14.03.2008 ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ტექინფორმმა ჩაატარა სემინარი თემაზე ევროკავშირის სამეცნიერო და საინოვაციო ჩარჩო პროგრამებში ქართველ მეცნიერთა ადეკვატური მონაწილეობის საინფორმაციო სტრატეგია 1. ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამაში (FP7) ქართველ მეცნიერთა ჩართვის შესაძლებლობები 2. ევროკავშირის (R&D) საინფორმაციო სისტემის (CORDIS) მონაცემთა ბაზებში ქართველ მეცნიერთა წინადადებების განთავსების პირობები 3. სამეცნიერო ჟურნალების იმპაქტ ფაქტორის განსაზღვრის პროცედურა 4. სხვადასხვა მონაცემთა ბაზებში მაღალი გავლენის კოეფიციენტის მქონე სამეცნიერო ჟურნალების თემატური ძიება. სემინარს უძღვებოდნენ ტექინფორმის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევონ ჩობანიანი და ამავე დეპარტამენტის ინჟინერი გიორგი გვიანიშვილი.
|