თემატური რუბრიკები

 

 

.    საზოგადოებრივი მეცნიერებები

1.   სახელმწიფო და სამართალი. იურიდიული მეცნიერებები

2.   სოციოლოგია. დემოგრაფია

3.   ეკონომიკა

4.   განათლება

5.   ინფორმატიკა

6.   სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები

.    საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

ბ1.   მათემატიკა. მექანიკა. ფიზიკა. კიბერნეტიკა

ბ2.   ქიმია. ბიოლოგია

ბ3.   გეოლოგია. გეოდეზია

ბ4.   გეოგრაფია. კარტოგრაფია. ასტრონომია

ბ5.   სხვა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

.    ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებები. ეკონომიკის დარგები

გ1.   ენერგეტიკა

გ2.   ელექტროტექნიკა. ელექტრონიკა. რადიოტექნიკა. კავშირგაბმულობა

გ3.   ავტომატიკა და ტელემექანიკა. გამოთვლითი ტექნიკა

გ4.   სამთო საქმე. მეტალურგია. ქიმიური მრეწველობა

გ5.   მანქანათმშენებლობა. ხელსაწყოთმშენებლობა

გ6.   მსუბუქი მრეწველობა

გ7.   კვების მრეწველობა

გ8.   მშენებლობა. არქიტექტურა

გ9.   სოფლისა და სატყეო მეურნეობა. თევზის მეურნეობა

გ10. წყლის მეურნეობა. მელიორაცია

გ11. საგარეო და შიდა ვაჭრობა. ტურიზმი

გ12. ტრანსპორტი

გ13. მედიცინა.საზოგადოებრივი  ჯანდაცვა

.   დარგთაშორისი პრობლემები

დ1.  ორგანიზაცია და მართვა

დ2.  გარემოს დაცვა. ეკოლოგია

დ3.  სტატისტიკა

დ4.  სხვა დარგთაშორისი პრობლემები


. საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

1. სახელმწიფო და სამართალი. იურიდიული მეცნიერებები

                                                                                                                            

9.1.1. სახალხო დამცველის უფლებამოსილებანი საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. /. ფრიდონაშვილი/. სამართალი და ეკონომიკა. – 2011. - #2. – გვ. 39-61. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., ფრანგ.

სახალხო დამცველის პოლიტიკურ-სამართლებრივ სისტემაში მის დამოუკიდებლობასთან ერთად მნიშვნელოვანია სათანადო უფლებამოსილების ქონა, რათა ფლობდეს დარღვევებზე რეაგირების საშუალებებს. სახალხო დამცველის ინსტიტუტის სიძლიერე ჩვენი ქვეყნისათვის უფრო მეტ ინტერესს წარმოადგენს, ვიდრე საზღვარგარეთის განვითარებულ დემოკრატიებში, რადგანაც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები და ღირებულებები ჯერ კიდევ რუდიმენტულ მდგომარეობაში იმყოფებიან, განსაკუთრებით ,,პარლამენტარიზმი”, რომელიც ,,ომბუდსმენის’’ ინსტიტუტის სიძლიერესთან პირდაპირ კავშირშია. პუბლიკაცია ეთმობა საქართველოსა და ზოგიერთი დემოკრატიული ქვეყნის (შვედეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები) სახალხო დამცველის კომპეტენციათა განხილვა-შესწავლას.

ავტ.

 

9.1.2. ჩინეთ-რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში. /. პიპინაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 144-148. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

თანამედროვე მკვლევართა დიდი უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ევრაზიას, რომელიც ასევე მოიცავს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს, გააჩნია უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა 21- საუკუნეში. აღნიშნული გარემოების გამო, შავი ზღვა-კასპიისპირეთის რეგიონი, უფრო კონკრეტულად კი ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია, გადაიქცა მეტოქეობის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სივრცედ რუსეთს, ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამ მეტოქეობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რეგიონის გეოპოლიტიკურმა განზომილებამ და ენერგორესურსების სოლიდურმა მარაგმა. რეგიონის ენერგორესურსების კონტროლისა და, განსაკუთრებით, მათი ტრანსპორტირების საკითხი წარმოადგენს გეოპოლიტიკური მეტოქეობის ძირითად საგანს. ვაშინგტონი ახერხებს ერთმანეთს შეუთავსოს ენერგეტიკასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინტერესები იმისათვის, რათა მიაღწიოს ყოვლისმომცველ რეგიონულ სტაბილურობას ევრაზიაში. ჩინეთი, აფიქსირებს რა სულ უფრო მზარდ ამბიციას ცენტრალური აზიისადმი, ამავე დროს, ავლენს შედარებით ნაკლებ აქტიურობას სამხრეთ კავკასიის მიმართ, უთმობს რა პირველობას რუსეთის ინტერესებს ამ მიმართულებით. რაც შეეხება მოსკოვს, ის კვლავ იმპერიული პოლიტიკის ერთგული რჩება და რეგიონში თავისი ჰეგემონური გავლენის აღდგენას ცდილობს როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში.

ავტ.

 

9.1.3. ადამიანის დაკავების ხანგრძლივობის პრობლემა საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის საპროცესო სამართალწარმოებაში. /. ხარხელაური/. მეცნიერება და ცხოვრება.– 2011. - #1(3). - გვ. 90-94. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია დაკავების ხანგრძლივობის პრობლემა საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის საპროცესო სამართალწარმოების მიხედვით. ყურადღება გამახვილებულია დაკავების ვადის გაგრძელებაზე, დაკავებულის სტატუსზე, თავისუფლების აღკვეთასა და შეზღუდვას შორის განსხვავებაზე. ავტორი მსჯელობს დაკავების შემთხვევაში კონვენციის მე-5 მუხლის დაცვის მექანიზმის ამოქმედების შესახებ. ავტორს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ დაკავებული ბრალდებულად იქნეს ცნობილი არა დაკავების მომენტიდან, როგორც ეს კანონითაა რეგლამენტირებული, არამედ სათანადო მტკიცებულებათა მოპოვების შემდეგ, მანამდე კი პირი შეიძლება დაკავებული იქნეს ეჭვმიტანილის სახით.

ავტ.

 

9.1.4. პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დროს წარმოშობილი ზიანისათვის. /. ცინცაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. - 2011. - #2(4). - გვ. 89-96. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ნაშრომი ეხება დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც გამომდინარეობს სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციიდან. ზიანის წარმოშობის ეს წყარო, წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროსაც, თუმცა ასეთი ტერმინი 999- მუხლის მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არ გამოიყენება. მომეტებული საფრთხის წყაროს წარმოადგენს ნებისმიერი სახის ტრანსპორტი, ვინაიდან მისი კონსტრუქციული თავისებურებებიდან, მისი მმართავი პირის უნარიდან და მოძრაობის ინერციით გაგრძელების თვისებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ამ ტრანსპორტისათვის მინიჭებული მოძრაობის სიჩქარის მომენტალური ჩაქრობა და მყისიერი გაჩერება, რაც წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს გარშემომყოფთათვის. პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ მიყენებული ზიანისათვის, ხასიათდება კიდევ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი თავისებურებით. აქ პასუხისმგებლობა დგება არა მარტო ზიანის მიმყენებლის შედეგისადმი განზრახი ან გაუფრთხილებელი ბრალეული დამოკიდებულების საფუძველზე, არამედ ბრალის გარეშეც, რაც გამონაკლისს წარმოადგენს ბრალეული პასუხისმგებლობის საერთო წესიდან. ნაშრომში, სატრანსპორტო კოდექსების, წესდებებისა და სპეციალური ლიტერატურის გამოყენებით გამოკვლეულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999- მუხლის დებულებანი.

ავტ.

 

9.1.5. დაკავებული ადამიანის დაცვის პროცესუალური გარანტიები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით. /. ხარხელაური/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2011. - #2(4). - გვ. 111-116. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილული და შედარებით ასპექტში გაანალიზებულია დაკავებული ადამიანის დაცვის პროცესუალური გარანტიები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით. ყურადღება გამახვილებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ბრალდებულის მიერ ადვოკატის მომსახურებაზე უარის თქმა, დამცველის არჩევა, მისი შეცვლა და სავალდებულო წესით დანიშვნა. ავტორი მსჯელობს აგრეთვე ადვოკატის საქმეზე დაშვების შეზღუდვის დაუშვებლობაზე, ხშირ შემთხვევაში სავალდებულო წესით დანიშნული დამცველის ფორმალური ხასიათის მატარებლობისა და ადვოკატის საქმეზე რაოდენობის შეუზღუდავად დაშვების საკითხებზე.

ავტ.

 

9.1.6. სისხლის სამართლის კანონმდებლობის სრულყოფისათვის. /. ბენიძე/. . თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - #1. – გვ. 6-11. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სტატიაში საქართველოს ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღწევებსა და ცალკეულ ხარვეზებზეა საუბარი. დადებითად არის შეფასებული ის გარემოება, რომ საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრდა ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც უდაოდ შეუწყობენ ხელს მართლმსაჯულების სწორად განხორციელებას და კანონიერების განმტკიცებას. ამასთან, გამოთქმულია ცალკეული შენიშვნა არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით. სტატიაში განვითარებულია მოსაზრება, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ვერ იქნება გარანტი სამართლიანი პროცესის და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის, რის დასადასტურებლად მოყვანილია კონკრეტული არგუმენტები. უარყოფითადაა მიჩნეული ის გარემოება, რომ ახალი კოდექსით არ არის გათვალისწინებული ექსტრადიციისა და რეაბილიტაციის მარეგულირებელი საკითხები და შესუსტებულია დაზარალებულის ინსტიტუტი.

ავტ.

 

9.1.7. დანაშაულებრივი ხელყოფის შიში ქართველ სტუდენტებში. /. კური, . ფუტკარაძე, . ვიურგერი/. . თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - #1. – გვ. 12-28. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საქართველოში დანაშაულებრივი ხელყოფის შიშის გამოკვლევამ აჩვენა, რომ მისი მაჩვენებელი მაღალია, რაც ახსნილია მოსახლეობის მდგომარეობით. აღნიშნულია, რომ დანაშაულის მსხვერპლად შესაძლო ყოფნის შიში შედარებით დაბალია ისეთი საფრთხეების შიშთან, როგორიცაა ეკონომიკური საფრთხეები. გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, დანაშაულებრივი ხელყოფის შიშის მქონე ადამიანებს მკაცრი სანქციების გამართლებისადმი უფრო მეტი მიდრეკილება აქვთ, ვიდრე ნაკლებად მშიშრებს. მითითებულია შემდგომი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა.

 

ავტ.

 

9.1.8. მმართველობა და თვითმმართველობა ჩინეთში. (სამართლებრივი ასპექტები). /. ლობჟანიძე/. . თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - #1. – გვ. 29-35. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ავტორი დეტალურად გადმოგვცემს ჩინეთის მმართველობასა და თვითმმართველობას, რომელიც დაფუძნებულია ეროვნულ თავისებურებებზე. განხილულია სახელმწიფოს სამთავრობო სისტემა თავისი სამინისტროებითა და კომიტეტებით. ავტორი ნათლად ასახავს იმ გარემოებას, თუ რა დიდი ყურადება ეთმობა მეცნიერთა მხრიდან ჩინეთის სამართლებრივი ორგანოს სუსტი მხარეების ანალიზს. მოცემული პუბლიკაცია ნათლად ასახავს ჩინეთის სამართლის სისტემას, რომელიც წარმოადგენს ძველი ტრადიციული სამართლისა და თანამედროვე კანონმდებლობის ნაზავს. ძველად, სასამართლოს ფუნქციებს ითავსებდნენ ადმინისტრატორები, რომელთაც არანაირი წარმოდგენა არ გააჩნდათ სამართალზე, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, სწორედ ეს ცვლილებები მკაფიოდა ასახული მოცემულ ნაშრომში.

ავტ.

 

9.1.9. მტკიცებულებათა აღმოჩენისა და ამოღების უნივერსალური სამეცნიერო-ტექნიკური საშუალებებისა და სპეციალიზებული კომპლექტების შექმნა. /. ფიცხელაური/. . თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - #1. – გვ. 36-41. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომი შეეხება მტკიცებულებათა აღმოჩენისა და ამოღების სამეცნიერო-ტექნიკურ საშუალებებს. საუბარია ასევე სპეციალიზებული კომპლექტების შექმნის პრობლემებზე და მათ დიდ მნიშვნელობაზე დამნაშავეობასთან ბრძოლის საქმეში. ყურადღებაა გამახვილებული საგამოძიებო მოქმედებებისას ზემოაღნიშნული საშუალებების გამოყენების ორგანიზაციულ საკითხებზე, რომელთა სწორი გადაწყვეტა მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე საგნების, ობიექტების, ინფორმაციის მოპოვებისა და გამოკვლევის ეფექტიანობის წინაპირობას წარმოადგენს.

ავტ.

 

9.1.10. საერთაშორისო შვილება გაშვილების სამართლებრივი საფუძვლები. /. შენგელია, . შენგელია/. . თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - #1. – გვ. 42-47. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შვილად აყვანა იურიდიული ფაქტია, რომელიც შვილად ამყვანსა და ნაშვილებს შორის წარმოშობს ისეთ სამართლებრივ ურთიერთობებს, რაც ბიოლოგიურ მშობლებსა და შვილებს შორის არსებობს. უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება საერთაშორისო შვილება-გაშვილების სამართლებრივი პრობლემები. საქართველოდან ბავშვის უცხო სახელმწიფოში გაშვილება, აგრეთვე უცხოელი ბავშვის საქართველოში შვილება შეიძლება ისეთი ნორმატიული აქტების საფუძველზე, როგორიცაა: გაეროს 1989 წლის კონვენცია ,,ბავშვთა უფლებების შესახებ“, ჰააგის 1993 წლის კონვენცია ,,ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“. საერთაშორისო შვილება-გაშვილება ხორციელდება ბავშვის დაბადების (წარმოშობის სახელმწიფო) და სხვა (მიმღები სახელმწიფო) ქვეყნების მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანოების მიერ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილებისათვის საჭიროა ქართული სასამართლოს ნებართვაც.

ავტ.

 

9.1.11. ნივთიერი ობიექტების მტკიცებულებად გამოყენების ისტორიული ასპექტები. /. ჭელიძე/. . თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - #1. – გვ. 48-52. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომი შეეხება მტკიცებით სამართალში ნივთიერი მტკიცებულების სახელით ცნობილი საგნების, მატერიალური ობიექტების გამოყენების ისტორიულ ასპექტებს. საუბარია ჩვენი ქვეყნის სამართლის ძეგლებში, ჩვეულებით სამართალში, უძველესი ცივილიზაციის სახელმწიფოებში მათ მნიშვნელობაზე დამნაშავეობასთან ბრძოლის საქმეში, ასევე იმ თავისებურებებზე, რაც ამ სახის მტკიცებულებათა შეფასებას უკავშირდება.

ავტ.

 

9.1.12. სახელმწიფო მართვის სისტემა დასავლეთის ქვეყნებში (საფრანგეთი და გერმანია). /. ნებიერიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #3(477). გვ. 119-123. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დასავლეთის ქვეყნებში, საფრანგეთსა და გერმანიაში, სახელმწიფო მართვის დინამიზმზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს სამეცნიერო-ტექნიკური და პოლიტიკური პროცესები. თუ XX საუკუნეში ბიუროკრატიის საქმიანობა პროცედურული საშუალებებით, კონტროლირებითა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვით შემოიფარგლებოდა, XXI საუკუნის დასაწყისში სახელმწიფო მართვის ვექტორი პროგრამულ საკითხებზეა ორიენტირებული. კარდინალურად შეიცვალა ასევე სახელმწიფო მართვის სტილი. თუ გასული საუკუნის დასაწყისში ჩინოვნიკი სარისკო ქმედებებს, ინოვაციებს გაურბოდა, შეცდომის დაშვების ეშინოდა და რუტინული საქმიანობით იყო დაკავებული, დღეს სახელმწიფო მოხელე არ გაურბის რისკიან ქმედებებს, იგი მუდმივი ინოვაციებისა და ახალი შესაძლებლობების ძიებით არის დაინტერესებული. დღეს დასავლეთის ქვეყნებში (გერმანიასა და საფრანგეთში) ,,ნეიტრალურიადმინისტრაცია არ არსებობს. საჯარო სამსახური პოლიტიზებულია: სახელმწიფო აპარატში მაღალი თანამდებობები პოლიტიზებულ მოხელეებს უკავიათ.

ავტ.

 

 

2. სოციოლოგია. დემოგრაფია

 

9.2.1. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უმუშევრობის მიზეზები და დასაქმების სრულყოფის გზები. /. ლაცაბიძე/. . თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - #1. – გვ. 102-108. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და მასობრივი უმუშევრობის დაძლევა დასაქმების აქტიური პოლიტიკის გატარებითაა შესაძლებელი, რომელთაგან უნდა გამოიყოს: დროებითი და საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზაცია დასაქმებაზე ორიენტირებული სპეციალური პროგრამების საფუძველზე; სახელმწიფოს მხრიდან სამეწარმეო ინიციატივისათვის მხარდაჭერა საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის გზით; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმების ხელშეწყობა როგორც გადამზადების სპეციალური პროგრამების განხორციელების, ასევე სპეციალური ვოტების დადგენით, რაც მათი გარკვეული ნაწილის გარანტირებული დასაქმების წინაპირობა გახდება; სახელობო სასწავლებლების რეაბილიტაცია და სპეციალისტთა მომზადება ან გადამზადება, რომელიც დაკავშირებული იქნება კონკრეტული დარგის საწარმოების მოთხოვნებთან და წარმოების განვითარების რეალურ შესაძლებლობებთან.

ავტ.

 

9.2.2. საქართველოსა და გერმანიის მოსახლეობის სტრუქტურის შედარებითი ანალიზი. /. გელიტაშვილი/. ეკონომიკა და ბიზნესი. - 2011. - #3. – გვ. 97-108. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის ანალიზი გულისხმობს მნიშვნელოვანი დემოგრაფიული მონაცემების განხილვას. გენდერულ ფაქტორთან ერთად, მან უნდა მოიცვას დასაქმებაც, ასევე ანალიზისთვის შეიძლება საყურადღებო იყოს განსახილველი პირების ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, ეროვნება და სხვ. წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია მეთოდი, რომელიც სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობასთან მიმართებით, სოციალური განსხვავებების წარმოჩენას ემსახურება. მიღებული შედეგები ცხადყოფს საქართველოსა და გერმანიაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, სიცოცხლის ხანგრძლივობის დამოკიდებულებას შემოსავლებზე; კერძოდ, რაც უფრო მაღალია შემოსავლები, მით უფრო დიდია ხანგრძლივი სიცოცხლის პერსპექტივა. მამრობით სქესში ეს განსხვავება კიდევ უფრო მკვეთრადაა გამოხატული, მდედრობით სქესთან შედარებით. განვითარებად ქვეყნებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკურად მართვადი სისტემა. ამ პოლიტიკის შედეგია შობადობის მნიშვნელოვანი კლება, რაც განვითარებული ქვეყნებისთვის ტიპური მოვლენაა. მაგრამ საქართველო შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც გამონაკლისი. დამოკიდებულება, ერთი მხრივ, შობადობის ნორმასა და ფერტილობას, და მეორე მხრივ, მოსახლეობის ერთ სულზე მშპ- შორის, განვითარებადი ქვეყნებისგან განსხვავებულადაა წარმოდგენილი; კერძოდ, ამ ცვლადებს შორის არსებობს უარყოფითი დამოკიდებულება, ისევე როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია.

ავტ.

 

 

3. ეკონომიკა

 

9.3.1. სამომხმარებლო ფასების დინამიკის თავისებურებები საქართველოში. /ს. პავლიაშვილი, ბ. კიწმარიშვილი/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2011. - #2(4). - გვ. 12-17. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

საქართველოში სამომხმარებლო ფასების დონე 2011 წლის მდგომარეობით საგანგაშოა. სრულყოფას მოითხოვს სამომხმარებლო კალათის დაგეგმვა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული სოციალური ვითარების ობიექტურ ასახვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებაში ადგილი ექნება ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებლისადმი სერიოზულ უნდობლობას. საგარეო ფაქტორების ნეგატიურ გავლენასთან ერთად, სამომხმარებლო ფასების გაუმართლებლად მაღალ დონეს განაპირობებს სამედიცინო, ფარმაცევტული, სადაზღვევო, ნავთობპროდუქტების რეალიზაციისა და სხვ. სექტორებში შექმნილი ცალკეული კომპანიების მონოპოლიური, ან უკეთეს შემთხვევაში, ოლიგოპოლიური მდგომარეობა. ლარის ხელოვნურად გამყარებული კურსის მეშვეობით სამომხმარებლო ფასების ზრდის შეკავება ძირითადად თანამემამულეების მიერ უცხოეთიდან ფულადი გზავნილების გაუფასურებით ხდება.

ავტ.

 

9.ა3.2. ევრობონდები – საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის სიმძიმის თუ შემსუბუქების წყარო. /გ. ხანთაძე/. მეცნიერება და ცხოვრება. – 2011. - #2(4). - გვ. 70-75. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

როგორც ოფიციალური მონაცემები ადასტურებს, 2011 წლის 7 აპრილს საქართველოს მთავრობამ გამოუშვა 10 წლიანი ვადიანობის 500 მლნ აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების ობლიგაციები. სტატიაში მოცემულია საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკური ანალიზი 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით და გაკეთებულია დასკვნა იმის შესახებ, რომ საგარეო ვალის სიმძიმის შემსუბუქების და არა მომატების უალტერნატივო წყარო არა ევრობონდების ემისია, რაც არა უნდა ლიკვიდური იყოს ის, არამედ ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მკვეთრი გაუმჯობესების შედეგად მიღებული შემოსავლები უნდა იყოს.

ავტ.

 

9.ა3.3. შრომითი რესურსების გამოყენების შეფასება და პროგნოზირება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. /ო. ქეშელაშვილი, თ. თავიდაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #3(12). – გვ. 13-22. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევამ გვიჩვენა, რომ საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობაში ქალები სჭარბობენ მამაკაცებს. შრომითი რესურსების სტრუქტურაში ძალზე მაღალია პენსიონერთა ხვედრითი წილი, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ შრომითი რესურსების შევსების მთავარი წყარო – ახალგაზრდობა, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო შემოქმედებითად არ არის ჩართული ამ პროცესში. აღნიშნულია, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის ხვედრითი წილი თანდათან დაიწყებს კლებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შრომის ბაზარზე გამოვა დაბალი ბუნებრივი მატების წლებში დაბადებული ახალგაზრდობა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ეფექტური გამოყენება. სტატიაში ნაჩვებებია სოფლის შრომითი რესურსების ეკონომიკურად აქტიურ, არააქტიურ, დასაქმებულ და თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა. გამოთქმულია აზრი, რომ თვითდასაქმებულთა დიდი რაოდენობა პირველ რიგში აიხსნება იმით, რომ მათ სხვაგან წასვლა და არსებობის საშუალების მოპოვება არ შეუძლიათ. სოფლის მეურნეობაში დაბალია შრომის ნაყოფიერების დონე, ასევე მათი საშუალო თვიური შემოსავალი, რასაც განაპირობებს სუსტი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ფერმერთა არასათანადო კვალიფიკაცია. მოცემულია შრომითი რესურსების თვალსაწიერი პროგნოზი.

ავტ.

 

9.ა3.4. საგარეო-ეკონომიკური კავშირების პოზიციური სურათი, მისი რეგულირებისა და სრულყოფის წინადადებები. /ო. ქეშელაშვილი, გ. ძნელაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #3(12). – გვ. 23-39. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია საქართველოს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა ძირითადი საკითხები. მოცემულია საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა ფორმების ანალიზი, გამოვლენილია არსებული ნაკლოვანებები და მოცემულია მათი აღმოფხვრის შესაძლებლობები. ამჟამად, საქართველოში ექსპორტ-იმპორტის ბალანსი უარყოფითია, რაც არასახარბიელოა და ადგილობრივი წარმოების დაბალ დონეზე მიუთითებს. ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი მდგომარეობის დაძლევა შეიძლება მხოლოდ ისეთი სტრატეგიული ღონისძიებებით, რომელიც მიმართული იქნება საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ასამაღლებლად. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები დინამიური პროცესია და იგი სისტემატურ კვლევა-ძიებას მოითხოვს, რის საფუძველზეც დამუშავდება მისი სრულყოფის წინადადებები და რეკომენდაციები.

ავტ.

 

9.ა3.5. ფისკალური პოლიტიკის სრულყოფის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების გზები საქართველოში. /დ. ვეკუა/. გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - # 1. – გვ. 53-58. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია საგადასახადო პოლიტიკის ის აქტუალური საკითხები, რომელიც უკავშირდება ეროვნული ეკონომიკის განვითარებას და დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიების პროცესს. შემოთავაზებულია ის მეთოდები, რომლებმაც შეიძლება მოახდინოს საინვესტიციო საქმიანობის მიზნობრივი სტიმულირება. განხილულია ტურიზმის სფეროში ფისკალური პოლიტიკის ის ასპექტები, რამაც უნდა დააჩქაროს ტურისტული ბაზრის როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი გარდაქმნის პროცესი.

ავტ.

 

9.ა3.6. საქართველო - ბიზნესის დაწყების რეფორმატორი. /ა. თავართქილაძე/. გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - #1. – გვ. 59-68. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია მსოფლიო ბანკის ბოლო 5 წლის გამოკვლევები ,,ბიზნესის წარმოების“ შესახებ, რომლის მიხედვით, 183 ქვეყანას შორის საქართველომ ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწია და ყველაზე აქტიური რეფორმატორია. ასეთი შედეგი მიღწეულია 2004-2009 წლებში აშშ ხაზინის რეკომენდაციებისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული გააზრებული და სწორი რეფორმირებით. სტატიაში შემოთავაზებულია წინადადებები აღნიშნული პროცესის შემდგომი სრულყოფისა და ოპტიმიზაციისათვის.

ავტ.

 

9.ა3.7. საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა მართვის სრულყოფის საკითხისათვის. /ლ. თოთლაძე/. გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - #1. – გვ. 73-77. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ისეთ აქტუალურ საკითხი, როგორიცაა სახელმწიფო საწარმოთა მდგომარეობა, მათი ეფექტიანობა და განვითარების პერსპექტივები საქართველოს ეკონომიკაში. აღწერილია საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა არსებული და რეტროსპექტიული მდგომარეობა. თემაში განხილულია ამ სფეროს ეფექტიანობის საკითხები დღევანდელი დღისათვის. გაანალიზებულია აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მითითებით კონტროლის პალატის მიერ ამ სფეროში ჩატარებული აუდიტის შედეგები. მოყვანილია ამ კვლევის შედეგები და ამ შემოწმების საფუძველზე გაკეთებული დასკვნები ამ საწარმოთა განვითარებისათვის.

ავტ.

 

9.ა3.8. ISO 9001-2000 (ხარისხის მართვა) სტანდარტი და საოპერაციო რისკის მართვის ურთიერთკავშირი. /ვ. კაციაშვილი/. გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - # 1. – გვ. 94-101. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ყველა ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობა დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან. როგორც ცნობილია, მაღალ მომგებიანობას მაღალი რისკი ახლავს თან და პირიქით. ამიტომ აუცილებელია რისკის მართვა, თუმცა პოტენციური შეფერხებების წინასწარ განსაზღვრა არც ისე ადვილია. მსოფლიოში არსებულ მსხვილ კომპანიებს აქვთ საკუთარი რისკმენეჯმენტის დეპარტამენტი, რომელიც რისკის მართვის განყოფილებას წარმოადგენს და განსაზღვრავს მათ საქმიანობას, თუმცა ზოგი კომპანია მას თავს არიდებს ფინანსური შეფერხებებისა თუ სხვა მიზეზების გამო. ზოგადად რისკი იყოფა რამოდენიმე კატეგორიად: საკრედიტო, საბაზრო და საოპერაციო რისკად. წინამდებარე ნაშრომში განხილული იქნება რისკმენეჯმნეტის არსი და კერძოდ საოპერაციო რისკის მნიშვნელობა, თუ რა დარღვევებს იწვევს საოპერაციო რისკი, საოპერაციო რისკების ადეკვატური მართვის გარეშე კომპანიების ხელმძღვანელობა მოკლებულია ინფორმაციას, შიდა არსებულ ვითარებასა და პრობლემის სიღრმის შესახებ. აღნიშნული პრობლემის სერიოზული სახე უკვე ძნელად ექვემდებარება გადაწყვეტას. ამდენად, საოპერაციო რისკის ადეკვატური მართვა ამ რისკით გამოწვეული რაიმე პრობლემის საწყის ეტაპზე გამოვლენისა და გადაწყვეტის საშუალებას აძლევს ფირმებსა და კომპანიებს.

ავტ.

9.ა3.9. დაგეგმვა - საგადასახადო ადმინისტრაციის ძირითადი ინსტრუმენტი განვითარებად ქვეყნებში. /ჩ. სტრომე/. გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - #1. – გვ. 115-118. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საგადასახადო გეგმიური პარამეტრები არის საგადასახადო ადმინისტრაციის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი განვითარებად ქვეყნებში. საგადასახადო ადმინისტრირება, რომელიც ეყრდნობა საგადასახადო პარამეტრებს, ყოველთვის მიისწრაფის კორუფციისაკენ, შეუგროვებელი შემოსავლებისა და გაზვიადებული საგადასახადო დავალებებისაკენ, რომლებიც მიიჩნევა ამოსაღებად შესაძლებლად. საგადასახადო პარამეტრები უარყოფილი უნდა იქნეს საბიუჯეტო პროგნოზირების სასარგებლოდ, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს კერძო სექტორის ზრდას და შეარბილოს ეკონომიკური რეცესიისა და საგადასახადო დავალიანებების ამოღების ეფექტი.

ავტ.

 

9.ა3.10. სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები და სახელმწიფოს სტრატეგია. /ლ. ტაბატაძე/. გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - #1. – გვ. 119-124. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სტატიის მიზანია გაანალიზდეს და შეფასდეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, წარმოაჩინოს და განაზოგადოს სოციალური რისკების სახეები და საფრთხეები. ამასთანავე, გამოკვეთოს ქვეყნის სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტები და დასახოს სტრატეგია, რომელიც ეფექტიან პოლიტიკად მოევლინება ქვეყანაში არსებულ სოციალური პრობლემების მოგვარების საკითხს.

ავტ.

 

9.ა3.11. საქონლის წინ წაწევის მეთოდები. /კ. ჩაგელიშვილი/. გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - # 1. – გვ. 125-129. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

როგორც ცნობილია, სავაჭრო ოპერაციების დაახლოებით 90% სრულდება საცალო ვაჭრობის ქსელებში და ამიტომაც, მარკეტინგული ღონისძიებების მთელი კომპლექსი უფრო აქტიურად გამოიყენება სწორედ ამ ქსელებში. აღსანიშნავია, რომ გაყიდვების სტიმულირების მეთოდებს შორის ყველაზე ფართდ გამოიყენება სავაჭრო აქციები. განხილულია სავაჭრო აქციების ჩატარების თავისებურებანი საცალო ქსელში, მისი ყველა უარყოფითი შედეგი, რომელიც შეიძლება თან სდევდეს მას, ნაჩვენებია აქციის ბიუჯეტის შედგენის პრინციპები და ყველა ის შეცდომები, რომელიც ხშირად ახასიათებთ მარკეტინგის მესვეურთ აქციის მოწყობისას.

ავტ.

 

9.ა3.12. ინოვაციური ეკონომიკა გლობალიზაციის პირობებში. /ლ. ჩაგელიშვილი/. გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - #1. – გვ. 130-136. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გლობალიზაციის პირობებში, როდესაც ცალკეული ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა, პირველ რიგში, ტექნოლოგიური განვითარების დონით განისაზღვრება, მისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება ვენჩურული ბიზნესის განვითარების საფუძველზე. ნაშრომში ავტორს განხილული აქვს გლობალიზაციისა და ინოვაციური ეკონომიკის ასპექტები, მათი შედეგები და დასკვნის სახით მოცემულია რეკომენდაცია, ინოვაციური ეკონომიკის ხელშეწყობისათვის კლასტერების ჩამოყალიბებაზე, სადაც წამყვანი კლასტერები, ვენჩურული ფონდები და საზოგადოებები იქნებიან.

ავტ.

 

9.ა3.13. ლაფერ-კეინზიანური სინთეზის მაკროეკონომიკური მოდელი. /ი. ანანიაშვილი, ვ. პაპავა/. ეკონომიკა და ბიზნესი. – 2011. - #3. – გვ. 10-34. - რუს.; რეზ.: ინგლ.

შემოთავაზებულია მაკროეკონომიკური წონასწორობის მოდელი, რომელშიც ერთობლივი მოთხოვნა და ერთობლივი მიწოდება განხილულია არა ფასების დონეზე, როგორც ეს ტრადიციულად არის მიღებული, არამედ საშუალო საგადასახადო განაკვეთზე დამოკიდებული ფუნქციების სახით. შემოღებულია ოპტიმალური და წონასწორული საგადასახადო განაკვეთის ცნებები – პირველის შემთხვევაში ერთობლივი მიწოდების სიდიდე მაქსიმალურია, მეორის დროს კი ერთობლივი მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთს ემთხვევა. მოდელის ანალიზის საფუძველზე ნაჩვენებია, რომ როცა მთავრობა ცდილობს წონასწორული საშუალო საგადასახადო განაკვეთის ფიქსირებულ დონეზე შენარჩუნებას, მაშინ ოპტიმალური საგადასახადო განკვეთის მნიშვნელობა ფასების დონეზე დამოკიდებული სიდიდე ხდება და ერთობლივი მოთხოვნის შესაბამისმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ოპტიმალური განაკვეთის წონასწორულთან დაახლოება. ნაჩვენებია, აგრეთვე, რომ წონასწორული საგადასხადო განაკვეთის ყოველ მოცემულ მნიშვნელობას შეიძლება შეესაბამებოდეს ერთობლივი მიწოდების და ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ფუნქციებისა და მრუდების მთელი ერთობლიობა.

ავტ.

 

9.ა3.14. კოოპერაცია - ქართული სოფლის აღორძინების გზა. /პ. კოღუაშვილი/. ეკონომიკა და ბიზნესი. – 2011. - #3. – გვ. 41-54. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

სტატიის ძირითადი იდეაა სოფლად მოსახლეობის ნებაყოფლობითი კოოპერირება, ინტეგრაცია გადამმუშავებელ საწარმოებთან (სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი სისტემის შექმნა) და ადგილებზე არსებული ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური თუ ტექნიკურ-ტექნოლოგიური პრობლემების დარეგულირება. მასში დასაბუთებულია იდეის რეალიზაციის როგორც ობიექტური აუცილებლობა, ასევე განხორციელების ეკონომიკური მექანიზმი და მოსალოდნელი სინერგიული სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული მეურნეობრიობის ახალი ფორმების დამკვიდრება, რასაც ავტომატურად მოსდევს სოფლის მოსახლეობის მასობრივი დასაქმება, მათი შემოსავლების მკვეთრი ზრდა, აგრარული შრომის ავტორიტეტის ამაღლება და სოფლის კომპლექსური და დაჩქარებული განვითარება.

ავტ.

 

9.ა3.15. დეივიდ იუმი (1711-1776) ეკონომიკური აზრის სათავეებთან (დაბადებიდან 300 წელი). /ჯ. ხარიტონაშვილი/. ეკონომიკა და ბიზნესი. – 2011. - #3. – გვ. 55-60. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

დ. იუმი, როგორც ორიგინალური მოაზროვნე, ეკონომისტებს შორის თვალსაჩინო ადგილს იჭერს. დ. იუმის ერთ-ერთ დამსახურებას წარმოადგენს ის, რომ იგი მერკანტილიზმის აშკარა კრიტიკით გამოვიდა. დ. იუმი იყო თავისუფალი ვაჭრობის ინიციატორი. დ. იუმმა შექმნა ფულის თავისი რაოდენობრივი თეორია. მ თეორიის თანახმად, ეკონომიკაში არსებული ფულის რაოდენობა ფულის ღირებულებას განსაზღვრავს. ფულის რაოდენობის ზრდა კი ინფლაციის ძირითადი მიზეზია. დ. იუმი მსჯელობდა სარგებლის შესახებ. ის მოითხოვდა სარგებლის დაბალი დონის დაწესებას. მოგების ნორმის გადიდების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად მას მიაჩნდა სარგებლის მაღალი ნორმა, რომელიც მოგების ნორმის ანუ “ინვესტირების ეფექტიანობის” შემცირების პირობებშიც კი სტაბილური რჩება. დ. იუმის შეხედულებები შემდგომში გამოყენებულ იქნა სხვა ეკონომისტების მიერ.

ავტ.

 

9.ა3.16. ლოკალიზაცია და გლობალიზაცია - განვითარების რეგულატორები. /დ. დარსაველიძე/. ეკონომიკა და ბიზნესი. – 2011. - #3. – გვ. 61-70. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

სტატიაში განხილულია გლობალიზაცია და ლოკალიზაცია, როგორც განვითარების რეგულატორები, მათი ფორმირების არსისა და საზღვრების ურთიერთმიმართება. სტატიაში დასაბუთებულია, გლობალიზაციის საპირისპიროდ, ლოკალიზაციის პროცესის გაძლიერების აუცილებლობა, ყურადღება გამახვილებულია ლოკალიზაციის უნარზე, გარკვეული თვალსაზრისით შეამციროს გლობალიზაციის ნეგატიური შედეგები. აქვე განხილულია ადგილის გლობალიზაციისა და ლოკალიზაციის დონის შესასწავლად ბენჩმარკინგის და სვოტ ანალიზიმნიშვნელობა. დასასრულს გაკეთებულია დასკვნა იმის შესახებ, რომ ლოკალიზაცია და გლობალიზაცია განხილულ უნდა იქნეს არა როგორც ურთიერთდაპირისპირებული, არამედ დიალექტიკურად ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთ­გამამ­დიდრებელი წინააღმდეგობრივი ერთიანობა.

ავტ.

 

9.ა3.17. გლობალიზაციის არსი, სტრუქტურა და ძირითადი მიმართულებები. /ნ. ჩადუნელი/. ეკონომიკა და ბიზნესი. – 2011. - #3. – გვ. 71-82. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ დაახლოებით XX საუკუნის მეორე ნახევრიდან საზოგადოებრივი განვითარება დედამიწაზე მიმდინარეობს დიდი, ერთიანი პროცესის ფარგლებში, რომელიც გლობალიზაციის სახელითაა ცნობილი. გლობალიზაცია ჩვენი ეპოქის უდავოდ საკვანძო ტერმინია, მაგრამ მისი ნათელი და ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება დღემდე არაა ჩამოყალიბებული. შედარებით სრულად მიგვაჩნია გლობალიზაციის შემდეგი ზოგადი განმარტება: გლობალიზაცია არის ერთიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც პლანეტარული მოვლენების გავრცელების ინტერესებიდან გამომდინარე ხორციელდება განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ-კულტურულ ღირებულებათა ნებაყოფლობითი გავრცელებით განვითარებადი და ჩამორჩენილი ქვეყნების მრავალფეროვან სივრცეებში. ერთიანი მსოფლიო თავისთავად წარმოგვიდგება, როგორც პლანეტარული მასშტაბის, ერთიანი, მაგრამ მრავალფეროვანი სისტემა, სადაც თითოეული სახელმწიფო, თავისი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ კულტურული ინდივიდუალურობით წარმოადგენს მის შემადგენელ ნაწილს და არ მოდის წინააღმდეგობაში ერთიანი სიტემის პრინციპებთან. აღნიშნული ერთიანი სისტემის პრინციპებია: ადამიანის უფლებების პატივისცემა; მეწარმეობის თავისუფლება; ეკონომიკური განვითარების პროდუქტების სამართლიანი განაწილება; მდგრადი განვითარება; კულტურული, ენობრივი და რელიგიური მრავალფეროვნების პატივისცემა. გლობალიზაციის მახასიათებლებია: პროგრესულობა, ობიექტურობა, შეუქცევადობა და ისტორიულლოგიკურობა. შეიძლება გამოიყოს გლობალიზაციის შემდეგი ძირითადი მიმართულებები: იდეოლოგიური, ინსტიტუციონალური, სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური გლობალიზაცია.

ავტ.

 

9.ა3.18. ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების კეინზიანურ მოდელში კიდევ ერთხელ გარკვევის საკითხისათვის. /მ. ჩიქობავა/. ეკონომიკა და ბიზნესი. – 2011. - #3. – გვ. 83-96. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

სტატიაში განხილულია ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების კეინზიანური მოდელით კაპიტალიზმის ძირითადი წინააღმდეგობის დაძლევის შესაძლებლობები. ნაჩვენებია, რომ სახელმწიფო რეგულირების კეინზიანური მოდელით, რომლითაც დღემდე იმართება განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა, მაკროეკონომიკური წონასწორობის მიღწევა არა თუ პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც კი შეუძლებელია. ასევე, სტატიაში ხაზგასმულია, რომ კაპიტალიზმის ძირითადი წინააღმდეგობის დაძლევა შეუძლებელი გახდა კეინზის თეორიის ალტერნატიული ნეოკონსერვატული და ნეოლიბერალური კონცეფციების საფუძველზე, რომლის დასტურია თანამედროვე გლობალური ეკონომიკური კრიზისი.

ავტ.

 

9.ა3.19. საბანკო რისკების მართვის თავისებურებები პოსტკრიზისულ პერიოდში. /დ. ნარმანია/. ეკონომიკა და ბიზნესი. – 2011. - #3. – გვ. 131-142. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

საბანკო რისკი არის საბანკო საქმიანობის სიტუაციური მახასიათებელი, რომელიც გვიჩვენებს შედეგის განუსაზღვრელობას და ახასიათებს მოსალოდნელიდან რეალური შედეგის უარყოფითი გადახრის ალბათობას. არსებოს სამი სახეობის საბანკო რისკი: საკრედიტო, საბაზრო და ოპერაციული რისკი. საბანკო რისკების რეგულირება წარმოადგენს მეთოდების ერთობლიობას, მიმართულს რისკისგან ბანკის დაცვისკენ. ფინანსების გლობალიზაციის პირობებში იზრდება საერთაშორისო რეგულირების მნიშვნელობა. „ბაზელი II“ არის საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მეორე რეკომენდაცია, და „ბაზელი I“-საგან განსხვავებით, ითვალისწინებს სტანდარტებისა და რეგულაციების შექმნას იმის თაობაზე, თუ რა მოცულობის კაპიტალი უნდა დაარეზერვოს საფინანსო ინსტიტუტმა რისკების შესამცირებლად. საქართველოს საბანკო სექტორში რისკების მართვის პროცესი მოიცავს: რისკების დადგენას; რისკების შეფასებას; მონიტორინგს და ლიმიტებს; რისკების მართვის საინფორმაციო სისტემებს; რისკების კონტროლს; აქტივების და ვალებულებების მართვას; სტრეს-ტესტების გამოყენებას. გამომდინარე იქიდან, რომ 2010 წლის წლიური და 2011 წლის I კვარტლის მაჩვენებლებით საქართველოს საბანკო სექტორს ჯერ კიდევ არ მიუღწევია კრიზისამდელ მაჩვენებლებამდე, აუცილებელია საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მხრიდან რიგი ღონისძიების გატარება: ბაზელის კომიტეტის მიერ შემუშავებული - „ბაზელი II“-ის რეკომენდაციების დანერგვა და ეტაპობრივი იმპლემენტაცია. მეტი სიზუსტისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს კომიტეტის სპეციალური ინიციატივა მისი არაწევრი ქვეყნების მხარდაჭერის საკითხებზე (Outreach to non-member countries); კომერციული ბანკების მხრიდან შიგა რეგულაციების და სტანდარტების სრულყოფა, ცალკეულ საბანკო პროდუქტზე კრიზისის პირობებში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება; როგორც ეროვნული ბანკის, ასევე კომერციული ბანკების მხრიდან 2008-2010 წლების ფინანსური კრიზისის, აგრეთვე „კომერციულ ბანკებში რისკების მართვის თაობაზე“ დებულების იმპლემენტაციის ანალიზი; პოსტკრიზისულ პერიოდში დამატებითი საბანკო პროდუქტების შექმნა, განსაკუთრებით დეპოზიტების დაზღვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კომერციული ბანკების, ასევე მათი კლიენტებისათვის.

ავტ.

 

9.ა3.20. საქართველოს საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკის ოპტიმიზაციის ძირითადი მიმართულებები. /ნ. ქავთარაძე/. ეკონომიკა და ბიზნესი. – 2011. - #3. – გვ. 143-152. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია 2000-2010 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და გრანტების შესრულებისა და ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირებაში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების წილის დინამიკა. ყურადღება გამახვილებულია ბიუჯეტის შემოსავლებში პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადების სტრუქტურასა და ოპტიმალური თანაფარდობის საკითხზე. სტატიაში ასევე გაანალიზებულია ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკისა და საგადასახადო განაკვეთების ოპტიმიზაციის მიმართულებით საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები და ის ნაკლოვანებები, რაც კვლავაც ახასიათებს საქართველოს საგადასახადო სისტემას. ამ ფონზე გამოკვეთილია ქვეყნის საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები: ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებში არაპირდაპირი გადასახადების ხვედრითი წონის შემცირების საჭიროება; ბიუჯეტებს შორის საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების განაწილების ეფეტიანი მექანიზმის შემუშავება; სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტების მიზნობრივ განაწილება-გამოყენებაზე კონტროლის გამკაცრება; გადასახადის რაოდენობისა და ცალკეული სახეობის საგადასახადო განაკვეთების ოპტიმიზაცია.

ავტ.

 

9.ა3.21. ადამიანური რესურსების სამსახურის ფუნქციები თანამედროვე ეტაპზე. /ნ. ღვედაშვილი/. ეკონომიკა და ბიზნესი. – 2011. - #3. – გვ. 165-170. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

სტატიაში განხილულია ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება-რეალიზაციის, ადამიანური რესურსების ძირითადი პროცედურების თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე განხორციელების, შესაბამისი ნორმატიული, ინსტიტუციური, ორგანიზაციული და რესურსული საფუძვლების შექმნის, ადამიანური რესურსების სრულყოფა-განვითარების თანამედროვე სისტემის შესაბამისი პროგრამების რეალიზაციის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ავტ.

 

9.ა3.22. კონცეპტუალური მიდგომები მმართველობითი ანალიზის, როგორც საწარმოს მართვის ფუნქციისადმი. /ს. აბასოვა/. ეკონომიკა და ბიზნესი. – 2011. - #3. – გვ. 109-122. - რუს.; რეზ.: ინგლ.

ამჟამად ბიზნესში საკმაოდ სერიოზულად განიხილება მენეჯმენტის საკითხები. მიზნების განხორციელებისათვის საჭიროა კარგად ორგანიზებული მენეჯერული აღრიცხვა და ანალიზი. ზემოაღნიშნული თხოულობს საუკეთესო ვარიანტების შერჩევას გადაწყვეტილებების განხილვისა და მიღების ეტაპებზე. სტატია მოიცავს მენეჯმენტის ანალიზის კრიტიკულ ასპექტებს, მათ პრაქტიკულ გამოყენებას, მთავარ ამოცანებსა და ვალდებულებებს. ეს კი ადასტურებს მმართველობითი ანალიზის აუცილებელ როლს შემოსავლების, დანახარჯებისა და ფინანსური შედეგების პროგნოზირებისას.

ავტ.

 

9.ა3.23. საინჟინრო გადაწყვეტათა ეკონომიკური შეფასების საკითხისათვის. /გ. ტყეშელაშვილი/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2011. - #1. - გვ. 57-63. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

ინჟინრული გადაწყვეტილებების პრაქტიკაში დანერგვას, ასევე ნებისმიერი საინვესტიციო ღონისძიების განხორციელებას წინ უსწრებს მათი ეკონომიკური მიზანშეწონილობის დასაბუთება, რისთვისაც პრაქტიკაში გამოიყენება ეკონომიკური ეფექტის განსაზღვრის მეთოდები. აღნიშნული ითვალისწინებს ერთი მხრივ, კოეფიციენტის გამოყენებას ხანგრძლივი ინვესტიციებისათვის. მათი ,,მიყვანისათვის’’ დროის იმ მომენტთან, როდესაც ინვესტიცია იწყებს შედეგის მოტანას. იგი დგინდება ნორმატიულად, რის სანაცვლოდაც შემოთავაზებულია ამ კოეფიციენტის განსაზღვრა ინფლაციის ტემპთან შესაბამისობაში. მეორე მხრივ - ეკონომიკური ეფექტის განსაზღვრისას გამოყენებული ე.წ. ,,ეფექტიანობის ნორმატიული კოეფიციენტი’’ საჭიროა შეიცვალოს საბანკო სესხის საშუალო პროცენტის ამსახველი კოეფიციენტით. ეფექტიანობის ასეთი მიდგომა გამოთვლებს უფრო სარწმუნოს და რეალობასთან მიახლოებულს ქმნის.

ავტ.

 

9.ა3.24. ფირმის კრიზისული მდგომარეობის ანალიზი სინერგეტიკის მეთოდების გამოყენებით. /ვ. სესაძე, გ. ჭიკაძე, ნ. სესაძე, ა. კეკენაძე/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2011. - #1. - გვ. 64-68. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

წარმოდგენილია ნაკეცისა და ნაოჭის კანონიკური ტიპის კატასტროფების იერარქიული გამოყენება ფირმის საქმიანობის დეტალიზაციის სამი განსხავებულ დონისათვის. ფირმის კრიზისის ინტერპრეტაციისათვის გამოყენებულია უიტნის ნაოჭის კანონიკური კატასტროფა. განხილულია ორი შემთხვევა: როდესაც ფირმას გააჩნია ერთი კრიზისული მდგომარეობა, როდესაც ფირმას გააჩნია ორი კრიზისული მაჩვენებელი. ჩატარებული კვლევის პრაქტიკული მნიშვნელობა მდგომარეობს ფირმის სტრუქტურაში შექმნილი შეუსაბამობის დროულად აღმოჩენასა და, კრიტიკულ წერტილში მოხვედრის მომენტის განსაზღვრაში. ეს კი ფირმაზე ზემოქმედების საშუალებას გვაძლევს, რათა არ დავუშვათ ფირმის განვითარების შეჩერება.

ავტ.

 

9.ა3.25. კატასტროფების თეორიის გამოყენება ეკონომიკური სისტემების მდგომარეობის ანალიზისათვის. /გ. ჭიკაძე, ვ. სესაძე, ნ. სესაძე, ს. კეკენაძე/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2011. - #1. - გვ. 69-77. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

ნაშრომში გამოყენებულია არაწრფივი დინამიკის მეთოდის, კერძოდ, კატასტროფების თეორია ეკონომიკური პროცესების ანალიზისათვის. აღნიშნულია, რომ ეკონომიკური სისტემა საფეხუროვანი, მრავალდონიანი სისტემაა. სისტემის რომელიმე დონეზე შემავალი პარამეტრების ნებისმიერი განუზღვრელობა ან შემთხვევითობა უფრო მაღალი დონის ქვესისტემაში (ან სისტემაში მთლიანად) იწვევს სისტემის გამოსასვლელი პარამეტრების განუზღვრელობას და შემთხვევითობას. ასეთი ხასიათის სისტემები შეიცავენ კატასტროფას. ნაჩვენებია, რომ გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებისას ეკონომიკური სისტემა იმყოფება მდგრად წონასწორულ მდგომარეობაში, თუ პოტენციალურ ფუნქციას გააჩნია მკაცრი მინიმუმი. როდესაც მოქმედი ფაქტორები გადააჭარბებენ განსაზღვრულ მნიშვნელობას, სისტემა მდორედ შეიცვლის მდგომარეობას, თუ კრიტიკული წერტილი გადაუგვარებელია. დატვირთვის გაზრდისას კრიტიკული წერტილი ხდება გადაგვარებული, იგი, როგორც სტრუქტურულად არამდგრადი, იშლება, ან საერთოდ ქრება. ამ დროს სისტემა ნახტომისებურად გადადის ახალ მდგომარეობაში (მდგრადობის დაკარგვა, დანგრევა, პლასტიკური დეფორმაია და სხვ.).

ავტ.

 

9.ა3.26. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური რესურსების მართვა. /გ. ნანუაშვილი/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2011. - #1. - გვ. 78-81. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

საბაზრო ეკონომიკის საფუძველზე, საქართველოში ეკონომიკის გაჯანსაღების პროგრამის პრაქტიკული განხორციელება ითვალისწინებს ფინანსების როლისა და მნიშვნელობის ამაღლებას საწარმოში. ასეთ პირობებში სწრაფად მაღლდება თვით საწარმოთა პასუხისმგებლობა თავისი საქმიანობის შედეგებისათვის. აღრიცხვის თვალსაზრისით აუცილებელია შეიცვალოს საწესდებო ფონდის (კაპიტალის) ფორმირებისა და აღრიცხვის წესისადმი დამოკიდებულება. თანამედროვე მსოფლიოში უფრო და უფრო მაღალ წილს იძენს ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული სახსრები. ამასთან დაკავშირებით მიზანშეწონილია აქციებიდან მიღებული დივიდენდები შევიტანოთ არასარეალიზაციო შემოსავლების შემადგენლობაში.

ავტ.

 

9.ა3.27. მთლიანი რეგიონული პროდუქტის გაანგარიშება რეგიონებში ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი. /ე. ბარათაშვილი, ნ. გრძელიშვილი/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2011. - #1. - გვ. 111-121. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია მთლიანი რეგიონული პროდუქტის გაანგარიშების მნიშვნელობა, როგორც ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორის. აღნიშნულია თუ რა დიდი მნიშვნელობა აკისრია მთლიანი რეგიონული პროდუქტის გაანგარიშებას ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის, რეგიონებში შექმნილი დისპროპორციების დაძლევის და რეგიონების განვითარების ჰარმონიზაცისთვის. აღნიშნულია, რომ მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ-ს) და მთლიანი რეგიონულ პროდუქტს (მრპ-ს) შორის რაიმე პრინციპული სხვაობა არ არსებობს. ისევე როგორც მშპ, მრპ-იც ეკონომიკის ფუნქციონირების შედეგია, ოღონდ რეგიონის დონეზე.

ავტ.

 

9.ა3.28. ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღების მხარდამჭერი ინფორმაციული სისტემები. /თ. მშვიდობაძე/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2011. - #1. - გვ. 174-177. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია ინფორმაციული სისტემების კლასიფიკაციის საკითხი. ზოგადად დახასიათებულია კორპორაციის მართვის დონეები, ინფორმაციული სისტემები, რომლებიც გამოიყენება კორპორაციის მართვაში, მათი დანიშნულება. მოცემულია EPR სისტემების ერთ-ერთი ლიდერის, SAP არქიტექტურა, ძირითადი კომპონენტები და ორგანიზაციულ მართვაში მის ბაზაზე ბიზნეს-გადაწყვეტილებების რეალიზაციის საშუალებები.

ავტ.

9.ა3.29. ინვესტიციების ეფექტიანობის შეფასების ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელების პრაქტიკული რალიზაცია საქართველოს ელექტროენერგეტიკაში. /დ. ჯაფარიძე, ზ. გაჩეჩილაძე/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2011. - #1. - გვ. 184-193. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია საქართველოში ადგილობრივი განახლებადი ეერგორესურსებით ელექტროენერგიის წარმოების გაზრდის მიზნით ინვესტიციების ეფექტიანობის შეფასების პრობლემები, დასაბუთებულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ელექტროენერგეტიკაში საინვესტიციო პროექტის საანგარიშო პერიოდის დასასრულს დაფიქსირებული ფინანსური შედეგი დისკონტირებისგან განსხვავებით სამი შემადგენელი ნაწილით უნდა განისაზღვროს: უშუალოდ პროექტის მიერ გენერირებული წმინდა შემოსავლებით, პროექტის აქტივების სალიკვიდაციო ღირებულებით და თავისუფალი ფულადი სახსრების მიერ დამატებითი შემოსავლებით ფინანსურ ბაზარზე, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია ამ ფულადი სახსრების თავისუფლების ხარისხზე, ხანგრძლივობაზე და კაპიტალის სარგებლობის საპროცენტო განაკვეთზე. ამ შემთხვევაში საინვესტიციო პროექტების ეფექტიანობის შეფასება ხორციელდება არამარტო სხვადსხვა პერიოდის ფულადი ნაკადების მოძრაობით, არამედ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მათი ფინანსური პოტენციალის გათვალისწინებითაც.

ავტ.

 

9.ა3.30. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა. /ი. გაბისონია/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2011. - #1. - გვ. 203-207. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია საქართველოში მიმდინარე საგადასახადო რეფორმასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ, სამართლებრივი და პრაქტიკული კუთხითაა გაშუქებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა, აგრეთვე საუბარია გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვაზე.

ავტ.

 

9.ა3.31. ნატოს ISAF-ის სამშვიდობო მისია ავღანეთის ეკონომიკურ რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესებში. /თ. გრიგოლია/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2011. - #1. - გვ. 208-210. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

,,აისაფი’’ - წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ძალებს, რომელსაც საფუძველი დაედო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ. ISAF თავიდან გაეროს უშიშროების საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში არსებული კოალიცია იყო. 2003 წლიდან აღნიშნული მისიის მანდატი გაერომ ნატოს გადასცა. ნატოს ISAF -ის მისია მთლიანად პასუხისმგებელი გახდა ავღანეთში არსებული კოალიციის კონტიგენტის ძალების მეთაურობაზე, კოორდინაციაზე, დაგეგმვაზე, ქვეყნის ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციაზე. ISAF-ისისია ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მხარდასაჭერად ახორციელებს ოპერაციებს, რომლებმაც უნდა ურუნველყონ ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოება, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და სახელმწიფო მმართველოის მოწესრიგება. 2007-2008 წლებში მისიამ მთლიანად მოიცვა მთელი ავღანეთის ტერიტორია. საქართველოს მიერ თავისი სამხედრო კონტიგენტის მივლინება ავღანეთში ISAF-ის ფარგლებში გზას უხსნის ქვეყანას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ.

ავტ.

 

9.ა3.32. მოსახლეობის ცხოვრების საერთო დონის გაანგარიშების მეთოდოლოგიის საკითხისათვის. /პ. ლემონჯავა/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2011. - #1. - გვ. 211-216. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

მოსახლეობის ცოვრების საერთო დონის ერთი, რომელიმე მაკროეკონომიკური მაჩვენებლით გამოხატვა შეუძლებელია, რადგან მას უჩვენებს რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელთა სისტემა. მოსახლეობის ცხოვრების საერთო დონის გაანგარიშების დროს, მხედველობაში უნდა იქნს მიღებული განათლებისა და კულტურის განვითარების, სამედიცინო და საკურორტო მომსახურების დონე, ბუნებრივი პირობები, ბინით უზრუნველყოფა, მოსახლეობის ერთ სულზე რეალური შემოსავლის მოცულობა, კვების პროდუქტებისა და სამრეწველო საქონლის, მომსახურების მოცულობა, სტრუქტურა, ფასების დონე და დინამიკა, კომუნალური და სატრანსპორტო მომსახურების ტარიფები, დასაქმება, სამუშაო დღისა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. მოსახლეობის ცხოვრების საერთო დონის გაანგარიშებისათვის გამოიყენება, როგორც «სამომხმარებლო ფასების ინდექსი”, ისე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დეფლატორი.

ავტ.

 

9.ა3.33. ფასები, ფასწარმოქმნა და მისი ცვლილების თავისებურებები. /ჯ. კანკაძე, ა. მებონია, მ. კანკაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). – გვ. 125-129. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ფასებისა და ფასწარმოქმნის ცვლილების თავისებურებები, რაზეა დამოკიდებული და რა გაითვალისწინება მისი წარმოქმნის დროს. დადგენილია ფასწარმოქმნის ნიუანსები თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით, ასევე ბაზარზე ფასების დადგენის მიმართულებით გაკეთებულია კომერციული სუბიექტების მოქმედების სპეციფიკის ანალიზი.

ავტ.

 

9.ა3.34. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნათა სტრატეგია და ტაქტიკა გლობალიზაციის პირობებში. /გ. ლობჟანიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #3(477). – გვ. 35-43. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე კაცობრიობა ახალი მოთხოვნებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რაც გლობალიზაციის შეუქცევადმა პროცესმა წარმოშვა. აქედან გამომდინარე, მსოფლიო წესრიგის დინამიკური პროცესები, მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებათა ფონზე, საქართველოს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს, რომელთა გონივრულ მართვაზეც დიდადაა დამოკიდებული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნება-გაძლიერება. ამ თვალსაზრისით გაანალიზებულია მსოფლიო გლობალიზაციის წინააღმდეგობრივი პროცესები და ტენდენციები. განსაზღვრული და შემოთავაზებულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნათა სტრატეგიისა და ტაქტიკის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ორიენტირებულია მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიის პრინციპებისა და მსოფლიო გლობალიზაციის დადებით თავისებურებებზე, რომელთა განხორციელება ქვეყანას მისცემს მდგრადი და უსაფრთხო განვითარების შესაძლებლობებს და იგი დაიკავებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო საზოგადოებრიობაში.

ავტ.

 

9.ა3.35. თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის პრობლემები საქართველოში. /თ. ბაქანიძე, ა. ედიბერიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #3(477). – გვ. 124-129. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია თავისუფალი ეკონომიკური ზონის არსი, როლი და მისი ფუნქციონირება ჩინეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში (დუბაიში), ამერიკასა და საქართველოში, მისი წარმოშობისა და განვითარების ისტორია და როლი ამ ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში. ასევე განხილულია, რომელი ქვეყნის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოდელია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რა დადებით ან უარყოფით გავლენას მოახდენს ის საქართველოს ეკონომიკაზე. ნაჩვენებია, იქნება თუ არა ის წარმატებული და რა წვლილს შეიტანს საერთო სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაში, იქნება თუ არა ის ისეთივე რენტაბელური საქართველოსთვის, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია. ნათლადაა წარმოდგენილი თავისუფალი ეკონომიკური ზონის განსაკუთრებული როლი ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების პოლიტიკაში.

ავტ.

 

9.ა3.36. მოგება-ზარალის ანგარიშგების ანალიზის საკითხები. /ფ. ბურდული/. ბუღალტრული აღრიცხვა. – 2011. - #11. – გვ. 26-29. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოგება-ზარალი ეკონომიკური საქმიანობის ფინანსური შედეგების გამომხატველი და, შესაბამისად, საბაზრო ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი კატეგორიაა. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ფინანსური შედეგი განისაზღვრება ორი ელემენტით: საერთო შემოსავლებით და საერთო ხარჯებით. აქედან გამომდინარე, სტატიაში ამ ელემენტების სწორად ფორმირების პრობლემურ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული. სტატიაში გამოთქმულია ავტორისეული მოსაზრებები მოგება-ზარალის ფაქტორული ანალიზის ეროვნული მეთოდიკის სრულყოფისათვის.

ავტ.

 

9.ა3.37. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით რეგულირების მსოფლიო პრაქტიკა. /ლ. ჭუმბურიძე/. ბუღალტრული აღრიცხვა. – 2011. - #12. – გვ. 27-32. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საერთაშორისო სტანდარტებით რეგულირების მსოფლიო პრაქტიკა ეფუძნება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის, ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს მოთხოვნებს - ბუღალტრული აღრიცხვისა და სავალდებულო აუდიტის რეგულირებასთან დაკავშირებით. აღნიშნულია საერთაშორისო სტანდარტების ჰარმონიზაციისა და პროფესიის განვითარების მიმართულებები.

ავტ.

 

9.ა3.38. ლიკვიდურობისა და გრძელვადიანი გადახდისუნარიანობის ანალიზის საკითხები. /ფ. ბურდული/. ბუღალტრული აღრიცხვა. – 2011. - #12. – გვ. 33-39. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

სტატია ეძღვნება ფირმების ფინანსური მდგომარეობის მახასიათებელ ისეთ უმნიშვნელოვანეს მაჩვენებლების ანალიზის მეთოდოლოგიის სრულყოფის საკითხებს, როგორიცაა: - ლიკვიდურობა და გრძელვადიანი გადახდისუნარიანობა. განხილულია ლიკვიდურობისა და საბრუნავი კაპიტალის არსი და მათი ანალიზური მნიშვნელობა; მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებების ანალიზის საკითხები; დებიტორული დავალიანებისა და მარაგის ბრუნვადობის მაჩვენებლები; გრძელვადიანი გადახდისუნარიანობისა და ფინანსური ლევერეჯის მაჩვენებლებისა და ანალიზის კონცეფცია. ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა პრაქტიკული რეალიზაცია, ავტორის აზრით, ხელს შეუწყობს აღნიშნული მაჩვენებლების ფინანსური ანალიზის მეთოდოლოგიისა და მეთოდიკის სრულყოფას.

ავტ.

 

9.ა3.39. მდგრადი განვითარების კონცეფცია XXI საუკუნის გადასახედიდან. /ო. ქეშელაშვილი, შ. ვეშაპიძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #1. – გვ. 10-14. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

აღნიშნულია, რომ XXI საუკუნის ეკონომიკური მოდელი სრულიად განსხვავებულია არა მარტო წინა საუკუნის, არამედ სულაც 20-30 წლის წინანდელი მოდელისა და მიდგომებისაგან და რომ დღევანდელ მოდელში ცენტრალურ ადგილს იკავებს მდგარდი განვითარება. ხაზგასმულია, რომ 1990 წლებიდან ეკოლოგიური პრობლემა გავიდა გლობალურ დონეზე, რაც გამოიხატება შემდეგში: რესურსები, რომელიც განახლებადად ითვლება (ტროპიკული ტყეები, თევზის რესურსები და სხვ.) უბრალოდ ვეღარ ასწრებენ თვითგანახლებას; მიმდინარეობს მსოფლიო ეკოსისტემის ნგრევა, ქრება ფლორისა და ფაუნის სულ უფრო დიდი წარმომადგენლები; პლანეტის სულ უფრო დიდი ტერიტორიები გადიქცა ეკოლოგიურად მწირ ზონებად; ყველაზე რთულ პოტენციურად საშიშ პრობლემად ითვლება კლიმატის შესაძლო ცვლილება. დაბეჯითებით უნდა ითქვას, რომ ახალი ტიპის ეკოლოგიურ-ეკონომიკური ზრდის ჩამოყალიბების საფუძველი უნდა გახდეს მდგრადი განვითარება (Sustiainable development). გამოყოფილია მდგრადი განვითარების პერსპექტივის შეფასების ოთხი კრიტერიუმი. მდგრადი განვითარების უფრო დეტალური ანალიზისათვის გამოყოფილა სუსტი და ძლიერი მდგრადობის ცნებები. ეკოლოგიურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციის ძირითადი დებულებების შესაბამისად ჩამოყალიბებულია სუსტი მდგრადობის, ძლიერი მდგრადობის და ტექნოგენური განვითარების ტიპის მომხრეთა შეხედულებები. გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ მდგრადი განვითარების ცნება ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ კვალიფიციურად განმარტებული, მოცემულია მისი ავტორთასეული მეცნიერული ფორმულირება.

ავტ.

 

9.ა3.40. საწარმოო ზედნადები ხარჯების აღრიცხვის მეთოდიკა. /ი. ჭილაძე/. ბუღალტრული აღრიცხვა. – 2012. - #2. – გვ. 34-44. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საწარმოო ზედნადები ხარჯები წარმოების მართვისა და მომსახურების ხარჯებია. იგი არაპირდაპირი ხარჯია, რადგან ყველა სახის პროდუქციისათვის საერთო ხასიათის საწარმოო ხარჯია. აქედან გამომდინარე, საწარმოო ზედნადები ხარჯები პროდუქციის სახეებს შორის ნაწილდება, არჩეული ბაზის პროპორციულად. პირველ რიგში, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს შემდეგი ცნებები: განთავსებული (allocation overheads), განაწილებული (apportionment overheads) და მიკუთვნებული (absorption overheads) ზედნადები ხარჯები. განთავსებული ზედნადები ხარჯები რომელიმე კონკრეტულ საამქროში (განყოფილებაში) წარმოშობილი ხარჯებია. იგი საამქროს მენეჯერის მიერ რეგულირებადი ხარჯია და პასუხისმგებელია მისი ბიუჯეტის დაცვაზე. განაწილებული საწარმოო ზედნადები ხარჯები წარმოქმნილია ერთ განყოფილებაში და გადანაწილების გზით მიერთებულია სხვა საამქროს ხარჯებზე. მას მოცემული საამქროს მენეჯერი ვერ აკონტროლებს და მასზე პასუხსაც არ აგებს. საწარმოო ზედნადები ხარჯების განაწილების ორი მიდგომა არსებობს: მრავალსაფეხურიანი და ერთსაფეხურიანი. მრავალსაფეხურიანი განაწილების დროს, ჯერ განაწილდება საერთო-საწარმოო ზედნადები ხარჯები საწარმოო განყოფილებებზე (საამქროებზე); შემდეგ, მომსახურე საამქროების ხარჯები გადანაწილდება ძირითად საამქროებზე და ბოლოს, ძირითად საამქროებში დაგროვილი ზედნადები ხარჯები განაწილდება პროდუქციის სახეებს შორის; ხოლო ერთსაფეხურიანი განაწილების დროს მუხლობრივად დაჯამდება ყველა დონის საწარმოო ზედნადები ხარჯები და გადანაწილდება პროდუქციის სახეებს შორის. მიკუთვნებული საწარმოო ზედნადები ხარჯები არის ზედნადები ხარჯების მიკუთვნების გეგმური განაკვეთის (ნორმის) და პროდუქციის ფაქტობრივი რაოდენობის (ან საათების) ნამრავლი. იგი კორექტირებული ხარჯია. ზედნადები ხარჯების მიკუთვნება აუცილებელი ხდება, რათა მზა პროდუქციის თვითღირებულების გამოთვლა შესაძლებელი გახდეს თვის განმავლობაში, სანამ საწარმოო ზედნადები ხარჯების ფაქტობრივი სიდიდე ცნობილი გახდება. თვის ბოლოს კი განისაზღვრება გადახრა მიკუთვნებულ და ფაქტობრივ ზედნადებ ხარჯებს შორის, რომელიც მოგება-ზარალიდან ჩამოიწერება. ჩვენი აზრით, პრაქტიკაში დიდი წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს საწარმოო ზედნადები ხარჯების ერთსაფეხურიანი განაწილების მეთოდი. იგი ნაკლებად შრომატევადია და პასუხისმგებლობს შიდა ანგარიშგების მომზადებაზე გავლენას არ ახდენს.

ავტ.

 

9.ა3.41. ნედლი ნავთობის თვითღირებულების კალკულაცია - ფასს 6-ის, GAAP-ისა და საერთაშორისო პრაქტიკის სინთეზი. /შ. შალაშვილი/. ბუღალტრული აღრიცხვა. – 2012. - #2. – გვ. 45-51. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ვინაიდან მინერალური რესურსების თვითღირებულების კალკულაციის საყოველთაოდ დამტკიცებული, თუნდაც სტანდარტებით განსაზღვრული მეთოდი არ არსებობს, საჭიროა განვავითაროთ საკუთარი მიდგომა, ამ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, თუ კომერციული მოპოვება დაწყებულია, ეკონომიკურად და პროცედურულად გამართლებული იქნება, თუ პროდუქციის თვითღირებულებაში შევიტანთ არა მარტო მის მოპოვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, არამედ კაპიტალიზებული ხარჯების ამორტიზაციას. საპირისპირო შემთხვევაში, თუ კომერციული მოპოვება ჯერ არ არის დაწყებული და, შესაბამისად, არ ხდება კაპიტალიზებული ხარჯების ამორტიზაცია, დაგროვილი ნავთობის (რომელიც სხვადასხვა საცდელ-საძიებო ოპერაციების დროს იქნა დაგროვებული) თვითღირებულების შეფასება უნდა მოხდეს მხოლოდ ამ ნავთობის დაგროვებასთან დაკავშირებული პირდაპირი თუ ზედნადები ხარჯების გათვალისწინებით.

ავტ.

 

9.ა3.42. როგორ მოვთოკოთ ინფლაციური პროცესები და როგორ მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას. /ლ. ელიავა/. ბიზნეს-კურიერი. – 2011. - #1/3. – გვ. 75-82. – ქართ., ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გარდამავალი პერიოდის საქართველოში მას შემდეგ, რაც შემოღებული იქნა ეროვნული ვალუტა - ლარი, საბანკო სექტორი ეკონომიკის ყველაზე წარმატებულ სფეროდ იქნა. მისი განვითარების ტემპები მნიშვნელოვნად უსწრებდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპებს, რამაც ხელი შეუწყო მდგრადი ფინანსური გარემოს ფორმირებას. კომერციული ბანკები იმდენად იყვნენ თვითდაჯერებულები თავიანთ სტაბილობაში, რომ მაქსიმალურად ლიბერალური გახადეს დაკრედიტების ტექნოლოგია.

ავტ.

 

9.ა3.43. ინფლაციის მოდელის პარამეტრების შეფასება კალმანის ფილტრის გამოყენებით. /ნ. გოგოლაძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2011. - #3(11). - გვ. 19-21. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომში განხილულია ინფლაციის პროცესის მოდელი ჩრდილოვანი ეკონომიკის გათვალისწინებით, რომელიც წარმოდგენილია მდგომარეობათა სივრცის სახით. მოდელის პარამეტრების შესაფასებლად გამოყენებულია კალმანის დისკრეტული ფილტრი. დასმულია ინფლაციის პროცესის ოპტიმალური მართვის ამოცანა, რისთვისაც გამოყენებულია დინამიკური პროგრამირების მეთოდი.

ავტ.

 

9.ა3.44. საქართველოს საერთაშორისო საგანმათლებლო კავშირები – ეკონომიკაში ცოდნის სამკუთხედის მოდელის ფორმირების წინაპირობა. /ი. გაგნიძე/. ეკონომიკა და ბიზნესი. – 2011. - #2. – გვ. 31-40. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია საქართველოს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირები, კერძოდ: ტემპუსისა და ერაზმუს მუნდუსის პროგრამებში მონაწილეობა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო კავშირები, საქსტატის მასალები სტუდენტთა მობილობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მყარი საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო კავშირები საქართველოში უკვე სახეზეა. აღსანიშნავია, ისიც რომ ეს კავშირები მთლიანად საქართველოს მასშტაბითაა განფენილი, რასაც მიუთითებს საერთაშორისო პროექტებში მონაწილე რეგიონული უნივერსიტეტები და ინსტიტუტები. არსებული მდგომარეობის ანალიზის შედეგად მიგვაჩნია, რომ: აუცილებელია შემუშავდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტრატეგია მისი იმ დარგების გამოყოფით, რაშიც ქვეყანას აქვს რეგიონში კონკურენციული უპირატესობები (განათლება და მეცნიერება; მედიცინა; სოფლის მეურნეობა; ტრანსპორტი; ტურიზმი); ამ სტრატეგიის შესაბამისად უნდა შემუშავდეს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ერთიანი მრავალდონიანი (პრიორიტეტული დარგების შესაბამისად) პოლიტიკა; უნდა განისაზღვროს ცოდნის სამკუთხედის სამი მხარის (განათლება, მეცნიერება, ინოვაცია-ბიზნესი) მიხედვით პრიორიტეტულ დარგებში არსებული სიტუაცია; იმ დარგებში, სადაც არ არის ცოდნის სამკუთხედის მოდელის შემადგენელი მხარეები, უნდა დაიგეგმოს მათი შექმნა. იქ კი, სადაც სამკუთხედის სამივე მიმართულებით ფუნქციონირებენ სუბიექტები, ხელი უნდა შეეწყოს მათ შორის ეფექტიანი კავშირების ჩამოყალიბებას და კლასტერების აგებას; კლასტერში სინერგიული ეფექტების მიღება სწრაფად მიმდინარეობს. აქ ფორმალური და არაფორმალური განათლება ერთმანეთს ავსებს, ბიზნესის დასაწყებად ბარიერები დაბალია, ინვესტიციები მიზანმიმართულად შემოდის, განათლება მაღლდება, დასაქმება იზრდება და დარგების განვითარებას მდგრადი ხასიათი აქვს.

ავტ.

 

9.ა3.45. ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკური ასპექტები სავალუტო სუბსტიტუციის პირობებში. /ა. იაკობაშვილი/. ეკონომიკა და ბიზნესი. – 2011. - #2. – გვ. 59-72. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია ინფლციის თარგეთირების თანამედროვე პრაქტიკა, რომელიც 2008 წლიდან საქართველოშიც ხორციელდება მონეტარული პოლიტიკის ფარგლებში და გაანალიზებულია მისი თავსებადობა დოლარიზაციის პროცესთან. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მოდელის სრულყოფა მნიშვნელოვნდ არის დამოკიდებული ინფლაციის თარგეთირების კრიტიკულ შედეგებზე სავალუტო სუბსტიტუციის პირობებში, რამდენადაც ინფლაციასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ხარჯების კონტროლი მოითხოვს დამატებით დაზუსტებას სავალუტო სუბსტიტუციის ხარისხის მიხედვით. ამასთან მონეტარული სტაბილიზაცია წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას პოლიტიკის გამტარებლებისათვის როგორც დროის შეუსაბამობის, ისე ინტერესთა მოსალოდნელი კონფლიქტების გამო. დროის შეუსაბამობის გასანეიტრალებლად გრძელვადიანი პროგნოზირებისათვის მიზანშეწონილია ეკონომიკის რეალური სექტორის გათვალისწინება, ხოლო ეფექტიანობის ასამაღლებლად ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის უპირობოდ დაცვა (უზრუნველყოფა).

ავტ.

 

9.ა3.46. საქართველოში სადაზღვევო ბაზრის ჩამოყალიბების თავისებურებები და განვითარების ტენდენციები. /დ. ვეკუა, ნ. ფარესაშვილი/. ეკონომიკა და ბიზნესი. – 2011. - #2. – გვ. 89-96. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

გაანალიზებულია საქართველოში სადაზღვევო ბაზრის განვითარების ტენდენციები. აღნიშნულია, რომ მისი განვითარება ეკონომიკისათვის ქმნის ახალი საკრედიტო რესურსების მოზიდვის შესაძლებლობას. სადაზღვევო ბაზარი ინტენსიურად ვითარდება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, ჩამოყალიბდეს სადაზღვევო მომსახურებაზე მოთხოვნა და, მეორე მხრივ, უკეთ დაკმაყოფილდეს სადაზღვევო ინტერესი. სტატიაში ჩამოყალიბებულია სადაზღვევო სფეროში მენეჯმენტისა და ორგანიზაციული სტრუქტურის, მომსახურების კულტურისა და მარკეტინგული საქმიანობის გაუმჯობესების წინადადებები.

ავტ.

 

9.ა3.47. მენეჯმენტის ზოგიერთი თავისებურება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. /ი. მასურაშვილი/. ეკონომიკა და ბიზნესი. – 2011. - #2. – გვ. 127-136. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

იაპონური კომპანიებისთვის მენეჯმენტი ძალაუფლების კეთილმოსურნედ გამოყენებაა წესრიგისა და ჰარმონიის უზრუნველსაყოფად. ამერიკელებისთვის კი მენეჯმენტი ერთგვარი პროცესია, რომლის არსიც შეიძლება შემდეგი სიტყვებით გამოვხატოთ - სტიმული - რეაქცია. საქართველოში ცალმხრივი არჩევანის გაკეთება აღმოსავლეთის ან დასავლეთის ქვეყნების მენეჯმენტზე არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. საჭიროა ჩვენი ტრადიციების, ადათ-წესების გათვალისწინება. აღმოსავლეთის და დასავლეთის საქმიან კულტურებს შორის შუალედური სიტუაციის მორგება ქართულ რეალობაზე კი საუკეთესო გამოსავალი იქნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

ავტ.

9.ა3.48. საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი როგორც საერთაშორისო ინტეგრაციისა და ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელოვანი ფაქტორი. /ს. პავლიაშვილი, ბ. კიწმარიშვილი/. ახალი ეკონომისტი. – 2012. - #1. – გვ. 7-12. – ქართ.; რეზ. ინგლ.

განხილულია საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი, როგორც ქვეყნის ინტეგრაციისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელოვანი ფაქტორი. ნაჩვენებია მისი მნიშვნელობა თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში. დახასიათებულია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზოგიერთი თეორიული და პრაქტიკული მახასიათებელი. განხილულია ბოლო თხუთმეტი წლის მნიშვნელოვანი პარამეტრები, როგორც ნავთობსადენების, ასევე საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისათვის. კონკურენციის განვითარების ფაქტორებად აღიარებულია: ეკონომიკური კარგახსნილობა, ტრანსნაციონალური კომპანიების ზრდა, მოთხოვნა-მიწოდების გლობალიზაცია, ბაზრების დერეგულირება, მაღალი ტექნოლოგიების განვითარება. ნაჩვენებია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მუდმივად უნდა ახორციელებდეს ეროვნულ კანონმდებლობის სინქრონიზაციას საერთაშორისო კანონმდებლობასთან და ამასთანავე ცდილობდეს მაქსიმალურად აირიდოს ეკონომიკური ექსპანსია და დისკრიმინაცია. დღევანდელ პირობებში ეკონომიკური სუვერენიტეტის არსი არ გამოიხატება სახელმწიფოს ეკონომიკური ძლევამოსილების განმტკიცებაში მის ტერიტორიაზე, უფრო მნიშვნელოვანია საერთაშორისო ეკონომიკურ ინტეგრაციში ადაპტირება და ისეთი ინსტიტუტების შექმნა, რომელიც უფრო და უფრო დაგვაახლოებს მსოფლიო გლობალიაზაციას.

ავტ.

 

9.ა3.49. ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი: არსი და გამოყენებითი ღირებულება. /ი. არჩვაძე/. ახალი ეკონომისტი. – 2012. - #1. – გვ. 13-16. – ქართ.; რეზ. ინგლ.

ეკონომიკის მაკროეკონომიკური სტაბილურობის, მისი ნეგატიური ტენდენციებისადმი მდგრადობას კარგად ახასიათებს ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი, რომელიც ინფლაციისა და უმუშევრობის დონეთა ჯამური ინდიკატორია. აშშ-ში მისი გამოყენების ისტორია თითქმის ოთხ ათეულ წელს ითვლის, საქართველოში კი, მიუხედავად გაანგარიშების სიმარტივისა, ჯერ-ჯერობით არ გამოიყენება. მიზანშეწონილია, რომ ყოველი ქვეყნისათვის არსებობდეს ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსის ზღვრული მნიშვნელობა. აშშ-ში, ავტორის აზრით, ეს არის 7%, საქართველოსათვის – 15%. ბოლო 14 წლის მანძილზე აღნიშნული ინდექსის საშუალო მნიშვნელობა 7%-იან ნიშნულს ამერიკაში აღემატებოდა მხოლოდ 1.385 პროცენტული პუნქტით, ხოლო საქართველოში 15%-იან ნიშნულს – 5.986 პუნქტით, ანუ 3.4–ჯერ უფრო მეტად. ბოლო 14 წლის მიხედვით, საქართველოს ინფლაციიის საშუალო წლიური მაჩვენებელი აღემატებოდა აშშ-სას 3.0-ჯერ (7.5% და 2.46%), უმუშევრობისა კი, შესაბამისად, 2.3-ჯერ (13.5% და 5.95%). რაც მეტყველებს საქართველოს ამერიკისაგან არა მარტო ზოგადეკონომიკურ, არამედ ეკონომიკური მდგრადობისა და სტაბილური განვითარების შედარებით ჩამორჩენილობაზე. აღნიშნული ინდიკატორით საქართველოს მდგომარეობა ჩვენს უშუალო მეზობლებთან – აზერბაიჯანსა და სომხეთთან შედარებით გაცილებით უარესია.

ავტ.

 

9.ა3.50. უძრავი ქონების ბაზრის ზოგადი მოდელის ძირითადი ასპექტები. /ა. სიჭინავა, შ. ვეშაპიძე, ლ. ქარჩავა, ლ. ოსაძე/. ახალი ეკონომისტი. – 2012. - #1. – გვ. 24-33. – ქართ.; რეზ. ინგლ.

განხილულია უძრავი ქონების ბაზრის ჩამოყალიბების წინაპირობა საქართველოში, რომელიც XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. აღწერილია უძრავი ქონების ბაზარი ზოგადად, რომელიც შეიძლება განვსაზღვროთ როგორც ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების სისტემა. იგი წარმოიშობა სასაქონლო და ფულადი ბრუნვის ურთიერთქმედების საფუძველზე. უძრავი ქონების ბაზარი, როგორც თვითრეგულირებადი სისტემა, შედგება 7 ძირითადი ელემეტისგან: მოთხოვნა, მიწოდება, ფასი, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ინფრასტრუქტურა და საქმიანი პროცედურები. უძრავი ქონების ბაზრის ძირითადი ფუნქციებია: კომერციული, საინფორმაციო, ფასწარმომქმნელი, მასტიმულირებელი, კონკურენციული, საშუამავლო, მარეგულირებელი, საინვესტიციო, სოციალური, მიწების და სხვა ობიექტების გადანაწილება. გაანალიზებულია უძრავი ქონების ბაზრის სისტემა როგორც ინვესტიციების სფერო. დახასიათებულია საინფორმაციო ინფრასტრუქტურა, მონაცემთა ბაზის ფორმირების ძირითადი წყაროები. მოცემულია უძრავი ქონების ბაზრის სახეები, მისი კლასიფიკაცია ფასეტური წესით.

ავტ.

 

9.ა3.51. კომერციული ბანკის ფასიანი ქაღალდების პორტფელი. /რ. პაპასკირი/. ახალი ეკონომისტი. – 2012. - #1. – გვ. 40-42. – ქართ.; რეზ. ინგლ.

აღწერილია ფინანსური პორტფელის ოპტიმალურად დაკომპლექტების წესი. სტატიაში აღნიშნულია, რომ იგი უნდა მოხდეს მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ბაზრის ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზის ჩატარების შემდეგ. ეს სამუშაო უნდა შეასრულოს ბანკის ფინანსურმა მენეჯერმა. ნაჩვენებია, რომ ბანკის ფინანსურმა მენეჯერმა უნდა გააანალიზოს და შეაფასოს ემიტენტის შემდეგი ეკონომიკური მაჩვენებლები: აქტივების რენტაბელობა (ROA), საერთო ლიკვიდურობა (K0), კაპიტალის სტრუქტურა (K3) და შეფარდება - აქტივების საბაზრო ფასი/მოგება ერთ აქციაზე (D/E). საერთო ლიკვიდურობის მაჩვენებელი არ უნდა იყოს 200%-ზე ნაკლები, კაპიტალის სტრუქტურის კოეფიციენტი - 50%-ზე მეტი, რენტაბელობის მაჩვენებელი - 15%-ზე მეტი, ხოლო შეფარდება D/E - რაც შეიძლება ნაკლები.

ავტ.

 

9.ა3.52. რეგიონის საფინანსო-ეკონომიკური დამოუკიდებლობის მეთოდურ-მეთოდოლოგიური ასპექტები. /რ. თათეშვილი/. ახალი ეკონომისტი. – 2012. - #1. – გვ. 43-45. – ქართ.; რეზ. ინგლ.

ასახულია ქვეყნის რეგიონული განვითარების თეორიებისა და ეკონომიკური პოლიტიკის რეგულირების საერთაშორისო გამოცდილებათა გააზრება, რეგიონული საბიუჯეტო-საგადასახადო გათანაბრების პოლიტიკის ელემენტების სახელმწიფოებრივ რეგულირებასთან დაკავშირებული ინსტრუმენტების კვლევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა ქვეყნის ტერიტორიული განვითარების რეგულირების პროცესებში საბიუჯეტო-საგადასახადო მექანიზმების გამოყენებით.

ავტ.

 

9.ა3.53. უკრაინის ტრანს-სასაზღვრო ურთიერთობა: რეტროსპექცია და პერსპექტივა. /მ. შუბა/. ახალი ეკონომისტი. – 2012. - #1. – გვ. 53-57. – რუს.; რეზ. ინგლ.

განხილულია ტრანს-სასაზღვრო ურთიერთობების ფენომენის ანალიზის უმთავრესი მიდგომა და მისი საერთო ფორმები ევროპაში. დადგენილია სასაზღვრო ვაჭრობის განვითარების ეტაპები უკრაინაში საბჭოთა პერიოდში და ფორმები, რომელშიც ტრანს-სასაზღვრო კოოპერაციები ახლანდელ პერიოდში ხორციელდება. განხილულია ძირითადი ფაქტორები, რამაც შეაფერხა ტრანს-სასაზღვრო ურთიერთობების განვითარება უკრაინაში. განზოგადოებულია რეკომენდაციები უკრაინაში ტრანს-სასაზღვრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.

ავტ.

 

9.ა3.54. კლასტერიზაცის როლი რეგიონულ განვითარებაში. /ი. მესხია, დ. ჯალაღონია/. გადასახადები. – 2010. - #1. – გვ. 36-45. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გამოკვლეულია რეგიონული კლასტერების არსი, ფუნქციები და როლი კონკურენტუნარიანობის დონის ამაღლებაში. გაანალიზებულია კლასტერების თეორია და მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული მოდელები, გამოვლენილია კლასტერის უპირატესობები სინერგიული ეფექტის მიღების პროცესში. შესწავლილია კლასტერების კლასიფიკაციის კრიტერიუმები, რეგიონული და სამრეწველო კლასტერების თავისებურებანი, მათ შექმნისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო გარემო პირობები. გაანალიზებულია კლასტერიზაციის განვითარების ეტაპები და თანამედროვე მდგომარეობა განვითარებულ, განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. საქართველოში დღეისათვის ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი ბუნებრივი კლასტერების ანალიზის საფუძველზე შემოთავაზებულია წინადადებები რეგიონული კლასტერების ორგანიზაციისა და ამ საქმეში სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზანშეწონლობის შესახებ.

ავტ.

 

9.ა3.55. თამასუქით განხორციელებული ოპერაციების აღრიცხვა. /დ. ჯალაღონია/. გადასახადები. – 2010. - #2. – გვ. 38-44. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია თამასუქით განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხები. უცხოეთის გამოცდილების გათვალისწინებით აღნიშულია, რომ თანამედროვე ეტაპზე აუცილებელი ხდება განხორციელებული ოპერაციების თამასუქით გაფორმება. საკითხის განხილვისას ყურადღებაა გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ ზოგადად არ შეიძლება არსებობდეს უპროცენტო თამასუქი. ნებისმიერ შემთხვევაში მყიდველი ანაღდებს არა თამასუქის ნომინალურ ღირებულებას, არამედ ღირებულებას, რომელშიც გათვალისწინებულია ფაქტიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ტოლია მომავალში გასანაღდებელი თამასუქის ნომინალური ღირებულების მიმდინარე (დისკონტირებული) ღირებულებისა. მარტივი და რთული პროცენტის მეთოდების გამოყენებით ავტორის მიერ აღნიშნული საკითხი არგუმენტირებულია კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით.

ავტ.

9.ა3.56. გუდვილის ღირებულების გაანგარიშების მეთოდოლოგიური და მეთოდიკური საფუძვლები. /დ. ჯალაღონია/. გადასახადები. – 2010. - #3. – გვ. 28-35. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია საერთაშორისო სტანდარტებით გუდვილის აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხები. პრობლემის არსში გარკვევის მიზნით გუდვილის ღირებულება შეფასებულია და შესწავლილია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში ცვლილების შეტანამდე და ცვლილების შემდგომ ჩამოყალიბებული მეთოდოლოგიის და მეთოდიკის გათვალისწინებით. დაზუსტებულია საწარმოთა შერწყმის შედეგად მიღებული გუდვილის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის მეთოდოლოგიური და მეთოდიკური საფუძვლები. ხაზგასმულია იმ გარემოებაზე, რომ საერთაშორისო სტანდარტების ახლებური მიდგომით არ ხდება გუდვილის ამორტიზაცია, არამედ გუდვილის ყოველწლიური ტესტირება გაუფასურებაზე. ასევე მნიშვნელოვანია გუდვილის ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების დაზუსტება და ანალიზი.

ავტ.

 

9.ა3.57. კრიზისული ორგანიზაციის პერსონალის მართვა. /რ. ხარებავა/. გადასახადები. – 2010. - #4. – გვ. 13-23. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაჩვენებია ეფექტური ანტიკრიზისული მენეჯმენტის გუნდის როლი ფინანსური კატასტროფის და ისეთი გაუთვალისწინებელი მოვლენების დასაძლევად, რომლებიც ახდენენ გავლენას კომპანიის რეპუტაციაზე და კონკურენტუნარიონობაზე. ნებისმიერ ორგანიზაციაში მმართველობითი გუნდი კრიზისის პირობებში დგება ისეთი პრობლემის წინაშე, რომელიცაა ფირმისათვის შესაფერისი კომპეტენტური მომსახურების შენარჩუნება, რაც დაეხმარება ორგანიზაციას წინ წაწიოს მისი გაყიდვები, გააფართოოს მისი ბაზარი, წარადგინოს ინოვაციები და აამაღლოს ოპერაციების ეფექტურობა. პასუხი გაცემულია შემდეგ კითხვებზე: რა სახის მოღვაწეობის ძირითადი ინდიკატორები და შეფასების ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს ორგანიზაციამ პერსონალის მართვის კუთხით? როგორ მოვახდინოთ პრობლემის იდენტიფიცირება და რა მოვიმოქმედოთ იმისათვის რომ ხელი შეუწყოთ კადრების კვლავწარმოებას? როგორ ჩავრთოთ პერსონალი გადაწყვეტილების მიღების და მათი განხორციელების პროცესში? აგრეთვე სტატიაში მოცემულია რეკომენდაციები თუ როგორ მივიღოთ ეფექტური გადაწყვეტილება და დავიცვათ მომსახურე პერსონალი მორალური განწყობის ვარდნისაგან, რაც შეაჩერებს ნიჭიერ მომსახურეებს წასვლისგან. როგორ მოვამზადოთ და წარმართვოთ პერსონალი სანამ იქნება მიღებული მკაცრი ზომები – გადაყვანები, განთავისუფლებები და ა.შ. როგორ ავამაღლოთ თავდაჯერებულობის დონე და გავმუხტოთ სტრესისგან მომსახურეები იმისათვის, რომ უვნებლად გადავიტანოთ კრიზისი.

ავტ.

 

9.ა3.58. კორპორატიული მართვის თავისებურებები ქართული კომპანიების მაგალითზე. /ლ. თაკალანძე/. გადასახადები. – 2011. - #4. – გვ. 45-51. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია კორპორატიული მართვის არსი, მისი მნიშვნელობა ქართული კომპანიებისათვის, რომლებისთვისაც ეს პრობლემატიკა შედარებით ახალია. სწრაფმზარდ ბაზარზე, ტექნოლოგიის დინამიური ცვალებადობისა და მწვავე კონკურენციის პირობებში გარდუვალად დგება გარედან ფინანსური საშუალებების მოზიდვის საკითხი. ეს კი უკვე საჭიროებს იმას, რომ კომპანიის მუშაობა ორგანიზებული იყოს თანამედროვე მმართველობითი პრინციპების შესაბამისად. ჩვენს ქვეყანაში კი კორპორატიული მართვის ინსტიტუტი საკმაოდ სუსტადაა განვითარებული. გაშუქებულია ამჟამად საქართველოში კორპორატიულ მართვასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები და კორპორაიული მართვის თავისებურებები განხილულია ქართული კომპანიის სს “თამ–თბილავიამშენის” მაგალითზე, კომპანიის, რომელიც დღეისათვის ყველაზე წარმატებულად იყენებს კორპორატიული მართვის პრინციპებს.

ავტ.

 

4. განათლება

9.4.1. რეალობა და არქიტექტურული განათლების საკითხები. /. დავითაია/. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები. – 2011. - #1. - გვ. 26-29. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია არქიტექტურის სწავლების საკითხები განათლების სისტემის რეფორმის და ახალი რეალობების კონტექსტში. მოცემულია რეკომენდაციები.

ავტ.

9.4.2. სწავლების მართვის სისტემებში კომპლექსური შეფასების ტესტის ფორმირების ალგორითმი. /. ჟვანია/. . თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - #1. – გვ.109-114. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

აღწერილია სწავლების მართვის სისტემის LMS Moodle- შესაძლებლობები და სასწავლო პროცესში მისი გამოყენების ადგილი. განხილულია ელექტრონული სწავლების გარემოში ტესტების ავტომატური ფორმირებისათვის ტესტურ დავალებათა ბაზის ფორმირების საკითხები და შემოთავაზებულია ცოდნის კომპლექსური შეფასების ტესტის ფორმირების ალგორითმი.

ავტ.

 

9.4.3. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცადინეობების ხარისხის ამაღლების ზოგიერთი საკითხი. /. ძიძიგური, . ზურაბიშვილი, . მხეიძე, . დათიაშვილი, . გონგლაძე/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2011. - #1. - გვ. 8-20. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

მოცემულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის შეფასების წესი და შედეგების ანალიზი. შემუშავდა წინადადებები და რეკომენდაციები საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფისა და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების, ასევე, სწავლების ფორმების სტრუქტურის დახვეწისა და აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

·   თითოეული თანამდებობის (სამუშაოს) ანალიზი, რომელიც უზრუნველყოფს ამ თანამდებობის ფუნქციებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრას, თანამდებობის აღწერის შედგენას;

·   პერსონალის შერჩევა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;

·   თანამშრომელთა კარიერის დაგეგმვა და განვითარება;

·   ცალკეული თანამშრომლისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის შეფასების მექანიზმის შემუშავება;

·   მოტივაციისა და წახალისების სისტემის ჩამოყალიბება;

·   სათანადო საორგანიზაციო კულტურის ჩამოყალიბება და მისი დანერგვა.

მოცემულია ზემოაღნიშნული ამოცანების გადაჭრისათვის საჭირო სამუშაოების ჩამონათვალი და მათი მოკლე განმარტებები.

ავტ.

 

9.4.4. ელექტრონული სწავლების ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება ინგლისური ენის სწავლის პროცესში მეტა-კომუნიკაციის ელემენტებით. /. დემირაი, . ლომინაძე, . ისტიფიჩი/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2011. - #1. - გვ. 30-40. - ინგლ.; რეზ.: ინგლ.

ელექტრონული სწავლების ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა უცხო ენების სწავლის პროცესში უახლესი ტექნოლოგიების ფართო გამოყენება, რამაც შეცვალა სასწავლო პროცესში გამოყენებული დიდაქტიკური მეთოდოლოგია და, შესაბამისად, მასწავლებლისა და სტუდენტის როლებიც მნიშვნელოვნად შეიცვალა. თავისი გადამწყვეტი როლი შეასრულა გლობალიზაციის პროცესმა და ინტერნეტის ქსელის გაფართოებამ. თანამედროვე სამყაროში სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა ადამიანებს ჰქონდეთ განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი კომპეტენციების შეძენის მუდმივი და მოქნილი შესაძლებლობა, რაც წარმოუდგენელია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე. წარმოდგენილ სტატიაში განხილულია ელექტრონული სწავლების ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობა უცხო ენის, კერძოდ, ინგლისური ენის შესწავლის პროცესში. მეტა-კომუნიკაციას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ენების შესწავლის პროცესში. მოკლედ რომ ვთქვათ, მეტა-კომუნიკაცია ეს არის კომუნიკაცია კომუნიკაციის შესახებ. პირისპირ შეხვედრებისას სტუდენტებს აქვთ უფრო ფართო შესაძლებლობა გამოხატონ თავისი დამოკიდებულება სხვადასხვა მოვლენების მიმართ, მაშინ, როდესაც ვირტუალური კომუნიკაციისას ამ მიზნით სხვადასხვა სიმბოლოები გამოიყენება. მაგალითად, სიმბოლო :-) აღნიშნავს მხიარულებას, კმაყოფილებას, :-( აღნიშნავს მოწყენილობას და .. შესაძლებელია ისეთი აქრონიმების გამოყენება, როგორიცაა ASAP (As Soon As Possible) „რაც შეიძლება მალედა სხვა. გრამატიკის შესწავლის TGG (Transformational Generative Grammar) მეთოდოლოგიაში ინგლისური ენის სინტაქსური სტრუქტურები აღიწერება გრამატიკული სიმბოლოებით მეტა-კომუნიკაციის ელემენტების გამოყენებით. სტატიაში მოყვანილია უცხო ენის სინტაქსური სტრუქტურის აღწერის მაგალითები ინგლისური და თურქული ენების მაგალითზე და ელექტრონული სწავლების ტექნოლოგიების, მათ შორის უახლესი WEB 2.0 ხელსაწყოების გამოყენების შესაძლებლობა უცხო ენების შესწავლის პროცესში.

ავტ.

9.4.5. დისტანციური სწავლების ძირითადი თავისებურებების, მიღწევების და ნაკლოვანებების გამოკვლევა და ანალიზი. /. ნიკურაძე, . ნიკურაძე, . ჩისტიაკოვა/. განათლება. – 2011. - #1. – გვ. 22-26. – რუს.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია დისტანციური სწავლების სისტემა და ის ძირითადი ელემენტები რაზეც ეს სისტემა არის დაფუძნებული. ჩამოთვლილია დისტანციური სწავლების ფორმები, მისი მიღწევები და ნაკლოვანებები. გაანალიზებულია სასწავლო-მეთოდური პროცესის მოდული. მოცემულია რეკომენდაციები როგორც დისტანციური სწავლების ხარისხის ამაღლების, ასევე სწავლების ზოგიერთი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. ამ სისტემას გააჩნია როგორც გარკვეული უპირატესობა, ასევე არსებითი ნაკლოვანებები, რომლის აღმოფხვრაც ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მიუხედავად ამისა, დისტანციური სწავლება არის ცოდნის გადაცემის ორგანიზაციის შედარებით ახალი ფორმა, ამიტომ ის წარმოადგენს სტუდენტების მომზადების აქტუალურ მიმართულებას.

ავტ.

 

9.4.6. დისტანციური სწავლების განვითარების მოკლე ისტორია. /. ნიკურაძე, . ნიკურაძე, . მელაძე/. განათლება. – 2011. - #1. – გვ. 26-30. – რუს.; რეზ.: ინგლ., ქართ.

გადმოცემულია დისტანციური სწავლების ისტორია, საიდანაც ირკვევა რამდენად აქტუალური და აუცილებელია ასეთი სწავლების ფორმა საზოგადოების ახალი მოთხოვნების შესაბამისად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ახალ-ახალი ტექნოლოგიების გამოჩენის გამო დისტანციური სწავლების მეთოდების ცვლილება დღევანდელი დღისთვის წარმოდგენილია მისი განვითარების სამი თაობის სახით. განხილულია დისტანციური სწავლების განვითარების სხვადასხვა ფაქტორები და აღნიშნულია ის ფაქტი, რომ დისტანციურმა სწავლებამ, როგორც სწავლების ახალმა ფორმამ სხვადასხვა ქვეყნებში გამოიწვია დაფინანსების გაზრდა სახელმწიფოს მხრიდან.

ავტ.

 

9.4.7. ტექნიკური ტერმინოლოგია და თანამედროვე სასწავლო ლიტერატურა. /. სუთიძე, . იაკობაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). გვ. 121-124. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ქართული ტექნიკური ლიტერატურის უმეტესობა თარგმნილია რუსულიდან და, ამდენად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამა თუ იმ რუსული ტექნიკური ტერმინისათვის შესატყვისი ქართული ტერმინის მოძიებას, რომელიც არ დაარღვევს მის ფუნქციურ დატვირთვას და, მაშასადამე, წინადადების აზრსა და შინაარსს. განხილულია გამოკვლეული ზოგიერთი ტექნიკური ტერმინის გამოყენების მართებულობა მათ ფუნქციურ დანიშნულებასთან შესაბამისობაში. აღნიშნულია თარგმანის ზოგიერთი უხეში დარღვევა, რაც შეინიშნება ბოლო წლებში გამოცემულ ტექნიკურ ლიტერატურაში, მაგალითად, ბულდოზერის ფრთა, ბაგირის დამარაგება და სხვ. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, საჭიროდ მიგვაჩნია დარგის ტექნიკური განმარტებითი ლექსიკონის შექმნა.

ავტ.

 

9.4.8. სწავლების ინოვაციური ტექნოლოგიების პრობლემები უმაღლეს სკოლებში სწავლებისას. /. აბილდაევა/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2011. - #2(10). - გვ. 41-45. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ინოვაციური ტექნოლოგიების პრობლემები უმაღლეს სკოლებში სწავლებისას, კერძოდ, ენების სწავლებისას თანამედროვე ინტერაქტიური ტექნოლოგიები. ავტორი აღნიშნავს, რომ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, მათთვის უცხო ენის სათანადო დონეზე სწავლების გარეშე ნაკლებპროდუქტიულია. უცხო ენის შესწავლის აუცილებლობა ფუნქციონალურ სტილისტიკური თვალსაზრისით აღიარებულია. ავტორის მიერ გამოყენებულია .. ჟანპეისოვასეული ინტერაქტიური მოდულური ტექნოლოგია, რომელიც ემყარება ფსიქოლოგიური და პედაგოგიური მეცნიერებების თანამედროვე მონაცემებს მოსწავლის პიროვნების შესახებ.

ავტ.

 

9.4.9. სასწავლო-მეთოდური კომპლექსის შექმნის პრობლემა ინგლისური ენის პოლილინგვალური სწავლების პროცესში. /. გიოდაკიანი, . აბრამიანი/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2011. - #3(11). - გვ. 53-60. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გადმოცემულია სასწავლო-მეთოდური კომპლექსების შექმნის ამოცანები. სამუშაოს არსი მდგომარეობს მეთოდური ცოდნის გამოყენების სფეროს დაზუსტებაში და დაკონკრეტებაში, ბი და პოლილინგვალური სწავლებისათვის სახელმძღვანელოთა შექმნის მიზნით ახალი მიდგომებისა და კონცეფციების შექმნაში. თანამედროვე სახელმძღვანელოებში უნდა აისახოს არამარტო გლობალიზაციის, არამედ რეგიონალიზაციის პრობლემებიც. აუცილებელია შეიქმნას სახელმძღვანელოები, რომლებიც ორიენტირებულია მოსწავლეზე, როგორც პიროვნებაზე, მისი ინტერესების, მიდრეკილებების, ასაკობრივი თვისებების, მენტალიტეტის, ასევე ნაციონალური, კულტურული და ინტელექტუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

ავტ.

 

5. ინფორმატიკა

 

9.5.1. ინტერნეტი და საზოგადოების პოლიტიკურ-ეკონომიკური მოდელის ტრანსფორმაცია. /. ჯოლია, . სეხნიაშვილი/. ბიზნეს-ინჟინერინგი. – 2011. - #1. - გვ. 41-48. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

სტატია ეხება თანამედროვე მსოფლიოს განვითარების ტენდენციებს და იმ რევოლუციურ ცვლილებებს, რასაც ინტერნეტ-ეკონომიკა სთავაზობს საზოგადოებას. განხილულია ინტერნეტ-ტექნოლოგიების დანერგვისა და ფართოდ გავრცელების მოსალოდნელი გლობალური სოციალურ-ეკონომიკური შედეგები. სტატიაში წამოჭრილია ეკონომიკაზე, საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაზე ინტერნეტის ზეგავლენის მეტად აქტუალური საკითხები.

ავტ.

 

9.5.2. ვეივლეტ ტექნოლოგიის ალგორითმების მაფილტრირებელი თვისებები. /. ჩხეიძე, . ტომარაძე, . ტოკაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). გვ. 97-100. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

97-100 სამუშაოში მოყვანილია ვეივლეტ ტექნოლოგიის ალგორითმების შემთხვევითი შეცდომების ფილტრაციის კვლევის შედეგები. Mathcad პროგრამის გარემოში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ხმაურდადებულიგამოსახულებისათვის ვეივლეტ-გარდაქმნის გამოყენებამ გააუმჯობესა გამოსახულების ხარისხი 2,5-3 დბ-ით, მაშინ როდესაც მედიანური ფილტრაციის შემდეგ გაუმჯობესება არ აღემატებოდა 1 დბ-. მაშასადამე ვეივლეტ-ტექნოლოგიის ალგორითმებს გააჩნიათ შეცდომების მაფილტრირებელი თვისებები, როცა განიხილება შეცდომების ზემოქმედება საწყის ინფორმაციაზე.

ავტ.

 

9.5.3. კარდიოგრამის ანალიზი ვეივლეტ დროით-სიხშირული წარმოდგენის საფუძველზე. /. ჩხეიძე, . ტოკაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). გვ. 101-104. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

Mathcad გარემოში ვეივლეტ პაკეტის ფუნქციების საფუძველზე მიღებულია ჯანმრთელი და გულის იშემიით დაავადებულ პაციენტის ელექტროკარდიოგრამის დროით-სიხშირული წარმოდგენა. დროით-სიხშირული მახასიათებლების ანალიზი იძლევა საშუალებას კარდიოგრამაში აღმოჩენილ იქნეს ცვლილებები, გამოწვეული იშემიური დაავადებით მის ნაადრევ სტადიაზე.

ავტ.

 

9.5.4. გადართვის პარადოქსი და ალბათური მოდელირების სხვა პარადოქსები. /. კაკუბავა, . გულუა, . ფიფია, . სამადარი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). გვ. 105-109. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილ ნაშრომში ჩატარებულია ალბათური მოდელირების ამოცანებში ისტორიული პარადოქსების სისტემური ანალიზი. განხილულია ძირითადი მიზეზები, რაც იწვევდა და იწვევს ალბათური პარადოქსების წარმოშობას. მითითებულია მათი აცილების ზოგიერთი მოსაზრება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გადართვის (გადაწყობის) პარადოქსს, რომელიც დააფიქსირეს ბოლო ათწლეულში ამერიკელმა და იაპონელმა სპეციალისტებმა. სახელდობრ, მათ აღმოაჩინეს დისპერსიის ეფექტი რიგების ღია და ჩაკეტილ სისტემებში რაც ფართოდ არის გავრცელებული თანამედროვე წარმოებაში. წინამდებარე სტატიის ავტორები მუშაობენ ამ პარადოქსის ახსნაზე და მოუწოდებენ დაინტერესებულ კოლეგებს ჩაერთონ ამ საქმეში.

ავტ.

 

9.5.5. ფუნქციურ-ღირებულებითი ანალიზი. /. პეტრიაშვილი, . ოხანაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #1-3. – გვ. 8-11. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია სხვადასხვა სახის ტექნოლოგიების ფართო სპექტრი, რომელიც გამოიყენება ფუნქციურ-ღირებულებითი ანალიზის რეალიზაციისთვის (ფღა). კომპანიის ბიუჯეტის რესურსებისა და შესაძლებლობების გარდა, ოპტიმალური კრიტერიუმის შერჩევისას მნიშვნელოვანი ფაქტორებია: მოდელის სირთულე, ორგანიზებული მოქმედება და სისტემის ინტეგრაცია. მრავალი კომპანიისთვის პროგრამული და აპარატურული საშუალებების შერჩევა ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი პრობლემაა. წარმოდგენილი მოდელის გამოყენებით კომპანიის ხელმძღვანელობა შეძლებს ფინანსური საკითხების ოპტიმალურ გადაწყვეტას.

ავტ.

 

9.5.6. ინფორმატიკის სწავლების კონცეპტუალური საკითხები. /. ლაგვილავა/. ეკონომიკა და ბიზნესი. – 2011. - #2. – გვ. 41-58. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ინფორმაციული საზოგადოების პირობებში ინფორმატიკის კურსის სწავლების ძირითადი მიზანია პიროვნების ადეკვატური კულტურის, მისი განვითარებისა და თვითდამკვიდრებისთვის ინფორმაციასთან მუშაობის უნარ-ჩვევების, როგორც ადამიანის საერთო კულტურის განუყოფელი კომპონენტის ფორმირება. ინფორმატიკის კურსის ამოცანებში უნდა დაკონკრეტდეს საერთო-სტრატეგიული მიზნები და სასურველი შედეგები. შემოთავაზებულია ამოცანები რომლის ყოველი პუნქტი ასახავს ინფორმატიკის შედარებით დამოუკიდებელ საგნობრივ სფეროს. ეს სისტემა წარმოადგენს ინფორმატიკის კურსის ახალი შინაარსის ფორმირების საფუძველს, აადვილებს მის დაყოფას ცალკეულ დისციპლინებად, მოდულებად, თემებად. სტატიაში არის საგანმანათლებლო სისტემის განზოგადებული ფუნქციების შესაბამისად, ინფორმატიკის კურსის ფუნქციების, სწავლების საფეხურების, ეტაპებისა და საგნობრივი სფეროების მიხედვით ამ ფუნქციების დაკონკრეტების მცდელობა. ამასთან, ყურადღება გამახვილებულია ინფორმატიკის დისციპლინათშორის, ინტეგრალურ ხასიათზე. შემოთავაზებული კონცეფციის რეალიზაციის შედეგად ინფორმატიკის დისციპლინათა სწავლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომელთაც თეორიულ ცოდნასთან ერთად ექნებათ თანამედროვე ინფორმაციული სისტემებისა და ტექნოლოგიების ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში გამოყენების პრაქტიკული უნარი.

ავტ.

 

 

 

 

 

6. სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

9.6.1. გენიოსების ფსიქოპათოლოგიური მახასიათებლები. /. გოგიჩაშვილი/. . თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - #1. – გვ.151-157. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომში მიმოხილულია გენიოსობის პრობლემისადმი განსხვავებული მიდგომები, გენიოსობასა და ფსიქიკურ აშლილობას შორის არსებული ურთიერთმიმართება, აგრეთვე გენიოსობისა და ტალანტის განმასხვავებელი ნიშნები და შემოქმედთა პიროვნული თავისებურებები. ავტორი ფსიქოლოგიურ ჭრილში განიხილავს გენიოსების სიცოცხლის ხანგრძლივობის, მათი ნიჭიერების გამოვლენის ასაკობრივ თავისებურებებსა და ფსიქოსომატური დაავადებების ურთიერთდამოკიდებულების საკითხს.

ავტ.

 

9.6.2. ლიდერის ფენომენი პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში. /. ახალაშვილი/. . თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - #1. – გვ. 137-143. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

პოლიტიკურ ლიდერობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ლიდერობის ფსიქოლოგიაში. იგი არის სპეციფიკური თავისი შინაარსითა და შედეგების მიხედვით. პოლიტიკური ლიდერი ფლობს საკუთარი პიროვნების გარშემო ხალხის შემოკრების, პოლიტიკური პროცესის მონაწილეებში თავისი ავტორიტეტის აღიარების და .. უნარს. პოლიტიკური ლიდერობის ინსტიტუტი პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს განვითარებული საზოგადოებისათვის. მცირე ჯგუფებში ლიდერობა არაფორმალურია. დიდ ჯგუფებში არსებობს ლიდერობის ფორმალური სტრუქტურები. პოლიტიკური ფსიქოლოგიის საგანს ლიდერთა ფსიქოლოგიური თავისებურებების შესწავლა წარმოადგენს. ასევე ისიც, თუ რა გავლენას ახდენს ესა თუ ის ფსიქოლოგიური ნიშან-თვისება ლიდერის პოლიტიკურ ქცევაზე. პოლიტიკური ლიდერის საქმიანობაში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ,,მეკონცეპცია“. პოლიტიკური ფსიქოლოგია თანამედროვეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახდა, რადგან იგი ფლობს უნიკალურ ბალანსს პოლიტიკური ყოფისა და ადამიანთა ქცევის შინაგანი პოლიტიკური მოტივების კავშირების გასაგებად.

ავტ.

 

9.6.3. ზნეობის ფილოსოფიის საკითხები. /. ფანცულაია/. . თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - #1. – გვ.182-189. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ეთიკა (მეცნიერება მორალის შესახებ) ფილოსოფიური დისციპლინაა, რომელიც ადამიანური ცხოვრებისათვის საჭირო ნორმებს აყალიბებს. საუკუნების მანძილზე მორალი ადამიანებს სთავაზობდა ქცევის კონკრეტულ ორიენტირებს, გამოხატულს ან რელიგიურ ნორმებსა და ღირებულებებში ან ფილოსოფიურად დასაბუთებულ პოსტულატებში ან ცხოვრებისეული სიბრძნისა და გამოცდილების სახით. პრობლემა ,,არსებულისადა ,,საჭიროსგააზრებაზე დადის. გამოსავალი ჩვენს ცხოვრებაში დამკვიდრებულ, ადამიანურ ურთიერთობათა არსებულ ნორმებში არ უნდა ვეძებოთ, არამედ ზნემაღალი ურთიერთობებისათვის განკუთვნილ აუცილებელ წესებში.

ავტ.

9.6.4. საქართველოს ფენომენოლოგიური საზოგადოება. /. დოლიძე/. Culture & Philosophy. – 2011. - გვ. 12-27. - ინგლ.; რეზ.: ქართ.

ავტორი გვთავაზობს სიცოცხლის ფენომენოლოგიის ინტერპრეტაციას კვანტური მექანიკის ფენომენოლოგიის შუქზე. თუმცა სიცოცხლის ფენომენი უჯრედის დონეზე იწყებს რეალიზაციას და არ ვლინდება ატომურ (კვანტურ-მექანიკურ) სამყაროში, კვანტური სისტემის ფენომენოლოგიური ღიაობა სიცოცხლის მიმართ საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ აღნიშნული ინტერპრეტაცია. ავტორის მოსაზრებით, სიცოცხლე მიკროსამყაროში იდუმალი, მეტაფიზიკური ობიექტის როლს ასრულებს. კვანტური სისტემის სიცოცხლესთან მიმართება განაპირობებს ერთი მხრივ ატომური ნაწილაკის ერთგვარ თავისუფლებას, მეორე მხრივ კი კვანტურ-შემეცნებითი სიტუაციის მთლიანობას. კვანტური სიტუაცია ღიაა სიცოცხლის ფენომენის მიმართ, ამიტომაც იგი სცილდება მიკროსამყაროს ფარგლებს და მოიცავს ადამიანის შემოქმედებით რეალობას, ხელოვნებას, ლიტერატურას; გვიჩვენებს შემოქმედებითი თავისუფლებისა და სასიცოცხლო აუცილებლობის დუალიზმსა და ამავე დროს ერთიანობას სიცოცხლის მთლიანობაში.

ავტ.

 

9.6.5. სიცოცხლის ინტუიცია ტიმიენიჩკას ფენომენოლოგიაში და ყოფიერება-ჭეშმარიტების ინტუიცია საკარას უპანიშადურ კონცეფციაში. /. ლუჩაკოვა-შვარცი/. Culture & Philosophy. – 2011. - გვ. 40-61. - ინგლ.; რეზ.: ქართ.

განიხილულია სიცოცხლის ინტუიციის პრობლემა ანა-ტერეზა ტიმიენიჩკას ფენომენოლოგიურ კონცეფციაში და საკარას ყოფიერება-ჭეშმარიტების ინტუიციის საკითხი. ინტუიციის ეს ორი სახეობა არსებითად ერთი და იგივეა. თუმცა, ავტორი შენიშნავს განსხვავებასაც მათ შორის: ტიმიენიჩკას ფენომენოლოგია სიცოცხლეს წვდება დესკრიფციულად - მის უკვე დასრულებულ და განუყოფელ მთლიანობაში, მაშინ როცა საკარა, უპანიშადური კონცეფციის მიმდევარი, ყურადღებას ამახვილებს სიცოცხლის პირველ საწყის მომენტზე - არარადან მისი აღმოცენებისა და გენეტიკური განვითარების აქტზე. ამ განსხვავების მიუხედავად, ავტორის ანალიზი ცხადყოფს ერთგვარ ნათესაობას და მსგავსებას სიცოცხლის ფენომენოლოგიასა და საკარას კონცეფციას შორის. ტიმიენიჩკას მოძღვრებაში ყურადღებას ამახვილებს სიცოცხლის ფენომენოლოგიურ ველზე, სიცოცხლეზე როგორც ინტუიციური წვდომის დინამიურ ობიექტზე და როგორც ფენომენოლოგიური გამოკითხვით დადგენილ საგანზე, ლოგოსისა და მგრძნობელობის კატეგორიებზე, წარმოსახვის ონტოლოგიურ განზომილებაზე. ჰუსერლის ეიდეტური ინტუიციისაგან განსხვავებით, ტიმიენიჩკა ახდენს არა არსის, არამედ სიცოცხლის ინტუიციას. სიცოცხლე შერწყმულია ლოგოსთან, მაგრამ ლოგოსი არის არა მხოლოდ გონება, არამედ გონებისა და გრძნობის ერთიანობა. სიცოცხლე, როგორც ობობა, წარმოსახვის ძალით ქსოვს აბლაბუდას საკუთარი თავიდან და ამ ქსელში ეხვევა თანდათანობით მთელი სამყარო. ავტორის მოსაზრებით, სიცოცხლის ეს უსასრულო და შემოქმედებითი თვითგანვითარება ყოფიერების ინტუიციური წვდომის საფუძველია, რაც სიცოცხლის ფენომენოლოგიას, ადი საკარას კონცეფციასთან აკავშირებს.

ავტ.

 

9.6.6. მეცნიერება და ტექნიკა კულტურის კონტექსტში. /. კალანდია/. Culture & Philosophy. – 2011. - გვ. 62-67. - ინგლ.; რეზ.: ქართ.

ნაჩვენებია, რომ მეცნიერებისა და ტექნიკის პროგრესის შედეგების შეფასებისას უნდა ამოვიდეთ იმ პრინციპიდან, რომ ისტორიულად პროგრესულია განვითარების მხოლოდ ის ტენდენცია, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებს შეესაბამება. ავტორი უჩვენებს, რომ საზოგადოებაში ჰუმანიზმის იდეების დამკვიდრების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სულიერი კულტურის ელემენტთა ჰარმონიული განვითარება, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს აზროვნების ტექნიკური წესის აბსოლუტიზაციის ტენდენციის გონივრულ რეგულირებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა იქნეს დაძლეული მეცნიერების, როგორც სულიერი კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის როლის გაზვიადების ტენდენცია, რასაც ამჟამად აქვს ადგილი მეცნიერებისა და ტექნიკის უპირატესი განვითარების პირობებში.

ავტ.

 

 

. საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

 

1. მათემატიკა. მექანიკა. ფიზიკა. კიბერნეტიკა

 

9.1.1. Cd-ით და Pb-ით ლეგირებული თულიუმის სესკვისულფიდების თხელი ფირების ფოტოელექტრული თვისებები. /. ჯაბუა, . დავითაძე, . გიგინეიშვილი/. Nano Studies. - 2011. - #3. - გვ. 13-18. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია Pb-ით და Cd-ით ლეგირებული Tm-2S-3-ის თხელი ფირების ფოტოგამტარებლობისა და ფოტოელექტრომამოძრავებელი ძალის სპექტრული და ტემპერატურული დამოკიდებულებები ფოტონების ენერგიისა და ტემპერატურის ინტერვალებში 0.3 – 3.3 ევ და 110 – 350 , შესაბამისად. ექსპერიმენტულად მიღებული შედეგების საფუძვლებზე გაკეთებულია დასკვნა, რომ ფოტომგრძნობიარობაში არსებით როლს თამაშობენ ის აქცეპტორული დონეები, რომლებიც დაკავშირებული არიან კადმიუმისა და ტყვიის დონორული მინარევების შეყვანით კომპენსირებული კათიონური ქვემესრის ვაკანსიებთან. დადგენილია Tm-2S-3-ის ფირებში Pb-ის დონორული და Tm-ის ვაკანსიების აქცეპტორული დონეების იონიზების ენერგიების მნიშვნელობები.

ავტ.

 

9.1.2. SmSb-ის და TmSb-ის ფირების ოპტიკური თვისებები. /. გიგინეიშვილი, . გლურჯიძე, . ჯაბუა/. Nano Studies. - 2011. - #3. - გვ. 19-24. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

0.05 – 5.50 ევ ენერგიის ფოტონებისათვის ოთახის ტემპერატურაზე გაზომილია სამარიუმისა და თულიუმის მონოანთიმონიდების თხელი კრისტალური ფირების ძირითადი ოპტიკური მახასიათებლების სპექტრული დამოკიდებულებები. L-3-შთანთქმითი რენტგენული სპექტროსკოპიით დადგენილია იშვიათმიწა ელემენტის იონის ვალენტობა და გამოკვლეულია მისი გავლენა ოპტიკური სპექტრის სტრუქტურაზე.

ავტ.

 

9.1.3. დეფექტების წარმოქმნის მართვა რსკე-მეთოდით მიღებულ ZnO-ის P-ტიპის ფირებში. /. ბუთხუზი, . შარვაშიძე, . ხულორდავა, . გაფიშვილი, . კეკელიძე, . ბუხსიანიძე, . აფციაური, . ტრაპაიძე, . მელქაძე, . კამკამიძე, . გაფიშვილი/. Nano Studies. - 2011. - #3. - გვ. 151-156. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

P-ტიპის ZnO-ის ნანოფირების მიღების მიზნით ჩატარდა შემდეგი სახის ექსპერიმენტი: n-ტიპის ZnO-ში იმპლანტირებული იყო E = 110 კევ ენერგიის ფტორის F^+ იონები დოზით D = 10^16 სმ^–2 კონცენტრაციამდე 10^20 სმ^–3. ZnO-ის იმპლანტირებულ კრისტალებში წარმოქმნილი რადიაციული დეფექტების მკურნალობა მიმდინარეობდა რადიკალური სხივური კვაზიეპიტაქსიის (რსკე) მეთოდით. ვან დერ პაუს მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის შედეგად დადგენილ იქნა დენის გადამტანების ძვრადობისა და კონცენტრაციის, აგრეთვე, მასალის კუთრი წინაღობის მნიშვნელობები: 270 სმ^2 / წმ, 1.0*10^19 სმ^–3 და 2.3*10^–3 ომი სმ, შესაბამისად. P-ტიპის ZnO:F-ის ფენების ფოტოლუმინესცენციის სპექტრში (რომელიც გადაღებული იყო T = 70 -ზე) დაიმზირებოდა მაქსიმუმები ტალღის სიგრძის შემდეგ მნიშვნელობებზე: l = 369.1, 374.5, 382.4, 389.9 401.0 ნმ. გამოკვლევა ავლენს რსკე-მეთოდით ZnO-მასალის შესაძლებლობას.

ავტ.

 

9.1.4. ფარადეის ეფექტი ულტრადისპერსულ მაგნიტურ სტრუქტურებში. /. კალანდაძე/. Nano Studies. - 2011. - #3. - გვ. 157-162. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ფარადეის ეფექტი შესწავლილია მაგნეტიკური ოქსიდების ნაწილაკებისაგან შედგენილი ისეთ დენადი გარემოსათვის, რომლის მასალის n და k ოპტიკური მუდმივებისათვის შესრულებულია პირობა k^2 << n^2. ეფექტი აღწერილია მაქსველ-გარნეტის თეორიული მოდელის ჩარჩოში. თეორიული ანალიზი აჩვენებს, რომ ფარადეის ეფექტი მაგნიტურ სითხეებში მარტივი თანაფარდობითაა დაკავშირებული იმავე ეფექტთან შემადგენელი ნაწილაკების მასალაში. აქედან გამომდინარეობს, რომ ექსპერიმენტის განსაზღვრული პირობებისათვის ეფექტის სიდიდე პროპორციულია მაგნიტური სითხის მაგნიტური ნაწილაკებით მოცულობითი შევსების q კოეფიციენტის. ამასთან ერთად, ფარადეის ეფექტის დისპერსიული დამოკიდებულებები მაგნიტურ სითხესა და შესაბამის მოცულობით ნივთიერებაში ურთიერთმსგავსია. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ეს შედეგი სამართლიანი უნდა იყოს ყველა ისეთი ულტრადისპერსული გარემოსათვის, რომლის n და k ოპტიკური მუდმივებისათვისაც იგივე პირობა სრულდება.

ავტ.

 

9.1.5. ულტრადისპერსული სტრუქტურების მაგნიტოოპტიკურ თვისებებზე მაგნიტური ნაწილაკების კონცენტრაციის გავლენის შეფასება დისპერსიული ანალიზის მეთოდით. /. კალანდაძე/. Nano Studies. - 2011. - #3. - გვ. 177-180. - რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ.

მაგნეტიტის მაგნიტური სითხის მაგალითზე რაოდენობრივად იქნა შეფასებული მაგნიტური ნაწილაკების q კონცენტრაციის გავლენა ულტრადისპერსული გარემოს მაგნიტოოპტიკურ თვისებებზე. კორელაციური ანალიზის მეთოდით ჩატარებულმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ q ფაქტორის გავლენა კერის ეკვატორული ეფექტის სიხშირულ დამოკიდებულებაზე 53%- შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მიღებული შედეგი სამართლიანი იქნება ნებისმიერი ულტრადისპერსული მაგნიტური გარემოსათვის, რომლის n და k ოპტიკური კონსტანტებიც აკმაყოფილებენ n^2 << k^2 პირობას.

ავტ.

 

9.1.6. ტეტრაედრული სიმეტრიის ნახევრადგამტარების აკრძალული ზონის სიგანის დამოკიდებულება თხელი მინარევების კონცენტრაციაზე. /. გოგუა, . გიგინეიშვილი, . კანტიძე, . ილურიძე, . რთველიაშვილი/. Nano Studies. - 2011. - #3. - გვ. 183-186. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ნახევრადგამტარის აკრძალული ზონის სიგანის დამოკიდებულება მინარევების კონცენტრაციაზე გამოთვლილია მინარევული ცენტრის ერთიანი მოდელის მიხედვით. გამოვლენილია მინარევების ის სპეციფიკური როლი, რასაც ისინი თამაშობენ აკრძალული ზონის სიგანის შემცირებაში. გამოთვლების შედეგები კარგ თანხმობაშია არსებულ ექსპერიმენტულ მონაცემებთან.

ავტ.

 

9.1.7.ნანოსტრუქტურული ელექტროდები ენერგიის გარდამქმნელი ხელსაწყოებისათვის. /. თავხელიძე/. Nano Studies. - 2011. - #3. - გვ. 187-198. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ბოლო ხანებში ნანოსტრუქტურირებული კვანტური ჭების ახალი კვანტური თვისებები იქნა გამოვლენილი. ზედაპირზე ფორმირებული პერიოდული ღარები ელექტრონის ტალღურ ფუნქციას დამატებით სასაზღვრო პირობებს ადებენ და ამით ამცირებენ კვანტური მდგომარეობების სიმკვრივეს. აკრძალული კვანტური მდგომარეობებიდან ამოვარდნილი ელექტრონები იძულებულები არიან დაიკავონ მაღალი ენერგიის მქონე კვანტური მდგომარეობები. შედეგად, ფერმის ენერგია იზრდება, გამოსვლის მუშაობა კი მცირდება. შესწავლილი იქნა ფუძეშრისა და ნანოსტრუქტურირებული კვანტური ჭის ფენისაგან შემდგარი დაბალი გამოსვლის მუშაობის მქონე ელექტროდები. ფუძეშრის მასალა შეირჩა ისე, რომ ელექტრონები ჩაჭერილი ყოფილიყვნენ კვანტურ ჭაში. გამოსვლის მუშაობის სიდიდე დამოკიდებული იყო ღარების გეომეტრიაზე და ელექტრონის კონფაინემენტზე. სტატიაში გამოთვლილია ნანოსტრუქტურირებული კვანტური ჭის გამოსვლის მუშაობის სიდიდე ნახევრადგამტარული და მეტალური ფუძეშრის შემთხვევებისათვის. ნახევრადგამტარული ფუძეშრისათვის გამოსვლის მუშაობის უმცირესი მნიშვნელობა მიიღება ფართო ენერგეტიკული ღრეჩოს მქონე მასალაზე, მეტალური ფუძეშრისათვის კი დაბალი ფერმის ენერგიის მქონე მასალაზე. ამ გზით მასალათა წყვილების უმეტესობისათვის გამოსვლის მუშაობა მნიშვნელოვნად მცირდება. ასეთი სტრუქტურები შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც ელექტროდები ენერგიის თერმო-იონული და თერმო-გვირაბული გარდამქმნელებისა და მაცივრებისათვის.

ავტ.

 

9.1.8. სუსტ მაგნიტურ ველში მაგნიტოპლასტიკური ეფექტი LiF-ის კრისტალებში მათზე რენტგენის სხივებით ზემოქმედების შემდეგ. /. გალუსტაშვილი, . აბრამიშვილი, . დრიაევი, . კვაჭაძე, . წაქაძე/. Nano Studies. - 2011. - #3. - გვ. 199-204. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

მაგნიტოპლასტიკური ეფექტის გამოკვლევამ აჩვენა, რომ LiF-ის დეფორმაცია სუსტ მაგნიტურ ველში იწვევს მისი დენადობის ზღვრის ორჯერ შემცირებას. ველის გამორთვის შემდეგ იგი ისევ აღსდგება საწყის მნიშვნელობამდე დაახლოებით ერთი დღე-ღამის განმავლობაში. სისალის შემცირება დაიმზირება აგრეთვე მაიონიზებელი დასხივებისა (რენტგენის სხივები) და მაგნიტური ველის ერთობლივი მოქმედებისას ძალიან დაბალი დოზების პირობებში. აღნიშნული მოვლენები აიხსნება სპინების ევოლუციით ორსპინიან ნანორეაქტორში, რომელსაც წარმოქმნიან პარამაგნიტური დეფექტები სისტემაში დისლოკაციასაჩერები. აღსანიშნავია, რომ მაგნიტური ველით გამოწვეული ცვლილებები არ შეიმჩნეოდა პარალელურად გაზომილ ოპტიკური შთანთქმის ელექტრონულ სპექტრებში.

ავტ.

 

9.1.9. ერთელექტრონიანი ნანოსისტემები. /. ბიბილაშვილი/. Nano Studies. - 2011. - #3. - გვ. 205-216. - ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

განხილულია დენის მატარებლებისა და ერთი ელექტრონის მიერ პოტენციალური ჯებირის გავლის პირობები და ფიზიკური თავისებურებანი. განხილულია, აგრეთვე, ელექტრონის ერთ- და ორგვირაბგასვლის სტრუქტურების ეკვივალენტური სქემები, მახასიათებლები და პარამეტრები. აღწერილია ერთელექტრონიანი ტრანზისტორის მუშაობის ფიზიკური პრინციპი, მისი ძირითადი პარამეტრები და ზოგიერთი უკანასკნელი მიღწევა ამ მიმართულებით.

ავტ.

 

9.1.10. მყარი ნივთიერებების მესრული სითბოტევადობა ფონონური კონცეფციის მიღმა. /. გერასიმოვი, . ჩხარტიშვილი, . ბუაჩიძე/. Nano Studies. - 2011. - #3. - გვ. 217-226. - რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ.

მყარი ნივთიერებების მესრული სითბოტევადობის, როგორც ტემპერატურის ფუნქციის, გამოსახულება მიღებულია ახლებური თეორიული მიდგომის ფარგლებში, ფონონური კონცეფციის გამოყენების გარეშე ატომური რხევების სითბური აღგზნებების უშუალო ანალიზით. იგი საკმაოდ კარგად აღწერს თვისობრივად ამ მახასიათებლის, როგორც დაბალ-, ისე მაღალტემპერატურულ ყოფაქცევას. მიღებული გამოსახულების უნარი, რომ რაოდენობრივადაც აღწეროს მყარი ნივთიერებების კუთრი სითბოტევადობის ექსპერიმენტული ტემპერატურული დამოკიდებულება, ნაჩვენებია თეორიული მრუდის მორგებით იმ ექსპერიმენტულ წერტილებზე, რომლებიც ცნობილია β-რომბოედრული ბორის კრისტალებისათვის.

ავტ.

 

9.1.11. ნანობორი (მიმოხილვა). /. ჩხარტიშვილი/. Nano Studies. - 2011. - #3. - გვ. 227-314. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ელემენტური ბორი არსებობს სხვადასხვა მიკრო- და ნანოსტრუქტურირებულ ფორმაში, რომელთაც შეუძლიათ გამოყენება ჰპოვონ მრავალ ტექნიკურ მოწყობილობასა და ტექნოლოგიაში. სტატია წარმოადგენს მიმოხილვას, რომლის მიზანიცაა მოკლედ აღწეროს მიღების მეთოდები, ატომური სტრუქტურა და ფიზიკური თვისებების თაობაზე არსებული მონაცემები ბორის ისეთი მიკრო- და ნანოსტრუქტურირებული ნიმუშებისათვის, როგორიცაა მოლეკულები და კლასტერები; საკუთარი დეფექტებით სტაბილიზებული კრისტალები; ამორფული ფირები და ფხვნილები; დისპერსული კრისტალები; ძაფისებრი და ბოჭკოვანი სტრუქტურები; ნანომავთულები, ნანოლენტები და ნანოსარტყლები; პლანარული და კვაზიპლანარული ფურცლები, ნანომილაკები და ფულერენები; კვაზი- და ნანოკრისტალები.

ავტ.

 

9.1.12. ელექტრონის ძვრადობის თეორიისადმი პოლარონის ფროლიხის მოდელში. /. კოტია/. Nano Studies. - 2011. - #4. - გვ. 43-48. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

პროექციული ოპერატორის მეთოდით, დროითი წონასწორული კორელაციური ფუნქციებისა და სტატისტიკური ოპერატორისათვის შემთხვევითი ფაზების მიახლოების გამოყენების გარეშე, ელექტრონფონონური სისტემისათვის მიღებულია ახალი, ზუსტი, განზოგადოებული კვანტურ ევოლუციური (კინეტიკური) განტოლებები. ამ განტოლებათა დახმარებით პოლარონის ფროლიხის მოდელისათვის აგებულია ელექტრონული გამტარებლობისა და ძვრადობის თანამიმდევრული გაერთიანებული კვანტური თეორია. ეს თეორია იძლევა ელექტრონის ძვრადობისათვის ოსაკას განზოგადოებულ შედეგს და ფჰიპ-ის (ფეინმანჰელვორსიდინგპლაცმანის) თეორიას, შესაბამისად, კრისტალზე მოდებული გარეშე ელექტრული ველის სიხშირის დაბალი და მაღალი მნიშვნელობებისათვის.

ავტ.

 

9.1.13. მიკრო და ნანოდიაპაზონებში სიგრძის ერთეულის განსაზღვრის პრაქტიკული რეალიზების შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე. /. დანელიანი, . მაჩეხინი, . ღარიბაშვილი, . ლომიძე, . მკრტიჩიანი, . შოთაშვილი, . ლაშაური/. Nano Studies. - 2011. - #4. - გვ. 139-154. - რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ.

შრომა წარმოადგენს ნანომასშტაბის სიხშირის მზომი ინსტრუმენტის, როგორც წანაცვლებათა ლაზერული ინტერფერომეტრიის მეთოდების ალტერნატივის, შექმნის თაობაზე ავტორების ადრინდელი გამოკვლევების განვითარებას. ამ მეთოდის მოსალოდნელი გარჩევისუნარიანობა 0.5 პიკომეტრის რიგისაა. სტატიაში შემოთავაზებულია ჰეტეროდინული მეთოდის გამოყენება სიგნალების სიხშირის სტანდარტულ სიხშირეზე გადასატანად. ამას შეუძლია არსებითად გაამარტივოს ხელსაწყოს დიზაინი (აღარაა საჭირო დამატებითი მორგებადი ოპტიკური დაყოვნებები). სიხშირეთა პრეციზიული კომპარატორის გამოყენებამ უნდა უზრუნველყოს ხელსაწყოს მეტროლოგიური მახასიათებლებისა და შესაძლებლობების შენარჩუნება.

ავტ.

 

9.1.14. ზოგიერთი ახალი ნანოსენსორისა და ნანოსენსორული სისტემის შესახებ. /. კერვალიშვილი, . ბერბერაშვილი, . ჩახვაშვილი/. Nano Studies. - 2011. - #4. - გვ. 155-164. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

სენსორების და სენსორული სისტემების მეცნიერება და ტექნოლოგია, ისევე როგორც მათი სამრეწველო გამოყენება, თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკის სწრაფად განვითარებადი მიმართულებებია. სენსორული ხელსაწყოებისა და მათი ქსელების ხარისხი გავლენას ახდენს საინფორმაციო ტექნოლოგიების, გარემოს დაცვისა და სამრეწველო ობიექტების ყველა სახეზე. სენსორული ქსელები ასევე დიდ როლს თამაშობენ სამოქალაქო საზოგადოების დაცვასა და უსაფრთხოებაში. ახალი ნანოსენსორული მასალების, ელემენტების, ხელსაწყოების და მათი მართვის სისტემების დამუშავება ფიზიკისა და ტექნოლოგიების საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ინჟინერიის მულტიდისციპლი­ნარული დარგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. კარგად ცნობილი ნახევრადგამტარების გერმანიუმის, სილიციუმის, მეტალების ჟანგეულების და სხვ. ახალი თვისებები, რომლებიც მიიღწევა სხვადასხვა მინარევებით (ბორის იზოტოპები, 3d-ლითონები და სხვ.) მათი პრეცეზიული ლეგირებით, შესაძლებელს ხდის დამზადდეს სხვადასხვა მაღალი მგრძნობიარობის ხელსაწყო, მათ შორის, გამა- და ნეიტრონული რადიაციის ნანოსენსორები, მაღალი სტაბილურობის ტემპერატურული სენსორები, მახსოვრობის მქონე წინაღობის სენსორები და სხვ. ეს მოწყობილობები, გაერთიანებულნი ბოლო ხანს დამუშავებულ გონიერ ქსელებში, კვანტურ საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ქსელების ჩათვლით, წარმოადგენენ თანამედროვე კვლევების პრინციპულ ამოცანას.

ავტ.

 

9.1.15. ლაზერული ინტერფერომეტრიის გამოყენებითი ასპექტები. /. პავლიაშვილი, . ყალაბეგიშვილი, . კვაჭაძე/. Nano Studies. - 2011. - #4. - გვ. 165-178. - რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ.

სტატია წარმოადგენს მიმოხილვას ლაზერული ინტერფერომეტრიის გამოყენებითი ასპექტების შესახებ.

ავტ.

 

9.1.16. ჯვარედინი ჯგუფური რგოლების გახლეჩის ველები. /. რაქვიაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 5-9. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

დამტკიცებულია, რომ გარკვეულ პირობებში დადებით მახასიათებლიან ველზე განსაზღვრულ ჯვარედინ ჯგუფურ რგოლს აქვს სუფთად არასეპარაბელური გახლეჩის ველი. ეს შედეგი გამოყენებულია იმის დასამტკიცებლად, რომ არსებობს გარკვეული მსგავსება ასეთი ჯვარედინი ჯგუფური რგოლის (იგი ლოკალური რგოლია) რადიკალსა და სასრული P-ჯგუფის ჯგუფური რგოლის რადიკალს შორის, როცა ჯგუფური რგოლი აიღება კოეფიციენტებით დადებით მახასიათებლიან ველში.

ავტ.

 

9.1.17. ზოგიერთ წონიან სივრცეში ჰოლომორფულ ფუნქციათა თვისებების შესახებ. /. ონიანი, . ციბაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 10-15. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია ერთეულოვან წრეში ჰოლომორფული ფუნქციების ბერგმანის წონიანი სივრცე, რომელიც შემოღებული იყო მათევოსიანის მიერ. მოცემულია ამ კლასის ფუნქციების და მათი მაჟორანტების ინტეგრალური წარმოდგენები. შესწავლილია მათი წილადური ინტეგრალების ჰარდის კლასისადმი მიკუთვნების საკითხი.

ავტ.

 

9.1.18. მაქსიმალური უტოლობა შესაკრებთა გადანაცვლებისათვის და მისი გამოყენება ორთოგონალურ მწკრივებსა და დაგეგმვის თეორიაში. /. ჩობანიანი, . ჩობანიანი, . გიორგობიანი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 16-20. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

მოყვანილია ორმხრივი შეფასება  სი­დიდის საშუალოსათვის ყველა  გა­დანაცვლების მიმართ, სადაცარის X ნორ­მირებული სივრცის ელემენტთა ნებისმიერი კრე­ბუ­ლი, ხოლო არის ნებისმიერი ზრდადი ამოზ­ნე­ქილი ფუნქცია. როდესაც  და X=R1 ან X=C1, ამ უტო­ლო­ბის მარჯვენა ნაწილი ემთხვევა გარსიას ცნო­ბილ უტო­­ლობას, რომელსაც აქვს მთელი რიგი გამო­ყენებებისა ორთოგონოლურ მწკრივებსა და ანალიზის სხვა საკით­ხებში. მოცემულია კონსტრუქციული ალგო­რითმი ოპ­ტი­მალური გადანაცვლების მოძებნის ამო­ცა­ნისათვის, რომელსაც ყენებე დაგეგმვის თეორიაში.

ავტ.

9.1.19. ლის ალგებრების მოსაზღვრე კლასების მესერები და მათი იზომორფიზმები. /. ლაშხი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 21-30. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

კომუტატურ რგოლებზე განსაზღვრული ლის ალგებრებისათვის იგება მოსაზღვრე კლასების მესერები. ამ მესერებისათვის დისტრიბუციულობის, მოდულარულობის, ნახევრადმოდულარულობის აუცილებელი და საკმარისი პირობებია ნაპოვნი. 2-კლასის ნილპოტენტური ლის ალგებრებისათვის დამტკიცებულია აფინური გეომეტრიის ძირითადი თეორემა. აგებულია მაგალითი, რომელიც აჩვენებს, რომ თეორემა - n-ნილპოტენტურია n ≥3 ლის ალგებრებისათვის - არ არის სამართლიანი.

ავტ.

 

9.1.20. მაღალტემპერატურული ზეგამტარის La2-xBaxCuO4-ის სინთეზი ფოტოსტიმულირებული მყარსხეულოვანი რეაქციის მეთოდით. /. დარასელია, . ჯაფარიძე, . ჯიბუტი, . შენგელაია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 43-45. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

პირველადაა განხორციელებული მაღალტემპერატურული ზეგამტარის La2-xBaxCuO4-ის სინთეზი ფოტოსტიმულირებული მყარსხეულოვანი რეაქციის მეთოდით. ნაჩვენებია, რომ ამ რეაქციის სიჩქარე ორი რიგით აღემატება ტრადიციულ თერმულს და მისი რეალიზაციის ეფექტურობა განისაზღვრება არა ტემპერატურული, არამედ ოპტიკური ფაქტორებით.

ავტ.

 

9.1.21. ადრონ-ადრონულ და ადრონ-ბირთვულ დაჯახებებში დაბადებული დამუხტული ნაწილაკების მრავლობითობის განაწილებების შესწავლა გლუონური დომინანტობის მოდელით. /. აბესალაშვილი, . ახობაძე, . თევზაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 46-50. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია ადრონ-ადრონულ და ადრონ-ბირთვულ დაჯახებებში დაბადებული π– მეზონებისა და დამუხტული ნაწილაკების მრავლობითობის განაწილებები გლუონური დომინანტობის მოდელის თანახმად. ამ პროცესებში მრავლობითი დაბადება აღწერილია კვარკ-გლუონური მიდგომის ბაზაზე ფენომენოლოგიური ადრონიზაციის გამოყენებით. მიღებულია გლუონური დომინანტობის მოდელის თანხმობა ექსპერიმენტულ მონაცემებთან ენერგიის ფართო არეში.

ავტ.

 

9.1.22. ტეილორის მწკრივი და სობოლევის სივრცეები. /. ბოიარსკი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 5-10. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

მოცემულია Wm.p(Rn), m ≥ 1 სობოლევის სივრცის ფუნქციების ახალი დახასიათება წერტილობრივი უტოლობებით. ეს უტოლობები განსაზღვრავენ ამ ფუნქციების m-ური რიგის პოლინომების მსგავს ლოკალურ და გლობალურ ყოფაქცევას.

ავტ.

9.1.23. განაწილების ფუნქციის შეფასება არაპირდაპირი შერჩევით. II. /. ნადარაია, . ბაბილუა, . სოხაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 11-18. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ნაშრომში დამტკიცებულია Fn(x) შეფასებასთან დაკავშირებული C[a,1 - a] სივრცეში უწყვეტი ფუნქციონალებისათვის ზღვარითი თეორემები.

ავტ.

 

9.1.24. ანათვლების ერთი განზოგადებული სწრაფადკრებადი მწკრივის შესახებ. /. ფირანაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 19-24. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

მოცემულია ანათვლების ერთი განზოგადებული სწრაფადკრებადი მწკრივი და მისი ნაშთითი წევრის შეფასებები. ეს შეფასებები საშუალებას იძლევა დაფუძნდეს ხსენებული წარმოდგენა სტოქასტური პროცესებისა და ველებისათვის.

ავტ.

 

9.1.25. განზოგადებული თეტა-ფუნქციები და ცხრაცვლადიანი კვადრატული ფორმების შესაბამისი პარაბოლური ფორმები. /. ვეფხვაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 25-30. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განზოგადებული თეტა-ფუნქციების მოდულური თვისებების გამოყენებით აგებულია პარაბოლური ფორმა, რომელიც შეესაბამება ცხრაცვლადიან 16 საფეხურის დიაგონალურ კვადრატულ ფორმას.

ავტ.

 

9.1.26. ორწერტილოვანი სასაზღვრო ამოცანების ექსტრემალური ამონახსნების შესახებ მეორე რიგის არაწრფივი სინგულარული დიფერენციალური განტოლებებისათვის. /. ფარცვანია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 31-36. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

დადგენილია გარკვეული აზრით არაგაუმჯობესებადი პირობები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფენ ორწერტილოვანი სასაზღვრო ამოცანების ცალსახად ამოხსნადობას, არაცალსახად ამოხსნადობასა და ამ ამოცანების მინიმალური და მაქსიმალური ამონახსნების არსებობას მეორე რიგის არაწრფივი სინგულარული დიფერენციალური განტოლებებისათვის.

ავტ.

 

9.1.27. შრედინგერის რადიალური განტოლების სასაზღვრო პირობების შესახებ. /. ხელაშვილი, . ნადარეიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 37-41. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ნაჩვენებია, რომ რადიალური ტალღური ფუნქციის განტოლება სრულ სამგანზომილებიან შრედინგერის განტოლებასთან მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა თავსებადი, როდესაც რადიალურ ტალღურ ფუნქციას სათავეში გარკვეული სასაზღვრო პირობა ედება.

ავტ.

 

9.1.28. ფაზური გადასვლის გვარობის შეცვლის წერტილის განსაზღვრა LaH2+c - ტიპის მოწესრიგებად დიჰიდრიდებში. /. რატიშვილი, . ნამორაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 42-46. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განიხილება იშვიათ მიწათა მოწესრიგებადი წყალბადნაერთები RH2+c (0<c<0.5), რომლებშიც წყალბადის მოწესრიგებული განლაგება ლითონის მესერის კვანძთაშორის პოზიციებში ხასიათდება წესრიგის ორი პარამეტრით (η1 და η2). წინა შრომებში სითბოტევადობის რიცხვითი გამოთვლები ჩატარებული გვქონდა RH2+c დიჰიდრიდების ორი კლასისათვის. ერთს ვუწოდეთ CeH2+c ტიპის ნაერთები (აქ ენერგეტიკული პარამეტრი p აღემატება ერთს (p>1) და უწესრიგობა-წესრიგის გადასვლის დროს წარმოიქმნება მდგომარეობა (η1 ≠0 და η2 ≠0), ხოლო მეორეს - LaH2+c ტიპის ნაერთები (აქ ენერგეტიკული პარამეტრი p ნაკლებია ერთზე (<1), უწყვეტი უწესრიგობა-წესრიგის გადასვლისას წარმოიქმნება მდგომარეობა (η1 ≠ 0, η2 = 0), და მხოლოდ უფრო დაბალ ტემპერატურებზე, წესრიგი-წესრიგის ტიპის გადასვლის შედეგად ვღებულობთ მდგომარეობას (η1 ≠0 და η2 ≠0). ეს უკანასკნელი გადასვლა წყალბადის შედარებით დაბალ კონცენტრაციებზე (C < C0) ხორციელდება ნახტომისებურად (I გვარის ფაზური გადასვლის მსგავსად), ხოლო კონცენტრაციის გაზრდისას (შუალედში C0 < C < 0.5) ის უწყვეტ ხასიათს ღებულობს (II გვარის ფაზური გადასვლის მსგავსია). კრიტიკულ კონცენტრაციაზე C0, სადაც ხდება ფაზური გადასვლის გვარობის შეცვლა, წესრიგი-წესრიგის გადასვლასთან დაკავშირებული სითბოტევადობის პიკი ანომალურად დიდი ხდება. ამჟამად ჩვენ განვიხილეთ მოწესრიგებადი სისტემები, სადაც p<1 და გავაანალიზეთ ის თანაფარდობები, რომლებიც განსაზღვრავენ კონცენტრაციის კრიტიკულ მნიშვნელობას C0. მიღებულია მიახლოებითი ფორმულა C0-ის დამოკიდებულებისა მოწესრიგებადი ქვესისტემის ენერგეტიკულ პარამეტრზე p, რაც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ მოცემული ნაერთის ის კონცენტრაცია, რომლის დროსაც წესრიგი-წესრიგის ტიპის ფაზური გადასვლის წერტილში სითბოტევადობის ნახტომი ანომალურად დიდი ხდება. მიღებული ფორმულა თვისობრივად სწორად აღწერს რეალურ წყალბადნაერთებს.

ავტ.

 

9.1.29. ტეტრაედრული სიმეტრიის ნახევარგამტარებში აკრძალული ზონის სიგანის დამოკიდებულება თხელ მინარევებზე. /. გოგუა, . კანტიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 47-50. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

მინარევული ცენტრის ერთიან მოდელზე დაყრდნობით ნაშრომში გათვლილია აკრძალული ზონის სიგანის მინარევთა კონცენტრაციაზე დამოკიდებულება. ნაჩვენებია მინარევების ინდივიდუალური როლი აკრძალული ზონის შემცირებაში. მიღებულია ექსპერიმენტული გაზომვების შედეგებთან დამაკმაყოფილებელი თანხვედრა.

ავტ.

 

9.1.30. ერთი ტიპის საკუთრივ მნიშვნელობათა ამოცანა დაბალი რიგის მატრიცებისათვის. /. კალანდარიშვილი, . ყარალაშვილი/. . თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - #1. – გვ. 84-92. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მეცნიერებისა და ტექნიკის მრავალი ამოცანა დაიყვანება კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებების ამოხსნამდე სხვადასხვა პირობებში. ასეთი ამოცანების რიცხვითი ამოხსნების მისაღებად გამოიყენება სხვადასხვა სიზუსტის მქონე სხვაობიანი სქემები. ერთ-ერთი ასეთი მიახლოებითი მეთოდი ცნობილია როგორც გაჯერების გარეშე მეთოდი. ამ მეთოდის ერთი მიდგომა იყო მიღებული ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებებისთვის აკადემიკოს შალვა მიქელაძის მიახლოებითი მეთოდის საშუალებით, რომელიც სააპროქსიმაციო წერტილების რიცხვის გაზრდით სიზუსტის რიგის აწევის საშუალებას იძლევა. დისკრეტული და ნახევრად-დისკრეტული სქემების გამოყენებამ ელიფსური ტიპის კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებისთვის დირიხლეს პირობით სასაზღვრო ამოცანის ამოსახსნელად წარმოქმნა ისეთი ტიპის მატრიცები, რომლებიც ცნობილია როგორც ცენტრსიმეტრიული ან ორმაგად სიმეტრიული. ამ ტიპის მატრიცების რიგი ორჯერ მცირდება და აიოლებს მახასიათებელი განტოლების აგებას, რომელიც მოიცემა ფაქტორიზებული სახით. ყველა საკუთრივი ვექტორი აიგება ცხადი სახით. საზოგადოდ ამ ტიპის მატრიცებს მისი ელემენტებისგან დამოუკიდებლად აქვთ ერთი და იგივე საკუთრივი ვექტორები (საკუთრივი ვექტორ-სივრცეები). ასეთი მატრიცების დიაგონალური მატრიცა შეიცავს საკუთრივ რიცხვებს. როდესაც ცენტრსიმეტრიული მატრიცა სიმეტრიულიც არის, აგებულია სპექტრალური დეკომპოზიციის მატრიცა მეოთხე რიგის ჩათვლით. სპექტრალური დეკომპოზიციის მატრიცის სვეტები წარმოადგენენ ორთონორმირებულ საკუთრივ ვექტორებს. დეკომპოზიციის მატრიცას და მის შებრუნებულს დაყავს ორმაგად სიმეტრიული მატრიცა დიაგონალურ სახეზე, რაც ამარტივებს საწყისი მატრიცის ნებისმიერი ხარისხის პოვნას მხოლოდ საკუთრივი რიცხვების ამ ხარისხში აყვანით, რომლებიც დიაგონალური მატრიცის ელემენტებია. ნაშრომში რამდენიმე თეორემაა წარმოდგენილი ამ ტიპის მატრიცების თავისებურებების გათვალისწინებით.

ავტ.

 

9.1.31. გაცვლითი ურთიერთქმედება და ფერომაგნეტიზმის კრიტერიუმი. /. ცერცვაძე/. განათლება. – 2011. - #1. - გვ. 99-103. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განიხილება ფერომაგნეტიზმის მოვლენის ახსნის საკითხი .. ფრენკელის და . ჰაიზენბერგის მიერ შემუშავებულ, ფერომაგნეტიკების ელექტრონების გაცვლითი ელექტროსტატიკური ურთიერთქმედების კვანტურ-მექანიკური თეორიის საფუძველზე.

ავტ.

 

9.1.32. სწრაფმავალი როტორული კვანძის დინამიკური დატვირთვის მინიმიზაცია. /. ჩახალიანი./. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2011. - #2(10). - გვ. 19-21. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჩატარებულია დრეკადი სასაკისრე დაკიდების დისკური საყრდენის მოდელირება. სისტემის მოძრაობის განტოლებათა ამოხსნისა და ანალიზის საფუძველზე მიღებულია როტორისა და დისკური საყრდენის დრეკადი დაკიდების რხევის ამპლიტუდები. განსაზღვრულია დრეკადი ელემენტების სიხისტის ოპტიმალური მნიშვნელობები. როტორის რხევის ამპლიტუდისა და საყრდენებში დინამიკური დატვირთვების მინიმიზაციისათვის ოპტიმიზაციის ამოცანების გადასაჭრელად ყველაზე ეფექტურ პარამეტრებს წარმოადგენენ დისკური და სახსრული საყრდენების სიხისტეები.

ავტ.

 

9.1.33. კოსმოსური სივრცის კვლევის დროს კოსმოსურ ხომალდში მყოფ კოსმონავტთა უწონადობის ლიკვიდაციის საშუალებების დამუშავება. /. ბაკურაძე, . ბუაძე, . ბაკურაძე, . ქათამაძე, . ობოლაძე, . აბესაძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2011. - #2(10). - გვ. 22-24. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია კოსმოსური სივრცის კვლევის დროს კოსმოსურ ხომალდში მყოფ კოსმონავტთა უწონადობის ლიკვიდაციის შესაძლებლობა, კოსმონავტის მაკომპენსირებელი სკაფანდრის და კოსმოსური ხომალდის ინტერიერის სათანადო ადგილების საფეიქრო კომპოზიციური ლენტური ელემენტებით აღჭურვის გზით, რომლებიც იკვებებიან რეგულირებადი სიმძლავრის მაგნიტური ნაკადით. აღნიშნულით იქმნება ხელოვნური ველის ძალა, კოსმიური ბიოლოგიისა და მედიცინის მიერ დასმულ ყველაზე უარყოფითი ფაქტორის - კოსმოსში ფრენის დროს კოსმონავტის უწონადობის ლიკვიდაციისათვის. შემოთავაზებულია კოსმონავტის სკაფანდრის დამზადების ალტერნატიული მეთოდი კომპოზიციური მასალების გამოყენებით. მოცემულია კომპოზიციური ლენტური ელემენტების დამზადების ტექნოლოგიური მიდგომა.

ავტ.

 

9.1.34. დიდი აფეთქების შესახებ. /.ავაგიანი/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2011. - #2(10). - გვ. 31-33. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დიდი აფეთქება, როგორც ასეთი, არ შეიძლება მომხდარიყო. სამყარო არც ფართოვდება და არც იკუმშება. იგი ასრულებს მხოლოდ ბრუნვით მოძრაობას სამყაროს ცენტრის მიმართ. აქვე ასევე უნდა აღვნიშნოთ რომ, .. „ნაცრისფერი მატერიაწარმოადგენს იგივე ეთერს“, რომელიც, თავის დროზე, უსამართლოდ იქნა უარყოფილი.

ავტ.

 

9.1.35. მიზიდულობის ველში სხეულთა მოძრაობის გეომეტრიული მოდელირება პტოლომეს მიხედვით და თანამედროვე მექანიკის თვალსაზრისით. /. ადამიანი/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2011. - #2(10). - გვ. 33-36. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია პტოლომეს ასტრონომიისა და გრავიტაციის გეომეტრიული თეორიის ალგორითმთა შედარება და ნაჩვენებია მათი მსგავსებები და განსხვავებები, რამაც შესაძლებელი გახადა მოძებნილიყო კავშირი პტოლომეს ასტრონომიასა და თანამედროვე მექანიკას შორის. მექანიკის პრობლემები დაყვანილია მონაკვეთებზე მოქმედების გზით სიდიდეების განსაზღვრის პრობლემამდე. ფიზიკური ცნებების გადაყვანამ გეომეტრიულ ენაზე შესაძლებელი გახადა თვალნათლივ დავინახოთ ეს ცნებები და გადავჭრათ მექანიკური ამოცანები მხოლოდ გეომეტრიული მოსაზრებებიდან გამომდინარე.

ავტ.

 

9.1.36. ენტროპიის განტოლება ღია არაწონასწორული სისტემისათვის და თერმოდინამიკის მეორე კანონის დარღვევა. /. აფციაური/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2011. - #3(11). - გვ. 7-14. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ღია და დახურულ თერმოდინამიკურ სისტემებში ენტროპიის ცვალებადობის თავისებურებები თბური და მექანიკური არაწონასწორობის პირობებში. ნაჩვენებია რომ, დახურული სისტემებისაგან განსხვავებით, ღია სისტემებში, ზედაპირულმა ეფექტებმა შესაძლოა განაპირობონ ენტროპიის შემცირება, რაც ეწინააღმდეგება იზოლირებულ სისტემებში ენტროპიის უწყვეტი ზრდის პრინციპს.

ავტ.

 

9.1.37. კრიოსორბციული ტუმბოების დამზადების ტექნოლოგია და კვლევის მეთოდები. /. დგებუაძე, . ბენდელიანი, . მუმლაძე, . სორდია, . წაქაძე, . ჭანტურიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #1-3. – გვ. 12-15. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია კრიოსორბციული ტუმბოების ძირითადი კვანძებისა და კონსტრუქციული ელემენტების დამზადებისა და ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების კვლევის მეთოდები. მოცემულია ტუმბოების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების განმსაზღვრელი საკვლევი სტენდის სქემა.

ავტ.

 

9.1.38. მყარი სხეულის იძულებითი რხევა წინაღობიან გარემოში. /. სოხაძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #1-3. – გვ. 62-67. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია წინაღობიან გარემოში პარალელურად და მიმდევრობით შეერთებულ ზამბარებს შორის მდებარე წერტილის იძულებითი რხევის ამოცანა; გამოთვლილია ტოლფასი ზამბარის სიხისტის კოეფიციენტი. კონკრეტული მონაცემების ზოგად ამონახსნში ჩასმით მიღებულია შესაბამისი რხევითი მოძრაობის განტოლება.

ავტ.

 

9.1.39. ფირფიტების სუფთა ღუნვის ახლებური გააზრება. /. ბერიშვილი, . ხმელიძე, . გიორგობიანი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2011. - #1(479). გვ. 9-11. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ფირფიტაზე ერთი მიმართულებით მოქმედი გარე ძალებისგან გამოწვეული მღუნავი მომენტების გავლენა მისი მართობული მიმართულებით დაძაბულ მდგომარეობაზე, რაც ფირფიტების სუფთა ღუნვის კლასიკურ თეორიაში უგულებელყოფილია პუასონის კოეფიციენტის მუდმივობის გამო X და Y ღერძების მიმართულებით, რის გამოც ფირფიტის კიდეებზე სასაზღვრო პირობები ვერ კმაყოფილდება დეფორმაციის შესაბამისი ძაბვებიც რომ ყოფილიყო მხედველობაში მიღებული. შემოთავაზებულია, რომ ფირფიტაზე მოქმედი გარე მღუნავი მომენტების მართობული მიმართულებითაც აღიძვრება ცვლადი სიდიდის ძაბვები და შესაბამისად ცვლადი მომენტები, რაც აკმაყოფილებს სასაზღვრი პირობებს. ჩაწერილია ფირფიტის ღუნვის დიფერენციალური განტოლება, რომლის ინტეგრებითაც მიღებულია ფირფიტის ჩაღუნვის გამოსახულება.

ავტ.

 

9.1.40. ზოგიერთი წინააღმდეგობანი ფირფიტების სუფთა ღუნვის თეორიაში. /. ბერიშვილი, .ხმელიძე, . გიორგობიანი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2011. - #1(479). გვ. 12-14. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ფირფიტების სუფთა ღუნვის დროს კლასიკურ თეორიაში მიღებული ჰუკის განზოგადებული კანონის გამომსახველი განტოლებებიდან განსაზღვრული ძაბვები რეალურად განსხვავდება გარე მომენტებისაგან წარმოქმნილ ძაბვებისაგან, რის გამოც მღუნავი მომენტებიც და ჩაღუნვებიც რეალურისაგან განსხვავებულია. თუ ჰუკის განზოგადებული კანონის მარჯვენა მხარეს მოთავსებულ სიდიდეებს ჩავთვლით ძაბვებად, მაშინ ეს ძაბვები და მათ მიერ შედგენილი მღუნავი მომენტები უკვე ვერ დააკმაყოფილებს სასაზღვრო პირობებს ფირფიტის გვერდებზე, სადაც მღუნავი მომენტები ტოლი უნდა იყოს გარე დატვირთვების სახით მოქმედი მომენტებისა. ყოველივე ეს წინააღმდეგობანი გამოწვეულია იმით, რომ პუასონის კოეფიციენტი მიღებულია, როგორც მუდმივი სიდიდე. ეს წინააღმდეგობანი აცილებულ იქნება თუ მხედველობაში მიიღება Vx და Vy ცვლადი პუასონის კოეფიციენტები.

ავტ.

 

9.1.41. კონტროლისა და მართვის ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემები ვიბრატორისათვის. /. ბერიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2011. - #1(479). გვ. 15-19. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დამუშავებულია კონტროლისა და მართვის ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემა ვიბრატორისათვის და ის წარმოდგენილია, როგორც მანქანა-დანადგარების განუყოფელი ნაწილი. ის საშუალებას იძლევა დადგინდეს დახურულ კამერაში შექმნილი წნევის პარამეტრები, განხორციელდეს მანქანა-დანადგარებში მიმდინარე მუშა პროცესის მართვა და კონტროლი. წარმოდგენილი საკონტროლო ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემა ვიბრატორისათვის საშუალებას იძლევა გაზომვები ჩატარდეს მაღალი სიზუსტით დიდი წნევის დიაპაზონში; ექსპერიმენტული კვლევების შედეგად წარმოდგენილია წნევის გავრცელების კანონზომირებები ლაზერის სხივის სხვადასხვა ენერგიის დროს.

ავტ.

 

9.1.42. მუდმივკვეთიანი ერთგვაროვანი სწორი ღეროს გაანგარიშება გრძივ დარტყმაზე, მდგრადობის გათვალისწინებით. /. ხაბეიშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). გვ. 13-16. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მუდმივკვეთიანი ერთგვაროვანი სწორი ღეროს გაანგარიშება გრძივ დარტყმაზე, მდგრადობის გათვალისწინებით. მიღებულია განივკვეთის ფართობის საანგარიშო ფორმულა, რომელიც საშუალებას გვაძლევს მარტივი გამოთვლებით დავადგინოთ სხვადასხვა მექანიკური და გეომეტრიული მახასიათებლები. მაგალითებით ნაჩვენებია სიმტკიცისა და მდგრადობის პირობების შემოწმება.

ავტ.

 

9.1.43. ერთგვაროვანი სწორკუთხა მუდმივი კვეთის მქონე ფურცლოვანი ხვეული რესორის გაანგარიშება დარტყმაზე. /. ხაბეიშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). გვ. 17-20. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ერთგვაროვანი სწორკუთხა მუდმივი კვეთის მქონე ფურცლოვანი ხვეული რესორის სტატიკური და დინამიკური გაანგარიშება. მიღებულია ღეროს მასის დაყვანის კოეფიციენტის ზოგადი საანგარიშო ფორმულა. დინამიკურობის კოეფიციენტის სიდიდე გამოთვლილია ღეროს მასის გათვალისწინებით და გაუთვალისწინებლად. ორივე შემთხვევაში განსაზღვრულია მაქსიმალური ნორმალური დინამიკური ძაბვები და შედარებულია ერთმანეთთან. რიცხვით მაგალითზე ნაჩვენებია, რომ ღეროს მასის გათვალისწინებით, დინამიკური ძაბვები საგრძნობლად მცირდება.

ავტ.

 

9.1.44. დრეკადი სისტემის გაანგარიშება ღუნვა-გრეხითი დარტყმის დროს. /. ხაბეიშვილი, . ანთელიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #3(477). გვ. 14-16. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია დრეკადი სისტემის გაანგარიშება, როდესაც მასზე მოქმედებს ვარდნილი ტვირთის დარტყმა, რომელიც იწვევს განივ ღუნვას და გრეხას. დინამიკურობის კოეფიციენტის გარეშე დინამიკური მახასიათებლების განსაზღვრა ახალი გამარტივებული ინჟინრული ხერხით ხდება. მიღებული დინამიკური მახასიათებლები არ განსხვავდება არსებული მეთოდებით განსაზღვრული სიდიდეებისაგან.

ავტ.

 

9.1.45. გაჭიმვასა და კუმშვაზე სხვადასხვა დრეკადობის მოდულის მქონე ღეროს გრძივი ღუნვა. /. ბაციკაძე, . მურღულია, . ნიჟარაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #4(478). გვ. 9-13. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განიხილება დრეკად სტადიაში მყოფი ღერო, რომელსაც გააჩნია საწყისი გამრუდება და რომელზეც შემდგომ მოქმედებს მკუმშავი გრძივი ძალა. ღეროს მასალა ხასიათდება განსხვავებული დრეკადობის მოდულით გაჭიმვასა და კუმშვაზე. ნაშრომში გამოთვლილია ღეროს ნეიტრალური ღერძის განტოლება მართკუთხა განივკვეთისათვის, რომლის მდებარეობა გაჭიმვისა და კუმშვის დრეკადობის მოდულების თანაფარდობაზეა დამოკიდებული. მიღებულია კრიტიკული ძალის გამოსათვლელი ფორმულა ორივე ბოლოთი სახსროვნად ჩამაგრებული ღეროსათვის. კრიტიკული ძალის განმსაზღვრელი ფორმულა კონსიდერის ფორმულის იდენტურია.

ავტ.

 

9.1.46. ფირფიტის ცილინდრული სიხისტის შესახებ. /. ბერიშვილი, . ბაციკაძე, . ჭყოიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #4(478). გვ. 14-16. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია, რომ ცილინდრული ღუნვის დროს Mx მღუნავი მომენტისაგან X მიმართულებით გამოწვეული sx ძაბვები Y მიმართულებით იწვევს არა მხოლოდ დეფორმაციებს, არამედ sy ძაბვებსაც. ამ ძაბვებისა და გვერდების ჩამაგრების შედეგად მიღებული ძაბვების შეჯამებით ძაბვები Y მიმართულებით ნულის ტოლი ხდება, რის გამოც ღუნვა ცილინდრულია. ნაჩვენებია, რომ ფირფიტის სიხისტე შესაბამისი კოჭის სიხისტესთან შედარებით ცვლილებას არ განიცდის, მღუნავი მომენტი კი მცირდება, რაც იწვევს ფირფიტის ჩაღუნვების შემცირებას.

ავტ.

 

ბ2. ქიმია. ბიოლოგია

 

9.ბ2.1. რკინის ოქსიდის და ჰიდროოქსიდის ნანოზომის მინერალები, როგორც ფაზათა ფორმირების პროდუქტები სისტემებში რკინა-ნახშირბადი-წყალი-ჟანგბადი: 1. ფაზათა ფორმირების პროცესები და მექანიზმები სისტემებში გალვანური კონტაქტით რკინა-ნახშირბადი და ფოლადის ელექტროდით; რკინა–ჟანგბადის სტრუქტურათა ნარევების სეპარირება. /ო. ლავრინენკო/. Nano Studies. - 2011. - #4. - გვ. 5-20. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

გამოკვლევის პირველ ნაწილში აღწერილია გალვანური კოაგულაციის პროცესის არსი გალვანური კონტაქტის რკინა (ფოლადი)-ნახშირბადი (კოქსი) არსებობის პირობებში. St3Fe^0H_2OO_2 სისტემებში შესაძლებელია რკინის ოქსიდისა და ოქსოჰიდროოქსიდის სხვადასხვა კრისტალოგრაფიული მოდიფიკაციის ულტრადისპერსული (ნანოზომის) მინერალებისა და 3d-მეტალების ფეროშპინელების მიღება. პროცესის მიმდინარეობის ფიზიკურ-ქიმიური პირობები გავლენას ახდენენ ულტრადისპერ­სული სტრუქტურების ფაზურ შემადგენლობაზე და ტიპზე. ნაჩვენებია, რომ ამ სისტემებში თავდაპირველად წარმოიქმნება Fe(II)–Fe(III)-ის ჰიდროდიოქსიდის (პროტოლეპიდოკრო­კიტის ანუ მწვანე ჟანგის) ფენოვანი სტრუქტურა და ფერიჰიდრიდი, რომლებიც წარმოადგენენ ჩანასახებს შემდგომში მათგან რკინა-ჟანგბადის სტრუქტურების a‑ და g‑მორფოლოგიური რიგების ჩამოყალიბებისათვის.

ავტ.

 

9.ბ2.2. რკინის ოქსიდის და ჰიდროოქსიდის ნანოზომის მინერალები, როგორც ფაზათა ფორმირების პროდუქტები სისტემებში რკინა-ნახშირბადი-წყალი-ჟანგბადი: 2. რკინა-ჟანგბადის ჩანასახური სტრუქტურების ფორმირება ფოლადის ზედაპირზე; რკინის ოქსიდის და რკინის ჰიდროოქსიდის ნანოზომის მინერალებისა და კომპოზიტების მიღება ფოლადის ზედაპირზე და მათი სამედიცინო და ბიოლოგიური სისტემების გამოკვლევებში გამოყენების მაგალითები. /ო. ლავრინენკო/. Nano Studies. - 2011. - #4. - გვ. 21-40. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

მიმოხილვის მეორე ნაწილში ნაჩვენებია რკინა-ჟანგბადის ნანოზომის სტრუქტურების ფორმირების თავისებურებანი გამყოფ საზღვარზე ფოლადის ზედაპირი–წყლის დისპერსიული გარემო–ჰაერის ჟანგბადი. უმნიშვნელოვანეს პარამეტრებს, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ფაზების ფორმირებაზე ფოლადის ზედაპირზე, წარმოადგენდნენ დისპერსიული გარემოს ქიმიური შემადგენლობა და ðÍ-ის მნიშვნელობა, ტემპერატურა და ჟანგვის პირობები. წყლიან დისპერსიულ გარემოში მძიმე (Fe(II), Fe(III), Zn(II), Ni(II), Cu(I), Cu(II) და ა.შ.) და კეთილშობილი (Ag(I), Au(III), Pt(IV), Pd(II)) მეტალების შეყვანა ნანოზომის სტრუქტურების ფაზურ შემადგენლობას ავსებს ფერიშპინელებით და ბირთვი-გარსი ტიპის კომპოზიტებით, რომლებიც შედგებიან ფერიმაგნიტური ბირთვისა და კეთილშობილი მეტალის გარსისაგან. მათი ბიოლოგიური თვისებების წყალობით, ამ სისტემაში მიღებული სტრუქტურები გამოსადეგია სამედიცინო და ბიოლოგიურ გამოკვლევებში გამოსაყენებლად.

ავტ.

9.ბ2.3. გეომეტრიული მოდელები ბორის ნიტრიდის ელემენტარული ნანოსისტემებისათვის. /ლ. ჩხარტიშვილი/. Nano Studies. - 2011. - #4. - გვ. 85-94. - ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ბორის ნიტრიდის რეგულარული ნანომილაკებისა და ფულერენებისათვის შემოთავაზებულია გეომეტრიული მოდელები. ატომური კვანძების კოორდინატები და კვანძთაშორისი მანძილები ამ სტრუქტურებში ცხადადაა გამოსახული B−N ბმების სიგრძის მეშვეობით. ბორის ნიტრიდის რეგულარული გეომეტრიის მქონე ნანოსისტემების ამგვარი აღწერა წარმოადგენს საფუძველს შემდგომში მათი ძირითადი მდგომარეობის პარამეტრებისა და ელექტრონული სტრუქტურების გამოთვლებისთვის.

ავტ.

 

9.ბ2.4. ოქროს ნანონაწილაკების სინთეზი Streptomyces Glaucus 71 MD‑ის მოქმედებით. /თ. ყალაბეგიშვილი, ე. კირკესალი, ა. რჩეულიშვილი, ი. მურუსიძე, დ. პატარაია, მ. გურიელიძე, გ. ცერცვაძე, ვ. გაბუნია, დ. გვარჯალაძე, ლ. ლომიძე/. Nano Studies. - 2011. - #4. - გვ. 113-118. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილი იქნა აქტინომიცეტების (ბაქტერიული) შტამის Streptomyces glaucus 71MD (გამოყოფილი სოიოს რიზოსფეროდან საქართველოს ნიადაგებიდან) უნარიანობა წარმოქმნას ოქროს ნანონაწილაკები ტეტრაქლორაურიტის მჟავას (HAuCl_4) წყალხნარიდან. მიღებული შედეგები ცხადად აჩვენებენ, რომ ოქროს ნანონაწილაკები, ფორმირებული Streptomyces glaucus 71MD‑ის მოქმედების შედეგად Au(III) იონების აღდგენით, კრისტალური ბუნებისაა და, ძირითადად, უჯრედს გარეთ წარმოიქმნებიან.

ავტ.

 

9.ბ2.5. სხვადასხვა მოდიფიკაციის ნანოკრისტალური ბორის მიღების თაობაზე. /დ. გაბუნია, ა. გაჩეჩილაძე, ა. მიქელაძე, ო. ცაგარეიშვილი, ლ. ჩხარტიშვილი/. Nano Studies. - 2011. - #4. - გვ. 123-132. - რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ეს მიმოხილვა წარმოდგენს ცდას, რომ ხელმისაწვდომი მონაცემებიდან გამოიყოს ის შედეგები, რომლებიც ასაბუთებენ სხვადასხვა მოდიფიკაციის ნანოკრისტალური ბორის მიღების შესაძლებლობას.

ავტ.

 

9.ბ2.6. გერმანიუმის ნიტრიდის ნანომავთულების მიღება. /დ. ჯიშიაშვილი, ზ. შიოლაშვილი, ნ. მახათაძე, ლ. ქირია, ა. ჯიშიაშვილი, ვ. გობრონიძე/. Nano Studies. - 2011. - #4. - გვ. 133-138. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა გერმანიუმის ნიტრიდის ნანომავთულების მიღება შედარებით დაბალ, 500–580^oC ტემპერატურულ ინტერვალში. სინთეზის ტემპერატურის ასეთი შემცირება აიხნება მაღალაქტიური ჰიდრაზინის (N_2H_4) ორთქლის გამოყენებით. ჰიდრაზინი შეიცავდა 3 მოლ. % წყალს. 480 ^oC ტემპერატურაზე, წყლის მოლეკულების მაღალი აქტიურობის გამო, გერმანიუმის ფუძეშრეზე წარმოიქმნებოდნენ სფერული ფორმის GeO_x კლასტერები. დაწყებული 530^oC-დან, ჰიდრაზინის თერმული დაშლის პროდუქტებით გერმანიუმის ნიტრირების შესაძლებლობა იმატებს და GeO_x კლასტერების ზედაპირებზე ორთქლი–სითხე–მყარი მექანიზმით იზრდება Ge_3N_4-ის ნანომავთულები. 530^oC-ის ზემოთ ზრდის მექანიზმი იცვლება ორთქლი–მყარი მექანიზმით და ზედაპირზე იზრდება გერმანიუმის ნიტრიდის ნანოსარტყელები. აღმოჩნდა, რომ ნიტრიდის ჩანასახებს გააჩნიათ, როგორც a-, ისე b-Ge_3N_4-ის სტრუქტურა, მაგრამ ერთგანზომილებიან ზრდას მხოლოდ a-ფაზის ნიტრიდები ახერხებენ.

ავტ.

 

9.2.7. აცეტამიდის და N,N- დიმეთილაცეტამიდის მეტალებთან კომპლექსების წარმოქმნის უნარიანობაზე გამხსნელის გავლენის კვანტურ-ქიმიური შესწავლა. /. ცინცაძე, . კერესელიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 55-57. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ნახევრადემპირიული კვანტურ-ქიმიური AM1 მეთოდის გამოყენებით გამოთვლილია აცეტამიდის და N,N-დიმეთილაცეტამიდის ენერგეტიკული, ელექტრონული და სტრუქტურული მახასიათებლები როგორც აირად მდგომარეობაში, ასევე გამხსნელებში. ნაჩვენებია, რომ შესწავლილი ამიდების მეტალებთან კომპლექსების წარმოქმნის უნარიანობაზე გამხსნელის გავლენის შეფასებისათვის საჭიროა ენერგეტიკული, ელექტრონული და სტრუქტურული მახასიათებლების ინდივიდუალური ანალიზი. მიღებული შედეგები გამოიყენება გამხსნელის გავლენის შეფასებისათვის.

ავტ.

 

9.2.8. ზოგიერთი ნორმალურჯაჭვიანი მონოჰალოგენალკანის მათემატიკურ-ქიმიური გამოკვლევა. /. გვერდწითელი, . ლეკიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 58-59. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ჩატარებულია ზოგიერთი ნორმალურჯაჭვიანი მონოჰალოგენალკანის მათემატიკურ-ქიმიური გამოკვლევა ფსევდო-რნბ-მატრიცების მეთოდის ფარგლებში. აგებულია "აღნაგობა-თვისებები"- ტიპის ექვსი კორელაციური განტოლება. გამოთვლებმა აჩვენა, რომ კორელაციები დამაკმაყოფილებელია.

ავტ.

 

9.2.9. პლასტიდური დნმ-ის თანმიმდევრობის მრავალფეროვნება მსოფლიო ვაზის ჯიშებში (Vitis vinifera L. subsp. vinifera). /. ბერიძე, . ფიფია, . ბეკი, .. ჰსუ, . გამყრელიძე, . გოგნიაშვილი, . ტაბიძე, . ტისი, . ბასილიერი, . გოცირიძე, . ღლონტი, . შაალი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 98-103. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია გეოგრაფიულად დაცილებული 113 კულტივირებული ვაზის ჯიშის დნმ-ის თანმიმდევრობების მრავალფეროვნება ორ პლასტიდურ უბანში (trnH-psbA ინტერგენური სპეისერი და რპლ16 ინტრონი). შესწავლილი ჯგუფი შეიცავდა ვაზის 40 ქართულ ნიმუშს. საქართველო ცნობილია როგორც 500-ზე მეტი ვაზის ჯიშის სამშობლო. აქ აღმოჩენილია ვაზის დომესტიკაციის დამამტკიცებელი უძველესი არქეოლოგიური ნიმუშები. კავკასიის რეგიონი, რომელსაც საქართველო მიეკუთვნება, ითვლება იმ ადგილად, სადაც ვაზის დომესტიკაციის პროცესი დაიწყო, შესაბამისად ამ რეგიონის გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა წარმოადგენს ზოგადად ვაზის დომესტიკაციის გარკვევის ერთ-ერთ აუცილებელ გასაღებს. 113 ნიმუშში აღმოჩენილია ოთხი პლასტიდური ჰაპლოტიპი, რომლებიც მონიშნულ იქნა მათი დამახასიათებელი 3 პოლიმორფული უბნის მიხედვით: (AAA) – 23 ნიმუში, (ATT) – 29 ნიმუში, (GTA) – 26 ნიმუში, და (ATA) – 35 ნიმუში. AAA ჰაპლოტიპი აღმოჩენილ იქნა მხოლოდ ქართულ ნიმუშებში. ის ფაქტი, რომ ქართულ ჯიშებში ვლინდება როგორც უნიკალური ჰაპლოტიპი (AAA), ასევე ყველა სხვა დანარჩენი ჰაპლოტიპი, კარგად ეთანადება ადრეულ დასკვნებს იმის თაობაზე, რომ კავკასიის რეგიონისთვის დამახასიათებელია ველური ვაზის (V. vinifera L. subsp. sylvestris) უნიკალური და მაღალი დონის გენეტიკური მრავალფეროვნება.

ავტ.

 

9.2.10. ფერმენტაციული რეაქციის ერთი სტოქასტური მოდელის კოეფიციენტების შეფასების შესახებ. /. დოჭვირი, . ნადარაია, . სოხაძე, . ტყემალაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 104-107. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია ფერმენტაციული რეაქციის სტოქასტური მოდელი. სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით მიღებულია მოდელში შემავალი კოეფიციენტების გამოსათვლელი ფორმულები. კერძოდ, მოცემულია მიხაელ-მენთენის განტოლების პარამეტრების შეფასების ფორმულები.

ავტ.

 

9.2.11. დიპიროლონაფთალინების ამიდური ნაწარმების მას-სპექტრებში ფრაგმენტაციის თავისებურებანი. /. სამსონია, . ტრაპაიძე, . ნიკოლეიშვილი, . კუპრაშვილი, . ესაკია, . ზურაბიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 54-60. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

წარმოდგენილია ბენზო[e]პიროლო[3,2-g]ინდოლის დიქლორანჰიდრიდისა და მის საფუძველზე მიღებული დიამიდების მას-სპექტრებში მოლეკულური იონების ფრაგმენტაციის თავისებურებანი. იგი შედარებულია ბენზოპიროლოინდოლის, იზომერული ინდოლო[4,5-e]ინდოლისა და ინდოლო[5,4-e]ინდოლის დიჰიდრაზიდებისა და მათ საფუძველზე მიღებულ ჰიდრაზიდოჰიდრაზონების ფრაგმენტაციასთან. გაკეთებულია დასკვნა სინთეზირებული ამიდური ნაწარმების მას-სპექტრებში ფრაგმენტაციის ზოგადი კანონზომიერების შესახებ: საწყის სტადიებზე ხდება მოლეკულური იონების გვერდითი რადიკალების (R) ელიმინირება და დიკარბონილის ჯგუფის შემცველი ფრაგმენტების [OC-Het-CO]+ წარმოქმნა, რომელიც მას-სპექტრებში დაფიქსირებულია ან მაქსიმალური (100%), ან მაღალი ინტენსიურობის პიკების სახით. ამ იონებისათვის მოწოდებულია ქინოიდური სტრუქტურა, რომელიც სავარაუდოდ მათ მდგრადობას განაპირობებს. შემდგომი ფრაგმენტაცია მიმდინარეობს ძირითადად CO და HCN ჯგუფების თანდათანობით მოხლეჩით. ზოგიერთ შემთხვევაში კი დაფიქსირებულია მათი დაშლის საინტერესო ალტერნატიული გზაც, სპექტრებში ფიქსირდება -N=C=C=O ფრაგმენტის ელიმინირება (პიროლის ბირთვის დაშლა), რომელიც განსხვავდება ინდოლების დაშლის ცნობილი სქემისაგან.

ავტ.

 

9.2.12. ბიოლოგიურად აქტიური ტრანს-რეზვერატროლის და ε-ვინიფერინის შემცველობა საქართველოში გავრცელებულ ფერადყურძნიან ვაზის ჯიშებში. /. ბეჟუაშვილი, . ვეფხიშვილი, . კობაიძე, . შუბლაძე, . ოქრუაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 61-64. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

საქართველოში გავრცელებული ვაზის საწარმოო ფერადყურძნიანი ჯიშების ყურძნის კანიდან გამოყოფილია სტილბენეშემცველი ჯამური პრეპარატები. ეს ჯიშები შემდეგია: საფერავი, საფერავი ბუდეშურისებრი, კაბერნე სოვინიონი, ოცხანური საფერე, ჩხავერი, ოჯალეში, ალადასტური, ალექსანდროული, მუჯურეთული, ასურეთული შავი. მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის საფუძველზე გამოვლენილია მათი მრავალფეროვანი სტილბენეური სპექტრები, რომელთა შორის განსაზღვრულია ტრანს-რეზვერატროლი და ε–ვინიფერინი. თითოეულ მათგანში შეინიშნება ერთი კანონზომიერება მონომერული სტილბენეს ტრანს-რეზვერატროლის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად აღემატება დიმერული ε-ვინიფერინის კონცენტრაციას. მათი რაოდენობა ცვალებადობს ჯიშის გავრცელების ადგილის მიხედვით. სტილბენეური სპექტრის შესწავლა თეორიული საფუძველია სამკურნალო-კვებითი ღირებულების თვალსაზრისით როგორც ყურძნის, ასევე მათგან დამზადებული ღვინოების ფუნქციური დანიშნულების ასახსნელად.

ავტ.

9.2.13. განტოლებები სუსტი ორფუძიანი ორგანული მჟავების დისოციაციის პარამეტრების მიახლოებითი გათვლისათვის. /. კვარაცხელია, . კვარაცხელია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 65-68. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შემოთავაზებულია მარტივი ემპირიული განტოლებები სუსტი ორფუძიანი ორგანული მჟავების განზავებულ ხსნარებში დისოციაციის ხარისხებისა და PH-ის მნიშვნელობათა სწრაფი მიახლოებითი გათვლისათვის. აღნიშნული განტოლებების გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე სუსტი სამფუძიანი ორგანული მჟავებისათვის, რომლებსაც დაბალი K3-ის სიდიდეები გააჩნია.

ავტ.

 

9.2.14. პირიმიდინისა და პურინის სინთეზის მექანიზმების კვანტურ-ქიმიური მოდელირება. /. კერესელიძე, . ქვარაია, . ფაჩულია, . ზარქუა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 69-72. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

თანამედროვე კვანტურ-ქიმიური არაემპირიული მეთოდის სიმკვრივის ფუნქციონალის თეორიის გამოყენებით აგებულია პირიმიდინისა და პურინის სინთეზის მექანიზმების კვანტურ-ქიმიური მოდელები. გაკეთებულია დასკვნა, რომ შემოთავაზებული მოდელები შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირიმიდინისა და პურინის ფაქიზი და მიზანმიმართული სინთეზის განხორციელებისათვის.

ავტ.

 

9.2.15. ოქსიდური ხენჯის ზრდის კინეტიკა დიფუზიის ეფექტური ზედაპირის ცვლილებისას. /. მიქაძე, . ნახუცრიშვილი, . კანდელაკი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 73-75. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ევანსის კონცეპტუალური თეორიის საფუძველზე მოსინჯულია დიფუზიის ეფექტური ზედაპირის ცვლილების პირობებში ოქსიდური ხენჯის ზრდის ახალი განტოლება და მიღებულია საანგარიშო ფორმულები როგორც კონკრეტული მხურვალმედეგი შენადნობების, ასევე კვლევის ჰიპოთეზური ობიექტების ჟანგვის კინეტიკური მრუდეების ასაგებად.

ავტ.

9.2.16. იზოლირებითა და დღე-ღამური რიტმის დარღვევით გამოწვეული თავის ტვინის ოქსიდაციური სტრესი. /. მენაბდე, . ქუჩუკაშვილი, . ჩაჩუა, . ჭიპაშვილი, . კოშორიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 87-91. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია ვირთაგვას თავის ტვინში პრო- და ანტიოქსიდანტური სისტემის ფუნქციური მდგომარეობა ცხოველების 40-დღიანი იზოლირებითა და დღე-ღამური რიტმის დარღვევით გამოწვეული სტრესის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ვირთაგვის თავის ტვინის უჯრედებში აღინიშნება აზოტის ჟანგის (NO) რაოდენობრივი მატება, რასაც თან სდევს ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის ინტენსივობის გაძლიერებაც, რისი მაჩვენებელიცაა ამ პროცესის ერთ-ერთი საწყისი და საბოლოო პროდუქტების დიენური კონიუგატების და თიობარბიტული მჟავას აქტიური პროდუქტების, მათ შორის მალონის დიალდეჰიდის რაოდენობის ზრდა. პარალელურად, სტრესის საწყის ეტაპზე ანტიოქსიდანტური სისტემის ფერმენტების: სუპეროქსიდდისმუტაზასა და კატალაზას აქტივობა გაძლიერებულია, ხოლო სტრესის გახანგრძლივების შედეგად აღინიშნება ამ ფერმენტების აქტივობის მკვეთრი შემცირება, რაც უჯრედის დაღუპვის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ავტ.

 

9.2.17. ძუძუს კარცინომის ქსოვილის ქრომატინის თერმოსტაბილურობა. /. მონასელიძე, . ნემსაძე, . კიკალიშვილი, . გორგოშიძე, . ხაჩიძე, . კილაძე, . ლომიძე, . რამიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 92-95. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილ იქნა ჯანმრთელი და სხვადასხვა სტადიის ძუძუს კარცინომის ქსოვილებში ქრომატინის დენატურაციის თერმოსტაბილურობა და სითბური მახასიათებლები. ნაჩვენებია, რომ ნორმალურ ქსოვილში დენატურაციის პროცესი მოიცავს ხუთ სტადიას გადასვლის ტემპერატურებით: 55, 66, 78, 97 და 103°C. გადასვლის პირველი, მეორე და მესამე სტადია დაკავშირებულია ცილების დენატურაციასთან, ხოლო მეოთხე და მეხუთე გადასვლა შეესაბამება ქრომატინის დენატურაციას. აღმოჩნდა, რომ ქრომატინის ორივე დომენის სტაბილურობა შემცირდა 5 და 3.5°C გრადუსით ნორმასთან შედარებით და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, V გადასვლისას შთანთქმული სითბოს (ΔHd) 20% გადადის IV სტადიაზე შთანთქმულ სითბოში ისე, რომ ქრომატინის დენატურაციის ჯამური ენთალპია უცვლელი რჩება. ჩვენ ამ ცვლილებას განვიხილავთ, როგორც ქრომატინის ორივე სტრუქტურის (ჰეტერო და აქტიური ქრომატინის) რემოდელირებას, კერძოდ, 30 ნმ-იანი ფიბრილის სტრუქტურის დაახლოებით 20%-ის გაშლას 10 ნმ-იან ფიბრილამდე და 10 ნმ-იანი ფიბრილის ნაწილობრივ გაშლას, H1 და ბირთვის H2A/H2B ჰისტონების დაკარგვის გამო, რაც ეთანხმება გამოქვეყნებულ მონაცემებს.

ავტ.

 

9.2.18. მანგანუმშემცველი სულფატური შლამის და ამონიუმის ნიტრატის საფუძველზე მიღებული მასალების შესწავლა. /. ჭეიშვილი, . შავლაყაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). გვ. 83-87. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მანგანუმის შემცველი სულფატური შლამის და ამონიუმის ნიტრატის საფუძველზე შედგენილ კომპოზიციებში 170-2000C-ზე ჩატარებული სინთეზით მიღებული მასალებისათვის განხორციელდა ხსნადობისადმი მიდრეკილების შესწავლა ტესტურ რეაგენტთან მიმართებაში (2% ლიმონმჟავას წყალხსნარი). მიღებულ ექსტრაქტებს ჩაუტარდა სპექტრული კვლევა, ხოლო მასალათა ფაზური შედგენილობა შეფასდა რენტგენოფაზური ანალიზით. მასალათა შესწავლით დადგინდა, რომ მათ წამყვან თვისებებს განსაზღვრავს სინთეზის ტემპერატურა, კაზმში საწყისი ინგრედიენტების შემცველობა, თერმოდამუშავებისას წარმოქმნილი ფაზების სახე და კრისტალურ-ამორფული ფაზების თანაარსებობა.

ავტ.

 

9.2.19. დურდოს ცივი და ფერმენტული მაცერაციების ზეგავლენა წითელ ღვინოში ფენოლური ნაერთების შემცველობაზე. /. ხომასურიძე, . მამაიაშვილი, . ჟიჟილაშვილი, . დათუკიშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #3(477). გვ. 56-60. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია ფერმენტული მაცერაციისა და დურდოს სიცივით დამუშავების ზეგავლენა ღვინოში ფენოლური ნაერთების შემცველობაზე. ფენოლური ნაერთები განისაზღვრა ფოლინ-ჩოკალტეოს სპექტროფოტომეტრული მეთოდით. ცივი დამუშავება ხდებოდა C ტემპერატურაზე 6; 12; 24 და 48 საათის განმავლობაში. ფერმენტული მაცერაციისათვის გამოყენებულია შამპანის ენოლოგიის ინსტიტუტში შექმნილი ფერმენტული პრეპარატი ,,ექსტრაზიმი". ჩატარებული ექსპერიმენტის საფუძველზე დადგინდა: დურდოს სიცივით დამუშავება C ტემპერატურაზე ხელს უწყობს ფენოლური ნაერთების რაოდენობის გაზრდას წითელ ღვინოში. ამ მიზნით ფერმენტული მაცერაცია შედარებით ეფექტურია, ვიდრე სიცივით დამუშავება. სიცივით დამუშავებისას ფენოლური ნაერთების ინტენსიური ექსტრაქცია მიმდინარეობს პირველი 24 საათის განმავლობაში, შემდეგ მათი რაოდენობის მატება უმნიშვნელოა. აქედან გამომდინარე, ოპტიმალურ დროდ მიიჩნევა 24 საათი. ფერმენტულ პრეპარატ ექსტრაზიმის გამოყენება მიზანშეწონილია თავკვერისაგან ფენოლური ნაერთებით მდიდარი წითელი ღვინის დასამზადებლად.

ავტ.

 

9.2.20. სტრუქტურული ინგრედიენტების ადიტიური სისტემა უწყლო სილიკატების თერმოდინამიკური პარამეტრების სტანდარტული მოლური მნიშვნელობების გაანგარიშებისათვის. /. სარუხანიშვილი, . მაცაბერიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #4(478). გვ. 29-33. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემოთავაზებულია უწყლო სილიკატების სამი ძირითადი თერმოდინამიკური თვისების (ნივთიერების წარმოქმნის სტანდარტული მოლური ენთალპიის DH0f, 298, ჯიბსის თავისუფალი ენერგიის DG0f, 298 და სტანდარტული მოლური ენტროპიის So298) გაანგარიშების მეთოდი, დაფუძნებული სტრუქტურული ინგრედიენტების ადიტიურ სისტემაზე სხვადასხვა კრისტალოქიმიურ ჯგუფში. ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია მივიღოთ DH0f, 298 და DG0f, 298 არა უმეტეს 1%, ხოლო So298 - 5% ცდომილებით.

ავტ.

 

9.2.21. a-ონოცერინი საქართველოში მოზარდი მინდვრის ფშნის ეკალის ფესვებიდან. /. სიჭინავა, . ალანია, . სუთიაშვილი, . ანელი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 7-9. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მინდვრის ფშნის ეკალის - Ononis arvensis (ოჯ. Leguminosae L.) ძირებიდან გამოყოფილია ტრიტერპენული სპირტი. მისი სტრუქტურა შესწავლილია ფიზიკური თვისებების, .., 1H და 13C ბმრ სპექტროსკოპიის მონაცემებით. დადგენილია, რომ ის წარმოადგენს α–ონოცერინს.

ავტ.

 

9.2.22. Astragalus Bungeanus Boriss-ის ქიმიური შედგენილობა. /. ალანია, . ქავთარაძე, . ლავოიე, . პიჩეტე, . მშვილდაძე, . აფაქიძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 10-13. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

Astragalus Bungeanus Boriss-ის მიწისზედა ნაწილებიდან გამოყოფილია ფლავონოიდი აპიგენინი და ციკლოარტანული ბისდესმოზიდი - ციკლოკანტოზიდი E. ნივთიერებათა სტრუქტურები დადგენილია ფიზიკურ-ქიმიური თვისებების, იწ, უი, 1Í და 13Ñ ბმრ სპექტროსკოპიული მონაცემების საფუძველზე. აღნიშნულ სახეობაში ეს ნივთიერებები პირველადაა გამოყოფილი და დახასიათებული.

ავტ.

 

9.2.23. კორპის ხის Phellodendron lavallei Dode ფოთლების ქიმიური გამოკვლევა. /. ალანია, . შალაშვილი, . ბაკურიძე, . სუთიაშვილი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 14-18. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჩატარებულია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ინტროდუცირებული მცენარის კორპის ხის (Phellodendron lavallei Dode) ქიმიური შედგენილობის შესწავლა. დადგენილია, რომ ფოთლები მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს ფენოლურ ნაერთებს (გამოსავალი 10%); ფლავონოიდების ეთილაცეტატიანი ჯამიდან გამოყოფილი და იდენტიფიცირებულია 4 ინდივიდუალური ნივთიერება: (2R,3R) - 3,5- დიჰიდროქსი -2- (4-ჰიდროქსიფენილ) - 8- (3-მეთილბუტ-2-ენილ)- 7-[O-b-D-გლუკოპირანოზილ] ოქსი -2,3–დიჰიდროქრომენ - 4-ონი (ფელამურინი); (2,3)-3,5-დიჰიდროქსი-2-(4-ჰიდროქსიფენილ)-8-(3-მეთილბუტ-2-ენილ)-7-[O-b-D-ქსილოპირანოზილ(1®3)-O-b-D-გლუკოპი­რანო­ზი­ლოქსი-2,3-დიჰიდროქრომენ 4-ონი, ჰიპერინი და ტრიფოლინი.

ავტ.

 

9.2.24. საქართველოს ფლორის სალბის ზოგიერთი სახეობის წინასწარი ფიტოქიმიური გამოკვლევა. /.საღარეიშვილი, .ანელი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 19-25. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჩატარებულია წინასწარი ფიტოქიმიური გამოკვლევა საქართველოს ფლორის სალბის ზოგიერთი სახეობების. დადგენილია, რომ ისინი მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავენ ფენოლურ ნაერთებს, ტრიტერპენებს და ეთეროვან ზეთებს. ენდემური სახეობის Salvia garedji Troitsk.-ის მიწისზედა ნაწილებიდან გამოყოფილია 4 ინდივიდი. ისინი მიეკუთვნებიან კონდენსირებულ მთრიმლავებს, ტრიტერპენებს და ფლავანონებს.

ავტ.

 

9.2.25. საქართველოს ფლორის Stenbergia Colchiciflora Waldst Et Kit ალკალოიდები. /. კინწურაშვილი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 26-29. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

პირველადაა შესწავლილი საქართველოში გავრცელებული მცენარე Stenbergia Colchiciflora Waldst Et Kit. ალკალოიდების შემცველობაზე. დადგენილია, რომ მცენარის მიწისზედა ნაწილები ყვავილობის ფაზაში შეიცავს ალკალოიდების ჯამს 0,28%-, ბოლქვები 0,45%-. გალანტამინის მაქსიმალური შემცველობა მიწისზედა ნაწილებში აღინიშნება ბუტონიზაციისა და ყვავილობის დასაწყისში და აღწევს 0.05%-, ბოლქვებში კი ვეგეტაციის ბოლოს - 0,07%. პირველად გამოყოფილი და იდენტიფიცირებულია ალკალოიდები: ლიკორინი, გალანტამინი, ტაცეტინი, გემანტამინი.

ავტ.

 

9.2.26. ალკალოიდები ფსევდოციკლობუქსინი-D, ციკლობუქსინი-D, L-ციკლოპროტობუქსინი - C Buxus ñolchica Pojark-ფოთლებიდან. /. ვაჩნაძე, . ჯაყელი, . წაქაძე, . ვაჩნაძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 30-34. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ინდივიდუალური ალკალოიდები გამოყოფილ იქნა გამდიდრებული ფრაქციებიდან ალუმინის ჟანგზე სვეტური ქრომატოგრაფირებით და ციტრატ-ფოსფატურ ბუფერებში ფუძიანობის მიხედვით. ალკალოიდები ფსევდოციკლობუქსინი-D, ციკლობუქსინი-D, L-ციკლოპროტობუქსინი-D პირველადაა გამოყოფილი Buxus ñolchica Pojark-დან.

ავტ.

 

9.2.27. Veratrum lobelianum Bernh.-ის ალკალოიდების განსაზღვრის ქრომატო-სპექტროფოტომეტ­რული და პლანიმეტრული მეთოდიკების შემუშავება. /. სულაძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 35-41. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემუშავებულია ლობელის შხამას ფესურებისა და ფესვების ფარმაკოლოგიურად და ბიოლოგიურად აქტიური ალკალოიდების რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდიკები: ქრომატო-სპექტროფო­ტომეტ­რული იერვინის და პლანიმეტრული-ფსევდოიერვინის, რუბიიერვინის, ვერალოზინის, ვერალოზინინის, ვერალოზიდინის განსაზღვრისათვის. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა მცენარის შეგროვების ოპტიმალური ვადები ფარმაკოლოგიურად აქტიური ალკალოიდის იერვინის მისაღებად და შესაძლებელი გახადა ლობელის შხამას ფესურებისა და ფესვების სტანდარტიზაციის ჩატარება. პლანიმეტრიული ანალიზის მეთოდით გამოვლინდა კანონზომიერება იერვინის, ფსევდოიერვინის, რუბიიერვინის, აგრეთვე ვერალოზინისა და ვერალოზინინის დაგროვებაში.

ავტ.

 

9.2.28. მცენარის მეორეული მეტაბოლური პროცესების შესწავლა რადიობიოლოგიური ხერხის გამოყენებით. /. გოგებაშვილი, . ვაჩნაძე, . ივანიშვილი, . ჯაყელი, . მუჯირი, . ჩხიკვაძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 42-45. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია ალკალოიდური მცენარე Vinca minor-ის მეორეული მეტაბოლიზმის აქტიურობის ცვლილებები პოსტრადიაციულ პერიოდში. ალკალოიდების რაოდენობრივი მაჩვენებლების დინამიკის ანალიზის საფუძველზე მიღებულია ამ პროცესის რადიორეზისტენტობის მონაცემები და განსაზღვრულია როგორც სასტიმულაციო (15-20 გრეი), ისე მაინჰიბირებელ (100-150 გრეი) დოზათა ინტერვალი. ზოგიერთი ალკალოიდების შემცველობის შეფარდებითი ცვლილებების ანალიზით ნაჩვენებია, რომ რაოდენობრივი ცვლილებები არაპროპორციულად მიმდინარეობს. ეს, თავის მხრივ, ინტერპრეტირებულია, როგორც ალკალოიდების მეტაბოლიზმის სხვადასხვა რგოლების რადიორეზისტენტობის განსხვავებული დონე.

ავტ.

 

9.2.29. საქართველოში მოზარდი კრაზანას ბალახის სტანდარტიზაციის საკითხისათვის. /. იავიჩი, . ჭურაძე, . რუხაძე, . გაგუა, . მაღრაძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 46-53. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

რაოდენობრივად განსაზღვრულია საქართველოში მოზარდი კრაზანას ბალახში არსებული ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ძირითადი კლასები. მოწოდებულია დამატებით ფარმაკოპეის სტატიაში შეტანა მთელი რიგი ტესტებისა, მათ შორის მთრიმლავი ნივთიერებების რაოდენობრივი განსაზღვრა, ქრომატოგრაფიული ანალიზი და სხვ. ჩატარებულია რაოდენობრივი ანალიზის ვალიდაცია და ნაჩვენებია, რომ მიღებული მონაცემები პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს.

ავტ.

 

9.2.30. Rhododendron Caucasicum-ის ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდის ვალიდაციის საკითხისათვის. /. იავიჩი, . ჭურაძე, . რუხაძე, . გაგუა, . მჭედლიძე, . მაღრაძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 54-60. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემუშავბულია Rhododendron Caucasicum-ის ფოთლების სტანდარიზაციის მეთოდი. ჩატარებულია Rhododendron Caucasicum-ის ფოთლებში ფლავონოიდების ჯამისა და მთრიმლავი ნივთიერებების რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდის ვალიდაცია. დადგენილია, რომ ორივე მეთოდი ხასიათდება კარგი წარმოებულობით, სიზუსტით, სისწორით და სხვა აუცილებელი პარამეტრებით. ეს საშუალებას გვაძლევს შევიმუშავოთ შესაბამისი ფარმაკოპეის სტატია.

ავტ.

 

9.2.31. კერატოლიტური მოქმედების ფსორიაზის საწინააღმდეგო მალამოს სტანდარტიზაცია. /. სულაქველიძე, . მალანია, . კიკალიშვილი, . ტურაბელიძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 61-64. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ფსორანტრონი Cფსორიაზის სამკურნალო საშუალებაა. ფსორანტრონი მზადდება 0,5 და 1,5% მალამოს სახით, რომლის აქტიურ სუბსტანციას დიტრანოლი (1,8 – დიჰიდროქსი – 9 ანტრონი) და სალიცილის მჟავა წარმოადგენს. პრეპარატ ფსორანტრონ C”-ში დიტრანოლის რაოდენობრივი განსაზღვრისათვის შემუშავებულ იქნა სპექტროფოტომეტრული, ხოლო სალიცილის მჟავის განსაზღვრისათვის შერჩეულ იქნა ტიტრაციის მეთოდი. რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდების სტატისტიკური დამუშავებით მიღებული შედეგების ფარდობითი ცდომილება არ აღემატება 5%.

ავტ.

 

9.2.32. ახტალის ტალახიდან პოტენციური პრეპარატების მიღების და მათი გინეკოლოგიაში გამოყენების საკითხისათვის. /. ჯავახია/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 65-68. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ახტალის ტალახის მაღალი ბიოლოგიური აქტიურობის და მისი გინეკოლოგიაში გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინებით, მოწოდებულია სხვადასხვა შემადგენლობის მალამოს რეცეპტურა. მათში შეყვანილია მგდ- ემულსია, ახტალის ტალახი და ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული აქტიურობა. შესწავლილია მოწოდებული მალამოს ოსმოსური აქტიურობა და სტაბილურობა.

ავტ.

 

9.2.33. არაორგანული ნივთიერებების გამოყენება ფარმაციაში. /. აბულაძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 69-78. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

არსებული მზა სამკურნალწამლო საშუალებების გაუმჯობესებისა და ახალი პოტენციური საშუალებების ძიებაში ეკონომიური და ხელმისაწვდომი ბუნებრივი მოქმედი და დამხმარე ნივთიერებების ჩართვა თანამედროვე ფარმაციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მოძიებულია ცნობები ფარმაცევტული პროდუქტების მოსამზადებლად ნატივური არაორგანული ნივთიერებების - თიხების, ცეოლითების, მინერალური წყლების, მარილ-პეჟოების, სამკურნალო ტალახების, შუნგიტების და .. გამოყენების შესახებ. ამ მიმოხილვას არა აქვს ფარმაციაში, მედიცინაში, ვეტერინარიაში, კოსმეტოლოგიაში არაორგანული ნივთიერებების გამოყენების სრულად გაშუქების პრეტენზია; შევეცადეთ მოგვეხაზა მხოლოდ ძირითადი მიმართულებები.

ავტ.

 

9.2.34. რადიოპროტექტორები და ტერმინოლოგიური უზუსტობანი რადიოდამცავი პრეპარატების გამოყენების დროს. /. ივანიშვილი, . გოგებაშვილი, . იავიჩი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 79-83. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია რადიოდამცავი პრეპარატების წარმოებისას, გაყიდვისას და გამოყენებისას ტერმინოლოგიურ უზუსტობათა ანალიზი. ნაჩვენებია, რომ საერთოდ მიღებული რადიობიოლოგიური მახასიათებლების (დოზის შემცირების ფაქტორი) გამოყენების გარეშე ძნელია შეფასდეს არა მარტო გამოშვებული პრეპარატის რადიოპროტექტორული აქტიურობის დონე, არამედ შესაძლებელია სერიოზული პრობლემები შეიქმნას მათი გამოყენების დროს. ეს შეხედულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორგანიზმში პრეპარატის შეყვანის პრინციპის დროის განსაზღვრასთან მიმართებაში (ანუ რადიაციულ ზემოქმედებამდე თუ რადიაციული ზემოქმედების შემდეგ). თუ პირველ შემთხვევაში პრიორიტეტულად გვევლინება სხვადასხვა ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური პროცესების ინჰიბირება და თავისუფალი რადიკალების ციტოლოგიური ტოქსიკურობის შემცირება, პრეპარატების რადიაციული ზემოქმედების შემდეგ გამოყენებისას წამყვანს შეიძლება წარმოადგენდნენ რადიაციული დაზიანებების პოსტრადიაციული აღდგენის პროცესების აქტივაციასთან დაკავშირებული რეაქციები; ამიტომ აუცილებელია ტერმინოლოგიური დისციპლინის მკაცრად დაცვა. ამგვარად, რადიოპროტექტორები შეიძლება ეწოდოს ორგანიზმში რადიაციულ ზემოქმედებამდე შეყვანილ პრეპარატებს, ხოლო რადიოპროფილაქტიკური - დასხივების შემდეგ შეყვანილ პრეპარატებს.

ავტ.

 

9.2.35. Symphytum asperum და S.caucasicum-ის ფოთლების მაღალმოლეკულური ფრაქციების ბიოლოგიური აქტივობა. /. ბარბაქაძე, . მერლანი, . გოგილაშვილი, . ამირანაშვილი, . მულკიჯანიანი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 84-90. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

Symphytum asperum და S.caucasicum-ის ფოთლებიდან მიღებულმა მაღალმოლეკულურმა (> 1000 KDA) ფრაქციებმა გამოავლინეს ანტიკომპლემენტარული აქტივობა და აგრეთვე ოპსონიზირებული ზიმოზანით სტიმულირებული ადამიანის პოლიმორფობირთვული ნეიტროფილების მიერ გამოწვეული ლუმინოლ- და ლუციგენინ-დამოკიდებული ქემილუმინესცენციის ინჰიბირების უნარი. გარდა ამისა, აღნიშნული მაღალმოლეკულური ფრაქციები იწვევენ სისტემაში ჰიპოქსანტინ/ქსანტინოქსიდაზა სუპეროქსიდანიონის წარმოქმნით განპირობებული ლუციგენინ-დამოკიდებული ქემილუმინესცენციის სიგნალის შემცირებას. Symphytum asperum და S.caucasicum-ის ფოთლების მაღალმოლეკულური ფრაქციების ანტიკომპლემენტარული და ანტოქსიდანტური აქტივობა მიუთითებს მათი ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელ აგენტებად გამოყენების შესაძლებლობაზე.

ავტ.

 

9.2.36. ლაშქარას Symphytum asperum ფესვებიდან გამოყოფილი პოლი[ოქსი-1-კარბოქსი-2-(3,4-დიჰიდროქსიფენილ)ეთილენის] გავლენა ჰემოპოეზზე. /. მოისწრაფიშვილი, . მუშკიაშვილი, .ბარბაქაძე, .ამირანაშვილი, . გოგილაშვილი, . მერლანი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 91-93. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია ლაშქარას (Symphytum asperum) ფესვებიდან გამოყოფილი ბუნებრივი პოლიმერის პოლი[ოქსი-1-კარბოქსი-2-(3,4-დიჰიდროქსიფენილ)ეთილენის] გავლენა ჰემოპოეზზე მედიკამენტოზური ლეიკოპენიის (ციტოსტატიკური პრეპარატის ციკლოფოსფანის 350 მგ/კგ მუცლის ღრუში) მოდელზე. დადგენილია, რომ აღნიშნულმა პოლიმერმა ექსპერიმენტულ ცხოველებში ლეიკოპოეზის მნიშვნელოვანი სტიმულაცია (165%, P<0.01) გამოიწვია.

ავტ.

 

9.2.37. BUXUS ალკალოიდების ფარმაკოლოგიური შესწავლა. /. ნოვიკოვა, . მულკიჯანიანი, . ვაჩნაძე, . ვაჩნაძე/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 94-95. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოყვანილია Buxus colchica (კოლხური ბზა), B. balearica (ბალეარული ბზა) და B. semperviens (მარადმწვანე ბზა) წყლიანი ექსტრაქტების და ბუქსამინის ჰიდროქლრიდის ფარმაკოლოგიური შესწავლის წინასწარი მონაცემები. ზღვის გოჭის წვრილი ნაწლავის იზოლირებულ მონაკვეთებზე ჩატარებული კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ყველა ექსტრაქს გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება. ეფექტის სიძლიერის მიხედვით წყლიანი ექსტრაქტები შეიძლება განლაგებული იყოს შემდეგნაირად: B. balearica > B. balearica > B. colchica.

ავტ.

 

9.2.38. საშუალება კანის ჭრილობების დასაცავად. /. მულკიჯანიანი, . ნოვიკოვა, . სულაქველიძე, . მოისწრაფიშვილი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 96-98. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანს შეადგენდა მექანიკური და დამწვრობითი ჭრილობის დამცველი საშუალების GF-6 სპეციფიკური ფარმაკოლოგიური (ჭრილობის შემახორცებელი) მოქმედების შესწავლა. დადგენილია, რომ თაგვების კანის ჭრილობის მოდელზე GF-6, დოზით 0.1 მლ ჭრილობაზე, აჩქარებდა ფუფხის მოშორებას და ჭრილობის რეეპითელიზაციას ბაქტერიული დასნებოვნების გარეშე.

ავტ.

 

9.2.39. მცენარეული ნაკრები ფერტილოგენის ტოქსიკური მოქმედების შესწავლა. /. სიხარულიძე, . გოგიტიძე, . მუშკიაშვილი, . მულკიჯანიანი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 99-105. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ფერტილოგენი შემოთავაზებულია როგორც პარასამედიცინო საშუალება ქალის გენიტალური ინფექციებით განპირობებული უნაყოფობის ზოგიერთი ფორმის მკურნალობის კომპლექსურ თერაპიაში გამოყენებისათვის. კვლევის მიზანს შეადგენდა ფერტილოგენის შესაძლო ტოკსიკურობის გამოვლინება. მიღებული შედეგების მიხედვით, ფერტილოგენი ქიმიკატების გლობალური ჰარმონიზებული სისტემის კლასიფიკაციის (GHS) მიხედვით მიეკუთვნება 5 კატეგორიას. პრეპარატის 14 დღიანი თერაპიულზე ხუთჯერ მეტი დოზის პერორალური შეყვანისას არ გამოვლინდა ექსპერიმენტულ ცხოველთა ძირითადი სისტემების ფუნქციების რაიმე დარღვევები; არ დაფიქსირდა ფერტილოგენის კუმულატიური ეფექტი.

ავტ.

 

9.2.40. აპოპტოზის როლი ჭრილობის შეხორცებაში. /. მულკიჯანიანი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 106-117. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია აპოპტოზის ძირითადი გზები: მიტოქონდრიული, p53- და Fas- დამოკიდებული. კანის ჭრილობის ნორმალური შეხორცების დროს აპოპტოზი დაზიანებული ანთებითი უჯრედების მოცილებაზე და გრანულაციური ქსოვილის ნაწიბურად გარდაქმნაზეა პასუხისმგებელი. აპოპტოზის რეგულაციის დარღვევა კი იწვევს ჰიპერტროფული ნაწიბურის ან კელოიდური წარმონაქმნის განვითარებას. მრავალი ლიტერატურული წყაროს ანალიზი ასახავს თანამედროვე მიდგომას შეხორცების პროცესში ჩართული სხვადასხვა აპოპტოზური ფაქტორის შეფასების მიმართ.

ავტ.

 

9.2.41. მცენარე Carica papaya- პროტეოლიზური აქტივობის ფერმენტების - კომერციული პაპაინის სუპოზიტორიების ტექნოლოგიის შესახებ. /. ორჯონიკიძე, . ჭანტურია, . ცაგარეიშვილი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 118-122. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემუშავებულია კომერციული პაპაინის სუპოზიტორიების რეცეპტურა და ლაბორატორიული ტექნოლოგია კაკაოს ცხიმის ფუძეზე. შერჩეულია სუპოზიტორიების მიღების ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმი, ფერმენტული პრეპარატის თავისებურების გათვალისწინებით, შესწავლილია პაპაინის სუპოზიტორიების ხარისხის მაჩვენებლები. დადგენილია კაკაოს ცხიმისა და პაპაინის შეთავსებადობა.

ავტ.

 

9.2.42. კვლევები კომერციული პაპაინისაგან დამზადებული სუპოზიტორიების პროტეოლიზური აქტივობის განსაზღვრის მეთოდის შესამუშავებლად. /. ორჯონიკიძე, . ჭანტურია, . ნადირაშვილი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 123-126. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოდიფიცირებული და აპრობირებულია პაპაიას პროტეაზების კომპლექსის პროტეოლიზური აქტივობის განსაზღვრის მეთოდი კომერციული პაპაინისაგან მიღებულ სუპოზიტორიებში. შემუშავებულია ფერმენტული ცილის განსაზღვრის მეთოდი. ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ კაკაოს ცხიმი გავლენას არ ახდენს ფერმენტული ცილის განსაზღვრის მეთოდზე და ინდიფერენტულია პროტეოლიზური აქტივობის მიმართ. პაპაინის პროტეოლიზური აქტივობა სტაბილურია 6 თვის განმავლობაში +40C ტემპერატურაზე შენახვისას.

ავტ.

 

9.2.43. მოსაზრებები პაპაიას ფერმენტების კომპლექსის პროტეოლიზური აქტივობის ერთეულებისა და განსაზღვრის მეთოდების შესახებ. /. ერქომაიშვილი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 127-133. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოთქმულია მოსაზრებები პაპაიას ფერმენტების კომპლექსის პროტეოლიზური აქტივობის განსაზღვრის ამჟამად მიღებული მეთოდების უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე, ამ აქტივობის გამოხატვის არსებულ ერთეულებზე და, აგრეთვე იმ აქტივობების ურთიერთგადათვლის შესახებ, რომლებიც გამოხატულია განსხვავებულ ერთეულებში.

ავტ.

 

9.2.44. პაპაიას პროტეაზების კომპლექსის აქტივობის განსაზღვრის მეთოდის ოპტიმალური პირობების დადგენა. /. ჭანტურია, . ვადაჭკორია, . ნადირაშვილი, . ერქომაიშვილი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 134-139. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დადგენილია პაპაიას პროტეაზების კომპლექსის (პპკ) პროტეოლიზური აქტივობის განსაზღვრის ოპტიმალური პირობები. შესწავლილია პროტეოლიზური აქტივობის PH-ოპტიმუმი, პპკ- პროტეოლიზური აქტივობის დამოკიდებულება კაზეინის და ცისტეინის კონცენტრაციებზე, ჰიდროლიზის დროზე, კაზეინის ლიზისის სიჩქარის დამოკიდებულება პპკ- კონცენტრაციაზე. დადგენილია პპკ- პროტეოლიზური მოქმედების ტემპერატურული ოპტიმუმი, შესწავლილია ზოგიერთი მეტალის იონის გავლენა პპკ- პროტეოლიზურ აქტივობაზე.

ავტ.

 

9.2.45. ბიოშეთავსებადი და ბიოდეგრადირებადი პოლიესთერამიდის დეგრადაცია პაპაიას ფერმენტების კომპლექსის წყალხსნარში. /. ვადაჭკორია, . ერქომაიშვილი/. . ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2010. - #2(17). – გვ. 140-143. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია ბიოშეთავსებადი და ბიოდეგრადირებადი პოლიმერის პოლიესთერამიდის დეგრადაცია პაპაიას ფერმენტების კომპლექსის წყალხსნარში. ნაჩვენებია, რომ ეს პოლიმერი, ფაქტიურად, წარმოადგენს პაპაიას პროტეაზების სუბსტრატს.

ავტ.

3. გეოლოგია. გეოდეზია

 

9.3.1. ახალი მონაცემები შავი ზღვა-ცენტრალური ამიერკავკასიის ტერეინის ალპურისწინა კრისტალური სუბსტრატის U-Pb ცირკონული ასაკის შესახებ და მათი გეოლოგიური მნიშვნელობა. /. გამყრელიძე, . შენგელია, . წუწუნავა, .. ჩუნგი, .. ჩიუ, . ჩიხელიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 64-76. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია არსებული მონაცემები შავი ზღვა-ცენტრალური ამიერკავკასიის ტერეინის ალპურისწინა კრისტალური სუბსტრატის ამგები ქანების ურთიერთდამოკიდებულების, ასაკის და ფორმირების პირობების შესახებ. ნაჩვენებია, რომ რეგიონული მეტამორფიზმისა და გრანიტწარმოშობის ძირითადი ეტაპები დაკავშირებული იყო გრენვილურ, ბაიკალურ (პანაფრიკულ), გვიან ბაიკალურ (სალაირულ) და გვიან ვარისკულ ოროგენეტურ ეპოქებთან. ტექტოგენეზისის ეს ეტაპები და შესაბამისი ენდოგენური აქტიურობა, რომლებიც ადრე დადგენილი იყო ძირითადად გეოლოგიური მონაცემებით, მთლიანად დასტურდება ახალი U-Pb. LA YCP MS დათარიღებით. შესრულებული კვლევები არსებითად ავსებს შავი ზღვა-ცენტრალური ამიერკავკასიის კრისტალური სუბსტრატის იზოტოპურ-გეოქრონოლოგიურ მონაცემებში არსებულ ხარვეზს და მნიშვნელოვნად აზუსტებს ალპურისწინა ენდოგენური პროცესების ასაკს.

ავტ.

 

9.3.2. ტროპოსფერული აეროზოლების ოპტიკური თვისებების ტრანსფორმაცია წვიმის შემდეგ. /. თავართქილაძე, . ელიზბარაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 77-80. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ჭარბი ტენიანობის პირობებში (აჭარის ზღვის სანაპირო და მაღალმთიან ზონაში) შესწავლილია ტროპოსფერული აეროზოლების სპექტრული ოპტიკური სიმკვრივის ცვლილება ტალღის სიგრძის 0.50 – 0.70 მკმ-ის დიაპაზონში, წვიმის შეწყვეტიდან ყოველი სამი საათის შემდეგ, 12-დან 24 საათის განმავლობაში. დადგენილია, რომ წვიმის შეწყვეტის შემდეგ 12-დან 18 საათამდე აეროზოლების კონცენტრაცია თანდათანობით შემცირებას განიცდის და აეროზოლების ზომების მიხედვით განაწილების სპექტრის მაქსიმუმი გადაინაცვლებს შედარებით მსხვილი ზომებისკენ. 18 საათის შემდეგ დაიკვირვება შებრუნებული პროცესი. შემჩნეულია აეროზოლების შთანთქვის სუსტი სელექტიური უბანი ტალღის სიგრძის 0.62-0.64 მკმ-ის დიაპაზონში და მიახლოებით გამოთვლილია მისი შთანთქმის ინტენსიურობა. განსაზღვრულია ანგსტრემის ფორმულის პარამეტრების ტრანსფორმაცია დროის განხილულ პერიოდში.

ავტ.

 

9.3.3. პირველი მონაცემები თორიუმის და ბისმუთის სამრეწველო კონცენტრაციის შესახებ სტორის ხეობის ჰიდროთერმულად შეცვლილ ქვედაიურულ თიხა-ფიქლებში (კავკასიონის სამხრეთი ფერდი, კახეთი). /. ოქროსცვარიძე, . აქიმიძე, . აქიმიძე, . ბლუაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 76-82. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

კავკასიონის სამხრეთ ფერდზე, კახეთში, მდ. სტორის ხეობა აშიშვლებს დამსხვრეულ, კატაკლაზირებულ და მილონიტიზირებულ ქვედაიურულ თიხა-ფიქლებს, რომლებიც 3 კმ-ზე მეტ მანძილზე განიცდიან ინტენსიურ ჰიდროთერმულ გაკვარცებას, გაკარბონატებას და სულფიდურ მინერალიზაციას. ეს პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურადაა გამოვლენილი ბრექჩირების ზონებში, სადაც ზოგჯერ ფორმირდება მძლავრი სულფიდური მადნიანი ძარღვები. ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქანების მთელი ეს კომპლექსი ჰიდროთერმული შეცვლის აღწერილ პროცესში გამდიდრდა სამრეწველო კონცენტრაციამდე თორიუმით და ბისმუთით (Th-100-200 /; Bi-200-900 /). ეს გამდიდრება განსაკუთრებით ინტენსიურად გამოვლინდა კვარც-პირიტ-პიროტინ-ქალკოპირიტულ ძარღვებში, სადაც ამ ელემენტების შემცველობა მსოფლიო კლასის საბადოების დონეს აჭარბებს (Th-0.3842%; Bi-0.4806%) (თორიუმის და ბისმუთის ქიმიური ანალიზები ჩატარდა კანადაში, ვანკუვერის “ACMELABS” ლაბორატორიაში ICP-OSL მეთოდის გამოყენებით). ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამ აღმოჩენას მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ეკონომიკური ღირებულება გააჩნია, რის გამოც სტორის ხეობის ჰიდროთერმულად შეცვლილი ქვედაიურული თიხა-ფიქლები შემდგომ გადაუდებელ დეტალურ შესწავლას საჭიროებს.

ავტ.

 

9.3.4. სასარგებლო კომპონენტის არითმეტიკული საშუალოს მეთოდით გამოთვლილი მათემატიკური მოლოდინის ცდომილების კავშირი მინერალიზაციის განაწილების ვარიაციასთან. /. ქაჯაია, . ბლუაშვილი, . ჯაფარიძე, . ტაბატაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 83-86. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

გეოლოგიური კვლევების რაოდენობრივი მონაცემები მიეკუთვნება ცუდად ორგანიზებულ სისტემას”, და შესაბამისად, მათ ბაზაზე გაკეთებული დასკვნები ცოტად თუ ბევრად პროგნოზულია. ასევე პროგნოზულია საბადოს ეკონომიკური შეფასების ძირითადი პარამეტრი - სასარგებლო კომპონენტის რაოდენობა. მადნიან სხეულში მეტალური კომპონენტის განსაზღვრა ხდება დისკრეტულად განლაგებული დაკვირვების წერტილებიდან მიღებული მონაცემებით. უკიდურესად არათანაბარი მინერალიზაციის შემთხვევაში საშუალო არითმეტიკულის მეთოდის გამოყენება იძლევა მიუღებელ ცდომილებას, რაც ამცირებს გამოთვლების სანდოობის ხარისხს და ზრდის ხარჯებს. ჩვენს მიერ 26 ობიექტიდან მოპოვებული 2000-ზე მეტი მონაცემის ბაზაზე ჩატარებული გამოთვლებით ნათლად ჩანს, რომ ძლიერი კორელაციური კავშირია მინერალიზაციის განაწილების ცვალებადობის რაოდენობრივ მაჩვენებელსა და ფარდობით ცდომილებას შორის. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება საშუალებას იძლევა ვარიაციის კოეფიციენტზე დაყრდნობით, რეგრესიის განტოლებით შევასწოროთ კომპონენტის საშუალო არითმეტიკულით გამოთვლილი ცდომილება.

ავტ.

 

9.3.5. ადრეცარცული ბელემნიტიდების როსტრუმების მორფო-ფუნქციური ანალიზი. /. კელეპტრიშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 4-7. – რუს.; რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.

განხილულია ადრეცარცული ბელემნიტიდების როსტრუმების მორფო-ფუნქციური მნიშვნელობის საკითხები. აღნიშნულია, რომ დიაგენეტიკური პროცესები საკმაოდ მნიშვნელოვნად ცვლის ბევრი ბელემნიტების როსტრუმების თავდაპირველ მდგომარეობას. როსტრუმის მნიშვნელობა, როგორც ფრაგმოკონის ამომგდები ძალის გამაწონასწორებლისა არაა ერთმნიშვნელოვანი სხვადასხვა ჯგუფებისათვის და განისაზღვრება როსტრუმის აგებულების ხასიათით, მისი ფრაგმოკონთან ურთიერთდამოკიდებულებით. დღეისათვის დადასტურებულად შეიძლება ჩაითვალოს როსტრუმის როგორც საყრდენისა და ფრაგმოკონის დამცავის ფუნქცია.

ავტ.

 

9.3.6. საქართველოს ცეოლითების საბადოთა დამუშავების მიზანშეწონილობის შესახებ. /. ლორთქიფანიძე, . კაპანაძე/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 7-13. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია ცეოლითების სტრუქტურის თავისებურებები და ამ მინერალების ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები, რომლებიც განაპირობებენ მათ გამოყენებას სახალხო მეურნეობის მრავალ დარგში; მოცემულია საქართველოში გავრცელებული ცეოლითების ნაირსახეობები და კლინოპტილოლითის შემცველი ტუფების თეძამისა და ძეგვის საბადოთა მოკლე გეოლოგიური დახასიათება, აგრეთვე ამ საბადოებზე ცეოლითების შემცველი ტუფების მარაგები; წარმოდგენილია თეძამისა და ძეგვის საბადოთა ათვისების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და თეძამის კარიერზე საამფეთქებლო სამუშაოების მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული კვლევების შედეგები.

ავტ.

 

9.3.7. გარე კახეთის სარმატულ და ქვედა პლიოცენურ ნალექებში ნახშირწყალბადების გეოქიმიური გამოკვლევები ნავთობგაზიანობის თვალსაზრისით. /. კუმელაშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 13-15. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია გარე კახეთის ნავთობგაზიანი რაიონის ამგები ქანებისა და მათში გაბნეული ორგანული ნივთიერებების გამოკვლევების გეოქიმიური კომპლექსი, რომელიც მოიცავს რეაქციის უნარის მქონე რკინისა და კარბონატული მინერალების შესწავლას, საერთო ორგანული ნახშირბადის რაოდენობის დადგენას სველი დაწვის მეთოდით, ქლოროფორმული და სპირტბენზოლური ბიტუმოიდების წონით განსაზღვრას და მათი ჯგუფური და ელემენტური შემადგენლობის დადგენას.

ავტ.

 

9.3.8. კავკასიის საქართველოს ნაწილის მოლასური როფების ნაწევური დეფორმაციების მორფოკინემატიკა. /. ბაშელეიშვილი, . კუმელაშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 16-18. – რუს.; რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.

საქართველოს მოლასური როფების ფარგლებში სტრუქტურული ნახატების ევოლუციის შესწავლა კოლიზიურიდან პოსტკოლიზიურ ეტაპამდე გვიჩვენებს ნაწევური დეფორმაციების როლის ზრდას (განსაკუთრებით მარჯვენა ნაწევური). შესაძლებელი ხდება ჰორიზონტალური კუმშვის პროცესში ნაწევური დეფორმაციების სხვადასხვა გენეტური და მორფოკინემატიკური ფორმების გამოყოფა.

ავტ.

 

9.3.9. ”ნადიკვარისუბანზე მშენებლობის საინჟინრო-ჰიდროგეოლოგიური პირობების დახასიათება. / . მარდაშოვა, . ლაპიაშვილი, . პაპიაშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 30-32. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია . თბილისში, ორთაჭალაში მდებარე სამშენებლო ტერიტორიის გეოლოგიური აგებულების, გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების და ჰიდროგეოლოგიური პირობები. საძიებო ბურღვის, გრუნტის ნიმუშების და წყლის სინჯების ლაბორატორიული შესწავლის მონაცემების საფუძველზე შეფასებულია აღნიშნულ უბანზე მშენებლობის პირობების დადებითი და უარყოფითი ფაქტორები, გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები და შემუშავებულია კონკრეტული რეკომენდაციები უბანზე გავრცელებული გრუნტების ამა თუ იმ სახეობაზე ნაგებობების დაფუძნების შესაძლებლობისათვის.

ავტ.

 

9.3.10. სუფსა - ომფარეთის ნავთობსაძიებო მოედნის ჰიდროგეოლოგიური ჭრილი, კოლხეთის დაბლობზე ჰიდროგეოქიმიური ინვერსიის გამოხატულება. /. ავალიანი, . ზვიადაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2011. - #1(479). გვ. 20-25. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტრუქტურის ფარგლებში მიწისქვეშა წყლების გავრცელების ჰიდროგეოქიმიური ზონალურობა წყლის გენეტიკური ტიპების კანონზომიერ ცვლაში გამოიხატება, დაწყებული ჰიდროკარბონატულ-კალციუმიანი მტკნარი წყლებიდან (ჭრილის ზედა ფენებში), მომატებული მინერალიზაციის სულფატურ-ნატრიუმიანი წყლების ზონის გავლით, დამთავრებული მაღალმინერალიზებულ ქლორიდულ-ნატრიუმიანი წყლებით, რომლებიც ვერტიკალური ჭრილის ღრმად დაძირულ ფენებთან არის დაკავშირებული. ჰიდროგეოქიმიური ზონალურობა ძირითადად ჰიდროდინამიკური და ქანების ლითოლოგიურ-ფაციალური ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგია, თუმცა, არცთუ იშვიათად, მიწისქვეშა წყლებისთვის დამახასიათებელი, მკაფიოდ გამოხატული ვერტიკალური ჰიდროგეოქიმიური ზონალობა დარღვეულია .. ჰიდროგეოქიმიური ინვერსიის მიზეზით, როდესაც უფრო ღრმად განლაგებულ ფენაში წყლის მინერალიზაცია ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ზედა ფენებში, რასაც ობიექტური მიზეზები აქვს. ამ მხრივ გამონაკლისი არც კოლხეთის ვრცელი არტეზიული აუზია, რომლის ფარგლებშიც ჰიდროგეოქიმიური ინვერსიის უტყუარი არსებობის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი წინამდებარე ინფორმაციაა.

ავტ.

 

9.3.11. ბიოტიტის მინერალოგია და გეოქიმია ძირულის კრისტალური მასივის კალიუმიან გრანიტებში. /. მშვენიერაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2011. - #1(479). გვ. 25-28. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გრანიტის ქანმაშენ მინერალებს შორის კვარცს და ბიოტიტს განსაკუთრებული როლი უკავია ენდოგენურ მეტალოგენიაში. თავიანთი კრისტალური მესრების უნიკალურობიდან გამომდინარე, კვარცი კრისტალურ მესერში იზომორფულად არ ითავსებს არც ერთ მადნეულ ელემენტს და ამით პოზიტიურ როლს ასრულებს ენდოგენურ მეტალოგენიაში. ხოლო ბიოტიტი პრაქტიკულად თითოეულ მათგანს აკუმულაციას უკეთებს და მადნეული საბადოების ჩამოყალიბებაში ნეგატიურ როლს ასრულებს, არა მხოლოდ საბადოების, არამედ მათი საკუთარი მინერალების ჩამოყალიბებაში.

ავტ.

 

9.3.12. აფეთქების ენერგიის მართვა. /. გოჩოლეიშვილი, . გელაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). გვ. 49-53. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია აფეთქების ენერგიის მართვის ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ფეთქებადი ნივთიერების კუთრი ხარჯის შეცვლის მეთოდი; სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერების მარგი ქმედების კოეფიციენტის შეცვლის მეთოდი, აფეთქების კინემატიკური მახასიათებლების შეცვლის მეთოდი. მაგარი და კლდოვანი ქანების მსხვრევის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭიროა გაზრდილ იქნეს აფეთქების პროდუქტების საწყისი წნევა და შემცირებული აფეთქების პროდუქტების ზემოქმედების ხანგრძლივობა, რაც ხორციელდება შემხვედრი დარტყმითი ტალღების წარმოქმნითა და ერთიანი დაძაბულობის ველის შექმნით.

ავტ.

 

9.3.13. ნაგებობათა დეფორმაციების პროგნოზირებისათვის ემპირიული პარამეტრების დადგენის გრაფიკული მეთოდი. /. მესხი, . ჭიაურელი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). გვ. 54-58. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მსხვილ საინჟინრო ნაგებობათა დეფორმაციების პროგნოზირების ამოცანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ობიექტის ფუნქციონირების კანონზომიერების კვლევის დროს. მოცემულია საინჟინრო ნაგებობათა ვერტიკალური ძვრების და მათი სიჩქარეების მათემატიკური მოდელის პარამეტრების დადგენის გრაფიკული მეთოდი. მეთოდის სიზუსტის ანალიზი წარმოდგენილია ცხრილების სახით, რაც ადასტურებს პრაქტიკული გამოყენებისათვის მის ვარგისობას.

ავტ.

 

9.3.14. კახეთის ადრესარმატული დროის მცენარეულობა და ჰავა (პალინოლოგიური მონაცემების საფუძველზე). /. კოკოლაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). გვ. 53-59. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ლანდშაფტურ-ფიტოცენოლოგიური მეთოდის გამოყენების საფუძველზე ადრესარმატული დროის განმავლობაში გამოყოფილია მცენარეულობის და კლიმატის განვითარების სამი ეტაპი, რომელიც საფუძვლად დაედო გომბორის ჭრილის ქვედასარმატული ნალექების წვრილ ერთეულებად პალინოზონებად დანაწილებას.

ავტ.

 

9.3.15. საქართველოს მინერალური და ნავთობის წყლების შედარებითი დახასიათება მიკროკომპონენტების შემცველობის მხრივ. /. ზვიადაძე, . ღაღანიძე, . ქიტიაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). გვ. 63-67. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კავკასიონის სამხრეთ ფერდობის ნახშირმჟავა მინერალურ წყლებში, ერთი მხრივ, და ნავთობის საბადოებთან დაკავშირებულ .. “ნავთობის წყლებში”, მეორე მხრივ, ქიმიური ელემენტების განაწილების რაოდენობრივი მაჩვენებლების შედარება-ანალიზის გზით შესაძლებელი ხდება დაჯგუფდეს ელემენტები, როგორც ტიპომორფული ან ნაკლებად დამახასიათებელი ამ ორი განსხვავებული გენერაციის წყლებისთვის და გამოყენებულ იქნეს გეოქიმიურ-საძიებო კრიტერიუმები ნავთობსაძიებო საქმეში და მინერალური წყლების საბადოების ძებნა-ძიებაში.

ავტ.

 

9.3.16. ძირულის კრისტალური მასივის (დასავლეთ საქართველო) გვიანჰერცინული კალიუმიანი გრანიტების წარმოშობის გეოქიმიური ასპექტები. /. მშვენიერაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). გვ. 68-71. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ძირულის კრისტალური მასივი წარმოადგენს საქართველოს ბელტის ამოზიდულ ნაწილს და თავისი გეოლოგიური პოზიციით დიდი და მცირე კავკასიონის მთათაშუეთს მიეკუთვნება. მასივის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობს სხვადასხვა ასაკის ქანები: კრისტალური ფიქლები, ფილიტები, კვარციანი დიორიტები, გაბროები, გვიანჰერცინული კალიუმიანი გრანიტები, რომლებიც მასივში ფართო გავრცელებით სარგებლობს. გრანიტში გამოიყოფა ორი ძირითადი პეტროგრაფიული ტიპის ქანი: მაგმური და მეტასომატური მიკროკლინიანი გრანიტები. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდება როგორც მინერალოგიური, ისე ქიმიური შედგენილობით და გეოქიმიური თავისებურებებით, გამოირჩევა ფტორის სიღარიბით და ბორის მაღალი შემცველობით. ბორის მაღალი შემცველობა მიჩნეულ უნდა იქნეს შესწავლილი გრანიტების ქერქული წარმონაქმნების ერთ-ერთ პეტროგრაფიულ ნიშნად.

ავტ.

 

9.3.17. მუშევანის ტრაქირიოლითური ექსტრუზივის გეოლოგიური აგებულება და მისი ფერადი მინის წარმოებისათვის გამოყენების პრობლემები (სამხრეთ-აღმოსავლეთი საქართველო). /. ნადარეიშვილი, . ჭეიშვილი, . მაჭავარიანი, . ტყემალაძე, . ქავთარაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). გვ. 72-77. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომში განხილულია მუშევანის (სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველო, ბოლნისის რაიონი) ტრაქირიოლითური შედგენილობის ექსტრუზივის და მისი შემცველი ზედაცარცული ასაკის ვულკანოგენურ-დანალექი წყების (მაშავერის წყება) გეოლოგია და თანამედროვე სტრუქტურა, თანდართული გეოლოგიური რუკით და პროფილით, მინერალურ-პეტროგრაფიული და პეტროქიმიური თავისებურებანი. მოყვანილია ტრაქირიოლითის ბაზაზე შედგენილი, სამ და ოთხკომპონენტიანი კაზმებიდან მოხარშული ექსპერიმენტული მინების ტექნოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები; გამოთქმულია ვარაუდი ამ ნედლეულის ვარგისიანობის შესახებ ფერადი მინის საწარმოებლად.

ავტ.

 

9.3.18. მდ. მაშავერასა და მის შენაკადებში მძიმე ტოქსიკური ლითონების განაწილების კანონზომიერებები. /. ზვიადაძე, . ფოფორაძე, . მარდაშოვა, . ავალიანი, . ქემოკლიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #3(477). გვ. 21-28. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სამთო-მომპოვებელი და გადამამუშავებელი მსხვილი ობიექტებისთვის მწვავედ დგას ბუნებრივი წყლების (მოცემულ შემთხვევაში ჰიდროგრაფიული ქსელის) მძიმე ტოქსიკური ლითონებით დაბინძურების საკითხი. მოცემულ სტატიაში ერთმანეთთან არის შედარებული მადნეულის სპილენძ-კოლჩედანიანი საბადოს ექსპლუატაციის არეალში მოქცეული ჰიდროგრაფიული ქსელისათვის წლების განმავლობაში მიღებული ფაქტობრივი მონაცემები და გამოტანილია დასკვნა რაიონის მდინარეებში მძიმე ლითონების განაწილების კანონზომიერებათა შესახებ, აგრეთვე იმ პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შესახებ, რომლებიც მდინარეებისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდას ემსახურება.

ავტ.

 

9.3.19. მიწისქვეშა წყლების როლი თბილისის ჩაკეტილი დეპრესიების გენეზისში. /. ზაუტაშვილი, . ჯაჯანიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #3(477). გვ. 29-35. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ქალაქ თბილისის ტერიტორიის დიდი ნაწილი ჩაკეტილ დეპრესიებს უჭირავს, რომლებიც აგებულია განსაკუთრებული ფიზიკურ-მექანიკური თვისებების მქონე მეოთხეული ასაკის მძლავრი ტბიური და ტბიურ-ჭაობური ნალექებით, რაც გარკვეულწილად ართულებს როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა მშენებლობას. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ჩაკეტილი დეპრესიების საინჟინრო-გეოლოგიური პირობებისა და გენეზისის შესწავლა. აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთი საკამათო საკითხი არის ჩაკეტილი დეპრესიების გენეზისი, რომელიც აქტუალურია როგორც მეცნიერული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. როგორც კვლევით ირკვევა, ჩაკეტილი დეპრესიების გენეზისი უშუალოდ უკავშირდება სუფოზიურ პროცესს, რომელიც განვითარებულია ზედა ეოცენის თაბაშირიან ნალექებში. ვინაიდან თბილისის ტერიტორიაზე ჩაკეტილი დეპრესიები ხშირ შემთხვევაში ეროზიის ბაზისის ქვემოთ მდებარეობს, გაუმდინარი აუზებია, შეიცავს თაბაშირისა და ზოგ შემთხვევაში ეფსომიტის ფენებს, ხოლო მლაშე ტბებში მიმდინარეობს თაბაშირისა და მირაბილიტის გამოყოფა, სავარაუდოდ, მათი გენეზისი ძირითადად დაკავშირებული უნდა იყოს რეგიონში გავრცელებულ აღმავალი ცირკულაციის მიწისქვეშა წყლებთან, რომლებიც ჰიდროგეოქიმიური ზონალობის ინვერსიული ხასიათის გამო, წარმოდგენილია სულფატური მარილებისადმი ხსნადობის დიდი პოტენციალის მქონე ულტრამტკნარი უსულფატო წყლებით.

ავტ.

 

9.3.20. ძირულის კრისტალური მასივის გვიანვარისკული კალიუმიანი გრანიტების პეტროლოგიური და გეოქიმიური თავისებურებები. /. მშვენიერაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #3(477). გვ. 44-47. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია კონტინენტურ ქერქში გრანიტის ჩამოყალიბების სავარაუდო ვერსიები, მათი სუსტი და ძლიერი მხარეები. ეს შუაქერქულ პირობებში გრანიტის ჩასახვისა და განვითარების სრულიად ახალი მოდელის შექმნის პირველი მცდელობაა. ფაქტებზე დაყრდნობით განიხილება აღნიშნული ქანების პეტროგენული ელემენტების წყაროს საკითხი. დადგენილია, რომ კონტინენტური ქერქის პირობებში, დედამიწის განვითარების ბოლო 3-3,5 მილიარდი წლის მანძილზე, გრანიტის ჩამოყალიბება თვით გრანიტის ხარჯზე მიმდინარეობდა, პეტროგენული ელემენტების გაფართოებული კვლავწარმოების პრინციპით. ამაზე ნათლად მეტყველებს ეგზოგენურ პირობებში მიმდინარე ჰიდროლიზის პროცესი (კაოლინიზაცია), რომლის შედეგად ხდება კალიუმის, ალუმინისა და მათი ქიმიური ნაერთების სრული გამოთავისუფლება. გეოქიმიური თავისებურებებიდან გამომდინარე, გრანიტოფილური პეტროგენული ელემენტები ადგილზე რჩება, რაც ხელს უწყობს ამ ელემენტების წყაროს მომზადებას. გაირკვა, რომ შიგა ქერქში გრანიტის ჩამოყალიბების პროცესში ზედა მანტია პრაქტიკულად არ მონაწილეობდა. გეოქიმიური მახასიათებლების მიხედვით გვიანვარისკული გრანიტოიდების დიდი ნაწილი უპასუხებს ზედა ქერქულ წარმონაქმნებს და ყველაზე უფრო ესადაგება S ტიპის გრანიტოიდებს.

ავტ.

 

9.3.21. საქართველოს ზოგიერთი მეზოზოურ-კაინოზოური ასაკის ქანის გამოკვლევა პალეომაგნიტური მეთოდით. /. ასანიძე, . ოდიკაძე, . ტაბაღუა-ხაბურზანია, გრ. აბდუშელიშვილი, მთ. ზულიაშვილი, . გამყრელიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #1-3. – გვ. 16-19. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია კავკასიონის მთავარი ქედისა და სამხრეთი ფერდის ამგები მეზოზოურ-კაინოზოური ასაკის ქანების პალეომაგნიტური კვლევის შედეგები. ნიმუშების კოლექცია აღებულია მდინარეების თერგისა და არაგვის ხეობების გასწვრივი ჭრილებიდან. ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა, რომ ერთი და იმავე ასაკის ქანების ბუნებრივი ნარჩენი დამაგნიტებულობის სტაბილური ვექტორები სტრატიგრაფიულ (იურული, ცარცული) და გეოგრაფიულ კოორდინატთა სისტემაში (ნეოგენური, მეოთხეული ასაკის ქანების) მიმართულებები თითქმის თანხვდება (რაც მათ ძველ, პირვანდელ ბუნებას ადასტურებს), ხოლო მათი მეორეული კომპონენტები ტემპერატურის და/ან ცვლადი ველების ზემოქმედებით ისპობა.

ავტ.

 

 

4. გეოგრაფია. კარტოგრაფია. ასტრონომია

 

9.4.1. მზის რადიოხმაურთა ქარიშხლის კავშირი ფოტოსფეროს ოპტიკურ მოვლენებთან. /. მაქანდარაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 51-54. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

განხილულია აქტიური არეების რადიოგამოსხივების დამუშავება 400 სხვადასხვა ჩანაწერებიდან, მოყვანილია 3 მაგალითი როგორც ოპტიკური, ასევე რადიოდაკვირვებებისა. გამოთვლილია სხვადასხვა მახასიათებლები. დაკვირვებითი მასალის ანალიზმა ცხადყო, რომ უმრავლეს შემთხვევაში რადიოგამოსხივება დაკავშირებულია ლაქათა ჯგუფთან, კერძოდ, ხმაურის ქარიშხალი წარმოიქმნება რთული კონფიგურაციის მქონე ლაქათა ჯგუფებში, დიდი ლაქების ზრდის პროცესში. ამასთანავე, რადიოგამოსხივებისა და დიდი ლაქათა ჯგუფების მაგნიტური ნაკადების მაქსიმუმი ემთხვევა ერთმანეთს ერთი დღე-ღამის სიზუსტით. ლაქათა ჯგუფების მძლავრი მაგნიტური ნაკადები კი, თავის მხრივ, მძლავრი ქრომოსფერული ამოფრქვევების წინაპირობაა. ამავე დროს ხმაურის ქარიშხალი მჭიდრო კავშირს ამჟღავნებს ლაქათა მაგნიტური ველების დაძაბულობათა ცვალებადობასთან.

ავტ.

 

9.4.2. გეოგრაფიული და არქეოლოგიური ფაქტების ინტერპრეტაცია . ფასისის (ფაზისის) მდებარეობის დადგენასთან დაკავშირებით. /. პაპუაშვილი, . ჯანელიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #1-3. – გვ. 27-38. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

ფიზიკურ-გეოგრაფიული და არქეოლოგიური კვლევის ანალიზი მდ. რიონის შესართავის ტერიტორიაზე იძლევა მყარ საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ანტიკურ წყაროებში ხსენებული . ფასისის ადგილმდებარეობა განისაზღვროს დღევანდელი ფოთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. რიონსა და პალიასტომის ტბას შორის მოქცეულ ფართობზე ზღვიდან 2-5 კმ-ის დაშორებით.

ავტ.

 

. ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებები. ეკონომიკის დარგები

 

1. ენერგეტიკა

 

9.1.1. მზის ენერგია და არქიტექტურა 21- საუკუნეში. /. ბერიძე/. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები. – 2011. - #1. - გვ. 17-21. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ეკოლოგიურად სუფთა მზის ენერგია, რომელსაც დედამიწა ერთ კვირაში ღებულობს, აღემატება ბუნებრივი აირის, ქვანახშირის, ნავთობის და რადიოაქტიური ურანის მსოფლიო მარაგის საერთო ენერგეტიკულ პოტენციალს. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, განახლებადი ენერგიის განვითარების მიზნით არსებობს სახელმწიფო პროგრამები. საქართველოში ასეთი პროგრამები ჯერ არ არსებობს. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ევროკავშირში შესვლაზე, თავის ენერგობალანსში უნდა ჰქონდეს ენერგიის არატრადიციული წყაროების 12%. საქართველო ჯერ-ჯერობით ვერ აკმაყოფილებს ამ მიმართულებით მოთხოვნებს. მზის ენერგეტიკა მეტად პერსპექტიულია საქართველოსთვის. ალტერნატიული ენერგიის წყაროების მაქსიმალურ გამოყენებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნისა და კაცობრიობის მომავალი.

ავტ.

 

9.1.2. ენერგოსისტემის ქვესადგურებზე გადართვების მიმდევრობის გენერაციის მოდელირება. /. ქუთათელაძე, . კობიაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2011. - #1(479). გვ. 87-91. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია ავტომატური გადართვების თანამიმდევრობის შექმნის შესაძლებლობა. განხილულია შესაბამისი ექსპერტული სისტემის მოდელი. გაანალიზებულია ასეთი ექსპერტული მოდელის შექმნის აუცილებლობა. ნაჩვენებია ოპერატორის მოქმედებათა თანამიმდევრობა. შექმნილი მოდელი რეალიზებულია ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ენის საფუძველზე. ნაჩვენებია გამოყენებული მიდგომის უპირატესობა.

ავტ.

 

9.1.3. ენერგოსისტემის ობიექტურ-ორიენტირებული წარმოდგენა. /. ქუთათელაძე, . კობიაშვილი, . ქუთათელაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). გვ. 130-135. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ექსპერტული სისტემების გამოყენება და ცოდნის ინჟინერიის გამოყენების შესაძლებლობები პროცესების მართვაში. შეფასებულია რამდენიმე იდეა ენერგოსისტემებისათვის და მოდელირებულია მცირემასშტაბიანი პრიორიტეტები. ნაჩვენებია რეალური დროის ოპერაციების დაგეგმვის მოდელებზე დაფუძნებული დასაბუთება და ხდომილობათა ანალიზი.

ავტ.

 

9.1.4. საგანმანათლებლო პროგრამა ენერგიის მოხმარების მენეჯმენტი“. /. მიქიაშვილი, . ნაჭყებია, . არაბიძე, . ლომიძე, . გუდიაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #4(478). გვ. 17-21. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საქართველოს ინდუსტრიულ, საყოფაცხოვრებო, კომერციულ და საზოგადოებრივ სექტორში კვალიფიციური ენერგომენეჯერების დეფიციტის პრობლემის გადასაწყვეტად დღის წესრიგში დადგა ენერგიის მოხმარების მენეჯმენტშისამაგისტრო პროგრამის კონცენტრაციის/მოდულის შექმნა. აღნიშნული მოდული, რომელიც მოიცავს 4 სასწავლო კურსს (ენერგიის მოხმარების ტექნოლოგიებს, ენერგომენეჯმენტის პრინციპებს, ენერგიის სამომხმარებლო მოთხოვნილებათა მართვის და განახლებად ენერგეტიკულ ტექნოლოგიებს), სტუდენტებს მისცემს ფუნდამენტურ ცოდნას ენერგიის მოხმარების მართვის, წარმოებისა და გარდაქმნის ტექნოლოგიებში, განუვითარებს რაოდენობრივი შეფასების, ენერგეტიკის საკითხების ანალიზის, პროგნოზირების, კაპიტალდაბანდებების და დანახარჯების გაანგარიშების, სასიცოცხლო ციკლის ეკონომიკური ანალიზის, გარემოზე ზეგავლენის შეფასების, საქმიანობის ეფექტური დაგეგმვის და მართვის უნარ-ჩვევებს. აღნიშნული კომპეტენციების მქონე მაგისტრების დასაქმება ხელს შეუწყობს ქვეყნის ინდუსტრიული, კომერციული და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ეფექტურ განვითარებას, ენერგიის განახლებადი წყაროების ადგილობრივი პოტენციალის ეფექტურ გამოყენებას, ადამიანური რესურსების რაციონალურ მართვას და, ზოგადად, ენერგეტიკის მოხმარების მენეჯმენტის სწორად წარმართვას. შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამით უთუოდ დაინტერესდებიან სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების საგანმანათლებლო ცენტრებიც.

ავტ.

 

9.1.5. თბოენერგეტიკული დანადგარების ეკოლოგიაზე ზეგავლენის ეკონომიკური შეფასების მეთოდიკა. /. ვეზირიშვილი, . პაპავა, . კეჟერაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #4(478). გვ. 22-25. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ეკოსისტემის დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება დღევანდელობის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. მისი მართებული და მასშტაბური გადაწყვეტა ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორია. მეურნეობის სხვადასხვა დარგში ჩვენ მიერ განზოგადებულია ენერგოეკოლოგიური სისტემის გაუმჯობესების სამამულო და უცხოური გამოცდილება. შემუშავებულია ენერგოეკოლოგიური სისტემის სტრუქტურული ოპტიმიზაციის მეთოდოლოგიური საფუძვლები და დადგენილია მათი გამოყენების ეფექტიანობის ზღვრები. შემოთავაზებულია ფორმულა ეკოლოგიური ზარალის შესაფასებლად წლიური დანახარჯების განსაზღვრისათვის, შედგენილია პროგრამის ალგორითმი და ბლოკ-სქემა. ჩატარებულია გაანგარიშება კომპიუტერის გამოყენებით და შედგენილია ნომოგრამა კუთრი ეკოლოგიური ზარალის განსაზღვრისათვის, კონკრეტული ენერგეტიკული ობიექტისათვის მოცემულ გეოგრაფიულ პუნქტში. მოყვანილია ენერგოეკოლოგიური სისტემის კომპლექსური გამოყენების ინჟინრული სქემები, სათანადო რეკომენდაციები და განსაზღვრულია მათი დანერგვის პერსპექტივები, რაც ყოველწლიურად 1,7-2,5 მლნ ტონა პირობითი სათბობის ეკონომიას იძლევა.

ავტ.

 

9.1.6. ეროზიული პროცესების ფორმირებისას მთის ლანდშაფტის მოწყვლადი უბნების შეფასება აეროკოსმოსური გადაღებების გამოყენებით. /. გავარდაშვილი/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2011. - #2(10). - გვ. 12-15. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ეროზიული პროცესების ფორმირებისას მთის ლანდშაფტებში განთავსებული მოწყვლადი უბნების შეფასების მიზნით შერჩეულია ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენის დერეფანი. აეროკოსმოსური გადაღებებისა და საველე ექსპედიციური კვლევების გამოყენებით ზემოთ აღნიშნული ენერგო დერეფნის 273 კმ. მანძილზე დაფიქსირდა 56 სენსიტიური უბანი. მთის ფერდობებზე ეროზიული პროცესების პროგნოზისათვის გამოყენებულია აკადემიკოს . მირცხულავას მეთოდოლოგია, უნივერსალური ვიშმეიერის განტოლება და . მორგანის ეროზიის შეფასების შკალა. შპს ,,გარემოს დაცვის გეოლოგიურ სააგენტოს”-თან ერთად დამუშავდა გარემოსდამცავი 274 პროექტი, რომელიც განხორციელდა აღნიშნული ნავთობსადენის დერეფანში 2008 - 2009 წლებში.

ავტ.

 

9.1.7. ჰიდროკვანძების რაიონებში კატასტროფულ ჰიდროდინამიკურ ზემოქმედებათა პროგნოზირება და პრევენცია. /. გველესიანი, . ყიფიანი/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2011. - #3(11). - გვ. 15-18. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დამუშავებულია კაშხალის ქიმზე ექსტრემალური ტალღის გადაღვრის პროცესის ამსახველი პარამეტრების სწრაფი პროგნოზირების მეთოდიკა, რასაც საფუძვლად უდევს სქემატიზებულ წყალსაცავში ტალღური მოძრაობის შესაბამისი ორგანზომილებიანი სასაზღვრო ამოცანის ამონახსნი და ენერგიის შენახვის კანონი. მოყვანილია ძირითადი რეკომენდაციები ჰიდროკვანძის გარემოზე ექსტრემალური ტალღის ზემოქმედების პრევენციის მიზნით.

ავტ.

 

9.1.8. ტყიბული-შაორის საბადოს ქვანახშირის საქართველოს თბოენერგეტიკაში გამოყენების ასპექტები. /. მახარაძე/. სამთო ჟურნალი. 2011. - #2(27). – გვ. 68-73. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

თბოენერგეტიკაში, სხვა სათბობებთან შედარებით, ქვანახშირის უპირატესი გამოყენება ბოლო წლებში დამკვიდრებულ ტენდენციასთან დაკავშირებით, ნაშრომში განხილულია ტყიბული-შაორის საბადოს ქვანახშირის რეალიზების სხვადასხვა ტექნოლოგიები, კერძოდ: ნედლი ნახშირის წვა, კოქსის და ნახევრად კოქსის მიღება, ბრიკეტების წარმოება, მიწისქვეშა გაზიფიკაციის, წყალნახშირის სუსპენზიის მომზადება და გამოყენება; მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების გაანალიზების საფუძველზე მოცემულია ყოველი მათგანის განხორციელების მიზანშეწონილობა საქართველოს პირობებისთვის აღნიშნული საბადოს სამთო-გეოლოგიური, ქვანახშირის მოპოვების და გადამუშავების კონკრეტული პირობების გათვალისწინებით.

ავტ.

 

9.1.9. გლობალური ენერგეტიკა და ტყიბული-შაორის საბადოს ნახშირის გამოყენების პერსპექტივები. /. გორდეზიანი, . ჯიშკარიანი, . ფირცხალავა/. სამთო ჟურნალი. 2011. - #2(27). – გვ. 74-77. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მსოფლიოში ნახშირი დღეს არის უახლესი სამეცნიერო კვლევების და მაღალტექნოლოგიური ინოვაციურ დამუშავებათა გამოყენების ობიექტი, რაც მას კონკურენტუნარიანს და ეკოლოგიურად უსაფრთხოს ქმნის. ელექტროენერგეტიკული და თერმული ეფექტურობის ამაღლების გლობალური პროექტები, ნახშირის ენერგოტექნოლოგიური კომპლექსური გადამუშავება მავნე გამონაბოლქვის ნულამდეშემცირებით, ნავთობის დეფიციტის და მასთან დაკავშირებულ ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო მიმართულია მსოფლიოს ქვეყნების დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაზე. მსოფლიოს ენერგეტიკაში ნახშირის როლის განუწყვეტელი ზრდადი და სტაბილური ტენდენციაა, რომელიც ამცირებს საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულებას და ნეგატიურ მოვლენებს, რაც თან სდევს უკანასკნელ წლებში ნავთობზე და აირზე ფასების მნიშვნელოვან მატებას. ტყიბული-შაორის ნახშირის საბადოს ბაზაზე არსებული საწარმოების ტექნიკური გადაიარაღება უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინოვაციური გადაწყვეტებით, რაც შეცვლის დიდდანახარჯიან, დიდადსაშიშ და არარაციონალურ მოპოვების ტექნოლოგიური ჯაჭვის რგოლებს. უნდა მოხდეს სამრეწველო ათვისება ეკოლოგიურად სუფთანახშირის ტექნოლოგიების მთელ საწარმოო ჯაჭვზე მოპოვება ნახშირის გამოყენება“. სამუშაოესრულებულია საგრანტო პროექტის #GNSF/ST09_290_7-170 ფინანსური მხარდაჭერით.

ავტ.

 

2. ელექტროტექნიკა. ელექტრონიკა. რადიოტექნიკა. კავშირგაბმულობა

9.გ2.1. ნანოელექტრონიკის მასალების ფიზიკური თვისებების შესწავლის ოპტიკური მეთოდები. /ა. გიგინეიშვილი, ზ. ჯიბუტი, ნ. დოლიძე, გ. ილურიძე, თ. მინაშვილი/. Nano Studies. - 2011. - #4. - გვ. 55-58. - რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ნახევრადგამტარების ფიზიკური თვისებების კვლევის ოპტიკურ მეთოდებს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა. ნანოელექტრონიკის მასალების შექმნასთან დაკავშირებით კი ოპტიკა ყველაზე სრულყოფილი და უნიკალური აღმოჩნდა იმის გამო, რომ იგი საშუალებას იძლევა მასალების რღვევის გარეშე მივიღოთ საიმედო ინფორმაცია მათი ელექტრონული სტრუქტურის შესახებ. სტატიაში მაგალითებზეა ნაჩვენები ნანომასალების კვლევის ოპტიკური მეთოდების შეუცვლელობა. განხილულია ამგვარი მეთოდების გამოყენების პერსპექტივა მიკრო- და ნანოელექტრონიკის მასალების თვისებების შესასწავლად.

ავტ.

 

9.გ2.2. ნანოსტრუქტურების ფოტონური გამოწვის ვარვარების ნათურების გამოსხივების ინტენსივობის სპექტრულ შემადგენლობაზე დამოკიდებულების შეფასების მეთოდი. /ზ. ჯიბუტი, ნ. დოლიძე/. Nano Studies. - 2011. - #4. - გვ. 59-66. - რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ.

შემოთავაზებულია ვარვარების ნათურების მიერ დროის ერთეულში ტალღის სიგრძეთა მოცემულ ინტერვალში გამოსხივებული ფოტონების რაოდენობის გამოსათვლელი ალგორითმი სხვადასხვა რეჟიმისათვის (ვარვარების ძაფის სხვადასხვა ტემპერატურისათვის).

ავტ.

 

9.გ2.3. ექსიტონურპლაზმური რეზონანსი ზეთხელ ნახევრადგამტარულ ფენებში. /ზ. ჯიბუტი, ნ. დოლიძე, გ. ერისთავი/. Nano Studies. - 2011. - #4. - გვ. 67-72. - რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ.

მოცემულია ზეთხელ ნახევრადგამტარულ ფენებში ექსიტონის მუხტის თავისუფალი მატარებლების პლაზმასთან ურთიერთქმედების კვლევების შედეგები. ნაჩვენებია, რომ თავისუფალი მატარებლების კონცენტრაცია ძლიერ გავლენას ახდენს ექსიტონის სტრუქტურაზე, რაც საშუალებას იძლევა შევაფასოთ თავისუფალი მატარებლების კონცენტრაციის, დეფორმაციული დაძაბულობების, ლოკალური ელექტრული ველების სიდიდეები და გამოვარკვიოთ მინარევის მუხტური მდგომარეობის ბუნება.

ავტ.

 

9.გ2.4. ფოტოსტიმულირებული პროცესები ნანოელექტრონულ ტექნოლოგიებში. /ზ. ჯიბუტი/. Nano Studies. - 2011. - #4. - გვ. 73-78. - რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ნაჩვენებია, რომ იმპულსური ფოტონური გამოწვის მეთოდები ყოველთვის თამაშობდნენ მნიშვნელოვან როლს მიკრო‑ და ნანოელექტრონიკის ტექნოლოგიებში, მაგალითად, ისეთ ტექნოლოგიებში, როგორიცაა SiN_x:H-ის ფირებში Si-ის ამორფული ნანოკლასტერების კრისტალიზება, Ge/Si-ის ნანოსტრუქტურებში კვანტური წერტილების სტრუქტურის მოდიფიცირება, ჰიდროგენიზებული ამორფული Si-ის ფირების კრისტალიზება, თხელი p-n გადასასვლელის მიღება, “Si იზოლატორზე” ტიპის ეპიტაქსიური ნანოსტრუქტურების ფოტოსტიმულირებული კრისტალიზება და მასში შიდა მექანიკური დაძაბულობების რელაქსირება, ნახევრადგამტარული ნანოსტრუქტურების ლეგირება და სხვ.

ავტ.

 

9.გ2.5. დენის მატარებელთა გაბნევა ნახევრადგამტარებში სხვადასხვა ტიპის მოუწესრიგებელი არეებით. /ნ. კეკელიძე, ე. ხუციშვილი, ლ. გაბრიჭიძე, დ. ხომასურიძე, ბ. კვირკველია, ნ. ქობულაშვილი/. Nano Studies. - 2011. - # 4. - გვ. 95-102. - ინგლ..; რეფ.: ქართ., ინგლ.

ელექტრული თვისებების გაზომვით შესწავლილია დენის მატარებელთა გაბნევა ნახევრადგამტარებში არსებულ სხვადასხვა ტიპის მოუწესრიგებელ არეებზე. განხილულია ტექნოლოგიური წარმოშობის მოუწესრიგებელი არეები, დაკავშირებული შემადგენლობის შემთხვევით სივრცულ ფლუქტუაციებთან, მარცვლების საზღვრებთან და ნახევრადგამტარში კრისტალის საზღვრებთან არსებულ სტრუქტურულ დეფექტებსა და ბარიერებთან. შედეგების ასახსნელად გამოყენებულია შესაბამისი მოდელები მოუწესრიგებელი არეებისათვის და მიღებულია კარგი თანხმობა ექსპერიმენტულ მონაცემებთან. მათი შედარებით თეორიულ გამოთვლებთან ვლინდება, რომ დენის მატარებლები გაიბნევიან ნანომეტრის ზომის მოუწესრიგებელ არეებზე. ამგვარი გაბნევის წვლილი დენის მატარებლების ძვრადობაში დამოკიდებულია ტემპერატურაზე და მასალის ლეგირების დონეზე.

ავტ.

 

9.2.6. მაგნიტურ-იმპულსური, ტექნოლოგიური და გამოსაცდელი სისტემები რევერსიულად ჩართვადი დინისტორებით. /. ნემსაძე, . გიუაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). გვ. 44-48. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნახევარგამტარული ხელსაწყოებით დიდი სიმძლავრის კომუტაციის დადებითი გამოცდილება არსებობს სტუ-ში. დამზადდა მაგნიტურ-იმპულსური სადიაგნოსტიკო დანადგარი, რომელიც შეიცავს ÒÈ-3000 ტიპის სამ მიმდევრობით შეერთებულ იმპულსურ ტირისტორებს, რაც 9MVA სიმძლავრის კომუტაციის საშუალებას იძლევა. ტრადიციული კომუტაციის მქონე ტირისტორებში პრაქტიკულად შეუძლებელია დიდი ფართობის მქონე დენგამტარი არხის შექმნა და დიდი სიმძლავრეების კომუტირება. ნახევარგამტარული კომუტატორის სიმძლავრის მნიშვნელოვანი ზრდა შესაძლებელია რევერსიულად ჩართვადი დინისტორის (რჩდ) მეშვეობით, რომელსაც მართვის ელექტროდი არა აქვს. ეს უკანასკნელი ჩანაცვლებულია სამართავი ელექტრონულ-ხვრელური პლაზმური ფენით, რომელიც იქნება კოლექტორული გადასვლის სიბრტყეში. ეს ფენა ქმნის პლაზმურ დენგამტარ არხს ფართობით, რომელიც ხელსაწყოს სილიციუმის ფირფიტის ფართობის ტოლია. რჩდ-ის გამოყენება, იმპულსური ტირისტორებით აწყობილი კომუტატორის მსგავსად, საშუალებას იძლევა ინდუქტორში გავატაროთ პრაქტიკულად უნიპოლარული იმპულსური დენი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პიეზოელექტრული საზომი გარდამსახების დიაგნოსტირებისას, როდესაც გაზომვის სიზუსტე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საკვლევ ობიექტში შემავალი ძალოვანი ზემოქმედების ხანგრძლივობაზე. დანადგარში რჩდ-ის კონდენსატორის განმმუხტავად გამოყენება, კომუტირებული სიმძლავრის ზრდასთან ერთად, აუმჯობესებს სადიაგნოსტიკო დანადგარის მეტროლოგიურ მახასიათებლებს.

ავტ.

 

9.2.7. ჭაბურღილის დაცემენტებისთვის საჭირო ცემენტის ხსნარში ქვიშის რაოდენობასა და წყალმოთხოვნილებას შორის დამოკიდებულების დადგენა. /. მეფარიშვილი, . მაჭავარიანი, . ხითარიშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #4(478). გვ. 26-28. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ჭაბურღილების დაცემენტების პროცესი და ნაჩვენებია, რომ სატამპონაჟო სამუშაოების ხარისხიანი ჩატარებისათვის აუცილებელია ცემენტის ხსნარების კომპონენტების სწორად შერჩევა და მათი რაოდენობის ზუსტად გამოთვლა, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს სატამპონაჟო ნარევების თვისებებს. იმისათვის, რომ განისაზღვროს ცემენტის ხსნარის შერჩეული კომპონენტების შემცველობები შემუშავებულ იქნა სპეციალური მეთოდი, რომლის გამოყენება საშუალებას იძლევა, რომ დადგინდეს ცემენტის ხსნარის კომპონენტებს შორის რაოდენობრივი დამოკიდებულება და მისი მახასიათებლების მნიშვნელობები მათემატიკური მოდელის გამოყენებით.

ავტ.

 

9.2.8. ფართოდიაპაზონიანი სეისმომეტრის გადამწოდის სიგნალების ციფრული რეგისტრაცია. /. მამიკონიანი, . სარქისიანი/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2011. - #3(11). - გვ. 38-47. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოცემულია სიჩქარისა და აჩქარების სამი ურთიერთმართობული კომპონენტის გადამწოდთა სიგნალების გადამუშავებისა და ციფრული რეგისტრაციისათვის მიკროპროცესორული ციფრული მოდულის შექმნის შედეგები. სიჩქარის გადამწოდების სახით გამოყენებულია ელექტროდინამიკური სეისმოგადამწოდები, ხოლო აჩქარების გადამწოდების სახით - აქსელერომეტრების ინტეგრალური მიკროსქემები. კვლევის ძირითადი ამოცანაა სეისმური რხევების გაზომვის დიაპაზონის გაფართოება.

ავტ.

 

3. ავტომატიკა და ტელემექანიკა. გამოთვლითი ტექნიკა

 

9.3.1. მართვის კვაზიოპტიმალური სქემები. /. კაპანაძე, . ცინცაძე/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2011. - #1(6). - გვ. 32-38. – რუს.; რეზ. ; ინგლ., ქართ.

განხილულია კვაზიოპტიმალური მართვის ავტომატიზებული სისტემის პრაქტიკული სქემების აგების ტექნოლოგია, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნეს რთული რეალური ობიექტების (სისტემების) იდენტიფიკაციისათვის.

ავტ.

 

      

 

 

4. სამთო საქმე. მეტალურგია. ქიმიური მრეწველობა

 

9.გ4.1. მადნის გადამუშავება ნანომეცნიერთათვის. /ფ. ჰაბაში/. Nano Studies. - 2011. - #3. - გვ. 25-40. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

გასულ საუკუნეებში პირომეტალურგია მადნიდან მეტალების გამოყოფის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა. ეს კი მოთხოვდა იმდენად დიდ კაპიტალდაბანდებებს, რომელთა მოძიებაც ბევრ ქვეყანას უბრალოდ არ შეეძლო. ამგვარმა სიტუაციამ მისცა ბიძგი მსოფლიოში კონცენტრატებით ვაჭრობის განვითარებას. დღეს მეტალურგების განკარგულებაშია მადნეულისა და მისი კონცენტრატების გადამუშავების ჰიდრომეტალურგიული ხერხი, რომელიც ზომიერ კაპიტალდაბანდებებს საჭიროებს. ამ გარემოებამ გაუხსნა გზა მადნის გადამუშავებას მისი მოპოვების ადგილზე. როდესაც კი ჩნდება პროდუქციის ზრდის საჭიროება, ახალი ჰიდრომეტალურგიული საწარმოო სიმძლავრეების დამატება ეკონომიურად შეიძლება. მაშინ როდესაც პირომეტალურგიულ პროცესთან დაკავშირებით იგივეს გაკეთება შეუძლებელია, რადგანაც სითბური დანაკარგების არსებობის გამო ერთი დიდი ღუმელი უფრო ეკონომიურია, ვიდრე იმავე ჯამური ტევადობის რამდენიმე მცირე ღუმელი. შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში მადნის გადამუშავების მეთოდებმა დიდი პროგრესი განიცადა, თუმცა ჯერჯერობით მეტალურგები კვლავაც დგანან რიგი პრობლემების პირისპირ, რომლებიც გადაჭრას საჭიროებენ.

ავტ.

 

9.გ4.2. პირომეტალურგია ნანომეცნიერთათვის. /ფ. ჰაბაში/. Nano Studies. - 2011. - #3. - გვ. 41-62. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

პირომეტალურგიული პროცესები თავის თავში მოიცავენ მადნის ან კონცენტრატის ისეთი წინასწარი მომზადების ეტაპს, რომ იგი უფრო ადვილად დაექვემდებაროს შემდგომ გადამუშავებას. ამას მოსდევს დაშლის ან გარდაქმნის ეტაპი, მიმართული მეტალის გამოყოფისაკენ და მისი საბოლოო გაწმენდის ეტაპი, რომლის მიზანია ბაზარზე გასატანად ვარგისი სუფთა მეტალის მიღება. ფლოტაციის მეთოდის დანერგვა წვრილდისპერსული მადნის გამოყენების საშუალებას იძლევა. თუმცა ამ მეთოდის საბოლოო პროდუქტი იმდენად მცირე ზომის ნაწილაკებისაგან შედგება, რომ ამჟამად მოქმედ შახტურ ღუმელებში მისი ჩატვირთვა შეუძლებელია. ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად იქმნება ახალი ტიპის საწარმოები. ერთი მხრივ, მცირე ზომის ნაწილაკები მიმზიდველია ნედლეულის ზედაპირის დიდი ფართობისა და, მაშასადამე, მასში ქიმიური რეაქციის სწრაფი მიმდინარეობის გამო. მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს დიდი რაოდენობით მტვრის წარმოქმნას, რაც არასასურველია. წვრილი ნაწილაკების არსებობა განსაკუთრებით კრიტიკულია მოწვისა და ავტოგენური დნობის ტექნოლოგიებისთვის.

ავტ.

 

9.გ4.3. ჰიდრომეტალურგია ნანომეცნიერთათვის. /ფ. ჰაბაში/. Nano Studies. - 2011. - #3. - გვ. 63-90. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ჰიდრომეტალურგია მეტალურგიის შედარებით ახალი დარგია. უმთავრესი ჰიდრომეტალურგიული პროცესების დანერგვა მე‑19 საუკუნის დასასრულს იწყება – თავდაპირველად ისინი მდგომარეობდა ოქროს მადნის გამორეცხვაში ციანდის ხსნარის გამოყენებით და ბოქსიტების გამორეცხვაში ნატრიუმის ჰიდროოქსიდით – ალუმინის სუფთა ოქსიდის მისაღებად, რაც საჭირო იყო ალუმინის წარმოების მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მე‑20 საუკუნის დასაწყისში ფართოდ დაინერგა წვრილმარცვლოვანი ალუმინის ოქსიდის მადნის გამორეცხვა და, ასევე, თუთიის ოქსიდური კალციტების გამორეცხვა განზავებული გოგირდმჟავით. ამათ გარდა, მეორე მსოფლიო ომის დროს სხვა ჰიდრომეტალურგიული მეთოდებიც განვითარდა. ასეთებია, მაგალითად, იონური გაცვლა და სოლვენტის ექსტრაქცია, რაც საჭირო იყო ურანის აღსადგენად და, საბოლოო ჯამში, ატომური ბომბების დასამზადებლად. ამ და სხვა ახალმა ტექნოლოგიებმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს ჰიდრომეტალურგიაში. დღეს ჰიდრომეტალურგიული პროცესები წარმატებით უწევენ კონკურენციას უძველეს პირომეტალურგიულ ხერხებს.

ავტ.

 

9.გ4.4. ელექტრომეტალურგია ნანომეცნიერთათვის. /ფ. ჰაბაში/. Nano Studies. - 2011. - #3. - გვ. 91-114. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ელექტრომეტალურგია გამოიყენება მრეწველობის სამ ისეთ მნიშვნელოვან დარგში, როგორებიცაა სპილენძის რაფინირება, თუთიის აღდგენა და ალუმინის წარმოება. მაშინ როდესაც სპილენძისა და თუთიის შემცველი ნივთიერებების დამუშავება ხდება წყალხსნარებში, ალუმინი გამდნარი მარილიდან მიიღება. თუთიისა და ალუმინის ელექტრული გზით მიღება დაკავშირებულია დიდი რაოდენობით ენერგიის მოხმარებასთან, სპილენძის ელექტრორაფინირება კი – არა. აღსანიშნავია, რომ ელექტრომეტალურგიის სრული გამოცალკევება ექსტრაქტული მეტალურგიის სხვა დარგებისაგან შეუძლებელია, რადგანაც იგი, ერთი მხრივ, დამოკიდებულია ნედლეულ მასალებზე, ხოლო მეორე მხრივ, მისი პროდუქტები საბოლოო დამუშავებას საჭიროებენ. გარდა ამისა, არსებობენ ელექტრომეტალურგიის მეორადი პროდუქტებიც, როგორიცაა ანოდური დანალექები. ამჟამად ელექტრომეტალურგია კონკურენციას უწევს პირომეტალურგიას ისეთი ქიმიურად აქტიური მეტალების წარმოებაში, როგორებიცაა ბერილიუმი და მაგნიუმი.

ავტ.

 

9.გ4.5. დასხივებით წარმოქმნილი მეტალისებრი ნანოჩანართების გავლენა სილიციუმის გამტარებლობაზე. /თ. ფაღავა, ნ. მაისურაძე, მ. ბერიძე, ნ. ხარშილაძე/. Nano Studies. - 2011. - #3. - გვ. 169-176. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია n-Si-ის მონოკრისტალები, მიღებული ზონური დნობით. ელექტრონების კონცენტრაცია კრისტალებში შეადგენდა 6*10^13 სმ^–3-ს. ნიმუშები დასხივებული იყო 25 მეგაევ ენერგიის პროტონებით 300 K ტემპერატურაზე. დასხივების დოზა იცვლებოდა ინტერვალში (1.8 – 8.1)*10^12 სმ^–2. გაზომვები ჩატარდა ჰოლის მეთოდით ტემპერატურულ ინტერვალში T = 77 – 300 K. განსხვავებული პროტონული დოზით დასხივებულ კრისტალებში უშუალოდ დასხივების ან მათი დაძველების შემდეგ შეიმჩნეოდა, შესაბამისად, ჰოლის ეფექტური ძვრადობის μ_eff გაზომილი მნიშვნელობის მკვეთრი ზრდა ანდა μ_eff = f(T) დამოკიდებულების ღრმა მინიმუმი, განლაგებული ელექტრონების ფოტონების მიერ გაბნევის არეში. დამზერილი ეფექტი უკავშირდება მაღალი გამტარებლობის – მეტალისებრი – ჩანართების ფორმირებას დასხივებულ ნიმუშებში და თითოეული ამგვარი ჩანართის მინარევებისა და დეფექტების გარსით ეკრანირების ხარისხს, დასხივების დოზაზე, ბუნებრივი დაძველების ხანგრძლივობაზე და გაზომვის ტემპერატურაზე დამოკიდებულებით. მინარევებისა და დეფექტების გარსები მეტალისებრი ჩანართების გარშემო ჩნდებიან დასხივებული ნიმუშების იზოქრონული გამოწვის პროცესში ანდა მათი ბუნებრივი დაძველების დროს. ივარაუდება, რომ 25 მეგაევ ენერგიის პროტონების დასხივებით n-Si-ის კრისტალებში წარმოქმნილი მეტალისებრი ჩანართები წარმოადგენენ დაახლოებით 80 ნმ რადიუსის მქონე ატომურ ნანოკლასტერებს.

ავტ.

 

9.გ4.6. მეტალების ნანონაწილაკების რეგულარული მესრები და ძაფები ცეოლიტურ არხებში. /ა. კაპანაძე, გ. რთველიაშვილი, გ. ტაბატაძე/. Nano Studies. - 2011. - #3. - გვ. 181-182. - რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ექსპერიმენტებზე დაყრდნობით ნაჩვენებია, რომ (NaA, NaX და NaM-ტიპის) ცეოლიტის არხებში თხევადი მეტალების დაწნევით შეყვანით შესაძლებელია 10 – 20 ატომისაგან შედგენილი რეგულარული მესრებისა და ერთატომიანი ძაფების მიღება.

ავტ.

 

9.გ4.7. ტიტანის ნიტრიდისათვის პლაზმური იონური იმპლანტირების მეთოდით და დაფენით მიღებული ულტრასალი დანაფარების ნანოსტრუქტურული კვლევები. /ვ. შულაევი, ა. ვასილიევი, მ. ზაპოროჟეცი/. Nano Studies. - 2011. - #4. - გვ. 49-54. - რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ.

პერიოდული სითბური იმპულსების ზემოქმედებით დანაფარების დაფენის ფრონტზე სვეტოვანი მიკროსტრუქტურის მქონე არასტექიომეტრული კუბური ტიტანის ნიტრიდის მატრიცაში, არამეტალურ ქვემესერში სტრუქტურული ვაკანსიების გადანაწილებასთან დაკავშირებული მოუწერიგებლობა–წესრიგი ფაზური გადასვლის შედეგად წარმოიქმნებიან ნანოზომითი დიაპაზონის “უდისლოკაციო” მონოკრისტალები. ამდაგვარი ნანოსტრუქტურული მდგომარეობის ფორმირება უზრუნველყოფს ზემაღალი სისალის მიღწევას.

ავტ.

 

9.გ4.8. ფერო და ფერიმაგნეტიკების მიკროსტრუქტურის კვლევის შესაძლებლობა მათი მაგნიტური თვისებების მიხედვით. /. ცერცვაძე/. Nano Studies. - 2011. - #4. - გვ. 119-122. - რუს.; რეფ.: ქართ., ინგლ.

განხილულია, თუ როგორაა შესაძლებელი ფერო‑ და ფერიმაგნიტური მასალების მიკროსტრუქტურის გამოკვლევა მათში მაგნეტიზმის აღძვრის მექანიზმის ანალიზით.

ავტ.

 

9.4.9. ფოლადის პირდაპირი ლეგირების ინოვაციური ტექნოლოგია და მისი სრულყოფის შესაძლებლობები. /. ჯანდიერი, . სახვაძე, . თავაძე, . სურგულაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 84-88. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ფოლადის პირდაპირი ლეგირების ტექნოლოგია ითვალისწინებს თხევადი ფოლადის სითბოს გამოყენებით მალეგირებელი ელემენტის ალუმინით აღდგენას ალუმინოთერმული ბრიკეტებიდან. ტრადიციული ტექნოლოგიისაგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში (მანგანუმის მაგალითზე) ადგილი აქვს მანგანუმის ოქსიდებიდან (ან კარბონატებიდან) მანგანუმის აღდგენისა და გახსნის პროცესს უშუალოდ ფოლადსამსხმელო ციცხვებში. შესაბამისად, თხევადი ფოლადის განჟანგვა-განგოგირდებისა და ლეგირებისათვის გამოირიცხება ძვირადღირებული ფეროშენადნობის ან ლიგატურების გამოყენება. აღმდგენელი ალუმინის წინმსწრები ჟანგვისა და ფუჭი ამოწვის შემცირებისათვის შემოთავაზებულია ბრიკეტში ალუმინზე აქტიური აღმდგენელი კომპონენტის, კერძოდ, თავისუფალი ნახშირბადის წარმომქმნელი ორგანული ნაერთის - მელასის შეყვანა. ამასთან, ფოლადის პირდაპირი ლეგირების მართვისათვის შემუშავებულია როგორც თხევადი ფოლადიდან ბრიკეტზე სითბოგადაცემის პროცესის მათემატიკური მოდელი, ასევე, ტექნოლოგიური პარამეტრების ოპტიმიზაციისა და მართვის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც ახორციელებს აღნიშნული პარამეტრების ოპერატიულ კონტროლს და წინასწარ განსაზღვრული პირობებიდან გამომდინარე, აწარმოებს ბრიკეტების მოწოდების რეჟიმების რეგულირებას. შემოთავაზებული ნოვაციები წარმოშობს ფოლადის პირდაპირი ლეგირების ტექნოლოგიის ეფექტიანობის ამაღლების ახალ შესაძლებლობებს.

ავტ.

 

9.4.10. ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდის მქონე ცვეთამედეგი ნაკეთობების მიღების ტექნოლოგიის დამუშავება. /. მარგიევი, . ოკლეი, . რატიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 89-91. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

სხმული ცვეთამედეგი ნაკეთობების (როგორიცაა თვლების არტახები, ბურთულოვანი მსხვრევანას ბურთულები და ამონაგი და ..) საექსპლუატაციო პერიოდის გახანგრძლივებისათვის, დამუშავდა ნანოოქსიდური სტრუქტურის მქონე ცვეთამედეგი მანგანუმიანი აუსტენიტური ფოლადის წარმოების სამრეწველო ტექნოლოგია. ანალოგთან - ჰადფილდის ფოლადთან შედარებით, დამუშავებული ტექნოლოგია უზრუნველყოფს სიმტკიცის მახასიათებლების გაზრდას ≈ 28 (σB) და 31 (σ02)%-ით, პლასტიკური და დარტყმითი მახასიათებლები იზრდება შესაბამისად ≈ 27 (δ) და 20 (ak)%-ით, ბრინელის სისალე ≈ 21%-ით, ხოლო ცვეთამედეგობა ≈ 21%-ით იზრდება.

ავტ.

 

9.4.11. ქრომისა და ჰაერის კომპონენტების მაღალტემპერატურული ურთიერთქმედება. /. მიქაძე, . მაისურაძე, . გორდეზიანი, . მიქაძე, . ზექალაშვილი, . რთველიაშვილი/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2011. - #1(6). - გვ. 56-62. – რუს.; რეზ. ; ინგლ., ქართ.

წარმოდგენილია კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით ჰაერის ატმოსფეროში ქრომის მაღალტემპერატურულ ჟანგვის პროცესში მეტალურ ზედაპირზე ოქსიდური ფურჩის წარმოქმნის გამო მატრიცის დააზოტება მუხრუჭდება. დადგენილია, რომ ჩანერგვის მინარევებისგან ქრომის ღრმა გაწმენდა იწვევს მეტალში ჰაერის კომპონენტების შეღწევის მნიშვნელოვნად დამუხრუჭებას და 12250C ტემპერატურაზე ჟანგვის სიჩქარის შემცირებას.

ავტ.

 

9.4.12. ცნობები მეტალების შესახებ XI . ძველ ქართულ ტრაქტატში. /. ცირეკიძე, . ჩაგუნავა/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2011. - #1(6). - გვ. 158-167. – რუს.; რეზ. ; ინგლ., ქართ.

ისტორიული კატაკლიზმების გამო დაკარგული ქართული სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურა და, მათ შორის, ცნობები მეტალების შესახებ, ნაწილობრივ შეიძლება კომპენსირებულ იქნეს შუასაუკუნეების ,,უსწორო კარაბადინით”. დადასტურებულია სამეცნიერო-ფარმაკოლოგიურ ღონისძიებებში სამოხელეო ტექნიკის გამოყენების ტენდენცია, მეტალების თვისებების და მათთან დაკავშირებული საკითხების სისტემატიზაციის მცდელობა. განხილული ცნობები ქართულ ენაზე ყველაზე უფრო ადრიდენდელი წყაროა იმისათვის, რათა წარმოდგენა შეიქმნას აღნიშნულ პერიოდში საქართველოს საყოფაცხოვრებო პრაქტიკაში მეტალების გამოყენების შესახებ.

ავტ.

 

9.4.13. ბრაქისინკლინური ფორმის ნახშირის ფენათა დამუშავების ოპტიმალური ტექნოლოგიური პარამეტრები ტყიბული-შაორის საბადოს მაგალითზე. /. რეხვიაშვილი, . ფირცხალავა/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 33-39. – რუს.; რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.

საქართველოს ნახშირის მრეწველობა დაბალი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით ხასიათდება არა იმდენად ქვეყნის ნახშირის მრეწველობის ძირითადი ბაზის - ტყიბული-შაორის საბადოს რთული სამთო-გეოლოგიური პირობებით, რამდენადაც საბადოს ათვისების არსებული კონცეფციის საბადოს სამთო-გეოლოგიურ პირობებთან შეუსაბამობის გამო. . წულუკიძის სამთო ინსტიტუტში დამუშავდა ტყიბული-შაორის საბადოს ათვისების ახალი კონცეფცია, რომლის პრაქტიკული რეალიზაცია საბადოს მომგებიან ექსპლუატაციას უზრუნველყოფს მექკომპლექსების გამოყენების ხელსაყრელი პირობების შექმნის ხარჯზე, რაც სამთო სამუშაოების კონცენტრაციისა და ინტენსიფიკაციის, შრომის ნაყოფიერების გაზრდის, მოპოვებული ნახშირის თვითღირებულების შემცირების ერთადერთი პირობაა.

ავტ.

 

9.4.14. ზოგიერთი შენიშვნა ტერმინებზედამუშავების სისტემა” და დამუშავების მეთოდი” მყარი სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა დამუშავების დროს. /. მიქელაძე/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 40-43. – რუს.; რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.

მოცემულია მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების დროს საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გამოყენებული ტერმინების დამუშავების სისტემადა დამუშავების მეთოდიკრიტიკული შეფასება და მათი ავტორისეული განმარტება. აღნიშნულია, რომ დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დამამთავრებელი ეტაპის აღსანიშნავად გამოიყენება მხოლოდ ტერმინი მიწის წიაღიდან სასარგებლო წიაღისეულის ამოღების (მოპოვების) მეთოდი”. რეკომენდებულია ტერმინოლოგიური აღრევის თავიდან აცილების მიზნით პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ტერმინების დამუშავების სისტემისადა დამუშავების მეთოდისნაცვლად გამოვიყენოთ ტერმინი მიწის წიაღიდან სასარგებლო წიაღისეულის ამოღების (მოპოვების) მეთოდი”.

ავტ.

 

 

9.4.15. ტყიბული-შაორის საბადოს გამომუშავებული ველების გავლენა ნაქერალას ქედის ეკოსისტემაზე. /. გუჯაბიძე, . ჯავახიშვილი, . კუპატაძე/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 44-46. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ნაქერალას ქედის ეკოსისტემაზე, ტყიბული-შაორის საბადოს გამომუშავებული ველების გავლენის საკითხი ნახშირის სამრეწველო მოპოვების დაწყებასთან ერთად დადგა დღის წესრიგში, მაგრამ მისი შესწავლა მხოლოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. ამ დროისათვის არსებული გაანგარიშების მეთოდები ვერ იძლეოდნენ დასაბუთებული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას. დღეს მძლავრი კომპიუტერული ტექნიკა და ბევრად უფრო ზუსტი გაანგარიშების თანამედროვე მეთოდები, ეფექტური საშუალებაა საკითხის შესწავლისათვის. რიცხვითი მეთოდებით ჩვენს მიერ ჩატარებული გაანგარიშების შედეგები კარგად ასახავენ ნახშირის მოპოვებისა და ჭერის მართვის არსებული მეთოდების გამოყენების დროს ქანთა მასივებში მიმდინარე მექანიკურ პროცესებს და დასაბუთებულად ხსნიან ნაქერალას ქედზე მიმდინარე რღვევების არსს.

ავტ.

 

9.4.16. გადახსნილი ქანების სანაყაროების მდგრადობის პირობები. /. მიხელსონი, . კიკაბიძე, . შატბერაშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 47-49. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

სს მადნეულისკარიერის გადახსნილი ქანების #2 სანაყაროს მაგალითზე ნაჩვენებია, რომ მეწყერების განვითარების ძირითად მიზეზებს წარმოადგენს სანაყაროებზე დიდი მოცულობებით ჩამონაშლების განთავსება, რომელთა ფიზიკურ-მექანიკური თვისებები ხასიათდება უფრო დაბალი მაჩვენებლებით, ვიდრე გააჩნიათ გადასახსნელ ქანებს; აგრეთვე, მათი გადამეტებული დატვირთვა ოქროსშემცველი კვარციტების გამოსატუტი მრავალიარუსიანი გროვებით. ამის გათვალისწინებით გადათვლილია სანაყაროს პარამეტები და დამუშავებულია რეკომენდიციები მისი მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

ავტ.

 

9.4.17. მანგანუმის მადნის დალექვის პროცესის ოპტიმიზაციის კრიტერიუმი. /. ენაგელი, . ქიტოშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 50-53. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია ჭიათურის მანგანუმის მადნის დალექვის პროცესით გამდიდრების ოპტიმიზაციის საკითხი; დადგენილია პროცესის ოპტიმიზაციის ტექნოლოგიური კრიტერიუმის შემადგენელი მიზნის და შეზღუდვის ფუნქციების სახე და მმართველი ზემოქმედების ცვალებადობის ზღვრები; ასევე დადგენილია შემაშფოთებელი ზემოქმედებების ცვალებადობის დიაპაზონი, რომლის გათვალისწინებით ოპტიმალური მართვის სისტემა მოახდენს სალექი მანქანის პირველი და მესამე კამერის საჰაერო განყოფილებაში ჰაერის ხარჯის რეგულირებას ისე, რომ მიღებულ იქნეს კონდიციური კონცენტრატის მაქსიმალური გამოსავალი.

ავტ.

 

9.4.18. მადნეულის საბადოს სპილენძ-თუთიის მადნების ნივთიერი შედგენილობის შესწავლა. /. კეკელიძე, . არაბიძე, . აბშილავა/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 54-57. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილული და შესწავლილია მადნეულის საბადოს სპილენძ-თუთიის მადნები, მათი გრანულომეტრიული, ქიმიური და მინერალოგიური შედგენილობა; განსაზღვრულია ცალკეულ სინჯებში სპილენძის, თუთიის, გოგირდის, რკინის შემცველობები და მათი განაწილების ფორმები; შესწავლილია სპილენძის, თუთიის და გოგირდის მინერალების თავისუფალი და შენაზარდი მარცვლების პროცენტული განაწილება კლასების მიხედვით; დადგენილია მინერალთა ჩაწინწკლულობის ზომები და მათი გახსნისათვის წმინდად დაფქვის აუცილებლობა.

ავტ.

 

9.4.19. მადნეულის საბადოს სპილენძ-თუთიის მადნების დაფქვის სიმსხოს დადგენა. /. კეკელიძე, . არაბიძე, . აბშილავა/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 57-59. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილული და შესწავლილია მადნეულის საბადოს სპილენძ-თუთიის მადნები, მათი ნივთიერი შედგენილობა; დადგენილია, რომ იგი მიეკუთვნება სულფიდური მინერალების წვრილად ჩაწინწკლულ ტექსტურის მადნებს, რაც განაპირობებს მათი გახსნისათვის წმინდად დაფქვის აუცილებლობას. შესწავლილია სპილენძის, თუთიის, გოგირდის პროცენტული განაწილება კლასების მიხედვით; შესწავლილი და განსაზღვრულია სხვადასხვა დროის მონაკვეთში დაფქვილი მადნის გრანულომეტრიული შედგენილობა და 74 მკმ ნაკლები ზომის კლასის პროცენტული რაოდენობა. სხვადასხვა დროის მონაკვეთში დაფქვილი მადნის კოლექტიურ-სელექციური და პირდაპირ სელექციური ფლოტაციით დადგენილია დაფქვის ოპტიმალური სიმსხო, რომელიც კოლექტიურ-სელექციური ფლოტაციისთვის შეადგენს 70-72% 74 მკმ-, ხოლო პირდაპირ სელექციური ფლოტაციისთვის - 80-82% 74 მკმ-.

ავტ.

 

9.4.20. ფარავნის საბადოს პერლიტის გადამუშავების ტექნოლოგიის შემუშავება. /. სამხარაძე/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 60-61. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია აფუებული პერლიტის და პერლიტის ნაწარმის გამოყენების შესაძლებლობები მრეწველობის და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში; მოცემულია პერლიტის ქანების წარმოშობის მრავალმხრივი პირობებიდან გამომდინარე გენეტიკური, პეტროგრაფიული და ტექნოლოგიური კრიტერიუმების ანალიზი; შემუშავებულია ფარავნის საბადოს პერლიტის ფრაქციონირების ტექნოლოგიური სქემა, რომელიც დაინერგა და მუშაობს შპს სამთო კომპანია ,,ფარავანპერლიტში”.

ავტ.

 

9.4.21. ბაქო-თბილისი-ერზრუმის მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის სიმტკიცეზე გაანგარიშების ექსპერტიზის შედეგები. /. მახარაძე, . ხუნდაძე, . ქოქაშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 62-64. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია ბაქო-თბილისი-ერზრუმის მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის სიმტკიცეზე გაანგარიშების შედეგები. საექსპერტო გაანგარიშებები შესრულებულია საბჭოთა კავშირის (ამჟამად რუსეთის ფედერაციის) და ამერიკის შეერთებული შტატების ინჟინერ-მექანიკოსთა საზოგადოების მიერ დამუშავებული ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად; მიუხედავად იმისა, რომ გაანგარიშებების შედეგებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა, მაგისტრალური გაზსადენის განხილული მონაკვეთის კედლის სისქე შერჩეულია 25%-იანი მარაგით, რაც უზრუნველყოფს მის უსაფრთხო ექსპლუატაციას ნორმალური სტაციონარული რეჟიმის დროს.

ავტ.

 

9.4.22. ÊÌ87 მექანიზებული კომპლექსებით გამაგრებული საწმენდი სანგრევების აეროდინამიკური წინაღობის გამოკვლევა. /. კუნჭულია/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 65-66. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია საწმენდი სანგრევის აეროდინამიკურ წინაღობაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების შესწავლის საკითხი. აეროდინამიკურ მილში ჩატარებული ლაბორატორიული ექსპერიმენტებით მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგენილია საწმენდი სანგრევის აეროდინამიკური წინაღობის ცვალებადობის ახალი კანონზომიერება დასამუშავებელი ნახშირის ფენის სისქის ცვლილებასთან დაკავშირებით. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები საშუალებას გვაძლევს აღმოიფხვრას საშახტო აეროდინამიკაში არსებული უზუსტობანი ÊÌ87 ტიპისა და მისი სხვადასხვა მოდიფიკაციების კომპლექსებით გამაგრებული საწმენდი სანგრევების აეროდინამიკური წინაღობის განსაზღვრის დროს და ისინი შეიცავენ ფაქტიურ მონაცემებს შახტების განიავების პროექტების სწორი დამუშავებისათვის.

ავტ.

 

9.4.23. ჭაბურღილის დაცემენტებისას ცემენტის ქვის შეჭიდების გაუმჯობესება საკონტაქტო ზედაპირთან. /. ხითარიშვილი, . მაჭავარიანი/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 67-69. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების შედეგები სატამპონაჟო ხსნარების ეფექტური შედგენილობების შესარჩევად მათი შეჭიდების გაუმჯობესებისათვის, სამაგრი კოლონების და ჭაბურღილების კედლების საკონტაქტო ზედაპირებთან კოლონგარე სივრცის ჰერმეტულობის ამაღლებისთვის; დადგენილია ეფექტური კომპონენტების სახეობები: ÔÐ-12 პოლიმერ-ფისი და ფორმალინი, რომლებიც ამაღლებენ ცემენტის ხსნარის დასველების უნარს, ადგეზიას და ამასთან დაკავშირებით საგრძნობლად ზრდიან სატამპონაჟო ხსნარების შეჭიდებას შეხების ზედაპირებთან. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შემუშავებული სატამპონაჟო ხსნარების შედგენილობების გამოყენება მნიშვნელოვნად აამაღლებს ჭაბურღილების დაცემენტების ხარისხს.

ავტ.

 

9.4.24. სს მადნეულისგამდიდრების კუდების ჰიდროსატრანსპორტო დანადგარის ტუმბოების ჰიდროშემჭიდროებებში წყლის მიმწოდებელი ახალი სისტემის ჰიდრავლიკური ანალიზი. /. სილაგაძე, . მახარაძე, . ჯანგიძე/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 70-73. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

გაანალიზებულია წყლის მიწოდების სისტემა გამდიდრების კუდების გადასატან გრუნტის ტუმბოების ჰიდროშემჭიდროებებში. დადგენილია, რომ ამჟამად არსებული წყლის მიწოდების სისტემა ვერ პასუხობს წაყენებულ მოთხოვნებს, კერძოდ, ჰიდროშემჭიდროებებში მიეწოდება გაცილებით მეტი რაოდენობის წყალი, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ნორმებით. შესაბამისად გაზრდილია წყლისა და ელექტროენერგიის ხარჯი. შემუშავებულია ჰიდრავლიკურად დასაბუთებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას ჰიდროშემჭიდროებებში ნორმის ფარგლებში.

ავტ.

 

9.4.25. ბუნებრივი დაწნევით მომუშავე ჰიდროსატრანსპორტო სისტემების ძირითადი პარამეტრების საანგარიშო დამოკიდებულებები და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. / . სილაგაძე, . ჯანგიძე, . სტერიაკოვა/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 74-77. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

მოცემულია ბუნებრივი დაწნევით მომუშავე ჰიდროსატრანსპორტო სისტემების ჰიდროდინამიკური პარამეტრების საანგარიშო დამოკიდებულებები დახრილი, ვერტიკალური და ჰორიზონტალური მილსადენებისათვის; განხილულია საფეხურებიანი სისტემის გამტარუნარიანობის გაანგარიშების სპეციფიკა; კონკრეტული ობიექტისათვის გაანგარიშებულია ამ პარამეტრების და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელობები.

ავტ.

 

9.4.26. სამთო მანქანების მძიმედდატვირთულ კბილანურ გადაცემებში მესამე სხეულის ფორმირების პრობლემები. /. ცოცხალაშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 77-80. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია სხვადასხვა ავტორების მიერ მიღებული ზეთის ფენის სისქის საანგარიშო ფორმულები და მათი გამოყენებით მიღებული შედეგები შედარებულია ექსპერიმენტული კვლევის შედეგებთან. ნაჩვენებია, რომ ფორმულები, რომლებიც არ ითვალისწინებენ კონტაქტის ზონაში მიმდინარე თბურ მოვლენებს, არადამაკმაყოფილებლად შეესაბამებიან ექსპერიმენტული კვლევის შედეგებს. ასევე ნაჩვენებია ზეთის ფენის სისქის, ხახუნის კოეფიციენტისა და ჩაჭდევის გრძივი დატვირთვის დამოკიდებულებები გორვისა და სრიალის სიჩქარეებზე.

ავტ.

 

9.4.27. ვაკუუმ-დოლის უძრავი მრუდწირული მიმმართველების ოპტიმალური პარამეტრების გაანგარიშება. /. მოლოდინი, . მოლოდინი/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 80-83. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია ავტონომიურ ვაკუუმურ მექანიზმებიანი ვაკუუმ-დოლებისათვის უძრავი მრუდწირული მიმმართველების ოპტიმალური პარამეტრების განგარიშების მეთოდიკა; მოცემულია მრუდწირული მიმმართველის (რადიუსის, ვერტიკალურ სიბრტყის მიმართ დახრის კუთხის, ჭოკის ბოლოვანების გასწვრივი მოძრაობის დროის და ..) ძირითადი პარამეტრების საანგარიშო ფორმულები და ნორმები; გაანალიზებულია კომპაქტური და მაღალი წევის ფაქტორის მქონე ვაკუუმ-ამძრავის შექმნის გზები; ამძრავი ვაკუუმ-დოლის ძირითადი პარამეტრები გაანგარიშებულია მშრალი და სველი ხახუნის პირობებისათვის, როგორც ჰაერის პოლიტროპული ასევე იზოთერმული პროცესით გაფართოვებისთვის; დადგენილია, რომ სველ ელასტო-ჰიდროდინამიკურ რეჟიმში მუშაობისას ამძრავის წევის ფაქტორი გაცილებით მაღალია, გაბარიტული ზომებით კი მნიშვნელოვნად კომპაქტური.

ავტ.

 

9.4.28. საშენ მასალების ზედაპირის დასამუშავებელი ლამინალურ ნაკადიანი პლაზმატრონის დამუშავება და ტექნოლოგიური პარამეტრების კვლევა. /. ბათხაძე, . გელენიძე, . ბათხაძე, . სიჭინავა, . მენთეშაშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 83-87. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია ახალი შიდაკამერული გეომეტრიის მქონე, ჰაერზე მომუშავე ირიბი ქმედების პლაზმატრონი ელექტროდებს შორის ნეიტრალური სადგამით, სადაც განხორციელებულია საქშენიდან პლაზმის ლამინალურ რეჟიმში გამოდინება; ჩატარებულია ასეთი ნაკადით მყარი საშენ მასალების ზედაპირის მოდნობის ტექნოლოგიის ექსპერიმენტული კვლევა; დადგენილია ახალი ტექნოლოგიის ოპტიმალური პარამეტრები; მომზადებულია ახალი მინისებრი, დეკორატიული ზედაპირის მქონე ხელოვნური და ბუნებრივი საშენი მასალების ნიმუშები.

ავტ.

 

9.4.29. საქართველოს სამთო საწარმოების კაპიტალური გვირაბების მშენებლობაში ახალავსტრიული მეთოდის (NÀÒÌ) გამოყენების შესახებ. /. აბესაძე/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 88-92. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია მსოფლიო გვირაბმშენებლობის პრაქტიკაში გავრცელებული ახალავსტრიული მეთოდის (NATM) გამოყენების ძირითადი სამთოტექნიკური მოთხოვნები; დასაბუთებულია მათი გამოყენების მიზანშეწონილობა საქართველოს სამთო მომპოვებელი საწარმოების კაპიტალური გვირაბების მშენებლობაში; გაანალიზებულია გვირაბის გასამაგრებლად ახალავსტრიული მეთოდით რეკომენდებული სამაგრი მასალის, კერძოდ, ნაშხეფბეტონის ნარევის მიღების და მისი ქანის მასივის ზედაპირზე დატანის ტექნოლოგიები, გვირაბის კონტურის ირგვლივ ხელოვნურად შექმნილი ,,ქანი-მასივის’’ სისტემის მუშაობის თავისებურებების გათვალისწიმებით; გაანალიზებულია საქართველოს სხვადასხვა სამთო ობიექტზე ნაშხეფბეტონის გამოყენების ირგვლივ . წულუკიძის სამთო ინსტიტუტში გასულ წლებში შესრულებული სამუშაოების შედეგები და ნატურულ პირობებში გაზომვებით დაფიქსირებული გვირაბის გარემომცველი ქანის მასივის დეფორმაციების მაჩვენებლები; რეკომენდებულია ჩატარებული სამუშაოების შედეგების გამოყენება სამთო ობიექტებზე ახალავსტრიული მეთოდით კაპიტალური გვირაბების გაყვანა-გამაგრების პროექტების დამუშავებისას.

ავტ.

 

9.4.30. გელათისა და მოწამეთას სამონასტრო კომპლექსებზე სამრეწველო აფეთქებების სეისმური ზემოქმედების კვლევა. /. ხომერიკი, . მიხელსონი, . კუკულაძე/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 93-96. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია ქუთაისის არამადნეული მასალების კარიერზე სამრეწველო აფეთქებებით გამოწვეული გელათისა და მოწამეთას სამონასტრო კომპლექსების შენობა-ნაგებობების საძირკველში გრუნტის რხევის პარამეტრების სეისმომეტრული გაზომვების შედეგები; მოცემულია გრუნტის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარეების ფეთქებადი ნივთიერების მუხტების მასაზე დამოკიდებულება; გელათისა და მოწამეთას სამონასტრო კომპლექსების შენობა-ნაგებობებისა და კარიერის ფერდოების გადაადგილების დასაშვები სიჩქარეების გათვალისწინებით გათვლილია ფეთქებადი ნივთიერებების ზღვრული სეისმოუსაფრთხო მუხტების მასები.

ავტ.

 

9.4.31. უმარტივესი ტიპის წყალშემცველი ფეთქებადი ნივთიერებების ემულსიის პარამეტრების კვლევა. /. შარაშენიძე, . ლორთქიფანიძე, . კავთიაშვილი, . გოჩოლეიშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 96-98. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

დადგენილი იქნა, რომ ემულსიის შემასქელებლად 3,7-4%-ის ოდენობით გამოყენებული კმც- შემთხვევაში ემულსია ინარჩუნებს მდგრადობას. ამავე დროს ემულსია მაგრდება და ირღვევა მისი ძირითადი პრინციპი, საწვავისა და დამჟანგველის ფაზები არ იმყოფება თხევად მდგომარეობაში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კმც ემულსიას კრავს ერთი მიმართულებით. მაღალპოლიმერულ მაგნაფლოკ-10-ით ემულსიის მასა იკვრება ყველა მიმართულებით, ხდება ბლანტი, წელვადი და იძენს უნარს ემულსიის ორივე ფაზა შეინარჩუნოს თხევად მდგომარეობაში. ლაბორატორიულ პირობებში, ჩვენს მიერ დამზადებული ემულსიების გამოცდამ წყალმედეგობაზე დაგვანახა, რომ ვერც ერთი ემულსია წყლის სვეტში გავლისას ვერ ინარჩუნებს მდგრადობას. წყლის სვეტში გავლისას ხდება ემულსიაში წყლის შეღწევა და ემულსიის გაყოფა. წყლის სვეტში გავლისას ემულსია ინარჩუნებს მდგრადობას, როდესაც სტრუქტურის შემქმნელი ნატრიუმსილიკატის და შემასქელებელ მაგნაფლოკ-10-ის ოპტიმალური რაოდენობა შესაბამისად შეადგენს 0,03-0,16%.

ავტ.

 

9.4.32. ახალი ტიპის სამკომპონენტიანი ფეთქებადი ნივთიერების პარამეტრების კვლევა. /. შარაშენიძე, . ლორთქიფანიძე, . კავთიაშვილი, . გოჩოლეიშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 99-101. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

მაღალ წნევაზე დამზადებული ამონიუმის გვარჯილა, რომლის მარცვლებს არ გააჩნიათ ფორები ვერ უზრუნველყოფენ საწვავის საჭირო რაოდენობის შეთვისებას, რაც ამცირებს აგ-დს-ის ტიპის ფეთქებადი ნივთიერებების ენერგეტიკულ მაჩვენებლებს. ასეთი მაღალი წნევისაა საქართველოში, რუსთავის ქიმიური ქარხანა აზოტი”- მიერ დამზადებული ამონიუმის გვარჯილა. აგ-დს-ის ტიპის ფეთქებადი ნივთიერების ენერგეტიკული მახასიათებლების გაზრდის მიზნით შესწავლილი იქნა აგ-დს-ში, როგორც დამატებითი არატრადიციული დამჟანგველი, მანგანუმის მადნის 84%-იანი MnO2 (პეროქსიდის) გამოყენების შესაძლებლობა. ლაბორატორიულ პირობებში 10-30 მიკრონის კლასად დაფქვილი პიროქსიდით დამზადებული იქნა გამოსაცდელი სამ კომპონენტიანი ფეთქებადი ნივთიერება რომელშიდაც დიზელის საწვავის ნაცვლად გამოყენებული იქნა დიზელის ზეთისა და რუსთავის აზოტისქარხანაში მაღალ წნევაზე დამზადებული ამონიუმის გვარჯილა. გამოსაცდელი ფეთქებადი ნივთიერებები მზადდებოდა 2, 4, 6, 8 და 10% მანგანუმის შემცველობის. ექსპერიმენტმა გვიჩვენა, რომ აგ-დს-ში პეროქსიდის ფქვილის 4-დან 8%-მდე დამატება ზრდის აფეთქების შედეგებს.

ავტ.

 

9.4.33. კარიერული წყლების მოქმედების შესწავლა იონგაცვლითი მემბრანების ფუნქციურ თვისებებზე. /. ჩხუბიანიშვილი, . კურცხალია, . სიმონია, . ქავთარაძე/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 101-105. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

სტატისტიკურ პირობებში გამოკვლეულია კარიერული წყლების შედგენილობის გავლენა მემბრანების კუთრ წინაღობაზე, სელექტიურობაზე და სრულ მოცულობით ტევადობაზე 20 და 400C ტემპერატურაზე. დადგენილია, რომ გამოკვლეული მემბრანები ხსნარის არეში ქიმიურად და თერმულად მდგრადია და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტროდიალიზში.

ავტ.

 

9.4.34. საკაზმე მასალებში გამავალი დენების დამოკიდებულება ფეროშენადნობთა ღუმელის გეომეტრიულ ზომებზე. /. სიმონგულაშვილი, . ცირდავა, . კლდიაშვილი, . ნემსაძე, . ჩიქოვანი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2011. - #1(479). გვ. 36-42. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ფეროშენადნობთა სადნობ ღუმლებში ელექტრული პარამეტრების დამოკიდებულება მის გეომეტრიულ ზომებზე. ნაშრომში ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე დადგენილია, მცირე სიმძლავრის ელექტროღუმელებისათვის ელექტროდის დიამეტრის, განშლის დიამეტრის და აბაზანის დიამეტრის ოპტიმალური ზომები. დნობის მაღალი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მისაღწევად აუცილებელია დენი ელექტროდის გარშემო განაწილებულ იქნეს თანაბრად და იმავდროულად გაიზარდოს საკაზმე მასალების ელექტროწინაღობა.

ავტ.

 

9.4.35. ქრომის ოქსიდების ახალი სტრუქტურები და თვისებები მეტალ-ოქსიდ-ნახევარგამტარის სისტემაში. /. მიქაძე, . დარსაველიძე, . მაისურაძე, . დარჩიაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2011. - #1(479). გვ. 42-45. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჩატარებულია მეტალ-ოქსიდ-ნახევარგამტარის ტიპის შრეებრივი სისტემის ფორმირების პირობების, სტრუქტურული მდგომარეობებისა და ელექტროფიზიკური თვისებების კომპლექსური გამოკვლევა. ამ სისტემის მიღება ხდება მონოკრისტალური და პოლიკრისტალური არალეგირებული ქრომის, აგრეთვე, მცირედ ლეგირებული ქრომის ჟანგვის შედეგად.

ავტ.

 

9.4.36. საქართველოს სამთო მრეწველობის დარგობრივი სტრუქტურის აქტუალური საკითხები. /. ლომსაძე, . ლობჟანიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). გვ. 42-48. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილი, სისტემატიზებული და მეცნიერულად გაანალიზებულია როგორც ახლო წარსულის, ისე საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში საქართველოს სამთო მრეწველობის ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები (გამოშვებული პროდუქცია, მომუშავეები, ძირითადი კაპიტალი) დარგობრივ ჭრილში. შემოთავაზებულია თანამედროვე ეკონომიკურ მოთხოვნათა შესწავლის საფუძველზე და კონკრეტულ სიტუაციათა სისტემური ანალიზიდან გამომდინარე პრიორიტეტული და სტრატეგიული დანიშნულების სამთო პროფილის დარგების და საწარმოების განვითარების მიმართულებები, ღონისძიებები და ამ მიზნით, სახელმწიფოს სამრეწველო-ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობები.

ავტ.

 

9.4.37. ჭალადიდის ნავთობსაძიებო მოედნის ჰიდროგეოქიმიური თავისებურებები. /. ზვიადაძე, . ავალიანი, . მარდაშოვა/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). გვ. 48-53. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნავთობის საბადოების ძებნა-ძიების საქმეში ტრადიციულ მეთოდებს შორის გარკვეული ადგილი ჰიდროგეოქიმიურ მეთოდს უჭირავს, კერძოდ, ქიმიურ-არაორგანული მაჩვენებლების გამოყენებას არაპირდაპირ საძიებო კრიტერიუმებად. სტატიაში განხილულია ჭალადიდის მოედანზე ნავთობის მსხვილი ბუდობის შესაძლო არსებობის საკითხი სპექტრული ანალიზის იმ პოზიტიური შედეგებიდან გამომდინარე, რომლებიც მიღებულ იქნა ტერიტორიის წნევიან წყლებში ნავთობისთვის დამახასიათებელი ტიპომორფული ქიმიური ელემენტების მაღალი შემცველობის თვალსაზრისით.

ავტ.

 

9.4.38. წყლის გაწმენდა ფოსფატებისაგან ქვანახშირის ფიქალებზე ფილტრაციის მეთოდით. /. ბარამიძე, . შენგელია, . გვასალია/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). გვ. 78-83. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოკვლეულია წყლიდან ფოსფატების მოცილების პროცესი ბუნებრივი ადსორბენტის ქვანახშირის ფიქალების გამოყენებით. შესწავლილია ფოსფატების ადსორბციის კინეტიკა დინამიკურ პირობებში. ფოსფატების ადსორბციის დამოკიდებულება ხსნარის PH-სა და ტემპერატურაზე. დადგენილია, რომ ფოსფატების ადსორბცია მიმდინარეობს ადსორბენტის ზედაპირზე კომპლექს ნაერთების წარმოქმნით. შესწავლილი ადსორბენტის გამოყენება შესაძლებელია ფოსფატების მოსაცილებლად როგორც ბუნებრივი ისე ჩამდინარე წყლებიდან.

ავტ.

 

9.4.39. სუფთა ლითონის მიღება შესაბამისი ოქსიდების კონვერსიით. /. მიქაძე, . რუხაძე, . მაისურაძე, . ტატიშვილი, . მიქაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #3(477). გვ. 61-65. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია, ორი ალტერნატიული ტექნოლოგიით განხორციელებული, ოქსიდის სუფთა ლითონად კონვერსირების თავისებურებანი. რეაქტორის მოცულობაში ეთილის სპირტის ინჟექტირებისას აღმდგენელი ატმოსფეროს წარმოქმნა და ჟანგბადისაგან მისი ულტრაღრმა გაიშვიათება სინერგეტიკულად მოქმედი ორი ფაქტორია, რომლებიც ზრდიან კონვერსიის პროცესის ეფექტურობას სუფთა ლითონის მისაღებად; თუმცა აქტიური კარბიდწარმომქმნელი ლითონის შემთხვევაში ოქსიდი კარბიდად კონვერსირდება და არა სუფთა ლითონად.

ავტ.

 

9.4.40. ბოჭკოვანი მასალები და ინოვაციური ტექნოლოგიები. /. აბესაძე, . გოგოლაძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2011. - #3(11). - გვ. 22-25. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ბოჭკოვანი მასალების გამოყენება ინოვაციურ ტექნოლოგიებში, კერძოდ, კოსმოსურ მრეწველობაში. კოსმოსური სკაფანდრის მაგალითზე განხილულია პოლიურეთანული და ნახშირბადოვანი ბოჭკოების გამოყენება მისი კონსტრუირებისას. აგრეთვე ნაჩვენებია მთელი რიგი მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება აღნიშნულ ბოჭკოებს, რაც უზრუნველყოფს ნაწარმის უსაფრთხოებასა და საიმედოობას.

ავტ.

 

9.4.41. სითხის ფორსირებული მოპოვების დადგენა ნაპრალოვანი ტიპის კოლექტორების დამუშავების დროს. /. დურგლიშვილი, . მაისურაძე/. სამთო ჟურნალი. 2011. - #2(27). – გვ. 18-21. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სითხის ფორსირებული მოპოვება ნავთობგაცემის კოეფიციენტის გაზრდის ერთ-ერთი მეთოდია. დამუშავების გვიან სტადიაზე მყოფ საბადოებზე მისი გამოყენება საშუალებას იძლევა მოპოვებულ იქნეს გაწყლოვანებულ მოცულობაში დარჩენილი ნავთობი. მეთოდის ეფექტურობა დამოკიდებულია ჭაბურღილების კრიტიკული დებიტების სწორად განსაზღვრაზე. საჭიროა ზუსტად დადგინდეს ფორსირებული რეჟიმის საწყისი დებიტი. ფორსირებული მოპოვებისას სითხის დებიტი უნდა აჭარბებდეს ფენის პირობებში გადაყვანილ საწყის ნავთობის დებიტს, ანუ აუცილებელია ჭაბურღილი გაშვებული იქნეს უფრო მაღალ დებიტზე, ვიდრე მისი საწყისი ნავთობის დებიტი იყო. მნიშვნელოვანია მოპოვების ოპტიმალური რეჟიმის დადგენა, რადგან სითხის მოპოვების ტემპი არ შეიძლება იყოს განუსაზღვრელი. მისი შეზღუდვის ერთ-ერთი ფაქტორია მაქსიმალური დასაშვები დეპრესია. დეპრესიის ზრდის ზღვრული მნიშვნელობის დადგენა აუცილებელია, რათა ადგილი არ ჰქონდეს სანგრევისპირა ზონაში ნაპრალების გახსნილობის შემცირებას ან ცალკეულ შემთხვევაში, მათ დახურვას.

ავტ.

 

9.4.42. საქართველოს სამთო მრეწველობის არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი. /. ჩომახიძე, . ბასილაძე/. სამთო ჟურნალი. 2011. - #2(27). – გვ. 22-25. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დახასიათებულია საქართველოს სამთო მრეწველობის განვითარების ტენდენციები დამოუკიდებლობის წლებში (1990-2009 წწ.). არსებული მდგომარეობა შედარებულია 1990 წლამდე პერიოდთან. ანალიზმა აჩვენა, რომ განვლილი 20 წლის განმავლობაში სამთო საწარმოთა უმრავლესობა საერთოდ გაჩერებულია, ან მუშაობს მკვეთრად შემცირებული მასშტაბებით. აღნიშნულ წლებში სამთო მრეწველობის პროდუქცია შემცირდა 3,2-ჯერ, დასაქმებულთა რაოდენობა 6-ჯერ და ძირითადი კაპიტალის ფონდების ღირებულება 1,7-ჯერ. შემცირებულია ყველა სახეობის ნატურალური პროდუქცია, გარდა სპილენძისა და ოქროს მოპოვებისა. ნაშრომში დიდი ადგილი აქვს დათმობილი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წიაღისეული საბადოების დახასიათებას. გაკეთებულია დასკვნა, რომ ქვეყანაში არსებული ნედლეულის ბაზა სხვა საჭირო ფაქტორებთან ერთად (ბუნებრივი პირობები, შრომითი რესურსები, სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა, მეცნიერულ-ტექნოლოგიური ბაზა, მოთხოვნილება დარგის პროდუქციაზე, არსებული ტრადიციები) ხელსაყრელ პირობებს ქმნის საქართველოში სამთო მრეწველობის აღორძინებისა და განვითარებისათვის.

ავტ.

 

9.4.43. ტყიბული-შაორის საბადოს ათვისების ინტენსიური მოდელის ტექნოლოგიური პარამეტრები. /. გორდეზიანი, . ფირცხალავა, . ბასილაძე, . სოლოღაშვილი, . მახარაძე/. სამთო ჟურნალი. 2011. - #2(27). – გვ. 26-29. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ენერგოსისტემაში არსებული ბაზისური სიმძლავრეების მნიშვნელოვანი დეფიციტის შესამცირებლად, ძირითადი სათბობ-ენერგეტიკული რესურსი არის ტყიბული-შაორის საბადოს (ტშს) ნახშირები. ტშს- ბრახისინკლინარული ფორმით ჩაწოლის ნახშირის ფენების დახრილი ჭაურით გახსნის შედეგად შესაძლებელი გახდა 5 შახტის საშახტო ველების მარაგის ერთ შახტში გაერთიანება, საბადოს ექსპლუატაციის მომგებიან რეჟიმში გადაყვანა. დადგენილია შეწყვილებული ლავების სიგრძე: მულდის აღმოსავლეთ ფრთაზე - 200-250 , დღეღამური დატვირთვები - 3000-6000 ტონა; მულდის დასავლეთ უფრო აშლილ ფრთაზე - 100-120 , დღეღამური დატვირთვები - 1500-3000 ტონა. ტშს- ნახშირზე 3,5 მლნ ნახშირის წლიური მწარმოებლურობის შახტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შემთხვევაში მოპოვებული ნახშირის თვითღირებულება არ აღემატება 17 დოლარს, რაც ამ ნახშირის კონკურენტუნარიანობას იმპორტირებულ გაზისა და ნავთობის მიმართებაში ეჭვს გარეშე აყენებს და ქვეყნის ბაზისური ელექტროენერგიის წარმოებაში ტყიბულის ნახშირის მაღალი ეკონომიკური ეფექტით გამოყენების მიზანშეწონილობას ადასტურებს. სამუშაო შესრულებულია საგრანტო პროექტის ¹GNSF/ST09-290-7-170 ფინანსური ხელშეწყობით.

ავტ.

 

9.4.44. ჭიათურის მანგანუმის ძნელგასამდიდრებელი მადნების გამდიდრების კვლევა. /. ტალახაძე, . სტურუა, . რუხაძე/. სამთო ჟურნალი. 2011. - #2(27). – გვ. 39-41. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატიაში განხილულია ჭიათურის მანგანუმის ძნელგასამდიდრებელი მადნების გამდიდრებადობის ლაბორატორიულ პირობებში კვლევის შედეგები. კვლევებისთვის შერჩეული იქნა დარკვეთის ზეგანის შერეული მადანი. კვლევები განხორციელდა არსებული ტექნოლოგიური სქემით, რომელიც ითვალისწინებს მასალის გარეცხვას დამტვრევას 16-0 მმ-ზე, გაცხრილვას კლასებად 16-8 მმ, 8-3 მმ და 3-0 მმ, აღნიშნული კლასების განშრევებას მძიმე სითხეში სიმკვრივით < 2700 კგ/3, 2700-2800 კგ/3 და > 2800 კგ/3. ჩატარებული ცდებიდან მიღებული შედეგების ანალიზიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსხვილი კლასი 16-8 მმ განეკუთვნება ძნელგასამდიდრებელ მადანს, რაც განპირობებულია აღნიშნულ კლასში დიდი რაოდენობით კარბონატული მინერალების არსებობით. 3-0 მმ კლასი ასევე განეკუთვნება ძნელგასამდიდრებელ მადნებს, ვინაიდან კუდები დიდი რაოდენობით დაბინძურებულია დაბალი სიმკვრივის და მცირე სიმტკიცის მანგანუმის პროდუქტებით, როგორიცაა მანგანუმით გაჟღენთილი ქვიშაქვები და დაბალი სიმკვრივის მანგანუმის მინერალები. საუკეთესო შედეგი მიღებული იქნა 8-3 მმ კლასში, რაც განპირობებულია სასარგებლო მინერალების და ფუჭი ქანის კარგი გახსნის უნარით.

ავტ.

 

9.4.45. სააქციო საზოგადოება მადნეულისშერეული და დაჟანგული სპილენძ-პირიტული მადნების გამდიდრების ტექნოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესების მეთოდები. /. მენაბდიშვილი, . აბშილავა, . ღუღუნიშვილი/. სამთო ჟურნალი. 2011. - #2(27). – გვ. 42-46. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ბოლო წლებში / ,,მადნეულისღია კარიერის დამუშავების სიღრმის ზრდასთან ერთად სპილენძ-პირიტულ მადნებში საგრძნობლად შემცირდა სპილენძის შემცველობა და იგი ცვალებადობს 0.3-0.5%-ის ფარგლებში. ყოველივე ამან გამოიწვია მამდიდრებელი ფაბრიკის ტექნოლოგიური მაჩვენებლების გაუარესება. ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით შემოთავაზებულია კორექტირებული ტექნოლოგიური სქემა, რომელიც ითვალისწინებს ფლოტაციის კონცენტრატების -74 მკმ-მდე (82-85%) დაფქვას, 30 წუთიან აერაციას და მის შემდგომ გამდიდრებას ცალკე ციკლში, რის შედეგადაც ხდება კონცენტრატის ხარისხის გაუმჯობესება 1.5-2.5%-ით. ამასთან გარკვეულად უმჯობესდება ამოკრეფის მაჩვენებელიც.

ავტ.

 

9.4.46. მანგანუმის მადნის შლამების ფლოტაციის პროცესის კვლევა. /. გამცემლიძე, . ენაგელი, . შეყილაძე, . სამხარაძე, . ღუღუნიშვილი/. სამთო ჟურნალი. 2011. - #2(27). – გვ. 46-52. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მანგანუმის მადნის შლამების ფლოტაციური მეთოდით გამდიდრების სქემა. შლამებისათვის, რომლებიც წარმოდგენილია კარბონატული და ჟანგეული მინერალების სახით, მიღებულია ტექნოლოგიური სქემა, რომელიც ითვალისწინებს ორსტადიურ გამდიდრებას: ძირითად კარბონატულ ფლოტაციას გადაწმენდით კარბონატული კონცენტრატის მისაღებად და კამერულს, პროდუქტის ძირითად ჟანგეულ ფლოტაციას გადაწმენდით ჟანგეული კონცენტრატის მისაღებად; პროცესისათვის გამოყენებულია რეაგენტები: თხევადი მინა, MCTM ზეთი და სოდა; ჩატარებულია ექსპერიმენტები ლაბორატორიულ საფლოტაციო მანქანაზე; დადგენილია პროცესის რეჟიმი და გამდიდრების პარამეტრების მნიშვნელობები. ექსპერიმენტების შედეგად მიღებული სტატისტიკური ინფორმაცია დამუშავებულია მათემატიკური სტატისტიკის და გამდიდრების მაოპტიმიზებელი იდენტიფიკაციის მეთოდებით; დადგენილია, როგორც კარბონატული, ისე ჟანგეული კონცენტრატის ხარისხისა და გამოსავლის მაჩვენებლის მმართველი და შემაშფოთებელი ზემოქმედებებისაგან მრავლობითი და წყვილი დამოკიდებულებები. მართვის კანონებზე დაყრდნობით, აგებულია ფლოტაციის პროცესის მართვის სისტემის ფუნქციური სქემა.

ავტ.

 

9.4.47. ერთ და ორგვირაბიანი კომბინირებული სავენტილაციო სისტემების ხანძარუსაფრთხოების კვლევა. /. ლანჩავა, . გვენცაძე/. სამთო ჟურნალი. 2011. - #2(27). – გვ. 56-59. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გვირაბის ვენტილაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვამლისა და ტოქსიკური ნივთიერებების არინებისათვის ან მათი გავრცელების შესამცირებლად გვირაბში მომხდარი ხანძრისას. გვირაბის სავენტილაციო სისტემის დასაბუთებისა და დამუშავების მიზნით მნიშვნელოვანია ვენტილაციის სისტემის ფუნქციური შესაძლებლობების დადგენა როგორც ხანძრის საწყის სტადიაზე, ისე მისი სიმძლავრის სრულად განვითარების დროს. ნაშრომში განხილულია ერთგვირაბიანი სავენტილაციო სისტემის ნახევრად განივი და განივი სქემების სისტემური ნაკლი, რომელიც თავს იჩენს ხანძრისას. განვითარებული ძლიერი ხანძრის დროს ჰაერის ხარჯი და მოძრაობის მიმართულება განპირობებულია ხანძრის არსებობით და დამოკიდებული აღარ არის ვენტილატორზე. აღნიშნული ძირითადად ვრცელდება აგრეთვე ისეთ სავენტილაციო სისტემაზე, რომელიც ერთზე მეტ გვირაბს შეიცავს.

ავტ.

 

9.4.48. თანამედროვე ფეთქებადი ნივთიერებების ეფექტურობის განსაზღვრის პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები. /. მიხელსონი, . ხომერიკი, . ლორთქიფანიძე, . ხვადაგიანი, . სუპატაშვილი/. სამთო ჟურნალი. 2011. - #2(27). – გვ. 78-83. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია თანამედროვე მსხვილდისპერსიული ფეთქებადი ნივთიერებების მუშაუნარიანობის შეფასების მეთოდები. ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ მეთოდები, რომლებიც დაფუძნებულია აფეთქების ძაბრის ან კამუფლეტის სიღრუის მოცულობის განსაზღვრაზე, არ იძლევიან ობიექტურ ინფორმაციას ტესტირებადი ფეთქებადი ნივთიერებების მუშაუნარიანობის შესახებ. მეტნაკლებად ობიექტური შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფოლადის სქელკედლიან მილებში გამოსაცდელი ფეთქებადი ნარევების აფეთქების შედეგად ლითონის ინდიკატორის დეფორმაციის გაზომვა. სამუშაოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია ფოლადის სქელკედლიანი მილის ნაცვლად გამოყენებული იქნეს წყლის გარსი. წარმოდგენილია ამ მეთოდით დადგენილი ზოგიერთი ფეთქებადი ნივთიერების მუშაუნარიანობის მაჩვენებლები.

ავტ.

 

9.4.49. წრფივი მუხტების აფეთქებით ქანის ხარისხოვანი შემოფარგვლის პირობები. /. მიხელსონი/. სამთო ჟურნალი. 2011. - #2(27). – გვ. 84-87. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დადგენილია, რომ წრფივი მუხტების რიგის ერთდროული აფეთქების საწყის სტადიაზე შპურების მიმდებარე არეში წარმოქმნილი 15-25 მმ-ის სიგრძის რადიალური ბზარები მკვეთრად ამცირებენ ქანის სიმტკიცის ზღვარს დინამიკური მოხლეჩისას; მოცემულია მუხტებს შორის ოპტიმალური მანძილისა და ქანების დინამიკური მოხლეჩის ეფექტურობის მაჩვენებლის დამოკიდებულება შპურების მიმდებარე არეში არსებული ბზარების სიგრძეზე; განსაზღვრულია სასაზღვრო პირობების შპურებს შორის ოპტიმალურ მანძილზე გავლენა; მოსაპირკეთებელი ქვის ბლოკების მწარმოებელი დარგისათვის შემუშავებულია რეკომენდაციები წრფივი მუხტების კონსტრუქციის შერჩევისათვის.

ავტ.

 

5. მანქანათმშენებლობა. ხელსაწყოთმშენებლობა

 

9.5.1. ადაპტური თვითმავალი შასის თვლებზე ნიადაგის ნორმალური რეაქციების განსაზღვრა. /. ჭალაგანიძე, . მახარობლიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 92-97. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

გადმოცემულია ადაპტური თვითმავალი შასის თვლებზე ნორმალური რეაქციების განსაზღვრის მეთოდიკა წამყვანი ტანდემ-თვლების ბალანსური დაკიდების დროს. გამოყვანილია ნორმალური რეაქციების საანგარიშო ფორმულები წინა მიმმართველი და უკანა წამყვან ტანდემ-თვლებზე შასიზე ტექნოლოგიური მოწყობილობების განლაგების გათვალისწინებით. ეს იძლევა საშუალებას შასის ლანჟერონზე ოპტიმალურად განვალაგოთ მანქანის მუშა ორგანოები ნიადაგზე ნორმალური დაწოლის მინიმალური მნიშვნელობის პირობებში.

ავტ.

 

9.5.2. მიწისმჭრელი მანქანების მუშა ორგანოების მოდერნიზაცია. /. ბუხნიკაშვილი, . ბუხნიკაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2011. - #1(479). გვ. 81-86. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მიწისმჭრელი მანქანების მუშა ორგანოთა მოდერნიზაციის მეთოდიკა, რომელიც აპრობირებულია სიახლეზე საავტორო მოწმობის მქონე მექანიზმებზე, იდეის ჩასახვიდან ექსპერიმენტული მოდელის გამოცდადანერგვამდე.

ავტ.

 

9.5.3. ელექტრონაპერწკლური გამჭოლის მეთოდით მონოკრისტალური ვოლფრამის ნამზადში მცირე დიამეტრით ღრმა ნახვრეტების ფორმირების პროცესის ოპტიმიზაცია. /. ამირიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). გვ. 111-114. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემუშავებულია ვოლფრამის მონოკრისტალში მცირე დიამეტრის ღრმა ნახვრეტების ფორმირების ტექნოლოგიური პროცესი. კვლევის ძირითადი ამოცანა იყო პროცესის მათემატიკური მოდელის აგება ექსპერიმენტის პლანირების მეთოდის გამოყენებით. ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე დადგენილია, რომ ნახვრეტის განჭოლის სიღრმესა და დამუშავების პროცესის წარმადობაზე მაქსიმალურ ზეგავლენას ახდენს ელექტროდის რხევის სიხშირე, შემდეგ იმპულსის სიხშირე და ელექტროდის მიწოდება.

ავტ.

 

9.5.4. წრეწირის სახეები ორთოგონალურ-ინვოლუციურ კვადრატულ ჰომოლოგიაში. /. აბულაძე, . ჭელიძე, . შუკაკიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). გვ. 115-120. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განსაზღვრული და გამოკვლეულია წრეწირის სახეები და მათი განტოლებები გარდასაქმნელი წრეწირის ცენტრის ორთოგონალურ-ინვოლუციური კვადრატული ჰომოლოგიის ფუნდამენტური სისტემის მიმართ განლაგებაზე დამოკიდებულებით. მიღებულ სახეებს შორის აღმოჩნდა ცნობილი, დიდი ხნის წინათ შესწავლილი მრუდეები: კაპა, დიოკლესის ცისოიდა, ოფიურიდა და წრეწირი, რომლებიც, მიუხედავად განსხვავებული ფორმის, მრუდის რიგის და აგების ხერხისა, ერთი განტოლებით აიწერება (ნაშრომში გამოყვანილი). ისინი და, აგრეთვე, სხვა სახეები გამოკვლეული გარდაქმნის კერძო შემთხვევაა, როდესაც ფუნდამენტური სისტემის კოორდინატთა სათავე წრეწირის შიგნით ნებისმიერ წერტილში მდებარეობს.

ავტ.

 

9.5.5. გამფრქვევი საშრობების გაანგარიშების მეთოდიკა. /. მეგრელიძე, . გუგულაშვილი, . სადაღაშვილი, . მეგრელიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). გვ. 110-113. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

თეორიული გზით გამოყვანილია გამფრქვევი საშრობების ძირითადი კონსტრუქციული პარამეტრების ცილინდრის დიამეტრისა და სიმაღლის განმსაზღვრელი მათემატიკური ფორმულები. დადგენილია, რომ აღნიშნული საშრობის ზომები დამოკიდებულია გასაშრობი მასალის ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებზე, გამშრობი მუშა აგენტის და შრობის პროცესის ძირითად ტექნოლოგიურ პარამეტრებზე. ამასთან, გამფრქვევი საშრობის ზომების განმსაზღვრელი ნაწილაკის ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებს წარმოადგენს აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი, ნაწილაკის მასა და ცოცხალი კვეთის ფართობი; მუშა აგენტის პარამეტრებიდან შრობის პროცესზე გავლენას ახდენს ნაკადის სიმკვრივე, აირის მუდმივა მუშა აგენტისთვის, საწყისი და საბოლოო ტენშემცველობები, აბსოლუტური წნევა და ტემპერატურა; ხოლო შრობის პროცესის ტექნოლოგიური პარამეტრებიდან კი პროდუქტის საწყისი და საბოლოო ტენიანობა და საშრობის მწარმოებლურობა.

ავტ.

 

9.5.6. ღნობის პროცესის პარამეტრების დამოკიდებულება მუშა აგენტის ტენიანობაზე. /. მეგრელიძე, . სადაღაშვილი, . ღვაჩლიანი, . გუგულაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). გვ. 114-118. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აღწერილია ღნობის პროცესის განხორციელებისათვის საჭირო მუშა აგენტის (ჰაერის) წინასწარი შეშრობის მოწყობილობა მაცივარი-დანადგარის გამოყენებით. ჩაის ფოთლის არსებული და შემოთავაზებული რეჟიმებით, ღნობის შემთხვევებისათვის, გაანგარიშებულია პროცესის მამოძრავებელი ძალები და პროცესისათვის საჭირო ჰაერის საათური ხარჯი. დადგენილია, რომ მუშა აგენტის წინასწარი შეშრობა 2,13-ჯერ ადიდებს ღნობის პროცესის მამოძრავებელ ძალას და 2-ჯერ ამცირებს მისი წარმართვისათვის საჭირო მუშა აგენტის ხარჯს. დადგენილია, რომ მაცივარ-დანადგარში გამშრალი და შემდეგ გამთბარი ჰაერის ღნობის პროცესისათვის გამოყენება მაღალეფექტურია და ენერგოდანახარჯების მნიშვნელოვან ეკონომიას იძლევა არსებულ მეთოდებთან შედარებით.

ავტ.

 

9.5.7. ელექტრომატარებლის ძრავიანი ვაგონის ღრეჩოებიანი სამუხრუჭო კვანძის კინეტიკური ენერგიის განსაზღვრის მათემატიკური აპარატი. /. დოლიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). გვ. 126-129. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კინეტიკური ენერგიის განსაზღვრის მათემატიკური აპარატი ითვალისწინებს შემადგენელი ბერკეტებისა და წევების რთულ მოძრაობებს, როცა სრული სამუხრუჭო დროის განმავლობაში ვერტიკალური ბერკეტის ბრუნვის მყისი ცენტრი ორჯერ იცვლის მდებარეობას. განსაზღვრულია ბერკეტების ინერციის მომენტები მასებისა და ბრუნვის ცენტრის მიმართ, ასევე მოძრაობის ძირითადი მახასიათებლები. მიღებულია სათანადო ანალიზური გამოსახულებანი. კინეტიკური ენერგიის გამოსახულება წარმოდგენილია ფორმით, რომელიც მოძრაობის დიფერენციალური განტოლებების შედგენას უზრუნველყოფს განზოგადებული კოორდინატების მიმართ.

ავტ.

 

9.5.8. მორსათრევი თვითმტვირთავი აგრეგატის მდგრადობის გამოკვლევა წნევის ცენტრის კოორდინატებით. /. მოსულიშვილი, . ბალამწარაშვილი, . დუნდუა, . გელაშვილი, . ნარიმანიშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #3(477). გვ. 72-76. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

TT-4 ტრაქტორის ბაზაზე შექმნილია მორსათრევი თვითმტვირთავი აგრეგატი (მთა) და მთაგორიან ადგილებში ჩატარებულია მისი დინამიკური გრძივი მდგრადობის თეორიული გამოკვლევები წნევის და დატვირთვის კოორდინატების მიხედვით, რომლებიც მოქმედებენ წინა და უკანა ბალანსირების პოჭოჭიკების ღერძებზე, ტვირთით, უტვირთოდ და ნახევრად დატვირთულ მდგომარეობაში აღმართსა და დაღმართზე მოძრაობისას. მიღებულია წნევის ცენტრის Lp კოორდინატების, წინა და უკანა პატარა ბალანსირების პოჭოჭიკების ღერძების დატვირთვების, მუხლუხის წევის მხები ძალის, ტრაქტორის უღელაკზე მოქმედი ძალის ჰორიზონტალური მდგენელის, სრული დატვირთვების, ჯამური წნევისა და ბალანსირების არათანაბარი დატვირთვის კოეფიციენტის საანგარიშო ფორმულები სხვადასხვა დახრისას a5-დან a40-მდე (5-იანი გრადაციით აღმართსა და დაღმართზე) მუშაობის დროს. დადგენილია, რომ თეორიული გაანგარიშებით განსაზღვრული წნევის ცენტრის კოორდინატები ემთხვევა წნევის ცენტრის კოორდინატების მნიშვნელობებს, რომლებიც განსაზღვრულია გრაფიკული მეთოდით, თანაც დამტკიცებულია ის ფაქტი, რომ წნევის ცენტრის არც ერთი კოორდინატი არ ემთხვევა გეომეტრიულ ღერძს, რომელიც გადის წინა და უკანა ბალანსირების პოჭოჭიკების ღერძებში და აქედან გამომდინარე მდგრადობის პირობა არ ირღვევა.

ავტ.

 

9.5.9. მოდერნიზებული მორსათრევი თვითმტვირთავი აგრეგატის მდგრადობის გამოკვლევა დაწოლის ცენტრის კოორდინატებით. /. მოსულიშვილი, . ბალამწარაშვილი, . დუნდუა, . გელაშვილი, . ნარიმანიშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #3(477). გვ. 76-79. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჩატარებულია მორსათრევი თვითმტვირთავი აგრეგატის (მთა) მდგრადობის გამოკვლევა დაწოლისა და დატვირთვის ცენტრების კოორდინატების მიხედვით, რომლებიც მოქმედებენ წინა და უკანა ბალანსირების პოჭოჭიკების ღერძებზე. პირველ რიგში კვლევები ჩატარებულია მთა- მოძრაობისას გზის ჰორიზონტალური მონაკვეთზე (0) ტვირთით და უტვირთოდ. მიღებულია ფორმულები დაწოლის ცენტრის კოორდინატის, წინა და უკანა პატარა ბალანსირების ღერძებზე დატვირთვების, ბალანსირებზე ჯამური დაწოლისა და ბალანსირის არათანაბარი დატვირთვის კოეფიციენტის საანგარიშოდ. კვლევების შედეგად მიღებულია დასკვნა, რომ დაწოლის ცენტრის კოორდინატი (Lp), განსაზღვრული თეორიული გაანგარიშებით, როგორც ტრაქტორის მდგრადობის კრიტერიუმი მთა- სხვადასხვა რეჟიმში მუშაობისას, ემთხვევა დაწოლის ცენტრის კოორდინატის მნიშვნელობებს (გრ.), რომლებიც განსაზღვრულია გრაფიკული მეთოდით, ამასთან დამტკიცებულია, რომ არც ერთი დაწოლის ცენტრის კოორდინატი არ ემთხვევა გეომეტრიულ ღერძს, რომელიც გადის წინა და უკანა ბალანსირების ღერძებში.

ავტ.

 

9.5.10. სამგზავრო ვაგონის ოპტიმალური სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემის ღრეჩოიან სახსრულ შეერთებაში რეაქციისა და ხახუნის ძალების გაანგარიშების შესახებ. /. შარაშენიძე, . კურტანიძე, . დუნდუა, . შარაშენიძე, . გოგიშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #3(477). გვ. 85-89. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემის დამუშავებული დინამიკური მოდელის მიხედვით განსაზღვრულია სახსრულ შეერთებაში ღრეჩოებით გამოწვეული მზარდი რეაქციისა და ხახუნის ძალები. განიხილება გადაცემა ოთხღრეჩოიან სახსრულ შეერთებაში. მიღებულია საანგარიშო ანალიზური გამოსახულებანი, რომელებიც გადაცემის ყველა გეომეტრიულ პარამეტრს და მოქმედ გარეშე ძალას შეიცავს. დადგენილია დამოკიდებულება ღრეჩოიან სახსრულ შეერთებაში არსებულ რეაქციისა და ხახუნის ძალებს შორის. გაანგარიშების დამუშავებული მიმდევრობა მისაღებია ნებისმიერი სირთულის სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემისათვის.

ავტ.

 

9.5.11. ძრავიანი ვაგონის ღრეჩოებიანი სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემის დამატებით მოძრაობათა განზოგადებული ძალების გამოკვლევა. /. შარაშენიძე, . დოლიძე, . შარაშენიძე, . კურტანიძე, . ქუფარაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #4(478). გვ. 59-62. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოკვლეულია ავტორთა მიერ შექმნილი გაუმჯობესებული სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემის განზოგადებული ძალები სახსრულ შეერთებაში ცვეთების გათვალისწინებით. ამ ძალებისა და სხვა დინამიკური პარამეტრების გაანგარიშების მიზნით გამოყენებულია გადაცემის დინამიკური მოდელი. მიღებულია განზოგადებული ძალების ანალიზური გამოსახულება გადაცემის ყველა დამატებითი მოძრაობისათვის. განზოგადებული ძალები ჩაწერილია ფორმით, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცემის მოძრაობის დიფერენციალური განტოლების შედგენისა და შემდგომი დინამიკური კვლევის მიზნით.

ავტ.

 

9.5.12. სახსრული შეერთების ელემენტების ცვეთის ზეგავლენა სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემის განზოგადებული ძალების მნიშვნელობაზე. /.შარაშენიძე, . კურტანიძე, . დოლიძე, . ქუფარაშვილი, . შარაშენიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #4(478). გვ. 63-66. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

რკინიგზის სამგზავრო ვაგონის ოპტიმალური სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემის დინამიკური მოდელის მიხედვით, სადაც გათვალისწინებულია სახსრული შეერთების ელემენტების ცვეთით შექმნილი არატექნოლოგიური ღრეჩო, გამოკვლეულია თითოეული დამატებითი მოძრაობის განზოგადებული ძალა. მიღებულია სათანადო ანალიზური გამოსახულებები, რომლებიც აუცილებელია მოძრაობის დიფერენციალური განტოლებების შედგენის მიზნით. განზოგადებული ძალების მიღებული მნიშვნელობა დამოკიდებულია სახსრის არატექნოლოგიური ღრეჩოს, რეაქციის ნორმალური შემდგენის, ხახუნის ძალის, ბერკეტების ინერციის მომენტების, გადაცემის ბერკეტების გეომეტრიული ზომებისა და მასების, ასევე სახსრის ელემენტების განზოგადებული კოორდინატების სიდიდეზე.

ავტ.

 

9.5.13. ფეხსაცმლის კალაპოტის დასამუშავებელი საჭრისის საიარაღო მასალის შერჩევა. /. ამირიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #4(478). გვ. 67-71. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია სხვადასხვა მარკის საიარაღო მასალისგან დამზადებული ფიალისებრი საჭრისის მედეგობისა და ცვეთის კვლევა. ექსპერიმენტის მათემატიკური დაგეგმვის მეთოდის გამოყენებით შერჩეულია ოპტიმალური ჭრის რეჟიმები, განსაზღვრულია იარაღის მედეგობაზე ჭრის სიჩქარისა და მიწოდების გავლენა.

ავტ.

 

9.5.14. სალექ მანქანაში საგების გაფხვიერების შესაფასებელი მოწყობილობა. /. ენაგელი, . გამცემლიძე, . აბზიანიძე, . ჩქარეული/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #1-3. – გვ. 56-61. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

აღწერილია უდგუშო სალექ მანქანაში მანგანუმის მადნის გამდიდრების პროცესის რეჟიმული პარამეტრის - საგების გაფხვიერების - შესაფასებელი მოწყობილობა. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით აგებულია გადამწოდის გამოსავალი სიგნალის პროცესის მმართველი და შემაშფოთებელი ზემოქმედებებისაგან წყვილი და მრავლობითი დამოკიდებულებები. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ დამუშავებული მოწყობილობა შეიძლება გამოვიყენოთ სალექ მანქანაში საგების გაფხვიერების ავტომატური სტაბილიზაციის სისტემაში როგორც სარეგულირებელი პარამეტრის (საგების გაფხვიერების), ასევე ძირითადი შემაშფოთებელი ზემოქმედების (გასამდიდრებელ მადანში სასარგებლო კომპონენტის შემცველობის) შეფასებისათვის.

ავტ.

 

 

6. მსუბუქი მრეწველობა

 

9.6.1. “ჭკვიანი ტექსტილიდა ნანოტექნოლოგიები ტექსტილში. /. ბუაძე, . ფაილოძე, . ხურცილავა/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2011. - #3(11). - გვ. 26-38. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაჩვენებია რომ, ფოტო-, თერმო და ჰიდრო ქრომული საღებრების გამოყენებით, ქსოვილები იცვლიან ფერს წყლის, სითბოს და შუქის მოქმედებით, როგორც ქამელეონები. ცვლილებებს შეიძლება ჰქონდეს განუსაზღვრელი ფორმის ლოკალური ხასიათი. »ჭკვიან ქსოვილს» უნდა შეეძლოს ადამიანის გულის რითმის მეთვალყურეობა, რათა, თუ საჭიროა, მოხდეს წამლების შეყვანა, ან ჭრილობების კუპირება და ..

ავტ.

 

9.6.2. ფარავნის საბადოს პერლიტის გამოყენება ქაღალდის წარმოებაში. /. სტურუა, . სამხარაძე, . იაკიმენკო/. სამთო ჟურნალი. 2011. - #2(27). – გვ. 36-38. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ფარავნის საბადოს პერლიტისა და ობსიდიანის ქაღალდის წარმოებაში გამოყენების შესაძლებლობა, როგორც ალტერნატივა ტიტანის დიოქსიდის შემვსებისა, რომელიც ანიჭებს ქაღალდს რიგ სპეციფიკურ თვისებებს, როგორიცაა: გაუმჭვირვალობა, სითეთრე, მექანიკური სიმტკიცე და სხვა. “მალინის ქაღალდის ფაბრიკა-ვაიდმან”-ში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისა და საწარმოო გამოცდების შედეგებით დადგენილია, რომ KO-20 მარკის საკოპირე ქაღალდის წარმოებაში შემვსებად შეიძლება გამოყენებული იქნეს ფარავნის პერლიტისა და ობსიდიანის ფხვნილები. მათ შორის საუკეთესო შედეგები მიღებულია აფუებული პერლიტის ფხვნილის (ფრაქცია 0-140 მკმ) შემთხვევაში, რომელსაც წარმატებით შეუძლია შეცვალოს ტრადიციული და ძვირადღირებული ტიტანის დიოქსიდის შემვსები.

ავტ.

 

7. კვების მრეწველობა

 

9.7.1. ხორბლის ფქვილის მიერ წყლის შეკავების უნარის ექსპერიმენტული გამოკვლევა. /. სადაღაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). - გვ. 104-107. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სამუშაოს მიზანია სახამებლისა და წებოგვარას წყლის შეკავების უნარის შესწავლა. კვლევების შედეგები გვიჩვენებს, რომ ძლიერი ფქვილის შემთხვევაში წყლის შეკავების უნარი განპირობებულია წებოგვარას მიერ წყლის შეკავების ენერგიით. გამოყვანილია ემპირიული ფორმულა, რომელიც გვიჩვენებს პურის ჰიგროსკოპიული თვისებების დამოკიდებულებას ფქვილში არსებული სახამებლისა და წებოგვარას თავისებურებებზე. დადგენილია, რომ სახამებლისა და წებოგვარას სორბციული თვისებები მნიშვნელოვნად განაპირობებს ფქვილის მიერ წყლის შეკავების უნარსა და მზა პურის ხარისხს.

ავტ.

 

9.7.2. კვების ზოგიერთი პროდუქტიდან წყლის გამოყინვის პროცესის ექსპერიმენტული კვლევა. /. მეგრელიძე, . სადაღაშვილი, . გუგულაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). - გვ. 108-110. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვების ზოგიერთი პროდუქტის გაყინვის პროცესის შესწავლის მიზნით ექსპერიმენტები ჩატარდა კავკასიური ცხვრისა და ბატკნის ხორცზე. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ აღნიშნული პროდუქტების გაყინვის პროცესში გამოყინული წყლის რაოდენობა დამოკიდებულია არა გაყინვის პროცესის ხანგრძლივობაზე, არამედ პროდუქტის საბოლოო ტემპერატურაზე. -3000C ტემპერატურის დროს თავისუფალი წყალი პრაქტიკულად სრულად არის გამოყინული პროდუქტიდან, თუმცა მასში ასევე სრულადაა დარჩენილი ჰიდრატაციული ანუ ბმული წყალი.

ავტ.

 

9.7.3. დაფნისა და ევკალიპტის ბიოაქტიური დანამატების მიღების ტექნოლოგია და მათი შედგენილობის გამოკვლევა. /. ბაღათურია, . ბეგიაშვილი, . ქაჯაია, . კოტორაშვილი, . დემენიუკი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. 2011. - #1. – გვ. 32-37. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა დაფნისა და ევკალიპტის ნედლეულიდან კონცენტრირებული ბიოაქტიური დანამატების მიღების ოპტიმალური ტექნოლოგიური პარამეტრების დადგენა. კვლევის შედეგების საფუძვეზე შესწავლილი და დადგენილია დაფნისა და ევკალიპტის ნედლეულიდან კონცენტრირებული ბიოაქტიური დანამატების მიღების ოპტიმალური ტექნოლოგიური რეჟიმი, და შესაბამისად დამუშავებულია აღნიშნული დანამატების მიღების ტექნოლოგია, რომელიც შედგება ორი ტექნოლოგიური პროცესისაგან. პირველი ტექნოლოგიური პროცესის დროს მიიღება ბიოაქტიური ექსტრაქტები, ხოლო მეორე ტექნოლოგიურ პროცესში ბიოაქტიური ექსტრაქტებიდან კონცენტრირებული ბიოაქტიური დანამატები. შესწავლილია დაფნისა და ევკალიპტის კონცენტრირებული ბიოაქტიური დანამტების ფიზიკურ-ქიმიური შედგენილობა და დადგენილია მათი ზღვრული სიდიდე.

ავტ.

 

9.7.4. დაფნისა და ევკალიპტის ნედლეულიდან ბიოაქტიური ექსტრაქტების მიღების ტექნოლოგია. /. ბაღათურია, . ბეგიაშვილი, . ქაჯაია, . კოტორაშვილი, . ბზიავა/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. 2011. - #1. – გვ. 38-45. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია ტექნოლოგიური პარამეტრების: ექსტრაგენტის კონცენტრაციის, ტემპერატურული რეჟიმის, ექსტრაქციის ხანგრძლივობის და ჯერადობის გავლენა დაფნისა და ევკალიპტის ნედლეულიდან ბიოაქტიური ნივთიერებების გამოწვლილვაზე. შესწავლილი და დადგენილია დაფნისა და ევკალიპტის როგორც ნედლი, ასევე გამშრალი ნედლეულიდან ბიოაქტიური ექსტრაქტების მიღების ოპტიმალური ტექნოლოგიური პარამეტრები. შესწავლილია დაფნისა და ევკალიპტის ბიოაქტიური ექსტრაქტების ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები.

         ავტ.

 

9.7.5. ყურძნისაგან ნატურალური საღებავების მიღების რაციონალური ტექნოლოგია. /. ბაღათურია, . ბეგიაშვილი, . კოტორაშვილი, . ორმოცაძე, . ბაღათურია/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. 2011. - #1. – გვ. 46-53. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

2007 წელს ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება 2012 წლიდან ხელოვნური საღებავების კვების მრეწველობაში გამოყენების შეზღუდვის შესახებ, მათი ბავშვთა ორგანიზმზე ნეგატიური ზემოქმედების გამო. ამდენად, მომავალში მოსალოდნელია ღვინოების, ალკოჰოლური და ულაკოჰოლო სასმელების და საკონდიტრო ნაწარმის შესაღებად ნატურალური საკვები საღებავებისადმი მოთხოვნების მკვეთრი ზრდა. კვების მრეწველობის ინსტიტუტში დამუშავდა ვაზის წითელი ჯიშის ყურძნიდან ნატურალური წითელი საღებავის მიღების რაციონალური ტექნოლოგიები.

ავტ.

 

9.7.6. ბადრიჯნის თავისებურებები და მნიშვნელობა. /. არჩვაძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. 2012. - #1. – გვ. 42-51. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შემოთავაზებულია ღირებული პროდუქტის ბადრიჯნის შრობა, რომელიც სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის: გულის დაავადებებისას, ჰიპერტონიული დაავადებისას, ართროზისას, კუჭის, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ნაღვლგამომყვანი გზების დაავადებებისას, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტისა და მრავალი სხვა დაავადებისას. ამ პროდუქტის დამზადებისათვის, დროის, შრომის და ასევე ენერგომატარებლების ეკონომიისა და როგორც საკვები, ასევე ნოყიერების თვალსაზრისით გამოშრობილი პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შემოთავაზებულია ჰელიოსაშრობი მოწყობილობა ხილის, ბოსტნეულის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შრობისათვის. როგორც კვლევებმა აჩვენა, ბადრიჯნის ჰელიოსაშრობში შრობას 5,4-ჯერ ნაკლები დრო დასჭირდა, ვიდრე ბუნებრივ შრობას ღია ცის ქვეშ.

ავტ.

 

 

8. მშენებლობა. არქიტექტურა

 

9.8.1. უზრუნველყოფს თუ არა სეისმომედეგი მშენებლობის თანამედროვე კონცეფცია ნაგებობათა დაზიანების დეკლარირებულ დონეებს მიწისძვრისას. /. გაბრიჩიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 60-63. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

სეისმომედეგი პროექტირების თანამედროვე იდეოლოგიის საყრდენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ნაგებობა უნდა დაპროექტდეს ისე, რომ თითქმის დაუზიანებლად გაუძლოს ამ ტერიტორიის სეისმური რეჟიმისთვის დამახასიათებელ ყველაზე უფრო მოსალოდნელ ხშირ მიწისძვრას, ხოლო უფრო იშვიათი, ანუ უფრო ძლიერი მიწისძვრებისას, მიიღოს გარკვეული დონის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. ეს შეადგენს არსს ახალი, XXI საუკუნის იდეოლოგიისასაც, რომელსაც უწოდებენ Performance Based Design. წერილში ჩამოყალიბებულია მოსაზრება, რომ ამ იდეოლოგიას ნაგებობა შეჰყავს საშიშ ზონაში, რომელშიც მის ქცევას განსაზღვრავენ უწონასწორო ბუნების მქონე პროცესების კანონები. ეს მოითხოვს კვლევებს ფაქიზი მეთოდების გამოყენებით. ამ თვალსაზრისით, უხეშად შეიძლება მივიჩნიოთ თანამედროვე სეისმომედეგი პროექტირებისას გამოყენებული მიდგომა, როცა ნაგებობის დაზიანებისა და რღვევის დინამიკური პროცესების შესწავლისას გამოიყენებენ სამშენებლო მასალების დაზიანებისა და რღვევის მოდელს, რომელიც შეესაბამება მასალის ქცევას მასზე სტატიკური, ნელი დატვირთვების მოქმედებისას. ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით, წერილში გამოთქმულია მოსაზრება, რომ სეისმომედეგი პროექტირების თანამედროვე იდეოლოგია ვერ უზრუნველყოფს ნაგებობათა პროგნოზირებულ დაზიანებათა დიფერენცირებულ დონეებს მიწისძვრისას. დასმულია ახალი მიმართულებით კვლევების ჩატარების აუცილებლობის საკითხი.

ავტ.

 

9.8.2. სამშენებლო მეცნიერების განვითარების პრიორიტეტები საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში. /. მახვილაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 51-53. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

სამშენებლო მასალების ეკონომიაზე გამოცხადებულმა მკაცრმა მოთხოვნებმა და, შესაბამისად, ნორმატიული დოკუმენტების შეზღუდულობამ, პარადოქსული შედეგები მოგვცა თავისი შინაარსით. შემცირებულ იქნა სართულის სიმაღლე, საცხოვრებელი ფართი, დამხმარე სათავსოები და სხვ. ეს იყო ყოვლად მცდარი პოლიტიკა, რომელმაც გარდა დისკომფორტისა და ზარალისა, ცუდი სამსახური გაუწია მთლიანად ინდუსტრიულ მშენებლობას. სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტას ეხება ეს ნაშრომი.

ავტ.

 

9.8.3. ურბანული სისტემის მდგრადობა, სტრუქტურული ცვლილებები და ქაოსი. /მ. ახობაძე/. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები. – 2011. - #1. - გვ. 11-16. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

თანამედროვე მეცნიერებაში შეიმჩნევა მრავალი განსხვავებული სამეცნიერო დისციპლინის და ცოდნის ინტეგრირება, რათა შესწავლილ იქნას მთელი რიგი მოვლენები, როგორც ერთიანი სისტემები. შექმნილია ურბანული სისტემის, როგორც მაკროსისტემის მათემატიკური მოდელი ქაოსის, ფრაქტალების და კატასტროფების თეორიების საფუძველზე. ნაშრომში ნაჩვენებია თუ რა კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს ურბანული განაშენიანების გეგმის უმნიშვნელო ცვლილებას თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც იცვლება მხოლოდ დაგეგმილი ობიექტების განხორციელების თანმიმდევრობა. ურბანული სისტემა განხილულია როგორც გეომეტრიული სტრუქტურა, რომლის თვისებები განისაზღვრება ცალკეული სისტემების ბმულობათა ერთობლიობით.

ავტ.

 

9.8.4. მდინარისპირა ქალაქის სანაპიროს მოცულობითი მასშტაბის ფორმირების საკითხი (თბილისის მაგალითზე). /ქ. ბერეკაშვილი/. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები. – 2011. - #1. - გვ. 22-25. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია რთული რელიეფის მქონე მდინარისპირა ქალაქების განაშენიანების კომპოზიციური საკითხები. დადგინდა, რომ მდინარის (კერძოდ, მტკვრის) მიმდებარე ტერიტორიების სილუეტი და ზომები ცვალებადია, ამიტომ მოცულობით-გეგმარებითი სტრუქტურების აგების დროს უმთავრესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სწორად მოძებნილ მასშტაბს, რომელიც შესაბამისობაში იქნება არსებულ ბუნებრივ რელიეფთან.

ავტ.

 

9.8.5. თბილისის მიწისქვეშა სივრცის ათვისება დედაქალაქის ურბანული განვითარების აუმოქმედებელი რესურსი. /ვ. ვარდოსანიძე/. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები. – 2011. - #1. - გვ. 30-36. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მიწისქვეშა ურბანისტიკა, როგორც თანამედროვე მსხვილი ქალაქების განვითარების მნიშვნელოვანი რესურსი, კარგა ხანია მოწინავე ქვეყნების არქიტექტორ-ურბანისტების, დეველოპერების, მშენებლების, ქალაქების ხელისუფალთა ინტერესთა ცენტრშია მოქცეული. კარგადაა ცნობილი ქალაქგანვითარების ამ მიმართულების როგორც თეორიულ-კონცეფტუალური საფუძვლები, ისე წარმატებული კონკრეტული მაგალითები. ამ ფონზე აშკარაა ჩვენი რეალობის ჩამორჩენა, რაც განპირობებულია მრავალი ფაქტორითურბანისტული აზროვნების უძრაობა, თბილისის განვითარების სტრატეგიის ცალმხრივობა, მიწისზედა მშენებლობების შეუზღუდაობა და სხვ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაც, ამ თვალსაზრისით, 2-D ფორმატისაა; დედაქალაქის მიწისქვეშეთი მისი ინტერესების მიღმა რჩება. მაგრამ გადამწყვეტი მაინც შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზაა, უფრო სწორად, მისი არარსებობაა, რაც, ფაქტობრივად, კრძალავს საქართველოში მიწისქვეშა ურბანისტიკის განვითარებას. მოხსენებაში ამ გარემოებას ექცევა განსაკუთრებული ყურადღება. გამოთქმულია რამდენიმე პრინციპული მოსაზრება, რომელთა შორის მთავარია:

·   საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის კორექტირება, ცნებით-ტერმინოლოგიური აპარატის ჩათვლით;

·   . თბილისის მიწისქვეშა ნაგებობების გამოკვლევა, აღრიცხვა, პასპორტიზაცია და საყრდენი გენერალური სქემის შედგენა;

·   . თბილისის მიწისქვეშა სივრცის გამოყენების კონცეფციის შემუშავება;

·   . თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 3-D ფორმატში ეტაპობრივად გადაყვანა;

·   . თბილისის ცენტრში, რკინიგზის სატრანზიტო ხაზის გადატანის შედეგად გამოთავისუფლებული ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე აქცენტირებით.

ავტ.

 

9.8.6. რთულრელიეფიანი ქალაქის წარმოჩენის მეთოდოლოგია. /მ. მელქაძე, ნ. თევზაძე/. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები. – 2011. - #1. - გვ. 37-41. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ისტორიულ-კულტუროლოგიური, საკანონმდებლო, სეისმური და ბიოკლიმატური ასპექტების ანალიზის საფუძველზე გაცემულია პასუხი კითხვაზე – უნდა იგრძნობოდეს თუ არა რთულრელიეფიან ქალაქში მდინარის არსებობა და რამდენად ორგანულია ქალაქისთვის პერიმეტრული გაშენება. დასაბუთებულია თბილისში რუსთაველის პროსპექტის პერიმეტრულ განაშენიანებაში კურდონერების შექმნის მიზანშეწონილობა, რაკურსებისა და ხედების გახსნისა და შენარჩუნების გზით ქალაქის ტერასულობის ხაზგასმა. აღნიშნულია ისეთი მიდგომის სისწორე და, შესაბამისად, ნორმატულ ლიტერატურაში იმ ტენდენციის გათვალისწინების აუცილებლობა, რაც დასაბამს დაუდებს განაშენიანებაში ნაკლის აღმოფხვრას, რომელიც შექმნილია ქუჩების სწორკუთხა ბადის მექანიკური დადებით ქალაქის რელიეფზე. შემოთავაზებულია კვლევა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს CAD სისტემებში რეალიზებული შესაბამისი ვირტუალური გარემოს შექმნით.

ავტ.

 

9.8.7. ყოფილი სამრეწველო შენობებისა და ტერიტორიების რევიტალიზაციის საკითხი ქ. თბილისში. /ვ. მჭედლიშვილი, მ. მილაშვილი/. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები. – 2011. - #1. - გვ. 42-49. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ქ. თბილისისათვის სადღეისოდ ისეთი აქტუალური საკითხი, როგორიც ყოფილი სამრეწველო ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების რეაქტივაცია-რევიტალიზაციაა. გაანალიზებულია სამრეწველო ტერიტორიებისა და შენობების რევიტალიზაციის საერთაშორისო პრაქტიკის საინტერესო და წარმატებული მაგალითები, სადაც ეს საკითხი სამრეწველო საწარმოების ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან გატანითა და ამ ტერიტორიების ახალი ფუნქციური დატვირთვის მინიჭების გზითაა გადაწყვეტილი. ამჟამად ასეთი ზონები თბილისშიც მნიშვნელოვან ცენტრალურ ტერიტორიებს იკავებს, ამიტომ მათი შემდგომი გამოყენება განსაკუთრებულ ეკოლოგიურ მიდგომას, ზონირებას, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციასა და რევიტალიზაციას მოითხოვს. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი სამომავლოდ, პროფესიულ, კომპლექსურ კვლევაზე დაყრდნობით ფაქიზ და მრავალმხრივ მიდგომას საჭიროებს, იმ მიზნით რომ ამ ტერიტორიებმა და შენობებმა თავისი ისტორიული უნიკალური განუმეორებლი სახით, მაგრამ სრულიად ახალი ფუნქციით, მეორედ დაიბრუნონ სიცოცხლე და ქალაქის სტრუქტურაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ.

ავტ.

 

9.8.8. ქალაქთმშენებლობითი ასფიქსია – განმაპირობებელი ფაქტორები, კრიზისის დაძლევის ამოცანები (თბილისის მდგრადი განვითარების პრობლემების კონტექსტში). /გ. შაიშმელაშვილი/. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები. – 2011. - #1. - გვ. 50-61. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ქალაქთმშენებლობის როლისა და მნიშვნელობის დაკნინების თანამედროვე პროცესი შეფასებულია მდგრადი განვითარების კონცეფციის მოთხოვნათა კონტექსტში. განხილულია მდგრადი განვითარების პრინციპების დამკვიდრების ევოლუციის საკვანძო საკითხები და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ზეგავლენის ფაქტორები ქალაქთმშენებლობის პროცესებზე, გამოკვეთილია კრიზისის დაძლევის ამოცანები.

ავტ.

 

9.8.9. შეწყვილებული ქალაქების ურბანული განვითარების თავისებურებები. /. ხვედელიძე/. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები. – 2011. - #1. - გვ. 62-68. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულიაშეწყვილებული ქალაქებისურბანული კვლევის შედეგები, დახასიათებულია ამ ტიპის ქალაქების თავისებურებები, ფორმულირებულია შეწყვილებული ქალაქების განმარტება, მოცემულია რეკომენდაცია, რომ, საჭიროების შემთხვევაში, კომპლექსური ურბანული განვითარების სტრატეგია და გენერალური გეგმა მათთვის დამუშავდეს ერთობლივად.

ავტ.

 

9.8.10. ისტორიულ ქალაქ სიღნაღის ინტეგრირებული რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია. /გ. მიქიაშვილი/. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები. – 2011. - #1. - გვ. 69-79. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომის მიზანია გააცნოს საერთაშორისო არქიტექტურულ საზოგადოებას საქართველოს ისტორიულ ქალაქ სიღნაღის რეკონსტრუქციის გამოცდილება. სიღნაღის რეკონსტრუქციის პროგრამა, რომელიც 2007 წლის გაზაფხულზე დაიწყო, რეალურად წარმოადგენს სოციალურად მნიშვნელოვან მსხვილმასშტაბიან პროექტს, რომელიც განხორციელდა სამთავრობო სტრუქტურების და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მიერ კერძო და საზოგადოებრივ სექტორთან თანამშრომლობით. წარმოდგენილი კვლევის მნიშვნელობა განისაზღვრება მასში მოცემული მცირე ისტორიული ქალაქების რეკონსტრუქციის პრინციპებით და რეკომენდაციებით, რაც შეიძლება განხილული იქნეს, როგორც მოცემული ნაშრომის ძირითადი შედეგი.

ავტ.

 

9.8.11. გარსული საძირკვლები. /. სოხაძე, . მაისურაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). - გვ. 21-25. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

თანამედროვე მშენებლობაში აუცილებელი გახდა ახალი მეცნიერული მიდგომების დანერგვა. კერძოდ, ახალი კონსტრუქციული და ტექნოლოგიური გაანგარიშების გამოყენება, რათა შეიქმნას კონსტრუქციულად ხისტი და სეისმომედეგი შენობები. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საძირკვლის ნაცვლად გთავაზობთ გარსულ ფილა-საძირკველს, რომელიც, ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, იაფი და კონსტრუქციულად თანამედროვე კონსტრუქციაა. სწორედ ამ მიზნით იქნა შესწავლილი საძირკველში გარსების გამოყენების შესაძლებლობა ისე, რომ ამაღლებულიყო კონსტრუქციის სიმტკიცის და სიხისტის მახასიათებლები. გაანგარიშებამ აჩვენა, რომ წარმოდგენილ გარსულ საძირკველს, ფილა-საძირკველთან შედარებით, გარკვეული ტექნიკურ-ეკონომიკური უპირატესობა აქვს.

ავტ.

 

9.8.12. სამშენებლო პროცესების ვარიანტული დაპროექტება. /. ბაქანიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). - გვ. 26-33. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სამშენებლო კონსტრუქციების და შენობა-ნაგებობების დაპროექტებისას, მათი ოპტიმალური ტექნოლოგიური გადაწყვეტის მიზნით, მიმართავენ ვარიანტულ დაპროექტებას. ნებისმიერი შენობა-ნაგებობის ასაშენებლად უამრავი სამშენებლო პროცესი წარმოებს. მათი განხორციელება შესაძლებელია სხვადასხვა ტექნოლოგიითა და მასალით. ცალკეული სამშენებლო პროცესების წარმოების ტექნოლოგიის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული მთლიანად შენობა-ნაგებობის ტექნოლოგიურობის ძირითადი კრიტერიუმების (მასალატევადობა, შრომატევადობა, მანქანატევადობა, ღირებულება და სხვ.) მნიშვნელობები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ შემოთავაზებულია სამშენებლო პროცესების ვარიანტული დაპროექტება. თითოეული სამშენებლო პროცესისათვის განხილულია 2, 3 და მეტი ვარიანტი. ტექნოლოგიურობის კრიტერიუმები გამოთვლილია ლოკალურ-რესურსული ხარჯ-თაღრიცხვების შედგენის საფუძველზე, რომლებიც დაფუძნებულია რესპუბლიკაში საშენი მასალების ამჟამად მოქმედ საფასურზე. სამშენებლო პროცესების ვარიანტული შედარებისას, გარდა იმისა, რომ გამოვლენილია ოპტიმალური ვარიანტები, მითითებულია ტექნოლოგიურობის იმ კონკრეტულ კრიტერიუმზე, რომელმაც განაპირობა აღნიშნული ვარიანტების უპირატესობა.

ავტ.

 

9.8.13. სამონტაჟო ამწის მოძრაობის ოპტიმალური სქემის შერჩევა. /. ბაქანიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). - გვ. 34-38. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ანაკრები სამშენებლო კონსტრუქციების დასამონტაჟებლად სამონტაჟო ამწეების (ან მათი კომპლექტების) შერჩევას ვარიანტული დაპროექტებით აწარმოებენ. პირველ ეტაპზე წარმოებს სამონტაჟო ამწეების ვარიანტების დასახვა (2, 3 ან მეტი ვარიანტი) დასამონტაჟებელი ელემენტების ძირითადი სამონტაჟო მაჩვენებლების მიხედვით. მეორე ეტაპზე ახდენენ დასახული სამონტაჟო ამწეების ტექნიკურ-ეკონომიკურ შედარებას ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით. აღნიშნული მაჩვენებლების განსაზღვრისას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ამწის მუშაობის ხანგრძლივობას მოცემულ კონკრეტულ ობიექტზე, რომელიც ხელით და ამწით შესასრულებელ სამუშაოთა ოპერაციების ხანგრძლივობათა ჯამია. რადგან ყოველ მოცემულ კონკრეტულ ობიექტზე კონსტრუქციების მონტაჟისას ხელით შესასრულებელ ოპერაციათა ხანგრძლივობის ჯამი დასახულ ვარიანტებში ერთი და იგივეა (კონსტრუქციათა ერთი და იგივე ტიპის და რაოდენობის გამო), ვარიანტების შედარებისას შეგვიძლია მისი უგულებელყოფა და შედარება მხოლოდ ელემენტების მონტაჟზე დახარჯული სამანქანო დროის მიხედვით, რაც, ცხადია, დამოკიდებული იქნება ამწის მუშაგადაადგილების სქემაზე. განხილულია კონკრეტული მაგალითი, კერძოდ, ერთსართულიანი სამრეწველო შენობის ანაკრები კარკასის I კომპლექტის ელემენტების (სვეტების და ამწისქვეშა კოჭების) მონტაჟი ამწის მუშაგადაადგილების ორი შესაძლო სქემით: მალების გრძივად და განივად. გამოთვლილია მონტაჟის სამანქანო დრო და გამოვლენილია ამწის მუშაგადაადგილების ოპტიმალური სქემა.

ავტ.

 

9.8.14. გასაშლელი საიერიშოხიდების კონსტრუირების ლოგიკა დიდი მალების შემთხვევაში. /.სოხაძე, .მეძმარიაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). - გვ. 39-43. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ყველა პრინციპული სქემა საიერიშოსამხედრო ხიდებისა. შეფასებულია მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. გაკეთებულია დასკვნა, რომელიც საფუძვლად უდევს ახალი ტიპის, 48-მალიანი გასაშლელი საიერიშოხიდის შექმნას.

ავტ.

 

9.8.15. განათება ინტერიერში. /. მილაშვილი, . მჭედლიშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). - გვ. 66-70. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ინტერიერის კომფორტისა და მხატვრულ-არქიტექტურული ხარისხის განმსაზღვრელი ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლი, როგორიც განათებაა. იგი ინტერიერის ფორმირებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს და ისეთ ელემენტს წარმოადგენს, რომლის დანიშნულება ფუნქციურ და კომფორტის კატეგორიებს სცილდება. ინტერიერის განათება დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობასა და განწყობაზე, სრულიად განსხვავებული ელფერის მქონე განწყობის შექმნის უნარი შესწევს, ამდენად იგი მხატვრულ-ესთეტიკურ კატეგორიად და ადამიანის ფსიქოემოციური განწყობის შექმნის ერთ-ერთ ფაქტორად გვევლინება. განათების მახასიათებელი პარამეტრების განხილვისა და ანალიზის საფუძველზე განსაზღვრულია სხვადასხვა დანიშნულების ინტერიერებში გამოსაყენებელი ხელოვნური განათების სახეები, ფორმები, როლი და ადგილი ინტერიერის მხატვრულ-არქიტექტურული ხასიათის ფორმირებაში. ინტერიერებში ხელოვნური განათების შერჩევისას, მათი ფუნქციური დანიშნულების შესაბამისად, მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები და წინადადებები.

ავტ.

 

9.8.16. დასვენების ორგანიზაცია დიდი ქალაქის სარეკრეაციო (ბუნებრივ) ზონაში (აზერბაიჯანის ქალაქების მაგალითით). /. ნაგიევი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). - გვ. 71-74. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია შაბათ-კვირას ქალაქგარეთ, ბუნების წიაღში დასვენების მსურველთა ზრდის ტენდენციასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც ეხება ქალაქის დაგეგმვისას პერიფერიული ზონის გათვალისწინებას, ორდღიანი ტურიზმისას ინდივიდუალური და მასობრივი დასვენების საკითხს, ქალაქის მცხოვრებთა ხანგრძლივი დასვენებისათვის მიმზიდველი პირობების შექმნას. ვინაიდან ქვეყანაში მიმდინარეობს ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის პროცესი, რის შედეგაც უმოწყალოდ ხდება ლანდშაფტური ტერიტორიების ექსპლუატაცია (ტყის გაჩეხვა, ქაოსური ინდივიდუალური განაშენიანება, კომუნალური მეურნეობის ობიექტის განთავსება), მომწიფდა ქალაქის მიმდინარე ზონების დაცვის აუცილებლობა. გაანალიზებულია თანამედროვე ეკონომიკური მოთხოვნების შესაბამისი მართვადი ბუნებრივი გარემოს მქონე ნაციონალური პარკების შექმნის ამოცანა.

ავტ.

 

9.8.17. თანამედროვე მინის ძირითადი თვისებები. /. როყვა, . მილაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). - გვ. 75-80. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია თანამედროვე სამშენებლო მინის თავისებურებები და იმ თვისობრივი მახასიათებლების გაანგარიშების გზები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მის, როგორც საამშენებლო მასალის, საექსპლუატაციო-კონსტრუქციულ თვისებებს და რომლის ცოდნა არქიტექტორს საშუალებას მისცემს შენობისათვის სიმსუბუქის, ჰაეროვნების, გამჭვირვალობისა და ელეგანტური იერსახის მინიჭების მიზნით, ასევე განსაკუთრებული, უნიკალური არქიტექტურული ობიექტების შესაქმნელად, აირჩიოს ამა თუ იმ ფაქტურის, ფერის, გამჭვირვალობის თუ სხვა მახასიათებლის მქონე მინა. მოცემულია მინის არეკვლის კოეფიციენტის, სინათლის ნაკადის შთანთქმის, შუქგამტარობისა და ხილვადობის კოეფიციენტების, მინის სიმტკიცის და დარტყმისადმი წინაღობის მახასიათებლების, ასევე მინის თერმული და სხვა თვისებების გამოსათვლელი ფორმულები და მხატვრული მინის ნომენკლატურული ჩამონათვალი, განსაზღვრულია სამშენებლო მინისა და მინის სხვა ნაკეთობების ესთეტიკური მახასიათებლების შეფასების კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრავს მინის ნაკეთობების დეკორატიულ თვისებებს.

ავტ.

 

9.8.18. შედგენილი ორტესებრი კოჭის ოპტიმალური პარამეტრების განსაზღვრა. /. გვასალია/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). - გვ. 11-17. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დამუშავებულია შედგენილი ორტესებრი კოჭის ოპტიმალური პარამეტრების განსაზღვრის მეთოდი. დასმული პრობლემა წარმოდგენილია, როგორც არაწრფივი მათემატიკური დაპროგრამების ამოცანა. მიზნის ფუნქციის გლობალური ექსტრემუმის მოსანახად გამოყენებულია შემთხვევითი ძებნის მეთოდი. მიღებული შედეგები საშუალებას იძლევა დავადგინოთ კოჭის ჰორიზონტალური თაროების და კედლის ოპტიმალური გეომეტრიული ზომები, რის შედეგად კოჭის მინიმალური წონა მიიღწევა.

ავტ.

 

9.8.19. კაშხლებში ბეტონის გამოტუტვის რეაქციის მათემატიკური მოდელი. /. მოწონელიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). - გვ. 18-21. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ბეტონის გამოტუტვის ანუ ტუტე-შემავსებლების რეაქცია (ტშრ) სულ უფრო ფართოდ ვრცელდება ექსპლუატაციაში მყოფ ვეტერანკაშხლებში და იწვევს მათ სერიოზულ დაზიანებას. ტუტე-შემავსებლების რეაქცია არის ქიმიური რეაქცია ბეტონის გარკვეული ტიპის შემავსებლებსა და პორტლანდცემენტში არსებულ ტუტეებთან დაკავშირებულ ჰიდროქსილის იონებს შორის. ეს რეაქცია იწვევს ბეტონის დაუშვებელ გაფართოებას, რომელსაც თან სდევს ბზარწარმოქმნა. წინამდებარე სტატიაში შემოთავაზებულია ბეტონის კაშხლების დაძაბულ-დეფორმირებულ მდგომარეობაზე ტშრ- გავლენის გათვალისწინების მეთოდიკა. კონკრეტულად, შემოთავაზებულია ტშრ-სგან გამოწვეული ფარდობითი დეფორმაციების საანგარიშო განტოლება.

ავტ.

 

9.8.20. ბეტონის განმსაზღვრელი მოდელი ბრტყელი დეფორმაციის პირობებში. /. მოწონელიძე, . აბულაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). - გვ. 21-24. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კაშხლის ბეტონზე ნატურული დაკვირვებები და ბეტონის ნიმუშების გრძელვადიანი ლაბორატორიული გამოცდის შედეგები გვიჩვენებს, რომ გარე სტატიკური ციკლური დატვირთვებისგან გამოწვეულ ბეტონის დაღლილობას, აგრეთვე მის დაბერებას (ეიჯინგს) მნიშვნელოვანი გავლენა აქვს კაშხალი-ფუძის სისტემის დაძაბულ-დეფორმირებულ მდგომარეობაზე. სტატიაში შემოთავაზებულია მასალის განმსაზღვრელი მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი სტატიკური ციკლური დატვირთვების დროს დაღლილობისა და დაბერების მხედველობაში მიღების მიზნით.

ავტ.

 

9.8.21. ახალი თაობის დიდი გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორები. /. სოხაძე, . მეძმარიაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). - გვ. 25-33. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატიაში სისტემურად და კლასიფიცირებულად განხილული და წარმოდგენილია მსოფლიოში არსებული დიდი რეფლექტორული ანტენები, რომლებიც კოსმოსურ ორბიტაზე გავიდნენ ან წინასაფრენოსნო გამოცდები გაიარეს. ამასთან, შეფასებულია მათი ძირითადი მოთხოვნები და შემდგომი პერსპექტივები.

ავტ.

 

9.8.22. მდინარე რიონის ქალაქის არხით ზღვასთან შესართავ აკვატორიაში სანაპირო ზოლის მდგრადობის გაუმჯობესების შესახებ. /. ქადარია/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). - გვ. 33-37. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მდინარე რიონის ზღვასთან შესართავ აკვატორიაში სანაპირო ზოლის მდგრადობის და ნაპირდაცვითი ღონისძიებების გაუმჯობესების კერძო შემთხვევა, როცა ზღვაში მდინარე შეედინება წყალდიდობის ნატანშემცველი რეგულირებადი ხარჯებით. აღწერილია ტალღური ზემოქმედებით გამოწვეული პროცესები და რიცხვითი მაგალითებით ნაჩვენებია მოსალოდნელი შედეგები. შემუშავებულია მდინარე რიონის ქალაქის არხით ზღვასთან შესართავი აკვატორიის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი ღონისძიებების გაუმჯობესების რეკომენდაციები.

ავტ.

 

9.8.23. დიდი ბაქოს რეგიონალური გეგმის ახალი ქალაქების “ECOCITIESგანვითარება. /. ჰუსეინოვი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). - გვ. 88-91. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აფშერონის ნახევარკუნძულზე ქალაქმშენებლობის სისტემის ახალი ტიპის -Ecocities, რომელიც ავტორის აზრით, ხელს შეუწყობს დედაქალაქ ბაქოს და არსებული რეგიონის დასახლებული ადგილების განვითარებას. ამის მიღწევა შეიძლება წინასწარ ერთიანი ეკოლოგიური დერეფნების და ერთიანი წრფივ-ზოლიანი კომუნიკაციური სტრუქტურების ხარჯზე, რომლებიც აერთიანებენ ნახევარკუნძულის მთელ დასახლებას ურთიერთდამაკავშირებელ სისტემაში.

ავტ.

 

9.8.24. თანამედროვე ბაღები ხელოვნურ საფუძველზე და მათი ტიპოლოგია. /. თევზაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #4(478). - გვ. 51-58. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ხელოვნურ საფუძველზე ბაღების მოწყობის სოციალური საფუძველი და ამ ბაღების ტიპოლოგია, სახურავის გამწვანების ეკოლოგიური ეფექტი. სახურავ-ბაღების განვითარების ისტორიული ეტაპები, მათი ევოლუცია და სახურავ-ბაღების მოწყობის ევროპული და ამერიკული გამოცდილება. სხვადასხვა ტიპის სახლის (ხის, აგურის, ქვის) სახურავზე გამწვანების მოწყობის კონსტრუქციული შესაძლებლობები. შენობის სახურავის კონსტრუქციული სქემები ექსტენსიური და ინტენსიური გამწვანების შემთხვევაში. აღნიშნულია თბილისის ხელსაყრელი კლიმატური პირობების გათვალისწინებით სახურავ-ბაღების მოწყობის მიზანშეწონილობა.

ავტ.

 

9.8.25. თანამედროვე ტექნოლოგიის ამსახველი მუდმივი სამაგრის გაანგარიშების მოდელი. /. თანანაშვილი, . გრძელიშვილი, . გოლეთიანი, . ცქვიტინიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #1-3. – გვ. 73-80. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

გვირაბმშენებლობაში თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების მიზნით საჭიროა შეიქმნას სამამულო სახელმძღვანელო ნორმატიული დოკუმენტებით, რომლებშიც მოცემული იქნება ახალავსტრიული ხერხის გამოყენების პირობები ადგილობრივი გამოცდილების გათვალისწინებით. განხილულია წრიული მოხაზულობის მუდმივი სამაგრის სტატიკური მუშაობის საინჟინრო მეთოდიკა სანგრევის მოძრაობის გათვალისწინებით. ამოცანის სივრცული ხასიათის გათვალისწინება კი ხდება სანგრევის გავლენის ფუნქციის საშუალებით. აღნიშნული მეთოდიკის გამოყენებით თეორიულად დამტკიცდა სატრანსპორტო გვირაბების სამაგრებისათვის მძიმე ბეტონის ნაცვლად მსუბუქი ბეტონის გამოყენების რაციონალურობა.

ავტ.

 

9.8.26. რკინაბეტონის ხიდების გაანგარიშების საზღვარგარეთული ნორმების ანალიზი. /. ჭიღვარია/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #1-3. – გვ. 81-83. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია საზღვარგარეთის ქვეყნების რკინაბეტონის ხიდების გაანგარიშების ნორმების ანალიზი, რომელმაც ცხადყო, რომ რუსეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და სხვა ქვეყნებში უპირატესად წინასწარ დაძაბული მალების, რკინაბეტონის კოჭოვანი ნაგებობების დაპროექტების პრაქტიკიდან გამომდინარე, ყოფილი საბჭოთა კავშირის ნორმებისაგან განსხვავებით, დასავლეთის ქვეყნების ნორმებში მასალების კოლექტიური” (ერთობლივი) მუშაობის ეფექტი გათვალისწინებულია საექსპლუატაციო დატვირთვების გაანგარიშებებში. რკინაბეტონის (უპირატესად წინასწარ დაძაბული დრეკადი ხიდის) კონსტრუქციებისადმი ნორმატიული მოთხოვნების ზოგიერთი პრინციპული დებულების ანალიზმა ცხადი გახადა, რომ აუცილებელია საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტის კორექტირება, რათა მოხდეს პოზიციების დაახლოება ხიდის კონსტრუქციების საიმედოობის დონის შეფასებისას. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს დასავლეთის ქვეყნების საავტომობილო დატვირთვების შეუზღუდავ გადაადგილებას ჩვენი ქვეყნის გზებზე და, პირიქით, ჩვენი დატვირთვებისას - დასავლეთის საავტომობილო გზებზე.

 ავტ.

 

9.8.27. ბრძმედის ნელაგაცივებული აქტივირებული წიდების გამოყენების შესაძლებლობის კვლევა ცემენტის წარმოებაში. /. შაფაქიძე, . მაისურაძე, . ნადირაშვილი, . გეჯაძე, . გიგინეიშვილი/. სამთო ჟურნალი. - 2011. - #2(27). – გვ. 88-92. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ბრძმედის ნელაგაცივებული წიდების გამოყენების მნიშვნელობა და ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობა წიდაპორტლანდცემენტის წარმოებისათვის. ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ბრძმედის ნელაგაცივებული, .. ნაყარი წიდები ახალი ტექნოლოგიით დამუშავების შედეგად განიცდიან აქტივაციას, რაც გამოიხატება მათი მინერალური ფაზების ჰიდრავლიკური უნარის ამაღლებაში და მეტალური რკინის შემცველობის შემცირებაში, რაც ამ წიდების ცემენტის წარმოებაში ფართოდ გამოყენების საშუალებას იძლევა და უზრუნველყოფს ცემენტების ასორტიმენტისა და ხარისხის გაზრდას.

ავტ.

 

 

9. სოფლისა და სატყეო მეურნეობა. თევზის მეურნეობა

 

9.9.1. ბუნებრივი ცეოლითისა და მურა ნახშირის საფუძველზე დამზადებული პროლონგირებული მოქმედების ახალი სუბსტრატის ზემოქმედება სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღმოცენებაზე. /. ანდრონიკაშვილი, . ზაუტაშვილი, . ეპრიკაშვილი, . ფირცხალავა, . ძაგანია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 101-105. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ამონიუმისა და კალიუმის კათიონებით მოდიფიცირებული ბუნებრივი ცეოლითისა (ჰეილანდიტი-კლინოპტილოლითური ტუფი) და მურა ნახშირის საფუძველზე დამზადებულ სუბსტრატზე აღმოცენებული მცენარის ბიოპროდუქტიულობა 2,9-ჯერ აღემატება ნიადაგზე აღმოცენებული მცენარის ბიოპროდუქტიულობას. ასეთი სუბსტრატი ხასიათდება მემცენარეობაში ხანგრძლივი მოქმედებით.

ავტ.

 

9.9.2. გლობალური კლიმატის ცვლილების გავლენა ნიადაგებზე. /.. ბლუმე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 106-112. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

დედამიწის ისტორიის მანძილზე აღინიშნება ტემპერატურის და ნალექების გლობალური, რეგიონალური და ლოკალური ცვლილებები. კოსმოსურ მიზეზებს ემატება ვულკანიზმი, ტყის ხანძრები, გლობალური ყინულის, თოვლის და მცენარეული საფარის ცვლილებები. უკანასკნელი 100 წლის მანძილზე დედამიწის ტემპერატურა საშუალოდ გაიზარდა 1,5°C-ით, რასაც აქვს არა მარტო ბუნებრივი, არამედ ანთროპოგენური მიზეზები. ბუნებრივი ტყეებისგან განსხვავებით, სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან წყლის აორთქლების სითბოს და ნახშირორჟანგის შემცირება, განსაკუთრებით ურბანიზებულ-ინდუსტრიულ აგრომელიორაციებში და მეთანის და აზოტის ქვეჟანგის განთავისუფლება სოფლის მეურნეობაში არის მეტად მნიშვნელოვანი ზეგავლენა გარემოზე. ვარაუდობენ, რომ 21- საუკუნეში საშუალო გლობალური ტემპერატურა გაიზრდება 2-3°C-ით, რაც ძირითადად გამოწვეული იქნება ნამარხი საწვავის გამოყენებით და სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციით. ტემპერატურის ზრდა, ნიადაგის ზედაპირთან CO2 მაღალი კონცენტრაცია და ნალექების გადიდებული რაოდენობა განსაზღვრავენ ბიომასის გადიდებული რაოდენობის ფორმირებას. მოსავლის ნარჩენების მეტი რაოდენობა და მაღალი ტემპერატურები აგრეთვე ზრდიან ნიადაგის ორგანიზმების აქტიურობას. ნიადაგის უფრო მაღალი ტემპერატურები აგრეთვე ხელს უწყობენ ქიმიურ გამოფიტვას მეორეს მხრივ, გადიდებულ ნალექებს შეუძლიათ უფრო მეტი რაოდენობით გამორეცხონ საკვები ნივთიერებები კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებები და მათი გავლენა ნიადაგებზე შეიძლება იცვლებოდეს ფართო ფარგლებში. ზღვის დონის ზრდა გამოიწვევს სანაპირო ნიადაგების დატბორვას, რაც აუცილებელს გახდის ახალი კაშხლების მშენებლობის ან ძველის გაძლიერებას. სანაპირო ნიადაგების გადიდებული ტემპერატურები გაზრდის მიკრობული ფორმაციების სასათბურე აირების ზრდას. მზრალი ნიადაგები დაიწყებენ ლღობას და შესაძლებელი გახდება მათი ნაწილობრივი გამოყენება სოფლის მეურნეობაში.

ავტ.

 

9.9.3. ფოთლის სიხუჭუჭისადმი ტოლერანტული თუთის ჯიშებისათვის სასელექციო საწყისი მასალის შერჩევა ქართლის ბუნებრივ პოპულაციებში. /. ნასყიდაშვილი, . მძელური, . დალალიშვილი, . მჭედლიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 113-117. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

თუთის ფოთლის სიხუჭუჭის წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდებიდან ყველაზე ეფექტური და ეკონომიკურად გამართლებულია ჯიშთა მრავალფეროვნება, მაღალი პოტენციური გამძლეობის ახალი სასელექციო საწყისი მასალის მიღება-გამოვლინება, მათი წინასწარი სადიაგნოსტიკო და კორელაციური ნიშნებით. წინამდებარე ნაშრომში მოცემულია ინფექციისაგან თავისუფალ ზონაში, ქართლის რეგიონში, მორფოლოგიური აღწერის საფუძველზე გამოვლენილი თუთის ჰიბრიდული ფორმების სტრუქტურულ-ანატომიური საფუძველები, რომლებიც გარკვეულწილად განაპირობებენ მათ მდგრადობას გარემოს ექსტრემალური პირობებისადმი და დადებით კორელაციაშია ფოთლის კვებით ღირებულებასთან.

ავტ.

 

9.9.4. მიზნობრივი სატყეო პლანტაციები - ქართული ტყის გადარჩენის და აღორძინების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. /. ობოლაძე, . ჩერქეზიშვილი, . თავაძე, . ჭოჭუა/. სატყეო მოამბე. – 2011. - #4. – გვ. 7-12. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

გაანალიზებულია ახლანდელი კატასტროფული მდგომარეობა საქართველოს ტყეებში. ნაჩვენებია ის ძირითადი მიზეზები, რამაც გამოიწვია (განაპირობა) ჩვენი ტყეების გაჩანაგება და გამეჩხერება. ტყის რესურსებზე მზარდი მოთხოვნილების პირობებში დასაბუთებულია ტყებუჩქნარებით დაფარულ, ეროზირებულ და დეგრადირებულ სატყეო მიწებზე სწრაფმზარდი მიზნობრივი სატყეო პლანტაციების შექმნის აუცილებლობა.

ავტ.

 

9.9.5. ენერგეტიკული მეტყევეობა: არსი, მიზნები და ამოცანები. /. კანდელაკი, . ბაჩილავა/. სატყეო მოამბე. – 2011. - #4. – გვ. 13-17. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ამჟამად მსოფლიოში ბიომასისგან ენერგიის წარმოებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რაც განპირობებულია წიაღისეული ტიპის საწვავი რესურსების მოსალოდნელი ამოწურვით და ასევე გარემოს დაცვის გაუმჯობესების აუცილებლობით. აღნიშნულ პრობლემათა გადაჭრის ერთ-ერთი ეფექტურ საშუალებად მსოფლიოში განიხილება სწრაფმზარდი სახეობებისაგან გაშენებული ენერგეტიკული დანიშნულების მიზნობრივი პლანტაციები, რომლებიც უკვე გარკვეულ როლს თამაშობენ სხვადასხვა ქვეყნების ენერგორესურსების უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენი აზრით, მსგავსი პლანტაციები მომავალში წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი ქვეყნის სოფლის მოსახლეობის სათბობ ნედლეულზე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად; შესაბამისად საფუძველი ჩაეყრება საქართველოში ენერგეტიკული მეტყევეობის განვითარებას.

ავტ.

 

9.9.6. საერთაშორისო ორგანიზაციების გამოკვლევები საქართველოს ტყეების მართვის მდგრადობის გაუმჯობესებისათვის. სატყეო მოამბე. – 2011. - #4. – გვ. 21-54. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

2008 წელს დაიწყო რეგიონალური პროგრამის სატყეო სექტორში კანონაღსრულებისა და მართვის გაუმჯობესება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთის ქვეყნებსა და რუსეთში” (ENPIFLEG) განხორციელება. ეს პროგრამა ხორციელდება მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობით, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირთან (IUCN) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) პარტნიორობით ევროკავშირისა და სხვა დონორების ფინანსური მხარდაჭერით. წარმოდგენილი პროგრამის ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ შემუშავდა რეკომენდაციები საქართველოს ტყეების ფუქციონალური დანიშნულების მიხედვით ზონირების საფუძველზე ტყის ეკოსისტემების მდგრადი და ინტეგრირებული მართვის მეთოდებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ. აღნიშნულის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა ქვეყნის ბუნებრივ-ისტორიული და სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებები. გამოყენებულ იქნა როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო გამოცდილება.

ავტ.

 

9.9.7. ტყიდან მერქნით სარგებლობასა და კვლავწარმოების ეკოლოგიურ-კოსმიურ-ეკონომიკური ასპექტები. /. გვაზავა, . გვაზავა/. სატყეო მოამბე. – 2011. - #4. – გვ. 58-62. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

გაანალიზებულია გლობალიზაციის პირობებში ტყიდან მერქნით სარგებლობის საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპები, რის საფუძველზეც გაკეთებულია დასკვნა, რომ დღეს არსებული ურთიერთობის პრინციპი, რომელსაც საფუძვლად უდევს საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნები, არც თუ სრულყოფილი და მისაღებია, რადგანაც იგი ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. ამასთან დაკავშირებით ავტორი გვთავაზობს რესურსების მოპოვებისადმი ახალ მიდგომას, რაც იმაში გამოიხატება, რომ რესურსებით დაინტერესებულმა ფირმებმა მესაკუთრეს პირველ რიგში უნდა შესთავაზოს ტყეების კვლავწარმოების პროგრამა და უზრუნველყოს მისი ეტაპობრივი განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით.

ავტ.

 

9.9.8. შინდის (Cornus mas L.) ბუჩქების ნაყოფმსხმოიარობის და სატყეომელიორაციული თავისებურებანი საქართველოს მთის პირობებში. /. ზედელაშვილი, . კობახიძე, . ლაბაძე/. სატყეო მოამბე. – 2011. - #4. – გვ. 63-67. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

საქართველოს ტყეებში შინდი გავრცელებულია ზღვის დონიდან 1300 მეტრამდე. მისი ნაყოფიდან ადგილობრივი მოსახლეობა ამზადებს ფართო ასორტიმენტის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. შინდის რესურსები რესპუბლიკაში სავსებით აკმაყოფილებს ნედლეულით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას თითქმის ყველა რაიონში. შინდს გააჩნია ძლიერი ზედაპირული ფესვთა სისტემა უამრავი წვრილი ფესვურებით. დიდი დაქანების თხელ ნიადაგებზე ისინი ეფექტურად ასრულებენ სატყეო მელიორაციულ (ნიადაგდაცვით) ფუნქციებს.

ავტ.

 

9.9.9. ციმბირის ლარიქსის (Larix sibirica Ladeb) საუკუნოვანი მერქანი - სტრუქტურა, თვისებები, მედეგობა. /. ლობჟანიძე, . თავაძე, . სუპატაშვილი, . ბეროზაშვილი/. სატყეო მოამბე. – 2011. - #4. – გვ. 82-85. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

დადგენილია, რომ . თბილისში სამხატვრო გალერეის შენობის გადასახურავად ხის კონსტრუქციებში გამოყენებული ციმბირის ლარიქსის მერქანი საუკუნეზე მეტ ხანს ინარჩუნებს სტრუქტურასა და მედეგობას, რის გამოც შესაძლებელია მისი შემდგომი გამოყენება მზიდ კონსტრუქციებში.

ავტ.

 

9.9.10. ხისდამამუშავებელი მრეწველობის მცირე საწარმოთა ეკონომიკური ფუნქციონირების ანალიზი და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. /. ხუსკივაძე/. სატყეო მოამბე. – 2011. - #4. – გვ. 93-104. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

დადგენილია, რომ მცირე საწარმოებში დასაქმებული ერთი მომუშავის საშუალო შრომის ნაყოფიერება მნიშვნელოვნად ჩამორჩება საშუალო საწარმოებში დასაქმებულ ერთი მომუშავის შრომის ნაყოფიერებას. დარგის მცირე საწარმოებში დაბალია შრომის მეცნიერული ორგანიზაციის და შრომის ტექნიკური აღჭურვილობის დონე, რაც ბუნებრივია ამცირებს შრომის ნაყოფიერების სიდიდეს. საწარმოებს ფეხზე დადგომისა და გამართულად მუშაობისათვის კეთილსასურველი მაკროგარემოს შექმნა სჭირდებათ. მოშლილი სტატისტიკური აღრიცხვისა და იმ მრავალი ბიუროკრატიული ბარიერების გამო, რაც გარდამავალ პერიოდს ახასიათებს საქართველოში, გართულებულია ხისდამმუშავებელ მრეწველობის მცირე საწარმოებზე ზოგიერთი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მოპოვება. ყოველივე ამის მიუხედავად, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენს მიერ გამოკვლეული მაჩვენებლებიც საშუალებას იძლევიან დარგში მოქმედ მცირე საწარმოების საქმიანობაზე გავაკეთოთ დასკვნები.

ავტ.

 

9.9.11. ბუნებრივი მდელოს ბალახნარის გამოყენების საკითხისათვის. /. სარჯველაძე, . ჯინჭარაძე, . მიქავა/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #3(12). – გვ. 50-56. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საკვები სავარგულების გამოყენების ექსტენსიური სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებს მდელოს მოსავლიანობას და აუარესებს ბალახნარის ბოტანიკურ-სამეურნეო მდგომარეობას, ხელს უწყობს ცენოზში შხამიანი და მავნე ბალახების მომრავლებას. შესწავლილია მთავარი კავკასიონის ცენტრალური ნაწილის სუბალპური ზონის ნაირბალახოვან-ჭრელშვრიელიანი ბალახნარის მოსავლის დინამიკა სავეგეტაციო პერიოდში, ასევე ბალახნარის ამინომჟაური შემადგენლობის ცვლილება როგორც ბუნებრივ ბალახნარში, ასევე სასუქების სხვადასხვა ნორმების ფონზე. ბალახნარის ძირითადი მოსავლისა და აქვიტის მონაცემები შესაძლებლობას გვაძლევს შედგენილი იქნეს ნაკვეთმორიგეობითი ძოვების სქემა და დაზუსტდეს ძოვების კალენდარი.

ავტ.

 

9.9.12. თანამედროვე ტექნოლოგიები - ნიადაგის დაცვის საუკეთესო საშუალება. /. ქვარცხავა/. ახალი აგრარული საქართველო. - 2012. - #1(9). – გვ. 23 26. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია ნიადაგის დამუშავების სისტემის არსი და ამ მიზნით გამოყენებული რესურსდამზოგი ტექნოლოგიის განხორციელების ძირითადი ობიექტური მიზეზები; მოყვანილია ამ ტექნოლოგიის მინიმალური და ნულოვანი დამუშავების დადებითი მხარეები ნიადაგის დამუშავების ტრადიციულ ტექნოლოგიებთან შედარებით და რესურსდამზოგი ტექნოლოგიის განხორციელების შედეგად მიღებული ეკონომიკური ეფექტურობის სავარაუდო მაჩვენებლები.

ავტ.

 

9.9.13. საძოვრების რაციონალური გამოყენების გავლენა ბუნებრივ ბალახნარზე. /. სარჯველაძე, . ჯინჭარაძე, . მიქავა, . სარჯველაძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. - 2011. - #1. – გვ. 15-19. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

საძოვრების უსისტემო ძოვება უარყოფითად მოქმედებს არა მარტო ბალახნარის საკვებად ვარგისი ბალახების ზრდა-განვითარებაზე, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს მათ მოსავლიანობას. მცენარისათვის საჭირო პლასტიკურ ნივთიერებათა კანონზომიერი დაგროვება მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს როგორც მიმდინარე, ასევე მომდევნო წლების მოსავლიანობას, ხელს უწყობს ბალახნარში საკვებად ვარგისი მცენარეულობის ხანგრძლივად სარგებლობას. თიბვისა თუ ძოვების ოპტიმალური ვადების დაცვა და გამოყენების მორიგეობა წლების განმავლობაში საშუალებას იძლევა ხანგრძლივად შენარჩუნდეს ბალახნარში ძვირფასი საკვები ბალახები და მეცხოველეობა უზრუნველყოფილ იქნეს ცილებით მდიდარი, მაღალხარისხოვანი საძოვრის მწვანე ბალახით და ბაგური კვების პერიოდში თივით. აღნიშნულის მიღწევის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს საძოვართბრუნვისა და სათიბბრუნვის დანერგვა.

ავტ.

 

9.9.14. ახალი სახის რთული სასუქის ეფექტურობის დადგენა სიმინდის ნათესებზე დასავლეთ საქართველოს ალუვიური ნიადაგების პირობებში. /. ბურჭულაძე, . კიკნაძე, . ჭანუყვაძე, . მჭედლიძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. - 2011. - #1. – გვ. 20-27. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

დასავლეთ საქართველოს ალუვიური ტიპის ნიადაგებზე დაყენებულ მინდვრის ცდაში გამოცდილ იქნა ახალი სახის რთული სასუქის - სუპერაგროსეფექტურობა სიმინდის ნათესებში. დადგენილია, რომ აღნიშნული სასუქის მარტივ სასუქებთან ექვივალენტური რაოდენობით (აგროტექნიკური დოზების) შეტანისას, მოსავლის მატება (ჩალა, ტარო, მარცვალი) შეადგენს 7-11%-. შესწავლილია მცენარეთა აზოტით, ფოსფორით და კალიუმით კვების პირობები, განვითარების ძირითადი ფაზების მიხედვით. გამოვლენილია, რომ აღნიშნული ელემენტების მაქსიმალურად ინტენსიური შთანთქმის პერიოდი მოდის ვეგეტაციის II-III ფაზებზე.

ავტ.

 

9.9.15. კულტურული ფიტოცენოზის ფორმირება და მისი მნიშვნელობა საკვები ბაზის შექმნის საქმეში. /. სარჯველაძე, . ჯინჭარაძე, . მიქავა/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. - 2011. - #1. – გვ. 28-31. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ადამიანის მიერ ცხოველთა მოშენებამ გაზარდა საძოვრების როლი და გააძლიერა საძოვრული ფიტოცენოზების ფორმირების საჭიროება. ფიტოცენოზებზე ადამიანის უშუალო გავლენა გამოიხატებამცენარეთა არეალის შეცვლით, შეზღუდვით, ახალ მცენრეთა შემოტანით და მცენარეთა ზოგიერთი სახეობის სრული მოსპობით, რაც ცვლის ან სრულად სპობს ცენოზის შემადგენლობას. არაპირდაპირი ქმედება მცენარეულ საფარზე ხორციელდება მიწების გადახვნით, ბალახების თესვით, მცენარეულობის გადაწვით, ტყეების გაკაფვით, მავნე გაზების მოქმედებით და სხვ. ადამიანის ზემოქმედებით შეიძლება განხორციელდეს ბუნებრივი ფიტოცენოზის შეცვლა ბალახების არასრული მოსპობით (ბალახნარის ზედაპირული გაუმჯობესება) და ბუნებრივი ფიტოცენოზის სრული შეცვლა ნათესი მცენარეულობით (ბალახნარის ძირეული გაუმჯობესება).

ავტ.

 

9.9.16. სოფლის მეურნეობის განვითარების ზოგიერთი საკითხი. /. მესხიშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. - 2012. - #1. – გვ. 34-41. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მომავალში საქართველოს ბიუჯეტის შევსების ძირითადი წყარო უნდა გახდეს სოფლის მეურნეობა, ჰიდრორესურსების ექსპორტი, ველური ბუნების (მთის) და სამკურნალო ტურიზმი. უნდა გააკეთდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის რეკლამა, როგორც ეს კეთდება ტურიზმის განვითარებისათვის საქართველოში. საქართველომ უნდა აწარმოოს, მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა (ნიტრატებისა და პესტიციდების გარეშე) პროდუქტი, რისთვისაც საჭიროა ფერმერების სპეციალური მომზადება და მათ მიერ წარმოებულ პროდუქტზე რეკლამა. საერთაშორისო ფორუმებზე ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც აწარმოებს სოფლის მეურნეობის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. (საქართველოში რადიაციული ფონი საგრძნობლად დაბალია ვიდრე ცენტრალულ ევროპაში). სამწუხაროდ, მსოფლიოში და საქართველოშიც ბევრმა არ იცის, რომ ქართული ჩაი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა პროდუქტია, რომ ინდური, ჩინური და ცეილონის ჩაი, რომელიც ძირითადად მოჰყავთ ტროპიკულ ზონებში ეკოლოგიურად საშიში პროდუქტია. მსოფლიოს ბაზარზე ბუმი უნდა შევქმნათ ქართულ ჩაიზე (ტყიბული-ორპირის ჩაი მსოფლიოში ყველაზე საუკეთესოა). მსოფლიო ბაზარზე რეკლამა უნდა გაუკეთდეს არა საერთოდ ღვინოს (ჩვენ ვერ ვაჯობებთ საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს, ჩილეს, ავსტრალიას) არამედ, უნიკალური ჯიშების უნიკალურ ღვინოებს, რისთვისაც საჭიროა თანდათანობით გაიზარდოს უნიკალური ჯიშის ვენახების ფართობები სხვა ვენახის ჯიშების ფართობების ხარჯზე. ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების გზები, საჭიროა მთელი რიგი რადიკალური ღონისძიებების გატარება, რისთვისაც შრომაში მოყვანილია გასატარებელი ღონისძებების ნუსხა, რომელთა გადაუდებელი გატარება აუცილებელია.

ავტ.

 

9.9.17. საქონლის ძვლის შრობის ექსპერიმენტალური კვლევის შედეგები. /. თავდიდიშვილი, . რუხაძე/. საქართველოს სამეცნიერო სიახლეები. – 2011. - #3(11). - გვ. 48-52. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სამუშაოში ნაჩვენებია საქონლის ძვლებისაგან კალციუმისა და ფოსფორის შემცველი ვეტერინალური პრეპარატის წარმოების ტექნოლოგია და ექსპერიმენტულადაა შესწავლილი ძვლის შრობის პროცესი. შედგენილია ორგანული გამხსნელით დამუშავებული და ორთქლით დამუშავებული ძვლების შრობის თერმოგრამები. გამოკვლეული ობიექტებისათვის დადგენილია შრობის პროცესის რაციონალური პარამეტრები.

ავტ.

 

9.9.18. ზოგიერთი მერქნიანი სახეობის კარიოტიპის შესწავლა. /. გოგინაშვილი, . გოგინაშვილი, . ნაჭყებია, . თვაური/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #1-3. – გვ. 103-105. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

შესწავლილია გადაშენების პირას მყოფი მერქნიანი სახეობების: Pyrus demetrii Kuthath., Pyrus ketzkhovelii Kuthath., Amigdalus georgica Desf კარიოტიპები. აღნიშნული სახეობები საქართველოს ენდემებია. დადგენილია მათი ქრომოსომების დიპლოიდური ნაკრები: Pyrus demetrii 2n=34; Pyrus ketzkhovelii 2n=34; Amigdalus georgica 2n=32.

ავტ.

 

 

10. წყლის მეურნეობა. მელიორაცია

 

9.10.1. ბორჯომ-ხარაგაულის ხეობის მინერალური წყარო დობილოსწყლის ხარისხის მონიტორინგი. /. ძიძიკაშვილი, . კუციავა, . ერისთავი, . დემეტრაძე/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 19-23. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ჩატარებულია ბორჯომ-ხარაგაულის ხეობის მინერალური წყაროს წყლის დობილოსეკოქიმიური ექსპერტიზა. დადგინდა, რომ მინერალური წყაროს წყალი დობილოჯდება მინერალური წყლის სტანდარტში და განეკუთვნება ჰიდროკარბონატული ქლორიდული კალციუმ-ნატრიუმიან ნახშირორჟანგის შემცველი წყლის ტიპს. ეკოლოგიური და მიკრობიოლოგიური სისუფთავის მაჩვენებელი პასუხობს არსებულ მოთხოვნებს. აღნიშნული კვლევის საფუძველზე მოხდა აგრეთვე მინერალური წყაროს წყლის დობილოსშედარება ბორჯომთანდა ზვარესთან”. დადგინდა, რომ ისინი წარმოადგენენ ერთი ტიპის მინერალურ წყლებს, მცირედ განსხავებული PH-ით, მინერალიზაციით და მიკროელემენტების შემცველობით.

ავტ.

 

9.10.2. კოლხეთის არტეზიული აუზის ჰიდროგეოქიმიური და ჰიდროგეოფიზიკური ზონალობის თავისებურებები. /. ზაუტაშვილი, . ავალიანი/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 24-26. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია კოლხეთის არტეზიული აუზის ჰიდროგეოქიმიური ზონალობის ორი სახეობა: ნორმალური და ინვერსიული. ნორმალური ზონალობა წარმოდგენილია აუზის დასავლეთ დაძირულ ნაწილში ÀÁ35Â350, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ÀÁ35 და აღმოსავლეთ პერიფერიაზე ÀÁ3Á35Â140 სახით, ხოლო ინვერსიული ზონალობა წარმოდგენილია აუზის ცენტრალურ ნაწილში À Á35 Á3 Â140 სახით. აღწერილია დედამიწის ჰიდროსფეროს ჰიდროგეოფიზიკური ზონალობის ხასიათი, რომლის მიხედვითაც საზღვარი გაჯერების და ზეკრიტიკულ ზონებს შორის კონტინენტისკენ დაწეულია 19.5 კმ-დან 23 კმ-მდე, ხოლო კავკასიონის მხარეს (იალბუზის რაიონში) ამოწეულია თითქმის 8 კმ-ის სიღრმემდე.

ავტ.

 

9.10.3. გრუნტის წყლების მონიტორინგი დედოფლისწყაროს რაიონის ქედების ნავთობსაძიებო მოედანზე. /. ღაღანიძე, . მარდაშოვა, . ქიტიაშვილი/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 27-29. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია ქედების (ზემო ქედი არხილოსკალო) ნავთობსაძიებო უბანზე 2006 წლიდან მიმდინარე მონიტორინგის შედეგები. მონტორინგის მიზანს შეადგენს აღნიშნულ უბანზე ნავთობსაძიებო ღრმა (2000 ) ჭაბურღილის (Lloyd – 1) ბურღვასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების გაშუქება, კერძოდ, ბურღვის პროცესში წარმოქმნილი, ნახშირწყალბადებით გამდიდრებული ნარჩენების დიდი მასის უსაფრთხო განთავსების პრობლემა, რათა თავიდან ავიცილოთ ამ ტერიტორიაზე გავრცელებული გრუნტის წყლების ორგანული ნარჩენებით დაბინძურება, რამდენადაც გრუნტის წყლებთან დაკავშირებულ საკმაოდ დიდდებიტიან წყაროებს ადგილობრივი მოსახლეობა სასმელი წყალმომარაგებისთვის იყენებს.

ავტ.

 

9.10.4. წარეცხვადკალაპოტიანი მდინარეების ნაპირების დეფორმაციების გამოკვლევა ცალმხრივი გამაგრებისას. /. მამასახლისი, . ნოსელიძე, . კალაძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #1-3. – გვ. 47-51. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია მდინარის კალაპოტის კრიტიკული შევიწროებისა და გაუმაგრებელი ნაპირის დეფორმაციის საკითხები წარეცხვად ფსკერზე, განივი დეზის (ზღუდარის) დაყენების შემთხვევაში. აღნიშნული დამოკიდებულების გამოყენებით და ექსპერიმენტულ გამოკვლევებზე დაყრდნობით მიღებულია საანგარიშო ფორმულები, რომლებითაც გამოითვლება კალაპოტის კრიტიკული შევიწროების განმსაზღვრელი კოეფიციენტისა და ნაპირის მაქსიმალური წარეცხვის სიღრმის მნიშვნელობები წარეცხვადი ფსკერისათვის განივი დეზის 900-იანი კუთხით მოთავსებისას. მიღებული შედეგები აპრობირებულია ნატურაში მდ. ჭოროხზე.

ავტ.

 

 

11. საგარეო და შიდა ვაჭრობა. ტურიზმი

 

9.11.1. გლობალიზაცია და ტრანსნაციონალური კომპანიები სასტუმრო ინდუსტრიაში. /. თევდორაძე/. . თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული. – 2011. - #1. – გვ.69-72. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

გლობალიზაცია სისტემური და კომპლექსური პროცესია, რომელიც თანმიმდევრულად ცვლის საზოგადოების სოციალურ სტრუქტურას. გლობალიზაციის საფუძვლად ითვლება მსოფლიო მეურნეობის ინტერნაციონალიზაციის პროცესი. საერთაშორისო ტურიზმში ინტერნაციონალიცაზიის პროცესების ნათელი მაგალითია ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც განთავსების სექტორის მაგალითზე განიხილებიან. ტნკის განვითარება სასტუმრო ინდუსტრიაში აძლიერებს მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციისა და ტრანსნაციონალიზაციის ტენდენციებს.

ავტ.

 

9.11.2. სამხრეთ ეგვიპტეში ნასერის ტბაზე ტურისტული ცენტრების დაგეგმარება. /. კატარი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). - გვ. 92-96. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტურიზმის განვითარებას სამხრეთ ეგვიპტეში, რადგან მათ ტურიზმის დიდი პოტენციალი გააჩნიათ. ნაშრომი ეძღვნება სამხრეთ ეგვიპტეში ნასერის ტბასთან არსებული პოტენციალის გამოკვლევას და ანალიზს. განიხილება საკითხები ტურისტული ცენტრების განვითარების გეგმების შესახებ, რომელიც უნდა განთავსდეს ნასერის ტბაზე, აგრეთვე ეგვიპტურ ტბებზე ტურისტული ცენტრების დაგეგმარება.

ავტ.

 

9.11.3. საკურორტო ადგილი გუნდაური”. /. თარხან-მოურავი, . სააკაშვილი, . კაკულია, . ჯაკობია, . ტაბიძე, . მალანია, . კვინიკაძე, . შელია, . ხელაშვილი, . კვინიკაძე/. კურორტოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2011. – გვ. 34-39. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

აჭარის ქედის მუნიციპალიტეტში განლაგებული სოფელი გუნდაური, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის შემდეგ, გადაიქცევა პერსპექტიულ ტურისტულ და საკურორტო ობიექტად, სადაც შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ტიპის ტურიზმი, მათ შორის, გამაჯანსაღებელი და სამკურნალო ტურიზმი, კლიმატოთერაპია და ბალნეოთერაპია.

ავტ.

 

9.11.4. როგორ ვმართოთ ტურისტული კომპანიები. /. ქათამაძე/. ბიზნეს-კურიერი. – 2011. - #1/3. – გვ. 30-33. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

თანამედროვე პირობებში ტურიზმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფადგანვითარებადი და მზარდი დარგია. ნიშანდობლივია ისიც, რომ დღითიდღე ფართოვდება ტურიზმის გავრცელების გეოგრაფიული არეალიც. თუ განვითარებადი ქვეყნების დაინტერესება მიმართულია ტექნიკური მიღწევებისადმი და კომფორტისადმი, განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები ასაკოვანი ადამიანებისთვის საინტერესოა ბუნებასთან სიახლოვე და ტრადიციულ კულტურებთან წილნაყარობა.

ავტ.

 

12. ტრანსპორტი

 

9.12.1. სამოქალაქო ავიაციაში ექსპერტული სისტემების გამოყენების შესახებ. /. ვეფხვაძე/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2011. - #1(6). - გვ. 10-18. – რუს.; რეზ. ; ინგლ., ქართ.

განხილულია პირველი და მეორე თაობის ექსპერტული სისტემების როგორც სტატიკური, ასევე დინამიკური ექსპერტული სისტემების ანალიზი. ხაზგასმულია მეორე თაობის ექსპერტული სისტემების, როგორც ჰიბრიდული სისტემების უპირატესობანი პირველი თაობის ექსპერტულ სისტემებთან შედარებით. აღნიშნულია მესამე თაობის ექსპერტული სისტემების, როგორც მოდელირების ინტელექტუალური, ინტეგრირებული კომპლექსების დამუშავებაზე გადასვლის აუცილებლობა. შემოთავაზებულია ასეთი პერსპექტული სისტემის შესაძლო ზოგადი სტრუქტურული სქემა და მისი შემადგენელი კომპონენტების დეტალური დახასიათება. განხილულია ექსპერტული სისტემების დანერგვის შესაძლებლობა სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავზე და შემოთავაზებულია ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების ინფორმაციული მხარდაჭერის სისტემის, როგორც ექსპერტული სისტემის ჩართვის შესაძლებლობა, საბორტო საინფორმაციო-მმართველი სისტემის სტრუქტურულ სქემაში.

ავტ.

 

9.12.2. ექსპერტული სისტემები. /. ვეფხვაძე, . ედიბერიძე/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2011. - #1(6). - გვ. 19-31. – რუს.; რეზ. ; ინგლ., ქართ.

განხილულია ექსპერტული სისტემების სტრუქტურა, კლასიფიკაცია და დამუშავების ტექნოლოგია. მოცემულია საბაზო ცნებები და განსაზღვრები, რომლებიც დაკავშირებულია ექსპერტული სისტემების განზოგადებული სტრუქტურის შემადგენელ კომპონენტებთან, მოყვანილია მათი კლასიფიკაცია სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით და წარმოდგენილია დამუშავების სქემა იმ ამოცანების განსაზღვრით, რომლებიც წყდება მათი დამუშავების თითოეულ ეტაპზე. ნაჩვენებია ექსპერტული სისტემების დამუშავების იტერაციული ხასიათი, რომლის დახმარებით მიიღწევა მათი გაუმჯობესებული (სამრეწველო) ვარიანტი.

ავტ.

 

9.12.3. რთული ტექნოდინამიკური სისტემების ფუნქციონირების განზოგადებული მოდელის პარამეტრების განსაზღვრა, სისტემის დეკომპოზიციის შემთხვევაში. /. კაპანაძე, . ცინცაძე/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2011. - #1(6). - გვ. 39-47. – რუს.; რეზ. ; ინგლ., ქართ.

განხილულია დეკომპოზიციის პრინციპი, რაც მდგომარეობს შემდეგში. ხდება რთული სისტემის ქვესისტემებად ხელოვნური დაყოფა - ცალკეული ქვესისტემების (ელემენტების) ავტონომიის შენარჩუნებით. შემდგომში ხდება ავტონომიური ქვესისტემების (ელემენტების) მოდელირება და მათ შორის კავშირის დამყარება. იდენტიფიკაციის და სისტემების მოდელირების თეორიაზე დაყრდნობით განხილულია კავშირის პარამეტრების პოვნის მეთოდოლოგია, წრფივი მოდელების შემთხვევაში.

ავტ.

 

9.12.4. საჰაერო ტრანსპორტის კონკურენტუნარიანობის დონის განსაზღვრა. /. კაკაბაძე/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2011. - #1(6). - გვ. 63-69. – ინგლ.; რეზ. ; რუს., ქართ.

განხილულია საჰაერო ტრანსპორტის კომერციული საქმიანობის ოპტიმალური სარგებლიანობის დადგენის მეთოდი. ასევე, ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ საჰაერო ტრანსპორტის კომერციული საქმიანობის ოპტიმალური სარგებლიანობა დამოკიდებულია კომერციულ-ტექნიკურ მაჩვენებელთა ერთობლიობაზე. განსაზღვრულია საჰაერო ტრანსპორტის კომერციული საქმიანობის ოპტიმალური სარგებლიანობის მაჩვენებელი და დადგენილია ინტერესთა თანაფარდობის კოეფიციენტი (K - მყიდველის და გამყიდველის) და, შესაბამისად, საქონლის (ჩვენს შემთხვევაში თვითმფრინავის სავარძლის) სარეალიზაციო (რაციონალური) ფასი.

ავტ.

 

9.12.5. ავიაგადაყვანა გადაზიდვების დაჯავშნის და რეალიზაციის მსოფლიო სისტემების ანალიზი და მათი განვითარების პერსპექტივები. /. სუხიტაშვილი, . სუხიტაშვილი/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2011. - #1(6). - გვ. 70-82. – რუს.; რეზ. ; ინგლ., ქართ.

კვლევის თემაა ავიაგადაყვანა-გადაზიდვების დაჯავშნის და რეალიზაციის მსოფლიო სისტემების ანალიზი და მათი გავლენა რეგულარულ საერთაშორისო გადაზიდვების შემსრულებელ გადამზიდველთა პროდუქციის რეალიზაციაზე. ასევე კვლევის საგანია, საბაზრო ეკონომიკის პირობებში სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დამუშავებულია რეკომენდაციები ავიაგადაყვანა-გადაზიდვების დაჯავშნის და გაყიდვის თანამედროვე კომპიუტერიზებული სისტემების მეთოდების და ფორმების სრულყოფისათვის.

ავტ.

 

9.12.6. საავიაციო ბენჩმარკინგის მნიშვნელობა საქართველოს ნაციონალური ავიაკომპანიების ეფექტური განვითარებისათვის. /. სუხიტაშვილი, . პაპაშვილი/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2011. - #1(6). - გვ. 83-99. – ინგლ.; რეზ. ; რუს., ქართ.

მოცემული ნაშრომის ძირითადი კვლევის საგანი არის მსოფლიო საავიაციო ბაზის მდგომარეობა და საავიაციო ბენჩმარკინგის გამოყენების მეთოდი ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ავიაბაზარზე, ასევე არის მოყვანილი რეკომენდაციები საქართველოში ბენჩმარკინგის დანერგვასთან დაკავშირებით.

ავტ.

 

9.12.7. სატვირთო ავიაგადაზიდვების მარკეტინგი. /. კანდელაკი, . პაპაშვილი/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2011. - #1(6). - გვ. 100-111. – რუს.; რეზ. ; ინგლ., ქართ.

წარმოდგენილია სატვირთო ავიაგადაზიდვების მარკეტინგის მიმოხილვა, ავიაკომპანიების სტრატეგიული საქმიანობის დაგეგმარება, კლიენტის ძირითადი მოთხოვნილებები და სატრანსპორტო პროდუქციის სახეობები, სატვირთო კონვერტირებადი საჰერო ხომალდების კლასიფიკაცია მარკეტინგის თვალსაზრისით.

ავტ.

 

9.12.8. საქართველოს სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტებს შორის სამგზავრო გადაყვანების მოცულობისა და გადანაწილებაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები. /. დუმბაძე, . ნონიაძე, . ხუჭუა/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2011. - #1(6). - გვ. 112-120. – რუს.; რეზ. ; ინგლ., ქართ.

თანამედროვე პირობებში სამგზავრო გადაყვანების და მგზავრთნაკადის პერსპექტული მოცულობების დადგენის დროს სრულად არ გაითვალისწინება რიგი ფაქტორებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ბუნებრივ-გეოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ თავისებურებასთან.

ავტ.

 

9.12.9. ოპტიმალური სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემის დამატებითი თავისუფალი მოძრაობის დიფერენციალური განტოლებები. /. შარაშენიძე, . კურტანიძე, . მღებრიშვილი. . დუნდუა, . შარაშენიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2011. - #1(479). - გვ. 67-71. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სამგზავრო ვაგონების ოპტიმალური სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემის რეალური დინამიკური პარამეტრების გამოკვლევის მიზნით ნაშრომში დამუშავებულია ამ გადაცემის დამატებითი თავისუფალი მოძრაობის დიფერენციალური განტოლებები. გამოყენებულია ოპტიმალური გადაცემის დინამიკური მოდელი ღრეჩოებით სახსრულ შეერთებებში. განტოლებები შედგენილია ცვლადი კუთხური და წრფივი განზოგადებული კოორდინატების მიმართ. დამუშავებულია დამატებითი მოძრაობის დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა გარე მოქმედი ძალების, სახსრული შეერთებების ელემენტების ცვეთებისა და დარტყმების, ასევე ცვლადი კინემატიკური პარამეტრების გათვალისწინებით.

ავტ.

 

9.12.10. მოძრაობის ორი თავისუფლების ხარისხის ხუთრგოლა ბერკეტულ მექანიზმში პირდაპირი გეომეტრიული ამოცანის ამოხსნის საკითხისათვის. /. თავხელიძე, . მჭედლიშვილი, . კუბლაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2011. - #1(479). - გვ. 72-77. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემოთავაზებულია მოძრაობის ორი თავისუფლების მქონე ხუთრგოლა ბერკეტული მექანიზმის ერთგვაროვან კოორდინატთა სისტემის გამოყენებაზე დაფუძნებული კინემატიკური პარამეტრების გაანგარიშების მეთოდი. მიღებულია გამავალი რგოლის, როგორც საყრდენი ტრაექტორიების კოორდინატთა, ასევე სიჩქარეებისა და აჩქარებების გაანგარიშების გამოსახულებები. მოცემული მეთოდი შესაძლებელია წარმატებით იქნეს გამოყენებული სხვა მრავალრგოლიანი, ბერკეტული მექანიზმების, როგორც პირდაპირი, ასევე უკუგეომეტრიული ამოცანების ამოხსნისათვის. ამავდროულად, შემოთავაზებული მეთოდის სიმარტივე განაპირობებს ამძრავთა სისტემის ისეთი მართვის ალგორითმის შედგენას, რომელიც საგრძნობლად გაზრდის ამ სისტემების სწრაფქმედებას.

ავტ.

 

9.12.11. ვაგონების სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემის ელემენტების საექსპლუატაციო მუშაობის ანალიზი ცვეთების გათვალისწინებით. /. შარაშენიძე, . დუნდუა, . მღებრიშვილი, . კურტანიძე, . შარაშენიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2011. - #1(479). - გვ. 78-81. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემის სახსრული შეერთებების ელემენტების ცვეთების სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ნაშრომში შექმნილია ცვეთებისა და ვაგონის გარბენის ურთიერთ­დამოკიდე­ბულების კვლევის მათემატიკური მეთოდი. განხილულია გადაცემის რეალური სქემა ელემენტების ცვეთების გათვალისწინებით, მიღებულია შესაბამისი დინამიკური დატვირთვების მნიშვნელობანი. ელემენტების უმტყუნებო საექსპლუატაციო მუშაობის ალბათობა განხილულია ჰიპოგეომეტრიული განაწილების სპექტრისა და ბინომიალური განაწილების ფორმულის მიხედვით. დადგენილია უმტყუნებო მუშაობის ალბათობა და საიმედოობის ზედა ზღვარი. მიღებული შედეგები გრაფიკულად ასახავს ელემენტების ცვეთებისა და ვაგონის გარბენის დამოკიდებულებას ამ ელემენტების სხვადასხვა მასალისაგან დამზადების შემთხვევაში.

ავტ.

 

9.12.12. ლოგისტიკური სისტემის «ავტომობილების ეკოლოგიური უსაფრთხოება - დიზელის საწვავის თვისებები» მოდელის დამუშავება. /. იოსებიძე, . აბრამიშვილი, . აფაქიძე, . ზურაბიშვილი, . დიასამიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #1(475). - გვ. 95-103. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

არსებული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე დამყარებულია კონცეპტუალური დამოკიდებულება საავტომობილო დიზელის ძრავების გამონაბოლქვი მავნე პროდუქტების რაოდენობასა და დიზელის საწვავის ისეთ მაჩვენებლებს შორის, როგორიცაა ფრაქციული შედგენილობა, ცეტანური რიცხვი, სიბლანტე, სიმკვრივე, ნაცრიანობა, კოქსვადობა, მჟავიანობა, გოგირდისა და ფაქტობრივი ფისების შემცველობა და სხვ. დადასტურებულია საწვავის ძირითადი მაჩვენებლების (50%, 90% და 96%-ის გამოხდის შესაბამისი ტემპერატურები, ცეტანური რიცხვი და ..) მნიშვნელოვანი გავლენა ავტომობილის აღნიშნულ ეკოლოგიურ მაჩვენებლებზე. გამოვლენილ კანონზომიერებათა გათვალისწინებით, დამუშავებულია ავტომობილის ეკოლოგიური უსაფრთხოების მაჩვენებლისა და დიზელის საწვავის თვისებების დამოკიდებულების ლოგისტიკური სისტემის მოდელი, რომლის კომპონენტების სიდიდეთა დარეგლამენტება უზრუნველყოფს ავტომობილის ეკოლოგიურობის დაგეგმილი დონის შენარჩუნებას და იძლევა მისი ამაღლების პერსპექტიული გზებისა და ხერხების გამოვლენის შესაძლებლობას.

ავტ.

 

9.12.13. ელექტრომატარებლის მოტორიანი ვაგონის სამუხრუჭო გადაცემის ხუნდების ავტორხევების პროცესის გამოკვლევა სახსრულ შეერთებებში ღრეჩოების გათვალისწინებით. /. შარაშენიძე, . დოლიძე, . შარაშენიძე, . კუპარაშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). - გვ. 118-122. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოკვლეულია მოტორიანი ვაგონის სამუხრუჭო ხუნდის კვანძის რელაქსაციური ავტორხევების პარამეტრები. შედგენილია ავტორხევის დიფერენციალური განტოლება. მიღებულია ხახუნის ძალის ანალიზური გამოსახულებანი საკიდის დრეკადობის გათვალისწინებით. ავტორხევების რეალური პარამეტრების დადგენის მიზნით ხუნდი-ტრავერსისშეერთება წარმოდგენილია გაზრდილი ღრეჩოთი. გამოკვლეულია ღრეჩოს შესაბამისი ნორმალური რეაქციის ძალის გავლენა ხუნდის დაწოლის ძალაზე და ავტორხევების პარამეტრებზე. გამოკვლეულია თვლის ბრუნვის ხაზოვანი სიჩქარის გავლენა ხახუნის ძალაზე, ასევე ხახუნის ძალის გავლენა მექანიკური ავტორხევის სიხშირეზე. მიღებული შედეგები მოცემულია ანალიზური გამოსახულებებისა და დიაგრამების სახით.

ავტ.

 

9.12.14. გაზრდილი ღრეჩოს გავლენა ელექტრომატარებლის ძრავიანი ვაგონის სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემის გამომავალი პარამეტრების სიზუსტეზე. /. შარაშენიძე, . შარვაშიძე, . დოლიძე, . კურტანიძე, . შარაშენიძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #3(477). - გვ. 79-84. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გადაჭრილია ძრავიანი ვაგონის გაუმჯობესებული სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემის ზოგიერთი გამომავალი პარამეტრის დინამიკური სიზუსტის ამოცანა. სამუხრუჭო გადაცემის იდეალური და რეალური დინამიკური მოდელების მიხედვით მიღებულია ღრეჩოებიან სახსრულ შეერთებებში რეაქციისა და ხახუნის ძალების, ასევე კინემატიკური პარამეტრების სიზუსტის ანალიზური გამოსახულებანი. სიზუსტის მიღებული მნიშვნელობანი ითვალისწინებს სამუხრუჭო ცილინდრის ჭოკის მიერ შექმნილ სამუხრუჭო ძალის ზემოქმედებასა და ასევე სამუხრუჭო ხუნდის დაწოლის ძალას ვაგონის თვლის გორვის ზედაპირის მიმართ.

ავტ.

 

9.12.15. ავტომობილის უსაფრთხოებაზე კონტროლის ელექტრონული სისტემის (კეს) გავლენის შეფასება. /. ბენ ხაიმი, . იოსებიძე, . აბრამიშვილი, . იანეცი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #3(477). - გვ. 89-96. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა თუ საგზაო პირობების პარამეტრებისგან რომელია უშუალოდ დაკავშირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა გამეორებადობასთან. შემთხვევის სცენარის მოცემა გავრცელებული პრაქტიკაა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებთან დაკავშირებული პარამეტრების შეფასებისას ისეთი დეტერმინირებული დამოკიდებულებების მეშვეობით, როგორიცაა მძღოლის სუბიექტური შეფასების სიზუსტე, მისი უნარი გადაჭრას დასმული ამოცანა და ავტომობილის დინამიკა. მიუხედავად ამისა, სასურველია გავითვალისწინოთ ასეთი პროცესების სტოქასტიკური ბუნება. ალბათობითი შეფასების მთავარი უპირატესობაა დეტერმინირებული და სტოქასტიკური (ალბათობითი) მახასიათებლების სინთეზი. მათ შეუძლია მოგვცენ პასუხი კითხვაზე ავტომობილის მოძრაობის შესახებ, რაც, თავის მხრივ, საშუალებას იძლევა ავაგოთ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა თავიდან აცილების სქემა. ამ სტატიაში ვცადეთ განგვესაზღვრა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა ალბათობითი მახასიათებლები, რომელთა დროსაც წარმოიშვა დაბრკოლება კეს-ის გამოყენებისას. ასეთი შემთხვევებისთვის ასევე მხედველობაში იქნა მიღებული წინა ინციდენტების პარამეტრები (ავტომობილთან დაკავშირებული პარამეტრები, დაბრკოლებები, საგზაო და ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები და ..). ჩვენ მიერ მიღწეული მთავარი შედეგია ავტომობილი დაბრკოლება შეჯახების ალბათობის გამოთვლა, რაც დაფუძნებულია მონტე-კარლოს მეთოდზე. გარდა ამისა, ჩვენ მოვახერხეთ ისეთი ანალიტიკური დამოკიდებულებების შერჩევა, რომლებიც განეკუთვნება გავლენის რამდენიმე არგუმენტის მქონე ინციდენტის თავიდან აცილების ალბათობას. საბოლოო ჯამში, ყველაფერმა ამან მოგვცა პლატფორმა რამდენიმე პრაქტიკული ამოცანის გადაწყვეტისათვის საგზაო უსაფრთხოების სფეროში.

ავტ.

 

9.12.16. ავტომობილების მომსახურების პრევენციული რეჟიმების მეთოდი. /. ბენ ხაიმი, .იოსებიძე, .აბრამიშვილი, .ნავაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #3(477). - გვ. 97-102. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განიხილება მომსახურების პრევენციული რეჟიმების მეთოდები, რომლებიც ითვალისწინებენ ავტომობილის კონსტრუქციულ ელემენტებს (კე), გამოსადეგობის ვადის შემცირებას (გვშ) საექსპლუატაციო საიმედოობის მონაცემთა საფუძველზე. ამ სტატიაში წარმოდგენილია მოდელი, რომლითაც აღიწერება ძირითადი დამოკიდებულებები ავტომობილის გვშ-, მის კე-სა და დაგეგმილი (პრევენციული) მომსახურების რაციონალურ პერიოდულობას შორის. ეს მოდელი დეტალურად აღწერს კე- პრევენციული მომსახურების განხორციელების შესაძლებლობებსა და პირობებს. შემოთავაზებული მეთოდის პრაქტიკული გამოყენება ნაჩვენებია პრევენციული მომსახურების პერიოდულობის ოპტიმიზაციის მაგალითით. წარმოდგენილი მეთოდი მიგვანიშნებს, რომ ავტომობილის საექსპლუატაციო საიმედოობაზე დაკვირვების მონაცემები წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მათი ტექნიკური ექსპლუატაციის პირობების ოპტიმიზაციისათვის. შემოთავაზებული მოდელის მეშვეობით შეიძლება ილუსტრირებულ იქნეს მომსახურებისას მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღწევის შესაძლებლობა კე- პრევენციული მომსახურების ოპტიმალური პერიოდულობის დადგენის გზით, რომლებიც გვშ- საგანია.

ავტ.

 

9.12.17. ოპტიმალური სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემის დამატებითი კონტაქტური მოძრაობის დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა ღრეჩოების გათვალისწინებით. /. შარაშენიძე, . შარვაშიძე, . კურტანიძე, . უსანეთაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #1-3. – გვ. 88-92. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მოცემულია ვაგონის ოპტიმალური სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემის დამატებითი კონტაქტური მოძრაობის დიფერენციალური განტოლებები. გამოყენებულია გადაცემის დინამიკური მოდელი და ფუნქციონალური დამოკიდებულებანი რეაქციისა და ხახუნის ძალებს შორის. კუთხური განზოგადებული კოორდინატების მიმართ შედგენილი დიფერენციალური განტოლებების ამოხსნით განისაზღვრება გადაცემის გამომავალი პარამეტრები ამძრავი ბერკეტის ნებისმიერი კუთხით მობრუნებისას.

ავტ.

 

9.12.18. ვაგონების წყვილთვლების ცვეთის შემცირებისათვის შემუშავებული რეკომენდაციები. /. შავიძე, . გრიგორაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #1-3. – გვ. 93-96. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია ვაგონების წყვილთვლების ცვეთის საკითხები. კერძოდ, არსებული ფორმულების ბაზაზე შემუშავებულ იქნა ახალი მათემატიკური ფორმულა, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს გზის სხვადასხვა რადიუსიან უბნებზე რა სიჩქარით უნდა იმოძრაოს შემადგენლობებმა, რომ მივიღოთ ვაგონების წყვილთვლების ქიმების ცვეთის ოპტიმალური მნიშვნელობა.

ავტ.

 

9.12.19. რკინიგზის ტექნიკურ სადგურებში მატარებელთა ფორმირების ტექნოლოგიური კომპლექსის მუშაობის ინტენსიფიკაცია. /. თელია, . მჭედლიშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #1-3. – გვ. 97-100. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

გაანალიზებულია მატარებელთა ფორმირების ტექნოლოგიური კომპლექსის არსებული სქემები და მუშაობის ტექნოლოგიები; მოცემულია მათი მუშაობის სრულყოფის გზები და შემოთავაზებულია აღნიშნული კომპლექსის რაციონალური სქემები, რომლებიც უზრუნველყოფს მატარებელთა ფორმირების დაჩქარებას და სადგურის მწარმოებლურობის მკვეთრ ამაღლებას; რეკომენდებულია ფორმირების ჩიხების გადამუშავების უნარის გაანგარიშების დაზუსტებული ფორმულები.

ავტ.

 

9.12.20. მოქნილკავშირიანი ორმასიანი სისტემის დინამიკური რეჟიმის კვლევა ქანქარისებრი კიდული ბაგირგზის მაგალითზე. /. წერეთელი, . მახარაშვილი, . წერეთელი/. სამთო ჟურნალი. - 2011. - #2(27). – გვ. 60-63. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ელექტროამძრავის ამუშავების გარდამავალი პროცესი სისტემისა, სადაც ორი მასა დრეკადი ელემენტითაა შეერთებული. კონკრეტული მაგალითისათვის წარმოდგენილია სამგზავრო კიდული ბაგირგზა. გაანგარიშების გამარტივების მიზნით დაშვებულია, რომ გარდამავალ პროცესში ვაგონი მოძრაობს არა რკალზე, არამედ მის ქორდაზე. ასეთი დაშვებით, ვაგონის საკიდარის დაყვანილი სიხისტის კოეფიციენტი გამოითვლება როგორც ვაგონის წონის ფარდობა საკიდარის სიგრძესთან. შედგენილია ამუშავების გარდამავალი პროცესის აღმწერი დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა. გარდამავალ რეჟიმში სისტემაში აღძრული რხევების ჩასაქრობად განხილულია მეთოდი, რომელსაც წარმატებით იყენებენ მეტალურგიაში, საჩამომსხმელო ამწეებში.

ავტ.

 

9.12.21. საავტომობილო გზის მიკროპროფილის მახასიათებლების მიღების მეთოდების შესახებ. /. შილაკაძე, . ესაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #3(477). - გვ. 9-13. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემოთავაზებული და დასაბუთებულია სტატიკური მეთოდი, როგორც ყველაზე მეტად მისაღები, მოსახერხებელი და ზუსტი. მოცემულია მიკროპროფილის მიღების თანამიმდევრობა და განხილულია კონკრეტული მაგალითი.

ავტ.

 

13. მედიცინა. საზოგადოებრივი ჯანდაცვა

 

9.13.1. ნანონაწილაკები – ახალი სამედიცინო პოტენციალი – დღეს და ხვალ. /თ. ჩაჩიბაია/. Nano Studies. - 2011. - #3. - გვ. 5-12. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ოქროს ნანონაწილაკების მთელი რიგი თავისებურებების მეცნიერული შესწავლის მიღწევების ზედმიწევნითი ანალიზი უარყოფს შეხედულებას, რომ ოქროს ნანონაწილაკების მიღება მიერ სარისკოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ოქროს ნანონაწილაკები სასარგებლოა, თუკი ისინი სათანადო გზით არიან მიღებული. ოქროს ნანონაწილაკების ათვისებაზე, უჯრედის შიგნით განაწილებაზე და ტოქსიკურობაზე, როგორც ჩანს, გავლენას ახდენს იმ უჯრედების ტიპი, რომლებიც ზემოქმედებისათვის იქნენ გამოყენებული. მეტალური ნაწილაკების შესწავლა მხოლოდ ახლა იწყება და კონცენტრირებულია მხოლოდ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ოქროს ნანონაწილაკების ტოქსიკურობის, უსაფრთხოების, ქსოვილში განაწილების, ანტიბაქტერიული თვისებებისა და უჯრედის მიერ მათი ათვისების გამოვლინებები. შესაბამისად, საჭიროა უფრო ფართო გამოკვლევები იმ ტოქსიკურობისა თუ უსაფრთხოებისა, რაც დაკავშირებულია მეტალის ნაწილაკების მიღებასთან. სამედიცინო მომსახურების გაწევის ნებისმიერმა ტექნოლოგიამ, სანამ ის ბაზარზე მოხვდებa აუცილებლად უნდა გაიაროს უსაფრთხოების ყოველმხრივი შეფასება. ეს ეხება როგორც დიაგნოსტიკას და მედიკამენტებს, ისე კოსმეტიკურ საშუალებებს. მაშინ, როდესაც ახლად დადგენილი თვისებების შედარება და შეფასება ნანომასშტაბში ხორციელდება, მომხმარებელი შეიძლება ადვილად ვერ გაერკვეს, თუ რამდენადაა დაცული მისი უსაფრთხოება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანებში პასუხისმგებლობა კონტროლის და რეგულირების მექანიზმებზე ვრცელდება ნანონაწილაკების კოსმეტიკურ პროდუქციაში გამოყენების უსაფრთხოებაზეც.

ავტ.

 

9.13.2. ვეივლეტ-ტექნოლოგიები ნანომედიცინაში. /ი. ჩხეიძე, ლ. ტოკაძე/. Nano Studies. - 2011. - #3. - გვ. 163-168. - ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

ვეივლეტ-ტექნოლოგია HealthGrid-სა და ნანომედიცინაში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მაგალითს წარმოადგენს. სამედიცინო დანიშნულების ციფრული გამოსახულებებისა და სიგნალების შესწავლისას გამოიყენება ვეივლეტ-გარდაქმნების ისეთი უნიკალური თვისებები, როგორიცაა მონაცემთა შეკუმშვა, გამოსახულებაში საინტერესო ობიექტების კონტურების გამოყოფა და ფიქსირება, რეალური სიგნალების გაწმენდა ხმაურისაგან. სტატიაში ნაჩვენებია, რომ ვეივლეტზე აგებული ალგორითმები, რეალიზებული MathCad-ის პროგრამულ გარემოში, ხასითადება სიმარტივით და მაღალი სისწრაფით. ამგვარი ექსპერიმენტული გამოკვლევების შედეგები დაეხმარება ექიმებს სწორ დიაგნოსტიკაში. ისინი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება დიაგნოზირების პროცესის ავტომატიზების შემთხვევაში.

ავტ.

 

9.13.3. პარკუჭის მიოკარდიუმის პნევმოგრაფიული გამოსახულება პოტენციალურ სიბრტყეში ჰისტოლოგიურად და კომპიუტერულ-ტომოგრაფიულად. /. რედმანი, . ლუნკენჰაიმერი, . შტოპელერი, . შპიგელი, . სმერაპი, . ნილსენი, . ნიდერერი, . ვაისი, . ბატისტა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 108-120. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ღორის გულის მარცხენა პარკუჭის მიოკარდიუმს ვაფართოებთ გვირგვინოვანი არტერიიდან კომპრესირებული ჰაერის შეყვანით მაღალი წნევის ქვეშ - 1 დან 3 ატმოსფერომდე. კომპიუტერულმა ტომოგრაფიულმა ანალიზმა გამოავლინა მიოკარდიუმის ბუმბულისებრი, ლამელარულ-ფირფიტოვანი სტრუქტურა. სწორკუთხოვან ანათლებზე ჩატარებულმა ჰისტოლოგიურმა გამოკვლევამ 18 ობიექტზე გამოავლინა ფირფიტები - ლამელები, რომლებიც, თავის მხრივ, შედგება ბოლომოკლებული მიოციტებისაგან, რაც გვიჩვენებს სისტემატურ ცვლილებას სპირალის კუთხეში. პნევმატიკურმა გაფართოებამ გახსნა ნაპრალები ლამელებს შორის, რომლებშიც ფიბროზული ქსოვილი განლაგებულია უწესრიგოდ, მცირე რაოდენობით. ლამელარული სტრუქტურა, თავის მხრივ, უწყვეტად გრძელდება ინტერლამულარული კავშირების საშუალებით, ეპიკარდიუმიდან ენდოკარდიუმისაკენ და პარკუჭის ფუძიდან მწვერვალამდე. პარკუჭის კედელი, რომელიც დაჭრილია პნევმატიკური ზემოქმედების გარეშე, კომპაქტურია, გაწელილი, წარმოდგენილია სამგანზომილებიანი მრუდით და ჩადრეკილი ფირფიტებით. ცალკეული ფრთისებური სტრუქტურა წარმოქმნილია მიოკარდიუმის ცენტრალური რგოლიდან - Karel Triebwerkzeug, და გაჭიმულია სიმრუდის საწინააღმდეგოდ, ენდოკარდიუმისა და ეპიკარდიუმისაკენ.

ავტ.

 

9.13.4. მეტაბოლური სინდრომის მქონე პირებში თირკმლის ქრონიკული დაავადების პრევენციის თანამედროვე ღონისძიებები. /. ყიფშიძე, . გამეზარდაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 121-125. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

მეტაბოლური სინდრომი (მს) ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც აღენიშნება დედამიწის 30 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 20%-. მს, აერთიანებს რა მთელ რიგ რისკ-ფაქტორებს (აბდომინური სიმსუქნე, არტერიული ჰიპერტენზია, გლუკოზისა და ლიპიდური ცვლის დარღვევა), ხელს უწყობს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის (თქუ) განვითარებას ახალგაზრდა ასაკში. დღეისათვის ცნობილია კვლევათა ძალზე მცირე რაოდენობა მს დროს ანგიოტენზინ II-რეცეპტორის ბლოკერების (არბ) და ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების რენოპროტექტორული ეფექტის შესახებ. კვლევის მიზანი იყო არბ- და აგფ-ინჰიბიტორების რენოპროტექტორული ეფექტურობის შეფასება მს-ით დაავადებულ პირებში ნეფროპათიის საწყის ეტაპზე. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა მს მქონე 123 პაციენტი (საშუალო ასაკი 45.8±11.7 ., 72 მამაკაცი/51 ქალი). ისინი დაიყო 3 ჯგუფად. ყველა მათგანს ენიშნებოდა ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო დიეტა და სტანდარტული მედიკამენტური მკურნალობა. I ჯგუფს ეძლეოდა 20 მგ ქვინაპრილი (აკუპრო, ფაიზერი), II ჯგუფს - 160 მგ ვალსარტანი (დიოვანი, ნოვარტისი), ხოლო III ჯგუფს - 20 მგ ქვინაპრილი/160 მგ ვალსარტანი. მათ უტარდებოდა რუტინული გამოკვლევები, ისაზღვრებოდა გლომერული ფილტრაციის სიჩქარე (კრეატინინის კლირენსის მიხედვით) დასაწყისში და 3 წლიანი მკურნალობის შემდეგ. კვლევის შედეგად სამივე ჯგუფში გამოვლინდა დადებითი დინამიკა; გლომერული ფილტრაციის სიჩქარე შეიცვალა I ჯგუფში - 4.2 მლ/წთ/1.73²-ით, II ჯგუფში - 4.7 მლ/წთ/1.73²-ით, ხოლო III ჯგუფში - 7.1 მლ/წთ/1.73²-ით. სტატისტიკურად სარწმუნო აღმოჩნდა III ჯგუფში მიღებული ცვლილება (p<0.001). მიღებული შედეგები მოწმობს, რომ არბ ვალსარტანი და აგფ ინჰიბიტორი ქვინაპრილი დადებით ზემოქმედებას ახდენენ თქუ-ის საწყის ეტაპზე მს მქონე პირებში, ამასთან ერთად, არ გამოვლინდა არბ ვალსარტანის სარწმუნო უპირატესობა აგფ ინჰიბიტორ ქვინაპრილთან შედარებით. კვლევის შედეგები მოწმობს ვალსარტანი/ქვინაპრილი კომბინირებული თერაპიის უპირატესობას თქუ-ის საწყის ეტაპზე მს მქონე პირებში. ხანგრძლივი კომბინირებული თერაპია არბ/აგფ ინჰიბიტორით (ვალსარტანი 160 მგ/ ქვინაპრილი 20 მგ) ახდენს თქუ-ის უკუგანვითარებას მს მქონე პირებში. ამდენად, უპრიანია მისი გამოყენება თქუ-ის პრევენციისა და მკურნალობისთვის.

ავტ.

 

9.13.5. DASH-ის და დაბალმარილიანი დიეტის გავლენა არტერიული სისხლის წნევაზე ნორმოტენზიულ ხანდაზმულებში. /. ანდრონიკაშვილი, . სიმონია, . ბასიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 126-129. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

გასულ საუკუნეში დაგროვდა არაერთი მტკიცებულება იმის სასარგებლოდ, რომ მარილის ჭარბი მოხმარება საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მიზეზობრივი კავშირი საკვებით მარილის მოხმარების ჩვევასა და სისხლის წნევას შორის დადგენილი იქნა ექსპერიმენტული, ეპიდემიოლოგიური, მიგრაციული და ინტერვენციული კვლევებით. ჩვენი კვლევის მიზანი იყო ნორმალური არტერიული წნევის მქონე ადამიანებიდან მარილმგრძნობელი პირების შერჩევა და DASH-ის და დაბალმარილიანი დიეტის გამოყენებით პრევენციული ღონისძიებების შემუშავების პერსპექტივის დასახვა. მარილმგრძნობელობა განისაზღვრა ნორმოტენზიულ 54 ახალგაზრდა და 68 ხანდაზმულ მამაკაცში. მარილმგრძნობელი პირები ასაკის შესაბამისად დაიყვნენ ორ ჯგუფად. მარილმგრძნობელობის განსაზღვრა ხდებოდა მაღალმარილიანი (200 მმოლი/დღეში) და დაბალმარილიანი (40 მმოლი/დღეში) დიეტის დროს არსებული საშუალო არტერიული წნევის სხვაობით. დიეტის ადეკვატურობა მტკიცდებოდა თითოეული კვირის ბოლო 2 დღეში შარდში ნატრიუმის ექსკრეციის 24-საათიანი განსაზღვრით. DASH დიეტა და DASH დიეტა დაბალი მარილის მოხმარებით, ორივე იწვევდა საშულო არტერიული წნევის დაქვეითებას, მაგრამ DASH დიეტის დაბალმარილიან დიეტასთან კომბინაცია იწვევდა სისხლის წნევის დაქვეითების ყველაზე მაღალ საშუალო მონაცემებს, მაქსიმალური ეფექტით ხანდაზმულებში. შედეგებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავუშვათ: მიუხედავად იმისა, რომ დიეტის მოდიფიკაციას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს მარილმგრძნობელობის გენეტიკურ ბუნებაზე, მას შეუძლია შეამციროს საშუალო არტერიული წნევა ნორმოტენზიულ მარილმგრძნობელ პირებში, რაც ქმნის ესენციური ჰიპერტენზიის განვითარების პრევენციის მიზნით მისი გამოყენების შესაძლებლობას.

ავტ.

 

9.13.6. კბილის პულპის მიელინური ბოჭკოები და მათი ნაწილობრივი დემიელინიზაცია. /. ჟვიტიაშვილი, . დავარაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 130-132. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

შესწავლილია კბილის პულპა მწვავე პულპიტის დროს. ნაჩვენებია, რომ მწვავე პულპიტის დროს აღინიშნება მიელინური ბოჭკოების ნაწილობრივი დემიელინიზაცია. ტკივილი დაკავშირებულია მიელინური ბოჭკოების დანგრევასთან და ნატრიუმისა და კალიუმის იონების პასიური განვლადობის მომატებასთან. მიელინის განბოჭკოება მიუთითებს ციტოპათოგენურ ეფექტზე, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილია შვანის უჯრედებში.

ავტ.

 

9.13.7. გარემო ფაქტორების, ცხოვრების წესის და სქესის ზეგავლენა დღეგრძელთა ჯანმრთელობის სტატუსზე. /. ყიფშიძე, . ზუბიაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 133-138. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

2004-2007 წლებში აკად. . ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა კვლევა, რომელიც მოიცავდა დღეგრძელობის სოციალურ, სამედიცინო, კვების, ფსიქოლოგიურ, ეკოლოგიურ, დემოგრაფიულ და ანთროპოლოგიურ ასპექტებს. გამოვლინდა მრავალი საინტერესო თავისებურება სქესთან, გეოგრაფიულ მდებარეობასა და კვების რაციონთან მიმართებაში. დღეგრძელ ქალთა და მამაკაცთა თანაფარდობა შეადგენდა 6/1, თუმცა ეს არ იყო ფიქსირებული მაჩვენებელი და იგი იცვლებოდა გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით (მთიანი რეგიონები, სანაპირო ზოლი). კვლევის განმავლობაში, ასევე, გამოვლინდა მნიშვნელოვანი განსხვავება კვებით ფაქტორებში ამ ორ ფართო გეოგრაფიულ ჯგუფს შორის. მთიან რეგიონში მცხოვრებ უხუცესთა ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო გაცილებით უკეთესი ვიდრე სანაპირო ზოლში მცხოვრებ დღეგრძელ ადამიანებში. ამის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ საცხოვრებელი ადგილი და სქესი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ამავე კვლევაში აღინიშნა კვების რაციონის და ფიზიკური აქტივობის განსაკუთრებული როლი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. საქართველოში ქალთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად მეტია მამაკაცებთან შედარებით. სხვაობა შეადგენს საშუალოდ შვიდ წელს. მრავალი სამეცნიერო ნაშრომი ამტკიცებს, რომ მამაკაცებთან შედარებით ქალებს აქვთ სიცოცხლის ხანგრძლივობის გენეტიკური უპირატესობა. სხვა მონაცემების თანახმად, გეოგრაფიული მდებარეობა, განსაკუთრებით - მთიანი რეგიონები, ასევე, დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

ავტ.

 

9.13.8. არტერიული და ვენური სისხლის გაზოვანი სტრუქტურის მონიტორინგი ჰემორაგიული შოკის დროს. /. ღვალაძე, . ჩიხლაძე, გრ. სულაბერიძე, . დიდავა, . გეგეშიძე, . ჩხაიძე, . ბუაჩიძე, . გოფოძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #2. – გვ. 127-132. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

ჰემორაგიული შოკის (HS) დროს ბარძაყის ვენასა და არტერიაში ვითარდება სისხლის გაზოვანი სტრუქტურის უხეში დარღვევა. არტერიულ სისხლში ექსფუზიური აგრესიის შემდეგ: PCO2 HS30-ზე მეტად რეაგირებს, თუმცა, ის HS60-ზე ვენურთან შედარებით მცირედ იცვლება. ის კორელაციაშია ქსოვილების მინიმალურ პერფუზიასთან და ჰემოდინამიკურ მაჩვენებლებთან, ხოლო CCDO2-ის ზრდა არტერიულ სისხლში მკვეთრადაა წარმოდგენილი. მე-80 წუთი განისაზღვრება შეუქცევად პროცესში გადასვლით, რომელზეც ვენური სისხლის გაზოვანი სტრუქტურის ცვლილების მონიტორინგი მიგვანიშნებს. არტერიული და ვენური სისხლის გაზოვანი სტრუქტურის მონიტორინგით გამოვლინდა PCO2 და CCDO2, რომლებიც ყველაზე მეტად რეაგირებენ მზარდი აციდოზის ფონზე და მიუთითებენ მის დამძიმებაზე.

ავტ.

 

9.13.9. ხველების საწინააღმდეგო და ამოსახველებელი სამკურნალო მცენარეები ბალბისებრთა ოჯახიდან. /. გეთია, . ჯოხაძე, . კუჭუხიძე/. სატყეო მოამბე. – 2011. - #4. – გვ. 127-129. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

შესწავლილია საქართველოში გავრცელებული გვარი ბალბას (Malva) სახეობები: Malva silvestris L., M. pusilla Smith, M. neglecta Warll, M. ambigua Guss da M. erecta C.Presl. პოლისაქარიდების შემცველობის თვალსაზრისით. შემუშავებულია პოლისაქარიდების ფრაქციონირების მეთოდიკა და დადგენილია მათი მონოსაქარიდული შედგენილობა. M. silvestris მიწისზედა ნაწილიდან გამოყოფილ წყალში ხსნადი პოლისაქარიდების ჯამის საფუძველზე მიღებულია ამოსახველებელი მოქმედების შუშხუნა ტაბლეტები; შემუშავებულია მისი სტანდარტიზების მეთოდები. დადგენილია მათი მუკოსეკრეციული და მუკოლიზური აქტივობა.

ავტ.

 

9.13.10. ბორჯომის და უწერის მინერალური წყლებით მკურნალობის ზეგავლენა ქრონიკული ქოლეცისტიტის მქონე ავადმყოფთა კარდიოჰემოდინამიკურ მაჩვენებლებზე. /. ბურჭულაძე, . დავითულიანი, . კალანდია/. კურორტოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2011. – გვ. 5-9. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოკვლევები ჩატარდა ქრონიკული ქოლეცისტიტის მქონე 50 ავადმყოფზე (25- კურორტ ბორჯომის და 25- კურორტ უწერის პირობებში). მინერალური წყლით მკურნალობის კურსმა ორივე ჯგუფის ავადმყოფებში, ძირითადი დაავადების მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესების გარდა, გამოიწვია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესება. ცვლილებები მეტად იყო გამოხატული კურორტ უწერის პირობებში.

ავტ.

 

9.13.11. პრერენული აზოტემიით ავადმყოფების კლასიფიკაცია და დიაგნოსტიკური კვლევის თანამედროვე პრინციპები. /. გელბახიანი, . გელაშვილი/. კურორტოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2011. – გვ. 10-25. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

პრერენული აზოტემია სხვადასხვა პათოლოგიის დროს 40-80%-ში ვითარდება. მისი დადგენისათვის, განსაკუთრებით - ნაადრევ ფაზაში, კლინიკურ-დიაგნოსტიკური მეთოდების სათანადო შერჩევაა საჭირო. შრომის მიზანი: შეირჩეს კლინიკურ-ლაბორატორიული ტესტების იმგვარი კომბინაცია, რომელიც აღრიცხავს ამ პათომექანიზმის შესაძლო ადრეულ გამოვლინებას. ცნობილია პრერენული აზოტემიის სამი ტიპი: 1) სისხლძარღვთა მოცულობის შემცირებით, 2) ვასკულური რეზისტენტობის დაქვეითებით, 3) დაბალი კარდიალური გადმოსროლით. შესწავლილ იქნა მეორე ტიპი - ღვიძლის ციროზით დაავადებული 5 ავადმყოფი დეკომპენსაციის ფაზაში და მესამე ტიპი - გულის ქრონიკული უკმარისობით 22 ავადმყოფი (რეფრაქტერული ფაზა D ხარისხი ჰანტის კლასიფიკაციით). გამოყენებულ იქნა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის შემდეგი მეთოდები: ) შეფარდება სისხლის შრატი/შარდოვანა (ნორმა<20:1); ) გლომერული ფილტრაციის სიჩქარე (GFR); ) ნატრიუმის კონცენტრაცია შარდში (UNA); ) ნატრიუმის ექსკრეტორული ფრაქციის განსაზღვრა (FENA); ) შარდისა და სისხლის შრატის ოსმოლალობა ჩვენი კონსტრუქციით (კონდუქტომეტრი-ოსმოლალომეტრი); ) ოლიგურია დგინდება, როცა შარდის გამოყოფა < 400-500 მლ/დღეში ან 20 მლ/საათში. ხელსაწყოდან მიღებული პარამეტრებით ოსმორეგულაციის ყველა პარამეტრს ვსაზღვრავდით. პერსპექტივაში, იგივე ხელსაწყო, ოსმოლალობასთან ერთად, განსაზღვრავს შარდის და სისხლის შრატის სიბლანტეს. ჩვენი მონაცემებით, ღვიძლის ციროზით ავადმყოფებში დეკომპენსაციის ფაზაში სახეზეა პრერენული აზოტემია. ვითარდება ჰიპერვოლემიური ჰიპოტონური ჰიპონატრემია, სისხლის შრატის ოსმოლალობა ქვეითდება 275 მოსმ/კგ. შესაბამისად, დიურეზის მკვეთრად შემცირების ფონზე შარდის ნატრიუმი 20 მეკვ/-დან 10 მეკვ/-მდე ქვეითდება. მძიმე კლინიკურ შემთხვევებში ნატრიუმის კონცენტრაცია 5 მეკვ/-მდე კლებულობს. შეფარდება შარდოვანა/კრეატინინი (60:1)-ის ტოლია. ნორმის ზედა ზღვარი კი არის (20:1). გულის ქრონიკული უკმარისობით ავადმყოფებში რეფრაქტერულ ფაზაში 36 სთ დატვირთვის დეპრივაციის პირობებში შარდის ოსმოლალობა 400 მოსმ/კგ-ზე დაბალ მაჩვენებლებზე დაფიქსირდა. ამავე დროს, გულის ქრონიკული უკმარისობის რეფრაქტერულ ფაზაში გლომერული ფილტრაცია GF 1,4±0,42 მლ/წუთში მკვეთრად ქვეითდება. შემცირებულია ოსმოსური ნივთიერებების ექსკრეციული ფრაქცია 0,83±0,06 მოსმ% და თავისუფალი წყლის ექსკრეცია T°H2O 0,24±0,3 მლ/წუთში. მიღებული შედეგები მიუთითებენ პრერენული აზოტემიის უკვე ჩამოყალიბებულ სურათზე. მიკროკონდუქტომეტრი-ოსმოლალომეტრი კლინიკურ პირობებში მთლიანად აკმაყოფილებს ლაბორატორი­ული ხელსაწყოს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნილებებს. პრერენული აზოტემიის ნაადრევი გამოვლენისათვის საჭიროა გაცილებით მეტი ლაბორატორიული ტესტების კომბინირება.

ავტ.

 

9.13.12. გულის ქრონოტროპული ფუნქციის დინამიკა სხვადასხვა პირობებში ფიზიკური დატვირთვის დროს. /. ელიავა, . ისაკაძე, . ბერულავა/. კურორტოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილი­ტაციის აქტუალური პრობლემები. – 2011. – გვ. 25-29. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ადამიანის ფიზიკური შრომისუნარიანობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. შესწავლილი იყო ფიზიკური შრომისუნარიანობა სხვადასხვა ტიპის სუნთქვის დროს. აღმოჩნდა, რომ გულის ქრონოტროპული ფუნქცია ცხვირით სუნთქვის მოშლისას, ცხვირით და პირით სუნთქვასთან შედარებით, იზრდება, რაც მიუთითებს ზოგადი ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითებაზე.

ავტ.

 

9.13.13. სამედიცინო რეაბილიტაციის სისტემის განვითარება მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისათვის. /. ზარნაძე, . ზარნაძე, . ლომთაძე, . კიტოვანი, . ყაჯრიშვილი/. კურორტოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2011. – გვ. 29-32. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის შედეგები გვიჩვენებს სამედიცინო რეაბილიტაციის სისტემის განვითარების ტენდენციებს საქართველოში. სოციალური თანამშრომლობა მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის გამოხატულია სოციალური დაზღვევითა და ინდივიდუალური შემოსავლის ცვლილებით. სოციალური დაზღვევის სისტემის განვითარება პირველი ნაბიჯია ახალი, დემოკრატიული პოლიტიკის გასატარებლად და მოსახლეობის სოციალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. დღეს კვლავ პრობლემად რჩება უნარშეზღუდულთა რეაბილიტაცია, ძვირადღირებული სერვისების ხელმიუწვდომლობა. ხელმისაწვდომობის გაზრდა არის სპეციალური მოთხოვნა, რომელსაც შეიცავს სოციალური პოლიტიკა.

ავტ.

 

9.13.14. მიკროელემენტ სელენის იონოფორეზის მოქმედების მექანიზმი და გამოყენების ეფექტურობა ნევრასთენიის დროს. /. კაკულია, . კვინიკაძე, . კვინიკაძე/. კურორტოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2011. – გვ. 39-45. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დადგენილი იქნა, რომ სელენის იონოფორეზი ნევრასთენიით დაავადებულთა მკურნალობის ეფექტური მეთოდია. იგი იწვვს პაციენტთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის, ელექტროენეცეფალოგრაფიული მონაცემების, ვეგეტატური ნერვული სისტემის და თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის გლუკოკორტი­კოიდული ფუნქციის, კარდიოჰემოდინამიკის მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობის ზრდას.

 ავტ.

 

9.13.15. ათეროსკლეროზის პრევენციის ასპექტში ლიპიდური ცვლის დარღვევათა გამოვლინება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. /. კოჭლამაზაშვილი, . კბილაშვილი/. კურორტოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2011. – გვ. 45-51. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კვლევის მიზანი: საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისა და ტრიგლიცერიდების დონის მატების დადგენა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით (25-დან 50-მდე, 50-დან 65-მდე, 65-დან 75 წლამდე და 75 წლის ზემოთ). 2009 წლის მონაცემების საფუძველზე, ლიპიდურ ცვლაზე გამოკვლეული კონტინგენტი შეადგენდა 340 (297 კაცი, 43 ქალი) პაციენტს. დადგინდა, რომ ყველა ასაკობრივ ჯგუფში საერთო ქოლესტერინის მომატება თითქმის თანაბარი პროპორციული ზრდით 18-27%-ით აღინიშნა. იგივე შეიძლება ითქვას ტრიგლიცერიდებზე, მათი მაღალი დონე 35-38%-ით შემოიფარგლა. რაც შეეხება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების მომატებას ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, ის მაქსიმალურად 93-100%-ით აისახა. დისლიპიდემიის დროული გამოვლინება ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით წარმოადგენს, უპირველეს ყოვლისა, ათეროსკლეროზული პროცესისა და მასთან დაკავშირებულ კარდიოცერებროვასკულურ გართულებათა პრევენციას. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ლიპიდური ცვლის ფართომასშტაბიანი გამოკვლევა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში, რათა დროულად მოხდეს ათეროსკლეროზის განვითარების პრევენცია.

 ავტ.

 

9.13.16. რაიტთერაპიის (იპოთერაპიის) ეფექტურობის დადგენის მეთოდი კოქსართროზის რეაბილიტაციის დროს. /. რუხაძე/. კურორტოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2011. – გვ. 51-62. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შრომის მიზანი იყო რაიტთერაპიის ეფექტურობის დამდგენი მეთოდის შემუშავება და მისი აპრობირება კოქსართოზის I-II სტადიით დაავადებულთა რეაბილიტაციის დროს. დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა 60 ქალი, მათ შორის 30 ჯანმრთელი და 30 კოქსართოზის I-II სტადიით დავადებული, 24-56 წლის ასაკში. სახსრის ფუნქციაზე დაკვირვების მიზნით, ჩვენ გამოვიყენეთ მენჯ-ბარძაყის სახსრის მოძრაობის ბიომექანიკური მრუდი ცხენის სხვადასხვა ალურზე, ანუ შევიმუშავეთ მენჯ-ბარძაყის სახსრის ფუნქციური დიაგნოსტიკის ისეთი მეთოდი, რომელიც თავად შეიცავს ცხენზე დატვირთვას. ამისათვის გამოვიყენეთ ოპტიკური მეთოდი, კერძოდ აჩქარებული კინოგადაღება პროფესიული კინოკამერით (Mini DV Sony GCR-VX2100 PAL). მიღებული ვიდეოჩანაწერი დავყავით ფოტოკადრებად, სადაც თითოეულ კადრზე გავზომეთ მენჯ-ბარძაყის სახსრის მოხრის კუთხე. კუთხის სიდიდეებით ავაგეთ ბიომექანიკური მრუდი. შევისწავლეთ მრუდის ტალღები (მათი რაოდენობა და ფორმა), მათი სიგრძე და სიგანე, მოძრაობის კუთხის ამპლიტუდა და დიაპაზონი. მრუდის ინფორმატიულობის დასადგენად შევისწავლეთ და ერთმანეთს შევადარეთ ჯანმრთელი და კოქსართოზის I-II სტადიით დავადებული პაციენტების მრუდები, როგორც ცხენის ნაბიჯით, ასევე ჩორთით სვლისას. ბიომექანიკური მრუდის ანალიზი ჩავატარეთ აგრეთვე, დინამიკაში - რაიტთერაპიამდე და რაიტთერაპიიდან 3 თვის შემდეგ. მიღებული შედეგების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანმრთელ პირთა და I-II სტადიის კოქსართოზით დაავადებულ პაციენტთა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოძრაობის ბიომექანიკური მრუდის პარამეტრები სარწმუნოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ცხენის სხვადასხვა ალურის დროს (ნაბიჯი, ნავარდი) (p<0,001). ამის საფუძველზე, მენჯ-ბარძაყის სახსრის ბიომექანიკური კვლევა, კერძოდ მრუდის გამოყენება, რეკომენდებულია რაიტთერაპიის სარეაბილიტაციო ეფექტის დასადგენად, როგორც ობიექტური კრიტერიუმი კოქსართროზის დროს. რეაბილიტაციის დინამიკაში ცხენის ნაბიჯით სვლისას პაციენტების ბიომექანიკური მრუდის პარამეტრები მიუახლოვდა ჯანმრთელთა მრუდს, ხოლო ჩორთისას კარდინალურად შეიცვალა მრუდის სახე და მიიღო ჯანმრთელი პირის ჩორთისათვის დამახასიათებელი ფორმა. ეს თავის მხრივ გვიჩვენებს რაიტთერაპიის დადებით ზემოქმედებას I-II სტადიის კოქსართროზის დროს.

ავტ.

 

9.13.17. მინერალური წყალიგუნდაური”- დალევით მკურნალობის ზემოქმედება ინსულინ­დამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფთა ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე. /. სააკაშვილი, . თარხან-მოურავი, . ტაბიძე, . გურგენიძე/. კურორტოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2011. – გვ. 62-69. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

გამოკვლეულია ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის მქონე 25 ავადმყოფი. დადგენილია, რომ მინერალური წყალიგუნდაური”- დალევით მკურნალობა იწვევს ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფების სისხლში გლუკოზის, ხოლო სისხლის პლაზმაში ადრენოკორტი­კო­ტროპული ჰორმონის და კორტიზოლის შემცველობის გამოხატულ შემცირებას, სრულ ნორმალიზებამდე.

ავტ.

 

 

9.13.18. კამელინის გამოყენების ფიზიოთერაპიული ასპექტები. /. სააკაშვილი, . ჩილინგარიშვილი, . მაღლაკელიძე/. კურორტოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2011. – გვ. 69-74. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

პრეპარატი კამელინი შექმნილია საქართველოში მე-20 საუკუნის ორმოციან წლებში ცნობილი ქირურგის ბენედიქტე მაღლაკელიძის მიერ. ის წარმოადგენს განსაკუთრებული სახეობის თაფლისგან მიღებულ ბიოპრეპარატს. ჩატარებულ იქნა კვლევა 40 პაციენტზე ოსტეოართრიტის და ოსტეოქონდროზის სხვადასხვა ფორმით. 20 პაციენტს უტარდებოდაკამელინ M3”-ის (მალამო) ულტრაფონოფორეზი, ხოლო 20 პაციენტს- “კამელინ M1”-ის (ხსნარი) ელექტროფორეზი, როგორც ბაზისური მკურნალობა. ორივე ჯგუფში მიღებულმა დადებითმა შედეგებმა მოგვცა საშუალება რეკომენდაცია გაგვეწია კამელინის გამოყენების სფეროს გაფართოებისათვის როგორც კლინიკურ, ისე ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში.

ავტ.

 

9.13.19. სამედიცინო რეაბილიტაცია სკოლიოზის დროს ბავშვებსა და მოზარდებში. /.სოფრომაძე, .ჭაბაშვილი, .სვანიშვილი, .თათარაძე, .ადამია/. კურორტოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2011. – გვ. 74-82. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შემუშავებულ იქნა მაკორეგირებელი ვარჯიშებისა და მასაჟის სისტემა სკოლიოზით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისათვის, დაავადების ხარისხის გათვალისწინებით. გამოკვლეულ იქნა 226 პაციენტი ასაკით 3-დან 17 წლამდე, დაავადების სხვადასხვა ხარისხით (58 პაციენტი – I ხარისხი, 55 – II ხარისხი, 53 პაციენტი – III ხარისხი), 60 სპორტსმენი, ასაკით 6-დან 17 წლამდე (I და II ხარისხი). გამოკვლევის დროს დიდი ყურადღება ეთმობოდა ანამნეზურ მონაცემებს. კლინიკურ გამოკვლევებში შედიოდა პაციენტის ფიზიკური განვითარების შესწავლა, სომატოსკოპია, ორთოპედიული კვლევები, რენტგენოგრაფია. შემუშავებული მეთოდით 20-დღიანი მკურნალობის შედეგად I ხარისხის სკოლიოზით დაავადებული პაციენტების 98%-ში, ხოლო II ხარისხის სკოლიოზით დაავადებული პაციენტების 58%-ში მივიღეთ ტანდეგობის სრული გამოსწორება. თუმცა, II ხარისხის სკოლიოზის მქონე ავადმყოფებს სრული განკურნებისთვის დასჭირდათ დამატებით 20-დღიანი პროცედურების კიდევ 2 კურსის ჩატარება. დაავადების III ხარისხის მქონე ავადმყოფებს სამკურნალო პროცედურების შედეგად ჩამოუყალიბდათ კუნთოვანი კორსეტი და გამოუსწორდათ ტანდეგობა.

ავტ.

 

 

9.13.20. სიმსუქნისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მქონე ავადმყოფების კომპლექსური აღდგენითი მკურნალობის ეფექტურობა. /. გრიგორიანი, . სეკოიანი, . მალერიანი, . ჩერჩინიანი/. კურორტოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2011. – გვ. 82-92. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა 80 ავადმყოფი ეგზოგენურ-კონსტიტუციური სიმსუქნით, მეტაბოლური სინდრომით და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებით. საბაზისო თერაპიისდიეტა განტვირთვებით, სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, რეფლექსოთერაპია, ელექტროტორფი, ხოფიტოლი სქემითფონზე ტარდებოდა მაგნიტოლაზერული მკურნალობა მუცლის სხვადასხვა უბანზე; ბარძაყის, ზურგის და მუცლის კუნთების ელექტროსტიმულაცია. ნაწლავების დისბიოზის შემთხვევაში ავადმყოფები ღებულობდნენ პერორალურად სამამულო წარმოების პრობიოტიკ ,,ნორ ნარინე’’-, მინერალურ წყალ ,,ჯერმუკ’’-თან ერთად. კლინიკური და პარაკლინიკური გამოკვლევების საფუძველზე დადგინდა ფიზიკური ფაქტორების ერთობლივი გამოყენების მაღალეფექტურობა სიმსუქნის, მეტაბოლური სინდრომის და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების კომპლექსური აღდგენითი მკურნალობის დროს. მაღალი ეფექტურობა გამოვლინდა მუცლის არეზე ელექტროტორფის და მაგნიტოლაზერული თერაპიის ერთობლივი გამოყენებით, რაც განპირობებულია აღნიშნული ფაქტორების გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებით. კუნთების ელექტროსტიმულაცია ხელს უწყობდა წონის დაქვეითებას და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ნაწლავების დისბიოზის დროს მიზანშეწონილია მკურნალობის კომპლექსში სამამულო პრობიოტიკ ,,ნორ ნარინე’’- კონცენტრატის მინერალურ წყალ ,,ჯერმუკ’’-თან ერთად მიღება, რაც აუმჯობესებს როგორც ნაწლავის ბიოცენოზს, ასევე ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

 ავტ.

 

9.13.21. პრეპარატ ,,ნაფტალანის ზეთი’’-ის ფონოფორეზის ზემოქმედება რევმატოიდული ართრიტის მქონე ავადმყოფთა იმუნოლოგიურ მაჩვენებლებზე. /. ნაბიევა, . ბაგიროვა, . მაგერამოვა, . იმამვერდიევა/. კურორტოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2011. – გვ. 92-101. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილ იქნა რევმატოიდული პოლიართრიტის მქონე 31 ავადმყოფის კომპლექსურ მკურნალობაში პრეპარატ ,,ნაფტალანის ზეთი’’- ფონოფორეზის გამოყენების ზეგავლენა კლინიკურ-იმუნოლოგიური მაჩვენებლების დინამიკაზე. დადგინდა იმ კლინიკურ-ლაბორატორიულ მაჩვენებელთა დადებითი დინამიკა, რომლებიც ასახავენ ავადმყოფთა ფუნქციურ სტატუსს, რევმატოიდული პროცესის აქტივობას და იმუნური სისტემის ფუნქციურ დარღვევათა დონეს.

ავტ.

 

9.13.22. აზერბაიჯანის ზოგიერთი კაჟმჟავა წყლის გამოყენება შარდ-კენჭოვანი დაავადების დროს. /. სალმანოვი, . ბაგიროვა, . ჰასანოვა/. კურორტოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები. – 2011. – გვ. 101-109. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

კაჟმჟავა მინერალური წყლების ,,Likaqua” და ,,Turşsuსასმელად მიღების მოქმედების მექანიზმის შესწავლის მიზნით, განისაზღვრა შარდ-კენჭოვანი დაავადებების (შკდ) მქონე 40 ავადმყოფის დღე-ღამის დიურეზი მიღებული სითხის რაოდენობის მიხედვით. თირკმლების იონგამომყოფი ფუნქციის შესწავლამ გამოავლინა დღე-ღამის შარდში ელექტროლიტების ცვლილებების დადებითი დინამიკა. დადგინდა, რომ კაჟმჟავა მინერალური წყალი ,,Likaquaუფრო გამოხატული სამკურნალო ეფექტის მქონეა, ვინაიდან ამაღლებს შარდის ანტიკრისტალწარმომქმნელი თვისებების აქტივობას შარდ-კენჭოვანი დაავადების მქონე ავადმყოფებში. კაჟმჟავა წყლის ,,Turşsu”- მიღება კი, პირიქით, ზომიერად ამცირებს შარდის ნალექში არსებული მარილების რაოდენობას.

ავტ.

 

9.13.23. ინტერლეიკინ 10 დიაბეტით გამოწვეული ორსულობის შეწყვეტის პათოგენეზში. /. გონგაძე, . სეფაშვილი, . გოგია, . ათამაშვილი, . მესროპიანი, . იობაძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 8-12. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

დიაბეტის ფონზე მიმდინარე ორსულობის ძირითადი გართულება სპონტანური აბორტები და თანდაყოლილი სტრუქტურული ანომალიებია. ჩვენ შევისწავლეთ IL-10- როლი სტრეპტოზოტოცინით გამოწვეული დიაბეტის ფონზე მიმდინარე ორსულობის გამოსავალში IL-10-/- და IL-10+/+ თაგვებში. მიღებული შედეგებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ინტერლეიკინ 10- უდიდესი როლი ენიჭება დიაბეტის ფონზე მიმდინარე ორსულობის გამოსავალში. ამ ინტერლეკინით ნოკაუტირებული ორსული თაგვები გაცილებით მგრძნობიარე არიან სტრეპტოზოტოცინით ინდუცირებული დიაბეტის მიმართ. მათში გაცილებით დაბალია ორსულობის სიხშირე. დიაბეტის დროს საშვილოსნოს ლორწოვანში მცირდება IL-10- პროდუქცია, შესაბამისად- იზრდება TNFa ექსპრესია, რაც, თავის მხრივ, ზრდის აზოტის თავისუფალი რადიკალის წარმოებას, იზრდება აპოპტოზის პროცესის ინტენსივობა და ითრგუნება პროლიფერაცია, რაც გამოიხატება საშვილოსნოს მასის შემცირებაში. საშვილოსნო ვერ ემზადება იმპლანტაციისათვის; გარდა ამისა, მიმდინარეობს საშვილოსნოს მგრძნობელობის შეძენისა და წარმატებული იმპლანტაციისათვის მნიშვნელოვანი მოლეკულების (ისეთების, როგორიცაა LIF, MMP-9) დისრეგულაცია და დისფუნქცია.

ავტ.

 

9.13.24. სანოლოგია - ჯანმრთელობის მართვის ფუნდამენტური მოძღვრება. /. დოლიძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 12-17. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მოსახლეობის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არსებობს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ორი სტრატეგია: მკურნალობა და ჯანმრთელი ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა. ეს უკანასკნელი სახელმწიფოში ნაკლებად პრიორიტეტულია, რადგან უპირატესობა ენიჭება დაავადებების აღმოფხვრას და არა ჯანმრთელი ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ამან გარკვეული დაღი დაასვა უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში ექიმების პროფესიულ მომზადებას, რადგან სასწავლო პროგრამაში უგულვებელყოფილია სანოლოგიური სწავლება მაშინ, როცა დაავადებების მიმდინარეობის პროცესში ორგანიზმში ჩართულია როგორც პათოგენეზური, ასევე სანოგენეზური მიმართულების ფიზიოლოგიური რეაქციები. ერთში მიმდინარეობს რღვევითი, მეორეში კი - აღდგენითი ფიზიოლოგიური პროცესები. აქედან გამომდინარე, ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმის ფსიქოფიზიკური მდგომარეობა და სოციალურ-საზოგადოებრივი ყოფა უნდა გადაიქცეს სამედიცინო კვლევის უპირველეს ობიექტად. ექიმებმა, “დაავადების ისტორიისგარდა, უნდა დაიწყონჯანმრთელობის ისტორიისშედგენა და ორგანიზმში მიმდინარე დაცვით-კომპენსაციური მექანიზმების დადგენა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და დარღვეული ჰომეოსტაზის აღდგენის მიზნით. ამ პოზიციის მიხედვით, სანოლოგია წარმოადგენს ჯანმრთელობის მართვის ფუნდამენტურ მოძღვრებას, რომლის ეფექტური ფუნქციონირება ეყრდნობა პათოლოგიის, რეაბილიტოლოგიისა და ზოგადი ვალეოლოგიის თეორიულ-პრაქტიკულ მიღწევებს.

ავტ.

 

9.13.25. ქიმიური ნაერთის გრ-805 ციტოპროტექტორული ეფექტურობის შესწავლა. /. ჯოგლიძე, . მაჭავარიანი, . ენუქიძე, . სანიკიძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 25-28. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

მრავალი კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევით დამტკიცებულია ტყვიის ტოქსიკური მოქმედება. ტყვიით ინტოქსიკაციის და მასთან დაკავშირებული გართულებების კორექციის მიზნით ხშირად გამოიყენება ვიტამინები და ანტიოქსიდანტები. ჩვენი კვლევის მიზანს შეადგენდა ქიმიური ნაერთის გრ-805 ციტოპროტექტორული ეფექტურობის შეფასება Jurkat-უჯრედების კულტურაზე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაერთი გრ-805 ავლენს მასტიმულირებულ ზემოქმედებას დაბალი და საშუალო ინტენსივობის ოქსიდაციური სტრესის პირობებში ინკუბირებულ Jurkat უჯრედების პროლიფერაციის ინტენსივობაზე. ეს მონაცემები გვაძლევს საშუალებას რეკომენდაცია გავუწიოთ ამ პრეპარატს გამოყენებისათვის სხვადასხვა ინტოქსიკაციის, კერძოდ, ტყვიით ინტოქსიკაციის დროს.

ავტ.

 

9.13.26. შარდ-სასქესო სისტემის ინფექციურ-ანთებითი პათოლოგია და სათესლე სითხის ფერტილური თვისებები. /. ჭიოკაძე, . გალდავა/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 37-40. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ინფერტილობაზე კომპლექსურად გამოკვლეული 85 პაციენტიდან გამოვლინდა პრაქტიკულად ჯანმრთელი 5 მამაკაცი ნორმოსპერმიით, რომელთაც დაუდგინდა უშვილობის იდიოპათიური ფორმა, ხოლო დანარჩენი 80 პაციენტი დაავადებული იყო უროგენიტალური ტრაქტის სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკული ინფექციურ-ანთებითი პათოლოგიით და პათოსპერმიით. როგორც გამოკვლევებმა გვიჩვენა, შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების ინფექციურ-ანთებითი პროცესები და მათ მიერ გამოწვეული უროგენიტალური ტრაქტის გართულებები ეაკულატის ფერტილური თვისებების დაქვეითებას იწვევს. კერძოდ, ყველა დიაგნოსტირებული პაციენტის ეაკულატში სპერმატოზოიდების რაოდენობის კლება აღინიშნებოდა. 32 (40%) მამაკაცს გენიტალიუმის სხვადასხვა ანთებითი პროცესით დაუდგინდა სპერმის მოცულობის ცვლილება. PH-ის ცვლილება დადგინდა 62 (77,5%) შემთხვევაში, მათ შორის კლება 39 (62,9%), ხოლო მატება - 11 (37,1%) პაციენტში. დადგინდა, რომ ინფექციურ-ანთებითი პროცესები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აქტიურად მოძრავი და, განსაკუთრებით- განაყოფიერებისათვის სასარგებლო (წინსვლით მოძრავი) სპერმატოზოიდების კონცენტრაციაზე. სპერმაში ლეიკოციტების რაოდენობა მკვეთრად მატულობს, ვითარდება ლეიკოციტოსპერმია, რომელიც აღინიშნა 29(36,25%) შემთხვევაში. გამოვლენილია მნიშვნელოვანი დარღვევები სპერმატოკინეტიკაში, მომატებულია სპერმატოზოიდების ტერატოგენული ფორმები, აგრეთვე, ცვლილებებია ეაკულატის ბიოქიმიურ მაჩვენებლებში.

ავტ.

 

9.13.27. მცენარეული ექსტრაქტისსოლანისმოქმედების ანტიალკოჰოლური მოქმედების შესწავლა. /. ჯოგლიძე, . მიქელაძე, . ჟურავლიოვა, . სანიკიძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 71-73. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილია პრეპარატსოლანისზემოქმედება ალკოჰოლის (მეთანოლის) მეტაბოლიზმზე ვირთაგვების ექსპერმენტულ მოდელზე და Jurkat-უჯრედებზე, აგრეთვე, Jurkat-უჯრედების და ღვიძლის ჰომოგენატებზე. მიღებული პარამეტრები მოწმობენ, რომ სამკურნალო საშუალებასოლანისზემოქმედებით მცირდება ეთანოლის შემცველობა სისხლში, რაც განპირობებული უნდა იყოს მის მიერ ინდუცირებული ადჰ- და ალდჰ- აქტივაციით. პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იყოს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის პრევენციის/მკურნალობის მიზნით და, აგრეთვე, როგორც ჰეპატოპროტექტორი.

ავტ.

 

9.g13.28. გარემოს ზემოქმედება და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა. /კ. კინგი, . ფირცხალავა, . მირცხულავა, . მამუკაშვილი, . ბარბაქაძე, . ზარიძე, . ბარაბიშვილი/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. – #3. - გვ. 19-21. - ინგლ.; რეზ.: ქართ.

 

საშვილოსნოს ყელის კიბო არის წამყვანი მიზეზი კიბოს გავრცლებისა საქართველოში მცხოვ­­რები ქალებისათვის. თუმცა, კვლევით საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელება მხოლოდ 8%-ში იყო ნაჩვენები. ჭიათურის რეგიონში სკრინინგ- ჩატარებულ ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომები და რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციები აღენიშნება 10%-, ხოლო ქალების 94%- არასდროს გამოუყენებია პრეზერვატივი.

ავტ.

 

 

9.13.29. მწვავე ნაწლავური ინფექციებით დაავადებული ბავშვებიდან გამოყოფილი S. enteritidis შტამების ანტიბიოტიკორეზისტენტობის შესახებ. /. ჩიკვილაძე, . გაჩეჩილაძე, . მიქელაძე, . მეტრეველი, . სინჯიკაშვილი, . იოსებაშვილი/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 21-25. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

2004-2006 .. . თბილისის სტაციონარში ჰოსპიტალიზებული მწვავე ნაწლავური ინფექციებით დაავადებული ბავშვებიდან გამოყოფილი 95 S. enteritidis შტამების მგრძნობელობის შესწავლამ 23 ანტიბაქტერიული პრეპარატის მიმართ აჩვენა, რომ ადგილი აქვს ანტიბიოტიკორეზისტენტობის ზრდის ტენდენციას და პოლირეზისტენტული შტამების გამოჩენას (33,7%). გამოყენებული იყო სერიული განზავების მეთოდი აგარში. დაფიქსირდა ანტიბიოტიკორეზისტენტობის ზრდა ნალიდიქსის მჟავის და კარბოპენემების, აგრეთვე ზოგიერთი ფტორქინოლონების, III-IV თაობის ამინოპენიცილინების და ცეფალოსპორინების მიმართ. ანტიბიოტიკორეზისტენტობის შემდგომ ზრდას შეუძლია გამოიწვიოს S. enteritidisჰოსპიტალურიშტამების ფორმირება და შედეგად - ცვლილებები ეპიდემიოლოგიური პროცესის და დაავადების კლინიკურ მიმდინარეობაში.

ავტ.

 

9.13.30. ზოგიერთი საკვები პროდუქტის მნიშვნელობა სალმონელოზის გავრცელებაში. /. მჭედლიშვილი/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 25-26. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

შემთხვევა-კონტროლის მეთოდით შესწავლილ იქნა ქათმის ხორცის, კვერცხის და მათგან დამზადებული კერძების მოხმარების სიხშირე S. enteritidis-ით გამოწვეულ სალმონელოზით დაავადებულ პირებში,მონაცემები შედარებულ იქნა საკონტროლო ჯგუფის მონაცემებთან. კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ სალმონელოზით დაავადებული პირები, სტატისტიკურად სარწმუნოდ, უფრო ხშირად მოიხმარენ აღნიშნულ საკვებ პროდუქტებს, ვიდრე ჯანმრთელები (84,6±6,4% და 81,25±6,9% - დაავადებულები და 60,5±7,9% და 55,3±8,1% - ჯანმრთელები).

ავტ.

 

9.13.31. ქრონიკული ჰეპატიტის გავრცელება საქართველოში. /. მჭედლიშვილი, . გურამიშვილი, . იმნაძე, . კაციტაძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 26-29. – ინგლ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილ იქნა ქრონიკული B-ჰეპატიტის გავრცელება საქართველოში თანამედროვე ეტაპზე. ბოლო წლებში აღინიშნება ქრონიკული B-ჰეპატიტით ავადობის მკვეთრი მატება; 2010 წელს, 2001 წელთან შედარებით, ავადობის დონე გაიზარდა 12,3-ჯერ. პარალელურად, იზრდება მისი ხვედრითი წილი ვირუსული ჰეპატიტებით ავადობაში; 2008-2010 წლების მონაცემები, იგი შეადგენს 29,9%-. დაავადება არათანაბრად არის გავრცელებული ქვეყანაში. ავადობის მაღალი დონე აღინიშნება აჭარაში და იმერეთში. დაავადების შემთხვევების ძირითადი ნაწილი მოდის 20-29 წლის ახალგაზრდებზე. მათში ავადობის მაჩვენებელი, 2008-2010 წლების მონაცემებით, შეადგენს 104,9- 100 ათასზე.

ავტ.

 

9.13.32. ლეპტოსპიროზით ავადობის დინამიკა საქართველოში. /. მამუჩიშვილი, . მჭედლიშვილი, . იმნაძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 29-31. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

შესწავლილ იქნა ლეპტოსპიროზით ავადობის დინამიკა საქართველოში. 2006 წლიდან ადგილი აქვს ავადობის მნიშვნელოვან მატებას; 2010 წელს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 16,5 10 ათას მცხოვრებზე. ბოლო წლებში ქვეყანაში ავადობის ზრდა, ძირითადად, დაკავშირებული უნდა იყოს მისი დიაგნოსტიკის გაუმჯობესებასთან. ტერიტორიული გავრცელების შესწავლისას დადგინდა, რომ დაავადება ყველაზე გავრცელებულია აჭარაში, რაც, ასევე, განპირობებული უნდა იყოს ამ რეგიონში დაავადების დიაგნოსტიკის უფრო მაღალი დონით.

ავტ.

 

9.13.33. იზოლირებული სისტელური არტერიული ჰიპერტენზია. /. ისაკაძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 31-33. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

 იზოლირებული სისტელური არტერიული ჰიპერტენზია არის სისტლური არტერიული წნევის მატება 140 მმHg და მეტად, ნორმალური დიასტლური არტერიული წნევის პირობებში. ყოველთვის მომატებულია პულსური არტერიული წნევა. მნიშვნელოვანია აორტისა და სისხლძარღვთა ელასტივობის დაქვეითება. დამახასიათებელია ორთოსტატიკური ჰიპერტენზია, ჰემოდინამიკის ჰიპოკინეტიკური ტიპი, გაზრდილი პერიფერიული წინააღმდეგობა. მედიკამენტური მკურნალობა იწყება შარდმდენებით და კალციუმის ნელი არხების ბლოკატორებით. შეიძლება სიფრთხილით ჩართულ იქნეს აგფ ინჰიბიტორები და b-ადრენობლოკატორები. საყურადღებოა 80 წლის ზევით ავადმყოფთა მკურნალობებისადმი მიდგომა.

ავტ.

 

 

9.13.34. გულსისხლძარღვთა სისტემის დაზიანება რევმატიული დაავადებების დროს. /. ისაკაძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 33-34. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

რევმატოიდული ართრიტის დროს ხშირია პერიკარდიტი. ენდოკარდიტის განვითარებისას ყალიბდება გულის მანკი. მიოკარდიუმის დაზიანების მიზეზი ამილოიდოზია. საყურადღებოა რევმატოიდული კორონარიტი. სისტემური წითელი მგლურა პერიკარდიუმს აზიანებს. სისტემური სკლეროდერმიის დროს ადგილი აქვს გულის იშემიურ დაზიანებებს, მიოკარდიტს, ფიბროზს, ფილტვისმიერ ჰიპერტენზიას. სისტემური ვასკულიტისთვის სისხლძარღვთა დაზიანება კარდინალური და პათოგნომური ნიშანია. სერონეგატიური სპონდილოპათიები ხასიათდება აორტული რეგურგიტაციით, გულის რიტმის და გამტარებლობის დარღვევით.

ავტ.

 

9.13.35. მენინგოკოკური ინფექცია საქართველოში. /. ელოშვილი, . იმნაძე, . მჭედლიშვილი, . კაციტაძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 34-37. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

მენინგოკოკური ინფექციით ავადობა საქართველოში ხასიათდება კლების ტენდენციით; 2010 წელს ავადობის ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა - 0,34 (100 ათას მცხოვრებზე), რაც, ჩვენი აზრით, არ ასახავს ქვეყანაში ამ დაავადების გავრცელების რეალურ მაშტაბებს. საკმაოდ მაღალია მისი ლეტალობის მაჩვენებელი, რომელიც, 2006-2010 წლების მონაცემებით, შეადგენს 19,9±(4,2%). განსაკუთრებით მაღალია ეს მაჩვენებელი წლამდე ასაკის ბავშვებისათვის - 30,0%. საქართველოში როგორც მენინგოკოკური ინფექციით, ისე ბაქტერიული ეტიოლოგიის მენინგიტების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საკითხი საჭიროებს რადიკალურ გაუმჯობესებას.

 

ავტ.

 

9.13.36. იმუნოლოგიური ცვლილებები მანგანუმისმიერი პროფესიული ბრონქული ასთმის დროს ჭიათურის მაღაროელებში. /. ხაჭაპურიძე, . ციმაკურიძე, . ზურაშვილი, მაია ციმაკურიძე, . ქვარცხავა, . მაისურაძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 37-40. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილია იმუნოლოგიური სტატუსი ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა და მანგანუმისმიერი პროფესიული ბრონქული ასთმით დაავადებულ ავადმყოფებში T-ლიმფოციტების და მისი სუბპოპულაციების, ლიმფოციტების მაჩვენებლების განსაზღვრის მეშვეობით. გამოვლინდა ლიმფოციტური უჯრედების პროლიფერაციის დათრგუნვა. იმუნოლოგიური სტატუსის კვლევა ჩართული უნდა იქნეს პროფილაქტიკური სამედიცინო კვლევების გეგმაში, რაც ხელს შეუწყობს დაავადების პრევენციას.

ავტ.

 

 

9.13.37. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ტენდენციები საქართველოში. /. ყაჯრიშვილი, მაია ციმაკურიძე, . ხაჭაპურიძე, . კეკელაშვილი, . ქვარცხავა, . ციმაკურიძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 40-42. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზმა გვიჩვენა ჩასახვისა და შობადობის მაჩვენებლების მატება. იკლო პერინატალური სიკვდილობისა და ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობის მაჩვენებლებმა. დადებითი დინამიკა აღინიშნება ცოცხალშობილთა და მკვდრადშობილთა მახასიათებლებშიც წონის გათვალისწინებით. გაუმჯობესდა მაჩვენებლები ცოცხალშობილთა შორის ავადმყოფ ბავშვთა რაოდენობის მიხედვით. დადებითად შეიძლება შეფასდეს აბორტის შემთხვევათა შემცირება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გარდა 15-დან 19 - ასაკობრივი ჯგუფისა.

ავტ.

 

9.13.38. ქართული პურის წარმოების მუშაკთა შრომის პირობების ჰიგიენური შეფასება. /. კვერენჩხილაძე, . როყვა, . არაბიძე, . რიჟინაშვილი, . ქვათაძე, . ჩიქოვანი, . ხვადაგიანი, . ტატალაშვილი, . კვერენჩხილაძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 42-44. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილია ქართული პურის წარმოებაზე დასაქმებულთა შრომის პირობები, რის საფუძველზეც ჩატარდა შრომის პირობების ჰიგიენური შეფასება შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე. დადგინდა საწარმოო გარემოსა და შრომის პროცესის ფაქტორთა არახელსაყრელი კომპლექსის არსებობა. მომუშავეთა შრომის პირობები შეფასდა, როგორც არახელსაყრელი - მავნეობის 3.2 კლასი. ჩატარებული გამოკვლევები საფუძვლად დაედო გამაჯანსაღებელი ღონისძიებების შემუშავებას.

ავტ.

 

9.13.39. სახელმწიფოს პოლიტიკა საქართველოს მოსახლეობის ჯანსაღი კვების სფეროში. /. ყურაშვილი, . ზარნაძე, . კვერენჩხილაძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 44-46. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

საქართველოში კვების პოლიტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე მოცემულია გადაუდებელი და გრძელვადიანი ღონისძიებების გეგმა საქართველოს მოსახლეობის რაციონალური, ჯანსაღი კვების პირობების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, ხარისხიანი საკვები პროდუქტებით მომარაგების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობისათვის საშიში საკვები პროდუქტებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით. რეკომენდებული ღონისძიებების გატარება კვების პოლიტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის რეალური გაუმჯობესების წინაპირობა გახდება.

ავტ.

 

9.13.40. მეტაბოლური სინდრომიდან სისხლძარღვოვან გამოვლინებამდე. /. ქათამაძე, . თოფურია/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 49-51. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

მეტაბოლური სინდრომი წარმოადგენს პათოგენეზურად ურთიერთდაკავშირებულ სიმპტომოკომპლექსს - მუცლის ტიპის სიმსუქნე, არტერიული ჰიპერტენზია, ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის დარღვევა. IDF განმარტების თანახმად, მეტაბოლური სინდრომის ძირითადი კომპონენტია ვისცერული სიმსუქნე. მეტაბოლური სინდრომი კეთილდღეობის დაავადებად მიიჩნევა და ხასითდება მზარდი ტენდენციით, განსაკუთრებით - ბავშვებში და ახალგაზრდებში. მეტაბოლური სინდრომი ოთხჯერ ზრდის შაქრიანი დიაბეტის და ორჯერ კარდიოვასკულური გართულებების რისკს. ენდოთელური დისფუნქციის საფუძვლები ჩადებულია თავად ვისცერული ცხიმის ბიოლოგიაში. მკურნალობაში ძირითადია ცხოვრების წესის მოდიფიცირება.

ავტ.

 

9.13.41. ადამიანის საღეჭი აპარატის კინეზიოლოგიური მოდელები. /. გოცირიძე, . გოცირიძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 51-54. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ქვედა ყბის კინეზიოლოგია შეისწავლის მისი მოძრაობის თავისებურებებს. ღეჭვის, ლაპარაკის, ყლაპვის პროცესში მონაწილეობისას ქვედა ყბა ასრულებს სხვადასხვაგვარ მოძრაობებს სამი მიმართულებით: ვერტიკალური (პირის გაღება, დაკეტვა), საგიტალური (წინ და უკან გადაადგილება) და გვერდითი ანუ ტრანსვერსალური (მარჯვნივ, მარცხნივ გადაადგილება). წარმოდგენილია ადამიანის საღეჭი აპარატის კინეზიოლოგიური მოდელი. მექანიკის და ბიოფიზიკის კანონებზე დაყრდნობით, მორფოფუნქციური და ელექტრომექანიკური ანალოგიების გათვალისწინებით, აგებულია კბილების ფიზიოლოგიის მოდელები, რომლებიც საშუალებას იძლევა აიხსნას კბილების მექანიკური და ნეიროფიზიოლოგიური კვლევების შედეგები. განსაზღვრულ იქნა ღეჭვის როლი ემალის მინერალიზაციაში, წარმოდგენილია კბილების მყარი ქსოვილების დრეკადი რხევების ენერგიის ნერვული დაბოლოებების ელექტრომაგნიტურ ენერგიად გარდაქმნის მექანიზმი.

ავტ.

 

9.13.42. პერსპექტიულ სპორტსმენთა გამოვლენის მეთოდები ფიზიკური თვისებების და ფუნქციური მონაცემების საფუძველზე. /. ჩიტაშვილი, . კორინთელი/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 54-57. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია ისეთი სახის ფაქტორების გავლენა მაღალ სპორტულ შედეგზე, როგორებიცაა ტალანტი, მემკვიდრეობითობა და გარემო. მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენებზე ჩატარებული კვლევიდან, რომელიც მათი ფუნქციური შესაძლებლობის შესწავლას ისახავდა მიზნად, იკვეთება, რომ გარემო ფაქტორი, კერძოდ, ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე არსებული სავარჯიშო ადგილი პირდაპირ გავლენას ახდენს ფუნქციური შესაძლებლობის ცვლილებაზე.

ავტ.

 

9.13.43. ძიუდოს სპორტული ოპტიმიზაციის საკითხები. /. ზუბიტაშვილი, . ჩიტაშვილი/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 57-61. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

სტატიაში მოცემულია ძიუდოისტებში ფიზიკური თვისების (ხელის ძალა, წელის ძალა) განვითარებისა და ფუნქციური შესაძლებლობის (ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა) ზრდის დინამიკა ორწლიანი სისტემატური საწვრთნო მეცადინეობების პირობებში. მონაცემები განხილულია ასაკის მიხედვით. მიღებული შედეგები მწვრთნელთათვის ინფორმაციული მასალის მნიშვნელობას იძენს, რამდენადაც ის უკეთესი სპორტული მონაცემების მქონე (პერსპექტიულ) ძიუდოისტთა გამოვლენას უწყობს ხელს.

ავტ.

 

9.13.44. ნეიროგანვითარებითი შეფერხებით განპირობებულ მსხვილი მოტორული ფუნქციების თავისებურებები. /. მურვანიძე, . ჩიტაშვილი/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 61-64. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

შესწავლილი იქნა მოტორული დარღვევების მქონე ბავშვების მოძრაობების თავისებურებები. ნერვული სისტემის ანომალური განვითარება იწვევს ანომალური პოზების და მოძრაობების ჩამოყალიბებას, ეს კი, თავის მხრივ, იწვევს იმ სეგმენტში ფიქსაციას, სადაც მოძრაობა გაძნელებულია. კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ სწორად შერჩეული სპეციფიკური ფიზიკური ვარჯიშები ამცირებს მოძრაობების ფიქსაციას და პათოლოგიური პატერნების ჩამოყალიბებას.

ავტ.

 

9.13.45. კარვედილოლით მკურნალობის თავისებურებები გულის ქრონიკული უკმარისობისა და შაქრიანი დიაბეტის დროს. /. ტაბიძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 64-66. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

შაქრიანი დიაბეტით და დიაბეტის გარეშე მიმდინარე გულის ქრონიკული უკმარისობის დროს კარვედილოლით 3 თვიანი მკურნალობის შედეგად აღინიშნა ორივე ჯგუფში მსგავსი კლინიკური და ჰემოდინამიკური მახასიათებლების დადებითი დინამიკა. ავადმყოფთა კლინიკური სტატუსის გაუმჯობესების გარდა, გაიზარდა გულის კუმშვადი ფუნქცია. სხვა ბეტა-ბლოკერებისაგან განსხვავებით, კარვედილოლით მკურნალობამ სტატისტიკურად სარწმუნოდ გაზარდა გულის ინდექსი, დარტყმითი მოცულობა, შეამცირა სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა. ყოველივე ეს უკავშირდება პრეპარატ კარვედილოლის მრავალფუნქციურ ნეიროჰორმონულ ეფექტებს.

ავტ.

 

9.13.46. პროფესიული ავადობის დინამიკა და საწარმოო რისკ-ფაქტორები მანგანუმის წარმოებაში. /. ჯავახაძე, . წერეთელი, . რუხაძე, . ჩიგოგიძე, . ხატიაშვილი, . შუბლაძე, . ღვაბერიძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 66-69. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

თანამედროვეობის აქტუალური პრობლემა ადამიანისთვის უსაფრთხო საწარმოო გარემოს უზრუნველყოფაა. გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედ რისკ-ფაქტორებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია მავნე პროფესიულ ფაქტორებს. საქართველოს მრეწველობაში წამყვანი ადგილი უკავია მანგანუმის მოპოვებასა და გადამუშავებას, სადაც ათასობით მუშა-მოსამსახურეა დაკავებული. მანგანუმის წარმოებაში ჩატარებულია არაერთი პრაქტიკული და მეცნიერული კვლევა, რომელთა საფუძველზე შემუშავებულია პროფესიული რისკის ფაქტორების შემცირების და პროფესიული დაავადებების ადრეული გამოვლინებისა და თავიდან აცილების მთელი რიგი გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური ღონისძიებები.

ავტ.

 

9.13.47. რუსთავის სს ,,აზოტისმომუშავეთა ავადობის (დროებითი შრომისუუნარობის დღეების მიხედვით) მაჩვენებლების შესწავლა. /. ჩხაიძე, . გვიშიანი, . სვანიძე, . ლიფონავა, . ბარათაშვილი/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 69-71. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილი იქნა სს ,,აზოტის” - ციან-მარილების და ამონიუმის სინთეზის საამქროების მომუშავეთა ავადობის ექსტენსიური და ინტენსიური უხეში მაჩვენებლები ნოზოლოგიური ფორმების, სქესობრივი, ასაკობრივი, სტაჟობრივი და პროფესიული ჯგუფების მიხედვით. .. ნოტკინის საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ამ საამქროებში ავადობის მაჩვენებელი შეფასდა, როგორც ძალიან მაღალი. ავადობის მაჩვენებლებით გამორჩეული პროფესიული ჯგუფები კი, ჰიგიენური თვალსაზრისით, ყველაზე არადამაკმაყოფილებელ შრომის პირობებში იმყოფებოდნენ.

ავტ.

 

 

9.13.48. ჭიათურის სამთამადნო რეგიონის მანგანუმით დაბინძურების პრობლემები. /. ბჟალავა, . გვახარია, . ადამია/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 71-75. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

სტატიაში აღწერილია ჭიათურის რეგიონში მანგანუმის მადნის გადამუშავებით გამოწვეული ძირითადი ეკოლოგიური პრობლემები. ყურადღება გამახვილებულია როგორც წარსულში, ასევე ამჟამად მიმდინარე ტექნოგენური პროცესების შედეგად წარმოქმნილ გარემოს დაბინძურების წყაროებსა და ფაქტორებზე. შეფასებულია ზედაპირული წყლებისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობა. წარმოდგენილ ინფორმაციას საფუძვლად უდევს სამეცნიერო-კვლევითი ფირმაგამა”- მიერ, 2007-2010 წლებში ჭიათურაში ჩატარებული საველე და ლაბორატორიული კვლევის შედეგები.

ავტ.

 

9.13.49. სუფსის ნავთობგადასატვირთი ტერმინალის ქიმიური მონიტორინგის შედეგები (2001, 2006, 2009). /. გვახარია, . მაჩიტაძე, . გელაშვილი, . ბენაშვილი/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 75-80. – ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.

სამეცნიერო-კვლევითი ფირმაგამასმიერ 2001, 2006 და 2009 წლებში ჩატარდა მდ. სუფსის შესართავსა და ნავთობის ჩასატვირთი მოწყობილობის მიმდებარე ზღვის აკვატორიაში წყლისა და ფსკერული ნალექების გამოკვლევა. ჩატარებული კვლევების მიზანს შეადგენდა სუფსის ნავთობგადასატვირთი ტერმინალის გარემოზე ზეგავლენის შესწავლა და საზღვაო აკვატორიის ქიმიური დაბინძურების ხარისხის შეფასება. კვლევის შედეგები შედარდა 1997 წელს ნორვეგიული კომპანიის Det Norske Veritas მიერ იმავე აკვატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგებს. დადგენილია, რომ საკვლევ აკვატორიაში დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცველობა და განაწილება ბუნებრივი ფონის ფარგლებშია და 1997–2009 წლების მანძილზე სუფსის ნავთობგადასატვირთი ტერმინალის ფუნქციონირებით გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედების კვალი არ შეინიშნება.

ავტ.

 

9.13.50. ეკოლოგია და ღვიძლის დაზიანება. /. ანთელავა, . ოკუჯავა, . პაჭკორია, . ღონღაძე, . ბაკურიძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 80-85. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ღვიძლის დაზიანება წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ პათოლოგიას, მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მოსახლეობის ავადობასა და სიკვდილიანობაში. ჯანმო- მონაცემებით, მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი ადამიანია ღვიძლის დაზიანებით, რაც 100-ჯერ აღემატება აივ-ინფექციის გავრცელებას. ყოველ წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში რეგისტრირდება ღვიძლის დაავადებების 500 ათასიდან 1 მილიონამდე შემთხვევა. ლიტერატურის მიმოხილვაში განიხილება არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების როლი ღვიძლის დაზიანების განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აბინძურებენ გარემოს შეუძლიათ უშუალო დამაზიანებელი ზეგავლენა მოახდინონ ღვიძლზე, ასევე, შეცვალონ ორგანიზმის მგრძნობელობა სამკურნალო საშუალებების მიმართ და გამოიწვიონ წამლისმიერი ჰეპატოტოქსიკურობა. სტატიაში განხილულია სამკურნალო საშუალებების ჯგუფები, რომლებიც გარკვეულ პირობებში იწვევენ ღვიძლის დაზიანებას და მათ მიერ გამოწვეული ღვიძლის დისფუნქციის კლინიკურ-მორფოლოგიური ფორმები.

ავტ.

 

9.13.51. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბუნებრივი კატასტროფების გავლენის ანალიზი. /. გიორგაძე, . მაისურაძე, . ჯაფარიძე, .უტიაშვილი/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 85-88. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

საქართველოსთვის უცხო არ არის კატასტროფები, ამ მხრივ ერთ-ერთი აქტუალური რეგიონი სეისმურად აქტიური ზონა- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია. წარმოდგენილი კვლევის მიზანი იყო 1991-დან 2009 წლის ჩათვლით რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში განვითარებული ბუნებრივი კატასტროფების მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებელთან კავშირის და საგანგებო სიტუაციის განვითარების შემთხვევაში ადგილობრივი საავადმყოფოების მზადყოფნის დადგენა. კვლევა რეტროსპექტული ხასიათისაა, მოიცავს 1991-დან 2009 წლებში გამოსაკვლევ რეგიონში (სეისმურად აქტიური ზონა- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) მომხდარ კატასტროფებს. წარმოდგენილმა კვლევამ 1991-დან 2009 წლის ჩათვლით რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში განვითარებული ბუნებრივი კატასტროფების მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ან კონკრეტულ დაავადებებთან კავშირი ვერ აჩვენა. თუმცა, კი Irimpen-ის კვლევაზე დაყრდნობით, სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების რაოდენობრივ მაჩვენებელთან ბუნებრივი კატასტროფების (მიწისძვრა ან წყალდიდობა) შესაძლო კავშირი გამოავლინა.

ავტ.

 

9.13.52. საკვებისმიერი მოშხამვების აქტუალობა. /. ხორბალაძე, . ზურაშვილი, . ცხოვრებაძე, . ცხოვრებაძე, . კილაძე, . გელოვანი/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 88-92. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილ იქნა საკვებისმიერი მოშხამვებით საქართველოს მოსახლეობის ავადობა 2007-2010 წლებში და შემუშავებულ იქნა მათი თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები. 2007-დან 2009 წლამდე საკვებისმიერი მოშხამვების საერთო რაოდენობა 4597-დან 3805-მდე შემცირდა, 2010 წელს კი 4667 შემთხვევამდე გაიზარდა. ბოლო წლებში საკვებისმიერი მოშხამვების რაოდენობის მატება აიხსნება ორი მიზეზით: 1. საკვები პროდუქტების არასრული კონტროლით, და 2. მოწამვლის შემთხვევების აღრიცხვის მოწესრიგებით. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია საკვებ პროდუქტებზე (ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებული) სრულფასოვანი კონტროლის პრობლემის გადაწყვეტა სამომხმარებლო ბაზარზე არასერთიფიცირებული პროდუქტების მოხვედრის აღკვეთის მიზნით.

ავტ.

 

9.13.53. სალმონელოზური ტოქსიკოინფექციები, აქტუალობა და პრევენცია. /. ხორბალაძე, . გელოვანი, . ზურაშვილი, . ქოჩორაძე, . ჩაფიძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 94-96. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა სალმონელოზური ტოქსიკოინფექციებით საქართველოს მოსახლეობის ავადობა 2007-2010 წლებში. 2007 წლისათვის სალმონელოზური ტოქსიკოინფექციებით ავადობის 236 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო 2010 წლისათვის აღრიცხულ შემთხვევათა რიცხვმა 77-მდე იკლო. ამ ცვლილების, კერძოდ- ავადობის კლების მიზეზი, ჩვენი აზრით, დროულად აღმოჩენილი პირველადი სამედიცინო დახმარებაა, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ყველა ფენისათვის.

ავტ.

 

9.13.54. ბაკლოფენით მწვავე ინტოქსიკაცია. /. კაციტაძე, . კუტუბიძე, . მიქაძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 96-99. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ბაკლოფენი - ძლიერი მიორელაქსანტი გამოიყენება გაფანტული სკლეროზის, ზურგის ტვინის დაავადებების (ზურგის ტვინის სიმსივნე, სირინგომიელია, განივი მიელიტი, ტრავმა), ჰემორაგიული ინსულტის, ცერებრული დამბლის, მენინგიტის, ქალა-ტვინის ტრავმის დროს. ინგლისურენოვან ლიტერატურაში აღწერილია შემთხვევები ბაკლოფენის დოზის გადაჭარბებისა და მისიმოხსნის სინდრომისშესახებ; სრულიად განსხვავებული სურათია საქართველოში, სადაც საუკუნის დასაწყისიდან ყოველწლიურად იზრდება კლინიკაში იმ პაციენტების შემოსვლა, რომელთაც მოწამვლა განუვითარდა ბაკლოფენის გამოყენებისას ნარკოტიკული ეფექტის მისაღებად. ვინაიდან არ არსებობს ბაკლოფენის სპეციფიკური ანტიდოტი, მკურნალობა შემოიფარგლებოდა ზოგადი დეტოქსიკაციითა და სიმპტომური თერაპიით. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების უმეტესობა კომაში იყო, ისინი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერნენ.

ავტ.

 

9.13.55. ჰიდროსფეროს პოლუტანტების ხსნადობის რაოდენობრივი შეფასების მეთოდები. /. არზიანი, . ლეკიშვილი/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 99-101. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილია ზოგიერთი მნიშვნელოვანი პოლუტანტისა და ბიოაქტიური ნაერთის ხსნადობის დამოკიდებულება მათი მოლეკულების აღნაგობასა და თერმოდინამიკურ მახასიათებლებზე. შეფასებულია ხსნადობის მოდელირების სხვადასხვა მეთოდის ეფექტურობა.

ავტ.

 

9.13.56. გრამ-უარყოფითი ბაქტერიული პრეპარატები სიმსივნეების იმუნოთერაპიაშიმკურნალობის პერსპექტივები. /. ღამბაშიძე, . ხორავა, . აზალაძე, . ბეჟიტაშვილი, . ფხალაძე, . გაბუნია, . აზალაძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 101-106. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

წარმოდგენილ ნაშრომში შესწავლილია გრამ-უარყოფითი ბაქტერიული პრეპარატების (E. Coli- და Ps. Aeruginosa- ლიზატების) სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტები ერლიხის კარცინომის ზრდის დროს. ვაქცინაციის ეფექტურობა განხილული იქნა სიმსივნური ქსოვილის მოცულობის, სიმსივნური ზრდის ინჰიბირების პროცენტის, სიმსივნური ზრდის საშუალო სიჩქარის და ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბაქტერიული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ჰოსპიტალური ინფექციების სამკურნალოდ, არ იწვევს სიმსივნური ზრდის სტიმულაციას და კარგად გადაიტანება ცხოველთა მიერ. E. Coli- და Ps. Aeruginosa- ლიზატები ავლენენ სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტს, რაც ვლინდება სიმსივნური ზრდის ინჰიბირების და ცხოველთა სიცოცხლის გახანგრძლივებით.

ავტ.

 

9.13.57. დარიშხანის მომტებული შემცველობა გარემოში, როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკი. /. ღვინერია, . ჟურული, . ჯავახაძე, . სააკაძე, . ონიანი/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 106-108. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

დარიშხანის წარმოებაში (რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი) წლების განმავლობაში აღინიშნებოდა დასაქმებულთა ორგანიზმზე დარიშხანის პროფესიული ზემოქმედება, აგრეთვე, საწარმოო ტოქსიკური ნარჩენებით გარემოს დაბინძურება. პროფესიული ზემოქმედება იწვევდა დარიშხანისათვის დამახასიათებელი დაავადების განვითარებას. მომატებული იყო დარიშხანის შემცველობა დასაქმებულთა ბიოლოგიურ სუბსტრატებში. ამ რეგიონებში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემების ანალიზის თანახმად, ასევე მაღალ დონეზეა დარიშხანის ზემოქმედებისათვის დამახასიათებელი დაავადებების გავრცელების სიხშირე, ამასთან ერთად, წლების განმავლობაში (2004-2008) ფიქსირდება ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების მაღალი დონე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ჩატარდეს კვლევები აღნიშნულ რეგიონში გავრცელებულ დაავადებებსა და მოსახლეობის ბიოსუბსტრატებში დარიშხანის შემცველობას შორის კავშირის დასადგენად, სათანადო პროფილაქტიკური და მაკორექტირებელი ღონისძიებების შესამუშავებლად, აგრეთვე, არსებული ტოქსიკური ნარჩენების გასაუვნებელსაყოფად.

ავტ.

 

9.13.58. ვისცერული ლეიშმანიოზის ეპიდემიოლოგიური თავისებურებები . თბილისში. /. გარუჩავა, . ქესანაშვილი/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 108-111. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

თბილისში ვისცერული ლეიშმანიოზის შემთხვევების რეტროსპექტულმა შესწავლამ აჩვენა, რომ ინციდენტობა ბოლო წლებში უმნიშვნელოდ შემცირდა. ყველაზე მაღალი ინციდენტობა ისან-სამგორის და მთაწმინდა-კრწანისის რაიონებშია, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს დაავადების გადამტანი მოსკიტის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების არსებობა. ინციდენტობა ყველაზე მაღალია ერთ წლამდე (64.8) და 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში (4.1). ვისცერული ლეიშმანიოზის შემთხვევები, ინკუბაციური პერიოდის ფართო დიაპაზონის გამო, წელიწადის ყველა დროს რეგისტრირდება.

ავტ.

 

9.13.59. საქართველოს მოსახლეობის სოციალური დაცვისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემის განვითარების პერსპექტივები. /. ზარნაძე, . ზარნაძე, გოკიელი, . ლომთაძე, . კიტოვანი, . ყაჯრიშვილი/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 111-114. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

მოცემული კვლევის შედეგები იძლევა სოციალური დაცვისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემის განვითარების ტენდენციების შეფასებას საქართველოში. სოციალური თანამშრომლობა მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის დაფუძნებულია დაზღვევაზე, სამედიცინო დახმარების სერვისების ხარისხიან მიწოდებაზე, სიცოცხლის ხარისხის ზრდაზე და მოქალაქეთა ინდივიდუალურ შემოსავლებზე. სოცია­ლუ­რი სერვისები დაფუძნებულია მოსახლეობის საჭიროებებზე. სოციალური უსაფრთხოების ოპერატიული მოდელის ეფექტურობას განსაზღვრავს სიცოცხლის ხარისხის ზრდა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფში - უნარშეზღუდულებში, ხანდაზმულებში, იძულებით ადგილნაცვალ პირებში და სხვ.

ავტ.

 

 

9.13.60. კვებითი ქცევა და ჯანმრთელობის ხელშეწყობა საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში. /. ზარნაძე, . დარსანია, . რამინაშვილი, . ზარნაძე, . ლომთაძე, . ყაჯრიშვილი/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 114-116. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განვითარებად ქვეყნებში ავადობისა და სიკვდილიანობის ზრდა დაკავშირებულია ცილოვან დეფიციტთან და კვების ნაკლებობასთან. ქვეყნების უმრავლესობა, განსაკუთრებით -აღმოსავლეთის ქვეყნები, ცდილობენ ჯანსაღი კვების პროდუქტების მიღების ხელშეწყობას. ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებები მიმართულია მოსახლეობისა და საზოგადოების ჯანსაღი ცხოვრების გახანგრძლივებისაკენ. ჯანმრთელობის ხელშეწყობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადებათა კონტროლში. ჯანმრთელობის ხელშეწყობის განვითარების რაციონალური გზები იძლევა ჯანმრთელობის განმტკიცებასა და სერვისების მიწოდებაში ახალი სტრატეგიების დანერგვის საშუალებას. ჯანმრთელობის ხელშეწყობა რთული და შრომატევადი პროცესია საზღვრისპირა რეგიონების ჯანდაცვის პოლიტიკაში.

ავტ.

 

9.13.61. პოლიტრავმის შემდგომი მოციმციმე არითმიის პაროქსიზმის იშვიათი შემთხვევა. /. კაციტაძე, . რეხვიაშვილი, . კოროშინა/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 116-118. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

მოცემულ ნაშრომში აღწერილია 27 წლის პრაქტიკულად ჯანმრთელ მამაკაცში ავტოავარიის შემდეგ განვითარებულ მოციმციმე არითმიის პაროქსიზმი. 24 საათის განმავლობაში კორდარონის სტანდარტული დოზებით მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. სინუსური რიტმის აღდგენა მოხერხდა მხოლოდ ელექტრული კარდიოვერსიის შემდეგ.

ავტ.

 

9.13.62. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის მოსახლეობის დასხივების დოზების ჰიგიენური შეფასება. /. კუგოტი, . ვეფხვაძე, . ხორბალაძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 118-122. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილია რადიონუკლიდების შემცველობა წყალსა და საკვებ პროდუქტებში საქართველოს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ამბროლაურის, ონის, ლენტეხისა და ცაგერის რაიონებში, განსაზღვრულია მოსახლეობის დასხივების შინაგანი და სრული დოზები და დასახულია პრევენციული ღონისძიებები მათი შემცირების მიზნით. მოსახლეობის შინაგანი დასხივების დოზა K-40-ის ხარჯზე შეადგენს 0,85 მზვ/, ხოლო დასხივების ჯამური დოზა - 1,7 მზვ/. სასურველია დოზის შემამცირებელი ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორიცაა ნაკლებად აქტიური სასმელი წყლებით მოსახლეობის უზრუნველყოფა და როგორც ადგილობრივად წარმოებული, ასევე იმპორტირებული საკვები პროდუქტების მკაცრი რადიაციული კონტროლი. ასევე, აუცილებელია დასხივების ხელოვნური და ტექნოგენური წყაროებით განპირობებული დოზების მინიმიზაცია, რაც, პირველ რიგში, სამედიცინო სხივური პროცედურების ოპტიმიზაციით და ნიადაგში რადიოაქტიური კალიუმის შემცველი სასუქების შეტანის წესების დაცვით უნდა განხორციელდეს.

ავტ.

 

9.13.63. სათანადო სააფთიაქო პრაქტიკა (GPP) და მისი თავისებურებები საქართველოში. /. ერიაშვილი, . დუღაშვილი, . მიქაძე, . ჭუმბურიძე, . ნემსიწვერიძე, . ზარქუა/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 124-126. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

საერთაშორისო ფარმაცევტულმა ფედერეციამ (FIP) განიხილა მეთოდური რეკომენდაციები, როგორიცაასათანადო სააფთიაქო პრაქტიკა” (Good Pharmacy Practice - GPP) და დაადგინა, რომ ის შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც სახელმძღვანელო ნაციონალური ფარმაცევტული დაწესებულებების მიერ. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა: საერთაშორისო ფარმაცევტული ფედერაციის მიერ მოწოდებული სათანადო სააფთიაქო პრაქტიკის სტანდარტების გაცნობა და სააფთიაქო ქსელში მომუშავე ფარმაცევტების გამოკითხვა. FIP-ის სტანდარტების გათვალისწინებით GPP-ის ნაციონალური სტანდარტებისათვის შემუშავებისათვის რეკომენდაციების შემოთავაზება. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანაში FIP-ის მიერ შემოთავაზებული GPP-ის ნაციონალური სტანდარტების 30% სრულდება. ამიტომ მიჩნეულია GPP-ის ნაციონალური სტანდარტების შესამუშავებლად შემდეგი რეკომენდაციების შემოთავაზება: საჭიროა ჩატარდეს კონფერენციები, ბრიფინგები, შეკრებები ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს შორის, რაც ხელს შეუწყობს მათ შორის კოლეგიალურ თანამშრომლობას; საჭიროა აფთიაქებში არსებობდეს ცნობარები, რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო საშუალებებზე; საჭიროა აფთიაქში კონფიდენციალური ოთახის არსებობა ფარმაცევტსა და პაციენტს შორის გულახდილი საუბრისათვის; საჭიროა ფარმაცევტების პროფესიონალური სწავლებები - მათი კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით. რეცეპტში დაშვებული შეცდომის აღმოჩენისას, ფარმაცევტმა და ექიმმა კონფიდენციალურად უნდა გადაწყვიტონ ეს პრობლემა; არ უნდა მოხდეს რეცეპტში გამოწერილი პრეპარატის შეცვლა ან შეთავაზება მისი ანალოგი პრეპარატით ფარმაცევტის მიერ ექიმთან შეთანხმების გარეშე; კომპანიისთვის, აფთიაქისთვის და ფარმაცევტისთვის მთავარი უნდა იყოს პაციენტზე ზრუნვა, და არა მოგებაზე ორიენტირი.

ავტ.

 

9.13.64. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომითანამედროვე შეხედულება პათოგენეზსა და მკურნალობაზე. /. სამაკაშვილი, . ჩიტიშვილი, . გოგილაშვილი, . ქათამაძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 126-130. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (APS) არის აუტოიმუნური თრომბოფილური დაავადება, როდესაც გამომუშავდება ანტისხეულები ფოსფოლიპიდებთან დაკავშირებული ცილების მიმართ. კლინიკური მანიფესტაცია მოიცავს სისხლძარღვოვან თრომბოზებს და სამეანო გართულებებს, განსაკუთრებით - განმეორებად სპონტანურ აბორტებს. თანამედროვე კვლევების მიხედვით, APS პათოგენეზში დიდი როლი აქვს ანთებით მედიატორებს, აგრეთვე, ქსოვილოვან ფაქტორებს, p38MAPK-, NF-κB, კომპლემენტის სისტემას, toll-like რეცეპტორებსა და annexin-. უახლოეს მომავალში APS-ის მკურნალობაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს რიტუქსიმაბი, ანტიციტოკინური თერაპია, კომპლემენტის, p38MAPK-ის, NF-κB-ისა და ქსოვილოვან ფაქტორთა ინჰიბიტორები, რომლებიც შესაძლოა უფრო ეფექტური და უსაფრთხო აღმოჩნდეს.

ავტ.

 

9.13.65. თუთია-დეფიციტური მდგომარეობები და მასთან ბრძოლის სტრატეგიები. /. ტუკვაძე, . კვერენჩხილაძე, . თოფურია/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 130-132. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

თუთია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია ადამიანის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და ცხოველმოქმედებისათვის, ის, ასევე, მნიშვნელოვანია მცენარეებისათვის. ნიადაგების გამოფიტვამ მთელს მსოფლიოში გამოიწვია ამ მიკროელემენტით მცენარეების გაღარიბება, რამაც, თავის მხრივ, შეამცირა თუთიის შემცველობა ჩვენს საკვებ რაციონში. დღესდღეობით ამ პრობლემასთან ბრძოლის ყველაზე რენტაბელური და შედეგიანი მეთოდი საკვები პროდუქტების თუთიით ფორტიფიცირებაა. ეს მეთოდი ფართოდაა აპრობირებული მსოფლიოში.

ავტ.

 

9.13.66. საოკლუზიო სიბრტყის განსაზღვრის ოპტიმიზაცია. /. მღებრიშვილი, . კვაცაშვილი, . ნიბლაძე, . ბარბაქაძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 132-134. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ პაციენტების დაახლოებით 70%- საოკლუზიო სიბრტყე კამპერის ხაზის პარალელური აქვს, 30%- კი - ფრანკფურტის. იმის გამო, რომ პაციენტების უმრავლესობას საოკლუზიო სიბრტყე აღმოაჩნდა კამპერის ხაზის პარალელური, პრაქტიკოს ექიმებს ვურჩევთ, რომ სრული ადენტიის ორთოპედიული მკურნალობის დროს საოკლუზიო სიბრტყის ფორმირების დროს გაითვალისწინონ კამპერის ხაზის ტოპოგრაფიული მდებარეობა.

ავტ.

 

9.13.67. ღვიძლის მწვავე ტოქსიური დაზიანების და შემდგომი რეგენერაციის მორფო-ფუნქციური ასპექტები. /. თოფურია, . ქათამაძე, . ლობჟანიძე, . ქურდაძე, . ტუკვაძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 134-136. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

ღვიძლის მწვავე ტოქსიური დაზიანება კლინიკური სინდრომია, რომელიც ვითარდება პათოლოგი­ური პროცესის გამწვავების შემთხვევაში, რასაც ხშირად მოჰყვება ღვიძლის პარენქიმის მწვავე მასიური ნეკროზი. ღვიძლის მწვავე ნაკლოვანების მორფოლოგიური საფუძველია .. ციტოლოგიური სინდრომი, რასაც მოჰყვება უჯრედულ მემბრანათა და შემდეგ უჯრედულ სტრუქტურათა დაზიანება ფუნქციური უკმარისობის განვითარებით. ღვიძლს გააჩნია უნიკალური რეპარაციული რეგენერაციის თვისება, რაც გამოიხატება პეროქსისომების, ოვალური ფორმის მქონე მიტოქონდრიების და გრანულო­ზური ენდოპლაზმური ბადის მიკრომილაკების რაოდენობრივი ზრდით. ღვიძლის აღნიშნული თვისების გამოყენება ძალზე მნიშვნელოვანია მისი პათოლოგიების უკვე აპრობირებული ან სრულიად ახალი (უჯრედული ტრანსპლანტაცია) მკურნალობის მეთოდების შემუშავებისას.

ავტ.

 

9.13.68. ცხელი პროფესიების მუშათა ორგანიზმში მიმდინარე ფუნქციური ძვრების ჰიგიენური შეფასება. /. ბაქრაძე, . ციმაკურიძე, . კვერენჩხილაძე, . ქვარცხავა, მაია ციმაკურიძე, . კვერენჩხილაძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 136-138. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

შესწავლილია მეტალურგიული მრეწველობის ცხელი პროფესიების მუშათა ორგანიზმის ფუნქციური ძვრები საქართველოს მშრალი სუბტროპიკული კლიმატის პირობებში. გამოვლენილი ფუნქციური ძვრები ზომიერი ხასიათსაა. დადგენილია მუშათა ორგანიზმში განვითარებული ფიზიოლოგიური პროცესების ხასიათსა და ინტენსიურობაზე როგორც საწარმოო ფაქტორების (სითბური და საწარმოო დატვირთვის ინტენსიურობა), ისე არასაწარმოო ფაქტორების (რეგიონის კლიმატურ-გეოგრაფიული პირობები და მომუშავეთა ადაპტაცია ამ ფაქტორებისადმი, წლის პერიოდი) გავლენა.

ავტ.

 

9.13.69. არასპეციფიური ურეთრიტის ვირუსული წარმოშობის შესახებ. /. მაღლაკელიძე, . ხუციშვილი, . ახალაძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 138-140. – ქართ.; რეზ.: ინგლ.

აუცილებელია პათოლოგიური მდგომარეობების დროს (არა მარტო ურეთრიტის და პროსტატიტის) ვირუსული საწყისის (მიზეზი) დროული განსაზღვრა და კომპლექსურ მკურნალობაში ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება.

ავტ.

 

9.13.70. თამბაქოს მოწევა სამედიცინო და არასამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის თბილისში, საქართველო. /. ჩხაიძე, . მაღლაკელიძე, . მაღლაკელიძე, . ჩხაიძე/. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. – 2011. - #3. – გვ. 140-142. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

კვლევის მიზანი იყო თამბაქოს მოწევის და მასზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა სამედიცინო და არასამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებში. კვლევა ჩატარდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თბილისის .ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 400-მა სტუდენტმა ანონიმურად შეავსო კითხვარები. მათ შორის 48.9% იყო მწეველი, 51.1% - არამწეველი. სამედიცინო განათლება არ ახდენდა გავლენას თამბაქოს მოწევაზე: სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის მწეველი იყო 50.3%, ხოლო არასამედიცინოს შორის – 47.5%. სიგარეტის მოწევა კორელაციაში იყო სქესთან: მწეველების 68% იყო მამრობითი სქესის. მწველებს შორის 45.8% იყო მსუბუქი მწეველი, 40.2% – საშუალო და 14.0% – მძიმე. მწეველების მხოლოდ 37.3%- ჰქონდა მცდელობა დაენებინა თავი მოწევისათვის. სურვილი, დაანებოს მოწევას თავი, გამოთქვა 61.2%-მა სამედიცინო და 56%-მა არასამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა. კვლევის შედეგები მიუთითებენ საუნივერსიტეტო დონეზე მოწევასთან დაკავშირებული განათლების გაძლიერების აუცილებლობაზე.

ავტ.

 

9.13.71. ფარისებრი ჯირკვლის პირველადი კიბოთი ავადობის ასაკობრივ-სქესობრივი დახასიათება სომხეთის რესპუბლიკაში. /. ხაჩატრიანი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). - 2012. - #1(202). - გვ. 7-11. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია ფარისებრი ჯირკვლის პირველადი კიბოს 529 შემთხვევა (1999-2011 .. სომხეთის რესპუბლიკაში სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების მასალების მიხედვით- ავადმყოფების ისტორიები, პათოჰისტოლოგიური გამოკვლევების პროტოკოლები, ამბულატორული ბარათები, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები). დასკვნითი დიაგნოზი ისმებოდა კლინიკური გამოკვლევის, ოპერაციისწინა ციტოლოგიური და ოპერაციისშემდგომი ჰისტოლოგიური ანალიზების საფუძველზე. წარმოებდა ავადობის საშუალო წლიური მაჩვენებლების გაანგარიშება 10000 მოსახლეზე. ფარისებრი ჯირკვლის პირველადი კიბოს გავრცელების სიხშირე ქალთა შორის აღმოჩნდა მაღალი 0,19±0,03 (Ì=32), მამაკაცებთან შედარებით 0,06±0,02 (Ì=9; p<0,001). მონაცემთა ორი ნაკრების მიხედვით, ავადობის მაჩვენებლები 20 წელზე ნაკლები ასაკის პირთა შორის მამაკაცებსა და ქალებში არსებითად არ განსხვავდება. ყველა დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფში ფარისებრი ჯირკვლის პირველადი კიბოს შემთხვევები ქალთა შორის უფრო ხშირი აღმოჩნდა. ავადობის მაჩვენებლების მატებას ადგილი ჰქონდა მეოთხე ათწლეულის პერიოდში ორივე ასაკის პაციენტთა შორის, თუმცა შეფარდება 19 წლამდე ასაკის ქალთა და მამაკაცთა შედარებისას აღმოჩნდა 1:2, 20-45 წლის ასაკში – 3,3:1, ხოლო 45 წელზე უფროსი ასაკის პირებში – 2,8:1. სიკვდილობის მაჩვენებლები ქალთა შორის აღმოჩნდა უფრო მაღალი მამაკაცებთან შედარებით (p<0,05). ლეტალობა ქალებში =14% , მამაკაცებში კი - 24%, რაც, ავტორთა ვარაუდით, დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს უფრო აგრესიულ მიმდინარეობასთან მამრობითი სქესის პაციენტებში. ამავდროულად, ქალთა შორის ფარისებრი ჯირკვლის პირველადი კიბოთი დაავადება 1999-2011 წლებში ორჯერ გაზრდილი აღმოჩნდა, 1985 წელთან შედარებით (p<0,001).

ავტ.

 

9.13.72. ფარისებრი ჯირკვლის პირველადი კიბოს ნაადრევი ინტრა- და ოპერაციამდელი პათომორფოლოგიური დიაგნოსტიკის პრობლემები. /. ხაჩატრიანი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). - 2012. - #1(202). - გვ. 11-16. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ფარისებრი ჯირკვლის პირველადი კიბოთი დაავადებულთა 529 ავადმყოფობის ისტორიის შესწავლისას გამოვლინდა, რომ ციტოლოგიური და ექსპრეს-ჰისტოლოგიური გამოკვლევა, უმრავლეს შემთხვევაში, ისაზღვრებოდაფოლიკულური ნეოპლაზიისდასკვნით. განსაკუთრებით გაძნელებული აღმოჩნდა დიაგნოსტიკა ფარისებრი ჯირკვლის მრავალკვანძიანი დაზიანების შემთხვევაში: როდესაც მიკროკარცინომა განლაგებული იყო კოლოიდურ კვანძებს ან გამოხატული მეორადი ცვლილებების მქონე ადენომებს შორის, პუნქცია იძლეოდა წარმოდგენას მათგან მხოლოდ ზოგიერთის შესახებ, დანარჩენი ავთვისებიანი ზრდის წვრილი კერები კი არ ვლინდებოდა და გამოუკვლევი რჩებოდა. ფოლიკულური სიმსივნეების არსებობის პირობებში წვრილი ნემსით წარმოებული ბიოფსია და გაყინული ანათალების სასწრაფო ჰისტოლოგიური ინტრაოპერაციული გამოკვლევა ყოველთვის არ იძლევა კიბოს დიფერენცირების საშუალებას კეთილთვისებიანი ადენომასგან, ვინაიდან ამისათვის აუცილებელია გამოვლენილ იქნეს ინვაზიური ჩაზრდა კაფსულაში. სიმსივნეების სწორედ ამგვარი სახესხვაობისას აღინიშნება მონაცემთა განსხვავებულობის უმრავლესობა ოპერაციამდელი ციტოლოგიური და საბოლოო პათოჰისტოლოგიური გამოკვლევის პროცესში პათოლოგიური მდგომარეობის დიფერენცირების (კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი) მიზნით. განსაკუთრებით ძნელი აღმოჩნდა ფოლიკულური ადენომის დიაგნოსტიკა, როდესაც აღინიშნებოდა უჯრედოვანი პოლიმორფიზმი და მსხვილი ჰიპერქრომული ბირთვები ფსევდოინვაზიით კაფსულაში. ხშირად პუნქციური ბიოფსია არაინფორმაციულ ხასიათს ატარებდა: ვლინდებოდა მხოლოდ სისხლი, კოლოიდი, ფოლიკულური ეპითელიუმის უჯრედთა ერთეული ჯგუფები. მიღებული ცრუ უარყოფითი შედეგები ხშირად ქირურგიული მკურნალობის უარყოფით მიზეზს წარმოადგენდა, რასაც სიმსივნური პროცესის ხელმიშვებული ზრდა სდევდა თან. მსგავს შემთხვევაში კიბოს დიაგნოზი ისმებოდა მხოლოდ ოპერაციული ჩარევის შემდეგ და განმეორებითი ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას იწვევდა. ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ წვრილი ნემსის მეშვეობით წარმოებული ბიოფსია და გაყინული ანათლების სასწრაფო ჰისტოლოგიური ინტრაოპერაციული გამოკვლევა საშუალებას არ იძლევა საბოლოო დიფერენცირებისათვის, კერძოდ კი საკითხის გადასაწყვეტად - კეთილთვისებიანია ფარისებრი ჯირკვლის ახალწარმონაქმნი თუ ავთვისებიანი ჰისტოლოგიური გამოკლევის მიზნით ოპერაციამდელ პერიოდში. სიმსივნის პატარა ნაწილის ამოკვეთის შემთხვევაში, როგორც ცნობილია, შეიძლება დაჩქარდეს სიმსივნის ზრდა, განვითარდეს სისხლდენა და ინფიცირება. ამიტომ ახალწარმონაქმნის სახეობის დაზუსტება მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენი აზრით, პოსტოპერაციული ჰისტოლოგიური გამოკვლევა წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური სიმსივნეების დიფერენციული დიაგნოსტიკის გადამწყვეტ მეთოდს. სწორედ ამიტომ, ფარისებრი ჯირკვლის უვნებელი ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდების სრულყოფა მწვავე პრაქტიკული აუცილებლობაა.

ავტ.

 

9.13.73. პოსტსხივური გართულებები ცხვირ-ხახის კიბოთი ავადმყოფთა შორის და მათი კორექციის გზები. /. ალიევი, . ისაევი, . ყაზიევა/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). - 2012. - #1(202). - გვ. 17-21. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ამჟამად ცხვირ-ხახის კიბოთი დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ ყველაზე ეფექტურად ითვლება რადიოთერაპიის მეთოდი, რომელიც ხორციელდება აჩქარებულ ჰიპერაქციულ რეჟიმში ცისპლატანთან და 5-ფტორურაცილთან კომბინირებულად. აღნიშნული მეთოდის გამოყენების შედეგად განვითარებული შორეული შედეგების საკითხები არასაკმარისადაა შესწავლილი, რაც საფუძვლად დაედო ავტორთა მიერ წარმოდგენილი კვლევის მიზანს. ავტორების მონაცემებით, რომელიც მიღებული იქნა ცხვირ-ხახის კიბოთი 118 ავადმყოფის მკურნალობის შედეგების გაანალიზებისას, დადგინდა, რომ სიმსივნის სრული რეგრესიის ფონზე, სხივური თერაპიის შედეგად, ცალკეულ ქსოვილებსა და ორგანოებში განვითარდა სხივური ცვლილებები, რომელნიც განსაკუთრებული სიხშირით და გამოხატულებით გამოვლინდა მკურნალობის აგრესიული სქემის გამოყენებისას: მხოლოდ აჩქარებული ჰიპერფრაქციული რეჟიმის იზოლირებულად გამოყენებისას და ამავე მეთოდის შერწყმისას სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობასთან. სტატიის ავტორთა დასკვნით, პროფილაქტიკური და სამკურნალო კომპლექსის განხორციელება, რომელშიც მონაწილეობენ არა მარტო ექიმი-რადიოლოგები და ონკოლოგები, არამედ სხვა სპეციალისტებიც (სტომატოლოგები, დერმატოლოგები, ენდოკრინოლოგები და სხვ.), როგორც წესი, თანამოვლენების კუპირების საშუალებას იძლევა სხივური კურსის ჩატარების შემდეგ და, შესაბამისად, სხივური თერაპიის დაგეგმილი ციკლის ბოლომდე მისაყვანად.

ავტ.

 

9.13.74. ახალი ტექნოლოგიები ჰემოსტაზისა და სისხლის თხევადი მდგომარეობის კორექციის პროგრამაში ძუძუს პლასტიკური ქირურგიის წარმოებისას. /. ალეკბეროვი, . პოტანინი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). 2012. - #1(202). - გვ. 22-28. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

151 ავადმყოფს ჩაუტარდა ძუძუს რეკონსტრუქცია. ოპერაციის შემდგომ ყველა ავადმყოფს ჩაუტარდა რეოლოგია და განესაზღვრა სისხლის მჟავა-ტუტე მდგომარეობა. მიღებული შედეგები ცხადყოფენ, რომ ოპერაციისშემდგომი გართულებების პროფილაქტიკაში ოზონოქსიგენაციის ეფექტი უპირატესად რეალიზდება ნაადრევი პოსტოპერაციული გართულებების შემთხვევების შემცირების ხარჯზე 2,5-ჯერ, ხოლო სისხლმომარაგების შეუქცევადი დარღვევებით გადანერგილ ქსოვილებში – 5-ჯერ.

ავტ.

 

9.13.75. მოზარდი გოგონების ფიზიკური, სქესობრივი განვითარების და რეპროდუქციული ქცევის თავისებურებები. /. შელია, ალ. ჩავჩიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). 2012. - #1(202). - გვ. 28-32. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მოზარდი გოგონების რეპროდუქციული ქცევის თავისებურებების შესწავლა და იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც ქცევის ცვლილებებზე ახდენენ გავლენას, მეტად აქტუალურია და წარმოადგენს სტატიის ავტორთა კვლევის მიზანს. 14-16 წლის ასაკის გოგონების სოციოლოგიური გამოკითხვისა (n=825) და კომპლექსური გამოკვლევის (n=136) შედეგად გამოვლინდა როგორც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შობადობისადმი დამოკიდებულება, ასევე, რისკის შემცველი ქცევითი ჩვევები. დადგინდა, რომ მოზარდი გოგონების რეპროდუქციული სისტემის ჩამოყალიბება მიმდინარეობს ქრონიკული ექსტრაგენიტალური დაავადებების ფონზე, ხასიათდება მეორადი სასქესო ნიშნების განვითარების (21,2%) და მენჯის ფორმირების პროცესის (25,2%) შეფერხებით, მენსტრუალური ციკლის დარღვევის მაღალი სიხშირით (12,3). კვლევით მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ მოზარდი გოგონების რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარღვევა ფორმირდება კომპლექსური სამედიცინო-სოციალური ფაქტორებისა და ცხოვრების წესის ზეგავლენით, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს არაადეკვატურ რეპროდუქციულ ქცევას.

ავტ.

 

9.13.76. ტრენტალის გამოყენება ჰემოსტაზის სისტემაში დარღვევების კორექციისათვის ფიბროზო-კავერნოზული ტუბერკულოზით და ქრონიკული ფილტვისმიერი გულით ავადმყოფებში. /. ალიევი, . აღაევი, . ალიევა/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). 2012. - #1(202). - გვ. 32-35. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია ტრენტალის მოქმედება ჰემოსტაზის სისტემაზე ქრონიკული ფილტვისმიერი გულით (ქფგ) გართულებული ფიბროზულ-კავერნული ტუბერკულოზით დაავადებულთა შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობის ხარისხის გათვალისწინებით. დადგენილია, რომ ფიბროზულ-კავერნული ფორმის ფილტვების ტუბერკულოზით დასნეულებულთა მკურნალობის სქემაში მიზანშეწონილია ტრენტალის ჩართვა, როდესაც ქფგ კომპენსირებულ ხასიათს ატარებს, რაც მიკროჰემოცირკულაციის კორექციის გზით შეუწყობს დეკომპენსაციის თავიდან აცილებას გულ-სისხლძარღვთა სისტემაში.

ავტ.

 

9.13.77. ღორის გრიპის კლინიკური მიმდინარეობა და ინტენსიური თერაპია. /. ნაკაშიძე, . ცინცაძე, . ფოცხიშვილი, . ჯიბლაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). 2012. - #1(202). - გვ. 36-42. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

უკანასკნელი წლების განმავლობაში მთელს მსოფლიოში აღინიშნება ღორის გრიპით A(H1N1) დაავადების მაღალი მაჩვენებლები. საქართველოში დაავადების გავრცელება დაიწყო 2009 წლის შემოდგომის მიწურულს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა 2009-2011 წლებში ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შემოსულ პაციენტებში ღორის გრიპის (H1N1) კლინიკური მიმდინარეობის შესწავლა, მკურნალობის გამოყენებული მეთოდების განზოგადება. მუშაობის პროცესში შესწავლილი იქნა 20 პაციენტის დაავადების მიმდინარეობა, რომლებიც დაავადების სიმძიმის გამო მკურნალობას იტარებდნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ინტენსიური თერაპიის, კვლევისა და მონიტორინგის საყოველთაოდ აღიარებული პროგრამით. საავადმყოფოში შემოვიდა ღორის გრიპის (H1N1) დაავადებული 94 პაციენტი, რომელთაგან 20 დაავადების სიმძიმის გამო მკურნალობას იტარებდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. პირველი პაციენტი შემოვიდა 7.12.2009 ., ბოლო კი 30.03.2011 . 20 პაციენტიდან იყო 10 ქალი და 10 მამაკაცი. გარდაიცვალა 8 პაციენტი. ინტენსიური თერაპიის პროგრამა მოიცავდა ინფუზიურ-ტრანსფუზიური თერაპიას უარყოფითი წყლის ბალანსით, ანტივირუსულ მკურნალობას (ტამიფლუ, რელენზა), დეესკალაციურ ანტიბიოტიკოთერაპიას, ფილტვების მექანიკურ ვენტილაციას, აეროზოლურ თერაპიას და სიმპტომურ მკურნალობას. 2011 წელს, 2009-2010 წლებთან შედარებით, შემცირებულია როგორც ღორის გრიპით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა, ასევე სიკვდილიანობაც (2011 წელს შემოსული 25 პაციენტიდან გარდაიცვალა 1, ხოლო 2009-2010 წლებში შემოვიდა 69 პაციენტი და გარდაიცვალა 7), რაც მიღწეული იყო იმუნიტეტის განვითარებით. ფილტვების მექანიკური ვენტილაციის უფრო ხშირად გამოყენებული რეჟიმი იყო BIPAP. პირველ დღეებში ანტიბიოტიკოთერაპია არ არის განმსაზღვრელი, საჭიროა მოიძებნოს ანტივირუსული მკურნალობის უფრო ეფექტური მეთოდი.

ავტ.

 

9.13.78. ბაქტერიული თერმო- და ფაგოლიზატების გამოყენება ავთვისებიანი სიმსივნური ზრდის შეჩერების მიზნით ექსპერიმენტში. შეტყობინება 1. E.Coli- თერმო- და ფაგოლიზატების სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა. /. ღამბაშიძე, . ხორავა, . კალანდარიშვილი, . ლასარეიშვილი, . ჯაიანი, . აზალაძე, . თედიაშვილი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). - 2012. - #1(202). - გვ. 42-47. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

იმუნოთერაპია ონკოლოგიურ ავადმყოფთა მკურნალობაში ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად არის მიჩნეული. შესწავლილია E.Coli- თერმო- და ფაგოლიზატების სიმსივნის ზრდის საწინააღმდეგო ეფექტურობა ლაბორატორიულ თაგვებში ერლიხის კარცინომის განვითარების პროცესში. გამოთვლილია სიმსივნური ქსოვილის მოცულობის ცვლილებები დინამიკაში და სიმსივნური ზრდის შეფერხების პროცენტი. შემუშავებულია ნახევრადემპირიული მათემატიკური მოდელი, რომელიც ასახავს სიმსივნური ქსოვილის მოცულობის ცვლილებას სიმსივნის გადანერგვის მომენტიდან გასულ დროსთან მიმართებაში. ნაჩვენებია, რომ სიმსივნური ზრდის საწყის ეტაპზე ორივე ბაქტერიული პრეპარატი მნიშვნელოვნად აფერხებს ავთვისებიან ზრდას. უფრო გამოხატული სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო ეფექტი გამოვლინდა ბაქტერიული ფაგოლიზატებით მკურნალობის შემთხვევაში. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ E.Coli- ფაგოლიზატით ნამკურნალებ ცხოველებში შენარჩუნებულია სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო ეფექტი.

ავტ.

 

9.13.79. აზერბაიჯანის ფარმაცევტულ დარგში ფასის ფორმირების პოლიტიკის ასპექტები. /. ჯალილოვა, . ალიევა/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). - 2012. - #1(202). - გვ. 48-53. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია აზერბაიჯანში ფასნაწარმზე მაკრო-, მეზო- და მიკროეკონომიკური ფაქტორების გავლენა. ფარმაცევტული მსოფლიო ლიდერები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ფასწარმოქმნისას მიზნად ისახავენ ბაზრის მაქსიმიზაციას, ლიდერობას და .., ხოლო .. არალიდერი ფარმაცევტული კომპანიები ფასწარმოქმნის სხვა სტრატეგიებს მიმართავენ, როგორიცაა თვითღირებულება პლიუს ფასნამატი და ფასწარმოქმნა მიმდინარე ფასებზე დაყრდნობით. ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ აზერბაიჯანის ფარმაცევტული ბაზრისთვის დამახასიათებელია მოთხოვნების დიდი ელასტიურობა. ბაზრის შემდგომი განვითარება დამოკიდებულია საქონლის განვითარების სტიმულირებასა და ფასწარმოქმნის სტრატეგიის გამოყენებაზე მათი ბაზარზე დამყარების მიზნით. არასახელმწიფო სააფთიაქო დაწესებულებებმა კონკურენციის პირობებში გადარჩენის მიზნით მხედველობაში უნდა იქონიონ მომხმარებლის ინფორმირებისა და, შესაბამისად, მისი მოთხოვნების ხარისხი და დონე.

ავტ.

 

9.13.80. ნაკერის ბირთვის ელექტრული გაღიზიანებით გამოწვეული დიდი ტვინის ქერქის ნეირონების პოსტსინაფსური რეაქციები ნოციცეპტორების გაღიზიანებისას. /. ლაბახუა, . ჯანაშია, . გედევანიშვილი, . ჯოხაძე, . ტყემალაძე, . აბზიანიძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). -2012. - #1(202). - გვ. 54-60. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია ნაკერის ბირთვის ელექტრული გაღიზიანების გავლენა ექსპერიმენტში კატების სომატოსენსორული ქერქის ნეირონების აქტივობაზე, რომელიც მიიღებოდა როგორც ნოციცეპტური (კბილის პულპის ინტენსიური გაღიზიანების), ასევე არანოციცეპტური და კონვერგენტული (თვალბუდის ნერვის და თალამუსის ვენტროპოსტერომედიალური ბირთვის ზომიერი ინტენსივობის) ნეირონების გაღიზიანების მეშვეობით. გაანალიზებულია 8 ნეირონის უჯრედშიდა აქტივობა, რომლებიც პასუხობდნენ მხოლოდ ნოციცეპტურ გაღიზიანებას და 9 ნეირონის აქტივობა, რომლებიც პასუხობდნენ როგორც ნოციცეპტურ, ასევე არანოციცეპტურ გაღიზიანებას (შესაბამისად, ნოციცეპტური და კონვერგენტული). ნაკერის ბირთვის ელექტრული გაღიზიანება, იწვევს რა ქერქში სეროტონინის (5-ÍÒ) გამოთავისუფლებას, რომელიც მოქმედებს რეცეპტორებსა და მეორად შუამავლებზე, გაემ-ერგულ სისტემაში ახდენს პოსტსინაპსური აქტივობის მოდულაციას, ამცირებს შემაკავებელი პოსტსინაპსური პოტენციალის ამპლიტუდას, რომელიც წარმოიშობა როგორც ნოციცეპტორების, ასევე დაბალზღურ­ბლოვანი აფერენტული შესავლების გაღიზიანებისას. ეს პროცესი შეიძლება ხორციელდებოდეს როგორც პრე-, ისე პოსტსინაპსური მექანიზმებით.

ავტ.

 

9.13.81. Staphylococcus spp. ნოზოკომიალური შტამების ანტიბიოტიკორეზისტენტობა. /. ჩიკვილაძე, . მეტრეველი, . გაჩეჩილაძე, . მიქელაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). - 2012. - #1(202). - გვ. 60-63. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია 2005-2010 წლებში . თბილისის სხვადასხვა ქირურგიულ სტაციონარში ჰოსპიტალიზე­ბული ჭრილობის ინფექციის მქონე პაციენტებისგან გამოყოფილი Staphylococcus spp. 115 კლინიკური შტამის ანტიბიოტიკორეზისტენტობის დინამიკა. ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა/ რეზისტენტობის შეისწავლებოდა სერიული გაზავების მეთოდით აგარში. კვლევის პერიოდში აღინიშნა S. aureus მეტიცილლინ-რეზისტენტული შტამების რიცხვის მატება 2-ჯერ, ხოლო S. epidermidis მეტიცილინრეზისტენტული შტამების - 3-ჯერ. გამოვლინდა სტაფილოკოკების რეზისტენტობის მკვეთრი ზრდა ამინოგლიკოზიდების, მაკროლიდების, ლინკოზამიდების, ტეტრაციკლინებისა და ფტორქინოლონების მიმართ. შესწავლილი სტაფილოკოკური შტამები ხასიათდებოდა 100% მგრძნობელობით ვანკომიცინის და ლინელოლიდის მიმართ.

ავტ.

 

9.13.82. აჭარის მთიანი რეგიონის მოსახლეობის დასხივების დოზები. /. კუგოტი, . ვეფხვაძე, . კილაძე/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). - 2012. - #1(202). - გვ. 64-68. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

შესწავლილია საკვები პროდუქტებისა და წყლის რადიონუკლიდური შემცველობა აჭარის მაღალმთიან რაიონებში, განსაზღვრული და ჰიგიენური თვალსაზრისით შეფასებულია მოსახლეობის დასხივების შინაგანი და სრული დოზები და მოწოდებულია მათი შემამცირებელი ღონისძიებები. მოსახლეობის შინაგანი დასხივების დოზა 40K-ის ხარჯზე შეადგენს 0,63 მზვ/, სრული დოზა კი - 1,73 მზვ/, რაც აღემატება დასაშვებ დონეებს. ამასთან დაკავშირებით, სასურველია დასხივების დოზის შემამცირებელი ღონისძიებების გატარება და რადიაციულ მდგომარეობაზე შემდგომი დაკვირვება დოზის გაზრდისა და მის მიერ გამოწვეული ჯანმრთელობისათვის არასასურველი შედეგების თავიდან აცილების მიზნით. დოზის შემამცირებელი ღონისძიებები გულისხმობს მოსახლეობის უზრუნველყოფას სასმელი წყლის ნაკლებად აქტიური წყაროებით, სამედიცინო სხივური პროცედურების (განსაკუთრებით - რენტგენოდიაგნოსტიკური) მოწესრიგებას და 40K-ის შემცველი სასუქების რაციონალურ გამოყენებას. ასევე მნიშვნელოვანია შენობების აშენება გამა-გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და ნიადაგიდან რადონის გამოყოფის ინტენსივობის მინიმალური მნიშვნელობების მქონე ნაკვეთებზე, ბუნებრივი რადიონუკლიდების დაბალი შემცველობის სამშენებლო მასალების გამოყენება, შენობებში ჰაერცვლის აუცილებელი ჯერადობის უზრუნველყოფა და მათი რადიაციული კონტროლი მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან კაპიტალური შეკეთების ყველა ეტაპზე.

ავტ.

 

9.13.83. მემანტინის ქრონიკული ზემოქმედების ეფექტები ჰიპოკამპში გლუტამატის და გაემ-ის გამოთავისუფლებაზე სივრცითი მორიგეობის ამოცანის შესრულებისას. /. დაშნიანი, . ბურჯანაძე, . ნანეიშვილი, . ყრუაშვილი, . სეფაშვილი/. საქართველოს სამედიცინო სიახლენი (GMN). - 2012. - #1(202). - გვ. 68-75. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ვირთაგვებში პლაცებოს ან მემანტინის ქრონიკული ზემოქმედების (2.5 მგ/კგ, .., ოთხი კვირა) პირობებში ჰიპოკამპში გლუტამატის და გაემ-ის გამოთავისუფლება შეისწავლებოდა სპონტანური მორიგეობის ტესტის შესრულებისას. ქცევითი ტესტის შესრულებისას აღებულ 10- წუთიან სინჯებში გლუტამატის და გაემ-ის გამოთავისუფლების დონე მემანტინისა და პლაცებო-ჯგუფის ცხოველებში არ განსხვავდებოდა ტესტის წინა და შემდგომი პერიოდებისაგან. პლაცებო-ჯგუფისაგან განსხვავებით, მემანტინის ჯგუფის ცხოველებში გამოვლინდა KCL-ით სტიმულირებით გამოწვეული ჰიპოკამპის გლუტამატის და გაემ-ის გამოთავისუფლების სარწმუნო მატება (p<0,05), თუმცა, მორიგეობის ტესტის შესრულებაში ჯგუფებს შორის განსხვავება არ გამოვლინდა.

ავტ.

 

. დარგთაშორისი პრობლემები

 

1. ორგანიზაცია და მართვა

 

9.1.1. ახალი საჯარო მენეჯმენტი (NPM) - ადმინისტრაციული მეცნიერების შემადგენელი ნაწილი. /. ქუთათელაძე, . მაღრაძე/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). - გვ. 38-41. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ადმინისტრაციული მეცნიერების განვითარება მნიშვნელოვანი წინაპირობაა წარმატებული რეფორმების განხორციელებისათვის, რისი აუცილებლობაც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის ქვეყნის მმართველი ორგანოების წინაშე დგას. ნაშრომში განხილულია ახალი საჯარო მენეჯმენტის ზოგიერთი საკითხი, რომელსაც მნიშვნელოვნი ადგილი უკავია სრულყოფილი საჯარო ადმინისტრაციის ჩამოყალიბებაში.

ავტ.

 

9.1.2. საქართველოში შრომის დაცვასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის შესახებ. /. ბეჟანიშვილი, . ნანობაშვილი/. სამთო ჟურნალი. - 2011. - #2(27). – გვ. 102-105. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

სტატიაში განხილულია საქართველოში შრომის დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, სხვადასხვა ორგანოთა საქმიანობა, აგრეთვე ამ სფეროში არსებული ზოგიერთი პრობლემური საკითხი. ნაჩვენებია მონაცემები ქვეყანაში სამუშაო ძალის ეკონომიკური აქტიურობის, აგრეთვე ეკონომიკური სექტორების მიხედვით დასაქმებულთა პროცენტული განაწილების შესახებ.

ავტ.

 

 

2. გარემოს დაცვა. ეკოლოგია

 

9.2.1. საქართველოში არსებული მყარი ნარჩენების ოპერატიული შეფასების პრინციპები რუსთავის მეტალურგიული საწარმოს მაგალითზე. /. სარუხანიშვილი, . გუგეშიძე/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 105-108. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

რუსთავის მეტალურგიული საწარმოს წიდასაყრელის მაგალითზე განხილულია ტექნოგენური ნედლეულისადმი მიკუთვნების ზოგიერთი ასპექტი, ნარჩენთა გადამუშავების გადაწყვეტილებათა მიღებამდე ოპერატიული შეფასების სამუშაოთა ჩატარების მნიშვნელობა; გამოთქმულია მოსაზრება, რომ ფიზიკურ-ქიმიური და ტექნოლოგიური თვისებების დეტალური შესწავლის გარეშე გადამუშავების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ხშირად შეიძლება გაუთვალისწინებელი მოვლენები მოჰყვეს; შემოთავაზებულია ნარჩენების ოპერატიული შეფასების პირველი ორი ეტაპის სამუშაოთა შინაარსი.

ავტ.

 

9.2.2. კარიერული წყლებიდან რკინის იონების სორბციის შესწავლა. /. ჩხუბიანიშვილი, . კურცხალია, . სიმონია, . ქავთარაძე/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 109-111. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

ელექტროდიალიზით კარიერული წყლების გაწმენდისა და უტილიზაციისათვის საჭიროა ხსნარის წინასწარი გაწმენდა რკინის იონებისაგან. ამ მიზნით გამოკვლეულია სხვადასხვა სორბენტები, რომელთაგანაც შერჩეულია კალციტი. დადგენილია ოპტიმალური პარამეტრები კარიერული წყლების სელექციური გაწმენდისათვის.

ავტ.

 

9.2.3. უსაფრთხო მანძილის გაანგარიშება საჰაერო დარტყმითი ტალღის ფრონტში ჭარბი წნევის გათვალისწინებით. /. ბოჭორიშვილი, . ნევეროვი/. სამთო ჟურნალი. – 2011. - #1(26). – გვ. 112-112. – ქართ.; რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.

განხილულია უსაფრთხოების საკითხები, რომლებსაც ადგილი აქვს მუხტების აფეთქებისას ჰაერში, გრუნტის ზედაპირზე ან სამთო გამონამუშევრებში. მოცემულია უსაფრთხოების წესების მოთხოვნები უსაფრთხო მანძილის გაანგარიშებისას. ნაშრომში მოცემული დამოკიდებულებები გვაძლევს საშუალებას შევამოწმოთ შესრულებული გამოთვლების სისწორე, საჭიროების შემთხვევაში ზუსტად გავზარდოთ უსაფრთხო მანძილი და ამით შევამციროთ ტრავმატიზმი.

ავტ.

 

9.2.4. ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური სისტემის მართვის ოპტიმიზაციის პრობლემები. /. ფოფორაძე, . აბზიანიძე, . დვალი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #2(476). - გვ. 59-63. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომი თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მათემატიკური მეთოდების გამოყენებით ამოვხსნათ ამოცანა, დაკავშირებული ეკოლოგიური სისტემების უსაფრთხოებასთან. ნაშრომში აქცენტირებულია მათემატიკური მეთოდების როლი, რომელთა სიზუსტეზე დამოკიდებულია ეკოლოგიური სისტემის ფუნქციონირების უსაფრთხოების ხარისხი.

ავტ.

 

9.2.5. ეკოლოგიური მონიტორინგის ეფექტურობა მდ. მტკვრის ტოქსიკური ლითონებით დაბინძურების შემთხვევაში. /. ფოფორაძე, . აბზიანიძე, . დვალი, . მესხიშვილი/. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები. - 2010. - #3(477). - გვ. 17-21. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია მძიმე ლითონებით მდ. მტკვრის დაბინძურების ხარისხი, ხასიათი და გამომწვევი ფაქტორები გაჩიანი-რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთზე. ყოველწლიური მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემები სტატისტიკურადაა დამუშავებული. არასასურველი პერიოდის გამოსავლენად გაანგარიშებულია კვარტალური, სეზონური და ფონური კონცენტრაციები.

ავტ.

 

9.2.6. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ტენდენციები და სტარატეგია. /. ქეშელაშვილი, . ვეშაპიძე, . მიროტაძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. - 2012. - #1. – გვ. 20-33. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

განხილულია ბიოპროდუქტების წარმოების მდგომარეობა, მისი განვითარების ტენდენციები და სტრატეგია. აღნიშნული პრობლემის კონტექსტში განხილულია ბიორესურსების მნიშვნელობა და მათი წარმოქმნის წყაროები, ბიოპროდუქტების წარმოების განვითარების ტენდენციები და ბაზრის ფორმირების თავისებურებანი, როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში. დასაბუთებულია, თანამედროვე პირობებში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო მასების დარწმუნება, რომ ჯანსაღი კვება აქტუალური, სასარგებლო და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობაა. ერის გაჯანსაღების იდეა პირდაპირ დამოკიდებულებაშია კვების კულტურაზე, ხოლო მომხმარებლის უზრუნველყოფა ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი ბიოპროდუქტებით, მათი მისაწვდომობა და პოპულარიზაცია დიდ სტიმულს ქმნის ბიოლოგიური კვლავწარმოების განვითარებისათვის, რომელსაც, გამომდინარე ბუნებრივი რესურსებიდან და სურსათის წარმოებისადმი ტრადიციული მიდგომებიდან სამომავლოდ დიდი პერსპექტივები გააჩნია. მსოფლიოს ფართო მასშტაბური პოზიციებიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო წარმოების სფეროში ძირითადი სტარტეგიული მოთხოვნა უნდა იყოს ის, რომ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და მცენარეთა დაცვის ქიმიური, ბიოლოგიური და ინტეგრირებული მეთოდების, აგრეთვე გენური ინჟინერიის მიღწევების გამოყენება იყოს მკაცრად მიზნობრივი, რეგულირებულ-რეგლამენტირებული და სისტემატურად სრულყოფადი ტექნოლოგიური სისტემის ჩარჩოებში, საამისოდ დადგენილი სახელმწიფო და მსოფლიო სტანდარტების უცილობელი და სრული დაცვით.

ავტ.

 

9.2.7. ანთროპოგენიზაცია და გლობალური ბუნებრივი პროცესები. /. მზარელუა, . ლეკიშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #1-3. – გვ. 20-23. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

სტატია ეხება მსოფლიოში ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას - გლობალურ ბუნებრივ პროცესებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ადამიანის არაგონივრულ მოქმედებას. ადამიანის და ბუნების ურთიერთქმედებისას ადამიანის ძალა იმდენად ძლიერი და პროგრესულია, რომ საფრთხე ექმნება ფლორასა და ფაუნას და მის ფარგლებში დამყარებულ დინამიკურ წონასწორობას. განხილულია ანთროპოგენიზაციის საკითხები და მისი ნეგატიური შედეგები, კერძოდ, ტყეების უკანონო გაჩეხვა, ატმოსფეროსა და წყლის მავნე ნივთიერებებით გაჭუჭყიანება, ოზონის ეკრანის დაზიანება და მზის რადიაციის დონის საგრძნობლად მომატება, ნიადაგების დეგრადაცია და .. ავტორების აზრით, აუცილებელია გარემოს მონიტორინგი. წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა ეჭვქვეშ დადგება.

ავტ.

 

9.2.8. ახალი, მაღალეფექტური ცეცხლჩამქრობი ფხვნილების გამოყენების სფეროებისა და ხანძრების ჩაქრობის ოპტიმალური პირობების დადგენა. /. ღურჭუმელია, . ბეჟანოვი, . ტყემალაძე, . სარჯველაძე, . ტყემალაძე/. სამთო ჟურნალი. - 2011. - #2(27). – გვ. 98-101. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომში აღწერილია მინერალური ნედლეულის საფუძველზე ახალი, მაღალეფექტური ცეცხლჩამქრობი ფხვნილების მიღების გზები, დადგენილია მათი გამოყენების სფეროები და ხანძრის ჩაქრობის ოპტიმალური პირობები. ფხვნილების მიღების შემოთავაზებული მეთოდი არსებითად განსხვავდება სერიული წარმოების იმპორტული ფხვნილების მიღების მეთოდებისაგან. იგი მზადდება ნედლეულის მექანიკური შერევით და არ მოითხოვს მათ დამატებით ქიმიურ გადამუშავებასა და ძვირადღირებული ჰალოგენშემცველი დანამატების შეყვანას, რაც თავის მხრივ აისახება მიღებული ფხვნილების დაბალ თვითღირებულებაში იმპორტულ ანალოგებთან შედარებით. მიღებული ფხვნილების გამოყენება შესაძლებელია ყველა კლასის ხანძრების ჩასაქრბად, როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა ობიექტებში. ჩაქრობის ოპტიმალური პირობების დასადგენად შესწავლილია ფხვნილის კუთრი ხარჯისა და ჩაქრობის დროის მიწოდების ინტენსიურობაზე დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულებების შესწავლა საშუალებას იძლევა შეირჩეს ფხვნილის მიწოდების პტიმალური ინტენსიურობა, რომელიც უზრუნველყოფს ფხვნილის მინიმალური ხარჯით ხანძრის ჩაქრობას მინიმალურ დროში.

ავტ.

 

 9.2.9. ფოტოქიმიური სმოგი თბილისში. /. ამირანაშვილი, . ბლიაძე, . ჩიხლაძე/. - 2012 . - გვ. 160. - ქართ.; რეფ.: ქართ., ინგლ., რუს.

წარმოდგენილია თბილისში ფოტოქიმიური სმოგის და მისი ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის გამოკვლევების შედეგები, რომლებიც ტარდებოდა 2009-2012 წწ. პროექტ GNSF/ST/5-437-ის ფარგლებში. სმოგის წარმომქნელი და მისი თანამდევი ატმოსფერული პარამეტრების მონიტორინგი წარმოებდა როგორც ორ სტაციონარულ ბაზაზე მუდმივი გაზომვის რეჟიმში, ასევე ეპიზოდური სამარშრუტო გაზომვების რეჟიმშიც ქალაქის სხვადასხვა რაიონის 20 პუნქტში (ჰაერში ოზონის, სუბმიკრონული აეროზოლების, რადონის, მსუბუქი იონების შემცველობა; მზის რადიაციის ინტენსივობა, ხილვადობა, ღრუბლიანობა, ტემპერატურა, ტენიანობა, ქარი, წნევა; ნიადაგის გამა-რადიაცია; გალაქტიკური კოსმოსური სხივების ინტენსივობა). მოყვანილია გამოსაკვლევ პარამეტრებს შორის კავშირების დეტალური ანალიზი; განსაზღვრულია ფოტოქიმიური სმოგის წარმოშობის პირობები; გამოვლენილია რადიონუკლიდური გამოსხივების ეფექტების თავისებურებები ქალაქის პირობებში მეორადი აეროზოლების წარმოქმნაში, რომელიც დახასიათებულია როგორც თბილისური ტიპის სმოგი; ჩატარებულია ლაბორატორიული ექსპერიმენტები სმოგურ ოზონზე ზემოქმედების მეთოდების დასამუშავებლად; განსაზღვრულია ფოტოქიმიური სმოგის კომპონენტების (ოზონი, აეროზოლები და სხვ.) და ატმოსფეროს სხვა პარამეტრების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ეფექტები; შემოთავაზებულია რეკომენდაციები ქალაქის მოსახლეობაზე სმოგის ნეგატიური ზემოქმედების შესარბილებლად და სხვ.

ავტ.

 

 

3. სტატისტიკა

 

9.3.1. სიღარიბე საქართველოში: სტატისტიკა და რეალობა (შედარებითი ანალიზი). /. მაკალათია/. ეკონომიკა და ბიზნესი. - 2011. - #3. – გვ. 123 130. - ქართ.; რეზ.: ინგლ.

განხილულია სიღარიბის დონის ამსახველი სტატისტიკური მაჩვენებლები დინამიკაში. ნაჩვენებია საარსებო მინიმუმის ცვლილებები წლების მიხედვით და ახსნილია სიღარიბის დონის შემცირების მიზეზი. შედარებულია საშუალო მომხარებლის საარსებო მინიმუმი შინამეურნეობათა შემოსავლებს მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით და გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები. განხილულია ასევე სიღარიბის დონის განვითარება ქალაქისა და სოფლის მიხედვით, ხოლო უმუშევრობის დონის განხილვისას გამოვლინდა ამ მაჩვენებლის ცდომილება. სტატიაში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილია სიღარიბის მდგომარეობის თანამედროვე სურათი და დასახულია სიღარიბის დონის შემცირების ძირითადი გზები.

ავტ.

 

9.3.2. ოქროზე მსოფლიო ფასების ზრდის დინამიკის მოკლე ანალიზი და პროგნოზები. /. ტაბატაძე, . ფოფორაძე, . გაჩეჩილაძე, . კახაძე/. სამთო ჟურნალი. - 2011. - #2(27). – გვ. 92-94. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

განხილულია ოქროს, როგორც კეთილშობილი ლითონის მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ეკონომიკაში; შესწავლილი და გაანალიზებულია ზოგიერთი ქვეყნის ოქროს სარეზერვო მარაგების რაოდენობა და მოძრაობა, პროგნოზირებულია ამ მარაგების ზრდის ტენდენციები; მოცემულია ოქროზე ფასების ცვლილებათა დინამიკა ბოლო პერიოდში მათი ზრდის ტენდენციების დაფიქსირებით, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების გათვალისწინებით.

ავტ.

 

9.3.3. საქართველოში 1990-2007 წლებში საწარმოებში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფდაავადებების ანალიზი. /. ბეჟანიშვილი, . გრძელიძე, . მემარნიშვილი/. სამთო ჟურნალი. - 2011. - #2(27). – გვ. 105-107. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშრომში მოცემულია საქართველოს საწარმოებში 1990-2007 წლებში მომხდარი უბედური შემთხვევების და პროფესიული დაავადებების ანალიზი; განხილულია ის პირობები და ფაქტორები, რომლებიც იწვევენ უბედურ შემთხვევებს და პროფესიულ დაავადებებს; ნაჩვენებია პროფესიული დაავადებების სახეობები და მათი განაწილება დასაქმებულების ასაკისა და სამუშაო სტაჟის მიხედვით; მოცემულია შრომის უსაფრთხოების დაცვის სისტემის სწორად მართვის რეკომენდაციები, რაც ქვეყნის საწარმოებში უბედური შემთხვევების და პროფესიული დაავადებების შემთხვევების შემცირებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ავტ.

 

 

4. სხვა დარგთაშორისი პრობლემები

 

9.4.1. მრტ-ში თანმდევი გრადიენტების როლის მათემატიკური გამოთვლა. /. კოტეტიშვილი, . კაპანაძე, . კალანდაძე, . დეკანოსიძე/. Nano Studies. - 2011. - #4. - გვ. 41-42. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის დიაგნოსტიკის პოპულარულ და ეფექტური მეთოდს. მრტ-ში გამოიყენება სხვადასხვა სახის მაგნიტური ველები, თუმცა უფრო ხშირად სუსტი ველები. მიუხედავად რიგი უპირატესობისა, რაც გააჩნია სუსტ ველებს, მათთან დაკავშირებულია გარკვეული სირთულეებიც, რომლებიც არატიპურია მრტ-ში გამოყენებული ჩვეულებრივი და ძლიერი მაგნიტური ველებისათვის. ზოგიერთი განსხვავება განსაკუთრებით იჩენს თავს არაერთგვაროვან მაგნიტურ ველებში ისეთი თანამდევი გრადიენტების არსებობის გამო, რომლებიც განივია ძირითადი ველის მიმართ. სტატიაში განხილულია ასასახი ობიექტისა და მრტ-ის მეთოდებით მიღებულ მონაცემებს შორის არსებული შესაბამისობის მათემატიკური ფორმულირება. აღნიშნულია, რომ ქსოვილის რელაქსაციის პროცესები შეიძლება გავლენას ახდენდნენ აღწერილ მოვლენებზე, თუკი გრადიენტის ზრდის პერიოდი ტოლია ან აღემატება ქსოვილის რელაქსაციის დროებს.

ავტ.

 

9.4.2. ხახვისებრი სტრუქტურის ნახშირბადის მიკროტალღური გამოყენებები. /. კუჟირი, . პადდუბსაკაია, . მაქსიმენკო, . შენდეროვა/. Nano Studies. - 2011. - #4. - გვ. 103-112. - ინგლ.; რეფ.: ქართ., ინგლ.

წარმოდგენილია ახალი მსუბუქი პოლიმერული კომპოზიტი ხახვისებრი სტრუქტურის ნახშირბადის ფუძეზე მაღალი ელექტრომაგნიტური დაცვისუნარიანობით სიხშირულ დიაპაზონში 26 − 37 გიგაჰც. ხახვისებრი სტრუქტურის ნახშირბადი მიღებულია მსხვილმასშტაბური საწარმოო ტექნოლოგიით, რომელიც ეფუძნება ნანოალმასის გამოწვით დეტონაციას ვაკუუმის (ან ინერტული ატმოსფეროს) პირობებში. ექსპერიმენტულად დადასტურდა, რომ შესაძლებელია ხახვისებრი სტრუქტურის ნახშირბადის ელექტრომაგნიტური დაცვისუნარიანობის სიდიდის ოპტიმიზება ნანონახშირბადის კლასტერების ზომებისა და ნანოალმასის გამოწვის ტემპერატურის ვარირებით ისე, რომ შექმნილი იქნეს დანაფარები ეფექტური ელექტრომაგნიტური დაცვისათვის.

ავტ.

 

9.4.3. მდინარეებში წყალდიდობის გავრცობის კომპიუტერული იმიტაციის თეორიული საფუძვლები. /. კილაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2011. – . 5. - #1. – გვ. 81-83. – ინგლ.; რეზ.: ინგლ., ქართ.

წყალდიდობა მდინარეებში განიხილება როგორც წყლის დაუმყარებელი მოძრაობა, რომელიც აისახება სენ ვენანის არაწრფივ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემით. წარმოდგენილია ამ განტოლებათა ამოხსნის ახალი რიცხვითი მეთოდი მდგრადი სასრულ-სხვაობიანი სქემების და მატრიცული გატარების მეთოდის გამოყენებით, რომელიც გამოირჩევა გაზრდილი შესაძლებლობებით ბუნებაში არსებული რთული საწყისი და სასაზღვრო პირობების დროს. ეს მეთოდი გამოყენებადია მდინარეში წყალდიდობის კომპიუტერული იმიტაციის მისაღწევად.

ავტ.

 

9.4.4. აფეთქებაუსაფრთხო შენადნობებისაგან ნაკეთობის მიღების ტექნოლოგია. /. ცირეკიძე, . გორდე­ზიანი, . გორდეზიანი/. საჰაერო ტრანსპორტი. – 2011. - #1(6). - გვ. 48-55. – რუს.; რეზ.: ინგლ., ქართ.

წარმოდგენილია აფეთქებაუსაფრთხო სპილენძის ფუძეზე შენადნობების წარმოების ტექნოლოგია და რეკომენდაციები ამ შენადნობებისაგან მიღებული დეტალების და ინსტრუმენტების უფრო ფართოდ გამოსაყენებლად აფეთქებასაფრთხიან გარემოში, რომელიც შეიძლება საავიაციო, ნავთობქიმიურ, აირსამრეწველო და სხვ საწარმოებში წარმოიშვას.

ავტ.

 

9.4.5. ნახშირის მრეწველობის ნარჩენებისაგან ჰუმატური პრეპარატის მიღების შესაძლებლობები. /. თოთიბაძე, . კაკულია, . მალაშხია, . ქართველიშვილი, . ლომიძე, . ჩუბინიძე, . გურული/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #1-3. – გვ. 39-42. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია ქვანახშირის მრეწველობის ნარჩენებისაგან თანამედროვე ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიებით გადამუშავებული სოფლის მეურნეობისათვის აუცილებელი სასუქების და მცენარეთა ზრდის სტიმულატორების მიღების შესაძლებლობა. მოცემულია იმ გამოკვლევების შედეგები, რომელთა მიზანი იყო ტყიბულის ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკის ნარჩენებისაგან ნახშირების ტუტის ექსტრაქციით უბალასტო ნატრიუმის ჰუმატების მიღება. შერჩეულ იქნა პარამეტრები, რომლებიც უზრუნველყოფდა ჰუმატების ამოღების მაღალ ხარისხს. დადგენილ იქნა პროცესის ოპტიმალური პარამეტრები: ნახშირისა და ტუტის შეფარდება, ნაწილაკების სისხო, ნატრიუმის ტუტის კონცენტრაცია და სხვ. ნახშირის ნარჩენებისაგან ამოღებულ იქნა 36% ჰუმუსი. გამოკვლევები ჩატარდა ლაბორატორიულ პირობებში, რომელთა საფუძველზეც დადგინდა, რომ შესაძლებელია ტყიბულის ნახშირის ნარჩენებისაგან ჰუმატური პრეპარატების მიღება.

ავტ.

 

9.4.6. ექსტრუზიული გაბერვის მეთოდით პოლიმერული ფირის მიღების პროცესის მათემატიკური მოდელირება: გამოთვლითი ექსპერიმენტი. /. თვალჭრელიძე, . საღრიშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #1-3. – გვ. 68-72. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

მოცემულია გაბერვისას სახელოსებრი ფირის ფორმირების პროცესის მათემატიკური მოდელირების შედეგები. გამოკვლეულია სახელოში შიგა წნევისა და გამოწელვის სიჩქარის გავლენა გაბერილი ფირის დაჭიმულ-დეფორმირებული მდგომარეობის კინეტიკაზე.

ავტ.

 

9.4.7. მუდმივი სამაგრის აგების პროცესის საანგარიშო მათემატიკური მოდელი. /. ჭურაძე, . კილასონია, . ცერცვაძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2011. - #1-3. – გვ. 84-87. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.

განხილულია თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების წარმატებული დანერგვისათვის საჭირო ადეკვატური საანგარიშო მრავალეტაპიანი და მრავალსაფეხურიანი მოდელი, რომელიც განკუთვნილია სასრულ ელემენტთა მეთოდის გამოყენებისათვის და ითვალისწინებს გვირაბის აგების ეტაპებს ყველა სავარაუდო პირობებში. მოდელი ითვალისწინებს აგრეთვე სისტემაში სამაგრი-მასივიგანვითარებულ დეფორმაციებს და ამის შედეგად სისტემის დაძაბული მდგომარეობის ცვლილებას დროსა და სივრცეში.

ავტ.