრი, თხემის სიგრძე 700 მეტრი. კაშხლის მიერ შექმნილ წყალსაცავში აკუმულირებულია 1,1 მი­ლიარდი ტონა წყლის მოცულობა. ენგურის ჰიდროკვა­ნძის ექსპლუატაციის 35 წლიან პერიოდში რამდენჯერ­მე განხორციელდა მისი სარეაბილიტაციო პროგრამები და მნიშვნელოვანი სამუშაოებიც ჩატარდა. სამწუხა­როდ, სარეაბილიტაციო პროგრამებით დაგეგმილი ზო­გიერთი საკითხი არ იქნა შესწავლილი, კერძოდ, არ გა­კეთებულა თაღოვანი კაშხლის ქცევის შეფასება ამ რე­გიონში მოსალოდნელი ძლიერი სეისმური ზემოქმე­დებისას. არ დამუშავებულა კაშხლის შესაძლო გარღ­ვევისას შექმნილ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების პროგრამა. ეს საკითხები უმნიშვნელოვანეს საკითხე­ბად იყო მიჩნეული და მათზე იყო მსჯელობა სარეა­ბილიტაციო პროგრამის ფარგლებში 2004 წელს ჩატა­რებულ სამუშაო შეხვედრებზე. ლიტ. 3.

ავტ.

 

13.8.26. გვირაბების მშენებლობის პროცესის ტექნიკუ­რი დონის შეფასება. /. მჟავანაძე/. სამთო ჟურნალი.–2013.– # 1(30). – გვ. 19-21. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია გვირაბის მშენებლობის საწარმოო პროცესის ტექნიკური დონის შეფასების მოდელი, რაც ხდება ინტეგრალური კრიტერიუმის საფუძველზე, რო­მელიც ითვალისწინებს მოცემული ტექნოლოგიის შე­საძლო მაჩვენებლებს (სამუშაოთა შრომატევადობა, და­ნახარჯები, პროდუქციის ერთეულზე დროის დანახარ­ჯები), რომლებიც განისაზღვრება მასში გამოყენებული ტექნიკურ-ტექნოლოგიური გადაწყვეტების საფუძვე­ლზე, გვირაბების მშენებლობის ტექნოლოგიური სქე­მების განვითარების ტენდენციის ანალიზის საფუძ­ველზე კომპლექსური კრიტერიუმების აგების არსებუ­ლი გამოცდილების გათვალისწინებით, შემუშავებუ­ლია სამთო მოსამზადებელი სამუშაოების ტექნიკური დონის კოეფიციენტი. სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.8.27. სამშენებლო კონსტრუქციების უგრეხი ნარ­თისაგან ფორმირებული ტექსტილით არმირების შესა­ძლებლობების კვლევა. /. მოსეშვილი, . მეფარიშვი­ლი/. GEN. – 2013. – # 3. – გვ. 103-105. – რუს., რეზ.: ინგლ.

განხილულია ბეტონის სამშენებლო კონსტრუქციებში სხვადასხვა სახის ტექსტილური არმატურის გამოყენე­ბის საშუალებები. მოცემულია მსუბუქი და მცირე (10 მმ) სისქის მქონე რთულ სამშენებლო კონსტრუქციებში მათი უპირატესობები მეტალის არმატურასთან შედა­რებით. განხილულია უგრეხი ნართისაგან ფორმირე­ბული ტრიკოტაჟული ტილოების სტრუქტურა და მათი ბეტონის კონსტრუქციებში არმატურად გამოყე­ნების თეორიული ასპექტები. სურ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

 

9. სოფლისა და სატყეო მეურნეობა.  თევზის მეურნეობა

 

13.9.1. შემოდგომაზე თუთის გაუხეშებული ფოთლი­საგან მეცხოველეობის არატრადიციული საკვების (ნე­კერი) დამზადება, შესაძლებლობა და ეკონომიკური ეფექტიანობა. /. ნიკოლეიშვილი, . ჩაგელიშვილი, . დალალიშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2014. – # 1. – გვ. 51-56. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

თუთის გაუხეშებულ აბსოლუტურად მშრალ ფოთოლ­ში წარმოდგენილია ნედლი პროტეინი 15,72%, ნედლი ცხიმი 7,41%, ნედლი უჯრედანა 15,4%, უაზოტო ექსტ­რაქტული ნივთიერებები – 47,93% და ნაცარი – 13,80%. ამასთან, უჯრედანის დამშლელი ფერმენტების გამოყე­ნება საშუალებას მოგვცემს ნეკერი და ყლორტი გამო­ვიყენოთ როგორც მცოხნავი, ასევე არამცოხნავი ცხოვე­ლების საკვებად. საქართველოში თუთის ნარგაობიდან გვიან შემოდგომაზე გაუხეშებული ფოთლიდან მეცხო­ველეობისათვის არატრადიციული საკვების წარმოე­ბის ტექნოლოგიების სრულყოფა და მისი გადიდების დიდი რეზერვი არსებობს. შემოთავაზებული მეთო­დის გამოყენებით მნიშვნელოვნად დაჩქარდება მეაბ­რეშუმეობის საკვები ბაზის აღდგენა და ამასთან მაქსი­მალურად გაიზრდება მეცხოველეობის არატრადიცი­ული იაფფასიანი საკვების წარმოება. ლიტ. 3.

ავტ.

 

13.9.2. საქართველოს მეაბრეშუმეობას ახალი ტექნო­ლოგიების დანერგვის გარეშე მომავალი არა აქვს. /. ნიკოლეიშვილი, . შაფაქიძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2013. – # 4. – გვ. 42-56. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია მეაბრეშუმეობის შრომატევადი ტექნო­ლოგიური პროცესების მექანიზებული ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია დარგის აღორძინებისათვის გარკვეუ­ლი ღონისძიებების გატარება. ამ მიზნით დამუშავებუ­ლია თუთის აბრეშუმხვევიას ცენტრალიზებული გამო­კვებისათვის ტექნოლოგიური რუქები, სადაც ერთ-ერ­თი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თუთის აბრეშუმ­ხვევიას გამოკვების პროცესს. განხილულია თუთის აბ­რეშუმხვევიას გამოსაკვები მარტივი ტიპის სტაციონა­ლური მოწყობილობა ნაძირის საჭიე შენობიდან გამტა­ნი ტრანსპორტიორით, დამუშავებულია კონსტრუქცი­ის მუშა ნახაზები, დამზადებულია მოწყობილობის რამდენიმე მოდული, რომელიც დანერგილი იქნა თერ­ჯოლის რაიონის ფერმერულ მეურნეობებში. სურ. 10, ცხრ. 1, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.9.3. ზეთისხილის ზოგიერთი ბიოეკოლოგიური თავისებურება ქუთაისის პირობებში. /. კილაძე, . გუბელაძე/. გონი. – 2014. – #1. – გვ. 6–7. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში, ზე­თისხილის ხის გამოყენების პერსპექტივები მისი ბიო­ეკოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით. აღნიშნულია, რომ ქუთაისის პირობებში ზეთისხილის ყლორტის ინტენსიური ზრდა გაზაფხულის პერიოდში მიმდინარეობს, ზაფხულში კი შედარებით შენელებუ­ლია. საყვავილე კვირტები ვითარდება მიმდინარე წლის გვერდით ყლორტებზე, რაც იწვევს მის გვიან ყვავილობას. ძლიერი ქარი, უხვი ატმოსფერული ნა­ლექები ხელს უშლის ნორმალურ დამტვერიანებას და განაყოფიერების პროცესს, საშუალო ეწერ ნიადაგებზე ცუდად იზრდება. ამიტომ მიზანშეწონილადაა მიჩნეუ­ლი მისი გამოყენება ძირითადად ქალაქის ბაღ-პარკებ­ში ლამაზი კონტრასტების შესაქმნელად ყველა სეზო­ნის განმავლობაში. ლიტ. 2.

ავტ.

 

13.9.4. მეჩაიეობის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები. /. მოდებაძე /. სამართალი და ეკონო­მიკა. – 2013. – # 4. – გვ. 83–89. – ქარ.; რეზ.: ქარ., ინგლ., ფრან.

განხილულია მეჩაიეობის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები. მეჩაიეობის დარგში კრიზისი მთე­ლი რიგი სპეციფიკური მიზეზებითაა განპირობებუ­ლი, რომელთა გაანალიზებასა და განხილვას სასიცოც­ხლო მნიშვნელობა აქვს. მეჩაიეობა მიჩნეულია იმ დარ­გად, რომელსაც შეუძლია გადაჭრას უამრავი სოციალ­ური პრობლემები და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანაში. სურ. 2, ცხრ. 4, ლიტ. 7.

ავტ.

 

13.9.5. საქართველოს ხორბლის ენდემური სახეობების და რბილი ხორბლის მეორე თაობის ჰიბრიდებში ნიშან-თვისებათა მემკვიდრეობა. /. ნასყიდაშვილი, . ნასყიდაშვილი, . ნასყიდაშვილი, . ლოლაძე, . მჭე­დ­ლიშვილი, . მერაბიშვილი, . გახარია/. საქართვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 93-99. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ნაჩვენებია, რომ მეორე თაობაში ლეტალურ გენეტიკურ მოვლენებს გადარჩენილ მცენარეებში მშობლიური ფო­რმების მორფოლოგიური დომინანტური ნიშნების მემ­კვიდრეობა მონოგენური თვისებისაა და მეორე თაობა­ში მიღებული დათიშვა შეესაბამება თეორიულად მო­სალოდნელ დათიშვას შემდეგნაირი შეფარდებით 3 (დომინანტური): 1 (რეცესიული). ამასთან ერთად დად­გენილ იქნა, რომ მეორე თაობაში ადრე დათავთავების დრო დომინირებს, ხოლო ენდემური სახეობების მონა­წილეობით მიღებულ ჰიბრიდებში დომინირებს ენდე­მური სახეობებისათვის დამახასიათებელი დათავთა­ვების დრო. ყვითელი და მურა ჟანგებისადმი გამძლე­ობის დომინირებას ადგილი აქვს ენდემური სახეობე­ბის მონაწილეობით მიღებულ მეორე თაობის მცენარე­ებში. გარდა ამისა, ნაშრომში ნაჩვენებია, რომ მეორე თაობაში გამოთიშულ მცენარეებში მცენარის სიმაღლ­ის მემკვიდრეობა დიგენური ბუნებისაა და დომინი­რებს მაღალმოზარდობა და ამ თაობაში მიღებული და­თიშვა შეესაბამება თეორიულად მოსალოდნელ დათი­შვას – 13 (მაღალმოზარდი): 3 (მოკლეღეროიანი) ან 15 (მაღალმოზარდი) : 1 (მოკლეღეროიანი). მეორე თაობის ჰიბრიდულ პოპულაციებში გამოვლენილ იქნა ბიოტი­პების მრავალფეროვნება და მათ მცენარეებში დადგე­ნილ იქნა თავთავის სიგრძის, თავთავზე განვითარებუ­ლი თავთუნების რაოდენობის, თავთავში მარცვლების რიცხვის, ერთი თავთავის და 1000 მარცვლის მასის მემკვიდრეობის თავისებურებანი. ცხრ. 2, ლიტ. 10.

ავტ.

 

13.9.6. გლობალური დათბობის ფონზე ვაზის კულტ­ურის სხვადასხვა ჯიშების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე. /. მელაძე, . მელაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 101-109. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

მოცემულია გლობალური დათბობის პირობებში თერ­მული რეჟიმის ცვალებადობის ანალიზი, რომლის შე­დეგად გამოვლენილია ტემპერატურის მატების ტენდ­ენცია. აქტიურ ტემპერატურათა ჯამების მიხედვით, შედგენილია ვაზის სხვადასხვა ჯიშების ვერტიკალუ­რი ზონალობით გავრცელების რუკა, რომელიც გლობა­ლური დათბობის გათვალისწინებით პირველადაა შეს­რულებული საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის. გლობალური დათბობის გათვალისწინებით ვაზის გა­ვრცელების რაიონებისათვის მითითებულია სავეგეტა­ციო პერიოდში ატმოსფერული ნალექების ჯამების (მმ) მატება და კლება (%). დადგენილია, რომ გლობალური დათბობის ფონზე ტემპერატურისC-ით მატებისას სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა მატულობს და შეადგენს საშუალოდ 12 დღეს, ხოლოC-ით მატები­სას - 20 დღეს. ვაზის საგვიანო ჯიშების გავრცელების ზონებში განსაზღვრულია ნაყოფის სრული სიმწიფის­თვის საჭირო ტემპერატურათა ჯამებით უზრუნველ­ყოფა (%) ყოველ ათ წელიწადში. ცხრ. 1, ლიტ. 10.

ავტ.

 

13.9.7. მიწის სავარგულების აღრიცხვის საკითხები. /. ტურაბელიძე, . დარჩიაშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 113-115. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილიულია მიწის სავარგულების აღრიცხვის განვი­თარების მდგომარეობა ადრინდელ და დღევანდელ სა­ქართველოში. გაანალიზებულია თუ როგორ უმჯობეს­დებოდა დროთა განმავლობაში აღრიცხვიანობის ტექ­ნო­ლოგია. ნაჩვენებია მიწების მონიტორინგის სრულ­ყო­ფის პერიოდი 1930-60-იან წლებში. ამ პერიოდში იყო მიღწეული ქვეყნის მიწის, სავარგულების რაოდე­ნობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების მაღალი ეფექტურობა და მიწის სრულყოფილი ბალანსის შედ­გენა. აღნიშნულია, რომ მიწის სავარგულების აგეგმვი­თი სამუშაოები მნიშვნელოვნად შეჩერდა 1990-იანი წლებიდან. აღრიცხვა ხდებოდა მოძველებული გეგმურ კარტოგრაფიული მასალების საფუძველ­ზე, რომელიც მთლიანად შეწყდა 2005 წელს, მაშინ, როდესაც გეოინ­ფორმაციულ უზრუნველყოფას საჭიროებს ეროვნული მეურნეობის ყველა სფერო. განხილულია პერსპექტიუ­ლი ხერხები, მეთოდები და პრინციპები, რომლებიც უნდა იქნეს გამოყენებული მიწების აღრიცხვის სრულ­ყოფისათვის, აგრეთვე თუ რა სახის ორგანიზაციული ღონისძიებებია გასატარებელი და როგორ უნდა გაუმ­ჯობესდეს აღრიცხვის ტექნოლოგია, რომ შეიქმნას საქმის მწარმოებელი ორგანიზაცია-დაწესებულებები და მომზადდეს სათანადო კადრები. ლიტ. 3.

ავტ.

 

13.9.8. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყენების ეფექტურობის ამაღლების გზები. /. და­რ­ჩიაშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 2(31). – გვ. 54-55. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავ­ში­რებული პრობლემები, რომელებიც განპირობებულია აგრარული რეფორმის არასწორად ჩატარებით, ამდე­ნად ვერ იქნა უზრუნველოყოფილი საადგილმამულო ურთიერთობათა სამართლებრივი მექანიზმების ფუნქ­ციონირება და მიწის სრულყოფილი კონტროლი. აქცე­ნტი გაკეთებულია დაზღვევის ისეთი სისტემის ჩამო­ყალიბებაზე, რომელიც გულისხმობს აგრარულ მეურ­ნეობაში დასაქმებულთა შემოსავლების დაცვას ბუნებ­რივი, ბიოლოგიური და ეკონომიკური ფაქტორებისგან. შემოთავაზებულია პერსპექტიული ხერხები და მეთო­დები, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნისა და რეგიონე­ბის მასშტაბით მიწის რესურსების გამოყენების გაუმ­ჯობესება და სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითა­რების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; გან­ხილულია თუ რა სახის ორგანიზაციული ღონისძიებე­ბია გასატარებელი და როგორ უნდა გაუმჯობესდეს სა­ხელმწიფოს როლი მიწის რესურსების სამართლიანად მართვაში. ლიტ. 3.

ავტ.

 

13.9.9. ლურჯ-მწვანე წყალმცენარის Spirulina Platensis ზოგიერთი თვისების შესწავლა. /. კუჭავა/. Nano Stu­dies. – 2013. – # 7. – გვ. 185-192. – ქართ.

შესწავლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიისათვის საინტერესო ლურჯ-მწვანე წყალმცენარის Spirulina Platensis-ის ზოგიერთი თვისება, კერძოდ, წყალმცენა­რის უჯრედული ზრდის პროცესში მკვებავი გარემო­დან მის მიერ ბიოგენური და ტოქსიკური ქიმიური ელემენტების აკუმულირების უნარი, აგრეთვე, Spirulina Platensis-ის ლიოფილურად გამომშრალ ბიომასაში სპი­ლენძის, მარგანეცის, თუთიის, მაგნიუმის და ნატრიუ­მის შემცველობები. გარდა ამისა, მოკლედაა განხილუ­ლი Spirulina Platensis-ის მიერ ვერცხლისა და ოქროს ნანონაწილაკების წარმოქმნის შესაძლებლობა. ცხრ. 4, ლიტ. 18.

ავტ.

 

13.9.10. ნახშირბადის ნანომილაკების ურთიერთქმე­დება მინერალურ სასუქთან პომიდვრის ნათესების ზრდის ხელშესაწყობად. /. ტივარი, . დასგუპტა-შუბერტი, . ვილასენიორი, . ტრიფაზი, . ვილეგა­სი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 87-96. – ინგლ.

კვლევა აჩვენებს სუფთა და ულტრაბგერულად დისპე­რგირებული (დეაგრეგირებული) ნახშირბადის მრავა­ლკედლიანი ნანომილაკების გავლენას პომიდვრის (Solanum lycopersicum) თესლის გაღვივებასა და ზრდა­ზე, როდესაც კულტივირებულია სუფთა (0–60 მილიგ/ მილილ) და დისპერგირებული ნახშირბადის მრავალ­კედლიანი ნანომილაკების (0–10 მილიგ/მილილ) სხვა­დასხვა კონცენტრაციებით დამუშავებულ 1 კვ. აგარის გელის მკვებავ გარემოში და დაკვირვების ქვეშ იმყო­ფება ზრდის მთელი პერიოდის (7-დან 27 დღემდე) განმავლობაში. ნახშირბადის ნანომილაკები ყველა სტადიაზე აუმჯობესებდნენ ზრდის მაჩვენებლებს. ამასთან დისპერგირებული ნანომილაკების გავლენა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სუფთა ნანომილაკებისა, რაც აჩვენებს, რომ ნახშირბადის ნანომილაკების დის­პერგირების ხარისხი მათი მცენარესთან ურთიერთქმე­დების ეფექტურობისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. თესლის მარცვლებში ელემენტური მაკ­რო- და მიკრომკვებავი ნივთიერებების კონცენტრაციე­ბის ანალიზი ხორციელდებოდა ენერგიის მიხედვით დისპერსული პოლარიზებული რენტგენის სხივების ფლუორესცენტულ-დიფრაქციული სპექტრომეტრიით. საზოგადოდ, გამოყენებულ კონცენტრაციათა არეში (უფრო დაბალი და უფრო მაღალი კონცენტრაციები შეესაბამება სუფთა და დისპერგირებული ნახშირბა­დის ნანომილაკებს) გამოჩნდა ჩითილების მიერ მინე­რალური მკვებავი ნივთიერებების ათვისების სარგებ­ლიანობა, რაც მიუთითებს აგრეგირებისა და შესაძლო ტოქსიკურობის ორმაგ ეფექტზე სუფთა ნახშირბადის მრავალკედლიანი ნანომილაკების უფრო მაღალი კონ­ცენტრაციების შემთხვევაში. როგორც ჩანს, ჩითილები­სათვის ფურიე-გარდაქმნის ინფრაწითელი სპექტრომე­ტრია ვერ ავლენდა ნახშირბადის ნანომილაკების მნიშ­ვნელოვან შემცველობას მცენარის ქსოვილში. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 14.

ავტ.

 

13.9.11. კადმიუმის აკუმულაცია რეჰანის (Ocimum basilicum), ქინძის (Coriandrum sativum) და ზაფრა­ნის (Crocus sativus L) მიერ კადმიუმით გამდიდრე­ბული ნიადაგიდან. /. რჩეულიშვილი, . რჩეულიშვი­ლი, . რჩეულიშვილი, . გინტური, . ტუღუში, . ღელაღუტაშვილი/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 213 216. – ქართ.

შესწავლილია კადმიუმის აკუმულაცია რეჰანის, ქინძი­სა და ზაფრანის და მათი ცალკეული ორგანოების (ფეს­ვები, ღეროები, ფოთლები) მიერ, როდესაც ეს მცენარე­ები გაზრდილია ნიადაგში, სადაც კადმიუმი წინასწარ იქნა შეტანილი მისი ქლორიდის სახით. ნაჩვენებია, რომ ყველა შემთხვევაში კადმიუმის აკუმულაცია უმ­თავრესად ხორციელდებოდა ფესვების მიერ. სურ. 1, ლიტ. 11.

ავტ.

 

 

10. წყლის მეურნეობა. მელიორაცია

 

13.10.1. მდ. ჩუს აუზის წყლის ბალანსის მდგენელე­ბის მახასიათებლების და რადიოლოგიური მდგომარე­ობის შეფასება ურან-იზოტოპური მეთოდით. /. ბურ­კიტბაევი, . მამატკანოვი, . ტუზოვა, . ურალბეკო­ვი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 19-23. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დაზუსტებულია მდ. ჩუს აუზის წყლის ბალანსის მდგე­ნელები წყლებში ურანის ლუწ იზოტოპებთან შეფარ­დებით. ნაჩვენებია 234U/238U ფარდობის სტაბილურო­ბა დროში (1964–2011 წწ.) მცირე ჩამონადენის უბნებზე. ნაჩვენებია იზოტოპური გაზავების მეთოდის გამოყე­ნების შესაძლებლობა ზედაპირული და მიწისქვეშა ჩა­მონადენის შესაფასებლად აუზის სხვადასხვა უბნებზე. აღმოჩენილია მდინარის წყლებში ურანის საერთო რა­ოდენობის გაზრდა დინების გასწვრივ, რაც დაკავშირე­ბულია ურანით გამდიდრებულ მიწისქვეშა წყლებთან. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 11.

ავტ.

 

13.10.2. მდინარის ძირითადი მახასიათებლების გან­საზღვრა. /. გაბრიჩიძე, . გედენიძე/. წყალთა მეურნე­ობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 24-26. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მდინარის ძირითადი მახასიათებლების (სიღრმე, სიჩ­ქარე, ხარჯი) დასადგენად რეკომენდებულია წყალსა­ზომ ხელსაწყოზე მრავალბილიკიანი შკალა, რომელიც მიიღება საანგარიშო კვეთში თეორიულ-ექსპერიმენტა­ლური კვლევის შედეგად. რეკომენდებულია ახალი კონსტრუქციის ჰიდრომეტრული ტრიალა, რომელსაც გააჩნია გარკვეული უპირატესობები არსებულთან შედარებით. სურ. 3, ლიტ. 3.

 ავტ.

 

13.10.3. ზოგიერთი შენიშვნა მდ. აჭარისწყალზე შუა­ხევი ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექ­ტის მიმართ. /. გველესიანი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 41-47. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია აჭარაში მდინარე აჭარისწყალზე შპსაჭა­რისწყალი ჯორჯიადა ნორვეგიული კომპანია „Clean Energy Invest” მიერ დამუშავებული შუახევის ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის (გარემო­ზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის) მოკლე დახა­სიათება. მშენებლობისთვის დაგეგმილი ჰესების კასკა­დის საერთო სიმძლავრე შეადგენს 400 მგვტ. საწყის ეტაპზე ნავარაუდევია ორი ბეტონის (დიდაჭარის და სხალთის) კაშხლის მშენებლობა, რომელთა სიმაღლეა 39 და 22 . გამოთქმულია მოსაზრებები კაშხლების გარღვევის რისკთან დაკავშირებით. სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.10.4. სევანის ტბის თავისუფალი ჩამონადენის და­ზუსტება დგომის დონის დამოკიდებულებიდან გამო­მდინარე, მისი პროგნოზი და კლიმატის ცვლილებების გავლენით მოწყვლადობის შეფასება. /. ვარდანიანი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომა­თა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 72-77. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოკვლევები უჩვენებს, რომ სევანის ტბის თავისუფა­ლი ჩამონადენის სიდიდე დამოკიდებულია წყლის დგომის დონეზე და წლიდან წლამდე დიდ საზღვრებ­ში მერყეობს. მოყვანილია სევანის ტბის თავისუფალი ჩამონადენის ფაქტობრივი მოცულობის განსაზღვრის მეთოდიკა და დგომის დონეზე მისი დამოკიდებულე­ბის შეფასება. გამოყენებულია ტბიდან მიწისქვეშა ჩა­მონადენის დაზუსტებული მოცულობები, რომლებიც წყლის დგომის დონეზეა დამოკიდებული. მოყვანილია სევანის ტბიდან წყლის მიწისქვეშა ხარჯების მისი დგომის დონეზე დამოკიდებულების გრაფიკი და სევა­ნის ტბიდან თავისუფალი ჩამონადენის შეფასებითი სიდიდეები, რომლებიც ასევე დამოკიდებულია წყლის დგომის დონეზე. სურ. 4, ცხრ. 3, ლიტ. 13.

ავტ.

 

13.10.5. სამელიორაციო სისტემების მექანიკური ნაწი­ლის და ელექტროდანადგარების საექსპლუატაციო ნორმები. /. ვართანოვი/. წყალთა მეურნეობის ინსტი­ტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 78-83. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მელიორაციული სისტემების შენახვაზე გაწეული ხარჯების, მათ შორის მათი მექანიკური და ელექტრული ნაწილების ექსპლუატაციასთან დაკავში­რებული ხარჯების, დაგეგმვის პრობლემა. მოყვანილია გეგმიური რემონტების ნორმები, ასევე საკმაოდ დიდი ფიზიკური ცვეთის მქონე მელიორაციული ფონდების რემონტთაშორისი პერიოდების სიდიდეები. განხილუ­ლია ზოგიერთი ნორმა, რომელთა გამოყენება საექსპლ­უატაციო ხარჯების შიდასაფირმო დაგეგმვის პრაქტი­კაში, საშუალებას მოგვცემს საკმაოდ ზუსტად განისაზ­ღვროს სარემონტო სამუშაოების მოცულობა და ვადე­ბი, რაც უზრუნველყოფს წყალსამეურნეო სისტემების ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტების ნორმალურ მდგო­მარეობას, როგორიცაა სატუმბო სადგურები, ფარები, ელექტროტექნიკური მოწყობილობა. ცხრ. 3, ლიტ. 4.

 ავტ.

 

13.10.6. ჰორიზონტალური ცვლის კოეფიციენტის გან­საზღვრა ბაქოს ყურეში ტურბულენტობის ნახევრად ემპირიული თეორიის საფუძველზე. /. თათარაევი, . ჰასანოვა, . აგარზაევა, . ველიევი, . ასკეროვა/. წყალ­თა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 84-88. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატია ეძღვნება ბაქოს ყურეში ტურბულენტური ცვლ­ის პროცესების ანალიზს დინებებზე ხანგრძლივი დაკვ­ირვებების საფუძველზე. ცვლის მახასიათებლების შე­ფასებისთვის გამოყენებულია ტურბულენტობის ნახე­ვრად ემპირიული თეორიის საფუძვლები. შეფასებუ­ლია ტურბულენტური ცვლის კოეფიციენტები და გან­საზღვრულია დამოკიდებულება გასაშუალოების პე­რი­ო­დისაგან. აგებულიაცვლის ელიფსები“ და შეფა­სებულია მათი ცვალებადობა მოვლენის მასშტაბისა­გან. განსაზღვრულია მეზოტურბულენ­ტობის ენერგიის დამოკიდებულება ტურბულენტური პულსაციის გასა­შუ­ალოების პერიოდთან. სურ. 3, ცხრ. 3, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.10.7. მდინარე კარასუს აუზის წყლის ბალანსის კვ­ლევა ÃÈÑ-ის დახმარებით. /. იმანოვი, . არანჩი/. წყა­ლთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 94-102. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატიაში შესრულებულია მდინარე კარასუს აუზის წყლის ბალანსის ძირითადი ელემენტების ანალიზი (ატმოსფერული ნალექები, აორთქლება და მდინარის ჩამონადენი). ჩამონადენის ფენა გათვლილია რაციონა­ლური მეთოდის მიხედვით, რომელიც ფართოდ გამო­იყენება დასავლეთის ქვეყნებში. ÃÈÑ ტექნოლოგიის დახმარებით აგებულია აღნიშნული აუზის წყლის ბა­ლანსის ელემენტების რუკები. სურ. 11, ცხრ. 3, ლიტ. 10.

ავტ.

 

13.10.8. წყალსაცავიანი სისტემების მოწყვლადობის შეფასება. /. იორდანიშვილი, . იორდანიშვილი, . ხო­სროშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეც­ნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 103-107. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატიაში განხილულია საკითხები, რომლებიც ეხება წყალსაცავიანი სისტემების ინტენსივობის და რისკის შეფასებას. დადგენილია კონკრეტული წყალსაცავების ნორმალური (უმოწყვლადო) ფუნქციონირების პერიო­დი საიმედოობის, რისკის და ფოსფორის დატვირთვის სიდიდის გათვალისწინებით. დასაბუთებულია წყალ­დამცავი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა შე­საბამისი რისკის მნიშვნელობისას. ცხრ. 3, ლიტ. 7.

ავტ.

 

13.10.9. მაქსიმალური მოლეკულური წყალტევადობა, როგორც ნიადაგგრუნტების მნიშვნელოვანი ფიზიკუ­რი კონსტანტა. /. იტრიაშვილი, . შავლაყაძე, . ხოს­როშვილი, . მაისაია, . კიკნაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 114-118. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ენერგეტიკული თვალსაზრისით განხილულია ნიადაგ­გრუნტებში წყლის შებმულობის ხარისხი. დადგენი­ლია მაქსიმალური მოლეკულური წყალტევადობა, როგორც ნიადაგგრუნტების თვისებების ცვლილებების კრიტიკული მახასიათებელი. სურ. 2, ცხრ. 7, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.10.10. წყლის ციკლი და ექსტრემალური მოვლენე­ბი. /. იტრიაშვილი, . დადიანი, . ნიბლაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრე­ბული. – 2013. – # 68. – გვ. 119-121. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია, რომ ექსპონენციალური ოჯახის დროები­თი ჰიდროლოგიური რიგების სტანდარტული დამუშა­ვების გამოყენება ვარაუდობს ჰიდროლოგიური სისტე­მის სტაბილურ მდგრადობას მისი პარამეტრების მთელ დიაპაზონში და არ ითვალისწინებს წყალშემკრ­ებზე ჰიდროფიზიკური პროცესების სპეციფიურობას. კეთდება დასკვნა, რომ მდინარის ჩამონადენის მრავა­ლწლიანი რყევების აღწერა წრფივი განტოლებებით ფიზიკური თვალსაზრისით არ არის დამაკმაყოფილე­ბელი, რადგანაც მცირე არაწრფივი, მცირე დინამიკურ სისტემაში, არსებითად ცვლის კატასტროფების ალბა­თობის შეფასებას. ლიტ. 8.

ავტ.

 

13.10.11. ზედაპირული რწყვების ჰიდრავლიკა, პრო­ცესის კომპიუტერული იმიტაცია, ოპტიმალური მარ­თვის შესაძლებლობები. /. კილაძე, . შურღაია, . კეკელიშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 122-125. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ზედაპირული თვითდენითი რწყვების ოპტიმალური მართვის შესაძლებლობები მათემატი­კური მოდელირების და მორწყვის კომპიუტერული იმიტაციის გზით. ლიტ. 6.

ავტ.

 

13.10.12. ბმული ღვარცოფის გამოტანის კონუსებზე მოძრაობის პირობების პროგნოზი. /. კუხალაშვილი, . ბზიავა, . ინაშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუ­ტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 126-127. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია ჰიპერკონცენტრირებული ღვარცოფის მო­ძრაობის მოდელი, რომლის ამოხსნის საფუძველზე შემოთავაზებულია იმ მახასიათებლების საანგარიშო დამოკიდებულებები, რომლითაც შესაძლებელია გამო­ტანის კონუსზე ნაგებობათა განფენისა და ნაკადის გა­ჩერების პირობების შეფასება. ლიტ. 4.

 ავტ.

 

13.10.13. წყლის რესურსების მიწოდების და მათზე მოთხოვნილების ზოგიერთი პრობლემა. /. მარკოსი­ანი, . მარტიროსიანი/. წყალთა მეურნეობის ინსტი­ტუ­ტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 138-144. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია წყლის რესურსების მიწოდებისა და მათზე მოთხოვნილების მართვის ამოცანა. ამ პრობლე­მის განხილვა მოითხოვს წყლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი თავისებურებების კომპლექსური კვლე­ვის აუცილებლობას. დღესდღეობით სომხეთის წყლის რესურსების მართვის პრაქტიკის არაეფექტურობა გან­პირობებულია ძირითადად არსებული არაეფექტური სატარიფო პოლიტიკით. სურ. 7, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.10.14. წყალმომარაგებისა და წყალარინების სფერო­ში მომსახურე ორგანიზაციის დაუმთავრებელი არასა­ბრუნი მატერიალური აქტივებისა და ძირითადი სა­შუალებების გადაფასებისა და ინვენტარიზაციის პრო­ბლემები. /. მკრტუმიანი, . გრიგორიანი/. წყალთა მე­ურ­ნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებუ­ლი. – 2013. – # 68. – გვ. 145-149. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წყალთა მეურნეობის სფეროში ფინანსური გაჯანსაღე­ბისა და მართვის ეფექტური განხორციელებისათვის მეტად მნიშვნელოვანია დავალიანებების რესტრუქტუ­რიზაცია და გასული წლის დატვირთვებისაგან განთა­ვისუფლება. წყალთა მეურნეობის სექტორში მნიშვნე­ლოვანი რეფორმით ხასიათდება სომხეთის რესპუბლი­კის კანონში შეტანილი ცვლილებები და დამატებები: „საგადასახადო პრივილეგიების დადგენა დავალიანე­ბებზე სასმელი წყალმომარაგების, წყალარინების და სხვადასხვა წლების გაწმენდის მომსახურების სფერო­ში“ და სომხეთის მთავრობის დადგენილებაწარმოდ­გენილი კანონის დანერგვის აუცილებელი ღონისძიე­ბების უზრუნველყოფისათვის“. სტატიაში განხილუ­ლია საკანონმდებლო ეკონომიკური მექანიზმები დე­ბიტორული დავალიანებების დათმობის შესახებ, რო­მელიც იხილება, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი წყალთა მეურნეობის სექტორის ეფექტური რეალიზა­ციის რეფორმაში. ცხრ. 4, ლიტ. 7.

ავტ.

 

13.10.15. ცვლადი ხარჯის მქონე ჰიპერკონცენტრი­რე­ბული ნატანდატვირთული ღვარცოფის არათანაბარი მოძრაობის რიცხვითი ამოხსნები დინების მიმართუ­ლებით. /. ნათიშვილი, . თევზაძე, . ჭარბაძე, . ნიბ­ლაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 153-156. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემოთავაზებულია ჰიპერკონცენტრირებული ღვარცო­ფული ნაკადის თავისუფალი ზედაპირის მრუდის სა­ანგარიშო გამოსახულება, რომელშიც გათვალისწინე­ბულია ეროზიულ კერაში ღვარცოფის მდგრადობა, მისი მოძრაობის დაწყება და შემდეგ წყალსადინარში მისი დინამიკა. სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.10.16. ღია ცილინდრის ფორმის მქონე ფსკერზე ბლანტი სითხის მუდმივი მოძრაობა. /. სარუხანიანი, . ტოკმაჯიანი, . ოჰანიანი/. წყალთა მეურნეობის ინს­ტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. –
# 68. –
გვ. 160-164. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია ბლანტი სითხის ნაკადის მყარი მდგომა­რეობა ღია, ნახევრად წრიულ განივ არხებში. განისაზ­ღვრა საზღვრის პრობლემა, რომლის ინტეგრაციამ შე­დეგი გამოიღო სიჩქარის განაწილების ფუნქციაში, მაქ­სიმალურ სიჩქარეში, დინების ეფექტურ განივში, საშუ­ალო სიჩქარის და ჭრის ფუნქციების გადანაწილებაში. ეს უკანასკნელი, განვითარებული ფიქსირებულ კედე­ლთან, საშუალებას იძლევა დადგინდეს ენერგიის და­ნაკარგების გაანგარიშების ფორმულის დიზაინი და ერთგვაროვანი ნაკადის განტოლება ღია არხებში. დადგინდა ბლანტი სითხის ნაკადის მყარი მდგომარე­ობა ღია, ნახევრად ელიფსურ არხებში. საზღვრის პრო­ბლემა ჩამოყალიბდა და შეიქმნა სასაზღვრო პირობებ­ში. გადაიჭრა ინტეგრაციის საზღვრის პრობლემები, მიღებულ იქნა სიჩქარის და ხაზგასმით ჭრის ფუნქციე­ბის გადანაწილების დებულება, განისაზღვრა ნაკადის გავლის საშუალო სიჩქარე მუშა, ეფექტურ განივ სექცი­ებში, დადგინდა ხაზგასმით ჭრა ფიქსირებულ კედლე­ბზე, რაც საშუალებას იძლევა განისაზღვროს ენერგიის კარგვის გამოსაანგარიშებელი ფორმულის დიზაინი, რომლის მიხედვითაც ერთფუძიანი დინების განტო­ლება იქნება შემუშავებული ღია ელიფსურ არხებში. მიღებული გადაწყვეტილებები საშუალებას იძლევა გა­ნისაზღვროს ცირკულარული და ელიფსური ღია არხე­ბის ზომები, სითხის ნაკადის მყარი მდგომარეობის შე­მთხვევაში. სურ. 7, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.10.17. საქართველოს მდინარეების ჰიდროტექნიკუ­რი კლასიფიკაცია კალაპოტების მახასიათებლების მი­ხედვით. /. სიჭინავა, . ლობჟანიძე, . კუპრეიშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომა­თა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 170-174. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემოთავაზებულია საქართველოს მდინარეების კლა­სიფიკაცია კალაპოტებში მიმდინარე პროცესების ძი­რითადი სახეების, ნატანის მოძრაობის ფორმების, კა­ლაპოტის ჰიდრავლიკური და მდგრადობის მახასია­თებლების მიხედვით. დახასიათებულია მდინარეების კალაპოტების მიმდებარე ტერიტორიების მდგომარეო­ბა. ცხრ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.10.18. კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი გრუნ­ტებისათვის დრენაჟის მფილტრავი ნაყარის შერჩევა. /. შურღაია, . ზაქაიძე, . კეკელიშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრე­ბული. – 2013. – # 68. – გვ. 194-199. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კოლხეთის დაბლობის ცენტრალურ ნაწილში, რომლის მექანიკური შედგენილობის ნიადაგ-გრუნტების ფი­ზიკური თიხის შემცველობა აღემატება 90%-, მილო­ვანი დრენაჟის მშენებლობა აუცილებელია მასზე მფი­ლტრავი ნაყარის მოწყობით. მის მოსაწყობად ინერტუ­ლი მასალის კარიერის მოძიებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გრუნტის სუფოზურობის დადგენას, რაზედაც დამოკიდებულია დრენაჟის ხან­გრძლივი ეფექტური მუშაობა. განხილულია მილოვანი დრენაჟისათვის მფილტრავი ნაყარის სისქის კრიტერი­უმების შერჩევა და მისი სუფოზურობის განსაზღვრა. სურ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.10.19. ნიუტონური და არანიუტონური სითხეების­თვის ხარჯის განსაზღვრის განზოგადებული მეთოდი ნაკადის თანაბარი რეჟიმით მოძრაობისას. /. ნათიშვი­ლი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემი­ის მოამბე. – 2013. – . 7. – # 2. – გვ. 124-129. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ლამინალური რეჟიმის პირობებისათვის თანაბარი უდაწნეო მოძრაობის დასახასიათებლად შემოთავაზე­ბულია ხარჯის განსაზღვრის განზოგადებული მეთო­დი როგორც ნიუტონური, ასევე არანიუტონური სით­ხეებისთვის. სურ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.10.20. საქართველოს დასახლებული პუნქტების სასმელი წყალმომარაგების ხარისხობრივი მაჩვენებ­ლების შესახებ. /. ქიტიაშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 78-81. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია საქართველოს მიწისქვეშა წყლების სას­მელი და სამეურნეო წყალმომარაგების მიზნით ათვი­სებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმ­დინარე მონიტორინგი სხვადასხვა დასახლებული პუ­ნქტების წყალამღები ნაგებობების საშუალებით მოპო­ვებული წყლის ხარისხზე; გაანალიზებულია მონიტო­რინგის შედეგები, მითითებულია ის ნეგატიური ფაქ­ტორები, რომლებიც შეინიშნება სასმელ წყალმომარა­გებაში გამოყენებული მიწისქვეშა წყლების ორგანული თუ არაორგანული ტოქსიკანტებით გაჭუჭყიანების გა­მო; მოცემულია ცალკეული ტოქსიკანტების მიწისქვეშა წყლებში განაწილების რაოდენობრივი მაჩვენებლების რუკები და ეს მაჩვენებლები შედარებულია ნორმატი­ვებით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრა­ციებთან (ზდკ). სურ. 3, ლიტ. 7.

ავტ.

 

13.10.21. მდ. მაშავერას, ხრამისა და დებედას წყლის ხარისხის ჰიდრობიოლოგიური შეფასება. /. ბაქრაძე, . კუჭავა, . არაბიძე, . ბუაჩიძე, . კორძაია, . პაპაჩა­შვილი/. GEN. – 2013. – # 3. – გვ. 38-40. – ქართ., რეზ.: ინგლ.

მოცემულია მდ. მაშავერას, ხრამისა და დებედას წყლე­ბის ჰიდრობიოლოგიური შეფასება. საერთო ეკოლოგი­ური სტატუსი გამოანგარიშებული იქნა EQRS–ის გასა­შუალოებით. ჰიდრობიოლოგიური შეფასებით მაშავე­რა-კიანეთის წერტილიარადამაკმაყოფილებელია”, მაშავერა-ხიდისყური, დებედა-სადახლო – „ცუდისტატუსის წერტილებია, ხოლო ხრამი-ხრამჰესი და მაშავერა-დიდი დმანისიკარგისტატუსის წერტი­ლებს მიეკუთვნებიან. ცხრ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

 

 

 

11. საგარეო და შიდა ვაჭრობა. ტურიზმი

 

13.11.1. მდინარე რიონზე არგონავტების მარშრუტის აღდგენა კალაპოტის სტაბილიზაციის გათვალისწინე­ბით. /. გავარდაშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტი­ტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 27-32. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მსოფლიოში ჯერ კიდევ ცოცხლობს ორი ლეგენდა სა­ქართველოზე, რომელიც დაკავშირებულია წყალტუ­ბოს (ანუ პრომეთეს) მღვიმესთან, და არგონავტებთან. ნაშრომში საქართველოში ტურიზმის განვითარების მიზნით შემოთავაზებულია ზემოთ აღნიშნული ამ ორი ლეგენდის პრაქტიკაში განხორციელება. აღნიშნუ­ლი წინადადება ხორციელდება მდ. რიონის კალაპო­ტის სტაბილიზაციით, რომელიც პარალელურად მო­სახლეობისა და რეგიონის ლანდშაფტის ბუნების სტი­ქიური მოვლენებისაგან დაცვის საიმედოობის გაზრ­დის საშუალებას იძლევა. პროექტი ითვალისწინებს მდ. რიონზე ტურისტული მარშრუტისა და სამდინარე ტრანსპორტის აღდგენას, რომელიც მოიცავს ღონისძი­ებათა კომპლექსს, რომლის რეალიზაცია, გარდა ზემო­აღნიშნულისა, ხელს შეუწყობს: . ფოთის ნავსადგურის გამართულ მუშაობას, . ფოთის განვითარებასა და შავი ზღვის ფოთის აკვატორიაში სანაპირო ზოლის დაცვას, მდ. რიონის ქუთაისი-ფოთის მონაკვეთზე სამდინარო-სამგზავრო გადაყვანებისა და სატვირთო გადაზიდვე­ბის განხორციელებას, სასოფლო-სამეურნეო სავარგუ­ლებისა და დასახლებული პუნქტების წყალმოვარდნე­ბისა და წყალდიდობებისაგან დაცვას. სურ. 3, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.11.2. საჰაერო ტრანსპორტის როლი ტურისტული ბიზნესის განვითარებაში. /. სუხიტაშვილი, . სუხი­ტაშვილი, . მამედოვი/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2013. – # 1(8). – გვ. 88-99. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ტურისტული სფეროს საქმიანობის ანალიზის საფუ­ძველზე წარმოდგენილია მსოფლიო ტურიზმის გან­ვითარების ძირითადი ტენდენციები და ტრანსპორტ­თან ურთიერთკავშირი. მოცემულია საჰაერო ტრანსპო­რტის დახასიათება, მისი მნიშვნელობა და უპირატე­სობა ტურიზმისათვის. ლიტ. 6.

ავტ.

 

13.11.3. შრომითი რესურსების დაგეგმვა ტურიზმის სფეროში. /. გრძელიშვილი/. სამართალი და ეკონომი­კა. – 2013. – # 4. – გვ. 70-76. – ქართ.; რეზ: ქართ., ინგლ., ფრან.

აღნიშნულია, რომ ტურიზმის დარგის განვითარებისა და მისი ეფექტური მართვისათვის უდიდესი მნიშვნე­ლობა აქვს ტურიზმის სფეროს მუშაკების პროფესიულ მომზადებას. ადამიანური რესურსის დაგეგმვა წარმოა­დგენს სისტემურ პროცესს სათანადო კადრების დასა­საქმებლად შესაბამის ადგილებზეხარისხიანი ტური­ზმის განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნე­ლობა ენიჭება მომსახურების სფეროში კვალიფიციური კადრების დასაქმებას. ნათქვამია, რომ შრომითი რესუ­რსის დაგეგმვისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ტურიზმის სფეროს ყველა სპეციალობების სახე­სხვაობა. განხილულია ადამიანური რესურსის დაგეგ­მვის ეტაპები. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

13.11.4. ინვესტიციებიტურიზმის აღორძინების სა­ფუძველი საქართველოში. /. გრძელიშვილი/. სამარ­თალი და ეკონომიკა. – 2013. – # 4. – გვ. 77- 82. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., ფრან.

აღნიშნულია ხელსაყრელი ინვესტიციური კლიმატის შექმნის მნიშვნელობა საქართველოში ტურიზმის სფე­როს დაჩქარებული განვითარების საქმეში. ტურიზმში უცხოელი ინვესტორის მოზიდვისას აუცილებელ პი­რობადაა მიჩნეული შერჩევითი მიდგომის გამოყენებამოზიდული უნდა იქნეს არა ყოველგვარი უცხოური ინვესტიცია, არამედ ისეთები, რომლებიც ქვეყნის და დარგის სასარგებლოდ ერწყმიან ქვეყნის განვითარების სტრატეგიას. საჭიროა აგრეთვე უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენების დაინტერესება და მოწვევა საქართველოში. სურ. 3, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.11.5. რელიგიური ტურიზმიინტეგრაციული პროცესების ხელშემწყობი ფაქტორი. /. გრძელიშვი­ლი/. სამართალი და ეკონომიკა. – 2013. – # 4. – გვ. 90-99. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., ფრან.

აღნიშნულია, რომ რელიგიური ტურიზმის მიმართ მძლავრი ინტერესი ხდის მას სოციალური და პოლი­ტიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორად. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) მო­ნაცემებით, ტურიზმის შედარებით ყველაზე უფრო პე­რსპექტიული მიმართულებებს შორის პირველი ადგი­ლი სწორედ რელიგიურ (მომლოცველობით) ტურიზმს უჭირავს. ექსპერტები რელიგიურ ტურიზმს აფასებენ როგორც XXI საუკუნის ყველაზე პერსპექტიულ მიმარ­თულებას. განხილულია საქართველოში რელიგიური ტურიზმის განვითარების პერსპექტივები. საუბარია რელიგიური ტურიზმის სხვადასხვა სახეობებზე, რომ­ლებიც შეიძლება საქართველოსა და რუსეთს, ქართვე­ლებსა და აფხაზებს შორის ურთიერთანამშრომლობის საფუძველი გახდეს. ლიტ. 8.

ავტ.

 

13.11.6. ტურიზმის კონკურენტუნარიანობის შეფასე­ბისთვის (თბილისის მაგალითზე). /. შარაშენიძე/. ეკო­ნომისტი. – 2013. – # 1. – გვ. 68-73. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გაანალიზებულია კონკურენტუნარიანობის მაჩვენებ­ლები; მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოვლე­ნილია თბილისის ტურიზმის პოტენციალი, დახასია­თებულია მასზე მოქმედი ფაქტორები და შემოთავაზე­ბულია პოტენციალის ეფექტიანად გამოყენების გზები. ტურისტული სახეების მიხედვით გაანალიზებულია შესაძლო კონკურენტული ინოვაციური პროდუქტები და შეფასებულია მათი როლი ქალაქის ტურისტული პოტენციალის გამრავალფეროვნებაში. სურ. 1, ცხრ. 1. ლიტ. 7.

ავტ.

 

13.11.7. ტურისტული დანიშნულების პუნქტის განვი­თარების მერყეობის შემცირება ციკლების ურთიერთ­დაბალანსების საფუძველზე. /. ჩაგანავა/. ეკონომისტი. – 2013. – # 2. – გვ. 52-80. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჩატარებულია ტურისტული დანიშნულების პუნქტის სასიცოცხლო ციკლის ანალიზი, რომელიც მოიცავს ტურისტული, კერძო საინვესტიციო და სახელმწიფო დანახარჯების დინამიკისა და ურთიერთდამოკიდე­ბულების განხილვას. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ტურისტული, კერძო საინვესტიციო და სახელმწი­ფო დანახარჯთა ციკლების დამთხვევა იწვევს ტურის­ტული დანიშნულების პუნქტის ეკონომიკური განვი­თარების მკვეთრ მერყეობას. შემოთავაზებულია დანი­შნულების პუნქტის ეკონომიკური განვითარების მერყეობის შემცირების მექანიზმი სახელმწიფო ხარჯე­ბის მეშვეობით ტურისტული და კერძო საინვესტიციო დანახარჯების დაბალანსების გზით, აღწერილია ზო­გიერთი ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენე­ბულ იქნეს ამ მიზნით. სურ. 9, ლიტ. 25.

ავტ.

 

13.11.8. ტურისტული პროდუქტის აღქმა. /. ჯერენა­შვილი/. ეკონომისტი. – 2013. – # 2. – გვ. 108-111. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ტურისტული მომსახურების საფუძველზე, მომხმარებ­ლის მოთხოვნის შესაბამისად იქმნება ტურისტული პროდუქტი, რომელიც რთული და სხვადასხვაგვარი ელემენტების ერთობლიობას წარმოადგენს. ტურის­ტული პროდუქტი შეიძლება სხვადასხვანირად იქნეს აღქმული, რაც დამოკიდებულია იმ პოზიციაზე, რომე­ლიც მას უჭირავს ტურისტულ ბაზარზე. მეცნიერები აღქმასჩაწერისპროცესს უწოდებენ, რომელიც განპი­რობებულია ადამიანის წინა გამოცდილებით. ლიტ. 4.

ავტ.

 

13.11.9. საქართველოს ტურისტული ბიზნესის გარე გარემოს თავისებურებები. /. ღვედაშვილი/. ეკონომი­სტი. – 2013. – # 3. – გვ. 50-55. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ტურიზმის მართვის სისტემაში შემავა­ლი აუცილებელი კომპონენტები, კერძოდ, ეკოლოგიუ­რი მენეჯმენტი, ტურისტული კომპანიის უშუალო გა­რე გარემოს კომპონენტიკონკურენტები, რომლებიც უბიძგებენ და წარმართავენ ტურისტულ კომპანიას ამა თუ იმ მაჩვენებლის მიღწევისაკენ. აღნიშნულია, რომ საქართველოში ტურისტულ ფირმებს შორის კონკურე­ნცია ჯერ-ჯერობით არ არის გამძაფრებული. განსაკუ­თრებით ეს ეხება ეგზოტიკურ ტურიზმს. უფრო მაღა­ლია კონკურენციის დონე მასობრივ სანახაობით ტუ­რიზმში, სადაც ამ მომსახურების ბაზარი საქართველო­ში ფაქტობრივად დანაწილებულია და მასში ახალი კომპანიის შესვლა ძალზე ძნელია. ამ და სხვა მნიშვნე­ლოვან პრობლემებზეა საუბარი ნაშრომში. ლიტ. 3.

ავტ.

 

 

12. ტრანსპორტი

 

13.12.1. საქართველოს სატრანსპორტო ქსელის ფორ­მირების ისტორიული მიმოხილვა. /. მახარაშვილი/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 86-89. – ქართ.; რეზ.: ქართ.

აღნიშნულია, რომ უხსოვარი დროიდან დღემდე საქარ­თველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარებისა და ბუნებრივ-კლიმატური ფაქტორების გავლენით ყა­ლიბდებოდა ქვეყნის ქალაქგეგმარებით-სატრანსპორ­ტო სისტემა, რომლის ღერძი ძველთაგანვე გადიოდა დაბლობ რაიონებში, აღმოსავლეთიდან დასავლეთი­საკენ. ჰქონდა განშტოებები ჩრდილოეთისა და სამხრე­თის მიმართულებით მთიან რაიონებში და ზღვის სანაპიროზე. ამ ძირითადი სატრანსპორტო ქსელის პარალელურად განვითარდნენ მნიშვნელოვანი დასახ­ლებული პუნქტები და შექმნეს ქვეყნის ერთიანი ურბა­ნისტული სისტემა. ლიტ. 2.

ავტ.

 

13.12.2. სატვირთო მატარებლის წონის ნორმის დად­გენა მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის ხაზზე. /. კა­კაბაძე/. მშენებლობა. – 2013. – # 2(29). – გვ. 103-107. ქართ.; რეზ.: ქართ.

ხაზგასმულია, რომ მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის რკინიგზის ხაზი გადის რთულ ტოპოგრაფიულ, გეო­ლოგიურ და კლიმატურ ზონაში. ამ უბანზე გვხვდება ციცაბო ქანობიანი მონაკვეთები (35 და მეტი) და მცი­რერადიუსიანი მრუდები (300 ). მატარებლის წონა, გარდა ლოკომოტივის სიმძლავრისა, იზღუდება აგრე­თვე მცირერადიუსიან მრუდებში თვალსა და რელსს შორის შეჭიდულობის კოეფიციენტის შემცირების გა­მო. განხილულია სატვირთო მატარებლის წონის ნორ­მის დადგენის საჭიროება შეჭიდულობის კოეფიციენ­ტის გათვალისწინებით. აღნიშნულია, რომ მკაცრი ზა­მთრის პირობებში თვალსა და რელსს შორის შეჭიდუ­ლობის კოეფიციენტი მკვეთრად მცირდება. ამიტომ მიზანშეწონილადაა მიჩნეული სატვირთო მატარებ­ლის წონის ნორმა დადგინდეს სეზონის მიხედვით (ზაფხული და ზამთარი). ლიტ. 1.

ავტ.

 

13.12.3. ჰაერის ტემპერატურის გავლენა ფრენის ბარო­მეტრული სიმაღლის მზომის მაჩვენებლებზე. /. აფხა­იძე/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2013. – # 1(8). – გვ. 8-13. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ბარომეტრული სიმაღლის მზომის მე­თოდური ცდომილებების ცვალებადობა ატმოსფერუ­ლი ჰაერის ფაქტიური ტემპერატურის ცვალებადობას­თან კავშირში. კლიმატური მონაცემების მიხედვით გა­ანალიზებულია მიწისპირიდან ფრენის სიმაღლემდე ჰაერის სვეტის საშუალო ფაქტიური ტემპერატურების გადახრა სტანდარტული ატმოსფეროს მნიშვნელობე­ბიდან . თბილისის აეროპორტის რეგიონისათვის, სე­ზონისა და ეშელონების სიმაღლეების მიხედვით. ცხრ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.12.4. მრავალსაწვავიანი როტორულ-დგუშიანი ძრა­ვებიWANKEL AG. /. ბროლაძე/. საჰაერო ტრანსპორ­ტი. – 2013. – # 1(8). – გვ. 14-34. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღწერილია საფრენ აპარატებზე გამოყენებული როტო­რულ-დგუშიანი ძრავები (რდძ), რომლის მფლობელი კომპანიაა სააქციო საზოგადოებაWANKEL AG“. ეს ძრა­ვები მუშაობენ .. მძიმე საწვავებზენავთზე და დი­ზელზე. აღნიშნული მოდელები LOCR-407SD ერთრო­ტორიანი, LOCR-814 TD - ორროტორიანი, და AR-208 DT - ორროტორიანი, ტურბოჩაბერვით. ავიაციაში გამოყე­ნების თვალსაზრისით საინტერესოა ძალური დანად­გარი VLDE-407 SDT, რომელიც შეიცავს რდძ- ყველა მოწყობილობას და მზადაა ნებისმიერი სახის უპილო­ტო აპარატზე (საჰაერო, საზღვაო, მიწისზედა) გამოსა­ყენებლად. სურ. 8, ცხრ. 1, ლიტ. 4.

 ავტ.

 

13.12.5. BOEING 737-ის ძრავის CFM-56 ზეთის სისტე­მის სრულყოფა. /. ბროლაძე, . სააკაძე/. საჰაერო ტრა­ნსპორტი. – 2013. – # 1(8). – გვ. 35-41. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სამუშაო მიზნად ისახავდა ტურბოვენტილატორული ძრავას CFM-56-7B შეზეთვის სისტემის სრულყოფას. აღწერილია თვითმფრინავის BOEING-737 ზეთის ავ­ზის პრობლემები და მათი მოგვარების სხვადასხვა გზები. შემოთავაზებულია ზეთის შესავსები ცალკე ავზი, რომლის შევსება შესაძლებელია სპეციალური პულტის საშუალებით უშუალო გახსნის გარეშე. ერთი პულტი მოთავსებულია თვითმფრინავის კუდა ნაკვე­თურში, ხოლო მეორეუშუალოდ კაბინაში. სპეცია­ლური სენსორი აკონტროლებს ზეთის რაოდენობას. სარეზერვო ავზის სახურავის ღიად დარჩენის შემთხვე­ვაში ზეთი დაიღვრება მხოლოდ სარეზერვო ავზიდან, და ძრავას არ შეექმნება პრობლემა. დაღვრილი ზეთი სპეციალური დრენაჟის საშუალებით ატმოსფეროში გა­მოვა. ამ ტიპის ავზის დაყენება წარმატებითაა შესაძლე­ბელი BOEING-737-ის ტიპის თვითმფრინავებზეც. ამით გამოვრიცხავთ ერთ-ერთ კრიტიკულ წერტილს და გავაადვილებთ თვითმფრინავის ტექნიკურ მომსა­ხურებას. სურ. 2, ლიტ. 8.

ავტ.

 

13.12.6. გადაწყვეტილების მიღების აღწერის მოდელი. /. ხოშტარია, . ბარელაძე, . ხოშტარია/. საჰაერო ტრა­ნსპორტი. – 2013. – # 1(8). – გვ. 42-45. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გაანალიზებულია ერგატიულ სისტემებში გადაწყვე­ტილების მიღების მოდელი. ასეთი მოდელების შექმ­ნის დროს აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს პარამეტრიზაციის მოთხოვნები, რომლებიც გვაძლევს გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარის ინფორმა­ციას. საწარმოების განვითარება დაკავშირებულია მარ­თვის ერგატიული სისტემების რიცხობრივი ანალიზის ახალი მეთოდების დამუშავებასთან. ამ ამოცანას დღე­ვანდელ დღეს გააჩნია დიდი მეცნიერული მნიშვნელო­ბა, ვინაიდან ერგატიულ სისტემებს უკავიათ გამორჩე­ული ადგილი საჰაერო ხომალდის მართვის სტრუქტუ­რაში. ლიტ. 4.

ავტ.

 

13.12.7. საჰაერო ხომალდების მართვის სისტემის ოპ­ტიმალური დინამიკის უზრუნველყოფის კრიტერი­უმის ფორმირების ერთ-ერთი მიდგომა. /. კაპანაძე, . ებანოიძე, . ბრელიძე/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2013. – # 1(8). – გვ. 64-69. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დამუშავებულია საჰაერო ხომალდის მართვის სისტე­მის მდგრადობის მატრიცული კრიტერიუმი, მატრიცის ნორმების მიხედვით მიღებულია მდგრადობის პირო­ბა. შედეგად შეიძლება აიგოს ალგორითმი, რომელიც უზრუნველყოფს მართვის შეკრული სისტემის ოპტიმა­ლურ დინამიურ თვისებებს. სურ. 1, ლიტ. 4.

 ავტ.

 

13.12.8. საფრენი აპარატების ფრენით გამოწვეული ღრუბლების ელექტრიზაცია. /. აფხაიძე, . მამსირა­შვილი/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2014. – # 1(9). – გვ. 8-13. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომში თვითმფრინავი განიხილება, როგორც ღრუბ­ლის ელექტრული მუხტის გენერატორი. მიღებული მუხტი ხასიათდება რელაქსაციის დროით, რომელიც თვით ღრუბლის არსებობის ხანგრძლივობის თანაზო­მადია. აქედან გამომდინარე, ღრუბლებში ელექტრუ­ლი განმუხტვების თავისებურებათა გათვალისწინე­ბით, შემოთავაზებულია ფენა-ღრუბლებში საჰაერო ხომალდების მოძრაობისას გარკვეული ინტერვალები. სურ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.12.9. ერგატიული სისტემების ეფექტურობის ამაღ­ლება. /. ხოშტარია, . ბარელაძე, . ხოშტარია/. საჰაე­რო ტრანსპორტი. 2014. – # 1(9). – გვ. 14-18. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია ტიპიური ერგატიული ოპერაციებისათვის ანალიტიკური დამოკიდებულებები, მოყვანილია ფო­რმულები, რომლებიც განსაზღვრავენ ოპერაციის და მთელი ალგორითმის უშეცდომო შესრულების ალბა­თობას, და მზადყოფნის კოეფიციენტის მნიშვნელობას. ლიტ. 2.

ავტ.

 

13.12.10. გლობალურ კონკურენტულ გარემოში ავია­კომპანიების მდგრადი განვითარების პარადიგმი. /. ლიტვინენკო, . ნოვაკი/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2014. – # 1(9). – გვ. 34-41. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გაანალიზებულია გლობალური ავიაბაზრის არსებუ­ლი ტენდენციები და ავიაკომპანიების აქტუალური პრობლემები. განსაზღვრულია მათი მდგრადი განვი­თარების ეფექტური საშუალებანი. სურ. 6, ლიტ. 7.

ავტ.

 

13.12.11. ავიაგადამზიდველების კონკურენტუნარია­ნობის ამაღლებაზე მოქმედი მაკრო და მიკრო ფაქტო­რები. /. სუხიტაშვილი, . დუმბაძე, . სუხიტაშვილი, . დავითაძე/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2014. – # 1(9). – გვ. 42-53. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღნიშნულია, რომ მსოფლიო გლობალური ეკონომიკუ­რი კრიზისისა და გამწვავებული კონკურენციის პირო­ბებში ავიაგადამზიდველები სულ უფრო მეტ ყურად­ღებას უთმობენ დანახარჯების შემცირებასა და მგზავ­რების მომსახურების ხარისხის ამაღლებას, რითაც უზ­რუნველყოფენ მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფი­ლებას გადაადგილებაზე. ამიტომ თანამედროვე პირო­ბებში უპრიანია, რომ ავიაკომპანიებმა გაითვალისწი­ნონ ოპტიმალური თანაფარდობატარიფი-ხარისხი“. ასეთ შემთხვევაში, მისაღებ ფასთან ერთად, გადამზი­დველი მომხმარებლებს შესთავაზებს ხარისხიან მომსა­ხურებას, რაც კომპლექსში ავიაბაზარზე მის კონკურენ­ტუნარიანობას აამაღლებს. ლიტ. 6.

ავტ.

 

13.12.12. სატრანსპორტო ზეთების ტექნოლოგიით და­სამზადებელი დანადგარის თბოფიზიკური პარამეტ­რების განსაზღვრის ლოჯისტიკური მოდელის დამუ­შავება. /. იოსებიძე, . ჩხეიძე, . გელაშვილი, . კიღურაძე, . ხუციშვილი, . აბრამიშვილი, . ზურა­ბიშვილი/. GEN. – 2013. – # 4. – გვ. 40-44. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

სატრანსპორტო სუსპენზიური ზეთების ნანოტექნო­ლოგიით დამზადებისა და ნამუშევარი ზეთების რეგე­ნერირების დროს გამოყენებულ ამაორთქლებელ-ჰო­მოგენიზატორებში მიმდინარე რთული თბური პროცე­სების დახასიათებისათვის დამუშავებულია სითბოგა­დაცემის კოეფიციენტების გაანგარიშების ორიგინალუ­რი თეორიული მოდელი. იგი ითვალისწინებს საზეთე ნარევის გაცხელებისა და მასში შემავალი არასასურვე­ლი თხევადი კომპონენტების გამოორთქვლის, ასევე თბოგადაცემის პროცესების თავისებურებებს, რაც გა­ნაპირობებს გაანგარიშებათა სიზუსტის ამაღლებას. ცხრ. 2, სურ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.12.13. ავტომობილების ხახუნის კვანძების ხანგამძ­ლეობის ამაღლება ზედაპირული გრიფიტ-ალმასური სტრუქტურების ვიბროსტიმულირებით. /. იოსებიძე, . ჩხეიძე, . კუპატაძე, . ქუთელია, . აბრამიშვილი, . მღებრიშვილი/. GEN. – 2013. – # 4. – გვ. 45-47. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია კვლევის შედეგები, რომლის თანახმად ახალი ტიპის ამორფულ ნანოდისპერსულ ნახშირბა­დიანი (IDC) ზეთით შეზეთილ ხახუნის კვანძზე ვიბ­როზემოქმედებით უკანასკნელის პიტონმედეგობა მნი­შვნელოვნად მაღლდება, რამდენადაც ადგილი აქვს ალმასის ნანონაწილაკების შემცველი ზედაპირული აფსკის ტრიბოსინთეზის ინტენსიურობის გაზრდას. ცხრ. 1, სურ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.12.14. საავტომობილო ზეთებზე ახალი ტიპის მისა­რთის დამატებით ტრანსმისიის აგრეგატების ხანგამძ­ლეობის ამაღლების შესაძლებლობის გამოკვლევა. /. იოსებიძე, . პადგურსკასი, . კუპატაძე, . აფაქიძე, . აბრამიშვილი, . ზურაბიშვილი, . ხვედელიძე/. GEN. – 2013. – # 4. – გვ. 48-51. – რუს., რეზ.: ინგლ.

მოცემულია ახალი ტიპის დანამატის (რდნ) გავლენის გამოკვლევის შედეგები ზეთის ისეთ მაჩვენებლებზე, რომლებიც განაპირობებენ საავტომობილო ტრანსმისი­ის აგრეგატების ხანგამძლეობას. მიღებული მონაცემე­ბის თანახმად, მოცემული ტიპის დანამატი უზრუნვე­ლყოფს სატრანსმისიო ზეთების ცვეთა-, აგლეჯა- და პიტინგსაწინაღი თვისებების მნიშვნელოვან ამაღლე­ბას, რითაც ასეთი ზეთები აღემატება ცნობილ სასაქონ­ლო სატრანსმისიო ზეთებს. ცხრ. 6, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.12.15. ლოჯისტიკური სისტემის: „საავტომობილო აირდიზელის ეკოლოგიურობა ბუნებრივი შეკუმშუ­ლი აირის თვისებებიმოდელის დამუშავება. /. იოსე­ბიძე, . ჟულიანი, . ალადაშვილი, . გელაშვილი, . აბრამიშვილი, . ზურაბიშვილი/. GEN. – 2013. – # 4. – გვ. 52-57. – ქართ., რეზ.: ინგლ.

ჩატარებული კვლევების შედეგების ანალიზის საფუძ­ველზე, დამყარებულია კონცეფტუალური დამოკიდე­ბულებები საავტომობილო აირდიზელის ეკოლოგიურ მაჩვენებლებსა და შეკუმშული ბუნებრივი აირის თვი­სობრივ მახასიათებლებს შორის. დამუშავებულია აღ­ნიშნულ დამოკიდებულებათა სისტემურად ამსახველი ლოგისტიკური მოდელი, რაც აირდიზელის ეკოლოგი­ურობის ამაღლების ოპტიმალურ ღონისძიებათა დამუ­შავების საშუალებას იძლევა. ცხრ. 2, სურ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

 


13. მედიცინა. ჯანდაცვა

 

13.13.1. კბილის მაგარ ქსოვილებში ქიმიურ ელემენტ­თა შემადგენლობის და გარემო პირობების ურთიერთ­კავშირი. /. სულაძე, . შიშნიაშვილი, . მარგველაშვი­ლი, . კობახიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 1(226). – გვ. 7-11. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღნიშნულია კბილის მინანქარში და დენტინში სხვა­დასხვა ქიმიური ელემენტის რაოდენობის განსაზღვ­რის მნიშვნელობა. კბილის მინერალიზებულ ქსოვი­ლებში ესენციური (Ca, Zn, Mn, Fe), პირობითად ესენ­ციური (Rb, Ni, Sr) და ტოქსიკური (Pb, Hg) მიკროელე­მენტების განსაზღვრისათვის, კბილის ელემენტურ შე­მადგენლობასა და ადამიანის ზოგად და სტომატოლო­გიურ ჯანმრთელობას შორის დამოკიდებულების გა­მოსავლენად გამოკვლეულია 3-4 წლის ასაკის 29 ბავ­შვი, რომლებსაც ჩაუტარდა კბილის მაგარ ქსოვილთა ანალიზი ზემოაღნიშნული ქიმიური ელემენტების შემ­ცველობაზე. ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ ეკოლ­ოგიურად შედარებით ხელსაყრელ პირობებში, კბილის მაგარ ქსოვილებში ესენციური და პირობითად ესენცი­ური ქიმიური ელემენტების შემცველობა მერყეობდა ნორმის ფარგლებში, ხოლო ტოქსიკური ელემენტები მცირედ აჭარბებდა დასაშვები ნორმის ფარგლებს, რაც ძირეულად განსხვავდება იმ ბავშვთა მონაცემებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ ეკოლოგიურად დაბინძურე­ბულ რაიონებში. კერძოდ, ესენციურ ელემენტთა მო­ნაცემები იყო ნორმაზე დაბალი, ხოლო ტოქსიკურისაგრძნობლად მომატებული: ვერცხლისწყალი – 12,5%-ით, ტყვია 44,5%-ით, რაც მნიშვნელოვნად აისახება სტომატოლოგიურ ჯანმრთელობაზე, რაზეც მოწმობს აღნიშნულ კონტიგენტში კარიესის დეკომპენსირებუ­ლი ფორმის არსებობა. ამრიგად, ბავშვთა ზოგადი და სტომატოლოგიური ჯანმრთელობა დამოკიდებულია კბილის მინერალური ქსოვილების მაკრო- და მიკრო­ელემენტთა ბალანსზე. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.2. ვერცხლისწყლის ინტრავენური ინიექციის კლინიკური შემთხვევა. /. კობიძე, . ურუშაძე, . ეფენდიევი, . ნემსაძე, . ლოლაძე/. საქართველოს სა­მე­დიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 1(226). – გვ. 11-16. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღწერილია ლითონური ვერცხლისწყლის ინტრავენუ­რად განზრახ ინიექციის შემთხვევა. 22 წლის მამაკაცი, ანამნეზში ეთილენ-გლიკოლით სუიციდური მოწამვ­ლის ეპიზოდით, იდაყვის ვენაში სხვადასხვა თერმო­მეტრიდან მოგროვილი ლითონური ვერცხლისწყლის უცნობი რაოდენობის ინტრავენურად განზრახ ინიექ­ციიდან ოთხი თვის შემდეგ ჰოსპიტალიზებულ იქნა . ყიფშიძის სახ. ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინი­კაში, თბილისში. ორთვიანი უსიმპტომო პერიოდის შე­მდეგ პაციენტი აღნიშნავდა ტკივილს და კანკალს კი­დურებში, ადვილად დაღლილობას და გამონაყარს კან­ზე. ჩატარებულმა გულმკერდის და მუცლის ღრუს კო­მპიუტერულმა ტომოგრაფიამ დაადასტურა ორივე ფი­ლტვში, ღვიძლსა და მარჯვენა თირკმელში ლითონუ­რი სიმკვრივის რამდენიმე მცირე ზომის დაჩრდილვის არსებობა. გამოკვლევისა და პროცედურების შემდეგ დამატებითი კონსულტაციისა და ქელატოთერაპიისა­თვის პაციენტი გაგზავნილ იქნა ბაქოში, ტოქსიკოლო­გიურ ცენტრში. მიუხედავად ვერცხლისწყლით ინტოქ­სიკაციით გამოწვეული მომატებული აღზნებადობის სიმპტომის და ტრემორის, მუხლის სახსრის ართრალ­გიის და ქვედა კიდურებში სისუსტისა, დამატებითმა გამოკვლევებმა მოწამვლის ფილტვისმიერი კლინიკუ­რი გამოვლინებები და ბიოქიმიური გადახრები ღვიძ­ლის და თირკმლების ფუნქციაში არ დაადგინა. პაცი­ენტს დაეწყო ანტიდოტური ქელატოთერაპია უნითიო­ლის ინტრამუსკულური შეყვანით, დოზით 20 მგ/კგ/ დღე-ღამეში. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ სისხ­ლში ვერცხლისწყლის შემცველობამ თანდათანობით დაიწყო კლება და შეადგინა 105 მკგ/, ნაცვლად 134 მკგ/-ისა. ვინაიდან ქელატოთერაპია იძლევა ორგანი­ზმიდან დღე-ღამეში დაახლოებით მხოლოდ 1 მგ ვერ­ცხლისწყლის გამოდევნის შესაძლებლობას, პაციენტს მიეცა მეთვალყურეობის ქვეშ უნითიოლის ხანგრძლი­ვად გამოყენების რეკომენდაცია. აღწერილი შემთხვევა ადასტურებს ლითონური ვერცხლისწყლის ნაკლებ ტოქსიკურობას ინტრავენურად შეყვანის შემთხვევაში. ამრიგად, ლითონური ვერცხლისწყლის ინტრავენუ­რად შეყვანით გამოწვეული ინტოქსიკაციის კლინიკუ­რი გამოვლინება, მიუხედავად სისხლში ვერცხლის­წყლის შემცველობის მნიშვნელოვანი მომატებისა, შე­საძლოა გახანგრძლივებულ იქნეს დროში. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.3. J წერტილის ელევაციის დონის პროგნოზული მნიშვნელობა პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის განვი­თარებისათვის. /. მათოშვილი, . პეტრიაშვილი, . არჩვაძე, . აზალაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახ­ლენი (GMN). – 2014. – #1(226). – გვ. 7-11. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა J წერტილის ელევაცი­ის დონის პროგნოზული ღირებულების განსაზღვრა პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის განვითარებისათვის. შეფასების კრიტერიუმად შერჩეულ იქნა პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის დღე-ღამური რაოდენობა. კვლევი­სთვის შერჩეული პაციენტები J წერტილის ელევაციის დონის მიხედვით დაიყო ორ ჯგუფად: პირველ ჯგუფ­ში (J წერტილის ელევაცია ≥0,15 mV) გაერთიანდა 12 პაციენტი, მეორე ჯგუფში (J წერტილის ელევაცია <0,15 mV) - 24 პაციენტი. გამორიცხვის კრიტერიუმები იყო გულის იშემიური დაავადება, გულის სტრუქტურული პათოლოგია, თანდაყოლილი არითმოგენული სინდრ­ომები და უეცარი სიკვდილის ოჯახური ანამნეზი. და­კვირვება პაციენტებზე ხორციელდებოდა ჰოლტერის 24-საათიანი მონიტორინგის მეშვეობით. პაციენტთა პირველ ჯგუფში პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის ჯამური რაოდენობა შეადგენდა 27 432, საშუალოდ ერთ პაციენტზე გაანგარიშებით – 2286; მეორე ჯგუფში პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის ჯამური რაოდენობა იყო 31 896, საშუალოდ ერთ პაციენტზე გაანგარიშებით – 1329, შესაბამისად, პირველ ჯგუფში პარკუჭოვანი ექ­სტრასისტოლების რაოდენობა 1,72-ჯერ (72%-ით) აღემატება მეორე ჯგუფის შესაბამის მონაცემებს. J წერ­ტილის ელევაცია ≥0,15 mV-ის ფარგლებში კორელი­რებს პარკუჭოვანი ექსტრასისტოლების რაოდენობის მატებასთან. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.4. ემოციური სტრესისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა ურთიერთკავშირი. /მახავირ სენანი, . პეტროსიანი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – #1(226). – გვ. 7-11. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ურთიერთკავშირის გამოვლენა ემოციურ სტრესსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა შორის. გამოკვლეულია 346 ინდოელი (260 მამაკაცი, 86 ქალი) 41-54 წლის ასაკში, რომლებიც დასაქმებული იყვნენ სამოქალაქო სფეროში. დაკვირვე­ბის ქვეშ მყოფ პირებს ჩაუტარდა დატვირთვის სტრეს-ტესტი - ველოერგომეტრია, განისაზღვრა პულსის სიხ­შირე მოსვენების მდგომარეობაში და დატვირთვიდან 5 წუთის შემდეგ, ასევე, ჩატარდა შესაბამისი ლაბორა­ტორიული გამოკვლევები; კვლევის ყველა მონაწილე­ზე შევსებული იყო სპეციალური ბარათები კლინიკუ­რი და დემოგრაფიული მონაცემებით. კვლევის შედე­გების ანალიზმა გამოავლინა, რომ უეცარი სიკვდილის რისკი კვლევის მონაწილეთა შორის იყო საკმაოდ მაღა­ლი. მათი გულის რიტმი რეაგირებდა საშუალო დონე­ზე უფრო დაბალ ემოციურ სტრესზე, მაქსიმალური დატვირთვის დროს კი რჩებოდა ნორმის ზედა ზღვა­რის ქვევით. დადგენილია, რომ ავტონომიური დისბა­ლანსი, გამოვლენილი სტრეს-ტესტების მეშვეობით, მიანიშნებს არითმიის განვითარების მაღალ რისკს. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.5. დისლიპიდემიის კორექცია ღვიძლის კომორ­ბიდული პათოლოგიით ავადმყოფებში. /. დერბაკი, . ბოლდიჟარი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – #1(226). – გვ. 25-31. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია ქრონიკული C ჰეპატიტით და თანდა­რთული შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით 118 ავადმყო­ფის მკურნალობის შედეგები სიმსუქნის, დისლიპიდე­მიის და ღვიძლის სტეატოზის გათვალისწინებით. შეს­წავლილია თერაპიის სხვადასხვა სქემის ეფექტურობა. გამოვლინდა, რომ ადემეტიონინის და ურსოდეზოქსი­ჰოლის მჟავას გამოყენება ქრონიკული C ჰეპატიტის და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით ერთდროულად დაავა­დებულ პირებში, რომლებსაც უტარდებოდა სტანდარ­ტული ვირუსსაწინააღმდეგო თერაპია, სარწმუნოდ დადებითად მოქმედებს დისლიპიდემიის დონეზე. ლიპიდური პროფილის მაჩვენებლების ნორმალიზება ვირუსსაწინააღმდეგო თერაპიის სრულყოფილი კურ­სის ჩატარების საშუალებას იძლევა, რაც უზრუნველ­ყოფს დაავადების რეციდივების შემცირებას. ქრონიკუ­ლი C ჰეპატიტის კომპლექსურ მკურნალობაში ადემე­ტიონინის და ურსოდეზოქსიჰოლის მჟავას ერთდრო­უ­ლი გამოყენება ამცირებს ვირუსსაწინააღმდეგო თერა­პიის გვერდით ეფექტებს. ყოველივე ზემოაღნიშნული­დან გამომდინარე, ამ ავადმყოფების მეტაბოლური თე­რაპია შეიძლება რეკომენდებულ იქნეს როგორც სტან­დარტული ვირუსსაწინააღმდეგო თერაპიის ჩატარების დროს, ასევე, მის მიმართ უკუჩვენებების შემთხვევა­შიც. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.6. ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერან­ტობა გულის იშემიური დაავადების მქონე ავადმყო­ფებში კორონარული არტერიების სტენტირების შემ­დეგ. /. ცელუიკო, . კრეინდელი, . ვაშაკიძე/. საქარ­თველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – #1(226). – გვ. 31-36. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა კორონარული არტე­რიების სტენტირების გავლენის შეფასება ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობაზე ინვაზიიდან უახლოეს პერიოდში (4-8 კვირა) და 12-15 თვის შემდეგ. შეფასებულ იქნა გულის იშემიური დაავადების დიაგ­ნოზის მქონე 90 ავადმყოფის მონაცემები, რომელთაც ჩაუტარდა კორონარული არტერიების სტენტირება. პაციენტების კლინიკური გამოკვლევები მოიცავდა ზოგადი მდგომარეობის და სტენოკარდიის ეპიზოდე­ბის სიხშირის შეფასებას, ასევე კარდიოექოსკოპიას, ეკგ 12 სტანდარტულ განხრაში (მოსვენების მდგომარეობა­ში) და ველოერგომეტრიას. კვლევის შედეგების მიხედ­ვით აღინიშნა ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლე­რანტობის სარწმუნო ზრდა: დატვირთვის ზღვრული სიმძლავრე საწყის მაჩვენებლებთან შედარებით უშუა­ლოდ პოსტინვაზიურ პერიოდში გაიზარდა 63%-ით, 12-15 თვის დაკვირვების შემდეგ - 58%-ით. დატვირთ­ვის ტესტის ხანგრძლივობა სტენტირების შემდეგ გაიზარდა დაახლოებით, 2-ჯერ, გარდა ამისა, სარწმუ­ნოდ შემცირდა იმ პაციენტთა ხვედრითი წილი, რომე­ლთა დატვირთვის ტესტის შედეგი დადებითად იყო შეფასებული. ამრიგად, კორონარული არტერიების სტენტირება ინვაზიიდან 4-8 კვირაში სარწმუნოდ ზრდის ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერან­ტობას. სტენტირების შემდგომ პერიოდში ჩატარებუ­ლი ველოერგომეტრიის მონაცემების მიხედვით დად­გენილ იქნა ფაქტორები, რომლებიც ასოცირდება ფი­ზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობის არა­საკმარის ზრდასთან: მდედრობითი სქესი, შაქრიანი დიაბეტი; სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებება დამატებით განსაზღვრავს ფიზიკური დატვირთვის ზღურბლის მომატებას. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.7. ოკულტური C ჰეპატიტი აივ-ინფიცირებულ პაციენტებს შორის საქართველოში. /. გაწერელია, . შარვაძე, . ქარჩავა, . დოლმაზაშვილი, . ცერცვაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – #1(226). – გვ. 37-41. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

პილოტურ კვლევაში ანალიზისათვის შეირჩა აივ-ით ინფიცირებული პაციენტების სამი ჯგუფი: I ჯგუფი - აივ-ით ინფიცირებული პაციენტები ღვიძლის დაავა­დებების გარეშე (n =98), II ჯგუფიუცნობი ეტიოლო­გიის ღვიძლის დაავადებების მქონე აივ-ინფიცირებუ­ლი პირები (n =34), III ჯგუფი – HIV/HBV კო-ინფიცი­რებული პაციენტები (n=29). HCV რნმ გამოკვლეულ იქნა პერიფერული სისხლის მონონუკლეარების (PBMCs) ნიმუშებში რეალური დროის პოლიმერაზუ­ლი ჯაჭვური რეაქციის მეთოდით. HCV გენოტიპები განისაზღვრა შებრუნებითი ჰიბრიდიზაციის მეთო­დით. ღვიძლის ფიბროზის ხარისხი შეფასდა ელასტო­გრაფიის საშუალებით (Fibroscan ®). PBMCs ნიმუშებში HCV რნმ გამოვლინდა I ჯგუფში 2 (2%) შემთხვევაში, II ჯგუფში - 4 (12%) და III ჯგუფში - 9 (31%) შემთხვევაში. გამოვლენილი 15 OI-დან HV გენოტიპი განისაზღვრა 14 პაციენტში, C ჰეპატიტის გენოტიპების შემდეგი გა­ნაწილებით: 6 (46%) – 1, 3 (23%) – 2/2 და 5 (38%) – 3. კვლევამ აჩვენა აივ-ით ინფიცირებულ პაციენტებში ოკულტური HCV ინფექციის არსებობა. კვლევაში არც ერთი HCV გენოტიპი არ იყო უპირატესი. ღვიძლის ფი­ბროზი უფრო ხშირი და უფრო მაღალი ხარისხის იყო OSI პაციენტებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გამოუვ­ლენელმა ოკულტურმა C ჰეპატიტმა შეიძლება გამოიწ­ვიოს ღვიძლის დაზიანება. ამრიგად, აივ-ინფიცირებუ­ლების მხოლოდ HCV ანტისხეულებზე კვლევა არ ასა­ხავს ოკულტური HCV კო-ინფექციის ჭეშმარიტ პრევა­ლენტობას. სტატიის ავტორებს მიაჩნიათ, რომ OCI-ის გამოსავლენად, ღვიძლის ბიოფსიის ხელმიუწვდომ­ლობის შემთხვევაში, PBMCs ნიმუშების კვლევა HCV-რნმ-ზე მეტად ინფორმაციულია. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.8. თრომბოციტების სტრუქტურული ცვლილე­ბების შედარებითი ანალიზი ალცჰაიმერის და პარკინ­სონის დაავადებების დროს. /. სიმონიძე, . სამუშია/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – #1(226). – გვ. 41-46. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილ იქნა სისხლის ფორმიანი ელემენტების სტრუქტურული ცვლილებები ალცჰაიმერის და პარკი­ნსონის დაავადებების დროს. ორივე დაავადების შემთ­ხვევაში გამოვლინდა მსგავსი ცვლილებები: თრომბო­ციტების მრავალფორმიანობა, მათ ზედაპირზე ფსევ­დოპოდიების წარმოქმნა, სხეულის მკვეთრი კონტური­რება, ციტოპლაზმაში გლიკოგენის მარცვლების თავი­სებური გადანაწილება და პერიფერიაზე მათი თავმოყ­რა, გლიკოგენის ამოფრქვევა, ალფა-გრანულების გადა­ნაცვლება კიდისკენ, გრანულების კარგად კონტურირე­ბა და გაჯირჯვება. ხშირია გრანულების ამოფრქვევა სხეულიდან (ეგოციტოზი), მატრიქსზე ვაკუოლების არსებობა, გიგანტური ფორმის თრობოციტების რიცხ­ვის ზრდა და, შესაბამისად, მათი აბსორბირების უნა­რის მნიშვნელოვანი მომატება, დეგენირებული უჯრე­დების რაოდენობის ზრდა. ელექტრონოგრამებზე კარ­გად ვლინდება ღია არხების სისტემა, მკვრივი ტუბერა­ლური ბადე, დაშლილი გიგანტური თრომბოციტები. თრომბოციტების ფორმა ხშირად შეცვლილიაცალმხ­რივ გაწელილი; წარმოქმნილი პსევდოპოდიები ქმნის ფაგოციტოზში მონაწილეობის შთაბეჭდილებას. ალც­ჰაიმერის დაავადებისაგან განსხვავებით პარკინსონის დაავადების დროს ვლინდება დაშლილი და გიგანტუ­რი თრომბოციტების ნაკლები რაოდენობა, პლაზმური მემბრანა ნაკლებადაა ინვაგინირებული, გრანულების შედარებით მცირე რაოდენობაა და ალფა-გრანულები ნაკლები ინტენსივობით ამოიფრქვევა სხეულიდან. კვლევის შედეგად გამოვლენილი ცვლილებები დაკავ­შირებული უნდა იყოს გარკვეული აგენტის მიმართ ორგანიზმის დაცვით ფუნქციების აქტივაციასთან, ხო­ლო პროცესები, სავარაუდოდ, მსგავსი, თუმცა სხვადა­სხვაგვარი პათოგენური მექანიზმის არასპეციფიკური ანტიგენის მოქმედებით ვითარდება. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.9. რეკომბინანტური ერითროპოეტინის ეფექტუ­რობის შეფასება H- ჰემოგლობინოპათიით ავადმყოფე­ბის მკურნალობაში. /. გასანოვა, . ასადოვი, . ალიმი­რზოევა, . მამედოვა, . შირინოვა/. საქართველოს სა­მედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – #1(226). – გვ. 46-49. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა რეკომბინანტური ერი­თროპოეტინის (რეპო) გამოყენების ეფექტურობის შე­ფასება H= ჰემოგლობინოპათიის კომპლექსურ თერაპი­აში. კვლევაში მონაწილეობდა 14 პაციენტი, დაავადე­ბული H- ჰემოგლობინოპათიით (2 მამაკაცი და 12 ქა­ლი), რომლებსაც უტარდებოდა სისხლის არარეგულა­რული გადასხმები. საკონტროლო ჯგუფი შედგებოდა 30 ჯანმრთელი პირისგან. რეპო შეჰყავდათ ავადმყოფე­ბისათვის 10 000 სე დოზით 3-ჯერ კვირაში 6 კვირის განმავლობაში. ჰემოგლობინის დონის საშუალო მაჩვე­ნებელი მკურნალობამდე შეადგენდა 62 /, რეპო-თი მკურნალობაზე ავადმყოფების პასუხი მერყეობდა 9-70 / ფარგლებში. 9 (64%) ავადმყოფს აღენიშნებოდა კარგი პასუხი რეპო-ზეჰემოგლობინის მაჩვენებლის მატება 2 /-ით. 4 (29%) ავადმყოფს ჰქონდა საშუალო პასუხი – 10-20 /; მხოლოდ 1 (7%) ავადმყოფს აღენი­შნა ცუდი პასუხი რეპო-თი მკურნალობაზე. ერითრო­ციტული ინდექსის, შრატისმიერი რკინის, შრატისმი­ერი ფერიტინის და ჰემოგლობინის ფრაქციების მაჩვე­ნებლების ცვლილებები იყო უმნიშვნელო და სტატის­ტიკურად არასარწმუნო. ჩატარებული კვლევის შედე­გების მიხედვით გამოტანილია დასკვნა, რომ H- ჰემო­გლობინოპათიით ავადმყოფების კომპლექსურ მკურნა­ლობაში რეპო- ჩართვა უზრუნველყოფს ჰემოგლობი­ნის დონის მაჩვენებლის ზრდას და ამცირებს ჰემოტრა­ნსფუზიის გამოყენების აუცილებლობას. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.10. ტატუირება: დიაგნოსტიკური და სემიოტუ­რი მნიშვნელობის ურთიერთკავშირი. /. რომანიუკ, . ტაცენკო, . სმეიანოვი, . მოვჩანი, . მოსკალენკო/. სა­ქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – #1(226). – გვ. 50-54. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანია პაციენტების სხეულებზე ტატუირე­ბის მნიშვნელობის, როგორც სამედიცინო კომუნიკა­ციის ნიშნეულ-სიმბოლური ასპექტის, დიაგნოსტიკუ­რი შეფასება. ტატუირება კლასიფიცირდება სამი ტი­პით: ტატუირება-გამოსახულება, ტატუირება ნიშნები და პირობითი ტატუირება (ტატუირება სიმბოლოები). პირობითი ტატუირება არის სამედიცინო დისკურსის სიმბოლიკის ყველაზე მეტი ინფორმაციის მატარებელი კომპონენტი დიაგნოსტიკური ფასეულობის და პაციენ­ტის ფსიქოლოგიური ტიპის დადგენის თვალსაზრი­სით. გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ყველა­ზე დიდ ფასეულობას წარმოადგენს კრიმინალური ტატუირება თავისი სტრუქტურირებული ფორმით და მკაფიო კავშირით ზოგიერთ დაავადებასთან (ტუბე­რკულოზი, ღვიძლის ციროზი), აგრეთვე, ტატუირება, რომელიც უკავშირდება ნარკოტიკული და ალკოჰო­ლური ნივთიერების მოხმარებას; მათ მფლობელთა­თვის დამახასიათებელია ვირუსული ჰეპატიტი და ოსტეომიელიტი. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.11. თეთრი ვირთაგვების ანტიოქსიდანტური სისტემის აქტივობა ქრონიკული სტრესის პირობებში. /. ქუჩუკაშვილი, . ჭიპაშვილი, . ლეკიაშვილი, . მიქაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – #1(226). – გვ. 54-59. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია ხანგრძლივი, 30-დღიანი იზოლირებისა და ცირკადული რიტმის დარღვევით გამოწვეული სტრესის გავლენა ვირთაგვის თავის ტვინის და გულის კუნთის უჯრედებსა და ლიმფოციტებში მიმდინარე ზეჟანგური ჟანგვის პროცესის ინტენსივობასა და ენერ­გეტიკულ მეტაბოლიზმზე. მიღებული მონაცემები მი­უთითებს, რომ ხანგრძლივი, ქრონიკული სტრესის შე­დეგად უჯრედებში აღინიშნება ლიპიდების ზეჟანგუ­რი ჟანგვის პროცესების ინტენსიფიკაცია, რომელიც მი­მდინარეობს აზოტის ოქსიდის რაოდენობრივი ცვლი­ლებების პარალელურად. ლიპიდების ზეჟანგური ჟან­გვის ინტენსივობის გაზრდაზე მეტყველებს ამ პროცე­სის პროდუქტების რაოდენობრივი ზრდაც. პარალე­ლურად, შეინიშნება ანტიოქსიდანტური ფერმენტების, კერძოდ, სუპერ-ოქსიდდისმუტაზას, კატალაზას, გლუ­ტათიონპერ-ოქსიდაზას და გლუტათიონრედუქტაზას, ასევე, მიტოქონდრიულ, ენერგეტიკულ მეტაბოლიზმ­ში მონაწილე ფერმენტების (სუქცინატდეჰიდროგენა­ზა, კრეატინკინაზა და აკონიტაზა) აქტივობის დაქვეი­თება. ნაჩვენებია, რომ ცხოველების ხანგრძლივი იზო­ლაცია და ბუნებრივი დღე-ღამური რიტმის დარღვევა წარმოადგენს ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აქვეითებს, როგორც უჯრედის, ასევე მთლიანი ორგა­ნიზმის ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს და ზრდის ოქსი­დაციური სტრესის ინტენსივობას. მიღებული მონაცე­მებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ აღნიშნულმა სტრესორულმა ფაქტორებმა შესაძლებელია გამოიწვი­ოს შეუქცევადი პროცესები, რაც საბოლოოდ აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვული, ასევე, ორგანიზმის იმუნური სისტემის პათოლოგიის ჩამოყალიბებაზე. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

13.13.12. ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტო­რის ექსპრესია და ეპიდერმული ზრდის ფაქტორის შემცველობა სისხლის შრატში ენდომეტრიუმის მარ­ტივი და კომპლექსური ჰიპერპლაზიის დროს. /. ძნე­ლაშვილი, . კასრაძე, . თავართქილაძე, . მარიამიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – #1(226). – გვ. 59-65. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ენდომეტრიუმში ეპი­დერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (Epidermal Growth Factor Receptor, EGFR) ექსპრესიის პროგნოზული მნიშვნელობის და, ამავდროულად, ეპიდერმული ზრ­დის ფაქტორის (Epidermal Growth Factor, EGF) შემცვე­ლობის განსაზღვრა სისხლში ენდომეტრიუმის მარტი­ვი და კომპლექსური ჰიპერპლაზიის დროს. EGFR-ის ექსპრესიის გამოსავლენად 35 პაციენტში ჩატარდა საშ­ვილოსნოს გამონაფხეკის იმუნოჰისტოქიმიური კვლე­ვა, ასევე, წარმოებულ იქნა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიასისხლის შრატში EGF-ის შემცველო­ბის დასადგენად. მიღებული მონაცემები დამუშავდა სტატისტიკურად კომპიუტერული პროგრამის SPSS-12-ის გამოყენებით. მიღებული შედეგების მიხედვით: 1. EGF-ის პლაზმური დონის მნიშვნელოვანი მატება და, ამასთან, ენდომეტრიუმში EGFR-ის მკვეთრი ექსპ­რესია მარტივი ჰიპერპლაზიის (ატიპიის გარეშე) დროს, სავარაუდოდ, მანიშნებელია იმისა, რომ ჰიპერ­პლაზიამ შესაძლოა სახე იცვალოს და გახდეს კომპლექ­სური; ხოლო EGF-ის პლაზმური დონის იგივე მაჩვე­ნებლები EGFR-ის სუსტი ექსპრესიის ფონზე მარტივი ჰიპერპლაზიის (ატიპიის გარეშე) შემთხვევაში არცთუ ცუდი პროგნოზის მანიშნებელი უნდა იყოს. 2. EGF-ის პლაზმური დონის ნორმის მაჩვენებელი ენდომეტრი­უმის მარტივი ჰიპერპლაზიის (ატიპიის გარეშე) დროს, თანაც EGFR-ის სუსტი ექსპრესიის შემთხვევაში, კარგი პროგნოზის მანიშნებელია. 3. EGF-ის პლაზმური დო­ნის მკვეთრი თუ უკიდურესად მკვეთრი მატება და, ამასთან, ენდომეტრიუმში EGFR-ის მკვეთრი ექსპრესია კომპლექსური ჰიპერპლაზიის (ატიპიის გარეშე) დროს ცუდი პროგნოზული მაჩვენებელია და, შესაძლოა, მას მოჰყვეს ჰიპერპლაზიის ატიპურ ფორმაში გადასვლა; ხოლო EGF-ის პლაზმური დონის იგივე მაჩვენებლები EGFR-ის სუსტი ექსპრესიის ფონზე კომპლექსური ჰიპ­ერპლაზიის (ატიპიის გარეშე) შემთხვევაში არცთუ ცუ­დი პროგნოზის მანიშნებელი უნდა იყოს. 4. EGF-ის პლაზმური დონის გამოხატული მატება და, ამასთან, ენდომეტრიუმში EGFR-ის მკვეთრი ექსპრესია კომპლ­ექსური ჰიპერპლაზიის (ატიპიის გარეშე) დროს შესაძ­ლოა ცუდი პროგნოზული მაჩვენებელი აღმოჩნდეს. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.13. კანის ქიმიური დამწვრობის მკურნალობი­სათვის ქიტოზანის საფარის გამოყენება ექსპერიმენტ­ში. /. პოგორელოვი, . კალინკევიჩი, . გორტინსკაია, . მოსკალენკო, . ტკაჩენკო/. საქართველოს სამედი­ცინო სიახლენი (GMN). – 2014. – #1(226). – გვ. 65-70. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანი იყო მჟავით გამოწვეული ქიმიური ტრავმის დროს ქიტოზანის მემბრანებით მკურნალო­ბის ეფექტურობის მორფოფუნქციური შეფასება. კვლ­ევა განხორციელდა ახალგაზრდა (3 თვის) ასაკის 60 მამრ თეთრ ლაბორატორიულ ვირთაგვაზე, რომლებ­ზეც მიყენებულ იქნა IIIà ხარისხის ქიმიური დამწვრო­ბა ქიტოზანის მემბრანების გამოყენებით მკურნალო­ბის მიზნით. კანის რეგენერაციის მორფოფუნქციური თავისებურებები შესწავლილია ჭრილობის ბიოპტატე­ბზე ჰისტოლოგიური და მორფომეტრიული მეთოდე­ბით. გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მჟავით გამო­წვეული ტრავმის ზედაპირზე ქიტოზანის აფსკის აპ­ლიკაციებს მოსდევს გრანულაციების განვითარების უფრო ადრეული დაწყება და დამწვრობის ზედაპირის დაჩქარებული ეპითელიზაცია. საინოვაციო ქიტოზა­ნის აფსკის გამოყენების საბოლოო შედეგს წარმოადგე­ნდა ჭრილობის სრული ეპითელიზაცია ქვეშმდებარე ქსოვილების სტრუქტურის შენარჩუნებით ნაწიბურის ფორმირების გარეშე. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.14. პანკრეასის, წვრილი ნაწლავის და ღვიძლის Redox-პოტენციალის მაჩვენებლები და მორფოლოგი­ური თავისებურებანი მიკროიეუნოსტომიის გამოყენე­ბით ადრეული ენტერული კვების პირობებში მოდე­ლირებული მწვავე პანკრეატიტის დროს. /. ხაჭაპური­ძე, . ლეონოვი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – #1(226). – გვ. 71-75. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია მონაცემები მოდელირებული მწვავე პანკრეატიტის დროს მიკროიეუნოსტომის მეშვეობით ადრეული ენტერული კვების პირობებში პანკრეასში, ღვიძლში და წვრილ ნაწლავში ცვლილებათა დინამი­კის შესახებ. ადრეული ენტერული კვება მიკროიეუნო­სტომის გამოყენებით Wistar-ის ხაზის ვირთაგვებში ამცირებს პათოლოგიური პროცესის განვითარებას, რაც დასტურდება მორფოლოგიური ცვლილებებით და Redox-პოტენციალის სიდიდეებით. სურ. 5, ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.15. რეპროდუქციული ჯანმრთელობა საქართვე­ლოში. /. ხომასურიძე/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუა­ლური საკითხები. – 2013. – #2. – გვ. 7-10. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ის სამუშაოები, რომლებიც ჩატარდა სა­ქართველოში რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუ­მჯობესების მიზნით. ჩატარებული ღონისძიებების შე­დეგად 2002 წლისთვის ხელოვნური აბორტების რიცხ­ვი შემცირდა 30.000-მდე (ქვეყნის მოსახლეობა შეად­გენს 4,5 მილიონს და შობადობა 50.000), არალეგალური აბორტები კი პრაქტიკულად მოისპო. მიუხედავად ამი­სა, ყოველწლიური 20.000-30.000 ხელოვნური აბორტი საგრძნობლად მაღალი მაჩვენებელია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. დაახლოებით 25 წლის წინ, საქართველოში კონტრაცეფცია პრაქტი­კულად არ არსებობდა და ხელოვნური აბორტი წარმო­ადგენდა შობადობის რეგულირების ერთადერთ გზას. ამჟამად საქართველოში ჩასახვის საწინააღმდეგო საშუ­ალებების გამოყენების მაჩვენებელმა მიაღწია 55%-, რაც კონტრაცეფციის ისტორიაში უსწრაფეს ნახტომს წარმოადგენს. ჟორდანიას ინსტიტუტი იყენებს ყველა ტრადიციულ და მაღალტექნოლოგიურ მეთოდს, დაწ­ყებულს ფუნქციური ტესტებით, დამთავრებულს ინ ვიტრო ხელოვნური განაყოფიერების წარმატებული პროცედურით (2000 წლიდან). ინ ვიტრო ხელოვნური განაყოფიერების შედეგად უკვე დაბადებულია 2000 ბა­ვშვზე მეტი, რომელთაგან ყველაზე უფროსი 12 წლი­საა. სურ. 8, ცხრ. 3, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.13.16. გენდერული მედიცინის საგანმანათლებლო სისტემა გერმანიაში. /. პფლეიდერერი, . ბურგჰაუსი, . კანესი, . ბაულანდი, . ბეკერი, . კინდლერ-რორბო­რნი, . გენუე/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური სა­კითხები. – 2013. – # 2. – გვ. 19-27. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია გენდერული მედიცინის საგანმანათლებ­ლო სისტემის პროექტი, რომელიც შემუშავებულია მი­უნსტერის და დისბურ-ესსენის უნივერსიტეტების (გე­რმანია) სამედიცინო ფაკულტეტების მიერ. პროექტის ფარგლებში წარმოებული გამოკვლევების შედეგად, გამოიკვეთა გენდერული მედიცინის სწავლების სფე­როში არსებული ხარვეზები როგორც სტუდენტებს, ასევე ექიმებსა და მეცნიერებს შორისაც. სწორედ ამი­ტომ, გენდერული მედიცინის სფეროში სხვადასხვა გამოკვლევის ჩასატარებლად მნიშვნელოვანია სამე­დიცინო ექსპერტების საგანმანათლებლო გუნდის არ­სებობა. აუცილებელია, ყველაფერი დავიწყოთ კადრე­ბის მომზადებით, რასაც უზრუნველყოფს მაღალხარი­სხოვანი და დახვეწილი საგანმანათლებლო პროგრამა და სწორად ფორმირებული სკოლები. სამედიცინო ექ­სპერტი უნდა იყოს არა მხოლოდ პროფესიონალი და კომუნიკაბელური ადამიანი, არამედ კარგი მენეჯერიც, მეცნიერიც და ჯანმრთელობის დამცველიც. სამედიცი­ნო ექსპერტს კარგად უნდა ესმოდეს განსხვავება სქესსა და გენდერს შორის, მას უნდა შეეძლოს ნებისმიერი სა­მედიცინო პრობლემის გადაწყვეტა გენდერული მედი­ცინის მოთხოვნების გათვალისწინებით. სტუდენტებმა უნდა შეძლონ კვლევებში გენდერული ასპექტის გათვალისწინება, ანალიზი და მისი დანერგვა სამედი­ცინო პრაქტიკაში. გენდერული ასპექტები უნდა იქცეს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების სასწავლო პროგრამების განუყოფელ ნაწილად. სურ. 7, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.13.17. ფარესტონის გამოყენება ძუძუს კიბოს დროს პოსტმენოპაუზის პერიოდში. /. ზარიძე, . თევზაძე/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. – 2013. – # 2. – გვ. 28-36. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ფარესტონის ეფექტუ­რობის შესწავლა ძუძუს კიბოს III-IV სტადიით დაავა­დებულ ქალთა მკურნალობაში მენოპაუზის პერიოდ­ში. შევისწავლეთ 60-დან 80 წლამდე ასაკის 195 ავად­მყოფი, რომლებიც მკურნალობდნენ საქართველოს ონ­კოლოგიის ეროვნული ცენტრის ქიმიოთერაპიულ გან­ყოფილებაში 2003-2011 წლების განმავლობაში. ავადმ­ყოფები დაყოფილნი იყვნენ 2 კლინიკურ ჯგუფად: I – 97 პაციენტი, რომელთაც უტარდებოდა ჰორმონოთე­რაპია ტამოქსიფენით; II – 98 პაციენტი, რომელთაც უტარდებოდა ჰორმონოთერაპია ფარესტონით. II ჯგუ­ფის 98 პაციენტიდან 50- აღენიშნებოდა დაავადების III სტადია, მათგან 17- უტარდებოდა ჰორმონოთერა­პია ფარესტონით ნეოადიუვანტურ რეჟიმში, ხოლო 33-ადიუვანტურ რეჟიმში. ფარესტონს (ტამოქსიფენზე განვითარებული რეზისტენტობის შემდგომ) იღებდა ძუძუს კიბოს დისიმინირებული ფორმით დაავადებუ­ლი 19 პაციენტი. 29 პაციენტი ფარესტონით მკურნა­ლობდა ძვლების მეტასტაზური დაზიანების გამო. ფა­რესტონის სამკურნალო დოზა იყო 60-120 მგ დღე-ღა­მეში. მკურნალობის შედეგების შეფასებამ გვიჩვენა, რომ ადიუვანტური რეჟიმით ფარესტონის გამოყენები­სას, მკურნალობის VI-VII თვეებზე, ძუძუს კიბოს III - სტადიის მქონე პაციენტებში დაავადება პროგრესირე­ბდა ავადმყოფთა 11%-ში, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენე­ბელი I ჯგუფში შეადგენდა 16%-. კომპლექსური მკუ­რნალობის (პოლიქიმიო-ჰორმონოთერაპია) ნეოადიუ­ვანტური რეჟიმის გამოყენებისას შესაძლებელი გახდა სიმსივნის სრული ან ნაწილობრივი რეგრესიის მიღწე­ვა როგორც პირველად კერაში, ასევე, რეგიონულ მეტა­სტაზურ ლიმფურ კვანძებში. შემდგომ ამ პაციენტებს ჩაუტარდა ოპერაცია და ადიუვანტური ქიმიოთერაპია. მათგან 5 პაციენტს, რომლებიც იყვნენ დაავადების III - სტადიაზე, მეთვალყურეობის III-IV თვეზე განუ­ვითარდათ მეტასტაზები ძვლებში, ხოლო 3- ვისცე­რულ ორგანოებში. დაავადების IV სტადიაზე მყოფ 29 ავადმყოფს, რომელთაც აღენიშნებოდათ ძვლების მე­ტასტაზური დაზიანება, ჩაუტარდა პალიატიური ქი­მიოჰორმოთერაპია + ბისფოფონატები + სხივური თე­რაპია. მიღწეულ იქნა სიმსივნური პროცესის სტაბილი­ზაცია. ტამოქსიფენისათვის დამახასიათებელი გვერ­დითი მოვლენები ფარესტონით მკურნალობისას არ გამოვლენილა. ამგვარად, სავსებით გამართლებულია ფარესტონის გამოყენება ძუძუს კიბოს მკურნალობაში ნეოადიუვანტურ, ადიუვანტურ და პალიატიურ რეჟი­მებში. ცხრ. 4, ლიტ. 15.

ავტ.

 

13.13.18. მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპიის როლი ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკაში. /. მელაძე/. ქალ­თა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. – 2013. – #2. – გვ. 37-42. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანია მაგნიტურ-რეზონანსული სპექტრო­სკოპიის შესაძლებლობების შესწავლა ძუძუს კვანძოვა­ნი წარმონაქმნების დიფერენციული დიაგნოსტიკის­თვის. მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპია ჩაუ­ტარდა კლინიკური, ულტრაბგერითი და რენტგენომა­მოგრაფიული კვლევებით დადასტურებული ძუძუს კვანძოვანი წარმონაქმნების მქონე 73 ქალს. ძუძუს კი­ბოს დიაგნოზი დაესვა 52 პაციენტს (71,3%), ფიბრო­ადენომის დიაგნოზი – 19 (26%)-, ლიპომის კი – 2 (2,7%) ქალბატონს. მაგნიტურ-რეზონანსული სპექტ­როსკოპია ვაწარმოეთ ტომოგრაფით Phillips Achieva 3.0T TX. ჩატარდა ერთვოქსელიანი პროტონული მაგ­ნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპია PRESS თანმიმ­დევრობით, როგორც კონტრასტის შეყვანამდე, ასევე კონტრასტირების შემდეგაც (ვოქსელის ზომა შეადგენ­და 1-3 სმ-). ქოლინის კონცენტრაციის მომატება ავთ­ვისებიან წარმონაქმნებში გამოვლენილ იქნა არაკონტ­რასტული კვლევის 7 და კონტრასტული კვლევის 9 შემთხვევაში. სხვა შემთხვევებში ქოლინის პიკის დად­გენა ვერ მოხერხდა, რაც დაკავშირებული უნდა იყოს ვოქსელის დიდ ზომებთან, რომლებიც ჭარბობს წარ­მონაქმნის ზომებს. ქოლინის დონის მომატება აღინიშ­ნებოდა ფიბროადენომების 2-10,5%-ში როგორც კონტ­რასტის შეყვანამდე ისე მის შემდეგაც. ვოქსელის ზო­მების შემცირებისას აღინიშნებოდა სიგნალი/ხმაურის თანაფარდობის მკვეთრი დაცემა. ძუძუს ქსოვილის არაეთგვაროვნების, მასში წყლის და ლიპიდების მაღა­ლი შემცველობის გამო, სირთულეები იქმნება ამ მეტა­ბოლიტებიდან სიგნალების მიღების დროს. ამიტომ საჭირო ხდება სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით აღნიშნული სიგნალების ინტენსიობის დაქვეითება, რაც ყოველთვის არ არის ეფექტური, ხოლო სპექტრში პიკების ახლო განლაგების გამო ყოველთვის ვერ ხერხ­დება სარწმუნოდ ქოლინის არსებობის დადგენა. კონტ­რასტული და არაკონტრასტული მაგნიტურ-რეზონან­სული სპექტროსკოპიის შედეგების შედარებამ გამოავ­ლინა კონტრასტული მაგნიტურ-რეზონანსული კვლე­ვების უპირატესობა, რაც დაკავშირებულია ვოქსელის უფრო ზუსტ პოზიციონირებასთან. მაგნიტურ-რეზო­ნანსულ სპექტროსკოპიის მეთოდსაც აქვს შეზღუდვე­ბი. როდესაც სიმსივნის ზომა ნაკლებია ვოქსელის ზო­მაზე, ქოლინის სიგნალი ძალიან სუსტია ან საერთოდ არ ვრცელდება, რაც ხელს უშლის ძუძუს სიმსივნის დიაგნოსტიკას. ლიტ. 9.

ავტ.

 

13.13.19. მელატონინის რეცეპტორი (MT1A), უნივერ­სალური აზოტის ოქსიდის სინთაზა (U-NOS) და სარ­ძევე ჯირკვლის კიბო. /. კასრაძე, . თავართქილაძე/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. – 2013. – # 2. – გვ. 43-47. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გამოკვლეული იქნა ძუძუს კიბოთი დაავადებული, 28-დან 53 წლამდე ასაკის 30 ქალი, კლინიკურ-მორფოლო­გიური დიაგნოზით: სადინრის კარცინომა, IV სტადია. შესწავლილ იქნა მელატონინის რეცეპტორის (MT1A) ექსპრესია ძუძუს სიმსივნის უჯრედულ კულტურებზე იმუნოჰისტოქიმიური მეთოდის (რეაგენტ MEL-1A-R Antibody, Catalog Number GTX108221. Genetex) და უნი­ვერსალური აზოტის ოქსიდის სინთაზას (U-NOS) ექს­პრესიის ხარისხი Western Blot მეთოდის (რეაგენტ U-NOS Antibody, Catalog Number GTX73127. Genetex) გამო­ყენებით. კონტროლისთვის აღებულ იქნა ბიოპტატი ჯანმრთელი ქალის დაუზიანებელი ძუძუდან. შედეგე­ბი შესწავლილ იქნა კომპიუტერული პროგრამის SPSS 12-ის გამოყენებით. აღმოჩნდა, რომ MT1A-რეცეპტორის ექსპრესია, ძუძუს სადინროვანი ადენოკარცინომის შემთხვევაში, 37,3-ჯერ (p<0,01), უნივერსალური აზო­ტის სინთაზას (U-NOS) ექსპრესია კი 25,5-ჯერ (p<0,01) შემცირებულია საკონტროლო მაჩვენებელთან შედარე­ბით. აღსანიშნავია, რომ როგორც MT1A რეცეპტორის ექსპრესია, ისე-U-NOS-ის ექსპრესია მით უფრო შემცი­რებულია, რაც უფრო ანაპლაზიურია სიმსივნური უჯ­რედი. ამასთან, უნივერსალური აზოტის ოქსიდის სინ­თაზას (U-NOS) ექსპრესიის შემცირება პირდაპირ კორე­ლაციაში იმყოფება მელატონინის რეცეპტორული ცი­ლის (MT1A) ექსპრესიის შემცირებასთან. ლიტ. 5.

ავტ.

13.13.20. ორსულობის ნაადრევად შეწყვეტის მკურნა­ლობა ლიმფოციტოთერაპიის გამოყენებით. /. რუსა­კოვა/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები. – 2013. – # 2. – გვ. 48-53. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

იმუნური გენეზის ორსულობის ჩვეული შეწყვეტის შე­მთხვევებში ლიმფოციტოიმუნოთერაპიის სამკურნა­ლო ეფექტის შესწავლის მიზნით, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა 18-დან 40 წლის ასაკის 627 ქალბატონი. დაკვირვების პერიოდი შეადგენდა 25 წელს. მიღებუ­ლი კლინიკური შედეგების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ორსულობის ვადამე მიუტანლობის იმ შემთხვევებში, როდესაც მეტ-ნაკლები სიზუსტით შესაძლებელია ვადამდე მიუტანლობის იმუნური მი­ზეზების არსებობის ვარაუდი, გამოყენებული ლიმფო­ციტოთერაპიის მეთოდი შემთხვევათა უმრავლესობა­ში (92%) იძლევა დადებით შედეგს და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც რეპროდუტოლოგიაში, ისე გინეკოლოგიაში. აუცილებელია კვლევის გაგრძელება, რათა განისაზღვროს პაციენტების შერჩევისა და ვაქცი­ნაცია-რევაქცინაციის გამოყენების დრო როგორც ორ­სულობის პერიოდში, ისე ორსულობის შემდეგაც. ლიმ­ფოციტოიმუნოლოგიური მეთოდის გამოყენება სასურ­ველია სხვა რეპროდუქციულ ტექნოლოგიებთან ერთა­დაც, დამხმარე მეთოდის სახით, მკურნალობის ეფექ­ტურობის ამაღლების მიზნით. ლიტ. 10.

ავტ.

 

13.13.21. კვებითი აშლილობები. /. შაქარაშვილი, . ჟვანია/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხე­ბი. – 2013. – # 2. – გვ. 54-65. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

აღწერილია კვებითი აშლილობების (კა) სიმპტომები და ფორმები: ნერვული ანორექსია და ნერვული ბული­მია. კა- მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის ზრდის ერთ-ერთი მიზეზია ტრაგიკული შედეგები, რომლებიც შესაძლოა მოჰყვეს ამ პათოლოგიას. კა- სიხშირე მოსახლეობაში განუხრელად იზრდება. ძირითადად ავადდებიან ქალბატონები. კა-თი დაავადებული ქალე­ბის ძირითადი ფსიქოლოგიური ნიშნებია: დაბალი თვითშეფასება, საკუთარ თავზე არასაკმარისი კონტ­როლი, პიროვნული კონფლიქტები, დეპრესია, შიშები, მარტოობის შეგრძნება, საკუთარი გრძნობების და ემო­ციების გამოხატვის სირთულე. ნერვული ანორექსიის­თვის დამახასიათებელია საკვებზე სრულად უარის თქმა ან მისი მნიშვნელოვანი შეზღუდვა, როგორც წო­ნის დაკლების, ასევე მომატების პროფილაქტიკის მიზ­ნით. ბულიმიას ახასიათებს მადის მკვეთრი გაძლიერე­ბა, ჩვეულებრივ, არაკონტროლირებადი შეტევების სა­ხით, რასაც თან მოსდევს ორგანიზმის წმენდის სხვადა­სხვა ფორმა: ხელოვნურად გამოწვეული გულისრევა, ჭარბი რაოდენობით საფაღარათო და შარდმდენი საშუ­ალებების გამოყენება, გამწმენდი ოყნები და არანორმი­რებული ფიზიკური ვარჯიში. ნერვული ანორექსიის და ნერვული ბულიმიის მიზეზები საბოლოოდ დად­გენილი არ არის. განარჩევენ ამ პათოლოგიის ბიოლო­გიურ (გენეტიკური წინასწარგანწყობა), ფსიქოლოგიურ (ოჯახის გავლენა, შინაური კონფლიქტები) და სოცია­ლურ (გარემოს გავლენა) მიზეზებს. კვებითი აშლილო­ბების მკურნალობა რთულია და საჭიროებს პროფესი­ონალურ დახმარებას. უპირველეს ყოვლისა, აუცილე­ბელია პაციენტის ნორმალური წონის აღდგენა და კა- გამომწვევი ფსიქოლოგიური დარღვევების მკურნალო­ბა (აზრების შეცვლა და ქცევის კორექცია). ასევე, უდი­დესი მნიშვნელობა ენიჭება კა- მოსალოდნელი რეცი­დივების პრევენციას. ცხრ. 1, ლიტ. 40.

ავტ.

 

13.13.22. სტერნალური ტკივილი ქალებშივიზუა­ლიზაციის მეთოდების ზეგავლენა დაავადების მარ­თვაზე. /. ვახტანგაძე/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუ­ალური საკითხები. – 2013. – #2. – გვ. 66-73. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია გამოსახულებითი ტექნოლოგიების რო­ლი გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკასა და შემდგომი მკურნალობის სტრატეგიის შემუშავებაში. მიოკარდიუმის SPECT უზრუნველყოფს ინფორმაციის მოწოდებას მიოკარდიუმის პერფუზიის შესახებ მაშინ, როცა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია იძლევა მონაცემებს კორონარების ანატომიის, ათერო­სკლეროზული ფოლაქების სტრუქტურის შესახებ, გა­ნასხვავებს რბილ და კალციფიცირებულ დაზიანებებს. აღწერილია შემთხვევა, რომელშიც გამოვლენილია სხვადასხვა მეთოდის შესაძლებლობები ავადმყოფის გამოკვლევისას, რომელსაც აღენიშნებოდა ტკივილის ეპიზოდები გულის არეში. სახეზეა თვალსაჩინო პასუ­ხი დიპირიდამოლზე და ეკგ ცვლილებები, რომლებიც ვერ კორელირებენ რეპერფუზიის მონაცემებთან. სურ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

13.13.23. შეუსაბამო სინუსური ტაქიკარდია. /. ავა­ლიანი, . ბალავაძე, . ჭიაბრიშვილი/. ქალთა ჯანმრ­თელობის აქტუალური საკითხები. – 2013. – #2. – გვ. 74-79. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია შეუსაბამო სინუსური ტაქიკარდია, რო­მელიც ხასიათდება მოსვენებულ მდგომარეობაში გუ­ლის ცემის სიხშირის მდგრადი ზრდით (100-ზე მეტი 1 წუთში) და არ არის დაკავშირებული, ან ხარისხობრი­ვად არ შეესაბამება ფიზიკურ, ემოციურ, პათოლოგიურ ან ფარმაკოლოგიურ სტრესს. მისი განვითარების ძირი­თადი მექანიზმებია: სინუსური კვანძის მომატებული ავტომატიზმი, სინუსური კვანძის ავტონომიური რე­გულაციის დარღვევა სიმპათიკური ტონუსის სიჭარ­ბით და პარასიმპათიკური ტონუსის შემცირებით, დი­ზავტონომია, აუტოიმუნური მექანიზმი. პაციენტთა უმეტესობა ჯანდაცვის მუშაკებია და მათი 90% ქალია. დიაგნოზის დასმა ხდება ინვაზიური და არაინვაზიუ­რი კრიტერიუმების საფუძველზე. მკურნალობა ძირი­თადად სიმპტომურია. კონსერვატიული მკურნალობა გულისხმობს ბეტა-ბლოკერების ან არადიჰიდროპირი­დინის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტების დანიშვ­ნას. რეფრაქტერული შემთხვევების უმრავლესობაში საჭირო ხდება მკურნალობის ინვაზიური მეთოდების გამოყენება, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის სინუ­სური კვანძის მოდიფიცირებას კათეტერული აბლაცი­ითსინუსური კვანძის სელექციურ აბლაციას, ან კვან­ძის სრულ აბლაციას შემდგომში მუდმივი რიტმის პეისმეიკერის იმპლანტაციით. ლიტ. 9.

ავტ.

 

13.13.24. გაფანტული სკლეროზის მიმდინარეობის თავისებურებები ქალებში. /. ბერიძე, . ალფაიძე, . სოფრომაძე/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური სა­კითხები. – 2013. – # 2. – გვ. 88-95. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გამოკვლევების შედეგად დადგენილია, რომ გაფანტუ­ლი სკლეროზით კაცები ნაკლებად ავადდებიან, ვიდრე ქალები და, ამასთან, დაავადების აქტივობა ქვეითდება გვიანი ორსულობის დროს. სქესის მხრივ არჩევითობა დამახასიათებელია სხვა აუტოიმუნური პათოლოგიე­ბისთვისაც, მაგრამ მექანიზმი, რომელიც საფუძვლად უდევს მდედრობითი სქესის პრევალირებას, ცნობილი არ არის. განიხილება ტესტოსტერონის პროტექტორუ­ლი როლი ახალგაზრდა კაცებში და ორსულობის ჰორ­მონის, ესტრიოლის როლი ორსულ ქალებში. ვიტამინი D მონაწილეობს გაფანტული სკლეროზის პათოგენეზ­ში და, შესაბამისად, განხილულია სასქესო ჰორმონებ­თან მისი კავშირიც. წარმოდგენილია ახალი თერაპი­ული სტრატეგია, რომელიც ემყარება სასქესო ჰორმო­ნების პროტექტორულ როლს გაფანტული სკლეროზის დროს. ლიტ. 19.

ავტ.

 

13.13.25. პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობის ცვლილება ექსტემალური ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ. /. საყვარელიძე/. ქალთა ჯანმრთელობის აქტუა­ლური საკითხები. – 2013. – # 2. – გვ. 96-99. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სტრესმა შეიძლება მოახ­დინოს ჰემოცირკულაციური დარღვევების პროვოცი­რება, შესაბამისად, კბილის მიმდებარე ქსოვილებში ტროფიკის და ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარ­ღვევა. პაროდონტის მდგომარეობის ფუნქციურ, კლი­ნიკურ, მიკრობიოლოგიურ, იმუნოლოგიურ და ციტო­ლოგიურ მაჩვენებლებზე ექსტრემალური ფაქტორების (ჰიპერბარია, ჰიპოკინეზია) გავლენის შედეგად ხდება სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითება და სისხლის ნა­კადის დარღვევა. ყოველივე ამას თან სდევს მიკრო­ბიოცენოზის ცვლილება, რაც გამოიხატება ბაქტე­რიების რაოდენობის მატებაში. შედეგად, პირის ღრუს ქსოვილებში ვითარდება ანთებადი პროცესები და შე­საძლებელი ხდება პერიდონტოპათოგენური მიკრო­ორგანიზმების აღმოჩენა. ლიტ. 13.

ავტ.

 

13.13.26. ST სეგმენტისა და T კბილის ცვლილებანი ჯანმრთელ ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. /. ჩახუნაშვილი, . ჯობავა/. ბავშვთა კარდიოლოგია. – 2013. – # 7. – გვ. 11-18. – ქართ.; რეზ.:ქართ., ინგლ.

შესწავლილია 1981-2013 წწ-ის 5 000 ჯანმრთელი ბავშ­ვი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. ბავშვებში (ასაკის მიუხედავად) განისაზღვრა დეპრესიული T კბილის არსებობა: - I სტანდარტულ განხრაშიპირველი ასა­კობრივი ჯგუფის გარდა; - II სტანდარტულ განხრაშიყველა ასაკობრივ ჯგუფში; - AVF-ში პირველ ორ ასა­კობრივ; - V4-შიბოლო ორ ასაკობრივ ჯგუფში; - V5 და V6-შიყველა ასაკობრივ ჯგუფში. უკანასკნელი წარმოადგენს როგორც დღენაკლულ, ისე დროულ ახ­ალშობილთა კარდიოლოგიაში წამყვან სადიაგნოსტი­კო კრიტერიუმებს, რომელიც მნიშვნელოვანია როგ­ორც დასაწყისში დაავადებათა მკურნალობისათვის, ისე მისი დინამიკის შეფასება-პროგნოზირებისათვის და რაც მთავარია, რეაბილიტაციის პერიოდში, უკვე მოზრდილთა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავა­დებათა პრევენციისათვის. ST სეგმენტისა და T კბილის მორფოლოგიური ცვლილებების გამოყოფილი 8 ტიპი, როგორც დღენაკლულ, ისე დროულ ახალშობილთა კარდიოლოგიაში, ასევე ბავშვთა და მოზარდთა ყველა ასაკობრივი ჯგუფებისათვის, წარმოადგენს წამყვან სა­დიაგნოსტიკო კრიტერიუმებს დაავადებათა მიმდინა­რეობის სიმძიმის შეფასებაში, რომელიც თავისთავად უმნიშვნელოვანესია, როგორც დასაწყისში დაავადება­თა მკურნალობისათვის, ისე მისი დინამიკის შეფასება-პროგნოზირებისათვის და რაც მთავარია, რეაბილიტა­ციის პერიოდში, უკვე მოზრდილთათვის გულ-სისხლ­ძარღვთა სისტემის დაავადებათა პრევენციისათვის. ცხრ. 3, სურ. 31, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.13.27 სპორტსმენთა ფიზიკური და ფუნქციური მდგომარეობის შეფასება აპიპულმოსა და აპიკორის ფონზე. /. ჩახუნაშვილი, . ბადრიაშვილი, . თოფუ­რიძე, . ჯობავა, . შაქარაშვილი, . ფხალაძე, . ჩახუ­ნაშვილი/. ბავშვთა კარდიოლოგია. – 2013. – # 7. – გვ. 19-22. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანია მაღალი ფიზიკური დატვირთვის პი­რობებში კალათბურთელთა ფიზიკური და ფუნქციუ­რი მდგომარეობის შეფასება აპიპულმოსა და აპიკორის ფონზე. შესწავლილ იქნა 12-დან 18 წლამდე ასაკის 50 კალათბურთელის ფიზიკური განვითარების მაჩვენებ­ლები და დატვირთვაზე ადაპტაციის გამოკვლევის შედეგები. აპიპულმოსა და აპიკორის გამოყენება აუმ­ჯობესებს სპორტსმენთა შრომისუნარიანობას, აფარ­თოვებს ადაპტაციურ მექანიზმებს სავარჯიშო და საშე­ჯიბრო პირობებისადმი; აჩქარებს აღდგენით პროცე­სებს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ცხრ. 2, ლიტ. 10.

ავტ.

 

13.13.28. ეკგ-ის (ST და T კბილი) და კაპილაროსკოპი­ული პარამეტრები ბავშვებში დიაბეტის პირველი ტი­პის დროს. /. ჩახუნაშვილი, . ჯობავა, . ჩახუნაშვი­ლი, . ჩახუნაშვილი/. ბავშვთა კარდიოლოგია. – 2013. – # 7. – გვ. 20-24. – ინგლ.; რეზ.:ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანი იყო ეკგ პარამეტრების აღწერა დიაბე­ტური კარდიომიოფათიების დროს და კაპილაროსკო­პიულ პარამეტრებში ცვლილებების დახასიათება. შეს­წავლილი იქნა დიაბეტით დაავადებული 32 ბავშვის (6-15 წლამდე; 17 გოგონა, 15 ვაჟი) შემთხვევა. ბავშვები მკურნალობდნენ თსსუ-ი პედიატრიული კლინიკის ენდოკრინოლოგიურ განყოფილებაში. 13 მათგანი გაი­სინჯა და მათი შემთხვევები მაშინვე შესწავლილი იქნა, 10 – გასინჯული იყო 2-5 წლის წინ, 9 – 5-10 წლის წინ. დადგენილ იქნა კაპილაროსკოპიული ფონი (ვარდის­ფერი, მკრთალი, ციანოზი), გამჭირვალობა (ნათელი, მბზინავი), კაპილარების რაოდენობა (6-7 დაახლოებ­ით), კაპილარების დიამეტრი (გაფართოებული, შევიწ­როვებული), კაპილარების ფორმა (ანასტომოზი, მარ­ყუჟისებრი, თმისებრი), კაპილარების განლაგება, სის­ხლის მიმოქცევა (სწრაფი, ნელი, ჰომოგენური). ST და T კბი­ლის 8 ტიპის ცვლილება გამოვლინდა. დადგინდა, რომ: 1. პირველ ჯგუფში ეკგ ნაკლებად ინფორმაციუ­ლია. 2. მეორე ჯგუფში გამოვლინდა მარცხენა პარკუ­ჭის და წინაგულის ჰიპერტროფია და რეპოლარიზაცი­ის დარღვევები. 3. 64%-ში გამოვლინდა გულის რით­მის და გამტარებლობის დარღვევები (უფრო - მეორე ჯგუფში). 4. ადრეული დიაგნოზის დასასმელად და ადრეული თერაპიის დასაწყებად, ეკგ აუცილებელია ყოველ დიაბეტიან პაციენტში (პირველი ტიპი). 5. პი­რველი ტიპის დიაბეტიან ბავშვებში ST და T კბილის ცვლილებების აღმოჩენას აქვს დიდი პროგნოზული მნიშვნელობა. 6. კაპილაროსკოპიული მონაცემები აუ­ცილებელია დაავადების განვითარების ზუსტი პროგ­ნოზისათვის. ცხრ. 5,ლიტ. 9.

ავტ.

 

13.13.29. ეკგ პარამეტრები (ST სეგმენტი და T კბილი) შაქრიანი დიაბეტის ტიპი I - , ზოგიერთი ანთებითი და არაანთებითი დაავადების დროს ბავშვთა ასაკში. /. ჩახუნაშვილი, . ჯობავა, . ჩახუნაშვილი, . ჩახუნა­შვილი/. ბავშვთა კარდიოლოგია. – 2013. – # 7. – გვ. 26-32. – ქართ.; რეზ.:ქართ., ინგლ.

დადგენილია, რომ ეკგ- პარამეტრები (ST სეგმენტი და T კბილი) შაქრიანი დიაბეტის ტიპი I-, ზოგიერთი ან­თებითი და არაანთებითი დაავადებების დროს ბავშვ­თა ასაკში განიცდის ცვლილებებს; პარკუჭოვანი კომპ­ლექსის ტერმინალური ნაწილის ელექტროკარდიოგ­რაფიული ცვლილებების სიხშირე და დახასიათება შაქრიანი დიაბეტის ტიპი I-ის დროს უმნიშვნელოვა­ნესია ბავშვთა ასაკში დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირებისა და რეაბილიტაციისათვის; ამასთან ერთად, პათოლოგიურ პროცესში გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჩაბმის ხარისხის განსაზღვრისათვის.ცხრ. 6, სურ. 2, ლიტ. 21.

ავტ.

 

13.13.30. მიტრალური სარქვლის პროლაპსის სიხშირე, ეტიოპათოგენეზი, დაავადებათა პათოგენურ პროცეს­ში ჩაბმის ხარისხის განსაზღვრა და არითმიებთან კონ­ტექსტში მისი განხილვა. /. ჩახუნაშვილი, . ჯობავა, . ჩახუნაშვილი, . შვანგირაძე, . ინასარიძე, . ჩახუნა­შვილი/. ბავშვთა კარდიოლოგია. – 2013. – # 7. – გვ. 32-37. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა არითმიებისა და მიტ­რალური სარქვლის პროლაფსის (მსპ) დიაგნოსტიკური ღირებულების გამოკვეთა ბავშვთა და მოზარდთა ასაკ­ში. გამოკვლეული და გაანალიზებული იქნა 0-დან 15 წლამდე ასაკის1500 ბავშვი სხვადასხვა დიაგნოზით და 250 სხვადასხვა სპორტული სკოლის სპორტსმენი (18 წლამდე). ყველა პირი გამოკვლეული იყო კლინიკურ–ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მეთოდებით. დადგინდა, რომ მსპ-იან ბავშვებში არითმია აღინიშნა 56%-ში; მათი ფიზიკური აქტივობა ყველა ჯგუფისა­თვის უნდა იყოს უმკაცრესი კონტროლის ქვეშ, რადგა­ნაც ახალი რითმის დარღვევები არ აღმოჩნდეს სიცოც­ხლისათვის საშიში. ლიტ. 19.

ავტ.

 

13.13.31. ST სეგმენტისა და T კბილის ცვლილებათა კლინიკური ანალიზის აუცილებლობა პარკუჭთა რე­პოლარიზაციის, ნაადრევი აგზნების პარციალურ სინ­დრომთა და P-Q ინტერვალის შემცირების არსებობი­სას ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. /. ჯობავა, . ჩახუ­ნაშვილი, . ჩახუნაშვილი, . ჩახუნაშვილი/. ბავშვთა კარდიოლოგია. – 2013. – # 7. – გვ. 38-41. – ქართ.; რეზ.:ქართ., ინგლ.

გამოკვლეული და გაანალიზებული იქნა 0-დან 15 წლ­ამდე ასაკის4 500 ბავშვი სხვადასხვა დიაგნოზით (I ჯგუფი) და სხვადასხვა სპორტული სკოლის 350 სპო­რტსმენი (18 წლამდე) (II ჯგუფი). ყველა პირი გამოკვ­ლეული იყო კლინიკურლაბორატორიული და ინსტ­რუმენტული მეთოდებით. რაოდენობრივი მაჩვენებ­ლების სარწმუნობის შეფასებას ვახდენდით სტიუდენ­ტის კრიტერიუმით (t), ხარისხოვანის c2 კრიტერიუ­მით, ჯგუფებს შორის შედარებას Pearson-ით. განსხვა­ვება ითვლებოდა სარწმუნოდ, თუ t>1,96 p<0,05 და c2 >3,84, p<0,05. ჩატარებული გამოკვლევების შედეგები ადასტურებენ, რომ ბავშვთა ასაკში ST სეგმენტისა და T კბილის ცვლილებანი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მოითხოვს ინდივიდუალურად განხილვას. აუცილებე­ლია ST სეგმენტისა და T კბილის ცვლილებათა ღრმა კლინიკური ანალიზი პარკუჭთა რეპოლარიზაციის, ნაადრევი აგზნების პარციალურ სინდრომთა და P-Q ინტერვალის შემცირების არსებობისას ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. ლიტ. 13.

ავტ.

 

 

13.13.32. კიდევ ერთხელ მწვავე რევმატიული ცხელე­ბის შესახებ. /. ჩახუნაშვილი, . სვანაძე, . ჯობავა/. ბავშვთა კარდიოლოგია. – 2013. – # 7. – გვ. 57-64. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

აღნიშნულია, რომ რევმატიული ცხელება ეკონომიუ­რად განვითარებულ ქვეყნებში ბოლო ათწლეულების მანძილზე მნიშვნელოვნად შემცირდა და წელიწადში შეადგენს 5 შემთხვევას ყოველ 100000 მოსახლეზე. განვითარებად ქვეყნებში ავადობის მაჩვენებელი 26-დან 116-მდე მერყეობს იმავე რაოდენობაზე. უპირატე­სად ავადდებიან ბავშვები და მოზარდები 5-15 წლის ასაკში. დაავადება შეიძლება განუვითარდეს ახალშო­ბილებს და ზრდასრული ასაკის პირებს. ჩრდილოეთ კავკასიაში გამოვლენა 3-ჯერ ხშირია, სამხრეთთან შედარებით. სქესთა თანაფარდობა: ქალი/მამაკაცი – 3:1. დღეისათვის რევმატიული ცხელების ევოლუცია შემდეგი თავისებურებებით ხასითდება: დაავადების სიხშირის ზრდის ტენდენციით უფროს ასაკში (20-30 წელი), დუნე და ლატენტური მიმდინარეობის შემთ­ხვევების მატება, სიმპტომების მრავალფეროვნების კლება და მონოორგანული დაზიანება, გულის სარქვ­ელების დაზიანების სიხშირის კლება. სურ. 4, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.13.33. პედიატრიულ კარდიოლოგიაშიინფექცი­ურ პათოლოგიათა დროს მკურნალობაში იმუნოთერა­პიული პრეპარატ “GA-40”-ის ჩართვის შესაძლებლო­ბანი. /. ჩახუნაშვილი, . ჯობავა, . ჩახუნაშვილი, . ჩახუნაშვილი/. ბავშვთა კარდიოლოგია. – 2013. – # 7. – გვ. 77-78. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შრომის მიზანია განისაზღვროს ინფექციურ პათოლო­გიათა დროს მკურნალობაში პრეპარატ “GA-40”-ის ჩარ­თვის შესაძლებლობანი. კვლევის ამოცანებს შეადგენდა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე პრეპარატ “GA-40”-ის მოქმედება ექსპერიმენტში, სადაც გაანალიზებული იქნა როგორც ინსტრუმენტული მაჩვენებლები, ასევე მორფოლოგიური მონაცემები. დადგინდა: “GA-40”-ის მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ექსპერი­მენტში და მისი მორფოლოგიური დახასიათება ბოცვ­რებში: დადებითი იმუნომოდულაციური ეფექტი რო­გორც კარდიომიოციტებზე, ასევე, კაპილარების ენდო­თელიუმზე უნდა განიხილებოდეს, როგორც პრეპარა­ტის შემდგომი გამოყენების შესაძლებლობა და მათ შორის პედიატრიულ კარდიოლოგიაშიინფექციურ პათოლოგიათა დროს გულის პათოლოგიურ პროცესე­ბში ჩაბმისას. ცხრ. 1, სურ. 8, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.13.34. სპორტული ვალეოლოგიის განვითარების პერსპექტივები. /. დოლიძე, . ჩახუნაშვილი/. ბავშვთა კარდიოლოგია. – 2013. – # 7. – გვ. 79-81. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სპორტსმენის ორგანიზმში მიმდინარე ფსიქოფიზიო­ლოგიური და ფუნქციური დარღვევების გამოვლენის ვალეოლოგიური მეთოდოლოგია შესაძლებლობას იძ­ლევა გამოვავლინოთ დინამიურ რეჟიმში პერსპექტიუ­ლი სპორტსმენები, სწორად გავუკეთოთ ორგანიზება მათ ტრენინგს, დროულად ავაცილოთ მოსალოდნელი გადაწვრთნისა და ქრონიკული დაღლილობის სინდ­რომის განვითარების საწყისი მოვლენები. ლიტ. 14.

ავტ.

 

13.13.35. სმენის ფუნქცია ინდუსტრიულ მშენებლობა­ში ჩართულ მუშებში: გარეხმაურის ეფექტები. /. თუ­შიშვილი, . შარაშენიძე, . თუშიშვილი, . ქევანიშვი­ლი/. . ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუ­ტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 191-197. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე ტრანს­კავკასიური ნავთობსადენის მშენებლობაში მონაწილე მუშებში სმენის ფუნქცია. კონსტრუქციულ სამშენებ­ლო საქმიანობაში აქტიური ჩართულობის გამო ყველა გამოკვლეული ხმაურის რეგულარულ ზემოქმედებას განიცდიდა. რეფერენტული ჯგუფი ჰუმანიტარული პროფილის ადგილობრივი დაწესებულებების თანამშ­რომლებით იყო წარმოდგენილი. სმენის ზღურბლები 0.125-12 კჰც ანუ ფართო სიხშირულ ზოლში განისაზღ­ვრებოდა. მშენებელთა ჯგუფში, საკონტროლოსთან შე­დარებით, 4-12 კჰც სპექტრში აღმოჩნდა სმენა შერჩევი­თად დაქვეითებული. აღქმის მაქსიმალური ვარდნა 12 და 10 კჰც სიხშირეებზე აღინიშნა. ხმაურის მეტი ზემო­ქმედება 20-29, 30-39 და 40-49 წლების ასაკის, ანუ შე­დარებით ახალგაზრდა მუშებში დაფიქსირდა. 50-59 და 60-59 წლების ასაკის ანუ უფრო ხანდაზმულ ინდი­ვიდებში სმენის ზღურბლების ასაკთან ასოცირებულ მატებათა გამო ხმაურის გავლენა უფრო სუსტი იყო ხა­რისხით და ვიწრო სპექტრით. ხმაურიან გარემოში მო­მუშავეთა სმენის რეგულარული ტესტირება გაფართო­ებულ აუდიომეტრიულ სარტყელში, 12 და 10 კჰც სიხ­შირეების ჩათვლით, საწყის აუდიოდარღვევათა დრო­ული წარმოჩენის მნიშვნელოვან პროცედურად არის მიჩნეული. სმენის დისფუნქციის გამოვლინებისთანვე რეკომენდებულია საპრევენციო და სარეაბილიტაციო ღონისძიებათა ჩატარება. სურ. 2, ცხრ. 1, ლიტ. 7.

ავტ.

 

13.13.36. იმუნური სისტემის მდგომარეობა და მისი კორექცია აპივიტით ეუთირეოიდული ჩიყვის დროს. /. ჩახუნაშვილი, . თოფურიძე, . ბადრიაშვილი, . ჩა­ხუნაშვილი, . ღლონტი/. სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია. – 2013. – # 15-10-9. – გვ. 49-51. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანი იყო გამოკვლეულიყო ფარისებრი ჯი­რკვლის და ჰუმორული-უჯრედული იმუნური სისტე­მის ფუნქცია ეუთიროიდული ჩიყვისას. კვლევა ჩატარ­და 60 პაციენტზე, ეუთიროიდული ჩიყვით, რომელთ­აც ჩაუტარდათ ულტრაბგერითი კვლევები და T ლიმ­ფოციტების და მისი სუბპოპულაციის გამოკვლევები (CD3, CD4, CD8), განისაზღვრა B ლიმფოციტების დონე, IgG, IgA, IgM, სისხლის შრატის ანალიზი და თიროი­დული ჰორმონების დონე. შედეგებმა აჩვენა, რომ უჯ­რედული იმუნიტეტი გაცილებით უფრო მეტად აზიანებს ფარისებრ ჯირკვალს ეუთიროიდული ჩიყვი­სას, ვიდრე ჰუმორული იმუნიტეტი. განისაზღვრა დრამატული კლება CD3, CD8 და B ლიმფოციტების, იმუნოგლობულინ G, A და M-ის მატება. გამოვლინდა, თიროიდული ჰორმონების კლება სისხლის შრატში. კვლევის მიხედვით, იმუნური სისტემის როლი ეუთი­როიდუ­ლი ჩიყვისას მნიშვნელოვანია და საჭიროებს შესწავ­ლას, ისევე როგორც ჰორმონების რაოდენობის განსაზ­ღვრა. ცხრ. 1, ლიტ. 11.

ავტ.

 

13.13.37. პლაზმური ნაკადის კლინიკური გამოყენები­სა და ნაწოლების სიმძიმის პროგნოზულ-ანალოგიური სკალის შეფასების პირველი გამოცდილება კრიტიკულ ავადმყოფებში. /. ხელაძე, . ჯაიანი, . ცუცქირიძე, . კვიციანი, . ჩახუნაშვილი, . ჩახუნაშვილი/. სოცია­ლური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია. – 2013. – #15-10-9. – გვ. 70-74. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შემუშავებულია კრიტიკული მედიცინის ავადმყოფე­ბისათვის ნაწოლების შეფასების ახალი პროგნოზულ-ანალოგიური სკალა. გამოყენებული იქნა 6 ყველაზე მნიშვნელოვანი პროგნოზული კრიტერიუმები, რომე­ლთა მიხედვითაც ნაწოლებიანი ჭრილობების მქონე ავადმყოფების შეფასება ხდებოდა. ახალი სკალა ეხმა­რება განისაზღვროს ნაწოლების სიმძიმის ზოგადი სუ­რათი და შეფასდეს ნაწოლები არა მარტო მისი სტადი­ების, არამედ ლოკალიზაციის, ხასიათის, სიღრმის, ფა­რთობისა და ნაწოლების განვითარების ხელშემწყობი დამატებითი ფაქტორების მიხედვით. ეს საშუალებას იძლევა განისაზღვროს ნაწოლების მზადების კრიტე­რიუმები ქირურგიული ოპერაციებისათვის, დაზუს­ტდეს ნაწოლების ადგილმდებარეობა. მიღებული მო­ნაცემები საშუალებას იძლევა რეკომენდირებულ იქნეს სკალის გამოყენება ნაწოლებიანი ჭრილობის ოპერაცი­ული მკურნალობის აუცილებლობისა და მზადყოფნის განსაზღვრისათვის, მკურნალობის მიმდინარეობის დროული კორექციისათვის და პროგნოზის მიზნით. შემოთავაზებულია მკურნალობის ახალი მეთოდიკა, რომელიც დაფუძნებულია პლაზმური გამოსხივების გამოყენებაზე. ავადმყოფების კომპლექსური მკურნა­ლობა მოიცავს პლაზმური ნაკა­დის გამოყენებით ჭრი­ლობის ზედაპირის დამუშავებას და დასხივებას, რაც სარწმუნოდ აუმჯობესებს მკურნა­ლობის შედეგებს, ამცირებს გართულებების რაოდენო­ბას, ამცირებს მკურნალობის საშუალო ვადებს. მიღე­ბული შედეგები, საშუალებას იძლევა ფართოდ იყოს რეკომენდებული მოცემული მეთოდიკა ნაწოლებით გართულებული ავადმყოფების მკურნალობისას. ლიტ. 11.

ავტ.

 

13.13.38. ქირურგიული სეფსისის მკურნალობა. /. ჯა­იანი, . ცუცქირიძე, . ჩახუნაშვილი, . ჩახუნაშვილი, . კვიციანი/. სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკუ­რი პედიატრია. – 2013. – #15-10-9. – გვ. 78-82. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შემოთავაზებული ოპერირების პლაზმური მეთოდი სა­შუალებას იძლევა გაძლიერდეს სამკურნალო ეფექტი ჩირქოვანი ინფექციით ავადმყოფების კომპლექსურ მკურ­ნალობაში; მიღწეულ იქნა დადებითი შედეგი წინა ეტაპებზე დაშვებული არასრული მკურნალობის შემთხვევებშიც კი. მიღებული შედეგები იძლევა საშუ­ალებას მოცემული მეთოდიკის გამოყენება რეკომენ­დ­ე­ბულ იქნეს აღნიშნული გართულებების მქონე პაცი­ე­ნტებში. ცხრ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.39. იმუნური ჰომეოსტაზი თიმომეგალიით მიმ­დინარე ბრონქოპნევმონიების დროს ბავშვებში აპიჰე­პატით მკურნალობის ფონზე. /. ჩახუნაშვილი, . თო­ფუ­რიძე, . ბადრიაშვილი, . ჩახუნაშვილი/. სოციალუ­რი, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია. – 2013. – #15-10-9. – გვ. 84-86. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანი იყო ჰუმორული და უჯრედული იმუ­ნური სისტემის მდგომარეობის შესწავლა ბავშვებში. შესწავლილია T-ლიმფოციტები და მისი სუბპოპულა­ციები CD3, CD4, CD8, ანტისხეულები, B ლიმფოციტის დონე, IgG, IgM, IgA- დონეები. შედეგებმა გვიჩვენა, რომ უჯრედული იმუნური სისტემა დეფიციტს განიც­დის ბრონქოპნევმონიის დროს. გამოყენებულია პრე­პარატი აპიჰეპატი - იმუნომოდულატორი, რომელმაც, სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, ჰუმორული და უჯრედული იმუნური სისტემის ბრძოლისუნარიანობა გაცილებით გაზარდა. ცხრ. 1, ლიტ. 9.

ავტ.

 

13.13.40. მონოზიგოტურ ტყუპებში ნიშან-თვისებათა განსხვავების ზოგიერთი თავისებურებანი. /. ცხომე­ლიძე, . აბისონაშვილი, . რუხაძე, . ჩახუნაშვილი, . ოზაშვილი/. სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკუ­რი პედიატრია. – 2013. – #15-10-9. – გვ. 89-90. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია პოსტნატალურ პერიოდში მონოზიგო­ტურ ტყუპისცალებს შორის ისეთი ნიშან-თვისებების მიხედვით განსხვავება, როგორიცაა: წონა, სიმაღლე, ტემპერატურა, კანის შეფერილობა, თავის, შუბლის, ცხვირისა და ყურის ფორმა, სახის სიგრძე, სხეულზე ხალის არსებობა. ყურადღება გამახვილებულია ადამი­ანის განვითარების ისეთ ეტაპებზე, როგორიცაა კბი­ლე­­ბის ამოსვლა და სიარულის დაწყება. ხაზგასმულია, რომ ტყუპების ბიოლოგიის შესწავლაში სხვა ბიოლო­გი­ურ მოვლენებთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენი­ჭე­ბა როგორც საკუთარ ორგანიზმში, ასევე მათ მშობ­ლებში მიმდინარე ეპიგენეტიკურ პროცესებს, განსა­კუთრებით კი გენომურ იმპრიტინგს. სურ. 2, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.41. პლასტიკური მასალების გამოყენება ანალუ­რი ფისტულების ქირურგიულ კორექციაში. /. აბულა­ძე, . მჟავანაძე, . შაფათავა/. პათოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობ­ლემები. – 2014. – გვ. 14-20. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოწოდებულია რთული ანალური ფისტულების შიგ­ნითა ხვრელის შორისის-ტრანსანალური პლასტიკური ჰერმეტიზაციის 4 მეთოდი აუტოტრანსპლანტატების (ბარძაყის ფართო ფასციის ნაჭერის), ექსპლანტატების (სინთეზური პოლიმერული ფირფიტები) და სამედი­ცინო წებოების (მკ-7, მკ-8, მკ-14) გამოყენებით, სფინქ­ტერის ბოჭკოების მიმართ სრული კონსტიტენციის შე­ნარჩუნებით. პლასტიკური ოპერაციები ჩაუტარდა 258 პაციენტს (ძირითადი ჯგუფი). ახალი მეთოდების ეფ­ექტურობის შეფასებისთვის შევისწავლეთ აგრეთვე საკონტროლო ჯგუფის 281 პაციენტზე წარმოებული ტრადიციული მეთოდების შედეგები. ჩატარებული მკურნალობის შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, რომ რე­ციდივების სიხშირე ძირითადი ჯგუფის პაციენტებში საკონტროლოსთან შედარებით შემცირდა 9.3±1.75%-დან 5.4±1.4%-მდე, შესაბამისად; ხოლო ოპერაციის შე­მდგომი ანალური შეუკავებლობა ძირითად ჯგუფში არ გამოვლენილა, მაშინ როცა საკონტროლო ჯგუფში ეს გართულება შეგვხვდა 9.6±1.8%-ში (P<0.001). რთული ანალური ფისტულის ქირურგიულ კორექციაში პლას­ტიკური მასალების გამოყენების შემდეგ ჩამკეტი აპა­რატის ფუნქციის შენარჩუნება ის ძირითადი უპირატე­სობაა, რომელიც უფლებას გვაძლევს რეკომენდაცია გავუწიოთ მათ გამოყენებას სპეციალიზებულ სტაცი­ონარებში. ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.42. ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებების მქონე ავადმყოფთა კარსტული მღვიმის მიკროჰავით მკურნალობის მიზანშეწონილობის დასა­ბუთება. /. თარხან-მოურავი/. პათოლოგიის, თერაპი­ისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრო­ბლემები. – 2014. – გვ. 21-26. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დადგინდა, რომ კარსტულ გამოქვაბულში ჩატარებუ­ლი სპელეოთერაპიის კურსი ქრონიკული არასპეციფი­კური ბრონქულ-პულმონური ანთებითი პროცესის მქონე ავადმყოფებშიც და ექსპერიმენტულ ცხოველებ­შიც იწვევს ჰიპოთალამუსის უჯრედებში მეტაბოლიზ­მის გააქტიურებას და ჰიპოფიზის უჯრედების სეკრე­ციული აქტიურობის მომატებას. ეს უკანასკნელი, თა­ვის მხრივ, იწვევს თირკმელზედა ჯირკვლების კონო­ვან ზონაში კორტიზოლის გამომუშავების სტიმულა­ციას. ეს ვლინდებოდა კორტიზოლის შემცველობის მა­ტებით სისხლის პლაზმაში და იწვევდა ბრონქოპულ­მონური ანთებითი პროცესის და ორგანიზმის სენსიბი­ლიზაციის შესუსტებას (გაქრობამდეც კი), სუნთქვის, იმუნოლოგიური და კლინიკური მაჩვენებლების გაუმ­ჯობესებას. ლიტ. 4.

ავტ.

 

13.13.43. ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბის ჭა­ბურღილის მინერალური წყლის აბაზანების კანსა და ზოგიერთ ორგანოზე ზემოქმედების ექსპერიმენტული კვლევა. /. თარხან-მოურავი, . გორდაძე, . დიდებუ­ლიძე, . კაკაბაძე, . მეტრეველი, . სიხარულიძე, . კორძაია/. პათოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2014. – გვ. 27-33. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჩატარდა ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში ჭა­ბურღილიდან მიღებული მინერალური წყლის აბაზა­ნების ორგანიზმზე ზემოქმედების ექსპერიმენტული კვლევა. გამოკვლეულია სუსტი მინერალიზაციის (M-0,64) კაჟმჟავა, ბორიანი, კარბონატულ-სულფატურ-ნა­ტრიუმიანი წყლის ზეგავლენა კანის, საყლაპავის, კუ­ჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის, ღვიძლის და თირკმლის ჰისტოლოგიურ სტრუქტურაზე. ექსპერიმენტი ჩატარ­და 20 თეთრ, უჯიშო მამრ ვირთაგვაზე. საცდელი ჯგუ­ფის 10 ვირთაგვა 21 დღის განმავლობაში ღებულობდა 40±30C-მდე შემთბარი მინერალური წყლის აბაზანას 60 წთ-ით. საკონტროლო ჯგუფის 10 ცხოველი დროის ამავე მონაკვეთში ამავე ტემპერატურის ონკანის წყლის აბაზანას ღებულობდა. ორივე ჯგუფის ცხოველები ცდიდან გამოყვანილი იყო ექსპერიმენტის ბოლოს. პრეპარატების აღწერა და მიკროფოტოების გადაღება მოხდა შუქ-ოპტიკურ მიკროსკოპში Ergeval-MF. ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ მინერალური წყლის აბაზანების სამკვირიანი აპლიკაცია ექსპერიმენტული ცხოველების საყლაპავში, კუჭში, თორმეტგოჯა ნაწლავში, ღვიძლსა და თირკმელში არ იწვევს როგორც მაკროსკოპულ, ასე­ვე მიკროსკოპულ ცვლილებებს, ხოლო კანში იგი ბუნე­ბრივად მიმდინარე პროცესების (ეპიდერმისის კერა­ტინიზაცია და დესქვამაცია, ქონის ჯირკვლების მომ­წიფება) ინტენსიფიკაციას ახდენს, რაც ხელს უწყობს კანის განახლების დაჩქარებას. მიღებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მინერალური წყლის აბაზანები შინაგან ორგანოებში არავითარ ცვლილებებს არ იწვევს და იგი შეიძლება ფართოდ იქნეს გამოყენებული. ლიტ. 3.

ავტ.

 

13.13.44. ჩაის გამოყენება მედიცინაში. (ლიტერატუ­რის მიმოხილვა). /. კაკულია/. პათოლოგიის, თერაპი­ისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2014. – გვ. 34-39. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მწვანე ჩაის პერორალური მიღება (დალევა) მანორმა­ლიზებლად მოქმედებს ათეროსკლეროზის, კიბოს ზო­გიერთი ფორმის, ნაწლავებში ანთებითი პროცესების, შაქრიანი დიაბეტის და ღვიძლის დაავადებების მქონე ავადმყოფებზე; იგი ამცირებს ქოლესტეროლის შემცვე­ლობას სისხლში და აქვეითებს ადამიანის წონას. ლიტ. 4.

ავტ.

 

13.13.45. პოსტდისკექტომიური სინდრომის მქონე ავადმყოფებზე კარიპაზიმის ელექტროფორეზით სა­მედიცინო რეაბილიტაციის ზემოქმედება. /. სააკაშ­ვილი, . ქემოკლიძე, . თარხან-მოურავი, . კაკულია, . ტაბიძე, . კვინიკაძე, . კვინიკაძე, . გურგენიძე/. პათოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილი­ტაციის აქტუალური პრობლემები. – 2014. – გვ. 40-53. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოკვლეულია პოსტდისკექტომიური სინდრომის მქონე 32 ავადმყოფი. დადგინდა, რომ სამედიცინო რეა­ბილიტაცია კარიპაზიმის ელექტროფორეზით პოსტ­დისკექტომიური სინდრომის მქონე ავადმყოფებში იწ­ვევს ანთებითი პროცესის შესუსტებას (გაქრობამ­დე)ნაოპერაციებ მალთაშუა დისკის მიდამოში. პოსტ­დისკექტომიური სინდრომის მქონე ავადმყოფებში ნაოპერაციებ მალთაშუა დისკის მიდამოში ანთებითი პროცესის შესუსტება იწვევს პაციენტთა კლინიკურ-ნევროლოგიური მდგომარეობის ნორმალიზებას ან ნო­რმალიზების ტენდენციას, ტკივილის ინდექსის, დეპ­რესიის და შფოთვის გამოხატულების შესუსტებას (გაქ­რობამდეც კი) და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. დადგინდა, რომ სამედიცინო რეაბი­ლიტაცია კარიპაზიმის ელექტროფორეზით პოსტდის­კექტომიური სინდრომის მქონე ავადმყოფთა სამედი­ცინო რეაბილიტაციის ეფექტური მეთოდია. ცხრ. 6, ლიტ. 18.

ავტ.

 

13.13.46. მხრის იმპინჯმენტ-სინდრომის ფიზიკური რეაბილიტაციის ალგორითმი. /. ჯანკარაშვილი, . რუხაძე/. პათოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2014. – გვ. 54-63. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შრომის მიზანია კომპლექსური ფიზიკური რეაბილი­ტაციის მეთოდების ალგორითმის ეფექტურობის დად­გენა მხრის იმპინჯმენტ-სინდრომის დროს. დაკვირვე­ბის ქვეშ იმყოფებოდა ორივე სქესის 16 პაციენტი 59-71 წლის ასაკში, რომლებსაც ჩაუტარდათ კლინიკური გა­მოკვლევები, მხრის სახსრის ულტრასონოგრაფია რეა­ბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ და მხრის სახსრის რენტგენოგრაფია. სარეაბილიტაციოდ გამოყე­ნებულ იქნა ფიზიკური მეთოდები შემდეგი ალგორი­თმით: ელექტროფორეზი პროტეოლიზურ ფერმენტ კარიპაზიმით - 20-25 პროცედურა, ელექტროფორეზის მე-7-8 პროცედურიდან - ფონოფორეზი ვოლტარენით და ქონდროქსიდით - 10-15 პროცედურა, ფონოფორე­ზის 7-8 პროცედურიდან - სპეციალური ვარჯიშები. აღნიშნული სარეაბილიტაციო კომპლექსის ჩატარების შემდეგ 13 პაციენტში მიღებულ იქნა დადებითი სარეა­ბილიტაციო ეფექტი პირველივე კურსის შემდეგ. 2 შემ­თხვევაში ჩატარდა განმეორებითი კურსი. ერთ შემთხ­ვევაში აღინიშნა სუსტი დადებითი შედეგი. ამრიგად, ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგენილ იქნა ჩვენს მიერ შემუშავებული ფიზიკური რეაბილიტაციის ალგორითმის მაღალი სამკურნალო ეფექტი. ალგორი­თმი ეფუძნება ფიზიკური მეთოდების კომპლექსურ ზემოქმედებას. იგი მოიცავს მხრის სახსარზე გამწოვი, ანტიანთებითი და ქონდროპროტექტორი ნივთიერებე­ბისა და ფიზიკური ვარჯიშების თანმიმდევრულ გამო­ყენებას. ცხრ. 2, ლიტ. 13.

ავტ.

 

13.13.47. აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალ ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. /. ჩახუნაშვი­ლი, . მანჯავიძე, . მანჯავიძე, . ჩიტაია, . წიკლაუ­რი/. პათოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბი­ლიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2014. – გვ. 64-68. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევა ჩაუტარდა აფხაზეთიდან ადგილნაცვალ 6 - 15 წლის ასაკის 800 ბავშვს. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების 43.5%-ში აღინიშნა სომატური და ფსიქოემოციური დარღვევები. სურ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

 

 

13.13.48. მსუბუქი აეროიონების შემცველობა ბორჯო­მის და თბილისის ზოგიერთ საკურორტო და ტურის­ტულ ზონაში. /. ამირანაშვილი, . ამირანაშვილი, . ბლიაძე, . თარხან-მოურავი, . ჩიხლაძე/. პათოლოგი­ის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუა­ლური პრობლემები. – 2014. – გვ. 69-74. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია 2012 წელს ბორჯომის და თბილისის ზოგიერთ საკურორტო და ტურისტულ ზონაში ჩატა­რებული მსუბუქი აეროიონების შემცველობის კვლე­ვის შედეგები. მოყვანილია მონაცემები იონების ჯამუ­რი კონცენტრაციის შესახებ ბორჯომ-პარკის და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, მდინარე ბორჯომულას ხეობის ჩათვლით. ნაჩვენებია, რომ მდინარის მახლობ­ლად შესაძლებელია საკმარისად მოინახოს ადგილები, რომლებიც გამოსადეგია იონოთერაპიისთვის. მსგავსი სიტუაცია აღინიშნება კურორტ ბორჯომის სხვა ადგი­ლებშიცტყე მწვანე მონასტრის მახლობლად, მდინა­რე მტკვრის ნაპირებზე და .. თბილისში, ჰაერის მაღა­ლი დაბინძურების მიუხედავად, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გარდა, დასვენებისა და რეაბილიტაცი­ისთვის შესაძლოა აგრეთვე სხვა ტერიტორიების მოძი­ებამამკოდას პარკი, თბილისის ზღვა, კუს ტბა და სხვ. ნაშრომში შემოთავაზებულია ამ ზონებში აერო­იონების შემცველობის უფრო დეტალური შემდგომი გამოკვლევა, რაც საშუალებას მოგვცემს ავამაღლოთ საქართველოს საკურორტო-ტურისტული პოტენცია­ლის ეფექტურობა. ცხრ. 2, ლიტ. 7.

ავტ.

 

13.13.49. ურთიერთკავშირი აგრესიასა და ტკივილს შორის (ექსპერიმენტული გამოკვლევა ვირთაგვებზე). /. ბექაია/. პათოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2014. – გვ. 75-79. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

პასიური განრიდების პირობით რეფლექსური ტესტით თეთრ მამრ ვირთაგვებზე, დაჯგუფებულზე კარლის მეთოდით აგრესიულ და არააგრესიულ ცხოველებად, ჩატარებულია ცდები ქრონიკული ექსპერიმენტის პი­რობებში. დადასტურდა, რომ ბუნებით აგრესიულ ვირთაგვებში ტკივილის გამოწვევის ზღურბლი სარწ­მუნოდ (33%-ით) მაღალია, ვიდრე ბუნებრივად არააგ­რესიულ ვირთაგვებში. გამოირკვა, რომ ბუნებით აგრე­სიულ ვირთაგვებს სარწმუნოდ უფრო დიდხანს (45±6.5 დღე) აქვთ შემონახული შიშის ემოციური რეაქცია, ბუ­ნებით არააგრესიულ ვირთაგვებთან (24±5.2 დღე) შე­დარებით. ლიტერატურის მონაცემებით, თავის ტვინში სეროტონინის შემცირება აღინიშნება აგრესიის განვი­თარებისას და ამავე დროს სეროტონინის კონცენტრა­ციის დაკლება უკავშირდება მეხსიერების (დასწავლის) გაუმჯობესებას. ლიტ. 9.

ავტ.

 

13.13.50. კომპლექსური აღდგენითი თერაპია ლაზე­რის დაბალი ინტენსივობის გამოსხივების და იმუდო­ნის გამოყენებით პაროდონტის ანთებითი პროცესების დროს. /. ბოსტანჯიანი, . კეჩინი, . იზრაევი, . ჩები­კინი/. პათოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეა­ბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2014. – გვ. 80-87. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღდგენითი თერაპიის კომპლექსში დაბალი ინტენსი­ვობის გამოსხივების მქონე ლაზერის და იმუდონის ჩართვა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექ­ტურობას პაროდონტის იმ ანთებითი პროცესების დროს, რომლებიც ვითარდება დენტალური იმპლანტა­ციების შემდეგ. სურ. 1, ცხრ. 3, ლიტ. 15.

ავტ.

 

13.13.51. გეოფიზიკის ინსტიტუტის და კურორტოლ­ოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციის და სამკურ­ნალო ტურიზმის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მიერ საქართველოს ბიოკლიმატური რესურსების ერ­თობლივი კვლევა. /. ღლონტი, . სააკაშვილი, . თარ­ხან-მოურავი/. პათოლოგიის, თერაპიისა და სამედი­ცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2014. – გვ. 88-93. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია საქართველოს ბიოკლიმატური რესურსე­ბის კვლევის მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებიც მიღებულია ჰაერის ექვივალენტურ-ეფექტური ტემპე­რატურის კვლევისას ქუთაისსა და წყალტუბოში და, ასევე, მსუბუქი აეროიონების შემცველობის შესწავლი­სას საქართველოს, მათ შორის თბილისის, სხვადასხვა საკურორტო და ტურისტულ ზონებში; განიხილება საკითხი საქართველოს კურორტებზე იონოთერაპიის დანერგვის შესახებ; მითითებულია თანამედროვე მო­თხოვნების შესაბამისად, საქართველოს საკურორტო-ტურისტული პოტენციალის პასპორტიზაციის აუცი­ლებლობაზე. ნავარაუდებია აღნიშნული ერთობლივი კვლევების გაგრძელება და, აგრეთვე, ძალების გაერთი­ანება სამეცნიერო და გამოყენებითი მნიშვნელობის ახალი ამოცანების გადასაჭრელად (რეკომენდაციების შემუშავება კლიმატის მოსალოდნელ ცვლილებასთან ადაპტაციისთვის, საქართველოს საკურორტო და ტუ­რისტული ზონების ბიოკლიმატური პასპორტების შექმნა და სხვ.). ლიტ. 9.

ავტ.

 

13.13.52. ვესტიბულური ნეირონიტის დიაგნოსტიკის საკითხისადმი. /. ჯაფარიძე, . ხეჩინაშვილი, . ტა­ლიშინსკი, . ლომაია, . ნაკუდაშილი, . ხარხელი/. პა­თოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტა­ციის აქტუალური პრობლემები. – 2014. – გვ. 94-100. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოკვლეულია 18-დან 50 წლამდე ასაკის მქონე ვესტი­ბულური ნეირონიტით (ვნ) დაავადებული 23 ავადმყო­ფი, რომელთა შორის 14 ქალი იყო და 9 მამაკაცი. ყველა ავადმყოფი უჩიოდა სისტემური ხასიათის თავბრუსხ­ვევას, რომელიც უეცრად იწყებოდა და მიმდინარეობ­და თვით ავადმყოფების ან მათ ირგვლივ სივრცეში არ­სებული სხვადასხვა სხეულების ერთი მიმართულე­ბით ბრუნვით და გრძელდებოდა დაავადების მთელი პერიოდის განმავლობაში. გარდა ამისა, ავადმყოფები ასევე უჩიოდნენ მოძრაობის დროს სხეულის მერყეო­ბას, ჩავარდნასა და გულისრევის შეგრძნებას და ღები­ნებას. თავბრუსხვევის მიმართულება ყოველთვის ემთ­ხვეოდა სპონტანური ნისტაგმის ნელი ფაზის მიმარ­თულებას. დაავადების დაწყებას უმრავლეს შემთხვე­ვაში ავადმყოფები უკავშირებდნენ გადატანილ ვირუ­სულ გრიპს, ხოლო მათი მცირე ნაწილი კისხვა ინფე­ქციურ პროცესებს და ასევე სტრესულ მდგომარეობებს. მათგან მხოლოდ 2 შემთხვევაში მას კონკრეტულად ვე­რაფერს უკავშირებდნენ. სპონტანური, კალორიული და ოპტოკინეტიკური ნისტაგმების სიხშირის, ამპლი­ტუდისა და მისი ნელი ფაზის სიჩქარის (ნფს) შესწავლა ხდებოდა კომპიუტერული ნისტაგმოგრაფიით (Toen­nics Electronystagmography Computer System (2002). ლაბი­რინთების კალორიზაცია ტარდებოდა . ჩლაუსენის (1982) მეთოდით. ჩატარებული გამოკვლევების საფუ­ძველზე აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად ეს დაავადე­ბა წელიწადის გარდამავალ პერიოდებში ვლინდებოდა (Ð<0.05). ყველა შემთხვევაში ვესტიბულური ნეირონი­ტით ზიანდება ერთი ლაბირინთი. თვალდახურულ მდგომარეობაში ვნ-ის შემთხვევაში სპონტანური ნის­ტაგმის (სნ) სიხშირე და მისი ნფს ხასიათდებოდა მათ­გან პირველი პარამეტრის გაზრდით და მეორე პარამე­ტრის შემცირებით (P<0.05; P<0.01), რაც შეეხება მის ამპ­ლიტუდას, იგი თვალების დახურვის დროს მცირდე­ბოდა, ხოლო გაღების დროს იზრდებოდა. სპონტანური ნისტაგმი გამოვლენილი იყო თითქმის ყველა გამოსაკ­ვლევ შემთხვევაში. მხოლოდ 1-ში იგი არ დაფიქსირდა. ჯანმრთელი და დაავადებული ლაბირინთების ოპტო­კინეტიკური ნისტაგმის სიხშირის, ამპლიტუდისა და მისი ნფს-ის ურთიერთშედარებისას გამოვლინდა მათი ვარიაბელობა (P<0.05 და P<0.01). რეფლექტორული ნისტაგმის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ დაზიანებულ ლაბირინთში აგზნებადობა ჯანმრთელთან შედარებით იყო უფრო დაქვეითებული ან გამოვარდნილი (P<0.05). სუბიექტური და ობიექტური გამოკვლევით მიღებული შედეგები მკაფიოდ მიუთითებს ვესტიბულური ნეი­რონიტის არსებობაზე, მათი გათვალისწინება კი ხელს შეუწყობს დიფერენციული დიაგნოსტიკის სწორად წა­რმართვას და რაციონული მკურნალობის დროულად ჩატარებას. ლიტ. 4.

ავტ.

 

13.13.53. სპლენექტომიის გავლენა ახალგაზრდა ვირ­თაგვების ზრდაზე. /. დიდებულიძე, . თარხან-მოუ­რავი, . გორდაძე, . კორძაია, . მეტრეველი, . სიხა­რულიძე, . კაკაბაძე/. პათოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლე­მები. – 2014. – გვ. 101-107. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევა შესრულებულია 80 თეთრ უჯიშო მამრ ვირთა­გვაზე, წონით 80-100 . ცხოველები დაიყო 4 ჯგუფად. პირველი, ძირითადი ჯგუფის ცხოველებს (n=20) გაუ­კეთდა სპლენექტომია, მეორესაკონტროლო ჯგუფის ცხოველებსღვიძლის 1/3-ის რეზექცია (II ჯგუფი, n=20) და ცრუ ოპერაცია (III ჯგუფი, n=20); IV ჯგუფიინტაქტური ცხოველები. კვლევის მიზანს წარმოად­გენდა ადენოჰიპოფიზის სომატოტროპოციტების ცვლილებების კორელაციის შესწავლა ახალგაზრდა ვირთაგვების ზრდის სიჩქარესთან სპლენექტომიის შემდეგ. კვირაში ერთხელ, ერთსა და იმავე დროს ხდე­ბოდა ექსპერიმენტული ცხოველების წონის განსაზღ­ვრა, ხოლო ოპერაციის შემდეგ 1, 3, 7, 14, 30, 60, 182 დღეზემათი მოკვდინება დეკაპიტაციით მსუბუქი ნარკოზის ქვეშ. ჰემოლიმფური კვანძების მკვეთრად გამოხატული ცვლილებები აღინიშნებოდა ელენთის ამოკვეთიდან 2 თვის შემდეგ. ორგანოს ჰქონდა ლობი­ოს მარცვლისმაგვარი ფორმა, ზომით 6.5±1.1 მმ. მის განაკვეთზე შეიმჩნეოდა შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულა, ელენთის ტრაბეკულების მსგავსი ელასტი­კური ბოჭკოების ბადე და 2 პულპათეთრი და წითე­ლი. მიღებული მონაცემები საშუალებას იძლევა ვივა­რაუდოთ, რომ ელენთის არტერიაზე განლაგებული ჰემოლიმფური კვანძები, მათი ელენთისმაგვარ ორგა­ნოდ გადაქცევის შემდგომ, ავლენს თავიანთ კომპენსა­ციურ ფუნქციას. სპლენექტომირებული ვირთაგვების ზრდის მაქსიმალური სიჩქარე (Ñ=0.03) გამოვლინდა ოპერაციის შემდეგ მეექვსე კვირას, ხოლო საკონტრო­ლო ჯგუფის ცხოველებშიმე-2 –3 კვირას (Ñ=0.02). ექსპერიმენტის ბოლოს აღინიშნებოდა სპლენექტომი­რებული ვირთაგვების არა მარტო წონაში მატება (282.2 გრ), არამედ მათი ლულისებრი ძვლების აჩქარებული ზრდაც. I ჯგუფის ცხოველების ბარძაყის ძვლების სიგ­რძე 3.0±0.49 მმ-ით მეტი იყო, ვიდრე II და IV ჯგუფის ცხოველებისა და 2.8±0.38 მმ-ით მეტი, ვიდრე III ჯგუ­ფის ცხოველების. სპლენექტომირებული ცხოველების სომატოტროპული ჰორმონის კონცენტრაცია სისხლში კორელაციაში იყო ამ ცხოველების ზრდის სიჩქარეს­თან. ოპერაციისშემდგომი პერიოდის მე-8 კვირას ამ ჰორმონის კონცენტრაციის შემცირებას მის საკონტრო­ლო ნიშნულამდე თან სდევდა ცხოველთა ზრდის ტემ­პის შემცირებაც. ლიტ. 4.

ავტ.

 

13.13.54. პაროდონტში ანთებითი პროცესების კომპლ­ექსური თერაპია დაბალი ინტენსივობის გამოსხივების მქონე ლაზერის და იმუდონის გამოყენებით. /. კეჩი­ნი, . ირზაევი, . ჩებიკინი, . ბოსტანჯიანი/. პათო­ლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2014. – გვ. 108-110. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კომპლექსური თერაპია ლაზერის დაბალი ინტენსივო­ბის გამოსხივებითა და იმუდონის გამოყენებით მნიშვ­ნელოვნად აჩქარებს სხვადასხვა მაჩვენებლის გაუმჯო­ბესებას გინგივიტისა და პაროდონტიტის მქონე ავად­მყოფებში. ლიტ. 3.

ავტ.

 

13.13.55. ადამიანის ჯანმრთელობაზე ელექტრომაგნი­ტური ამინდის ზემოქმედების მექანიზმის შესახებ. /. საყვარელიძე, . შარაძე/. პათოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემე­ბი. – 2014. – გვ. 111-118. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განიხილება ადამიანის ჯანმრთელობაზე ელექტრო­მაგნიტური ამინდის გავლენის საკითხი, რომელიც ვლინდება მზის აქტიურობასთან დაკავშირებულ მაგ­ნიტური ქარიშხლების დროს. არსებული მონაცემები მოწმობს მზის აქტიურობის უარყოფით მოქმედებას განსაკუთრებით ადამიანის სისხლძარღვთა და ნერ­ვულ სისტემებზე. დღეისთვის ძირითად პრობლემად რჩება მზის აქტიურობის ბიოტროპული ფაქტორები და ბიოლოგიურ ობიექტებზე მათი მოქმედების მექა­ნიზმის დადგენა. განხილულია ქარიშხლების დროს ადამიანის ორგანიზმზე მაგნიტური ველის შეშფოთე­ბების მოქმედების მექანიზმი. ნაჩვენებია, რომ ეს მოქ­მედება შეიძლება განხორციელებული იყოს ინფორმა­ციული მექანიზმის მეშვეობით, როცა ირღვევა სინქრო­ნული კავშირი ეგზოგენურწამყვანბუნებრივ რითმე­ბსა და ენდოგენურ ბიორითმებს შორის, რაც იწვევს ენ­დოგენური ბიორითმების დესინქრონიზაციას და, ამის შედეგად, ჯანმრთელობის გაუარესებას. ადამიანის ორ­განიზმის ცალკეული სისტემის მიერ გენერირებული ინფრადაბალი ელექტრომაგნიტური ველების მთავარი ჰარმონიკების სიხშირეების დამთხვევა შუმანის, ალვე­ნის ბუნებრივი რეზონატორებისა და მოკლეპერიოდი­ანი მაგნიტური შეშფოთებების რეზონანსულ სიხშირე­ებთან იძლევა იმის საფუძველს, რომ ადამიანის ჯანმრ­თელობაზე მაგნიტური ქარიშხლების უარყოფითი გავ­ლენა აიხსნას ინფრადაბალი სიხშირეების სუსტი ბუნე­ბრივი ველების ინფორმაციული გავლენით. ლიტ. 7.

ავტ.

 

13.13.56. ტრანსპორტზე საგანგებო სიტუაციების შე­დეგად დაშავებულთა გადაუდებელი სამედიცინო რეაბილიტაცია. /. ტერ-ოვაკიმიანი/. პათოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუა­ლური პრობლემები. – 2014. – გვ. 119-122. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღნიშნულია, რომ ტრანსპორტზე ავარიებისა და კატა­სტროფების შედეგად დაშავებულთა გადაუდებელი სა­მედიცინო დახმარების ეფექტურობის და ხარისხის ამაღლებისთვის საჭიროა შემდეგი საკითხების გადაწ­ყვეტა: ) ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფა კატა­სტროფის მედიცინის ტერიტორიული სამსახურის, ტრანსპორტის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების სამსახურებთან, რომლებიც მონაწილეობენ საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში; ) ინფორმა­ციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკით­ხების გადაწყვეტა, პოლიტრავმებით დაშავებულთა გა­დაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად სამ­კურნალო და დიაგნოსტიკური სტანდარტების შემუშა­ვება; ) პოლიტრავმებით დაშავებულთა ჰოსპიტალამ­დე ეტაპზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გა­წევა, მათ შორის სამედიცინო დახარისხების ჩატარება საევაკუაციო-სატრანსპორტო უზრუნველყოფით; ) ქალაქის ჯანდაცვის განსაზღვრული სტაციონარების გამოყოფა და მათი მომზადების უზრუნველყოფა და­შავებულთა კვალიფიციური და სპეციალიზებული და­ხმარების გაწევის მიზნით, მიღებული დაზიანებების სახის და ხასიათის გათვალისწინებით; ) ტრავმული დაზიანებების სიმძიმის კომპლექსური შეფასების ჩა­ტარება, ტრანსპორტით გამოწვეული ტრავმატიზმის ადგილის განსაზღვრით ტრანსპორტზე კრიზისული და საგანგებო სიტუაციების სტრუქტურაში; ) ტრანს­პორტით გამოწვეული ტრავმატიზმის სტრუქტურის და სამედიცინო შედეგების შესწავლა სატრანსპორტო ავარიების დროს, გადაუდებელი სამედიცინო უზრუნ­ველყოფის პროცესების ანალიზთან მიმართებაში; ) პოლიტრავმებით დაშავებულთა სამედიცინო დახმა­რებისა და რეაბილიტაციის სამკურნალო და დიაგნოს­ტიკური ალგორითმების შემუშავება და დანერგვა ჰოსპიტალამდე და ჰოსპიტალურ ეტაპებზე. ლიტ. 6.

ავტ.

 

13.13.57. სასუნთქი გზების გავლენის მექანიზმების მნიშვნელობა ფილტვისმიერი გულით ავადმყოფთა სარეაბილიტაციო ეტაპზე. /. ელიავა, . ისაკაძე, . ცინცაძე, . ტაბიძე, . ბუაჩიძე, . თოფურია/. პათო­ლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2014. – გვ. 123-125. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღნიშნულია, რომ ფილტვისმიერი გულის განვითარე­ბაში ძირითად პათოგენეზურ ფაქტორებს ფილტვის არტერიის სისტემაში გაზრდილი წნევა და ჰიპოქსემია წარმოადგენს. ალვეოლური ჰიპოქსია ჩნდება ცენტრა­ლური, ბრონქულ-პულმონური ან თორაკოდიაფრაგ­მული წარმოშობის ჰიპოვენტილაციის დროს. ამიტომ, სარეაბილიტაციო ეტაპზე საჭიროა გამოვრიცხოთ ცხვირით არასრულფასოვანი სუნთქვა, ვინაიდან ამ დროს ვითარდება ალვეოლური ჰიპოვენტილაცია, გუ­ლის ჰიპერფუნქცია, რაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება გახდეს ფილტვისმიერი გულის განვითარების რისკ-ფაქტორი. ლიტ. 3.

ავტ.

 

13.13.58. რეფლექსური გავლენების როლი სინუსის კვანძის მოქმედებაში. /. სააკაშვილი, . ელიავა, . ცინცაძე, . ტაბიძე, . თოფურია, . ბუაჩიძე/. პათო­ლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2014. – გვ. 125-129. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ორგანიზმის სარეგულაციო სისტემების მდგომარეო­ბის შეფასებისთვის გამოიყენებოდა გულის რითმის მათემატიკური ანალიზის მეთოდი, რომელიც საშუა­ლებას იძლევა დავახასიათოთ ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმპათიკური და პარასიმპათიკური განყო­ფილებების აქტიურობის თანაფარდობა, რეგულაციის ჰუმორული არხის მდგომარეობა, ქერქქვეშა ცენტრების აქტიურობა. სინუსის კვანძი კი განიხილება, როგორც ჰუმორული და ვეგეტატიური ნერვული სისტემების გავლენის ინდიკატორი. ჩატარებულმა ექსპერიმენტუ­ლმა გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ პირით სუნთქვა, ცხვირით სუნთქვასთან შედარებით, ექსპერიმენტულ ცხოველში იწვევდა მკვეთრ სუნთქვით სინუსურ არი­თმიას. გულის რითმის სტატისტიკური პარამეტრების დინამიკაც მიუთითებს პარასიმპათიკური ნერვული სისტემის აქტიურობის ზრდაზე, რაც აიხსნება სასუნ­თქი გზების სხვადასხვა რეფლექსოგენური ზონიდან აფერენტული სიგნალიზაციის თანაფარდობის ცვლი­ლებით. ლიტ. 6.

ავტ.

 

13.13.59. ნახევარსფეროთაშორისი ასიმეტრია: ფსიქო­ფიზიოლოგიური ასპექტები. /. სეკოიანი/. პათოლო­გიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქ­ტუალური პრობლემები. – 2014. – გვ. 130-142. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანი იყო ფარული ცაციობის ნიშნების ასო­ცირების და ემოციურ-პიროვნული სფეროს მახასიათე­ბლების შესწავლა ასაკობრივ და გენდერულ ასპექტებ­ში მათი ტრანსფორმაციის ანალიზით. პროექტში მონა­წილებოდა 408 რესპონდენტი: 157 მამაკაცი (38.5%) და 251 ქალი (61.5%), რომლებიც ასაკობრივი მაჩვენებლე­ბით სამ ჯგუფად იყვნენ განაწილებული: I ჯგუფი - 234 რესპონდენტი, საშუალო ასაკი - 22.7±2.8 წელი; II ჯგუ­ფი - 81 რესპონდენტი, საშუალო ასაკი - 38.7±6.2 წელი; III ჯგუფი - 93 რესპონდენტი, საშუალო ასაკი – 57.4±4.4 წელი. ფსიქომეტრიულ გამოკვლევას ატარებდნენ სტა­ნდარტიზებული ტესტებით. ფარული ცაციობის ნიშ­ნები აღმოაჩნდა რესპონდენტების 82.4%-. ერთი ნიშ­ნით იყო გამოკვლეულთა 26.0%, ორი ნიშნით – 30.4%, სამი ნიშნით – 14.0%, ოთხი ნიშნით – 12.0%. საერთო ამონაკრებში და გენდერულ ჭრილში, ასაკის ზრდას­თან ერთად, გამოვლინდა როგორც ფარული ცაციობის ნიშნების გარეშე, ასევე ერთი ნიშნის მქონე პირთა რაო­დენობის პროგრესირებადი ზრდის ტენდენცია. აღინი­შნება ცაციობის ორი და მეტი ნიშნის მქონე რესპონდე­ნტთა რიცხვის პროგრესირებადი შემცირება. საერთო ამონაკრებში გულწრფელობის ტესტი Sysenck Persona­lity Inventory (სკალა E P I1) გადალახა რესპოდენტთა 78.6%-მა, დანარჩენი 87 პირი გამოირიცხა შემდგომი გამოკვლევებისგან. ტესტირების შედეგებით (სკალა E P I2), ასაკთან ერთად აღინიშნება ინტრავერტების რიც­ხვის ზრდა და ექსტრავერტების შემცირება, იმ დროს, როდესაც ემოციური მდგრადობის მაჩვენებლი (სკალა E P I3) ასაკობრივ და გენდერულ ჭრილში პრაქტიკუ­ლად არ იცვლება. ასაკის ზრდასთან ერთად მცირდება ქოლერიკების რიცხვი და მატულობს ფლეგმატიკების და მელანქოლიკების რიცხვი. ამასთანავე, სანგვინიკე­ბის რიცხვი მამაკაცებში ასაკთან ერთად არ იცვლება, ქალებში კი პროგრესულად ქვეითდება. რესპონდენტე­ბის გამოკვლევის შედეგები RotterI-E ტესტით ავლენს ასაკთან ერთად ექსტერნალური ტიპის პიროვნებების რიცხვის ზრდას და ინტერნალური ტიპის შემცირებას. ასოციირებული ტრიადა: ალექსითიმია (Toronto Alexi­thymia Scale), შფოთვა (Staite-Trait Anxiety Inventory), დეპ­რესია (Beck Depression Inventory) დიდი პროცენტით გა­მოვლინდა ინტრავერტებსა და ექსტერნალებში. მრა­ვალხაზოვანი რეგრესიის მოდელის Spearman, Kendall-ის პარამეტრული კრიტერიუმებით, ასევე კლასტერუ­ლი და ფაქტორული ანალიზით გამოვლინდა დადები­თი კორელაციური კავშირი, ასოციირების ხასიათი გა­მოკვლეულ ფსიქომეტრიულ მაჩვენებლებს შორის, ასა­კთან ერთად, რესპონდენტებში განსაზღვრულ სახე­ცვლილებას განიცდის. ამგვარად, დადგენილია, რომ ასაკობრივ დინამიკაში, მოტორულ ჰემისფეროთაშო­რისი ასიმეტრიის მატებასთან ერთად, ვითარდება რეს­პონდენტების ემოციურ-პიროვნული მახასიათებლე­ბის თავისებური ტრანსფორმაცია, რაც შეიძლება გან­ხილულ იქნეს, როგორც ტვინის მარცხენამხრივი ლა­ტერალიზაციის ერთ-ერთი მაჩვენებელი. სურ. 1, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.13.60. ურთიერთკავშირი დამხმარე რეპროდუქცი­ულ ტექნოლოგიებს, გართულებულ ორსულობას და ნაყოფის განვითარების მანკებს შორის. /. გრაბარი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 2(227). – გვ. 7-14. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია კავშირი ორსულობის გართულებებს, უნაყოფობის გენეზისსა და გამოყენებულ დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს (დრტ) შორის. დაკ­ვირვება ჩატარებულია 1331 მეუღლეთა წყვილზე, რო­მელთაც აღენიშნებოდა გართულებული რეპროდუქ­ციული ანამნეზი. აღმოჩნდა, რომ ორსულობის გართუ­ლებები, უმეტესად, დაკავშირებულია უნაყოფობის ეტიოპათოგენეზთან, ვიდრე დრტ- ტექნიკასთან. გარ­თულებათა დიდი სიხშირე გამოვლინდა ქალებში ენ­დოკრინული გართულებებით. ნაყოფის განვითარების მანკების შემთხვევები აღინიშნა დამხმარე რეპროდუქ­ციული მეთოდისეკო- გამოყენების შედეგად: 3,6% წინააღმდეგ 1,8%-სა სპონტანური ორსულობის პირო­ბებში. შედარებით დიდი პროცენტი ნაყოფის თანდა­ყოლილი მანკების განვითარებისა დადგენილია ერთ­ნაყოფიანი ეკო- გამოყენებით დაბადებულ ახალშო­ბილ ვაჟებში. ცხრ. 2, ლიტ. 15.

ავტ.

 

13.13.61. ვიტამინ C-ტაურინის ანტიოქსიდაციური კომპლექსის გავლენა სისხლის ბიოქიმიურ მაჩვენებ­ლებზე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით ავადმყოფებში არაპროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათიით. /. ლეკიშვილი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 2(227). – გვ. 14-20. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა C-ტაურინის ანტიოქ­სიდანტების კომპლექსის მოქმედების შესწავლა სისხ­ლის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით და არაპროლიფერაციული დიაბეტური რე­ტინოპათიით დაავადებულთა მკურნალობაში. სამი თვის განმავლობაში გამოკვლეულია 68 ავადმყოფის (136 თვალი) ძირითადი მხედველობითი ფუნქციების ცვლილებები. ავადმყოფები გაყოფილი იყვნენ 2 ჯგუ­ფად (ძირითადი და საკონტროლო): საკონტროლო ჯგ­უფის 33 ავადმყოფს (66 თვალი) მკურნალობა ჩაუტარ­და ტრადიციული კონსერვატული მეთოდით. ძირითა­დი ჯგუფის 35 ავადმყოფს (70 თვალი) მკურნალობა ჩა­უტარდა ანტიოქსიდაციური კომპლექსით ტაურინივიტამინი C, 42 დღის განმავლობაში. გამოვლინდა ტა­ურინის და ვიტამინი C- კომბინაციის ანტიოქსიდაცი­ური აქტივობა, დადებითი მოქმედება ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლაზე, ასევე ჰეპატოპროტექტორუ­ლი მოქმედება. ფუნქციურ, ბიოქიმიურ და კლინიკურ მაჩვენებლებს შორის კორელაციურ თავისებურებათა და ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლე­ვის შედეგების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ვთვლით კომპლექსის ტაურინი+ვიტამინი C გამოყენე­ბას შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის, არაპროლიფერაციუ­ლი დიაბეტური რეტინოპათიის კონსერვატიულ მკურ­ნალობაში. ცხრ. 8, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.13.62. კოჭის ძვლის სრული ამოვარდნილობის ქი­რურგიული მკურნალობის შედეგები. /. გაბუნია/. სა­ქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 2(227). – გვ. 20-23. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა კოჭის ძვლის სრული ამოვარდნილობის ქირურგიული მკურნალობის შედე­გების და გართულებების გამომწვევი მიზეზების შეფა­სება. კვლევას საფუძვლად დაედო აღნიშნული ძვალ-სახსროვანი პათოლოგიით ნამკურნალებ პაციენტებზე (მამაკაცი – 12, ქალი – 3; ასაკი – 29-51 წელი) დინამიკუ­რი დაკვირვების შედეგები ქუთაისის სამ სამედიცინო მრავალპროფილიან კლინიკაში 2005-2013 წწ. განმავ­ლო­ბაში. განხილულია ქირურგიული ჩარევის ზოგადი ტაქტიკა; შესწავლილია კოჭის ძვლის ოპერაციული წე­სით ჩასწორების შემდგომი ადრეული და გვიანი გარ­თულებები მკურნალობისა და რეაბილიტაციის პერიო­დებში. დადგენილია, რომ კოჭის ძვლის სრული ამოვა­რდნილობის ოპერაციული მკურნალობის შედეგები, უმეტეს შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებელია, ხში­რად ხდება რა კიდურის ფუნქციის მოშლისა და განმე­ორებითი რეკონსტრუქციული ოპერაციების ჩატარე­ბის მიზეზი მოგვიანებით ასეპტიკური ნეკროზისა და ართროზული პროცესის განვითარების შედეგად. კო­ჭის ძვლის ანატომიური სპეციფიკის გათვალისწინე­ბით, მკურნალობის დამაკმაყოფილებელი შედეგი უშუალოდ დამოკიდებულია დროულ ქირურგიულ ჩარევაზე, ანუ ტრავმის მიღებიდან ადრეულ ვადაში და, ასევე, სრულფასოვან რეაბილიტაციაზე. ლიტ. 9.

ავტ.

 

13.13.63. პირველადი ადრეული ოსტეოსინთეზი საყ­რდენ-მამოძრავებელი აპარატის პოლიტრავმის დროს. /. გაბუნია/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 2(227). – გვ. 24-28. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ტრავმული დაავადე­ბის სხვადასხვა სტადიაზე ლულოვანი ძვლების ოსტე­ოსინთეზის თანამდევი ზოგადი და ადგილობრივი გა­რთულებების ანალიზი პოლიტრავმით დაზარალე­ბულ პაციენტებში და პირველადი ადრეული და გადა­ვადებული ოსტეოსინთეზის პრიორიტეტულობის სა­კითხის განსაზღვრა. დადგენილია, რომ პოლიტრავმის დროს ზოგადი და ადგილობრივი გართულებები გან­პირობებულია ოსტეოსინთეზის ვადების და იმობილი­ზაციის მეთოდების არასწორი შერჩევით. სრულყოფი­ლი ანესთეზიოლოგიური და რეანიმაციული მხარდა­ჭერის პირობებში ლულოვანი ძვლების ოსტეოსინთე­ზისათვის ხელსაყრელად უნდა ჩაითვალოს პირველა­დი და ადრეული ოსტეოსინთეზი ტრავმის მიღებიდან 1-5 დღის განმავლობაში. ცხრ. 1, ლიტ. 11.

ავტ.

 

13.13.64. საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის მორ­ფოლოგიური თავისებურება გასტროეზოფაგური რე­ფლუქსით და თანმხლები შაქრიანი დაიბეტი ტიპი 2-ით ავადმყოფებში. /. ფადეენკო, . ფროლოვა-რომანი­უკ, . გალჩინსკაია/. საქართველოს სამედიცინო სიახ­ლენი (GMN). – 2014. – # 2(227). – გვ. 28-31. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოკვლეულია 67 ავადმყოფი გასტროეზოფაგური რე­ფლუქსით (გეფრ) და თანმხლები შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით და 50 ავადმყოფი მხოლოდ გეფრ-ით დია­ბე­ტის გარეშე. გეფრ-ის დიაგნოზის დადგენა ხდებოდა ანამნეზის, საყლაფავი მილის pH-მეტრიის საფუძველ­ზე და ენდოსკოპიური გამოკვლევით, შაქრიანი დიაბე­ტისა კიანამნეზით, გლიკემიის და გლიკოზირებუ­ლი ჰემოგლობინის მაჩვენებლების განსაზღვრით. გეფრ-ით და თანმხლები შაქრიანი დაიბეტი ტიპი 2-ით ავადმყოფებში საყლაპავი მილის დისტალური ნაწი­ლის ჰისტოლოგიური გამოკვლევით გამოვლინდა პა­რაკერატოზი და აკანტოზი, ეპითელიუმის შეშუპება და განშტოება, ზედაპირული ჰიპერპლაზია, ნეიტრო­ფილებით ინფილტრაცია და სისხლძარღვების ექტა­ზია. მიღებული შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ გეფრ-ით და თანმხლები შაქრიანი დაიბეტი ტიპი 2-ით ავადმყოფებში დიაბეტი იწვევს არა მარტო სიმპტომა­ტიკის, არამედ ენდოსკოპიურ და ჰისტოლოგიურ ცვლ­ილებებს, რაც მოითხოვს შაქრიანი დაიბეტის ტიპი 2-ის ფონზე განვითარებული გეფრ-ის დიაგნოსტიკის სრულყოფას ინვაზიური და არაინვაზიური მეთოდე­ბის მეშვეობით. ცხრ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

13.13.65. ჰიპოვიტამინოზის კორექციის ზეგავლენა ინსულინის რეზისტენტობის მაჩვენებლებზე გულის იშემიური დაავადებით და თანხლები მეტაბოლური სინდრომით ავადმყოფებში. /. გორდინა, . ორლოვ­სკი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 2(227). – გვ. 32-36. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია D ვიტამინის დონე, ნახშირწყლების ცვ­ლ­ის და ინსულინ-რეზისტენტობის მაჩვენებლები გუ­ლის იშემიური დაავადებით, II-III ფუნქციური კლასის სტაბილური სტენოკარდიით ავადმყოფებში (n=135). ავადმყოფთა 91,9%- გამოუვლინდა D ჰიპოვიტამი­ნო­ზი. საკვლევ ავადმყოფთა ჯგუფს, ბაზისური თერაპიის პარალელურად, ჩაუტარდა მკურნალობა ქოლეკალცი­ფე­როლით დოზით 2000 ME დღე-ღამეში, პერორალუ­რად, 6 თვის განმავლობაში. დადგენილია, რომ D ჰიპო­ვიტამინოზის კორექცია დადებით ზეგავლენას ახდენს ინსულინ-რეზისტენტობის და ჰიპერინსულინემიის მა­­­­ჩვენებლების დაქვეითების დინამიკაზე. გულის იშე­მიური დაავადების და მეტაბოლური სინდრომის კო­მო­რბიდული მიმდინარეობა მოითხოვს უფრო ხანგრძ­ლივ ვადას D ჰიპოვიტამინოზის კორექციისათვის. ცხრ. 3, ლიტ. 13.

ავტ.

13.13.66. გულის რითმის დარღვევათა განვითარების პრედიქტორები არტერიული ჰიპერტენზიით ავადმყო­ფებში ფიზიკური დატვირთვის პირობებში. /. კოლეს­ნიკი, . სოკოლოვა/. საქართველოს სამედიცინო სიახ­ლენი (GMN). – 2014. – #2(227). – გვ. 37-42. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

არტერიული ჰიპერტენზიით ავადმყოფების გულის რითმის დარღვევის შესწავლის მიზნით, გამოკვლევა ჩაუტარდა 203 მამაკაცს ფიზიკური დატვირთვის პი­რობებში. ყველა ავადმყოფს ჩაუტარდა არტერიული წნევის დღე-ღამური მონიტორინგი, ტრანსთორაკალუ­რი ექოკარდიოსკოპია, საძილე არტერიების ულტრაბ­გერითი სკანირება, დატვირთვის ეკგ-ტესტი ტრედმი­ლზე. ფიზიკური დატვირთვის პირობებში გულის რი­თმის დარღვევები აღმოაჩნდა ავადმყოფთა 47,3%-. მრავალფაქტორული რეგრესული ანალიზის შედეგებ­მა გამოავლინა, რომ მარცხენა პარკუჭის მიოკარდიუ­მის მასა, მისი დიასტოლური ფუნქცია და საძილე არ­ტერიების ინტიმამედიალური კომპლექსის საშუალო სისქე წარმოადგენენ დაავადების განვითარების მნიშვ­ნელოვან ფაქტორებს. არტერიული ჰიპერტენზიით ავა­დმყოფებში კარდიოვასკულური რისკის სტრატიფიკა­ციის მიზნით მიზანშეწონილია ფიზიკური დატვირთ­ვის ტესტის ჩატარება. ცხრ. 3, ლიტ. 17.

ავტ.

 

13.13.67. სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გავლე­ნა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებაზე. /მახავირ სენანი, . პეტროსიანი/. საქართველოს სამე­დიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – #2(227). – გვ. 42-47. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა სოციალურ-ეკონომი­კური სტატუსის ზეგავლენის შესწავლა გულ-სისხლ­ძარღვთა დაავადებების განვითარებაზე. გამოკვლეუ­ლი იყო 346 ინდოელი: 41-54 წლის ასაკის 260 მამაკაცი და 86 ქალი, რომლებიც იმყოფებოდნენ სამოქალაქო სამსახურში. დაკვირვება მიმდინარეობდა 2002-2009 წწ. 24 თვის შემდეგ 281 (81,2%) პირს 346-დან აღენიშნებო­და არტერიული წნევის პროგრესირება. სოციალური და ეკონომიკური სტატუსი ფასდებოდა შემდეგი ძირი­თადი პარამეტრების გათვალისწინებით: განათლების დონე, პროფესია, ფინანსური მდგომარეობა. მიღებუ­ლი მონაცემების მრავალფაქტორულმა შესწავლამ გა­მოავლინა, რომ პირებში განათლების და ფინანსური შემოსავლის მაღალი დონით გულ-სისხლძარღვთა და­ავადებების რისკი გაცილებით უფრო დაბალი იყო, ვიდრე დაბალი ფინანსური მდგომარეობის და განათ­ლების შემთხვევაში (16% და 11%, შესაბამისად). ჩატა­რებული კვლევის შედეგად დადგენილია, რომ სოცია­ლურ-ეკონომიკური სტატუსი წარმოადგენს არტერი­ული ჰიპერტენზიის და გულის იშემიური დაავადების განვითარების მნიშვნელოვან დამოუკიდებელ ფაქ­ტორს. გამოტანილია დასკვნა, რომ ჭარბწონიან პირებ­ში ყველა შემთხვევაში, დამოუკიდებლად ეკონომიკუ­რი სტატუსისა და განათლების დონისა, აღინიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რის­კი. ცხრ. 2, ლიტ. 23.

ავტ.

 

13.13.68. საქართველოში მძიმე ფსიქიკური აშლილო­ბის მქონე მოზრდილებისთვის დაცული საცხოვრისის დანერგვის საჭიროების შეფასება. /. ზავრადაშვილი, . მახაშვილი, . ელიაშვილი, . ზურლო, . ჭყონია/. საქა­რთველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – #2(227). – გვ. 48-51. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ახალი ფსიქიატრიული სერვისის, .. დაცული საცხოვრისის დანერგვის საჭიროების შესწავლა. დაცული საცხოვრი­სი მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის უზრუნველყოფს თემში რეზიდენციულ მომსახურებას. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს პაციენტებმა და მედ­პერსონალმა საქართველოს ექვსი ხანგრძლივი დაყოვ­ნების სტაციონარიდან (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ხონი, სურამი, ბედიანი). კვლევაში გამოყენებული იყო რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდები, რაც უფ­რო სრულფასოვანი ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა. სტრუქტურირებული კითხვარი და კითხვები ჩაღრმავებული ჯგუფური ინტერვიურირებისთვის შე­მუშავდა მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციების მი­ხედვით სამედიცინო დაწესებულებების შეფასების ინ­სტრუმენტისSARAმომსახურების ხელმისაწვდომო­ბისა და მზადყოფნის შეფასებასაფუძველზე. გამოკი­თხვის მონაცემების ანალიზმა ცხადყო, რომ ფსიქიკუ­რი სერვისების მომხმარებლებიც და სერვისის მიმწო­დებლებიც დადებითად აფასებენ დაცული საცხოვრი­სების დანერგვას, რაც პაციენტთა დეინსტიტუციონა­ლიზაციას და საზოგადოებაში რეინტეგრაციას შეუწ­ყობს ხელს. სურ. 1, ლიტ. 10.

ავტ.

 

 

 

13.13.69. ადიპოციტებისა და მაკროფაგების ფუნქციუ­რი მორფოლოგია ჭარბი წონის მქონე პირებში: კორე­ლაცია სისხლის პლაზმაში ლეპტინის დონესთან. /. გიორგაძე, . გოგიაშვილი, . ცაგარელი, . ნიკობაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 2(227). – გვ. 52-57. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სინათლისა და ელექტრონული მიკროსკოპიის მეშვეო­ბით შესწავლილია სიმსუქნის სხვადასხვა ხარისხის მქონე (BMI - 35,2±7,9 და 31,3±8,5) მამაკაცების (n=14) და ქალების (n=11) თეთრი ცხიმოვანი ქსოვილის გლუთე­ური პუნქციური ბიოპტატები და ვენური სისხლი. მი­ღებულმა შედეგებმა გამოავლინა კორელაცია ადიპო­ციტების ნეკროზს, მაკროფაგების ლოკალურ აქტივა­ციასა და ლეპტინის დონეს შორის ჭარბი მასის მქონე პირებში, აგრეთვე, კორელაცია ლეპტინის პროდუქცი­ის დონესა და ადიპოციტების ნეკროზის ფოკუსებს შორის, რაც წარმოადგენს ტრიგერს ცხიმოვანი ქსოვი­ლის ნეკროზის ფოკუსების პერსისტენციის და ქრონი­კული ანთების კერების ფორმირებისათვის. ცხრ. 5, ლიტ. 15.

ავტ.

 

13.13.70. მარტოობის ფსიქოლოგიის სისტემურ-ანთ­როპოლოგიური ანალიზი აღმოსავლეთ ყაზახეთის პატიმართა მაგალითზე. /. გიზატულინა/. საქართვე­ლოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 2(227). – გვ. 67-75. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია ადამიანთა მარტოობის ფენომენის თეორიული ანალიზი და სოციალურ იზოლაციაში მყოფ პირთა (პატიმრები) ემპირული გამოკვლევის შე­დეგები. საკითხი განხილულია სისტემურ-ანთროპო­ლოგიური მიდგომის პოზიციიდან, რომელიც მარტო­ობას განიხილავს, როგორც ადამიანის სრულყოფილი ცხოვრების დროებითი დარღვევის გამოვლენას. კვლე­ვის დროს გათვალისწინებული იყო გამოსაკვლევი კო­ნტიგენტის ასაკობრივი და გენდერული თავისებურე­ბანი. ირკვევა, რომ ფსიქოლოგიური პოზიციიდან მე­ტად მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს მარტოობის განცდა და სრულყოფილი ცხოვრების დაკარგვის სხვა ფორმები. სურ. 3, ცხრ. 5, ლიტ. 13.

ავტ.

 

13.13.71. პროგესტერონი - T-ლიმფოციტების ციტო­ტოქსიურობის რეგულატორი. /. გოხელაშვილი, . გოგებაშვილი, . დათუნაშვილი, . მაჭავარიანი, . ენუქიძე, . სანიკიძე/. საქართველოს სამედიცინო სია­ხლენი (GMN). – 2014. – # 2(227). – გვ. 81-85. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია პროგესტერონის ეფექტი T-ლიმფოციტე­ბის ციტოტოქსიურობაზე ინ ვიტრო Jurkat- უჯრედე­ბის მოდელურ სისტემაში. Jurkat- უჯრედების სტიმუ­ლირება წარმოებდა ფიტოჰემაგლუტინინის (PHA) სა­შუალებით (50 μ/მლ) 370C ტემპერატურაზე 5 წუთის განმავლობაში; შემდეგ PHA სცილდებოდა ცენტრიფუ­გირებით და უჯრედები ინკუბირდებოდა 24 საათის განმავლობაში პროგესტერონის გარეშე და პროგესტე­რონის დამატების ფონზე დოზით 0,07 μl და 0,7 μl. გამ­დინარე ციტომეტრიის მეთოდით განისაზღვრა მიტო­ქონდრიული მემბრანული პოტენციალი, მიტოქონდ­რიების ჟანგვითი მეტაბოლიზმის პარამეტრები: სუპე­როქსიდ- და პეროქსიდრადიკალების შემცველობა, მი­ტოქონდრიული ელექტრონული სატრანსპორტო ჯაჭ­ვის ცილების ნიტროზილირების ხარისხი - ელექტრო­ნული პარამაგნიტური რეზონანსის და სპექტროფოტო­მეტრიის მეთოდით, მიტოქონდრიული სუპეროქსიდ­დისმუტაზას, კატალაზას, გლუტატიონრედუქტაზას აქტივობა - სპექტროფოტომეტრული მეთოდით. გამო­ვლენილია პროგესტერონის მაღალი დოზების (0,7 μl) მაინჰიბერებელი ეფექტი მიტოქონდრიული მემბრანუ­ლი პოტენციალის მნიშვნელობაზე და ოქსიდაციური სტრესის ინტენსივივობაზე P- აქტივირებულ Jurkat- უჯრედებში, რაც აფერხებს მათ პროლიფერაციას და დიფერენციაციას. სურ. 2, ცხრ. 2, ლიტ. 15.

ავტ.

 

13.13.72. ყბა-კბილთა ძვლოვან ქსოვილში წარმოქმნი­ლი დეფექტის აღდგენა ოსტეოპლასტიური მასალის გამოყენებით. /. გრძელიძე, . მაჭავარიანი, . მენაბ­დე, . გველესიანი, . ამირანაშვილი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 2(227). – გვ. 89-92. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქვედა ყბის სხეულის არეში ძვლოვანი დეფექტის აღდგენა ხელოვნური ძვლის “BIO-OSS”-ის გამოყენებით. ექსპერიმენტი ჩა­ტარდა 30 თეთრ ლაბორატორიულ ვირთაგვაზე. ცხო­ველები დაიყო 2 ჯგუფად: I - საკონტროლო და II - «BIO-OSS»-ით სამკურნალო ჯგუფი. ქირურგიული წე­სით შეიქმნა ქვედა ყბის დეფექტი. კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ საკონტროლო ჯგუფში ძვლის დე­ფექტის შექმნიდან 6 თვის შემდეგ დეფექტის მიდამოში განვითარებული შემაერთებელი ქსოვილის პროლი­ფერაციული აქტივობა არ იყო გამოხატული. II ჯგუფის 6-თვიან მასალაში «BIO-OSS»-ის ცენტრალურ ნაწილში აღინიშნებოდა ფიბრინის გროვები და ერითროციტები, ასევე, შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედების მცირე რაოდენობა. შემაერთებელი ქსოვილის ჩანაცვლებითი პროცესი იწყებოდა პერიფერიიდან და თანდათანობით გადადიოდა «BIO-OSS»-ის ცენტრალურ ნაწილზე. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ქვედა ყბის ძვლის სხეულის დეფექტების მკურნალობისთვის მოწოდებუ­ლი მეთოდიკა არის ეფექტურია და რეკომენდებუ­ლიაკლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებისათვის. სურ. 3, ლიტ. 10.

ავტ.

 

13.13.73. მემკვიდრული თრომბოფილიის გავლენა განმეორებითი ვენური თრომბოემბოლიზმის განვი­თარების რისკზე ქართულ პოპულაციაში. /. ფირცხე­ლანი, . ყოჩიაშვილი, . მახალდიანი, . ფარღალავა, . გაფრინდაშვილი, . ქართველიშვილი/. საქართვე­ლოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 2(227). – გვ. 93-97. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქართული პოპულა­ციის პაციენტებში პროთრომბინის (PHG) გენის - 20210G/A, ლეიდენის V ფაქტორის (FVL) – 1691G/A და მეთილენტეტრაჰიდროფოლატრედუქტაზას (MTHFR) გენის - 677C/T წერტილოვანი მუტაციების, ანუ მემკვი­დრული თრომბოფილიის როლის დადგენა პირველა­დი და განმეორებითი ვენური თრომბოემბოლიზმის პათოგენეზში. აღნიშნული მუტაციების დეტექცია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციისა (PCR) და პრა­იმერების ერთნუკლეოტიდური დაგრძელების ფერ­მენტული იმუნოსორბენტული ანალიზის მეთოდით განხორციელდა ვენური თრომბოემბოლიზმის მქონე 93 პაციენტში, რომელთაგან 56- ჰქონდა პირველადი, ხოლო 37- განმეორებითი, ობიექტური კვლევებით დადასტურებული, არაპროვოცირებული თრომბო­ემბოლიზმის დიაგნოზი. შედეგების სტატისტიკური ანალიზით, განმეორებითი თრომბოზების მქონე პა­ციენტთა ჯგუფში, პირველადთან შედარებით, სარწ­მუნოდ მაღალი იყო FVL მუტაციის სიხშირე - 0.21 და 0.44, შესაბამისად (p=0.0164<0.05). მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა პროთრომბინის გენის კვლევისას, თუმცა სხვაობა არ იყო სტატისტიკურად სარწმუნო. ასეთი ტენდენციები არ დაფიქსირდა MTHFR- ის გენის C677T მუტაციის ჰეტერო- და ჰომოზიგოტური მტარებლობის შემთხვევაში. შესწავლილი მუტაციების ორმაგი და სა­მმაგი ჰეტეროზიგოტური/ჰომოზიგოტური მტარებლო­ბა (სულ 20 შემთხვევა) აღინიშნა ორივე ჯგუფის პაცი­ენტებში. თუმცა, მსაგავსი გენოტიპების სიხშირე გან­მეორებითი თრომბოზის მქონე პაციენტებში იყო უფ­რო მეტი (27%), ვიდრე პირველადი თრომბოზის პირო­ბებში (17.9%). ასევე, აღსანიშნავია, რომ პაციენტთა ასა­კი პირველადი თრომბოზით იყო გაცილებით ახალგა­ზრდა, განმეორებითი თრომბოზის მქონე პაციენტებ­თან შედარებით და არ აღემატებოდა 50 წელს. ამრი­გად, ქართულ პოპულაციაში ლეიდენის მუტაცია და შესწავლილი მუტაციების ორმაგი და სამმაგი მტარებ­ლობა შესაძლებელია ჩაითვალოს განმეორებითი თრო­მბოზის განვითარების დამოუკიდებელ რისკ-ფაქტო­რად; ამგვარი გენოტიპის მქონე პაციენტებში განმეო­რებითი თრომბოზისა და მასთან დაკავშირებული გარ­თულებების პრევენციის მიზნით მაქსიმალურად უნდა გახანგრძლივდეს ანტიკოაგულაციური თერაპია. ცხრ. 2, ლიტ. 13.

ავტ.

 

13.13.74. მემკვიდრული თრომბოფილია და პროქსიმა­ლური და დისტალური ღრმა ვენების თრომბოზის გა­ნვითარების რისკი ქართულ პოპულაციაში. /. ფირც­ხელანი, . ყოჩიაშვილი, . მახალდიანი, . ფარღალა­ვა, . გაფრინდაშვილი, . ქართველიშვილი/. საქართვე­ლოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 2(227). – გვ. 98-102. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქართული პოპულაცი­ის პაციენტებში პროთრომბინის (PHG) გენის-20210 G/A, ლეიდენის V ფაქტორის (FVL) – 1691G/A და მეთი­ლენტეტრაჰიდროფოლატრედუქტაზას (MTHFR) გენის - 677C/T წერტილოვანი მუტაციების, ანუ მემკვიდრუ­ლი თრომბოფილიის როლის დადგენა ქვედა კიდურე­ბის ღრმა ვენების პროქსიმალური და დისტალური თრომბოზის პათოგენეზში. აღნიშნული მუტაციების დეტექცია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციისა (PCR) და პრაიმერების ერთნუკლეოტიდური დაგრძელების ფერმენტული იმუნოსორბენტული ანალიზის მეთო­დით განხორციელდა სხვადასხვა ლოკალიზაციის ვე­ნური თრომბოემბოლიზმის მქონე 61 პაციენტში, რომე­ლთაგან 49- ჰქონდა პროქსიმალური, ხოლო 12- დის­ტალური, ობიექტური კვლევებით დადასტურებული, არაპროვოცირებული თრომბოემბოლიზმის დიაგნო­ზი. ჯგუფებს შორის განსხვავების შეფასება ხდებოდა – F(ფიშერის) ზუსტი კრიტერიუმით. შედეგების სტატი­სტიკური ანალიზით პროქსიმალური თრომბოზების მქონე პაციენტთა ჯგუფში, დისტალურთან შედარე­ბით, სარწმუნოდ მაღალი იყო FVL მუტაციის სიხშირე - შესაბამისად, 0,43 და 0,08 (p=0.0256). ანალოგიური ტენ­დენცია დაფიქსირდა პროთრომბინისა და MTHFR გე­ნების მუტაციების მტარებლობის შემთხვევაში: მათი სიხშირე მეტი იყო პროქსიმალური თრომბოზების მქ­­ონე პაციენტთა ჯგუფში, განსხვავებით დისტალური­საგან, თუმცა, ეს სხვაობა არ აღმოჩნდა სტატისტიკუ­რად სარწმუნო. აღსანიშნავია, რომ 61 პაციენტიდან 15- დაუდასტურდა შესწავლილი მუტაციების სხვადა­სხვა ვარიანტით ორმაგი და სამმაგი ჰეტეროზიგოტუ­რი ან ჰომოზიგოტური მტარებლობა; აღნიშნული გე­ნოტიპები დაფიქსირდა მხოლოდ პროქსიმალური თრომბოზების მქონე პაციენტთა ჯგუფში. ამგვარად, შესაძლებელია ქართულ პოპულაციაში მემკვიდრული თრომბოფილია, განსაკუთრებითლეიდენის მუტაცია და შესწავლილი მუტაციების ორმაგი და სამმაგი ჰეტე­როზიგოტური ან ჰომოზიგოტური მტარებლობა ჩაით­ვალოს პროქსიმალური თრომბოზის განვითარების დამოუკიდებელ რისკ-ფაქტორად; იგი, ამასთან, გან­მეორებითი თრომბოზის განვითარების ერთ-ერთ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ასეთი გენოტიპის პაციენტებში, განმეორებითი თრო­მბოზის რისკის თავიდან აცილების მიზნით, მიზანშე­წონილია ჩატარდეს სათანადო ხანგრძლივი ანტიკოა­გულაციური თერაპია და მეორადი პრევენციული ზო­მები. ცხრ. 2, ლიტ. 13.

ავტ.

 

13.13.75. სტომატოლოგიური საკონსტრუქციო მასა­ლების მიმართ პაციენტების ინდივიდუალური ამტა­ნობის და მგრძნობელობის კომპლექსური მიდგომის შემუშავება და დასაბუთება. /. გრიზოდუბი/. საქარ­თველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 3 (228). – გვ. 7-13. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენს მოხმარებისათვის მარ­ტივი და ობიექტური ტესტის შემუშავება, რომელიც შესაძლებელს გახდის პროტეზის დამზადებამდე განი­საზღვროს საკონსტრუქციო მასალების მიმართ პაცი­ენტის პირის ღრუს ქსოვილების ინდივიდუალური ამტანობა. პროვოკაციული და ლაბორატორიული ტეს­ტების ჩატარების შედეგად გამოტანილია დასკვნა, რომ ყველაზე გამოყენებადია ლორწოვან-ღრძილოვანი ტეს­ტი, რომელიც ხასიათდება მაღალი ობიექტურობით და მოსახერხებელია მუშაობაში. გამოვლენილია, რომ პრა­ქტიკაში გამოყენებადმა ყველა მასალამ, კერამიკის ჩა­თვლით, შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ქსოვი­ლების ინდივიდუალური შეუსაბამობა გამოხატული კლინიკური სიმპტომებით. ცხრ. 5, ნახ. 2, ლიტ. 11.

ავტ.

 

13.13.76. სათესლე ჯირკვალის კეთილთვისებიანი სიმსივნის გავლენა მამაკაცის უშვილობაზე: ეპიდერ­მოიდული კისტის შემთხვევა. /. ურკმეზი, . უკსელი, . სომაი, . ვერიტი/. საქართველოს სამედიცინო სიახ­ლენი (GMN). – 2014. – # 3 (228). – გვ. 14-17. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია საკმაოდ იშვიათი ინტრატესტიკულური სიმსივნისეპიდერმოიდული კისტის შემთხვევა, გა­მოვლენილი ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით. აღწერილია ახალგაზრდა მამაკაცის მარჯვენა სათესლე ჯირკვალში სიმსივნური წარმონაქმნის შემთხვევა, აღ­მოჩენილი მამაკაცის უშვილობის გამო გასინჯვის დროს. ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ნაწილობ­რივი ორქიექტომიის შემდეგ მასალის ანალიზმა დაა­დასტურა ეპიდერმოიდული კისტის დიაგნოზი. გამო­თქმულია ვარაუდი, რომ სათესლე ჯირკვალის კეთი­ლთვისებიანი წარმონაქმნი გავლენას ახდენს პარენქი­მაზე, იწვევს უშვილობას; ამიტომ მიზანშეწონილად მიაჩნიათ მისი დროულად ამოკვეთა. ნახ. 3, ლიტ. 11.

ავტ.

 

13.13.77. შარდის ბუშტის კეთილთვისებიანი ნეოპლა­ზმის იშვიათი შემთხვევა. /. აკან, . უკსელი, . ოზბაი, . ურუჩი, . ვერიტი/. საქართველოს სამედიცინო სიახ­ლენი (GMN). – 2014. – # 3 (228). – გვ. 17-20. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შარდის ბუშტში კეთილთვისებიანი წარმონაქმნის გან­ვითარება იშვიათ მოვლენას წარმოადგენს, თუმცა, ეს არ აძლევს ქირურგს უფლებას ჰემატურიის ჩივილით შემოსული პაციენტის გამოკვლევისას ყურადღება არ გაამახვილოს კეთილთვისებიანი ნეოპლაზმის გამორი­ცხვის საკითხზე. მას შეიძლება ჰქონდეს სიმპტომური ხასიათი, აქედან გამომდინარე, არსებობს ავთვისებიანი ნეოპლაზმის შეცდომითი დიაგნოზის დასმის საშიშ­როება. აღწერილია 59 წლის ქალის გასინჯვის შედეგად აღმოჩენილი ლიპომის შემთხვევა. პაციენტი შემოსუ­ლი იყო ჰემატურიაზე ჩივილით. ცისტოსკოპიურმა დათვალიერებამ შარდის ბუშტის მარჯვენა უკანა კე­დელზე გამოავლინდა მოცულობითი წარმონაქმნი. ჰისტოლოგიურმა კვლევამ აჩვენა მომწიფებული ცხი­მოვანი ქსოვილის არსებობა ლორწოვანი შრის სიღრ­მეში შარდის ბუშტის კედლის ინვაზიის გარეშე. შარ­დის ბუშტის ლიპომა იშვიათად წარმოადგენს კეთილ­თვისებიან მასას - აღწერილია მხოლოდ ერთი შემთხ­ვევა მამაკაცებში. გამოტანილია დასკვნა, რომ ჰემატუ­რიის დიფერენციული დიაგნოსტიკის დროს აუცილებ­ლად უნდა იყოს გათვალისწინებული შარდის ბუშტის ლიპომის არსებობის შესაძლებლობა. ნახ. 3, ლიტ. 10.

ავტ.

 

13.13.78. უკანა აუზის ჰემოცირკულაციის მოშლის შეფასება სონოგრაფიული მეთოდით. /. ალფაიძე, . ჯანელიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 3 (228). – გვ. 20-28. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ექსტრაკრანიული დუ­პლექს-სონოგრაფიის (EDS), ტრანსკრანიული ფერად­ად-კარტირებული დუპლექს-სონოგრაფიის (TSSD) მე­თოდების და როტაციული ფუნქციური ტესტების (RFT) როლის შეფასება უკანა აუზის ცირკულაციის მო­შლის დროს. 88 პაციენტი (ასაკობრივი ჯგუფი – 18-62 წელი) უკანა ჰემოცირკულაციის მოშლით და 20 ჯანმ­რთელი ადამიანისაკონტროლო ჯგუფი (შესაბამის ასაკობრივ საზღვრებში) გამოკვლეულ იქნა EDS, TCCD, RFT მეთოდებით, გაიზომა ვერტებრული არტერიების დიამეტრი, სისხლის ნაკადის ხაზოვანი სიჩქარის საშუ­ალო მაჩვენებლები (MFV) და პულსაციური ინდექსი (PI) ვერტებრულ, ბაზილარულ და უკანა ცერებრულ არტერიებში. სტატისტიკური ანალიზისათვის გამოყე­ნებული იქნა SPSS პროგრამა (ვერსია 11,5). 48 (54,5%) პაციენტში გამოვლინდა ვერტებრული არტერიების უნილატერალური შევიწროვება (დიამეტრი - 2,5 მმ-ზე ნაკლები) და დეფორმაცია, ასოცირებული ოსტეოქონ­დროზთან ან პირველად ჰიპოპლაზიასთან. 11 (12,5%) პაციენტში გამოვლინდა ვერტებრული არტერიების ორმხრივი შევიწროვება (დიამეტრი - 2,8 მმ-ზე ნაკლე­ბი) და დეფორმაცია. EDS და TCCD გამოკვლევებმა უჩ­ვენა MFV დაქვეითება (23±1,4 ცმ/სეც) ვერტებრული არტერიების ინტრაკრანიულ სეგმენტებში და PI-ის მომატება (3,2±0,3; ð=0,002) ექსტრაკრანიულ (V1-V3) სეგმენტებში. 52 (59%) შემთხვევაში გამოვლინდა სის­ხლის ნაკადის დაქვეითება ბაზილარულ არტერიაში 32,6±4,7%-ით და 41 (46,5%) შემთხვევაშიუკანა ცე­რებრულ არტერიებში 24,8±5,2%-ით (p<0,002). 21 (23,8%) პაციენტში გამოვლინდა თანმხლები ვერტებ­როგენული რეფლექსური ვაზოკონსტრიქცია. 18 (20,4%) პაციენტში გამოკვლევებმა უჩვენა მხოლოდ ვერტებრული არტერიების დეფორმაცია V1-V3 სეგ­მენტებში MFV– ლოკალური მომატებით და ნაკადის ინტენსივობის ნორმალური მაჩვენებლებით ინტრაკრა­ნიულ სეგმენტებში. RFT იყო დადებითი 42 (47,7%) პა­ციენტში და გამოვლინდა მაღალი კორელაცია კლინი­კურ გამოვლინებებთან. EDS და TSSD წარმოადგენენ ღირებულ მეთოდებს მაღალი რისკის გამოსავლენად უკანა ცირკულაციის ჰემოდინამიკის მოშლის შემთხვე­ვებში. ვერტებრობაზილური იშემია, გაძლიერებული როტაციით და სისხლის მიმოქცევის იმავდროული მო­შლით ტვინის ღეროში, თალამუსში და ოქციპიტალურ წილებში მიუთითებს TIA- ან ინსულტის განვითარე­ბის საშიშროებაზე და მნიშვნელოვანია შემდგომი მკუ­რნალობის სწორი სტრატეგიის შერჩევისათვის. ნახ. 3, ლიტ. 31.

ავტ.

 

13.13.79. შექცევადი ცერებრული ვაზოკონსტრიქციის სინდრომი და შაკიკი: სონოგრაფიული კვლევა. /. ალ­ფაიძე . ბერიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 3 (228). – გვ. 28-36. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა სონოგრაფიული მონა­ცემებში განსხვავების გამოვლენა შექცევადი ცერებრუ­ლი ვაზოკონსტრიქციის სინდრომის (RCVS) და შაკიკის დროს. სონოგრაფიული კვლევები ჩაუტარდა 61 პაცი­ენტს (ასაკობრივი ჯგუფი - 17-60 წელი, 41 - ქალი, 20 - მამაკაცი) TCD და TCCD მეთოდების გამოყენებით. MRA ჩაუტარდა 29 პაციენტს. პაციენტები დაყოფილი იქნა შემდეგ ჯგუფებად: I ჯგუფი - 27 პაციენტი RCVS-ით, ტიპიური უეცარი თავის ტკივილის მწვავე შეტევე­ბით, II ჯგუფი - 34 პაციენტი შაკიკით ანამნეზში, 1-2 შეტევით თვეში. საკონტროლო ჯგუფს შეადგენდა 15 ჯანმრთელი ადამიანი. სონოგრაფიული კვლევები ტა­რდებოდა 2 თვის განმავლობაში შემდეგ დროის ინტე­რვალებში - 1-20, 21-40, 41-60 დღე. უნდა აღინიშნოს, რომ შაკიკიან პაციენტებში გამოკვლევები ტარდებოდა, აგრეთვე, შეტევათაშორის პერიოდშიც. I ჯგუფი - სისხ­ლის ნაკადის სიჩქარის საშუალო მაქსიმუმი (MM) კა­როტიდული სიფონებში შეადგენდა V(CS)-77,8±14,7 ცმ/სეც, შუა ცერებრულ არტერიებში - 127,5±22.8ცმ/სეც, წინა ცერებრულ არტერიებში - V(ACA) -115.7±18.4 ცმ/სეც, ბაზილურ არტერიაში - V(BA)- 74.7±20.1 ცმ/სეც, ლინდეგაარდის ინდექსის საშუალო მაჩვენებელი (LI) -3.1±0.5. ამ ჯგუფში MRA კვლევამ გამოავლინა სეგმენ­ტური ვაზოკონსტრიქცია შუა ცერებრულ არტერიებში პაციენტთა 62.9%-ში, წინა ცერებრულ არტერიებში – 51.8%, უკანა ცერებრულ არტერიებში – 37% და ბაზი­ლარულ არტერიაში – 40.7%-ში. II ჯგუფი - MM V (CS)-72.8±12.5 ცმ/სეც, V (MCA)- 118,4±26.7ცმ/სეც, V(ACA) -105.8±17.6 ცმ/სეც, V(BA)- 74.5±18.1ცმ/სეც, საშუალო LI – 2,9±0.7. პაციენტთა უმრავლესობაში (61.7%) მომატებუ­ლი იყო MMV რამდენიმე ცერებრულ არტერიაში სხვა­დასხვა კომბინაციით და ჩართულობით. ორივე ჯგუ­ფის მონაცემები აღემატებოდა საკონტროლოს: V (MCA) – 63.2±9.5 ცმ/სეც, LI – 2.1±0.2, p<0.001, გამოვლინდა ვა­ზოსპაზმი. ყველა მონაცემი დამუშავებულია არაპარა­მეტრული ბინომიალური ტესტის სტატისტიკური პრ­ოგრამით. მიღებულმა მონაცემებმა არ უჩვენა მნიშვნე­ლოვანი განსხვავება ვაზოსპაზმის ხარისხში RCVS-ის და შაკიკის ჯგუფებში, თუმცა, გამოვლინდა, რომ შა­კიკის დროს ვაზოსპაზმი ვლინდება უფრო მეტად უკა­ნა ჰემოცირკულაციის არტერიებში, ხოლო RCVS ჯგუ­ფში ვაზოსპაზმს უფრო დიფუზური ხასიათი აქვს. ცხრ. 2, ნახ. 9, ლიტ. 34.

ავტ.

 

13.13.80. ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაა­ვადების ჩამოყალიბების და პროგრესირების მექანიზ­მები შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით ავადმყოფებში. /. კრავჩუნი, დოროში/. საქართველოს სამედიცინო სია­ხლენი (GMN). – 2014. – # 3 (228). – გვ. 37-45. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება თა­ნმხლები შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს ენდოკ­რინოლოგიის აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული პათოლო­გიის მექანიზმების შეფასება. ამ მიზნით შესწავლილია ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვა და 8-იზოპროსტაგლან­დინი, როგორც ოქსიდაციური სტრესის შემადგენლები; განისაზღვრა ლიპიდური ცვლის და ღვიძლის ფუნქცი­ური აქტივობის მაჩვენებლები (საერთო ქოლესტერინი, მაღალი სიმკვრივის და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები, ტრიგლიცირიდები, β-ლიპოპრო­ტეიდები, ათეროგენობის კოეფიციენტი, თიმუსის სინ­ჯი, ალანინამინოტრანსფერაზა, ასპარტატამინოტრანს­ფერაზა). კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ბიოქი­მიური მაჩვენებლების ცვლილებები დაკავშირებულია დიენური კონიუგატების (დკ) აქტივობის ზრდასთან, რაც დადასტურებულია ჩატარებული კორელაციური ანალიზის შედეგებით. ავადმყოფთა ჯგუფში, სადაც დკ-ის მაჩვენებლები შეადგენდა 200-400 ნმოლ/, ან­თებითი ხასიათის ცვლილებები (ციტოლიზის სინდ­რომი) არ აღინიშნა, რაც მიუთითებს სტეატოზის სტა­დიის არსებობაზე; ავადმყოფებში დკ-ის 400-600 ნმოლ/ მაჩვენებლით აღმოჩნდა არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის სტადია, რომლის დროსაც სახეზეა ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის გამოხატული ცვლილებები. ლიპიდური და ნახშირწყლების ცვლის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლები აღმოჩნდა ავადმყოფებში დკ-ის 600 ნმოლ/-ით და მეტი, რაც მიუთითებს ფიბროზირების პროცესების განვითარე­ბაზე. ცხრ. 3, ლიტ. 13.

ავტ.

 

13.13.81. გულის და სისხლძარღვების სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები ჰიპერტონიული და თანმხ­ლები შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით ავადმყოფებში. /. ბელოვოლი, . შალიმოვა, . კოჩუევა/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 3 (228). – გვ. 45-51. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენს გულის და სისხლძარ­ღვების სტრუქტურულ-ფუნქციური მდგომარეობის, პრო- და ანტიოქსიდანტური სტატუსის, ანთების გა­მომწვევი ციტოკინების შესწავლა და შეფასება ჰიპერ­ტონული დაავადებით (ჰდ) და თანმხლები შაქრიანი დიაბეტი ტიპი2-ით (შდ 2)ავადმყოფებში. გამოკვლ­ეულია 102 ავადმყოფი ჰდ-ის II ხარისხით და საშუალო სიმძიმის შდ 2-ით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჰდ-ით და შდ 2-ით დაავადებულ პაციენტებში კარდიოჰემოდინამიკური ძვრები ვლინდება მარცხენა პარკუჭის შენარჩუნებული სისტოლური ფუნქციით, კონცენტრული ჰიპერტროფიით, აგრეთვე, დიასტო­ლური დისფუნქციით დარღვეული რელაქსაციის ტიპით. სისხლძარღვების კედლის ცვლილებები გამო­ხატული იყო ინტიმა-მედიის კომპლექსის სისქის, საძილე არტერიებში და მუცლის აორტაში პულსური ტალღის სიჩქარის ზრდით, ენდოთელიუმზე დამოკი­დებული ვაზოდილატაციის ხარისხის შემცირებით. ზემოაღნიშნული სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლი­ლე­ბები გულში და მაგისტრალურ სისხლძარღვებში კორელირებს ციტოკინების დონის მატებასთან, პროო­ქსიდანტური სისტემის აქტივაციასთან ანტიოქსიდან­ტური დაცვითი სისტემის დათრგუნვის ფონზე. ცხრ. 2, ლიტ. 19.

ავტ.

 

13.13.82. ანგიოპროტექტორები როზაცეას ადრეული ფორმების მკურნალობაში. /.. ცისკარიშვილი, . კაცი­ტაძე, . ცისკარიშვილი., . ჭითანავა, .. ცისკარიშვი­ლი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 3 (228). – გვ. 51-54. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს როზაცეათი დაავადებული პაციენტე­ბის კომპლექსურ მკურნალობაში ანგიოპროტექტორ რუტინ ფორტეს თერაპიული ეფექტურობის დადგენა წარმოადგენს. დაკვირვების ქვეშ როზაცეათი დაავადე­ბული 30 პაციენტი იმყოფებოდა, მათი ასაკი 25-დან 30 წლამდე მერყეობდა. რუტინ ფორტე ენიშნებოდათ 2-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ 2-3 თვის განმავლობაში. მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტებზე მი­მდინარეობდა დაკვირვება 12 თვის მანძილზე. ამ პერი­ოდში ძირითად ჯგუფში რეციდივი არ განვითარებუ­ლა. ერითემის შემცირება მნიშვნელოვნად იყო გამოხა­ტული. საკონტროლო ჯგუფში რეციდივი დაკვირვების მესამე თვეს განვითარდა, ერითემა ნაკლებად შემცირ­და. აღნიშნულიდან გამომდინარე, რუტინ ფორტე რო­ზაცეას ტორპიდული მორეციდივე ფორმების მკურნა­ლობის და პროფილაქტიკის ეფექტური საშუალებაა დერმატოზის ერითემატოზულ სტადიაზე. ნახ. 2, ლიტ. 11.

ავტ.

 

13.13.83. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები საქართველოში. /. ჭიოკაძე, . გალდავა, . ქვლივიძე, . დურგლიშვილი/. საქართველოს სამედიცინო სიახ­ლენი (GMN). – 2014. – # 3 (228). – გვ. 55-59. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოში სქესობ­რი­ვი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) სტატის­ტიკური ანალიზი რისკ-ჯგუფებში, ტენდენციის გამო­ვ­ლენა და შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავება. კვლ­ე­ვებმა აჩვენა, რომ 2000-2012 წლებში სგგდ-ში ყველაზე ხშირია ქლამიდიოზი. აღინიშნა ქლამიდიოზის და ტრ­ი­ქომონიაზის ზრდის მაღალი ტენდენცია, თუმცა, ტრ­ი­ქო­მონიაზის დაავადების ტემპის ზრდა შესაძლებე­ლია არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს. ამავდროულად, სი­ფილისის და გონორეის სიხშირე მცირდება, მაგრამ სქ­ე­სობივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციის პროგრამების მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე ეს ტენდენცია საეჭვოა. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის იმ სფეროში, რომელიც დაკავშირებულია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობის და პრ­ო­ფილაქტიკის პრობლემებთან, აუცილებელია ლაბო­რა­ტორიული დიაგნოსტიკის მენეჯმენტის ოპტიმიზე­ბა, ეპიდემიოლოგიური კონტროლის მეთოდების სრუ­ლ­ყოფა, პრევენციული პროგრამების მასშტაბების გაზ­რდა, ასევე, გონოკოკის ანტიმიკრობული რეზისტენ­ტობის გამოკვლევის ინიცირება. ლიტ. 10.

ავტ.

 

13.13.84. ლეპტინის გავლენა ინსულინ-რეზისტენ­ტო­ბის განვითარებაზე ორსულ ქალებში ჭარბი წონით. /. ტარასენკო/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 3 (228). – გვ. 59-63. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოკვლეულია 36 ორსული ქალი I და II ხარისხის ჭა­რბი წონით და 21 ორსული ნორმალური წონით 18-35 წლის ასაკში II ტრიმესტრში. ინსულინის, ლეპტინის და C-რეაქტიული პროტეინის დონე სისხლის შრატში განისაზღვრა იმუნოფერმენტული მეთოდით, ინსულ­ინ-რეზისტენტობაინდექსი Caro- მეშვეობით. ლეპ­ტინის წვლილი ინსულინ-რეზისტენტობის განვითა­რებაში შეფასდა თანაფარდობით ლეპტინი/ინდექსი ჩარო. ორსულ ქალებში ჭარბი წონით გამოვლინდა ლე­პტინის მაღალი დონე სისხლის შრატში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ინსულინ-რეზისტენტობის პრ­ოგრესირების პარალელურად მატულობდა თანაფარ­დობა ლეპტინი/ინდექსი Caro და მაქსიმალურ დონეს აღწევდა II ხარისხის ჭარბი წონის შემთხვევაში, რაც 5,8-ჯერ მეტი იყო საკონტროლო ჯგუფის მაჩვენებელ­ზე. ინსულინ-რეზისტენტობის პროგრესირების და მის განვითარებაში ლეპტინის როლის ზრდის ფონზე ჭარ­ბი წონით ორსულ ქალებში ქვეითდება ორგანიზმის ადაპტაციური მექანიზმები, მატულობს გესტოზების სიხშირე და პლაცენტის დისფუნქცია. ამრიგად, ადი­პოციტური ფუნქციის აქტივაციალეპტინის მომატე­ბული სეკრეცია და ლეპტინი/ინდექსი Caro- თანაფა­რდობის მატება მიუთითებს ლეპტინის მნიშვნელოვან როლზე ინსულინ-რეზისტენტობის პათოგენეზში ორ­სულ ქალებში ჭარბი წონით. ცხრ. 1, ლიტ. 30.

ავტ.

 

13.13.85. ლეპტოსპიროზი საქართველოში. /. მამუჩი­შვილი, . ქუჩულორია, . მჭედლიშვილი, . იმნაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 3 (228). – გვ. 63-66. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილ იქნა ლეპტოსპიროზის ეპიდემიოლო­გიუ­რი თავისებურებები საქართველოში 2001-2011 წლების მონაცემების საფუძველზე. ამ დაავადების ოფიციალუ­რი რეგისტრაცია ქვეყანაში დაიწყო გასული საუკუნის 50-იან წლებში. ყოველწლიურად რეგისტრირდებოდა დაავადების ერთეული შემთხვევები. გამონაკლისი 1986 წელი იყო, როდესაც . სოხუმში ადგილი ჰქონდა ლეპტოსპიროზის წყლისმიერ აფეთქებას და 21 ადამი­ანს ამ დაავადების დიაგნოზი დაესვა. ავადობის დაბა­ლი დონე აღინიშნებოდა 2001-2005 წლებშიც. 2006 წლ­იდან კი დაიწყო ავადობის მაჩვენებლის მნიშვნელოვა­ნი ზრდა და 2011 წელს საქართველოში ლეპტოსპირო­ზით ავადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქ­სირდა – 1,81 100 ათას მცხოვრებზე. ავტორთა აზრით, ლეპტოსპიროზით ავადობის ზრდა ქვეყანაში, ძირითა­დად, მისი დიაგნოსტიკის გაუმჯობესებით უნდა იყოს განპირობებული, რადგან დაავადება ყველაზე ინტენს­იურად არის გავრცელებული აჭარაში და თბილისში, ანუ იქ, სადაც ამ ინფექციის დიაგნოსტიკისათვის, კლ­ინიკური და ეპიდემიოლოგიური მონაცემების გარდა, იყენებენ ლაბორატორიულ კვლევასაც. საქართველოში ლეპტოსპიროზით ყველაზე უფრო ხშირად ახალგაზრ­და და საშუალო ასაკის პირები ავადდებიან. 30-59 წლ­ის ასაკობრივ ჯგუფზე შემთხვევების 54,8% მოდის. 14 წლამდე ასაკის ბავშვებში დაავადების მხოლოდ ერთე­ული შემთხვევები აღინიშნება. ძალიან მაღალია ავად­ობაში მამაკაცების ხვედრითი წილიმათზე მოდის გამოვლენილი შემთხვევების 60-65%. ამასთან, ლეპტო­სპიროზი საკმაოდ მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და ლეტალობა 8,7±3,6%- შეადგენს (95% CI=5,7-11,7). განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა ხანშიშესულ პი­რებში. 60 წლის და ზედა ასაკში ლეტალობა 24,3±8,1%- აღწევს. XXI საუკუნეში გარკვეულწილად იცვლება ლეპტოსპიროზის ეტიოლოგიური სტრუქტურა. თუ ადრეულ პერიოდში დაავადებას ძირითადად L.ictero­haemorrhagiae და L.grippotyphosa იწვევდა, დღეისათვის ისეთი გამომწვევებიც გვხვდება, რომლებიც მე-20 საუ­კუნეში არ აღინიშნებოდა - L.autumnalis, L.mankarso, L.wolffii და სხვ. ინფექციის გავრცელებაში წამყვან როლს წყლის ფაქტორი ასრულებს. ლიტ. 8.

ავტ.

 

13.13.86. Hp-ნეგატიური გასტროპათიების განვითარე­ბის და მიმდინარეობის კლინიკო-ენდოსკოპიური თა­ვისებურებების მექანიზმები გულის ქრონიკული უკმა­რისობით ავადმყოფებში. /. ბოიკო/. საქართველოს სა­მე­დიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 3 (228). – გვ. 67-71. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენს გულის ქრონიკული უკმარისობით ავადმყოფებში Hp-ნეგატიური გასტრო­პა­თიების განვითარების მექანიზმების შესწავლა, კუ­ჭის ლორწოვანი გარსის დაზიანების კლინიკური და მორფოლოგიური გამოვლინებების დამოკიდებულე­ბის განსაზღვრა იმ ფაქტორებთან, რომლებიც მონაწი­ლეობენ გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარე­ბასა და პროგრესირებაში. ასეთ ფაქტორთა რიცხვს მი­ეკუთვნება ოქსიდაციური სტრესი, ლიპიდების ზეჟან­გვითი ჟანგვის პროცესები, ორგანიზმის ანტიოქსიდა­ნტური დაცვის სისტემის ფერმენტების აქტივობა. გა­მოტანილია დასკვნა, რომ გასტროპათიების განვითა­რება გულის ქრონიკული უკმარისობით ავადმყოფებში ასოცირდება ლიპიდური ცვლის დარღვევასთან, ლიპი­დების ზეჟანგვითი ჟანგვის აქტივაციასთან და ანტიოქ­სიდანტური დაცვის სისტემის ფერმენტების აქტივობის დაქვეითებასთან. არტერიული ჰიპერტენზიით, გულის ქრონიკული უკმარისობით და Hp-ნეგატიური გასტრო­პათიით ავადმყოფებში კუჭის ლორწოვანი გარსის მაკრ­ოსკოპიული ანთებითი ცვლილებების პრედიქტორებს წარმოადგენენ ათეროგენობის კოეფიციენტის და სისხ­ლში დიენური კონიუგატების, მალონის დიალდეგიდის და კატალაზის მაჩვენებლების ცვლილება. ცხრ. 1, ნახ. 1, ლიტ. 18.

ავტ.

 

13.13.87. როტავირუსის ინფექციის მიმდინარეობის პროგნოზირება ბავშვებში. /. ხარჩენკო, . ლავრიუკო­ვა, . იურჩენკო, . მოვლიანოვა, . ერემენკო/. საქართ­ვე­ლოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 3 (228). – გვ. 72-75. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს წარმოადგენს ბავშვებში როტავირუ­სუ­ლი გასტროენტერიტის მიმდინარეობის პროგნო­ზი­რების ალგორითმის შემუშავება. დაკვირვება მიმდინა­რე­ობდა 3607 ბავშვზე მწვავე გასტროენტერიტის და მწვავე გასტროენტეროკოლიტის დიაგნოზით. დიაგნო­ზი დგინდებოდა კლინიკური და ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების ანალიზით, პარაკლინიკური და ბაქტე­რი­ოლოგიური გამოკვლევის იმუნოფერმენტული ანა­ლიზის მონაცემების შეფასების მეშვეობით. A ჯგუფის როტავირუსის გენოტიპირება ხორციელდებოდა პო­ლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდის გამოყენე­ბით განავალის სინჯზე (269 სინჯი). გამოკვლევის შე­დეგად დადგენილია, რომ როტავირუსის მანიფესტა­ცია მცირეწლოვან ბავშვებში მიმდინარეობს ინტოქსი­კაციის სიმპტომებით დეჰიდრატაციის ფონზე და მჭ­იდროდ კორელირებს ლეიკოგრამის, ედს-ის, მეტაბო­ლური აციდოზის მაჩვენებლების ცვლასთან. თანმხ­ლები ბაქტერიული ინფექცია ამძიმებს როტავირუსუ­ლი ინფექციის მიმდინარეობას; პირობით პათოგენური ფლორის არსებობა პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას დაავადების კლინიკურ სურათზე. ხანგრძლივი დია­რეა აღინიშნებოდა გენოტიპ G1P8 მტარებელ ბავშვებ­ში. შემუშავებულია როტავირუსული გასტროენტერი­ტის მიმდინარეობის სქემა და პროგნოზირების ალგო­რითმი, რომლის გამოყენება 93%- სიზუსტით განსაზ­ღვრავს როტავირუსის ინფექციის მიმდინარეობის სიმძიმის ხასიათს. ცხრ. 2, ლიტ. 6.

ავტ.

13.13.88. დნმ-მეთილტრანსფერაზების ექსპრესიის ხა­სიათი და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე (მიმოხილ­ვა). /. კვარაცხელია, . ტყემალაძე, . აბზიანიძე/. სა­ქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 3 (228). – გვ. 76-81. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია დნმ-ის მეთილირების ცვლილებების ძი­რითადი მექანიზმები, რაც რეგულირდება დნმ-მეთი­ლტრანსფერაზებით და მათი გავლენა ადამიანის ჯანმ­რთელობაზე. გარდა ამისა, მოკლედ მიმოხილულია ეპ­იგენეტიკური აგენტები, მაგალითად, დნმ-მეთილტრ­ანსფერაზების და ჰისტონდეაცეტილაზების ინჰიბი­ტორები, რომლებიც არიან რა კვლევის სხვადასხვა ფა­ზაში, კლინიკურად შემოწმებულია და დამტკიცებუ­ლია აშშ- კვების პროდუქტების და მედიკამენტების კონტროლის სააგენტოს (FDA) მიერ. ცხრ. 1, ლიტ. 53.

ავტ.

 

13.13.89. CD44+/CD24ლოწ ფენოტიპის უჯრედების განა­წილების თავისებურებანი ძუძუს დუქტური ინვაზიუ­რი კარცინომის პროგნოზულ მარკერებსა და მოლეკუ­ლურ ქვეტიპებთან მიმართებაში. /. გუდაძე, . კანკავა, . მარიამიძე, . ბურკაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 3 (228). – გვ. 81-87. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საკვლევად გამოყენებულ იქნა აკად. . ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისა და შპს ,,პათჯეო-პათოლოგანატომთა გაერთიანებისლაბორა­ტორიაში 2008-2012 წწ. გამოკვლეული 1324 პოსტოპე­რაციული ძუძუს ქსოვილის მასალა; შერჩეულ იქნა დუქტური ინვაზიური კარცინომის 393 შემთხვევა. CD44/CD24 მარკერების ექსპრესის შედარება განსხვა­ვებული ფენოტიპის სიმსივნეებში, კლინიკოპათოლო­გიურ პარამეტრებსა და სხვადასხვა ბიოლოგიურ მახა­სიათებლებს შორის განხორციელდა პირსონის კორე­ლაციის კოეფიციენტით - X2. მიღებული რაოდენობრი­ვი მონაცემების სტატისტიკური ანალიზი ჩატარდა SPSS V.19.0 პროგრამის გამოყენებით. სტატისტიკურად სარწმუნოდ მიჩნეულ იქნა 95% სარწმუნოობის ინტერ­ვალი. ღეროვანუჯრედული ფენოტიპის სიმსივნეები ყველაზე მაღალი პროცენტით წარმოდგენილია Luminal B და Bazal Like მოლეკულურ ქვეჯგუფში, რაც, ჩვენი აზრით, შეჭიდულია მათ აგრესიულ ქცევასა და ქიმი­ოთერაპიისადმი რეზისტენტობასთან. Luminal A მოლ­ეკულური ქვეტიპის სიმსივნეების შედარებით კეთილ­საიმედო პროგნოზი და ქიმიოთერაპიისადმი პასუხი განპირობებული უნდა იყოს ღეროვანი უჯრედების ფენოტიპის მქონე შემთხვევის დაბალი პროცენტით. Her2 მოლეკულურ ქვეტიპში, ერთი მხრივ, ღეროვან-უჯრედული ფენოტიპის სიმსივნეების (CD44+/CD24ლოწ) მცირე რაოდენობა, და მეორე მხრივ, ღეროვან უჯრე­დულ მარკერებზე ნეგატიური შემთხვევების არარსე­ბობა გვაფიქრებინებს, რომ Her2 ქვეტიპში წამყვან როლს თამაშობს ღეროვან უჯრედებთან ახლოს მყოფი ფენოტიპის მქონე კიბოს შემთხვევები. სიმსივნის ზო­მასთან მიმართებაში ღეროვან-უჯრედული ფენოტიპის სიმსივნეების ანალიზმა გამოავლინა საინტერესო ტენ­დენცია: T1-T4 მიმართულებით ღეროვანუჯრედული ფენოტიპის მქონე სიმსივნეების პროგრესული ზრდის პარალელურად აღინიშნება ღეროვანუჯრედული ფენოტიპის არმქონე სიმსივნეების პროგრესული კლე­ბა. ღეროვანუჯრედული ფენოტიპის სიმსივნეების (CD44+/CD24ლოწ) მაღალი სიხშირე მეტასტაზური ლიმ­ფური კვანძების მქონე სიმსივნეებში წარმოადგენს იმის დადასტურებას, რომ ღეროვანი უჯრედების ფე­ნოტიპის სიმსივნეები მონაწილეობენ სიმსივნის პროგ­რესიასა და მეტასტაზირებაში. ნახ. 8, ლიტ. 23.

ავტ.

 

13.13.90. პაროდონტიტის პათოგენეზური ფაქტორები, მათი ურთიერთქმედება და ეფექტები. /ნანა . ყიფიანი, . ივერიელი, . მოსემღვდლიშვილი, ნინო . ყიფიანი, . ჯაფარიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 3 (228). – გვ. 88-91. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

პირის ღრუს მიკრობული ინტერვენციისას განვითარე­ბული ოქსიდაციური სტრესი ღრძილის უჯრედების მიტოქონდრიებში იწვევს ელექტრონების ტრანსპორ­ტის დარღვევას, ენერგოგენეზის დაქვეითებას, ლიპო­პეროქსიდაციის გაძლიერებას. პაროდონტიტის დროს ქვეითდება ადგილობრივი იმუნიტეტი პირის ღრუში, რაც დაკავშირებულია À იმუნოგლობულინის სიმცი­რესთან და ლიზოციმის აქტივობის დაქვეითებასთან, ამ ფონზე ძლიერდება მიკრობულ ფაქტორთა დამაზია­ნებელი გავლენა პაროდონტზე. თავისუფალი ნიტრო­ოქსიდის შემცირება ღრძილის ქსოვილში და მისი გა­ჩენა ნერწყვში პაროდონტიტის დროს დაკავშირებუ­ლია აზოტის ოქსიდის გარდაქმნასთან ტოქსიკურ პე­როქსინიტრიტად, რომელიც ოქსიდაციური სტრესის გაძლიერებას, პაროდონტის ქსოვილის მკვეთრ დაზია­ნებას, უჯრედების გადაგვარებას და ნეკროზს იწვევს. ნიტროოქსიდის სიმცირე ღრძილების ლორწოვანის უჯრედებში ხასიათდება ცილა ð-53-ის ექსპრესიის და­ქვეითებით და უჯრედების ტერმინალური დიფერენ­ცირების დარღვევით. ღრძილის ქსოვილში მიტოქონდ­რიადამოკიდებული ენერგოგენეზის დარღვევა იწვევს მისი უჯრედების რეგენერაციის დათრგუნვას, რაც, აპოპტოზის ცვლილებებთან ერთად, ხასიათდება პარ­ოდონტის დესტრუქციით და განლევით. ცხრ. 2, ლიტ. 7.

ავტ.

 

13.13.91. ბაქტერიული ფაგოლიზატები და ავთვისე­ბიანი სიმსივნური ზრდა. /. ღამბაშიძე, . ბეჟიტაშვი­ლი, . აზალაძე, . ფხალაძე, . აზალაძე/. საქართვე­ლოს სამედიცინო სიახლენი (GMN). – 2014. – # 3 (228). – გვ. 92-95. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია E.Coli- ფაგოლიზატის სიმსივნის საწი­ნააღმდეგო ეფექტურობა. გამოკვლევები ჩატარდა 2-3 თვის 48 ლაბორატორიულ თაგვზე. ვაქცინაციის რეჟი­მი იყო: 1) ერთჯერადი (0,25 მლ ფაგოლიზატის ინტრა­პერიტონეული ინიექცია 3 დღით ადრე ერლიხის კარ­ცინომის 1x106 სიმსივნური უჯრედის გადანერგვამ­დე); 2) 3-ჯერადი (0,25 მლ ფაგოლიზატის ინიექცია 3 დღიანი ინტერვალით, 3, 6 და 9 დღით ადრე კარცინო­მის გადანერგვამდე); და 3) 10-ჯერადი (0,25 მლ ფაგო­ლიზატის ყოველდღიური ინიექცია 10 დღის განმავლ­ობაში კარცინომის გადანერგვამდე). პრეპარატის ეფექ­ტურობა შეფასდა ავთვისებიანი სიმსივნური ზრდის მახასიათებლების მიხედვით (სიმსივნური ქსოვილის განვითარება, სიმსივნური ზრდის ინჰიბირების პრო­ცენტი, ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა და გა­დარჩენის პროცენტი). გამოკვლევებით დადგინდა, რომ E.Coli- ფაგოლიზატით ერთჯერადი და 3-ჯერა­დი პრევენციული ვაქცინაციის შემდეგ ფერხდება სიმ­სივნური ქსოვილის განვითარება და ადგილი აქვს სიმ­სივნური ზრდის ინჰიბირებას. 10-ჯერადი ვაქცინაცია არ ავლენს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას. სიმ­სივნური ზრდის ინჰიბირების პროცენტი ერთჯერადი და სამჯერადი ვაქცინაციისას საშუალოდ შეადგენს 58%-. საკონტროლო ცხოველთა სიცოცხლის მაქსიმა­ლური ხანგრძლივობა 59 დღეა, მაშინ როდესაც სიმსი­ვნური ზრდის 125- დღისთვის ცოცხალი იყო ერთჯე­რადად ვაქცინირებული თაგვების 17%, ხოლო სამჯე­რადად ვაქცინაციისასთაგვების 25%. E.Coli- ფაგო­ლიზატის სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტურობა, სავარაუდოდ, პრეპარატის იმუნომარეგულირებელი თვისებებით უნდა აიხსნას. ნახ. 2, ლიტ. 8.

ავტ.

 

13.13.92. თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფი­ული პერფუზიული მახასიათებლები საძილე არტერი­ების სხვადასხვა პათოლოგიის დროს. /. თოდუა, . ბერაია, . მიმინოშვილი, . ლომიძე/. რენტგენოლოგი­ის და რადიოლოგიის მაცნე. – 2013. – # 1-2 (40-41). – გვ. 8-17. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

კვლევის შედეგი ადასტურებს, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა საშუალებას გვაძლევს ერთდ­როულად მოვახდინოთ თავის ტვინის მკვებავი სისხლ­ძარღვების სხვადასხვა პათოლოგიის დროული დიაგ­ნოსტირება, ამასთან, განვსაზღვროთ მათი ჰემოდინა­მიკური მნიშვნელობა და მოვახდინოთ თავის ტვინში ამ პათოლოგიებით გამოწვეული პროცესების მონიტო­რირება. ეს ყველაფერი მეტად მნიშვნელოვანია იშემი­ური პროცესების პრევენციისა თუ მკურნალობის ტაქ­ტიკის განსაზღვრისთვის. ცხრ. 1, ნახ. 13, ლიტ. 19.

ავტ.

 

13.13.93. რბილი ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნე­ების კომპლექსური დიაგნოსტიკა. /. თოდუა, . კახა­ძე, . გაჩეჩილაძე/. რენტგენოლოგიის და რადიოლო­გიის მაცნე. – 2013. – # 1-2 (40-41). – გვ. 49-56. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

მიღებული მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ ულტრაბგერითი კვლევა ფერადი ენერგეტიკული დო­პლერით და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მაღალინფორმატიული კვლევის მეთოდებია რბილი ქსოვილების სიმსივნეების დიაგნოსტიკაში. ულტრაბგ­ერითი კვლევა ფერადი ენერგეტიკული დოპლერით ეფექტურ სკრინინგ მეთოდს წარმოადგენს, ხოლო მაგნ­იტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საკმაოდ პათოგნო­მურია რბილი ქსოვილების სიმსივნეების დიაგნოსტი­კაში და ასახავს მორფოგენეზს, მაღალი სიზუსტით ად­გენს სიმსივნის ლოკალიზაციას, ზომას, სტრუქტურას, ულტრაბგერითი კვლევის და მაგნიტურ-რეზონანსუ­ლი ტომოგრაფიის და ანგიოგრაფიის კომპლექსური გა­მოყენებით შესაძლებელია შეფასდეს სიმსივნის ავთ­ვი­სებიანობის ხარისხი, ახალწარმონაქმნის ვასკულა­რიზაცია, წარმონაქმნის ურთიერთობა მაგისტრალურ სისხლძარღვებთან და ძვლოვან სტრუქტურებთან, რაც მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია მკურნალობის ტაქ­ტიკის განსაზღვრისათვის. ნახ. 4, ლიტ. 12.

ავტ.

 

13.13.94. ენდოსკოპიური ულტრასონოგრაფია ფატე­რის დვრილის სიმსივნეების დიაგნოსტიკაში. /. თო­დუა, . გურგენიძე, . იოსელიანი, . ჩანგელია/. რენ­ტგენოლოგიის და რადიოლოგიის მაცნე. – 2013. – # 1-2 (40-41). – გვ. 67-71. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია ენდოსკოპიური ულტრასონოგრაფია ფა­ტერის დვრილის სიმსივნეების დიაგნოსტიკაში. ენდო­სონოგრაფია გამოირჩევა მაღალი ინფორმაციულობი­თა და სიზუსტით, რაც საშუალებას გვაძლევს განისაზ­ღვროს ენდოსკოპიური რეზექციის შესაძლებლობა და, შორსწასულ შემთხვევებში, გაფართოებული ოპერაცი­ის სახე. ნახ. 5, ლიტ. 6.

ავტ.

 

 

 

13.13.95. თავის ტვინის პირველადი სიმსივნეების ავა­დობის მაჩვენებელი საქართველოშიპროსპექტული პოპულაციური კვლევა. /. გიგინეიშვილი, . რორ­მა­ნი, . ცისკარიძე, . შაქარიშვილი/. საქართველოს მეც­ნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 2. – გვ. 149-157. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

კვლევის მიზანია თავის ტვინის პირველადი სიმსივნე­ების ავადობისა და სხვა საბაზისო ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების შეფასება პოპულაციურ კოჰორტულ კვ­ლევაში, რომელიც ჩატარდა საქართველოში 2009 მარტ­იდან 2011 წლის მარტამდე. გამოყენებულ იქნა შემთხ­ვევების გამოვლენის აქტიური მეთოდი, რაც გულისხ­მობდა ნეირორადიოლოგიური კვლევის დასკვნებისა და ნეიროქირურგიული განყოფილებების სამედიცინო ისტორიების მოძიებას კვლევაში ჩართულ ყველა პარ­ტნიორი სამედიცინო დაწესებულებიდან, რომლებიც პრაქტიკულად ასახავდა რესპუბლიკაში ნეიროონკო­ლოგიური პაციენტისადმი სამედიცინო აქტივობის 100%-. ორი წლის მანძილზე გამოვლინდა 980 ახალი შემთხვევა. 4,5-მილიონიანი მოსახლეობისათვის ავა­დობის საშუალო წლიური მაჩვენებელი იყო 10.62 100,000 ადამიან-წლებზე კორექციით აშშ- 2000 წლის სტანდარტულ პოპულაციაზე (აკმ). სიმსივნეების 65.5% წარმოადგენდა არაავთვისებიანი სიმსივნეები. მამაკა­ცები შეადგენდნენ შემთხვევათა 44% და ქალები – 56%. კლასიფიცირებულ სიმსივნეთა შორის ავადობის მაღა­ლი მაჩვენებელი გამოვლინდა მენინგიომებისათვის (2.65/100,000), პიტუიტური ადენომებისათვის (1.23/ 100,000) და გლიობლასტომებისათვის (0.51/100,000). ავადობის აკმ ქალებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე მამა­კაცებში ყველა სიმსივნეების სახეობებისათვის (10.35 ვს. 9.48/100,000), გარდა ლიმფომების, ნეიროეპითელუ­რი და ჩანასახოვანუჯრედოვანი სიმსივნეებისა. ავადო­ბის წლიური მაჩვენებელი სიმსივნეების ყველა სახეო­ბისათვის საქართველოში, თუმცა, შესატყვისია ევრო­პულ მაჩვენებლებთან, დაბალია 2004–2005 წლების აშშ- თავის ტვინის ცენტრალური რეესტრის მაჩვენებ­ლებზე. არაკლასიფიცირებული სიმსივნეების მაღალი პროცენტი (37.8%) ჩვენს კვლევაში, სავარაუდოდ, ახდენს გავლენას ამ სხვაობაზე, მაგრამ მენინგიომების სიჭარბე გამოვლენილი სიმსივნეების სხვა სახეობებზე და მათი დომინირება ქალებში სრულად შეესატყვისება აშშ- ცენტრალური რეესტრის შედეგებს. სურ. 2, ცხრ. 2, ლიტ. 16.

ავტ.

 

13.13.96. მეტაბოლიზმის თავისებურებანი პოსტმენო­პაუზის პერიოდში და ჩატარებული ჰიპოლიპიდემი­ური თერაპიის ფონზე. /. ახვლედიანი, . ბალავაძე, . გაჩეჩილაძე, . ემუხვარი, . მარტიაშვილი, . ბექაია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 114-118. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

კვლევის მიზანს შეადგენდა პოსტმენოპაუზის პერიო­დში მყოფი ჰიპოთირეოზის მქონე ქალებში მეტაბოლი­ზმის თავისებურებების გამოვლენა და ჩატარებული ჰიპოლიპიდემიური მკურნალობის ეფექტურობის შე­ფასება. გამოკვლევაში ჩართული იქნა პოსტმენოპაუ­ზის პერიოდში მყოფი 156 ქალი (საშუალო ასაკი 58.4±5.3), რომელთა საერთო ქოლესტეროლი აღემატე­ბოდა 6.2 მმოლ/. პაციენტები დაყოფილი იქნა 2 ჯგუ­ფად. I ჯგუფი (n=80) შეადგინა სუბკლინიკური ჰიპოთ­ირეოზის მქონე პაციენტებმა, რომელთა თიროიდმას­ტიმულირებელი ჰორმონი(TSH) აღემატებოდა 4.0 მკმერთ/, ხოლო II ჯგუფი (n=76) კი - ჰიპოთირეოზის კლინიკური ფორმის მქონე პაციენტებმა, რომელთა TSH<4 მკმერთ/. ორივე ჯგუფი დაყოფილი იქნა ქვე­ჯგუფებად. I და III ქვეჯგუფებში 6 თვის განმავლობა­ში ჰიპოლიპიდემიური მკურნალობა ტარდებოდა 20 მგ ატორვასტატინით, ხოლო II და IV ქვეჯგუფებში სპეცი­ფიკური ჰიპოლიპიდემიური მკურნალობა არ ჩატარე­ბულაპაციენტებს ეძლეოდა მხოლოდ ზოგადი დიე­ტური რეკომენდაციები. ამავე დროს, ყველა გამოკვლე­ულ პაციენტს ჰიპოთირეოზის მკურნალობის მიზნით დანიშნული ჰქონდა თიროქსინი (საშუალო დოზა 12,5 - 100 მგ). ჩატარებულმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ პოსტმენოპაუზის მქონე პაციენტებში, ჰიპოთირეოზის სხვადასხვა სტადიაზე სისხლის ლიპიდური სპექტრის ცვლილების დინამიკა თირეოიდული ჰორმონების დე­ფიციტის ზეგავლენაზე მიუთითებს. თავის მხრივ, ფა­რისებრი ჯირკვლის დისფუნქციის დროს საძილე არტ­ერიებში მიმდინარე ათეროგენული პროცესები ურთი­ერთპარალელური პროცესებია. ჰიპოთირეოზის დროს ატორვასტატინის მეშვეობით ჩატარებული 6-თვიანი ჰიპოლიპიდემიური თერაპია, გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა, დიეტასთან შედარებით. მიღებული შედე­გების გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ პოსტმენოპაუზის პერიოდში განვითარებული ჰიპოთი­რეოზი აღრმავებს საძილე არტერიების ათეროგენულ პროცესებს, ჰიპერქოლესტეროლემიას, ჰიპერტრიგლი­ცერიდემიას, ათეროგენული ლიპოპროტეინებისა და აპოლიპო-პროტეინების რაოდენობის მომატებას, ანტი­ათეროგენული ლიპოპროტეინებისა და შესაბამისი აპო­ლიპოპროტეინების შემცირების პარალელურად. ამი­ტომ, ეს ფაქტი გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გან­ვითარების ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლება მივიჩნი­ოთ. ცხრ. 2, ლიტ. 11.

ავტ.

 

13.13.97. ანტიჰიპოდინამიური მასაჟორის სამედიცი­ნო პროფილაქტიკური და ეკონომიკური ეფექტიანობის საკითხებისთვის. /. ფურცხვანიძე, . ჭაბუკიანი, . ხა­რატიშვილი/. GEN. – 2013. – # 3. – გვ. 106-108. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია მასაჟის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე, რომელიც რთული ფიზიოლოგიური პროცესია. მასში მონაწილეობს მრავალი სისტემა და ორგანო, მაგრამ მათ შორის განმსაზღვრელი როლი ეკუთვნის ნერვულ სისტემას. ავტორების მიერ შემოთავაზებული მასაჟო­რი არის ვიზუალური ობიექტი, რომელსაც აღიქვამს მძღოლის შემეცნება, აზრობრივი ინტერპრეტაცია და ქვეცნობიერების მიერ ორგანიზებული ენერგიით აწარ­მოებს დაავადებული ორგანოს გამოჯანმრთელებას. სწორედ ამ დროს იჩენს ხოლმე თავს მასაჟორის სამე­დიცინო-პროფილაქტიკური და ეკონომიკური ეფექტი.  სურ. 1, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.13.98. ქრისტედან ორჯერ ათასი წლის შემდეგ გარ­დაცვალების პროცესი სასიამოვნოდ მოჩანს და მას გე­ნომშიდამარხულისიკვდილის კოდი განსაზღვრავს. /. ხელაძე, ზვ. ხელაძე/. კრიტიკულ მდგომარეობათა და კატასტროფათა მედიცინა. – 2012. – #9-10. – გვ. 19-33. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

მოტანილია ცნობები სიცოცხლისა და სიკვდილის არა­ერთგვაროვნების შესახებ. წარმოდგენილია სიცოცხლ­ისა და სიკვდილის კლასიფიკაცია. დადასტურებულია კვდომის პროცესში β- ენდორფინის დიდი რაოდენო­ბით გამოყოფა მომაკვდავის ორგანიზმში, რომლის კლ­ინიკურ გამოვლინებად მიჩნეულია ამ მდგომარეობის თანამდევი ენცეფალოპათიის სურათი. დადასტურე­ბულია სიკვდილის კოდის არსებობა და მისი გენომის მეშვეობით მემკვიდრეობით გადაცემა მკვდარი და მო­მაკვდავი ავადმყოფებიდან გამოყოფილია 14 კდ. მო­ლეკულის მქონე ენდორფინული ბუნების პოლიპეპტი­დი, რომელსაც სიკვდილის კოდის მეშვეობით სიკვდი­ლის წინ გამოიმუშავებენ იმუნოკომპეტენტური T-ლი­მფოციტები. დადასტურებულია ამ პოლიპეპტიდის როლი კვდომის პროცესების ინიცირებაში. სურ. 8, ცხრ. 18. ლიტ. 11.

ავტ.

 

13.13.99. მწვავე ინტერსტიციური პნევმონიის შეტევის მკურნალობა PMX მეთოდით. /. მიტაკა, . იამამოტო, . ტოიოფუკუ, . ჯიბიკი, . ჰარაგუჩი/. კრიტიკულ მდგომარეობათა და კატასტროფათა მედიცინა. – 2012. – #9-10. – გვ. 34-49. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

რეტროსპექტულად შეფასებულია იმ პაციენტების მკუ­რნალობა, რომელთაც ჰქონდათ ინტერსტიციული პნე­ვმონიის გამწვავება. ინტერსტიციული პნევმონიის გამ­წვავების პროგნოზი იყო არაკეთილსაიმედო და სიკვ­დილიანობის მაჩვენებელმა შეადგინა 68%. თუმცა, კო­რტიკოსტეროიდების რესპონდერები გადარჩნენ, PMX თერაპია ადრეულ ფაზაში იყო ეფექტური. არაინჰალა­ციურმა მეთოდმა გარდამავლად გააუმჯობესა ოქსიგე­ნაცია. საჭიროა შემდგომი კვლევები, რათა შეფასდეს PMX თერაპიის ეფექტი ინტერსტიციული პნევმონიის გამწვავების მქონე პაციენტებში. სურ. 31, ცხრ. 8. ლიტ. 10.

ავტ.

 

13.13.100. საქართველო წარადგენსGeorgia-1და “Georgia-2” თაობის აპარატებს. /ზვ. ხელაძე, . ხელაძე, . სტრელნიკოვი/. კრიტიკულ მდგომარეობათა და კა­ტასტროფათა მედიცინა. – 2012. – # 9-10. – გვ. 50-53. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შრომის მიზანია შეიქმნას კოსმოსური ფრენის დროს კოსმონავტთა ორგანიზმში რეგენერაციულ-რეპარაცი­ული პროცესების გამააქტივებელი საშუალებები, რომ­ლებიც, იმავდროულად, შეძლებენ მათი იმუნური პა­სუხის კორექციას, აგრეთვე, აღადგენენ შრომისუნარი­ანობას და ხელს შეუწყობენ სხვა არასასურველი გამო­ვლინებებისჩაქრობას“. აღნიშნული პრობლემის გადა­საწყვეტ მოდელად შერჩეული იქნა კრიტიკული მდგო­მარეობები. ამ უკანასკნელთა მსგავსება კოსმოსში ადა­მიანის ყოფნასთან არის ის, რომ ორივე შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმს ყოფნა უხდება მისთვის არასა­სურველ, არაადაპტირებულ, შეუჩვეველ გარემოში. ამასთან, მსგავსია მათ მიმართ განხორციელებული ზრუნვის ღონისძიებებიც საკვებით, წყლით და სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამ მიზნით მოწოდებულია “Georgia-1” და “Georgia-2” თაო­ბის აპარატები, რომელთა გამოყენება ხელს უწყობს რეპარაციული პროცესების და იმუნური პასუხის გააქ­ტივებას. სურ. 2, ცხრ. 2. ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.101. სიცოცხლის მეცნიერება ნანოტექნოლოგი­აში - ახალი თაობის გადამტანი სისტემების შექმნა. /. დანიელოვი/. კრიტიკულ მდგომარეობათა და კატას­ტროფათა მედიცინა. – 2012. – #9-10. – გვ. 54-61. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

მოყვანილია ნანოტექნოლოგიაში გამოყენებული ახა­ლი თაობის გადამტანი სისტემების აღწერა. ნაჩვენებია, მათი ეფექტურობა წინამორბედებთან შედარებით. გა­მოთქმულია მოსაზრება, რომ ამგვარი სახის გადამტანი სისტემები შესაძლოა დიდი წარმატებით გამოყენებუ­ლი იქნეს პრაქტიკულ მედიცინაში. სურ. 5, ცხრ. 1. ლიტ. 3.

ავტ.

 

13.13.102. კრიტიკული ავადმყოფები უფრო უკეთე­სად ამჟღავნებენ მომავლის წინასწარგანჭვრეტის უნარს, ვიდრე ამას მათი მომსახურე სამედიცინო პერ­სონალი ახერხებს. /. ხელაძე, ზვ. ხელაძე, . ქაჯაია, . ხარაიშვილი/. კრიტიკულ მდგომარეობათა და კატას­ტროფათა მედიცინა. – 2012. – # 9-10. – გვ. 72-76. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილი იყო კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 238 პაციენტი, რომელთა ასაკი მერყეობდა 20 წლიდან 90 წლამდე. ყველა ავადმყოფს შენარჩუნებული ჰქონდა ცნობიერება, თუმცა, ასევე ყველა მათგანს მკვეთრად ჰქონდა გამოხატული ენცეფალოპათიის სურათი. ამ ავადმყოფთა მკურნალობა წარმოებდა კრიტიკული მედიცინის ტრადიციული მეთოდებით, რაც მოიცავდა წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის კორექციას, პარენტერულ კვებას, ანტიბაქტერიულ თერაპიას, სუ­ნ­თქვისა და სისხლისმიმოქცევის ფუნქციის კორექციასა და ინტენსიური თერაპიის სხვა ღონისძიებებს. სურ. 4, ლიტ. 2

ავტ.

 

13.13.103. მაგისტრალური პორტული ტრაქტის ნაღ­ველ-სისხლძარღვოვანი არქიტექტურა. /. ჭანუყვაძე, . არჩვაძე, . სორელი, . გუჯაბიძე/. კრიტიკულ მდგომა­რეობათა და კატასტროფათა მედიცინა. – 2012. – # 9-10. – გვ. 77-81. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ღვიძლის ფიბროზულ ჩონჩხში მაგისტრალური პორტ­ალური კომპლექსის ნაღვლ-სისხლძარღვოვანი აგებუ­ლება წარმოდგენილია პრინციპულად განსხვავებუ­ლად დღემდე არსებული მოდელებისგან. კვლევა ჩატა­რებულია სხვადასხვა ასაკის ადამიანის 120 ღვიძლზე მაკრო-მიკროსკოპიული მორფოლოგიური მეთოდების გამოყენებით. ღვიძლისშიდა მაგისტრალურ პორტა­ლურ კომპლექსში კარის ვენა საკუთარი ფიბროზული ბუდით წარმოადგენს ცენტრალურ ელემენტს, ყველა­ზე პერიფერიული მდებარეობა უშუალოდ პარენქიმა­სთან უკავია ნაღვლის სადინრებს, რომლებიც რაოდე­ნობრივად აღემატება პორტული ტრიადის დანარჩენ ელემენტებს. ლიტ. 14.

ავტ.

 

13.13.104. ინფიცირებული დიაბეტური ტერფის კლი­ნიკური თავისებურებანი და მკურნალობა. /. ქისტაუ­რი, . დევიძე, . ჯიბლაძე, . ქისტაური-სერვანტესი/. კრიტიკულ მდგომარეობათა და კატასტროფათა მედი­ცინა. – 2012. – # 9-10. – გვ. 86-90. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქირურგიული ინფექ­ციური გართულებით მიმდინარე დიაბეტური ტერფის რაციონული ანტიბაქტერიული თერაპიის წესის შერჩე­ვა. გამოკვლევის ობიექტს წარმოადგენდა დიაბეტური ტერფის სინდრომით დაავადებული 84 ავადმყოფი, მათ შორის - შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპით ავად იყო 4 (4.8%), მეორე ტიპით – 80 (95.2%) ავადმყოფი, დიაბეტური ტერფის ნეიროპათიური ფორმით – 32 პაციენტი (38%), ნეიროიშემიური ფორმით – 52 (62%). ცხრ. 6, ლიტ. 8.

ავტ.

 

13.13.105. მართული ჰიპოტენზია ინტრაცერებრული ჰემატომების მკურნალობისათვის. /. კერძევაძე, . გეგია, . თვაური, . კერძევაძე/. კრიტიკულ მდგომა­რეობათა და კატასტროფათა მედიცინა. – 2012. – # 9-10. – გვ. 104-108. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია ინტრაცერებრული ჰემატომის განვითა­რების მექანიზმები. დასაბუთებულია ჰიპოტენზიური მკურნალობის აუცილებლობა ჰემორაგიის შეჩერების ან მისი რეციდივის თავიდან აცილების მიზნით. სურ. 4, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.13.106. სედაციის გამოყენება კრიტიკული ავადმ­ყოფების მკურნალობის პროცესში. /. ხელაძე, ზვ. ხე­ლაძე, . ტყემალაძე/. კრიტიკულ მდგომარეობათა და კატასტროფათა მედიცინა. – 2012. – # 9-10. – გვ. 109-113. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

სედაციის მიზნით გამოყენებული იყო მიდაზოლამი, დიაზეპამი და ნატრიუმის თიოპენტალი. აღნიშნულ პრეპარატებს გააჩნია სედაციური, ანტიკონვულსიური და ანალგეზიური თვისებები. გამოკვლეული იქნა კრი­ტიკულ მდგომარეობაში მყოფი 61 პაციენტი. შედეგებ­მა უჩვენა, რომ კრიტიკული მდგომარეობათა დროს სედაციის მიზნით ყველაზე ეფექტურია მიდაზოლამის გამოყენება. მიდაზოლამის მიღებისას პაციენტთა მდე­ბარეობა საწოლში იყო პასიური, ნევროლოგიური სტა­ტუსის შეფასება შესაძლებელი იყო, ამასთან, ავადმყო­ფებს არ ჰქონდათ ტკივილის ან შიშის გრძნობა და ინდიფერენტულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ იმ კრიტიკული მდგომარეობის მიმართ, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ. სურ. 8, ლიტ. 7.

ავტ.

 

13.13.107. კატეფსინ - S და ალვეომუცინის სადიაგნო­ზო მნიშვნელობა კრიტიკულ ავადმყოფებში. /. ბარნა­ბიშვილი, . ხელაძე, ზვ. ხელაძე, . ივანიძე/. კრიტი­კულ მდგომარეობათა და კატასტროფათა მედიცინა. – 2012. – # 9-10. – გვ. 114-117. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პა­ციენტების სისხლში კატეფსინ S-ის და ალვეომუცინის შემცველობა. პირველი მათგანი მომატებული იყო ყვე­ლა სახის კრიტიკული მდგომარეობის დროს. ალვეო­მუცინის მომატება აღენიშნებოდა ხელოვნურ სუნთქ­ვაზე მყოფ ავადმყოფებს. ეს განსაკუთრებით მკვეთრად იყო გამოხატული იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშ­ნებოდა სასუნთქი სისტემის გართულებები ბრონქიტე­ბის, პნევმონიების და სხვ. სახით. ცხრ. 3, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.108. პროგნოზულ-ანალოგიური შკალა შეზღუ­დული რესურსების მქონე კრიტიკული მედიცინის კლინიკებისათვის. /. ხელაძე, . მუმლაძე, ზვ. ხელაძე, . სამხარაძე/. კრიტიკულ მდგომარეობათა და კატას­ტროფათა მედიცინა. – 2012. – # 9-10. – გვ. 118-120. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტში შემუშავდა და პრაქტიკაში გამოყენებული იქნა პროგნოზულ-ანალო­გიური შკალა, რომლის მიხედვით ხდება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა შეფასება და პროგ­ნოზირება. ამ შემთხვევაში აქცენტი გადატანილია შე­დარებით მარტივი, იაფი და ყველასათვის ხელმისა­წვდომი პარამეტრების გამოყენებაზე. გამოთვლილი იქნა 100 კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის შეფასება პროგნოზულ - ანალოგიური შკალით (საერ­თო ლეტალობამ შეადგინა 33%). ცხრ. 2, ლიტ. 2.

ავტ.

 

13.13.109. ჰემოსტაზის შედარებითი შეფასება მიოკარ­დიუმის ინფარქტის თრომბოლიზური მკურნალობის პირობებში. /. ქისტაური, . კოროტკოვი, . კოროტკო­ვა, . ჯიბლაძე, . ქისტაური-სერვანტესი/. კრიტიკულ მდგომარეობათა და კატასტროფათა მედიცინა. – 2012. – # 9-10. – გვ. 121-126. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია ჰემოსტაზის და კალიკრეინკინინური სისტემის ცვლილებათა და ჰემორაგიულ რეპერფუზი­ულ გართულებათა ურთიერთკავშირი მიოკარდიუმის ინფარქტით დაავადებულთა თრომბოლიზური მკურ­ნალობის პროცესში. დადგენილია ჰემოსტაზის მაჩვე­ნებლების პათოლოგიური ცვლილებები და კალიკრე­ინკინინური სისტემის გააქტივება როგორც ტრადიცი­ული, ისე თრომბოლიზური თერაპიის დროს. განხი­ლულია მწვავე ინფარქტისთვის დამახასიათებელი კა­ლიკრეინკინინური სისტემის გააქტივების და თრომ­ბოლიზური თერაპიით ინდუცირებული სისხლის ფი­ბრინოლიზური ფუნქციის ზრდის პათოგონეზური მნიშვნელობა რეპერფუზიული გართულებების მანი­ფესტაციაში. ჰემოსტაზის მაჩვენებლების დინამიკის ანალიზი ადასტურებს ადრეული თრომბოლიზის უპი­რატესობას და კლინიკურ უსაფრთხოებას, მოგვიანე­ბით დაწყებულ თრომბოლიზურ მკურნალობასთან შედარებით. ისახება ადრეული თრომბოლიზის ჩატა­რების პერსპექტივა კინინების ინჰიბიტორებთან კომ­ბინაციაში მისი გამოყენების ფონზე. ცხრ. 3, ლიტ. 7.

ავტ.

 

13.13.110. ენდოსკოპიის გამოყენება კრიტიკულ ავად­მყოფთა დიაგნოზის და მკურნალობის მიზნით. /. ცუ­ცქირიძე, . ჯაიანი, . ჩახუნაშვილი, . ჩახუნაშვილი, . კვიციანი/. კრიტიკულ მდგომარეობათა და კატასტრ­ოფათა მედიცინა. – 2012. – # 9-10. – გვ. 134-140. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

მოყვანილია კრიტიკულ მედიცინაში ენდოსკოპიური მეთოდების გამოყენების ჩვენებები დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით. მითითებულია ამგვარი ჩარე­ვების დროს აღმოცენებული გართულებების შესახებ. გამოტანილია დასკვნა, რომ ენდოსკოპიური მეთოდე­ბი უფრო ხშირად უნდა გამოიყენებოდეს კრიტიკულ მედიცინაში. ლიტ. 16.

ავტ.

 

13.13.111. ხანგრძლივად მიმდინარე კრიტიკულ მდ­გომარეობათა მართვა. /. ხელაძე, ზვ. ხელაძე, . რა­მიშვილი/. კრიტიკულ მდგომარეობათა და კატასტრო­ფათა მედიცინა. – 2012. – # 9-10. – გვ. 141-144. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ხანგ­რძლივი კრიტიკული მდგომარეობის კლინიკური სუ­რათის მიმდინარეობის, მკურნალობის და მოვლის პროცესის თავისებურებანი. გამოკვლეულია 26 პაციე­ნტი. რომელებიც მკურნალობას გადიოდნენ კრიტიკუ­ლი მედიცინის ინსტიტუტში 30 დღეზე მეტი დროის განმალობაში, კვლევის შედეგებმა უჩვენა, რომ ხანგრძ­ლივი კრიტიკული მდგომარეობების მკურნალობის ბევრი პრობლემა უფრო ღრმა შესწავლას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ორგანიზმის ადაპტაციის საკითხებისად­მი მისთვის უჩვეულო მდგომარეობაში მოხვედრის დროს. ასევე, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა ანა­ბეჭდს ტოვებს ორგანიზმზე ხანგრძლივი დროის გან­მავლობაში კრიტიკული მედიცინის არსენალში არსე­ბული სამკურნალო-სადიაგნოზო საშუალებების გამო­ყენება. საგულისხმოა, რომ ამ მონაცემებმა შესაძლოა ერთგვარი გამოყენება ჰპოვოს კოსმოსურ მედიცინაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ უახლოეს მომავალში ხანგრძლივი კოსმოსური ფრენების განხორციელება ადამიანს ასევე მისთვის უჩვეულო არაადაპტირებულ პირობებში მოუხდება. ცხრ. 3, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.112. ძვლის ტვინის იმუნოკომპეტენტური ფუნქ­ციის შესწავლილი შედეგები კრიტიკულ ავადმყოფებ­ში. /. ხელაძე, ზვ. ხელაძე, . ფალავანდიშვილი, . ბა­რნაბიშვილი/. კრიტიკულ მდგომარეობათა და კატასტ­როფათა მედიცინა. – 2012. – #9-10. – გვ. 145-149. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

გამოკვლეული იყო ზრდასრული ასაკის 27 ავადმყოფი (20 მამაკაცი, 7 ქალი). კრიტიკული მდგომარეობა გამო­წვეული იყო ჰემორაგიული ინსულტით (10 ავადმყო­ფი), იშემიური ინსულტით (8 ავადმყოფი), პოლიტრა­ვმით (4 ავადმყოფი) და ქალა-ტვინის მძიმე ტრავმით (5 ავადმყოფი). ყველა პაციენტს აღენიშნებოდა ინფექ­ციური გართულებები (ტრაქეობრონქიტი, სეფსისი, პნევმონია, ცისტიტი და სხვა). იმუნური პასუხის კვლევასთან ერთად, ჩატარებულია ძვლის ტვინის კვლევა ელექტრონულ-პარამაგნიტური რეზონანსის მეთოდით. გამოკვლევებიდან ჩანს, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა ძვლის ტვინის უჯ­რედებში ადგილი აქვს აზოტის ოქსიდისა და პეროქსი­რადიკალების გაჩენას (NO-1,8±5,4 და LOO-4,0±0,3), ასევე, იმუნოკომპეტენტურ უჯრედთა რაოდენობის მნიშვნელოვან ცვლილებებს; სტატისტიკურად სარწ­მუნოდ მომატებულია CD3-11%, CD4-12%, CD8-10%, CD34-90%, CD72-11%. ცხრ. 3, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.13.113. ნანომედიცინა და ფოტონები. /. დოლიძე, . დოლიძე, . ჭამიაშვილი, . ჯიბუტი, . ჯიბუტი/. Nano Studies. – 2013. – # 7. – გვ. 271-286. – ქართ.

განხილულია ცოცხალ ორგანიზმზე სინათლის ფოტო­ნების ზემოქმედების მექანიზმები, ამგვარი მკურნალო­ბის ისტორია და სახეები. ნანომედიცინის ერთ-ერთ დანიშნულებად განისაზღვრება წამლის მიტანა უშუა­ლოდ დაზიანებულ უჯრედებთან, რათა თავიდან იქ­ნეს აცილებული ჯანმრთელი უჯრედების დაზიანება. ვინაიდან დაავადებათა გამომწვევი ობიექტები ნანო­ზომებით ხასიათდება, მათთან ბრძოლაც თანაზომადი ზემოქმედებით უნდა ხდებოდეს. სწორედ ასეთი სე­ლექიური, ანუ შერჩევითი ზემოქმედების უნარი გააჩ­ნია ფოტონოთერაპიასაც. სინათლის კვანტების (ფოტო­ნების) – ელექტრომაგნიტური რხევების კვანტების შე­საბამისი ტალღის სიგრძეებიც ნანო- და მიკროზომე­ბისაა და აღმოჩნდა, რომ დაავადებათა გამომწვევი ობ­იექტებიც ფოტონების შთანთქმის მიხედვით სელექ­ურობით ხასიათდებაისინი შთანთქავენ მხოლოდ მაქსიმალური იონიზაციის შესაბამისი ფერის (ტალღის სიგრძის) ფოტონებს, რაც, ამავე დროს, არ მოქმედებს ჯანმრთელ უჯრედებზე. სურ. 12, ცხრ. 1, ლიტ. 7.

ავტ.

 

 

 

 

 

 

 

. დარგთაშორისი პრობლემები

 

1. ორგანიზაცია და მართვა

 

13.1.1. წარმატებული მარკეტინგის ორგანიზაციის ზოგიერთი საკითხი. /. გურგენიძე/. აგრარულ-ეკონო­მიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2014. – # 1. – გვ. 6-13. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

აღნიშნულია, რომ მარკეტინგის განვითარება-სრულ­ყოფის სტრატეგიის ეტაპებზე აუცილებელია შემდეგი ბერკეტების თანმიმდევრული და აუცილებელი გამო­ყენება: ბრენდის სახეობა და მისი სასიცოცხლო ციკ­ლის ხანგრძლივობის განსაზღვრის პერიოდი; წარმა­ტებული მარკეტინგის წარმართვის კონკრეტული ად­გილმდებარეობა და მისი გარკვეული თავისებურებე­ბი; ბრენდის სასტარტო საცალო სარეალიზაციო ფასის დონე; კონკურენტების რიცხოვნობის სიმრავლის მაჩ­ვენებელი და მისი ანალიზი; ბრენდის პრეზენტაციის აუცილებლობა და მასთან დაკავშირებული სამუშაო­ების სწრაფი ჩატარება. ეფექტური და წარმატებული მარკეტინგი, არის კონკრეტული მეწარმის თვითგამო­სახვის მხარე, ამიტომ, უფრო სწორი იქნება დავაკონკ­რეტოთ და მას ტერმინი პერსონალური მარკეტინგიშევუფარდოთ, განსაკუთრებით კი საგარეო მარკეტინ­გის დროს. ლიტ. 4.

ავტ.

 

13.1.2. აგრარული სექტორის სახელმწიფოებრივი დო­ნის მენეჯმენტი. /. ქეშელაშვილი/. აგრარულ-ეკო­ნომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2014. – #1. – გვ. 14-39. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სახელმწიფოებრივი დონის მენეჯმენტის თვალსაზრი­სით წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის სამინისტ­როს, როგორც სახელმწიფოებრივი დონის მენეჯმენ­ტის ორგანიზაციულ-იურიდიული და მმართველობი­თი სფეროები: აგროსასურსათო, ნიადაგის ნაყოფიერე­ბის ამაღლების, მცენარეთა დაცვის, მეცხოველეობის სანაშენე საქმიანობის, აგროსაინჟინრო, ვეტერინარიის, სასელექციო საქმიანობის; მოცემულია სამინისტროს ორგანიზაციულ-მმართველობითი სტრუქტურის პერ­სპექტიული მოდელი და სოფლის მეურნეობის სამინი­სტროს ამოცანები; დასახული და განხილულია სოფ­ლის მეურნეობის განვითარების ძირითადი პრიორი­ტეტები, მენეჯმენტის სრულყოფის თვალსაზრისით განსახორციელებელი ღონისძიებები. ლიტ. 3.

ავტ.

 

13.1.3. კორპორაციული მართვის ნაკლოვანებათა შე­დეგები. /. ტეპლინსკი/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2014. – #1(9). – გვ. 26-33. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ქვეყანაში კორპორაციულ ურთიერთობა­თა მდგომარეობა და კორპორაციული მართვის ნაკლო­ვანებათა შედეგები. ხსენებული ნაკლოვანებანი ნეგა­ტიურად მოქმედებს როგორც ცალკეული კორპორაცი­ების მდგომარეობაზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზე. ლიტ. 5.

ავტ.

 

13.1.4. სახელმწიფო მმართველობის ტექნოლოგიზა­ცია უკრაინაში: თანამედროვე ასპექტები. /. რინკო­ვოი/. კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული. – 2013. – გვ. 101-106. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია პოლიტიკური და სოციალური ტექნო­ლოგიების ძირითადი ტენდენციები და სამთავრობო ინსტიტუტების ქმედებები. ლიტ. 10.

ავტ.

 

 

2.გარემოს დაცვა. ეკოლოგია

 

13.2.1. ეკოლოგიური ინფორმაციის ანალიზის მაგა­ლითზე დაკვირვებადი ობიექტის მდგომარეობის მი­ზეზობრივი ანალიზის სისტემა. /. რაძიევსკი/. . ელ­იაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2013. – # 17. – გვ. 175-179. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია ინფორმაციის დამუშავების სისტემის აღ­წერა, რომელიც აგებულია მიზეზობრივი ანალიზის საფუძველზე. მოცემულია თითოეული პროგრამული მოდულის დაწვრილებითი აღწერა. კონკრეტულ მაგა­ლითზე ხდება პროგრამის აგების და მუშაობის პრინ­ციპის განმარტება. სურ. 3, ცხრ. 2, ლიტ. 4.

ავტ.

 

13.2.2. აჭარის შავი ზღვის სანაპირო ზოლის თანამე­დროვე პრობლემები მდინარე ჭოროხის ნატანის ჩამო­ნადენის შემცირებასთან დაკავშირებით. /. ალავერდა­შვილი, . კიკნაძე, . კოკაია, . ხუფენია, . ცინცაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტ სამეცნიერო შრო­მათა კრებულ. - 2013. – # 68. – გვ. 16-18. – ქართ.; რეზ.: ქართ. ინგლ., რუს.

აღნიშნულია, რომ საქართველოს ფარგლებში შავი ზღვის სანაპირო ზოლი უკან დახევის პრობლემის წინაშე დგას, რაც დაკავშირებულია მდინარეთა მიერ ზღვაში შეტანილი ნატანი მასალის რაოდენობრივი მახასიათებლის მკვეთრ კლებასთან. ამ მიმართულე­ბით განსაკუთრებით დიდი პრობლემებიაფხაზეთისა და აჭარის სანაპიროებთან. აფხაზეთის სანაპიროს ინ­­ენსიური გარეცხვა სულ უფრო და უფრო გაძლიერ­და 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ინფრასტ­რუქტურის მშენებლობისათვის ინერტული მასალების რუსეთში გატანის გამო (დაახლოებით 11.3 მლნ. ტონა 6 წელში). აჭარის სანაპირო ზოლი უახლოეს წლებში დი­დი კატასტროფის წინაშე დადგება, რადგან მდ. ჭოროხის აუზში, თურქეთის ტერიტორიაზე შენდება ჰესების 16 კასკადი, საქართველოს ტერიტორიაზემდ. აჭარისწყალზე ოთხი და მდ. ჭოროხზე სამი ჰესი, რომელთა გავლენით მდ. ჭოროხის ნატანის ჩამონა­დე­ნის ნორმა (11.2 მლნ. .წლ.) მინიმუმამდე დავა (100 ათ. . წლ.), რაც მიუხედავად მიმდინარე დიდი ნაპირ­დაცვითი სამუშაოებისა, კატასტროფულად იმოქმე­დებს აჭარის სანაპირო ზოლის დინამიკაზე. ლიტ. 3.

ავტ.

 

13.2.3. დუშეთის რაიონში მდინარე მლეთის ხევის კალაპოტში ფორმირებული ბუნების სტიქიური მოვ­ლენების კვლევა და მათი გათვალისწინება გარემოს­დამცავი სქემების დამუშავებისას. /. გავარდაშვილი,
. გავარდაშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 33-40. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დუშეთის რაიონში მდინარე მლეთის ხევის წყალშემკ­რებ აუზში მიმდინარე ეროზიულ-ღვარცოფული პრო­ცესების შეფასების მიზნით მდინარე მლეთის ხევის კა­ლაპოტში 2012-2013 წლებში განხორციელდა სამეცნიე­რო საველე კვლევები. საველე სტატისტიკური რიგის დამუშავებით შეფასებულია მდინარე მლეთის ხევის ეროზიულ ღრანტეში დაგროვილი ღვარცოფული მა­სის საინჟინრო-გეოლოგიური პირობები აუზის მეტეო-კლიმატური, ჰიდროლოგიური და ჰიდრავლიკური მა­ჩვენებლების გათვალისწინებით. მლეთის ხევის კა­ლა­პოტში ფორმირებული ეროზიულ-ღვარცოფული პრო­ცე­სების რეგულირებისათვის დამუშავებულია გა­რემო­ს­დამცავი ნაგებობების ახალი სქემები, რომელთა ნოუ-ჰაუს პრიორიტეტები დამოწმებულია საქართვე­ლოს ორი საპატენტო მოწმობით. სურ. 6, ცხრ. 2. ლიტ. 5.

ავტ.

 

13.2.4. კლიმატის ცვლილების ფონზე მდინარე ჭო­როხის და აჭარისწყლის წყალდიდობების რისკების შეფასება. /. გრიგოლია, . კერესელიძე, . ტრაპაიძე/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრო­მათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 48-53. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების სარისკო პე­რიოდების (თვეების) დასადგენად გამოყენებულ იქნა მდ. ჭოროხის და აჭარისწყლის დაკვირვების მონაცემე­ბი და შეფასდა თვის საშუალო, მყისური და დღიური მაქსიმალური წყლის ხარჯები. ასევე შეფასდა დაკვირ­ვებული პერიოდის ცალკეულ თვეში წყლის მაქსიმა­ლური ხარჯის მოხვედრის რაოდენობა. მდინარე ჭო­როხის წყალსაცავებით დარეგულირება საგრძნობლად შეამცირებს წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების რისკებს. მაგრამ მას თან ახლავს, წყალსაცავებში ნატა­ნი მასალის შეკავება, რაც მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მდინარე ჭოროხის დელტაში სანაპირო ზოლზე. ამ რეალობაში მდინარე აჭარისწყ­ლის წყალდიდობისა და წყალმოვარდნების წვლილი საგრძნობლად გაიზრდება, მდინარე ჭოროხსა და აჭა­რისწყალზე წყლის მაქსიმალური რაოდენობის განსა­კუთრებული სიდიდითა და სიხშირით გამოირჩევა აპრილ-მაისის და ოქტომბრის თვე და თუ ამას დაე­მატება მყარი ნატანის დეფიციტი და შტორმული მოვ­ლენები მდინარე ჭოროხის შესართავში, ეს კიდევ უფ­რო გაზრდის სანაპირო ზონის წარეცხვა-დატბორვის რისკს. ცხრ. 8, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.2.5. თბილისის ზღვის ეკოლოგიური პრობლემები და მათი პრევენციის ღონისძიებები. /. დიაკონიძე, . ჩახაია, . წულუკიძე, . ვარაზაშვილი, . კუპრეიშვი­ლი, . სუპატაშვილი, . მთიულიშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომა­თა კრე­ბული. – 2013. – # 68. – გვ. 57-63. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია თბილისის ზღვის ეკოლოგიური პრობ­ლემები. განხორციელებულია წყლის ხარისხის თანა­მედროვე მდგომარეობის შეფასება. წარმოდგენილია მისი პრევენციის ღონისძიებები. სურ. 7, ლიტ. 4.

ავტ.

13.2.6. ეროზიული მოვლენებისაგან დამცავი ფიტო­გენური ღონისძიებების გეოტექნიკური ასპექტები. /. თევზაძე, . შავლაყაძე, . ომსარაშვილი/. წყალთა მეუ­რნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებუ­ლი. – 2013. – # 68. – გვ. 89-93. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია ბორჯომის რაიონის სოფ. წაღვერის ნახან­ძრალი ტერიტორიის გრუნტების სიმტკიცის მახასია­თებლებზე ადგილობრივი მცენარეული ფესვთა სისტ­ემის გავლენის შედეგები. წარმოდგენილია რეკომენდა­ციები ეროზიული მოვლენებისაგან დამცავი ფიტოგე­ნური ღონისძიებების შესახებ. ცხრ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.2.7. აზერბაიჯანის კლიმატის რეკონსტრუქცია ადრეულ და შუა პლეისტოცენში. /. ისმაილოვა/. წყა­ლთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 108-113. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აზერბაიჯანის კლიმატის რეკონსტრუქციისათვის ად­რეულ და შუა პლეისტოცენში მნიშვნელოვანია მცენა­რეული საფარის შესწავლა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ ადრეულ და შუა პლეისტოცენში მოხ­და სამი აცივება (გამყინვარება) და ორი გამყინვარება­თშორისი დათბობა. პირველი და მეორე აცივება მოხდა ადრეული პლეისტოცენის დასაწყისში და ბოლოში, ხოლო მესამე აცივებაშუა პლეისტოცენის მეორე ნა­ხევარში. გამყინვარებათშორისი დათბობა შეესაბამება ადრეული პლეისტოცენის შუა პერიოდს და შუა პლეი­სტოცენის პირველ ნახევარს. ლიტ. 4.

ავტ.

 

13.2.8. მძიმე მეტალების გავლენა მდინარე ოკის აუ­ზის მცირე მდინარეების ეკოლოგიურ მდგომარეობა­ზე. /. მაჟაისკი, . გუსევა/. წყალთა მეურნეობის ინს­ტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 132-137. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მდ. ოკის აუზის ლანდშაფტის უმნიშვნელოვანესი კომ­პონენტისმცირე მდინარეზე ჩატარებული კომპლექ­სური კვლევები ცხადყოფენ მის ეკოსისტემაზე მნიშვ­ნელოვან ანთროპოგენურ დატვირთვაზე, რომელიც განპირობებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით, რაზეც მეტყველებს ზედაპირულ და გრუნტის წყლებში ÒÌის მომატებული შემცველობა და ჰიდრობიოლო­გიური მაჩვენებლები. სურ. 1, ცხრ. 5, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.2.9. ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისაგან წყ­­ლის ზედაპირის გაწმენდის მშთანთქმელი. /. ოვსეპი­ანი, . კალანტარიანი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუ­ტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 157-159. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოკვლეულია ნავთის, ტრანსფორმატორისა და მანქა­ნის ზეთების ნარევის აფუებული ობსიდიანის სხვადა­სხვა ფრაქციების (2,5±5,0; 5,0±10,0; 10,0±20,0 მმ) წყლის ზედაპირიდან შთანთქმის უნარი. ნაჩვენებია, რომ აფ­უებული ობსიდიანის ნიმუშები ავლენენ მნიშვნელო­ვან შთანთქმის უნარს, ამასთანავე მეტი მშთანთქმელო­ბით გამოირჩევა ფრაქციები 2,5±5,0 მმ და 5,0±10,0 მმ, რომელიც მიიღწევა 30 წუთში. 2,5±5,0 მმ ფრაქციისა­თვის უდიდესი მშთანთქმელობაა 0,84 / (გაწმენდის ხარისხი ≈96%), ხოლო 5,0±10,0 მმ ფრაქციისთვის უდი­დესი მშთანთქმელობაა 0,75 / (გაწმენდის ხარისხი ≈94%) და მიიღწევა 30 წუთში, ხოლო 10,0±20,0 მმ ფრაქციისათვის უდიდესი მშთანთქმელობაა 0,39 / (გაწმენდის ხარისხი ≈ 82%) და მიიღწევა 60 წუთში. აფუებული ობსიდიანი აკმაყოფილებს ნავთობმშთან­თქმელების მოთხოვნებს და შეიძლება წარმატებით გამოყენებულ იქნეს ნავთობპროდუქტებისაგან, კერ­ძოდ ნავთის, ტრანსფორმატორისა და მანქანის ზეთე­ბისგან წყლის ზედაპირის გაწმენდისათვის. სურ. 4, ლიტ. 5.

ავტ.

 

13.2.10. საადაპტაციო ღონისძიებების განხორციელე­ბა კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლად რეგიო­ნებში. /. ფურცელაძე/. წყალთა მეურნეობის ინსტი­ტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 183-187. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია კლიმატისა და მისი ძირითადი სახეობე­ბის განსაზღვრა. განხილულია კლიმატის ცვლილება­თა შესასწავლად არსებული გრძელვადიანი და მოკლე­ვადიანი მიზნები, წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზია და თავსხმა წვიმით გამოწვეული ეროზიის სიდიდის გამოსათვლელი ფორმულები. ლიტ. 5.

ავტ.

 

13.2.11. გამჭოლი ტიპის ღვარცოფსაწინააღმდეგო ნა­გებობის შეფასება. /. ჩახაია, . წულუკიძე, . ვარაზა­შვილი, . დიაკონიძე, . ხუბულავა, . სუპატაშვილი, . ომსარაშვილი/. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 200-203. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია გამჭოლი ტიპის ღვარცოფსაწინააღ­მდეგო ნაგებობის ახალი სქემა, რომელიც შედგება ცი­ლინდრული ფორმის ელემენტებისაგან. აღნიშნული ნაგებობა შემუშავებულია გარსდენის პრინციპის საფუ­ძველზე, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მის მდგ­რადობას ღვარცოფული ნაკადის დინამიკური დატვი­რთვების მიმართ. ნაგებობის დადებით მხარეს წარმო­ადგენს ის, რომ ღვარცოფის გავლის შემდგომ არ იქმნე­ბა ნაგებობის ღვარცოფული მასისაგან გაწმენდის საჭი­როება. შემუშავებული გამჭოლი ტიპის ღვარცოფსაწი­ნააღმდეგო ნაგებობის დადებითი მხარეების გათვალი­სწინებით, ამ ეტაპზე, შესაძლებელია ლაბორატორიუ­ლი კვლევების განხორციელება, რათა იგი შემდგომში გამოიცადოს საველე პირობებში და შეიქმნას პირობები მის დასანერგად. სურ. 4, ცხრ. 1, ლიტ. 1.

ავტ.

13.2.12. ღვარცოფული პროცესების ფორმირების გეო­ლოგიური პირობები კახეთში და მათი მართვის ზოგი­ერთი ტექნოლოგია. /. წერეთელი, . გონგაძე, . ბო­ლაშვილი, . ლომინაძე, . გაფრინდაშვილი, . გაფრინ­დაშვილი, . ნანობაშვილი/. წყალთა მეურნეობის ინს­ტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2013. – # 68. – გვ. 204-210. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღნიშნულია, რომ ღვარცოფული პროცესების საშიშ­როების არეალში მოქცეულია კახეთის რეგიონის ნახე­ვარზე მეტი. ისტორიული ცნობებით კახეთის რეგიონ­ში ღვარცოფული პროცესები წარსულშიც ფართოდ ყო­ფილა განვითარებული და გარკვეულ პრობლემებს უქ­მნიდა მოსახლეობას, (მათ შორის ქალაქებითელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, ყვარელი) და ზოგჯერ მთავრ­დებოდა ადამიანთა მსხვერპლით. თუ დავეყრდნობით კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებების ტრენდს, 2020-2050 წლების პერიოდისათვის, რომელიც დამუშა­ვებულია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის (CENN) მიერ საგარეჯოსა და დედოფ­ლისწყაროს მეტეოსადგურის მონაცემების ბაზაზე, ნა­ლექების ინდექსი გვიჩვენებს, რომ მომავალი 30 წლის პერიოდისათვის გაიზრდება როგორც ნალექების დღე-ღამური მაქსიმალური რაოდენობა, ასევე 90 დღის გან­მავლობაში მოსული ნალექების ჯამი. გაიზრდება აგრ­ეთვე იმ დღეთა რიცხვი წელიწადში, როცა ნალექების დღე-ღამური ჯამი მეტია 10, 20 და 25 მმ-ზე. შესაბამი­სად იზრდება ნალექების წლიური ჯამი და მათ შორის 200 მმ-ზე მეტი, რაც მეწყრული პროცესების პროვოცი­რებას შეუწყობს ხელს და შესაბამისად გაზრდის ექსტ­რემალური ხასიათის ღვარცოფების ტრანსფორმაციის საშიშროების რისკს. ამრიგად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კახეთის რეგიონში მეწყრულ-ღვარცოფული და ეროზიული პროცესების გრძელვადიანი პროგნოზის მაღალი საშიშროების რისკი ისევ რჩება. სურ. 9, ლიტ. 6.

ავტ.

 

13.2.13. მთიანი რელიეფის ზემოთ მეზომასშტაბური ჰაერის დინების მოდელური შესწავლა დიდმასშტაბი­ანი ფონური დინების დროში ცვალებადობის პირობე­ბში. /. დემეტრაშვილი, . დავითაშვილი/. საქართვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013 . – . 7. – # 2. – გვ. 57-65. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

წარმოდგენილია დედამიწის ქვეფენილი ზედაპირის ოროგრაფიული არაერთგვაროვნებით გამოწვეული მე­ზომასშტაბური პროცესების რიცხვითი გამოკვლევა ტროპოსფეროში არასტაციონარული დიდმასშტაბიანი შეუშფოთებელი ფონური დინების პირობებში. ამ მიზ­ნით გამოყენებულია მეზომასშტაბური ატმოსფერული პროცესების სამგანზომილებიანი ჰიდროსტატიკური არასტაციონარული მოდელი. გამოთვლის არის ზედა საზღვარი მოდელირებულია თავისუფალი ზედაპი­რით, ხოლო ქვედა საზღვარზე გამოიყენება რელიეფის გასწვრივ ჰაერის ნაწილაკების სრიალის პირობა. ამო­ცანა ამოხსნილია რიცხვითი მეთოდით, ლაქს-ვენდრო­ფის ორბიჯიანი მეთოდის გამოყენებით. ჩატარებულმა რიცხვითმა ექსპერიმენტებმა მოდელური და საქართ­ველოს რეალური რელიეფის შემთხვევაში აჩვენა ფონური დინების არასტაციონარული ხასიათით განპირობებული ოროგრაფიული ეფექტების არსებობა. სურ. 4, ლიტ. 7.

 ავტ.

 

13.2.14. ინტროდუცენტ იაპონური აუკუბას (Aucuba japonicaThunb) ეკოლოგო-ბიოლოგიური თავისებუ­რებების შესწავლა აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე. /. ლომთათიძე, . ალასანია, . მაჭუტაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2013. – . 7. – # 1. – გვ. 110-113. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

მცენარეთა მრავალწლოვანმა ინტროდუქციამ გვიჩვენა, რომ აღმოსავლეთ-აზიური წარმოშობის დეკორატიუ­ლი ბუჩქების სახეობები და ფორმები კარგად შეეგუენ ადგილობრივ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს, რამაც თავის მხრივ განაპირობა მცენარეთა რესურსის პოტენ­ციალის გაზრდა და მრავალფეროვნება. აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე ინტროდუცირებული დეკორატი­ული ბუჩქების უმრავლესობა ყვავილობს, იძლევა ნა­ყოფს, თვითნათესარებს ან ფესვის ამონაყარს. აღმოსა­ვლეთ აზიის მცენარეთა ეკოლოგო-ბიოლოგიური თა­ვისებურებების შესწავლის შედეგად გაანალიზებული და განსაზღვრულია მათი აკლიმატიზაციისა და ინტ­როდუქციის ხარისხი. კლიმატური პირობები აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე არასტაბილურია, განსაკუთ­რებით ზამთრის და ადრე გაზაფხულის პერიოდში აღინიშნება ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა. კერძოდ, ტემპერატურის მომატება ამ პერიოდში იწვევს მცენარეთა პროვოცირებას ნაადრევი კვირტის გაშლისათვის. აქედან გამომდინარე, მცენარეთა ყინვა­გამძლეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რო­მელიც განსაზღვრავს ინტროდუცენტების კულტივი­რებას. ცხრ. 2, ლიტ. 3.

ავტ.

 

13.2.15. საქართველოს ზოგიერთი რეგიონის ხილ-ბოსტნეულში ტოქსიკური ლითონების შემცველობა და ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვა. /. სვანიძე, . გუნია, . სვანიძე, . ცერცვაძე/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 43-46. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ხილსა და ბოსტნეულში მძიმე ტოქსიკური ლითონე­ბის შემცველობის დადგენის საკითხი. იმ ლითონების, რომლებიც ანთროპოგენური ზემოქმედებით ხვდება ნიადაგში და წყალში, როდესაც ახდენენ ნიადაგის ხე­ლოვნურ განაყოფიერებას არაორგანული სასუქებით. ნიადაგის გაჭუჭყიანება ასევე ხდება მავნებლების საწი­ნააღმდეგო პრეპარატებით, რომლებიც შეიცავენ მძიმე ტოქსიკურ ლითონებს და, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გროვდება ნიადაგში. დადგენილია ტოქსიკუ­რი ლითონების შემცველობა იმ რეგიონებში, სადაც ინტენსიურად იყენებენ მხოლოდ არაორგანულ სასუ­ქებს და შხამქიმიკატებს და იმ რეგიონებში, სადაც იყე­ნებენ მხოლოდ ორგანულ სასუქებს. ეს შერჩევითობა გაკეთებულია იმისათვის, რომ მომხდარიყო შედარება არაორგანულ და ორგანულ სასუქებზე მოყვანილი ბო­სტნეულის მძიმე ლითონების შემცველობის თვალსაზ­რისით. ფაქტობრივი მასალები მეტყველებენ საკვლევ ობიექტებში ტოქსიკური ლითონების მაღალ შემცვე­ლობაზე იმ რეგიონებში, სადაც ინტენსიურად ხდება არაორგანული სასუქებისა და შხამქიმიკატების გამოყე­ნება, რაც ქმნის გაჭუჭყიანებულ ნიადაგზე მოყვანილი საკვები პროდუქტების გამოყენების საფრთხეს. შემო­თავაზებულია რეკომენდაციები ეკოლოგიური უსაფრ­თხოების დაცვის უზრუნველსაყოფად. ცხრ. 2, ლიტ. 7.

ავტ.

 

13.2.16. საქართველოს მთის ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა. /. ჩხარტიშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2013. – # 1(30). – გვ. 119-120. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

განხილულია საქართველოს მთის ტყეების ეკოლოგი­ური მდგომარეობა. აღნიშნულია, რომ მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების ფონზე ადამიანის წინდაუ­ხედავი მოქმედების შედეგად დაირღვა ადამიანსა და ბუნებას შორის არსებული წონასწორობა. ადამიანმა დააბინძურა ჰაერი და წყალი, გაჩეხა ტყეები, გაანად­გურა მცენარეები და ცხოველები. რის შედეგად გახში­რდა სტიქიური უბედურებები და ჩვენ ეკოლოგიური კაასტროფის წინაშე დავდექით. ლიტ. 4.

ავტ.

 

13.2.17. მძიმე ლითონებით გაჭუჭყიანებული ჩამდი­ნარე წყლების გაწმენდის ტექნოლოგიის დამუშავება მემბრანული მეთოდის გამოყენებით. /. ჩხუბიანიშვი­ლი, . ქავთარაძე, . მჭედლიშვილი, . კურცხალია/. GEN. – 2013. – # 3. – გვ. 41-44. – ქართ., რეზ.: ინგლ.

შემუშავებულია მჟავე კარიერული წყლების გაწმენდის ტექნოლოგია ელექტროდიალიზის მეთოდით. განსაზ­ღვრულია კარიერული წყლების გაწმენდის ოპტიმა­ლური პირობები და რეკომენდებულია საცდელი საწა­რმოს დაპროექტებისათვის. ცხრ. 2, სურ. 1, ლიტ. 3.

ავტ.

 

 

13.2.18. გარემოს მონიტორინგი ბიოინდიკაციისა და ბიოტესტირების საშუალებით. /. პავლიაშვილი, . ყალაბეგიშვილი/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 273 282. – ქართ.

სტატია ეხება გარემოს მონიტორინგის ისეთ მეთო­დებს, როგორიცაა ბიოინდიკაცია და ბიოტესტირება. მოცემულია ამ მეთოდების მოკლე ისტორიული მიმო­ხილვა. განხილულია მთავარი ბიოინდიკატორები და მათი გამოყენებ ჰაერის, წყლისა და ნიადგის ინდიკა­ციისათვის. ყურადღება გამახვილებულია ბიოტესტი­რების როლზე ბუნებრივი წყალსატევებისა და გამდი­ნარე წყლის, სასმელი წყლის ჩათვლით, ხარისხის და­დგენაში. დამუშავებულია გარემოს ნანონაწილაკებითა და ნანომასალებით დაბინძურების საკითხი და განხი­ლულია ამ პრობლემასთან დაკავშირებული ბიოტეს­ტირების თავისებურებანი. . 12.

ავტ.

 

3. სტატისტიკა

 

13.3.1. გენდერული სტატისტიკა: აუცილებლობა და განვითარება. /. ჩარექიშვილი/. ეკონომისტი. – 2013. – # 3. – გვ. 35-43. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გენდერული სტატისტიკის მიზანია უზრუნველყოს მიუკერძოებელი მონაცემები შედარებისა და შეფასების გზით, ქალისა და კაცის სტატუსის, გენდერული თანა­სწორობის რეალური ვითარების შესახებ. სქესის ნიშ­ნით დიფერენცირებული სტატისტიკური აღრიცხვის მიხედვით მონაცემების შეგროვების სრულყოფა და გა­ფართოება მეტად მნიშვნელოვანია გენდერულ თემა­ტიკაზე მომუშავე პირებისთვის, საკანონმდებლო ორ­განოს, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. ქალთა მი­მართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციაარის საერთაშორისო ხელშეკრულების ორიენტირი, რომელიც განამტკიცებს ადამიანთა უფ­ლებების ძირითად პრინციპებს და ქალთა თანასწორო­ბას მსოფლიოში. ქვეყნები, რომლებმაც მოახდინეს ხელშეკრულების რატიფიცირება ან შეუერთდნენ კონ­ვენ­ციას, იურიდიულად იღებენ ვალდებულებას, რათა განახორციელონ მისი დებულებები პრაქტიკაში. აღნი­შ­ნული ქვეყნები, ვალდებულნი არიან წარადგი­ნონ ეროვნული მოხსენებები, სულ მცირე ოთხ წელი­წადში ერთხელ, იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც განა­ხო­რციელეს ამ კონვენციის დებულებათა შესასრუ­ლებ­ლად. ამასთან, მნიშვნელოვანია უწყვეტი თანამშ­რომ­ლობა გენდერული სტატისტიკის ინფორმაციის მომხ­მარებლებსა და მწარმოებლებს შორის, რაც გენდე­რუ­ლი სტატისტიკის სრულყოფის საფუძველია საქარ­თვე­ლოში. აგრეთვე აღნიშნულია გენდერული სტატის­ტი­კის განვითარების 8 საფეხური. ლიტ. 7.

ავტ.

 

13.3.2. საქართველოში ადამიანურ რესურსებზე მოთ­ხოვნისა და დასაქმებულთა შემოსავლების სტატისტი­კური ანალიზი. /. ჩახვაშვილი/. ეკონომისტი. – 2013. – # 3. – გვ. 44-49. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღნიშნულია, რომ საქართველოში შრომის ბაზარზე არსებობს გარკვეული შეუსაბამობა დამსაქმებლის სა­ჭიროებებსა და იმ უნარ-ჩვევებს შორის, რომელსაც პო­ტენციური მუშახელი სთავაზობს. ქვეყანაში ბიზნესის კეთების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არაადე­კვატური განათლების მქონე სამუშაო ძალაა. ბოლო პერიოდში კერძო ბიზნესის განვითარებამ გარკვეული კორექტივები შეიტანა მოსახლეობის დასაქმებაში. შეი­ცვალა დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების დინამი­კა, როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო სფეროში და აშკარად მზარდი ტენდენცია გამოიკვეთა. სახელმ­წიფო სექტორში საშუალო თვიური ხელფასის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე არასამეწარმეო სექტორ­ში, ხელფასების საგრძნობი ზრდა კი ფიქსირდება, მაგ­რამ ეს არის მხოლოდ ნომინალური ხელფასის მიხედ­ვით. თუ მოხდება ნომინალური ხელფასის კორექტი­რება ფასების ინდექსის მიხედვით, სურათი მნიშვნე­ლოვნად შეიცვლება. სურ. 3, ლიტ. 9.

ავტ.

 

 

 

 

 

 

 

 

4. სხვა დარგთაშორისი პრობლემები

 

13.4.1. ერთიანი ინფორმაციული ქსელის ეფექტურო­ბის შეფასება სომხეთის სამხედრო სამედიცინო სისტე­მაში. /. ხაჩატრიანი/. საქართველოს სამედიცინო სიახ­ლენი. – 2014. – # 3 (228). – გვ. 95-100. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია სომხეთში მოქმედი სამხედრო მოსამსახუ­რეების სამედიცინო უზრუნველყოფის ინფორმაციუ­ლი ქსელის მუშაობის ეფექტურობის შეფასება, პარა­ლელურად გაანალიზებულია უცხოური რეტროსპექ­ტული და მიმდინარე სამეცნიერო ლიტერატურული წყაროები აღნიშნულ საკითხზე. ანალიზმა გამოავლი­ნა, რომ ერთიანი საინფორმაციო ბაზები და ავტომატი­ზებული მართვის საშუალებები ნაკლებად არის გამო­ყენებული სამკურნალო-დიაგნოსტიკურ პროცესებში. გამოტანილია დასკვნა, რომ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებებში მართვის ოპტიმიზაციის გაუმჯობე­სების მიზნით აუცილებელია თანამედროვე ინფორმა­ციული ტექნოლოგიების დანერგვა. ლიტ. 14.

ავტ.

 

13.4.2. გაბნევის მრუდის და მისი წარმოებულის გა­მოყენება კონკურენციის შესწავლის პროცესში. /. ლე­ჟავა, . ლეჟავა/. კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული. – 2013. – გვ. 18-34. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია კონკურენციის შესწავლის პროცესში გაბ­ნევის მრუდის და მისი წარმოებულის გამოყენების შე­საძლებლობა. მხედველობაშია მიღებული  ეკონომი­კურ სუბიექტებს შორის არსებული უშეღავათო ბრძოლა საზოგადოებაში არსებული იმ საგადასახადო მასისათვის, რომლის გამოყენება შეუძ­ლიათ მის წევ­რებს მოთხოვნილებათა დასა­კმაყოფილებლად და სათანადო პროდუქციისა და მომ­სახურების შესაძენად. მიღებულია გაბნევის მრუდის მათემატიკური აპარა­ტის გამოყენებით, .. დიფერენ­ციალური და ინტეგრა­ლური კონკურენტული შურის (სტიმულის) ცნებების (დკშ და იკშ) განმარტებები. მა­გალითი­სა­თვის, გამოთ­ვლი­ლია შემოსავლების ცნობი­ლი პარეტოს განაწილები­სა­თვის ეკონომიკური ზრდის კოეიფიციენტი, რომელზეც უშუალოდ დამოკიდებუ­ლია დკშ და მოცემულია შესაბამისი გრაფიკები. განხი­ლულია აგრეთვე იკშ, საზოგადოების ორი .. ორჯგუ­ფიანი და დუალური მოდელების საფუძველზე, შესა­ბამისი გაანგარიშებების და გრაფიკების წარმოდგენით. მოცემულია მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებს შო­რის, ინფოსატელეკომუნიკაციო და ეკონომიკური რეს­ურსების განაწილების გაბნევის მრუდეების მაგალი­თებზე, დკშ და იკშ-ის ცნებების გამოყენება თანაზომა­დი ეკონომიკური სუბიექტებისათვის. სურ. 5, ცხრ. 1, ლიტ. 8.

ავტ.

 

13.4.3. წყლის დონე ჭაბურღილებში და მიწისძვრათა ყოველდღიური მონიტორინგი. /. სბორშჩიკოვი, . კო­ბზევი, . მავროდიევი, . მელიქაძე/. Nano Studies. – 2013. – # 8. – გვ. 203 212. – ინგლ.

მიწისძვრის პრეკურსორებისა და წინმსწრები მოვლე­ნების შესწავლა წარმოადგენს ერთ-ერთ იმ მნიშვნელო­ვან ამოცანას, რომელიც დაისმის თანამედროვე სეის­მოლოგიის წინაშე. მიწისძვრის წინასწარმეტყველება გადაიქცა იმ საკითხად, რომლის გადაჭრაც აუცილებე­ლია: ეს დაგვეხმარება დამანგრეველი მიწისძვრების პროგნოზირებაში. განხილულია ამ მიზნით საქართვე­ლოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ რამდენიმე ჭაბუ­რღილში წყლის დონის ყოველდღიური მონიტორინ­გის შედეგები. სურ. 6, ცხრ. 1, იტ. 15.

ავტ.