თემატური რუბრიკები

ა. საზოგადოებრივი მეცნიერებები

ა1. სახელმწიფო და სამართალი. იურიდიული მეცნიერებები
ა2. სოციოლოგია. დემოგრაფია
ა3. ეკონომიკა
ა4. განათლება
ა5. ინფორმატიკა

ა6. სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები

ბ. საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

ბ1. მათემატიკა. მექანიკა. ფიზიკა. კიბერნეტიკა
ბ2. ქიმია. ბიოლოგია
ბ3. გეოლოგია. გეოდეზია
ბ4. გეოგრაფია. კარტოგრაფია. ასტრონომია
ბ5. სხვა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

გ. ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებები. ეკონომიკის დარგები

გ1. ენერგეტიკა
გ2. ელექტროტექნიკა. ელექტრონიკა. რადიოტექნიკა. კავშირგაბმულობა
გ3. ავტომატიკა და ტელემექანიკა. გამოთვლითი ტექნიკა
გ4. სამთო საქმე. მეტალურგია. ქიმიური მრეწველობა
გ5. მანქანათმშენებლობა. ხელსაწყოთმშენებლობა
გ6. მსუბუქი მრეწველობა
გ7. კვების მრეწველობა
გ8. მშენებლობა. არქიტექტურა
გ9. სოფლისა და სატყეო მეურნეობა. თევზის მეურნეობა
გ10. წყლის მეურნეობა. მელიორაცია
გ11. საგარეო და შიდა ვაჭრობა. ტურიზმი
გ12. ტრანსპორტი
გ13. მედიცინა. ჯანდაცვა

დ. დარგთაშორისი პრობლემები

დ1. ორგანიზაცია და მართვა
დ2. გარემოს დაცვა. ეკოლოგია
დ3. სტატისტიკა
დ4. სხვა დარგთაშორისი პრობლემები

 

ა. საზოგადოებრივი მეცნიერებები

ა1. სახელმწიფო და სამართალი. იურიდიული მეცნიერებები

უაკ 339.137.2
ა1.1. კონკურენციის პოლიტიკის რეალიზაციის შემაფერხებელი გარემოებები საქართველოში. /ს. ფეტელავა/. სოციალური ეკონომიკა. – 2006. _ #5. – გვ. 106-113. – ქართ.; რეზ.: რუს.
მსოფლიოში მიმდინარე ინტეგრაციის პროცესების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია ანტიმონოპოლური რეგულირების მექანიზმების სრულყოფა. ამ საქმეში მნიშვნელოვანია სამართლებრივი ბაზის როლი. გაანალიზებულია კონკურენციის საკითხებზე საქართველოში არსებული სამართლებრივი ნორმები და მოცემულია მისი განსხვავება განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ და საქართველოში მოქმედ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობებს შორის. მოცემულია საქართველოში მოქმედი საკონკურენციო სამართლებრივი ნორმების აღსრულების უმთავრესი ხელისშემშლელი ფაქტორები და ის კონკრეტული მიზეზები, რომელთა აღმოფხვრა ხელს შეუწყობს კონკურენციის არსებული სამართლებრივი ნორმების შემდგომ სრულყოფას.
ავტ.

უაკ 34.01:502.656
ა1.2. წყლის რესურების მართვის არსებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი. /ქ. დგებუაძე, ი. კავილაძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები _ 2006. _ #4-6. _ გვ. 13-16. _ ქართ.; რეზ: ქართ., რუს., ინგლ.
დღესათვის არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ნარჩენების რაოდენობის, შედგენილობისა და მართვის მეთოდების შესახებ, რის გამოც შეუძლებელია ამ პროცესების შედეგად წყლის რესურსების გაჭუჭყიანების ხარისხის განსაზღვრა. საქართველოში მიღებულია დაახლოებით 30 კანონი, რომლებშიც მეტ-ნაკლებადაა ასახული წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხები. აღნიშნული კანონების ანალიზის დროს წარმოიქმნება ბევრი ისეთი საკითხი, რომლებიც საკანონმდებლო ბაზაში შესწორებათა შეტანას მოითხოვს. კანონი საკმაოდ მკაცრად უნდა არეგულირებდეს როგორც წყლის გამოყენების, ასევე გამოყენებული წყლის მართვის მექანიზმებს.
ავტ.

ა2. სოციოლოგია. დემოგრაფია

უაკ 330.59
ა2.1. მოსახლეობის ცხოვრების დონის თვითშეფასების ძირითადი შედეგები. /ო. შურღაია/. სოციალური ეკონომიკა. – 2006. _ #5. – გვ. 35-42. _ ქართ.; რეზ. რუს.
გაანალიზირებულია პოსტსოციალისტურ პერიოდში საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილებები. სოციოლოგიური გამოკითხვით რესპოდენტთა მხოლოდ 1,3% მიიჩნევს თავისი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას როგორც კარგს – ფულის ხარჯვა შეუძლია თავისუფლად; 16,4% - საშუალოდ – ადვილად იკმაყოფილებს ყოველდღიურ მოთხოვნილებებს; 31,5% თვლის, რომ მისი ოჯახის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – მეტ-ნაკლებად იკმაყოფილებს ყოველდღიურ მოთხოვნილებებს, 30,8% - ნაკლებად დამაკმაყოფილებელი – შემოსავალი ძირითადად კვებისთვის ყოფნის; 20,2% - ცუდი – შემოსავალი კვებისთვისაც არ ყოფნის. გამოკითხულთა 58,3%-ს აზრით ქვეყნის და მისი ოჯახის სიღარიბის მიზეზია კორუფცია, უმუშევრობა, დაბალი ხელფასი, ეკონომიკური რეფორმების დაბალი ეფექტურობა და სხვ. 0,7% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სრულად ან საკმარისად, ხოლო 16,3% ნაწილობრივ ახორციელებს საჭირო ღონისძიებებს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ხოლო 75,9%-ს ამ საკითხზე საპირისპირო აზრი აქვს. მხოლოდ 2,5% ვარაუდობს, რომ შესამჩნევად, 15,3% კი უმნიშვნელოდ გაუმჯობესდება ეკონომიკური მდგომარეობა. 28,5% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, 17,9% კი – შესამჩნევად გაუარესდება. 36,2%-ს აზრით ასეთი პესიმიზმის მიზეზია ეროვნული სიმდიდრის უსამართლო განაწილება, 36,0%-ს აზრით – ხელისუფლების პოლიტიკური ნების უქონლობა, 25,2%-ს აზრით - სამამულო წარმოების დაჩქარებული განვითარებისადმი უყურადღებობა, ხოლო 25,5%-ს აზრით ეკონომიკური და სოციალური განვითარების მკაფიო სახელმწიფო პროგრამების უქონლობა.
ავტ.

ა3. ეკონომიკა

უაკ 368
ა3.1. ანაბრების დაზღვევის სისტემა: არსი, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები. /გ. კონტრიძე/. სოციალური ეკონომიკა. – 2006. _ #5. – გვ. 132-145. _ ქართ.; რეზ. რუს.
ანაბრების დაცვის სისტემების შექმნა არის მეანაბრეთა ინტერესების დაცვის და საბანკო სისტემის სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებელი პირობა. მოცემულია საქართველოში არსებული ის ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს ანაბრების დაზღვევის სისტემის შექმნის შესაძლებლობას; განხილულია საკითხები, რომელთა გადაწყვეტა საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად, კერძოდ, ანაბრებზე მიღებული შემოსავლის დაბეგვრის გაუქმება, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დონის შემცირება და სხვ. აღწერილია საქართველოში ანაბრების დაზღვევის სავარაუდო მოდელი, მისი საკვანძო ელემენტები და მექანიზმები, აგრეთვე ხაზგასმულია ის შედეგები, რომელსაც სახელმწიფო, ბანკები და მეანაბრეები მიიღებენ ამ სისტემის დანერგვით.
ავტ.
უაკ 368

ა3.2. საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარების ტენდენციები და მიმართულებები. /ლ. პიტიურიშვილი/. სოციალური ეკონომიკა. – 2006. _ #5. – გვ. 53-60. _ ქართ.; რეზ. რუს.
საქართველოს სადაზღვევო სისტემის ფორმირების საწყის ეტაპზე სადაზღვევო მომსახურების ასორტიმენტი ძალიან მცირე იყო. 1998 წლიდან დაიწყო სადაზღვევო ბაზრის ზრდა და კომპანიების გამსხვილების პროცესი. დღეისათვის მოქმედებს 14 სადაზღვევო კომპანია. მოცემულია საქართველოს სადაზღვევო ბიზნესის მდგომარეობა და მისი განვითარებისათვის გასატარებელი ღონისძიებები.
ავტ.

ა4. განათლება

უაკ 681.3.06
ა4.1. ტესტურ დავალებათა ბაზით შესასწავლი თემების დაფარვის ამოცანა. /ზ. ბოსიკაშვილი, დ. კაპანაძე, მ. კიკნაძე, ნ. თოფურია/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 48-50. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია ცოდნის დონის შესაფასებელი დავალებების ბაზა თუ რამდენად კორექტულად ფარავს შესასწავლ დისციპლინაში არსებულ თემებს. ამ ამოცანის გადასაწყვეტად შემოღებულია შეფასებათა ფუნქცია, რომლის მიხედვით გამოითვლება დავალებების მიერ თემების მიმდინარე სასურველი დაფარვის ხარისხის მნიშვნელობები და მათ შორის განსხვავების შეფასების კრიტერიუმი. ლიტ. დას. 3.
ავტ.

უაკ 681. 322(62-8)
ა4.2. მექანიკური ამძრავების სასწავლო დაპროექტების კომპიუტერიზაციის შესახებ. /ნ. ბარძიმაშვილი, კ. უთურგაიძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 54-56. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განზოგადებულია სასწავლო დაპროექტების პროცესის კომპიუტერიზაციის გამოცდილება. აღნიშნულია კომპიუტერიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები. განხილულია ოპტიმიზაციის კრიტერიუმის არჩევის საკითხები და სასწავლო დაპროექტებისას კომპიუტერული მეთოდების გამოყენების შესაძლო პერსპექტივები. ილ. 1, ლიტ. დას. 6.
ავტ.

ა5. ინფორმატიკა

უაკ 681.3.06
ა5.1. გამოსახულებათა წარმოდგენა და ამოცნობა ათვლის ათობით სისტემაში. /მ. ჩხაიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები _ 2006. _ #4-6. _ გვ. 25-27. _ ქართ.; რეზ: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია ქართულ ნაბეჭდ სიმბოლოთა ამოცნობის მეთოდი, სადაც სასწავლო ნაკრების რეალიზაციები წარმოდგენილია ათვლის ათობით სისტემაში. რაც შეეხება ეტალონური აღწერების აგებას, გამოიყენება ლიტერატურაში ცნობილი სტატისტიკური ეტალონების მეთოდი, ანუ სიმკვრივეთა განაწილების ნორმალური კანონი. უცნობი რეალიზაციისა და ეტალონების შედარების მსგავსების ზომად გამოიყენება ჰემინგის მეტრიკა. კვლევისას დადასტურდა, რომ აღწერილი მეთოდი საკმაოდ საიმედოდ ამოიცნობს ქართულ ნაბეჭდ სიმბოლოებს, თუმცა მასში არ დევს საეჭვო რეალიზაციებისათვის გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის ალგორითმი, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ქართული ნაბეჭდი სიმბოლოების ამომცნობ სისტემაში აღნიშნული მეთოდი სრულდება ამოცნობის ბოლო საფეხურზე. აღწერილი ალგორითმის შესაბამისი პროგრამული მოდული შესრულებულია დაპროგრამების გარემო C++Builder -ში.

უაკ 008
ა5.2. ქალაქის ინფორმატიზაციის კონცეფცია. /მ. ხართიშვილი, ზ. გასიტაშვილი/. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #1 (459). _ გვ. 58-62. – ქართ.
შემოთავაზებულია ქალაქის ინფორმატიზაციის კონცეფცია, რომელიც მოიცავს ინფორმაციის ანალიზის სისტემის დამუშავებას. ქალაქის ეფექტური მართვისათვის საჭიროა დამუშავდეს შემოთავაზებული მიდგომის, როგორც ცალკეული ელემენტების, ასევე კომპლექსური სისტემა. აღნიშნული ნაშრომი წარმოადეგენს კომპლექსურ სამოქმედო პროგრამას ქალაქის მართვის პრობლემების გადასაწყვეტად.
ავტ.

ბ. საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

ბ1. მათემატიკა. მექანიკა. ფიზიკა. კიბერნეტიკა.

უაკ 519.7
ბ1.1. ხელოვნური ნეირონული ქსელების სწავლების ერთი მეთოდის შესახებ. /რ. ჩოგოვაძე/. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #1 (459). _ გვ. 54-58. – ქართ.
შემოთავაზებულია ფორმალური ნეირონების სწავლების ავტონომიური მეთოდი. თეორიული და ექსპერიმენტული გამოკვლევებით მიღებული შედეგები შესაძლებლობას იძლევა სინთეზირებულ იქნეს გადასაწყვეტი ამოცანის ადეკვატური ხელოვნური ნეირონული ქსელი და განხორციელდეს მისი ეფექტური სწავლება როგორც საიმედოობის, ასევე ოპერატიულობის თვალსაზრისით. ილ. 1, ლიტ. დას. 4.
ავტ.

უაკ 519.245
ბ1.2. შენაცვლების პრიორიტეტული მომსახურება ტექნიკურ სისტემებში. /დ. გულუა, ზ. ბაიაშვილი, ს. მანია/. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #1 (459). _ გვ. 65-69. – რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
ბოლო დრომდე არ შექმნილა აღდგენადი ელემენტების მქონე მრავალკომპონენტებიანი რეზერვირებადი სისტემების მოდელი მწყობრიდან გამოსული ელემენტის შეცვლის დროის ხანგრძლივობის გათვალისწინებით. განხილულია რეზერვირებადი ტექნიკური სისტემა შენაცვლების პრიორიტეტებით. აგებულია სისტემის სტოქასტიკური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს სისტემაში მწყობრიდან გამოსული ელემენტის შეცვლის დროის ხანგრძლივობას. სისტემის მდგომარეობის ფინალური ალბათობებისათვის მიღებულია წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემა. ლიტ. დას. 5.
ავტ.
უაკ 519.712

ბ1.3. ავტომობილების გასწრების პროცესის მათემატიკური მოდელი. /რ. ცხვარაძე, ზ. ბოგველიშვილი, რ. ველიჯანაშვილი/. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #1 (459). _ გვ. 76-80. – ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია ავტომობილების ერთეულადი გასწრების პროცესის ანალიზი სატრანსპორტო ნაკადში. შემოთავაზებული მათემატიკური მოდელი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც ალგორითმი ავტომატური მოწყობილობისათვის, რომელიც მძღოლს მიაწოდებს ინფორმაციას გასწრების მანევრის დასაწყისში შუქური ან ხმოვანი სიგნალის სახით გასწრების პროცესის უსაფრთხოდ განსახორციელებლად. ილ. 3, ლიტ. დას. 4.
ავტ.
უაკ 517.51

ბ1.4. ა. ვაინშტაინის მრუდწირული და ბრტყელი სინგულარული ინტეგრალების სასაზღვრო თვისებები. /ზ. ნაცვლიშვილი/. _ ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2006. _ #1. _ გვ. 39-52. – რუს.; რეზ. ინგლ.
დადგენილია იმ ფუნქციათა სასაზღვრო თვისებები, რომლებიც განსაზღვრულია მრუდწირული და ბრტყელი არეების სხვადასხვა კლასებში. შესწავლილია სინგულარული ინტეგრალები საზღვრის წერტილების მახლობლობაში. ამასთან ერთად შესწავლილია აღნიშნული ინტეგრალების არსებობის საკითხი კონკრეტულ სიმრავლეებზე. სამუშაო იწვევს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ინტერესს.
ავტ.

უაკ 514.18
ბ1.5. ჰომოლოგია და მისი გამოყენება მხაზველობითი გეომეტრიის ამოცანებში. /ზ. კვინიკაძე, მ. ძიძიგური/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 124-128. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
განხილულია სივრცის ჰომოლოგიის თეორიული ასპექტები და მისი გამოყენება მხაზველობითი გეომეტრიის კონკრეტული ამოცანების ამოხსნის დროს. კერძოდ, პირველ ორ მაგალითში ნაჩვენებია მოცემული ზედაპირის ჰომოლოგიური ზედაპირის აგება, ხოლო მესამეში განსაზღვრულია ზედაპირისა და სიბრტყის თანაკვეთის წირი. ილ. 5, ლიტ. დას. 3.
ავტ.

უაკ 514.18
ბ1.6. მონათესავე ფიგურების ფართობების პროპორციულობა. /ზ. კვინიკაძე, გ. შენგელია/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 132-134. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
აფინურ გეომეტრიაში ცნობილია, რომ მონათესავე ფიგურების ფართობები პროპორციულია. ნაჩვენებია ამ დებულების პრაქტიკული რეალიზაციის ასპექტები, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მანქანათმშენებლობის ობიექტების დაგეგმარების დროს. განხილულია კონკრეტული მაგალითები. ილ. 3, ლიტ. დას. 2.
ავტ.

უაკ 515-1
ბ1.7. ანარეკლები. /კ. სურმავა/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 135-138. _ რუს.; რეზ. ინგლ.
განხილულია სივრცითი ფიგურების ცილინდრულ და სფერულ სარკეებზე ანარეკლების აგება.
გამოსახულებები მიიღება დამახინჯებული ფორმის, რადგან სწორი ხაზები ღებულობენ წრის ფორმას, სხვა მრუდები კი – უფრო მაღალი ხარისხის სიმრუდეს. მრუდ სარკეებში ანარეკლის მისაღებად გამოყენებულია სივრცის სფერული გარდაქმნის მეთოდი. ილ. 4, ლიტ. დას. 3.
ავტ.

უაკ 515.592.6
ბ1.8. ანარეკლების აგება პერსპექტივაში. /კ. სურმავა/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 141-147. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
განხილულია გეომეტრიული ფიგურების სარკისებრი ანარეკლების პერსპექტივაში აგების ახალი მეთოდი, რაც წარმოადგენს არქიტექტურული გამომსახველობის თანამედროვე საშუალებას. ილ. 6, ლიტ. 3.

უაკ 05.13.16
ბ1.9. მაღლივნიშნულებიანი გეგმილების მეთოდის განვრცობა R4 სივრცისთვის (მეორე ვარიანტი). /ნ. ნოზაძე/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 148-152. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
სამუშაოს რიცხვითნიშნულებიანი გეგმილების კლასიკური მეთოდისა და მაღლივნიშნულებიანი გეგმილების ერთობლივი გამოყენებით ევკლიდეს R4 სივრცის სიბრტყეზე ასახვის ახალი მოდელის აგება. ნაჩვენებია ამ მოდელის აგების შესაძლებლობა და განხილულია ძირითადი პოზიციური ამოცანები R4 სივრცისათვის. ეს მეთოდი ძალზე მოსახერხებელია სამთოგეომეტრიისა და სამარკშრაიდერო საქმის ამოცანების ამოხსნის დროს.

უაკ 515.3; 514.142
ბ1.10. აფინური გარდაქმნები და მათი გამოყენება აქსონომეტრიაში. /გ. ჩიტაიშვილი, ზ. კვინიკაძე, ნ. ნოზაძე/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 155-159. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
განხილულია პერსპექტიულ-აფინური (ნათესაური) შესაბამისობა და მათი გამოყენება აქსონომეტრიის კონკრეტულ ამოცანებში. ეს შესაბამისობა ინარუნებს პერსპექტიული კოლინეაციის ყველა თვისებას და, გარდა ამისა, საკუთარი ნიშანდობლივობითაც ხასიათდება. ნათესაური შესაბამისობის გამოყენებით შეიძლება ამოიხსნას როგორც პოზიციური, ასევე მეტრული ამოცანები. განხილულია ორი პოზიციური ამოცანის ამოხსნა პერსპექტიულ-აფინური (ნათესაური) შესაბამისობის გამოყენებით. ილ. 4, ლიტ. დას. 7
ავტ.

უაკ 674.8
ბ1.11. ფიზიკური მოვლენები, რომლებსაც ადგილი აქვს ვაზის ლერწის შენახვის დროს. /ბ. ბოქოლიშვილი, ქ. ჭკუასელი/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 153-154. - რუს.; რეზ. ინგლ.
განხილულია მერქნის ბურბუშელისა და მერქნის ბოჭკოს ფილების საწარმოს ნედლეულის საწყობში ვაზის ლერწის შენახვის რამდენიმე რეკომენდაცია. მოცემულია ვაზის ლერწის განმასხვავებელი ნიშნები არასამასალე მერქნისა და ხის დამამუშავებელი მრეწველობის ნარჩენებთან შედარებით. ლიტ. დას. 4.
ავტ.

უაკ 551.49:556.32
ბ1.12. ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს კონცეპტუალური მოდელის შედგენა ოპტიმალური საექსპლუატაციო რეჟიმის შერჩევის მიზნით. /ი. ლომინაძე, ჯ. გაბეჩავა, ვ. გვახარია, დ. გირგვლიანი, გ. ღამბაშიძე, ნ. ცირღილაძე/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 63-67. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
აღწერილია ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს საექსპლუატაციო მარაგების შეფასება ჰიდრავლიკური მეთოდით. გამოთვლაში გამოყენებულია უმცირეს კვადრატთა მეთოდი და საშუალო შეწონილ სიდიდეთა პრინციპი. გათვალისწინებულია მათემატიკური მეთოდის აღწერის დასაშვები ცდომილება. შეფასებულია თითოეული უბნის საექსპლუატაციო მარაგები და მოცემულია ექსპლუატაციის ოპტიმალური რეჟიმის დებიტები ცალკეული ჭაბურღილებისათვის. ილ. 2, ცხრ. 2, ლიტ. დას. 15.
ავტ.

უაკ 513.75
ბ1.13. პირველი კლასის შემხები გარდაქმნის კონსტრუირება სიბრტყის აფინური გარდაქმნის გამოყენებით. /მ. ჭელიძე, ს. შონია/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა _ 2006. _ #1. _ გვ. 15-23. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.
პირველი კლასის შემხები გარდაქმნების კერძო შემთხვევები კონსტრუირებულია სიბრტყის აფინური გარდაქმნის საფუძველზე. მიმმართველი განტოლებები მიღებულია ვექტორული სახით, რისთვისაც გამოყენებულია კოორდინატების გარდაქმნისა და მომვლების მოძებნის კომბინირებული მეთოდი. ბრტყელი წირები კონსტრუირებულია წინასწარ მოცემული პოზიციური და დიფერენციალურ-გეომეტრიული ხასიათის პირობების გათვალისწინებით.
ავტ.

უაკ 539.371
ბ1.14. რგოლური სექტორის ფორმის მქონე მრუდწირული მოხაზულობის სწორკუთხა ფილის დრეკად-პლასტიკური ღუნვის შესახებ. /თ. შუკაკიძე/. ტრანსპორტი და მანქამათმშენებლობა. _ 2006. _ #1. _ გვ. 53-60. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.
რგოლური სექტორიალური ფილის დრეკად-პლასტიკური ღუნვის კვლევისათვის გამოყენებულია ა.ა. ილიუშინის ვარიაციული განტოლება. დრეკადი ამოცანის ამოხსნისათვის გამოყენებულია კოლოკაციის მეთოდი. დაწვრილებით განხილულია წრფივი კიდეებით სახსრულად დაყრდნობილი ფილები: ა) ხისტად ჩამაგრებული და ბ) სახსრულად დაყრდნობილი მრუდწირული კიდეებით. მიღებული შედეგების საფუძველზე აგებულია ნახაზები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ დატვირთვის ზრდასთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ პლასტიკური ზონების გავრცელების თანამიმდევრობაზე.
ავტ.

უაკ 621.01
ბ1.15. მოძრავი სისტემების ბრტყელი მოდელირება მათი კინემატიკური ანალიზისა და სინთეზისათვის. /ჯ. უფლისაშვილი, ნ. ნათბილაძე/. - ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. _ 2006. _ #1. _ გვ. 81-86. _ რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.
განხილულია პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებული ხუთრგოლა სახსრული სფერული მექანიზმები ორი თავისუფლების ხარისხით, შემუშავებული და განხილულია მათი სქემები. შემავალი რგოლების მოცემული მდებარეობისათვის მექანიზმის მოსაზღვრე რგოლებს შორის კუთხეების სიმაღლის განსაზღვრისათვის, ვაგებთ დიდი წრეების ინვერსიებს, რომლებიც გადიან კინემატიკური წყვილების ცენტრებზე. ისინი აგრეთვე იქნებიან შემოსაზღვრულები. წრეწირთა შემხები შემოსაზღვრული კუთხე იდენტური იქნება მოსაზღვრე რგოლების შესაბამისი კუთხის. მოცემულია ბრტყელი მოდელების სქემათა აგების მიმდინარეობა.
ავტ.

უაკ 541.1
ბ1.16. ბრტყელი ტალღის გავლა პერიოდული მესრის მქონე სამფენოვან დიელექტრიკში. /შ. დეკანოსიძე, გ. კეკელია, ი. ქევანიშვილი, ა. რობიტაშვილი, გ. ჩიხლაძე/. სტუ-ს შრომები. _ ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. _ 2006. _ #1. _ გვ. 97-100. _ რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.
გამოკვლეულია ბრტყელი ელექტრომაგნიტური ტალღის გავლა პერიოდული მესრის მქონე სამფენოვან დიელექტრიკში. თავისუფალი სივრციდან დაცემული ეს ტალთა ნაწილობრივ ირეკლება კონსტრუქციისგან, ნაწილობრივ კი ყველა დიელქტრიკულ ფენას გადის, წარმოქმნის რა გავლილ ტალღას. კვლევის მიზანია გავლილი ტალღის სიდიდის და მისი გავლის კოეფიციენტის განსაზღვრა და იმ პირობების დადგენა, როდესაც ტალღის ამპლიტუდა მაქსიმალური იქნება. ჩაწერილია ველის გამოსახულებები სტრუქტურის ყველა არეში, კერძოდ, ცალკეულ დიელექტრიკულ ფენებში ველი გამოისახება მდგარი, ბრტყელი ტალღების სახით, ხოლო გავლილი ტალღა აღიწერება ჰანკელის მეორე რიგის ფუნქციით. სასაზღვრო პირობების დაცვის შემდეგ მიიღება წრფივ განტოლებათა სისტემა ველის კოეფიციენტებისთვის, რის შედეგად განისაზღვრება გავლის კოეფიციენტის გამოსახულება და პირობები, როდესაც იგი უტოლდება ერთს. დადგენილია გავლის კოეფიციენტის რთული დამოკიდებულება კონსტრუქციის პარამეტრებზე და გარსაცმის ფუნქციონირების ოპტიმალური რეჟიმი, გამომდინარე დაცემული ტალღის სიგრძის, ფენების დიელექტრიკული შეღწევადობებისა და კონსტრუქციის პარამეტრების ურთიერთ დამოკიდებულებიდან.
ავტ.

უაკ 531.8
ბ1.17. ოთხრგოლა ბერკეტული მექანიზმების ოპტიმალური სინთეზი მინიმალური წონის მიხედვით. /თ. კახეთელიძე/. _ ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. _ 2006. _ #1. _ გვ. 70-75. რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.
განხილულია მრუდმხარა ცოცია და მრუდმხარა მხრეულიანი მექანიზმების სინთეზის საკითხები რგოლების მინიმალური ჯამური წონის მიხედვით. მეთოდი დაფუძნებულია ეგმ-ის გამოყენებით გამიზნული ძიების პრინციპზე. მექანიზმის რგოლების წონები გამოითვლება სიმტკიცეზე ანგარიშის შედეგად და ხდება მათი თანდათანობითი დაზუსტება.
ავტ.

უაკ 621.01
ბ1.18. სივრცითი (სფერული) მექანიზმების კვლევა მონოგეგმილების გამოყენებით. /ჯ. უფლისაშვილი, ზ. ნაცვლიშვილი, გ. ნამგალაძე, გ. ცერცვაძე./. _ ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2006. _ #1. _ გვ. 10-14. _ ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.
სრულიად ახლებურადაა განხილული მექანიზმების ანალიზისა და კვლევისადმი მიძღვნილი ვიზუალური თუ ანალიზური აპარატი. ეს მოდელი საშუალებას იძლევა მარტივად გადავწყვიტოთ მექანიზმების კონსტრუირების საკითხები, დროულად გავთვალოთ კინემატიკური პარამეტრები და შევქმნათ თანამედროვე, ზუსტი, მდგრადი, მაღალმწარმოებლური ხელსაწყოები და აპარატები.
ავტ.

უაკ 621. 92
ბ1.19. თერმული ძაბვების გაანგარიშება ხეხვისას. /მ. თალაკვაძე/. _ ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. _ 2006. _ #1. _ გვ. 24_32. _ ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.
დროებითი და ნარჩენი ძაბვების საანგარიშოდ გამოყენებულია სხეულის დანაწილების მეთოდი, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასამუშავებელი დეტალი წარმოიდგინება როგორც ღეროების სისტემა, რომლებიც დამუშავების პროცესში ხურდებიან სხვადასხვა ტემპერატურამდე. მასალათა გამძლეობის მეთოდების გამოყენებით განისაზღვრება ძაბვების სიდიდე და აგრეთვე თითოეულ ღეროში გაფართოებისაგან გამოწვეული დეფორმაციები. მოცემულია თერმული ძაბვების გაანგარიშების მეთოდიკა ხეხვისას. ანგარიშისას მხედველობაშია მიღებული დასამუშავებელი მასალის ფიზიკო-მექანიკური მახასიათებლების დამოკიდებულება ტემპერატურისაგან.
ავტ.

უაკ 519.7
ბ1.20. ორცვლადიანი ფუნქციის კომბინირებული მათემატიკური მოდელები. /ი. გორჯოლაძე, ნ. გორჯოლაძე/. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #1 (459). _ გვ. 137-141. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
გამოვლენილია ცხრილით მოცემული ორცვლადიანი ფუნქციის ზოგიერთი კომბინირებული მათემატიკური მოდელის შემამოწმებელი კრიტერიუმები და მიღებულია მათი შესაბამისი ფუნქციის ანალიზური სახის დამდგენი ფორმულები. ცხრ. 3, ლიტ. 7.
ავტ.

უაკ 519.7
ბ1.21. სინგულარულად შეშფოთებული ავტონომიური სისტემის პერიოდული ამონახსნის არსებობის შესახებ. /გ. ქავთარაძე/. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #2 (460). _ გვ. 111-113. – რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია სინგულარულად შეშფოთებული ავტონომიური განტოლებათა სისტემა εx=F(x,y), ý = f(x,y), (ε→0+). არაკრიტიკულ შემთხვევაში (ზოგადი არაწრფივი შემთხვევა) დამხმარე სისტემების მეთოდით დადგენილია სისტემის პერიოდული ამონახსნის არსებობისა და ერთადერთობის კრიტერიუმი. ლიტ. 3.
ავტ.


უაკ 515.17
ბ1.22. პუასონისა და პუასონი-სტილტიესის გაწარმოებული ინტეგრალების სასაზღვრო თვისებები. /ს. თოფურია /. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #2 (460). _ გვ. 92-95. – რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
შესწავლილია სასაზღვრო თვისებები ჰარმონიული ფუნქციებისა, რომლებიც წარმოიდგინება პუასონისა და პუასონი-სტილტიესის გაწარმოებული შეუღლებული ინტეგრალებით. ლიტ. 1.
ავტ.

უაკ 515
ბ1.23. ტორისა და სფეროს თანაკვეთის წირის აგება კვადრატული გარდაქმნის გამოყენებით. /მ. დემეტრაშვილი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 126-130. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია საერთო სიმეტრიის მქონე ტორის და სფეროს თანაკვეთის სამი შემთხვევა. კვადრატული გარდაქმნის მეთოდის გამოყენებით გამარტივებულია თანაკვეთის მრუდის აგების პროცესი. კვეთის მრუდის ორი ზღვრული წერტილის კვადრატული გარდაქმნით განსაზრვრულია წრფის მონაკვეთი, ამ მონაკვეთის კუთვნილი წერტილების უკუგარდაქმნით კი მიღებულია საძიებელი მრუდი – ტორისა და სფეროს თანაკვეთის წირის ორთოგონალური გეგმილი. განსაზღვრულია მრუდის სახეობები. ილ. 5, ლიტ. დას. 2.
ავტ.

უაკ 513
ბ1.24. სიბრტყის ორთოგონალურ-ინვოლუციური კვადრატული ჰომოლოგია. /მ. ჭელიძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 130-136. _ რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
ჩატარებულია სიბრტყის ორთოგონალურ-ინვოლუციური კვადრატული ჰომოლოგიის კერძო შემთხვევის სინთეზური კვლევა. კერძო შემთხვევა განსაზღვრულია ორთოგონალურ-ინვოლუციურ წრფეთა კონის, არასაკუთრივი ცენტრის მქონე იგივურ წრფეთა კონისა და შესაბამის წერტილთა წყვილით. შესწავლილია შემოთავაზებული კონსტრუქციის ფუნდამენტური სისტემა, მიღებული სახეების თვისებები და სახეობები მათი წინასახისა და გარდაქმნის აპარატის მიმართ განლაგების შესაბამისად. გარდაქმნის შერჩეული გეომეტრიული აპარატი გრაფიკული ალგორითმის ლაკონურობით და კონსტრუქციის სიმარტივით აადვილებს მაღალი რიგის ალგებრული მრუდების მოდელირებას. ილ. 7, ლიტ. 8.
ავტ.

უაკ 681. 322.
ბ1.25. ორი ტიპის ოპერაციის პრიორიტეტული მომსახურების სისტემის მათემატიკური მოდელი. /დ. გულუა, ზ. ბაიაშვილი, ს. მანია, მ. ქიმოსტელი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 43-47. _ რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია ტექნიკური სისტემა ჩანაცვლების პრიორიტეტით. აგებულია სისტემის მათემატიკური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს სისტემაში მწყობრიდან გამოსული ელემენტის ჩანაცვლების დროის ხანგრძლივობას. შესწავლილია შემთხვევა, როდესაც ჩანაცვლებისა და აღმდგენი ორგანოების რაოდენობა აღემატება ერთს. სისტემის მდგომარეობის ფინალური ალბათობებისათვის მიღებულია წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემა. ლიტ. 7.
ავტ.

უაკ 519.624
ბ1.26. მეორე რიგის ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემებისათვის ორწერტილოვანი სინგულარული სასაზღვრო ამოცანის ამოხსნა სასრულ სხვაობათა მეთოდით. /გ. ტაბიძე/. - სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 100-106. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
დადგენილია (1) (2) სინგულარული ამოცანების ამოხსნადობის და ცალსახად ამოხსნადობის საკმარისი პირობები, სადაც f:]0,1[xR2m →R m ( m≥2, mєN) უწყვეტი ფუნქციაა, ამასთან, პირველი არგუმენტის მიმართ აქვს არაინტეგრირებადი სინგულარობები 0 და 1 წერტილებში. გამორკვეულია აგრეთვე მიმდევრობითი მიახლოებითი ამოხსნების შესახებ. ლიტ. დას. 5.
ავტ.

უაკ 51.517
ბ1.27. სფეროზე ფურიე-ლაპლასის გადიფერენციალებული მწკრივის ჩეზაროს მეთოდით შეჯამებადობის შესახებ. /ნ. მაჭარაშვილი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 106-110. _ რუს., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
შემოტანილია სფეროზე ლაპლასის განზოგადებული ოპერატორების ცნება და დამტკიცებულია დიფერენცირებული ფურიე-ლაპლასის მწკრივის შეჯამებადობის საკმარისობის პირობა (ც, α ). ლიტ. 4.
ავტ.

უაკ 669
ბ1.28 პლასტიკურობის მაჩვენებლების შემდგენების განსაზღვრა ცილინდრული ნიმუშის გაჭიმვაზე გამოცდისას. /ვ. კოპალეიშვილი, ი. ქაშაკაშვილი, ლ. კოტიაშვილი, თ. ლოლაძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 84-88. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
შემუშავებული და ექსპერიმენტულად შემოწმებულია ცილინდრული ნიმუშების გაჭიმვაზე გამოცდისას პლასტიკურობის მაჩვენებლებისა და მათი შემდგენების (მათ შორის, თანაბარი ფარდობითი შევიწროების) განსაზღვრის გაიოლებული მეთოდიკა. БРАЖ 9-4 ტიპის ალუმინიანი ბრინჯაოსათვის ექსპერიმენტულად არის განსაზღვრული თანაბარი ფარდობითი შევიწროებები როგორც გაწყვეტილი ნიმუშის დიამეტრების, ისე გაჭიმვის მრუდებზე სათანადო მონაკვეთების გაზომვით და Mიკროსოფტ Eხცელ კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით აგებულია მიღებული მონაცემების ურთიერთდამოკიდებულების გრაფიკი. ილ. 3. ლიტ. დას. 5.
ავტ.

უაკ 539.378.6
ბ1.29. დაქუცმაცების თეორია. /რ. ჯაფარიძე/. სმმეი-ს სამეცნიერო შრომათა კრებული. _ 2007. _ ტ. 49. _ გვ. 43-45. – ინგლ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განიხილება ფხვიერი მასალის ფრაქციული ზომის ცვლილების ენერგეტიკული ასპექტები, კერძოდ, როგორ იცვლება ერთეული მასის ფხვიერი მასალის ზომური მახასიათებელი დახარჯული მუშაობის მიხედვით - , ან ზღვარში - . მიდგომა შესაძლებელს ხდის შემოვიღოთ დამაქუცმაცებელი აგრეგატების ენერგო-კრიტერიალური შეფასებები.
ავტ.

უაკ 631.171
ბ1.30. დარტყმის თეორიისა და რეოლოგიის მეთოდები მიწათმოქმედების მექანიკაში. /რ. მახარობლიძე/. _ 2006. _ 314 გვ. – რუს.
მოცემულია აბსოლუტურად მყარი ტანის დრეკად-ბლანტ მცენარეულ მასალასთან დარტყმითი ურთიერთქმედების თეორია დარტყმის კლასიკური თეორიის, მსგავსების, განზომილებების და რეოლოგიის თეორიების გამოყენებით. ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო მასალებისათვის დეფორმაციის კანონები და რეოლოგიური მუდმივები დადგენილია ექსპერიმენტებით სპეციალურად დამზადებულ დანადგარზე. განხილულია დარტყმის დროს ურთიერთშემხები ზედაპირების ფორმების გავლენა დრეკად-ბლანტი მცენარეული მასალის დეფორმაციაზე კონტაქტის ზონაში. მეცნიერული დამუშავების საბოლოო შედეგების საფუძველზე მოყვანილია შესაბამისი მუშა ორგანოების პრაქტიკული გაანგარიშების მაგალითები.

ავტ.
უაკ 621.387.233
ბ1.31. პოლარული ტრიპლეტური ექსიპლექსების წარმოქმნის კინეტიკა და თერმოდინამიკა. /თ. ქოქრაშვილი, ლ. ჭაბუკიანი, გ. ქოქრაშვილი/. GEN. _ 2006. _ #4. _ გვ. 29-31. _ რუს., რეზ. ინგლ.
მიღებულია პარალელური ტრიპლეტური ექსიპლექსების (ტე) წარმოქმნის კინეტიკური და თერმოდინამიკური პარამეტრები. შესწავლილი ტე-ის უმრავლესობა წარმოიქმნება შეუქცევადი პროცესი მსვლელობისას, რომელიც მიმდინარეობს ხსნარში ტრიპლეტის ელექტრონის დონორის მოლეკულასთან ყოველი შეხვედრისას. ცხ. 1, ლიტ. დას. 4.
ავტ.

ბ2. ქიმია. ბიოლოგია

უაკ 661.642
ბ2.1. დარიშხანმჟავის მიღების ხერხი კალის წარმოების ნარჩენის ბაზაზე. /მ. ინჯია, ნ. ჩოჩია, ი. გიუაშვილი, მ. გურგენიძე, შ. ბოჭორიშვილი, რ. გიგაური/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. _ 2006. – ტ. 6. - #2. _ გვ. 123-127. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.
დამუშავებულია კალის წარმოების ნარჩენის ბაზაზე დარიშხანმჟავის მიღების ხერხი. ნაჩვენებია, რომ აღნიშნული კუდიდან დარიშხანი თითქმის რაოდენობრივად გამოიწვლილება ამილის სპირტებით (R = C5H11 ან იზო-C5H11), თუ გამოსავალ მასალას წინასწარ შეამჟავებენ კონცენტრირებული გოგირდმჟავით, ვიდრე სუსპენზიის (ნარჩენი + წყალი) PH < 3, ხოლო შემდეგ დაამუშავებენ სპირტებით აზეოტროპული შრობის მეთოდით წყლის გამოყოფის სრულ შეწყვეტამდე. მიღებული სპირტული ექსტრაქტების დაჟანგვის პროდუქტს განზავებული წყალბადის პეროქსიდით წარმოადგენს მაღალი სისუფთავის დარიშხანმჟავა. ამ დროს რაოდენობრივად რეგენერირდება შესაბამისი სპირტებიც: C5H11 ან იზო-C5H11.
ავტ.

უაკ 661.833:661.886
ბ2.2. ნატრიუმის პეროქსიდის ურთიერთქმედების პროდუქტები სურმის (IV) ოქსიდთან და ოქსოქლორიდთან. /რ. გიგაური, მ. კოპალეიშვილი, მ. რუსია, ხ. კასრაძე, ე. ვაჩნაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. _ 2006. – ტ. 6. _ #2. _ გვ. 128-130. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.
შესწავლილია ნატრიუმის პეროქსიდის (Nა2O2) ჰიდროქიმიური ურთიერთქმედება სურმის (IV) ოქსიდთან (Sb2O4) და ოქსოქლორიდთან (SBOC1). ნაჩვენებია, რომ პირველ შემთხვევაში რეაქციის პროდუქტს ნატრიუმის მეტაანთიმონატი (V) წარმოადგენს (NaSb03.Zn2O), ხოლო მეორე შემთხვევაში ამ უკანასკნელთან ერთად სუფრის მარილიც წარმოიქმნება. რეაქციის პროდუქტების გამოსავლიანობა თითქმის რაოდენობრივია.
ავტ.

უაკ 549.312:661.833
ბ2.3. ლუხუნის საბადოს (საქართველო) რეალგარის დაჟანგვა ნატრიუმის პეროქსიდით. /მ. ინჯია, ნ. პარუნაშვილი, ბ. ჯიოშვილი, ო. სეინიშვილი, რ. გიგაური/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. _ 2006. – ტ. 6. _ #2. _ გვ. 131-134. – რუს.; რეზ.; ქართ., ინგლ.
გამოკვლეულია ნატრიუმის პეროქსიდით რეალგარის დაჟანგვის შესაძლებლობა. ნაჩვენებია, რომ დასახელებული ჟანგვა-აღდგენითი რეაქცია მიმდინარეობს მორეაგირე ნივთიერებათა მოლური თანაფარდობით As2S2:Na202 = 1:3. შედეგად მიიღება ნატრიუმის მონოთიოარსენატი დოდეკაჰიდრატი, თითქმის რაოდენობრივი გამოსავლით. ახსნილია მიმდინარე პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
ავტ.

უაკ 661.888.1
ბ2.4. მდინარის წყლებში ვანადიუმის განსაზღვრისათვის. /ნ. ლორია, ნ. ლაბარტყავა, ნ. გოლიაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. _ 2006. – ტ. 6. _ #2. _ გვ. 135-136. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.
მდინარის წყლებში ვანადიუმის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა ფოსფორ-ვოლფრამული მეთოდი. მოწოდებულია ვანადიუმის წინასწარი კონცენტრირების მეთოდი იონიტების გამოყენებით. შემუშავებულია მცირე რაოდენობის ვანადიუმის სორბციის და ელუირების პირობები უნივერსალურ კათიონიტზე - КУ-2. დადგენილია, რომ ვანადიუმის სორბცია КУ-2-ზე ხდება 0,1N H2SO4 და HNO3 ხსნარებიდან, ელუირება კი - 2N H2SO4 და 1N Hჩლ ხსნარებიდან. თი დასაცილებლად მოწოდებულია ელუირებისათვის 1N HCl გამოყენება, რომელსაც დამატებული აქვს 3-5 მლ H2O2. ამ პირობებში ტიტანი H2O2-თან წარმოქმნის დადებით კომპლექსს [TiO(H2O2)]2+ და კათიონიტიდან არ გამოირეცხება.
ავტ.

უაკ 66.048.2
ბ2.5. დიჰიდროქსიდიორგანოსილოქსანების კონდენსაციის რეაქციები ეპიქლორჰიდრინთან. /მ. ისკაკოვა, ე. მარქარაშვილი, გ. მინდიაშვილი, ო. მუკბანიანი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. _ 2006. – ტ. 6. _ #2. _ გვ. 137-140. – რუს.; რეზ.; ქართ., ინგლ.
a,w-დიჰიდროქსიდიორგანოსილოქსანების ეპიქლორჰიდრინთან კონდენსაციით ნატრიუმის ტუტის 25% ხსნარის თანაობისას სხვადასხვა ტემტერატურაზე მიღებულია დიგლიციდოქსიდიორგანოსილოქსანური ოლიგომერები. დადგენილია კონდენსაციის რეაქციის ოპტიმალური პირობები. სინთეზირებული დიგლიციდოქსიდიორგანოსილოქსანების, ეპოქსიდური ფისის ედ-22-ის და ამინური ტიპის გამყარებელის საფუძველზე მიღებულია ახალი კომპოზიციური მასალები.
ავტ.

უაკ 547.361.2
ბ2.6. ფეროცენის რიგის მონო- და ბისვინილაცეტილენური სპირტები – სპეციალური დანიშნულების ახალი ეფექტური კატალიზატორები. შეტყობინება IV. /ე. გიგინეიშვილი, ლ. ასათიანი, ა. ფანჯიკიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. _ 2006. – ტ. 6. _ #2. _ გვ. 141-143. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.
შესწავლილია დიბენზოილფეროცენის ურთიერთქმედება ლითიუმის ვინილაცეტილენიდთან. სინთეზირე-ბულია ახალი ფეროცენის რიგის ბისვინილაცეტილენური სპირტი FK-2Г. შემუშავებულია აღნიშნული ტიპის სპირტების სინთეზის მოხერხებული პრეპარატული და ტექნოლოგიური მეთოდი. შესწავლილია სინთეზირებული სპირტის FK-2Г ანიონოტროპული გადაჯგუფების რეაქცია სხვადასხვა პირობებში. დადგენილია, რომ მეთანოლის არეში კატალიზატორის HგშO4 თანდასწრებით რეაქცია მიდის ანომალური მიმართულებით და გადაჯგუფების პროდუქტის ნაცვლად მიიღება ფეროცენშემცველი ბისვინილაცეტილენური სპირტის მეთილის ეთერი.
ავტ.

უაკ 665.71 (075.8)
ბ2.7. კვლევები ნავთობქიმიური სინთეზის სფეროში. /ქ. არეშიძე/. - 2006. _ 244 გვ. – რუს.
კრებულში განზოგადებულია იმ კვლევების შედეგები, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ტარდებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ქრ. არეშიძის ხელმძღვანელობით ნავთობქიმიური სინთეზის სფეროში, კერძოდ, ოლეფინური, დიოლეფინური, ალკენილარომატული, ალკენილციკლოჰექსანური მონომერებისა და ნიტრილების მიღების საქმეში ჰეტეროგენული კატალიზატორების – ბუნებრივი ალუმოსილიკატების და სინთეზური ცეოლიტების მოდიფიცირებული ფორმების მონაწილეობითა და მათ გარეშე. მოცემულია მასალები აქტუალური ნავთობქიმიური პროცესებისა და ნავთობქიმიის განვითარების პერსპექტივების შესახებ.
ავტ.

უაკ 628.543
ბ2.8. საწარმოთა და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების გაწმენდა ბიოლოგიური მეთოდით. /მ. იაშვილი, ნ. ჩხარტიშვილი, მ. პატარაია, ნ. მახარობლიშვილი, ი. ბაზღაძე, ქ. მუმლაძე/. _ აღმაშენებელი. – 2005. _ # 1. – გვ. 30-33. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.
ჩამდინარე წყლების გაწმენდის გამოყენებული ბიოლოგიური მეთოდი ეყრდნობა აერობული და ანაერობული მიკროორგანიზმების გამოყენებას. დაბინძურების სხვადასხვა სახის დაშლა ხდებოდა შემვსებზე იმობილიზებული მიკროორგანიზმების მეშვეობით. ბიოლოგიური გაწმენდისათვის გამოყენებულ იქნა საქართველოში არსებული ვულკანური წარმოშობის მინერალი ზომებით 20-50 მმ. გამოყენებული მეთოდი ხასიათდება მცირე ექსპლუატაციური დანახარჯებით, მარტივი კონსტრუქციით და ადვილი მომსახურებით. გაწმენდის მაღალი საიმედობით. გასუფთავებულ წყალთან ერთად მიიღება დიდი რაოდენობის მაღალხარისხიანი, იაფი ღირებულების ცილოვანი ბიომასა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში.
ავტ.

უაკ 547.466
ბ2.9. ზოგიერთი ამინომჟავების ნარევის გაყოფის შესწავლა კაპილარული ქრომატოგრაფიის მეთოდით. /ქ. ამირხანაშვილი, ნ. ნადირაძე, რ. ვარდიაშვილი, ნ. სიდამონიძე, ნ. გაგუა/. GEN. _ 2006. _ #4. _ გვ. 80-82. _ რუს.; რეზ. ინგლ.
ნაჩვენებია, რომ კაპილარული ქრომატოგრაფიის მეთოდით გაყოფის მიზნით რაცემატული ამინომჟავების მეთილის ეთერის სინთეზირების შემოთავაზებული მეთოდიკა იძლევა დამაკმაყოფილებელ შედეგებს, ხოლო ჩO² გამოყენება აირ-მატარებელის სახით აგრეთვე აუმჯობესებს შესწავლილი ამინომჟავების ნარევის კომპონენტების ელუირებას და გაყოფას. ნახ. 2, ცხ. 3, ლიტ. 6.
ავტ.

ბ3. გეოლოგია. გეოდეზია

უაკ 551.763.1:563.12(4-015)+(479.22)
ბ3.1. საქართველოს და ყირიმ-კავკასიის და ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთი რეგიონების ქვედაცარცული ნალექების შეპირისპირება პლანქტონური ფორამინიფერების მიხედვით. /ლ. ცირეკიძე./. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 20-26. _ რუს.; რეზ. ინგლ.
საქართველოს ქვედაცარცულ ნალექებში გვხვდება მდიდარი და მრავალფეროვანი სისტემატური შედგენილობის პლანქტონური ფორამინიფერების ასოციაცია. პლანქტონური ფორმების სწრაფი ევოლუცია ადრე ცარცულ პერიოდში საშუალებას იძლევა დავადგინოთ კომპლექსების მონაცვლეობა დროში და გამოვყოთ ზონები და ფაუნიანი შრეების სახეობა-ინდექსებით. დადგენილია თორმეტი სტრატონი ჰოტრიულიდან ალბის ჩათვლით, რის საფუძველზეც შედგენილია საქართველოს ქვედაცარცული ნალექების დანაწევრების პირველი ბიოსტრატიგრაფიული სქემა პლანქტონური ფორამინიფირების მიხედვით, რომელიც გამოიყენება როგორც ქანების დათარიღებისათვის, ასევე სინქრონული ნალექების კორელაციისთვის, მომიჯნავე და შორეული რეგიონებისათვის. ცხრ. 1, ლიტ. 18.
ავტ.

უაკ 321.479.22-13
ბ3.2. კავკასიის შიდა მასივის ძირულის შვერილის რკვიის გრანიტოიდული ინტრუზივის კომპლექსური იზოტოპური კვლევის შედეგები. /ა. ოქროსცვარიძე, რ. ჩაგელიშვილი/. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 27-32. _ ქართ. ; რეზ. ინგლ.
შესწავლილ იქნა რკვიის გრანიტოიდული ინტრუზივის შმ-Nდ, ღბ-შრ და 40Aრ-39Aრ იზოტოპური სისტემები. SNდ და Iშრ იზოტოპური პარამეტრების მიხედვით ინტრუზივი ზედაქერქულ ანატექტურ წარმონაქმნს მიეკუთვნება. რკვიის ინტრუზივის კონტინენტურ ქერქში შეჭრის ასაკი განსაზღვრულია ღბ_შრ-ის მეთოდით და პასუხობს 352±21 მლნ. წელს, ხოლო მისი გაცივების ასაკი 300-350ºჩ ტემპერატურაზე 40Aრ-39Aრ მეთოდით შეესაბამება 302_304±2 მლნ. წელს. ილ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 18.
ავტ.

უაკ 551.763.333:553.411’435(479.22)
ბ3.3. ახალი მონაცემები მადნეულის სპილენძ-ოქროს საბადოს შემცველი ქანების ასაკის შესახებ. /თ. ღავთაძე, რ. მიგინეიშვილი, ს. ხუციშვილი/. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 33-37. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
ნანოპლანქტონური ნაშთების კვლევის შედეგად განისაზღვრა მადნეულის საბადოს შემცველი ქანების შუა- და გვიანკამპანური ასაკი. ამ ქანებში დადგინდა კამპანური სართულის ჩჩ 20 და ჩჩ 22ბ ორი ბიოსტრატიგრაფიული ზონის არსებობა. ილ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 12.
ავტ.

უაკ 398(47.93)56.11.622.75
ბ3.4. მცხეთის რაიონის სარმატული ნალექების ბიოსტრატიგრაფია ფორამინიფერების მიხედვით. /კ. ქოიავა/. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 38-43. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
მცხეთის მიდამოებში, მდ. არაგვის ხეობის სარმატულ ნალექებში შედგენილია დეტალური ლითოლოგიური ჭრილი, რომლის სხვადასხვა დონეზე აღმოჩენილია სტრატიგრაფიისათვის მნიშვნელოვანი ფორამინიფერების ნაშთები. მათ საფუძველზე აღნიშნულ ჭრილში დასაბუთებულია შუასარმატულის არსებობა, დაზუსტებულია საზღვარი მის შუა და ზედა ნაწილებს შორის, დადგენილია ფორამინიფერების შესაბამისი კომპლექსები. პირობითად გეოლოგიური მონაცემების საფუძველზე გატარებულია საზღვარი შუა და ზედა სარმატს შორის. ილ. 2, ლიტ. 7.
ავტ.

უაკ 622.24
ბ3.5. სამაგრ კოლონებზე მოქმედი წნევის განსაზღვრა ქანების რეოლოგიური თვისებების მიხედვით. /ი. გოგუაძე, შ. ხარებავა/. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 96-102. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
განხილულია დრეკად-პლასტიკური და ბლანტ-პლასტიკური ფენების მოდელები: კელვინის, პოიტინგ-ტომსონის, ფრენკელის, მაქსველის, ჯეფრისის, ლესერსის და ბიურგერსის მოდელები. წრფივი დიფერენციალური ოპერაციები მოყვანილია დიფერენციალურ განტოლებებში და განსაზღვრავს ფენის წნევისა და ჰიდროსტატიკური წნევის სიდიდეებს. ასევე დადგენილია რეაქციის დრო და სამაგრი კოლონების ჩაშვების სიღრმე. ცხრ. 3, ლიტ. 7.
ავტ.

უაკ 551.49:556.32
ბ3.6. ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს კონცეპტუალური მოდელის შედგენა ოპტიმალური საექსპლუატაციო რეჟიმის შერჩევის მიზნით. /ი. ლომინაძე, ჯ. გაბეჩავა, ვ. გვახარია, დ. გირგვლიანი, გ. ღამბაშიძე, ნ. ცირღილაძე/. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 63-67. _ ქართ. ; რეზ. ინგლ.
აღწერილია ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს საექსპლუატაციო მარაგების შეფასება ჰიდრავლიკური მეთოდით. გამოთვლაში გამოყენებულია უმცირეს კვადრატთა მეთოდი და საშუალო შეწონილ სიდიდეთა პრინციპი. გათვალისწინებულია მათემატიკური მეთოდის აღწერის დასაშვები ცდომილება. შეფასებულია თითოეული უბნის საექსპლუატაციო მარაგები და მოცემულია ექსპლუატაციის ოპტიმალური რეჟიმის დებიტები ცალკეული ჭაბურღილისათვის. ილ. 2, ცხრ. 2, ლიტ. 15.
ავტ.

უაკ 550. 42.552.3.5
ბ3.7. მიკროელემენტების განაწილება ტირნიაუზის ვოლფრამ-მოლიბდენური საბადოს გრანიტიოდებში (ჩრდილოეთი კავკასია). /ა. აქიმაძე, თ. წუწუნავა/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 29-33. – რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია ტირნიაუზის ვოლფრამ-მოლიბდენის საბადოს (ჩრდილოეთი კავკასია) გრანიტოიდებში მიკროელემენტების განაწილება. დადგინდა, რომ ტირნიაუზის საბადოს ცალკეული გრანიტოიდები მიკროელემენტების შემცველობისა და კორელაციური კავშირის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ილ.2, ცხრ. 1, ლიტ. დას. 3.
ავტ.

უაკ 552. 163(479,22)
ბ3.8. ახალი მონაცემები ძირულის კრისტალური მასივის კორდიერიტიანი მეტამორფიტების შესახებ. /ნ. კვახაძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 33-37. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
დასაბუთებულია, რომ ძირულის მასივის კორდიერიტიანი მეტამორფული კომლექსის ყველა გამოსავალი ჰორსტისებრი ტექტონიკური წარმონაქმნია ალპურისწინა კრისტალურ სუბსტრატში. კომპლექსის აზევება სავარაუდოდ მოხდა მიკროკლინიზაციის შემდეგ, რეგიონალური დანაოჭების ასტურულ ან ინდოსინიურ ფაზაში. ბიოტიტ-სილიმანიტ-კალიშპატურ და გრანიტ-კორდიერიტ-ორთოკლაზური ფაციესის პირობებში მეტამორფიზებული კორდიერიტიანი ქანები ტექტონიკურად ემიჯნება უფრო დაბალტემპერატურულ წარმონაქმნებს. კომპლექსის აზევება სავარაუდოდ მოხდა მიკროკლინიზაციის შემდეგ, რეგიონალური დანაოჭების ასტურულ ან ინდოსინიურ ფაზაში. ილ. 3, ლიტ. დას. 12.
ავტ.

უაკ 551.24+55.2.1/4(479)
ბ3.9. ძირულისა და ხრამის კრისტალური მასივების (საქართველო) კამბრიულისწინა წარმონაქმნების შედარებითი დახასიათება. /დ. შენგელია, ნ. ფოფორაძე, თ. ბუტულაშვილი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 24-29. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
გეოლოგიური მდგომარეობის, ასაკის, შედგენილობისა და რეგიონალური მეტამორფიზმის ხასიათის მიხედვით მოცემულია ძირულისა და ხრამის კრისტალური მასივების ავტოქთონურ კომპლექსებში განვითარებული კორდიერიტიანი პლაგიოგნეისებისა და მათთან ასოცირებული პირველადი ვულკანოგენური ქანების შედარებითი დახასიათება. ასევე შედარებულია ერთმანეთთან ალოქთონური კომპლექსების სერპენტინიტები. ილ. 2. ლიტ. 14.
ავტ.

უაკ 621.643.053
ბ3.10. თრიალეთის მორფოსტრუქტურის ცენტრალურ ნაწილებში (საქართველოს ტერიტორია) ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მაგისტრალური ნავთობსადენის გეოლოგიური საშიშროების ზოგიერთი პრობლემა. /ე. წერეთელი, გ. გობეჩია, რ. გობეჯიშვილი, მ. გაფრინდაშვილი, ნ. წერეთელი/. GEN. _ 2006. _ #4. _ გვ. 102-107. _ რუს.; რეზ. ინგლ.
ნავთობსადენებისთვის გეოლოგიური საფრთხის თვალსაზრისით განსაკუთრებული განხილვის საგნად რჩება მეწყრული პროცესების აქტიურობა და მათი საშიშროების რისკი თრიალეთის მორფოსტრუქტურის ცენტრალური ნაწილის ზონაში. ტრასის ამ ნაწილში მეწყერები წარმოდგენილია სამი გენეტიკური ტიპით—ტექტოსეისმო გრავიატაციული, კონსისტენტური (კლიმატოგენური) და კრიოგენული, რომლებიც წარმოადგენენ დიდ საფრთხეს ნავთობისადენის ნორმალური და საიმედო ფუნქციონირებისათვის. ნავთობსადენის საიმედო ფუნქციონირებისა და მდგრადი ექსპლუატაციის უსაფრთხოებისათვის რეკომენდებულია განსაკუთრებით რთულ გეოდინამიკურ ნაწილებში ჩამოყალიბდეს საიმედო გეომონიტორინგი და შეიქმნას ინფორმაციული ბაზა პროგნოზის შემუშავებისთვის. ნახ. 5. ლიტ. დას. 6.
ავტ.

ბ.4. გეოგრაფია. კარტოგრაფია. ასტრონომია

უაკ 553.068(47.93)
ბ.4.1. ჟოშხა-გენდუშის (რაჭა) ტერიტორიის საინჟინრო და გეოდინამიკური პირობების გამოკვლევა ძიების ელექტრომეტრული მეთოდებით. /ზ. ამილახვარი/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 53-59. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
სოფ. გენდუშისა და ჟოშხის (რაჭა) ტერიტორიებზე ჩატარებული ელექტრომეტრული გამოკვლევების შედეგად დადგენილია დამეწყრილი მასების სიმძლავრე და მათი დიფერენციაცია ვერტიკალური და ლატერალური მიმართულებით, გამოყოფილია მეწყერსაშიში უბნები, დადგენილია მათი გაწყლოვანების ხარისხი და ნაჩვენებია მეწყრულ ნალექებში გრუნტის წყლის მოძრაობის საკმაოდ მაღალი სიჩქარე. ილ. 6, ლიტ. დას. 5.
ავტ.

უაკ 551.54+550.348
ბ.4.2. დედამიწის ზედაპირზე დაკვირვებული სეისმოგრავიტაციული რხევების წარმოშობის შესახებ. /ჯ. ზუროშვილი, ლ. ზუროშვილი, ნ. ხუნდაძე/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 60-62. _ ქართ. რეზ. ინგლ.
შემოთავაზებული სამუშაო ჰიპოთეზის თანახმად, დედამიწის ბირთვი ირხევა მთვარე-დედამიწა სისტემის მასათა ცენტრის მიმართ, რის გამოც სეისმოგრავიტაციული რხევები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბირთვული რხევების ტრანსფორმაციის შედეგი. ცხრილში მოცემულია შესაძლო რხევების პერიოდების დამოკიდებულება მათ ამპლიტუდებზე. ცხრ. 2, ლიტ. დას. 7.
ავტ.

ბ5. სხვა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები

უაკ 541.1
ბ5.1. პროცესები Gა-Aსჩლ3-H2 სისტემაში. /ი. კალანდაძე, მ. ცირეკიძე, შ. დეკანოსიძე/. _ ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა _ 2006. _ #1. _ გვ. 92_96. – რუს.
ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მეთოდით შესწავლილია ღია Gა-Aსჩლ3-H2 ქლორიდულ სისტემაში მყოფი გაზობრივი Hჩლ გალიუმთან ურთიერთქმედების სისრულის კოეფიციენტის (პ) დამოკიდებულება გალიუმის წყაროში გამავალი Hჩლ ნაკადის სიჩქარეზე (Q). ორივე მიღებული შედეგი ერთნაირად აღწერს ამ ურთიერთქმედების მსგავსებას, მაგრამ აქვს ძალზე დიდი თვისობრივი განსხვავება თეორიულ მრუდთან, რომელიც გამოთვლილია სხვა ავტორების მიერ. ნაშრომში მოყვანილია მოსაზრებები იმ მიზეზებზე, რომლებიც შესაძლოა იწვევს ექსპერიმენტალური და თეორიული მრუდების განსხვავებას.
ავტ.

გ. ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებები. ეკონომიკის დარგები

გ.1. ენერგეტიკა

უაკ 621.311.24
გ1.1. ქარის ელექტროსადგურის პროპელერის ფრთის ზომების განსაზღვრა. /ბ. ბოქოლიშვილი, ლ. ქისიშვილი/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 129-131. _ რუს.; რეზ. ინგლ.
აღწერილია ქარის ელექტროსადგურის სასურველი სიმძლავრის მქონე პროპელერის ფრთის ზომების გამოთვლის მეთოდი. გამოყენებულია ცნობილი ფრთის ზომები და შენარჩუნებულია მათი პირველადი მახასიათებლები. შემოთავაზებული მეთოდით შეიძლება გამოთვლილ იქნას ნებისმიერი დიამეტრის პროპელერის ფრთების პარამეტრები. ილ. 1, ცხრ. 2, ლიტ. დას. 3.
ავტ.

უაკ 621.311.24
გ1.2. ქარის ელექტროსადგურის პროპელერის ფრთის შერჩევა. /ლ. ქისიშვილი/. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 139-140. _ ქართ. ; რეზ. ინგლ.
განხილულია ქარის ელექტროსადგურის პროპელერის ფრთების ფორმები, შერჩეულია სწორი ცილინდროიდის ფორმის ფრთა, რომელიც უზრუნველყოფს ქარის ენერგიის მაქსიმალურ გამოყენებას მინიმალური დანაკარგებით. ილ. 3, ლიტ. დას. 3.
ავტ.

უაკ 65.9(2)-5.512
გ1.3. გლობალიზაცია და საქართველოს ენერგეტიკის მართვის გაუმჯობესების საკითხი. /გ. ამყოლაძე/. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #1 (459). _ გვ. 18-22. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესში საქართველოს მონაწილეობის ვარიანტები. შემოთავაზებულია საქართველოს ენერგეტიკის მონაწილეობის საპროგნოზო სქემები რეგიონალურ სამრეწველო-საფინანსო ჯგუფში, რითაც ამაღლდება მართვის ხარისხი, გაუმჯობესდება მდგომარეობა, ინვესტიციების გამოყენება და ენერგეტიკა გახდება მომგებიანი.
ავტ.

უაკ 681..3
გ1.4. მცირე და მიკროჰესების მშენებლობის შესაძლებლობა პატარა და წყლის მცირე ხარჯიან მდინარეებზე კომპიუტერული მართვით. /კ. კამკამიძე, ი. გაბრიჩიძე, ვ. გაბრიჩიძე, ფ. პაატაშვილი, ლ. პაატაშვილი/. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #1 (459). _ გვ. 62-65. – ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ შესაძლებელია პატარა და წყლის მცირეხარჯიან მდინარეებზე კომპიუტერული მართვით განხორციელდეს მცირე და მიკროჰესების მშენებლობა, რომლებიც შეძლებენ ეფექტურ მუშაობას.
ავტ.

უაკ 728.6:69.003.1
გ1.5. მზის ენერგიის გამოყენება მონოლითურ სახლთმშენებლობაში. /ი. ირემაშვილი, ზ. ეზუგბაია, ი. ბერძენიშვილი/. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #2 (460). _ გვ. 14-18. – ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
აღნიშნულია ბოლო პერიოდში მონოლითურ სახლთმშენებლობაზე გადასვლის მზარდი ტენდენცია, განხილულია მისი პერსპექტივები და ამის ფონზე, სახლთმშენებლობაში ახალი ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენება, რაც ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზეა წარმოდგენილი. მონოლითურ სახლთმშენებლობაში მარტივი ჰელიომოწყობილობების გამოყენება ზრდის მშენებლობის ტემპს, ხარისხს და ამცირებს შრომის დანახარჯებს. ცხრ. 2, ლიტ. დას. 4.
ავტ.

უაკ 621.31(479.22)
გ1.6. საქართველოს ელექტრობალანსი. /ი. ჩომახიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2006. _ #7-9. – გვ. 52-55. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.
გაანალიზებულია 1990-2005 წლების საქართველოს ელექტრობალანსი. აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში იგი იყო ძირითადად დეფიციტური. საბჭოთა პერიოდში წლიურმა დეფიციტმა მიაღწია 3,0-3,5 მლრდ კვტს-ს. დამოუკიდებლობის პერიოდში ელექტრობალანსი გახდა სრულიად დეფიციტური და ეს დეფიციტურობა ხასიათდება ზრდის ტენდენციით. 2000-2005 წლებში დეფიციტი გაიზარდა 3,2-ჯერ. ამჟამად ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ხდება არა ადგილობრივი წარმოების მასშტაბის გაზრდით, არამედ იმპორტული ენერგიის მატებით, რაც მიზანშეუწონელია. ასეთი მდგომარეობის დაძლევა შესაძლებელია ადგილობრივი ჰიდრორესურსების ათვისებით, დიდი როლი უნდა შეასრულოს ენერგოეფექტიანობის გაზრდამ.
ავტ.

უაკ 620.91/.98
გ1.7. ალტერნატიული წყაროების გამოყენების ენერგეტიკული შეფასება. /რ. ჯაფარიძე, ი. აფციაური, თ. ნაცვლიშვილი/. სმმეი-ს შრომები. _ 2007. – გვ. 208. – ქართ.; რეზ.:Lრუს., ინგლ.
მოცემულია ინსტიტუტში დამუშავებული ბიოგაზის დანადგარის ფერმერულ მეურნეობაში გამოყენების ეფექტურობის ანალიზი. დანადგარის ეფექტურობის ერთ-ერთი მახასიათებელია მისი საშუალებით ბიომასიდან მიღებული ბიოგაზის ერთეული ენერგიის ენერგეტიკული ეფექტურობის მაჩვენებელი სიდიდე, რომელიც წარმოადგენს ტექნოგენური დანახარჯების ფარდობას მიღებულ ერთეულ ენერგიასთან. როგორც გაანგარიშებამ გვიჩვენა დღეში 3.3მ3 წარმადობის, 320 კგ მასის ბიორეაქტორის მიერ 15 წლიანი საექპლოატაციო ვადის განმავლობაში მიიღება 379417 მჯ ენერგია, რაც 6-ჯერ მეტია ბიორეაქტორის დამზადებაზე და ტექმოვლებზე დახარჯულ ენერგიასთან შედარებით (63173 მჯ).
ავტ.

უაკ 620.9+681.5.037.7
გ1.8. მათემატიკური მეთოდებისა და მოდელების გამოყენება ელექტროენერგიის გამომუშავების მართვაში. /გ. მაჭარაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები _ 2006. _ #4-6. _ გვ. 3-6. _ ქართ.; რეზ: ქართ., რუს., ინგლ.
მათემატიკური მეთოდები და მოდელები ამოცანათა მრავალვარიანტული გადაწყვეტის საშუალებას იძლევა, საიდანაც ამა თუ იმ კრიტერიუმის საფუძველზე შესაძლებელი ხდება საუკეთესო ვარიანტის შერჩევა. ასეთი მოდელების შესაქმნელად გამოიყენება მათემატიკური დაპროგრამება, თამაშების თეორია, სტატისტიკურ გადაწყვეტილებათა თეორია, გრაფების თეორია, ქსელური ანალიზი და სხვ. ელექტროენერგიის მოთხოვნის მათემატიკური მოდელირებისა და ანალიზის დროს საჭიროა გამოვლინდეს ამორჩეული ფაქტორების მოქმედების ხარისხი. ამ მიზნით მრავალ მეთოდს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოთხოვნის ელასტიკურობის კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენი პროცენტით იცვლება მოთხოვნილება ელქტროენერგიაზე, როცა მასზე მოქმედების ფაქტორი ერთი პროცენტით იცვლება. მიღებულ გაანგარიშებათა შედეგად და მოდელის რეალურ ინფორმაციასთან შემოწმებით შეგვიძლიათ განვსაზღვროთ მოდელის საბოლოო სახე, რათა მოხდეს მისი პრაქტიკაში დანერგვა.
ავტ.

უაკ 621.31(085.7)
გ1.9. ელექტროენერგიაზე ტარიფების შესახებ. /რ. არველაძე/. ენერგია. _ 2006. _ #4(40). _ გვ. 3-5. _ ქართ.; რეზ.: ქართ.; რუს.; ინგლ.
მოყვანილია ზოგადი ცნობები ელექტროენერგიაზე ტარიფების შესახებ. განხილულია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დადგენილი ტარიფების არსი და რამდენად სწორადაა ეს ტარიფები შედგენილი. შესაბამისი მსჯელობის გათვალისწინებით, გამოტანილია დასკვნა იმის შესახებ, რომ სემეკმა ტარიფების შესახებ თავისი უკანასკნელი გადაწყვეტილებით დაარღვია საქართველოს ენერგოსისტემისა და, შესაბამისად, გამანაწილებელი ელექტროკომპანიების საქმიანობის ტექნიკურ-ეკონომიკური პრინციპები. განხილულია აგრეთვე სხვა საკითხებიც, დაკავშირებული ტარიფის ოპტიმალური სიდიდის განსაზღვრასთან საქართველოს პირობებში.
ავტ.

უაკ 621.31(085.7)
გ1.10. ელექტროენერგიის გატარების ტარიფის დადგენის პრინციპები. /ი. პიმონოვი, მ. მარგველაშვილი, პ. ცინცაძე/. ენერგია. _ 2006. _ #4(40). _ გვ. 6-12. _ ქართ.; რეზ.: ქართ.; რუს.; ინგლ.
განხილულია ელექტროენერგიის გატარების ტარიფის დადგენის ზოგადი პრინციპები. აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიის გატარების მეთოდიკა ჯერ კიდევ ზუსტად არ არის განმარტებული კანონით ან ბაზრის წესებით. მოყვანილია ავტორების მიერ დამუშავებული ელექტროენერგიის გატარების ტარიფის შემოსასვლელების თდ და გასანაწილებელი ელექტროენერგიის თტ მოცულობითი გამოსახულებები. აღწერილია მისაღები შემოსავლის გათვლის პრინციპები და ელექტროენერგიის გატარების ტარიფის გაანგარიშების ფორმულები.
ავტ.

უაკ 621.22
გ1.11. ბიო- და ჰიდროენერგეტიკული კომპლექსის ანალიზი და მისი ეფექტურობის განმსაზღვრელი მაჩვენებლების დადგენა. /ვ. ჯამარჯაშვილი, ნ. არაბიძე, მ. არაბიძე/. ენერგია. _ 2006. _ #4(40). _ გვ. 13-17. _ ქართ.; რეზ.: ქართ.; რუს.; ინგლ.
საქართველოს ჰიდროენერგეტიკის რიგი თავისებურებების გათვალისწინებით შემოთავაზებულია ბიო-და ჰიდროდანადგარების შეწყვილების იდეა. საპილოტო ობიექტად, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, შერჩეულია ჟინვალჰესი. მოცემულია ჟინვალჰესის ჰიდრობიოელექტრო სადგურად გარდაქმის შედეგად მიღებული ენერგოკომპლექსის თვითღირებულების შეწონილი სიდიდის გასაანგარიშებელი ფორმულა. ჟინვალჰესზე განსათავსებელი ბიოაირტურბინული დანადგარის სიმძლავრის სიდიდედ მიღებულია გამოუყენებელი სიმძლავრის მინიმალური მნიშვნელობა 75-78 მგვტ. შერჩეულია-Fთ8 თწინ ან-შთLGLოოპ ტიპის აირტურბოგენერატორებით დაკომპლექტებული თესის მოდელები. ჟინვალჰესზე ბიოაირტურბინული დანადგარის განთავსებით, ენერგეტიკული კომპლექსის მიერ წლიურად გამომუშავებული ელექტროენერგიის ჯამური სიდიდე იქნება 750-850 მლნ.კვტ.სთ. ილ. 2, ცხრ. 1.
ავტ.

უაკ 62.311.1:621.317.384
გ1.12. ენერგოსისტემაში აქტიური ენერგიისა და სიმძლავრის დანაკარგების ღირებულების ეკონომია. /გ. კოხრეიძე, დ. ლაოშვილი, ნ. გოგინაშვილი, მ. ფერაძე/. ენერგია. _ 2006. _ #4(40). _ გვ. 22-27. _ რუს.; რეზ.: ქართ.; რუს.; ინგლ.
განხილულია ქსელში რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციამდე და კომპენსაციის შემდეგ ქსელის გადაძაბვის, დანაკარგების გადატვირთვისა და აგრეთვე, დანაკარგების შემცირების საკითხები. დადგენილია ამ სიდიდეების დამოკიდებულებები მიმღები ქსელის სიმძლავრის კოეფიციენტზე. მიღებულია აქტიური სიმძლავრის დანაკარგების ჯამური ღირებულების გამოსახულებები. გამოთვლილია საკომპენსაციო დანადგარის გამოყენების დანაკარგების ჯამური ღირებულების წლიური ეკონომია. ილ. 1, ცხრ. 1, ლიტ. დას. 4.
ავტ.

გ2. ელექტროტექნიკა. ელექტრონიკა. რადიოტექნიკა. კავშირგაბმულობა.

უაკ 620.19
გ2.1. ელექტროძრავების ლილვების გაცვეთილი საკისრისქვეშა ყელების აღდგენის ხერხის შერჩევა. /ა. ბერეჩიკიძე, ს. ყურაშვილი, მ. კურდღელია, თ. ბერეჩიკიძე/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 118-123. _ ქართ.; რეზ.: ინგლ.
გაანალიზებულია თბილისის მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობის ვაგონების ელექტროძრავების ლილვების ყელების ცვეთის სიდიდეთა მონაცემები. ანალიზი აჩვენებს, რომ ცვეთის სიდიდეთა საშუალო მნიშვნელობა შეადგენს 0,2 მმ, საშუალო კვადრატული გადახრა – 0,1 მმ, ცვეთის ცდისეულ სიდიდეთა განაწილება ემორჩილება ვეიბულის განაწილების თეორიულ კანონს. დადგენილია, რომ 50 ლილვიდან დასაშვები ცვეთის სიდიდე აქვს 8%, ხოლო დანარჩენები საჭიროებენ აღდგენას. დასაბუთებულია, რომ გაცვეთილი ყელების აღდგენისათვის მიზანშეწონილია ფოლადის ლენტის ელექტროკონტაქტური დადუღების ხერხის გამოყენება. ილ. 2, ცხრ. 2, ლიტ. 8.
ავტ.

უაკ 621.181
გ2.2. მცირეგაბარიტული და ენერგომოცულობითი პლაზმური ორთქლგენერატორი. /დ. თავხელიძე, ზ. საბაშვილი, ზ. მჭედლიშვილი/. – ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. _ 2006. _ #1. _ გვ. 5-9. _ რუს., რეზ.: ინგლ.
განიხილება ენერგოტევადი და მცირეგაბარიტიანი ორთქლის გენერატორების შექმნის შესაძლებლობა პლაზმური რკალის გამოყენებით. ამ ტიპის ორთქლის გენერატორი საშუალებას იძლევა დროის მოკლე მონაკვეთში მიღებულ იქნას საჭირო რაოდენობისა სიჩქარის წყლის ორთქლის ნაკადი.
ავტ.

უაკ 621.314.5/6
გ2.3. ვენტილურ სამფაზა ბოგურ გარდამქმნელებში გარდამავალი პროცესების ანალიზის საკითხვისათვის. /ვ. მელიქიშვილი, თ. ციხისთავი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 23-28. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
შემოთავაზებულია ვენტილურ სამფაზა ბოგურ გარდამქმნელებში 2-3 და 3 რეჟიმებისათვის გარდამავალი პროცესების გაანგარიშების მეთოდი, რომელიც ეფუძნება კომუტაციის კუთხეების მიმართ სხვაობითი განტოლების გამოყვანასა და მის გამოყენებას გარდამავალი დენების გამოსათვლელად. საკითხი განიხილება გარდამქმნელი პარამეტრების (ინდუქციურობებისა და აქტიური წინაღობების) ნებისმიერი თანაფარდობის პირობებში. მიღებული შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც გამორთვის, ასევე ინვერტორული რეჟიმებისათვის. ილ. 2, ლიტ. 3.
ავტ.

უაკ 538.56
გ2.4. ზოგიერთი ორელემენტიანი სისტემის ელექტრომაგნიტური ველი ახლო ზონაში. /თ. ბჟალავა, მ. სიხარულიძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 37-42. _ რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია უსასრულოდ გრძელი არაიდენტური ცილინდრისაგან შედგენილი სისტემები. ელექტროდინამიკური ამოცანა დაყვანილია ფრედჰოლმის მეორე გვარის ალგებრულ განტოლებათა უსასრულო სისტემაზე, რომელიც ამოხსნილია რედუქციის მეთოდით. წარმოდგენილია სისტემის დამახასიათებელი ახლო ელექტრომაგნიტური ველები იზოხაზების, კერძოდ, ტოლი ამპლიტუდებისა და ტოლი ფაზების მრუდების სახით. ილ. 6, ლიტ. 2.
ავტ.

უაკ 538.56
გ2.5. სინქრონულ ვენტილურ გენერატორებში კვაზიდამყარებული ელექტრომაგნიტური პროცესების გამოკვლევა. /ვ. ქინქლაძე/.ыმეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2006. _ #7-9. – გვ. 56-57. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.
განხილულია ელექტრული დენის გარდაქმნის ტექნიკაში ცნობილი ერთფაზიანი, სამფაზიანი, ექვსფაზიანი და მრავალფაზიანი სქემები, რომელთა ბაზაზე იგება სხვადასხვა დანიშნულების ვენტილური გარდამქმნელი დანადგარები, მოცემულია კვაზიდამყარებული ელექტრული პროცესების დახასიათება სინქრონულ ვენტილურ გენერატორებში მათი გამოყენების მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.
ავტ.

უაკ 62-83
გ2.6. ელექტროამძრავების ინვარიანტული მართვის სისტემების შემუშავება ქსელის ძაბვის რყევისა და დატვირთვის ცვლილების მიმართ. /ი. დოჭვირი, ი. შინჯიკაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2006. _ #7-9. – გვ. 61-63. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.
განსაზღვრულია სისტემის ინვარიანტობის უზრუნველმყოფი მაკომპენსირებელი მოწყობილობის გადამცემი ფუნქციები.
ავტ.

უაკ 621.391
გ2.7. ხელშემშლელმდგრადი კოდირების საერთო პრინციპის აღწერა. /გ. ლორთქიფანიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2006. _ #7-9. – გვ. 66-68. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.
კოდირებისა და შემთხვევითი მოდულაციის გამოკვლევების შედეგად მიღებულია ენერგეტიკული მოგების დამოკიდებულება მაქსიმალური კოდის პარამეტრებთან შემდგენი სიგნალების კონსტრუქციების სირთულის შეზღუდვის ფიქსირებული მოდულაციის მიხედვით. აღნიშნულია, რომ როცა კოდის სიგრძე ნ=3 და ალფაბეტის ქ=16, მოგება ენერგეტიკის მიხედვით აღწევს 1,2 დმ-ს.
ავტ.

უაკ 537.874.6
გ2.8. დიპოლის ველი სფერულ, მრავალფენოვან დიელექტრიკში. /ქ. კაპანაძე, გ. ქევანიშვილი, გ. ჩიხლაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. _ 2006. _ #2. _ გვ. 43-46. _ ინგლ., რეზ.: ქართ., რუს.
განხილულია ელექტრული დიპოლის მიერ გასხივებული ელექტრომაგნიტური ველის ურთიერთქმედება სფერულ, მრავალფენოვან დიელექტრიკთან, მოყვანილია დიელექტრიკზე დაცემული ელექტრული ველის კომპონენტების გამომსახველი განტოლებები და განსაზღვრულია მისგან არეკლილი ველის მდგენელების გამომსახველი ფორმულები მრავალფენოვანი დიელექტრიკის ოთხივე არეში. ველის მდგენელების განმსაზღვრელი ელექტრული პოტენციალები დაშლილია ფურიე-ბესელისა და ტეილორის მწკრივებად. ზოგადი სახით განსაზღვრულია მრავალფენოვან დიელექტრიკზე დაცემული და მისგან არეკლილი ველების რადიალური მდგენელები.
ავტ.

უაკ 681.3
გ2.9. ფუნქციურად გადაწყობადი ოპტოელექტრონული სტრუქტურების სპეციფიკური თავისებურებები და მათი საიმედოობის გათვლის ანალიზის სირთულეები. /მ. ქურდაძე, ნ. ერემეიშვილი, ლ. ხუციშვილი, ლ. ყიფიანი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. _ 2006. _ #4-6. _ გვ. 9-12. _ ქართ.; რეზ: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია მრავალფუნქციური ოპტოელექტრონული სტრუქტურებისათვის დამახასიათებელი საიმედო მუშაობის სპეციფიკური კრიტერიუმები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი საიმედოობის კონკრეტული მოდელების აგების დროს.
ავტ.

უაკ 621.376.
გ2.10. კავშირგაბმულობის ობიექტი-24001 ქსელური კვანძის რეკონსტრუქციის თავისებურებები. /ნ. როსტიაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. _ 2006. _ #4-6. _ გვ. 40-42. _ ქართ.; რეზ: ქართ., რუს., ინგლ.
განსაზღვრულია კავშირგაბმულობის ობიექტი-24001 ქსელური კვანძის რეკონსტრუქციის აუცილებლობა და მისი პარამეტრები, აღნიშნულია, რომ XX საუკუნის 60-იან წლებში დაპროექტებული ეს ობიექტი სათანადოდ აყმაყოფილებს რეკონსტრუქციულ ცვლილებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, სადგურში შემავალ ყველა ძირითად მაგისტრალს აქვს საკაბელო თუ რადიოსარელეო ხაზებით შემოვლითი სარეზერვო საშუალებები. ქსელში შექმნილი ნებისმიერი მდგომარეობის შემთხვევაში, კერძოდ, დაზიანების ან სარემონტო სამუშაოების დროს შესაძლებელია კავშირების შეუწყვეტელი ფუნქციონირება.
ავტ.

უაკ 621.397.2
გ2.11. ISDN (ინტეგრალური მომსახურების ციფრული ქსელის) პროექტი ქ. თბილისში საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ავტომატურ სატელეფონო სადგურ 91-ის ბაზაზე. /პ. ბუცხრიკიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები _ 2006. _ #4-6. _ გვ. 43-44. _ ქართ.; რეზ: ქართ., რუს., ინგლ.
აღნიშნული პროექტის ძირითადი დანიშნულებაა 64კბ/წმ სიჩქარის გადაცემა 4 კჰც დიაპაზონში და ინტეგრალური სატელეკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველყოფა (ტელეფონი, ფაქსი, მონაცემთა გადაცემა და ა.შ.). ამ მიზნით სატელეფონო კაბელის გამოყენება შესაძლებელია ტერმინალური მოწყობილობისათვის კვების მისაწოდებლად. ISDN ქსელში შედის შემდეგი სახის სერვისები: ციფრული სატელეფონო კავშირი, ფაქსიმილური შეტყობინების გადაცემა, ვიდეოკონფერენცკავშირი, მულტიმედიური მომსახურება და ა. შ. ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა მრავალი ისეთი დამატებითი მომსახურება აქვს საქალაქთაშორისო სადგურ ასს-91-ს, რომელიც Ericsoon AXE-10 ტიპის სადგურს წარმოადგენს.
ავტ.

უაკ 621.397.2
გ2.12. ქ. თბილისის SDH ქსელის დაპროექტების თავისებურებები. /თ. ნადირაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. _ 2006. _ #4-6. _ გვ. 45-46. _ ქართ.; რეზ: ქართ., რუს., ინგლ.
მოცემულია სინქრონული იერარქიის (SDH). ქსელის დაპროექტების თავისებურებები, რომელმაც ფართო გავრცელება ჰპოვა კავშირგაბმულობის ქსელებში. იერარქიის უპირატესობამ ინფორმაციის გადაცემის ძველ სისტემებთან შედარებით განაპირობა მისი ფართო დანერგვა და ინტეგრაცია კავშირგაბმულობის არსებულ ქსელებში. SDH –ის საშუალებით ხორციელდება კავშირი თანამედროვე ციფრულ სატელეფონო სადგურებს შორის, იქმნება ადგილობრივი და რეგიონული რგოლები.
ავტ.

უაკ 621.397.56
გ2.13. მონაცემთა გადაცემის მომსახურების გაუმჯობესება GშM ქსელებში. /გ. დაფქვიაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები _ 2006. _ #4-6. _ გვ. 53-54. _ ქართ.; რეზ: ქართ., რუს., ინგლ.
GPRS-ის აპარატული განხორციელების ერთ-ერთი კვანძია SGSN (GPRS-ის უზრუნველყოფის კვანძი). იგი მუდმივად პროგრამულ და აპარატულ გაუმჯობესებას საჭიროებს. გაუმჯობესების პროცესში სისტემის გადატვირთვის დროს ყოველი აბონენტი განიცდის კავშირის წყვეტას, რაც მომხმარებელთა დისკომფორტსა და მობილური კომპანიების ფინანსურ დანაკარგს იწვევს. განხილულია მონაცემთა გადაცემის გაუმჯობესების ოთხი სტრატეგია, რომლებიც მეტ-ნაკლებად ესადაგება ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა: სერვერის წყვეტა, ღირებულება, სტანდარტის ცვლილება, სისტემის ეფექტიანობა და საგამომგონებლო პრობლემები. ესენია: სარეზერვო კვანძი, აბონენტებზე დაფუძნებული PCU მარშრუტიზატორი, გადასაცემ გარემოზე დამოკიდებული PCU მარშრუტიზატორი და წრედი სიჭარბით.


უაკ 621.376.56
გ2.14. ტელეკომუნიკაციის სექტორის განვითარების ზოგადი ტენდეციები. /ნ. ცერცვაძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები _ 2006. _ #4-6. _ გვ. 55-56. _ ქართ.; რეზ: ქართ., რუს., ინგლ.
საქართველოში კავშირგაბმულობის განვითარების პროცესი შეიძლება დაიყოს ორ ურთიერთდაკავშირებულ და შემადგენელ ნაწილებად: ტელეფონიზაციად და ინფორმატიზაციად. საქართველოში არსებობს კავშირგაბმულობის გარკვეული პრობლემა, რაც დამახასიათებელია ყველა ქვეყნისთვის და გამოწვეულია ტელეფონიზაციისა და ეკონომიკური განვითარების დაბალი და საშუალო დონით. დღესდღეობით ქვეყნის ტელეფონიზაციის პრობლემათაგან შეიძლება გამოიყოს: ფინანსური, ახალ ტექნოლოგიებში სპეციალისტთა არასაკმარისი რაოდენობა, არასაკმარისი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა. მიუხედავად აღნიშნული პრობლემებისა, ბოლო წლებში საკმაოდ დიდი წარმატებები შეინიშნება კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სრულყოფის მხრივ.
ავტ.

უაკ 338.24+621.394
გ2.15. მარკეტინგული მართვა თანამედროვე სატელეკომუნიკაციო სისტემებში. /მ. ჭინჭარაული/. მეცნიერება და ტექნოლოგიები _ 2006. _ #4-6. _ გვ. 7-8. _ ქართ.; რეზ: ქართ., რუს., ინგლ.
მოცემულია სატელეკომუნიკაციო კომპანიების მარკეტინგის პრობლემები და საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები.
ავტ.

უაკ 621.397.2
გ2.16. ინტელექტუალური ქსელი (IN) და მისი ორგანიზება Ericsson AXE-10 საკომუნიკაციო სადგურის ბაზაზე. /ლ. მელაძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. _ 2006. _ #4-6. _ გვ. 37-39. _ ქართ.; რეზ: ქართ., რუს., ინგლ.
ინტელექტუალური ქსელის კონცეფცია მოიცავს მთელ რიგ საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრავენ დამატებითი მომსახურების დამხმარე პროცედურებს. ინტელექტუალური ქსელის არქიტექტურა საშუალებას იძლევა მკაფიოდ გამოიყოს დამატებითი მომსახურების შექმნის, რეალიზებისა და ექსპლუატაციის ყველა საშუალება გარკვეული რაოდენობის პროგრამული მოდულების სახით, რომელთაც მკაცრად განსაზღვრული ფუნქციები აქვთ. ინტელექტუალური ქსელის ფუნქციური შესაძლებლობები, რომლებიც გამოყენებულია AXE კვანძში, მოიცავს მომსახურების კომუტაციის ფუნქციებს. ინტელექტუალური ქსელის კონცეფცია მიღებულია და წარმატებით რეალიზდება მას შემდეგ, რაც მსხვილმა კომპანიებმა გამოიყენეს აღნიშნული ტექნოლოგია.
ავტ.

უაკ 621.397.2
გ2.17. სატელევიზიო გამოსახულების ველთა ჯგუფებით გაშლის კვლევა. /ლ. ჯაფარიძე/. აღმაშენებელი – 2005. _ # 1. – გვ. 113-121. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.
განხილულია სატელევიზიო გამოსახულების ველთა ჯგუფებით (სტრიქონ- სტრიქონგამოშვებითი) გაშლის მეთოდი, რომელიც გადამცემ მხარეზე ვიდეოსიგნალის სპექტრის სუბდისკრედიტაციის მეთოდით შეკუმშვისა და მიმღებ მხარეზე მისი აღდგენისას იძლევა გამისახულებაში არსებული მოძრავი ობიექტების მაღალი სივრცული სიხშირით აღწარმოების შესაძლებლობას. გაანალიზებული და შეფასებულია დამკვირვებლის მიერ აღქმული შესაძლო ძირითად ხელშეშლათა სახე და მათი ბუნება.
ავტ.

გ3. ავტომატიკა და ტელემექანიკა. გამოთვლითი ტექნიკა.

უაკ 621.9.06-52
გ3.1. ორნამენტის მოსაჭრელი ავტომატური ჩარხის მუშაობის პროგრამირება. /ზ. ჩიტიძე, ზ. ბალამწარაშვილი, პ. დუნდუა, ი. გელაშვილი, ა. ლეკვინაძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 32-36. _ რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
აღწერილია გამართვის ტექნოლოგიური ბარათების შედგენის მეთოდიკის თავისებურებები ნახატის ორნამენტის ფორმირებისას. მარტივია პროგრამირება და გამართვა სოლისებრ ორნამენტებზე, ხოლო რთულია – ნახატის ელემენტებიანი ორნამენტებისათვის, რომელთა გამოსაჭრელად საჭიროა სხვადასხვა რეჟიმზე მომუშავე ინსტრუმენტული თავი. ილ. 2, ლიტ. 3.
ავტ.

უაკ 621.9.06-523
გ3.2. სამეცნიერო კვლევებში კომპიუტერული კონსტრუირების გამოყენება. /რ. ჯაფარიძე/. სმმეი-ს შრომები. _ 2007. _ გვ. 26-31 – ქართ.
კომპიუტერული სამანქანათმშენებლო პროექტირების პროგრამების ანალიზმა გვიჩვენა, რომ საქართველოში მოქმედი სტანდარტებისთვის უფრო ადაპტირებულია ფირმა АСКОН-ის პროგრამა КОМРАС-3D ბოლო ვერსიები.
ავტ.

უაკ 548.19:001.891.573
გ3.3. ორფაზა და ორეულოვანი კრისტალების ელექტრონოგრამების ანალიზი. /ე. ქუთელია, თ. ძიგრაშვილი/. ინტელექტი. _ 2005. _ 197 გვ. – რუს.
მოცემულია ელექტრონული დიფრაქციის სურათების კომპიუტერული მოდელირებისათვის საჭირო მათემატიკური პროცედურები. წიგნი შეიცავს კრისტალურ ფაზათა შორის და ორეულთა ორიენტაციული თანაფარდობის ცხრილებსა და ექსპერიმენტული ელექტრონოგრამების ანალიზისათვის საჭირო ყველა კრისტალოგრაფიულ მონაცემს, თან ერთვის კრისტალური ნივთიერებების ტიპიური ელექტრონოგრამების სქემები და შესაბამისი სტანდარტული სტერეოგრაფიული პროექციები, რომლებიც გენერირებულია ავტორთა მიერ შექმნილი ალგორითმების საშუალებით. განხილულია ორეულები ყველა სინგონიისა და ლიტერატურაში ცნობილი გაორების სიბრტყეების მაგალითზე. მოყვანილია ლიტერატურაში ცნობილი კრისტალურ ფაზათა შორის ორიენტაციულ თანაფარდობათა მაგალითების უმეტესობა.
ავტ.

გ4. სამთო საქმე. მეტალურგია. ქიმიური მრეწველობა.

უაკ 622.24
გ4.1. საბურღი კოლონების მუშაობის ანალიზი მდგრადობის თვალსაზრისით. /ი. გოგუაძე/. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 69-85. _ ქართ. რეზ.: ინგლ.
გაანალიზებულია საბურღი კოლონა, როგორც ღრუ გლუვი ძელაკი, რომელზეც მოქმედებს მჭიმავი, მკუმშავი, მღუნავი და მგრეხი ძალები. საინჟინრო ამოცანების ამოხსნის და შემოწმების თვალსაზრისით მისი მოძრაობის დიფერენციალური განტოლებები აკმაყოფილებს ეილერ-ლაგრანჟის დიფ. განტოლებებს, რომლის ინტეგრირებით ვღებულობთ საბურღი კოლონის მათემატიკურ მოდელს, ხოლო ინტეგრალგარეშე წევრები ღებულობს სასაზღვრო პირობებს. განხილულია მბრუნავი საბურღი კოლონის მდგრადობის საკითხები და გამოთვლილია კრიტიკული ბრუნვის სიხშირეები. იგი წარმოდგენილია, როგორც შეყურსული მასა, განივი და ბრუნვითი რხევები, ზღვრული დასაშვები სიდიდეები. ილ. 5, ცხრ. 1, ლიტ. 6.
ავტ.

უაკ 549.28+993.
გ4.2. ქვემო ქართლის ხალასი სპილენძის გამოვლინებები და მასთან დაკავშირებული მელითონეობა. /ხ. გაჩეჩილაძე, ვ. გელეიშვილი, ი. დოლიძე, ნ. ფოფორაძე/. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 44-52. _ ქართ. რეზ.: ინგლ.
ქიმიური და მაკრორენტგენოსკოპური ანალიზის საშუალებით შესწავლილ იქნა ბოლნისის (მადნეულის საბადო) რაიონში თვითნაბადი სპილენძის ქიმიური შედგენილობა როგორც მის ზედაპირზე, ისე სიღრმეში. მათში სპილენძთან ერთად განისაზღვრა სხვა ელემენტებიც. ანალიზის შედეგებმა გვიჩვენა, რომ თვითნაბადი სპილენძის სხვადასხვა ფორმის მასები არათანაბარი ქიმიური შედგენილობით ხასიათდება და მათში გვხვდება როგორც დამოუკიდებელი მინერალური ჩანართები, ასევე ცალკეული ელემენტები. საბრძოლო ცულის და კოლხური თეთრის (მონეტების) ქიმიური შედგენილობა საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მათ დასამზადებლად ქართველი მენავთობეები ქვემო ქართლის თვითნაბად სპილენძს იყენებდნენ. ილ. 11, ცხრ. 1, ლიტ. 4.
ავტ.

უაკ 622.244.442
გ4.3. მოცულობითი სასანგრევო ძრავების გამოყენებით ჭაბურღილების ბურღვის ტექნოლოგია. /გ. ვარშალომიძე ვ. ხითარიშვილი, ტ. სარჯველაძე. ნ. კუპრავა/. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 86-91. _ ქართ. რეზ.: ინგლ.
ჭაბურღილების ბურღვის ეფექტურობის მიზნით უკანასკნელ წლებში მრავალ ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება მოცულობითი სასანგრევო ძრავები, მისთვის შეირჩევა რაციონალური ბურღვის რეჟიმის პარამეტრები: სანგრევზე ღერძული დაწოლა, საბურღი იარაღის ბრუნთა სიხშირე და მოწოდებული სითხის ხარჯი ბურღვის გეოლოგიურ-ტექნიკური პირობების მიხედვით. მოცულობითი სასანგრევო ძრავების გამოყენებით ჭაბურღილების გაყვანისას საგრძნობლად უმჯობესდება ბურღვითი სამუშაოების დროის ბალანსი და იზრდება ბურღვის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. ცხრ. 1, ლიტ. 5.
ავტ.

უაკ 622.24.661.733.3
გ4.4. საბურღი ხსნარების დასამუშავებლად ღვინის წარმოების ნარჩენების გამოყენების შესაძლებლობის შესწავლა. /გ. ვარშალომიძე მ. ონიაშვილი/. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 92-95. _ ქართ. რეზ.: ინგლ.
ჭაბურღილის გაყვანის დროს აუცილებელია თიხის ხსნარის პარამეტრების განსაზღვრული მნიშვნელობების შენარჩუნება ბურღვის სხვადასხვა ინტერვალში. თიხის ხსნარში მომატებული სიბლანტის წინააღმდეგ საბრძოლველად შემოთავაზებულია საქართველოში არსებული ღვინის წარმოების ნარჩენებისგან დამზადებული ტანინის შემცველი ექსტრაქტი. ჩატარებული ცდების შედეგების საფუძველზე ნაჩვენებია, რომ აღნიშნული ექსტრაქტი ეფექტური საშუალებაა სიბლანტის და ძვრის სტატიკური დაძაბულობის მნიშვნელობის შესამცირებლად. ილ. 3, ლიტ. 4.
ავტ.

უაკ 669.14.018.25
გ4.5. სამაგრი და სატუმბო-საკომპრესორო მილებისთვის განკუთვნილი 40ГТ ფოლადის ელექტროქიმიური თვისებების კვლევა. /ვ. კოპალეიშვილი, თ. ლოლაძე, ხ. ანანიაშვილი, ე. ჩხიკვაძე, გ. შიმბორი/. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 103-110. _ ქართ. რეზ.: ინგლ.
შესწავლილია არმკო-რკინისა და 40ГТ ფოლადის კოროზიული ქცევა სტანდარტულ ხსნარში (0,5 N Nაჩლ; 0,005 მოლ NაHჩO3; 0,005 მოლ Nა2ჩO3). 40ГТ ფოლადის სტანდარტულ ხსნარში კოროზიული თვისებების შესწავლის შედეგად დადგენილია კოროზიის სიღრმითი მაჩვენებელი და მედეგობის ჯგუფი. განსაზღვრულია კოროზიის დენის სიდიდეები და მიღებულია მონაცემები კოროზიის სიჩქარისა და 40ГТ ფოლადის სტანდარტულ ხსნარში მდგრადობის შესახებ. ილ. 1, ცხრ. 5, ლიტ. 9.
ავტ.

უაკ 620.173.3
გ4.6. ნახშირბადიანი ფოლადის კოროზია ზღვის წყალში და მათი დაცვის ზოგიერთი მეთოდი. /ზ. ქემხაძე, დ. ქემხაძე/. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 111-117. _ ქართ. რეზ.: ინგლ.
განხილულია ნახშირბადიანი ფოლადის კოროზიის სიჩქარე (მმ/წელი) ზღვის წყლის სხვადასხვა ზონაში. დადგენილია, რომ ხიმინჯების შესველების და ზღვის წყლის ტენიანი ატმოსფეროს პირობებში აღნიშნული ფოლადის კოროზიული მედეგობა ათბალიანი სკალის მიხედვით ძირითადად შეესაბამება 6-8 ბალს, ხოლო ზღვის ტენისა და ზღვის შხეფების პირობებში ლითონკონსტრუქციული დანადგარების მედეგობა შეესაბამება 8-9 ბალს. განსაკუთრებული ადგილი უკავია მაკროორგანიზმების გარშემოზრდას ფოლადის ზედაპირზე, მოცემულია მათი მოქმედება ფოლადის ზედაპირზე. მოყვანილია ლითონის კოროზიისაგან დაცვის ზოგიერთი მეთოდი. ილ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 7.

უაკ _ 669.017.669.788
გ4.7. სილიციუმის გავლენა ბეინიტური კლასის Fე-ჩ შენადნობებში მიმდინარე თვითორგანიზებად მოვლენებზე. /ვ. კოპალეიშვილი, ო. იოსელიანი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. _ 2006. _ #1. _ გვ. 61_64. _ რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
არსებული მონაცემებისა და საკუთარ კვლევათა შედეგების ანალიზის საფუძველზე შემოთავაზებულია მეცნიერული ჰიპოთეზა. დასაბუთებულია, რომ რკინის გისოსის პარამეტრის შემცირება გამოწვეულია ორი ფაქტორის - უარყოფითი ტემპერატურებისა და სილიციუმის გავლენით. ტგამოცდ<= ტკრ და ში>=2,2% იწვევს რკინის გამყიფებას KჩU=0ჯ/სმ2, რაც განპირობებულია კოვალენტური ბუნების ძალების დომინირებით. სილიციუმის ზღურბლსზედა (ში>=0,50%) შემცველობა რკინაში და ბეინიტური კლასის Fე-ჩ-ს შენადნობებში იწვევს რა რკინის ატომებს შორის ბმის ახალი კოვალენტური ძალების რეგულარულ გაჩენას, განსაზღვრავს შემდგომ თვითორგანიზებად მოვლენებს, წყალბადის ხსნადობისა და ნარჩენი აუსტენიტის რაოდენობის ზრდას, შენადნობში ორი გაჯერებული მყარი ხსნარის <a+gრ> ფორმირებას, გაახალგაზრდავების პროცესს და მის შექცევადობას.
ავტ.

უაკ 669
გ4.8. ზოგიერთი მეტალურგიული პროცესის მათემატიკური მოდელირების საკითხები. /ო. პეტრიაშვილი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 142-146. _ რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია სტაციონარული შემთვევითი პროცესების პროგნოზირების მეთოდის გამოყენების საკითხი მარტენის საამქროში დნობის ხანგრძლივობის წინასაწარ განსაზღვრის მიზნით. ლიტ. დას. 3.
ავტ.

უაკ 669.1
გ4.9. მოდიფიცირების პროცესების გავლენა ლიკვაციურ მოვლენებზე ფოლადის ზოდის კრისტალიზაციის დროს. /ო. ტაბუაშვილი, ნ. ქიტოშვილი, ი. ჩადუნელი, თ. მჭედლიძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 114- 117. _რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
ჩატარებულია კვლევები ფოლადის ზოდების კრისტალიზაციის პროცესების, ლითონის შეკლების ლიკვაციის, შეკლების სიფხვიერისა და სხვა იმ ნაკლის, რომელიც წარმოიშობა ბოყვში ლითონის ჩამოსხმის დროს და სლაბის გლინვის შემდეგ. დადგენილია, რომ ლითონის მოდიფიკატორით დამუშავება გამორიცხავს განშრევების სახით წუნის წარმოქმნას ფურცელსაგლინავ საამქროში. ცხრ. 2, ლიტ. 2.
ავტ.

უაკ 621.771
გ4.10. მილსანამზადო დგანებზე გლინვის პროცესის და გლინების დაკალიბრების სრულყოფა. /ა. ვაშაკიძე, ნ. ვაშაკიძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 104-108. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
ლითონის ფორმაცვლილებისა და დეფორმაციის ეფექტიანობის კვლევის საფუძველზე დამუშავდა მილნამზადების გლინვისა და დაკალიბრების სრულყოფლი ტექნოლოგია მომჭიმ კალიბრთა ახალი სისტემების გამოყენებით. მილსანამზადო დგანებზე მართკუთხედი-სწორად დახრილი გვერდითკედლებიანი მართკუთხედი-წრე და მართკუთხედი-სწორად დახრილი გვერდითკედლებიანი მართკუთხედი-მომრგვალებულ გვერდითწახნაგებიანი და კედლებიანი ათკუთხედი-წრე დაკალიბრების სქემით გლინვისას მიღებულია დეფორმაციის ეფექტიანობის კოეფიციენტის ახალი თეორიული გამოსახულებები. დამუშავებული პროგრესული ტექნოლოგიის გამოყენებით მცირდება დეფორმაციის უთანაბრობა, კალიბრთა ცვეთა, გასაგლინი ლითონის, გლინების და ენერგიის ხარჯი, იზრდება მზა პროფილების ხარისხი. ილ. 2, ლიტ. 7.
ავტ.

უაკ 669.1.017:669.788
გ4.11. სილიციუმის ზღურბლი რკინაში და რკინა-ნახშირბადის ბეინიტური კლასის შენადნობებში და მისი მნიშვნელობა მასალათმცოდნეობისათვის. /ვ. კოპალეიშვილი, ი. ქაშაკაშვილი, ლ. კერესელიძე, ო. იოსელიანი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 109-114. _ რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
არსებული მონაცემების და საკუთარ კვლევათა შედეგების ანალიზის საფუძველზე შემოთავაზებულია მეცნიერული ჰიპოთეზა. Fე-ში სისტემასა და ბეინიტური კლასის Fე-ც შენადნობებში არსებობს სილიციუმის ზღურბლი, რომელიც ში>0,50%-სას განაპირობებს თვითორგანიზებად მოვლენებს. ეს ჰიპოთეზა ახლებურად ხსნის არსებულ ექსპერიმენტულ ფაქტებს (სილიციუმისა და წყალბადის გავლენა ბეინიტურ შენადნობთა თვისებებზე, მექანიკურ თვისებათა მაჩვენებლების ცვლილება ლითონის – ფოლადების დაყოვნებისას; გრაფიტიზაციის, შედუღებადობის, ფლოკენების წარმოქმნის, მაღალმტკიცე მდგომარეობის მიღწევის პროცესები და სხვ.), რითაც არა მარტო შეაქვს მნიშვნელოვანი კორექტივები მასალათმცოდნეობის თეორიასა და პრაქტიკაში, არამედ რეალურ შესაძლებობებს გვიხსნის ახალი მიმართულებების შესაქმნელად სხვადასხვა დარგებში, მაგალითად, წყალბადის დამგროვებელ შენადნობებში (წდშ) რკინის ფუძეზე. ლიტ. 11.
ავტ.

უაკ 623-94
გ4.12. შეიარაღების ხანგამძლეობის გაზრდის ტექნოლოგიური მეთოდი. /თ. დალაქიშვილი, გ. დალაქიშვილი, თ. ლომია/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 117-122. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
შემოთავაზებულია სამხედრო საიარაღო ფოლადების ახალი საწრთობ-მაცივებელი საშუალება - ოპტიმალური ქიმიური შემადგენლობის ხსნარი, რომელიც უზრუნველყოფს საბრძოლო იარაღის დიდ, პერიოდულად განმეორებად, ცვლად დინამიკურ დატვირთვებზე მომუშავე ნაწილებისა და მექანიზმების საპასუხისმგებლო დეტალების მაღალ მექანიკურ თვისებებსა და საექსპლუატაციო მახასიათებლებს. თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე მოცემულია როგორც ახალი საწრთობ-მაცივებელი გარემოს ფიზიკური და მაცივებელი თვისებები, ასევე სამხედრო საიარაღო ფოლადების ამ გარემოში წრთობის შემდეგ მიღებული მათი სტრუქტურული მახასიათებლები და მექანიკური თვისებები. ნაჩვენებია სხვადასხვა საწრთობ-მაცივებელ საშუალებებში წრთობისაგან ამ მახასიათებლებისა და თვისებების ფუნქციური დამოკიდებულების ხასიათი. ილ. 1, ცხრ. 2, ლიტ. 7.
ავტ.

უაკ 669
გ4.13. კოლხური ტორფის მეტალურგიული თვისებების გამოკვლევა. /ე. ბროლაძე, ზ. ლოლუა, ბ. მაისურაძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 123-125. _ რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
წარმოდგენილია კოლხური ტორფის მეტალურგიული თვისებების კვლევის შედეგი, კერძოდ, მისი ტექნიკური და ქიმიური შედგენილობა, კუთრი ელექტროწინაღობა, ქიმიური აქტიურობა და ა. შ. მონაცემები ადასტურებს, რომ ფეროშენადნობის გამოდნობის დროს გამოყენებული მწვავედეფიციტური კოქსიკი ნაწილობრივ შეიძლება შევცვალოთ კოლხური ტორფით.
რუს.

უაკ 669.26.265.
გ4.14. ერთობლივად დანაჭროვნებული ქრომიანი შენადნობების კაზმისა და ქრომის მადნების ბრიკეტების სტრუქტურის ფორმირება. /ე. ბროლაძე, ზ. ლოლუა, ბ. მაისურაძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 77-84. _ რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
მოცემულია ერთობლივად დანაჭროვნებული ქრომიანი შენადნობების კაზმისა და ქრომის მადნების ბრიკეტების სტრუქტურის ფორმირების პროცესის პეტროგრაფიული გამოკვლევის შედეგები. ბრიკეტების სტრუქტურა ყალიბდება იმ კომპონენტების მეშვეობით, რომლებიც პლასტიკური თვისებებით ხასიათდება. ერთობლივად დანაჭროვნებული კაზმის მთავარ სტრუქტურწარმომქმნელი კომპონენტია პლასტიკურ მდგომარეობაში მყოფი ნახშირი. ილ. 10, ცხრ. 3, ლიტ. 2.

გ5. მანქანათმშენებლობა. ხელსაწყოთმშენებლობა.

უაკ 655.24
გ5.1. ქართული სხვადასხვა გარნიტურის შრიფტების ტევადობის გაანგარიშება. /ლ. ლომიძე, ნ. წივწივაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. _ 2006. _ #1. _ გვ. 87-91. _ ქართ., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია სხვადასხვა გარნიტურის ქართული 11 კეგელიანი შრიფტის ტევადობა. კვლევა ჩატარდა 10 სმ-ის სიგრძის სტრიქონზე ნახევრად მუქი, ნათელი და დახრილი ანუ კურსივით დაბეჭდილ მთავრულ და ნუსხურ ასოებზე. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა გარნიტურის შრიფტის ტევადობის დასადგენად ავტორთა მიერ მოცემული რიცხვითი მნიშვნელობები საგრძნობლად ამარტივებს მოცემული გამოცემისათვის შრიფტის შერჩევას.
ავტ.

უაკ 655.24
გ5.2. ბეჭდვის პროცესში პოლიგრაფიულ მასალებთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემები. /ნ. ზედელაშვილი ი. უგრეხელიძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. _ 2006. _ #1. _ გვ. 111_116. _ ქართ., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია ბეჭდვის პროცესში მასალებთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემები. ჩატარებულია კვლევა ქაღალდისა და საღებავის აკლიმატიზაციის პირობებზე, აღმოჩნდა, რომ არსებულ მეთოდთან შედარებით შემოთავაზებული მოდელი საგრძნობლად ამცირებს აკლიმატიზაციის ხანგრძლივობას, გაცილებით მარტივი, იაფი და მოსახერხებელია დღევანდელი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, რაც დამაკმაყოფილებელ პირობებს ქმნის ოპერატიული ბეჭდვისათვის.
ავტ.

უაკ 621.914
გ5.3. ბიმეტალური მჭრელი იარაღები. /მ. შვანგირაძე, ო. მგალობლიშვილი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 42-45. _ რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
განხილულია ბიმეტალური მჭრელი იარაღების დამზადების ორიგინალური ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც საშუალებას იძლევა მნიშვნელივნად შევამციროთ სწრაფმჭრელი ფოლადის ხარჯი მრგვალი ტანის მქონე მჭრელ იარაღებში. აღნიშნულმა მჭრელმა იარაღებმა წარმატებით გაიარა გამოცდა როგორც ჩვენთან, ასევე საზღვარგარეთ. ილ 4, ლიტ. 5.
ავტ.

უაკ 621.937.6
გ5.4. ქიმიურ-თერმულად დამუშავებული სწრაფმჭრელი ფოლადისაგან დამზადებული მჭრელი იარაღების მედეგობის კვლევა. /ე. ნინოშვილი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 48-53. _ რუს., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
შემოთავაზებულია ლითონური და არალითონური მასალების დამუშავება კარბონიტრირებული სწრაფმჭრელი ფოლადისაგან დამზადებული მჭრელი იარაღებით. კვლევის შედეგების გათვალისწინებით დადგენილია, რომ კარბონიტრირებული იარაღების მედეგობა აღემატება არაკარბონიტრირებული იარაღების მედეგობას ნახშირბადოვანი ფოლადების დამუშავების დროს 1,5-ჯერ, ხოლო მერქნის დამუშავებისას – 1,8-ჯერ ილ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 7.
ავტ.

უაკ 674.05
გ5.5. სახეხი ჩარხის მიმყოლი მექნიზმის დინამიკური გამოკვლევა ჰოროსკოპული და ინერციული ძალების გავლენის გათვალისწინებით. /ზ. ბალამწარაშვილი, ზ. ჩიტიძე, თ. მჭედლიშვილი, ი. გელაშვილი, ა. ლეკვინაძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 45-48. _ რუს., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
შესწავლილია სახეხი ჩარხის როტორი-ბარბაცა მიმყოლი სისტემის დინამიკაზე ჰიროსკოპიული და ინერციული ძალების გავლენა. დადგინდა, რომ სისტემის დინამიკაზე გავლენას ახდენს მხოლოდ სიმძიმის ძალა, როემლიც აუცილებელია გავითვალისწინოთ მიმყოლი სისტემის დინამიკური გამოკვლევების დროს. ილ. 1, ლიტ. 3.
ავტ.

უაკ 519.245
გ5.6. ჩანაცვლების მომსახურების პრიორიტეტი ტექნიკურ სისტემებში. /დ. გულუა, ზ. ბაიაშვილი, ს. მანია/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 65-69. _ რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია აღსადგენელემენტებიანი მრავალკომპონენტებიანი დარეზერვებული სისტემები მწყობრიდან გამოსული ელემენტის შეცვლის დროის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მოცემულია ტექნიკური სისტემა ჩანაცვლების პრიორიტეტებით, აგებულია სისტემის სტოქასტიკური მოდელი. სისტემის მდგომარეობის ფინალური ალბათობებისათვის მიღებულია წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემა. ლიტ. 5.
ავტ.

გ7. კვების მრეწველობა

უაკ 663.9
გ7.1. ვაშლისა და ციტრუსების ზოგიერთი ჯიშის გორვის ხახუნის კოეფიციენტების დადგენა. /გ. ბერუაშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. _ 2006. _ #1. _ გვ. 76-80. _ ქართ., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
სოფლის მეურნეობის ნედლეულის საცავის ღარებში ნაყოფის მოძრაობისა და საცავის კონსტრუქციული პარამეტრების დასადგენად შესწავლილი იქნა საქართველოში გავრცელებული ხილის ჯიშების _ ვაშლისა (კეხურა, შამპანური რენეტი, ზამთრის ბანანი) და ციტრუსების (მანდარინი _ ჯიში უნშიუ, ფორთოხალი _ ადგილობრივი ჯიში) გორვის ხახუნის კოეფიციენტების ექსპერიმენტული მნიშვნელობები სხვადასხვა მასალის (დურალუმინი, ორგანული მინა, ფურცლოვანი ფოლადი, უჟანგავი ფოლადი, ფანერა) საკონტაქტო ზედაპირზე გადაადგილებისას. მოცემულია კოეფიციენტების განსაზღვრის მეთოდიკა.
ავტ.

გ8. მშენებლობა. არქიტექტურა

უაკ 624.24
გ8.1. კომბინირებული ბაგიროვანი შპრენგელური სისტემის წინასწარდაძაბვის ძალის განსაზღვრა. /რ. ბიძინაშვილი, ო. ხაზარაძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 9-11. _ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
დამუშავებულია კომბინირებული ბაგიროვანი შპრენგელური სისტემის წინასწარდაძაბვის ძალის განსაზღვრის მეთოდიკა. გამოთვლილია წინადაძაბვის ძალის სიდიდე, რომელიც აღნიშნული შპლენგერული სისტემის გეომეტრიული და ფიზიკური მახასიათებლების ფუნქციაა. ილ. 3, ლიტ. 2.
ავტ.

უაკ 624.08
გ8.2. ზღვრული დატვირთვის განსაზღვრა რთული ჩარჩოების პროგრესული რღვევის დროს. /რ. იმედაძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 11-17. _ რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
მოცემულია რთული ჩარჩოების პროგრესული რღვევის შესაბამისი დატვირთვის განსაზღვრის მეთოდი ელექტრონული მანქანების გამოყენებით. შემოთავაზებული მეთოდი, ისევე როგორც არსებული, დაფუძნებულია პრანდტლის დიაგრამაზე და როგორც ადგილობრივ, ისე საერთო მდგრადობაზე ჩარჩოს ამტანუნარიანობის ამოწურვამდე. პროგრესულად მრღვევი დატვირთვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა განისაზღვრება თანდათან მიახლოვების მეთოდით. ილ. 1, ლიტ. 3.
ავტ.

უაკ 624.01:515.5
გ8.3. სამშენებლო კონსტრუქციის დაპროექტებისას ინვერსიის გამოყენება. /ნ. ჯავახიშვილი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 89-91. _ რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
სივრცითი მოძრავი სისტემებისათვის შემუშავებულია ბრტყელი მოდელირების მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავამარტივოთ სამშენებლო მექანიკის ამოცანების ამოხსნა, კერძოდ, სფეროს ზედაპირზე განლაგებული გეომეტრიულ ფიგურების გაანგარიშება. ილ. 2, ლიტ. 2.
ავტ.

უაკ 624.042.7
გ8.4. ექსტრემალურ პირობებში შენობა-ნაგებობების მდგომარეობის დიაგნოსტიკა და ავარიის პროგნოზირება. /მ. წიქარიშვილი, ა. წაქაძე, ა. ჭიპაშვილი, პ. ქონიაშვილი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 19-23. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
მოცემულია ბუნებრივი და ანთროპოგენული კატასტროფების კლასიფიკაცია, მათი გავლენა შენობა-ნაგებობებზე. დამუშავებულია კონსტრუქციების ტექნიკური დიაგნოსტირების მეთოდები, ასევე მოსალოდნელი ავარიების პროგნოზირების ავტომატური კონტროლის სისტემების მოწყობის ვარიანტი. ილ. 3, ცხრ.1, ლიტ. 3.
ავტ.

უაკ 69.05(075.8)
გ8.5. ღუნვაზე მომუშავე სამშენებლო კონსტრუქციების მაძლიერებელი მოწყობილობის მონტაჟის შრომატევადობის ანალიზი. /ნ. მსხილაძე, გ. ბაქანიძე, შ. ბაქანიძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 9-13. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია შენობა-ნაგებობათა ელემენტების მაძლიერებელი მოწყობილობის მონტაჟის შრომატევადობის საკითხი, როგორც სამშენებლო კონსტრუქციების ტექნოლოგიურობის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმისა. გამოყენებულია მონტაჟის შრომატევადობის განსაზღვრის მიახლოებითი ხერხი და შედეგი შედარებულია ნორმებთან. ილ. 3, ლიტ. 4.
ავტ.

უაკ 711.42.(479.22)
გ8.6. სანაპიროები ქალაქის სტრუქტურაში. /ქ. ბერეკაშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. _ 2006. _ #2. _ გვ. 108-113. _ ქართ. რეზ. ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია მდინარისპირა ქალაქების სანაპიროების შიდა სატრანსპორტო სტრუქტურების განვითარების სქემები. ხაზგასმულია, რომ მდინარეზე განაშენიანებულ ქალაქის ხასიათს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი სატრანსპორტოდ გამოყენება. სანაპიროების პროექტირების დროს აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ადგილობრივი ბუნებრივი კლიმატური, ეკოლოგიური და ლანდშაფტური გარემოს მონაცემები.
ავტ.

გ9. სოფლისა და სატყეო მეურნეობა. თევზის მეურნეობა

უაკ 631.3
გ9.1. სოფლის მეურნეობის ტექნიკური აღჭურვის პრიორიტეტების განსაზღვრა შეზღუდული ფინანსური უზრუნველყოფის პირობებში. /გ. ჩიტაია, გ. გოგოლაძე, გ. დალაქიშვილი, ზ. ბრეგვაძე/. სმმეი-ს შრომები. _ 2007. _ გვ. 54-65. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
წარმოდგენილია მეთოდიკა, რომელიც საშუალებას იძლევა სასოფლო-სამეურნეო წარმოების შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების პირობებში შევარჩიოთ ის ოპტიმალური ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც მაქსიმალურად მოქმედებს პროდუქციის რაოდენობაზე და ხარისხზე. აღნიშნული მეთოდიკით რეკომენდებულია მოხდეს პირველ რიგში შესაძენი ტექნიკის შერჩევა.
ავტ.

უაკ 663.95
გ9.2. ჩაის წარმოების ეფექტიანობის ამაღლებისათვის. /ს. დობორჯგინიძე/. სოციალური ეკონომიკა. – 2006. _ #5. – გვ. 152-158. _ ქართ.; რეზ. რუს.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში საქართველოს მეჩაიეობისა და ჩაის მრეწველობაში უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა. ჩაის პლანტაციების ფართობი 64,5 ათასი ჰა-დან შემცირებულია 47,3 ათას ჰა-მდე, ჩაის ფოთლის წარმოება – 581 ათასი ტონიდან (1986 წ.) 22 ათას ტონამდე (2005 წ.). მოცემულია მიზეზები, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოში ჩაის წარმოების დარგში საბაზრო პრინციპების დამკვიდრებას, დასახულია ჩაის წარმოების აღდგენის გზები: სახელმწიფოს მიერ მეჩაიეობის მიზნობრივი და გარანტირებული მხარდაჭერა; აგრარული პროტექციონიზმი, როგორც შიგა-ეკონომიკური, ასევე საგარეო ეკონომიკური ასპექტებით; რეგულირების მექანიზმების შეთანაწყობა; პროგრამულ-მიზნობრივი უზრუნველყოფა და ა.შ.

ავტ.
უაკ 664.7
გ9.3. მარცვლეულის მცირეტონაჟიანი გადამუშავების სისტემური ანალიზის პრინციპები. /რ. ჯაფარიძე/. სმმეის შრომები. _ 2007. _ გვ. 32-42. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
მოცემულია სისტემური ანალიზის გამოყენების თავისებურებები მარცვლეულის გადამამუშავებელ საწარმოებში. წარმოების პროექტირება მრავალკრიტერიუმიანი ამოცანაა შეზღუდვებით და განუსაზღვრელობებით. საერთო ოპტიმიზაციის პრობლემა იყოფა სამ ეტაპად: პროცესის მოდელის აგება – კვლევის საგნის ფორმალიზაცია, ოპერაციის ასახვა – ამოცანის დასმა და საკუთრივ ოპტიმიზაცია. კრიტერიუმების სიმრავლე შემოფარგლავს მოქმედების არეს, რომელიც თანდათან იზღუდება ეტაპობრივი ვარიაციული მოდელირებით და გათვლებით. სისტემურ ანალიზს ვერ მივყავართ ცალსახა, აბსოლუტურად საუკეთესო შედეგამდე. კვლევით გამოვლენილ მეტნაკლებად ვიწრო ოპტიმალურ დიაპაზონში საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება მაინც რჩება ევრისტიკულ ამოცანად, მაგრამ ეს არჩევანი კეთდება უკვე მინიმალური რისკით, პრობლემაში გარკვეული სუბიექტების პოზიციიდან.
ავტ.

უაკ 631.4
გ9.4. ნიადაგის დამუშავების აეროდინამიკური მეთოდი. /მ. ბაგრატიონი, ა. წითლაური, ი. ლაგვილავა, ნ. გეიდარ-ზადე/. სმმეი-ს შრომები. _ 2007. _ გვ. 66-77. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
აეროდინამიკურ ეფექტზე მოქმედი ნიადაგის დამამუშავებელი მანქანა-იარაღების და ტექნიკური საშუალებების შესწავლის და ანალიზის შედეგად შეიქმნა ორი ტიპის მუშა ორგანო და საექსპერიმენტო სტენდი, რომელთა დანიშნულებაა შეკუმშული ჰაერის გამოყენებით ნიადაგის ღრმად გაფხვიერება და გაფხვიერებულ ზონაში მინერალური სასუქების შეტანა. ინსტიტუტში ლაბორატორიული ცდების ჩატარების შედეგად დამტკიცდა ნიადაგის გაფხვიერებისათვის შეკუმშული ჰაერის იმპულსის გამოყენების ეფექტიანობა მისი ფიზიკო-მექანიკური და ბიოლოგიური თვისებების აღსადგენად. მუშაობა გრძელდება ნიადაგდამამუშავებელი აგრეგატის შექმნაზე, რომლის მუშა ორგანოები აღჭურვილია აეროდინამიკური ინტენსიფიკატორით. ილუსტრ. 5, ლიტ. 11.
ავტ.

უაკ 631.895
გ9.5. ახალი თაობის თხევადი ორგანულ-მინერალური სასუქების წარმოება ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებით. /ლ. Gგორ-თამაშვილი, რ. ჯაფარიძე, ი. აფციაური, თ. ნაცვლიშვილი/. სმმეი-ს შრომები. _ 2007. _ გვ. 66-77. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
განხილულია კომბინირებული ორგანულ-მინერალური სასუქების წარმოება სასოფლო ნარჩენების ბაზაზე მაღალინტენსიური ტექნოლოგიების ახალი, ეკოლოგიური, ბიოტექნოლოგიური მიწათმოქმედებით შეცვლის მიზნით. შემუშავებული და გამოცდილია კომბინირებული თხევადი და მყარი ორგანულ-მინერალური სასუქების ვარიანტები. ამ მეთოდით მიღებული ეკოლოგიურად საიმედო ორგანულ-მინერალური სასუქები ეკონომიურადაც ეფექტურია, რადგან მათ წარმოებაზე იხარჯება ბიორეაქტორისა და ჰელიოდანადგარის მეშვეობით აკუმულირებული მზის იაფი ენერგია.
ავტ.

უაკ 631.538
გ9.6. სავენახე კომბინირებული კულტივატორი გაზის სანთურებიანი სარეველების მოსაწვავი აპარატით. /შ. ლეფსვერიძე, ა. ბროლაძე, კ. გუნცაძე/. სმმეი-ს შრომები. _ 2007. _ გვ. 146-153. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
მოცემულია სარეველების მოსაწვავი გაზის სანთურებიანი კომბინირებული კულტივატორის პრინციპული და ტექნოლოგიური სქემა, რომელიც ერთი გავლით ასრულებს ვენახის რიგთაშორისებში კულტივაციას, ზედაპირულ ფრეზირებას და დამცავ ზოლში სარეველების მოწვას. კომბინირებული მანქანის ასეთი კონსტრუქციული გადაწყვეტა საშუალებას იძლევა ორჯერ-სამჯერ შემცირდეს რიგთაშორისებში აგრეგატის გავლათა რაოდენობა ჩვეულებრივ კულტივაციასთან შედარებით. თეორიულად გაანგარიშებულია სანთურების პარამეტრები. ხვრეტის დიამეტრი და დიფუზორის კვეთის ფართი. აგრეგატი გამოცდილია ინსტიტუტის საცდელ ნაკვეთზე, მიღებულია დადებითი შედეგები. ილ. 2. ლიტ. 8.
ავტ.

უაკ 631.538
გ9.7. ქლოროზით დაავადებული ვაზის სამკურნალო მანქანა. /შ. ლეფსვერიძე/. სმმეი-ს შრომები. _ 2007. _ გვ. 172-178. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
მოცემულია ქლორიზით დაავადებული ვაზის სამკურნალო მანქანის კონსტრუქციული აღწერილობა და მუშაობის ორგანიზაცია. მოცემულია ხსნარის ხარჯის საანგარიშო და ავზის დაცლის დროის სააგარიშო ფორმულები. მანქანა გამოიცადა და დაინერგა ბოლნისის და მარნეულის რაიონებში ქლოროზით დაავადებულ ვენახებში. გამოცდის შედეგებმა უჩვენა დადებითი შედეგები. ადგილობრივი ნორმატივების გათვალისწინებით ქლოროზით დაავადებული ვენახების სამკურნალო მანქანა ყოველ-ჰა-ზე ათავისუფლებს 35 კაც/დღეს და იძლევა 234 ლარის ფულად ეკონომიას. ილ. 2. ლიტ. 3.
ავტ.

უაკ 633.15
გ9.8. სიმინდის რთული ხაზთაშორის ჰიბრიდულ თესლზე კოლხიცინის ხსნარის ზემოქმედებით მაღალჰეტეროზისული უნარის მქონე ჯიშის მიღების შესაძლებლობა. /პ. ნასყიდაშვილი, თ. ზარანდია, გ. ტურავა/. აგრარული მეცნიერების პრობლემები. _ 2006. _ XXXVI. _ გვ. 13-14. _ ქართ.; რეზ: რუს., ინგლ.
ნაჩვენებია, რომ სიმინდის რთულ ხაზთაშორის ჰიბრიდის თესლზე ალკალოიდ კოლხიცინის 0,3-0,5%-იანი ხსნარის ზემოქმედებით და კოლხიცინირებული მარცვლებიდან მიღებულ მრავალფეროვან მცენარეებში ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი გახდა გამოგვერჩია საგვარტომო მცენარეები, რომელთა შემდგომ თაობებში შესწავლით გამოვლენილი იქნა კონსტანტური, ერთგვაროვანი და მაღალი ჰეტეროზისის უნარის მქონე ახალი ფორმა, რომელსაც ვუწოდეთ ჯიში ოდიში.
ავტ.

უაკ 632.15
გ9.9. ხილბოსტნეულის, ბაღჩეულის და სხვა სასურსათო პროდუქტების ნიტრატებით დაბინძურების დიაგნოსტიკა. /ა. თხელიძე/. აგრარული მეცნიერების პრობლემები _ 2006. _ XXXVI. _ გვ. 37-40. _ ქართ.; რეზ: რუს., ინგლ.
განხილულია ის ძირითადი სიმპტომები, რომლებიც ახასიათებს ნიტრატებით დაბინძურებულ ხილბოსტნეულსა და ბაღჩეულს და რომელიც ხშირ შემთხვევაში ხდება ბავშვების მოწამვლის მიზეზი. განსაზღვრულია ის ძირითადი სიმპტომები, რომლითაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია განსხვავდება ნიტრატებით დაბინძურებულისაგან: ფოთლებისა და ზოგიერთი კულტურის ნაყოფების მუქ-მწვანე შეფერილობა; უმეტეს მცენარეთა ნაყოფებისა და ტუბერების კანისა და მის ქვეშ არსებული რბილობის 3-5 მმ ღია მწვანე ან მწვანე, ხოლო საკუთრივ რბილობის ბევრად უფრო ღია შეფერილობა; გემური თვისებებისა და შენახვისუნარიანობის გაუარესება, ინტენსიური ლპობა.
ავტ.

უაკ 635.25/.26
გ9.10. ხახვის წარმოების ანტიეროზიული სამანქანო ტექნოლოგიის ეკონომიკური და ენერგეტიკული შეფასება. /ო. ქარჩავა, დ. ტურიაშვილი, ვ. გამხიტაშვილი/. აგრარული მეცნიერების პრობლემები. _ 2006. _ XXXVI. _ გვ. 184-186. _ ქართ.; რეზ: რუს., ინგლ.
მიღებულია მაღალი სამანქანო ტექნოლოგიის გამოყენებით ხახვის წარმოების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების რიცხობრივი მნიშვნელობები, რომლებიც ადასტურებენ მოცემულ რაიონებში ხახვის წარმოების რენტაბელურობას; გამოთვლილია ხახვის წარმოების ბიოენერგეტიკული მაჩვენებლების მნიშვნელობა, რომელიც გვიჩვენებს, რომ ხახვს საკმაოდ მაღალი ბიოენერგეტიკული უკუგების კოეფიციენტი გააჩნია, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტული კულტურების რიგში აყენებს აღნიშნულ რეგიონებში.
ავტ.

უაკ 351.779
გ9.11. ფრინველის გრიპი და მისი საწინააღმდეგო თანამედროვე ვეტერინარულ-სანიტარული ღონისძიებები. /ო. ბახუტაშვილი, ი. ხარებაძე, ვ. ნებიერიძე, ო. იაშაღაშვილი/. აგრარული მეცნიერების პრობლემები. _ 2006. _ XXXVI. _ გვ. 213-216. _ ქართ.; რეზ: რუს., ინგლ.
მოცემულია ფრინველის გრიპის გავრცელების მონაცემები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ამ დაავადებით ადამიანის სიკვდილიანობის რაოდენობა. აღწერილია ადამიანში დაავადებების კლინიკური სინდრომები. ღორის ორგანიზმში ადამიანის ა ტიპის ვირუსის და ქათმის გრიპის ასოცირებული მუტაცია, ვირუსის სეროლოგიური ზედაპირული ანტიგენები. ჩამოთვლილია გრიპის ამთვისებელ ორგანიზმთა მრავალფეროვანი სპექტრი. შემუშავებულია ფრინველის გრიპთან ბრძოლის ზოგიერთი ვეტერინარულ-სანიტარული ღონისძიებები.
ავტ.

უაკ 636/637:005
გ9.12. საქართველოს მეცხოველეობა და საკვების წარმოება: მდგომარეობის ანალიზი და განვითარების პერსპექტივები. 1. მეცხოველეობა. /გ. აღლაძე/. Annals of Agrarian Science. – 2006. – ტ. 4. _ # 2. – გვ. 54-59. – რუს.; რეზ. ინგლ.
მოცემულია საქართველოს მეცხოველეობის ძირითად მაჩვენებელთა დინამიკა 1986-2005 წლებში და ქვეყნის ეკონომიკის საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პერიოდის დასრულების პირობებში ამ დარგის თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი. განხილული და საჯარო განხილვისათვის წარდგენილია საქართველოს მეცხოველეობის განვითარების პერსპექტივები, დარგის პროდუქტიულობის და მწარმოებლობის პერსპექტივები 2015 წლისათვის.
ავტ.

უაკ 338.43
გ9.13. გლობალური დათბობა და საქართველოს სოფლის მეურნეობის პრობლემები. /ნ. ქარქაშაძე/. Annals of Agrarian Science. – 2006. – ტ. 4. _ # 2. – გვ. 146-147. – რუს.; რეზ. ინგლ.
განხილულია გლობალური დათბობით გამოწვეული პროცესები, რომლებმაც შეიძლება მოახდინოს ცოცხალი ორგანიზმების ტრანსფორმაცია. სოფლის მეურნეობის მეცნიერების ამოცანაა დროულად განსაზღვროს პროცესების განვითარების მიმართულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ცოცხალი ორგანიზმების იმ სასარგებლო თვისებების დაკარგვა, რომლებიც აუცილებელია მოსახლეობის არსებობისათვის.
ავტ.

უაკ 631.171
გ9.14. დარტყმის თეორიისა და რეოლოგიის მეთოდები მიწათმოქმედების მექანიკაში. /რ. მახარობლიძე/. _ 2006. _ 314 გვ. – რუს.
მოცემულია აბსოლუტურად მყარი ტანის დრეკად-ბლანტ მცენარეულ მასალასთან დარტყმითი ურთიერთქმედების თეორია დარტყმის კლასიკური თეორიის, მსგავსების, განზომილებების და რეოლოგიის თეორიების გამოყენებით. ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო მასალებისათვის დეფორმაციის კანონები და რეოლოგიური მუდმივები დადგენილია ექსპერიმენტებით სპეციალურად დამზადებულ დანადგარზე. განხილულია დარტყმის დროს ურთიერთშემხები ზედაპირების ფორმების გავლენა დრეკად-ბლანტი მცენარეული მასალის დეფორმაციაზე კონტაქტის ზონაში. მეცნიერული დამუშავების საბოლოო შედეგების საფუძველზე მოყვანილია შესაბამისი მუშა ორგანოების პრაქტიკული გაანგარიშების მაგალითები.
ავტ.

გ10. წყლის მეურნეობა. მელიორაცია

უაკ 696.12
გ10.1. წყალარინების სისტემების მთავარ და გვერდით კოლექტორებში ჩამდინარე წყლის ნაკადების შეერთების გაანგარიშებისათვის. /ლ. ღოღელიანი, ნ. ნაცვლიშვილი, მ. ნოზაძე, ვ. ნაცვლიშვილი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 95-98. _ ქართ., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილული და შემოთავაზებულია საკანალიზაციო კოლექტორებში ჩამდინარე სითხის ნაკადთა შეუღლების ჰიდრავლიკური გაანგარიშების თანმიმდევრობა. ცნობილია, რომ კოლექტორებში ნაკადთა შეუღლების სითხის არათანაბარი მოძრაობა და შევსების სიმაღლის ცვალებადობა განსაზღვრავს შესაბამისი ქანობების ჩატარების აუცილებლობას. მოყვანილია ასეთ შემთხვევებში წარმოქმნილი ჰიდრავლიკური ნახტომის გაანგარიშება და შესაბამისად მთავარ კოლექტორში წყლის შევსების სიმაღლე. ილ. 1, ლიტ. 2.
ავტ.

უაკ 626/627
გ10.2. ქ. თბილისის ჩამდინარე წყლის ხარჯების დადგენის საკითხისათვის. /ლ. კლიმიაშვილი, ვ. ნაცვლიშვილი, ნ. ნაცვლიშვილი, მ. ნაცვლიშვილი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 69-72. _ ქართ., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
მოცემულია წრიული კვეთის საკანალიზაციო კოლექტორებში შევსების და სიჩქარის სიდიდეების მიხედვით ხარჯების ოპერატიული განსაზღვრის ხერხი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ჩატარდეს ექსპერიმენტული კვლევები კოლექტორების ან მთლიანად ქსელის გამტარუნარიანობის შესაფასებლად. გაზომვით დადგენილია ქ. თბილისის მთავარი გამყვანი კოლექტორით ტრანსპორტირებული ჩამდინარე წყლის რაოდენობა და რყევადობის კოეფიციენტი. ილ. 3, ლიტ. 3.
ავტ.

უაკ 628.336
გ10.3. აქტიური ლამის შეწონილ შრეში ნიტრიფიკაციისა და დენიტრიფიკაციის პროცესის გამოკვლევა. /ზ. ზალიკაშვილი, მ. ჩაჩანიძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). გვ. 72-76. _ რუს., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
კვლევის შედეგად მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ აქტიური ლამის შეწონილი შრის ქვედა ნაწილში მიმდინარეობს ნახშირბადშემცვლელი ნივთიერებების ჟანგვა და ამონიური აზოტის ნიტრიფიკაციის პროცესი, ხოლო შრის ზედა ნაწილში გახსნილი ჟანგბადის პრაქტიკულად არარსებობის შემთხვევაში, მიმდინარეობს დენიტრიფიკაციის პროცესი. ილ. 2, ლიტ. 2.
ავტ.

უაკ 628.543
გ10.4. ჩამდინარე წყლების კონტროლის სისტემის სტრუქტურის შესახებ. /ა. დოლიძე, ვ. დოლიძე, ქ. მახარაშვილი/. GEN. _ 2006. _ #4. _ გვ. 114-118. _ რუს.; რეზ. ინგლ.
განხილულია ჩამდინარე წყლების კონტროლის სისტემა, რომელიც შეიცავს ფართო შესაძლებლობების მქონე გადასატან ხელსაწყოებს, ინსტრუმენტული დარაჯის რეჟიმში მომუშავე უწყვეტი გაზომვის ხელსაწყოებს, ავტომატიზებულ საზომ სისტემას. მოყვანილია გადასატანი ანალიზური ხელსაწყოების საზომი მაჩვენებლები და გაზომვის დიაპაზონები. განხილულია ავტომატიზებული ანალიზური სისტემის განვითარების პერსპექტივები ორი კომპიუტერის გამოყენებით, რომლებიც სრულდება დროის რეალურ მასშტაბში. (მრავალწლიანი ინფორმაციის შენახვა, მათემატიკური სტატისტიკის მეთოდებით ინფორმაციის დამუშავება, ინტერნეტ კავშირის გამზომი სადგურით არაკონტროლირებად ობიექტების გაზომვის შედეგების დამუშავება და სხვ. ცხ. 2, ნახ. 2, ლიტ. 3.
ავტ.

გ11. საგარეო და შიდა ვაჭრობა. ტურიზმი.

უაკ 796.5 (038)
გ11.1 “ENGLISH-GEORGIAN Explanatory Dictionary of Tourism Terms” ტურისტულ ტერმინთა ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი. /მ. მეტრეველი/. –2006. – 562 გვ. – ქართ., ინგლ.
ტურიზმის ტერმინთა ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი მოიცავს ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული ისეთი სფეროების ტერმინებსა და ფრაზებს (7000-მდე ტერმინი), როგორიცაა: დაზღვევა, გადაზიდვები, გართობა, კვება, კულტურული ძეგლებ ი, ტურისტული მომსახურება, ტურიზმის ეკონომიკა, რეკლამა და ა.შ.
ავტ.


გ12. ტრანსპორტი

უაკ 681 – 518.5
გ12.1. ავტომობილიზაციის ოპტიმალური დონის განსაზღვრა კარდანოს ფორმულების გამოყენებით. /კ. მჭედლიშვილი, თ. ყურაშვილი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 81-85. _ რუს., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
მოცემულია ავტომობილიზაციის ოპტიმალური დონის განსაზღვრის მეთოდი ქვეყნის ან რეგიონისათვის. ოპტიმალურობის კრიტერიუმად მიღებულია საგზაო შემოსავლებსა და ხარჯებს შორის ბალანსი. წარმოდგენილია ავტოტრანსპორტის დარგში შემოსავლებისა და ხარჯების ცვლილებათა მათემატიკური აღწერილობა ავტომობილიზაციის სხავადასხვა დონეზე. ძირითად მათემატიკურ აპარატად გამოყენებულია კარდანოს ფორმულები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ავტომობილიზაციის ოპტიმალური და, აგრეთვე, მაქსიმალურად დასაშვები დონე. ილ. 1, ლიტ. 2.
ავტ.

უაკ 629.45:625.143
გ12.2. ბუქსების გორვის საკისრების ღრეჩოს გავლენა წყვილთვლის ცვეთის ხარიხხზე. /თ. ჩხაიძე, კ. სადაღაშვილი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 89-94. _ რუს., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია გორვის საკისრის სიზუსტის კლასისა და ღრეჩოს გავლენა სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის ურიკის რხევაზე. ურიკის სიმძიმის ცენტრის გადანაცვლების, დინამიკური მახასიათებლების ზუსტი განსაზღვრისათვის აუცილებელია საკისრის რადიალური ღრეჩოს გათვალისწინება. ბუქსებზე სარემონტო მუშაობის შესრულების დროს გორვის საკისრების ღრეჩოს კონტროლისათვის შემოთავაზებულია ხელსაწყოს ორიგინალური კონსტრუქცია, რომელიც ხასიათდება გაზომვის მაღალი სიზუსტით და მწარმოებლობით. ილ. 3. დას. 6.
ავტ.

უაკ 656.2
გ12.3. ლიანდაგის სწორხაზოვან უბანზე თვლის რელსზე მდებარეობის გავლენა ქიმის ფარდობით სრიალსა და ხახუნის გზაზე. /ი. თუმანიშვილი, მ. ჭელიძე, გ. თუმანიშვილი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 56-62. _ ქართ., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
ნაჩვენებია თვლის გარდამავალ მრუდზე საწყისი კონტაქტის წერტილზე გატარებული მხების დახრის კუთხისა და რადიუსის დამოკიდებულება ამ წერტილის კოორდინატზე. მოყვანილია ხახუნის გზისა და ცვეთის ინტენსივობის დამოკიდებულების გრაფიკები ფარდობითი სრიალის სიჩქარისა და კონტაქტის საწყისი წერტილის კოორდინატისაგან. ილ. 6, ლიტ. 13.
ავტ.

უაკ 656.25:621.391
გ12.4. სარელსო წრედის დიაგნოსტიკისათვის კონტროლირებადი ელემენტების მინიმალური რაოდენობის განსაზღვრა. /ნ. მუხიგულაშვილი, ა. დუნდუა, მ. პაპასკირი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 63-68. _ ქართ., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
სარელსო წრედის ელემენტების დაზიანებათა სტატისტიკური მონაცემების ბაზაზე აგებულია სარელსო წრედის მოდელი. მოდელის ანალიზის საფუძველზე შEდგენილია სარელსო წრედის გაუმართოებათა ცხრილი, საიდანაც მოღებულია ბულის მატრიცა, მატრიციდან კი ნაპოვნია სარელსო წრედის დიაგნოსტირების ტესტი, ანუ ელემენტების შემოწმებათა შესაძლო მინიმალური რაოდენობა და ამ შემოწმებათა თანამიმდევრობა. ილ. 2, ცხრ. 2, ლიტ. 6.
ავტ.

უაკ 625.11
გ12.5. დაძაბულ ციცაბო დაღმართის გავლენა მატარებლის მოძრაობის უსაფრთხოებაზე. /თ. კუპატაძე, გ. კვანტალიანი, ნ. კუპატაძე/. ტრანსპორტი და მანქანთმშენებლობა. _ 2006. _ #2. _ გვ. 28-32. _ რუს. რეზ.: ქართ., ინგლ.
განხილულია ციცაბო დაძაბულ დაღმართებზე მატარებლების მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, მოყვანილია მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევების სახეობები რკინიგზების ციცაბო, დაძაბულ ქანობებიან უბნებზე, მითითებულია მატარებლების უსაფრთხო მოძრაობის ღონისძიებები.
ავტ.

უაკ 625.11.2
გ12.6. საქართველოს რკინიგზაზე ოპტიმალური საინვესტიციო პროგრამის შემუშავების ძირითადი პრინციპები. /თ. კუპატაძე, პ. ცაგარეიშვილი, გ. გვენეტაძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. _ 2006. _ #4-6. _ გვ. 57-60. _ ქართ.; რეზ: ქართ., რუს., ინგლ.
სამუშაო ეძღვნება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სრულყოფისათვის ოპტიმალური საინვესტიციო პროგრამის შემუშავების საკითხებს. აღნიშნულია, რომ აღნიშნული პროგრამის შემუშავებას საფუძვლად უნდა დაედოს, ერთის მხრივ, მოზიდული მაქსიმალური ტვირთნაკადების და, მეორეს მხრივ, სარკინიგზო მაგისტრალის ყველაზე შეზღუდულ მონაკვეთში გამტარუნარიანობის პერმენანტული ტოლობის უზრუნველყოფის პრინციპი. შემოთავაზებულია საქართველოს რკინიგზის ეფექტიანობის გაზრდის ღონისძიებები, საინვესტიციო პოლიტიკის ოპტიმიზების კრიტერიუმი.
ავტ.

უაკ 621. 397.2
გ12.7. სარკინიგზო ტრანსპორტზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით შექმნილი ქსელის პროექტი. /ვ. აბულაძე, ი. კვარაცხელია/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. _ 2006. _ #4-6. _ გვ. 49-50. _ ქართ.; რეზ: ქართ., რუს., ინგლ.
საქართველოსათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის რკინიგზაზე განხორციელებულ პროექტს. პროექტის მიხედვით საქართველოს სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ ჩადებულია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელმაც შეაერთა შემდეგი წერტილები: 1. თბილისი – საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი (სარკინიგზო მაგისტრალის გადაკვეთის წერტილში); 2. თბილისი – საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი (სარკინიგზო მაგისტრალის გადაკვეთის წერტილში); 3. თბილისი – ფოთი; 4. თბილისი – ბათუმი. ამ პროექტის მეშვეობით შესაძლებელი გახდა სარკინიგზო სადგურებს შორის დამყარებული მუდმივი და სწრაფი კავშირი, რაც აუცილებელია სარკინიგზო ტრანსპორტის გამართული მუშაობისათვის. გარდა ამისა, შესაძლებელია ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის სხვადასხვა კომერციული მიზნისათვის გამოყენება, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროა.
ამ პროექტში გამოყენებულია 24-ძარღვიანი და 1-მოდიანი კაბელი.
ავტ.

გ13. მედიცინა. ჯანდაცვა

უაკ 519.712
გ13.1. სისხლძარღვოვანი გენეზის ერექციული დისფუნქციების კვლევის ახალი მეთოდი. /რ. კუპრავა, ა. ათოშვილი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 70-75. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
მამაკაცის სასქესო ორგანოს ღამის ტუმესცენციის რეგისტრაციის მოწყობილობით მიღებული მონაცემების მათემატიკური დამუშავების გზით შემუშავებულია სისხლძარღვოვანი დარღვევების ქვედიფერენცირების მეთოდი. დიაგნოსტიკურ შედეგს წარმოადგენს სასქესო ორგანოში ნაკადისა და წნევის მახასიათებლების ირიბი განსაზღვრა. ამ მეთოდით შესაძლებელია არაინვაზიურად შეფასდეს სასქესო ორგანოს ჰემოდინამიკური მახასიათებლები. მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას ერექციული დისფუნქციების ეფექტურ მკურნალობაში. ილ. 3, ლიტ. 8.
ავტ.

უაკ 615.834(082)
გ13.2. ჰომეოთერაპია, როგორც ავადმყოფთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის მეთოდი. /ვ. ელოიანი/. თბკ-ს შრომათა კრებული. _ 2006. - გვ. 114-117. _ რუს.; რეზ: ქართ., ინგლ.
მოცემულია ჰომეოთერაპიის, როგორც კლინიკური მედიცინის მიმართულების, როლი ავადმყოფის მკურნალობისა და რეაბილიტაციის საქმეში. ორგანიზმი განხილულია, როგორც ერთიანი ინფორმაციულ-ენერგეტიკული სისტემა, ხოლო ჰომეოპათიური საშუალებები – როგორც ამ სისტემის რეგულატორები. სრულ ბიოლოგიურ ჯაჭვზე ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებებია არჩევითი მოქმედება განაპირობებს მაღალ თერაპიულ ეფექტს გვერდითი მოვლენების გარეშე.
ავტ.

უაკ 615.834(082)
გ13.3. დაბალი მთის კლიმატის ზეგავლენა II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფთა ნევროლოგიურ გამოვლინებებზე. /ი. თარხან-მოურავი, ნ. სააკაშვილი, მ. კორკელია, რ. არაყიშვილი, გ. კანაშვილი/. თბკ-ს შრომათა კრებული. _ 2006. _ გვ. 104-107. _ რუს.; რეზ: ქართ., ინგლ.
მოცემულია II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე 40 ავადმყოფის გამოკვლევის შედეგები. დადგენილია, რომ კლიმატოთერაპია დაბალი მთის კურორტ ნუნისის პირობებში იწვევს II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფების თავის ტვინის ქერქში აგზნებითი და შეკავებითი პროცესების გაწონასწორებას, აუჯობესებს უმაღლესი ვეგეტატიური ნერვული ცენტრების ფუნქციას. აღნიშნული დადებითი ძვრები მანორმალიზებლად მოქმედებენ პათოლოგიურ კლინიკო-ნევროლოგიურ გამოვლინებებზე და ამცირებენ ნევროლოგიურ სიმპტომებს.
ავტ.

უაკ 615.834(082)
გ13.4. ახალი მიდგომა გულის უკმარისობის მკურნალობისადმი. /ნ. კობალაძე, თ. ციბაძე, გ. ტაბიძე/. თბკ-ს შრომათა კრებული. _ 2006. _ გვ. 99-103. _ რუს.; რეზ: ქართ., ინგლ.
სამუშაოს მიზანი იყო პრეპარატ აკუპროს (კვინაპრილი) მოქმედება გულის ფუნქციურ-სტრუქტურულ მდგომარეობაზე გულის უკმარისობის მქონე ხანშიშესულ ავადმყოფებში. პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზისა და არტერიული ჰიპერტენზიის II ხარისხის მქონე 61-84 წლის 37 ავადმყოფი, შგუ I-III ფუნქციური კლასით (NYHA-ს მიხედვით), ღებულობდა პრეპარატ აკუპროს (13,7±0,97 მგ/დღე-ღამეში). 3-თვიანი მკურნალობის კურსის შემდეგ გაუმჯობესდა კლინიკური სტატუსი და შგუ-ის ფუნქციური კლასი. ექოკარდიოგრაფიულად აღინიშნა მარცხენა პარკუჭის როგორც სისტოლური, ასევე დიასტოლური ფუნქციის გაუმჯობესება. გამოკვლევის პერიოდში უმეტეს ავადმყოფებს აღენიშნებოდათ ტრანსმიტრალური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, გაიზარდა მარცხენა პარკუჭის ადრეული დიასტოლური ავსების სიჩქარე. ინჰიბიტორი აკუპრო იწვევს მაკორეგირებელ ზემოქმედებას გულის სტრუქტურულ-ფუნქციურ მდგომარეობაზე გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფებში.
ავტ.


დ. დარგთაშორისი პრობლემები

დ1. ორგანიზაცია და მართვა

უაკ 655.3.026.23
დ1.1. სარეკლამო ხელოვნებაში გრაფიკული ელემენტების კონსტრუირების რეკომენდაციები. /ჯ. უფლისაშვილი, მ. ყიფშიძე, ნ. ნათბილაძე, მ. გალდავა/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. _ 2006. _ #1. _ გვ. 101-110. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია ბეჭდვითი მედიისა და სარეკლამო ხელოვნებაში გრაფიკული გამოსახულებებისა და ფოტომასალების გამოყენებისას წინასწარი დაგეგმარების მნიშვნელობა მაღალი ხარისხის პოლიგრაფიული პროდუქციის მისაღებად. მიღებულია ორიგინალ-მაკეტების ოპტიმალური და ესთეტიური მოდელის შემუშავების მარტივი გზები, შემუშავებულია ბეჭდვის პროცესის დაწყებამდე წარმოშობილი ხარვეზებიდან თავის დაღწევის გზები. განხილულია პუბლიკაციისთვის მასალის მომზადების ეტაპები, ილუსტრაციების ტიპების _ ნახატების და ფოტოგრაფიების - შექმნის ხერხები, განსხვავება რასტრულ და ვექტორულ გრაფიკულ სისტემებს შორის, თითოეულის ნაკლოვანებები და უპირატესობები, ვექტორული გრაფიკის გამოყენება სარეკლამო განცხადებების მომზადებისას და დაკაბადონების პროგრამების გამოყენების საკითხები მრავალფურცლიან გამოცემებში.
ავტ.

უაკ 625.1
დ1.2. საქართველოს რკინიგზის სალიანდაგო მეურნეობის დაგეგმვისა და განვითარების ძირითადი მიმართულებები. /ე. მოისწრაფიშვილი, ნ. რურუა, მ. ბუაძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 85-88. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილული და გაანალიზებულია სალიანდაგო მეურნეობის ხარჯების დინამიკა 1997-2003 წლების პერიოდში 2010 წლამდე პერსპექტივების გათვალისწინებით. კვლევის შედეგად დადგენილია საანგარიშო პერიოდის სამ ეტაპად დაყოფის შესაძლებლობა: ხარჯების არასტაბილური პერიოდი, ხარჯების სტაბილურობასთან მიახლოებული პერიოდი და ხარჯების სრული სტაბილიზაციის პერიოდი. ანალიზის საფუძველზე მიღებულია, რომ საქართველოს რკინიგზის სალიანდაგო მეურნეობის მუშაობის კარდინალურად გაუმჯობესების მიზნით გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს მისი არსებული ორგანიზაციული სტრუქტურების რეორგანიზება და მართვის თანამედროვე მოთხოვნების დონეზე აყვანა. შემოთავაზებულია იმ ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნუკური ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელება, სავარაუდოდ, დადებით შედეგს მოიტანს. ილ. 1, ლიტ. 2.
ავტ.

უაკ 338.45
დ1.3. მრეწველობის სტრუქტურული გარდაქმნა და საბაზრო ურთიერთობები. /ჟ. ორაგველიძე, დ. ლალაშვილი, ნ. ბახტურიძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 30-32. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია საბაზრო ეკონომიკის პირობებში მრეწველობის სტრუქტურული ცვლილების საკითხები. დიდი მნიშვნელობა ენიჭება შრომატევადი დარგებიდან მეცნიერებატევად დარგებისაკენ ცვლილების დინამიკის საერთო მიმდინარეობას. ახალი დარგები წარმოიქმნება საბაზრო ეკონომიკის განვითარების საფუძველზე, მართალია, კაპიტალდაბანდებების მოცულობა დიდია, მაგრამ ამ დარგების მიერ წარმოებული პროდუქცია საკმაოდ მაღალკონკურენტუნარიანია. ასახულია ქვეყნის საბაზრო ურთიერთობის პირობებში მრეწველობის სტრუქტურული გარდაქმნის საკითხები. ლიტ. 2.
ავტ.

უაკ 621. 332
დ1.4. წარმოების სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით მოდელირების გამოყენება. /დ. ჩაჩუა, ნ. არაბული/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 51-53. _ რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
შემოთავაზებულია მოდელირების გამოყენების მიზანშეწონილობა გამოთვლითი სისტემის დაპროექტებისას. მოდელირება იძლევა გამოთვლით სისტემებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის ღირებულების მინიმიზირების საშუალებას. ლიტ. დას. 3.
ავტ.

უაკ 519.21
დ1.5. ტექნოლოგიური პროცესების პროგრამირება და მართვა. /ო. პეტრიაშვილი/. სტუ-ს შრომები, 2006. _ #2 (460). _ გვ. 95-100. _ რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
დადგენილია ცხლად გლინვის (მილების) საწარმოო პროცესის სრული ციკლის რთული სისტემის განაწილების კანონები მონტე-კარლოს მეთოდის გამოყენებით. შექმნილი მათემატიკური მოდელის საშუალებით ფორმირდება დროის შემთხვევითი ინტერვალები, განაწილების მოცემული კანონით, მმართველი სიგნალ-ბრძანების გაცემის მიზნით. ცხრ. 1, ლიტ. 7.
ავტ.

დ2. გარემოს დაცვა. ეკოლოგია

უაკ 624.131..31
დ2.1. გეოეკოლოგია, ეკოლოგიური გეოლოგია და საინჟინრო გეოლოგია - შინაარსი, ობიექტები, საგნები და ამოცანები. /დ. როგავა, უ. ზვიადაძე/. _ სტუ-ს შრომები. _ 2006. - #1 (459). _ გვ. 37-41. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია გასული საუკუნის 90-იანი წლიდან ჩამოყალიბებული დისციპლინების – „გეოეკოლოგია’’ და „ეკოლოგიური გეოლოგია” - საფუძვლების შინაარსი; მოცემულია კვლევის ობიექტების, საგნებისა და ამოცანების შედარებითი ანალიზი, სამუშაო მეთოდების დახასიათება. ხაზგასმულია ტექნიკურ უნივერსიტეტში ამ დისციპლინების სწავლების საჭიროება, რაც გარემო ბუნებაზე ინტენსიური ანთროპოგენური დატვირთვით არის გამოწვეული. საბოლოოდ, სწავლება მიზნად ისახავს ეკოლოგიის პროფილის სპეციალისტთა მომზადებას, რომლებსაც ექნებათ სათანადო პროფესიული ცოდნა გარემოს დაცვის ეფექტური ღონისძიებების შესამუშავებლად. ილ. 1, ლიტ. 9.
ავტ.

უაკ 632.15
დ2.2. მცენარე და დაბინძურებული გარემო. /ე. კვესიტაძე, გ. კვესიტაძე/. Aნნალს ოფ Aგრარიან შციენცე. – 2006. – ტ. 4. _ # 2. – გვ. 8-26. – ინგლ.; რეზ. რუს.
საკუთარი კვლევებისა და ლიტერატურული მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით განხილულია მცენარის უნარი მოახდინოს ორგანული, მათ შორის ანტროპოგენური წარმოშობის, ტოქსიკური ნაერთების ადსორბცია და უჯრედში შეღწევის შემდეგ მოახდინოს სხვადასხვაგვარი ბიოქიმიური გარდაქმნები. წარმოჩინებულია მცენარეების ეკონომიკური პოტენციალი, როგორც მძლავრი ეკონომიკური იარაღი, შექმნილი ბუნების მიერ ეკოლოგიური ბალანსის მისაღწევად. განიხილება მცენარეთა ეკოლოგიური როლი გარემოში ტოქსიკური ნაერთების კონცენტრაციის არაპროგნოზირებად დონეზე გაზრდასთან დაკავშირებით.
ავტ.

დ3. სტატისტიკა

უაკ 330.59
დ3.1. მოსახლეობის ცხოვრების დონის თვითშეფასების ძირითადი შედეგები. /ო. შურღაია/. სოციალური ეკონომიკა. – 2006. _ #5. – გვ. 35-42. _ ქართ.; რეზ. რუს.
გაანალიზირებულია პოსტსოციალისტურ პერიოდში საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილებები. სოციოლოგიური გამოკითხვით რესპოდენტთა მხოლოდ 1,3% მიიჩნევს თავისი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას როგორც კარგს – ფულის ხარჯვა შეუძლია თავისუფლად; 16,4% - საშუალოდ – ადვილად იკმაყოფილებს ყოველდღიურ მოთხოვნილებებს; 31,5% თვლის, რომ მისი ოჯახის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – მეტ-ნაკლებად იკმაყოფილებს ყოველდღიურ მოთხოვნილებებს, 30,8% - ნაკლებად დამაკმაყოფილებელი – შემოსავალი ძირითადად კვებისთვის ყოფნის; 20,2% - ცუდი – შემოსავალი კვებისთვისაც არ ყოფნის. გამოკითხულთა 58,3%-ს აზრით ქვეყნის და მისი ოჯახის სიღარიბის მიზეზია კორუფცია, უმუშევრობა, დაბალი ხელფასი, ეკონომიკური რეფორმების დაბალი ეფექტურობა და სხვ. 0,7% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სრულად ან საკმარისად, ხოლო 16,3% ნაწილობრივ ახორციელებს საჭირო ღონისძიებებს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ხოლო 75,9%-ს ამ საკითხზე საპირისპირო აზრი აქვს. მხოლოდ 2,5% ვარაუდობს, რომ შესამჩნევად, 15,3% კი უმნიშვნელოდ გაუმჯობესდება ეკონომიკური მდგომარეობა. 28,5% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, 17,9% კი – შესამჩნევად გაუარესდება. 36,2%-ს აზრით ასეთი პესიმიზმის მიზეზია ეროვნული სიმდიდრის უსამართლო განაწილება, 36,0%-ს აზრით – ხელისუფლების პოლიტიკური ნების უქონლობა, 25,2%-ს აზრით - სამამულო წარმოების დაჩქარებული განვითარებისადმი უყურადღებობა, ხოლო 25,5%-ს აზრით ეკონომიკური და სოციალური განვითარების მკაფიო სახელმწიფო პროგრამების უქონლობა.
ავტ.

უაკ 517.982.22:519.814
დ3.3. ერთი სტატისტიკური ამოცანის შესახებ გილბერტულ სივრცეში. ნაწილი I. /თ. ბუაძე, გ. სოხაძე/. _ GEN. - 2006. _ #4. _ გვ. 5-13. – რუს. რეზ.: ინგლ.
განხილულია ზომების განსაზღვრის საკითხები გილბერტულ სივრცეში სუსტი განაწილების დახმარებით. შემოთავაზებულია კრიტერიუმი ნიშანარამუდმივი სუსტი განაწილებისათვის. ლიტ. 5.
ავტ.

დ4. სხვა დარგთაშორისი პრობლემები

უაკ 674.8
დ4.1. ფიზიკური მოვლენები, რომლებსაც ადგილი აქვს ვაზის ლერწის შენახვის დროს. /ბ. ბოქოლიშვილი, ქ. ჭკუასელი/. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 153-154. _ რუს. რეზ. : ინგლ.
განხილულია მერქნის ბურბუშელისა და მერქნის ბოჭკოს ფილების საწარმოს ნედლეულის საწყობში ვაზის ლერწის შენახვის რამდენიმე რეკომენდაცია. მოცემულია ვაზის ლერწის განმასხვავებელი ნიშნები არასამასალე მერქნისა და ხის დამამუშავებელი მრეწველობის ნარჩენებთან შედარებით. ლიტ. დას. 4.
ავტ.