თემატური რუბრიკები
ა. საზოგადოებრივი მეცნიერებები
ა1. სახელმწიფო და სამართალი. იურიდიული მეცნიერებები
ა3. ეკონომიკა
ა4. განათლება
ა5. ინფორმატიკა
ა6. სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები
ბ. საბუნებისმეტყველო
და ზუსტი მეცნიერებები
ბ1. მათემატიკა. მექანიკა. ფიზიკა. კიბერნეტიკა
ბ2. ქიმია. ბიოლოგია
ბ4. გეოგრაფია. კარტოგრაფია. ასტრონომია
ბ5. სხვა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები
გ. ტექნიკური
და გამოყენებითი
მეცნიერებები.
ეკონომიკის დარგები
გ1. ენერგეტიკა
გ2. ელექტროტექნიკა. ელექტრონიკა. რადიოტექნიკა. კავშირგაბმულობა
გ3. ავტომატიკა და ტელემექანიკა. გამოთვლითი ტექნიკა
გ4. სამთო საქმე. მეტალურგია. ქიმიური მრეწველობა
გ5. მანქანათმშენებლობა. ხელსაწყოთმშენებლობა
გ9. სოფლისა და სატყეო მეურნეობა. თევზის მეურნეობა
გ10. წყლის მეურნეობა. მელიორაცია
გ11. საგარეო და შიდა ვაჭრობა. ტურიზმი
გ12. ტრანსპორტი
გ13. მედიცინა. ჯანდაცვა
დ3. სტატისტიკა
დ4. სხვა დარგთაშორისი პრობლემები
ა. საზოგადოებრივი მეცნიერებები
ა1. სახელმწიფო და სამართალი. იურიდიული მეცნიერებები
4.ა1.1. სახელმწიფოს მმართველობის ფორმები საქართველოში. /ჯ. ხეცურიანი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2. - # 3. – გვ. 175-180. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
საქართველოში სახელმწიფოს მმართველობის ფორმებიდან ყველაზე ხანგრძლივად მონარქიული მმართველობა მოქმედებდა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს და 1801 წლამდე, რუსეთის მიერ საქართველოს პირველ ანექსიამდე გაგრძელდა. ისტორიის ამ მონაკვეთში მონარქიულ მმართველობას აბსოლუტური მონარქიის სახე ჰქონდა, თუმცა, საქართველოს მეფის ხელისუფლება არასდროს ყოფილა დესპოტური ერთმმართველობა. უფრო მეტიც, მე-12 საუკუნეში, თამარ მეფის დროს პარლამენტური მონარქიის შემოღების მცდელობას ჰქონდა ადგილი (მეჭურჭლეთუხუცესის ყუთლუ-არსლანის დასის პოლიტიკური პროგრამა). საქართველოს ისტორიაში სახელმწიფოს მმართველობის თითქმის ყველა ფორმა და მათი სახეობები იყო გამოყენებული. რესპუბლიკური მმართველობიდან გამოიცადა მისი ყველა სახეობა: საპრეზიდენტო, ნახევრადსაპრეზიდენტო (შერეული), საპარლამეტო მმართველობა; მონარქიული მმართველობიდან კი მხოლოდ მისი ერთ-ერთი სახეობა – აბსოლუტური მონარქია. რაც შეეხება პარლამენტურ მონარქიას, მისი გამოყენების პრაქტიკა ჩვენ ქვეყანას არ გააჩნია. საქართველოში მმართველობის რესპუბლიკური ფორმის ყველა სახეობის მონაცვლეობა უკანასკნელი ჩვიდმეტი წლის მანძილზე მოხდა, რაც, ჩვენი აზრით, გამოწვეულია სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტის შესაძლებლობების გადაჭარბებული გაგებით, მასზე იმ ამოცანების დაკისრებით, რომელთა გადაჭრაც მხოლოდ მმართველობის თუნდაც ყველაზე დემოკრატიული სისტემის შემოღებით შეუძლებელია. ამავე მიზეზით უნდა იყოს გამოწვეული ქართულ საზოგადოებაში ბოლო დროს გაჩენილი იდეა – ქვეყანაში პარლამენტური მონარქიის შემოღების მიზანშეწონილობის შესახებ. სტატიაში გაანალიზებულია ის არგუმენტები, რომლებიც საქართველოში პარლამენტური მონარქიის შემოღების სასარგებლოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული. აქვე არის წარმოდგენილი ის ხელის შემშლელი გარემოებებიც, რომლებიც მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნიან სახელმწიფოს მმართველობის ფორმის ასეთი ტრანსფორმირებისათვის. მათი დაძლევა დიდ დროს, ძალისხმევასა და საზოგადოებრივი ცნობიერების სათანადო მომზადებას მოითხოვს. არჩევანი რესპუბლიკასა და მონარქიას შორის თავად ხალხმა უნდა გააკეთოს რეფერენდუმით, რადგან სახელმწიფოს მმართველობის ფორმის შეცვლა, ავტორის აზრით, არ შეიძლება იყოს მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, თუნდაც არჩევნებში გამარჯვებულის, გადასაწყვეტი საკითხი.
ავტ.
უაკ 364:159.992.2
4.ა2.1. სოციალური სისტემა და პიროვნების ფასეულებრივი ორიენტაცია. /ს. ლომინაძე/. შრომები - საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ “მოამბის” დამატება. – 2008. - #11. – გვ. 219-221. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
განხილულია პიროვნების ღირებულებათა მთავარი ორიენტაციები. აღნიშნულია, რომ ახალგაზრდობის ღირებულებათა ორიენტაციების შესწავლა მნიშვნელოვანია პედაგოგებისათვის. სტატიაში გახსნილია საზოგადოების და პიროვნებათა შორის ურთიერთობის დიალექტიკა. ავტორი ამტკიცებს, რომ თავისუფალი აზროვნება საზოგადოებრივ განვითარებაში მთავარ როლს თამაშობს. აღნიშნულია, რომ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს ძალუძს გააერთიანონ ერი და სახელმწიფო და ისინი წარმოადგენენ სიცოცხლის, სამართლის და თავისუფლების გარანტს.
ავტ.
უაკ 336
4.ა3.1. ფინანსური გლობალიზაცია. /ე. მექვაბიშვილი/. ეკონომიკა და ბიზნესი. – 2008. – #2. – გვ. 32-38. – ქართ., რეფ.: რუს.
ფინანსური გლობალიზაციისათვის დამახასიათებელი ნიშნებიდან უმთავრესია: 1. ფინანსურ სფეროში უზარმაზარი ღირებულების შექმნა და დაგროვება და 2. სასესხო კაპიტალის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, პორტფელური ინვესტიციების და ვალუტის ბაზრის გიგანტური ზრდა. მოცემულია თითოეული კატეგორიის მიმოხილვა მსოფლიო მასშტაბით. ფინანსური გლობალიზაცია გარკვეულ პოზიტიურ გავლენას ახდენს სუვერენული სახელმწიფოების ეკონომიკურ განვითარებაზე. თუმცა დადებით მხარეებთან ერთად უარყოფითი მხარეებიც გააჩნია, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ იწვევს ეკონომიკურ არასტაბილურობას, რაც არც თუ იშვიათად ფინანსურ კრიზისებში გადაზრდის საშიშროებას ქმნის.
ნ. ჩხაიძე
უაკ 336.746
4.ა3.2. მონეტარული პოლიტიკის ზოგიერთი თავისებურება საქართველოში. /ნ. ხადური/. - ეკონომიკა და ბიზნესი. – 2008. – # 2. - გვ.: 50-58. - ქართ., რეზ.: ინგლ.
საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ ხშირი იყო ქონების როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური ექსპროპორციის ფაქტები, ბიზნესის არაოფიციალური დაბეგვრის შემთხვევები და ა.შ. საინტერესოა საქართველოში მიმოქცევაში არსებული ფულის მასის დინამიკა. 1995 წელს, როდესაც კუპონი ლარით იქნა ჩანაცვლებული, მიმოქცევაში მხოლოდ 95 მილიონი ლარი იყო, 2007 წლის დეკემბერში ამ მაჩვენებელმა 1,3 მლრდ ლარს გადააჭარბა, რასაც გაცვლითი კურსის დაცემა უნდა გამოეწვია, მოხდა კი პირიქით. ამ მოვლენას შეიძლება ანტიინფლაციური დატვირთვა ქონდეს, მაგრამ იგი მძიმე მდგომარეობაში აყენებს ისედაც დეფიციტურ საგადამხდელო ბალანსს. ამასთან საქართველოში ინფლაციის დამარცხება ვერ ხერხდება. საქართველოს მთავრობის საპროგნოზო მონაცემებით 2009 წელს ინფლაცია 9%-ს გაუტოლდება, ხოლო შემდეგ საპროგნოზო წლებში 8, 5, 8 და 7% იქნება, რაც თავისთავად უკვე მაღალი მაჩვენებლებია. დაბალია იმპორტის ექსპორტით გადაფარვის მაჩვენებელი – 23%. ამ ფონზე მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკისათვის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მინიჭება, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოა. სტატიაში მოცემულია 1995-2008 წლებში მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის, აშშ დოლარის და ევროს გაცვლითი კურსის, საქართველოს საგარეო ვაჭრობის და წლიური ინფლაციის ამსახველი დიაგრამები.
ნ. ჩხაიძე
უაკ 336.71:06.012.7
4.ა3.3. ბანკის ლიკვიდობის მართვის სრულყოფისათვის. /მ. გოგოხია/. – ეკონომიკა და ბიზნესი. – 2008. –
# 2. - გვ. 136-141. – ქართ., რეზ.: ინგლ.
ბანკის ლიკვიდობის რისკის სამართავად პრაქტიკამ შეიმუშავა რიგი მეთოდებისა, რომლებიც დაფუძნებულია აქტივების, პასივების ან მათ ერთდროულ მართვაზე. სტატიაში განხილულია ამ მეთოდებიდან თითოეულის უპირატესობები და ნაკლოვანებები. განხილულია აგრეთვე ლიკვიდობის მართვის სხვა მეთოდებიც: სარეზერვო პოზიციის მართვის მეთოდი, ბანკის სეკურიტიზაცია და იმუნიზაცია, კოეფიციენტების მეთოდი, ფულადი ნაკადების მართვის მექანიზმი. კომერციული ბანკის ლიკვიდობის მართვა ცენტრალური ბანკის მიერაც ხორციელდება, რომელიც აწესებს ლიკვიდობის ერთიან ნორმატივებს, სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნებს, ახორციელებს რეფინანსირებას.
ნ. ჩხაიძე
უაკ 336.3
4.ა3.4. მიკროსესხების ბაზრის განვითარების თანამედროვე ტენდენციები. /თ. ხომერიკი/. – ეკონომიკა და ბიზნესი. – 2008. – # 2. - გვ. 146-156. – ქართ., რეზ.: ინგლ.
მოცემულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მახასიათებლები და მარეგულირებელი ნორმები, სტატისტიკური მონაცემები რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფუნქციონირების შესახებ. პარალელურად აქტუალურობა არ დაუკარგავს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირების შესახებ 2002 წლიდან მოქმედ კანონმდებლობას. საკრედიტო კავშირები მოქმედებენ კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით და შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ მცირე ბიზნესის განვითარებისათვის, განსაკუთრებით სოფლად. გამოთქმულია მოსაზრება აგრეთვე ადგილობრივი ეკონომიკის კლასტერული პრინციპით განვითარების სასარგებლოდ.
ნ. ჩხაიძე
უაკ 338
4.ა3.5. სახელმწიფო და ეკონომიკა. /თ. ჩხეიძე, ე. ჩხარტიშვილი, ლ. კახაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11).
– გვ. 115-121. - ქართ., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში აიხსნება და გამართლებულია, უფრო მეტი სავალდებულოც კი არის, მხოლოდ მაშინ, როდესაც თავისუფალი საბაზრო ძალების გამოვლენა არაეფექტურია საზოგადოებისათვის. ანუ სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ბაზარი არ “მუშაობს” ანდა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ უზრუნველყოფს რესურსების ოპტიმალურ განაწილებას რათა საერთოდ, ან საკმარისი რაოდენობით აწარმოოს “საზოგადოებრივი სიკეთე”. რაც შეეხება თანამედროვე ეტაპზე სახელმწიფოს როლის გააქტიურების აუცილებლობას საქართველოს ეკონომიკის რეგულირების საკითხში განსაზღვრავს ბაზრის ის ჩავარდნები, რომლებმაც გამოიწვიეს: უმუშევრობის მაღალი დონე; ქვეყნიდან შრომის უნარიანი მოსახლეობის გადინება და დემოგრაფიული სიტუაციის გამძაფრება; ადგილობრივი წარმოშობის კაპიტალის დაგროვების დაბალი ტემპები და არსებულის ქვეყნის გარეთ გადინების არასასურველი ტენდეცია.; ენერგორესურსების დეფიციტი. საბაზრო ეკონომიკის განვითარების და შედეგად უმუშევრობის დაძლევის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია შეიმუშაოს და განახორციელოს ეკონომიკის დარგების განვითარების პრიორეტული სქემა.
ავტ.
უაკ 339.562/.564
4.ა3.6. ექსპორტი და იმპორტი როგორც ერთობლივი ხარჯების შემადგენელი ნაწილი. / ნ. გურამიშვილი/. შრომები - საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ “მოამბის” დამატება. – 2008. - #11. – გვ. 40-41. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
განხილულია ეკონომიკის ინტერნაციონალიზაციის პროცესის მიზეზები, მისი გამოვლენის ფორმები, ასევე განხილულია ქვეყნების მონაწილეობის უპირატესობა მსოფლიო სამეურნო ურთიერთობებში და ის პრობლემები, რომლებსაც წარმოშობს ეს მონაწილეობა.
ავტ.
უაკ 338.124.4:339.747
4.ა3.7. მსოფლიო ფინანსური კრიზისი და საქართველოს სავალუტო პოლიტიკა. /ა. ლაფაჩი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #1. – გვ. 31-35. – ქართ., რეფ.: ინგლ.
ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური კრიზისია და ეს გამოიხატება რამდენიმე პარამეტრში: მცირდება დასაქმება, კერძო სტრუქტურები ამცირებენ თანამშრომლებს. ყოველივეს ამის შედეგი კი ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის შემცირებაა. ეს ეხება როგორც მრეწველობის ისე სამშენებლო თუ სხვა სექტორს, რომელიც თითქმის გაჩერებულია. პრაქტიკულად გაჩერებულია ეკონომიკის თითქმის ყველა სეგმენტი. ასე, რომ კრიზისული ვითარება აშკარად ჩამოყალიბდა. ჩატარებული კვლევებიდან ირკვევა, რომ გარდაუვალია ლარის დევალვაცია. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გაიზრდება საექსპორტო წარმოება და ექსპორტ-იმპორტის არსებული თანაფარდობა ექსპორტის სასარგებლოდ არ შეიცვლება, ან, უწყვეტი ინვესტიციების დიდი ოდენობით შემოდინება კვლავ არ აღდგება, და უცხოეთიდან ფულადი გზავნილები ადრინდელ მასშტაბებს არ მიაღწევს. გვექნება თუ არა, ამის გამო, სავალუტო კრიზისი? გვაქვს ყველა საშუალება, რომ კრიზისი თავიდან ავიცილოთ. ჯერ ერთი, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები მილიარდ დოლარზე მეტია, მეორე ის, რომ 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ევროკავშირიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, სხვა დონორი ქვეყნებიდან საქართველომ უნდა მიიღოს 4,5 მილიარდი დოლარის დახმარება. უცხოური ვალუტის შემოდინება ასე თუ ისე მაინც იქნება, ჯერ ერთი საქართველოს მოქალაქეები კვლავ გამოაგზავნიან ფულად საშუალებებს და მეორეც ქვეყანაში შემოდის ინვესტიციებიც, ანუ ობიექტურად, სავალუტო კრიზისის მოლოდინი საქართველოში არ არის.
ავტ.
უაკ 332.2
4.ა3.8. ბიზნესის შეფასებისა და საწარმოს გადახდისუნარიანობის განსაზღვრის მეთოდოლოგიური მიდგომები. /ი. ფალელაშვილი, ს. თურმანიძე, გ. ძაგნიძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #1. – გვ. 36-40. – ქართ.; რეფ.: ინგლ.
აგრობიზნესის საწარმოთა გადახდისუნარიანობის შეფასებისათვის არსებულ მრავალ მაჩვენებელთა შორის უპირატესობა უნდა მივანიჭოთ სამ ძირითად მაჩვენებელს: გრძელვადიან ვალდებულებათა ლიკვიდაციის კოეფიციენტს, მიმდინარე ლიკვიდაციის კოეფიციენტს და შუალედური ლიკვიდაციის კოეფიციენტს. რენტაბელური საწარმოს მთლიანი გადახდისუნარიანობის კოეფიციენტი გაიანგარიშება საკუთარი კაპიტალის ვალდებულების საერთო თანხასთან შეფარდებით, ხოლო დაბალრენტაბელურ ან ზარალიან საწარმოში კი მიმდინარე აქტივების ყველა ვალდებულებების თანხასთან შეფარდებით. ამდენად, აგრობიზნესის შეფასება შეიძლება ჩავატაროთ შემდეგი თანმიმდევრობით: ა. საწარმოს ქონების ღირებულების განსაზღვრა; ბ. რენტაბელობის, გადახდისუნარიანობის, ფინანსური მდგრადობის, ეფექტიანობის და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთა სისტემის გაანგარიშება და ანალიზი პერსპექტივაში.
ავტ.
უაკ 658.14/.17
4.ა3.9. სამეწარმეო სუბიექტების ფინანსური მდგომარეობის შეფასება. /გ. ძაგნიძე, ი. ფალელაშვილი, ს. თურმანიძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #1. – გვ. 41-49. – ქართ., რეფ.: ინგლ.
საწარმოთა მდგრადი ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გამოხატული იქნეს ეკონომიკურ მაჩვენებელთა ერთიანი სისტემით, რომელშიც ყოველმხრივ იქნება ასახული საწარმოს ბალანსის სტრუქტურა. მაგრამ ამ მაჩვენებელთა სიმრავლე ზოგჯერ ართულებს ბიზნესსაქმიანობის ფინანსური მდგომარეობის ობიექტურ შეფასებას. ამიტომ მიზანშეწონილია უპირატესობა მივანიჭოთ მაჩვენებელთა მხოლოდ ნაწილს დამატებით შემოვიღოთ ისეთი კოეფიციენტები როგორიცაა: დავალიანების, ვალების გადახდის ვალდებულების, საკუთარი საბრუნავი საშუალებებით უზრუნველყოფის და ფინანსური მდგრადობის კოეფიციენტები. აგროსაწარმოს ფინანსური მდგომარეობის სრულყოფილად შეფასებისათვის აუცილებელია გამოვიყენოთ ფინანსური მდგომარეობის ინტეგრალური კოეფიციენტი, რომელიც უფრო ნათელ წარმოდგენას მოგვცემს საწარმოს (ფირმის) ფუნქციონირების ეფექტიანობის კომპლექსურ შეფასებაზე.
ავტ.
უაკ 332.2
4.ა3.10. მოგების განსაზღვრა აგრობიზნესურ საწარმოებში. /ს. თურმანიძე, გ. ძაგნიძე, ი. ფალელაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #1. – გვ. 50-56. – ქართ., რეფ.: ინგლ.
პრაქტიკაში მიღებულია მოგების გაანგარიშების ორი ვარიანტი: ინგლისურ-ამერიკული და ფრანგულ-გერმანული. ორივე ვარიანტს ახასიათებს ნაკლოვანებები. ამიტომ, უმჯობესია მოხდეს მოგების განსაზღვრის აღნიშნული ვარიანტების მეთოდიკის უპირატესობათა შეჯერება, რომელიც უფრო ზუსტად დაახასიათებს აგრობიზნესის მოგებას და საშუალებას მისცემს ბიზნესმენს გაითვალისწინოს თუ როგორ გაზარდოს იგი. ყოველივე ეს მიღწეული უნდა იქნეს ორი გზით: საწაროო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებით და საკუთარი აქტივების უკეთ გამოყენებით. ამრიგად, აგრობიზნესის მოგების შეფასებისათვის უფრო მისაღებია ინვესტირებული კაპიტალის და გაყიდვების მაჩვენებლების გამოყენება.
ავტ.
უაკ 336.12
4.ა3.11. მოსაზრებები საბიუჯეტო სისტემის სრულყოფის თვალსაზრისით. /მ. მჭედლიშვილი, ა. ლაფაჩი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #1. – გვ. 57-60. – ქართ., რეფ.: ინგლ.
ბიუჯეტის ფორმირებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის სტრუქტურას, რამაც უნდა უზრუნველყოს ხარჯებისა და შემოსავლების რაციონალური თანაფარდობა. ბიუჯეტის შედგენის დროს უპირატესობა, შემოსავლებთან შედარებით, უნდა მიეცეს ხარჯებს. მეტად მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ხარჯების და რესურსების ისეთი დონით განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების წინაშე დასმული ამოცანების შესრულებას. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისათვის. ეკონომიკური რეფორმისა და მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს ცვლილებები ფისკალურ სფეროში, ამასთან, საქართველოს მთავრობა გეგმავს, უახლოესი 5 წლის განმავლობაში განახორციელოს სტრატეგიული ცვლილებები ფისკალური პოლიტიკის სრულყოფისა და ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რამაც უნდა უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ხარჯების ზრდა პრიორიტეტულ მიმართულებებზე და საფინანსო წესრიგის გაძლიერება.
ავტ.
უაკ 37.014
4.ა4.1. საბუნებისმეტყველო დარგებში სამეცნიერო კადრების მომზადების საკითხის შესახებ. /რ. ჯობავა, მ. ლომოური, ლ. გეონჯიანი/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. - ტ. 115. - გვ. 204-213. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში განათლების ხარისხის აწევის აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩატარდა 2008 წლის მისაღები გამოცდების შედეგების კვლევა თსუ-ში ჩარიცხული კონტინგენტის მომზადების შეფასების თვალსაზრისით. დასახულ იქნა განათლების დონის აწევის გზები.
ავტ.
უაკ
167/168.001.76:002.5/.6
4.ა5.1. კვლევის შედეგების კომერციალიზაციის საინფორმაციო მხარდაჭერა. /ნ. მახვილაძე, ე. პავლოვიჩი, თ. ჩუბინიშვილი/. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ”თანამედროვე ტექნოლოგიები და მასალები” თეზისები. - 2008. – გვ. 207-208. - ქართ.
აღწერილია საინფორმაციო ტექნოლოგოების გამოყენებით ტექინფორმის მიერ წარმოებული საქმიანობა საქართველოს მეცნიერთა საინოვაციო წინადადებისა და კომერციალიზაციისთვის გამოსადეგ კვლევათა შედეგების პრომოუშენის საქმეში. კერძოდ: შექმნილია შესაბამისი მონაცემთა ბაზები, რომლებიც ვრცელდება სატელეკომუნიკაციო ქსელებით, ლაზერული კომპაქტ-დისკებით; ფართოდ გამოიყენება ისეთი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური სამსახურები, როგორიცაა ICSTI, ISTC, FAO, AGRIC/CARIS; შემუშავებულია საინოვაციო სტრატეგიის განხორციელების სამწლიანი (2007-2009 წ.წ.) გეგმა, რომელიც ითვალისწინებს იმ ქმედებათა დაგეგმვას, მართვას და კოორდინაციას, რომელიც უზრუნველყოფს ქართველ მეცნიერთა სათანადო მონაწილეობას ევროგაერთიანების კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამებში.
ავტ.
უაკ
001.001.73:002.5/.6
4.ა5.2. საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერების რეფორმირების პროცესში. /თ. ჩუბინიშვილი, ფ. წოწკოლაური/. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ”თანამედროვე ტექნოლოგიები და მასალები” თეზისები. - 2008. – გვ. 219-220. - ქართ.
მეცნიერების სფეროს გარდაქმნის პროცესში, მართვის სრულყოფის თვალსაზრისით საკმარისი არ არის სამეცნიერო პროდუქციის მხოლოდ გავრცელება, არამედ საჭიროა მისი გამოყენების ეფექტიანობის დადგენაც. ეს კი შესაძლებელია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შექმნილი ციტირების ინდექსის დამდგენი სისტემების მეშვეობით. ტექინფორმმა ამ მიმართულებით უკვე დაიწყო მუშაობა, მაგრამ საჭიროა ასეთივე სისტემის შექმნის სამუშაოების დაწყება თვით საქართველოშიც. სამეცნიერო კვლევის შედეგების ეფექტიანობის და გამოყენების ინდექსების დადგენა შესაძლებელს გახდის ქართველ მეცნიერთა საქმიანობის შეფასების პროცესს და დაეხმარება საფინანსო ორგანოებს დააფინანსონ ეკონომიკის დარგებისთვის საჭირო კვლევები. აღნიშნულის საფუძველზე შესაძლებელი გახდება აგრეთვე კვლევების და ინოვაციების ფინანსირების სისტემის რეორგანიზაციაც. ინდექსების დამდგენი სისტემის გამოყენება გააღრმავებს მეცნიერების სფეროში კოოპერირების პროცესს, დააჩქარებს კვლევების და ინოვაციების სფეროში ინვესტიციების მოზიდვას, ხელს შეუწყობს კავშირების "წარმოება–კვლევითი ორგანიზაციები-უმაღლესი სასწავლებლები" ფორმირებას და გაფართოებას. ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს კვლევების დაფინანსების სისტემაში სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად სამეურნეო საქმიანობიდან დაფინანსების წილის ზრდას. კვლევების და ინოვაციების სფეროს განვითარების ღონისძიებების შემუშავებას საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყანაში კვლევითი საქმიანობის მიმდინარეობის რეალური მდგომარეობის ამსახველი ინდიკატორები. ამასთან კვლევების და ინოვაციების სფეროს რეორგანიზაციის ღონისძიებები უნდა ემყარებოდეს სათანადო საკანონმდებლო ბაზას, რაც საკანონმდებლო ბაზაში სათანადო ცვლილებების გატარებას საჭიროებს.
ავტ.
ბ. საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები
ბ1. მათემატიკა. მექანიკა. ფიზიკა. კიბერნეტიკა
უაკ
624.21.095.323:539.22
4.ბ1.1. საზღვარზე შეყურსული ძალის მოძრაობით გამოწვეული ორთოტროპული ნახევარსიბრტყის შეშფოთების შესახებ. /თ. იამანიძე, მ. ლოსაბერიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2 - # 3. – გვ. 43-47. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
განხილულია ორთოტროპული ნახევარსიბრტყის საზღვარზე შეყურსული ძალის მოძრაობით გამოწვეული შეშფოთება. ნაჩვენებია, რომ ანიზოტროპიულ სხეულში ძაბვების სიდიდეები და ტალღების გავრცელების არე გაცილებით დიდია, ვიდრე იზოტროპიულ მასალებში.
ავტ.
უაკ 539.125/.126
4.ბ1.2. ნახშირბად-ტანტალის არაცენტრალურ და ნახევრადცენტრალურ დაჯახებებში დაბადებული პროტონების და π-მეზონების მახასიათებლების შედარებითი ანალიზი, პირველადი იმპულსით 4,2 A გევ/ც. /ლ. ახობაძე, ვ. გარსევანიშვილი, ი. თევზაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2. - # 3. – გვ. 51-57. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
განხილულია ნახშირბადის რელატიური იონების (იმპულსით 4,2 A გევ /ც) ტანტალის მძიმე ბირთვებთან ურთიერთქმედების შედეგად დაბადებული პროტონების და π–მეზონების მახასიათებლები. შედარებულია ერთმანეთთან იმ ნაწილაკების საშუალო მახასიათებლები (მრავლობითობები, იმპულსები, გამოფრენის კუთხეები, სისწრაფეები, ტემპერატურები), რომლებიც დაიბადნენ არაცენტრალურ და ნახევრად ცენტრალურ დაჯახებებში. განხილულია ნაწილაკების დაბადების ერთ- და ორცენტრიანი მოდელები. მიღებული შედეგები შედარებულია სხვა ავტორების მიერ მიღებულ შედეგებთან და მოდელებთან. დაკვირვებულია ბირთვული მატერიის ტემპერატურის დამოკიდებულება ნაწილაკის გამოფრენის კუთხეზე. ნახევრად ცენტრალურ დაჯახებებში დაბადებული ნაწილაკების საშუალო იმპულსი გაცილებით მცირეა, ვიდრე არაცენტრალურში დაბადებულებისა, გამოფრენის საშუალო კუთხე კი ნახევრად ცენტრალურში მეტია, ვიდრე არაცენტრალურში.
ავტ.
უაკ
681.5.015.75:303.447.22
4.ბ1.3. ძალიან დიდ სიმრავლეთა რეგიონის მოდელური კორელატორები. /ი. მანჯავიძე, ნ. შუბითიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2. - # 3. – გვ. 58-61. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
შეისწავლება მაღალენერგიული ურთიერთქმედებების ძალიან დიდ სიმრავლეთა კორელაციური მახასიათებლები.
ავტ.
უაკ 621.3.011.212/.222
4.ბ1.4. უარყოფითი დიფერენციალური გამტარებლობის წარმოშობის მექანიზმი სუფთა p-Ge-ში
ჰელიუმის ტემპერატურებზე. /ზ. ქაჩლიშვილი, ლ. კუკუტარია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. –
2008. – ტ. 2 - # 3. – გვ. 62-64. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
სტატიაში მონტე-კარლოს მოდელირებით გამოთვლილია ვოლტ-ამპერული მახასიათებელი სუფთა p-Ge-ში თხელდონიანი მინარევული გარღვევის წინა არეში იზოტროპულ-პარაბოლური და გოფრირებული დისპერსიის კანონის პირობებში. ნაჩვენებია, რომ გოფრირებული დისპერსიის კანონის შემთხვევაში ვოლტამპერულ მახასიათებელზე დაიმზირება უარყოფითი დიფერენციალური გამტარებლობა, რაც განპირობებულია მსუბუქი ხვრელების დამძიმების მოვლენით.
ავტ.
უაკ 510.532
4.ბ1.5. თერმოდრეკადი პრიზმული გარსების იერარქიული მოდელების აგება და
გამოკვლევა. /გ. ავალიშვილი, მ. ავალიშვილი, დ. გორდეზიანი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. –
2008. – ტ. 2 - # 3. – გვ. 35-42. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
განხილულია საწყის-სასაზღვრო ამოცანა თერმოდრეკადი პრიზმული გარსებისათვის. იმ შემთხვევაში, როცა პრიზმული გარსის ზედა და ქვედა პირით ზედაპირებზე მოცემულია ძაბვები, სამგანზომილებიანი დინამიკური ამოცანა დაყვანილია ორგანზომილებიანი ამოცანების იერარქიაზე. მიღებული ამოცანები შესწავლილია შესაბამის ფუნქციონალურ სივრცეებში, დამტკიცებულია ორგანზომილებიანი ამოცანების ამონახსნებიდან აღდგენილი სამი სივრცითი ცვლადის ვექტორ-ფუნქციების მიმდევრობის კრებადობა საწყისი სამგანზომილებიანი ამოცანის ამონახსნისაკენ და მიღებულია კრებადობის რიგის შეფასება.
ავტ.
უაკ 519.863/.873
4.ბ1.6. დაგვიანების და
შერეული შუალედური პირობის შემცველი ერთი კლასის ცვლადსტრუქტურიანი სისტემის ოპტიმიზაცია. /თ. თადუმაძე, ა. არსენაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. –
2008. – ტ. 2. - # 3. – გვ. 22-26. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
შესწავლილია ოპტიმალური მართვის ამოცანა ორსაფეხურიანი ცვლადსტრუქტურიანი სისტემისთვის, რომლის მოძრაობის კანონი პირველ საფეხურზე აღიწერება ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებით, ხოლო მეორე საფეხურზე – დაგვიანებულარგუმენტიანი განტოლებით. სისტემის ეს ორი მდგომარეობა დაკავშირებულია შერეული შუალედური პირობით. მიღებულია ოპტიმალურობის აუცილებელი პირობები. მათ შორის, არსებითი სიახლეა სისტემის სტრუქტურის ცვლილების მომენტის ოპტიმალურობის აუცილებელი პირობა, რომელიც შეიცავს შერეული შუალედური პირობის ეფექტს. ზოგადი შედეგი დაკონკრეტებულია სწრაფქმედების აზრით ოპტიმალური ამოცანისათვის.
ავტ.
უაკ 517.518.25
4.ბ1.7. მაქსიმალური და პოტენციალური ოპერატორები გაორმაგების პირობის გარეშე კვაზიმეტრიკულ ზომად სივრცეებზე ცვლადმაჩვენებლიან მორის სივრცეებში. /ვ. კოკილაშვილი, ა. მესხი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2. - # 3. – გვ. 18-21. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
სტატიაში მოდიფიცირებული მაქსიმალური ფუნქციებისა და პოტენციალებისათვის, რომლებიც განსაზღვრული არიან გაორმაგების პირობის გარეშე კვაზიმეტრიკულ ზომად სივრცეებზე, დამტკიცებულია შემოსაზღვრულობა ცვლადმაჩვენებლიან მორის სივრცეებში.
ავტ.
უაკ 57.089
4.ბ2.1. ზოგიერთი გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის განვითარება საქართველოში. /ლ. მოსულიშვილი, ნ. წიბახაშვილი, ე. კირკესალი, ლ. ცერცვაძე, მ. ფრონტასიევა, ს. პავლოვი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2. - # 3. – გვ. 88-94. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
ნაშრომში წარმოდგენილია ბირთვულ კვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტის ფრანკის სახელობის ნეიტრონული ფიზიკის ლაბორატორიის (დუბნა, რუსეთის ფედერაცია) და ქართველ მეცნიერთა ერთობლივი გამოკვლევების შედეგები ბიოტექნოლოგიის დარგში. ინსტრუმენტული ნეიტრონულ-აქტივაციური ანალიზის მეთოდის გამოყენებით ჩატარდა ექსპერიმენტები სამი მიმართულებით – სამედიცინო ბიოტექნოლოგია, გარემოს დაცვის ბიოტექნოლოგია და სამრეწველო ბიოტექნოლოგია. ბიოსამედიცინო ექსპერიმენტებში ლურჯ-მწვანე წყალმცენარის Spirulina platensis ბიომასა გამოყენებულ იქნა როგორც მატრიცა ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი კვალური ელემენტების (სელენი, ქრომი, იოდი) შემცველი ფარმაცევტული ბიოკომპლექსების შესაქმნელად. ექსპერიმენტულად დასაბუთებულ იქნა, რომ შესაძლებელია დასახელებული ელემენტების Spirulina platensis ბიომასაში მიზანმიმართული შეყვანა ისე, რომ წყალმცენარე არ დაკარგავს თავის სასარგებლო თვისებებსა და ცილოვან შემადგენლობას. ასევე შესწავლილ იქნა Spirulina platensis უნარი მოახდინოს ისეთი ტოქსიკური მეტალის ადსორბცია, როგორიცაა ვერცხლისწყალი. ნეიტრონულ-აქტივაციური ანალიზის მეთოდი ასევე გამოყენებულ იქნა ბაზალტებში მობინადრე ქრომის აღმდგენი ბაქტერიების მიერ ტოქსიკური ექვსვალენტიანი ქრომის Cr(VI) ნაკლებად ტოქსიკურ სამვალენტიან ქრომად Cr(VI) ტრანსფორმაციის პროცესების შესასწავლად. ამავე დროს ეპითერმული ნეიტრონულაქტივაციური ანალიზის მეთოდის მეშვეობით პირველად იქნა დადგენილი ქრომის აღმდგენი ბაქტერიების ელემენტური შემადგენლობა. მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი ორგანული მასა (ტორფი) გამოყენებულ იქნა როგორც მიკროორგანიზმების წყარო გაღარიბებული მადნებიდან, ქანებიდან და სამრეწველო ნარჩენებიდან ზოგიერთი მეტალის ბაქტერიული ამოტუტვისთვის. ამ პროცესების შესასწავლად ასევე ეფექტური აღმოჩნდა ნეიტრონულ-აქტივაციური ანალიზის მეთოდი.
ავტ.
უაკ 566
4.ბ2.2. აღმოსავლეთ საქართველოს ხერხემლიანთა ფაუნის ისტორია. /ა. ვეკუა, დ. ლორთქიფანიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2. - # 3. – გვ. 149-154. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
სტატია ეძღვნება აღმოსავლეთ საქართველოს გვიან-ნეოგენურ ხერხემლიანთა ფაუნის ისტორიას. განხილულია რეგიონის მიოცენური და პლიოცენური ადგილსაპოვებლების ფაუნები, მათი გეოლოგიური ასაკი და სტრატიგრაფიული მნიშვნელობა. დეტალურადაა გაშუქებული უკანასკნელ წლებში აღმოჩენილი ადგილსაპოვებლები და მათი ფაუნა, კერძოდ დმანისისა და კოწახურის ადგილსაპოვებლები, რომელთა გეოლოგიური ასაკი ზუსტადაა დადგენილი არა მარტო ბიო- და მაგნიტოსტრატიგრაფიული მეთოდებით, არამედ რადიოლოგიური მონაცემებითაც. სტატიაში მოცემულია აღმოსავლეთ საქართველოს მიოცენური და პლიოცენური ფაუნების პალეონტოლოგიური დახასიათება. აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მიოცენიდან მოყოლებული ძლიერდება არიდიზაციის პროცესი, რამაც არსებითად შეცვალა ძუძუმწოვართა ფაუნის შემადგენლობა.
ავტ.
უაკ 549.67
4.ბ2.3. ბუნებრივი ცეოლითის – კლინოპტილოლითის შემცველი ტუფის ბიოლოგიური აქტივობა. /თ. ანდრონიკაშვილი, თ. ურუშაძე, ლ. ეპრიკაშვილი, მ. გამისონია, ე. ნაკაიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2. - # 3. – გვ. 99-106. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
სტატიაში განხილულია ბუნებრივი ცეოლითების – კლინოპტილოლითის შემცველი ტუფების და მის საფუძველზე მომზადებული ტორფიან-ცეოლითური და ორგანო-ცეოლითური სასუქების ზემოქმედება ნიადაგის მიკროორგანიზმების თვისებრივ და რაოდენობრივ შემადგენლობაზე. ნაჩვენებია, რომ მათი მოქმედებით ნიადაგში ადგილი აქვს სასარგებლო მიკროფლორის, კერძოდ, აზოტბაქტერის გამრავლებას, რომელიც ხელს უწყობს ატმოსფერული აზოტის ფიქსაციას. აზოტბაქტერის საშუალებით მიღებული ე.წ. “ბიოლოგიური” აზოტი არ აბინძურებს გარემოს და მნიშვნელოვნად ავსებს ნიადაგში აზოტის ფონდს. იგი ბევრად უფრო იაფია ტექნიკურზე, რომელიც შეაქვთ ნიადაგში მინერალური სასუქის სახით. დადგენილია, რომ ორგანო-ცეოლითური სასუქების ზემოქმედებით მიმდინარეობს სასარგებლო მიკროფლორის ზრდა, რასაც პულსაციური ხასიათი აქვს და დაკავშირებულია მიკროორგანიზმების გამრავლებასა და კვდომასთან. სტატიაში აგრეთვე აღნიშნულია მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ცეოლითების, განსაკუთრებით კი ორგანო-ცეოლითური სასუქების, ზემოქმედების შედეგად ნიადაგის მიკროორგანიზმებში ზამთრის პერიოდშიც გრძელდება ინტენსიური ცხოველმოქმედება.
ავტ.
უაკ 616.74-009.125
4.ბ2.4. მიტოქონდრიული ლექტინის როლი კრეატინკინაზური სისტემის მუშაობაში. /ნ. კოშორიძე, ზ. ქუჩუკაშვილი, თ. ვარდიაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2. - # 3. – გვ. 113-115. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
შესწავლილია ხარის თავის ტვინის მიტოქონდრიების მემბრანებიდან გამოყოფილი გლუკოზოსპეციფიკური ლექტინის გავლენა კრეატინკინაზულ აქტივობაზე. დადგინდა, რომ ლექტინის მოქმედებით იწყება ფერმენტული აქტივობის ინჰიბირება. ლექტინის მოქმედების ხასიათი Mi-CK-ზე იცვლება საინკუბაციო არეში ლექტინის ჰაპტენის, გლუკოზის არსებობისას. ინჰიბირების პროცესზე გავლენას ახდენს ასევე ფერმენტულ რეაქციაში მონაწილე სხვა კომპონენტების (ატფ, კრეატინი, კალციუმის იონი) არსებობა, რაც, სავარაუდოდ, უჯრედში მიმდინარე რეაქციის რეგულირებაში მონაწილეობას მიუთითებს და უზრუნველყოფს ამ სისტემის ოპტიმალურ მუშაობას.
ავტ.
უაკ 541.571.8
4.ბ2.5. ზოგიერთი დ-ელემენტის კოორდინაციული ნაერთი 1-[2-(ბენზილკარბამოილ)-ეთილ]-2-იზონიკოტინოილჰიდრაზონთან (ნიალამიდთან-L). /მ. ცინცაძე, ნ. გეგეშიძე, ნ. ჟორჟოლიანი, ი. ბეშქენაძე, თ. ცინცაძე, ი. გველესიანი, ლ. სხირტლაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 215-216. – რუს., რეზ.: ინგლ., რუს.
სინთეზირებულია ზოგიერთი გარდამავალი ლითონის კოორდინაციული ნაერთი 1-[2-(ბენზილკარბამო-ილ)-ეთილ]-2 იზონიკოტინოილჰიდრაზონთან (ნიალამიდთან-L). შესწავლილია ამ ნაერთთა ფიზიკურ-ქიმიური თვისებები და შთანთქმის იწ სპექტრები. მოცემულია, აგრეთვე, შესწავლილი კომპლექსების აღნაგობა.
ავტ.
უაკ 541.571.8
4.ბ2.6. ზოგიერთი დ–ელემენტის თიოციანატების კოორდინაციული ნაერთი 1-[2-(ბენზილკარბამოილ)-ეთილ]-2-იზონიკოტინოილჰიდრაზონთან (ნიალამიდთან-L). /მ. ცინცაძე, ნ. გეგეშიძე, ნ. ჟორჟოლიანი, ი. ბეშქენაძე, თ. ცინცაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 217-218. – რუს. რეზ.: ინგლ., რუს.
სინთეზირებულია ზოგიერთი გარდამავალი ლითონის თიოციანატური კოორდინაციული ნაერთი 1-[2-(ბენზილკარბამოილ)-ეთილ]-2-იზონიკოტინოილჰიდრაზონთან (ნიალამიდთან-L). შესწავლილია ამ ნაერთთა ფი-ზიკურ-ქიმიური თვისებები და შთანთქმის იწ სპექტრები. მოცემულია შესწავლილ კომპლექსთა აღნაგობა.
ავტ.
უაკ 539.9
4.ბ2.7. პარა-დიმეთილამინობენზალდეჰიდის ნიკოტინოილჰიდრაზონის მოლეკულის ელექტრონული სტრუქტურა და კომპლექსწარმოქმნის უნარი. /მ. ცინცაძე, ნ. კილასონია, თ. ცინცაძე, ი. გველესიანი, ც. დოლიძე, მ. ჭანტურია, ნ. ტატიაშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 219-221. – ქართ., რეზ.: ინგლ., რუს.
ქვანტურ-ქიმიური ნახევრადემპირიული AM1 მეთოდით გამოთვლილია პარა-დიმეთილამინობენზალდე-ჰიდის ნიკოტინოილჰიდრაზონის მოლეკულაში ატომთაშორისი მანძილები, ვალენტური კუთხეები, ეფექტური მუხტები, ელექტრონთა დასახლება ატომურ ორბიტალებზე (ელექტრონული სიმკვრივეები). გამოთვლილია პოტენციური დონორული ატომები - ჰეტეროციკლისა და ჰიდრაზინის აზოტი და კარბონილის ჯგუფის ჟანგბადი.
ავტ.
უაკ 615.038
4.ბ2.8. სამკურნალო პრეპარატ კორდიამინთან ბისმუტის ბიოკოორდინაციული ნაერთის სრული რენტგენოსტრუქტურული გამოკვლევა. /თ. წივწივაძე, ნ. ჩიგოგიძე, რ. სხილაძე, რ. კლდიაშვილი, გ. სულაქველიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 222-228. – ქართ. რეზ.: ინგლ., რუს.
რენტგენოსტრუქტურული ანალიზის მეთოდით გაშიფრულია საგულე პრეპარატ კორდიამინთან ბისმუტის ბიოკომპლექსნაერთის BiCl3(Cor)(C2H5OH)
(სადაც Cor – კორდიამინი, N,N – დიეთილნიკოტინამიდი, C10H14N2O;
C2H5OH – ეთანოლი) სტრუქტურა. დადგენილია, რომ ბიოკომპლექსნაერთის კრისტალები მიეკუთვნება რომბულ სინგონიას (ფედოროვის ჯგუფი ) ელემენტური უჯრედის პარამეტრებით: ა = 8.064 (1), ბ = 8.141(1), გ = 21.211(3)
Å, დ = 2.58 გ/სმ3, V = 1390.7Å3, ფორმულური ერთეულების რიცხვი Z = 4. გამოკვლეულ სტრუქტურაში კორდიამინი ავლენს მონოდენტატური ლიგანდის ფუნქციას და კომპლექს-წარმომქმნელ ბისმუტის ატომთან კოორდინირდება კარბონილამიდური ჯგუფის ჟანგბადის ატომის მეშვეობით. აღნიშნული დეფაქტო შედეგით შეტანილია კორექტივები ინფრაწითელი სპექტრული გამოკვლევებით არსებულ ინტერპრეტაციაში, რომლის მიხედვით კორდიამინი ცენტრალურ ატომებთან კოორდინაციაში შედის მხოლოდ და მხოლოდ პირიდინის ბირთვის ჰეტეროციკლის აზოტის ატომით ან იშვიათ შემთხვევაში კარბონილამიდური ჯგუფის ჟანგბადისა და ჰეტეროციკლის აზოტის ატომთა მეშვეობით ბიდენტატურ-ხიდური ლიგანდის სახით. კომპლექსწარმომქმნელთან კორდიამინის მიერ ამა თუ იმ ფუნქციის გამოვლენა დენტატობის მიმართ, როგორც ჩანს, დამოკიდებულია ნაერთის შედგენილობაზე, M:Cor სტექიომეტრულ თანაფარდობასა და ლითონთა ბუნებაზე. ნაშრომში წარმოდგენილია ბიოკომპლექსნაერთის კრისტალოგრაფიული პარამეტრები, ატომთა კოორდინატები და მათი იზო- და ანიზოტროპული ტემპერატურული ფაქტორები, ატომთშორისი მანძილებისა და სავალენტო კუთხეთა მნიშვნელობები, კომპლექსში არსებული ბმის ტიპები, კოორდინაციულ მრავალწახნაგას ფორმები, სტრუქტურის ზოგიერთი სტერეოქიმიური თავისებურება და სხვ. მიღებული მონაცემები გამოდგება ბიოკოორდინაციული ნაერთების მიზანმიმართული სინთეზისა და კვლევის სტიმულად, ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიურ თვისებებზე სტრუქტურულ-გეომეტრიული მახასიათებლების გავლენის გასარკვევად, ქვანტურქიმიური გათვლების ჩასატარებლად და სხვ.
ავტ.
უაკ 542.951.1
4.ბ2.9. დარიშხანის, სტიბიუმისა და ბისმუტის პირიდინკარბონმჟავათა ამიდების ბიოკომპლექსნაერთთა აღნაგობის ზოგიერთი თავისებურება. /თ. წივწივაძე, ნ. ჩიგოგიძე, რ. სხილაძე, რ. კლდიაშვილი, გ. სულაქველიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 229-235. – ქართ. რეზ.: ინგლ., რუს.
შთანთქმის ინფრაწითელი სპექტროსკოპიის მეთოდით შესწავლილია პირიდინკარბონმჟავათა ამიდებ-თან (პიკოლინამიდი - PkA, ნიკოტინამიდი - NkA, იზონიკოტინამიდი - INkA) დარიშხანის (III), სტიბიუმის (III) და ბისმუტის (III) ბიოკოორდინაციულ ნაერთთა აღნაგობისა და სტერეოქიმიის ზოგიერთი თავისებურება. დადგენილია, რომ პიკოლინამიდის ბრტყელ პირიდინის ბირთვსა და ამიდის ჯგუფს (თითოეულს ცალ-ცალკე) აქვთ თითქმის ისეთივე გეომეტრია, როგორც ნიკოტინამიდისა და იზონიკოტინამიდის მოლეკულათა შესაბამის ფრაგმენტებს. დარიშხანის, სტიბიუმისა და ბისმუტის ბიოკომპლექსნაერთებში პიკოლინამიდის მოლეკულა ხასიათდება ბიდენტატური ბუნებით – As(III) და Bi(III) ბიოკომპლექსებში PkA ბიდენტატობა ხორციელდება ჰეტეროციკლისა და ამინოჯგუფის აზოტის ატომებით, ხოლო Sb(III) ბიოკომპლექსებში - ჰეტერო-ციკლის აზოტისა და კარბონილის ჯგუფის ჟანგბადის ატომებით. ყველა შემთხვევაში წარმოიქმნება ხუთწევრიანი ლითონციკლი. დარიშხანის, სტიბიუმისა და ბისმუტის ჰალიდთა ბიოკომპლექსნაერთებში ნიკოტინამიდი ასრულებს მონოდენტატური ლიგანდის როლს – კოორდინაცია მხოლოდ ჰეტეროციკლის აზოტის ატომის მეშვეობით. ბიოკომპლექსებში NkA მოლეკულები იმყოფებიან დიმერის ფორმით. იზონიკოტინამიდის შემცველ დარიშხანის, სტიბიუმისა და ბისმუტის ბიოკომპლექსნაერთებში ორგანული ლიგანდის მოლეკულა გამოდის ბიდენტატურ-ხიდური ლიგანდის როლში იმ განსხვავებით, რომ As(III) და Sb(III) ბიოკომპლექსებში INkA კოორდინირდება ჰეტეროციკლის აზოტის და კარბონილის ჯგუფის ჟანგბადის ატომებით, ხოლო Bი(III) ბიოკომპლექსნაერთებში – ჰეტეროციკლისა და ამინოჯგუფის აზოტის ატომთა მეშვეობით. PkA-, NkA- და INkA შემცველ ყველა ბიოკოორდინაციულ ნაერთში ცენტრალურ კომპლექსწარმომქმნელ ატომთა - As(III), Bi(III), Bi(III) საკოორდინაციო რიცხვი 6 და 7 ტოლია, რომელთა გარშემო ხორციელდება ძირითადად, ოქტა-ედრული კონფიგურაციები.
ავტ.
უაკ 547.571
4.ბ2.10. ბენზალდეჰიდის ბენზოილჰიდრაზონის (L) და მის საფუძველზე სინთეზირებული კობალტის (II), ნიკელის (II) და კადმიუმის თიოციანატების კომპლექსური ნაერთების სინთეზი და მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების კვლევა. /მ. ცინცაძე, თ. გიორგაძე, გ. ცინცაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 236-238. – ქართ., რეზ.: ინგლ., რუს.
სინთეზირებულია ბენზალდეჰიდის ბენზოილჰიდრაზონი (ბაბჰ-L) და მასთან თიოციანატური კოორ-დინაციული ნაერთები, შედგენილობით: MLn(NCS)2, სადაც M(II) = Co, Ni და Cd, ხოლო n = 1, 2. შესწავლილია მათი შთანთქმის ინფრაწითელი სპექტრები და დადგენილია ჰიდრაზონის (L) და NCS-ჯგუფების კოორდინირების წესი ლითონებთან და გამოთქმულია მოსაზრებები სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობის შესახებ.
ავტ.
უაკ 542.943
4.ბ2.11. სტიბიუმის ოქსიდის (IV) დაჟანგვა კალიუმის ბრომატით ტუტე გარემოში. /მ. რუსია, მ. კოპალეიშვილი, ნ. საღარაძე, მ. კიკალიშვილი, რ. გიგაური/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 239-241. – რუს., რეზ.: ინგლ., ქართ.
შესწავლილია სტიბიუმის (IV) ოქსიდის დაჟანგვა კალიუმის ბრომატით ტუტე გარემოში ჰიდროქიმიური გზით შესაბამისი ანტიმონატების მისაღებად. კალიუმის ბრომატი წარმატებით გამოიყენება სტიბიუმის რაოდენობრივად განსასაზღვრად სხვადასხვა ობიექტში. სტიბიუმის ოქსიდის (IV) ურთიერთქმედება ზემონახსენებ დამჟანგავთან სასაქონლო პროდუქციის მიღების მიზნით დღემდე არ იყო გამოკვლეული.
ავტ.
უაკ 661.8
4.ბ2.12. II ჯგუფის ზოგიერთი მეტალის ბის(სალიცილ-პიროკატექინ)ბორატის სინთეზი. /ლ. ტურიაშვილი, ბ. ჯიოშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 242-243. – რუს., რეზ.: ინგლ., ქართ.
სინთეზირებულია მაგნიუმის, კალიუმის, ბარიუმის და თუთიის ბის (სალიცილ-პიროკატექინ) ბორატები. განსაზღვრულია ელემენტური შედგენილობა. შესწავლილია ინფრაწითელი სპექტრები და თერმოანალიზური მრუდები. შთანთქმის ინფრაწითელი სპექტრებისა და თერმული პროცესების საფუძველზე დადგენილია კოორდინაციული ნაერთების სავარაუდო სტრუქტურა.
ავტ.
უაკ 539.9
4.ბ2.13. ბის(დისალიცილ)ბორატ-ანიონის ელექტრონული სტრუქტურა. /ბ. ჯიოშვილი, ლ. ტურიაშვილი, ა. კალატოზიშვილი, ზ. ფაჩულია/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 244-246. – ქართ., რეზ.: ინგლ., რუს.
ქვანტურ-ქიმიური ნახევრადემპირიული AM1 მეთოდით სპილენძის (II) ბის(დისალიცილ)ბორატში გამოთვლილია ბორატ-ანიონის ატომთაშორისი მანძილები, ვალენტური კუთხეები, ელექტრონთა დასახლება ატომურ ორბიტალებზე (ელექტრონული სიმკვრივე) და ეფექტური მუხტები.
ავტ.
უაკ 577.152.193
4.ბ2.14. პ. მელიქიშვილის ზოგიერთი ზეჟანგური (პეროქსიდური) ნაერთები და მათი კოორდინაციული ფორმულები. /მ .ცინცაძე, გ. ცინცაძე, თ. წივწივაძე, თ. ედილაშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 247-248. – ქართ., რეზ.: ინგლ., რუს.
სტატიაში მოცემულია პეტრე მელიქიშვილის მიერ სინთეზირებული ზეჟანგური (პეროქსიდური) ნაერ-თების კოორდინაციული ფორმულები.
ავტ.
უაკ 556.55:543.3
4.ბ2.15. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი ტბის წყლის ქიმიური პარამეტრების შედარებითი დახასიათება. /ნ. კიკნაძე, მ. კიკნაძე, თ. ბაუჟაძე, თ. მჟავანაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 249-252. – ქართ., რეზ.: ინგლ., რუს.
ჩატარებულია დასავლეთ საქართველოს სამი რელიქტური ტბის წყლის ქიმიური კვლევა: პალიასტომის (კოლხეთის დაბლობი), არდაგანის და ნურის ტბების (აჭარის სანაპირო ზონა). კვლევის შედეგები შედა-რებულია ადრინდელ მონაცემებთან. მიღებული შედეგების განზოგადების საფუძველზე დადგენილია, რომ სამივე ტბის წყლის ფიზიურ-ქიმიური პარამეტრები ხშირ შემთხვევაში არ იმყოფებიან დასაშვები ნორმების ფარგლებში. ეს გამოწვეულია ძირითადად ანთროპოგენური წარმოშობის ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედებით. საკვლევი ტბების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია მათზე პერიოდულად გამწმენდი სამუშაოების ჩატარება და მათ ჰიდროქიმიურ პარამეტრებზე სისტემატური კონტოლის წარმოება.
ავტ.
უაკ 541.64
4.ბ2.16. შეფერილი ოლიგომერები და პოლიმერები პოლივინილის სპირტისა და a,w-ბის(ტრიმეთილსილოქსი)მეთილჰიდრიდსილოქსანის საფუძველზე. /მ. ქარჩხაძე, ო. მუკბანიანი, რ. ტყეშელაშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 253-255. – ქართ., რეზ.: ინგლ., რუს.
მიღებულია შეფერილი პოლიმერები როგორც “პირდაპირი”, ასევე ქიმიური ღებვის მეთოდით. კერძოდ, პოლივინილის სპირტის ეთერიფიკაციის და a,w-ბის(ტრიმეთილსილოქსი) მეთილჰიდრიდსილოქსანის დეჰიდროკონდენსაციის რეაქციებით ზოგიერთი აზო- და დიაზოჯგუფების შემცველ საღებავთან მიღებულია ოლიგომერები და პოლიმერები ქრომოფორული ჯგუფებით გვერდით ჯაჭვში.
ავტ.
უაკ 678.049.12:678.044
4.ბ2.17. ფეროცენის რიგის მონო- და ბისვინილაცეტილენური სპირტები – სპეციალური დანიშნულების ახალი ეფექტური კატალიზატორები და პლასტიფიკატორები. შეტყობინება IX. /ე. გიგინეიშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 256-257. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
შესწავლილია ფეროცენშემცველი ვინილაცეტილენური სპირტის ÔK-3Ã აღდგენის რეაქცია კომპლექსით LiAlH4/AlCl3, აგრეთვე ჰიდრირების რეაქცია კატალიზატორზე Pd/CaCO3. მიღებულია შესაბამისი პრო-დუქტები.
ავტ.
უაკ 678.049.12:678.044
4.ბ2.18. ფეროცენის რიგის მონო- და ბისვინილაცეტილენური სპირტები - სპეციალური დანიშნულების ახალი ეფექტური კატალიზატორები – შეტყობინება X. /ე. გიგინეიშვილი, ნ. ლეკიშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 258-260. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
გამოკვლეული იქნა ფეროცენშემცველი ვინილაცეტილენური სპირტის – ÔÊ-3Ã კატალიზური და მა-პლასტიფიცირებელი თვისებები. მიღებული შედეგები შედარებულია ნაზავი მყარი რაკეტული საწვავების (ნმრს) წვის ეტალონურ კატალიზატორ დიეთილფეროცენთან (äýô). დადგენილია, რომ ÔÊ-3Ã თავისი კატალიზური ეფექტურობით მნიშვნელოვნად - 40-50%-ით აჭარბებს ეტალონურ კატალიზატორ-პლასტიფიკატორ äýô და რეკომენდებულია მის ჩასანაცვლებლად და ნმრს წარმოებაში დასანერგად.
ავტ.
უაკ 547.313
4.ბ2.19. ციკლური ჟანგვა-აღდგენითი ზედაპირული რეაქციის როლი ალკანების Ñ1-Ñ3 აქტივაციაში. /ფ. ბაბაევა, ს. აბასოვი, მ. რუსტამოვი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 266-269. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
შესწავლილია მეთანის გარდაქმნა ბენზოლში (ტემპერატურა 650°C; მოცულობითი სიჩქარე - 1500 სთ-1; კატალიზატორი Ì- და ÌReOx/Al2O3, სადაც Ì = Ni, Co ან Pt) და ბენზოლ/პროპანების ნარევთა გარდაქმნა პროპენში, კუმოლში და არომატულ ნახშირწყალბადებში (ტემპერატურა 180-350°C; მოცულობითი სიჩქარე - 500 სთ-1; ნარევი კატალიზატორები შედგებიან ÌReOx/Al2O3
და Ó, Ì ან ZSM-5 ცეოლითების H-ფორმებისგან). დადგენილია, რომ რეაქციების მიმდინარეობა განპირობებულია ÌΖReOx მეტალურ ცენტრთა ციკლური აღდგენით ნახშირწყალბადით ან ნახშირწყალბადით და პროტონით, ხოლო შემდგომ Ì׳ReOx აღდგენილი ცენტრის დაჟანგვით წყლის წარმოქმნილი მოლეკულებით.
ავტ.
უაკ
678.044:661.185.224
4.ბ2.20. ფოსფორშემცველი კატალიზატორის თანაობისას ფენოლის და 1-მეთილციკლოჰექსენის ურთიერთქმედების პროცესის კვლევა რეგრესიული მათემატიკური მოდელით. /რ. აზიმოვა, ლ. ზეინალოვა, რ. ჯაფაროვი, ა. აზიზოვი, ჩ. რასულოვი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 270-274. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
ექსპერიმენტის მრავალფაქტორიანი დაგეგმვის მეთოდის გამოყენებით ფენოლის და 1-მეთილციკლოჰექ-სენის ურთიერთქმედების პროცესისთვის ექსპერიმენტულ მონაცემთა მინიმუმის საფუძველზე შემუშავებულია რეგრესიული მოდელი პოლინომის სახით. ჩატარებულია ანალიზი გამოსავლის და სელექტიურობის დამოკიდებულებისა ფენოლის და მეთილციკლოჰექსენის თანაფარდობაზე, ტემპერატურაზე, რეაქციის ხანგრძლივობაზე, კატალიზატორის მოცულობაზე. დამტკიცებულია მათი ადექვატობა ექსპერიმენტულ მონაცემებთან.
ავტ.
უაკ 541.113
4.ბ2.21. ნ. ლანდიას მეთოდით გაანგარიშებული Cp,298, ∆G0f,T მნიშვნელობების სიზუსტის ხარისხი. /ა. სარუხანიშვილი, ე. მაცაბერიძე, მ. გუგეშიძე, მ. კაპანაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 275-277. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
მოყვანილია რიგი ნაერთების თბოტევადობის სტანდარტულ მნიშვნელობათა სიდიდეების შედარების შედეგები, რომლებიც გამოთვლილია კომპიუტერული ვერსიით აკად. ნ.ლანდიას მეთოდის მიხედვით და მოცემულია ÈÂÒÀÍÒÅÐÌÎ ბაზაში. ნაჩვენებია, რომ განსხვავება ამ სიდიდეებს შორის არ აღემატება 15%, რაც საშუალებას იძლევა ∆G0f,T გამოითვალოს არა უმეტესი 1% ცდომილებით.
ავტ.
უაკ
547.551.2:539.163.3
4.ბ2.22. კორელაციების “სტრუქტურა-თვისებები” ალგებრულ-ქიმიური გამოკვლევა N-ალკილანილინებისთვის. /მ. გვერდწითელი, ნ. ბაშარული, მ. გვერდწითელი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 278. – ინგლ., რეზ.: რუს., ინგლ.
ქვაზი-რნბ-მატრიცების მეთოდის ფარგლებში ჩატარებულია კორელაციების “სტრუქტურა-თვისებები” გამოკვლევა N-ალკილანილინებისათვის. გამოთვლებმა აჩვენა, რომ კორელაციები დამაკმაყოფილებელია.
ავტ.
უაკ 661.83:546.311
4.ბ2.23. ტუტე ლითონების ალუმინოჰიდრიდების თეორიული გამოკვლევა ფსევდო-რნბ-მატრიცების მეთოდის ფარგლებში. /მ.გ. გვერდწითელი, ნ. ბაშარული, მ. გვერდწითელი, გ. ჩაჩავა/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 279. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
აგებულია და შესწავლილია ორი კორელაციური განტოლება ტუტე ლითონების ალუმინოჰიდრიდე-ბისთვის ფსევდო-რნბ-მატრიცების მეთოდის ფარგლებში. გამოთვლებმა აჩვენა, რომ კორელაციები დამაკმაყოფილებელია.
ავტ.
უაკ 615.038
4.ბ2.24. სამკურნალო პრეპარატთა მისაღებად კაკლის ფოთლის გამოყენების საკითხისთვის. /ქ. გოლეთიანი, პ. იავიჩი, გ. ცაგარეიშვილი, ლ. ჭურაძე, ნ. გაგუა/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 280-284. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
ლიტერატურულ მონაცემთა საფუძველზე დადგენილია, რომ კაკლის ფოთოლი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში რიგი დაავადებების სამკურნალოდ კაკლის ფოთლის კომპონენტების შემცველი ნაყენები, ნახარშები, ექსტრაქტები, მალამოები, ფხვნილები, რომელთა შემადგენლობაში შედის ტანიდები, ფლავონოიდები, ვიტამინები, ქინონები, ალკალოიდები, სხვადასხვა მჟავა, მათ შორის, ცხიმოვანი უჯერი, და სხვ. ტრადიციულ მედიცინაში კაკლის ფოთოლი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ავიტამინოზის, ჰელმინტოზის და რიგი სხვა დაავადებების სამკურნალოდ, კოსმეტიკაში. არსებობს მონაცემები კაკლის ფოთლის ონკოლოგიური დაავადებების და რადიაციული დაზიანების სამკურნალოდ გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით დამზადებულია კრემი კაკლის ფოთლის სქელი ექსტრაქტის და პრეპარატის – “თიხა-ასკანე” შემცველი ახალი ფუძის (ბენტონიტური თიხების ფუძეზე), ლანოლინის და ცხიმის შემადგენლობით. აღწერილი და გამოცემულია კრემის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები. დადგენილია, რომ კრემი აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნებს. შესწავლილია კრემის მიკრობიოლოგიური მახასიათებლები და დადგენილია, რომ შენახვისას არ შეინიშნება მიკრობული, ბაქტერიული და სოკოვანი ფლორის ზრდა, რაც მიუთითებს მის მაღალ აქტიურობაზე. კრემი რეკომენდებულია სტრეპტოკოკურ, სტაფილოკოკურ და სოკოვან დაზიანებებთან დაკავშირებული ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ და, აგრეთვე, გამოიყენება კოსმეტიკური მიზნებისთვის.
ავტ.
უაკ 58.07
4.ბ2.25. კუნელის ნაყოფების და ყვავილების სტანდარტიზაცია. /პ. იავიჩი, ლ. ჭურაძე, ნ. გაგუა, კ. მაღრაძე, თ. რუხაძე, მ. კახეთელიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 285-287. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
შესწავლილია თბილისის შემოგარენში მზარდ ნაყოფებსა და ყვავილებში - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობა. მიღებული მონაცემიდან გამომდინარე რეკომენდებულია ტესტების რიცხვის გაზრდა, რომელიც შეესაბამება ფარმაკოპეის სტატიას.
ავტ.
უაკ 612.392.74
4.ბ2.26. ნედლეულის არატრადიციული სახეობების გამოყენება ხორბლის პურის გაუმჯობესებული სორტების წარმოებისთვის. /მ. შენგელია, ნ. დოლიძე, რ. იაშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 288-290. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
დადგენილია საკვები ბოჭკოების თვისებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების ნორმალიზაციისთვის. გამოვლენილია ხორბლის ქატოს გამოყენების ეფექტურობა პროქტოდაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.
ავტ.
უაკ 612.392.74
4.ბ2.27. პურის ხარისხის გასაუმჯობესებლად სამკურნალო-პროფილაქტიკური არატრადიციული ნედლეულის გამოყენება. /მ. შენგელია, თ. მენაბდე, რ. იაშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 291-292. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
დღევანდელ დღეს არის რეალური შესაძლებლობა სპეციალური დაფქვის მეთოდის გამოყენებით მივიღოთ ახალი სორტის ფქვილი; მთლიანი მარცვლის სპეციალური დაქუცმაცებით მივიღოთ ახალი სორტის პური, რომელსაც ექნება მაღალი კვებითი ღირებულება.
ავტ.
უაკ 669.053.4.
4.ბ2.28. მადნეულის პირიტული კონცენტრატისა და ჭიათურის მანგანუმის ოქსიდური კონცენტრატის ერთობლივი ჰიდრომეტალურგიული გადამუშავება. /ლ. ბაღათურია, ნ. ბარნოვი, ვ. აფრინდაშვილი, მ. გველესიანი, თ. ლეჟავა/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 293-294. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
ნაშრომში პირიტისა და მანგანუმის კონცენტრატებიდან ძირითადი კომპონენტების (Mn, Fe) ამოღების მიზნით მათი ერთობლივი კაზმის ჰიდრომეტალურგიული გადამუშავების პირველ ეტაპზე შემოთავაზებულია მექანო-ქიმიური აქტივაციის პროცესის გამოყენება. მექანოქიმიური აქტივაციის პროცესში ადგილი აქვს გამოცდილი კაზმის ხვედრითი ზედაპირის გაზრდას და კრისტალური მესრის რღვევას, რაც განაპირობებს ნივთიერებათა აქტიურობას შემდგომი გადამუშავების პროცესში. შემოთავაზებული პროცესი გამორიცხავს მაღალი ტემპერატურებისა და კონცენტრირებული მჟავების გამოყენებას და უზრუნველყოფს ხსნარში საწყისი ნედლეულიდან მანგანუმისა და რკინის სულფატების სახით მაღალი მაჩვენებლებით (Mn - 90%; Fe - 80%) ამოღებას.
ავტ.
უაკ 665.66
4.ბ2.29. ნამუშავარი ნავთობპროდუქტების პიროლიზის პროდუქტის შესწავლა /გ. ხიტირი, ლ. თოფურიძე, თ. გაბუნია, ზ. ამირიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 295-296. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
ჩატარებულია ნამუშავარი ნავთობპროდუქტების პიროლიზის შედეგად მიღებული პროდუქტის კვლევა. ნაჩვენებია, რომ მისგან შეიძლება მიღებული იქნას ძვირფასი არომატული ნაერთები. გარდა ამისა, ბენზინისა და კეროსინის ფრაქციები შეიძლება გამოყენებული იქნას სასარგებლო კომპონენტებად საწარმოო-ტექნიკური მიზნებისთვის, ხოლო ნარჩენი 3500C-ზე ზემოთ შეიძლება რეკომენდებული იყოს კომპონენტებად საწვავი მაზუთისათვის.
ავტ.
უაკ 628.315
4.ბ2.30. შპალერის წარმოების ჩამდინარე წყლის გაწმენდა. /გ. ჯინჭარაძე, ნ. ბოკუჩავა, დ. ჯინჭარაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 297-300. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
დამუშავებულია შპალერის წარმოების ჩამდინარე წყლის გასუფთავების სქემა კოაგულაციის, ფლო-კულაციისა და სორბციული პროცესების გამოყენებით. წყლის სრული გაწმენდა და გაუფერულება მიმდინარეობს გარკვეული რაოდენობით ალუმინის სულფატის, კირის რძის, თბოელექტროსადგურის ქვანახშირის ნაცრისა და პოლიაკრილამიდის რეაგენტების თანამიმდევრობითი დამატებითა და მორევით. წყლის გაწმენდის ხარისხი იძლევა მისი ბრუნვადი გამოყენების საშუალებას.
ავტ.
უაკ 625.712.35:574
4.ბ2.31. საავტომობილო გვირაბების ეკოლოგიური და ეკონომიკური ეფექტურობა როკის საავტომობილო გვირაბის მაგალითზე. /ნ. ბეგლარაშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 301-302. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
ავტოტრანსპორტიდან სათბურის გაზების მნიშვნელოვანი წილის გათვალისწინებით განსაზღვრულია საავტომობილო გვირაბების ეკოლოგიური ეფექტურობა. შეფასებულია ნატახტარი-არდონის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტიდან ძირითადი სათბურის გაზების (CO2, N2O) ემისიის რაოდენობა როგორც როკის საავტომობილო გვირაბით, ასევე დარიალის ხეობის საუღელტეხილო მონაკვეთით სარგებლობისას. შესწავლილია როკის გვირაბის ეკოლოგიური ეფექტურობა სათბურის გაზების გაფრქვევის შემცირების შედეგად. პირობით ერთეულებში მოყვანილია, აგრეთვე, გვირაბის გაყვანის ეკონომიკური ეფექტურობის მაჩვენებელი.
ავტ.
უაკ 625.712.35:574
4.ბ2.32. სათბურის გაზების შემცირების პოტენციალი რიკოთის გვირაბით სარგებლობისას და მისი ეკონომიკური ეფექტურობის მაჩვენებელი. /ნ. ბეგლარაშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 303-304. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
მოცემულია რიკოთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტიდან სათბურის გაზების ემისიის რაოდენობა როგორც გვირაბით, ასევე უღელტეხილით სარგებლობისას. შეფასებულია საავტომობილო გვირაბის ეკოლოგიური ეფექტურობა სათბურის გაზების გაფრქვევეის შემცირების შედეგად. პირობით ერთეულებში შეფასებულია, აგრეთვე, გვირაბის გაყვანის ეკონომიკური ეფექტურობის მაჩვენებელი.
ავტ.
უაკ 551.438.5(262.5)
4.ბ2.33. ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა შავი ზღვის წყლის ფიზიკურ-ქიმიურ პარამეტრებზე აჭარის სანაპირო ზოლში. /ნ. კიკნაძე, მ. კიკნაძე, ნ. ბეგლარაშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 305-308. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
აჭარის სანაპირო ზონის კვარიათის, ადლიის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდინარე და ბათუმის პორტის აქვატორიებში შესწავლილია შავი ზღვის წყლის თანამედროვე ქიმიურ-ეკოლოგიური მდგომარეობა. ამ მიზნით სეზონურად განსაზღვრულია ზღვის წყლის ზოგიერთი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრი: ტემპერატურა, pH, მარილიანობა, ხსნადი ჟანგბადის შემცველობა, ჟანგბადის ბიოქიმიური მოხმარება. დადგენილია, რომ აღნიშნული მაჩვენებლები დასაშვები ნორმის ფარგლებშია კვარიათის აქვატორიაში. ნებისმიერი ანთროპოგენური ფაქტორის ზემოქმედება იწვევს შავი ზღვის წყლის გაჭუჭყიანებას. ამ მხრივ განსაკუთრებით გაბინძურებულია ბათუმის პორტის აქვატორია. შავი ზღვის გენოფონდის რაციონალური და წარმატებული გამოყენებისთვის, აუცილებელია სისტემატური ქიმიურ-ეკოლოგიური მონიტორინგი წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე კონტროლის მიზნით.
ავტ.
უაკ 547:541.134.5
4.ბ2.34. ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები ორგანულ ქიმიაში. /მ. გ. გვერდწითელი, გ. ოთინაშვილი, მ. გვერდწითელი, მ. ქარჩხაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 3. - გვ. 309. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
განხილულია ორგანულ ქიმიაში ელექტრონული ბალანსის მეთოდის გამოყენება.
ავტ.
უაკ 547.576
4.ბ2.35. სალიცილის ალდეჰიდის აცეტილჰიდრაზონთან სპილენძის (II) კოორდინაციული ნაერთები. /რ. მაჩხოშვილი, ო. შამილიშვილი, ნ. დიდმანიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 319-322. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
შესწავლილია სპილენძის (II) კომპლექსწარმოქმნა სალიცილის ალდეჰიდის აცეტილჰიდრაზონთან და კრისტალურ მდგომარეობაში მიღებულია კომპლექსები Cu(AÃCA)2X2·nH2O,
(X = Cl, Br, NO3, ½SO4; n = 2 ან შესწავლილია მათი ზოგიერთი თვისება, შთანთქმის ინფრაწითელი სპექტრები და განსჯილია მოლეკულური აღნაგობა.
ავტ.
უაკ 542.91
4.ბ2.36. კორდიამინთან დარიშხანის, სტიბიუმისა და ბისმუტის ჰალიდთა ბიოკოორდინაციული ნაერთების სინთეზი, აღნაგობა და თვისებები. /თ. წივწივაძე, ნ. ჩიგოგიძე, რ. სხილაძე, რ. კლდიაშვილი, გ. სულაქველიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 323-330. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
შემუშავებულია მეთოდიკა, ჩატარებულია მიზანმიმართული სინთეზი და საგულე პრეპარატ კორდი-ამინთან მიღებულია დარიშხანის, სტიბიუმისა და ბისმუტის 9 ახალი ბიოკოორდინაციული ნაერთი, საერთო შედგენილობით: MX3(Cor)(C2H5OH)n, სადაც M = As(III), Sb(III), Bi(III); Cor = კორდიამინი (N,N-დიეთილნიკო-ტინამიდი, C10H14NsO);
C2H5OH - ეთანოლი; n = 1, 2. დადგენილია სინთეზის ჩატარების ოპტიმალური პირობები. შთანთქმის ინფრაწითელი სპექტროსკოპიული და რენტგენოსტრუქტურული ანალიზის მეთოდებით შესწავლილია სინთეზირებული ბიოკომპლექსების აღნაგობისა და სტერეოქიმიის საკითხები. მიღებული სტრუქტურული მონაცემები გამოდგება შერეული ბიოკოორდინაციული ნაერთების მიზანმიმართული კვლევის სტიმულად და მათ ფიზიკურ-ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებზე სტრუქტურულ-გეომეტრიულ მახასიათებელთა გავლენის გასარკვევად. ეს შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპლექსწარმომქმნელ ატომებსა და ლიგანდებს (აციდო და ორგანული) შორის განსაკუთრებით ნატიფ თავისებურებათა გამოსავლენად – როცა ისინი შეიცავენ სხვადასხვა კონკურენტუნარიან დონორულ ატომებს. გამოკვლეული შერეული ბიოკომპლექსების მონაცემები, ატომთშორის მანძილებისა და სხვა გეომეტრიული პარამეტრების შესახებ, აუცილებელია სხვადასხვა ქვანტურ-ქიმიური გათვლების ჩასატარებლად. თერმოგრაფიული გამოკვლევებით დადგენილია სინთეზირებული ბიოკოორდინაციული ნაერთების თერმული მდგრადობის პირობები სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმში.
ავტ.
უაკ 616-002.5
4.ბ2.37. ახალი ანტიტუბერკულოზური ბიოკომპლექსები ლარუსანთან. /თ. წივწივაძე, ნ. ჩიგოგიძე, რ. სხილაძე, რ. კლდიაშვილი, გ. სულაქველიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 331-338. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
შემუშავებული მეთოდიკის გამოყენებით ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატ ლარუსანთან (ფურფურალაცეტონის იზონიკოტინოილჰიდრაზონის მონოჰიდრატი, C14H13N3O2∙H2O
= Lar)
არაწყალხსნარებში სინთეზირებულია დარიშხანის, სტიბიუმისა და ბისმუტის 9 ახალი ანტიტუბერკულოზური ბიოკომპლექსნაერთი საერთო შედგენილობით: MX3(Lar)2(C2H5OH), სადაც M = As (III), Sb (III), Bi (III);
X=F–, Cl–, Br–, I–; Lar – ლარუსანი, C2H5OH – ეთანოლი. დადგენილია სინთეზის ჩატარების ოპტიმალური პირობები, მიღებულ ბიოკომპლექსნაერთთა თერმული მდგრადობის ზოგიერთი საკითხი და სხვა ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური და ფიზიო-ფარმაკოლოგიური თვისებები. წინაკლინიკური გამოკვლევების მიხედვით სინთეზირებულმა ბიოკომპლექსნაერთებმა გამოავლინეს ძლიერი ბიოაქტიურობა ტუბერკულოზის მიკობაქტერიების მიმართ.
ავტ.
უაკ 541.12.017.3
4.ბ2.38. სამკომპონენტიანი აზეოტროპული ნარევის გაუწყლოების ხერხი კლინოპტილოლითის საშუალებით. /ლ. ტურიაშვილი, ა. კალატოზიშვილი, თ. ცირამუა, ბ. ჯიოშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 339-340. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
შესაწავლილია ძეგვის საბადოს (საქართველო, ხეკორძულა) კლინოპტილოლითის გამოყენების შესაძლებლობა ბორის მჟავის მეთანოლთან ეთერიფიკაციის რეაქციის პროდუქტის - დასაყოფი აზეოტროპული ნარევის (მეთანოლი + ტრიმეთილბორატი + წყალი) გასაუწყლოებლად.
ავტ.
უაკ 542.91
4.ბ2.39. ზოგიერთი ბის-ინდოლური ნაერთის სინთეზი აზელაინის, სებაცინის მჟავების და 7-მეთილტრიპტამინის საფუძველზე. /ჯ. ლაღიძე, ლ. თალაკვაძე, თ. რევაზიშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 341-343. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
აზელაინის და სებაცინის მჟავების დიქლორანჰიდრიდების ურთიერთქმედებით 7-მეთილტრიპტამინთან მიღებული და დახასიათებულია შესაბამისი დიამიდები: აზელაინმჟავის ბის-N,N'-[2-(7-მეთილ-1H-ინდოლ-3-ილ)-ეთილ]-ამიდი და სებაცინმჟავის ბის-N,N'-[2-(7-მეთილ-1H-ინდოლ-3-ილ)ეთილ]ამიდი. მიღებული ამიდების ციკლიზაციით ბიშლერ-ნაპირალსკის რეაქციის პირობებში სინთეზირებულია b-კარბოლინის შესაბამისი წარმოებულები: 1,7-ბის(8-მეთილ-3,4-დიჰიდრო-9H-b-კარბოლინ-1-ილ)ჰეპტანი და 1,8-ბის-(8-მეთილი-3,4-დიჰიდრო-9H-b-კარბოლინ-1-ილ)ოქტანი. ჩვენ მიერ სინთეზირებული ნაერთების აღნაგობა დადგენილია ელემენტური ანალიზის და სპექტროსკოპიული გამოკვლევების საფუძველზე. ლიტერატურიდან ცნობილია, რომ ამ ტიპის ნაერთები ფართოდ გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტური პრეპარატები. ისინი აგრეთვე ხასიათდებიან ანტიდეპრესული თვისებებით და მაღალი ჰიპოტენზური აქტივობით. სინთეზირებულ ნაერთთა ბიოლოგიური გამოკვლევის შედეგად ნაჩვენებია, რომ ზოგიერთი მათგანი ხასიათდება მაღალი ანტიბლასტომატოზური თვისებებით. ისინი შედარებით ადვილად გადალახავენ ჰემატოენცეფალურ ბარიერს და დიდი რაოდენობით გროვდებიან ექსპერიმენტულ ცხოველთა თავის ტვინის უჯრედებში. ჩვენ მიერ სინთეზირებული ნაერთების ბიოლოგიური აქტივობის შესწავლა გრძელდება.
ავტ.
უაკ 547.785.5
4.ბ2.40. ახალი პოტენციურად ბიოაქტიური წარმოებულების მიღება 1Hბენზო[ბ]თიოფენ[3,2-ე]ბენზიმიდაზოლის ბაზაზე. /თ. ხოშტარია, ნ. გახოკიძე, მ. მაისურაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 344-345. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
ორი ჰეტეროციკლური სისტემის - ბენზოთიოფენის და ბენზიმიდაზოლის, რომელთაც ცალ-ცალკე ახასიათებთ საკმაოდ ფართო სპექტრი ბიოლოგიური აქტიურობისა (ტუბერკულოსტატიკური, ანტიმალარიული, ანალგეტიკური, ფსიქოტროპული და სხვ.), შერწყმით მიღებულია ახალი ჰეტეროციკლური კონდენსირებული ტეტრაციკლური სისტემა 1Hბენზო[ბ]თიოფენ[3,2-ე]ბენზიმიდაზოლი და მისი 2-მეთილ-, 2-ქლორმეთილ-, 2-ფენილ-, 2-ოქლორფენილ- წარმოებულები, დამუშავებულია მათი მიღების პრეპარატული მეთოდები და შესწავლილია ზოგიერთი სპექტრული მახასიათებელი.
ავტ.
უაკ 543.226
4.ბ2.41. ალკოლფენოლატური ტიპის პოლიფუნქციური ბორშემცველი მისართების თერმოანალიზური კვლევა. /თ. აქჩურინა, ა. მამედოვა, ე. ნაგიევა, შ. ამიდოვა/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 346-348. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
თერმული ანალიზის მეთოდებით გამოკვლეულია მრავალფუნქციური სინთეზის შუალედური და სა-ბოლოო პროდუქტები, რომლებიც წარმოადგენენ ალკიფენოლის ფორმალდეჰიდთან და ამიაკთან ან მონოეთანოლამინთან კონდენსაციის პროდუქტების კალციუმის მარილებს, დამუშავებულთ ბორის მჟავით, შედარებით ანალოგიურ მისართებთან, რომლებიც არ შეიცავენ ბორის ატომს. გამოვლენილია, რომ ალკილფენოლის ფორმალდეჰიდთან და მონოეთანოლამინთან სტადიური კონდენსაციის პროდუქტის ბორშემცველი მისართი გამოირჩევა მომეტებული თერმომდგრადობით, 3600C რიგის, ასევე უკეთესი თერმოჟანგვითი ეფექტურობით ზეთის მიმართ.
ავტ.
უაკ 54-161
4.ბ2.42. ამორფულმატრიციანი ნანოკომპოზიტები PbO-MnO-B2O3 სისტემაში. /ა. სარუხანიშვილი, თ. ჭეიშვილი, მ. კაპანაძე, მ. მშვილდაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 349-353. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
შემოთავაზებულია PbO-MnO-B2O3
სისტემის საფუძველზე მიღებული მინების, როგორც ნანოკომპო-ზიტების განხილვა, რადგან მათ ახასიათებთ ამორფულმატრიციანი ნანოკომპოზიტებისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ნავარაუდევია, რომ აღნიშნულ სისტემაში მიღებული ამორფული (მინისებური) მასალები შედგებიან რამდენიმე სახის სტრუქტურული ერთეულებისგან, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ როგორც ნანოზომის ჩანართები. ნაშრომში ნაჩვენებია, თუ როგორ მოქმედებს ჩანართების თანაფარდობა და ზომები მასალების დილატომეტრიული მრუდების ხასიათზე და მოცულობით ელექტრულ წინაღობაზე.
ავტ.
უაკ
546.221.1:666.266.6
4.ბ2.43. მინასაფარების გამოცდა გოგირდწყალბადურ კოროზიაზე. /ი. ბერძენიშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 354-355. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
განხილულია მილსადენების კოროზიის ძირითადი ფაქტორები და მილების ლოკალური დაზიანების ბუნება, რომელსაც აძლიერებს სულფატაღმდგენი ბაქტერიების ცხოველქმედება. ნაჩვენებია, რომ მილსადენთა საექსპლუატაციო ვადა 1-1.5 წელია, სტანდარტით გათვალისწინებული 7.6 წლის ნაცვლად. აღნიშნულია დამცავი სილიკატური მინანქრებით მილების დაფარვის მიზანშეწონილობა. გოგირდწყალბადურ კოროზიაზე მინასაფარების გამოცდა დადებითი შედეგებით დასრულდა.
ავტ.
უაკ 541.64
4.ბ2.44. კლინოპტილოლიტის ორგანოფილიზაციის პროცესის ოპტიმიზაცია პოლიმერთა შემავსებლების მისაღებად. /ო. ლომთაძე, ნ. ქარქაშაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 356-360. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
შესწავლილია მექანოადსორბციული მეთოდით მომზადებული ორგანოფილური კლინოპტილოლითის ფხვნილებში ნაწილაკების რაოდენობრივი განაწილება ზომების მიხედვით. ნაჩვენებია მიღებული ფხვნილების ხვედრითი ზედაპირის სიდიდისა და მათი წყლითა და ტოლუოლით გაჟღენთის სიჩქარის დამოკიდებულება ფხვნილების ნაწილაკების ზედაპირის ორგანოფილიზაციის ხარისხის ცვლილებაზე. მიღებული შედეგების მიხედვით შეირჩა ზედაპირულად აქტიური ნივთიერებია - ოქტადეცილამინის ოპტიმალური რაოდენობა (აღებული კლინოპტილოლითის მასის 1%), რომელიც უზრუნველყოფს მოცემული დისპერგაციის პირობებში მაქსიმალურად შესაძლებელი დისპერსობისა და პოლიმეროფილურობის ფხვნილის მიღებას. სხვადასხვა ხარისხით ორგანოფილიზებული კლინოპტილოლითის შემცველი კომპოზიციური საფარების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შესწავლამ დაადასტურა შერჩეულ ოპტიმალურ პირობებში მიღებული ორგანოფილური კლი-ნოპტილოლითის პოლიმერების აქტიურ შემავსებლად გამოყენების შესაძლებლობა.
ავტ.
უაკ 543.21
4.ბ2.45. კრისტალური ბორის თერმოგრავიმეტრიული კვლევა. /თ. მაჩალაძე, მ. შავლაყაძე, მ. სამხარაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 361-364. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
თერმოგრავიმეტრული მეთოდით შესწავლილია a და b რომბოედრული მოდიფიკაციის კრისტალური ბორი. საკვლევი ნიმუშის 5000C-მდე გახურებისას მიმდინარეობს ორთობორმჟავის დეჰიდრატაციის პროცესი, რომლის ინტენსივობა განისაზღვრება საწყის ფხვნილში მინისებური მოდიფიკაციის ტექნოლოგიური ბორის ანჰიდრიდის შემცველობით. ბორი აზოტთან 10000C-ზე დაბალ ტემპერატურაზე არ რეაგირებს, ამიტომ კრისტალური ბორის ჰაერზე 10000C-მდე გახურების ერთადერთი პროდუქტი ბორის ანჰიდრიდი იქნება. დავადგინეთ კრისტალური ბორის ჟანგვის პროცესის საწყისი ტემპერატურა და ჟანგვის ხარისხი.
ავტ.
უაკ 661.3
4.ბ2.46. ექსპერიმენტის მათემატიკური დაგეგმარების მეთოდის გამოყენება ქალკოპირიტისა და მანგანუმის კონცენტრატების ერთობლივი გამოტუტვის პროცესში. /ლ. ბაღათურია, ვ. გაფრინდაშვილი, ნ. ბარნოვი, მ. გველესიანი, თ. ლეჟავა/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 365-366. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
დადგენილია ქალკოპირიტისა და მანგანუმის კონცენტრატების ერთობლივი მექანოაქტივირებული ნარევების გოგირდმჟავური გამოტუტვის პროცესის ოპტიმალური პარამეტრები: პროცესის ტემპერატურა - 90ºC, გამოტუტვის ხანგრძლივობა - 2 სთ, თანაფარდობა თხ:მყ - 10:1, გოგირდმჟავის კონცენტრაცია - 10%, დაფქვის ხანგრძლივობა - 1 სთ. ამ პირობებში სპილენძისა და მანგანუმის ამოღების ხარისხი შეადგენს 93.7% და 99.8% შესაბამისად. მიღებული ხსნარები, შედგენილობით, გ/ლ: Cu-13; Fe2+ -10; Fe3+ - 4,2;
Mn2+ - 80; H2SO4 - 33.5, რკინისგან გაწმენდის შემდეგ ვარგისია ლითონური სპილენძისა და მანგანუმის რიგი ნაერთების მისაღებად.
ავტ.
უაკ 577.33
4.ბ2.47. პირიდინ-3 და 4-კარბონმჟავის (ნიკოტინმჟავის და იზონიკოტინმჟავის) ოქსიმეთილამიდების კომპლექსწარმოქმნის უნარის ქვანტურ-ქიმიური შესწავლა. /გ. ცინცაძე, თ. ცინცაძე, დ. ლოჩოშვილი, ი. გველესიანი, ლ. სხირტლაძე, მ. კერესელიძე, ჯ. კერესელიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 367-369. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
ქვანტურ-ქიმიური AM1 მეთოდით გამოთვლილია პირიდინ-3 და 4-კარბონმჟავის ოქსიმეთილამიდის ენერგეტიკული, ელექტრონული და სტრუქტურული მახასიათებლები. გამოთვლილი მონაცემების საფუძველზე დადგენილია ამ მოლეკულის კოორდინირების წესი.
ავტ.
უაკ 546.121.13
4.ბ2.48. მაგნიუმის ჰალოგენიდების თეორიული გამოკვლევა რნბ-მატრიცების მეთოდის ფარგლებში. /მ. გ. გვერდწითელი, ქ. კუპატაძე, მ. გვერდწითელი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 370. – ინგლ., რეზ.: ქართ., რუს.
აგებულია და შესწავლილია ოთხი კორელაციური განტოლება მაგნიუმის ჰალოგენიდებისათვის რნბ-მატრიცების მეთოდის ფარგლებში. გამოთვლებმა აჩვენა, რომ ოთხივე კორელაცია დამაკმაყოფილებელია.
ავტ.
უაკ 661.8...39
4.ბ2.49. VIA ჯგუფის ელემენტების ჰიდრიდების მათემატიკურ-ქიმიური გამოკვლევა რნბ-მატრიცების მეთოდის ფარგლებში. /მ. გვერდწითელი, ქ. კუპატაძე, მ. გვერდწითელი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 371. – ინგლ., რეზ.: ქართ., რუს.
რნბ-მატრიცების მეთოდის ფარგლებში აგებული და შესწავლილია სამი კორელაციური განტოლება “აღნაგობა-თვისებები” VIA ჯგუფის ელემენტების ჰიდრიდებისთვის. გამოთვლებმა აჩვენა, რომ სამივე კორელაცია დამაკმაყოფილებელია.
ავტ.
უაკ 519.233.5
4.ბ2.50. გლიმების მათემატიკურ-ქიმიური გამოკვლევა ქვაზი-რნბ-მატრიცების ფარგლებში. /ნ. ოვსიანიკოვა მ. გვერდწითელი, ნ. კუპრაშვილი, მ. გვერდწითელი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 372. – ინგლ., რეზ.: ქართ., რუს.
აგებულია და გამოკვლეულია “აღნაგობა-თვისებების” ტიპის კორელაციური განტოლებები გლიმებისთვის, ქვაზი-რნბ-მატრიცების მეთოდის ფარგლებში. გამოვლენილია დამაკმაყოფილებელი კორელაციები.
ავტ.
უაკ 665.583.44
4.ბ2.51. მცენარეული ექსტრაქტების შემცველი კბილის პასტის ანთებსაწინააღმდეგო მოქმედების შესწავლა. /ბ. ბუცხრიკიძე, მ. ბახტაძე, მ. გეგეშიძე, გ. გორგოძე, გ. ხვედელიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 373-375. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
დადგენილია ჩაის ფოთლის ექსტრაქტოვანი ზეთისა და მაყვლის ფოთლის ექსტრაქტის შემცველი კბილის პასტების გამოხატული უნარი, შეზღუდოს ანთების ექსუდატური კომპონენტი და ანთებითი დაზიანება, ხელი შეუწყოს ქსოვილის პროლიფერიზაციას და ჭრილობის აქტიურ შეხორცებას. აღნიშნული განაპირობებს შესწავლილი კბილის პასტების გამოყენების პერსპექტულობას.
ავტ.
უაკ 663.95
4.ბ2.52. ექსტრაქციის მეთოდების ზემოქმედება ჩაის ლიპიდური კომპლექსის რაოდენობრივ და ხარისხობრივ შედგენილობაზე. /გ. გორგოძე, მ. გეგეშიძე, მ. ბახტაძე, გ. ხვედელიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 376-378. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
შერჩეულია ორგანული გამხსნელები და ჩაის ლიპიდური კომპლექსის ექსტრაქციისთვის მიზანწონილად ჩაითვალა ტრიქლორეთილენის გამოყენება. რეკომენდებულია ჩაის ფოთლის გრანულირება ექსტრაქციის წინ, რაც ზრდის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა გამოსავლიანობას. დადგენილია ექსტრაქციის ხანგრძლივობა და ტემპერატურა, ასევე გამხსნელის და ჩაის ფოთლის მასური თანაფარდობა, რომლებიც გასათვალისწინებელია საწარმოო ექსპერიმენტში.
ავტ.
უაკ 627.8.03
4.ბ2.53. წყალგამწმენდი იონიტური ფილტრების რეგენერაციის ინტენსიფიკაცია ულტრაბგერითი მოწყობილობით. /ნ. ყალაბეგაშვილი, დ. იოსელიანი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 379-380. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
შესწავლილია ულტრაბგერითი მოწყობილობით იონიტური ფილტრების რეგენერაციის ინტენსიფიკაციის პროცესი. დადგენილია, რომ კათიონიტის იონცვლითი ტევადობა ულტრაბგერით დასხივების შედეგად იზრდება 12%-ით, ხოლო ანიონიტისა – 9%-ით. გარდა ამისა, ულტრაბგერით დასხივების შედეგად ანიონირებული წყალი თითქმის არ შეიცავს SiO32– იონებს.
ავტ.
უაკ 661.183.123.3
4.ბ2.54. ანიონიტური ფილტრების ცხლად რეგენერაციის ოპტიმალური სქემის შემუშავება. /ნ. ყალაბეგაშვილი, დ. იოსელიანი, გ. ბალარჯიშვილი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 381-382. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
შემუშავებულია თბილსრესის I რიგის ქიმიური საამქროს ანიონიტური ფილტრების ცხლად რეგენე-რაციის ოპტიმალური სქემა. სქემის განხორციელება უზრუნველყოფს ანიონიტური ფილტრების განთავისუფლებას მასზე წლების განმავლობაში დაგროვილი პოლიმერიზებული სილიციუმმჟავისგან, რაც აამაღლებს ანიონიტების იონცვლით ტევადობას, გაზრდის მათ მუშაობის ხანგრძლივობას და უზრუნველყოფს წყლის გასუფთავების მაღალ ხარისხს თბო- და ატომურ ელექტროსადგურებში.
ავტ.
უაკ 66.081
4.ბ2.55. ტყიბულის ქვანახშირის გამამდიდრებელი კომბინატის საწარმოო ნარჩენების სორბციული უნარი და გამოყენების შესაძლებლობა. /მ. წვერავა, თ. ფალავანდიშვილი, ე. შენგელია, ლ. გვასალია/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 385-386. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
შესწავლილია ტყიბულის ქვანახშირის გამამდიდრებელი კომბინატის ნარჩენების სორბციული უნარი წყლის შეფერილობის და ორგანული ნივთიერებების მიმართ. გამოცდილია როგორც საფილტრავი მასალა რუსთავის სააქციო საზოგადოება "აზოტის" წყალმომზადების საამქროში.
ავტ.
უაკ 66.081
4.ბ2.56. ტყიბულის ქვანახშირის გამამდიდრებელი კომბინატის ნარჩენების სორბციული უნარის შესწავლა მძიმე მეტალების მიმართ. /თ. ფალავანდიშვილი, მ. წვერავა, ლ. გვასალია/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 387-389. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
შესწავლილია ტყიბულის ქვანახშირის გამამდიდრებელი კომბინატის ნარჩენებზე, როგორც ბუნებრივ სორბენტზე, წყლის მძიმე მეტალებისგან გაწმენდის ხარისხის დამოკიდებულება კონცენტრაციათა თანაფარდობასა და ხსნარის pH-ზე. შეიქმნა მძიმე მეტალებით დაბინძურებული წყლების გაწმენდის მათემატიკური მოდელი.
ავტ.
უაკ
576.321:669.018.674
4.ბ2.57. მძიმე მეტალთა იონების მცენარეულ უჯრედზე მემბრანოტროპული გავლენის მექანიზმი. /ჯ. ონიანი, რ. გახოკიძე, თ. ონიანი, ე. გახოკიძე, ლ. ტაბატაძე, თ. მჭედლური, ვ. იურინი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 390-393. – ინგლ., რეზ.: რუს., ქართ.
უჯრედის ბიოელექტრული რეაქციებისა და ციკლოზის სიჩქარის გაზომვის საფუძველზე აღწერილია მძიმე მეტალთა იონების პლაზმალემასთან ურთიერთობის კანონზომიერება. ნაჩვენებია, რომ Pb2+, Zn2+, Cd2+, Ni2+ იონებს, 10-6-10-3
კონცენტრაციის დროს, გააჩნია პირდაპირი მემბრანოტროპული ეფექტი. სპილენძი 10-5 Ì-ზე მეტი კონცენტრაციისას, ხანმოკლე (10-15 წთ) და ხანგრძლივი (20 წთ-ზე მეტი) ცდის პირობებში ახდენს არაპირდაპირ მემბრანოტროპულ მოქმედებას. ამასთან დაკავშირებით, შემოთავაზებულია ქიმიური აგენტების კლასიფიკაციის სქემა, მემბრანოტროპული ეფექტების გამოვლინების მექანიზმთა ელემენტების საფუძველზე, მემბრანის იონური განვლადობის წანაცვლებათა გათვალისწინებით.
ავტ.
უაკ 576.321
4.ბ2.58. წყლის ნიმუშების მემბრანოტროპულ ეფექტთა შეფასება ელექტროპლაზმოგრაფიული ანალიზის მონაცემების მიხედვით. /ჯ. ონიანი, რ. გახოკიძე, თ. ონიანი, მ. გახოკიძე, ლ. ტაბატაძე, თ. მჭედლური, ვ. იურინი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 394-395. – ინგლ., რეზ.: რუს., ქართ.
მოდელის ჩარჩოებში, რომელიც აღწერს ხარისებრთა წყალმცენარეების უჯრედების ციკლოზის რეაქციის პოტენციალდამოკიდებულებას, ჩატარებულია საცდელი წყლის სინჯების ნიმუშთა მოქმედების ხასიათის შეფასება. დადგენილია, რომ საცდელი ნიმუშები მკვეთრად განსხვავდება ციკლოზზე მოქმედების ხასიათით. გამოვლენილი კანონზომიერებანი წყლის ბიოლოგიური ხარისხის ტესტირების საშუალებას იძლევა.
ავტ.
უაკ 632.95
4.ბ2.59. მდგრადი ორგანული დამაბინძურებელი პესტიციდები – გარემოსდაცვითი გამოწვევა. /ა. ჩანქსელიანი, ი. ლეგაშვილი, ნ. ღონღაძე, ნ. კუციავა/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 396-398. – ინგლ., რეზ.: რუს., ქართ.
მდგრადი ორგანული დამაბინძურებელი პესტიციდების გარემოში არსებობა და პრობლემა, მათი ინვენტარიზაცია და გამოვლენილი მონაცემები საქართველოს მასშტაბით.
ავტ.
უაკ 665.7.035.6
4.ბ2.60. პოლიოლეფინებისგან დამზადებული და ხმარებაში ყოფილი გარსის ფორმის ნაკეთობების ხელმეორედ გადამუშავების ტექნოლოგიის რეოლოგიური საფუძვლები. /მ. გაჩეჩილაძე, ი. ბოჭოიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 402-404. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
განხილულია პოლიოლეფინებისგან დამზადებული და ხმარებაში ყოფილი გარსის ფორმის ნაკეთობათა ხელმეორედ გადამუშავების ტექნოლოგიის რეოლოგიური საფუძვლები. რეომეტრის გამოყენებით აგებულია ექსპერიმენტული დინების მრუდები ხმარებაში ყოფილი დაჭუჭყიანებული და გარეცხილი ნიმუშებისათვის. გაკეთებულია მცდელობა დაჭუჭყიანებული ნიმუშებისათვის ახსნილი იქნას ძვრის ძაბვების შემცირების ფაქტი დეფორმაციის დიდ სიჩქარეებზე. საორიენტაციოდ მოცემულია ხმარებაში ყოფილი ნაკეთობათა გადამუშავების მეთოდები, ნაკეთობის სახეობა და ტემპერატურული რეჟიმები.
ავტ.
უაკ 552.143
4.ბ3.1. მოვლენათა ნალექები ქაოსური აგებულების წარმონაქმნებში. /ფ. მაისაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2. - # 3. – გვ. 79-87. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
ზღვიურ აუზებში, სადაც უპირატესად ნორმულ-დანალექი სედიმენტაცია მიმდინარეობს, კატასტროფული მოვლენების შედეგად გეოლოგიურ წარსულში ადგილი ჰქონდა სპეციფიური ბუნების ნალექების წარმოშობას, რომლებიც “მოვლენათა ნალექების” სახელითაა ცნობილი. პირველად, აღნიშნული ნალექები რიტმული აგებულების ქანებში გამოიყო ტემპესტიტების და ტურბიდიტების სახით. წინამდებარე სტატიაში ანალოგიურ მოვლენათა ნალექების არსებობა ქაოსური აგებულების წარმონაქმნებში დადგინდა. კერძოდ, ალპური ნაოჭა სისტემის ნაწილში (შვეიცარიის და საფრანგეთის ალპები, დინარიდები, კავკასიონის სამხრეთი ფერდობი) განვითარებული ზედაეოცენური ქაოსური აგებულების წარმონაქმნებში (მათი შედგენილობის, სტრუქტურის და წარმოშობის მექანიზმის გათვალისწინებით), გამოიყო მოვლენათა ნალექები ოლისტოსტრომების და ველური ფლიშის სახით. გაირკვა, რომ მოვლენათა ნალექების წარმოშობის ძირითად ფაქტორს მრავალჯერადი კატასტროფული მოვლენები წარმოადგენდნენ. რომლებიც გამოწვეული იყო იმ ტექტონიკური მოძრაობებით, რაც თან ახლდა პირენეულ დანაოჭებას გვიანი ეოცენის ბოლოს. აღნიშნული კატასტროფული მოვლენების ძალისა და გავრცელების მასშტაბების გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ოლისტოსტრომები და ველური ფლიში წარმოადგენენ უფრო მაღალი რანგის მოვლენათა ნალექებს, ვიდრე რიტმული აგებულების ანალოგიური წარმონაქმნები.
ავტ.
უაკ 502.55
4.ბ3.2. ფიონური მოვლენების გავლენა ატმოსფეროს დაბინძურების პროცესებზე. /გ. გუნია, ზ. ცქვიტინიძე, ბ. ხოლმაჯანოვი, ზ. ფათხულაევა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2. - # 3. – გვ. 65-69. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
ნაშრომში, კოლხეთის დაბლობისა და ახანგარანის ხეობის (დასავლეთ ტიან-შანი) მაგალითებზე, მოყვანილია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონეზე ფიონური მოვლენების ზემოქმედების კვლევის შედეგები. მოცემულია ახანგარანის ხეობის რაიონში NOx-ის კონცენტრაციების ველის განაწილების გაანგარიშებები. ნაჩვენებია, რომ ფიონური პროცესები მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენენ ატმოსფეროს დაბინძურების დონეზე მთიანი ქვეყნების პირობებში. მათი გათვალისწინება ატმოსფეროს რეგიონალური დაბინძურების კვლევებისას მნიშვნელოვნად აამაღლებს ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ეკოლოგიური შეფასების სიზუსტეს. გაკეთებულია დასკვნა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მეტეოროლოგიური მოვლენა უნდა იყოს აყვანილი რეგიონალური “საშიში მეტეოროლოგიური პირობების” რანგში, რომლებიც ხელს უწყობენ ატმოსფეროს დაბინძურების გაძლიერებას.
ავტ.
უაკ 550.382.2
4.ბ3.3. კურორტ ურეკის მაგნიტური ქვიშების ტერიტორიის ელექტრომეტრული შესწავლის ზოგიერთი შედეგი. /გ. ბერიშვილი, ა. თარხნიშვილი, ჯ. ლომინაძე, ნ. მებაღიშვილი, გ. ტაბაღუა, კ. ქართველიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2. - # 3. – გვ. 70-73. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
კურორტ ურეკის სამკურნალო თვისებები ფართოდაა ცნობილი, თუმცა ეს რეგიონი შავი ზღვის სანაპირო ზოლის სხვა უბნებისაგან პრაქტიკულად არ გამოირჩევა კლიმატური და გეოლოგიური თავისებურებებით, მასზე კოსმოგეოფიზიკური ველების ზემოქმედებითა და სხვა ცხადად მიმანიშნებელი ფაქტორებით. ამასთან, პლაჟური ზოლიც გარკვეულად ერთგვაროვანია სანაპირო ქვიშებისა და მასში მაგნეტიტის მინერალის შემცველობის თვალსაზრისით. გეომორფოლოგიური კვლევების მიხედვით ამ რეგიონის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობას უნდა ღებულობდეს მდ. სუფსის პალეოკალაპოტში წარმოდგენილი მდინარეული ნალექები, რაც ელექტრომეტრული მონაცემებითაც დადასტურდა. ურეკის ტერიტორიაზე წარმოდგენილი ნალექების აღნიშნული გადანაწილება, ელექტრულად ე.წ. “ნახევარკუნძულის” მოდელი, თავისი ჰიდროგეოლოგიური თავისებურებებით გამონაკლისს წარმოადგენს სანაპირო ზოლის ამ რეგიონისთვის. შემდგომი კვლევა მიზანშეწონილია ჩატარდეს კომპლექსურად ფიზიკოსების, გეოფიზიკოსების, მედიკოსებისა და სხვა მონათესავე დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, ხოლო ახალი, პერსპექტიული უბნების გამოვლენის მიზნით დეტალური საველე სამუშაოები გაგრძელდეს ფოთი-ბათუმის სანაპირო ზოლში.
ავტ.
უაკ 551.24(479.22)
4.ბ3.4. კავკასიის მთათაშუეთის მოლასური როფების ბლოკური სტრუქტურის კინემატიკა და მორფოგენეზისი (საქართველო). /ლ. ბაშელეიშვილი, მ. ქუმელაშვილი, ს. სტამბოლიშვილი/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 61-68. – რუს., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
სამხრეთკავკასიის მოლასური როფების თანამედროვე სტრუქტურა განპირობებულია მერიდიანული და განედური რღვევათა სისტემებით, რომლებიც დედამიწის ქერქის სხვადასხვა სიღრმეებს მოიცავს. აღნიშნული რღვევები ხშირად დედამიწის ქერქის კრისტალური სუბსტრატის ბლოკებს გვერდებიდან საზღვრავენ და მთლიანობაში მოზაიკურ-ბლოკურ სტრუქტურას ქმნიან. ბლოკების კონფიგურაციას განსაზღვრავს ზემოთ აღნიშნული რღვევები. ლოთოფაციესების და დანალექი საფარის სიმძლავრეების შესწავლა რიგ შემთხვევებში მიუთითებს მათი განვითარების ავტონომიურ და ინვერსიულ ბუნებაზე და ასევე დიფერენცირებულ კინემატიკაზე. კვლევის მონაცემები საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა: კავკასიის მოლასური როფები საქართველოს ფარგლებში ძირულის შვერილით (კრისტალური სუბსტრატი) იყოფა აღმოსავლეთ და დასავლეთ დაძირვის ზონებად, რომლებიც თავის მხრივ რღვევებით დანაწევრებულია ცალკეულ შემოსაზღვრულ ბლოკებად. ცენტრალური აზევების ზონის დასავლეთით და აღმოსავლეთით კრისტალური სუბსტრატის ბლოკების თანდათანობითი საფეხურებრივი დაძირვა და დახრა აღინიშნება რღვევების გასწვრივ. თანამედროვე ლიტერატურაში ანალოგიური სტრუქტურები ცნობილია როგორც “ტილტ” ბლოკები და კინემატიკურად ისინი გაჭიმვის დეფორმაციებს მიეკუთვნებიან. ამრიგად, სამხრეთკავკასიის მოლასური როფების ალპურამდელი კონსოლიდირებული ქერქის თანამედროვე სტრუქტურაში (განედური პროფილის გასწვრივ) აღინიშნება გაჭიმვის სტრუქტურების არსებობა ძირითადად დახრილ-საფეხურისებრი ბლოკების სახით, რომლებიც შემდგომი დეფორმაციებისას ტრანსფორმირდება ეგრეთ წოდებულ ლისტრულ რღვევებად. მსგავსი სტრუქტურების წარმოშობა უკავშირდება ერთი მხრივ პროფილის ცალკეულ უბნებზე მანტიური მასების აზევებას (ამოწევას), მეორე მხრივ – არაბეთის ქიმის ჩრდილოეთისკენ გადაადგილებისას მასების ლატერალურ გამოწბერვას, როგორც დასავლეთი, ისე აღმოსავლეთი მიმართულებით, განსაკუთრებით რეგიონის განვითარების გვიანოროგენულ (კოლიზიურ) სტადიაზე.
ავტ.
უაკ 552.5(479.22)
4.ბ3.5. კლასტური დაიკები ხრამის კრისტალურ მასივში. /ო. დუდაური, გ .ვაშაკიძე, მ. ტოგონიძე/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 226-231. – რუს., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
მოცემულია ხრამის კრისტალურ მასივში ჩვენს მიერ აღმოჩენილი კლასტური დაიკების აღწერა და გენეზისი, რომლებიც წარმოადგენს ხმელეთზე წარმოშობილ ზედაპირულ ნეპტუნურ კლასტურ დაიკებს.
ავტ.
უაკ
551.263.037(479.22)
4.ბ3.6. პლიოცენური ვულკანური ცენტრი კავკასიონის სამხრეთ ფერდზე ზემო რაჭის ფარგლებში. /მ. ტოგონიძე, ო. დუდაური/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 232-237. – რუს., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
კავკასიონის თხემზე, მწვერვალების ლაბოდასა და გეზეს შუა, ჩვენს მიერ აღმოჩენილი და შესწავლილია დაციტური ვულკანური ცენტრი, რომელიც წარმოდგენილია სუბვულკანური შტოკისებური სხეულით (ვულკანის ამომყვანი არხი - ნეკი) და ვულკანური ბრექჩიით, რომლითაც ამოვსებულია ვულკანის პარაზიტული არხი. ეფუზურ აქტივობას მოჰყვა დაციტური დაიკების ორი სისტემის – სუბგანედურის და სუბმერი¬დიონალურის ჩამოყალიბება. მათ შორის მეორე წარმოადგენს პირველი სისტემის დაიკების გამკვეთს. კავკასიონის სამხრეთ ფერდზე ცნობილია დაციტის დაიკები კარობის ქედსა და კირტიშოს მყინვართან და გრანიტ-პორფირის ჰიპაბისური ინტრუზივი ცხენისწყლის სათავეში (ცურუნგალი). ამ სხეულების K-Ar ასაკი პლიოცენურია – 4-4,5 მლნ. წელი. სავარაუდოა, რომ ზოფხითოს დაციტებიც, აღნიშნულ ინტრუზივებთან პეტროგრაფიული და პეტროქიმიური მსგავსების გამო, პლიოცენური ასაკის არის. ამგვარად, პლიოცენურ დროში, კავკასიონის სამხრეთ ფერდზე ჩამოყალიბდა ვულკანურ-პლუტონური ასოციაცია.
ავტ.
უაკ
551.263.037(479.22)
4.ბ3.7. ჯავახეთის მთიანეთის (სამხრეთ საქართველო) ვულკანოგენური ქანების ფორმირების ზოგიერთი ასპექტი. /გ. ვაშაკიძე, რ. ახვლედიანი, ო. დუდაური, მ. ტოგონიძე, ვ. ლებედევი/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 238-248. – რუს., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
ჯავახეთის მთიანეთის ახალგაზრდა ვულკანიტების პეტროქიმიური მონაცემების ანალიზმა, მინერალების თერმო-ბარომეტრიაზე დაყრდნობით, უფლება მოგვცა დაგვედგინა შესწავლილი ქანების
Ð-Ò პირობები. რეგიონის ნეოგენ–მეოთხეული მაგმატიზმის სხვადასხვა ეტაპსა და ფაზაზე წარმოშობილი ქანების პეტროგეოქიმიურ მახასიათებლების სტატისტიკურმა შესწავლამ, გარკვეული დონით, საშუალება მოგვცა, მთლიანად ჯავახეთის მთიანეთისთვის, დაგვედგინა ახალგაზრდა ვულკანიტების ფორმირების თანამიმდევრობის სქემა.
ავტ.
უაკ 552.3(479.22)
4.ბ3.8. ახალი მონაცემები ქუთაისის რაიონის (დასავლეთ საქართველო) მაგმატური ქანების ასაკის შესახებ. /ვ. ლებედევი, გ. ვაშაკიძე, ა. ჩუგაევი, ო. დუდაური, მ. ტოგონიძე/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 268-273. – რუს., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
მიღებულია K-Ar ახალი განსაზღვრები (მონაცემები) დასავლეთ საქართველოს ქუთაისის რაიონის მაგმატური ქანებისათვის. ნაჩვენებია რომ ამ რეგიონის ქანები წარმოშობილი არიან მეზოზოური მაგმატიზმის სამი იმპულსის განმავლობაში – ბაიოსში, კიმერიჯ-ტიტონსა და ტურონ-სანტონში. ტეშენიტების და კვარციანი დიორიტების ინტრუზიები რომლებიც ადრე ნეოგენურად ითვლებოდნენ, არიან ზედაცარცული მთავრის წყების პლუტონური ანალოგები, ხოლო ბათურ ნალექებში არსებული ბაზელტების შრეებრივ სხეულებს აქვთ ტიტონ-კიმერიჯული ასაკი. იზოტოპურ-გეოქრონოლოგიური მონაცემები მოწმობენ იმაზე, რომ ქუთაისის რაიონის ფარგლებში არ არის ნეოგენ–მეოთხეული ვულკანიზმის გამოვლინება, ამასთან დაკავშირებით ამ რეგიონის ჩართვა ცენტრალურ საქართველოს ნეოვულკანურ რაიონში არასწორად მიგვაჩნია.
ავტ.
უაკ550.8.528(479.22)
ბ3.9. აჭარა-თრიალეთის ეოცენური ვულკანოგენური ქანების კარტირება კალიუმიანობის კოეფიციენტის მიხედვით. /გ.ნასიძე/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 279-282. – რუს., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
რეგიონის ვულკანოგენური ქანების კალი-ნატრიუმის შეფარდების მონაცემის სტატისტიკური დამუშავების შედეგად გამოვლენილია K2O/K2O+Na2O
განაწილების ოთხი მრუდი, ტოლი 21, 35, 50 და 64%, რის შედეგადაც ჩატარებულ იქნა რეგიონის საკვლევი ვულკანოგენური ქანების კარტირება.
ავტ.
უაკ 549.673.1(479.22)
4.ბ3.10. გიშრის მოლეკულური სტრუქტურა. /რ. ახვლედიანი, ი. ახვლედიანი/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 291-299. – რუს., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
ინფრაწითელი სპექტროსკოპიის, ბირთვული მაგნიტური რეზონანსისა და რენტგენო-ფაზური ანალიზის საშუალებით, განხორციელდა ტყიბულის ქვანახშირის საბადოს გიშრების ორგანული საფუძვლის შემადგენლობისა და სტრუქტურული მდგომარეობის შესწავლის მცდელობა. დადგენილია არომატული, ალიფატური და ალიციკლური ატომური ჯგუფები, აგრეთვე მათი გარდაქმნის კვალი მეტამორფიზმის პროცესში. გაანალიზებულია გიშრის ფისისებრი შემადგენლები.
ავტ.
უაკ 552.521(479.22)
4.ბ3.11. გიშრის წოლის ფორმები და ტექსტურა სხვადასხვა სედიმენტაციურ აუზებში. /ი. ახვლედიანი, ზ. კილასონია/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 359-369. – რუს., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
განხილულია გიშრის წოლის ფორმა და ტექსტურა. გამოვლენილია ზოგადი კანონზომიერებანი და ტიპომორფული ნიშნები განსხვავებული სედიმენტაციური აუზებისათვის, რომლებიც შესაძლოა შემდგომში საფუძვლად დაედოს პალეოგეოგრაფიულ და პალეოფლორისტულ რეკონსტრუქციებს, აგრეთვე გახდეს საბაბი "გიშრის ატლასის" შესაქმნელად.
ავტ.
უაკ 550.93
4.ბ3.12. კორსუნ-ნოვომირგოროდის პლუტონის (უკრაინის ფარი) გაბროიდების ცირკონის კრისტალოგენეზისი და ასაკი. /ტ. დოვბუში, ლ. სტეპანიუკი, ე. შესტოპალოვა/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 274-278. – რუს., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
ოპტიკური და ელექტრონული მიკროსკოპიის მეთოდებით შესწავლილია კორსუნ-ნოვომირგოროდის პლუტონის ორი დიდი მასივის ანორთოზიტებიდან კრისტალების ანატომია და ცირკონებში ჩანართების შემადგენლობა. ცირკონის კრისტალის შუაგულში ჩანართების სახით გამოვლენილია პიროქსენები, მინდვრის შპატები, ილმენიტი, აპატიტი და კვარცი, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ ცირკონის გვიანმაგმატური კრისტალიზაცია და ურან-ტყვიის იზოტოპური დათარიღების საშუალებით ცირკონებისთვის მიღებული ასაკები ჩაითვალოს როგორც ანორტოზიტების ასაკი. ცირკონების ურან-ტყვიის იზოტოპური დათარიღებით დადგენილია რომ ნოვომირგოროდის მასივის ანორთოზიტების ასაკია 1750,2±0,9 მლნ.წელი ხოლო სმილიანსკის – 1752,8±6,5 მლნ.წელი. აპატიტში სტრონციუმის იზოტოპური შემადგენლობის (87შრ/86შრ=0,7069) და ცირკონის კრისტალებში რელიქტური ბირთვების არსებობა გვაძლევა საფუძველს გამოვთქვათ მოსაზრება ამ ანორთოზიტების ქვედქერქულ წყაროზე.
ავტ.
უაკ 551.248.1(479.22)
4.ბ3.13. ჯავახეთის ვულკანური ზეგნის (ცენტრალური სამხრეთი საქართველო) ნეოტექტონიკის ზოგი საკითხი. /ნ. სადრაძე, ნ. წერეთელი, ო. ვარაზანაშვილი, ა. გვენცაძე/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 79-90. – ინგლ., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
დაზუსტდა ჯავახეთის ქედის აღმოსავლური ფერდის ფარგლებში (სოფ. კამარლოს დასავლეთით) გავრცელებული, ინტენსიურად დანაოჭებული მჟავე ვულკანიტების ასაკი. ის ზედა მიოცენურ-ქვედა პლიოცენური გოდერძის წყების ანალოგია. ამ ლავების დანაოჭება განვითარების გვიან ნეოგენურ ეტაპზე რეგიონის ტექტონიკურ აქტივობაზე მიუთითებს. განსაკუთრებით დაწვრილნაოჭებულია კამარლოს ლავები შუაეოცენურ ქანებთან კონტაქტში. ნაოჭები მიეკუთვნება რღვევით განვითარებულ ნაოჭთა ტიპს. კონტაქტი ტექტონიკურია და ე.წ. დმანისის სეისმოაქტიურ რღვევას უკავშირდება. უარყოფილია ინტერპრეტაცია ამ ლავების დანაოჭების დინებითი ბუნების შესახებ. სეისმოლოგიურმა და სეისმოტექტონიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჯავახეთისა და დმანისის რღვევები თავიანთი მექანიზმით მიეკუთვნება მარჯვენა ნაწევს. მიწისძვრების სიღრმეების განაწილების შესწავლამ მაგნიტუდების (M≥4) მიხედვით გვიჩვენა, რომ ძირითადად მიწისძვრის სიღრმეები იცვლება 8 დან 15 კმ მდე. ჰორიზონტულად მოქმედი მაქსიმალური დაძაბულობის ძირითადი მიმართულება ჩრდილოურ-სამხრეთულია, რაც განპირობებულია ამავე მიმართულებით მოქმედი რეგიონალური კუმშვითი დაძაბულობით.
ავტ.
უაკ 552.5(479.22)
4.ბ3.14. საქართველოს ადრეცარცული დანალექი ფორმაციების შედარებითი ლითოლოგია. /ე. ვარსიმაშვილი/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 338-347. – რუს., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
საქართველოს ადრეცარცული დანალექი ფორმაციების შედარებითი ლითოლოგიის დეტალური კვლევა საშუალებას იძლევა დავადგინოთ კავკასიონის კიდურა ზღვის აღმოსავლეთ აუზში ფლიშური სედიმენტაციის და მასთან დაკავშირებული ლითოგენეზის პროცესები. რის შედეგადაც გამოყოფილია: ბერიას-ადრეჰოტრივული შედარებით ღრმაზღვის, გვიანჰოტრივულ-აპტური თხელი ზღვის და ალბური შედარებით ღრმაზღვის ნალექდაგროვების გარემო პირობები. საქართველოს ქვედაცარცული ეპიკონტინენტურ-ზღვიური ნალექების ლითოლოგიური ხასიათი და ნივთიერი შედგენილობა კი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი წარმოშობილია ნალექდაგროვების სხვადასხვა ზღვიურ გარემო პირობებში – თხელი ზღვის ტალღისცემის მოძრავი ზონიდან დაწყებული გარეშელფური ზონის ჩათვლით.
ავტ.
უაკ 552.5(479.22)
4.ბ3.15. მდ. არაგვის აუზის ზედაცარცული ფლიშური ნალექების ლითოლოგიისათვის. /გ. ჩიხრაძე, ნ. გაგნიძე, ნ. სადრაძე/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 348-352. – რუს., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
ზედაცარცული კარბონატული ფლიშური ნალექები გავრცელებულია კავკასიონის სამხრეთი ფერდის მესტია-თიანეთის ზონის შოვი-ფასანაურის ქვეზონაში, მდ. არაგვის აუზში, სადაც ისინი მიმართების მართობულად იკვეთება საქართველოს სამხედრო გზით. ამ ნალექებს უკავია სტრატიგრაფიული ინტერვალი ზედა ტურონულიდან მაასტრიხტულის ჩათვლით და ქმნის უწყვეტ ჭრილს, რომელიც წარმოდგენილია კირქვებით, მერგელებით, კარბონატული პელიტოლითებით – არგილიტებით და უმნიშვნელო რაოდენობით კარბონატული ტურბიდიტებით. კირქვული ფორმაციების დეტალურმა შესწავლამ გვიჩვენა, რომ მათი საველე შესწავლის მეთოდიკა დაზუსტებას საჭიროებს. სენონურის თითქმის მთელი ჭრილი ფონური კარბონატული ქანებითაა წარმოდგენილი, ხოლო ტურბიდიტები შეადგენს ჭრილის 5%. ასეთი ტიპის კარბონატული წარმონაქმნების შესწავლისას პირველ რიგში აღწერილი უნდა იქნას აუზის (ფონური) ნალექები, მათი რეგულარული მორიგეობა (ÀÁÀÁ) კირქვების და სხვა პელიტომორფული კარბონატული ქანების გენეტური ტიპების დადგენით, შემდეგ კი უნდა იქნას დაფიქსირებული ტურბიდიტები, ტურბიდიტში კი - ა.ბოუმას გრადაციული ინტერვალები. ასეთი მიდგომა აშკარა წარმოდგენას გვაძლევს ჭრილის ლითოლოგიურ სვეტში ტურბიდიტების და მათი შემცველი აუზის ფონური ნალექების წარმოქმნის მექანიზმზე და აგრეთვე კარბონატული ნალექდაგროვების გარემოს ზოგად სურათზე.
ავტ.
უაკ 552.5(479.22)
4.ბ3.16. ალუმინის რაოდენობრივი შემადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოს ბათური გამოფიტვის ქერქში. /ლ. ჩომახიძე/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 353-358. – რუს., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
გამოკვლეულია დასავლეთ საქართველოში ბათური გამოფიტვის ქერქი (გ.ქ.) განვითარებული ბაიოსის ვულკანოგენურ სერიაზე, რომელიც გამოფიტვის ქერქისათვის წარმოადგენს დედაქანს. შესწავლილი: თიხური ნივთიერება (<0,01მმ), რომელიც წარმოიქმნა ქანების ზედაპირული გამოფიტვის პროცესების მოქმედების შედეგად და წარმოადგენს წვრილდისპერსიული მინერალების მექანიკურ ნარევს. გ.ქ.-ის ქანები – წარმოდგენილი სხვადასხვა ხარისხით შეცვლილი ეფუზივებით და მათი ვულკანოკლასტოლიტებით; ქანების შეცვლის ხარისხი გამოიხატება მათში თიხური ნივთიერების რაოდენობრივი შემცველობით და ძირითადი მასის სტრუქტურის დაცულობის ხარისხით; დედაქანები – წარმოდგენილი ანდეზიბაზალტებით, პიკრობაზალტებით და მათი ვულკანოკლასტოლიტებით, რომლებმაც უკვე ნაწილობრივ განიცადეს ჰიდროთერმალური შეცვლა, კერძოდ პროპილიტიზაცია. დადგენილია, როგორც თიხური ნივთიერების ქიმიური და მინერალოგიური შემადგენლობა, ასევე მინერალების რაოდენობა ნომინალის მეთოდით. განსაზღვრულია გ.ქ.-ში ალუმინის რაოდენობა პროცენტებში. გიბსიტის-Al(OH)3
სახით თავისუფალი თიხამიწის არსებობის დადგენა საშუალებას გვაძლევს შესწავლილი რეგიონი მადნიანობის თვალსაზრისით განვიხილოთ, როგორც პერსპექტიული.
ავტ.
უაკ 551.2.05(479.22)
4.ბ3.17. აღმოსავლეთ კავკასიონის მთავარი ქედის ჰორსტ-ანტიკლინორიუმის ღერძულ ზონაში გავრცელებული ინექციური დისლოკაციები. /თ. გიორგობიანი, დ. ზაქარაია/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 44-60. - რუს., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
აღმოსავლეთ კავკასიონის მთავარი ქედის ჰორსტ-ანტიკლინორიუმის ღერძული ზონის ფარგლებში ჩატარებული დეტალური გეოლოგიურ-სტრუქტურული კვლევების შედეგად, ზედაპალეოზოური სტორის წყების ქვიშაქვის დასტებში, პირველად არის დადგენილი ნაპრალოვანი ტიპის ამაგმატური ინექციური დისლოკაციების მრავალრიცხოვანი გამოვლინებები. ისინი წარმოიშვებიან უფრო ბლანტ და მყიფე, წინასწარ დამსხვრეულ ქანებში პლასტიური ნივთიერების დაწნეხვის და შეღწევის გზით. გარდა ამისა, განხილულია საყურადღებო, თავისი მნიშვნელობით და სადისკუსიო, ამჟამად, საკითხი, რომელიც შეეხება სტორის წყების ქანების დათარიღებას. შეგროვილი ხარისხობრივად ახალი ფაქტიური მასალის დეტალური შესწავლის საფუძველზე და მისი რეგიონის სხვა პალეოზოური დასტების მონაცემებთან შედარებით, ავტორების მიერ გამოთქმულია მოსაზრება ამ წარმონაქმნების ზედა კარბონული ასაკის შესახებ. სტატიაში, გაშიშვლებების ჩანახატების და ფოტოების მიხედვით, მოკლედ არის აღწერილი მორფოლოგიურად სრულიად განსხვავებული ინექციური სტრუქტურები. ნაჩვენებია, რომ ინექციური დისლოკაციები ფორმირდებოდნენ ძლიერი ყოველმხრივი წნევის პირობებში, რომელიც წარმოიშობოდა სტორის წყების წარმონაქმნებით აგებული ფუნდამენტის ბლოკის ზედაპირისკენ ზევით პროტრუზიული გადაადგილების პროცესში. ამ დროს, ინტენსიური ჰორიზონტული გვერდითი შეკუმშვის შედეგად, ქვიშაქვების ნაპრალების არეში ხდებოდა თიხოვანი მასალის შეღწევა გარშემო მდებარე ქვედალიასური თიხა-ფიქლებიდან. გამოტანილია დასკვნა, რომ ინექციური სტრუქტურები, რომლებიც უპირობოდ ტექტონიკური წარმოშობის არიან, წარმოადგენენ ტიპიურ კოლიზიურ წარმონაქმნებს და გაჩდნენ კავკასიონის ალპური ციკლის გვიანოროგენული ეტაპის პერიოდში.
ავტ.
უაკ
[551.243:553.3](479.22)
4.ბ3.18. ბოლნისის მადნიანი რაიონის აგებულების გეოლოგიურ-სტრუქტურული თავისებურებები (სამხრეთ-აღმოსავლეთი საქართველო). /თ. გიორგობიანი, გ. ნადარეიშვილი, დ. ზაქარაია, დ. გოგოლაძე/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 91-105. - რუს., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
სტატიაში დეტალურად არის დახასიათებული სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს ფარგლებში განლაგებული ბოლნისის მადნიანი რაიონის მძლავრი (4 კმ-ზე მეტი) მადანშემცველი ვულკანოგენურ-დანალექი ზედაცარცული ასაკის სერია. კერძოდ, ახლებურად არის გაშუქებული მისი გეოლოგიური აგებულების და ტექტონიკური სტრუქტურების თავისებურებები, აგრეთვე აღნიშნული სერიის ცალკეული წყებების ლითო-ფაციალური, ლითოლოგიურ-პეტროგრაფიული და ნივთიერი შემადგენლობა. განხილულია მრავალრიცხოვანი მჟავე და ფუძე გამკვეთი სხეულები, რომლებიც სივრცულად დაკავშირებულია ზედაცარცული ასაკის ვულკანოგენურ-დანალექ სერიასთან. მაშავერას წყების ქვედა ნაწილში, პირველად ცალკე არის გამოყოფილი ანგრევანის წყება და მოცემულია მისი სრული დახასიათება. არსებული მასალის გამოყენებით, ნაშრომში მოყვანილია ავტორების მიერ შედგენილი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს გეოლოგიური რუკა და მისი გაერთიანებული სტრატიგრაფიული სვეტი. მოცემულია ორი გეოლოგიურ-სტრუქტურული ჭრილი, შესწავლილი რაიონის სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ გამკვეთი, რომლებიც ასახავენ შედარებით მარტივ, ჩრდილოეთისკენ დაქანებულ სტრუქტურას. პირველი ჭრილის გასწვრივ გამოსახულია იურულამდელი კრისტალური ფუნდამენტის სავარაუდო განლაგების გეოფიზიკურ მონაცემებთან შეუთავსებლობა, რომლებიც მიღებულია ჩატარებული კვლევების შედეგად, სადაც საერთო მონოკლინური ზედაპირის მაგივრად, განლაგებული 10-25° კუთხეებით, იხატება დამრეცი სინკლინური სტრუქტურა.
ავტ.
უაკ 565.33(262.5)
4.ბ3.19. შავი ზღვის საქართველოს ცენტრალური სექტორის თანამედროვე ოსტრაკოდები. /ლ. ფოფხაძე/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 177-180. - ინგლ., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
კვლევის თანამედროვე ეტაპზე აქტუალურია შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის (საქართველო) ეკოლოგია და მისი სიცოცხლისუნარიანობა. ამ მიზნით შევისწავლეთ შავი ზღვის ცენტრალური სექტორის თანამედროვე ნალექებიდან მოპოვებული ოსტრაკოდები. ოსტრაკოდების თითოეული ჯგუფის ხარისხობრივი და რაოდენობრივი გავრცელება სრულ წარმოდგენას გვაძლევს აუზის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. აღნიშნული სექტორის თანამედროვე ნალექებიდან სხვადასხვა სიღრმეზე – ქ. ფოთის (41º33,
42º15), (41º30, 42º10), სოფ. ურეკიდან ქ. ქობულეთამდე (41º40,
42º00), (41º40, 41º50) და ქ. ბათუმის (41º40,
41º44), (41º40, 41º38) მიდამოებიდან მოპოვებულია მასალა, რომელშიც ნაპოვნია ოსტრაკოდების სხვადასხვა გვარების სახეობების ნიჟარები: Paradoxostoma, Leptocythere, Callistocythere, Hemicytherura, Semicytherura, Paracytheridea, Loxoconcha, Carinocythereis, Xestoleberis. ოსტრაკოდებთან ერთად ნაპოვნია ფორამინიფერები და მოლუსკები. ოსტრაკოდების სახეობები ძირითადად ხმელთაშუაზღვიური და ატლანტიური წარმოშობისაა. შესწავლილი ოსტრაკოდების ეკოლოგიური მონაცემების მიხედვით აღსანიშნავია, რომ ისინი კარგად ეგუებიან მარილიანობას 11% ზევით და თავს კარგად გრძნობენ წვრილ და საშუალომარცვლოვან ქვიშაქვებში, თიხიან ქვიშაქვებში, თიხებში, რომელთა სედიმენტაცია მიმდინარეობდა 20-30 მ სიღრმეზე.
ავტ.
უაკ
[565.33:551.782.12](479.22)
4.ბ3.20. გურიის კარანგატული ნალექების ოსტრაკოდები (დასავლეთ საქართველო). /ლ. ფოფხაძე/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 181-183. - ინგლ., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
საქართველოში კარანგატული ნალექები გავრცელებულია აფხაზეთში, კოლხეთის დაბლობზე (დადგენილია ჭაბურღილებით), გურიაში და დათარიღებულია მხოლოდ მოლუსკური ფაუნით. კვლევის დღევანდელ ეტაპზე მოლუსკებთან ერთად მნიშვნელოვანია მიკროფაუნის, კერძოდ ოსტრაკოდების შესწავლა. შრომაში მოცემულია გურიის კარანგატულ ნალექებში მოპოვებული ოსტრაკოდები. მახარაძე-სუფსის გზაზე ბითუმის ქარხნის აღმოსავლეთით, წვერმაღალას გორაზე ქვიშებში და ფხვიერ ქვიშაქვებში ნაპოვნია კარანგატული ასაკის ოსტრაკოდები შემდეგი გვარებიდან: Aglaiocypris, Ilyocypris, Candona, Eucypthere, Cyprideis, Leptocythere, Callistocythere, Carinocythereis, Aurila, Heterocythereis, Laxoconcha, Semicytherura, Xestoleberis, Cytherois. კარანგატულ აუზში მობინადრე ოსტრაკოდების უმრავლესობა ხმელთაშუაზღვიური და ატლანტიური წარმოშობისაა. აღნიშნული ნალექები ოსტრაკოდების მიხედვით ეკუთვნის კარანგატულის ზედა ნაწილს და წარმოდგენილია თხელი ზღვისთვის დამახასიათებელი ნალექებით – ქვიშაქვები, ქვიშები, ლუმაშელი, რომლებიც სავარაუდოდ ილექებოდა 25-30 მ სიღრმის აუზში, რაც დასტურდება თანამედროვე ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის ანალოგიური ფაუნის ეკოლოგიური მონაცემებით.
ავტ.
უაკ 551.781
4.ბ3.21. ზოგიერთი მოსაზრება პალეოგენური სისტემის სართულების შესახებ. /ნ. მრევლიშვილი/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 137-156. - რუს., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
გამომდინარე იმ პრინციპიდან, რომ ფანეროზოულის სისტემების საერთო სტრატიგრაფიული შკალა სექციებისა და სართულების თანამიმდევრობის პირობითი სქემაა, და, რომ მისი სატაბილურობის უმნიშვნელოვანესი პირობა ნომენკლატურის პრობლემების გადაჭრისას პრიორიტეტის პრინციპის დაცვაა უპირველესი, შეფასებულია პალეოგენის თითოეული სართული ხმელთაშუა ზღვისა და მისი მოსაზღვრე რეგიონების განსაკუთრებულად ინფორმატიული ჭრილების მონაცემების გათვალისწინებით. თითოეული სართულის ცნობადობისა და პოპულარობის ხარისხის ანალიზით, აგრეთვე მათი საზღვრების სტრატოტიპების შესახებ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, აღიარებულია მათი ამგვარი თანამიმდევრობა: პალეოცენში – დანიური, მონსური, ლანდენური; ეოცენში – იპრული, ლუტეციური, ოვერზული, პრიაბონული; ოლიგოცენში – ლატდორფული, რუპელური, აქვიტანიური.
ავტ.
უაკ [55+550.4+553.983]:551.762.1(479.22)
4.ბ3.22. ალაზანგაღმა კახეთის ქვედა იურული წყებების ფიქლების გეოლოგიურ-გეოქიმიური დახასიათება (სტორის ხეობის მაგალითზე). /ა. აქიმიძე, კ. აქიმიძე/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 249-254. - რუს., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
თანამედროვე შეხედულებების ფონზე მოცემულია ალაზანგაღმა კახეთის ქვედა იურული წყებების გეოლოგიურ-გეოქიმიური დახასიათება სტორის ხეობის მაგალითზე და დასმულია სტორის წყების პერსპექტიულობის საკითხი ოქროზე.
ავტ.
უაკ 549.283
4.ბ3.23. სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს ოქროს გამოვლინებების და არქეოლოგიური ოქროს საიუველირო ნაკეთობების ქიმიური შედგენილობის შედარებითი ანალიზი. /ვ. გელეიშვილი, ნ. ფოფორაძე/. ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. – 2008. – გვ. 300-306. - ინგლ., რეზ.: რუს., ქართ., ინგლ.
ბოლნისის მადნიანი რაიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამარხებში აღმოჩენილი განსხვავებული ეპოქისა და ფუნქციონალური დანიშნულების ოქროს საიუველირო ნაკეთობების დეტალური მიკრორენტგენოსპექტრალური კვლევა თვალნათლივ გვაძლევს მათი ქიმიური შედგენილობის მსგავსებას ამ ტერიტორიაზე არსებული ხალასი ოქროს ქიმიურ შედგენილობასთან, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ოქროს ნაკეთობების დასამზადებლად ქართველი მელითონეები იყენებდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს ხალას ოქროსაც.
ავტ.
4.ბ3.24. დოლზე დახვეული დრეკადი მილების კოლტუბინგური საბურღი დანადგარი. /გ. ვარშალომიძე, თ. ბარაბაძე, ი. გოგუაძე, ვ. ხითარიშვილი/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2009. - #23. – გვ. 88-101. ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
კოლტუბინგური საბურღი დანადგარით ბურღვა ჩვეულებრივ საბუღი კოლონით ჭაბურღილების ბურღვასთან შედარებით საგრძნობლად ამცირებს ჩაშვება-ამოღების ოპერაციებზე დახარჯულ დროს და ზრდის სუფთა ბურღვის დროის ხანგრძლივობას, ამაღლებს ბურღვის მექანიკურ სიჩქარეს, ადიდებს პროდუქტიული ფენიდან ნავთობის მოდენას და მნიშვნელოვნად ზრდის ბურღვის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს.
ავტ.
4.ბ3.25. კერამიკული გაზით შევსებული მიკროსფეროების დამატებით დამზადებული მსუბუქი სატამპონაჟო ხსნარების გამოყენება ჭაბურღილების დასაცემენტებლად. /თ. ბარაბაძე, ვ. ხითარიშვილი, ნ. ჯიქია, ნ. მაჭავარიანი, ტ. სარჯველაძე/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2009. - #23. – გვ. 102-109. ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
ჭაბურღილების დაცემენტების ხარისხის გასაუმჯობესებლად და შთანთქმის აღმოსაფხვრელად ანომალურად დაბალი ფენის წნევების პირობებისათვის შემუშავებულია სატამპონაჟო ხსნარები, რომელთა შედგენილობაში შედის კერამიკული გაზით შევსებული მიკროსფეროები. ჩატარებულ იქნა მოცემული მოცულობის სატამპონაჟო ხსნარის დასამზადებლად საჭირო მასალების ხარჯი, თეორიული და პრაქტიკული გაანგარიშებანი.
ავტ.
4.ბ3.26. ბურღვის პროცესში სასანგრევო პარამეტრების ჰიდრავლიკური არხით ტელემეტრიული სისტემის კვლევა. /გ. ვარშალომიძე, ი. გოგუაძე/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2009. - #23. – გვ. 123-132. ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
წარმოდგენილია ბურღვის პროცესის მოდელი, რომლის მიხედვით სანგრევიდან შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ტელემეტრიული სისტემით. კვლევა ეხება ჰიდრავლიკური არხის გზით საბურღი პარამეტრების სიდიდეების გამოცნობას ამპლიტუდურ-ფაზურ-სიხშირული პარამეტრების მეშვეობით, რომელთა ზედაპირზე გაშიფვრა საშუალებას იძლევა ვმართოთ ბურღვის პროცესი. კვლევის შედეგები საშუალებას გვაძლევს გადავწყვიტოთ მომავალში გამზომი და მართვის ხელსაწყოების დაპროექტების მონაცემები.
ავტ.
4.ბ3.27. ჭაბურღილების ბურღვის ახალი ტექნოლოგიები. /ი. გოგუაძე, ტ. სარჯველაძე/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2009. - #23. – გვ. 133-147. ქართ. რეზ. : ქართ., რუს., ინგლ.
წარმოდგენილია პროდუქტიული ფენის პირველადი ბურღვის გახსნის ახალი ტექნოლოგია, რომელშიც საბურღ იარაღის ქვედად გამოყენებულია სანგრევისპირა ჰიდროაკუსტიკური მოწყობილობა, რომელიც შედგება ორი მოდულისაგან. ქვედა მოდულში გამრეცხი სითხის წნევის ზემოქმედებით წარმოიქმნება ჰიდროაკუსტიკური გრიგალური რხევები, რომელიც წარმოშობს კავიტაციურ ეფექტს ქანების დაშლის პროცესში, ხოლო ზედა მოდულში იქმნება გამრეცხი სითხის ტორსული ტანგენციური მოძრაობა. შედეგად პროდუქტიული ფენის გასწვრივ ადგილი აქვს შეხლუპვის პროცესს, რომლის შედეგად პროდუქტიული ფენა ინარჩუნებს თავის პირვანდელ ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებს.
ავტ.
ბ4. გეოგრაფია. კარტოგრაფია. ასტრონომია
უაკ 551.509.2
4.ბ4.1. რეჟიმულ-კლიმატურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების აქტუალური პრობლემები. /ზ. ცქვიტინიძე/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. – ტ. 115. – გვ. 19-26. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
გაანალიზებულია საქართველოს მეტეოროლოგიური სადაკვირვებლო ქსელის სადგურების და საგუშაგოების რეჟიმულ – კლიმატური მონაცემების მანქანური დამუშავების პრობლემები. განხილულია რეჟიმულ – კლიმატურ მონაცემთა ბაზების წარმოდგენისა და მართვის საკითხები.
ავტ.
უაკ 551.583 – 911.2
4.ბ4.2. კავკასიის ბუნებრივი ლანდშაფტების ჰიდროკლიმატური რესურსები. /მ. ელიზბარაშვილი/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. – ტ. 115. – გვ. 46-50. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
კავკასიის ბუნებრივი ლანდშაფტების პოტენციალური ჰიდროკლიმატური რესურსების შეფასების საფუძველზე გამოვლენილია ლანდშაფტთა ძირითადი ფუნქციები და შედგენილია შესაბამისი რუკა.
ავტ.
უაკ 551
4.ბ4.3. ივრის ზეგანის კლიმატის არიდიზაციის და გაუდაბნოების მიზეზების შესახებ. /ზ. ჯანელიძე/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. – ტ. 115. – გვ. 51-56. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
პალეოგეოგრაფიული და არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ წარსულში ივრის ზეგანის ტყის, ტყე-სტეპისა და სტეპის ლანდშაფტების ანთროპოგენური მოდიფიკაცია დაიწყო ბრინჯაოს ხანის გარიჟრაჟზე (5-6 ათასი წლის წინ). ამ დროიდან ადამიანის სამეურნეო საქმიანობა გახდა ბუნებრივი ლანდშაფტების მეორადი სტეპებითა და ჯაგეკლიანი ველებით შეცვლის, კლიმატის არიდიზაციისა და ნაწილობრივი გაუდაბნოების პროცესის განვითარების ძირითადი მიზეზი.
ავტ.
უაკ 551.582
4.ბ4.4. ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი ცვლილებები ქ. თბილისში. /კ. თავართქილაძე, ა. ამირანაშვილი/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. – ტ. 115. – გვ. 57-65. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
ორი სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით მოყვანილია ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი ცვლილებების შეფასება თბილისში 2055 წლამდე.
ავტ.
უაკ 551.58.583
4.ბ4.5. საქართველოს თერმული ველის ცვლილება კლიმატის გლობალური დათბობის ფონზე. /დ. მუმლაძე, ნ. ლომიძე/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. – ტ. 115. – გვ. 66-75. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
რთული რელიეფისა და სხვა კლიმატწარმომქმნელი ფაქტორების გამო, საკვლევ პერიოდში (1906-1995) საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მრავალწლიური ცვლილება განსხვავებულია. თუ აღმოსავლეთ საქართველოს თერმული ველის ცვლილება უნისონშია კლიმატის თანამედროვე ცვლილებასთან (რომელსაც გლობალური ათბობა ეწოდება და შეფასებულია 0.740C-ით) დასავლეთ საქართველოს თერმული რეჟიმი ინარჩუნებს მდგრად წონასწორობას, ანუ უცვლელობას, რასაც საქართველოს 90-მდე მეტეოსადგურის ჰაერის ტემპერატურის მონაცემები ადასტურებს.
ავტ.
უაკ 551.58.583
4.ბ4.6. კლიმატის გამოვლენილი და პროგნოზირებული ცვლილება საქართველოში და მისი გავლენა ეკონომიკასა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე. /მ. შვანგირაძე, ბ. ბერიტაშვილი, ნ. კუტალაძე/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. – ტ. 115. – გვ. 76-80. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია ძირითადი კლიმატური ელემენტების ცვლილება 1955-1970 და 1990-2005 წლებში საქართველოს 3 რეგიონში (შავი ზღვის სანაპირო ზონა, ქვემო სვანეთი და დედოფლისწყაროს რაიონი), რომლებიც შერჩეულ იქნა პრიორიტეტულ რეგიონებად გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მიმართ საქართველოს მეორე ეროვნული შეტყობინების მომზადებისას. უახლესი კლიმატური მოდელების საფუძველზე მოყვანილია 2100 წლისთვის ტემპერატურისა და ნალექთა ცვლილების პროგნოზირებული სიდიდეები. აღნიშნულია გავლილი ნახევარი საუკუნის მანძილზე კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგები შერჩეული რეგიონების ეკონომიკასა და ბუნებრივ ეკოსისტემებში.
ავტ.
უაკ 551.510.42
4.ბ4.7. მთიანი რეგიონების კლიმატის ცვლილების ადგილობრივი ანთროპოგენური თავისებურებები. /ზ. ცქვიტინიძე, გ. გუნია/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. – ტ. 115. – გვ. 81-90. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია ბუნებრივი გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილებაზე ანთროპოგენური გავლენის კონტროლის პრაქტიკული საკითხები საქართველოს მთიანი რეგიონებისათვის. ყურადღება გამახვილებულია არსებული მდგომარეობის შეფასებებსა და ატმოსფეროს ხარისხობრივ და რაოდენობრივ მახასიათებელთა მოსალოდნელი ცვლილებების ტენდენციათა გამოვლენის მიმართ.
ავტ.
უაკ 551.501
4.ბ4.8. სხვადასხვა კონვექციური ღრუბლის თბილი სეზონის რადიოლოკაციური მოდელი. /თ. სალუკვაძე, ე. ხელაია/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. – ტ. 115. – გვ. 141-149. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
გაანალიზებულია აღმოსავლეთ საქართველოს კახეთის რეგიონში რიგი წლების განმავლობაში კონვექციურ ღრუბლებზე ჩატარებული რადიოლოკაციური დაკვირვების მონაცემები. განხილულია მათი შესაბამისი აეროლოგიური და სინოპტიკური სიტუაციები. მონაცემების საფუძველზე შემოთავაზებულია ერთუჯრედიანი, მრავალუჯრედიანი და სუპერუჯრედიანი ღრუბლების ემპირიული რადიოლოკაციური მოდელები.
ავტ.
უაკ 551.510
4.ბ4.9. საქართველოს მთიანი რეგიონების მეტეოროლოგიური დაკვირვებების შედეგების ანალიზი ბოლო 15 წლიანი პერიოდისათვის. /ნ. გოგიშვილი, ზ. ცქვიტინიძე/. ჰმი-ს შრომათა კრებული - 2008. – ტ. 115. – გვ. 150-158. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
შერჩეული 9 მთიანი მეტეოროლოგიური სადგურის ბოლო წლების (1991-2005) დაკვირვების მონაცემები დამუშავდა სახელმწიფო გრანტით დაფინანსებული პროექტით. მასალა ხელნაწერი წიგნაკების (მწ-1) ფორმატიდან გადაყვანილ იქნა ელექტრონულ ფორმატში, ჩაუტარდა კრიტიკული ანალიზი, რის შედეგად მიღებულ იქნა მეტეოროლოგიური ცხრილები. შედეგების (კონკრეტულად, ტემპერატურის) დამუშავებით მიღებულია დასკვნები, რომ ბოლო წლების ფაქტიური მონაცემებით აღინიშნა ტემპერატურის მატება, დათბობა.
ავტ.
უაკ 551.510.
4.ბ4.10. ატმოსფეროს ცირკულაციურ თავისებურებათა გამოვლენა საქართველოს მთიანი რეგიონებისათვის. /ი. ჩოგოვაძე, ზ. ცქვიტინიძე/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. – ტ. 115. –გვ. 159-167. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
გაანალიზებულია საქართველოს მთიანი რეგიონებისათვის დამახასიათებელი ატმოსფერული ცირკულაციური პროცესები, რომლებიც ძირითადად ვითარდება ევრაზიის სივრცეში მიმდინარე ფართომასშტაბიან ცირკულაციურ პროცესებთან მჭიდრო კავშირში. დეტალურადაა განხილული ამ ცირკულაციური პროცესებიდან გამოყოფილი 4 ძირითადი ტიპი.
ავტ.
უაკ 551.510
4.ბ4.11. მთიანი რეგიონების აგროკლიმატური თავისებურებები. /ჯ. ცხაკაია, ზ. ცქვიტინიძე/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. – ტ. 115. – გვ. 168-176. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
მთიანი რეგიონების აგროკლიმატური რესურსების სივრცობრივი განაწილების გათვალისწინებით დადგენილია ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ვერტიკალურ-ოპტიმალური გაადგილების საზღვრები. ვაზის კულტურის რაციონალურად გაადგილების მიზნით ხაზგასმითაა ნაჩვენები დღის ტემპერატურის გადამწყვეტი როლის შესახებ. მოცემულია მინიმალური ტემპერატურის ტერიტორიად განაწილების კანონზომიერება რელიეფის ფორმებისა და ადგილის სიმაღლის მიხედვით.
ავტ.
უაკ 551.582
4.ბ4.12. ჰაერის ეფექტური ტემპერატურის გრძელვადიანი ვარიაციები თბილისში. /ა. ამირანაშვილი, ლ. ქართველიშვილი/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. – ტ. 115. – გვ. 214-219. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
ჩატარებულია ჰაერის ექვივალენტურ – ეფექტური ტემპერატურის (ჰაერის ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობის და ქარის სიჩქარის კომბინაცია) ვარიაციების დაწვრილებითი სტატისტიკური ანალიზი თბილისში 1957 დან 2006 წლამდე პერიოდისათვის.
ავტ.
უაკ 531.114
4.ბ4.13. შეშფოთებათა წრფივი ტრანზიენტული დინამიკა მუდმივი ვერტიკალური წანაცვლების არაგეოსტროპულ ნაკადებში. /ჯ. ლომინაძე, გ. ჩაგელიშვილი, ვ. ავსარქისოვი/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. – ტ. 115. – გვ. 335-348. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
შესწავლილია შეშფოთებათა წრფივი დინამიკა შემოუსაზღვრელ არაგეოსტროპულ ზონალურ ნულოვანი სიბლანტის ნაკადებში სიჩქარის მუდმივი ვერტიკალური წანაცვლებით, როდესაც გარემო უკუმშვადია და სიმკვრივე სტრატიფიცირებულია ვერტიკალური და მერიდიანული მიმართულებებით. ამ დინამიკის განსაკუთრებული თვისებები მჭიდრო კავშირშია წრფივი შეშფოთებათა ევოლუციის აღმწერი ოპერატორების არაორთოგონალურობასთან წანაცვლებით ნაკადებში. გაანალიზებულია კორიოლისის პარამეტრისა (დედამიწის ბრუნვა) და ნაკადის წანაცვლების როლი შეშფოთებათა დინამიკაში (არამდგრადობაში). ეს ორი ფაქტორი იწვევს შეშფოთებათა დინამიკაში ახალი ტიპის ტრანზიენტულ არამდგრადობას მცირე (როდესაც სრულდება ე.წ. სიმეტრიული არამდგრადობის პირობა). კერძოდ, წრფივი თეორიის ფარგლებში, წანაცვლება და ბრუნვა იწვევს გრიგალური მოდის დროში ევოლუციას. სუფთა გრიგალური (აპერიოდული) შეშფოთებებს შეუძლიათ ამოქაჩონ ძირითადი დინების ენერგია, გაძლიერდნენ ტრანზიენტულად და შემდგომ მოახდინონ ტალღების გენერაცია.
ავტ.
უაკ 52-337
4.ბ4.14. რეზისტიულ-ბლანტური მაგნიტო-ბრუნვითი არამდგრადობის სტაბილიზაცია ასტროფიზიკურ პლაზმაში. /ჯ. ლომინაძე, ე. პაშიცკი, ა. მიხაილოვსკი, ო. ხარშილაძე, ა. ჩურიკოვი, ვ. სარქისოვი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2 - # 3. – გვ. 48-50. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
განხილულია მაგნიტო-ბრუნვითი არამდგრადობის რეზისტულ-ბლანტური სტაბილიზაცია ასტროფიზიკურ პლაზმაში. დადგენილია ასეთი სტაბილიზაციის კრიტერიუმი.
ავტ.
უაკ. 523.4
4.ბ4.15.
იუპიტერის გალილეისეული თანამგზავრების პოლარიმეტრული დაკვირვებების ანალიზი. /რ. ჭიღლაძე/. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბიულეტენი. - 2008. - #78. - გვ. 205-208. - რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
დამზერილი მასალის საფუძველზე ჩატარებულია იუპიტერის გალილეისეული თანამგზავრების სხვადასხვა მხრიდან არეკვლილი სინათლის პოლარიზაციული თვისებების ანალიზი.
ავტ.
უაკ. 523.4
4.ბ4.16.
იუპიტერის თანამგზავრ განიმედეს ელექტროპოლარიმეტრული დაკვირვებები. /რ. ჭიღლაძე/. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბიულეტენი. - 2008. - #78. -გვ. 209-214. - რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
ელექტროპოლარიმეტრული დაკვირვებების საფუძველზე შესწავლილია განიმედეს პოლარიზაციული თვისებები.
ავტ.
უაკ. 523.4
4.ბ4.17.
იოს პოლარიმეტრული შესწავლა. /რ. ჭიღლაძე/. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბიულეტენი. - 2008. - #78. - გვ. 215-217. - რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
შესწავლილია იოს ზედაპირიდან არეკვლილი სინათლის პოლარიზაციული თვისებები. ნაჩვენებია, რომ ისინი მსგავსია გოგირდისა და ნატრიუმის მარილის 0.25 მილიმეტრზე ნაკლები დიამეტრის მქონე ნაწილაკების ნარევის პოლარიზაციული თვისებების.
ავტ.
უაკ. 523.4
4.ბ4.18.
მარსის პოლარიმეტრული დაკვირვებების შედეგები 2003 წ.-ის დიდი პირისპირდგომისას. /რ. ჭიღლაძე/. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბიულეტენი. - 2008. - #78. - გვ. 218-221. - რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
დამზერილი მასალის საფუძველზე შესწავლილია მარსის ზედაპირის პოლარიზაციული თვისებები.
ავტ.
უაკ. 523.4
4.ბ4.19.
მზის სისტემების პლანეტებისა და თანამგზავრების თანამედროვე გამოკვლევა. /რ. ჭიღლაძე/. თსუ შრომები (მონოგრაფია). – 2007. - გვ. 186. - რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
დამზერილი მასალის საფუძველზე ჩატარებულია იუპიტერის გალილეისეული თანამგზავრების სხვადასხვა მხრიდან არეკვლილი სინათლის პოლარიზაციული თვისებების ანალიზი. განხილულია იუპიტერის გალილეისეული თანამგზავრების ზედაპირებიდან არეკლილი სინათლის პოლარიზული თვისებები ოპოზიციის მახლობლობაში. ნაჩვენებია, რომ როცა ფაზის კუთხე α=00
პოლარიზაციის ხარისხის სიდიდე P≠0. ადრე თვლიდნენ, რომ როცა α=0, P=0. ნაშრომში მოცემულია ამ ფაქტის ახსნის ერთი მისაღები ვერსია. გამოთქმულია ჰიპოთეზა, რომელიც კარგად აღწერს იუპიტერის გალილეისეული თანამგზავრების ზედაპირთა განსხვავებას. დამზერილ მასალის საფუძველზე შესწავლილია მარსის პოლარიზული თვისებები.
ავტ.
ბ5. სხვა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები
უაკ 54.057
4.ბ5.1. თმს თბური აფეთქების ინოვაციური ტექნოლოგიის შემუშავება Ti-Al სისტემაში ერთფაზიანი ნანოკრისტალური სტრუქტურის მქონე მასალების მისაღებად. /გ. ვარშალომიძე, ზ. ასლამაზაშვილი, გ. ზახაროვი, ა. ბერნერი, გ. ონიაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2. - # 3. – გვ. 75-77. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
ერთფაზიანი ნანოკრისტალური სტრუქტურის მქონე ინტერმეტალიდების მისაღებად შემოთავაზებულია თმს-თბური აფეთქების ენერგოდამზოგავი, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგია. შემუშავებულია ორი ახალი ტექნოლოგია (წვის და აფეთქების რეჟიმში) Ti-Al სისტემაში კომპაქტური, უფორო, რენტგენოერთფაზიანი ნაკეთობების მისაღებად. დასახული ამოცანის გადასაწყვეტად შექმნილია დანადგარი აფეთქების რეჟიმში მაღალტემპერატურული სინთეზის ჩასატარებლად. შემუშავებული ტექნოლოგიური პროცესი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ერთფაზიანი ნანოკრისტალური სტრუქტურის მქონე ინტერმეტალიდები.
ავტ.
უაკ 546.464.3:547.918
4.ბ5.2. ჰიპოკამფში პროეცირებული ამიგდალური კომპლექსის ბაზალური ბირთვის ნეირონთა ანტიდრომული იდენტიფიკაცია: გამოკვლევა შიგაუჯრედული შეღებვის თანხლებით. /გ. თოდუა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2 - # 3. – გვ. 116-119. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
ამონის რქის გაღიზიანებაზე ანტიდრომული პასუხების საფუძველზე იდენტიფიცირებული ამიგდალური კომპლექსის ბაზალური ბირთვის ნეირონები შესწავლილ იქნა უჯრედგარე და უჯრედშიგა გამოყვანით. ანტიდრომულ პასუხთა იდენტიფიკაციისთვის გამოიყენებოდა ტრადიციული კრიტერიუმები. ყველაზე ეფექტური იყო CA1 ველის გაღიზიანება. 12 უჯრედი შესწავლილ იქნა შიგაუჯრედული გამოყვანით. მათგან 9 შეღებილ იქნა ბიოციტინით და შემდეგში განხორციელდა მათი მორფოლოგიური ანალიზი. იდენტიფიცირებულ ნეირონებს ახასიათებდათ პირამიდული ან პოლიგონალური ფორმის სხეული და მათი საშუალო ზომა შეადგენდა 22.5 x 18.2 მკმ-ს. განხილულია ამიგდალურ კომპლექსსა და ჰიპოკამფს შორის არსებული პირდაპირი კავშირების შესაძლო როლი ლიმბური სისტემის მონაწილეობით მიმდინარე მეხსიერებისა და დასწავლის პროცესებში.
ავტ.
უაკ 159.929
4.ბ5.3. გენეტიკურად დაკავშირებული თაობების ვირთაგვების რიგში განმეორებული ქრონიკული ფსიქოგენური სტრესის გავლენა შთამომავლობის ქცევის ტიპოლოგიურ თავისებურებებზე. ემოციურობა, ლოკომოცია, სტრეს-რეაქტიულობა. /ფ. კალანდარიშვილი, ც. ორჯონიკიძე, ი. ფანცულაია, თ. მწყერაძე, ზ. ხანაევა/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2. - # 3. – გვ. 121-127. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
საწყისი 8 წყვილი ვირთაგვა-მშობლის 5 თანმიმდევრული თაობის შთამომავლობის 370 ზრდასრულ ნაშიერში, რომლებიც შეჯვარებული იყვნენ ძლიერი ფსიქოგენური სტრესის მდგომარეობაში (ინფორმაციული ნევროზი), ღია ველის პირობებში შესწავლილია მათ საწყის სტატუსში ემოციურობის (დეფეკაციის და მოტორული აქტიურობის) მაჩვენებლები, ე.ი. რაიმე ექსპერიმენტული პროცედურის ჩატარებამდე, აგრეთვე ზომიერი სტრესის (ორმხრივი აქტიური განრიდების პირობითი რეფლექსის გამომუშავება). დადგენილია, რომ ვირთაგვა-მშობლების ქცევის გამოხატული ინფორმაციული პათოლოგია არსებით ცვლილებებს იწვევს მათი შთამომავლობის ქცევაში, რაც გამოიხატება: გაზრდილ ემოციურობაში გამოხატული შფოთვით, რომელსაც თან სდევს მომატებული ლოკომოცია და ექსკრეტორული ფუნქცია, გაზრდილ აგზნებადობაში და მის დაბალ ზღურბლში, მაღალ სტრეს-რეაქტიულობაში და დიდ სტრესულ პასუხში, რომელიც არაადეკვატურია ზემოქმედების ძალის მიმართ. აღნიშნული ცვლილებები პროგრესულად იზრდება შთამომავლების უწყვეტი ხაზის მეორე თაობიდან შემდგომ თაობებამდე. სტრესირებული ვირთაგვა-მშობლების პირდაპირი შთამომავლების პირველი თაობა არ ავლენს რაიმე არსებით ცვლილებებს ქცევაში. მიღებული შედეგები განიხილება ღია ველში ემოციურობის ნიშნების ურთიერთკავშირის ხასიათის შესახებ არსებული წარმოდგენების ასპექტში, აგრეთვე სტრესით გამოწვეული ინდუცირებული აფექტური დარღვევების ფორმირების შესაძლო გზებისა და შთამომავლობის აპარატზე მათი ზემოქმედების გზების თვალსაზრისით.
ავტ.
უაკ 615.212
4.ბ5.4. ამიგდალას ცენტრალურ ბირთვში არაოპიოიდების მიკროინექციებით გამოწვეული ტოლერანტობა. /ნ. წიკლაური, ი. ნოზაძე, გ. ღურწკაია, ე. აბზიანიძე, მ. ცაგარელი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2. - # 3. – გვ. 129-133. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია გარკვევა საკითხისა, იწვევს თუ არა აცბ-ში არაოპიოიდური ანალგეტიკების, ანალგინის, კეტოროლაკისა და ქსეფოკამის მიკროინექცია მათ მიმართ ტოლერანტობას და რამდენად არის აცბ დაკავშირებული ტკივილის მოდულატორულ სისტემასთან. ცდები ტარდებოდა 200-250 გრამის თეთრ ვირთაგვებზე, რომელთაც სტერეოტაქსულად აცბ-ში ჩაენერგებოდათ 12 მმ სიგრძის კანულები უნილატერალურად (მარცხენა მხარეს) და ბილატერალურად. კუდის პროქსიმალურ ნაწილზე ფოკუსირებული სხივით ვახდენდით გაღიზიანებას და კმრ-ს ფარული პერიოდი განისაზღვრებოდა როგორც ტკივილის შეგრძნების პარამეტრი. საკონტროლო ცდებში ვახდენდით ფიზიოლოგიური ხსნარის ინექციას. მონაცემები დამუშავდა სტატისტიკურად ტუკეი-კრამერის ტესტით. მიღებულმა შედეგებმა უჩვენეს, რომ აცბ-ში არა-ოპიოიდური, არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების (ასასწ) ინექცია, როგორც უნილატერალურად, ისე ბილატერალურად, იწვევს მკვეთრად გამოხატულ ანტი-ნოციცეფციას სამივე პრეპარატისთვის, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (P<0.001). მაგრამ შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში აღნიშნული წამლების განმეორებითი მიკროინექციებისას აღინიშნება მათი მოქმედების დაქვეითება, ანუ ტოლერანტობა, ხოლო კროს-ტოლერანტობა
– მორფინის მიმართ.
ბილატერალური ინექცია იწვევს უფრო ძლიერ ეფექტს უნილატერალურთან შედარებით
(P<0.05). წარმოდგენილმა გამოკვლევებმა დაადასტურეს ჩვენი ადრინდელი შედეგები,
როდესაც ვახდენდით აღნიშნული ასასწ-ის ინტრა-პერიტონეალურ ინექციას,
და აგრეთვე სხვა ავტორთა მონაცემებმა,
რომლებიც აწარმოებდნენ მეტამიზოლისა
(ანალგინი)
და აცეტილსალიცილის ინექციას რნ-ში. უფრო მეტიც,
ჩამოთვლილი ასასწ-ის მიმართ ტოლერანტობა იცვლება კროს-ტოლერანტობით მორფინის მიმართ,
თითქოსდა ოპიოიდური პრეპარატებით მოქმედებას ვახდენდით.
ეს ფაქტები მიუთითებენ გარკვეულ კავშირზე არაოპიოიდურ და ოპიოიდურ წამლებს შორის.
ავტ.
გ. ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებები. ეკონომიკის დარგები
უაკ 621.311.1
4.გ1.1. თბილსრესის ენერგობლოკების რეკონსტრუქცია ორთქლაირული ტექნოლოგიების ბაზაზე. /ა. ხეთაგური,
გ. ჩიტაშვილი/.
ენერგია.
- 2008. - #4 (48). - გვ.
3-14. - ქართ.;
რეზ.: ქართ.,
ინგლ.,
რუს.
განხილულია არსებული ორთქლაირული დანადგარების სქემები და მათი ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები. დასაბუთებულია საქართველოს მძლავრი ბაზისური ელექტროსადგურის თბილსრესის ენერგობლოკების რეკონსტრუქციის აუცილებლობა ორთქლაირული ტექნოლოგიების გამოყენებით. გაანალიზებულია #3 და 4 ენერგობლოკების ორთქლაირულ დანადგარებად (ოატდ) რეკონსტრუქციის რამდენიმე ვარიანტი: ნახევრად დამოკიდებული სქემის, "საგდები" ტიპის (ჩვეულებრივი ქვაბით), კომბინირებული სქემის და ბინარული ტიპის (ქვაბ-უტილიზატორით). გაანგარიშებით დადგენილია, რომ ყველაზე ეფექტური იქნება ბინარული ოატდ-ების შექმნა თანამედროვე აირტურბინული დანადგარების გამოყენებით. ამ შემთხვევაში თითოეული ენერგობლოკის სიმძლავრე გაიზრდება 425 მგვტ-მდე, მქ კოეფიციენტი ~54%-მდე. რეკონსტრუქციის ეს ვარიანტი ყველაზე საუკეთესოა, თუმცა ის მოითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებებს. ყველაზე იაფი იქნება აღნიშნული ბლოკების გადაკეთება ნახევრად დამოკიდებული სქემის ორთქლაირულ დანადგარებად. თითოეული ბლოკის სიმძლავრე გაიზრდება 228 მგვტ-მდე, მქ კოეფიციენტი ~37%-მდე. ენერგოეფექტურობის მიხედვით საგდები და კომბინირებული ოატდ-ები იკავებენ შუალედურ პოზიციებს, მათი მქ კოეფიციენტი იქნება პრაქტიკულად ერთნაირი (~40%), თუმცა კომბინირებული სქემის ოატდ-ის სიმძლავრე (228 მგვტ) ~6%-ით მეტი იქნება "საგდები" ტიპის ოატდ-სთან შედარებით. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორი ტიპის ორთქლაირულ დანადგარებად უნდა გადაკეთდეს თბილსრესის მოქმედი ენერგობლოკები, უნდა იქნეს მიღებული დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საფუძველზე – შესაძლო ინვესტიციების გათვალისწინებით. ყველა შემთხვევაში თბილსრესის ენერგობლოკების რეკონსტრუქციას ორთქლაირული ტექნოლოგიების გამოყენებით ალტერნატივა არ აქვს. ეს მომგებიანი იქნება როგორც ეკონომიკურად და ეკოლოგიურად, ასევე, რაც მეტად მნიშვნელოვანია, სადგურის ენერგოეფექტურობის ამაღლებისა და სიმძლავრის გაზრდის თვალსაზრისით. ილ. 7, ცხრ. 2, ლიტ. 11 დას.
ავტ.
უაკ 621.311.4
4.გ1.2. სს თელასის მაღალი ძაბვის მოდერნიზებული ქვესადგურები. /მ. ქობალია, ტ. კანდელაკი, ბ. ცოფურაშვილი/. ენერგია. თბილისი. - 2008. - #4 (48). - გვ. 15-19. -
ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია თბილისის 35/110 კვ ქსელის სტრუქტურული სქემა, რომლის მეშვეობით სს თელასის მაღალი ძაბვის ქვესადგურები ღებულობენ მაღალი ძაბვის დენს. ნაჩვენებია ქვესადგურის ტიპური გამარტივებული ცალხაზოვანი სქემა, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ძალოვანი ტრანსფორმატორების პარალელური ხაზებით კვებას. ნაჩვენებია, რომ ძირითადი აგრეგატების შეკეთებაში ჩაყენებისას ძალოვან ტრანსფორმატორებს მაინც შეიძლება მივაწოდოთ ძაბვა. ნაჩვენებია ახალი მოდერნიზებული დახურული კომპლექტური გამანაწილებელი მოწყობილობის აღჭურვილობა და მისი დანიშნულება. მორალურად და ფიზიკურად მოძველებული საკომუნიკაციო აპარატურა შეცვლილია თანამედროვე ტექნოლოგიების დონეზე დამზადებული მაღალი საიმედოობის მქონე ვაკუუმური ამომრთველებით. სქემატურად ნაჩვენებია, როგორ ფუნქციონირებს სს თელასი, როგორც ელექტროენერგიის მიმღები და გამანაწილებელი კომპანია. სს თელასში იგეგმება რიგი ქვესადგურების მოდერნიზაციის სამუშაოების შესრულება. ამ ღონისძიების ჩატარების შედეგად სავსებით შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ გაუთვალისწინებელი ავარიული სიტუაციები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. სს თელასის ფუნქციონირების საკითხები ბოლო 10 წლის მანძილზე განხილულია ჟურნალის წინა ნომრებში. ილ. 2, ლიტ. 1 დას.
ავტ.
უაკ 621.311.42
4.გ1.3. ძალოვანი ტრანსფორმატორებისა და წევის ქვესადგურის საჭირო სიმძლავრის შერჩევა. /დ. ლაოშვილი, გ. კოხრეიძე, ნ .გოგინაშვილი, ა. სიხარულიძე/. ენერგია. - 2008. - #4
(48). - გვ. 24-28. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
დამუშავებულია ძალოვანი ტრანსფორმატორებისა და წევის ქვესადგურის აუცილებელი ნომინალური სიმძლავრის შერჩევის საკითხი თბური ცვეთის და წლის სხვადასხვა პერიოდისათვის წევაზე დახარჯული ენერგიის თანაფარდობის გათვალისწინებით. დადგენილია საზღვრები, რომლებშიც უნდა მდებარეობდეს აუცილებელი ნორმალური სიმძლავრე. გაითვალისწინება დატვირთვის გრაფიკი ხანგრძლივობის მიხედვით. განიხილება მომხმარებლის სიმძლავრის კოეფიციენტის გავლენა ელექტროდანადგარის სიმძლავრეზე და ამავე კოეფიციენტის ამაღლების ხერხები. მიღებულია რეაქტიული სიმძლავრის Qc მნიშვნელობა. იგი შექმნილია C ტევადობის ბატარეის მიერ. მისი სიდიდეა Qc = 2pfCU210-3, სადაც f
დენის სიხშირეა, ჰც; C
– ბატარეების კონდენსატორების ჯამური სიმძლავრე, მკF; U - ბატარეების მომჭერებზე არსებული ხაზოვანი ძაბვა, კვ. ამ ფორმულიდან ჩანს, რომ კონდენსატორების ბატარეა, რომელიც მიერთებულია უმაღლესი ძაბვის მხარეზე, ქმნის ელექტროდანადგარის უფრო მეტ რეაქტიულ (ინდუქციურ) სიმძლავრეს. დაბალი ძაბვის მხრიდან კონდენსატორების ჩართვისას კომპენსირდება არა მარტო ენერგიის მიმღებების რეაქტიული სიმძლავრე, არამედ აგრეთვე ტრანსფორმატორების რეაქტიული სიმძლავრეც. ლიტ. 5 დას.
ავტ.
უაკ 621.22
4.გ1.4. თანამედროვე ჰიდროენერგეტიკის განვითარების ზოგიერთი საკითხი. /ა. ახვლედიანი, ა. გოგოლაძე, თ. ახვლედიანი/. ენერგია. - 2008. - #4
(48). - გვ. 51-57. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
ბოლო ათწლეულში მსოფლიო ჰიდროენერგეტიკაში აღინიშნება ხარისხობრივი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ეკონომიკური, პოლიტიკური და ტექნოლოგიური მიზეზებით. იუნესკოს-ს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 2 მლრდ. ადამიანს არ გააჩნია ელექტროენერგია, წყალგაყვანილობა და კანალიზაცია. სხვა სახის გენერაციისგან განსხვავებით, მსხვილ ჰიდროენერგეტიკას ძალუძს ერთდროულად გადაწყვიტოს გაეროს მიერ დასახული ცხოვრების დონის ამაღლების რამდენიმე ამოცანა, კერძოდ ელექტრიფიკაციისა და წყალმომარაგების ამოცანები. დღევანდელ დღემდე, მრავალი ქვეყნის ეროვნული რეგულირების დონეზე, ლოკალური ხასიათის ბუნების დამცავი შეზღუდვები ჭარბობს გლობალურ პრიორიტეტებზე. ამ პირობებში ბევრი ახალი მსხვილი ჰიდროპროექტი არ რეალიზდება (განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში) იმიტომ, რომ ადგილობრივი ეკოსისტემებისათვის ისინი წარმოადგენენ რისკის ფაქტორს. გლობალური ეკოლოგიური მოთხოვნების სტატუსის შეცვლა (კერძოდ, ქვეყნების მიერ კიოტოს პროტოკოლის შემდგომი რატიფიკაცია) გააადვილებს მსხვილი ჰიდროპროექტების რეალიზაციას. ლიტ. 3 დას.
ავტ.
უაკ 621.22
4.გ1.5. წყალგდების პროცესის მიმდინარეობა და რეალური წყალგამტარობა ჟინვალჰესის ფსკერულ წყალსაგდებში. /გ. გიგიბერია/. ენერგია. - 2008. - #4
(48). - გვ. 58-69. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
წყალგდება ჟინვალჰესის წყალსაცავიდან ხორციელდება ზედაპირული და ფსკერული (სიღრმული) წყალსაგდებებით. საპროექტო მონაცემებისა და გამოკვლევების შედეგების შესაბამისად, რომლებიც შესრულდა მოსკოვის ჰიდრომელიორაციულ ინსტიტუტში თბილჰიდროპროექტის დაკვეთით (ჰიდრავლიკურ მოდელზე შესრულებული ექსპერიმენტების ჩათვლით), წყალგდება უნდა შესრულდეს ხარჯების ყველა დიაპაზონში, მისი მაქსიმალური 1425 მ3/წმ მნიშვნელობის დროსაც. განმეორებითი გამოკვლევის ჩატარების შედეგების მიხედვით, რაც გამოწვეული იყო საპროექტო გადაწყვეტილებებში რიგი შეცვლების შეტანით, გამოვლინდა პროექტის ზოგიერთი დებულების დაუსაბუთებლობა. დადგინდა, რომ სინამდვილეში მაღალი ხარჯების შემთხვევაში უდაწნეო მოძრაობას საკეტების მიღმა ადგილი აქვს გადამგდები გვირაბის მხოლოდ დახრილ ნაწილში. მის ბოლო ნაწილში კი აღინიშნება დაწნევითი დინება ხარჯების ჯერ კიდევ 400 მ3/წმ მნიშვნელობისას (ხოლო აერირების მხედველობაში მიღებით კი – 260 მ3/წმ-ის დროს). მხოლოდ მაქსიმალური გადამგდები ხარჯების შემთხვევაში დინება იწარმოებს დაწნევით რეჟიმში ტრაქტის მთელ სიგრძეზე. შემოთავაზებულია წყალმგდების რეალური გამტარუნარიანობის გაანგარიშების მეთოდიკა. კერძოდ, მანამ, სანამ საკეტების შემდეგ შენარჩუნდება უდაწნეო მოძრაობა, საჭიროა გამოყენებულ იქნას წინამდებარე სტატიაში მოყვანილი (5) ფორმულა, ხოლო დაწნევების უფრო მაღალი მნიშვნელობების შემთხვევაში გამტარუნარიანობა შეიძლება გამოითვალოს (5) და (8) ფორმულების ერთმანეთთან გატოლების შედეგად მიღებულ გამოსახულებიდან. საანგარიშო მეთოდიკის აღნიშნული გაყოფა ორ ნაკვეთურად განპირობებულია მათში მოქმედი დაწნევების მნიშვნელობებს შორის არსებული განსხვავებით. გადამგდები ხარჯის რეალურ მაქსიმალურ გარანტირებულ მნიშვნელობად უნდა ჩაითვალოს 900 მ3/წმ და არა პროექტით დადგენილი ხარჯი 1425 მ3/წმ. მაქსიმალური ხარჯის გადაგდების უზრუნველსაყოფად ყველაზე უფრო რაციონალურ ღონისძიებად მიიჩნევა ზედაპირული წყალსაგდების გამტარუნარიანობის გაზრდა მისი ნაგებობების რეკონსტრუქციის საშუალებით. ილ. 5, ცხრ. 1, ლიტ. 4 დას.
ავტ.
უაკ 627.43
4.გ1.6. ექსპლუატაციაში მყოფი თაღოვანი კაშხლების კვლევის ზოგიერთი საკითხის შესახებ. /ა. ჭრელაშვილი/. ენერგია. - 2008. - #4
(48). - გვ. 76-79. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
სტატია ეხება ექსპლუატაციაში მყოფი ენგურის თაღოვანი კაშხლის ტანში წარმოქმნილი ცნობილი ანომალური მოვლენის შედეგად წარმოქმნილი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტას. როდესაც ასეთი ანომალური მოვლენების გამომწვევი მიზეზები უცნობია, მაშინ მნიშვნელოვნად რთულდება იმ გზებისა და საშუალებების მოძიება, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია წარმოქმნილი პრობლემის დადებითად გადაწყვეტა. განსახილველი პრობლემის გადასაწყვეტად ავტორი იყენებს რა ფაქტიური ორთოტროპული სისტემების შერწყმის მეთოდს, გვთავაზობს ორიგინალურ მიდგომას. დამატებით საძიებელ სიდიდეებად (გარდა იმ სიდიდეებისა, რომლებიც ფიქტიური ორთოტროპული სისტემების შერწყმის მეთოდშია მოცემული) შემოტანილია ენგურის თაღოვანი კაშხლის ფუძის დეფორმაციის მოდულების სიდიდეები. ეს უკანასკნელები წარმოდგენილია ორმაგი მათემატიკური მწკრივების საშუალებით. საძიებელ სიდიდეებში შემავალი უცნობი კოეფიციენტების განსაზღვრისთვის შემოტანილია ის დამატებითი განტოლებები, რომლებიც ასახავენ კაშხალზე ნატურულ დაკვირვებებით მიღებულ შედეგებს. ლიტ. 3.
ავტ.
უაკ 621.1
4.გ1.7. სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განვითარების საოპტიმიზაციო ამოცანების მოდელირების საკითხები. /მ. რაზმაძე, ო. ვეზირიშვილი/. ენერგია. - 2008. - #4
(48). - გვ. 80-83. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განვითარების საოპტიმიზაციო ამოცანების მოდელირების საკითხები. სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განვითარება უნდა გახდეს საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორი. მოყვანილია ფინანსური და ეკონომიკური ანალიზის ჩატარების მეთოდოლოგია ენერგოეფექტურობის გაზრდის უზრუნველსაყოფად. დამუშავებულია მათემატიკური მოდელები სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განვითარების ოპტიმიზაციისათვის როგორც მთლიანი, ისე ცალკეული (ბლოკების) სტრუქტურებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ დაგეგმვის სხვადასხვა სტადიაზე გადაწყვიტონ მათი განვითარების საოპტიმიზაციო ამოცანები მოცემული ინფორმაციის ბაზაზე. მოყვანილია ფორმულები, რომლებიც შეიძლება გაანგარიშდეს ენერგეტიკული დარგებისა და სამრეწველო რაიონების სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ურთიერთშეთანხმებული დაბალანსება ენერგიასა და სათბობზე მოთხოვნებისა და მიწოდების ჰარმონიული განვითარებისათვის, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკის ფუნქციონირებისათვის და ნორმალური ეროვნული ეკონომიკის ჩამოყალიბებისათვის.
ილ.3, ლიტ.3 დას.
ავტ.
უაკ 621.31
4.გ1.8. საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ. /მ. ლორია/. ენერგია. - 2008. - #4 (48). - გვ. 109-112. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მდიდარია ჰიდროენერგორესურსებით, დღეისათვის გამოყენებულია მათი მხოლოდ 15%. საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში ჰიდრორესურსების დიდი პროცენტია ათვისებული. საქართველოს არ გააჩნია სხვა ენერგეტიკული რესურსი (ნავთობი, გაზი), ამიტომ აქ აქცენტი აღებული უნდა იქნას ჰიდრორესურსების მაქსიმალურად ათვისებაზე. მოყვანილია საქართველოს დადგმული ჰესების ჯამური სიმძლავრე და გამომუშავება. აღნიშნულია, რომ ბოლო ხანებში ქვეყანაში გაიზარდა ელექტროენერგიის გამომუშავება, რაც მიუთითებს ჰესების მუშაობის ეფექტურობის ამაღლებაზე. შეიმჩნევა ეკონომიკური წინსვლის ტენდენციაც. იზრდება საწარმოო სფეროში მოხმარებული ენერგიის ხვედრითი წილი მოსახლეობასთან მიმართებაში. დახასიათებულია საქართველოს ბაზარზე მოქმედი სამი სადისტრიბუციო ენერგოკომპანია – სს თელასი, კახეთის ენერგოკომპანია და სს "ენერგო–პრო ჯორჯია". გამოთქმულია მოსაზრებები ამ ენერგოკომპანიების მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. ლიტ. 3 დას.
ავტ.
უაკ 621.31
4.გ1.9. აზერბაიჯანიდან და საქართველოდან სიმძლავრის ტრანზიტი თურქეთში. /ა. ართილაყვა/. ენერგია. - 2008. - #4
(48). - გვ. 113-115. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
უახლოეს პერიოდში დგება საკითხი აზერბაიჯანიდან და საქართველოდან თურქეთში სიმძლავრის გადაცემაზე. ამისათვის საჭიროა გაძლიერდეს საქართველოს ელექტროქსელი და შეიქმნას ახალციხის კვანძი, სადაც გაივლის "ზესტაფონი-ახალციხის" და "ახალციხე-გარდაბნის" მაღალძაბვიანი ხაზები. ქვეყნის ენერგეტიკის პერსპექტიული განვითარების მონახაზების მიხედვით, 2013-2015 წლებისთვის მოსალოდნელია საქართველოს ენერგოსისტემის გენერაციის გაზრდა. აღდგენილ იქნება საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 500 კვ სიმძლავრის ხაზი "მუხრანი". ეს ყველაფერი შესაძლებლობას შექმნის გადაიცეს თურქეთში მნიშვნელოვანი სიმძლავრე ახალციხის კვანძიდან. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგოსისტემების მოდელირება წარმოებდა PSS/F პროგრამული კომპლექსის საშუალებით. საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების მოდელები წარმოდგენილია სრული ქსელით. თურქეთის მხარე წარმოდგენილია ეკვივალენტური სქემით. სისტემისთვის ყველაზე მძიმეა მოკლე შერთვა მაღალვოლტიან ხაზზე "იმერეთი". თუ მოკლე შერთვა გაგრძელდა 0,3 წმ, მაშინ სისტემის მდგრადობა დაირღვევა. ნდართულ ნახაზებზე მოყვანილია მოდელირების შედეგები. ილ.5, ლიტ. 2 დას.
ავტ.
უაკ 621.1.018.82
4.გ1.10. ტრავერსული დინამომეტრის კონსტრუქციის ლაბორატორიული გამოკვლევები დინამომეტრული ჭრილის მეთოდის მიხედვით. /ე. ზავრიანი/. ენერგია. - 2008. - #4
(48). - გვ. 116-118. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
ბეტონის მიწისქვეშა ნაგებობების სტატიკური მუშაობის სპეციფიკურობის პირობებში ბეტონში განვითარებული ძაბვების განსაზღვრის ირიბი მეთოდი დეფორმაციების გაზომვის საფუძველზე არ შეიძლება ჩაითვალოს სწორ მეთოდად. ეს უკანასკნელი არასრულად და არასაიმედოდ იღებს მხედველობაში რიგ ფაქტორებს, რომლებიც დაკავშირებულია ბეტონისა და რკინაბეტონის ნაგებობების მუშაობასთან. გვრიაბების მოკეთებაში მოქმედი ძაბვების განსაზღვრისთვის გვირაბების ერევნის ლაბორატორიაში შემოთავაზებულია რიგ ობიექტებზე დანერგილი დინამომეტრული ჭრილის მეთოდი. მოყვანილია ტრავერსული ტიპის დინამომეტრის ლაბორატორიული გამოკვლევის მეთოდიკა. ცდები ჩატარებულია 8 ბეტონის ნიმუშზე ორი ტიპის მოდელისთვის 75x75x12
ზომით. ხელსაწყოს მზა ნიმუშები მაგრდებოდა ვერტიკალურ მდგომარეობაში წნეხის ქვეშ დაახლოებით 20
ტ დატვირთვის პირობებში. ფიააში იბურღებოდა ხვრეტილები. მათი გაბურღვის შედეგად დატვირთვა დინამომეტრზე იზრდებოდა. დინამომეტრების მიერ გაზომილი დატვირთვის მაქსიმალური მნიშვნელობა მიღებული იქნა H-ტიპის ჭრილის დამთავრების შემდეგ და მან შეადგინა წნეხის მიერ შექმნილი ძაბვის
0,75 სიდიდე. მიღებულმა შედეგებმა დაამტკიცეს დინამომეტრული ჭრილის მეთოდით გაზომვების საიმედოობა. ილ.1, ლიტ. 2 დას.
ავტ.
უაკ 625.93.001
622.693.24
4.გ1.11.
მაგისტრალური
ნავთობსადენები,
გაზსადენები და
მიწისქვეშა გაზსაცავები
(დაპროექტება,
მშენებლობა და
ექსპლუატაცია). /გ. ვარშალომიძე,
ი. გოგუაძე/. – 2009. - 651 გვ.
– ქართ., რეზ.: ქართ.,
რუს., ინგლ.
მონოგრაფიაში
წარმოდგენილი
ფაქტობრივი მასალა
ამომწურავ ინფორმაციას
იძლევა ნავთობსადენების,
გაზსადენების
და მიწისქვეშა
გაზსაცავების
მომსახურების
შესახებ. წარმოდგენილია
არსებულ გეოლოგიურ,
ჰიდროგეოლოგიურ
და ეკოლოგიურ პირობებში
დანადგარ-მოწყობილობების
ექსპლუატაციის
კავშირი ენერგოუსაფრთხოებასთან
როგორც საქართველოში,
ისე მსოფლიოში.
განსაკუთრებული
ყურადღების საგანია
საქართველოს ენერგოკომპლექსის
თანამედროვე მდგომარეობა
და ექსპლუატაციის
მონიტორინგი. აღწერილია
მიწისქვეშა გაზსაცავების
მშენებლობის პერსპექტივები
როგორც აღმოსავლეთ,
ისე დასავლეთ საქართველოში,
ახალი დანადგარების
დაპროექტების
და, რაც მთავარია,
საქართველოში
ეკოლოგიურად სუფთა
ენერგოკომპლექსის
შექმნის საკითხები.
ავტ.
გ2. ელექტროტექნიკა. ელექტრონიკა. რადიოტექნიკა. კავშირგაბმულობა
უაკ 621.377.622.322.3
4.გ2.1. ამორფულმაგნიტურ გულარიანი ტრანსფორმატორები. /შ. ნაჭყებია, ნ. გვარამაძე/. ენერგია. - 2008. - #4
(48). - გვ. 103-108. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
სატრანსფორმატორო დანაკარგების შესამცირებლად უპირატესობა ენიჭება ძალოვან ტრანსფორმატორებს, რომლებშიც გამოყენებულია ამორფული მასალები. ასეთ ტრანსფორმატორებს აქვთ ბევრად უფრო ნაკლები გაბარიტები და მასა, ვიდრე საქართველოს ელექტროსისტემის სადგურებსა და ქვესადგურებზე დამონტაჟებულ ძალოვან ტრანსფორმატორებს. ამორფული მასალებისგან დამზადებული ტრანსფორმატორები ყოველდღიურად უფრო გავრცელებული ხდება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. ზემოთქმულის შესაბამისად მიზანშეწონილი ხდება საქართველოს ელექტროსისტემის ობიექტებზე არსებული ტექნიკის შეცვლა თანამედროვე ტიპის ამორფულ მასალისგან დამზადებულ ტრანსფორმატორებით. განხილულია ამორფული მაგნიტური მასალების გამოყენების პერსპექტივა ელექტრული ტრანსფორმატორების წარმოებაში. ძირითადად განხილულია ამორფულმაგნიტური ტრანსფორმატორების გულარის დიზაინი: მაგნიტური თვისებები, ზომები, სიმძლავრე, ტიპური მრუდები, გამტარუნარიანობის სიდიდეები, მაგნიტური დანაკარგები, რხევის სიხშირეები და სხვ. განხილულია აგრეთვე ნანოკრისტალურ მასალისგან დამზადებული გულარები. წარმოდგენილი მასალა კარგად არის ილუსტრირებული ნახაზებითა და ცხრილით. ილ.5, ცხრ. 3.
ავტ.
გ3. ავტომატიკა და ტელემექანიკა. გამოთვლითი ტექნიკა
უაკ 656.21
4.გ3.1. სარკინიგზო ავტომატიკისა და ტელემექანიკის მოწყობილობათა მტყუნებების გავლენა რკინიგზის საექსპლუატაციო მაჩვენებლებზე. /მ. გოცაძე, ნ. ხუჭუა/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11).
– გვ. 76-80. - ქართ., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
გამოკვლეულია სარკინიგზო ავტომატიკისა და ტელემექანიკის მოწყობილობათა მტყუნებების გავლენა რკინიგზის საექპლუატაციო მაჩვენებლებზე (ავტობლოკირების საგადასარბენო მოწყობილობების მტყუნება და შუალედურ სადგურებზე ელექტრული ცენტრალიზაციის მოწყობილობათა მტყუნება), განხილულია ორლიანდაგიანი ხაზის გამტარუნარიანობის კარგვების დამოკიდებულება ავტობლოკირების საგადასარბენო ავტობლოკირების საგადასარბენო მოწყობილობების მტყუნებებთან, გაანგარიშებულია ინტერვალური რეგულირების სისტემათა დაზიანებებით გამოწვეული გადაზიდვების ათვისების დანახარჯები, ნაჩვენებია, რომ სარელსო წრედების მტყუნებათა აღმოფხვრა მნიშვნელოვნად ზრდის რკინიგზის საექსპლუატაციო მაჩვენებლებს.
ავტ.
გ4. სამთო საქმე. მეტალურგია. ქიმიური მრეწველობა
უაკ 553.43
4.გ4.1. მადნეულის სპილენძის კონცენტრატის ეკოლოგიურად გამართლებული გადამუშავების პერსპექტივა საქართველოში. /მ. ბერეჟიანი, ა. ბერეჟიანი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2008. – ტ. 34. - #2. – გვ. 193-196. – ქართ., რეზ.: ინგლ., რუს.
განხილულია სპილენძის კონცენტრატის გადამუშავების სქემა, რომლის მიხედვით ცალკეული წარმოებების ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის შედეგად თითოეული მათგანის ტექნოლოგიური და ეკოლოგიური ბარიერები გადაიქცევა დამატებითი შემოსავლის წყაროდ და მთლიანობაში გვაძლევს პრაქტიკულად უნარჩენო ტექნოლოგიურ კომპლექსს, კერძოდ: ხდება ფერადი მეტალურგიისათვის დამახასიათებელი, გარემოსათვის საშიში გოგირდოვანი ანჰიდრიდის დაჭერა ეფექტური ამიაკური ხერხით, გოგირდოვანი ანჰიდრიდი მიიღება სასაქონლო პროდუქტის სახით, რომელიც თავის მხრივ გამოიყენება აზოტ-15 იზოტოპის წარმოებისთვის, საბოლოოდ კი მიიღება სასუქი – ამონიუმის სულფატი, ამასთან ხდება წარმოების ნარჩენი მეორადი მჟავებისა და აზოტის ჟანგეულების უტილიზაცია. გათვალისწინებულია აგრეთვე სოფლის მეურნეობისათვის საჭირო პროდუქტის – შაბიამნის მიღება.
ავტ.
უაკ 542.973
4.გ4.2. მეთანის ნახშირმჟავური კონვერსიის Co-Mn კატალიზატორები ალუმოკალციუმიან სარჩულზე. /ვ. მოსიძე, ვ. ბახტაძე, რ. ჯანჯღავა, მ. ფაჯიშვილი, ნ. ხარაბაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2008. – ტ. 34. - #2. – გვ. 210-213. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
ნაჩვენებია, რომ მეთანის 4000 სთ-1 მოცულობით სიჩქარეზე, CH4:CO2
თანაფარდობისას 1:1,5 და 750-9000C ტემპერატურულ ინტერვალში ალუმოკალციუმიან სარჩულზე დაფენილ Co-Mn-კატალიზატორზე მეთანის ნახშირმჟავური კონვერსიის დროს მიიღება შემდეგი შემადგენლობის კონვერტირებული აირი, მოც.%: H2 –
43,0-44,0; CO – 44,5-45,0; CH4 – 0,0; CO2 – 11,0-12,0; ცდების 50 საათიანი ხანგრძლივობისას არ შეინიშნება კატალიზატორის ზედაპირზე ნახშირბადის კვალი.
ავტ.
უაკ 621.643.053
4.გ4.3. მაგისტრალური მილსადენების რესურსის გაზრდის გზები. /ი. ბერძენიშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2008. – ტ. 34. - #2. – გვ. 214-217. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
ნაჩვენებია ნავთობსადენების მომინანქრებით დაცვის ეფექტურობა. მაგისტრალური მილსადენების შიდა კოროზიისაგან დაცვის მიზნით მანგანუმშემცველი კარბონატული მადნების საფუძველზე შემუშავებულია ახალი მაღალეფექტური უფტორო მინასაფარები. განხილულია მილების ინდუქციური მომინანქრების ტექნოლოგია.
ავტ.
უაკ 615.477.1
4.გ4.4. ორთოპედიული ფეხსაცმლის საძირე პოლიმერული კომპოზიცია. /მ. შალამბერიძე, ზ. კოპაძე, ნ. ლომთაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2008. – ტ. 34. - #2. – გვ. 218-220. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
გამოკვლეულია ბუტადიენ-სტიროლის პოლიმერული კომპოზიციების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები ლატენტური გამამყარებლის ËÎ-Ç და გოგირდის მავულკანიზებელი აგენტების საფუძველზე. დამტკიცებულია, რომ ლატენტური გამამყარებლების ËÎ-Ç გამოყენებით მიიღება შედარებით დრეკადი და რბილი საფეხსაცმლე მასალები, ვიდრე გოგირდოვანი მავულკანიზებელი აგენტების გამოყენებით.
ავტ.
უაკ 669...3
4.გ4.5. რკინის მადნიდან მეტალურ რკინამდე პირდაპირი აღდგენისას გამოყენებული ნახშირბადოვანი მასალების როლი. /ნ. ლოლაძე, მ. წეროძე, თ. ფხალაძე, რ. ტაბიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2008. – ტ. 34. - #2. – გვ. 225-228. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
განიხილება საკითხები, რომლებიც ეძღვნება რკინის მადნის პირდაპირ აღდგენას ლითონურ რკინამდე მყარი ნახშირბადოვანი აღმდგენის გამოყენებით. მოტანილია მონაცემები საწყისი სარეაქციო კაზმის გახურებისთვის ელექტროკონტაქტური მეთოდის გამოყენების შესაძლებლობაზე. მიღებულია ექსპერიმენტული შედეგები მყარი ნახშირბადოვანი აღმდგენის სტრუქტურისა და მისი ბუნების მნიშვნელოვან ზემოქმედებაზე აღდგენის პროცესზე. დადგენილია სხვადასხვა ნახშირბადოვანი მასალების ოპტიმალური კონცენტრაციები საწყის სარეაქციო კაზმში გახურების ელექტროკონტაქტური მეთოდის გამოყენებისას.
ავტ.
გ5. მანქანათმშენებლობა. ხელსაწყოთმშენებლობა
უაკ 539.32
4.გ5.1. უშუალოდ ნაგებობაში ბეტონის დრეკადობის მოდულის დასადგენი ულტრაბგერითი ხელსაწყო. /პ. ჭიჭაღუა, რ. კაკაურიძე, თ. ჯოჯუა, თ. თურმანიძე, გ. ფუტკარაძე/. ენერგია. - 2008. - #4
(48). - გვ. 99-102. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
ნაგებობებისა და კონსტრუქციების დაძაბულ-დეფორმაციული მდგომარეობის განსაზღვრისთვის საჭიროა საწყისი მონაცემის სახით ბეტონის დრეკადობის მოდულის ცოდნა. უმრავლეს შემთხვევაში მისი სიდიდის დადგენა ხორციელდება სტანდარტული ნიმუშების ლაბორატორიულ პირობებში გამოცდის გზით. მრავალრიცხოვანი გამოკვლევებით დადგენილია, რომ ასეთი გზით განსაზღვრული ბეტონის დრეკადობის მოდულის სიდიდე ბევრ შემთხვევაში მნიშვნელოვნად განსხვავდება ნატურული ნაგებობის ბეტონის დრეკადობის მოდულისგან. მასიური ბეტონის დრეკადობის მოდული მიზანშეწონილია განისაზღვროს უშუალოდ ნაგებობის ტანში, მის სხვადასხვა ზონაში. ამისათვის შემოთავაზებულია ულტრაბგერითი მეთოდი და შესაბამისი ხელსაწყო, რომლის კონსტრუქცია დამუშავებულია ავტორების მიერ. მოყვანილია ხელსაწყოს ჭრილი და გაზომვის მეთოდიკა. აღწერილია მისი თავისებურებანი. სიახლეთი გამოირჩევა ტარირების მრუდის აგების რეკომენდაციები. ხელსაწყოს ზომები განისაზღვრა ბეტონის მსხვილი შემვსების ზომების გათვალისწინებით. ხელსაწყოს გამოცდის მიზნით ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა გამოკვლევებმა დაადასტურა მისი მაღალეფექტური მუშაობა. ილ. 1.
ავტ.
უაკ 691.261.1
4.გ5.2. სამანქანათმშენებლო ყალიბების ფორმის შენარევების დამზადებისთვის გამოყენებული თხევადმოძრავი ბენტონიტური სუსპენზიები. /ნ. ისმაილოვი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11).
– გვ. 13-18. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
თანამედროვე პირობებში შენარევებისადმი მოთხოვნილებათა ანალიზის საფუძველზე, განსაზღვრულია ბენტონიტური სუსპენზიების და საყალიბო შენარევების ტექნოლოგიური თვისებების მართვის ეფექტური გზები. დადგენილია, რომ პოლიფენოლური ნახშირტუტოვანი რეაგენტის გამოყენება აქტივირებული ბენტონიტების საფუძველზე კონცენტრირებული თხევადმოძრავი სუსპენზიის წარმოების საშუალებას იძლევა, აგრეთვე ამაღლებს შენარევების ,,სველ” სიმტკიცეს და მეტად ეფექტურია ,,აქტივაციის” დროს სოდის დამატებითი შეყვანის გარეშე.
ავტ.
უაკ 531.133.32
4.გ5.3. ორტაქტიანი ინვერსორი და მისი გეომეტრიული საფუძვლები. /ჯ. უფლისაშვილი, ზ. უფლისაშვილი, ი. უგრეხელიძე, ა. ტაბატაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11).
– გვ. 19-23. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
წარმოდგენილია ინვერსიის მოძრავ მექანიკურ სისტემაში რეალიზების შედეგად მიღებული ორტაქტიანი ინვერსორი. გამოყენებულია ინვერსიული გარდაქმნის ძირითადი პრინციპები: წრეწირის გარდაქმნა წრფედ, რამაც საშუალება მოგვცა გამავალი რგოლებისათვის მიგვენიჭებინა წინსვლითი მოძრაობები. მიღებული ინვერსორი გამოირჩევა იმით, რომ მექანიზმის წამყვანი რგოლის ერთი ბრუნვითი ციკლის შესრულების დროს იგი გამავალი რგოლის ორი მუშა სვლის შესრულების საშუალებას იძლევა. უნდა აღინიშნოს, რომ თუ გამავალი რგოლების მუშა ორგანოებს ერთ სიბრტყეში განვალაგებთ, მაშინ მათი მოძრაობის კანონი სიბრტყის ინვერსიული გარდაქმნის პრინციპებს დაემორჩილება და ისინი ინვერსიული წერტილებისათვის დამახასიათებელი თვისებით იმოძრავებენ.
ავტ.
უაკ 662.764.37
4.გ5.4. აირბალონების პოლიეთილენის ლეინერის დამზადების ტექნოლოგია. /მ. შვანგირაძე, ვ. მენთეშაშვილი, დ. შვანგირაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11).
– გვ. 24-29. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
მოცემულია პოლიმერული ბალონების დამზადების ტექნოლოგია. ბალონი შედგება პოლიეთილენის ლეინერისა და ეპოქსიდის ფისით გაჟღენთილი ბოჭკოვანი ძაფით შექმნილი არმირების ფენისაგან. ასეთი ბალონები ლითონის ბალონებთან შედარებით ორჯერ მსუბუქია. ამასთან ერთად მათი უსაფრთხოების ხარისხი გაცილებით მაღალია. დაშლის შემთხვევაში პოლიმერული ბალონი იხევა და გამონთავისუფლდება მასში არსებული აირი. არ ხდება ბალონის ფრაგმენტებად დანაწევრება. ლითონის ბალონის რღვევა მიმდინარეობს აფეთქებით, წარმოიქმნება დიდი რაოდენობის მცირე ზომის ფრაგმენტები, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მეტად სახიფათოა.
ავტ.
უაკ 621.7(088.8)
4.გ5.5. წინასწარ გახურებული ნამზადების წყვეტილი ჭრის დროს კონტაქტური ტემპერატურის განსაზღვრის წინაპირობები. /ქ. ინაშარიძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11).
– გვ. 30-39. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
ჭრის დარგში ძირითადი თანამედროვე მიღწევების განხილვის შედეგად ჩამოყალიბდა წინასწარ გახურებული ლითონებისა და შენადნობების წყვეტილი და პერიოდული ჭრის ტემპერატურის გასაანგარიშებელი ფორმულის გამოყვანის წინაპირობები. ჭრის პროცესის ტრიბოლოგიის ძირითადი პრინციპების გამოყენებით დადგენილია, რომ მაღალ ტემპერატურაზე წინასწარ გახურებული მასალების დამუშავებისას მჭრელი იარაღის აქტიურ უბანზე კონტაქტის რეალური ფართი წარმოადგენს ნომინალური კონტაქტის გარკვეულ მცირე ნაწილს. ამ უბანზე მნიშვნელოვნად იზრდება კონტაქტური თერმული წინაღობა და გარდამავალი პროცესის ხანგრძლივობა. ჭრის ტემპერატურის საანგარიშო ფორმულების შედგენა და დაზუსტება ამ პროცესებისათვის ჩვენს უახლოეს ამოცანას წარმოადგენს.
ავტ.
უაკ 681.617.43
4.გ5.6. პირდაპირი კოპირების პნევმომექანიკური მოთვალთვალე მექანიზმებიან სახეხ მოწყობილობაზე დამუშავების ხარისხის შესახებ. /თ. მჭედლიშვილი, ვ. ქირია, ი. ელერდაშვილი, ი. ზედელაშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11).
– გვ. 60-68. რუს., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
მოყვანილია საწყისი და აპროქსიმაციული არაწრფივი მოდელების აგებასთან დაკავშირებული დინამიკური გამოკვლევების შედეგები. იძულებითი მოძრაობების ანალიზისათვის მიღებულია, როგორც სრული, აგრეთვე დამოკიდებული გაწრფივებული მათემატიკური მოდელები. წარმოდგენილ ნაშრომში დამოკიდებული მოდელის გამოყენების საფუძველზე მიღებულია დამუშავებული ზედაპირის ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასებისთვის საჭირო ანალიზური დამოკიდებულებები. მოყვანილია კონკრეტული საანგარიშო ფორმულები, რომლებიც მიგვითითებენ ნაშრომის შედეგების ეფექტურ გამოყენებაზე საკვლევი სისტემის კონსტრუქციული და ტექნოლოგიური პარამეტრების ინჟინრული ოპტიმიზაციური სინთეზის ამოცანების გადაჭრაში.
ავტ.
უაკ 621.923:658.5
4.გ5.7. საპროექტო გადაწყვეტილებების ტექნიკურ-ეკონომიკური მრავალკრიტერიული ოპტიმიზაციის საკითხისადმი. /გ. მჭედლიშვილი, გ. ტყეშელაშვილი, თ. მჭედლიშვილი, ბ. ნავროზაშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11).
– გვ. 96-106. რუს., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია თანამედროვე მანქანების ამძრავთა სისტემების პროექტირებასთან დაკავშირებული მრავალკრიტერიული ოპტიმიზაციის საკითხები. დასამუშავებელი თეორიის საფუძვლად გამოყენებულია მოცემული გარდამავალი პროცესების მიხედვით ცნობილი მეთოდის პრინციპიალური მეთოდოლოგიური მიდგომები, მრავალკრიტერიული სინთეზის მათემატიკური პროცედურების რეალიზაციისათვის შემოთავაზებულია ერთ ან ორ განზოგადოებულ პარამეტრებთან ფუნქციონალურ კავშირში მყოფი სასურველი პროცესების მოცემის მეთოდიკა, რის გამოც მრავალკრიტერიული მრავალპარამეტრული სინთეზის ამოცანა დაიყვანება ერთ ან ორ პარამეტრულ ამოცანებზე. კრიტერიუმების სახით ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად განიხილებიან აგრეთვე შედარებითი ეკონომიკური მაჩვენებლები, გაანალიზებულია მათი ძირითადი კანონზომიერებები. ჩამოყალიბებულია როგორც გაწრფივებული, აგრეთვე არაწრფივ ამძრავთა სისტემების მრავალკრიტერიული სინთეზის შემადგენელი მეთოდიკების საანგარიშო-ანალიზური პროცედურების რეალიზაციის ფუნქციონალური თანამიმდევრობა, რომელიც წარმოდგენილია ფუნქციონალური სტრუქტურული სქემის სახით.
ავტ.
უაკ 681.617.43
4.გ5.8. დამუშავებული ზედაპირის ხარისხის ანალიზისადმი რთულპროფილიანი დეტალების ხეხვით დამამუშავებელ მაკოპირებელი მოწყობილობაზე. /ხ. ამოლაძე, ი. ელერდაშვილი, ვ. ქირია, პ. ნარიმანაშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11).
– გვ. 122-126. რუს., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
მოყვანილია კოპირების ცდომილებებზე გადასვლისათვის საჭირო დამოკიდებულებები, ჩატარებულია კონკრეტული გამოკვლევები, რომლებიც მიგვითითებენ ნაშრომის შედეგების ეფექტურ გამოყენებაზე საკვლევი სისტემის როგორც კონსტრუქციული, აგრეთვე ტექნოლოგიური პარამეტრების ინჟინრული ოპტიმიზაციური სინთეზის ამოცანების გადაჭრაში.
ავტ.
უაკ 629.11.012.84
4.გ5.9. ხე-ტყის ორმხრივი განივი საბაგირო მორსათრევი დანადგარის ძიება და დამუშავება. /ზ. ბალამწარაშვილი, გ. კოკაია, რ. ტყემალაძე, გ. ასანიძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11).
– გვ. 148-154. ქართ., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
წარმოდგენილია სტუ-ს მერქნული მასალების დამზადება-დამუშავების მიმართულების სპეციალისტების მიერ შექმნილი ორმხრივი განივი საჰაერო-საბაგირო მორსათრევი დანადგარების სქემები, კონსტრუქციები და მათი მუშაობის პრინციპები. მათ შორის ორმხრივი განივი ერთსაწევბაგირიანი საბაგირო დანადგარი, რომლის ორი დამატებითი ურიკა ერთმანეთთან დაკავშირებულია დამხმარე ბაგირით, რის გამოც მათ არ აქვთ ტყეკაფის განივ ზოლში ორივე მხარეს სხვადასხვა მანძილზე დაფიქსირების საშუალება და ორსაწევბაგირიანი საბაგირო მორსათრევი დანადგარი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბაგირო ტრასის ორივე მხარეს განლაგებული ტყეკაფის ზოლების ერთდროულად ათვისება, ამასთან აღნიშნული დანადგარის დამხმარე ურიკებს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეუძლიათ ტრასის ორივე მხარეს სხვადასხვა მანძილზე დამზადებული მორების ერთდროულად მოზიდვა და მათი ერთად ჩამოშვება, რაც ზრდის დანადგარის საექსპლოატაციო ხარისხს და მწარმოებლობას.
ავტ.
უაკ
681.617.43:621.7.044.5
4.გ5.10. პნევმომექანიკური საკოპირე მოწყობილობის იძულებითი მოძრაობების ანალიზის შესახებ. /თ. მჭედლიშვილი, ვ. ქირია, ხ. ამყოლაძე, ნ. ბაიდარაშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11).
– გვ. 157-162. რუს., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
იძულებითი მოძრაობების შემდგომი ანალიზისთვის შესრულებულია გადამცემი ფუნქციის მრიცხველის ანალიზი, რომელიც თავის მხრივ მიღებულია აპროქსიმაციული მოდელის და სისტემაზე შემავალი ზემოქმედების გამოსახულების საფუძველზე. იძულებითი მოძრაობების განმსაზღვრელი მათემატიკური გამოსახულებები შექმნილია არასტაციონარული, არაწრფივი სისტემების სიხშირული ამონახსნების მიმდევრობითი მიახლოების ცნობილი მეთოდის გამოყენებით. მიღებულია პირველი და მეორე მიახლოების სიხშირული ამონახსნები, რომლებიც მიმართულია მაკოპირებელ მოწყობილობაში შემდგომში განსახილველ კოპირების ცდომილებებთან დაკავშირებულ იძულებით მოძრაობათა ანალიზისკენ.
ავტ.
უაკ 534.6
4.გ5.11. ელექტრონულ-აკუსტიკური გამზომი საშუალებების განვითარების გზა. /ე. ტერ-სამველოვა/. შრომები - საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ “მოამბის” დამატება. – 2008. - #11. – გვ. 25-26. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
განხილულია თანამედროვე ელექტრონულ-აკუსტიკური გამზომ საშუალებათა მაგალითები და თავისებურებანი, ნაჩვენებია გამოყენების არსებითი გაფართოების გზები, მათი ფუნქციები და მეტროლოგიური შესაძლებლობები.
ავტ.
უაკ 675.081.2
4.გ6.1. ქუდებიანი ტილოს მუშაობის კვლევა წმინდაბოჭკოვანი ბამბის ჩეჩისას. /ნ. ჩხაიძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11).
– გვ. 90-95. ქართ., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
მოცემულია ბოჭკოვანი მასის ჩეჩის პროცესის მიმდინარეობის კვლევა ქუდებსა და დოლს შორის. შედგენილია ბოჭკოების სიგრძის მიხედვით განაწილების მრუდები მიწოდებული მასალისა, ნაჩეჩისა და ანაჩეჩისათვის ჩვეულებრივი და ვიწრონ ქუდებისათვის, საიდანაც ჩანს, რომ კარდული ჩეჩის პროცესში ანაჩეჩში იზრდება მოკლე ბოჭკოების წილი, ხოლო ნაჩეჩში – გრძელი ბოჭკოების წილი მიწოდებულ მასალასთან (ხვია ფენასთან) შედარებით, თანაც ეს ეფექტი უფრო მაღალია ვიწრო ქუდების გამოყენების შემთხვევაში. აგებული იქნა ანაჩეჩში ბოჭკოების საშუალო სიგრძეების ცვლილებების გრაფიკები ქუდის გადაადგილებისას მუშა ადგილებში.
ავტ.
უაკ 677.051.17
4.გ6.2. ჩეჩის პროცესის კვლევა ქუდებიან საჩეჩ მანქანაზე. /ნ. ჩხაიძე, გ. კუპრაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. –
2008. – ტ. 34. - #2. – გვ. 232-239. – ქართ., რეზ.: ინგლ., რუს.
მოცემულია კარდული ჩეჩის მანქანაზე ქუდებსა და დოლს შორის მიწოდებული ბოჭკოვანი მასალიდან დამანაგვიანებელი მინარევების გამოყოფის და ქუდების ანაჩეჩში გადასვლის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის შედეგები. მინარევების გამოყოფა წარმოებს ჩეჩის მუშა ზონის ყველა უბანზე – ქუდების ანაჩეჩში მინარევების შემცველობა იზრდება უკანა დანიდან წინა დანამდე თანმიმდევრულად ცალკეული ქუდების მიხედვით. მიღებულია ჩეჩის რკალის მუშა ადგილების მიხედვით ანაჩეჩში მინარევების რაოდენობის ცვლილების თეორიული მოდელი, რომლის ხასიათი ემთხვევა ექსპერიმენტული კვლევის შედეგებს. მინარევების გამოყოფა ყველაზე ინტენსიურად წარმოებს შუა მუშა ადგილებში, სადაც ბოჭკოვანი მასის დანაწევრება ცალკეულ ბოჭკოებად უკვე დამთავრებულია.
ავტ.
უაკ 338.439
4.გ7.1. სურსათის უვნებლობა – მეცნიერული საფუძვლები, თანამედროვე პრინციპები და
სამართლებრივი რეგულირების ზოგადი დებულებები. /ქ. ლაფერაშვილი/. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბიულეტენი. –
2008. - ##110, 111. გვ.
3-90; 2-107. – ქართ.
მოცემულია სურსათის უვნებლობის თანამედროვე რეგულირების მეცნიერული, პრაქტიკული, სამართლებრივი ასპექტები და არსებული პრობლემები.
მ. კოპალეიშვილი
უაკ 338.439
4.გ7.2. სურსათის ფალსიფიკაცია საქართველოში. /ე. სარჯველაძე, დ. წულაია/. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბიულეტენი. –
2008. - #110. - გვ.
91-107. – ქართ.
მოცემულია საქართველოს სასურსათო ბაზარზე არსებული მდგომარეობა ფალსიფიკაციის თვალსაზრისით. აღნიშნულია, რომ აქ გვხვდება როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილი თითქმის ყველა სახის პროდუქტის ფალსიფიცირებული ანალოგი. შესწავლილია გაყალბების სხვადასხვა სახე: ასორტიმენტული, ხარისხობრივი, რაოდენობრივი, ღირებულებითი, ინფორმაციული, ტექნოლოგიური, კომპლექსური. აღწერილია სასურსათო პროდუქტების ფალსიფიკაციით გამოწვეული შედეგები და საქართველოში ფალსიფიკაციის მოვლენის აღმოფხვრასთან დაკავშირებული წინადადებები და მოსაზრებები.
მ. კოპალეიშვილი
უაკ 666.2/.3
4.გ7.3. ტყვიის შემცველობის შესახებ ზოგიერთი ტიპის ღვინოში. /ც. თურქაძე, ა. ჩუბინიძე, ი. ბოჭოიძე,
ბ. ბუცხრიკიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. – 2008. – ტ. 8. - # 4. - გვ. 399-401. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
მოქმედი ეკოლოგიური ფაქტორების, ყურძნისა და მისგან დამზადებული პროდუქციის ფართო მოხმარების გათვალისწინებით, სტატიაში განხილულია ზოგიერთი ტიპის ღვინოში ტყვიის მოხვედრის ეკოლოგიური და ქიმიური ფაქტორები, მოცემულია ტყვიის შემცველობის ანალიზის შედეგები ავტომაგისტრალის ახლოს (50-100 მ) და შედარებით შორს (500 მ) მდებარე ზვარიდან მიღებულ ღვინოში.
ავტ.
უაკ 663.952.1.
4.გ7.4. მწვანე აგურა ჩაის შრობის პროცესის ექსპერიმენტული კვლევა. /გ. გუგულაშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11).
– გვ. 127-132. - ქართ., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
მწვანე აგურა ჩაის შრობა დღევანდელ პირობებში დაკავშირებულია დიდ ენერგეტიკულ დანახარჯებთან და მოითხოვს მნიშვნელოვან საწარმოო ფართობს. ახალი, თანამედროვე საშრობი მანქანის შესაქმნელად შესწავლილია მწვანე აგურა ჩაის შრობის პროცესის კინეტიკა. ამისათვის გამოყენებული იყო სპეციალურად შექმნილი ექსპერიმენტული მოწყობილობა, რომელიც იძლევა ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის და ხარჯის რეგულირების შესაძლებლობას. ექსპერიმენტების შედეგების მიხედვით აგებულია აგურა ჩაის შრობის მრუდები მუშა აგენტის სხვადასხვა ტემპერატურებისათვის, რომელთა დახმარებით მიღებულია შრობის სიჩქარის მრუდები. დადგენილია, რომ მუშა აგენტის ყოველ ტემპერატურას შეესაბამება ჰაერის ხარჯის გარკვეული ოპტიმალური მნიშვნელობა. მწვანე აგურა ჩაის გასაშრობად შემოთავაზებულია შრობის ე.წ. “ვარდნილი” ტემპერატურული რეჟიმი.
ავტ.
უაკ 338.439
4.გ7.5. საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები და მათი გადაწყვეტის ძირითადი გზები. /მ. უჯარაშვილი/. შრომები - საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ “მოამბის” დამატება. – 2008. - #11. – გვ. 66-69. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
სასურსათო უსაფრთხოების მისაღები დონის მიღწევა წარმოდგენილია არა იმდენად გლობალური, რამდენადაც ეროვნული მნიშვნელობის პრობლემად, რომელიც, ავტორის აზრით, ცენტრალურ ადგილს იკავებს ცალკეულ სახელმწიფოთა მდგრადი და უსაფრთხო განვითარების სტრატეგიაში. ფაქტორული ანალიზით გამოვლენილია საქართველოს სასურსათო უსაფხოების პრობლემები და განსაზღვრულია მათი გადაწყვეტის ძირითადი გზები: აგროსასურსათო კომპლექსის ფუნქციონირების ეფექტურობის ამაღლება, სასურსათო ბაზრის რაციონალური სახელმწიფოებრივი რეგულირება, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება და ოპტიმალური გამოყენება.
ავტ.
უაკ 632.952:612.396.22
4.გ7.6. ბენზიმიდაზოლური ფუნგიციდური ნარჩენები ალკოჰოლური დუღილის პროდუქტებში. /მ. ჯაფარიძე, ზ. კურატაშვილი, ი. აბდუშელიშვილი, ბ. წერეთელი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. – 2008. – ტ. 34. - #2. – გვ. 206-209. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
შესწავლილია ბენზიმიდაზოლური ფუნგიციდის გარდაქმნა სპონტანური ალკოჰოლური დუღილის პროცესში. დუღილის პროდუქტებში იდენტიფიცირებულია კარბენდაზიმი და 2-ამინობენზიმიდაზოლი. ლექსა და ღვინოში განსაზღვრულია ფუნგიციდური ნარჩენების განაწილების კანონზომოერებანი და დადგენილია CO2-მდე დაჟანგვის ხარისხი. ნაჩვენებია, რომ რადიოაქტიური ფუნგიციდის ძირითადი ნაწილი ლექში ლოკალიზდება. ლექის ცილოვან კომპონენტებში არ აღმოჩნდა რადიოაქტიური ამინომჟავები, ამდენად, ლექის რადიოაქტიურობა განპირობებულია ფუნგიციდის და მისი გარდაქმნის პროდუქტების ლექის კომპონენტებთან ურთიერთქმედებით.
ავტ.
უაკ 551.58
4.გ8.1. კლიმატური პარამეტრების გათვალისწინება მშენებლობაში. /ქართველიშვილი ლ, ცქვიტინიძე ზ./. ჰმი-ს შრომათა კრებული - 2008. - ტ. 115. - გვ. 132-141. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
განსაზღვრულია სხვადასხვა კომპლექსური კლიმატური პარამეტრები და მათი განაწილებათა კანონზომიერებანი დროსა და სივრცეში. მიღებული მონაცემები აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული სამშენებლო ობიექტების დაპროექტებისას.
ავტ.
უაკ 699.844
4.გ8.2. შეხვედრების ოთახებისა და ხელმძღვანელთა კაბინეტების ბგერაიზოლაცია. /მ. ჯავახიშვილი, მ. ჭანტურია, ი. ღარიბაშვილი, რ. ჟღენტი/. ენერგია. - 2008. - #4
(48). - გვ. 84-87. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
როდესაც საუბრები და მოლაპარაკებები ტარდება “დახურულ კარს” მიღმა, საჭიროა აღნიშნული ოთახების ბგერაიზოლაცია პასუხობდეს არსებულ მოთხოვნებს. პირველ რიგში, ეს ეხება მოლაპარაკების ოთახებსა და ხელმძღვანელი პირების კაბინეტებს. ყველაზე ეფექტური ამისათვის არის ე.წ. “ტამბურის” მოწყობა. კედლების, იატაკისა და ჭერის ბგერაიზოლაციის ამაღლების აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იყოს დამატებითი ბგერაიზოლაციის სპეციალური საშუალებები და კონსტრუქციები. კედლებისა და ჭერის ბგერაიზოლაციის გასაძლიერებლად აგრეთვე იყენებენ დამატებითი ბგერაიზოლაციის ფილებს. იატაკის ბგერაიზოლაციას აძლიერებენ ე.წ. “მცურავი იატაკის” კონსტრუქციის დამონტაჟებით. ოთახების შიგნით ბგერაიზოლაციის ეფექტის გასაზრდელად რეკომენდირებულია კედლების დაფარვა ბგერამშთანთქმელი მასალებით. ამ დროს მონტაჟდება შეკიდული ჭერი, კედლებზე კი – დამატებით ზემოაღნიშნული ფილები. გამოთვლებმა გვიჩვენა, რომ სივრცის არსებული პარამეტრების აკუსტიკური მახასიათებლების მისაღებად საჭიროა ათვისებული იქნას უფრო სივრცე, ვიდრე ჭერი. როგორც წესი, ასეთი ღონისძიებების გატარება საჭირო ხდება ძალიან მაღალჭერიან შენობებში. უფრო კონკრეტულად კი, გარდა შეკიდული აკუსტიკური ჭერისა იყენებენ კედლის აკუსტიკურ ფილებს, რომელთაც გააჩნია ბგერის შთანთქმის მაღალი მახასიათებლები. Bბგერის შთანთქმის კოეფიციენტი აღნიშნულ ფილებში მერყეობს 0,9-0,95-ს შორის. სიახლე მშრალი მშენებლობის საკითხებში საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ შეხვედრების ოთახებისა და ხელმძღვანელთა კაბინეტების ბგერაიზოლაციის შიდა სამუშაოების ახალი შესაძლებლობების კურსი. დღეისათვის “გიპსოკარდონი” არის საშენი მასალა, რომელიც შეუცვლელია ოთახს შორის ტიხარის, კედლის ზედაპირის, იატაკის, შეკიდული ჭერისა და აგრეთვე ბგერაგაუმტარი დეკორატიული კონსტრუქციების შექმნაში.
ავტ.
უაკ 691.175.3
4.გ8.3. მინათაბაშირბოჭკოვანი ფილების დამუშავება, მონიშვნა, ჭრა და დამაგრება. /მ. ჯავახიშვილი, მ. ჭანტურია, ი. ღარიბაშვილი, რ. ჟღენტი/. ენერგია. - 2008. - #4
(48). - გვ. 88-91. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
მინათაბაშირბოჭკოვანი ფილების ჭრა ხორციელდება მონიშვნის შემდეგ სწორ და მყარ ზედაპირზე მინათაბაშირბოჭკოვანი ფილების საჭრელი დანით. მონიშვნის ხაზზე მოთავსებული ლითონის სახაზავის გასწვრივ კეთდება ღრმა ჭრილი დანის საშუალებით, რაც განაპირობებს ფილის ჩამოტეხვას ზუსტად მონიშვნის ხაზზე. ჩამოტეხვა ხდება ფურცლის მოთავსებით მაგიდის ძგიდეზე ნაკაწრის გასწვრივ მკვეთრი დაწოლით, რის შემდეგაც ფილა გაიყოფა საჭირო ზომის ორ ნაწილად. ფილების დამაგრებამდე, კარკასის დასაყენებლად ჯერ უნდა მოინიშნოს კარის ღიობისა და ტიხრების მდებარეობა იატაკზე საზომი რულეტის საშუალებით. მას შემდეგ, რაც ფილები დაიჭრება ჰორიზონტალურ (ჭერსა და იატაკზე) და ვერტიკალურ (კედლებზე) ნაწილებად, შესაბამის ადგილებზე უნდა დაწებდეს გამამკვრივებელი ლენტი ბგერაიზოლაციის პარამეტრების გასაუმჯობესებლად. კარის ჩარჩოსთვის უნდა დამონტაჟდეს ორი საყრდენი – ვერტიკალური პროფილი და მათ შორის ჰორიზონტალური ზღუდარი, რომელზედაც დამაგრდება პროფილის შუალედური დგარი მომიჯნავე მინათაბაშირბოჭკოვანი ფილების შესაერთებლად. ორფენა შეფიცვრის შემთხვევაში უნდა დამონტაჟდეს ორი დგარი რათა შესაძლებელი იყოს I და II ფენების გადაფარვა. ყოველი ფილის დაყენებისას უნდა მოხდეს განაპირა (ფილის კიდე) და შუალედური (ფილის შუა) ვერტიკალების მდებარეობის კორექცია. ფილების პირაპირების ამოგოზვა ხდება საგოზავით ფითხის საშუალებით ისე, რომ მოსწორდეს შეფიცვრის ზედაპირი, ამავდროულად ამოივსოს საგოზავით სჭვალების თავებიც და მოსუფთავდეს ზედაპირი საგოზავის ნარჩენებისაგან. გაშრობის შემდეგ საჭიროა საგოზავის სუფთა პირის გადასმა და მიღებული ფენის მოხეხვა ნაწიბურების და ხორკლის მოსაცილებლად. კონსტრუქციის გარე კუთხეები უნდა დაიფაროს ლითონის პერფორირებული კუთხოვანა პროფილებით, რათა დავიცვათ ისინი შესაძლო მექანიკური დაზიანებებისაგან. ამისათვის კუთხოვანა უნდა ჩამაგრდეს კონსტრუქციის წინასწარ საგოზავწასმულ კუთხეზე და მოსწორდეს შემავსებელი საგოზავით. ილ. 6.
ავტ.
უაკ 691.32
4.გ8.4. ბეტონის ფიზიკურ-მექანიკური და ტექნიკური მახასიათებლების კვლევა თეორიული ანალიზის საფუძველზე. /ვ. ლომიძე, თ. ჯოჯუა, თ. თურმანიძე/. ენერგია. - 2008. - #4
(48). - გვ. 92-98. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
განიხილება დრეკადობის თეორიის ერთ-ერთი ბრტყელი ამოცანა.
სასრული ელემენტების მეთოდის კონცეფციის თანახმად,
ობიექტი წარმოდგენილია მცირე ელემენტების ერთობლიობად.
ცალკეულ ელემენტისთვის იწერება დრეკადობის თეორიის დამოკიდებულებები.
მათ საფუძველზე დგება საანგარიშო სიდიდეების შესაბამისი გამოსახულებები.
უწყვეტობისა და წონასწორობის პირობების დაკმაყოფილება სწარმოებს ერთიანი განტოლებათა სისტემების ამოხსნის საშუალებით.
სტატიაში დასმული ამოცანის გადასაწყვეტად გამოყენებულია სეპარაციის მეთოდი.
მოყვანილია საანაგრიშო სქემები,
სტატიკური და კინემატიკური სასაზღვრო პირობები.
განიხილება ორი შემთხვევა:
სეპარაციის ელემენტებს შორის არის იდეალური კავშირი და მეორე – როდესაც ასეთ კავშირს ადგილი არ აქვს. სეპარაციის ელემენტებისთვის გეომეტრიული და სტატიკური პირობების დაკმაყოფილების საშუალებით სწარმოებს უცნობი კოეფიციენტების თანდათანობითი გამორიცხვა მანამ,
სანამ არ მიიღება კონკრეტული რიცხვითი მნიშვნელობები.
დასმული ამოცანის ამოხსნის გზა მოყვანილია ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითის განხილვის საფუძველზე.
მაგალითისთვის განხილულია ბეტონის ბლოკი,
რომელიც იმყოფება დატვრითვის ქვეშ მყოფ ორ ხუსტ პლატფორმას შორის.
ამოცანა სიმეტრიულია.
მიღებულია ძაბვის ფუნქციის გამოსახულების საშუალებით სეპარაციის ელემენტების ძაბვები და გადაადგილებები.
შემდგომ პროცესს წარმოადგენს სასაზღვრო პირობების დაკმაყოფილება.
უკანასკნელი მოქმედების დასრულების შემდეგ საანგარიშო კოეფიციენტები იღებენ კონკრეტულ რიცხვით სიდიდეებს.
მოცემული ალგორითმის რიცხვითი რეალიზების მაგალითი მოყვანილი იქნება ჟურნალის მომდევნო ნომერში. ილ. 3.
ავტ.
გ9. სოფლისა და სატყეო მეურნეობა. თევზის მეურნეობა
უაკ 631.416.143
4.გ9.1. ნიადაგის მარილიანობის ცვალებადობის მათემატიკური კვლევები. /ა. სურმავა, ნ. ტუღუში, ლ. შავლიაშვილი, ლ. ინწკირველი, ს. მდივანი/. ჰმი-ს შრომათა კრებული - 2008. - ტ. 115. - გვ. 322-330. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
ნიადაგში წყლისა და გახსნილი მარილის ინფილტრაციის განტოლებების რიცხვითი ინტეგრირების საშუალებით მოდელირდება ბიცობიანი ნიადაგის ზედა ფენის მარილიანობის შემცირების პრაქტიკაში გამოყენებული ერთ-ერთი მეთოდი. ნაჩვენებია, რომ მეთოდი ნიადაგის ფილტრაციის და დიფუზიის კოეფიციენტების გარკვეული მნიშვნელობებისა და 90 დღე-ღამის განმავლობაში სამჯერადი მორწყვის შემთხვევებში იწვევს ნიადაგის ზედა 70
სმ ფენის მარილიანობის შემცირებას.
ავტ.
უაკ 636.085/.087
4.გ9.2. გვიანი შემოდგომის თუთის გაუხეშებული ფოთლის მეცხოველეობაში საკვებად გამოყენების შესაძლებლობა, მისადაგებული ტექნოლოგიები და
მისი ეკონომიკური ეფექტიანობა. /გ. ნიკოლეიშვილი, ბ. კოროხაშვილი, ბ. საკანდელიძე, ს. თურმანიძე, ე. ჭოლაძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. –
2009. - #1. – გვ.
21-30. – ქართ., რეფ.: ინგლ.
საქართველოს, როგორც მცირემიწიან ქვეყანას, მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდება საკვები სავარგულების ფართობების გადიდება და კურსი ინტენსიფიკაციის დონის ამაღლებისაკენ უნდა ავიღოთ. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი იაფფასიანი არატრადიციული ნედლეულის მოპოვებას, რომელიც მდიდარი იქნება საკვები ელემენტებით და შეავსებს არსებულ დანაკლისს. მეაბრეშუმეობის სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში ჩატარებული მუშაობის შედეგების მიხედვით ასეთ ნედლეულად შეიძლება მივიჩნიოთ შემოდგომაზე დამზადებული გაუხეშებული თუთის ბუნებრივი ფოთოლი. ბუნებრივია, ასეთი ფოთოლო აბრეშუმის ჭიის გამოსაკვებად უვარგისია, მაგრამ წარმატებით გამოიყენება მეცხოველეობაში, როგორც ”ნეკერის”, ისე ფოთლის ფქვილისა და სხვა სახის საკვების დასამზადებლად. ყველა შემთხვევაში საჭიროა თუთის ფოთლის ბიოქიმიური მახასიათებლების შესწავლა და ყუათიანობის დადგენა. ამ მიმართულებით სამომავლოდ მუშაობა კიდევ უფრო გაფართოვდება. ქუთაისის მეაბრეშუმეობის ზონალურ საცდელ სადგურში შეისწავლება თუთის რეკომენდებული ჯიშებით გაშენებულ სხვადასხვა ტიპის ნარგაობიდან გაზაფხულზე დამზადებული ფოთლის პირდაპირი დანიშნულებით გამოყენების და შემოდგომაზე დამზადებული გაუხეშებული თუთის ფოთლიდან ”ნეკერის”, ფოთლის ფქვილის და სხვა სახის საკვების დამზადების შესაძლებელობა და ეკონომიკური ეფექტიანობა.
ავტ.
უაკ 631.51
4.გ9.3. სახნავი მიწების გამოყენების გაუმჯობესების რეკომენდაციები. /ს. ყამარაული, ლ. ყამარაული/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #1. – გვ. 61-67. – ქართ., რეფ.: ინგლ.
ჩატარებული კვლევებიდან დგინდება, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ტექნიკა საკმაოდ მოძველებულია, ხშირად გამოდის მწყობრიდან და საჭიროებს შეკეთებას, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მათი მწარმოებლურობა დაბალია, ხოლო რაოდენობა კი არასაკმარისი, ამის გამო დროულად ვერ ხერხდება ხვნა, თესვა, დაბალ დონეზე სრულდება სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ეს ყველაფერი კი უარყოფით ზეგავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობაზე. სახნავი მიწების, სასუქების, ტექნიკისა და მუშახელის ეფექტურად გამოყენების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია დაიწყოს დაქუცმაცებული მიწების გამსხვილება, კოოპერატივების შექმნის გზით; კოოპერატივები უნდა შეიქმნას სოფლებში არსებული მასივების მიხედვით, ე.ი. დასახლებულ პუნქტებში ჩამოყალიბდეს ერთი ან რამდენიმე კოოპერატივი.
ავტ.
უაკ
631.1.017.3-058.232.6
4.გ9.4. ოპერაციული ბერკეტის ეფექტი მცირებიზნესურ ფერმერულ მეურნეობებში. /ლ. ჩიბურდანიძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #1. – გვ. 68-75. – ქართ., რეფ.: ინგლ.
ოპერაციული ბერკეტის ეფექტიანობის განსაზღვრის მთავარ პრინციპებად მივიჩნიეთ წარმოებული პროდუქციის 100%-იანი საქონლიანობის დონე; რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 100%-იანი აღიარება; დახარჯული მასალების და შესრულებული სამუშაოების შეფასება მიმდინარე საბაზრო ფასებით. საბაზრო ეკონომიკის პირობებში აუცილებელია ფერმერს გააჩნდეს ფინანსური მდგრაობის მარაგი. ფინანსური მდგრაობის მარაგი ფერმერისათვის ესაა რეალიზაციიდან მიღებულ ამონაგებსა და რენტაბელობის ზღვარს შორის სხვაობა. თუ ფერმერი რეალიზაციიდან მიიღებს რენტაბელობის ზღვარზე ნაკლებ თანხას, მაშინ მისი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება, შეიქმნება ლიკვიდური საშუალებების დეფიციტი.
ავტ.
გ10. წყლის მეურნეობა. მელიორაცია
უაკ 551
4.გ10.1. საქართველოს მტკნარი წყლის რესურსული პოტენციალი და მენეჯმენტი. /ვ. გელაძე, გ. გელაძე, ნ. ბოლაშვილი, ნ. მაჭავარიანი/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. - ტ. 115. - გვ. 41-45. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოცემულია საქართველოს მტკნარი წყლის რესურსები, საექსპორტოდ გათვალისწინებული წყლის რაოდენობა რეგიონებისა და დროის მიხედვით, წყალაღების მეთოდი და ადგილი, რაც უნდა განისაზღვროს ცაკლკეული ჰიდროეკოსისტემების მდგომარეობისა და წყალსამეურნეო ბალანსების დეტალური ანალიზის შემდეგ.
ავტ.
უაკ 551
4.გ10.2. წლის დასაწყისის გავლენა მდინარის წლიური ჩამონადენის და ნალექების ურთიერთკავშირზე და ტრენდზე. /გ. გრიგოლია, დ. კერესელიძე, ვ. ტრაპაიძე, გ. ბრეგვაძე, ნ. ცინცაძე/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. - ტ. 115. - გვ. 228-233. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებით ნალექებისა და მდინარის ჩამონადენის ცვალებადობას ძირითადად შეისწავლიან წლიურ ინტერვალებში. მასალების სტანდარტული დამუშავება და გამოქვეყნება ხდება კალენდარული წლებით (1/I-დან). ნაშრომში დადგენილია, რომ წლის სხვადასხვა დაწყებისას იცვლება წლიურ ჩამონადენს და ნალექებს შორის ურთიერთკავშირის და ტრენდის კორელაციის კოეფიციენტი. რეკომენდებულია წლიური ათვლა გაანგარიშებებში დაიწყოს წყალსამეურნეო წელს (1/IV), როდესაც წლიური სიდიდეების ერთგვაროვნება მეტად არის დაცული და წლიურ ნალექებსა და ჩამონადენს შორის კორელაციური კავშირები უდიდესია.
ავტ.
უაკ 556.55
4.გ10.3. წყალსაცავში შეჭრილი მეწყერული ნაკადის წყალთან დინამიკური ურთიერთქმედების ბმული სასაზღვრო ამოცანა. /ჯ. კილასონია/. ენერგია. - 2008. - #4
(48). - გვ. 39-42. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
დასმულია ბმული სასაზღვრო ამოცანა, რომელიც ასახავს წყალსაცავის აკვატორიაში დიდი სიჩქარით შეჭრილი მსხვილმასშტაბიანი გრუნტის ნაკადების წყალთან დინამიკურ ურთიერთქმედებას და ამით გამოწვეულ ტალღურ პროცესებს. ამოცანის ფორმულირებისთვის გამოყენებულია ავტორის მიერ მოდიფიცირებული მარჩხი წყლის ორგანზომილებიანი თეორიის კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების სისტემები მეწყერული ნაკადისა და წყლისათვის შესაბამისად, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან დროსა და სივრცეში ცვალებადი შიგა საზღვრით. მოცემულია, აგრეთვე, გაანგარიშების ზოგადი ალგორითმი.
ავტ.
უაკ 627.43/.8
4.გ10.4. ალგეთისა და სიონის კაშხლების გარღვევის შედეგად ქვედა ბიეფში ტალღებით გამოწვეული ზემოქმედების პროგნოზი. /თ. გველესიანი, გ. ფალავანდიშვილი, ბ. მაღლაფერიძე, გ. ბერძენაშვილი/. ენერგია. - 2008. - #4
(48). - გვ. 43-47. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
2007 წლის განმავლობაში აქციონერულ საზოგადოება "საქწყალპროექტში" შესრულდა ორი პროექტი საქართველოს მელიორაციული დანიშნულების ჰიდროკვანძების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, რომლებიც ეხებოდა ქვედა ბიეფებში ტალღების ზემოქმედების პროგნოზს. ტალღების სავარაუდო წარმოშობა დაკავშირებულია ალგეთისა და სიონის კაშხლების ნაწილობრივ ან მთლიანად დანგრევასთან. პროექტები შესრულდა კომპიუტერული პროგრამის გამოყენების შედეგად, რომლებიც შეიმუშავეს პროექტის შემსრულებლებმა პირველად საქართველოს კონკრეტულ ობიექტებისთვის. ამ პროგრამაში გამოყენებულ იქნა ორიგინალური ქვეპროგრამა კალაპოტების საანგარიშო განივი კვეთების აპროქსიმაციის მიზნით. მოყვანილია გაანგარიშებით მიღებული გარღვევის ტალღების ჰიდროდინამიკური პარამეტრების (ნაკადის სიჩქარე, სიმაღლე, სიგანე და სხვ.) მნიშვნელობები მდინარეების კალაპოტების ყველა აღნიშნულ გასწორისთვის (განივი კვეთისთვის). მითითებულია აგრეთვე იმ ზარალის შემცირების ღონისძიებები, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ამ ტალღებმა განხილული ჰიდროკვანძების ქვედა ბიეფებში. მოყვანილია 2 ნახაზი. ნახ. 1-ზე წარმოდგენილია მდ. ალგეთის ხეობის მოცულობითი განივი კვეთი, ხოლო ნახ. 2-ზე კი - ჰიდრავლიკური პარამეტრების (ხეობის სიმაღლე, სიგანე, ხარჯი, ტალღების დინების სიჩქარე და სხვ.) დროზე დამოკიდებულებების გრაფიკები, რომლებიც მიღებულია კომპიუტერული გაანგარიშების შედეგად განსახილველი გასწორის მიმართ. ილ.2, ლიტ. 7 დას.
ავტ.
გ11. საგარეო და შიდა ვაჭრობა. ტურიზმი
უაკ 551.582
4.გ11.1. ტურიზმის კლიმატური ინდექსი თბილისში. /ა. ამირანაშვილი, ა. მატზარაკისი, ლ. ქართველიშვილი/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. - ტ. 115. - გვ. 27-30. - ინგლ; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოცემულია თბილისისათვის ტურიზმის კლიმატური პოტენციალის შეფასება სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად ხმარებული “ტურიზმის კლიმატური ინდექსის” შესაბამისად.
ავტ.
უაკ 551.582
4.გ11.2. ქ. წყალტუბოს საკურორტო-ტურისტული კომპლექსის კლიმატური, აეროიონიზაციური და
რადიოლოგიური მახასიათებლები. /ნ. სააკაშვილი, მ. ტაბიძე, ი. თარხან მოურავი, ე. ხელაშვილი, ა. ამირანაშვილი, დ. კირკიტაძე, გ. მელიქაძე, ა. ნოდია, ა. თარხნიშვილი, ვ. ჩიხლაძე, გ. ლომინაძე, კ. წიქარიშვილი, ლ. ჭელიძე/. ჰმი-ს შრომათა კრებული –
2008. - ტ. 115. - გვ. 31-40. - რუს., რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
წარმოდგენილია ქ. წყალტუბოს და, აგრეთვე, თეთრი მღვიმის, სათაფლიის და წყალტუბოს მღვიმის კლიმატური, აეროიონიზაციური და რადიოლოგიური მახასიათებლების კვლევის შედეგები.
ავტ.
უაკ
621.43.019.2:629113/.115
4.გ12.1. ავტომობილის აირულ საწვავზე გადაყვანის ეფექტურობა. /ო. გელაშვილი, ი. ცერცვაძე, თ. ნიაური/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. –
2008. - #3(11). – გვ.
5-12. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
მოცემულია ძრავაში საწვავად აირის გამოყენების და ავტომობილების აირულ საწვავზე გადაყვანის ეფექტურობის ანალიზი. თეორიულად დამტკიცებულია აირბალონიანი ავტომობილების გამოყენების შესაძლებლობა და მიზანშეწონილობა გათხევადებულ და შეკუმშულ ბუნებრივ აირულ საწვავებზე მუშაობისას. დამტკიცებულია, რომ ფართო მასშტაბით ავტომობილებზე აირული საწვავის გამოყენება საშუალებას გვაძლევს გამოვათავისუფლოთ დეფიციტური ნავთობპროდუქტები, შევამციროთ სატრანსპორტო-საექსპლუატაციო ხარჯები აირული საწვავის დაბალი ფასის ხარჯზე და გავაუმჯობესოთ სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.
ავტ.
უაკ
621.43.019.2:629113/.115
4.გ12.2. ბენზინის აორთქლების მახასიათებლების გავლენა ავტომობილის ეკოლოგიურობაზე. /ჯ. იოსებიძე, გ. აბრამიშვილი, თ. აფაქიძე, ა. ჩხეიძე, ხ. მღებრიშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11).
– გვ. 52-59. - ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
არსებულ ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდობით, ახლებური მიდგომით არის გაანალიზებული ბენზინის აორთქლების მახასიათებლების (ფრაქციული შემადგენლობა, ნაჯერი ორთქლის წნევა; აორთქლებადობის ინდექსი) გავლენა საავტომობილო ძრავის მუშაობის მაჩვენებლებზე (ცივ ამინდში ცივი ძრავის გაშვების სიადვილე და საიმედოობა, შეთბობის ხანგრძლივობა, სამუშაო ნარევის წვის სისრულე, ძრავის სიმძლავრე, მიმღებიანობა, ცილინდრ-დგუშის ჯგუფის დეტალების ცვეთა, კვების სისტემის ტუმბოში და მილსადენებში ე.წ. ”ორთქლის საცობების” წარმოქმნა, ბენზინის დანაკარგის ზრდა მისი შენახვის, ტრანსპორტირებისა და მოხმარებისას, საწვავეკონომიურობა და ა.შ.), დამყარებულია კონცეპტუალური დამოკიდებულება ამ მაჩვენებლებსა და ავტომობილის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას შორის.
ავტ.
უაკ 625
4.გ12.3. სატრანსპორტო გვირაბების ხანძარსაწინააღმდეგო აქტიური დაცვის მართვის კომპლექსური ავტომატიზებული სისტემები. /მ. მოისწრაფიშვილი, ე. მოისწრაფიშვილი, ნ. არუდაშვილი, გ. ენუქიძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11).
– გვ. 69-75. - ქართ., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია სატრანსპორტო გვირაბებში ხანძრის წარმოქმნისა და სწრაფი გავრცელების მაღალი რისკები, მოტანილია საზღვარგარეთ მომხდარი მასშტაბური ხანძრების მაგალითები, გაანალიზებულია ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის კომპლექსური ავტომატიზებული სისტემები, მისი ქვესისტემები და მართვის სისტემური ბლოკის ფუნქციონალური სქემა. აღწერილია მოწყობილობის დანიშნულება და ხანძარსაწინააღმდეგო აქტიური დაცვის ავტომატიზებული მართვის სისტემური ბლოკის მოქმედების პრინციპი. აღნიშნულია, რომ ხანძარსაწინააღმდეგო აქტიური დაცვის ავტომატიზებული მართვის სისტემური ბლოკის მონაცემები უნივერსალურია და შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა დანიშნულების ობიექტებზეც, ამავე დროს აუცილებელია ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება. სტატიაში დადასტურებულია დღეისათვის თანამედროვე ავტომატიზებული სისტემების გამოყენების შესაძლებლობა ჩამოყალიბებულ იქნას ხანძარსაწინააღმდეგო და მასთან ბრძოლის ღონისძიებათა თანმიმდევრული ბლოკსქემა და დამუშავებულ იქნას როგორც ამ სისტემის ელემენტების მუშაობის პრინციპები კონსტრუქციულ თავისებურებათა გათვალისწინებით, ასევე შეიქმნას ხანძარსაწინააღმდეგო კომპლექსის ცენტრალიზებული მართვის კომპიუტერული სისტემა.
ავტ.
უაკ 613.114.05
4.გ12.4. ავტოსატრანსპორტო საწარმოების პირობებში საავტომობილო საწვავის ხარჯის ეფექტურად მართვის ლოგისტიკური სისტემის დამუშავება. /ო. გელაშვილი, ბ. კიწმარიშვილი, თ. მაწიაშვილი, თ. ნიაური/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11).
– გვ. 83-89. - რუს., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია ავტომობილების საექსპლუატაციო საწვავის ხარჯის ფორმირების საკითხები და ჩატარებულია მათი ნორმირების მეთოდების ანალიზი. დამუშავებულია ავტომობილების მინიმალური საწვავის ხარჯის განსაზღვრის მეთოდიკა და შეთავაზებულია ახალი მიდგომა ექსპლუატაციაში საწვავის ხარჯის შემცირების უზრუნველსაყოფად. დამუშავებულია საავტომობილო საწვავის ხარჯის მართვის სამ ეტაპიანი ლოგისტიკური სისტემა, რომელიც წარმოადგენს ხარისხობრივად ახალს, უფრო თანამედროვე ფორმას და უზრუნველყოფს საწვავის გადახარჯვის მიზეზების ოპერატიულ გამოვლენასა და აღმოფხვრას, ავტოსატრანსპორტო საწარმოების პირობებში გვაძლევს დიდ ეკონომიკურ ეფექტს.
ავტ.
უაკ 616.831
4.გ13.1. თავის ტვინის კეროვანი ცვლილებები და ჰემოდინამიკური პარამეტრები კოლატერალური მიმოქცევის მდგომარეობასთან მიმართებაში. /ფ. თოდუა, დ. გაჩეჩილაძე, მ. ბერაია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2 - # 3. – გვ. 134-140 – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
ავტორებმა შეისწავლეს თავის ტვინის კოლატერალური მიმოქცევის მდგომარეობა პაციენტებში შიგნითა საძილე არტერიის ცალმხრივი კრიტიკული სტენოზითა და ოკლუზიით. შესწავლილ იქნა 71 პაციენტი (41(58%)–კრიტიკული სტენოზი, 30(42%)–ოკლუზია). პაციენტთა ასაკი მერყეობდა 41-78წწ. ფარგლებში (საშუალო ასაკი-62±12წ). 40(56%) შემთხვევაში დაზიანებული იყო მარცხენა, ხოლო 31(44%) შემთხვევაში მარჯვენა შიგნითა საძილე არტერია. ყველა პაციენტს ჩაუტარდა რუტინული ნევროლოგიური კვლევა, თავის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, მაგისტრალური ექსტრაკრანიული და ინტრაკრანიული სისხლძარღვების დუპლექს-სკანირება და 3D TOF
მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია. 50(70%) შემთხვევაში გამოვლინდა სიმპტომური ცერებრალური იშემია. სიმპტომატურ პაციენტებში ჭარბობდა შუა ცერებრული არტერიის აუზის კორტიკალური ინფარქტები 13(26%) და ე.წ. “მოსაზღვრე ზონის” ინფარქტები-10(20%). შიგნითა საძილე არტერიის ცალმხრივი ოკლუზიის პირობებში ადგილი ჰქონდა კონტრალატერალური შიგნითა საძილე არტერიის კომპენსატორულ დილატაციას და ნაკადის მოცულობითი სიჩქარის დაახლოებით 60%-ით კომპენსატორულ მომატებას, ასევე ნაკადის მოცულობითი სიჩქარის დაახლოებით 18%-ით მატებას ვერტებრულ არტერიებში. პაციენტებში, სადაც არ მოქმედებდა წინა შემაერთებელი არტერია, აღინიშნება როგორც ნაკადის ინტენსივობის დაქვეითება იფსილატერალურ ინტრაკრანიულ კაროტიდულ აუზში (V მეან-38ცმ/ს, PI-0.69), ასევე საგრძნობლად მეტი ინფარქტის შემთხვევები(13(85%); მოფუნქციონირე წინა შემაერთებელი არტერიის მქონე პირებში – 2 ინფარქტი, Vმეან-44ცმ/ს, PI-0.77. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინა შემაერთებელი არტერია წარმოადგენს ექსტრაკრანიული სტენო-ოკლუზიური პროცესის საკომპენსაციო ყველაზე მნიშვნელოვან კოლატერალს. თვალბუდის ანასტომოზი ამ მხრივ შედარებით ნაკლებეფექტურია. პაციენტებში, რომლებთანაც არ აღინიშნება ვილიზიის წრის შემაერთებელი არტერიების ფუნქციონირება, ან სადაც ფუნქციონირებს მხოლოდ უკანა შემაერთებელი არტერია, ვლინდება ინფარქტის (უპირატესად მოსაზღვრე ზონის) განვითარების მაღალი რისკი. ასევე შედარებით არაკეთილსაიმედო ფაქტორად არის მიჩნეული რეტროგრადული ნაკადის გამოვლენა თვალბუდის არტერიაში. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის, მრ-ანგიოგრაფიისა და ექსტრაინტრაკრანიული სისხლძარღვების დუპლექს-სკანირების კომპლექსური გამოყენება იძლევა პრაქტიკულად სრულ ინფორმაციას კოლატერალური მიმოქცევის ფუნქციური სტატუსის შესახებ საძილე არტერიის მნიშვნელოვანი სტენოზების შემთხვევაში.
ავტ.
უაკ 616-021.3
4.გ13.2. ვირუსული და იდიოპათიური დილატაციური კარდიომიოპათიის კლინიკური მანიფესტაცია და ხანგრძლივი პროგნოზი. /ნ. ყიფშიძე, კ. ნადარაია/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2 - # 3. – გვ. 141-148 – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
კვლევის ძირითადი მიზანი იყო კარდიომიოპათიების ყველაზე გავრცელებული და მძიმედ მიმდინარე ფორმების – ვირუსული და იდიოპათიური დილატაციური კარდიომიოპათიის – კლინიკური გამოვლენის თავისებურებათა და ხანგრძლივი პროგნოზის მაჩვენებლების შეფასება. კვლევაში ჩართულ იქნა 15-დან 68 წლამდე ასაკის 144 პაციენტი (საშუალო ასაკი – 43.8±12.0, 122 მამაკაცი და 22 ქალი) რომლებიც მკურნალობას გადიოდნენ თერაპიის ეროვნული ცენტრის კარდიომიოპათიებისა და გულის იშემიური დაავადების განყოფილებაში დკმ-ის დიაგნოზით 1991 წლიდან. პაციენტების ჩართვისას საკვლევ ჯგუფში ხორციელდებოდა დკმ-ის მკაცრი დიფერენცირება იშემიური, ალკოჰოლური და სხვა მეორადი კარდიომიოპათიებისგან. სტანდარტულ კლინიკურ და ბიოქიმიურ გამოკვლევებთან ერთად (რაც მოიცავდა დაავადების დეტალურ ანამნეზს) კარდიოტროპულ და ჰეპატოტროპულ ვირუსებზე ანტისხეულების გამოსავლენად გამოყენებულ იქნა სეროლოგიური კვლევა (იმუნოფერმენტული მეთოდი ELISA). სეროლოგიური კვლევის შედეგების გათვალისწინებით და ანამნეზურ და კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით პაციენტები დაყოფილ იქნენ 2 ჯგუფად: I ჯგუფი – პაციენტები ვირუსული ეტიოლოგიის დკმ-ით; II ჯგუფი – პაციენტები იდიოპათიური დკმ-ით. კვლევაში ჩართული დკმ-ის დიაგნოზის მქონე 144 პაციენტიდან 77 (53.5%) პაციენტს ანამნეზში მწვავე რესპირატორულ ინფექციასთან ერთად გამოუვლინდა დადებითი სეროლოგიური რეაქცია კარდიოტროპული ვირუსების მიმართ, რის შედეგადაც I ჯგუფში გაერთიანდა 77 პაციენტი ვირუსული ეტიოლოგიის დკმ-ით, ხოლო II ჯგუფში – 67 (46.5%) პაციენტი იდიოპათიური დკმ-ით. 144 პაციენტიდან 5 წლის განმავლობაში დაიღუპა 69 (47.9%) პაციენტი, ხოლო 75 (52.1%) გადარჩა. საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობამ ვირუსული და იდიოპათიური დკმ-ის ჯგუფებში შეადგინა შესაბამისად 4,1±2,0 და 4,9±2,8 წელი. 3-წლიანმა ლეტალობამ შეადგინა 33.8% და 26.9%, ხოლო 5-წლიანმა ლეტალობამ – 53.2% და 41.8% შესაბამისად. ლეტალობის ყველაზე ხშირი მიზეზები იყო გსლ მზარდი უკმარისობა და უეცარი სიკვდილი (I ჯგუფი - 43.9% და 31.7%, II ჯგუფი – 35.7% და 46.4% შესაბამისად). მიღებული შედეგების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ დკმ-ის შემთხვევათა ნახევარს აქვს ვირუსული ეტიოლოგია, ყველაზე ხშირად გამოვლინდება და მაღალი კარდიოტროპულობით ხასიათდება კოქსაკი BB ვირუსი. ვირუსული დკმ ხასიათდება უფრო მძიმედ გამოხატული კლინიკური მანიფესტაციით, პროგრესირებადი გულის უკმარისობის უფრო სწრაფი განვითარებით და ლეტალობის მაჩვენებლების უფრო მაღალი დონით, ვიდრე იდიოპათიური დკმ. დილატაციური კარდიომიოპათიების სტრუქტურაში ვირუსული ეტიოლოგიის კარდიომიოპათიის მაღალი ხვედრითი წილისა და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლებიდან გამომდინარე აუცილებლად მიგვაჩნია ქვემწვავე და ქრონიკული ვირუსული მიოკარდიტების დროული დიაგნოსტირება და მათი ადეკვატური მკურნალობა, რათა თავიდან იქნას აცილებული დილატაციურ კარდიომიოპათიად მათი შესაძლო ტრანსფორმაცია.
ავტ.
უაკ 658.3
4.დ1.1. საკადრო მუშაობის ინოვაციური მართვა. /ნ. პაიჭაძე/. – ეკონომიკა და ბიზნესი. – 2008. #2. - გვ. 78-86. – ქართ., რეზ.: ინგლ.
განხილულია საკადრო მუშაობის თეორიული და პრაქტიკული პრობლემების ინოვაციური მართვის საკითხები. მათში იგულისხმება ნებისმიერი ორგანიზაციული საქმიანობა, ორგანიზაციული გადაწყვეტილებების მიღება, პროცედურა ან საკადრო მუშაობის მართვის მეთოდი, რომლებიც არსებითად განსხვავდებიან პრაქტიკაში დამკვიდრებულისაგან და პირველად გამოიყენებიან მოცემულ ორგანიზაციაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ინოვაციური პოტენციალის განვითარების ორგანიზებას, საკადრო მუშაობის მხრივ სიახლის გამოვლენას და რეალიზაციის ორგანიზებას და სხვ.
ნ. ჩხაიძე
უაკ 658
4.დ1.2. თანამედროვე ბიზნესის მართვის ორგანიზაციული სტრუქტურირება. /ე. გულუა/- ეკონომიკა და ბიზნესი. – 2008. – # 2 - გვ.: 50-58 – ქართ., რეზ.: ინგლ.
განხილულია ბიზნეს-ორგანიზაციაში მართვის სტრუქტურირების თანამედროვე ასპექტები, რაც გულისხმობს საქმიანობის სახეობებისა და პერსონალის დაჯგუფებას წინასწარ დადგენილი მიზნის მისაღწევად. სტრუქტურის შერჩევა დამოკიდებულია ცალკეული ბიზნეს-სუბიექტის სპეციფიკაზე: საქმიანობის სახეობაზე, მასშტაბებზე, გარემოში არსებულ სიტუაციებზე. ფირმის საწარმოო სტრუქტურას განსაზღვრავს ფირმის პროფილი, დივერსიფიკაციის თუ სპეციალიზაციის დონე, პროდუქციის რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა. ორგანიზაციული და მართვის სტრუქტურები ძირითადად ერთმანეთს ემთხვევა: ორგანიზაციული დანაყოფების მიხედვით ხდება მართვის სტრუქტურიზაცია და სპეციალიზებული ფუნქციების განხორციელება. მართვის სტრუქტურის განმსაზღვრელია სხვადასხვა ფაქტორი. მაგ. ფირმის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ორგანიზაციის სიდიდე, ორგანოზაციის სექტორული კუთვნილება. ორგანიზაციის სტრუქტურის კლასიკური ტიპებია: იერარქიული, ფუნქციონალური და შერეული. თავის მხრივ თითოეული მათგანი შეიძლება კლასიფიცირებული იქნეს ქვესახეობებად. ცვალებადი ბაზრისა და მოთხოვნების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მანევრირების უნარს – სტრატეგიისა ტაქტიკის უსწრაფეს ცვლილებებს. შესაბამისად აუცილებელია ორგანიზაციის სტრუქტურას ახასიათებდეს სწრაფი გარდაქმნის უნარი.
ნ. ჩხაიძე
უაკ 91
(479.22)+632.118.3
4.დ2.1. მთის ბიოგეოცენოზების ანთროპოგენური დაბინძურების სპეციფიკურობა გლობალური დათბობის პირობებში. /ე. სალუქვაძე, მ. გოგებაშვილი, ნ. ივანიშვილი/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. - ტ. 115. - გვ. 90-96. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
ჩატარებული კვლევები მიზნად ისახავდა მთის ბიოგეოცენოზების ანთროპოგენური დაბინძურების რეალიზაციის ჩვენებას გლობალური დათბობის პირობებში. ხსენებული პროცესის ფორმირება შეიძლება წარიმართოს შემდეგი მიმართულებით: დაბინძურების ფაქტორი – მცენარეული საფარის ზრდის შესუსტება – დაქვეითებული ადაპტაციის უნარის მქონე ფიტოცენოზი – ბიოგეოცენოზის ჰიდროლოგიური პარამეტრების ცვლილება – დესტრუქციული პროცესების განვითარება მთიანი რეგიონების კრიტიკულ ლანდშაფტებში.
ავტ.
უაკ 630:551.58
4.დ2.2. კლიმატის გლობალური დათბობის გავლენა აგროკლიმატური ზონების ცვლილებაზე. /გ. მელაძე, მ. თუთარაშვილი, მ. მელაძე/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. – ტ. 115. – გვ. 97-104. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
მეტეოროლოგიურ დაკვირვებათა მონაცემების ანალიზისა და დამუშავების შედეგად დამყარებულია მაღალი კორელაციური კავშირი ჰაერის ტემპერატურის 100-ს ზევით გადასვლის თარიღს, აქტიურ ტემპერატურათა ჯამსა და ზღვის დონიდან სიმაღლეს შორის. დადგენილი კავშირების საფუძველზე შედგენილია რეგრესიის განტოლებები, რომელთა მიხედვით განსაზღვრულია აქტიურ ტემპერატურათა ჯამები აგროკლიმატური ზონებისასთვის. გამოყოფილია 5 აგროკლიმატური ზონა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გავრცელებისათვის. სცენარის მიხედვით ტემპერატურის 10-ით მატებისას ციტრუსების, ვაზის, ჩაის, სამარცვლე სიმინდის, საშემოდგომო ხორბლის და სხვა კულტურების გავრცელების ზონამ 100-150 მეტრით აიწია მაღლა, ამჟამად არსებული მათი გავრცელების ზონებთან შედარებით, ხოლო 20-ით მატებისას – 200-300 მეტრით.
ავტ.
უაკ 551
4.დ2.3. კლიმატის ცვლილების ფონზე მდინარის ჩამონადენის და ნალექების ერთობლივი სტატისტიკური ანალიზი. /გ. გრიგოლია, მ. ალავერდაშვილი, ვ. ტრაპაიძე, გ. ბრეგვაძე, დ. კიკნაძე, ნ. ხუფენია, ნ. კოკაია/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. - ტ. 115. - გვ. 105-111. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
კლიმატის გლობალური დათბობის ფონზე მეტად აქტუალურია მდინარის ჩამონადენის და მისი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორის ნალექების ცვლილების კანონზომიერების ერთობლივი შეფასება წრფივი რეგრესიით და ტრენდით (შემთხვევით სიდიდესა და მის რიგით ნომერს შორის კორელაციის კოეფიციენტით). შეფასებულია მდინარე ვერეს საშუალო თვიური და სეზონური (III-V, VI-VII,
IX-XI, XII-II) ხარჯებისა და ნალექების ტრენდი. შიგაწლიური ცვალებადობის დადგენისათვის გამოთვლილია ცალკეული თვიური ჩამონადენის წლიურიდან პროცენტებში წვლილის ტრენდი. დადგენილია აღნიშნული პერიოდების ჩამონადენისა და ნალექების კორელაციური კავშირები.
ავტ.
უაკ 551.48.215.2
4.დ2.4. კლიმატის ცვლილების ფონზე წყლის რესურსების გაანგარიშების გაუმჯობესების შესაძლებლობა ტენბრუნვის პარამეტრების გამოყენების საფუძველზე. /ნ. ბეგალიშვილი, თ. ცინცაძე, ვ. ცომაია, ხ. ახმედრაბადხანოვი, ნ. კოჭლამაზაშვილი, ლ. ქიტიაშვილი, რ. მამედოვი/. ჰმი-ს შრომათა კრებული –
2008. - ტ. 115. - გვ. 112-121. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების შეწყვეტის პირობებში წყლის რესურსების წყაროების (ატმოსფერული ნალექები, მდინარეული ჩამონადენი, მყინვარული აკუმულაცია–აბლაცია) მახასიათებლების გამოთვლის შესაძლებლობა ატმოსფეროს ტენბრუნვის პარამეტრების საფუძველზე. შეფასებულია მდინარეთა წყლის რესურსების პარამეტრები თბილი, ცივი და წლიური პერიოდებისთვის. არაასოცირებული და ასოცირებული რიგების შემთხვევაში შედეგები დადებითია, უზრუნველყოფა შეადგენს
80-98%.
ავტ.
უაკ 551.465.5
4.დ2.5. შავი ზღვის ცირკულაციური პროცესების მოდელირება და
პროგნოზი. /ა. კორძაძე, დ. დემეტრაშვილი/. ჰმი-ს შრომათა კრებული –
2008. - ტ. 115. - გვ. 122-131. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
განიხილება შავი ზღვის მთელ აუზსა და ზღვის საქართველოს სექტორში მიმდინარე დინამიკური პროცესების მოდელირების ზოგიერთი შედეგი შავი ზღვის ზოგადი (5
კმ სივრცითი გარჩევისუნარიანობით) და რეგიონალური (1
კმ სივრცითი გარჩევისუნარიანობით) ცირკულაციის ბაროკლინური პროგნოსტიკული მოდელების საფუძველზე, რომლებიც გამუშავებულია მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტში.
ავტ.
უაკ 551
4.დ2.6. ატმოსფეროს გამჭვირვალობა აჭარის ზღვის სანაპირო ზონაში. /რ. სოლომონიძე/. ჰმი-ს შრომათა კრებული –
2008. - ტ. 115. - გვ. 234-241. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
2007-2008 წლებში აჭარის ზღვის სანაპირო ზონაში ჩატარდა
450-მდე კომპლექსური ექსპერიმენტი ატმოსფეროს გამჭვირვალობის შესასწავლად. დადგენილია ტემპერატურის, ტენშემცველობის და ქარის გავლენა ატმოსფეროს გამჭვირვალობაზე. შესწავლილია ზღვის გავლენა ატმოსფეროს გამჭვირვალობაზე ზღვის სანაპირო ზონაში.
ავტ.
უაკ 550.42.54.064
4.დ2.7. საქართველოს კახეთის რეგიონის ატმოსფერულ ნალექებში სხვადასხვა ქიმიური ელემენტების კონცენტრაციების დამოკიდებულება საერთო მინერალიზაციაზე. /გ. სუპატაშვილი, მ. სალუქვაძე, ლ. აბესალაშვილი, თ. სალუქვაძე, ე. ხელაია/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. – ტ. 115. – გვ. 242-245. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
წარმოდგენილია აღმოსავლეთ საქართველოს კახეთის რეგიონის ატმოსფერულ ნალექებში ქიმიური ელემენტების – B, P, Br, I, Cu და Pb-ის შემცველობების კვლევის ზოგიერთი შედეგი. შესწავლილია ამ ქიმიური ელემენტების კონცენტრაციების დამოკიდებულება ჯამურ მინერალიზაციაზე.
ავტ.
უაკ 551.50.501.7
4.დ2.8. საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური კატასტროფების ადრეული შეტყობინებისათვის თანამგზავრული ინფორმაციის გამოყენება. /გ. კორძახია, ლ. შენგელია, გ. თვაური, მ. ტატიშვილი, ი. მკურნალიძე/. ჰმი-ს შრომათა კრებული - 2008. - ტ. 115. -გვ. 250-260. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია საქართველოსათვის კატასტროფული ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების პრევენციისა და/ან შერბილებისათვის დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენება. მოყვანილია თანამედროვე თანამგზავრების სხვადასხვა მახასიათებლები. განხილულია საქართველოსათვის მნიშვნელოვანი სტიქიური მოვლენები, რომელთა ადრეული გაფრთხილებებისთვის გამოიყენება თანამგზავრული ინფორმაცია.
ავტ.
უაკ 551.510.04
4.დ2.9. ატმოსფეროს დამაბინძურებელ ნივთიერებათა მაკრომასშტაბური გადატანის მეტეოროლოგიური ასპექტების შესახებ მთიანი რეგიონების პირობებში. /გ. გუნია, ზ. ცქვიტინიძე, ბ. ხოლმაჯანოვი, ზ. ფათხულაევა./. ჰმი-ს შრომათა კრებული - 2008. - ტ. 115. - გვ. 261-271. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
მოცემულია კოლხეთის დაბლობისა და ახანგარანის ხეობის (დასავლეთ ტიან-შანი) მაგალითებზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონეზე ფიონური მოვლენების ზემოქმედების კვლევების შედეგები, ახანგარანის ხეობის რაიონში NOx-ის კონცენტრაციების ველის განაწილების გაანგარიშებები. ნაჩვენებია, რომ ფიონური პროცესები მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენენ ატმოსფეროს დაბინძურების დონეზე მთიანი ქვეყნების პირობებში. მათი გათვალისწინება ატმოსფეროს რეგიონალური დაბინძურების კვლევებისას მნიშვნელოვნად აამაღლებს ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ეკოლოგიური შეფასებების სიზუსტეს. გაკეთებულია დასკვნა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მეტეოროლოგიური მოვლენა უნდა იყოს აყვანილი რეგიონალური “საშიში მეტეოროლოგიური პირობების” რანგში, რომლებიც ხელს უწყობენ ატმოსფეროს დაბინძურების გაძლიერებას.
ავტ.
უაკ 551.515.1.4
4.დ2.10. ექსტრემალური ნალექების მოკლევადიანი რიცხვითი პროგნოზი საქართველოსათვის. /ნ. კუტალაძე, ლ. მეგრელიძე, გ. მიკუჩაძე, ი. ჩოგოვაძე, თ. დავითაშვილი/. ჰმი-ს შრომათა კრებული - 2008. - ტ. 115. - გვ. 272-278. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხორციელებულია გლობალური მოდელის (GFS) ამოხსნის შედეგების გადათვლა შემოსაზღვრული არისათვის ადგილობრივი ფიზიკო-გეოგრაფიული მეზო- და მიკრომასშტაბური პარამეტრების გათვალისწინებით, რაც გაუმჯობესებულია ქვეარის ჩადგმის უკუკავშირიანი (2- way nesting) მეთოდით. ამ უკანასკნელის გამოყენებით მიღებულია ნალექების პროგნოზული და ფაქტიური ველების კარგი თანხვედრა.
ავტ.
უაკ 551.594(063)
4.დ2.11. საქართველოში ელჭექის აქტივობის მახასიათებლები. /ა. ამირანაშვილი, ო. ვარაზანაშვილი, ა. ნოდია, ნ. წერეთელი, ი. მკურნალიძე/. ჰმი-ს შრომათა კრებული - 2008. - ტ. 115. - გვ. 279-285. - რუს.; რეზ. ქართ., ინგლ., რუს.
აგებულ იქნა წელიწადში ელჭექიანი დღეების საშუალო განმეორებადობის საქართველოს ტერიტორიაზე განაწილების რუკა. განხორციელდა დედამიწაზე ელვების განმუხტვის სიმკვრივის შეფასება ყველა მეტეოსადგურისა და საქართველოს 12 ადმინისტრაციული რეგიონისათვის. შესწავლილ იქნა ელჭექების აქტივობის დამოკიდებულება ადგილის სიმაღლეზე.
ავტ.
უაკ 502.573
4.დ2.12. 2008 წლის აგვისტოში ბორჯომ-ხარაგაულის ბუნებრივ ნაკრძალში ტყის ხანძრით მიყენებული სავარაუდო ეკოლოგიური შედეგები. /ა. ამირანაშვილი, თ. ბლიაძე, ვ. ჩიხლაძე/. ჰმი-ს შრომათა კრებული -
2008. - ტ. 115. - გვ. 286-293. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
სავარაუდოდ, ბორჯომ-ხარაგაულის ბუნებრივ ნაკრძალში ტყის ხანძრის შედეგად როგორც ნახანძრალზე, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება მიკროკლიმატური და ბიოკლიმატური მახასიათებლების ცვლილება. დაზარალებული ზონის გავლენის მასშტაბის შესაფასებლად, ხსენებული ტექნოგენური კატასტროფის ნეგატიური შედეგების შესარბილებლად და საჭირო ზომების მისაღებად, აუცილებელია ამ მახასიათებლების დეტალური გამოკვლევა.
ავტ.
უაკ 551.59
4.დ2.13. საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების სივრცობრივი სტრუქტურა საქართველოს ტერიტორიაზე. /ო. ვარაზანაშვილი, ე. ელიზბარაშვილი/. ჰმი-ს შრომათა კრებული -
2008. - ტ. 115. - გვ. 294-302. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია ისეთი საშიში მეტეოროლოგიური მოვლენები, როგორებიცაა გვალვა, წაყინვა, გრიგალური ქარი, მკვრივი ნისლი და ლიპყინული. მოვლენათა ინტენსივობისა და შესაბამისი მოსალოდნელი დაზიანებების გათვალისწინებით შემუშავებული სპეციალური კრიტერიუმები საფუძვლად დაედო GIS-სისტემებში ამ მოვლენების სივრცობრივი ველების გამოსახვას.
ავტ.
უაკ 550.42;54.064
4.დ2.14. ატმოსფერული ნალექების საერთო მინერალიზაციის მიწისპირა ჰაერის ტემპერატურისაგან დამოკიდებულება მუდმივი ფადობითი ტენიანობის დროს. /თ. სალუქვაძე, მ. სალუქვაძე, ე. ხელაია/. ჰმი-ს შრომათა კრებული -
2008. - ტ. 115. - გვ. 331-334. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
შესწავლილია ატმოსფერული ნალექების მინერალიზაციაზე მიწისპირა ჰაერის ტემპერატურის გავლენა ფარდობითი სინოტივის მუდმივი მნიშვნელობების დროს. სტატისტიკურად უზრუნველყოფილი ექსპერიმენტული მასალის ანალიზის საფუძველზე ნაპოვნია, რომ ფარდობითი სინოტივის სამი დიაპაზონისათვის
(30-55; 55-75; 75-100) მინერალიზაციის ტემპერატურაზე დამოკიდებულების გრაფიკს გააჩნია ორ-ორი მაქსიმუმი, რომლებიც ფარდობითი სინოტივის კლებასთან ერთად ინაცვლებენ ტემპერატურის მაღალი მნიშვნელობებისაკენ.
ავტ.
უაკ 546.296:616-006.6
4.დ2.15. რადონის გავცელება და
ფილტვის კიბო დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში. /ა. ამირანაშვილი, თ. ჭელიძე, კ. ღვინიანიძე, გ. მელიქაძე, მ. თოდაძე, ი. ტრეკოვი, დ. წერეთელი/. ჰმი-ს შრომათა კრებული -
2008. - ტ. 115. - გვ. 349-353. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
ჩატარებულია რადონის განაწილების რაოდენობრივი შეფასება დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში. მიღებული მონაცემები მოწმობს, რომ 100-ზე მეტი წყლის სინჯში აღინიშნება რადონის მაღალი შემცველობა. ამ უბნებთანაა დაკავშირებული ბინებში Rn დაგროვების მაღალი მაჩვენებლები. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს კორელაციურ კავშირს რადონის კონცენტრაციასა და ფილტვის კიბოს გავრცელებას შორის.
ავტ.
უაკ 521.15
4.დ2.16. მიწისძვრის ეკზოგენური მაინიცირებელი ფაქტორი. /რ. კილაძე, ნ. კაჭახიძე, გ. რამიშვილი, მ. კაჭახიძე, ე. კუხიანიძე/. ჰმი-ს შრომათა კრებული - 2008. - ტ. 115. - გვ. 354-358. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
პლანეტების ან პლანეტათა წყვილების ცის თაღზე განსაკუთრებული განაწილება განიხილება, როგორც მიწისძვრათა ტრიგერული ფაქტორი. გამოვლენილია სექტორები, რომლებშიც პლანეტების ან პლანეტათა წყვილების მოხვედრისას მიწისძვრათა მაქსიმალური ან მინიმალური რაოდენობა ხდება.
ავტ.
უაკ 550.540
4.დ2.17. კავკასიის მიწისძვრების მასინქრონიზირებული კვაზიპერიოდული ფაქტორების გამოვლენის მეთოდის შესახებ. /ო. ლურსმანაშვილი, ტ. პაატაშვილი, ლ. გეონჯიანი/. ჰმი-ს შრომათა კრებული - 2008. - ტ. 115. - გვ. 359-368. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
ნაჩვენებია გარე მასინქრონიზებელი ფაქტორების აღმოჩენის შესაძლებლობა, შემოთავაზებული მიწისძვრების სინქრონიზაციის მექანიზმის საფუძველზე. წარმოდგენილია ამ გარე ფაქტორების პერიოდულობის დადგენის მეთოდი, რომელიც ეფუძნება მიწისძვრების მოხდენის მომენტების განაწილებების ჰისტოგრამების ფორმების შესწავლას. გამოვლენილია მიმოქცევების ზემოქმედება კავკასიის რეგიონის მიწისძვრებზე მთვარე-მზის სინოდური თვის პერიოდით.
ავტ.
უაკ 550.340
4.დ2.18. საწარმოო აფეთქებებით გამოწვეული ცრუ პერიოდულობები კავკასიის მიწისძვრების განმეორებადობაში. /ო. ლურსმანაშვილი, ტ. პაატაშვილი, ლ. გეონჯიანი/. ჰმი-ს შრომათა კრებული - 2008. - ტ. 115. - გვ. 369-374. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
კავკასიის მიწისძვრების კატალოგის მონაცემების საფუძველზე ცალსახად ვლინდება სუსტი მიწისძვრების, დღე-ღამური პერიოდულობა, რომელთა დაკვირვება არ ხდება უფრო ძლიერ მიწისძვრებში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოვლელი პერიოდულობა დაკავშირებულია საწარმოო აფეთქებების განხორციელების რეჟიმთან. მიწისძვრების განმეორადობის შესწავლისას აუცილებელია ამ ფაქტის გათვალისწინება.
ავტ.
უაკ 550.34
4.დ2.19. სეისმოჰიდროდინამიკური დაკვირვებები საქართველოს ტერიტორიაზე. /გ. მელიქაძე, თ. ჯიმშელაძე, გ. კობზევი, ნ. კაპანაძე, ნ. დოვგალი/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. – ტ. 115. – გვ. 375-380.- ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
საქართველოს ტერიტორიაზე 1985 წლიდან მიმდინარე რეჟიმული ჰიდროდინამიკური დაკვირვებების დროს დაფიქსირებული იქნა მრავალი ანომალია, რომელთა ბუნების დადგენის მიზნით ჩატარებულმა ანალიზმა დაადგინა, რომ დეფორმაციული დაძაბულობის კრიტიკული მნიშვნელობები, მიწისქვეშა წყლების რეჟიმში, აღინიშნება მახასიათებელი “ფონური” სურათის დარღვევით. დარღვევის პერიოდი დამოკიდებულია მიწისძვრის სიმძლავრეზე. ყველაზე დიდი გრადიენტის ზონა ჰიდროგეოდეფორმაციულ ველში მიუთითებს მომავალი მიწისძვრის კერას.
ავტ.
უაკ 551.491
4.დ2.20. მიწისქვეშა წყლების ჰიდროქიმიური რეჟიმის ცვლილება მიწისძვრების მომზადების პროცესში. /მ. თოდაძე, ნ. კაპანაძე, გ. მელიქაძე, ვ. ღლონტი, თ. ჯიმშელაძე/. ჰმი-ს შრომათა კრებული - 2008. - ტ. 115. - გვ. 389-393. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
რეჟიმული დაკვირვებების მასალის ანალიზით დადასტურდა სეისმური მოვლენების ზეგავლენა მიწისქვეშა წყლების ჰიდროქიმიურ რეჟიმზე. ჩატარებული ანალიზით შერჩეული იქნა წამყვანი ინფორმატიული კომპონენტები, როგორც ცალკეული უბნებისათვის, ასევე რეგიონებისათვის.
ავტ.
უაკ 551.58.583
4.დ2.21. საქართველოს მთიანი რეგიონების კლიმატური ექსტრემუმების გამოთვლის შედეგები. /ზ. ცქვიტინიძე ზ, ნ. კუტალაძე/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. – ტ. 115. – გვ. 394-401. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
საქართველოს მეტეოროლოგიური ქსელის 21 სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშებული იქნა ექსტრემალური კლიმატური ინდექსები, გამოვლინდა მათი მრავალწლიური ტრენდები და დადგინდა მათი საიმედოობა, რის საფუძველზეც შეფასდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკები, გამოვლინდა ყველაზე მაღალი რისკის რაიონები.
ავტ.
უაკ 523.58
4.დ2.22. ქ. თბილისში ატმოსფეროს მიწისპირა ფენაში მყარი აეროზოლის შემცველობის გამოკვლევა. /ნ. ჭიაბრიშვილი/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. – ტ. 115. – გვ. 412-416. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
წარმოდგენილია ქ. თბილისში ატმოსფეროს მიწისპირა ფენაში არსებული მყარი აეროზოლის მასური კონცენტრაციის (მგ/კუბ.მ) კვლევის ექსპერიმენტული მონაცემები. შესწავლილია ატმოსფერული მყარი აეროზოლის მასური კონცენტრაციის ალბათობათა სიმკვრივის განაწილება. წარმოდგენილია გრაფიკი და გამოთვლილია განაწილების სათანადო მახასიათებლები.
ავტ.
უაკ 555.48.215.2
4.დ2.23. კატასტროფული წყალმოვარდნების წყლის მაქსიმალური ხარჯების გაანგარიშებისა და პროგნოზირების შესაძლებლობა ტენბრუნვის პარამეტრების გამოყენების საფუძველზე დაკვირვების პუნქტების დახურვის პირობებში. /გ. გაჩეჩილაძე, ვ. ცომაია, ლ. ქიტიაშვილი, ს. გორგიჯანიძე, ნ. ბეგალიშვილი/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. – ტ. 115. – გვ. 417-426. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს
მოცემულია ტენბრუნვის პარამეტრების გამოთვლის მეთოდი. მის საფუძველზე განხილულია უდიდესი 1%-იანი უზრუნველყოფის წყლის მაქსიმალური ხარჯების და დღე-ღამური ნალექების გაანგარიშება-პროგნოზირების შესაძლებლობა. შემოწმებამ აჭარის სანაპირო ზოლის მდინარეების აუზებისათვის მოგვცა დადებითი შედეგი – ცდომილება 4-5%-ზე ნაკლებია.
ავტ.
უაკ 551.58:613.1
4.დ2.24. ჰაერის ეფექტური ტემპერატურის და მაგნიტური ქარიშხლების ზეგავლენა ქ. თბილისის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. /ა. ამირანაშვილი, ვ. ამირანაშვილი, ლ. ქართველიშვილი, ხ. ნოდია, თ. ხუროძე/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. – ტ. 115. – გვ. 434-437. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
წარმოდგენილია ჰაერის ექვივალენტურ – ეფექტური ტემპერატურის (ჰაერის ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობის და ქარის სიჩქარის კომბინაცია) საშუალო თვიური მნიშვნელობების და მაგნიტური ქარიშხლების თვიური ხანგრძლივობის ქ. თბილისის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის გამოკვლევის შედეგები.
ავტ.
უაკ 621.472
4.დ2.25. ეკოლოგიურად სუფთა ელექტროსადგური. /ვ. ჯამარჯაშვილი, მ. არაბიძე/. ენერგია. - 2008. - #4 (48). - გვ. 29-38. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
განიხილება ჭარბწნევიანი ბუნებრივი გაზის ენერგიის ენერგოენერგიად გარდაქმნა მზის ენერგიის გამოყენების საფუძველზე. ენერგიის გარდაქმნის განხორციელება სრულდება გაზის მრავალსაფეხურიანი გაფართოების საფუძველზე. მზის ელექტროსადგურის პირობითი აღნიშვნაა მესი. მოყვანილი და განხილულია შესაბამისი თერმოდინამიკური პროცესები. მზის ენერგიის გარდაქმნელად გამოიყენება მზის ბრტყელი კოლექტორი. ჭარბწნევიანი გაზის პოტენციალური ენერგიის უტილიზაციის ყველაზე მიზანშეწონილ მეთოდს წარმოადგენს ტურბოდეტანდერების გამოყენება. მესი ხასიათდება ენერგოგარდაქმნის ეფექტურობის კოეფიციენტის მაღალი სიდიდით hef=0,73. აღნიშნულია, რომ ბრტყელკოლექტორებიანი ორთქლტურბინული ციკლის შემთხვევაში hef=0,07-0,08 tm=1000C-ის დროს. მესი, ხვედრითი სიმძლავრის მიხედვით, ასევე მნიშვნელოვნად აღემატება მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდამქმნელ ყველა ცნობილ სისტემას. მას უპირატესობა გააჩნია აგრეთვე ტრადიციული ელექტროსადგურის მიმართაც. მესის მაღალი ეფექტურობა განპირობებულია ჭარბწნევიანი ბუნებრივი გაზის პოტენციალური ენერგიის გამოყენებით. მესის ეკონომიკური მაჩვენებლების დადგენა შეადგენს კვლევის შემდგომ საგანს. ილ.5, ლიტ. 9 დას.
ავტ.
უაკ 62:574
4.დ2.26. ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა კანცეროგენული აგენტების ფორმირებაზე. /ნ. რამაზაშვილი, ლ. ჩხეიძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11). – გვ. 107-114. - ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული ეკოლოგიური მონიტორინგის შედეგები. ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკური არომატული ნახშირწყალბადების, აზოტის ოქსიდებისა და ლითონთა ნაერთზე, რომლებიც განპირობებულია ადამიანის და ცხოველის კვების ჯაჭვში. კანცეროაგენეტების სინთეზს, რომლებიც საბოლოო ჯამში იწვევენ ცოცხალ ორგანიზმებში სიმსივნურ ახალწარმონაქმნებს. შემოთავაზებულია კონცეროგენული აგენტებისგან ადამიანისა და გარემოს დაცვის პირველ რიგში ჩასატარებული ღონისძიებები.
ავტ.
უაკ 681.586.5
4.დ2.27. მილსადენების მთლიანობის
და უსაფრთხოების
დაცვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი
ტექნოლოგიების
საშუალებით. /გ. მგელაძე/.
საქართველოს ნავთობი
და გაზი. – 2009. - #23. – გვ.
76-87. ქართ. რეზ.: ქართ.,
რუს., ინგლ.
განხილულია
მილსადენების
მთლიანობისა და
უსაფრთხოების
დაცვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი
ტექნოლოგიის საშუალებით,
აღწერილია მისი
უპირატესობა, საიმედოობა,
მოხერხებულობა
და ეკონომიური
მომგებიანობა
დღეისათვის არსებულ
სხვა ტექნოლოგიებთან
შედარებით. მოყვანილია
ცნობილი მენდელშტამ-ბრილოუინის
მეთოდი, შესაძლებლობა
ერთდროულად გაიზომოს
რამდენიმე ფიზიკური
პარამეტრი მილსადენის
ფუნქციონირებისას,
ასევე შესაძლებლობა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი
ტექნოლოგიის დანერგვისა
მილსადენის მშენებლობის
ფაზაში.
ავტ.
უაკ 550.348/.349
4.დ3.1. მიწისძვრის წინამორბედების სტატისტიკური ანალიზი. /გ. პეტროსიანი/. ჰმი-ს შრომათა კრებული - 2008. - ტ. 115. - გვ. 381-388. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
წარმოდგენილია სომხეთის ტერიტორიაზე 20-მდე მიწისძვრის წინამორბედების სტატისტიკური ანალიზი.
ავტ.
უაკ 551.578.7
4.დ3.2. საქართველოში სეტყვის დღეთა წლიური რაოდენობის სტატისტიკური მახასიათებლები. /ა. ამირანაშვილი, ო. ვარაზანაშვილი, ა. ნოდია, ნ. წერეთელი, თ. ხუროძე/. ჰმი-ს შრომათა კრებული - 2008. - ტ. 115. - გვ. 427-433. - რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
აგებულ იქნა სეტყვის რაოდენობის საშუალო წლიური მნიშვნელობების პერიოდულობის საქართველოს ტერიტორიაზე განაწილების რუკა. საქართველოს 12 ადმინისტრაციული რეგიონისათვის განსაზღვრულ იქნა სეტყვის აქტივობის ცვლილების დიაპაზონები. შესწავლილ იქნა სეტყვიანი დღეების საშუალო წლიური რიცხვის დამოკიდებულება ადგილის სიმაღლეზე.
ავტ.
დ4. სხვა დარგთაშორისი პრობლემები
უაკ 551.58
4.დ4.1. საქართველოს ტერიტორიაზე კლიმატის ცვლილების ზოგიერთ თავისებურებათა გამოკვლევა მათემატიკური მოდელირებით. /თ. დავითაშვილი, ზ. ხვედელიძე, ა. ხანთაძე, კ. თავართქილაძე, ი. სამხარაძე./ ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. - ტ. 115. - გვ. 7-18. - ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
შესწავლილია რეგიონალური კლიმატის ცვლილების ზოგიერთი თავისებურება მათემატიკური მოდელირების გამოყენებით, კერძოდ, აცივების ეფექტი დასავლეთ საქართველოში და კლიმატის დათბობა აღმოსავლეთ საქართველოში. მოცემულია გაუდაბნოების თერმოდინამიკის მათემატიკური მოდელი. გაუდაობნების ხელშემწყობი პროცესების შეფასების მიზნით შესწავლილია მიწის ზედაპირის ტემპერატურისა და ნალექების ურთიერთკავშირი.
ავტ.
უაკ 551
4.დ4.2. საქართველოს ტერიტორიის დარაიონება გვალვის ინტენსივობის შეფასების საფუძველზე. /ნ. ბეგალიშვილი, თ. ცინცაძე, მ. გზირიშვილი, ნ. არუთინიანი, რ. მახმუდოვი/. ჰმი-ს შრომათა კრებული - 2008. - ტ. 115. - გვ. 303-307. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული და ნიადაგური გვალვის განვითარების დადგენის, ასევე გვალვის ინტენსივობის კომპლექსური შეფასების შედეგები რუსეთის სასოფლო-სამეურნეო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დამუშავებული მეთოდის საფუძველზე. გამოყენებულია 1961-1986 წლების 15 მეტეოსადგურის დაკვირვებათა მონაცემები. შესრულებულია საქართველოს ტერიტორიის კლიმატური დარაიონების სქემატური რუკების აგება, გვალვის ინტენსივობის შეფასების მიხედვით თბილი პერიოდის 4 თვისათვის (მაისი-აგვისტო).
ავტ.
უაკ 556.16.06
4.დ4.3. საქართველოს მდინარეთა წყალდიდობების მახასიათებლები და კატასტროფების თავიდან აცილების საკითხები. /ც. ბასილაშვილი/. ჰმი-ს შრომათა კრებული - 2008. - ტ. 115. - გვ. 308-316. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
საქართველოს მთავარ მდინარეთათვის გაანგარიშებულია სტატისტიკური მახასიათებლები წყალდიდობის პიკებისა, რომლებიც ფორმირდება მყისიერად წვიმისა და თოვლის წყლების მაღალი ტალღების თანხვედრის დროს მაის-ივნისში. ისინი წარმოადგენენ საწყის მონაცემებს წყალსამეურნეო ობიექტების დაპროექტებისა და დაგეგმარებისათვის. მოცემულია ღონისძიებათა კომპლექსი არსებული და მოსალოდნელი ეკოლოგიური დარღვევების თავიდან აცილების მიზნით.
ავტ.
უაკ 519.233.4
4.დ4.4. ტრანსცენდენტური დისპერსიის განტოლების ამოხსნა გამარტივებული მეთოდით სითხის ზედაპირზე მდგარი ტალღების შესწავლის მიზნით. /თ. გველესიანი, თ. ყირიმლიშვილი-დავითაშვილი/. ენერგია. - 2008. - #4 (48). - გვ. 48-50. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
სხვადასხვა ბუნებრივ თუ ხელოვნურ წყალსატევებში, აგრეთვე ჰიდრავლიკურ ღარებში (ან აუზებში) შეიძლება განვითარდეს მდგარი ტალღები ამ ობიექტებზე პერიოდულად ცვლადი რხევების ზემოქმედების გამო. მათი გამოკვლევის მიზნით საჭიროა ამოიხსნას დისპერსიის ტრანსცენდენტური განტოლება (ანუ მოიძებნოს ამ განტოლების ფესვები). ამისთვის პრაქტიკაში გამოყენებას ჰპოულობს შერჩევის მეთოდი, კერძოდ კი – კომპიუტერული გრაფიკული მეთოდი. წინამდებარე ნაშრომში განხილულია განტოლების ფესვების განსაზღვრის ახალი გამარტივებული მეთოდიკა, რომელიც დაფუძნებულია მათ უშუალო გაანგარიშებაზე შემოთავაზებული ფორმულის მეშვეობით, ამასთან მიღებული შედეგების სიზუსტე აღირიცხება s£0,7%-ის ფარდობითი ცდომილებით. ნახაზზე წარმოდგენილია დისპერსიის განტოლების პირველი სამი ფესვი მდგარი ტალღების შემთხვევაში. ილ.1, ლიტ. 3 დას.
ავტ.
უაკ 625
4.დ4.5. გის-ტექნოლოგიის გამოყენების პრინციპი სალიანდაგო მეურნეობაში. /ე. მოისწრაფიშვილი, მ. მოისწრაფიშვილი, გ. ენუქიძე, ნ. არუდაშვილი, ი. მჭედლიშვილი/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11). – გვ. 40-43. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
განხილულია გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (გის) ტექნოლოგიის სალიანდაგო მეურნეობის სფეროში დანერგვის აუცილებლობა და მისი გამოყენების დადებითი მხარეები. აღნიშნულია, რომ სალიანდაგო მეურნეობის სტრუქტურული ორგანიზაციის დაპროექტებისას გარდა მართვის სტრუქტურის სქემების დამუშავებისა, აუცილებლად უნდა გადაწყდეს დარგობრივი საწარმოებისა და ქვედანაყოფების ოპტიმალური განლაგების საკითხები. ჩამოყალიბებულია შემდეგი ძირითადი საკითხები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს სალიანდაგო მეურნეობის სტრუქტურული ორგანიზაციის დაპროექტების გის – პროგრამის ფუნქციონირებას: დარგობრივი გის შექმნა; გეოინფორმაციული ბაზის შექმნა; სალიანდაგო მეურნეობის ელექტრონული პასპორტების შექმნა, რეინჟინერინგი და ინფორმაციული უზრუნველყოფა; სალიანდაგო მეურნეობის სტრუქტურული ორგანიზაციის დაპროექტების პროგრამული უზრუნველყოფა.
ავტ.
უაკ 607.744.153
4.დ4.6. ზოგიერთი მოსაზრება გეომეტრიული გარდაქმნის, კომპიუტერულ საინჟინრო გრაფიკაში, გამოყენების საკითხზე. /ა. შავგულიძე, ზ. კვინიკაძე, გ. შენგელია/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11). – გვ. 44-51. – ქართ., რეზ.: რუს., ინგლ.
კომპიუტერულ გრაფიკაში ხშირად გვაქვს საქმე ე.წ. გამოშიგნულ ოპერაციებთან. ამგვარი წესით ოპერაციების შესრულება კი მხოლოდ მაშინ არის კარგი, როცა ინჟინერს გაცნობიერებული აქვს ოპერაციის სრული შინაარსი და დროის მოგების მიზნით, მხოლოდ შედეგზეა ორიენტირებული და რასაც კომპიუტერის მეშვეობით აკეთებს, ადეკვატურად აქვს გააზრებული. საჭიროების შემთხვევაში, როცა მოქმედების გააზრებულად შესრულებაა მოთხოვნილი, მიზანშეწონილია წინამდებარე ნაშრომში რეკომენდებული მეთოდოლოგია – კომპიუტერული პროგრამის შევსება ინტუიციური ალგორითმის გამოყენებით.
ავტ.
უაკ 656.2/.4:681.5.017
4.დ4.7. სარელსო წრედების საკონტროლო რეჟიმის გაანგარიშების მათემატიკური მოდელის დამუშავება ლიანდაგშორისი ზღვრადობის არსებობის შემთხვევაში. /მ. გოცაძე. ნ. ხუჭუა/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11). – გვ. 142-147. - რუს., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
დამუშავებულია სარელსო წრედების საკონტროლო რეჟიმის მათემატიკური აღწერა ლიანდაგთშორისო ზღუდარების არსებობის შემთხვევაში, სადაც სარელსო წრედების გამოკვლევის ცნობილი მეთოდებისგან განსხვავებით გათვალისწინებულია ურთიერთინდუქციურობის კუთრი წინააღმდეგობა მეზობელი ლიანდაგების შესაბამის რელსებს შორის. შემოღებულია რიგი დაშვებებისა, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენენ ამონახსნის პრაქტიკულ სიზუსტეზე. ერთეულოვანი რელსების კუთრი წინაღობისა და
სარელსო ძაფების დამიწების კუთრი გამტარობის გარდა სქემაში ასახულია შესაბამის რელსებს შორის ურთიერთინდუქციურობის კუთრი წინაღობები, რაც საშუალებას გვაძლევს გაცილებით სრულყოფილად გადავწყვიტოთ სარელსო წრედების საკონტროლო რეჟიმის გაანგარიშების ამოცანა.
ავტ.