ტექინფორმი წარმოადგენს საქართველოში სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის დარგში მოთავე ორგანიზაციას. იგი მრავალდარგოვანი და დარგთაშორისი საინფორმაციო ცენტრია. ტექინფორმი ახორციელებს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ძიების, შეგროვების, კლასიფიკაციის ანალიზისა და სინთეზის, შენახვისა და გავრცელების სფეროში სამეცნიერო-კვლევით, ტექნოლოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობას. |
1. საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ასახვა და სამეცნიერო პროდუქციის გავრცელების ხელშეწყობა
- ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების რეგისტრაცია, რუხი ლიტერატურის (გამოუქვეყნებული სტატიების, მონოგრაფიების, კვლევით სამუშაოთა შედეგების) რეგისტრაცია, დეპონირება, დაცული დისერტაციების აღრიცხვა-რეგისტრაცია, შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა
- საქართველოს მეცნიერთა პუბლიკაციების, დისერტაციების, დეპონირებული შრომების რეფერირება, ინდექსირება და ქართული რეფერატული ჟურნალის გამოცემა
- საქართველოში შემუშავებული ტექნოლოგიებისა და პერსპექტიული სამეცნიერო კვლევების შესახებ ინფორმაციის ელექტრული ფონდის შექმნა და გავრცელება საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაციების მეშვეობით.
2. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა
- ლოკალურ და ქსელურ რეჟიმში ფუნქციონირებად (მომუშავე) მონაცემთა ბაზების შექმნისა და ექსპლოატაციის ტექნოლოგიების განვითარება
- on-line ტექნოლოგიების დანერგვა, გავრცელება
- ელექტრონული გამოცემების შექმნა.
3. ანალიზური საქმიანობა სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სფეროებში
- სამეცნიერო საქმიანობის და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სისტემის განვითარების რეკომენდაციების (კონცეფციების) შემუშავება
- სამეცნიერო-ტექნიკურო ინფორმაციის სისტემის სფეროში კანონპროექტების შემუშავება.
- საქართველოს მეცნიერების თემატური, საკადრო და საფინანსო მდგომარეობის შესახებ ანალიზური ინფორმაციის მომზადება.
4. საინფორმაციო მომსახურება
- სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური სამუშაოების საინფორმაციო მხარდაჭერა
- საგამომცემლო-პოლიგრაფიული მომსახურება
- მთარმნელობითი საქმიანობა
- ელექტრონული საინფორმაციო პროდუქციის შექმნა.
|